Printable Version of Topic
Click here to view this topic in its original format
თბილისის ფორუმი > რელიგია > გზა შინისაკენ


Posted by: cinemamu 15 Oct 2011, 10:49
http://pix.ge/
http://pix.ge/
http://pix.ge/
http://pix.ge/
http://pix.ge/


წიგნის ოფიციალური საიტი:
http://www.thejourneyhomebook.com/

მცირე ვიდეოები ამ წიგნის შესახებ:





აქ რადჰანათჰა სვამი თავის ახალგაზრდობას იხსენებს smile.gif




ამ წიგნის აუდიო-ვერსია (რუსულ ენაზე):

http://www.dxarma.ru/2010/03/16/audiokniga-puteshestvie-domojj.html
http://www.blagoda.com/audio/3178.html

(სამწუხაროდ წიგნის აუდიო-ვერსია ბოლომდე ჯერ არაა გამოსული, თუმცა საკმაოდ დიდი ნაწილია და გირჩევთ მოუსმინოთ)


მე კი, თქვენი მონა-მორჩილი, ან ამ წიგნის საინტერესო მონაკვეთებს შემოგთავაზებთ ქართული თარგმანით, ან თუ სურვილი გექნებათ თავიდანვე მივყვები და ნელ-ნელა ვთარგმნი (ოღონდ არ ვიცი რამდენად მალე გამომივა და დავასრულებ თუ არა საერთოდ...)

დავიწყებ ავტორის ბოლოსიტყვაობით:


"მთელი ეს წლები მრავალი ადამიანი დაჟინებით მარწმუნებდა, რომ გამომექვეყნებინა ეს ისტორია. მე ვეწინააღმდეგებოდი, რადგანაც ცუდ ტონად ვთვლიდი წიგნების წერას საკუთარ თავზე. მაგრამ მოულოდნელად მოხდა შემთხვევა, რომელმაც ჩემი გადაწყვეტილების გადახედვა მაიძულა. 2005 წლის მაისში დამირეკა ჩემმა ძვირფასმა მეგობარმა ბჰაკტი ტირთჰა სვამიმ. იგი სასიკვდილოდ იყო ავად და ჩემი ნახვა უნდოდა. ბჰაკტი ტირთჰა სვამი წარმოშობით აფრო-ამერიკელი იყო; მან რთული გზა გაიარა კლივლენდის გეტოდან პლანეტის ყველაზე ცნობილი ადამიანების სულიერ მოძღვრობამდე: მათ შორის იყვნენ ნელსონ მანდელა, მუჰამედ ალი და ელის კოლტრეინი.

მე ჩავედი ფერმაში, პენსილვანიაში, სადაც მცირე სხლში კვდებოდა ბჰაკტი ტირთჰა სვამი. იგი საწოლზე იწვა, შემომხედა და სხივმფენი ღიმილით მითხრა: "მე მინდა შენს ხელებში მოვკვდე. გთხოვ, დარჩი ჩემთან ბოლომდე." შემდგომი ორი თვის განმავლობაში მის საწოლთან ვიჯექი, სულიერ საიდუმლოებებზე და სასწაულებზე ვსაუბრობდით და სხვადასხვა ისტორიას ვუკითხავდი წმინდა სანსკრიტული წერილებიდან.

ბჰაკტი ტირთჰა სვამიზე უკეთ არავინ მიცნობდა. იგი გარკვეული იყო ჩემი სულიერი ძიების ყველა წვრილმანში და იცოდა ჩემი ეჭვების შესახებ წიგნის დაწერის თაობაზე. ერთ დღეს, თვალებშI მიყურებდა და ისე მითხრა: "ეს შენი ისტორია არაა. ეს არის ამბავი იმის შესახებ, თუ როგორ წაიყვანა ღმერთმა ერთი ყმაწვილი გასაოცარ მოგზაურობაში იმ საიდუმლოებების საძებნელად, რომლებიც ყველა ჩვენგანშია. ნუ იქნები ძუნწი. გაუზიარე სხვებსაც, რაც შენ გებოძა." მას ხმა ჩაუწყდა და ცრემლი ჩამოუგორდა თვალებიდან. "პირობა მომეცი, - მითხრა მან, - აქ, ჩემს სასიკვდილო სარეცელთან, რომ გამოაქვეყნებ ამ ისტორიას". რამდენიმე დღის შემდეგ, 2005 წლის 27 ივნისს, მან დატოვა ეს სამყარო. ეს წიგნი ჩემი მცდელობაა მისი უკანასკნელი სურვილის შესრულებისა."
* * *




დავიწყებ სხვადასხვა ცნობილ პიროვნებებთან შეხვედრებით:

შეხვედრა კრიშნამურტისთან

http://pix.ge/

"იმავე საღამოს მე და ბჰკუ ვივეკანანდა მსოფლიოში განთქმული მწერლის და ორატორის - ჯიდუ კრიშნამურტის ლექციას დავესწარით. შევედით და მეორე რიგში დავჯექით. პანდალი მალე გაივსო ხალხით, და ჩვენს გვერდით სამოც წლამდე ასაკის მამაკაცი დაჯდა. მას ერქვა დილიპი. "გინდათ დოქტორ კრიშნამურტიზე მოგიყვეთ? - შემოგვთავაზა მან. - ის ჩემი მასწავლებელია".

"რა თქმა უნდა", - ვუპასუხეთ ჩვენ.

დილიპმა ფეხები გადააჯვარედინა, სკამიზ საზურგეს მიეყრდნო და მოყოლა დაიწყო. კრიშნამურტი დაიბადა სამხრეთ ინდოეთში 1895 წელს. როცა ჯერ კიდევ ბავშვი იყო, მას ყურადღება მიაქცია ცნობილმა ნათელმხილველმა ჩარლზ ლედბიტერმა. ლედბიტერმა და ანნა ბეზანტმა, რომელიც იმ დროს თეოსოფიურ საზოგადოებას ხელმძღვანელობდა, განაცხადეს, რომ ეს ბავშვი - "ჭურჭელია" სამყაროს იმავე მასწავლებლისა, რომელიც კაცობრიობას ქრისტეს მეშვეობით მიმართავდა. ანნა ბეზანტი დაეხმარა ყმაწვილს, რომ ინგლისში მიეღო განათლება და მთელს მსოფლიოში თან ატარებდა მას. ათასობით ადამიანმა მიიღო იგი როგორც ახალი მესია და მის გარშემო შექმნილ ვარსკვლავის ორდენში შედიოდნენ. ოცდაშვიდი წლის ასაკში კრიშნამურტიმ ოფიციალურად მიიღო გასხივოსნებული მასწავლებლის ტიტული. იმ დროისთვის მას უკვე სამოციათასზე მეტი ორდენის წევრი ეთაყვანებოდა.

დილიპი ჩვენსკენ გადმოიხარა: "მაგრამ 1929 წელს მან უარი თქვა მასწავლებლის მდგომარეობაზე, დაშალა თავისი რელიგიური მოძრაობა და..."
უეცრად ყველა წამოდგა და სცენაზე ახლადგამოჩენილ კრიშნამურტის მიესალმა. ეს იყო უზადოდ ჩაცმული სამოცდათხუთმეტი წლის მოხუცი, არა მაღალი და გამხდარი. მას ეცვა პიჯაკი ნერუს სტილში და ფართე შარვალი. სუფთად გაპარსულ სახეს მოხუცებულობის ნაოჭები უფარავდა, ხოლო ჭაღარა თმა მეცნიერს ამსგავსებდა. იგი ბრწყინვალე ინგლისურით მიესალმა შეკრებილებს. მისი თვალები ენთუზიაზმს და კეთილგანწყობას ასხივებდა.

მოკლედ, საკმაოდ მალე იგი გადავიდა რევოლუციურ მოწოდებებზე: "ინდოეთში მეტისმეტად ბევრი გურუა. ისინი გვკარნახობენ, რა ვაკეთოთ, რაზე ვიფიქროთ და რით დავკავდეთ. ისინი - დიქტატორები არიან." ხალხი სუნთქვაშეკრული უსმენდა მას. "ჭეშმარიტება - ეს ამოუცნობი ქვეყანაა, ხოლო იოგა, თავისი სუნთქვითი და გიმნასტიკური ვარჯიშებით - მხოლოდ და მხოლოდ ფსიქოსომატური აკრობატიკაა. აშრამები და მონასტრები - საკონცენტრაციო ბანაკებია ჭკუისათვის." მან პაუზა გააკეთა და პირდაპირ მე შემომხედა: "და თუ თქვენ ჩამოგიყალიბდათ მედიტაციის რაღაც სისტემა, ეს უკვე მედიტაცია აღარაა, არამედ სრული უაზრობა და დროის ტყუილად ფლანგვაა."

კრიშნამურტიმ ასეთი იგავი მოყვა. ერთხელ ეშმაკი თავის მეგობართან ერთად სეირნობდა. მათ წინ გზაზე ერთი კაცი მიდიოდა. უცებ ის დაიხარა და გზიდან რაღაც მბრწყინავი საგანი აიღო. მეგობარი მიბრუნდა ეშმაკისკენ და ჰკითხა, თუ რა იყო ეს. ეშმაკმა უპასუხა:

"მან ჭეშმარიტება იპოვა".
"ცუდადაა შენი საქმე!"
"სულაც არა, - მშვიდად უპასუხა ეშმაკმა. - მე დავეხმარები, რომ ამ ჭეშმარიტებას მოწესრიგებული სახე მისცეს."

იმისათვის, რომ ხაზი გაესვა თავისი მომდევნო აზრისთვის, კრიშნამურტიმ თვალები დახუჭა და სპეციალურად ნელა, თვითოეულ სიტყვაზე მახვილით გაიმეორა:
"ჩვენ საკუთარ თავში უნდა მოვახდინოთ ცვლილება. მაგრამ როგორ გავაკეთოთ ეს, როცა ჩვენს ცხოვრებაში ამდენი თავსმოხვეულია? ჩვენ წლობით ვმუშაობთ და უაზროდ, სიცარიელეში ვცხოვრობთ..."

იგი წინ დაიხარა: "ვერც ერთი ორგანიზაცია და ვერც ერთი რელიგია ვერ მოგვიტანენ გასხივოსნებას. თქვენ ვერ მოიპოვებთ მას ვერც რომელიმე დოგმით, ვერც მღვდელმსახურებით ან რიტუალებით, ვერც ფილოსოფიის შესწავლით და ვერც ფსიქოლოგიური პრაქტიკებით. გასხივოსნება საკუთარ ჭკუაში უნდა ვეძებოთ, დავაკვირდეთ რა მის მუშაობას. ეს მოდის ჭვრეტის მეშვეობით და არა ინტელექტუალური ანალიზით ან ლოგიკური ჭკუისმიერი მსჯელობებით."

მე შეძრული ვფიქრობდი იმაზე, თუ როგორ შთაბეჭდილებას მოახდენდა ეს ლექცია ჩემს მეგობარ ბჰიკუ ვივეკანანდაზე. ის ხომ გურუ იყო მრავალი ათასი ბერისათვის, რომლებიც მონასტერში ცხოვრობდნენ მკაფიო სტრუქტურით და განრიგით და მედიტაციასა და რიტუალებს სწავლობდნენ მისგან. მე დავიხარე მისკენ და ჩავჩურჩულე: "ბჰიკუ, ის უარყოფს ყველაფერს, რასაც მთელი თქვენი ცხოვრება მიუძღვენით. როგორი მოსასმენია ეს თქვენთვის?"

ბჰიკუს გაუკვირდა ჩემი კითხვა, ფართოდ გაახილა თვალები და თქვა: "ის ყველაფერს სწორად ამბობს!"

მე განცვიფრებულმა შევეკითხე: "და რას აპირებთ ამის შემდეგ ბჰიკუ?"

უცებ ის ძალიან სერიოზული გახდა: "მე კარგად უნდა გავიაზრო მოსმენილი".

შემდგომ დღეებში კრიშნამურტის კიდევ რამდენიმე ლექციას დავესწარით, რომლებზეც იგი გასაოცარი თავდაჯერებულების და რკინის ლოგიკის დემონსტრირებას ახდენდა. იგი სახელი ჰქონდა განთქმული, როგორც ადამიანს, რომელსაც შეუძლია პასუხი გასცეს ნებისმიერ კიტხვას და გააბათილოს ნებისმიერი არგუმენტი, მაგრამ ამასთან ერთად პირად ურთიერთობაში რბილ, კეთილ და ჭკუამახვილობით გამორჩეულ პიროვნებად რჩებოდა. მე ჩავუფიქრდი მის სწავლებას. აღმოსავლეთის წმინდა წერილები სავსეა გასხივოსნებული წმინდანების მაგალითებით, რომლებიც თავისი რელიგიის მცნებებს და თავიანთი გურუების დარიგებებს შეუპოვრად მიჰყვებოდნენ. როგორ შეიძლება ამ ყველაფრის უკუგდება მხოლოდ იმის გამო, რომ კრიშნამურტიმ ასე თქვა? ამასთან ჩემში ცხარე გამოძახილი ჰპოვა მისმა აზრმა იმის შესახებ, რომ სულიერი ცხოვრებისთვის მიუღებელია ზედაპირული დამოკიდებულება. ჩვენ მზად უნდა ვიყოთ საკუთარ თავზე პასუხისმგებლობის ასაღებად. და თუკი ზედმეტად გავერთობით სულიერი ცხოვრების გარეგნული მხარით, შეიძლება მისი მთავარი მიზანი - გულის გაწმენდა - დაგვავიწყდეს.

მოგვიანებით, როცა ბჰკუსთან ერთად პიპალის ხის ჩრდილში ვიჯექი, ვკითხე, მიიღო თუ არა გადაწყვეტილება იმის შესახებ, თუ რას გააკეთებდა მომავალში.
"დიახ, რიჩარდ, - მიპასუხა მან. - მე დავბრუნდები ტაილანდში, ჩემს მონასტერში."

"მართლა? - გამიკვირდა მე - მე კი ვფიქრობდი, რომ კრიშნამურტის მიმდევარი გახდებოდით".

ბჰიკუმ ჩაფიქრებულმა შორს გაიხედა, შემდეგ კი უეცრად თქვა:
"დიახ, მე მივყვები მისტერ კრიშნამურტის დარიგებებს, - მის ტუჩებზე ცელქური, ბავშვური ღიმილი ათამაშდა. - გინდა გითხრა, როგორ?"
"რა თქმა უნდა!"
"მე უარვყოფ იმ მასწავლებლის სწავლებას, რომელიც ყველა მასწავლებლის და მათი სწავლებების უარყოფას მოგვიწოდებს", - ღიმილით, მისთვის დამახასიათებელი სასიამოვნო ტაილანდური აქცენტით მიპასუხა მან.

* * *






შეხვედრა დედა ტერეზასთან

http://pix.ge/

"როგორც იქნა მივაღწიე დედათა მონასტერს, სადაც დედა ტერეზა მსახურობდა. მონასტერს ერთსართულიანი უბრალო შენობა წარმოადგენდა. კარებთან მოკრძალებული ღიმილით შემხვდა კათოლიკე მონაზონი: "მოგესალმებათ მოწყალების ორდენი. რით შემიძლია გემსახუროთ?"

მე ხელისგულები ერთმანეთს მივადე და ვთხოვე: "შემიძლია დედა ტერეზა ვნახო?"
"გამომყევით. გავიგებ, მიგიღებთ თუ არა."

მონაზონმა ერთ-ერთ ოთახში წამიყვანა: "ეს ჩვენი სამლოცველო ოთახია. აქ დედა ტერეზასთან ერთად ღვთისმსახურებას ვატარებთ." მე მუხლებზე დავიჩოქე და ლოცვა წარმოვთქვი. როცა წამოვდექი, მონაზონმა კორიდორის გავლით წამიყვანა. უეცრად ღია კართან გაჩერდა: "აი დედაოც! ის ახლა დაკავებულია."
მე შევიხედე სუსტად განათებულ ოთახში და დავინახე დედა ტერეზა, რომელიც დიდ ქვაბს ხეხავდა. ამ სურათმა სულის სიღრმემდე შემძრა.
"დედაო, - მიმართა ჩემმა მეგზურმა, - ეს რიჩარდია, სადჰუ ამერიკიდან. მას თქვენთან ლაპარაკი უნდა."

დედა ტერეზა შეტყუპებული ხელისგულებით მომესალმა: "ნებას მომცემთ, ჯერ ჩემი მსახურება დავამთავრო? უმორჩილესად გთხოვთ, მაპატიეთ, რომ გალოდინებთ."
"რა თქმა უნდა დედაო", - მივუგე მე.

მონაზონმა ერთ პატარა ოთახში წამიყვანა და მთხოვა, რომ აქ დავლოდებოდი დედა ტერეზას. რამდენიმე წუთში იგი შემოვიდა და შორიახლოს სკამზე დაჯდა. მიუხედავად ხანდაზმული ასაკისა და სუსტი აღნაგობისა, მასში სულის უდრეკი ძალა იგრძნობოდა. განსაცდელებით სავსე ცხოვრებამ ღრმა ნაოჭები დაამჩნია მის სახეს, მაგრამ ამასთან ერთად თვალები ისეთი სუფთა და უმანკო ჰქონდა, როგორც ბავშვს. მიუხედავად იმისა, რომ ძალიან დაკავებული იყო, დრო გამონახა ისეთი უმნიშვნელო მნახველისათვის, როგორიც მე ვიყავი. მისი ხმა დაბალი იყო, მაგრამ გულიდან მოდიოდა: "ყველაზე დიდი პრობლემა მსოფლიოში შიმშილია. არა ხორცის შიმშილი, არამედ გულის შიმშილი. ამით ყველა იტანჯება - ღარიბიც და მდიდარიც. ყველას ერთნაირად სწყურია სიყვარული". მისმა გამჭოლმა მზერამ ჩემი გულის კარი გააღო და მისი სიტყვები ჩემი ცნობიერების ყველაზე მეტ სიღრმეში შევიდა.

"მხოლოდ ღმერთის სიყვარულს შეუძლია დააცხროს გულის შიმშილი. სხვა საშუალება არ არსებობს. მშიერთა დაპურება სულაც არაა ძნელი, - მან გააკეთა ჟესტი, რომლითაც თითქოს ყველა თავის დამსახურებას ხაზი გადაუსვა ამ მხრივ. - გაცილებით უფრო ძნელია ღმერთისადმი სიყვარულით მშიერი გულების დაპურება. სირთულე იმაშია, რომ სხვებისათვის ამ სიყვარულის მიცემა მხოლოდ იმას შეუძლია, ვისაც თავად აქვს სუფთა გული."

დედა ტერეზამ ბოლომდე მიუძღვნა თავი იესო ქრისტეს საქმეს. მისი ერთგულება ღრმა იყო, როგორც ოკეანე, და ყოველი სიტყვა, რომელიც მის ბაგეს სწყდებოდა, ტალღას ჰგავდა მისი ერთგულების ოკეანეში. ის აგრძელებდა: "სიღარიბე - ეს მხოლოდ ტანსაცმლის უკმარისობა არაა, ეს ასევე ადამიანური ღირსებისა და სისუფთავის ნაკლებობაცაა. ნამდვილი სიღარიბე იქ სუფევს, სადაც ადამიანებმა ერთმანეთისადმი პატივისცემა დაკარგეს." ხელები გულთან მიიდო და ღრმად ჩაისუნთქა: "როცა კალკუტელი ღატაკები ჩემს ხელებში კვდებიან, მათ თვალებში იმედის სხივს ვხედავ. მაგრამ ვერ ვხედავ ამ იმედს დასავლეთის ბევრი მდიდარი და გავლენიანი მცხოვრების თვალებში. ჭეშმარიტი სიმდიდრის პოვნა მხოლოდ მათ გულებში შეიძლება, ვისაც სჯერა, რომ ღმერთს ვუყვარვართ. და მსოფლიოს უცილობლად სჭირდება ის, ვისაც ამ სიმდიდრის გაზიარება შეუძლია და იმედის მიცემა შეუძლია ხალხისთვის, ვინც გულით ღატაკია."

ამ დროს ოთახში სხვა მნახველებიც შემოვიდნენ. ერთმა ინგლისელმა ქალმა გაკვირვებულმა ჰკითხა დედა ტერეზას: "თავად რატომ რეცხავთ ქვაბებს? ნუთუ სხვას არ შეუძლია ამის გაკეთება?"
დედა ტერეზამ ლმობიერად შეხედა ქალს და უთხრა: "ღმერთისა და კაცობრიობის მსახურება - ეს პრივილეგიაა და არა სასჯელი. ღმერთის ნებისმიერი მსახურება - ეს წყალობაა. არ არსებობს საპატიო ან დაბალხარისხოვანი მსახურება."

"კი მაგრამ, დედაო, - საუბარში ჩაერთო ამ ქალის ქმარი, - საიდან იღებთ ამდენ ძალას?"

დედა ტერეზამ თავისი კრიალოსანი აჩვენა. შემდეგ კი წარმოთქვა სიტყვები, რომლებიც უკვე არაერთხელ გამიგია სხვადასხვა რელიგიური ტრადიციის წმინდა ადამიანებისგან: "მე ღმერთის წმინდა სახელისგან ვიღებ ძალას".

ის ჩემსკენ შემობრუნდა და მითხრა: "მორჩილს ვერ შეეხება ვერც ქება და ვერც ძაგება, რადგანაც მორჩილმა იცის, თუ რას წარმოადგენს სინამდვილეში. ღმერთი ყველაფერს ხედავს. არასოდეს ჩავარდე სასოწარკვეთილებაში, როცა წარუმატებლობა შეგემთხვევა, თუკი იცი, რომ ყველაფერი გააკეთე, რაც შეგეძლო". მისი სიტყვები ჩემს გულს ეხმიანებოდა.

ინგლისელმა ქალმა წასვლის წინ ყველაფრისთვის მადლობა გადაუხადა, რასაც აკეთებს. "ყველაფერს ღმერთი აკეთებს, - შეეწინააღმდეგა დედა ტერეზა, - მე მხოლოდ უბადრუკი იარაღი ვარ მის ხელში." შემდეგ ბოდიში მოიხადა და თქვა, რომ ქვაბების რეცხვა უნდა დაემთავრებინა...

დედა ტერეზა დაიბადა 1910 წელს მაკედონიაში, ალბანელების ოჯახში. ჩვიდმეტი წლის ასაკში მონაზვნების ორდენშI შევიდა და მალე მარიამ ღვთისმშობლის სკოლაში გაგზავნეს კალკუტაში, მასწავლებლად. შემდეგ იგი ამ სკოლის დირექტორი გახდა. 1948 წელს მის ცხოვრებაშI მნიშვნელოვანი მოვლენა მოხდა: მან იპოვა თავისი მოწოდება, დაიწყო რა ღატაკების მოვლა კალკუტას უღარიბეს უბნებში. 1950 წელს სულ რაღაც თორმეტ დამხმარესთან ერთად დედა ტერეზამ დააარსა მონაზვნური კონგრეგაცია "სიყვარულის მისიონერის დის" სახელწოდებით. შემდგომ წლებში მისმა უანგარო მსახურებამ ათასობით ადამიანის ყურადღება მიიპყრო, რომლებსაც სურვილი გაუჩნდათ დახმარებოდნენ ღმერთის ამ მისიის განხორციელებაში.

მე ვთხოვე მონაზონს ავადმყოფთა და მომაკვდავთა თავშესაფრამდე მივეცილებინე. ვგრძნობდი რა, რომ უძლური ვიყავი როგორმე დავხმარებოდი მათ, ყველაზე უბრალო მსახურებას ვითხოვე - იატაკი მოვწმინდე და ჭურჭელი დავარიგე. მალე თავშესაფარში დედა ტერეზა მოვიდა. მისმა ყოფნამ ტანჯვის და სიკვდილის ეს მძიმე ადგილსამყოფელი სიხარულის და იმედის სინათლით აავსო. მან ხელში აიღო ავადმყოფობით გატანჯული ქალის ხელი და ნაზად გაუღიმა. ქალი მაშინვე შეიცვალა. თვალები სიხარულით გაუბრწყინდა და საპასუხოდ გაუღიმა.

შემდეგ დედა ტერეზა ერთი საწოლიდან მეორესთან მიდიოდა, ამასთან ჩანდა, რომ ამ ყველაფერს აკეთებდა არა მოვალეობის გამო, არამედ გულწრფელი სიყვარულით. ერთ საწოლზე ძალიან გამოფიტული მამაკაცი იწვა. იგი სისხლით ახველებდა, და ჩანდა, რომ დიდხანს სიცოცხლე აღარ ეწერა. როცა დედა ტერეზამ თავზე გადაუსვა ხელი, მან ისე შეხედა, თითქოს ანგელოზი იყო, მასთან ციდან ყველაზე საჭირო მომენტში მოვლენილი. თავი მოაბრუნა და გაუღიმა მას. "ღმერთს უყვარხარ, - ხმადაბლა წარმოთქვა დედა ტერეზამ. - მადლიერებით გაიხსენე იგი." სანუგეშო სიტყვები სხვა მომაკვდავი ქალისთვისაც გამონახა, რომელიც ყველა ახლობელმა და ნათესავმა მიატოვა: "თუ გინდა, რომ მართლა შეიყვარო ღმერთი, პატიება უნდა ისწავლო." ჩანდა, როგორ მოხსნა ამ უბრალო სიტყვებმა მძიმე ტვირთი, რომელიც გულზე ჰქონდა ამ ქალს. დედა ტერეზა იმედს და სიყვარულს აძლევდა ყველას, ვისაც ეხებოდა. ყველას, ინდოელი იქნებოდა იგი, მუსულმანი, იუდეველი თუ ქრისტიანი, ერთნაირი სიყვარულით და სინაზით ეპყრობოდა. რაღაც მომენტში ჩემსკენ შემობრუნდა და მითხრა: "მე ჩემ საყვარელ იესოს ყველა ამ ტანჯულ სულში ვხედავ. და უფალი მოწყალედ იღებს ჩემს სიყვარულს მათი მეშვეობით."

"დედაო, - დაბნეულმა ვკითხე მე, - ისინი ხედავენ, თუ როგორ ვლინდება თქვენი მეშვეობით იესოს სიყვარული."
დედა ტერეზამ ფართოდ გაიღიმა: "რა არის ეს, თუ არა სასწაული ღვთაებრივი სიყვარულისა?"
* * *




შეხვედრა დალაი-ლამასთან

http://pix.ge/

რამდენიმე წუთის შემდეგ კარი გაიღო და ჩემი მზერა დალაი-ლამას შეხვდა. სათვალეებს მიღმა მისი სიხარულით გაბრწყინებული თვალები მოჩანდა. მსხვილი თავი სუფთად გადაეპარსა, სახეზე გამომხატველი ნაკვთები ეტყობოდა, ხოლო ცხვირი დიდი და მომრგვალებული ჰქონდა. ლამას ბორდოსფერი სამოსა ეცვა, რომელზეც მკაფიო ყვითელი მოსაცმელი ჰქონდა მოხვეული. გადამდები ღიმილით გაეღიმა და ჩემსკენ გამოემართა. ხმამაღალი სიცილით ორივე ხელზე მომკიდა ხელები და მძლავრად ჩამომართვა. თან გულითადად მომესალმა: “თქვენ შორიდან ჩამოხვედით. კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ჩვენთან!”

ჩვენ ერთმანეთის პირისპირ, სკამებზე დავჯექით. ბავშვური ცნობისმოყვარეობით გამომკითხა ჩემი ცხოვრების შესახებ ამერიკაში და იმის შესახებ, თუ რატომ გავხდი სადჰუ. გულწრფელი ინტერესით ისმენდა ჩემს მონაყოლს და არც ერთი სიტყვა არ ეპარებოდა. ყოველთვის, როდესაც ჩემს თხრობაში იუმორის თუნდაც ჩრდილი გაიელვებდა, ლამა ძალიან ცოცხლად რეაგირებდა, ხელისგულებს ერთმანეთზე ურტყამდა და სიცილისგან მთელი სხეული უთრთოდა. ასე გავიდა დაახლოებით ნახევარი საათი და მე ვკითხე ლამას მის ქვეშევრდომებზე ტიბეტში. მოწოლილი მოგონებები მოქუფრული ჩრდილივით დააწვა მის სახეს, თვალებში კი ცრემლებმა გაიბრწყინა. მცირე ხნის სიჩუმის შემდეგ თქვა: “როცა ჯერ კიდევ ბავშვი ვიყავი, ჩემი სამშობლო თავისუფალი იყო. ჩვენ ბედნიერად ვცხოვრობდით, ერთიანი ქვეყანა ვიყავით, და ჩვენი რელიგიაც ყვაოდა.” დალაი-ლამა გაჩუმდა და ჩაიდნიდან ტიბეტური ჩაი დაასხა ჩემს ჭიქაში. შემდეგ ჩაიდანი დადგა და ღრმად ჩაფიქრებულმა დახარა თავი. ჩანდა, თითქოს აზრობრივი ხედვით ხედავდა, თუ როგორ იბრძვის მისი ხალხი ჰიმალაების მეორე მხარეს, ტიბეტში, და თანაუგრძნობდა მათ. შემდეგ კი ხმადაბლა წარმოთქვა: “ჩვენ უზარმაზარ ვალში ვართ ინდოეთთან, რომელმაც ათასობით ჩვენი დევნილი შეიფარა.”

თანაგრძნობა სხვა ცოცხალი არსებების მიმართ, - დაიწყო მან ახსნა, - ყველა რელიგიის განუყოფელი თვისებაა. მზადყოფნა საკუთარი თავის სხვათა კეთილდღეობისათვის გასაწირად – ესაა ჭეშმარიტი დჰარმა.” ეს სიტყვები, დამტკიცებული მისივე მსხვერპლით, რაც თავისი ხალხისათვის გაიღო, ჩემს მეხსიერებაში ღრმა კვალს ტოვებდნენ. “მედიტაცია, წმინდა წერილების შესწავლა და თაყვანისცემის რიტუალები, - თქვა მან, - შინაგანად მაძლიერებენ და საშუალებას მაძლევენ, რომ სიკეთესა და ცოდნაში ვიცხოვრო.” მისმა ნათქვამმა დამაფიქრა. მისი პიროვნება მოკრძალებას და პატივისცემას აღძრავდა, მაგრამ მისმა გულწრფელმა სიკეთემ და ზრუნვამ მაიძულა, რომ დამევიწყებინა მოკრძალება და მოვპყრობოდი, როგორც ახლო მეგობარს. დალაი-ლამამ ღიმილით მომახვია კისერზე თეთრი აბრეშუმის მოსახვევი, მასზე ამოქარგული ტიბეტური მანტრებით. “ჩვენთან ასეა მიღებული – ვაჩუქოთ ეს საჩუქარი ჩვენს ძვირფას სტუმრებს”. მომეჩვენა, რომ არ ვიმსახურებდი მის მიერ ჩემთვის გაღებულ დროს და სიკეთეს, და მადლიერების ნიშნად ქედი მოვიხარე მის წინაშე.

დალაი-ლამასთან ურთიერთობის წყალობით უკეთ შევძელი გამეგო უანგარო მსახურების მნიშვნელობა. ლამა ამ სიკეთის ცოცხალი განსახიერება იყო: ის არა მხოლოდ ურყევად მისდევდა სულიერ პრინციპებს, ასევე ატარებდა თავისი ხალხისადმი მსახურების მძიმე ტვირთსაც, იმ ხალხისადმი, რომელიც ნაწილობრივ განდევნაში იყო, ნაწილობრივ კი სხვა ხალხის მიერ იჩაგრებოდა. დალაი-ლამა მამაცურად გადალახავდა ხოლმე წარმოუდგენელ სიძნელეებს და დაბრკოლებებს თავის ერთი შეხედვით უიმედო ბრძოლაში, მოთმინებით იტანდა განდევნას და მუდამ სიკვდილის საფრთხის ქვეშ ყოფნას, და მიუხედავად ყველაფრისა აგრძელებდა თავისი ხალხის მსახურებას. მის მიერ ნაჩუქარი მოსახვევის მიღებასთან ერთად, მე მივიღე გაკვეთილი მისი თავდადებულობისა და მსახურებისა – ჭეშმარიტად ძვირფასი საჩუქარი.

* * *




შეხვედრა მუსულმანთან

ნარაიან-პრასადმა თავისი მეგობარი გამაცნო - ექიმი რენტგენოლოგი. ერთხელ ამ ექიმმა თავის კლინიკაში მიგვიპატიჟა. ჩვენ მის კაბინეტში მოვთავსდით, საწერი მაგიდის წინ. მიუხედავად იმისა, რომ ეს ექიმი წარმომავლობით ინდუსი იყო, მას არ შეეძლო შერიგებოდა ინდუიზმში გავრცელებულ ცუდ დამოკიდებულებასთან დაბალი კასტების მიმართ. ეს იყო მთავარი მიზეზი, რის გამოც ისლამი მიიღო. ახლა მას მუჰამედს ეძახდნენ და იგი ყურანს სწავლობდა. თუმცა მუჰამედი არ უარყოფდა ბჰაგავად-გიტას მოძღვრებას, მას მაინც აღარ უნდოდა იმ რელიგიასთან საკუთარი თავის გაიგივება, რომელიც ხალხის დისკრიმინაციას მათი წარმომავლობის მიხედვით ახდენს. მე შევეწინააღმდეგე: "კი მაგრამ, გიტაში არსად წერია ადამაინთა უფლებების დაკნინებაზე მათი წარმომავლობის საფუძველზე. მრავალი უდიდესი ინდოელი წმინდანი დაბალი კასტიდან იყო წარმომავლობით. ბჰაგავად-გიტა ასწავლის, რომ ჩვენ - უკვდავი სულები ვართ და არა მოკვდავი სხეულები."

ჩვენ ერთად განვიხილავდით რელიგიის ჭეშმარიტ საფუძვლებს და პარალელებს ვავლებდით იმას შორის, რაც ეწერა ბჰაგავად-გიტაში, ბიბლიაში თუ ყურანში. ამის შემდეგ კიდევ რამდენიმეჯერ შევხვდით და რაიმე წინასწარგანწყობის გარეშე ერთმანეთის რწმენის მიმართ, ღმერთზე ვსაუბრობდით. მუჰამედი არ ცდილობდა ჩემს ისლამზე მოქცევას, ხოლო მე მის გადარწმუნებას არ ვცდილობდი. ნაცვლად ამისა, ერთმანეთს ვუზიარებდით ჩვენს გაგებას, ისე რომ ღრმა პატივისცემას გამოვხატავდით თანამოსაუბრის შეხედულებების მიმართ. საუბრის დროს ნათლად შევიგრძენი, რომ ღმერთის წყალობა ხალხზე ყველა რელიგიის მეშვეობით, სხვადასხვა წმინდა წერილებით და სხვადასხვა წმინდანებით ვლინდება. უფრო და უფრო ღრმად მესმოდა, რომ რა გზაც არ უნდა აგვერჩია და რა ვიწროც არ უნდა ყოფილიყო იგი, ღმერთისადმი გულწრფელი მინდობა, ამის ყველაზე ზოგადი გაგებით, - ეს ერთადერთი საშუალებაა ამ სამყაროში უთანხმოებების გადასალახად.

მუჰამედთან საუბრის მეორე დღეს, განგის ნაპირას ვიჯექი ნარაიან-პრასადთან ერთად და ვკითხე მას: "როგორაა, რომ ქვეყანაში, სადაც ასეთი მწვავე დამოკიდებულებაა ინდუიზმსა და ისლამს შორის, ასეთ გულთბილ ურთიერთობას ახერხებთ მოპირდაპირე რწმენის ადამიანთან?"
მან თბილად გამიღიმა და მითხრა სიტყვები, რომლებიც მთელი ცხოვრება დამამახსოვრდა: "ძაღლი თავის პატრონს ნებისმიერ ტანსაცმელში იცნობს. პატრონი შეიძლება ხალათში იყოს გამოწყობილი, კოსტუმში და ჰალსტუხში, ან საერთოდ არაფერი ეცვას, მაგრამ ძაღლი ყოველთვის იცნობს მას. თუ ჩვენ არ შეგვიძლია ვიცნოთ ღმერთი, ჩვენი საყვარელი პატრონი, როცა მას სხვა ტანსაცმელი აცვია - სხვა რელიგიის ტანსაცმელი, - მაშინ ჩვენ ძაღლზე უარესები ვართ."

* * *






რას მეტყვით ფორუმის წევრებო? თავიდანვე დავიწყო თარგმნა და მივყვე, თუ ასე ვთარგმნო მონაკვეთები?

მე მგონი პირველი ვარიანტი ჯობია, უფრო მთლიან სურათს შეკრავს...

Posted by: პროგრესიუსი 15 Oct 2011, 12:35
cinemamu
up.gif ძალიან ძალიან მაგარია, კარგი საქმე დაგიწყია 2kiss.gif მე ნამდვილად წავიკითხავ...

QUOTE
მე მგონი პირველი ვარიანტი ჯობია, უფრო მთლიან სურათს შეკრავს...

yes.gif

Posted by: cinemamu 15 Oct 2011, 12:39
p r o g r e s i u s i

ერთი ადამიანი მაინც თუ წაიკითხავს, მზად ვარ ვთარგმნო, მაგრამ რამდენად მალ-მალე ვთარგმნი არ ვიცი, და ხარისხზეც არ ვაგებ პასუხს biggrin.gif

Posted by: Mactavish* 15 Oct 2011, 12:44
cinemamu
QUOTE
ერთი ადამიანი მაინც თუ წაიკითხავს

მეც წავიკითხავ smile.gif

Posted by: Pagani 15 Oct 2011, 12:53
cinemamu

აუცილებლად წავიკითხავ up.gif

Posted by: პროგრესიუსი 15 Oct 2011, 12:55
cinemamu
აქ რაც წავიკითხე იმდენად საინტერესო იყო, რომ ორიგინალშიც წავიკითხავ (ინგლისურად).. როცა გეცლება თარგმნე smile.gif

Posted by: cinemamu 15 Oct 2011, 15:01
მოკლედ გადავწყვიტე თავიდანვე დავიწყო ტექსტების დადება. "ლეტს გოუ!" smile.gif



პროლოგი

ძლივ-ძლივობით გამოვძვერი თუ არა მდინარე ბაჰმატის ყინულივით ცივი წყლიდან, რომელიც ჰიმალაების ყინულებიდან იღებს სათავეს, ჩემმა მზერამ ფერფლის ორი გროვა დააფიქსირა: ერთი – საკრემაციო ორმოსგან, მეორე კი სამსხვერპლო კოცონისგან დარჩენილი. მხოლოდ ქვედა ტანზე მოსახვევი მქონდა შემოხვეული, და ცივი ქარი ძვლებამდე ატანდა. მძიმე სევდამ შემიპყრო. რას ვაკეთებდი აქ – მარტოსული, სიცივისგან აკანკალებული, გამოფიტული, მშიერი – სახლისგან ასე მოშორებით? ნუთუ ყველა ჩემი ძიება ამაო აღმოჩნდა? მე შევცქეროდი ვარსკვლავებს, რომლებიც ბებერი ბანიანის ხის მიღმა მოჩანდნენ. ღამის ფრინველები სევდიანად ებაასებოდნენ ერთმანეთს. ნაპირის გასწვრივ სამსხვერპლო კოცონები ანათებდნენ, და მათ ცეცხლში წმინდა ადამიანები გრძელი, მუხლებამდე თმით, ძღვნად მთის ბალახებს სწირავდნენ. როცა კოცონი ჩაიწვებოდა, ფერფლს იღებდნენ და მთელს სხეულზე ისვამდნენ. რიტუალის დამთავრების შემდეგ, ისინი წმინდა ადგილისკენ მიემართებოდნენ – ტაძრისკენ, სადაც მოხვედრაზე ვოცნებობდი.

http://pix.ge/

პაშუპატინათჰი, მდინარე ბაჰმატი

http://pix.ge/

ადგილობრივი სადჰუები

ეს ხდებოდა 1971 წლის გაზაფხუზე, პაშუპატინათჰში, ნეპალში. ამ ღამეს აქ უამრავი მწირი შეიკრიბა. მე თითქმის ოცი წელი მისრულდებოდა, და იმისათვის, რომ ამ წმინდა ადგილზე მოვხვედრილიყავი, ნახევარი მსოფლიო გავიარე, და ბოლოს და ბოლოს ჩემი მშობლიური სახლიდან, რომელიც ჩიკაგოს შემოგარენშია, აქ ჩამოვაღწიე. ამ წმინდა ადგილას, სიმშვიდის ატმოსფეროში, მინდოდა ღმერთისთვის შემეთხოვა, რომ გზა ეჩვენებინა ჩემთვის. ერთი საათით ადრე გულისფანცქვალით მიუახლოვდი უძველესი ტაძრის მაღალ, ქვიან ჭიშკარს, რომელიც მითიური ლომების, გველების, ღმერთებისა და ქალღმერთების გამოსახულებებით იყო მორთული. მაგრამ როგორც კი ქვის საფეხურებზე შევდგი ფეხი, მცველმა ხელკეტი გამომიქანა და მკერდში მდრუზა. მე მუხლებზე დავეცი, ჰაერი ძლივს შევისუნთქე, ხოლო მცველმა, რომლის ორივე მხარესაც პოლიციელები იდგნენ, მიყვირა: “შენ უცხოელი ხარ! მოშორდი აქედან!” მათი მეთაური, სამხედრო ფორმით, წინ გამოვარდა და გაცეცხლებული მზერით მიმითითა აბრაზე: “უცხოელებისთვის შესვლა აკრძალულია”.

“მოშორდი! – იყვირა მან, - კიდევ ერთხელ შემოყოფ ცხვირს – ცოცხალი ადგილი არ დაგრჩება. ციხეში ჩაგაგდებენ, და არც კი ვიცი რას გიზამენ იქაური ტუსაღები”. მან განკარგულება გასცა, რომ მისი ხელქვეითები უფრო ყურადღებით ყოფილიყვნენ. სულით დაცემული, მდინარის ნაპირს გავუყევი. ცხოვრების აზრის ძიებამ დედამიწის ამ მოშორებულ ნაწილში მომიყვანა. უკან დასახევი გზა აღარ იყო.

როცა ვუყურებდი, თუ რას აკეთებდნენ წმინდა ადამიანები, უცებ ელდა მეცა. მუხლებზე დავიჩოქე სამსხვერპლო კოცონთან და ხელები თბილ ფერფლში ჩავყავი. ამ ფერფლით სხეულის ღია ნაწილები დავიზილე, დახლართული თმებიდან მაზოლებიან, გაუხეშებულ ფეხის ტერფებამდე. ფერფლის მძაფრი მტვერი ნესტოებს მიწვავდა, ყელში ხვდებოდა და პირს მიშრობდა. შემდეგ ძველი ქსოვილის ორი ნაჭერი შემოვიხვიე, რომელიც მდინარეში მრავალჯერ განბანვის შედეგად გაუფერულებულიყო და ისევ ჭიშკრისკენ გავეშურე. გული გიჟურად მიცემდა.

გუშაგებად ისევ იგივე მცველები იდგნენ ხელკეტებით, მაგრამ მე ვერ მიცნეს და შესვლის უფლება მომცეს. როგორც კი ფართო, შიდა ეზოში მოვხვდი, ვიფიქრე: “თუ აქ შემიპყრობენ, მომკლავენ.” რამდენიმე ათასი მწირი სტიქიური, ქაოტური ბრბოსგან შემდგარ რიგში ირეოდა და საკურთხეველის დანახვას ცდილობდა. უშვებდნენ მხოლოდ სათითაოდ. მოთმინებით დავიკავე რიგი ყველაზე ბოლოში და ნელ-ნელა წინ მივიწევდი. უეცრად გვერდით სწორედ იმ პოლიციელმა მეთაურმა ჩამიარა, რომელმაც ცოტა ხნის წინ აბრაზე მიმითითა. შიშისგან სუნთქვა შემეკრა და ვცდილობდი სხვა მხარეს მეყურებინა. მაგრამ ის შემობრუნდა და პირდაპირ შემსკენ გამოემართა, ყურადღებით აკვირდებოდა რა ჩემს ფერფლში ამოგანგლულ სახეს, შემდეგ კი რაღაც მკითხა ადგილობრივ დიალექტზე. მე, რა თქმა უნდა, ვერაფერი გავიგე. ერთი სიტყვაც რომ მეთქვა ინგლისურად, ყველაფერი დამთავრდებოდა. ისე, რომ პასუხსაც არ დალოდებია, დაჟინებით ამათვალიერ-ჩამათვალიერა, შემდეგ კი, ამჯერად გაცილებით უფრო ხმამაღლა კითხვების მთელი გროვა მომაყარა. ჭკუაში გამიარა ფიქრებმა ნეპალის საშინელ ციხეში, ან კიდევ უარეს ადგილას დაკარგული წლების შესახებ. მე უძრავად ვიდექი მტკიცე სახით, რადგან მესმოდა, რომ იგი განსწავლული იქნებოდა ადამიანის ქცევაში საეჭვო დეტალების შემჩნევაში. მიცნო თუ არა? ვერ გავრკვეულიყავი სიტუაციაში.

უცებ თავში მხსნელი აზრი დამებადა. ხელისგული პირთან მივიტანე და მეორე ხელი აქეთ-იქეთ გავიქნიე. ჩვეულებრივ ასეთი ჟესტით მაუნა-ბაბები, - ისინი, ვინც მდუმარების აღქმას ინახავენ, - სხვებს აგებინებენ თავიანთი აღქმის შესახებ.

მეთაურმა მაგრად მომკიდა მხარში ხელი და ბრბოდან გამომათრია. სად მივყავარ? მაპატიმრებენ? რაღაც იყვირა ხმამაღლა. მაშინვე ორმა პოლიციელმა მოირბინა. ბრბოს რიგის გავლით მიმათრევდნენ, სანამ ხალხის მაქსიმალური თავშეყრის ადგილს არ მივაღწიეთ. ბრბოს თავზე ხელკეტების აწევით, პოლიციელები მრისხანედ ყვიროდნენ. იქნებ საჩვენებელი დასჯა უნდა მოეწყოთ ჩემთვის? ან განრისხებული ბრბოსთვის უნდა მივეცი ჩასაქოლად, მათი სიწმინდეების შეურაცხყოფის გამო? პოლიციელები უფრო და უფრო ხმამაღლა ყვიროდნენ და ხალხს აქეთ-იქით ფანტავდნენ. მე შიშით შეპყრობილი ველოდი, თუ რა მოხდებოდა. უცებ საკურთხევლის წინ აღმოვჩნდი – ნათელი, ფერადი ხედის წინ, სადაც სანდალის ხის კეთილსურნელოვანი არომატიც იფრქვეოდა. საკურთხევლის წინ მასიური ქვის ხარი აღმართულიყო. თავად საკურთხეველზე შივას ქვის სიმბოლო იყო, მორთული ლამაზად მოქსოვილი აბრეშუმებით და მბრწყინავი ოქროთი და ძვირფასი ქვებით. მეთაურმა ხელკეტი ასწია და მხარზე ხელი უფრო მაგრად მომიჭირა. ნუთუ გადაწყვიტა ღმერთის გამოსახულების წინ დამსაჯოს?

თავისი ლეიტენენტებით გარშემორტყმულმა, განკარგულებით მიმართა მღვდელმსახურს, რომელიც მაშინვე საკურთხევლისკენ გაემართა. მე მოლოდინით ვკანკალებდი. ტაძრის შიგნითა შენობიდან წითელი აბრეშუმით შემოსილი მაღალი ქურუმი გამოჩნდა. შუბლზე მკაფიო წითელი წრე ჰქონდა დახატული, ხოლო ყელზე ოქროს ყელსაბამი და რუდრაკშას გამხმარი ნაყოფის მძივი ეკეთა. ღრმა და ჰიპნოტური ხმით წარმოთქვა: “ომ ნამაჰ შივაია”.

მიუხედავად ცივი ქარისა, ჩემი დამატყვევებელ პოლიციელ მეთაურს სხეულიდან ოფლი წურწურით მოსდიოდა; ქურუმს ყვირილით უთხრა რაღაც, რაც ვერ გავიგე. ქურუმმა ყურადღებით მოუსმინა, თავი დაუკრა, თვალები დახუჭა და მცირე ხნით გაჩუმდა. მოუთმენელი ბრბო მოთხოვნის ნიშნად ახმაურდა. მაშინ მღვდელმსახური წელში გაიმართა, ღრმად ჩაისუნთქა და მაგიური შელოცვების კითხვა დაიწყო უძველესი სანსკრიტული წერილებიდან. უცებ, ჩემდა გასაკვირად, თავზე აბრეშუმის თავსაბურავი გამიკეთა. შემდეგ ბეჭებზე აბრეშუმის მოსასხამი მომახვია, ყელზე ჟასმინის და “ღამის დედოფლის” ყვავილებით დაწნული გირლიანდა ჩამომკიდა, შუბლზე სანდალის პასტა წამაცხო და ზაფრანიანი წყალი დამალევინა. გაოგნებისგან გაშეშებულმა თანდათან გავაცნობიერე, რომ პოლიცია მოწოლილ ბრბოს იმისთვის აკავებდა, რომ ჩემთვის ღვთაებისადმი თაყვანისცემის და წმინდა ადგილას ლოცვების აღვლენის შესაძლებლობა მოეცათ. პოლიციელთა მეთაურმა მორჩილად დაიჩოქა ჩემს წინაშე, ერთმანეთზე მიდებული ხელისგულებით კურთხევა მთხოვა, შემდეგ კი გვერდზე გაიწია.

ნუთუ მართლა ვერ მიცნო ვინ ვიყავი? თუ მიცნო და უბრალოდ აღტაცებული იყო ჩემი სიმტკიცით? ამას უკვე ვეღარასოდეს გავიგებ. როგორიც არ უნდა ყოფილიყო ნამდვილი მიზეზი, საკუთარ თავს დაუმსახურებლად აღმაღლებულად ვთვლიდი. მე ადამიანური კანონი დავარღვიე და სასჯელს ვიმსახურებდი, მაგრამ ღმერთი მოწყალე აღმოჩნდა. ვიდექი რა საკურთხევლის წინ, ფერფლით შეღებილი ხელებითY და ფეხებით, მწირის ღატაკურ სამოსში, დახლართული გრძელი თმით, რომელზეც სასაცილოდ გამოიყურებოდა აბრეშუმი და ყვავილები, მაგრად დავხუჭე ცრემლებით სავსე თვალები, ხელისგულები ერთმანეთს მივადე და ლოცვა აღვავლინე ღმერთისადმი, რომ ეჩვენებინა ჩემი გზა, რომ მყოფნოდა ძალები მოგზაურობის გასაგრძელებლად...

მდინარის ნაპირას დავბრუნდი და ცივ მიწაზე ჩამოვჯექი. უმთვარო ღამე იდგა. შავ ცაზე ვარსკვლავები ბრწყინავდნენ. მსუბუქ ქარს ტყიდან ჟასმინის არომატი მოჰქონდა და მხოლოდ “ფილინის” ხმა არღვევდა მდუმარებას. თვალებით მდინარის მიმავალ ნაკადს ვაცილებდი და ვკითხულობდი, ამჯერად საით გამომრიყავს ჩემი ბედის მდინარე? და საერთოდ როგორ მოვხვდი ამ ახალ ცხოვრებაში – ასეთ უცხოში ყველაფრის მიმართ, რასაც აქამდე მასწავლიდნენ, და ასე ახლობელში ჩემი სულისათვის?

* * *
ნაწილი პირველი

მოგზაურობა აღმოსავლეთში

თავი პირველი

მე და ჩემი საუკეთესო მეგობარი დენი მისი სახლის ცივ და ნესტიან სარდაფში, ჭრიალა კიბეებით ჩავდიოდით. მოულოდნელად გავიფიქრე: “ტყუილად მივდივარ იქ!”. გული გამალებით მიცემდა. სარდაფის შუაში რკინის კაუჭებზე შტანგა ეკიდა სხვადასხვა წონის გირებით. დენიმ დაიტრაბახა:
“მამა ყოველდღე სწევს ამას”

მე სულ რაღაც შვიდი წლის ვიყავი, გამხდარი, არც სიმაღლით გამოვირჩეოდი, მოკლე შავი თმით, მუქი ფერის კანით და ყავისფერი თვალებით. როცა უზარმაზარ შტანგას შევეხე, უსუსურად ვიგრძენი თავი.

დენი ჩემსკენ მობრუნდა, თითი ტუჩთან მიიდო და მიჩურჩულა:
“რიჩი, რაღაც მინდა გაჩვენო, ოღონდ არავის უთხრა, კარგი?”

თაროზე აძვრა და სადღაც დამალული ბრინჯაოსფერი გასაღები ჩამოიღო. შემდეგ ხის კარადასთან მიმიყვანა, რომელშიც ორივენი თავისუფლად დავეტეოდით, გასაღებით გაახსნა და ორივე კარი ფართოდ გამოაღო. დენიმ ჟურნალების დასტაზე მიმითითა.

“მიდი, - გამიღიმა მან, - ნახე”.

მე დათვალიერება დავიწყე. ჟურნალში შიშველი ქალების მრავალი ფოტო იყო შეუფერებელ პოზებში. ჩემი პატარა სხეული კანკალმა აიტანა. აქამდე არასოდეს მენახა, რა ჰქონდათ გოგონებს ტანსაცმლის მიღმა. მოულოდნელობისგან ავჩქარდი.

“ხო მაგარია?” – მკითხა დენიმ.

არ ვიცოდი რა მეპასუხა და მხოლოდ თავი დავუქნიე. ჟურნალი დავხურე და თავის ადგილზე დავდე.

“მოიცა, ჯერ არ გინახავს ყუთში რა დევს! – დენიმ ყუთი გამოსწია, ყუთში ორი პისტოლეტი და რამდენიმე ხელყუმბარა იდო. – მამა დატენილს ინახავს ამათ,

ყუმბარებიც ნაღდია”. დენიმ ერთი მე მომაწოდა:
“აჰა, გამომართვი”.

ხელში ცივი მეტალის სიმძიმე ვიგრძენი.

“ხო, კარგი რამეა”, - ჩავილაპარაკე მე. ვცდილობდი რა არ მენახვებინა ჩემი შიშI, ფრთხილად დავაბრუნე ხელყუმბარა ყუთში.

“მოიცა რიჩი, კიდევ რაღაცას გაჩვენებ!” – დენიმ კიდევ სხვა კარები გამოაღო კარადაში, მის მიღმა ერთგვარი საკურთხეველი იყო, რომელზეც ჩარჩოიანი ფოტო იდო. ფოტოდან გამჭოლად მიყურებდნენ ვიღაცის არც თუ კეთილი თვალები. შეძრულმა, გავაცნობიერე, რომ ადოლფ ჰიტლერის პირისპირ ვიდექი. ორივე მხრიდან ფოტო გაფორმებული იყო სახვევებით, რომლებზეც ნაცისტური სვასტიკა იყო გამოსახული. ქვემოთ კი მახვილი ეკიდა, მბრწყინავ სახელურზე სვასტიკით.

http://pix.ge/

ჩემი გული შეიძრა, და ცნობიერებაში საშინელმა ხატ-სახეებმა გაირბინა. მე ხშირად მქონდა გაგებული უფროსებისგან, ნაცისტების მიერ ებრაელების მასიურ განადგურებაზე, რომლის დროსაც ჩვენი ნათესავები დაიღუპნენ. ეს მოგონებები ჯერ კიდევ საღი იყო. 1941 წლიდან, როცა ნაცისტებმა ჩვენი მშობლიური ლიტვა დაიპყრეს, ჩემი ბაბუის ოჯახისგან არანაირი ცნობა აღარ მიგვიღია.

დენიმ ჩამსისინა:
“ეს საიდუმლოა, მაგრამ ჩემი მშობლები ვერ გიტანენ”.

ცხელი ბურთი დამადგა ყელზე.

“რატომ? რა დავაშავე ასეთი?”

“იმიტომ რომ შენ ებრაელი ხარ. მშობლები თვლიან, რომ თქვენ მოკალით იესო.”

“რა?!” – მე გაოგნებული ვიდექი. ეს სიტყვები სრულ უაზრობად მეჩვენა.

“მამა თვლის, რომ ღმერთიც ვერ გიტანთ”.

უცებ დენის მშობლების მძიმე ნაბიჯების ხმასთან ერთად ჩვენს თავზე ჭერმა დაიჭრიალა. არ ვიცოდი რა მექნა: გავქცეულიყავი, დავმალულიყავი თუ მეტირა.
“დენი, შენც ვერ მიტან?”

“არა, შენ ჩემი საუკეთესო მეგობარი ხარ. მაგრამ რადგანაც მაინც ებრაელი ხარ, ვინ იცის, შეიძლება ოდესმე მეც შემძულდე. თუმცა ეს სულაც არ მინდა.”
მეგონა, რომ სულ ცოტაც და გონებას დავკარგავდი.

დენიმ კარადა ჩაკეტა და ზემოთ, სამზარეულოში ამიყვანა, სადაც მისი დედა გველოდებოდა ვანილის ორი ნამცხვრიანი თეფშით და ცივი რძით სავსე ორი ჭიქით. მან ფართოდ გაწელილი პირით გამიღიმა. მალე დენის მამაც გამოჩნდა – მამაკაცი კვადრატული ყბებით, მოკლედ შეჭრილი ჭაღარა თმით, წვრილი ღრმადჩამჯდარი თვალებით და ყინულისმაგვარი ნახევარღიმილით. მის გვერდით ძალიან უმწეოდ ვიგრძენი თავი.

იქნებ ნამცხვარი მოწამლულია? – გავიფიქრე მე. მაგრამ რაღა დამრჩენოდა? შემეშინდა შემოთავაზებულ სასუსნავზე უარის თქმა.

“ჭამე რიჩი, რა გჭირს?” – ფიქრი შემაწყვეტინა დენის დედამ.

მე ჭამა დავიწყე და მთელი ძალით ვცდილობდი, რომ შიში არ დამენახვებინა. ყოველ მოკბეჩილ ლუკმასთან ერთად შევთხოვდი ღმერთს შემწეობას.

სახლში მოჩვენებასავით გაფითრებული დავბრუნდი. ჯერ კიდევ პატარა ბავშვი ვიყავი და ვერ ვხვდებოდი, რა ხდებოდა. მხოლოდ ერთს ვაცნობიერებდი – ძალიან დიდი ტკივილი მომაყენეს.

დედა ნაზი ღიმილით შემხვდა. როცა შევედი წინსაფრით იდგა და ცომს აბრტყელებდა სასადილო მაგიდაზე.

“ვაშლის შტრუდელს გიკეთებ რიჩი. შენს საყვარელს”.

“დე, - ვკითხე მე, - მართალია, რომ ღმერთი ვერ მიტანს?”

“რა თქმა უნდა არა! ღმერთს უყვარხარ, - მერე შუბლშეჭმუხნულმა მკითხა. – და რატომ მეკითხები ამას?”

ვერ გავბედე სიმართლე მეთქვა:

“არ ვიცი. უბრალოდ, საინტერესოა.”

დაკითხვისთვის რომ თავი ამერიდებინა, ჩემს საძინებელში გავიქეცი.

მე მჯეროდა დედაჩემის. ვიცოდი, რომ ღმერთს ვუყვარვარ. საწოლზე ვიწექი, ჭერს ვუყურებდი და მთელი ძალით ვცდილობდი გამეგო, როგორ შეიძლებოდა ერთ ღმერთში ორი შეუთავსებელი გრძნობა – სიყვარული და სიძულვილი არსებობდეს.

ბავშვური უშუალობით საიდუმლოდ ვლოცულობდი ღმერთისადმი – ფიქრით, ან ჩურჩულით. ჩვეულებრივ ამას ძილის წინ ვაკეთებდი, ლოგინში. ლოცვის დროს ვგრძნობდი, რომ ღმერთი მიცავდა. ეჭვიც არ მეპარებოდა, რომ ღმერთს ესმოდა ჩემი, და რომ ჩემთან იყო. მაგრამ მაინც, მრავალი კითხვა მქონდა მასთან დაკავშირებით.

ვინ არის ღმერთი? როგორია იგი – როგორც უზარმაზარი ღრუბელი თუ როგორც ოდნავ შესამჩნევი ჩრდილი? ან იქნებ ღმერთი - მეგობარია, რომელსაც ყველა ჩემი ლოცვა ესმის და ამასთან იმდენად რეალურია, რომ ფიქრებში შემიძლია თითქმის შევეხო მას?
* * *
***

ჩემი მშობლები, ჯერალდ და ადელ სლავინები, არ იყვნენ რელიგიურები ამ სიტყვის ჩვეულებრივი გაგებით. მათი რწმენა ღმერთისადმი უფრო მადლიერებაში, სულგრძელობაში, ოჯახისადმი გულითად მიჯაჭვულობასა და თავგანწირულ ერთგულებაში გამოიხატებოდა. ისინი დიდი დეპრესიის პერიოდში გაიზარდნენ და ადრეული ბავშვობიდან იძულებულნი იყვნენ მუხლჩაუხრელად ეშრომათ, რათა ოჯახი გამოეკვებათ. ჩვენთვის, თავისი შვილებისთვის, ყველაფერი საუკეთესო უნდოდათ, ამიტომ იმაზეც ზრუნავდნენ, რომ განებივრებულები არ ვყოფილიყავით. მშობლები ყველანაირად ხელს უწყობდნენ ჩვენში მადლიერების გრძნობის განვითარებას ყველაფერი იმისათვის, რაც გაგვაჩნდა. 1955 წელს, როცა ოთხი წელი შემისრულდა, ჩვენი ოჯახი ჩიკაგოდან სოფელ შერვუდის ტყეში გადავიდა, რომელიც ჰაილენდ პარკში, ილინოისის შტატში მდებარეობს. იქ ჩემს ორ ძმასთან ერთად ბუნებაში ვიზრდებოდი, დიდი ქალაქის საფრთხეებისა და საცდურებისგან მოშორებით. ჩვენი წყნარი სოფელი ვაკეზე იყო გაშენებული და გარშემო ტყე ერტყა. სხვა ბავშვებთან ერთად ერთმანეთის მსგავსი სახლების რიგებს შორის ან დაცარიელებულ სახლებში ვთამაშობდით.

“ჩვენი რიჩი – ძალიან კარგი ბიჭია, მაგრამ საერთოდ არ ჰგავს სხვებს, - ამბობდნენ ჩემს შესახებ მშობლები. – ვის ჰგავს ასეთი?” მე მართლა უჩვეულო ჩვევები მქონდა, და არავინ იცოდა საიდან მოვიდნენ ისინი.

მაგალითად, ცხრა წლამდე უარს ვამბობდი, რომ საჭმლის ჭამის დროს სკამზე დავმჯდარიყავი. მერჩივნა იატაკზე მჯდომს მეჭამა, მიუხედავად იმისა, რომ მშობლები მიშლიდნენ ამას. კომპრომისის სახით ნება დამრთეს, რომ ფეხზე მდგარს მეჭამა, რესტორნებშიც კი. ჩვეულებრივ ასეთ სიტუაციებში ოფიციანტი ჩემთვის სკამის მოტანას გვთავაზობდა, რაზეც დედა მხრების აჩეჩვით პასუხობდა: “მას არ უყვარს სკამები”.

ჩემი მშობლები დიდ ყურადღებას უთმობდნენ საკუთარ გარეგნობას და ყოველთის გემოვნებით ეცვათ. რაც შემეხება მე, კატეგორიულ უარს ვამბობდი ახალი ტანსაცმლის ტარებაზე, და დედას უხდებოდა, რომ რამდენჯერმე გაერეცხა ისინი, სანამ ნახმარივით არ გამოჩნდებოდნენ. მხოლოდ ამის შემდეგ ვიცვამდი. თუ ახალ ფეხსაცმელს მიყიდიდნენ, სპეციალურად ვფხეკდი ქვით, სანამ გაცვეთილ სახეს არ მიიღებდნენ. როცა მშობლებმა ახალი ავტომობილი შეიძინეს, ერთი პერიოდი უარს ვამბობდი უკანა სავარძელში ჯდომაზე და ძირს, სავარძლებს შორის ადგილას ვჯდებოდი.

მე მრცხვენოდა, რომ მქონოდა ისეთი რამ, რაც სხვებს არ ჰქონდათ. ჩემი კუმირები ღატაკები და უსახლკაროები იყვნენ. ერთხელ მამამ რესტორანში წაგვიყვანა, მე მთელი დღესასწაული ჩავუშალე და სუფრიდან ყველაზე მოულოდნელ მომენტში გამოვიქეცი. მიზეზი ის იყო, რომ ოფიციანტი ჩემი თანაკლასელი აღმოჩნდა, და ვერ დავუშვებდი, რომ მე მომმსახურებოდა. ბაბუა ბილმა მანქანაში მიპოვა და მომიხდა მისთვის ამეხსნა ჩემი ქცევის მიზეზი.

“ყველაფერი რიგზეა რიჩი, - მიპასუხა მან. – შენ სწორად მოიქეცი. ვამაყობ შენით”.

ბილ სლავინმა, ბაბუამ მამის მხრიდან, მნიშვნელოვანი როლი ითამაშა ჩემს ცხოვრებაში. ის ღრმად მორწმუნე ადამიანი იყო, და ეს ვლინდებოდა იმ სიყვარულში, რომლითაც გარშემომყოფებისადმი იყო განწყობილი. მე აღტაცებული ვიყავი იმით, თუ როგორი სიმშვიდით და უბრალოებით იცავდა თავის ძველმოდურ ტრადიციებს და სიბრძნე ჰყოფნიდა, რომ ცხოვრების ამერიკულ წესთან შეეთავსებინა ისინი. როცა მთელი ოჯახი სუფრასთან იკრიბებოდა, ვამჩნევდი, რომ ბაბუა ჩუმად ლოცულობდა იმ დროს, როცა დანარჩენები უკვე სადილს მიირთმევდნენ.

მიუხედავად იმისა, რომ მამას არ ჰქონდა ჩემი ებრაულ სკოლაში ტარების საშუალება, იგი ცდილობდა, რომ სულიერი განათლება მოეცა ჩემთვის. როცა ცამეტი წელი შემისრულდა, მამამ მიმართა რებე ლიპისს თხოვნით, რომ ჩემთვის ბარ მიცვას [ებრაული სრულწლოვანების] რიტუალის ყველაზე მარტივი ვარიანტ ჩაეტარებინა. დიდებული რაბინი ჭაღარა თმით გულმოდგინებით მასწავლიდა ძირითად ლოცვებს, ისე რომ ცენტიც არ აუღია ამაში. ერთხელ ვკითხე მას:

“რებე, თუ შეიძლება ამიხსენით, რას ნიშნავს ეს ლოცვები?”

მისი კეთილი ყავისფერი თვალები ცრემლებით აივსო, და ისეთი სიყვარულით ჩამიხუტა, რომელსაც ვერასოდეს დავივიწყებ. მღელვარებისგან აკანკალებული ხმით რებემ მიპასუხა:

“რიჩი, მე მომწონს შენი გულწრფელი სურვილი ლოცვების აზრის გაგებისა. სამწუხაროდ ასეთი რამ უფრო და უფრო იშვიათია.”

“როგორ უნდა ვილოცო, რებე?”

მისი სწორი სახე თვალების გარშემო მცირედი ნაოჭებით ღიმილით გაიბადრა, ამის გამო თბილად და მყუდროდ ვიგრძენი თავი. ისევე როგორც ნებისმიერი ბავშვი, მეც ვსაჭიროებდი სითბოს.

“თალმუდი, - დაიწყო რებემ, - ეს ებრაული კანონების წიგნია, დაწერილი ათასობით წლის წინ რაბინების მიერ. როგორც თალმუდი ასწავლის, ჩვენ უნდა შევთხოვოთ ღმერთს იმის შესახებ, რომ ძალა მოგვცეს ცდუნებების, ეჭვებისა და დაბრკოლებების დასაძლევად და მისი ნების აღსასრულებლად. ეს უკეთესია, ვიდრე ღმერთისათვის ჩვენი სურვილების შესრულების თხოვნა.”

როცა ცამეტი წელი შემისრულდა, დაბადების დღეზე ჩემმა უფროსმა ძმამ მარტიმ პიტერის, პოლის და მერის პირველი ალბომი მაჩუქა. ეს იყო ფოლკ-ტრიო გრინვიჩ ვილიჯიდან. თავის სიმღერებში ისინი ომის, უსამართლობის და სოციალური უთანასწორობის წინააღმდეგ გამოდიოდნენ, მაგრამ ყველაზე მეტი შთაბეჭდილება მოახდინა სიმღერებმა, რომლებიც ღმერთისადმი იყო მიმართული. თვალებდახუჭული ვუსმენდი ამ ალბომს და ყოველი სიტყვა მაგნიტივით მიზიდავდა. პირველი სიმღერა ფირფიტაზე ამ სიტყვებით იწყებოდა: “Early in the morning, about the break of day - I ask the Lord to help me find my way” (“დილით, სანამ მზე გამოანათებს, ღმერთს ვევედრები: ჩემი გზა გაანათე”). ისევ და ისევ ვუსმენდი ამ ლოცვას და ვერც კი წარმომედგინა, რა როლს ითამაშებდა ჩემს ცხოვრებაში.


Posted by: cinemamu 18 Oct 2011, 06:12
ცხოვრების აზრის ძიებაში ისეთ ფოლკ-მომღერლებს ვუსმენდი, როგორებიც იყვნენ პიტ სიგერი და ბობ დილანი, და მათი შემოქმედება მეამბოხე სულს აღვივებდა ჩემში. თუ ფოლკ-მუსიკა ტექსტების დიდი სიღრმის გამო ეხმიანებოდა ჩემს გულს, ბლუზი ყმაწვილურ და მძაფრ ემოციებს იწვევდა ჩემში. ბლუზი – ეს ვნებისა და სევდის მუსიკაა. ყოველი ნოტით, ყოველი სიტყვით ბლუზმენი თავისი გულის სევდას ავლენს და ამაში ჰპოვებს შვებას. ვისმენდი რა სხვის ტირილს დაკარგულ სიყვარულზე, მე თვითონაც მოვთქვამდი, და ვტიროდი ჩემს დაკარგულ სიყვარულზე ჯერ კიდევ მანამ, სანამ განვიცდიდი მას.

განსხვავებით ჩემგან, თვითანალიზისადმი მიდრეკილი, მორცხვი და მგრძნობიარე ბავშვისგან, ჩემი უფროსი ძმა მარტი გარშემომყოფების გაბრაზების ფენომენალურ ნიჭს ფლობდა. მაიმუნივით მოუსვენარმა მეტსახელად შესაბამისი სახელი მიიღო – მანქი [სიტყვისგან Monkey]. 1965 წელს, როდესაც თოთხმეტი წელი შემისრულდა, მე ჩავაბარე საშუალო სკოლაში, რომელიც ეს-ესაა მარტიმ დაამტავრა. როგორც კი დამინახა, ზოგიერთი მასწავლებელი აღშფოთდა: “ოღონდ ეს არა! კიდევ ერთი მანქი!” ასე დამერქვა სწავლის პირველი დღიდანვე “პატარა მანქი”. მხოლოდ წლების შემდეგ მივხვდი იმ ირონიას, რაც ამ მეტსახელში იდო [მეტსახელი წინასწარმეტყველური აღმოჩნდა, რადგანაც სიტყვა Monk ასევე ნიშნავს “ბერსაც”].

სკოლაში როგორც ახალბედა ორთაბრძოლების ჯგუფში ჩამწერეს. ვერ ვიტყვი, რომ ამისთვის კარგი მონაცემები მქონდა, მაგრამ თუკი რაიმე გამიტაცებდა, ამ გატაცებას მთლიანად ვუძღვნიდი თავს. მწვრთნელიც და მეგობრებიც მომავალ ჩემპიონს ხედავდნენ ჩემში. მე თვითონაც მომწონდა რთული მიზნების დასახვა და მათი მიღწევა. მაგალითად, შემეძლო ნებისმიერი სტიპენდია ან გრანტი მომეპოვებინა, როგორც კი მოვისურვებდი. მაგრამ რაღაც უცნაური დამემართა. დავიწყე ცხოვრების აზრზე ფიქრი, უფრო მაღალზე ვიდრე სიმდიდრე, საზოგადოებრივი მდგომარეობა და წარმავალი გატაცებები. როგორ შემეძლო ბედნიერი ვყოფილიყავი კეტილმოწყობილ ჰაილენდ პარკში, როდესაც სულ რაღაც რამდენიმე კილომეტრის მოშორებით, ჩიკაგოს გეტოში ზანგები იტანჯებოდნენ? როგორ შემეძლო გამხარებოდა სპორტული ჯილდოები, როდესაც ჩემს უფროს მეგობრებს საშინელ ვიეტნამის ომში იძახებდნენ? მე და ჩემი მეგობრები ამ კითხვებზე პასუხებს ვეძებდით და ეჭვქვეში ვაყენებდით იმ ცხოვრების საფუძვლებს, რომლითაც იმჟამად ვცხოვრობდით.

* * *
მე მხურვალედ თანავუგრძნობდი მარტინ ლუთერ კინგ–უმცროსს და მის მოძრაობას სამოქალაქო უფლებების მოპოვებისათვის. მე ვფიქრობდი მალკოლმ იქსის სიტყვებზე და ვკითხულობდი წიგნებს სოციალური რეფორმების შესახებ. ჩემს საუკეთესო მეგობრებთან, ბასუნთან და გერისთან ერთად, რომლებსაც ათი წლის ასაკიდან ვიცნობდი, ავტოსამრეცხაოზე მოვეწყვე და სასწავლო წლის განმავლობაში მეცადინეობების მერე ვმუშაობდი, ხოლო ზაფხულის არდადაგების დროს – მთელი სამუშაო დღით. სამუშაო მძიმე იყო, მაგრამ მე მომწონდა იგი. ჩვენთან ერთად მუშაობდნენ მოზრდილი აფრო-ამერიკელები ჩიკაგოს სამხრეთ ნაწილის გეტოდან – ადამიანები სრულიად სხვა სამყაროდან, რომელიც მყუდრო ჰაილენდ პარკის მიღმა მდებარეობდა. მათთან მუშაობისას ჩვენ თითქოს სოულის კულისებს მიღმა აღმოვჩნდით. ეს იყო სამყარო, საოცრად განსხვავებული იმისგან, რაც ჰაილენდ პარკში გვინახავს. სიღატაკემ, რასობრივმა დისკრიმინაციამ და ალკოჰოლიზმმა ცხოვრების ფსკერზე დაუშვეს ეს ადამიანები, და როცა მათთან ერთად ვისმენდი ბლუზის და სოულის მომღერლების გოდებას, ჩემი გული იფლითებოდა. თხუთმეტი წლის მოზარდს მოსვენებას არ მაძლევდნენ კითხვები, რომლებზე პასუხებსაც ვერსად ვპოულობდი.

შემდეგ კი ჩემი ახლო მეგობარი გარდაიცვალა. იგი ჩემზე სულ რაღაც ერთი წლით უფროსი იყო. მისი ავტომობილი მოყინული გზატკეცილზე მოცურდა და მიჩიგანის ტბის ცივ წყალში ჩაიძირა. მაშინ სერიოზულად დავფიქრდი იმაზე, თუ ვინ ვიყავი და რისთვის ვცხოვრობდი. მეჩვენებოდა, რომ მთელი მსოფლიო უფსკრულისკენ მიცურავდა გაურკვევლობის ყინულზე.

განმარტოებისთვის სახლის სარდაფში გადავედი საცხოვრებლად და კედლებზე სიბნელეში მანათობელი ფსიქოდელიური პლაკატები გავაკარი. ჭერზე სათევზაო ბადეები იყო ჩამოკიდებული, ხოლო სივრცეში ჟასმინის კეთილსურნელების სქელი კვამლი ირხეოდა. და როცა სტრობოსკოპს ვრთავდი, რეალობა უკან იხევდა და სიზმრების სამყაროში გადავდიოდი.

ყველასგან სარდაფში განმარტოებული, სამოციანების რევოლუციურ მუსიკას ვუსმენდი. ბიტლების სიმღერა “A Day in the Life უფრო გააძლიერა ჩემში ცხოვრების ჭეშმარიტი აზრის ძიების წყურვილი.



თვალებდახუჭული ვუსმენდი, როგორ მღეროდა ჯორჯ ჰარისონი “Within You, Within You” და მის სიტარასთან ერთად ვტიროდი შინაგანი სიმშვიდის წყურვილით.



ისევ და ისევ ვრთავდი რეი ჩარლზის “Old Man River”-ს და სუნთქვაშეკრული ვუსმენდი ამ სიმღერას ჩაგრულთა ხვედრის შესახებ.



როცა ბი ბი კინგს ვუსმენდი, მისი გიტარის მძაფრი ბგერები გულში მწვდებოდა, და განცვიფრებული ვიყავი, რატომ მანიჭებდა ასეთ სიამოვნებას სევდიანი სიმღერების მოსმენა.



ერთხელ გვიან საღამოს, როცა უკვე მერამდენედ ვცდილობდი ჩემს ცხოვრებაში გარკვევას, ყურსასმენებში გაიჟღერა ჯონი რივერზის სიმღერამ "Look to Your Soul for the Answer" ("პასუხისთვის შენს სულში ჩაიხედე").



მე ღრმად ჩავისუნთქე, თვალები გავახილე და საზეიმოდ განვაცხადე: “დიახ! სწორედ ასეა საჭირო!”
* * *
მე და ჩემი მეგობრები ახალი აღმაფრენით გადავეშვით 1960-იანების კონტრკულტურაში. სკოლაში, სადაც ძირითადად კონსერვატიულად განწყობილი ოჯახების შვილები, სპორტსმენები და აქტივისტები სწავლობდნენ, ჩვენ უმცირესობაში აღმოვჩნდით. გრძელი თმა მოვუშვით და ექსპერიმენტები დავიწყეთ მარიხუანათი და ლსდ-თი, ხოლო ჩვენი მშობლების და მათი თაობის ღირებულებები უარვყავით.

ამასთან მე ორად ვიხლიჩებოდი. არ მინდოდა ვინმეს იმედები გამეცრუებინა. ვფიქრობდი სპორტისთვის თავი დამენებებინა, მაგრამ ჩემი მეგობრების და მწვრთნელის ღალატიც არ მინდოდა. მითუმეტეს, რომ სკოლის ხელმძღვანელობა ფიქრობდა, რომ ჩემი წყალობით სკოლის გუნდი ჩემპიონატებში მიიღებდა მონაწილეობას. ერთხელ მწვრთნელმა ყველას თანდასწრებით განაცხადა:

“როცა პატარა მანქი გამარჯვებისთვისაა განწყობილი, მშიერი ვეფხვივით გამოვარდება ხოლმე ხალიჩაზე. ის ჩემპიონთა ჯიშიდანაა. სამწუხაროა, რომ მას არ შეუძლია სპორტზე კონცენტრაცია”.

არ ვიცოდი რა მექნა და ღმერთს ვთხოვე დახმარება.

მალე, შეჯიბრებაზე გამოსვლის დროს, ჩემი მოწინააღმდეგე ორთაბრძოლის დაწყებიდან ხუთ წამში ბეჭებზე დავდე. ხალხი ღრიალებდა ჩემი გამარჯვების ნიშნად, მე კი მუხლდაჩოქილი ვიყავი და ფეხზე ვერ ვდგებოდი პარალიზებული. მხრის ძვალი სახსრიდან ამომვარდნოდა და მკერდის კუნთები გაეგლიჯა. მთელს სხეულში საშინელმა ტკივილმა დამიარა. იმ წამს, როცა მხარი ამომვარდა, ჩემს ცხოვრებაში პირიქით, ყველაფერი თავის ადგილზე დადგა. მთელი სხეულით ვკანკალებდი. მაყურებელი შეშფოთებული მიყურებდა, მე კი უხმოდ მადლობას ვწირავდი უფალს. ახლა უკვე თავისუფალი ვიყავი.

ყველაფერი, რაზე უარის თქმაც თავად მიჭირდა, ბედის წყალობით თავისითვე სამუდამოდ მიდიოდა ხოლმე ჩემი ცხოვრებიდან.

Posted by: Serg1us 18 Oct 2011, 18:32
გაააგრძელე sad.gif მალე მალე დადე sad.gif

Posted by: cinemamu 18 Oct 2011, 18:45
Serg1us
QUOTE
გაააგრძელემალე მალე დადე


ეგრე მალ-მალე სად შემიძლია შე კაცო biggrin.gif

Posted by: პროგრესიუსი 18 Oct 2011, 18:53
წავიკითხავ ამ საღამოს smile.gif cinemamu
up.gif

Posted by: boone 18 Oct 2011, 20:31
cinemamu
შაბათ-კვირას წავიკითხავ

Posted by: cinemamu 19 Oct 2011, 08:24
***

ჰარი ლისი, რომელთან მეგობრობამაც საბოლოო ჯამში ყველაზე საოცარი გავლენა მოახდინა ჩემს ცხოვრებაზე, კეთილი, კომუნიკაბელური და რაც მთავარია თავგადასავლების დაუდეგარი მაძიებელი იყო. ჰარი იმ მეამბოხეების რიცხვს განეკუთვნებოდა, რომლებმაც ბოლომდე იპოვეს საკუთარი თავი კონტრკულტურაში. პირველი სასწავლო წლის შემდეგ, საზაფხულო არდადაგებზე, მე და ჰარი კალიფორნიაში წავედით სამოგზაუროდ. იქ სრული თავისუფლებით ვტკბებოდით “სანსეტ სტრიპზე” და ჰეიტ-ეშბერში. “ყვავილების შვილთა” ამ სამოთხეში ბევრი შესანიშნავი ადამიანი გავიცანით – ისეთივე იდეალისტები, როგორებიც ჩვენ ვიყავით. გვხვდებოდნენ სხვანაირი ადამიანებიც – დამანგრეველი, უხეში, გარყვნილი ხასიათის მქონენი ან უბრალოდ სიამოვნებებისადმი დახარბებულნი, მაგრამ მათგან ვცდილობდით შორს დაგვეჭირა თავი.

1969 წელს სკოლის საუკეთესო მეგობრებთან: ბასუნთან, სტივთან და ჰარისთან ერთად ფლორიდაში, მაიამი დეიდის კოლეჯში ჩავაბარე. როგორც ჩემი თანატოლების უმეტესობა, მე ახალგაზრდა, ჭირვეული და თავგადასავლების მაძიებელი ვიყავი, მაგრამ სწორედ მაშინ დავიწყე საკუთარ თავში იმ სურვილის აღმოჩენა, რომელიც ყველა დანარჩენს ჩრდილავდა. ეს სურვილი სულიერებისადმი გადაულახავი სწრაფვა იყო. იგი დღითიდღე ზრდებოდა. ვიღაცამ მათხოვა წიგნი – “მსოფლიოს უდიდესი რელიგიები”. მე ხარბად დავეწაფე თვითოეულ სიტყვას და არაფრით შემეძლო სულიერი ცოდნისადმი წყურვილის დაცხრობა. შემდეგ, სხვა წიგნების კითხვისას, აღმოვაჩინე უხმო მედიტაციის უძველესი ინდური მეთოდი წმინდა მარცვალზე “ომ”. საკუთარი თავის სიღრმეში მოგზაურობისას აღმოვაჩინე სხვა რეალობა, იმდენად საოცარი, რომ უფრო და უფრო ღრმად მინდოდა მასში შესვლა.

ერთ დილას, სტუდენტურ ქალაქში ვნახე განცხადება ლექციის შესახებ, რომელიც ტრანსცენდენტულ მედიტაციას ეძღვნებოდა. ლექციაზე წვერებიანი გრძელთმიანი ამერიკელი სახელად მაიკლი ჰყვებოდა ცნობიერების მეცნიერებაზე, რომელიც მაჰარიში მაჰეშა იოგის სწავლებაზე იყო დაფუძნებული. ამან ძალიან დამაინტერესა. მაიკლმა ფლორიდის ჰოლივუდში მიმიწვია, სადაც ყველანაირი ვალდებულებების გარეშე შემეძლო ინდივიდუალური მანტრის მიღება მედიტაციისთვის. საკურთხეველზე ყვავილი, ძვირფასი ნაჭერი და ოცდათხუთმეტი დოლარი დავდე, რის შემდეგაც ყურში მანტრა ჩამჩურჩულეს, რომელიც ერთი მარცვლისგან შედგებოდა. მას შემდეგ ყოველდღიური მედიტაცია ჩემი ცხოვრების ყველაზე მთავარი ნაწილი გახდა.

სულიერების თესლი მალე იზრდებოდა ჩემში. მაგრამ მასთან ერთად იზრდებოდნენ ფარისევლობისა და ფანატიზმის აუტანლობის სარეველები. მოვუშვი რა თმები საყოველთაო ნორმების პროტესტის ნიშნად, მე გავხდი სამიზნე მათთვის, ვინც ვერ იტანდა ჰიპებს, მათ შორის პოლიციელებისთვის. ისინი რეგულარულად მაჩერებდნენ, მჩყრეკდნენ და ყველანაირად თავს მაბეზრებდნენ. როცა ვხედავდი იმ ზიზღს, რასაც ჩემი გრძელი თმა, რწმენა და შეხედულებები იწვევდა, საკუთარ თავს მოწამედ აღვიქვამდი და ცოტათი ვამაყობდი კიდეც ამით. პატივად ვთვლიდი, როცა მაღალი იდეალების გამო მდევნიდნენ. ეს გაცილებით უკეთესი იყო, ვიდრე ბრბოს აზრის გაზიარება და მოდის აყოლა. ამასთან ერთად ვხვდებოდი, რომ იმათი სიძულვილი, ვისაც მე ვძულდი – ეს იგივე მანკიერებით ავადმყოფობას ნიშნავდა. ამიტომ ვცდილობდი დამენგრია ის საზღვრები, რომლებიც ადამიანებს ყოფდნენ, და აღმომეჩინა ყველა რელიგიის საიდუმლო არსი, გამეცნობიერებინა ღმერთის ერთიანობა.

კოლეჯში ფსიქოლოგიით და სხვა ჰუმანიტარული მეცნიერებებით დავინტერესდი, მაგრამ მედიტაცია და მუსიკა ყოველთვის პირველ ადგილზე რჩებოდა ჩემს ცხოვრებაში. ქალაქ ოპა ლოკაში, კოლეჯთან ახლოს, სახლში, რომელსაც ყველა “საფერფლეს” ეძახდა, ცხოვრობდა მუსიკოსი ჯეიმს ჰარმონი მეტსახელად ჯიმი-დათვი. ის მაღალი იყო, გრძელ თმას და წვერს ატარებდა. ის ტუჩის ჰარმონიკაზე უკრავდა და სოლისტი იყო ჯგუფში Burning Waters Blues Band.



დათვმა უმცროსი ძმასავით შემიყვარა. ერთხელ ამაყი ღიმილით მაჩუქა თავისი ტუჩის ჰარმონიკებიდან ერთ-ერთი:

“ძამიკო, ტუჩის ჰარმონიკაზე დაკვრას გასწავლი”.

“მაგრამ მე ნოტები არ ვიცი”, - მორცხვად ვუპასუხე მე.

“ეს არაა მნიშვნელოვანი. შენ იცი რას ნიშნავს ღრმა გრძნობა, ბლუზში კი ესაა მთავარი.”

მას შემდეგ ჰარმონიკა ჩემი მუდმივი თანამგზავრი გახდა.

* * *
კოლეჯში შავკანიან სტუდენტებს დავუმეგობრდი და ერთ-ერთი მათგანის მეშვეობით მარტინ ლუთერ კინგ-უმცროსის თანამოაზრე გავიცანი. ეს იყო გამხდარი, მაგრამ ძალიან მტკიცე ნების მქონე ქალი, რომელიც მეთაურობდა მოძრაობას სამოქალაქო უფლებებისათვის. ორმოც წელზე გაცილებით მეტის იქნებოდა, მე კი სულ რაღაც თვრამეტის ვიყავი, ამიტომ დედას ვეძახდი, ის კი შვილს მეძახდა. ხშირად ვსაუბრობდით დოქტორ კინგის ქადაგებებზე და ერთად განვიცდიდით მის ტრაგიკულ სიკვდილს. როგორც ბაპტისტს შეეფერებოდა, ის კეთილი და მოწყალე იყო, მაგრამ ამასთან მტკიცე და უშიშარი. ერთხელ თავის ორგანიზებულ შავკანიანთა სამოქალაქო უფლებების დასაცავად მოწყობილ მსვლელობაზე დამპატიჟა. როგორი გაუკვირდა და გაუხარდა, როცა მივედი – თეთრი ყმაწვილი შავკანიანების მარშში მონაწილეობდა. ხელი ჩამკიდა და ამაყად გაუძღვა მსვლელობას.

ბევრს გაუკვირდა ჩემი იქ ყოფნა. თეთრი რასისტები გვისტვენდნენ და გვემუქრებოდნენ, როცა ახლოს ჩავუვლიდით. პოლიციელები დემონსტაციულად გვაქცევდნენ ზურგს და ჩვენსკენ ბოთლები და ქვები ცვიოდა. დედამ გაიღიმა, როცა სამასზე მეტმა ადამიანმა ერთად დაიწყო სემ კუკის სიმღერა “A Change Is Gonna Come” da “We Shall Overcome”.





მარშის კულმინაცია იყო - მიტინგი პარკში. ყველა გასაშლელ სკამებზე დაჯდა, მე კი დედის გვერდით დავჯექი. შემდეგ ის მიკროფონთან მივიდა და სიტყვა წარმოთქვა. იგი ამხელდა თეთრკანიანების შავკანიანებისადმი უსამართლობას და მოუწოდებდა “ძალადობის გარეშე აჯანყებისაკენ”.
მისი თავდაჯერებული ხმა მთელ პარკში გუგუნებდა.
* * *
“ძალადობა იმ ბოროტების გზამდე მიგვიყვანს, რომელიც ჩვენმმა მდევნელებმა აირჩიეს. ჩვენ უშიშრები უნდა ვიყოთ და ერთად დავიცვათ ჩვენი უფლებები, მაგრამ არა ცეცხლით და მახვილით, არამედ ერთიანობით და ყოვლისშემძლე უფლისადმი რწმენით. ბოიკოტი გამოვუცხადოთ ყველაფერს, რასაც რასობრივი დისკრიმინაციის სუნი ასდის. მჩაგვრელებისადმი წინააღმდეგობის გაწევით, ჩვენ თავად არ უნდა ვთქვათ უარი ჭეშმარიტებაზე”. მისი ხმა თრთოდა და თვალებში ცრემლები უბრწყინავდა, როცა თავისი მასწავლებლის სიტყვებს იმეორებდა:

“ამერიკა – ეს თავისუფლების ქვეყანაა. ჩვენ არ დავიხევთ უკან, სანამ მონობის ბორკილებს ბოლომდე არ გადავაგდებთ. და მაშინ ცაში ხელებაწვდილნი ვიყვირებთ:
“როგორც იქნა თავისუფლები ვართ! როგორც იქნა თავისუფლები ვართ!” მამა კინგს ოცნება ჰქონდა. ამ ოცნების საფასურად სიცოცხლე გაიღო. და ჩვენ ამ ოცნებისთვის ვიცოცხლებთ. ამინ”.

პარკი აპლოდისმენტების ხმამ შეძრა. დედა თავის ადგილზე დაბრუნდა, ჩემსკენ დაიხარა და ჩუმად მკითხა:

“მოგეწონა?”

მე ენერგიულად დავუქნიე თავი.

შემდეგი ორატორი მოულოდნელად პოლემიკაში შევიდა მასთან – მისი გამოსვლა ღიად მოუწოდებდა აჯანყებისაკენ:

“იმის იმედი, რომ რასისტების დამარცხება ძალადობრივი მეთოდების გარეშე შეგვიძლია, მამა კინგთან ერთად მოკვდა! – წარმოთქვა მრისხანე ხმით. – ძმებო და დებო, გაიღვიძეთ! ცეცხლს ცეცხლით ებრძვიან. ამერიკამ იარაღით ხელში მოიპოვა თავისუფლება. ამიტომ უნდა დავიფიცოთ, რომ დევნას დავუწყებთ თეთრ ექსპლუატატორებს და გადავწვავთ მათ ქალაქებს”.

შეკრებილთა ნახევარმა თანხმობის ნიშნად დაიყვირა, ხოლო დანარჩენებმა შეცბუნებულებმა გააქნიეს თავები. გაოფლიანებული ორატორი მუშტების მოღერებით აგრძელებდა თავის სიტყვას:

“თეთრები ფიქრობენ, რომ ჩვენ მუდამ კმაყოფილნი ვიქნებით ავტობუსების უკანა ნაწილში ჯდომით და ვიცხოვრებთ გეტოში, როგორც ციხეში, - რისხვამ გაიელვა მის თვალებში, როცა თითი ჩემსკენ გამოიშვირა და დაიყვირა: - ძმებო და დებო, შეხედეთ! დღესაც კი, ჩვენს მსვლელობაზე, თეთრი ადამიანი უსირცხვილოდ მეთაურობს მსვლელობას, ჩვენ კი, შავკანიანები უკან მივყვებით!” ორატორის მომხრეებმა სიბრაზისგან დაიხუვლეს.

ორატორი აგრძელებდა ჩემს მხილებას, როგორც ყველაფერ იმის სიმბოლოსი, რომელიც სძულდათ და ვერ იტანდნენ. ის შურისძიებისკენ მოუწოდებდა ყველას. დედა წამოხტა, რომ ჩემს დასაცავად სიტყვა ეთქვა, მაგრამ მისი ხმა ორატორის მრისხანე ყვირილმა დაფარა. ამასთან მას მიკროფონი და დემონსტრანტთა უმეტესი ნაწილის მხარდაჭერა ჰქონდა. დედამ ნაზად მომკიდა ხელი და მწუხარე ხმით მითხრა:

“შვილო, მაპატიე ძალიან გთხოვ. ღმერთია მოწმე, მე დაგაყენე მსვლელობის სათავეში. შენ მომენდე და ამის გამო საფრთხეში აღმოჩნდი, ხელზე ხელი მომიჭირა და ამოიოხრა. – ახლა კი წადი. ღმერთი იყოს შენი მფარველი”.

ვცდილობდი ყურადღება არ მიმეპყრო და ჩუმად გავიპარე მიტინგიდან. დედა ყურადღებით მადევნებდა თვალყურს და მზად იყო აუცილებლობის შემთხვევაში დავეცავი. მე მაოცებდა ის ფაქტი, რომ ადამიანები, რომლებიც თანასწორობისთვის და სამართლიანობისთვის იბრძოდნენ, მზად იყვნენ დაუფიქრებლად გაენადგურებინათ ყველა, ვინც მათგან განსხვავდებოდა. პარკიდან გამოვაღწიე და მშვიდად ამოვისუნთქე. მიუხედავად ამ დღის მოვლენებისა, მე უფრო დიდი მოწიწება ვიგრძენი მამა კინგისადმი და მისი მიმდევრებისადმი. ისინი უმოწყალოდ ებრძოდნენ როგორც გარე, ასევე შინაგან მტრებს. სამხრეთული მზის ქვეშ ხეტიალობდი და გამახსენდა ერთი გამოთქმა, რომელიც ნათელს ჰფენდა მიმდინარე დღის მოვლენებს: თუ ადამიანს არა აქვს იდეალი, რომლისთვისაც მზადაა სიცოცხლე გასწიროს, მაშინ მის სიცოცხლეს ფასი არა აქვს. და მაშინ ყველაფერს მივხვდი. მარტინ ლუთერ კინგ-უმცროსს ჰქონდა ოცნება, რისთვისაც ცხოვრობდა და რისთვისაც მოკვდა. მისმა ოცნებამ მსოფლიო შეცვალა. განა ნებისმიერ ჩვენგანს არ შეუძლია ამის მიღწევა, თუ თავისი მოწოდებისადმი ერთგულებას ბოლომდე შეინარჩუნებს?

* * *
სასწავლო წელი დასრულდა და არდადაგები დაიწყო. ზაფხულის ცხელ დღეს გზატკეტილის ნაპირზე ვიდექი სადღაც პენსილვანიაში და გზად მიმავალი მანქანის გაჩერებს ვცდილობდი, ქარი კი გრძელ თმას მიწეწავდა. ნიუ-იორკში მივდიოდი, ჩემს მეგობართან. ცხრამეტი წლის ვიყავი, 168 სმ სიმაღლის ორმოცდაათ კილოზე ოდნავ მეტს ვიწონიდი. უნდა ვაღიარო, რომ სხეულის ასეთი აღნაგობით საკმაოდ უმწეოდ ვგრძნობდი თავს ყოველთვის, როცა გზა მიმავალი მანქანის დაჭერა მიხდებოდა. სამი საათის შემდეგ ჩემს წინ 59 წლის გამოშვების ჟანგიანმა პლიმუთმა დაამუხრუჭა. ავტომობილთან მივირბინე და მძღოლს მადლობა გადავუხადე:

“მადლობა! ძალიან დიდი მადლობა, სერ!”

მძღოლმა ფანჯრიდან შუა თითი გამომიყო და გაბრაზებულმა შემომხედა:

“ჯობია სამუშაო იშოვო, უსაქმურო!” – უეცრად მსხვილი ხელი თმაში ჩამავლო და ღია ფანჯრისკენ შემითრია. მაშინვე დამწვრის და თამბაქოს სუნი მეძგერა. მძღოლმა გადააპურჭყა, ბინძურად შეიგინა და თან დაამატა:

“ეი, მათხოვარო! იარაღი რომ მქონდეს დაუფიქრებლად მიგაცხრილავდი!”

და მანქანა საბურავების კივილით მოწყდა ადგილიდან.

ავტომობილის შავი კვამლისგან სულშეხუთულმა ამოვახველე და ვიგრძენი, როგორ იფეთქა ჩემში წყენამ, მაგრამ მაშინვე ვცადე მისი შეკავება. ჩემი მიზანი ხომ სულიერი ცხოვრება იყო. ავტოსტოპით მოგზაურობისას არაერთხელ გავმხდარვარ სამიზნე იმათთვის, ვინც ეძებდა, რომ სხვაზე ამოენთხია თავისი ბრაზი და გაღიზიანება. მაგრამ მე ვიმედოვნებდი, რომ ეს განსაცდელები სულიერ ზრდაში დამეხმარეობოდა. ვიცოდი, რომ მოთმინება და სიმტკიცე უნდა მესწავლა და დაბრკოლებების გადასალახად უნდა მელოცა.

სამოცდაათიან წლებში გრძელი თმა უბრალოდ მოდა არ იყო, ეს იყო ღია გამოწვევა მთელი საზოგადოებისადმი მასში გამეფებული ფულისა და ძალაუფლების კულტით. იმ წლებში გრძელი თმა რწმენის ერთგვარი სიმბოლო იყო. მე და ჩემს მეგობრებს უბრალოდ კი არ გვჯეროდა ჩვენი იდეალების, არამედ ცხოვრებაშიც ვანხორციელებდით მათ. ერთი წლით ადრე, როცა ჩიკაგოში, დემოკრატიულ კონვენციაზე პროტესტით გამოვდიოდით ომის წინააღმდეგ, ცრემლმდენი გაზით დაგვშალეს. პოლიციელებს არ ვუყვარდით და ხშირად გვიჭერდნენ ხოლმე სტუდქალაქში. და ეს ყველაფერი მხოლოდ იმის გამო, რომ ჩვენ ცხოვრების აზრს ვეძებდით და გვჯეროდა იდეალების, რომლისთვისაც მხოლოდ ცხოვრება კი არა, სიკვდილიც ღირდა. და თუმცა მე თვითონ ცუდს არავის ვუსურვებდი, ჩემი გარეგნული იერი ჩემს მიმართ არაკეთილ განწყობას უნერგავდა გარშემომყოფებს.

კიდევ რამდენიმე საათის ლოდინის შემდეგ კეთილად განწყობილმა ახალგაზრდამ გამიჩერა და გამიყოლა თავის სახლამდე, გეტისბურგში. იქ მარტო ჩამოვჯექი ტყის ნაკადულთან. ხეებსა და ქვებს შორის მიმავალი წყლის რაკრაკი დამამშვიდებლად მოქმედებდა ჩემზე. მეჩვენებოდა, რომ ნაკადულმა ისეთი რამ იცოდა, რაც ყოფიერების საიდუმლოს კარს გამიხსნიდა.

თუკი ამ ნაკადულივით, უბრალოდ გავყვები მოწოდებას, - ვფიქრობდი მე, - მაშინ შესაძლოა ბუნებამ თავად გამიხსნას თავისი საიდუმლო და უმაღლეს მიზნამდე მიმიყვანოს.

რამდენიმე დღის შემდეგ, ნიუ-იორკში, ჩემმა მეგობარმა ჰეკეტმა როკ-ფესტივალზე “ღანდალლ’ს Iსლანდ” წამიყვანა. სცენაზე ერთიმეორეს მიყოლებით გამოდიოდნენ სხვადასხვა ჯგუფები და შემსრულებლები – ჯიმი ჰენდრიქსით დაწყებული Mountain-ით დამთავრებული. შესვენების დროს გასეირნება გადავწყვიტე და ახალგაზრდა ამერიკელი მომიახლოვდა გადაპარსული თმით. ის მთლიანად თეთრებში იყო ჩაცმული და რომელიღაც უჩვეულო ბერად აღვიქვი. ზედმეტი ლაპარაკის გარეშე გამომიწოდა თხელი წიგნი და შესაწირი მთხოვა. მე ვუთხარი, რომ ფული არ მქონდა, სანამ ვსაუბრობდით, ბარიგა მომიახლოვდა და ჰაშიში შემომთავაზა. მე მასაც იგივე გავუმეორე, და ეს ორნი ერთმანეთთან კამათით გამეცალნენ. ბერს ჩემთვის წიგნის გამორთმევა დაავიწყდა, მე კი ისე, რომ არც კი დამიხედავს, ჩანთაში ჩავიდე იგი.
მომდევნო დღეს, როცა ბრუკლინში ვიყავი ჰეკეტთან, ჰარიმ დამირეკა და სტუმრად დამპატიჟა ჩვენს საერთო მეგობართან – ფრენკთან, რომელიც ჩერი ჰილში ცხოვრობდა ნიუ-ჯერსის შტატში. როცა მივედი, ჰარი და ფრენკი მუხლდაჩოქილნი იდგნენ დიდ რუქაზე, რომელიც სასტუმრო ოთახში, ხალიჩაზე იყო გაშლილი.
“რამდენიმე დღეში ევროპაში ვაპირებთ წასვლას, - მითხრა ჰარიმ, - და შენც ჩვენთან მოდიხარ”.

მე ერთი ცენტიც კი არ მქონდა და ჩიკაგოში ვაპირებდი დაბრუნებას, რათა მთელი ზაფხული მემუშავა. მაგრამ ფრენკმა დამარწმუნა, რომ სამივესთვის ჰქონდა სამყოფი ფული.

“კარგი, - ვუპასუხე მე, - მაშინ წამოვალ”.

ისღა დამრჩენოდა, რომ ჰეილენდ პარკში ცავსულიყავი და მშობლებისთვის ამეხსნა ვითარება. აქამდე არავინ ჩვენი ოჯახიდან ამერიკის საზღვრებს არ იყო გაცდენილი. რას იტყვიან მშობლები? ამ კითხვაზე პასუხის მისაღებად მივდიოდი სახლში, სადაც მთელმა ჩემმა ბავშვობამ ჩაიარა.

მრგვალ სასადილო სუფრასთან ვიჯექი და მასზე დალაგებულ კერძებს ვათვალიერებდი. დედა მზად იყო ყოველდღე გაემზადებნა ჩვენთვის სადღესასწაულო სუფრა. ოთახში ბალახების და სანელებლების სასიამოვნო არომატი იდგა.

“გადავწყვიტე ჰარისთან ერთად ევროპაში წავიდე”, - განვაცხადე მე. სუფრის წევრებს სახეები გაუქვავდათ. მათი მზერის ქვეშ ნერვიულად ვაქანავებდი საპილპილეს ჩემი თეფშის თავზე.

“ეს ჩემს მსოფლმხედველობას გააფართოვებს, რას ფიქრობთ?”

პასუხი არ ყოფილა. მე სამზარეულო მოვათვალიერე: ლამაზად იყო შეღებილი. ელექტრო პლიტა და მაცივარი ერთი ფირმის იყო. ერთიც და მეორეც – ვარდისფერი. ეს დედაჩემის საყვარელი ფერია.

“სამაგიეროდ ბევრ ახალს გავიგებთ. არ ინერვიულოთ, სექტემბერში დავბრუნდები, როცა არდადაგები დამთავრდება. სამ დღეში მივემგზავრებით.”
სიჩუმე იდგა. დედა ისე გამოიყურებოდა, თითქოს ახლო ნათესავის სიკვდილის ამბავი გაიგო.

“რიჩი, - უეცრად აქვითინდა იგი, - რად გინდა ეს ყველაფერი? რას შეჭამ იქ? ან სად დაიძინებ?” ნერვიულად გააქნია თავი და ჩემს მოლბობას შეეცადა: “შენ ხომ ჯერ ბავშვი ხარ. ვინ დაგიცავს იქ?”

მამამ განაცხადა:
“შვილო, სრულ ჭკუაზე ხარ? ეს სამყარო – სახიფათო ადგილია. შენ კი ახალგაზრდა და გამოუცდელი ხარ. ნებისმიერი რამ შეიძლება შეგემთხვეს”.

ღრმად ჩაისუნთქა და დაამატა:
“მე დაგიშლიდი წასვლას, მაგრამ მაინც არ დამიჯერებ”. მამა თვალს არ მაცილებდა და ისე მიყურებდა, იმ იმედით, რომ გადავიფიქრებდი, მაგრამ ვცდილობდი არ შემემჩნია. მაშინ ნერვიული ხმის კანკალით მითხრა:

“მე დღე და ღამე ვიღელვებ შენზე, სანამ არ დაბრუნდები”.

ჩემმა ძმამ ლარიმ კი წამოიძახა:

“მაგარია! მეც წავიდოდი! – მაგრამ დაინახა რა გაბრაზებული მშობლები, უცებ სერიოზული გახდა, - რიჩი, იშვიათად მაინც მოგვწერე წერილები”.

Posted by: AmeN Ra 19 Oct 2011, 19:55

სულ რომ გადათარგმნი მერე ერთიანად წავიკითხავ.

მადლობა წინასწარ.

Posted by: Xolmc 19 Oct 2011, 20:28
დადე კიდე რა biggrin.gif


30 თარგმანიიიიი

Posted by: cinemamu 19 Oct 2011, 21:07
AmeN Ra
QUOTE
სულ რომ გადათარგმნი მერე ერთიანად წავიკითხავ.

მადლობა წინასწარ.


ბოლომდე შეიძლება სულ ვერ ჩავიდე smile.gif


* * *
თავი მეორე

ჩემი გამგზავრების დღეც დადგა. თვითმფრინავში სავარძლის რიგებს შორის ვიკვალავდი გზას და ვცდილობდი თავში არავის მოხვედროდა ჩემი სპორტული ჩანთა.

“მაპატიეთ, მემ, - მივმართე ქალბატონს სქელი და ფუმფულა ვარცხნილობით, ნება მიბოძეთ გავიარო, ჩემი ადგილი ილუმინატორთანაა”.

მან ამომხედა და ჩემი გრძელი თმის დანახვაზე აიმრიზა. სახეზე მკაფიოდ ეწერა: “სხვა ადგილი მოძებნე”. ასეც მოვიქცეოდი, მაგრამ სხვა თავისუფალი ადგილი ახლო-მახლო არსად იყო, უკან კი სხვა მგზავრები მედგნენ, რომლებიც თავისი ადგილების პოვნას მოუთმენლად ლამობდნენ. მე ფრთხილად გავიარე ქალის გვერდზე, ჩემს სავარძელში ჩავჯექი და დემონსტრაციულად მივაშტერდი ილუმინატორს.

რამდენიმე წუთში მალულად შევხედე ჩემს მეზობელს, მაგრამ კვლავაც მის მტრულად განწყობილ სახეს გადავაწყდი და ისევ შემოვბრუნდი. აფრენა ყოვნდებოდა. მოგვიანებით კიდევ გავიხედე ქალბატონისკენ, მაგრამ ჩემდა გასაკვირად მის ადგილას ახალგაზრდა კაცი იჯდა შავი ჯინსებით, შავი უსახელო მაისურით და შავი ჩექმებით. ვერცხლისფერი სამაჯურები მის ნატიფ და დახვეწილ ხელებს ფარავდა. გრძელი და სწორი თმა თოვლივით თეთრი ჰქონდა, და ასეთივე თეთრი იყო მისი კანიც. თვალები მოვარდისფრო ჰქონდა, რაც ხშირად გვხვდება ალბინოსებში, ხოლო ტუჩებზე ანცი ღიმილი უთამაშებდა, რამელმაც ჩემი გული მაშინვე გაამხიარულა. მიუხედავად იმისა, რომ ჩემი თანამგზავრი ძალზე უჩვეულოდ გამოიყურებოდა, იყო მასში რაღაც ნაცნობი. სადღაც უკვე მენახა იგი. და მაშინვე გამახსენდა: ეს ხომ ჯონი ვინტერია, ჩემი ერთ-ერთი უსაყვარლესი მუსიკოსი, როკ-ენ-როლის ლეგენდარული ვარსკვლავი!



“გაუმარჯოს, მეგობარო! მე ჯონი მქვია”.

“მე კი მეგობრები პატარა მანქს მეძახიან”.

ჯონიმ ხელი ისე ჩამომართვა, თითქოს მისი საუკეთესო მეგობარი ვყოფილიყავი.

“როგორ აღმოჩნდი აქ? – ვკითხე მე. – ერთი წუთის წინ აქ ვიღაც ქალი იჯდა”.

ჯონიმ გაიცინა და სიტყვების გაწელვით, დამახასიათებელი ტეხასური აქცენტით მიპასუხა:

“შენ იმ დეიდაზე ამბობ, რომელსაც ასე არ მოეწონა შენს საზოგადოებაში ყოფნა? ის წამოხტა აქედან, სტიუარდესა მოძებნა და ისტერიკა მოუწყო. სხვა ადგილას მოითხოვა გადაჯდომა! არ მოვწონვართ და მოკალი თუ გინდა. მაგრამ ეს უკეთესიცაა. სტიუარდესამ აქ გადმომსვა, და ახლა ერთად ვიმგზავრებთ, ძამიკო!”

ჩვენ საკმაო დრო გვქონდა სასაუბროდ. მე ჩემი სულიერი ძიების შესახებ მოვუყევი, მან კი რამდენიმე ისტორია მომიყვა თავისი ცხოვრებიდან. მე ვახსენე საუბარში, რომ მის გრანდიოზულ შოუს დავესწარი ფლორიდაში, სადაც იგი ჯენის ჯოპლინთან ერთად გამოდიოდა.

როგორც კი მისი სახელი ვახსენე, ჯონის ნაფოტივით გამხდარი სხეული სიცილმა შეძრა:

“ჯერ არასოდეს მისისიპის ნაპირებზე ასეთი ფსიქოპატკა არ ყოფილა!”

ჯონიმ მომიყვა, რომ ჯენისი – გაუწონასწორებელი, აღვირახსნილი, მუდამ მთვრალი, მაგრამ ძალიან კეთილი გოგო იყო. დასავით უყვარდა და განიცდიდა მის გამო:

“პატარა ჯენისი უაზროდ ფლანგავს თავის სიცოცხლეს. სანთელს ჰგავს, რომელსაც ორივე ბოლოში ცეცხლი უკიდია. არ ვიცი რამდენ ხანს გასტანს ასე.”

ჯონი უცებ სერიოზული გახდა და დაჟინებულად შემომხედა.

“იცი მანქ, ფულმა და სახელმა შეიძლება ნებისმიერი დაღუპოს. როგორმე ილოცე ჯენისისთვის”.



ძრავებმა დაიბღუვლეს, თვითმფრინავმა საფრენ ბილიკზე სიჩქარე აკრიფა და ღრუბლებს ზემოთ აიჭრა. მე და ჯონი ჩიკაგოელ და მისისიპელ ბლუზის ლეგენდებზე ვსაუბრობდით, და თითქოს ჩვენი გულებიც ცაში ლივლივებდნენ. მასზე უკეთეს თანამოსაუბრეს ვერსად ვიპოვიდი.

“ძამიკო, მზად ვარ მთელი მარადისობა გელაპარაკო. არ მეწყინება, თუ ეს ბებერი თვითმფრინავი საერთოდ არ დაეშვება მიწაზე”. როგორც კი ღვედზე ჩემი ჰარმონიკა შეამჩნია, ჯონიმ წამოიძახა:

“მოდი ერთად დავუკრათ! – და თავისი ჰარმონიკაც დააძრო. – აირჩიე სიმღერა”.

“იცი ჯუნიორ პარკერის Mother-In-Law Blues?” – ვკითხე მე.

“კარგი არჩევანია!” – მოწონების ნიშნად ცერა თითი მაჩვენა.



და აი, მიწიდან ათიათასამდე მეტრით მაღლა, ჩემდა მოულოდნელად, სახელგანთქმულმა ჯონი ვინტერმა დუეტი შეასრულა ჩემთან ერთად. უფროსი თაობის მგზავრები გამკიცხავად გვიყურებდნენ, ახალგაზრდები კი მხიარულად იღიმოდნენ. ახალგაზრდა სტიუარდესა გასასვლელში შეყოვნდა უფასო კონცერტის მოსასმენად და მუსიკის ტაქტს აყვა. მე და ჯონი კი მუსიკით გართულები აღარავის ვაქცევდით ყურადღებას.

თვითმფრინავი კენედის სახელობის ნიუ-იორკის აეროპორტში დაეშვა, და მე და ჯონი აეროპორტის შენობისკენ გავემართეთ. გასასვლელთან ჯონის მისი მეგობარი გოგო ელოდა – ეფექტური დანიელი მოდელი. გარშემომყოფები დაუფარავი ინტერესით აკვირდებოდნენ მათ. ფრენკი და ჰარი, გაოგნებულნი იმით, რომ ჯონი ვინტერთან ერთად მხედავდნენ, ვერ მალავდნენ გაკვირვებას ჩემი წარმატების გამო. ჰარის ულვაშებში ეღიმებოდა და ტალღოვან წვერზე ხელს ისვამდა.

“მისმინე, მანქ, - ჯონის მეგობარ გოგონაზე მიმანიშნა, - აღიარე, გერჩივნა ჩვენს ნაცვლად ის დაგხვედროდა, არა?”

“დღეს საღამოს, - ხელი ჩამოვართვი და ვუპასუხე მეგობრებს, - ჩვენი სულიერი თავგადასავლები იწყება. ვფიქრობ, თქვენი საზოგადოება უფრო გამომადგება ამისთვის, მეგობრებო”.
* * *



* * *
***
ჩვენი პირველი ევროპული ღამე ლუქსემბურგში, კარვების ქალაქში გავატარეთ. ერთადგილიან ვიწრო კარავში, საძილე ტომრებში გვეძინა და ვფიქრობდით იმაზე, თუ რას გვიმზადებდა მომავალი დღე. როგორც იქნა, მამლის ყივილმა განთიადის დადგომა გვამცნო. კარვიდან დილის სუფთა ჰაერზე გამოვედით, მე და ჰარი გავიზმორეთ, აყვავილებული ხეებისა და ბალახების არომატი შევისუნთქეთ და ბედს მადლობა გადავუხადეთ. უცებ წუწუნი გაისმა:

“არა! ოღონდ ეს არა!”

კარვიდან ფრენკი გამოძვრა, მკვდარივით გაფითრებული.

“გაგვქურდეს! მთელი ფული დაიკარგა!”

მე და ჰარი კარავში შევვარდით და ყველაფერი გადავაქოთეთ.

“აზრი არა აქვს, - ამოიოხრა ფრენკმა. – უკვე ყველგან დავძებნე”.

ჰარიმ ფრენკს მხარზე ხელი დაადო და უთხრა:

“გამაგრდი, შენთან ვართ”.

“რაც დაგვრჩა ყველაფერს გაგიზიარებთ, - ვცდილობდი ფრენკის დაწყნარებას. – დაივიწყე ფული. მთავარია ერთად ვართ”.

ფრენკმა თავი გაიქნია და თქვა, რომ დარჩენილი ფული ყველას არ გვეყოფოდა. ამიტომ სახლში ბრუნდებოდა, თანაც სასწრაფოდ.

“მოდიხართ ბიჭებო?”

ჩემი ფული ოც დოლარამდე მქონდა. მე და ჰარიმ ერთმანეთს გადავხედეთ და ის მიხვდა, რომ დარჩენას ვაპირებდი. ჰარიმ თანხმობის ნიშნათ თავი დამიქნია, და ჩვენ გულისტკივილით დავემშვიდობეთ ფრენკს, რომელმაც ევროპაში მხოლოდ ერთი ღამე გაატარა. მან მხარზე გადაიგდო თავისი ზურგჩანთა და უკანა გზას გაუდგა, ჩვენ კი მიმავალ ფრენკს გავცქეროდით და ვფიქრობდით, რა გველოდა წინ.

მოგვიანებით, იმავე დღეს ნაკადულს მივადექით და მის ნაპირთან დასვენება გადავწყვიტეთ. ქარი არხევდა ხის ფოთლებს, ქვემოთ კი წყალი მირაკრაკებდა. ფრენკის წასვლასთან ერთად თითქმის საარსებო სახსრების გარეშე დავრჩი. უცნაურია, მაგრამ ამასთან ერთად სრულ თავისუფლებას ვგრძნობდი.

მე და ჰარიმ ჰოლანდიელ ჰიპებთან ერთად ვისაუზმეთ, რომლებსაც კოსმოსი და ჩუჩი ერქვათ. “მიუსლით” გაგვიმასპინძლდნენ და მათთან ერთად ჰოლანდიაში წასვლა შემოგვთავაზეს თავიანთი ძველი “ფოლკსვაგენით”. მალე დონოვანის, ბიტლების და როლინგ სთოუნზის სიმღერების თანხლებით ვმგზავრობდით ბელგიასა და ჰოლანდიაში, და თან ტიტების უსაზღვრო მდელოების ცქერით ვტკბებოდით. წითლები და ყვითლები, თეთრები, ვარდისფერები და იისფერები, აკურატული და სწორი რიგებით გაზრდილიყვნენ და თვალს ახარებდნენ.

იდილიურ ადგილას, ებკაუდში გაჩერების შემდეგ, სადაც ერთ-ერთი ჩვენი ახალი მეგობარი ცხოვრობდა, ამსტერდამში ჩავედით. იქ მიტოვებულ საცავში მიგვიყვანეს, სადაც რამდენიმე ათეული ჰიპი იატაკზე იწვა და მარიხუანას ეწეოდა. მქრქალი ნათურები ძლივს ანათებდნენ. აქა-იქ ვირთხები გაირბენდნენ ხოლმე. რძის ყუთებზე დადგმული ფანერებისგან შეკოწიწებულ იმპროვიზირებულ სცენაზე გაბურძგნული მუსიკოსები უკრავდნენ.

ჰაშიშის ყალიონით ხელში და არაამქვეყნიური ღიმილით ჩუჩმა წარმოთქვა:

“ღმერთმა ინებოს ჰეიტ-ეშბერში შევხვდეთ – ჰიპების მექაში”. გამომოსამშვიდობებლად ხელი დაგვიქნია და კვამლის ბოლქვებში გაუჩინარდა.

მე და ჰარიმ თითქმის უფულოდ არსებობა ვისწავლეთ. დილით ადრე რამდენიმე ცენტად ახლადგამომცხვარი ცხელი პურის “ბუხანკას” ვყიდულობდით, ხის ქვეშ ვჯდებოდით, პურს შუაზე ვჭრიდით და მადიანად ვილუკმებოდით. სადაც არ უნდა ვყოფილიყავით, ეს ჩვენთვის ყოველდღიურ ტრაპეზს წარმოადგენდა. განსაკუთრებულ შემთხვევებში ყველის ნაჭრის ყიდვის უფლებასაც ვაძლევდით საკუთარ თავს. ჩვეულებრივ ახალ ნაცნობებთან ვათენებდით ღამეს, ხანდახან კი ხეების ქვეშ, მიტოვებულ სახლებში, ან ღამის გასათევებში. ვცდილობდით შეძლებისდაგვარად გამოგვეზოგა დარჩენილი ფული.

ევროპული კონტრკულტურის დედაქალაქად იმ დროს ამსტერდამი ითვლებოდა. საზოგადოებრივი ცხოვრების ცენტრს ამსტერდამში დამის მოედანი წარმოადგენდა. ასობით თავგადასავლების მაძიებელი გასართობად და მუსიკის მოსასმენად მიემართებოდა ისეთ კლუბებში, როგორებიცაა “ფანტაზიო”, “პარადიზიო” და “მელკვეგი”. კიდევ ერთი პოპულარული ადგილი იყო “სულიერი ღამის კლუბი “კოსმოსი””. ერთ საღამოს იქ შევხვდი მაღალ ამერიკელს, თეთრი ტანსაცმლით, თავგადაპარსულს და თმის მცირე ბღუჯით თხემის მიდამოში.

“გინდა სულიერი საკვები გასინჯო?” – შემომთავაზა მან.

მე მორცხვად დავუქნიე თავი.

“მაშინ ხელები მომიშვირე”.

მე ხელები გავუწოდე და ჩემს ხელისგულებზე ხილის სალათის მთელი გუნდა აღმოჩნდა. მე დაბნეული ვიდექი, იოგურტი კი თითებს შორის ჟონავდა.

“რა ვუყო ამას?” – ვკითხე მე.

“ჭამე!” – გაიცინა ამერიკელმა და წავიდა.

რა ვიცოდი მაშინ, რომ ბედი კიდევ შემახვედრებდა მას – აქედან ათასობით კილომეტრის მოშორებით, სიტუაციაში, რომელსაც ვერც კი წარმოვიდგენდი!

მე და ჰარიმ მსოფლიოს ყველა კუთხიდან გავიჩინეთ მეგობრები. ყველაფერი მომწონდა, მაგრამ ჩემი გული მაინც ვერ პოულობდა სიმშვიდეს. შინაგანი ხმა მესმოდა, მაგრამ ვერ ვხვდებოდი ვისი ხმა იყო და საით მიხმობდა. ბევრ დროს ვატარებდი მუზეუმებში, ვათვალიერებდი რა რელიგიური ხასიათის ნახატებს, და ვონდელ-პარკში, სადაც ვმედიტირებდი და სულიერ წიგნებს შევისწავლიდი. მაგრამ ყველაზე მეტად განმარტოებულ ადგილას, არხის პირას ჯდომა მიყვარდა. ნებისმიერი დიდი ქალაქის ატმოსფერო ძალაუფლების, სიმდიდრის და სიამოვნებების წყურვილითაა გაჟღენთილი; დიდ ქალაქში მოდა ისევე სწრაფად იცვლება, როგორც წელიწადის დროები, მაგრამ არხები, დაუმორჩილებელნი ქალაქის გავლენისადმი, თავის ცივ წყალს მთელი ქალაქის გავლით დაატარებდნენ და სიმშვიდეს ჰფენდნენ. მე საათობით ვიჯექი არხის ნაპირთან, წყლის ცქერით ვტკბებოდი და ვფიქრობდი იმაზე, თუ საით მივყავდი ჩემი ბედის ტალღებს.

Posted by: Serg1us 20 Oct 2011, 18:54
გაისმის შეძახილები: კიდევ, კიდევ, კიდევ დადეეეე.... მიდი რას უცდი თარგმნე smile.gif

Posted by: cinemamu 20 Oct 2011, 19:12
Serg1us

სამწუხაროდ დღეისათვის სულ ეს იყო smile.gif

Posted by: Serg1us 20 Oct 2011, 19:13
ეგ არაფერი ჩემო მეგობარო, როგორც შეძლებ თარგმნე მე დიდი სიამოვნებით ვკითხულობ.

Posted by: cinemamu 20 Oct 2011, 19:20
ავტორის კიდევ ერთი ვიდეო-კომენტარი წიგნთან დაკავშირებით:


* * *


რადჰანათჰა სვამი თავის ბავშვობის მეგობარ ჰარისთან ერთად:



ინტერვიუ ჯერი სლავინთან (რადჰანათჰა სვამის მამასთან):


Posted by: ჯი-ნია-ნი 22 Oct 2011, 20:08
რა საინტერესოა..
ქართულად არსად იშოვება ეს წიგნი? sad.gif

Posted by: გენიუსი 23 Oct 2011, 17:20
QUOTE
"ეს შენი ისტორია არაა. ეს არის ამბავი იმის შესახებ, თუ როგორ წაიყვანა ღმერთმა ერთი ყმაწვილი გასაოცარ მოგზაურობაში იმ საიდუმლოებების საძებნელად, რომლებიც ყველა ჩვენგანშია.


up.gif ბიოგრაფიების დიდი მკითხველი არ ვარ, მაგრამ ძალიან დამაინტერესმა ამ ისტორიამ, ვფიქრობ იმიტომ რომ მასში ჩვენი ქვეცნობიერი მისწრაფებებია რეალიზებული, ალბათ ბევრი დამეთანხმება, არა? ვინ არ ისურვებდა საკუტარ საიდუმლოებებში მოგზაურობას smile.gif

Posted by: cinemamu 23 Oct 2011, 21:59
ჯი-ნია-ნი
QUOTE
რა საინტერესოა..
ქართულად არსად იშოვება ეს წიგნი?


ქართულად კი არა თბილისში რუსულად და ინგლისურადაც თითქმის არ არის. მეც რუსული ვერსიის ქსეროასლიდან ვთარგმნი. smile.gif


Posted by: ჯი-ნია-ნი 23 Oct 2011, 22:08
cinemamu
sad.gif
შენს იმედზე ვარ მაშინ..

Posted by: cinemamu 24 Oct 2011, 14:56
ეს პირველ პოსტში დადებულზე უკეთესი აუდიოწიგნია (მხოლოდ რამდენიმე თავი აკლია ბოლოში):

გადმოსაწერი ლინკი:
http://narod.ru/disk/29235631001/RSJourneyHome.rar.html

პ.ს. აუდიოწიგნი რუსულ ენაზეა, მუსიკალური გაფორმებით.

Posted by: Serg1us 24 Oct 2011, 15:10
თარგმანი სადააა თარგმანი sad.gif ნახე რამდენი კაცი შემოგყურებთ ხელებში tongue.gif

Posted by: cinemamu 24 Oct 2011, 16:17
ჩვენი მოგზაურობა გრძელდებოდა. გზად მიმავალი მანქანებით ჰოლანდიის ერთ-ერთ პორტამდე ჩავაღწიეთ და დარჩენილი ფულით დიდი ბრიტანეთისკენ მიმავალ ბორანზე ავიღეთ ბილეთები. ცას ტყვიისფერი ღრუბლები ფარავდნენ. წვიმა ცრიდა. ტალღების ნებას აყოლილი ბორანი ხან მაღლა იწეოდა, ხან დაბლა. ვაკვირდებოდი, როგორ მიარღვევდა დინებას და ვფიქრობდი, თავად საით მქონდა გეზი აღებული. მე ჩემი ცხრამეტი წლის ასაკში უკვე კარიერით უნდა დავინტერესებულიყავი, მაგრამ კარიერა საერთოდ არ მაინტერესებდა. რას ვეძებ? რატომ არ შემიძლია კონცენტრირება არაფერზე, გარდა იდეალებისა, რომლებითაც ჩემი თავია გამოტენილი? და თუ სულიერებაზე ცოტა წარმოდგენა მაინც მქონდა, ჩემი საკუთარი მომავალი შვიდი ბოქლომის მიღმა არსებულ საიდუმლოდ რჩებოდა ჩემთვის. ჩემმა მზერამ ბორტზე გამოფენილი სამაშველო ჟილეტები დააფიქსირა და ლოცვა დავიწყე, რათა გადავრჩენილიყავი ამ გაურკვევლობის ოკეანეში. თუ ადამიანს არა აქვს იდეალი, რომლისთვისაც მზადაა მოკვდეს, - გამახსენდა მე, - ეს ნიშნავს, რომ მის ცხოვრებას აზრი არა აქვს. მე სამშობლო მივატოვე ასეთი იდეალის საძებნელად და ახლა ბედის ქარი გაურკვეველი მიმართულებით მიმაფრიალებდა, როგორც შემოდგომის ფოთლს.
როგორც იქნა ბურუსში დუვრის თეთრი კლდეები გამოიკვეთა. ბორანი ბრიტანეთის ნაპირს მიადგა და მგზავრები რიგში დადგნენ საპასპორტე პუნქტის გასავლელად. საიმიგრაციო ჩინოვნიკები ეჭვის თვალით გვიცქერდნენ. ჰარი დაბალი და გამხდარი იყო. გრძელი წაბლისფერი თმით, წვერით და გამომხატველი სახით ქრისტეს წააგავდა. ლურჯ ჯინსები და მწვანე მაისური ეცვა. ზურგზე ამერიკული ზურგჩანთა ეკიდა, მასზე მიმაგრებული საძილე ტომრით. რაც შემეხება მე, მიუხედავად გრძელი თმისა, ჩემს ყმაწვილურ სახეზე წვერის ნასახიც კი არ იყო. მეცვა რუხი ჯინსები, რუხი პერანგი და შავი ჟილეტი. მათთვის, ვინც მიცნობდა, ეს უბრალო შავი ჟილეტი ჩემი სავიზიტო ბარათი იყო – უკვე წელიწადზე მეტია ყოველდღე ვატარებდი. ფეხზე მოკასინები მემოსა, ხოლო ჩემს ეკიპირებას ყავისფერი სპორტული ჩანთა და საძილე ტომარა ასრულებდა.

აშკარად ვამჩნევდით საიმიგრაციო ინსპექტორების არაკეთილ მზერას ჩვენი მისამართით. როცა ჩვენი ამერიკული პასპორტები წარვადგინეთ, გვთხოვეს, რომ რომელიღაც ოთახში გავყოლოდით. რამდენიმე წუთში ორი საიმიგრაციო ინსპექტორი გამოჩნდა პოლიციელის თანხლებით. უფროსმა ინსპექტორმა თავის თანაშემწეს უბრძანა:

“ნარკოტიკები უნახე”.

თანაშემწემ ჩემი ჩანთა ამოატრიალა, მაგრამ გადმოყრილ ნივთებში ვერაფერი იპოვა გარდა მწვანე მაისურისა, საცვლებისა, კბილის ჯაგრისისა, სავარცხელისა და საპნის ნაჭრისა, ასევე ბიბლიისა და პატარა ბროშურისა როკ-ფესტივალიდან.

ინსპექტორი დაიჯღანა:

“სულ ესაა?”

მე მორჩილად ვუპასუხე:

“დიახ სერ, თუ არ ჩავთვლით ჰარმონიკას”. და ჰარმონიკა გავუწოდე.

ჰარიც გაჩხრიკეს. შემდეგ პროვოკაციული კითხვა დაგვისვეს:

“ფული რამდენი გაქვთ?” როცა ჩვენი მწირი დანაზოგი ვუჩვენეთ, მათი გაღიზიანება რისხვაში გადაიზარდა. უფროს ინსპექტორს ბრაზისგან სახე აუწითლდა:

“ჩვენ არ გვჭირდება თქვენისთანა მაწანწალები და მათხოვრები, - დაგვიყვირა მან, - ახლავე შეგაჭრით მაგ გაბურძგნულ თმას და ციხეში ჩაგსვამთ!”

პოლიციელს მიუბრუნდა და უბრძანა:

“მაკრატელი იპოვე და ბოლომდე გადაპარსე!”

ყველა ტანსაცმელი წაგვართვეს და გულდასმით გაჩხრიკეს. დაგვიწყეს ხანგრძლივი დაკითხვა, რომელმაც მთლიანად გამოგვფიტა და ბოლოს ვეღარც ვაზროვნებდით. შემდეგ დიდი უსიამოვნებებით დაგვემუქრნენ და ოთახი დატოვეს.

შიშისგან მე და ჰარი ხმას ვერ ვიღებდით. ჩაკეტილში ვიჯექით და ჩვენს ხვედრს ველოდით. ერთი საათის შემდეგ კარი გაიღო და ორმა პოლიციელმა კორიდორის გავლით საკონტროლო პუნქტთან წაგვიყვანა. იქ ჩვენს პასპორტებში ბეჭდები დაარტყეს და მუქარით: “ერთი არასწორი მოძრაობა – და ციხეში ხართ!” გაგვანთავისუფლეს.

* * *
ჯერ კიდევ შთაბეჭდილებების ქვეშ მყოფნი ვიდექით გზის პირას, მადლიერებით ვუცქერდით იდილიურ ინგლისურ პეიზაჟს და ავტომობილის გაჩერებას ვცდილობდით. როგორც იქნა ერთ-ერთმა დაამუხრუჭა. საჭესთან მჯდომმა გოგონამ და მისმა მეგობარმა ბიჭმა კეთილად გაგვიღიმეს, ხოლო მათი სკოჩ-ტერიერი სიხარულით შემოგვახტა მუხლებზე.

“საით გაგიწევიათ?” – გვკითხა გოგონამ.

“ჩვენ თვითონაც არ ვიცით”, - უპასუხა ჰარიმ.

ბიჭმა ლუდის ბოთლი მიიტანა ტუჩებთან და შემოგვთავაზა:

“ჩვენ როკ ფესტივალზე მივდივართ კუნძულ უაიტზე. კარგად გავერთობით. წამოხვალთ ჩვენთან ერთად?”

მე და ჰარი სიხარულით დავთანხმდით. ასე გავემგზავრეთ როკ-ფესტივალზე ახალგზარდა წყვილთან და მხიარულად მყეფარე ტერიერთან ერთად, რომელიც გამუდმებით ცდილობდა ჩვენი სახეები აელოკა. კუნძულზე ბორანით გადავედით და ახალგაზრდების მღელვარე ბრბოს შევუერთდით. ფესტივალის ადგილი ყველა მხრიდან მწვანე ბორცვებით და ტყით იყო შემოსაზღვრული. შემოღობილს იქით მრისხანე პოლიციელები იდგნენ ძაღლებთან ერთად და უბილეთოებს გარეთ ყრიდნენ. სამ დღიანი ფესტივალი გახურების პიკს აღწევდა. ჰაერში მარიხუანას კვამლი იდგა. ბევრი “მჟავასაც” იღებდა. ქალები და მამაკაცები როგორც შეეძლოთ ისე ერთობოდნენ – ჩახუტებულები და ნახევრად შიშვლები მაღლობებიდან ტალახზე სრიალით ეშვებოდნენ.

ფესტივალის უკანასკნელ დღეს კოკისპირულმა წვიმამ დაუშვა. მე და ჰარი სცენასთან ახლოს ვიდექით, როცა ექსტრავაგანტულად გამოწყობილი ჯიმი ჰენდრიქსი გამოვიდა – ნარინჯისფერ ვილვეტის კოსტუმში ფოჩებიანი სახელოებით. მაგრამ მიუხედავად ნათელი მორთულობისა, ჯიმი მოწყენილად გამოიყურებოდა. ის ნაკლებად ჰგავდა იმ შოუმენს, რომელიც ადრე მინახავს და რომელსაც შოკში მოჰყავდა ხალხი თავისი საკუთარი გიტარის დაწვით. იმ საღამოს, როგორც არასდროს, სერიოზული და თავის მუსიკაზე კონცენტრირებული იყო.

ჯიმი The Star Spangled Banner-ს უკრავდა – აშშ-ს ჰიმნის ფსიქოდელიურ ინსტრუმენტალურ ვერსიას.



ჰენდრიქსი ჩვენი თაობის ერთ-ერთი დიდი კუმირი იყო, კონტრკულტურის წინასწარმეტყველი. ის თვითგამოხატვის თავისუფლებას და “ისთებლიშმენტისადმი” პროტესტს ქადაგებდა. ჩემთვის მისი გზავნილი იმაში მდგომარეობდა, რომ გულის ხმას გავყოლოდით მიუხედავად გარშემომყოფების აზრისა.

ისე ჩანდა, თითქოს სცენიდან წამოსული დამაყრუებელი მუსიკა მთებს აზანზარებდა, ზღვას აღელვებდა და ღრუბლებს ფანტავდა. მაგრამ უსიტყვო ხმა ჩემს შიგნით, რომელიც არ ვიცოდი ვის ეკუთვნოდა, კიდევ უფრო ხმამაღლა ჟღერდა.

Posted by: Serg1us 24 Oct 2011, 19:18
სულ ეს არის? კიდევ, კიდევ :* (შენ რომ იცოდე რა სიხარულით ვხსნი ხოლმე ფორუმ.გეს ამ გვერდს რომ აქ ნათარგმნი დამხვდება დღესვე თარგმნიდი მთელს წიგნს და აკრეფდი :დ ისე რაღაც გამიტაცა ამ კაცის ისტორიამ.. ჰმმმ....

Posted by: cinemamu 24 Oct 2011, 19:21
Serg1us
QUOTE
ულ ეს არის? კიდევ, კიდევ :* (შენ რომ იცოდე რა სიხარულით ვხსნი ხოლმე ფორუმ.გეს ამ გვერდს რომ აქ ნათარგმნი დამხვდება დღესვე თარგმნიდი მთელს წიგნს და აკრეფდი :დ ისე რაღაც გამიტაცა ამ კაცის ისტორიამ.. ჰმმმ....


"მარტო ვმუშაობ და რა ვიცი როდის იქნება მზად?!" biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif

Posted by: Serg1us 24 Oct 2011, 19:25
მოგიწოდებ ერთი დღე დაუთმო და რამოდენიმე თავის თარგმანი მოახერხო და ატვირთო აქ მერე ცოტა ხანს მაინც არ შეგაწუხებთ მალე მალეო :დ თუარადა ეხლა რუსულად დავიწყებ კითხვას და ნახევარს ვერ გავიგებ მაგრამ მაინც წავიკIთხავ :დ

ხო მართლა სადააა რუსულად ინეტში ბმული მომე იქნება და შევძლო

Posted by: cinemamu 24 Oct 2011, 19:30
Serg1us

სახლში დღის მეორე ნახევარში მოვდივარ, თან სხვა საქმეებიც მაქვს. თან ეს კვირა განსაკუთრებით დატვირთული მექნება smile.gif

რუსული ტექსტის ელ-ვერსია არ არის და აუდიოწიგნის ლინკი ესაა და შეგიძლია მოუსმინო. კარგად ისმინება სხვათა შორის:

http://narod.ru/disk/29235631001/RSJourneyHome.rar.html

ბოლო რამდენიმე თავი აკლია, მაგრამ შენ მაქამდე მიდი და მაგ თავებს მე მოგაწვდი მერე smile.gif

მე თვითონაც ქსეროასლი მაქვს და იქიდან ვთარგმნი.

ვერ წარმოიდგენ თანდათან როგრი საინტერესო ხდება... smile.gif






* * *
კონცერტის შემდეგ მე და ჰარი ლონდონისკენ მიმავალმა ფურგონმა გაგვიყოლა, რომელიც თავქარიანი ახალგაზრდებით იყო გატენილი. თავის მომაბეზრებელი თანამგზავრებისგან რომ დამეცვა თავი, ჩანთაში მოვიჩხრიკე და უცნაური ბერის მიერ როკ-ფესტივალზე ნაჩუქარი ბროძურა მოვძებნე. ბროშურის უკანა ყდაზე ხის ქვეშ მჯდარი ხანშიშესული კაცის ფოტო იყო გამოსახული. მისი დიდი მენდალისებური თვალები სულიერ ექსტაზს ასხივებდა. მიუხედავად ხანდაზმული ასაკისა, მისი სახე ახალშობილივით უცოდველს ჰგავდა და მის ბაგეებზე მშვიდი ღიმილი თამაშობდა. არ ვიცოდი ვინ იყო და საიდან იყო, მაგრამ მისმა გამოხედვამ დიდი შთაბეჭდილება მოახდინა ჩემზე. თუკი არის ვინმე მსოფლიოში, ვინც სულიერი ნეტარება გამოსცადა, - გავიფიქრე მე, - ასეთი სწორედ ესაა.

ჩვენ მომცრო ბინაში გავჩერდით ლონდონის გარეუბანში ორ ძმასთან, რომლებიც კუნძულ უაიტზე გავიცანით. რამდენიმე დღის შემდეგ ერთ-ერთი ძმა, გაზეთის კითხვისას, გაფითრდა და მძიმედ დაიკვნესა.

“რა მოხდა?” – ვიკითხეთ ჩვენ.

“თქვენთვის ცუდი ამბავი მაქვს ბიჭებო. ჯიმი ჰენდრიქსი მოკვდა”.

“შეუძლებელია! როგორ?”

გაზეთი ნელა გადადო გვერდზე და წარმოთქვა:

“აქ წერია, რომ გასულ ღამეს ის დამაძინებლის გადაჭარბებული დოზის გამო დაიღუპა – საკუთარმა ამოღებინებულმა მასამ დაახრჩო”.

ჰარიმ თავი ხელებში ჩარგო, მე კი მღერვალებისგან სუნთქვა შემეკრა.

თავში ერთადერთი აზრი მიტრიალებდა: რა გაკვეთილი უნდა გამოვიტანო აქედან? ჯიმი ჰენდრიქსი ახალგაზრდა იყო და ჰქონდა ყველაფერი, რაზე ოცნებაც შეეძლო, - სიმდიდრე, სახელი და საოცარი ნიჭი. მაგრამ ამ ყველაფერმა ვერ მოუტანა ბედნიერება. ჩვენი კუმირი თავისივე ზედმეტი გამონაყოფის მსხვერპლი გახდა. ათასობით ადამიანი დარწმუნებული იყო, რომ სექსი, ნარკოტიკები და როკ-ენ-როლი – ერთადერთი ჭეშმარიტი გზაა ცხოვრებაში. ასეთი ხალხისთვის თავისუფლება უმაღლესი ღირებულება იყო, მაგრამ იყვნენ კი მართლა თავისუფლები? მე გავიხსენე ჩემი ნაცნობები კონტრკულტურის მომხრეებიდან. უმეტესობა თავისებურად ლამაზი იყო, მაგრამ მათ შორის უკულტურო, უმადური ადამიანებიც იყვნენ. მე ვგრძნობდი დიდ მადლიერებას მშობლებისადმი იმის გამო, რომ მე და ჩემს ძმებს ყველაზე ღირებული – მადლიერების გრძნობა გვაჩუქეს. ნამდვილად მინდა კონტრკულტურის ნაწილი ვიყო? სრულიად ნათელია, რომ ვერ ვეთვისებოდი იმ გარემოს, რომელსაც ჩემი მშობლების თაობა ეკუთვნოდა. მაგრამ სად მეპოვა ისეთი ადამიანები, ვისთანაც საკუთარ ადგილზე ვიგრძნობდი თავს? ღმერთო, მომეცი გონიერება! – ასეთი ფიქრებით ჯიმისთვის ლოცვა დავიწყე.



ამ შემთხვევამდეც უკვე ვგრძნობდი იმედგაცრუებას კონტრკულტურის მიმართ. იმისთვის, რომ მისი ნაწილი ვყოფილიყავი, მსხვერპლად გავიღე ჩემი ოჯახის წეს-ჩვეულებები. ადრე ვიმედოვნებდი, რომ კონტრკულტურა ნათელ მსოფლიოს შექმნიდა. მაგრამ ახლა ვხედავდი, რომ კონტრკულტურაში დესტრუქციული იდეები ჭარბობდა, ისეთები, როგორიცაა “ბუნტი ბუნტისათვის” ან “იცხოვრე საკუთარი სიამოვნებისთვის”. ჯიმი ჰენდრიქსის უაზრო და ტრაგიკულმა სიკვდილმა უკანასკნელი იმედი ჩაკლა ჩემში. და მაინც, ხავსს მოჭიდებული დამახრჩვალის განწირულობით, მზად ვიყავი თავით გადავშვებულიყავი იმ უკიდურესობებში, რომლებიც ჩემს თაობას ახასიათებდა.
* * *
ლონდონში მე და ჰარის პიკადილის მოედანზე გვიყვარდა სეირნობა გამომწვევად ჩაცმულ პაციფისტებს, “კისლოტნიკებსა” და მარიხუანას მწეველებს შორის. ჰიპები მღეროდნენ, ბარიგები ნარკოტიკებს სთავაზობდნენ, მეძავები კლიენტების გამოჭერაზე იყვნენ, სკინჰედები კი გამვლელებს ეუხეშებოდნენ. პოლიციელები ყურადღებით ადევნებდნენ თვალ-ყურს ყველა ზემოთჩამოთვლილს, ხოლო ტურისტები სიამოვნებით იღებდნენ მიმდინარე მოვლენების ფოტოებს.

ლამბეტ როუდზე, ტემზას ნაპირზე, ზუსტად პარლამენტის შენობის პირდაპირ კათოლიკური ეკლესია იდგა. მისი წინამძღვარი სიმპათიით იყო განწყობილი ახალგაზრდა მოგზაურებისადმი. ყოველ საღამოს ცხრა საათზე აღებდა ეკლესიის სარდაფს და უფასო ღამის გასათევს სთავაზობდა ახალგაზრდებს. სარდაფში ცივი იატაკის გარდა არაფერი იყო, მაგრამ ჩვენ ამითაც ძალიან კმაყოფილები ვიყავით, მითუმეტეს, რომ ყველა მოგზაურს საძილე ტომარა ჰქონდა თან. ყოველ საღამოს თავისუფალი ადგილის ძიებაში გავძვრებოდი ხოლმე მწოლიარეებს შორის. ჰაერში ჰაშიშის და დაუბანელი სხეულების სუნი იდგა. როცა შუქი ქრებოდა, სხვადასხვა მხრიდან ისმოდა წყვილების ოხვრა და კვნესა. რამდენჯერმე დავინახე, როგორ იჩხირავდნენ ნარკომანები სარდაფის კუთხეში ჰეროინს.

გარშემომყოფების გავლენის გამო გაცილებით უფრო ხშირად დავიწყე ჰაშიშის და მარიხუანის მოწევა. ამის გამო გარეგნულად თითქმის არ გამოვირჩეოდი სხვებისგან. მაგრამ თუ სხვები აქტიურად ურთიერთობდნენ ერთმანეთთან, მე პირიქით, უფრო და უფრო ვიკეტებოდი საკუთარ თავში. ისევ და ისევ ვეკითხებოდი საკუთარ თავს: რატომ ვიღებ ნარკოტიკებს? ხანდახან, საღამოობით, სანამ ჰარის დაბრუნებას ველოდებოდი, ტემზას ნაპირზე საათობით ვსეირნობდი. წყლის მძლავრი დინება ჰიპნოტურად მოქმედებდა ჩემზე, და მე ცხოვრებაზე ვფიქრობდი. ვუყურებდი რა უმოწყალოდ მოძრავ “ბიგ ბენის” ისრებს, საკუთარ თავს ვეკითხებოდი, იქნებ ტყუილად ვფლანგავ დროს?

http://pix.ge/

მდინარე ტემზა

ამასთან ერთად ძალიან მინდოდა საკუთარი თავისთვის დამემტკიცებინა, რომ შემეძლო მორცხვობის გადალახვა და ყველას მსგავსად ცხოვრებით ტკბობა. ცხრამეტი წლისას ჯერ კიდევ არ მყავდა მეგობარი გოგო. ზედმეტი სიმორცხვის გამო არ დავდიოდი პაემნებზე და ამის ნაცვლად მუსიკას ვუსმენდი სახლში, ან მეგობრებთან ერთად დავეხეტებოდი. ბევრი გოგო იჩენდა ჩემდამი ინტერესს, მაგრამ გავურბოდი მათთან ურთიერთობას, რადგანაც თავისუფლების დაკარგვის, ან რაც უარესია, ვინმეს გულის გატეხვის მეშინოდა. ჩემი მეგობრები მუდამ ტრაბახობდნენ სასიყვარულო თავგადასავლებით, და მე ვიტანჯებოდი იმის შეგრძნებით, რომ ისეთი არ ვიყავი, როგორც ყველა. მე დავიწყე გოგოებთან შეხვედრა და ვცდილობდი სერიოზული ურთიერთობა მქონოდა მათთან, მაგრამ ყველაფერი ამაო იყო. რაღაც ძალა ხელს მიშლიდა. ამ ძალასთან ბრძოლაში, ვცდილობდი საზოგადოებისთვის მიუღებელი შეუზღუდავი სიამოვნებები მიმეღო. ვის ვებრძოდი საკუთარ გულში? იქნებ თავად ღმერთს? გამარჯვება აღარც ისე შორსაა, - შთავაგონებდი საკუთარ თავს, მაგრამ საღამოს, ვბრუნდებოდი მდინარესთან, ვუცქერდი მის დინებას და სინდისი მქენჯნიდა. ბრძოლას ბრძოლაზე ვიგებდი, მაგრამ საკუთარ თავს ვკარგავდი.

ერთ საღამოს თვალდახუჭული ვიჯექი ტრაფალგარის მოედანზე და უსიტყვო მედიტაციაში ვიყავი ჩაძირული. ჩემს გარშემო საქმიანად დადიოდნენ მტრედები, ყვიროდნენ ბავშვები, ერთმანეთში საუბრობდნენ ტურისტები და საყვირის ხმას გამოსცემდნენ ავტომობილები. უეცრად ვიგრძენი, რომ ჩემი კავშირი ჩემს შინაგან სამყაროსთან ბევრად უფრო ძლიერი იყო, ვიდრე იმ სამყაროსთან, რომელიც ჩემს გარშემოა. ღრმად ჩავისუნთქე და გავიღიმე. რაღაც მომენტში აღარ ვაიგივებდი საკუთარ თავს სხეულთან და შევიგრძენი, როგორ იძირებოდა ჩემი ჭკუა სიმშვიდის ოკეანეში. ამ შეგრძნებასთან შედარებით ყველა ჩემი სიამოვნებით ტკბობის მცდელობა და შინაგანი ბრძოლა, რომ საკუთარი თავი გამუდმებული თვითანალიზისგან გადამეჩვია, უბადრუკი აღმოჩნდა. თვალი გავახილე და უცებ დავინახე, რომ მარმარილოს ლომები, ნელსონის ძეგლი, მტრედები, ტურისტები, მათხოვრები, ვაჭრები და მყიდველები – ერთი დიდი ოჯახია, მჭიდრო ნათესაური კავშირით შეკრული. მოედნის მეორე მხარეზე გადავედი ეკლესიის საქველმოქმედო სასადილოსთან. იქ სუფით სავსე თეფში მომცეს პურის ნაჭერთან ერთად და მადიანად მივირთვი სხვა უსახლკაროების კომპანიაში. შემდეგ გულწრფელი მოწიწებით შევაბიჯე წმინდა მარტინის სახელობის ეკლესიაში, ხის სკამზე დავჯექი და ბიბლიის კითხვაში ჩავიძირე.

http://pix.ge/
http://pix.ge/

ჩემი მზერა ფრაზას გადააწყდა, რომელმაც ჩემი ყურადღება მიიპყო. იესო თავის მოსწავლეებს მოძღვრავდა: “და ამიტომ გამოეყავით მათ და იყავით ცალკე.” ამ ფრაზაზე ვფიქრობდი: რატომ უნდა დავხარჯო ჩემი ცხოვრება იმაზე, რომ თანატოლებს მივბაძო? რატომ ვერ უნდა ვიცხოვრო საკუთარი კანონებით? და იქნებ ოდესმე – ღმერთის კანონებით?
* * *
Radhanath Swami - The Essense of Religions


* * *
***

ბორანით ლა-მანში გადავცურეთ და ფრანგულ პორტში, კალეში ჩამოვედით. მზიანი დღე იყო. მსუბუქი ქარი არხევდა მწვანე ბალახს. ჩვენ თავისუფლებით ვტკბებოდით. ახლა შეგვეძლო სადაც გვინდოდა იქ წავსულიყავით.

“ახლა საით, მანქ? მე მზად ვარ ნებისმიერი შენი სურვილი შევასრულო! – მე და ჰარი საფრანგეთის დასავლეთში, გზის პირას ვიდექით. ჩემს მეგობარს ახალი თავგადასავლების მოლოდინში მწვანე თვალები უბრწყინავდა. – მთელი მსოფლიო შენს განკარგულებაშია”.

ჰარიმ ჯინსებიდან ევროპის გაცვეთილი რუქა დააძრო და შემომთავაზა:

“მაროკო, ესპანეთი, პარიზი, რომი, შვეიცარია, გერმანია. საით?”

“შენ თვითონ საით გირჩევნია, ჰარი?”

“ყველგან! საკითხავია, რა თანმიმდევრობით?”

მე უცებ ნაკადულები გამახსენდა, რომელთა ცქერაც ასე ძალიან მიყვარდა. ხელები ზემოთ აღვაპყრე და ვუპასუხე:

“ჩვენი ბედი ღმერთს უნდა მივანდოთ”.

ჰარიმ გაიცინა, ზურგიდან ჩათა მოიხსნა და მასზევე დაჯდა. ჩემს ჟესტს გაცინა და მკითხა:

“ეგ როგორ?”

“და შენ როგორ გინდოდა?”

ჰარიმ დამცინავად შეატყუპა ხელისგულები, თითქოს ლოცვას აპირებდა.

“სანამ მე ვერთობი, შენ მთელი დღეები წმინდა წერილებს კითხულობ და მედიტირებ, - ჰარიმ კვლავ აღაპყრო ხელები ცისკენ და ირონიით დაამატა: - ჰოდა შენ უნდა გადაწყვიტო, როგორ მივანდობთ ღმერთს ჩვენს ბედს”.

მე ყვითელი მინდვრის ყვავილი მოვწყვიტე და მივუგე:

“როგორც ეს ყვავილი”.

“შენ რა, გინდა რომ ამ ყვავილივით აქ დავრჩეთ მთელი ცხოვრება?!”

“შეხედე ჰარი. პატარა თესლიდან, რომელიც მიწაში ჩავარდა, მშვენიერი ყვავილი გაიზარდა. როგორ შეიძლება ასეთი რამ მომხდარიყო? მხოლოდ იმიტომ, რომ ღმერთს მიანდო თავისი ბედი”.

“კარგი, ჩათვალე, რომ დამითანხმე. მაგრამ როგორ გადმოვიტანოთ შენი პოეტური ენა ავტოსტოპის მკაცრ პროზაზე?”

მე ყვავილი დავყნოსე და უცებ თავში გამინათდა:

“როცა მანქანა გვიჩერებს, პირველად რას გვეკითხებიან? მოდი შენ მძღოლი იყავი, მე კი ჩვენს თავს განვასახიერებ”.

ჰარიმ მხრები აიჩეჩა:

“გამარჯობა! საით გაგიწევიათ?”

“თქვენ სად მიდიხართ?”

“კასაბლანკაში”, - მიპასუხა ჰარიმ, და თითქოს საჭეს ატრიალებდა.

მა ტაში შემოვკარი:

“შესანიშნავია! ჩვენც სწორედ მანდ გვინდოდა”.

ჰარის ყვავილი მივაწოდე და ვკითხე:

“რას იტყვი ჰარი? ახლა ნებისმიერი მანქანა, რომელიც გაგვიჩერებს, ჩვენი ბედის საიდუმლოს გასაღები იქნება”.

ჰარი წამოხტა და ზურგზე მომითათუნა ხელი.

“ზუსტად! სადაც ისინი წავლენ, იქით იქნება ჩვენი გზაც!” – და მოწყვეტილი ყვავილი ქარს გაატანა.

Posted by: Lapis 25 Oct 2011, 12:31
cinemamu
ბლუზის თემიდან მოვედი და ჰარმონიკაზე მაგრად უკრავს up.gif
კითხვასაც დავიწყებ
* * *
cinemamu
დავიწყე კი არა ერთი ამოსუნთქვით წავიკითხე up.gif

Posted by: cinemamu 25 Oct 2011, 15:29
Lapis

სანამ ახალ ტექსტებს დავდებ შეგიძლია ამ თემებსაც გადახედო:

http://forum.ge/?showtopic=34102716&st=0&hl=

http://forum.ge/?showtopic=34140749&st=0&hl=

http://forum.ge/?showtopic=34203780&st=0&hl=

http://forum.ge/?showtopic=34301862&st=0&hl=

Posted by: magistra_vitae 25 Oct 2011, 15:33
სიამოვნებით გავეცნობი ამ ლიტერატურას,
და არა იმიტომ რომ კრიშნას მიმდევარი ვარ,
უბრალოდ ფილოსოფიური კუთხით . tongue.gif

Posted by: cinemamu 25 Oct 2011, 15:35
magistra_vitae

ეს წიგნი ნებისმიერი მსოფლმხედველობის ადამიანს დააინტერესებს (ვინც წერა კითხვა იცის), ყველა მონახავს მასში სათავისოს. თუ რუსული იცით შეგიძლიათ აუდიო-წიგნს მოუსმინოთ. კარგი გახმოვანებაა...
* * *








რამდენიმე დღეში რამდენიმე ქალაქი და მრავალი სოფელი მოვიტოვეთ უკან და პარიზის შემოგარენს მივუახლოვდით. ამ ქალაქთან მიახლოებასთან ერთად მისი ნახვის სიხარულის მოლოდინიც გვიძლიერდებოდა. ლუვრი, ეიფელის კოშკი, სახელგანთქმული ძეგლები, სასახლეები და კაფეები – ამ ყველაფრისგან კილომეტრებიღა გვაშორებდა. მაგრამ ბედმა სხვაგვარად გადაწყვიტა. შემდეგი გზად მიმავალი მანქანა შვეიცარიაში მიდიოდა. რამდენიმე საათში მშვიდი და ნახევარმთვარისებური ფორმის ჟენევის ტბასთან ვმედიტირებდით.

ჩვენს გარდა ახალგაზრდულ საერთო საცხოვრებელში კიდევ ოცდახუთი ადამიანი იყო. ჩვენს ოთახში ცხოვრობდა ბიჭი სახელად ჯიმი, ამერიკის არმიიდან ცოტა ხნის წინ დემობილიზებული. ჯიმი აღმოსავლეთის მისტიკით იყო გატაცებული, და ჩვენ საათობით ვსაუბრობდით ამ თემაზე. იგი გამხდარი და ძლიერი იყო. რამდენიმე წლიანი ერთფეროვანი სამხედრო სამსახურის შემდეგ თავგადასავლებს იყო მოწყურებული. ერთხელ, უბრალოდ ცნობისმოყვარეობის გამო, მკითხა:

“მისმინე მანქ, როგორ შეძელი არმიიდან თავის დაძვრენა გახურებული ვიეტნამის ომის პერიოდში?”

მე მოვუყევი, რომ გამწვევ კომისიას შეეშალა და შემთხვევით არასწორად ჩაწერა ჩემი დაბადების თარიღი. შემდეგ დაიწყო მთელი ქვეყნის მასშტაბით ჯარში გასაწვევი ლატარეა. მთელი ქვეყანა გულისფანცქვალით ადევნებდა თვალყურს, თუ როგორ ამოდიოდა გასაწვევების დაბადების თარიღები. ჩემი ნამდვილი დაბადების თარიღი ერთ-ერთი პირველი ამოვიდა, მაგრამ გამწვევი კომისიის შეცდომის გამო სიის ბოლოში მოვექეცი, ასე რომ რიგმა აღარც მომიწია.

ჯიმმა ფიქრიანად ახედა ცას, ნიკაპი მოიფხანა და მითხრა:

“იქნებ ეს არ იყო შეცდომა? იქნებ ღმერთს შენთან დაკავშირებით სულ სხვა გეგმები აქვს?”

ჯიმი მაროკოში მიემგზავრებოდა და მე და ჰარის იტალიამდე ჩაყვანა შემოგვთავაზა. ჯერ გენუაში გავჩერდით – ქრისტეფორე კოლუმბის მშობლიურ მხარეში. იქ ჯიმის “ფოლკსვაგენში” მის მიერ ჯარში მსახურების დროს მოგროვილი ღირებული ნივთები ჩავტვირთეთ, ასევე ელექტრონიკა, რომლის გაყიდვასაც სარფიანად აპირებდა აშშ-ში. საქმეს მოვრჩით და გზა განვაგრძეთ. მალე მთები და ბორცვები, რომლებიც ტერასასავით ეშვებოდა ხმელთაშუა ზღვისკენ, შუაზე გაიყვნენ და ჩვენს თვალწინ მუქი ლურჯი ზღვის ხედი გადაიშალა, რომელზეც საღამოს მზის სინათლე თამაშობდა. გადავწყვიტეთ გავჩერებულიყავით და გვებანავა, ხოლო როცა მანქანასთან დავბრუნდით, ჯიმის მთელი ავლა-დიდება მოპარული დაგვხვდა.

ჩვენ პოლიციის განყოფილებისკენ გავემართეთ, რათა განცხადება დაგვეწერა გაქურდვის თაობაზე, მაგრამ ჯობდა ასე არ მოვქცეულიყავით. ჩვენდა გასაკვირად, პოლიციელებმა გვიყვირეს, ხელები გვიშალეს და გისოსებში ჩაგვსვეს. მძიმე ლითონის კარი ხმაურით დაიხურა და ზურგში უსიამოვნო სიცივემ დამიარა.

რამდენიმე ხნის შემდეგ ჩვენთან პოლიციის განყოფილების უფროსი მოვიდა.

“მე გთავაზობთ არჩევანს, - ხმამაღლა გვითხრა მან. – ან სამუდამოდ წაეთრევით ჩვენი ქალაქიდან, ან ციხეში იჯდებით!”

ბუნებრივია, პირველი ავირჩიეთ. ღამის სიბნელეში პოლიციის ესკორტის თანხლებით დავტოვეთ ქალაქის საზღვარი. ასე დამთავრდა ჩვენი პირველი დღე იტალიაში.

გაუჩერებლად ვიარეთ დილამდე, სანამ ტელეგრაფამდე არ მივაღწიეთ. ჯიმი თავის მეგობრებს დაუკავშირდა გერმანიაში და მათ ტელეგრამით გამოგვიგზავნეს ფული, რათა ჯიმი თავის სამხედრო ბაზაში დაბრუნებულიყო.

ასე დავრჩით მე და ჰარი ისევ მარტონი. გზის პირას ვიდექით და ვცდილობდით გამოგვეცნო, რა გველოდა მომავალში.

“მისმინე, მანქ, რატომ არ გვიმართლებს ასე? ჯერ ფრენკი გაქურდეს, ახლა კი – ჯიმი. ნებისმიერი, ვინც ჩვენს დახმარებას ცდილობს, თვითონ კარგავს ყველაფერს”.

“არც კი ვიცი რა გითხრა ჰარი. ალბათ ამ ყველაფერსაც აქვს თავისი ახსნა”.

ჰარი შებრუნდა და უკან მორჩენილი გზის ნაწილს მოავლო თვალი.

“შენ მართლა ფიქრობ, რომ შემთხვევით არაფერი ხდება?”

“კი. მე ვთვლი, რომ ყველაფრის უკან, რაც გვემართება, რაღაც მშვენიერი ჩანაფიქრი დგას”.

ჰარიმ კვერი დამიკრა:

“მეც ასე ვფიქრობ”.

ჩვენ ხელები გავიწოდეთ მიმავალი მანქანების გასაჩერებლად და ველოდებოდით, კიდევ რას გვიმზადებდა ბედი.
* * *
თავი მესამე

ფლორენციის ცენტრში, ისე როგორც ძვირფასი ქვა შესანიშნავ ჩარჩოში, სანტა-მარია-დელ-ფიორეს კათედრალური ტაძარი აღმართულიყო. 1436 წელს დასრულებული, ის მთელი მსოფლიოდან ჩამოსულ უკლებლივ ყველა ტურისტს იზიდავდა. იმ დროს, როცა ხმაურიანი ჯგუფები ტაძრის საფეხურებზე ფოტოაპარატების წინ პოზიორობდნენ, მე ტაძრის შიგნით ვიჯექი, სკამზე.

http://pix.ge/
http://pix.ge/
http://pix.ge/
http://pix.ge/

ევროპაში მოგზაურობის დროს მრავალ ტაძარში ვიყავი და ყველგან ისე ვგრძნობდი თავს, როგორც სახლში. ახლა, პირდაპირ საკურთხევლის წინ მჯდომარე, ვლოცულობდი და ღმერთს ვევედრებოდი, რომ გზა ეჩვენებინა. მორწმუნეები, მდიდრები და ღარიბები, არისტოკრატები და გლეხები, ერთად იყრიდნენ მუხლს ღმერთის წინაშე და ლოცვებს აღუვლენდნენ მას. დავფიქრდი, თუ რისთვის ლოცულობდნენ ისინი. წარმატებისთვის ბიზნესში ან ტანჯვისგან განთავისუფლებისთვის? სიმდიდრისთვის, დიდებისთვის ან თავის მტრებზე გამარჯვებისთვის? იქნებ ისინი წმინდა და უანგარო სიყვარულისთვის ლოცულობენ? მე თვითონ ტაძარში იმისთვის მოვედი, რომ ჩემს ლოცვებში გავრკვეულიყავი. რატომ არ შემეძლო სახლში დარჩენა და სამუშაოზე მოწყობა? რა არის ეს – უპასუხისმგებლობა თუ შინაგანი სისუსტე?

ამ კითხვებზე პასუხებისთვის საკუთარ გულში ჩავიხედე. ევროპაში წამოსვლით, ჩემი ვიწრო ბუნაგიდან გამოძრომის, გარემოს მიერ შთაგონებული აკრძალვებისგან განთავისუფლების და ამქვეყნიური სიხარულის მიღების იმედი მქონდა. მეგონა, რომ ასე შევძლებდი ღმერთთან მიახლოებას. მაგრამ ახლა ვხედავდი, რომ ეს მხოლოდ მაცდენდა ჩემი წამოსვლის ჭეშმარიტი მიზნისგან. ჩემს გულს სულიერება სწყუროდა. ტაძრის უზარმაზარ გუმბათს ავხედე, ხელისგულები ერთმანეთს მივადე და ლოცვა დავიწყე: “არ ვიცი ვინ ხარ, მაგრამ დარწმუნებული ვარ, გესმის ჩემი ლოცვა. ძალიან მინდა შენთან ყოფნა.”

თავს პაწაწინა მტვრის ნამცეცად შევიგრძნობდი და ტაძრის უზარმაზარ სვეტებსა და კედლებს ვათვალიერებდი. ვიტრაჟებიდან მზის შუქი აღწევდა, რვაწახნაგიან გუმბათს ანათებდა და წმინდანების მარმარილოს ქანდაკებებს ჰფენდა ნათელს. მრავალი სანთლით და მზის შუქით განათებული საკურთხეველი ღვთაებრივად ბრწყინავდა. ხის ჯვარცმას თითქმის ადამიანის ზომის იესოს ფიგურა ამშვენებდა. იგი გვახსენებდა იმას, რომ ნამდვილი სიყვარული და მოწყალება უცილობლადაა დაკავშირებული ტანჯვის მოთმენასთან მათი გულისთვის, ვინც გვიყვარს. უზარმაზარი ფრესკები გუმბათზე გამოსახავდნენ ჯოჯოხეთის ტანჯვას და სამოთხის მშვენიერებას. ხოლო უფრო მაღლა გამოსახული იყო აღმდგარი უფალი ანგელოზთა დასთან ერთად.

http://pix.ge/
http://pix.ge/
http://pix.ge/

როცა ჯვარცმას შევხედე, გულში იესოს სიტყვებმა გაიჟღერა, რომლებიც ბავშვობიდან მახსოვდა: “ეძიეთ ღმერთის სასუფეველი და სიმართლე მისი, და დანარჩენი თავისით მოგეცემათ... რამეთუ სადაცაა განძი თქვენი, იქ იქნება გული თქვენი”.

ზურგში სიცივემ დამიარა. ხელები და ფეხები აღარ მემორჩილებოდნენ, სახეზე ტანჯვის გრიმასა მეწერა, ხოლო თავი მსუბუქი და ცარიელი გახდა. ერთდროულად სირცხვილით და სასოწარკვეთილებით შეპყრობილმა მარტოსულად და დაკარგულად, როგორც ობოლი ვიგრძენი თავი. მეჩვენებოდა, რომ მოგზაური მწირები ჩემს გარშემო გაშეშდნენ, როგორც ქანდაკებები, ხოლო მარმარილოს გამოსახულებები პირიქით, გაცოცხლდნენ.

შემდეგ სახარების კიდევ ერთი მონაკვეთი ამომიტივტივდა გონებაში: “ნეტარ იყვნენ გლახაკნი სულითა, რამეთუ მათი არს სასუფეველი ცათაი. ნეტარ იყვნენ მშვიდნი, რამეთუ მათ დაიმკვიდრონ ქვეყანაი.” ამ სიტყვებში უსაზღვრო ყოვლის მიმტევებლობა ვიგრძენი, რომელიც სიცოცხლისკენ მაბრუნებდა. უეცრად ტაძრის სიჩუმე ორღანის ჰანგებმა დაარღვია, და მათთან ერთად ჩემი გული ცაში აიჭრა. მარტოსულად და შიშვლად ვგრძნობდი თავს უფლის წინაშე. ტირილი დავიწყე. სრულ თავისუფლებას ვგრძნობდი. შინაგან ბრძოლას, რომელიც შუაზე მხლეჩდა ლონდონში, ბოლო მოეღო, წრიალი შეწყდა. ერთხელ და სამუდამოდ ავირჩიე გზა, რომელსაც სულიერი მიზნისკენ მივყავდი, და ვიცოდი რომ აღარასოდეს გადავუხვევდი ამ გზიდან.

Posted by: cinemamu 26 Oct 2011, 16:12
* * *

იმავე საღამოს, ტყეში ხეტიალის შემდეგ, ძველი ღობის ქვის ნანგრევებზე ჩამოვჯექი და ჰარმონიკაზე დაკვრა დავიწყე. ამ ინსტრუმენტს ჩემი ყველაზე დაფარული გრძნობები გავანდე. ჰარმონიკა საუკეთესო მეგობარი, მსმენელი და თანამოსაუბრე იყო ჩემთვის. ის საკუთარ თავში ჩაღრმავებაში მეხმარებოდა, რათა სიბრძნე და სიმშვიდე მეპოვა იქ. ბლუზის ჰანგებში გამოვხატავდი ყველა ჩემს სიხარულს, ნაღველს და გულის წადილს და სიყვარულზე ვტიროდი - ღმერთისადმი დაკარგულ სიყვარულზე.

დრო გადიოდა, მე კი ვუკრავდი და ვუკრავდი. უცებ მთვარის ვერცხლისფერ შუქში გოგონა შევამჩნიე, რომელიც უხერხულად მოაბიჯებდა ჩემსკენ.

“მე ირენი მქვია, - მითხრა მან. – უკვე რამდენიმე საათია აქ ვარ და შენმა მუსიკამ სულის სიღრმემდე შემძრა. შეიძლება შენთან ერთად დავჯდე?”

“როგორც გინდა", - შეცბუნებულმა ვუპასუხე და დაკვრა გავაგრძელე, მაგრამ მუსიკა ისე აღარ ჟღერდა. შეპარვით შევხედე ჩემს ახალ ნაცნობს. ირენი შეუდარებელი იყო. მისი ყოველი ჟესტი ერთდროულად უმანკოებით და დახვეწილობით სავსე იყო.

მღელვარებისგან აკანკალებული ხელით ღია წაბლისფერი გრძელი თმა სახიდან გადაიწია და დაბალი ხმით წარმოთქვა:

“მე აქ არდადაგებზე ჩამოვედი შვეიცარიული სოფლიდან, რათა სულის მეგობრები ვიპოვო”, - და მისი ყავისფერი თვალები ცრემლით დაინამა.

ჩემი თანამოსაუბრე ჩიოდა, როგორ იმედგაცრუებას განაცდევინებდნენ ხოლმე ის ადამიანები, რომლებიც მხოლოდ საკუთარ სიამოვნებაზე ფიქრობენ. მან გამოთქვა თავისი დაუცხრომელი სურვილი, რომ უფრო ახლოს ყოფილიყო ღმერთთან.

“იმის მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, როგორ უკრავ, შენც ღმერთს ეძებ. მომიყევი შენი ძიებების შესახებ”.

რამდენიმე საათი ერთმანეთს ვუყვებოდით ჩვენს ცხოვრებაზე და მისწრაფებებზე. მე ძალიან ამაღელვა იმან, თუ რამდენი რამ გვქონია საერთო. უცებ ირენს ნაზი ყვრიმალები ცრემლებისგან გაუბრწყინდა. ღრმად ჩაისუნთქა, რამაც ხაზი გაუსვა მის დახვეწილობას და მისი ნატურის სინატიფეს.

“მე ღმერთს ვევედრებოდი, რომ თანამგზავრი გამოეგზავნა ჩემთვის. გთხოვ, წამიყვანე შენთან ერთად”. მოწიწებით ვისმენდი მის გულწრფელ წინადადებას, რომ გვყვარებოდა ერთმანეთი და ერთად გვეძებნა ცხოვრების აზრი. ნაზად შემომხედა და ჩუმად წარმოთქვა:

“ძალიან გთხოვ, იფიქრე ჩემს წინადადებაზე”.

მთელი მომდევნო დღე ერთად გავატარეთ – დავდიოდით მუზეუმებში, ვსეირნობდით პარკებში და ვსაუბრობდით. ირენი არ ჰგავდა იმ გოგონებს, რომლებსაც ადრე შევხვედრილვარ. მონუსხული ვიყავი მისით. საღამოს, როცა მე და ჰარი შემაღლებული ბორცვის მდელოზე ვვახშმობდით, ვიღაც უცნობი გოგონა მოგვიახლოვდა და წერილი გადმომცა. ბორცვიდან დაბლა დავეშვი და წერილთან ერთად განვმარტოვდი. ირენის წერილი იყო. მწერდა, რომ თუ მის წინადადებას არ მივიღებდი, მისთვის აუტანელი იქნებოდა ჩემი კიდევ ერთხელ ნახვა.

“თუ არ მიპასუხებ, - ასე ასრულებდა თავის წერილს, - მე ყველაფერს გაგიგებ”.

მთელი ღამე მარტო დავხეტიალობდი ტყეში. ვფიქრობდი, რა იყო ეს: ცდუნება, რომელიც სულიერების გზიდან გადახვევით მემუქრებოდა, თუ უიშვიათესი შემთხვევა იმისა, რომ ჩემი ბედი მშვენიერ ანგელოზთან დამეკავშირებინა – შესაძლებლობა, რომელიც ცხოვრებაში მხოლოდ ერთხელ მოდის? რა უცნაურია... ტაძარში, საკურთხევლის წინ, ირენთან შეხვედრამდე სულ რაღაც რამდენიმე საათით ადრე, ჩემს ცხოვრებაში ყველაზე ღრმა სულიერი გრძნობა განვიცადე და უფალს შევავედრე თავი. რამდენიმე დღით ადრე რომ გამოჩენილიყო გავუძლებდი მის ცდუნებას? ამ გოგონაში იყო ყველაფერი, რაზე ოცნებაც შეიძლებოდა, და მის მიმართ ყველაზე ნაზ გრძნობებს განვიცდიდი. ის იდეალური ცხოვრების თანამგზავრი იქნებოდა ჩემთვის. რა თქმა უნდა, ჯერ საკმარისად არ ვიცნობდით ერთმანეთს, მაგრამ ერთში დარწმუნებული ვიყავი: მისთვის უარის თქმა ირენის გულის გატეხვასაც ნიშნავდა და ჩემისაც.

მე კვლავ გზაგასაყარზე აღმოვჩნდი. ჩემს წინ ორი გზა იყო გასხივოსნებისკენ. ერთზე შემეძლო მშვენიერ თანამგზავრთან ერთად მევლო, მეორეს გავლა კი მარტოკას მიწევდა, ისე რომ მთლიანად უნდა მიმეძღვნა თავი უზენაესისთვის. მთელი ღამე დავხეტიალობდი ტყეში, ჩაძირული ფიქრსა და ლოცვაში. შემიძლია უარი ვთქვა მიწიერ სიყვარულზე? ვარსკვლავებს ვუცქერდი და ვფიქრობდი კათოლიკე წმინდანებზე, ტიბეტელ ლამებზე და ინდოელ იოგებზე. გასხივოსნების გულისათვის ყველანი უარს ამბობდნენ მიწიერ ბედნიერებაზე. მათ უარი თქვეს ცხოვრების ყველანაირ სიხარულზე ღმერთისადმი უსაზღვრო ერთგულების გამო. მწვავედ მსურდა მათ მაგალითს მივყოლოდი, თუმცა ისიც მესმოდა, რომ ეს ძალიან რთული იქნებოდა. და მაინც, ღმერთის წყალობას მინდობილმა, გადავწყვიტე მეცადა, თუნდაც რაღაც დროით.

ცრემლები წვეთავდა ჩემს ჩანაწერების წიგნაკზე, როცა მისგან ირენის სახელს ვშლიდი. ჰარის არ მოვუყევი მის შესახებ, თვითონ კი ალბათ ვერ მიხვდებოდა. ერთადერთი, რასაც შეიძლებოდა ვემხილებინე – ეს იყო ჩემი ჰარმონიკას სიმღერა.

Posted by: Serg1us 26 Oct 2011, 17:43
კიდევ sad.gif შენ რა იმედის ტელევიზიასავით ხარ საინტერესო მომენტებში რომ წყვიტავ sad.gif და რეკლამაზე გადიხარ :დ

Posted by: cinemamu 26 Oct 2011, 22:33
Serg1us

სახლში რა შუალედშიც ვიყავი მხოლოდ ამის თარგმნა მოვასწარი. ხვალ შეიძლება სულ ვერ ვთარგმნო, დატვირთული კვირა მაქვს sad.gif

Posted by: cinemamu 29 Oct 2011, 07:53
***
ზაფხული მთავრდებოდა, ახალი სასწავლო წელი ახლოვდებოდა და უკვე მშობლებთან და მეგობრებთან დაბრუნების დრო იყო. მაგრამ მე და ჰარი მივხვდით, რომ ჯერ არ შეგვეძლო დაბრუნება – ჩვენი სულიერი ძიებები მხოლოდ იწყებოდა.

რამდენიმე დღეში უკვე რომში აღმოვჩნდით. ღამე ტყეში ღია ცის ქვეშ გავათენეთ.

დღის უმეტეს ნაწილს ცალ-ცალკე ვატარებდით – მინდოდა მარტო ვყოფილიყავი ჩემს ფიქრებთან. ერთხელ ძველ მონასტერს გადავეყარე. შევედი, მუხლებზე დავიჩოქე და ლოცვისთვის მოვემზადე, მაგრამ ვიღაც მხარზე შემეხო.

“რით შემიძლია დაგეხმარო?” – გაისმა ხმა ჩემს ზურგს უკან. შევბრუნდი და ჭაღარათმიანი ბერი დავინახე. მის თავს ტონზურა ამშვენებდა. მაღალი იყო და ყავისფერი, საკმაოდ ძველი, მაგრამ სუფთა სუტანა ტერფებამდე სწვდებოდა. ქამრის მაგივრობას ბაწარი უწევდა, ხოლო ფეხზე გაცვეთილი ტყავის სანდალები ეცვა.

მისმა იერმა მოწიწება გამოიწვია ჩემში. ყოველი სიტყვა ავწონ-დავწონე და თხოვნით მივმართე:

“თქვენო მოწყალებავ, თუ შესაძლებლად ჩათვლით, გთხოვთ, მომიყევით თქვენს მიერ გავლილი სულიერი გზის შესახებ”.

ბერი ახლოს სკამზე ჩამოჯდა და უშფოთველად გაიღიმა.

“მე არისტოკრატულ ოჯახში დავიბადე, - ხმადაბლა დაიწყო თავისი ამბის თხრობა. – ახალგაზრდობაში ფული არ მაკლდა, მაგრამ თანტოლების ცუდმა გავლენამ გამაფუჭა. მათი აღიარების მოსაპოვებლად მრავალი ცოდვა ჩავიდინე: ვსვამდი ღვინოს, დავდევდი ქალებს და ვიცვამდი ლამაზად”. მის ხმაში მწარე სინანული გამოკრთა, და ცოტა ხნით გაჩუმდა.

“უნივერსიტეტში ვსწავლობდი, როდესაც მთელი ჩემი ოჯახი ტრაგიკულად დაიღუპა. ჩემი ახლობლები იახტაზე ისვენებდნენ, და იახტა ყველა მგზავრთან ერთად ჩაიძირა. დავკარგე რა ყველა ახლობელი, გავაცნობიერე ჩემი წინანდელი ცხოვრების უაზრობა, რომელიც სიამოვნებების დევნაში გავატარე. ამან სულიერების ძიებისკენ მიბიძგა, რამაც ერთ ფრანციკანელ ბერთან მიმიყვანა. მისი ხელმძღვანელობით დავიწყე წმინდა წერილების შესწავლა, - ბერმა საკურთხევლისკენ გაიწვდინა ხელები და თვალზე ცრემლი მოადგა. – იესო ქრისტეს ცხოვრებაში და ქადაგებებში მარადიული სიცოცხლის წყარო და ცოდვების გამოსყიდვა ვიპოვე. წმინდა ფანცისკოს მაგალითით შთაგონებულმა ბერის აღთქმები დავდე. მას შემდეგ ორმოცდაათ წელზე მეტი გავიდა”.

http://pix.ge/

წმინდა ფრანცისკო ასიზელი

ბერს თავი დავუხარე და მადლობა გადავუხადე, შემდეგ კი ნებართვა ვთხოვე დამესვა შეკითხვა, რომელიც მოსვენებას არ მაძლევდა. მსახურების დრო ახლოვდებოდა და სამლოცველო თანდათან ხალხით ივსებოდა. ბერმა გამჭოლად შემომხედა თვალებში. მისი კეთილი ცისფერი თვალები, თითქოს ჩემს გულში იხედებოდნენ. ღრმა ნაოჭები მის სახეზე მოწმობდნენ მისი განდეგილური ცხოვრების სიმძიმეზე, მაგრამ მისი უკბილო ღიმილი იდუმალ შინაგან სიხარულს ასხივებდა.

“მალე აქ მსახურება დაიწყება. წამომყევი”.

ჩვენ ვიწრო კორიდორი გავიარეთ სიბნელეში და ქვის კიბეებით დაბლა დავეშვით. ბერმა სანთელი აანთო, და ნელა გავუყევით მიწისქვეშა, დაახლოებით ერთი მეტრის სიგანის გვირაბს. გვირაბის ქვის კედლები და დაბალი ჭერი ობობის ქსელებით იყო სავსე და ნესტის სუნი იგრძნობოდა. უცებ სახესთან ძალიან ახლოს გამყინავად დაიწივლა ღამურამ. ნახევრად სიბნელეში ბერის დაბალი ხმა გაისმა:

“კელიაში მიმყავხარ, სადაც ვლოცულობ ხოლმე”, - მისი ხმის ექო ჩვენი ნაბიჯების ხმაში ჩაიძირა. ჩვენ მოკრძალებულ და ძალიან ვიწრო კელიაში შევედით. იქ არაფერი იყო კედელზე ხის ჯვარცმისა და ხის სკამის გარდა. ბერმა ღიმილით მკითხა:

“ხომ საკმაო სიწყნარეა აქ?”

ვაღიარე, რომ ძალიან მომწონდა ეს ადგილი. სკამზე დავჯექით და ბერმა ჩვენს შორის დადგა სასანთლე. მე მოვუყევი იმის შესახებ, რაც მაწუხებდა ევროპაში წამოსვლის პირველი დღიდანვე:

“მე ებრაული ოჯახიდან ვარ და პატივს ვცემ ჩემი წინაპრების ტრადიციებს. ბაბუაჩემი ძალიან რელიგიური იყო, და ამან დიდი გავლენა მოახდინა ჩემზე. ჩემი მოგზაურობების დროს თორადან და კაბალადან ვიღებდი შთაგონებას და სიბრძნეს. ამასთან სულის სიღრმემდე შემძრა იესოს სწავლებამ, მისმა სიბრძნემ, თანაგრძნობამ და ღმერთისადმი სიყვარულმა”.

მე შესამჩნევად ვნერვიულობდი, რადგანაც პირველად ვსაუბრობდი ღიად ამ თემებზე, მაგრამ ბერმა მზერით გამამხნევა, და მე განვაგრძე:

“ჩვენ ვიცით ისტორიიდან, თუ როგორ დევნიდნენ ქრისტიანები ებრაელებს. ზოგიერთი ქრისტიანი ვერ იტანს ებრაელებს და ბრალს სდებს იმაში, რომ მათ მოკლეს იესო. მე თვითონაც მომიხდა მსგავსი ბრალდებების მოსმენა. ზოგიერთ ებრაელს კი, თავის მხრივ, სძულს ქრისტიანები და არ აღიარებენ იესოს”.

მოწოლილმა მოგონებებმა მაიძულა ცოტა ხნით გავჩუმებულიყავი. შემდეგ ვკითხე:

“ებრაელებსაც და ქრისტიანებსაც ერთი და იგივე ღმერთი უყვართ. რატომ აქვთ ამხელა სიძულვილი ერთმანეთის მიმართ? და ხომ არ ვღალატობ იუდეურ რწმენას, როცა გულწრფელად ვაღიარებ იესოს?”

ბერმა ხელზე ხელი დამადო. მზერა ცისკენ აღაპყრო, თითქოს საჭირო სიტყვებს ეძებდა, შემდეგ კი თვალები დახუჭა. მომიბრუნდა და წარმოთქვა:

“შვილო ჩემო, არსებობს მხოლოდ ერთი ღმერთი. ყველა რელიგია ასწავლის, როგორ გვიყვარდეს იგი და როგორ დავემორჩილოთ მას. მხოლოდ მცირედ მორწმუნეობა, ეგოიზმი ან ძალაუფლებისთვის და გავლენისთვის ბრძოლა აიძლულებს ადამიანებს ერთმანეთთან ბრძოლას ზედაპირული თეოლოგიური განსხვავებების გამო. იმ ორმოცდაათი წლის მანძილზე, რომელიც ლოცვას, ფიქრს და გაჭირვებულებზე ზრუნვას მოვახმარე, გავაცნობიერე, რომ სხვადასხვა ადამიანს ღმერთისადმი სიყვარული სხვადასხვა გზით ეხსნება. ყოველ რელიგიაში არიან წმინდანები, რომლებიც სიცოცხლეს არ იშურებდნენ ღმერთის სიყვარულის მოპოვებისათვის და მსხვერპლად სწირავდნენ საკუთარ თავს სხვების კეთილდღეობისთვის”.

ბერი დაფიქრდა. ნიკაპზე ხელი მოისვა და და აკანკალებული მღელვარე ხმით წარმოთქვა:

“მე მჯერა იესო ქრისტესი – ღვთის ძისა, ჩემი მხსნელისა. ალბათ ასეთია ღმერთის განზრახვა – შთააგონოს ღვთისნიერი იუდეველები ჩემი რელიგიისგან განსხვავებული რელიგიით”.

იგი საუბრობდა იმაზე, რომ მოსეც და წინასწარმეტყველებიც გვასწავლიდნენ, რომ გვყვარებოდა ღმერთი მთელი გულით, სულით და გონებით. ამასვე ასწავლიდა იესოც. იგი ამ მცნების აღსასრულებლდა მოვიდა და არა შესაცვლელად.

“მაშინ რა აქვთ მორწმუნეებს ერთმანეთში გასაყოფი? – განაგრძო ბერმა. – შეიძლება მოგვეჩვენოს, რომ გზა ბევრია, მაგრამ მიზანი ყველა შემთხვევაში ერთია – ღმერთის სასუფეველი. მხოლოდ უტვინო ადამიანები მოძებნიან ამაში წინააღმდეგობებს”. მან თავზე გადამისვა ხელი და მითხრა: “ნუ ღელავ შვილო ჩემო. მთავარია, რომ გულწრფელი ხარ. ღმერთი თავად დაგაყენებს ჭეშმარიტ გზაზე”.

ამ სიტყვებმა ჩემი გული შეძრა.
* * *
***
მეორე დღეს მე და ჰარიმ მოვინახულეთ მონასტერი, რომლის სარდაფშიც ბერები თავიანთი წინამორბედების ნეშტებთან ერთად მედიტირებდნენ. მიწისქვეშეთის ზოგიერთ ოთახში თავის ქალების და ჩონჩხების მთები აღმართულიყო, ზოგიერთში კი ადამიანთა ჩონჩხისგან გაკეთებული ავეჯი და სასანთლეები აღმოვაჩინეთ, ასევე ნარჩენებისგან საგულდაგულოდ გამოფენილი ყვავილოვანი ორნამენტები. ჩვენ ვთხოვეთ ერთ-ერთ ბერს, რომ აეხსნა ჩვენს მიერ დანახული.

“ჩვენ აქ სხეულის წარმავალობაზე და მიჯაჭვულობათა ამაოებაზე ვმედიტირებთ. ეს გვეხმარება ხორცის ცდუნებების გადალახვაში და ღმერთის სასუფეველის მფარველობის მოპოვებაში”. – გვიპასუხა ბერმა.

