mRvdeli giorgi sxiladze
მღვდელი გიორგი სხილაძე
ჯგუფი: Members
წერილები: 2482
წევრი No.: 159730
რეგისტრ.: 19-January 13
|
#56101476 · 4 Apr 2020, 21:16 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
turatura
QUOTE | ნამდვილად იცით რომ იმ მღვდელს ესაუბრეთ ვინც მათ შეხვდა და არა მაგ მღვდელის მძღოლის ბიძაშვილის მცველს ? |
_ დიახ, ნამდვილად ვიცი, რადგან ეს მღვდელი (სხვათა შორის, საქ. საპატრიარქოს წარმომადგენელი) ჩემი ერთ-ერთი უახლოესი ადამიანია.
QUOTE | მეტსახელზე რა პრეტენზია გაქვს? სახელ გვარი უნდა ეწეროს მანდამაინც ? ფორუმის ადმინობა ხომ არ გინდა ? თქვენ მეტსახელი რომ არ გიწერია და სახელგვარი გიწერია ძეგლი უნდა დაგიდგათ? უკეთესი ხარ ამით? ნეტა განდიდების მანიაც არ გქონდეთ რა. |
მეტსახელებზე, აი, რატომ გავამახვილე ყურადღება (არ მეგონა, თუ ამის ახსნას დაიჭირვებდით): 1. როცა ვინმე ფსევდონიმით წერს და სხვას შეურაცხყოფს, ეს ისეთი საქციელია, კაცი რომ ,,ბუჩქებში“ ზის, ,,თავი ქუდში აქვს“, რომ პასუხს ვერავინ მოსთხოვს და იქიდან ისვრის ტალახს. 2. როცა ვინმე არაფსევდონიმიანს შეურაცხყოფს, ეს პირდაპირი, უშუალო, განპიროვნებული შეურაცხოფაა, ვიდრე შეურაცხყოფა ფსევდომინით მწერლისა, რომლის უკანაც, სინამდვილეში, კაცმა არ იცი, ვინ დგას. შეურაცხყოფა ქებად მიიღო, ეს ნიშანია სრულყოფილებისა, რისკენაც ყველანი უნდა ვივლტოდეთ!
QUOTE | ირიბად და ეშმაკურად რომ ლაპარაკობ მაგას გეუბნენი სწორედ. |
როგორც ჩანს, ირიბობა და ეშმაკობა სინონიმები გგონიათ.
QUOTE | იმაზე იფიქრე თავად გამცირებს თუ განდიდებს ეს ჭორიკნობა. |
ჭორიკნობა თქვენსავით მეზიზღება. kvipriane
QUOTE | დამლოცეთ და მომიტევეთ კითხვების სიუხვე , |
გლოცავთ, სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმიდისათა!
QUOTE | ღმერთმა გაგაძლიეროთ და მუდამ სწორ გზაზე გამყოფოთ |
_ გმადლობთ; ასევე, თქვენც!
QUOTE | გამახარა თქვენმა პასუხმა მამა გიორგი |
სულ გახარებულს გაგევლოთ ცხოვრებისეული განსაცდელები!
QUOTE | თქვენს პოზიციებში და შეხედულებებში შეცდომაა... რომ თქვენ ჭეშმარიტებაზე დგეხართ და მთელი ეკლესიები ჩვენი ეკლესიის ჩათვლით თავისი მრავალათასიანი სასულიერო და საერო დასით როგორც ამბობთ მწვალებლობაში და სხვა უბედურებაში. |
წმ. მაქსიმე აღმსარებლის ,,ცხოვრება" თუ გაქვთ წაკითხული?
მცირედი განცხადება ჩემო საყვარელო ადამიანებო, მოყვარენო თუ მტერნო! უპირველესად, სენშეყრილებს ვლოცავ და ვუსურვებ მალე გამოჯანმრთელებას! დაე, ყველანი დაცულნი ყოფილიყავით აუტანელი განსაცდელებისაგან! + + + იმის მერე, რაც გასული წლის 4-5 ნოემბერს მოგვიწია საქ. ტელევიზიებით გამოსვლა, ჩვენდამი იმატა, ძირითადად, ,,Forum.ge“-სა და ,,Facebook“-ზე წერილობითმა და პირადმა საინტერნეტო-სატელეფონო მომართვებმა სხვადასხვა საჭირბოროტო საკითხზე, რომლებზე სათითაოდ პასუხებსაც, ზოგჯერ, დროულად ვერ ვასწრებ, იმდენი დრო, სულიერი და ფიზიკური ძალა მიაქვს ამ ყველაფერს... ამიტომ, გადავწყვიტე, გავმართო პირდაპირი ვიდეოჩართვით საათნახევრიანი ,,ტელეკატეხიზმო“, აქ, საკუთარ ფეისბუქ-გვერდზე, ხვალ, კვირას, წირვის შემდეგ, საქართველოს დროით, 18ს., როცა ყველას, მტერ-მოყვარეს, შეეძლება ,,კომენტარებში“ დამისვას კითხვები, რომლებზე პასუხებსაც დანარჩენებიც მოისმენენ, ერთდროულად. _ ხვალამდე, პირდაპირ ეთერში!
This post has been edited by mRvdeli giorgi sxiladze on 4 Apr 2020, 21:22
--------------------
მთავარში _ ერთიანობა, კამათში _ თავისუფლება და ყველაფერში _ სიყვარული! ნეტარი ავგუსტინე (ავრელიუსი; ეპისკოპოსი, ფილოსოფოსი და პოლიტიკოსი, IV-Vსს..) ვეძიებ არა გამარჯვებას, არამედ ძმათა დაბრუნებას, რომელთაგან განშორება მტანჯავს (წმ. გრიგორი ნაზიანზელი; მთავარეპისკოპოსი, ღვთისმეტყველი, პოეტი, IVს.).
|