ყურადღებით ვუსმენდით. კიდევ უფრო ღრმად ჩავედით და ბერის სუტანებში გამოწყობილი ჩონჩხების მთელი გროვა დავინახეთ. ისინი მიუთითებდნენ წარწერაზე: “ოდესღაც ისეთები ვიყავით, როგორც თქვენ. მოვა ჟამი, და თქვენც ისეთები გახდებით, როგორც ჩვენ”.

***
http://www.radikal.ru
http://www.radikal.ru

მიუხედავად მიღებული სულიერი გამოცდილებისა, მატერიალური სამყარო ძველებურად მიზიდავდა. ერთხელ, რომში მე და ჰარი წიგნების მაღაზიაში შევედით. ხშირად დავდიოდით წიგნების მაღაზიებში რაიმე საინტერესოს პოვნის იმედით. ამჯერად ჩემი ყურადღება მიიპყრო წიგნმა “როგორ დავუკრათ ბლუზი ჰარმონიკაზე”. გადავფურცლე და აღმოვაჩინე გაკვეთილები, ამ ჟანრის უდიდესი მასტერების სტილში. ასევე სიმღერები ჩემი უსაყვარლესი შემსრულებლების რეპერტუარიდან: “სონი ბოი” უილიამსონი, ლითლ უოლტერი, ჰაულინ ვულფი, ჯიმი რიდი, სლიმ ჰაპრო, სონი ტერი, ჯუნიორ უელსი, ჯონ მეილი, პოლ ბატერფილდი და სხვები. ეს თვითმასწავლებელი ძალიან გამომადგებოდა მოგზაურობის დროს, მაგრამ მის ღირებულებას ვერ შევწვდებოდი. მეორე მხრივ კი როდისღა ვიპოვიდი ასეთ წიგნს?

და აქ ჩემმა მიწიერმა ბუნებამ იმარჯვა. გავიხედ-გამოვიხედე, წიგნი ჟილეტის ქვეშ შევჩურთე და მაღაზიიდან გამოვედი. როცა ბანაკში დავბრუნდით, ჩემი მონაპოვარი ჰარის ვაჩვენე. მან ჩემი საქციელის გამართლების ნიშნად გამიღიმა.

http://www.radikal.ru
http://www.radikal.ru

რამდენიმე დღის შემდეგ წმინდა პეტრეს ბაზილიკა მოვინახულეთ და მოვხვდით ქადაგებაზე, რომელსაც თავად პაპი კითხულობდა. მთელი დღე რომში ვსეირნობდით, სანამ ლამაზ ეკლესიას არ მივადექით. მომრგვალებული კუთხეები და სანთლის რბილი განათება გამოქვაბულს ამსგავსებდა მას. ძველებურ სკამებზე მოვთავსდით და ერთი საათი ლოცვებსა და მედიტაციაში გავატარეთ. მოგვიანებით, როცა გზად მიმავალი მანქანით რომელიღაც გზაჯვარედინს მივაღწიეთ, ჰარიმ ამაყად მაჩვენა ხის ჯვარცმა. მე ხელში ავიღე ჯვარცმა და გავოცდი მისი სილამაზით.

“საიდან გაქვს?” – ვკითხე მე.

“იმ ეკლესიის აღსარების კაბინიდან”, - მხიარულად მიპასუხა ჰარიმ.

“რა?! – აღშფოთებულმა დავუბრუნე ჯვარცმა. – შენ ეს ღვთის ტაძრიდან მოიპარე? როგორ შეგეძლო? მრცხვენია შენს მაგივრად!”

ჰარის თვალებიც ასევე აღშფოთებისგან აენთო:

“მანქ, შენ როგორ მეუბნები ამას! შენ არ მოიპარე ჰარმონიკაზე დაკვრის თვითმასწავლებელი? კარგია ფარისევლობა”.

ის მართალი იყო. შერცხვენილმა არ ვიცოდი რა მეთქვა. ჰარის განსჯის უფლება არ მქონდა, მაგრამ რაიმეს გამოთქმა მჭირდებოდა:

“დიახ, მე მოვიპარე თვითმასწავლებელი. მაგრამ მოვიპარე არა წმინდა ადგილიდან, არამედ მაღაზიიდან, სადაც საქონელს ჰყიდიან და ამისგან მოგებას ნახულობენ”.

ამ სიტყვებმა ჰარი კიდევ უფრო აღაშფოთა და მრისხანედ შემეწინააღმდეგა:

“შენც კარგად იცი, რომ ეკლესია – ერთ-ერთი ყველაზე მომგებიანი საწარმოა მსოფლიოში, რომელიც მილიარდობით დოლარს გამოიმუშავებს! ხოლო წიგნების მაღაზია ალბათ ვინმე მორწმუნე ადამიანს ეკუთვნის, რომელიც ძლივს საზრდოობს ამ საქმით”.

სანამ ვკამათობით, ჩენს გარშემო უსქმურების ბრბო შეიკრიბა და ავტომობილებიც კი გაჩერდნენ. ხმას ვძაბავდი და ვცდილობდი გზად მიმავალი ავტობუსების ხმა გადამეფარა:

“იქნებ მართალი ხარ. მაგრამ ამ ეკლესიაში ღმერთისადმი ვლოცულობდით, და არ შემიძლია შევეგუო იმას, რომ ჯვარცმა მოიპარე იქიდან. ძალიან გთხოვ, დააბრუნე თავის ადგილას, თუნდაც ჩემი გულისთვის”.

ჰარი აღარ ბრაზობდა და შერიგების ნიშნად გამიღიმა. გადამეხვია, პატიება მთხოვა და ჯვარცმის დაბრუნებაზე დამთანხმდა.

“შენც მაპატიე, ჰარი. ვიცი, რომ არ ვიყავი მართალი, მაგრამ ძალიან მადლობელი ვარ შენი”.

მე და ჰარი ეკლესიაში დავბრუნდით და თავის ადგილას დავაბრუნეთ მოპარული ჯვარცმა. როცა ჩვენი ტყის ბანაკამდე მივაღწიეთ, უკვე ღამე იყო. სიცილით ვიხსნებდით ჩვენს კამათს და მივედით დასკვნამდე, რომ ამან მხოლოდ გაამყარა ჩვენი მეგობრობა და ერთგულება ერთიმეორესადმი. ზურგზე ვიწექი საძილე ტომარაში და ვარსკვლავებს ვუცქერდი, ვერ ვიძინებდი. მე ფარისეველი ვარ. იესოც ჩემნაირმა ფარისევლებმა გააკრეს ჯვარზე. რა სიმდაბლეა – იქადაგო ის, რასაც თავადვე არ მიჰყვები. სიჩუმე ჰარის ხმამ დაარღვია. თითქოს ჩემი ფიქრები წაიკითხა:

“მანქ, ძალიან გთხოვ, არ დააბრუნო ეგ წიგნი. ყველას ძალიან მოგვწონს, როცა ახალ სიმღერებს უკრავ”.

ეს წიგნი მანმადე მქონდა, სანამ ყველა ახალი სიმღერა არ ვისწავლე. რომიდან ჩვენი გამგზავრების დღეს მოვნახე ის წიგნების მაღაზია და შეუმჩნევლად დავაბრუნე იმ თაროზე, საიდანაც ავიღე.

http://www.radikal.ru
* * *
რომში, ისევე როგორც სხვა ქალაქებში, სანაპიროზე ამოვიჩემებდი ხოლმე საყვარელ ადგილს. ტიბროსის მეორე ნაპირს გავცქეროდი და ვფიქრობდი იმაზე, რომ ეს მდინარე იყო მოწმე რომის იმპერიის აღმავლობისა და დაცემისა. თაობები მიდიოდნენ, ცივილიზაციები ერთმანეთს ცვლიდნენ, და რომის დიადი შენობები ნანგრევებად იქცეოდნენ. ხოლო ტიბროსი უშფოთველად მიედინებოდა. მე მის სიბრძნესთან თანაზიარება მსურდა. ვაკვირდებოდი მდინარეს და ვიხსენებდი იმ სიხარულს და უსიამოვნებებს რაც იტალიაში გადამხდა.

http://www.radikal.ru

ჩემს მეხსიერებაში ამოტივტივდა ჯიმის გაქურდვა და შეუფასებელი დალოცვა, რომელიც სანტა-მარია-დელ-ფიორეში მივიღე. შემდეგ ჩემი ფიქრები მშვენიერ და ნაზ ანგელოზთან, ირენთან დაბრუნდნენ, რომელიც დაბრკოლებად ჩავთვალე ჩემს სულიერ გზაზე. ტიბროსის ტალღების ხმაში ფრანცისკანელი ბერის ბრძნული სიტყვები ჩამესმოდა. ჩემდა სასირცხვილოდ, გამახსენდა, როგორ მოვიპარე წიგნი, შემდეგ კი ფარისევლურად დავადანაშაულე ქურდობაში ჩემი საუკეთესო მეგობარი. ყველა ამ მოვლენაში ღმერთის ხელს ვგრძნობდი, რომელიც ცხოვრების ძვირფას გაკვეთილებს მაძლევდა. ტალღები ნაპირს ასკდებოდნენ, მე კი წმინდა ფრანცისკო ასიზელის ცხოვრებაზე ვფიქრობდი. ახალგაზრდობაში მას კეთროვანების ეშინოდა და ყველანაირად გაურბოდა მათ. მაგრამ ერთხელ, შეხვდა რა კეთროვანს, ცვლილება იგრძნო თავის გულში. ღმერთის წყალობით ღრმა თანაგრძნობით განიმსჭვალა ავადმყოფის მიმართ და მონანიების შეგრძნებით ხელზე აკოცა მას. ამის შემდეგ ფრანცისკომ კეთროვანებზე ზრუნვა იტვირთა და ყველანაირად ეხმარებოდა მათ. ძალიან მომინდა ასიზიში, მის სამშობლო მხარეში წასვლა.

http://www.radikal.ru

ჰარის რამდენიმე დღით დავემშვიდობე და ასიზის მოსანახულებლად გავემგზავრე. დავდიოდი იმ ადგილებში, რომელიც წმინდა ფრანცისკოს უკავშირდებოდა და მისი ცხოვრების შესახებ ვკითხულობდი. იგი მდიდარი ვაჭარის შვილი იყო და ახალგაზრდობაში საბრძოლო ლაშქრობებში მონაწილეობდა. თუმცაღა 1205 წელს, როცა მან ლოცვები აღავლინა წმინდა დამიანეს ტაძარში, იესომ ეკლესიის ჯვარცმიდან მიმართა მას:

“ფრანცისკო, ნუთუ ვერ ხედავ, რომ ჩემი სახლი ინგრევა? წადი, შეაკეთე იგი ჩემი გულისათვის!”

http://www.radikal.ru

წმინდა დამიანეს ეკლესია

ამ გამოცხადებამ მთლიანად შეცვალა მისი ცხოვრება. ფრანცისკო სიღატაკესა და მორჩილებაში ცხოვრობდა, ღმერთის მსახურებას მიუძღვნა თავი და მრავალი ადამიანი გახდა მისი მიმდევარი. რამდენიმე დღე გავატარე წმინდა დამიანეს ტაძარში, და ვფიქრობდი იმ სასწაულებრივ ცვლილებაზე, რომელიც წმინდა ფრანცისკომ განიცადა. მოვინახულე სახლი, სადაც მან თავისი ბავშვობა გაატარა და ვნახე საცავი, სადაც მამამ დაამწყვდია იმის შიშით, რომ მისი შვილი მიწიერ ცხოვრებას განუდგებოდა, მაგრამ დედა დანებდა ფრანცისკოს მუდარას და ტყვეობიდან გაანთავისუფლა შვილი. ასევე მოვინახულე ანგელოზების დედოფლის ეკლესია, სადაც მან თავისი ქადაგება დაიწყო და სადაც უკანასკნელი სუნთქვა ამოუშვა. რომში, ჰარისთან, წმინდა ფრანცისკოს მაგალითით, მისი განდეგილობით, თანაგრძნობით და ღმერთისადმი ექსტატიური სიყვარულით შთაგონებული დავბრუნდი.

რომიდან ავტოსტოპით გავემგზავრეთ ნეაპოლში, იქიდან კი ლეგენდარულ პომპეიში. მე გამაოგნა იმან, რომ ვეზუვის ამოფრქვევამდე ეს იყო ლამაზი და აყვავებული ქალაქი. ახლა კი, ათასწლეულის შემდეგ, ძველი ცივილიზაციის ნანგრევებზე დავაბიჯებდით და გაკვირვებულნი ვუმზერდით არქეოლოგიურ ძეგლებს. ფერფლსა და გამაგრებულ ლავაში მშვენივრად შემონახულიყო ხალხის და ცხოველების სხეულთა ანაბეჭდები. ლავის ნაკადებმა დააკონსერვეს შენობები, გზები და ყოფითი ნივთები.

http://www.radikal.ru
http://www.radikal.ru
http://www.radikal.ru

ამ სანახაობამ დამაფიქრა. რას გვასწავლის პომპეის ტრაგედია? იმას, რომ უბედურება შეიძლება ნებისმიერ მომენტში შეგვემთხვეს. თვითდამშვიდებულ მდგომარეობაში ვერ ვაცნობიერებთ მატერიალურის წარმავალობას. მე გამახსენდა შავი ჭირი, რომელმაც ევროპა დააცარიელა, ატომური ბომბი, რომელმაც ჰიროსიმა გაასწორა მიწასთან, მიწისძვრები და ხანძრები, რომლებმაც მთელი ქალაქები გაანადგურა ამერიკაში. კაცობრიობის ისტორიის განმავლობაში ბუნების ძალები პერიოდულად ყველაფერს გვართმევენ. რატომ უნდა გადავდოთ ცხოვრების აზრის ძიება მომავლისთვის? ახლა – სწორედ რომ ამის დროა.

ვეზუვის ამოფრქვევასავით, რომელმაც ნანგრევებად აქცია მთელი ქალაქი, ჩემი გულის სიღრმიდან ამოიფრქვა მტკიცე გადაწყვეტილება სულიერი გზით სიარულისა და ყველაფერი დანარჩენი ჩემი წარსულის ფერფლით დაფარა.

Posted by: cinemamu 1 Nov 2011, 17:10
თავი მეოთხე

პომპეიდან საპორტო ქალაქ ბრინძინიში ჩავედით, იქიდან კი უკანასკნელი ფულით ბერძნულ კუნძულ კორფუმდე (კერკირუმდე) ჩავაღწიეთ, რომელიც ჰომეროსს თავის “ოდისეაში” აქვს მოხსენიებული. კორფუზე ყოველდღე მარტო დავხეტიალობდი ზეთისხილებს შორის, რომლებიც ზღვის თავზე, მთის ფერდობებზე ხარობდნენ.

http://pix.ge/

კუნძული კორფუ

ბროწეულის ხის ქვეშ დამჯდარი ზღვას გავცქეროდი “ცვლილებების წიგნით”, “ბჰაგავად-გიტათი” ან ბიბლიით ხელში, და ვცდილობდი, რომ რაც შეიძლება მეტი ცოდნა მიმეღო სხვადასხვა მასწავლებლებისგან. ზღვის საღი ქარი ფილოსოფიურ განწყობაზე მაყენებდა და ფიქრებში ჩაძირვაში მეხმარებოდა.
შემდგომ მატერიკზე გადავინაცვლეთ და ავტოსტოპით ათენისკენ გავემგზავრეთ. გზაში ისევ და ისევ მხიბლავდა ევროპის ბუნების, ასევე მისი მაცხოვრებლების ენათა და ჩვეულებათა მრავალფეროვნება. ჩემთვის, ამერიკის შუა დასავლეთის წარმომადგენლისთვის, ეს ყველაფერი სიახლე იყო. გამუდმებით ცვალებადი პეიზაჟი ფანჯრებს მიღმა ფიქრის განწყობაზე მაყენებდა. ბავშვობიდან მივეჩვიე ყველაფრის იმ კულტურის თვალთახედვით შეფასებას, სადაც თავად ვიყავი აღზრდილი. საინტერესოა, საიდანაა ჩვენში, ადამიანებში, ეს ღრმად ფესვგადგმული მიდრეკილება, ვიგრძნოთ ჩვენი უპირატესობა გარშემომყოფებზე – ნაციონალური, რასობრივი, რელიგიური ან სოციალური? საკუთარ თავს ნორმალურებად ვთვლით, ხოლო დანარჩენ ადამიანებს უცნაურებად, ან ჩვენზე ჩამორჩენილებად. ეს ზიზღნარევი დამოკიდებულება სხვებისადმი, მათზე უპირატესობის შეგრძნება, წარმოშობს ფანატიზმს და აუტანლობას და ხდება მიზეზი სიძულვილისა, შიშისა, ექსპლუატაციისა და ომებისა. მე შევთხოვდი ღმერთს, რომ ჩემს მოგზაურობას დაენახვებინა ჩემთვის, თუ როგორ განსხვავებულად აღიქვამენ სხვადასხვა კულტურის ადამიანები გარესამყაროს და ღმერთს, და საშუალება მოეცა, რომ სიმპათიით განვსმჭვალულიყავი სამყაროს ასეთი ხედვისადმი. ათენიდან წერილი გავაგზავნე სახლში. მასში ვყვებოდი იმაზე, თუ სად ვიმყოფებოდი, თუ რამდენი რამ მომცა ამ მოგზაურობამ და როგორ მომენატრნენ ჩემი ოჯახის წევრები. სითამამე არ მყოფნიდა მეღიარებინა, რომ კოლეჯში სწავლის დაწყების დროისთვის ვერ დავბრუნდებოდი, და საერთოდ არ ვიცოდი როდის დავბრუნდებოდი.

http://pix.ge/
http://pix.ge/

ათენი

ათენში მე და ჰარი განსაკუთრებით იმან გაგვაოცა, რომ ქუჩებში ავტომატიანი პოლიციელები პატრულირებდნენ. ჩანდა, რომ ამ სიტუაციაში ჯობდა სტუდენტურ საერთო საცხოვრებელში გაგვეთენებინა და არა ღია ცის ქვეშ, მაგრამ სამწუხაროდ ფული არ გვქონდა. ამიტომ გადავწყვიტეთ ცოტა ფული გვეშოვა და სახელმწიფო დონორულ პუნქტში სისხლი ჩავაბარეთ. ჩვენისთანა მოგზაურები ხშირად იყენებდნენ ფულის შოვნის ასეთ შესაძლებლობას. იმ დროს სისხლის ასაღებად პრიმიტიულ და მტკივნეულ მეთოდს იყენებდნენ: დონორს ქამრებით აბამდნენ საწოლზე და სისხლს დიდი შპრიცით უღებდნენ ვენიდან. როცა ეს გაგვიკეთეს, კინაღამ გონება დავკარგეთ. სისხლის ჩაბარების შემდეგ დონორი ერთ ჭიქა ფორთოხლის წვენს იღებდა და კიდევ ნახევარ საათს ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ ატარებდა. და მხოლოდ მას შემდეგ, რაც ექიმი დონორის დამაკმაყოფილებელ მდგომარეობაში დარწმუნდებოდა, მას ფულს უხდიდნენ. ჰოდა მე და ჰარიც ველოდებოდით ექიმის დასკვნას და ხელის ტკივილისგან ვიტანჯებოდით. ტანჯვის გამომხატველი გრიმასით ჰარიმ ძლივს ამოილუღლუღა:

“მოდი სხვა დროს ფულის შოვნის სხვა წყარო ვიპოვოთ”.

გავიხედ-გამოვიხედეთ და დავინახეთ ფრანგი, ფუტლიარში გიტარით, რომელიც ჩვენსავით ტკივილისგან იმანჭებოდა. ცოტა მოშორებით შვეიცარიელი ბიჭი იჯდა ვიოლინოთი, რომელიც ასევე ფუტლიარში იდო. ისიც მტკივნეულ ხელს იზელდა. მე კი როგორც ყოველთვის შარვლის ქამარზე ჰარმონიკა მქონდა დამაგრებული. ჩვენი მზერა ერთმანეთს შეხვდა და უსიტყვოდ წავიკითხეთ ერთმანეთის აზრები.

გაირკვა, რომ შვეიცარიელი ბავშვობიდან სწავლობდა კლასიკურ ვიოლინოზე დაკვრას, მაგრამ მოზარდობის ასაკში როკმა და ბლუზმა გაიტაცა. ფრანგი თავიდან კლასიკურ ფლამენგოს სწავლობდა, შემდეგ კი ფოლკზე გადავდა. ფული ავიღეთ და ერთად გავედით ქუჩაში. ანსამბლი მზად იყო და იქვე დავიწყეთ ველური ბლუზ-იმპროვიზაციები “რვა მერვედზე”. მუსიკამ მაშინვე მოიზიდა გამვლელები და მალე გარს მთელი ბრბო შემოგვერტყა. ჰარიმ ერთ-ერთ გამვლელს ქუდი სთხოვა, რამდენიმე მონეტა ჩააგდო და რიტმულად ააჟღრიალა. ხალხს ისე მოეწონა ჩვენი გამოსვლა, რომ დრაჰმები (ბერძნული მონეტები) ერთი-მეორის მიყოლებით ცვიოდა ქუდში. წარმატებით ფრთაშესხმულები, პროცესიით გავემართეთ ქუჩაში და ერთ გრძელ სიმღერას ვუკრავდით. ხალხი ცეკვით მოგვყვებოდა. როცა გზაჯვარედინზე გავჩერდით, მონეტები ქუდში აღარ ეტეოდა.

ერთმანეთში გავიყავით ჩვენი პირველი მონაპოვარი და საერთო საცხოვრებელში მოვთავსდით. მეორე დღეს პუპულარულებმა გავიღვიძეთ. სადაც არ უნდა წავსულიყავით, მაშინვე გარს შემოგვეხვეოდნენ ხოლმე მომღიმარი და ხელებგაშლილი ბერძნები. მათ მთელი გულით შეგვიყვარეს. ჩვენ ვუკრავდით და ვუკრავდით, და არ გვჯეროდა, რომ ასეთი რამეც ხდებოდა. რომელიმე მოედანზე გავჩერდებოდით ხოლმე და სხვადასხვა კომპოზიციებს ვასრულებდით. მოხუცები ტაშს უკრავდნენ, მოზარდები ცეკვავდნენ, უფრო პატარები ხტუნაობდნენ, ხოლო დედები მუსიკის ტაქტს აყოლილნი თავიანთ ჩვილ ბავშვებს აქანავებდნენ. ყველა იღიმებოდა ამ მზიან დღეს, ქუდი კვლავ ივსებოდა დრაჰმებით, და უცებ ბრბო გაიფანტა ჩვენ კი სახეში ავტომატების ლულები მოგვიშვირეს. მუსიკა შეწყდა და პოლიციელების კონვოის თანხლებით განყოფილებაში წაგვიყვანეს. იქ მთელი ფული წაგვართვეს, რაც ქუდში იყო, და გაგვაფრთხილეს, რომ აღარასოდეს დაგვერღვია კანონი. ასე, თითქმის არ დაწყებული, დამთავრდა ჩვენი პროფესიონალური მუსიკოსების კარიერა.
* * *
ჩვენ შევძელით პოლიციისგან გადაგვემალა გარკვეული თანხა, და სულიერი პრაქტიკისთვის შედარებით წყნარი ადგილის ძიებაში კრეტაზე გამგზავრება გადავწყვიტეთ. სახელგანთქმულ კუნძულზე ბორანით გადავედით. ირაკლიონის პორტიდან კუნძულის სამხრეთ კიდემდე ავტობუსით ჩავედით. იქ ვიპოვეთ ადგილი, რომელმაც გაგვაოცა თავისი მკაცრი და ველური სილამაზით. კლდოვანი სანაპირო, გემებისთვის მიუდგომელი, სავსე იყო ჩქარი ნაკადულებით, ღრმა ხეობებით და ქვიშის სანაპიროებით. მთიან ფერდობებზე მცხუნვარე მზის ქვეშ თხები დახეტიალობდნენ. აქამდე არასოდეს მენახა ამდენი გამოქვაბული. ერთ-ერთ მათგანში, რომლიდანაც ხმელთაშუა ზღვის ხედი იშლებოდა, დავბანაკდით. ეს სამოთხისმაგვარი ადგილი იდეალური გახლდათ მედიტაციისთვის, ლოცვისთვის და მარხვისთვის.

http://pix.ge/

ყოველ დილას, განთიადამდე მთაზე ავდიოდი, სადაც ვმედიტირებდი და ვლოცულობდი, და ასე გრძელდებოდა საღამომდე. ქვემოთ, გამჭვირვალე ზღვის წყალს ვუყურებდი, და ჩემი მიზანი გასხივოსნების მოპოვებისა – კიდევ უფრო ძლიერი და მტკიცე ხდებოდა. ჰარიც მედიტირებდა – ოღონდ ქვემოთ, ზღვასთან. საღამოს გამოქვებულში ვბრუნდებოდით და პურის ნატეხით გამოვდიოდით მთელი დღის მარხვიდან. გამოქვაბულის ქვის იატაკზე ვიწექით და დღის განმავლობაში მიღებულ გამოცდილებებს ვუზიარებდით ერთმანეთს.

ასე ჭვრეტაში გადიოდა კვირეები. ამასობაში მედიტაციამ და ლოცვებმა ჩემი სულიერი მისწრაფებების ნაპერწკალი მოგიზგიზე ცეცხლად აქცია. ვიჯექი მთის წვერზე და ვაკვირდებოდი, როგორ იწვებოდა ამ ცეცხლში ჩემი წარსული. მეჩვენებოდა, რომ ღმერთისადმი სწრაფვა შიგნიდან მწვავდა და შეპყრობილად მაქცევდა.

ბედს უნდოდა, რომ კვლავ გაურკვევლობაში აღმოვჩენილიყავი. შემეძლო იმად დავრჩენილიყავი, ვინც ვიყავი, - ამერიკელ ბიჭად შეძლებული ოჯახიდან, რომელსაც კოლეჯი უნდა დაემთავრებინა და დიპლომა აეღო, მაგრამ ამის ნაცვლად კონტრკულტურამ გაიტაცა, - და შეეძლო სხვა გზა აერჩია, რომელსაც გაურკვევლობისკენ მიჰყავდა და დიდ ცვლილებებს უქადდა.

მე მეშინოდა. მესმოდა, რომ ვაკეთებდი არჩევანს, რომელიც მთლიანად შეცვლიდა ჩემს ცხოვრებას, მაგრამ ჩემი შეჩერება უკვე შეუძლებელი იყო. აზრზე არ ვიყავი, საით მივყავდი ბედს, მაგრამ მტკიცედ მჯეროდა: თუკი მუდამ წინ ვივლიდი, სულ სხვა ცხოვრებას მოვიპოვებდი და სულ სხვა ადამიანად ვიქცეოდი. ამისათვის კი ყველაფერი უნდა მიმეტოვებინა, რაც წარსულთან მაკავშირებდა.

დღე მთავრდებოდა. მზის წითელი დისკი ზღვაში ეშვებოდა და ლალისფერ სხივებს ჰფენდა მოცეკვავე ტალღებს. მთები ოქროსავით ბრწყინავდნენ, და ცაც მოყვითალო, ვარდისფერ, ფორთოხლისფერ და ლურჯ საღებავებში იცვლიდა ფერებს. უცებ ჩემი გულის სიღრმეში ხმა გაისმა, რბილი, მაგრამ ძალიან დამაჯერებელი:

“გაემგზავრე ინდოეთში!”

რატომ ინდოეთში? – ვიფიქრე მე. – ის ხომ ძალიან შორსაა აქედან. მე ხომ თითქმის არაფერი ვიცი ინდოეთის შესახებ. თანაც ფული არ მქონდა და ვერც კი წარმოვიდგენდი რა შემემთხვეოდა ასეთი მოგზაურობის დროს. არადა დარწმუნებული ვიყავი, რომ ეს ხმა გულიდან, ღმერთს ეკუთვნოდა. ადრეც მქონია სიტუაციები, როცა ღმერთის ახლოს ყოფნას ვგრძნობდი ან სინდისის ქენჯნას განვიცდიდი, თუკი ჩემი ქცევები მისგან მაშორებდა. მაგრამ რაც ახლა შემემთხვა, სულ სხვა იყო. მე ჩემი გულიდან უხმო ხმა გავიგე; ეს არ იყო ჩემი ჭკუის ხმა. მე მივხვდი, რომ ღმერთმა მიპასუხა ლოცვებზე, რომლებშიც ვთხოვდი, გზა ეჩვენებინა.

Posted by: cinemamu 3 Nov 2011, 16:26
მწუხრის ჟამი დადგა. ფიქრებში ჩაძირული მთიდან ვეშვებოდი და მეჩვენებოდა, რომ ყოველი ჩემი ნაბიჯი სანუკვარ ოცნებასთან მაახლოებდა. გამოქვაბულში ჰარი დამხვდა, რომელიც იჯდა და მედიტირებდა. სანთელი ყვითელ შუქს ჰფენდა ჩვენი თავშესაფარის კედლებს და ჭერს.

გამოქვაბულის შესასვლელთან დავჯექი და ცას შევცქეროდი. რამდენიმე წუთში სიჩუმე დავარღვიე:

“ჰარი, დღეს რაღაც არაჩვეულებრივი შემემთხვა”.

ჰარიმ გაოცებულმა გაახილა თვალები და წამოიძახა:

“მართლა? მეც”.

“მომიყვები?”

ცაზე პირველი ვარსკვლავები აკიაფდა. ჰარი მათ შეხედა და თან თქვა:

“მზის ჩასვლისას ხმა გავიგე”.

“დაუჯერებელია! და რა გითხრა ხმამ?”

“მან მითხრა, - თქვა ჰარიმ ხმადაბლა, - “გაემგზავრე ისრაელში””.

მე პირიც კი დავაღე გაკვირვებისგან:

“რა? – აღფრთოვანებისაგან აკანკალებული ჰარის მივუახლოვდი. მოსმენილს ჩემი გონება ვერ იაზრებდა. “გაემგზავრე სად?!”

“ისრაელში. შენ რა, არ გჯერა ჩემი?”

ვეცადე თავი ხელში ამეყვანა.

“საქმე იმაშია, რომ მზის ჩასვლისას მეც გავიგე ხმა”.

ჰარიმ სიხარულით წამოიძახა:

“რა მაგარია! ანუ ერთად წავალთ ისრაელში!”

“არა ჰარი, - წავიჩურჩულე მე, - ხმამ მითხრა: “გაემგზავრე ინდოეთში””.

“ინდოეთში?!” – იყვირა ჰარიმ.

სიჩუმე ჩამოწვა. არც ერთს არ შეგვეძლო სიტყვის წარმოთქმა. ვარსკვლავიან ცას შევცქეროდით.

ბოლოს ხმადაბლა ვთქვი: “მე მზად ვარ”.

გამოქვაბულში ძალიან ჩამობნელდა. მხოლოდ სანთლის ალი ციმციმებდა. მე ჩემს საუკეთესო მეგობარს მივუბრუნდი:

“ხვალ მივემგზავრები. შეიძლება სამუდამოდ ვშორდებით.”

დიდხანს ვიჯექით ჩუმად. შემდეგ ჰარიმ დაარღვია სიჩუმე:

“აქედან ინდოეთამდე ათასობით კილომეტრია, და გზა ახლო აღმოსავლეთის უდაბნოზე გადის”.

კედელზე სანთლის ალის მოუსვენარი ჩრდილები თამაშობდნენ.

“ძალიან სახიფათო გზაა. ეს არაა სახუმარო. თან არაფერი გაქვს, მანქ. ეს უკვე ცხოვრების აზრის ძიება აღარაა – ეს თვითმკვლელობაა. ძალიან გთხოვ, არ იჩქარო. მოდი ჯერ ისრაელში წავიდეთ, ფული ვიშოვოთ, შემდეგ კი ერთად წავიდეთ ინდოეთში”.

წუთები იწელებოდა. ჰარის სიტყვებზე დავფიქრდი, მაგრამ შინაგანი ძახილი არ სუსტდებოდა.

“ჰარი, მე დარწმუნებული ვარ, რომ ღმერთი მეძახის. არ შემიძლია მოცდა”.

მის თვალებში მღელვარებამ გაიელვა.

“და როგორ ჩააღწევ იქამდე, მანქ?”

“თუ ავტოსტოპით სულ აღმოსავლეთისკენ ვივლი, მაშინ როცა იქნება ჩავაღწევ იმ ქვეყანამდე, სადაც ჩემს ლოცვებზე პასუხს მივიღებ”.

ჰარის ესმოდა, რაც ხდებოდა ჩემს გულში. ცრემლი ჩამოუგორდა ყვრიმალზე და წვერებში მიიმალა.

“შენს დანიშნულებას უნდა მიჰყვე, - ჩაიჩურჩულა მან. – მე ვილოცებ შენთვის”.

სანთელი ჩაიწვა და იატაკზე დავწექი. მღელვარებისგან დიდხანს ვერ ვიძინებდი. მხოლოდ ვარსკვლავებს ვუმზერდი და ვფიქრობდი, თუ რას მიქადდა მომავალი.
განთიადის დადგომისთანავე გამგზავრებისთვის მომზადება დავიწყე. ჰარიმ ავტობუსის გაჩერებამდე მიმაცილა. მოსალოდნელი განშორებისგან დამწუხრებულნი ვიდექით რამდენიმე გლეხთან ერთად და ავტობუსს ველოდით. ბავშვობიდან მე და ჰარი ისეთ ძმურ სიყვარულს განვიცდიდით ერთმანეთისადმი, რომელიც ძალზე იშვიათად გვხვდება თვით საუკეთესო მეგობრებს შორისაც კი. ერთად გავიარეთ მისტიური ცვლილებები, რომლებიც ცხოვრებამ მოგვიმზადა, ერთად ვტკბებოდით ვარსკვლავებით ჰეილენდ პარკში, კალიფორნიის ჰიპების ბანაკებში, ჩვენს კოლეჯში ფლორიდაში და სხვა მრავალ ადგილას ევროპაში. ერთად ვმსჯელობდით, თუ რატომ სძულთ ადამიანებს ერთმანეთი, რატომ ხოცავენ ერთმანეთს, და ერთად გამოვდიოდით პროტესტით ვიეტნამის ომისა და შავკანიანთა დისკრიმინაციის წინააღმდეგ. ვოცნებობდით სამართლიანობაზე და მსოფლიოზე, რომელიც სიძულვილისგან თავისუფალი და მუსიკით სავსე იქნებოდა. ჩვენი მოგზაურობის დროს, უფრო მეტად გავხდით ერთმანეთზე დამოკიდებულნი. მაგრამ ახლა გარდამტეხი მომენტი დადგა. როცა ძველი ავტობუსი ჯანჯღარით მოგვიახლოვდა, მომინდა, რომ ჰარისთვის რაიმე ძვირფასი მეჩუქებინა. არ ვიცოდი რა მექნა და ამ დროს გონება გამინათდა: ჩემი ძველი შავი ჟილეტი გავიხადე და ჰარის გავუწოდე. უკანასკნელი რამდენიმე წელი ეს ჟილეტი ჩემგან განუყრელი იყო. ჩემს ნაცნობებს ჩემი წარმოდგენაც კი არ შეეძლოთ ამ ჟილეტის გარეშე. ის ჩემი გაგრძელება იყო და ყველაზე ძვირფასი რამ მათ შორის, რაც გამაჩნდა.

“შენი ჟილეტი!” – წამოიძახა ჰარიმ.

იმ მომენტში ქარის მიერ ატაცებულ ორ ფოთოლად ვგრძნობდით თავს, და არ ვიცოდით საით მივყავდით ქარს. ერთმანეთს ხელი ჩამოვართვით, შემდეგ კი გამომშვიდობების ნიშნად გადავეხვიეთ. საკუთარ თავს ვებრძოდი, რომ მოწოლილი გრძნობებისგან არ ავტირებულიყავი და ვთქვი:

“ვინ იცის, იქნებ ღმერთმა ინებოს და კიდევ შევხვდეთ”.

მე ავტობუსში ჩავჯექი. როცა იგი დაიძრა, შემოვბრუნდი. ჰარი მარტო იდგა და მზერით მაცილებდა. ვიცოდი, რომ მისთვის ჩემი ჟილეტის დატოვება წარსულის და აწმყოს დატოვებასაც ნიშნავდა. ახალი ცხოვრება იწყებოდა. ამ დღიდან გადავწყვიტე უარი მეთქვა ჩემს მეტსახელ “მანქ”-ზე და წარვდგენილიყავი სახელით, რომელიც დაბადებისას მივიღე – რიჩარდი. წინათგრძნობა მქონდა, რომ მოგზაურობა იდუმალ ინდოეთში ჩემი ჭეშმარიტი “მე”- სკენ მოგზაურობა იქნებოდა.

Posted by: cinemamu 4 Nov 2011, 17:13
თავი მეექვსე

ირაკლიონში, კრეტას ჩრდილოეთ პორტში, მე ვიპოვე მეთევზე, რომელიც ათენში წაყვანაზე დამთანხმდა. როცა ნავი ნაპირს მოსწყდა, მეთევზისგან მოშორებით მოვეწყვე და ტალღების ცქერა დავიწყე. ჩემი ჭკუა ბობოქრობდა, როგორც ზღვა შტურმის დროს. აზრზე არ ვიყავი წინ რა მელოდა. ცხრამეტი წლის ვიყავი და არასოდეს შევხვედრილვარ ინდოელებს. გაგონილი მქონდა, რომ ინდოეთი სადღაც აღმოსავლეთით მდებარეობდა, მაგრამ კონკრეტულად სად და რამდენად შორს – მიახლოებითაც კი არ ვიცოდი. არანაირი რუქა თან არ მქონდა. სკოლაში სწავლის პერიოდში ინდოეთი წარმომედგინა გველების მომთვინიერებლების ქვეყანად, სადაც სიღატაკე, ავადმყოფობები და ჭარბი დასახლებულობა ბატონობენ. მოგვიანებით, როცა ცხოვრების ყველაზე დიდი საიდუმლოებების გასაღებების ძიება დავიწყე, გავიგე, რომ ინდოეთი რელიგიის, იოგების და უდიდესი წმინდანების სამშობლოდ ითვლებოდა. მზად ვიყავი ამ წმინდანებთან შესახვედრად? ამასთან არა როგორც ტურისტი ან ექსკურსანტი, არამედ როგორც უმაღლესი ჭეშმარიტების მაძიებელი?

ათენში შემაშინებელი ინფორმაციის ნიაღვარი დამეტაკა. აღმოჩნდა, რომ ინდოეთში მოსახვედრად თურქეთის გადაკვეთაა აუცილებელი. თურქეთში ნამყოფი მოგზაურები კი მაფრთხილებდნენ: “სტამბულის შავ ბაზარზე დონორულ სისხლზე ნადირობენ. კარგ საფასურს დაგპირდებიან სისხლის ჩაბარების სანაცვლოდ, შემდეგ კი დაგაბამენ, მთელ სისხლს გამოგწოვენ, გვამს კი შავ ზღვაში გადააგდებენ”.

სხვები ამატებდნენ: “სტამბულის გეტოები ბანდიტებითაა სავსე, რომლებიც ყოყმანის გარეშე გამოგჭრიან ყელს ერთი ლირის გულისთვისაც კი”.
მაგრამ რადგანაც მტკიცედ გადავწყვიტე წასვლა, ვცდილობდი ყური არავისთვის დამეგდო.

როცა საერთო საცხოვრებელში ვიკითხე ინდოეთისკენ მიმავალი სახმელეთო მარშრუტის შესახებ, აქაც ეცადნენ რომ გადაეთქმევინებინათ ჩემი განზრახვა. ევროპელი ტურისტების ჯგუფი გარს შემომერტყა: “გაგიჟდი? შენ რა, გაზეთებს არ კითხულობ?”

ვიღაცამ ცხვირწინ ინგლისური გაზეთი ამიფრიალა. “თურქეთი ქოლერის ეპიდემიამ შეიპყრო”, - ნათქვამი იყო სათაურში.

“ინდოეთში მხოლოდ თურქეთის გავლით შეიძლება მოხვედრა”.

თურქეთში მართლაც ქოლერა ბობოქრობდა. ამაზე საუბრობდა ევროპის ყველა საინფორმაციო საშუალება. ასეთ სიტუაციაში ავტოსტოპით მთელი ქვეყნის გავლით მოგზაურობა მართლაც სიგიჟე იყო.

მოგზაურებს შორის, რომლებსაც გზას ვეკითხებოდი, აღმოჩნდა ორი, რომლებიც ჩემსავით ინდოეთში აპირებდნენ წამოსვლას. ერთს ჯეფი ერქვა. ეს იყო ამერიკელი სან-დიეგოდან, ოცი წლის, მაღალი და ათლეტური აღნაგობის, კვადრატული ყბებით და მასიური ცხვირით. საგულდაგულოდ უკან გადავარცხნილი ქერა თმა თითქმის მხრებამდე სწვდებოდა. შავჩარჩოიანი სათვალეების მიღმა ცისფერი თვალები იმზირებოდნენ. მიუხედავად იმისა, რომ ჯეფი უხეშად გამოიყურებოდა, სინამდვილეში იგი უჩვეულო მშვიდობისმოყვარეობით გამოირჩეოდა. ჩემსავით ისიც ცხოვრების აზრის საძებნელად მოდიოდა ინდოეთში. მოკრძალებული და მხიარული, ჯეფი ერთ-ერთი ყველაზე სასიამოვნო ადამიანი იყო მათ შორის, ვინც აქამდე შემხვედროდა.

ჩემი მეორე თანამგზავრი, რემსი, ოცდათხუთმეტი წლის წითურთმიანი ავსტრალიელი, თავის ცხოვრებაში უკვე მრავლისმნახველი მოგზაური იყო. მან უკვე მოასწრო ავტოსტოპით მთელი ევროპის და აზიის გადაკვეთა. მიუხედავად მკაცრი გამომეტყველებისა, რემსი სიკეთით და კეთილშობილებით გამოირჩეოდა. იგი იმ სიმწიფეს და სიბრძნეს ფლობდა, რომლებიც ასე გვაკლდა მე და ჯეფს. მიუხედავად იმისა, რომ რიჩარდად წარვადგინე თავი, მოგზაურთა წრეში უკვე მიცნობდნენ როგორც მანქს, ამიტომ ჯეფი და რემსიც ასე მეძახდნენ.

ჩვენ სამთაგან ფული მხოლოდ ჯეფს ჰქონდა. ზურგჩანთიდან პური, კუნჟუტის ზეთი, შპინატი, პომიდორი და ყველი ამოიღო და ფართე ღიმილით გვითხრა:

“მე არც ისე ბევრი მარაგი მაქვს, მაგრამ სიამოვნებით გავიყოფ მას თქვენთან ერთად”.

ბავშვივით უხაროდა, სწრაფად მოამზადა გემრიელი საუზმე და სამ პორციად გაანაწილა. ბუტერბროდს მსუყე ლუკმა მოაკბიჩა და ასეთი სიტყვებით მოგვმართა:

“ამის შემდეგ კი ქამრის მჭიდროდ მოჭერა მოგვიწევს. მზად ხართ, ბიჭებო?”

მე და რემსიმ ბუტერბროდების ღეჭვით თანხმობის ნიშნად თავი დავუქნიეთ.

ეს ხდებოდა საერთო საცხოვრებლის ვესტიბიულში, სადაც ჩვენ სამნი ინდოეთში გამგზავრების დაწყებას ავღნიშნავდით. შემდეგ თურქეთის საელჩოს მივაკითხეთ, რათა გაგვეგო, დაკეტილი ხომ არ იყო საზღვარი. საელჩოში დაგვარწმუნეს, რომ საზღვარი ღიაა და ვიზები მეორე დღესვე ავიღეთ.

თურქეთში მოსახვედრად, თავიდან ავტოსტოპით ჩავაღწიეთ ბიბლიურ ქალაქ სალონიკამდე, საბრძნეთის ჩრდილოეთ ნაპირას, იქიდან კი გავემგზავრეთ კიპიში, ქვეყნის ყველაზე უკიდურეს ჩრდილო-აღმნოსავლეთ ნაწილში. დღეები გადიოდა, ჩვენ კი ვერაფრით ვახერხებდით გზად მიმავალი ავტომობილის დაჭერას. ამიტომ თურქეთის საზღვრამდე, რომელიც ევროპას და აზიას ჰყოფდა და მარიხუანისა და ჰეროინის მიწოდების მთავარი არხი იყო ახლო აღმოსავლეთ და სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიიდან, ფეხით მოგვიხდა ჩაღწევა. გამშვები პუნქტი დასახლებული ადგილებისგან მოშორებით იდგა. მისკენ მიმავალი გზა სასაზღვრო ღობით წყდებოდა, რომელიც თავისი შესახედაობითვე უკვე კარგს არაფერს გვიქადდა. ეკლიანი მავთულების რგოლებით დახუნძლული, იგი ჰორიზონტიდან ჰორიზონტამდე გადაჭიმულიყო. საზღვარს ავტომატებით შეიარაღებული ბერძენი ჯარისკაცები იცავდნენ. ყველაზე ახლო მყოფს რემსი მიუახლოვდა და ჰკითხა, თუ სად იყო საიმიგრაციო კონტროლის სამსახური. პასუხად ჯარისკაცმა ღობესთან ახლოს მდგარ მომცრო შენობაზე მიუთითა. აღმოჩნდა, რომ შენობაში არავინ იყო, არადა საღამო ახლოვდებოდა. რა უნდა გვექნა?

გადავწყვიტეთ, რომ ასე უბრალოდ არ დავიხევდით უკან, მაგრამ ერთადერთი პასუხი ჩვენი მცდელობებისა, რომ საიმიგრაციო სამსახურის წარმომადგენელი გვეპოვა, იყო ჯარისკაცების მხრიდან გულგრილობა, გაღიზიანება და გაუგებრობა. უცებ ერთი ახალგაზრდა ჯარისკაცი, რომელიც მთელი ამ ხნის განმავლობაში გვადევნებდა თვალყურს, სადღაც გაქრა. ხოლო წუთის შემდეგ ჩაიხანადან, რომელიც თავიდან ვერ შევამჩნიეთ, გამოვიდა საბერძნეთის საიმიგრაციო სამსახურის მოხელე. ეს იყო მოქუფრული მამაკაცი ხშირი ულვაშით. საფორმო ტანსაცმელი აშკარად მოკლე ჰქონდა. პირის კუთხე ხელსახოცი ქაღალდით მოიწმინდა, ეს უკანასკნელი ახალგაზრდა ჯარისკაცს გადასცა და მზერა ჩვენსკენ მომართა.

“რა გინდათ?” – გვკითხა მან.

რემსიმ აუღელვებლად უპასუხა:

“ჩვენ თურქეთის საზღვრის გადაკვეთა გვინდა”.

სასაზღვრო მოხელემ უნდობლად გადმოგვხედა:

“ეს შეუძლებელია. საზღვარი დაკეტილია. თურქეთში ქოლერა მძვინვარებს. არც ერთი ჭკუათმყოფელი არ გადავა ახლა თურქეთში”.

“საელჩოში გვითხრეს, რომ საზღვარი ღიაა, - მიახალა ჯეფმა, - ჩვენ გვინდა...”

“თქვენ წარმოდგენა გაქვთ, რა არის ქოლერის ეპიდემია? – განრისხებულმა გვიყვირა მოხელემ. – თუ გაგიშვებთ, უკან ვეღარ დაბრუნდებით. საბერძნეთის საზღვარი შემომსვლელთათვის დაკეტილია”.

მან აღმოსავლეთისკენ მიგვითითა, მობინდებული ცის მხარეს:

“იქ - არავის მიწაა, - თვალები მოწკურა და დაამატა: - თქვენ იცით რა არის ეს? ესაა უდაბნო, სადაც შხამიანი გველები და დამშეული მგლები გელოდებიან და სადაც არც საჭმელია და არც სასმელი”.

ჯეფმა კიდევ ერთხელ შეაწყვეტინა:

“მაშინ რატომ გვითხრეს ათენში, თურქეთის საელჩოში, რომ საზღვარი ღიაა? ჩვენ უკვე გადავიხადეთ ფული და ვალდებული ხართ გაგვიშვათ”.

ბრაზისგან მოხელეს ყელზე ვენები დაებერა. საზღვრის ჭიშკრისკენ თითით მიგვითითა და გვიყვირა:

“თურქეთის საზღვარი დაკეტილია. თუ თქვენ ამ, კარში გახვალთ, უკან აღარ შემოგიშვებენ. გესმით ჩემი? გირჩევთ იქ დაბრუნდეთ, საიდანაც მოხვედით. მე რამდენიმე წუთში მივდივარ. ამიტომ სწრაფად გადაწყვიტეთ”.

მზე ჰორიზონტს უახლოვდებოდა. ჩვენ იმდენი ხანი მოვანდომეთ თურქეთის საზღვრამდე ჩამოღწევას, რომ უკან დახევა აღარ შეგვეძლო.

“ჩვენ თურქეთში მივდივართ”, - ვუპასუხეთ ნაჩქარევად.

აღშფოთებულმა საიმიგრაციო მოხელემ ჯარისკაცებს ჭიშკრის გაღება უბრძანა. როცა კარი გავიარეთ, ზურგში მოგვაყვირა:

“ბრიყვებო, თქვენ ვეღარასოდეს დაბრუნდებით უკან!”

და მძიმე ჭიშკარი ჭრიალით დაიხურა ჩვენს უკან.

http://pix.ge/

Posted by: Lapis 5 Nov 2011, 01:04
cinemamu
up.gif გაიხარე )))
* * *
QUOTE
გავიხედ-გამოვიხედეთ და დავინახეთ ფრანგი, ფუტლიარში გიტარით, რომელიც ჩვენსავით ტკივილისგან იმანჭებოდა. ცოტა მოშორებით შვეიცარიელი ბიჭი იჯდა ვიოლინოთი, რომელიც ასევე ფუტლიარში იდო. ისიც მტკივნეულ ხელს იზელდა. მე კი როგორც ყოველთვის შარვლის ქამარზე ჰარმონიკა მქონდა დამაგრებული. ჩვენი მზერა ერთმანეთს შეხვდა და უსიტყვოდ წავიკითხეთ ერთმანეთის აზრები.
user posted image

Posted by: cinemamu 5 Nov 2011, 06:35
Lapis

გმადლობ! ვეძებდი მსგავს ფოტოს და ვერ ვიპოვე biggrin.gif
* * *



* * *
ჩვენ ნელა გავემართეთ წინ. “არავის მიწა” – ბუფერული ზონა ორ მტრულად განწყობილ ქვეყანას შორის – მართლაც ყველაზე უდაბური და უბადრუკი ადგილი აღმოჩნდა მათ შორის, რაც აქამდე მინახავს. მზე უკვე ჩადიოდა. შორს გველი შევამჩნიე, რომელიც გამომწვარ მიწაზე მიცოცავდა. ფოთლებგაცვენილი ხეები უსიტყვოდ იდგნენ, როგორც მცველები. ბნელდებოდა. ჩვეულ დროს გზის ეს მონაკვეთი საფრთხეს არ წარმოადგენდა, მაგრამ ახლა, ქოლერის ეპიდემიის და საბერძნეთის დახურული საზღვრის გამო აქ კაციშვილის ჭაჭანება არ იყო. ამასთან ფეხით მივდიოდით, თანაც ღამით, და ეს განსაკუთრებულად დაუცველებს გვხდიდა. უკან, დაახლოებით ათ მეტრში ვიღაცის ჩონჩხი შევამჩნიე, მაგრამ ვერ გავბედე თანამგზავრებისთვისაც გამემხილა ეს ამბავი.

ჩემი გული მღელვარებით იყო აღვსილი. რა იქნებოდა, თურქეთის საზღვარი რომ მართლა დაკეტილი დაგვხვედროდა? საელჩოში საწინააღმდეგოს ამბობდნენ, მაგრამ ეს ერთი კვირის წინ იყო. ხომ არ აღმოვჩნდებოდით სასიკვდილო ხაფანგში ამ “არავის მიწაზე”? სიბნელე და სიცივე ძალას იკრებდა. აქა-იქ მგლის ყმუილი გაისმებოდა ხოლმე, მაგრამ ჩვენ მაინც არ ვჩერდებოდით. ერთი ათენელი ვაჭრის სიტყვები გამახსენდა, რომელიც მაფრთხილებდა, რომ საბერძნეთის სამოქალაქო ომის დროიდან ბუფერულ ზონაში ბევრი ასაფეთქებელი მინა დარჩა.

“თუ ასეთ მინას დააბიჯებ, ფეხის გარეშე დარჩები.” – ამბობდა ის.

ამის გახსენებამ კიდევ უფრო შემაძრწუნა. ფრთხილად მივიწევდი წინ და განუწყვეტლად ვლოცულობდი. ხმამაღლა რაიმეს თქმას ვერც ერთი ჩვენგანი ვერ ბედავდა.

ოთხკილომეტრიანი გადასვლა ნეიტრალურ ზონაზე სიკვდილის ველზე სიარულს გვაგონებდა. კანკალმა შემიპყრო, თავს უმწეოდ და დათრგუნულად ვგრძნობდი. როცა უკვე გვეჩვენებოდა, რომ ეს ღამე არასოდეს დასრულდებოდა, ძალიან შორს მკრთალი სინათლე გამოჩნდა და სწორედ იქით გავეშურეთ. როგორც იქნა მივუახლოვდით ეკლიანი მავთულებით შემკულ სასაზღვრო ღობეს. დავინახეთ ჭიშკარიც, რომელზეც თურქეთის ლითონის დროშა იყო მიკრული. ნაბიჯი ავაჩქარეთ. ღობის იქით შეიარაღებული ჯარისკაცი იდგა, კბილებში პაპიროსით. რემსიმ თავისი ჩვეული აუღელვებელი ტონით გვიჩურჩულა:

“მე დაველაპარაკები”.

მან თავის პასპორტი ამოიღო და ჯარისკაცის ყურადღების მისაპყრობად ჩაახველა. როცა მან ჩვენს მხარეს გამოიხედა, რემსიმ, რომელსაც ერთ ხელში პასპორტი ეკავა, მეორეთი ჩვენზე მიუთითა, შემდეგ კი ჩვენს უკან ტერიტორიაზე.

ჯარისკაცმა გულგრილად ამოღერღა მხოლოდ ორი სიტყვა:

“საზღვარი დაკეტილია”.

“მაგრამ სერ, თქვენ უნდა გაგვატაროთ, წინააღმდეგ შემთხვევაში დავიხოცებით აქ. ბერძნები უკან აღარ შეგვიშვებენ”.

“საზღვარი დაკეტილია”, - ჯარისკაცმა პირიდან კვამლი ამოუშვა, თითქოს ამით თავისი სიტყვების შეუვალობა დაადასტურა.

ჩვენ არსად გვქონდა წასასვლელი და ტუსაღებად ვგრძნობდით თავს, რომლებიც შეწყალებას ითხოვენ. მაგრამ ამ ჯარისკაცისგან თანაგრძნობის მოლოდინი ამაო იყო. მისი განსწავლულობა ინგლისურში მხოლოდ ორი სიტყვით შემოიფარგლებოდა: “საზღვარი დაკეტილია”. ჯარისკაცმა სიგარეტის ნამწვი დააგდო, ჩექმის ქუსლით გასრისა იგი და სიბნელეს მიეფარა.

ოცი წუთის მერე კვლავ მობრუნდა და დაინახა, რომ ჩვენ დევნილებივით ისევ ალაყაფთან ვიდექით. ჯარისკაცმა გაბრაზებული ხმით მოგვაყარა:

“საზღვარი დაკეტილია. საზღვარი დაკეტილია. საზღვარი დაკეტილია!”

შემეშინდა, რომ ცეცხლს გაგვიხსნიდა. და ამ დროს ჭიშკარს ოფიცერი მოუახლოვდა. ჩანდა, რომ ინგლისური მასაც იმავე სკოლაში ჰქონდა ნასწავლი:

“საზღვარი დაკეტილია!”

ჩვენ ჩუმად ვიდექით და ადგილიდან არ ვიძროდით. ბოლოს და ბოლოს ჩვენმა სასოწარკვეთილმა ურყევობამ იმოქმედა ოფიცერზე და იგი დანებდა. ხის მომცრო სახლში შეგვიყვანა, ყველა ნივთი წაგვართვა პასპორტების, ფულის და ტანსაცმლის ჩათვლით და წავიდა, ჩვენ კი ჩაკეტილი დაგვტოვა. მხოლოდ საცვლებში, ცივ შენობაში ვიდექით და უკვე ვეჭვობდით, სად გვერჩივნა – აქ თუ “არავის მიწაზე”. რა გველის წინ? ნუთუ აქ დასახოცად დაგვტოვებენ?

ნახევარი საათი ამ იმპროვიზებულ ციხეში სიცივისგან და შიშისგან კანკალში გავატარეთ. როგორც იქნა ჩვენი მეციხოვნე დაბრუნდა. დაჟინებით შემოგვხედა, ტანსაცმელი დაგვიბრუნა, ბეჭდები ჩაგვირტყა პასპორტებში და ფართოდ გაიკრიჭა:

“კეთილი იყოს თქვენი მობრძანება დიდ თურქეთში!”

ჩვენ შოკირებულებმა გადავკვეთეთ თურქეთის საზღვარი და ჩვენთვის სრულიად უცხო სამყაროში აღმოვჩნდით.

http://pix.ge/
* * *


თავი მეექვსე

ჩვენ მესაზღვრეს ვკითხეთ, როგორ მიგვეღწია სტამბულამდე, და მან უკაცრიელ სოფლის გზაზე მიგვითითა, რომელიც ორ ბორცვს შორის სიბნელეში იკარგებოდა. გავუყევით ამ გზას, რომელიც აღმოსავლეთ ფრაკიის ნაყოფიერ მიწებზე იყო გაჭიმული, და მალე ქვის მეჩეთი და მინარეთი შევამჩნიე. ეს იყო პირველი მეჩეთი, რომელიც ცხოვრებაში მენახა. მისი გუმბათის სილამაზით მოხიბლული, სიხარულით სავსე მღელვარებას ვგრძნობდი ღმერთის ტაძართან შეხვედრის წინ.
გზაზე არც ერთი ავტომობილი არ ჩანდა, ჩვენ კი თითქმის ორასორმოცდაათი კილომეტრი გვქონდა გასავლელი. რა უნდა გვექნა? სანამ ვფიქრობდით, თუ როგორ ჩაგვეღწია სტამბულამდე, ძველი მოჯაყჯაყე სატვირთო ავტომობილი გამოჩნდა. როცა მოგვიახლოვდა, გაჩერდა. ჩვენდა გასაკვირად ძარაზე ხის სკამები იყო იდგა, და მათზე ათაიოდე პირქუში პოლიციელი იჯდა გაცვეთილი მუნდირებით. მანქანაზე ავძვერით და მათთან ერთად მოვთავსდით. პოლიციელები ხმას არ იღებდნენ. და მხოლოდ ერთმა, სამოქალაქო ტანსაცმელში, ყურში ჩამჩურჩულა:

მე ჰაშიშის ყიდვა მინდა თქვენგან. მომყიდი? ნუ გეშინია, არ ვარ პოლიციელი”.

“მე არ მაქვს ჰაშიში”, - ვუპასუხე მე, მაგრამ მაინც არ მეშვებოდა. მოგვიანებით სატვირთოდან ჩახტა , პოლიციელის ფორმა ჩაიცვა და მედიდური სახით წავიდა.
სტამბულში შუაღამეს ჩავაღწიეთ. როცა პოლიციის ქვეგანაყოფის მეთაურმა გვკითხა, თუ სად გვინდოდა გაჩერება, რემსიმ უპასუხა, რომ ჩვენ იაფფასიანი ღამის გასათევი გვჭირდებოდა. მეთაურმა სათვალის ზემოდან გადმოგვხედა, შემდეგ გვერდზე გავიდა და თავის თანაშემწეს რაღაცაზე მოეთათბირა. ბოლოს დაბრუნდა და გვითხრა რომ მის თანაშემწეს გავყოლოდით.

თანაშემწეს, რომელსაც დახეული და გახუნებული მუნდირი ეცვა, სრულიად შეუვალი სახე ჰქონდა. სიტყვაც არ უთქვამს და არც კი გამოუხედავს ჩვენს მხარეს. უკან მივყვებოდით სტამბულის ცარიელ ქუჩებში, და ყოველ მომდევნო კვარტალთან ერთად სიღარიბე უფრო მეტად გვხვდებოდა თვალში. როგორც იქნა მივხვდით, რომ თანაშემწეს სტამბულის ყველაზე მივარდნილ და მიყრუებულ ადგილებში მივყავდით, სადაც ქოლერა მძვინვარებდა. სიღატაკის და ეპიდემიის დანახულმა სურათებმა ძალიან დამთრგუნველად იმოქმედა ჩვენზე.

ხმის კანკალით ჯეფმა წარმოთქვა:

“დიდი შეცდომა დავუშვით. “არავის მიწაზე” უფრო უსაფრთხო იყო ყოფნა, ვიდრე აქ”.

რემსიმაც კი მძიმედ ამოიოხრა:

“ბიჭებო, ჩემი მოგზაურობების წლებში ჯერ არასდროს შემხვედრია ასეთი საშინელი ადგილი”.

მე ვცდილობდი მელოცა, მაგრამ ვერაფრით შევძელი დაწყნარება. სად მივყავდით?

საშიშ ღამის სიბნელეში მომაკვდავების ოხვრა და კვნესა ისმოდა. ამ ბინძურ ადგილებში ეპიდემია დიდ ხარკს იღბდა. მე სუნთქვისაც კი მეშინოდა. ქოლერის აკიდება ძალიან ადვილი იყო. შემდეგ იწყება ნაწლავური კოლიკები და ადამიანი საშინელი ტანჯვით კვდება. ჩვენ შეშინებულები და მარტოები ვიყავით, მაგრამ უკან მობრუნებასაც ვერ ვბედავდით.

უცებ ჩვენს წინ შუასაუკუნეების ქვის შენობა გამოჩნდა. გამოიყურებოდა იგი საკმაოდ ავისმომასწავებლად. ცუდმა წინათგრძნობამ შემიპყრო. ინტუიცია მკარნახობდა, რომ სანამ დრო იყო, აქედან უნდა გავქცეულიყავით. მაგრამ ჩვენმა გამცილებელმა ვიღაცას გაუღიმა და შიგნით შეგვიყვანა. ჩვენ სუსტად განათებულ ოთახში შევედით, რომელიც საბილიარდოს ფუნქციას ასრულებდა. მასში ათამდე ადამიანი იმყოფებოდა. სიგარეტს აბოლებდნენ და თან ბილიარდს თამაშობდნენ. ისე გამოიყურებოდნენ, როგორც ყველაზე მრისხანე განგსტერები. ისეთი ყინულივით მზერით გადმოგვხედეს, რომ კანკალმა შემიპყრო. თავში თავისთავად მოვიდა აზრი, რომ ეს ადამიანები ნებისმიერს მოკლავდნენ “თავანის” გულისთვის. მათი მეთაური, დაბალი, მაგრამ ძლიერი აღნაგობის მამაკაცი, კედელს იყო მიყუდებული. გასაშლელი დანით ფრჩხილებიდან ჭუჭყს იფხეკდა. მჭიდროდ შემოტმასნული მაისურის ქვეშ კარგად მოუჩანდა დაბერილი კუნთები. ჩვენი გამცილებლის დანახვისთანავე ჯიბეში ჩაიდო დანა, მასთან მივიდა და ლაპარაკი დაუწყო.

რაღაცაზე შეთანხმდნენ, ჟესტით გვანიშნეს, გავყოლოდით საბილიარდოს მეორე ბოლომდე საიდანაც მეორე სართულზე ჩაბნელებული კიბე ადიოდა. კიბის ერთ მხარეს კედელი იყო, მეორე მხარე კი ცარიელი იყო, და საფეხურები ღრმა სარდაფში ეშვებოდნენ. კიბეზე სრული წყვდიადი იდგა. იგი იმდენად მაღალი აღმოჩნდა, რომ ასვლისას ქშენა დავიწყეთ. მეორე სართულზე, რომელიც ასევე ჩაბნელებული იყო, მიგვიყვანეს ოთახამდე, სადაც ღამე უნდა გაგვეთია.

* * *
არავითარ გულითად მიღებაზე მინიშნებაც კი არ იყო. უფრო მეტიც, პატრონები მოითხოვდნენ, რომ ღამის გასათევად საფასური წინასწარ გადაგვეხადა. დავინახეთ რა მათი დაუფარავი მტრული განწყობა, როგორც იქნა მივხვდით, რომ უპატიებელი შეცდომა დავუშვით. ჩიხში აღმოვჩნდით. იაფ ღამისგასათევს ვეძებდით, მაგრამ ბანდიტების ბუნაგში აღმოჩენას არ ვგეგმავდით. რემსიმ პატრონებს განუცხადა, რომ თურქული ლირები არ გვქონდა, და დაინტერესდა, რა კურსით მიიღებდნენ დოლარებს.

“ამის შემდეგ ჩვენ მზად ვართ ნომერის ღირებულება განვიხილოთ, მხოლოდ ერთი ღამით”.

ჩვენ გავშეშდით, როდესაც ორჯერ უფრო ნაკლები კურსი შემოგვთავაზეს, ვიდრე ეს ოფიციალური ბანკის კურსი იყო. რემსიმ უარი უთხრა და ცდილობდა ზრდილობიანად შევაჭრებოდა უფრო მომგებიანი ფასისთვის, მაგრამ მათმა მეთაურმა იცოდა, რომ სხვა არჩევანი არ გვქონდა და ჩვენი მოსმენაც კი არ უნდოდა. სიბრაზისგან ალმოდებული სახით ანთებული სიგარეტი კედელს ესროლა და გასაშლელი დანა მოგვიღერა. მეთაური დაბალი იყო, მაგრამ მისგან მომავალი ულმობელი სისასტიკე შიშს ბადებდა ჩვენში. მისი შავი თვალების გამჭოლი მზერა რისხვით ანთებულიყო. ტუჩები უთრთოდა და შეშლილივით ყვიროდა. ის თავად რისხვის განსახიერება იყო, მისი მეგობრები კი უშფოთველად უყურებდნენ მიმდინარე მოვლენებს. ვერავის იმედი ვერ გვექნებოდა. ჩვენი გამცილებელი პოლიციელიც კი გაფითრებულიყო შიშისაგან. ბანდიტებმა ფული გამოგვართვეს და წავიდნენ. მარტონი დავრჩით ოთახში, რომელიც ციხის საკანს უფრო წააგავდა.
რა მოხდებოდა, ბანდიტები რომ დაბრუნებულიყვნენ ჩვენს გასაქურდად ან მოსაკლავად? ოთახიდან სხვა გასასვლელის ძებნა დავიწყეთ, მაგრამ ვერაფერი ვიპოვეთ. კარის გარდა რჩებოდა მხოლოდ ფანჯარა, რომელიც ძალიან მაღალზე იყო იმისთვის, რომ მისით გვესარგებლა. ხაფანგში ვიყავით.

“ჯეფ, კარი დაკეტე, - თქვა რემსიმ – შენ კი, მანქ, მომეხმარე, რომ კარი ამ ორადგილიანი საწოლით ჩავკეტოთ. ბანდიტები ვერ მოახერხებენ ოთახში შემოსვლას, სანამ გვეძინება.”

ყველაზე ნაკლებად რაზეც ვფიქრობდით ამ სიტუაციაში, ეს ძილი იყო. მიუხედავად ამისა რემსის აზრი საღად გვეჩვენა – როგორმე ხომ უნდა დაგვეცვა თავი. ხმაურის გარეშე მივაყუდეთ საწოლი კარებზე, შემდეგ კი მეტი თავდაჯერებულობისთვის საწოლის ლითონის საზურგე ბაწრით მივამაგრეთ კარის სახელურს. რემსი და ჯეფი ამ საწოლზე დაწვნენ, მე კი კედელთან მოვეწყვე ტახტზე. ჩვენი ოთახი სანაგვეს უფრო ჰგავდა, ვიდრე სასტუმრო ოთახს. ძალიან ნესტიანი და ცივი იყო. სინათლის ერთადერთი წყარო სუსტად მბჟუტავი ელექტრო ნათურა იყო, რომელიც ჭერზე პირდაპირ სადენზე კონწიალობდა. მწვანე საღებავი კედლებზე აცლილი იყო. კუთხეებში ობობას ქსელები ეკიდა, ოთახში მდგარი მყრალი სუნი კი გულისრევის შეგრძნებას იწვევდა. გადავწყვიტე ოთახი გამენიავებინა. დიდხანს ვეწვალე უზარმაზარ ფანჯარას, ძლივს გავაღე და ისევ წამოვწექი, მაგრამ ახლა უკვე რწყილებმა დამიწყეს კბენა. ამ ყველაფრის შემდეგ ძილზე ოცნებას აზრი არ ჰქონდა. ჩვენ უბრალოდ სიბნელეში ვიწექით და ველოდით.

დაახლოებით ერთ საათში გავიგონეთ, როგორ დატრიალდა კლიტეში გასაღები. კარი უხმაუროდ გაიღო და საწოლს მიებჯინა. თავიდან დაუპატიჟებელმა სტუმრებმა ძლიერად მოარტყეს კარებს. არ იცოდნენ, რომ სამივენი საწოლის მეორე ბოლოს მთელი ძალით ვაწვებოდით. შემდეგ ბანდიტები უფრო ძლიერად მოაწვნენ. როცა მიხვდნენ, რომ ბარიკადები გვქონდა მოწყობილი, ღრიალით დაიწყეს კარის შემომტვრევა. კარი თითქმის გაიღო, მაგრამ ჩვენც ჩვენი მხრიდან მივაწყდით საწოლს და კარი ისევ დაიკეტა. ამ სასიკვდილო შეტაკების ყველა მონაწილე სიგიჟემ შეიპყრო. როგორც კი საწოლზე ავხტი, რომ ისევ მიმემაგრებინა მისი საზურგე კარის სახელურისთვის, მაშინვე რომელიღაც თავდამსხმელმა კარის ღრიჭოდან სცადა დანა გაერჭო ჩემთვის. ჩემი ჭკუა ისტერიკამ მოიცვა: “ჩვენი მოკვლა უნდათ!”

შეტაკება გრძელდებოდა. თავდამსხმელები ერთი-მეორეს მიყოლებით ცდილობდნენ კარის შემონგრევას. მუქარებს გვესროდნენ და გვწყევლიდნენ, ჩვენ კი მთელი ძალით ვაკავებდით საწოლს. კარს რომ ვერ მოერივნენ, ბანდიტები უეცრად მიჩუმდნენ. ავისმომასწავებელი სიჩუმე ჩამოწვა.

მე რწყილებით სავსე ტახტზე წამოვწექი, რომ მომდევნო შეტაკებამდე ძალები აღმედგინა. თავში ერთი-მეორეზე უარესი აზრები მიტრიალებდა. რას ვაკეთებ აქ, ქოლერით შეპყრობილ სტამბულის ჯურღმულში, ბანდიტებისგან დევნილი?

ტახტზე ვწრიალებდი და მახსენდებოდა ცხოვრება, რომელიც ჰეილენდ პარკში დავტოვე.

მე – ჩვეულებრივი ბიჭი ვარ, რომელსაც მოსიყვარულე ოჯახი და მეგობრები ჰყავს. რატომ მივატოვე მშობლიური კერა, სადაც ასე კარგად და მშვიდად ვიყავი? ახლა უმწეო და მარტოსული ვარ. აქ ცხოვრების აზრის ძიებამ მომიყვანა; მაგრამ ნუთუ იმისათვის, რომ ღმერთს მივანდო საკუთარი თავი, აუცილებელია ამ განსაცდელების გავლა? – ვლოცულობდი მე.

მაგრამ პასუხი თითქოს თავისთავად მოვიდა. რაც იქნება იქნება. ე.ი ესეა საჭირო. ყველა შემთხვევაში ამ სიტუაციიდან მხოლოდ ღმერთს შეუძლია ჩვენი ხსნა.
ჩემი ლოცვა ძლიერმა ზათქმა დაარღვია. კარი საწოლს მოეჯახუნა. შტურმის მეორე მცდელობა დაიწყო. ჩვენს სისხლს მოწყურებული ბანდიტები მძვინვარედ ღმუოდნენ და კარის შემონგრევას ცდილობდნენ. მცირე უყურადღებობაც კი ჩვენი მხრიდან დაღუპვას გვიქადდა. მიუხედავად საშინელი სიცივისა, ყველანი ოფლში ვცურავდით.

ვიხუთებოდით და ფეხქვეშ მიწა გვეცლებოდა. ხელებში ძალა აღარ გვქონდა. თავდამსხმელები კი თითქოს საერთოდ ვერ გრძნობდნენ დაღლას. მათი ყვირილი თავზარს გვცემდა. ამასობაში ჩემი შარდის ბუშტი გაივსო და მეჩვენებოდა, რომ სადაცაა უნდა გამსკდარიყო, მაგრამ ერთადერთი საპირფარეშო კარს იქით, კორიდორში იყო. ერთდროულად სამ ფრონტზე მიხდებოდა ბრძოლა: არ უნდა შემომეშვა ბანდიტები, უნდა შემეკავებინა შარდის ბუშტის მოთხოვნილება და მიმდინარე მოვლენები უნდა გამეაზრებინა.

ბოლოს ვეღარ გავუძელი, რემსი და ჯეფი მივატოვე, ფანჯრის რაფაზე ავძვერი და პირდაპირ ქუჩაში დავიწყე შარდვა. უცებ ქალის კივილი გაისმა, თანაც ისეთი ხმამაღალი, რომ ყურებმა წუილი დამიწყო. სახლებს შორის მანძილი ხუთ მეტრს არ აღემატებოდა და ჩემი მოპირდაპირე სახლის ფანჯრიდან ბებერი მუსულმანი ქალი მიყურებდა შავი ფარანჯით. სასოწარკვეთილმა ვერ შევნიშნე იგი, მიუხედავად იმისა, რომ დაჟინებით მიყურებდა. ჩემი უადგილო ქცევით შეურაცხყოფილი ქალი ზიზღით გაჰკიოდა. ეს უკვე მეტისმეტი იყო. აღარ ვიცოდი რა მექნა, ფანჯრის რაფაზე შარვალჩახდილი ვიდექი, მოხუც ქალთან სახით პირისპირ, და მის წინაშე ბოდიშების მოხდით, შარდვას ვაგრძელებდი.

მოხუცმა სახეში ფეხსაცმელი მესროლა და თან წყევლა მომაყოლა. ნასროლი ზუსტი აღმოჩნდა. რაფიდან ჩამოვხტი და ფანჯარა დავკეტე. თან გატეხილი ცხვირიდან და ტუჩიდან სისხლს ვიწმენდდი. მაგრამ ჯერ კიდევ არ მქონდა დამთავრებული: ჩემი შარდის ბუშტი კვლავინდებურად სავსე იყო. ამ დროს რემსის განწირული ყვირილი მომესმა:

“მანქ, ჩქარა მოდი აქ! აღარ შეგვიძლია ამათი შეკავება!”

სამივე ბრძოლას ვაგებდი. ეს აუტანელია! – ღმერთს შევევედრე, - ღმერთო მიშველე! და უცებ გონება გამინათდა: მოხუცის ფეხსაცმელში განვაგრძე შარდვა, მერე მაგიდის ყუთში დავმალე იგი და კვლავ შეტაკებაში ჩავერთე. მთელი ძალით მივაწექით საწოლს და მორიგი თავდასხმა მოვიგერიეთ.

რაც არ უნდა ყოფილიყო საჭმელ-სასმელის გარეშე დიდხანს ვერ გავძლებდით. ჩვენი კაპიტულაცია მხოლოდ დროის საკითხი იყო. უკვე განთიადი დგებოდა და გადავწყვიტეთ, რომ ჩვენი ერთადერთი საშველი – ეს იყო კარიდან შეუმჩნევლად გაძრომა შემოტევებს შორის შუალედში.

ჩვენი სიცოცხლე სასწორზე შევაგდეთ გადარჩენის მოჩვენებითი შანსის გამო. არ ვიცოდით, იდგა თუ არა ვინმე კარს უკან. თუ იდგა, მაშინ უეჭველი სიკვდილი გველოდა. მაგრამ ეს ჩვენი ერთადერთი შანსი იყო. ვცდილობდით არ გვეხმაურა და ნელა გავაღეთ კარი. კორიდორში ისეთი სიბნელე იდგა, რომ საკუთარ ხელსაც კი ვერ ვარჩევდი. ფეხისწვერებზე მივიპარებოდით, იატაკი კი ხმამაღლა ჭრიალებდა და ჩვენს გაცემას ცდილობდა. რომელიმე ბანდიტს ხომ არ შევეჩეხებით სიბნელეში? გული საშინლად მიცემდა. როგორც იქნა კიბეს მივადექით. კედელს გავყევით და ფრთხილად ჩავედით უსწორმასწორო საფეხურებზე. სუსტად განათებულ ოთახში საბილიარდო მაგიდაზე ჩვენს ყარაულ ბანდიტს ეძინა. სუნთქვაშეკრულებმა გავიარეთ მთელი ოთახი და კარს მივადექით.

კარი დაკეტილი აღმოჩნდა, საკეტი კი არაფრით არ გვნებდებოდა. ადრე არასოდეს გვენახა ასეთი კონსტრუქციის საკეტი და რიგრიგობით სასოწარკვეთილნი ვცდილობდით მის გაღებას. საბოლოოდ ჩვენმა ხმაურმა ბანდიტი გააღვიძა, და მან თავის ამფსონებს მოუხმო. ოთახის მეორე მხარეს ფეხის ნაბიჟების ზრიალი გაისმა.

“ო ღმერთო! – ვიყვირე მე. – გააღე რემსი! ჩქარა გააღე!”

“ვცდილობ, ვცდილობ!”

ყველანაირად ატრიალებდა საკეტს, მაგრამ უშედეგოდ. ჩვენი მადევრების ფეხის ხმაზე ცუდად ვხდებოდი. როცა მოგვიახლოვდნენ, საკეტი დაგვნებდა, და მყისვე ქუჩაში გავცვდივდით. ზურგჩანთებით და სხვა ნივთებით ისე გავრბოდით, როგორც არასოდეს აქამდე. უკანმოუხედავად ვირბინეთ, სანამ ტაქსი არ დავინახეთ. სტამბულში მხოლოდ ერთი ადგილის დასახელება ვიცოდით.

“ცისფერი მეჩეთი, ცისფერი მეჩეთი!” - ერთად დავუყვირეთ მძღოლს.

მაგრამ მან სარკეში ბანდიტები შეამჩნია და ავტომობილის დაძვრას არც კი ფიქრობდა. მიხვდა, რომ მსუყე ლუკმის მოპოვების შანსი მიეცა.

“ორასი დოლარი” – მოითხოვა მძღოლმა.

“რა? ორასი დოლარი?” – წამოიყვირა ჯეფმა.

მძღოლმაც ხმამაღლა იყვირა:

“ორასი დოლარი! ორასი დოლარი!”

ჩვენ სწრაფად დავთანხმდით:

“კარგი, ორასი დოლარი, ორასი დოლარი”.

მანქანა მკვეთრად მოწყდა ადგილს. მაგრამ ნუთუ მართლა გადავრჩით?

ჯეფი, ჩვენი ხაზინადარი, შეწუხებული ჩანდა.

“ვერ მივცემთ ორას დოლარს, - გვიჩურჩულა მან. – როგორ ფიქრბთ, მოგვკლავს ფული რომ არ მივცეთ?”

ამის გარკვევა არ გვინდოდა და პირველივე შუქნიშანზე გადმოვხტით მანქანიდან.

“ორასი დოლარი! ორასი დოლარი!” – მოგვაყოლა უკნიდან მძღოლმა, მაგრამ ჩვენი კვალის ნასახიც კი აღარ ჩანდა.

* * *









ვიდეო, სადაც რადჰანათჰა სვამი ამ წიგნის ეპიზოდების შესახებ (და არა მარტო) ჰყვება. საკმაოდ მკაფიო და გასაგები ინგლისურით საუბრობს:

Yoga of the Heart with Radhanath Swami

http://vimeo.com/29249887

Posted by: xixani 6 Nov 2011, 02:35
პდფ ან მობი ფორმატში ხომ არ გაქვს მაგი წიგნი ინგლისურად?

Posted by: cinemamu 6 Nov 2011, 05:38
xixani
QUOTE
პდფ ან მობი ფორმატში ხომ არ გაქვს მაგი წიგნი ინგლისურად?


არა. ინგლისურად ამ წიგნის გამოწერა მხოლოდ ინტერნეტით შეიძლება. მე თვითონ რუსულიდან ვთარგმნი და ტექსტური ელ-ვერსია რუსულადაც არ გამოსულა ჯერ.

Posted by: Kasaby 6 Nov 2011, 05:41
მე დავდიოდი იოგაზე smile.gif

პუყლსის პოვნა დავამუღამე smile.gif

Posted by: cinemamu 6 Nov 2011, 11:30
თავი მეშვიდე

ვცდილობდით სასწრაფოდ დაგვეტოვებინა სტამბული და ბილეთები ავიღეთ ბორანზე, რომელიც ბოსფორის გავლით მიცურავდა. დაღლილები, მაგრამ კმაყოფილები ვიდექით ხალხით სავსე გემბანზე და მზის ამოსვლას ვუყურებდით. ჩვენს თავზე ფრინველები ლივლივებდნენ. მე მადლიერების ნიშნად ქედი მოვიხარე. შემდეგ უკან მოვბრუნდი დიდებული ქალაქისკენ, რომელიც თანდათან უჩინარდებოდა ჰორიზონტის ხაზიდან. გასულ ღამეს უთუო სიკვდილი გვემუქრებოდა, მაგრამ ჩვენ არ დავნებდით და გაქცევის სასოწარკვეთილი მცდელობის შედეგად გადავრჩით, რადგანაც იმედი არ გვტოვებდა. ღმერთის იმედი საშუალებას აძლევს ადამიანს, რომ წარმოუდგენელი დაბრკოლებები გადალახოს. ჩვენ არ დაგვიკარგავს ეს იმედი მაშინ, როცა საშინელ მდგომარეობაში აღმოვჩნდი, და ამით მაღალი ძალები მოვიხმეთ საშველად, რომლებმაც ჩვენი ქმედება წარმართეს და ბოლოს და ბოლოს გადაგვარჩინეს. მე ჯერ კიდევ მიკანკალებდა ხელები, სისხლში კი ადრენალინი მოძრაობდა, მაგრამ გულის სიღრმეში მადლობას ვუძღვნიდი მკვლელების ბანდას. გახდნენ რა იარაღი განგების ხელში, მათ შეუფასებელი გაკვეთილი მომცეს და მომავალი მოგზაურობისთვის შემამზადეს.

ასეთი მტრული დახვედრის შემდეგ, რომელიც სტამბულში მოგვიწყვეს, ჩვენთვის სრულიად მოულოდნელი იყო ის სტუმართმოყვარეობა, რომლითაც აღმოსავლეთ თურქეთის მაცხოვრებლებმა მიგვიღეს. ისინი ხშირად გვპატიჟებდნენ თავისთან და სადილით გვიმასპინძლდებოდნენ. ჩვეულებრივ ტრაპეზი უბრალო იყო და ნაციონალური თურქული პურისა და ჩაისგან შედგებოდა, მაგრამ სადილის უბრალოება დიდი სითბოთი და სტუმართმოყვარეობით ნაზღაურდებოდა. მე ასევე მომხიბლა უამრავი მეჩეთის უჩვეულო არქიტექტურამ და ყოველ შესაძლო შემთხვევაში ვცდილობდი მომენახულებინა ღმერთის ეს დიადი სამყოფელები.

მოგზაურობის ჩვენს მიერ არჩეული ფორმა ძირითადად უფულობით იყო ნაკარნახები. ჩვენ ან ავტოსტოპით ვმგზავრობდით, ან საზოგადოებრივი ტრანსპორტით. – ძველი ავტობუსის ვიწრო სალონში ან სატვირთო ავტომობილის ძარაზე ადგილობრივ მაცხოვრებლებთან და მათ შინაურ ცხოველებთან ერთად. ჩვენ გავიარეთ ცენტრალური თურქეთის უნაყოფო, ქარით გამომშრალი მიწები და ცოტა ხნით ანკარაში შევჩერდით, სადაც შიშველ ბორცვებზე თხების და ცხვრების ფარა ძოვდა ბალახს. ორკვირიანი მგზავრობის შემდეგ ქვეყნის აღმოსავლეთში, მაღალმთიან მხარეში ჩავედით. ღამეები გაცილებით უფრო ცივი გახდა. თითქმის ათასხუთასი კილომეტრის მოშორებით ვიყავით სტამბულიდან, როცა მომდევნო უსიამოვნება შეგვემთხვა.

მე ძალიან მწვავე ფორმის დიზენტერია დამემართა და რადგანაც მოგზაურობის გაგრძელება აღარ შემეძლო, იძულებით გავჩერდით ქალაქ ერზრუმში და ადგილობრივებს ვთხოვეთ, რაც შეიძლება იაფი საცხოვრებელი ესწავლებინათ. მათ ჩაიხანაში წაგვიყვანეს, რომელიც ქალაქის განაპირა ნაწილში იდგა და შენობის მესამე სართულზე დაგვაბინავეს. ყველაზე დიდი უსიამოვნება საპირფარეშომ მომანიჭა. ის პირველ სართულზე მდებარეობდა და მაქამდე ჩასაღწევად მაღალი ქვის კიბე უნდა ჩამევლო ოცდაათამდე საფეხურით. საპირფარეშო წარმოადგენდა ხვრელს იატაკში კიბის მარცხნივ. განმარტოებულობის შეგრძნებას გამომპალი ხის ფიცრებისგან შეკოწიწებული გამყოფი ზღვარი უზრუნველჰყოფდა. როცა ორმო ივსებოდა, მას ნიჩბით ცლიდნენ, მაგრამ ფაქტი იყო, რომ ამას იშვიათად აკეთებდნენ. ორმოდან ამოსული სიმყრალე გულს მირევდა, ჰაერი კი იმდენად მძაფრი იყო, რომ დახრჩობაც კი შეიძლებოდა. მიუხედავად ამისა რამდენიმე დღის განმავლობაში მე ფაქტიურად ვცხოვრობდი ამ საშინელ საპირფარეშოში. მისი მონახულების შემდეგ დიდი ძალისხმევით ავდიოდი მესამე სართულზე მხოლოდ იმისთვის, რომ მაშინვე სირბილით უკან ჩამოვბრუნებულიყავი. ძლიერი გულისრევის შეგრძნებამ, ღებინებამ და ნაწლავების გამუდმებულმა სპაზმებმა ძალიან გამომფიტა. ჩემი მეგობრები მოთმინებით ელოდნენ ჩემს გამოჯანმრთელებას და მთელი დღეები ქალაქში დახეტიალობდნენ.
ერთხელ, როცა მარტო ვიყავი, ჩვენს ოთახში უცნობი შემოვიდა და ჯეფის ზურგჩანთაში დაიწყო ქექვა. როცა მასში შვეიცარიული დასაკეცი დანა აღმოაჩინა ზერელედ წარმოთქვა: “ერთი ლირა!” შემდეგ მაგიდაზე ღირსების სრული შეგრძნებით დააგდო მონეტა და თავის მონაპოვართან ერთად გარეთ გაეშურა. “კი მაგრამ, დანა გაცილებით უფრო მეტი ღირს”, - აღშფოთებულმა გავიფიქრე და გადავწყვიტე ჩემი მეგობრის საკუთრება დამეცვა. სისუსტე გადავლახე, საწოლიდან დიდი გაჭირვებით წამოვდექი და ლასლასით უკან გავყევი დაუპატიჟებელ სტუმარს. ქვემოთ დავეწიე და ზრდილობიანად მოვთხოვე, რომ დანა დაებრუნებინა, რაც არც თუ ისე დიდი კმაყოფილებით გააკეთა.

“გთხოვთ, გვიან შემოიარეთ და ჯეფს დაელაპარაკეთ”, - ვუთხარი მე. უცნობი ჩუმად წავიდა.

ხუთი წუთიც არ გასულა და ოთახში თურქების მთელი ბრბო შემომეჭრა. გაუწყლოებისგან და მაღალი ტემპერატურისგან გათანგულს, წამოჯდომაც კი არ შემეძლო, არათუ თავის დაცვა. დაუპატიჟებელ სტუმრებს სწორედ ის მამაკაცი მოუძღვებოდა, რომელიც ცოტა ხნის წინ დანის მოპარვას ცდილობდა. თითი ჩემსკენ გამოიშვირა და დაიყვირა:

“პაკისტანელია, პაკისტანელია! ეს პაკისტანელია!”

ბრბო მრისხანებამ მოიცვა. თურქები ჩემს საწოლს გარს შემოერტყნენ. ხელკეტების და ხანჯლების ქნევით ერთხმად იყვირეს:

“სიკვდილი პაკისტანელს! სიკვდილი პაკისტანელს!”

მე მარტო ვიყავი და არ ვიცოდი რა მექნა. რა დამრჩენოდა ლოცვის გარდა?

სასწრაფოდ ამოვიღე ჩემი ამერიკული პასპორტი და ვანახე მათ:

“შეხედეთ, მე ამერიკელი ვარ!”

ბრბოს ხანშიშესული თურქი გამოეყო, რომელიც როგორც ჩანს მთავარი იყო მათ შორის. პასპორტი გამომართვა და იმიგრაციული მოხელესავით ყურადღებით დაათვალიერა. შემდეგ გადმომხედა და მშვიდად მკითხა:

“ესე იგი არ ხარ პაკისტანელი?”

“არა”

“ამერიკელი ხარ?”

“დიახ”, - ვუპასუხე მე.

ხანშიშესული თურქი ჩემსკენ დაიხარა, რათა ხელი ჩამოერთვა.

“ძალიან კარგი, ჩვენ გვიყვარს ამერიკელები. თქვენ თურქეთს იარაღით ამარაგებთ”.

თურქებმა ჩემდამი პატივისცემა გამოხატეს და წავიდნენ.

აზრზე მოსვლაც ვერ მოვასწარი, რომ ისევ მომესმა კიბეებზე ფეხების ბრახა-ბრუხი. და თურქების ბრბო ისევ შემოცვივდა. მაგრამ ამჯერად მშვიდობით მოვიდნენ, და პური და ჩაი მომართვეს.

მოხუცმა წარმოთქვა:

“შენ ამერიკელი ხარ. ეს ძალიან კარგია. ჩვენ პატიებას გთხოვთ. ახლა კი ჭამე”.

მადა საერთოდ არ მქონდა. უფრო მეტიც, საჭმლის სუნზეც კი გული მერეოდა. ვხვდებოდი, რომ თუ ამ ძღვენს მივირთმევდი, დარჩენილი დღის და მთელი ღამის საზიზღარ საპირფარეშოში გატარება მომიწევდა. მაგრამ რა უნდა მექნა? უარს თურქები შეურაცხყოფად მიიღებდნენ. მათი სტუმართმოყვარეობის წესები ვერ დაუშვებდნენ ამას. მე ძალისძალათი გავიღიმე და თურქების გასახარად პურის ყველა ნაჭერი შევჭამე, რაც კი თეფშზე იდო. შედეგმა დიდხანს არ დააყოვნა.

* * *

ნელ-ნელა გამოკეთება დავიწყე. ერთ საღამოს მარტო ვსეირნობდი ქვიშიან გზაზე. განცვიფრებული ვიყავი გარშემომყოფი ადგილების სიღატაკით. ადგილობრივი მაცხოვრებლები მთელი ოჯახებით ქოხებში ცხოვრობდნენ, და თითქმის არანაირი ქონება არ ჰქონდათ. ადამიანები, რომლებიც გზაზე მხვდებოდნენ, მშივრები და მოღუშულები იყვნენ. დასავლეთში ასეთი სიღატაკის წარმოდგენაც კი გაგიჭირდებოდა კაცს. ჯერ კიდევ ოქტომბერი იყო, მაგრამ უკვე დაიწყო ცივი ღამეები – ნიშანი მოახლოებული ზამთრისა, რომელიც თურქეთის ამ მხარეში ხანგრძლივი და მკაცრია.

ჩვენს ოთახში მოსახვედრად, ჯერ ჩაიხანა უნდა გაგევლო, რომელიც სახლის პირველ სართულზე იყო განთავსებული. იმ საღამოს, ჩაიხანაში, უეცრად ხელი მომკიდა და თავის გვერდზე ძალით დამსვა ოცდაათ წლამდე ღონიერი აღნაგობის მამაკაცმა, სქელი შავი თმითა და წვრილი ულვაშით. თუ სხვების მისადმი დამოკიდებულებით ვიმსჯელებდით, იგი ძალიან პატივცემული ადამიანი ჩანდა. მან ჩაის ჭიქა გამოაჩოჩა ჩემსკენ და თავისი შავი თვალებით მწველი მზერა მომაპყრო. ტუჩები და ტანი უთრთოდა. არასოდეს არ მენახა აქამდე ემოციების ასეთი ძლიერი გამოხატულება. მამაკაცი ინგლისურად არ საუბრობდა. ოქროს ბეჭედი მაჩვენა, რომელზეც არაბული წარწერა იყო ამოტვიფრული და გააფთრებული ლომივით დაიღრიალა: “ალლა-ა-ჰ!” შემდეგ მკვეთრად მომიშვირა თითი სახეში, რითაც მიჩვენა, რომ ჩემგან ღმერთის სახელის გამეორებას მოითხოვდა.

მისი მზერის ატანის ძალა არ მქონდა, ამიტომ ჩაის ჭიქას მივაშტერდი. მასში არ იყო არც რძე და არც ნაღები. მხოლოდ ერთი შაქრის ნატეხი ნელ-ნელა დნებოდა ძროზე.

თანამოსაუბრემ ნიკაპზე მომკიდა ხელიდა მაიძულა პირდაპირ თვალებში შემეხედა მისთვის. მე მომინდა ამ შაქრის ნატეხივით დავმდნარიყავი და გავმქრალიყავი. უცნობმა კვლავ თითი მატაკა სახეში და დაიღრიალა: “ალლა-ა-აჰ!”

ცხადი იყო, რომ მისი სურვილის დაკმაყოფილება ჩემსავე ინტერესებში შედიოდა, ამიტომ ღრმა პატივისცემით ჩავილუღლუღე: “ალლაჰ”.

მაგრამ ჩემი თანამოსაუბრე სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით სიგიჟემ შეძრა. ისე შემომხედა, თითქოს თავისი მზერით ჩემი ფერფლად ქცევა უნდოდა. ვეღარ მოითმინა და მუშტი ძლიერად დაჰკრა მაგიდას: “არა! ალლა-ა-აჰ!” ჭიქები იატაკზე გადმოცვივდა, და ჩვენს გარშემო ხალხი შემოიკრიბა. უცნობმა კიდევ უფრო აუწია ხმას: “არა! ალლა-ა-აჰ!” ამასთან ჩაიხანის სტუმრებმა ისე შემომხედეს, თითქოს მათი სიწმინდე წამებილწოს. უცნობმა ძლიერი თითი მკერდში მატაკა, სკამიანად კედელთან მიმიმწყვდია და მრისხანედ მომთხოვა, რომ მასავით აღტკინებით წარმომეთქვა ღმერთის სახელი.

ჩემი მოგზაურობის მანძილზე უკვე მერამდენედ ვგრძნობდი, რომ სიკვდილის ანგელოზმა ჩემს თავზე ფრთები გაშალა. რაღა დამრჩენოდა, თუ არა ყოვლისშემძლე ალლაჰისთვის შველის თხოვნა? მე ავდექი ხელები აღვაპყრე და მთელი გულით ვიყვირე: “ალლა-ა-აჰ!”

სიჩუმე ჩამოწვა. უცნობი დიდხანს მიყურებდა თვალებში, შემდეგ კი თანხმობის ნიშნად თავი დამიქნია და ჩაიხანა დატოვა. ყველა თავის მაგიდას მიუბრუნდა, მე კი გაოგნებული სკამზე ჩამოვჯექი და ცოტა ხანი გონზე მოსასვლელად დამჭირდა. ასე ჯერ არავის უქადაგია ჩემთვის.

http://www.radikal.ru

Posted by: cinemamu 7 Nov 2011, 14:47
თავი მერვე

როდესაც გამოვჯანმრთელდი, მე რემსიმ და ჯეფმა აღმოსავლეთისკენ მოგზაურობა განვაგრძეთ. იმ დროს მოგზაურთა მთელი სუბკულტურა არსებობდა, რომლებიც ჯიბეში გროშის გარეშე მთელს მოფლიოში მოგზაურობდნენ. უმეტესობა მათგანი თავგადასავლების ჩვეულებრივი მაძიებელი იყო, მაგრამ ისეთებიც გვხვდებოდნენ, რომლებიც ცხოვრების აზრის საძებნელად დადგომოდნენ შორ გზას. ასეთ ადამიანებთან შეხვედრა ყველაზე მოულოდნელ ადგილებში შეიძლებოდა. ერზრუმში რემსი და ჯეფი რამდენიმე ასეთ მოგზაურს გადააწყდნენ, რომლებსაც მანამდე უკვე დაეთანხმებინათ ავტობუსის მძღოლი, თეირანამდე უფასოდ ჩაყვანაზე. ჩვენც გადავწყვიტეთ მათ კომპანიას შევერთებოდით. ავტობუსის სალონის ერთი ნახევარი ტვირთით იყო სავსე, მეორეში კი საკმარისი ადგილი რჩებოდა რამდენიმე მგზავრისთვის. ასე გადავჭერით თანამოძმე-მოგზაურებთან ერთად თურქეთის საზღვარი და აღმოვჩნდით ირანში.
საიმიგრაციო კონტროლის დიდებულ შენობაში შაჰის ფოტო მთელი კედლის ზომაზე იყო გამოფენილი. მაგრამ კიდევ უფრო შტამბეჭდავი იყო მსხვილი შრიფტით დაწერილი გაფრთხილება აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტისა იმის შესახებ, რომ ირანის კანონების თანახმად, ჰაშიშის და სხვა ოპიატების შენახვა, ტრანსპორტირება და გავრცელება სიკვდილით ისჯება. ირანის მთავრობის მიერ ამერიკის მოქალაქის დაპატიმრების შემთხვევაში დეპარტამენტი უძლური იყო რაიმე მოემოქმედა.

მძღოლი საბუთების გაფორმებამ დააყოვნა, ჩვენ კი ავტობუსში დავბრუნდით. საღამო დადგა. მალე ავტობუსს ბავშვების მთელი ბრბო შემოერტყა, რათა შუშებიდან უცხოელები დაენახათ. მიუხედავად დახეული ტანსაცმლისა, ბავშვები ძალიან ლამაზები იყვნენ. მათით ვტკბებოდი, ოთხიოდე წლის ბავშვს გავუღიმე. საპასუხოდ ისეთი მძულვარებით სავსე მზერა მომაპყრო, რომ სუნთქვა შემეკრა. ნუთუ ბავშვს ასეთი სიძულვილი შეუძლია? შემდეგ ეს მზერა კიდევ დიდხანს მდევნიდა ხოლმე ღამ-ღამობით. საშინელებაა ასეთი რამის ნახვა! ოჯახის გავლენამ ან სიტუაციათა თანხვედრამ შეიძლება ბავშვი სიყვარულზე, შიშზე ან სიძულვილზე დააპროგრამოს მანამ, სანამ თვითონ ისწავლიდეს რაიმეს გაგებას.

ჩვენ უძველეს ქალაქ თებრიზში ჩავედით. სანამ ქუჩებში მარტო დავხეტიალობდი და ავტობუსის გასვლას ველოდი, სტუმრად ერთმა კეთილგანწყობილმა ოჯახმა მიმიწვია. ეს ხალხი აგურის მომცრო სახლში ცხოვრობდა, რომელშიც სულ ორი ოთახი იყო. ამ ოჯახში ყველა ქალი უკვე რამდენიმე წელია ხელით ქსოვდა დიდ სპარსულ ხალიჩას. დედა და მისი ქალიშვილები ღარიბული სახლის იატაკზე იჯდნენ და მოთმინებით ქმნიდნენ ხელოვნების შეუდარებელ ნიმუშს. ხალიჩის ულამაზესი ორნამენტები ხელით მოქარგული მრავალი კვანძისგან შედგებოდა. მათი რაოდენობა ერთ კვადრატულ სანტიმეტრზე ასობით დაითვლებოდა. ბეწვის ძაფები, ნატურალური საღებავებით შეღებილნი, ბრწყინავდნენ და შეუდარებელ ფერებში გადადიოდნენ ერთმანეთში. წითელი და ლურჯი, მწვანე და ფორთოხლისფერი, ყვითელი, თეთრი და იისფერი – ეს მხოლოდ მცირე ნაწილია ძაფების იმ მრავალფეროვნებისა, რომლებისგანაც ქალები დიდი რუდუნებით ქარგავდნენ ხალიჩის ორნამენტებს.

http://pix.ge/

მასპინძლები ისეთი სულგრძელნი და სტუმართმოყვარენი იყვნენ, რომ მე მაშინვე მათი ოჯახის წევრად ვიგრძენი თავი. ერთი სიტყვაც კი არ იცოდნენ ინგლისურად, მაგრამ ამას ჩვენთვის ხელი არ შეუშლია. სავახშმოდ გავემზადეთ. მამაკაცები იატაკზე მოთავსდნენ და მთხოვეს მათ გვერდით დავმჯდარიყავი. ტრაპეზის წინ, რომელიც ლავაშისგან და ჩაისგან შედგებოდა, ლამაზი სამადლობელი ლოცვა წაიკითხეს. გახურებულ ვახშმობის დროს ოთახში ამაყი ღიმილით ოჯახის ათი წლის ვაჟი შემოვიდა. მან სასიამოვნო სიურპრიზი – ეზოში დაკრეფილი ფინიკი შემოგვიტანა. მომიახლოვდა და პირდაპირ თეფშზე დამიდო მშვენიერი ფინიკები. ყველას გაეცინა და მომილოცეს.

დღეში ხუთჯერ ოჯახის წევრები ყველა საქმეს ტოვებდნენ, რათა ალლაჰისთვის და წმინდა ქალაქ მექასთვის ლოცვები აღევლინათ. ჩემზე ღრმად იმოქმედა მათმა მორჩილებამ და ღმერთისადმი გულწრფელმა ერთგულებამ. ღმერთის მადლობელი ვიყავი ასეთ შესანიშნავ ადამიანებთან შეხვედრისთვის და მადლობელი ვიყავი ამ ადამიანების მიმართაც ჩემდამი, შემთხვევითი მოგზაურისადმი გამოვლენილი სიკეთის გამო.

* * *
ჩვენმა ავტობუსმა გზა განაგრძო საიდუმლოებებით მოცულ ირანის უძველეს მიწაზე. გარშემო, რამდენადაც თვალი წვდებოდა, სწორი და უნაყოფო უდაბნო გაჭიმულიყო. შეიძლებოდა რამდენიმე საათი გევლო და სიცოცხლის ერთი ნიშანიც კი ვერ შეგემჩნია. ხანდახან შორს ქვიშის ბორცვების ან პატარა ქოხებისგან შემდგარი აულების დანახვა შეიძლებოდა. დღის სიცხეს ვემალებოდით და ძირითადად ღამით ვმოძრაობდით. ერთ-ერთი ასეთი ღამე ახალმთვარეობას დამეთხვა. უზარმაზარი უმთვარეო ცა ჰორიზონტამდე მოჭედილიყო უთვალავი ვარსკვლავით. ამ სანახაობით მოჯადოებულნი ფანჯრებს ავეკარით. თანამგზავრებმა ჰარმონიკაზე დაკვრა მთხოვეს, და მე ისე, რომ თვალი არ მომიცილებია ვარსკვლავთა ოკეანისთვის, ჩემთვისვე მოულოდნელად შევასრულე ღმერთისკენ ჩემი გულწრფელი სწრაფვის შესახებ მელოდია. მთელი ჩემი გული ჩავდე ამ მელოდიაში. სიტყვა არავის დაუძრავს, სანამ ჩემი სევდიანი მღერა ისმოდა, ხოლო როცა დავამთავრე, ავტობუსის სალონი ომახიანმა შეძახილებმა შეძრა. როცა უკან მივიხედე, დავინახე, რომ ჩემი მეგობრების თვალები ცრემლებს დაენამა. ჯეფმა ღიმილით მხარზე მომითათუნა ხელი, რემსიმ კი მოწონების ნიშნად აწეული ცერა თითი მაჩვენა. მე შევცბი. მესმოდა რა, რომ სინამდვილეში ჰარმონიკაზე ნორმალურად დაკვრა არც კი ვიცოდი, გონებაში მადლობა გადავუხადე ღმერთს და ჯიმი-დათვს შორეული ოპა ლოკადან.

http://pix.ge/
* * *


* * *
სანამ ირანის უდაბნოებში დავდიოდით, უეცრად მღელვარებამ შემიპყრო მშობლების გამო. ჯერ კიდევ რამდენიმე კვირის უკან უნდა დავბრუნებულიყავი სახლში, მაგრამ ათენის შემდეგ წერილიც კი არ გამიგზავნია მათთვის. ალბათ ძალიან განიცდიდნენ ჩემს გამო. რატომ არ მივწერე? სიმართლე ვთქვათ უბრალოდ არ ვიცოდი რა მიმეწერა. საიდან მომეტანა ისეთი სიტყვები, რომ თან გული არ გამეტეხა და თან ამეხსნა ჩემი გადაწყვეტილება ავტოსტოპით ინდოეთში მოგზაურობისა? მაგრამ რა დამრჩენოდა? სულიერი ძიებები ჩემი ცხოვრების მთავარი აზრი გახდა. მათზე უარის თქმით საკუთარ თავსაც დავკარგავდი.
მამამ და დედამ მთლიანად შვილებს მოგვიძღვნეს თავი. ორივენი საშუალო სიმდიდრის ებრაული ოჯახებიდან იყვნენ. მათმა წინაპრებმა, რწმენის გამო დევნილებმა, ემიგრაცია ამერიკაში განიცადეს ლიტვიდან, რუმინეთიდან, რუსეთიდან და პოლონეთიდან. რამდენადაც ჩვენთვის იყო ცნობილი, ყველა ჩვენი ნათესავი, ვინც იქ დარჩა, ნაცისტების ხელით მოკვდა.

დედაჩემს მძიმე ბავშვობა ჰქონდა. ადრე დაკარგა მამა, მის უფროს დას კი ამ ამბის მერე მალევე, ღამით, ცარიელ ქუჩაში დაესხნენ თავს. ამ თავდასხმის შედეგად მიღებული ტრავმა მთელი ცხოვრება დარჩა. მოზარდობის ასაკში დედას სამუშაოზე მოუხდა მოწყობა, რათა ორი და და ავადმყოფი დედა გამოეკვება. ამასთან იგი სიცოცხლით სავსე და ღმერთის მადლიერი დარჩა ყველაფრისთვის, რაც კი ჰქონდა. მოგვიანებით კი გათხოვდა და მთლიანად მიუძღვნა თავი ქმარს და შვილებს. მაგრამ ქორწინების მერეც კი არ ივიწყებდა თავის ნათესავებს, ეკონომიას აკეთებდა ყველაფერზე, რაზეც შეეძლო, და რეგულარულად ფულს უგზავნიდა მათ.
სამი შვილის გაზრდასთან ერთად დედა იმასაც ახერხებდა, რომ საშინაო მეურნეობასაც გაძღოლოდა. თვითონ ალაგებდა სახლს, თვითონ რეცხავდა და აუთოვებდა თეთრეულს, დადიოდა საყიდლებზე და ყოველ საღამოს სადღესასწაულო ვახშამს ამზადებდა მთელი ოჯახისთვის. დედა ლამაზი აღნაგობის, მხიარული და ძლიერი ქალი იყო უნაკლო გემოვნებით. ჩემი მეგობრების მშობლები აღფრთოვანებულნი იყვნენ მისი სილამაზით და დახვეწილობით.
მისი სურვილი სხვების მსახურებისა მხოლოდ ოჯახით არ შემოიფარგლებოდა. რაც თავი მახსოვს, დედა ყოველთვის მზად იყო დახმარებოდა სხვადასხვა საქველმოქმედო ორგანიზაციებს და განსაკუთრებული სიამოვნებით საქველმოქმედო ცეკვის საღამოებზე გამოდიოდა. მე და ჩემს ძმებს ყოველთვის ყურადღებით ყოფნა გვიხდებოდა, რომ დედას სულიერი სიკეთის გამო ჩვენი სათამაშოები ან ტანსაცმელი გაჭირვებულებისთვის არ დაერიგებინა. ჩვენი აღზრდისას იგი ყოველთვის ხაზს უსვამდა ისეთი სათნოების მნიშვნელობას, როგორიცაა მადლიერების გრძნობა. და როდესაც ჩემს მეგობრებთან ვსადილობდი, დედა ყოველთვის მეკითხებოდა, გადავუხადე თუ არა მადლობა მათ მშობლებს. მისთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო, რომ ყველას მადლიერი ვყოფილიყავი, ვინც რაიმე უმნიშვნელო სამსახურიც კი გამიწია. ყველაზე მეტად ჩვენში უმადურობის გამოვლინება აბრაზებდა. ძალიან ეშინოდა ჩვენი განებივრების, ამიტომ არასოდეს ჰყვებოდა ჩვენს კაპრიზებს. ყოველთვის, როცა საჩუქარს ვღებულობდით, დედა შეგვახსენებდა ხოლმე: “ძვირფასია არა საჩუქარი, არამედ ყურადღება”. და ეს უბრალოდ სიტყვები არ იყო. მას ერთნაირად უხაროდა, როცა ჩუქნიდნენ ძვირფას სამკაულს ან უბრალო ყვავილს, და ამბობდა, რომ ბედნიერების წყარო თავად საჩუქრაში კი არა, სიყვარულშია, რომლითაც ეს საჩუქარი მოგვიძღვნეს.

დედა ძალიან ამაყობდა ჩვენი მიღწევებით. თუ ჩვენი მცდელობები გულწრფელი იყო, ეს ბედნიერებას ანიჭებდა, მუხედავად მიღებული შედეგისა. ისევ და ისევ ხშირად გვიჩვენებდა უანგარო და თავგანწირული მსახურების მაგალითებს. იმ დღეს, როცა მხარი ამოვიგდე, მაშინვე ჩემს გვერდით გაჩნდა და საავადმყოფოში წამიყვანა. პირველი, ვინც პალატაში დავინახე ოპერაციის მერე, დედაჩემი იყო. მე ხველება ამიტყდა: “დედა, ცუდად ვარ შენი სიგარეტისგან”. იმ დროის ამერიკელ ქალებში მოდური იყო დღეში ორი კოლოფი სიგარეტის მოწევა, და დედაც თხუთმეტ წელზე მეტია ამას აკეთებდა. მაგრამ თავად აზრიც კი იმის შესახებ, რომ ამით ტანჯვას მაყენებდა, აუტანელი გახდა მისი მოსიყვარულე გულისათვის. სასწრაფოდ ჩააქრო სიგარეტი, და მისი ყავისფერი თვალები ცრემლით აივსო. შეცბუნებული ჩემს საწოლს მოუახლოვდა და ნაზად მომეფერა ლოყაზე: “რიჩი, ძვირფასო, თუ შენ ცუდად ხარ თამბაქოს კვამლისგან, გპირდები, რომ აღარასოდეს გავეკარები სიგარეტს”. და სიცოცხლის ბოლომდე წმინდად ინახავდა ამ აღქმას.

http://pix.ge/
http://pix.ge/

Posted by: cinemamu 8 Nov 2011, 20:52
მამას დედასთან ბევრი საერთო ჰქონდა. თხუთმეტი წლის ასაკში მას სკოლის მიტოვება და სამუშაოზე მშობლების დახმარება მოუხდა, რადგანაც საჭმლის ფული არ ჰქონდათ სახლში. ეს მოხდა დიდი დეპრესიის პერიოდში. მოგვიანებით, როცა მამა დაქორწინდა, მას უწევდა არა მხოლოდ საკუთარი ოჯახის, არამედ მოხუცებული მშობლების რჩენაც. უფულობა ფეხდაფეხ სდევდა თან. 1958 წელს, როცა შვიდი წლის ვიყავი, მამაჩემმა, ბიძაჩემ ირვინგთან ერთად მთელი თავისი დანაზოგი იმედის მომცემ კომერციულ წამოწყებაში ჩადო. ისინი ჩიკაგოს ყველაზე მსხვილი დილერები გახდნენ ფირმა “ედსელში” – კომპანია “ფორდის” ახალ, დამოუკიდებელ განყოფილებაში. მაგრამ ავტომობილებით მომგებიანად ვაჭრობის იმედები არ გამართლდა და კომპანია გაკოტრდა, რაც ერთ-ერთი უდიდესი კრახი იყო ავტომობილთმშენებლობის ისტორიაში. შედეგად მამამ მთელი თავისი ფული დაკარგა. მე ვხედავდი, თუ რამდენი მუშაობა უხდებოდა ამის შემდეგ, რათა სიღატაკისგან გადავერჩინეთ.

მამა მხოლოდ ჩვენი უზრუნველყოფისთვის არ ზრუნავდა. მას ჩვენთან ერთად სპორტული თამაშების თამაშიც უყვარდა და ხანდახან საფეხბურთო ან ბეისბოლის მატჩებზე დავყავდი. მოგვიანებით საკუთარი ავტოსარემონტო გახსნა და შეუპოვარი შრომის წყალობით გამდიდრდა. მიუხედავად ამისა, მე თხუთმეტი წლის ასაკიდან გამოვიმუშავებდი ფულს სკოლის მეცადინეობების შემდეგ და არდადაგების პერიოდში, რადგანაც არ მინდოდა ტვირთად დავწოლოდი მშობლებს. და ეს მშობლებისგან ვისწავლე, უბრალოდ მათზე დაკვირვებით.

ჩემი სხვა ქალაქში გამგზავრების წინ, სადაც კოლეჯში უნდა ჩამებარებინა, მამა ძალიან აღელვებული ჩანდა.

“რიჩი, - მითხრა მან, - მოდი გავისეირნოთ”.

ჩვენ ჰეილენდ პარკში, შერვუდის ტყის წყნარ ადგილებში ვსეირნობდით. შორიდან მოთამაშე ბავშვების ხმა გვესმოდა.

“მინდა რომ იცოდე შვილო, - დაიწყო მან, - რომ სანამ ცოცხალი ვარ, ყოველთვის შეგიძლია ჩემი იმედი გქონდეს”.

მანქანა გააჩერა და ხელზე ხელი მომიჭირა. ხმა აუკანკალდა.

“როგორც შენი მამა, მინდა, რომ ღირსეული ადამიანი გახდე. მაგრამ მიუხედავად იმისა, რას მიაღწევ ცხოვრებაში და როგორ მოიქცევი, ზურგიც რომ მაქციო, ყოველთვის დაგელოდები და მეყვარები. ამ დაპირებას სიცოცხლის ფასადაც კი შევასრულებ. გთხოვ, ყოველთვის გახსოვდეს ეს”.

მე ემოციებმა გადამავსო. ვიცოდი, რომ ის ჰაერზე არ ისროდა სიტყვებს. მამა ყოველთვის ასრულებდა თავის დანაპირებს, თუმცა ის გამოცდა, რომელსაც მე ვუმზადებდი, ყველაზე საშინელ კოშმარშიც კი არ მოელანდებოდა.

ავტობუსი მთის მწვერვალზე გაჩერდა და მოგონებებისგან გამომეღვიძა. იატაკიდან ჩემი სპორტული ჩანთა ავიღე, გავხსენი და კალამი და ირანული ავია-ფოსტის კონვერტი ამოვიღე. დრო იყო შემეტყობინებინა მშობლებისთვის ჩემი გადაწყვეტილების შესახებ.

ჩემო ძვირფასებო,

ჩემსკენ ყველაფერი რიგზეა. ცხოვრების გზაზე ხანდახან სიძნელეები გვხვდება, მაგრამ გზა ხომ სწორედ ამისთვისაა საჭირო. მე ბევრს ვფიქრობდი და მივედი დასკვნამდე, რომ ახლა ყველაზე საუკეთესო დროა, განვახორციელო ის, რისკენაც ამდენი ხანი ვისწრაფვოდი. დაკვირვებით ავწონ დავწონე რა ყველა “კი” და “არა”, მე მივედი დასკვნამდე, რომ სწორი გზა ავირჩიე.

მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში ადამიანები ცხოვრებას სხვადასხვაგვარად უყურებენ. თითქმის ოცი წელი სამყაროს დასავლეთელი ადამიანის თვალით ვუყურებდი. ვხედავდი და შევისწავლიდი დასავლეთის მაცხოვრებლების კანონებს, ფილოსოფიას, რელიგიებს, ხელოვნებას და ცხოვრების წესს. ახლა კი მინდა გავიგო, თუ როგორ ცხოვრობს აღმოსავლეთი. მაგრამ ამას ვაკეთებ არა უწინდელი ცხოვრებისგან გაქცევის, არამედ სხვა ცხოვრების შესწავლის სურვილით. სკოლაში ამის სწავლა შეუძლებელია, რადგანაც სკოლებში სწავლება მიკერძოებულია. აი რატომ გადავწყვიტე, თავად წავიდე აღმოსავლეთში. სხვაგან სად შეიძლება ცხოვრების ასეთი სკოლის გავლა? არ მინდა ტანჯვა მოგაყენოთ, ამიტომ, ძალიან გთხოვთ, არ იდარდოთ და არ იღელვოთ ჩემს გამო. რეგულარულად ვერ მოგწერთ. ზოგან აქ საერთოდ არაა ფოსტა. ახლა ჰარის გარეშე ვმოგზაურობ. ის ახლა ისრაელშია, მაგრამ მე ყოველთვის მყავს თანამგზავრები. მოკითხვა გადაეცით ჩემს მეგობრებს და ნათესავებს, და უთხარით რომ ყველა მიყვარს.

რიჩარდი



წერილზე უკან გამოსაგზავნი მისამართის გარეშე ირანის საფოსტო შტამპი ერტყა.

* * *







თავი მეცხრე

ჩვენი ავტობუსი უკიდეგანო უდაბნოში მიდიოდა. გზაში იშვიათად გვხვდებოდა დასახლებები ღარიბული თიხის ქოხებით და აქლემების ქარავანები. მიუხედავად მძიმე ტვირთისა, აქლემები მედიდური ნაბიჯით მიიწევდნენ წინ და გრძელ ყელს ნაბიჯის ტაქტში აქნევდნენ. მხედრები მზისგან და ქვიშისგან გახუნებულ ჩალმებში აქლემებზე შემომჯდარიყვნენ, ან ფეხით მიჰყვებოდნენ მათ საუკეთესო მეგობრებს. აქ, ირანის უდაბნოს უღრუბლო ცაზე, სხვა ცხოვრება მიედინებოდა, და იგი საერთოდ არ ჰგავდა იმას, რომელსაც მე ვიყავი მიჩვეული. არ მტოვებდა შთაბეჭდილება, რომ წარსულში დავბრუნდი. როცა მზე ჰორიზონტს მიეფარა, უდაბნოში ვარსკვლავებიანი სპარსული ღამე ჩამოწვა – ისეთი წყნარი და უშფოთველი, რომ ჩამეთვლიმა.

რამდენიმე წუთში, როცა თვალი გავახილე, კინაღამ დამაბრმავა კაშკაშა სინათლემ. ვარსკვლავების სინათლე შეცვალა ნეონური აბრების სინათლემ: Mobil, Shell, Exxon, Texaco. ისეთი შეგრძნება მქონდა, რომ სულ რაღაც რამდენიმე წუთში ავტობუსით, როგორც დროის მანქანით, საუკუნეებს გადავაბიჯეთ. ჩემსა და მძღოლის გარდა ავტობუსში ყველას ღრმად ეძინა. თეირანს ვუახლოვდებოდით, რომელიც ირანის შაჰის მიერ გატარებული პოლიტიკის წყალობით, შტაბ-ბინა გახდა მთელი რიგი უცხოური ნავთობ-კომპანიებისათვის. ქალაქი წარმომიდგა, როგორც ნეონური შუქებით სავსე კუნძული, უძველესი უდაბნოს უკიდეგანო ზღვაში.

თეირანში ჩვენმა თანამგზავრებმა წაგვიყვანეს სასტუმროში, რომელშიც ჩვეულებრივ ჩერდებოდნენ ხოლმე დასავლეთელი ახალგაზრდები. რაც უფრო შორს მივდიოდით კორიდორში, მით უფრო მძაფრად იგრძნობოდა ჰაშიშის სუნი. მალე მისი წყაროც აღმოვაჩინეთ: დიდ ოთახში საწოლებზე ინგლისელი, გერმანელი და კალიფორნიელი ჰიპები წამოწოლილიყვნენ... დინამიკებიდან ისმოდა Iron Butterfly-ს სიმღერა “In-A-Gadda-Da-Vida”.



ჰიპებიდან ერთ-ერთი, სახეზე ჩამოყრილი მწითური თმით, არამყარი ნაბიჯით მოგვიახლოვდა.

“კეთილი იყოს სახლში დაბრუნება, ძმებო, - ჩაილუღლუღა მან. ჩაწითლებულ თვალებს ძლივს ახელდა. – შემოგვიერთდით, მაგარი “დაცემა” ჰაშიში გვაქვს!” ღრმა ნაფაზი დაარტყა ჩილიმიდან და მე მომაწოდა: “აჰა, შენ თვითონ გასინჯე”.

მაგიდაზე ჰაშიშის რამდენიმე ნაჭერი იდო, მსხვილი ვაშლის ზომისა. ხანგამოშვებით ჰიპები ცოტ-ცოტას აცლიდნენ, რომ ჩილიმი გამოეტენათ, ან დაეღეჭათ. თუმცა ხანდახან ჩვენც ვატარებდით ექსპერიმენტებს ნარკოტიკებთან დაკავშირებით, მაგრამ ოთახში დანახული, არანაირ ჩარჩოებში არ ჯდებოდა.

რემსი აღშფოთდა:

“ეშმაკმა დალახვროს! ამ ქვეყანაში სიკვდილით დასჯით იმუქრებიან ერთი გრამი ჰაშიშის გულისთვისაც კი, თქვენ კი აქ რამდენიმე კილო გამოგიფენიათ!” – თქვენ რა, გარეკეთ? კვამლი მთელ კორიდორშია. ამისთვის შეიძლება სიკვდილით დაგსაჯონ!” – დაამატა ჯეფმა.

ერთ-ერთი ჰიპი, რომელიც იატაკზე იწვა, შემოგვიბრუნდა და დაგვიყვირა:

“მთელი კაიფი გამიტეხე! წდი მოშორდი აქედან!”

ქერა გოგო, რომელიც გამალებით შეექცეოდა ჩიპსებს, თავის საქმიანობას მოწყდა და გადმოგვძახა:

“უცნაურები ხართ რა. უკარებებს თამაშობთ. შეეშვით უკვე თუ?”

“გეყოფათ ხალხის დაშინება, - ენის ბორძიკით გვითხრა შემხვედრმა წითურმა ჰიპმა და კვლავ მოქაჩა კვამლი. – ან ჩვენთან ერთად იკაიფეთ, ან დაახვიეთ ღრუბლიდან”.

ჩვენ ერთმანეთს გადავხედეთ. საკუთარ ყურებს არ ვუჯერებდით. ჯეფმა გვიჩურჩულა:

“ჩქარა წავიდეთ, სანამ გვიანი არაა”.

სახ. დეპარტამენტის გაფრთხილება მყარად აღიბეჭდა ჩვენს მეხსიერებაში. ჩქარა დავეშვით კიბეებზე და სამ პოლიციელს შევეჩეხეთ, რომლებიც ზემოთ ადიოდნენ. გავიფიქრე, რომ ეს ჰიპები მართლა ღრუბლებში დაფრინავდნენ, მაგრამ ახლა მათ თავზე მეხი და ელვა დაეშვებოდა.


* * *
თეირანში კარგად ვაკვირდებოდი მუსულმანებს. რელიგიას მნიშვნელოვანი ადგილი ეკავა მათ ყოველდღიურ ცხოვრებაში და უჩვეულო შინაგან სილამაზეც ანიჭებდა მათ. მე დიდ შთაგონებას მაძლევდა უბრალო მუსულმანების სულიერი სიმრთელე და ღმერთისადმი სიყვარული, მაგრამ ამასთან ერთად საშინლად მეჩვენებოდნენ ისინი, რომლებიც ისლამს ამოფარებულნი, ღია ექსტრემისტულ შეხედულებებს იზიარებდნენ. ძალიან მინდოდა გამეგო, რითი ცხოვრობდნენ ნამდვილი მუსულმანები – ვიმედოვნებდი, რომ ეს ყველა რელიგიის არსის გაგებამდე მიმიყვანდა.

ირანში მოგზაურობას ვაგრძელებდით და მეშჰედამდე მივედით – შიიტი მუსულმანების წმინდა ქალაქამდე. მეშჰედში ჩემს მეგობრებს ვუთხარი, რომ აქ რაღაც დროით დავრჩებოდი, ამიტომ შევთანხმდით, რომ რემსი და ჯეფი ჩემს გარეშე განაგრძობდნენ გზას, და შემდეგ ქაბულში დავეწეოდი მათ.

http://pix.ge/
* * *
ირანული საზომით საკმაოდ უცნაურად გამოვიყურებოდი. წარმოიდგინეთ გრძელთმიანი ახალგაზრდა ამერიკელი, დახეული ჯინსებით, რომელიც მარტო ზის და ყურანს კითხულობს ან წაკითხულზე მეჩეთის შესასვლელთან ფიქრობს. ვიღაც მამაკაცმა შემამჩნია. დიდხანს შორიდან მაკვირდებოდა. ბოლოს და ბოლოს, დაინტრიგებული, მომიახლოვდა. ეს იყო მაღალი, ნათელი კანის, ორმოც წლამდე ასაკის მამაკაცი, ნათელი ყავისფერი თვალებით. თოვლივით თეთრი ტანსაცმელი ეცვა და თავზე ჩალმა ეხურა.

მამაკაცმა პატივისცემის ნიშნად თაყვანი თაყვანი მცა:

“ნება მიბოძეთ წარმოგიდგეთ. მე იბრაჰიმი მქვია და წმინდა ქალაქ მეშჰედის მაცხოვრებელი ვარ”. მეც საპასუხოდ ხელი გავუწოდე.

“როგორც ჩანს ჩვენმა რელიგიამ დაგაინტერესათ. შემიძლია გაგესაუბროთ?”

გამომკითხა რა ჩემი ცხოვრების შესახებ, იბრაჰიმი დამთანხმდა, რომ ისლამის შესახებ მოეთხრო ჩემთვის. ჩვენ რომელიღაც დიადი მუსულმანი წმინდანის სამარხთან პატარა ხალიჩებზე დავსხედით, და იბრაჰიმმა სწავლება დამიწყო. მზერა ცაში აღაპყრო და მგრძნობიარე ხმით წარმოთქვა:

“თავად ყოვლისშემძლე ალლაჰმა მოგიყვანა ამ წმინდა ადგილას, ისე რომ ყველაზე შესაფერისი დრო შეარჩია. ამ სამარხებში უდიდესი წმინდანების ნეშტებია დაკრძალული: იმამ რეზის და ჰარუნა ალ-რაშიდის. ახლა მეშჰედში ათასობით მწირი ჩამოდის, რომლებსაც აქ წმინდა რამადანის, მუსულმანური კალენდრის მეცხრე თვის, გატარება სურთ”.

იბრაჰიმმა პაუზა გააკეთა და გამიღიმა. შემდეგ მომიყვა იმის შესახებ, თუ როგორ მიიღო მოციქულმა მუჰამედმა რამადანის თვეში პირველი გამოცხადება, რომელიც შემდგომ ყურანის საფუძველი გახდა.

“ყოვლისშემძლე ალლაჰის ყოვლადმოწყალე წარმოგზავნილი, ანგელოზი ჯიბრაილი, მოციქულს გამოქვაბულში გამოეცხადა და ყველა ადამიანის საკეთილდღეოდ წმინდა ყურანი აუწყა”, - იბრაჰიმმა ხელები შეატყუპა, შემდეგ კი საჩვენებელი თითის წვეროები შუბლთან მიიდო.

“ისლამი ნიშნავს საკუთარი თავის ალლაჰისადმი, სამყაროს ყოვლისშემძლე შემოქმედისადმი მიძღვნას. მე მოგიყვები ჩვენი სწავლებისა და ყოველდღიური მოვალეობების შესახებ”.

მალე ჩვენს გარშემო მოგზაურების მთელი ბრბო შემოიკრიბა. ისინი გაკვირვებულნი მათვალიერებდნენ. ალბათ მართლაც უცნაურ სანახაობას წარმოვადგენდი იმ ადგილებისთვის.

უსაქმურებს რომ ხელი არ შეეშალათ ჩვენთვის, იბრაჰიმმა თავისთან, სახლში დამპატიჟა და ბიბლიოთეკაში შემიყვანა, რომელსაც ცალკე ოთახი ეკავა. მასთან საუბრისას გავიგე, რომ ის ლიბერალური ყაიდის ღვთისმეტყველი იყო, სულგრძელი, კეთილი და თავისი რელიგიის ყველა მცნების გულწრფელად მიმდევარი ადამიანი. თაროდან, რომელზეც ძველი არაბული და სპარსული მანუსკრიპტები იდო, იბრაჰიმმა ყურანი ჩამოიღო და შესავლიდან ნაწყვეტი წამიკითხა. შემდეგ ხელისგულები ცისკენ აღაპყრო და ლაპარაკი დაიწყო:

“ისლამი ასწავლის, რომ არ არსებობს ღმერთი ალლაჰის გარდა, და მუჰამედი – მოციქულია მისი. ალლაჰმა თავისი გამოცხადება ხალხს აუწყა მუჰამედისა და სხვა ისეთი მოციქულების მეშვეობით, როგორებიც იყვნენ ადამი, ნოე, აბრაამი, მოსე და იესო. მაგრამ მუჰამედმა დაასრულა წარმოგზავნითი მისია და იგი “მოციქულთა ბეჭედს” წარმოადგენს. მისი სწავლება მოქმედი იქნება ალ-კიიამამდე, განსასჯელის დღემდე”.

http://pix.ge/

შემდეგ იბრაჰიმმა დაიწყო ახსნა, რომ ყოვლისშემძლე ალლაჰი ანგელოზებს წარმოგზავნის დედამიწაზე, რათა ისინი დაეხმარონ მორწმუნეებს განსასჯელის დღის დასახვედრად, როცა უკვე გადაწყდება, სად მოხვდებიან ისინი – სამოთხეში თუ ჯოჯოხეთში. ამბობდა, რომ მუსულმანები ყურანს ყველაზე მთავარ და უკანასკნელ ღვთითგამოცხადებულ წერილად თვლიან. იბრაჰიმმა ასევე ჩამომითვალა ისლამის ხუთი მთავარი მცნება: ჩათვალონ ალლაჰი ერთადერთ ღმერთად, დღეში ხუთჯერ შეასრულონ ნამაზი, იმარხულონ რამადანის თვეში, მსხვერპლი გაიღონ ღატაკებისთვის და ცხოვრებაში თუნდაც ერთხელ შეასრულონ ჰაჯი – მწირობა მექაში.

http://pix.ge/

წმინდა მექა

ასე რამდენიმე საათის განმავლობაში მიყვებოდა იბრაჰიმი თავისი რელიგიის ისტორიის და ფილოსოფიის შესახებ. იგი ძალიან დახვეწილი და კეთილშობილი ადამიანი აღმოჩნდა და ნაკლებად ჰგავდა იმ მუსულმანს, რომელმაც ერზრუმის ჩაიხანაში ღმერთის სახელის ყვირილი მაიძულა. იბრაჰიმმა მნიშვნელოვანი გაკვეთილი ჩამიტარა. მასთან საუბრის შედეგად გავიგე, რომ ნებისმიერ რელიგიაში არიან სხვადასხვა დონის მორწმუნეები, ამიტომ მთელ რელიგიაზე მათი ერთი-ორი წარმომადგენლის საფუძველზე მსჯელობა, სხვა თუ არაფერი, სიბრიყვეა.

დაისის დროს, როცა მზემ ოქროს ფარჩა გადმოჰფინა მეშჰედს, დამშვიდობებისას იბრაჰიმმა გამხმარი ხილით სავსე ორნამენტებიანი ყუთი მაჩუქა, და ჩვენ დავშორდით ერთმანეთს. რამადანის დროს საჭმლის მიღება მხოლოდ მზის ჩასვლის შემდეგ იყო ნებადართული, და იბრაჰიმი ჩქარობდა, რომ მთელი დღის მარხვა თავის ოჯახთან ერთად შეეწყვიტა.

Posted by: cinemamu 10 Nov 2011, 08:21
თავი მეათე

ავღანეთის საზღვრამდე სატვირთო ავტომობილის მეშვეობით მივაღწიე, რომელსაც ხორბლით სავსე ტომრები გადაჰქონდა. ავღანეთის საიმიგრაციო კონტროლის პუნქტის სიღატაკე ამ ქვეყნის სიღარიბეზე მიუთითებდა, თუმცაღა თავად საიმიგრაციო მოხელეები ძალიან კეთილგანწყობილნი იყვნენ, განსხვავებით მათი კოლეგებისგან სხვა ქვეყნებში. პირველი ქალაქი, სადაც გავჩერდი, იყო ჰერათი. მისი მაცხოვრებლები ძალიან სასიამოვნო და მეგობრული ხალხი აღმოჩნდა. უდაბნოს მკაცრმა ცხოვრებამ თავისი დაღი დაასვა მათ: ჰერათელები ძველ, მტვრით ფენით დაფარულ ტანსაცმელს ატარებდნენ და საცოდავ ქოხებში ცხოვრობდნენ. ჩემი მოგზაურობის მანძილზე, ჯერ არ შევხვედრივარ ასეთ სიღატაკეს, მაგრამ მაინც, გამვლელები მიღიმოდნენ და არავინ არაფერს მთხოვდა. პირიქით, ადგილობრივი მაცხოვრებლები თავად ცდილობდნენ გაეზიარებინათ ჩემთვის ის მცირედი, რაც გააჩნდათ. ყოველდღე, სანამ იქ ვცხოვრობდი, ვინმე აუცილებლად მპატიჟებდა ხოლმე თავის სახლში სადილზე.

http://www.radikal.ru

ჩვეულებრივ, ერთ ქოხში, რომელიც ერთი ოთახისგან შედგებოდა, მთელი ოჯახი ცხოვრობდა. მასპინძლები სიხარულით მიზიარებდნენ თავიანთ უბრალო ტრაპეზს. ჰერათელები გაუნათლებლები იყვნენ, მაგრამ ხშირად მოვხიბლულვარ მათი მორჩილებით და სიბრძნით. მაოცებდა, თუ როგორ ღირსეულად ხვდებოდნენ ცხოვრებისეულ სიძნელეებს. მიუხედავად იმისა, რომ არც ერთმა არ იცოდა ინგლისური, უსიტყვოდ გვესმოდა ერთმანეთის, და მათი გულის სითბო მათბობდა.

1970 წლის ზამთარში ჰერათის მომცრო ჩაიხანაში ვიჯექი და ოჯახს შემდეგი წერილს ვწერდი:

ძვირფასო ოჯახის წევრებო და ახლობლებო!

როგორ მიდის თქვენი საქმეები? მე ახლა ქალაქ ჰერათში ვიმყოფები, ავღანეთში. ეს საოცარი ქვეყანაა, სადაც ძალიან მეგობრული და სათნო ადამიანები ცხოვრობენ. მიუხედავად სიღარიბისა, ისინი მშვიდები და ბედნიერები არიან. ვიცი, რომ მოლოცვა დავაგვიანე, მაგრამ მაინც მინდა მივულოცო მამას და ლარის დაბადების დღე.
ყველაფერს საუკეთესოს გისურვებთ.
სიყვარულით,
რიჩარდი


ერთხელ ქალაქში სასეირნოდ გავედი და შემთხვევით გადავაწყდი კვარტალებს, რომლებიც საერთოდ არ ჰგავდნენ იმას, რაც მანამდე მენახა. გვიანი დილა იყო. გზის მტვრიან ნაპირზე გავჩერდი, და თავიდან უბრალოდ პეიზაჟით ვტკბებოდი. უცებ, ჩემთვის მოულოდნელად, თითქოს ისეთი უბრალოების სამეფოში გადავეშვი, რომელიც დროს არ ექვემდებარებოდა. გული გამალებით მიცემდა. ჩემს გვერდზე ერთი-მეორეს მიყოლებით ჩაიარეს აქლემებმა. ავტომობილების ხმა შეწყდა და არაფერი ისმოდა აქლემების ფლოქვების ხმის გარდა. გარშემო ერთსართულიანი თიხით ნაშენები მაზანკები იდგნენ, სადაც სივიწროვეში მთელი ოჯახები ცხოვრობდნენ. პირი ქვიშის მტვრით მქონდა გამოტენილი, ცხვირში კი კვამლის და აქლემის ნაკელის მძაფრი სუნი მედგა. ავღანელები ხის ყუთებზე ისხდნენ და რაღაცაზე საუბრობდნენ ერთმანეთში. მათი თავისუფალი ტანსაცმელი, გახუნებული და გაქექილი, თავისებურად ლამაზი იყო. მამაკაცები თავზე ტიურბანებს ატარებდნენ ქსოვილის გრძელი ნაჭრისგან. ბევრს სახე ოსპით ჰქონდა გაფუჭებული. მათი მშრალი კანი მზისგან და ქარისგან გაუხეშებულიყო, ღიმილი კი დამპალ, ან ხშირად არარსებულ კბილებს აშიშვლებდა. მუხლებამდე თავისუფალ პერანგებში ჩაცმული მამაკაცები აუჩქარებლად აკეთებდნენ თავიანთ საქმეს. ქალები სახეს ცხენის ძუისგან შეკერილი მცირე ბადით იფარავდნენ. ლურჯი ან შავი ჩადრა მთლიანად ფარავდა მათ სხეულს, თხემიდან ფეხის ტერფებამდე. გზასთან ბრმა იჯდა. მაღალი ხმით იგი ღმერთისადმი მიძღვნილ სიმღერებს მღეროდა და თან დოლზე უკრავდა.

http://pix.ge/
http://pix.ge/
http://pix.ge/

ციოდა, და ჰაერში კერებიდან მომავალი კვამლის სუნი იდგა, სადაც საჭმელს ამზადებდნენ. უცებ, სრულიად მოულოდნელად, შოკმა შემიპყრო ჩემთვის უცნობ კულტურასთან შეხვედრის გამო – იმდენად ძლიერმა შოკმა, რომ სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით ფეხები მომეკვეთა. კვამლი თვალებს მიწვავდა. თავბრუ მეხვეოდა და ღებინების შეტევა დამეწყო. ცხოველურმა შიშმა შეიპყრო მთელი ჩემი ცნობიერება. დაბნეულობისგან და შიშისგან ერთ წამში დავკარგე იმის უნარი, რომ თავი გამეიგივებინა იმ ყველაფერთან, რასაც ჩემი გრძნობები აღიქვამდნენ. ყველაფერი მიმდინარესგან გაუცხოებამ საოცარი ტკივილი გამოიწვია, რომელმაც შიგნიდან გაგლიჯა ჩემი ეგო. მტვრით დაფარული, მუხლებზე ვიდექი და მთელი ძალით ვცდილობდი რაიმე ხელჩასაჭიდი მეპოვა, თუნდაც რაიმე კავშირი ჩემთვის ნაცნობ სამყაროსთან. მაგრამ არაფერი გამომდიოდა. ვერაფრით ვგებულობდი, როგორაა ჩემთან დაკავშირებული ის ყველაფერი, რასაც ვხედავდი და როგორ შემეთავსებინა ეს რეალობა იმ სამყაროსთან, რომელშიც მანამდე ვცხოვრობდი. მიუხედავად უკიდურესი სიღატაკისა, ჰერათელები მსოფლიოში ყველაზე ბედნიერ და უზრუნველ ადამიანებად გამოიყურებოდნენ. სიღარიბის და ბედნიერების ამ სიურეალისტურმა შეთავსებამ მოკლე შეერთება მოახდინა ჩემს ჭკუაში.
* * *
შორიახლოს, გზის ნაპირას მოხუცები იჯდნენ და კალიანს ეწეოდნენ. ჰაშიშის მკვეთრ სუნს უდაბნოს მტვრის მძაფრი სუნი ერეოდა. ყველა ეს სურათი, სუნი და ბგერა სრულიად უცხო იყო ჩემთვის. საკუთარ თავს მარტოსულად და დაკარგულად ვთვლიდი ამ ჩემთვის უცნაურ სამყაროში, რომელთანაც საერთოდ არაფერი მაკავშირებდა.

უძრავად ვიჯექი, სხვა სამყაროდან მოვლენილად ვგრძნობდი თავს და ვლოცულობდი, რომ როგორმე გამოვსულიყავი ამ მდგომარეობიდან. რა დამემართა? რამ შემძრა ასე? და ასე ძლიერ რატომ იმოქმედა ჩემზე ამ ყველაფერმა? სასოწარკვეთილი ვცდილობდი საკუთარი თავის პოვნას. ბავშვობიდან დაწყებული, გარემოსთან ვაიგივებდი თავს, და აქამდე ვერც კი წარმოვიდგენდი, რამდენად ღრმად იჯდა ჩემში ეს გაიგივება. თუ სამყაროს მწვანე შუშით შევხედავთ, მაშინ ყველაფერი მწვანედ გვეჩვენება. მსგავსად ამისა, ყოველ ჩვენგანს რეალობის ჩვენეული აღქმა გვაქვს, რომელიც დამოკიდებულია ჩვენს საკუთარ გამოცდილებაზე და გარემოზე. ჩემი ჭკუის მიერ შეთვისებულმა წარმოდგენებმა და ჩემი სხეულის შეგრძნებებმა შეუმჩნევლად ჩაანაცვლეს ჩემი ჭეშმარიტი “მე”. და ახლა, როცა ჩემთვის ჩვეული წარმოდგენებისგან აღარაფერი დარჩა, სრულ სიცარიელეში აღმოვჩნდი. უფალო, გთხოვ, დამეხმარე. ვინ ვარ მე? ვინ ვარ მე? ვინ ვარ მე სინამდვილეში?

გარშემო მყოფმა სამყარომ უკან დაიხია და დაბნელდა. ლოცვამ ტრანსის მდგომარეობამდე მიმიყვანა, რომელშიც შინაგანმა სიჩუმემ გარესამყაროს ყველა ხმა გადაფარა. ამ ტრანსში შევიცანი შეუფასებელი ჭეშმარიტება, რომელმაც თავისუფლების და დაცულობის შეგრძნება მაჩუქა. მე – სული ვარ, რომელსაც არავითარი კავშირი არ აქვს გარესამყაროსთან, - მე ღმერთის შვილი ვარ! კულტურული შოკის აფეთქებამ ისე იმოქმედა ჩემზე, როგორც მზის სხივებმა, რომლებიც ილუზიის სქელ ბურუსს ფანტავენ. ახლა უკვე სრულიად თავისუფლად ვგრძნობდი თავს. ჩემი გული ღმერთისადმი მადლიერების გრძნობით აღივსო, და მას შემდეგ ჰერათი მუდამ წმინდა ადგილად დარჩება ჩემი გულის რუქაზე.

როდესაც ფიქრებში იმ დღეს ვუბრუნდები, მიკვირს, რამდენად მოულოდნელი ხერხით გვპასუხობს ღმერთი ლოცვებზე. ხანდახან ჩვენი სულიერი ზრდისთვის ძლიერი რყევაა საჭირო. სანამ ჰერათში გზის პირას ვიჯექი, რაღაც მოკვდა ჩემში და სიცოცხლე მისცა ახალ გაგებას, რომლის გარეშეც გზის გაგრძელებას ვერ შევძლებდი. აქლემმა ფეხი რომ გადადგას, ჯერ ქვიშიდან უნდა ამოიღოს იგი. ხოლო მდინარის ტალღებმა ზღვას რომ მიაღწიონ, სრულიად უნდა მიენდონ დინებას. ასევე ადამიანი, წინ რომ წავიდეს, უკან უნდა მოიტოვოს თავისი წარსული.

ჩემს ოთახში ვბრუნდებოდი და გზაში მოხუცი კაცი შემხვდა, რომელიც მიწაზე წამოწოლილიყო დასასვენებლად. სახე ღრმა ნაოჭებით ჰქონდა დაფარული. უკბილო ღიმილი მაჩუქა და ჟესტით შემომთავაზა მასთან ერთად მომეწია ჰაშიში კალიანიდან. საპასუხოდ გავუღიმე და ზრდილობიანად ვუთხარი უარი. ახლახანს განცდილი შეგრძნება ყველანაირ ნარკოტიკზე ძლიერი იყო, და ვლოცულოდბი, რომ იგი ყოველთვის დარჩენილიყო ჩემს მეხსიერებაში.

* * *
* * *
აქლემზე ამხედრებული ავტობუსის გაჩერებამდე მივედი, რომელიც ქვეყნის ცენტრში – ქალაქ კანდაგარში მიდიოდა. ძველი ავტობუსი ღარიბი გლეხებით იყო გადავსებული, და, ჩანდა, თითქოს არავის აღელვებდა, გადაიხადეს მათ მგზავრობის ფული თუ არა. გასასვლელში ხორბლით სავსე ტომრები ელაგა. იქვე იყო წიწილებით სავსე ყუთი, ორი ცხვარი და თხა. ძრავის ხმამაღალი ღრიალი, კაცების და ქალების სიცილი და ჩვილი ბავშვების ტირილი განუმეორებელ ბგერით თანხლებას მიქმნიდნენ ამ ჩემთვის უჩვეულო სცენაში. მოულოდნელად ავტობუსი უდაბნოს შუაგულში გაჩერდა. მგზავრები სწრაფად გაცვივდნენ გარეთ. მე გავიფიქრე: “ალბათ რაღაც მოხდა”. აღმოჩნდა, რომ არა. მგზავრებმა აკურატულად დაფინეს სალოცავი ხალიჩები, წმინდა ქალაქ მექასკენ პირისახით შებრუნდნენ და ნამაზი შეასრულეს: ალლაჰს და მოციქულ მუჰამედს ლოცვები აღუვლინეს და თაყვანი სცეს. ეს რიტუალი დღეში რამდენჯერმე მეორდებოდა, სადაც არ უნდა ყოფილიყვნენ ავღანელები. რელიგია მათთვის ცხოვრების განუყოფელი ნაწილი იყო. ისინი სრულიად ჩვეულებრივი მეოჯახეები იყვნენ – არც მოლები და არც ღვთისმსახურები, არც იოგები და არც ბერები. მაგრამ მათთვის არაფერი იყო ალლაჰის ერთგულებაზე უფრო მნიშვნელოვანი, და ეს ძალიან შთამბეჭდავი იყო.
კანდაგარი ძალიან მეგობრულად დამხვდა. განსაკუთრებული ინტერესი ჩემდამი გამოავლინა ბატონმა, სახელად ჰარიზი. ეს იყო მაღალი, ძალიან განათლებული ადამიანი, რომელმაც თავისი მდგომარეობა საზოგადოებაში ვაჭრობით მოიპოვა. ის ხშირად მოგზაურობდა საზღვარგარეთ კომერციულ საქმეებზე ან უბრალოდ დასასვენებლად. კანდაგარის ღირსშესანიშნაობები დამათვალიერებინა და შემდეგ თავის მდიდრულ სახლში დამპატიჟა. წყნარ საღამოს მის ვერანდაზე ვისხედით, რომელიც მისი სახლის სახურავზე იყო განთავსებული, და ფილოსოფიურ თემებზე ვსაუბრობდით. უცებ ჰარიზმა აუღელვებლად მითხრა:

“მისტერ რიჩარდ, ცოტა ხნით უნდა დაგტოვოთ, ერთი მნიშვნელოვანი საქმე მაქვს გასაკეთებელი”.

ამ სიტყვებით მკვეთრად წამოხტა სკამიდან, თავი უკან მოიღერა და ყმუილი დაიწყო, როგორც მგელმა:

“აააუუუ, აააუუუ, აააუუუ!”

ვერ ვხვდებოდი, რა ხდებოდა. ჭკუიდან ხომ არ შეიშალა ეს ღირსეული ბატონი? ამ დროს ჰარიზმა დიდი ბაწარი აიღო ბოლოში ყულფით, სახურავის კიდესთან მიირბინა და თოკის ბოლო ქვემოთ გადააგდო. “ღმერთო ჩემო, რას აკეთებს?” – გავოცდი მე. ჰარიზი კი ამ დროს ძალიან ფრთხილად თავისკენ ქაჩავდა ბაწარს. წარმოიდგინეთ, როგორი იყო ჩემი გაკვირვება, როცა ყულფში მღრღნელი გამოჩნდა, რომელიც ქრცვინს წააგავდა და იკლაკნებოდა. ეს მანგუსტი იყო. მე გაკვირვებული ვუცქერდი მომხდარს. აღმოჩნდა, რომ დღისით ეს მანგუსტი ქალაქში დარბოდა, საღამოს კი ჰარიზის დაძახილზე სპეციალურ ყულფში ძვრებოდა, რის შემდეგაც ჰარიზი სახურავზე სწევდა, და აქ ღამეს ათევდა ხოლმე. ჩვენ შეწყვეტილი საუბარი განვაგრძეთ, და უეცრად ვიგრძენი, როგორ მოძვრებოდა მანგუსტი ჩემს ზურგზე ისე, რომ მაისურს ბასრი ბრჭყალებით ეჭიდებოდა. ნელ-ნელა ჩემი თმების გავლით თავისკენ ამოვიდა. იქ, ჩემს ხშირ თმებში მყუდროდ მოკალათდა და დაიძინა. ვგრძნობდი რა საკუთარ თავზე მანგუსტის თბილ სხეულს და მის თანაბარ სუნთქვას, კვლავ განვიცადე რაღაც კულტურული შოკისმაგვარი.

უმწეოდ შევხედე ჰარიზს: “რა ვქნა ახლა?”

ჩემმა ახალმა ნაცნობმა გაიცინა:

“მისტერ რიჩარდ, როგორც ჩანს ის კარგად მოეწყო თქვენს თმებში”.

მეჩვენებოდა, რომ მანგუსტის სიმძიმის გამო კისერი ცოტაც და გატყდებოდა.

“ძალიან გთხოვთ, მომხსენით”.

ჰარიზი უცებ სერიოზული გახდა. ღამემ ვარსკვლავიანი ცა გადმოჰფინა ჩვენს თავზე. ფიალიდან ჩაი მოსვა და ოდნავ თვალებმოჭუტულმა თქვა:

“არსებობს ძველი გამონათქვამი: არ გააღვიძო მძინარე მანგუსტი!”

ჰარიზმა ფიალა მაგიდაზე დადგა და დაიწყო მოყოლა იმის შესახებ, რომ ეგვიპტელებისთვის მანგუსტი წმინდა ცხოველად ითვლებოდა.

“გააფთრებული მანგუსტი ძალიან საშიშია. მას შეუძლია ორთაბრძოლაში კობრაც კი დაამარცხოს, გველებს შორის ყველაზე შხამიანი, სიკვდილის სიმბოლო”.

ჰარიზმა კიდევ ერთი ყლუპი მოსვა და უკან გადაიხარა.

“თუკი შემთხვევით გააღვიძებთ, შეიძლება ნაწილებად დაფლითოს თქვენი თავი. მისტერ რიჩარდ, ჯობია არ გაინძრეთ, სანამ თვითონ არ წავა”.

საათები გადიოდა, მე კი გაუნძრევლად ვიჯექი სიცოცხლის დაკარგვის შიშით. დროგამოშვებით მანგუსტი ძილში შეირხეოდა ხოლმე და ბრჭყალებს უფრო ღრმად მარჭობდა თავში. ჰარიზს უკვე აღარ შეეძლო ძილთან ბრძოლა და მრავალი ბოდიშის შემდეგ დასასვენებლად წავიდა. მარტო დავრჩი. მეჩვენებოდა, რომ ეს უძილო ღამე არასოდეს დასრულდებოდა. კისერი დამიბუჟდა და ძალიან მტკიოდა, მაგრამ განძრევის მეშინოდა. მანგუსტი ჩემს თავზე ბომბს ჰგავდა საათის მექანიზმით, რომელსაც შეეძლო ნებისმიერ მომენტში აფეთქებულიყო. ჩემი მიჯაჭვულობა გრძელი თმებისადმი თვალსა და ხელს შუა დნებოდა. ო, ნეტავ ინგლისელ საიმიგრაციო მოხელეებს შეესრულებინათ თავიანთი მუქარა და ბოლომდე გადაეპარსათ ჩემი თავი, მაშინ ჩემი სიცოცხლე ასეთ საფრთხეში აღარ აღმოჩნდებოდა.

საკუთარ თავს ვამშვიდებდი: “სხვა თუ არაფერი ვიღაცამ მაინც დააფასა ჩემი თმა!” მაგრამ მანგუსტი არ იყო ჩემი უსიამოვნებების ერთადერთი მიზეზი. რომელიღაც სისხლისმსმელმა მწერებმა დამიწყეს თავზე კბენა. მათი ნაკბენებისგან ყველა ჩემი ამაღლებული ფიქრი სადღაც ქრებოდა. რისთვის მიგზავნის ღმერთი ამ გამოცდას? სრული უსუსურობით ვიტანჯებოდი და ძლივს ვიკავებდი თავს, რომ არ ავტირებულიყავი. ვცდილობდი მომხდარში გავრკვეულიყავი, და უცებ მივხვდი, რომ წყევლა შეიძლება წყალობად იქცეს, წყალობა კი – წყევლად, და ეს მხოლოდ ჩვენზეა დამოკიდებული. დიახ, ეს სულელურად ჟღერს, მაგრამ სრულიად შესაძლოა, რომ მანგუსტი ზემოდან იყო ჩემთან გამოგზავნილი, რათა უდიდესი სათნოება – მოთმინება ესწავლებინა. გაჭირვებების მტკიცედ გადატანის და ღმერთისთვის დახმარების თხოვნის უნარი – ეს ჭეშმარიტად შეუფასებელი წყალობაა. ხოლო ნებისმიერ კრიტიკულ სიტუაციაში ახალი შესაძლებლობების დანახვა – ჭეშმარიტი სიბრძნე.

დარჩენილი ღამე ჩემთვის უჩვეულო მადლიერების შეგრძნებით გავატარე. მაშინ ვერც კი წარმოვიდგენდი, რომ მანგუსტის მიერ მორთმეული გაკვეთილი ძალიან დამჭირდებოდა მომავალში. ექვს საათში დაუპატიჟებელმა სტუმარმა როგორც ჩანს კარგად გამოიძინა ჩემს თავზე. მზე როგორც იქნა ამოვიდა. მან გაიღვიძა, ჩემი ზურგის გავლით დაბლა დაეშვა და იატაკზე გადახტა. მისმა შემდგომმა საქციელმა, კინაღამ ამაცრემლა: მანგუსტი მომიახლოვდა და ალერსიანი და სრულიად უცოდველი მზერა მესროლა, თითქოს მადლობას მიხდიდა სტუმართმოყვარეობისათვის. შემდეგ, შებრუნდა და თოკის ყულფში შეძვრა, და ეს ესაა გაღვიძებულმა ჰარიზმა ქუჩაში ჩაუშვა იგი. ახალი დღე იწყებოდა.

ჰარიზმა გამიღიმა:

“მისტერ რიჩარდ, გთხოვთ მაპატიოთ მოყენებული უსიამოვნებისთვის. არასოდეს აქამდე ჩემს სახლში მსგავსი არაფერი მომხდარა. მაგრამ, ვფიქრობ სასიამოვნო მოსასმენი იქნება თქვენთვის, რომ ჩვენს კულტურაში დაუპატიჟებელი სტუმრის მომსახურება ძალიან საპატიო საქციელად ითვლება. თქვენ ძალიან ღირსეული დახვედრა მოუწყვეთ ჩვენს ერთ-ერთ მანგუსტს, და როგორც ჩანს მთელი გული ჩადეთ ამაში. დღეს დილით მანგუსტი ძალიან კმაყოფილი და კარგად დასვენებული ჩანდა”.

დაძაბულობისგან კისერი გაშეშებული მქონდა, მთელი სხეული მტეხავდა უძილო ღამის შემდეგ, მაგრამ მის სიტყვებს ამაოდ არ ჩაუვლიათ ჩემს ყურებთან. არ მომესმა, როცა “მანგუსტები” მრავლობით რიცხვში თქვა? მაშინ მე ნამდვილად არ მინდა ჰარიზის გვერდით აღმოვჩნდე, როცა მომდევნო ჯერზე გადაიგდებს უკან თავს და ყმუილს დაიწყებს, როგორც მგელი ყმუის მთვარისკენ თავაწეული. დაკბენილი სახის ქავილით წასვლის წინ ვუთხარი:

“დიდი მადლობა, ჰარიზ. თქვენ იმდენი გააკეთეთ ჩემთვის. მაგრამ, ვფიქრობ, ჩემი წასვლის დროა”.

http://www.radikal.ru

Posted by: cinemamu 11 Nov 2011, 12:30
ერთ საღამოს მარტო ვსეირნობდი კანდაგარის წყნარ ქუჩებში, და უცებ ვიღაც ცალთვალა და ცალხელა კაცმა ხელი მტაცა და სადღაც წამიყოლა. რაღაც სარდაფის კიბეებამდე მიმიყვანა და ქვემოთ მიბიძგა. კიბეებზე სრული სიბნელე სუფევდა. სანამ დაბლა ვეშვებოდით, ვცდილობდი გამომეცნო, რა საიდუმლო მელოდა წინ. როცა ჩავედით, ცივ და ბნელ მიწისქვეშეთში აღმოვჩნდი. ჩემი თვალები ნელ-ნელა შეეჩვივნენ სიბნელეს. შორიახლოს ჟანგიანი და ოდნავ მბჟუტავი კერასინის ლამპა დავინახე. მისი ალის სუსტი ნათება სარდაფის ჭერს და კედლებს ანათებდა, რომელშიც ობობას ქსელების გარდა მხოლოდ საშიშრად ჩამოკიდებული რკინის ჯაჭვები ჩანდა. მიწისქვეშეთში არც ფანჯრები იყო და არც ავეჯი. მიწის იატაკზე ქაღალდის კარდონებზე ათამდე ფეხშიშველი მოხუცი იჯდა ჭუჭყიან დახეულ ტანსაცმელში და ჩალმებში. ისინი რაღაც ბნელი გროვის გარშემო ფუსფუსებდნენ. რა შეიძლებოდა ეს ყოფილიყო? როცა ჩემმა თვალებმა საბოლოოდ მოახდინეს ადაპტაცია, მე გავარჩიე, რომ ეს იყო ორასამდე კილოგრამი ავღანური ჰაშიშის გროვა. ჯერ კიდევ ევროპაში მქონდა გაგებული, რომ ეს ყველაზე ძვირფასი და ძლიერმოქმედი ჰაშიში იყო მსოფლიოში. მოხუცები ამ გროვიდან მცირე ნაჭრებს აცლიდნენ და კონტრაბანდისტებისთვის უფრო მოხერხებული რომ ყოფილიყო მტკაველის სიგრძის კვერებს აკეთებდნენ. ჩემმა გამცილებელმა კუთხეში დამსვა, თვითონ კი სხვებთან ერთად დაიწყო ჰაშიშის ძერწვა.

რა უცნაურია – გავიფიქრე მე. – რას ვაკეთებ აქ? სრულიად შესაძლოა, რომც ვეცადო აქედან ვეღარც კი დავაღწიო თავი. უცებ ერთ-ერთი მოხუცი წამოდგა და ჩირაღდანი აანთო. მთავარი მოგვივით, რომელიც პროცესიას მიუძღვის საკურთხევლისკენ, იგი ჩირაღდნით ხელში საზეიმოდ გაემართა მიწისქვეშეთის შორეულ კუთხეში, სადაც მათთვის წმინდათა წმინდა – უზარმაზარი კალიანი იდგა. მოხუცმა კალიანის უზარმაზარ შახტაში კილოგრამობით ჰაშიშის ჩაყრა დაიწყო, შემდეგ კი საზეიმოდ შეუნთო ცეცხლი ჩირაღდნით. მის შემდეგ მეორე მოხუციც წამოდგა, კალიანის გრძელ და მოღუნულ მუნდშტუკს მიუახლოვდა და ღრმა ნაფაზი იქამდე დაარტყა, სანამ ფილტვები კვამლით არ გაევსო. შემდეგ მუნდშტუკს მოცილდა, ამოისუნთქა და კიდევ ერთი ღრმა ნაფაზი დაარტყა. ერთ ნაფაზს მეორეზე ურტყამდა. საკუთარ თვალებს არ ვუჯერებდი. მალე მუნდშტუკიდან კვამლის სქელი ნაკადი გამოვიდა, მაგრამ მოხუცი არ ჩერდებოდა და მოწევას აგრძელებდა. ეს აშკარად ცდებოდა ადამიანური შესაძლებლობების ფარგლებს. როცა მან იმ შედეგს მიაღწია, რომელიც ზეადამიანისთვისაც კი მიუღწეველია, მისი ფილტვები აჯანყდნენ. იგი მიწაზე დაეცა და ხველების ისეთი შეტევა აუტყდა, მეჩვენებოდა, თითქოს ცოტაც და შიგნეულობას პირიდან ამოახველებდა.

ამასობაში სხვები აუღელვებლად ძერწავდნენ ჰაშიშის კვერებს. შემდეგ გიგანტურ კალიანს მორიგი მწეველი მიუახლოვდა და იგივე რიტუალი გაიმეორა. მან ალბათ ოცამდე ნაფაზი დაარტყა, სანამ მუნდშტუკიდან ისევ სქელი კვამლი არ გამოვიდა. მიაღწია რა აპოგეას, მეორე მოხუციც პირველის მსგავსად იატაკზე დაეცა და ხველებისგან კლაკვნა და გორაობა დაიწყო მიწაზე. ამ მოქმედებას რიგრიგობით ყველა იქ მყოფი ასრულებდა. როცა ხველებას მოერეოდნენ, მწეველები ვითომც აქ არაფერიო, თავის მეგობრებს უბრუნდებოდნენ ხოლმე და ჰაშიშის კვერების ძერწვას აგრძელებდნენ. ყოველმა მათგანმა რამდენიმე მისვლა გააკეთა ამ ჯოჯოხეთურ მოწყობილობასთან, რომელიც კილოგრამობით ჰაშიშს შთანთქავდა. ეს ავღანელები – კაიფის ნამდვილი სპეციალისტები არიან, - გავიფიქრე მე. – მათთან შედარებით ამაყი დასავლეთელი ჰიპები – უბრალოდ პატარა ბავშვები არიან.

მიწისქვეშეთის ჩახუთულ სიბნელეში კვამლის სქელი ღრუბელი იდგა, რის გამოც თვალები საშინლად მეწვოდა. მხოლოდ იმის შედეგად, რომ ამ ჰაერს ვსუნთქავდი, ისეთი კაიფი დავიჭირე, რომელიც ცხოვრებაში არასოდეს განმეცადა. ბოლოს ჩემი რიგიც დადგა, და მე წმინდა კალიანისკენ მიბიძგეს. ნუთუ მათი შეუბრალებელი ღმერთის მორიგი მსხვერპლი უნდა გავმხდარიყავი? ფართე მუნდშტუკიდან სქელი კვამლი გამოდიოდა. არ ვიცოდი როგორ მივდგომოდი მას. წინ გადავიხარე და მუნდშტუკის შეხებაც კი ვერ მოვასწარი, ვიგრძენი, როგორ შევარდა ჩემს ფილტვებში კვამლის ნაკადი – მიზანმიმართულად, როგორც გველი, რომელიც თაგვის სოროში მიძვრება. დავეცი და გაშმაგებულმა იატაკზე დავიწყე კოტრიალი. ძლიერი ხველების შემოტევისგან, რომლებიც ჩემს ფილტვებს და ყელს გლეჯდნენ, თვალებიდან ცრემლები წამომწვივდა. ამის შემყურე მოხუცებმა მუხლებზე ხელებს ირტყამდნენ, და მთელი სხეულით ხითხითებდნენ. დამცინოდნენ მე, ახალგაზრდა ამერიკელს, რომელმაც მუნდშტუკის შეხებაც კი ვერ მოახერხა, არადა მათზე ორმოცდაათამდე წლით უმცროსი იყო.
მოხუცებისთვის ეს ჩვეულებრივი საქმიანობა იყო, რასაც ჩემზე ვერ ვიტყოდი. მე უკან დავიხიე კუთხეში და კედელს მივეყუდე. ენერგიის მძლავრმა ნაკადმა ჩემი პარალიზება მოახდინა, და კვამლის ღრუბელში უცნაური ჩვენებების მოლანდებები დამეწყო. თავში რაღაც უცნაური მუსიკის ჰანგები გაისმა, და ჩემი ჭკუა დატრიალდა, გაწყვიტა რა კავშირი დროსა და სივრცესთან. განძრევა არ შემეძლო და გასაქცევიც არსად მქონდა. ცრემლები თვალებს მიწვავდა. ჩემს ჰალუცინაციებში, კალიანიდან აღმართული კვამლის ბოლქვები მოჩვენებით დემონებად იქცეოდნენ, რომლებიც მზად იყვნენ შევესანსლე.
გამახსენდა, თუ როგორ ვეძებდი ადრე ნარკოტიკულ კაიფში ტანჯვისგან განთავისუფლებას, ბედნიერებას და ცხოვრების აზრსაც კი. მივიღე ის რასაც ვეძებდი? მეხსიერებაში იმ ალკოჰოლიკების და ნარკომანების სახეები ამოტივტივდა, რომლებსაც ამერიკის ჯურღმულებში ვხვდებოდი. გამახსენდა ასევე კოლეჯელი ნაცნობები, რომლებმაც ვერ გაუძლეს ნარკოტიკების ცდუნებას და ამ დამღუპველი ჩვევის უსუსური მონები გახდნენ. მათ შორის განსაკუთრებით დამამახსოვრდა ერთი სასიამოვნო გოგო კარგი ოჯახიდან, რომელიც ჭკუიდან გადავიდა ლსდ-ს ზედმეტი მოხმარებისაგან. ყველასთვის მოულოდნელად მან ჩიტივით ჭიკჭიკი დაიწყო. გარშემომყოფებს ეს ძალიან ახალისებდა, სანამ მესამე სართულის ფანჯრიდან გაფრენას არ შეეცადა. ერთი წლის შემდეგ იგი კვლავინდებურად ჩიტად თვლიდა თავს, მაგრამ ამჯერად ფსიქიატრიულ კლინიკაში ჭიკჭიკებდა. ახალგაზრდებში გავრცელებული იყო შეხედულება, რომ ქიმიურ ან მცენარეულ აღმგზნებ საშუალებებს ადამიანის შესაძლებლობების გაფართოება და სულიერი გამოცდილების მიღებაში დახმარება შეეძლოთ. მეც მომიხდა მათი გასინჯვა. მეც, ისევე როგორც ყველა, გასხივოსნებას ვეძებდი ნარკოტიკების მეშვეობით, მაგრამ სწრაფად გავაცნობიერე, თუ რამდენად შეზღუდულია მათი შესაძლებლობა. ნარკოტიკული გაბრუების შედეგად მიღებული ხელოვნური მდგომარეობა მხოლოდ მაშორებდა იმ მიზანს, რომლისკენაც მთელი გულით ვილტვოდი. გზა უნდა განმეგრძო.

ჰალუცინაციებისგან დატანჯულმა, კანდაგარელი ნარკომანების საზოგადოებაში, მე დავიფიცე: ო, ჩემო უფალო, აღარასოდეს ცხოვრებაში აღარ გამოვიყენებ დამათრობელ საშუალებებს.

ძლივ-ძლივობით გამოვძვერი მიწისქვეშეთიდანდა ბორძიკით წავლასლასდი ქუჩაში.

http://www.radikal.ru

* * *
ჩემი უკანასკნელი საღამო კანდაგარში მომცრო, სუსტად განათებულ ჩაიხანაში გავატარე ადგილობრივ მაცხოვრებლებთან ერთად. მოულოდნელად ჩაიხანაში ბრმა ყმაწვილი შემოვიდა და ყველამ მას მიაპყრო მზერა. ხელში ხის უბრალო მუსიკალური ინსტრუმენტი ეკავა. ბიჭი თექვსმეტი წლისას ჰგავდა, და ისევე, როგორც გარშემომყოფებს, ჭუჭყიანი ტანსაცმელი თავისუფლად სთრევდა გამხდარ ტანზე. გული შემეძრა – მისი ბრმა, დამახინჯებული თვალები არაფრით არ იყო დაფარული. მიუხედავად თვალნათლივი სიღატაკისა, იგი ნეტარებით იღიმოდა, როცა მისი ყელიდან ყოვლისშემძლე ალლაჰის მადიდებელი სიმღერები წამოვიდა. მღეროდა და თან თავისივე ერთსტრუნიან ინსტრუმენტზე უკრავდა. ყმაწვილის სასიამოვნო მელოდიურმა ხმამ და მისმა გულწრფელობამ გარშემო ყველას გულები დაიპყრო. ასე გავიდა ერთი საათი. ბრმა ბიჭი სტრუნაზე ურტყამდა და ღმერთს უგალობდა, რითაც ჩაიხანას სპონტანური სიხარულით ანათებდა, ჩვენს გულებს კი ენითგამოუთქმელი აღტაცებით ავსებდა.

დანახულმა სულის სიღრმემდე შემძრა. უსახლ-კრო ყმაწვილი ღატაკი და გაუნათლებელი იყო. მაგრამ, მიუხედავად ამისა, ის თავის გულში ღმერთისადმი სიყვარულის საგანძურს ინახავდა და უსაზღვრო სულიერ ნეტარებას იღებდა ამისგან.

კანდაგარი უჩვეულო ქალაქი აღმოჩნდა ჩემთვის. აქ მანგუსტმა მოთმინების გაკვეთილი მასწავლა, მიწისქვეშეთის მოხუცებმა საბოლოოდ უარი მათქმევინეს ნარკოტიკებზე, ხოლო ბრმა მუსიკოსმა დამანახა, თუ რა არის სულიერი სიხარული. ყველა ამ გაკვეთილისთვის მადლობელი, დავემშვიდობე ამ ქალაქს და გზა განვაგრძე.

http://www.radikal.ru

Posted by: cinemamu 12 Nov 2011, 12:58
თავი მეთერთმეტე

ძლივს შევძვერი გატენილ ავტობუსში, რომელიც ქაბულისკენ მიემართებოდა. სალონის ორივე მხარეს მთელ სიგრძეზე ორი ხის სკამი იდგა, რომელზეც მგზავრები ისხდნენ. სკამებს შორის იატაკზე შინაური ცხოველები დადიოდნენ. ქათმები ფრთებს იქნევდნენ და ხმამაღლა კაკანებდნენ. მამლები მკერდგამოშვერილნი დადიოდნენ და ამაყად ყიოდნენ. დაღლილი ცხვრები საცოდავად შემოკრებილიყვნენ თავიანთი პატრონის გარშემო. სალონში ბუზები და რომელიღაც ეგზოტიკური მწერები ბზუოდნენ. თხები რაიმეს შესანსვლის იმედად მგზავრების კალთებში იქექებოდნენ. ერთმა განსაკუთრებით კომუნიკაბელურმა თხამ პირდაპირ თვალებში შემომხედა და მაშინვე ენთუზიაზმით შეუდგა ჩემი შარვლის ღეჭვას. ჩანდა, რომ ჩემი ჯინსები მართლა გემრიელი იყო, რადგანაც მაშინვე შარვლის მეორე ტოტს მეორე თხა ეცა. მუხლებზე წიწილა შემომახტა და ფეხების კენკვა დამიწყო.

ავტობუსის მგზავრებისთვის, რომლებიც ღიმილით შემომცქეროდნენ, ეს მოძრავი შინაური ცხოველების ეზო ჩვეულებრივი ამბავი იყო. ჩანდა, რომ ისინიც კულტურულ შოკს განიცდიდნენ გრძელთმიანი და ჭუჭყიან ჯინსებიანი ამერიკელის დანახვისას. ავტობუსი გაჩერდა. მგზავრები ავტობუსიდან გადმოვიდნენ, უდაბნოში ხალიჩები გაშალეს, სახით მექასკენ შებრუნდნენ და ლოცვა დაიწყეს. თუ არ ჩავთვლით ცხოველებს, სალონში მხოლოდ მე დავრჩი.
სადღაც ამოვიკითხე, რომ ადამიანი, რომელიც სულიერად არ ვითარდება, ორფეხა ცხოველს ჰგავს. თუმცა სულიერ ძიებაში ვიყავი და სრულიად განსხვავებული რელიგიებით ვინტერესდებოდი, მე ჯერ კიდევ არ მქონდა არჩეული ჩემი გზა. აი, რატომ ვარჩიე, სანამ მუსულმანები გარეთ ლოცულობდნენ, შინაურ ცხოველებთან ერთად ჯდომა, რომელთაგანაც სამწუხაროდ ცოტათი თუ განვსხვავდებოდი.

http://www.radikal.ru

ქაბული, რომელიც მაღალმთიან პლატოზეა განლაგებული და თოვლიანი მწვერვალებითაა გარშემორტყმული, ძალიან ლამაზი იყო. დიდი მონღოლების იმპერიის ყოფილი დედაქალაქი დღესაც ავღანეთის ყველაზე მნიშვნელოვან ქალაქად რჩებოდა. ქაბულში კვლავ შევხვდი ჯეფს და რემსის. ისინი თითქმის ერთი კვირაა მელოდნენ და ერთი სული ჰქონდათ, როდის განაგრძობდნენ ინდოეთისკენ მოგზაურობას ძველებური გზით, რომელიც ინგლისელებმა დააგეს. გადავწყვიტეთ პაკისტანში ჰაიბერის უღელტეხილიდან გადავსულიყავით. დილით ადრე მივედით ავტოსადგურზე და ჯეფმა ყველას აგვიღო ბილეთები. ავტობუსის კართან საიმიგრაციო სამსახურის ინსპექტორები იდგნენ და მგზავრებს დოკუმენტებს უმოწმებდნენ. ჯეფმა და რემსიმ ყველა აუცილებელი ფორმალობა გაიარეს და ავტობუსში დასხდნენ. მაგრამ როცა ჩემი რიგი დადგა, რაღაც გაუგებრობა მოხდა. ინსპექტორმა პასპორტი გამომართვა და საიმიგრაციო სამსახურის განყოფილებაში წამიყვანა. და ჩემდა სავალალოდ სწორედ ამ დროს ავტობუსი დაიძრა და წავიდა. ჩემი ბილეთი კი ჯეფს და რემსის დარჩათ, რომლებმაც ვერც კი შეამჩნიეს ჩემი არყოფნა. აღმოჩნდა, რომ საიმიგრაციო სამსახურის ჩინოვნიკებმა არასწორად წაიკითხეს ჩემი ქვეყნიდან გასვლის თარიღი. სიტუაციაში გარკვევისთანავე გამომიშვეს.

ასე დავრჩი ქაბულში მარტოდმარტო, და არ ვიცოდი რა მექნა. ჰაიბერის უღელტეხილზე, რომელსაც სახელი ჰქონდა განთქმული, როგორც ერთ-ერთ ყველაზე საშიშ ადგილს დედამიწაზე, მარტო, ავტოსტოპით გადასვლაზე ლაპარაკიც კი ზედმეტი იყო. ბევრი თავზარდამცემი ისტორია გამიგია ავღანეთსა და პაკისტანს შორის ამ სასაზღვრო მიდამოზე, სადაც მეომრული ტომები მართავდნენ სიტუაციას, და ისინი არანაირ კანონს არ სცნობდნენ. მსგავსად ამერიკული ველური დასავლეთის მაცხოვრებლებისა, ისინი გატენილ იარაღს თვლიდნენ მთავარ არგუმენტად ნებისმიერ დავაში და თავი მკვლელობებით და ყაჩაღობებით გაჰქონდათ. მიყვებოდნენ, რომ ისინი ტურუსტულ ავტობუსებზეც ახდენდნენ თავდასხმებს და აყაჩაღებდნენ, ხანდახან კი მგზავრებსაც კლავდნენ. ავტობუსების მფლობელი კომპანიები იძულებულნი იყვნენ ხარკი ეხადათ ამ ტომების მეთაურთათვის, რათა მგზავრთა სიცოცხლის უსაფრთხოება დაეცვათ. ძნელი სათქმელი იყო, რამდენად შეესაბამებოდა ეს ყოველივე სიმართლეს, მაგრამ ამის თავად გარკვევის არანაირი სურვუილი არ მქონდა. ბილეთის ფული არ მქონდა და აზრზე არ ვიყავი რა უნდა მექნა და ჩემი ცხოვრების მოულოდნელ ცვლილებებზე ჩაფიქრებული, სრულ მარტოობაში დავხეტიალობდი ქაბულის ქუჩებში.

ასე გავიდა მთელი დღე. ღამის დადგომასთან ერთად შესამჩნევად აცივდა. თბილი ტანსაცმელი და ღამისგასათევი არ მქონდა. ცაზე ამოსული სავსე მთვარე ყინულის ბურთად მეჩვენებოდა. სიცივისგან კანკალშეპყრობილი გზის პირას ჩამოვჯექი და ჰარმონიკა მოვიმარჯვე. თვალები დავხუჭე და მედიტაციურ ტრანსში შევასრულე გულიდან ამოსული სიმღერები. როცა თვალი გავახილე, ჩემს წინ ტანადი ახალგაზრდა ქალი იდგა. ქერა თმას ქარი უწეწავდა.

“ამ ღამეში როგორ არ გაიყინე თბილი ტანსაცმლის გარეშე?” – მიყურებდა და თვითონაც სიცივისგან კანკალებდა. როცა მის მბრწყინავ ცისფერ თვალებში თანაგრძნობა ამოვიკითხე, ჩემი თავგადასავლების შესახებ მოვუყევი.

“მე ჰოლანდიიდან ვარ, - მითხრა ქალმა საპასუხოდ, - მაგრამ უკვე რამდენიმე წელია ქაბულში ვცხოვრობ. არ გინდა, ღამე ჩემს სახლში გაათენო, სითბოში?”


მე მადლიერებით აღვსილი უკან გავყევი. ცივი ქუჩის მერე თბილი და კეთილმოწყობილი ბინა სამოთხედ მეჩვენა. ფანჯრებზე მწვანე და ოქროსფერი ფარდები ეკიდა, ოთახის ცენტრში ძვირფასი მაგიდა იდგა თავისი სკამებით, კედელთან კი თეთრი ფუმფულა სავარძელი იდგა. სწორედ მასზე განმათავსა ამ საუცხოო ბინის პატრონმა. მსგავსი არაფერი მენახა მას შემდეგ, რაც საკუთარი სახლი დავტოვე ჰეილენდ პარკში. მეჩვენებოდა, რომ ეს ასი წლის წინ იყო. ჰოლანდიელმა ქალმა მაგიდასთან მიმიპატიჟა და ახლადგამომცხვარი პური შემომთავაზა კარაქთან და ბოსტნეულთან ერთად, დესერტად კი შოკილადის ტორტი მელოდებოდა: ისიც კი გავიფიქრე, რომ არაფერი დამიკარგავს იმით, რომ ავტობუსზე ვერ მოვხვდი.

სასიამოვნო საუბრის შემდეგ მასპინძელმა მოსვენება შემომთავაზა:

“ალბათ ძალიან დაიღალე ამდენი ხანი სიცივეში ჯდომისგან”.

საძინებელში გამიყვანა, სადაც ორი საწოლი იდგა.

“აქ მოთავსდი, მე კი ჩემთან დავიძინებ”.

ამ დროს შევამჩნიე გიგანტიც, რომელიც ჩემს წინ იდგა. ეს იყო ორი მეტრის სიმაღლის მამაკაცი. მთასავით სხეულზე და ძლიერ ხელებზე მსხვილი კუნთები მოუჩანდა. ეს მამაკაცი მასპინძლის პირადი მცველი გახლდათ. იგი დიდ დაუვარცხნელ წვერს ატარებდა, ხოლო მისი გრძელი თმა ნახშირივით შავი იყო. ჩემს სწოლზე წამოვჯექი, ავღანელი კი თავისაზე. მისი შავი და მწველი თვალები ავი მზერით მბურღავდნენ. შემდეგ გაიზმორა და ხმამაღლა დაამთქნარა. მისი ოფლის მკვეთრი სუნი ცხვირში მეცა.

მასპინძელი აგრძელებდა:

“ის მიცავს მე. თავად ვნახე, მუშტის ერთი დარტყმით როგორ გაუხეთქა ერთ ადამიანს თავის ქალა. ახლა კი დაისვენე”.

მასპინძელი თავისი ოთახისკენ გაემართა და სანამ გავიდოდა შუქი ჩააქრო და თქვა: “მე ჩემთან გავალ”.

მიუხედავად ავღანელი პირადი მცველის ავბედითი გარეგნობისა, როგორი უცნაურიც არ უნდა იყოს, მის გვერდით თავს უსაფრთხოდ ვგრძნობდი. სახლში ისეთი სითბო და სიმყუდროვე იყო, რომ საწოლში მოხერხებულად მოვეწყვე და იღბლიანად ჩავთვალე საკუთარი თავი. ვინ იცის, როგორ გადავიტანდი ყინვიან ღამეს, ამ ქალს რომ არ შევცოდებოდი. ამ ფიქრებში გადავიფარე რბილი ზეწარი და ძილს მივეცი თავი.

რამდენიმე წუთიც არ გასულა, რომ ფარდის ხმამ გამაღვიძა, რომელიც ორ საძინებელს ჰყოფდა ერთმანეთისგან. ჩემს წინ მასპინძელი იდგა მხოლოდ ნახევრადგამჭვირვალე აბრეშუმის ღამის პერანგში. საძინებელში კეთილსურნელების სუნი იდგა და ხმადაბლა უკრავდა მუსიკა. ქალი მომიახლოვდა და ყურში ნაზად ჩამჩურჩულა:

“შენ ისეთი ახალგაზრდა და ლამაზი ხარ”.

მისი თვალები ვნებისგან ბრწყინავდნენ. ღამის პერანგი გაიხადა და სრულიად შიშველი წარსდგა ჩემს წინაშე. ხელები კისერზე მომხვია და ძვირფასი სუნამოებით ნაპკურები ტანი ჩემი ტანის გვერდით დადო, მე კი, დაბნეული, სასოწარკვეთილი ვცდილობდი ჩემი მოგზაურობის მიზანზე მომეხდინა კონცენტრაცია.

“ძალიან გთხოვთ, არ გინდათ! მეძინება!” – შევღაღადე მე. მაგრამ მასპინძელი შეუვალი იყო.

“ძალიან გთხოვთ თავი დამანებეთ”, - სულ ეს იყო რაც ამოვღერღე. სანამ მეფერებოდა, მე ვიწექი, როგორც მკვდარი თევზი.

ვნებით შეპყრობილმა ყურში ჩამჩურჩულა:

“თუ ჩემს სურვილს არ დააკმაყოფილებ, ჩემი პირადი მცველი თავს გაგიპოვს. აქედან ვერ გაიქცევი”.

ჩემი უარით შეურაცხყოფილმა, საშველად მცველს მოუხმო. ავღანელი საწოლიდან წამოხდა , თვალისდახამხამებაში გადმოჭრა ოთახი და ჩემს წინ დადგა.

“დანებდი! დანებდი ან მოკვდი”, - დამიღრიალა მან.

არ ვიცოდი რა მექნა. ჩემი მაცდუნებელი ძალას არ იშურებდა, რომ ვნება აღეძრა ჩემში, მე კი მის ქვეშ ვიწექი და შიშისაგან ვკანკალებდი. ავღანელი ჩემსკენ დაიხარა, თმაში ჩამავლო ხელი და დაიღმუვლა:

“დანებდი ან მოკვდი! დანებდი ან მოკვდი!”

მისი სიტყვები ყუმბარებივით ფეთქდებოდნენ ჩემს თავში. ჭკუაში კითხვები წრიალებდნენ:

“იქნებ ეს კოშმარული სიზმარია? რა ვქნა: დავნებდე თუ მოვკვდე? და მე რატომ დამემართა ეს ყველაფერი?”

რაღაც მომენტში ძალა მოვიკრიბე და ხელი ვკარი ქალს. სასწრაფოდ ხელი ვტაცე ჩემს ჩანთას და ფეხსაცმელებს და კარისკენ გავვარდი, ისე რომ საძილე ტომარა სულ გადამავიწყდა. პატრონმა გამყინავად დაიწივლა. პირადმა მცველმა ყვირილით გადამიჭრა გზა, მაგრამ მაინც მოვახერხე გასხლტომა. წიხლით გავაღე კარი და ქუჩაში გავვარდი. ავღანელი განრისხებული შეძახილებით მომდევდა. ზურგს უკან მის სუნთქვას ვგრძნობდი და უკანმოუხედავად გავრბოდი. ჩემი წარმოსახვა იმ საშინელ სურათებს ხატავდა, თუ როგორ აპობდა მისი გიგანტური მუშტი ჩემი თავის ქალას. გავრბოდი, გავრბოდი და გავრბოდი. თვითონაც არ ვიცი როგორ, მაგრამ ბოლოს და ბოლოს თავი დავაღწიე მდევარს.

კვლავ მარტო აღმოვჩნდი. ქუჩაში ღამე იდგა, და წასასვლელი არსად მქონდა. ქაბულის ცარიელ ქუჩებში ხეტიალისას ვიგრძენი, რომ ყინვიანი ღამე, რომელიც სულ ცოტა ხნის წინ ასე მაშინებდა, სინამდვილეში დამცველი იყო ჩემი. ცივი მთვარე, რომელმაც ძვლებამდე გამყინა, ამჯერად ჩემს დაღლილ ჭკუას ათბობდა. მივდიოდი უმისამართოდ და სრულ თავისუფლებას ვგრძნობდი. ვარსკვლავებს შევცქეროდი და ვფიქრობდი იმაზე, თუ როგორ იმონებს ადამიანს ვნება. ინტიმური სიახლოვე შეიძლება ღმერთის საჩუქარი იყოს, მაგრამ როცა მისადმი სწრაფვა აკვიატებულ იდეად იქცევა, ადამიანი გონებას კარგავს და საკუთარი ავხორცობის დაკმაყოფილებისთვის მზადაა ყველაზე მდაბალი საქციელიც კი ჩაიდინოს. დაუკმაყოფილებელ ვნებას ჭკუიდან გადაყავს ადამიანი. რა თქმა უნდა, ვფიქრობდი მე, ნებისმიერი რელიგიის ისტორიაში იყვნენ მორწმუნეები, რომლებიც ოჯახურ ცხოვრებას ეწეოდნენ და შესანიშნავ ბავშვებს ზრდიდნენ. ისინი თუ შედიოდნენ ინტიმურ ურთიერთობაში, ამას აკეთებდნენ როგორც ღმერთისადმი მსახურებას. მაგრამ რატომ იყო, რომ იმავე რელიგიებში მრავალი წმინდანი უბიწოების აღქმას დებდა? რაც უფრო მეტად ვფიქრობდი ამაზე, მით უფრო მეტად მინდოდა მეპოვა პასუხი ამ კითხვაზე. როგორც ჩანს ეს წმინდანები თვლიდნენ, რომ მოწინააღმდეგე სქესისადმი მიჯაჭვულობა ღმერთის სიყვარულში შეუძლიდათ ხელს. ან უნდოდათ, რომ ამ მძლავრი ენერგიისთვის სახე შეეცვალათ და ლოცვებში და ღმერთისადმი მსახურებისკენ წარემართათ იგი. ვინ იცის, იქნებ სწორედ ესაა რასაც ვეძებ. მაშინ ნათელი ხდება, რატომ უარვყავი იტალიაში ირენის შემოთავაზება. შეყვარება – ნიშნავს გულის მიცემას, - ვფიქრობდი მე. – ჭეშმარიტი სიყვარული თავგანწირული და უანგარო უნდა იყოს. ვუყურებდი, თუ როგორ მაღლა და მაღლა იწეოდა სავსე მთვარე ქაბულის თავზე, ანათებდა რა თავისი შუქით მთის ფერდობებს. მე უფრო მეტად განვმტკიცდი ჩემს სურვილში, სიცოცხლის ბოლომდე შემენახა უბიწოების აღქმა. ვიდექი ქარში რომელიც ძვლებამდე ატანდა და ღმერთს ვთხოვდი ძალას, რომ ამ აღქმის დაცვაში დამხმარებოდა.
* * *
როცა მზე მთებზე ამოიწვერა, მე მაშინვე ავტოსადგურისკენ გავეშურე, ისე რომ თვითონაც არ ვიცოდი, რა მელოდა იქ. სადგურზე ჩემდა გასახარად გავიგე, რომ ჯეფმა ავტობუსის მძღოლს სამგზავრო ბილეთი და ცოტაოდენი ფული გამოატანა. სანამ ავტობუსში ჩავჯდებოდი, მივიხედ-მოვიხედე და მზერით ქაბულს დავემშვიდობე. აქ, ამ მთიანი ავღანეთის პლატოზე, მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადავდგი გასხივოსნებისკენ მიმავალ გზაზე და ვლოცულობდი, რომ ჩემი დადებული ფიცი დამეცვა. ამასთან უზომო მადლიერებას ვგრძნობდი.

ავტობუსის ფანჯრიდან მთის მწვერვალები და უნაყოფო მიწები მოჩანდა. ღარიბი გლეხები მუხლჩაუხრელად მუშაობდნენ და ცდილობდნენ, ამ უნაყოფო მიწებზე რაღაც მოსავალი მაინც მოეწიათ. ამ ადგილების ლანდშაფტი საიმედოდ იცავდა მის მაცხოვრებლებს გარესამყაროსგან. ადგილობრივები მხარზე გადაკიდებული იარაღით დადიოდნენ და ხშირად ქამრის მაგივრობას ტყვიებიანი ლენტი უწევდათ. გზაში ხშირად გვხვდებოდა სახელოსნოები, სადაც ხელნაკეთ გადაჭრილ თოფებს ამზადებდნენ. შორს აქლემების ქარავანები გამოჩანდებოდა ხოლმე, რომლებსაც ქვიშიან მიწაზე ტვირთი გადაჰქონდათ.

http://www.radikal.ru

ავტობუსი ძლივს ადიოდა აღმართებში. გაჭირვებისაგან ძაგძაგებდა და ღმუოდა. ფანჯარაში ვიყურებოდი და ვცდილობდი წარმომედგინა, თუ როგორ გაიარა აქ ჩვ. წ. აღრიცხვამდე მეოთხე საუკუნეში ინდოეთისკენ მიმავალ გზაზე ალექსანდრე მაკედონელის არმიამ. მეცამეტე საუკუნეში უღელტეხილი ჩინგის ხანის მონღოლურმა ურდოებმა გადაკვეთეს, უფრო გვიან კი – დიდი მონღოლების არმიებმა, რომლებიც ინდოეთის სუბკონტინენტის დასაპყრობად და გასაძარცვად მიეშურებოდნენ. მეცხრამეტე საუკუნეში აქ უკვე ბრიტანული არმიის უამრავმა ჯარისკაცმა გაიარა. თაობები იცვლებოდა, მაგრამ სისხლისღვრა და მკვლელობები ძველებურად რჩებოდა აქ მცხოვრები ტომების ყოველდღიურ საქმიანობად.

მიუხედავად იმისა, რომ არსებობისათვის ბრძოლამ გამოუსწორებელი დაღი დაასვა ადგილობრივი მაცხოვრებლების სახეებს, მათში მაინც გამოსჭვიოდა რაღაც მკაცრი კეთილშობილება. როცა ვიხსენებდი, თუ რას მიყვებოდნენ ამ ადამიანების შესახებ, მიხაროდა, რომ ავტობუსის ფანჯრიდან ვუმზერდი მათ და არა პირისპირ.

საღამოს პაკისტანის ქალაქ პეშავარში ჩავედით. როცა ავტობუსიდან გადმოვედი, ჩემი ყურადღება გზის პირას უშფოთველად მჯდარმა შავ-ფარანჯიანმა დედაბერმა მიიპყრო. მის წნ გაფენილ ტომარაზე რაღაც საქონელი ეწყო. უფრო ახლოს მივედი, რომ გამერჩია, რითი ვაჭრობდა. ჩემდა გასაოცრად, ეს ბრინჯაოს კასტეტები აღმოჩნდა. დედაბერი კასტეტებით ვაჭრობდა.

კასტეტებს ბასრი და დაკბილული ხიშტები ჰქონდა, გამიზნულნი იმისთვის, რომ ხორცი გაეგლიჯათ. ეს სასტიკი იარაღი ნახევრადძვირფასი ქვებით იყო გაწყობილი. დედაბერმა დამალული ღილაკი მაჩვენა, და როდესაც ხელი დააჭირა მას, კასტეტიდან სტვენით გამოვარდა სამართებელი. მოულოდნელობისგან კინაღამ დავეცი. დედაბერი მარწმუნებდა, რომ მისი საქონელი მეყიდა, მაგრამ მე ზრდილობიანად ვუთხარი უარი და მაშინვე წამოვედი.

ინდოეთში მოსახვედრად, კიდევ ერთი, უკანასკნელი საზღვარი უნდა გადამეკვეთა. ვტკბებოდი ამ ქვეყანასთან შეხვედრის მოლოდინით და უძველეს ქალაქ ლაჰორში გავეშურე, რათა ინდოეთის ვიზა ამეღო. გზაში კეთილი და გულისხმიერი ხალხი მხვდებოდა, რომლებიც ყველაფერს აკეთებდნენ იმისთვის, რომ პაკისტანში ისე მეგრძნო თავი, როგორც საკუთარ სახლში: ისინი მაჭმევდნენ და სატვირთო ავტომობილებით ან ავტობუსებით გადავყავდი. დილით ადრე უკვე ლაჰორის ინდოეთის საელჩოსთან ვიდექი. მოწმენდილ ცაზე შევარდნები ლივლივებდნენ. საელჩოს კარი როგორც იქნა გაიღო. მე შევედი და მოუხეშავად გავუწოდე ჩემი პასპორტი ჩინოვნიკს. როცა პასპორტში შტამპი ჩაარტყა, გული სიხარულით ამიჩქარდა. ისეთი შეგრძნება მქონდა, თითქოს ეს იყო ვიზა ღმერთის სასუფეველში. აქედან ინდოეთამდე ხელის გასაწვდენი მანძილიღა იყო. მე მელოდებოდა იოგების, ლამების და ბრძენების მიწა.

* * *
თავი მეთორმეტე

ზამთრის ნათელი დღე იდგა. ლაჰორიდან ჯერ კიდევ განთიადისას წამოვედი და ავტოსტოპით და ფეხით ორმოცდათხუთმეტი კილომეტრიც გავიარე გრუნტის გზაზე, რომელიც ხორბლის ყანების და აყვავებული მდოგვის ყვითელი ველების გასწვრივ გაჭიმულიყო. გზის ნაპირზე და ზოგ ადგილას ყანებს შორის აკაცია იზრდებოდა. ეს ერთადერთი ხეები იყო მთელი მიდამოს მანძილზე. ძველი სატვირთო ავტომობილები, რომლებიც იშვიათად გაივლიდნენ ხოლმე გზაზე, თავისი გარეგნობით სასიხარულო აღმაფრენას მანიჭებდნენ. ისინი ნათელ ფერებში იყვნენ შეღებილნი, და რომელიღაც მდიდარი როკ-ვარსკვლავის ფსიქოდელიურ სტილში შეღებილ ლიმუზინებს ჰგავდნენ. არანაკლებ შთაბეჭდილებას ახდენდა ავტომობილებში მსხდომების ტრადიციული ტანსაცმელი და ტიურბანები. ხანდახან ურმებიც გაივლიდნენ ხოლმე ჭრიალით. ზოგს ხორბალი გადაჰქონდა, ზოგს შინაური საქონელი, ზოგში კი თავად მათი პატრონები ისხდნენ მთელი ოჯახებით. ასეთი ტრანსპორტით, მეტწილად კი ფეხით ჩავაღწიე ქალაქ ჰუსეინვალამდე, ინდოეთის და პაკისტანის საზღვარზე.

როცა საიმიგრაციო კონტროლის პუნქტამდე მივდიოდი, ინდოეთთან შეხვედრის მოლოდინი გულს წინასწარი სიხარულით მივსებდა. ევროპაში და ახლო აღმოსავლეთში გატარებული ექვსი თვის მანძილზე ოცდაათი წლით გავიზარდე. მაგრამ მესმოდა, რომ ამ ნახევარი წლის განმავლობაში მიღებული გამოცდები სხვა არაფერი იყო ჩემთვის, თუ არ განწმენდა, რომელიც ინდოეთის წმინდა მიწაზე მოსახვედრად უნდა გამევლო. და აი, ინდოეთი უკვე ერთი ხელის გაწვდენაზე იყო.

ბედამდე, რომელიც წინ მელოდა, მხოლოდ საიმიგრაციო კონტროლის პუნქტი მაშორებდა, სადაც პენჯაბის მწველი მზის ქვეშ სრული ქალბატონი იჯდა მწვანე სამხედრო ფორმით. მის ორივე მხარეს ორი შაშხანაგადაკიდებული ინდოელი მესაზღვრე იდგა. ქალბატონის მკაცრი სახე კარგს არაფერს მიქადდა. მის წინ ვიდექი, თავით ფეხებამდე მტვრით დაფარული, მაგრამ იმედით სავსე. პასპორტი გავუწოდე და მოლოდინისგან გული გამიჩერდა. სანამ მის ყოველ გვერდს ათვალიერებდა, მოგონებებში ჩავიძირე. ის წამი გამახსენდა, როცა კუნძულ კრეტაზე, მთის მწვერვალზე ვმედიტირებდი და ისეთი რამ დამემართა, რამაც ინდოეთში გამგზავრება მაიძულა. რა თქმა უნდა ვიცოდი, რომ ბევრი ამ მოვლენას ჭკუის დაბინდვას მიაწერდა, რომელიც მრავალსაათიანი ლოცვებით, ან მშიერი ჰალუცინაციებით იყო გამოწვეული. მაგრამ მე დარწმუნებული ვიყავი, რომ თავად უფალი გაჩნდა ჩემს გულში. მკაფიოდ მესმოდა მისი სიტყვები: “გაემგზავრე ინდოეთში!” და ამ მომენტიდან მტკიცედ დავიჯერე, რომ ინდოეთში თავად ღმერთი მიხმობდა.

ახლო აღმოსავლეთში ჩემი მოგზაურობიდან სამი თვე გავიდა. სულ მცირე ხუთიათასი კილომეტრიც გავიარე და ამ მოგზაურობის ყოველი წამი საერთოდ არ ჰგავდა იმ ყველაფერს, რც ბავშვობაში წარმომედგინა, როცა სამყაროს იმ წინასწარგანწყობების პრიზმით ვუყურებდი, რომელიც პროვინციალურმა ამერიკამ მომახვია თავს. ყოველ განვლილ კილომეტრთან ერთად ჩემი გული უფრო ძლიერად ილტვოდა ინდოეთის წმინდა მიწისკენ, რომლის გარეშეც უკვე ვეღარც წარმომედგინა ჩემი არსებობდა.

მთელი ვნებით მინდოდა ინდოეთში მოხვედრა, რადგან მხოლოდ იქ უნდა ასრულებულიყო ჩემი ყველაზე ფარული ოცნება. სულით და გულით უკვე იოგებთან ვიყავი მათ მთიან აშრამებში. იქ მოსახვედრად თვეების განმავლობაში შეუპოვრად მივიწევდი წინ, და მრავალი სხვადასხვა ხიფათი გავიარე. და ახლა, როცა სულ რაღაც ერთი ნაბიჯი მაშორებდა მიზნამდე, უნდა დავლოდებოდი, სანამ შეუვალი ჩინოვნიკი საიმიგრაციო სამსახურიდან ჩემს პასპორტს შეისწავლიდა.

ქალი რამდენიმე წუთი ყურადღებით ათვალიერებდა პასპორტს, შემდეგ კი ამომხედა და გულგრილი ტონით მითხრა:

“მაჩვენეთ, რამდენი გაქვთ ფული”.

მე ციებიანივით სასწრაფოდ მოვიჩხრიკე ჩანთა, და ქალბატონი, უმზერდა რა ჩემს მოქმედებას სკამიანად გადმოიწია, რომ ჩემს ჩანთაში ჩაეხედა. მხოლოდ რამდენიმე მონეტის წარდგენა შევძელი.

სახეზე ზიზღიანი გრიმასა აღებეჭდა.

“ინდოეთში შესვლისათვის მინიმუმ ორასი დოილარი უნდა გქონდეთ”.

ქალბატონი სკამის საზურგეს მიეყრდნო, ხელები გულზე გადაიჯვარედინა და მბურღავი მზერით მკითხა:

“სადაა თქვენი ფული?”

იატაკს ჩაშტერებულმა ჩავილუღლუღე:

“სულ ესაა რაც მაქვს”.

“ამ შემთხვევაში ვერ შეძლებთ ქვეყანაში შესვლას”.

ჩემი პასპორტი მაგიდაზე დააგდო, რომელიც ახლა უკვე ჩვენს შორის აღმართული კედელივით იდგა:

“დაბრუნდით იქ, საიდანაც ჩამოხვედით”.

მისმა სიტყვებმა ისრებივით განგმირეს ჩემი გული.

“მაგრამ მე რამდენიმე თვე მოვდიოდი ავტოსტოპით, და სიცოცხლეს ვიგდებდი საფრთხეში, მხოლოდ იმისთვის, რომ თქვენი ქვეყანა მენახა. მე მინდა, რომ წმინდა ადამიანები დამეხმარონ თქვენი რელიგიის შესწავლაში”.

ჩემივე საწყალი ხმა თითქოს გვერდიდან მესმოდა:

“ინდოეთისადმი სიყვარულის გამო ამერიკული ცხოვრების სიკეთეებზე ვთქვი უარი. ძალიან გთხოვთ, მომეცით შანსი”.

ქალბატონმა მკაცრად შემომხედა:

“ჩვენ ინდოეთში თქვენს გარდაც ბევრი გვყავს მაწანწალა”.

ერთ-ერთ მესაზღვრეს ნიშანი მისცა და მანაც იარაღი მოიმარჯვა.

“თქვენ უარი გეთქვათ ინდოეთში შესვლაზე. უკან დაბრუნდით”.

“მაგრამ...”

ეს გადაწყვეტილება საბოლოოა. ზედმეტ საუბარს აზრი არა აქვს”.

სკამიდან წამოდგა, ზურგი შემაქცია და სამხედრო ბარაკებისკენ წავიდა.

http://www.radikal.ru
http://www.radikal.ru
* * *
ვეცადე დავწეოდი და როგორმე გადამერწმუნებინა, მაგრამ მას არაფრის გაგონება არ სურდა. მისი სიტყვები: “თქვენ უარი გეთქვათ ინდოეთში შესვლაზე”, გასაჩივრებას არ ექვემდებარებოდა და ეს სასიკვდილო განაჩენი იყო ჩემთვის. მესაზღვრეებმა, რომლებიც აქამდე სრულიად გულგრილად იდგნენ, იარაღი მომიშვირეს და მიბრძანეს, დაუყოვნებლკოვ დამეტოვებინა ტერიტორია. გაოგნებული გავეცალე მათ და უზარმაზარი ნიმის ხის ქვეშ ჩამოვჯექი. პენჯაბის მწვანე მდელოებს ვუყურებდი და ვერ გადამეწყვიტა, რა მექნა და სად წავსულიყავი.

არ მახსოვს, რამდენი ხანი დავყავი იქ, მაგრამ როცა გარემოს აღქმის უნარი დამიბრუნდა, უკვე მტკიცედ ვიცოდი, რომ უკან არ დავიხევდი. თუ საიმიგრაციო სამსახურის მოხელე ჩემი ოცნების ქვეყანაში არ შემიშვებდა, მაშინ აქ ვიჯდებოდი, ხის ქვეშ. ყველაზე საშინელ სიზმარშიც კი ვერ წარმოვიდგენდი, რომ ინდოეთში არ შემიშვებდნენ.

რამდენადაც სრულიად არ მაინტერესებდა პოლიტიკური ვითარება მსოფლიოში, საიდან უნდა მცოდნოდა, რომ ინდოეთი და პაკისტანი მესამე ომის ზღვარზე იყვნენ. და რომ სულ რაღაც ერთი წლის შემდეგ. 1971 წლის დეკემბერში, აქ, ამ საზღვარზე, სისხლიანი ხოცვა-ჟლეტა გაჩაღდებოდა. არავის გავუფრთხილებივარ, რომ ეს ერთ-ერთი ყველაზე დაძაბული სასაზღვრო ზონა იყო მსოფლიოში, და ალბათ მხოლოდ ბერლინში, “ჩარლის” საკონტროლო პუნქტს თუ ჩამოუვარდებოდა ამ მხრივ. ჰუსეინავალში საზღვრის ორივე მხარეს, სრულ საბრძოლო მზადყოფნაში იდგა ორივე მხარის არმია – ინდოეთის და პაკისტანის.

იმ მზიან დღეს ეს ყველაფერი არ ვიცოდი. ხის ქვეშ ვიჯექი და ბარაკის ფანჯრის მიღმა საიმიგრაციო მოხელე ქალის გაღიზიანებულ სახეს ვხედავდი.
იქნებ გადაწყვიტა, რომ რადგანაც ამერიკიდან ჩამოვედი, ბევრი ფული მქონდა, და უბრალოდ ქრთამის გამოძალვას ცდილობდა ჩემგან? როგორ არ ესმოდა, როგორი სიძნელეების გადალახვა მომიხდა, რომ ამ მოშორებულ საკონტროლო პუნქტამდე ჩამომეღწია? მოვხვდები ოდესმე ინდოეთში? – ვფიქრობდი მე. ნუთუ შეუძლიათ, რომ ავტოსტოპით ლონდონიდან ჩამოსული, ინდოეთის საზღვრიდან უკან გამაბრუნონ მხოლოდ იმ საფუძველზე, რომ ფული არ მაქვს? დევნილად ვგრძნობდი თავს და ჩემი საუკეთესო მეგზური და მეგობარი – ჰარი გამახსენდა. როცა დავცილდით ერთმანეთს, ალბათ თვითონაც დევნილად თვლიდა თავს. სად არის ახლა? როგორაა? ჩააღწია ისრაელამდე? პენჯაბის მტვრიან მიწაზე ვიჯექი და საუკეთესო მეგობარზე ვდარდობდი.

დროდადრო სასაზღვრო პუნქტთან მივდიოდი, მაგრამ ჩინოვნიკი ყოველ ჯერზე იგნორირებას მიკეთებდა. სასოწარკვეთილმა გადავწყვიტე კიდევ ერთხელ მეცადა მისი გადარწმუნება.

“თქვენ ჩემს მოთმინებას ცდით”, - სამხედრო ჩექმა მიწაზე დააბაკუნა, მსხვილი თითი სახეში მატაკა და გაბრაზებულმა წარმოთქვა:

“თქვენ უარი გეთქვათ, გესმით? ეს ჩემი უკანასკნელი გაფრთხილებაა. მეტჯერ აღარ შემაწუხოთ”. ტუჩები აღშფოთებისგან უთრთოდა.

ხის ქვეშ დავბრუნდი და დარჩენილი დღე ფიქრში გავატარე. ურთიერთსაწინააღმდეგო ემოციების ქარიშხლები ტრიალებდნენ ჩემს გულში. მზე უკვე ჰორიზონტს უახლოვდებოდა, და შევამჩნიე, რომ საიმიგრაციო კონტროლის პუნქტზე ახალი ცვლა მოვიდა – მაღალი ხანშიშესული სიქჰი ისეთივე მწვანე ფერის აკურატულ ტიურბანში, როგორიც მისი ფორმა იყო. მოხელე ქალმა ჩემზე ანიშნა. როგორც ჩანდა უხსნიდა, რომ ჩემი ინდოეთში შეშვება არ შეიძლებოდა, და შემდეგ ამერიკულმა ჯიპმა წაიყვანა იგი.

არ ვიცოდი რა მექნა. მორჩილად მივუახლოვდი სიქჰს, გულის სიღრმეში სასოწარკვეთილი ვლოცულობდი, და ჩემი პასპორტი გავუწოდე:

“ძალიან გთხოვთ, ნება მომეცით რომ თქვენს დიად ქვეყანაში შემოვიდე”.

მისმა ხმამ ცივად და გულგრილად გაიჟღერა:

“მე გამაფრთხილეს, რომ თქვენ ძალიან თავისმომაბეზრებელი ხართ. მკაცრი მითითება მივიღე, რომ არ უნდა შეგიშვათ. ან წარმოადგინეთ საჭირო თანხა, ან უკან გაბრუნდით”.

თვალცრემლიანმა მოვუყევი ჩემი ცხოვრების და სულიერი ძიებების შესახებ:

“ინდოეთის სულიერი განძის გამო ყველა კეთილდღეობა მივატოვე, რასაც ცხოვრების ამერიკული წესი მპირდებოდა. რისკის ფასად ავტოსტოპით ლონდონიდან აქამდე ჩამოვაღწიე. ძალიან მინდა ვიპოვო გზა ღმერთისაკენ. ძალიან გთხოვთ, შემიბრალეთ! გპირდებით, რომ ოდესმე სარგებლობას მოვუტან ინდოეთს. დამიჯერეთ, სერ, გამოვადგები თქვენს ქვეყანას. გთხოვთ, მომეცით შანსი”.

მას ცრემლი მოადგა თვალებზე.

“მომეცი შენი პასპორტი”.

უკვე ბნელდებოდა, ამიტომ სიქჰმა ნაჩქარევად გადახედა, ისე რომ კარგად არც კი წაუკითხავს. შემდეგ თვალებში შემომხედა და თქვა:

“ხანდახან გულის ხმას უნდა ვუგდოთ ყური. მე მჯერა შენი”.

მაგიდიდან შტამპი აიღო, მელნიან ღრუბელში დაასველა და ჩემს პასპორტში ბეჭედი დაარტყა, რომელიც ჩემი ინდოეთში ყოფნის უფლებას ადასტურებდა.

“მზადაა”, - თქვა მან, პასპორტი დახურა და უკან დამიბრუნა. ალერსიანად გაღიმებულმა, თავზე დამადო ხელი:

“შვილო, დაე შენთან იყოს ჩემი კურთხევა. გისურვებ იმ ჭეშმარიტების პოვნას, რომელსაც ასე გულით ეძებ. კეთილი იყოს შენი მობრძანება ინდოეთში”.

http://www.radikal.ru

Posted by: Lapis 14 Nov 2011, 20:19
cinemamu
აღარ გცალია? weep.gif weep.gif weep.gif

Posted by: xixani 15 Nov 2011, 01:13
QUOTE
cinemamu
აღარ გცალია?


Posted by: cinemamu 15 Nov 2011, 17:01
ნაწილი მეორე

დედა ინდოეთი

თავი პირველი

რაც უფრო შორს შევდიოდი ინდოეთის მიწაზე, მით უფრო მკაფიოდ ვგრძნობდი, რომ როგორც იქნა სახლში დავბრუნდი. საღამო დადგა. ჩემს გულში ვეალერსებოდი ყოველ ფოთოლს ხეზე, ყოველ ვარსკვლავს ცაზე და ყოველ ბალახს მინდორში. გარშემო ყველაფერი ამაღელვებლად ახლებური იყო და ამავე დროს ძალიან ნაცნობი. მწუხრის ჟამს აუღელვებელი სიმშვიდე გაწვა მთელ ჰორიზონტზე გადაშლილ მწვანე მდელოებზე. სიჩუმეს მხოლოდ ჩიტების ჭიკჭიკი, ბაყაყების ყიყინი და ჭრიჭინების ჭრიჭინი არღვევდა. მივდიოდი და ვფიქრობდი, რომ ჩემი საკუთარი ძალები აშკარად არ მეყოფოდა ასეთი მოგზაურობის ასატანად. სახლში მხოლოდ ღმერთის წყალობით დავბრუნდი.

რაღაც პერიოდი ფეხით დავდიოდი, შემდეგ კი გზად მიმავალი მანქანა გავაჩერე. მეგობრულად განწყობილმა მძღოლმა ფიროზპურიმდე წაყვანა შემომთავაზა, ქალაქამდე, რომელიც პენჯაბის შტატშია ჩრდილოეთ ინდოეთში. სასიამოვნო საუბარში გავატარეთ დრო და რკინიგზის სადგურს მივაღწიეთ. იქ ჩემმა ახალმა ნაცნობმა მასთან ერთად მატარებლით ძველ დელიში გამგზავრება შემომთავაზა. მთელი მოგზაურობის მანძილზე ერთხელაც არ ვმჯდარვარ მატარებელში. ძირითადად სატვირთოებით და იაფი ავტობუსებით ვმგზავრობდი. რამდენჯერმე ბორანით მგზავრობამაც მომიწია, ერთხელ კი აქლემზეც ვიჯექი. ამიტომ როგორ შემეძლო ამ მაცდურ წინადადებაზე უარის თქმა? მშვიდი და კომფორტული მგზავრობის მოლოდინში რკინიგზის პლატფორმაზე დავსეირნობდი.
გარშემო ვაჭრები ურიკებით დადიოდნენ და სხვადასხვა წვრილმანს: ხილს, ტკბილეულს, ორცხობილებს, სუვენირებს, ჟურალებს, წამლებს, ასევე ჩაის და ტანსაცმელს დაატარებდნენ. აქამდე არასოდეს მენახა, რომ საჭმელი პირდაპირ ურიკაზე მოემზადებინოთ. ერთი ბოსტნეულს სქელ ყვითელ ცომში ახვევდა და ფრიტიურზე ბრაწავდა. მეორე ცომს კვერებად აბრტყელებდა და აბოლებულ კარაქში აგდებდა, სადაც ისინი მაშინვე ბუშტებივით იბერებოდნენ. შორიახლოს ცეცხლზე ქვიშამოყრილ რკინის ტაფაზე მიწის თხილს ხალავდნენ. ჰაერში მოტრიალე სანელებლების სუნი კეთილსურნელოვანი ჩხირების არომატს და დიზელის ძრავების გამონაბოლქვს უერთდებოდა.

ხალხი ბაქანზე იდგა მატარებლის მოლოდინში და ხმამაღლა საუბრობდა ერთმანეთში. აქვე, სარკინიგზო ხაზების გასწვრივ, თითქოს პიკნიკზე ყოფილიყვნენ, საჭმელი გამოეფინათ და მთელი ოჯახები სადილობდნენ. ბრბოში გზას მიიკვლევდნენ მტვირთავები თავზე მძიმე ჩემოდნებით, და დასაცავად თავზე წითელი ქსოვილისგან დამზადებული მცირე საფენი ეფარათ. ღატაკებს მოწყალების მოლოდინში ხელები გამოეწვდინათ. აქ იყვნენ ბრმებიც და კოჭლებიც, უხელოებიც და უფეხოებიც. ერთს სახე ჰქონდა დამწვარი, მეორეს - კიდურები დამახინჯებული. კეთროვნები ხალხს თავიანთ დასნეულებულ თითებს სჩრიდნენ სახეში და ამ გზით ითხოვდნენ მოწყალებს. ზოგიერთ ქალს ჩვილი ბავშვი ეკავა ხელში, დაჩირქებული თვალებით. და ბავშვებს თავზე ბუზები დასტრიალებდნენ. ყველა ეს მათხოვარი პლატფორმაზე ერთი ადამიანიდან მეორესთან მიდიოდა დახმარების მოლოდინში. რუპორიდან განუწყვეტლივ მოისმოდა ახალ-ახალი განცხადებები. და ამ ყველაფრის ფონზე ათეულობით ადამიანს მშვიდად ეძინა მტრავალჯერ ნაფურთხებ პლატფორმაზე.

როცა ჩვენი მატარებლის შემოსვლა გამოაცხადეს, ყველა ფეხზე წამოხტა. მოისმა საყვირის ხმა, მალე მატარებელიც გამოჩნდა და ორქლის ჭავლი და შავი კვამლის ნაკადი გამოუშვა. როგორც კი ბაქანს გაუსწორდა, ასეულობით ადამიანი ჯერ კიდევ მიმავალი მატარებლის გასწვრივ გაიქცა. ჩემმა ნაცნობმა დამიყვირა: “ჩქარა, მომყევი!”, - და ისიც მთელი ძალით გაეკიდა ვაგონს. როგორც კი მატარებელმა სიჩქარეს უკლო, ყველამ ღია ფანჯრებში დაიწყო შეხტომა. ჩემმა ნაცნობმა ჯერ სირბილის დროს შეაგდო ფანჯარაში ჩანთა, შემდეგ კი თვითონაც შეძვრა. ვცდილობდი არ ჩამოვრჩენოდი და მეც მის გვერდით მივრბოდი. ვაგონის ფანჯრიდან მიყვირა: “ჩქარა შემოხტი, თორემ ვერ მოასწრებ!” მოძრავ ვაგონში შეხტომა ნამდვილად არ იყო უსაფრთხო, მაგრამ ყველა ასე აკეთებდა. რამდენიმე ვაგონი გავატარე და როგორც იქნა გადავწყვიტე შევმხტარიყავი, მაგრამ მხოლოდ ფანჯრის კიდეზე მოვახერხე მოჭიდება. ასე დაკიდებული ყოფნა ძნელი იყო, და თითებმა თავისთავად დაიწყეს ხელის გაშვება. ძირს დავიხედე და შევკრთი. ზუსტად ჩემს ქვემოთ, რელსებზე თანაბარზომიერად მოძრაობდნენ ფოლადის ბორბლები. უნებურად წარმოვიდგინე, როგორ ჭრიდნენ ჩემს სხეულს. წარმოუდგენელი ძალისხმევის ფასად მაინც მოვახერხე ფანჯარაზე აძრომა და შიგნით შეხტომა. ჩემს შემდეგ მაშინვე ამ ფანჯარაში კიდევ ორი შემოეკვეხა.

http://www.radikal.ru
* * *
აღმოვჩნდი რა ვაგონში, გარშემო მიმოვიხედე და დავინახე, რომ ყოველ ფანჯარაში ვიღაც ისევ ხტებოდა ან ძვრებოდა. როცა მატარებელი გაჩერდა, ვაგონი იმდენად გადავსებული იყო, რომ მასში შემოტენვაც კი შეუძლებელი იყო. თავისუფალი დასაჯდომი ადგილი რა თქმა უნდა აღარ იყო. კედელზე აბრა იყო წარწერით: “მგზავრთა რაოდენობა არაუმეტეს 60”. ყველაზე მოკრძალებული გამოთვლებით, ჩემს გარშემო ორასამდე ადამიანი იყო. ბილეთების შემოწმებაზე ლაპარაკიც ზედმეტი იყო. ჩემი ნაცნობი სხვა ვაგონში შეხტა და მას მერე აღარ მინახავს.

ყველა მგზავრი უბილეთოდ მგზავრობდა. მოგვიანებით გავიგე, რომ ინდოეთის სარკინიგზო ხაზებში მესამე კლასის ვაგონებისთვის ეს ჩვეულებრივი ამბავი გახლდათ. რა თქმა უნდა ასეთ მგზავრობაზეც გიწევს ფასის გადახდა, მაგრამ ეს ფასი რუპიებით არ განისაზღვრებოდა. მიუხედავად იმისა, რომ ვაგონში ხალხი ყვიროდა და ერთმანეთს აწყდებოდა, ჩემდა გასაკვირად ყველა აუღელვებლად და მშვიდობისმოყვარედ გამოიყურებოდა. როგორც ჩანს დიდი ხანია შეეგუვნენ მგზავრობის ასეთ ფორმას. როცა მატარებელი დაიძრა, ზოგიერთი ვაგონს გარეთ ნახევრად გადმოკიდებული დარჩა, მაგრამ მათ სახეზეც ვერანაირი უსიამოვნება ვერ ამოვიკითხე. თავი ავწიე და ზემოთ ტვირთის დასადებად მოწყობილი რკინის თაროები შევნიშნე. ტვირთის ნაცვლად იქაც ათეულობით ადამიანი შეყუჟულიყო. დაახლოებით ერთი მეტრის სიგრძის თავისუფალი ადგილი შევიგულე, მეც ზემოთ ავძვერი და წარმოუდგენლად მოკუნტული ორ მგზავრს შორის შევეკვეხე. ზემოდან ხალხის ბრბოს ვუყურებდი, და ისეთი შეგრძნება მქონდა, თითქოს პირველი კლასით ვმგზავრობდი. მე სრულიად აღტაცებული ვიყავი ინდოეთით.

ძველი მატარებელი მთელი ღამე გაუჩერებლად შიშინებდა და გუგუნებდა, და გამთენიისას უკვე ძველი დელის სადგურზე ვიყავით. მე მატარებლიდან ჩამოვედი. არ ვიცოდი რა მექნა და უბრალოდ ბაქანზე გავისეირნე.
უცებ ვიღაცამ დამიძახა:

“მანქ, მანქ! ნუთუ ეს შენ ხარ!”

მე შემოვბრუნდი და დავინახე ორი ფრანგი, რომლებიც ჯერ კიდევ შვეიცარიაში გავიცანი. იქ, ჟენევის ტბის ნაპირას, ერთად განვიხილავდით ტიბეტურ “მკვდრების წიგნს”. სასიხარულო შეხვედრის შემდეგ ბიჭებმა თავისთან მიმიპატიჟეს შხაპის მისაღებად და დასასვენებლად. რიკშა დავიჭირეთ და იაფფასიან სასტუმროში – “ახალ გვირგვინში” წავედით. იქ გზის მტვერი ჩამოვიბანე და პირდაპირ აივნის იატაკზე დავწექი დასაძინებლად. იმან გამაღვიძა, რომ სახეში ვიღაცის გრძელი და ფუმფულა კუდი მიღიტინებდა. თვალი გავახილე და მაიმუნი დავინახე, ვარდისფერი პირი-სახით. ის მწვანმე თვალებით შემომცქეროდა, მე კი გაკვირვებული მას ვუყურებდი. აზრადაც კი არ მომივიდოდა, რომ ველური მაიმუნები თავისუფლად დასეირნობდნენ ასეთ დიდ ქალაქებში. ამ დროს რამდენიმე ათეული მაიმუნისგან შემდგარი ჯოგი სახურავებზე დახტოდა და საჭმლის ძიებაში. ქვემოთ უკვე მაღაზიებს ხსნიდნენ, და მათი მეპატრონეები ჯოხებით იგერიებდნენ მაიმუნებს.

ჩემს ფრანგ მეგობრებთან მცირე ხანს გავჩერდი, რადგანაც ისინი ნეპალში მიემგზავრებოდნენ. დავემშვიდობე მათ და ქუჩაში გავედი.

სასიხარულო მღელვარებით ვიყავი აღვსილი. როგორ გაგრძელდება ჩემი სულიერი ძიებანი? ეს-ესაა ოცი წელი შემისრულდა და დედა-ინდოეთი, რომელთან შეხვედრასაც ამდენი ხანია ვოცნებობდი, ხელგაშლილი დამხვდა. სასტუმროდან გამოვედი და ჩანდი-ჩოუკზე, ხალხმრავალ ქუჩაზე აღმოვჩნდი, რომლის გასწვრივაც ურიცხვი სავაჭრო დახლები ჩაემწკრივებინათ. გარშემო ხმამაღლა უკრავდა მუსიკა, იფრქვეოდა კეთილსურნელება და გამუდმებით ონავრობდნენ მაიმუნები. კაშკაშა ფერის სარები, ტიურბანები და ურიცხვი მორთულობა თვალს ახარებდა. ბავშვები კრიკეტს თამაშობდნენ, გვერდით კი დიდებული ნაბიჯით მიაბიჯებდნენ ძროხები. ჩემთვის, რომელმაც უახლოესი რამდენიმე თვე მკაცრ ახლო-აღმოსავლეთში გავატარე, ეს ყველაფერი ცხოვრების ნამდვილი დღესასწაული გახლდათ. ბრბოში დავდიოდი და ღრუბელივით ვიწოვდი ყველაფერ დანახულს.
* * *




















გამოვიდა! გამოვიდა! როგორც იქნა გამოვიდა! wink.gif

წიგნის ელ-ვერსია:

Радханатха Свами - Путешествие Домой

http://www.radikal.ru

Год: 2011
Автор: Радханатха Свами
Переводчик: Людмила Гончарова, Николай Кравцов, Борис Москвитин
Жанр: Религия
Издательство: Арт Дизайн +
ISBN:978-5-9902090-2-2
Язык: Русский
Формат: EPUB
Качество: Изначально компьютерное (eBook)
Количество страниц: 432

Описание: Автобиографическая повесть Радханатхи Свами (Ричарда Славина, потомка еврейских эмигрантов из Восточной Европы), учителя бхакти-йоги, древнейшей духовной традиции мира, одного их духовных лидеров Международного общества сознания Кришны, ученика Бхактиведанты Свами Прабхупады, о необычном путешествии, которое он совершил, когда ему было девятнадцать лет. Следуя зову своего сердца, он отправился через Европу и Ближний Восток в Индию и гималайские пещеры, где его ждали опасные приключения, встречи с йогами, святыми и ламами и где он, в конце концов, отыскал сокровище своего сердца.
Книга Радханатхи Свами – словно ковер, сотканный из приключений, мистики и духовного опыта… Пройдя через смертельные опасности и впитав в себя мудрость могущественных йогов и знаменитых учителей, автор попадает в самое святое место Индии, где находит истину, ради которой проделал столь долгий путь. «Путешествие домой» – это серьезный, но не лишенный юмора и сердечной теплоты рассказ о тех испытаниях, с которыми может столкнуться каждый из нас на пути к внутренней гармонии и единению с божественным. Это яркий урок самопознания и, одновременно с этим, глубокий взгляд на мистические традиции Востока. Один из выдающихся мастеров йоги – Беллур Кришнамачар Сундарараджа Айенгар писал: «Вы не пожалеете, прочитав эту ошеломляющую книгу. Путешествие Радханатхи Свами из мира обыденного в мир потаенный вызывает благоговейный трепет. Он с такой решимостью искал истину, что в конце концов встретился лицом к лицу со своей душой.
"Путешествие домой" — это повесть о духовном прозрении. Пусть же как можно больше людей захотят испытать то, что испытал автор».
«О Господь! Как Ганга вечно течет к океану, не зная препятствий, так и я всегда хочу стремиться к Тебе, не отвлекаясь ни на кого другого».
Молитва царицы Кунти, Шримад-Бхагаватам, 1.8.42
«... На следующее утро, сидя на берегу Ганги, я написал матери такое письмо:

Любимая мама!

Я пишу тебе из Ришикеша, священного города на берегу Ганги. Мне кажется, что в царящей здесь атмосфере умиротворения и покоя можно научиться очень многому. Я занимаюсь здесь тем, чем и подобает заниматься в святом месте, хотя мне было бы непросто объяснить тебе, что именно я делал все это время. Я приехал сюда не как турист или экскурсант. Здесь я ищу собственную душу. Жизнь на Востоке разительно отличается от всего, к чему привыкли жители Америки и Европы. Здесь все другое. Я пока не знаю, когда вернусь, но одно могу сказать точно: я очень скучаю по всем вам и по своим друзьям и с нетерпением жду встречи с вами. Но ты должна понять, что прежде мне нужно выполнить то, ради чего я приехал на Восток, — постичь истинный смысл жизни.

Твой любящий сын, Ричард.
Индия, Гималаи, Ришикеш, январь 1971 г....»

გადმოსაწერი ლინკები:

http://goloka.org.ua/viewtopic.php?t=4212

http://bin.ge/file/48744/----------------------------------------------------------------------2011.epub.html

ოღონდ დაგჭირდებათ ელ-წიგნების წამკითხველი რომელიმე პროგრამა. ვინმეს თუ გაქვთ ატვირთეთ და ლინკი დადეთ (უფასო ვერსიის).

თუ ვინმეს შეგიძლიათ ეს ყველაფერი ჩვეულებრივ ვორდის ტექსტურ ვერსიაზე გადაიყვანოთ, დიდად მადლობელი დაგრჩებით...

თარგმნას რა თქმა უნდა განვაგრძობ. დაყოვნებისთვის ბოდიშს ვიხდი...

Posted by: Lapis 16 Nov 2011, 11:39
QUOTE
თუ ვინმეს შეგიძლიათ ეს ყველაფერი ჩვეულებრივ ვორდის ტექსტურ ვერსიაზე გადაიყვანოთ, დიდად მადლობელი დაგრჩებით...

რა ყველაფერი? ეგ წიგნი?
* * *
http://www.link.ge/file/368566/Desktop.zip.html

Posted by: cinemamu 16 Nov 2011, 14:37
Lapis

გაიხარე! დიდი დიდი მადლობა! smile.gif
* * *








მოულოდნელად ვიღაც მამაკაცმა გზა გადამიჭრა და კითხვები მომაყარა:

“რა გქვია? საიდან ხარ? რა განათლება გაქვს? რისთვის ჩამოხვედი ინდოეთში? მოგწონს ჩემი ქვეყანა?”

საუბარი გავაბით და ერთად განვაგრძეთ გზა. უცებ მან მკითხა:

“გინდა რამე დალიო, წყირვილის მოსაკლავად?”

“უარს არ ვიტყოდი”, - სიხარულით დავთანხმდი მე.

მან ხმაურიანი ქუჩიდან ცარიელ მაღაზიაში წამიყვანა და რაღაც შეუკვეთა დახლს უკან მდგომ წელსზემოთ შიშველ ადამიანს, რომელსაც მხოლოდ ნაჭერი ჰქონდა მუხლებამდე შემოხვეული. ამ უკანასკნელმა მსუბუქი მოძრაობით გვერდზე მოისროლა ადუღებული ქვაბი, რაღაც გუდრონისმაგვარი მასის ნაჭერი აიღო და ქვაზე დაუწყო ხახუნი, სანამ გუდრონი ბაცი მწვანე ფერის პასტად არ იქცა. საჩვენებელი თითით რკინის ქოთანში ჩაასხა პასტა, წყალი დაასხა და ენერგიულად შეაჯანჯღარა. შემდეგ ქოთნიდან მთელი ჭიქა შეავსო, რაღაც სანელებლები მოაყარა, კოვზით მოურია და ხმაურით დამიდგა წინ. მე ამ ადამიანს შევხედე. ის მრავლისმეტყველად მიღიმოდა.

“დალიე, - მითხრა მან. – ეს ნატურალური სასმელია, უალკოჰოლო და ძალიან სასარგებლო”.

დილიდან მშიერი ვიყავი, ამიტომ ერთი მოყუდებით დავცალე ჭიქა.

როცა მეორე შემომთავაზეს, მადლიერებით დავლიე ისიც, შემდეგ კი – მესამე და მეოთხე. სასმელს მშუშხავი გემო ჰქონდა, და ვერაფრით მივმხვდარიყავი, რას მაგონებდა.

“რას ეძახით ამ სასმელს?” – ვკითხე მე.

იდუმლად მომღიმარმა ჩემმა ახალმა ნაცნობმა მიპასუხა:

“მას ბჰანგი ჰქვია”.

პირველად მესმოდა ეს სახელწოდება.

ჩვენ ერთმანეთს დავემშვიდობეთ და ხმაურიან ქუჩას გავუყევი. უცებ, სრულიად მოულოდნელად, თრობა დავიწყე. ჩემს გარშემო უცნაურმა ბგერებმა, ფერებმა და სახეებმა დაიწყეს ტრიალი. კანკალმა ამიტანა, და ორიენტაციის დაკარგვის გამო გამვლელებს ვეტაკებოდი. გარშემო მიმოვიხედე და მეჩვენებოდა, რომ ყველა მე მიყურებდა. საიდან უნდა მცოდნოდა მაშინ, რომ ბჰანგი გამაბრუებლად მოქმედებდა და მას კანაფისგან ამზადებდნენ? მე კი ჩვეულებრივ გამაგრილებელ სასმელად მივიჩნიე და ოთხი ჭიქა ზედიზედ დავცალე. უნებლიეთ ჩემი ფიცი დავარღვიე, რომ არასოდეს მივიღებდი გამაბრუებელ საშუალებებს, და ამის გამო საშინელი შეგრძნება დამეუფლა. ამ უცნაურ, ჩემთვის უსიამოვნო მდგომარეობაში ვიყავი და ვცდილობდი რაც შეიძლება მალე მიმეღწია ქუჩის ბოლომდე, რათა ბრბოს მზერისაგან დამეღწია თავი. მაგრამ ქუჩა არაფრით არ მთავრდებოდა, და მე უმწეოდ ვეტაკებოდი ადამიანებს, ძროხებს, ღორებს და რიკშებს.

ბოლოს და ბოლოს ქუჩა წითელი ფორტის მასიური ქვის კედლებით დასრულდა. ნარკოტიკული ბურუსის მიღმა ვხედავდი ამ ციკლოპურ ნაგებობას – ციხესიმაგრის კედლებს, რომლებიც გიგანტურ სასახლეს ერტყა გარს. ამ სასახლეში მეჩვიდმეტე საუკუნეში მოგოლების იმპერატორის ჯაჰან შაჰის რეზიდენცია იდგა. საკუთარ თვალებს არ ვუჯერებდი. მოედანზე, სასახლის წინ ხალხის გროვა შევნიშნე. ჯერ კიდევ ნარკოტიკული ზემოქმედების ქვეშ მყოფმა, გადავწყვიტე ახლოს მივსულიყავი და გამეგო, რა ხდებოდა. მიწაზე მოხუცი კაცი იჯდა თეთრ ტიურბანში და რომელიღაც ეგზოტიკურ სასულე ინსტრუმენტზე უკრავდა. ეს იყო გამომხმარი ნახევარი კვახი, რომელშიც ორი ნახევარმეტრიანი ხის მილი იყო ჩადგმული. მოხუცი – რომელიც გველების მომთვინიერებელი გახლდათ – მომაჯადოებელ მელოდიას აფრქვევდა თავისი ინსტრუმენტიდან და თან მონოტონურად ირწეოდა. გარშემო უამრავი დაწნული ქოთანი იდგა თავსახურებით. დიდი და წვერებიანი კაცი შავი ტანსაცმლით და წითელი ტიურბანით ქოთნებთან მივიდა და თავი მოხდა დაუწყო მათ. ბრბომ იხუვლა. ჰიპნოტური მელოდიის ქვეშ, კალათებიდან წამოიმართნენ კაპიუშონებდაბერილი კობრები – მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე საშიში შხამიანი გველები. გაორებული ენების სისინით მუსიკის ტაქტზე ირწეოდნენ. წვეროსანი ერთი-მეორეს მიყოლებით ხდიდა თავს ქოთნებს და პუბლიკას სხვადასხვა სახის გველებს უჩვენებდა. როცა ჯერი უკანასკნელ ქოთანზე მიდგა, იქიდან უზარმაზარი უდავა ამოიღო მინიმუმ ოთხი მეტრის სიგრძით და რვა სანტიმეტრის სიგანით. ბრბომ შიშისგან უკან დაიხია.
თვალის დახამხამებაც კი ვერ მოვასწარი, რომ წვეროსანი მომვარდა და საზარელი გველი ბარძაყების გარშემო შემომახვია. გველი ნელ-ნელა ზემოთ ამოცოცდა, თავისი ძლიერი და ცივი რგოლებით თეძოებზე და მკერდზე დამეხვია და ხელები ტანზე მიმაკრა. გველის თავი სულ რაღაც რამდენიმე სანტიმეტრით იყო დაშორებული ჩემი სახისგან, და უკვე ვგრძნობდი მის სუნთქვას. მისი ვიწრო თვალები პირდაპირ თვალებში შემომცქეროდნენ, გაორებული ენა კი დაფჩენილი ხახიდან ისე გამოვარდებოდა ხოლმე, რომ თითქმის ჩემს ლოყებს ეხებოდა. გველი უფრო და უფრო მიჭერდა, და ამის გამო გული გააფთრებით მიცემდა, ხელები და ფეხები კი მიკანკალებდა. რამდენადაც, მე ჯერ კიდევ ბჰანგის ზემოქმედბის ქვეშ ვიმყოფებოდი, კოშმარული ჰალუცინაციები კვლავ გრძელდებოდა, თავბრუ მეხვეოდა, და წებოვანმა შიშმა თავით ფეხებამდე შემიპყრო. ბრბო ჩემს გარშემო იზრდებოდა, ისე რომ გველისგან უსაფრთხო მანძილს დაეჭირათ.



უცებ ბრბოს ვიღაც კაცი გამოეყო და ინგლისურად მომმართა:

“რა გქვიათ, სერ? საიდან ხართ? რომელი ქვეყნიდან? და როგორ აღმოჩნდა თქვენს გარშემო ეს საშიში გველი?”

“ძალიან გთხოვთ, მიშველეთ”, - თან ვიხრჩობოდი ისე ვუპასუხე მე. მაგრამ როგორც კი პირი გავაღე, გველმა უფრო მეტად მომიჭირა მარწუხები, თითქოს ეჭვიანობდა და მხოლოდ საკუთარი თავისადმი მოითხოვდა ყურადღებას.

მაღალი წვეროსანი წითელ ტიურბანში მომახლოვდა და დაჟინებულად შემომხედა თვალებში. სახის ისეთი გამომეტყველება ჰქონდა, თითქოს მის წინ უცხოელი დამპყრობელი იდგა. ხელებს იქნევდა და ყვიროდა: “ორმოცდაათი რუპია! ორმოცდაათი რუპია!” როგორც იქნა, ერთ-ერთმა მაყურებელმა ინგლისურად ამიხსნა:

“ის თანახმაა გველი მოგხსნას, თუ ორმოცდაათ რუპიას გადაუხდი”.

ძალა მოვიკრიბე და ამოვღერღე: “მე არ მაქვს ფული”.

“მაშინ მოგიწევს გველის მარწუხებში ყოფნა”, - გულგრილად კონსტატაცია მოახდინა ჩემმა თარჯიმანმა.

გონება დამებინდა, და შიშისა და დამცირების ახალმა ტალღა დამაწვა. ბრბო მე მომშტერებოდა, ველურ უცხოელს, რომელზეც გველი იყო შემოხვეული. შესაძლოა ყველამ ჩათვალა, რომ ეს ყველაფერი სანახაობის ნაწილი იყო. გველი ირწეოდა და დროდადრო თვალებში ჩამხედავდა ხოლმე. მოხუცი მომთვინიერებელი კი თავის ჰიპნოტურ მელოდიას უკრავდა, რომლის ქვეშაც მშვიდად ირწეოდნენ შავი კობრები. ამ წამებაში გავიდა, ალბათ, ნახევარი საათი.
ჩემი ჭკუა უარს ამბობდა ამ ყველაფრის გაგებაზე. ეს ჩემი ინდოეთში ყოფნის მხოლოდ პირველი დღე იყო. კბილებზე ვუყურებდი გველს და ვფიქრობდი: და ამისთვის ვრისკავდი სიცოცხლით? რას მეტყვიან მშობლები, თავისი შვილი სახლიდან შორს, ასეთ სიტუაციაში რომ დამინახონ? რადგანაც სხვისი ვერავის იმედი ვერ მექნებოდა, თვალები დავხუჭე და ლოცვა დავიწყე: ღმერთო, თუ გსურს, რომ რაიმე კიდევ გავაკეთო ამ სამყაროში, გთხოვ, მიშველე! როცა ეს უბრალო ლოცვა აღვავლინე, ცოტათი გულზე მომეშვა.

როგორც იქნა ბრბოს ხანშიშესული მამაკაცი გამოეყო კრიალოსანით ნაოჭიან ხელში. შევებრალე და წვეროსანს ათი რუპია გადაუხადა ჩემს განთავისუფლებაში. წვეროსანმა რაღაც მანტრების სიმღერით გველი უკან, თავის ხელებში მიიხმო. ბრბოს კმაყოფილ შეძახილებთან ერთად გველი ნელ-ნელა მშორდებოდა. მადლობა გადავუხადე ჩემს მხსნელს და სასწრაფოდ ქუჩის მეორე მხარეს გადავედი.

იქ მამაკაცთა კომპანია შევნიშნე, რომლებიც ხის სკამებზე იჯდნენ და რაღაცას წუწნიდნენ, რაც თავდაპირველად წითელ შაქარყინულებად მივიჩნიე. მამაკაცები გამიმასპინძლდნენ. რადგანაც ჯერ ისევ მაინტერესებდა ინდური ჩვეულებები და საჭმელი, ერთი “შაქარყინული” ავიღე და მოვკბიჩე. პირი თითქოს ცეცხლის ალი შემინთეს. ოფლმა დამასხა და თვალებიდან ცრემლები წმსკდა. ზალპით დავლიე ჭიქით წყალი, მაგრამ ამან უფრო გააძლიერა წვა – ეს იგივე იყო, რომ ხანძარი ნავთით ჩაგექროთ.

“შაქარყინული” წითელი წიწაკა – ჩილი აღმოჩნდა. ასე შედგა ჩემი ნაცნობობა ამ სანელებელთან. და ჩემს გარშემო ისევ ცნობისმოყვარეთა ბრბო შემოიკრიბა. ზრდილობიანად გადავუხადე მადლობა ჩემი გამასპინძლებისთვის და გზა განვაგრძე. თავში მომივიდა გამოთქმა, რომ ერთი ადამიანის საკვები, მეორესთვის შეიძლება შხამი აღმოჩნდეს. ეს სიბრძნე იმ წამს ძალიან აქტუალურად მეჩვენა – ამის დასტური იყო ძლიერი წვა პირის ღრუში. გავხსენე რა ყველაფერი, რაც იუდაიზმის, ქრისტიანობის და ისლამის შესახებ ვიცოდი, რა დასკვნაც ბუდიზმთან დაკავშირებით ჩემი ექსპერიმენტებიდან გამოვიტანე და რა ზედაპირული ცოდნაც ინდური ფილოსოფიის შესახებ მქონდა, მე გავაცნობიერე შემდეგი ჭეშმარიტების უტყუარობა: ის, რაც სიამოვნებას ანიჭებს ერთს, ტანჯვას აყენებს მეორეს. ამ სამყაროს აღქმა ძალიან ფარდობითია და დამოკიდებულია ჩვენს სუბიექტურ გამოცდილებაზე. ამიტომ ღმერთი, რომელიც უმაღლეს აბსოლუტს წარმოადგენს, სხვადასხვა ხალხს, სხვადასხვაგვარად წარმოუვლენს თავს. ჯერ კიდევ ვიტანჯებოდი რა პირის ღრუს წვით, გავაცნობიერე, რომ მხოლოდ მიკერძოებული და არაშორსმჭვრეტელი ადამიანი დაიწყებს მტკიცებას, თითქოს ღმერთამდე მისასვლელად მხოლოდ ერთი გზა არსებობს.
* * *
საღამო ახლოვდებოდა. ბჰანგისა და ჩილის მოქმედება ნელ-ნელა შესუსტდა. ჩანდი-ჩოუკზე დავბრუნდი და უმიზნოდ ვხეტიალობდი ხმაურიან ბაზარში. წასასვლელი არსად მქონდა. უცებ ბრბოდან ერთი კაცი გამოვიდა და გულითადი ღიმილით ჩემსკენ გამოემართა. როდესაც გაიგო, რომ შორიდან ჩამოვედი მისი ქვეყნის ადათ-ჩვეულებების გასაცნობად, ძალიან გაუხარდა და იქვე კაფეში ერთად სადილობა შემომთავაზა. ჩვენი მაგიდა ქუჩაში იდგა, გზიდან სულ რაღაც რამდენიმე სანტიმეტრში. სანამ ჩემი თანამოსაუბრის მონაყოლს ვისმენდი მისი ოჯახის წეს-ჩვეულებების შესახებ, ქუჩაში თეთრი ძროხა გამოჩნდა. ის მოდიოდა და სახით თავის ხბოს ეფერებოდა. მათი ურთიერთობა ძალიან ფაქიზი იყო, მოძრაობა კი – დიდებული. დიდ და ლამაზ თვალებში ისეთი უმანკოება მოუჩანდათ, რომ გული გამილღვა. სანამ ხბო ძუძუს წოვდა, ძროხა ნაზად ლოკავდა მას. შემდეგ მიწაზე წამოწვა, პირდაპირ ჩვენი მაგიდის წინ, და ხბოს მოფერება განაგრძო. აქამდე ასე ახლოდან არასოდეს მენახა ძროხა. მხოლოდ შორიდან ვხედავდი, როცა გზაზე ნახირს ჩავუვლიდი ხოლმე. და ახლა აღტაცებული ვიყავი იმით, თუ როგორ ჰგავს ამ ცხოველების ურთიერთობა დედა-შვილის ურთიერთობას.

ჩვენთან ოფიციანტმა მოირბინა და მაგიდაზე საჭმლიანი თეფშები დადგა. ძალიან მშიოდა, მე ხომ მთელი დღის განმავლობაში არაფერი მიჭამია ბჰანგის და ჩილის გარდა. განსაკუთრებით გველთან ჭიდილმა გამომფიტა. ამიტომ ხარბად ვეტაკე საჭმლიან თეფშს. გახურებულ სადილობაში ჩემმა ახალმა ნაცნობმა მოკრძალებით შემომთავაზა: “მისტერ რიჩარდ, ნებას მომცემთ, ამ კერძების შესახებ მოგიყვეთ?”

“დიხ, რა თქმა უნდა”.

მიუთითებდა რა თვითოეულ მათგანზე, მან ახსნა დაიწყო: “ეს – ჩავალია, ბრინჯი. ამ კვერებს როტი ჰქვია. ბოსტნეულის კერძს საბჯის ვეძახით. იმ სუფს ბარდასგან ამზადებენ და მას დალი ეწოდება. ეს სოუსია, ანუ ჩატნი”. შემდეგ კი რაღაც პატარა ნაჭრებზე მიმითითა ბრინჯიან კერძში: “ეს კი – ხორცია”.
უკანასკნელი სამი სიტყვა ბომბივით აფეთქდა ჩემს თავში. ხორცს შევხედე, შემდეგ კი მზერა ხბოიან ძროხაზე გადავიტანე. ზუსტად ამ დროს ძროხა ჩემსკენ მოიწია და ფეხი ამილოკა. გულში სისხლი ჩამეღვარა. როგორ შეიძლება უბრალოდ ხორცის გულისთვის მოვკლათ ასეთი მშვენიერი არსება? ძროხას ძალიან უყვარს ხბო, ამ უმანკო ხბოს კი – ძროხა. გამოდის, რომ მე თვითონ, ისე რომ თავადაც არ მქონდა ეჭვი ამაზე, მკვლელობის თანამონაწილე გამოვდივარ. რატომ არიან ასე ბრმები და ყრუები იმ საშინელებებისადმი, რაც სასაკლაოებზე ხდება? რატომ გახდა კაცობრიობა ასეთი სასტიკი ჩვენი უმცროსი ძმებისადმი? ისინიც ხომ ღმერთის შვილები არიან? თუმცა ხორცი ჩემს თეფშზე ძროხისა არ იყო, მე პირველად დავინახე კავშირი იმას შორის თუ რას ვჭამ და სხვა ცოცხალი არსებების ტანჯვას შორის. მხოლოდ იმ აზრისგან, რომ ამერიკაში ყოველდღე ათასობით ძროხას კლავენ, კონტროლი დავკარგე და ავტირდი.

საწყალი ჩემი ნაცნობი! არ იცოდა რა ეფიქრა: “სერ, მოხდა რამე? რამ დაგამწუხრათ ასე?”

მაგრამ მე ძლივს ამოვღერღე: “მადლობას გიხდით ყველაფრისთვის, სერ”. ავდექი და სკამი მაგიდასთან მივადგი: “მაპატიეთ, ცუდად ვგრძნობ თავს”. წასვლისას ძროხას და ხბოს მოვეფერე, და ძროხამ საპასუხოთ ხელზე ამლოკა.

http://www.radikal.ru

კვლავ ქუჩაში აღმოვჩნდი და არ ვიცოდი სად წავსულიყავი. უცებ მრავალათასიან ბრბოში ჩემდა გასაოცრად რემსი და ჯეფი დავინახე. თვითონაც ვერ ამჩნევდნენ, ისე მოდიოდნენ პირდაპირ ჩემსკენ. ჩემს სიხარულს საზღვარი არ ჰქონდა, მე ხომ ისინი ქაბულის შემდეგ აღარ მინახავს.

“მანქ! თვალებს არ ვუჯერებ, ნუთუ ეს შენ ხარ! – იყვირა ჯეფმა. – რომ იცოდე, როგორ მიხარია შენი დანახვა!”

“მეგობარო, - გაუხარდა რემსისაც, - ძალიან ვნერვიულობდით იმ დღის მერე, რაც დაგკარგეთ”.

ხელი ჩამოვართვით ერთმანეთს და გადავეხვიეთ. ახლა ისევ ერთად ვიყავით.

* * *
მეგობრებმა იაფფასიანი სასტუმროს სახურავზე ამიყვანეს, სადაც იმჟამად გაჩერებულიყვნენ. როცა ზამთრის ვარსკვლავიანი ცის ქვეშ ვიწექი, ძილში სწორედ ის ძროხა და ხბო მესიზმრა. ცრემლებიანი თვალებით უმწეოდ შემომცქეროდნენ, იმ დროს, როცა ყასაბი ჩემს თვალწინ უმოწყალოდ ფატრავდა მათ. ამის დანახვაზე გულის სიღრმიდან თავისთავად ამოტივტივდა ბიბლიური მცნება: “არა კლა!” მაშინვე გამეღვიძა და ვგრძნობდი რა ღებინების დაუოკებელ შეგრძნებას, მაშინვე ტუალეტისკენ გავვარდი.

ტუალეტს წარმოადგენდა უბრალოდ ჩაღრმავება სახურავზე, რომელსაც გარს ერტყა აგურის კედლები, ზემოდან კი ალუმინის ფირფიტა ეფარა. ტუალეტის შიგნით უკუნი სიბნელე იყო. რადგან აქ კანალიზაცია არ იყო, დროდადრო ტუალეტს ქუჩის ასენიზატორი ალაგებდა. მას ნიჩბით გადაჰქონდა ორმოს შიგთავსი ვედროში, თავზე შემოიდგამდა ხოლმე და ქუჩაში გაჰქონდა. მაგრამ ამ ტუალეტში ასენიზატორი როგორც ჩანს ძალიან დიდი ხანია არ გამოჩენილა. ექსკრემენტები შარდის გუბედან სტალაგმიტებივით ამოშვერილიყვნენ. აღმოვჩნდი თუ არა ტუალეტში, უკვე აღარ შემეძლო ღებინების შეკავება. გარშემო ბუზები ბზუოდნენ, კოღოები თავს მესხმოდნენ და რაღაც ჩემს ფეხზე დაძვრებოდა. ცივმა ოფლმა დამასხა და გამწარებული ვარწყევდი. მთელი ეს დრო თვალწინ მედგნენ ძროხა და ხბო, რომლებიც უმანკო კეთილი თვალებით მიცქერდნენ. ძველ დელიში, სასტუმროს სახურავზე, ბნელ ტუალეტში ღმერთს კიდევ ერთი აღქთმა მივეცი: ამის შემდეგ აღარასოდეს შევჭამ ხორცს.

ასე დამთავრდა ჩემი პირველი დღე ინდოეთში.

მომდევნო დილით ჯეფმა და რემსიმ შემომთავაზეს:

“ადრე რა კარგად ვმოგზაურობდით სამივე ერთად. მოდი კვლავ ერთად ვიყოთ”.

“დიახ, ერთად ბევრი რამ გამოვიარეთ, - ვუპასუხე მე. - და ძმებზე უფრო ახლობლები გავხდით ერთმანეთისთვის. ვერასოდეს გადაგიხდით ვალს თქვენი მეგობრობისთვის და ზრუნვისთვის. მაგრამ ახლა მინდა, რომ მარტო წავიდე ჰიმალაებში და განდეგილივით ვიცხოვრო. გთხოვთ, მომეცით თქვენი კურთხევა”.

პირველმა ჯეფმა დაილაპარაკა. მან ხმადაბლა თქვა:

“ჩვენ ყველაფერი გვესმის. სიმართლე გითხრა, ველოდით შენგან ასეთ პასუხს”.

მან ხელისგული დამადო მხარზე: “გისურვებ იპოვო ის, რასაც ეძებ. ძალიან დაგვაკლდები”.

რემსის სახეზე მღელვარებამ გადაიარა – მე ხომ უმცროსი ძმასავით ვიყავი მისთვის. დაწითლებულმა თვალებმა გასცეს: “რამდენ ხანს შეძლებ ასე ცხოვრებას?” მაგრამ დაინახა რა ჩემი ურყეობა, თავს აიძულა, რომ გაღიმებულიყო და ავსტრალიური აქცენტით წარმოთქვა: “მშვენიერი დრო გავატარეთ ერთად მეგობარო. წარმატებები!”

განშორებისას ჯეფმა დაკეცილი ქაღალდი გამომიწოდა. როცა გავშალე, წავიკითხე: “ცოტა საწყენია, რომ საკუთარი თავის ძიების ჩვენი გზები გაიყო. მაგრამ როგორც ჩანს ასეთია ჩვენი ბედი. დარწმუნებული ვარ, რომ საბოლოოდ იპოვი შენს თავს”.

* * *





თავი მეორე

დეკემბრის ცივ დილას, ვფიქრობდი რა მომავალ მოგზაურობაზე ჰიმალაებში იოგების და ბრძენების საძებნელად, შემთხვევით ვიქტორიანული ეპოქის ძველ შენობაზე დავინახე განცხადება, რომელმაც მაშინვე მიიპყრო ჩემი ყურადღება. განცხადებაში ეწერა, რომ დღეს, დილის 9 საათზე ნიუ-დელიში იხსნება “იოგას საერთაშორისო კონფერენცია”. სასიხარულო მოლოდინით აღვსილი მაშინვე იქ გავემართე. ამ დიდი და პრესტიჟული აქციის ორგანიზატორი იყო ინგლისელი იოგი ქრისტოფერ ჰილზი, რომელიც განთქმული იყო თავისი სიყვარულით ინდოეთისადმი. ოთხდღიანი კონფერენცია იმისთვის ტარდებოდა, რომ ერთად მოეყარა თავი რაც შეიძლება მეტი გურუსთვის, იოგისთვის, ლამასთვის, პანდიტისთვის და ბრძენისთვის, და შესაძლებლობა მიეცათ მათთვის, თავიანთი სიბრძნე ხალხისთვის გაეზიარებინათ. მოწვეულებს შორის ისეთებიც იყვნენ, რომლებმაც რამდენიმე ათწლეული გაატარეს ჯუნგლებში, სრულ მარტოობაში, და ახლა კაცობრიობის წინ წარდგომას აპირებდნენ. დილიდან გვიან საღამომდე ერთდროულად შვიდ ადგილას იყო დაგეგმილი დარშანები, სულიერი შეხვედრები. მოგვიანებით გავიგე, რომ კონფერენციას რვაასამდე იოგი ესწრებოდა. ვერ ვიჯერებდი, როგორ გამიმართლა.

პირველ დღეს დიდ კარავში პირველად შევხვდი იოგას ერთ-ერთ უდიადეს მასწავლებელს – შრი ბ.კ.ს. აიენგარს. ის ძალიან გასაგებად ხსნიდა ჰათჰა-იოგას მეცნიერებას, ამ დროს კი მისი მოსწავლეები სხვადასხვა ასანების დემონსტრირებას ახდენდნენ – პოზების, რომლებიც ჭკუის და სხეულის ჰარმონიის მისაღწევადაა საჭირო. აიენგარის მოსწავლეებიდან ერთ-ერთი კისერზე ფეხებგადადებული იჯდა. მეორე წონასწორობას ინარჩუნებდა, იდგა რა მხოლოდ წინამხარზე, ფეხები უკან გადაეგდო, ტერფები კი თავს ეხებოდა. მესამე გაუნძრევლად იდგა თავზე, მეოთხე კი ზურგგამოზნექილი და მეორე ფეხით თავზე, ერთ ფეხზე ინარჩუნებდა ბალანსს. თერთმეტი წლის ბიჭი ქსოვილის გრძელ ნაჭერს ყლაპავდა, შემდეგ კი უკან ამოჰქონდა, წმენდდა რა ამით კუჭის ღრუს. მეორე ბავშვი ცხვირ-ხახას იწმენდდა წვრილი თოკით, რომელსაც ნესტოებსა და პირის ღრუში აძვრენდა.

გაოცებული ვიყავი, როგორ იოლად აკეთებს ბავშვი ამ ყველაფერს, თუ გამოცდილი მასწავლებელი მცირე ასაკიდან გამოწვრთნის. ჩვენებასთან ერთად შრი აიენგარი თვითოეული პოზის სარგებლობას უხსნიდა მაყურებლებს. ჩემზე ღრმა შთაბეჭდილება მოახდინა იმ რწმენამ და თანაგრძნობამ, რომელიც მისი ლაპარაკიდან გამოსჭვიოდა. აშკარად ჩანდა მისი მწველი სურვილი, რომ მსოფლიოსთვის გაეზიარებინა იოგას ძღვენი. მაშინ ჯერ კიდევ არ ვიცოდი, რომ რამდენიმე წლის შემდეგ შრი აიენგარი ჩემი ახლო მეგობარი და კეთილისმსურველი გახდებოდა.

http://www.radikal.ru
http://www.radikal.ru

შრი აიენგარი

Posted by: cinemamu 17 Nov 2011, 15:13
როცა კარვიდან გამოვდიოდი, მომიახლოვდა დაბალი გამხდარი ხანშიშესული ადამიანი გადაპარსული თმით, ღია ფორთოხლისფერ ტანსაცმელში. ეს იყო ბუდისტი ბერი სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიიდან. მან ფართოდ გამიღიმა და წარმომიდგა, როგორც ბჰიკუ ვივეკანანდა. იგი გააოცა იმან, რომ მე, ახალგაზრდა ამერიკელი, ღმერთს ვეძებდი. ამ მომენტიდან მთელი კონფერენციის განმავლობაში არ დავშორებულვართ ერთმანეთს. თავის სამშობლოში, ტაილანდში, ერთ-ერთ მონასტერში, ბჰიკუ სულიერი მოძღვარი იყო რამდენიმე ათასი ბერისთვის. ამ კონფერენციაზე მოსახვედრად გრძელი გზა გამოიარა. მიუხედავად იმისა, რომ თითქმის სამოცი წლის იყო, მოზარდივით სიცოცხლით სავსე და ენერგიული გახლდათ. ლექციებს და კონფერენციის სხვა მოვლენებს შორის შუალედში იგი სასიამოვნო ტაილანდური აქცენტით მიხსნიდა ბუდიზმის ფილოსოფიას.

სწორედ ამ კონფერენციაზე ვნახე პირველად სვამი რამა, რომელმაც მოგვიანებით სახელი გაითქვა, როგორც ჰიმალაის ინსტიტუტის ფუძემდებელმა. ეს იყო მაღალი, ძალიან სუფთა ტანსაცმელში გამოწყობილი კეთილშობილი მამაკაცი სიარულის დიდებული მანერით. მხოლოდ მისი გარეგნობაც კი პატივისცემას იწვევდა ყველაში. შავი ღრმა თვალები ჰქონდა, ჭაღარა თმა კი, რომელიც მხრებამდე სწვდებოდა, უკან გადაევარცხნა. მინდოდა მეტი გამეგო მასზე, ისევე როგორც კონფერენციის სხვა მონაწილეებზე. ამიტომ არა მხოლოდ გამოვკითხე მისი მოსწავლეები, არამედ ყველანაირი მისაწვდომი ინფორმაცია წავიკითხე მის შესახებ.
სვამი რამა დაიბადა 1925 წელს ჰიმალაების ერთ-ერთ სოფელში. ადრეულ ბავშვობაში იგი სახლიდან წავიდა და რიშებთან, წმინდა ადამიანებთან ერთად ჯუნგლებში დაიწყო ცხოვრება. დაბალი ხმით სვამი რამა ჰყვებოდა, როგორ დაავალა მისმა გურუმ, რომ ჰიმალაის ბრძენების უძველესი სიბრძნე დასავლეთში გაეტანა. “ყველაფერი გააკეთე რაც შეგიძლია, - უთხრა თავისმა სულიერმა მოძღვარმა, - მაგრამ თუ პატივმოყვარეობას დაკმაყოფილებას ეცდები და რაიმე ანგარებიანი მოტივები გაგიჩნდება, წარმატებას ვერ მიაღწევ. მე ასეთ კურთხევას გაძლევ: თუ თავგანწირული, მოსიყვარულე და უანგარო იქნები, მაღალი ძალები დაგეხმარებიან, და ყველა შენი წამოწყება წარმატებით დაგვირგვინდება”.

სურდა რა იოგას ძლევამოსილება ეჩვენებინა ყველასთვის, სვამი რამამ რამდენიმე ამერიკელი ექიმი მიიწვია. როცა იოგურ ტრანსში ჩაიძირა, ექიმებმა სხეულზე თანამედროვე დიაგნოსტიკური მოწყობილობები მიუერთეს. სვამი რამამ კერძოდ აჩვენა, რომ შეუძლია 10 გრადუსით ასწიოს ტემპერატურა მარცხენა ხელის გარკვეულ ადგილას, სულ რაღაც 50 წამში შეამციროს პულსი წუთში სამოცდაოთხიდან ორმოცდათორმეტ დარტყმამდე, და ასევე თავისი სურვილით მოახდინოს ტვინის ელექტრო-მაგნიტური ტალღების სხვადასხვა ფორმების გენერირება, გაცნობიერებულად გადააადგილოს ოთახში ფიზიკური საგნები და გულსცემაც კი გააჩეროს. ტრანსიდან გამოსვლის შემდეგ სვამი რამამ ახსნა: “ჭკუა მთელ ჩვენს სხეულს განმსჭვალავს. ჭკუის კონტროლი მატერიაზე ცნობიერების კონტროლის მეშვეობით მიიღწევა. ამისთვის ბევრი ცოდნა არაა საჭირო, მაგრამ რაც იცით, პრაქტიკაში უნდა გამოიყენოთ”. ხელისგულები შეატყუპა და დაამატა: “ეს ყველაფერი იმისთვის არ მიჩვენებია, რომ ჩემი ზე-ადამიანუობა დამემტკიცებინა. უბრალოდ მინდოდა იოგას მეცნიერების შესაძლებლობები წარმომედგინა”. ამის შემდეგ სვამი რამამ ახსნა, რომ იოგას ფესვები ღრმა წარსულში მიდის და იგი უდიადესია ყველა მეცნიერებას შორის. იოგაში ადგილი არა აქვს ცრურწმენას ან სექტანტობას, და მისი მეშვეობით შეგვიძლია მივაღწიოთ შედეგებს, რომლებსაც თანამედროვე მეცნიერები ვერ ახსნიან. “ესაა მეცნიერება, - თქვა მან, რომლის მეშვეობითაც ადამიანი შინაგან გასხივოსნებას აღწევს”.

სვამი რამამ დიდი შთაბეჭდილება მოახდინა ჩემზე. როცა კურთხევა ვთხოვე, მან დაბალი ხმით წარმოთქვა: “შენთვის მთავარი სულიერ გზაზე – წმინდა ადამიანებთან ურთიერთობაა”. ხელი ასწია და ხელისგული მომაპყრო: “ბრძენების კურთხევა ყველა დაბრკოლების გადალახვაში დაგეხმარება შენს გზაზე”.

http://www.radikal.ru


* * *
ღამე მიწაზე მეძინა, ბანიანის ხის ქვეშ, რომელიც კონფერენც-ცენტრის გვერდით იზრდებოდა. დილით შევარდენი მაღვიძებდა. ჩემს თავზე, ბუდეზე შლიდა ფრთებს და მაღლა ცაში აიჭრებოდა ხოლმე. სანამ ცენტრი გაიხსნებოდა, ბანიანის ხის ქვეშ, სუფთა ჰაერზე ვმედიტირებდი. კონფერენციის დასკვნითი დღე ვიგიან ბჰავანში ჩატარდა – ნიუ-დელის ყველაზე დიდ საკონცერტო დარბაზში. სამი ათასი ადამიანი შეიკრიბა აქ, რათა იოგების დარიგებები და მათი კურთხევა მიეღოთ. ქრისტოფერ ჰილზმა, კონფერენციის ორგანიზატორმა, შეახსენა ხალხს, თუ რაოდენ დიდი წარმატებაა – ამდენი სულიერი მოძღვრის გვერდით ყოფნა. შემდეგ კი მოულოდნელად გამოაცხადა, რომ პროგრამა ზუსტად საღამოს შვიდ საათზე უნდა დასრულებულიყო. (ჩვენ მაშინ არ ვიცოდით, რომ ჰილზი გააფრთხილეს ფანატიკოსების თაობაზე, რომლებიც საღამოს რვა საათზე მას და სხვა სვამებს უნდა დასხმოდნენ თავს). მაგრამ ნუთუ შეიძლება, რომ ამდენი იოგის თანხლებით ჩატარებული ღონისძიება დროზე დამთავრდეს, და მითუმეტეს ინდოეთში?

როცა ცხადი გახდა, რომ ყველა ვერ მოასწრებდა სცენაზე გამოსვლას, ერთ-ერთი იოგი წამოდგა და შეურაცხყოფების კორიანტელი მიაყარა კონფერენციის ორგანიზატორებს. ქრისტოფერი შეკრებილთა დამშვიდებას ლამობდა, მაგრამ დაძაბულობა უფრო და უფრო იზრდებოდა.

დათქმულ დრომდე რამდენიმე წუთით ადრე ქრისტოფერ ჰილზმა ნერვიულად სტაცა ხელი მიკროფონს, პაუზა გააკეთა და გამოცხადა, რომ კონფერენცია დასასრულს მუახლოვდა. ერთ-ერთმა სვამიმ კონფერენციის დახურვისას “ომ” მანტრის გალობა დაიწყო – ღვთაებრივი მარცვლისა, რომელიც ცნობიერების ღმერთთან ჰარმონიაში მოყვანაში გვეხმარება. ასეთმა პუნქტუალობამ აღაშფოთა იოგას ზოგიერთი მასწავლებელი, რომელთათვისაც ნათელი გახდა, რომ უკვე ვეღარ მოასწრებდნენ ხალხის წინ გამოსვლას. “ომ”-მანტრა ისევ ტრიალებდა ჰაერში, როცა რამდენიმე იოგი ერთმანეთს დაეტაკა მიკროფონისთვის ბრძოლაში. ერთ-ერთმა მოახერხა მეორეს ხელიდან მიკროფონის გამოგლეჯა, და მან ანთებული თვალებით აგზნებულმა დაიწყო რაღაცის ლაპარაკი ისე, როგორც პოლიტიკოსმა ამომრჩევლების წინ. დარბაზი გაოგნებული უყურებდა იოგების შეტაკებას სცენაზე. და ეს ადამიანები არიან მოწოდებულნი მსოფლიოს ჰარმონიამდე და თანხმობამდე მიყვანისთვის? არავინ იცოდა რა ეღონა ამ სიტუაციაში.

მე და ბჰიკუ ვივეკანანდა მხოლოდ თავს ვიქნევდით. მიამიტური იმედები გამიცრუვდა. ქრისტოფერ ჰილზმა გმირულად წაართვა მიკროფონი იოგს, სადენი გამოაძრო და კულისებს მიღმა გაუჩინარდა. ასე დამთავრდა კონფერენცია.

* * *
ემოციებით დახუნძლული საკონცერტო დარბაზიდან ცარიელ ვესტიბიულში გამოვედი და შევეჩეხე მაღალ გამხდარ ადამიანს ზაფრანისფერ ტანსაცმელში. გრძელი ჭაღარა თმა და ლამაზი წვერი წმინდა წერილების ფურცლებიდან გადმოსულ ძველ წმინდა ბრძენს ამგვანებდნენ მას. ეს იყო სვამი სატჩიტანანდა, ცნობილი ჰიმალაელი წმინდანის სვამი შივანანდას მოსწავლე. იგი მხიარული ღიმილით და კეთილგანწყობილი მზერით მომესალმა. სვამი იოგას უძველეს მეცნიერებას ქადაგებდა დასავლეთში, და მთელს მსოფლიოში ჰყავდა მიმდევრები. ძალ-ღონეს არ იშურებდა იმისთვის, რომ სხვადასხვა აღმსარებლობის ადამიანები “სულის ერთიანობის” საფუძველზე გაეერთიანებინა. პირველივე შეხვედრაზე რომის პაპთან მან მაღალი შეფასება მისცა მის შრომას მთელი მსოფლიოს ქრისტიანების გაერთიანებისთვის და მაშინვე დაამატა: “რატომ არ ეცდებით, რომ მთელი მსოფლიოს გაერთიანება სცადოთ? სულიერი ჰარმონიის მისაღწევად მხოლოდ ქრისტიანები კი არა, მთელი დედამიწის ადამიანები უნდა გაერთიანდნენ”.

ჩამოვიდა რა ლეგენდარულ როკ-ფესტივალზე ვუდსტოკში, სვამი სატჩიტანანდამ ერთ საღამოში გაითქვა სახელი მთელ ქვეყანაში, და მიიღო ტიტული – “ვუდსტოკის გურუ”. ფესტივალის ორგანიზატორებმა სთხოვეს, რომ მისასალმებელი სიტყვით გამოსულიყო ფესტივალის გახსნაზე, და ამით იმედოვნებდნენ, რომ იგი სიმშვიდის ატმოსფეროს შექმნიდა. მოფრინდა რა ფესტივალზე ვერტმფრენით, სვამი ასიათასობით ჰიპის პირისპირ აღმოჩნდა და დაუწყო საუბარი იმის შესახებ, რომ ბგერა წარმართავს სამყაროს, და ამერიკა მიუძღვება წინ მთელ მსოფლიოს. იგი არწმუნებდა ამერიკის ახალგაზრდობას, რომ მუსიკის მეშვეობით მშვიდობა და სიხარული შეექმნათ. “როგორ ვიბრძოლოთ მშვიდობისთვის მთელს მსოფლიოში, - განაგრძობდა იგი, - მოდი ჯერ საკუთარ თავში მოვიპოვოთ ჰარმონია”.

http://www.radikal.ru
http://www.radikal.ru

სვამი სატჩიტანანდა - "ვუდსტოკის გურუ"

კონფერენციაზე ყურადღებით ვაკვირდებოდი სვამი სატჩიტანანდას, და შთამბეჭდავი იყო, თუ როგორ უშფოთველად და ღირსეულად ეჭირა თავი ზემოთ აღწერილი ინციდენტის დროს. ახლა მან ალერსიანი ხმით მომმართა: “ვწუხვარ, რომ ამ არეულობის მოწმე გახდი. ძალიან გთხოვ, გაიგე ერთი ჭეშმარიტება: სხვადასხვა ადამიანები სულიერი განვითარების სხვადასხვა საფეხურზე დგანან. ძალიან ბევრი მათგან, ვინც იოგათია დაკავებული, არაა სრულყოფილებამდე მისული. მაგრამ თუ ამისთვის გავაკრიტიკებთ, უპატიებელ შეცდომას დავუშვებთ. ყველაზე კარგი, რაც შეიძლება გავაკეთოთ, - უნდა ვენდოთ უნაკლო თვისებების მქონე ადამიანებს და ამავე დროს თავადაც არ უნდა შევწყვიტოთ იოგას პრაქტიკა”.

სვამი ძალიან მშვიდი და გაწონასწორებული იყო, და მისი საუბრის აუჩქარებელი და თავდაჯერებული მანერა ძალიან მხიბლავდა. ამიხსნა, რომ ჩვენ ბედნიერებისთვის, სიყვარულისთვის და სინათლისთვის ვართ შექმნილნი, მაგრამ დავივიწყეთ ეს, რადგანაც ზედმეტად ვაიგივებთ თავს სხეულთან და ჭკუასთან: “თავდაპირველად სრულყოფილნი ვიყავით, მაგრამ დავკარგეთ ჩვენი სრულყოფილება. ასე დავიწყეთ ჩვენი თავის გაიგივება არასრულყოფილ მატერიასთან. იოგას და რელიგიის არსი, - ამბობდა ის, - იმაში მდგომარეობს, რომ ჩვენი დავიწყებული სულიერი ბუნება აღვიდგინოთ. იოგა – ესაა განწმენდის მეთოდი სრულყოფილების დასაბრუნებლად”. სვამიმ ხაზი გაუსვა, რომ საკუთარი მარადიული ბუნების შეცნობა მხოლოდ ეგოცენტრიზმისკენ მიდრეკილების დამარცხებით შეიძლება: “ყველა ჩვენს პრობლემას და უსიამოვნებას მხოლოდ ერთი მიზეზი აქვს – ეგოიზმი”. საკუთარი სულიერი ბუნების აღდგენის იმ სახეს, რომელსაც იგი ქადაგებდა, ინტეგრალურ იოგას უწოდებდნენ და იგი წარმოადგენდა ექვსი იოგას სკოლის სინთეზს. სვამი სატჩიტანანდა სულიერების შესახებ ძალიან უბრალო, გასაგები ენით საუბრობდა, ხშირად ხუმრობდა, მაგრამ ამასთან იგრძნობოდა, რომ მისი სიტყვების უკან ღრმა გამოცდილება იდგა.

მადლობა გადავუხადე და წასვლა დავაპირე. სვამიმ დიდებული ჟესტი გააკეთა გამხდარი ხელით და წარმოთქვა: “გულწრფელად და დისციპლინით მიჰყევი სულიერ პრაქტიკას. ჭეშმარიტი იოგი უზადო ქცევის მაგალითს უნდა წარმოადგენდეს”. მან თვალები დახუჭა, ღრმად ჩაისუნთქა, ხელისგული გაშალა და დამლოცა: “რიჩარდ, შენ უკვე დიდი გზა გამოიარე. გისურვებ, რომ იპოვო საგანძური შენს გულში!”

* * *
იმავე საღამოს მე და ბჰკუ ვივეკანანდა მსოფლიოში განთქმული მწერლის და ორატორის - ჯიდუ კრიშნამურტის ლექციას დავესწარით. შევედით და მეორე რიგში დავჯექით. პანდალი მალე გაივსო ხალხით, და ჩვენს გვერდით სამოც წლამდე ასაკის მამაკაცი დაჯდა. მას ერქვა დილიპი. "გინდათ დოქტორ კრიშნამურტიზე მოგიყვეთ? - შემოგვთავაზა მან. - ის ჩემი მასწავლებელია".

"რა თქმა უნდა", - ვუპასუხეთ ჩვენ.

დილიპმა ფეხები გადააჯვარედინა, სკამიზ საზურგეს მიეყრდნო და მოყოლა დაიწყო. კრიშნამურტი დაიბადა სამხრეთ ინდოეთში 1895 წელს. როცა ჯერ კიდევ ბავშვი იყო, მას ყურადღება მიაქცია ცნობილმა ნათელმხილველმა ჩარლზ ლედბიტერმა. ლედბიტერმა და ანნა ბეზანტმა, რომელიც იმ დროს თეოსოფიურ საზოგადოებას ხელმძღვანელობდა, განაცხადეს, რომ ეს ბავშვი - "ჭურჭელია" სამყაროს იმავე მასწავლებლისა, რომელიც კაცობრიობას ქრისტეს მეშვეობით მიმართავდა. ანნა ბეზანტი დაეხმარა ყმაწვილს, რომ ინგლისში მიეღო განათლება და მთელს მსოფლიოში თან ატარებდა მას. ათასობით ადამიანმა მიიღო იგი როგორც ახალი მესია და მის გარშემო შექმნილ ვარსკვლავის ორდენში შედიოდნენ. ოცდაშვიდი წლის ასაკში კრიშნამურტიმ ოფიციალურად მიიღო გასხივოსნებული მასწავლებლის ტიტული. იმ დროისთვის მას უკვე სამოციათასზე მეტი ორდენის წევრი ეთაყვანებოდა.

დილიპი ჩვენსკენ გადმოიხარა: "მაგრამ 1929 წელს მან უარი თქვა მასწავლებლის მდგომარეობაზე, დაშალა თავისი რელიგიური მოძრაობა და..."
უეცრად ყველა წამოდგა და სცენაზე ახლადგამოჩენილ კრიშნამურტის მიესალმა. ეს იყო უზადოდ ჩაცმული სამოცდათხუთმეტი წლის მოხუცი, არა მაღალი და გამხდარი. მას ეცვა პიჯაკი ნერუს სტილში და ფართე შარვალი. სუფთად გაპარსულ სახეს მოხუცებულობის ნაოჭები უფარავდა, ხოლო ჭაღარა თმა მეცნიერს ამსგავსებდა. იგი ბრწყინვალე ინგლისურით მიესალმა შეკრებილებს. მისი თვალები ენთუზიაზმს და კეთილგანწყობას ასხივებდა.

მოკლედ, საკმაოდ მალე იგი გადავიდა რევოლუციურ მოწოდებებზე: "ინდოეთში მეტისმეტად ბევრი გურუა. ისინი გვკარნახობენ, რა ვაკეთოთ, რაზე ვიფიქროთ და რით დავკავდეთ. ისინი - დიქტატორები არიან." ხალხი სუნთქვაშეკრული უსმენდა მას. "ჭეშმარიტება - ეს ამოუცნობი ქვეყანაა, ხოლო იოგა, თავისი სუნთქვითი და გიმნასტიკური ვარჯიშებით - მხოლოდ და მხოლოდ ფსიქოსომატური აკრობატიკაა. აშრამები და მონასტრები - საკონცენტრაციო ბანაკებია ჭკუისათვის." მან პაუზა გააკეთა და პირდაპირ მე შემომხედა: "და თუ თქვენ ჩამოგიყალიბდათ მედიტაციის რაღაც სისტემა, ეს უკვე მედიტაცია აღარაა, არამედ სრული უაზრობა და დროის ტყუილად ფლანგვაა."

კრიშნამურტიმ ასეთი იგავი მოყვა. ერთხელ ეშმაკი თავის მეგობართან ერთად სეირნობდა. მათ წინ გზაზე ერთი კაცი მიდიოდა. უცებ ის დაიხარა და გზიდან რაღაც მბრწყინავი საგანი აიღო. მეგობარი მიბრუნდა ეშმაკისკენ და ჰკითხა, თუ რა იყო ეს. ეშმაკმა უპასუხა:

"მან ჭეშმარიტება იპოვა".
"ცუდადაა შენი საქმე!"
"სულაც არა, - მშვიდად უპასუხა ეშმაკმა. - მე დავეხმარები, რომ ამ ჭეშმარიტებას მოწესრიგებული სახე მისცეს."

იმისათვის, რომ ხაზი გაესვა თავისი მომდევნო აზრისთვის, კრიშნამურტიმ თვალები დახუჭა და სპეციალურად ნელა, თვითოეულ სიტყვაზე მახვილით გაიმეორა:
"ჩვენ საკუთარ თავში უნდა მოვახდინოთ ცვლილება. მაგრამ როგორ გავაკეთოთ ეს, როცა ჩვენს ცხოვრებაში ამდენი თავსმოხვეულია? ჩვენ წლობით ვმუშაობთ და უაზროდ, სიცარიელეში ვცხოვრობთ..."

იგი წინ დაიხარა: "ვერც ერთი ორგანიზაცია და ვერც ერთი რელიგია ვერ მოგვიტანენ გასხივოსნებას. თქვენ ვერ მოიპოვებთ მას ვერც რომელიმე დოგმით, ვერც მღვდელმსახურებით ან რიტუალებით, ვერც ფილოსოფიის შესწავლით და ვერც ფსიქოლოგიური პრაქტიკებით. გასხივოსნება საკუთარ ჭკუაში უნდა ვეძებოთ, დავაკვირდეთ რა მის მუშაობას. ეს მოდის ჭვრეტის მეშვეობით და არა ინტელექტუალური ანალიზით ან ლოგიკური ჭკუისმიერი მსჯელობებით."

მე შეძრული ვფიქრობდი იმაზე, თუ როგორ შთაბეჭდილებას მოახდენდა ეს ლექცია ჩემს მეგობარ ბჰიკუ ვივეკანანდაზე. ის ხომ გურუ იყო მრავალი ათასი ბერისათვის, რომლებიც მონასტერში ცხოვრობდნენ მკაფიო სტრუქტურით და განრიგით და მედიტაციასა და რიტუალებს სწავლობდნენ მისგან. მე დავიხარე მისკენ და ჩავჩურჩულე: "ბჰიკუ, ის უარყოფს ყველაფერს, რასაც მთელი თქვენი ცხოვრება მიუძღვენით. როგორი მოსასმენია ეს თქვენთვის?"

ბჰიკუს გაუკვირდა ჩემი კითხვა, ფართოდ გაახილა თვალები და თქვა: "ის ყველაფერს სწორად ამბობს!"

მე განცვიფრებულმა შევეკითხე: "და რას აპირებთ ამის შემდეგ ბჰიკუ?"

უცებ ის ძალიან სერიოზული გახდა: "მე კარგად უნდა გავიაზრო მოსმენილი".

შემდგომ დღეებში კრიშნამურტის კიდევ რამდენიმე ლექციას დავესწარით, რომლებზეც იგი გასაოცარი თავდაჯერებულების და რკინის ლოგიკის დემონსტრირებას ახდენდა. იგი სახელი ჰქონდა განთქმული, როგორც ადამიანს, რომელსაც შეუძლია პასუხი გასცეს ნებისმიერ კიტხვას და გააბათილოს ნებისმიერი არგუმენტი, მაგრამ ამასთან ერთად პირად ურთიერთობაში რბილ, კეთილ და ჭკუამახვილობით გამორჩეულ პიროვნებად რჩებოდა. მე ჩავუფიქრდი მის სწავლებას. აღმოსავლეთის წმინდა წერილები სავსეა გასხივოსნებული წმინდანების მაგალითებით, რომლებიც თავისი რელიგიის მცნებებს და თავიანთი გურუების დარიგებებს შეუპოვრად მიჰყვებოდნენ. როგორ შეიძლება ამ ყველაფრის უკუგდება მხოლოდ იმის გამო, რომ კრიშნამურტიმ ასე თქვა? ამასთან ჩემში ცხარე გამოძახილი ჰპოვა მისმა აზრმა იმის შესახებ, რომ სულიერი ცხოვრებისთვის მიუღებელია ზედაპირული დამოკიდებულება. ჩვენ მზად უნდა ვიყოთ საკუთარ თავზე პასუხისმგებლობის ასაღებად. და თუკი ზედმეტად გავერთობით სულიერი ცხოვრების გარეგნული მხარით, შეიძლება მისი მთავარი მიზანი - გულის გაწმენდა - დაგვავიწყდეს.

http://www.radikal.ru



ჯიდუ კრიშნამურტი

მოგვიანებით, როცა ბჰკუსთან ერთად პიპალის ხის ჩრდილში ვიჯექი, ვკითხე, მიიღო თუ არა გადაწყვეტილება იმის შესახებ, თუ რას გააკეთებდა მომავალში.
"დიახ, რიჩარდ, - მიპასუხა მან. - მე დავბრუნდები ტაილანდში, ჩემს მონასტერში."

"მართლა? - გამიკვირდა მე - მე კი ვფიქრობდი, რომ კრიშნამურტის მიმდევარი გახდებოდით".

ბჰიკუმ ჩაფიქრებულმა შორს გაიხედა, შემდეგ კი უეცრად თქვა:
"დიახ, მე მივყვები მისტერ კრიშნამურტის დარიგებებს, - მის ტუჩებზე ცელქური, ბავშვური ღიმილი ათამაშდა. - გინდა გითხრა, როგორ?"
"რა თქმა უნდა!"
"მე უარვყოფ იმ მასწავლებლის სწავლებას, რომელიც ყველა მასწავლებლის და მათი სწავლებების უარყოფას მოგვიწოდებს", - ღიმილით, მისთვის დამახასიათებელი სასიამოვნო ტაილანდური აქცენტით მიპასუხა მან.
* * *
იმავე საღამოს დავემშვიდობე ბჰიკუ ვივეკანანდას და ფეხით წავედი კონოტ-პლეისზე, დელის ბიზნეს-ცენტრში. იქ აშოკას ხის ქვეშ დავჯექი და წერილი დავუწერე ჩემს მშობლებს:

სიტყვები არ მყოფნის, რომ აგიხსნათ, თუ როგორ გავლენას ახდენს ჩემზე ინდოეთი. ამით ყველაფერია ნათქვამი. მთელი გულით მიყვარხართ და ვლოცულობ თქვენი კეთილდღეობისთვის.

რიჩარდი, ნიუ-დელი, ინდოეთი,
1970 წლის დეკემბერი.


კონოტ-პლეისი, რომელიც ინგლისური პროექტით იყო ნაშენები, წარმოადგენდა რგოლის ფორმის დიდ ქუჩას, რომლის ცენტრშიც ფართე პარკი გაეშენებინათ. ერთ-ერთ მიმდებარე ქუჩაზე გავლისას ხელით დაწერილი განცხადება წავიკითხე: “რელიგიური ფერწერა. ს.ს. ბრიჯაბასი და შვილები”. მის ქვეშ ტროტუარზე ელაგა რეპროდუქციები თაბახის ფურცლის ზომით. დამაინტერესა და უფრო ახლოს მივედი. სურათები, რომლებზეც ჩემთვის უცნობი ღვთაებრივი პერსონაჟები იყვნენ გამოსახულნი, უჩვეულოდ, მაგრამ ძალიან ლამაზად გამოიყურებოდნენ. ისინი ფანჯრებს მაგონებდნენ ნათელი ფერების და მისტიკის ჯადოსნურ სამყაროში. მომინდა, რომ რომელიმე რეპროდუქცია შემეძინა მედიტაციისთვის. ჩანთაში ჩავიხედე და აღმოვაჩინე, რომ დარჩენილი ფული ძლივს მყოფნიდა ერთი სურათის საყიდლად. მთელი საათი ვათვალიერებდი მათ. ერთზე გამოსახული იყო ლომზე შემჯდარი ლამაზმანი რვა ხელით, რომლებშიც ხმალი, სეკირა, შუბი და იარაღის სხვა სახეები ეკავა. მეორეზე თაგვზე ამხედრებული ზღაპრული პერსონაჟი გამოესახათ სპილოს თავით და დიდი მუცლით. სურათები გადავათვალიერე და ვიპოვე კიდევ ერთი, რომელმაც ჩემი ყურადღება მიიპყრო. მასზე გამოსახული იყო მრავალთავიან გველზე დაბრძანებული მშვენიერი ყმაწვილი მოლურჯო ფერის სხეულით. ყოველი, მისი ოთხი ხელიდან, ძვირფასეულობებით იყო მორთული. მომდევნო ნახატზე მშვიდად მჯდარი იოგი ეხატა, რომელიც მედიტაციაში ჩაფლულიყო. მისი ხელები და ფეხები გველებით იყო შემკული, თავს ნახევარმთვარე უმშვენებდა, თმიდან კი წყლის ნაკადი გადმოსდიოდა. შემდეგ ჩემი მზერა გმირმა ყმაწვილმა მიიპყრო, შუბით ხელში და ფარშევანგზე ამხედრებულმა. კიდევ ერთი ნახატი ძლევამოსილ მაიმუნს გამოსახავდა თავზე გვირგვინით და ერთგულებით აღსავსე თვალებით. მაიმუნი ღიმილით მიფრინავდა ცისკენ და ხელით მსუბუქად მიჰქონდა მთელი მთა. ვათვალიერებდი მათ ერთი-მეორეს მიყოლებით, სანამ მრავალხელიან და მრავალთავიან გამოსახულებას არ გადავაწყდი, რომელთაგანაც არც ერთი არ ჰგავდა ერთიმეორეს. სახის საშინელი გამომეტყველების მქონე ადამიანები მის დაღებულ ცეცხლოვან ხახებში ცვიოდნენ და უჩინარდებოდნენ. ამ ნახატების სტილი ძალიან უჩვეულო იყო, ხოლო მათზე გამოსახული პერსონაჟები მთლად დაუჯერებლად გამოიყურებოდნენ. საიდან მოვიდნენ? რომელი ზღაპრებიდან და მითებიდან? ეს მე არ ვიცოდი. მაგრამ ცხადი იყო, რომ მხატვარი ამ ყველაფერს ზემოდან შთაგონებით ხატავდა. დავიბენი, არ ვიცოდი რომელი ამერჩია.

და უცებ დავინახე ერთი, რომლის პერსონაჟიც ყველაზე მეტად მომეწონა. მას ცისფერი კანი ჰქონდა, ხოლო გვირგვინს ფარშევანგის ბუმბული უმშვენებდა. მოხდენილად გვერდზე გადახრილი, ტყეში, მდინარის პირას იდგა და ფლეიტაზე უკრავდა, და მას სიყვარულით შესცქეროდა გვერდით მდგარი თეთრი ძროხა. სავსე მთვარე მარგალიტის ფერს ჰფენდა მომაჯადოებელ ტყეს. მოულოდნელად თვალები ცრემლით ამევსო. უცნობი ყმაწვილი, რომელიც ამ ნახატზე იყო გამოსახული, თითქოს ჩემს სულში შემოიჭრა. რა დამემართა? ვგრძნობდი, როგორ მეძახდა. მაგრამ განა ეს შესაძლებელია? ეს ხომ უბრალოდ ნახატია, რომელიც მითიურ გმირს გამოსახავს, და რომელზეც სრულიად არაფერი არ ვიცი. მისი სახელი ქვემოთ ეწერა, ჩემთვის უცნობი უძველესი შრიფტით.

გამყიდველს ჩემი უკანასკნელი ფული მივეცი. ის არასაკმარისი აღმოჩნდა, მაგრამ გამყიდველმა გამიღიმა და გამომიწოდა რეპროდუქცია, რომელსაც ჩემი მოგზაურობის ბოლომდე არ განვშორებივარ. ვინაა მასზე გამოსახული? ამ კითხვაზე პასუხი ჯერ კიდევ შორს იყო.

Posted by: cinemamu 18 Nov 2011, 16:24
თავი მესამე

1970 წელი დასასრულს უახლოვდებოდა. ეს-ესაა ოცი წელი შემისრულდა და ჰიმალაებზე ოცნებები ჩრდილოეთისკენ მექაჩებოდნენ. ჰიმალაების შესახებ არაფერი ვიცოდი გარდა იმისა, რომ იქ მრავალი დიადი ბრძენი და წმინდანი ცხოვრობდა. მოუთმენლად ველოდი მათთან შეხვედრას და მათი ხელმძღვანელობით სულიერი მეცნიერების შესწავლას. ისეთი აღტაცებული ვიყავი ინდოეთში, უდიდესი აღმოჩენების ზღვარზე ყოფნით, რომ ჩემი ახლობლების მოსანატრებლადაც კი არ მეცალა. არ იცოდნენ სად მოეწერათ ჩემთვის, ამიტომ ინდოეთში ჯერ კიდევ ვერ ვღებულობდი მათგან წერილებს. და მაინც, სანამ ჰიმალაებისკენ გავემგზავრებოდი, სახლში, შორეულ ამერიკაში წერილი გავგზავნე:

ჩემო ძვირფასებო!

დღეს დელიდან მთებში მივემგზავრები, რათა სულიერი მეცნიერებები შევისწავლო. არ ვიცი, მექნება თუ არა იქიდან ხშირად მოწერის შესაძლებლობა. ძალიან გთხოვთ, არ ინერვიულოთ, თუ ჩემგან რაღაც დროის განმავლობაში წერილი არ მოგივათ. ნუთუ შესაძლებელია რამე დამემართოს, როცა ჩემთან თავად ღმერთია?

მიყვარხართ და მახსოვხართ,
რიჩარდი


მესამე კლასის ვაგონით უფასოდ ჩავედი ჰარიდვარამდე, საიდანაც რიშიკეშში ვაპირებდი გამგზავრებას, ჰიმალაების წმინდა ქალაქში, რომელიც თავისი მრავალრიცხოვანი აშრამებით იყო სახელგანთქმული. სანამ მატარებელი ჩაქჩაქებდა და უკან იტოვებდა დელის, ვაგონის ფანჯრიდან ამომავალ მზეს ვუმზერდი და ვლოცულობდი, რომ ჰიმალაებში მწირობას ახალი გვერდი გადაეფურცლა ჩემს სულიერ ძიებებში.

რამდენიმე საათში ჰარიდვარში ჩავედი, განგის პირას მდებარე წმინდა ქალაქში, რომელიც დაახლოებით ორასორმოცდაათ კილომეტრში იყო ნიუ-დელიდან, ჩრდილო-დასავლეთ მხარეს. დარჩენილი ოცდაათი კილომეტრი რიშიკეშამდე ფეხით გავიარე. მთელი ამ დროის განმავლობაში უკვე შევისრუტე რამდენიმე წიგნი, რომლებიც ჰიმალაების სიდიადეს აღწერდნენ, და განსაკუთრებულად ვოცნებობდი იქ მოხვედრაზე. ახლა როგორც იქნა ჩემი ოცნება ასრულდა.

პირველმა შეხვედრამ ჰიმალაის მთებთან სულის სიღრმემდე ამაღელვა. მთების ფერდობი ხშირი ტყით იწყებოდა, და მეჩვენებოდა რომ თვითოეული ხე სიმშვიდეს ასხივებდა. მარტო მივდიოდი ტყის ბილიკებზე და მოლოდინის სიხარულს განვიცდიდი. და უცებ გამოჩნდა მდინარე, რომლის მხოლოდ დანახვამაც კი ემოციების მთელი ქარბუქი გამოიწვია ჩემში. ეს განგა იყო. მისკენ გავიქეცი და ხელები ჩავყავი მის ცივ, ცისფერ წყალში. მთელი ჩემი სხეული აღტაცებისგან თრთოდა.
თითქმის ერთი საათი დავყავი განგის ნაპირას, შემდეგ კი სანაპიროს ავუყევი და “ღვთაებრივი ცხოვრების მისიასთან” – ცნობილი ჰიმალაელი წმინდანის სვამი შივანანდას აშრამს მივადექი. ეს აშრამი მისი შტაბ-ბინა და მედიტაციის ადგილი იყო. სვამი შივანანდა სვამი სატჩიტანანდას სულიერი მოძღვარი გახლდათ, სწორედ იმ “ვუდსტოკელი გურუსი”, რომელსაც დელის კონფერენციაზე შევხვდი. შივანანდას მრავალრიცხოვანმა წიგნებმა, მისი ჰუმანიტარულმა საქმიანობამ და უზადო პირადმა მაგალითმა ფართოდ ცნობილი გახადეს იგი. მე უკვე მოვასწარი მისი რამდენიმე ნაშრომის წაკითხვა და ამიტომ მოხარული ვიყავი, რომ მის აშრამში აღმოვჩნდი. როცა აშრამში შევედი და სვამი შივანანდას მიმდევრებს გავესაუბრე, გავიგე, რომ მან, სანამ სხეულს დატოვებდა, 1963 წელს თავის მემკვიდრედ სვამი ჩიტანანდა სარასვატი დატოვა, მისი ერთ-ერთი გამოჩენილი მოსწავლე. მოცემულ მომენტში იგი აშრამში იმყოფებოდა. აქ რამდენიმე დღე დავყავი და ამ დროის განმავლობაში აქაური სიმშვიდის ატმოსფეროთი გავიჟღინთე. მომიყვნენ, რომ “ღვთაებრივი ცხოვრების მისიას” მთელი ინდოეთის მასშტაბით ჰქონდა აშრამები და მათ მისიის წევრი კომერსანტები და ბიზნესმენები ინახავდნენ. აშრამში ყოფნის მეოთხე დღეს სვამი ჩიტანანდასთან შეხვედრა ვითხოვე, და მასთან მიმიყვანეს. მისი ოთახი ძალიან უბრალო იყო, თავად სვამი კი არაჩვეულებრივად მეგობრული, მოკრძალებული და უბრალო პიროვნება აღმოჩნდა. მან თავისთან ერთად იატაკზე დაჯდომა შემომთავაზა.

სვამი ჩიტანანდა, როგორც მისმა მოსწავლემ მომიყვა, დაიბადა 1916 წელს სამხრეთ ინდოეთში. იგი ძალიან მდიდარი მიწათმფლობელის შვილი გახლდათ. ოცი წლის ასაკში სვამიმ განდეგილობის მოთხოვნილება იგრძნო და ღმერთის მსახურების გამო უარი თქვა მატერიალურ კომფორტზე. იგი ეხმარებოდა კეთროვანებს: თავად უვლიდა მათ და ქოხებს უშენებდა საკუთარი სამფლობელოს ფართე ველებზე. 1943 წელს მამის სახლი დატოვა და სვამი შივანანდას აშრამში დაბინავდა, რიშიკეშში, სადაც მალე გაითქვა სახელი, როგორც ბრწყინვალე ორატორმა.

მის ლექციებს ყოველ დილით ვესწრებოდი. სვამი ძალიან გამხდარი იყო, თავი გადაპარსული ჰქონდა და ზაფრანისფერ ტანისამოსს ატარებდა. იგი დიდი პატივისცემით სარგებლობდა არა მხოლოდ ჰიმალაელ ასკეტთა, არამედ დასავლეთიდან მოსულ ჭეშმარიტების მაძიებელთა შორისაც. იჯდა რა იოგურ პოზაში, სვამი კარგი ინგლისურით და გამომხატველი ჟესტებით კითხულობდა ლექციას. “ცხოვრების მიზანი ღმერთის შეცნობაა, - ხაზს უსვამდა იგი. – თუკი მოკვდებით ისე, რომ ღმერთს ვერ შეიცნობთ, ეს ნიშნავს, რომ თქვენმა ცხოვრებამ ამაოდ ჩაიარა, და თქვენ არასწორად განკარგეთ ღმერთის მიერ მოცემული ადამიანური ცხოვრების შეუფასებელი ძღვენი”.

იგი შეეხო გავრცელებულ პრობლემას, რომელსაც სხვადასხვა სულიერი პრაქტიკის მიმდევარი ადამიანები აწყდებიან: ისინი მედიტირებენ დილას და საღამოს, მაგრამ დღისით – თავის ყოველდღიურ ცხოვრებაში – ძალიან ეგოისტურად და მეწვრილმანედ იქცევიან. სვამი დარწმუნებით ამბობდა, რომ ეს მათი მრავალსაათიანი მედიტაციების ყველა შედეგს აქარწყლებს.

განსაკუთრებულად უსვამდა ხაზს სასიკეთო თვისებების განვითარების მნიშვნელობას, როგორც სულიერი განვითარების საფუძველს. სვამის ასეთი შედარება მოჰყავდა: იმისათვის, რომ ნიადაგი ნაყოფიერი გავხადოთ, სარეველების, ქვებისა და ეკალ-ბარდების მოშორებაა საჭირო. იგი გვასწავლიდა, რომ დღის განმავლობაში სხვებისთვის უნდა მიგვეძღვნა თავი. მორალი და ეთიკა – აი ესაა იოგას ხის ფესვები.

იგი ასევე ხაზს უსვამდა, თუ როგორი მნიშვნელოვანია მოსწავლისთვის ურყევი რწმენა იმისა, რომ ღმერთის შეცნობა ამ საუკუნეში მხოლოდ ჯაპით – ღმერთის წმინდა სახელების გამეორებითაა შესაძლებელი. “თქვენ რეგულარულად უნდა იმეოროთ ღმერთის სახელი, სანამ ისეთ მდგომარეობას არ მიაღწევთ, როცა ჯაპა თქვენს ჭკუაში უწყვეტი გახდება, მიუხედავად იმისა, ზიხართ თუ დგახართ, ჭამთ თუ სვამთ, სეირნობთ თუ მუშაობთ, გძინავთ თუ გღვიძავთ”.

მე არ ვიცოდი, როგორ უნდა გამემეორებინა ღმერთის სახელები, მაგრამ სვამი ჩიტანანდას სიტყვები გულში ჩამივარდა. საღამოს, როცა მე და ის სანთლით სუსტად განათებულ ოთახში, იატაკზე ვიჯექით. სვამიმ უეცრად ჩემი მოგზაურობის წვრილმანების აღწერა დამიწყო. იგი გასაოცარი სიზუსტით აკეთებდა ამას და ჩემი ყველაზე იდუმალი ფიქრებიც კი გააჟღერა. მომიყვა, როგორ დავტოვე მშობლიური კერა და როგორ ვიგრძენი ინდოეთში მოხვედრის გადაულახავი სურვილი, როგორ ვრისკავდი გზაში სიცოცხლით, რომ ამ ადგილებამდე მომეღწია. მიუხედავად იმისა, რომ არასოდეს არაფერი მომიყოლია მისთვის, მან ისედაც იცოდა ეს ყველაფერი. იგი უხვად მაძლევდა კურთხევებს, მე კი უბრალოდ ვიჯექი და ხმის ამოღებაც არ შემეძლო. მესმოდა, რომ ძალიან იშვიათად შეიძლება შეხვდე ადამიანს, რომელიც ასეთ ძლევამოსილებას და სახელს ფლობს, მაგრამ ამავე დროს ასეთი უბრალო და გულითადია.

ვიგრძენი რა მარტო ყოფნის და საკუთარი თავის განწმენდის მოთხოვნილება, მე მადლობა გადავუხადე სვამის და აშრამი დავტოვე.

http://www.radikal.ru


* * *
მომდევნო დილით, განგის ნაპირას მჯდომმა და დედას ასეთი წერილი მივწერე:

ჩემო საყვარელო დედა!

ახლა რიშიკეშიდან გწერ, წმინდა ქალაქიდან განგის ნაპირას. მეჩვენება, რომ აქ არსებული მშვიდი და გაწონასწორებული ატმოსფეროდან ბევრი რამის სწავლა შეიძლება. აქ იმას ვაკეთებ, რაც წმინდა ადგილს შეშვენის, თუმცა გამიჭირდება იმის ახსნა, თუ რას ვაკეთებდი მთელი ამ ხნის განმავლობაში. აქ როგორც ტურისტი ან ექსკურსანტი არ ჩამოვსულვარ. ამ ადგილებში საკუთარ სულს ვეძებ. აღმოსავლეთში ცხოვრება მკვეთრად განსხვავდება იმ ყველაფრისგან, რასაც ამერიკის და ევროპის მაცხოვრებლები არიან მიჩვეულნი. აქ ყველაფერი სულ სხვაა. ჯერ არ ვიცი, როდის დავბრუნდები, მაგრამ ერთ რამ ზუსტად ვიცი: ძალიან მენატრებით ყველანი თქვენ და ჩემი მეგობრები და მოუთმენლად ველი თქვენთან შეხვედრას. მაგრამ უნდა გამიგო, რომ ჯერ უნდა აღვასრულო ის, რისთვისაც აღმოსავლეთში ჩამოვედი, - ცხოვრების ნამდვილ არსს ჩავწვდე.

შენი მოსიყვარულე შვილი,
რიჩარდი
ინდოეთი, ჰიმალაები, რიშიკეში, იანვარი 1971 წ.


სავსე ნავში ჩავჯექი, რომელსაც მგზავრები განგის აღმოსავლეთ ნაპირას გადაჰყავდა. ნავის გვერდით, მზის შუქზე აბრჭყვიალებულ მდინარის დინებაში, მრავალი მსხვილი თევზი დაცურავდა. გრილი ქარი სახეში მიბერავდა. ღრმა ყლუპებით ვყლაპავდი ჰაერს, და თან ნაპირიდან მომავალ მაჰიპნოზებელ რეჩიტატივს ვუსმენდი – მოსწავლეები აშრამებში ვედური წმინდა ჰიმნების დეკლამირებას ახდენდნენ. აღმოვჩნდი რა მეორე ნაპირას, მარტომ ვიარე სანაპიროზე, სამხრეთის მხარეს, მყუდრო ადგილის ძებნაში. შესაფერისი ადგილი ვიპოვე და მედიტაციისთვის დავჯექი. ისეთი შეგრძნება მქონდა, თითქოს არა უბრალოდ სხვა ქვეყანაში აღმოვჩნდი, არამედ მილიონობით კილომეტრის მოშორებით იმ სამყაროდან, რომელსაც მანამდე ვიცნობდი. რამდენიმე საათში მედიტაციიდან ვიღაცის ნაბიჯის ხმამ გამომიყვანა. თვალები გავახილე. ჩემსკენ კონცენტრირებული მზერით ნელა მოდიოდა წმინდა ადამიანი. მის კანს ოქროსფერი დაჰკრავდა, ჭაღარა წვერი ჰქონდა და თმა მხრებამდე სწვდებოდა. ტანსაცმელს ქარი უფრიალებდა და თვითონ სიმშვიდეს ასხივებდა.
ავდექი და მივესალმე მას. დიდი და კეთილი თვალებით შემომხედა და მითხრა:

“შენ მე არ მიცნობ, მაგრამ მე ვიცი ვინ ხარ. დავინახე, თუ როგორი დიდია შენი სიმტკიცე. ახლა განგას აჩუქე შენი ტანსაცმელი, მე კი სადჰუს ტანსაცმელს გადმოგცემ”.

“რა არის სადჰუ?” – ვკითხე მე.

“სადჰუ – ეს მოხეტიალე განდეგილია, რომელმაც უარი თქვა მიწიერ მიჯაჭვულობებზე ღვთაებრივი ცხოვრების გამო. სხვა სიტყვებით, სადჰუ – ეს ბერია”.

წმინდა მდინარის ნაპირას მან გადმომცა თხელი თეთრი ქსოვილის ორი ნაჭერი და მაჩვენა, თუ როგორ უნდა მომეხვია იგი თეძოების (მას ერქვა ლუნგი) და ტორსის (მას ერქვა ჩადარი) გარშემო. ასევე მან მომცა ბარძაყებზე შემოსახვევი, ანუ კაუპინა, რომელიც ქსოვილის ორი ნაჭრისგან შედგებოდა. ამ ძღვენით მოხიბლულმა, ჩემი დასავლური ტანსაცმელი მდინარის სწრაფ დინებას გავატანე და ღმერთს ლოცვა აღუვლინე.

გამომშვიდობებისას წმინდანმა ყურში მიჩურჩულა ფრაზა, რომელმაც გამაოგნა: “დღეიდან შენი დედა განგა იქნება. თავის დროზე თვითონ გაჩვენებს ამას”. იმის გათვალისწინებით, რომ ახლახანს დედას მივწერე წერილი, მისმა სიტყვებმა ჯადოსნური პასუხივით გაიჟღერა.

* * *
რამდენიმე დღის შემდეგ ვედა ნიკეტანში მივედი – განმარტოებულ მცირე ერთსართულიან აშრამში მრავალი უბრალო და მოკრძალებული ოთახით. აშრამის ბინადრები, ისევე როგორც მრავალი მათგან, ვისაც იმ ხანად ვხვდებოდი ხოლმე, კუმბჰა-მელასთვის, ინდოეთის ყველაზე დიდი რელიგიური დღესასწაულისთვის, ემზადებოდნენ. როცა გავიგე, რომ დღესასწაულზე ოც მილიონამდე ადამიანს ელოდნენ, გადავწყვიტე არ მიმეღო ამაში მონაწილეობა. ტყეში, ვედა ნიკეტანიდან შორიახლოს, გამოქვაბული ვიპოვე და იქ შევსახლდი. ყოველ დილით, განთიადისას, განგის ნაპირას ვჯდებოდი და მის მსწრაფლმავალ დინებას ვაკვირდებოდი. მდინარის სიგანე ამ ადგილას ასეულობით მეტრს აღწევდა. ნაპირი რბილი მოვერცხლისფრო ქვიშით იყო მოფენილი, რომელზეც გლუვი ქვები მიმოფანტულიყო. ყველანაირი ზომის ქვები სხვადასხვა ფერებში გადადიოდნენ და ზღაპრულ ძვირფას მორთულობას მაგონებდნენ. მესმოდა რა, რომ არ ვიმსახურებდი იმ საგანძურს, რომლისკენაც ვილტვოდი, განწმენდის მწვავე მოთხოვნილებას ვგრძნობდი. ამიტომ გადავწყვიტე ყოველდღე, ერთი თვის განმავლობაში, აისიდან დაისამდე მელოცა და მდუმარების აღთქმა შემენახა. ვილოცე, რომ ღმერთს ამისთვის შესაფერისი ადგილი ეჩვენებინა და უცებ, პირდაპირ ჩემს წინ, მდინარეში, ქვების რიგი შევნიშნე, რომელიც ხელთუქმნელ ხიდს ქმნიდა დიდ ბრტყელ ლოდამდე, რომელიც მდინარეში, ნაპირიდან ათ მეტრში იდგა. სწორედ ეს ქვა გახდა ჩემი მედიტაციის ადგილი.

http://www.radikal.ru

განგის მძლავრი დინებებით გარშემორტყმული, მთელი დღე ამ ქვაზე ვიჯექი ხოლმე. ეს საოცარი სანახაობა საკუთარი უსუსურობის შეგრძნებაში მეხმარეობდა. მწუხრის ჟამს, გამოქვაბულისკენ გზაზე, ჩავივლიდი ხოლმე მოხუცის გვერდით, რომელიც მიწაზე იჯდა და ძველი ტომრის ნაჭერზე დალაგებულ პატარა სტაფილოებს ჰყიდდა. ჩემი დანახვისთანავე მოხუცი ერთ სტაფილოს გამომიწოდებდა ხოლმე. მე აღთქმა დავდე, რომ განგის წყალი და დღეში ერთი სტაფილო იქნებოდა ჩემი ერთადერთი საკვები უახლოესი ოცდაათი დღის განმავლობაში.
* * *
დღე-ღამის მთელ ნათელ დროს სრულ მარტოობაში, ქვაზე, პირი-სახით დინების შემხვედრი მიმართულებით შებრუნებული ვატარებდი. მოპირდაპირე ნაპირას, ჩემგან მარცხნივ, ხანდახან რომელიმე იოგს ვხედავდი ხოლმე მედიტაციურ პოზაში. მარჯვნივ ჰიმალაების ულამაზესი მთები გადაჭიმულიყვნენ. უახლოესი მთის მწვერვალი შემოსაზღვრულობით გულს მაგონებდა. ჩემთვის იგი ღმერთის გულთან ასოცირდებოდა. საათობით ვუყურებდი და ვფიქრობდი იმაზე, თუ რა უსაზღვროა ღმერთის გული, რომელიც ყველა ცოცხალ არსებას აძლევს თავშესაფარს, და თუ როგორი დიდებული და მშვენიერია იგი. მთაზე ასვლისას დაბლობს უკან ვიტოვებთ, და სწორედ ასევე თუკი ღმერთის გულისკენ აღმასვლა გვინდა, უკან უნდა მოვიტოვოთ ის მიწიური მიჯაჭვულობები, რომლებიც ხელს გვიშლიან. გულწრფელი სულიერი პრაქტიკა – ესაა მთაზე აღმასვლა, და რა სიძნელეებიც არ უნდა შეგვხვდეს ამ გზაზე, შეუპოვრად უნდა ვიაროთ და იმედი არ უნდა დავკარგოთ. მთა თავად იცავს მას, ვინც მასზე ადის. ასევე ღმერთი, თუ გულწრფელები ვართ, უცილობლად დაგვეხმარება მის მოსიყვარულე გულამდე მიღწევაში.
* * *
ჩემს გარშემო ყველა მხრიდან გადაშლილიყო განგა მბრწყინავი ტალღებისგან შემდგარი თავისი ზამთრის სამოსით. მისი ტალღები მაღლა იწეოდნენ და ბზრიალებდნენ, თითქოს თავისივე სილამაზით დამთვრალნი. ვერც ერთი მხატვარი ვერ დახატავს ამ უსაზღვრო მშვენიერების თუნდაც ერთი გაელვების მთელ სილამაზეს. მდინარე შედევრს შედევრზე ქმნიდა და მაშინათვე ანადგურებდა მათ. აქედან მნიშვნელოვანი გაკვეთილი მივიღე: ამ სამყაროს ყველა მშვენიერი მოვლენა წარმავალია. აქ არაფერია მარადიული. ყოველ წამში გარშემომყოფი ბუნება ცვლილებას განიცდის. დედა განგა, ისევე როგორც მთლიანად ბუნება, მარადიულია, მაგრამ მისი ქმნილებათა ჟამი მარადიული არაა. სწორედ ასევე შეუბრალებლად ნადგურდება ყველაფერი ის, რასაც ასე ვეპოტინებით ამ სამყაროში. ვერაფერს ვერ შევინარჩუნებთ სამუდამოდ. მაგრამ თუკი შევძლებთ, რომ ჭეშმარიტების სიღრმისეული დინების მშვენიერება დავაფასოთ, მაშინ ზედაპირზე მჩქეფარე სიხარულისა და მწუხარების ტალღების ქვეშ სრულიად სხვა რეალობა გაგვეხსნება. მე მდინარეში ვიჯექი, როგორც მისი დამჯერი მოსწავლე. განგა მაღლა, ჰიმალაებიდან იღებს სათავეს და შეუპოვრად მიისწრაფვის ოკეანისაკენ. გზაზე უამრავი დაბრკოლება ხვდება – წაქცეული ხეები, უზარმაზარი ქვები და კლდეებიც კი, მაგრამ არაფერს ძალუძს მისი დინების შეჩერება. ის იოლად გადალახავს ხოლმე ყველა დაბრკოლებას, შემოუვლის რა მათ ზემოდან, ქვემოდან ან გვერდიდან. დედა განგა გვასწავლის, რომ თუ წარმატების მიღწევა გვინდა, ასევე შეუპოვრად უნდა ვისწრაფვოთ დასახული მიზნისკენ, მიუხედავად გარდაუვალი წინააღმდეგობებისა, რომლებიც ქვებივით გადაგვიღობავენ ცხოვრების დინების გზას. ჩვენ უნდა შემოვუაროთ მათ და არასოდეს დავნებდეთ. ღმერთი ნებისმიერი სიტუაციიდან გამოსვლაში დაგვეხმარება.

ქვაზე ვიჯექი და წარმომედგინა, რომ თვალწინ ვხედავდი არა უბრალოდ მდინარის დინებას, არამედ ცხოვრების მდინარეს. როცა მორევში ხარ, ძნელია მისი გავლენისგან თავის დაღწევა, მაგრამ თუ ნაპირას ჯდები, მაშინ დინების გვერდიდან დანახვაა შესაძლებელი. ასე დამანახა დედა განგამ, რომ თუ ჩვენი ეგოსგან, მოუსვენარი ჭკუისგან, გრძნობებისგან და გარესამყაროსგან გვერდზე განდგომას და ცხოვრების დინებაზე დაკვირვებას ვისწავლით, შეგვიძლია ჭეშმარიტი სიბრძნე მოვიპოვოთ. მზის ჩასვლისას გამოქვაბულში ვბრუნდებოდი და ვფიქრობდი იმ აღმოჩენებზე, რაც ამ დღემ მაჩუქა.

ერთხელ ამ ადგილების ისტორიაზე დავფიქრდი, რომელიც მრავალ მილიონ წელს ითვლიდა. ოდესღაც აქ არიელების სულიერი ცივილიზაცია ყვაოდა. შემდეგ ეს მიწები ცოტა ხნით ალექსანდრე მაკედონელმა დაიპყრო. მის შემდეგ ჩრდილოეთ ინდოეთში მუსულმანი დამპყრობლები შემოვიდნენ და რამდენიმე ასწლეული მართავდნენ მას, სანამ ისინი ინგლისელებმა არ განდევნეს. ეს უკანასკბნელნ კი, თავის მხრივ ინდოეთიდან განდევნა ნაციონალურ-განმანთავისუფლებელმა მოძრაობამ მაჰატმა განდის და სუბჰაშ ჩანდრა ბოსის მეთაურობით. თავისუფლება და მონობა, ომი და მშვიდობა, პოლიტიკური გამარჯვება და მარცხი ერთმანეთს ცვლიდნენ, როგორც წელიწადის დროები. მაგრამ დროისთვის მოუხელთებელ დედა განგას უშფოთველად მიჰქონდა თავისი წყლები ოკეანისკენ. ჭეშმარიტებაც ყოველთვის უცვლელი რჩება. როგორი დრამატული მოვლენებიც არ უნდა განვითარდეს ამ სამყაროში, ვერაფერი ვერ დაარღვევს ჭეშმარიტების დინებას.

* * *
დინებას ჩემს გვერდით ფოთლები, ყვავილები, ფესვებიანად მოთხრილი ხეები და ადამიანთა და ცხოველთა გვამებიც კი მიჰქონდა ხოლმე. ნებისმიერ ამ საგანს, ვფიქრობდი მე, შეუძლია ოკეანეს მიაღწიოს, თუკი დინებას გაჰყვება. მაგრამ დროთა განმავლობაში ამ საგანთაგან მრავალს დინება ნაპირზე გარიყავს, და მათი წინსვლა შეჩერდება. სულიერი გზა და სულიერი მოძღვარი შეგვიძლია განგის დინებას შევადაროთ, ხოლო მასში მოცურავე საგნები, მოსწავლეებს. თუ მოსწავლე რწმენით მიჰყვება სულიერი სწავლების დინებას, მისი ტალღები სულიერი ჭეშმარიტების ოკეანემდე მიიყვანენ მას. თუმცაღა მდინარის ნაპირებზე მოსწავლეს მრავალრიცხოვანი ცდუნებები ელოდება. კომფორტის და ბედნიერების ძიებაში ზოგიერთი მათგანი დინებიდან გამოდის. ყველა მაძიებელი ნამდვილად არ რჩება ბოლომდე თავისი გზის ერთგული, მაგრამ ისინი, ვისაც წილად ხვდა დინებაში დარჩენა, საბოლოოდ გასხივოსნების ოკეანეს აღწევენ. კვლავ და კვლავ ვსვამდი კითხვას: ვინ არიან ჩემი მასწავლებლები? შევძლებ კი, რომ ჭეშმარიტებას ვუერთგულო?

დილით ადრე, განთიადამდე რამდენიმე წუთით ადრე, განგას ვუმზერდი, რომელსაც დაუღალავად მიჰქონდა თავისი წყლები, და აზრობრივად ვხატავდი მის მთელ გზას სათავიდან ოკეანემდე. ოკეანე უხმობდა, და წყლის ყოველი წვეთი დინებაში შეუპოვრად მიიწევდა მისკენ, თავისი საბოლოო მიზნისკენ, რომელიც ჯერ კიდევ ასე შორს იმყოფებოდა. დედა განგა მოთმინებას და შეუპოვრობას მასწავლის, რომლებიც აუცილებელია ჩემთვის, რათა ყოველთვის მივყვე გულის ხმას.

არც ერთი წამით არ შემიწყვეტია ფიქრი იმაზე, თუ რამ მაიძულა პერსპექტიულ მომავალზე უარის თქმა და მარტოობაში მკაცრი მარხვის დაცვით მდინარეში ქვაზე მედიტირება. რა საჭირო იყო ეს უკიდურესობანი, რომლებიც მხოლოდ გიჟს თუ ახასიათებს? მაგრამ უკვე იმ დროს გახდა ცხადი, რომ მე თვითონ არ ვაკეთებდი ამ არჩევანს. ამ ყველაფერში ბედის იდუმალ ხელს ვგრძნობდი, რომელიც უჩინრად მიბიძგებდა წინისაკენ.

Posted by: cinemamu 19 Nov 2011, 17:08
ზამთრის ერთ ცივ დღეს, როცა ვმედიტირებდი, ჩემს გონებაში ტუჩის ჰარმონიკის ნაზმა მელოდიამ გაიჟღერა და ყველაფერი დანარჩენი უკანა პლანზე გადასწია. ჩემი ყურადღება ბოლომდე გადაერთო ამ წარმოსახვით მუსიკაზე. ჩემი ჭკუის სცენაზე კონცერტი ცონცერტს მოჰყვებოდა. უცებ სევდამ შემიპყრო და ძალიან მომენატრა ჩემი საყვარელი ჰარმონიკა, რომელზეც ინდოეთში ჩამოსვლის მერე აღარ დამიკრავს. ყოველ დღეს, მზის ამოსვლიდან მზის ჩასვლამდე, ჩემს საყვარელ ქვაზე ვატარებდი. მაგრამ დღეს ყველაფერი სხვაგვარად იყო. გადაულახავ მოთხოვნილებას დავემორჩილე და გამოქვაბულში წავედი, რათა ჰარმონიკაზე დამეკრა.

როგორც კი ტუჩებთან მივიტანე იგი, რაღაც უცნაური დამემართა. უჩინარმა ძალამ ისევ მდინარესთან მისვლა მაიძულა. ამასთან ჩემს საყვარელ ინსტრუმენტზე დაკვრის სურვილი ყოველ ნაბიჯთან ერთად იზრდებოდა. განგის მჩქეფარე ტალღები გადავლახე, კვლავ ჩემს საყვარელ ქვაზე ავძვერი და უწინდებურად მის ცივ და ხორკლიან ზედაპირზე დავჯექი. მაგრამ დღეს ხელში ჰარმონიკა მეჭირა, და ჩემი გული სიყვარულის ისეთმა ძლიერმა გრძნობამ აავსო, რომ მთელი სხეული მითრთოდა. ნუთუ შეუძლია ჩვეულებრივ, მეტალისგან და ხისგან გაკეთებულ მუსიკალურ ინსტრუმენტს ასეთი გრძნობების გამოწვევა? ეს ჰარმონიკა ჩემი საუკეთესო მეგობარი იყო, მას ვანდობდი ჩემს ყველაზე იდუმალ გრძნობებს. ჩვენ ისე ახლოს ვიყავით ერთმანეთთან, რომ ისეთ საიდუმლოებებსაც კი ჩავჩურჩულებდი, რომლის შესახებაც ჩემს გარდა მხოლოდ ღმერთმა იცოდა. ჰარმონიკას კი ჩემი სიხარული, სევდა და ოცნებები ტკბილი მელოდიების ნოტებზე გადაჰქონდა. დროთა განმავლობაში ისე შევეწყვეთ ერთმანეთს, რომ ჩვენი დუეტი შემსრულებლის და ინსტრუმენტის განუმეორებელი დუეტივით ჟღერდა. ბევრ რამეში შეყვარებულებს ვგავდით.

და ახლა, თითქოს ეჭვიანობდა, ჰარმონიკა ყურადღებას მოითხოვდა ჩემგან. მე დავფიქრდი. ნუთუ ეს მინდა ჩემი ცხოვრებისგან? შორეულ მწვერვალებს შევხედე და ჩუმი სევდა შეეხო ჩემს გულს. მივხვდი, რომ ერთგული თანამგზავრი დაბრკოლება გახდა ჩემს გზაზე. ქვაზე ვიჯექი და დიდხანს ჩავცქეროდი განგის წყლის ლურჯ სიღრმეს. შემდეგ მზერა ჰარმონიკაზე გადავიტანე და მივხვდი, რომ მეორეს ასეთს ვეღარსად ვიპოვიდი. გრძნობამორეულმა მივმართე ჩემს თანამგზავრს, ამჯერად ამ სიტყვებით:

“ჩემო ძვირფასო, გმადლობ იმისთვის, რომ მთელი ეს დრო ჩემთან ერთად გაატარე. როცა მტკიოდა და მარტო ვიყავი, შენში ვპოულობდი სიმშივდეს და ნუგეშს. როგორი მოთმინებით ისმენდი ჩემს გამოცხადებებს და იმ სიტყვებისგან, რომლის გამოთქმაც არ შემეძლო, ამაღელვებელ მელოდიებს ქმნიდი”. ამ სიტყვებმა ამატირა.

შემდეგ კვლავ შევხედე წმინდა მდინარეს და შევთხოვე: “ო, დედა განგა, იმას გაძლევ, რაც ყველაზე ძვირფასია ჩემთვის, და ამით მინდა ღმერთს მივუძღვნა ჩემი უღირსი გული. გთხოვ, მიიღე ჩემი ძღვენი”.

ორივე ხელით გულზე მივიკარი ჰარმონიკა, შემდეგ ძლიერად მოვიქნიე და წყალში მოვისროლე. ჰაერში ოვალი მოხაზა, და თითქოს შენელებული კადრით მდინარეში ჩავარდა. განშორებისგან გული შემეკუმშა – ჩემი ერთგული თანამგზავრი სამუდამუდ გაქრა განგის წყლებში.

* * *
ყველაზე ღირებულ საჩუქრებს ცხოვრება ხშირად ფრიად მოულოდნელი სახით გვიძღვნის ხოლმე. ერთნი შემთხვევითობას უწოდებენ ამას, მეორენი – კარმას, ან ბედს, მესამენი კი ფიქრობენ, რომ ეს თავად ღმერთის ჩარევის შედეგია. ერთ დღეს, როცა განგის დინების ხმამ მედიტაციას მომწყვიტა, უეცრად მომეჩვენა, რომ მისი მძლავრი და ამავე დროს ნაზი ტალღები სიბრძნის და სიყვარულის ჰიმნს მღეროდნენ. ამ ტკბილი სიმღერით მოჯადოებულე ვიჯექი და ყურადღებით ვისმენდი მას. ამის შემდეგ, დილიდან საღამომდე, უბრალოდ ვიჯექი ხოლმე და მდინარის სიმღერას ვუსმენდი. ეს ჩემი ყოველდღიური მედიტაცია გახდა.
რამდენიმე დღის შემდეგ ზამთრის ქარში ვიჯექი და ჰიმალაების ცას შევცქეროდი. საფირონისფერ ცის თაღზე ბამბის ქულებივით თეთრი-რძისფერი ღრუბლები დაცურავდნენ. ჩემს ქვეშ კი მდინარის დინება ჩქეფდა და ქაფდა. მდინარის ხმა სიმფონიად ჟღერდა და ჩემი ფიქრების ტყვეობისგან მანთავისუფლებდა. მდინარის სიმღერაში ათასობით ღვთაებრივი ხმა ისმოდა, რომლებიც უნისონში მღეროდნენ წმინდა მარცვალს – “ომ”. ამ ბგერამ დამატყვევა.

მომდევნო დღის დაისის ჟამს ოქროსფერ ზამთრის ღრუბლებს ვაკვირდებოდი, რომლებიც ლურჯ ცაზე დაცურავდნენ. მთების თოვლიანი მწვერვალები ცოცხლებს ჰგავდნენ, და შემეძლო დამეფიცა, რომ სუნთქავდნენ. თეთრი წეროები, მწვანე თუთიყუშები და ფრინველები კაშკაშა-ლურჯი, წითელი და ფორთოხლისფერი ფრთებით ცაში ლივლივებდნენ, და ყოველი მათგანი თავის განუმეორებელ ტკბილ სიმღერას გალობდა. თუ არ ჩავთვლით ფრინველების ხმებს, იმ საღამოს განგა რაღაც უჩვეულო, მისტიკურ მდუმარებაში იყო ჩაძირული. ვფიქრობდი, რა მცირე გამომართვა ღმერთმა და რა ბევრი მომცა სანაცვლოდ. მივხვდი, რომ რაც უფრო უღირსად თვლის თავს ადამიანი ღმერთის წყალობისადმი, მით უფრო მეტ მადლიერებას გრძნობს, როცა ამ წყალობას ღებულობს. სწორედ მადლიერების გრძნობა ამზადებს ჩვენს გულს ღმერთის წყალობის მიღებისთვის. თვალდახუჭული კვლავ ჩავიძირე მდინარის სიმღერის სმენაში – მარცვალი “ომ”-ის უსაზღვრო ჟღერაში. ეს ჯადოსნური შეგრძნება იყო. მივხვდი, რომ მალე რაღაც არაჩვეულებრივი უნდა მომხდარიყო. და ამ დროს გავიგე ბგერები, რომლებიც მეჩვენებოდა, რომ დედა განგას შიგ გულიდან მოდიოდა. ღვთაებრივი ქმნილებების მრავალათასიანი ქორო ნელ და მომაჯადოებელ სიმღერას გალობდა, და მისი ექო მთელ არე-მარეს ედებოდა:

ჰარე კრიშნა, ჰარე კრიშნა, კრიშნა კრიშნა, ჰარე ჰარე,
ჰარე რამა, ჰარე რამა, რამა რამა, ჰარე ჰარე.


ვგრძნობდი, რომ მდინარის ხმის მეშვეობით თავად ღმერთმა ჩამჩურჩულა ყურში ეს ჯადოსნური მანტრა. ეს ნათლობის რაღაც საიდუმლო რიტუალს მაგონებდა, რომელმაც ამამაღლა და მიზანთან მიმაახლოვა. გული მადლიერებით ამევსო, და მე ხმამაღლა ავიტაცე ეს სიტყვები მდინარესთან ერთად, რითაც უნებლიედ ჩემს მიერ დადებული მდუმარების აღთქმა დავარღვიე. ვერანაირი მიწიერი სიამოვნება ვერ შეედრებოდა იმას, რაც მაშინ განვიცადე. ვერ ვხვდებოდი ამ სიმღერის აზრს, მაგრამ მან უკვე დაიპყრო ჩემი გული. რას ნიშნავს იგი? მე დავასკვენი, რომ როგორც ლურჯკანიანი ყმაწვილის გამოსახულების შემთხვევაში, ეს საიდუმლოც საჭირო დროს თავისით გამეხსნებოდა. შევწირე რა ჩემი ჰარმონიკის სიმღერა, სანაცვლოდ განგას სიმღერა მივიღე.


Posted by: boone 19 Nov 2011, 17:12
cinemamu
რამდენი წლის ხარ სად ეზიარე კრიშნას ფილოსოფიას??

Posted by: cinemamu 19 Nov 2011, 17:22
boone
QUOTE
რამდენი წლის ხარ სად ეზიარე კრიშნას ფილოსოფიას??


მსგავსი შეკითხვები ამ თემაში:

http://forum.ge/?showtopic=34102716&st=0&hl=

აქ ამ კონკრეტულ წიგნზე ვისაუბროთ. პასუხს პმ-ში მოგწერ.

Posted by: Lapis 19 Nov 2011, 19:16
ეეეე, ფილმებში მთავარი გმირის საყვარელი ცხოველი რომ კვდება ხოლმე, ისეთი გრძნობა მქონდა ჰარმონიკა რომ გადააგდო weep.gif biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif

sa.gif

Posted by: cinemamu 19 Nov 2011, 19:37
Lapis

შენ გამახსენდი მაგ ადგილს რომ ვთარგმნიდი biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif
* * *




თავი მეოთხე

გავიდა თვე, და მე მოუთმენლად ველოდი იმ მომენტს, როცა მარხვას შევწყვეტდი. გამახსენდა, რომ რესტორან “ჩჰოტი ვალას” გვერდით მაღაზიაში სვარგაშრამში მიწის თხილს ყიდდნენ და სწორედ იქ გავემართე ერთი რუპიათი, რომელიც რომელიღაც მწირმა მიწყალობა. იმ დროს ერთი რუპია დაახლოებით თორმეტ ამერიკულ ცენტს უდრიდა, და ამ ფულით ცოტაოდენი თხილის ყიდვას ვიმედოვნებდი. მაგრამ როდესაც მაღაზიის მფლობელმა რუპია დაინახა, თვალები გაუბრწყინდა. მან მოხერხებულად გააკეთა ძველი გაზეთებისგან ტომსიკა და ბოლომდე გაავსო მიწის თხილით. “დღეს ნადიმი მექნება!” – გამიხარდა მე და ჯუნგლებში ბილიკის გავლით ჩემი გამოქვაბულისკენ გავემართე.

როცა ღრმად შევედი ტყეში, უზარმაზარ ყავისფერ მაიმუნის პირისპირ აღმოვჩნდი, რომელმაც მრისხანედ გადამიჭრა გზა, თითქოს გადასახადების ამკრეფი ყოფილიყოს. ღრენით და კბილთა ღრჭენით, მაიმუნი თავისი გამჭოლი მწვანე თვალებით შემაფასებლად მათვალიერებდა, თავის მსხვერპლს. მის ხშირ ყავისფერ ბეწვს მიღმა მძლავრი კუნთები მოძრაობდნენ. ვარდისფერი პირისახე ჰქონდა, ბრძოლებისგან სულ შრამებში, ასევე ვარდისფერი თითები და დუნდულები. უეცრად მომახტა, ერთი მოძრაობით წამართვა თხილიანი ტომსიკა, გულზე მტკივნეულად დამარტყა მუშტი და სადღაც გავარდა. დარტყმისგან სუნთქვა შემეკრა. როცა აზრზე მოვედი, გამეღიმა: ცხოველი ჩემს სასურველ თხილთან ერთად ჯუნგლებს მიეფარა, და მარხვის შეწყვეტის ჩემი იმედიც თან წაიღო. დავინახე, რომ მიწაზე რამდენიმე თხილი ეგდო, შეტაკების დროს გადმოცვენილი. არა უშავს, - გავიფიქრე მე, - ეს სწორედაც რომ საკმარისია მარხვის შესაწყვეტად. მაგრამ როგორც კი დავიხარე მათ ასაღებად, მაშინვე კიდევ ერთი მაიმუნი ჩამოხტა ხიდან, სწრაფად აკრიფა ყველა თხილი და გაუჩინარდა. მე ერთიც კი არ შემხვდა.

გამოქვაბულისკენ მივდიოდი, და მუცელი ხმამაღლა მიბუყბუყებდა. სულიერი გამოცდილების შეუფასებელ საგანძურთან შედარებით ნებისმიერი მატერიალური შენაძენი ისეთივე არარაობაა, როგორიც ეს მიწის თხილი, - ვფიქრობდი გზაში.

რამდენიმე საცოდავი თხილის გულისათვის ადამიანები ატყუებენ ერთმანეთს, ტირიან და კვდებიან. მზად არიან იჩხუბონ და იომონ ერთმანეთთან ერთი მუჭა თხილის გულისათვის. მაგრამ ვიღაცის სიხარბემ ან უმოწყალო დრომ შეიძლება, ამ მაიმუნივით, ნებისმიერ მომენტში წაგვართვას სასურველი თხილები.


* * *


biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif
* * *

* * *
მომდევნო დილით ფეხით გავუყევი განგის ნაპირს რიშიკეშის მეორე ბოლომდე. მთაზე ავედი და შანკარაჩარია ნაგარიმდე – მაჰარიში მაჰეშ იოგის აშრამამდე მივაღწიე. ბილიკებს, რომლებიც საუკუნოვან ხეებს, სურნელოვან ბუჩქებსა და აყვავებულ ლიანებს შორის მიიკლაკნებოდნენ, უბრალო სამედიტაციო ქოხებამდე მივყავდი. გზა განვაგრძე და მაღალ ციცაბოს მივადექი, საიდანაც განგის მხარეს უმშვენიერესი ხედი იშლებოდა. პირდაპირ ხრამის თავზე თავად მაჰარიშის უბრალო სახლი იდგა. შიგნით შევედი და აღმოვჩნდი ოთახში ყვავილებით მორთული საკურთხეველით, რომელზეც მაჰარიშის სულიერი მოძღვრის, ვეფხვის ტყავზე მჯდარი ბრაჰმანანდა სარასვატის ფოტო იდო. მას მაღალი შუბლი, თეთრი წვერი და უკან გადავარცხნილი გრძელი ჭაღარა თმა ჰქონდა. იგი ცნობილი იოგი იყო და პატივი ხვდა, რომ მანამდე საუკუნენახევრის განმავლობაში შანკარაჩარია აჯოტირმათჰის ცარიელი თანამდებობა დაეკავებინა. თანამედროვე რეალიებს თუ მივუსადაგებთ, ეს მდგომარეობა შეიძლება რომის პაპის მდგომარეობას შევადაროთ.

ყოველ დილას და საღამოს აშრამის მცხოვრებლები მაჰარიშის სახლში იკრიბებოდნენ, რათა მანტრები ეგალობათ და პუჯა ჩაეტარებინათ მისთვის, ბოლოს კი შეხვედრები ერთობლივი მედიტაციებით სრულდებოდა. მე მითხრეს, რომ თავად მაჰარიშის, სახლის სარდაფში ერჩივნა მედიტირება. მაჰარიშის რამდენიმე მოსწავლემ პატარა ბნელ კელიაში ჩამიყვანა მიწის ქვეშ. ეს გრილი და წყნარი კელია ჩემი საყვარელი მედიტაციის ადგილი გახდა. მასში არსებული სიმშვიდის ატმოსფერო სწრაფად მიპყრობდა და საშუალებას მაძლევდა ცხადად შემეგრძნო მაჰარიშის არსებობა.

მაჰარიში 1917 წელს ცენტრალურ ინდოეთში დაიბადა. მან ალაჰაბადის უნივერსიტეტის ფიზიკის ფაკულტეტი დაამთავრა. ცამეტი წლის განმავლობაში თავის გურუს, ბრაჰმანანდა სარასვატის, ემსახურებოდა, როგორც მდივანი. სანამ ამ სამყაროს დატოვებდა, გურუმ უთხრა მაჰარიშის: “მე შენ სულიერი სრულყოფის ის მეთოდი გასწავლე, რომელიც მეოჯახე ადამიანებისთვისაა განკუთვნილი. განვლილ საუკუნეებში ეს ცოდნა დაამახინჯეს და სრულიად დაივიწყეს. არ იღელვო იმაზე, თუ სად იშოვო სამოგზაურო ფული. არაფერზე იღელვო და ნუ შეგეშინდება მარტოობის. საქმეს შეუდექი და ყველაფერი თავისით გამოგივა”. ემზადებოდა რა თავისი მისიისთვის, მაჰარიში ორი წელი მარტოობაში მედიტირებდა უტარ-კაშის გამოქვაბულებში, 1955 წელს კი ტრანსცენდენტული მედიტაციის ტექნიკის სწავლება დაიწყო და რიშიკეშის მთებზე აშრამი დააარსა. 1957 წლიდან მაჰარიშიმ მთელ მსოფლიოში დაიწყო მოგზაურობა.

მაჰარიში მაჰეშ იოგი ასწავლიდა, რომ ტრანსცენდენტული მედიტაციის ვარჯიშები ჩვენს ცნობიერებას აფართოებს. ამ ტექნიკის მიზანი იმაში მდგომარეობს, რომ ჩავიძიროთ უფრო ნატიფ მდგომარეობაში, ვიდრე ღვიძილი, ძილი ან ღრმა ძილია. მაჰარიშის სწავლების თანახმად, მედიტირება – ნიშნავს ჭკუისა და ეგოს ნატიფი გავლენისაგან გამოსვლას. წმინდა ყოფიერების ამ განთავისუფლებულ მდგომარეობაში შეგვიძლია ჩვენი მარადიული სული შევიგრძნოთ. განსაკუთრებით კარგად მაჰარიშის იოგასა და თანამედროვე მეცნიერებას შორის შეხების წერტილების გამონახვა გამოსდიოდა. მიუხედავად იმისა, რომ თავად მაჰარიში აშრამში არ იყო, აშრამის ატმოსფერომ შთაგონება გამიძლიერა და წავიკითხე მისი ორი წიგნი: “ყოფიერების მეცნიერება” და “ცხოვრების ხელოვნება”, ასევე “ბჰაგავად-გიტას” ექვსი თავის მისეული თარგმანი.




სანამ შანკარაჩარია ნაგარიში ვიმყოფებოდი, ყოველდღე მქონდა ურთიერთობა ავსტრალიელ სადჰუსთან სახელად ბევინი, რომელიც აშრამის წინამძღვარი და მაჰარიშის ერთ-ერთი უახლოესი მოსწავლე გახლდათ. ქოხში მივდიოდი ხოლმე მასთან, ერთად ვისმენდით მაგნიტოფონში მაჰარიშის ლექციების ჩანაწერებს და ერთად განვიხილავდით მათ. განსაკუთრებით ერთი ფრაგმენტი დამამახსოვრდა მისი ერთ-ერთი ლექციიდან, სადაც იგი დამახასიათებელი მაღალი ხმით და ცოტა სიცილითაც ამბობდა: “ჩვენ არ ვიძლევით ცარიელ დაპირებებს სიკვდილის შემდგომ სამოთხეზე. ჩვენ ვასწავლით იმას, თუ როგორ შევიგრძნოთ სამოთხიეული ნეტარება აქ, ამ ცხოვრებაში. ყველანი მოდით, ვისაც ამის გამოცდა გინდათ”.

თავად ტექნიკა მიგიზიდავდათ თავისი უბრალოებით და ადვილად მისაწვდომობით: მოთხოვნა იყო, რომ სულ რაღაც თხუთმეტი-ოცი წუთი დაგეხარჯათ იოლ მედიტაციაში დილით და საღამოს, ამასთან არ იყო აუცილებელი ცხოვრების სტილის ან რელიგიურ-ფილოსოფიური რწმენის შეცვლა. მაჰარიში ასწავლიდა, რომ ცხოვრების არსი ნეტარებაშია და რომ ჩვენ ნეტარნი ვართ ჩვენი თავდაპირველი ბუნებით. ტრანსცენდენტულ მედიტაციას შეუძლია ყოფიერების ამ ნეტარ მდგომარეობამდე მიგვიყვანოს, და იოლად გადართოს ჩვენი ბუნებრივი მიდრეკილება ღვთაებრივის ძიებისა, გარეგნული ობიექტებში ბედნიერების ძიებიდან, ბედნიერების წყაროს ჩვენსავე თავში ძიებამდე. მაჰარიში ამის შესახებ ამბობდა: “გინდა ხის ნაყოფებით დატკბე – მისი ფესვები მორწყე”.

ზამთარი იდგა, და აშრამში ცოტა ხალხი იყო. აქ თითქმის ერთადერთი უცხოელი ვიყავი, თუ ბევინს არ ჩავთვლიდით. მან მომიყვა, რომ რამდენიმე წლის წინ აქ “ბიტლები” ჩამოვიდნენ, ასევე დონოვანი და მია ფეროუ, თავის დასთან, პრუდენსთან ერთად. ისინი რაღაც დროის განმავლობაში აშრამში ცხოვრობდნენ და მაჰარიშისთან ჰქონდათ ურთიერთობა. ამის შემდეგ იოგასა და მედიტაციისადმი ინტერესის ტალღამ მთელს მსოფლიოს გადაუარა.

ამ წმინდა ტყეში მედიტაცია და მთის მწვერვალზე ძილი ჭეშმარიტად შეუფასებელი საჩუქარი იყო ჩემთვის. მაჰარიში მაჰეშ იოგი ძილში სამჯერ მოვიდა ჩემთან. იგი ფეხებგადაჯვარედინებული იჯდა და ხელში ყვავილი ეკავა. მისი გრძელი ჭაღარა თმა მისსავე თეთრ სამოსს ერწყმოდა. მრგვალი სახე რბილად განათებოდა. მიუხედავად იმისა, რომ მაჰარიში მაღალი არ იყო, ჩემს სიზმარში იგი გიგანტს ჰგავდა. რბილი და ამავდროულად გამჭოლი მზერით მარადიული სასუფეველის სამეფოში მიხმობდა. მაჰარიში არაფერს ამბობდა – უბრალოდ მიღიმოდა, შემდეგ კი თვალებს ხუჭავდა და ქრებოდა.

რაღაც დროის შემდეგ ტყის გამოქვაბულს დავუბრუნდი. იქ კითხვა დავუსვი საკუთარ თავს, რატომ წამოვედი აშრამიდან, ჩემი იქ ყოფნა ხომ შთაგონებით სავსე იყო. მაჰარიშის ძალას და მის სიყვარულს ვგრძონობდი, თანაც აშრამშიც ყველა კეთილად მეპყრობოდა, რატომ არ ვარ იქ? მომდევნო თვეებშიც ხშირად ვსვამდი ამ კითხვას და ყოველთვის იმ დასკვნამდე მივდიოდი, რომ სხვადასხვა წყაროდან მინდოდა ცოდნის მიღება და სხვადასხვა მასწავლებელთან სწავლა, სანამ საბოლოო არჩევანს გავაკეთებდი. სანამ არ გამიჩნდებოდა ურყევი რწმენა იმისა, რომ შემიძლია ჩემი ცხოვრება მხოლოდ ერთ გზას და ერთ მასწავლებელს მივუძღვნა, ჭეშმარიტების მოხეტიალე მაძიებლად დავრჩებოდი.

Posted by: Lapis 20 Nov 2011, 11:27
cinemamu
ტრანსცენდენტულ მედიტაცია ვისწავლე ))

გახსოვს მაშინ რომ გითხარი?

Posted by: cinemamu 20 Nov 2011, 11:33
Lapis

არ მახსოვს რა მითხარი. პმ-ში მომწერე დაწვრილებით.

Posted by: cinemamu 21 Nov 2011, 11:34
ერთხელ დილით, როცა ჯნგლებში ბილიკზე ვსეირნობდი, იდუმლად მომღიმარმა სადჰუმ გადამიჭრა გზა. იგი ცნობიისმოყვარეობით მათვალიერებდა და გავლის საშუალებას არ მაძლევდა. მისი ნუშისმაგვარი თვალები პირდაპირ თვალებში მიმზერდნენ. სადჰუს ფართოყვრიმალებიანი სახე და პატარა ცხვირი ჰქონდა, მოკლე თმასა და კანზე კი სპილენძისფერი დაჰკრავდა. ვინ არის და რა უნდა ჩემგან?

“შენს წასაყვანად გამომგზავნეს, - მითხრა მან, - თუმცა საერთოდ არ მიცნობ”.

გაკვირვებული ჩუმად ვიდექი და გაგრძელებას ველოდი. სადჰუმ ხელზე ხელი მომკიდა:

“შორიახლოს გამოქვაბულში უდიდესი წმინდანი ცხოვრობს. მასთან უნდა მიგიყვანო”.

“როგორ გაიგე ჩემზე?” – დვინტერესდი მე.

“ამის ცოდნა არაფერში გჭირდება. წავედით”.

დაინტერესებული, ჯუნგლების სიღრმეში გავყევი მას. სანამ ბალახით დაფარულ ბილიკს მივუყვებოდით ნაკადულის გასწვრივ, სადჰუმ მითხრა, რომ წარმოშობიდან ნეპალიდან იყო. მაღალი ბალახისა და ტოტების ტკაცუნით გადალახვისას ველური ტახი დავაფრთხეთ. მან ჩვენს მარცხნივ გაიელვა და ბუჩქებს მიეფარა. როცა ბოლოს და ბოლოს მდელოზე გავედით, ჩემმა გამცილებელმა უახლოესი კლდის მწვერვალზე მიმითითა. იქ სამი გამოქვაბული მოჩანდა ამოქოლილი შესასვლელებით. სადჰუმ ზემოთ ამიყვანა კლდეზე გამოკვეთილი ათმეტრიანი ქვის კიბის ვიწრო საფეხურებით. მწვერვალზე აღმოვჩნდით თუ არა, ერთ-ერთ გამოქვაბულში შევედით, სადაც ისეთი სქელი კვამლი იდგა, თვალები ამეწვა.

გამოქვაბულში, ლოტოსის პოზაში, წელგამართული იჯდა საოცარი ადამიანი. ხშირი და აბურდული თმა მიწამდე სწვდებოდა. იგი ძალიან მაღალი და მძლავრი აღნაგობისა იყო. სამოსის მაგივრობას მხოლოდ წელზე შემოხვეული თოკი და ბარძაყის სახვევი უწევდა. იოგი უძრავად იჯდა, თვალდახუჭული მედიტირებდა და თითქოს დროსა და სივრცეს მიღმა, სადღაც სხვა სამყაროში იმყოფებოდა. მის გარშემო აბსოლუტური სიჩუმის და სიმშვიდის აურა ვრცელდებოდა. ეს იყო მაჰავირდას ტატ ვალა ბაბა.

http://www.radikal.ru
http://www.radikal.ru

ჩვენ გვერდით დავჯექით და ლოდინი დავიწყეთ. სამსხვერპლო კოცონზე აგიზგიზებული შეშის სუნი ძველი გამოქვაბულის მიწის სუნს უერთდებოდა. ქვის იატაკზე სანსკრიტული წმინდა წერილები ელაგა. იოგს უკან თავისი უბრალო ბარგი-ბარხანა ელაგა, ძველ ტომარაში გახვეული. ნეპალელმა სადჰუმ გამაფრთხილა, რომ არც თუ იშვიათად იოგი მთელი ღამების განმავლობაში მედიტირებდა. “მოთმინებით უნდა აღვიჭურვოთ, - თქვა სადჰუმ, - და დაველოდოთ, სანამ თვითონ არ გამოვა სულიერი ტრანსიდან”. ბოლოს, როგორც იქნა იოგმა თვალები გაახილა და მე შემომხედა. მის მბრწყინავ, შავი თვალთა მზერის ქვეშ მომეჩვენა, რომ ორი მძლავრი ლაზერული სხივი მხვრეტდა. ბაბამ ღრმა და თავდაჯერებული ხმით დაილაპარაკა, ჩემმა გამცილებელმა კი მითარგმნა:

ღმერთი ერთია, ყველაფერი მხოლოდ მისგან გამოდის, და სხვა არავისგან, - ბაბამ ხელი ასწია და ცერა და საჩვენებელი თითები შეაერთა. – ყველა ჩვენი ტანჯვის მიზეზი იმაშია, რომ ჩვენი ღმერთთან მსგავსება დავივიწყეთ. ამას ჰქვია მაია, ანუ ილუზია. ღმერთის ძიება საჭირო არაა. იგი ყველგანაა. თუ გულწრფელად მივმართავთ, იგი საკუთარ თავს თვითონ გამოგვივლენს. ღმერთი სადღაც შორიდან კი არა, შენივე საკუთარი გულიდან გიმზერს. მას ვერაფერს დაუმალავ და თვალთმაქცობას აზრი არა აქვს. შეიძლება მთელი ცხოვრება ჯუნგლებში გაატარო, მაგრამ ღმერთი ჯუნგლებში კი არა, შენსავე გულშია. და თუ ისწავლი მის იქ დანახვას, მაშინ შეძლებ, რომ ყველგან დაინახო იგი”.

გაოგნებული ვიყავი: ბაბამ თითქოს ჩემს დაუსმელ კითხვებზე მიპასუხა. სწორედ მე ვიყავი ის მოგზაური, ვინც საკუთარ გულში ეძებდა ღმერთს.
ბაბა იჯდა და ხელები მუხლებზე ეწყო. მისი მუქი თვალები არაჩვეულებრივ ძალას ასხივებდნენ. მეჩვენებოდა, რომ ჩემს აზრებს კითხულობდა. “ხალხი წარმავალს მიელტვის. ნუთუ ვერ ხედავ, რომ სიკვდილისკენ მიმავალი გზით მიდიან? – მისი სიტყვები მახვილივით ჭრიდნენ ჩემს მატერიალურ მიჯაჭვულობებს. – შენ უარი თქვი მიწიერ ცხოვრებაზე. ეს კარგია. უკან აღარ დაბრუნდე. მედიტაცია უმაღლეს სიმშვიდეს მოგიტანს”. მთელი საათი ვუსმენდი მას, შემდეგ კი დავემშვიდობე, და მეორე დღეს მისვლა აღვუთქვი.

როცა ქვის კიბით დაბლა დავეშვით, ჩვენ მოგვესალმა ასკეტური გარეგნობის ქალი, შავი ნაწნავით, რომელიც უბრალო თეთრ სარიში იყო გამოწყობილი. ქალს მირაბაი ერქვა. ქმართან ერთად იგი ჯუნგლებში ცხოვრობდა და ტატ ვალა ბაბას მოსწავლეებისთვის საჭმელს ამზადებდა. მირაბაიმ თავისთან სახლში მიგვიპატიჟა. “გინდათ, ბაბას შესახებ მოგიყვეთ?’ – გვკითხა მან გზაში.

“რა თქმა უნდა”, - ვუპასუხე მე, ნეპალელმა სადჰუმ კი უბრალოდ თავი დაუქნია.

და მირაბაიმ თხრობა დაიწყო: “ბაბა წარმოშობით პენჯაბის შტატიდანაა. ბავშვობიდან ეძებდა პასუხებს თავის კითხვებზე. ხედავდა, როგორ ჩაგრავდნენ ინგლისელები ინდოელებს და ვერ გაეგო, რატომ არ შეუძლია ქვეყანას, რომელსაც ამდენი წმინდა წერილი და წმინდანი ჰყავდა, კოლონიზატორების გავლენისგან თავის დაღწევა? ვნებიანად სურდა რა გასივოსნების მოპოვება, ჯერ კიდევ ბავშვმა დატოვა მშობლიური სახლი, გურუს ძიებაში. თავიდან აიოდჰიაში ჩავიდა, სადაც ოდესღაც უფალი რამა მოევლინა, იქიდან კი ჰიმალაის ჯუნგლებში გაემართა, სადაც შეხვდა კიდეც თავის გურუს. სულიერი მოძღვრის ტერფებთან ბაბამ შეიცნო გზა, რომელსაც გასხივოსნებისკენ მიჰყავდა”. საუბრის დროს ვერ შევნიშნეთ, როგორ მიუახლოვდით მცირე ქოხს. მირაბაიმ ხის კარი გამოაღო და შიგნით შეგვიპატიჟა. წყლით სავსე თიხის ჯამები მოგვაწოდა და გვკითხა: “გაგრძელებასაც მოისმენთ?”

“რა თქმა უნდა” – გამოვეხმაურე მე, და დიდი სიამოვნებით ნეტარებით ცივი წყაროს წყალი.

“დაახლოებით თექვსმეტი წლიდან ბაბა აქ, ამ გამოქვაბულში ცხოვრობს. იგი მხოლოდ ველური ნაყოფებით და ბალახებით იკვებება, ტანსაცმლიდან კი მხოლოდ ბარძაყებზე მოსახვევს ატარებს ჯუტის ძველი ტომრისგან. ჯუტის ტომარას ეწოდება ტატ. ამ სიტყვისგან წარმოიშვა მისი სახელი: ტატ ვალა ბაბა, ანუ ბაბა (წმინდა ადამიანი) ტომრის ტანსაცმელში”. მირაბაიმ მოგვიყვა ასევე, რომ ბაბამ სრულ მარტოობაში, აშტანგა-იოგას სრულყოფაში გაატარა თხუთმეტი წელი. დროთა განმავლობაში ხალხმა გასხივოსნებული მასწავლებელი დაინახა მასში და მასთან სიარული დაიწყო. ბაბა არასოდეს არავის არ აძლევს საშუალებას, რომ შეეხოს, ან საჭმელი მოუმზადოს. მირაბაიმ ღრმად ჩაისუნთქა და სახის მოწიწებული გამომეტყველებით წარმოთქვა: “მე ვიყავი მოწმე იმისა, თუ როგორ კითხულობდა სხვის აზრებს, წინასწარმეტყველებდა მომავალს და კურნავდა ავადმყოფებს. როცა ერთ იოგს თავის ტკივილის აუტანელი შეტევები დაეწყო, ბაბა სიზმარში გამოეცხადა, მანტრების მეშვეობით რაღაც თეთრი სითხე მოაშორა თავიდან და ამით ერთხელ და სამუდამოდ განკურნა”.

გავიფიქრე, რომ ძალიან გამიმართლა. მასპინძელმა პატარა საკურთხეველი გვაჩვენა, რომელზეც ბაბას ფოტოსურათი იდო. ხელიგულები შეატყუპა და გვკითხა: “კიდევ მოგიყვეთ?” ჩვენ ენთუზიაზმით დავუქნიეთ თავები. “ბაბა ზედიზედ მრავალი საათის განმავლობაში მედიტირებს, ხანდახან კი რამდენმე დღე არ გამოდის მედიტაციიდან. მის წინ ყოველთვის ანთია წმინდა ცეცხლი, და ყოველდღე სწავლობს წმინდა წერილებს”. შემდეგ მირაბაიმ მე მომმართა: “შენ გრძელი გზა გამოიარე ამერიკიდან, რათა სადჰუ გამხდარიყავი. მე ქედს ვიხრი შენი სიმამაცის წინაშე და ვილოცებ, რომ შენს მიზანს მიაღწიო”.

გამომშვიდობებისას უჩვეულო საჭმელი მოგვცა – მწვანე კვახისგან დამზადებული გამჭვირვალე ცუკატი, რომელიც მაშინვე პირში გამილღვა და ძალიან სასიამოვნო შეგრძნება დამიტოვა. ასეთი რამ არასოდეს გამისინჯავს აქამდე. დაინახა რა ჩემი რეაქცია, მირაბაიმ ამიხსნა: “მოგეწონა? ამ ნუგბარს პედა ეწოდება”.

“პედა – პირველი ნუგბარია, რომელიც ინდოეთში გავსინჯე, - ვუპასუხე მე. –არაჩვეულებრივი გემო აქვს. მაგრამ ნუთუ იოგები და ასკეტები ტკბილს მიირთმევენ?”

მან გამიღიმა, როგორც დედა იღიმება თავისი ბავშვის მიამიტურ შეკითხვაზე: “შენ საკუთარ თვალებს არ დაუჯერებ, როცა დაინახავ, რისი შეჭმა შეუძლიათ იოგებს”.

მეორე დღეს კვლავ წავედი ბაბასთან გამოქვაბულში. იგი უწინდებურად მედიტირებდა. რაღაც დროის შემდეგ ჩემმა ნეპალელმა მეგობარმა ბაბასთან მარტო დამტოვა. ღამე გავიდა, და ბაბა არც კი შერხეულა. მის სიმშვიდეს ვისრუტავდი, ვიჯექი და მეც ვმედიტირებდი. მზე ამოვიდა, ოქროსფერი სინათლე გადაჰფინა ჰიმალაის ჯუნგლებს და შორეული მთის მწვრვალები გაანათა, რომლებსაც ბევრი ეთაყვანებოდა, როგორც ღმერთის სამყოფელს. გამოქვაბულიდან განგა მოჩანდა, რომელსაც მთის მაღლობებიდან დაბლობისკენ მიჰქონდა წყალი. ტყეებისა და ველების გავლით მიედინებოდა, და მის ნაპირებზე ბრძენებ და წმინდანები რიტუალებს ასრულებდნენ. ვიჯექი და სულგანაბული ვუმზერდი ქვემოთ ხშირ მცენარეულობას. რაღაც დროის შემდეგ დიდი ნაირფეროვანი გველები გავარჩიე, რომლებიც მსხვერპლის ძიებაში ჯუნგლებში დაცოცავდნენ. ხეებს შორის ველური სპილოები დავინახე და ლაქებიან ლეოპარდსაც კი მოვკარი თვალი, რომელიც ბუჩქებში მიძვრებოდა.

უცებ ჩემი ძველი ცხოვრება გამახსენდა ჰაილენდ-პარკში: თანაბარი და მოვლილი ბალახის საფარი, სკოლის ავტობუსში მსხდომი ბავშვები, და მშობლები, რომლებიც მანქანებით მიეშურებოდნენ სამსახურში. ეს ისე ძალიან არ ჰგავდა ყველაფერ იმას, რასაც ახლა ვხედავდი. ძნელად მეჯერებოდა, რომ ინდოეთში ვიმყოფებოდი, ჰიმალაებს შორის. ბაბას გამოქვაბულის გვერდით კიდევ რამდენიმე გამოქვაბული იყო. იქ მისი ასკეტი მოსწავლეები ცხოვრობდნენ, და იქვე რაღაც დროის განმავლობაში მეც გავჩერდი.

გამოქვაბულში ვიჯექი ბაბას წინ, წმინდა ცეცხლის კვამლს ვსუნთქავდი და ვგრძნობდი, როგორ ვიწმინდებოდი. ბაბა, იდეალური გამართული ზურგით იჯდა, და დღეში სამიდან ხუთ საათამდე ხმამაღლა კითხულობდა წმინდა წერილებს, დარჩენილ დროს კი მედიტაციაში ატარებდა. იყო ხოლმე, რომ ღამით ეძინა, მაგრამ გათენებამდე რამდენიმე საათით ადრე ყოველთვის დგებოდა და მედიტაციას იწყებდა, შემდეგ კი ისევ წმინდა წერილებს კითხულობდა, ან ასანებს აკეთებდა. მზის ამოსვლიდან რამდენიმე საათში ბაბა თავის გრძელ თმას თავის გარშემო იხვევდა და ერთად მივდიოდით ნაკადულთან განსაბანად და ქოთნით წყლის მოსატანად. უკანა გზაზე ის საკვებად ვარგის ბალახებს და ნაყოფებს აგროვებდა, და ასევე შეშას ცეცხლისთვის. ერთხელ დავინახე, როგორ მსუბუქად ასწია უზარმაზარი მორი და გამოქვაბულში წაიღო.

ერთ საღამოს, როცა ტყეში ჯერ კიდევ ისმოდა ჩიტების ჭიკჭიკი, ბაბამ ნეპალელი თარჯიმნის მეშვეობით მოულოდნელი წინადადება შემომთავაზა: “მე გეპატიჟები ჩვენს გამოქვაბულებში, რომ მთელი დარჩენილი ცხოვრება აქ გაატარო”. ეს თქვა, თვალები დახუჭა და ტრანსში ჩაიძირა.
მისი სიტყვები კვლავ და კვლავ ჟღერდნენ ჩემს თავში, სანამ იმ გადაწყვეტილებაზე ვფიქრობდი, რომელიც უნდა მიმეღო. და ერთ დილას, როცა მედიტაციიდან გამოვედი, მე დავფიქრდი:

აქ, ამ წმინდა ტყეში, ასეთი წმინდა ადამიანის ხელმძღვანელობით ცხოვრება, შეიძლება ნამდვილ წყალობად ჩაითვალოს. მაგრამ იმისათვის, რომ რომელიმე ერთი გურუს მიმდევარი გავხდე, დარწმუნებული უნდა ვიყო, რომ არასოდეს შევარცხვენ მას იმით, რომ ჩემს არჩევანს ვინანებ. აი, რატომ მინდა ვიპოვო ის სულიერი მოძღვარი და სულიერი გზა, რომელსაც მთელ ცხოვრებას მივუძღვნი.

მე საკუთარ თავს შევეკითხე, ვარ თუ არა დარწმუნებული იმაში, რომ ესაა ჩემი მასწავლებელი და ჩემი გზა? რამდენიმე წუთის შემდეგ პასუხი მოვიდა. ტატ ვალა ბაბასთან ერთად მედიტირებისას ღრმა სიხარულს და შინაგან გასხივოსნებას განვიცდიდი. მიუხედავად ამისა არანაირი დარწმუნებულობის შეგრძნება არ მქონდა. ჩემ გულს სხვა ინდოელ წმინდანებთან შეხვედრა სწყუროდა. მინდოდა სხვადასხვა წმინდა ადგილებიც მომენახულებინა და სულიერი გზების მრავალფეროვნება შემეგრძნო. მაშინ, და მხოლოდ მაშინ შევძლებდი ცხოვრების ყველაზე მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღებას.

მივხვდი რა, რომ ეს გულწრფელი საქციელი იქნებოდა, მე დავწყნარდი. მაგრამ ეს ყველაფერი ტატ ვალა ბაბასთვის უნდა ამეხსნა, მე ხომ უბრალო ადამიანთან კი არა, ზეადამიანური შესაძლებლობების მქონე იოგთან მქონდა საქმე. გავიდა რამდენიმე დღე. ბაბასთან ერთობლივი მედიტაცია ენითაღუწერელ გამოცდილებას მაძლევდა. როცა ბოლოს და ბოლოს გადავწყვიტე მასთან საუბარი, მან უკვე ყველაფერი იცოდა. პირის გაღებაც კი ვერ მოვასწარი, რომ ბაბამ სწორედ ის სიტყვები წარმოთქვა, რომლის თქმასაც ვაპირებდი. სერიოზულად შემომხედა თვალებში და ხელით გააკეთა ჟესტი, რომლითაც მლოცავდა. “მშვიდობით. დაე ღმერთი იყოს შენთან. ომ ტატ სატ”.


* * *




თავი მეხუთე

მას შემდეგ, რაც მაჰავირდას ტატ ვალა ბაბას გამოქვაბულები დავტოვე, კვლავ მოხეტიალე განდეგილის ცხოვრებას მივუბრუნდი. ზამთარი დასასრულს უახლოვდებოდა. დღე იზრდებოდა, მზე ძალას იკრებდა და ხეებსა და ბუჩქებზე გაზაფხულის კვირტები გამოჩნდა. ერთხელ, როდესაც ჯუნგლების გავლით ჩრდილოეთისკენ მიმავალ ბილიკს მივუყვებოდი, ლაკშმან ჯულანს მივადექი – გრძელ ბეწვის ხიდს, რომელიც მაღლა, განგის თავზე იყო დაკიდებული. მოქანავე ხიდის შუაში ვიდექი და ჰიმალაებიდან მომავალ მჩქეფარე განგას ვუმზერდი. მის ორივე ნაპირზე ლამაზი ტაძრები და მყუდრო აშრამები განლაგებულიყო, იოგები კი იჯდნენ და თავიანთ რიტუალებს ასრულებდნენ. მეორე ნაპირზე გადავედი და ტყის ბილიკით გავუყევი ჯუნგლების სიღრმეს. უეცრად ტყე დასრულდა და თვალწინ გადამეშალა საშინელი სანახაობა, რომლისგანაც ტანში ჟრუანტელმა დამიარა.

მე დავინახე მრავალი ადამიანი დამახინჯებული, უფორმო სახეებით და ჩავარდნილი ცხვირებით. ერთნი სრულიად შიშველნი იყვნენ, ზოგს კი პერანგი ეცვა, და ყველანი მტანჯველი ტკივილისგან კვნესოდნენ და ხელების და ფეხების ლპობად თითებს იქნევდნენ. შიმშილისგან გამოფიტულნი, ეს უბედურები ორმოებში ცხოვრობდნენ და ღამე მიწას იყრიდნენ, რომ არ გაყინულიყვნენ. ისინი სასოწარკვეთილებით და წყალობის მომლოდინე თვალებით მიყურებდნენ, და მე თავზარი დამეცა: მივხვდი, რომ კეთროვანების კოლონიას გადავაწყდი.

ათეულობით კეთროვანმა მყისიერად შემომარტყა ალყა, ყვირილით: “ბაკშიშ! ბაკშიშ! ბაკშიშ!” სისხლმდენი წყლულებით დაფარულ ხელებს ცხვირწინ მიქნევდნენ და მოწყალებას მოითხოვდნენ. მე არაფერი მქონდა მისაცემი, და ცოცხლად ლპობადი სხეულების კედლით გარშემორტყმული ვიდექი, ისე რომ განძრევის ძალაც კი არ მქონდა. კეთროვნები უკან არ იხევდნენ: “ბაკშიშ! ბაკშიშ! ბაკშიშ!” ისე მაწვებოდნენ ყველა მხრიდან, რომ კინაღამ გავიგუდე. არსად შემეძლო დამალვა მათი მყრალი სუნთქვისგან და ხრწნადი სხეულების სუნისგან. “ბაკშიშ!” – ყვირილს აგრძელებდნენ ისინი. არ ვიცოდი რა მეღონა. ერთი მხრივ აღშფოთებული ვიყავი მათი უცერემონიობით. მეორე მხრივ კი ცრემლებამდე მეცოდებოდა ეს ადამიანები, და მესმოდა, რომ მათი ტანჯვა ამართლებდა მათ საქციელს.
ასე გრძელდებოდა ოცი წუთის განმავლობაში, რომლებიც მარადისობასავით გაიწელა ჩემთვის. სასოწარკვეთილი ვცდილობდი მივმხვდარიყავი, როგორ უნდა მემოქმედა. ჩემს ტვინში წყვეტილად მოდიოდნენ აზრები: კეთრი გადამდებია. ნიშნავს ეს იმას, რომ მეც დავსნეულდები და მათსავით დავიტანჯები, შემდეგ კი მოვკვდები? რას მიზამს ეს გააფრთებული ბრბო?

ისე, რომ არ შუწყვეტიათ ყვირილი: “ბაკშიშ!” – კეთროვნები ხელს კრავდნენ ერთმანეთს და ჩემსკენ მოიწევდნენ. მათი ტანჯვით სავსე მზერა მწვავდა. სასოწარკვეთილებმა ჩემი გაჩხრეკა დაიწყეს, რათა წაერთმიათ ის, რისი ჩემი ნებით მიცემაც არ მინდოდა. როდესაც დარწმუნდნენ, რომ არაფერი მქონდა, ჩემდამი ინტერესი დაკარგეს და დაიშალნენ.

სუნთქვაშეკრულმა რამდენიმე ნაბიჯი გადავდგი და კვლავ გავშეშდი. ჩემს წინ მიწაზე უმწეოდ გაწოლილიყო მოხუცი ქალი ძონძებში. ცხვირი ჩავარდნილი ჰქონდა და ლპობად სახეს გათანაბრებოდა. ჩვენი მზერა ერთმანეთს შეხვდა. მოხუცი ქალის თვალები, ცრემლით სავსენი, ისეთი ნაზი და მზრუნველი დედობრივი სიყვარულით იყვნენ სავსე, რომელსაც იშვიათად თუ შეხვდები ამ სამყაროში. ის არაფერს მოითხოვდა ჩემგან. მხოლოდ უნდოდა, რომ გული გამეხსნა იმ სიყვარულისთვის, რომლის ჩუქებაც მთელი გულით სწყუროდა. ეს სიყვარული უმშვენიერესად აქცევდა. მოწიწებით შეატყუპა ხელისგულები, შემდეგ კი ხელით გააკეთა ჟესტი, რითაც მიჩვენებდა, რომ ჩემი დალოცვა ეწადა. მისმა სიყვარულმა დაამარცხა ჩემი შიში საშინელი დაავადებისადმი. მოხუცის წინ დავიჩოქე და თავი მის ხელისგულს შევუშვირე. “ღმერთმა დაგლოცოს შვილო ჩემო, - დამლოცა მან. – ღმერთმა დაგლოცოს”. მზერა ავწიე და დავინახე, რომ მისი სახე არამიწიერი ბედნიერებით განათებულიყო. ავტირდი, და მესმოდა, რომ დღევანდელი გამოცდა მხოლოდ უბადრუკი საფასური იყო ამ დაუვიწყარი დალოცვისთვის.


* * *
გზა განვაგრძე და მყუდრო ადგილი ვიპოვე მდინარის თავზე, ჩამოვჯექი და მჩქეფარე დინებას დავაკვირდი. ვცდილობდი მზერით წყლის სქელი ფენის მიღმა შემეღწია, მაგრამ რაც არ ვეცადე, მაინც ვერაფერი გავარჩიე მდინარის იდუმალ სიღრმეში. მიუხედავად იმისა, რომ მოხუცი ქალი საშინელმა ავადმყოფობამ შეიპყრო, მის დამაფრთხობელ სხეულის საფარს მიღმა ულამაზესი სული იმალებოდა, რომელსაც სწყუროდა, რომ ჰყვარებოდა და სხვისთვისაც საყვარელი ყოფილიყო.

დღეს მდინარემ დამანახა, რომ ჩვეულებრივ გარშემომყოფების შესახებ მხოლოდ გარეგნული ნიშნებით ვმსჯელობთ და მიდრეკილება გვაქვს, რომ მხოლოდ ნაკლი დავინახოთ მათში. მაგრამ თუ ყურადღებით დავაკვირდებით, მაშინ დავინახავთ, რომ ადამიანის ბუნება ხალიჩას ჰგავს, რომელიც მილიონობით ძაფისგან არის მოქსოვილი. ხალხის ნაკლები და სიმახინჯეები ვითარებათა თანხვედრით არის გამოწვეული – ფსიქოლოგიური რეაქციებით ემოციურ ჭრილობებზე, ძალადობაზე, საზოგადოებისგან გარიყვაზე, იმედგაცრუებაზე, დაუცველობაზე, ტანჯვაზე, დამცირებასა და ავადმყოფობებზე.

გამახსენდა ის ბანდიტები, რომლებმაც კინაღამ სიცოცხლეს გამომასალმეს სტამბულში, რასისტები, რომლებიც ვერ იტანდნენ შავკანიანებს და საზოგადოებრივი უფლებებისთვის მოძრაობას, ასევე ისინიც, ვინც შეურაცხყოფას მაყენებდა და დამცინოდა ჩემი გრძელი თმის გამო. გავიხსენე, თუ რა ადვილად განვიკითხავდი ამერიკელების უფროს თაობას, რომლებიც მხოლოდ ფულისა და თავიანთი მომავლის მადევრებად მესახებოდნენ. მათ წინააღმდეგ ჩემი ამბოხის დროს, მავიწყდებოდა, რომ დიდი დეპრესიის პერიოდში ამ თაობას ისეთი გაჭირვება და სიღარიბე ხვდა წილად, რომლებსაც ვერც კი წარმოვიდგენდი.

თუკი გავიგებთ, რითაა გამოწვეული ადამიანის ის თვისებები, რომლებიც არ მოგვწონს, მაშინ სიძულვილის ნაცვლად თანაგრძნობით განვიმსჭვალებით მის მიმართ. ნათქვამია, რომ ყოველი სული თავდაპირველად უცოდველია. წმინდანს სძულს ავადმყოფობა, მაგრამ უყვარს ავადმყოფი.

Posted by: cinemamu 22 Nov 2011, 14:46
რიშიკეში დავტოვე და მოგზაურობა ჰიმალაებში, ჩრდილოეთისკენ განვაგრძე. დევ-პრაიაგში შევხვდი ადამიანს, რომელმაც ღრმა კვალი დატოვა ჩემს მეხსიერებაში. ადრიან ცივ დილას, როცა განთიადისწინა ცაზე ვარსკვლავები ქრებოდნენ, მთიდან მდინარეების – ბჰაგირათჰასა და ალაკანანდას შეერთების ადგილას დავეშვი. შერწყმის შედეგად, ეს ორი მდინარე განგას აძლევს სათავეს. აქ, ამ ორი მჩქეფარე მდინარის შეერთების ადგილას, განგას სიმღერა დამაყრუებელი იყო. მე წყალში შევედი განსაბანად და ანგარიში ვერ გავუწიე იმას, თუ როგორი ჩქარი და ძლიერი იყო დინება.

ნაბიჯის გადადგმაც კი ვერ მოვასწარი, მძლავრმა დინებამ მაშინვე მოსწყვიტა ჩემი ფეხები მდინარის ფსკერს და უკვე ქვებისკენ მივყავდი. სწორედ ამ მომენტში მძლავრი აღნაგობის მამაკაცმა, რომელიც ჩემდა საბედნიეროდ გვერდზე ახლოს ბანაობდა, ხელზე ხელი მტაცა და ნაპირზე გამითრია. ჩემმა გადამრჩენელმა მარჯვენა ხელი დამადო თავზე და და დიდი გრძნობით რამდენიმე დამცავი მანტრა იგალობა. ასე მოხდა ჩემი პირველი შეხვედრა კაილაშ-ბაბასთან.
მიუხედავად იმისა, რომ ამ წმინდა ადამიანმა დიდი ხანია გადააბიჯა მეშვიდე ათწლეულს, იგი უზარმაზარ ძალას ფლობდა. ფართე, ყვრიმალებიანი სახე და დიდი ყავისფერი თვალები ჰქონდა. უკვე რამდენიმე ათწლეულია თმას და წვერს არ იჭრიდა, და თავისი ჭაღარა თმა, რომლებიც გაშლილ მდგომარეობაში მიწამდე სწვდებოდა, თავის გარშემო, გვირგვინივით ჰქონდა შემოხვეული. ყველა კბილი ადგილზე ჰქონდა, რაც დიდ იშვიათობად ითვლებოდა მოხუც სადჰუებში. ბეწვის მოსასხამი, ბაბას ერთადერთი სამოსი, მხრებიდან ტერფებამდე სწვდებოდა. ხელში რკინის სამკაპი ეჭირა, რომელზეც ზემოდან მიბმული იყო უზარმაზარი დამარუ — ხის ბარაბანი ოცდაათსანტიმეტრიანი მემბრანებით, რომელიც კორპუსის ორივე მხარეს იყო გაჭიმული. კორპუსის შიგნით თოკზე ბურთი ეკიდა, და როცა ბაბა ბარაბანს აქანავებდა, ბურთი მემბრანას ხვდებოდა და დიდ ხმას გამოსცემდა. ამ მუსიკალური ინსტრუმენტის, მეტალის ჭიქის და ძველი პლედის გარდა, ბაბას არაფერი გააჩნდა.

http://www.radikal.ru

კაილაშ ბაბა ჩემი მასწავლებელი გახდა რთულ პირობებში გადარჩენის ხელოვნებაში. ცივ ღამეებში ხშირად მთის მდინარისკენ მიმართულ ფერდობებზე გვეძინა. ერთხელ, ბაბამ თავისი ზეწარი შემომთავაზა გადასაფარებლად, და თუმცა თავიდან ვიუარე, მაინც არ მომეშვა. მას შემდეგ ხშირად გვეძინა ერთი გადასაფარებლის ქვეშ. მან მასწავლა, როგორ უნდა მეპოვა ტყეში საჭმელად ვარგისი და სამკურნალო ფესვები, ნაყოფები და ფოთლები.

სოფლებში, სადაც ბაბასთან ერთად დავდიოდი, იგი მასწავლიდა მოწყალების თხოვნას ისე, რომ საკუთარი ღირსება არ დამეკარგა. ინდოეთის სოფლებში დასავლური ქვეყნებისგან განსხვავებით, ადამიანები, რომლებიც მოწყალების ხარჯზე ცხოვრობენ, დიდი პატივისცემით სარგებლობენ, რადგანაც ისინი, ვინც მოწყალებას აძლევს მათ, ეხმარებიან რა მოხეტიალე განდეგილებს, საპასუხოდ ბევრს იღებენ მათგან. და რადგანაც კაილაშ-ბაბა ღირსებით აღსავსე წმინდა ადამიანი იყო, მეც განვიმსჭვალე იმის შეგნებით, რომ მოწყალების ხარჯზე ცხოვრება – ცხოვრების ძალიან ამაღლებული სახეა. ბაბამ მასწავლა, როგორ გამეტანა თავი მხოლოდ ბრინჯის ფანტელებით. ბრინჯის ფანტელები ძალიან იაფია, ამიტომ ნებისმიერი მებაყლე სიამოვნებით სწირავდა მათ. ამასთან ისინი არ ფუჭდებიან. ჯუნგებში შეიძლება რამდენიმე კვირა გაატარო ისე, რომ მხოლოდ ბრინჯის ფანტელებით იკვებო. საჭირო იყო მხოლოდ ნაკადულის წყალი დაგესხა მასზე. ბაბამ ასევე მასწავლა, როგორ შემენარჩუნებინა სხეული სათანადო სისუფთავეში: როგორ გამეწმინდა კბილები ნიმის ხის ტოტით, საპნის ნაცვლად კი მდინარის თიხა გამომეყენებინა. კვებასთან და ჰიგიენასთან დაკავშირებულ დარიგებებთან ერთად, მნიშვნელოვანი გაკვეთილები ჩამიტარა იმის შესახებ, თუ როგორ მოვპყრობოდი პატივისცემით არა მხოლოდ წმინდა მდინარეებს, ტაძრებს, ხეებს, მზეს, მთვარეს და წმინდა ცეცხლს, არამედ ასევე გველებს, მორიელებს და ველურ მხეცებსაც. ბაბა არ ლაპარაკობდა ინგლისურად, მაგრამ იდუმალი ხერხებით გამოსდიოდა ჩემთვის თავისი იდეების გადმოცემა, განსაკუთრებით მაშინ, როცა უნდოდა ხაზი გაესვა, რომ ღმერთი ყველა ცოცხალი არსების გულში ცხოვრობს. ასე მასწავლა, როგორ დამენახა სული შხამიანი გველების გულში, პატივი მეცა მათთვის და არ დამერღვია მათი სასიცოცხლო სივრცე. ხოლო როცა სხვა სადჰუებს ვხვდებოდით, მაგალითს მიჩვენებდა, თუ როგორ უნდა მოვპყრობოდი მიუხედავად მათი რელიგიისა და რწმენისა და როგორ გამეზიარებინა მათთან ერთად ტრაპეზი.

რაც უფრო მეტს ვმოგზაურობდით ერთად, მით უფრო მეტად ვუყურებდი ბაბას, როგორც საკუთარ მამას. და ისიც დიდი სიყვარულითა და ზრუნვით მეპყრობოდა, როგორც საკუთარ შვილს. თუმცა ვერ ველაპარაკებოდით ერთმანეთს, ენობრივი ბარიერი ხელს ვერ უშლიდა ჩვენი გულების ურთიერთობას. ჟესტებით, ღიმილით, ხანდახან მკაცრი მზერით, იგი მასწავლიდა ყველაფერ აუცილებელს. შორიდან საკმაოდ საშიშად გამოიყურებოდა: მკაცრი ასკეტი, მთებში მცხოვრები, გრძელი თმით და განუყრელი რკინის სამკაპით ხელში. მაგრამ მე იგი გამეხსნა, როგორც უკეთილესი და უდელიკატურესი ადამიანი – უფრო კეთილი ადამიანი მანამდე არც კი შემხვედრია. მას შემდეგ, რაც მივიღებდით რა მოწყალებას სოფლებში, ჩვენს უბრალო ტრაპეზს შევუდგებოდით ხოლმე, ბაბა თავიდან ყოველთვის ჩემს დანაყრებას ელოდა და თვითონ მხოლოდ ამის შემდეგ მიირთმევდა. ხოლო როცა უარს ვამბობდი, რომ პირველი მეჭამა, ისეთ უბრალო და უმანკო მზერას მესროდა ხოლმე, რომ უნებლიედ ვემორჩილებოდი. ყოველ ჯერზე, როცა ბაბა მიყურებდა, თვალები სიყვარულის ცრემლებით ევსებოდა. თითონაც სიყვარულით და ზრუნვით იყო სავსე, და ჩემშიც იგივე გრძნობებს იწვევდა, თითქოს მთელი ცხოვრება ვიცნობდი.

ბაბასგან და სხვა ადამიანებისგან, რომლებიც მოგზაურობისას შემხვდნენ, შევიტყვე ღმერთის სხვადასხვა გამოვლინებების შესახებ, რომლებიც ინდუისტურ პანთეონში შედიან. ჯერ ვერ გავრკვეულიყავი ჩემს დამოკიდებულებაში ამ მრავალრიცხოვანი ღვთაებების მიმართ – ყველაფერი ეს საკმაოდ უჩვეულო იყო ჩემთვის, - მაგრამ მე ვხედავდი, თუ როგორ სიყვარულს და ერთგულებას იწვევდნენ ისინი სხვა ადამიანებში. არანაირი წინასწარგანწყობა არ მქონდა ამ საკითხის მიმართ, და თავადაც ვერ ვითმენდი, ერთი სული მქონდა, როდის გავერკვეოდი ამ ყველაფერში.

კაილაშ-ბაბა შივას ეთაყვანებოდა – ღმერთის გამოვლინებას, რომელიც მატერიალურ სამყაროს მართავს და საჭირო დროს ანადგურებს მას. ბაბა განუწყვეტლივ იმეორებდა მანტრას “ომ ნამაჰ შივაია!” ერთად დავდიოდით ტყის ბილიკებზე და იგი ხშირად მიმართავდა შივასა და მის მეუღლეს: “ჯაია შანკარ!”, “ჰე ვიშვანათჰ!”, “ჰე კადარნათჰაჯი!”, “ჯაია შრი პარვატი!” და “ჰე უმა მატა!” ყოველთვის, როცა სხვა შივაიტები გვხვდებოდნენ, ამ მანტრების ერთობლივ გალობას ვაწყობდით. როცა სიმღერა აპოგეას აღწევდა, კაილაშ ბაბა ტრანსში ვარდებოდა და გაუჩერებლად უკრავდა თავის ბარაბან დამარუზე. ბარაბანი დამაყრუებელ ხმებს გამოსცემდა, რითაც სხვა სადჰუებსაც ექსტაზში აგდებდა. ისინი ქანაობდნენ და მათი გრძელი თმის კულულები რიტმულად ირხეოდნენ. ზოგიერთი ტაშს უკრავდა, ზოგი კი წამოხტებოდა ხოლმე და მისტიკურ ცეკვით იწყებდა ტრიალს.



* * *
კაილაშ-ბაბა უზადო ავტორიტეტით სარგებლობდა მოხეტიალე სადჰუებს შორის. როგორც ერთმა ხანშიშესულმა გაანდეგილმა საიდუმლოდ გამანდო, კაილაშ-ბაბა სრულებით შესაძლოა რამდენიმე ასეული წლისა ყოფილიყო. ზუსტად არავინ იცოდა მისი ასაკი. იგი ზეადამიანურ იოგურ ძალებს ფლობდა, შეეძლო ავადმყოფების განკურნება და სხვა სასწაულების მოხდენა. “ოცდაათი წლის წინ მე თავად ვიყავი მისი საოცარი შესაძლებლობების მოწმე, - მითხრა ამ განდეგილმა. – მასთან უამრავი ხალხი მიდიოდა და ისე სცემდა თაყვანს, როგორც ღმერთს. მაგრამ კაილაშ-ბაბამ გააცნობიერა, რომ ძალაუფლება და დიდება – დაბრკოლებაა სულიერ ცხოვრებაში. აღქმა დადო, რომ არავის მოუყვებოდა თავისი საოცარი შესაძლებლობების შესახებ და აღარასოდეს მოახდენდა მათ დემონსტრირებას. არ ჰყავდა მოსწავლეები, არ ჰქონდა საკუთარი აშრამი, უბრალოდ მარტო დახეტიალობდა ჰიმალაების ტყეებში”. მე ოდნავაც არ გამკვირვებია, როცა გავიგე, რომ კაილაშ-ბაბა მისტიკურ ძალებს ფლობდა. გაცილებით უფრო მეტი შთაბეჭდილება მისი ნატურის სიმრთელემ და ძალამ, ასევე არჩეული გზისადმი ერთგულებამ მოახდინა.

დრო გადიოდა და თანდათან ვხვდებოდი, რომ კაილაშ-ბაბა კვლავ მარტო დარჩენაზე ოცნებობდა. არ მინდოდა ჩემი საზოგადოება მომეხვია მისთვის თავს, და თვითონაც ვხვდებოდი, რომ ჩემთვისაც დრო იყო, გამეგრძელებინა ჩემი გზა. ბაბას ფეხებში ვემთხვიე და კურთხევა ვთხოვე. მან გულწრფელად გაიცინა და თვალცრემლიანმა მომიმწყვდია თავის მძლავრ, დათვურ მკლავებში. შემდეგ დამლოცა და სიტუაციის შესაფერისი მანტრა წაიკითხა. მე ძალიან ამაღელვა მისმა არაყალბმა განდეგილობამ, და ერთი შეხედვით მასთან შეუთავსებელმა გულისმიერმა სიკეთემ. ჩვენ შევიყვარეთ ერთმანეთი, როგორც მამა-შვილმა, მაგრამ ვიყავით რა მოხეტიალე სადჰუები, გვესმოდა, რომ სავარაუდოდ ვეღარ შევხვდებოდით ერთმანეთს.

ახალი ურთიერთობების სიტკბო და იმ ადამიანთან გარდაუვალი განშორების სიმწარე, რომელიც ძვირფასი გახდა ჩემთვის, ჩემს მიერ არჩეული ცხოვრების განუყოფელი ნაწილი იყო. მსგავსი განცდების გადატანა ადვილი არ იყო, მაგრამ განშორების ტკივილის გამო, ამ ურთიერთობებისგან გამოწვეული სიხარული კვლავაც ცოცხლობს ჩემს გულში. კაილაშ-ბაბასთან დამშვიდობებისას ვლოცულობდი, რომ მუდამ მხსომებოდა იგი. მაშ გამოდის, რომ ჩემი ლოცვები წარმატებული აღმოჩნდა.

Posted by: cinemamu 23 Nov 2011, 19:53

* * *
დაახლოებით იმავე პერიოდში ოჯახს მივწერე წერილი, რომელშიც მიღებულ გამოცდილებას ვუზიარებდი.

ჩემო ძვირფასებო!

ჯობია სიღარიბეში იცხოვრო, ვიდრე ცარიელი ოქროს სასახლისთვის გაყიდო სული, ჯობია უსახელოდ იცხოვრო, ვიდრე ცარიელი დიდებისთვის, იაფფასიანი თაყვანისცემისთვის და არაფრისმომცემი პატივისთვის გაყიდო სული. იქ, სადაც შინაგანი თავისუფლება არაა, იქ არც სიცოცხლეა. ამიტომ ჯობია მოკვდე, ვიდრე საკუთარი იდეალის ძიების შესაძლებლობა დაკარგო.

ახლა იმით ვარ დაკავებული, რომ წმინდა ადგილას და წმინდა ადამიანების ხელმძღვანელობით ვსწავლობ აღმოსავლეთის შეუფასებელ სიბრძნეს. გთხოვთ, გამიგეთ, რომ ამ ყველაფერს დრო დასჭირდება. მე ჯერ კიდევ დამწყები ვარ. საკუთარ თავზე შეყვარებული ეგოისტი ვარ, სულიერად ბრმა და უმეცრებაში ჩაფლული. ძნელად თუ მოიძებნება ვინმე, ვინც უფრო შორსაა ღმერთის გაგებისგან, ვიდრე მე. ამიტომ ჩემნაირ ბრიყვს დიდი დრო დაჭირდება ჭეშმარიტების იმ სინათლის შეცნობა, რომელიც თქვენშიც ანათებს და ჩემშიც.

სიყვარულით,
რიჩარდი


ფლორენციის ტაძარში ლოცვისას სულიერი წყურვილის ნაპერწკალი ცეცხლად იქცა. ჩემს გულში. კუნძულ კრეტაზე მედიტაციამ კოცონი გააჩაღა მისგან, ხოლო ხიფათებით სავსე მოგზაურობამ ახლო აღმოსავლეთში, შეშა შეუნთო ამ კოცონს, რითაც უფრო მწველი და ძლიერი გახადა იგი. მაგრამ აქ, ჰიმალაებში, წმინდა ადამიანებთან ურთიერთობაში, ეს ცეცხლი მთელი ძალით აგიზგიზდა ჩემში. სულიერი სრულყოფა ჩემს ერთადერთ მიზნად დავისახე და ღმერთს შევთხოვდი დახმარებას.

ოცი წლის ვიყავი. ასკეტური ცხოვრების შედეგად ძალიან გავხდი და სულ რაღაც ორმოცდაათ კილოგრამს ვიწონიდი. ჩემი ტანსაცმლის ერთადერთი კომპლექტი რუხი გახდა მდინარეებში, ნაკადულებსა და გუბურებში ყოველდღიური რეცხვისგან. კანი გამიმკვრივდა და გამიუხეშდა, ტუჩები დამეხეთქა, თმები ჩამომეძენძა. იაფფასიანი რეზინის სანდალების ტარების გამო ტერფები მათში ჩამჯდარი ჭუჭყისგან გამიშავდა, ქუსლებს კი ნაპრალები დაეტყო. ჩემს მიერ არჩეული ცხოვრების წესი ჯანმთელობაზეც აისახა, მაგრამ ამას ყურადღებას არ ვაქცევდი – ჩემი სწრაფვა გასხივოსნებისკენ ისეთი ძლიერი იყო, როგორც არასოდეს.
მე მომწონდა მოხეტიალე სადჰუს ცხოვრების წესი, და სიხარულით ველოდი ახალ თავგადასავლებს და შეხვედრებს დიად სულებთან, რომლებმაც სულიერების მწვერვალებს მიაღწიეს. ტყეში ხეტიალისას ხშირად ვეკითხებოდი საკუთარ თავს: ვიპოვი ოდესმე იმ ერთადერთ გზას და იმ მასწავლებელს, რომელსაც მთლიანად მივუძღვნი საკუთარ თავს?

* * *
ერთხელ დევ-პრაიაგში რამდენიმე სადჰუმ სადილზე დამპატიჟა შორიახლოს მდებარე აშრამში. ზუსტად ამ დროს აშრამში ჯუნგლებიდან რომელიღაც იოგი მოვიდა. იქ მყოფთაგან არავინ იცნობდა მას. სტუმარმა ითხოვა, რომ საღამოს ყველა ექიმი მოეწვიათ, ვინც კი ქალაქში იყო. როცა ექიმები მოვიდნენ, იოგმა ხმამაღლა გამოიწვია ისინი: “მატერიალიზმით დაავადების გამო, თქვენ უფრო მეტად ენდობით თანამედროვე მეცნიერებას, ვიდრე საკუთარ მემკვიდრეობას. ღმერთმა ჯუნგლებიდან აქ მომიყვანა, რათა თქვენი ბრიყვული სიამაყე მოვცელო. იოგური შესაძლებლობების წყალობით ჩემი სხეულის ყველა სისტემას გავთიშავ და მოვკვდები. და თქვენ ამას თქვენი სამედიცინო მოწყობილობებით დაადასტურებთ. და ზუსტად ნახევარ საათში მკვდრეთით აღვდგები”.
იოგი გამართული ხერხემლით დაჯდა ლოტოსის პოზაში და ნელა და ღრმად სუნთქვა დაიწყო. დაახლოებით ოცი ჩასუნთქვის შემდეგ სუნთქვა შეიკავა და გაშეშდა. ექიმებმა რიგ-რიგობით გასინჯეს სტეტოსკოპებით და სხვა ინსტრუმენტებით, მაგრამ ვერ აღმოაჩინეს ვერც გულისცემა, ვერც სუნთქვა და ვერც პულსი. ექიმები გაოგნებულები იყვნენ. “ის კლინიკური სიკვდილის მდგომარეობაში იმყოფება”, - თქვა ერთ-ერთმა მათგანმა. არც ისე ძალიან მჯეროდა მათი, ამიტომ თავად მივედი და ექიმს სტეტოსკოპი ვთხოვე. მაგრამ პულსის აღმოჩენის ყველა ჩემი მცდელობა წარუმატებლად დასრულდა.

ჩემი პირველი ნაცნობობა იმასთან, თუ როგორ შესაძლებლობებს ხსნის იოგა კაცობრიობის წინაშე, სვამი რამას წყალობით მოხდა ჯერ კიდევ ნიუ-დელიში. მთელი ის დრო, რაც ჰიმალაებში დავყავი, ვვარჯიშობდი პრანაიამაში, სუნთქვით ვარჯიშებში, და ასანებში, იოგურ პოზებში. მდუმარე მედიტაცია დამეხმარა, რომ უფლის ღვთაებრივ ენერგიასთან უნისონში მომეყვანა ჭკუა და სხეული. კარგად ვიცოდი იმ საოცარი შედეგების შესახებ, რომლის მიღწევის საშუალებასაც იოგა იძლევა, მის უზარმაზარ სარგებლობაზე ჯანმრთელობისთვის და იოგების უნარზე – საკუთარი სურვილით შეიცვალონ ფიზიკური მდგომარეობა. თუმცაღა ის, რაც ახლა დავინახე, ჩემს წარმოსახვაში არ ჯდებოდა.

ზუსტად ოცდაათი წუთის შემდეგ, წამი წამში, იოგმა ამოისუნთქა, თვალები გაახილა, ადგა და ხმაამოუღებლად წავიდა უკან, ჯუნგლებში.
მას არავისგან არაფერი არ სჭირდებოდა. უბრალოდ უნდოდა სკეპტიკოსებისთვის ეჩვენებინა იოგას შესაძლებლობები. და ჩვენ გაოცებულნი დიდხანს ვუყურებდით ტყეში მიმავალ იოგს.

* * *
სადაც არ უნდა წავეყვანე ჩემს მოგზაურობას, ყველგან მესმოდა საპატივცემულო სიტყვები წმინდა ქალის შესახებ სახელად ანანდამაი მა. თავადაც წამიკითხავს მის უჩვეულო შესაძლებლობებზე პარამაჰამსა იოგანანდას სახელგანთქმულ წიგნში “იოგის ავტობიოგრაფია”, სადაც ცალკე თავი დაუთმო მას სახელწოდებით “დედა, განმსჭვალული ნეტარებით”. ერთმა სადჰუმ განგის ნაპირას დევ-პრაიაგში მომიყვა, რომ ანანდამაი მა ცხოვრობს ჰიმალაებში, ქალაქ დეჰრა-დუნში. “დღეს იქ წასვლას ვაპირებ ავტობუსით, მინდა ეს წმინდა ქალი ვნახო, - მითხრა სადჰუმ. – თუ გინდა ერთად წავიდეთ”.

* * *
ანანდამაი მას სახლის ეზოში, მიმდევრების მთელი ბრბო მოუთმენლად ელოდა მის გამოჩენას. ჩემი თანამგზავრი სადღაც გაქრა, და მალე ჩემს გარშემო ხალხთა მცირე ჯგუფი შემოიკრიბა, რომლებმაც თავისი სულიერი მოძღვრის შესახებ მოყოლა დამიწყეს.

ანანდამაი მა ინდოეთის პრემიერ-მინისტრის, ინდირა განდის გურუ გახლდათ. იგი დაიბადა მეცხრამეტე საუკუნის ბოლოს აღმოსავლეთ ბენგალიის პატარა სოფელში. ბავშვობიდან დაწყებული, გულგრილი იყო მიწიერი სიამოვნებების მიმართ და ხანდახან ტრანსში ვარდებოდა, რითაც ძალიან აშფოთებდა თავის ოჯახს. რაც უფრო ხშირად მესმოდა მისი მიმდევრებისგან ანანდამაი მას ექსტაზის გამოვლინებების, თანაგრძნობის და სასწაულების შესახებ, მით უფრო მეტ აღტაცებას იწვევდა იგი ჩემში. რაღაც მომენტში ყველა მომლოდინე ფეხზე წამოხტა და მიესალმა გამხდარ ხანშიშესულ ქალს უბრალო თეთრ სარიში. ეს ანანდამაი მა იყო. ისიც თავის მხრივ ყველას მოგვესალმა, ხელისგულები შეატყუპა და სკამზე დაჯდა. თვალები სიხარულისგან უბრწყინავდა. მიუხედავად გარეგნული სუსტი აღნაგობისა, იგი რაღაც არაამქვეყნიურ ძალას ასხივებდა. მისი სახე, მიუხედავად იმისა, რომ ნაოჭებით იყო დაფარული, მოთამაშე ბავშვის სახეს ჰგავდა. ანანდამაი მა პატარა გოგონასავით უშუალო იყო, და ამავე დროს ბრძენი და სერიოზული, როგორც სამყაროს დედა. იყო ნაზი, როგორც ყვავილი, რომელიც ხელში ეჭირა, მაგრამ ამასთან იგრძნობოდა, რომ უზარმაზარ ძალას და ურყევ ნებას ფლობდა.

მან ღმერთის სახელების გალობა დაიწყო. თან გვიღიმოდა და ტაშს უკრავდა. შემდეგ, მცირე პაუზის მერე, ანანდამაი მამ დაიწყო ლაპარაკი სიყვარულის, სიბრძნისა და თავგანწირულობის შესახებ. “სიყვარული – ეს უსაზღვრო ყოვლისმიმტევებლობაა, - დაიწყო მან. – ხოლო ჭეშმარიტი სიბრძნე იმაში მდგომარეობს, რომ ყველაფერი უზენაეს მთელთან კავშირში დავინახოთ. როცა თქვენ გაიგებთ, რომ ყველაფერი მას ეკუთვნის, ყველა შფოოთვისგან განთავისუფლდებით”. გრაციოზულად დაიდო გულზე ხელი და დახუჭული თვალებით წარმოთქვა: “ყველა ჩვენი ტანჯვის მიზეზია – კონცეფცია “მე” და “ჩემი””. ყველა ტანჯვა გამოწვეულია ჩვენი ღმერთისგან მოწყვეტილობით. მაგრამ როცა ღმერთთან ერთდ ვართ, წუხილი წყდება. ღმერთი ტანჯვებით ტანჯვებს ანადგურებს, უბედურებებით კი უბედურებებს. როცა ეს მოხდება, იგი შეწყვეტს ჩვენთვის ტანჯვების და უბედურებების გამოგზავნას. ყოველთვის გახსოვდეთ ეს”.

თავისი შვილებისადმი მიმართულმა მოსიყვარულე დედის ამ სიტყვებმა ცრემლები მომგვარა. მსუბუქმა ქარმა დაუქროლა ეზოში მდგარ ხის ფოთლებს. ანანდამაი მა წამით გაჩუმდა და ხის ტოტებზე მოჭიკჭიკე ბეღურას დააკვირდა. იქ შეკრებილებმა ერთმანეთს ღიმილით გადახედეს და მისი ჩუმი სიხარულით დატკბნენ. “ეს სამყარო სიამოვნებასა და ტანჯვას შორის მერყეობს, - განაგრძო მან. – რა საიმედოობაზე, ხვალინდელი დღის რა რწმენაზე შეიძლება იყოს ლაპარაკი? ყველაფერი ეს შეგვიძლია მხოლოდ ღმერთში მოვიპოვოთ. ტანჯვა იმისთვის გვეგზავნება, რომ ღმერთი გავიხსენოთ და მასში ვეძიოთ შვება. ყოველთვის, როცა ამის შესაძლებლობა გექნებათ, გაიმეორეთ ღმერთის წმინდა სახელი. წმინდა სახელის წარმომთქმელი ღმერთის საზოგადოებაში იმყოფება. ღმერთი – თქვენი საუკეთესო მეგობარია, და თუკი ყოველთვის მასთან იქნებით ურთიერთობაში, მაშინ თვითონ გაგიხსნით საკუთარ თავს”.

მისი კეთილი მზერა რწმენას და იმედს აღვიძებდა, ხოლო მისი უშფოთველობა და უბრალოება სიმშვიდით მივსებდა გულს. თუმცა თავად ბავშვად თვლიდა თავს, ყველანი დედად აღიქვამდნენ. იმ მცირე ხნის განმავლობაში, რომელიც ანანდამაი მასთან გავატარე, არაერთხელ ვნახე, როგორ იჯდნენ მის ტერფებთან, კურთხევის მოლოდინში, ის განდეგილი სადჰუები, იოგები და სვამები, რომლებიც როგორც წესი ქალებისგან შორს იჭერენ თავს.

ერთხელ, როდესაც შიდა ეზოში სრულ მარტოობაში ვიჯექი, მოულოდნელად ანანდამაი მა შემოვიდა. მინდოდა რა პატივისცემა გამომეხატა, ქედი მოვიხარე მის წინაშე და ტერფებზე შევეხე. იგი ძალიან შეცბა და გაწითლდა. დანაშაულის მწვავე გრძობამ შემიპყრო. ანანდამაი მას დანახვისას უნებლიეთ მომინდა მისდამი მოწიწების გამოხატვა, მაგრამ უხეშად და უტაქტოდ გამომივიდა. ეს რა ჩავიდინე! მივხვდი, რომ მიუხედავად თავისი ამაღლებული მდგომარეობისა, ის ძალიან მოკრძალებული იყო, ამიტომ ერჩივნა, რომ მისი მიმდევრები არ შეხებოდნენ მის ტერფებს.

დაინახა რა, რომ სირცხვილით დავიწვი, შევეცოდე და ჩემს გვერდით სკამზე ჩამოჯდა. ბავშვივით იღიმებოდა. თვალები გადაუტრიალდა, ქუთუთოები აუთრთოლდა და დაეხურა. ტრანსში ჩაიძირა და მისგან მომავალი დედობრივი სიყვარულის აურა შევიგრძენი. მისი სახე, ახალშობილივით უმანკო, ანგელოზურმა ნათელმა გაასხივოსნა. მასთან ერთად მეც იდუმალ სიჩუმეში ჩავიძირე. რაღაც დროის შემდეგ ანანდამაი მა ტრანსიდან გამოვიდა, გამიღიმა და ჟესტით მიმიხმო თავისთან. მისი თვალები სიყვარულს და სინაზეს ასხივებდნენ, და როდესაც მათ უძირო სიღრმეში ჩავიხედე, მატერიალური სურვილებისგან სრული თავისუფლება დავინახე. ჩუმად მიიდო რა ყვავილი ცხვირთან და ტუჩებთან, ანანდამაი მამ მე გადმომცა იგი, შემდეგ კი ადგა და წავიდა.

http://www.radikal.ru

Posted by: cinemamu 25 Nov 2011, 14:38
სათუთად შევინახე მეხსიერებაში ამ შეხვედრის შესახებ მოგონება და მოგზაურობა განვაგრძე. დროთა განმავლობაში მივხვდი, რომ სადჰუს ცხოვრება – ეს არაა უბრალო გამოცდა. მე მიწევდა ზამთრის სიცივის ატანა თბილი ტანსაცმლის გარეშე. სასთუმლის მაგივრობას ცივი მიწა მიწევდა მდინარის ნაპირას, სახურავის მაგივრობას კი ხეები და გამოქვაბულები. დღისითაც და ღამითაც დაუცველი ვიყავი მწერებისა და მხეცების წინაშე, ავადმყოფობის შემთხვევაში კი ვერავის იმედი ვერ მექნებოდა. თუმცა ყველაზე რთული გამოცდა სრული მარტოობა აღმოჩნდა. მაგრამ ეს ვერ შემაჩერებდა. დეჰრა-დუნიდან ჩრდილო დასავლეთით გავემართე, უფრო მაღალ ჰიმალაებში, უტარ-კაშიში – ადგილას, რომელსაც წმინდანთა ველს უწოდებენ. უხსოვარი დროიდან მოდიოდნენ აქ იოგები, რათა განმარტოებულიყვნენ და ემედიტირათ. უტარ-კაშის შემოგარენში ხეტიალისას, მაღლა მთაში გამოქვაბული ვიპოვე, საიდანაც ქვემოთ გადაშლილი ტყეების ჭვრეტა შეიძლებოდა.

გამოქვაბულში რამდენიმე დღე დავყავი და ერთხელაც ლეოპარდის ნადირობას შევესწარი: იგი ჩაუსაფრთა ფურ-ირემს, ეცა და ძლიერ ყბებში მოიქცია მსხვერპლი. ტყეში რუხი-მოთეთრო მაიმუნების ჯოგი ცხოვრობდა. ისინი გამუდმებით ეჩხუბებოდნენ ერთმანეთს და ხიდან ხეზე დახტოდნენ სხვადასხვა ნაყოფისა და კენკრას ძებნაში. კოპლებიანი ირემი მწვანე ფოთოლსა და ბალახს ღეჭავდა და ბუჩქებში იქექებოდა, და თან აქეთ-იქით მფრთხალად იმზირებოდა. ეგზოტიკური შეფერილობის ჩიტები ტოტიდან ტოტზე გადაფრინდებოდნენ ხოლმე და მწერებითა და კენკროვნებით იკვებებოდნენ. სამეფო კობრა ნადავლის ძიებაში უხმაუროდ მისრიალებდა ხეებს შორის და ვერ ამჩნევდა მანგუსტს, რომელიც უკნიდან უახლოვდებოდა და მზად იყო გაეგლიჯა იგი. ყველანი ჩემი მეზობლები იყვნენ, მე კი მხოლოდ სტუმარი ვიყავი მათ სახლში. ვიხსენებდი, ტყის ბინადრებთან როგორ მოპყრობას მასწავლიდა კაილაშ-ბაბა და ვლოცულობდი, რომ უშიშარობა შემენარჩუნებინა. ყოველ ცოცხალ არსებას, მიუხედავად მათი ცხოვრების ტიპისა, უწევს არსებობისათვის ბრძოლა, რომელშიც სუსტი ძლიერის მსხვერპლი ხდება. “მაგრამ ადამიანურ ცხოვრებას, - ვფიქრობდი მე, - სხვა, გაცილებით უფრო მაღალი დანიშნულება აქვს”.

ჩემს ტყის საცხოვრებელში ჯდომისას, ხშირად ამოვიღებდი ხოლმე ჩანთიდან იმ ფოტოს ლურჯკანიანი ყმაწვილის გამოსახულებით, რომელიც ნიუ-დელიში მოვიდა ჩემთან, და ვმედიტირებდი მასზე. ვგრძნობდი, რომ თანდათან უფრო და უფრო მიზიდავდა ეს მშვენიერი ფლეიტისტი და კვლავ და კვლავ ვსვამდი კითხვას – ვინ შეიძლებოდა ეს ყოფილიყო? მაგრამ სხვებისთვის ამის კითხვა არ მინდოდა, იმიტომ რომ ვიცოდი, რომ საჭირო დროს ღმერთის ნებით ეს საიდუმლო თავისთავად გამეხსნებოდა.

ერთხელ, გაზაფხულზე, სრულ მარტოობაში ვიჯექი ჰიმალაების ტაძრებიდან ერთ-ერთის შიგა ეზოში და დილის სიჩუმეს ვიყავი მიყურადებული. შორიახლოს ფუტკარი ბზუოდა და ნექტარის ძებნაში ერთი ყვავილიდან მეორეზე გადაფრინდებოდა ხოლმე. ვაკვირდებოდი რა ფუტკარს, მივხვდი, რომ სწორედ იგივეს ვაკეთებდი – ვმოგზაურობდი ყველფგან სულიერი სიბრძნისა და შთაგონების ნექტარისთვის, მაგრამ ჯერ ვერ გავრკვეულიყავი ჩემს სურვილებში, რათა ამერჩია ჩემთვის რომელიღაც ერთი ადგილი, ერთი გზა და ერთი მასწავლებელი.

უცებ შორიდან ჩვილი ბავშვის ტირილი მოისმა, რომელიც დედას უხმობდა. ამ წამში მეც სულიერ ჩვილად აღვიქვი თავი, მხოლოდ იმ განსხვავებით, რომ არ შემეძლო ასე გულწრფელად ტირილი. ნეტავ მალე დადგეს ის დღე, - გავიფიქრე მე, - როცა ვისწავლი ჩემი საყვარელი უფლისადმი გრძნობის ისევე გულწრფელად გამოხატვას, როგორც ეს ბავშვი.

Posted by: khororu 25 Nov 2011, 15:10
კარგ საქმეს აკეთებ.... უნაწილებ ცოდნას სხვებს

Posted by: cinemamu 25 Nov 2011, 15:38
khororu
QUOTE
კარგ საქმეს აკეთებ.... უნაწილებ ცოდნას სხვებს


აბა მარტო მე რად მინდა? smile.gif "რასაცა გასცემ შენიაო" ხო იცი... wink.gif

Posted by: პროგრესიუსი 25 Nov 2011, 17:17
cinemamu
ამის წაკითხვა დავიწყე, ძაან საინტერესო და კარგი წასაკითხია, თან ბევრ რამეზე დაგაფიქრებს.. მერე აღარ მეცალა და ვერ გავაგრძელე, აუცილებლად დავიწყებ თავიდან და წავიკითხავ.

up.gif კაია რომ არ გეზარება თარგმნა smile.gif

Posted by: cinemamu 27 Nov 2011, 10:27
ეზოში მთიდან მომავალმა ქარმა დაიქროლა და ხეებზე ახალგზარდა ფოთლები შეარხია. მე დავფიქრდი იმაზე, თუ რა გვეხმარება ცხოვრების აზრის წვდომაში, და გადავწყვიტე ჩემი ფიქრები მშობლებისთვის გამეზიარებინა.

როგორაა საქმე დედა-მიწის მეორე მხარეს? მე ვფიქრობ, რომ რაც უფრო კეთილები ვხდებით, მით უფრო მეტად კეთილგანწყობილნი ხდებიან ჩვენდამი გარშემომყოფები, და რაც უფრო მეტი კარგია ჩვენში, მით უფრო გვიადვილდება ჩვენს გარშემო კარგის დანახვა.

რიჩარდი


უეცრად გონგის ხმა გაისმა, და ტაძრის ეზოში სოფლის მცხოვრებლებმა დაიწყეს შეკრება. ტაძარი მცირე ქვის ნაგებობას წარმოადგენდა, რომელიც ველური მხეცებით დასახლებული ტყის მცირე მოშიშვლებულ მონაკვეთზე აეშენებინათ. ტაძრის გარშემო კედელივით იყო შემორტყმული ბანიანის, ნიმის და ტამარინდის ხეები. ადგილობრივი მაცხოვრებლები ტაძარში ქვისგან შექმნილ ღვთაებას ეთაყვანებოდნენ. კითხულობდნენ ლოცვებს, სთავაზობდნენ სანთლებს და ყვავილებს. რამდენადაც იუდაიზმის ტრადიციით ვიყავი აღზრდილი და მის გარდა მხოლოდ ქრისტიანობას და ისლამს ვიცნობდი, გარკვეულ დისკომფორტს ვგრძნობდი ამ ცერემონიისგან, და არ მივიღე მასში მონაწილეობა. იქნებ, ეს კერპთაყვანისცემაა? ზუსტად არ ვიცოდი, ამიტომ ვცდილობდი თავიდან ამეცილებინა წინასწარგანწყობილი განსჯა, და ვიმედოვნებდი, რომ მომავალში უკეთ გავერკვეოდი ამ ყველაფერში.

იმ დღეს გავიცანი ძალიან საინტერესო ადამიანი – მოხეტიალე სადჰუ სახელად ბალაშივა იოგი. გარეგნულად ორმოცი წლისას ჰგავდა, და ხშირად ახამხამებდა ან ჭუტავდა თვალდებს. იგი იყო საშუალო სიმაღლის და სრული, ტალღოვანი შავი თმით და მხიარულად მბრწყინავი თვალებით, და დაუდგრომელი მოზარდივით იქცეოდა. სულ რაღაცას ლაპარაკობდა და ერთი წუთი ვერ ჩერდებოდა ადგილზე. ითხოვდა რა მოწყალებას, იგი განსაკუთრებით ტკბილეულს მოითხოვდა. პირველად ვნახე ჰიმალაელი განდეგილი, რომელიც ასე იქცეოდა. მაგრამ როცა საქმე იოგას ეხებოდა, ბალაშივა გარდაიქმნებოდა ხოლმე და კონცენტრაციის განსახიერება ხდებოდა. მისი ეს მრავალწახნაგოვანი ბუნება ძალიან საინტერესოს ხდიდა მასთან ურთიერთობას. რამდენიმე დღე გავატარეთ ერთად და დავმეგობრდით. მაგრამ რაღაც მომენტში დაჟინებული მოთხოვნილება ვიგრძენი, რომ გამეგრძელებინა ჰიმალაების მწვერვალებისკენ აღმასვლა.

როცა გამოსამშვიდობებლად მივედი ბალაშივასთან, მან ხელზე ხელი მტაცა: “არ წახვიდე, - დაჟინებით მთხოვდა იგი. – მინდა რომ დღეს საღამოს ჩემი ლექცია მოისმინო. ძალიან გთხოვ!” რაც უფრო მეტად ვუარობდი, მით უფრო მეტად მთხოვდა. ბოლოს როგორც იქნა დავნებდი. ლექციაზე რამდენიმე ასეული ადამიანი მოვიდა. სცენაზე ბალაშივა იოგი იდგა. მე სცენის მარცხნივ სკამზე ჩამოვჯექი. ბალაშივა იოგიმ პროგრამა იმით დაიწყო, რომ ყველას ანახა ცარიელი ხელისგული. შემდეგ მუშტად შეკრა იგი და მედიტაციაში ჩაიძირა. როცა კვლავ გაშალა ხელისგული, ხალხის გასაკვირად, მასზე შავი მოგრძო ქვა იდო. ეს იყო შივა-ლინგამი – უფალი შივას სიმბოლო. ბალაშივას ხელისგულზე ქვა არსაიდან გაჩნდა, თითქოს მისგან ამოიზარდა. ყველა გაოგნებული იყო დანახულით. რამდენადაც შემეძლო განმესაჯა, ეს იყო ნამდვილი სასწაული, და არა ხელის სისხარტე. ბალაშივა იოგიმ სცენაზე დადო შივა-ლინგამი, შემდეგ კი რომელიღაც მანტრები წარმოსთქვა და ხელისგულზე ფერფლის მატერიალიზება მოახდინა. ეს მისტიკური ფერფლი უწყვეტი ნაკადით იფრქვეოდა მისი ხელისგულიდან პირდაპირ შივა-ლინგამზე. წუთიც არ გასულა, რომ იგი ფერფლის მთის ქვეშ აღმოჩნდა. შეკრებილები, ჩემი ჩათვლით, ამ სასწაულს მონუსხულები შევცქეროდით.

http://www.radikal.ru

რომელიღაც მოხუცი კაცი წამოდგა და ბალაშივა იოგის ქება-დიდება დაიწყო, ხოლო მოხუცი ქალი მოწიწებით უმზერდა, თითქოს ღმერთი ყოფილიყო. როცა ბალაშივას გამოსვლა დასრულდა, ყველამ გზა დაუთმო, და პატივისცემა გამოხატა მისდამი. მე კი გვერდზე გავდექი, და ვერ გამეაზრებინა, როგორ შეძლო ასეთმა უბრალო და მოუსვენარმა ადამიანმა ასეთი საოცარი შესაძლებლობების განვითარება. უცებ ბალაშივა იოგიმ ხელები ზემოთ აღაპყრო და ომახიანი ხმით მიმართა იქ შეკრებილებს: “ის, რაც ახლა დაინახეთ – იოგური შესაძლებლობაა, სახელად პრაპტი-სიდჰი. იგი ზებუნებრივად ეჩვენებათ მხოლოდ მათ, ვინც იოგას მეცნიერებას არ იცნობს. იოგას ვარჯიშის შედეგად შესაძლებელია ფიზიკური ელემენტებით მანიპულირება. ამისთვის თავდაპირველად უნდა გავიგოთ, როგორ ვმართოთ ნატიფი ელემენტები ჭკუის მეშვეობით.”. შემდეგ მოიღუშა და განაგრძო: “არავის აქვს უფლება, რომ მოგატყუოთ. ის, რაც ახლა გაჩვენეთ, არავითარ კავშირში არაა სულიერებასთან. ეს – მატერიალური შესაძლებლობაა, ასკეზით და მედიტაციით მოპოვებული. მე არ ვარ ღმერთი. იგივე შეიძლება ითქვას სხვებზეც, რომლებიც მსგავს სასწაულებს ახდენენ. მე უბრალო და ჩვეულებრივი ადამიანი ვარ, რომელიც ზოგიერთ იოგურ სიდჰას ფლობს”. მან ორივე ხელით ჰაერში აისროლა ფერფლის გროვა. “მე შემიძლია შევქმნა ფერფლის გროვა, მაგრამ ღმერთი სამყაროებს ქმნის”. იგი გაჩუმდა, ყველას გადახედა, შემდეგ კი თქვა ყველაზე მთავარი, რისი თქმაც უნდოდა: “სულიერი პრაქტიკა იმის მისახვედრადაა საჭირო, რომ ჩვენ არც სხეული ვართ, არც ჭკუა და არც ეგო, არამედ მარადიული სული. სულიერი ცხოვრება – ესაა ღმერთისა და საკუთარ თავში ღვთაებრივი საწყისის ძიება. მხოლოდ ასე შეიძლება სიმშვიდის მოპოვება”.

მსმენლები რიგში მოეწყვნენ, რომ კურთხევა მიეღოთ ბალაშივა იოგისგან, ის კი ამასობაში ჩემთან მოვიდა და დაინტერესდა: “ხომ არ ნანობ, რომ დარჩი?”
“არანაირად”, - ვუპახუე მე. უდავოა, რომ მისმა შესაძლებლობებმა ძლიერი შთაბეჭდილება მოახდინა ჩემზე, მაგრამ კიდევ უფრო მეტად მისი პირდაპირობა დავაფასე, რომლითაც ცხოვრების ჭეშმარიტ ღირებულებებზე საუბრობდა. მესმოდა, რომ თუ ნებისმიერ ამ იოგთან ვისწავლიდი, მეც შევძლებდი მსგავსი შესაძლებლობების გამომუშავებას. მაგრამ ასევე მესმოდა, რომ ისინი არაა სულიერი პრაქტიკის მიზანი. “გთხოვ, მომეცი კურთხევა, რომ ოდესმე ჩავწვდე ყველაფერ იმას, რაც დღეს ილაპარაკე”.

ბალაშივა იოგიმ ხმამაღლა გაიცინა და გადამეხვია, როგორც ძველ მეგობარს. გაშლილი ხელისგული მომაპყრო და ამ ჟესტით დამლოცა, შემდეგ კი ხელისგული მუშტად შეკრა. როცა ისევ გაშალა, ხელზე ედო წმინდა ნაყოფი რუდრაკშა – წითელი ბურთულა, ფერფლით დაფარული. ხელში ჩამიდო იგი, როგორც თავისი კურხევის ნიშანი, ვიბჰუტი.

http://www.radikal.ru

ჯუნგლებში ვბრუნდებოდი და თან ნანახზე ვფიქრობდი. რა თქმა უნდა, ბალაშივა იოგას შესაძლებლობები შთამბეჭდავი იყო, მაგრამ ჰიმალაებში გატარებული რამდენიმე თვის მანძილზე უფრო დიდი საოცრებებიც მინახავს. გაცილებით მეტ სასწაულად მეჩვენებოდა ის, რომ ხალხი უკვე მზად იყო თაყვანი ეცა ბალაშივა ოგისთვის, როგორც ღმერთისთვის, მაგრამ მან გააჩერა ისინი. ამერიკელები ეთაყვანებიან სპორტსმენებს მათი სისხარტისა და ძალის გამო, არტისტებს – სილამაზისა და ნიჭის გამო, მეცნიერებს – ახალი თეორიებისა და გამოგონებების გამო, პოლიტიკოსებს – ხალხზე ზეგავლენის მოხდენის უნარისა და ორატორული ნიჭის გამო, ფილოსოფოსებს – ინტელექტის გამო, ხოლო ბიზნესმენებს – მათი სიმდიდრის გამო. ინდოეთში კი იოგებს სცემენ პატივს მათი საკვირველი შესაძლებლობების გამო – მართონ ნატიფი ენერგიები. ბალაშივა იოგის გულწრფელობამ აღტაცებაში მომიყვანა.

ჭეშმარიტი სულიერება ღმერთის შეცნობასა და ღვთაებრივი თვისებების შეძენაში მდგომარეობს, და არა შესაძლებლობების სანახაოზე გამოტანაში. რამდენადაც ხალხს არ შეუძლია სათანადოდ შეაფასონ ღმერთის ყოვლისშემძლეობა, მათ მისტიკური ძალების დემონსტრირება იზიდავთ. ბანიანის ქვეშ დავჯექი და დავფიქრდი, რატომ სწყურიათ ადამიანებს ასე ძალიან სასწაულები. ხელთუქმნელი სასწაულები, ღმერთის მიერ შექმნილნი, ყოველი მხრიდან გარს გვარტყია, მაგრამ ყოველდღიურად ვხედათ მათ, ვეჩვევით და ამიტომ ყურადღებას აღარ ვაქცევთ. მიწიდან ბანიანის მარცვალი ავიღე და ყურადღებით დავაკვირდი მას. ღმერთმა ამ პაწაწინა მარცვალში უზარმაზარი ხე მოათავსა, და ყოველი ასეთი ხე კიდევ ათასობით მარცვალს მოგვცემს. ნუთუ არაა ეს სასწაული? არსებობს სხვა მაგალითებიც. ერთ ღრუბელში, რომელიც მშვიდად დაცურავს ცაზე, ღმერთი იმდენ წყალს ინახავს, რომ მისით მთელი ქალაქის წალეკვა შეიძლება. როცა ქალი და მამაკაცი ერთმანეთს უერთდებიან ბავშვის ჩასახვის მიზნით, ისინი არც კი ფიქრობენ იმაზე, თუ როგორ მოხდება ჩანასახის განვითარება დედის წიაღში. ეს თავისთავად ხდება. ნუთუ ეს სასწაული არაა? სხვადასხვა სიცოცხლის ფორმას სხვადასხვა შესაძლებლობები აქვს. ცოცხალი არსებები დაფრინავენ, დაცურავენ, დარბიან, ხეებზე ცოცავენ, ხეებზე დაძვრებიან და ცივილიზაციებსაც კი ქმნიან. ნუთუ შეიძლება, რომ ეს ყოველივე შემთხვევითობა იყოს? მთელი სამყარო – საოცრებების დაუსრულებელი ჯაჭვია. რა თქმა უნდა, ადამიანის უნარი მატერიალური ენერგიის მართვისა პატივისცემას იმსახურებს. მაგრამ როგორ სამართლიანად მიმართა აუდიტორიას ბალაშივა იოგიმ: “მე შემიძლია შევქმნა ფერფლის გროვა, მაგრამ ღმერთი სამყაროებს ქმნის”.
* * *
რუსული ვერსიის Word - ფაილის (დახვეწილი, ამოსაბეჭდი ვერსია)

http://vasudeva.ru/downloads/knigi/vaishnav/radhanath-svami-puteshestvie-domoj-vasudeva.ru-doc.zip

და ამ წიგნის აუდიო-ვერსიის აწ უკვე სრული ვარიანტი:

http://narod.ru/disk/29235631001/RSJourneyHome.rar.html

ლინკები მოწოდებულია აქედან:

http://vasudeva.ru/index.php?option=com_content&view=article&id=670:radhanatha-svami-puteshestvie-domoj-art-dizajn-2011&catid=4:knigi&Itemid=56

რუსულის მცოდნეებმა ისიამოვნეთ! smile.gif

Posted by: cinemamu 28 Nov 2011, 16:10
თავი მეექვსე

ერთხელ უკაცრიელ მთის ბილიკთან ვიჯექი და უცებ დავინახე, რომ ფრიად შემზარავი გარეგნობის ოციოდე მამაკაცი მიახლოვდებოდა. ხელში ყოველ მათგანს ადამიანის თავის ქალათი დამშვენებული რკინის სამკაპი ეჭირა. გრძელი თმა გვირგვინივით შემოეხვიათ თავის გარშემო, ხოლო დაწნული წვერი აქეთ-იქით უქანავებდათ ნაბიჯის რიტმში. თავიდან ფეხებამდე ფერფლის სქელი ფენით იყვნენ დაფარულნი, ყელზე რამდენიმე რიგად ეკიდათ რუდრაკშის მძივები, ხოლო შუბლი სამი ჰორიზონტალური ხაზით ჰქონდათ დამშვენებული, რაც შივას სიმბოლოს წარმოადგენდა. მიუხედავად სიცივისა, მხოლოდ მკვეთრი წითელი ფერის ბარძაყებზე მოსახვევი და რკინის რგოლებიანი ქამარი ემოსათ, ზოგიერთი კი სრულიად შიშველი იყო.

ესენ იყვნენ ნაგა-ბაბები, ანუ ნაგები. გაგონილი მქონდა, რომ ისინი სამუდამო უქორწინობის აღქმას დებენ, რათა საკუთარ თავში სქესობრივი სურვილი დაამარცხონ, მოახდინონ სექსუალური ენერგიის სუბლიმაცია და აქციონ იგი მისტიკურ ძალებად, და ამას ხშირად ტანტრული პრაქტიკების მეშვეობით აღწევენ. ისინი უგულვებელყოფენ საზოგადოებაში არსებულ პირობითობებს, და მრავალი მათგანი სრულიად შიშველიც დადის. ეს მათი სულიერი პრაქტიკის ნაწილია. ნაგები არ იჭრიან თმას, რათა სხეულზე არ მოახდინონ კონცენტრაცია – ეს ხორცის დაკნინების ერთგვარი ფორმაა. ნაგების ისტორია თავისი ფესვებით საუკუნეების სიღრმეში მიდის. სხვადასხვა დროს ნაგების ორდენებიდან ზოგიერთი, დიდი მოგოლების არმიას, ინგლისელ დამპყრობლებს, ბუდისტებს და ინდუიზმის სხვა სკოლის წარმომადგენლებსაც კი ებრძოდა ხოლმე.

http://www.radikal.ru
http://www.radikal.ru
ძალ;იან მინდოდა გამეგო, რატომ ირჩევენ ადამიანები ასეთ სასტიკ გზას. ძალა მოვიკრიბე, გავბედე და ნაგებს ვთხოვე, რომ მათთან ერთად მოგზაურბის ნება მოეცათ. ერთ-ერთმა მათგანმა, რომელიც ინგლისურად ლაპარაკობდა, ჩემი თხოვნა სხვებს უთარგმნა, და მათ თავიანთი თანხმობა სამკაპების თავსზემოთ ქნევით და “ჯაია შანკარას” შეძახილებით განმიცხადეს.

თავიანთ რიგებში ისე მიმიღეს, როგორც საკუთარი ძმა. გრძელი გზა გავიარეთ და როგორც იქნა მდინარის ნაპირას დავბანაკდით. ნაგების ქურუმმა, სახელად დჰუნი ბაბამ, ფიჩხი მოაგროვა და წმინდა ცეცხლი დაანთო. სხვა ნაგები კოცონის გარშემო შემოიკრიბნენ, და მეც მათ შევუერთდი, რათა ცეცხლთან ახლოს ვყოფილიყავი.

უეცრად ჩემს ზურგს უკან სულისგამყინავი ყვირილი გაისმა. შევბრუნდი და დჰუნი ბაბა დავინახე. მრისხანებით შეპყრობილი, იგი ჩემსკენ მორბოდა და თავს ზემოთ სამკაპს იქნევდა. თვალებში წითელი ცეცხლი უელავდა, ტუჩები ბრაზისგან უთრთოდა, ხელები კი კრუნჩხვიანივით უჭერდნენ ხელს თავს ზემოთ შემართულ იარაღს. დანარჩენმა ნაგებმაც აღშფოთებული შეძახილები მესროლეს, მზერით კი თითქოს მწყევლიდნენ და ფერფლად მაქცევდნენ. მე სრულიად დავიბენი. რა ჩავიდინე ასეთი? ნუთუ სიცოცხლე ნაგის სამკაპზე უნდა დავასრულო? ლოცვა დავიწყე. ამ მომენტში ერთ-ერთმა ნაგმა, ზიზღიანი სახით, ჩემს რეზინის სანდალებზე მიმითითა. მაშინვე გავიძრე ისინი და შორს ჯუნგლებში მოვისროლე. ნაგები ჩუმად მიცქერდნენ. სამარისებური სიჩუმე ჩამოწვა, და მე, სუნთქვაშეკრული ველოდი, რა მოხდებოდა.

მოულოდნელად ნაგებს მეგობრული სიცილი აუტყდათ და მათ გვერდით დაჯდომა შემომთავაზეს. როგორც კი ვიგრძენი, რომ დაძაბულობამ იკლო, ამოვისუნთქე და ხარბად შევისუნთქე მთის გამყინავი ჰაერი. ცივ მიწაზე მოვეწყვე და ჯერ კიდევ ვერ მოვსულიყავი აზრზე. ნაგა-ბაბამ, რომელმაც ცოტა ინგლისური იცოდა, ამიხსნა: “წმინდა ცეცხლი – ეს ჩვენი ტაძარია. მის გვერდით ფეხსაცმლით ჯდომა არ შეიძლება. სინამდვილეში ჩვენ არ განვრისხებულვართ. უბრალოდ გადავწყვიტეთ გაკვეთილი ჩაგვეტარებინა შენთვის, რათა ეს სამუდამოდ დაგემახსოვრებინა. დღეს პატივი გხვდა დჰუნი-ბაბას განსაკუთრებულ წყალობა მიგეღო”.

მე საზეიმო ფიცი დავდე, რომ ცხოვრებაში არ დამავიწყდებოდა ეს გაკვეთილი, რაზეც დჰუნი-ბაბას მოწყალედ გაეცინა.

სამსხვერპლო კოცონში სამკაპი ჩაერჭოთ, რომელიც შივას განასახიერებდა. ნაგები მანტრებს გალობდნენ და თან ცეცხლში ერბოს ასხამდნენ. ცერემონიის რაღაც მომენტში იმპროვიზირებულ საკურთხეველთან ჩილიმი – თიხის მოსაწევი მილი დადგეს. მათ საზეიმოდ გატენეს მილი განჯათი (მარიხუანათი) და ყველაზე მხცოვანს მიაწოდეს. მან მოწიწებით მიიდო მილი შუბლზე და რაღაც ლოცვა წარმოთქვა. როგორც კი მილიდან მოსწია, ბაბამ მომდევნოს გადააწოდა, და ყოველი ნაგი, სანამ მილიდან მოქაჩავდა, ლოცვას კითხულობდა. როცა ჩემი რიგი მოვიდა, მე ყოყმანი დავიწყე, და გამახსენდა აღთქმა, რომელიც კანდაგარში მივეცი ღმერთს. ყველანაირი პატივიცემით და დელიკატურობით, როგორც კი შემეძლო, უარი ვთქვი მოწევაზე. უხერხული სიჩუმე ჩამოწვა. ნაგებმა უკმაყოფილო მზერით გადმომხედეს, შემდეგ კი ყვირილი ატეხეს: “მაჰა-პრასად! მაჰა-პრასად! შანკარ მაჰა-პრასად!” ინგლისურად მოლაპარაკე ნაგამ მითხრა: “ეს – შივას წყალობაა. ჩვენთან ერთად უნდა მიაგო პატივი მის მაჰა-პრასადს. მაშინ შენ შეძლებ უსასრულობაზე იმედიტირო. თუ უარს იტყვი, ამით შეურაცხყოფას მიაყენებ შივას და სასტიკად დაისჯები ამის გამო”. ნაგების ავისმომასწავებელი მზერა მოწმობდა იმაზე, რომ მათი სიტყვები – ცარიელი მუქარა არა იყო.

“მე დავიფიცე არ მივიღო გამაბრუებელი საშუალებები, ეს ჩემი აღთქმაა”, - ვთქვი მე ძლივს გასაგონად.

ბაბამ დანარჩენებს უთარგმნა ჩემი სიტყვები, და ისინი რაღაც უცნაურად მიჩუმდნენ. ერთ-ერთი წამოდგა და წმინდა ცეცხლზე ფიჩხის ბღუჯა დაყარა. მცირე დუმილის შემდეგ თვალი თვალში გამიყარა და უკმაყოფილოდ გააქნია თავი. თავში აზრმა გამიელვა: ალბათ ეს ცეცხლი ჩემი განსასვენებელი კოცონი გახდება.
მოულოდნელად ყველა ნაგს გაეღიმა. დჰუნი ბაბამ სიყვარულით გადამისვა თავზე ხელი და გაეცინა. ისინი პატივისცემით განეწყვნენ ჩემი აღთქმის მიმართ.

Posted by: my_sweet_november 28 Nov 2011, 17:42
cinemamu


არაჩვეულებრივი თემაა smile.gif კარგია რომ სხვებსაც აძლევთ ამ შესანიშნავი წიგნის გაცნობის საშუალებასsmile.gif

Posted by: cinemamu 28 Nov 2011, 17:51
my_sweet_november

მიხარია, რომ კითხულობთ! ერთ-ერთი ყველაზე საუკეთესო ავტობიოგრაფიული წიგნია ყველა დროის ისტორიაში! smile.gif
* * *






ამის შემდეგ კოცონზე ქვაბი შემოდგეს და ვახშამის მომზადება დაიწყეს. როცა ბრინჯი და დალი მოიხარშა, დჰუნი ბაბამ მანტრები წარმოთქვა, ცოტაოდენი მზა საჭმელი აიღო და ცეცხლს შესთავაზა იგი. დანარჩენი საჭმელი ამით განწმენდილად იქცა, პრასადად, და ყველა იქ მყოფს დაურიგდა. ღამე კოცონთან გავატარეთ. დილით ყინულივით ცივ მდინარის წყალში ვბანაობდი და ვაკვირდებოდი, თუ როგორ ისვამდნენ ნაგები წმინდა კოცონის ფერფლს. ისინი ამას ყოველთვის აკეთებდნენ, როცა კრემატორიუმის ფერფლი არ ჰქონდათ ხელთ. ნაგების უმეტესობა კოცონის გარშემო ირეოდა. შესაძლოა ეს სიცივით იყო გამოწვეული – ზუსტად არ ვიცი. ერთნი განჯას ეწეოდნენ, სხვები კი მედიტირებდნენ, ან მანტრებს იმეორებდნენ რუდრაკშის მძივებზე.

რაღაც მომენტში უხუცესი ნაგი, რომელიც აქამდე უძრავად იჯდა ლოტოსის პოზაში, პირდაპირ ჩემს თვალწინ მიწიდან დაახლოებით ნახევარი მეტრით აიწია. იგივე გაიმეორე კოცონთან მჯდარმა მეორე ბაბამაც. კანზე ვიჩქმიტე, რათა დავრწმუნებულიყავი, რომ ეს ყველაფერი არ მესიზმრებოდა. მაგრამ არა, მე არ მეძინა, და ყველაფერი ეს ცხადში ხდებოდა. უბრალოდ სულ სხვა სამყაროში ვიყავი – ასკეტების სამყაროში, რომლებიც გულგრილნი არიან ყველაფრისადმი, გარდა იმ რეალობისა, რომელშიც თვითონ ცხოვრობენ.

ყველგან არიან ადამიანები, რომლებიც კანონებს არღვევენ. ასევე აქაც, ველურ ტყეში ყვლასგან თავშეფარებულნი, ეს ნაგები იოლად არღვევდნენ მიზიდულობის კანონს. მათ ისეთ ჰარმონიას მიაღწიეს ბუნებასთან, რომ შეუძლიათ ითამაშონ მის კანონებთან ისე, როგორც მოეპრიანებათ.

სანამ ორი ნაგი ჰაერში დაფრინავდა, გარშემო მიმოვიხედე, რომ გარშემომყოფთა რეაქცია დამენახა. მაგრამ დანარჩენი ნაგები მომხდარს არანაირ ყურადღებას არ აქცევდნენ – ლევიტაცია მათთვის სრულიად ჩვეულებრივი ამბავი იყო.

მეორე დილით შევიტყვე, რომ ნაგები თავიანთ გურუსთან შესახვედრად მიდიოდნენ. ტყეში გავემგზავრეთ, სადაც მათი გურუ მკაცრ ასკეზებს ატარებდა. მომიყვნენ, რომ იგი დღე-ღამეების განმავლობში გაუნძრევლად მედიტირებს ლოტოსის პოზაში, ისე რომ საჭმელს და წყალს არ იღებს. სანამ ბუჩქებში ვიკვალავდით გზას, ნაგამ, რომელმაც ინგლისური იცოდა და ჩემი თარჯიმნის როლს ასრულებდა, მათი სულიერი მოძღვრის შესახებ მომიყვა. “თორმეტი წლის ასაკში იგი სახლიდან წავიდა და ნაგა-ბაბა გახდა. იგი მკაცრად მიჰყვება იოგას მცნებებს და ჩვენი უმრავლესობისგან განსხვავებით არ ეწევა განჯას და არ იყენებს სხვა გამაბრუებელ საშუალებებს. მის ცხოვრებაში ადგილი არა აქვს გრძნობით სიამოვნებებს. მედიტაციაში გამუდმებული ვარჯიშების წყალობით მან ზებუნებრივი შესაძლებლობები მოიპოვა, რომლებსაც აღტაცებაში მოჰყავს ყველა. ჩვეულებრივ იგი დუმს, მაგრამ თუ დაილაპარაკებს, ყველა მხოლოდ მას უსმენს ხოლმე”.

ჩვენ ექვსი საათი დაგვჭირდა ტყის იმ ველამდე მისაღწევად, სადაც ნაგების გურუ მედიტირებდა. თვალწინ წარმომიდგა ხანშიშესული იოგი გიგანტური სიმაღლით და მძლავრი აღნაგობით. იგი ლოტოსის პოზაში იჯდა, და მისი სხეული სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით ვიბრირებდა მისგან გამომავალი ენერგიისგან. გარეგნულად სამოცდაათი წლისას ჰგავდა. დაწნული ჭაღარა თმა ზურგზე გადაჰფენოდა და კიდევ ორ მეტრზე მიწაზე გაშლილიყო. შიშველი და ფერფლის სქელი ფენით დაფარული, იგი თვალდახუჭული მედიტირებდა. ჩვენი ნაგებიდან ერთ-ერთმა ჩვენი მისვლის ნიშნად ხის ტოტით პრიმიტიულ გონგს შემოჰკრა, მეორემ კი კამეჩის რქაში ჩაჰბერა. გურუმ ნელა გაახილა თვალები და უძრავი მზერა პირდაპირ მე მომაპყრო.

მე შიშისაგან ავკანკალდი, ნაგები კი გარშემო იდგნენ და ყურადღებით გვაკვირდებოდნენ. სამარისებური სიჩუმე ჩამოწვა. უცებ გურუმ თავისი დაბალი ხმით დაიქუხა: “აზრი არა აქვს ცხოვრების ამაოდ ფლანგვას! გახდი ნაგი!” მუშტი შიშველ გულ-მკერდზე დაირტყა და განაგრძო: “ნაგი გადალახავს ილუზიას. ნაგი – ეს მ ა მ ა კ ა ც ი ა!” თითი პირდაპირ სახეში მომაბჯინა, ნელა გააქნია თავი და ძლიერად წარმოთქვა: “გახდი ნაგა-ბაბა. ახლავე. არა ხვალ, არამედ ახლა! დაუყოვნებლივ!”
გურუს დაჟინებულმა მზერამ თავიდან ბოლომდე გამჭოლა. თავს პატარა თაგვად ვგრძნობდი, რომელიც პირდაღებული ლომის ხახის წინ იდგა, და ვფიქრობდი, რომ მას შეეძლო ფერფლად ვექცია უბრალოდ ერთი შემოხედვით. გურუ ჩემს პასუხს ელოდა, ისევე როგორც ყველანი გარშემო. რა უნდა მეთქვა? და რა მოხდებოდა ამის შემდეგ? მე ვერ ვუღალატებდი საკუთარ გულს. ჩუმდა ვიჯექი და წამები იწელებოდა, როგორც მარადისობა. ნაგების გურუ, როგორც ჩანდა ჩემს აზრებს კითხულობდა. ჩამოწოლილ სიჩუმეში უეცრად თავდაჯერებულობა ვიგრძენი, რომ გურუ გამიგებდა. დიახ, ის გამიგებდა, მიუხედავად იმისა, რომ მის გზას ვაფასებდი, ეს გზა ჩემი არ იყო.

გამგები მზერით გურუმ ძლიერი ხელი ასწია და მედიტაციაში თვალდახუჭულმა კურთხევა მომცა: “კარგი. დაე ღმერთი იყოს შენთან”. ნაგებს გაეხარდათ ჩემი წარმატება და თავიანთ საქმეებს მიუბრუნდნენ.

იოგას პრაქტიკის წყალობით, ნაგების გურუ რაღაც არამიწიერ ენერგიას ასხივებდა, რომელიც მოწიწებული შიშის გრძნობას იწვევდა. ნება მისი ურყევი ჩანდა, როგორც ჰიმალაები. ვგრძნობდი, რომ ძალიან გამიმართლა მისი ნახვით, მაგრამ მესმოდა, რომ დრო იყო – გზა გამეგრძელებინა.

მეორე დღეს გურუსთან მივედი, თაყვანი ვეცი და კურთხევა ვთხოვე, რომ ჩემი მოგზაურობა განმეგრძო. პასუხად ნაგებმა სამკაპები აღმართეს და ერთხმად დაიძახეს: “ჯაია შანკარ!” უკან გამოვტრიალდი და მარტომ, ფეხშიშველმა განვაგრძე გზა ტყის ბილიკზე. რამდენიმე დღე ნაგების თემში ყოფნისას ამხანაგობის ისეთი სული შევიგრძენი იქ, რომელსაც იშვიათად თუ შეხვდები სადმე. მათი ერთგულება თემისადმი და ერთმანეთისადმი არაყალბი იყო და სიცოცხლეზე მეტად ფასდებოდა. ყველგან მოხეტიალე ნაგები შიშს იწვევდნე ხალხში. არაეთიკურად გამოიყურებოდნენ, უხეშები და უკიდურესად ასკეტურები იყვნენ, მაგრამ ასეთი იყო ღმერთის შეცნობის მათეული გზა.

Posted by: Lapis 28 Nov 2011, 21:31
cinemamu
სამსახურიდან ფორუმზე ამის წასაკითხად შემოვდივარ ხოლმე yes.gif biggrin.gif

Posted by: khororu 29 Nov 2011, 09:50
შევუკვეთე ეს წიგნი ინგლისურად ამაზონზე... თუმცა ეხლა რომ ვკითხულობ ცოტათი ამპარტავანად მიმაჩნია ეს კაცი.

Posted by: cinemamu 29 Nov 2011, 14:34
khororu
QUOTE
თუმცა ეხლა რომ ვკითხულობ ცოტათი ამპარტავანად მიმაჩნია ეს კაცი.


რატომ მიგაჩნიათ ასე, თუ საიდუმლო არ არის?

Posted by: Oldboy 29 Nov 2011, 14:38
cinemamu
მეც დავიწყე კითხვა, ძალიან საინტერესოა

Posted by: cinemamu 29 Nov 2011, 15:49
მე გადავწყვიტე ბადრინათჰში გავმგზავრებულიყავი, რომელიც მაღლა იყო ჰიმალაებში. ინდოეთში არსებობს ტრადიცია: მამაკაცი, რომელიც ხანდაზმულობის ასაკს აღწევს, ბადრინათჰში მიდის და სიკვდილის მოსვლამდე იქ რჩება. მაგრამ ჩემს იქ გამგზავრებას არ ეწერა ასრულება: თოვლმა და მეწყერმა გზა გადაკეტა. ამიტომ რიშიკეშში მომიწია დაბრუნებამ. რიშიკეშში ამ ქალაქის ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ აშრამს – სვარგაშრამს მივადექი. ამ დროს აქ სადჰუებს უმასპინძლდებოდნენ, და ჩემდა სასიხარულოდ, მეც დაპატიჟებულთა რიცხვში აღმოვჩნდი. სადჰუები რიგებად დასხდნენ მიწაზე, ერთმანეთისკენ პირისახით, რათა პატივი მიეგოთ სულიერი საკვებისთვის – პრასადისთვის, რომელიც სპეციალურად მათთვის მომზადდა. განცვიფრებული იმით, თუ რამდენის ჭამა შეუძლიათ ამ სადჰუებს დღესასწაულზე, მეც მცირე ყოყმანის შემდეგ მივბაძე მათ მაგალითს. ჭამის დამთავრების შემდეგ ყველამ ხელები დაიბანა და ბევრი მათგანი მარცხენა მხარზე წამოწვა – ეს ტრადიციული საშუალებაა საჭმლის მონელების ხელშეწყობისთვის.

http://www.radikal.ru

სვარგაშრამი

მცირე დასვენების შემდეგ გადავწყვიტე აშრამის მიმდებარე ტერიტორიები დამეთვალიერებინა. ბილიკზე სეირნობის დროს შეძლებული მოგზაურები გავიცანი, რომლებიც განცვიფრებულნი დარჩნენ იმით, რომ ახალგაზრდა დასავლეთელი ყმაწვილი საადჰუებს შორის ცხოვრობს. დღის დარჩენილი ნაწილი ამ ადამიანებთან საუბარში გავატარე იმ სახლის ვერანდაზე, სადაც ისინი გაჩერდნენ. საღამოს აქ რომელიღაც იოგი მოვიდა, ოცდაათ წლამდე ასაკის. მან მოწყალება სთხოვა მდიდარ მოგზაურებს, მაგრამ მათ იგნორირება გაუკეთეს იოგს. გაბრაზებულმა იოგმა გადაწყვიტა გაკვეთილი ეჩვენებინა მათთვის. იგი სკამზე აძვრა, პატრონადან ნათურა მოხსნა და ხელით დაფშვნა. შემდეგ ხელი გაშალა და ყველას აჩვენა, რომ ნათურის შუშის ნამსხვრევები ფხვნილად ქცეულიყო. საკვირველია, მაგრამ ხელზე ერთი ნაკაწრიც კი არ ჰქონდა. და ეს მისი წარმოდგენის მხოლოდ დასაწყისი იყო. ამის შემდეგ იოგმა ეს შუშის ფხვნილი გადაყლაპა და წყალიც დააყოლა. მაყურებლები გაოგნებულნი იყვნენ. საფულეები დააძრეს, უხვად დააჯილდოვეს იოგი და სთხოვეს სხვა შესაძლებლობებიც ეჩვენებინა.

წარმოდგენა იქვე მდებარე სამშენებლო მოედანზე გაგრძელდა. იოგმა ფოლადის გრძელი შტირი მოითხოვა. ერთი თვალი ქსოვილის თხელი ნაჭრით დაიფარა და შტირის ერთი ბოლო თვალის კაკალს მიაბჯინა, ხოლო მეორე – სახლის კედელს. შემდეგ კედელთან მიახლოება დაიწყო და ყოველ მის ნაბიჯთან ერთად ლითონის შტირი უფრო და უფრო იღუნებოდა. ბოლოს და ბოლოს იოგი კედელთან მივიდა, და მის ხელში შუაზე გაღუნული ლითონი აღმოჩნდა. შტირი გვერდზე მოისროლა, ქსოვილის ნაჭერი თვალიდან მოიცილა და ყველას დაანახა სისხლით ავსებული თვალი – გასიებული, მაგრამ მთელი და უვნებელი.

მე ისე ხშირად მინახავს იოგების ზებუნებრივი შესაძლებლობები, რომ ისინი უკვე აღარ მაკვირვებდნენ. მაგრამ ამას ვერ ვიტყოდი მოგზაურებზე. აღტაცებულებმა იოგს ფულები მიაყარეს და სთხოვეს, რომ გაენდო, თუ როგორ ისწავლა ეს ყველაფერი. იოგმა ხელისგულით მოისრისა თვალი და მოყოლა დაიწყო: “ოცი წლის განმავლობაში ჩემს გურუსთან ერთად ვცოვრობდი ჰიმალაების გამოქვაბულებში. მაგრამ როცა გურუჯი მიხვდა, რომ მისი დახმარებით შეძენილ იოგურ შესაძლებლობებს ფულისთვის და სახელისთვის ვიყენებდი, უარი თქვა ჩემზე, აშრამიდან გამომაგდო და დამწყევლა, მიბრძანა რა მიწიერ ცხოვრებას დავბრუნებოდი”. შეწირულობას ჩანთაში ყრიდა და თან აგრძელებდა: “მე ქორწილისთვის ვაგროვებ ფულს. ხოლო რადგანაც სხვა არაფრის კეთება არ ვიცი, ფულს იოგური შესაძლებლობების დემონსტრაციით ვშოულობ”.

ყველა იოგი, რომელსაც ვიცნობდი, - დაწყებული სვამი რამათი, რომელსაც საკუთარი გულის გაჩერება და აზრის ძალით ნივთების გადაადგილება შეეძლო, და დამთავრებული ჩემი ენერგიული მეგობრით, რომელმაც ხელისგულზე რუდრაკშას მატერიალიზება მოახდინა, - ასწავლიდნენ, რომ მსგავსი სასწაულები არ უნდა შეფასდეს ღმერთისადმი უბრალო ერთგულებაზე მაღლა. მაგრამ მხოლოდ ახლა მივხვდი სინამდვილეში, რომ მისტიკური შესაძლებლობები შეიძლება სრულიად არ იყოს დაკავშირებული სულიერებასთან. რა თქმა უნდა, ჩემთვის შთამბეჭდავი იყო იოგების უნარი დაერღვიათ ბუნების ერთი შეხედვით დაუძლეველი კანონები. და მრავალი, იმისგან რისი ნახვაც მომიწია, ნამდვილ სასწაულს ჰგავდა. მაგრამ ახლა ჩემთვის ცხადი გახდა, რომ ყველა მსგავსი მიღწევა უაზრო და არაფრისმომცემია, თუკი ღმერთის ძიებასთან არაა დაკავშირებული. მე რაღაც უფრო დიადს ვეძებდი.

* * *
ჰიმალაებმა ძალიან ბევრი მასწავლეს. მაგრამ ჩემთვის ძველებურად გაურკვეველი იყო, ღმერთის შეცნობის რომელი გზა უნდა ამერჩია. ამიტომ ვცდილობდი რაც შეიძლება მეტი გამეგო ინდოეთის სხვადასხვა სულიერი ტრადიციების შესახებ. ძალიან მიზიდავდა ვარანასში – სულიერების განთქმულ ცენტრში და წმინდა ქალაქში მოხვედრის პერსპექტივა. ასევე მინდოდა ახლოს გავცნობოდი ბუდიზმს და მის წარმომადგენლებს ბოდჰ-გაიაში. საბოლოოდ გადავწყვვიტე მთებიდან დაბლა ჩამოვსულიყავი და გეზი სამხრეთ-აღმოსავლეთისკენ ავიღე.

დაბლობისკენ გავეშურე, მაგრამ ეჭვიც არ მეპარებოდა, რომ აუცილებლად დავბრუნდებოდი ჰიმალაებში. მთებში გატარებულმა ოთხმა თვემ უფრო მეტი მომცა, ვიდრე მთელმა ჩემმა განვლილმა ცხოვრებამ, და მრავალი რამ ჯერ კიდევ გასააზრებელი მქონდა.

ჩემს საყვარელ ქვასთან დავბრუნდი განგაში და კვლავ ვისმენდი მდინარის სიმღერას. ჩემი გონების თვალის წინ განვლილმა თვეებმა ჩაიარეს. გავიხსენე, თუ როგორ გადამაყრევინა სადჰუმ დასავლური ტანსაცმელი და როგორ მაჩუქა მოხეტიალე განდეგილის სამოსი; მდინარეზე დაკვირვებით როგორ ვიძენდი სიბრძნის შეუფასებელ საგანძურს და როგორ მივიღე განგას ტკბილი სიმღერა ჩემი ჰარმონიკის სანაცვლოდ; გამახსენდა სვამი ჩიდანანდას სიბრძნე; კურთხევა, რომელიც ძილში მაჰარიშისგან მივიღე; ტატ ვალა ბაბას მედიტაცია და კეთროვანი მოხუცი ქალის სიკეთე; კაილაშ ბაბას მამობრივი მზრუნველობა და ანანდამაი მას დედობრივი სიყვარული; ბალაშივა იოგის იოგური შესაძლებლობები, ყველაფრისგან განსხვავებული აღზრდის მეთოდები, რომლებიც ნაგებში იყო მიღებული, და ასევე მრავალი სხვა გაკვეთილი, რომლებიც მდინარეებმა, მთებმა, ხეებმა, ცამ და ველურმა მხეცებმა მომცეს. როცა ჰიმალაებს და მის ბინადრებს ვემშვიდობებოდი, ისეთი შეგრძნება მქონდა, რომ ამ მიდამოებში ჩემი ცხოვრების საუკეთესო დრო გავატარე.

Posted by: cinemamu 30 Nov 2011, 15:54
თავი მეშვიდე

ვარანასში დელის გავლით წავედი. ვაგონის ფანჯრდან ჩემს თვალწინ გადაჭიმული ინდოეთის დაბლობებით ვტკბებოდი. პეიზაჟი თანდათანობით იცვლებოდა. ჩავუარე უკიდეგანო ველებს, რომლებიც სოფლებით შეიცვალა, სოფლები კი ქალაქის შემოგარენით, და როგორც იქნა ნიუ-დელიში შევედით. ყველგან ავტომობილების ბღუილი ისმოდა. გადამზიდველები ხმამაღლა ყვიროდნენ, ბავშვები იცინოდნენ, ქუჩის გადამყიდველები კი კლიენტების მიზიდვას ცდილობდნენ. ჰიმალაის ტყეები უკან დარჩა და მე შეხუთულ და ჭუჭყიან მრავალმილიონიან ქალაქში აღმოვჩნდი.

კონოტ-პლეისზე შადრევანის ირგვლივ ვსეირნობდი, როცა უკნიდან ვიღაცამ დამიძახა: “მანქ! ნუთუ ეს შენ ხარ?” და მაშინვე ხელზე ხელი მტაცა ღია ფერის თმიანმა მოგზაურმა, პატარა კანადური დროშით ზურგჩანთაზე. ეს შონი იყო, რომელიც ჰიპების ბრბოში გავიცანი პიკადილის მოედანზე, ლონდონში. ჩემთვის სასიამოვნო იყო მისი ნახვა, მაგრამ ეს-ესაა დავბრუნდი სრულიად განსხვავებული სამყაროდან და მზად არ ვიყავი ასეთი შეხვედრისათვის. შონის მეტყველება, მისი მანერები და თავად საუბრის თემა ვულგარულად მეჩვენებოდა. რა დამემართა? ზრდილობის გამო მოთმინებით ვისმენდი უკანასკნელ ცნობებს ჩვენი საერთო ნაცნობების შესახებ, შონის შეხედულებების შესახებ თანამედროვე პოლიტიკურ ვითარებასთან დაკავშირებით, იმის შესახებ, თუ სად რომელი ნარკოტიკი მიიღო, როგორ გადაიტანა დიზენტერია, და როგორ გადიოდა კუჭზე ამ დროს. ჩემი თავი დავიჭირე იმ აზრზე, რომ ძალიან მინდოდა სადმე გავქცეულიყავი. არადა სულ რაღაც ერთი წლის წინ მასთან ურთიერთობა სიამოვნებას მანიჭებდა. მაშ რატომ შეიცვალა ყველაფერი? იქნებ ის შეიცვალა? ღრმად ჩავისუნთქე და უცებ მივხვდი: შონი კი არა, მე შევიცვალე. მასთან შეხვედრამდე ვერც კი ვხვდებოდი, რამდენად ღრმა იყო ის ცვლილებები, რომლებიც განვიცადე. მაგრამ შონის საზოგადოებაში აღმოჩენისთანავე, სრულიად განსხვავებულ ადამიანად აღვიქვი თავი. ამ აღმოჩენამ სულის სიღრმემდე შემძრა. რამდენიმე წამი დამჭირდა გონს მოსასვლელად. თავბრუ დამეხვა და სხეუში კანკალმა დამიარა. მივხვდი, რომ დიდი სიფრთხილით უნდა შევსულიყავი კონტაქტში იმ სამყაროსთან, რომელიც ცოტა ხნის წინ ასე ახლობელი იყო ჩემთვის, ახლა კი სრულიად უცხო გახდა.

შონი თავის ლაყბობას აგრძელებდა, მე კი დავიწყე ფიქრი იმაზე, თუ რა ძლიერად ვართ დამოკიდებულნი ჩვენი ურთიერთობების წრეზე და გარემოზე, და როგორ გავლენას ახდენს ეს ყველაფერი ჩვენს ცხოვრებისეულ ღირებულებებზე. ჩვენს გვერდით მძლავრი შადრევანი იყო, რომელიც უწყვეტად მაღლა ისროდა წყლის ნაკადს. ზემოთ ნაკადი მცირე შხეფებად იშლებოდა და ხმაურით ეშვებოდა აუზში. შადრევანს ვუყურებდი და ვლოცულობდი, რომ ამ შხეფებივით არ ჩამოვვარდნილიყავი – განკითხვამდე არ დავცემულიყავი. რადგანაც ისე არ ვცხოვრობდი, როგორც ყველა, კარგად ვიცოდი, თუ რას ნიშნავს იყო განკითხვის ობიექტი, და ვერასოდეს ვაპატიებდი საკუთარ თავს სხვებისადმი მსგავს დამოკიდებულებას. და მითუმეტეს მესმოდა, რომ სულის სიღრმეში შონს განვიკითხავდი. დიახ, უკვე აღარ ვიზიარებდი მის რწმენებს და ინტერესებს, მაგრამ რა მიშლიდა ხელს, რომ პატივი მეცა მისთვის, როგორც სულისთვის, რომელსაც ისეთივე ღვთაებრივი საწყისი აქვს, როგორიც მე, მაგრამ ამავე დროს თავად ისე მეცხოვრა, როგორც თავად ვთვლიდი სწორად? ასეთი ფიქრები დარბოდნენ ჩემს გონებაში, სანამ შონს ველაპარაკებოდი. შონმა ერთად სადილობა შემომთავაზა, მაგრამ მე ზრდილობიანად ვუთხარი უარი.

“რა კარგია, რომ შევხვდით, მანქ”, - მითხრა მან, და ენერგიულად ჩამომართვა ხელი.

“დიახ, შენთან შეხვედრამ ბევრი მომცა, შონ”.

ამ დღიდან ნიუ-დელიში ყოველი ჩემი ჩასვლის დროს, ღამეს სხვა სადჰუებთან ერთად, ხანუმანის ტაძარში, კონოტ-პლეისთან ახლოს ვატარებდი.

მომდევნო დღეს ვარანასში განვაგრძე ჩემი მოგზაურობა. მესამე კლასით მგზავრობის ერთ-ერთი უპირატესობა ისაა, რომ მატარებლიდან ჩამოსვლა ნებისმიერ გაჩერებაზე შეგიძლია, შემდეგ კი ასევე შეგიძლია იმავე მიმართულებით მიმავალ სხვა მატარებელში შეხტე. ამიტომ, როცა აგრაში გავჩერდით, სადაც შვიდი საოცრებიდან ერთ-ერთიი – ტაჯ-მაჰალი მდებარეობს, ნუთუ შემეძლო მეჩვიდმეტე საუკუნის ამ მავზოლეუმის ნახვის შესაძლებლობა გამეშვა ხელიდან? მასიური ალაყაფი გავიარე და წყალსატევების რიგი და კვიპაროსის ალეიები დავინახე. მათგან ორივე მხარეს გაშლილიყო ყვავილების ბაღი სპარსულ სტილში. ალეიების შორეულ ბოლოში, ცისფერი ცისა და მდინარე იამუნას ფონზე, აღმართულიყო ტაჯ-მაჰალი. ახლოს მივედი და აღტაცებული ვათვალიერებდი თოვლივით თეთრი მარმარილოთი ნაშენებ ამ უმშვენიერეს ნაგებობას.

http://www.radikal.ru

ბაღში ჩამოვჯექი და ბროშურა წავიკითხე ტაჯ-მაჰალის ისტორიაზე. შაჰმა, მმართველი მოგოლების დინასტიიდან, ეს ნაგებობა აღმართა თავისი განსვენებული ცოლის საპატივცემულოდ, რომელიც ძალიან უყვარდა. ტაჯ-მაჰალი ჩაფიქრებული იყო როგორც მისი განსასვენებელი. მშენებლობა 1653 წელს დასრულდა. ოციათასი ოსტატი და მუშა აგებდა ამ დიდებულ შენობას ოცდაორი წლის განმავლობაში. ლეგენდა ამბობდა, რომ როცა მავზოლეუმის აშენება დასრულდა, ყველაზე ნიჭიერ ოსტატებს ხელები მოჰკვეთეს, რათა ვეღარასოდეს აეგოთ მსგავსი შედევრი. შემდგომ ხელისუფლება შაჰის ერთ-ერთმა შვილმა ჩაიგდო ხელთ. მან საპყრობილეში ჩააგდო საკუთარი მამა, ზოგიერთი ძმა გადაასახლა, სხვები კი დახოცა. ბროშურას თვალი მოვწყვიტე და ამ ისტორიაზე დავფიქრდი. ააშენა რა შესანიშნავი სასახლეები, ციხე-სიმაგრები, მეჩეთები და თავად ტაჯ-მაჰალი, ამ შაჰმა საკუთარი შვილისგან განიცადა მარცხი და დარჩენილი ცხოვრება დილეგში გაატარა. და სანამ ტუსაღობისგან იტანჯებოდა, მისი ოჯახის წევრები ერთმანეთს უმოწყალოდ ხოცავდნენ.

აი როგორ ტრაგიკულ შედეგებამდე მივყავართ ძალაუფლების დაუოკებელ წყურვილს. სიყვარულის მშვენიერი ყვავილი ვერ გაიხარებს იმ გულში, რომელიც სიხარბისა და ანგარების სარეველებითაა სავსე. აი რატომაა სიყვარულის ჭეშმარიტი ძეგლი – საკუთარ გულში შურზე, ავხორცობაზე და სიხარბეზე გამარჯვება.
* * *
ჩემი მოგზაურობა გავაგრძელე უძველეს ქალაქ ვარანასში, რომელსაც ინგლისელებმა თავის დროზე ბენარესი გადაარქვეს. ინდოეთის წმინდა წერილებში სახელ კაშიდ განთქმული და მილიონობით მიერ ინდუსის მიერ ყველაზე წმინდა ქალაქად აღიარებული, იგი განსაკუთრებით ძვირფასი იყო მათთვის, ვინც ღმერთს შივას სახით ეთაყვანებოდა. ვარანასში ჩასვლისთანავე პირველ რიგში განგასკენ გავემართე. მდინარეზე მზე ამოდიოდა. წყლისკენ მიმავალი ქვის საფეხურები თვალმიუწვდენელ მანძილზე გადაჭიმულიყო.

ათიათასობით ადამიანი შეკრებილიყო ნაპირზე რიტუალური განბანვის მისაღებად. ყველგან კეთილსურნელების სუნი იდგა, და მისი არომატული კვამლი ცაში იჭრებოდა. გაისმოდა ბრინჯაოს წინწილებისა და ზარების, საყვირისა და ბარაბნების ხმა. ფლეიტები ნაზ მელოდიებს გამოსცემდნენ, სიმებიანი ინსტრუმენტები კი წმინდა რაგებს უკრავდნენ. ხალხი ყვავილებისა და გირლიანდების აურაცხელ რაოდენობას სთავაზობდა მდინარეს. სიმღერების, ჰიმნების და მანტრების ხმები ყველა მხრიდან მოდიოდა, ერთმანეთს ერწყმოდა და ღმერთამდე აღწევდა.

განგასადმი პატივისცემის ნიშნად ქალები საზეიმო სარებში მორთულიყვნენ, მამაკაცებს კი მკაფიო და ნათელი ფერების ტიურბანები ამშვენებდათ. მზისგან დიდი ქოლგებს თავშეფარებულ ვაჭრებს კიბის საფეხურებზე ფერადი ფხვნილების მთები გამოეფინათ – წითლები, მწვანეები, ნარინჯისფერები და ლურჯები.
თაყვანისმცემლები მდინარეს კეთილსურნელოვან ჩხირებსა და ლამპადებს უძღვნიდნენ, ნიჟარებში ჰბერავდნენ და მარაოებით უნიავებდნენ. წელამდე წყალში მდგარი ადამიანების ბრბო ლოცვებს აღუვლენდა განგას და ასევე სხვა რიტუალებსაც ასრულებდნენ. მდინარეში ყველა იღებდა განბანვას – ქალებიც, კაცებიც, ბავშვებიც, ძროხები და კამეჩებიც, თხებიც, მაიმუნებიც და სპილოებიც კი. ზოგიერთ ადგილას უფასოდ არიგებდნენ ნაკურთხ საჭმელს. ვაჭრები ურიკებით სხვადსხვა ნივთს და რელიგიურ ატრიბუტებს ჰყიდდნენ. ეს ნამდვილი დღესასწაული იყო – ერთგულების და რელიგიური გრძნობების დღესასწაული. სხვების ენთუზიაზმი გადმომედო და მეც მივიღე დილის განბანვა.

http://www.radikal.ru
http://www.radikal.ru
http://www.radikal.ru
* * *
განბანვის შემდეგ ვარანასის ცენტრში, კაში ვიშვანათჰას უძველესი ტაძრისკენ გავემართე. როგორც წმინდა წერილები ამბობენ, ოდესღაც ამ ადგილას უფალი შივა ცხოვრობდა თავის ღვთაებრივ მეუღლე პარვატისთან ერთად. საუკუნეების განმავლობაში ტაძარი მწირობის ადგილს წარმოადგენდა წმინდანებისთვის, მეფეებისთვის და უბრალო ადამიანებისთვის. რაღაც მომენტში ტაძრის პოპულარობამ ისეთ მრისხანებაში მოიყვანა მოგოლთა იმპერატორი, რომ მან მთლიანად დაანგრია იგი და მის ადგილას მეჩეთი აღმართა. საბედნიეროდ ინდუსებმა მოახრერხეს შივას ღვთაების გადამალვა და შემდგომში ახალ ტაძარში დადგეს იგი. მას შემდეგ ძველებურად ათიათასობით მორწმუნე დადიოდა მის სანახავად.

http://www.radikal.ru
* * *
ვარანასში სეირნობისას, უცებ ქალების მოთქმა-გოდება გავიგონე. ვიწრო ქუჩით მდინარისკენ დამკრძალავი პროცესია მიდიოდა. მიცვალებულის სხეული ყვავილებით გაწყობილ ბამბუკის საკაცეზე იდო, რომელიც მის ახლოლებს შემოედოთ მხრებზე და ისე მოჰქონდათ. მამაკაცებს თავი შედარებით ხელში ეჭირათ, ქალები კი მთელი ძალით მოთქვამდნენ. მათი ტანჯვა ვერავის ვერ დატოვებდა გულგრილს. მე თანაგრძნობით განმსჭვალული შევუერთდი პროცესიას, რათა მენახა, თუ როგორ ტარდებოდა კრემაციის რიტუალი. დასავლეთში მსგავსი არაფერი მინახავს. აქ, განსასვენებელ გჰატასთან, ვარანასში, სიკვდილის იმ საიდუმლოს ვუჭვრეტდი, რომლის შეცნობასაც ფილოსოფოსები უკვე მრავალი ათასი წელია უშედეგოდ ცდილობენ. ვლოცულობდი, რომ ოდნავ მაინც ახდილიყო ჩემთვის ამ საიდუმლოს ფარდა, და გადავწყვიტე, რომ აისიდან დაისამდე აქ, მანიკარნიკა-გჰატასთან ვიდგებოდი და გარდუვალ სიკვდილზე ვიმედიტირებდი.
მრავალი ინდუსი დიდ წარმატებად თვლიდა ვარანასში, განგას ნაპირას სიკვდილს, რადგანაც აქ თავად უფალი შივა მოდის მომაკვდავთან და ყურში ჩასჩურჩულებს ხოლმე რამას – უზენაესი უფლის, მარადიული ნეტარების წყაროს სახელს, ეს კი გაუთავებელი დაბადებების და სიკვდილების ჯაჭვისგან ანთავისუფლებს სულს. აი, რატომ ჩამოდის ვარანასში მრავალი მოხუცებული მწირი, რომლებიც აქ თავის სიკვდილთან შეხვედრას იმედოვნებენ. ისეთ ადგილას მოვეწყვე, საიდანაც კარგად მოჩანდა, როგორ წვავდნენ მკვდარ სხეულს, და ვაკვირდებოდი იმ გარდაცვლილის ახლობლებს და ნათესავებს, რომელიც თავისი ნების საწინააღმდეგოდ, სიკვდილის პირისპირ აღმოჩნდა. როდესაც პროცესია კრემაციის ადგილთან მივიდა, სხეული ხის მორებზე დააწვინეს, და ლოცვების, მანტრებისა და წმინდა წერილების კითხვის თანხლებით წმინდა ატრიბუტებით მორთეს იგი. გარდაცვლილის უფროსმა შვილმა, ან იქნებ უახლოესმა ნათესავმა, გარშემო შემოუარა გვამს, განგის წყალი აპკურა, შემდეგ კი ანთებული ჩირაღდანი კოცონის შეშასთან მიიტანა.

http://www.radikal.ru

მკვდარი სხეულის კრემაცია სულის გამონთავისუფლების სიმბოლოს წარმოადგენს, ცეცხლი კი შემოქმედ – ბრაჰმას განასახიერებს. კოცონი მალე აგიზგიზდა და ცეცხლის ალი მაღლა და მაღლა მიიწევდა. ამის შემდეგ მომტირალე ნათესავებმა დასამშვიდობებელი ლოცვა აღავლინეს, მდინარეში მიიღეს განბანვა და დაიშალნენ, მე კი დავრჩი და ყურადღებით ვაკვირდებოდი მკვდარი სხეულის არსებობის უკანასკნელ წამებს. პირველად ცეცხლმა თმა აქცია ფერფლად. შემდეგ კანი შეიჭმუხნა, იწვოდა შინაგანი ორგანოები და იმსხვრეოდა ძვლები. თანდათანობით ცეცხლის ალმა მთელი სხეული შთანთქა, და მისგან აღარაფერი დარჩა, გარდა ფერფლის გროვისა. შემდეგ ეს ფერფლი გულდასმით შეაგროვეს და განგაში ჩაუშვეს – მიცვალებულის უკანასკნელ ნავსაყუდელში.

ასეთი იყო ადამიანური ცხოვრების ფინალი. და ეს ყველაფერი დედა განგას ტკბილი სიმღერის ბგერების ქვეშ ხდებოდა, რომელიც უკან, მარადიული რეალობის სამყაროში უხმობდა სულს. ხანდახან ამ სიმღერაში ჰარე კრიშნა მანტრაც ჩამესმოდა ხოლმე, ვიმეორებდი მას, და სიკვდილზე ვფიქრობდი. ადრე თუ გვიან ყოველი ჩვენგანის სხეული მიწას ან ცეცხლს მიბარდება. მაგრამ თუ სხეული – ჩვენი ახლობლების და ნათესავების სიყვარულის ჭეშმარიტი ობიექტია, მაშ რატომ წვავენ მას?

არა, ადამიანებს სხეული კი არა, სული უყვართ. სხეული – მხოლოდ დროებითი გარსია სულისა. მის გარეშე სხეული ავტომობილს ჰგავს, საიდანაც მძღოლი გადმოვიდა. სამყაროს თვალების მეშვეობით ვუმზერ, სუნს ცხვირის მეშვეობით შევიგრძნობ, გემოს ენით ვგრძნობ, ყურებით მესმის, შეხებას კანით აღვიქვამ, ტვინით ვაზროვნებ და გულით მიყვარს, მაგრამ ვინ არის ეს “მე”? ვინ მართავს ჩემს სხეულს, ისე რომ ამავდროულად ყველა მისი ქმედების მოწმეა და ტკბობას ან ტანჯვას განიცდის ამ ქმედებებისგან?

ვცდილობდი პასუხი მეპოვა ამ კითხვაზე, და ვაკვირდებოდი, როგორ ხდებოდა ერთი-მეორეს მიყოლებით გვამების კრემაცია და მათი ფერფლის განგის წმინდა წყლისადმი მიბარება. ოდესმე ჩვენც წაგვიღებს დროის მდინარე. მიუხედავად რასისა და სქესისა, ეროვნებისა და განათლებისა, სიმდიდრისა და აღმსარებლობისა – ყველანი თანაბარნი ვართ სიკვდილის წინაშე.

http://www.radikal.ru

Posted by: cinemamu 1 Dec 2011, 18:24
ღამეებს მდინარის ნაპირას ან ხის ქვეშ ვათენებდი, დღისით კი მოწყალებას ვითხოვდი – ჩვეულებრივ ეს ბრინჯის ფანტელები იყო. ასეთი ცხოვრების სახე ავირჩიე. ჯანმრთელობას არ ვუჩიოდი, თუ არ ჩავთვლით დიზენტერიის რამდენიმე შემთხვევას. ტანსაცმელი, რომელიც რიშიკეშში მივიღე, უწინდებურად მეცვა, მიუხედავად იმისა, რომ აღარაფრად ვარგოდა. თმა კიდევ უფრო გამეზარდა. ფეხები გამიუხეშდა და ნახეთქებით დაიფარა ჯუნგლებში და მინდვრებზე, სოფლებში და ქალაქებში ფეხშიშველი სიარულისგან. ჩემს ავლადიდებას შეადგენდა თასი მოწყალებისთვის, ჯოხი და ჩანთა, რომელშიც იდო წიგნები და უკანასკნელი ფულით ნაყიდი რეპროდუქცია. მიუხედავად იმისა, რომ არაფერი გამაჩნდა, გული სიმსუბუქით სიხარულით მქონდა სავსე – მე ხომ მიზანი მქონდა, რომელიც წმინდა იყო ჩემთვის და ბოლომდე მჯეროდა მისი. ცხოვრებამ ახალი და ახალი გაკვეთილები მომცა, და მე ვცდილობდი ბეჯითი მოსწავლე ვყოფილიყავი. რაღაც ძალა გამუდმებით მიბიძგებდა წინისაკენ. მე მივდიოდი, ანთებული რაც შეიძლება მეტის ნახვის და მეტის სწავლის სურვილით. რაღაც მაიძულებდა, რომ ახალ-ახალი ნაცნობები გამეჩინა და ერთ ადგილზე დიდხანს არ შევჩერებულიყავი. რა, ან უფრო ზუსტად, ვინ იყო ეს?

მჯეროდა, რომ თავად ღმერთი მიბიძგებდა წინ, რომლის არსებობასაც გამუდმებით ვგრძნობდი ადრეული ბავშვობიდან; ის, ვისაც ჯერ კიდევ ბავშვობაში აღვუვლენდი ლოცვას; ის, ვინც ასე შორს იყო, და ამავე დროს ასე ახლოს; ის, ვისაც მრავალჯერ ვუღალატე მოზარდობის პერიოდში, და ვისი შეცნობა და შეყვარებაც ახლა მინდოდა.

ვარანასში გავიგე, რომ არსებობს კიდევ ერთი წმინდა ადგილი, დაკავშირებული უფალ შივასთან – პაშუპატინათჰი. მითხრეს, რომ წელიწადში ერთხელ იქ განსაკუთრებულ ღამეს აღნიშნავენ, რომელშიც არც ერთი ლოცვა, შივასადმი მიმართული, უპასუხოდ არ რჩება. ძალიან შთამაგონა როგორც თავად კურთხევამ, ასევე იმ თავგადასავლის პერსპექტივამ, რომელსაც მომავალი მოგზაურობა მიქადდა.

მატარებლით და ავტოსტოპით თითქმის ოთხასი კილომეტრი გადავლახე და კატმანდუს ველში, ნეპალში ჩავედი, სადაც პაშუპატინათჰის ტაძარი მდებარეობს. ტაძართან ათასობით მოგზაური მიდიოდა, მაგრამ მე, როგორც უცხოელი, არ შემიშვეს. ამხელა გზა იმისთვის არ გამივლია, რომ გაწბილებული ამ ტაძრის ნახვის გარეშე დავრჩენილიყავი. რაც არ უნდა დამჯდომოდა, უნდა მელოცა ამ ტაძარში, რომ ღვთაებრივი სიყვარულისკენ მიმავალი ჩემი გზა მეპოვა. ამიტომ დიდი რისკის ფასად, წმინდა კოცონის ფერფლი წავისვი ტანზე და როგორღაც მაინც შევაღწიე ტაძარში. ამ შემთხვევამ [რომელიც პროლოგშია აღწერილი] უზარმაზარი გავლენა მოახდინა ჩემზე და მაიძულა ბევრი რამისთვის გადამეხედა ჩემს გონებაში.

http://www.radikal.ru

პაშუპატინათჰი
* * *
მომდევნო დილით უკან, ინდოეთისკენ დავბრუნდი. სამასამდე კილომეტრი უნდა გამევლო პაშუპატინათჰიდან სამხრეთით – ბოდჰ-გაიში, რომელიც მდებარეობს ბიჰარის შტატში და ყველაზე წმინდა ადგილია მთელი მსოფლიოს ბუდისტებისთვის. ორიათასხუთასი წლის წინ პრინცმა სიდჰართჰა გაუტამამ თავისი უძვირფასესი სასახლე მიატოვა, რათა მოეპოვებინა განთავისუფლება დაბადების, სიბერის, ავადმყოფობებისა და სიკვდილის ტანჯვებისგან. ექვსი წელი განდეგილად ცხოვრობდა და თვითგვემას ეწეოდა იმით, რომ შიმშილობდა, მიწაზე იწვა და სხვა ასკეზებს ასრულებდა. გააცნობიერა რა, თავისი მცდელობების ამაოება, დიდი ხნის მოგზაურობის შემდეგ გაუტამა გაიში ჩავიდა, პიპალის ხის ქვეშ ლოტოსის პოზაში დაჯდა და აღთქმა დადო, რომ ადგილიდან არ ადგებოდა, სანამ გასხივოსნებას არ მიაღწევდა. ისევე, როგორც ეშმაკი აცდუნებდა იესოს უდაბნოში, ილუზორული ენერგია, მაია, ცდილობდა ყველანაირი სიამოვნებებით შეეცდინა სიდჰართჰა, მაგრამ იგი ურყევი დარჩა. პიპალის წმინდა ხის ქვეშ, ბოდჰ-გაიში, იგი გახდა ბუდა – გასხივოსნებული. მას შემდეგ ამ ხეს ეთაყვანებიან როგორც ბოდჰის ხეს, ანუ გასხივოსნების ხეს.

ბოდჰის ხის ქვეშ ვსწავლობდი წიგნებს უფალი ბუდას სწავლებაზე და მადლიერების გრძნობით სავსე მზის ამოსვლიდან მზის ჩასვლამდე ვმედიტირებდი. ბოდჰის ხის ქვეშ ვიჯექი და ვგრძნობდი, თუ როგორ მივყავდი ენერგიის მძლავრ ნაკადს სხეულისა და ჭკუის საზღვრებს მიღმა, შორეულ კოსმოსში.

http://www.radikal.ru
http://www.radikal.ru
* * *
1960-იან წლებში ძენ ბუდიზმი ძალიან პოპულარული გახდა დასავლეთში ისეთი ავტორების წყალობით, როგორებიცაა ტეიტარო სუძუკი და ალან უოტსი. მე გაცნობილი ვიყავი ზოგიერთ მათ ნაშრომს, და მომწონდა ამ სწავლების უბრალოება და პირდაპირობა. ძალიან გამიხარდა, როცა შევიტყვე, რომ ამ დროს ბოდჰ-გაიში იმყოფებოდა ძენ-ბუდიზმის მასწავლებელი იაპონიიდან, გადავწყვიტე გამომეყენებინა ეს შესაძლებლობა და მისი ლექციები მომესმინა. სამედიტაციო ოთახში თხუთმეტამდე ადამიანი შეკრებილიყო და მოუთმენლად ელოდა მასწავლებელთან შეხვედრას. მათგან ნახევარი ინდუსი იყო, ნახევარი კი – ამერიკელი და ევროპელი. გაისმა ზარის ხმა და ოთახში შემოვიდა საპატივცემულო გარეგნობის იაპონელი ფრიალა შავ ტანსაცმელში. თავი სუფთად ჰქონდა გადაპარსული, ხელში კი ბამბუკის ჯოხი ეკავა.

მასწავლებელი აუჩქარებლად დაჯდა იატაკზე და ზურგი გამართა. მან ლაპარაკი დაიწყო და ამ დროს მზის სხივმა გააშუქა მისი შთამბეჭდავი ფიგურა:

“მე თქვენი მასწავლებელი ვიქნები. თქვენი მასწავლებელი ძენის საწყის პრაქტიკას გასწავლით, რომელიც თაობიდან თაობას გადაეცემოდა”. მისი რიტმული ლაპარაკი დამაჰიპნოზებელ ზეგავლენას ახდენდა მსმენელზე. “ყველანაირი ტანჯვის ფესვები სურვილებში იმალება, - დაიწყო მან ახსნა. – სურვილები კი ჭკუის გრძნობებთან მიჯაჭვულობის გამო აღმოცენდება. თავისუფლება მდგომარეობს იმაში, რომ დავაცარიელოთ ჭკუა და განვდევნოთ მისგან ყველა აზრი. აზრებისგან განთავისუფლება, ანუ ჭკუაზე გამარჯვება – ნიშნავს სატორის, განთავისუფლების მოპოვებას”. მასწავლებელმა მაგრად დახუჭა თვალები და კონცენტრირებულმა ახსნა, რომ ძენი – ეს ცხოვრების აზრის უშუალო შეცნობაა. იგი არაა გადატვირთული ლოგიკით და ჭეშმარიტების ფილოსოფიური ძიებებით, რომლებიც მხოლოდ გვაცდენენ მედიტაციიდან. “ყოველი თქვენგანი – ბუდაა, - თქვა მან, - მაგრამ ეს ჭეშმარიტება თავად უნდა აღმოაჩინოთ. ყველა ცოცხალი არსება ბუდაა, ისევე, როგორც ყინული სხვა არაფერია, თუ არა წყალი”. შემდეგ მან ძენ-ბუდიზმის ცნობილი გამოთქმის ციტირება მოახდინა: “დიადი ტეიტარო სუძუკი წერდა, რომ ძენის პრაქტიკა – ესაა ცხოვრება, რომელიც სავსეა მორჩილებით და შრომით, მსახურებით და ლოცვით, მადლიერებით და მედიტაციით”.

შემდეგ დაიწყო მოყოლა სწავლების თავისი მეთოდის შესახებ: “თქვენი მასწავლებელი მკაცრი იქნება თქვენთან. მის ყოველ სიტყვას უნდა დაემორჩილოთ და ყოველთვის შეინარჩუნოთ მდუმარება. თანახმა ხართ?” ყველამ თავი დაუქნია. შემდეგ მასწავლებელმა ქცევის წესები ახსნა: “თქვენ უნდა მოახდინოთ გრძნობათა მოთხოვნილებების იგნორირება: არავითარი სექსი, არავითარი ნარკოტიკი, არავითარი აზარტული თამაში და არავითარი მუსიკა. შეჭამთ მაშინ, როცა მასწავლებელი მოგცემთ ამის ნებას, და მხოლოდ იმას, რასაც მოგცემთ”. ახალბედები შეაცბუნა ამ სიტყვებმა, მაგრამ ძველმა მოსწავლეებმა გაამხნევეს ისინი. იაპონელი აგრძელებდა: “თქვენი მასწავლებელი კოანების მეშვეობით გასწავლით – იგავი-გამოცანებით, რომლებიც რაციონალური აზროვნებისგან გაგანთავისუფლებენ. თქვენი მასწავლებელი შეგასწავლით კინჰინს – მედიტაციას სიარულის დროს, და ძაძენს – მედიტაციას მჯდომარე მდგომარეობაში. ყოველდღე გვექნება სამი ჯგუფური მეცადინეობა ძაძენში, ერთი-ორი საათის ხანგრძლივობით. თქვენ აბსოლუტურად გაუნძრევლად უნდა იჯდეთ. უმნიშვნელო მოძრაობისთვისაც კი მასწავლებელი ბამბუკის ჯოხით დაგსჯით”.

შემდეგ ხელები მუხლებზე დაიწყო და ჭკუის ყველანაირი ფიქრისგან განთავისუფლების ტექნიკა გვაჩვენა. ამისთვის საჭირო იყო დაჯდომა და ყურადღების კონცენტრაცია ხაზზე, რომელსაც იატაკისა და კედლის გადაკვეთა ქმნის, ისე რომ ყურადღება სხვაზე არაფერზე გადაგვეტანა. “როცა მასწავლებელი ზარს დააწკარუნებს, მედიტაციას დაიწყებთ და მხოლოდ განმეორებითი ზარის შემდეგ დაასრულებთ”.

პირველივე საღამოს მეცადინეობაზე ბეჭი დამეჭიმა და ოდნავ შევარხიე იგი. და მაშინვე ჩემს ბეჭზე ბამბუკის ჯოხი დაეშვა. ეს იყო პირველი და უკანასკნელი, როცა მედიტაციის დროს გავინძერი. ნებისმიერს, რომელიც ამ წესს არღვევდა, მაშინვე სჯიდნენ. ხოლო რადგანაც დიდხანს ჯდომისგან ბევრს უბუჟდებოდა და ეღლებოდა ხელ-ფეხი, და ამასთან მოსვენებას კოღოებიც არ გვაძლევდნენ, სხეულზე ჯოხის ბათქა-ბუთქი რეგულარულად ისმოდა. როგორც იქნა მასწავლებელმა ზარი დარეკა და ჩვენი ტანჯვა-წამება დასრულდა.

ყველა მოსწავლე დათანხმდა თმის გადაპარსვაზე, ჩემს გარდა. სხვებისგან განსხვავებით, მე არ ვაპირებდი ჩემი ცხოვრების ბუდიზმის პრაქტიკისთვის მიძღვნას. ამისთვის სიმტკიცე და რწმენა არ მყოფნიდა. გავიარე რა ორკვირიანი კურსი, მადლობა გადავუხადე მასწავლებელს და ჩემი ძიება განვაგრძე. მე ვთვლიდი, რომ ცხოვრების დარეგულირებულმა წესმა, რომელსაც ჩვენგან მასწავლებელი მოითხოვდა, და გამუდმებულმა მეცადინეობებმა მედიტაციაში, გარკვეული სარგებლობა მომიტანეს. მაგრამ რაღაც, ამ პრაქტიკაში, სიფრთხილისკენ მიბიძგებდა, თუმცა ვერ ვხვდებოდი, კონკრეტულად რა იყო ეს.

რამდენიმე დღის შემდეგ, როდესაც ბოდჰის ხის ქვეშ მედიტაციას მოვრჩი, ორ ახალგაზრდა ამერიკელს შევხვდი – იაპონელი მასწავლებლის ერთგულ მიმდევრებს. როცა დავინტერესდი, თუ როგორ მიდიოდა მათი საქმეები, ქალმა მოულოდნელად ტირილი დაიწყო. “შენ ვერც კი დაიჯერებ, რა მოხდა აშრამში შენი წასვლის შემდეგ”, - თქვა მან.

“და რა მოხდა?” – ვკითხე დიდი ინტერესით.

ქალმა ღრმად ამოიხვნეშა, გვერდით ჩამომიჯდა და მოყოლა დაიწყო:

“გვიან ღამით ჯონათანი ქუჩაში გავიდა, ტუალეტში. შემთხვევით ძალიან უცნაური რამ შეამჩნია, - მან პაუზა გააკეთა, რომ თავი ხელში აეყვანა, და თვალებიდან ცრემლები მოიწმინდა. – გახსოვს პემი, მასწავლებლის ამერიკელი მიმდევარი?”

მე თავი დავუქნიე.

“ჰოდა, ის მასწავლებლის საძინებელში შევიდა და რამდენიმე საათში ძალიან შეშინებული გამოვიდა იქიდან. მომდევნო რამდენიმე ღამე ჯონათანმა ბანანის ხეების ქვეშ გაატარა და იქიდან უთვალთვალებდა მასწავლებლის ოთახს. ყოველ ღამე ერთი და იგივე მეორდებოდა. როცა ეს შევიტყვე, გადავწყვიტე პემს პირდაპირ დავლაპარაკებოდი, და მან ყველაფერი აღიარა. მასწავლებელი ყოველ ღამე სექსუალურ ურთიერთობაში შედიოდა მასთან”.

ქალმა ცხვირსახოცით ცხვირი მოიწმინდა, შემდეგ კი მე შემომხედა: “მან გვიღალატა”.

მოსმენილისგან შიგნით ყველაფერი გამიცივდა.

ჩემი ნაცნობი თავის მონათხრობს აგრძელებდა, და აღწერდა, თუ როგორ გადაწყვიტეს მასწავლებლის შემოწმება იმით, რომ ჩაიში ლსდ ჩაუყარეს. ნარკოტიკის ზემოქმედების ქვეშ მან მთლიანად გამოავლინა თავი. “არც კი დაიჯერებ რას ლაპარაკობდა! ყოველმხრივ ადიდებდა საკუთარ თავს!” მან ხმა დაიბოხა და ცხვირწინ თითის ქნევა დამიწყო, ამით მასწავლებელს ბაძავდა: “თქვენ მე უნდა დამემორჩილოთ, მხოლოდ მე! მე გასხივოსნებას მივაღწიე. ყველა დანარჩენი – მატყუარაა. ნებისმიერი, ვინც ჩემ სიტყვებში ან ქმედებებში დაეჭვდება, განწირულია”.

თხრობის დასასრულს ჩემმა ნაცნობმა გამანდო, რომ მასწავლებლისგან ყველა მისი მოსწავლე წამოვიდა.

ჩემთვის მტკივნეული იყო იმის მოსმენა, რაც ჩემს ერთ-ერთ მასწავლებელს დაემართა. ამერიკელ ნაცნობებს დავემშვიდობე და ვცდილობდი მომხდარი გამეაზრებინა. ძენის მასწავლებელი ძალიან მკაცრი იყო იყო მოსწავლეების მიმართ, მაგრამ, როგორც გაირკვა, არა საკუთარი თავის მიმართ. მან დაამახინჯა უძველესი ტრადიცია და ჩრდილი მიაყენა მათ, ვინც ასწავლიდა ან გულწრფელად სწავლობდა მას. რაც არ უნდა სამწუხარო იყოს, მსოფლიოს ვერც ერთმა რელიგიამ ვერ დააღწია თავი ამ ხვედრს – ფარისევლები და მატყუარები ყველგან იყვნენ.

უპასუხისმგებლო სულიერ მოძღვარს შეუძლია გული გაუტეხოს თავის მიმდევრებს და რწმენა შეურყიოს მათ, რის შემდეგაც ისინი ეჭვით შეხედავენ ჭეშმარიტების ნამდვილ მასწავლებლებსაც კი. როგორი ტკივილი მიაყენა ძენის მასწავლებლის ფარისევლობამ იმათ, ვინც ოდესღაც ენდობოდა, და როგორი ზიანი მიაყენა ამით საკუთარ თავსაც! არაფერია იმაზე მნიშვნელოვანი, ვიდრე საკუთარი იდეალებისადმი ერთგულების შენარჩუნება და თავადვე იმის მიყოლა, რასაც ქადაგებ.
* * *
ბოდჰ-გაის მშვენიერ შემოგარენში განლაგებული იყო მრავალრიცხოვანი ტაძრები, რომლებიც ბუდისტებმა ააშენეს აზიის სხვადასხვა ქვეყნებიდან. ერთი-მეორეს მიყოლებით ვათვალიერებდი მათ, და ბირმის ვიჰარის (ტაძრის) მშვიდ გარემოში გავიცანი მასწავლებელი, სახელად სატია ნარაიანა გოენკა. ეს მასწავლებელი ბირმიდან, უკვე წელიწადზე მეტია აქ ცხოვრობდა და ყველა მსურველს ასწავლიდა მედიტაციის უძველეს ტექნიკას. მან ათდღიან კურსეზე მიმიპატიჟა, რომელიც მომდევნო დღეს იწყებოდა. მისი გულწრფელობით მოხიბლული, შევუერთდი ჯგუფს, რომელიც ათეულობით მოსწავლისგან შედგებოდა. გოენკაჯი, როგორც მას ვეძახდით, მშობელი მამასავით ზრუნავდა ჩვენზე. მისი ოდნავ შეჭაღარავებული თმა აკურატულად იყო შუაზე გაყოფილი, სუფთად გაპარსული სახე კი სიმშვიდეს ასხივებდა. ტანზე გრძელი ლურჯი ფერის ლუნგი და თეთრი ღილებიანი პერანგი ემოსა.

გოენკაჯი იატაკზე იჯდა გადაჯვარედინებული ფეხებით და თავის თავზე გვიყვებოდა. იგი დაიბადა 1924 წელს ინდოელების ოჯახში, რომლებიც ბირმაში გადასახლდნენ და იქ თავიანთი ბიზნესი წამოიწყეს. მიუხედავად სიმდიდრისა და საზოგადოებრივი მდგომარეობისა, გოენკაჯი არ იყო ბედნიერი. განსაკუთრებულ ტანჯვას რეგულარული თავის ტკივილები და სხვადასხვა უსიამოვნებები ანიჭებდნენ. “1955 წელს გავიცანი ჩემი პატივცემული მასწავლებელი საიაჯი უ ბა კჰინი, - თქვა გოენკაჯიმ. – ამ შეხვედრამ მთელი ჩემი ცხოვრება შეცვალა, და მომდევნო თოთხმეტი წელი მისი ხელმძღვანელობით ვსწავლობდი. ტრადიცია, რომელსაც იგი წარმოადგენს, თავად ბუდადან მოდის. ბუდას სწავლება არ ყოფილა სექტანტური. იგი დჰამას, ანუ დჰარმას ქადაგებდა, - განთავისუფლების გზას”. გოენკამ აგვიხსნა, რომ ვიპასანა (“საგნების ჭვრეტა მათ ჭეშმარიტ შუქში”) – ეს ერთ-ერთი უძველესი მედიტაციის ტექნიკაა ინდოეთში. “გაუტამა ბუდამ ხელახლა აღმოაჩინა იგი ორიათასხუთასზე მეტი ხნის წინ და ასწავლიდა მას, როგორც ყველა პრობლემისგან განთავისუფლების უნივერსალურ საშუალებას”. გოენკაჯიმ დიდი მადლიერებით გაიხსენა თავისი მასწავლებელი: “მიუხედავად იმისა, რომ უ ბა კჰინი მეოჯახე ადამიანი იყო, და არა ბერი, მან სრულყოფილად შეიცნო ვიპასანა და სხვებსაც ასწავლიდა მას. რადგანაც მისი ნატვრა იყო ვიპასანას დაბრუნება მის სამშობლოში, ინდოეთში, მან კურთხევა მომცა ამ მისიაზე”.

გოენკაჯი ძალიან პატიოსანი და მოწესრიგებული პიროვნება იყო, რომელსაც შეგეძლო თვალდახუჭული მინდობოდი. მისი სწავლება უბრალო და ქმედითი იყო. დღეში სამჯერ ჯგუფურ მედიტაციას ვატარებდით, საღამოობით კი გოენკაჯი ლექციებს კითხულობდა. “ამ მედიტაციის მეშვეობით, - ამბობდა იგი, - თქვენ ისწავლით ცხოვრების დანახვას თქვენში და თქვენს გარეთ. განზე მდგარნი დააკვირდებით მას, და განთავისუფლდებით წარმოდგენებისგან სიამოვნებასა და ტკივილზე, გამარჯვებასა და მარცხზე, ბედნიერებასა და უბედურებაზე. ამგვარად, თქვენი ჭკუა გაწონასწორებულობის უფრო და უფრო ნატიფ მდგომარეობებს მიაღწევს, ხოლო გაწონასწორებულობისგან წარმოიშვება თანაგრძნობა”.

http://www.radikal.ru

სატია ნარაიანა გოენკა

ყოველ დილით პირისპირ ვესაუბრებოდი გოენკაჯის, და ჩვენ ძალიან დავახლოვდით. იგი გულწრფელ ზრუნვას ავლენდა ყოველი ჩვენთაგანის მიმართ და არაფერს ითხოვდა სანაცვლოდ. მისი სულიერი ძალის და თავდაჯერებულობის წყალობით ჩვენი პატარა ჯგუფი ძალიან დაცულად გრძნობდა თავს. როცა კურსები დასრულდა, გოენკაჯიმ სწავლების ახალ ციკლზე მიმიწვია, რომელიც ბომბეიში იყო დაგეგმილი, და ჩვენ შევთანხმდით რომ იქ შევხვდებოდით. რამდენიმე დღე აისიდან დაისამდე ვატარებდი ვიპასანას მედიტაციას ბოდჰის წმინდა ხის ქვეშ, შემდეგ კი ტაძარში მივდიოდი და ბუდას ოქროსფერი ქანდაკების წინ ვლოცულობდი, ვთხოვდი რა კურთხევას.

* * *
Introduction to Vipassana


* * *
ბოდჰ-გაიდან ჩრდილო დასავლეთით გავემართე, სარნათჰში, სადაც “ირმების პარკში” ბუდამ თავისი მქადაგებლური მისია წამოიწყო. იქ შევისწავლე ბოდჰისატვას ფიცი. ადამიანი, რომელიც ამ ფიცს დებს, მიჰყვება რა ბუდას ნაკვალევს, თავის სიცოცხლეს ყველა ცოცხალი არსების ილუზიით გამოწვეული ტანჯვებისაგან გადარჩენისთვის სწირავს. გადავწყვიტე სარნათჰადან კალკუტაში გავმგზავრებულიყავი, რათა კურთხევა მეთხოვა წმინდანისთვის, რომლის უანგარობაზეც ამდენი მსმენია, - დედა ტერეზასთვის.

მატარებლიდან ჰოვრას სადგურზე ჩამოვედი, კალკუტაში, ძლივს გავაღწიე ხალხმრავალ ბრბოში და განგას ნაპირისკენ, კალი-გჰატასკენ წავედი. ადრიანი დილა იყო. მივედი რა კალის ტაძართან – ქალღმერთისა, რომელიც უფალი შივას თანაგრძნობას განასახიერებს და ბოროტებას ანადგურებს, - შესასვლელთან დიდი რიგი დამხვდა. ტაძართან ახლოს, დახლებზე, კალის გამოსახულებები იყიდებოდა, რომელზეც იგი ენაგამოყოფილი და ხელში მახვილით იდგა. ვაჭრები ხმამაღლა ყვიროდნენ: “ჯაბა მალა!”, - და მუშტარს ჰიბისკუსის სისხლისფერ-წითელი ყვავილების გირლიანდების ყიდვას სთავაზობდნენ. რომლებიც, როგორც თვლიან განსაკუთრებით მოსწონს ქალღმერთს. ზარის ფორმის ამ ყვავილებს ხუთი გვირგვინის ფურცელი და გრძელი ბუტკო აქვთ, რომლებიც კალის გრძელი ენასავით არიან დაკიდებულნი ყვავილის ცენტრიდან. დახლებზე გამოფენილი იყო ასევე კეთილსურნელოვანი ჩხირები და ბიჟუტერიის მთები. ვაჭრები ერთმანეთს ასწრებდნენ კლიენტების მიზიდვას და დაჟინებით სთავაზობდნენ მათ რძის ტკბილეულის, ყვავილების, ქოქოსის კაკლების და კინოვარის წითელი ფხვნილის ყიდვას ტაძარში კალის ღვთაებისადმი შესათავაზებლად. ეს იყო მწირების, ვაჭრებისა და ღატაკების დიდი თავშეყრის ადგილი. დინამიკებიდან მუსიკის დამაყრუებელი ხმა ისმოდა. ტაძრის შესასვლელთან რიგებად ისხდნენ კეთროვნები, ინვალიდები და ქვრივები. ისინი ხელებგაწვდილნი მოწყალებას სთხოვდნენ მწირ მოგზაურებს. მინდოდა რაღაცით მაინც შემემსუბუქებინა მათი ტანჯვა, მაგრამ შესათავაზებელი არაფერი მქონდა, გარდა პატიების მთხოვნელი ღიმილისა და ლოცვისა. ჭიშკრის გავლით ორივე მხარეს ხალხის გაუთავებელი ნაკადი მიედინებოდა. მწირები ერთმანეთს აწვებოდნენ და რაღაცას გადაულაპარაკებდნენ ხოლმე ერთმანეთს. მე შიგნით შევედი და მივხვდი, რომ სრულიად არ ვიყავი მზად იმ სანახაობისათვის, რომელიც ჩემს მზერას წარმოუდგა.

კალის ღვთაების პირდაპირ რამდენიმე სამსხვერპლო საკურთხეველი იდგა, სისხლით მოსვრილი. ფეხებით დაკიდებული შავი თხა განწირული კიკინებდა. მისი თავი გასისხლიანებულ მარყუჟში იყო მოქცეული. წელსზემოთ შიშველმა ქურუმმა მანტრები წარმოთქვა, დიდი სისხლიანი დანა მოიქნია და ერთი მოქნევით მოაჭრა თავი უბედურ ცხოველს. თხის ყელიდან სისხლმა იჩქეფა. უსიცოცხლო და არფრისმხედველი თვალებით მომზირალი თავი საზარელი ბრაგვანით დაენარცხა იატაკს. მსახურებმა იმ წამსვე ხელი მოკიდეს სხეულს და სამზარეულოში გაიტანეს, რათა საჭმელი მოემზადებინათ ღატაკთათვის დასარიგებლად.

http://www.radikal.ru
http://www.radikal.ru

ღებინების შემოტევას ვებრძოდი და განგას ნაპირისკენ გავიქეცი, რათა დანახული გამეანალიზებინა. რით განსხვავდება ეს სისხლიანი სანახაობა იმ ყველაფრისგან, რასაც გაწონასწორებულ ბრძენებთან ცხოვრებისას ვხედავდი, - ვფიქრობდი მე, - მაგრამ ბრძენებიც ხომ ინდუიზმის მიმდევრები არიან. ამ თვალნათლივმა წინააღმდეგობამ ჩიხში შემიყვანა. ნაპირზე ხანშიშესულ სადჰუს შევხვდი, რომელიც წიგნს კითხულობდა. მე სადჰუს ჩემი ეჭვები გავუზიარე, და აი რა მიპასუხა მან: “ოდესღაც მეც ქურუმი ვიყავი ერთ-ერთ ასეთ ტაძარში. სამსხვერპლო მახვილით ვაჭრიდი თავს ცხოველების აურაცხელ რაოდენობას. მაგრამ რაღაც მომენტის შემდეგ, ღამ-ღამობით ერთი და იგივე კოშმარი მაწუხებდა”.

“და რა გესიზმრებოდათ?” – ვკითხე მე.

“სიზმარში ჩემს მიერ მოკლული თხები მევლინებოდნენ. თავიდან ისინი საწყალობლად კიკინებდნენ, შემდეგ კი მიყურებდნენ რა სიძულვილით სავსე თვალებით, თავისი რქებით და კბილებით ნაკუწ-ნაკუწ ფლეთდნენ ჩემს სხეულს. ბოლოს გამოჩნდებოდა ხოლმე საზარელი ქურუმი ადამიანის სხეულით და თხის თავით. ის საკურთხეველზე მადებინებდა თავს და ჩემივე მახვილით მაჭრიდა მას”. მოხუცმა წიგნი დახურა და ხეს მიეყრდნო. “აღარ შემეძლო ამის ატანა, მივატოვე ქურუმის მოვალეობები და სადჰუს ცხოვრება დავიწყე”. მე ფართოდ გახელილი თვალებით ვუსმენდი მოხუცს. “ნებისმიერ რელიგიაში, - თქვა მან, - მორწმუნეები თვითნებურად განმარტავენ წმინდა წერილებს და ამა თუ იმ სულიერ პრაქტიკას თავისი შეხედულების შესაბამისად მიჰყვებიან. მათთვის, ვინც სულიერი ცოდნის მწვერვალებისკენ ისწრაფვის, განკუთვნილია მედიტაციისა და ღმერთისადმი უანგარო მსახურების მეთოდი. მათთვის, ვინც შედარებით ნატიფი მატერიალური სიამოვნებებისკენ და ცოდვების გამოსყიდვისკენ ისწრაფვის, რეკომენდებულია სათნოება აღზარდონ საკუთარ თავში. ხოლო მათთვის, ვისაც თავისი მატერიალური სურვილების ასრულება სწადია, არსებობს მეთოდთა მთელი არსენალი, მსხვერპლშეწირვების ჩათვლით, რომელთაგან ერთ-ერთიც თავად იხილე. ნათქვამია, რომ ვედები ნატვრის ხეს ჰგავს – მასში შესაძლებელია ნებისმიერი მიზნის მისაღწევი გზა იპოვო. ქალღმერთი კალი – ეს მატერიალური ბუნების ყოვლადმოწყალე განსახიერებაა. სხვადასხვა ადამიანი სხვადასხვანაირად ეთაყვანება მას, მაგრამ რაც არ უნდა ხდებოდეს მის ტაძრებში, თავად კალი მხოლოდ ვეგეტარიანულ საკვებს იღებს”.

მე ვიჯექი და ჩემს წინ მდორედ მიმავალ მდინარეს ვაკვირდებოდი. დასავლეთში, ვფიქრობდი მე, ასევე კლავენ მილიონობით ცხოველს, მაგრამ ამას ისე აკეთებენ, რომ ვერავინ დაინახოს. აქ კი, ხორცის მოყვარულებს, სხვა თუ არაფერი შეუძლიათ დაინახონ, თუ საიდან მოდის იგი და რა საფასურს იხდიან უდანაშაულო ცხოველები ადამიანთა დიეტური მოთხოვნილებებისთვის.

ამ დღემდე ვფიქრობდი, რომ რაც უფრო მეტ რელიგიურ გზას შევისწავლიდი, მით უფრო ფართო გახდებოდა სულიერების ჩემეული გაგება. მაგრამ დღევანდელმა შემთხვევამ მაჩვენა, რომ გამოცდილი მეგზურის გარეშე მე თვითონ ვერ შევძლებდი გადამეწყვიტა მოჩვენებითი წინააღმდეგობანი სხვადასხვა რელიგიურ ტრადიციებში და კიდევ უფრო ჩავიხლართებოდი.

* * *




კალკუტას ხმაურიან ქუჩებში მივაბიჯებდი და გული მითრთოდა ბედის მომავალი პერიპეტიების მოლოდინში. გვერდით ბღილით ჩამიქროლებდნენ ხოლმე სატვირთო ავტომობილები. მსუბუქი ავტომობილების მძღოლები კი გაუთავებლად უსიგნალებდნენ ერთმანეთს, და არ უნდოდათ ერთმანეთისთვის გზის დათმობა. ველოსიპედების წუილი მოტოროლერების ხმას ერწყმოდა – ერთიც და მეორეც ასეულობით დადიოდა ქუჩაში. ფეხშიშველ რიქშებს, ოფლში გაწურულებს, მთელი ოჯახები გადაჰყავდათ. ყველგან დასეირნობდნენ ძაღლები და ძროხები, კამეჩები და ცხვრები, მათ შOრის კი იაბიჯებდნენ ფეხითმოსიარულეები, რომლებიც თავის სქმეზე მიიჩქაროდნენ.

როგორც იქნა მივაღწიე დედათა მონასტერს, სადაც დედა ტერეზა მსახურობდა. მონასტერს ერთსართულიანი უბრალო შენობა წარმოადგენდა. კარებთან მოკრძალებული ღიმილით შემხვდა კათოლიკე მონაზონი: "მოგესალმებათ მოწყალების ორდენი. რით შემიძლია გემსახუროთ?"

ხელისგულები ერთმანეთს მივადე და ვთხოვე: "შემიძლია დედა ტერეზა ვნახო?"
"გამომყევით. გავიგებ, მიგიღებთ თუ არა."

მონაზონმა ერთ-ერთ ოთახში წამიყვანა: "ეს ჩვენი სამლოცველო ოთახია. აქ დედა ტერეზასთან ერთად ღვთისმსახურებას ვატარებთ." მე მუხლებზე დავიჩოქე და ლოცვა წარმოვთქვი. როცა წამოვდექი, მონაზონმა კორიდორის გავლით წამიყვანა. უეცრად ღია კართან გაჩერდა: "აი დედაოც! ის ახლა დაკავებულია."
მე შევიხედე სუსტად განათებულ ოთახში და დავინახე დედა ტერეზა, რომელიც დიდ ქვაბს ხეხავდა. ამ სურათმა სულის სიღრმემდე შემძრა.
"დედაო, - მიმართა ჩემმა მეგზურმა, - ეს რიჩარდია, სადჰუ ამერიკიდან. მას თქვენთან ლაპარაკი უნდა."

დედა ტერეზა შეტყუპებული ხელისგულებით მომესალმა: "ნებას მომცემთ, ჯერ ჩემი მსახურება დავამთავრო? უმორჩილესად გთხოვთ, მაპატიეთ, რომ გალოდინებთ."

"რა თქმა უნდა დედაო", - მივუგე მე.

მონაზონმა ერთ პატარა ოთახში წამიყვანა და მთხოვა, რომ აქ დავლოდებოდი დედა ტერეზას. რამდენიმე წუთში იგი შემოვიდა და შორიახლოს სკამზე დაჯდა. მიუხედავად ხანდაზმული ასაკისა და სუსტი აღნაგობისა, მასში სულის უდრეკი ძალა იგრძნობოდა. განსაცდელებით სავსე ცხოვრებამ ღრმა ნაოჭები დაამჩნია მის სახეს, მაგრამ ამასთან ერთად თვალები ისეთი სუფთა და უმანკო ჰქონდა, როგორც ბავშვს. მიუხედავად იმისა, რომ ძალიან დაკავებული იყო, დრო გამონახა ისეთი უმნიშვნელო მნახველისათვის, როგორიც მე ვიყავი. მისი ხმა დაბალი იყო, მაგრამ გულიდან მოდიოდა: "ყველაზე დიდი პრობლემა მსოფლიოში შიმშილია. არა ხორცის შიმშილი, არამედ გულის შიმშილი. ამით ყველა იტანჯება - ღარიბიც და მდიდარიც. ყველას ერთნაირად სწყურია სიყვარული". მისმა გამჭოლმა მზერამ ჩემი გულის კარი გააღო და მისი სიტყვები ჩემი ცნობიერების ყველაზე მეტ სიღრმეში შევიდა.

"მხოლოდ ღმერთის სიყვარულს შეუძლია დააცხროს გულის შიმშილი. სხვა საშუალება არ არსებობს. მშიერთა დაპურება სულაც არაა ძნელი, - მან გააკეთა ჟესტი, რომლითაც თითქოს ყველა თავის დამსახურებას ხაზი გადაუსვა ამ მხრივ. - გაცილებით უფრო ძნელია ღმერთისადმი სიყვარულით მშიერი გულების დაპურება. სირთულე იმაშია, რომ სხვებისათვის ამ სიყვარულის მიცემა მხოლოდ იმას შეუძლია, ვისაც თავად აქვს სუფთა გული."

დედა ტერეზამ ბოლომდე მიუძღვნა თავი იესო ქრისტეს საქმეს. მისი ერთგულება ღრმა იყო, როგორც ოკეანე, და ყოველი სიტყვა, რომელიც მის ბაგეს სწყდებოდა, ტალღას ჰგავდა მისი ერთგულების ოკეანეში. ის აგრძელებდა: "სიღარიბე - ეს მხოლოდ ტანსაცმლის უკმარისობა არაა, ეს ასევე ადამიანური ღირსებისა და სისუფთავის ნაკლებობაცაა. ნამდვილი სიღარიბე იქ სუფევს, სადაც ადამიანებმა ერთმანეთისადმი პატივისცემა დაკარგეს." ხელები გულთან მიიდო და ღრმად ჩაისუნთქა: "როცა კალკუტელი ღატაკები ჩემს ხელებში კვდებიან, მათ თვალებში იმედის სხივს ვხედავ. მაგრამ ვერ ვხედავ ამ იმედს დასავლეთის ბევრი მდიდარი და გავლენიანი მცხოვრების თვალებში. ჭეშმარიტი სიმდიდრის პოვნა მხოლოდ მათ გულებში შეიძლება, ვისაც სჯერა, რომ ღმერთს ვუყვარვართ. და მსოფლიოს უცილობლად სჭირდება ის, ვისაც ამ სიმდიდრის გაზიარება შეუძლია და იმედის მიცემა შეუძლია ხალხისთვის, ვინც გულით ღატაკია."

ამ დროს ოთახში სხვა მნახველებიც შემოვიდნენ. ერთმა ინგლისელმა ქალმა გაკვირვებულმა ჰკითხა დედა ტერეზას: "თავად რატომ რეცხავთ ქვაბებს? ნუთუ სხვას არ შეუძლია ამის გაკეთება?"

დედა ტერეზამ ლმობიერად შეხედა ქალს და უთხრა: "ღმერთისა და კაცობრიობის მსახურება - ეს პრივილეგიაა და არა სასჯელი. ღმერთის ნებისმიერი მსახურება - ეს წყალობაა. არ არსებობს საპატიო ან დაბალხარისხოვანი მსახურება."

"კი მაგრამ, დედაო, - საუბარში ჩაერთო ამ ქალის ქმარი, - საიდან იღებთ ამდენ ძალას?"

დედა ტერეზამ თავისი კრიალოსანი აჩვენა. შემდეგ კი წარმოთქვა სიტყვები, რომლებიც უკვე არაერთხელ გამიგია სხვადასხვა რელიგიური ტრადიციის წმინდა ადამიანებისგან: "მე ღმერთის წმინდა სახელისგან ვიღებ ძალას".

ის ჩემსკენ შემობრუნდა და მითხრა: "მორჩილს ვერ შეეხება ვერც ქება და ვერც ძაგება, რადგანაც მორჩილმა იცის, თუ რას წარმოადგენს სინამდვილეში. ღმე<

Posted by: Identity 2 Dec 2011, 15:18
cinemamu ძალიან საინტერესო და ბევრის მომცემი წიგნია.

დიდი მადლობა თარგმანისთვის smile.gif

Posted by: cinemamu 2 Dec 2011, 15:20
Identity

გაიხარე! smile.gif





* * *
ის ჩემსკენ შემობრუნდა და მითხრა: "მორჩილს ვერ შეეხება ვერც ქება და ვერც ძაგება, რადგანაც მორჩილმა იცის, თუ რას წარმოადგენს სინამდვილეში. ღმერთი ყველაფერს ხედავს. არასოდეს ჩავარდე სასოწარკვეთილებაში, როცა წარუმატებლობა შეგემთხვევა, თუკი იცი, რომ ყველაფერი გააკეთე, რაც შეგეძლო". მისი სიტყვები ჩემს გულს ეხმიანებოდა.

ინგლისელმა ქალმა წასვლის წინ ყველაფრისთვის მადლობა გადაუხადა, რასაც აკეთებს. "ყველაფერს ღმერთი აკეთებს, - შეეწინააღმდეგა დედა ტერეზა, - მე მხოლოდ უბადრუკი იარაღი ვარ მის ხელში." შემდეგ ბოდიში მოიხადა და თქვა, რომ ქვაბების რეცხვა უნდა დაემთავრებინა...

დედა ტერეზა დაიბადა 1910 წელს მაკედონიაში, ალბანელების ოჯახში. ჩვიდმეტი წლის ასაკში მონაზვნების ორდენშI შევიდა და მალე მარიამ ღვთისმშობლის სკოლაში გაგზავნეს კალკუტაში, მასწავლებლად. შემდეგ იგი ამ სკოლის დირექტორი გახდა. 1948 წელს მის ცხოვრებაშI მნიშვნელოვანი მოვლენა მოხდა: მან იპოვა თავისი მოწოდება, დაიწყო რა ღატაკების მოვლა კალკუტას უღარიბეს უბნებში. 1950 წელს სულ რაღაც თორმეტ დამხმარესთან ერთად დედა ტერეზამ დააარსა მონაზვნური კონგრეგაცია "სიყვარულის მისიონერის დის" სახელწოდებით. შემდგომ წლებში მისმა უანგარო მსახურებამ ათასობით ადამიანის ყურადღება მიიპყრო, რომლებსაც სურვილი გაუჩნდათ დახმარებოდნენ ღმერთის ამ მისიის განხორციელებაში.

მონაზონს ვთხოვე, ავადმყოფთა და მომაკვდავთა თავშესაფრამდე მივეცილებინე. ვგრძნობდი რა, რომ უძლური ვიყავი როგორმე დავხმარებოდი მათ, ყველაზე უბრალო მსახურებას ვითხოვე - იატაკი მოვწმინდე და ჭურჭელი დავარიგე. მალე თავშესაფარში დედა ტერეზა მოვიდა. მისმა ყოფნამ ტანჯვის და სიკვდილის ეს მძიმე ადგილსამყოფელი სიხარულის და იმედის სინათლით აავსო. მან ხელში აიღო ავადმყოფობით გატანჯული ქალის ხელი და ნაზად გაუღიმა. ქალი მაშინვე შეიცვალა. თვალები სიხარულით გაუბრწყინდა და საპასუხოდ გაუღიმა.

შემდეგ დედა ტერეზა ერთი საწოლიდან მეორესთან მიდიოდა, ამასთან ჩანდა, რომ ამ ყველაფერს აკეთებდა არა მოვალეობის გამო, არამედ გულწრფელი სიყვარულით. ერთ საწოლზე ძალიან გამოფიტული მამაკაცი იწვა. იგი სისხლით ახველებდა, და ჩანდა, რომ დიდხანს სიცოცხლე აღარ ეწერა. როცა დედა ტერეზამ თავზე გადაუსვა ხელი, მან ისე შეხედა, თითქოს ანგელოზი იყო, მასთან ციდან ყველაზე საჭირო მომენტში მოვლენილი. თავი მოაბრუნა და გაუღიმა მას. "ღმერთს უყვარხარ, - ხმადაბლა წარმოთქვა დედა ტერეზამ. - მადლიერებით გაიხსენე იგი." სანუგეშო სიტყვები სხვა მომაკვდავი ქალისთვისაც გამონახა, რომელიც ყველა ახლობელმა და ნათესავმა მიატოვა: "თუ გინდა, რომ მართლა შეიყვარო ღმერთი, პატიება უნდა ისწავლო." ჩანდა, როგორ მოხსნა ამ უბრალო სიტყვებმა მძიმე ტვირთი, რომელიც გულზე ჰქონდა ამ ქალს. დედა ტერეზა იმედს და სიყვარულს აძლევდა ყველას, ვისაც ეხებოდა. ყველას, ინდოელი იქნებოდა იგი, მუსულმანი, იუდეველი თუ ქრისტიანი, ერთნაირი სიყვარულით და სინაზით ეპყრობოდა. რაღაც მომენტში ჩემსკენ შემობრუნდა და მითხრა: "მე ჩემ საყვარელ იესოს ყველა ამ ტანჯულ სულში ვხედავ. და უფალი მოწყალედ იღებს ჩემს სიყვარულს მათი მეშვეობით."

"დედაო, - დაბნეულმა ვკითხე მე, - ისინი ხედავენ, თუ როგორ ვლინდება თქვენი მეშვეობით იესოს სიყვარული."
დედა ტერეზამ ფართოდ გაიღიმა: "რა არის ეს, თუ არა სასწაული ღვთაებრივი სიყვარულისა?

http://www.radikal.ru
* * *




თავი მერვე

კალკუტადან ხანგრძლივ გზას დავადექი მატარებლით მთელი ინდოეთის სუბკონტინენტის გავლით და ორნახევარი დღის შემდეგ ბომბეიში ჩავედი, რათა გოენკაჯისთან მედიტაციის კიდევ ერთი კურსი გამევლო. მატარებელში იმ სურათზე ვმედიტირებდი, რომელზეც მშვენიერი ფლეიტისტი იყო გამოსახული, და რომელსაც ყოველთვის თან ვატარებდი. ჩემი აუხსნელი ლტოლვა მისდამი დღითი-დღე იზრდებოდა. “როდის გამეხსნება, თუ ვინაა იგი?”
ვმეცადინეობდი რა გოენკაჯისთან ბომბეიში, კვლავ აღტაცებული ვიყავი მისი თავგანწირვით სწავლების პროცესის მიმართ. როცა მოსწავლეები ხედავენ, რომ მასწავლებელი მთელ გულს დებს გაკვეთილებში, მათ ბუნებრივად თვითონაც უჩნდებათ სურვილი, რომ ბოლომდე მიუძღვნან თავი სწავლას.

იმ დროისთვის, როცა მედიტაციის პრაქტიკის ათდღიანი კურსი დავასრულე, ფეხის გაშლის და გასეირნების სურვილი დაუძლეველი გახდა. ამიტომ გადავწყვიტე ქალაქში მეხეტიალა. რამდენიმე საათი ალალბედზე დავდიოდი, და ბოლოს და ბოლოს რომელიღაც გზაჯვარედინზე აღმოვჩნდი. მწვანე შუქს ველოდებოდი და აქეთ იქით ვიყურებოდი. ავტომობილები სიგნალით ჩამიქროლებდნენ ხოლმე. ხალხის უსასრულო ნაკადში, რომელიც მდინარესავით მიედინებოდა, მოჩანდნენ მოხელეები კოსტუმებში და ჰალსტუხებში, ხელში პორტფელით, მათხოვრები და ღატაკები ძონძებში, ქალები ნათელი ფერის სარებში, ქუჩის მოვაჭრეები თავისი საქონლით და მოხუცებული კაცები, განდის სტილის ტრადიციულ სამოსში გამოწყობილნი. ზოგიერთი გამვლელი შავგვრემანი იყო, ზოგიერთი მსუბუქად გარუჯული, ზოგიერთის კი კანზე თეთრი კეთრის ლაქები [კანის დეპიგმენტაცია] ემჩნეოდა. ფეხითმოსიარულეთა ბრბოში რამდენიმე ტურისტი შევამჩნიე ევროპული გარეგნობით, ჯინსებში და მინი-ქვედაბოლოებში. თანამედროვე მრავალსართულიანი შენობები ქოხებთან და ვიქტორიანული სტილის კოტეჯებთან მეზობლობდნენ. ნათელ ცაზე მზე ანათებდა, და როცა მზერა ზემოთ აღვაპყრე, ჩემი ყურადღება უზარმაზარმა სარეკლამო აბრამ მიიპყრო, რომელზეც მსხვილი წითელი ასოებით ეწერა განცხადება კროს-მეიდანზე სულიერი ფესტივალის ჩატარების შესახებ.

კროს-მეიდანი – ეს დიდი პარკია ბომბეის ცენტრში. პარკის შუაგულში უზარმაზარი კარავი აღმართულიყო, ე.წ. პანდალი. შიგნით შესვლისთანავე ფერების სამყაროში აღმოვჩნდი. პანდალის კედლებზე, რომლებიც წითელი, მწვანე და ყვითელი ქსოვილისგან იყო შეკერილი, ინდური სურათების რეპროდუქციები ეკიდა. გარშემო კეთილსურნელოვანი ჩხირების არომატული კვამლი იფრქვეოდა. გრძელ მაგიდას მივუახლოვდი და მასზე დაწყობილი წიგნების დათვალიერება დავიწყე, და უცებ, ჩემი მზერა ერთ-ერთ მათგანზე შეჩერდა. გულმა ბაგა-ბუგი დაიწყო: ყდაზე გამოსახული იყო მშვენიერი ყმაწვილი ლურჯი ფერის კანით. ხელში ფლეიტა ეკავა.

მონუსხულმა წავიჩურჩულე: “ეს ის არის”. ეს მართლა ისაა, - გავიფიქრე მე. მთელი ინდოეთის გავლით ვატარე სურათი მისი გამოსახულებით, ისე რომ არ ვიცოდი, ვინ იყო მასზე გამოსახული. და ახლა ამ სურათის გმირი კვლავ წარსდგა ჩემი მზერის წინ.

წიგნის სათაური თავად ამბობდა თავის თავზე: “კრიშნა, ღმერთის უზენაესი პიროვნება”. “კრიშნა! მას კრიშნა ჰქვია!” – აღმომხდა ხმადაბლა. ასე ვიპოვე პასუხი კითხვაზე, რომელიც უკვე დიდი ხანია არ მასვენებდა. მინდოდა მეტი გამეგო კრიშნაზე და ვითხოვე დამეთვალიერებინა წიგნი. მაგიდასთან თეთრ სამოსში გამოწყობილი თავგადაპარსული ბერი იდგა ევროპული გარეგნობით. ჩემმა თხოვნამ გააკვირვა. “შენ ინგლისურად ლაპარაკობ?” – გაკვირვებულმა მკითხა მან.

“მე ამერიკელი ვარ”, - ვუპასუხე და მოუთმენლად გავიწოდე ხელი წიგნისკენ.

“მართლა? ნუთუ ინდუსი არ ხარ? ალბათ შივაიტი ხარ?” – მკითხა ბერმა და წიგნი გამომიწოდა.

“მე თვითონაც არ ვიცი ვინ ვარ, მაგრამ მართლა ვცხოვრობდი შივაიტებთან”.

“მე მქვია ტუშტა, - თავი წარმომიდინა ბერმა. – ამ წიგნში არის თავი კრიშნასა და შივას შორის ურთიერთობის შესახებ. ვფიქრობ, საინტერესო იქნება შენთვის”.

ჩემთვის მოულოდნელი აღმოჩნდა, რომ ამერიკელად ვერ შემიცვნეს. უკვე დიდი ხანია სარკეში აღარ ჩამიხედავს, ამიტომ ვერც კი ვხვდებოდი, რომ ყავისფერი თვალები, ძალიან გარუჯული კანი, გრძელი გაბურძგნული თმა და მდინარეებში გაცვეთილი ტანსაცმელი ნამდვილ განდეგილ-ინდუსს მამგვანებდა.
წიგნი გულზე მივიკარი, მყუდრო ადგილი მოვნახე, და დიდი ხნის მოწყურებული მგზავრივით, რომელმაც ცივი წყლით სავსე ოაზისი იპოვა, წიგნის – “კრიშნას” კითხვაში ჩავიძირე. იგი ასეთი სიტყვებით იწყებოდა:

“დასავლეთში, როგორც კი დაინახავენ წიგნს – “კრიშნა”, მაშინვე კითხულობენ: “ვინ არის კრიშნა?””

შემდეგ წგნში ეწერა, რომ კრიშნა – ეს უზენაესი უფალია და მისი სახელი ნიშნავს “ყოვლისმიმზიდველს”.

“კრიშნა – ღმერთია, იმიტომ რომ ის ყველას იზიდავს. ის, ვინც ყოვლისმიმზიდველი არაა, ვერ იქნება ღმერთი”.

სანამ ვკითხულობდი, სცენაზე გამოვიდა ახალგაზრდა ამერიკელი ქალი ყვითელ სარიში, დაჯდა და ლამაზი რელიგიური სიმღერების სიმღერა დაიწყო. მას ერქვა, როგორც შემდგომში გავიგე, იამუნა დევი.




Posted by: cinemamu 5 Dec 2011, 17:24
“კრიშნას” ვკითხულობდი, თან სულისთვის ამაღელვებელი სიმღერა მესმოდა, და ამ დროს ვგრძნობდი, თუ როგორ ვივსებოდი აქამდე უჩვეულო განცდით.

საღამოსთვის პანდალში ოცდახუთიათასამდე ადამიანი შეიკრიბა. ძალიან მინდოდა ლექციის მოსმენა, ამიტომ წიგნი დავაბრუნე და ყველაზე უკან, პანდალის ყველაზე შორეულ ბოლოში დავჯექი. სცენაზე ამ სწავლების ოცამდე მიმდევარი ცეკვავდა და მღეროდა – მამაკაცები გადაპარსული თავით და სადჰუს ტრადიციულ ტანსაცმელში, ქალები კი ლამაზ სარებში გამოწყობილნი. ხალხი მოუთმენლად ელოდა გურუს გამოსვლას. და ყველას გასახარად იგი მალე გამოჩნდა სცენაზე.

ეს იყო დიადი გამომეტყველების მამაკაცი გადაპარსული თმით. ტანზე ზაფრანისფერი სამოსი ეცვა და თითქოს ნათებას ასხივებდა. კი არ მიდიოდა, არამედ მიცურავდა, როგორც გედი, და მის ჟესტებში მეფური თავდაჯერებულობა იგრძნობოდა. ამასთან მის მანერებში მოკრძალებულობა და მორჩილება იკითხებოდა, თითქოს ღმერთს ხედავდა ყველგან, საითაც არ უნდა მიემართა მზერა.

აუდიტორიას შეტყუპებული ხელისგულებით მიესალმა და მისთვის გამზადებულ სავარძელზე დაჯდა. პანდალის შორეული ბოლოდან თითქმის ვერ ვხედავდი მას. ერთი მხრივ ძალინ მინდოდა სცენასთან ახლოს აღმოვჩენილიყავი, მაგრამ მეორეს მხრივ უხერხული იყო, ავმდგარიყავი და პირდაპირ ვინმეს წინ დავმჯდარიყავი. სცენაზე ვიღაც წინ და უკან დადიოდა და ფოტოებს იღებდა. გურუმ თავისთან მოიხმო იგი და ყურში რაღაც უთხრა. მოსწავლე ხალხისკენ შემობრუნდა და დაკვირვებით დაუწყო დაკვირვება, სანამ სასურველი ადამიანი არ იპოვნა. იგი ანიშნებდა მას, რომ სცენაზე ასულიყო, მაგრამ არავინ გამოეხმაურა, ამიტომ თავად ჩამოვიდა და მიწაზე მჯდარი ხალხის უზარმაზარი ბრბო გადმოკვეთა. ჩემდა გასაოცრად, ამ ადამიანმა მთელი პანდალი გადმოჭრა, პირდაპირ ჩემთან მოვიდა და უშფოთველი ღიმილით მომმართა: “შრილა პრაბჰუპადას უნდა, რომ მის გვერდით იჯდე სცენაზე”.

გაოგნებულმა ჩავიბურტყუნე: “საიდან მიცნობს?”

პასუხის მაგივრად ერთგულმა უბრალოდ ხელზე ხელი მომკიდა და ხალხის გავლით სცენისკენ წამიყვანა. იქ წარმადგინა გურუსთან, რომლის რომლის სპეტაკმა ღიმილმაც სიხარულით აავსო ჩემი გული. არ ვიცი რატომ, მაგრამ მეჩვენებოდა, რომ შრილა პრაბჰუპადას უკვე დიდი ხანია ვიცნობდი. ის ფეხებგადაჯვარედინებული და წელში გამართული იჯდა. მის ზაფრანისფერ ბერის სამოსელს აკურატული ნაკეცები ჰქონდა. ჟესტით თავაზიანად შემომთავაზა მის გვერდით დაჯდომა. ხალიჩით გაწყობილ სცენაზე ვიჯექი და მოწიწებით შევცქეროდი შრილა პრაბჰუპადას. საპასუხოდ მყისიერი მზერა მესროლა თავისი დიდი და კეთილი თვალებით, რომლებმაც ჩემს სულში შემოაღწიეს. კანი ბრინჯაოსფერი ჰქონდა, ცხვირი ფართე და მომრგვალებული, ყურის ბიბილოები კი – დიდი, როგორც ბუდას. შუბლს ყვითელი თიხის ორი ვერტიკალური ხაზი უმშვენებდა, რაც ბჰაქტი-იოგას ტრადიციისადმი მიკუთვნებაზე მიანიშნებდა. ცხვირის ორივე მხარეს ღრმა ნაკეცები მოუჩანდა, რომლებიც მსხვილი, გამობურცული ტუჩების კუთხეებამდე აღწევდნენ.

მისი მიმდევრები სუფთა და სასიამოვნო სამოსელში თავდავიწყებით ცეკვავდნენ და მღეროდნენ, და მე, მათ შემხედვარეს, გამახსენდა, თუ როგორ შეუფერებლად გამოიყურებოდა ჩემი ტანსაცმელი, დახვრეტილი და მდინარის ქვიშისგან გამუქებული. მამაკაცებს, რომლებიც სცენაზე ცეკვავდნენ, გულდასმით გაპარსული სახეები და თავები ჰქონდათ, მე კი ვეღარც ვიხსენებდი, როდის გავიპარსე უკანასკნელად, რომ აღარაფერი ვთქვათ თმის შეჭრასა და დავარცხნაზე. მდინარეებში და ქვიშიან ტბებში ყოველდღიური განბანვის შედეგად, მათთან შედარებით ნამდვილ ფეთხუმს ვგავდი. მთელი დროის განმავლობაში, სანამ საზეიმოდ ცეკვავდნენ და მღეროდნენ, ჩუმად ვიჯექი. უკაცრიელ ტყეებში ცხოვრებას მიჩვეული, მოულოდნელად აღმოვჩნდი სცენაზე, ათიათასობით ადამიანის მზერის ქვეშ. თავს უხერხულად ვგრძნობდი და იმდენად შევცბუნდი, რომ მზად ვიყავი ჩუმად ავმდგარიყავი და წავსულიყავი, მაგრამ ამ დროს შრილა პრაბჰუპადამ ისეთი გამამხნევებელი და სიყვარულით სავსე ღიმილი მაჩუქა, რომ მაშინვე თითქოს საკუთარ სახლში ვიგრძენი თავი. რატომ მიმიპატიჟა თავის გვერდით? რატომ მაინცდამაინც მე, გარშემომყოფთაგან?

სანამ ამ გამოცანაზე ვიმტვრევდი თავს, შრილა პრაბჰუპადამ პატარა ლატუნის თეფშები აიღო და ხელების დახვეწილი მოძრაობით მათზე რიტმულად დაკვრა დაიწყო. მუსიკის ტაქტში ირწეოდა და დაბალი ხმით მღეროდა: “ჰარე კრიშნა, ჰარე კრიშნა, კრიშნა კრიშნა, ჰარე ჰარე, ჰარე რამა, ჰარე რამა, რამა რამა, ჰარე ჰარე”.

მოულოდნელობისგან გავშეშდი. საკუთარ ყურებს არ ვუჯერებდი: შრილა პრაბჰუპადა სწორედ იმ მანტრას მღეროდა, რომელიც დედა-განგასგან მოვისმინე. რამდენჯერ გამიმეორებია ეს მანტრა მას შემდეგ, რაც რიშიკეშში მდინარემ გამიხსნა იგი! ტანში ჟრუანტელმა დამიარა, სხეული ამიკანკალდა, გულმა კი ბარაბანივით დაიწყო ცემა. თვალზე ცრემლებმომდგარი შრილა პრაბჰუპადას ვუყურებდი, რომელიც თვალდახუჭული და შუბლშეჭმუხნული იჯდა. მანტრის ბგერები მის ბაგეებს სწყდებოდა, მის შემდეგ კი მანტრას მღეროდა ყველა, ვინც პანდალში იყო. სცენაზე ასევე უკრავდნენ ტრადიციულ ბარაბნებზე, თეფშებზე და გონგზე, და მთელი კარავი წმინდა ბგერებით აივსო.

http://www.radikal.ru


სიმღერის დამთავრების შემდეგ შრილა პრაბჰუპადამ ჩაახველა და მჟღერი ხმით მიკროფონით დაიწყო ამ მანტრის მნიშვნელობის ახსნა:

“ჩვენ ვმღერივართ მაჰა-მანტრას, განთავისუფლების დიად სიმღერას”.

მან ახსნა, რომ ჰარე – ესაა მიმართვა რადჰასადმი, - ღმერთის ღვთაებრივი ენერგიისადმი და მისი მარადიული მეუღლისადმი: “ის გვაძლევს ღმერთისადმი სიყვარულს და მის წყაროს წარმოადგენს. კრიშნა – ეს ღმერთის სახელია, რომელიც ნიშნავს “ყოვლისმიმზიდველს”. ხოლო სახელი რამა მიანიშნებს იმაზე, რომ უფალი – უზენაესი განმცხრომელია და ენითაღუწერელ ნეტარებას ანიჭებს იმათ, ვინც სიყვარულით ემსახურება მას”. შემდეგ თქვა, რომ ტრანსცენდენტული ბგერა ანგარებიანი სურვილებისგან წმენდს გულს, მასში არსებულ ღმერთისადმი სიყვარულს აღვიძებს და სულიერ ბედნიერებას გვანიჭებს.

“მაჰა-მანტრას წარმოთქმით, - გააგრძელა შრილა პრაბჰუპადამ, - ჩვენ შევთხოვთ უფალს: “გთხოვ, მამყოფე შენს მარადიულ უანგარო სასიყვარულო სამსახურში
”.”


* * *
მე გონებით ჰიმალაებში გადავედი, ჩემს საყვარელ ქვაზე, განგაში. ახლა ყველაფერი თავის ადგილზე დადგა. ეს იყო სახელები იმ მშვენიერი ყმაწვილისა, ლურჯი ფერის კანით, რომელიც ფლეიტაზე უკრავდა. ყმაწვილისა, რომელიც სურათის სახით მოვიდა ჩემთან. ეს იყო თავად ღმერთი თავის ერთ-ერთ ჰიპოსტასში. მთელი ამ ხნის განმავლობაში მის სახელებს ვიმეორებდი და მის გამოსახლებაზე ვმედიტირებდი ისე, რომ არც კი ვეჭვობდი, თუ მათ შორის რაიმე კავშირი არსებობდა. და ახლა შრილა პრაჰუპადამ რამდენიმე ფრაზით გამცა პასუხი იმ გამოცანაზე, რომელზეც ამდენი ხანი ვიმტვრევდი თავს. მხოლოდ გაოცებაღა დამრჩენოდა იმის გამო, თუ როგორი უჩვეულო მიმართულება მიიღო ჩემმა სულიერმა ძიებებმა.

ნეტარი ღიმილით, კვლავ შრილა პრაბჰუპადას სიტყვებზე გადავიტანე ყურადღება. ის დიდი დარწმუნებულობით ხსნიდა, რომ ჭეშმარიტი რელიგია არ მიეკუთვნება რომელიმე კასტას ან აღმსარებლობას, რამეთუ თავად ცოცხალი არსების ბუნებაშია ჩადებული. ღმერთის სიყვარული – ჩვენი ბუნებაა, მაგრამ ოდესღაც, უხსოვარ დროში, დავიწყებას მივეცით ეს სიყვარული. იმისათვის, რომ სულმა სრული კმაყოფილება განიცადოს, ღმერთისადმი სიყვარული უანგარო და უპირობო უნდა იყოს. “ჩვენ მარადიული სულები ვართ, - თქვა მან, - მაგრამ უმეცრების გამო წარმავალ სხეულთან ვაიგივებთ თავს”. შემდეგ დაიწყო ლაპარაკი იმაზე, რომ ყველა ტანჯვის მიზეზი ჩვენი ღმერთთან ურთიერთობის დავიწყება გახდა და ეს ურთიერთობები შეგვიძლია ადვილად აღვადგინოთ, ღმერთის სახელების გამეორებით. ხმით, რომელშიც არაყალბი თანაგრძნობა ჟღერდა, მან მოუწოდა მსმენელებს, სერიოზულად აღექვათ მისი სიტყვები.

“მეთოდს, რომელიც საშუალებას გვაძლევს ჩვენში ღმერთისადმი მიძინებული სიყვერული გავაღვიძოთ, ბჰაკტი-იოგა ეწოდება”.

სანამ შრილა პრაბჰუპადა ლაპარაკობდა, რაღაც ხმამ გულის სიღრმეში მითხრა: ეს შენი გურუა. მაგრამ ჩემმა ჭკუამ უარი თქვა ამ სიტყვების მიღებაზე და გულთან ორთაბრძოლაში ჩაერთო:

მე უკვე მრავალ წმინდანს და გურუს შევხვდი ადრე, და მომავალშიც შევხვდები მათ. აზრი არა აქვს აჩქარებას. ეს ხომ ყველაზე მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებაა ცხოვრებაში. სრულიად დარწმუნებული უნდა ვიყო ჩემი არჩევანის უტყუარობაში, სანამ რომელიმე გზას მივუძღვნი ცხოვრებას.
ორთაბრძოლაში ჭკუამ გაიმარჯვა, და მე, ჯერ კიდევ დაბნეულმა, განვაგდე იდეა იმის შესახებ, რომ უკვე მზად ვიყავი გურუს ასარჩევად.


ლექციის შემდეგ შრილა პრაბჰუპადა, წასვლის წინ, პირდაპირ ჩემს წინ გაჩერდა. ჩვენს გარშემო ხმაურიანი ბრბო შემოიკრიბა, და დიდი მღელვარების გამო ჩემი ჭკუა თითქოს ნაწილებად იფლითებოდა. უნებლიეთ მუხლებზე დავეცი და ხელი გავიწოდე, რათა შრილა პრაბჰუპადას ტერფებს შევხებოდი. მაშინვე გაისმა მრისხანე ყვირილი: “არავის აქვს უფლება, შრილა პრაბჰუპადას ტერფებს შეეხოს!” სირცხვილისგან დამწვარმა ხელი მაშინვე უკან წავიღე, მაგრამ შრილა პრაბჰუპადამ პირდაპირ თვალებში შემომხედა. მივხვდი, რომ მან ჩემი სირცხვილის მთელი ტკივილი შეიგრძნო და პასუხისმგებლობა იგრძნო თავისი მოსწავლის უხეშობის გამო. მე შევიგრძენი სიყვარულის და ზრუნვის ტალღა, რომელიც მისგან მოდიოდა. დამაბრმავებლად გაიღიმა და ხმადაბლა თქვა: “შენ ნებას გაძლევ, რომ ჩემს ტერფებს შეეხო”. გულზე მომეშვა და აღტაცებულმა მივიღე ჩემს თავზე მისი ტერფების მტვერი. მან ალერსიანად გადამისვა თავზე ხელი და მიმიწვია, რომ მის გვერდით ვმჯდარიყავი სცენაზე ყოველ დილას და საღამოს. ასეთი სიკეთისგან მეტყველების უნარი წამერთვა.

მომდევნო დილით უზარმაზარ რიგში ჩავდექი პოპულარული ინდური ტკბილეულისთვის – ჰალავასთვის. ერთი დღე-ღამე თითქმის არაფერი მეჭამა და ამიტომ ძალიან მშიერი ვიყავი. როცა დაახლოებით საათის შემდეგ ჩემი რიგი მოვიდა, ფოთლებისგან გაკეთებული თეფში მომცეს, რომელიც ახლადდამზადებული ცხელი ჰალავათი იყო სავსე. ეს ნამდვილი წყალობა იყო! მოთმინების ძალა არ მქონდა და მზად ვიყავი ჭამა დამეწყო, მაგრამ სწორედ ამ მომენტში ვიღაც მომიახლოვდა უკნიდან და თეფში ხელიდან გამომტაცა. რას ნიშნავს ეს? მაშინვე კუჭი შემეკუმშა და რისხვისგან წამოვენთე.

როცა მივბრუნდი, სწორედ ის ერთგული დავინახე, რომელმაც წინა დღეს შრილა პრაბჰუპადასთან მიმაცილა სცენამდე – მას გურუდასი ერქვა. ხელში ჩემი ჰალავა ეკავა და მკითხა:

“შენ რა, ამის ჭამას აპირებდი?”

“საერთოდ კი”, - ვცდილობდი აღშფოთება დამემალა.

პირდაპირ ჩემს თვალწინ ჩემი ნანატრი საუზმე ვიღაც სხვას მიაწოდა, მე კი ხელი ჩამკიდა და სადღაც წამათრია. ცოტა ხნის შემდეგ სცენის უკან ვიჯექი და უშფოთველი ამერიკელი ქალი სახელად მალატი დევი თეფშებს მიწყობდა წინ. მე მელოდა სადღესასწაულო სუფრა თორმეტი განწმენდილი ვეგეტარიანული კერძისგან. გურუდასმა გამიღიმა: “ეს უკეთესი იქნება შენი ჯანმრთელობისათვის. ჩვენ უბრალოდ გვინდოდა ცოტათი გაგვეხარებინე”. კარგად ამათვალიერა და განაცხადა: “შენ – ერთგული ხარ, და ოდესმე თავად მიხვდები ამას”.

http://www.radikal.ru
* * *
ჩემს გვერდით იჯდა ამერიკელი ახალგაზრდა სახელად შიამასუნდარა. ჩვენს შორის ძალდაუტანებელი საუბარი შედგა. შიამასუნდარა ძალიან უბრალო იყო ურთიერთობაში, და მე არ მტოვებდა შეგრძნება, რომ სადღაც უკვე მინახავს იგი. და მაშინვე გამინათდა გონებაში: ეს ხომ სწორედ ის ბერია, რომელმაც ამსტერდამში, კლუბ “კოსმოსში” პირდაპირ ხელებში დამისხა ხილის სალათი იოგურტით. მანამდე მკითხა კიდეც, ხომ არ გავსინჯავდი სულიერ საკვებს. ეს შემთხვევა გავახსენე თუ არა, ხმამაღლა გაეცინა: “მაშ ეს შენ იყავი! მაპატიე, მაგრამ ყველა დანარჩენს თეფში ჰქონდა”. სანამ ვსაუბრობდით, მალატი, შიამასუნდარას მეუღლე, მიმატებდა და მიმატებდა საჭმელს, სანამ არ შევთხოვემ, რომ უკვე საკმარისი იყო. ამ დროს მათი თოთხმეტი წლის ქალიშვილი სარასვატი სცენის უკან დარბოდა და ერთობოდა. მის ქერა თმას, მბრწყინავ ცისფერი თვალებს და დაუცხრომელ აღფრთოვანებას აღტაცებაში მოჰყავდა ინდოელები. ღიმილით ვაკვირდებოდი ამ სცენას, და ამასთან არ მავიწყდებოდა – საჭმლის ენთუზიაზმით შთანთქმა.

ნათქვამია, რომ წმინდა ადამიანი იმდენად სუფთაა, რომ სპეტაკ სარკეს წარმოადგენს. როცა ასეთი სარკის მსგავსი სულის წინ აღმოვჩნდებით ხოლმე, მაშინ შეგვიძლია ნათლად დავინახოთ ჩვენი შინაგანი ცხოვრების როგორც სილამაზე, ასევე სიმახინჯე. ჩვენი რწმენა და ეჭვები, მადლყ და ცოდვები, ხასიათის ძლიერი და სუსტი მხარეები – ყველაფერი ეს ამ სარკეში აისახება. ეს გამოცდილება ერთდროულად ტკბილიცაა და მტანჯველიც, და სწორედ ასეთი გრძნობას განვიცდიდი შრილა პრაბჰუპადას სიახლოვეს ყოფნისას.

ერთ საღამოს, როცა მორიგ ლექციას კითხულობდა, მისმა სერიოზულობამ მაიძულა დავეჭვებულიყავი საკუთარ გულწრფელობაში.

რამდენად გულწრფელია ჩემი მოტივები? მზად ვარ, რომ პასუხისმგებლობა ვიტვირთო საკუთარ და სხვების სიცოცხლეზე? აქამდე რატომ ვერ ავირჩიე რომელიმე გზა? რა არის ეს: პასუხისმგებლობის შიში თუ ქარაფშუტობა? როგორი მომავლის იმედი უნდა მქონდეს ამ შემთხვევაში?

სანამ ეს ფიქრები მიტრიალებდა, შრილა პრაბჰუპადა თავისი მაღალი სავარძლიდან თითქოს პირდაპირ თვალებში მიყურებდა. მისი დაჟინებული მზერის ქვეშ უკვე ვეღარ ვამჩნევდი გარშემომყოფებს. მეჩვენებოდა, რომ ამქვეყნად არავინაა ჩვენ ორის მეტი. ვგრძნობდი, თუ როგორ აღწევდა მისი მზერა ჩემი სულის ყველაზე დაფარულ კუნჭულებში, და გულში მისი დამარწმუნებელი ხმა მესმოდა: ნუ ფლანგავ უაზროდ ძვირფას დროს: კრიშნა გელოდება. მადლიერებისგან ვთრთოდი, მაგრამ ამასთან მტკიცედ ვიცოდი, რომ მალე წავიდოდი. მაშინ მეჩვენებოდა, რომ ასე უფრო პატიოსნად მოვიქცეოდი.

ის რამდენიმე დღეს, რომელიც შრილა პრაბუპადას გვერდით გავატარე, არაფერს შეედრებოდა, მაგრამ ჩემი რწმენა გემს ჰგავდა, რომელიც აფრების გარეშე ქანაობდა შტორმიან ოკეანეში. რაიმე მოვალეობებით დაბმის შიში და ჩემს გულში არსებული გადაულახავი სურვილი – მენახა სხვა ადგილები და სხვა გასხივოსნებული ადამიანები – გზის გაგრძელებისკენ მიხმობდნენ. და ეს სწორია, - ვფიქრობდი მე – მე ხომ ღრმა რწმენა უნდა გამიჩნდეს, როგორც გონების, ასევე გულის დონეზე, სანამ შევძლებ, რომ საკუთარ თავთან მართალმა რომელიღაც ერთი გზა ან ერთი გურუ ავირჩიო. ვიმედოვნებდი, რომ საჭირო დროს ღმერთი გამიხსნიდა ჩემს დანიშნულებას.

პრაბჰუპადას სიბრძნით და თანაგრძნობით გაოცებულმა, გადავწყვიტე გამგზავრების წინ მისი წიგნი – “კრიშნა” შემეძინა. ფული არ მქონდა, ამიტომ საჭირო თანხის შესაგროვებლად, ბომბეის ქუჩებში გავედი მოწყალების სათხოვნელად. მაგრამ კარგი მათხოვრისთვის ძალიან მორცხვი ვიყავი. უხერხულობისგან და დამცირებისგან ვიტანჯებოდი და ვცდილობდი, როგორც შემეძლო, მაგრამ მაინც ვერ მოვახერხზე საჭირო თანხის შეგროვება. ფესტივალის უკანასკნელ დღეს შრილა პრაბჰუპადას ერთ-ერთმა მოსწავლემ მასთან მიმიყვანა. პრაბჰუპადა პანდალის გარეთ, მზის გულზე გველოდებოდა. თავი ოდნავ უკან გადაეგდო, წელში გამართული იდგა და ხის ჯოხს ეყრდნობოდა. მისი დიდი თვალები დაჟინებით მიყურებდნენ, ხოლო ტუჩების დაშვებული კუთხეები ძალიან სერიოზულ გამომეტყველებას აძლევდნენ მის სახეს.

“რა?” – იკითხა მან.

“მოსწავლემ უპასუხა: “ამ ყმაწვილს ისე ძალიან უნდა თქვენი ახალი წიგნის ყიდვა, რომ ამის გამო ქუჩაშიც კი გავიდა მოწყალების სათხოვნელად”.

შრილა პრაბჰუპადაზე ამან ისე იმოქმედა, რომ საკუთარი ხელით მაჩუქა წიგნი. მისი მზერა სიკეთეს ასხივებდა. თავზე ხელი გადამისვა და მადლობა გადამიხადა:

“დიდი მადლობა”.

დიდი მადლობა, - ექოდ გაისმა ჩემს გულში და მოწიწებით მოვიხარე ქედი მის წინაშე.

http://www.radikal.ru

მეორე ნაწილის დასასრული






რადჰანათჰა სვამის გამოსვლა დიდი ბრიტანეთის პარლამენტში



რუსულ თარგმანით:




Posted by: cinemamu 6 Dec 2011, 17:50

Posted by: cinemamu 7 Dec 2011, 18:08
ნაწილი მესამე

მოგზაურობა ჰიმალაებში

თავი პირველი

ჰიმალაები თავისკენ მიხმობდნენ, და ერთი სული მქონდა როდის ვიხილავდი მათ კვლავ. ამიტომ უკვე მეორე დღესვე რკინიგზის ბაქანის ჭუჭყიან ბეტონზე ვიჯექი და ჩრდილოეთისკენ მიმავალ მატარებელს ველოდებოდი. წინ მელოდა მორიგი მოგზაურობა მესამე კლასის ვაგონით. მოხერხებულად მოვეწყვე და შრილა პრაბჰუპადას მიერ მოცემული წიგნი გადავშალე. ჩემდა გასაკვირად მისი შესავალი თავად ჯორჯ ჰარისონს დაეწერა, “ბიტლების” ერთ ერთ წევრს:

ყველა კრიშნას ეძებს.
ზოგიერთებს ეს არ ესმით, მაგრამ ისინიც მის ძებნაში არიან.
კრიშნა ღმერთია, წყარო ყოველი არსებულისა, მიზეზი ყოველივესი, რაც არსებობს, არსებობდა და ოდესმე იარსებებს.
ღმერთი უსასრულოა, ამიტომ მას მრავალი სახელი აქვს.
ალაჰი-ბუდა-იეჰოვა-რამა: ყველა კრიშნაა, ყველას არსი ერთია.


იმდენად, რამდენადაც მსოფლიოს რელიგიებ მაინტერესებდა და მწყუროდა, მათ შესახებ რაც შეიძლება მეტის გაგება, მე სასიამოვნოდ გამაკვირვა ჯორჯ ჰარისონის ამ სიტყვების ეკუმენისტურმა სულმა. წიგნი კვლავ ჩანთაში ჩავდე, და გადავწყვიტე, რომ მოგვიანებით აუცილებლად მივუბრუნდებოდი მას.

სადგურზე გავიცანი სარკინიგზო ინსპექტორი სახელად მადჰავა. იგი დაახლოებით ორმოცი წლის იყო, თეთრ შარვალს, აბრეშუმის პერანგს და თეთრ პილოტკას ატარებდა ნერუს სტილში, შავგვრემან სახეზე კი ბავშვობაში გადატანილი ოსპის ნიშნები ემჩნეოდა. მადჰავა თავის გურუსთან მიდიოდა და დამარწმუნა, რომ კომპანია გამეწია მისთვის. ბომბეისგან აღმოსავლეთით მიმავალ ავტობუსში ჩავჯექით და რამდენიმე საათში უკვე ვიყავით წმინდა ადგილას, სახელწოდებით განეშ პური. ჩასვლისთანავე მადჰავამ მითხრა: “სანამ გურუჯის წინაშე წარვდგებით, აქვე ახლოს გოგირდის ცხელ წყლებში უნდა განვიბანოთ”. ჩვენ მივედით სამ საბანაო ადგილთან, სადაც მღვრიე წყალი ბუყბუყებდა. ათეულობით ადგილობრივი მაცხოვრებელი იღებდა განბანვას – ერთნი წყალში იჯდნენ, მეორენი გარშემო დადიოდნენ. მე ნელ-ნელა ჩავიძირე ზეთივით ბლანტ რუხ სითეში, რომელსაც ორთქლი ასდიოდა, და თანდათანობით შევეჩვიე მაღალ ტემპერატურას და უსიამოვნო სუნს. როცა ყელამდე დამფარა წყალმა, ვიგრძენი, როგორ გამოაცოცხლა მან ჩემი სხეული და ჭკუა. ამ დროს მადჰავამ დამიძახა, რომ ახლა უკვე მზად ვიყავი მის გურუსთან შესახვედრად.

იგი დამელოდა, სანამ ჩავიცვამდი, შემდეგ კი პატარა აგურის ტაძართან მიმიყვანა. როცა შიგნით შევედით, მე აღმოვჩნდი დიდი შავთეთრი ფოტოს პირისპირ. მასზე გამოსახული იყო სრული აღნაგობის მამაკაცი გადაპარსული თმით, ტანზე მხოლოდ ბარძაყებზე შემოსახვევით. მას ჰქონდა მრგვალი სახე დიდი ყვრიმალებით, გამჭოლი თვალები და მოკლე ჭაღარა წვერი. მადჰავამ მითხრა, რომ სწორედ ეს იყო მისი გურუ – ნიტიანანდა ბაბა, რომელმაც ათი წლის წინ დატოვა თავისი სხეული, და აქ, მის სამარხთან ახლოს, მისი აქ ყოფნა უფრო ნათლად იგრძნობოდა, ვიდრე სიცოცხლეში.

ყვითელი და ფორთოხლისფერი ყვავილებით მორთული სამარხის გარშემო, რომელიც ზეთის ლამპადებით იყო განათებული, და რომლის ირგვლივაც ყვავილოვანი კეთილსურნელებების არომატი იფრქვეოდა, ნიტიანანდა ბაბას მიმდევრები იჯდნენ და ქოროთი მღეროდნენ ღმერთის სახელებს. ჩემდა გასაკვირად, ეს იყო ჰარე კრიშნა მანტრა – სწორედ ის მანტრა, რომელიც განგამ გამიხსნა ჰიმალაებში და რომელსაც შრილა პრაბჰუპადა მღეროდა ბომბეიში. კანზე კვლავ ჟრუანტელმა დამიარა.

მაჰარაშტრაში და კარნატაკაში ნიტიანანდა ბაბას მილიონობით მიმდევარი ჰყავდა. მადჰავამ მომიყვა ბაბას ცხოვრებაზე, მის სწავლებაზე და ამქვეყნად სასწაულებრივ მოვლინებაზე. მეცხრამეტე საუკუნის ბოლოს ერთმა ღარიბმა ქალმა, რომელიც ფიჩხს აგროვებდა ტყეში, ყურადღება მიაქცია ყვავების უჩვეულოდ ხმამაღალ ჩხავილს ტყის შუაგულში. იქ იპოვა ახალშობილი, რომელიც სრულიად მარტო იწვა ჩამოცვენილ ფოთლებზე. ქალმა აიყვანა ეს ჩვილი ბავშვი და უშვილო მსახურს მისცა, რომელიც ერთი მდიდარი ბრაჰმანის სახლში ცხოვრობდა. ბავშვობიდანვე ბიჭმა ამ ქვეყნისადმი გულგრილობა გამოავლინა, ათი წლის ასაკში კი წავიდა სახლიდან და განდეგილი გახდა. ყველგან ხეტიალობდა, გაჭირვებულებს ეხმარებოდა და ქადაგებით უფანტავდა ხალხს გულში არსებულ სულიერი უმეცრების წყვდიადს. ცხოვრების უკანასკნელი წლები აქ, განეშ პურიში გაატარა. ნიტიანანდა ბაბას სამარხში ვმედიტირებდი მანტრის ბგერების ქვეშ, რომელსაც მისი მოსწავლეები გარეთ მღეროდნენ, ნათლად შევიგრძენი მისი აქ ყოფნა და ეს მის კურთხევად აღვიქვი.



რამდენიმე დღეში გამაცნეს ნიტიანანდა ბაბას მოსწავლე, რომელიც შორიახლოს აშრამს აშენებდა. ღვთისმსახურებისთვის განკუთვნილი მცირე, მაგრამ სწრაფად მზარდი შენობა პირდაპირ გზის პირზე იდგა. როცა კარი გაიღო, ჩემამდე მოაღწია მომაჯადოებელმა ხმებმა მანტრისა, რომელსაც ნელა იმეორებდნენ: “ომ ნამაჰ შივაია!” შიგნით ბაბას რამდენიმე ათეული მოსწავლე – როგორც ინდოეთიდან, ასევე დასავლეთიდან, - უნისონში კითხულობდნენ მანტრას ტამპურას – კვახისგან გაკეთებული სიმებიანი ინსტრუმენტის აკომპანიმენტით. როცა გალობა დასრულდა და სიჩუმე ჩამოწვა, შენობიდან ყველა შიგა ეზოში გამოვიდა. მე გვერდიდან ვაკვირდებოდი ამ ყველაფერს. უცებ მოსწავლეები მიწაზე განერთხნენ, მიესალმნენ რა თავიანთ გურუს. იგი სამოცი წლის იყო, შავგვრემანი კანი, ღრმად ჩამჯდარი ყავისფერი თვალები, მოკლე თმა და წვერი ჰქონდა. ტანზე ზაფრანისფერი სამოსი ეცვა. მისი გამოჩენისთანავე მოსწავლეებს სახეები სიხარულით გაუბრწყინდათ. მე მისი ვინაობა ვიკითხე და მიპასუხეს: “სვამი მუკტანანდა”.



სვამიმ სათვალეებიდან გამომხედა, ყურადღებით შემისწავლა და თარჯიმანის მეშვეობით მომმართა: “როცა თხუთმეტი წლის ვიყავი, - დაიწყო მან, - ჩემი მდიდრული სახლი მივატოვე, რათა სადჰუს ცხოვრებით მეცხოვრა. ერთი წმინდა ადგილიდან მეორესთან დავდიოდი, სანამ ჩემს გურუდევას – ნიტიანანდა ბაბას არ ვიპოვიდი”. მარჯვენა ხელის მუშტით მარცხენას ხელისგულს დაარტყა და წამოიძახა: “ბაბამ დაანგრია ჩემი სიამაყე, რაც სხვას არავის შეეძლო”. და აქ იგი შეეხო თემას, რომელიც მე თვითონაც ძალიან მაღელვებდა: როგორ მეპოვნა ჩემი გზა და ჩემი გურუ, და რით მეხელმძღვანელა არჩევანის დროს. მეც და გარშემომყოფებიც სუნთქვაშეკრულნი ვცდილობდით მისი ყოველი სიტყვა დაგვეჭირა. ”შაქტი-პატი, ანუ იოგური კურთხევა, აღვიძებს კოსმიურ ენერგიას, კუნდალინის, რომელიც ხერხემლის ფუძესთანაა კონცენტრირებული. კუნდალინი მიემართება ზემოთ, ხერხემლის არხით, შვიდი ენერგეტიკული ცენტრის, ანუ ჩაკრების გავლით, სანამ არ მიაღწევს თხემს, სადაც აბსოლუტს უერთდება. კუნდალინის გამოღვიძების ყველაზე ქმედითი მეთოდია, როცა სიდდჰა-გურუ, სრულყოფილებას მიღწეული მასწავლებელი, მანტრას აძლევს მოსწავლეს და თავის შაქტის, სულიერ ძალას ანიჭებს მას”.

გამომშვიდობების წინ მან თქვა: “მიეჯაჭვეთ თქვენს მანტრას უფრო მეტად, ვიდრე ლოთია მიჯაჭვული ღვინოს! არასოდეს დაგავიწყდეთ იგი”.

ერთი შემთხვევა იმ დროიდან ღრმად ჩამრჩა მეხსიერებაში. სვამი მუკტანანდასთან ერთად გზის პირას ვიდექი, და უეცრად საიდანღაც ძაღლი გვეცა. ის ცოფიანივით ყეფდა, და მუქარის ნიშნად კბილებს აკვესებდა. გარშემო ყველა დაიფანტა შიშისგან, მაგრამ სვამიმ უშფოთველად შეხედა ძაღლს. მისი მხოლოდ ერთი მზერა საკმარისი იყო იმისთვის, რომ ძაღლი დამშვიდებულიყო. მან კუდი ამოიძუა და მორჩილად დახარა თავი მის წინაშე. სვამი მუკტანანდამ ცხოველი აკურთხა, შემომიბრუნდა და თარჯიმნის მეშვეობით მითხრა: “მე ვხედავ, რომ შენ გულწრფელი სადჰუ ხარ. თუ გინდა მოგცემ შაქტი-პატის კურთხევას”.

მე მაშინვე გამახსენდა ტატ ვალა ბაბა, ნაგების გურუ და სხვა მასწავლებლები, რომლებიც მოწყალედ მთავაზობდნენ მათ მოსწავლეობას. “მადლობას მოგახსენებთ სვამიჯი, - ვუპასუხე მე, ამ წინადადებით გაკვირვებულმა და ამავე დროს ნასიამოვნებმა, - მაგრამ გადავწყვიტე, რომ არ მივიღებ გურუსგან ფორმალურ ინიციაციას მანამდე, სანამ დარწმუნებული არ ვიქნები, რომ არასოდეს მივატოვებ მას”. ეს ვთქვი და ნერვიულად მოვეფერე ძაღლს. სადღაც, გულის სიღრმეში ძალიან ვნანობდი, რომ არ შემეძლო ყოყმანის გარეშე მიმეღო მისი სულგრძელი წინადადება. “მე არა ვარ თქვენი წყალობის ღირსი. მაპატიეთ, მაგრამ ჯერ არ გამიკეთებია ჩემი არჩევანი”.

“მე ვაფასებ შენს გულწრფელობას, - მიპასუხა სვამიმ. ისე რომ პირდაპირ თვალებში მიყურებდა. – დაე ღმერთმა გატაროს შენი ძიების გზაზე”. თითქოს დაადასტურა მისი კურთხევაო, ძაღლმა, რომელმაც ცოტა ხნის წინ ჩვენი დაგლეჯა უნდოდა, ხელი ამილოკა.

* * *
მადჰავა დაჟინებით მთხოვდა, რომ გოაში წავსულიყავი, სადაც, მისი თქმით, ჩემი ჯანმრთელობისთვის ძალიან სასარგებლო კლიმატი იყო. მან გემის ბილეთიც კი ამიღო. მისი წინადადება მივიღე და ამაში განგების ხელი დავინახე. პორტში წავედით. იქ ხალხით გადავსებულ გემბანზე ავედი და ოთხასი კილომეტრი გავცურე სამხრეთისკენ, არავიის ზღვის სანაპიროს გასწვრივ. მოგზაურობამ თავგადასავლების გარეშე ჩაიარა, და მალე დანიშნულების ადგლამდე ჩავედი – ეს იყო ტროპიკული სამოთხე უსასრულო სანაპიროებით, რბილი ქვიშით და ზღვის მარილით გაჟღენთილი გამაჯანსაღებელი ჰაერით. მეთექვსმეტე საუკუნეში გოა პორტუგალიის ფორპოსტი გახდა აზიაში, და იეზუიტმა მისიონერმა წმინდა ფანცისკო ქსავერმა ქრისტიანობაზე მოაქცია ათიათასობით ადგილობრივი მცხოვრები. 1961 წელს ინდოეთის არმიამ გამარჯვება მოიპოვა პორტუგალიის არმიაზე და გაანთავისუფლა გოა.

http://www.radikal.ru

ზღვის ნაპირი თავისი თეთრი პლიაჟებით, გამჭვირვალე ზღვის წყლით და ქოქოსის პალმებით დამხვდა. დრო რომ მომეგო, კალანგუტის პლიაჟისკენ გავემართე, სადაც იაფფასიან ბუნგალოებში დასავლეთელი ტურისტები იყვნენ განთავსებულნი.სანაპიროზე მივსეირნობდი და გვერდზე ჩავუვლიდი ხოლმე წყვილებს, რომლებიც ეხვეოდნენ და ჰკოცნიდნენ ერთმანეთს, მესმოდა როკ-ენ-როლის ხმა და ვხედავდი, თუ როგორ იღებდნენ დამსვენებლები ყველას თვალწინ ნარკოტიკებს. მიუხედავად იმისა, რომ ზუსტად იგივეს რამდენიმე ხნის წინ ევროპაში ვხედავდი, ახლა ეს ყველაფერი უცხო გახდა ჩემთვის, თითქოს წინა ცხოვრების მოგონებები ყოფილიყო. გულგრილად ვაკვირდებოდი ამ სცენებს ჰიპების ცხოვრებიდან და ქვიშაზე მივაბიჯებდი. უცებ საკუთარი თავი დავიჭირე იმაზე, რომ ვაკრიტიკებდი ამ ადამიანებს და ზემოდან ვუყურებდი მათ. არ მინდოდა მსგავსი ფიქრები, რომლებიც ჩემს სიამაყეს ამჟღავნებდა. ამიტომ ლოცვა დავიწყე და ღმერთს შევთხოვე, გავენთავისუფლებინე სხვებში ნაკლოვანებების ძიების დამაბინძურებელი მიდრეკილებისგან. მაგრამ როგორი რთული აღმოჩნდა ეს! ჩემთვის გაცილებით უფრო ადვილი იყო ჯუნგლებში, ველურ ცხოველებთან ცხოვრება – მათ გარემოში ჩემი საკუთარი ნაკლოვანებები ასეთი თვალნათლივი არ იყო.

კიდევ ერთი კილომეტრი გავიარე და ნარკომანების ჯგუფს შევხვდი დასავლეთიდან. ისინი სანაპიროზე დამსხდარიყვნენ და ნარკოტიკებს იჩხირავდნენ. წარმოიდგინეთ: ასეთი გრძელი გზა გამოიარეს, რათა დედამიწის ერთ-ერთ ულამაზეს ადგილას ჩამოსულიყვნენ, და ეს ყველაფერი იმისთვის, რომ ნარკომანის მძიმე ტვირთი ატარონ აქ! ნაბიჯის ტემპს მოვუმატე და გამყოფ ღობემდე მივედი პლიაჟის ბოლოში. აქ ღობეზე ავძვერი, ძლივ-ძლივობით გადავღოღდი მეორე მხარეს და იქ ჩემს თვალწინ ნამდვილი ტროპიკული სამოთხე გადაიშალა: ჰორიზონტის ბოლომდე გაჭიმული ბრწყინვალე პლიაჟები თეთრი ქვიშით, ქოქოსის პალმები, რომლებიც ქარისგან ირწეოდნენ, და გარშემო კაციშვილი არ იყო! ეს ადგილი ჩემი სახლი გახდა მთელი მომდევნო კვირის განმავლობაში.

http://www.radikal.ru

შვიდი დღე ქოქოსის პალმის ქვეშ გავატარე და ჩანთქმული ვიყავი კითხვაში, მედიტაციასა და ლოცვებში. თუ არ ჩავთვლით რამდენიმე ღარიბ მეთევზეს, რომლებიც ყოველ დილით ნავებით გადიოდნენ ზღვაში, ამ ადგილზე სხვა არავინ მოდიოდა. ჩემს ყოველდღიურ რაციონს ქოქოსის კაკლები შეადგენდნენ. მიწამდე დაშვებულ პალმაზე ავძვრებოდი ხოლმე, ვანჯღრევდი და დაცვენილ კაკლებს ქვით ვტეხავდი. ვბანაობდი ზღვაში, ღამე კი პირდაპირ ვარსკვლავიანი ცის ქვეშ მეძინა ქვიშაზე გაწოლილს.

ერთხელ გადავწყვიტე მატერიკის სიღრმეში მომეწყო ლაშქრობა. იქ, პალმების ჩრდილქვეშ, მეთევზეების რამდენიმე თიხის ქოხი დავინახე, რომლებსაც სახურავად დაწნული პალმის ფოთლები ეფარათ. ქოხებში იატაკი არ იყო: ისინი პირდაპირ ქვიშაზე იდგნენ. მეთევზეები, რომლებსაც მეტწილად ქრისტიანობა ჰქონდათ მიღებული, ძალიან მოკრძალებულად ცხოვრობდნენ: ისევე როგორც მათ წინაპრებს, მათაც არ გააჩნდათ არავითარი ქონება გარდა ნავისა, ორი ნიჩბისა და ბადისა. მზის ამოსვლიდან მზის ჩასვლამდე მამაკაცები ზღვაში მცხუნვარე მზის სხივების ქვეშ შრომობდნენ, რის გამოც მრავალ მათგანს სახის კანი წყლულებით ჰქონდა დაფარული. მაგრამ მათი შრომა იმდენად დამქანცველი იყო, რომ დრო არ რჩებოდათ საკუთარ გარეგნობაზე საზრუნავად. გამახსენდა, რომ იესოს პირველი მოსწავლეები ასევე მებადურები იყვნენ, რომლებსაც შემდეგ მან “ადამიანების მებადურობა” დაავალა.

მეორე დღეს, როცა სანაპიროზე ვსეირნობდი, პატარა თევზი ვიპონე, რომელიც განწირული ფართხალებდა ქვიშაზე. იგი ტალღამ გამორიყა ნაპირზე. ამ თევზის შიშმა და სასოწარკვეთამ თანაგრძნობა გამოიწვია ჩემში. ბოლოს და ბოლოს მე არც ისე ძალიან განვსხვავდებოდი მისგან, ამიტომ მომინდა, რომ სახლში, ზღვაში დამებრუნებინა თევზი. მაგრამ ყოველ ჯერზე, როცა ხელში ამყავდა, ხელიდან მისხლტებოდა ხოლმე, და უარს ამბობდა, რომ მეგობარი დაენახა ჩემში. ბოლოს როგორც იქნა დავიჭირე, ხელისგულებში მოვიმწყვდიე და ზღვაში ვისროლე. მაგრამ ჩემი კმაყოფილება ხანმოკლე აღმოჩნდა. პირველივე ტალღამ, რომელიც ნაპირს მოაწყდა, ისევ ნაპირზე გამორიყა თევზი. მე კვლავ წყალში ვისროლე იგი, და ტალღამ ისევ ნაპირზე გამორიყა, რათა ქვიშაზე მომკვდარიყო. მაშინ ტალღის წინააღმდეგობა გადავლახე, ზღვაში ყელამდე შევედი და ვეცადე რაც შეიძლება შორს გადამეგდო თევზი. ნაპირზე გამოსვლის შემდეგ დიდხანს ვაკვირდებოდი ტალღებს, სანამ არ დავრწმუნდი, რომ თევზი უსაფრთხოდ იყო.

კიდევ ცოტა გავისეირნე სანაპიროზე და მებადურებს გადავეყარე, რომლებსაც ბადე ნავიდან ნაპირზე გადმოჰქონდათ. ბადეში ასეულობით ასეთი თევზი ფართხალებდა, რომლებიც სიცოცხლის გადარჩენისთვის იბრძოდნენ, მაგრამ განწირულნი იყვნენ, რომ ტაფაზე დაასრულებდნენ მას. რის გაკეთება შემეძლო?
ცოტა ხნით გავჩერდი და სევდიანად ვაკვირდებოდი ზღვას, შემდეგ კი გზა განვაგრძე და ფიქრებში ჩავიძირე.

ჩვენ – როგორც თევზები, გამორიყულნი ვართ ღვთაებრივი ცნობიერების ზღვის ნაპირზე. ბედნიერების მოპოვების მცდელობა ყველაფერში, გარდა ღმერთთან ჩვენი პირვანდელი ურთიერთობისა, - იგივეა, რაც თევზის მცდელობა, რომ დატკბეს ცხოვრებით წყლის გარეშე, მშრალ ქვიშაზე. წმინდანები მზად არიან საკუთარი თავი გასწირონ, რათა ერთ ადამიანს მაინც დაეხმარონ თავისი პირვენდელი სულიერი ცნობიერების მოპოვებაში – ჭეშმარიტი სიხარულის ზღვაში დაბრუნებაში. მაგრამ მაია, ილუზია, თავისი ბადით გვიჭერს და გვაშორებს იმისგან, რასაც ჭეშმარიტი წყალობის მოტანა შეუძლია.

http://www.radikal.ru

* * *
როცა ეს-ესაა დავიწყე ჩემი სულიერი ძიებანი, მეჩვენებოდა, რომ რაც შეიძლება ბევრი უნდა ამეღო სხვადასხვა ტრადიციებიდან და სხვადასხვა მასწავლებლებიდან, შემდეგ კი ცხოვრებაში გამომეყენებინა ის, რაც ყველაზე მეტად შემეფერებოდა. ეს კონცეფცია 60-იან წლებში ძალიან პოპულარული იყო, მაგრამ ინდოეთში მივხვდი, თუ როგორი ზედაპირულია იგი. სულიერების არაერთი მაძიებელი მინახავს, რომელმაც ეს გზა აირჩია, მაგრამ მათი სულიერი ცოდნის სიღრმე არ ახდენდა ჩემზე დიდ შთაბეჭდილებას. და პირიქით, ყველა ის ადამიანი, რომელმაც თავისი სულიერებით მომხიბლა, რომელიმე ერთი სულიერი გზის მტკიცე მიმდევარი იყო. და მაშინ მივხვდი, რომ ჩემი ხეტიალი ერთიდან მეორე ადგილას, ერთი მასწავლებლიდან მეორემდე, უსასრულოდ ვერ გაგრძელდებოდა. და კიდევ იმასაც მივხვდი, რომ ჩემი უმზაობა, მიმეღო რომელიმე ერთი რელიგია, ნაწილობრივ გამოწვეული იყო იმის შიშით, რომ ეს სხვა რელიგიებს დამაშორებდა. მიუხედავად ამისა, ვიცოდი: იმისთვის, რომ რაიმესთვის მიმეღწია, ადრე თუ გვიან არჩევანის გაკეთება მომიწევდა. ამ მომენტის გაწელვის მცდელობები თანდათან უფრო და უფრო მტანჯველი ხდებოდა ჩემთვის. მაგრამ ამ გზებიდან და ამ მასწავლებლებიდან რომელია – ჩემი? როგორ მივხვდე ამას უეჭველად?

მე მრავალ დიად მასწავლებელთან მომიხდა შეხვედრა. მათ განმანათლეს, მომცეს ცოდნა სხვადასხვა სწავლების შესახებ და სულიერი გამოცდილების მიღების საშუალება, რასაც უეჭველია, რომ არ ვიმსახურებდი. ყველა ამ სწავლებაში სულიერ სილამაზეს ვხედავ, მაგრამ სად, რომელ მხარეს უნდა წავიდე ამ გზაჯვარედინიდან? სად უნდა მიმიყვანოს ჩემმა გზამ?

იმ ღამით ვლოცულობდი, რომ ღმერთს თავად წარემართა ჩემი გზა. ვერც კი შევამჩნიე ისე ჩამეძინა. შუაღამისას, როცა გამეღვიძა, სავსე მთვარე დავინახე, რომელიც მაღლა ცაში ანათებდა. მის გვერდით ერთადერთი ვარსკვლავი ბრწყინავდა. ეს ისლამის სიმბოლო იყო, ღმერთისადმი მორჩილების ნიშანი. როგორ გამეგო, ამით რისი თქმა უნდოდა ღმერთს ჩემთვის? პასუხი თავისთავად მოვიდა, და გულზე მაშინვე მომეშვა. მივხვდი, რომ საიდუმლო, რომლის ამოხსნასაც ვცდილობდი, მალე თავისით გამეხსნებოდა.

http://www.radikal.ru

Posted by: cinemamu 9 Dec 2011, 16:32
თავი მეორე

გოადან ზღვით დავბრუნდი ბომბეიში და დავიწყე ჩემი მოგზაურობა უკან, ჰიმალაებში. თავიდან დელიმდე ჩავედი მატარებლით. იქიდან ჩემი გზა ჩრდილო-დასავლეთისკენ წავედი, ქალაქ პათჰანკოტში, რომელიც კაშმირთან საზღვარზეა. პათჰანკოტიდან სატვირთო ავტომობილის ძარაზე ჩავაღწიე დჰარამსალამდე, სოფლამდე, რომელიც ჰიმალაებთან ახლოს, ჰიმაჩალ-პრადეშის შტატში მდებარეობს. ყველაფერში იგრძნობოდა ზაფხულის მოახლოება: ტყე სავსე იყო ფორთოხლისფერი, ყვითელი, იისფერი და თეთრი ყვავილებით, რომლებიც აყვავებას იწყებდნენ. უზარმაზარი ბებერი ხეები ახალი ფოთლებით შემოსილიყვნენ, და ველური ბუნების ხმები გამამხნევებელ ატმოსფეროს ქმნიდნენ. დჰარამსალას მაღლა, მთაზე ტიბეტელი დევნილების ბანაკი მაკლეოდ განჯა იყო განლაგებული. აქ ცხოვრობდა ტიბეტის დალაი-ლამა.

როცა ამ მთის მონასტერში წასასვლელად ვემზადებოდი, წავიკითხე მისი წიგნი – “ჩემი მიწა და ჩემი ხალხი”. ლჰამო დჰონდრუბი დაიბადა 1935 წელს ღარიბი ტიბეტელი გლეხების ოჯახში, რომლებიც ქვისა და თიხის უბრალო სახლში ცხოვრობდნენ. ტიბეტელმა რეგენტმა, რომელიც დროებით ლამას მოვალეობას ასრულებდა, საპატივცემულო ბერებისგან შემდგარი მაძიებელი ჯგუფი გაგზავნა, რადგანაც მას ჰქონდა გამოცხადება, რომ სწორედ ამ სახლში დაიბადა ახალი დალაი-ლამა. როცა ბავშვს ორი წელი შეუსრულდა, ბერები ღატაკი მწირების სამოსში მივიდნენ მის მშობლებთან და თავშესაფარი სთხოვეს მათ. ერთ-ერთ ბერს კისერზე წინა დალაი-ლამას კრიალოსანი ეკიდა. ბავშვმა იცნო კრიალოსანი, მაშინვე ხელი სტაცა და თავისკენ მოქაჩა. კიდევ რამდენიმე სტუმრობის და გამოცდის შემდეგ ბერები იმ დასკვნამდე მივიდნენ, რომ მათ წინ – ჩენრეზიგის, თანაგრძნობის ბოდჰისატვას მეთოთხმეტე განსხეულება იყო. ითვლება, რომ იგი კვლავ და კვლავ იბადება ამ სამყაროში როგორც დალაი-ლამა, რათა ტიბეტის ხალხს სულიერად და პოლიტიკურად უხელმძღვანელოს.

ბავშვი ლჰასას მონასტერში განამწესეს, სადაც ასწავლიდნენ და ამზადებდნენ იმისთვის, რომ სახელმწიფოს მეთაური და სულიერი ლიდერი გამხდარიყო. მისი ბავშვობის ასაკში ტიბეტი ჰყვაოდა. მაგრამ 1950 წელს იქ ჩინეთის არმია შეიჭრა, და უკვე 1959 წლისთვის ძალადობამ და უწესრიგობამ ნაფლეთებად აქცია ეს სახელწიფო. თავისი ხელქვეითების დაჟინებული თხოვნის შემდეგ დალაი-ლამა იძულებული გახდა თავისი საყვარელი სამშობლოდან გაქცეულიყო. ამის გაკეთებამდე მან ლოცვები აღავლინა უფალი ბუდას ტაძარში და თეთრი აბრეშუმის შალი მიუძღვნა მას. ეს იყო განშორების ნიშანი და კვლავ დაბრუნების პირობა. გულისტკივილით მოიხსნა ბერის სამოსი და სამხედრო ფორმაში გადაცმული ღამით სასახლიდან გაიქცა.

თანმხლებთა მცირე ჯგუფთან ერთად, მან დევნის ქვეშ მყოფი გაქცეული დამნაშავესავით, რთულადგადასალახავი ტიბეტის მთები გადაიარა. თოვლის მეწყერები, ყინვები და წვიმები ხელს ვერ შეუძლიდნენ მას. მთელი ამ ხნის განმავლობაში გულით თავის ხალხთან იყო, და მის სავალალო ბედზე ფიქრობდა. ავადმყოფი, დაქანცული და შეპყრობილი მისსივე სიტყვებით “დარდით, რომლის სიტყვებით აღწერაც შეუძლებელია”, მან როგორც იქნა გადალახა ინდოეთის საზღვარი.

http://www.radikal.ru

დევნის, ბრძოლისა და წინააღმდეგობათა გადალახვის ამ საოცარმა ისტორიამ ისეთი დიდი შთაბეჭდილება მოახდინა ჩემზე, რომ გადაულახავი აუცილებლობა ვიგრძენი, მომენახულებინა ის ადგილი, რომელიც ტიბეტური ბუდიზმის სულიერი ლიდერის სახლად იქცა. იმ დროს, 1971 წელს, მაკლეოდ განჯი, რომელიც მაღალ, ხეებით დაფარულ მთებში და ხეობებში იყო ჩამალული, მინიატურულ ტიბეტს მოგაგონებდათ. დევნილები ტრადიციულ ტანსაცმელს ატარებდნენ და სოფლებსა და აგურის სახლებში ცხოვრობდნენ, რომლებიც ტიბეტურ სტილში იყვნენ ნაშენები – დრაკონებით და სხვა მითოლოგიური არსებებით, რომლებიც ხისგან იყვნენ გამოთლილნი ან კაშკაშა საღებავებით ძელებსა და არკებზე იყვნენ გამოსახულნი. მთის ფერდობებზე იაკები ძოვდნენ ბალახს, შორიახლოს კი განმარტოებულნი მედიტირებდა რამდენიმე მწირი დასავლეთიდან. ისევე როგორც ტიბეტში, მამაკაცების უმეტესობა აქ ბუდისტი ბერი იყო. ბანაკის ცენტრში განლაგებული იყო დიდი სწორკუთხოვანი მოედანი, რომელიც სალოცავი ბორბლებით იყო გარშემორტყმული.

მორწმუნეები მოედანს უვლიდნენ გარს, ბორბლებს ატრიალებდნენ და იმეორებდნენ მანტრას: “ომ მანი პადმე ჰუმ”. მე უკვე ვიცოდი წიგნიდან, რომ ამ მანტრით ტიბეტელი ბუდისტები ჩენრეზიგის – განსხეულებული თანაგრძნობის წყალობას იხმობდნენ, და რომ ამ მანტრაში ჩადებული იყო ბუდას სწავლება მთელი მისი სისრულით.


* * *
მაკლეოდ განჯის მცხოვრებლები უჩვეულოდ მეგობრულები იყვნენ. სადაც არ უნდა წავსულიყავი, ყველგან ღიმილით მესალმებოდნენ. მიუხედავად გადატანილი განსაცდელებისა და დევნილების სტატუსისა, ისინი სრულიად მშვიდად გამოიყურებოდნენ. მათ შორის ერთი გლახაკი, ან თაღლითიც კი არ შემხვედრია. ყველა სრულებით კმაყოფილი იყო ცხოვრებით. ერთმა ოჯახმა თავის პატარა სახლში დამპატიჟა და ტჰუპკით (ტრადიციული კვერიანი სუფით) და ტიბეტური ჩაით, მარილითა და იაკის კარაქით გამიმასპინძლდა. ეს ჩაი კარგად ახურებდა ორგანიზმს ყინვიან ჰიმალაების ღამეებში. ადგილობრივებმა იმდენად მომხიბლეს, რომ მზად ვიყავი საათობით მეცქირა, როგორ ფუსფუსებდნენ საშინაო მეურნეობაში, ისინი კი საპასუხოდ ფართოდ მიღიმოდნენ.

დალაი-ლამას სახლის მახლობლად იდგა ბუდას ტაძარი, დიდებული ღვთაებით, რომელიც ლოტოსის პოზაში იჯდა. ამ ოქროს ღვთაებას ეთაყვანებოდნენ როგორც ბერები, ასევე ერისკაცები: სთავაზობდნენ კეთილსურნელებებს, ზარებს, ლამპადებს და სხვა საჩუქრებს. პუჯამ, თაყვანისცემის ცერემონიალმა ძალიან მომხიბლა. ბერები ორ რიგად ჩამწკრივდნენ ერთმანეთისკენ პირისახით ისე, რომ ბუდას ღვთაება მათ შორის აღმოჩნდა. შემდეგ მათ დაიწყეს წმინდა წერილების კითხვა, რომლებიც პერგამენტის ფურცლებზე იყო ჩაწერილი. ბერები ერთი დასტიდან იღებდნენ ფურცელს, ერთობლივად კითხულობდნენ ლოცვებს და მეორე დასტაზე დებდნენ.

http://www.radikal.ru

ხანგამოშვებით რამდენიმე ბერი გრძელ საყვირში ჩაჰბერავდა ხოლმე, ზოგი რიტუალურ ზარებზე ან დიდ გონგზე რეკავდა, ზოგი კი ჯოხებით უზარმაზარ ბარაბანზე ურტყამდა. როცა ცერემონია კულმინაციას აღწევდა, მთავარი მღვდელმსახური საზეიმოდ იღებდა ლატუნის ორნამენტებიან სკიპტრას. ეს სკიპტრა, ანუ დორჯე, სულიერი ენერგიის მიმღების ფუნქციას ასრულებდა. ტაძრის კედლები ტანტრებით იყო მოხატული – ფერადი ნახატებით, რომლებიც ბუდიზმის ისტორიას და სიმბოლიკას გამოხატავდნენ. ტანტრები უნდა დახმარებოდნენ მორწმუნეებს გასხივოსნების მოპოვებაში. მე ბერებთან ვიჯექი, რომლებიც მედიტირებდნენ, ან მანტრებს იმეორებდნენ, და ლამპადებისა და კეთილსურნელოვანი ჩხირების არომატს უკიდეგანო სივრცეებში გადაჰყავდა ჩემი ჭკუა.

http://www.radikal.ru

განსაკუთრებით გამაოცა იმან, თუ როგორი სიყვარულით და მოწიწებით ეპყრობოდნენ ტიბეტელები დალაი-ლამას. მათთვის იგი ურყევი სულიერი ავტორიტეტი გახლდათ, როგორც რომის პაპი კათოლიკეებისთვის, და ამავე დროს იგი უფლებამოსილი იყო საერო ხელისუფლების მთელი ძალაუფლებით. დალაი-ლამას ფოტო ყოველ სახლში და ყოველ მაღაზიაში გამოსაჩენ ადგილზე ეკიდა.

http://www.radikal.ru
* * *
ერთხელ, ადრიან დილას, როცა ტაძარში ვმედიტირებდი, ჩემს გვერდით დაჯდა ხანშიშესული მაღალი ლამა, ბორდოსფერ სამოსში. თავი გადაპარსული ჰქონდა, ყელს კი ხის კრიალოსანი უმშვენებდა. ლამამ მითხრა, რომ უკვე რამდენიმე დღეა მაკვირდებოდა, და დაინტერესდა, მქონდა თუ არა კითხვები. მას შემდეგ ჩვენ ყოველდღიურად რამდენიმე საათი ვსაუბრობდით. და ერთხელაც განსაკუთრებული დღე დადგა: ჩემმა ახალმა ნაცნობმა თავად დალაი-ლამასთან აუდიენციაზე წაყვანა შემომთავაზა. დალაი-ლამას სახლი ტყიან მთაზე იდგა და შეიარაღებული ინდოელი ჯარისკაცების მიერ იყო დაცული – მისი სიცოცხლე გამუდმებით საფრთხის ქვეშ იყო. როცა საკონტროლო პუნქტი გავიარე, შემიყვანეს ოთახში, რომელიც ბუდასა და დიადი ბოდჰისატვების ფერად-ფერადი გამოსახულებებით იყო მოხატული. საკურთხეველზე იდგა ბუდას შესანიშნავი ლითონის ღვთაება, რომელიც ყვავილებით იყო მორთული. გარშემო ენთო ლამპადები, იდო ზარები და თაყვანისცემის სხვა ატრიბუტები. ოთახში კეთილსურნელების არომატი იდგა.

რამდენიმე წუთის შემდეგ კარი გაიღო და ჩემი მზერა დალაი-ლამას შეხვდა. სათვალეებს მიღმა მისი სიხარულით გაბრწყინებული თვალები მოჩანდა. მსხვილი თავი სუფთად გადაეპარსა, სახეზე გამომხატველი ნაკვთები ეტყობოდა, ხოლო ცხვირი დიდი და მომრგვალებული ჰქონდა. ლამას ბორდოსფერი სამოსა ეცვა, რომელზეც მკაფიო ყვითელი მოსაცმელი ჰქონდა მოხვეული. გადამდები ღიმილით გაეღიმა და ჩემსკენ გამოემართა. ხმამაღალი სიცილით ორივე ხელზე მომკიდა ხელები და მძლავრად ჩამომართვა. თან გულითადად მომესალმა: “თქვენ შორიდან ჩამოხვედით. კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ჩვენთან!”

ჩვენ ერთმანეთის პირისპირ, სკამებზე დავჯექით. ბავშვური ცნობისმოყვარეობით გამომკითხა ჩემი ცხოვრების შესახებ ამერიკაში და იმის შესახებ, თუ რატომ გავხდი სადჰუ. გულწრფელი ინტერესით ისმენდა ჩემს მონაყოლს და არც ერთი სიტყვა არ ეპარებოდა. ყოველთვის, როდესაც ჩემს თხრობაში იუმორის თუნდაც ჩრდილი გაიელვებდა, ლამა ძალიან ცოცხლად რეაგირებდა, ხელისგულებს ერთმანეთზე ურტყამდა და სიცილისგან მთელი სხეული უთრთოდა. ასე გავიდა დაახლოებით ნახევარი საათი და მე ვკითხე ლამას მის ქვეშევრდომებზე ტიბეტში. მოწოლილი მოგონებები მოქუფრული ჩრდილივით დააწვა მის სახეს, თვალებში კი ცრემლებმა გაიბრწყინა. მცირე ხნის სიჩუმის შემდეგ თქვა: “როცა ჯერ კიდევ ბავშვი ვიყავი, ჩემი სამშობლო თავისუფალი იყო. ჩვენ ბედნიერად ვცხოვრობდით, ერთიანი ქვეყანა ვიყავით, და ჩვენი რელიგიაც ყვაოდა.” დალაი-ლამა გაჩუმდა და ჩაიდნიდან ტიბეტური ჩაი დაასხა ჩემს ჭიქაში. შემდეგ ჩაიდანი დადგა და ღრმად ჩაფიქრებულმა დახარა თავი. ჩანდა, თითქოს აზრობრივი ხედვით ხედავდა, თუ როგორ იბრძვის მისი ხალხი ჰიმალაების მეორე მხარეს, ტიბეტში, და თანაუგრძნობდა მათ. შემდეგ კი ხმადაბლა წარმოთქვა: “ჩვენ უზარმაზარ ვალში ვართ ინდოეთთან, რომელმაც ათასობით ჩვენი დევნილი შეიფარა.”

თანაგრძნობა სხვა ცოცხალი არსებების მიმართ, - დაიწყო მან ახსნა, - ყველა რელიგიის განუყოფელი თვისებაა. მზადყოფნა საკუთარი თავის სხვათა კეთილდღეობისათვის გასაწირად – ესაა ჭეშმარიტი დჰარმა.” ეს სიტყვები, დამტკიცებული მისივე მსხვერპლით, რაც თავისი ხალხისათვის გაიღო, ჩემს მეხსიერებაში ღრმა კვალს ტოვებდნენ. “მედიტაცია, წმინდა წერილების შესწავლა და თაყვანისცემის რიტუალები, - თქვა მან, - შინაგანად მაძლიერებენ და საშუალებას მაძლევენ, რომ სიკეთესა და ცოდნაში ვიცხოვრო.” მისმა ნათქვამმა დამაფიქრა. მისი პიროვნება მოკრძალებას და პატივისცემას აღძრავდა, მაგრამ მისმა გულწრფელმა სიკეთემ და ზრუნვამ მაიძულა, რომ დამევიწყებინა მოკრძალება და მოვპყრობოდი, როგორც ახლო მეგობარს. დალაი-ლამამ ღიმილით მომახვია კისერზე თეთრი აბრეშუმის მოსახვევი, მასზე ამოქარგული ტიბეტური მანტრებით. “ჩვენთან ასეა მიღებული – ვაჩუქოთ ეს საჩუქარი ჩვენს ძვირფას სტუმრებს”. მომეჩვენა, რომ არ ვიმსახურებდი მის მიერ ჩემთვის გაღებულ დროს და სიკეთეს, და მადლიერების ნიშნად ქედი მოვიხარე მის წინაშე.

დალაი-ლამასთან ურთიერთობის წყალობით უკეთ შევძელი გამეგო უანგარო მსახურების მნიშვნელობა. ლამა ამ სიკეთის ცოცხალი განსახიერება იყო: ის არა მხოლოდ ურყევად მისდევდა სულიერ პრინციპებს, ასევე ატარებდა თავისი ხალხისადმი მსახურების მძიმე ტვირთსაც, იმ ხალხისადმი, რომელიც ნაწილობრივ განდევნაში იყო, ნაწილობრივ კი სხვა ხალხის მიერ იჩაგრებოდა. დალაი-ლამა მამაცურად გადალახავდა ხოლმე წარმოუდგენელ სიძნელეებს და დაბრკოლებებს თავის ერთი შეხედვით უიმედო ბრძოლაში, მოთმინებით იტანდა განდევნას და მუდამ სიკვდილის საფრთხის ქვეშ ყოფნას, და მიუხედავად ყველაფრისა აგრძელებდა თავისი ხალხის მსახურებას. მის მიერ ნაჩუქარი მოსახვევის მიღებასთან ერთად, მე მივიღე გაკვეთილი მისი თავდადებულობისა და მსახურებისა – ჭეშმარიტად ძვირფასი საჩუქარი.

http://www.radikal.ru
* * *

Posted by: cinemamu 12 Dec 2011, 17:05
მე გამოქვაბულში დავსახლდი, მთის ტყიან ფერდობზე, რომელიც ველის თავზე იყო აღმართული და ტერასებად ეშვებოდა დაბლა. ტიბეტელმა ბერებმა მასწავლეს მხოლოდ ცამპათი – ოდნავ მოხალული ქერის ფქვილით კვება. ცამპას შენახვა დიდხანს შეიძლება, და თუ წყალში შევურევთ მას, ფაფა გამოვა. ჩემი სხეულის მოთხოვნილებები მინიმუმამდე დამყავდა, და ყოველდღე ჩავდიოდი მაკლეოდ განჯაში მათი მაცხოვრებლებისგან ბუდიზმის შესასწავლად. ღამით ისევ გამოქვაბულს ვუბრუნდებოდი ხოლმე. ერთ ღამეს, როცა ქვის იატაკზე ვიწექი, გიგანტური ობობა დავინახე, რომელიც ჩემი სახიდან სულ რაღაც რამდენიმე სანტიმეტრის მოშორებით დაბობღავდა. ობობას ნელა გადაჰქონდა თავისი ბეწვიანი შავი ტანი, და ერთ ჯერზე მხოლოდ ერთ ფეხს სწევდა ხოლმე მაღლა, და ასე დადიოდა, სანამ ჩემს თავს უკან არ გაუჩინარდა. ბავშვობაში ძალიან მეშინოდა ობობის; მისი დანახვისთანავე ყვირილით გავრბოდი და დედას ვეძახში საშველად, რათა გაეგდო იგი. ეს ობობა ყველაზე საზარელი იყო მათ შორის, რაც ოდესმე მინახავს. ღმერთმა განსაცდელის სახით მომივლინა იგი. შიში უნდა გადავლახო, – გავიფიქრე მე. იმ ღამის შემდეგ გამოქვაბულს ობობასთან ერთად ვიზიარებდი, და ვცდილობდი, რომ პატივისცემით მოვპყრობოდ მას. იმ ადგილიდან, სადაც ვმედიტირებდი, ხანდახან შეიძლებოდა კობრების დანახვა, რომლებიც ტყეში მიცოცავდნენ. დროდადრო გამოქვაბულში კიდევ სხვა ვინმეც შემოსახლდებოდა ხოლმე. ერთხელ ღამით გამოქვაბულის ჭერიდან უაზარმაზარი მორიელი ჩამოვარდა. დაეცა რა ჩემგან რამდენიმე სანტიმეტრის მოშორებით, მან თავისი სასიკვდილოდ შხამიანი კუდის აქეთ-იქით ცეცება დაიწყო. და მაინცდამაინც ამ დროს ჩაიწვა და ჩაქრა ჩემი ერთადერთი სანთელი. გამოქვაბული მაშინვე უკუნმა სიბნელემ მოიცვა. მე არაგონივრულად ჩავთვალე ბრმად რაიმე მოძრაობის გაკეთება და დიდხანს უძრავად ვიჯექი. ამ სიტუაციაში ძალიან გამომადგა კაილაშ ბაბას მამობრივი დარიგებები, რომელმაც გველებთან და მორიელებთან სწორად მოპყრობა მასწავლა. ოდნავ ვსუნთქავდი და ღმერთს ვევედრებოდი, რომ დამხმარებოდა სიძულვილის, შიშისა და სხვების განკითხვის გადალახვაში.

http://www.radikal.ru
http://www.radikal.ru

ერთ დილას, როცა გამოქვაბულში ვიჯექი, ფიქრებით ოკეანეები და კონტინენტები გადავლახე და მამაჩემთან – ჩიკაგოს გარეუბანში, ჰეილენდ პარკში აღმოვჩნდი. ჯერ თავადაც არ ვიცოდი, როგორ აეწყობოდა ჩემი მომავალი ცხოვრება, მაგრამ ვგრძნობდი, რომ მამისადმი ჩემი სიყვარულის ყველაზე დიდი გამოვლინება ისეთი წერილი იქნებოდა, რომელიც ღმერთთან მიახლოვების სურვილს აღუძრავდა მისთვის ყველაზე უფრო ბუნებრივი მეთოდით. ჯერ-ჯერობით მე თვითონაც არ მქონდა არჩეული ჩემი გზა, მაგრამ ყმაწვილური თავდაჯერებულობით მივწერე მამას:

ჩემო საყვარელო მამა!

მინდა რაღაც ძალიან მნიშვნელოვანი გთხოვო. შენი თანაგრძნობის უნარი მეტწილად ჩემი საყვარელი ბაბუასგან – ბილისგან მიიღე, ხოლო მისი თანაგრძნობის ფესვები, როგორც მე ვხვდები, მისი იუდაიზმის საფუძვლებისადმი ურყევი რწმენიდან მოდის. იუდაიზმისადმი სიყვარულის ეს მარცვალი ბაბუამ შენ გადმოგცა. ძალიან გთხოვ, გააღვივე ეს მარცვალი მთელი გულწრფელობით, და მაშინ მოიპოვებ შთაგონებას და ღმერთისადმი სიყვარულს. მედიტაციის ღვთაებრივი საჩუქარი საშუალებას მოგცემს უფრო ღრმად შეხვიდე იუდაიზმის არსში. იუდეურ რწმენას, ისევე როგორც სხვა დიდ რელიგიებს, ყოველი ჩვენგანის ღმერთთან მიახლოება შეუძლია.

გთხოვ, განაგრძე საკუთარი წინაპრების რელიგიიდან შთაგონების მიღება. დარწმუნებული ვარ, რომ ეს სწორედ ისაა, რასაც სინამდვილეში ეძებ.

მაკლეოდ განჯი, დჰარმასალა, ჰიმაჩალ-პრადეში, ინდოეთი,
მაისი 1971 წ.


ინდოეთში ჩემი მოგზაურობის უმეტესი დროის მანძილზე არ მყოლია თანამგზავრი, რომელსაც გულს გავუხსნიდი. ისინი, ვისთანაც ურთიერთობა მქონდა, ან ინგლისურად არ ლაპარაკობდნენ, ან დიადი და ძლევამოსილი ბრძენები იყვნენ და ბევრად აღმემატებოდნენ ასაკით. ხანდახან მარტოსულად ვგრძნობდი თავს, მაგრამ ვისწავლე მარტოობისადმი, როგორც ღმერთთან ურთიერთობის განვითარების საშუალებისადმი მოპყრობა. ჩუმი მედიტაცია გახდა ის საშუალება, რომლის მეშვეობითაც გამოვთქვამდი ჩემს ფიქრებსა და გრძნობებს. მშვიდი მედიტაცია გახდა ჩემთვის თავშესაფარი მოუსვენარი ჭკუისა და გარესამყაროსგან თავდასაცავად. როცა ჩემს ახლობლებს ვაწყნარებდი წერილებით, რომ ყველაფერი რიგზე მაქვს, ნაწილობრივ ამ დროს გულის გადაშლის სურვილი მიბიძგებდა ხოლმე, თუმცა მესმოდა, რომ მათ გაუჭირდებოდათ ჩემი გაგება. ხანდახან ჩემს ფიქრებს პატარა ჩანაწერთა წიგნაკის ფურცლებს ვანდობდი. ერთ მშვენიერ მზიან დღეს, ვიჯექი რა განმარტოებით ჩემს გამოქვაბულში, წიგნაკში შემდეგი ჩანაწერი გავაკეთე, რომლითაც კონკრეტულად არავის არ მივმართავდი:

განდეგილის ცხოვრებაში ჩნდება რთული მომენტები, როცა ის დაიღალა, არ იცის საით წავიდეს, და ვერ აცნობიერებს, თუ რა მოიტოვა უკან. მას ვერ გადაუწყვეტია, შეინახოს თუ არა ის მცირეოდენი, რაც დარჩა, თუ ყველაფერზე უარი თქვას. საით წავიდეს ის, ვინც თავისი სახლი და მეგობრები მიატოვა? და რა აკეთოს იმ ადამიანმა, რომელიც თავისი განმარტოებულობის უდაბნოში დახეტიალობს? უნდა დაანგრიოს თავის გარშემო აღმართული კედლები, თუ პირიქით, უნდა გაამაგროს ისინი და უფრო მიუვალი გახადოს? ამიტომ იგი ლოცულობს: “ო, უფალო, როდის შევხვდები მას, ვინც შენსკენ გზას მომასწავლის? და სად იპოვის თავშესაფარს უსახლკარო, რომელიც ამ წარმავალ სამყაროს თავის სახლად არ მიიჩნევს?”

ჩემი გამოქვაბულიდან შორიახლოს ცხოვრობდა მისტიკოსი ეგვიპტედან, რომელთანაც ხანდახან სულიერ თემებზე ვსაუბრობდი ხოლმე. მას შავგვრემანი, სწორნაკვთებიანი სახე, მსხვილი ცხვირი, ნატიფი ტუჩები და გრძელი წვერი ჰქონდა. მისი ჩაფიქრებული თვალების მზერა იმდენად ღრმა იყო, რომ მეგონა, სხვა სამყაროში იმზირებოდა. მიუხედავად სრული გარეგნული სიმშვიდისა, მისი ჭკუა გამუდმებულ მუშაობაში იყო, ეძებდა რა სიბრძნის ნაკლულ ნაწილაკებს ცხოვრების მოზაიკაში. მან იცოდა ძველ ეგვიპტური მკითხაობის ტექნიკა – მეტუ ნეტერი, რომელიც ტაროს ჰგავდა, და ერთხელ ჩემი ბედის წაკითხვა შემომთავაზა. მე დავთანხმდი. ბანქოს დასტა კარგად აჭრა, აკურატულად დაალაგა კარტები თანაბარ რიგებად და ძველეგვიპტური ოკულტური რიტუალები ჩაატარა. შემდეგ დამეხმარა, რომ გამევლო საკმაოდ რთული მედიტაცია, რომელიც ჩემს მიერ კარტის ამოღებით დასრულდა. ფერადი კარტები, დაახლოებით თხუთმეტი შვიდზე სანტიმეტრის ზომით დაფარულნი იყვნენ მისტიკური სიმბოლოებით და მითოლოგიური ფიგურებით. სანამ მდუმარებას დაარღვევდა, ნახევარი საათი კარტების განლაგებას აკვირდებოდა. ბოლოს ნელა წამოიწია სკამიდან, ხელებით მაგიდას დაეყრდნო და თავისი წინასწარმეტყველება გააჟღერა:

“ვერც ჭკუით და ვერც გონებით ვერ განსაზღვრავ იმ სულიერ გზას, რომელსაც ეძებ. მაგრამ ძალიან მალე ბედი თავისით წაგიყვანს. როგორც ფოთოლი, ქარის მიერ ატაცებული, შენ გაყვანილ იქნები შენთვის განკუთვნილ გზაზე”. მეჩვენებოდა, რომ კარტებმა ყველაფერი იცოდნენ ჩემზე. ერთ-ერთ კარტს შეეხო და უეცრად გაჩუმდა, შემდეგ კი თვალდახუჭულმა წაიჩურჩულა: “მოთმინებით განაგრძე შენი ძიებანი. მაღალი ძალები დაგეხმარებიან იმის ამოცნობაში, ვისაც ეძებ. დამიჯერე, ეს ბედია. შენი მასწავლებელი აუცილებლად მოვა შენთან”.

http://www.radikal.ru
* * *






რუსულენოვანი საიტი ამ წიგნის შესახებ:

http://puteshestviedomoy.ru/

Posted by: cinemamu 14 Dec 2011, 14:03
თავი მესამე

და აი, დადგა დრო, როცა სიმშვიდის ამ სამყოფელს – მაკლეოდ განჯის უნდა გამოვმშვიდობებოდი. არასოდეს დამავიწყდება სიკეთე, რომლითაც იქ გამათბეს, მაგრამ ინდოეთის სხვა წმინდა ადგილები მიხმობდნენ თავისთან. მინდოდა სხვა სულიერ პრაქტიკები და ტრადიციებიც გამეცნო და იმედი მქონდა, რომ ჩემი დანიშნულება გამეხსნებოდა.

პათანკოტში მატარებელში ჩავჯექი, სამხრეთისკენ, ჰარიანას შტატში გავემართე, და კურუკშეტრაზე – ინდოეთის ერთ-ერთ ყველაზე წმინდა ადგილას ჩამოვედი. სწორედ ამ ადგილას იყო მოთხრობილი “ბჰაგავად-გიტა”. თან როგორც ყოველთვის მხოლოდ ჩანთა მქონდა, სულიერი წიგნებით სავსე. როგორც კი რკინიგზის სადგურს გავცდი, მაშინვე მომესმა “ბჰაგავად-გიტას” ლექსები სანსკრიტზე, რომელიც შორიახლოს მდებარე ტაძრის დინამიკიდან მოდიოდა.

კურუკშეტრაზე მე ჩავიძირე კრიშნას არჯუნასადმი წარმოთქმული დარიგებების შესწავლაში, რომელიც გადაულახავი წინააღმდეგობების გამო უკვე მზად იყო ეღალატა თავისი მოვალეობისთვის. “გიტა” იმიტომ მოეთხრო ბრძოლის ველზე არჯუნას, რომ ცხოვრება – ეს სიკეთის და ბოროტების უწყვეტი ბრძოლაა, რომელშიც ჩვენი ღირებულებები და იდეალები გამუდმებით გადიან სასტიკ გამოცდებს. ჩვენ ყველანი ადრე თუ გვიან ვაწყდებით სასიკვდილო საფრთხეს, ან დემონებს ჩვენს შიგნით და ჩვენს გარეთ. და მათთან შეტაკებისთვის მზადყოფნა, ისე რომ ამ დროს ღირსება და რწმენა არ დავკარგოთ, ძალიან ბევრს გვაძლევს. დროისადმი დაუქვემდებარებელ კრიშნას მოძღვრებას უანგარო ერთგულებისკენ, თავგანწირვისკენ და სულიერი გაწონასწორებულობისკენ მივყავართ, და ეს გვეხმარება ღმერთისადმი სიყვარულის ძლევამოსილების შეცნობაში, რომელიც ყველანაირ შიშს ამარცხებს.

ამ წმინდა ადგილას ვიგრძენი, რომ “ბჰაგავად-გიტას“ სიტყვები ჩემს გულში შემოიჭრა, თითქოს კრიშნა თავად მომმართავდა მისი ფურცლებიდან. მე მქონდა ჯიბის “ბჰაგავად-გიტა” გამოცემული “გიტა პრეს”-ში – იაფფასიან ქაღალდზე, თეთრი მუყაოს გარეკანით, - და ყოველდღე რამდენიმე თავს ვკითხულობდი. ჩემი მოგზაურობის მანძილზე ბევრი სულიერი წიგნი წავიკითხე, მაგრამ სწორედ “ბჰაგავად-გიტამ” მომხიბლა თავისი უჩვეულო პრაქტიკულობით.

ვსწავლობდი რა “გიტას” ძველი ბანიანის ხის – კრიშნას და არჯუნას საუბრის მოწმის ქვეშ, მე აღტაცებული ვიყავი იმით, თუ როგორ ღრმად ხსნიდა ეს წიგნი საკუთარი თავის შეცნობის მეცნიერებას ყველაზე სუფთა სახით, ისტორიული და რელიგიური კონტექსტების გარეშე. იგი აშუქებდა რთულ თემებს: სულის ურთიერთობას ღმერთთან, მატერიალური ბუნების გავლენას უკვდავ სულზე, ადამიანის დამოკიდებულებას კარმაზე (სამყაროს კანონზე, რომლის მიხედვითაც ჩვენი ერთი ქმედებაც კი არ რჩება შესაბამისი შედეგის გარეშე) და დროის მოუხელთებელ ძალაუფლებას, რომელიც მთელს სამყაროში ვრცელდება. მსგავსად მარტოსული მოხეტიალისა, რომელიც ჭეშმარიტებას ეძებს საფრთხეებით, ცდუნებებითა და შიშებით სავსე სამყაროში, მე სიმშვიდეს და სიმტკიცეს “ბჰაგავად-გიტას” უკვდავი სიტყვებიდან ვიღებდი. იქ, კურუკშეტრაზე, იგი ჩემი სამაგიდო წიგნი გახდა, და მას შემდეგ მთელი ცხოვრება არ დავშორებივარ მას.

http://www.radikal.ru
http://www.radikal.ru
* * *
რამდენიმე დღის შემდეგ ჰარიანა დავტოვე. როცა ინდოეთის დაბლობებზე მიმავალი მატარებელი რომელიღაც სადგურზე გაჩერდა, მე ერთი უგვანო სცენის მოწმე გავხდი: ბაქანზე მამაკაცი ლანძღავდა და სცემდა თავის მოსამსახურეს – მოზარდ ყმაწვილს. ის თავის დაცვასაც კი არ ცდილობდა და სიტყვაც კი არ წამოცდენია, სანამ ბატონი არ მოსცილდა. მე ვთხოვე მეზობელ სტუდენტს აეხსნა, თუ რა მოხდა. მან მიპასუხა: “ეს ყმაწვილი უმდაბლესი კასტიდანაა, იგივეა, რაც მონა. საეჭვოა, რომ ოდესმე კარგი განათლება მიიღოს და დაქორწინდეს გოგოზე, გარდა მისი ჩაგრულთა კასტის წარმომადგენლისა. მთელი ცხოვრება მონური შრომა მოუწევს. ეს ყველაფერი კარგად ვიცი, იმიტომ რომ თავადაც იგივე კასტიდან გახლავართ. უბრალოდ მე, მისგან განსხვავებით გამიმართლა. სახელმწიფო ებრძვის მსგავს უსამართლობას, და არა მარტო იგი: განათლებული და კულტურული ადამიანების უმეტესობა, რომლებიც საზოგადოების მდგომარეობით არიან შეწუხებულნი, ასევე გამოდიან მსგავსი უსამართლობის წინააღმდეგ. მაგრამ კასტური განწყობილება ძალიან ღრმად ზის ადამიანთა ცნობიერებაში”. სტუდენტმა ამიხსნა, რომ კასტური სისტემა სინამდვილეში ვედური ვარნაშრამის – საზოგადოებრივი წყობის უძველესი სულიერი სისტემის უხეში დამახინჯებაა. როგორც ადამიანის თავი, ხელები, მუცელი და ფეხები მუშაობენ მთელი სხეულის საკეთილდღეოდ, ასევე ადამიანთა საზოგადოებაში სხვადასხვა ფენები შეთანხმებულად უნდა ასრულებდნენ თავიანთ ვალს, თავიანთი ბუნებრივი შესაძლებლობებისა და მიდრეკლებების შესაბამისად. ასეთია ვედების სწავლება. ეს წყალობას მოუტანთ როგორც მათ, ასევე მთლიანად საზოგადოებას. ვარნაშრამას ვედური სისტემა უნდა შთააგონებდეს, უფლებამოსილს ხდიდეს და აერთიანებდეს საზოგადოების ყოველ წევრს. “თუმცაღა, - დაასკვნა ჩემმა თანამგზავრმა, - როცა ადამიანებმა გადაწყვიტეს, რომ ადამიანის კასტა მისი წარმომავლობით განისაზღვრება, და შეუბრალებლად დაიწყეს დაბალი კასტების ექსპლუატაცია, მთელი სისტემა დანგრეული და დამახინჯებული იქნა”.

მე გამახსენდა რასობრივი და რელიგიური დისკრიმინაცია ამერიკასა და ევროპაში და ჩავიძირე სევდიან მოგონებებში იმაზე, თუ როგორი მრავალსახოვანი და ამოუწურავია ადამიანში საკუთარი უპირატესობის სხვებისათვის დემონსტრირებისა და სხვათა ექსპლუატაციისადმი მიდრეკილება. ამ მიდრეკილებამ თავისი გამოხატულება ჰპოვა სოციალურ წყობაში, პოლიტიკაში, ფილოსოფიაში და რელიგიაშიც კი. მე უფრო და უფრო მკაფიოდ მესმოდა, რომ თუკი მართლა მინდა ღმერთის გაგება, მაშინ რომელიღაც ერთი სულიერი გზის არჩევა მომიწევდა. თუმცა ამასთან მაშინებდა ის, რომ მსგავსი არჩევანის გაკეთებით ფართო აზროვნებას დავკარგავდი. რადგანაც ინდოეთის მთავარი რელიგიებიდან ერთ-ერთი – ინდუიზმი მიზიდავდა, - მოხარული ვიყავი გამეგო, რომ ინდუიზმის ჭეშმარიტი ფილოსოფია სულაც არ უწყობს ხელს ადამიანთა ჩაგვრას მათი კანის ფერის, კასტის, სქესის ან წარმომავლობის გამო. და მითუმეტეს მე თვითონაც არასოდეს შემხვედრია მსგავსი განწყობა ინდოეთში იოგებთან და სხვა წმინდა ადამიანებთან ურთიერთობის მთელი ამ დროის განმავლობაში.

* * *
კულუს ველზე მივაბიჯებდი ჰიმაჩალ-პრადეშის შტატში და ბუნების სილამაზით ვტკბებოდი. ასეთ ბუნებრივ გარემოში განსაკუთრებულ სიახლოვეს ვგრძნობდი ღმერთთან. სულ რაღაც ორი დღით ადრე რკინიგზის სადგურის კედელზე დავინახე აბრა კულუს ველის ფოტოთი. ეს საკმარისი იყო იმისთვის, რომ კულუსკენ მიმავალი სატვირთო ავტომობილის ძარაზე ავმხტარიყავი. ერთ მშვენიერ დღეს, როცა ტყეში ვსეირნობდი და მთის სუფთა ჰაერს ვსუნთქავდი, შევხვდი მოგზაურს კოლორადოდან, რომელიც ირანში გავიცანი. იქ მან მითხრა, რომ ინდოეთისკენ მიემართებოდა ტიბეტური ბუდიზმის შესასწავლად. “წარმატებით დასრულდა შენი ძიებანი?” – დავინტერესდი მე.

მან თვალები დახუჭა და თითქოს ტრანსში ჩაძირულმა წარმოთქვა: “თავად ღმერთი მოევლინა დედამიწაზე!” ქუთუთოები აუთრთოლდა და ხმა აუკანკალდა: “მე დამაბრმავა ღვთაებრივმა სინათლემ უბრალოდ მის თითთან შეხების შემდეგ. სხეულში ექსტაზის ტალღებმა დამიარა. ყურებში ღვთაებრივი მუსიკა ჩამესმა. ნესტოებით ამბროზიის სურნელებას, ხოლო ენაზე ნექტარის გემოს ვგრძნობდი. თავად სამყაროს უფალი ჩამოვიდე მიწაზე. დაუყოვნებლივ გაემგზავრე მასთან”.
ექიმივით, რომელიც წამალს აძლევს მომაკვდავ პაციენტს, ის დაჟინებით მთხოვდა: “ინდოეთში შენი ხანგრძლივი მოგზაურობის მიზანი ჰარიდვარში გელოდება. ახლავე წადი, ძმაო, დრო არ დაკარგო. უახლოეს მომავალში უზენაესი უფალი საზღვარგარეთ გაემგზავრება”.

ამ ყველაფრით დაინტერესებული, სამხრეთისკენ, ჰარდვარის აშრამში გავემგზავრე. როცა ტაძარში შევედი, მე გამაკვირვა დიდმა ფოტომ საკურთხეველზე. მასზე გამოსახული იყო ახალგაზრდა გურუ გვირგვინზე ფარშევანგის ბუმბულით. იგი კრიშნას პოზაში იდგა და ფლეიტაზე უკრავდა. თუმცაღა ის საერთოდ არ ჰგავდა კრიშნას სურათიდან, რომელიც დელიში შევიძინე. ისევე, როგორც ჩემმა ნაცნობმა კოლორადოდან, ამ გურუს მოსწავლეებიც გარს შემომეხვივნენ და ხმამაღლა იძახდნენ: “ყოვლადმოწყალე უფალი უკვე მოდიოდა როგორც რამა და როგორც კრიშნა, და ის კვლავ მოევლინა. როცა გურუ მაჰარაჯი (ასე ეძახდნენ მას მოსწავლეები) ცოდნით აჯილდოებს ადამიანს, ის ღვთაებრივ ხედვას ანიჭებს მათ, რისი მეშვეობითად ადამიანს შეუძლია სამყაროს უფალი შეიცნოს მასში”. რადგანაც გურუ მაჰარაჯი თავისი პირველი უცხოური ტურნესთვის ემზადებოდა, მისი მოსწავლეები მარწმუნებდნენ, სასწრაფოდ წავსულიყავი ნიუ-დელიში.
ავტობუსით დელიმდე ჩავაღწიე და დავინახე, რომ აშრამის ეზოში გურუ მაჰარაჯის ასეულობით მოსწავლე ელოდა, რათა თვალი მაინც მოეკრა მისთვის. მე კუთხეში დავჯექი და ვაკვირდებოდი. ერთმა ხანშიშესულმა მოსწავლემ საუბარი წამოიწყო ჩემთან, შემდეგ კი მაჰატმების ჯგუფს გამაცნო – მოსწავლეებს, რომლებიც გურუ მაჰარაჯის სახელით უფლებამოსინი იყვნენ ცოდნის გადაცემაში. მაჰატმებმა გადაწყვიტეს, რომ უნდა შევხვედროდი შრი მატაჯის – მათი ღმერთის წმინდა დედას. ის სავარძელზე იყო დაბრძანებული თაყვანისმცემლების გარემოცვაში, რომლებიც მარაოთი უნიავებდნენ და მის ყოველ სიტყვას იჭერდნენ. ჩემდა გასაკვირად, მან გადაწყვიტა, რომ ჩემთვის აუცილებელი იყო პირადად შევხვედროდი მის ვაჟს, და ერთ-ერთმა მაჰატმამ მისი მოსასვენებელ ოთახამდე გამაცილა. გურუ მაჰარაჯი აღმოჩნდა ცოტა სრული აღნაგობის ცამეტი წლის მოზარდი, აკურატულად უკან გადავარცხნილი თმით. მან თავი წარმომიდგინა, როგორც პრემ რავატი და ამიხსნა, რომ მისი მამის – შრი ჰანსჯი მაჰარაჯის მემკვიდრე გახლდათ. გურუ მაჰარაჯიმ სახურავზე ამიყვანა, სადაც როგორც იქნა მარტონი დავრჩით. იქ, აღტაცებული თაყვანისმცემლებისგან მოშორებით, ჩვენ გავისეირნეთ და ვისაუბრეთ. გურუ მაჰარაჯი მეკითხებოდა ჩემი ცხოვრების შესახებ და მიყვებოდა თავისი პირველი საზღვარგარეთული ტურნეზე, რომელიც წინ ელოდა. როცა მკითხა, მინდა თუ არა ინიციაციის მიღება ცოდნაში, მე ავუხსენი, თუ როგორ ვუხსნიდი სხვა სულიერ მასწავლებლებსაც, რომ ძალიან დიდი სიფრთხილით ვეპყრობი საკუთარ თავზე მსგავსი პასუხისმგებლობის მიღებას. სანამ ჩვენ ვსაუბრობდით, ხალხის ბრბო მოუთმენლად ელოდა ეზოში მის გამოჩენას. რაღაც მომენტში რომელიღაც მაჰატმამ თავი ამოყო სახურავზე და თქვა, რომ აეროპორტში გამგზავრების დრო დამდგარიყო. გურუ მაჰარაჯი აჩქარდა: “ჩემი წასვლის დროა. თუ ოდესმე მოგინდება ჩემგან ცოდნის მიღება, - თქვა მან, - შეგიძლია პირადად მომმართო ინდოეთში, ამერიკაში ან ლონდონში”. ათასამდე ადამიანის მზერის ქვეშ, კიბეზე დავეშვით. მე მაშინვე განზე გავდექი, ხოლო გურუ მაჰარაჯიმ თავისი მიმდევრების სასიხარულოდ კურთხევა მისცა მათ, შემდეგ კი ავტომობილში ჩაჯდა და გაემგზავრა. მადლიერებას ვგრძნობდი მის მიმართ ჩემდამი ყურადღების გამოჩენისათვის. ცხადი იყო, რომ მან იოგას უმაღლეს საფეხურებს – ჯერ კიდევ წინა ცხოვრებაში მიაღწია. თუმცაღა ჩემს გულში ჩავიხედე და მივხვდი, რომ არანაირი სურვილი არ მქონდა, კრიშნად, სამყაროს უზენაეს უფლად მიმეღო იგი. “ის საკითხი, თუ ვინაა ღმერთი, -- ვმსჯელობდი მე, - მეტისმეტად სერიოზულია იმისათვის, რომ ასე ზერელედ მოვეპყრო მას”.

* * *
ჩემი მოგზაურობის დროს საკმაოდ ძლიერი მიჯაჭვულობა განმივითარდა სულიერი წიგნებისადმი, რომლებსაც ყოველთვის თან დავატარებდი. ნელ-ნელა ჩემს ჩანთაში მთელი ბიბლიოთეკა დაგროვდა. წიგნებიანი ჩანთის გარდა ჩემს საკუთრებას შეადგენდა თასი შესაწირისათვის და ხელჯოხი ხის ტოტისგან. არაერთხელ განმიზრახავს ჩემი ტვირთის შემსუბუქება, მაგრამ ყოველ ჯერზე, როცა ვცდილობდი უარი მეთქვა წიგნებზე, რომლებიც აღარ მჭირდებოდა, მივდიოდი დასკვნამდე, რომ ვერც ერთს ვერ შეველეოდი. ჩემს კოლექციაში იყო “ბჰაგავად-გიტა”, ბიბლია, უპანიშადები, “იოგის ავტობიოგრაფია”, წიგნები ბუდიზმზე, შანკარაჩარიას ტრაქტატი და წიგნი “კრიშნა”, რომელიც შრილა პრაბჰუპადას ხელით მივიღე. ყოველი ეს წიგნი განსაკუთრებული იყო ჩემთვის, და მეშინოდა, რომ საჭიროების შემთხვევაში ვეღარ ვიპოვიდი მათ, ამიტომ ყველგან თან ვატარებდი ამ ბიბლიოთეკას, მისი სიმძიმისგან გადაღლილი.
გზაჯვარედინზე ვიდექი კონოტ-პლეისთან ახლოს დელიში, და წიგნებიანი ჩანთა ფეხებთან ახლოს მედო. გვერდზე მოტო-რიქშები დარბოდნენ. ქუჩა ავტომობილებით იყო გადავსებული, და ყოველი მათგანი სხვებზე წინ გაჭრას ლამობდა. ველო-რიქშები და ურიკიანი ვაჭრები ლავირებდნენ სატვირთოებს შორის, რომლებიც ხმამაღლა ასიგნალებდნენ და ნამწვავი გაზის ღრუბლებს აფრქვევდნენ. ტროტუარზე ვიდექი და მწვანე შუქს ველოდი.

უეცრად უკნიდან ვიღაც მომახტა. მტკიცედ ჩამეჭიდა შუბლზე და ყურში რაღაც რკინა ჩამთხარა. შემდეგ ღრმად ჩამიდგა ყურის ხვრელში და მტკივნეულად დაატრიალა. მე შიშისგან ავკანკალდი. რა უნდა და რას მიკეთებს? ყურის ბარაბანს ხომ არ გამიხვრეტს? ამასობაში უცნობი რკინს ტრიალს აგრძელებდა, მე კი, მისი სრული ძალაუფლების ქვეშ მყოფს, განძრევაც კი მეშინოდა. შემდეგ გამიშვა, რკინა ამოიღო, თვალებთან მომიტანა და ყურის გოგირდის დიდი საცობი დამანახა. ძალიან გამიხარდა, რადგანაც გაცილებით უკეთ მესმოდა – ყოველ შემთხვევაში ცალ ყურში მაინც. მეორე ყურის გამოწმენდისთვის უცნობმა რუპია მომთხოვა. მაგრამ ფული არ მქონდა. მან შევაჭრება სცადა, და როცა მიხვდა, რომ ერთი გროშიც კი არ მქონდა, წავიდა და დაგუბული მეორე ყურით დამტოვა. მომხდარის დაჯერება მიჭირდა. ვერც კი წარმოვიდგენდი, რამდენი ჭუჭყი დამგროვებოდა ყურში, სანამ არ გამიწმენდნენ მას. ეს განსაკუთრებით მეორე ყურთან კონტრასტის გამო იყო შესამჩნევი. ტანჯული ღიმილით, გონებაში პარალელი გავავლე მომხდარ ამბავსა და ჩემს სულიერ ძიებებს შორის:

ეგოიზმის სიბინძურე, რომელიც ჩვენს გულშია დაგროვილი, არ გვაძლევს საშუალებას, რომ ცხადად შევიგრძნოთ ღმერთის ხმა ჩვენს შიგნით. ცოდნით შეიარაღებული, გურუ წმენდს ჩვენს გულს. ის, რაც გულიდან გარეთ გამოდის, შეიძლება საზიზღრად მოგვეჩვენოს, მაგრამ თუ მოთმინებით აღვიჭურვებით და ამ გზას ბოლომდე მივყვებით, შეგვიძლია ბოლომდე განვიწმინდოთ.

და კიდევ ერთი გაკვეთილი მივიღე ამ ამბიდან:

ხანდახან ღმერთი რელიგიური გამოცდილების “უფასო მაგალითს” გვიგზავნის, მაგრამ იმისთვის, რომ უფრო მეტი მივიღოთ, საჭირო საფასური უნდა გადავიხადოთ, და ეს საფასური განწმენდის გზაზე სიარულისადმი გულწრფელი მზადყოფნაა.

ახლა ჩემი სასმენი აპარატი არეულ სტერეო-სისტემას ჰგავდა. მესმოდა, რომ განწმენდა მესაჭიროებოდა, და ამასთან მრავალ დონეზე. ჯერ კიდევ გზაჯვარედინზე ვიდექი, მწვანე შუქის მოლოდინში, და როცა იგი აინთო, ხელი წავიღე წიგნებით სავსე ჩანთისკენ, მაგრამ იგი გამქრალიყო! მომეჩვენა, რომ ჭკუიდან ვიშლებოდი. ყველგან დავიწყე მისი ძებნა, წინ და უკან დავრბოდი და გამვლელებს ვეკითხებოდი, მაგრამ ამაოდ. თანდათან შევეგუე იმ აზრს, რომ წიგნები მომპარეს. და ასე, გზაჯვარედინზე მდგარი, ჩემს დანაკარგს მივტიროდი.

ამ შეუფასებელი წიგნებიდან ვიღებდი ცოდნას და შთაგონებას. ისინი იყვნენ ჩემთვის ყველაზე დიდი საგანძური. ჩემი მასწავლებლების მოწყალე ხელიდან ვიღებდი მათ. და ახლა ჩემი სიმდიდრისგან კვალიც კი არ დარჩა.

მწუხარებისაგან გატეხილი და წიგნების დაბრუნების ყველანაირ იმედ-დაკარგული, იმ ადგილს გავეცალე.

მაგრამ, როგორც კი რამდენიმე ნაბიჯი გადავდგი, უეცრად ვიგრძენი, თუ როგორ გამიადვილდა სიარული. მძიმე ტვირთი, რომელსაც ამდენი ხანი მხრებით ვატარებდი, გაქრა. მთლიანად შემიპყრო განთავისუფლების გრძნობამ, ისეთივე მოულოდნელმა, როგორც ცოტა ხნის წინანდელმა სასოწარკვეთილებამ. თავს ძლივს ვიკავებდი, რომ სიხარულისგან არ მეხტუნავა და ვფიქრობდი:

ჩვენი ჭკუისთვის დამახასიათებელია, ნაკლებადმნიშვნელოვანი საგნები მნიშვნელოვნად ჩათვალოს. ჭკუა ხელოვნურ მოთხოვნილებებს ქმნის და გვარწმუნებს, რომ მათ გარეშე ცხოვრება შეუძლებელია. ასე დავატარებთ მთელი ცხოვრების განმავლობაში ჩვენი მიჯაჭვულობების მძიმე ტვირთს. მიჯაჭვულობა – მძიმე ტვირთია ჭკუისთვის. და მანამ, სანამ არ განვთავისუფლებით ამ ტვირთისგან, ისევე როგორც ჩემი წიგნების ან ყურის საცობის შემთხვევაში, ვერ მივხვდებით, თუ რა სიმძიმე დავიყარეთ საკუთარ თავზე. მაგრამ თუ ვისწავლით სიხარულის ჩვენი შინაგანი სამყაროდან მიღებას, მაშინ შევძლებთ უბრალო, უსასრულო პრობლემებისგან თავისუფალ ცხოვრებას.

ჩემი მოგზაურობის განმავლობაში განმივითარდა მიჯაჭვულობა იმისადმი, რომ ჩემი ძალებით მეპოვნა ჭეშმარიტი გზა და სულიერი მოძღვარი. მაგრამ ახლა ერთი პარადოქსული რეალობა შევიცანი: იმისათვის, რომ მართლა მეპოვნა, რასაც ვეძებდი, უარი უნდა მეთქვა ჩემი ამ მიზნისადმი მიჯაჭვულობაზე და უბრალოდ გულწრფელად განმეგრძო ძიება. რა წინააღმდეგობებიც არ უნდა შემხვედროდა ამ გზაზე, მესმოდა, რომ ისინი საბოლოოდ სრული თავისუფლების მოპოვებაში დამეხმარებოდნენ.

Posted by: cinemamu 15 Dec 2011, 16:34
თავი მეოთხე

აიოდჰია – ქალაქი, სადაც უფალი რამა დაიბადა, - უხსოვარი დროიდან იზიდავს მილიონობით მწირს, და მეც მომინდა ამ ადგილის მონახულება. უძველეს დროში საოცრად მშვენიერი უფალი ადამიანის სახით მოევლინა აქ, რათა ხალხისთვის თავისი მაგალითით ესწავლებინა. როგორც შვილმა, მან სიხარულით შეასრულა მამის ნება: ტყეში წავიდა და უარი თქვა სამეფო ტახტზე, და ეს მხოლოდ იმიტომ გააკეთა, რომ მამის ღირსება დაეცვა. როგორც ქმარს, მას უყვარდა თავისი ცოლი, სიტა, და უფრთხილდებოდა მას, ხოლო როცა იგი ტყვედ ჩავარდა, მისი გადარჩენისთვის იბრძოდა. როგორც მოსწავლე, იგი მთელი გულმოდგინებით სწავლობდა თავისი მასწავლებლების ხელმძღვანელობით და ემსახურებოდა მათ, ისე რომ შავ სამუშაოსაც არ თაკილობდა. როგორც მეგობარი, ყოველთვის მზად იყო დახმარებოდა ვისაც კი დასჭირდებოდა. როგორც ძმამ მან ღირსეულად აიტანა განსაცდელები და გაუძლო ცდუნებებს, რითაც თავისი სიყვარული და ერთგულება დაამტკიცა. ხოლო მოგვიანებით, როცა მეფის როლს თამაშობდა, უფალი რამა ზრუნავდა თავის ქვეშევრდომებზე, როგორც საკუთარ შვილებზე, და სამართლიანად ეპყრობოდა მათ, ისე რომ არავისადმი არ გრძნობდა განსაკუთრებულ მიკერძოებას. იგი ამას იმისთვის აკეთებდა, რომ საკუთარი მოვალეობის უნაკლო შესრულების მაგალითი მიეცა და ჩვენს გულში ღმერთისადმი სიყვარული გაეღვიძებინა.

http://www.radikal.ru

როცა ფართო ქუჩაზე დიად ტაძრებსა და სასახლეებს შორის მივაბიჯებდი და გარშემო მოგზაურების უზარმაზარ ბრბოს ვხედავდი, მეჩვენებოდა, რომ ზღაპრულ სამეფოში მოვხვდი.

http://www.radikal.ru
http://www.radikal.ru

ღამე მიწაზე გავათენე, მდინარე სარაიუს ნაპირას. ერთხელ დილით, განბანვის შემდეგ, როცა სასიხარულო მოლოდინით აღსავსე გავემართე უფალი რამას დაბადების ადგილის სანახავად. ვერც კი წარმოვიდგენდი, თუ მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე ცხელ წერტილში მოვხვდებოდი.

ვიდექი და საკუთარ თვალებს არ ვუჯერებდი. უფალი რამას დაბადების წმინდა ადგილას, რომელსაც ასეულობით მილიონი ინდუსი ეთაყვანებოდა, მიტოვებული მეჩეთი იდგა, რომელიც ეკლიანი ღობის მრავალი ფენით იყო შემოღობილი. მეჩეთის ტერიტორიას ყუმბარებით და დაშნიანი შაშხანებით შეიარაღებული ჯარისკაცები პატრულირებდნენ. შემოღობილს გარეთ ხის ფიცარნაგზე ათამდე სადჰუ უფალი რამას წმინდა სახელს გალობდა. დაბნეულმა ვეცადე სადჰუებთან გამერკვია, თუ რა ხდებოდა აქ, მაგრამ არც ერთი მათგანი ინგლისურად არ ლაპარაკობდა. ბოლოს და ბოლოს ინგლისურენოვანი ბროშურა მომცეს, რომელშიც ეწერა, რომ ოდესღაც ჯანმა-ბჰუმიში, უფალი რამას დაბადების წმინდა ადგილას, მისადმი მიძღვნილი დიადი ტაძარი იდგა. მოგვიანებით დამპყრობლებმა დიდი მოგოლების დინასტიიდან ტაძრის ადგილას მეჩეთი ააგეს, და მას შემდეგ ინდუსები და მუსულმანები ამ ადგილისთვის იბრძვიან. საბოლოოდ, იმისათვის, რომ მათ შორის სისხლიანი კონფლიქტი ჩაეხშო, სიტუაციაში ხელისუფლება ჩაერია. “ახლა კონფლიქტის ზონას შეიარაღებული ძალები იცავენ, და ტერიტორიაზე შესვლა სასტიკად აკრძალულია, - ამბობდა ბროშურა. – ამიტომ სადჰუებმა აღქმა დადეს, რომ იგალობებდნენ უფალი რამას წმინდა სახელებს მანამ, სანამ ინდუსებს არ მიუშვებდნენ სიწმინდესთან.

გამახსენდა, რომ მსგავსი კონფლიქტი იერუსალიმში, მთიან ტაძარზე მწიფდებოდა, სადაც კლდის მეჩეთია განლაგებული. მივუახლოვდი ჭიშკარს, რომელიც უზარმაზარი ფოლადის ბოქლომით იყო ჩაკეტილი, და ჩავიძირე იმაზე ფიქრში, თუ როგორ მივყავართ პოლიტიკურ ინტრიგებს სისხლისღვრებამდე მთელს მსოფლიოში. ჩემი მოგზაურობების და ღმერთის სიყვარულის ძიების მანძილზე ვისწავლე მსოფლიოს ყველა რელიგიის განუმეორებელი სილამაზის დაფასება. მაგრამ სიძულვილი და ძალადობა, რომელიც “ღმერთის სახელით” ხდება, ასევე ერთ-ერთი სამწუხარო რეალობაა ამ სამყაროში. სხვა რწმენის ხალხის სიძულვილის გზაზე ისინი დგანან, ვინც გარეგნულ ფორმაზეა მიჯაჭვული და რელიგიის ღრმა არსი არ ესმის. ყველა რელიგიის არსი – ღმერთისადმი უანგარო სყვარულია. აი რატომ ახასიათებს ნებისმიერ ჭეშმარიტად რელიგიურ ადამიანს, რომელ ტრადიციასაც არ უნდა განეკუთვნებოდეს იგი, ისეთი სიკეთეები, როგორიცაა ღმერთისადმი მტკიცე რწმენა, საკუთარი თავის ფლობა, მოყვასის სიყვარული და თანაგრძნობა.
* * *
ეკლიანი ღობის მიღმა მიტოვებული მეჩეთის შესასვლელთან დაფა დავინახე უფალი რამას გამოსახულებით. მასთან ჯარისკაცმა ჩაიარა, კბილებამდე შეიარაღებულმა და მტვერი დააყენა ტყავის ჩექმებით. ზურგზე შაშხანა ჰქონდა გადაკიდებული, მკერდზე კი ჯვარედინედ ეკეთა ტყვიების ქამრები. მან მუხლი მოიყარა გამოსახულების წინაშე და ლოცვა აღავლინა, შემდეგ კი აკურატულად ჩამოჰკიდა მასზე ყვავილების გირლიანდა. ამ რთულ პირობებში იგი ტაძრის ღვთისმსახურის მოვალეობებს ასრულებდა. მე ვიდექი და გაკვირვებული ვუცქერდი მომხდარს.

სწორედ აქ, აიოდჰიაში, ხელში ჩამივარდა “რამაიანას” ინგლისური თარგმანი, და მე ყოველდღე ვკითხულობდი მას, სარაიუს ნაპირას მჯდომი. ამ უძველეს წმინდა წერილში მოთხრობილია უფალი რამას ცხოვრებისა და მოძღვრების შესახებ. თუმცა იმ პერიოდში კიდევ დარჩენილი მქონდა ყოვლისმომცველ უპიროვნო აბსოლუტზე მედიტაციისადმი მიდრეკილება, თანდათანობით ჩემს გულში უფლის პიროვნული თვისებებისადმი გადაულახავი მიჯაჭვულობა იბადებოდა. როცა ვკითხულობდი რამასა და მისი ერთგული მსახურების სიყვარულით სავსე ურთიერთობების შესახებ, თანდათან უფრო და უფრო მიზიდავდა ღმერთის მსახურების გზა. უფალი რამა – ეს ბრწყინვალე მისაბაძი მაგალითია. იგი გვასწავლის, როგორ ვიცხოვროთ სულიერი ცხოვრებით ამ სამყაროში და ამავდროულად ვემსახუროთ ოჯახს და საზოგადოებას. როცა ამ ადგილების დატოვების დრო დადგა, მადლობა გადავუხადე წმინდა ქალაქ აიოდჰიას და ვილოცე, რომ არასოდეს დამვიწყებოდა აქ მოპოვებული უძვირფასესი საჩუქრები.

Posted by: cinemamu 18 Dec 2011, 11:22
შემდგომ ჩემი გზა სამხრეთ აღმოსავლეთისკენ გრძელდებოდა, პრაიაგში. ამ ადგილას, რომელიც წმინდა ადგილთა შორის საუკეთესოდ ითვლება თორმეტ წელიწადში ერთხელ ტარდება კუმბჰა-მელა – უდიდესი რელიგიური დღესასწაული, რომელზეც ოც მილიონამდე მწირი იკრიბება. ისინი სპეციალურად იმისთვის ჩამოდიან, რომ ნახონ წმინდა ადამიანები და აღასრულონ განბანვის რიტუალები სამი მდინარის: განგას, იამუნას და სარასვატის შეერთების ედგილას. აქამდე ნახევარი წლით ადრე მე რამდენჯერმე ვთქვი უარი აქ მოწვევაზე, რადგანაც დაგეგმილი მქონდა განგაზე, ჰიმალაებში გამეტარებინა დრო, თუმცა სულის სიღრმეში დიდი ხანია მინდოდა პრაიაგის მონახულება. ზაფხულის ჩახუთულ დილას მოვედი აქ და ადგილობრივ მაცხოვრებელს ვკითხე, თუ როგორ მივსულიყავი მდინარეების შერწყმის ადგილამდე. მან ჟესტით მიჩვენა გზა.

http://www.radikal.ru

განგამდე მივედი, ქვიშიან ნაპირზე ჩამოვჯექი და ინდოეთში გატარებული პირველი დღეების შესახებ მოგონებებს მივეცი თავი. ვიხსენებდი, თუ როგორ ვიჯექი ქვაზე რიშიკეშში და როგორ მაძლევდა განგა გაკვეთილებს, რომლებმაც მთელი ჩემი ცხოვრება შეცვალეს. ასევე გამახსენდა, როგორ მომესმა მისი ტალღების განუწყვეტელი სიმღერიდან ჰარე კრიშნა მანტრას ბგერები, რომლებიც სამუდამოდ აღიბეჭდა ჩემს გულში. ახლა, პრაიაგში, განგას ქვიშიან ნაპირზე მჯდარი ვხვდებოდი, რომ რომ თუ უბრალოდ გავყვებოდი მის დინებას, მისი იამუნასთან და სარასვატისთან შეერთების ადგილამდე მივიდოდი. სწორედ სამი მდინარის შეერთების ადგილი მოიხსენება ვედებში ინდოეთის ყველაზე წმინდა მწირობის ადგილად. წამოვდექი და ამ მიმართულებით განვაგრძე გზა. შუადღე იყო და დამაბრმავებლად მოკაშკაშე წვრილი თეთრი ქვიშა შიშველ ტერფებს მიწვავდა. მას შემდეგ, რაც უნებლიედ შეურაცხყოფა მივაყენე წმინდა კოცონს სანდალებით, საერთოდ უარი ვთქვი ფეხსაცმლის ტარებაზე და ფეხშიშველი დავდიოდი. მაგრამ იმ დღეს ქვიშა ისე გახურდა, რომ მასზე სიარული შეუძლებელი იყო. მეჩვენებოდა, რომ ვერასოდეს მივაღწევდი მიზნამდე. როგორც იქნა ერთი საათის შემდეგ ჩემს თვალებს საოცარი სურათი წარმოუდგა: მდინარე იამუნა, რომელიც ჰიმალაების მაღლობებიდან მორბოდა და ჩრდილოეთ ინდოეთის ველებს გადმოივლიდა, თითქოს დიდი ხნის განშორების შემდეგ განგას ერწყმოდა. და ასე მიედინებოდნენ ერთ ნაკადში: მუქი ლურჯი იამუნა, მოთეთრო განგა, და სადღაც მათ ქვეშ, თვალისათვის უხილავი სარასვატი.

ქვიშის ნაპირზე ვიჯექი და უღრუბლო ცისფერ ცას შევცქეროდი. ცაში შევარდენი ლივლივებდა, ფართოდ გაშლილ მოწითალო-მოყავისფრო ფრთები მზეზე ბრწყინავდნენ. შევარდენი წრიულად ეშვებოდა დაბლა და დაბლა, სანამ ჩემგან რამდენიმე მეტრის მოშორებით არ აღმოჩნდა. ყვითელ თვალებს აკვესებდა და ყურადღებით აკვირდებოდა მდინარეს. უეცრად ქვემოთ დაეშვა და თავით ჩაეფლო განგაში. ცწლის ქვეშ შეტაკება გაიმართა, და აი შევარდენმა ზედაპირზე მის კლანჭებში მოფართხალე ოცდაათ სანტიმეტრამდე თევზთან ერთად ამოყვინთა, თავზე გადამიფრინა და უახლოეს ტყეში გაუჩინარდა. ამ ყველაფერს ვაკვირდებოდი და ვმსჯელობდი:

თევზი, რომელიც არაფერზე ეჭვობდა და თავისი მდინარის გარდა არაფერი უნახავს, ჩვეულებრივი ცხოვრებით ცხოვრობდა, სანამ უეცრად სიკვდილის სასტიკი ხელის მიერ ჩვეული გარემოსგან მოწყვეტილი არ აღმოჩნდა. მსგავსად ამ თევზისა, ჩვენც ჩვეულებრივ ცხოვრებას ვეწევით, და არც კი ვეჭვობთ, რომ ბედის ყვითელთვალება შევარდენს, რომელიც კრიზისის, ტრაგედიის ან სიკვდილის სახით მოდის ჩვენთან, შეუძლია მოულოდნელად წარგვიტაცოს ჩვეული გარემოდან. ჩვენ გამუდმებით ვისმენთ მსგავსი მაგალითების შესახებ ახალ ამბებში და თავადაც ვამჩნევთ მათ, მაგრამ იშვიათად თუ ჩავუფიქრდებით, რომ მსგავსი რამ შეიძლება ნებისმიერ მომენტში შეგვემთხვეს. რა გაკვეთილი უნდა გამოვიტანო აქედან? არასოდეს არ უნდა მივცე თვითდამშვიდებულობის შეგრძნებას ნება, რომ ჩემს გულში დაისადგუროს, და არ უნდა დავუშვა, რომ ყოველდღიურმა ამაოებამ სულიერი მიზნისგან დამაშოროს. თევზს რომ უფრო ღრმად ეცურა, მიუწვდომელი იქნებოდა შევარდენისთვის. ამის მსგავსად, თუკი ჩვენ გავაღრმავებთ ჩვენს ურთიერთობას ღმერთთან, მაშინ შევძლებთ შინაგანი რეალობის დანახვას, რომელიც ისეთი ღრმა და სიხარულის მომტანია, რომ მასთან შეხების წყალობით ცხოვრების ნებისმიერ განსაცდელს მშვიდი და განჯაჭვული ჭკუით შევხვდებით.

http://www.radikal.ru

Posted by: cinemamu 19 Dec 2011, 16:22
ზაფხულის მზე აცხუნებდა და სამი მდინარის შეერთების ადგილას სულიერი არ ჭაჭანებდა. ჩემი მწირი სარჩო ნაპირზე დავტოვე და წყალში შევედი. ბანაობის შემდეგ შემიპყრო ძლიერმა სურვილმა, რომ ამ ჯადოსნურ ადგილას უფრო ხანგრძლივად დავრჩენილიყავი, მე ხომ არ ვიცოდი, კიდევ მომეცემოდა თუ არა აქ მოხვედრის შანსი. გადავწყვიტე მეორე ნაპირზე გადამეცურა, დაახლოებით ასი მეტრის მანძილზე. განგას დინება მძლავრი იყო, იამუნას დინება კი – მშვიდი და აუჩქარებელი. როცა გავცურე, განგამ ნაპირის უდაბურ ნაწილას გამრიყა, სადაც არაფერი არ იზრდებოდა. წყლიდან ამოვედი, ქვიშიან ნაპირზე დავადგი ფეხი და მოულოდნელად მიწაში ჩაფლობა დავიწყე ისე, თითქოს უჩინარი ძალა მისრუტავდა ქვემოთ.

მცოცავი ქვიშები! ერთი შეხედვით ისინი არაფრით განსხვავდებოდნენ სანაპიროს რბილი ქვიშებისგან, რომლებიც ხშირად სასთუმლის მაგივრობას მიწევდნენ. მაგრამ გარეგნული მსგავსება მაცდური აღმოჩნდა. მე სასოწარკვეთილი ვიბრძოდი სიცოცხლის გადასარჩენად, მაგრამ მიუხედავად ჩემი ყველა მცდელობისა, უფრო და უფრო ღრმად ვეფლობოდი ქვიშაში. უკვე მუხლებამდე ჩაფლობილი კიდევ უფრო ღრმად ჩავდიოდი. ყველა ჩემი მცდელობა ამაო იყო. დედა-მიწა სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით მყლაპავდა.

შველის ძიებაში აქეთ-იქით მიმოვიხედე, მაგრამ სანამდეც თვალი წვდებოდა, ქვიშის მეტი არაფერი ჩანდა. უცებ ჩემმა მზერამ უფოთლებო ბუჩქი დააფიქსირა, რომელიც ჩემგან მარცხნივ ამოზრდილიყო. განწირული ნახტომით ვცადე მოვჭიდებოდი მას, ისე როგორც წყალწაღებული ეჭიდება ხავსს. ეს ეკლიანი ბუჩქი აღმოჩნდა. მის ტოტს მივწვდი, მთელი ძალით მოვეჭიდე და ქვიშის ტყვეობიდან ფეხების განთავისუფლება ვცადე, და თან გასისხლიანებული ხელებით ტოტს ვეჭიდებოდი. მცხუნვარე მზის ქვეშ, სასოწარკვეთლი ვიბრძოდი სიცოცხლის გადასარჩენად. სამართებელივით ბასრი ეკლები ხელიგულებში მესობოდნენ. ჭრილობებიდან სისხლი თქრიალით მომდიოდა. მაგრამ სხვა რა დამრჩენოდა? არჩევანი დიდი არ იყო: ან მტანჯველი ტკივილისთვის უნდა გამეძლო, ან მცოცავი ქვიშების ნებას უნდა დავმორჩილებოდი, და ამით სამარცხვინო და სასტიკი სიკვდილი მიმეღო. დაქანცულობისგან სულშეხუთულმა, როგორღაც მოვახერხე ერთი ფეხის განთავისუფლება, მაგრამ იგი მაშინვე კვლავ შეიწოვა ქვიშამ. ჩემი მეორე ძალისმევის შედეგად ბუჩქი თავისი ფესვებიანად ამოიძირკვა ქვიშიდან.

სასოწარკვეთილმა ვიყვირე. უსარგებლო ტოტს ხელი ვუშვი, უშედეგო ბრძოლისგან გადაღლილმა ღრმად ჩავისუნთქე და მოვეშვი. ჩემდა გასაკვირად, აღმოვაჩინე, რომ თუ მშვიდად მოვიქცეოდი, მცოცავი ქვიშებიც უფრო ნაკლებად აგრესიულნი ხდებოდნენ. მთელი სხეულით გავწექი ქვიშაზე და აღმოვაჩინე, რომ ის მიჭერდა, თითქმის ისე როგორც წყალი. ეს თავისთავად არ წყვეტდა ჩემს პრობლემებს, მაგრამ რარაც დროის მოგების საშუალებას მაძლევდა. სანტიმეტრობით, ძალიან ნელა ვმოძრაობდი და ფრთხილად ვინთავისუფლებდი ფეხებს. ასე, ლოკოკინასავით ნელი მოძრაობებით მივცოცდი მდინარემდე.

როგორც იქნა განვთავისუფლდი, ან ყოველ შემთხვევაში ვფიქრობდი ასე. ახლა მხოლოდ ისღა დამრჩენოდა, რომ იამუნას წყნარი დინება გადამელახა, მაგრამ ამისათვის განგას მძლავრ ტალღებს უნდა გავმკლავებოდი. ცურვას შევუდექი, მაგრამ რამდენიც არ ვეცადე, დედა განგა უკან, მცოცავ ქვიშებთან მაბრუნებდა. ჩემი ძალები უკვე იწურებოდა, და მივხვდი, რომ ვეღარ გავაგრძელებდი დინების საწინააღმდეგოდ ცურვას. გამწარებული ვიქნევდი ხელებს და ფეხებს, მაგრამ დინებას მაინც უკან მივყავდი. დაძაბულობისგან ხელები დამეჭიმა, მეჩვენებოდა, რომ კიდევ ცოტაც და პარაკლიზებული ვიქნებოდი. მაგრამ ვაგრძელებდი სიცოცხლისთვის ბრძოლას, თუმცა აშკარად ვაგებდი ამ შეტაკებაში. მეორე ნაპირი ისე შორს იყო, რომ ძლივს ვარჩევდი. სასოწარკვეთილმა ლოცვა დავიწყე.

უეცრად იმედი გამიჩნდა. ორმოცდაათიოდე მეტრში მეთევზის ნავი დავინახე, რომელშიც იდგა თეთრწვერა ნაოჭებიანი მოხუცი წითელ ტირბანში. დინების წინააღმდეგ ცურვას ვაგრძელებდი და კვლავ შველას ვითხოვდი. გაიგებს ჩემს ხმას? ლოცვას ვაგრძელებდი, მაგრამ ჩემი ძალები იწურებოდა. როგორც იქნა მეთევზემ შემამჩნია. მან ღიმილით დამიქნია ხელი და სადღაც წინისკენ მიმითითა, და ისე რომ ნაზი ღიმილი არ მოშორებია სახიდან, ნავით გვერდზე ჩამიარა, და აშკარა სიკვდილის პირისპირ დამტოვა.

ვფართხალებდი და წყალს ვყლაპავდი, და ვხვდებოდი, რომ უკანასკნელი იმედიც დავკარგე. მაგრამ იმედგადაწურულიც კი ვფიქრობდი: ისევ ჯობია წმინდა მდინარეში მოვკვდე, ვიდრე მცოცავ ქვიშებში. ეს ხომ სწორედ ის განგა იყო. რომელმაც რიშიკეშში ამდენი ძვირფასი გაკვეთილი მაჩუქა და დედასავით გამომკვება. სწორედ მის წყალში გადავაგდე ჰარმონიკა, რომელიც ჩემი საკუთარი თავისადმი სიყვარულის განსახიერება იყო, და სწორედ მან გამოაღვიძა თავისი სიმღერით ჩემი სული. ახლა უკვე ვემზადებოდი რომ განგასთვის მიმეცა უკანასკნელი, რაც მქონდა – ჩემი სიცოცხლე. არა, ჯერ კიდევ მრჩებოდა რაღაც – ჩემი ლოცვა.

ამ დროს მოხდა რაღაც საოცარი. ჩემი სხეული უკვე წყალს მიეფარა, და უკვე სიკვდილთან შესახვედრად ვემზადებოდი, როცა ჩემი გულის სიღრმეში მშვენიერმა გალობამ გაიჟღერა:

ჰარე კრიშნა ჰარე კრიშნა კრიშნა კრიშნა ჰარე ჰარე
ჰარე რამა ჰარე რამა რამა რამა ჰარე ჰარე.


რამდენიმე თვის წინ განგამ უკვე გამიხსნა ეს მანტრა, და უდიდესი საჭიროების ჟამს იგი კვლავ აკეთებდა ამას. უსიტყვოდ ვიმეორებდი მანტრას და წმინდა ადგილას სიკვდილისთვის ვემზადებოდი. მანტრამ სრული სიმშვიდის და შიშისგან თავისუფლების მდგომარეობამდე მიმიყვანა. მაშინ, ამომავალი მზესავით, თავში თავისთავად მომივიდა აზრი: რატომ დამიქნია მეთევზემ ხელი წინისაკენ? რას ნიშნავდა ეს? და მაშინ თავში გამინათდა. ის მაჩვენებდა: “ნუ შეეწინააღმდეგები დედა განგას. გადაკვეთე იგი იამუნასთან შეერთების ადგილამდე”. სიცოცხლისთვის ბრძოლაში ჩაფლულს არც კი მომაფიქრდა ეს. მეთევზის ჟესტმა სიცოცხლე გადამირჩინა.

მაგრამ როცა დინებამ ამიტაცა და ადვილად გადამიყვანა განგაზე, მე კვლავ შევწუხდი. პასპორტი და მთელი ჩემი მწირი ქონება მეორე ნაპირზე დავტოვე. ახლა კი საპირისპირო მიმართულებით მივცურავდი. ვიპოვი ჩემს ნივთებს იმავე ადგილას, როცა დავბრუნდები? მაგრამ იმავე წამს გავიფიქრე: რა აზრი აქვს ამ წვრილმანებზე ნერვიულობას? წამების წინ სასიკვდილო საფრთხე მემუქრებოდა, და მხოლოდ სულიერმა პასპორტმა – ღმერთის სახელმა – მომცა საშუალება, რომ მდინარე გადამელახა და გადავრჩენილიყავი. როცა რამდენიმე საათის შემდეგ მეორე ნაპირზე დავბრუნდი, დღე უკვე მწუხრს უახლოვდებოდა, და განგას ქვიშიან ნაპირზე ასობით ადამიანი ასრულებდა განბანვას. ჩემი ნივთები გამოსაჩენ ადგილზე იდო, ხელუხლებლად.

ხმაურიანი ბრბოთი გარშემორტყმული დავჯექი და ჩავფიქრდი.

დილით ეს ქვიშა ცეცხლივით მწვავდა, შემდეგ კი მზად იყო გადავეყლაპე. მაგრამ ახლა იგივე ქვიშა, გრილი და რბილი, ჩემი ნავსაყუდელი გახდა. ქვიშის მსგავსად, ადამიანი გარემოებების გავლენის მიხედვით შეიძლება ბრაზს დან შურს გრძნობდეს, ან კიდევ პირიქით, მოსიყვარულე და კეთილი იყოს. გარემოცვა და ურთიერთობა აყალიბებს ჩვენს ცნობიერებას. რამდენად მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი ურთიერთობით გავაღვივოთ ადამიანებში საუკეთესო, და არა ცუდი თვისებები! ყოველი ქვიშის მარცვალი ამ ნაპირზე მზადაა, რომ ძალიან ღრმა სიბრძნე გამიზიაროს. საჭიროა მხოლოდ ყურები, რათა გავიგო ის, რისი თქმაც მათ უნდათ!
* * *
რბილი ქვიშა ჩემს თითებს შორის იბნეოდა, მე კი ვფიქრობდი იმაზე, თუ როგორ ვიბრძოდი სიცოცხლის გადასარჩენად დედა განგას დინებაში. მოსიყვარულე დედა ხანდახან მკაცრია თავისი შვილისადმი, რათა დიდხანს დასამახსოვრებელი გაკვეთლი ჩაუტაროს მას. რა უნდა მესწავლა დღევანდელი განსაცდელისგან? იქნებ ის, რომ ყოველთვის არ უნდა შევეწინააღმდეგოთ დაუძლეველ საპირისპირო ძალას? გავიხსენე მრავალრიცხოვანი განსაცდელები, რომლებსაც ჩემს გზაზე შევხვდი. თუ ასეთ სიტუაციებში გარღვევაზე წავალთ წინ, მაშინ ყველა ჩვენი ძალისხმევა უშედეგოდ დასრულდება. ეს იგივეა, რაც განგას დინების საწინააღმდეგოდ ცურვა. ხანდახან სასურველი მიზნის მისაღწევად უმჯობესია უმცირესი წინააღმდეგობის გზა ავირჩიოთ. ზაფხულის მზე ჰორიზონტზე ჩადიოდა, და გამახსენდა, თუ როგორ აიტაცა შევარდენმა არხეინად მყოფი თევზი. ცოტა მოგვიანებით, ყველანაირი გაფრთხილების გარეშე, თავად აღმოვჩნდი ბედის კლანჭებში და მთელი ძალებით ვეჭიდებოდი სიცოცხლეს სწირედ იმავე მდინარეში. ასე ვფიქრობდი: დღეს ღმერთმა თვალსაჩინოდ დამანახა, თუ რამდენად შორსა ვარ ჩემი მიზნისგან. ამ გაკვეთილს ადვილად არ ჩაუვლია ჩემთვის, და ვიმედოვნებ რომ არასოდეს დამავიწყდება იგი. ღრმად ჩავისუნთქე და მაღლა აღვაპყრე მზერა, მწუხრის ცაზე, სადაც სხვა ფრინველებისთვის მიუწვდომელ სიმაღლეზე მეფური თავდაჯერებულობით ლივლივებდა შევარდენი.
* * *
http://www.radikal.ru
* * *
თავი მეხუთე

დადგა წვიმების სეზონი. იისფერ, ტყვიისფერ და მოშავო ღრუბლებს ელვა გაანათებდა ხოლმე. ცაში ქუხილის ხმა ისმოდა. მიუხედავად იმისა, რომ წვიმების სეზონზე მოგზაურობა უფრო ძნელი იყო, თბილი და ტენიანი ჰაერი სასიხარულო მღელვარების შეგრძნებას მანიჭებდა გულმკერდის მიდამოში. ივლისი ახლოვდებოდა, და მე უნდა გადამეწყვიტა, რომელ ქვეყანაში გავსულიყავი ინდოეთის ვიზის გასაგრძელებლად. ამბობდნენ, რომ ამის გაკეთება ადვილად შეიძლებოდა ნეპალში, და რადგანაც მის საზღვრამდე შორი არ იყო, გადავწყვიტე მეცადა.

ჩრდილო აღმოსავლეთისკენ მიმავალ გზაზე პატნაში აღმოვჩნდი, ბიჰარის შტატის დედაქალაქში, - ხმაურიან, ხალმხრავალ ქალაქში უზარმაზარი ხორბლის საცავებით, მრავალრიცხოვანი კოლეჯებით და სახელმწიფო დაწესებულებებით. განგას ნაპირს მივაღწიე და ღამის გასათევად კოლექტორ-გჰატასთან მოვეწყვე, სადაც დედა განგა ზღვასავით ფართო ჩანს. დილით გამაღვიძა მზის პირველმა სხივებმა და ასეულობით ადამიანის სიმღერამ, რომლებიც განგაში განბანვის მისაღებად მოსულიყვნენ. მე ვიწექი და ფერადი სანახაობით ვტკბებოდი. უცებ ნათლად შევიგრძენი ჩემს გვერდით ვიღაცის ყოფნა.

თვალები ავწიე და დავინახე, რომ ჩემს თავზე აღმართულიყო საოცარი ადამიანი დიდებული გარეგნობით და გრძელი თეთრი თმითა და წვერით. იგი წმინდა წერილების ფურცლებიდან გადმოსულ ბრძენს ჰგავდა. შუბლს სამი ვერტიკალური ხაზისგან შემდგარი ტილაკა უმშვენებდა: ორი თეთრი და ერთი წითელი მათ შორის. გარეგნულად სამოცდაათზე მეტი წლისას ჰგავდა, და ინგლისურადაც არ საუბრობდა. ხელებშეტყუპებულმა მოსალმების ნიშნად თავი დამიხარა და ჟესტებით ტაძარში მიმიწვია, რომელიც იქვე შორიახლოს მდინარის ნაპირას მდებარეობდა. ეს იყო რუხი ქვისგან ნაშენები შენობა, არაუმეტეს ქოხის ზომისა, და ძალიან ძველი. ტაძრის ფასადი მდინარისკენ იყო მიმართული, და როცა შიგნით შევედით, დავინახე ოთხმოცდახუთ წლამდე ასაკის მოხუცი, რომელიც საკურთხევლის წინ იჯდა და ლოცულობდა.

მოხუცი კარგი ინგლისურით მომესალმა: “მე ნარაიან პრასადი მქვია, წარმოშობით პატნიდან ვარ”. მცირე ხნის ფიქრის შემდეგ თავისი ცხოვრების შესახებ მომიყვა: “როცა ჩემი შვილები წამოიზარდნენ, სახელმწიფო სამსახურიდან წამოვედი და ახლა ყოველდღე აქ მოვდივარ, რათა ჩემს გურუს ვემსახურო”. მოხუცმა ხელი ჩამკიდა და იმ ჭაღარა მოხუცთან მიმიყვანა, ვისი წყალობითაც აქ მოვხვდი: “ეს – ჩემი გურუა, რამა სევაკა სვამი, ის – დიადი ბჰაკტი-იოგია”. მე უკვე ვიცოდი, რომ “ბჰაკტი-იოგა” “ღმერთისადმი მინდობას” ნიშნავდა, მაგრამ არავითარი წარმოდგენა არ მქონდა ამ ტრადიციის სიღრმეზე და ჭეშმარიტ არსზე.
სვამიმ შემომთავაზა, რომ მის ტაძარში იმდენ ხანს დავრჩენილიყავი, რამდენ ხანსაც მომინდებოდა. ეს იყო ბჰაკტი-იოგას მიმდევარი პირველი სადჰუ, რომელიც ახლოს გავიცანი. იგი მოსიყვარულე მამასავით საგულდაგულოდ ზრუნავდა ჩემზე. ყოველთვის, როცა შემომხედავდა ხოლმე, ნაზი ღიმილი ანათებდა მის მოხუცებულ სახეს. მიუხედავად იმისა, რომ ოთხჯერ უფროსი იყო ჩემზე, თავისი ხელით მაჭმევდა, ხოლო მოგვიანებით, როცა ავად გავხდი, მცენარეულ წამლებს ამზადებდა ჩემთვის. იგი პატივცემული სვამი გახლდათ, მე კი – პატარა დაკარგული სული, ყმაწვილი დასავლეთიდან, რომელიც საკუთარი გზის პოვნას ცდილობდა.

რამა სევაკა სვამის ერთგულებამ და სიყვარულმა დიდი გავლენა მოახდინა ჩემზე. სწორედ მისგან ვისწავლე, როგორ უნდა იქცეოდეს ჭეშმარიტად წმინდა ადამიანი. უბრალოება და ერთგულება უწყვეტ ნაკადად გადმოედინებოდა მისი გულიდან ყველაფერზე, რაც არ უნდა ეკეთებინა. ყოველ დილას მარტოობაში ატარებდა რამდენიმე საათს, უფალი რამას სახელებს ხის კრიალოსანზე იმეორებდა და დიდი გრძნობით სცემდა თაყვანს საკურთხეველს. ერთხელ თავისი სახელის მნიშვნელობაც ამიხსნა: “რამა სევაკა ნიშნავს “ის ვინც უფალ რამას ემსახურება”, ხოლო რამას საუკეთესო მსახურებაა – დავეხმაროთ სხვებს მის გაცნობასა და შეყვარებაში”. მან ხელი ჩამოისვა თავის რბილ ჭაღარა წვერზე და უფრო მეტი გრძნობით განაგრძო: “მე დიდი მადლობელი ვარ შენი იმისთვის, რომ უფლებას მაძლევ – გემსახურო”. ამ სიტყვების მოსმენამ ისე ააღელვა ნარაიან პრასადი, რომ ცრემლები ყელში გაეჩხირა. მღელვარება ძლივს დაძლია და თავისი გურუს სიტყვები მითარგმნა. რაც შემეხება მე, ეს-ესაა ვიწყებდი გაგებას, თუ რას ნიშნავს ღმერთისადმი ჭეშმარიტი ერთგულება.

ღამით, როცა ტაძრის არათანაბარ ქვის იატაკზე გვეძინა, სისხლმოწყურებული კოღოების წუილი მიწყალებდა გულს. ისეთი შეგრძნება მქონდა, თითქოს ცოცხლად მჭამდნენ. მათი ხმისგან კი ყურები მიწუოდა. ასეთ პირობებში დაძინება უბრალოდ შეუძლებელი იყო. სრულიად გატანჯული რამა სევაკა სვამის და ტაძრის კიდევ ერთ სტუმარს ვუყურებდი. მიუხედავად იმისა, რომ კოღოები სწორედ ისევე დასტრიალებდნენ მათაც თავზე და ისევე სწოვდნენ სისხლს, ისინი ქვებზე მშვიდად ძილს აგრძელებდნენ. ეს ორი სადჰუ საერთოდ არ აქცევდა ყურადღებას ხორციელ ტანჯვებს. მე კი მხოლოდ ისღა დამრჩენოდა, მელოცა, რომ ოდესმე მათსავით განჯაჭვული გავმხდარიყავი.

Posted by: cinemamu 20 Dec 2011, 20:13
ერთხელ საღამოს ტაძარში სტუმრად მყოფმა სადჰუმ სურვილი გამოთქვა, რომ სადილი მოემზადებინა ჩვენთვის. დილით მოწყალება მოაგროვა ქალაქში და როცა დაბრუნდა კოცონი დაანთო. მასში ძროხის ნაკელის კვერებით ააგიზგიზა ცეცხლი და მასზე თიხის ქვაბით წყალი შემოდგა კიჩრის – ბრინჯის, ბარდასა და კარტოფილის კერძის გასაკეთებლად. სადჰუ შავგვრემანი იყო, აბურდული თმით და წვერით. ტანსაცმლიდან მხოლოდ სითეთრემდე გახუნებული ბარძაყებზე მოსახვევი ჰქონდა. კერძის მომზადებისთანავე საკურთხეველზე წმინდაჰყო იგი, შემდეგ კი ჩვენ დაგვიძახა. მე იატაკზე დავჯექი, ერთ რიგში რამა სევაკთან და კიდევ სხვა სამ სადჰუსთან ერთად. სანამ ჩვენი მზარეული თეფშებზე არიგებდა კიჩრის, ჩვენ ტრაპეზისთვის ვემზადებოდით და უფალი რამას სადიდებელ ლოცვებს ვკითხულობდით. მივირთმევდით როგორც ყოველთვის, ხელებით, ფოთლებისგან გაკეთებული თეფშებიდან. მაგრამ როგორც კი კიჩრი ჩემს ენას შეეხო, მაშინვე აუტანელი სიმწვავე ვიგრძენი პირის ღრუში. ისეთი შეგრძნება მქონდა, თითქოს მზრეულმა კერძი მხოლოდ წითელი წიწაკისგან მოამზადა, და მხოლოდ სილამაზისთვის დაამატა ცოტა ბრინჯი. სახეზე წამოვწითლდი, ცხვირიდან სითხე, თვალებიდან კი ცრემლი წამომივიდა. მეჩვენებოდა, რომ ყურში დარჩენილმა გოგირდმაც კი დნობა დაიწყო. სასოწარკვეთილი ვიყავი, რადგანაც სადჰუებში მიღებულია, რომ საკუთარი პორცია ბოლომდე უნდა შეჭამონ. იმ მომენტში ჩემი ცხოვრების ერთადერთი მიზანი იყო როგორმე შემეჭამა ის, რაც თეფშზე დარჩა. წვა აუტანელი იყო, და შეუკავებელი სლოკინი ამიტყდა. საშინელ ტანჯვებში ვყლაპავდი მწველ ლუკმებს, მაშინ როცა სხვები სიამოვნებით შეექცეოდნენ მას და ჩემს ტანჯვას ვერც კი ამჩნევდნენ. როცა ბოლო ლუკმის გადაყლაპვა მოვახერხე და იმედი მქონდა, რომ ჩემი ტანჯვა დასრულდა, ჩვენმა გულუხვმა მზარეულმა დამატებითი პორციების დარიგება დაიწყო.

ჩემი თეფში ორივე ხელით დავფარე: “პურან, პურან – მაძღარი ვარ, მეტი არაა საჭირო”.

მზარეული კი იღიმოდა და ჩემი თეფშის ზემოთ კიდეებამდე სავსე ჩამჩა ეჭირა: “ტორა, ტორა – კიდევ ცოტა, სულ ცოტა”.

ისეთი შეგრძნება მქონდა, რომ ჩემს წინ განსახიერებული სიკვდილი იდგა და შეწყალებას ვთხოვდი მას.

“პურან, პურან”, - ხელებით ვფარავდი თეფშს.

“ტორა, ტორა”.

უმანკო ღიმილით სადჰუმ საბედისწერო მოქმედება შეასრულა და ჩამჩის შიგთავსი ჩემს თეფშზე აღმოჩნდა. ცოტაღა მაკლდა გონების დაკარგვამდე, ისე შევჭამე დამატებითი პორცია და ცოტა სული მოვითქვი. და ამ დროს დავინახე, რომ სადჰუ მესამე წრეზე მოდიოდა. მივხვდი, რომ მესამე პორციას ვეღარ გავუძლებდი. გაქცევა მინდოდა, მაგრამ ამის უფლებას თავს ვერ მივცემდი. სადჰუებს შორის არსებული ეტიკეტით, არ შეიძლება ადგომა მანამ, სანამ ყველა დანარჩენი არ დაამთავრებს ტრაპეზს. მზარეულმა ჩამჩით ქვაბიდან კიჩრი ამოიღო, რომელშიც წითელი წიწაკის ნაწილაკები მრავლად დაცურავდნენ, და ისევ ჩემი თეფშის ზემოთ აღმართა იგი.

მე ბავშვობაში ძალიან მეშინოდა ვინმეს გაწბილების. ჩვენი მზარეული კი ისეთი გულწრფელობით ცდილობდა ჩვენთვის სიამოვნების მონიჭებას, რომ მე უბრალოდ არ შემეძლო, თუნდაც როგორმე გამომემჟღავნებინა ჩემი უკმაყოფილება. გული გამალებით მიცემდა. რა უნდა მექნა?

სწრაფად გავუწოდე თეფში. სადჰუმ გაიღიმა და შემდეგი თეფშიკენ გადაინაცვლა. გაკვირვებული ვაკვირდებოდი, როგორი სიამოვნებით შტანთქავდნენ დანარჩენები პორციას პორციაზე. მზარეულმა ჩემზე ანიშნა და დაიტრაბახა: “მას ისე მოეწონა ჩემი კიჩრი, რომ მადლიერებისგან ტირის კიდეც”. საკუთარ თავს ვაიძულე გამეღიმა და თანხმობის ნიშნად თავი დავუქნიე, და ვფიქრობდი იმაზე, თუ რამხელა როლს თამაშობდა ამ ადამიანების ცხოვრებაში უანგარო მსახურების ფილოსოფია.

დიახ, მე ვტირი. და სრულიად შესაძლებელია, სწორედ მადლიერების გამო, როგორც ეს სადჰუ თვლის. სხვების დაკმაყოფილება ადვილი არაა, მაგრამ მე მინდა ამის გაკეთება, და ეს ჩემი სიღრმისეული ბუნების ნაწილია. ცხარე კერძისგან მწველი ტკივილის ატანა – მცირე საფასურია იმისთვის, რომ ბედნიერება დავინახო ამ სადჰუს სახეზე.

იმ ღამით კოღოებს თითქმის არ შევუწუხებივარ – ალბათ იმიტომ, რომ მათთვის ჩემი სისხლი ძალიან ცხარე გახდა.

http://www.radikal.ru

Posted by: cinemamu 23 Dec 2011, 09:24
იმ დროის განმავლობაში, რაც პატნაში გავატარე, მე და ნარაიან პრასადი ძალიან დავახლოვდით. როგორც ეს ხშირად ხდება ხოლმე მეგობრებს შორის, მან გადაწყვიტა კიდევ ერთი თავიუსი მეგობარი გაეცნო ჩემთვის – ექიმი რენტგენოლოგი. ერთხელ ამ ექიმმა თავისთან, კლინიკაში მიგვიწვია. ჩვენ მის კაბინეტში მოვთავსდით, საწერი მაგიდის წინ. მიუხედავად იმისა, რომ ეს ექიმი წარმომავლობით ინდუსი იყო, მას არ შეეძლო შერიგებოდა ინდუიზმში გავრცელებულ ცუდ დამოკიდებულებასთან დაბალი კასტების მიმართ. ეს იყო მთავარი მიზეზი, რის გამოც ისლამი მიიღო. ახლა მას მუჰამედს ეძახდნენ და იგი ყურანს სწავლობდა. თუმცა მუჰამედი არ უარყოფდა ბჰაგავად-გიტას მოძღვრებას, მას მაინც აღარ უნდოდა იმ რელიგიასთან საკუთარი თავის გაიგივება, რომელიც ხალხის დისკრიმინაციას მათი წარმომავლობის მიხედვით ახდენს. მე შევეწინააღმდეგე: "კი მაგრამ, გიტაში არსად წერია ადამაინთა უფლებების დაკნინებაზე მათი წარმომავლობის საფუძველზე. მრავალი უდიდესი ინდოელი წმინდანი დაბალი კასტიდან იყო წარმომავლობით. ბჰაგავად-გიტა ასწავლის, რომ ჩვენ - უკვდავი სულები ვართ და არა მოკვდავი სხეულები."

ჩვენ ერთად განვიხილავდით რელიგიის ჭეშმარიტ საფუძვლებს და პარალელებს ვავლებდით იმას შორის, რაც ეწერა ბჰაგავად-გიტაში, ბიბლიაში თუ ყურანში. ამის შემდეგ კიდევ რამდენიმეჯერ შევხვდით და რაიმე წინასწარგანწყობის გარეშე ერთმანეთის რწმენის მიმართ, ღმერთზე ვსაუბრობდით. მუჰამედი არ ცდილობდა ჩემს ისლამზე მოქცევას, ხოლო მე მის გადარწმუნებას არ ვცდილობდი. ნაცვლად ამისა, ერთმანეთს ვუზიარებდით ჩვენს გაგებას, ისე რომ ღრმა პატივისცემას გამოვხატავდით თანამოსაუბრის შეხედულებების მიმართ. საუბრის დროს ნათლად შევიგრძენი, რომ ღმერთის წყალობა ხალხზე ყველა რელიგიის მეშვეობით, სხვადასხვა წმინდა წერილებით და სხვადასხვა წმინდანებით ვლინდება. უფრო და უფრო ღრმად მესმოდა, რომ რა გზაც არ უნდა აგვერჩია და რა ვიწროც არ უნდა ყოფილიყო იგი, ღმერთისადმი გულწრფელი მინდობა, ამის ყველაზე ზოგადი გაგებით, - ეს ერთადერთი საშუალებაა ამ სამყაროში უთანხმოებების გადასალახად.

მუჰამედთან საუბრის მეორე დღეს, განგის ნაპირას ვიჯექი ნარაიან-პრასადთან ერთად და ვკითხე მას: "როგორაა, რომ ქვეყანაში, სადაც ასეთი მწვავე დამოკიდებულებაა ინდუიზმსა და ისლამს შორის, ასეთ გულთბილ ურთიერთობას ახერხებთ მოპირდაპირე რწმენის ადამიანთან?"

მან თბილად გამიღიმა და მითხრა სიტყვები, რომლებიც მთელი ცხოვრება დამამახსოვრდა: "ძაღლი თავის პატრონს ნებისმიერ ტანსაცმელში იცნობს. პატრონი შეიძლება ხალათში იყოს გამოწყობილი, კოსტუმში და ჰალსტუხში, ან საერთოდ არაფერი ეცვას, მაგრამ ძაღლი ყოველთვის იცნობს მას. თუ ჩვენ არ შეგვიძლია ვიცნოთ ღმერთი, ჩვენი საყვარელი პატრონი, როცა მას სხვა ტანსაცმელი აცვია - სხვა რელიგიის ტანსაცმელი, - მაშინ ჩვენ ძაღლზე უარესები ვართ."

* * *
რამდენადაც რამა სევაკა სვამისთან უფრო მეტხანს დავრჩი, ვიდრე ვვარაუდობდი, საიმიგრაციო კონტროლის სამსახურის კანტორაში პატნაში მომიხდა წასვლა, რათა ვიზის გაგრძელება მეცადა. კანტორა მცირე აგურის შენობას წარმოადგენდა, რომელშიც მაგიდასთან იჯდა ხანშიშესული ინდუსი ინსპექტორი. დოკუმენტების შენახვის სისტემა, როგორც ასეთი, ჩანდა რომ არ ჰქონდათ – ქაღალდები დასტებად ეწყო მაგიდაზე და იატაკზე. თხუთმეტი წუთი ინსპექტორი დოკუმენტების ამ გროვაში იქექებოდა და განცხადების ბლანკს ეძებდა. ბლანკი შევავსე და პასპორტთან ერთად გავუწოდე ინსპექტორს. მან ნაჩქარევად გადახედა პასპორტს, შემდეგ კი გულგრილი ბიუროკრატიული ხმით წარმოთქვა: “თქვენი ვიზა გაგრძელებას არ ექვემდებარება”.

მე მეტყველების უნარი წამერთვა. აზრი იმაზე, რომ ჩემი ახცალი სამშობლო უნდა დამეტოვებინა, აუტანელი იყო ჩემთვის. კვლავ და კვლავ ვთხოვდი ინსპექტორს შებრალებას, მაგრამ ის არ აპირებდა წესებიდან გადახვევას. ყველანაირ იმედ დაკარგულმა ლოცვა დავიწყე.

და ამ დროს ინსპექტორის უკან, კედელზე უფალი რამას გამოსახულება შევამჩნიე. მორჩილად მივმართე ინსპექტორს: “იცით, სერ, რომ იმ ქვეყანაში, საიდანაც წარმოშობით ვარ, ყველა ჭამს ძროხას?”

მას გაოგნებისგან თვალები გაუფართოვდა და პირი დააღო: “რა? წმინდა ძროხებს კლავენ? რა საშინელებაა!”

“სერ, ჩემს ქვეყანაში ბიჭები და გოგონები ხშირად ერთად ცხოვრობენ ისე, რომ ქორწინებაშიც არ არიან”.

მან უკმაყოფილოდ გააქნია თავი: “რა არაცივილიზებული საქციელია”.

“არ შემიძლია შეძრწუნების გარეშე ვთქვა, მაგრამ, სერ, ჩემს ქვეყანაში არავის გაუგია რამას სახელიც კი”.

იგი საკუთარ ყურებს არ უჯერებდა. მაგიდაზე გადმოიწია, ხელებში ხელები ჩამკიდა და მითხრა: “შენ არ უნდა დაბრუნდე ამ საშინელ ადგილას!”

“მაგრამ თუ ვიზას არ გამიგრძელებთ, მომიწევს იქ დაბრუნება. მე ინდოეთში მოვედი, რათა თქვენი საყვარელი უფალი რამას თავშესაფარი მივიღო”.

ინსპექტორი წამოხტა: “მე – უფალი რამას ერთგული მსახური ვარ. ჩემი ვალია – დაგიცვა”. ამ სიტყვებთან ერთად მან ახალი ვიზა ჩამირტყა პასპორტში.
* * *
დილაობით რამა სევაკა სვამის აშრამში ხუთამდე სადჰუ იკრიბებოდა ხოლმე. ისინი ჰინდიზე კითხულობდნენ რამაიანას – უფალი რამას ცხოვრების ისტორიას. მე მხოლოდ რამდენიმე სიტყვას თუ გავიგებდი ხოლმე, მაგრამ ნარაიან პრასადი შემპირდა, რომ ყოველი კითხვის შემდეგ მომიყვება იმას, რაზეც იმ დილით ილაპარაკეს. სადჰუები სამი საათი გადაბმულად იჯდნენ და გატაცებით ისმენდნენ რამაიანას. ჩანდა, რომ ემოციებმა გადაავსეს მათი გულები – ხან იცინოდნენ, ხან სიხარულისგან ტიროდნენ, ხან მწუხარება მოიცავდათ ხოლმე. ხანდახან კი მოლოდინისგან, შიშისგან ან გაკვირვებისგან გაირინდებოდნენ ხოლმე. ამის შემყურე, გადაულახავი სურვილი მქონდა, რომ ეს ისტორიები მომესმინა.

როცა კითხვა დამთავრდა, ნარაიან პრასადს ვთხოვე: “ძალიან გთხოვთ, მომიყევით ყველაფერი, რაზეც ილაპარაკეს”.

ჩვენ ტაძრიდან გამოვედით, განგას ნაპირას დავჯექით, და ნარაიან პრასადმა დაიწყო მოყოლა: “ერთხელ, როცა უფალი კრიშნა ჯერ კიდევ ჩვილი ბავშვი იყო, იაშოდა ძუძუს აჭმევდა მას. და ამ დროს შეამჩნია, რომ რძე, რომელიც ქურაზე იყო შემომდგარი ასადუღებლად, გადმოდიოდა. მაშინ, პატარა კრიშნა უსაფრთხო ადგილას დააწვინა და გადმოსული რძის გადასარჩენად გაიქცა. კრიშნას არ მოეწონა საკუთარი თავთან ასეთი დამოკიდებულება. უნდოდა რა ეჩვენებინა, რომ ღმერთის მსახურება ყველაზე მაღლა დგას, მან გამოავლინა ერთ-ერთი იმ თვისებათაგან, რომლებიც ასე იპყრობენ მისი მოსიყვარულე ერთგულების გულებს, - ანცობა: მან გატეხა კარაქით სავსე თიხის ქოთანი და ამ კარაქის ჭამა დაიწყო. შემდეგ, გადაწყვიტა, რომ ეს საკმარისი არ იყო, საკუჭნაოში გავიდა, მაღალ ხის სკამზე აძვრა, იქიდან დიდ კარაქით სავსე ქოთანს მისწვდა, რომელიც თოკებით იყო ჭერზე ჩამოკიდებული. როცა კუჭი კარაქით გამოიტენა, მაიმუნებს აჭამა იგი. იაშოდა კი ამასობაში ყველგან ეძებდა თავის შვილს.

როცა კარაქიანი ნაკვალევით მიაგნო კრიშნას, დაინახა, რომ იგი მაიმუნებს აჭმევდა, და ამასთან შეშინებული აქეთ-იქით იყურებოდა. იაშოდამ გაიღიმა. ჩუმად მიეპარა მას, მაგრამ კრიშნამ შეამჩნია იგი და მაშინვე გაიქცა. დედობრივი სიყვარულით აღვსილი, იაშოდა გაეკიდა, და კრიშნამ, თავისი დედის სიყვარულით კმაყოფილმა, უფლება მისცა, რომ დაეჭირა იგი. დაჭერის შიშით კრიშნა თავისი პატარა სხეულით კანკალებდა. თვალებიდან ცრემლი წამოუვიდა, ტუჩებიდან კი შებრალების თხოვნა აღმოხდა. შეჰპირდა, რომ მეტჯერ აღარ მოიპარავდა კარაქს. დედა იაშოდას ბევრი საქმე ჰქონდა საოჯახო მეურნეობაში, და მის დაუდგრომელ შვილს რომ რამე არ შემთხვეოდა, გადაწყვიტა, რომ ხის როდინზე თოკით მიება. თოკი ორი თითის ზომით მოკლე აღმოჩნდა, ვიდრე საჭირო იყო, და იაშოდას მოუხდა თოკი დაემატებინა. მაგრამ ამ შემთხვევაშიც ორი თითის ზომა დააკლდა. გოპებმა, იაშოდას მეგობრებმა, კიდევ მოიტანეს თოკები, მაგრამ რამდენიც არ უნდა დაეგრძელებინათ თოკი, მაინც ორი თითის ზომა აკლდებოდათ. ამ სასწაულის შემყურე იაშოდა სიყვარულის ღიმილის დაფარვას ცდილობდა. როცა კრიშნამ დაინახა, რომ დედა იაშოდა დაიღალა, სახეზე ოფლმა დაასხა და ყვავილები, რომლებიც თმას უმშვენებდა, ჩამოუცვივდა, ნება მისცა, რომ დაება – არა თოკით, არამედ სიყვარულით. ამ ისტორიით კრიშნა გვაჩვენებს, რომ თუმცა იგი მთელი სამყაროს მფლობელია, მისთვის არ არსებობს უფრო მეტი სიამოვნება, ვიდრე ის, რომ თავისი ერთგულების სიყვარულით იყოს დაბმული”.

http://pix.ge/
http://pix.ge/

ჩემდა გასაკვირად ამ უბრალო ამბავმა ისეთი სიხარული გამოიწვია ჩემში, რო ნარაიან პრასადს გაგრძელების მოყოლა ვთხოვე.

“მაგრამ სულ ესაა, რაზეც დღეს ილაპარაკეს”, - მიპასუხა მან.

“კი მაგრამ, თქვენ სამ საათზე მეტხანს ლაპარაკობდით, ძალიან გთხოვ, კიდევ მომიყევით”.

“ჩვენ მეტზე არაფერზე გვილაპარაკია”.

მომდევნო დღეს, პატარა კრიშნას ისტორიით და იმ ყურადღებით აღტაცებული, რომლითაც სადჰუები მას ისმენდნენ, მოუთმენლად ველოდი გაგრძელებას. როგორც კი კითხვა დასრულდა, მე და ნარაიან პრასადი კვლავ განგას ნაპირას დავჯექით, და მან კვლავ მომითხრო იგივე ისტორია კრიშნაზე, რომელიც კარაქს იპარავდა. რამდენიც არ ვეხვეწე, სიტყვაც არ დაუმატებია. ყველა ჩემს კითხვაზე მაცდური ღიმილით მპასუხობდა: “სულ ესაა, რაზეც ვილაპარაკეთ”.

მესამე დღეს ემოციები, რომლებსაც სადჰუები განიცდიდნენ, მეც გადმომედო და მეც შემიპყრო ღმერთისადმი იმ სიყვარულმა, რასაც ისინი გრძნობდნენ. განგას ნაპირას, ჩემს თარჯიმანს, ნარაიან პრასადს ხანგრძლივი გამომცდელი მზერა მივაპყარი: “მე უნდა ვიცოდე, რაზე ილაპარაკეთ დღეს”. და მან კვლავ იგივე ისტორია მომიყვა კრიშნაზე, რომელიც უკვე მოვისმინე.

აღშფოთებულმა ვკითხე: “რატომ მექცევით ასე? თქვენ ყოველდღე სამი საათი საუბრობთ, თქვენი მონაყოლი კი ათ წუთს არ აღემატება. რატომ მატყუებთ?”
“მაგრამ მართლა სულ ესაა, რაზეც ვლაპარაკობდით”.

ვგრძნობდი, რომ ჩემი გაღიზიანება იზრდებოდა: “დღეს ძალიან ყურადღებით გისმენდით. თქვენ ერთხელაც კი არ წარმოგითქვამთ სიტყვა “კრიშნა” ან “იაშოდა”. ძალიან გთხოვთ, გემუდარებით, მითხარით სიმართლე!”

ნარაიან პრასადმა უშფოთველად გაიღიმა: “ჩვენ ვსაუბრობდით მხოლოდ იმაზე, როგორ იპარავს პატარა კრიშნა კარაქს”.

თვალები ცრემლებით ამევსო: “ნუთუ არ ვარ იმის ღირსი, რომ გავიგოთ, რაზე ლაპარაკობდით?”

დაინახა რა ჩემი გულწრფელი გამწარება, ნარაიან პრასადი მოლბა. მან სერიოზული გამომეტყველებით შემომხედა თვალებში და წარმოთქვა: “ვხედავ, რომ შენი ცრემლები გულწრფელია, ამიტომ აგიხსნი, რაშია საქმე”. ცოტა ხნის დუმილის შემდეგ განაგრძო: “შენი გამოჩენიდან მეორე ღამეს, რამა სევაკა სვამიმ სიზმარი ნახა. სიზმარში უფალი რამა გამოეცხადა და შენზე უთხრა: “ეს ყმაწვილი – კრიშნას ბჰაკტაა, თუმცა ჯერ ვერც კი ხვდება ამას. არაფერზე ელაპარაკოთ მას, გარდა კრიშნას სიდიადისა. ვრინდავანი გახდება მისი თაყვანისცემის ადგილი, მაგრამ თუ ამის შესახებ ახლა ეტყვი, მაინც არ დაგიჯერებს. მოვა დრო, და თავად მიხვდება ამას”.”

ამ სიტყვებთან ერთად ნარაიან პრასადი გადამეხვია. ჩვენ ვიჯექით და ვუცქერდით, როგორ მიაქანებდა თავის მძლავრ ტალღებს განგა. ნარაიან პრასადი ჩემს დამშვიდებას ცდილობდა, თუმცა თვითონაც ცრემლები ედგა თვალებში: “ჩემმა გურუმ, რამა სევაკა სვამიმ, დამავალა, რომ მხოლოდ კრიშნაზე მესაუბრა შენთან. მე კი ბავშვობიდან რამას ერთგული ვარ, თუმცა რამა და კრიშნა ერთი და იგივე უზენაესი უფალია, რომელმაც სხვადასხვა დროს სხვადასხვა სახე მიიღო. ერთადერთი ისტორია კრიშნაზე, რომელიც დაწვრილებით ვიცი, - ესაა ისტორია იმაზე, თუ როგორ იპარავდა კარაქს.” ნარაიან პრასადმა ჩანთიდან სურათი ამოიღო, რომელზეც პატარა კრიშნა მალულად ჭამდა კარაქს და მე გამომიწოდა იგი. სურათი ისე მომეწონა, რომ დიდხანს ვერ ვაშორებდი მზერას, მაგრამ ნარაიან პრასადის სიტყვები იმის შესახებ, რომ კრიშნასთვის თაყვანი უნდა მეცა იმ ადგილას, რომელსაც ვრინდავანი ჰქვია, ჩემს გაგებაზე მაღლა იდგა. რადგანაც მაინც ვერაფერს მივხვდი, გადავწყვიტე განსაკუთრებული მნიშვნელობა არ მიმენიჭებინა ამისთვის. ყველაფერი, რაც მაშინ ვიცოდი, - იყო ის, რომ ჰიმალაების გამოქვაბულებში უნდა დავბრუნებულიყავი.

http://www.radikal.ru

* * *
რამა სევაკა სვამის და მისი მიმდევრების სათნოებით და კეთილგანწყობით მოხიბლულმა რამდენიმე კვირა გავატარე მის აშრამში. ჩემი გამგზავრების დღეს სვამისთან მივედი, თაყვანი ვეცი მას და კურთხევა ვთხოვე. მან გადაწყვიტა რაიმე საჩუქარი გადმოეცა ჩემთვის, მაგრამ რა უნდა მოეცა? სვამიმ ირგვლივ მიმოიხედა და მისი მზერა მისსავე საკუთარ ხელჯოხს მოხვდა. ცრემლიანი ღიმილით გამომიწოდა იგი. მე მადლიერების უდიდესი გრძნობა ვიგრძენი. თუმცა ხელჯოხი უბრალო ხის ჯოხს წარმოადგენდა, ეს იყო სიყვარულის ძღვენი, რომელიც ჩემთვის გაცილებით მეტს ნიშნავდა, ვიდრე მსოფლიოს მთელი სიმდიდრე. რამა სევაკა სვამის სასიხარულოდ, მე აღტაცებულმა მივიღე მისი წმინდა ძღვენი. აღელვებისგან აკანკალებული ხმით მან მითხრა, ნარაიან პრასადმა კი მითარგმნა: “წმინდა წერილებში ნათქვამია, რომ წყალობის ხელჯოხს, რომელსაც უფლის ერთგულისგან ვღებულობთ, შეუძლია უდიდესი საფრთხისგან გვიხსნას”. ამ დღიდან სვამის ნაჩუქარი ხელჯოხი ჩემი განუყრელი თანამგზავრი გახდა.
* * *





თავი მეექვსე

მე წინ მივიჩქაროდი და ვცდილობდი არ მეფიქრა იმ საფრთხეებზე, რომლებიც შესაძლოა გზაზე მელოდნენ. არ მტოვებდა იმის შეგრძნება, რომ ნეპალში რაღაც განსაკუთრებულს ვნახავდი. პატნადან საზღვრისპირა ქალაქ რაკსოლში ჩავედი.

სატვირთოს მძღოლმა, გზის მტვერით დაფარული თმითა და ტანსაცმლით, გამიღიმა და ბეტელის გამუდმებით ღეჭვისგან გაწითლებული კბილები გამოაჩინა და ხელის მოძრაობით მანიშნა, რომ ძარაზე ავმძვრალიყავი. შიგნით შევძვერი, თავისუფალი ადგილი მოვნახე გრძელ გახუნებულ კაბიან ჭაღარა მთიელებსა და მზისგან გადახუნებულ ტანსაცმლიან გლეხებს შორის, რომლებსაც თხები და ქათმები გადაჰყავდათ. სატვირთო ავტომობილი ბღუილით ადიოდა მთებზე.
ძარა ღია იყო, მგზავრი კი იმდენი მოგროვდა, რომ ზოგიერთი თითქმის მძღოლის კაბინაზე შემომჯდარიყო. მიუხედავად იმისა, რომ გადაადგილების ასეთ მეთოდს ვერც მოსახერხებელს და ვერც უსაფრთხოს ვერ ვუწოდებდით, ამის კომპენსაციას ჰიმალაების მშვენიერება ახდენდა, რომლებიც ჩვენს წინ გადაჭიმულიყვნენ. რაც უფრო მაღლა ავდიოდით მთებში მიხვეულ-მოხვეულ გზებზე, ჩვენს წინ სულ ახალი და ახალი სიმწვანით დაფარული ფერდობები და ველები იშლებოდა. ჰორიზონტზე თოვლიანი მწვერვალები მოჩანდა, ხანდახან კი ისინი პირდაპირ ჩვენს თავზე აღმოჩნდებოდნენ ხოლმე. მე სიამოვნებით ვისუნთქავდი მთის სუფთა ჰაერს, და სხეული სასიამოვნოდ მითრთოდა გრილი ქარის ყოველ დაქროლვაზე. დროდადრო მუსონური წვიმების ნაკადი გვექცეოდა თავზე, მაგრამ როგორც ჩანდა არც ერთ მგზავრს არ აწუხებდა ეს ამბავი. შუაღამისას მძღოლმა კატმანდუს შემოგარენთან ჩამოგვსვა.

დაღლილმა და მშიერმა, მარტომ განვაგრძე გზა ნესტიან ღამის სიბნელეში. ცარიელი ქუჩის ორივე მხარეს უძველესი ხის სახლების სილუეტები იკვეთებოდა. მაგრამ მათ არ მიუპყრიათ ჩემი ყურადღება. სადღაც შორიდან ძაღლების გაშმაგებული ყეფა მოისმოდა. ჩემი შფოთვა იზრდებოდა და ვიხსენებდი, თუ როგორ მაფრთხილებდნენ მოხეტიალე სადჰუები ველური ძაღლების შესახებ: ღამ-ღამობით ისინი გაავებულ ჯოგებად იკრიბებიან, პოულობენ და გარშემო ერტყმიან ნადავლს, თანდათან ამცირებენ წრეს, შემდეგ კი თავს ესხმიან, ნაკუწებად გლეჯენ და რამდენიმე წუთში ჭამენ მსხვერპლს. ამის გაფიქრებაც კი ვერ მოვასწარი, რომ ჩემს წინ უპატრონო ძაღლი გამოხტა, რომელსაც ხახიდან დუჟი და ნერწყვი უწვეთავდა. როცა მარტო მყოფი დამინახა ცარიელ ქუჩაში, ყელი მოიღერა და გამყინავად დაიყმუვლა.

რამდენიმე წამში დავინახე, თუ როგორ მიახლოვდებოდა ღრენით ძაღლების ჯგუფი. რამდენი იყო – ექვსი თუ რვა? ძალიან შეშინებული ვიყავი იმისთვის, რომ დამეთვალა. მაგრამ იმას, თუ რას ნიშნავდა მოღრჭიალე ყბებიდან მდინარე ნერწყვი თეთრი ქაფით, მაშინვე მივხვდი – ცოფს. ცოფიანი ძაღლები მრისხანე გაავებული თვალებით მიახლოვდებოდნენ, გაშმაგებულნი ყეფდნენ და ჩემს დასაგლეჯად ემზადებოდნენ. მათი ჩონჩხივით სხეული თითქმის თმის გარეშე იყო. ძაღლების ჯოგის საიქიოსეულმა ყმუილმა სტუპორში ჩამაგდო. ძაღლები მიახლოვდებოდნენ. მათი დაღებული ხახებიდან შხამიანი ნერწყვი გადმოდიოდა. იმისათვის რომ უკნიდან თავდასხმისგან დამეცვა თავი, სახლის კედელს ზურგით მივეყუდე და სიბნელეში ლოცვა დავიწყე. რა უნდა მექნა?

* * *
http://imageshack.us/photo/my-images/542/l9sp0.gif/

* * *
ამ დროს გამახსენდა ხელჯოხი, რომელიც რამა სევაკა სვამიმ მაჩუქა, და მრისხანედ დავიწყე მისი ქნევა. ხროვამ უკან დაიწია და ნახევარწრე შექმნა ჩემს გარშემო მეტრის და ცოტა მეტის მანძილზე. როგორც კი რომელიმე ცოფიანი ძაღლი გამოიწევდა ჩემსკენ, მაშინვე ცხვირ-პირში სვამის ხელჯოხის დარტყმას ღებულობდა. მთელი ძალით ვიგერიებდი მათ. ავი ღრენით შემდეგი ძაღლი მიახლოვდებოდა ხოლმე, რათა მორიგი დარტყმა მიეღო. ყოველი თავდამსხმელი, ხელჯოხის დარტყმის მიღებისთანავე უკან იხევდა, მაგრამ ცოტა ხანში, თითქოს არაფერი მომხდარაო, კვლავ მიტევდა. ძაღლების ყეფამ და ღრენამ აახმაურეს ღამე. ხროვა კვლავ და კვლავ მიტევდა, მაგრამ ყოველ ჯერზე ვახერხებდი მათ მოგერიებას. მაგრამ რაც უფრო მეტად ვიბრძოდი, მით უფრო ავდებოდნენ ხდებოდნენ ძაღლები. მათ იყნოსეს ჩემი ხორცის და სისხლის სუნი და ესმოდათ, რომ ჩემი ძალები იწურებოდა. ფიქრის დრო აღარ მქონდა, რადგანაც ყოველ წამს მთელი ძალებით მიხდებოდა თავის დაცვა. ერთ ძაღლს მაინც რომ მოეღწია ჩემამდე, მაშინვე მთელი ხროვა ნაკუწებად დამფლეთდა. ნუთუ ესაა ჩემი ბედი –ცოფიანი ძაღლების ნადავლი გავხდე?

ჩემი ძალები იწურებოდა, ხოლო ძაღლების ღრენა, რომლებიც გამარჯვების გემოს გრძნობდნენ, უფრო და უფრო ხმამაღალი და ავი ხდებოდა. ისინი კიდევ უფრო მომიახლოვდნენ, რათა ბოლო მოეღოთ ჩემთვის და უკვე იმდენად ახლოს იყვნენ, რომ კინაღამ გონება დავკარგე მათი მყრალი სუნთქვისგან. კანკალმა შემიპყრო და სასოწარკვეთილი ღმერთს ვევედრებოდი დახმარებას. სიკვდილის სახის წინ მიტოვებულად და ყველასთვის უსარგებლოდ ვგრძნობდი თავს. ამ მომენტში, მხარს უკან გავიხედე და სიბნელეში ჩემს ზურგთან კარი შევამჩნიე. დაკეტილია თუ არა? ამ კოშმარის ფონზე იმედის სუსტი სხივი აკიაფდა. ელვისებურად შემოვბრუნდი, სახელური ჩამოვწიე და კარს ხელი ვკარი. ის გაიღო. შიგნით შევვარდი და კარი სწრაფად მივიჯახუნე. გარეთ დარჩენილი ძაღლები აღშფოთებულნი ყეფდნენ და დაკეტილ კარს აწყდებოდნენ.

შიგნით სრული სიბნელე იდგა. უეცრად ლამპა აინთო და გაანათა ოჯახი, რომელიც იატაკზე იწვა. ჩემი ხმაურის გამო გაღვიძებოდათ. მამაკაცებმა ქურდად ჩამთვალეს, ფეხზე წამოხტნენ და იმის გარკვევა დაიწყეს, თუ ვინ ვიყავი. მაგრამ მე მათ ენაზე ვერ ვლაპარაკობდი. ერთ-ერთი მათგანი ხმლით ხელში მომვარდა. ერთადერთი რაც დამრჩენოდა ის იყო, რომ მუხლებზე დაჩოქილს შეწყალება მეთხოვა.

დაინახა რა, რომ შებრალებას ვევედრებოდი, პატრონი მოლბა და მკვეთრი ჟესტით მიმითითა კარისკენ, რითაც ითხოვდა რომ დაუყოვნებლივ წავსულიყავი. თუმცაღა როგორც კი გარედან შემომავალი ძაღლების ყეფა მოესმა, შეყოყმანდა, რადგანაც მიხვდა, რომ გარდაუვალ სიკვდილთან მიშვებდა. ხანგრძლივი გამჭოლი მზერით მიყურებდა თვალებში, თითქოს ჩემს შეფასებას ცდილობდა: ჩანდა, რომ ჯერ კიდევ ეჭვის თვალით მიყურებდა. მე უხმოდ ვყვიროდი მხოლოდ თვალებით და თავშესაფარს ვთხოვდი მას. როგორღაც ჩემი უხმო ვედრება მივიდა მის გულამდე. ხმალი დაუშვა და დაჯდომა შემომთავაზა. ამ მომენტიდან ყველაფერი შეიცვალა – მან სხვა შუქში დამინახა და როგორც სადჰუ ისე აღმიქვა, რომელიც თუმცა განსაკუთრებულ ვითარებებში აღმოვჩნდი მის ოჯახში, მაგრამ მისი სახლის საკურთხებლად მივედი. ოჯახის დანარჩენმა წევრებმაც მის მაგალითს მიბაძეს და ხილი და ცხელი დამტკბარი რძე შემომთავაზეს, რომელიც დიდი მადლიერებით მივიღე. ღამის დარჩენილი ნაწილი სტუმრის უფლებებით გავატარე და ყურს ვუგდებდი მშიერი ძაღლების ავისმომასწავებელ ყეფას, რომელიც განთიადამდე არ შეწყვეტილა.

ძალიან დიდი ხნის წინ, ჯერ კიდევ ამერიკაში, მომიხდა ინდური იგავის მოსმენა, რომელიც ახლა ამომიტივტივდა მეხსიერებაში. ყოველ გულში ორი ძაღლი ცხოვრობს – ცუდი და კარგი, და ისინი გამუდმებით ებრძვიან ერთმანეთს. ცუდი ძაღლი ჩვენს მანკიერ თვისებებს განასახიერებს: შურს, სიბრაზეს, ავხორცობას, სიხარბეს, ამპარტავნებას და პირფერობას. კარგი ძაღლი – ეს ჩვენი ღვთაებრივი ბუნებაა: მიტევების უნარი, თანაგრძნობა, თვითკონტროლი, სულგრძელობა, მორჩილება და სიბრძნე. ყველაფერი ჩვენს არჩევანზეა დამოკიდებული: ის ძაღლი, რომელსაც მეტ დროს ვუთმობთ და უფრო მეტად ვკვებავთ, ვაკეთებთ რა არჩევანს მის სასარგებლოდ, უფრო მეტ ძალას იღებს. ის უფრო ხმამაღლა იყეფებს და ბოლოს და ბოლოს დაამარცხეს თავის მეტოქეს. იყო სათნო – ნიშნავს მშიერი ამყოფო ცუდი ძაღლი და გამოკვებო კარგი. ცოფიანი ძაღლების ხროვა, რომელიც ჩემს შეჭმას ცდილობდა, ნათელი ილუსტრაცია იყო იმ ყველაფრისა, რასაც ომს ვუცხადებდი საკუთარი თავის შიგნით, ავირჩიე რა სულიერი გზა.

სანამ ვიწექი და ჩემი თავგადასავლებისგან ვისვენებდი, ფიქრებით მადლობა გადავუხადე რამა სევაკა სვამის. რომ არა ის ხელჯოხი, რომელიც მან მაჩუქა, მე უეჭველად მკვდარი ვიქნებოდი უკვე. გამახსენდა მისი სიტყვები, რომლებიც წინასწარმეტყველურნი აღმოჩნდნენ: “წყალობის ხელჯოხს, რომელსაც უფლის ერთგულისგან ვღებულობთ, შეუძლია უდიდესი საფრთხისგან გვიხსნას”.

Posted by: cinemamu 24 Dec 2011, 12:31
მომდევნო დილას, როცა ყველაფერი მიწყნარდა და ძაღლები დაიშალნენ, რათა დღის ცხოვრებით ეცხოვრათ, მე მთელი გულით გადავუხადე მადლობა სახლის მასპინძლებს და უფალი ვიშნუს ტაძრისკენ გავემართე. აქ მოვისმინე, თუ როგორ ადიდებდა რამდენიმე სადჰუ ჯანაკპურის – წმინდა ადგილს ნეპალის ველებზე, სადაც დედამიწას მოევლინა უფალი რამას მეუღლე – სიტა. მათმა სიტყვებმა თავგადასავლების წყურვილი გააღვიძეს ჩემში და ისე, რომ დიდხანს არ მიფიქრია, სწორედ ამ ადგილისკენ გავემართე. კატმანდუში ძველ ავტობუსზე დავჯექი, რომელიც ჯანაკპურისკენ მიემართებოდა. რამდენიმე საათში ავტობუსი მთებიდან დაეშვა, ველები გადალახა და ხშირ ტროპიკულ ჯუნგლებში შევიდა, სადაც ველური მარტორქა შევამჩნიე, რომელიც მშვიდად შეექცეოდა ფოთლებს. ჯანაკპურში ჩავლისთანავე, პირველ რიგში მოვინახულე ვიჰარ-კუნდა – პატარა ტბა, რომელიც ქალაქის ხმაურისგან მოშორებით განლაგებულიყო. ტბის ირგვლივ უძველესი ხეები იზრდებოდნენ და გარშემო ასევე ძველი სიწმინდეები იდგა. აქვე მდებარეობდა აშრამი, სადაც მიმიყვანეს გურუსთან, სახელად შრი ვეჯი. ეს იყო ხანშიშესული სადჰუ ჭაღარა წვერით ნიკაპთან და ზღარბის სტილის ჭაღარა თმით. მან დიდი გულისხმიერება გამოიჩინა ჩემდამი და მთხოვა, რომ ცოტა ხნით მის აშრამში მეცხოვრა, სადაც მზად იყვნენ ყოველდღე უფასო ბრინჯით და დალით გამმასპინძლებოდნენ.

http://www.radikal.ru
http://www.radikal.ru

შრი ვეჯიმ ამიხსნა, თუ რატომ ითვლებოდა ჯანაკპური წმინდა ადგილად. უძველეს დროში ამ ადგილს მითჰილას ეძახდნენ. იგი ნადიდებია ეპოსში “რამაიანა”. მეფე ჯანაკა, ემზადებოდა რა მსხვერპლშეწირვისთვის, მიწას ხნავდა აქ, და ზუსტად მისი გუთნის ქვეშ ქალღმერთი სიტა გამოვლინდა. მას მამის სახელის შესაბამისად ჯანაკის ეძახდნენ. მითჰილა – სიტას და რამას პირველი შეხვედრის ადგილია, ქალაქი, სადაც რამამ შივას ძლევამოსილი მშვილდი გადატეხა, რათა სიტას ხელი მოეპოვებინა და მასზე დაქორწინებულიყო.

ამ დროისთვის უკვე არც ერთი ისტორია ღმერთის დედამიწაზე მოვლინების შესახებ აღარ იყო ჩემთვის უბრალოდ უძველესი თქმულება. დარწმუნებული ვიყავი მათ რეალობაში. ხედავდა რა, თუ როგორი ენთუზიაზმით ვუსმენდი მათ, ძალიან კეთილმა შრი ვეჯიმ ინდური კლასიკის ორი წიგნი გადმომცა: ვალმიკი მუნის “რამაიანა” – ინგლისური თარგმანით და ტულასიდასას “რამაჩარიტამანასი”. წიგნები ძალიან სქელი იყო, და ყოველ დილით, გაღვიძების, ტბაში განბანვის და მედიტირების შემდეგ მათ შესწავლას შევუდგებოდი ხოლმე, და ასე ვიყავი კითხვაში ჩაძირული მზის ჩასვლამდე.

http://www.radikal.ru

“რამაიანაში” ყველაფერი იყო: თავგადასავლები და სასიყვარულო ისტორიები, ტრაგედიები და გმირული საქმენი, საშინელი სცენები, იუმორი და ორთაბრძოლების აღწერა. მაგრამ ამას არ მოვუხიბლივარ. მე უფრო მეტი ვიგრძენი. ყველა ეს თემა ერთგულების სულით იყო შეკრული, რომელსაც მკითხველის გულში ღმერთისადმი სიყვარული უნდა გაეღვიძებინა. როცა ჩემი დახმარება შევთავაზე აშრამის დალაგებაში, შრი ვეჯიმ მხოლოდ გაიღიმა: “მხოლოდ ის, რომ შენ “რამაიანას” კითხულობ და ჩვენს საჭმელს მიირთმევ, ჩემს გულს წმენდს. რა მსახურებაზეა კიდევ ლაპარაკი?”

ერთხელ, დღისით, მთავარი მაგისტრალის ნაპირთან ვიდექი. მთელი დღის მანძილზე ერთ ავტომობილს ან სატვირთოსაც კი არ გაუვლია. ეს არ იყო გასაკვირი, რადგანაც ჯანაკპურიში გადაადგილების ჩვეულ საშუალებას გიგანტური ნეპალური სპილოები წარმოადგენდნენ. მათ ზურგზე დიდძალი ტვირთი დაემაგრებინათ, გადამზიდავები კი, როგორც წესი ბიჭები, კისერზე შემომჯდარიყვნენ ზედ სპილოს თავთან და ხელში ჯოხები ეჭირათ. კისერზე ამ ცხოველებს დიდი ლატუნის ზარები ეკიდათ, რომლებიც ქანაობდნენ და სიარულის დროს ხმას გამოსცემდნენ. სპილოები თავდაჯერებული მეფური სვლით მიაბიჯებდნენ. ერთი-მეორეს მიყოლებით მიდიოდნენ კამეჩებთან ერთდ, რომლებიც ასევე პირთამდე სავსე მძიმე ურმებს მიათრევდნენ. ასევე ჩაივლიდნენ ხოლმე ქალები, რომლებსაც თავზე კალათები ან თიხის ქოთნები შემოედგათ. უმეტესწილად თავიანთ ტვირთს ხელის მიხმარების გარეშე ატარებდნენ. პატარა გოგონებსაც კი ამაყი სიარულის მანერით ზედმეტი დაძაბულობის გარეშე გადაჰქონდათ თავით დიდი სიმძიმეები. და თან ერთად მღეროდნენ სიტას და რამას სადიდებელ სიმღერებს. ვაკვირდებოდი ზომიერ და ბედნიერ ცხოვრებას, როგორც ეს ადამიანები ცხოვრობდნენ, განსაკუთრებულ სიმშვიდეს ვგრძნობდი გულში და ლოცვა დავიწყე იმისთვის, რომ ჯანაკპური მუდამ ასეთი დარჩენილიყო.

* * *
წმინდა ტბის ირგვლივ ჯანაკპურის ცენტრში მრავალი ტაძარი აღმართულიყო. ყველაზე ცნობილნი მათ შორის იყვნენ ჯანაკი-მანდირი და რამა-მანდირი. ერთხელ, რამა-მანდირის შიგა ეზოში ორმოცდაათიოდე წლის სადჰუს შევხვდი, რომელიც ტაძრისგან მოშორებით შემაღლებულზე იჯდა. გრძელი აბურდული წვერით და თმით, ბერის ტანსაცმელში გამოწყობილი, იგი სრულიად გაწონასწორებული და სამყაროსგან განჯაჭვული ჩანდა. ასობით ადამიანი რიგში იდგა მისგან კურთხევის მისაღებად. როცა მათი რიგი მოდიოდა, იგი მოწყალედ აძლევდა კურთხევას გაშლილი ხელისგულით. მეც მომინდა მისი კურთხევის მიღება და რიგში ჩავდექი. როცა მივუახლოვდი, სხვების მსგავსად თაყვანი ვეცი. როცა დამინახა, სადჰუს გაუკვირდა და ჟესტით მანიშნა, რომ მის გვერდით შემაღლებულზე დავმჯდარიყავი. ამ შემოთავაზებამ გამაკვირვა და იმავდროულად გამახარა.

ისე, რომ თავისი თაყვანისმცემლების კურთხევა არ შეუწყვეტია, სადჰუმ დაკითხვა დამიწყო:

“საიდან ხარ წარმოშობით?”

“ამერიკიდან”.

“რამ გაიძულა ასეთი მდიდარი ქვეყნიდან ღატაკ ინდოეთში ჩამოსვლა?”

“ღმერთის ძიებამ”.

მან მოხუც ქალს გაუღიმა, რომელსაც თავი დაეხარა მის წინაშე კურთხევის მოლოდინში.

“რატომ გადაწყვიტე სადჰუ გამხდარიყავი?” – მკითხა მან და ღიმილს აგრძელებდა.

“იმისთვის, რომ გასხივოსნება მოვიპოვო”.

ჩემი სიტყვების გაგონებაზე იგი დაიჯღანა. მისი ღიმილი მოქუფრული გამომეტყველებით შეიცვალა, ხმა კი არასასიამოვნოდ აუჟღერდა. მისი უეცარი ცვლილებით გაკვირვებულს არც კი ვიცოდი რა მეფიქრა.

“შენ ბრიყვი ხარ, - დაისისინა მან. – ნამდვილი ბრიყვი, გესმის? ბრიყვი. ბრიყვი! უმეცარი ბრიყვი!”

მე ვიცოდი, რომ ბრიყვი ვიყავი. შესაძლოა მას ჩემი განათლება უნდოდა, ამიტომ მორჩილად ვკითხე: “ძალიან გთხოვთ, თქვენო უწმინდესობავ, მომეცით დარიგებები, როგორ გავხდე უფრო ჭკვიანი”.

იგი აღშფოთებული შეირხა და დაიყვირა: “მე სადჰუს ცხოვრების წესით ვცხოვრობ უკვე ოცდაათი წელია. და იცი რას მივაღწიე? ა-რა-ფერს! ყვეაფერი რაც ამ წლების განმავლობაში ვღებულობდი – დამპალი ბრინჯის ბღუჯა და ცოტა დალია!” ამ დროს ქალმა ჩვილი ბავშვი გაუწოდა საკურთხებლად. “ამერიკა – სიმდიდრეებს ქვეყანაა, - ყვიროდა იგი და ამავდროულად ბავშვს აკურთხებდა, - ამერიკაში მსოფლიოში ყველაზე ლამაზი ქალები არიან. ამერიკაში დიდი და კომფორტული სახლები და მანქანებია. ამერიკაში – ლამაზი ტანსაცმელი, კარგი საჭმელი და სასმელია. ამერიკაში – ყველაზე საუკეთესო კინოფილმები და სატელევიზიო პროგრამებია!” მან თვალები დახუჭა და ჩაისუნთქა: “აჰ, რამდენს გავიღებდი, რომ ყველა ეს ცხოვრების მშვენიერება გამომეცადა ამერიკაში”. ამ დროს თვალები დამიკვესა: “შენ კი ეს ყველაფერი მიატოვე – და რისთვის? ბრინჯისთვის და დალისთვის… აღარ შემიძლია ამ ბრინჯის და დალის ყურება. შენ ამ საწყალ, ღატაკ ადგილას ღმერთის საძიებლად ჩამოხვედი? სულელო! ღმერთი არ არსებობს. გესმის? ღმერთი არ არსებობს! უკან დაბრუნდი შენს დიდებულ ქვეყანაში და იქ დატკბი. თუ არ დამიჯერებ, მთელ ცხოვრებას სიღატაკესა და ტანჯვაში გაატარებ”.

სანამ ამ წყევლას წარმოთქვამდა, ასობით მისი თაყვანისმცემელი მისდამი თაყვანისცემის გამოხატვას აგრძელებდა. მათ ერთი სიტყვაც კი არ ესმოდათ ინგლისურად. მთელი ამ ხნის განმავლობაში, სანამ მტუქსავდა, მისი გაშლილი ხელისგული კურთხევას ურიგებდა უმანკო ღვთისმოშიშ ადამიანებს. ისინი ღმერთის წყალობას თხოვდნენ მას, ამ დროს კი თავად ღმერთის არსებობას უარყოფდა. ისინი წმინაანად აღიქვამდნენ მას, ის კი ამ დროს თავის ღატაკურ ცხოვრებას წყევლიდა. მე გაოგნებული წამოვედი. ჩემი ჭკუა მთელი ძალით ცდილობდა იმის გაგებას, რაც უფალმა დამანახა ამ ყველაფრით.

დიახ, ეს ადამიანი მართალი იყო. ამერიკა – სიმდიდრის და კომფორტის ქვეყანაა. მაგრამ მყუდრო და კომფორტული ცხოვრება აღარ მაინტერესებდა. პირიქით, ვგრძნობდი, რომ მივდიოდი გზაზე, რომელიც ხან იოლი და ლამაზი იყო, ხან კი – რთული, მაგრამ ეს ყველაფერი იმისთვის, რომ მომეპოვებინა უფრო დიდი განძი, ვიდრე მატერიალური სამყაროს ნებისმიერი განძია. თუ ამ ადამიანს მატერიალური ცხოვრებით დატკბობა უნდოდა, რატომ არ შრომოდა უბრალოდ გულწრფელად ეშრომა? ამის ნაცვლად იგი წმინდანს თამაშობდა და მიამიტ ადამიანებს ატყუებდა.

ჭეშმარიტი და ყალბი ყოველთვის გვერდიგვერდ არსებობენ. მთელი ისტორიის მანძილზე რელიგიური ფარისევლობა უბრალო ადამიანების რწმენას ანგრევდა. წმინდანს ხშირად ვერ ამოვიცნობთ გარეგნული სახით. ბჰაგავად-გიტა ასწავლის, რომ განდეგილობა არაა განკუთვნილი ზარმაცებისთვის, რომლებიც შრომას გაურბიან, არამედ მათთვისაა, ვინც ღმერთის სიყვარულით მოტოვირებული შრომობს.

მე დავფიქრდი ყველა იმ ადამიანზე, რომლებსაც შევხვედრივარ, რომლებიც ცხოვრობდნენ და შრომობდნენ ღმერთის სიყვარულით და ერთგულებით მოტივირებულნი, და უფალს შევთხოვდი, რომ ოდესმე ერთ-ერთი მათგანი გავმხდარიყავი. გამახსენდა შრილა პრაბჰუპადას სიტყვები, რომლებიც ბომბეიში მოვისმინე: “ჯობია პატიოსანი მეეზოვე იყო, ვიდრე თაღლითი, რომელიც თვალთმაქცობს და თავს აჩვენებს, რომ მედიტირებს”. ჩემი ფიქრები ამ უბედურს დაუბრუნდა, რომელიც სადჰუდ ასაღებდა თავს. მისი ცუდი ძაღლი ხმამაღლა ყეფს, ის კი ყოველდღიურად კვებავს მას ბრინჯის და დალის დიდი პორციებით.

* * *







თავი მეშვიდე

ერთ ადრიან დილას, ჯანაკპურიში, როცა მარტო ვიჯექი ტბის პირას, გვერდით უჩვეულო გარეგნობის სადჰუ მომიჯდა. მოსალმების ნაცვლად მან წარმოთქვა სიტყვები, რომლებმაც ჩიხში შემიყვანეს: “ფრთხილად იყავი! ხანდახან პეპლის ნიღბის ქვეშ მორიელი იმალება”. მე ვკითხე, თუ რატომ მეუბნებოდა ამას. სადჰუმ გამჭოლი მზერით შემომხედა და მიპასუხა: “არ გაუხსნა შენი გული დემონებს, რომლებიც წმინდანის ნიღბის ქვეშ იმალებიან, წინააღმდეგ შემთხვევაში შენი ცხოვრება მალე ნანგრევებად იქცევა. მაგრამ როცა ამას მიხვდები, უკვე დაგვიანებული იქნება”.

“რაზე ლაპარაკობთ?” – ვკითხე შეშფოთებულმა.

“ამაზე სხვა დროს ვისაუბროთ”, - მიპასუხა მან. სწრაფად შეცვალა თემა და წარმომიდგა, როგორც ვასუდევა, რის შემდეგაც შემომთავაზა, რომ მასთან ერთად ერთი წმინდა ადგილი მომენახულებინა.

მე დავთანხმდი. ვასუდევა ოცდაათ წელზე მეტის იყო. არისტოკრატული მანერები ჰქონდა და უნაკლოდ სწორი ლიტერატურული ინგლისურით საუბრობდა. ვასუდევას თეთრი ტანსაცმელი ყოველთვის იდეალურად სუფთა იყო, გრძელი და გუდრონივთ შავი თმა კი აკურატულად ჰქონდა დავარცხნილი. ჩემი მოგზაურობის მანძილზე ჯერ არ შემხვედრია ასეთი მოწესრიგებული განდეგილი. ვასუდევას კარგი განათლება ჰქონდა მიღებუყლი – როგორც საერო, ასევე სულიერი, და, ისევე როგორც ამ ადგილის მრავალი მკვიდრი, რამას ეთაყვანებოდა. როცა ჩემმა ახალმა მეგობარმა ნაკლებადცნობილ წმინდა ადგუილას სამდღიანი მოგზაურობა შემომთავაზა, მე მაშIნვე დავთანხმდი. ჩვენი გზა ადგილობრივ დასახლებაზე გადიოდა და ჩემდა სასიხარულოდ მთელი გზა ბრინჯით და დალით ვიკვებებოდით, რომლებსაც გულუხვად გვიწყალობებდნენ ხოლმე იმ სოფლების მცხოვრებნი. ყველა, ვისაც გზაში ვხვდებოდით, მოხიბლული იყო ვასუდევას მანერებით და ქცევით.

ვასუდევამ დაჟინებით მოითხოვა, რომ თვითონ დაამზადებდა საჭმელს. პირდაპირ მინდორში, ან ტყეში პოულობდა ორ ქვას და მათგან სადგამს აკეთებდა ქვაბისთვის, მე კი ამასობაში შეშას ვაგროვებდი კოცონისთვის. იგი შედევრის შემქმნელი მოქანდაკის დახვეწილობით ამზადებდა ბრინჯს და დალს. ჩვენი მოგზაურობის რამდენიმე დღის განმავლობაში მრავალი სხვადასხვა თემა განვიხილეთ. მეჩვენებოდა, რომ ვასუდევამ ყველაფერზე ყველაფერი იცოდა.

მაგრამ მასში იყო გამოცანა, რომელიც ვერაფრით ვერ გამომეცნო. იგრძნობოდა, რომ სიცოცხლით სიხარულის ნიღბის ქვეშ შიგნიდან მღრღნელ ტკივილს მალავდა. და რაც უფრო მეტად ცდილობდა ვასუდევა ტანჯვის დაფარვას და ცრემლების შეკავებას, მით უფრო თანაგრძნობით ვიმსჭვალებოდი მის მიმართ და მით უფრო ძლიერდებოდა ჩემი ცნობიესმოყვარეობა. ერთხელ, ღამით, როცა წვიმას რაღაც გადაფარებულში შევეფარეთ, კოშმარული სიზმარი ვნახე. მესიზმრა, თითქოს ბოროტი სულები მესხმოდნენ თავს. მაშინ გამიკვირდა, და ვერ ვხვდებოდი, რატომ დამემართა ეს.

სამ დღეში ჩვენი მოგზაურობის დანიშნუების ადგილს მივაღწიეთ: უძველეს ვალუნს მიტოვებულ ველზე. საღამოსკენ ძლიერი ქარი ამოვარდა. ჩვენ ნესტის სუნს და გემოს ვგრძნობდით, რითაც ჰაერი იყო გაჟღენთილი, და მივხვდით, რომ თავსხმა წვიმას ვერ ავცდებოდით. მაშინვე დავიწყეთ ახლომახლო თავშესაფრის ძებნა და მცირე, დიდი ხნის მიტოვებული ქვის შენობა აღმოვაჩინეთ. შიგნით შესვლისას ჭერზე დაკიდებული რამდენიმე ღამურა დავაფრთხეთ; ფრთების ტკაცუნით ისინი მაშინვე გარეთ გაფრინდნენ. სახლი სულ ერთი ოთახისგან შედგებოდა, ზომით სამი მეტრი სამ მეტრზე, ორი ცარიელი ადგილით, სადაც ოდესღაც კარი და ფანჯარა იყო. კედლები ნელ-ნელა ინგრეოდა. შიგნით არაფერი იყო გარდა ობობის ქსელებისა. ჩვენ იატაკზე დავჯექით და მივაყურადეთ იმას, თუ რა ხდებოდა გარეთ. უკვე რამდენიმე წამში ჭექა-ქუხილისგან მიწა იძრა, ქარბუქი ხეებს აზანზარებდა, ცამ კი მიწაზე წვიმის მძლავრი ნაკადი დაუშვა. ვასუდევამ დაჟინებით შემომხედა თვალებში, ცრემლით სავსე თვალებით. ხანგრძლივი პაუზის შემდეგ მკითხა, შეეძლო თუ არა გადმოეშალა ჩემთვის ქარიშხალი, რომელიც მის საკუთარ გულში მძვინვარებდა. მისი ნდობით გაკვირვებულმა თანხმობა განვუცხადე.

ვასუდევამ თავისი ამბის თხრობა დაიწყო. იგი დაიბადა კალკუტის მდიდარ ოჯახში. სრულიად ახალგაზრდამ დოქტორის ხარისხი აიღო და ცნობილი პროფესორი გახდა. დაახლოებით იმავე დროს უფალ რამას თაყვანისმცემლები გაიცნო და თვითონაც დაიწყო მისი თაყვანისცემა. “ერთხელ, ჩემთან ოფისში ორი მაღალი სტუმარი მოვიდა. მათ თავიანთი გურუს მიერ გამოტანებული ნუგბარი და საჩუქრები მოიტანეს. შემდეგ კიდევ რამდენჯერმე მომინახულეს, და როცა თავიანთ გურუსთან შეხვედრაზე დამპატიჟეს, მე დავთანხმდი”.

აღმოჩნდა, რომ გურუმ ვასუდევას ცხოვრების შესახებ დაწვრილებით იცოდა ყველაფერი. არანაირი ეჭვი აღარ რჩებოდა, რომ მას ფიქრების წაკითხვაც შეეძლო. გაოცებულმა ვასუდევამ მიიღო ამ ადამიანის წინადადება, რომ რეგულარულად ევლო მასთან. მე ხარბად ვისმენდი მის მონათხრობს, გახარებული მომდევნო შესაძლებლობით გამეგო, თუ როგორ ირჩევს ადამიანი გურუს.

“ერთ-ერთ ასეთ შეხვედრაზე, - განაგრძო ვასუდევამ, - გურუმ თავისი გეგმები გამიმხილა. “მე ყურადღებით გადევნებდი თვალყურს, - თქვა მან. – შენ ახალგაზრდა, ჭკვიანი და სახელგანთქმული ხარ. შენი დახმარება მჭირდება. მინდა, რომ ინიციაცია მოგცე ჩვენს რიტუალებში”.” ამის გახსენებაზე ვასუდევა ძლივს იკავებდა მოწოლილ გრძნობებს. “მე ვუპასუხე, რომ ვიფიქრებდი მის წინადადებაზე”. იგი გაჩუმდა და თავზე ხელები შემოიჭირა, თითქოს ცდილობდა თავი დაეცვა რაღაც საშინელი მოვლენებისგან წარსულში. სასოწარკვეთილი თვალებით, ვასუდევამ შემომხედა: “რიჩარდ, - ჩაისუნთქა მან, - მე არ მინდა წაგბილწო ჩემი საშინელი ისტორიით, მაგრამ ჭკუიდან ვიშლები. ვინმეს უნდა გავანდო ეს ყველაფერი. შეიძლება განვაგრძო?”

“რა თქმა უნდა”.

ვასუდევა ყოფილი ფანჯრის ადგილისკენ შებრუნდა და ელვამ გაანათა მისი სახე, რომელზეც ტკივილის გრიმასა აღბეჭდილიყო. როგორც იქნა გაუმკლავდა ემოციებს და განაგრძო: “გადავწყვიტე ცნობები შემეგროვებინა ამ ადამიანზე და აღმოვაჩინე, რომ იგი – მეთაური იყო ძლევამოსილი სექტისა, რომელიც შავი ტანტრას პრაქტიკას ეწეოდა”. ვასუდევამ კვლავ შემომხედა თვალებში: “რაიმე გაგიგია შავ ტანტრიკებზე, რიჩარდ?”

“არა”, - ვაღიარე მე.

ვასუდევას ხმა აუკანკალდა. მან ამიხსნა, რომ ტანტრას მისტიკური პრაქტიკა ძალიან ძლევამოსილია და შესაძლოა გამოყენებულ იქნას როგორც სასიკეთოდ, ასევე ბოროტი მიზნებისთვის. “არსებობენ თეთრი ტანტრიკები, რომლებიც თავიანთ მისტიურ ძალებს ხალხის მსახურებისთვის იყენებენ. და არსებობენ შავი ტანტრიკები, რომლებიც თავიანთ შესაძლებლობებს იყენებენ, რათა ექსპლუატაცია გაუწიონ სხვებს ეშმაკური მიზნებისთვის. საზარელი მსხვერპლშეწირვების, ტანტრული სექსუალური რიტუალებისა და იოგას პრაქტიკის შედეგად ისინი საშინელ ძალაუფლებას მოიპოვვებენ ხოლმე ადამიანებზე. ამგვარად, ეს გურუ განსაკუთრებულად ძლიერი შავი ტანტრიკი აღმოჩნდა, რომელსაც შეეძლო სხვა ადამიანთა ჭკუები დაემორჩილებინა და მათი ცხოვრების მანიპულირება მოეხდინა. როცა ინფორმაცია მოვაგროვე ამ ადამიანზე, ჩემდა სამწუხაროდ გავიგე, რომ ინიციაციის რიტუალის დროს ის მოიპოვებდა ხოლმე ძალაუფლებას მოსწავლის სულზე რამდენიმე მომდევნო ცხოვრების განმავლობაში. ამის მერე აღარასოდეს მივსულვარ მასთან”.

“მაგრამ, ვასუდევა, თუკი თავი დააღწიე ამ გურუსთან ურთიერთობას, მაშინ რატომ კანკალებ ახლაც კი მისი ხსენებისას?”

“ეს მხოლოდ დასაწყისია, - განაგრძო მან თავისი ამბავი. – გურუს მოსწავლეები ყოველდღე მაკითხავდნენ სამსახურში, სახლში და ნებისმიერ ღონისძიებაზე, სადაც არ უნდა წავსულიყავი და თავს მაბეზრებდნენ. არსად არ შემეძლო მათგან დამალვა. ერთხელ ხუთნი შემოიჭრნენ ჩემს კაბინეტში და გარს შემომეხვივნენ მაგიდასთან მჯდომს. თავი ტყვედ ვიგრძენი. მაშინვე კაბინეტში თავად გურუ შემოვიდა. ის გამომეცხადა, რათა ჩემი სული მოეთხოვა. ხმით, რომელიც უარს ვერ აიტანდა, მან გამაფრთხილა: “უკვე ძალიან გვიანია. ახლა უკვე მე მეკუთვნი. დამემორჩილე, და შენ დიდება და წარმატება გელოდება, რომელზეც ახლა ვერც კი იოცნებებ. მაგრამ, თუ უარს იტყვი, ვფიცავ, სიკვდილამდე მიგიყვან ისე გაგტანჯავ!” მე აღშფოთებულმა და შეშინებულმა უარი ვუთხარი, და გურუმ ისე, რომ განრისხებული თვალებიდან ნაპერწკლებს ყრიდა, ოთახი დატოვა”.

ვასუდევამ ჩაისუნთქა და განაგრძო: “ერთ საღამოს, როცა სახლში მივედი ჩემს დაქვრივებულ დედასთან, დავინახე, რომ ის მათ მიერ დაგებულ მახეში აღმოჩენილიყო. განრისხებულმა ლანძღვა დამიწყო: “რატომ მიაყენე შეურაცხყოფა ამ წმინდა ადამიანს? შენ მისი მოსწავლე უნდა გახდე!” მე გაოგნებული ვიყავი. ვეცადე ამეხსნა, თუ როგორ ცინიკურად მანიპულირებდა ეს გურუ ადამიანებით, მაგრამ დედაჩემს არაფრის გაგონება არ სურდა. გურუმ და მისმა ხელქვეითებმა სრული ძალაუფლება მოიპოვეს მასზე. რამდენიმე დღეში დედამ საკუთარი სახლიდან გამომაგდო და მითხრა, რომ არ სურდა ჩემი შეურაცხყოფების თანამონაწილე გამხდარიყო. ჩემს გარშემო სამყარომ ნგრევა დაიწყო. შემდეგ, სექტის წევრების ზეგავლენით ჩემი კოლეჯის რექტორმა სამუშაოდან დამითხოვა”.

გარეთ მეხი ხეს დაეცა და უზარმაზარი ტოტი მოატეხა და ბრახუნით დაეცა სახლის სახურავს. ჩვენ ჩუნად ვიჯექით. ელვის დამაბრმავებლად კაშკაშა განათების შემდეგ ქუხილის ხმა გაისმა, რომელმაც თითქოს მთელი სამყარო შეძრა. ვასუდევა გაფითრდა. წყვეტილი ხმით მან განაგრძო: “მე უსახლკარო და უმუშევარი დავრჩი, მაგრამ გურუ-ტანტრიკის მოსწავლეები ყველგან დამყვებოდნენ. პოლიციაზეც კი მოახდინეს გავლენა, და მათ უარი თქვეს ჩემს დაცვაზე. რაღა დამრჩენოდა კალკუტადან წამოსვლის გარდა? მაგრამ სადაც არ უნდა წავსულიყავი, შავი ტანტრიკი თავისი ზებუნებრივი ძალების წყალობით ყოველთვის მპოულობდა ხოლმე და თავის ხალხს მიგზავნიდა”.

რა სამუშაოზეც არ უნდა მოწყობილიყო ვასუდევა, გურუს წარმოგზავნილები არწმუნებდნენ სამუშაოს მიმცემებს, რომ გაეგდოთ იგი. რა საცხოვრებელიც არ უნდა აეღო არენდით, არწმუნებდნენ მეპატრონეს, რომ გაესახლებინა. ვასუდევამ გაზეთსაც მიმართა, რათა მსოფლიოსთვის შეეტყობინებინა თავისი ისტორია, მაგრამ ჟურნალისტებმა არ დაუჯერეს. “ჩემს ცხოვრებაში ყველაფერი უკუღმა დატრიალდა”, - თქვა მან.

და ამ დროს ჩვენთან ოთახში დიდი გომბეშო შემოხტა. თვალებით მე მომაშტერდა. გავიფიქრე: “ვინ იცის, იქნებ შავმა ტანტრიკმა გამოგზავნა?” ამ აზრმა შემძრა. ვასუდევა თითქოს მიხვდა, რაზეც ვფიქრობდი. “ნამდვილად გინდა, რომ განვაგრძო ჩემი ამბავი?” – მკითხა მან

ცა ჭექა-ქუხილმა გააპო. “უკვე მე თვითონაც არ ვიცი ვასუდევა”, - ვაღიარე მე. მიუხედავად იმისა, რომ შეშინებული ვიყავი, მაინც ვხვდებოდი, რომ უნდა მომესმინა ეს ისტორია. “და შემდეგ რა მოხდა?”

“ეს ბოროტმოქმედი-იოგი გააცოფა ჩემმა უდრეკობამ და გადაწყვიტა მოვეკალი. მაგიური რიტუალებისა და მანტრების მეშვეობით მან შექმნა უხილავი იარაღი, რომელიც ერთმანეთისგან ანცალკევებს სულსა და სხეულს, ანუ კლავს მსხვერპლს. თუმცაღა სხეულის განადგურება – არაა მთავარი. სანამ მსხვერპლი სიცოცხლესა და სიკვდილს შორის იმყოფება, შავი ტანტრიკი ძალაუფლებას მოიპოვებს ხოლმე ნატიფ სხეულზე, რომლითაც სულია შემოსილი. როცა ეს საზარელი იარაღი მოქმედებაში მოიყვანა, მთელი ჩემი ჭკუა და სხეული საშინელი ტკივილისგან იქნა პარალიზებული. ვიგრძენი, თუ როგორ დამესხნენ თავს მოჩვენებები ეთერულ სხეულებში. შველას ვითხოვდი და უფლის სახელების გამეორება დავიწყე. სანამ ჩემს ცნობიერებაში წმინდა სახელი ჟრერდა, უჩინარი იარაღი უძლური იყო და არ შეეძლო ჩემი განადგურება. მთელი დღისა და ღამის განმავლობაში ვგრძნობდი საკუთარ თავზე ამ იარაღის მოქმედებას. მტკიცედ ვიცოდი, რომ ერთი წამითაც რომ დამევიწყებინა უფლის წმინდა სახელი, სიკვდილზე გაცილებით უფრო საშინელი ხვედრი მელოდა. და მე შეუჩერებლად ვიმეორებდი მას. იარაღს არ შეეძლო ჩემი მოკვლა, სანამ ღმერთის სახელი ჟღერდა. ხოლო თუ დემონური იარაღი თავის მსხვერპლს ვერ კლავს, მაშინ ის ბუმერანგივით უბრუნდება გამომგზავნს და კლავს მას. შავი ტანტრიკი თავისივე იარაღით იქნა განადგურებული. ასე გადამარჩინა ღმერთის სახელმა”.

ამ საშინელი ამბის მოსმენის შედეგად ვიგრძენი, რომ მთელი სხეული ამიკანკალდა. ახლოს მივჩოჩდი ვასუდევასთან და მოსმენა განვაგრძე.

“მაგრამ ეს ბოროტი მისტიკოსი დღემდე აგრძელებს არსებობას; უბრალოდ ახლა მას ფიზიკური სხეული არა აქვს. ახლა ის ასტრალური პლანიდან ხელმძღვანელობს თავის მოსწავლეებს, და ჩემთან აგზავნის შურის საძიებლად. ისინი განუწყვეტლივ ნადირობენ ჩემზე. დიდხანს ვერსად ვერ ვჩერდები, რადგანაც დათვლილ კვირეებში ისინი მპოულობენ და ტერორს მიწყობენ”.

გარეთ ქარბუქმა ჩაცხრომა დაიწყო. ვასუდევამ ღრმად ჩაისუნთქა: “ასე, ჩემი სურვილისა და ბუნების საწინააღმდეგოდ, ღატაკი მწირი გავხდი. მე ვიცოდი, რომ თუ გულწრფელად მივენდობოდი ღმერთს, იგი დამიცავდა, მაგრამ, სანამ ეს დღე არ დამდგარა, იძულებული ვარ გაქცევით ვუშველო ხოლმე თავს და წმინდა ადამიანის ტანსაცმლით შევინიღბო”.

ჭრიჭინებმა თავიანთი სიმღერა დაიწყეს. ვასუდევამ ყურადღებით შემომხედა თვალებში: “მაპატიე, რომ ეს ყველაფერი მოგიყევი. ამ საიდუმლოს მრავალი წელია ვინახავ, და ძალიან მჭირდებოდა, რომ ვინმესთან მელაპარაკა ამაზე. იცი, რიჩარდ, მე არავის ვადანაშაულებ. საბოლოო ჯამში, მე თვითონ ვარ ყველაფერში დამნაშავე”.

ვერ ვხვდებოდი, რაში იყო მისი დანაშაული, და ვთხოვე, რომ აეხსნა ჩემთვის.

მაშინ ვასუდევამ არაყალბი მორჩილებით მითხრა, რომ ყველა მისი უბედურება – ცუდი კარმის შედეგია, რომელიც წინა ცხოვრებიდან მოდიოდა. “არ ვიცი, რით დავიმსახურე ასეთი საშინელი ხვედრი, მაგრამ ზუსტად ვიცი, რომ ეს სამართლიანია. და კიდევ ვიცი, რომ თუ ღირსებით გავივლი ამ გამოცდას და ღმერთს მივენდობი, ის მიშველის”.

მოკანკალე ხელით ვასუდევამ ხელი ჩამკიდა და უკანასკნელი თხოვნით მომმართა: “შენ – ჩემი მეგობარი ხარ, და უნდა მოგიფრთხილდე. უნდა დამტოვო, სანამ თავად არ გახვეულხარ უსიამოვნებებში. თუკი ხვალ დილით აქ არ იქნები, ყველაფერს გაგიგებ. ჩემო ძმაო, ძალიან გთხოვ, ძალიან ფრთხილად იყავი შენი გზის ძიებაში. შენ ძლევამოსილი ადამიანების წყალობას აფარებ თავს, მაგრამ მათგან ნამდვილად არაა ყველა წმინდანი. და კიდევ, ძალიან გთხოვ, ილოცე ჩემთვის”.
ჩვენ სიჩუმეში ვიჯექით. მე ერთი სიტყვის თქმაც კი არ შემეძლო. იმ ყველაფრისგან, რაც ინდოეთში ვნახე, ვიცოდი, რომ მრავალი გურუ ფლობდა უზარმაზარ შესაძლებლობას, რომლითაც შეეძლოთ ეიძულებინათ მოსწავლეებისთვის ნებისმიერი თავისი ბრძანების შესრულება. ჩემი თანამგზავრის გულახდილმა საუბარმა იმაზე მეტად შემაშინა, ვიდრე ცოფიანი ძაღლების შემოტევამ. ისინი, სხვა თუ არაფერი ჩანდნენ მაინც, და მათგან თავის დაცვა შეიძლებოდა. მაგრამ როგორ უნდა დამეცვა თავი უჩინარი ბოროტი ძალებისგან, რომლებიც მზად არიან თავს დაესხან თავისთვის, სულიერ გზაზე მშვიდად მიმავალ ადამიანს?

ვასუდევა მიწაზე დაწვა დასაძინებლად, და ბალიშის ნაცვლად ხელი ამოიდო თავქვეშ. მე კი ძილის თავი არ მქონდა. ფანჯრის ადგილიდან ცას შევცქეროდი. ღრუბლებს მიღმა ალაგ-ალაგ ვარსკვლავები მოჩანდნენ, მაგრამ მთვარე არ ჩანდა. ვასუდევა მოუსვენრად წრიალებდა ძილში. მზად ვიყავი გამეზიარებინა მასთან ერთად მისი ცხოვრების მთელი სიმძიმეები? მხოლოდ ამ აზრისგანაც კი კანკალი მიპყრობდა. შემიძლია მხოლოდ ლოცვით დავეხმარო. და ეს ყველაფერია, რასაც თვითონ მთხოვდა. სანამ ვასუდევა ძილში შფოთავდა, წრიალებდა და კვნესოდა, მე ღამეს შევერიე და ვლოცულობდი იმაზე, რომ ჩემს მიერ არჩეული გზა უსაფრთხო ყოფილიყო და რომ ვასუდევას ოდესმე მოეპოვებინა სულის სიმშვიდე.

http://www.radikal.ru

* * *
ჩემი გზა კვლავ აგრძელებდა ჩემთვის სიურპრიზების შემოთავაზებას, სასიამოვნოსი, და არც ისე, მაგრამ თვითოეული ასეთი გამოცდილება საშუალებას მაძლევდა, რომ თითქოს სხვა სამყაროებში ჩამეხედა, რომლებიც სრულიად შესაძლოა ჩემი ბედი აღმოჩენილიყვნენ, ამ გზით რომ წავსულიყავი.
სადჰუების უმეტესობა, რომლებმაც სულგრძელად მიმიღეს ჯანაკპურიში დაბრუნებისას, ასაკით ბაბუებად მერგებოდნენ. ამიტომ გამიკვირდა, როდესც ჯანაკის ტაძარში ლოცვისას ჩემთან მოვიდა ახალგაზრდა სტუდენტი ნეპალიდან, და ვიშნუ პრასადად წარმომიდგინა თავი. კარგად ჩაცმული, მრგვალსახიანი, ძალიან თავაზიანი, იგი ისეთი მოხარული იყო დასავლეთელი ყმაწვილის დანახვით, რომელიც სადჰუს ცხოვრებას ეწევა, რომ მაშინვე მიმიწვია თავისთან სოფელ ბრაჰმაპურიში. მისი სახლი ბრწყინვალე აშრამს ჰგავდა, ხოლო ოჯახის შეძლებულობაზე მეტყველებდნენ კარგი გარემო, ძროხები, სახლის გარშემო გაშენებული ყვავილების ბაღი და ა.შ. როგორც კი ზღურბლს გადავაბიჯე, ვიშნუ პრასადის დედა და მამა გულითადად მომესალმნენ და დამსვეს მაგიდასთან, რომელზეც გაწყობილი იყო ბოსტნეულის კერძები ყველანაირი სანელებლით და ერბოთი შეზავებული ბრინჯით. ამ სტუმართმოყვარე სახლში რამდენიმე დღე დავყავი.

ბიძები, დეიდები, მამიდები, ბიძაშვილები, მამიდაშვილები – ყველანი მშვიდობიანად ცხოვრობდნენ ერთ ჭერქვეშ, და ერთხელაც არ გამიგია, რომ ვინმეს გაღიზიანებულს ხმა აემაღლებინა მეორეზე. მათთან ყოფნის მანძილზე არაფერი მინახავს, გარდა ერთმანეთისადმი გულწრფელი პატივისცემის და სიყვარულის გამოხატვისა. დილაობით ბავშვები მოწიწებით ეთაყვანებოდნენ მშობლების ტერფებს, მშობლები კი საპასუხოდ კურთხევას აძლევდნენ მათ. მიუხედავად ასაკისა, ყველა ბავშვი, მოზარდებიც კი, უსიტყვოდ უჯერებდნენ უფროსებს, ხოლო უმცროსი ბავშვები უფროსებს ისე ეპყრობოდნენ, როგორც მშობლების წარმომადგენლებს. ამის შემხედვარე, მე, 60-იანი წლების ამერიკაში გაზრდილი, რაღაც კულტურული შოკისმაგვარს ვგრძნობდი, თუმცა ძალიან სასიამოვნოს. ყველაფერი მათ სახლში უნაკლო სისუფთავით ბრწყინავდა – თუ ჩემს თავს არ ჩავთვლიდი. თავს უსუფთაო მაწანწალად ვგრძნობდი, რომელიც გამოსულ საზოგადოებაში მოხვდა. ჩემი სხეული დაუძლურდა, და მასპინძლებმა როგორც კი ეს შეამჩნიეს, მაშინვე მომამარაგეს რაღაც სამკურნალო ბალზამებით ჩემი დამსკდარი და გაუხეშებული ფეხების მ

Posted by: cinemamu 26 Dec 2011, 12:30
ბიძები, დეიდები, მამიდები, ბიძაშვილები, მამიდაშვილები – ყველანი მშვიდობიანად ცხოვრობდნენ ერთ ჭერქვეშ, და ერთხელაც არ გამიგია, რომ ვინმეს გაღიზიანებულს ხმა აემაღლებინა მეორეზე. მათთან ყოფნის მანძილზე არაფერი მინახავს, გარდა ერთმანეთისადმი გულწრფელი პატივისცემის და სიყვარულის გამოხატვისა. დილაობით ბავშვები მოწიწებით ეთაყვანებოდნენ მშობლების ტერფებს, მშობლები კი საპასუხოდ კურთხევას აძლევდნენ მათ. მიუხედავად ასაკისა, ყველა ბავშვი, მოზარდებიც კი, უსიტყვოდ უჯერებდნენ უფროსებს, ხოლო უმცროსი ბავშვები უფროსებს ისე ეპყრობოდნენ, როგორც მშობლების წარმომადგენლებს. ამის შემხედვარე, მე, 60-იანი წლების ამერიკაში გაზრდილი, რაღაც კულტურული შოკისმაგვარს ვგრძნობდი, თუმცა ძალიან სასიამოვნოს. ყველაფერი მათ სახლში უნაკლო სისუფთავით ბრწყინავდა – თუ ჩემს თავს არ ჩავთვლიდი. თავს უსუფთაო მაწანწალად ვგრძნობდი, რომელიც გამოსულ საზოგადოებაში მოხვდა. ჩემი სხეული დაუძლურდა, და მასპინძლებმა როგორც კი ეს შეამჩნიეს, მაშინვე მომამარაგეს რაღაც სამკურნალო ბალზამებით ჩემი დამსკდარი და გაუხეშებული ფეხების მოსავლელად. თუმცა ცალკე ოთახი შემომთავაზეს კომფორტული საწოლით, ვამჯობინე ბაღში გამეთენებინა, აშოკას ხის ქვეშ. ყოველდღე, დილაობით და საღამოობით, ოჯახის ყველა წევრი ერთად იკრიბებოდა სალოცავად უფალი რამას პატარა ტაძარში, სახლის ცენტრში. მთელი დღის განმავლობაში ამ ტაძარში ქალები სხვადასხვა მსახურებას ასრულებდნენ.

ამ სახლში არაფერი იყო გარდა ბედნიერებისა. საღამოობით მე და ვიშნუ პრასადი მყუდრო და ლამაზ ბაღში ვსაუბრობდით. მისი მამა, ტარა პრასადი, ზოგჯერ ჩვენთან ერთად დაჯდებოდა ხოლმე. ეს შეძლებული ადამიანი, რომელსაც ცოლი და შვილები ჰყავდა, თავისი შინაგანი სისუფთავით მრავალ განდეგილს აღემატებოდა მათგან, რომლებსაც ჩემი მოგზაურობის მანძილზე შევხვედრივარ. სულიერება – ეს გულის თვისებაა, - ვფიქრობდი მე. რაც უფრო მეტად მიყვარდებოდა ვიშნუ პრასადის ოჯახი, მით უფრო ახლო მეგობარი ხდებოდა იგი ჩემთვის. ამ სათნო ადამიანებზე დაკვირვების შემდეგ უკეთ ჩავწვდი აღმოსავლური ოჯახური წყობის ტრადიციებს. მაგრამ ჩემთვის მთავარი სხვა იყო: აქ კიდევ ერთი დადასტურება მივიღე იმისა, რომ ჭეშმარიტი სულიერება მრავალფეროვანია.

როგორ ბედნიერადაც არ უნდა მეგრძნო თავი, დიდხანს მაინც ვერ დავრჩებოდი ამ სახლში, რადგანაც მოხეტიალე განდეგილის ცხოვრების წესი ავირჩიე. როცა გამომშვიდობების დრო დადგა, მთელი ოჯახი გარეთ გამოვიდა, რათა ჭიშკრამდე გავეცილებინე. გადამეხვივნენ და ტიროდნენ, და მეც ვტიროდი, ისე რომ ჩემი ცრემლების არ მრცხვენოდა.

ახლა, როგორც არასოდეს აქამდე, ჩემს მიერ არჩეული გზა უჩინარი საფრთხეებით სავსედ მომეჩვენა. თუმცა ეს ხელს ვერ შემიშლიდა. ჭეშმარიტებისადმი ჩემი ვნებიანი სწრაფვის გამო, რომელიც თვითონ ჩემთვისაც აუხსნელი იყო, ოჯახურ ცხოვრების ყველა კომფორტი მივატოვე, და ვიღაცის მიერ ბიძგებული, უარს ვამბობდი მასზე მთელი ჩემი მოგზაურობის მანძილზე. და გამოუცნობის წინაშე შიშიც კი ვერ შემაჩერებდა.

* * *
ჯანაკპურიდან უკან, კატმანდუს ველისკენ გავემართე. გავჩერდი სწორედ იმ მთის ქვეშ, რომელზეც ბოდჰნათჰი დგას, ქალაქისგან თერთმეტ კილომეტრში აღმოსავლეთით, მოყვავილე ხეებს წალკოტში, და აქ ვმედიტირებდი. როცა თვალები გავახილე, დავინახე მშვენიერი ცისარტყელა, რომელიც მთელი ჰიმალაების თავზე გადაჭიმულიყო. იგი მკვეთრად ანათებდა მუქი-ლურჯი მუსონური ღრუბლების ფონზე. ღრმად ჩავისუნთქე გრილი ჰაერი, რომელიც ნესტიანი მიწის სურნელით იყო გაჟღენთილი. მალე ვიღაცის ნაბიჯების ხმამ მეოცნებე მდგომარეობიდან რეალობაში დამაბრუნა. ეს იყო ევროპული გარეგნობის ტურისტი, რომელიც მხნედ მიაბიჯებდა პროდუქტებით სავსე უაზრმაზარი ჩანთით. ეს იყო ორ მეტრამდე სიმაღლის ქერა მამაკაცი, დაბერილი კუნთებით. უეცრად ტყიდან მაიმუნების ჯგუდფი გამოვარდა და გარს შემოერტყა მას. თუმცა მაიმუნები მასზე რამდენჯერმე დაბლები იყვნენ, ეტყობა იცოდნენ თავიანთი მეტოქის სუსტი წერტილი და მზად იყვნენ თავდასხმისთვის. მაიმუნებმა დაუღრინეს კულტურისტს, თან კბილებს აღრჭიალებდნენ და დამაშინებლად ჟესტიკულირებდნენ. ტურისტს ერთ ხელში ჩანთა ეჭირა, მეორეთი კი დიდი ქვა აიღო და ბრძოლის ყიჟინა აღმოხდა, და ამით პატარა ბანდიტებს დაემუქრა. მაგრამ ამას არანაირი შთაბეჭდილება არ მოუხდენია მაიმუნებზე – მათ უფრო ხმამაღლა დაიჭყავლეს. პატარ-პატარა ნახტომებით უახლოვდებოდნენ თავიანთ მეტოქეს და ფსიქიკურ შეტევას ანხორციელებდნენ. შიშისგან გაშეშებული ადამიანი გიგანტი შეშინებული ბავშვივით აკანკალდა. მაშინ ერთ-ერთი მაიმუნი მივარდა და ხელიდან პროდუქტებით სავსე ჩანთა გამოსტაცა. მას წინააღმდეგობაც კი არ გაუწევია. მაიმუნებმა მაშინვე დაკარგეს მისდამი ინტერესი, გარს შემოეხვივნენ ჩანთას და ნადავლი ამოაძრეს. კულტურისტი კი ვერხვის ფოთოლივით მოკანკალე, მაშინვე მიიმალა.

რამდენიმე წამის შემდეგ სცენაზე გამოჩნდა რვა წლამდე ასაკის ნეპალელი ბიჭუნა. მის დანახვაზე მაიმუნების ბანდა, რომელსაც ეს-ესაა ღრეობა უნდა დაეწყო, ცუდი წინათგრძნობისგან აღელდა. ბიჭი მათთან მიიჭრა, მუჭაში მოქცეული ქვით ხელში. ბანდიტების ჯოგი შეკრთა და ყველას შიში ჩაუდგა თვალებში. უეცრად მიატოვეს ნადავლი და გაიფანტნენ. ბიჭუნამ კი მიმოფანტული პროდუქტები მოაგროვა და სადილობას შეუდგა. ამასობაში მაიმუნები შწეშფოთებულნი ადევნებდნენ თვალყურს უსაფრთხო მანძილიდან. მე გაოგნებული ვიყავი. როგორ შეიძლებოდა ამ ყველაფრის ახსნა? პატარა ბიჭი ევროპელი ჰერკულესის ერთი ბიცეპსის წონა თუ ქინებოდა. მაიმუნებმა ყურადღება არ მიაქციეს მის მუქარებს, რადგანაც კარგად გრძნობდნენ მის შიშს, მაგრამ შეეშინდათ ბავშვის, რომელსაც მათი არ ეშინოდა. რას ნიშნავდა ყველაფერი ეს ჩემთვის, რომლის გზაც ღმერთისაკენ უფრო და უფრო ვიწრო ხდებოდა? მე გამახსენდა გაცოფებული ძაღლების ხროვა და საშინელი ისტორია შავ ტანტრიკზე, რომელიც ვასუდევამ მომიყვა. მეშინოდა, რომ თუ მასწავლებლის არჩევაში ავჩქარდებოდი, არაკეთილსინდისიერი გურუს გავლენის ქვეშ მოვექცეოდი. მაგრამ ახლა მივხვდი, რომ თავისთავად ეს შიში ასევე ხელისშემშლელი იყო ჩემი წინსვლისთვის.

შიში უმწეოს გვხდის. უცხოელი არ იცნობდა მაიმუნების ჩვევებს, ნეპალელმა ბიჭმა კი მთელი ცხოვრება მათთან ერთად გაატარა. ჩვენ ყოველთვის გვეშინია იმის, რასაც არ ვიცნობთ. საკუთარი სულიერი ბუნების შეცნობით და ღმერთის გულწრფელი რწმენით, ჩვენ ნებისმიერი შიშის გადალახვას შევძლებთ. უფალო, გთხოვ, მომანიჭე უშიშარობა და დამეხმარე შენსკენ მომავალი გზის პოვნაში.

სანამ ამ ყველაფერზე ვფიქრობდი, ბიჭუნა ღიმილით მომიახლოვდა და პროდუქტებიანი ჩანთიდან ბანანები გამომიწოდა. მაიმუნები ახმაურდნენ, დაინახეს რა თავიანთი მორიგი მსხვერპლი. ისინი ნათლად მაგრძნობინებდნენ, რომ მე გაცილებით მეტი საერთო მქონდა ევროპელთან, ვიდრე მინდოდა მეფიქრა. ვგრძნობდი რა, რომ ამ ბიჭის უბრალო და უშიშარი რწმენისგან კიდევ დიდი გზა მაშორებდა, თავაზიანად ვუთხარი უარი ბანანებზე.

http://www.radikal.ru

Posted by: Lapis 29 Dec 2011, 16:08
უ რამდენი მაქვს წასაკითხი <3

Posted by: cinemamu 29 Dec 2011, 17:23
ნეპალის ტყეებში ხეტიალისას, ერთი არაჩვეულებრივი სული გავიცანი. ეს იყო სიტა-რამა ბაბა. ჩემს მეხსიერებაში იგი ყოველთვის დარჩება, როგორც “მდგომარე იოგი”. სამოცდაორი წლის წვეროსანი დიდი ყავისფერი თვალებით და ნაოჭებისგან გაუხეშებული სახით, სიტა-რამა ბაბა ჯვალოს პერანგი ეცვა, რომელიც ფეხის ტერფებამდე სწვდებოდა. როცა ვკითხე მას, რატომ ატარებდა მხოლოდ ჯვალოს პერანგს, მან მიპასუხა, რომ ეს უხეში და კანის გამაღიზიანებელი ქსოვილი გამუდმებით უსიამოვნებას ანიჭებს. ეს კი, მისი სიტყვებით, ეხმარება, რომ სიმშვიდე რამას გახსენებაში ჰქოვოს. კიდევ უფრო მაკვირვებდა ხის სატერფეები, რომლებიც თოკებით იყო მიმაგრებული მის ტეფრებზე. მაგრამ მიუხედავად თავისი უჩვეულო გარეგნობისა, თავიდანვე ისე მომეპყრო, როგორც მოსიყვარულე მამა შვილს.

მსგავსად სხვა იოგებისა, რომლებსაც ჰიმალაებში შევხვდი, სიტა-რამა ბაბაც მკაცრ ასკეზას იცავდა, რომელიც მხოლოდ ცელიბატით არ შემოიფარგლებოდა. მან დადო აღთქმა, რომ ყოველთვის ფეხზე იდგებოდა და არასოდეს დაჯდებოდა ან დაწვებოდა. სწორედ ამ მიზეზით ატარებდა ხის სატერფეებს – ისინი საყრდენის მაგივრობას უწევდნენ. იგი ამ ასკეზას უკვე თითქმის ორმოცდაათი წელია იცავდა. მოწყალების თასისა და კრიალოსანის გარდა, თან ატარებდა ხის დაფას, მასზე მიბმული თოკით. როცა ძილის დრო მოდიოდა, დაფას ხის ტოტზე გადააგდებდა ხოლმე, და ამ იმპროვიზირებულ საქანელაზე დაყრდნობილი ფეხზე მდგარი იძინებდა.

მან ასევე დადო აღთქმა, რომ არასოდეს დაიძინებდა შენობაში, და გარდა იმისა, რომ ვეგეტარიანელი იყო, ამასთან არასოდეს ჭამდა მარცვლეულსა და პარკოსნებს. თავად ვიყავი მოწმე იმისა, თუ როგორი მკაცრი იყო იგი კვებაში. მოხეტიალე განდეგილები ჩვეულებრივ იაფფასიანი პროდუქტებით იკვებებიან, რომლებსაც სიხარულით სწირავენ სხვები, - ბრინჯით, დალით ან როტით (დაპრესილი კვერებით ხორბლის ფქვილისგან), მაგრამ აღთქმა არ აძლებდა ამ ყველაფრით კვების საშუალებას. მე და სიტა-რამა ბაბა ერთად ვმოგზაურობდით, და ის ყოველდღე დიდი სიამოვნებით თხოულობდა მოწყალებად ბრინჯსა და დალს, აგროვებდა შეშას და ქვებისგან გაკეთებული იმპროვიზირებულ ღუმელში კოცონს ანთებდა. ხოლო როცა საჭმელი მზად იყო, სიყვარულით სთავაზობდა მას უფალი რამას გამოსახულებას, თან ლოცულობდა და მანტრებს კითხულობდა, შემდეგ კი მე მაჭმევდა. მაგრამ ძალიან მაინტერესებდა, თვითონ რას ჭამდა? იმ ხნის განმავლობაში, რაც მასთან ერთად ვიყავი, ერთხელაც არ მინახავს, რომ მოწყალებად მიღებულ რამდენიმე მიწის თხილზე მეტი ეჭამოს. სულ ეს იყო, რისი შეჭმაც შეეძლო ისე, რომ აღთქმა არ დაერღვია. ამასთან სიამოვნებით იღებდა თავის თავზე ყველანაირ ზრუნვას იმისთვის, რომ მე კარგად დავენაყრებინე. ბაბა ამბობდა, რომ ჩვენი სიყვარული ღმერთისადმი ვლინდება იმაში, თუ როგორ ვემსახურებით მის შვილებს.

ერთხელ, როცა სიტა-რამა ბაბა მოწყალებას ითხოვდა კარიდან კარზე, ვიღაცამ ცოტაოდენი ბოსტნეული უწყალობა. ჩემს სიხარულს საზღვარი არ ჰქონდა. როგორც იქნა შეჭამს რამეს, მოუხალავი თხილის გარდა! მაგრამ როცა ჩემს წინ თავის მიერ მომზადებული საჭმელი დადო, გული შემეკუმშა – დავინახე, რომ მთელი შემოწირული ბოსტნეული ბრინჯში და დალში შეაზავა, თვითონ კი არაფერი დაიტოვა. თვითონ კი ბაბა სრულიად კმაყოფილი ჩანდა. გაოგნებული, ყურადღებით ვაკვირდებოდი, მაგრამ ფალშის ნატამალიც კი ვერ შევამჩნიე მასში. ის აბსოლუტურად გულწრფელი იყო თავის მსახურებაში.

ერთხელ ბაბას ვკითხე: “რატომ დადეთ ასეთი მკაცრი აღთქმები?”

მან მოკრძალებულად მიპასუხა:”ეს სულიერ პრაქტიკაზე კონცენტრაციაში მეხმარება. და მე ბედნიერი ვარ”. ყველაზე საოცარი ისაა, რომ ყველაფერი მართლაც ასე იყო.

ერთხელ, ადრიან დილას, მზის ამოსვლამდე, ტყეში ვიჯექი ხის ქვეშ და ამ საოცარ ადამიანზე ვფიქრობდი. ვერაფრით გამეგო, რისთვის ასრულებდა თავის ასკეზას. ყველა მისი აღთქმა გადაჭარბებულად და არასაჭიროდაც კი მეჩვენებოდა. და მაინც, იგი უდიდეს სიმპათიას და ნდობას იწვევდა ჩემში. ამბობენ, რომ ძალდატანებითი და არაბუნებრივი ასკეტიზმი სასტიკს ხდის ადამიანს. მაგრამ ბაბას ნაზი გული სავსე იყო მორჩილებით, თანაგრძნობით და ერთგულებით. როგორც იესო ამბობდა: “ყოველი ხე ნაყოფით იცნობა”. და თუმცა ბაბა ცოტა უცნაურ ხეს ჰგავდა, მისი მწიფე ნაყოფები ტკბილი გახლდათ.

მასთან ურთიერთობისას ჩემს გონებაში ერთი კითხვა მომწიფდა. იოგების უმეტესობა, რომლებსაც აქამდე შევხვედრილვარ, მედიტირებდნენ ღმერთზე, როგორც უპიროვნო ენერგიაზე. მაგრამ თავად სიტა-რამა ბაბა და და ზოგიერთი სხვა უფლის ყოვლისმოყვარული პიროვნების ფორმაზე მედიტირებდნენ. რამა სევაკა სვამი უფალ რამაში პიროვნებას ხედავდა და როგორც პიროვნებას ისე ემსახურებოდა მას. შრილა პრაბჰუპადაც საუბრობდა უფალი კრიშნას, როგორც ყოვლისმიმზიდველი პიროვნების სიყვარულზე. მაგრამ ნუთუ არ უარყოფს ეს რწმენა იმ იოგებს, რომლებიც ცდილობენ უმაღლეს უპიროვნო სულს შეერწყან? ხომ არ ეწინააღმდეგება ეს ბუდისტების პრაქტიკას, რომლებიც სრულყოფას უპიროვნო ნირვანაში ეძებენ? როცა ბავშვი ვიყავი, მე თვითონაც როგორც პიროვნებას, ისე მივმართავდი ღმერთს, მაგრამ როდესაც ფილოსოფიის შესწავლა დავიწყე, შევამჩნიე, რომ უფრო და უფრო მეტად ვიხრებოდი იმ წარმოდგენისკენ, რომ ღმერთი ყოვლისმომცველი არსია. ერთხელ, როცა მე და სიტა-რამა ბაბა ტყის ბილიკს მივუყვებოდით, ჩემთვის მტანჯველი კითხვა დავუსვი: “მაშ ღმერთი, საბოლოოდ, უპიროვნოა, თუ იგი – პიროვნებაა?”

სიტა-რამა ბაბა მკვეთრად შეჩერდა. მისი ბუჩქივით წარბები მოიქუფრნენ, ხოლო ღრმა ნაოჭებით დაფარულ სახეზე, ტანჯვის გრიმასა გამოესახა: “როგორ შეიძლება ჩვენს უფალს ნაკლები ინდივიდუალობა ჰქონდეს, ვიდრე ჩვენ? მას ყველაფერ აქვს, შეუზღუდავად”. ბაბამ მწუხარედ გააქნია თავი: “მსგავსი ცდომილებები ძალიან მტკენს გულს”.

მისმა რეაქციამ გამაოგნა. მე უფრო და უფრო მეტს ვგებულობდი ამ ფუნდამენტალურ სხვაობაზე უზენაესი უფლის პირვანდელ ბუნებასთან მიმართებაში. ვინაა იგი – უფორმო, უსხეულო ძალა თუ უზენაესი პიროვნება? რაღაც მხრივ ეს იგივე კითხვა იყო, რასაც ჯერ კიდევ ბავშვობაში ვუსვამდი საკუთარ თავს: ვინ არის ღმერთი? ის კეთილი და მზრუნველია, როგორც ჩემი მშობლები, თუ უფორმოა, როგორც ქარი? მთელი ძალით ვცდილობდი გამომეცნო ეს ფილოსოფიური გამოცანა, და ვხვდებოდი, რომ ამ კითხვაზე პასუხი ჩემი გზის არჩევაში დამეხმარებოდა. ამავე დროს ვგრძნობდი, რომ რაღაც დეტალი არ მყოფნიდა ამ თავსატეხის ამოსახსნელად. მე შევხვედრილვარ შესანიშნავ ადამიანებს როგორც ერთი, ასევე მეორე ფილოსოფიის მომხრეებიდან.

მრავალი დღის შემდეგ, როცა მე და სიტა-რამა ბაბა დავშორდით, დავფიქრდი იმაზე, რომ ღმერთისადმი სიყვარულის ძალას სრულებითაც ვერ განვსაზღვრავთ ადამიანის გარეგნობით. ერთი მხრივ, მინახავს წმინდა ადამიანები, რომლებიც სამუშაოზე დადიოდნენ და თავის ოჯახებზე ზრუნავდნენ, მეორე მხრივ კი შემხვდა ეს ექსცენტრიული, ასკეტური განდეგილი, რომელიც ტყეში ცხოვრობდა. მაგრამ რაღაც საერთო მაინც აერთიანებდა ყველა მათგანს: მორჩილება, ღრმა კონცენტრაცია სულიერ პრაქტიკაზე და მსახურების დაუცხრომელი წყურვილი.

http://www.radikal.ru
* * *
თავი მერვე

შემდეგ სვაიამბჰუნათჰისკენ გავემართე, ლამაზი მთისკენ, რომელიც ბრინჯის ყანებით იყო გარშემორტყმული. იგი კატმანდუდან დასავლეთით სამ კილომეტრში მდებარეობდა, და მის მწვერვალზე იდგა მაიმუნის ტაძარი, უძველესი ბუდისტური სიწმინდე უზარმაზარი გუმბათით. გადმოცემის თანახმად, ეს ტაძარი ორიათას წელს ითვლიდა. გუმბათიდან ბუდას რვა თვალი სამყაროს ოთხივე მხარეს იმზირებოდა. მალე ამ თვალებს რაღაც საოცარის დანახვა მოუწევდათ.

http://www.radikal.ru
http://www.radikal.ru

მე განმარტოებით, მთის მწვერვალზე ვცხოვრობდი, მაგრამ ერთ დილას, არ ვიცი რატომ, მაგრამ უეცრად კატმანდუში წასვლა მომინდა. მთიდან დავეშვი, ფეხით გავემგზავრე ქალაქისკენ და ცოტა ბაზრებსა და ქუჩებში ვიხეტიალე. როცა ეს მომბეზრდა, უკან დავბრუნდი, სვაიამბჰუვანათჰში უკიდეგანო ბრინჯის ყანებზე გავლით. კატმანდუს ველი, მისი მდიდარი მცენარეულობით და ცას მიბჯენილი ჰიმალაების თოვლიანი მწვერვალებით, სამოთხედ მეჩვენებოდა დედამიწაზე. სანამ აუჩქარებლად მივაბიჯებდი ბრინჯის ველებზე, ცა საწვიმრად მოიქუფრა. მუქი ლურჯი მუსონური ღრუბლები ცაში შექუჩდნენ და მზე გადაფარეს.

როცა წვიმის წვეთები გახშირდა, მე აქეთ-იქით დავიწყე ყურება და თავშესაფარის ძებნა, მაგრამ ერთი ხეც კი ვერ დავინახე. ჩემს გარშემო მხოლოდ ბრინჯის ყანები იყო, რომლებიც ჰორიზონტის ბოლომდე გადაჭიმულიყვნენ. მაგრამ სადღაც შორს სილუეტი გავარჩიე, როგორც მე მომეჩვენა ეს იყო მოხუცი მამაკაცი თავს ზემოთ გაშლილი ქოლგით. იმის იმედით, რომ მის ქოლგას შევეფარებოდი, ბილიკს სწრაფი ნაბიჯით გავუყევი და უცნობს დავეწიე. ვიწრო, სრიალა გზა საშუალებას არ მაძლევდა, რომ მის გვერდით მევლო, ამიტომ მისი ქოლგას უკნიდან შევეფარე. ვცდილობდი ქოლგის ქვეშ მქონოდა თავი, მაგრამ მაინც გადამიცდებოდა ხოლმე ფეხი ბრინჯის პლანტაციების თხევად ტალახში. ამ დროის განმავლობაში ქოლგის მფლობელი ერთხელაც არ შემობრუნებულა უკან. იქნებ, ჩემი მოულოდნელი გამოჩენის შეეშინდა, ან იქნებ, უბრალოდ ყურადღებით აკვირდებოდა გზას და ცდილობდა, რომ ტალახში არ ჩავარდნილიყო. ასეა თუ ისე, ჩვენ უხმოდ მივუყვებოდით უდაბურ ჭაობიან ველებს – ორი უცნობი, თავსხმა წვიმისაგან ერთი ქოლგის ქვეშ შეფარებულნი.

ათი წუთის შემდეგ წვიმამ გადაღება დაიწყო, და უცნობს მადლიერების გამომხატველი სიტყვებით მივმართე. იგი შემობრუნდა, რათა ჩემთვის შემოეხედა. ჩვენი თვალები ერთმანეთს შეხვდნენ, და მომეჩვენა, რომ მიწა ფეხქვეშ მეცლებოდა. პირები დავაღეთ, თვალებზე კი ცრემლები მოგვადგა. ნუთუ ასეთი რამ შესაძლებელია?

რამდენიმე წამი გაუნძრევლად ვიდექით, თითქოს დროის ნაკადიდან ამოვარდნილნი. ქოლგა ხელიდან გაუვარდა და პირდაპირ ტალახში ჩავარდა.

“ჰარი!” – ვიყვირე მე.

“მანქ!”

მოქუფრული ცის ქვეშ ერთმანეთს გადავეხვიეთ, და ჩვენი გულები ამოვარდნას ლამობდნენ სიხარულისგან. “ჩვენ კვლავ ერთად ვართ”, - წამოვიძახე მე.

* * *
მარტონი ვიდექით ჰიმალაების უკიდეგანო ველზე, აღფრთოვანებულნი მორიგი გამოცანით, რომელიც ცხოვრებამ შემოგვთავაზა. კუნძულ კრეტაზე ჩვენი სევდიანი გამომშვიდობების დროიდან ორივენი საკუთარი გზით მივდიოდით. ბავშვობის განუყრელი მეგობრები, ბედის ნებით დავშორდით ერთმანეთს, რათა უცნობ მეთოჯინეს დღეს კვლავ შევეხვედრებინეთ ერთმანეთს ნეპალის ბრინჯის ველებზე.

სიხარულით აგზნებულნი მე და ჰარი იმ ადგილისკენ გავემართეთ, სადაც იგი დაბანაკებულიყო, და გზაში ერთმანეთს ვუყვებოდით, თუ რა გადაგვხდა განშორების მომენტის შემდეგ.

“მაშ, ჩახვედი ისრაელში?”

იგი ჩემსკენ შემობრუნდა, ხელით წვერი ეჭირა, რომელიც კიდევ უფრო გაზრდილიყო მას შემდეგ, რაც ჩვენი გზები უკვე თითქმის ერთი წელია გაიყო. “კრეტადან შენი წასვლის შემდეგ, - მიხსნიდა იგი, - მე თევზსაჭერ გემზე მოვეწყვე, რომელმაც ისრაელამდე ჩამიყვანა. ისრაელში რაღაც პერიოდი კიბუცში ვმუშაობდი, შემდეგ კი ფული მოვაგროვე და ინდოეთში გავემგზავრე”.

“როგორ ჩამოხვედი აქამდე?”

“ჯადოსნური ავტობუსით”, - ცოტა ხნით გაჩერდა, შემდეგ კი გზა განაგრძო და მიყვებოდა იაფფასიან ავტობუსზე ევროპელი ღარიბი მოგზაურებისთვის, რომლებსაც ინდოეთში მოხვედრა სურდათ. ისრაელიდან წამოსვლის შემდეგ იგი ზღვით გადავიდა სტამბულში, ახლო აღმოსავლეთი გადაკვეთა და საბოლოოდ დელიში აღმოჩნდა.

“და რამ მოგიყვანა აქ, ამ უდაბურ ადგილას ბრინჯის ყანებში?” – ვკითხე მე.

“დელიში საშინლად ცხელოდა, - მგზნებარედ მიპასუხა ჰარიმ, და მღელვარებისგან ჯერ კიდევ კანკალებდა. – ამიტომ მეგობრებთან ერთად ჯადოსნური ავტობუსიდან კატმანდუს ველებისკენ წამოვედი და აქ პატარა სახლი მოვიძიეთ ქალაქგარეთ”.

Posted by: cinemamu 31 Dec 2011, 10:03
ჩვენ სოფელში შევედით. მე კვლავ ჩემი ძველი მეგობრის გვერდიგვერდ მივაბიჯებდი. გზად კამეჩი შემოგვხვდა. გვერდზე გავიწიეთ და გზა დავუთმეთ.

“მანქ”, - განაგრძო ჰარიმ, - მე იმისთვის ჩამოვედი ინდოეთში, რომ შენ მეპოვნე, მაგრამ როცა ამდენი მილიონი ადამიანი ვნახე ამხელა ფართობზე, გადავწყვიტე, რომ ეს შეუძლებელი იყო. ვხვდებოდი, რომ შენი ძებნა უშედეგო იქნებოდა იქ, სადაც ჩვეულებრივ იკრიბებიან ხოლმე ჩამოსულები. დარწმუნებული ვიყავი, რომ შენ რომელიმე გამოქვაბულში ან განმარტოებულ აშრამში იცხოვრებდი. აღარც კი ვოცნებობდი, რომ კვლავ გნახავდი”. ამ დროს ჰარი ჩემსკენ შემობრუნდა თვალებგაფართოებული: “იცი, რომ მოვყვეთ, არავინ დაიჯერებს ამ ისტორიას. არავინ”.

ყველაფერი ეს 1971 წლის აგვისტოში ხდებოდა. თითქმის ერთი წელი გავიდა მას შემდეგ, რაც კრეტაზე დავშორდით ერთმანეთს. ჩემი გარეგნობით ჰარის შეეძLო მიმხვდარიყო, რომ სადჰუს წესით დავიწყე ცხოვრება. რთულმა მოგზაურობამ ახლო აღმოსავლეთში, გასხივოსნებული იოგების გვერდით გატარებულმა დრომ, და განმარტოებით გატარებულმა თვეებმა გამობრძმედილ განდეგილს დამამგვანეს. ამიტომ ჰარის ყველა საფუძველი ჰქონდა დაეჭვებულიყო, ღირდა თუ არა ჩემი წაყვანა იქ, სადაც თავის მეგობრებთან ერთად კაიფობდა.

იცით, რა ხდება, როცა დასავლეთელი ჰიპები ნეპალის სოფელში ქირაობენ სახლს? როგორც კი მცირე შენობის ზღურბლს გადავაბიჯეთ, როკ-ენ-როლის ხმამ დამაყრუა. რამდენიმე ქალი და მამაკაცი ცეკვის დროს იკლაკნებოდნენ და ერთმანეთს აღაგზნებდნენ, და კვამლის ღრუბლებში წრეში ტრიალებდა ოპიუმის მოსაწევი მილები. ჰარიმ ჩემი თავი მეგობრებს წარუდგინა, რომლებსაც თავაზიანად მივესალმე. იმის თქმა, რომ ამ ჯგუფთან თავს არ ვაიგივებდი, ძალიან რბილი იქნებოდა. უბრალოდ გვერდზე ვიდექი და ვაკვირდებოდი.

ცოტა ხნის ლოდინის შემდეგ ჰარი გვერდზე გავიხმე და წყნარ ადგილას, გაშლილ ველზე გავიყვანე, სადაც ბანიანის ხის ქვეშ ჩამოვჯექით. სიამოვნებით ჩავისუნთქეთ მთის გრილი ჰაერი და ფილტვები ოპიუმის კვამლისგან გავანთავისუფლეთ. არავის განკითხვა არ მინდოდა, მაგრამ მაინც გადავწყვიტე პირდაპირ მელაპარაკა ჩემს მეგობართან: “ჰარი, შენ ნახევარი მსოფლიო გამოიარე აქ მოსახვედრად. ეს სულიერების მიწაა. შენ კი დასავლეთელი ჰიპების კულტურა ჩამოიყოლე აქ. მაგრამ ასე ცხოვრება ჩიკაგოს დატოვების გარეშეც შეიძლებოდა. იგივე, თუ უარესი არა, სისულელით ხარ დაკავებული – უბრალოდ სხვა ვითარებაში. ესაა მთელი განსხვავება. დაგეხმარება ეს გაზრდაში? რას მიაღწევ ამით?” ამ სიტყვებში მთელ ჩემს გულწრფელობას ვდებდი: “ძალიან გთხოვ, ძმაო, დამიჯერე: სანამ აქ, მსოფლიოს ამ ნაწილში ხარ, ეცადე რომ ინდოეთის სულიერ სიმდიდრეებს ეზიარო. თუ თანახმა იქნები, ნამდვილ წმინდა ადგილებს გაჩვენებ და სადჰუს ცხოვრების წესს გასწავლი”.

ჰარი სადღაც შორს, ჰორიზონტისკენ იყურებოდა. რამდენიმე ხნის შემდეგ მან მიპასუხა: “უნდა ვიფიქრო ამაზე”.

“კარგი რა, ჰარი, - დაჟინებით ვაგრძელებდი მე. – შენ რა, არ გახსოვს, როგორ მეხვეწებოდი ევროპაში წამოსვლაზე? მე ყველა ჩემი საქმე მივატოვე და წამოვედი. ახლა მე გთხოვ, რომ ჩემთან ერთად წამოხვიდე წმინდა ადგილებზე”. მე მიყვარდა ჩემი მეგობარი, და გული მტკიოდა იმის დანახვაზე, თუ როგორ კარგავდა ძვირფას შესაძლებლობას ამ სიშორიდან ჩამოსული.

მეორე დღეს ჰარი თავის მეგობრებს დაემშვიდობა და დაიწყო თავისი სწავლება სულიერი მოხეტიალეების სკოლაში. ჩვენ კვლავ ერთად ვიყავით და კვლავ ცხოვრების აზრს ვეძებდით, და ვეცნობოდით ახალ ადამიანებს ახალ ადგილებში. თუმცაღა ამჯერად იმ ტრადიციებს მივყვებოდით, რომლებიც უძველესი დროიდან დაადგინეს განთავისუფლებულმა ბრძენებმა. დღითი-დღე ვასწავლიდი ჩემს ძველ მეგობარს იმას, თუ როგორ უნდა ეცხოვრა ჭეშმარიტების მაძიებელს ინდოეთში. ავტოსტოპით მოგზაურობას მიჩვეულ ჰარის არანაკლებ გაუკვირდა, როცა შეიტყო უფასო მოგზაურობის საშუალებების შესახებ, როგორიცაა მესამე კლასის მიმავალი ვაგონის ფანჯარაში შეხტომა. ასევე ვასწავლე, თუ როგორ ეთხოვა სწორად მოწყალება, მოეპოვებინა საკვები და როგორ ეტარებინა სადჰუს ტანსაცმელი.

ერთმა ხანშიშესულმა სადჰუმ გამოქვაბულ ამარანათჰის შესახებ მოგვიყვა. ეს იყო ცნობილი მწირობის ადგილი მაღლა, ჰიმალაებში, კაშმირთან ახლოს. მან გვითხრა, რომ ნებისმიერი იღბლიანი სული, რომელიც ამ რთულ მოგზაურობას განახორციელებს, ჯილდოდ უზარმაზარ სულიერ ჯილდოს ღებულობს. ამ მომენტისთვის ჰარი უკვე მომწიფდა და მზად იყო თავგადასავლებისთვის. ჩემზე ხომ ლაპარაკიც ზედმეტია. გზას გავუდექით.

კატმანდუდან ინდოეთში სატვირთოს ძარაზე დავბრუნდით – თავიდან რაკსაულში, შემდეგ პატნაში, სადაც ჰარის რამა სევაკა სვამი გავაცანი. სვამი გულწრფელად ნასიამოვნები დარჩა, როცა მის მიერ ნაჩუქარი ხელჯოხით დამინახა, ჰარი კი გაკვირვებული უცქერდა და აღფრთოვანებული იყო იმით, თუ ვისთან მქონდა ნაცნობობა.

პატნადან მატარებლით დასავლეთისკენ გავემართეთ. ჰარის ძალიან უნდოდა, რომ ვარანასი ენახა სადჰუს თვალებით. რამდენიმე დღით ვარანასში გავჩერდით და ერთ ადრიან დილას კაში-ვიშვანათჰას ცნობილი ტაძარი მოვინახულეთ. უკრავდნენ ბრინჯაოს ზარები, ტაძრის ქურუმები რეჩიტატივით მღეროდნენ ჰიმნებს, ხოლო კეთილსურნელების სქელი კვამლი სვეტებად ადიოდა და ჰაერში იფანტებოდა. მე ლოცვა დავიწყე: უფალო, ძალიან მინდა შენი გაცნობა და შენი შეყვარება. გთხოვ, მიჩვენე ჩემი გზა. ამ დროს რაღაც დამემართა. ჩემს შიგნით, მზესავით გამოანათა იმედმა. მივხვდი, რომ როგორც კი დავემორჩილებოდი ღმერთს, ყველაფერი გამეხსნებოდა, რაზეც ვლოცულობდი. უფალი თითქოს ხელს მიწვდიდა, და შემიპყრო წინათგრძნობამ, რომ სულ მალე რაღაც განსაკუთრებული უნდა მომხდარიყო.

* * *
ვარანასის რკინიგზის სადგურზე ძლივს შევეტენეთ პირთამდე გავსებულ მატარებელში. წვიმების სეზონის შემხუთველ სიცხეში ხალხი, დამსხდარი და ფეხზე მდგომი, მჭიდროდ ეტმასნებოდა ერთმანეთს. საყვირმა დაიყვირა, მატარებელმა კვამლის ღრუბელი გამოაფრქვია და ორთქლი გამოუშვა. მძიმე ფოლადის ბორბლები დატრიალდნენ, შემადგენლობა დაიძრა და ჩვენ გზას გავუდექით.

მალე მატარებელს გზა მღვრიე ტბამ გადაუღობა – სულ ეს იყო, რაც წვიმის შემდეგ სამეურნეო ველიდან დარჩა. მოლოდინშI საათები გადიოდნენ. სიცხისგან ვიხუთებოდი, ვცდუილობდი აზრობრივად დავშორებოდი ჩემს სხეულებრივ მდგომარეობას და მოუთმენლად ველოდი მატარებლის საყვირის ხმას, რომელსაც მოძრაობის განახლება უნდა ეუწყებინა.

ორი დღის შემდეგ ჩვენმა მატარებელმა ნელა, ლოკოკინასავით, გააღწია ველებიდან და განთიადისას რომელიღაც უცნობ სადგურზე ჩამოდგა. მე და ჰარი ფანჯრიდან პლატფორმაზე გადავძვერით, რათა ცოტა ჰაერი ჩაგვეყლაპა, სანამ მტანჯველ მოგზაურობას განვაგრძობდით. სუფთა ჰაერი შესანიშნავი იყო. სუსტი შუქით განათებული და ხალხით გადატენუილი პლატფორმა ჭუჭყიანი და მოუვლელი იყო, თუმცა ჩვენ იგი იმ მომენტში სამოთხედ მოგვეჩვენა – აქ შეგვეძლო გვეპოვა ცოტა წყალი, ჩაგვესუნთქა სუფთა ჰაერი და გაგვეშალა დაბუჟებული კიდურები. მაგრამ ამასობაში სასტვენის ხმა გაისმა. მატარებელმა ორთქლი გამოუშვა და დაიძრა. კისრისტეხით გავეკიდეთ ვაგონს და ვცდილობდით ფანჯარაში შევმხტარიყავით, მაგრამ შიგნიდან ფანჯარას ხალხის მჭიდრო მასა აწვებოდა. ფანჯრიდან ფანჯარამდე, კარიდან კარამდე ვცდილობდით მატარებელში შეღწევას. ბოლოს და ბოლოს შემადგენლობა ხედვის არეს მიეფარა და ჩვენ ბაქანზე დაგვტოვა.

ჩვენ სრულიად უცნობ ადგილას აღმოვჩნდით, და არ ვიცოდით, როდის მოვიდოდა შემდეგი მატარებელი. ჰარიმ შემომხედა და წარმოთქვა: “და ახლა რა ვქნათ?”

http://www.radikal.ru
* * *







თავი მეცხრე

თითქმის დილის ხუთი საათი იყო. ნელ-ნელა თენდებოდა. არ ვიცოდით საით წავსულიყავით და რა გვექნა და ბაქანზე ვიდექით მათთან ერთად, ვინც ეს-ესაა ჩამოვიდა მატარებლიდან, და ვინც შემდეგს ელოდებოდა. მთელ ამ არეულობაში ჩემზე რაღაც საოცარი სიმშვიდე დაეშვა. ეს იყო გრძნობა, რომელიც მაშინ გამოვცადე, როცა კაში-ვიშვანათჰას ტაძარში ვლოცულობდი – შეგრძნება, რომ სულ მალე ჩემს ცხოვრებაში რაღაც მნიშვნელოვანი უნდა მომხდარიყო. ბრბოში ცოცხალი მხიარულება სუფევდა. მე და ჰარიმ ერთმანეთს გადავხედეთ და გაგვახსენდა ის ყვავილი, რომელმაც ოდესღაც ევროპაში ჩვენი მარშრუტი განსაზღვრა, და გადავწყვიტეთ, ჯერ ყველაფერი ისე დაგვეტოვებინა, როგორც იყო. რამდენიმე ხნის შემდეგ ბაქანი დაცარიელდა და სიწყნარემ დაისადგურა.
მე რამდენიმე სადჰუ დავინახე, რომლებიც წრიულად ისხდნენ ბაქანზე ჩვენგან ცოტა მოშორებით. ჰარის ვანიშნე, რომ დამლოდებოდა და მათთან მივედი.
“მაპატიეთ, სად ვიმყოფებით ახლა?”

ისე, რომ არაფერი უპასუხია, ერთ-ერთი სადჰუ პირდაპირ თვალებში მიყურებდა, თითქოს დიდხანს მელოდა. ფეხზე წამოდგა და როგორც იქნა წარმოთქვა: “ეს მათჰურაა, ადგილი, სადაც უფალი კრიშნა დაიბადა. დღეს კი ჯანმაშტამია – კრიშნას დაბადების დღე”.

http://www.radikal.ru
http://www.radikal.ru

მათი მიწვევის შემდეგ მე და ჰარი მათთან ერთად წავედით ქალაქში – იქ, სადაც ჯანმაშტამს ზეიმობდნენ. როცა მთავარ ჭიშკარს მივუახლოვდით, ხანშიშესული სადჰუ ჩემსკენ შემობრუნდა: “იცით რამე უფალ კრიშნაზე?”

“არც ისე ბევრი”, - ვუთხარი მე. მის შესახებ მხოლოდ ის ვიცოდი, რომ იგი მუქი ლურჯი ყმაწვილი იყო ჩემი სურათიდან და რომ მისი სახელი მაჰა-მანტრაში ჟღერდა, რომელიც განგამ მიმღერა. ასევე ვიცოდი ისტორია იმის შესახებ, თუ როგორ დაამტვრია პატარა კრიშნამ კარაქით სავსე თიხის ქოთანი და როგორ აჭამა ეს კარაქი მაიმუნებს.

“გთხოვთ, მომიყევით მის შესახებ”, - ვთხოვე მე.

სადჰუს სახე სიხარულისგან გაებადრა და მოყოლა დაიწყო: “კრიშნა – ეს სახელია, რომელსაც ერთიან ღმერთს მივმართავთ – სამყაროს განმგებელს. მას არა აქვს დასაწყისი და დასასრული, ის უშობელი და უკვდავია. უფალი თავის უზენაეს სასუფეველში სუფევს, მაგრამ თავისი წყალობის გამო ჩვენთან, ამ სამყაროში იბადება. კაცობრიობის მთელი ისტორიის მანძილზე იგი განსხვავებული სახით მოდიოდა ხოლმე, რათა ხალხისთვის ეჩვენებინა გზა, რომლის მეშვეობითაც მიწიერი ტანჯვისგან იხსნიდა მათ და სულიერ ბედნიერებამდე მიიყვანდა.” ამ სიტყვებით სადჰუმ უზარმაზარი შიგა ეზოს კარი შეაღო, რომელიც მწირების ჯგუფებით იყო სავსე: “აქ, ხუთიათასი წლის წინ უფალი კრიშნა დედამიწას მოევლინა. წამობრძანდით, შემოუერთდით ჩვენს დღესასწაულს”.

იმან, რაც შიგნით დავინახე, კიდევ უფრო გააძლიერა ჩემი ცნობისმოყვარეობა. კრიშნას მიწისქვეშა ტაძრის თავზე უზარმაზარი მეჩეთი აღმართულიყო. “და რატომ დგას კრიშნას დაბადების ადგილზე მეჩეთი?” – ვკითხე სადჰუს.

“ოდესღაც ამ ადგილზე ადი-კეშავას ტაძარი იდგა, ერთ-ერთი ყველაზე დიდი ტაძარი დედამიწაზე. მაგრამ მეჩვიდმეტე საუკუნეში მუსულმანმა მმართველმა აურანგზებმა დაანგრია ტაძარი და მის ნაცვლად მეჩეთი აღმართა”.

“რატომ?” – გაუკვირდა ჰარის.

პასუხად სადჰუმ მხოლოდ უმწეოდ აიჩეჩა მხრები: “ვფიქრობ, ამით ცდილობდა თავისი რელიგიის უპირატესობა ეჩვენებინა და დამონებული ინდოელებისთვის თავისი ძალის დემონსტრირება მოეხდინა”. მაგრამ წამის შემდეგ მისი სახე მეოცნებე ღიმილმა გაანათა: აქ იგეგმება უდიადესი ტაძრის აღმართვა უფალი კრიშნას სადიდებლად – პირდაპირ ამ მეჩეთის გვერდზე. ის მალე გამოვლინდება. ყოველ შემთხვევაში ეს ადგილი წმინდაა – მიუხედავად ადამიანების ქმედებებისა. ახლა კი ტაძარში შევიდეთ და ზეიმს შევუერთდეთ”.

შიგა ეზოში მართლაც ზეიმის ატმოსფერო სუფევდა. ათასობით მორწმუნე უკვე რიგში იდგა, რათა უფალი კრიშნას პატარა მიწისქვეშა ტაძარში შესულიყო, და მათ კიდევ და კიდევ ემატებოდა ხალხი. ზეიმი სრული სვლით მიმდინარეობდა. ასობით ადამიანი ცეკვავდა, სიმღერებს და ჰიმნებს მღეროდა ბარაბნების, ფლეიტისა და ლითონის თეფშების აკომპანიმენტის ქვეშ; წმინდა წერილების მცოდნენი თავისუფალ ადგილს ეძებდნენ, საიდანაც შეეძლოთ თავისი მიმდევრებისთვის ექადაგათ, იმპროვიზირებულ სცენაზე კი, რომელიც მკაფიო ფერადი ქსოვილით, გირლიანდებითა და მოხატული დეკორაციებით იყო მორთული, თატრის მსახიობები უჩვეულო კოსტუმებში წარმოადგენდნენ კრიშნას დედამიწაზე მოვლინების ისტორიას. ამასობაში ქურუმები ერბოს ასხამდნენ წმინდა ცეცხლში და თან სანსკრიტულ მანტრებს იმეორებდნენ წმინდა ვედებიდან. სიხარულიანი ღიმილითა და სიმღერით დღესასწაულზე შეკრებილი ადამიანები ერთმანეთს ნაირფერ ფხვნილს აყრიდნენ. ისიც კი დავინახეთ, თუ როგორ ცეკვავდნენ ერთად და მხიარულად იცინოდნენ საზეიმო განწყობაში ჩაძირული ინდუსები შუბლზე ტილაკებით და წვერებიანი მუსულმანები. განდეგილებიც ზეიმობდნენ, და ცოტა მოშორებით მჯდარნი, წყნარად კრიალოსანზე იმეორებდნენ მანტრებს. ქადაგებების დროს, სიმღერებში და უბრალოდ საუბრებში ხშირად მოისმოდა სიტყვა “ვრინდავანი”. იგრძნობოდა, რომ ვრინდავანი ძვირფასი იყო მათთვის, ვინც ამ სიტყვას წარმოთქვამდა.

მთელი დღე შთანთქმული ვიყავით საოცარი სანახაობით და ზეიმის სუნსა და ბგერებს ვისრუტავდით. შუაღამის მოახლოვებისას ხალხის ბრბოები იამუნასკენ გაემართნენ და მის ნაპირას მდებარე დვარკადიშას ტაძარი გაავსეს. წმინდა გადმოცემის მიხედვით, კრიშნა შუაღამისას დაიბადა ქალაქ მათჰურაში. და ახლა ყველა იდგა და ამ მომენტის დადგომას ელოდა. მიუხედავად იმისა, რომ ტაძარი უკვე გადავსებული იყო, კარებში ხალხის კიდევ ახალი და ახალი ჯგუფები შემოდიოდნენ, და პოლიციელებსაც კი, გრძელი ბამბუკის ჯოხებით, არ შეეძლოთ დაერეგულირებინათ მწირების და მოგზაურების გადაადგილება.
არც ჰარის და არც მე არასოდეს გვინახავს ხალხის ასეთი თავშეყრა. მომხდარზე უკეთ დასანახად ორ სვეტზე ავძვერით ტაძრის დარბაზში და ზემოდან ვუყურებდით ამ საოცარ სანახაობას. უზარმაზარი ბრბო მოლოდინში ზუზუნებდა. და აი, საათმა შუაღამე აჩვენა: სიწმინდის კარები გაიღო და შეკრებილებს თვალწინ კრიშნას საკურთხეველი წარმოუდგა. მწირები ამას სიხარულით სავსე ყიჟინით შეხვდნენ, რომელმაც ხალხს ტალღასავით გადაუარა. სასიხარულო მგზნებარების გამო უკვე აღარავინ აქცევდა ყურადღებას ჭყლეტვასა და ზეწოლას. მოხუცები და ბავშვები, მამაკაცები და ქალები, მდიდრები და ღარიბები – ყველანი ერთ ლოცვად გაერთიანდნენ და საკურთხეველს მიაპყრეს სიყვარულით სავსე მზერა. სოფლის მაცხოვრებელნი მცირე ჯგუფებად მოეწყვნენ და უფალი კრიშნას მოვლინებისადმი მიძღვნილი სიმღერების გალობა დაიწყეს. დანარჩენები კი ამ დროს სიხარულით იცინოდნენ, ცეკვავდნენ და შთაგნებით ყვიროდნენ კრიშნას წმინდა სახელებს. მე და ჰარი, ჩვენს სვეტებს ჩაჭიდებულნი, გაოცებულნი ვიყავით ამ ადამიანების გულწრფელი ენთუზიაზმით.




* * *
დილის სამი საათისთვის ადგილი მოვძებნეთ იამუნას ნაპირზე, დასაძინებლად. ჩვენ გვითხრეს, რომ ამ ადგილას – ვიშრამ-გჰატაზე – ოდესღაც თავად კრიშნა ისვენებდა. მეორე დღეს, როცა მათჰურას ქუჩებში ვსეირნობდით, ჩაიხანადან კეთილგანწყობილი შეძახილებით გამოცვივდა ოთხი კარგად ჩაცმული ახალგაზრდა: “ძალიან გვიხარია ჩვენს ქალაქში უცხოელების დანახვა, - თქვა მათში ყველაზე უფროსმა. – ხომ არ ისურვებდით ჩვენს პატივცემულ გურუსთან შეხვედრას?”

“რა თქმა უნდა, - უპასუხა ჰარიმ. – ძალიან კარგი იქნებოდა”.

მაშინ წამომყევით მეგობრებო, - თქვა ამ ადამიანმა და უკან, ჩაიხანაში მიგვიწვია. – ჩვენმა გურუმ დიდი ხანია უარი თქვა მიწიერ სიამოვნებებზე, რათა აბსოლუტური ჭეშმარიტება შეეცნო. გურუჯი – წმინდა წერილების კარგი მცოდნეა; მას შეუძლია ნებისმიერ კითხვაზე გიპასუხოთ. ჩვენ კი – ერთ-ერთნი ვართ მისი ასეულობით მოსწავლიდან ამ ქალაქში. მაპატიეთ, ცოტა ხნით გავალ და დავუძახებ მას”.

რამდენიმე წუთში თავად გურუ გამოჩნდა. ეს იყო ორმოც წლამდე ასაკის მამაკაცი, გადაპარსული თავით. მისი მოძრაობები გამოზომილი და ნატიფი იყო. ლიტერატურული ინგლისურით, სასიამოვნო აქცენტით, მან მოგვიყვა ქალაქ მათჰურას სულიერ მნიშველობაზე. ჩვენდა სასიხარულოდ ღამის გასათევად თავის ტაძარში დაგვპატიჟა. ჩვენ გავყევით მას პატარა ტაძარში, რომელიც უფალი შივას საპატივცემულოდ აღემართათ. ტაძარში დაბრძანებული იყო შივა-ლინგამი, მის უკან კი ფერფლით სავსე ორმოში რკინის სამკაპი იყო ჩარჭობილი. სვამიმ იზრუნა, რომ ჩვენ კარგად მოვწყობილიყავით, ვეგეტარიანული ვახშმით გაგვიმასპინძლდა და ყველა ჩვენს კითხვას უპასუხა.

როცა დაღამდა, სვამიმ ჰარი იატაკზე გაშლილ თივის საწოლამდე მიაცილა, მე კი შემომთავაზა, რომ მასთან ერთად გამეზიარებინა ხის საწოლი. ასეთ პატივცემულ გურუსთან ერთად ერთ დონეზე ძილი ის პატივი იყო, რომელსაც ნამდვილად არ ვიმსახურებდი. ვიფიქრე, რომ მრავალი მისი მოსწავლე ბევრს გადაიხდიდა იმაში, რომ ჩემს ადგილზე აღმოჩენილიყო. სვამი ჩემს გვერდით დაწვა. რაღაც დროის შემდეგ, ღამის სიჩუმეში, ვიგრძენი, როგორ მიზელდა ზურგს.

“რატომ აკეთებთ ამას?” – ვკითხე მე.

“ეს ჩვენი ჩვეულებაა. ასე ვცემთ პატივს ძვირფას სტუმრებს”, - მიპასუხა მან.

მეშინოდა, რომ უმადური გამოვჩნდებოდი, ამიტომ გავჩუმდი. ამასობაში მისი ხელები ჩემს ინტიმურ ადგილებს უახლოვდებოდნენ. მე მძაფრმა ეჭვმა შემიპყრო. აღშფოთებულმა გავწიე მისი ხელები, მაგრამ რამდენიმე წამში კვლავ ვიგრძენი, როგორ მიიწევდნენ მისი ხელები ქვემოთ. მე კვლავ მოვიშორე ისინი.

“ძალიან გთხოვთ, ნუ მზილავთ. მე ეს არ მსიამოვნებს”.

მან ყურში ჩამჩურჩულა: “ჩემი გავლით შენზე უფლის წყალობა გადმოდის. ეს მე არ გეფერები. მე – უბრალოდ ინსტრუმენტი ვარ ღმერთის ხელში. არ უნდა შეეწინააღმდეგო”.

ოთახში ბნელოდა და ცხელოდა. მე ვიწექი და ვიტანჯებოდი. რა მოხდება, იმედები რომ გავუცრუო? შეიძლება როგორღაც დამსაჯოს. გამახსენდა ვასუდევა და მისი სამწუხარო გამოცდილება მის გურუსთან. იქნებ ესეც ფლობს იოგურ შესაძლებლობებს? ყოველ ჯერზე, როცა ეს ადამიანი ცდილობდა მომფერებოდა, მის ხელებს ვიშორებდი. ნუთუ მართლა სტუმართმოყვარეობის ასეთი წესი აქვთ? ყოველ უშედეგო ცდაზე, მისი დაჟინება იზრდებოდა.

ახლა ის უკვე ვნებისგან ქშინავდა და უფრო და უფრო აგრესიული ხდებოდა. ცხადი იყო, რომ უარი არ ესიამოვნებოდა. უკიდურეს ზომამდე მისული, მზად ვიყავი მუშტი მეტაკებინა მისთვის, მაგრამ თავი შევიკავე. როგორ შეიძლება სვამი ვცემო? სადჰუმ არ უნდა იჩხუბოს. და რას მიზამენ მისი მოსწავლეები, თუკი დავარტყამ? წვიმების ტროპიკული სეზონის სიცხისგან ოფლში ვცურავდი, ვიწექი და ვლოცულობდი რომ ღმერთს ამ საშინელი სიტუაციისგან გადავერჩინე. როგორც იქნა გადაწყვეტილება მივიღე. ძალით მოვიშორე იგი და ფეხზე წამოვხტი. გაცოფებულმა მაგრად ჩამავლო ხელები, მაგრამ მაინც მოვიშორე, ხელი ვკარი და გარეთ გამოვვარდი. ჰარის მშვიდად ეძინა მთელი იმ დროის განმავლობაში, სანამ ეს განსაცდელი გრძელდებოდა.

ღამის სიბნელეში რომელიღაც ცარიელი ქუჩის კუთხეს შევაფარე თავი და მხოლოდ აქ ვიგრძენი თავი თავისუფლად. იმაში დასარწმუნებლად, რომ სვამი თავის “სტუმართმოყვარეობას” ჰარისაც არ შესთავაზებდა, მის ოთახს უსაფრთხო მანძილიდან, ღიად დარჩენილი კარიდან ვადევნებდი თვალყურს. გუშაგად ვიდექი, როგორც ჯაჭვით დაბმული ძაღლი, და მზად ვიყავი, თუ საჭირო გახდებოდა, ნებისმიერ მომენტში მივვარდნილიყავი ჰარის დასახმარებლად. სიბნელეში უჩინარი და თავსხმაში გალუმპული, დილამდე თვალმოუხუჭავად ვიდექი ასე.

ნებისმიერ სულიერ გზაზე მოიძებნებიან ისინი, რომლებიც მართლა გულწრფელნი არიან, და ისინიც ვინც უბრალოდ თვალთმაქცობს. ადამიანის სიწმინდე ტიტულით, ტანსაცმლით, ვარცხნილობით ან საცხოვრებელი ადგილით არ განისაზღვრება. ამ ადამიანს სვამის ტიტული ჰქონდა, თავი გადაეპარსა იმის ნიშნად, რომ მიწიერ სიამოვნებებზე უარს ამბობდა, და სადჰუს სამოსი ეცვა; იგი იყო წმინდა წერილების მცოდნე, ტაძრის მთავარი ქურუმი და გურუ თავისი მრავალრიცხოვანი მოსწავლეებისთვის, რომლებიც აღმერთებდნენ მას. და მაინც, მან სცადა, რომ თავისი ხორციელი ვნებების დასაკმაყოფილებლად გამოვეყენებინე. ნამდვილი სიწმინდე არ განისაზღვრება არა რეგალიებით, არამედ ქცევებით. საკუთარი სულიერი ძალაუფლების გამოყენება გულუბრყვილო ადამიანებს ექსპლუატაციისთვის, – მძიმე ცოდვაა. ღმერთს ვევედრებოდი, რომ ამ შემთხვევას არ მოეცა ჩემთვის ეჭვის საბაბი ყველაში, ვინც მართლა ეძებს ღმერთს. ამასობაში ჰარის მშვიდად ეძინა. ორივე ქარიშხალმა – იმანაც, რომელიც შივას ტაძარში დატრიალდა ღამით, და იმანაც, რომელიც გარეთ ბობოქრობდა, - გვერდზე ჩაუარეს.

დილით ჰარიმ ჩემი მონაყოლი მოისმინა იმ ღამეს მომხდარის შესახებ და ძალიან განრისხდა. გურუ, შეპყრობილი ავხორცობით? ჩვენი იდეალიზმი კვლავ შეეჯახა ამ სამყაროს სევდიან რეალობას.

მიუხედავად იმისა, რომ მათჰურაში შევყოვნდით, უწინდებურად გვინდოდა გაგვეგრძელებინა ამარანათჰისკენ მოგზაურობა. მაგრამ იმ დილით, როცა იამუნაში ვიღებდი განბანვას, დაჟინებული სურვილი ვიგრძენი, რომ იქვე ახლოს მდებარე ვრინდავანი მომენახულებინა, რომელზეც ამდენს ლაპარაკობდა გარშემო ყველა. რაღაც აუხსნელი მიზეზების გამო, მარტოს მინდოდა ვრინდავანში წასვლა. მე და ჰარი შევთანხმდით, რომ მომდევნო დღეს კვლავ შევხვდებოდით და ამარანათჰში მოგზაურობას განვაახლებდით.






(მესამე ნაწილის დასასრული)

დარჩა მეოთხე (ბოლო ნაწილი)...

მომავალ წელს გავაგრძელებ! wink.gif

ახალ წელს გილოცავთ! smile.gif

Posted by: cinemamu 4 Jan 2012, 09:47
ნაწილი მეოთხე

წყალობის ტყე

თავი პირველი

ვრინდავანი! სასიხარულო წინათგრძნობამ აღავსო ჩემი გული. მათჰურას ვრინდავანისგან თორმეტი კილომეტრი აშორებდა. ამ გზაზე გავლილ ყოველ ნაბიჯთან ერთად, უფრო და უფრო მემატებოდა მღელვარება. ასფალტიანი გზის გასწვრივ უზარმაზარი ტამარინდის ხეები იზრდებოდნენ, გარშემო კი სანამ თვალი მიწვდებოდა, ველები იყო გადაჭიმული. ხის ბორბლების ჭრაჭუნით ცხენებზე შებმულმა ურიკამ გადამასწრო, რომელიც პირთამდე თივით იყო სავსე. შემდეგ კი უკნიდან მომიახლოვდა და გაჩერდა ნახევრადდაშლილი ავტობუსი. კარები გაიღო, და მთელი პირით გაღიმებულმა მძღოლმა, რომელსაც კბლების ნახევარი აკლდა, შიგნით მიმიწვია, რომ ვრინდავანამდე ჩავეყვანე. როგორ შემეძლო ასეთ მიპატიჟებაზე უარის თქმა? ჩანდა, რომ მძღოლი რელიგიური ადამიანი იყო: გადაპარსული თავი, თმის ბღუჯით კეფაზე და წელზე შემოხვეული ქსოვილის ნაჭერი. როცა ვრინდავანს მივაღწიეთ, მე ვკითხე, თუ როგორ მივსულიყავი მდინარემდე, და მან გზა მიჩვენა.

რამდენიმე ნაბიჯის გადადგმაც კი ვერ მოვასწარი, რომ ვიღაც უცნობი ადამიანი, შესახედაობით ფერმერი, ლოცვით მდგომარეობაში შეტყუპებული ხელებით გზაზე გადამეღობა. ღიმილით შემომძახა: “კეთილი იყოს შენი მობრძანება ვრინდავანში! ვინც არ უნდა მოვიდეს აქ, უფალი კრიშნას განსაკუთრებული სტუმარია!” ხელებზე ხელები მომიჭირა და ომახიანად განაგრძო: “მე ვრაჯაბასი ვარ, ვრინდავანის მცხოვრები. ჩემი ვალია – ბედნიერი გაგხადო. მომეცი უფლება, რომ ვიზრუნო შენს კვებაზე და თავშესაფარზე”.

“უღრმესი მადლობა, მაგრამ მე ბედნიერი ვიქნები, თუ მდინარის პირას დავიძIნებ და იმით ვიკვებები, რასაც მიწყალობებენ”.

მან თავი დახარა და მოიღუშა: “ძალიან გთხოვ, მიიღე ჩემი მოკრძალებული მსახურება. წინააღმდეგ შემთხვევაში როგორ დავენახვები ჩემს კრიშნას?”

მისი მორჩილება ისეთი არაყალბი იყო, რომ ძალა არ მეყო უარის სათქმელად. მაშინვე სიყვარულით განვიმსჭვალე ამ ვრაჯაბასისადმი. იგი ზრუნავდა ჩემზე, როგორც ახლო ნათესავზე, რომელიც დიდი ხნის განშორების შემდეგ სახლში დაბრუნდა. ჩემი თანხმობით გახარებულმა, ერთი ხანშიშესული ბრმა სადჰუს აშრამში მომიჩინა ადგილი და წავიდა.

იმავე დღეს, სადილის შემდეგ, სავსე აშრამი დავტოვე და გადავწყვიტე ვრინდავანის ერთ-ერთ ტყეში გამესეირნა,.საყვარლად დაგრეხილ ღეროებიან ძველ ხეებს შორის მივაბიჯებდი და ფეხები წვრილ და რბილ ქვიშაში მეფლობოდა. წვიმების სეზონი თავის პიკს აღწევდა, და ხეები თეთრი, ფორთოხლისფერი და ყვითელი ყვავილებითა და მწვანე ფოთლებით იყო დაფარული. ძროხების ღმუილმა ჩემი ყურადღება მიიპყრო. ისინი ბუჩქებს შორის ძოვდნენ ბალახს. თეთრი ძროხები თავიანთი სველი მბრწყინავი თვალებით ისე მიყურებდნენ, თითქოს დიდი ხანია მიცნობდნენ. უცნაურია, მაგრამ მეც მომეჩვენა, რომ დიდი ხანია ვიცნობდი მათ. სეირნობა გავაგრძელე და უეცრად ჩემს ზურგს უკან ვიღაცის გამყინავი ყვირილი გაისმა. შემოვბრუნდი და ფარშევანგი დავინახე: მან მარაოსავით გაშალა შესანიშნავი კუდი და დახვეწილად ამოძრავებდა ყელს, რომელშიც ცისარტყელის ყველა ფერი გადადიოდა ერთმანეთში. სადღაც წინისკენ გაისმა დაბალხმოვანი “მუ-უ”: ეს იყო დიდი თეთრი ხარი, რომელიც ბილიკის გასწვრივ მისეირნობდა და ნელა ღეჭავდა ფოთლებს ბუჩქებიდან. ხეებს ავხედე და დავინახე მწვანე თუთიყუშები მოკაუჭებული ფორთოხლისფერი ნისკარტებით და მკაფიო-წითელი თვალებით. ისინი რაღაცაზე გაცხოველებით საუბრობდნენ ერთმანეთში, შემდეგ კი მე შემამჩნიეს და ერთბაშად აფრინდნენ ცაში. მაიმუნები, სქელი ბეწვით, ვარდისფერი პირისახითა და მწვანე თვალებით იქაურობას ხმამაღალი ყვირილით აყრუებდნენ და ონავარი ბავშვებივით ტოტიდან ტოტზე დახტოდნენ. ღრუბლებით დაფარულ ცაზე ხანგამოშვებით ქუხილის ხმა ისმოდა ხოლმე. გაფურჩქნული ყვავილების არომატით გაჟღენთილმა ქარმა თან მოიტანა გრილი და ნესტიანი ბურუსი, რომელიც ჩემს კანს ელამუნებოდა.

მაგრამ ყველაზე მეტად ჩემს გულს ახარებდნენ არა ეს მიწიერი სურათები, არამედ სულიერი ჰიმნების ბგერები, რომლებიც ჩემამდე აღწევდნენ. პატარა გოგონებს თავზე თიხის ქოთნები შემოედგათ და წკრიალა ხმით მღეროდნენ: “რადჰე, რადჰე” – და თან წაიცეკვებდნენ ხოლმე ტყის ბილიკზე, წმინდა ადგილების, აშრამებისა და თივის სახლების გვერდზე მიმავალნი. მათ გავყევი და მალე გაშლილ ადგილზე გავედით. ჩემს მზერას წარმოუდგა მდინარე იამუნა, რომელიც დიდებულად მიედინებოდა ტყის გავლით.

მდინარეში მიცურავდნენ ხის ნავები, რომლებსაც გადაჰყავდათ ქალები ნაირფერ სარებში და მამაკაცები თეთრ ტიურბანებში, ასევე მოტიკტიკე ბავშვები, რომლებიც თავიანთ გამხდარ ფერებს წყალში ატყაპუნებდნენ. მთელი ნაპირის გასწვრივ იდგა ძველი ფაცხები, რომლებშიც კრიშნას სახელის გამეორებაში ჩაძირული ხალხი იჯდა. როცა შორიდან ტაძრის ზარების ხმა მოისმა, ჩემი გული აღტაცებით და მადლიერებით აღივსო. ერთი წლის მოგზაურობის შემდეგ ვიგრძენი, რომ როგორც იქნა სახლში დავბრუნდი.

იქვე სადჰუ დავინახე, რომელიც დიდ ფუღუროიანი ხის შიგნით იჯდა მდინარის ნაპირას; მითხრეს, რომ იგი უკვე ასათი წლის იყო. ტანზე მხოლოდ ტილოს ქსოვილის ბარძაყებზე შემოსხვევი ემოსა, დაწნული თმა კი თავის ირგვლივ გვირგვინივით ჰქონდა დახვეული. მოხუცებულ სახეზე კანი ჩამოჰკიდებოდა და იმისთვის, რომ თვალები გაეხილა, დამძიმებული ქუთუთოების აწევა თითებით უხდებოდა. მან ჟესტით თავისკენ მიმიხმო. დიდი დრო არ დამჭირვებია იმის მისახვედრად, რომ ეს მაუნა-ბაბა იყო – განდეგილი, რომელმაც დუმილის აღთქმა დადო. სამყაროსთან ურთიერთობის ერთადერთი საშუალება მისთვის გრიფელის დაფის ნატეხი და ცარცის ნაჭერი იყო. გვერდით ჩამოვუჯექი და მან თავის დაფაზე დიდი ასოებით დაწერა: “ადამიანები ფიქრობენ...”. შემდეგ თითებით წაშალა და ისევ დაწერა: “...ვრინდავანში”, - კვლავ წაშალა – “...გიჟები არიან”, - წაშალა. “ეს სიმართლეა”, - წაშალა. “ჩვენ ყველანი ჭკუიდან შეშლილები ვართ...”, - წაშალა. შემდეგ კი დიდი ასოებით დაწერა: “კრიშნასგან”. ეს წარწერაც წაშალა, შემდეგ კი ასევე ნაწილ ნაწილ შეადგინა ფრაზა:” და თუ აქ დარჩები, მაშინ შენც გიჟად იქცევი”. ამის დაწერის შემდეგ გაეღიმა, თითქოს რაღაც ისეთი იცოდა, რაც მე არ ვიცოდი.

Posted by: cinemamu 6 Jan 2012, 16:16
http://www.radikal.ru
http://www.radikal.ru

მეორე დღეს მე და ჰარი კვლავ შევხვდით. მას რაც შეიძლება მალე უნდოდა გაქცევა მრავალრიცხოვანი სადღესასწაულო ბრბოსგან, რომელსაც მთელი ქალაქი აევსო, სადმე წყნარ ადგილას, ჰი8მალაებში, მაგრამ მე ვრინდავანის მისტიური ტყე მიზიდავდა თავისკენ, და გადავწყვიტე კიდევ რამდენიმე დღით დავრჩენილიყავი. შევთანხმდით, რომ ჰარი ადრე წავიდოდა, ხოლო ხუთი დღის შემდეგ ბრაჰმა-გჰატაზე, ჰარიდვარში შევხვდებოდით, საიდანაც ამარანათჰისკენ მოგზაურობას განვაგრძობდით. სრულიად დარწმუნებულნი, რომ მალე კვლავ შევხვდებოდით, ზედმეტი სიტყვების გარეშე დავემშვიდობეთ ერთმანეთს.
იმ რამდენიმე დღის განმავლობაში, რაც ვრინდავანში დავყავი, ერთხელაც არ შემხვედრია უცხოელი. როგორც ჩანდა დასავლეთის ხალხს ჯერ ვერ აღმოეჩინა ვრინდავანი. ეს ამბავი მიხაროდა, რადგანაც როგორც შევამჩნიე, შეიყვარებდნენ თუ არა დასავლეთელი ტურისტები რომელიმე ადგილს ინდოეთში, მაშინვე ამ ადგილას მათთან ერთად კომერციალიზმის ეპიდემია შემოდიოდა. ვრინდავანის ატმოსფერომ ჩემს გულში გააღვიძა სურვილი, რომ უფრო მეტი გამეგო კრიშნაზე. იმ დღიდან დაწყებული, რაც დელის ერთ-ერთ გზაჯვარედინზე გამქურდეს, მე აღარ მქონდა წიგნები კრიშნაზე. როცა ერთ ადგილობრივ მაცხოვრებელს ვკითხე, თუ სად შეიძლებოდა წიგნების შოვნა ინგლისურ ენაზე, მან რამაკრიშნას მისიის საავადმყოფოსკენ გამგზავნა.

საავადმყოფოს ერთსართულიან შენობას მივაგენი, შიგნით შევედი და წიგნების შესახებ ვიკითხე. მომვლელებმა და მედ-დებმა ინტერესით შემათვალიერეს და საავადმყოფოს დირექტორთან – შაკტი მაჰარაჯთან, ცნობილი იოგის, შრი რამაკრიშნას მოსწავლესთან გამიშვეს. სწორედ ამ მომენტში საავადმყოფოში დასახიჩრებული ქალი მოიყვანეს. მას ავტობუსმა დაარტყა იქვე, ჭიშკართან ახლოს, და სისხლისგან იცლებოდა. ყველამ, ვინც მორიგეობდა, მოირბინა, რომ როგორმე დახმარებოდნენ მას. მიუხედავად იმისა, რომ შაკტი მაჰარაჯი სრულიად იყო ჩაფლული თავის მოვალეობებში, იგი მაინც მომიბრუნდა და მკითხა: “რით შემიძლია დაგეხმაროთ?”

ვხვდებოდი, რომ უდროო დროს მოვედი, და უბედურ შემთხვევას, რომელიც თითქმის ჩემს თვალწინ მოხდა, არ შეეძლო გულგრილი დავეტოვებინე, მაგრამ მაინც ვკითხე: “მაჰარაჯ, გაქვთ რაიმე წიგნები კრიშნას შესახებ ინგლისურ ენაზე?”

მან გაკვირვებულმა შემომხედა, თითქოს ყურებს არ უჯერებდა:

“ეს საავადმყოფოა, და არა ბიბლიოთეკა. მობრძანდით, თუკი ავად გახდებით”.

“მაპატიეთ. აღარ მოგაცდენთ...”

უკვე წასვლას ვაპირებდი, მაგრამ მან იდაყვზე მომკიდა ხელი: “არა, მოიცადე”. სკამისკენ მიმითითა და მითხრა რომ რამდენიმე წუთით დავლოდებოდი. როცა დაბრუნდა ფურცელზე რუქა დამიხატა და ამიხსნა: “იპოვეთ მადანა-მოჰანას ტაძარი. აქ ყველამ იცის, სადაც მდებარეობს იგი, იქვე – სვამი ბონ მაჰარაჯის აშრამია. მათ აქვთ წიგნები ინგლისურად”.

რუქით შეიარაღებული, ვრინდავანის ვიწრო ბილიკებზე მივაბიჯებდი. როგორც იქნა ჩემს მზერას გადაეშალა ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი სურათი, რაც კი ოდესმე მინახავს: ბალახით დაფარული გორაკის თავზე, იამუნასთან ახლოს, აღმართულიყო ოცმეტრიანი კოშკი. სულ ზემოთ იგი ვიწროვდებოდა და კვლავ ფართოვდებოდა, და ქმნიდა უზარმაზარ, ყვავილისმაგვარ, დისკოს. ეს იყო მადანა-მოჰანას ტაძარი, აშენებული ოთხასორმოცდაათ წელზე მეტი ხნის წინათ. ტაძრის იერსახემ ჩემში გამოიწვია არა მხოლოდ მოკრძალება უდიდესი რელიგიური ძეგლის მიმართ, არამედ რაღაც სიახლოვის შეგრძნებაც, რომელიც ჩემს სულს შეეხო.


http://www.radikal.ru
* * *
ქვემოთ დავეშვი ვიწრო ბილიკით, აშრამს მივუახლოვდი, კარი შევაღე და მყუდრო შიგა ეზოში აღმოვჩნდი. ჩემგან მარჯვნივ კრიშნას ტაძარი იდგა, მარცხნივ კი უფალი შივას პატარა ტაძარი და აყვავილებული ტულასის ლამაზი ბაღი. ტულასი – ესაა მცენარე ბაზილიკისებრთა ოჯახიდან, და იგი წმინდაა ყველა ინდუსისთვის. სამზარეულოს ზღურბლზე ახალგაზრდა ბენგალელი სადჰუ გამოჩნდა. წინსაფარიდან ფქვილი დაიფერთხა და მომმართა: “კეთილი იყოს თქვენი მობრძანება. მე გოპეშ კრიშნა მქვია”. ვის შეეძლო ეფიქრა, რომ წლების შემდეგ ეს უბრალო მზარეული გურუ გახდებოდა და მისიას წარუძღვებოდა! მან მცირე ოფისში შემიყვანა, წყალი დამალევინა და მომცა წიგნი კრიშნას შესახებ ინგლისურ ენაზე, შემდეგ კი სამზარეულოში დაბრუნდა.

რამდენიმე საათი გავატარე კითხვაში, შემდეგ კი, წიგნი თავის ადგილას დავდე წიგნების კარადაში და გადავწყვიტე იამუნასკენ გამესეირნა. მაგრამ ჭიშკართან შევეჩეხე ოციოდე წლის ცისფერთვალება ევროპელს შაფრანისფერი ტანსაცმლითა და გადაპარსული თავით. “მე მქვია ასიმ კრიშნა დასი, - გამიღიმა მან. – კეთილი იყოს შენი მობრძანება ვრინდავანში!”

დამსვა, ბოდიში მომიხადა და რამდენიმე წუთით გაუჩინარდა, ხოლო როცა კვლავ გამოჩნდა, ხელში თეფში ეკავა ბრინჯითა და ბოსტნეულის შესაზავებელით. მე ვკითხე მას, როგორ მოხდა, რომ ინდოეთში ცხოვრობდა. მან მიპასუხა, რომ პასპორტით ალან შაპირო ერქვა და წარმოშობით ნიუ-იორკიდანაა. იგი მოგზაურობდა ევროპაში, იყო ისრაელში. საბოლოოდ სულიერმა ძიებებმა ინდოეთამდე მოიყვანა. პენჯაბის შტატში მან გაიცნო სადჰუ სახელად მუკუნდა ჰარი, რომელმაც ურჩია: “გაემგზავრე ვრინდავანში, იქ ყველაფერს იპოვი”. ასიმმა გაიღიმა: “მისი სიტყვები წინასწარმეტყველური აღმოჩნდა”. როცა წასვლა დავაპირე, ასიმმა შემომთავაზა: “ძალიან ბედნიერი ვიქნები, თუკი შევძლებ რაიმეთი დაგეხმარო. ძალიან გთხოვ, ნებისმიერ დროს მომმართე”.

http://www.radikal.ru

ასიმ კრიშნა დასი და რადჰანათჰა სვამი
* * *
მთელი მომდევნო დღის განმავლობაში მარტო ვხეტიალობდი ტყეში. დაისის მოახლოვებისას კვლავ მდინარის ნაპირას აღმოვჩნდი, მადანა-მოჰანას ტაძართან ახლოს. მომდევნო დილით გამგზავრებას ვაპირებდი, რადგანაც ჰარიდვარში ჰარი მელოდებოდა. როცა მობნელდა, ვრინდავანის მიწას გამოვემშვიდობე, თუმცა ეჭვები მიღრღნიდნენ ჭკუას. შიშველ მიწაზე ვიწექი მდინარის პირას და ვფიქრობდი: ვრინდავანი ისე იზიდავს ჩემს გულს, როგორც არც ერთი სხვა ადგილი დედამიწაზე. რა მემართება? ღმერთო, მომივლინე შენი ღვთაებრივი ნება! ამ ლოცვასთან ერთად ნელ-ნელა ჩამეძინა.

ჯერ კიდევ განთიადის დადგომამდე ტაძრის ზარების ხმამ გამაღვიძა, რომლებიც მაუწყებდნენ, რომ ჰარიდვარში გამგზავრების დრო იყო. მაგრამ ჩემი სხეული უძრავად იწვა, როგორც გვამი. ტკივილისგან სულშეხუთულს, განძრევაც კი არ შემეძლო. სასტიკმა ცხელებამ შეიპყრო მთელი ჩემი შიგნეულობა, კუჭი კი ამოვარდნას ლამობდა ღებინების შემოტევებისგან. მდინარის ნაპირას ვიწექი, როგორც ხელ-ფეხ შეკრული ტყვე. როცა მზე ამოვიდა, ვიგრძენი, რომ ჩემი სასიცოცხლო ძალები სწრაფად იცლებოდა. იმ დილით სიკვდილი სანატრელ შვებად მეჩვენებოდა. საათები გადიოდა. დადგა შუადღე, და ჯერ კიდევ იმ ადგილას ვიწექი. ეს ციებ-ცხელება ნამდვილად გამათავებს, - ვფიქრობდი მე.

სწორედ იმ მომენტში, როცა ვიგრძენი, რომ შეუძლებელია რაიმე უარესი ყოფილიყო, მოქუფრულ ღრუბლიან ცაზე რაღაც ისეთი დავინახე, რამაც გული შემიკუმშა. ჩემს თავზე სვავები ტრიალებდნენ და თავიანთი მახვილი მზერა პირდაპირ ჩემსკენ ჰქონდათ მომართული. გავიფიქრე, რომ სიცხე, რომელსაც შეპყრობილი ვყავდი, ჩემს ხორცს სადილად უმზადებდა მათ, და ისინი ელოდებიან, როდის მოვიხარშები სათანადოდ. ფრინველები სულ უფრო დაბლა და დაბლა დაფრინავდნენ. ერთ-ერთი მათგანი, უზარმაზარი, შავ-თეთრი ფრთებით, გრძელი გამოწეული ყელითა და კაუჭა ნისკარტით – მიწაზე დაჯდა და მომაშტერდა. როგორც ჩანს ჩემს მდგომარეობას აფასებდა. წამის შემდეგ ფერდქვეშ ჩამასო თავისი ნისკარტი. სხეული დამეკრუნჩხა, ჭკუა აგონიამ შეიპყრო, და მზერით შეწყალებას ვთხოვდი ფრინველს. სვავმა გიგანტური ფრთები გაშალა და ჩემს თავზე მოტრიალე დანარჩენ მტაცებლებს შეუერთდა. ნესტიან მიწაზე ვიწექი და თვალმოუშორებლად ვადევნებდი თვალყურს ფრინველებს, რომლებიც აუჩქარებლად არტყამდნენ ჰაერში წრეებს. უეცრად თვალებში ყველაფერი დატრიალდა, და წამით გონება დავკარგე. როცა გონს მოვედი, ვიგრძენი, რომ ცოცხლად ვიხარშებოდი შიგნიდან. ოფლმდინარე, მთელი სხეულით მოკანკალე და ღებინების მოთხოვნილების დატანჯული, ვხვდებოდი, რომ აღარაფრის იმედი არ უნდა მქონოდა.

http://www.radikal.ru

უეცრად მომავალი ნაბიჯების ხმა მომესმა. ადგილობრივმა გლეხმა, რომელიც ძროხებს მწყემსავდა, როგორც ჩანს შემამჩნია და შევეცოდე. შუბლზე მტევნის ზურგის მხარე დამადო, ცაში მოტრიალე სვავებს ახედა, თავი გაიქნია, იმის ნიშნად რომ ესმოდა ჩემი და თავის ურიკაზე ამათრია. სანამ თიხიან, წვიმებისგან წაშლილ გზაზე მივდიოდით, სვავები მოუშორებლად მოგვყვებოდნენ.

* * *
მან საქველმოქმედო საავადმყოფომდე მიმიყვანა და მორიგეებს ჩამაბარა, რომლებმაც უქონელთა პალატაში დამაწვინეს. ყოველ კედელთან პალატაში რვა-რვა საწოი იდგა, დაყ ველა პაციენტებით იყო დაკავებული: ღატაკებით და სადჰუებით. რამდენიმე საათი შემოსასვლელთან ვიწექი, და ყურადღებას არავინ მაქცევდა. როგორც იქნა საღამოს ექიმი მოვიდა და როცა შემოვლა ჩაატარა, დაასკვნა, რომ მუცლის ტიფი მქონდა. გულგრილი ხმით მან კონსტატაცია მოახდინა:

“სავარაუდოდ, თქვენ მოკვდებით, მაგრამ მაინც შევეცდებით, რომ გადაგარჩინოთ”.

პირიდან თერმომეტრი ამომაძრო, შკალას შეხედა და თქვა: “მთელი მომდევნო კვირის განმავლობაში – არანაირი მყარი საკვები. თქვენი დიეტაა – წყალი გლუკოზით”.

ამ სიტყვებით იგი წავიდა, მე კი სიცხიანი ვიწექი და ღებინების შემოტევებისგან ღონეგამოცლილი ვიკლაკნებოდი. საავადმყოფოს თითქმის არ ჰქონდა ფული პაციენტების სამკურნალოდ, ამიტომ ჩვენ მხოლოდ მინიმუმს ვღებულობდით. ექიმი დღე-ღამეში ერთხელ ნახულობდა ავადმყოფებს და რამდენიმე წუთს უთმობდა ყოველ მათგანს. დროდადრო მედ-დებიც გამოჩნდებოდნენ ხოლმე, მაგრამ ერთი სიტყვაც კი არ ესმოდათ ინგლისურად. ავადმყოფები მტანჯველი ტკივილებისგან კვნესოდნენ. ჩემი საავადმყოფოში ყოფნის პირველივე ღამეს ერთ-ერთი მათგანი გარდაიცვალა. სიკვდილი, როგორც ჩანდა, სასურველი ხსნა იქნებოდა გამოფიტული მოხუცისთვისაც, მეზობელ საწოლზე. იგი უხმოდ იტანდა ტანჯვას და ხანდახან სამედიცინო იხვზე თუ აძვრებოდა ხოლმე, და ბორდოსფერ შარდს უშვებდა მასში. გამუდმებით სისხლს ახველებდა, და მისი ლორწოს წვეთები ხანდახან სახეზეც კი მხვდებოდა ხოლმე. ერთ-ერთ შეხუთულ ღამეს უღონო და დამტვრეული ვეგდე საწოლზე. გვერდით ახველებდნენ, კვნესოდნენ და ტკივილებისგან იკლაკნებოდნენ ადამიანები. ჰაერში ოფლის და ექსკრემენტების მძაფრი და საშინელი სუნი იდგა. რას ვაკეთებ აქ? რატომ მივატოვე სახლი, ოჯახი და მეგობრები ჰეილენდ პარკში? და რა დაემართება ახლა საცოდავ ჰარის? იგი ვერასოდეს გაიგებს, რატომ არ მივედი დათქმულ შეხვედრაზე. სიცოცხლე ღმერთს მივანდე და ლოცვა დავიწყე: უფალო, მე – შენი ვარ, გამიკეთე ის, რაც გინდა. მთელი ღამე ჩუმად ვლუღლუღებდი სიტყვებს, რომლებმაც ცხოვრების ყველაზე მძიმე მომენტებში მომანიჭეს შვება: ჰარე კრიშნა, ჰარე კრიშნა, კრიშნა კრიშნა, ჰარე ჰარე / ჰარე რამა, ჰარე რამა, რამა რამა, ჰარე ჰარე.

მომდევნო დილით ჩემთან ასიმი მოვიდა. მის ყურამდე როგორღაც მიაღწია ცნობამ, რომ ავად ვიყავი. მარტ ოარ მოსულა: მას თან ახლდა ლამაზი მოხუცი მბრწყინავი თვალებით, რომლებიც სულიერ სიყვარულს ასხივებდნენ. “ეს – ერთ-ერთი ყველაზე დიადი წმინდანია ვრინდავანში, - თქვა ასიმმა. – მას ჰქვია კრიშნადას ბაბაჯი”. ბაბაჯის თეთრი ქსოვილის ორი ნაჭერი ემოსა: ერთი წელის გარშემო ჰქონდა შემოხვეული და მუხლებამდე სწვდებოდა, მეორე კი ყელის გარშემო, და გულმკერდს უფარავდა. ჭაღარა თმა ჰქონდა, რომელიც კონტრასტში მოდიოდა მის შავგვრემან კანთან. აღუწერელი თანაგრძნობით, მოხუცებული ბაბაჯი დიდხანს მიყურებდა, შემდეგ ხელი გამოიწოდა, თავზე მომეფერა და ხმამაღლა ამოისუნთქა: “ჰარე კრიშნა!” მას შემდეგ ისინი ყოველდღე მნახულობდნენ და თავიანთ კურთხევას მაძლევდნენ. და ყოველ ჯერზე ბაბაჯი ჩემს გულს გამაჯანსაღებელი სიხარულით ავსებდა, პალატას კი – სიცილით, რომელიც მისი ნეტარებით აღვსილი სულის სიღრმეებიდან მოედინებოდა.

ერთხელ, ჩემს საწოლთან ორი ახალგაზრდა ექიმი-სტაჟიორი აღმოჩნდა. რიგ-რიგობით მომაყარეს თავიანთი დაზეპირებული კითხვები. მაგრამ მეც მქონდა ერთი კითხვა მათთან: “რით ავადმყოფობს ჩემი მეზობელი?”

ერთ-ერთმა გულგრილად შეხედა მოხუცს და მიპასუხა: “ღია ფორმის ტუბერკულოზი”. შემდეგ კი დაამატა: “გთხოვთ, მოჰერიდეთ, სერ. თუკი შემთხვევით ხველებისას მისი ლორწოვანი ან სისხლის წვეთი ცხვირ-ხახაზე მოგხვდებათ, თქვენც დაავადდებით”.

“რა?! მაგრამ მაშინ რატომ ჰყავთ მოთავსებული ყველასთან ერთად ამ პალატაში?”

“ასეთი წესი გვაქვს. არავის ათავსებენ კარანტინში, სანამ ანალიზის პასუხები არ მოვა. ჩვენი ლაბორატორია კი სამწუხაროდ დაკეტილია, რადგანაც ლაბორანტი თავადაც ავადაა ტუბერკულოზით. ამიტომ არ გვაქვს უფლება, რომ ვინმე კარანტინში გადავიყვანოთ”. ამის შემდეგ წავიდა. კართან მისული შემობრუნდა და მითხრა: “არავითარი ეჭვი არაა, რომ თქვენს მეზობელს საშიში ინფექცია აქვს, ამიტომ ძალიან გთხოვთ, ფრთხილად იყავით. სასიამოვნო იყო თქვენი გაცნობა. ყველაფერ საუკეთესოს გისურვებთ, სერ”. რამდენიმე დღეში საწყალი მოხუცი პირდაპირ ჩემს თვალწინ გარდაიცვალა.

საავადმყოფოს საწოლზე წამომჯდარმა ასეთი სიტყვები მივწერე ჩემს ოჯახს:

იქ, სადაც რწმენაა, შიშს ადგილი არა აქვს. ჯანმრთელები და ბედნიერები იყავით. სულიერ სიმშვიდეს და ღმერთის სიყვარულს გისურვებთ.

რიჩარდი
ვრინდავანი, სექტემბერი 1971 წ.


ათი დღის შემდეგ ექიმმა გამომიშვა და ძალიან მკაცრად დამარიგა: “ერთი თვის განმავლობაში არ უნდა იმოგზაუროთ”. საჩვენებელი თითი მომაბჯინა და გამაფრთხილა: “თუკი მოხეტიალე სადჰუს ცხოვრების წესით იცხოვრებთ, უეჭველად მოკვდებით. ერთ ადგილზე გაჩერდით და მხოლოდ ბრინჯით იკვებეთ”. მოგზაურობის აკრძალვამ ძალზე დამამწუხრა. ჩემი პირველი ფიქრი ჰარის მისწვდა. რას იფიქრებდა, როცა ჰარიდვარში მელოდა? გამოდის, რომ მის მეგობრებს მოვწყვიტე და მარტო მივატოვე ინდოეთში. შევხვდებით კი ოდესმე? მაგრამ ამასთან ერთად ჩემი რაღაც ნაწილი გახარებული იყო ვრინდავანში დარჩენის შესაძლებლობით, და წინასწარ შევიგრძნობდი იმ ახალ აღმოჩენებს, რომლებსაც ეს ადგილი მიქადდა.

* * *
თავი მეორე

კრიშნადას ბაბაჯიმ და ასიმმა თავიანთ აშრამში მიმიყვანეს, რათა ძალები აღმედგინა ავადმყოფობის შემდეგ. მთელი პირველი დღე ვისვენებდი. მომდევნო დილით ასიმმა მკითხა, მქონდა თუ არა მის გურუსთან შეხვედრის სურვილი. მე სიხარულით დავთანხმდი. შიგა ეზოში, სადაც მრავალი ტულასი იზრდებოდა, დავინახე სამოცდაათ წლამდე ადამიანი შაფრანისფერ სამოსში, რომელიც თვალდახუჭული იჯდა ხის სკამზე და კრიალოსანი გადაჰქონდა ერთი თვლიდან მეორეზე. მას სუფთად გაპარსული სახე და მოკლე ჭაღარა თმა ჰქონდა. ეს იყო სვამი ბონ მაჰარაჯი. როდესაც ჩვენი ნაბიჯების ხმა გაიგო, ნელა გაახილა თვალები. “გთხოვთ, მობრძანდით”, - თქვა მან, და ჟესტით მის გვერდით მიწაზე დაჯდომა შემოგვთავაზა. ღიმილიანი გამომეტყველებით მკითხა სახელი. “აა, დიახ, რიჩარდ! მოხარული ვარ რომ მოხვედი. შენ ჩვენი სტუმარი ხარ. შემთხვევით არ აღმოჩენილხარ ვრინდავანში. იცი, სად მოხვდი?”

მისი საუბრის გულთბილმა მანერამ მაშინვე მომხიბლა.

“ძალიან მადლობელი დაგრჩებით, თუკი ამიხსნით ამას”.

მან კრიალოსანი იქვე მდგარ ხის მაგიდაზე დადო, საჩვენებელი თითი ასწია და უნაკლო ინგლისურით წარმოთქვა: “დროებითი მატერიალური სამყაროს საზღვრებს მიღმა გადაშლილია სულიერი ცა, რომელსაც ბრაჰმანს უწოდებენ. იქ მოხვედრას ისინი ლამობენ, ვინც ღმერთს, როგორც უპიროვნო აბსოლუტს ეთაყვანება. სულიერ ცაზე სულიერი პლანეტები ლივლივებენ, რომელზეც ცხოვრობს ერთიანი უზენაესი უფალი თავისი სხვადასხვა ფორმებით. ვრინდავანი – ეს სულიერი სამყაროს უზენაესი სასუფეველია”. თავისი სიტყვების დასადასტურებლად, მან უძველესი ლექსები მოიყვანა სანსკრიტზე. მათმა რიტმმა მომხიბლა. “ხუთი ათასი წლის წინ, - აგრძელებდა მაჰარაჯი, - უზენაესი უფალი კრიშნა ამ სამყაროს მოევლინა და თავისი სასუფეველი, ვრინდავანი გამოავლინა აქ. ჩვენს დროშიც კი, ადამიანებს, რომლებსაც წმინდა ბჰაკტი, ერთგულება აქვთ, შეუძლიათ იხილონ კრიშნას ღვთაებრივი თამაშები ვრინდავანში”. მან პაუზა გააკეთა, დაჟინებით შემომხედა თვალებში და კვლავ გაიმეორა: “აქ შემთხვევით არ მოხვედრილხარ, რიჩარდ. გილოცავ სახლში დაბრუნებას. კეთილი იყოს შენი მობრძანება ვრინდავანში და ჩვენს აშრამში”.

http://www.radikal.ru
* * *
ამ დროს ხის კარიდან ერთი-მეორეს მიყოლებით შემოვიდნენ ბონ მაჰარაჯის მოსწავლეები. ისინი დიდ მოწიწებას ავლენდნენ მასწავლებლისადმი. შუახნის ქალბატონი მიუახლოვდა და ოქროსფერი ყვავილი აჩუქა. მან კვლავ მომმართა: “რიჩარდ, შეგიძლია დარჩე ჩვენთან, რამდენ ხანსაც გაგიხარდება. შენ – ჩემი განსაკუთრებული სტუმარი ხარ”. მან ტაძრის მხარეს მიმითითა, სადაც კრიშნადას ბაბაჯი კუთხიდან კუთხემდე დადიოდა და კრიალოსანზე ლოცვას იმეორებდა: “ხედავ იქ კრიშნადას ბაბაჯის?” მე თავი დავუქნიე. შენ შანსი გაქვს, რომ უზარმაზარი სულიერი წყალობა მოპოვო, თუკი ყოველ დილას მასთან ერთად გაატარებ. იგი – პარამაჰამსაა, სრულყოფილი სული. იგი სრულიადაა ჩაფლული კირტანში – უფლის სახელების გამეორებაში”. ადიდებდა რა ბაბაჯის, ბონ მაჰარაჯს ცრემლები წამოუვიდა: “მისი ერთგულება – შთაგონებს წყაროა ყველა ჩვენთაგანისთვის. გქონდეს მასთან ურთიერთობა დილაობით და შენ გაიგებ ბჰაკტი-იოგას არსს. დღისით კი შეგიძლია მშვიდად ისეირნო ვრინდავანის ტყეებში და მათი ღვთაებრივი ატმოსფეროთი დატკბე”. მან მითხრა, რომ არავინ მაიძულებდა მკაცრი განაწესის დაცვას, რომელიც მათ აშრამში იყო მიღებული. “შენ – ჩემი განსაკუთრებული სტუმარი ხარ, - თქვა მან, - ამიტომ შეგიძლია მოხვიდე და წახვიდე როცა გინდა. გთხოვ, ისე იგრძენი თავი, როგორც საკუთარ სახლში, და იყავი ბედნიერი”. ბონ მაჰარაჯმა ყვავილი თითებით დაატრიალა: “ყოველ დილით აქ ვზივარ, ამ ეზოში. მოდი ხოლმე და ვილაპარაკოთ, ყოველთვის მოხარული ვიქნები”.

მე მადლიერების ნიშნად ქედი მოვიხარე მის წინაშე: “დიდი მადლობა”.

ჩემს ავადმყოფურ მდგომარეობაში, მისი სულგრძელობა ხსნა იყო ჩემთვის. ასიმმაც გაიღიმა, როცა მისი მასწავლებლის მიერ ჩემდამი გამოვლენილი სიკეთე დაინახა.

განათლება ბონ მაჰარაჯის უმნიშვნელოვანეს მისიას წარმოადგენდა. მან ვრინდავანში სანკრიტის კოლეჯი დააარსა. თავად ძალიან განათლებული და არისტოკრატული ადამიანი გახლდათ, თავისი ოჯახის სიამაყე – შთამომავლობითი ბრაჰმანების ოჯახისა აღმოსავლეთ ბენგალიიდან.

ასიმმა მომიყვა, რომ სვამი ბონ მაჰარაჯი ოცი წლის ასაკში შეხვდა თავის გურუს – ბჰაკტისიდჰანტა სარასვატის. მოისმინა რა მისი ქადაგება და დაინახა რა მისი უზადო სიწმინდე, ბონ მაჰარაჯმა გადაწყვიტა ერთგული მსახურების გზისთვის მიეძღვნა ცხოვრება. ბჰაკტისიდჰანტა სარასვატი თამამად აკრიტიკებდა ადამიანთა მიკუთვნებას სხვადასხვა რასისადმი, ეროვნებისადმი ან კასტისადმი. იგი ამბობდა, რომ ყველანი ჩვენ – მარადიული სულები ვართ, და არა სიკვდილისთვის განწირული სხეულები, ამიტომ საჭიროა თავიანთი თვისებების მიხედვით შევაფასოთ ადამიანები და არა წარმოშობის მიხედვით. იმის გამო, რომ იგი ასე უკომპრომისოდ ამხილებდა კასტური სისტემის ცრურწმენებს, რომლებიც ფართოდ იყო გავრცელებული იმ დროს, რამდენჯერმე მისი სიცოცხლის ხელყოფაც კი სცადს. ბჰაკტისიდჰანტა სარასვატი ხაზს უსვამდა ჭეშმარიტი ერთგულების, ბჰაკტის განსაკუთრებულ მნიშვნელობას, და უარყოფდა მიწიერ პირობითობებს და ფსევდო-სულიერების ნებისმიერ გამოვლინებას. ახალგაზრდობაშივე, ოცდასამი წლის ასაკში, ბონ მაჰარაჯმა სანიასობა მიიღო მისგან – უქორწინობის აღთქმა დადო – და მთელ ინდოეთში დაიწყო ქადაგება. იგი ბჰაკტისიდჰანტა სარასვატის პირველ მოწაფეთაგან ერთ-ერთი გახლდათ, რომლებსაც მასწავლებელმა 20-იან წლებში ინგლისსა და გერმანიაში ქადაგება დაავალა.

http://www.radikal.ru

[i]ბჰაკტისიდჰანტა სარასვატი[\i]
* * *
ყოველ დილით, განთიადის ჟამს მე და ასიმი აშრამის შიგა ეზოში მივდიოდით, რათა ბონ მაჰარაჯთან გვესაუბრა. შემდეგ ასიმი კოლეჯში მიდიოდა, თავისი გურუს დასახმარებლად, მე კი ტაძრისკენ მივიჩქაროდი. იქ, დილის რვიდან დღის პირველის ნახევრამდე, კრიშნადას ბაბაჯი მარტოობაში იჯდა იატაკზე და თავდავიწყებით მღეროდა სულიერ სიმღერება. მე მის გვერდით ვჯდებოდი. თვალები სულიერი განცდებისგან უბრწყინავდა, და ხშირად უხდებოდა გაჩერება, რათა ცრემლები ჩაეყლაპა. თან მრიდანგაზე უკრავდა ხოლმე, ორმხრიან თიხის დოლზე. თუმცა ხმა სრულიად ჩვეულებრივი ჰქონდა, მისი სულიერი ძალით აღსავსე სიმღერა პირდაპირ გულში აღწევდა ჩემამდე.

ზუსტად დილის 4:30-ზე ტაძრის ყველა ბერი დილის გალობებისთვის იკრიბებოდა, და ბაბაჯი ყოველთვის წამყვანი იყო. თანდათან მოტივები კირტანში იზრდებოდნენ – ერთობლივ გალობაში, - და ყველა თავდავიწყებით ცეკვას იწყებდა. ბაბაჯი – საშუალო სიმაღლის, გამხდარი და მოხუცებული – დოლზე უკრავდა და თან ცეკვა-ცეკვით გაჰყავდა დანარჩენი ერთგულები ტაძრიდან შიგა ეზოში. შივას პატარა ტაძარში შედიოდა და ხმამაღლა მღეროდა, ოცამდე ბერი კი მის სიმღერას ჰყვებოდა და თან ზარებზე უკრავდა. მას შემდეგ, რაც პროცესიას ტულასის ბაღს შემოატარებდა და ტაძარში დააბრუნებდა, ბაბაჯის კირტანი კულმინაციამდე მიჰყავდა, და მისი სიმღერით დამუხტული, ჩვეულებრივ თავშეკავებული ბერები ჭკუიდან გადადიოდნენ განცდილი ნეტარებისგან. ასე იწყებოდა აშრამში ყოველი ახალი დღე. ყოველ ჯერზე, როცა სამოცდაათი წლის კრიშნადას ბაბაჯი უფალს ადიდებდა, იგი ერთგულების ამოუწურავ ვულკანად გარდაიქმნებოდა ხოლმე.

ისე ჩანდა, თითქოს ბაბაჯი არასოდეს წყვეტდა უფლის სახელების გამეორებას. ერთხელ, გვიან ღამით, როცა დიზენტერიის შემოტევამ გამომაღვიძა, საპირფარეშოსკენ მიმავალ გზაზე გავიგონე, როგორ მღეროდა იგი მაჰა-მანტრას თავისი ძლიერი ხმით საკუთარ ოთახში. თავის შეყვარებულ კრიშნასთან პირისპირ, იგი დღე-ღამეების განმავლობაში გადაბმულად იმეორებდა მის სახელებს. ვერავის გაეგო აშრამში, როდის ეძინა ბაბაჯის.

გარდა სიტყვებისა “ჰარე კრიშნა!”, რომლითაც საავადმყოფოში დამაჯილდოვა, ბაბაჯისგან სხვა სიტყვაც კი არ მსმენია. ამიტომ ვივარაუდე, რომ ინგლისური არ იცოდა. ერთ დილას გვიან ავდექი და ჭასთან მივიღე განბანვა. ვედრო თოკით ჩავუშვი ჭაში, წყლით გავავსე და უკან ამოვქაჩე. შემდეგ ჭის გვერდით ქვაზე ჩამოვჯექი და ლატუნის თასით ვივლებდი წყალს. უეცრად ხმა გავიგე: “სად იყავი დღეს დილით?”

მე ხმის წყაროს ძიებაში მიმოვიხედე, მაგრამ კრიშნადას ბაბაჯის გარდა ვერავინ დავინახე გარშემო. განბანვის მიღება განვაგრძე. მაგრამ კვლავ გაისმა იგივე სიტყვები: “მაშ, სად იყავი დღეს დილით?” მე კვლავ მიმოვიხედე, მაგრამ ახლაც ვერავინ დავინახე ბაბაჯის გარდა. გაოცებული ვუყურებდი მას: იქნებ იცის, ვინ მითხრა ეს სიტყვები?

ბაბაჯი თვალებში მიყურებდა და ინგლისურად მითხრა: “რატომ არ მპასუხობ კითხვაზე?”

“მაგრამ… ბაბაჯი… - ჩავილუღლუღე მე, - აზრადაც კი არ მომივიდოდა, რომ ინგლისურად ლაპარაკობდით”.

“ეს არაა პასუხი ჩემს კითხვაზე. მე გეკითხები, სად იყავი ამ დილით”.

ამ დღიდან, თუმცა მისი ყველაზე მნიშვნელოვანი სიტყვები კვლავინდებურად “ჰარე კრიშნა” გახლდათ, იგი კარგი ინგლისურით მესაუბრებოდა ხოლმე. ამ შემთხვევან გამაოცა. სამოცდაათიან წლებში ინდოელთა უმეტესობა, რომლებიც ერთი ნგლისური სიტყვის გამოთქმას მაინც სწავლობდნენ – არა აქვს მნიშვნელობა, ესმოდათ თუ არა ამ სიტყვის აზრი, - ამაყად ახდენდნენ თავიანთი ლინგვისტური შესაძლებლობების დემონსტრირებას ყველასთან. განსაკუთრებით უცხოელებთან. მაგრამ ბაბაჯი მაჰარაჯს, რომელიც სხარტად ლაპარაკობდა ინგლისურად, ერთი სიტყვაც კი არ წარმოუთქვამს ამ ენაზე, სანამ არ დაჭირდა იმისთვის, რომ მე დამხმარებოდა. მასში სიამაყის ჩრდილიც კი არ იყო. ჩანდა, რომ სწორედ ამიტომ შეეძლო წმინდა სახელების გამეორება განუწყვეტლივ.

* * *
ადრე დარწმუნებულ ვიყავი, რომ სულიერი ჭეშმარიტების ნამდვილი მაძიებლები უხმო მედიტაციით უნდა ყოფილიყვნენ დაკავებულნი, სიმღერები და ცეკვები კი – სენტიმენტალური და ღრმა ფილოსოფიური ცოდნის არმქონე ადამიანების ხვედრია. კრიშნადას ბაბაჯიმ დამინგრია ეს ცრურწმენა. არანაირი საფუძველი არ მქონდა, რომ მისი განსწავლულობის, განდეგილობისა და სიყვარულის სიღრმეში დავეჭვებულიყავი. იგი ბჰაკტი-იოგას გზით მიდიოდა, კრიშნასადმი ერთგული მსახურების გზით. ცხადი იყო, რომ ამ სიყვარულის წყარო მის მიერ წმინდა სახელების განუწყვეტელი გამეორება იყო.

ვრინდავანში ყველას უყვარდა ბაბაჯი. მრავალ ტაძარში კირტანის წასაძღოლად ეპატიჟებოდნენ, როცა რაიმე დღესასწაულს აღნიშნავდნენ იქ, და ხანდახან მეც თან დავყავდი ხოლმე. ერთხელ გადავსებულ ტაძარში შევედით, სადაც იმ მომენტში ასობით ადამიანი მღეროდა. კრიშნადას ბაბაჯიმ გადაწყვიტა სადმე უკან მოთავსებულიყო, და უხაროდა, რომ უბრალოდ გვერდიდან დააკვირდებოდა ყველაფერს. მაგრამ როგორც კი ვიღაცამ შეამჩნია, კირტანი მაშინვე შეწყდა. ტაძრის გურუ ბაბაჯისთან მივიდა და კისერზე მრიდანგა ჩამოაცვა, რის შემდეგაც შეკრებილებმა გულმხურვალედ თხოვეს კირტანის გაძღოლა. მრიდანგაზე მისი ხელის პირველივე დარტყმისთანავე ხალხი მადლიერებისგან დადნა. ვაკვირდებოდი ბაბაჯისადმი სიყვარულის ამ გამოვლინებას და ჩავწვდი იმ გამოთქმის არსს, რომ მხოლოდ ის, ვისაც არ სწყურია აღიარება, ჭეშმარიტად იმსახურებს მას.

* * *
ეკადაშზე – მარხვის დღეს, რომელიც თვეში ორჯერ ტარდება, - კრიშNადას ბაბაჯი ჩვეულებრივ მთელი ღამით, დაღამებიდან გათენებამდე წმინდა ტამარინდის ხის ქვეშ იჯდა და კრიშნას სახელებს იმეორებდა. მე გაოცებული ვიყავი: ეს მოხუცი დაღლილობის არანაირ ნიშანს არ ამჟღავნებდა, ხოლო მე, ახალგაზრდას, მთელი ძალით მიწევდა ძილთან ბრძოლა. ბაბაჯისთვის, როგორც მე მივხვდი, ღამის მედიტაცია საჭმელ-სასმელის გარეშე მძიმე ჯაფა კი არა, კრიშნასადმი სიყვარულის ბუნებრივი გამოვლინება გახლდათ.

როცა მზემ ამოსვლა დაიწყო, ბაბაჯიმ უეცრად წამოიძახა: “ხუთასი წლის წინ ამ ხის ქვეშ უფალმა ჩაიტანიამ თავისი სიყვარული გამოუვლინა სამყაროს!”

“ბაბაჯი, - ვთხოვე მე, - გთხოვთ, მომიყევით უფალი ჩაიტანიას შესახებ”.

მას თვალები გაუბრწყინდა. მრავალსაათიანი ლოცვისგან მთვრალმა ახსნა დამიწყო:

უფალი ჩაიტანია – ეს თავად კრიშნაა, უზენაესი უფალი, რომელიც ხუთასი წლის წინ მოვიდა დედამიწაზე, რათა გაევრცელებინა ღვთაებრივი სიყვარული და ყველასთვის მისაწვდომი გაეხადა იგი. მისი მოვლინება წმინდა წერილებში იყო ნაწინასწარმეტყველები მრავალი საუკუნით ადრე. თუმცა ის თავად ღმერთია, ერთგულის, ბჰაკტას როლს თამაშობდა, რათა საკუთარი მაგალითით ეჩვენებინა ხალხისთვის, როგორ მოიპოვონ სიყვარული”. ბაბაჯის ხმამ საზეიმოდ გაიჟღერა: “მტრობისა და პირმოთნეობის ამ საუკუნეში, - ასწავლიდა იგი, - არსებობს მხოლოდ ერთი წამალი, რომელსაც ჩვენი სულიერი უძლურების განკურნება შეუძლია – ესაა უფლის წმინდა სახელების გამეორება”. უფალი ჩაიტანია ასწავლიდა, რომ სხვადასხვა დროს ღმერთი მრავალრიცხოვან წმინდა სახელს გვიხსნის, და ყოველ ამ სახელში მან თავისი ძალა ჩადო. ღმერთისადმი სიყვარული – სულის სიღრმისეული ბუნებაა, და იგი ყოველ ჩვენგანში თვლემს. მაგრამ ჩვენ დავივიწყეთ ეს სიყვარული, უფლის სახელების გამეორება კი კვლავ აღვიძებს მას ჩვენს გულებში”. ბაბაჯიმ ხელები აღაპყრო და დარწმუნებითა და უჩვეულო შთაგონებით წარმოთქვა: “უფალი ჩაიტანია არანაირ სექტანტურ შეზღუდვებს არ აღიარებდა! მან ყველას და ყოველს თანაბარი შესაძლებლობები მისცა სულიერი განვითარებისთვიუს!”

მისმა სიტყვებმა დიდი შთაბეჭდილება მოახდინა ჩემზე თავისი უბრალოებით. მომინდა, რომ უფრო მეტი გამეგო.

“და როგორაა ყველაზე უმჯობეს

Posted by: cinemamu 10 Jan 2012, 17:58
მისმა სიტყვებმა დიდი შთაბეჭდილება მოახდინა ჩემზე თავისი უბრალოებით. მომინდა, რომ უფრო მეტი გამეგო.

“და როგორაა ყველაზე უმჯობესი ღმერთის სახელების გამეორება?” – ვკითხე მე.

მოწოლილი გრძნობებისაგან თვალებზე ცრემლები მოადგა, და მან სანსკრიტული ლექსის ციტირება მოახდინა, შემდეგ კი მისი აზრი ამიხსნა:

უფალი ჩაიტანია ასწავლიდა, რომ უნდა გავხდეთ ბალახზე თავმდაბალი და ხეზე ამტანი, გამოვხატოთ გულწრფელი პატივისცემა ყველასადმი და არავითარ პატივისცემას არ უნდა ველოდეთ პასუხად: მხოლოდ ასე შეიძლება ღმერთის სახელების განუწყვეტლივ გამეორება”. მან ხელი ბალახს მოჰკიდა, რომელიც იქვე იზრდებოდა. “ხედავ ამ ბალახს? მას უხარია, როცა ყველას ემსახურება და ყველაზე უმნიშვნელო მდგომარეობას იკავებს – ჩვენს ფეხქვეშ. ყოველ ჯერზე, როცა ფეხს აბიჯებენ, ისევ სწორდება, რათა კვლავ ემსახუროს. მისგან უნდა ვისწავლოთ მორჩილება”. მან თავი ხისკენ შეატრიალა. “ხედავ ამ ხეს? ის მოთმინებით იტანს ზაფხულის მცხუნვარე სიცხეს, თვითონ კი ჩრდილს გვაძლევს. იგი იტანს ცივ ქარს, და შეშით გვამარაგებს, რომ ჩვენ გავთბეთ, მას შეუძლია რამდენიმე თვე წვეთი წყლის გარეშე იდგეს, და ამასთან ხალხს მწიფე ნაყოფები მიართვას, რათა წყურვილი დაიცხრონ – და ეს ყველაფერი ყოველგვარი თუნდაც ერთი წუწუნის გარეშე! მოთმინება ხისგან უნდა ვისწავლოთ. უფალ ჩაიტანიას უნდოდა, რომ ჩვენ გვქონოდა სწრაფვა – გავმხდარიყავით უფლის მსახურის მსახურის მსახურის მორჩილი მსახურები. ჭკუის მხოლოდ ამ მდგომარეობაშია შესაძლებელი წმინდა სახელის ნექტარის შეგრძნება”.

ბაბაჯი ფეხზე წამოდგა, უდარდელი სიცილით გადამისვა ხელი თავზე და სადღაც შორს გაეშურა, მდინარის გასწვრივ, მე კი ვიჯექი და იამუნას ღრმა, მუქ დინებას ვუმზერდი. მუსონური წყალდიდობების შემდეგ ჯერ კიდევ ფართე, მდინარეს აუჩქარებლად გადაჰქონდა თავისი წყლები ვრინდავანის ტყეებისა და მინდვრების გავლით. მისი სიტყვები – ძვირფასი ქვებია, - ვფიქრობდი მე, - და ის ისე გულწრფელად მიჰყვება ცხოვრებაში ყველა ამ მცნებას, რომ მისი სიტყვები ჩემი გულის სიღრმეში აღწევს. ამ დროს საოცარი სიმშვიდე ვიგრძენი. არანაირი ეჭვი აღარ დამრჩა, რომ იქ ვიმყოფებოდი, სადაც უნდა ვყოფილიყავი.

http://www.radikal.ru

მცენარე ტულასი



თავი მესამე

მსოფლიოს მეორე ბოლოში მყოფი, ვგრძნობდი, თუ როგორ ღელავდნენ ჩემი მშობლები. წელიწადნახევარი მოგზაურობაში გავატარე, ჩემს მშობლებს კი მოწერაც არ შეეძლოთ, რადგანაც ერთ ადგილას არ ვყოვნდებოდი საკმარისად დიდხანს იმისთვის, რომ წერილები გამეგზავნა უკან გამოსაგზავნი მისამართით. მთელი ამ ხნის განმავლობაში მათგან ერთი სიტყვაც არ გამიგია. მაგრამ ჩემს უკანასკნელ წერილში ვრინდავანის შესახებ მოვუყევი მათ და კონვერტზე მისამართიც მივუთითე. მხოლოდ ისღა დამრჩენოდა, პასუხს დავლოდებოდი.

ერთ მშვენიერ დღეს ასიმ კრიშNამ ერთდროულად სამი კონვერტი გადმომცა. წინასწარ ვგრძნობდი, რაც ეწერებოდა იქ, ამიტომ იამუნას ნაპირას წავედი. პირველი წერილი მამისგან იყო. ზოგიერთი სიტყვა და მთელი ფრაზებიც კი ცრემლებისგან იყო გადადღაბნილი. მის ტკივილს ვგრძნობდი უბრალოდ იმით, რომ ეს ფურცელი მეკავა ხელში. როგორ მოვექეცი ჩემს მშობლებს, რომლებმაც მთელი ცხოვრება ჩემზე ზრუნვას შეალიეს? ყოველ სტრიქონში მამა მემუდარებოდა, რომ სახლში დავბრუნებულიყავი. “ყოველდღე, - წერდა იგი, - დანაშაულის გრძნობა მაწუხებს და ადგილს ვერ ვპოულობ დარდისგან. დღე მარადისობასავით იწელება. რა დაგიშავე ასეთი, რომ უარი თქვი ჩემზე?” და შემდეგ: “როგორ უნდა ვიცხოვრო, როცა ვიცი, რომ ჩემი შვილი გამოქვაბულებში და ჯუნგლებში ცხოვრობს, სულ მარტო და უფულოდ?” და ქვემოთ ხელმოწერა: “შენი უბედური მამა”. იამუნას აუჩქარებელ დინებას ვუმზერდი და ისევე უბედურად ვიგრძენი თავი, როგორც მამაჩემი იყო.

მეორე კონვერტი გავხსენი – წერილი დედასგან. ის კითხვების ნაკადს მაყრიდა: “რატომ ხარ ამდენ ხანს საზღვარგარეთ? ნუთუ ჯერ კიდევ ვერ იპოვე რასაც ეძებდი? რა გაცვია და რითი იკვებები? როგორ გრძნობ თავს?” ყოველი სიტყვით იგი თავის სიყვარულს გამოხატავდა.

მესამე წერილი ლარისგან იყო, ჩემი უმცროსი ძმისგან, რომელთანაც ყოველთვის ვმეგობრობდი. ლარი ყოველთვის გამოირჩეოდა სამართლიანობით და პირდაპირობით, ამიტომაც ვიცოდი, რომ მისი ყოველი სიტყვა – სიმართლეა. იგი აღწერდა ულევ მწუხარებას, რომელსაც ჩემს გამო მთელი ჩემი ოჯახი განიცდიდა. დედაზე იგი წერდა: “შენ რა, დედობრივი სიყვარული არ იცი რა არის? დედა ჭკუიდანაა შეშლილი. დღისითაც და ღამითაც შიშობს, რომ რაიმე ცუდი არ დაგემართოს”. შემდეგ მამის მდგომარეობას აღწერდა: მამა თვალსა დ ახელს შუა ჭაღარავდება. ძალიან მობერდა მას შემდეგ, რაც მიგვატოვე. მთელი დღე-ღამეები ზის და თავის დარდშია ჩაფლული, კედელს უაზროდ მიშტერებული. იხსენებს, რომ შენ მარტო ცხოვრობ ჯუნგლებში და გამოქვაბულებში, და ტირის. გინდა საკუთარი მამა მოკლა? ასე გესმის რელიგია? იქნებ შენთვის სულ ერთიცაა, ცოცხალია თუ არა, მაგრამ ჩვენ გვიყვარს იგი. თუ არ დაბრუნდები, მისი სიკვდილი შენს სინდისზე იქნება”.

გული გამოჩერდა. ჩურჩულით დავიწყე ლოცვა და განგებას ვთხოვდი, რომ გზა ეჩვენებინა. იამუნას წყნარ დინებას ვუმზერდი, და მთელმა ჩემმა ცხოვრებამ თვალწინ ჩამიარა. მხურვალედ ვუხდიდი მადლობას ჩემს ახლობლებს მათი სიყვარულისთვის და ვგმობდი საკუთარ თავს იმის გამო, რომ ტკივილი მივაყენე მათ, თუმცაღა ღვთაებრივი სიყვარულის მოპოვების დაუოკებელი წყურვილი ყველაფერს ჩრდილავდა ჩემს გულში. არ ვვარაუდობდი, რომ გამიგებდნენ. გავიხსენე ისტორიები დიად წმინდანებზე, რომლებმაც ღმერთს მიუძღვნეს თავი. მათი ახლობლების გულებიც ასევე გატეხილი იყო, რაც ყველაზე აუტანელ ტკივილს ანიჭებდა მათ, მაგრამ მედგრად იტანდნენ ყველა ამ ტანჯვას. როცა უფლის ხმა გაიგო, აბრაამი მზად იყო მსხვერპლად შეეწირა თავისი საყვარელი შვილი – ისააკი. იესო, დაემორჩილა თავის ბედს, რომელიც გეთსიმანიის ბაღში გაეხსნა, და ჯვარცმის სასიკვდილი ტანჯვა მიიღო, ხოლო დედა მარიამი ჯვრის ქვეშ უნუგეშოდ დასტიროდა მას. იგივე დაემართათ მის მოციქულებსაც, რომლებმაც ყველაფერი მიატოვეს და თავიანთ მასწავლებელს გაჰყვნენ. პრინცმა სიდჰართჰა გაუტამამ, როცა იგივე შინაგანი ხმა გაიგო, მტირალი ახლობლები მიატოვა და ტყეში განმარტოვდა, რათა თავისი გზა გაევლო და ბუდა გამხდარიყო. როცა შინაგანმა ხმამ უხმო შანკარაჩარიას – ვედანტას უდიადეს მქადაგებელს, – ისიც სახლიდან წავიდა და გული გაუტეხა თავის საწყალ დედას. და უფალმა ჩაიტანიამაც ჩვენი ხსნისთვის თავისი დაქვრივებული დედა მიატოვა, რომელსაც თავისი სიცოცხლის ბოლომდე ცრემლების ნიაღვარი სდიოდა თვალთაგან.

ეს წმინდანები და ავატარები – უდიდესი პიროვნებები არიან, მე კი ვინ ვარ? და მაინც, არ შემეძლო შევწინააღმდეგებოდი ამ ხმას, ღვთაებრივისადმი წყურვილს და სევდას, რომელიც გულს მიღრღნიდა. მთელი დღე იამუნას ნაპირზე გავატარე ჩემი ოჯახისთვის ლოცვაში და ღმერთს ვთხოვდი, რომ მიმართულება მოეცა ჩემთვის.

* * *
მეორე დილით, ტაძრის ეზოში, ბონ მაჰარაჯის ტერფებთან მოვკალათდი და წერილები ვაჩვენე მას. სანამ კითხულობდა, თვალებზე ცრემლი მოადგა. დიდხანს დუმდა და ჩაფიქრებული სადღაც შორს იყურებოდა. შემდეგ შემომხედა და მითხრა: “დიდი ხნის წინ, როცა დაახლოებით შენი ასაკის ვიყავი, გადავწყვიტე სამყაროს განვდგომოდი, რამაც აუტანელი ტკივილი მიაყენა ჩემს მშობლებს. ეს სერიოზული გამოცდა იყო. ჩვენთვის ძვირფას ადამიანების გატეხილი გულები – ასეთია ხშირად საფასური, რომელიც უნდა გადავიხადოთ ღმერთისადმი ნამდვილი ერთგულების მოპოვებისთვის. მაგრამ გავა დრო, და შენ ნახავ, რომ ისინი გაიგებენ და დააფასებენ შენს არჩევანს. ისინი იამაყებენ შენით. ამასთან, იცოდე, რომ სადჰუსთვის არ არის აკრძალული საკუთარ მამასთან ან დედასთან შეხვედრა. გააკეთე ის, რასაც გულ გიკარნახებს”.

მამას ასეთი წერილი მივწერე:

ჩემო ძვირფასო მამა,

მივიღე 1971 წლის 14 სექტემბრის შენი წერილი, და გული ტკივილისაგან შემეკუმშა. მოისმინე ჩემი პასუხი, მაგრამ არა ყურებით, არამედ შენი მოსიყვარულე გულით. ის, რისიც სჯერა, ადამიანმა ყველაზე წმინდად უნდა აქციოს ცხოვრებაში და ამ გზას მისდიოს. თუ ადამიანი არ მიჰყვება იმას, რისაც მართლა სჯერა, მისი სიცოცხლე ფუჭად ჩაივლის. მე მთელი გულით და სულით მჯერა, რომ ცხოვრების უმაღლესი მიზანია – მივუძვნათ თავი ერთიან ღმერთს, რომელიც სიყვარუყლით გვხელმძღვანელობს ჩვენ ყველას. ყველანი ჩვენ – ერთი და იგივე უფლის მსახურები ვართ. მე ვთვლი, რომ ყველა კამათი და უბედურება მხოლოდ იმის გამოა, რომ ადამიანებს ავიწყდებათ ეს უდიდესი ჭეშმარიტება.

უხსოვარი დროიდან ამ სამყაროში არ ყოფილა პოლიტიკოსების, საქმოსნებისა და ომების უკმარისობა, მაგრამ მათთან ერთად ყოველთვის იყვნენ ისინიც, რომელიც ჭეშმარიტების გზით დადიოდა და სულიერ ცხოვრებას ეწეოდა. თუმცაღა დღესდღეობით ხალხი იმდენადაა ჩაფლული საკუთარი მატერიალური შიმშილის დაკმაყოფილებაში, რომ სრულიად დაივიწყეს ღმერთი.

ნუთუ მართალი არაა, რომ ყველაზე კეთილშობილ ადამიანად ის ითვლება, ვინც მოკრძალებული, პატიოსანი, კეთილი და ყველასადმი პატივისცემით განწყობილია? სწორედ ესაა რელიგიური ცხოვრება მისი ჭეშმარიტი არსით. მე მჯერა, რომ სწორედ ასეთი ცხოვრებით უნდა ვიცხოვრო. ძალიან გთხოვ, დამიჯერე: ყველაფერი, რაც მინდა, - ესაა ვეცადო ბოროტებისგან თავისუფალ ცხოვრებას. ჩემნაირი ხასიათის ადამიანისთვის ბიზნესით დაკავება ცარიელ და უსიხარულოდ დროის ფლანგვად აქცევს ჩემს ცხოვრებას. ის, ვინც თრგუნავს თავის შინაგან ბუნებას, თავად საკუთარ თავს ანგრევს. ჯერ საბოლოოდ არ ჩამოვყალიბებულვარ.
ძალიან გთხოვ – მომეცი დრო, რომ ჩემი შეხედულებების სიმართლეში დავრწმუნდე. და მაშინ აუცილებლად შევხვდებით კვლავ.

მე მოგწერთ ხოლმე. ამერიკაში ახლა მრავალი მშობელი იტანჯება შვილთან განშორების გამო. შვილი ორი, ან შეიძლება ოთხი წელიც კი მსახურობდეს ჯარში, და ის შეუძლიათ ნებისმიერ მომენტშI მოკლან, მხოლოდ იმის გამო, რომ ერთ ხალხს მეორე ხალხი სძულს. ერთადერთი, რასაც უმორჩილესად გთხოვ, - დამიჯერე: ის, რასაც ვეძებ, ყველასთვის სასიკეთოდ შემოატრიალებს ყველაფერს.

დაე, უფალმა დაგლოცოს, ჩემო ძვირფასო მამა, და სიმშვიდემ დაისადგუროს შენს კეთილ გულში!
მალე მოგიყვები ჩემი გეგმების შესახებ, ძალიან მალე.

რიჩარდი,
ვრინდავანი, ინდოეთი,
30 სექტემბერი 1971 წელი


დედას მივწერე, თუ რითი ვიკვებებოდი და რა ტანსაცმელს ვატარებდი. ასევე ვარწმუნებდი მას, რომ მშვენივრად ვგრძნობ თავს, და ავუხსენი ცხოვრების აზრის ძიების შესახებ. მადლობას ვუხდიდი სიყვარულისთვის და ვთხოვდი, არ ენერვიულა ჩემზე.

ვიცოდი, რომ ვერ გაიგებდნენ, თუ რა მამოძრავებდა. ჩემი მიამიტი სიტყვები ალბათ უფრო ატკენდნენ გულს. მაგრამ მჯეროდა, რომ ღმერთმა იცის ჩემი ზრახვები და აუცილებლად გაუწვდის მათ დახმარების ხელს.

http://www.radikal.ru

* * *
თავი მეოთხე

მე აშრამის სახურავზე ვიწექი და ვრინდავანის ვარსკვლავებით მოჭედილ ცას შევცქეროდი. ფარშევანგები ხანგრძლივი ყვირილით ელაპარაკებოდნენ ერთმანეთს, და ღამის გუშაგები, რომლებიც სოფელს იცავდნენ, ხმამაღლა იძახდნენ ღმერთის სახელებს. მაგრამ ღამის ამ ყველა ხმას შორის იყო ერთი, რომელსაც განსაკუთრებული გრძნობით ვაყურადებდი: სადღაც შორიდან მსუბუქი ქარის რბილი ტალღებით ჩემამდე აღწევდა ჰარე კრიშნა მანტრა, რომელსაც მონაცვლეობით მღეროდნენ მოხუცებული მამაკაცი და ქალი. მათი ხმები, ყოველ ღამე, დინამიკებით გაძლიერებულნი ვრინდავანის თავზე ისმოდა დაღამებიდან გათენებამდე. ყველა ეს ხმა – გუშაგების შეძახილები, ფარშევანგების ყვირილი, მოხუცებული წყვილის გალობა – სულიერ სიმფონიად იკვრებოდა, რომელიც ჩემს გულს აიძულებდა, რომ სასიამოვნოდ შეკუმშულიყო. მოხუცი სადჰუ გამახსენდა, რომელიც ცარცის ნაჭრით გრაფელის დაფაზე მიწერდა სიტყვებს. ნუთუ მართლა ჭკუიდან ვიშლები კრიშნას გამო აქ, ამ ჯადოსნურ ვრინდავანში?

ტრადიციულად მწირები გარს უვლიან წმინდა ადგილებს, ისეთებს, როგორიცაა ვრინდავანი; ეს ღმერთისადმი თაყვანისცემის აქტად ითვლება. ერთხელ ღამით, რაღაც უჩინარ ძალას დამორჩილებული, სახურავიდან დავეშვი და გზას გავუყევი ქვიშიანი ბილიკით ვრინდავანის გარშემო. მთვარის შუქი გზას მინათებდა, და მე მდინარის გასწვრივ, ტყისკენ გავუყევი მას. შორეული ხმები თავისკენ მიზიდავდნენ. ახლოს მივედი და გული ამიჩქარდა. ნუთუ ეს სწორედ ის მელოდიაა, რომლის ქვეშაც მოჯადოებული ყოველ ღამე ვიძინებდი? ვერ ვითმენდი გამეგო, თუ საიდან მოდიოდა ეს ხმა. რაც უფრო ახლოს მივდიოდი, მით უფრო ხმამაღლა და მკაფიოდ ჟღერდა მანტრა. დიახ, ეს სწორედ ის გალობა იყო. მალე ხანუმანის უძველეს ტაძარში აღმოვჩნდი, მაიმუნისა, რომელიც ღმერთისადმი ექსტატიურ სიყვარულს განასახიერებს. იატაკზე სამოცდაათ წლამდე ასაკის მამაკაცი და ქალი ისხდნენ, თეთრ სამოსში შემოსილნი, ისინი გარეგნულად უბრალო გლეხებს ჰგავდნენ. ნახევრადმოხუჭული თვალებით ისხდნენ და ბოლომდე ჩანთქმულნი იყვნენ გალობაში. ღამის თითქმის პირველი საათი იყო, და მე, გვერდზე მივუჯექი და ხმა ავუყოლე უკვე ნაცნობ მელოდიას. შემდეგ, დამშვიდობებისას, მათ სადილზე დამპატიჟეს.

მეორე დღეს, სადილობის დროს, ქვიშიანი ბილიკიდან ხანუმანის ტაძრისკენ გადავუხვიე. რაღაც შიგნიდან მკარნახობდა, რომ ეს-ესაა რაღაც ძალიან მნიშვნელოვანი უნდა მომხდარიყო. წუთიც არ გასულა, რომ უცნობი ინდოელი ყმაწვილი მომიახლოვდა, ოცდახუთ წლამდე ასაკის, და მითხრა: “შენი ნახვა მაჰარაჯის უნდა, ახლავე”.

“ჩემი?” – გამიკვირდა მე, - მაგრამ ვინაა მაჰარაჯი და საიდან მიცნობს?”

“ო, მან შენზე ყველაფერი იცის!”

“ძალიან გთხოვ, მომიყევი, ვინაა მაჰარაჯი”.

“მხოლოდ ეხლა არა. მაჰარაჯი გელოდება. ჩვენ მოგვიანებით ვისაუბრებთ”.

ხელი ჩამკიდა და მზით განათებულ ტაძრის შიგა ეზოში შემიყვანა, სადაც ხის სავარძელზე, ფეხებგადაჯვარედინებული, იჯდა მრგვალსახიანი ადამიანი, რომელსაც გახუნებული კუბოკრული პლედი მოეხურა. იგი ნეტარებით იღიმებოდა, და მე უფრო ახლოს მივედი. მისი სახე, დაფარული ჭაღარა წვერით, არამიწიერი სიხარულით ბრწყინავდა. მოჭუტული თვალების დაჟინებული მზერა, თითქოს ჩემი სულის ყველაზე ღრმა და იდუმალ კუნჭულებში აღწევდა. ეს იყო ნიმ კაროლი ბაბა. როცა ჰიმალაებში ვცხოვრობდი, არაერთხელ მსმენია მისი და მისი არაჩვეულებრივი შესაძლებლობების შესახებ. მოსწავლეები და მიმდევრები სიყვარულით “მაჰარაჯის” ეძახდნენ.

http://www.radikal.ru

როცა შევედი, იგი ჰინდიზე ელაპარაკებოდა რამდენიმე ინდუს მოსწავლეს, რომელიც ნახევარწრედ გარს შემოხვეოდნენ მას და მიწაზე იჯდნენ. როცა დამინახა, გადამდებად გაიღიმა და მოსალმების ნიშნად თავი დამიკრა. საჩვენებელი თითი ასწია და თარჯიმანის მეშვეობით მომმართა: “ჭეშმარიტების ძიებაში, შენ უარი თქვი სიმდიდრეზე და უზრუნველ ცხოვრებაზე. უამრავი წინააღმდეგობა გადალახე და ინდოეთში ჩამოხვედი. ახლა კი მარტო მოგზაურობ და ღმერთს ტირილით უხმობ, იმ დროს, როცა შენს მიერ მიტოვებული ოჯახი შენზე ტირის”. მან ჟესტით მიმიპატიჟა, რომ სხვებთან ერთად დავმჯდარიყავი. “არაფრის შეგეშინდეს, - განაგრძობდა იგი ისეთი სერიოზული ტონით, რომ წარბები შეეჭმუხნა, ტუჩები კი მოეკუმა. – გიხაროდეს ყველანაირი სირთულე. კრიშნამ შეისმინა შენი ლოცვები და ვრინდავანში მოგიყვანა. უბრალოდ გაიმეორე რამას და კრიშნას სახელები – ასე შეძლებ ყველა შენი სურვილი აისრულო”. – “თუმცაღა, - მან თავი შეარხია, - ადამიანებს ურჩევნიათ ჯოჯოხეთში იცხოვრონ, აკრიტიკონ ერთმანეთი და იომონ. არასოდეს განსაჯო სხვები და არ მისცე საკუთარ თავს ეგოიზმის გამოვლენის ნება”.

მეჩვენებოდა, რომ ყველაფერი იცოდა ჩემზე და სწორედ იმ სიტყვებს წარმოთქვამდა, რომლის გაგებაც აუცილებელი იყო ჩემთვის. არ ვიცოდი გამკვირვებოდა თუ აღვფრთოვანებულიყავი. “მაგრამ თითქმის მთელი მსოფლიო მოჰყვა ამ მახეში, მე როგორღა უნდა დავაღწიო თავი?” – ვკითხე მე.
მან თავი დამიქნია და გამიღიმა: "ყველა გიყვარდეს, ყველას ემსახურე და ყველა გამოკვებე. იმსახურე, როგორც ხანუმანმა, - ეგოიზმისა და სიხარბის გარეშე. ესაა გასაღები ღმერთის შეცნობისთვის”.

ბავშვივით თამაშობდა, ხელი პირთან მიიტანა, თითქოს ჭამდა და განწმენდილი საჭმლის გასინჯვა შემოგვთავაზა.

ჩვენ სპეციალურ დარბაზში შევედით პრასადის მისაღებად, და მე შევახსენე ჩემს გამცილებელს, რომ ვერ ვითმენდი, ისე მინდოდა შეპირებული ამბის მოსმენა მის გურუზე. მან დაიწყო: “წარმოშობით ჰიმალაების პატარა სოფლიდან ვარ ნანდიტალის მეზობლად. ბავშვობიდან შემიყვარდა მაჰარაჯი”. იატაკზე დავჯექით ერთმანეთის გვერდი-გვერდ. ჩამომრიგებელმა ჩვენს წინ ფოთლებისგან გაკეთებული თეფშები დააწყო და ერთი-მეორეზე უკეთესი კერძები დაგვიდო. ჩემს გამცილებელს ღილებით შეკრული თეთრი პერანგი და ამავე ფერის შარვალი ეცვა. მისი შავი, ტალღოვანი თმა აკურატულად იყო დავარცხნილი. მცირე ლოცვა წაიკითხა და თავისი მასწავლებლის შესახებ მოყოლა დაიწყო: “ჩვენი მაჰარაჯი – სიდჰა პურუშაა, ადამიანი, რომელმაც სრულყოფას მიაღწია. მე პირადად ვყოფილვარ იმის მოწმე, რომ მან იცის წარსულიც, აწმყოც და მომავალიც. მან ყოველთვის იცის, სად ვიმყოფები და რას ვაკეთებ”. მან თიხის თასიდან იოგურტის გრილი სასმელი მოწრუპა.

“კიდევ ერთ რაღაცას მოგიყვები, - დაამატა მან. – მაჰარაჯის შეუძლია ერთდროულად ორ სხვადასხვა ადგილას იმყოფებოდეს. ეს დოკუმენტურად იქნა დაფიქსირებული. ჩვენ ვიცით, რომ მას შეუძლია მოულოდნელად გამოჩნდეს და ნებისმიერ მომენტში გაქრეს. იგი გამოუცნობია. ხან გაჩნდება, ხან გაქრება; ხან უწყრება ადამიანს, ხან მოულოდნელად შეაქებს; ხა გამოცანებით საუბრობს, ხან ბრძნულ სიტყვებს ავლენს; ერთს სამყაროსაგან განდგომას მოუწოდებს, მეორეს კი პირიქით, - ცოლის მოყვანას. მაგრამ ერთი რამ ზუსტად ვიცით: იგი ყოველთვის საუკეთესოს გამოავლენს ხოლმე ყოველ ჩვენგანში და ღმერთთან გვაახლოებს”. მან ამაყად გაიღიმა: “ნიმ კეროლი ბაბა, თუმცა კი სერიოზული იოგია, ხანდახან ბავშვივით იწყებს ცელქობას. ზუსტად ხანუმანივით”.

მე ცხელი ჰალავა დამიდეს – ტკბილი კერძი მანისგან, რომელიც თავიდან ერბოში იწვება, შემდეგ კი ტკბილ სიროფში იხარშება. დარბაზი საოცარი არომატებით აღივსო. სანამ ჰალავას შევექცეოდით, შემოსასვლელში ნიმ კაროლი ბაბა გამოჩნდა. როცა დაინახა, რა ნეტარებით ვსადილობდით, იგი ღიმილად დადნა. მისი სასიხარულო განწყობა მაშინვე გადმომედო. ცხადი იყო, რომ თავად განასახიერებდა იმას, რასაც ასწავლიდა: “გიყვარდეთ ყველა, ემსახურეთ ყველას და გამოკვებეთ ყველა”. ზუსტად როგორც ხანუმანი.

მომდევნო დღეს, როცა ისევ მივედი, მაჰარაჯი კვლავ რამდენიმე მოსწავლის თანხლებით იჯდა. ვიღაც ხმამაღლა კითხულობდა ისტორიას ხანუმანის შესახებ და რამასადმი მისი ერთგულების შესახებ “რამაიანადან”. მოსმენაში ჩაძირული ნიმ კაროლი ბაბა კანკალებდა და თვალებიდან ცრემლი მოედინებოდა. მომდევნო რამდენიმე კვირის განმავლობაში ყოველდღე დაახლოებით საათს ვატარებდი მაჰარაჯის ტერფებთან. მთელი იმ ხნის განმავლობაში, სანამ იქ ვიყავი, იგი არ კითხულობდა ლექციებს, არამედ ძალდაუტანებლად საუბრობდა სხვადასხვა თემებზე თავის მოსწავლეებთან, ან კირტანებს მღეროდა. მე მხიბლავდა მისი მანერა კითხვებზე პასუხების გაცემისა – ლაკონური, მაგრამ ძალიან ტევადი და ბრძნული: “უბრალოდ ემსახურეთ ღმერთის ყველა ქმნილებას მორჩილებით, პატივისცემით და სიყვარულით”. ან: “უბრალოდ იგალობეთ რამას სახელი, დანარჩენი ყველაფერი მოგვარდება”. ერთხელ ჩემსკენ შემობრუნდა და თვალებში ისე ჩამხედა, თითქოს ჩემს სულამდე ჩაწვდომას ლამობდა. შემდეგ თითი მაღლა ასწია და წამოიძახა: “ეკ, ეკ, ეკ! ღმერთი – ერთია”.





* * *
მე არც კი ვეჭვობდი, რომ დასავლეთელ ადამიანებს გაგებული ჰქონდათ ნიმ კაროლი ბაბას შესახებ, სანამ მის აშრამში არ ვნახე ადამიანი, რომელსაც ყველა ჩემი თანატოლი იცნობდა – ბაბა რამ დასი. ერთხელ, როცა ჩვეულებისამებრ ვიჯექი მაჰარაჯის ტერფებთან, აშრამის კარები გაიღო და ზღურბლზე გამოჩნდა რამ დასი ამერიკელების და ევროპელების მცირე ჯგუფის თანხლებით. ეს კუმირი და ცნობადი სახე 1960-იანების პროტესტული კულტურისა, ადრე – ჰარვარდის უნივერსიტეტის ოდიოზური პროფესორი რიჩარდ ალპერტი, ტიმოთი ლირისთან ერთად თავის დროზე პოპულარიზაციას უწევდა ლსდ-ს, როგორც ცნობიერების გაფართოების საშუალებას.





როცა შენობაში შემოვიდა, რამ დასი მორჩილად დაიხარა გაჭაღარავებულთმიანი თავით გურუს მუხლებზე, თითქოს პატარა ბავშVი ყოფილიყოს. მასწავლებელი კი სიყვარულით ქაჩავდა რამ დასს ჭაღარა წვერზე და ალერსიანად ეფერებოდა თავზე, როგორც ლეკვს. მაჰარაჯიმ სიცილით წარმოთქვა: “ჩვენ გელოდით”. ამ სანახაობით ვტკბებოდი: სახელგანთქმული პროფესორი ჰარვარდიდან და ახალგაზრდების კუმირი ნეტარებაში იყო იმით, რომ პატარა ცელქი ბავშვივით ექცეოდნენ. მაჰარაჯი გაბრწყინებული იყო და თავის ღიმილს ჩუქნიდა ყველას. შემდეგ კი ხელი გაიქნია და წარმოთქვა: “ჯაო, პრასადამ! წადით, ისადილეთ!” ჩანდა, რომ მაჰარაჯიმ რაღაც მისტიკური სახით წინასწარ იცოდა მათი მოულოდნელი მოსვლის შესახებ, რამეთუ იმ დღეს მზარეულებმა საოცარი სადღესასწაულო სუფრა მოამზადეს, ჩვეულებრივზე მეტი რაოდენობის ადამიანებისთვის.

* * *
მე სიამოვნებით ვათვალიერებინებდი რამ დასს და მის მეგობრებს ვრინდავანის წმინდა ადგილებს. ერთხელ ანანდამაი მას კირტანზე და ქადაგებაზე მოვხვდით. მას თავისი აშრამი ჰქონდა ვრინდავანში. მას ჰიმალაებში ჩვენი შეხვედრიდან ვახსოვდი და, მრავალრიცხოვანი აუდიტორიის წინაშე გამოსულმა, შემომხედა და თავი დამიქნია, თითქოს შემიქო ის გზა, რომელიც ავირჩიე: “ყოველთვის ეცადეთ, შეინარჩუნოთ წმინდა სახელის ნაკადი. მისი სახელის გამეორება – მასთან ყოფნას ნიშნავს. თუ უზენაეს მეგობართან გექნებათ ურთიერთობა, იგი გაგიხსნით თავის ჭეშნარიტ სილამაზეს”. როცა პროგრამა დასრულდა, მე და რამ დასმა სულიერ თემებზე გავიაუბრეთ. მაგრამ საღამო დგებოდა და მან მომდევნო დღისთვის თავის ნომერში დამპატიჟა, რათა ჩვენი საუბარი გაგვეგრძელებინა.

დილით ადრე, “ჯაიპურ დჰარამშალაში”, მცირე სასტუმროში მივედი, რომელიც ხმაურიან ქუჩაზე, ბაზარის შიგნით იყო განლაგებული. ორივე მხარეს მაღაზიები იდგა. ველორიკშები ხმამაღლა ასიგნალებდნენ, რომ ფეხითმოსიარულეთა ბრბოს გზა დაეთმო მათთვის. რამ დასმა კარი გააღო, და დილის მზის სხივმა მისი გულისხმიერი სახე გაანათა. მე მის ოთახს მოვავლე მზერა: იგი სადჰუს მოკრძალებულ საცხოვრებელს უფრო წააგავდა, ვიდრე ცნობილი პროფესორის ნომერს. მან თავაზიანად შემომთავაზა ოთახში ერთადერთ ავეჯზე – ხის საწოლზე ჩამოჯდომა, თვითონ კი იქვე ჩამოჯდა, ფეხები გადააჯვარედინა და თავისი თეთრი ტანსაცმლის ნაკეცები გაისწორა. ჩვენ ერთმანეთის პირისპირ ვიჯექით. მისი თითქმის გაჭაღარავებული თმა ნახევრადგამელოტებული თმიდან მხრებამდე სწვდებოდა, და ფანჯრიდან შემომავალი ნიავი ოდნავ არხევდა მის მოწითურო წვერს. დიდი ლურჯი თვალები უბრწყინავდა, ხოლო მცირე ნაოჭები თვალის კუთხეებში, ღიმილის დროს გამოეკვეთებოდა ხოლმე. ჩვენ უსიტყვოდ ვიჯექით და თვალების გავლით ჩუმად ვიხედებოდით ერთმანეთის გულებში. ეს წამები უსასრულოდ მეჩვენებოდა. ხანგრძლივმა და დაჟინებულმა მზერამ, რომლითაც ერთმანეთს ვუმზერდით, რაღაცნაირად შეცვალა ჩემი ხედვა: რამ დასი ხან მიამიტ ბავშვად მეჩვენებოდა, ხან კი უძველეს ასკეტ-ბრძენად.

მე გამახსენდა ლექსი ბჰაგავად-გიტადან:

როგორც სული, მიწიერი სხეულით შემოგარსული, განუწყვეტლივ გადადის ბავშვობიდან სიჭაბუკეში და სიჭაბუკიდან სიბერეში, სწორედ ასევე სული გადაინაცვლებს სხვა სხეულში. გონიერ ადამიანს არ აბნევს ასეთი ცვლილება”.

ოთახი არამიწიერმა სიმშვიდემ აღავსო. არ გასულა ნახევარ საათზე ნაკლები, სანამ რამ დასმა ღრმა შესუნთქვის შემდეგ სიჩუმე “ომ!”-ის წარმოთქმით არ დაარღვია.

“შეგიძლიათ თქვენი სულიერი გზის შესახებ მომიყვეთ?” – ვკითხე მე. მინდოდა გამეგო, როგორ მოხვდა ინდოეთში და როგორ შეხვდა თავის გურუს.

Posted by: cinemamu 12 Jan 2012, 16:11

რამ დასი საწოლის ხის საზურგეს მიეყრდნო და მოყოლისთვის მოემზადა. “რამდენიმე წლის წინ, - დაიწყო მან, - მე ინდოეთში ჩამოვედი. თან მქონდა ლსდ-ს მარაგი, და იმედი მქონდა, რომ ვიპოვნიდი ვინმეს, ვისაც ამ ამბებში მეტი ესმოდა, ვიდრე ჩვენ დასავლეთში. მოგზაურობის დროს ამერიკელ სადჰუს შევხვდი – ბჰაგავან დასს, რომელმაც ნიმ კაროლი ბაბასთან წამიყვანა. ეს იყო 1967 წელს. მაშინ ახლადგარდაცვლილ დედას ვგლოვობდი. მაჰარაჯი პირდაპირ ჩემს გულში სემოიჭრა და ანგელოზური თანაგრძნობით მანუგეშა. ერთი სირტყვის წარმოთქმაც ვერ მოვასწარი საკუთარ თავზე, მაგრამ ის თვითონ კითხულობდა ჩემს გულს და ჩემი წარსულის დაფარულ საიდუმლოებებს მიყვებოდა. მისმა არაჩვეულებრივმა შესაძლებლობებმა, სიყვარულმა, სიბრძნემ და იუმორის გრძნობამ ჩემი ცხოვრება შეცვალეს”.

დიახ, მეც რაღაც მსგავსი ვიგრძენი, როცა პირველად შევხვდი, - ვთქვი მე. – თითქოს ყველაფერი იცოდა ჩემზე”.

რამ დასს გაეღიმა: “ერთხელ მაჰარაჯიმ მკითხა: “სადაა წამალი?” მე ვერ მივხვდი, რაზე მეუბნებოდა, მაგრამ ბჰაგავან დასმა ივარაუდა, რომ მაჰარაჯი ლსდ-ს შესახებ მეკითხებოდა. დაინტრიგებულმა სუფთა ლსდ-ს სამი ტაბლეტ გავუწოდე, და ჩემდა გასაკვირად, მან მაშინვე ყველა ჩაყლაპა. მე მოვემზადე, რომ სამედიცინო მაჩვენებლები ჩამეწერა, მისი რეაქციისა ლსდ-ზე, მაგრამ არაფერი არ მოხდა – საერთოდ არაფერი. მისი ცნობიერება ლსდ-ზე მაღლა აღმოჩნდა!”
მე, რომელსაც საკუთარი თვალით მქონდა ნანახი ჰიმალაელი იოგების საოცარი შესაძლებლობები, გამეცინა. მასთან ერთად მიკვირდა და მიხაროდა.
რამ დასი გადაჯვარედინებული ფეხებითა და გამართული ზურგით იჯდა. ხელისგულები მუხლებზე ეწყო. “არ შემეძლო მაჰარაჯისთან განშორება და მასთან ერთად ვცხოვრობდი, სანამ ამის შესაძლებლობა მქონდა. მან თავის მოსწავლედ მიმიღო და მომცა სახელი რამ დასი, რაც ნიშნავს “უფალი რამას მსახურს”. რამდენიმე თვე გავატარე მის უჩვეულო საზოგადოებაში. იცოდა რა, როგორი გავლენა მქონდა დასავლეთში, მაჰარაჯიმ ამიკრძალა მასთან ახალი ადამიანების მიყვანა”. რამ დასმა თავი გააქნია, თითქოს თვითონაც არ სჯეროდა, რომ ასეთი რამ შესაძლებელია: მას არ აქვს არანაირი სურვილი, რაიმე მატერიალურს ფლობდეს: არ სჭირდება არც ფული, არც დიდება, არც მიმდევრები. არასოდეს შემხვედრია ასეთი ადამიანები”. იგი კვლავ შეიპყრო გურუსადმი სიყვარულის ნაკადმა, და აკანკალებული ხმით განაგრძო: “როცა მაჰარაჯის გვერდით ვზივარ, მეჩვენება, რომ ყველა და ყოველი მიყვარს ამ სამყაროში”.
იმავე 1971 წელს რამ დასმა გამოაქვეყნა თავისი სახელგანთქმული წიგნი “იყავი აქ და ახლა”.

რაც უფრო მეტად ვუზიარებდით ერთმანეთს საკუთარ გამოცდილებას, გაგებას და შთაგონებას, რაც ჩვენი სულიერი ძიების მანძილზე მოვიპოვეთ, მით უფრო ძლიერი ხდებოდა ჩვენს შორის გაჩენილი ძმობის გრძნობა. საუბარში შეუმჩნევლად ჩაიარა დღემ. გამომშვიდობების წინ, გავუზიარე ჩემი შიში გავუზიარე, რომელიც მოსვენებას არ მაძლევდა: “დედა ინდია ჩემი სულიერი სახლი გახდა. და მე კიდევ ბევრის ნახვა და გაგება მჭირდება. მაგრამ ვშიშობ, რომ ვიზას არ გამიგრძელებენ, და იძულებული ვიქნები აქედან წავიდე”.

რამ დასმა თვალებზე ხელი აიფარა და ჩაფიქრდა. მიუხედავად ხმაურისა, რომელიც ქუჩიდან შემოდიოდა, ოთახში ურღვევი სიმშვიდე სუფევდა. მეც დავხუჭე თვალები და მედიტაციას მივეცი თავი. გავიდა ხუთი წუთი. თვალები გავახილე: რამ დასი თბილი ღიმილით მიმზერდა. შემდეგ რბილად წარმოთქვა: “შესაძლოა, მოგიწიოს ინდოეთის გეოგრაფიული საზღვრების დატოვება, მაგრამ არასოდეს არ უნდა დატოვო ბჰარატა – სულიერი ინდოეთი შენს გულში”.

* * *
თავი მეხუთე

მალე კვლავ ლოგინად ჩამაგდო დიზენტერიამ – ყველაზე გავრცელებულმა დაავადებამ ინდოეთში უცხოელებს შორის. სისუსტე, გულისრევა და მრავალჯერადი რეიდები საპირფარეშოში, ჩემი ყოველდღიური ცხოვრების ნაწილი გახდა. არ ვიცი, რით დამთავრდებოდა ეს ყველაფერი, რომ არა ჩემი მეგობრის, ასიმის თავგანწირული მზრუნველობა. იგი ხშირად მეუბნებოდა, თითქოს თავის მზრუნველობას ამართლებსო: “ბჰაკტი – ესაა მსახურება სიყვარულით და ერთგულებით”. იატაკზე ვიწექი ჩემს ოთახში, ასიმს კი მოხარშული ბრინჯი, იოგურტი და მრავალძარღვას თესლის ჩენჩო [გავრცელებული საშუალება ინდოეთში დიზენტერიის საწინააღმდეგოდ] მოჰქონდა ხოლმე. ყოველ მოსვლაზე დიდი სიყვარულით მიყვებოდა კრიშნაზე და ვრინდავანზე. ამგვარად, ჩემმა ავადმყოფობამ მხოლოდ გააძლიერა ჩვენი მეგობრობა.

ერთ დილას, მივხვდი რომ გამოვჯანმრთელდი, და ასიმმა სასეირნოდ დამპატიჟა სოფლებში, რომლებიც ვრინდავანის შემოგარენში იყო განლაგებული. მან მითხრა, რომ ვრინდავანის შემოგარენს ვრაჯა ეწოდება და რომ კრიშნა ვრაჯის სხვადასხვა ადგილებში აწყობდა თავის თამაშებს. ვრაჯას ტერიტორია მრავალ ათეულ კილომეტრზე იყო გადაჭიმული ვრინდავანისა და მათჰურას გარშემო. აქ, მინდვრებს, ტყეებსა და სოფლებს შორის კრიშნას ხუთიათასი ტაძარი დგას. ზოგიერთი მათგანი ყველაზე განთქმულია ინდოეთში, ზოგიერთის შესახებ კი მხოლოდ ადგილობრივებმა იციან. “გაოცდები, როცა დაინახავ, რა გულწრფელ სიყვარულს განიცდიან ვრაჯაბასები კრიშნასადმი, - მას ლურჯი თვალები აღფრთოვანებისგან გაუფართოვდა. – მაშ, წავიდეთ?”

* * *
უკვე რამდენიმე წუთის შემდეგ დანჯღრეული ავტობუსით მივჯაყჯაყებდით. გზის ორივე მხარეწს, სანამ თვალი სწვდებოდა, მომწიფებული ხორბლის ყანები გადაჭიმულიყვნენ, და ასევე მდოგვის ყვითელი ველები, რომლებსაც ქარი არხევდა. დროდადრო ავტობუსი ჩერდებოდა, რათა გზის პირას მდგარი ღატაკი გლეხები აეყვანა. ტანსაცმელი გლეხებს დახეული ჰქონდათ, ზოგიერთისთვის თვალი კატარაქტას გაეთეთრებინა; შეიძლებოდა ისეთების დანახვაც, რომლებსაც კანის, ან სხვადასხვა ინფექციური დაავადებები ჰქონდათ. მაგრამ ყველანი ისინი ბედნიერები იყვნენ. ავტობუსში კრიშნას შესახებ სიმღერების სიმღერა დაიწყეს, თან ტაშს აყოლებდნენ და ცეკვავდნენ. მოხუცი ქალები მუქ გაუხეშებულ სახეზე ღრმა ნაოჭებით, ადგილიდან წამოხტებოდნენ ხოლმე, ხელებს მაღლა აღაპყრობდნენ და ცეკვავდნენ, და ამასთან არ ავიწყდებოდათ, რომ მორცხვად მოეხურათ თავებზე დახვრეტილი სარები. თავისი უშუალობით და აღფრთოვანებით, ისინი ბავშვებს უფრო ჰგავდნენ, ვიდრე ცხოვრებისგან გამობრძმედილ მოხუცებს.

სოფლებში ვრაჯაბასები, მიუხედავად თავიანთი სიღატაკისა, ღიმილს ასხივებდნენ და ერთმანეთს ესალმებოდნენ სიტყვებით “ჯაია რადჰე!” – მიმართავდნენ რადჰას, კრიშნას ქალურ მოწყალე მხარეს. მათთვის ღმერთი მხოლოდ უზენაესი შემოქმედი არ იყო, არამედ ახლო ნათესავიც, რომელიც მათ გვერდით, მეზობლად ცხოვრობდა. ქალები ჭიდან იღებდნენ წყალს მრგვალ თიხის ქოთნებში და თავზეშემოდგმული მიჰქონდათ. გვერდზე ჩავლისას, ღიმილით შემომხედავდნენ ხოლმე და ამბობდნენ: წამოიძახებდნენ: “რადჰე, რადჰე!” მათი თიხის ღუმელებიდან ჰაერში გამხმარი ძროხის ნაკელის კვერების სუნი იფრქვეოდა, რომლებიც საწვავის ფუნქციას ასრულებდნენ. სოფლის მამაკაცები გადაპარსული თმით (ისინი თვეში ერთხელ იპარსავდნენ თავს ღმერთისადმი თავიანთი ერთგულების ნიშნად) ძროხებს მწყემსავდნენ, ყანებს ხნავდნენ და სოფლის ქუჩების გასწვრივ მჯდარნი თავიანთ საქონელს ჰყიდიდნენ. გამხდარი ბავშვები, თვალებგაბრწყინებულნი თამაშობდნენ ბურთით, ან ჯოხებს ატრიალებდნენ. და ყველა გარშემო – მამაკაცები, ქალები და ბავშვები – მიღიმოდნენ და ყვიროდნენ: “რადჰე, რადჰე!” მე ვაკვირდებოდი, როგორ მიდიოდა ასეულობთ სოფლის მაცხოვრებელი ტაძრებში, და საჩუქრები მიჰქონდათ კრიშნასთვის – რძე, კარაქი ან ტკბილეულობა. ტაძრებში ვიღაც ლკოცულობდა, ვიღაც გალობდა ან მღეროდა, რათა სიამოვნება მიენიჭებინა თავისი უფლისთვის. მივაბიჯებდი რა ამ ჩემთვის ახალ სამყაროში, ვფიქრობდი: ეს ადამიანები რელიგიას მხოლოდ კვირაობით ან დღესასწაულებზე არ იხსენებენ; რელიგია, რომელიც მათი არსი გახდა, მათი ცხოვრების ყველა მხარეს განმსჭვალავს.

ერთხელ, დღისით, მე და ასიმი გორაკზე ვისვენებდით მადანა-მოჰანას ტაძრის გვერდით. ქვემოთ ჩვენს წინ იამუნა მიედინებოდა. ბალახზე ვიჯექით, ჩვენს გარშემო კი მედიტატიურად ბზუოდნენ შავი ფუტკრები. ფეხები გავშალე, წითელი ქვის კედელს მივეყრდენი და ასიმს დავუსვი კითხვა, რომელიც დიდი ხანია არ მასვენებდა: “ასიმ, შეგიძლია ამიხსნა ტაძარში ღვთაების თაყვანისცემის აზრი?” მე მოვუყევი, რომ ჩემი ინდოეთში მოგზაურობის დროს ვხედავდი, რომ პრაქტიკულად ყველა ამ ქვეყანაში ღმერთის გამოსახულებებს ეთაყვანებოდა. იოგები და შივაიტები შივა-ლინგამს და უფალი შივას ქანდაკებებს სცემდნენ თაყვანს, ბუდისტები უფალი ბუდას გამოსახულების წინ ასრულებდნენ რთულ რიტუალებს. “დასავლეთში ეს კერპთაყვანისმცემლობად ითვლება, - ვთქვი მე, - თუმცა თავად ქრისტიანები ლოცულობენ ქანდაკებებთან ან ხატებთან და წმინდა ჯვარცმას ეთაყვანებიან”. მოვუყევი, როგორ მოვინახულე იტალიაში, ასიზიში წმინდა დამიანეს ეკლესია, სადაც იესომ ხის ჯვარცმიდან მოუწოდა ფრანცისკოს: “წადი და აღადგინე ჩემი ეკლესია”. მე ვთქვი: “ებრაელები თორას ეთაყვანებიან, მუსულმანები კი, რომლებიც ასევე განსჯიან კერპთაყვანისმცემლობას, მრავალჯერ ეთაყვანებიან ქააბს წმინდა მექაში”. მე მესმოდა, რომ სხვადასხვა ტრადიციები სხვადასხვაგვარად ხსნიდნენ თაყვანისცემის ამ ფორმების აზრს, მაგრამ ასევე მესმოდა საერთო იდეა: დახმარებოდა ადამიანს ხატ-სახეზე, ან ბგერაზე კონცენტრაციაში, რომელიც მის ცნობიერებას ღმერთთან აკავშირებდა. მე ძალიან მაინტერესებდა გამეგო, რას ფიქრობდა ასიმი კრიშნასადმი თაყვანისცემის თაობაზე.

ამ დროს გვერდით კრიშნადას ბაბაჯიმ ჩაგვიარა, და ჩვეულებისამებრ ხმამაღლა მოგვესალმა: “ჰარე კრიშნა!” ჩვენ კი სიხარულით მოვიხარეთ ქედი მის წინაშე.

თუმცა კითხვა ჩემგან მოდიოდა, ასიმის დუმილმა მიმახვედრა, რომ მას უნდოდა – თავად მივსულიყავი რაიმე დასკვნამდე. “იცი, ვაგრძელებდი მე, - როცა ვხედავ, რა საოცარი ერთგულებით ეთაყვანებიან ღვთაებების გამოსახულებებს ისეთი წმინდანები, როგორიცაა კრიშნადას ბაბაჯი, არ შემიძლია რომ კერპთაყვანისმცემლობას მივაკუთვნო ეს ყველაფერი. ენა არ მიტრიალდება, რომ ასეთ სულიერად ამაღლებულ ადამიანებს კერპთაყვანისმცემლები ვუწოდო. ცხადია, რომ ქანდაკებების თაყვანისცემით ისინი ღმერთისადმი სიყვარულს განიცდიან. ნუთუ იესომ არ თქვა, რომ ხეზე მისი ნაყოფებით უნდა ვიმსჯელოთ?”
ასიმი გამამხნევებლად იღიმოდა, როგორც უფროსი ძმა, შემდეგ კი, ოდნავ წინ წამოიწია და მთხოვა განმეგრძო.

მე ვაღიარე, რომ თავიდან ღვთაებების თაყვანისცემის რიტუალებმა ცოტათი უარყოფითი რეაქცია გამოიწვიეს ჩემში. ისინი უცნაურ ცრურწმენად მომეჩვენა. “მაგრამ მას შემდეგ, რაც დიდი დრო გავატარე წმინდა ადამიანებს შორის, რომლებსაც ღვთაებებთან ურთიერთობის გზით ჰქონდათ ერთიან ღმერთთან ურთიერთობა, მე დავაფასე თაყვანისცემის ამ ფორმის სილამაზე. ახლა მინდა ამ ყველაფრის იმ ფილოსოფიურ საფუძველს ჩავწვდე, რაც წმინდა წერილებშია მოცემული. შეგიძლია დამეხმარო?”

http://www.radikal.ru
* * *
ასიმი ახლოს გადმოჯდა, ტულასის ბუჩქებთან, ღრმად ჩაფიქრებულმა მოისვა ხელი ნიკაპზე და სანამ მიპასუხებდა, რაღაც დროის განმავლობაში ჩუმად იყო. “სინამდვილეში, მე არც ისე კომპეტენტური ვარ, რომ ასეთი რაღაცეები აგიხსნა, მაგრამ იმას გაგიმეორებ, რაც ჩემი გურუსგან მოვისმინე ან წმინდა წერილებში წავიკითხე”. გარშემო ფუტკრები ყვავილიდან ყვავილზე დაფრინავდნენ და ნექტარს აგროვებდნენ, და მეც მოვემზადე, რომ მათსავით დავმტკბარიყავი მისი სიტყვების ნექტარით.

“ღმერთი უსაზღვრო და დამოუკიდებელია, - დაიწყო ასიმმა. – ვუარყოთ მისი შესაძლებლობა, რომ ღვთაების ფორმებში გამოავლინოს თავი – მისი უსაზღვროების შეზღუდვის მცდელობაა. ვედები ასევე განსჯიან კერპთაყვანისმცემლობას. ისტორიულად ისე მოხდა, რომ აღმოსავლეთშიც და დასავლეთშიც არსებობდნენ ადამიანები, რომლებიც ცრურწმენის შედეგად იწყებდნენ მათ მიერ მოგონილი რაიმე ხატ-სახის თაყვანისცემას, ისე რომ ნათელი წარმოდგენა არ ჰქონდათ ერთიან ღმერთზე. ხშირად მათ ამ დროს ანგარებიანი ან არაკეთილი განზრახვები ამოძრავებდათ. სწორედ ამას ეწოდება კერპთაყვანისმცემლობა, რომელსაც ყველგან განიკითხავენ. ბიბლიის და ყურანის დროს კერპების თაყვანისცემა ფართოდ იყო გავრცელებული ათეისტებს შორის. მაგრამ მათ არაფერი ჰქონდათ საერთო იმ ღვთაებების თაყვანისცემასთან, რომლებიც ვედებშია აღწერილი. ვედების თანახმად, ღვთაებების თაყვანისცემა – ეს მეცნიერებაა. ერთგულების მიერ ჩატარებული განსაკუთრებული რიტუალების პროცესში, უფალი თანხმდება, რომ იმ გამოსახულებაში გამოავლინოს თავი, რომელიც მკაცრი წესების თანახმადაა შექმნილი. ამ ფორმით ის ღებულობს ჩვენს მსახურებას და გვეხმარება, რომ გვახსოვდეს იგი, რისი წყალობითაც იწმინდება ჩვენი სხეული, ჭკუა და მეტყველება. ასეთი თაყვანისცემის არსი ისაა, რომ სიამოვნება მივანიჭოთ უფალს ჩვენი ერთგულებითა და სიყვარულით”.

პეპელა მრავალფერი ფრთებით – მეწამულით, წითლით და ყვითლით – ფეხზე დააჯდა ასიმს. იგი გაშეშდა და მისი სილამაზით ტკბებოდა. “შეხედე, - თქვა მან ხმით, რომელიც ოდნავ უკანკალებდა მოწოლილი გრძნობებისგან, - სამყარო – ეს დიდი საგამოფენო დარბაზია ყოველ ნაბიჯზე შედევრებით. როგორ მინდა თავად მხატვრის დანახვა! ყველაფერი ღმერთისგან მომდინარეობს. მატერიალური ელემენტებიც ღმერთის ენერგიაა. თავისი ნებით ღმერთს შეუძლია თავისივე საკუთარ ენერგიაში გამოავლინოს თავი, ღვთაების ხატ-სახეში, რათა დაგვეხმაროს, რომ ჭკუის და გრძნობების მის მსახურებაზე კონცენტრაცია მოვახდინოთ. როგორც ელექტროდენი ავლენს თავს ნათურაში, რათა სინათლე გამოასხივოს, ასევე ღმერთს შეუძლია თავი გამოავლინოს ქანდაკებაში, და შევიდეს მასში. ელექტრო-დენის დანახვა თავისთავად შეუძლებელია, მაგრამ როცა ელექტრო-დენი ნათურაში შედის, ყველა ხედავს სინათლეს. ამის მსგავსად, უფალს შეუძლია თავი გამოავლინოს ღვთაების სახით, რათა დაგვეხმაროს მის დანახვაში და შეგრძნებაში და ჩვენს სიყვარულზე გვიპასუხოს”. ასიმმა გაიღიმა და მკითხა, გასაგებად მიხსნიდა თუ არა.

მე თავი დავუქნიე. ვგრძნობდი, როგორ ჩაიღვარა გულში სიმშვიდე.

* * *

იმ წელს წვიმებმა უხვად მორწყეს ვრაჯას მიწები, და ვრინდავანის ყველა ტყე და საძოვარი უხვი სიმწვანით დაიფარა. დადგა შემოდგომა, და ღამეები უფრო ცივი გახდა, თუმცა დღისით ისევ თბილოდა. რაღაც უჩვეულოს წინათგრძნობით შეპყრობილი, ვაკვირდებოდი, თუ როგორ ემზადებოდნენ ვრინდავანის მაცხოვრებლები თავიანთი ერთ-ერთი უსაყვარლესი დღესასწაულისთვის. ისინი, ვინც ბჰაკტის გზით მიდიან, ზეიმობენ ღმერთის სიყვარულს, პასუხობენ რამ ას საკუთარი სიყვარულის სიხარულით სავეს გამოხატულებით მისდამი. ამიტომ ბჰაკტების ყველა დღესასწაული სპონტანურობით გამოირჩევა. სადაც არ უნდა მივსულიყავი, ხალხი სულმოუთქმელად ელოდა სავსემთვარეობას. წმინდა “შრიმად-ბჰაგავატამში” ნათქვამია, რომ ამ ღამით უფალი კრიშნა რასას ცეკვას ატარებდა. ცეკვა რასა, ერთ-ერთი ყველაზე ღრმა გამოხატულებაა სულიერი სიყვარულისა, რომელიც საუკუნეების განმავლობაში შთააგონებდა ინდოელ მხატვრებს, პოეტებსა და დრამატურგებს. დღესასწაულისთვის მზადების დროს მთელი ვრინდავანი გუგუნებდა, სასიხარულო აგზნებით შეპყრობილი. ხალხი ბაზრებზე ყიდულობდა მორთულობებს თავიანთი ტაძრებისთვის, ახალ სამოსს ღვთაებებისთვის და კულინარულ საშუალებებს სადღესასწაულო სუფრისთვის. სავსემთვარეობის ღამეს ყველა ხუთიათასივე ტაძარი მზად იყო ზეიმისთვის. მზის ჩასვლის წინ რამდენიმე მოსწავლე შეიკრიბა ბონ მაჰარაჯის გარშემო ტაძრის შიგა ეზოში, რათა მოესმინათ, თუ როგორ ხსნიდა იგი ცეკვა რასას არსს.

http://www.radikal.ru
http://www.radikal.ru
* * *
ამ ცეკვას არაფერი აქვს საერთო მიწიერ ცეკვებთან, რომლებშიც ადამიანები საკუთარი მატერიალური გრძნობების დაკმაყოფილებას ცდილობენ, - ამბობდა ბონ მაჰარაჯი. – თუმცა გარეგნულად გოპები – უბრალო მწყემსები არიან, ისინი განასახიერებენ სულის ღმერთისადმი უდიდეს სიყვარულს, რამეთუ ღმერთის დაკმაყოფილება – მათი ერთადერთი მისწრაფებაა. ეს ცეკვა ყველაზე სრულყოფილ სიახლოვეს გამოხატავს, რომელიც კი შესაძლებელია სულსა და ღმერთს შორის, - სიახლოვეს, თავისუფალს მატერიალური და ეგოისტური სურვილების მცირე ნასახის გარეშე, და უმაღლესი ნეტარებით სავსეს. ამ ღამით, როცა კრიშნა თავისი ფლეიტის ტკბილი ბგერებით იხმობდა გოპებს, ისინი ყველა საქმეს ტოვებენ, და მიუხედავად საფრთხეებისა, რისკის ფასად, რომ განდევნილნი იქნებოდნენ საზოგადოებიდან, ტყეს აფარებენ თავს, რათა უფალი გაახარონ. როცა ისინი უზენაესი უფალის, კრიშნას წინაშე წარსდგნენ, მან აღიარა, რომ უსასრულო ჟამის აღსასრულამდეც კი ვერასოდეს შეძლებდა საზღაური გადაეხადა მათთვის ამ წმინდა ერთგულების გამო. პასუხობდა რა სიყვარულზე, იგი მრავალრიცხოვან ფორმად ავრცელებდა თავს და მთელი ამ უსასრულოდ-ნეტარიღამის განმავლობაში ყოველ გოპისთან ცეკვავდა, რომლებიც კრიშნასთან თავიანთი მარადიული, სულიერი სხეულებით გამოცხადდნენ”. ბონ მაჰარაჯი ჩამავალი მზისკენ შებრუნდა, და მისმა თვალებმა ჩამავალი მზის ვარდისფერი სხივი დაიჭირა. “რამდენიმე წუთში ზეიმს დავიწყებთ, და ვილოცებთ, რომ ოდესმე ჩვენც შევძლოთ გოპების მაგალითის მიყოლა”.

ტულასის ბაღში ბონ მაჰარაჯის მოსწავლეები მთელი დღე რთავდნენ სავარძელს მრავალრიცხოვანი ერთმანეთში გადახლართული არომატული ყვავილებისაგან. ახლა, როცა დღესასწაულის დრო მოვიდა, მოსწავლეებმა საზეიმოდ გადააბრძანეს ღვთაება საკურთხევლიდან სავარძელზე, რომლის ქვეშაც უკვე ელაგა ჯამები ტკბილეულით და ნამცხვრებით. სავეს მწვანე მთვარე აღმოსავლეთით ამოდიოდა. ვრინდავანში რასაპურნიმას მთვარე წლის ყველაზე ლამაზ მთვარედ ითვლება. ბჰაკტები სპეციალურად ამ დღესასწაულისთვის დაწერილი სიმღერებით ხვდებოდნენ მის გამოჩენას. მთვარე სულ უფრო და უფრო მაღლა იწეოდა და ოქროსფერი სხივებით ანათებდა არე-მარეს. კრიშნადას ბაბაჯი კირტანს მღეროდა, თავის გრძნობებში ჩაძირული, დანარჩენები კი ნეტარებით ჰყვებოდნენ მას.
მე მათ შევუერთდი და რადჰასა და კრიშნას მომაჯადოებელ ფორმებზე მოვახდინე ჭკუის კონცენტრაცია. როცა მთვარე კიდევ უფრო აიწია, მისი ვერცხლისფერი სხივები ყოველ ფოთოლსა და ყვავილს მოეფინა. მარგალიტის ნაზი ნათებით გარემოცულნი, ღვთაებები, ხეები მათ გარშემო, და ჩვენ, რომლებიც ღმერთს ვეთაყვანებოდით, თავადაც თითქოს არამიწიერ შუქს ვასხივებდით. ასე ვმღეროდით თითქმის გათენებამდე, რათა სიამოვნება მიგვენიჭებინა უფლისათვის.

როგორ ღრმად შეძრა ჩემი გული ვრინდავანმა! ტკბილ წამებში, როგორიც ეს იყო, ვფიქრობდი იმაზე, რომ ღმერთის უპირობო სიყვარული – ეს უმაღლესი სულიერი გამოცდილებაა, და აღემატება ნებისმიერ მისტიკურ ძალას, რომელიც სასწაულების მოხდენის საშუალებას იძლევა. განთავისუფლებაც კი, რომელიც ყველა ტანჯვისგან და მღელვარებისგან თავისუფლებას იძლევა, ვერანაირად ვერ შეედრება ამ განცდას. ისეთ სულიერ სიყვარულში, როგორიცაა გოპების სიყვარული, ერთგული ბოლომდე უძღვნის საკუთარ თავს უფალს და ამის წყალობით ღმერთისადმი სიყვარულის მთელ სიტკბოებას გრძნობს გულში.

* * *
ერთ-ერთ ასეთ მთვარიან ღამეს, მაშინ, როცა ღამის ფრინველები გალობდნენ ტაძრის ეზოში, სვამი ბონ მაჰარაჯმა, თავის ხის სკამზე მჯდარმა, უცებ ყურადღებით შემომხედა: “მე კარგად შეგისწავლე რიჩარდ, - მან პაუზა გააკეთა, რათა მოვმზადებულიყავი იმისთვის, რასაც შემდეგ გავიგონებდი. – ამ ღამით მინდა ინიციაცია მოგცე, მოსწავლედ მიგიღო”. მან კრიალოსანი მაჩვენა, რომლის თვლებიც ტულასის ხისგან იყო გამოთლილი: “მე განვწმინდე იგი შენთვის. მზად ხარ ინიციაციის მისაღებად?”

ეზოში გრილი ქარის ნაკადი შემოიჭრა. ჩემი ჭკუა ერთბაშად მადლიერებამ და ტკივილმა შეიპყრო. მაჰარაჯი უდიდეს პატივს მომაგებდა იმით, რომ პირადად მთავაზობდა მის მოსწავლეობას! მაგრამ მისი წინადადების მიღება საკმარისი რწმენის გარეშე, რომ არასოდეს გავუცრუებდი იმედებს, არანაირად არ შემეძლო. “მე იმდენად ვარ დავალებული თქვენგან – ვუპასუხე ათრთოლებული ხმით, - იმ წყალობისთვის, რაც ასე უხვად მოიღეთ ჩემზე. მაგრამ დავიფიცე, რომ არავისგან მივიღებდი ინიციაციას, თუკი ბოლომდე არ დავრწმუნდებოდი, რომ ჩემი გურუს ერთგული დავრჩებოდი მთელი სიცოცხლის განმავლობაში. მე ვთვლი, რომ ჩემი მხრიდან უკიდურესი უპატივცემულობა იქნებოდა თქვენი მოწყალებისადმი, საკუთარ თავზე ასეთი მოვალეობის აღება მაშინ, როცა სათანადო გულწრფელობა არ გამაჩნია”.

ბონ მაჰარაჯის თვალები ცრემლებით აივსო. მან ალერსიანად გადამისვა თავზე ხელი და მითხრა: “მე მომწონს შენი გულწრფელობა. არ დავიწყებ შენს გადარწმუნებას. შენი გულის ხმას უნდა მიჰყვე. მაგრამ აშრამის ყველა ბინადარს უნდა, რომ სულიერი სახელით მოგმართოს, ამიტომ, თუ წინააღმდეგი არ იქნები, მე მაინც მოგცემ სახელს. ეს არ იქნება ინიცირებული მოსწავლის სახელი, არამედ უბრალოდ ალერსიანი მეტსახელი. შენ შეგიძლია ატარო იგი, სანამ ინიციაციის მიღებას არ გადაწყვეტ”. მე თანხმობის ნიშნად თავი დავუქნიე. “ამიერიდან რათჰინ-კრიშნა დასს დაგიძახებთ. რათჰინ-კრიშნა ნშნავს არჯუნას მეეტლეს”, ხოლო დასი მიუთითებს იმაზე, რომ შენ – მისი მსახური ხარ”.

მადლიერებით განმსჭვალულმა ქედი მოვიხარე მის წინაშე.

“მაგრამ არსებობს ერთი პრობლემა: ყველა წუხს შენი გრძელი და ჩამოძენძილი თმების გამო. იქნებ გადაგეპარსა თმა, როგორც აშრამის დანარჩენ მობინადრეებს აქვთ?”

მე შევღაღადე: “ჩემთვის თმის გადაპარსვა ნიშნავს მოძღვრისადმი მინდობას. და სანამ ასეთ გადაწყვეტილებას არ მივიღებ, არ მინდა ამის ფორმალურად გაკეთება!”

“მაშინ, მოკლედ მაინც შეიჭერი. ჩვენი აშრამის სტუმრებს არ მოსწონთ შენი ვარცხნილობა”.

“თუ ასე გნებავთ, მაჰარაჯ, დავიმოკლებ თმას”, - ჩემმა სურვილმა, რომ სიამოვნება მიმენიჭებინა მისთვის, ყველა სხვა მოსაზრება გადაწონა.

იმავე ღამით, ცნობისმოყვარეობის გამო სარკეში ჩავიხედე. ძალიან დიდხანს არ მინახავს ჩემი თავი სრკეში და არც სავარცხალი მჭერია ხელში. დიახ, ის მართალი იყო: ჩემი ზურგის შუამდე ჩამოყრილი კოსმები არცთუ ლამაზად გამოიყურებოდა. მომდევნო დილით ბონ მაჰარაჯმა ასიმს დაავალა: “წაიყვანე ჩვენი რათჰინ-კრიშნა დალაქთან”.

მთელი გზა, სანამ სადალაქოში მივდიოდით, ასიმი სიცილისგან ხტუნავდა. სადალაქო გამომპალი და დაძველებული ხის ჯიხური აღმოჩნდა, რომელშიც ძლივს დაეტეოდა ოთხი ადამიანი. მე მასიურ ხის სკამზე დავჯექი, დალაქი კი, თვალებდაჭყეტილი უყურებდა ჩემს თმას. დალაქი – ორმოცდაათამდე წლის პატარა და გამხდარი მამაკაცი – წელზე შემოხვეულ გახუნებულ ნაჭერში იყო შემოსილი. “როგორ შევჭრა ასეთი თმა?” – ჩაილუღლუღა მან. ერთი მაკრატელი აიღო, მეორე, მაგრამ ვერაფერი ვერ იღებდა ჩემი თმის ბღუჯას. ბოლოს მან სხვა დალაქებს მოუხმო სათათბიროდ. ისინიც ოხრავდნენ და თავისი კოლეგასავით იძახდნენ: “როგორ უნდა შევჭრათ ასეთი თმა?” ხანგრძლივი დებატების შემდეგ კონსილიუმმა მიიღო გადაწყვეტილება, რომ მებაღისთვის დაეძახათ.

მოვიდა მებაღე – მსხვილი დაკუნთული ადამიანი ხშირი შავი ულვაშით. რამდენიმე წუთი ისიც ათვალიერებდა ჩემს თავს, შემდეგ კი თავის საწყობში წავიდა საჭირო ინსტრუმენტის მოსატანად. უკან გიგანტური ჟანგიანი სეკატორით დაბრუნდა, რომელსაც ტოტების მოსაჭრელად იყენებდა. ჩემი თმის შეჭრა უფრო და უფრო რთული პროექტი ხდებოდა, და მებაღემ ნებაყოფლობით აიღო საკუთარ თავზე მთავარი განმკარგულებელის ფუნქცია. აქეთ-იქით იშვერდა ხორციან თითს შავი ჭუჭყით დიდხანს მოუჭრელი ფრჩხილის ქვეშ და ბრძანებებს იძლეოდა: “დაიჭირე მისი თმა და უკან მოქაჩე, - ეუბნებოდა იგი თავის დამხმარეს. – ძლიერად, უფრო ძლიერად მოქაჩე! ასე, ახლა კი მაგრად გეჭიროს”. ვიღაც გამვლელს მოუხმო და უთხრა: “შენ კი სკამზე დააკავე ეს სადჰუ, რომ არ იმოძრაოს” შემდეგ კი დალაქს უბრძანა: “ორივე ხელი მოკიდე ხელი ქვედა სახელურს და ზემოთ აქაჩე. მე კი ზედას დავაწვები”. სრული სერიოზულობით, ამ ოთხმა თავისი სტრატეგული პოზიცია დაიკავა, და სამუშაო დაიწყო. მებაღე და დალაქი იკლაკნებოდნენ, გმინავდნენ და ოფლი სდიოდათ, და მთელი სხეულით აწვებოდნენ სეკატორს ორივე მხრიდან. უსაქმურების ბრბო მომხდარს უყურებდა. კიდევ რამდენიმე ადამიანმა მოინდომა დახმარება, ყველა მათგანი მთელი ძალით აწვებოდა სეკატორს. მე ვხვდებოდი, რომ იმის ტარება მომიწევდა საკუთარ თავზე, რაც დარჩებოდა მას შემდეგ, რაც სეკატორის სამართებლები ერთმანეთს შეეხებოდნენ. მეორე ცდა აშკარად არ იქნება.

მთელი ჯუფი წვალობდა და ოფლში ცურავდა, ცდილობდა რა ჩემი თმის ბღუჯაში შეეღწია. და აი ვიგრძენი, როგორ იჭრებოდა სეკატორის სამართებელი ჩემს კოსმებში და როგორ ეცემოდა ჩემი თმა იატაკზე. მთელი ეს დრო ჩემი მეგობარი ასიმი ხარხარებდა, მუცელი ხელით ეჭირა, თვალებიდან კი ცრემლები სდიოდა სიცილისგან.

შეუპოვარი შრომის ხანგრძლივი წუთების შემდეგ სეკატორის სამართებლები როგორც იქნა ჩაიკეტა. აღსრულდა! იატაკზე, ნაგავივით ეყარა ჩემი ძვირფასი თმა. ოდესღაც ისინი წარმოადგენდნენ ჩემი პროტესტის სიმბოლოს ომების, რასობრივი დისკრიმინაციის და საზოგადოების ფალშის წინააღმდეგ. ახლა კი დალაქები უცერემონიოდ თელავდნენ თავიანთი ფეხსაცმლით ჩემს იდეალებს და სიწმინდეებს. ის მცირეოდენი, რაც ჩემს თავზე დარჩა, ახლა უკვე ცოტათი მიფარავდა კისერს. საეჭვოა, რომ ვინმე სხვას, კაცობრიობის მთელი ისტორიის მანძილზე ეტრაბახა ასეთი “მოდური” ვარცხნილობით. მაგრამ საქმე გაკეთებული იყო. მებაღემ და დალაქმა ამაყად მომაწოდეს სარკე. “ყველაფერი მზადაა. ჩაიხედეთ გეტაყვა. მოგწონთ?” ხელისგულები შევატყუპე, მადლობა გადავუხადე, მაგრამ ვამჯობინე, სარკეში არ ჩამეხდა.



* * *
დაბრუნებისას სიურპრიზი გველოდა: აშრამში ორი საინტერესო ამერიკელი იჯდა. ერთ მათგანთან, დევიდთან, მაშნვე გამოვნახე საერთო ენა. ეს გულწრფელი და ჭკვიანი ყმაწვილი ცოტა ხნის წინ ალან უოტსის პირადი მდივანი და მეგობარი იყო, ცნობილი მწერლისა, რომლის წიგნებშიც შერწყმული იყო აღმოსავლური მისტიციზმი და დასავლური ლოგიკა. დევიდი, ისევე როგორც ასიმი, გულით საუბრობდა და სხვების მოსმენა უყვარდა. ჩვენ საათობით ვსაუბრობდით ცხოვრების აზრზე.

ერთ დღეს, აშრამში, დასავლეთ ბენგალიიდან ბონ მაჰარაჯის ხუთი უფროსი მოსწავლე გვესტუმრა. ჯგუფს ხელმძღვანელობდა ვინმე ჯაგანათჰი, მაღალი, მოვლილი მამაკაცი თავდაჯერებული სიარულის მანერით. თავის ქალაქში იგი ერთდროულად იყო სკოლის დირექტორი და ქალაქის სამმართველოს ხელმძღვანელი, თუმცა, მიუხედავად მაღალი პოსტისა, ძალიან მოკრძალებული გახლდათ. თუმცა იგი ასაკით მამაჩემზე უფროსი იყო, ჩვენ მალე დავმეგობრდით. ერთხელ, დილით, ჯაგანათჰამ თავის თანამგზავრებთან ერთად დევიდის ხელში ფოტოკამერა შეამჩნიეს. “სერ, ძალიან გთხოვთ, გადაგვიღეთ ყველას ერთად”, - თხოვა ერთ-ერთმა მათგანმა, და ისინი ტაძრის ფონზე დადგნენ, სურათის გადასაღებად მომზადებულნი.

დევიდი ჩემსკენ შემობრუნდა და მიჩურჩულა: “აქ ბოლო კადრია დარჩენილი. მეტი ფირი აღარ მაქვს. ამ კადრს რაიმე განსაკუთრებულისთვის ვინახავ. რა ვქნა? ისინი უკვე პოზიორობენ”. ჩვენ გადავწყვიტეთ თავი მოგვეჩვენებინა, თითქოს ფოტოს ვიღებდით, და ობიექტივის გახსნის ტკაცუნით ფოტოს გადაღების იმიტაცია გავაკეთეთ. შემდეგ, ვითომც აქ არაფერი, ჩვენ-ჩვენ საქმეებს დავუბრუნდით.

მეორე დღეს, გაკვირვებული ვუყურებდი, როგორ იდგა ჯაგანათჰა მოშორებით და ჩუმად ტიროდა. მის მეგობართან მივედი: “რამ დაამწუხრა ასე ჩვენი ჯაგანათჰი?”

მან მწველი მზერით შემომხედა: “შენმა საქციელმა”.

“და რა ჩავიდინე ასეთი?” – ვუპასუხე მე და არც კი ვიცოდი რა მეფიქრა.

“გუშინ, როცა ვპოზირებდით, შენ თავი მოგვაჩვენე, თითქოს ფოტოს გვიღებდი. ამას ორპირობა ჰქვია. არ გრცხვენია, ასეთი შეურაცხყოფა რომ მოგვაყენე?”

მე ჯაგანათჰას მივვარდი, რომ პატიება მეთხოვა, მაგრამ მან არაფერი მიპასუხა. მეორე დღეს კვლავ ვეხვეწებოდი, რომ ეპატიებინა ჩემი სიბრიყვე. მან თვალებში შემომხედა ხანგრძლივი სევდიანი მზერით: “შენ კრიშნას ემსახურები, - თქვა მან. როგორ შეგიძლია ასე უპ

Posted by: cinemamu 15 Jan 2012, 10:24
მე ჯაგანათჰას მივვარდი, რომ პატიება მეთხოვა, მაგრამ მან არაფერი მიპასუხა. მეორე დღეს კვლავ ვეხვეწებოდი, რომ ეპატიებინა ჩემი სიბრიყვე. მან თვალებში შემომხედა ხანგრძლივი სევდიანი მზერით: “შენ კრიშნას ემსახურები, - თქვა მან. როგორ შეგიძლია ასე უპატივცემულოდ მოეპყრა სხვა ადამიანს? ნუთუ არ იცი, რომ უფალი ჩაიტანია ბალახის მსგავს უბრალოებას და მორჩილებას, და სხვებისადმი პატივის მიგებას გვასწავლიდა? ორპირობა – საშინელი სენია”. თვალებზე ცრემლი მოადგა, და შებრუნდა. ზემოთ აიხედა და განაგრძო: “მე გენდობოდი როგორც ერთგულს, მაგრამ მოლოდინი გამიცრუე. ამიტომაც ვტირი. შენზე ვტირი ჩემო მეგობარო, იმიტომ რომ ასე ცოტა იცი. ნამდვილი ერთგული არასოდეს მოეპყრობა სხვას ასე მდაბლად”.

იგი გადამეხვია, შემდეგ კი წავიდა.

საკუთარ თავს ვკიცხავდი, მდინარისკენ მივდიოდი და ვცდილობდი გავრკვეულიყავი, რა მოხდა.

ჩვეულებრივ ადამიანებს შორის მსგავსი წვრილმანი შეუმჩნეველი დარჩებოდა. მაგრამ ერთგულებში ყველაზე მეტად პატიოსნება და გულის სირბილე ფასდება. არც ისე ადვილია ერთგულების კულტურის ათვისება, მაგრამ მისი წყალობით ჩვენი გულის ველი ნაყოფიერი ხდება, და ნამდვილი სიყვარულის თესლი თავის აღმონაცენს იძლევა მასზე.

* * *
ორ თვეზე მეტი ასიმის, კრიშნადას ბაბაჯის და ბონ მაჰარაჯის სასიამოვნო საზოგადოებაში გავატარე. ბონ მაჰარაჯს მეტჯერ აღარ წამოუწყია საუბარი ინიციაციაზე, მაგრამ აშრამში ცხოვრობდა ერთი ბერი, რომელზეც ძალიან იმოქმედა მისი გურუსგან ინიციაციის მიღებაზე ჩემმა უარმა. ერთხელ მან თავის ოთახში მიმიხმო და ჩემდამი ზიზღის დაუფარავი განწყობით მითხრა: “მხოლოდ შეხედე საკუთარ თავს! – მლანძღავდა იგი. – შენ მატერიალური ცხოვრება მიატოვე განდეგილის ცხოვრების წესისთვის. მაგრამ მანამ, სანამ გურუსგან არ მიიღებ ინიციაციას, შენ ვერანაირი სულიერი ცხოვრება ვერ გექნება”. თვალები მოჭუტა და ხმა აუკანკალდა: “იცი, რა მოსდით მათ, ვინც ისე კვდება, რომ ვერც მატერიალური და ვერც სულიერი ცხოვრებით ვერ ცხოვრობს?” მე ჩუმად შევცქეროდი.

“იცი?!”

“არა”, - ბორძიკით ვუპასუხე.

იგი თავისი ადგილიდან წამოხტა და თითი სახეში მატაკა: “ასეთი ადამიანი მოჩვენება ხდება! მე შენ გეუბნები. შენ მოჩვენებასავით ცხოვრობ. თუკი მოულოდნელად მოკვდები, ათასობით წელი დაიტანჯები და იხეტიალებ, როგორც მოჩვენება!” იგი დაჟინებით მიყურებდა. “რატომ თვლი ჩვენი გურუს წყალობას იაფფასიანად? ან უნდა გახდე მისი მოსწავლე, ან მოშორდე აქედან!”

მე თვალები დავხარე და სევდიანად ვუთხარი: “მაპატიეთ. მე წავალ”. როცა დავბრუნდი, ჩემი ჩანთა ჩავალაგე, შესაწირის თასი ავიღე და ჭიშკრისკენ გავემართე. გამოსვლისას შიგა ეზოში მჯდარი ბონ მაჰარაჯი შევამჩნიე. მასთან მივედი, მის ტერფებს ვემთხვიე და გზის დალოცვა ვთხოვე.
მან გაკვირვებულმა შემომხედა:

“მიდიხარ ჩვენგან? რატომ?”

“მაჰარაჯ, არ მინდა, რომ შეურაცხყოფა მოგაყენოთ ჩემი აქ ყოფნით”, - და მოკლედ მოვუყევი ახლახანს მოსმენილი ქადაგება.

სახეზე აღშფოთება აღებეჭდა: “ვინ გითხრა ასეთი სისულელე?” მე სახელი ვუთხარი.

მაშინ მაჰარაჯმა მოსიყვარულე მამის სინაზით წარმოთქვა: “მე არასოდეს მიფიქრია შენზე ასე. შენ გულწრფელი ერთგული ხარ. ისე მიყვარხარ, როგორც საკუთარი შვილი. შეურაცხყოფა არ მოგიყენებია ჩემთვის. პირიქით, სიხარულს მანიჭებდი მთელი ამ ხნის განმავლობაში. დარჩი ჩვენთან, რამდენ ხანსაც გაგიხარდება. და, დარწმუნებული იყავი, რომ ამიერიდან აღარავინ ეცდება შენზე ზეგავლენის მოხდენას”.

მე მადლობელი ვიყავი მაჰარაჯისადმი მისი სიკეთის გამო. მაგრამ მაინც, ამ შემთხვევამ მიმიყვანა აზრამდე, რომ დრო მოვიდა – გზა განმეგრძო. არ მინდოდა მაჰარაჯის მოსწავლეების დამწუხრება. ბოლოს და ბოლოს, მე ჯერ კიდევ ძიებაში ვიყავი, გურუს აშრამში კი მხოლოდ მის ერთგულ მოსწავლეებს შეუძლიათ ცხოვრება. ბონ მაჰარაჯისადმი პატივისცემის და მისდამი სიყვარულისა და ბრძნული დარიგებების გამო კიდევ რამდენიმე დღით დავრჩი. შემდეგ, მივიღე რა მისი კურთხევა, ვრინდავანის ტყეებისკენ გავეშურე.

* * *
თავი მეექვსე

რა შეიძლება იყოს იმაზე უკეთესი, ვიდრე ვრინდავანის აყვავებულ ტყეში ცხოვრებაა! მდინარე იამუნა სტუმართმოყვარედ მთავაზობდა თავის ნაპირებს, და მე კვლავ უსახლკარო მოგზაური გავხდი, და ტვირთად არ მაწვა არაფერი, გარდა ორი ცალი ნაწრისა, რომელსაც სამოსელად ვხმარობდი. ყოველ ჯერზე ახალი ხის ქვეშ მეძინა, და განმარტოება კვლავ ჩემი სასურველი მეგზური გახდა.

ხშირად ვათენებდი ღამეს ჩირ-გჰატასთან, კადამბას ბებერი ხის ქვეშ. ამ წმინდა ადგილას უხსოვარი დროიდან მოდიან ისინი, ვისაც ღმერთის წმინდა სიყვარულის მოპოვების სურვილი აქვს. ისინი ლოცვებს აღუვლენენ კრიშნას, რომ უმეცრების საფარისგან გაანთავისუფლოს მათი სულები, და ტრადიციულად ამ ხის ტოტებზე ქსოვილის ნაჭრებს აბამენ ხოლმე. კადამბას ხე ვრინდავანში წმინდად ითვლება. მისი ოქროსფერი ბურთის ფორმის ყვავილები ასეულობით პაწაწინა ფურცლით, ტკბილ და დამათრობელ არომატს აფრქვევენ და მხოლოდ ტავისი სახითაც კი ახარებენ გულს. ეს ყვავილები კრიშნას ოქროსფერ კანიან რადჰას აგონებენ, ამიტომ კადამბას ხე ძალიან ძვირფასია მისთვის. ყოველ საღამოს მუხლს ვიყრიდი ამ ხის ქვეშ და კრიშნას ვთხოვდი, რომ მორჩიულება და ერთგულება მოეცა ჩემთვის. შემდეგ, მდინარის ნაპირას გაწოლილი, მთელი სხეულით შევიგრძნობდი მიწის სიგრილეს, და ასე ვიძინებდი. ჩემი ლოგინი წმინდა მიწა იყო, ზეწარი – ვარსკვლავიანი ცა, მაღვიძარა კი – ტაძრების ზართა შორეული გადაძახილი.

ყოველ დილით განთიადამდე, ოთხ საათზე ვიღვიძებდი დამ ას შემდეგ, რაც მუხლს ვიყრიდი წმინდა მიწის წინაშე, წმინდა იამუნას წყლებში შევდიოდი. ნოემბერი ახლოვდებოდა, და იამუნა სულ უფრო და უფრო ცივი ხდებოდა. ხშირად, ყელამდე წყალში შესული, ვიდექი, ვკანკალებდი და ვიხსენებდი ბავშვობის საყვარელ სიმღერას: “იორდანის მდინარეში – ყინულივით წყალია, მაგრამ სულს ის ყოველთვის ათბობს”. დანაკლისების გადატანა რაღაც ამაღლებულისთვის და ფასეულისთვის – აი ჭეშმარიტი სიამოვნება, - ვფიქრობდი მე. კვლავ და კვლავ ვიძირებოდი თავით წყალში და ვმედიტირებდი სხეულის, ჭკუისა და სულის განწმენდაზე. შემდეგ ჩუმად ვიდექი ცის ქვეშ, რომელზეც ჯერ კიდევ კიაფობდნენ ვარსკვლავები, და ჩემი გულის განწმენდისთვის ვლოცულობდი. ასეთი მედიტაციით იწყებოდა ჩემი ყოველი დღე. განსაკუთრებულ სიახლოვეს ვგრძნობდი ღმერთთან. კვლავ ნაპირზე ასული, ნაჭრის შემოსახვევს ვიხსნიდი, ვწურავდი და კვლავ ვიხვევდი. იქვე, ნაპირზე, ვიმეორებდი ჰარე კრიშნა მანტრას, ტულასის ხის ბურთულებზე. ასე გადიოდა ჩემი ყოველი დილა, და უფალს ვევედრებოდი, რომ ეს გამოცდილება არასოდეს წაშლილიყო ჩეი მეხსიერებიდან.

ორმა თვემ გაირბინა. ერთხელ, მწუხრის ჟამს, წმინდა კადამბას ხის ქვეშ დავჯექი და მამას წერილი მივწერე.

ძვირფასო მამა,

ჩემმა ხანგრძლივმა ძიებამ ვრინდავანში მომიყვანა. აქ ვიპოვე ის, რასაც, როგორც ჩანს მივიღებ ჩემს გულში, როგორც უზადო ჭეშმარიტებას. აქამდე მე მხოლოდ ვეძებდი იმ ადგილს, სადაც ჩემი გული მიხმობდა. ბოლო ნახევარ თვეში უდიადესი საგანძური გამეხსნა, რომლის გაგებაც აქ, ვრინდავანშI შეიძლება. დამიჯერე, აქ სიამოვნებისთვის ან კარგი დროსტარებისთვის არ ვარ. აქ იმისთვის ვარ, რომ ჩემი პასუხისმგებლობით და გულწრფელობით აღვასრულო მისია, რომლისგანაც არ ძალმიძს განდგომა. შენ იცი, რომ არასოდეს განზრახ არ მომიყენებია შენთვის ტკივილი. გთხოვ, გამიგე, რომ ეს მოგზაურობა ძალიან მნიშვნელოვანია ჩემს ცხოვრებაში.

სიყვარულით,
რიჩარდი
ვრინდავანი, ოქტომბერი 1971 წ.


ერთ მშვიდ საღამოს იამუნას ნაპირას მივსეირნობდი. პატარა ფეხშიშველი ბიჭუნები დახეული შორტებით და გამხდარი გოგონები კრიკეტს თამაშობდნენ, მოხერხებულად ურტყამდნენ ჯოხით ბურთს და წკრიალა ხმით იცინოდნენ. სხვა ბავშვები ჯოხებს იქნევდნენ და ძროხებს, კამეჩებს, თხებსა და ცხვრებს მწყემსავდნენ. გვერდით ქალები ჩაივლიდნენ ხოლმე ხორბლის კალათით თავზე და მორცხვად სარით იფარავდნენ პირისახეს. ჩემს მარჯვნივ კრიშნადას ბაბაჯი შევამჩნიე. იგი ხის ქვეშ იჯდა და ძლივს გასაგონად იმეორებდა ღმერთის სახელებს. როგორც კი შემამჩნია, მიწაზე დააკაკუნა ხელი, იმის ნიშნად, რომ თავისთან მიწვევდა. ჩვენ დიდხანს ვიჯექით ჩუმად და ვაკვირდებოდით, როგორ გადაჰყავდა მენავეს ხალხი ერთი ნაპირიდან მეორემდე. რაღაც დროის შემდეგ ბაბაჯიმ ნახევარი ხმით წარმოთქვა: “ამ ტამარინდის ხის ქვეშ რადჰას და კრიშნას უყვარდათ შეხვედრა”.

გადავწყვიტე ამის შესახებ დაწვრილებით გამომეკითხა. “ბაბაჯი, აქ ყველას ასე ძალიან უყვარს რადჰა… ძალიან გთხოვთ, მომიყევით მის შესახებ”.

რადჰას სახელის გაგონებისთანავე მისი თვალები ცრემლით აივსო. ქუთუთოები დაუშვა, წინ გადაიხარა და თქვა: “წმინდა წერილები და წმინდანები გვასწავლიან, რომ ღმერთი ერთია, მაგრამ ამავე დროს იგი საკუთარ თავში მამაკაცურ და ქალურ საწყისებს აერთიანებს. კრიშნა – მამაკაცური საწყისია, რადჰა კი – ქალური ენერგია. სულიერ სამყაროში ერთიან ღმერთს ყოველთვის აქვს ყველა ეს ფორმა. სიყვარული სიყვარულის ობიექტსა და შეყვარებულს – კრიშნასა და რადჰას შორის – ყველანაირი სხვა სიყვარულის ღვთაებრივი წყაროა”.

“ბაბაჯი, - ვკითხე მე, - და როგორ შეესაბამება ერთმანეთს სიყვარული ღმერთის მამაკაცურ და ქალურ საწყისებს შორის, და ის სიყვარული, რომელსაც ადამიანები მატერიალურ სამყაროში განიცდიან ერთმანეთის მიმართ?”

კრიშნადას ბაბაჯიმ მიპასუხა: “ილუზიით, მაიათი დაფარულნი, ჩვენ ვივიწყებთ ღმერთისადმი ექსტატიურ სიყვარულს, რომელიც თვით ჩვენი სულის ბუნებას წარმოადგენს. მიწიერი სიყვარული – მხოლოდ ფერმკრთალი ანარეკლია ღვთაებრივისა. ჩვენ ყველგან ვეძებთ ნამდვილ სიყვარულს, და გვავიწყდება, რომ ის ჩვენს გულში ცოცხლობს”. შეუძლებელია იმ მორჩილების აღწერა, რომლითაც ბაბაჯი ამ სიტყვებს წარმოთქვამდა. მან თავისი ჭაღარა წარბები ასწია, და ხმა აუკანკალდა: “კრიშნა ოცნებობს, რომ თავისი ერთგულის სიყვარულით იყოს დატყვევებული, და რადჰას უმიზეზო წყალობის მეშვეობით ჩვენ შეგვიძლია მოვიპოვოთ ასეთი სიყვარული. რადჰა – ეს აბსოლუტის მოწყალე ბუნებაა, სულიერი სიყვარულის თავდაპირველი წყარო”.

http://www.radikal.ru
http://www.radikal.ru


რადჰას – ღმერთის ქალური ენერგიეს იდუმალება – დიდი ხანია მიზიდავდა, და თან გამუდმებით მისხლტებოდა ხელიდან. ვერც წიგნებმა, რომლებსაც აქამდე ვკითხულობდი, ვერც სადჰუებმა, რომლებიც ჩემს გზაზე შემხვდნენ, - ვერავინ ვერ მომამზადა იოგას წმინდა საიდუმლოს გახსნისთვის: ბჰაკტის, ღვთაებრივი სიყვარულის საიდუმლოსი. და აი ახლა, მე გამეხსნა, რომ ამ საიდუმლოს შემნახველი და მატარებელი – რადჰაა. პირველად გავიგე, რომ ყველა ამ ვრინდავანელმა წმინდანმა, აბსოლუტის თავიანთ ძიებაში სულის იმ ყველაზე დაფარულ სფეროებს მიაღწიეს, რომლებიც სხვებისთვის მიუწვდომელია.

მათ მიერ გახსნილი საიდუმლო იმაში მდგომარეობდა, რომ არსებობს რაღაც უფრო მეტი, ვიდრე მიწიერი სიამოვნებანი ან ღმერთთან სულიერი შერწყმაც კი. ერთგულების გზას იქ უნდა მიეყვანა ისინი, სადაც მარადიულად გრძელდება სულის დამათრობელი ცეკვა – სიყვარულის დაუსრულებელი ზეიმი. და რადჰა – ისაა, ვინც ამ წარმოუდგენლად ტკბილ სამეფოში შესვლის საშუალებას აძლევს სულს.

ვრინდავანელ იოგებს ყოველთვის სწყურიათ, რომ რადჰას წყალობა მოიპოვონ, და მხოლოდ ამით აიხსნება მათი ღრმა, არაყალბი მორჩილება. უარს ამბობენ რა საკუთარ თავში მისტიკური შესაძლებლობების განვითარებაზე, ისინი ღვთაებრივი სიყვარულისოკეანეში იძირებიან. ბჰაკტის – უპირობო სიყვარულის იოგას – ძალიან ღრმა თეოლოგიამ დაატყვევა ჩემი გული და მონუსხა ჩემი ჭკუა. იგი შუქს ჰფენდა ჩემს მრავალრიცხოვან კითხვებს: როგორც იმათ, რომლებიც უკვე დავსვი, ასევე იმათ, რომელთა დასმაც წინ მელოდა. თუმცა მე ჯერ კიდევ ვეჭვობდი, რომელი გზისთვის უნდა მიმეძღვნა ჩემი ცხოვრება, ჩემი გული უფრო და უფრო იხრებოდა ბჰაკტისკენ.

კრიშნადას ბაბაჯიმ კურთხევა მომცა, წამოდგა და ნაპირს გაუყვა. მე კი ვიჯექი, იამუნას წყალს ვუცქერდი და ღმერთის ქალური ასპექტის მისტერიაზე ვფიქრობდი. ქრისტიანულ ეკლესიაში მარიამის, იესოს დედისადმი თაყვანისცემა, შთაგონებას აძლევდა ხალხს ღვთაებრივი სიყვარულისთვის და განხეთქილებებამდეც კი მიჰყავდა ხალხი. მარიამ მაგდალინელის გამოცანამ საიდუმლო რელიგიური ორდენები, ფარული სიმბოლიკა და მრავალრიცხოვანი ჩახლართული ინტრიგა ჩამოაყალიბა. იუდეველები შჰინას, უფლის დიდებას, ან როგორც კიდევ უწოდებენ შაბატის პატარძალს, ღმერთის ქალურ გამოვლინებად თვლიან. იგივე აზრის არიან კაბალას მიმდევრებიც. ზოგიერთი სუფისთვის ღვთაებრივ ქალურ საწყისს ფატიმა განასახიერებს. ახლა კი მე აღმოვაჩინე, რომ უძველესი ვედური ტრადიცია ყოველთვის აღიარებდა ღმერთის მოწყალე ქალურ ჰიპოსტასს.

იამუნას ვუმზერდი და ვფიქრობდი, როგორ ხშირადაა, რომ წარმოდგენა ყოვლისშემძლე და ძლევამოსილ ღმერთზე გვიფარავს სულიერების ამ მოწყალე, თანაგრძნობით სავეს მხარეს, რომელიც სულს კვებავს. იქ, იამუნას ნაპირზე, მე პირველად გამეხსნა ღვთაებრივი ბუნების ქალური ასპექტის მნიშვნელობა.





* * *
მიახლოებით მაშინვე, როცა აშრამი დავტოვე, იქიდან ჩემი მეგობარი ასიმიც წამოვიდა. როგორც ჩანს იგი სულშეხუთული იყო აშრამის დაძაბული ატმოსფეროს გამო, სადაც მას მრავალი მოვალეობა დაეკისრა, ხოლო ჩემმა ძალიან ასკეტურმა, მაგრამ თავისუფალმა ცხოვრებამ კონტრასტის გამო ძლიერი შთაბეჭდილება მოახდინა მასზე. ჩვენ ხშირად ვხვდებოდით და ვრინდავანის ტყეებში, კრიშნას მშობლიურ სახლში დავხეტიალობდით. ერთ-ერთ მზიან დღეს ბანიანის ხის ჩრდილქვეშ ვიჯექით და ვსაუბრობდით, როცა უეცრად ვიღაცის ძლევამოსილი საზოგადოება ვიგრძენით. როცა შევბრუნდით, დავინახეთ ადამიანი, რომელიც ჩვენს ზურგს უკან იჯდა. საიდან გაჩნდა? შეუძლებელი იყო მისი ასაკის განსაზღვრა: იგი ერთდროულად მოხუცსაც ჰგავდა და ახალგაზრდასაც. მისი ერთადერთი ტანსაცმელი სხეულზე შემოხვეული თეთრი ქსოვილის ნაჭერი იყო. თმის კულულები ზურგზე სცემდა, ხოლო მრგვალ, წვერით დაფარულ სახეზე უზარმაზარ თვალები უბრწყინავდა. იგი ფართოდ, ბავშვურად იღიმებოდა. “ნებისმიერი, ვინც ვრინდავანში მოდის, - წარმოთქვა მან, - მაშინვე კრიშნასთან შედის კავშირში. სხვები ღმერთს, როგორც უდიადეს მეფეს ეთაყვანებიან, მაგრამ აქ, ვრინდავანში… - მან გარშემო მიმოიხედა და ხელი ტყისკენ გაიშვირა, - აქ კრიშნა თავის საკუთარ სახლშია. და იგი აქ ისე გვიყვარს, როგორც ჩვენი მეგობარი, ბავშვი ან შეყვარებული”.

ჩვენ იმ მხარეს გავიხედეთ, საითაც ხელი გაიშვირა, და ხეებს მიღმა მოცისფრო შეფერილობის ცხოველი დავინახეთ, რომელიც ველურ ძროხას წააგავდა. ყველაფერი ეს უკვე ზღაპარს მაგონებდა. სუნთქვა შეგვეკრა. “თავდაპირველად, - აგრძელებდა იგი, - ჩვენ ვსწავლობთ გვიყვარდეს ღმერთი როგორც ყოვლისშემძლე შემოქმედი, დამანგრეველი და მხსნელი. მაგრამ ღმერთს შეუძლია ყველაზე ნაზი, ყველაზე სრულყოფილი შეყვარებულიც იყოს. წმინდა წერილებში ნათქვამია, რომ ცელქი და მოთამაშე კრიშნა ვრინდავანში – სილამაზის და სიტკბოების კვინტესენციაა”. შემდეგ სადჰუმ, რომელიც თითქოს ჰაერიდან გაჩნდა ჩვენთან, ფეხზე წამოდგა და თქვა: “წამოდით, ისეთ ადგილებს გიჩვენებთ, რომლებიც სამუდამოდ დარჩება თქვენს მეხსიერებაში”.

ჩვენ მაშინვე გავყევით. ტყე გადავიარეთ, შემდეგ მდინარის გასწვრივ მივდიოდით ერთი ტაძრიდან მეორემდე. ადგილობრივი მაცხოვრებლები და ტაძრის ქურუმები მოწიწებით ესალმებოდნენ ჩვენს გიდს. უცებ ასიმმა მკითხა: “სად გაქრა? მე მიმოვიხედე. სადჰუ გამქრალიყო და მარტონი მივეტოვებინეთ ძველ ტაძარში. ასიმმა ხანშიშესულ ღვთისმსახურს ჰკითხა: “გვითხარით, ვინ იყო ეს სადჰუ, რომელიც ჩვენთან ერთად იყო ახლა?”

ღვთისმსახუყრმა ფართოდ გააღო პირი და თვალები. სახეზე მოწიწებული გამომეტყველება გამოეხატა: “ო, თქვენ არ იცით?” მან განმარტოებულ ადგილას გაგვიყვანა და გვიჩურჩულა: “თქვენთან ერთად შრიპად ბაბა იყო. არავინ იცის რამდენი წლისაა და სად ცხოვრობს. მას არ აქვს სახლი და ყველგან დახეტიალობს ღმერთისადმი სიყვარულის ტრანსში, ხან ჩნდება და ხან ქრება”.

თითქმის ყოველდღე, როცა მე და ასიმი ვსეირნობდით, სადმე ახლოს იდუმალი გზით გაჩნდებოდა ხოლმე შრიპად ბაბა. გაუგებარი იყო, როგორ გვპოულობდა. იგი არასოდეს იტვირთავდა თავს მოსალმებით ან დამშვიდობებით. ხანდახან გვეჩვენებოდა, რომ მუდამ ჩვენს გვერდით იმყოფებოდა – ხილულად ან უხილავად.

როცა შრიპად ბაბას ვრინდავანის ტყეებში დავყავდით, იქმნებოდა შეგრძნება, რომ მან ყველაფერი იცოდა ყოველ მთაზე, ბორცვზე, ქვაზე და ქვიშის ნამცეცზეც კი ვრინდავანში და მის შემოგარენში. მრავალი დღის განმავლობაში ვხეტიალობდით მასთან ერთად, და ხდებოდა ხოლმე რომ ჩვენი ექსკურსიები ღამეებიც კი გრძელდებოდა. ზამთრის ერთ ცივ ღამეს დავინახე, როგორ შევიდა შრიპად ბაბა მხრებამდე ყინულივით ცივ წყალში. დილამდე იდგა ასე და ლოცვებს აღავლენდა.

ერთხელ დილით ვრინდავანის რომელიღაც მოხვეულში მე და ასიმს უცნობმა ხანშიშესულმა, ტრადიციულად თეთრი სარით მოსილმა ქვრივმა დაგვიძახა: “მე დავინახე, როგორ სეირნობდით ტყეში შრიპად ბაბასთან ერთად. წამოდით, რაღაცას მოგიყვებით”.

http://www.radikal.ru

შრიპად ბაბა
* * *
ყოველი ნაბიჯის გადადგმა მძიმე იყო მისთვის. წელში მოხრილიყო და მთელი თავისი სხეულით ბამბუკის ჯოხს ეყრდნობოდა. ქალი წინ მიგვიძღოდა თავისი ქოხისკენ და გზად გვიყვებოდა შრიპად ბაბას წარსულის შესახებ, რომელიც ცოტამ თუ იცოდა. ასიმი ჰინდიდან ყველა სიტყვას მითარგმნიდა. “ოდესღაც, დიდი ხნის წინ, როცა ბაბა პატარა იყო და სკოლაში დადიოდა, მას და მის მეგობარს საჰაერო გველის გაშვება უყვარდათ”. იგი მკვეთრად შეჩერდა, ისედაც ნაოჭიანი სახე კიდევ უფრო შეჭმუხნა, ჯოხს დაეყრდნო, წარბები მოქუფრა და ხმამაღლა დაიწყო ლაპარაკი: “ამის გამო მასწავლებელმა სილა გააწნა მათ და უკანასკნელი სიტყვებით ლანძღა”. მისი ხმა და მთელი სხეული აღშფოთებისგან კანკალებდა: “საწყალ ბავშვს ვერ გაეგო, რა არ გააკეთა სწორად. იგი ფიქრობდა: “რისთვის ვისწავლო სკოლაში, თუკი მასწავლებელმა, რომელმაც სკოლის ყველა საგანი იცის, სიყვარული მაინც ვერ ისწავლა?” მან სკოლა მიატოვა, სახლიდან წავიდა და გადაწყვიტა ამიერიდან მხოლოდ ღმერთის ძიებაში ყოფილიყო”. საკეტში გასაღები გადაატრიალა, თავისი აგურის სახლის კარი შეაღო და დამშვიდობების ნიშნად მხარს უკან მზერა გვესროლა: “დროთა განმავლობაში, იგი ერთ-ერთი ადგილობრიცი წმინდანის მოსწავლე გახდა”.

* * *
ერთხელ, გვიან საღამოს, მე, ასიმი და კიდევ ოთხი ადამიანი ერთად გავემგზავრეთ შრიპად ბაბასთან ერთად შორეულ ტყეში. დაახლოებით ათის ნახევარი იქნებოდა, და მიწაზე სიბნელე ჩამოწვა. შორიახლოს იამუნას ნაპირზე ვიღაც სადჰუ იჯდა; ზურგს უკან მას სიტარა მოუჩანდა. შრიპად ბაბამ წარმოგვიდგინა იგი, როგორც სიტარაზე დაკვრის ოსტატი და იმავე მასწავლებლის მოსწავლე, რომელთანაც ლეგენდარული რავი შანკარი მეცადინეობდა. “თუმცა რავისგან განსხვავებით ეს ადამიანი სადჰუ გახდა”.





სიტარისტმა მოსალმების ნიშნად გრაციოზულად დაგვიკრა თავი, შემდეგ კი თვალები დახუჭა. მელანივით შავ ცაზე ვერცხლისფერი მთვარე ანათებდა, ვარკვლავები განსაკუთრებულად ციმციმებდნენ, და ყველა ეს ფერი იამუნას ტალღებზე თამაშობდა. სადღაც ახლოს, კადამბას ტოტებს მოფარებულნი, ღამის ფრინველები გალობდნენ, შორიდან ფარშევანგების კივილი მოისმოდა, და მსუბუქი ქარი, რომელიც ღამის ჟასმინის არომატით იყო სავეს, ჩვენს სხეულებს ელამუნებოდა. და ამ იდილიაში ნაზად გაიჟღერა სიტარამ. უძველესი რაგის გრძელი ბგერები ვრინდავანის სიმფონიას შეერია, და ყოველ ნოტაში მესმოდა სევდა, რომლითაც მუსიკოსი ღმერთს მიმართავდა.

უჩვეულო გრძნობებმა შემიპყრო. კრიშნასგან მოწყვეტილად ვიგრძენი თავი. სიყვარულის ნასახიც კი არ იყო ჩემს გულში. მე ღატაკი, ამ სიყვარულს ვეძებდი, მოვთქვამდი და ვევედრებოდი, რომ მოსულიყო. უეცრად მთელი სამყარო ცარიელად მომეჩვენა ამ სიყვარულის გარეშე. ღამის სიჩუმეში სიტარა ოხრავდა, ტიროდა, და ჩემი გულის დაფარულ საირუმლოებებს ამხელდა.

http://www.radikal.ru
http://www.radikal.ru

Posted by: cinemamu 17 Jan 2012, 16:49
თავი მეშვიდე

ჩემთვის ვრინდავანი სასწაულებით იყო სავსე – დიდი და პატარა სასწაულებით. ერთხელ, დღისით, როცა მარტო დავხეტიალებდი ტყის ბილიკებზე, პირდაპირ ჩემს წინ გიგანტური გააფთრებული ხარი დავინახე. მისი მასიური ტორსის გარშემო მტვერი ტრიალებდა, ნესტოებიდან კი ნაკადად მოდიოდა თეთრი ქაფი. გაცოფებულმა შემომხედა თვალებში, ფართოდ დააღო პირი და სასინელი ღრიალი ამოუშვა. მოუთმენლად თხრიდა მიწას ჩლიქებით და ჩემს გასათელად ემზადებოდა. სანამ რაიმეს მოვიმოქმედებდი, ხარი გაშეშდა, თავი დახარა, უეცრად დამეტაკა და რქა პირდაპირ მუცელში გამიყარა: თავის ერთი მოძრაობით ჰაერში ამტყორცნა, ისე რომ მის სხეულს გადავაფრინდი და მიწაზე დავენარცხე. სუნთქვა შემეკრა. ტკივილისგან ვიკლაკნებოდი და უკვე სიცოცხლესაც გამოვემშვიდობე გონებაში, ის კი ისევ აგრძელებდა მოუთმენლად ჩლიქებით მიწის თხრას, ქშინავდა და მორიგი შეტევისთვის ემზადებოდა.

ამ დროს ბილიკზე გამხდარი აკურატული მოხუცი გამოჩნდა, ა-ლა ნერუს პილოტკაში. მან ადგლობრივ დიალექტზე რამედნიმე სიტყვა დაიყვირა, რის შემდეგაც ხარმა მორჩილად დახარა თავი და იქაურობას მოცილდა.

http://www.radikal.ru

უჩვეულო ადამიანი წამოდგომაში დამეხმარა და მკითხა: “ყველაფერი რიგზე გაქვს? ხარი ფრიად გაღიზიანებული ჩანდა”.

დავმშვიდდი და საკუთარი თავი შევათვალიერე. ჩემდა გასაკვირად საღ-სალამათი ვიყავი, ტკივილსაც კი გაევლო. მაგრამ პირველივე ნაბიჯთან ერთად წამოვიყვირე: ფეხში ღრმად შემერჭო რაღაც ეკალი, და ეს ბევრად უფრო უსიამოვნო აღმოჩნდა, ვიდრე ხარის რქის დარტყმა. დავიხარე, რომ ეკალი ამომეძრო, და გავიფიქრე, რომ თავისი სიკეთის გამო კრიშნამ ხარის რქა ამ ეკლით შეცვალა. “ყველაფერი რიგზეა, - ვუპასუხე მე. – მადლობელი ვარ. თქვე სიცოცხლე გადამირჩინეთ”.

ეს მე არა, - გაიღიმა ხანშიშესულმა ბატონმა. – კრიშNამ გიხსნა. მე უბრალოდ ინსტრუმენტი ვიყავი მის ხელში”. მღელვარებისგან ხმა აუკანკალდა: “სიყვარული – სულ ესაა, რასაც საპასუხოდ მოითხოვს ჩვენგან კრიშნა”. მოხუცმა ყველა მხრიდან შემათვალიერა, შეამოწმა დაჭრილი ხო მარ ვიყავი და ტანსაცმლიდან მტვერი გამფერთხა. “საიდან ხარ და აქ როგორ აღმოჩნდი?” – მკითხა მან. მე მოვუყევი, მოხუცმამზეს შეხედა და განაცხადა: “მე შეხვედრაზე ვაგვიანებ. თუ გინდა ჩემთან ერთად წამოდი”.

ტყის ქვიშიან ბილიკს გავუყევით. მოხუცმა აკურატულად დავარცხნილი ჭაღარა თმიდან პილოტკა მოიხსნა და თქვა: “მე ერთ უიშვიათეს წმინდანთან მიმყავხარ, წმინდა წერილების დიდ მცოდნესთან. იგი უცნობია ფართო პუბლიკისთვის, მაგრამ ყველა სულიერად ამაღლებული ადამიანი ამ ადგილას ძალიან დიდ პატივს სცემს მას. გავბედავ ვივარაუდო, რომ ინგლისურად თქვენ “წმინდანს წმინდანთა შორის” უწოდებდით მას.

ჩვენ მივუახლოვდით ბრტყელ ქვას, რომელიც ხიდის ფუნქციას ასრულებდა ღია კანალიზაციაზე. გამონაყოფების სქელი შავი მასა ჩვენს ქვემოთYბუყბუყებდა და ბუშტებს გამოჰყოფა. საშინელი სუნისგან შეხუთული, ფრთხილად გადავედი მეორე მხარეს. სწორედ ამ დროს ღორების ოჯახი ზათქით ჩახტა არხში. ისინი სიხარულით ღრუტუნებდნენ, ხარბად თქვლეფდნენ შავ ნექტარს და ჭკუაზე არ იყვნენ ბედნიერებისგან. მათ დინგებზე ფეკალიები მოწურწურებდა, და სიამოვნებისგან აწკლაპუნებდნენ პირებს.

სულ რაღაც რამდენიმე წუთში სამოთხეში აღმოვჩნდით – მწვანე ხეებს, სურნელოვან ყვავილებს, მოზუზუნე ფუტკრებსა და ტკბილხმოვან ჩტებს შორის. კიდევ ცოტა გავიარეთ და რომელიღაც ეზოში შევუხვიეთ, სადაც პატარა კუტირი იდგა – ადგილი თაყვანისცემისთვის. “გთხოვ, შემოდი”, - მითხრა ჩემმა გამცილებელმა და ხელი ჩამკიდა. შიგნით, ხის დასაჯდომზე სადჰუ იჯდა. თავი დას ახე სუფთად ჰქონდა გაპარსული. ამ დროისთვის მე უკვე ვიცოდი, რომ გადაპარსული თავი ანგარებიანი სურვილებისგან თავისუფალი ცხოვრებისადმი სწრაფვის სიმბოლოს განასახიერებდა. თხემის მიდამოში თმის პატარა ბღუჯა ჰქონდა დატოვებული – ღმერთისადმი ერთგულების და მორჩილების ნიშანი. როგორც მითხრეს, ოთხმოც წელს იყო გადაცილებული. რბილად გაიღიმა, შეტყუპებული ხელისგულები შუბლთან მიიტანა და მოსალმების ნიშნად თავი დამიხარა: “კეთილი იყოს შენი მობრძანება ჩვენს ოჯახში”. ეს იყო ვიშაკჰა შარან ბაბა.

http://www.radikal.ru
* * *
მის ტერფებთან ხუთი სტარეცი იჯდა, რომლებიც ხარბად უსმენდნენ მის სიტყვებს. ვიშაკჰა შარან ბაბამ ყურადღებით შემომხედა, და ჩემსკენ მომართვით, რამდენიმე სიტყვა წარმოთქვა. ჩემმა გამცილებელმა, რომელმაც ყველამ პანდიტ-ჯი უწოდა, ჰინდიდან ინგლისურად მითარგმნიდა: “თუკი ვინმე ღმერთის სიყვარულისთვის ლოცულობს ისევე, როგორც მშიერი ლოცულობს საჭმლისთვის, მაშინ უფალი უბოძებს ადამიანს ამ უიშვიათეს განძს”. მან ხელზე ხელი მომკიდა: “ნება მიბოძეთ, გაგიმასპინძლდეთ”.

ძალიან მომეწონა მისი საზოგადოება, და ყოველდღე ოთხ საათზე დავიწყე მის კუტირში სიარული. ყოველ ჯერზე ვიშაკჰა შარან ბაბა თავად გამომიწოდებდა ხოლმე თივის დასაფენს და შინაური კვერებით, როტით, გურას – ლერწმის შაქრის ნაჭრებით მიმასპინძლდებოდა. ეს იყო სტანდარტული საკვები ღარიბი ხალხისთვის ვრინდავანში. ვიშაკჰა შარანას მიმდევრები, მისი მსახურების სურვილით ცდილობდნენ სხვადასხვა კერძი მოემზადებინათ მისთვის, მაგრამ იგი ყოველთვის უარს ამბობდა. ზრდიდა რა მორჩილებას საკუთარ თავში, იგი თავის მოხუცებულ ასაკშიც კი მოწყალებას თხოულობდა კარიდან კარზე. და ყველაფერს, რასაც აგროვებდა – როგორც წესი ეს იყო მშრალი როტი და გური, - სიხარულით მიზიარებდა ხოლმე. ეს “წმინდანი წმინდანთა შორის”, წმინდა წერილების აღიარებული მცოდნე, რომელიც ასაკით ოთხჯერ აღმემატებოდა, ისეთი თანაგრძნობით მეპყრობოდა, რომ არ ვიცოდი, რით გადამეხადა მადლობა.

* * *
ვიშაკჰა შარან ბაბა პირველად 1918 წელს ჩამოვიდა ვრინდავანში, როგორც მოხეტიალე სადჰუ და მას შემდეგ მთელი ცხოვრება დარჩა აქ. მისი წარსულის შესახებ ცოტა რამ იყო ცნობილი, და თავადაც იშვიათად საუბრობდა საკუთარ თავზე. ჰიმალაებში მე ისეთ განდეგილებს შორის ვცხოვრობდი, რომლებიც მკაცრ ასკეზებს იცავდნენ და საკუთარი თვალებით მინახავს მათი ზებუნებრივი შესაძლებლობები, მაგრამ ვიშაკჰა შარან ბაბა არასოდეს აჩვენებდა არანაირ სასწაულს და არ ტანჯავდა საკუთარ თავს. იგი უბრალოდ სიყვარულით ემსახურებოდა ღმერთს. როცა შრი რადჰას სიყვარულზე და უფალი კრიშნას მარადიულ გართობებზე საუბრობდა, იგი უმანკო ბავშვს ემგვანებოდა, და ავიწყდებოდა, რომ იმაზე არანაკლებ გავლენას და ავტორიტეტს ფლობდა, ვიდრე ეს მეფეებს ჰქონდათ. იყო რა ძალიან მორცხვი, იგი საგულდაგულოდ მალავდა თავის სულიერ ემოციებს და უბრალოდ ემსახურებოდა ყველას გარშემო. თუმცაღა მის გვერდით მყოფი, მე ჩემს გულში უჩვეულო და ყველანაირად აუხსნელ სიყვარულს ვგრძნობდი.

ერთხელ თხოვნით მივმართე მას: “ძალიან გთხოვთ, მომეცით დარიგებები, რომლებიც თქვენი შეხედულებით აუცილებლად უნდა მოვისმინო”.
მან თვალები დახუჭა და ტრანსის მდგომარეობაში შევიდა. მის ბაგეთაგან უწყვეტ დინებად გადმოიღვარა სიტყვები, რომლებიც ყველა ჩემს ეჭვს, დაუსმელ კითხვას და კრიშნასთან მიახლოების მწველ სურვილს პასუხობდნენ. პანდიტ-ჯიმაც დახუჭა თვალები და თან მითარგმნიდა, მე კი ვიჯექი და ვუსმენდი.

უფალი კრიშნას სხეული აბსოლუტურად სულიერია. მისი ხატ-სახე მარადიულია, ცოდნითა და ნეტარებითაა სავსე. ვედური წერილები და ურიცხვი წმინდანები ერთნაირად აღწერენ მის სახეს, რომლითაც სულიერი სამყაროს ბინადართა წინაშე წარდგება ხოლმე. თუმცა მისი სილამაზის აღწერა შეუძლებელია სიტყვებით, რომლებიც ჩვენს მატერიალურ გამოცდილებას ეყრდნობა, წმინდა წერილებში მოყვანილია მისი სახის ის აღწერილობა, რომელიც ადამიანის გონებისთვისაა მისაწვდომი. რა უნდა ვთქვა მასზე? იგი – ყველაფერი ლამაზის თავდაპირველი წყაროა.

სხეული მისი ფერით საავდრო ღრუბელს ჰგავს, ხოლო ხელისგულები და ტერფები ვარდისფერია, როგორც ლოტოსი. მისი ყველაფრისმხედველი თვალები გაშლილი ლოტოსის ფურცლებს ჰგავს. მისი ცხვირი ნაზი და დახვეწილია, როგორც კუნჟუტის ყვავილი, ხოლო მოწითალო ტუჩები, ბიმბის ნაყოფს მოგაგონებენ. კბილები – მარგალიტების რიგია, ლოყები და შუბლი კი სავსე მთვარის სილამაზეს ჩრდილავენ. მისი ყოვლისმსმენელი ყურები ზვიგენის ფორმის ძვირფასი საყურეებითაა მორთული. თმის კულულები – თითქოს მბრწყინავი შავი აბრეშუმი; პაწაწინა ყვავილების და ძვირფასი ქვების გირლიანდებით მორთულნი და ფარშევანგის ბუმბულით დამშვენებული, ისინი მის მთვარისდარ სახეს ამშვენებენ. ხაზები მის ყელზე – ზღვის ნიჟარის ხვეულებს ჰგავს, და მისი სხეულის ყოველი ნაწილი უფრო რბილია, ვიდრე ახლადგაქნილი კარაქი. თუმცა ხანდახან შეუძლია გაჭრას, როგორც მეხის დარტყმამ.

იგი უსაზღვრო და აბსოლუტურად დამოუკიდებელია. ყველა მატერიალური და სულიერი სამყაროები – მისი ენერგიებია, და თავად შედის ყოველი ცოცხალი არსების გულში და გამუდმებით იმყოფება იქ, როგორც ჩვენი მუდმივი კეთილისმყოფელი და ჩვენი ყველა ქმედების მოწმე.

იგი აკვირდება მატერიალურ ქმნილებას და ხანდახან მკაცრი მამაა. მაგრამ სულიერი სამყაროს უზენაეს სასუფეველში კრიშნა – უზენაესი განმცხრომელია. იქ, თავისი საოცარი თამაშებით, ხუმარა სიტყვებით და ონავრობებით იგი ყველას უზიარებს თავის ნეტარებას. როცა ფეხზე დგას, სამ ადგილას დახვეწილად გადახრილი და უკრავს ფლეიტაზე, იგი ჩვენს გულებს აჯადოებს და თავისი მოუგერიებელი სიყვარულის ძალას გვიგზავნის
”.

http://www.radikal.ru

ვიშაკჰა შარან ბაბა უფრო და უფრო მეტი შთაგონებით აგრძელებდა თავის მონათხრობს, მე კი სუნთქვაშეკრული ვუსმენდი მას:

შრი რადჰა – უფლის ქალური იპოსტასი – ანათებს, როგორც გამდნარი ოქრო. მოწყალე დედა ყოველივე არსებულისა, იგი თავისი სილამაზით თავად კრიშნას ატყვევებს. მე უღირსი ვარ იმისთვის, რომ მის სილამაზეზე ლაპარაკიც კი დავიწყო. მისი სიყვარული – ეს ყოვლისმომცველი რეალობაა, რომელიც სულიერ სამყაროს უსასრულო ნეტარებით აღავსებს”.

http://www.radikal.ru
* * *
მე ვუსმენდი და მეშინოდა, რომ ერთი სიტყვა მაინც გამომრჩენოდა, ის კი ამასობაში ღმერთის ყველაზე დაფარული გამოვლინებების აღწერის დეტალური ფილოსოფიური საფუძვლების ანალიზს შეუდგა, და ამით ბალზამს ასხამდა ჩემს რაციონალიზმით დაავადებულ დასავლურ გულზე: “ზოგიერთი ღმერთის ამგვარ აღწერას ანთროპომორფიზმად თვლის, მცდელობად, რომ ღმერთს ადამიანური თვისებები მივანიჭოთ. მაგრამ ყველაფერი ზუსტად პირიქითაა: ეს ადამიანები არიან უსუსური დონით დაჯილდოებულნი იმ თვისებებით, რომლებიც ღმერთისგან მომდინარეობს. როგორც ბიბლიაშია ნათქვამი, ადამიანი ღმერთის სახედ და ხატად არის შექმნილი”.

ერთიანი ღმერთის მისი ხედვა უმაღლეს დონით პიროვნული გახლდათ. მის აღწერილობებში ღმერთი-პიროვნება უბრალოდ ალეგორიას ან სიმბოლოს კი არ წარმოადგენდა, არამედ სულიერ ჭეშმარიტებას, რომელიც ჩვენი გრძნობისმიერი ან ინტელექტუალური აღქმისთვის მიუწვდომელია. იგი ხსნიდა, რომ ღმერთთან მიახლოება მხოლოდ არაყალბი ერთგულებითაა შესაძლებელი. მისი მოსმენისას უფრო ღრმად ჩავწვდი მიზეზს, რის გამოც ყველა ეს ადამიანი იმეორებდა ღმერთის სახელებს, მორჩილად ემსახურებოდა ერთმანეთს და ტაძრებში ლოცვებს აღუვლენდა ღვთაებებს.

* * *
ერთხელ ვიშაკჰა შარანა ბაბას და სხვა სტარცებს იმ დროს მივუსწარი, როცა ისინი რადიომიმღების გარშემო შემოკრებილიყვნენ. ეს იყო 30-იანი წლების აპარატი ნახევრად მრგვალი ზემო ნაწილით, მეტალის გადამრთველებით და ამოსაწევი ანტენით. დინამიკებიდან ხარვეზების ფონზე დიქტორის ხმა ისმოდა, და ჩემმა მეგობარმა, რომელმაც ხარისგან მიხსნა, ახალი ამბები მითარგმნა: “ინდოეთსა და პაკისტანს შორის ომი დაიწყო”. იგი მოიქუფრა. “არმიებმა შეტაკება წამოიწყეს, მტრის თვითმფრინავები ინდოეთის ქალაქებს ბომბავენ. მრავალი ათასი ადამიანი უკვე ჩართულია ბრძოლაში. ვერც ერთი ადგილი ვერ ჩაითვლება უსაფრთხოდ. სახელმწიფო მოუწოდებს ყველას, რომ დააბნელოთ ფანჯრები. მოსახლეობის დაბომბვისგან თავდაცვის მიზნით ღამით ელექტროენერგია გამოირთვება”. იგი კვლავ განაგრძობდა რადიომიმღების ხრინწიანი ხმების მოსმენას: “ამერიკა ურჩევს თავის მოქალაქეებს, დაუყოვნებლივ დატოვონ ინდოეთის ტერიტორია”.

რაღაც პერიოდს აქეთაა, ინდოელ სადჰუდ უფრო ვგრძნობდი თავს, ვიდრე ამერიკელად, ამიტომ უცებ ვერ მივხვდი, რომ ეს გაფრთხილება მე მეხებოდა. თუმცა ომის შესახებ ცნობას შესაძლოა ჩემი მშობლები აეღელვებინა. მათ დასამშვიდებლად წერილი დავწერე. წერილზე თარიღად 1971 წლის 7 დეკემბერი ეწერა – ჩემი ოცდამეერთე დაბადების დღე.

ჩემი ძვირფასებო,

ყველა ომი დედამიწაზე – ადამიანის ჭკუაში მიმდინარე ბრძოლის გამოხატულებაა.
ჩვენ იმ დროს ვერთვებით ომში, როცა ღმერთი გვავიწყდება.
ომი მიდის ვიეტნამში, ისრაელში, და აი ახლა ომი დაიწყო ინდოეთსა და პაკისტანს შორისაც.
სანამ ჩვენი ჭკუის ვნებების ტყვეებად ვრჩებით, ყოველთვის ბრძოლების ველებზე ვიქნებით.
მაგრამ ჩემზე არ იდარდოთ – მე უსაფრთხოდ ვარ.

დამლოცეთ,
თქვენი რიჩარდი


მსოფლიოს ერთ მხარეში ვიეტნამის ომი ანადგურებდა ჩემს თანატოლებს. თავიდან ავიცილე რა იგი, მოულოდნელად შეიარაღებული კონფლიქტის სხვა ზონაში აღმოვჩნდი. რატომ გაჩაღდა ეს ომი? 1947 წელს ინდოეთი რამდენიმე სახელმწიფოდ დაიშალა. მის ორივე მხარეს ჩამოყალიბდა დასავლეთ და აღმოსავლეთ პაკისტანი. 1971 წლის 3 დეკემბერს დასავლეთ-პაკისტანის სამხედრო თვითმფრნავები ინდოეთის საჰაერო სივრცეში შეიჭრნენ. ეს იყო დასავლეთ პაკისტანის ქმედება დახმარების პასუხად, რომელიც ინდოეთმა აღმოსავლეთ პაკისტანის განცალკევების მხარდამჭერ პოლიტიკურ ძალებს აღმოუჩინა. ასე დაიწყო ინდოეთსა და დასავლეთ პაკსტანს შორის სრულმასშტაბიანი ომი. სასტიკი შეტაკებები მიმდინარეობდა მიწაზე, ჰაერში და ზღვაში, რის შედეგადაც ათასობით ადამიანი დაიღუპა, ათიათასები კი დასახიჩრდნენ. განუწყვეტელი ბრძოლების ორი კვირის შემდეგ დასავლეთ პაკისტანმა კაპიტულაცია გამოაცხადა, ხოლო აღმოსავლეთ პაკისტანი დამოუკიდებელ ქვეყანად – ბანგლადეშად იქცა.

http://www.radikal.ru
http://www.radikal.ru

ვიშაკჰა შარან ბაბა სხვა სტარეცებთან ერთად საღამოობით რადიოს შემოუსხდებოდნენ ხოლმე და როცა გაიგებდნენ ახალი სისხლისღვრის შესახებ, ტიროდნენ. ახალი ამბების დამთავრებისას რადიომიმღებს გამორთავდნენ ხოლმე და ისევ ღმერთის შესახებ საუბრებშI იძირებოდნენ. გადიოდა 2-3 წუთი და ისინი კვლავინდებურად ბრწყინავდნენ სიხარულისგან. საოცარია: დასტიროდნენ რა ადამიანების ტანჯვას ამ ქვეყნად, მათ ამავე დროს შეეძლოთ განეცადათ იმ სულიერი რეალობის ნეტარება, რომელიც დაბადებისა და სიკვდილს მიღმა იმყოფება.

ეს იყო გაკვეთილი სულიერი წონასწორობისა – ხელოვნებისა, რომელშიც მთავარ როლებს სიმწიფე და მდიდარი სულიერი გამოცდილება თამაშობენ. ვიშაკჰა შარანა ბაბას და მის მიმდევრებს ვაკვირდებოდი და ერთ მნიშვნელოვან რამეს მივხვდი: შესაძლებელია ნატიფი რეაგირება მოვახდინოთ მსოფლიოს პრობლემებზე და ადამიანტა ტანჯვებზე, და ამავე დროს არ დაგვავიწყდეს სულიერი რეალობა. ამ აღმოჩენამ გამაოგნა. საკუთარი თვალით დავინახე, როგორ დააჯილდოვა ღმერთისადმი სიყვარულმა ეს ადამიანები საუკეთესო ადამიანური თვისებებით და როგორ გააღვიძა მათ გულებში ყველა ცოცხალი არსებისადმი თანაგრძნობა.


* * *
თავი მერვე

უზარმაზარი გაავებული მაიმუნების ჯოგი ღრენითა და ყიჟინით შემოეხვა გარს ახალდაბადებულ ხბოს. პატარა არსება კანკალებდა, ტიროდა, და უმწეო ბღავილით უხმობდა თავის დედას. გვერდზე გავიარე და ამ სცენის მოწმე გავხდი. სანამ მაგარ ჯოხს ვეძებდი, რათა მივშველებოდი, დედა – ძროხა გამოჩნდა. ხმამაღალი ღმუილით, იგი შემთხვევის ადგილისკენ გამოქანდა. სიყვარულით შეპყრობილმა უშიშრად დაიწყო მაიმუნების რქებით მოგერიება და მალევე გააქცია ისინი. ამის შემდეგ, თვალებგაბრწყინებულმა და სინაზით სავსე ძროხამ თავის შვილს ლოკვა დაუწყო, სანამ იგი ბოლოს და ბოლოს არ დაწყნარდა და დედის ჯიქნიდან რძის წოვა არ დაიწყო.

როცა მათ ვაკვირდებოდი, გამახსენდა უფალი ჩაიტანიას სიტყვები. ის ასწავლიდა, რომ ღმერთის სახელი უნდა გავიმეოროთ ჭკუის მორჩილ მდგომარეობაში, და ისე მოვუხმოთ მას, როგორც ბავშვი ეძახის დედას. ჩემთვის, იმ საზოგადოებაში გაზრდილისთვის, სადაც მორჩილება როგორც წესი სისუსტედ ითვლებოდა, ძნელი იყო იმის გაგება, თუ რა არის ნამდვილი მორჩილება და როგორ იქცევა ჭეშმარიტად მორჩილი ადამიანი. ვერც კი ვიფიქრებდი, რომ ძალიან მალე მივიღებდი გაკვეთილს ამ თემაში, და იგი მთელი ცხოვრება დამამახსოვრდებოდა.

ერთხელ შრიპად ბაბამ მე და ასიმი წითელი ქვიშისგან ნაშენებ რომელიღაც ძველ ტაძარში მიგვიყვანა. როცა შიგნით შევიხედეთ, დავინახეთ ცარიელი, გამოქვაბულისმაგვარი დარბაზი, მაღალი გუმბათისებური ჭერით. ზემოთ, ამ დიდი ხნის მიტოვებული ტაძრის გუმბათზე, თავით ქვემოთ ეკიდნენ უზარმაზარი შავი ღამურები. ქვის იატაკზე მათი ექსკრემენტები მოჩანდა. აქვე, ნახევრად-წყვდიადში მაიმუნებს ეძინათ. ჩვენ ტაძარს შემოუარეთ და ძველ საცალფეხო ბილიკს გავუყევით. უცებ გზა მკვეთრად შეწყდა და ღია საკანალიზაციო არხის წინ აღმოვჩნდით. შრიპად ბაბამ სიცილით გვიბიძგა: “მიდით-მიდით, მინდა განსაკუთრებული ტაძარი გაჩვენოთ”. ქვის მეშვეობით, რომელიც არხის შუაში იყო, მეორე მხარეს გადავედით და მალე უბრალო, არაფრით გამორჩეულ სახლში აღმოვჩნდით. მთელს სახლში დარბოდნენ და დახტოდნენ ბავშვები, მათი დედა კი, მუხლებზე მჯდარი, სადილს ამზადებდა. ეს რანაირი ტაძარია? – მიკვირდა მე.
როგორი იყო ჩემი გაოცება, როდესაც ამ სახლის ჩვეულებრივ “ჩულანში” დავინახე საკურთხეველი, რომელზეც დაბრძანებულნი იყვნენ დიდი, სამოც სანტიმეტრამდე სიმაღლის კრიშნას და რადჰას ღვთაებები. კრიშნას ქანდაკება შავი ქვისგან იყო, რადჰასი კი – მბრწყინავი ბრინჯაოსგან. ღვთაებები, როგორც ჩანდა ძველნი იყვნენ. უცნაურია, მაგრამ ოჯახი, როგორც მე მომეჩვენა ყურადღებას არ აქცევდა თავის სხივმფენ სტუმრებს. როცა ახლოს მივედით, სამოცდაათ წლამდე ასაკის არამაღალი გამხდარი მოხუცი დავინახეთ. იგი ჩამარით უნიავებდა ღვთაებებს და მის უბრალო თვალებში სიყვარულის ცრემლები იდგა. თავი და პირისახე გაპარსული ჰქონდა, თვითონ კი უჩვეულოდ გამხდარი იყო. როგორც კი დაგვინახა, მაშინვე შესახვედრად გამოვარდა და ყოველი ჩვენგანის წინაშე დაიწყო ქედის მოხრა. ისე, რომ მუხლებიდან არ დგებოდა, კვლავ და კვლავ გვესალმებოდა მადლიერების ცრემლებით.

“მე თქვენი მორჩილი მსაური ვარ, - დარცხვენილი ამბობდა იგი. – გთხოვთ, მაკურთხეთ”. მან ჟესტით მიუთითა ღვთაებებზე: “ძალიან გთხოვთ, მიდით რადჰასთან და კრიშნასთან. კრიშნამ დღეს აქ დაგიძახათ, იმიტომ რომ მისი საუკეთესო მეგობრები ხართ. მე კი მისი უსუსური მსახური ვარ. მხოლოდ ერთი ბედნიერება მაქვს ცხოვრებაში – მსახურება. გთხოვთ, მომეცით ნება, რომ გემსახუროთ”. ასე შევხვდი პირველად განაშიამს.

http://www.radikal.ru
* * *
შრიპად ბაბამ მოუყვა მას, თუ რა შორიდან მოვედით ვრინდავანში, და განაშიამი აღტაცებული დარჩა ამით: “კრიშნამ შორეული ქვეყნიდან გიხმოთ, და თქვენ გამოეხმაურეთ რამ ის ძახილს, ოკეანეები და კონტინენტები გადმოლახეთ. ის ისე დიდხანს გელოდათ, და აი ახლა თქვენ მოხვედით”. განაშიამს ხმა აუკანკალდა. “დიახ, თქვენ უკვე მოხვედით”. მისი ხმელი, ბებრული სახე უბრალოებით ბრწყინავდა, ხოლო მისი პატარა, ბურუსით მოცული თვალები, მომრგვალებული ცხვირი, თხელი ტუჩები და ნაოჭების ბადე სევდიან გამომეტყველებას აძლევდნენ მის სახეს. მის დაბალ ხმაშიც კი სევდა გამოსჭვიოდა. მაგრამ გული და სული ექსტატიური სიყვარულით ჰქონდა სავსე, რომელსაც ყველა გრძნობდა, ვინც კი მასთან ერთად იმყოფებოდა. ჩვენ მოწიწებით ვიდექით მისი ღვთაებების წინაშე. მხოლოდ ესეც კი საკმარისი იყო იმისთვის, რომ აღტაცებაში მოეყვანა განაშიამი.

იმ დღის შემდეგ დიდ დროს ვატარებდი ამ წმინდა ადამიანთან. ყოველ დილით ცხრა საათზე ვუხვევდი ნაცნობი ბილიკისკენ და მასთან მივდიოდი საკუჭნაოში, რომელიც ტაძრად ქცეულიყო. იგი მაგნიტივით მიზიდავდა. ყოველ ჯერზე სიხარულით მხვდებოდა ერთი და იგივე ფრაზით: “მე – შენი მორჩილი მსახური ვარ”. და ეს არ იყო უბრალოდ სიტყვები. იგი მზად იყო სიხარულით მოეცა უკანასკნელი რაც გააჩნდა, და საპასუხოდ არაფერს ითხოვდა. როგორ მინდოდა მისი მსგავსი ვყოფილიყავი!

ერთხელ, დილით, როცა მე და განაშიამი განმარტოებით ვიჯექით, ვკითხე მას, თუ როგორ მოხვდა პირველად ვრინდავანში. მან თავი დახარა და წარმოთქვა: “რა აზრი აქვს ჩემი ცხოვრების ისტორიების მოსმენას?” მაგრამ მაშინვე გაუნათდა სახე: “თუმცა ალბათ ღირს იმის მოსმენა, როგორ გამოავლინა კრიშნამ თავის წყალობა ამ ცოდვილზე”. თავისი ჩუმი ხმით მან დაიწყო მოყოლა, თუ როგორ იზრდებოდა მდიდარ ოჯახში. “როცა ყმაწვილი ვიყავი, ჩვენმა ოჯახმა მწირობა შეასრულა ვრინდავანში. აქ ჩემი გული ღმერთის წყალობის ბადეში გაეხვა. ვეღარ შევძელი აქედან წასვლა”. თავის თავზე თხრობისას განაშიამი დარცხვენილი იკუმშებოდა. მან მომითხრო, თუ როგორ იყო მისი მთელი ოჯახი გაოგნებული მისი მტკიცე გადაწყვეტილებით, რომ უარს ამბობდა იმედისმომცემ კარიერაზე და ვრინდავანში რჩებოდა. “ისინი მემუქრებოდნენ, რომ მემკვიდრეობის გარეშე დამტოვებდნენ, მაგრამ ჩემთვის სულ ერთი იყო. კრიშნამ უკვე მოიტაცა ჩემი გული”, - ამბობდა განაშიამი. მას შიშველ მიწაზე ეძინა, გამომშრალ პურის კვერებს ჭამდა, რომლითაც ვრაჯაბასები უმასპინძლდებოდნენ, და ერთხელაც კი არ მოსვლია თავში, რომ თავისი დაკარგული სიმდიდრის გამო ენანა. “მე მადლობელი ვიყავი, რომ კრიშნას მსახურება შემეძლო მისსავე სახლში”.

Posted by: cinemamu 19 Jan 2012, 14:16
ამ სიტყვებით განაშიამმა, შეცბუნებულმა გვერდზე გასწია თავისი მუქი თვალები, როგორც ამას მორცხვი ბავშვები აკეთებენ: “დიდი ხანი ვოცნებობდი, რომ ღვთაებისთვის მეცა თაყვანი. და აი, მოვიდა დღე, რომელიც არასოდეს დამავიწყდება. აქედან არც თუ ისე შორს, ხის ქვეშ ვიჯექი ბაღში, და თითით ქვიშაზე დავწერე შრი რადჰას სახელი. მთელი დღე ვეთაყვანებოდი მიწაზე გამოსახულ მის სახელს; ჩემი ძღვენი ყვავილები, სიმღერები და ლოცვები იყო. ბოლოს, დაისის ჟამს, ხელისგულით წავშალე მისი სახელი”.

განაშიამი გაჩუმდა. შეყვარებული თვალებით უცქერდა ღვთაებებს და ცდილობდა გრძნობებს მორეოდა. ხანგრძლივი პაუზის შემდეგ მან კვლავ განაგრძო: “როცა ასოებს ვშლიდი, დავინახე, რომ სწორედ იმ ადგილას, სადაც რადჰას სახელი ეწერა, რაღაც ოქროსფერმა გაიბრწყინა. მე დამაინტერესა. “რა შეიძლება ეს იყოს? – გავიფიქრე მე. – მოდი მაშინ დავბრუნდები, როცა გარშემო არავინ იქნება”. მეორე დღეს, დილით ადრე დავიწყე მიწის თხრა იმ ადგილას, სადაც რადჰა მოვიდა თავისი წმინდა სახელის სახით”.

განაშიამი დანებდა: უკვე აღარ შეეძლო თავის შეკავება – ცრემლები წამოცვივდა თვალებიდან და ხმა უკანკალებდა, სანამ თავისი სიყვარულის ისტორიას ჰყვებოდა. “ოქროს საგანი, რომელიც მიწის ქვეშ გამოჩნდა, ჩემი რადჰას თავის თხემი აღმოჩნდა. ასე მომევლინა მისი ღვთაება. ხოლო მის გვერდით, იქვე მიწაში, შავი ღვთაება – კრიშნა იმყოფებოდა. მის პოსტამენტზე ეწერა: “გოპიჯანა ვალაბჰა” – “მწყემსების შეყვარებული””.

ხმა ჩაუწყდა: “მაგრამ მე არაფერი არ მქონდა, საერთოდ არაფერი. რა უნდა გამეკეთებინა მათთვის?” განაშიამმა სიყვარულით შეხედა ღვთაებებს და სუსტი ხმით განაგრძო: “არ ვიცი რატომ, მაგრამ მათ მომანდეს თავიანთი თავი, რომ მეზრუნა მათზე. დღე და ღამე ვემსახურებოდი. თავიდან გამვლელები ცოტა საჭმელს მაძლევდნენ, რათა ღვთაებების გამოკვება შემძლებოდა. დიდი ხანი ხის ქვეშ ვეთაყვანებოდი მათ. მაგრამ ისე მოხდა, რომ ამ ოჯახის წინაპრები თანაგრძნობით განეწყვნენ უსახლკარო რადჰასა და გოპიჯანა-ვალაბჰას წინაშე და საკუჭნაო შემომთავაზეს თავიანთ სახლში, სადაც ვეთაყვანები მათ უკვე ორმოცდაათ წელზე მეტია”.

კვირები ერთი-მეორეს მიყოლებით გადიოდნენ, მე კი უფრო და უფრო აღტაცებული ვიყავი განაშიამით. “მე – შენი მორჩილი მსახური ვარ, მე – შენი მორჩილი მსახური ვარ”, - ყოველ ჯერზე იმეორებდა იგი და ცდილობდა მოეცა ყველაფერი, რაც კი გააჩნდა. ჩვენ ერთად ვმღეროდით გოპიჯანა ვალაბჰასთვის ან ფარშევანგის ბუმბულებიანი მარაოთი ვუნიავებდით ღვთაებებს. ყოველდღე იგი დაჟინებით მთხოვდა, რომ უფლის პრასადი მეჭამა – სამი უბრალო პურის კვერი, ვრაჯა-როტი. ეს ყველაზე გავრცელებული საჭმელია ვრინდავანის მკვიდრთათვის. თუმცა, ჩვეულებრივი თვალთახედვით, ვრაჯა-როტი – ეს უბრალოდ უხეში ფქვილისგან დამზადებული გამხმარი კვერებია, მათთვის, ვისაც რწმენა აქვს, ისინი შეუფასებელი წყალობა ხდება. გაკეთებულნი ხორბლისგან, რომელიც ვრინდავანის წმინდა მიწაზე მოდის, გამომცხვარნი და შეთავაზებულნი კრიშნასადმი ერთგულის მიერ, ვრაჯა-როტი ადგილობრივ მაცხოვრებლებში ერთგვარ წმინდა ზიარებად ითვლება, და მე მადლიერებით მივირთმევდი ყველა ვრაჯა-როტის, რომლითაც განაშიამი მიმასპინძლდებოდა.

ერთხელ, დღისით, როცა მდინარეში ვბანაობდი, ნაპირს ერთი ჩემი ნაცნობი სადჰუ მოუახლოვდა. ჩვეულებრივ ეს ბაბა კურთხევას მაძლევდა ხოლმე, ამიტომ მისგან მოსალმების ნაცვლად ლანძღვის მოსმენამ დამზაფრა. “შენს გამო, - მიყვიროდა იგი ნაპირიდან, - განაშიამი შიმშილობს!”

“რაზე ამბობთ? ვერ ვხვდები!” – ვუყვირე პასუხად.

იგი თავისი მზერით ჩამაფრინდა: “ყოველდღე ვრაჯაბასებს სამი როტი მიაქვთ მისთვის. ესაა მისი მთელი საჭმელი. შენ კი მის ყველა კვერს ჭამ. როგორ არ გრცხვენია!”

მეორე დღეს განაშიამმა, როგორც ყოველთვის თავისი უბრალო საცხოვრებლის იატაკზე მომათავსა, წინ ფოთლების თეფში დამიდგა და სიყვარულით დამიდო მასზე სამი ვრაჯა-როტი. მე თეფში გვერდზე გავწიე: “გმადლობ, არ მშია. დღეს არ შევჭამ”.

ჯობდა ეს არ მეთქვა. განაშიამი გაფითრდა: “შენ უნდა ჭამო. ეს გოპიჯანა ვალაბჰას საჭმელია. მან ის სპეციალურად დატოვა შენთვის”. მე უარი ვთქვი. მაშინ ხელებშეტყუპებულმა შემომღაღადა: “ჩემი ცოდვების გამოა, რომ ჩემს მსახურებას არ ღებულობ. ძალიან გთხოვ, შეჭამე ჩემი როტები!”

მე გული მისკდებოდა. შევეცადე გადამერწმუნებინა: “განაშიამ, შენ შიმშილობ იმის გამო, რომ სამივე როტის გიჭამ. მე შემიძლია სადაც მინდა იქ ვჭამო როტი, შენ კი არასოდეს გადიხარ აქედან!”

“მაგრამ მე ბევრი როტი მაქვს! – წამოიძახა განაშიამმა. – საიდან მოიტანე, რომ ვშიმშილობ?” და კვლავ მომიწია თეფში: “ძალიან გთხოვ, გემუდარები, მიირთვი!”
მე კვლავ გავწიე თეფში და ვთქვი: “კარგი, თუ შენ ბევრი როტი გაქვს – მანახე ისინი”.

“რატომ? რად გინდა ეს? – წამოიძახა მაღალი, აკანკალებული და სასოწარკვეთილი ხმით. – ისინი იქაა, სხვა ოთახში”.

“მე უარს ვამბობ შენი ერთადერთი საჭმლის ჭამაზე, სანამ არ მაჩვენებ, რომ კიდევ გაქვს”.

პასუხად კიდევ უფრო ხმამაღლა გაიმეორა: “რად გინდა? რად გინდა ეს?”

მე წამოვხტი და ოთახი დავათვალიერე, მაგრამ რა თქმა უნდა ვერაფერი ვიპოვე. “განაშიამ, არ არის აქ არანაირი როტი. ჩემს გამო შენ შიმშილობ. ძალიან გთხოვ, თვითონ შეჭამე ეს როტები!”

განაშიამს თვალებიდან ცრემლები წამოსცვივდა: “შენ – გოპიჯანავალაბჰას მეგობარი ხარ, მე კი – მხოლოდ და მხოლოდ მისი მსახურების მსახური ვარ. ჩემი ცხოვრების ერთადერთი ბედნიერება – ერთგულების მსახურებაა. გემუდარები – შეჭამე ეს როტები! გთხოვ, არ დამაკარგვინო ერთადერთი ბედნიერება, რაც გამაჩნია”. მისი უანგარო სიყვარულით და მადლიერი გულით გაოგნებულმა, ტირილი დავიწყე. იმისთვის, რომ გამეხარებინა ჩემი ძვირფასი განაშიამი, მისი ყველა როტი შევჭამე.

მეორე დღეს ჩვეულებრივზე რამდენიმე საათით გვიან მივედი იმის იმედად, რომ ამ დროისთვის უკვე შეჭმული ექნებოდა თავისი როტი. განაშიამი სიხარულისგან გადაირია: “კრიშნადას, რადჰინ კრიშნადას, როგორც იქნა მოხვედი! გოპიჯანა ვალაბჰა დაიღალა შენი ლოდინით”. ჩემ თვალებს ვერ ვუჯერებდი: როტები ჯერ ისევ საკურთხეველზე იდო. განაშიამმა ამიხსნა:

“ჩემი უფალი არ ღებულობს ჩემგან ძღვენს, სანამ მისი მეგობარი არ მოვა. კრიშნამ სპეციალურად შენთვის დატოვა ეს როტები!” ამ სიტყვებით თეფში პირდაპირ ჩემს წინ დადგა. “შრი რადჰა მხოლოდ მაშინ მაღიარებს თავის მსახურად, როცა შენ ჭამ”. მე კვლავ დამარცხებული ვიყავი.

ერთხელ ვიღაც კეთილისმყოფელმა ახალი ტანსაცმელი აჩუქა განაშიამს. მან მორცხვად გასწია გვერდზე თვალები და აღიარა: “ეს სხეული მხოლოდ ერთგულების ნაცვამ ძველ ტანსაცმელს ღებულობს”. განაშიამი უძვირფასესად თვლიდა ძველ ტანსაცმელს, რადგანაც მანამდე მას რომელიმე სადჰუ ატარებდა.

ერთ საღამოს იმ დროს მივუსწარი, როცა ღვთაებრივ რაგებს მღეროდა პატარა ფისგარმონიის აკომპანიმენტით. ღმერთზე ფიქრებში ჩაძირულმა ვერც კი შეამჩნია როგორ შევედი. სიმღერის სიტყვები არ მესმოდა, მაგრამ ყველაფერი ისედაც ნათელი იყო. ყოველ ნოტაში მისი სიყვარული და ერთგულება ჟღერდა. მისი ხმა ხან მაღლა ადიოდა სიხარულისგან, ხან კი გამოუთქმელი სევდით ივსებოდა თავის შეყვარებულთან განშორების გამო. გამახსენდა, რომ მიყვებოდნან, თითქოს ახალგაზრდობაში განაშიამი კარის მუსიკოსი იყო.

საათი გავიდა, ვიდრე სიმღერაში ჩანთქმული განაშიამი ჩემს იქ ყოფნას შეამჩნევდა. როცა დამინახა, სიხარულისგან განათდა: “კრიშნადას, შენ მოხვედი!” მკითხა, ხომ არ მინდოდა დავხმარებოდი. ორმოცდაათი წლის განმავლობაში ყოველ საღამოს მოსასვენებლად ამზადებდა ღვთაებებს, მაგრამ რაც მოხუცდა, ძალიან დასუსტდა იმისთვის, რომ დამოუკიდებლად აეწია ისინი. მე სიხარულით დავთანხმდი და დიდ პატივად ჩავთვალე მისი დახმარება.

როცა უკვე წასვლა გადავწყვიტე, მან მკითხა: “კრიშნადას, სად უნდა გაათენო ეს ღამე?”

“იამუნას ნაპირზე, როგორც ყოველთვის”.

მან ხელზე ხელი მომკიდა და მზრუნველი მამასავით თავზე გადამისვა ხელი:
“უკვე ცივა. ზამთარი კარზეა მომდგარი. დღეს აქ უნდა გაათენო”.

“კი მაგრამ, განაშიამ, მე ყოველ ღამ ეასე მძინავს”.

“დღეს ჩემთან დაიძინე. გთხოვ”.

ჩვენ ვიწრო კორიდორში შევედით. განაშიამი იქ პირდაპირ იატაკზე იწვა, და სახლის პატრონები, როცა გავლა სჭირდებოდათ, გადააბიჯებდნენ ხოლმე მას. როგორც კი დავწექი, განაშიამმა თავისი ერთადერთი ზეწარი გადამაფარა.

ესღა მაკლდა! ძველი ზეწარი მოვიძვრე და განაშიამს დავუბრუნე სიტყვებით:

“ეს შენი ზეწარია. შენ თვითონ უნდა დაიფარო იგი”.

“რატომ? არ გინდა! არ გინდა!” – ხმამაღლა გააპროტესტა მან და უარი თქვა ზეწრის უკან მიღებაზე.

“შენ – მოხუცი ხარ, მე კი ახალგაზრდა. შენ უნდა დაიფარო”, - და კვლავ შევეცადე, რომ ზეწარი დამებრუნებინა.

იგი გვერდზე გაიწია: “არ გინდა. არ გინდა”.

კამათი გაჩაღდა. იგი აგრძელებდა დაჟინებით თხოვნას, და მე ბოლოს და ბოლოს დავემუქრე, რომ იამუნას ნაპირზე დავიძინებდი. ზეწარი გვერდზე გადავაგდე და მიზანმიმართულად გავეშურე კარებისკენ.

“არ გინდა! არ გინდა! – დამმორჩილდა იგი და ზეწარი აიღო. – კარგი, მე თვითონ დავიფარებ”.

მე მის გვერდით მოვთავსდი და მოხრილმა დავიძინე, რომ ზამთრის ცივ ღამეს სითბო შემენარჩუნებინა. რაღაც დროის შემდეგ უცნაურმა შეგრძნებამ გამაღვიძა: თბილად ვიყავი. განაშიამს შევხედე:მ იგი მთელი სხეულით კანკალებდა, როგორც ვერწვის ფოთოლი ქარში. ზეწარი არ ეფარა. მაშინ მივხვდი, რომ ზეწრის ქვეშ მე ვიწექი. ის დაელოდა, სანამ დავიძინები, და შეუმჩნევლად გადამაფარა ზეწარი. ვეცადე რომ არ მეხმაურა, ისე გადავაფარე იგი ისევ განაშიამს.

მაგრამ როგორც კი ზეწარი შეეხო, ფეხზე წამოხტა და დაიყვირა: “არ გინდა! არ გინდა! შენ კრიშნას მეგობარი ხარ. კარგად უნდა გამოიძინო”.

“გასაგებია. იამუნაზე მივდივარ!” – ვიყვირე მე და კარებისკენ გავვარდი.

და იგი კვლავ დამთანხმდა თავისი ზეწრის გადაფარებაზე, მაგრამ რაღაც დროის მერე კვლავ გამეღვიძა სითბოს და სიმყუდროვის შეგრძნებით, ჩემი ძვირფასი განაშიამი კი მთელი თავისი გამხდარი სხეულით კანკალებდა სიცივისგან. და კვლავ შევეცადე გადამეფარებინა მისთვის, რომ კვლავ მომესმინა მისგან: “არ გინდა! არ გინდა!”

* * *
განაშიამს უყვარდა ყველას მსახურება, ვინც არ უნდა მისულიყო მასთან. მთელი ორმოცდაათი წლის მანძილზე იგი თავისი პატარა ტაძრიდან მხოლოდ იმისთვის გადიოდა, რომ წყალი მოეტანა თავისი უფლისთვის. იგი ფიქრებშიც კი ვერ დაუშვებდა, რომ სადმე წასულიყო თავისი ღვთაებებისგან, რომელთა მსახურებასაც მთელი თავისი ცხოვრება მიუძღვნა.

ერთხელ, ადრიანი დილით, მდინარიდან ვბრუნდებოდი და ერთ მოსახვევში განაშიამის მოხრილი ფიგურა შევნიშნე. ის ბორძიკობდა და ეცემოდა, უკანასკნელი ძალებით მოჰქონდა რა იამუნადან წყლიანი ვედრო ღვთაებებისთვის. ყოველ რამდენიმე ნაბიჯში დაქანცული ჩერდებოდა და ისვენებდა. მაშინვე დასახმარებლად მივვარდი.

“განაშიამ, გთხოვ, მომეცი უფლება, რომ წყალი წამოვიღო!”

მან მკაცრად შემომხედა და მიპასუხა: “არ გინდა! არ გინდა!”

ჩემთვის აუტანელი იყო იმის ნახვა, თუ როგორ იტანჯებოდა. “ძალიან გთხოვ, მე ხომ ახალგაზრდა ვარ. ჩემთვის სულაც არაა ძნელი წყლის შენს ტაძარში წამოღება – ეს ხუთი წუთის საქმეა. შენ კი უკვე მოხუცებული და სუსტი ხარ. ამისთვის ნახევარ საათზე ნაკლები არ გეყოფა. ძალიან გთხოვ, წამაღებინე ვედრო”.

პასუხად პატარა მოხუცებულმა განაშიამმა ახალშობილის სხივმფენი ღიმილით დამაჯილდოვა. “შენ – გოპიჯანა ვალაბჰას ახალგაზრდა მეგობარი ხარ, - თქვა მან. – შენ უნდა ისიამოვნო. მე კი მისი მოხუცი მსახური ვარ. ჩემი ცხოვრება – მისი მსახურებაა. წადი და დატკბი ვრინდავანით. ამით გამხდი ბედნიერს”.

მისმა მორჩილებამ ერთდროულად თან გაალღო ჩემი გული და ააფორიაქა ჭკუა: “გთხოვ, ძალიან გამიხარდება, თუ ამ ვედროს წამოვიღებ”. მე ვედროს სახელურს ვტაცე ხელი და ჩემსკენ მივიზიდე იგი, მაგრამ საპასუხოდ განაშიამი მთელი სხეულით დაიჭიმა და გახევებული ხელებით მთელი ძალით ჩააფრინდა სახელურს. იგი ეჭიდებოდა მას, როგორც კლდიდან მოწყვეტილი ალპინისტი ეჭიდება მაშველ თოკს.

სასოწარკვეთილმა თვალებში ჩამხედა და მითხრა: “მე – საწყალი მოხუცი ვარ. ჩემი ერთადერთი სიმდიდრე – მსახურებაა”. თვალები ცრემლებისგან გაუწითლდა:

“თუკი წამართმევ ჩემს მსახურებას, ამით სიცოცხლესაც წამართმევ. გთხოვ, მომეცი ნება, რომ ვიცოცხლო. ძალიან გთხოვ”.

გული ჩამიწყდა. არაფერი დამრჩენოდა გარდა იმისა, რომ ვედროსთან ერთად სიცოცხლე დამებრუნებინა მისთვის. მაგრამ როცა შეამჩნია, რომ გავნაწყენდი, სულგრძელად შემომთავაზა, რომ ერთად გვეტარებინა ვედრო, და სანამ სახლისკენ მივდიოდით, ყოველ წუთში მეკითხებოდა, მძიმე ხომ არ იყო ვედრო ჩემთვის.
ერთ საღამოს განაშიამმა მირჩია, რომ მეზობელი სოფელი ვარშანა მომენახულებინა, რადჰას სამყოფელი. მან ჩუმად მითხრა: “კრიშნადას, მას შემდეგ რაც ვარშანას ატმოსფეროს შეიგრძნობ, შენი ცხოვრება შეიცვლება”. როცა ჩემს თვალებში ანთებული ცეცხლი შეამჩნია, მორცხვად დაამატა: “როცა იქ მიხვალ, გთხოვ, გადაეცი შრი რადჰას, რომ მის უსუსურ მსახურს ძალიან უნდა მისი ნახვა”.

ეს პატარა მოხუცებული ადამიანი, რომელიც უსახელოდ ცხოვრობდა, ღრმად შეეხო ჩემს გულს. იგი არ იყო წმინდა წერილების დიადი მცოდნე, ცნობილი გურუ ან მისტიკოსი-იოგი. მაგრამ ეს ოდნავაც ვერ აკნინებდა მის სიწმინდეს – მისი არაყალბი სიყვარული ღმერთისადმი ვლინდებოდა მის უკიდურეს მორჩილებასა და უბრალოებაში.

იყო დრო, როცა მე, სხვა დასავლეთელი ადამიანების მსგავსად, ვთვლიდი, რომ მორჩილება – ეს საკუთარი თავის დაკნინების აქტია, სისუსტე, რომელიც არასაკმარის თავდაჯერებულობაზე და საკუთარი თავის უპატივცემულობაზე მიუთითებს, ან ავადმყოფურ თვითუარყოფაზე, რომელსაც არასრულფასოვნების კომპლექსამდე და დეპრესიამდე მივყავართ. მაგრამ ისეთი ადამიანების გვერდით, როგორიც განაშიამი იყო, მე მივხვდი, რომ ნამდვილ მორჩილებას არაფერი აქვს ამ ყველაფერთან საერთო. ჭეშმარიტი მორჩილება – ესაა თვისება, რომელიც წყალობის ულევ წყაროსთან გვაკავშირებს, რომლისგანაც შეგვიძლია მივიღოთ ძალები, და ეს ძალები ყველა ჩვენს შესაძლებლობას აღემატება. ჭეშმარიტი მორჩილება – ესაა სიამაყე ღმერთის სიდიადის გამო და შესაძლებლობა, რომ ნამდვილად დავაფასოთ სხვისი ღირსებები.

მე თანდათანობით ვხვდებოდი, რომ მორჩილება არ წარმოადგენს რეალური ცხოვრებისგან ლაჩრულად გაქცევას. პირიქით, ნამდვილი მორჩილება მეხმარება ყველა ჩემი ძალის მობილიზებაში იმისათვის, რომ გადავლახო ნებისმიერი სირთულე, და უარი არ ვთქვა ჩემს იდეალებზე, არ დავკარგო პატივისცემა, მადლიერება და სიყვარული, და ამგვარად, რამდენადაც ეს შესაძლებელია ღვთაებრივი ნების ინსტრუმენტი გავხდე.

ნამდვილ მორჩილებაში გაცილებით მეტი სიდიადეა, ვიდრე ჩვენს საცოდავ მოთხოვნილებაში, რომ სხვებზე მაღლა დავაყენოთ თავი. მორჩილება გვიფარავს სიამაყისგან და დამამცირებელი დამოკიდებულებისგან მათდამი, ვისაც ჩვენზე მდაბლებად ვთვლით. ისვე გვიცავს შურისგან მათდამი, ვინც რაღაცით აღგვემატება. მორჩილი ადამიანი არ მიაწერს საკუთარ თავს არანაირ დამსახურებას – ყველა მიღწევისთვის ღმერთს უხდის მადლობას, და მათ, ვისგანაც თანადგომა მიიღო. მორჩილი გული საშუალებას გვაძლევს იოლად ვაღიაროთ ჩვენი შეცდომები და ახლის მიღებისთვის აღებს გულს. ჩვენში მორჩილების გაზრდით, ჩვენ არ ვანადგურებთ ჩვენს “მეს”, არამედ პირიქით, ვანთავისუფლებთ ჩვენს ჭეშმარიტ “მეს”, რომელიც მარადიულად ასხივებს სიყვარულს ღმერთისადმი და ყველაფერი არსებულისადმი.

მე გამეხსნა ერთ-ერთი ყველაზე ღრმა საიდუმლო: რაც უფრო მეტად ანვითარებს ადამიანი საკუთარ თავში ამ ამაღლებულ თვისებებს, მით უფრო ნათლად შეიგრძნობს იგი თავს ღმერთის პაწაწინა ნაწილაკად, ყველას და ყველაფრის მსახურად. განაშიამის ერთადერთი სიხარული სხვების უანგაროდ მსახურება იყო. განაშიამ ბაბა ერთ-ერთი ყველაზე ბედნიერი და მდიდარი ადამიანი იყო მათგან, რომლებიც ჩემს გზაზე შემხვედრია, - უბრალო ადამიანი, რომელსაც უბრალოდ უყვარდა ღმერთი.

http://www.radikal.ru

Posted by: Serg1us 20 Jan 2012, 02:06
ძალიან საინტერესო წიგნია და ბევრის სწავლა შეიძლება მისგან მგონი რომ განაშიამის მორჩილება მაგალითად უნდა დაისახოს ყველა ღვთის მოყვარულმა ადამიანმა არა აქვს მნიშვნელობა ვაიშნავი ხარ თუ ქრისტიანე მთავარია ეძებო ესეთი მარგალიტები და პირად ცხოვრებაში გაატარო. ადამიანებს ღიმილი და ერთმანეთისადმი წრფელი, უანგარო სიყვარული თუ უშველით...

მამუკა შენ გახარებას დამდე პატივი ცოტა მეტი დრო დაუთმე ხოლმე ამის თარგმნას ყოველ დღე შემოვდივარ ფორუმზე მხოლოდ ამ ერთი თემისათვის smile.gif

Posted by: cinemamu 20 Jan 2012, 06:32
Serg1us
QUOTE
ძალიან საინტერესო წიგნია და ბევრის სწავლა შეიძლება მისგან მგონი რომ განაშიამის მორჩილება მაგალითად უნდა დაისახოს ყველა ღვთის მოყვარულმა ადამიანმა არა აქვს მნიშვნელობა ვაიშნავი ხარ თუ ქრისტიანე მთავარია ეძებო ესეთი მარგალიტები და პირად ცხოვრებაში გაატარო. ადამიანებს ღიმილი და ერთმანეთისადმი წრფელი, უანგარო სიყვარული თუ უშველით...


აბსოლუტურად გეთანხმები smile.gif

QUOTE
მამუკა შენ გახარებას დამდე პატივი ცოტა მეტი დრო დაუთმე ხოლმე ამის თარგმნას ყოველ დღე შემოვდივარ ფორუმზე მხოლოდ ამ ერთი თემისათვის


ვცდილობ sad.gif
* * *
თავი მეცხრე

საღამო ახლოვდებოდა. მობინდებული ცის ქვეშ მდინარის ნაპირზე კოღოები წუოდნენ. უცებ იმ ქვის ქვეშიდან, რომელზეც ვიჯექი, უხმაუროდ, ენის სისინით გამოძვრა შავი გველი, ძალიან შემეშინდა. როცა საკუთარი თავი დავიჭირე ამაზე, მაშინვე დავფიქრდი. შიში განაგებს ჩვენს ყოფას. დაავადების, წარუმატებლობის, გაკოტრების, სხვების იმედგაცრუების შიში. ჩვენ გვეშინია მტრების, ქურდების, თაღლითების და ცხოვრებისეული გზისადმი ეჭვებისაც კი. როცა ვიგრძენი, როგორ დაეწაფა კოღო ჩემს სისხლს, გავიფიქრე, რომ ნებისმიერ ამ პაწაწინა მწერს შეუძლია მომკლას, იმით რომ მალარიით დამაავადოს. და სად გაქრა ის გველი? რა თქმა უნდა, - ვფიქრობდი მე, - უნდა ვიზრუნო ჩემს უსაფრთხოებაზე, მაგრამ ზედმეტი შიში შესაძლოა ან წინააღმდეგობად იქცეს ჩემს სულიერ გზაზე, ან მწუხარების ქარიშხალში ჩააგდოს ჭკუა. დედის ხელებში ბავშვს ყველანაირი შიში უქრება. მას სჯერა, რომ ამ დროს არაფერი ემუქრება. ერთნი მსგავს რწმენას სამყაროს მეცნიერული შესწავლის ან ფილოსოფიის მეშვეობით ინვითარებენ, სხვებს კი უბრალო გულის გამო სჯერათ. მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში, რწმენას სიმშვიდე და გაწონასწორებულობა მოაქვს. ჭეშმარიტი რწმენა, - განვაგრძობდი ფიქრს, - ჩნდება ან უმაღლეს რეალობასთან შეხებისას, ან მათთან ურთიერთობის შედეგად, ვისაც ასეთი რწმენა უკვე გააჩნია. მალე მორიგი თავგადასავალი მელოდა, რომელმაც დაადასტურა ეს ჭეშმარიტება და მნიშვნელოვანი საყრდენი გახდა ჩემი საკუთარი თავის შიგნით მოგზაურობაში.

ერთ მშვენიერ დღეს კრიშნადას ბაბაჯიმ ბონ მაჰარაჯთან და ასიმთან ერთად რეკომენდაცია მომცეს ვარშანაში წასვლაზე. მე მაშინვე განაშიამის თხოვნა გამახსენდა. ჩვეულებრივ განაშიამი არაფერს თხოვდა სხვებს. ეს მის წესებში არ შედიოდა. ამიტომ, როცა განაშიამმა ვარშანას მონახულება მთხოვა, მივხვდი, რომ ამ სახით, იგი დამახასიათებელი დელიკატურობით, უბრალოდ გზას მიჩვენებდა სულიერი ძიების უფრო ღრმა საიდუმლოებებისკენ.

კრიშნადას ბაბაჯიმ მირჩია, რომ ერთ წმინდა ადამიანთან გავჩერებულიყავი, რომელიც განდეგილად ცხოვრობდა ვარშანას გორაკებზე. ვარშანა – მცირე ქალაქია, ვრინდავანიდან ოცდაათი კილომეტრიც მოშორებით. ეს ადგილი დაკავშირებულია რადჰას სახელთან, და აქ ყველა მრავალრიცხოვანი ტბა, ბაღი, სასახლე და ტაძარი მისადმია მიძღვნილი. იმისთვის, რომ განდეგილ-სადჰუსთან მოვხვედრილიყავი, თავიდან მომიწია დიდხანს მევლო ფართო კიბეზე, რომელიც მთის გარშემო მიემართებოდა. მწვერვალზე ტაძარი იდგა, მრავალრიცხოვანი გუმბათებით და თაღებით. გზას უფრო შორს მივყავდი, და მე ციცაბო აღმართის შემდეგ ცოტა შევისვენე, შემდეგ ტაძრის ეზო გადავკვეთე და ყვავილებში ჩაფლულ ბაღამდე მივედი. შემდეგ კიდევ ერთი ტაძარი გავიარე, რომელიც სასახლეს უფრო ჰგავდა, და რამდენიმე წუთში აღმოვჩნდი ბილიკზე, რომელიც ტყეზე გადიოდა. ტყეში მაიმუნები დახტოდნენ, მედიდურად დააბიჯებდნენ ფარშევანგები და გალობდნენ ველური ფრინველები.

http://www.radikal.ru
http://www.radikal.ru
* * *
მე მივდიოდი და წყნარად ვიმეორებდი ჰარე კრიშნა მანტრას. სულიერი მადლით ავსებული ჰაერი, თითქოს მეხვეოდა, და მანტრა ჩემი სხეულის ყოველ უჯრედში ჟღერდა. ნეტარებამ მომიცვა შიგნიდანაც და გარედანაც, და მშვენიერმა, მანამდე უცნობმა გრძნობამ აღავსო ჩემი ცნობიერება. აქ, რადჰას ტყეში, სულიერი სიყვარულის მკაფიო აფეთქებამ პირველად გაანათა ჩემი გული. ვიგრძენი, როგორ იღვრებოდა მთელს სხეულში დამათრობელი ნექტარი. თვალებზე ცრემლი მომადგა. თვალები დავხუჭე და თითქოს დავინახე, როგორ მჩუქნიდნენ რადჰა და კრიშნა თავიანთ სიყვარულს და და შესახვედრად მიხმობდნენ ჩემს გულში. სხეულში აღტაცების ჟრჟოლამ დამიარა. ტყე, რომელშიც ახლა ვიდექი, სხვა სამყაროში იმყოფება, დედამიწისგან მილიარდობით კილომეტრიც მოშორებით.

Posted by: cinemamu 21 Jan 2012, 08:41
მადლიერებით აღვსილმა, გზა განვაგრძე და ნელა ვიმეორებდი ჰარე კრიშნა მანტრას. ვხვდებოდი, რომ უბრალოდ უფლება მომცეს წამით შემეხედა ღვთაებრივ სამყაროში და რომ ეს ყველაფერი მალე გაქრებოდა. ამ სულიერი განცდის შენარჩუნების და გაძლიერების სურვილმა შემიპყრო. იმ დღეს, რადჰას ტყეში, მე მივხვდი, რომ სულიერი სიყვარულის სურვილმა, მანტრათი გაღვიძებულმა, გაცილებით უფრო ღრმა და ნათელი განცდები მომიტანა, ვიდრე ყველაფერმა, რაც აქამდე გამომიცდია.

ბილიკმა, რომელიც ჯადოსნურ ტყეში მიიკლაკნებოდა, ბედნიერებით აღვსილი, საბოლოოდ წმინდა მთამდე მიმიყვანა, რომელზეც სადჰუ ბინადრობდა. საღამო ახლოვდებოდა, და მე დიდხანს ვუყურებდი ჩემს წინ გადაშლილ ციცაბო აღმართს. უკანასკნელი ძალებით ავდიოდი ცუდად გამოკვეთილ ქვის წითელ კიბეებზე განდეგილის სახლამდე, რომელიც მწვერვალზე იყო განლაგებული.

ზემოთ როცა ავედი, მიტოვებული ტაძარი აღმოვაჩინე. რაღაც დროის განმავლობაში ტაძრის შესასვლელთან ვიჯექი, სანამ ცნობისმოყვარეობამ არ მაიძულა, შიგნით შემეხედა. როგორც კი ზღურბლს გადავაბიჯე, ჩემგან რამდენიმე სანტიმეტრში გრძელმა გველმა ჩაისრიალა და კედლის ხვრელში შეძვრა. კიდევ ერთი ნაბიჯი გადავდგი, რომ ნახევრად-წყვდიადში რამე გამერჩია. როცა თვალები ცოტათი შეეჩვივნენ სიბნელეს, ხის საკურთხეველი დავინახე, რომელზეც გახუნებული ლითოგრაფია იდგა. თიხა კედლებზე თითქმის ჩამოცვენაზე იყო და აგურის მესერს აშიშვლებდა. სადღაც სიბნელიდან უეცრად დაბალი ხმა გაისმა: “შენ აქ შორიდან გულის ძახილმა მოგიყვანა. კეთილი იყოს შენი მობრძანება”.

მე შემოვტრიალდი. ბნელ კუთხეში, ნანგრევებს შორის იჯდა ორმოც წლამდე ასაკის მამაკაცი გადაპარსული თავით და დიდი მრგვალი მუცლით, რომელიც ცუდად მოჩანდა მისი თხელი ხელების და ფეხების ფონზე. მას არანაირი ტანსაცმელი არ ემოსა, გარდა ბარძაყებზე შემოსახვევი ნაჭრისა. განჯაჭვული მზერით, იგი სადღაც შორს იყურებოდა, თითქოს სხვა სამყაროს ჭვრეტდა, ჩვენი მზერისთვის მიუწვდომელს.

მე თავი წარვუდგინე და ვკითხე: “შეგიძლიათ მითხრათ, რა ადგილია ეს?”

მან თვალები დახუჭა და საკუთარი თავის სიღრმეში ჩაიძირა. რამდენიმე წუთში წარმოთქვა: “შენ მან-გარჰზე ამოხვედი, სასიყვარულო რისხვის მთაზე. ამ ტყეში შრი რადჰა თავს აჩვენებს, თითქოს ბრაზობს კრიშნაზე. ასე გამოხატავს თავის განსაკუთრებულ სიყვარულს მისადმი, და კრიშნა მოდის აქ ამ სიყვარულის ძიებაში”. განდეგილის თვალებმა მთლიანად განმჭოლეს. “სიყვარული ატყვევებს უფალს. მას თვითონ, თავისი ნებით სურს, რომ იყოს დატყვევებული. როცა რადჰა კმაყოფილი იქნება ჩვენი გულწრფელობით, მაშინვე ღვთაებრივ სიყვარულს გვიბოძებს”. მტვრიან იატაკზე ხელი დაატყაპუნა და დაჯდომა შემომთავაზა.

იგი უნაკლო ინგლისურით საუბრობდა. “რადჰა ჩარან დას”, - წარმომიდგა ჩემი თანამოსაუბრე. ეს სწორედ ის ბრძენი იყო, რომელსაც ვეძებდი. “მაგრამ ხალხი რამეშ ბაბას მეძახის”, - დაამატა მან. ჩვენ კიდევ ცოტა ვილაპარაკეთ და გარეთ გავედით. მზე ჩადიოდა, და დაისის ცა გორებს და ველებს ოქროსფერ სხივებს ჰფენდა. როცა უღრუბლო ცის თაღზე ვარსკვლავები გამოჩნდნენ, ჰაერი კი გრილი გახდა, ათამდე ბავშვი მოცვივდა მეზობელი სოფლიდან ამ ძველი ტაძრის ნანგრევებზე. პატარები და გამხდრები, გაცვეთილ ტანსაცმელში, ყველა მხრიდან გარს შემოეხვივნენ რამეშ ბაბას, მან კი ფისგარმონია აიღო და მისი აკომპანიმენტის ქვეშ დაიწყო კლასიკური რაგების სიმღერა. ღვთაებრივი ბგერები მოედინებოდნენ მის ბაგეთაგან, ბავშვებიც ჰყვებოდნენ სიმღერაში და თავშეუკავებლად ცეკვავდნენ, ემორჩილებოდნენ რა მუსიკის თანდათან აჩქარებად რიტმს. ერთი ბიჭი ხის ორი ჯოხით ურტყამდა ბარაბანის მსგავს რომელიღაც ხალხურ ინსტრუმენტზე, მეორე ლითონის გონგზე ურტყამდა ხის ჩაქუჩით, სხვები კი ლატუნის თეფშების წკრიალით ჰყვებოდნენ რიტმს. ისინი ვარსკვლავიანი ცის ქვეშ ცეკვავდნენ ამ ცარიელ მთაზე და მაღალი, წკრიალა ხმებით ადიდებდნენ უფალს. როცა მათმა ენთუზიაზმმა უმაღლეს წერტილს მიაღწია, ბაბა თავისი ადგილიდან წამოდგა და თვითონაც გრაციოზულად ცეკვას მისცა თავი. ჩანდა, რომ ტრანსში იყო. მას შემდეგ, რაც კირტანი ფინალს მიუახლოვდა, რამეშ ბაბა დაჯდა და ნელი, სულის გამალხობელი სიმღერა დაიწყო. მისი უკანასკნელი სიბნელეს შეერია, მაგრამ ყველა ჩუმდად იყო, გაშეშებული, რათა წმინდა სიჩუმე არ დაერღვიათ.

შვიდი წლის ბიჭუნამ ხელზე თავისი პაწაწუნა ხელი ჩამკიდა და სახურავზე ამიყვანა, სადაც მას თავის მეგობრებთან ერთად საკუთარი საკურთხეველი მოეწყოთ. შიგნით სურათი იდგა: უფალი კრიშნა ხბოს ეხვეოდა. ბავშვის გუდრონივით შავი თვალები სიხარულისგან ბრწყინავდნენ მთვარის შუქზე. ამაყი ღიმილით, მან აღტაცებისგან აკანკალებული ხმით განმიცხადა: “ეს – ჩემი ღმერთია!” მე გამაოგნა იმან, თუ როგორი თავდაჯერებულობით იყო ეს სიტყვები წარმოთქმული. ხუმრობით მომქაჩა ხელზე და სხვა ბავშვებთან გაიქცა სათამაშოდ, მე კი დიდხანს ვიდექი ასე გაოცებული. ამ ბიჭუნას სიტყვები გულის სიღრმიდან მოდიოდა, და მათში არ იყო ჩრდილიც კი ამპარტავნებისა, ეჭვიანობისა ან მედიდურობისა. იშვიათ სულებსაც კი, რომლებმაც მთელი თავისი ცხოვრება სულიერ პრაქტიკას და წმინდა წერილების შესწავლას მიუძღვნეს, შეუძლიათ მხოლოდ იოცნებონ ასეთ რწმენაზე. მე გამახსენდა იესოს სიტყვები: თუ არ გახდებით როგორც ბავშვები, ვერ შეხვალთ ცათა სასუფეველში. ამ ბავშვის გვერდით საკუთარ თავს საუკეთესო შემთხვევაში აგნოსტიკად ვგრძნობდი. დარცხვენილი, კრიშნას გამოსახულებას ვუცქერდი და ვლოცულობდი: ო, ჩემო უფალო, ვიქნები კი ოდესმე ღირსი ასეთი რწმენის მოპოვებისა?

http://www.radikal.ru

რამეშ ბაბა

* * *
საკჰი შარან ბაბა, რამეშ ბაბას ერთადერთი მეზობელი, მისი ცხოვრების შესახებ მიყვებოდა. რამეშ ბაბა ალაჰაბადში დაიბადა, ქალაქში, სადაც კუმბჰა-მელა ტარდება. ჯერ კიდევ ბავშვმა, მან ბრწყინვალედ შეისწავლა სანსკრიტი და ფილოსოფია, თორმეტი წლის ასაკში კი ნაციონალური პრემია მიიღო ინდოეთის საყოველთაო მუსიკალურ კონკურსში, დაიპყრო რა ყველას გულები თავისი ხმით. მაგრამ მიუხედავად ბრწყინვალე პერსპექტივებისა, სულიერებისადმი სწრაფვამ სურვილი აღუძრა, რომ სახლიდან გაქცეულიყო და სადჰუს ცხოვრებით ეცხოვრა. ყოველ ჯერზე, როცა გარბოდა, ნათესავები პოულობდნენ და სახლში აბრუნებდნენ. მოზარდობის ასაკში ისე კარგად იცოდა წმინდა წერილები და ისე საინტერესოდ შეეძლო საუბარი, რომ მისი ქადაგებების მოსასმენად ათასობით ადამიანი მოდიოდა. “მაგრამ მან მიატოვა ყველაფერი, რათა ამ უკაცრიელ ადგილას დასახლებულიყო”, - დაამთავარა თავისი თხრობა საკჰი შარანმა.

ერთ მშვიდ საღამოს, როცა ნავთის ლამპის მოციმციმე შუქთან ვიჯექით, რამეშ ბაბას ვკითხე, რატომ მიატოვა თავისი ოჯახი და მქადაგებლის წარმატებული კარიერა. პასუხად მან მხოლოდ თვალები აღაპყრო ზეცისკენ და მთელი თავისი გამომეტყველებით მაჩვენა, რომ არ აინტერესებდა საკუთარ თავზე ლაპარაკი. “მაგრამ რადგანაც მკითხე, - თქვა მან, - უნდა გიპასუხო”. მან თვალები მოხუჭა: ”ჩემს ქადაგებებს ათასობით ადამიანი ესწრებოდა, მაგრამ ჩემი გული შრი რადჰასადმი სიყვარულს იყო მოწყურებული. ის მეძახდა”. რამეშის სახეზე ლამპის ოქროსფერი ცეცხლის მოციმციმე შუქი ეცემოდა. ცეცხლის ალს დააცქერდა და განაგრძო: “ამიტომ მქადაგებლის კარიერა მივატოვე და ვრინდავანში გავემგზავრე, სადაც გოვარდჰანას მთაზე ჩემი გურუ ვიპოვე. შემდეგ აქ მოვედი. ეს იყო 1950 წელს. მაშინ თექვსმეტი წელი შემისრულდა. იმ დროს აქ ჯუნგლები იყო, ველური მხეცებით დასახლებული, ამ მთის მწვერვალზე კი, სადაც ახლა ვზივართ, მკვლელები და ქურდები იმალებოდნენ. ოცდაერთი წელია აქ ვცხოვრობ და შრი რადჰას სახელზე ვმედიტირებ”.

წლებთან ერთად რამეშ ბაბასთან სახელი და დიდებაც მოვიდა. ხალხი პატივს მიაგებდა, როგორც ერთ-ერთ ყველაზე წმინდა ადამიანს მთელს ვრინდავანში. მისი დედა, დაქვრივების შემდეგ ქოხში გადავიდა საცხოვრებლად, ამ მთის ქვეშ, რათა უფრო ახლოს ყოფილიყო თავის ერთადერთ ვაჟთან. მკაცრი ცხოვრებით ცხოვრობდა დამ თელ ცხოვრებას ღმერთისადმი თაყვანისცემას უძღვნიდა.

მთაზე, სადაც რამეშ ბაბა ცხოვრობდა, არ იყო არც ელექტროობა, არც კანალიზაცია, არც წყალგაყვანილობა და არც საჭმელი. წყალს მე და საკჰი შარანა ქვემოთ, წყაროდან ვეზიდებოდით. უკანა გზა სავსე ვედროებით, მცხუნვარე მზის ქვეშ, ციცაბო აღმართზე ძალიან დიდ ძალისხმევას მოითხოვდა, და ყოველ საფეხურზე ვჩერდებოდით სული რომ მოგვეთქვა. მას შემდეგ, რაც ვედროებს მწვერვალზე ავიტანდით ხოლმე, როგორც წესი მთის მეორე მხარეს ვეშვებოდით ქვემოთ პატარა სოფელ მანპურში, სადაც კარიდან კარზე დავდიოდით და მოწყალებას ვთხოულობდით.

ერთხელ, როდესაც რომელიღაც კარზე დავაკაკუნეთ, ოჯახის დედამ ნიჟარაში ჩაჰბერა და მთელს ოჯახს მოუხმო, რომ დაბრუნებულიყვნენ ყანებიდან, სადაც ისინი შრომობდნენ. მალე მთელი ოჯახი მოგროვდა, და ჩვენდა საპატივცემულოდ ქოროთი შეასრულეს შესანიშნავი კირტანი. მამა ფისგარმონიაზე უკრავდა და კირტანი მიჰყავდა, მისი ათი წლის ვაჟი ოსტატურად უკრავდა დოლაკზე, ორმხრიან ბარაბანზე, მეორე ბავშვი თეფშებზე უკრავდა, ხოლო მთელი ქალთა მხარე ტაშით და მხიარული სიმღერით ჰყვებოდა. ოცი წუთის შემდეგ, როცა კირტანი დასრულდა, მათ ჩემი მეგობრის წინ წმინდა წერილი დადეს და თხოვეს, რომ რაიმე წაეკითხა ამ წიგნიდან. საკჰი შარან ბაბა დაახლოებით თხუთმეტი წუთი ლაპარაკობდა ადგილობრივ დიალექტზე. მთელი ოჯახი ყურადღებით უსმენდა და ყოველ სიტყვას იჭერდა. შემდეგ ოჯახის დედამ ჩვენს მოწყალების შესაგროვებელ თასებში მსხვილი ვრაჯა-როტები ჩააწყო, და ჩვენ მწვერვალზე დავბრუნდით, რათა ტრაპეზა რამეშთან ერთად გაგვეზიარებინა.

მაგრამ სამყარო ისეა მოწყობილი, რომ რაც უფრო მეტად ვუყვარვართ და პატივს გვცემენ ერთნი, მით უფრო ვძულვართ სხვებს. შორიახლოს სასტიკი ბანდიტების ჯგუფი დაბანაკებულიყო, და ზოგიერთმა ადგილობრივმა მაცხოვრებელმა, რომლებსაც არ მოსწონდათ რამეშ ბაბას მზარდი პოპულარობა და მისი ხმამაღალი კირტანები, ბანდიტები წააქეზეს მის წინააღმდეგ. ერთ წყნარ ღამეს სახურავზე ვიჯექით, როცა უეცრად დავინახედ ადამიანები, რომლებიც მთაზე მოიპარებოდნენ. ყველა შეიარაღებული იყო თოფებით და დანებით და პირდაპირ ჩვენსკენ მოემართებოდნენ. მე ვიცოდი, რომ ასეთ უკაცრიელ ადგილებში ადამიანის სიცოცხლე გროშიც კი არ ღირდა, კანონს კი აინუნშიაც არ აგდებდნენ. სიბოროტისგან დამახინჯებული სახეებით ბანდიტებმა ალყა შემოგვარტყეს და არაორაზროვნად გვაგრძნობინეს, რომ მზად იყვნენ ყელები გადაეჭრათ ჩვენთვის. მათი წინამძღოლი წინ გამოვიდა – ბანჯგვლიანი, საშიში გარეგნობის გოლიათი თავზე შემოხვეული შავი შარფით, ხშირი წვერით და დამპალი კბილებით.

“ამ ადგილებში ჩვენ ვართ კანონი, - დაიყვირა მან. – შეწყვიტეთ სიმღერა, ან დაემშვიდობეთ სიცოცხლეს! თქვენი მოკვლა იგივეა, რაც კოღოს გასრესა!”
ბაბა მშვიდად იჯდა და არანაირ ინტერესს არ ამჟღავნებდა მომხდარისადმი, სანამ ბანდიტების ჯგრო უკან არ გაბრუნდა. მეორე დღეს ბაბას ერთ-ერთმა მიმდევარმა მოგვიყვა, რომ ბანდიტები მის ოჯახსაც ემუქრებოდნენ ამოჟლეტით. მე ვიცოდი, რომ ასეთ უღრან ტყეებში მკვლელობა – ეს ჩვეულებრივი ამბავია. მაგრამ რამეშ ბაბა არანაირ მღელვარებას არ ამჟღავნებდა. “მე ღმერთის სახელებს ვიმეორებ, კირტანს ვმღერივარ და ამით წმინდანებისა და წმინდა წერილების ნებას ვასრულებ, - მითხრა მან. – მთავარია ღმერთი იყოს ჩემით კმაყოფილი. ისე კი სულ ერთია, რას მიზამენ”. ბაბა, თითქოს აქ არაფერიო, ყოველდღე ჩვეულებისამებრ მღეროდა კირტანებს. მივხვდი, რომ მსგავსი თვითდარწმუნებულობა – ესაა თვისება, რომელიც ჩემში უნდა განვავითარო, რათა ჭურჭელი გავხდე ყველაფერი იმისთვის, რისთვისაც ვლოცულობდი. დიახ, რამეშ ბაბას ჰქონდა იდეალი, რომლისთვისაც ცხოვრობდა და რომლისთვისაც მზად იყო სიცოცხლე შეეწირა.

ჩვენ პირდაპირ ვარსკვლავიანი ცის ქვეშ გვეძინა, ცემენტის მოედანზე, ტაძრის გვერდით. ერთხელ შევნიშნე, რომ რამეში დასაძინებლად დაწვა და გვერდზე მეტრამდე სიგრძის ჯოხი დაიდო. ცნობისმოყვარეობით შეპყრობილი წამოვჯექი და ვკითხე: “ადრე არასოდეს მინახავს, რომ ჯოხთან ერთად დაგეძინოთ, ბაბა. მოხდა რამე?”

მან უშფოთველი ხმით მიპსუხა: “დიახ, სოფლიდან შეგვატყობინეს, რომ შორიახლოს კაციჭამია-ლეოპარდი დაძრწის. მან უკვე რამდენიმე ძროხა და ადგილობრივი მცხოვრები დაგლიჯა”. შემდეგ ცოტა მოიქუფრა და ჯოხი აღმართა. “ამ საღამოს ხალხმა დაინახა, როგორ ამოდიოდა ლეოპარდი ჩვენს მთაზე. ჰოდა ეს ჯოხი თავდაცვისთვის მაქვს მომარჯვებული.” ამ ყველაფერს ისეთი გამომეტყველებით ამბობდა, თითქოს საუბარი ხვალინდელ ამინდის პროგნოზს შეეხებოდა.
კვლავ მოვიდა ჩემი გაკვირვების ჯერი: “და როგორ უნდა დაგიცვათ ველური ლეოპარდისგან ამ პატარა ჯოხმა?”

“ვერანაირად, კრიშნადას. დაცვა მხოლოდ უფალს შეუძლია, - მან ტკბილად დაამთქნარა და უკვე თვალდახუჭულმა და ნახევრადმთვლემარემ დაასრულა თავისი აზრი. – მიუხედავად ამისა ჩვენი მოვალეობაა – ვანახოთ კრიშნას, რომ ყველაფერს ვაკეთებთ, რაც ჩვენზეა დამოკიდებული”. მისი რწმენით დამშვიდებულს, ღრმად მეძინა იმ ღამით. და უფალმა მართლაც დაგვიცვა.

მალე მან-გარჰი დავტოვე, თუმცა დროდადრო ვბრუნდებოდი ხოლმე იქ, რათა რამეშ-ბაბასთან ერთად მეცხოვრა. ცხელი ინდური ზაფხულის პერიოდში ჰაერის ტემპერატურე იმ მთაზე, რომელზეც ბაბა ბინადრობდა, ორმოცდაათ გრადუსამდე აღწევდა ცელსიუსით. ზამთარი კი ცივი იყო, ყინვებით. რამეშ ბაბას არ ჰქონდა არც ვენტილიატორი, არც გამათბობელი, მაგრამ ის მშვიდად განაგრძნობდა უფლის წმინდა სახელის გამეორებას, დად ღე და ღამე კრიშნაზე მედიტირებდა. მთაზე არანაირი კომფორტი არ იყო, და ბუნებრივი მოთხოვნილებების დაკმაყოფილება კი ტყეში წყლით სავსე მცირე რკინის თასით გასეირნებას ითხოვდა. მუხლებზე ჩამჯდარი ვიკმაყოფილებდით ბუნებრივ მოთხოვნილებას, შემდეგ კი მოტანილი წყლით ვიბანდით. მთელი პროცესი ტბაში სრული განბანვით სრულდებოდა. ასე იქცეოდა პრაქტიკულად ყველა სადჰუ, რომელსაც ინდოეთში შევხვედრივარ. უმეტეს შემთხვევაში ადგილობრივი ღორები, სანიტარული სამსახურის ერთგვარი წარმომადგენლები, ხარბად დაეტაკებოდნენ ხოლმე ფეკალიებს და სიამოვნებით შეექცეოდნენ.

შემოდგომის ერთ დღეს, დიზენტერიის შემოტევებისგან დატანჯული, ბუჩქებში ვიყავი ჩაცუცქული, რათა ბუნების სასტიკ მოთხოვნაზე მეპასუხა. ციებ-ცხელება მქონდა, და ავადმყოფობა მთელ ძალებს მართმევდა, და ამ დროს, ამ ყველაფერთან ერთად უზარმაზარი გველი დავინახე, რომელიც ბუჩქებიდან პირდაპირ ჩემსკენ მოდიოდა. გველი – ყვითელი, მწვანე ლაქებით – ორ მეტრამდე სიგრძის და ხუთ სანტიმეტრამდე დიამეტრიც იყო. მისი თავის სამკუთხა ფორმაზე მივხვდი, რომ შხამიანი იყო. რეპტილიან დაუხამხამებელი მზერით მომაშტერდა, და ცოტა ხნის ფიქრის შემდეგ თავისი ცივი სხეულით ფეხზე შემომეხვია. დასასვენებლად მოეწყო ასე და გაშეშდა. მეც გავშეშდი. შესუნთქვის მეშინოდა და საკუთარ თავს ვეუბნებოდი: დასასრული შესაძლოა ნებისმიერ მომენტში დადგეს. მაგრამ ნუთუ ასეთი უსახელო სიკვდილით უნდა მოვკვდე? რამეშ ბაბასგან განსხვავებით, რომელიც არ განიცდიდა შიშს სიკვდილის წინაშე, მე მეშინოდა მისი. ცოფიანივით აძგერებულმა გულმა და მოწრიალე ჭკუამ დამანახეს, რამდენად შორს ვარ იმისგან, რომ ნამდვილად მივენდო ღმერთს.

http://www.radikal.ru

ფიქრებში იმ დღეს დავუბრუნდი, როცა განგას მძლავრი დინება უმოწყალოდ მიმაქანებდა სიკვდილისკენ. ისტორია მეორდებოდა. ძალა მოვიკრიბე და ჩუმდა დავიწყე გამეორება: ჰარე კრიშნა, ჰარე კრიშნა, კრიშნა კრიშნა, ჰარე ჰარე / ჰარე რამა, ჰარე რამა, რამა რამა, ჰარე ჰარე. ლოცვა თავისით იღვრებოდა ჩემი გულიდან. და მაშინ, ისევე როგორც იმ დღეს, როცა განგამ წამიღო, თანდათანობით სიმშვიდის შეგრძნება დავიწყე, რომელიც მანტრას გონებით მიუწვდომელი ძალისგან მოდიოდა, და ჩემს შიგნით განჯაჭვულობამ გაიღვიძა. მე შევძელი, რომ შემეხედა ამ გველისთვის არა როგორც მტერისთვის, არამედ როგორც ძმისთვის. ღმერთის სახელმა ყველა ჩემი შიში გაფანტა. ძალიან გამიხარდა. რამდენიმე წუთი გავიდა. გველმა თვალებში ჩამხედა, შემდეგ კი ნელა გასრიალდა უკან, ბუჩქებისკენ. დარცხვენილმა გავიფიქრე:

დღეს უფალმა მაჩვენა, რომ სულიერი თვალსაზრისით მე პაწაწინა ახალშობილი ვარ. როცა ბავშვი საფრთხეშია, მას მხოლოდ ის შეუძლია, რომ დედას ან მამას მოუხმოს საშველად. დღეს ამ ბავშვის დედა და მამა თავისი წმინდა სახელების სახით მოვიდნენ და გადამარჩინეს.

* * *

საღამოს მე და რამეშ ბაბა ფანარის მქრქალ შუქზე ვიჯექით მტვრიან იატაკზე და როტის მივირთმევდით. როგორღაც ერთხელ კითხა: “რომელ ქალაქში გაიზარდე ამერიკაში?”

“პატარა ქალაქში ჩიკაგოს ქვეშ”, - ვუპასუხე მე.

მან საჭმლის ღეჭვა შეწყვიტა და თვალები თანაგრძნობის ცრემლებით აევსო: “ო, კრიშნადას! ჩიკაგო – ეს ქალაქია, სადაც ძროხებს კლავენ!” ღრმად ჩავისუნთქე, თვალები დავხუჭე და სევდით გავიხსენე ბავშვობის სურათები: მყრალი სუნი და ცხოველების ღმუილი, რომელიც იმ სასაკლაოებიდან მოდიოდა, რომლებსაც მანქანით ჩავუვლიდით ხოლმე. გაუგებარია, როგორ გაიგო ეს რამეშ ბაბამ, რომელიც სრულ იზოლაციაში, თავის მთაზე ცხოვრობდა და მსოფლიოს ყველა მოვლენისგან იყო მოწყვეტილი უკვე რამდენიმე ათეული წელია. მაგრამ ეს სიმართლე იყო. სამოცდაათიანი წლების დასაწყისამდე გაერთიანებული სასაკლაოები (United Stockyards) ჩიკაგოს სამხრეთში ყველაზე მსხვილ ხორცისგადამამუშავებელ საწარმოებად და ხორცის ყველაზე მსხვილ ამერიკულ მიმწოდებლად რჩებოდნენ მსოფლიოში. რამეშ ბაბას თანაგრძნობა ძროხებისადმი, რომლებიც მისგან ათიათასობით კილომეტრიც მოშორებით იმყოფებოდნენ, სიღრმემდე შეეხო ჩემს გულს.

რამეშ ბაბა მთელი ჩემი ცხოვრების მანძილზე ჩემს მეგობრად და შთაგონების წყაროდ დარჩა. მისი ქცევები და სიტყვები არასოდეს ეწინააღმდეგებოდნენ იმ იდეალებს, რომლებისაც სჯეროდა, და მისთვის სულ ერთი იყო, რას ფიქრობდა მასზე ხალხი. იგი ისეთივე პირობებში ცხოვრობდა, როგორშიც ჰიმალაელი ბრძენები ცხოვრობენ, მაგრამ ამასთან არასოდეს გადაუკვეთავს ვრინდავანის საზღვრები. ძალიან მხიბლავდა მასში ასკეტურობისა და ძალიან ღრმა განათლების შერწყმა. მთელი თავისი ცხოვრება, იგი მოწყალებას თხოულობდა, როგორც გლახაკი, და გამუდმებით ლოცულობდა, რომ რადჰასა და კრიშნას ღვთაებრივი სიყვარულის ინსტრუმენტი გამხდარიყო. როცა რაგებს მღეროდა ან ღმერთს ემსახურებოდა, ეს სიყვარული ცხადი ხდებოდა. დიახ, - ვფიქრობდი მე, - ბჰაკტის გზა ძალიან ღრმაა. ისეთი მოწყალე სულებს, როგორებიც რამეშ ბაბა და სხვები არიან, უფრო და უფრო ღრმად მივყავარ ჭეშმარიტების ძიებაში, და აღვივებენ ჩემს გულში საკუთარი გურუს პოვნის წყირვილს. ახლა გულწრფელად მჯეროდა, რომ ჩემი მასწავლებელი სწორედ იმ მომენტში გამოჩნდებოდა, როცა მზად ვიქნებოდი.


Posted by: cinemamu 24 Jan 2012, 20:21
თავი მეათე

ვრინდავანის ერთ-ერთ ბაღში ბავშვები სპექტაკლს თამაშობდნენ კრიშნას გართობებზე. ბრწყინვალე გვირგვინებში და ნაირფერ კოსტუმებში, თავიდან ფეხებამდე სამკაულებით მორთულნი, ისინი მღეროდნენ, ცეკვავდნენ და განასახიერებდნენ გმირებს, რითაც ახდნენდნენ დრამატურგიული ხელოვნების წვრილმანი ნიუანსების დემონსტრირებას ასეულობით ადგილობრივი მაცხოვრებლის წინაშე. მსგავსი თეატრალური დადგმები მთელს ვრინდავანში ტარდებოდა, და მე და ასიმი ხანდახან ვესწრებოდით ხოლმე ამ წარმოდგენებს. დღეს კრიშნამ და მისმა მეგობარმა მწყემსებმა, განასახიერებდნენ რა გადასახადების ამკრებებს, გზა გადაუჭრეს რადჰას და მის მეგობარ გოპებს, რომლებსაც თავზე შემოდგმული თიხის ქოთნებით მიჰქონდათ კარაქი. ასიმი ჰინდის ადგილობრივი დიალექტიდან მითარგმნიდა.

მომხიბვლელმა პატარა ბიჭუნამ, რომელიც კრიშნას როლს თამაშობდა, მიმართა რადჰას: “თქვენ არ შეგიძლიათ გავლა, სანამ გადასახადს არ გადაიხდით თქვენი სილამაზისთვის, მომხიბვლელობსთვის და უტკბილესი სიყვარულისთვის. ფასი იქნება ის კარაქიანი ქილები, რომლებიც თავზე გაქვთ შემოდგმული”.

ლამაზმა გოგონამ, რომელიც ლალიტას – რადჰას მეგობარს თამაშობდა, უპასუხა: “რატომ უნდა გადაგიხადოთ გადასახადი? ჩემი რადჰა – ვრინდავანის დედოფალია. ეს თქვენ უნდა გადაიხადოთ იმ ბალახისთვის, რომელსაც ყოველდღე მიირთმევენ თქვენი ძროხები!”

ყველა სახუმარო შეტაკებაში შრი რადჰას სიყვარული იმარჯვებდა ცელქ კრიშნაზე, და ჩვენ, სუნთქვაშეკრულნი ვადევნებდით თვალყურს შეყვარებულთა თამაშების პერიპეტიებს, რომლებიც იუმორით, სიხარულითა და სულიერი ემოციებით იყო გაჟღენთილი. ეს ცნობილი ისტორიები იყო, მაგრამ სიმღერები და ცეკვები არაჩვეულებრივ მომხივვლელობას ანიჭებდნენ მათ. ჩემი მოგზაურობების მანძილზე შევძელი გამეგო, რომ იოგას არსია – ბოლომდე მოვახდინოთ კონცენტრაცია უზენაესზე, და ახლა გაკვირვებული ვიყავი, რამდენად ბევრი საშუალება არსებობს ამისთვის.

* * *
განთიადის პირველი სხივები ფართე შიგა ეზოზე ჩამოწვა, რომელიც მაღალი აგურის კედლით იყო შემოღობილი. კედელი ლიანებით იყო გაწყობილი, და მის გარშემო საქმიანად ზუზუნებდნენ ფუტკრები. მის უკან უძველესი ტაძარი აღმართულიყო. ჩიტები, რომლებიც ტოტებს მიღმა მიმალულყვნენ, ერთხმად აჟრიამულდნენ და ასე შეხვდნენ ამომავალ მზეს. ადგილობრივ სადჰუებს უყვარდათ ამ მშვიდ ადგილას ჯდომა და ლოცვა. კრიშნადას ბაბაჯიმ მომიყვა ოდესღაც, რომ ამ ეზოს ცენტრში დგას შამადჰი (განსასვენებელი) უდიადესი წმინდანისა, სახელად რუპა გოსვამი. ის და მისი უფროსი ძმა სანატანა პირველი მინისტრების პოსტებს იკავებდნენ მუსულმანური მმართველობის დროს ბენგალიაში. ეს ახალგაზრდა, ლამაზი და უაღრესად განათლებული არისტოკრატები სასახლეებში ცხოვრობდნენ და აურაცხელი საგანძურის მფლობელნი იყვნენ. ყველა უყვარდა ძმები გულუხვობის გამო, მაგრამ ისინი ოცნებობდნენ, რომ ხალხი უდიადესი აგანძურით – ღმერთისადმი სიყვარულით დაესაჩუქრებინათ. გულის ძახილით მათ გაჭირვებულებს დაურიგეს მთელი თავიანთი ავლა-დიდება და ვრინდავანში მოვიდნენ, სადაც ხის ტყეში, ხის ქვეშ დასახლდნენ. უფალი ჩაიტანიას სწავლებით შთაგონებულებმა, მათ მრავალი წიგნი დაწერეს, რომლებშიც სულიერი სიყვარულის საიდუმლოებები გაუხსნეს მსოფლიოს. არიან რა ამ სიყვარულის განსახიერება, ისინი უკვე ხუთას წელზე მეტია შთაგონების წყაროს წარმოადგენენ თავიანთი მრავალრიცხოვანი მიმდევრებისთვის. რუპას და სანატანას ერთგულებამ იმდენად გამაოცა, რომ შემეძლო საათობით მესმინა მათ შესახებ.

http://www.radikal.ru
http://www.radikal.ru

მუხლებზე დავეშვი რუპა გოსვამის განსასვენებლის წინაშე და ჩუმად ვლოცულობდი. იმ ადგილის თავზე, სადაც წმინდანის სხეულია დასვენებული, აშენებული იყო მცირე კვადრატის ფორმის ნაგებობა გუმბათისებური სახურავით. სხვადასხვა რელიგიური ტრადიციების წიგნებში, რომლებიც კი წამიკითხავს, ახსნილი იყო, თუ რამდენად ძლევამოსილია წმინდანების ენერგია მათი დასაფლავების ადგილას. მაგრამ ადრე წაკითხულიდან არაფერს არ მოვუმზადებივარ იმ განცდისთვის, რომელიც იმ დღეს განვიცადე. ლოცვის სიტყვების წარმოთქმისას, მე უეცრად შევიგრძენი რაღაც ენერგია – არამიწიერი, მაგრამ ცხადად აღსაქმელი. იგი განსასვენელიდან ჩემზე გადმოედინებოდა. მე მომეჩვენა, თითქოს უჩინარი, უსაზღვროდ კეთილი არსება ჩამეხუტა და სიყვარულით ამავსო. საკუთარ წონას ვეღარ ვგრძნობდი – ჩემი სხეული და ჭკუა ჩემგან შორს აღმოჩნდნენ. ხელ-ფეხი ამიკანკალდა, ზურგზე ჟრუანტელმა დამიარა, ხოლო ჩემს შიგნით მადლიერების ტალღები აღიძრა. მზერა ქვიშიან მიწაზე დავუშვი და გავიფიქრე, რომ არ ვიყავი ასეთი გამოცხადებების ღირსი. იყო ეს იმ ღვთაებრივი სიყვარულის მორიგი გამობრწყინება, რომელზეც ასე ვოცნებობდი? გამობრწყინება, რომელიც მაიძულებდა უფრო მეტი მონატრების სევდა გამჩენოდა ამ სიყვარულისადმი? შიგნით რაღაც მკარნახობდა, რომ ასეც იყო. ჩემი უფალი მიბიძგებდა, რომ კიდევ ერთი ნაბიჯი გადამედგა საკუთარი ბედის შესახვედრად.

უეცრად საოცრად მკაფიოდ მივხვდი, რომ სწორედ ბჰაკტი გახდებოდა ჩემი გზა და რომ დროთა განმავლობაში კრიშნას სახელი გამიხსნიდა მის სიყვარულს ჩემდამი. ყველა ჩემი ეჭვი გაიფანტა, უკვე აღარაფერი მიშლიდა ხელს ამ გზის მიღებაში, მაგრამა ამასთანავე ვაცნობიერებდი, რომ მთელი გულწრფელობით უნდა გავყოლოდი ამ გზას და ჭეშმარტ გურუსთან უნდა მეპოვა თავშესაფარი. მასწავლებელთან, რომელთანაც ვიმედოვნებდი რომ კრიშნა მალე მიმიყვანდა.
ბჰაკტი. ერთგულების გზა. ჩემი გზა გამეხსნა. როგორც იქნა გულით მივიღე იგი.
* * *
ყველაფერი კარგისთვის ცხოვრებაში თუ მეტი არა ისეთივე რაოდენობის სირთულეების საფასური უნდა გადაიხადო. ამ ჭეშმარიტების სამართლიანობაში უკვე მრავალჯერ დავრწმუნდი ინდოეთში გატარებული ერთი წლის განმავლობაში. რამდენიმე თვის წინ მე მორჩილად მოვინახულე საიმიგრაციო სამსახური მათჰურაში, რათა ვიზა გამეგრძელებინა. ჩინოვნიკმა ჩემი განცხადება ნიუ-დელიში გადაგზავნა და თქვა, რომ სანამ პასუხი არ მოვიდოდა, ოფიციალური დოკუმენტი, რომელიც ინდოეთში ყოფნის უფლებას მაძლევდა, იქნებოდა კვიტანცია განაცხადის შეტანის შესახებ.

შემოდგომამ ჩაიარა და ზამთარი მოვიდა. პასუხი კიდევ არ იყო მოსული. ყოველ შემთხვევაში ასე ვფიქრობდი. სინამდვილეში კი მათჰურას ოფისიდან შეტყობინება მოვიდა, რომელშიც მთხოვდნენ დაუყოვნებლივ დავკავშირებოდი საიმიგრაციო სამსახურს. ეს წერილი რომელიღაც აშრამში მოხვდა, სადაც ის კეთილსინდისიერად დაკარგეს, მე კი სიტყვაც კი არ მითხრეს. რაღაც დროის შემდეგ ჩინოვნიკი, რომელიც ჩემი საქმით იყო დაკავებული, არც თუ სახუმაროდ გაბრაზდა, რადგან ჩათვალა, რომ მე უარი ვთქვი მისი განკარგულების შესრულებაზე. მე კი ჩვეულ ცხოვრებას ვაგრძელებდი და ეჭვიც კი არ მქონდა, როგორ იქუფრებოდნენ ღრუბლები ჩემს თავზე.

ერთხელ ქუჩაში ნაცნობ მღვდელმსახურს შევხვდი; იგი შეშფოთებული სახით მთელი ძალით გამოიქცა ჩემსკენ. “შენ სახელმწიფო ჩინოვნიკი გეძებს, - შემატყობინა მან, - ის თვლის, რომ იგნორირებას უკეთებ მას”.

“რაზე ამბობ? – ვუპასუხე შეშინებულმა. – რა ჩავიდინე ასეთი?”

“არ ვიცი. ის დილით მოვიდა და შენ გეძებდა. ცოფიანი ძაღლივით ყეფდა და ყველანაირი სასჯელით გემუქრებოდა”.

სახეზე მღვდელმსახურს ზიზღის გრიმასა გამოესახა, და ხმას დაუწია: “მე ვიცნობ ამ ადამიანს. ის სასტიკი და ძალიან გაფუჭებულია. მისი უფრო მეტად გვეშინია, ვიდრე ადგილობრივი ყაჩაღების. ყველაფერზეა წამსვლელი”.

“რა უნდა ვქნა?” – გული ცოფიანივით მიცემდა.

“ფრთხილად იყავი”.

ყველგან, სადაც კი მივიდოდი, ხალხი მატყობინებდა, რომ საიმიგრაციო სამსახურის ჩინოვნიკი მეძებდა. მრავალი ვრაჯაბასი და სადჰუ ლოცულობდა, რომ უფალს დავეცავი.

იმ დღეებში მე შრიპად ბაბასთან და ასიმთან ერთად ხანდახან მოვინახულებდით ხოლმე შეკრებას ერთი შეძლებული ქალბატონის სახლში დელიდან, სახელად იოგამაია. ვრინდავანში მას ოროთახიანი მცირე ბინა ჰქონდა, სადაც საღამოობით ერთგულები კირტანებს მღეროდნენ, ის კი ვახშამს ამზადებდა ყველასთვის. ერთ-ერთ ასეთ საღამოზე გავიცანი ადამიანი ნიუ-დელიდან, რომელსაც ყველა ინჟინერს ეძახდა. ეს იყო შუახნის მაღალი მამაკაცი აკურატულად დავარცხნილი შავი თმითა და კოხტად შეკრეჭილი ულვაშით. იგი მართლაც ინჟინერ-მექანიკოსად მუშაობდა და ისევე, როგორც ყველა სხვა სტუმარი იოგამაიას სახლში, კეთილი სული და კრიშნას გულწრფელი ერთგული გახლდათ. გაიგო რა ჩემი გასაჭირი, დაარწმუნა ყველა, რომ დელიში თავისი კავშირების მეშვეობით შეეცდებოდა ჩემი საიმიგრაციო სტატუსის მოგვარებას. ყველა შეკრებილი გვარწმუნებდა, რომ დაუყოვნებლივ წავსულიყავით იქ.

ღამის საფარქვეშ, ვრინდავანის ვიწრო ქუჩებით მივდიოდით მე და ინჟინერი ავტობუსის სადგურისკენ. მზად ვიყავით ბილეთი გვეყიდა და რიგში ვიდექით, როცა უეცრად მეხისებური ხმა გაისმა: “დააპატიმრეთ იგი!” ავტობუსის სადგურზე სიჩუმემ დაისადგურა. მანამ, სანამ რამეს მივხვდებოდი, ვიღაცის ხელი მწვდა და აგურის კედელს მიმანარცხა.

* * *
მე პირისპირ აღმოვჩნდი თავად სახელმწიფო ჩინოვნიკის წინაშე. “შენ მე მემალებოდი! – დაიყვირა მან. – მაგრამ ახლა ვერ გამექცევი!” თვალებს რისხვისგან აკვესებდა. ინჟინერმა სახელოზე მოჰკიდა ხელი და შეეცადა აეხსნა, რომ გაუგებრობა მოხდა, მაგრამ არგუმენტები ჩინოვნიკზე არ მოქმედებდნენ. მას მხოლოდ ძალის ენა ესმოდა. რამდენჯერმე სახეში გაარტყა ინჟინერს და კედელს მიაბჯინა ჩემს გვერდით. “როგორ ბედავ შეწინააღმდეგებას?! – დაიღრიალა მან. – კიდევ ერთი სიტყვა და შენც ისევე გცემ და დაგაპატიმრებ, როგორც ამას!” ამ დროს დიდი აურზაური ატყდა: ქალებმა ყვირილი დაიწყეს, მამაკაცებმა ლანძღვა, ხოლო ბავშვებმა – ტირილი. ორი პოლიციელი ორივე მხრიდან იცავდა ჩინოვნიკს და ხელკეტები ჰქონდათ მომარჯვებული, რომ არავინ ჩარეულიყო. ჩინოვნიკმა კისერში წამავლო ხელი და წამათრია. ადგილობრივი მაცხოვრებლები შეშფოთებულნი უყურებდნენ ამ სცენას და ყვიროდნენ: “ის – სადჰუა! არ აწყენინოთ მას! არ შეეხოთ ამ ყმაწვილს!”

ჩინოვნიკმა მათჰურასკენ მიმავალ ავტობუსში შემათრია. კარებთან მდგარი, პოლიციელებს მიუბრუნდა: “უკვე თქვენს გარეშეც მივხედავ. დამნაშავე უკვე ჩემს ხელთაა”. მან წინა სავარძელზე დამაგდო, თვითონ კი გვერდით მომიჯდა. ახლა შემეძლო კარგად შემეთვალიერებინა: მოკლე თმა, მოკლე წვერი და მსხვილი აღნაგობა ჰქონდა, როგორც სამხედროს. მხრებში მაჯანჯღარებდა და მიყვიროდა, თან ნერწყვს პირდაპირ სახეში მაფრქვევდა: “მე შენ მათრახით გაგჯორავ და შიმშილით მოგკლავ! ინანებ, რომ საერთოდ დაიბადე ამქვეყნად!” მე სახე მოვიწმინდე. როგორც ჩანს სადისტის ხელში აღმოვჩნდი. ეს ადამიანი შეშლილია. რა უნდა ვქნა ახლა? თვალები დავხუჭე და ჩუმად დავიწყე მანტრის გამეორება, გადაჭედილი ავტობუსი კი ბიძგებით დაიძრა წინ.

რაღაც მანძილი გავიარეთ, და მოულოდნელად ავტობუსის უკანა ნაწილში რაღაც ჩოჩქოლი ატყდა. ორი გლეხი რაღაცას ვერ იყოფდა და ამის გამო ჩხუბი ატეხეს. ჩემმა მტანჯველმა გადაწყვიტა, რომ თავისი უნარის გამოვლენის შესაძლებლობა ხელიდან არ გაეშვა. ადგილიდან წამოხტა, მძღოლს უბრძანა ჩემთვის ყურადღება მოექცია, თითქოს მიმავალი ავტობუსიდან გადახტომა შემეძლო, თვითონ კი ღრიალით მიარღვევდა ბრბოს სალუნის უკანა ნაწილისკენ. აურზაურის სიღრმეში შევარდა და უმოწყალოდ დაუწყო ცემა ჩხუბის ამტეხ გლეხებს. ამ დროისთვის თავში აზრი დამებადა: ეს რამდენიმე წამი, ჩემი ერთადერთი შანსია გადარჩენისთვის. ღმერთს შევღაღადე, რომ ეკარნახა ჩემთვის, როგორ გამეკეთებინა ეს.

უეცრად თავში გამინათდა. ადგილიდან წამოვხტი და მძღოლს დავუყვირე: “პანი, პანი, პანი!” [პანი (ჰინდი) – წყალი] – ვგულისხმობდი რა, რომ მოთხოვნილების დაკმაყოფილება მესაჭიროებოდა. მძღოლმა ხელი გაიქნია და ადგილზე დაბრუნება მიბრძანა, მაგრამ მე არ ვჩერდებოდი. ხტუნვა დავიწყე პატარა ბავშვივით, რომელიც ეს-ესაა შარვალში ჩაისვრიდა: “პანი! პანი!” მან კვლავ დაჯდომა მიბრძანა. გაქცევის ერთადერთი შანსი ხელიდან მისხლტებოდა. ამ მომენტში ყურადღება მივაქციე, რომ მძღოლი ფეხშიშველი იყო. ის, რაც შემდეგ გავაკეთე, უნდა აიხსნას, როგორც გადამწყვეტი ზომა განსაკუთრებულ შემთხვევაში. მე მუხლებზე ჩავჯექი მძღოლის ადგილის გვერდით, პირდაპირ ავტობუსის იატაკზე დავიწყე მოშარდვა და საგულდაგულოდ ვუმიზნებდი, რომ ნაკადი რიკოშეტით მისი შიშველი ფეხებისკენ წასულიყო. თბილი შარდი მისი ფეხებისკენ დაიძრა. ასეთს ნამდვილად არ ელოდა. თვალები დაუმრგვალდა, ყბა ჩამოუვარდა, მაშინვე მუხრუჭს მიაჭირა, კარი გააღო და დამიღრიალა: “გარეთ ქენი ეგ!”

მე ქარივით გავვარდი. ჩემდა გასაკვირად ავტობუსი დაიძრა და წავიდა. როგორც ჩანდა, მძღოლი მოხარული იყო, რომ სამუდამოდ მომიცილა თავიდან. მინდვრისკენ გავიქეცი, ბუჩქებს ამოვეფარე და გზას ვაკვირდებოდი. კიდევ ორმოცი მეტრის გავლის შემდეგ ავტობუსმა მკვეთრად დაამუხრუჭა და უკანა სვლით დაიძრა. მე მხოლოდ ვარაუდი შემეძლო, რა ალიყური მოხვდებოდა მძღოლს მოხელისგან! ჩინოვნიკი სიბნელეშI გადმოხტადა ფანარით ხელში დაიწყო გზაზე სირბილი, მაგრამ რა თქმა უნდა უკაცრიელი გზის გარდა ვერაფერი აღმოაჩინა. გაავებული, უკან აბრუნდა ავტობუსში და მათჰურაში წავიდა. ამ დროს მე ჯერ ველები და ტყეები, შემდეგ კი ბნელი ქუჩები გადავლახე იოგამაიას სახლისკენ მორბენალმა.

ინჟინერი იქ იყო. ერთგულები, გაიგეს რა ჩემი ამბავი მისგან, მთელი საღამო ლოცულობდნენ და მღეროდნენ, თხოვდნენ რა კრიშნას ჩემს დაცვას. არ იცოდნენ, სხვანაირად როგორ დამხმარებოდნენ. როცა კარებში გამოვჩნდი, ყველა წამოხტა ადგილიდან და კითხვებით მომვარდნენ.

“როგორ მოახერხე გაქცევა?”

“კრიშნას წყალობით”. წვრილმანები არ მომიყოლია. უხერხული იყო მათთვის განთავისუფლების იმ არასტანდარტული მეთოდის შესახებ მოყოლა, რომელსაც მე მივმარტე.

მოგვიანებით ავტობუსის სხვა მგზავრებმა მომიყვნენ, თუ რა მოხდა ჩემი გაქცევის შემდეგ. ჩინოვნიკი ადგილზე ვერ ჩერდებოდა ბრაზისგან და ერთმა ხანშიშესულმა ქვრივმა საცინრად აიგდო იგი: “ვინ დაიტრაბახებს, რომ ასეთი მაგარი და ძლიერია? ჰა-ჰა-ჰა! შენ ამ პატარა გამხდარმა სადჰუმ დაგამარცხა!” ყველა მგზავრი ახარხარდა. გულში ღრმად დაჭრილმა, მან საჯაროდ დაიფიცა, რომ რადაც არ უნდა დაჯდომოდა, შურს იძიებდა ჩემზე. იმ ღამიდან დაწყებული, მთელ თავის დროს მხოლოდ ერთ საქმეს უთმობდა – თავისი მსხვერპლის, ანუ ჩემს ძებნას.

ვრაჯაბასები ცრუ კვალზე აყენებდნენ ხოლმე მას, მე კი ფაქტიურად ყველა ადგილი შევისწავლე ვრინდავანში და ვერ ვბედავდი მთავარ გზაზე გამოჩენას. გაქცეული კატორღელივით ვცხოვრობდი, რომელსაც კვალდაკვალ მიჰყვება შურისძიების წყურვილით შეპყრობილი კანონის წარმომადგენელი.

ერთხელ, დილის ხუთის ნახევარზე, რადჰა-რამანას ტაძარში ვლოცულობდი და ჩემი რთული სიტუაცია კრიშნას წარვუდგინე: “თუ ინდოეთიდან წასვლას ვეცდები ვადაგადაცილებული ვიზით, არასოდეს მომცემენ ამ ქვეყანაში უკან დაბრუნების უფლებას. ხოლო თუ აქ დავრჩები, ადრე თუ გვიან მაინც დამიჭერენ და სამუდამოდ მომაშორებენ ვრინდავანიდან. ძალიან გთხოვ, ისე მომექეცი, როგორც შენ გსურს”.

განთიადისწინა გარიჟრაჟზე ტაძრიდან გამოვედი და ვიწრო ქუჩას გავუყევი. უეცრად სიბნელიდან გულისგამყინავი ღმუილი მომესმა. შიშისგან ადგილზე გავშეშდი, და მაშინვე მარჯვენა ფეხში რომელიღაც მხეცის ეშვები შემესო. უზარმაზარი ყბები ჩამაფრინდნენ და მაიძულეს, რომ წავქცეულიყავი. უარესისთვის მოვემზადე, მაგრამ მოულოდნელად ყბები გაიხსნენ. აქეთ-იქით მიმოვიხედე, მაგრამ ბნელი ქუჩის მეტი ვერაფერი დავინახე. უჩინარი მხეცი ისევე მოულოდნელად გაქრა სიბნელეში, როგორც გამოჩნდა. ფეხი ტკივილისაგან მიხურდა. წონასწორობა დავკარგე და პირდაპირ საკანალიზაციო არხში ჩავვარდი. შავი მასიდან როგორღაც ამოვძვერი და რადჰა-ვალაბჰას ტაძრისკენ წავლასლასდი, სადაც სულგრძელად შემხვდნენ ტაძრის მთავარი მღვდელმსახური და მისი ვაჟი, რადჰეშ ლალა გოსვამი. ისინი დამეხმარნენ დაბანაში და ამ შესანიშნავი ადამიანების გვერდით, სიყვარულის და ზრუნვის გარემოცვაში, თანდათანობით დამავიწყდა ფეხის ტკივილი.

მოგვიანებით, იმავე დილით განაშიამთან და ორ სხვა სადჰუსთან ერთად ვიჯექი მის ტაძარში, და განაშიამმა შეამჩნია, რომ ჩემი ფეხიდან სისხლი მოედინებოდა. ამით შეშფოთებულმა, გულკეთილმა მოხუცმა წარბები ასწია და მაღალი ხმით მკითხა: “კრიშNადას, რა გჭირს?” მე ავუხსენი. ყველა თანაგრძნობის ნიშნად აქნევდა თავს, ისმენდა რა ჩემს მონათხრობს. ერთ-ერთმა მოხუცმა სადჰუმ ამოიოხრა: “კრიშნადას, ძაღლები, რომლებიც უმიზეზოდ ესხმიან თავს ადამიანს, ცოფით არიან ავად. დაუყოვნებლივ ექიმთან უნდა წახვიდე”.

მე მოქუფრულმა ვუპასუხე: “მირჩევნია ვრინდავანში მოვკვდე, ვიდრე აქედან წავიდე.”

ისინი აწრიალდნენ და დარწმუნება დამიწყეს: ცოფის გამო ჭკუიდან გადახვალ. ჩვენ დაჟინებით გთხოვთ, რომ იმკურნალო!”

* * *
უფასო სამედიცინო დახმარების პუნქტი წარმოადგენდა ხის ჯიხურს, მთავარი გზის პირას. ჩინოვნიკი უწინდებურად ნადირობდა ჩემზე, ამიტომ იქ გამოჩენა ძალიან სახიფათო იყო, მაგრამ მაინც გავრისკე. რიგში რამდენიმე ათეული ღატაკი იდგა, გარშემო კი ბუზები ბზუოდნენ. ექიმს პრაქტიკულად არ ჰქონდა წამლები და ინსტრუმენტები. დავინახე, როგორ გაუკეთა ნემსი ერთ ავადმყოფს, შემდეგ კი სპირტიან ჭურჭელში ჩაყო და იგივე ნემსი სხვა ავადმყოფს უჩხვლიტა, შემდეგ კიდევ სხვას. ჩემი ჯერიც დადგა. ექიმმა ჭრილობა დაათვალიერა და წარბები მოქუფრა: “როგორც ჩანს ცოფით დაავადდით. შეგიძლიათ აღწეროთ ცხოველი, რომელმაც გიკბინათ?”

“არა, ექიმო, სიბნელე იყო, - ვუპასუხე მე, - წარმოდგენა არ მაქვს, რა ცხოველი იყო”.

მან მთხოვა, რომ ხის მაგიდაზე ზურგზე დავწოლილიყავი. ხის ყუთი მოჩხრიკა და უზარმაზარი ნემსი ამოიღო – გაღუნული და ჟანგიანი. ჩემს თვალწინ სპირტში ამოავლო იგი. შემდეგ ნელ-ნელა შეიყვანა ხსნარი შპრიცში. “არ შეგეშინდეთ, მაგრამ ჩხვლეტა ძალიან მტკივნეული იქნება. ის მუცელში კეთდება”, - ამ სიტყვებით ექიმმა მუცელში მატაკა ბლაგჰვი ნემსი, მაგრამ ნემსი არ შევიდა. ის კვლავ და კვლავ მთელი ძალით ცდილობდა, რომ ღრმად შეეყვანა ნემსი, მე კი ხალხის თვალწინ მაგიდაზე ვიკლაკნებოდი ტკივილისგან. თავისი წარუმატებელი მცდელობებით განრისხებულმა დაიყვირა: “თუ ამ ხსნარს არ შეგიყვანთ, თქვენ მოკვდებით! განსაკუთრებულ შემთხვევებშI ჩვეულებრივი მეთოდები არ ჭრის.” ამ სიტყვებით მთელი ძალით დამარჭო ნემსი მუცელში ისე, რომ ჩემი სხეული მაგიდაზე შეხტა. ტკივილი აუტანელი იყო. სამაგიეროდ ნემსი შევიდა. მეჩვენებოდა, რომ შუაზე მგლეჯდნენ. ექიმს ნელ-ნელა შეჰყავდა ხსნარი კუნთოვან ქსოვილში, ჩემი მუცელი კი ტკივილისგან სივდებოდა.

სასოწარკვეთილს მინდოდა გავქცეულიყავი და აღარასოდეს მოვბრუნებულიყავი. როცა უკვე მივდიოდი, ექიმმა განმიცხადა: “მომდევნო ოცდაათი დღის განმავლობაში თქვენ ყოველდღე უნდა მოხვიდეთ ნემსის გასაკეთებლად”.

მივხვდი, რომ კიდევ ერთ ასეთ წამებას ვეღარ გადავიტანდი.

“მე არ მაქვს ამის შესაძლებლობა”, - ვუთხარი მე.

“თუ მკურნალობის კურსს არ გააგრძელებთ, ცოფით დაავადდებით. კრუნჩხვები შეგიპყრობთ და მოკვდებით”.

მე ჩემი რთული მდგომარეობა ავუხსენი: “თუ ყოველდღე გამოვჩნდები მთავარ გზაზე, აუცილებლდა დამიჭერენ და ციხეში ჩამსვამენ”.

რაც უფრო მეტი მოვუყევი, მით უფრო მეტი თანაგრძნობით განიმსჭვალა ჩემს მიმართ. ბოლოს და ბოლოს თქვა: “მე ვარ ექიმი – სახელმწიფო სამსახურში. მე დავწერ წერილს, დამოწმებულს ოფიციალური ბეჭდით. თქვენ თავად წაიღებთ მას დელიში, და ისინი მოვალენი იქნებიან, რომ ვიზა გაგიგრძელონ”.

მეორე დღეს ჩემი მუცელი გაიბერა და ერთ დიდ მოიისფრო-მომწვანო მასად გადაიქცა. არადა ნემსების არ-გაკეთებაც არ შეიძლებოდა. ნებისმიერ ფასად უნდა გამევლო იგივე მტანჯველი პროცედურა მომდევნო ოცდაათი დღის განმავლობაში. საწყალი ექიმი გულწრფელად ცდილობდა ყველაფერი გაეკეთებინა იმ საშუალებებით, რაც გააჩნდა. იმასაც კი შემპირდა, რომ უკეთეს ნემსს მოძებნიდა. მისი რჩევის თანახმად შინაგან საქმეთა სამინისტროს მივმართე დელიში, სადაც რომელიღაც მაღალი წოდების ჩინოვნიკთან მიმიყვანეს. ჩემი საქმე განიხილებოდა, როგორც განსაკუთებული შემთხვევა, და მხოლოდ მას შეეძლო გადაწყვეტილების მიღება. ჩინოვნიკი გულმოდგინედ კითხულობდა ექიმის წერილს, სადაც ეწერა, რომ მე ცოფით ვარ ავად და სათანადო მკურნალობის გარეშე მოვკვდებოდი. შემდეგ ექიმი მოთხოვდა, რომ ვიზა გაეგრძელებინათ ჩემთვის, რათა მკურნალობის გაგრძელება შემძლებოდა.

ჩინოვნიკმა კითხვა დაამთავრა და თვალებშi შემომხედა: “მე ვერ დავიძინებ მშვიდად, თუ თქვენი სიკვდილის მიზეზი გავხდები”. განკარგულება გასცა, რომ ჩემი დოკუმენტები მოეტანათ და სათანადოდ გააფორმა ჩემი საიმიგრაციო სტატუსი. “მორჩა. ახლა უკვე აბსოლუტურად ლეგალურად იმყოფებით ინდოეთში. მეტი პრობლემა აღარაა”, - ამ სიტყვებით მან ჩემს პასპორტში ახალი ვიზა ჩააწება.

მე ვრინდავანში დავბრუნდი და ვგრძნობდი, რომ კიდევ ერთი აუცილებელი განსაცდელი, რომელმაც განმწმინდა და მორიგი მოვლენებისთვის შემამზადა. ხოლო ჩინოვნიკს მათჰურადან მეტჯერ აღარ შევუწუხებივარ – მასთან დაკავშირებით საგამოძიებო საქმე აღიძრა და მალე დაითხოვეს უფლებამოსილების გადაჭარბების გამო. ამის შემდეგ შემეძლო მშვიდად დავრჩენილიყავი იმ ადგილას, რომელიც ასე ძალიან შემიყვარდა. არ მტოვებდა წინათგრძნობა, რომ მალე რაღაც შესანიშნავი უნდა დამმართნოდა.

Posted by: cinemamu 26 Jan 2012, 14:00
ერთ ცივ საღამოს, ნოემბრის უკანასკნელ რიცხვებში, იამუნს ნაპირას ვიჯექი, კადამბას ქვეშ და ყურადღებით ვუსმენდი მდინარის დინებას და ჩუხჩუხს. გარშემო კაციშვილი არ იყო. მთვარის შუქი წყლის ზედაპირზე ცეკვავდა, და ღამის ფრინველები ნაზად უსტვენდნენ ერთმანეთს. ჩემი ჭკუა პროექტორად იქცა, ხოლო მდინარე იამუნა – კინემატოგრაფის ეკრანად, რომელზეც კადრი კადრზე მიედინებოდა ჩემი ცხოვრების ყველა მოვლენა. ჩემი გონებრივი მზერის წინ ჩაიარეს შორეული ბავშვობის სიხარულებმა და სიმწარეებმა და მოზარდობის ასაკის უაზრო გამოვლინებებმა. დავინახე ჰარი და საკუთარი თავი, რომლებიც ყმაწვილური ენთუზიაზმით ვტოვებდით მშობლიურ მხარეებს ცხოვრების აზრის ძიებაში. ევროპაში მოგზაურობის დროს ვათვალიერებდით ღირსშესანიშნაობებს, ვიძენდით ახალ მეგობრებს და ხარბად ვისრუტავდით ყველაფერს, რაც წილად გვხვდებოდა. მაგრამ ყველაფერ ამას წითელ ძაფად გასდევდა ღმერთის ძიების დაჟინებული სურვილი, რომელიც თითქმის შეპყრობილობაში გადადიოდა. საიდან გაჩნდა ეს სწრაფვა? პასუხი ამაზე არ მქონდა.

ჩემს ძიებებში სხვადასხვა რელიგია და ფილოსოფია შევისწავლე. ბავშვობიდან ლოცვით მივმართავდი ღმერთს – თავიდან სინაგოგებში, შემდეგ მონასტრებში, ტაძრებში, მეჩეთებში. მდინარის წყალს ვუმზერდი და ფიქრებით დავუბრუნდი იმ საბედისწერო დაისს კრეტაზე, როცა მტკიცედ გადავწყვიტე ინდოეთში გამგზავრება. გადავლახე ახლო აღმოსავლეთი, სადაც მივიღე მრავალი გაკვეთილი, რომლებმაც ჩემი ცხოვრება შეცვალეს. ხიფათები და ავადმყოფობები ყოველ ნაბიჯზე მხვდებოდნენ, მაგრამ ამ მოგზაურობამ საშუალება მომცა, რომ წმინდა ყურანი შემესწავლა. უფრო ღრმად ჩავიხედე წყალში და დავინახე ძლევამოსილი, მბრწყინავი ჰიმალაები. უდიადესმა რიშებმა, მისტიკოსებმა, განდეგილებმა, იოგებმა და ლამებმა, რომლებისგანაც ასეთი მოწადინებით ვსწავლობდი, თვალწინ ჩამიქროლეს. ყველანი ისინი კეთილნი იყვნენ ჩემს მიმართ, და ჩემს გულში მადლობა გადავუხადე ყოველ მათგანს. შემდეგ ჩემს თვალწინ გაჩნდა სურათი, რომელშიც მე და ჰარი საოცრად შევხვდით ერთმანეთს ნეპალის ბრინჯის ყანებში. ძალიან მინდოდა გამეგო, სად იმყოფებოდა ახლა და კვლავ რატომ დაგვაშორა განგებამ. აქ, მდინარის ნაპირას, კვლავ მომესმა ყველა ჩემი ლოცვა, რომელშიც ღმერთს ვევედრებოდი, რომ სულიერი გზა გაეხსნა ჩემთვის. გავიხსენე, როგორ გამოეცხადა უფალი რამა სიზმარში რამა-სევაკა სვამის და ჩემზე უთხრა: “ეს ყმაწვილი – კრიშნას ერთგულია. ვრინდავანი მისი თაყვანისცემის ადგილი გახდება”. იმ დროს ყურადღება არ მიმიქცევია ამ სიტყვებისთვის, მაგრამ ახლა, მას შემდეგ რაც ხუთი თვე გავატარე ვრინდავანში, მივხვდი, რომ გულწრფელად მინდოდა კრიშNასადმი მინდობა. აქ საბოლოოდ ავირჩიე ბჰაკტი ჩემს სულიერ გზად.

მაგრამ ჩემი გული კვლავ ცარიელი იყო. ვიცოდი, რომ უნდა მიმეღო გურუ, რომელსაც მთლიანად მივუძღვნიდი თავს. ტრადიციაც, რომელსაც მე მივყვებოდი, და წმინდა წერილების სიტყვებიც მიბიძგებდნენ ამისკენ. უხსოვარი დროიდან გასხივოსნებული სულები თავიანთ ცხოვრებას აზრით ავსებდნენ და თავიანთი გურუს დარიგებებს ემსახურებოდნენ, და მე, იამუნას მუქ ტალღებს ვუმზერდი და ღმერთს ვევედრებოდი, რაიმე ნიშანი მოეცა.

უკვე შუაღამე იყო. ამ ფიქრებში ჩაძირულმა იქვე ნაპირზე და დავიძინე. უცნაური სიზმარი ვნახე. სიზმარში ამერიკაში აღმოვჩნდი, რომელიღაც მყუდრო სახლში. უკანა პლანზე ტელევიზორი ხმაურობდა, ხალხი კი ჩემს გარშემო უაზროდ საუბრობდა. შიშისგან შევკრთი და გამეღვიძა. რატომ წავედი ვრინდავანიდან? – წამოვიყვირე მე. ნახევრადმძინარე ნაპირზე დავრბოდი და ერთი და იგივე კითხვას ვუსვამდი საკუთარ თავს: რატომ წავედი ვრინდავანიდან? რატომ წავედი ვრინდავანიდან? თანდათანობით მეხსიერება დამიბრუნდა და ვიცანი იამუნა და კადამბას ხე. მე ვრინდავანში ვარ! “მე ჯერ კიდევ ვრინდავანში ვარ!” – ამოხეთქა ჩემი მკერდიდან სიხარულის ყვირილმა. ცივ მიწას ჩავეხუტე და ვიგრძენი, რომ აქედან არსად წასვლა არ მინდოდა. ცოტათი დავმშვიდდი და ფიქრი დავიწყე. ვრინდავანის მდინარის ეს ცივი და მტვრიანი ნაპირი გაცილებით უფრო ძვირფასი იყო ჩემთვის, ვიდრე კომფორტული სახლი მშობლიურ ქვეყანაში.

მოგვიანებით, იმავე დღეს, ერთ ვიწრო ქუჩაზე მძინარე ძროხას გადავაწყდი, რომელიც ისე გაწოლილიყო, რომ მთელ გზას კეტავდა. ფრთხილად შემოვუარე წმინდა ცხოველს, თავი ავწიე და უეცრად ორმოცდაათიოდე მეტრში ევროპული გარეგნობის ახალგაზრდა მამაკაცი შევამჩნიე, ინდოელი ბერების ზაფრანისფერ სამოსში. იგი სწრაფად მოდიოდა ჩემსკენ, ხელებს იქნევდა და ყვიროდა: “რიჩარდ! რიჩარდ!” როგორც ჩანდა ვიცნობდით ერთმანეთს. როცა მომიახლოვდა, მასში ის ერთგული ამოვიცანი, რომელსაც ცხრა თვის წინ შევხვდი ბომბეიშI, ჰარე კრიშნას ფესტივალზე. აქამდე არასოდეს მინახავს ვრინდავანში შრილა პრაბჰუპადას დასავლეთელი მოსწავლე. ვთქვა, რომ ამ შეხვედრამ გამახარა, ნიშნავს რომ არაფერი არ ვთქვა. მე უბრალოდ ჭკუაზე აღარ ვიყავი სიხარულისგან.

“ხვალ შრილა პრაბჰუპადა ჩამოდის!” – წამოიძახა მან, და მე აუხსნელმა მღელვარებამ შემიპყრო. მზე ჩადიოდა. ცაში ჩიტები ჟღურტულებდნენ. ძროხა ზლაზვნით წამოდგა, ძილის ნარჩენი შეიფერთხა, და ჩლიქების ბაკუნითა და ბღავილით გაუდგა გზას. “შენ ალბა თარ იცოდი, რომ შრილა პრაბჰუპადა – ვრინდავანის მცხოვრებია. ახლა, მას შემდეგ, რაც მთელს მსოფლიოში გაავრცელა ბჰაკტის რელიგია, იგი სახლში ბრუნდება”. ზურგზე ხელი შემომიტყაპუნა და გამიღიმა: “პრაბჰუპადას გაუხარდება აქ რომ გნახავს. გიხსენებდით ხოლმე, და ვმარჩიელობდით, სად შეიძლებოდა ყოფილიყავი. ასე რომ, ძალიან გთხოვ, მოდი!”

http://www.radikal.ru
* * *



თავი მეთერთმეტე

1971 წლის 26 ნოემბერი. მე გზის პირას ვიდექი, როცა ინდური წარმოების ავტობუსი ხმაურით შემოვიდა ვრინდავანში და გაჩერდა. კარი გაიღო, და კიბეებზე დაეშვა არამაღალი ხანშიშესული ადამიანი ზაფრანისფერ ტანსაცმელში, ხელში ხის ხელჯოხით. ეს იყო შრილა პრაბჰუპადა, ვრინდავანის ელჩი მთელს მსოფლიოში. ყველა მხრიდან მასთან მიცვივდნენ მოხუცები და ახალგაზრდები. როცა კვლავ დავინახე ეს ადამიანი, რომელიც ოდესღაც ასე კეთილად მომექცა, ვიგრძენი, როგორ ლღვებოდა ჩემი გული სიხარულისგან.

იმან, რაც შემდეგ მოხდა, კიდევ უფრო მეტი აღტაცება გამოიწვია ადგილობრივ მაცხოვრებლებში. იმავე ავტობუსიდან გადმოვიდა ორმოცი ადამიანი, კრიშნას ერთგულები – სრულიად სხვადასხვა ეროვნებისა და რასის ქალები და მამაკაცები: ევროპელები, ამერიკელები, ლათინოამერიკელები, აფრიკელები, აზიატები, ინდოელები. პირველად, ვრინდავანის ისტორიაში, აქ უცხოელების ამხელა ჯგუფი ჩამოვიდა. როცა ავტობუსიდან გადმოდიოდნენ, ტაძრის მსახურები და მწირები აღტაცებულნი აქნევდნენ თავებს, ბავშვები აღტკინებულნი იღიმებოდნენ, ხოლო უბრალო გლეხები გაკვირვებით უცქერდნენ ამ ყოველივეს.
ასეულობით მილიონი ინდოელი ეთაყვანება კრიშნას და ვრინდავანს ყველაზე წმინდა ადგილად თვლის დედამიწაზე. ხედავდნენ რა, რომ ყველაზე განსხვავებული ეროვნების ხალხი იზიარებდა მათ რწმენას, ვრინდავანის მცხოვრებლები სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით გაიბერნენ სიამაყისგან. დაიწყო ცერემონია, რომლის დრსაც მაღალჩინოსანმა სახეებმა მერის, სახელმწიფო ჩინოვნიკების, მღვდელმსახურებისა და რელიგიური თემების მეთაურთა ჩათვლით შრილა პრაბჰუპადას სახლში დაბრუნებას მისალმებითა და ზეიმით შეხვდნენ. ოდესღაც ეს ხანშიშესული სადჰუ, თავისი ოცნებით წარმართული, ვრინდავანიდან გაემგზავრა ისე, რომ გროშიც კი არ ჰქონდა ჯიბეში. ახლა კი მსოფლიოში სახელგანთქმულ მასწავლებლად დაბრუნდა სახლში.

შრილა პრაბჰუპადა დაიბადა 1896 წელს კალკუტაში. მას აბჰაი-ჩარანი დაარქვეს. მისი მშობლები ღრმადმორწმუნე ადამიანები იყვნენ. 1922 წელს ახალგაზრდა აბჰაი შრილა ბჰაკტისიდჰანტა სარასვატის შეხვდა, რომელიც მისი გურუ გახდა. ამის შესახებ ჯერ კიდევ ბომბეიში წავიკითხე. მათი პირველი საუბრის დროს შრილა ბჰაკტისიდჰანტამ თქვა: “შენ განათლებული ახალგაზრდა ხარ. რატომ არ უნდა გაავრცელო მთელ მსოფლიოში უფალი ჩაიტანიას მოძღვრება?”

აბჰაიმ იფიქრა, რომ მოესმა ეს ყველაფერი. ისინი თითქმის არ იცნობდნენ ერთმანეთს და სადჰუმ კი მთელი ცხოვრების მისია დაავალა! იმ დროს აბჰაი აქტიურ მონაწილეობას იღებდა მაჰატმა განდის მოძრაობაში ინდოეთის დამოუკიდებლობისთვის. “ვინ მოგვისმენს ჩვენ? – შეეპასუხა აბჰაიუ. – როგორ გავავრცელებთ ინდურ კულტურას, თუ თავად ჩვენ თვითონ ინგლისელები გვმართავენ?”

შრილა ბჰაკტისიდჰანტამ უპასუხა: “ყველანაირი ძალაუფლება დროებითია. მარადიული ჭეშმარიტება მდგომარეობს იმაში, რომ ჩვენ არაფერი გვაქვს საერთო სახელწოდებებთან, რომლებსაც ჩვენი სხეულები ატარებენ. ჩვენ – მარადიული სულები ვართ, ნეტარებით აღვსილნი. თუ გვინდა, რომ კაცობრიობას, საზოგადოებას ან ქვეყანას სიკეთე მოვუტანოთ, უნდა დავეხმაროთ ადამიანებს, რომ მათი მარადიული ურთიერთობები აღადგინონ უმაღლეს რეალობასთან – უფალ კრიშნასთან”.

ბჰაკტისიდჰანტას სიტყვები ლოგიკური და ამასთან ერთად თანაგრძნობით აღვსილი იყო. როცა მოისმინა, თუ როგორ ხსნიდა იგი წმინდა წერილებს, აბჰაიმ დამარცხებულად აღიარა თავი. მთელი გულით მიიღო მან ბჰაკტისიდჰანტა სარასვატი სულიერ მოძღვრად და მისი სურვილის შესრულებას მთელი ცხოვრება მიუძღვნა.

http://www.radikal.ru

ბჰაკტისიდჰანტა სარასვატი

http://www.radikal.ru

შრილა პრაბჰუპადა და მისი მოსწავლეები (უკან და მარცხნივ რადჰანათჰა სვამი)
* * *
“მეგობარო!” – მომესმა უეცრად. გვერდზე მივიხედე და დავინახე მომღიმარი ბრგე ახალგაზრდა თეთრ ტანსაცმელში, რომელიც ხელებგაშლილი მოიჩქაროდა ჩემსკენ. ეს გურუდასი იყო. სწორედ მან, ცხრა თვის წინ ბომბეიში მიმიყვანა სცენასთან, სადაც პირველად ვნახე ახლოდან შრილა პრაბჰუპადა. იგი აღტაცებისგან აკვესებდა თავის მწვანე თვალებს. გადამეხვია და მითხრა: “ჩვენ კვლკავ შევხვდით, და თანაც ასეთ წმინდა ადგილას!” მოგვიანებით, იმავე დღეს ვიწრო ქუჩებით წამიყვანა სადღაც. ჭიშკარი გავიარეთ და შუასაუკუნეების დროინდელ ტაძართან მივედით. იქ, ვიწრო გვერდითა ოთახში მან მომიყვა შრილა პრაბჰუპადას ცხოვრების შესახებ.

“1945 წელს შრილა პრაბჰუპადა მოსწყდა თავის საქმეებს და ვრინდავანში დაფუძნდა. სწორედ ამ პატარა ოთახში, სადაც ახლა ვზივართ, მან გაატარა ექვსი წელი, ემზადებოდა რა თავისი მისიისთვის”. ქვის იატაკზე ვიჯექი და ყურადღებით ვათვალიერებდი პაწაწინა ნაგებობას. მწვანე ხვლიკი, რომელიც სწრაფად იქნევდა გრძელ კუდს, ცოტა ხნით შეყოვნდა და სწრაფად მიირბინა თიხით გალესილ აგურის კედელთან. დაბალი მაგიდა და საწოლის ხის რამა გადაჯვარედინებული თოკით მატრასისთვის, ერთადერთი ავეჯი იყო ოთახში. “ზუსტად აქ, - თქვა გურუდასმა, - იგი სანსკრიტიდან ინგლისურად თარგმნიდა წმინდა წერილებს”.
მე თავი დავუქნიე და ამით თხრობის მოსმენის გაგრძელების სურვილი დავუდასტურე.

“1959 წელს მან სანიასობა მიიღო, სვამი გახდა. მას მიანიჭეს ტიტული “ბჰაკტივედანტა სვამი”, - თქვა გურუდასმა. – ხოლო 1965 წელს, სამოცდაცხრა წლის ასაკში, მან დატოვა თავისი სახლი ვრინდავანში, რათა თავისი ცხოვრების მისია აღესრულებინა. მიიღო რა უფასო ბილეთი, იგი სატვირთო გემით, სახელწოდებით “ჯალადუტა” ამერიკის ნაპირებისკენ გაემართა. ჯიბეში დაახლოებით შვიდი დოლარი ჰქონდა ინდურ ვალუტაში. გემი არაერთხელ მოჰყვა ქარიშხალში, და გზაში მან ორი გულის შეტევა გადაიტანა. თავის სამოცდამეატე დაბადების დღეს ღია ზღვაში შეხვდა. პირველი პორტი, რომელსაც “ჯალადუტა” მიადგა, ბოსტონი იყო, რომლის შემდეგაც გემი ნიუ-იორკთან მიცურდა”.

http://www.radikal.ru
http://www.radikal.ru
http://www.radikal.ru

* * *
ოთახში ზამთრის ქარის ცივი ნაკადი შემოიჭრა. ტაძარში მსახურება იწყებოდა: ზარებმა დარეკეს, და მღვდელმსახურებმა სპილენძის გონგს შემოჰკრეს ხის ჩაქუჩებით: ბომ-ბომ, ბომ-ბომ, ბომ-ბომ. სანამ ადამიანთა ნაკადები ტაძრის ეზოს ავსებდნენ მსახურების დაწყების მოლოდინში, გურუდასი თხრობას აგრძელებდა: “შრილა პრაბჰუპადა ნიუ-იორკის პორტში ჩამოვიდა. იქ ერთ ადამიანსაც კი არ იცნობდა, და თავიდან მარტოკას უხდებოდა ბრძოლა. იგი მიყრუებულ რაიონში დასახლდა ბაუერი-სტრიტზე, შემდეგ კი ქვემო ისტ-საიდში. ნელ-ნელა მისი საოცარი თვისებები და ღრმა განსწავლულობა გულწრფელ მაძიებლებს იზიდავდა მისკენ ჰიპებს შორის. მან მრავალი ახალგაზრდა ამერიკელისა და ევროპელის გული შეცვალა. მე 1967 წელს, სან-ფრანცისკოში გავხდი მისი მოსწავლე. ჩვენ სიყვარულით ვეძახით მას შრილა პრაბჰუპადას, რაც ნიშნავს “ვის ტერფებთანაც ზიან უდიადესი მასწავლებლები”. გაატარა რა ინდოეთის გარეთ სულ რაღაც რამდენიმე წელი, მან დააფუძნა მსოფლიო მოძრაობა და ახლა პირველად ჩამოიყვანა თავის მოსწავლეთა ჯგუფი თავის მშობლიურ სახლში – ვრინდავანში”.

გაკვირვებულმა თავი გავიქნიე. მეც გავიარე მარტოკამ მრავალი ქვეყანა – ფულისა და ნაცნობობის გარეშე. მაგრამ მე ახალგაზრდა და ჯანმრთელი ცხრამეტი წლის ყმაწვილი ვიყავი. მან კი თავისი მოგზაურობა სამოცდაათ წლის ასაკში დაიწყო და უცხო ქვეყანაში ისე ჩავიდა, რომ არც საარსებო საშუალება გააჩნდა, არც ნაცნობები ჰყავდა, და ყველაფერი ეს მხოლოდ იმისთვის, რომ ღმერთის თანაგრძნობის ინსტრუმენტი გამხდარიყო.

* * *
საღამოს იმავე ტაძარში დავბრუნდი, რათა შრილა პრაბჰუპადას ლექცია მომესმინა. იატაკზე დავჯექი გადავსებულ დარბაზში, რომელშიც ჭერის ქვეშ ვენტილიატორები ტრიალებდნენ. შეკრებილებმა რელიგიური სიმღერების გალობა დაიწყეს, ხოლო ფანჯრებს მიღმა ჩიტები ჟღურტულებდნენ. როგორც კი შრილა პრაბჰუპადა გამოჩნდა, მაშინვე სიჩუმე ჩამოწვა. მოსწავლეებმა მოწიწებით თაყვანი სცეს, ძველი მეგობრები გადაეხვივნენ, ხოლო დანარჩენი სტუმრები პატივისცემის ნიშნად გაშეშდნენ. მას ეცვა ბერის ზაფრანისფერი სამოსი – უნაკლოდ სუფთა, აკურატული ნაკეცებით. იგი დარბაზის შორეულ ბოლოში, წითელი ქსოვილით გაწყობილ შემაღლებულზე დაჯდა ფეხებგადაჯვარედინებული. მრავალრიცხოვან ფანჯრებს მიღმა ჩამავალი მზე რბილი სხივებით ანათებდა მის მუქ-ოქროსფერ სახეს. მან სიყვარულით მოათვალიერა დარბაზი თავისი ყავისფერი თვალებით – ბრძნულით, მაგრამ ამავე დროს უმანკოთი, როგორც ახალშობილს აქვს. ის მაღალი არ იყო. მეტრი და სამოცდაათზე მეტი არ იქნებოდა, მაგრამ მისგან უჩვეულო ძალა მოდიოდა. თავი დახარა, შეტყუპებული ხელები მკერდთან მიიდო ყველასადმი მისალმების ნიშნად, შემდეგ კი ჩაახველა და ღრმა ხმით დაიწყო მიკროფონში ლაპარაკი.

ცხოვრების მთავარ კანონს ვინმეს სიყვარულის საჭიროება წარმოადგენს, - დაიწყო მან. – შეუძლებელია ცხოვრება ისე, რომ არავინ არ გვიყვარდეს. ეს მოთხოვნილება ყველა ცოცხალ არსებაშია. მაგრამ არის ერთი უზუსტობა: ჩვენ არ ვიცით, ვისზე უნდა იქნეს მიმართული ჩვენი სიყვარული, რათა მან ყველა მოიცვას და ყველას მოუტანოს ბედნიერება”. იგი გაჩუმდა და სერიოზული მზერით შეხედა მსმენელებს: “ჩვენს დროში საზოგადოება ასწავლის ადამიანს სამშობლოს, ოჯახის და საკუთარი თავის სიყვარულს, მაგრამ არავინ იცის, საით უნდა იყოს წარმართული სიყვარულის ჩვენი მოთხოვნილება ისე, რომ ყველა ბედნიერი გახდეს”.

მოწოლილი გრძნობებისგან ხმა ოდნავ აუკანკალდა. ეს მხოლოდ დარიგება არ იყო. იგი თითქოს გვემუდარებოდა ყველა იქ მყოფს, რომ გაგვეცნობიერებინა იმ ყველაფრის დიდი მნიშვნელობა, რისი მოტანაც ჩვენამდე უნდოდა. დახმარების მისი სურვილი იმდენად თვალნათლივი იყო, რომ ყველა ხარბად იჭერდა მის თვითოეულ სიტყვას: “ჩვენ მარცხი განვიცადეთ ჩვენს მცდელობებში, რომ შეგვექმნა მშვიდობიანი და ჰარმონიული საზოგადოება. ვერც გაერთიანებული ერების ორგანიზაციამ, ვერც ეკონომიკურმა განვითარებამ, ვერც მეცნიერულმა პროგრესმა ვერ მოგვიტანა ადამიანებს მშვიდობა და ბედნიერება – და ყველაფერი იმის გამო, რომ მხედველობიდან ყველაზე მთავარი გავუშვით”. ამას ისე ამბობდა, თითქოს მთელი ქვეყნიერების ტანჯვას განიცდიდა. დანამული თვალები დახუჭა და თითქოს ტრანსის მდგომარეობაში განაგრძო: “ეს დანაკლისი შეგვიძლია შევავსოთ, თუკი ჩვენს გულებში კრიშნასადმი თავდაპირველ სიყვარულს გავაღვიძებთ. თუკი კრიშნას სიყვარულს ვისწავლით, მაშინ ყველა ცოცხალ არსებას შევიყვარებთ. კრიშნას სიყვარული – იგივეა რაც ხის ფესვების მორწყვა; ამით ხის დანარჩენი ნაწილებიც მიიღებენ კვებას. საჭმლის კუჭში გაგზავნით, სხეულის ყველა ორგანოს ვკვებავთ. თუკი მტკიცედ გავითავისებთ ამ გაკვეთილს, ჩვენი ცხოვრება ნეტარებით აივსება”.

ამ დროისთვის ჩემი სულიერი ძიებები იმდენად ინტენსიური გახდა, რომ მისმა სიტყვებმა ღმერთისადმი ოდესღაც დაკარგული სიყვარულის აღდგენის სასწრაფო აუცილებლობაზე სულის სიღრმემდე შემძრა.

http://www.radikal.ru

პრაბჰუპადას მოსწავლეებმა მათთან დაბინავება შემომთავაზეს, მაგრამ მე თავაზიანად ვუთხარი უარი. ისევ იამუნას ნაპირას, ხის ქვეშ ძილი ვამჯობინე. თუმცაღა ყოველ დილით, განბანვისა და მედიტაციის შემდეგ, მისი ლექციის მოსასმენად მივდიოდი. უნდა ვაღიარო, პრაბჰუპადას მოსწავლეებმა არც თუ ისე კარგი შთაბეჭდილება დატივეს ჩემზე. მრავალ მათგანს ჰქონდა ფოტოაპარატი და მაგნიტოფონი – საგნები, რომლებიც არასოდეს მინახავს, რომ სადჰუს ჰქონოდეს. მაგრამ ამავე დროს უფრო და უფრო მხიბლავდა შრილა პრაბჰუპადას განსწავლულობის სიღრმე და საოცარი ადამიანური თვისებები. საოცარი იყო, რა უბრალოდ და მსუბუქად ხსნიდა ყველაზე რთულ ფილოსოფიურ ჭესმარიტებებს. ყოველ დილით, ლექციის შემდეგ შრილა პრაბჰუპადას თავად დავყავდით ვრინდავანში. ვნახულობდით იმ ადგილებს, სადაც უკვე ბევრჯერ ვყოფილვარ, მაგრამ მისი თანდასწრებით სულ სხვა გრძნობები და ფიქრები მიჩნდებოდა, თითქოს იგი რეალობის უფრო ღრმა პლასტს მიხსნიდა. როცა ამა თუ იმ ადგილის ისტორიას ყვებოდა, მე თითქოს ვხედავდი, რასაც ამბობდა. სადილის შემდეგ, როგორც წესი მის ოთახში რამდენიმე საათს ვატარებდი და ვისმენდი, როგორ ძალდაუტანებლად საუბრობდა სხვადასხვა თემებზე თავის სტუმრებთან. მე ძალიან მორცხვად ვიყავი მისი თანდასწრებით და არანაირ კითხვას არ ვუსვამდი, მაგრამ სიხარულით ვუსმენდი ყველაფერს, რაზეც თავის სტუმრებთან საუბრობდა.

ერთხელ, როცა ოთახში ვიჯექი, შრილა პრაბჰუპადას ერთ-ერთი ძველი მოსწავლე შემოვიდა და მკაცრი მზერით გამოემართა ჩემსკენ. “აქ ყოფნის უფლება მხოლოდ სტუმრებს აქვთ, - თქვა მან. – გთხოვთ გარეთ გაბრძანდით. ახლა ყველა ერთგული რაიმე მსახურებითაა დაკავებული. გეყო უსაქმურობა”. მიუხედავად იმისა, რომ პრაბჰუპადას სხვა მოსწავლეებისგან განსხვავებით გრძელ თმას ვატარებდი, ერთადერთი დასავლეთელი ადამიანი აღმოვჩნდი ოთახში. ცხადი იყო, რომ თავისიანად მიმიღეს.

ჩემი გრძელი თმა ვაჩვენე და ვუთხარი: “შეხედე, რანაირი ერთგული ვარ?”

უარით აღშფოთებულმა, მოსწავლემ შრილა პრაბჰუპადას შეხედა და ელოდა, რომ ის მოგვარიგებდა. მე ძალიან მინდოდა დარჩენა და აღელვებული ველოდი გადაწყვეტილებას. შრილა პრაბჰუპადამ წარბები ასწია და ღიმილით შემომხედა, შემდეგ კი გაეცინა: “დაე დარჩეს. ის არაა ერთგული”. მოსწავლე გაკვირვებული წავიდა, ხოლო შრილა პრაბჰუპადამ ძალიან სერიოზულად და გულშიჩამწვდომად მითხრა: “მე მომწონს შენი მწველი სურვილი, რომ მოისმინო”. იგი თითქოს შეთქმულებაში შემოვიდა ჩემთან, და მისი თბილი სიტყვებისგან გული გამილღვა.

* * *
მეორე დღეს შემთხვევით შევხვდი ქუჩაში კრიშნადას ბაბაჯის. “ჰარე კრიშნა!” – მიყვირა მან. მეც მივესალმე და შრილა პრაბჰუპადას ჩამოსვლის შესახებ შევატყობინე. მას თვალები გაუბრწყინდა: “ნუთუ მართლა! ძალიან გთხოვ, წამიყვანე შენთან ერთად. მინდა ვნახო ჩემი ძვირფასი სულიერი ძმა”. ერთად გავუყევით გზას ვრინდავანის ვიწრო ქუჩებში. კბით მეორე სართულკზე ავედით, სადაც შრილა პრაბჰუპადა ცხოვრობდა. იგი იატაკზე იჯდა, დაბალ მაგიდასთან და ათიოდე სტუმარს ესაუბრებოდა. ორი დიადი სულის თვალები ერთმანეთს შეხვდნენ, და სახეები ბედნიერებისგან გაუბრწყინდათ. კრიშნადას ბაბაჯი ღიმილად დადნა და დაიყვირა: “ჰარე კრიშნა!” შრილა პრაბჰუპადას სახე ისეთი ნეტარებითა და აღტაცებით განათდა, რომელიც ჯერ არც ერთი ადამიანის სახეზე არ მინახავს. ფართე ღიმილით, თვალზე ცრემლებით მანაც დაიყვირა: “ჰარე კრიშნა!” – და თავისი ადგილიდან წამოხტა, რათა ბაბაჯის შეგებებოდა. ერთმანეთს მოეხვივნენ, და თვალებიდან ორივეს სიხარულის ცრემლები მოსდიოდათ. შემდეგ შრილა პრაბჰუპადამ ბალიშებთან მიიყვანა ბაბაჯი, რომლებზეც თავად იჯდა და გვერდზე მოისვა იგი. მომდევნო საათის განმავლობაში ისინი მშობლიურ ბენგალიურზე იცინოდნენ და საუბრობდნენ, თითქოს ოთახში მათ გარდა არავინ იყო. მე სულ რაღაც რამდენიმე მეტრში ვიჯექი მათგან და აღტაცებული ვუცქერდი ამ სანახაობას. რა საოცარი სულიერი ურთიერთობები აკავშირებდა ამ ორ ადამიანს! ცხოვრებაში ჯერ არასოდეს მენახა ისეთი სიყვარული და ისეთი პატივისცემა, როგორსაც ეს ორი ადამიანი ავლენდა ერთმანეთის მიმართ. რაღაც მომენტში მომეჩვენა, რომ სულიერ სამყაროს ვუმზერდი.

* * *
ერთი კვირაც არ გასულა, როცა შრილა პრაბჰუპადას ზოგიერთმა მოსწავლემ დაჟინებით მთხოვა, რომ გავრკვეულიყავი ჩემს არჩევანში. “ეს არაა სწორი, რომ ვრინდავანში ცხოვრობ, - ამბობდნენ ისინი. – ჩვენს მოძრაობას უნდა შემოუერთდე და ჩვენთან ერთად იმოგზაურო”. თუმცა არაერთხელ გამომივლია მსგავსი დამოკიდებულება, მათმა ძალდატანებამ გამამწარა. თუკი ჩემი გული ოდესმე აირჩევს მასწავლებელს, რომელსაც მთლიანად მივუძღვნი საკუთარ თავს, ჩემი გადაწყვეტილება ნაკარნახები იქნება ღრმა რწმენითა და შთაგონებით, და არა ვინმეს ზეწოლით.

ერთხელ, დღისით, ბაღისკენ მივიჩქაროდი, სადაც შრილა პრაბჰუპადას უნდა ელაპარაკა. მაგრამ დავაგვიანე. ძროხების ნახირი მშვიდად ძოვდა ბალახს, ხშირ ფოთლებს მიღმა ტკბილად გალობდნენ ჩიტები, და რამდენიმე ასეული ვრაჯაბასი, მკრთალი ზამთრის მზის ქვეშ რიგებად დაწყობილნი, შრილა პრაბჰუპადას აცილებდნენ. ხალხი მოწიწებით ეთაყვანებოდა მას, და მეც ვეცი თაყვანი, ისე რომ შუბლით მტვრიან მიწას შევეხე. როცა თავი ავწიე, ჩემგან რამდენიმე სანტიმეტრში მისი ტერფები დავინახე, უბრალო შლოპანცებით მოსილი. მუხლებზე მდგარმა ზემოთ ავიხედე და მის სერიოზულ მზერას შევხვდი.

“რამდენი ხანია, რაც ვრინდავანში ცხოვრობ?” – მკითხა მან.

“მე ყველაფერი გამიცივდა შიგნით: შემეშინდა, რომ ისიც გამლანძღავდა იმის გამო, რომ აქ ვცხოვრობ. ვუპასუხე: “თითქმის ნახევარი წელია, შრილა პრაბჰუპადა”.

მისი დიდი მუქი თვალები დიდხანს დაჟინებით უყურებდნენ ჩემსას. მეჩვენებოდა, რომ გარშემოარაფერი იყო გარდა ამ მზერისა. უცებ მივხვდი, რომ ჩემზე ყველაფერი იცოდა. ჩემი ძლიერი და სუსტი მხარეები, ღირსებები და ნაკლოვანებები, ყველაფერი, რისკენაც ვისწრაფვოდი და ყველაფერი, რისგან განთავისუფლებასაც ღმერთს შევთხოვდი. ჩუმად ვიყავი. ასე გავიდა, ალბათ ერთი წუთი. მოულოდნელად მისი სახე სულგრძელი ღიმილით განათდა. “ძალიან კარგი, - თქვა მან, და ნაზად გადამისვა თავზე ხელი. – ვრინდავანი – შესანიშნავი ადგილია”.

მის მზერაში და მის მოკლე რეპლიკაში მარადიული მეგობრის სიყვარული ვიგრძენი, მზრუნველი მშობლის სიყვარული, სიყვარული თავად ღმერთისა. იგი ნელა შეტრიალდა და წავიდა, ყოველ ნაბიჯზე მიწაზე აბჯენდა თავის ხის ხელჯოხს, მე კი თვალები დავხუჭე და ფიქრებს მივეცი თავი.

ის დაკავებული ადამიანია: ათიათასობით ადამიანი მთელს მსოფლიოში ელის, როდის დაუთმობს იგი ყურადღების თუნდაც ერთ წუთს. რატომ გაჩერდა ჩემთან სასაუბროდ? მე არაფერი მაქვს, რომ შევთავაზო, მე ღატაკი მაწანწალა ვარ, რომელიც ხის ქვეშ ათენებს ღამეებს.

ამ მცირე ყურადღებამ მისი მხრიდან ძალიან იმოქმედა ჩემზე – გაცილებით უფრო მეტად, ვიდრე მრავალმა იმ სასწაულთაგან, რომლებიც მანამდე მინახავს. არც მესმოდა და ვერც ვხსნიდი ჩემს შეგრძნებებს. შესაძლოა, - ვფიქრობდი მე, - სიკეთის მატარებლების მსახურებაა სწორედ ყველაზე დიდი სასწაული სასწაულთა შორის.

* * *
დიდი ხნის განმავლობაში მოსვენებას არ მაძლევდა ერთი ფილოსოფიური კითხვა: წარმოადგენს საბოლოო ჯამში ღმერთი პიროვნებას, თუ უპიროვნოა? ზოგიერთი იოგი და ფილოსოფოსი ამტკიცებდა, რომ თავის უმაღლეს გამოვლინებაში ღმერთი უპიროვნოა, რომ მას არ აქვს ფორმა, თუმცა მოდის რა მატერიალურ სამყაროში როგორც ავატარი, იგი დროებით ღებულობს მატერიალურ ფორმას. თავისი მისიის შესრულების შემდეგ, იგი კვლავ ითქვიფება თავის უფორმო ყოფიერებაში. ფორმა და ინდივიდუალობა, იმპერსონალისტებს სწავლების თანახმად, მატერიალური ილუზიის დროებით გამოვლინებას წარმოადგენს. თავის უმაღლეს მდგომარეობაში განთავისუფლებული სული თავისუფლდება ამ ილუზიისგან, ღმერთს ერწყმება და ყოვლისგამჭოლ სულიერ ყოფიერებაში იძირება.
სხვა იოგები და ფილოსოფოსები ამტკიცებდნენ, რომ ღმერთი – ეს უზენაესი პიროვნებაა და რომ მისი სულიერი ფორმა მარადიულია, და ცოდნითა და ნეტარებით სავსეა. განთავისუფლების შემდეგ სული ღმერთის სასუფეველში შედის, სადაც მარადიულად სიყვარულით ემსახურება ყოვლისმიმზიდველ უფალს.


მე ხშირად ვფიქრობდი ამ წინააღმდეგობაზე. ამ ორიდან ერთ-ერთი შეხედულება მცდარი უნდა ყოფილიყო. ღმერთი შეიძლება იყოს ან პიროვნება, ან უპიროვნო ყოფიერება. მე ყველა ჩემს მასწვალებელს პატივს ვცემდი, და არ მინდოდა, რომელიმე მათგანი არასწორად ჩამეთვალა. ზოგიერთი შეურიგებბლად იცავდა თავის შეხედულებას, სხვები, პირიქით, თავს იკავებდნენ კამათისგან და ბურუსით მოცული ფრაზებით შემოიფარგლებოდნენ. აღმოვაჩინე, რომ მრავალი სულიერი მოძღვარი ინდოეთში არ განსხვავდებოდა ერთმანეთისგან მანამ, სანამ ეს საკითხი არ აღიძვრებოდა.

რომელი მიზნისკენ უნდა ვისწრაფო? – ვფიქრობდი მე. უნდა ავმაღლდე ორმაგობაზე, რათა უპიროვნო და უფორმო ღმერთს შევერწყა, თუ საკუთარი გული უნდა გავწმინდო, რატა უპირობო სიყვარულით ვემსახურო ღმერთ-პიროვნებას მის მარადიულ სასუფეველში?

ერთხელ, რომელიღაც სტუმარმა სწორედ ეს კითხვა დაუსვა შრილა პრაბჰუპადას: ”უფორმო და უპიროვნოა ღმერთი, თუ მას აქვს ფორმა და ინდივიდუალობა?” ჩიტების ხმა, მაიმუნების ყვირილი და რიკშების საყვირის ხმა ფანჯრებს მიღმა – ყველაფერი ერთბაშად მიჩუმდა ჩემს ცნობიერებაში. მთლიანად სმენად ვიქეცი და პასუხს ველოდი. შრილა პრაბჰუპადა იატაკზე იჯდა ფეხებგადაჯვარედინებული. მის წინ დაბალი მაგიდა იდგა, რომელსაც იდაყვებით ეყრდნობოდა და ნიკაპი გადაჭდობილ ხელებში ჰქონდა ჩარგული. როცა კითხვა მოისმინა, ცოტა წინ წამოიწია; მისი სახე, ძირს დაწეული ტუჩის კუთხეებით, აბსოლუტურ სიმშვიდეს ასხივებდა. სერიოზული გამომეტყველებით, მან ციტატა მოიყვანა ვედებიდან და შემდეგ ახსნა: “უპირველეს ყოვლისა, უნდა გავიგოთ, რომ ღმერთის ბუნება მიუწვდომელია. უზენაესი უფალი თავის თავში მოიცავს პიროვნების თვისებებსაც და უპიროვნო ყოფიერებისაც. მარადიული ჭეშმარიტება მდგომარეობს იმაში, რომ მას არა აქვს ხატ-სახე და ფორმა და ამავე დროს მას გააჩნია მარადიული ყოვლადნეტარი ფორმა”.

ჩემს მკერდში თბილი სიმშვიდე ჩაიღვარა. შრილა პრაბჰუპადამ საჩვენებელი თითი ასწია და განაგრძო: “ღმერთის უპიროვნო ყველგანმყოფ ენერგიეს ბრაჰმანი ეწოდება. ხოლო მისი პიროვნული ფორმა – ეს ბჰაგავანია, ყველა ენერგიეს წყარო, რომელიც თავად არასოდეს ექცევა ილუზიის გავლენის ქვეშ. მაგალითად ავიღოთ მზე. მზე პლანეტის სახით და უფორმო მზის ნათება არ განსხვავდბიან ერთმანეთისაგან – ისინი ერთდროულად არსებობენ. ერთიც და მეორეც – ერთი და იგივე მზის ასპექტებს წარმოადგენენ. სწორედ ასევე, არსებობს ტრანსცენდენტალისტების ორი სკოლა. ისინი ერთი და იმავე ჭეშმარიტების სხვადასხვა ასპექტებზე ახდენენ კონცენტრაციას. იმპერსონალისტები ისწრაფვიან უპიროვნო განთავისუფლებისკენ უფლის უფორმო ნათებაში, ხოლო პერსონალისტებს კი სურთ, რომ მარადიულად და სიყვარულით ემსახურონ ღმერთის ყოვლადმიმზიდველ ფორმას. აქ არავითა

Posted by: პროგრესიუსი 27 Jan 2012, 15:47





.................
cinemamu
აი, შეგიძლია გააგრძელო smile.gif

Posted by: cinemamu 27 Jan 2012, 16:11
პროგრესიუსი

გაიხარე! "ლოსტი" რა შუაში იყო biggrin.gif

ვაგრძელებ:






ჩემს მკერდში თბილი სიმშვიდე ჩაიღვარა. შრილა პრაბჰუპადამ საჩვენებელი თითი ასწია და განაგრძო: “ღმერთის უპიროვნო ყველგანმყოფ ენერგიეს ბრაჰმანი ეწოდება. ხოლო მისი პიროვნული ფორმა – ეს ბჰაგავანია, ყველა ენერგიეს წყარო, რომელიც თავად არასოდეს ექცევა ილუზიის გავლენის ქვეშ. მაგალითად ავიღოთ მზე. მზე პლანეტის სახით და უფორმო მზის ნათება არ განსხვავდბიან ერთმანეთისაგან – ისინი ერთდროულად არსებობენ. ერთიც და მეორეც – ერთი და იგივე მზის ასპექტებს წარმოადგენენ. სწორედ ასევე, არსებობს ტრანსცენდენტალისტების ორი სკოლა. ისინი ერთი და იმავე ჭეშმარიტების სხვადასხვა ასპექტებზე ახდენენ კონცენტრაციას. იმპერსონალისტები ისწრაფვიან უპიროვნო განთავისუფლებისკენ უფლის უფორმო ნათებაში, ხოლო პერსონალისტებს კი სურთ, რომ მარადიულად და სიყვარულით ემსახურონ ღმერთის ყოვლადმიმზიდველ ფორმას. აქ არავითარი წინააღმდეგობა არაა. ამის მსგავსად, სული უფლის განუყოფელ ნაწილაკს წარმოადგენს, ერთდროულად მისი მსგავსია და თან განსხვავდება მისგან. ხარისხობრივად ჩვენ ერთიანი ვართ ღმერთთან: ვართ მარადიულები, ცოდნითა და ნეტარებით სავსენი, ისევე როგორც იგი. მაგრამ რაოდენობრივად ჩვენ – მხოლოდ მისი ნაწილაკები ვართ, მსგავსად მზის სხივისა, რომელიც სინათლის მხოლოდ პაწაწინა კორპუსკულას წარმოადგენს, თუმცა კი იგივე თვისეებს ატარებს, რასაც მზე. ჩვენ ერთდროულად ერთიანნი ვართ ღმერთთან და ამავე დროს განვსხვავდებით მისგან. ღმერთი – დამოუკიდებელი უფალია, მაგრამ როცა სული ბოროტად იყენებს ღმერთის მიერ ბოძებულ თავისუფლებას, მას ავიწყდება თავისი მარადიული ურთიერთობები ღმერთთან და ექცევა ილუზიის გავლენის ქვეშ, რომელიც ტანჯვაში აგდებს მას”.

იგი კედელს მიეყუდა, თავი ოდნავ დახარა და პირდაპირ მე შემომხედა თვალებში: “ეს ორი სკოლა – პერსონალისტებისა და იმპერსონალისტებისა – ერთი და იმავე ღმერთის სხვადასხვა ასპექტებს აღწერენ”. იგი აგრძელებდა ახსნას, რომ კრიშნა, მისი ფორმა, თვისებები, პიროვნება და სამყოფელი – უსაზღვროა, რომ მსოფლიოს ყველა ჭეშმარიტი რელიგია ერთი და იმავე ერთიან ღმერთს ეთაყვანება და რომ ღმერთი უბრალოდ სხვადასხვაგვარად ეხსნება სხვადასხვა ადამიანს სხვადასხვა დროში.

რა ლამაზი პასუხია!~ რამდენიმე უბრალო, მაგრამ ბრძნული სიტყვით შრილა პრაბჰუპადამ შეარიგა ორი, ერთი შეხედვით ურთიერთსაწინააღმდეგო თვალსაზრისი. ვუსმენდი და თვალებიდან მადლიერების ცრემლები მომდიოდა. დიახ, ახლა ყველაფერი გასაგებია. ეჭვები, რომლებიც ჩემს გზაზე იდგნენ, უკანმოუხედავად წავიდნენ. ბედიერი ვიყავი და სიხარულით გავიღიმე, და შრილა პრაბჰუპადამაც გაიღიმა საპასუხოდ – ბრძნენივით და უდრტვინველად.
სტუმართაგან ვიღაცამ ჰკითხა: “მართალია, რომ თქვენ მთელი მსოფლიოს გურუ ხართ?”

შრილა პრაბჰუპადა იატაკს დააცქერდა და უპასუხა. “მე – ყველას მსახური ვარ. უბრალოდ მსახური”.

განცვიფრებული ვიყავი. ამ სიტყვებში, და საერთოდ ყველაფერში, რასაც ამბობდა და აკეთებდა შრილა პრაბჰუპადა, სიყალბის ნატამალიც კი არ იყო. იგი ყოველთვის ძალდაუტანებელი და ბუნებრივი რჩებოდა. გამახსენდა მორჩილება ჩემი ძვირფასი განაშიამისა, რომელიც ორმოცდაათი წლის განმავლობაში კორიდორში ცხოვრობდა, საკუჭნაოს გვერდით. შრილა პრაბჰუპადა ღრმად განათლაბული მეცნიერი იყო, ბრწყინვალე ორატორი და ძლევამოსილი იოგი; მან დააარსა მსოფლიო მოძრაობა ათასობით მიმდევარით, და ყოველდღე მის თაყვანსაცემად მრავალი მაღალჩინოსანი ადამიანი მოდიოდა. მიუხედავად ამისა, იგი სწორედ ისეთივე არაყალბ მორჩილებას ფლობდა: “მე – არავინ ვარ. ღმერთი – ყველაფერია”. ყველაზე საოცარი იმაში მდგომარეობდა, რომ ეს მორჩილება უსაზღვრო თავდაჯერებულობას და სიმტკიცეს ანიჭებდა მას.

შეხვედრის შემდეგ შრილა პრაბჰუპადასთან მივედი და ვარდი გავუწოდე. მან დაყნოსა და მადლობის ნიშნად თავი დახარა. ქუჩაში გავედი და იამუნასკენ გავემართე. პრაბჰუპადას უბრალო სიტყვებმა გადაწყვიტა თავსატეხი, და ჩემს გონებაში შეარიგა პერსონალიზმი და იმპერსონალიზმი. უფრო და უფრო აღფრთოვანებული ვიყავი მისი თვისებებით და საქციელებით. საინტერესოა, ვინაა ეს საოცარი ადამიანი? – ვფიქრობდი მე. – როგორია იგი ყოველდღიურ ცხოვრებაში?

http://www.radikal.ru



თავი მეთორმეტე

დეკემბერში დღეები სულ უფრო და უფრო მოკლდებოდა, და მზის ჩასვლის შემდეგ ნამდვილი სიცივე იყო. ერთ საღამოს, თავზე ქსოვილის ნაჭერი მქონდა დაფარებული და იამუნასკენ გავემართე, მწირების მიერ გაკვალული ბილიკით. გარშემო სიცოცხლე ჩქეფდა: ფარშევანგები და სხვა ფრინველები თავის დაისისწინა სიმღერებს მღეროდნენ, გლეხები ყანებიდან სახლში ბრუნდებოდნენ, ხოლო ვრაჯაბასი ქალები ფორთოხლისფერ, მწვანე და ყვითელ სარებში გამოწყობილნი ნარნარად მიაბიჯებდნენ ბილიკზე, თავზე კი წყლით სავსე უზარმაზარი ქოთნები ჰქონდათ შემოდგმული. მოულოდნელად ჩემს წინ ნაცნობი ფიგურა აღიმართა. ეს სიამასუნდარა იყო – სწორედ ის ერთგული, რომელმაც პრასადით დამაპურა ამსტერდამში, შემდეგ კი ბომბეიში ზრუნავდა ჩემზე. ზურგიდანაც კი ვიცანი ეს მაღალი ამერიკელი, შრილა პრაბჰუპადას პირადი მდივანი. მისი მარჯვენა ხელი კრიალოსანიან ტომარაში იყო ჩაყოფილი – იგი მდინარისკენ მიდიოდა და თან მანტრას იმეორებდა. ნაბიჯს ავუჩქარე, რომ დავწეოდი და სახელით მივმართე.

შიამასუნდარა შემობრუნდა და როცა მიცნო ღიმილად დადნა:

“აჰ, ეს შენ ხარ, რიჩარდ! ან რა გქვია ახლა?”

“ზოგიერთი კრიშნადასს მეძახის”.

იგი გადამეხვია: “კრიშნადას, გავიგე, რომ რამდენიმე თვეა ვრინდავანში ცხოვრობ. ძალიან მოხარული ვარ, ისევ რომ გხედავ”.

სანამ ბილიკზე ვიდექით და ვსაუბრობდით, გამიჩნდა წინათგრძნობა, რომ რაღაც დროის შემდეგ ეს ადამიანი განსაკუთრებულ ადგილს დაიკავდებდა ჩემს გულში. მეჩვენებოდა, რომ დიდი ხანია ვიცნობდით ერთმანეთს. “შენ ძალიან მოეწონე შრილა პრაბჰყუპადას, - შემატყობინა შიამასუნდარამ. – ის ხშირად გკითხულობს ხოლმე”.

“როგორ გაგიმართლა, რომ მასთან ერთად მოგზაურობ! – ვუთხარი აღტაცებით. – ყოველი დღე მასთან ერთად – ამის წარმოდგენაც კი მიჭირს…”

“დიახ, - ცოტა შეცბუნებულმა გაიცინა მან. – ხანდახან ვჩქმეტ ხოლმე საკუთარ თავს, რათა დავრწმუნდე, ხომ არ მესიზმრება ეს ყველაფერი. მასთან ერთად ვიმყოფები თითქმის ოთხი წელია უკვე, მაგრამ ყოველდღე ის თითქოს უფრო ახალგაზრდა და ლამაზი ხდება. ყოველთვის საღად და ფხიზლადაა, მაგრამ არასოდეს მინახავს, რომ ეძინოს!”

“როგორ შეხვდით ერთმანეთს?” – დავინტერესდი მე. ძალიან მინდოდა, რაც შეიძლება მეტი შემეტყო პრაბჰუპადას შესახებ, რათა გამეგო, თუ რატომ გადაწყვიტა მრავალმა ადამიანმა კარდინალურად შეეცვალა თავისი ცხოვრება გაჰყოლოდა მას.
* * *
ჩვენ მდინარის პირას ჩამოვჯექით. შიამასუნდარამ ფეხები გადააჯვარედინა და ტანის ნელი რწევით დაიწყო მოყოლა: “ეს მოხდა სან-ფრანცისკოში, ჰეიტ-ეშბერზე, 1967 წლის იანვარში. მეგობრებთან ერთად გრანდიოზული საღამო მოვაწყვეთ ავალონის საცეკვაო მოედანზე. ამ წარმოდგენას “მანტრა-როკ-დანსი” დავარქვით. ხალხი შეიკრიბა, რათა სვამის შეხვედროდა დასავლეთ სანაპიროზე მის ჩამოსვლასთან დაკავშირებით. ავალონზე იმ საღამოს ფაქტიურად ყველა უკრავდა: Grateful Dead, ჯენის ჯოპლინი, Jefferson Airplane, Canned Heat, Quicksilver, Moby Grape. ალენ გინზბერგი, ტიმოტი ლირი და კენ კიზიც კი ჩამოვიდნენ. მოკლედ ჰიპების ყველა გმირი შეიკრიბა”. მღელვარებისგან შიამასუნდარა კიდევ უფრო ძლიერად ირწეოდა: “წარმოიდგინე: გარშემო ყველაფერი სინათლის პულსირებადი ნაკადებით ნათდება, გრიალებს როკ-ენ-როლი, დარბაზში ტევა აღარაა, გარშემო ველური გრძელთმიანი ბიჭები არიან, უმეტესობა – კაიფის ქვეშ. და აი, შუაღამისკენ ბნელ სცენაზე მშვიდად ადის შრილა პრაბჰუპადა. ის სპეციალურ დასაჯდომზე ჯდება და ფეხებს გადაჯვარედინებულად ალაგებს. მთელი ხალხი ჩუმდება. ხოლო შრილა პრაბჰუპადა მორჩილად იწყებს ჰარე კრიშნა მანტრას გალობას. პროჟექტორი პოულობს მას, ანათებს და ნელ-ნელა მთელი ბრბო ყვება გალობაში. შემდეგ, ერთი-მეორეს მიყოლებით სცენაზე ადიან ეს როკ-ჯგუფები და უერთდებიან მას. ორი საათის განმავლობაში შრილა პრაბჰუპადას მიჰყავდა ყველაზე საოცარი კირტანი, რომლის წარმოდგენაც კი შეიძლება. ხოლო როცა იგი წამოდგა და ხელებაპყრობილმა ცეკვა დაიწყო, ათასობით ადამიანის გული დაპყრობილი იქნა. როგორც თვითონ გამოხატა მოგვიანებით: “მე ჰიპებისგან შევქმენი ჰეპები” [სიტყვების თამაში: ინგლ. happy ნიშნავს “ბედნიერს”]



შევეცადე წარმომედგინა შრილა პრაბჰუპადა ჰეიტ-ეშბერზე – ჰიპების მსოფლიო მოძრაობის დედაქალაქში. 1968 წელს მე და ჰარიმ რაღაც პპერიოდი დავყავით იქ. ეს იყო განსაკუთრებული სამყარო, დასახლებული პაციფისტი-ჰიპებით, ანთებულ თვალებიანი მეოცნებეებით, ნარკო-მოვაჭრეებით, ნარკომანებით, ტურისტებით, ანტერპრენერებით და ბაიკერებით – “ჯოჯოხეთის ანგელოზებით”, რომლებიც ბღუილით დადიოდნენ მთელ ჰეიტ-სტრიტზე თავიანთ ქრომირებულ “ჰარლეებზე”. როგორც არ ვეცადე, ვერაფრით შევძელი წარმომედგინა პატივცემული სადჰუ ვრინდავანიდან, მცხოვრები ამ აურზაურში. “და რამდენ ხანს გაჩერდა იქ?” – ვკითხე მე.

“ოთხი თვე. ის ჩვენთან ერთად ცხოვრობდა, ახალგაზრდა ამერიკელებთან. თითქმის არ გვესმოდა, რაზე გველაპარაკებოდა სვამი. ერთადერთი, რაც ნათელი იყო ჩვენთვის – ის იყო რომ ჩვენ აღფრთოვანებულნი ვიყავით ამ შესანიშნავი ადამიანისგან, რომელიც იჯდა თავისთვის ციცქნა ბინაში თვითმომსახურების სამრეცხაოს ქვეშ და სიხარულით ხვდებოდა ყველას, ვინც მასთან შედიოდა. განსაკუთრებით იმან მომხიბლა მასში, რომ გამუდმებით ხუმრობდა. ხანდახან ისე იცინოდა, რომ თვალებიდან ცრემლები მოსდიოდა”.

მდინარის ნაპირზე ბნელდებოდა. აცივდა. სოფლიდან სახლის კერებიდან წამოსულმა კვამლმა მოაღწია, რომლის ცეცხლზეც ადგილობრივი მაცხოვრებლები ვახშამს ამზადებდნენ. შიამასუნდარას შევთავაზე, რომ მდინარის ნაპირს გავყოლოდით კეში გჰატას მიმართულებით.

აღმართს ავუყევით. შიამასუნდარამ მტვერი შეიბერტყა. სანამ მივდიოდით, მიყვებოდა, როგორ დაიპყრო პრაბჰუპადამ “ბიტლების” გულები, განსაკუთრებით ჯორჯ ჰარისონის. ერთგულები ისე დაუახლოვდნენ საზოგადოების ამ კუმირებს, რომ თვეობით ცხოვრობდნენ ჯონ ლენონის სახლში. “ნუთუ მაღალი ძალების ჩარევის გარეშე ასეთი რამ შესაძლებელი იქნებოდა?” – მკითხა შიამასუნდარამ.

პასუხად უბრალოდ გავუღიმე.

“მთავარი ისაა, რომ პრაბჰუპადას არაფერი არ სჭირდებოდა ამ ბიჭებისგან. მას უბრალოდ უნდოდა, რომ ცხოვრების საიდუმლო გაეხსნა მათთვის. ჯონთან და ჯორჯთან პირველივე შეხვედრაზე პრაბჰუპადამ პირდაპირ მათ გულში ჩაიხედა. შეუძლებელი იყო გული არ გალღობოდა კაცს, როცა იგი ძალიან უბრალოდ ყვებოდა, რომ კრიშნა – ეს უზენაესი პიროვნებაა, აღწერდა, როგორ გამოიყურებოდა, რას ამბობდა და რას აკეთებდა, როგორ უყვარდა კრიშნას მუსიკა, სიმღერები და ცეკვები. შემდეგ კი შრილა პრაბჰუპადა შეპირდა მათ, რომ ერთ მშვენიერ დღეს ისინიც შეხვდებოდნენ კრიშნას პირისპირ”.

მიჭირდა დაჯერება, რომ აქ, ვრინდავანში, იამუნას ნაპირზე ვსეირნობდი და ვისმენდი ამბებს “ბიტლებზე”. მხოლოდ ისღა დამრჩენოდა, რომ გამცინებოდა.

შიამასუნდარა, აღელვებული, გაჩერდა, რომ კიდევ ერთი ისტორია მოეთხრო. ცრემლი ჩამოუგორდა ყვრიმალზე და განაგრძო: “მახსოვს, პრაბჰუპადას ოთახის შესასვლელთან, მასთან პირველი შეხვედრის წინ, ჯორჯმა მიჩურჩულა, რომ უფრო მეტად ღელავდა, ვიდრე ედ სალივანის შოუზე გამოსვლისას, ან ელვისთან შეხვედრისას. მაგრამ აი, ის აღებს კარს და თაყვანს სცემს მას. და პრაბჰუპადაც მხიარუულად ეგებება. გარედან ისე ჩანდა, თითქოს ორი ძველი მეგობარი შეხვდა ერთმანეთს და თავიანთი ძველი საუბარი განაგრძო. შეხვედრის შემდეგ ჯორჯს ვაცილებდი. იგი მომიბრუნდა და მითხრა: “დიახ, პრაბჰუპადა – მაგარი ვინმეა!””

უკანასკნელად როკ-ენ-როლს წელიწადზე მეტი ხნის წინ მოვუსმინე. სახლიდან ათასობით კილომეტრიც მოშორებით, შორეულ ინდურ სოფელში, თითქმის დამავიწყდა, თუ რა არისე ს. მაგრამ ძალიან მომეწონა, რომ ჯორჯ ჰარისონი ასეთი სერიოზულობით მოეკიდა სულიერ ცხოვრებას. მაშინვე სიმპათიით განვეწყვე მის მიმართ, როგორც ძმისადმი, რომელთანაც საერთო იდეალებს ვიზიარებდი. რა ვიწროა ეს სამყარო და რა მშვენიერი! – გავიფიქრე მე.




http://www.radikal.ru

http://www.radikal.ru

ჯორჯ ჰარისონი და შიამასუნდარა (შუაში)
* * *
კეში-გჰატას საფეხურებზე ვიჯექი ჩემს ახალ მეგობართან ერთად და დავინახე, როგორ ჩაიქროლა ცაში, ჩრდილოეთ მხარეს, მეტეორმა. შიამასუნდარამ ზეცისკენ აღაპყრო თვალები და მომიყვა შრილა პრაბჰუპადას რუსეთში გამგზავრების შესახებ. იმ წლებში არავის შეეძლო რკინის რადრის გადაკვეთა, მაგრამ კრიშნა კვლავ გამოეხმაურა თავისი ერთგულების სურვილს და გზა გაუკვალა.

“ჩვენ არ ვიცოდით, როგორ განვითარდებოდა ყველაფერი. ნორმალური საჭმელიც კი არ გვქონდა. ვიწრო, ცუდად განათებულ სასტუმროს ნომრებში ვჩერდებოდით, და ყველაფერი გარშემო შიშით იყო გაჟღენთილი. ხალხი დათრგუნული და მოღუშული დადიოდა. მე ვფიქრობდი: “რა უნდა ვაკეთოთ აქ მთელი ხუთი დღე?””

შიამასუნდარა იხსენებდა, როგორ დახეტიალობდა წითელ მოედანზე და პირდაპირ ქუჩაში გაიცნო ინდოეთის ელჩის ვაჟი და რუსი ყმაწვილი ანატოლი, რომელიც დათანხმდა, რომ სასტუმროში წამოსულიყო გურუსთან შესახვედრად.

“ანატოლიმ სამი დღე გაატარა პრაბჰუპადასთან, დილიდან საღამომდე ღრუბელივით იწოვდა ყველაფერს, რასაც შრილა პრაბჰუპადა ასწავლიდა. პრაბჰუპადამ მისთვის დამახასიათებელი მომხიბვლელობით და რბილი იუმორით მოუყვა ანატოლის კრიშნას ცნობიერების პრაქტიკის შესახებ. ამასთან ერთი წვრილმანი დეტალიც კი არ გამოუტოვებია. შემდეგ მე და პრაბჰუპადა მოსკოვიდან წამოვედით. მაგრამ მის მიერ დათესილმა თესლმა ნაყოფების მოცემა დაიწყო, და ახლა, კრიშნას სწავლება, როგორც ტყის ხანძარი, ისე ვრცელდება იატაკქვეშეთში რკინის ფარდის მიღმა”.

ჰორიზონტს გავცქეროდი და ვიხსენებდი, როგორ გვასწავლიდნენ ამერიკაში ბავშვობიდან, რომ რუსების გვშინებოდა. ჩვენს სკოლებში სასწავლო განგაშს აწყობდნენ ხოლმე, რომლის დროსაც მერხების ქვეშ ვიმალებოდით, იმ შემთხვევისთვის, თუ რუსეთი ამერიკას დაესხმებოდა თავს. ზოგიერთმა ჩვენმა მეზობელმა, ვინც უფრო მდიდარი იყო, ეზოებში ნამდვილი ბომბსაცავი მოიწყვეს პროდუქტების მარაგით. ადამიანები ამერიკაში ყოველ წამს ელოდნენ საბჭოთა კავშირისგან თავდასხმას. და აი, ცივი ომის პიკზე, შიამასუნდარა და შრილა პრაბჰუპადა მოსკოვში მიდიან, სადაც, ვითომც აქ არაფერიო, რუს ყმაწვილს ბჰაკტი-იოგას გზაზე უყვებიან.

http://www.radikal.ru
http://www.radikal.ru
http://www.radikal.ru
* * *
“და რატომ ჩამოგიყვანათ პრაბჰუპადამ თქვენ, დასავლეთელი მოსწავლეები, ინდოეთში?” – ვკთხე მე.

სანამ მიპასუხებდა, შიამასუნდარამ ჩაფიქრებულმა შორს გაიხედა: “პრაბჰუპადა ხშირად გვეუბნებოდა, რომ ჭეშმარიტი რელიგია ამ ქვეყანაში გაქრობის პირასაა; ადამიანები აღარ ისწრაფვიან ღმერთისკენ, მათ ტელევიზორები და ავტომობილები სჭირდებათ. (მე მაშIნვე გამახსენდა ის ცრუ-გურუ ჯანაკპურიდან, რომელიც ოცნებობდა, რომ მდიდარი ამერიკელი გამხდარიყო.) ამიტომ, ვფიქრობ, რომ პრაბჰუპადა აქ თავის რამდენიმე მოსწავლესთან ერთად დაბრუნდა, რათა ეთქვა ინდოეთის მაცხოვრებლებისთვის: “შეხედეთ, ამ დასავლეთელ ვაჟებს და ქალიშვილებს ყველაფერი აქვთ – ტელევიზორებიც, ავტომობილებიც, და ისეთი რაოდენობით, თქვენ რომ არც დაგსიზმრებიათ. მაგრამ ისინი არ იყვნენ ბედნიერნი, სანამ კრიშნა არ იპოვეს. თქვენ ხომ გყავთ კრიშნა, და ეს ისაა, რაც მათ სჭირდებათ. ამიტომ აჩუქეთ კრიშნა მთელს მსოფლიოს”. პრაბჰუპადა ხშირად ამბობს, რომ ინდური ფილოსოფია ამერიკულ სიმდიდრესთან შეთანხმებული, მთელს მსოფლიოს მოუტონს სიკეთეს. იგი ჩვენ, თავის დასავლეთელ მოსწავლეებს, “მოცეკვავე თეთრ სპილოებს” გვეძახის!

მე გამეცინა და დავფიქრდი ამ საოცარ იდეაზე: შევაერთოთ აღოსავლური ფილოსოფია დასავლურ კაპიტალთან და ტექნოლოგიებთან. მივხვდი, რომ ამ მომენტამდე ღმერთის ჩემმა საკუთარმა ძიებამ იმდენად დამაკავა, რომ თავშიც არ მომდიოდა, გამეზიარებია სულიერი საგანძურები სხვა ადამიანებისათვის.
“და როგორ აღგიქვამენ ინდოელები?”

“აქ, ინდოეთში, სადაც არ უნდა ჩავიდეთ, ყველგან ხელებგაშლლნი გვხვდებიან. მაგრამ ყველას არ ესმის შრილა პრაბჰუპადასი. ვიღაც განიკითხავს მას, ან მოკვლითაც კი ემუქრება იმის გამო, რომ იგი სულიერ ნათლობას აძლევს დასავლეთელ ხალხს ისე, რომ იგნორირებას უკეთებს კასტურ სისტემას, ან იმის გამო, რომ შრილა პრაბჰუპადა საშუალებას აძლევს ქალებს საკურთხეველზე იმსახურონ ტაძრებში”.

ამ სიტყვებმა დიდი შთაბეჭდილება მოახდინა ჩემზე. ინდოეთშI ჩემი მოგზაურობის დროს სამწუხაროდ ვხედავდი, რომ დაბალი კასტის წარმომადგენლები და ქალები ხშირად იყვნენ დამცირებების ქვეშ. ამიტომ შრილა პრაბჰუპადას ბრძოლამ წარსულის ამ გადმონაშთებთან აღტაცებაში მომიყვანა.

შიამასუნდარამ დასკვნა გააკეთა: “შრილა პრაბჰუპადა – ნამდვილი რევოლუციონერია”. მდინარიდან პეშვით წყალი ამოიღო, სახე გაიგრილა , წამოდგა და გაიზმორა: “კრიშნა დას, ძალიან მიხარია, რომ შევხვდით. მითხარი, კიდევ რა შემიძლია გავაკეთო შენთვის?”

“მე არაფერი არ მინდა, - ვუპასუხე და მეც წამოვდექი, - ძალიან მადლობელი ვარ შენი”. ხელი მხარზე დავადე: “მაგრამ ამდენი დრო წაგართვი. ხვალ შევხვდეთ ლექციაზე”.

შიამასუნდარამ გაიღიმა: “გმადლობ. შენ მართალი ხარ. დროა დავბრუნდე. შრილა პრაბჰუპადას გაუხარდება, როცა ჩვენი შეხვედრის შესახებ გაიგებს”.
მზერით ვაცილებდი და გულის სიღრმეში უზარმაზარ მადლიერებას ვგრძნობდი, და ამასთან ერთად უფრო და უფრო მეტად მზარდ ცნობისმოყვარეობას.

* * *




თავი მეცამეტე

უძვირფასეს წყნარ წუთებში განთიადის დადგომამდე, იამუნას ნაპირზე, მეჩვენებოდა, რომ ღმერთი სადღაც ძალიან ახლოსაა. წამოვდექი და დილის ლექციაზე წავედი.

ყველაფერი ჩვენს გარშემო შესაძლებელია განსურიელებულ იქნას, - დაიწყო შრილა პრაბჰუპადამ, თითქოს გაღვიძებისას ჩემთან მოსული ფიქრები გამოიცნოო. – ყველაფერი ღმერთის ენერგიაა. მაგრამ როდესაც გვავიწყდება კავშირი, რომელიმე ობიექტისა ღმერთთან – ამას ეწოდება მატერიალური ცნობიერება. ხოლო როცა ჩვენ ვხედავთ, რომ ყველაფერი მერთთანაა დაკავშირებული, და ყველაფერს მისი მსახურებისთვის ვიყენებთ – ასეთ ცნობიერებას სულიერ ეწოდება”. თავისი სიტყვების ილუსტრაციისთვის შრილა პრაბჰუპადამ მიკროფონზე დააკაკუნა: “მაგალითად ავიღოთ ეს მიკროფონი. თუ მას ვიყენებთ მიწიერი სიყვარულის შესახებ სიმღერებისთვის, იგი მატერიალურია. მაგრამ თუ ღმერთის სადიდებლად გამოვიყენებთ მას, იგი განსულიერდება. ეს ცნობიერების საკითხია. ჩვენ გვინდა გარშემო ყველაფერი სულიერი მიზნებისთვის გამოვიყენოთ.ბჰაკტი-იოგა – ესაა მატერიალური ენერგიეს სულიერად გარდაქმნის ხელოვნება. ბჰაკტი, ღმერთისადმი ერთგულება, სულად აქცევს მატერიას”.

პრაბჰუპადას სიტყვებმა სიღრმემდე შეძრა ჩემი სამყარო. მომეჩვენა, რომ ფეხქვეშ მიწა მეცლებოდა. ეს ნამდვილი რევოლუციაა, - გავოცდი მე. – საგნებზე ასეთი შეხედულება უკუაგდებს ჩემთვის ჩვეულ შეხედულებას მიწიერისგან გამდგომაზე. მე ვვარაუდობდი, რომ მიწიერისგან განდგომა ნიშნავდა – ყველაფერზე უარის თქმას და მხოლოდ ყველაზე აუცილებლით დაკმაყოფილებას, რათა სული შევინარჩუნოთ სხეულში. მაგრამ როცა გულწრფელად ჩავიხედე ჩემს გულში, იძულებული ვიყავი მეღიარებინა, რომ იქ შეუმჩნევლად სიამაყემ დაისადგურა. მე ვამაყობდი იმით, თუ როგორ ვცხოვრობდი მთელი ამ ხნის განმავლობაში ინდოეთში, და იდუმალად საკუთარი ცხოვრების წესს იმაზე უკეთესად ვთვლიდი, ვიდრე იმას, როგორც დასავლეთში ცხოვრობდა ხალხი. ნუთუ მთელი ჩემი განდეგილობა სამყაროსგან სხვა არაფერი იყო, თუ არა ეგოიზმის მორიგი გამოვლინება, რომელიც აიძულებს ადამიანს, რომ საკუთარი თავი მოატყუოს, და ეხმარება, რომ სხვებზე უპირატესობა შეიგრძნოს? მე თითქოს ნიადაგი გამომაცალეს ფეხქვეშ. რა თქმა უნდა ადვილია სულიერად ჩავთვალოთ ვრინდავანის ლამაზი ბუნება, ან ტაძრები ღვთაებებით. მაგრამ მიკროფონი? გამახსენდა, როგორ განვიკითხავდი პრაბჰუპადას დასავლეთელ მოსწავლეებს იმის გამო, რომ ისინი ფოტოაპარატებს და მაგნიტოფონებს იყენებდნენ.

რა სიბრიყვე იყო ჩემი მხრიდან მათზე ზემოდან ყურება და საკუთარი თავის უკეთესად ჩათვლა მხოლოდ იმის გამო, რომ ცხოვრების ასკეტურ წესს ვეწეოდი. ახლა მესმის, რომ სამყაროსგან განდგომა ბუნებრივია მხოლოდ იმ დონით, რა დონითაც იგი მორჩილებას, პატივისცემასა და სიყვარულს აღვივებს ადამიანში.
სულ რაღაც რამდენიმე სიტყვით შრილა პრაბჰუპადამ დაანგრია ჩემი ილუზია. ჩემი ეგო მხილებულ იქნა, მაგრამ მე მადლიერებას ვგრძნობდი.


ნათქვამია, რომ წმინდა ადამიანს შეუძლია ვარდზე ნაზი და მეხზე მკაცრი იყოს. იმ დილით ერთ-ერთმა სტუმარმა თავის გამართლება დაიწყო, იცავდა რა საკუთარ უპრინციპობას და სულიერ სისუსტეს. შრილა პრაბჰუპადა დიდხანს უსმენდა, შემდეგ ხმას აუწია და ელვასავით დაიჭექა: “თუ სუსტი ხარ, გახდი ძლიერი! სიმტკიცის გარეშე ჩვარს ემსგავსება. მაშინ რა აზრი აქვს, რომ ადამიანი გერქვას?” სტუმარი საჰაერო ბუშტივით დაიჩუტა, თითქოს უჩხვლიტესო. ქედი მოიხარა პრაბჰუპადას წინაშე და შეჰპირდა, რომ მომავალში აღარ გააკეთებდა სისულელეებს. შრილა პრაბჰუპადას შეეძლო ძალიან მკვეთრი და უხეში ყოფილიყო, რათა შთაეგონებინა ადამიანისთვის გამოსწორების სასწრაფო აუცილებლობა. მისი სიტყვები, ბასრი, როგორც სკალპელი გამოცდილი ქირურგის ხელში, ჭრიდნენ მხოლოდ იმისთვის, რომ განეკურნათ. თვითონ ამის შესახებ ასე ამბობდა: “სულიერ მოძღვარს უნდა ჰქონდეს ბრიტანელი გენერლის გამბედაობა და ბენგალელი დედის გული”.

შრილა პრაბჰუპადამ განაგრძო ყველასადმი მიმართვა, და მის ხმაში მუდარა ჟღერდა: “ციდან ჩამოვარდნილი წვეთი გამჭვირვალეა. მაგრამ ჭუჭყთან შეხებისას, ის კარგავს თავის გამჭვირვალობას. წყლისთვის თავისი პირვანდელი სისუფთავის დაბრუნება შესაძლებელია, თუკი ჭუჭყს გავფილტრავთ მისგან. ამის ანალოგიურად, ჩვენი ცნობიერება თავდაპირველი ბუნებით სუფთაა, მაგრამ მატერიალურ ენერგიასთან შეხებისას, მან დაკარგა თავისი გამჭვირვალობა. ღმერთის სახელების გამეორებით ჩვენ შეგვიძლია აღვიდგინოთ ჩვენი ბუნებრივი, ნეტარი მდგომარეობა”. მან ახსნა, რომ უარი უნდა ვთქვათ სექტანტურ შეხედულებებზე და გავიგოთ, რომ ღმერთს მრავალი სახელი აქვს, და ყოველ მათგანში მან თავისი ღვთაებრივი ენერგიები ჩადო. “სახელი კრიშნა ნიშნავს “ყოვლის-მიმზიდველს”. ის ყოვლისმიმზიდველია, იმიტომ რომ ის თავდაპირველი წყაროა ყველანაირი სილამაზისა, ცოდნისა, ძალისა, სიმდიდრისა, სახელისა და განდეგილობისა. თუ ადამიანს პაწაწინა ნამცეცი მაინც აქვს ამ ყველა თვისებიდან, მას დიდებულად თვლიან. ღმერთი – დიდებულია, რადგან იგი – ყველა ამ ნიჭის წყაროა და უსაზღვრო დონით ფლობს ყოველ მათგანს. აირ ას ნიშნავს, იყო ღმერთის უზენაესი პიროვნება”.

შემდეგ მან ახსნა, რომ ეს ძალიან ბუნებრივი მეთოდია. რაც მეტს ვისმენთ კრიშნაზე, მით უფრო მეტად იღვიძებს ჩვენში მისადმი მიძინებული სწრაფვა. ბჰაკტის პრაქტიკის საფუძველს კრიშნას შესახებ საუბრების მოსმენადა მისი წმინდა სახელების გალობა წარმოადგენს. რა დონითაც იღვიძებს ჩვენში სიყვარული, იმავე დონით ჩნდება მსახურების სურვილი. მე ხშირად მესმოდა სიტყვები: “ღმერთი დიადია”, - მაგრამ ახსნამ, რომელიც შრილა პრაბჰუპადამ მოგვცა, იმდენად გამაოგნა, რომ მთელ სხეულში ჟრუანტელმა დამიარა.

http://www.radikal.ru
* * *
საღამოს იმ გორაზე ვიჯექი, სადაც მადანა-მოჰანას უძველესი ტაძარი დგას. ზემოდან იამუნას დავცქეროდი და ვკითხულობდი ლოცვას, რომელიც შრილა პრაბჰუპადამ დაწერა იმ დღეს, როცა სატვირთო გემით ამერიკის ნაპირებს მიადგა. იგი თითქმის სამოცდაათი წლის იყო, და გემზე რამდენიმე მძიმე გულის შეტევა გადაიტანა. თან მხოლოდ შვიდი დოლარი ჰქონდა ინდურ ვალუტაში, და მანამდე არასოდეს გადაუკვეთავს ინდოეთის საზღვრები. ოცდაათი დღის შემდეგ გემი ბოსტონის პორტს მიადგა, და იქ, ბოსტონის ჰავანში, შრილა პრაბჰუპადამ დაწერა წერილი, მიმართული უფალი კრიშნასადმი. რამდენიმე წლის შემდეგ მისმა მოსწავლეებმა შემთხვევით იპოვეს ეს ჩანაწერები ძველ ჩემოდანში.

გორის თავზე, სადაც ვიჯექი, სიწყნარე იყო. ხეების ფოთლებს ქარი აშრიალებდა, შორიდან მენავეების გადაძახილი მოისმოდა, სადღაც ძროხები ბღაოდნენ. ღრმა კონცენტრაციით ვმედიტირებდი იმ რამდენიმე სტროფზე ლოცვიდან, რომელიც ახლა ცნობილია, როგორც ლოცვა “ჯალადუტაზე”:

ჩემო ძვირფასო უფალო კრიშნა, შენ არაჩვეულებრივად კეთილი ხარ ამ უვარგისი სულისადმი, მაგრამ არ ვიცი, რატომ მომიყვანე აქ. ახლა შეგიძლია ის გამიკეთო, რაც გსურს.

თუმცა მე ვხვდები, რომ აქ რაღაც საქმე გაქვს, წინააღმდეგ შემთხვევაში რატომ მომიყვანდი ამ ადგილას?

ასეა თუ ისე, უფალო, შენ მომიყვანე აქ, რათა ხალხს მოვუთხრო შენს შესახებ. და ახლა, ჩემო უფალო, მხოლოდ შენზეა დამოკიდებული, რით დასრულდება ეს მცდელობა – წარმატებით თუ წარუმატებლობით. ყველაფერი შენი ნებაა.

ო, ყველა სამყაროს სულიერო მოძღვარო! მე შემიძლია მხოლოდ გავიმეორო შენი სიტყვები. ჰქმენ, თუ ეს გსურს ისე, რომ მათ გამიგონ.

მხოლოდ შენი უმიზეზო წყალობით მოიპოვებენ ჩემი სიტყვები სიწმინდეს. დარწმუნებული ვარ, რომ შეაღწევს რა ადამიანების გულებში, ეს ცოდნა სიხარულით აღავსებს მათ და ყველა ტანჯვისგან იხსნის.

ო, უფალო, მე – მარიონეტი ვარ შენს ხელებში. და რადგანაც მომიყვანე აქ საცეკვაოდ, მაშ მაიძულე, მაიძულე ვიცეკვო, ო უფალო, მაიძულე ვიცეკვო ისე, როგორც ეს შენ გინდა.

მე არ მაქვს არც ერთგულება, არც ცოდნა, მაგრამ მტკიცედ მჯერა კრიშნას წმინდა სახელის. მე ბჰაკტივედანტა დამარქვეს, და ახლა, თუკი შენი ნება იქნება, შეგიძლია გაამართლო ამ სახელის ჭეშმარიტი არსი.

ყველაზე უვარგისი და უმწეო გლახაკი, ა.ჩ. ბჰაკტივედანტა სვამი,
გემის - “ჯალადუტას” ბორტი,
ბოსტონი, მასაჩუსეტსის შტატი, აშშ.
1965 წლის 18 სექტემბერი.


* * *
გორაკის მწვერვალიდან ვაკვირდებოდი, როგორ მიჰქონდა იამუნას თავის წყლები დაბლობზე. შრილა პრაბჰუპადას სიტყვებზე ვფიქრობდი და უნებურად პარალელების გავლება დავიწყე მე არც თუ ადვილი გზა გამოვიარე ამერიკიდან ინდოეთამდე, მასწავლებლების ძიებაში, რომლებიც ღმერთის შესახებ ცოდნას გამიხსნიდნენ, ხოლო შრილა პრაბჰუპადამ ინდოეთიდან ამერიკამდე გადმოცურა – მოსწავლეების ძიებაში იმისთვის, რომ ღმერთის შესახებ ცოდნა გადაეცა მათთვის.

როგორც ჩანს, - ვფიქრობდი მე, - ღმერთი მსოფლიოს ჭეშმარიტ სიყვარულს მათი მეშვეობით უხსნის, ვისაც იყვარს იგი. პრაბჰუპადას ლოცვაში მორჩილება გამოსჭვიოდა, და ეს მორჩილება მოდიოდა იმ ადამიანის გულიდან, რომელმაც ყველაფერი მიატოვა სხვათა სულიერი კეთილდღეობისთვის. მოხუცებული ადამიანი, გადატანილი ინფარქტებით, ფულის გარეშე, მარტო, უცხო ქვეყანაში – იგი ღმერთს მხოლოდ ერთ კურთხევას ევედრებოდა: ყოფილიყო მისი თანაგრძნობის ინსტრუმენდი.

Posted by: cinemamu 28 Jan 2012, 16:23
მომდევნო დღის ადრიან დილას, შორეული ტაძრის ზარების გადაძახილით გაღვიძებული, დიდხანს ვიწექი მდინარის ნაპირზე, ცისკრის ვარსკვლავს ვუმზერდი და წინა საღამოს წაკითხულ წერილს ვიხსენებდი. დღეს დადგა მერვე – და ბოლო – დღე ვრინდავანში შრილა პრაბჰუპადას ყოფნისა.

ჩვეულებისამებრ შევედი ყინულივით ცივ წყალში მხრებამდე და ლოცვები აღვავლინე. მთვარის რბილ შუქზე შორეული ტაძრების მწვერვალების სილუეტები მოჩანდა. ცა ღრმა მდუმარებას ინარჩუნებდა. მარტოობა ჩემი ერთადერთი მეგზური იყო ამ დროს. სიცივისაგან აკანკალებულმა ხელები შევატყუპე და შევთხოვე შრი რადჰას და კრიშნას, რომ დამხმარებოდნენ. შემდეგ ნაპირზე გამოვედი, ტანსაცმელი გავწურე და აკანკალებულმა კვლავ ჩავიცვი ისინი. დავჯექი და ხის კრიალოსანზე უფლის წმინდა სახელების გამეორება დავიწყე. თან შრილა პრაბჰუპადას ვრინდავანიდან გამგზავრება მედგა თვალწინ.

საათით გვიან ვრინდავანის ბნელ ქუჩებს მივუყვებოდი მწველი სურვილით, რომ შრილა პრაბჰუპადას უკანასკნელი ლექცია მომესმინა. გარშემო ყველგან ზარები რეკავდნენ და სადჰუები გალობდნენ. ნახევრადმძინარე ვაჭრები მაღაზიებს აღებდნენ. ადგილზე მივედი და იატაკზე დავჯექი. დარბაზი სავსე იყო მოსწავლეებით და სტუმრებით, რომლებიც ხმადაბლა მღეროდნენ მაჰა-მანტრას თიხის ბარაბნების და ხელის თეფშების აკომპანიმენტის ქვეშ. ზოგიერთი ბექვის ქუდით და სვიტერით იყო შემოსილი ან პლედი ჰქონდათ შემოსხმული, სხვები სიცივისგან კანკალებდნენ. შენობაში ტკბილი სანდალის კეთილსურნელების სუნი იდგა, მაგრამ მის სიტკბოს არ შეეძლო ჰაერში მდგარი განშორების სიმწარის გადაფარვა: არავის არ უნდოდა, რომ შრილა პრაბჰუპადა ვრინდავანიდან წასულიყო.
როცა შრილა პრაბჰუპადა დარბაზში შემოვიდა, კირტანი უფრო ხმამაღლა და სწრაფად აჟღერდა, მაგრამ მაშინვე მიჩუმდა, როგორც კი ის თავის ადგილზე დაჯდა. ამომავალი მზის სხივები ფანჯრებში აღწევდნენ და რბილი შუქით ანათებდნენ მის ფიგურას. გარეთ თუთიყუშები მღეროდნენ, და ჩიტების ამ სიმფონიას დაემატა მცირე ლატუნის თეფშების ჟღერა, რომლითაც შრილა პრაბჰუპადა რიტმს ქმნიდა. თვალდახუჭულმა, ლამაზი გალობა შეასრულა: “ჯაია რადჰა მადჰავა კუნჯაბიჰარი, გოპიჯანა-ვალაბჰა გირივარა-დჰარი”. იგი მღეროდა უფალსა და მის ერთგულებს შორის არსებული სიყვარულის შესახებ, მე კი ჩემი გულის ხმას ვუგდებდი ყურს. შრილა პრაბჰუპადას სიყვარული ღმერთისადმი იმარჯვებდა ჩემზე.



შრილა პრაბჰუპადას ხმა ჩემს ყურებში შედიოდა და გულის სიღრმემდე აღწევდა. უცებ მივხვდი, რომ ჩემი ცხოვრების ყველა მოვლენა დღევანდელი დღის ჩათვლით მხოლოდ იმისთვის იყო გამიზნული, რომ ამ მომენტამდე მივეყვანე. ცნობიერების სიღრმეში თავდაჯერებულობა განმტკიცდა: დიახ, ღმერთმა როგორც იქნა მაჩვენა ჩემი გურუ. ვგრძნობდი, როგორ იწეოდა და ტრიალებდა ჩემი სული რწმენის უზარმაზარ ტალღაზე, შემდეგ კი მსწრაფლად ეშვებოდა მადლიერების ოკეანეში. ასეთი რამ აქამდე არასოდეს განმიცდია. სიხარულმა დატბორა მთელი ჩემი გული.

გამახსენდა ჩემი პირველი შეხვედრა შრილა პრაბჰუპადასთან ბომბეიში. უკვე მაშინ შინაგანი ხმა ჩამჩურჩულებდა: “ეს შენი გურუა!” მაგრამ იმ მომენტში ჯერ კიდევ არ მქონდა თავდაჯერებულობა და მზაობა, რომ ამ ხმას დავმორჩილებოდი. ამიტომ, სანამ ჭკუა გულს ებრძოდა, განვაგდე ჩემგან ეს გრძნობა და განვაგრძე ძიება. ამ ძიებამ ვრინდავანში მომიყვანა, კრიშნასთან. და ახლა ძალამ, რომელიც უსაზღვროდ აღემატებოდა ჩემი ჭკუისა და გულის ძალას, ერთიც და მეორეც ჰარმონიაში მოიყვანა. კი, კი, - ხმამაღლა მიცემდა გული. ჩემი ძიებებმა, დაწყებულმა მსოფლიოს მეორე კუთხეში – ჰეილენდ პარკში, ბოლოს და ბოლოს მომიყვანეს ჩემი გურუს ტერფებთან. ამ მომენტში მე მივხვდი, რომ ჩემს ცხოვრებაში არ შეიძლებოდა ყოფილიყო სხვა მიზანი, გარდა შრილა პრაბჰუპადას დახმარების სურვილისა ღმერთისადმი სიყვარულის მთელს მსოფლიოში გავრცელებაში. მომინდა გავმხდარიყავი თუნდაც ყველაზე უსუსური, მაგრამ ინსტრუმენტი თანაგრძნობით სავსე ამ მისიისა.

გონებაში ჩემი ცხოვრების სხვა მოვლენები ამოტივტივდა. გამახსენდა ეგვიპტელი მისტიკოსი ჰიმალაებში, რომელმაც მიწინასწარმეტყველა: “მოთმინებით განაგრძე ძიება. მაღალი ძალები დაგეხმარებიან იმის ცნობაში, ვისაც ეძებ. დამიჯერე. ეს ბედია. შენი მასწავლებელი აუცილებლად მოვა შენთან”. ახლა მისი წინასწარმეტყველება აღსრულდა.

ღმერთმა ჩემი მასწავლებლისადმი რწმენის მარცვალი ჩადო ჩემში, და თავს ისე ვგრძნობდი, თითქოს ნეტარების ტალღებში ვცურავდი. მაგრამ რაღაც მომენტში მომიწია, რომ მიწაზე დავბრუნებულიყავი და ალალად შემეხედა თვალებშI სინამდვილისთვის.

შევძლებ, რომ ჩემი გურუს სწავლების ერთგული დავრჩე? მსოფლიოში – ცდუნებების უსაზღვრო რაოდენობაა. საკუთარი მასწავლებლის შერცხვენა შავი უმადურობის აქტი იქნებოდა. ამას გარდა მე ისე ცოტა მაქვს საერთო მის დასავლეთელ მოსწავლეებთან, თუმცა კი დავიწყე მათდამი პატივისცემით მოპყრობა. შევძლებ მათთან ერთად ცხოვრებას? მე ძლიერი რწმენა მაქვს შრილა პრაბჰუპადას მიმართ, მაგრამ საკუთარი თავის მცირედ მჯერა. შემიძლია, მთელი გულწრფელობით ვთქვა, რომ ღირსი ვარ მისი მოსწავლეობისა?

თვალებზე ცრემლები მომადგა, ფეხები დამიბუჟდა, ხოლო გული მღელვარებით ამიძგერდა. მივხვდი, რომ არ ვიმსახურებდი ამას, მაგრამ გადავწყვიტე, რომ რადაც არ უნდა დამჯდომოდა დროთა განმავლობაში შემეძინა აუცილებელი თვისებები.

Posted by: Serg1us 28 Jan 2012, 16:45
სულ კაი კაი მომენტებში რატო წყვიტავ კაცო ბრაზილიური სერიალივით sad.gif

Posted by: cinemamu 28 Jan 2012, 17:18
Serg1us
QUOTE
სულ კაი კაი მომენტებში რატო წყვიტავ კაცო ბრაზილიური სერიალივით


მეგონა გაბრაზდი, ცოტ-ცოტას რომ ვდებ და პროტესტის ნიშნად აღარ კითხულობდი. biggrin.gif


* * *
მზემ დილის სუსხი განდევნა და ხალხის უზარმაზარი ბრბო გაანათა, რომლებიც ისევე როგორც მე, შრილა პრაბჰუპადას და მისი მოსწავლეების გასაცილებლად შეკრებილიყვნენ. უეცრად ბრბომ გამიტაცა და თან წამიყოლა. გამორკვევაც კი ვერ მოვასწარი, რომ შრილა პრაბჰუპადას პირისპირ აღმოვჩნდი. მე მის უძირო ყავისფერ თვალებს ვუმზერდი, ის კი – ჩემსას. იდუმალი შეგრძნება მომაწვა – მომეჩვენა, რომ თავად უფალი, შრილა პრაბჰუპადას გზით ჩემს სულში იხედებოდა. გარშემო ყველაფერი გაქრა. შრილა პრაბჰუპადა მშვიდად იდგა და ელოდა, როდის დავილაპარაკებდი. სუნთქვა შემეკრა და თავბრუ დამეხვა ემოციებისგან და მადლიერების გრძნობისგან. შეცბუნებულმა წარმოვთქვი: “შრილა პრაბჰუპადა, მინდა მთელი ჩემი სიცოცხლე მოგიძღვნათ”.

დამდგარ სიჩუმეში დრო გაჩერდა. წამები საუკუნეებივით იწელებოდა. როგორც იქნა მსუბუქი მოძრაობით იგი თითის წვერებით ჩემს შეტყუპებულ ხელებს შეეხო და რბილად გამიღიმა. მისი თვალები, ცრემლებისგან დანამულნი, იყვნენ თვალები მამისა, რომელიც უძღები შვილის დაბრუნებას ეღირსა განშორების ხანგრძლივი წლების შემდეგ. მის მზერაში დავინახე სიბრძნის უსაზღვრო ოკეანე, რომელიც დროს არ ემორჩილებოდა. სიყვარული ვიგრძენი – უძირო, მაგრამ ძალიან პიროვნული, რის გამოც მანამდე განუცდელი სიმყუდროვის შეგრძნება გამიჩნდა. თავი ოდნავ დამიქნია და წარმოთქვა: “დიახ, შენ სახლში დაბრუნდი”.
მადლიერების მოწოლილი ტალღა ცრემლების სახით გადმოიღვარა ჩემი თვალებიდან, მთელი ძალით ვცდილობდი თავი შემეკავებინა თავს დამტყდარი გრძNობებისგან და თაყვანი ვეცი. შრილა პრაბჰუპადამ თავისი ხელჯოხი ჩემს მეგობარს, შიამასუნდარას გადასცა, დაიხარა და ავტომობილში ჩაჯდა. ის იღიმებოდა და თავს უქნევდა თავის მეგობრებსა და თაყვანისმცემლებს, და ყველამ ტირილი, ხელების ქნევა და ხმამაღლა ყვირილი დაიწყო. ასე ვიდექით, სანამ ავტომობილი, რომლითაც შრილა პრაბჰუპადა მიდიოდა, წერტილად არ იქცა ჰორიზონტზე.

უძრავად ვიდექი და მოწმენდილ ცისფერ ცას ვუყურებდი. დღეს, ვგრძნობდი მე, ჩემი ჭკუის ბნელი ღრუბლებიდან რწმენის მზემ გამოანათა. და ეს მზე, ვიმედოვნებდი, რომ აღარასოდეს ჩავიდოდა.

მადლიერების ტალღები იღვრებოდა ჩემი გულიდან. ამ კურთხევის გულისთვის გადავიტანე მთელი ეს სირთულეები და განსაცდელები ჩემს გზაზე. სწორედ ამ საგანძურისთვის იყო გამიზნული ჩემი მოგზაურობა. ამ ჯადოსნური წამისთვის ტიროდა ჩემი სული. ღმერთმა ჩემი გზა გამიხსნა. ეჭვებისა და შიშის ბურუსი გაიფანტა, და აი, სულიერი მოძღვრის პირისპირ აღმოვჩნდი – ნამდვილი გასხივოსნებული გურუს წინაშე, რომელსაც შემიძლია მთელი სიცოცხლე მივუძღვნა. მოხდა ის, რისთვისაც ათასჯერ მილოცია და რისთვისაც ცრემლები მიღვრია. სასწაული, რომელსაც ასე ველოდი, აღსრულდა!

ჩემი სიხარული საზღვრებს ვერ პოულობდა. შრილა პრაბჰუპადას პიროვნება განასახიერებდა ყველა ტრადიციის მცნებას, რომელიც მოგზაურობის მანძილზე შევისწავლე. მისი სიტყვები წმინდანთა მთელი დასის უსასრულო სიყვარულსა და სიბრძნეს მიხნიდნენ და ყველა ჩემს ეჭვს ანადგურებდნენ. მან მოიტანა სწავლება, რომელიც საუკუნეების განმავლობაში ინახებოდა და სათუთად გადაეცემოდა მასწავლებლების უწყვეტი ჯაჭვით, სწავლება იმის შესახებ, თუ როგორ განვივითაროთ ურთიერთობა ყოვლისმიმზიდველ შეყვარებულთან. ჩემს გულში აინთო რწმენა იმისა, რომ ამ მოკრძალებულ წმინდა ადამიანს, არამაღალს და გამხდარს, მართლა უყვარს კრიშნა, და კრიშნასაც, უზენაეს უფალსაც უყვარს იგი.

Posted by: Serg1us 28 Jan 2012, 17:50
QUOTE
მეგონა გაბრაზდი, ცოტ-ცოტას რომ ვდებ და პროტესტის ნიშნად აღარ კითხულობდი.


პირიქით იმაზე გიბრაზდები მალ მალე რომ არ დებ საერთოდ წიგნებთან ცუდი დამოკიდებულება მაქვს პირველი გვერდივე თუ არ მომეწონა შანსი არაა ვერ წამაკითხებ ხოდა ამ წიგნში შიგნით ვარ და ახალი დადებული თარგმანი რომ არ მხვდება იცი როგორაა? ლამაზ სიზმარს რომ ხედავ და ვიღაც გაგაღვიძებს და მზად რომ ხარ რო მიაკლა biggrin.gif

Posted by: cinemamu 28 Jan 2012, 17:59
მოლოდინი უფრო საინტერესოს ხდის wink.gif

შაჰრაზადას ხშირად რომ არ გაეწყვიტა ხოლმე ათას ერთ ღამეს კი ვერ გაქაჩავდა biggrin.gif

Posted by: Serg1us 28 Jan 2012, 18:10
შენ თარგმნა გეზარებოდეს აბრალე ეხლა შაჰრაზადას biggrin.gif განა ერთგული არ ხარ? რას გააკეთებ იმაზე უკეთესს რასაც გთხოვ? (ბოროტად ვიყენებ biggrin.gif )

Posted by: cinemamu 28 Jan 2012, 18:27
Serg1us
QUOTE
შენ თარგმნა გეზარებოდეს აბრალე ეხლა შაჰრაზადასგანა ერთგული არ ხარ? რას გააკეთებ იმაზე უკეთესს რასაც გთხოვ? (ბოროტად ვიყენებ)


მანიპულაციის მცდელობის გამო დღეს ახალ ტექსტს აღარ ვთარგმნი! ვოტ! biggrin.gif

Posted by: Serg1us 28 Jan 2012, 18:58
მთელი ღამე სმენაში ვარ ნუ მიმატოვებ დამიტოვე რამე რა sad.gif

Posted by: პროგრესიუსი 28 Jan 2012, 22:38
cinemamu


QUOTE
"ლოსტი" რა შუაში იყო

მაგარი ლოსტაჰოლიკი ვარ, თან ინდუიზმზე იყო ბევრი ნამიოკები ლოსტში..:Dhttp://lostpedia.wikia.com/wiki/Religion_and_ideologies

მესმის რომ ვაოფებ მაგრამ აქვე გკითხავ - 108 რას განასახიერებს, ძირითადად რა დატვირთვა აქვს თქვენთვის

და კონკრეტულად ეს რიცხვები 4 8 15 16 23 42 რამეს თუ ნიშნავს?

punch.gif

Posted by: cinemamu 29 Jan 2012, 06:24
პროგრესიუსი
QUOTE
მესმის რომ ვაოფებ მაგრამ აქვე გკითხავ - 108 რას განასახიერებს, ძირითადად რა დატვირთვა აქვს თქვენთვის


108- რამდენიმე საკრალური დატვირთვა აქვს. უპირველეს ყოვლისა 108 გოპის აღნიშნავს, ასევე სამყაროს მთლიანობას. არის ასტროლოგიური მომენტებიც. თუ რაიმეს 108-ჯერ ამბობ, ან აკეთებ, ე.ი. სრულად აკეთებ. და თუ არ ვცდები ადამიანის სხეულში 108 მთავარი ენერგეტიკული ცენტრია.

QUOTE
და კონკრეტულად ეს რიცხვები 4 8 15 16 23 42 რამეს თუ ნიშნავს?


ვედურ ნუმეროლოგიაში ყველა ციფრი კარგია და არ არსებობს "ცუდი" ციფრები ან რიცხვები. 4 პლანეტა რახუს აღნიშნავს, 8 - სატურნს. დანარჩენებზე არაფერი ვიცი.

აგერ, კარგი სემინარია ვედურ ნუმეროლოგიაზე (ბოლოდან მეორე სემინარი ამ გვერდზე):

http://www.vedicuniversity.ru/astrologiya.htm

დანარჩენი ვედების თემაში მკითხე მსგავსი საკითხები...
* * *







ჩემი მოგზაურობების განმავლობაში არასოდეს შემიდარებია ერთმანეთისთვის ჩემი მასწავლებლები და არ ჩამითვლია, რომ მათგან რომელიმე სხვაზე უკეთესია. მე უბრალოდ ღრუბელივით ვიწოვდი ყველა მათ დარიგებას და მათთან ურთიერთობის გამოცდილებას, და მჯეროდა, რომ ღმერთი მიჩვენებდა ჩემს გზას და ჩემს გურუს. ბომბეიში შრილა პრაბჰუპადამ ჩვენი სულიერი ურთიერთობების მარცვალი ჩადო ჩემს გულში. ის პირველი შეხვედრა რაღაცით ჩემს სულიერ ჩასახვას ჰგავდა. მის მიერ დათესილი თესლი იზრდებოდა და ყველასთვის შეუმჩნეველი იყო მანამდე, სანამ კრიშნას მიწაზე არ მოვედი, ვრინდავანში, რომელიც ჩემი სახლი გახდა. ახლა კი, ჩემი სულიერი ჩასახვიდან ცხრა თვის შემდეგ, ჩვენი ურთიერთობების ნაყოფი წმინდა მიწაზე დაიბადა. უკან ვიხედებოდი წარსულისკენ და ვხედავდი, როგორ მატარებდა მთელი ამ დროის განმავლობაში უფლის უჩინარი ხელი.

ჩემი ცხოვრების ყოველი საფეხური სასწაულებრივ კურთხევად იქცა ჩემთვის. ვიხსენებდი ყველა განცდილ სიხარულს და სევდას, გამარჯვებას და მარცხს, და მესმოდა, რომ ეს ყველაფერი წინისკენ მიბიძგებდა სულიერ გზაზე. მახსენდებოდა ისინი, ვინც სიყვარულით და ზრუნვით მეპყრობოდა, როგორც კაილაშ ბაბა, და ისინი, ვისაც ვძულდი და ჩემი მოკვლა უნდოდა, როგორც სტამბულის ყაჩაღებს. ყველამ ითამაშა როლი უჩინარი შემოქმედის მიერ დაწერილ საოცარ დრამაში. როგორც მდინარის წყლები საბოლოოდ ოკეანეს ერწყმიან, ასევე მიმიყვანა შინაგანმა ძახილმა ჩემი კრიშნას და ჩემი ძვირფასი გურუს ტერფებთან. მადლიერების ცრემლებით ვტიროდი, თითქოს მესმოდა, როგორ მეუბნებოდა ღმერთი: “მე აქ ვარ, ეს მე მოგიყვანე აქამდე, და შენს წინ – ისაა, ვისაც ეკუთვნი!”

ფიქრებში ჩაძირული გავემართე იმ პატარა ოთახისკენ ძველ ტაძარში, სადაც ექვსი წლის განმავლობაში განდეგილად ცხოვრობდა შრილა პრაბჰუპადა. იატაკზე დავჯექი იმ ადგილას, სადაც პრაბჰუპადა საჭმელს ამზადებდა, ფანჯარაში გავიხედე და საკუთარ თვალებს არ დავუჯერე. სულ რაღაც რამდენიმე მეტრში შრილა პრაბჰუპადას საცხოვრებელი ადგილიდან რუპა გოსვამის განსასვენებელი იდგა, რომელთან მდგარსაც ადრე გამოცხადება მქონდა და ჩემი სულიერი გზა გამეხსნა.
ჩემს ნავთსაყუდელს დავუბრუნდი მდინარის ნაპირას, იმ ყველაფრით აღსავსე, რაც იმ დაუვიწყარ დღეს განვიცადე. უკვე შუაღამე იდგა. მთვარის შუქით განათებული ღამის სიჩუმეში, დავიწყე ფიქრი იმაზე, თუ რატომ მიზიდავდა მთელი ჩემი მოგზაურობის მანძილზე მდინარის ნაპირები. ყოველი მათგანი თავისი სიბრძნით მკვებავდა და თავშესაფარს მაძლევდა. შინაგანი მზერით იამუნას წყალს ვუცქერდი და მასში გეტისბურგის წყარო, ამსტერდამის არხები, ლუქსემბურგის მდინარე, ლონდონის ტემზა, რომის ტობროსი და ძლევამოსილი განგა დავინახე. ყოველი ამ მდინარის ჩურჩული მეხმარეობდა ხოლმე, რომ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება მიმეღო და საჭიროების შემთხვევაში საშველად მოდიოდა.

ახლა იამუნას მშვიდ დინებას ვუმზერდი და წარმოვიდგინე, როგორ იწყებდა იგი თავის ხანგრძლივ გზას ჰიმალაების მწვერვალებიდან, წმენდდა იგების და ბრძენების სამყოფელ ადგილებს ტყეებში, და ბოლოს და ბოლოს, ემორჩილებოდა რა უჩინარ ძალას, ვრინდავანში მოდიოდა. და მეც, ინდოეთში ჩამოსვლისას ჩემი მოგზაურობა ჰიმალაებიდან დავიწყე, საიდანაც ჩემი ბედის მდინარემ ამიტაცა და იოგების და ბრძენების სამყოფელი ადგილების გავლით ვრინდავანში მომიყვანა – ბჰაკტის მიწაზე, ჩემი გურუს ტერფებთან.

მთვარით განათებულ მდინარეს ვუცქერდი და მის ზედაპირზე საკუთარი სილუეტი შევნიშნე. უფალს სურდა, რომ ჩემივე ცხოვრების საკუთარი ანარეკლი ეჩვენებინა ჩემთვის. ქვიშიან ნაპირზე ვიწექი და ვიხსენებდი, როგორ ვლოცულობდი ღმერთისადმი ჩემს საძინებელში, ჰეილენბდ პარკში, და ღიმილით ხმადაბლა წარმოვთქვი: “დიახ, მთელი ამ დროის განმავლობაში შენ გესმოდა ჩემი”.

Posted by: uno_mas 29 Jan 2012, 11:36
კაცო, ეს რა მიქენი. დილიდან კითხვა დავიწყე და ძმაკაცის დაბადების დღეც კი დამავიწყდა lol.gif lol.gif

Posted by: cinemamu 29 Jan 2012, 11:42
uno_mas
QUOTE
კაცო, ეს რა მიქენი. დილიდან კითხვა დავიწყე და ძმაკაცის დაბადების დღეც კი დამავიწყდა


ჯერ სადა ხარ, ევროპას გაცდი და სხვა ბევრი რამეც დაგავიწყდება biggrin.gif

Posted by: uno_mas 29 Jan 2012, 12:18
cinemamu

ჯერ ბოლომდე არ წამიკითხია. რაღაც საქმეები გამომიჩნდა. აი, ვკითხულობდი და ძალიან კარგად აქვს ფლორენციაში ნანახი აღწერილი. კითხვა მებადება, ღმერთი ერთი თუ რამდენიმე? შვილი ერთი ჰყავს თუ რამდენიმე? სადაა სიმართლე? smile.gif

Posted by: cinemamu 30 Jan 2012, 14:56
uno_mas
QUOTE
კითხვა მებადება, ღმერთი ერთი თუ რამდენიმე? შვილი ერთი ჰყავს თუ რამდენიმე? სადაა სიმართლე?


ღმერთი ერთია, მაგრამ მრავალი სახელი, ფორმა და ასპექტი აქვს. თუმცა თავისი პირველადი ასპექტით იგი პიროვნულია. ამ და სხვა კითხვებზე პასუხებს თანდათან მიიღებ ამ წიგნში wink.gif

Posted by: cinemamu 1 Feb 2012, 15:04
თავი მეთოთხმეტე

დადგა 1972 წლის აპრილი. შრილა პრაბჰუპადას ვრინდავანიდან გამგზავრებიდან თითქმის ოთხმა თვემ განვლო. მთელი ამ ხნის განმავლობაში ჩაძირული ვიყავი სულიერ პრაქტიკაში, ტყის სიჩუმეში, და ურთიერთობა მქონდა ჩემი გულისთვის უძვირფასეს ადამიანებთან, ან ჩემს საყვარელ ტაძრებს მოვინახულებდი ხოლმე.
რა თქმა უნდა, ვისურვებდი, რომ სამუდამოდ დავრჩენილიყავი აქ, მაგრამ ჩემი ვიზის ვადა იწურებოდა. შეუწყალებლად ახლოვდებოდა ვრინდავანიდან და ინდოეთიდან ჩემი გამგზავრების თარიღი. მეჩვენებოდა, თითქოს წლები გავიდა მას შემდეგ, რაც ჰიმალაებისგენ გზაზე სასწაულებრივად აღმოვჩნდი ამ წმინდა ადგილას უფალი კრიშნას მოვლინების დღეს. ყველაფერი, რისკენაც ასე ვისწრაფვოდი, - აღმომეჩინა ჩემი სულიერი გზა და მეპოვნა გურუ – სწორედ აქ აღსრულდა.

გამგზავრების წინ ყოველ დარჩენილ დღეს თაყვანს ვცემდი ვრინდავანის ტყეს, ტაძრებს და ადამიანებს, რომლებმაც ჩემი გული დაატყვევეს. ჩემი აქ ყოფნის ყოველ დარჩენილ წამს განვიხილავდი, როგორც დაუმსახურებელ წყალობას.

ერთხელ დილით, გამგზავრებამდე რამდენიმე დღით ადრე, განაშიამთან მივედი მის საკუჭნაოში, რომელიც ტაძრად იყო ქცეული. ის და ჩვენი რამდენიმე საერთო მეგობარი გამოსამშვიდობებელ სიტყვებს მეუბნებოდნენ და საჩუქრებს მჩუქნიდნენ ვრინდავანის სამახსოვროდ. ერთმა ქალმა ავსტრალიიდან საელად რადჰა დასი – შრიპად ბაბას მოსწავლემ და ერთადერთმა დასავლეთელმა ქალმა ვრინდავანში – უბის წიგნაკში ვრინდავანის სხვადასხვა ხედები დამიხატა, რათა სახლში მეგრძნო თავი მაშინაც კი, როცა სხვა ადგილას ვიქნებოდი.

გამგზავრების მიჯნაზე მე და ასიმმა ჩვენთვის ერთ-ერთი ყველაზე უძვირფასესი ადგილი – გოვარდჰანას მთა მოვინახულეთ. აქ რადჰა და კრიშნა თავიანთ ყველაზე იდუმალ გართობებს ავლენდნენ, და ათასწლეულების შემდეგ მწირები და წმინდანები სხვადასხვა ადგილიდან ძველებურად უვლიდნენ გარშემო გოვარდჰანას, და წმინდად თვლიდნენ ამ მთის პაწაწინა ქვასაც კი. კრიშნამ, როცა იგი სულ რაღაც შვიდი წლის იყო, იოლად ასწია გოვარდჰანა და ერთი თითით ეკავა იგი შვიდი დღის განმავლობაში. და მისით, თითქოს ქოლგააო, თავის ერთგულებს იცავდა თავსხმა წვიმისგან. გოვარდჰანას გარშემო გზის ყველა ოცდასამი კილომეტრი წალკოტების, დასახლებების, წყალსაცავების, იალაღზე გასული ძროხებისა და ასეულობით მწირის გვერდით, სიხარული და სევდა ებრძოდნენ ერთმანეთს ჩემს გულში: ხვალ გამგზავრება მიწევდა.

http://www.radikal.ru
http://www.radikal.ru

გოვარდჰანადან დაბრუნებული, იმ ადგილებისკენ გავემართე სახეტიალოდ, რომლებიც ძვირფასი იყვნენ ჩემთვის. ყოველი ამ ადგილიდან მოვაგროვე მტვერი, და პატარა ტომარაში ჩავყარე, რათა ყოველთვის თან მეტარებინა ვრინდავანი, სადაც არ უნდა გადავეგდე ბედს. კრიშნას ვევედრებოდი: ძალიან გთხოვ: ყველგან, სადაც კი მიმიყვანს ცხოვრება, საშუალება მომეცი, რომ ყოველთვის ჩემს გულში შეგინახო. ის ღამე ვარსკვლავიანი ცის ქვეშ მჯდარმა გავატარე იამუნას ნაპირზე და თან მანტრას ვიმეორებდი.

მომდევნო დილით, განთიადისას მე და ასიმი ვრინდავანის სადგურისკენ გავეშურეთ და მათჰურასკენ მიმავალ მატარებელში ჩავჯექით. ვაგონში სული გადავუშალეთ ერთმანეთს და ჩვენი საყვარელი კერძი – ვრაჯა-როტი გურისთან ერთად გავიყავით. როცა მახსენდებოდა, როგორ დამაკლდებოდა ეს უბრალო გლეხური საჭმელი, გული მიწუხდა: “მხოლოდ ღმერთმა იცის, როდის ვნახავ კიდევ ვრაჯა-როტის და გურის”.

ასიმმა გამიღიმა და ჩანთა გამომიწოდა: “გახსენი”. შიგნით ჩავიხედე და ოცამდე მსუქანი ვრაჯა-როტი და გურის დიდი ნაჭერი დავინახე.

მათჰურაში ჩამოვედით და ბაქანზე დავდექით იმ მატარებლის მოლოდინში, რომელსაც ინდოეთიდან ნეპალში უნდა წავეყვანე. მოვიდა დრო, რომ დავმშვიდობებოდი ჩემს ძმას და მეგობარს, რომელთან ერთადაც დაუვიწყარი დღეები გავატარე. მატარებელი ხმაურით უახლოვდებოდა ბაქანს, მე კი მთელი ძალით ვცდილობდი არ ავბღავლებულიყავი. ვერ ვიჯერებდი, რომ ჩემი გულისთვის ასე ძვირფასი ადგილი უნდა დამეტოვებინა, სადაც კრიშნამ ჩემს ლოცვებს უპასუხა. ცრემლები ღვარ-ღვარით წამომივიდა. ასიმმა ხელზე ხელი მომიჭირა, ცდილობდა დავემშვიდებინე. ცრემლიანად მომღიმარმა გამომშვიდობების წინ წარმოთქვა: “კრიშნადას, იქ, სადაც კრიშნა გეხსომება, იქნება ვრინდავანიც. ვილოცებ, რომ დაბრუნდე აქ”.

ლაპარაკის ძალა აღარ მქონდა განშორების სიმწარის გამო. ერთმანეთს გამოვემშვიდობეთ და შეტყუპებული ხელისგულები გულ-მკერდთან მივიდეთ. “გმადლობ ყველაფრისთვის”, - ჩუმად ვუთხარი და ვაგონში ავედი. ვემშვიდობებოდი ვრინდავანს, ჩემს სულიერ სახლს, ლოკომოტივი კვამლის ბოლქვებს უშვებდა და სულ უფრო და უფრო შორს მივყავდი.
* * *
კატმანდუსკენ გზაზე ვმარჩიელობდი, იყო თუ არა რაიმე ჩემთვის “American Express”-ის ადგილობრივ განყოფილებაში. რაღაც იყო. თუმცა მამას მივწერე, რომ დამოუკიდებლად შემეძლო სახლში დაბრუნება, მან, ლოდინისგან გადაქანცულმა, ჩემს სახელზე სამასორმოცდაათი დოლარი გადმორიცხა ავიაბილეთებისთვის. კატმანდუში, ინდოეთის საელჩოში ორკვირიანი სატრანზიტო ვიზა გადმომცეს ინდოეთში, რათა შემძლებოდა დელიში ბელგიისკენ მიმავალ თვითმფრინავში ჩავმჯდარიყავი, იქიდან კი აშშ-ში გადავფრენილიყავი.

კატმანდუდან გამგზავრებამდე ნოსტალგიური გასეირნება განვახორციელე სვაიამბჰუნათჰისკენ, სადაც კვლავ ვნახე საბედისწერო ბრინჯის ყანები, სადაც ხანგრძლივი განშორების შემდეგ ჰარის შევხვდი. მენატრებოდა ჩემი ძველი მეგობარი. იმ მომენტიდან, რაც ბედმა დაგვაშორა, ჩემს ცხოვრებაში იმდენი დრამატული მოვლენა მოხდა, რომ ერთი სული მქონდა, როდის მოვუყვებოდი მას ამ ყველაფერს. წინანდებურად უსახლკარო მოგზაურივით ვცხოვრობდი. და ის? მასთან შეხვედრა მორიგი სასწაული იყო.

ბაჰმატის ნაპირს გავუყევი პაშუპატინათჰისკენ. საღამოს მთვარის შუქის ქვეშ ვიჯექი მდინარესთან და ვიხსენებდი, რამდენი ცრემლი დავღვარე აქ ერთი წლის წინ, ვცდილობდი რა ჩემი გზა მეპოვნა, და რამდენი კურთხევა მივიღე მას შემდეგ. დილით გამოვემშვიდობე ამ ადგილებს. მოგზაურობის ჩვევა არ მაძლევდა უფლებას, რომ ცდუნებისგან შემეკავებინა თავი: სატვირთოს ძარაზე შევხტი, რომელიც პოჰარის ველისკენ მიდიოდა – ეს იყო ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი მარშრუტი ნეპალიდან ინდოეთისკენ.

ველი ყოველი მხრიდან თოვლიანი ჰიმალაებით იყო შემოსაზღვრული. ღამის გასათევ ადგილად ყველას თვალთაგან მიფარებული გამოქვაბული ავირჩიე ციცაბო მაღლობზე, მდინარისგან მაღლა. მთელი მომდევნო კვირის განმავლობაში კანოეთი მივცურავდი პჰევალის ტბის შუაგულამდე, სადაც მზის ამოსვლიდან მზის ჩასვლამდე ვმედიტირებდი. მთელი ამ დღეების განმავლობაში ერთი სულიერიც კი არ შემხვედრია – მხოლოდ შემთხვევით თუ გადავაწყდებოდი გლეხს, ან მეთევზეს. მეშვიდე დღის დადგომასთან ერთად, ჩემი ნეპალის ვიზის ვადის ამოწურვამდე ორიოდე დღით ადრე, მე ჩუმად ვუთხარი მთებს, ცას და წყალს: “ნახვამდის, მშვენიერო პოკარო. ხვალ უნდა გავემგზავრო”. ნაპირს მივადექი, ნიჩაბი კანოეზე დავდე და მზის ჩასვლის წინა სხივების ქვეშ ფეხით გავუდექი გზას.

ბნელი და უკაცრიელი გზა გადავლახე ჯუნგლების გავლით და კვლავ ჩემი გამოქვაბულისკენ წავედი. გვერდზე ავტობუსმა ჩაიარა. პირველი ნაბიჯი გადავდგი ქვემოთ, მთის ციცაბო დაღმართისკენ, როცა უეცრად რაღაც უცნაური ყვირილი გავიგონე. გაკვირვებული შემოვბრუნდი. ავტობუსმა ჩემგან ოც მეტრში დაამუხრუჭა, მწუხრის სიბნელეში მოჩვენებასავით სწრაფად მიახლოვდებოდა ფიგურა. ეს თავდასხმაა? უნდა გავიქცე? მოჩვენება მიახლოვდებოდა, მე დავიძაბე, და ვცდილობდი გამერჩია სიბნელეში, თუ ვინ იყო. თანდათანობით სილუეტის ნაკვთებიც გამოჩნდა. შეუძლებელია! ღმერთო, ეს ისაა!

“ჰარი!” – მე შევხტი და მისკენ შესახვედრად გავემართე. სიხარულისგან გაგიჟებულები, რომლის სიტყვებით გადმოცემაც შეუძლებელია, ერთმანეთს ჩავეხუტეთ. გაოგნებულები ვიმეორებდით: “ეს ღმერთის ხელია! ეს ღმერთის ხელია!”

Posted by: cinemamu 2 Feb 2012, 16:10
ჰარის უკან სიბნელეში კიდევ ერთი ფიგურა გამოჩნდა, რომელიც ნაცნობად მომეჩვენა. ეს ვინღაა? არა, შეუძლებელია! ჰეკეტი ბრუკლინიდან, ჩვენი საერთო მეგობარი, რომლის სახლშიც ოდესღაც ჰარის სატელეფონო ზარი მომწვდა – ზარი, რომლისგანაც დაიწყო ეს მოგზაურობა. გამახსენდა ჰეკეტის სიტყვები, რომლებიც მან წარმოთქვა, როცა გაიგო, რომ ევროპაში გამგზავრებას ვაპირებდით: “მე თქვენ მოგძებნით ბიჭებო, - სამოთხეში ან ჯოჯოხეთში, დაიმახსოვრეთ ჩემი სიტყვები!” და მართლაც, მან ზღვის დონიდან ათასობით მეტრის სიმაღლეზე მოგვძებნა, ჰიმალაების სამოთხეში. და ახლა, თითქმის ორი წლის შემდეგ, სამივენი მთის ფერდობზე ვიდექით ნეპალის ვარსკვლავებით მოჭედილი ცის ქვეშ და გაოცებულები ვუმზერდით ერთმანეთს.

ჩემს გამოქვაბულში დავპატიჟე ისინი ღამის გასათევად. ციცაბო დაღმართზე ვეშვებოდი და გამოქვაბულისკენ მიმავალ გზაზე წინ მივუძღოდი, ისინი კი უკან მომყვებოდნენ. ორივე ჩემი მეგობარი გაშეშდა ჩემი საცხოვრებლის დანახვაზე. ქვის იატაკზე ჩამოვჯექით. როგორც სტუმართმოყვარე მასპინძელმა, ბრინჯის ფანტელები, ნაკადულის წყალი და რამდენიმე ვრაჯა როტი გურით შევთავაზე მათ. სათანადო ინვენტარი არ მქონდა, ამიტომ ჩემი მეგობრები ხელით შეუდგნენ ჭამას.

ჰარიმ თავისი ხის ჯამი იატაკზე დადგა და თქვა: “ჩვენ დღეს დილით გამოვედით კატმანდუდან ავტობუსით, რათა მთებში ავსულიყავით”. მან თავი გააქნია, ჯერ კიდევ ვერ მოსულიყო გონს ამ მოულოდნელი შეხვედრისგან:

“მანქ, რიჩარდ ან როგორ გეძახიან ახლა?”

“ზოგიერთი კრიშნადასს მეძახის”.

“ცუდი არაა. მოკლედ, კრიშნადას. ავტობუსი მიდის, მე კი მძინავს. უცებ ვიღვიძებ და როგორც კი თვალს ვახელ, ფარების შუქი შენზე ეცემა, და ვასწრებ შევამჩნიო, რომ ფერდობზე ეშვები. მთელი ავტობუსის გასაგონად ვყვირივარ, რომ მძღოლმა სწრაფად დაამუხრუჭოს, და ავტობუსიდან ვხტები, არც კი ვიცი სად”. ჰარის გაეცინა: “ვის უნდა მოვუყვე – ვერაფრით ვერ დაიჯერებენ!”

ჰეკეტმაც ვერ გაძლო. თავისი ჯამი იატაკზე დაახეთქა და ხმამაღლა დაიძახა: “მე თავად ვნახე ეს – მაგრამ მაინ ცარ შემიძლია დაჯერება!” თვალები წამოენთო:

“ვფიქრობ, მართლები ხართ – ეს ყველაფერი ღმერთის გარეშე ვერ ჩაივლიდა”.

ჩვენ გავჩუმდით, ჯერ კიდევ გაოგნებულები ვიყავით მოვლენათა ამ სასწაულებრივი თანხვედრის გამო. ჩვენი მცირე ტერასიდან, რომელიც მდინარის ზემოთ იყო დიდ სიმაღლეზე, მეოცნებე თვალებით ვუმზერდით ველის მოპირდაპირე მხარეს განლაგებული მთების სილუეტებს. ბოლოს დუმილი მე დავარღვიე: “არ მინდა გაგანაწყენოთ, მაგრამ ხვალ დილით, მზის ამოსვლისთანავე უნდა წავიდე”.

წინ მთელი ღამე გვქონდა, მთვარის შუქით განათებული. ჰეკეტი ქანცგაწყვეტილი იყო ავტობუსით მძიმე მგზავრობის შემდეგ, და როგორც არ ეცადა ფხიზლად ყოფილიყო, მალე ჩაეძინა. სამაგიეროდ მე და ჰარი სულს ვერ ვითქვამდით იმდენს ვლაპარაკობდით. იგი მიყვებოდა, თუ როგორ ცხოვრობდა თვითონაც სადჰუს ცხოვრებით, როგორ მოინახულა აშრამები და წმინდა ადგილები, მე კი ვრინდავანის შესახებ ვუყვებოდი. როცა ჩემი გეგმების შესახებ მოისმინა, გაეცინა: “შენ ვერაფერს გაგიგებს კაცი კრიშნადას. მამამ ფული გამოგიგზავნა, შენ კი მაინც გამოქვაბულში ცხოვრობ. საოცარია!”

ამაზე არც კი მიფიქრია, სანამ მან არ მითხრა. “დიახ, - დავეთანხმე მე, - მაგრამ იცი, ჰარი, იმდენი ხანია მოგზაურის ცხოვრებით ვცხოვრობ, რომ უკვე დამავიწყდა, როგორ დავხარჯო ფული”.

ამ წმინდა ადგლას ვიჯექით, მდინარეს ვუცქერდით ზემოდან და ერთმანეთს იმ გამოცდილებას და საგანძურს ვუზიარებდით, რომლებიც ჩვენს სულიერ გზაზე ვიპოვეთ. მთელი ღამე ვტკბებოდით განათებული ველით და მთვარით, რომელიც თავისი ვერცხლისფერი შუქით მოპირდაპირე მთებს ანათებდა, სადღაც ქვემოთ კი გაუჩერებლად მღეროდა მდინარე.

ჰარი ჩემი ცხოვრების ყველა ცვლილების მოწმე იყო. ჩვენ ბავშვობის წლებიდან ვმეგობრობდით, ერთად ვთამაშობდით, შემდეგ ერთად დავდიოდით სკოლაში, ერთად ვხვდებოდით გაუგებრობებში. როცა მოზარდები გავხდით, ერთად ავჯანყდით საზოგადოდ მიღებული სოციალური ნორმების წინააღმდეგ და ჰიპების სამყაროს შევუერთდით. ევროპაში ერთად ვსწავლობდით სხვა ქვეყნების ხელოვნებას და კულტურას. ჰარი აკვირდებოდა, როგორ მივყავდი ცხოვრებაში ჩემს სულიერ ძიებებს. ერთად ვმოგზაურობდით, და მე, მივყვებოდი რა შინაგანი ხმის ძახილს, ვლოცულობდი სინაგოგებში, მონასტრებში და ტაძრებში, მოგვიანებით კი გამოქვაბულებში და მთებში ვმედიტირებდი. შინაგანი ხმის ბრძანებით დავტოვე ჩვენი გამოქვაბული კუნძულ კრეტაზე. ერთი წლის შემდეგ ნეპალის ბრინჯის ყანებში გადავეყარეთ ერთმანეთს, და ჰარის თვალწინ წარუდგა იოგებთან და ლამებთან ცხოვრებისგან გამოწრთობილი ასკეტი. იმ დროს მე ჯერ კიდევ ვეძებდი ჩემს გზას და ჩემს გურუს. ამ ღამით მან აღმოაჩინა, რომმისმა ძველმა მეგობარმა როგორც იქნა თავი მიუძღვნა გზას, რომელიც ერთიანმა ღმერთმა მიუთითა. უფალმა ჩემს სულიერ მამასთან – შრილა პრაბჰუპადასთან მიმიყვანა, ვისმა ღვთაებრივმა მოწყალებამაც ჩემი რწმენა და სიყვარული მიიზიდა. ახლა მთელი გულით მწყუროდა საკუთარ თავში მორჩილების, ასევე კრიშნასადმი სიყვარულის და ადამიანების მსახურების ჭეშმარიტი სულის განვითარება.

მზემ მთებიდან დაიწყო ამოსვლა, და ჰარის ყვრიმალებზე ცრემლი ჩამოუგორდა. მან მიჩურჩულა: “მე ისე მიხარია შენს გამო, ჩემო ძმაო. ღმერთმა უპასუხა შენს ლოცვებს”. ჰარის გაეღიმა: “ეს საოცარი მოგზაურობა იყო”.

თვალები დავხუჭე და ღრმად შევისუნთქე ჰაერი. კვლავ დადგა განშორების დრო. მაგრად გადავეხვიეთ და გზა დავულოცეთ ერთმანეთს. მომღიმარი, შევტრიალდი და ციცაბო ფერდობზე ავედი, რათა გზაზე გავსულიყავი.

“ჩემო ძმაო!” – მომაძახა ჰარიმ.

ჩვენი გამოქვაბულიდან ნახევარ გზაზე, კლდის გამოშვერილს მოვეჭიდე წონასწორობის შესანარჩუნებლად და ქვემოთ ჩავიხედე, სადაც ჰარი იდგა. მას დაბნეული სახე ჰქონდა, თვალებში კი ცრემლები ედგა. წვერზე ხელი დაისვა და დამიყვირა: “შევხვდებით კი ოდესმე ისევ?”

გამოქვაბულს შევხედე, რომელმაც შემიფარა, და კიდევ ერთხელ მივუგდე ყური მდინარის მომაჯადოებელ სიმღერას. აღელვებულმა და თვალცრემლიანმა დავუყვირე ჰარის: “ჩვენ აუცილებლად შევხვდებით, თუკი ჩვენს შინაგან ხმას დავუგდებთ ყურს!”

* * *
ნიუ-დელის აეროპორტში ინდოეთის ავიახაზების თვითმფრინავით გადავფრინდი ბელგიის ასტონამდე. გლახაკი მოგზაურის ტანსაცმლით, ბარგის გარეშე (თუ არ ჩავთვლით დახეულ ჩანთას და ლითონის თასს), საკმაოდ უცნაურ სანახაობას წარმოვადგენდი უცხოელ ტურისტებსა და ბიზნესმენებს შორის. ირლანდიელი, რომელიც ჩემს გვერდით იჯდა ეკონომ-კლასში, განუწყვეტლივ ეწეოდა ერთი-მეორეს მიყოლებით სიგარეტს. კვამლი თვალებს მიწვავდა და ვიხრჩობოდი, მაგრამ მწეველს ეს ოდნავაც კი არ აღელვებდა. დასავლეთში დაბრუნება დაიწყო.

ვაკვირდებოდი, როგორ ურიგებდა სტიუარდესა მგზავრებს საჭმელს, და გამახსენდა, რომ ჩემს ჩანთაში იდო განძი, რომელსაც შეძლო ეს თვითმფრინავი სულიერი სამყაროს ოაზისად ექცია – ვრაჯა-როტი და გური, ჩემი ძვირფასი ძმის – ასიმის საჩუქარი. ისინი ცოტა არ იყოს გამაგრდნენ, მაგრამ ჩემთვის არ არსებობდა ამაზე ძვირფასი საჭმელი. და აი, ათიათასი მეტრის სიმაღლეზე, მე საზეიმოდ გავხსენი ვრაჯა-როტით სავსე ტომარა და ჩემს სულიერ სახლზე მოგონებებში ჩავიძირე.

ბელგიიდან ავტოსტოპით ჩავაღწიე ჰოლანდიამდე, რათა ჩემი მეგობრები მომენახულებინა, რომლებიც მე და ჰარიმ ევროპაში გავიცანით. ჩავედი თუ არა აბკუდში, სადაც კოსმოსი ცხოვრობდა, მისი დედისგან შევიტყვე, რომ ის ამსტერდამში გადასულიყო საცხოვრებლად. ყველნაირი გაფრთხილების გარეშე მივადექი მათი ბინის კარს. კოსმოსი, ჩუჩი და მათი მეგობრები წამოხტნენ და გადამეხვივნენ. ხმამაღლა უკრავდა როკ-ენ-როლი, ვიღაც პივას წრუპავდა, სხვები მარიხუანას ეწეოდნენ, და კვამლის ღრუბლებში ერთმანეთს ეხვეოდნენ უცნობი გოგოები და ბიჭები.

ცუდად გავხდი. სულ რაღაც რამდენიმე დღის წინ ბრძენებთან ერთად ვცხოვრობდი ინდოეთის წმინდა ტყეში, ახლა კი აქ აღმოვჩნდი, წვეულებაზე, სადჰუს ტანსაცმელში, კრიალოსანით და შესაწირის თასით ხელში. დაბნეული, ვცდილობდი გავრკვეულიყავი, რა დაემართათ ჩემს ძვირფას მეგობრებს? შემდეგ გამახსენდა ჩემი შეხვედრა შონთან კონოტ-პლეისზე, და მივხვდი, რომ სინამდვილეში სხვა კითხვა უნდა დამესვა საკუთარი თავისთვის: რა დამემართა? ორი-სამი საათი ვილაპარაკე ბიჭებთან, შემდეგ კი თავაზიანად დავემშვიდობე.

გარეთ გამოვედი და ამსტერდამის ქუჩებში დავიწყე სეირნობა. განცვიფრებული ვიყავი, რამდენად უცხო იყო ჩემთვის გარშემო ყველაფერი. ხალხის ჩაცმულობა, მათი ურთიერთობა ერთმანეთთან – ყველაფერი უცნაურად მეჩვენებოდა. საღამო დადგა, და ღამის გასათევად ახალგაზრდულ საერთო საცხოვრებელში მოვთავსდი, სადაც ქვედა საწოლი გამომიყვეს საერთო ოთახში. იქნებ, - ვფიქრობდი მე, - სანამ მშვიდად დავისვენებ საწოლში, ჩემი გონება როგორმე შეეწყობა და შეეჩვევა ამ ცვლილებას.

სულ რაღაც ერთი დღის წინ მშვიდ წმინდა ადგილას ვიჯექი წმინდა მდინარის ნაპირზე. ახლა კი ამსტერდამში ვათევდი ღამეს. მგზავრობით გადაქანცულს შეუმჩნევლად ჩამეძინა ღრმა ძილით. უეცრად შუაღამისას ჩემმა საწოლმა რყევა და ჭრიალი დაიწყო. მოულოდნელობისგან წამოვხტი და თავიდან გავიფიქრე, რომ მიწისძვრა დაიწყო. მაგრამ მალე მივხვდი. ჩემი საწოლის ზედა იარუსიდან პირდაპირ ჩემს თავზე რომელიღაც წყვილის ოხვრა-კვნესა ისმოდა. ამისთვის განსაწყობად ნამდვილად არ ვიყავი მზად. სად ვარ? რატომ ვარ აქ? სად გაქრა ის ადგილი წმინდა მდინარის ნაპირზე, სადაც ჩვეულებრივ ვათენებდი ხოლმე ღამეს? საერთო საცხოვრებლიდან გამოვვარდი და გათენებამდე დავხეტიალობდი ქუჩებში. გამთენიისას სკამზე ჩამოვჯექი პატარა პარკში და დარჩენილი ვრაჯა-როტით და გურით ვისაუზმე. მოგვიანებით, ამავე დღეს წერილი მივწერე მშობლებს, სადაც ვუხსნიდი, თუ რატომ არ მივფრინავდი ჯერ სახლში. აუცილებლად მესაჭიროებოდა დრო, რათა ადაპტაცია მომეხდინა დასავლურ სამყაროსთან.

ამსტერდამში იოგურტთან შერეული მიწის თხილით ვიკვებებოდი. არ ვიცოდი, როგორ შეიძლებოდა ვყოფილიყავი ვეგეტარიანელი დასავლეთში, მაგრამ ეს უბრალო დიეტა ძალიან მომეწონა.

ერთ-ერთ საღამოს ღამის კლუბ “კოსმოსში” შევედი. სწორედ აქ შევხვდი პირველად იმ ადამიანს უჩვეულო გარეგნობით – გადაპარსული თავით და “ცხენის კუდით”, - რომელმაც გულუხვად დამისხა პირდაპირ გაშლილ ხელისგულებზე ხილის სალათა იოგურტით. ამ ადამიანს, რომელსაც როგორც მოგვიანებით გაირკვა, შიამასუნდარა ერქვა, კვლავ და კვლავ ვხვდებოდი ხოლმე – ჯერ ბომბეიში, შემდეგ კი ვრინდავანში. საბოლოოდ იგი ჩემი ახლო მეგობარი გახდა. თვალწინ ჩემი მოგზაურობის ყველა პერიპეტიამ ჩამიარა, და ვიგრძენი, თანდათანობით როგორ იკვრებოდა ამ მოვლენების წრე.

შაბათ საღამოს, თერთმეტი საათისთვის სასეირნოდ გავედი და გაუფრთხილებლობის გამო ამსტერდამის ავბედით რაიონში მოვხვდი. ასობით ამერიკელი მეზღვაური ხეტიალობდა ქუჩებში, რომლებიც ნეონის შუქის რეკლამებით იყო განათებული. ორივე მხრიდან მოისმოდა ხმაური გადავსებული დისკოტეკებიდან, ბარებიდან, ღამის კლუბბებიდან და ბორდელებიდან. ცოცხალი მუსიკა ყველა მხრიდან ჟღერდა, ჰაერში კი ალკოჰოლის და შემწვარი ხორცის სუნი იდგა. მე ჯერ კიდევ სადჰუს ტანსაცმელში ვიყავი გამოწყობილი. მეძავმა, სუნამოს მძაფრი სუნით, მკვეთრი წითელი ტუჩებით და ტუშის სქელი ფენით ყვრიმალებზე ხელი ჩამავლო ხელში და თავისკენ მიმათრევდა, მაგრამ როგორღაც თავი დავიძვრინე. გარს მთვრალი მეზღვაურების ბრბო შემომეხვა. ისინი ერთმანეთს ასწრებდნენ ყვირილში: “შენ საიდან გამოჩნდი ასეთი?”, - და წინ და უკან მიბიძგებდნენ ერთი-მეორესკენ. ერთმა მათგანმა მაგრად შემანჯღრია, მეორემ კი გადაიხარხარა და სიტყვებით: “მოდი აბა დალიე მეგობარო”, - ცივი ლუდის მთელი ქილა დამასხა თავზე. რომელ პლანეტაზე ვიყავი? როგორც იქნა გამიშვეს.

http://www.radikal.ru
http://www.radikal.ru
http://www.radikal.ru
http://www.radikal.ru

უმიზნოდ დავხეტიალობდი ჯუნგლებში, რომლებშიც ჰიმალაების ლეოპარდებზე, სპილოებზე და გველებზე უფრო ველური ცხოველები დაძრწოდნენ. სასოწარკვეთილი დავდიოდი დიდ ქალაქში და “წითელი ფანარების” რაიონის ვიწრო ქუჩაზე აღმოვჩნდი. საროსკიპოები ქუჩის ორივე მხარეზე იყო ჩამწკრივებული, და მიწაზე ვირთხები დაძვრებოდნენ. შუშის ვიტინებში ნახევრადშიშველი მეძავები სხვადასხვა მაცდურ პოზებს იჭერდნენ და ამით კლიენტების მიზიდვას ცდილობდნენ. ერთ-ერთ ვიტრინაზე დიდი ასოებით ანათებდა რეკლამა: “სექს-შოპი”. ამ დაწესებულებიდან მარცხნივ რაღაც ავტოფარეხის კარი ჭიშკარი მოჩანდა, რომელშიც ჩადგმული იყო ზომით უფრო პატარა კარი. მასზე იყო წარწერა: “რადჰა-კრიშნას ტაძარი”.

ნუთუ ჰალუცინაციები დამეწყო? დავაკაკუნე. კარი ერთგულმა გამიღო და ღიმილით მითხრა: “გთხოვ, შემოდი. თავი ისე იგრძენი, როგორც საკუთარ თავში!” შხაპი მივიღე და დავჯექი, რომ ცოტა აზრზე მოვსულიყავი. სასიამოვნო სულიერი მელოდია წყნარად უკრავდა. შენობის კედლები რადჰას და კრიშნას ვრინდავანის გართობათა გამოსახულებებით იყო მოხატული. გარშემო მუსკუსის კეთილსურნელების არომატიც ტრიალებდა. “გინდა ცხელი რძე?” – მკითხა ერთგულმა. მე თავი დავუქნიე. რძე ბანანით და კარდამონით აღმოჩნდა შეზავებული. გულზე მომეშვა და გარშემო მიმოვიხედე. შეგრძნება ისეთი იყო, თითქოს უსაშველოდ გამომხმარ უსასრულო უდაბნოში მოგზაურობის შემდეგ ოაზისში აღმოვჩნდი. და აქ კედელზე დავინახე სურათი შრილა პრაბჰუპადას გამოსახულებით, რომელიც ალერსიანი ღიმილით მიმზერდა და, თითქოს, კიდევ ერთხელ მეგებებოდა თავის სახლში. მე უხმოდ აღვუვლინე მადლიერების გამომხატველი ლოცვები იმისთვის, რომ მრავალი წლის წინ მან სატვირთო გემით გადმოცურა ინდოეთიდან დასავლეთისკენ. მისი ძალისხმევის წყალობით ასობით მსგავსი ოაზისი გაჩნდება მსოფლიოში.

* * *
ამსტერდამიდან ლონდონში გავემგზავრე, სადაც რაღაც პერიოდი დავყავი აშრამში ბრიტანულ მუზეუმთან ახლოს. შემდეგ ნიუ-იორკისკენ მიმავალ თვითმფრინავში ჩავჯექი. საიმიგრაციო კონტროლის ამერიკულ სამსახურში მოხელე ქალმა დაწვრილებით შეისწავლა ჩემი პასპორტის ყოველი გვერდი, შემდეგ სადღაც დარეკა ტელეფონით და მხოლოდ ამის შემდეგ ჩამირტყა შტამპი. როგორც კი ნაბიჯი გადავდგი, გზა ორმა სამოქალაქოდ ჩაცმულმა გოლიათმა გადამიჭრა. ცხვირწინ მოწმობა წარმომიდგინეს, და მაშინვე მივხვდი, რომ მათთან ხუმრობა არ შეიძლებოდა.

http://www.radikal.ru

პირველ რიგში პასპორტი ჩამომართვეს. “ჩვენ – ფედერალური აგენტები ვართ. გამოგვყევით”. რაღაც კაბინეტში შემიყვანეს და გულდასმით მაკვირდებოდნენ, ისე რომ უხერხულობისგან თვალები გავწიე. ერთმა აგენტმა მითხრა: “თქვენ დაკავებული ხართ შტატებში ნარკოტიკების კონტრაბანდული შეტანის მცდელობის გამო. თუ ნებაყოფლობით ჩაგვაბარებთ მათ და ითანამშრომლებთ ჩვენთან, თქვენი დანაშაულის სასჯელის ვადა შემცირდება”.

“მე არანაირი ნარკოტიკი არა მაქვს”, - ძლივს გასაგონად ვუპასუხე მე.

“ჩვენ ზუსტად ვიცით, რომ გაქვთ. ჩაგვაბარეთ, წინააღმდეგ შემთხვევაში თვითონ ვიპოვნით, - მუშტი მაგიდას დაარტყა. – გაფრთხილებთ, ჯობია არ გაგვაბრაზოთ”.

მათ საგულდაგულოდ გაჩხრიკეს მთელი ჩემი ბარგი და ძალიან გაუხარდათ, როცა ვრინდავანის მტვერით სავსე პატარა ტომსიკა იპოვეს. აგენტმა ტომსიკა სახესთან მომიტანა და საზეიმოდ მკითხა: “და ეს რა არის?”

“ეს მტვერია წმინდა ადგილებიდან”.

აგენტმა გულდასმით გამოიკვლია ტომსიკის შიგთავსი, თითებს შორის მოსრისა მტვერი და დაყნოსა, შემდეგ იმედგაცრუებულმა შეკრა და გვერდზე გადადო.
მეორე აგენტი მჩხრეკდა. უეცრად თვალები გაუნათდა, და აგზნებულმა ხელისგულები ერთმანეთს შემოჰკრა: “ვიპოვე! ვიპოვე! ნარკოტიკი აქ აქვს!” მათ მაგარი კვანძი შეამჩნიეს ჩემს ზურგს ქვემოთ. “რა არის ეს?!” – დაიყვირა მან.

“ეს თეძოებზე შემოსახვევია”. ცხადი იყო, რომ ცხოვრებაში არასოდეს უნახავთ სადჰუს თეძოებზე შემოსახვევი.

“გაიხადეთ”, - მომთხოვეს მათ. ყველაფერი გავიხადე, შემოსახვევის გარდა. “რა არის ეს?!” – კვლავ დაიყვირა აგენტმა. მისმა უფროსმა დამცინავად თქვა: “ყოველ შემთხვევაში Fruit of the Loom-ის საფირმო ტრუსები ნამდვილად არაა”. მათ გამოიკვლიეს ჩემი თეძოებზე შემოსახვევი, რომელშიც მრავალრიცხოვან მდინარეებში და ტბებში ვბანაობდი. “ჩაიცვით”, - როგორც იქნა მითხრეს მათ. შემდეგ ერთ-ერთმა აგენტმა ამიხსნა, რომ ავღანეთის, პაკისტანის და ნეპალის ვიზები ჩემს პასპორტში ერთგვარ სიგნალებს წარმოადგენდნენ ნარკოტიკების შესაძლო შემოტანაზე. მან ბოდიში მომიხადა: “ვწუხვართ, რომ უსიამოვნება მოგაყენეთ, მაგრამ გთხოვთ გაგვიგოთ, რომ ჩვენი მოვალეობაა – დავიცვათ ამერიკა”. პასპორტი დამიბრუნეს და საბაჟო ზონის გასასვლელამდე გამაცილეს.

* * *
ჩემი მშობლიური სახლი მოზარდ-მოსწავლემ დავტოვე და საზაფხულო არდადაგებზე ევროპაში წავედი. ორი წლის შემდეგ სამშობლოს ასკეტ-განდეგილად დავუბრუნდი, უძველესი სულიერი გზის მიმდევრად. იმ დროისთვის მშობლებს უკვე გაეყიდათ ჩვენი სახლი ჰეილენდ პარკში და მაიამი-ბიჩზე, ფლორიდაში იყიდეს ბინა. ჯონ კენედის სახელობის საერთაშორისო აეროპორტში შიგა ავიახაზების თვითმფრინავში ჩავჯექი და მაიამიში ჩავფრინდი. მამა, მიუხედავად გატეხილი ფეხისა, ყავარჯნებით მოვიდა აეროპორტში ჩემს დასახვედრად. მასთან ერთად იყო ჩემი უმცროსი ძმა ლარი. მათ იატაკზე მჯდომი, თვალდახუჭული და მედიტაციაში მყოფი დამინახეს; ნივთებიდან მხოლოდ გახუნებული ჩანთა და ლითონის თასი მქონდა. მამამ მღელვარებისგან წყვეტილი ხმით წამოიძახა: “მადლობა ღმერთს, შვილო, როგორც იქნა სახლში დაბრუნდი!”

მე მაშინვე წამოვხტი და გადავეხვიე. მან მაგრად მომიჭირა ხელები და ტირილი დაიწყო. და ამოიოხრა, თითქოს ის ტკივილი გაუშვა, რომელიც მთელი ამ თვეების განმავლობაში უჭერდა გულზე. აღელვებულმა უმცროსმა ძმამ ლარიმ, რომელსაც ჩვიდმეტი წელი შესრულებოდა, გაიღიმა, როცა ძმურად და მაგრად გადავეხვიე. თვალმოუწყვეტელი მიყურებდა, როგორც გმირს, რომელიც სახლში გამარჯვებული დაბრუნდა.

როგორც კი შევედით ჩვენს ახალ ბინაში, შემოსასვლელში დედა გამოვარდა და დაიყვირა: “რიჩარდ, როგორ მომენატრე!” ცრემლებს ღვრიდა, მეხვეოდა და შუბლზე მკოცნიდა. არასოდეს დამავიწყდება მისი ცრემლები. “როგორ გამხდარხარ! – თქვა მან. – იცი, მე სპეციალურად შენთვის შევისწავლე ვეგეტარიანული სამზარეულო!” სამზარეულოს მაგიდაზე ვეგეტარიამული კულინარიული წიგნების მთელი ბიბლიოთეკა ეწყო. დედამ მაშინვე სუპი, შემწვარი ბოსტნეული და ბრინჯი მოიტანა მაგიდასთან, დესერტად კი ვაშლის შტრუდელი.

დარეკა ტელეფონმა: ჩემს უფროს ძმას მარტის, რომელიც არიზონაში სწავლობდა კოლეჯში, უნდოდა დაბრუნება მოელოცა ჩემთვის. მე გამაოცა ჩემი მშობლების სიყვარულმა და მათმა მზადყოფნამ, რომ ყველაფერი ისე მოეწყოთ, რომ ბედნიერი ვყოფილიყავი. მიუხედავად იმისა, რომ მათთვის ძნელი იყო ჩემს სულიერ არჩევანთან შეგუება, ისინი ცდილობდნენ გაგებით მოკიდებოდნენ ჩემი ცხოვრების წესს. მთელი ძალით ვცდილობდი, გამომეხატა ჩემი სიყვარული მათდამი, და ამავდროულად დამეცვა საკუთარი სულიერი პრინციპები. თუმცა ჩვენს შორის უფსკრული გაჩნდა, სიყვარული და ერთმანეთის პატივისცემა ჩვენს ურთიერტობაში მთავარად რჩებოდა. ჩემი სულიერი პრაქტიკის, ღმერთის ერთგულების მეშვეობით მივედი იმ გაგებამდე, რომ სიყვარულისა და ურთიერთობების შენარჩუნებისთვის საჭიროა ისეთი თვისებები, როგორებიცაა პატიების და მოსმენის უნარი, მოთმინება, მადლიერება და მორჩილება. იმისთვის, რომ მორჩილება აღვზარდოთ საკუთარ თავში, პირველ რიგში უნდა ვისწავლოთ ისეთებად მივიღოთ სხვები, როგორებიც არიან და ყურადღება არ მივაქციოთ განსხვავებებს. ჩემს მშობლიურ სახლში ყოფნამ დამაფიქრა იმაზე, რომ სხვების განკითხვის ჩვევა ხშირად საკუთარ თავში დაურწმუნებლობაზე, ეგოიზმზე ან მოუმწიფებლობვაზე მიუთითებს, და ვცდილობდი აღმომეფხვრა ჩემში ეს თვისებები. ყოველი ჩვენგანი ღმერთის შვილია. ღმერთს თავისი ყოველი შვილი უყვარს. თუკი მინდა, რომ ღმერთი შევიყვარო, უნდა ვისწავლო მათი სიყვარული, ვინც მას უყვარს.

* * *
ყველას ესმოდა, რომ დიდხანს არ გავჩერდებოდი სახლში. მიუხედავად იმისა, რომ დედამ არაჩვეულებრივი ოთახი მომიმზადა, მე ტერასის ცემენტის იატაკზე ძილს ვამჯობინებდი. იქიდან, წყნარ განთიადისწინა საათებში, მეხუთე სართულის სიმაღლიდან ვუმზერდი ყურეს, რომლის ნაპირებზეც პალმები და ევკალიპტები იზრდებოდნენ. ხეები ქარის ქვეშ ნელა ირწეოდნენ, მე ზღვის ჩურჩულს ვუგდებდი ყურს და ვგრძნობდი, როგორ იქცეოდა ტერასა ჩემს საყვარელ ქვად განგას შუაგულში. ჩუმად ვიმეორებდი ღვთაებრივ მანტრას, რომელიც ოდესღაც გამიხსნა მდინარემ და წარმოვიდგინე, როგორი სწრაფვით მოედინებოდა განგა სწორედ იმ ზღვისკენ, რომელიც ჩემს წინ გადაშლილიყო. შევიგრძენი, რომ ვრინდავანი ჩემს გურუსთან და ჩემს უფალთან ერთად უჩინარად იმყოფებიან აქ, ჩემს გვერდით – დროისა და სივრცეს მიღმა. მთელი გულმკერდით შევისუნთქე მარილიანი ჰაერი და მადლიერება ჩაიღვარა ჩემს გულში. გავიღიმე, ხელისგულები შევატყუპე და წავიჩურჩულე: “ეს საოცარი მოგზაურობა იყო, და შენ უპასუხე ჩემს ლოცვებს. ყველგან, სადაც მახსოვხარ, სახლში ვგრძნობ თავს”.

http://www.radikal.ru
* * *
ბოლოსიტყვაობა

თითქმის ორმოცი წელი გავიდა მას შემდეგ, რაც აღმოსავლეთში ჩემი მოგზაურობა განვახორციელე. ამ წლების განმავლობაში ერთი მნიშვნელოვანი რამ შევიცანი: თუ ჩვენი ცხოვრება ღმერთისადმი ერთგულებით იქნება გამსჭვალული, მაშინ სადაც არ უნდა ვიცხოვროთ – წმინდა ადგილას ინდოეთში თუ ამერიკის მჭიდროდ დასახლებულ ადგილას, - ჩვენ ყველგან სახლში ვიგრძნობთ თავს.

ოჯახთან დაბრუნებიდან მალევე გადავწყვიტე ერთ ამერიკულ აშრამში გადავსულიყავი. ორჯერ შემომთავაზეს ინიციაციის მიღება ჩემს გურუსთან, მაგრამ ორჯერვე უარი განვაცხადე, რადგან ვფიქრობდი, რომ ჯერ არ დამიმსახურებია ეს. სხვა ბერები თავს იპარსავდნენ, მაგრამ მე გადავწყვიტე არ გადამეპარსა თმა მანამდე, სანამ აბსოლუტურად მზად არ ვიქნებოდი ინიციაციის მისაღებად. 1973 წლის გაზაფხულზე უფალი ჩაიტანიას – ამ ეპოქაში კრიშნას ავატარის – მოვლინების დღეს ვზეიმობდით და მთვარის ამოსვლამდე ვმარხულობდით. მე ბნელ სხვენზე განვმარტოვდი, რომელიც იმ გამოქვაბულებს მაგონებდა, სადაც ოდესღაც ვმედიტირებდი ხოლმე, და აღთქმა დავდე, რომ ასიათასჯერ გავიმეორებდი ღმერთის სახელებს ჩემს ხის კრიალოსანზე. დაახლოებით ექვსი საათის გასვლის შემდეგ რაღაც არაჩვეულებრივი შთაგონება ვიგრძენი. ლოცვა დავიწყე: “ჩემო ძვირფასო უფალო, რა შემიძლია გაჩუქო შენს დაბადების დღეზე?” გაიარა მაჰა-მანტრაზე მედიტაციის კიდევ ერთმა საათმა. სანამ ვიმეორებდი “ჰარე კრიშნა... ჰარე რამა”, მეჩვენებოდა, რომ ჩემი კითხვა განუწყვეტლივ ჟღერდა ჩემს ჭკუაში: “ძვირფასო უფალო, რა შემიძლია გაჩუქო შენს დაბადების დღეზე?” როცა მანტრის უკანასკნელი წრის გამეორებას ვამთავრებდი, გულიდან ჩემს კითხვაზე პასუხმა გაიჟღერა: “შენი თმა მაჩუქე”.

ვიცოდი ეს რას ნიშნავდა. დიდი ხნის წინათ მტკიცედ გადავწყვიტე, რომ თმას მხოლოდ მაშინ დავემშვიდობებოდი, როცა მზად ვიქნებოდი სულიერი მოძღვრისგან ინიციაციის მისაღებად. მე მჯეროდა, რომ ახლა ჩემში ღმერთის ხმა ჟღერდა, რომელიც ადასტურებდა ჩემს მზადყოფნას ინიციაციისთვის, რომლის მრავალი დიადი სულისგან მიღებაზე ვთქვი უარი ჩემს გზაზე. 1973 წლის ზაფხულზე ინიციაცია მივიღე. ცერემონიაზე, მას შემდეგ, რაც დავდე აღთქმები, რომელსაც მთელი ცხოვრება უნდა მივყვე,… შრილა პრაბჰუპადამ სულიერი სახელი მომცა – რადჰანათჰა დასი, “უფალი კრიშნას, რადჰას შეყვარებულის მსახური”.

იმისთვის, რომ ეს განსაკუთრებული დღე სამუდამოდ აღბეჭდილიყო ჩემს მეხსიერებაში, ერთ-ერთმა ჩემმა მეგობარმა ჩარჩოიანი ფოტოსურათი მაჩუქა. არც ის და არც მე არ ველოდით იმ ეფექტს, რომელიც მან მოახდინა ჩემზე. მთელი სხეულით ავკანკალდი, პირი დავაღე, და თვალებს არ ვუჯერებდი. ეს იყო ფოტო სწორედ იმ ბროშურის უკანა ყდიდან, რომელიც ნიუ-იორკის როკ-ფესტივალზე მაჩუქეს. ფესტივალის მეორე დრეს სწორედ ის სატელეფონო ზარი გაისმა ჰარისგან, რომელმაც მთელი ჩემი ცხოვრება გადაატრიალა. თავგადაპარსულმა ბერმა ეს ბროშურა სწორედ იმის წინა დღეს მაჩუქა, როცა ბედმა ჩვეული გარემოდან ცვლილებების სამყაროში გადამაგდო. გამახსენდა, რომ რამდენიმე კვირის შემდეგ, ავტოსტოპით ინგლისში მოგზაურობისას, პირველად დავათვალიერე ყურადღებით ბროშურა და სულის სიღრმემდე აღფრთოვანებული ვიყავი მოხუცი ადამიანით მის უკანა ყდაზე: “თუ კი მსოფლიოში ვინმემ იცის, რას ნიშნავს სულიერი ნეტარება, ეს ისაა”, - გავიფიქრე მე. ბროშურა სადღაც გადაიკარგა, და მეტჯერ აღარც გამხსენებია. და აი ახლა, ხანგრძლივი პაუზის შემდეგ, ყველაფერი ეს კვლავ ამომიტივტივდა გონებაში.ადამიანი ფოტოდან, ჩემი გურუ – შრილა პრაბჰუპადა აღმოჩნდა. წრე შეიკრა. ყველაფერი თავის ადგილზე დადგა. ჩემი სულიერი ძიებების სულ დასაწყისში ღმერთმა იდუმალი პასუხი მომცა გამოუთქმელ კითხვაზე: ვინ წამიყვანდა ცხოვრებაში და რა გზით? თავსატეხი სრულიად ამოხსნილი გახდა ჩემი ინიციაციის დღეს.

http://www.radikal.ru
* * *
ჩემი ცხოვრების მომდევნო ექვსი წელი ასკეტურ აშრამში გავატარე უკაცრიელ ადგილას, მცირე მთის მწვერვალზე. მონასტრამდე მიღწევა მხოლოდ ტყის გრუნტის გზით იყო შესაძლებელი. ზამთარი იქ თოვლიანი და ცივი გახლდათ, მონასტერი კი არ თბებოდა. განბანვის მისაღებად, დილაობით ქვით ვტეხდით ყინულს და ყინულივით ცივ წყალში ჩავეშვებოდით ხოლმე. კანალიზაცია არ იყო; ნიჩაბით ჩამოვდიოდით მთიდან და ცხოველქმედების ნარჩენებს მიწაში ვმარხავდით. ჩემი ცხოვრების წესი აშრამში წააგავდა იმ ცხოვრებას, რომელსაც ჰიმალაებში ვეწეოდი: დღისით და ღამით ღვთაებებს ვემსახურებოდი და ვცდილობდი რა გამეღრმავებინა ჩემი სულიერი პრაქტიკა, და ძროხებს ვუვლიდი.

რამდენიმე წლიანი მედიტაციის შემდეგ თანაგრძნობაზე, რომელიც ჩემი გურუს გულში ცოცხლობდა, საკუთარ თავში ღრმა სურვილი განვივითარე, რომ სხვებისთვისაც გამეზიარებინა შეძენილი საგანძური. ჩემი მსახურება მომავალი რვა წლის განმავლობაში გახდა ლექციების კითხვა კოლეჯებსა და უნივერსიტეტებში, ძირითადად ოჰაიოს შტატში და დასავლეთ პენსილვანიაში. კოლეჯების პედაგოგები მეპატიჟებოდნენ ლექციების წასაკითხად ფილოსოფიაზე, რელიგიაზე, სოციოლოგიაზე, კონფესიათაშორის დიალოგზე და ბჰაგავად-გიტაზე. ასევე დროდადრო კულინარიულ კურსებს ვატარებდი ვეგეტარიანელებისთვის.

ჩემი ძვირფასი გურუდევამ, შრილა პრაბჰუპადამ, ეს სამყარო 1977 წლის 14 ნოემბერს, ვრინდავანში დატოვა. არასოდეს დამავიწყდება ეს დღე. ყველაფერი გაუდაბურდა გარშემო. მთელი ჩემი მოთმინება ცრემლების ზღვაში ჩაიძირა, გულიდან კი ყვირილმა ამოხეთქა: საით უნდა წავიდე ახლა, როცა ჩემმა ყველაზე ძვირფასმა მეგობარმა და წინამძღოლმა მარტოდმარტო დამტოვა ამ წინააღმდეგობებით აღსავსე და ჩახლართულ სამყაროში? როგორღა ვიცხოვრებ მისი სიყვარულის, მისი ღიმილისა და სიბრძნის გარეშე? ახლა უკვე წინ მედო, რომ ჩემი გურუს თანყოფნა ჩემსავე გულში მეგრძნო. ჩემს გულწრფელობას გამოცდა უნდა გაევლო იმაზე, თუ როგორ მივყვებოდი მის ღვთაებრივ ნებას, რომელიც მიბრძანებდა, რომ კრიშნა შემეყვარებინა და ამ სიყვარულის ინსტრუმენტი გავმხდარიყავი. მაგრამ თუ მოსწავლე გულწრფელად მიჰყვება თავისი მასწავლებლის დარიგებებს, გურუ ყოველთვის მის გვერდით იქნება, წარმართავს და იცავს რა მას. მსახურება განშორებაში – ესაა ჩვენი მადლიერებისა და სიყვარულის გამოცდა, და როგორც თანდათანობით გავიგე, ასეთ განშორებას ყველაზე ტკბილი სიახლოვის შეგრძნება მოაქვს.

1982 წელს ჩვენი საზოგადოების ერთგულებმა დაჟინებით მთხოვეს, რომ სვამის აღთქმები მიმეღო – ბერისა, რომელიც ცელიბატს ინახავს და თავის ცხოვრებას მხოლოდ ღმერთის მსახურებას უძღვნის. მე ყ

Posted by: cinemamu 4 Feb 2012, 14:57
1982 წელს ჩვენი საზოგადოების ერთგულებმა დაჟინებით მთხოვეს, რომ სვამის აღთქმები მიმეღო – ბერისა, რომელიც ცელიბატს ინახავს და თავის ცხოვრებას მხოლოდ ღმერთის მსახურებას უძღვნის. მე ყველანაირად ვეწინააღმდეგებოდი ამას, რადგანაც მესმოდა, რომ პატივისცემას და თაყვანისცემას, რომელიც ტიტულ “სვამისთან” ერთად მოდის, შეეძლო უმაღლესი მიზნისგან გადაეცდინა ადამიანი. გარდა ამისა არ ვთვლიდი თავს ამ მდგომარეობის ღირსად. მაგრამ თხოვნები და დაჟინებული მოთხოვნები არ წყდებოდა. რა უნდა მექნა? ჩემს ლოცვებში შრილა პრაბჰუპადას და უფალს მივმართე. მომდევნო თვეებში უფროსმა ერთგულებმა და ჩემი გურუს ხმამ გულიდან მიკარნახეს, რომ ჩემს არჩევანში ერთადერთი მოტივით უნდა მეხელმძღვანელა: როგორ შევძლებდი ღმერთის უკეთ მსახურებას. 1982 წლის მაისში სანიასა მივიღე. ამ მომენტიდან რადჰანადჰა სვამიდ ვიწოდები.

* * *
1983 წელს კვლავ ჩავედი ინდოეთში – პირველად თერთმეტი წლის შემდეგ. ლონდონიდან დელიმდე თვითმფრინავით ჩავფრინდი. იგივე გზა, რაც ოდესღაც ავტოსტოპით ნახევარ წელიწადში გავიარე, თვითმფრინავმა ცხრა საათზე ნაკლებში დაფარა. თუმცაღა მე არაფრით გავცვლიდი ამ სწრაფ და საიმედო გადაადგილების მეთოდზე იმ გამოცდილებას, რომელიც ჩემი მოგზაურობების მანძილზე გამოვიარე და რომელმაც მთელი ჩემი ცხოვრება გადაატრიალა. ჩემი მგზავრობის ბოლოს მწირობა განვახორციელე ჩემს საკუთარ სახლში – ვრინდავანში. დაბრუნების უსაზღვრო სიხარული დანაკარგის სიმწარით იყო დანაღვლიანებული: თითქმის არც ერთი ჩემი გულისთვის ძვირფასი ადამიანი აღარ იყო ცოცხალი. აშრამიდან აშრამამდე ვხეტიალობდი – მხოლოდ იმისთვის, რათა შემეტყო, რომ კიდევ ერთმა ჩემმა მეგობარმა დატოვა ეს სამყარო.

განსაკუთრებით ერთი ჩემთვის ძალიან ახლობელი ადამიანის ნახვა მინდოდა, და მისკენ მიმავალი ღმერთს შევთხოვდი, რომ ცოცხალი დამხვედროდა. ნახევრადდანგრეული უძველესი ტაძრის გვერდით ჩემს თვალებს წარმოუდგა სურათი, რომელმაც ცრემლებამდე შემძრა. შიშველ ქვის საფეხურებზე სრულ მარტოობაში იჯდა ადამიანი, რომლის დიდებაც დაფარული იყო ქვეყნიერებისგან, მაგრამ მარადიულად ანათებდა ჩემს გულში. ეს იყო ჩემი ძვირფასი განაშიამი. იგი ძალიან მოხუცდა მას შემდეგ, რაც ბოლოს ვნახე. ისეთი გამხდარი და თხელი გახდა, რომ ქარის ძლიერი დაქროლვა წააქცევდა. ცრემლიანი თვალები დაბლა დაეხარა და რადჰასა და კრიშნას სახელებს იმეორებდა. მე ჩუმად მივუახლოვდი და მის გვერდით ჩამოვჯექი. სიხარულის ცრემლებით მტირალმა ვუჩურჩულე: “განაშიამ ბაბა, გახსოვარ? მე ჩემი ცხოვრების ყოველ დღეს გიხსენებდი”.

თავისი ბავშვური, უცოდველი თვალები მომაპყრო სახეში და ცდილობდა გაეხსენებინა მის გვერდით მჯდარი უცნობი. რამდენიმე ხანგრძლივი წამის შემდეგ დუმილი აღფღტოვანებული ჩურჩულით დაარღვია: “კრიშნადას?” თვალებიდან ლოყებზე ჩამოუგორდა ცრემლები. მღელვარებისგან აკანკალებულმა წამოიძახა: “კრიშნადას, ნუთუ შენ ხარ?” ათრთოლებული ხელით ლოყაზე მეფერებოდა და თვალებში მიყურებდა. მოხუცებულ სახეზე ყველა ნაკვთი დაეჭიმა მოწოლილი გრძნობებისგან. “დიახ, ეს შენ ხარ, კრიშნადას! შენ ხარ!” – ტიროდა იგი. დიდი გაჭირვებით ეთაყვანა თავით მიწას, ღმერთისადმი მადლობის ნიშნად. შემდეგ ნელა წამოდგა და ხელი ჩამკიდა. სიხარულისგან ხმა უწყდებოდა: “წამოდი კრიშნადას, წამოდი! გოპიჯანა-ვალაბჰა დაიღალა შენი ლოდინით. ძალიან გთხოვ, წამოდი!” განაშიამმა ნელა წამიყვანა იმ ქუჩით, რომელიც უკვე რამდენჯერ მესიზმრა, და ბოლოს პაწაწინა ტაძარში მიმიყვანა, საკუჭნაოში. რა დიადი დღესასწაული დაუდგა ჩემს თვალებს და ჩემს სულს: კიდევ ერთხელ პირისპირ შევხვედროდი გოპიჯანა-ვალაბჰას და მათ ძვირფას მსახურს, განაშიამს! მან როგორც ყოველთვის, ვრაჯა-როტი შემომთავაზა და ყველაფერი დანარჩენი, რაც გააჩნდა. რამდენიმე საათი ვიჯექი მასთან, რომლებმაც წამებივით ჩაიარეს. ჩემს გულში მადლიერების გარდა არაფერი იყო: მე სახლში ვიყავი.

მაგრამ ჩემი მოვალეობები უკან, ამერიკაში მიხმობდნენ. მომდევნო წელს კვლავ ჩავედი ვრინდავანში, ჩემს განაშიამთან შეხვედრის მოლოდინით. მოუთმენლობისგან აკანკალებულმა გადავიარე კანალიზაციის არხი და ნაცნობ სახლში შევედი. მაგრამ რადჰა გოპიჯანა-ვალაბჰას ტაძარი ჩვეულებრივ საკუჭნაოდ ქცეულიყო. ღვთაებები წასულიყვნენ. სამოც წელზე მეტი ეს ოთახი გახლდათ სამყოფელი უფლისა, რომელიც მიწიდან მოევლინა, რათა თავისი საყვარელი განაშიამის მსახურება მიეღო. ახლა კი იქ მხოლოდ ცოცხები, ვედროები, სამზარეულოს ინვენტარი და რაღაც ტანსაცმელი ელაგა. ოჯახის დიასახლისი სამზარეულოდან გამოვიდა, რათა გაეგო ჩემი იქ ყოფნის მიზეზი.

“სად არიან რადჰა და გოპიჯანა-ვალაბჰა?” – ვკითხე მე.

“მათ სხვა სახლი იპოვეს თავისთვის”.

“განაშიამ ბაბა სადღაა?”

ქალმა ხელი ცისკენ გაიშვირა და მიპაუხა: “კრიშნასთან წავიდა”.

გაოგნებული გარეთ გამოვედი. ვრინდავანის ცას შევხედე და ავტირდი. ვჩურჩულებდი: “განაშიამ, შენ საუკუნოდ დასახლდი ჩემი გულის პატარა საკუჭნაოში. იქ მუდამ გავთბები შენი მორჩილების ზეწრით და შენი უანგარო სიყვარულის პურით”.

1985 წელს ოცი ერთგულისგან შემდგარი ჯგუფი წავიყვანე გოვარდჰანას მთის გარშემო. ისე, რომ არანაირ სიურპრიზს არ ველოდი, პირისპირ შევეჩეხე ასიმს, ჩემს ძველ მეგობარს. გახარებულნი გადავეხვიეთ ერთმანეთს. უზომო მადლიერებას ვგრძნობდით ერთმანეთისადმი. თოთხმეტი წლის წინ, ვრინდავანში ყოფნის ბოლო დღეს, ერთად შემოვუარეთ გოვარდჰანას. ისეთი შეგრძნება იყო, თითქოს სწორედ იმავე ადგილას შევხვდით, სადაც დავშორდით. მას ძალიან გაუხარდა, როცა გაიგო, რომ სვამი გავხდი. მშვიდი ადგილი ვიპოვეთ და სასაუბროდ ჩამოვსხედით.

ამ წლების განმავლობაში ასიმმა სადოქტორო დისერტაცია დაიცვა სანსკრიტზე კოლუმბიის უნივერსიტეტში. სამეცნიერო წრეებში იგი თავის სახელს ატარებდა – ალან შაპირო. ცნობილი პროფესორები, რომლებიც სანსკრიტის წყაროებს იკვლევდნენ, მას მიმართავდნენ დახმარებისათვის. მაგრამ ვრინდავანი წინანდებულად მის მშობლიურ სახლად რჩებოდა.

ასიმმა გამიღიმა: “ცოტა ხნით აქ მომიცადე სვამიჯი”. რამდენიმე წუთის შემდეგ ჩანთით ხელში დაბრუნდა. ღიმილი ვერ შევიკავე, რადგანაც ვიცოდი, რა იყო ჩანთაში. აღფრთოვანებულებმა ღმერთის წყალობით, რომელმაც კვლავ შეგვახვედრა ერთმანეთს, გოვარდჰანას მთის სილამაზით ვტკბებოდით და ჩვენს შეხვედრას ვრაჯა-როტისა და გურისგან შემდგარი სადღესასწაულო სუფრით აღვნიშნავდით. ჩვენი მეგობრობა 1998 წლამდე გრძელდებოდა, მანამ, სანამ უფლის ნებით ეს სამყარო არ დატოვა.

სანიასის ტიტული უფრო და უფრო მეტ მოგზაურობას მოითხოვდა ჩემგან – ხალხთა კიდევ უფრო ფართო წრეებისთის ვკითხულობდი ლექციებს.
1988 წლის ზაფხულზე ერთმა მეგობარმა მანქანით წამიყვანა ლოს-ანჯელესიდან ბიგ-სურში განსაკუთრებულ მეგობართან – მამა ბედე გრიფიტსთან შესახვედრად, რომელიც კათოლიკე ბერი გახლდათ, ავტორი რამდენიმე წიგნისა, რომლებშიც იგი პარალელებს ავლებდა ქრისტიანობასა და ინდუიზმს შორის.

http://www.radikal.ru

http://video.yandex.ru/users/novattack/view/1/user-tag/шантиванам/?how=my#

მამა გრიფიტსმა ბენედიქტიანელების მონასტერში მიმიწვია სემინარის წასაკითხად. ჩვენ გზას მივუყვებოდით, მანქანის ფანჯრები ჩაწეული გვქონდა და წყნარი ოკეანიდან მონაბერი გრილი ქარით ვტკბებოდით. ჩემი მეგობარი ბენზინ-გასამართ სადგურთან გაჩერდა, მე კი ამასობაში გადავწყვიტე ერთი მნიშვნელოვანი ზარი გამეკეთებინა ტელეფონ-ავტომატიდან გზის პირას. უკვე ყურმილს ვკიდებდი, როცა თაროზე სატელეფონო ცნობარი შევამჩნიე. ცნობარი გადაშლილი იყო გვერდზე ასოებით “ლის”, მინიშნების გრაფაში ზემოთ. მაშინვე გამახსენდა, რომ ჰარის, ჩემი ძველი მეგობრის გვარი, სწორედ ლისი გახლდათ. თითით ჩამოვყევი გრაფას და ჩემდა გასაკვირად აღმოვაჩინე სახელი – “ჰარი ლისი”. ეს შეუძლებელია. 1972 წლიდან არ მინახავს იგი, როცა ნეპალის გამოქვაბულთან დავშორდით ერთმანეთს. ჩვიდმეტი წელი გავიდა! ცნობარში მისამართიც იყო მითითებული: მალიბუ-როუდი, მალიბუ-ბიჩში. თავი ავწიე და სატელეფონო ჯიხურის თავზე წარწერა დავინახე. მასზე ეწერა: Mალიბუ-როუდი. შემდეგ გზისკენ გავიხედე და მომცრო სახლი შევამჩნიე, იმავე მისამართით, რაც ცნობარში ეწერა. თუმცა ვიფიქრე, რომ ამერიკაში ალბათ ათასამდე ადამიანი მაინც იცხოვრებს სახელით ჰარი ლისი. ამასთან ბიგ-სურში დაბნელებამდე უნდა ჩავსულიყავით. გონება მიმტკიცებდა, რომ ჩემი ძველი მეგობრის ნახვის შანსი ძალიან მცირე იყო, და მან თითქმის გაიმარჯვა ჩემს გრძნობებზე, მაგრამ მაინც ჩავიწერე მისამართი და გადავწყვიტე ოდესმე დავბრუნებულიყავი მალიბუ-ბიჩში ჰარის მოსაძებნად.

ერთი წლის შემდეგ, 1989-ში, ინდოეთიდან მომავალ გზაზე, ავტომობილი ვიქირავე და ლოს-ანჯელესიდან მალიბუ-ბიჩზე გავემგზავრე. მაგრამ სახლი, რომელიც ცნობარში იყო მითითებული, უკვე აღარ არსებობდა – მის ადგილას ცარიელი მოედანი იყო. მეზობელს ვკითხე: “ხომ არ იცით, რა დაემართა ამ სახლს?”

“ის წინა თვეში დაანგრიეს”

“და ვინ ცხოვრობდა აქ? რა ერქვა პატრონს?”

“არ ვიცი”.

შეფიქრიანებული ვიდექი და არ ვიცოდი რა მექნა. ცარიელი მოედნის უკან ჩოგბურთის კორტები მოჩანდა, ხოლო მის უკან, პირდაპირ წყნარი ოკეანის სანაპიროზე, - შესანიშნავი ქოხი. ამ მდიდრულ რაიონში, მე ჩემი გადაპარსული თავით და ზაფრანისფერი ტანსაცმლით, ალბათ უჩვეულო სანახაობას წარმოვადგენდი. უცებ ქოხიდან ორმოც წლამდე ასაკის მაღალი ადამიანი გამოვიდა, მძლავრი კისერით და კულტურისტის აღნაგობით. საეჭვოდ შემომხედა და პირდაპირ ჩემსკენ წამოვიდა ჩოგბურთის კორტების გავლით. ალბათ აქ დოგმა არ შეიძლება, - გავიფიქრე მე. იგი მომიახლოვდა და კუნთების მთელი ამ გროვიდან რაღაც მშობლიურმა და ნაცნობმა შემომხედა. სიხარულისგან გაოგნებულმა დავიყვირე: “ჰარი, ეს მე ვარ, სადჰუ გამოქვაბულიდან! გახსოვარ?”

“ძმაო, ეს შენ ხარ! – დაიყვირა პასუხად. – თვალებს არ ვუჯერებ!”

ღმერთის უხილავმა ხელმა კვლავ შეგვახვედრა ერთმანეთს.

თვრამეტი წელი გავიდა, და ჩვენი ორივეს ცნობა ძნელი იყო. მე ისეთივე გამხდარი ვიყავი, როგორც მანამდე, მაგრამ გრძელი თმის ნაცვლად გადაპარსული თავი მქონდა და სვამის ზაფრანისფერი სამოსი მეცვა. ჰარისაც აღარ ჰქონდა არც გრძელი თმა და არც წვერი. სახე სუფთად ჰქონდა გაპარსული, მოკლე თმა კი საგულდაგულოდ უკან გადავარცხნილი. მისი გამხდარი, ძვლიანი სხეული ახლა უკვე ნავარჯიშევი კუნთებით იყო დაფარული. ცხადი იყო, რომ ჩვენი გზები გაიყო. მცირე საფრთხის შეგრძნება გაჩნდა ორივეს გულებში. მაქვს კი რაიმე საერთო ამ ადამიანთან?

ჰარიმ მკითხა: “როგორ მოგმართო ამჯერად: რიჩარდი, მანქი, კრიშნადასი თუ კიდევ სხვა სახელით?”

“ხალხი რადჰანათჰა სვამის მეძახის, მაგრამ შენ შეგიძლია უბრალოდ სვამი დამიძახო”.

“მაშ ასე, სვამი, - განაგრძო მან, - ბევრი რამ შეიცვალა ამ თვრამეტი წლის განმავლობაში. ნუ ელი ჩემგან, რომ წინანდებური დავრჩი”.

“რა თქმა უნდა, ჰარი. მოდი უბრალოდ ვისაუბროთ, როგორ ვიცხოვრეთ მთელი ეს წლები”.

აღმოჩნდა, რომ მან დაანგრია თავისი ძველი სახლი და ახლის აშენებას აპირებდა. თავისთან დამპატიჟა სტუმრად – ელეგანტურ ქოხში სანაპიროზე, რომელიც მის ბიძას და დეიდას ეკუთვნოდა. დავჯექით და მოვუყევით ერთმანეთს, რაც გადაგვხდა მთელი ამ წლების განმავლობაში.

ინდოეთის შემდეგ, მომიყვა ჰარიმ, ავტოსტოპით მთელი აფრიკა, სამხრეთ ამერიკა და ცენტრალური ამერიკა მოვიარე, ბოლოს კი მექსიკის გავლით დავბრუნდი შტატებში. მოგზაურობაში თითქმის შვიდი წელი გაატარა. მაჰატმა განდის მაგალითით შთაგუნებულმა, გადაწყვიტა ადვოკატი გამხდარიყო. იურიდიულზე სწავლობდა და ამავე დროს ცდილობდა მოგზაურობის მანძილზე დაკარგული ჯანმრთელობა აღედგინა. ფორმის აღსადგენად ბოდიბილდინგით დაკავება გადაწყვიტა. გასულ წლებში მან მოასწრო იურისტის დიპლომი აეღო და დაქორწინებულიყო, თუმცაღა არ შეუწყვეტია ვარჯიში და შტატის ჩემპიონი გახდა ბოდიბილდინგში. მოგვიანებით მწვრთნელის ადგილი შესთავაზეს მალიბუს პრესტიჟულ სპორტ-დარბაზში, და გადაწყვიტა, რომ სერიოზულად დაკავებულიყო მწვრთნელის კარიერით. მას შემდეგ იგი პროფესიონალი მწვრთნელი გახდა მალიბუში, ჰოლივუდში და ლოს-ანჯელესში მცხოვრები მდიდარი ადამიანებისთვის.
“ჰარი, - წამოვიძახე მე, - ცხოვრებაში ვერასოდეს დავიჯერებდი, რომ მალიბუში იცხოვრებდი და ელიტარულ ხალხს ავარჯიშებდი! გაოცებული ვარ ჩვენი ცხოვრების უჩვეულო ცვლილებებით”. ქოხში, ხედით ოკეანისკენ, ტალღების ხმაურის ქვეშ, მთელი დღე და ღამე გავატარეთ საუბარში.

ფეხებგადაჯვარედინებული ხალიჩაზე ვიჯექი კედელს მიყრდნობილი, და შევნიშნე: “იცი, ჰარი, თუმცა შენი სხეული და სოციალური სტატუსი ძალიან შეიცვალა, ვხედავ, რომ შინაგანად ისეთივე დარჩი, როგორიც იყავი, - ჭეშმარიტების კეთილი და ერთგული მაძიებელი”. ყველა ჩვენი შიში იმაზე, რომ სალაპარაკო არაფერი გვექნებოდა ერთმანეთთან, იმ ღამეს გაქარწყლდა, როცა ჩვენი განცდები და იდუმალი ფიქრები გავანდეთ ერთმანეთს. გვეჩვენებოდა, რომ ის გამოქვაბული ჰიმალაების ჯუნგლებში უცებ მალიბუს ქოხად გადაიქცა. ისე ვსაუბრობდით, თითქოს არასოდეს დავშორებულვართ ერთმანეთს. თვრამეტი წლის განშორების შემდეგ ვგრძნობდით, რომ ჩვენს შორის კავშირი კიდევ უფრო განმტკიცდა.

როცა ჰარი ჩემს ისტორიას ისმენდა, თვალები ცრემლებისგან უბრწყინავდა: “სვამი, რამდენჯერ მიფიქრია შენზე! ეჭვიც არ მეპარებოდა, რომ რაღაც ამდაგვარით იყავი დაკავებული. ყოველთვის ვიხსენებდი იმ საბედისწერო საღამოს კრეტაზე, როცა შენ ხმა მოგესმა. ამდენი წელი გავიდა, შენ კი კვლავ მიყვები ამ ხმას. საოცარია!”

მოგონებები ტალღებად გვაწვებოდა, შემდეგ კი კვლავ ჩვენს მადლიერებით სავსე გულებს ვუბრუნდებოდით.

“სვამი, - მითხრა ჰარიმ, - ჩვენი ცხოვრებები ასეთი განსხვავებულია. რა გვაქვს ახლა საერთო? მე მწვრთნელი ვარ და ჩემი საქმეა – დავარწმუნო ადამიანები, რომ ისინი ბედნიერები იქნებიან, თუ ჯანმრთელი და ლამაზი სხეული ექნებათ. შენ კი სვამი ხარ. და არწმუნებ მათ, რომ ბედნიერები იქნებიან, თუ მარადიულ სულებად გააცნობიერებენ თავს, რომლებსაც სხეული არ სჭირდებათ”.

პასუხად გავუღიმე და ვუთხარი: “უფალი ყოველი ჩვენგანის გულში იმყოფება, და ჩვენი სხეული – ღმერთის ტაძარია. ჩვენ სრულიად შეგვიძლია, რომ ვითანამშრომლოთ. შენ უხსნი ადამიანებს, როგორ უნდა გახადონ უკეთესი თავიანთი ტაძარი, მე კი შევეცდები, რომ ვასწავლო, თუ რა აკეთონ მის შიგნით”.
ჰარის სიხარულისგან სახე გაუბრწყინდა: “ზუსტად! ჩვენი მოგზაურობა კვლავ თავიდან იწყება!”



* * *
მთელი ეს წლები გადაუხდელ ვალს ვგრძნობდი ინდოეთის და მისი ხალხის წინაშე. ხშირად ვიხსენებდი, როგორ შევპირდი სასოწარკვეთილი გლახაკი ყმაწვილი ინდოეთის საზღვარზე ხანშიშესულ მესაზღვრე-სიქჰს: “ოდესმე, ვფიცავ, გავაკეთებ რაიმე სასიკეთოს თქვენი ხალხისთვის”.

1986 წელს ინდოეთში დავსახლდი. ვგრძნობდი, რომ იქ, სადაც ხალხს დახმარება ესაჭიროება, განსაკუთრებული შესაძლებლობებია მსახურებისთვის. ამ ფიქრით დავფუძნდი ბომბეის ერთ-ერთ რაიონში. ჩემი გურუსა და ინდოელი ხალხის მსახურების სახით რამდენიმე ტაძრის და აშრამის მშენებლობაში მივიღე მონაწილეობა, რომლებშიც ხალხი სულიერ განათლებას ღებულობს დასუფთად ცხოვრების წესს სწავლობს. ბედმა გამიღიმა და მონაწილეობა მივიღე საავადმყოფოს მშენებლობაში, რომლებშიც გამოიყენება როგორც დასავლური, ასევე ტრადიციული ინდური მედიცინის მიღწევები იმისათვის, რომ ადამიანებს დაეხმარონ სხეულის, ჭკუისა და სულის გაჯანსაღებაში. ამ საავადმყოფოს ექიმები უფასო სამედიცინო დახმარებას უწევენ ადამიანებს ინდოეთის ღარიბ რაიონებში, როგორც ჩვეულებრივ დროს, ასევე განსაკუთრებულ ვითარებებში, ეხმარებიან რა ტერორისტული აქტების, მიწისძვრების ან ცუნამების მსხვერპლებს. ჩემს ძველ მეგობარ, რამეშ ბაბასთან და მის მიმდევრებთან ერთად სპეციალურად ვაწყობთ თვალის ქირურგიის ბანაკის ორგანიზებას ვრინდავანში, სადაც კატარაქტას მოცილების ექვსასი-შვიდასი ოპერაცია ტარდება. ამ წლებში, შესაძლებლობა მომეცა რომ დამეარსებინა რამდენიმე სკოლა, სადაც ბავშვები აკადემიურ განათლებასთან ერთად მორალურ და სულიერ აღზრდას ღებულობენ, ასევე თავშესაფარი ობოლი ბავშვებისთვის და ფერმა, სადაც სასოფლო მეურნეობა ეკოლოგიის დარღვევის გარეშე მიმდინარეობს და სადაც ძროხებს სასაკლაო არ ემუქრებათ. ბომბეიში გავხსენით რამდენიმე სამზარეულო, რომლებიც ამჟამადაც ყოველდღიურად კვებავენ სრულყოფილი სადილით ასორმოცდაათიათას მშიერ ბავშვს სკოლებში, რომლებიც მივარდნილ რაიონებში არიან განლაგებულნი. ვებრძვით რა ამორალურობას და კონფესიათა შორის აუტანლობას, დაწყებით და საშუალო სკოლებში სპეციალურ კურსებს ვატარებთ ბავშვებისთვის ინდუსთა, მუსულმანთა, ქრისტიანთა, იუდეველთა, ჯაინთა, ბუდისტთა და სხვათა ოჯახებიდან, და იგავების და ისტორიების საფუძველზე ვასწავლით მათ ყველა რელიგიისთვის საერთო ეთიკურ ღირებულებებს. სტუდენტებისთვის – საზოგადოების მომავალი ლიდერებისთვის – ყოველ კვირას ვატარებთ კულტურულ პროგრამებს ბომბეისა და მისი შემოგარენის ცამეტ კოლეჯში, ვცდილობთ რა ახალგაზრდა თაობას მაღალი პრინციპები ჩამოვუყალიბოთ.
მაგრამ უნდა ვაღიარო, რომ ყველაფერი ეს ძალიან მცირეა იმ განძთან შედარებით, რაც ინდოელი ხალხისგან შევიძინე – როგორც სადჰუებისგან, ასევე ჩვეულებრივი ადამიანებისგან. მათი წყალობით ჩემს ცხოვრებაში შემოვიდნენ კრიშნა, ჩემი საყვარელი გურუ, მათი მსახურებისა და ამ კურთხევის მთელი მსოფლიოსთვის გაზიარების უამრავი შესაძლებლობა.

1989 წელს ჩემი მშობლები პირველად ჩამოვიდნენ ჩემთან ინდოეთში. ეს მოგზაურობა გარდამტეხი მომენტ გახდა მათ ცხოვრებაში. ისინი მოხიბლულნი იყვნენ ბომბეელი ერთგულებით, ზოგიერთს კი სამუდამოდ დაუმეგობრდნენ. როცა 2004 წელს ჩიკაგოში ჩემმა ძვირფასმა დედამ ეს სამყარო დატოვა, მამამ და ძმებმა მთხოვეს, რომ გამოსამშვიდობებელი სიტყვა წარმომეთქვა და მისი ფერფლი ინდოეთში წამეღო. მათ მითხრეს: “დედა ამაყობდა იმ ყველაფრით, რასაც იქ აკეთებ, და შეიყვარა შენი ინდოელი მეგობრები და მიმდევრები”.

განგის ნაპირზე ცერემონიის ჩატარების დროს, სადაც თითქმის ორიათასი ერთგული გულწრფელად აღავლენდა ლოცვებს და მღეროდა მანტრას, მე მისი ფერფლი დედა-განგაში ჩავუშვი. მადლიერების ცრემლებით ვიხსენებდი, როგორ ჩავთვალე ოცდათოთხმეტი წლის წინ განგა საკუთარ დედად.

როცა ნაკადმა მისი ფერფლი აიტაცა, თვალცრემლიანმა ლოცვა წარმოვთქვი: “დღეს აქ ორივე ჩემი დედა შეერთდა: დედა, რომელმაც მატერიალური სხეული მომცა, და დედა, რომელიც სულიერად დაბადებაში დამეხმარა. ახლა ისინი, ერთმანეთში შერწყმულნი, ზღვას მიაღწევენ. ძალიან გთხოვ, ძვირფასო უფალო, გააკეთე ისე, რომ დედაჩემის სული შენი მარადიული წყალობის უსაზღვრო ოკეანეს შეერწყას”.

ეს მომენტი ძალიან სიმბოლური გახლდათ ჩემთვის. იოგა ნიშნავს კავშირს ჩვენს სულიერ არსთან, რელიგია კი მოწოდებულია იმისთვის, რომ დაგვაბრუნოს ამ არსთან. ბჰაკტი-იოგა ესაა მეცნიერება იმის შესახებ, თუ როგორ გავრდაქმნათ მატერიალ სულად. როცა ღმერთისადმი ერთგულება წმენდს ყველა ჩვენს ურთიერთობას, ნიჭს და ყველაფერ დანარჩენს, რაც ჩვენს განკარგულებაშია, ჩვენს გულში სულიერი სიყვარული იღვიძებს. ასე ერთდება ჩვენი სული და სხეული ერთი მიზნისკენ სწრაფვაში, ხოლო სიყვარული, რომელსაც ერთმანეთისადმი ვამჟღავნებთ, განსულიერდება და მარადიული ხდება. ბჰაგავად-გიტა ხსნის ამ საიდუმლოს, უწოდებს რა მას იოგას სრულქმნას და ცხოვრების უმაღლეს მიზანს.

უკან ვიხედები და გადაუხდელ ვალს ვგრძნობ ყველასადმი, ვისაც ჩემი მოგზაურობის მანძილზე შევხვედრივარ, ყველა ადამიანისადმი, ვინც სულიერად ზრდაში დამეხმარა ამ გზაზე. ოდნავი წარმოდგენაც კი არ მქონდა იმაზე, თუ საით მივყავდი ბედის უხილავ ხელს. მრავალი განსაცდელი გამოვიარე და ერთ ჭეშმარიტებას ჩავწვდი: თუკი ურყევად და მტკიცედ მივყვებით ჩვენს წმინდა იდეალებს, და არ ვაძლევთ საშუალებას წარმატებებს ან წარუმატებლობებს, რომ გზიდან გადაგვაცდინონ, მაშინ შეგვიძლია ვიგრძნოთ უზარმაზარი ძალა, რომელიც არის რა ჩვენზე განუზომლად ძლევამოსილი, გვამოწმებს, გვიცავს და გვაჯილდოვებს უნარით, რომ რაიმე კარგი გავაკეთოთ.

ვლოცულობ იმისთვის, რომ ამ უბრალო ისტორიამ შთაგონება მისცეს ჩემს მკითხველებს და იმედი აჩუქოს მათ. ჩვენი ნამდვილი სახლი ჩვენი ცხოვრების რთული მოგზაურობის ბოლოში გველოდება. იმედი დაბრუნებისა იმ სახლში, სადაც ყოველთვის სიმშვიდე სუფევს, მარადიულად გვიზიდავს და გვეხმარება, რომ გადავლახოთ ნებისმიერი სიძნელე ჩვენს გზაზე – გზაზე, რომელსაც მივყავართ იქ, სადაც ოდესღაც დაკარგული სიყვარული გველოდება.


დასასრული





როგორც იქნა მოვრჩი! შევაფასოთ... განვიხილოთ... ვისაუბროთ...

ამ ლინკზე რადჰანათჰა სვამის ცხოვრების მომდევნო ძალიან მნიშვნელოვანი ამბავი ავტვირთე (მისი სულიერი შვილის მიერ მოყოლილი) ძალიან საინტერესოა და ვინც რუსული იცით გირჩევთ მოუსმინოთ:

http://bin.ge/file/53938/04-BVGoswami-29-05-2005-Rostov-Evening-lecture-end.mp3.html

Posted by: Identity 4 Feb 2012, 19:52
cinemamu
დიდი მადლობა, ნამდვილად კარგი საქმე გააკეთე! 2kiss.gif

Posted by: cinemamu 4 Feb 2012, 20:07
Identity

არაფერს... გაიხარე! smile.gif

Posted by: Serg1us 4 Feb 2012, 21:52
ჰმ არადა მეგონა აღარასოდეს დამთავრდებოდა ისე ვერთობოდი და ვიჭრებოდი შიგნით. კაი კაცი ხარ გაიხარე. მამუკა ეს სრული თარგმანია მაგ წიგნის რატომღაც მგნია უფრო მეტი ეწერება თქო :დ

Posted by: Lapis 4 Feb 2012, 21:55
cinemamu
სალამი
შრომატევადი და კარგი საქმე გააკეთე up.gif

Posted by: cinemamu 5 Feb 2012, 06:30
Serg1us
QUOTE
ჰმ არადა მეგონა აღარასოდეს დამთავრდებოდა ისე ვერთობოდი და ვიჭრებოდი შიგნით. კაი კაცი ხარ გაიხარე. მამუკა ეს სრული თარგმანია მაგ წიგნის რატომღაც მგნია უფრო მეტი ეწერება თქო :დ


მისი ისტორია არც დამთავრებულა, უფრო საინტერესო მაგის მერე იწყება, აღარ დაუწერია თორემ... smile.gif

Lapis

გაიხარე!


თუ მოვიცალე ამ თემას მივხედავ ახლა და პირველი წიგნიდან მივყვები თარგმნას. ძალიან კარგი წიგნია და გირჩევთ:

http://forum.ge/?f=84&showtopic=34140749&st=0

Posted by: Metamorfoz 5 Feb 2012, 11:16
cinemamu
მამუკას გამარჯვება როგორ ხარ ძმა? რა უნდა გკითხო მეგობარო აი ეს საკითხი მაინტერესებს, რაღაც გარკვეული წარმოდგენა მააქვს კრიშნაიზმზე და რომ იცოდე ძალიან დიდ პატივს გცემთ, ტრადიციებიდან და იდეოლოგიიდან გამომდინარე, მაინტერესებს შემდეგი საკითხი "კრიშნაიდი და სექსი" ანუ რა დამოკიდებულება გაქვთ სექსუალურ ურთიერთობასთან? მიგაჩნიათ ეს ხორციელ ტკბობად რომელიც სულიერ განვითარებას უშლის ხელს, თუ დასაშვებ მოქმედებად რომელიც კრიშნამ საკუთარ მოწაფეებს მისცა როგორც გამახალისებელი საშუალება? ამ შეკითხვას მე სხვა განყოფილებებშიც დავსვამ მაინტერესებს როგორ უყურებენ რელიგიები სექსს როგორც შთამომავლობის გამაგრძელებელ საშუალებას თუ როგორც ღვთისგან ბოძებულ სიამოვნებას. კითხვა თემას არ შეეხება მაგრამ რადგან ამ განყოფილებაში ზოგადად ინდუიზმზე მცირე თემებია ამიტომაც ავირჩიე ეს აქტუალური თემა.
საერთოდ სექსი ეს ისეთი დელიკატური საკითხია რომელსაც ზნეობრივი ნორმებიდან დაწყებული რელიგიური მცნებებით დამთავრებული სხვადასხვა რეგულირების სფერო აქვს ჰო და მე მაინტერესებს როგორ არეგულირებს სექსს კრიშნაიდული მოძღვრება, შეგიძლია ამაზედ მიპასუხო?
ეს საკითხი იმიტომ წამოვჭერი რომ სექსი ადამიანის ცხოვრების ერთ ერთი უმნიშვნელოვანესი ნაწილია რომელზეც ოცნებობს ყველა (აგაპეს არ ვგულისხმობ) და რომლისკენაც მიილტვის ყველა აქტიური ადამიანი, ანუ ადამიანისთვის სექსი მარტივად რომ ვთქვათ ბუნებრივი საჭიროებაა როგორც საკვები და სასმელი, იქნებ ჩამოყალიბებული და სრულფასოვანი პასუხი განცე ამ საკითხთან დაკავშირებით როგორ უყურებთ ამ ფენომენის გამოვლინებას თქვენ ვაიშნავისტები? წინასწარ მადლობას გიხდი.

Posted by: cinemamu 5 Feb 2012, 12:13
Metamorfoz

გამარჯობა! და გმადლობ საინტერესო კითხვისთვის. ვეცდები გიპასუხო, ოღონდ თუ გაგრძელება მოგინდება ამ თემაში გავაგრძელოთ საუბარი:

http://forum.ge/?showtopic=34102716&st=0&hl=

პირველ რიგში მოვიყვან მონაკვეთს წიგნიდან "სრულყოფილი კითხვები, სრულყოფილი პასუხები" სადაც შრილა პრაბჰუპადას და ბობ კოენის კითხვა-პასუხებია მოცემული, და სწორედ ამ თემას ეხება:


ბობ კოენი: მე ზაფხულის ბოლოს ვქორწინდები, როცა ამერიკაში დავბრუნდები. ერთგულები ამბობენ, რომ სექსი დასაშვებია მხოლოდ ქორწინებაში და ისიც ბავშვის ჩასახვის მიზნით. მე კი საერთოდ ვერ წარმომიდგენია, როგორ უნდა შევასრულო ეს ყველაფერი; და როგორი უნდა იყოს იმ ადამიანის სქესობრივი ცხოვრება, ვინც მატერიალურ სამყაროში იმყოფება?

შრილა პრაბჰუპადა: ვედური სისტემის მიხედვით სექსზე საერთოდ უნდა ვთქვათ უარი. ამ სისტემის მთელი აზრი იმაშია, რომ დაეხმაროს ადამიანს მატერიალური ტყვეობისგან განთავისუფლებაში. ჩვენ მიჯაჭვულნი ვართ სხვადასხვა მატერიალურ სიამოვნებებს, და ყველაზე მეტი სიამოვნება მათ შორის სექსს მოაქვს. "შრიმად ბჰაგავატამში" ნათქვამია, რომ ეს მატერიალური სამყარო...

პუმსაჰ სტრიია მითჰუნი-ბჰავამ ეტამ

მამაკაცი მიჯაჭვულია ქალზე, ხოლო ქალი - მამაკაცზე. და არა მხოლოდ ადამიანებში - ცხოველებშიც იგივეს ვხედავთ. ეს მიჯაჭვულობა მატერიალური ცხოვრების ძირითადი პრინციპია. ქალს სწყურია იყოს მამაკაცთან, ხოლო მამაკაცი ქალისკენ ისწრაფვის. მთელი მხატვრული ლიტერატურა, პიესები, ფილმები და რეკლამები ეძღვნება მხოლოდ ერთს - მიჯაჭვულობის აღწერას ქალსა და მამაკაცს შორის. ტანსაცმლის მაღაზის ვიტრინებშიც კი თქვენ დაინახავთ ქალისა და მამაკაცის მანეკენებს.... ანუ ეს მიჯაჭვულობა უკვე არსებობს.

ბობ კოენი: მიჯაჭვულობა ქალსა და მამაკაცს შორის?

შრილა პრაბჰუპადა: დიახ, ქალსა და მამაკაცს შორის. ასე რომ, თუკი მატერიალური სამყაროსგან განთავისუფლება გინდათ, ეს მიჯაჭვულობა ნულამდე უნდა დაიყვანოთ, წინააღმდეგ შემთხვევაში მას მოჰყვება ახალი და ახალი მიჯაჭვულობები და თქვენ კვლავ და კვლავ დაიბადებით ან ადამიანურ სხეულში, ან ნახევარღმერთის, ცხოველის, გველის, ჩიტის და ა.შ. სხეულში. თქვენ იძულებული იქნებით კიდევ ერთხელ დაიბადოთ. ამიტომ არ გვმართებს ჩვენი მიჯაჭვულობების გამყარება, თუმცა ეს საყოველთაო ტენდენცია და მატერიალური სამყაროს ძირითადი პრინციპია. გრჰა, კშეტრა, სუტა [სახლი, მიწა, შვილები]. მაგრამ თუკი ადამიანი შეძლებს ამ მიჯაჭვულობების შემცირებას ან საერთოდ განთავისუფლდება მათგან - ეს იდეალია. აი რატომაა, რომ ჩვენი ვედური სისტემა პირველ რიგში ითვალისწინებს ბიჭის, როგორც ბრაჰმაჩარის აღზრდას - რომელმაც არ იცის სექსი. ვედური სისტემა მიმართულია იმაზე, რომ შეამციროს მიჯაჭვულობა და არა პირიქით. ამიტომ მთელს სისტემას ჰქვია ვარნაშრამა-დჰარმა.

სოციალური სისტემა, რომელიც ინდოეთშია მიღებული, იწოდება ვარნებად და აშრამებად - საზოგადოების ოთხ კლასად და სულიერი განვითარების ოთხ საფეხურად. ბრაჰმაჩარია [მოსწავლეობა და უბიწოების შენახვა], გრჰასთჰა [ოჯახური ცხოვრება], ვანაპრასთჰა [მიწიერი ცხოვრებისგან განდგომა] და სანიასა [სრული განდეგილობა] - ესაა სულიერი განვითარების ოთხი სტადია. ხოლო საზოგადოების ოთხი კლასია: ბრაჰმანები [ინტელექტუალთა კლასი], კშატრიები [ადმინისტრატორები], ვაიშიები [ვაჭრები და ფერმერები] და შუდრები [მუშები]. ამრიგად ამ სისტემით ადამიანის ცხოვრების მარეგულირებელი პრინციპები იმდენად სრულყოფილია, რომ ადამიანს რომც ჰქონდეს მატერიალური სიამოვნებებისკენ სწრაფვა, ის ბოლოს და ბოლოს მაინც აღწევს განთავისუფლებას და ბრუნდება სახლში, ღმერთთან. ასეთია ეს მეთოდი. სექსი არაა საჭირო, მაგრამ იმდენად, რამდენადაც მიჯაჭვულნი ვართ მასზე, არსებობს გარკვეული მარეგულირებელი პრინციპები. შრიმად-ბჰაგავატამში ნათქვამია:

პუმსაჰ სტრია მითჰუნი-ბჰავამ ეტამ
მაიორ მითჰო ჰრდაია-გრანდჰიმ აჰუჰ
ატო გრჰა-კშეტრა-სუტაპტა-ვიტტაურ
ჯანასია მოჰო იამ აჰამ მამეტი
(შრიომად-ბჰაგავატამი 5.5.8)

სექსი - მამაკაცისადმი ან ქალისადმი მიჯაჭვულობა - მატერიალური ცხოვრების მთავარი პრინციპია. როცა ისინი ერთდებიან, ეს მიჯაჭვულობა იზრდება და აიძულებს ადამიანს შეიძინოს გრჰა [სახლი], კშეტრა [მიწა], გაიჩინოს სუტა [შვილები], აპტუ [მეგობრები და ნაცნობები] და მოიპოვოოს ვიტტა [ფული]. ამგვარად - გრჰა-კშეტრა-სუტაპტა-ვიტტაჰ - ადამიანი იხლართება. ჯანასია მოჰო იამ: ასეთია ილუზია. ამ ილუზიის გამო იგი ფიქრობს: აჰამ მამეტი - "მე ვარ სხეული, და ყველაფერი ის, რაც ამ სხეულთანაა დაკავშირებული, - ჩემია."

ბობ კოენი: და რა ხდება ამის შედეგად?

შრილა პრაბჰუპადა: მიჯაჭვულობა ძლიერდება. მატერიალური მიჯაჭვულობა ფიქრების ასეთ სახეს განაპირობებს: "მე ეს სხეული ვარ, და რამდენადაც ჩემი სხეული გარკვეულ ადგილასაა, ეს - ჩემი სამშობლოა." და ასე გრძელდება: "მე - ამერიკელი ვარ, მე - ინდოელი ვარ, მე გერმანელი ვარ, მე - ის ვარ, მე - ეს ვარ, მე სხეული ვარ. ეს ჩემი სამშობლოა. მე ყველაფერს გავწირავ ჩემი სამშობლოსთვის და საზოგადოებისთვის." ასე თანდათანობით ძლიერდება ილუზია, და ადამიანი, იმყოფება რა ილუზიის გავლენის ქვეშ, სიკვდილის მომენტში ახალ სხეულს იღებს. ახალი სხეული შეიძლება უკეთესი, ან უარესი იყოს - ეს კარმაზეა დამოკიდებული. თუ ადამიანი უკეთეს სხეულს იღებს, ესეც ერთგვერი ჩიხია, მაშინაც კი, თუ იგი სამოთხისეულ პლანეტებზე ხვდება. მაგრამ თუკი ადამიანი ძაღლი ან კატა ხდება, ე.ი. მისმა ცხოვრებამ უაზროდ ჩაიარა. ან ხედ თუ იქცევა, რაც ასევე სრულიად შესაძლებელია.

ეს მეცნიერება, თუ როგორ გადადის სული ერთი სხეულიდან მეორეში, როგორ ხვდება ამ ბადეში - სხვადასხვა სხეულებში, სრულიად უცნობია თანამედროვე სამყაროსთვის. ამიტომ, როცა არჯუნა ამბობდა: "თუ მ მოვკლავ ჩემს საკუთარ ძმას, ბაბუას, რომლებიც ახლა მოწინააღმდეგის მხარეს არიან...", - ის უბრალოდ ცხოვრებაზე სხეულისეული კონცეფციიდან გამოდიოდა. მაგრამ რადგანაც თვითონ ვერ გადაწყვიტა ეს პრობლემები, იგი მიენდო კრიშნას და მიიღო იგი სულიერ მოძღვრად. ხოლო კრიშნამ, გახდა რა არჯუნას სულიერი მოძღვარი, იმით დაიწყო, რომ დატუქსა იგი: "როგორც ბრძენი ისე ლაპარაკობ, სინამდვილეში კი სულელი ხარ, რადგანაც ცხოვრებაზე მატერიალურ შეხზედულებებს ეყრდნობი". სექსი აძლიერებს ცხოვრებაზე სხეულებრივი წარმოდგენებისკენ მიდრეკილებას, ამიტომ ის უნდა შევზღუფოთ, შემდეგ კი საერთოდ უარი ვთქვათ მასზე.

ბობ კოენი: თანდათან უნდა შევზღუდოთ მთელი ცხოვრების განმავლობაში?

შრილა პრაბჰუპადა: დიახ, უნდა შევზღუდოთ. მოსწავლეობის პერიოდში, რომელიც ოცდახუთ წლამდე გრძელდება, ყმაწვილი თავს იკავებს სექსისგან. ის ბრაჰმაჩარია. ზოგიერთი მათგანი ნაიშტიკა-ბრაჰმაჩარი რჩება [ანუ მთელი ცხოვრება ინახავს უბიწოებას]. მას შემდეგ, რაც განათლებას ღებულობენ, აღარ უნდათ დაოჯახება. შეზღუდვა აქაცაა - უკანონო სექსი [ქორწინების გარეშე] - დაუშვებელია. ამიტომაც არსებობს ადამიანთა საზოგადოებაში ქორწინება. ცხოველები არ ქორწინდებიან.

მაგრამ ადამიანები თანდათან დეგრადირდებიან, და საზოგადოება ცხოველურ მდგომარეობამდე მდაბლდება. ადამიანები ივიწყებენ ქორწინების აუცილებლობას, და ესეც ნაწინასწარმეტყველებია შასტრებში: "დამპატიე ბჰირუჩირ ჰეტუჰ - "კალი იუგაში საბოლოოდ აღარ იქნება ქორწინების არანაირი რიტუალი." ქალი და მამაკაცი უბრალოდ შეთანხმდებიან ერთად ცხოვრებაზე და მათი ურთიერთობა მხოლოდ სექსუელურ პოტენციაზე იქნება აგებული. თუ ქალი და მამაკაცი სექსუალურად ვერ აკმაყოფილებენ ერთმანეთის მოთხოვნილებებს, ისინი გაიყრებიან. დასავლეთში არაერთი ავტორია, როგორიც ფროიდი და სხვები, რომლებმაც მრავალი წიგნი დაწერეს ამის შესახებ. მაგრამ ვედური კულტურის ტრადიციებით, სექსი საჭიროა მხოლოდ ბავშვის ჩასახვისთვის, და არა იმისთვის, რომ სექსუალური ცხოვრების ფსიქოლოგია შევისწავლოთ. სექსისადმი მიდრეკილება უკვე ჩადებულია ჩვენს ბუნებაში. ადამიანს წაკითხულიც რომ არ ჰქონდეს არანაირი ფილოსოფიური ლიტერატურა, ის მაინც მიდრეკილია სექსისკენ. ეს არ უნდა ვასწავლოთ სკოლებსა და კოლეჯებში. ყველამ ისედაც იცის, როგორ კეთდება ეს. (შრილა პრაბჰუპადა იცინის). ეს თანდაყოლილად აქვს ყველას. განათლება საჭიროა იმისთვის, რომ დავძლიოთ ჩვენში ეს მიდრეკილება. ამაში მდგომარეობს ჭეშმარიტი განათლება.

ბობ კოენი: თანამედროვე ამერიკისთვის ეს ძალიან რადიკალური შეხედულებაა.

შრილა პრაბჰუპადა: დიახ, ამერიკაში ბევრი რამის შეცვლაა საჭირო, და კრიშნას ცნობიერების მოძრაობა გააკეთებს ამას. მე ვიყავი თქვენს ქვეყანაშI და ვხედავდი, რომ ბიჭები და გოგონები უბრალოდ ერთად ცხოვრობდნენ. მაშინ მე ვუთხარი ჩემს მოსწავლეებს: "თქვენ არ უნდა იცხოვროთ ერთად როგორც მეგობრებმა, თქვენ უნდა დაქორწინდეთ".

ბობ კოენი: ბევრი ხედავს, რომ ქორწინებამ დაკარგა თავისი სიწმინდე, ამიტომაც არ უნდათ დაქორწინება, დაოჯახებულებიც ხომ ადვილად განქორწინდებიან, თუ რაღაც არ მოსწონთ.

შრილა პრაბჰუპადა: დიახ, ესეც მართალია.

ბობ კოენი: ამიტომ ბევრი ფიქრობს, რომ დაქორწინებას აზრი არა აქვს.

შრილა პრაბჰუპადა: არა, ისინი თვლიან, რომ ქორწინება ესაა პროსტიტუციის დაკანონებული ფორმა. ასეთია მათი თვალთახედვა, მაგრამ არა ქორწინება. იმ ქრისტიანულ გაზეთშიც კი - "ვოტჩტაუერში" აკრიტიკებდნენ ერთ მღვდელს, რომელმაც ნება დართო ორ მამაკაცს შორის ქორწინებაზე. აი რა ხდება. ადამიანები ფიქრობენ, რომ ქორწინება - ეს პროსტიტუციაა, და ფიქრობენ: "რა აზრი აქვს მუდმივი "პროსტიტუტკის" შენახვას, თუ ეს ასე ძვირი ჯდება? ჯობია არ დავქორწინდეთ".

შიამასუნდარა: თქვენ ადრე მოიყვანეთ მაგალითი ძროხაზე და ბაზარზე.

შრილა პრაბჰუპადა: დიახ, თუკი შეიძლება წახვიდე ბაზარში და იყიდო რძე, რაღა საჭიროა ძროხის შენახვა? (ყველა იცინის). და საერთოდ დასავლეთში ამასთან დაკავშირებით ცუდადაა საქმე - მე თვითონ ვაკვირდები ამას. და აქაც, ინდოეთშიც, თანდათანობით ყველაფერი აქეთკენ მიდის. ამიტომაც დავაარსეთ კრიშნას ცნობიერების ეს მოძრაობა, რომ ცოდნა მივცეთ ადამიანებს სულიერი ცხოვრების ძირითადი პრინციპების შესახებ. ეს რაიმე სექტანტური მოძრაობა არაა. ესაა მოძრაობა, რომელიც იმ კულტურას ავრცელებს, რომელიც ყველას სიკეთეს მოუტანს.




QUOTE
ჰო და მე მაინტერესებს როგორ არეგულირებს სექსს კრიშნაიდული მოძღვრება, შეგიძლია ამაზედ მიპასუხო?


დასაშვებია მხოლოდ "კანონიერი სექსი", ანუ სექსი მხოლოდ ქორწინებაში მყოფ (იქნება ეს ჯვრისწერა ან ანალოგიური ვედური რიტუალი) ცოლ-ქმარს შორის და თან მხოლოდ ბავშვის ჩასახვის მიზნით. ანუ ასეთი შესაძლებლობა თვეში მხოლოდ ერთხელ უწევს (განაყოფიერებამდე).

აქვე მინდა დავამატო, რომ სექსი ხიხია და ფუფუა არ არის. ეს არის ღვთაებრივი აქტი, რომლის მიზანიც ღვთაებრივია (ახალი სიცოცხლის მოვლინება), მაგრამ მისი მხოლოდ სიამოვნების მიზნით გამოყენება უმაღლესი კანონების მიხედვით დაუშვებელია.

ადამიანები პატარა ბავშVებივით ვართ. ნელ-ნელა ვვითარდებით. და სექსის შემთხვევაშიც ასე ხდება. ჯობია გრძნობანარევი არაკანონიერი სექსი გქონდეს, ვიდრე უბრალოდ უხეში სექსუალური განმუხტვა... ჯობია ისევ ქორწინებაში გქონდეს სექსი სიამოვნების მიზნით, ვიდრე უკანონოდ ("ლევად"), ზემოთ უმაღლესი საფეხური დავწერე და ეს უკვე ადამიანის არჩევანზეა დამოკიდებული, მიიღებს თუ არა ცხოვრების ამ წესს.

სექსუალური ენერგიის ჩახშობა არ შეიძლება, უფრო მეტიც - შეუძლებელია! საჭიროა მისი ტრანსფორმაცია. ჯოპნ ფეივორსის მეორე წიგნი სწორედ ამ თემას ეძღვნება «Духовный воин-2: превращая вожделение в любовь» და თუ რუსული იცი გირჩევ წაიკითხო:

http://forum.ge/?showtopic=34140749&st=0&hl=

QUOTE
ადამიანისთვის სექსი მარტივად რომ ვთქვათ ბუნებრივი საჭიროებაა როგორც საკვები და სასმელი


ეს თანამედროვე ნორმაა, მაგრამ არა ბუნებრივი მდგომარეობა. სურვილის შემთხვევაშI ადამიანს სექსის კი არა საჭმლის გარეშეც შეუძლია გაცილებით უფრო ბედნიერი იყოს. ისევ ვიმეორებ, მე არ ვაკნინებ სექსის მნიშვნელობას. უბრალოდ ხაზს ვუსვამ მისი დანიშნულებისამებრ გამოყენების აუცილებლობას. წინააღმდეგ შემთხვევაში ეს აქტი რბილად რომ ვთქვა ენერგიის უაზროდ ხარჯვაა. და ამას გარდა არის უამრავი სხვა უარყოფითი ენერგეტიკულ-კარმული ფაქტორი.


მოკლედ ყველაფერი იმაზეა დამოკიდებული, შენ რა მოტივაცია გამოძრავებს და რა არის შენი საბოლოო მიზანი. ამის მიხედვით გაარკვევ კარგია თუ არა "თავისუფალი სექსი" შენთვის ან სხვისთვის. smile.gif

ადამიანს ორი ბუნება აქვს: ცხოველური (მდაბალი) და ღვთაებრივი (მაღალი). რომელ ბუნებასაც უფრო ვკვებავთ და ვაკმაყოფილებთ, შესაბამისად იმას ვაძლევთ მეტ ძალას და მეტ გავლენას ჩვენზე. ისევ ვიმეორებ ეს არის მაღალი და დაბალი ბუნება, და არა "კარგი" და "ცუდი". ღმერთი ჩვენს ყველა სურვილს ასრულებს (სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ). და მხოლოდ ადამიანს შეუძლია ამაღლდეს თავის ცხოველურ ბუნებაზე. და როდესაც გაძლევენ თვითმფრინავს, და შენ მას მხოლოდ ტრასაზე "საკატაოდ" იყენებ და ნავთის მაგივრად სხვა უხარისხო საწვავს ასხამ, შემდეგ ცხოვრებაში განგება შესაბამის ტრანსპორტს მოგინახავს, სადაც იგივეს გაკეთება უფრო კომფორტულად და ნაკლები დანახარჯითაა შესაძლებელი - მაგალითად ზაპოროჟეცს, ან თუნდაც მერსედესს... მაგრამ მე მგონი თვითმფრინავი ნებისმიერ მერსედესს სჯობია, თუ რა თქმა უნდა ფრენა იცი smile.gif


Posted by: Metamorfoz 5 Feb 2012, 13:31
დათიკო
არაკაცურად იქცევი დავით არაკაცურად, ჯერ ხომ 2 თვით აქედამ მომიშორე და ამოისუნთქე ეხლა კიდევ არაკაცურად იქცევი არა ხარ შენ კაცი არაკაცი ხარ მიდი ეხლა და კიდევ მომიშორე სხვა რა დაგრჩენია? მიმიფურთხებია შენი კაცობისთვის, მე თავად არ უნდა მეკადრა აქ დაპოსტვა აქ შევცდი მხოლოდ რტა საქმე მაქვს არაკაცებთაან.

Warning:
+20%

Posted by: cinemamu 5 Feb 2012, 23:06
ეს წიგნის ქართული თარგმანი (თავის ფოტოებით). რედაქტირების გარეშეა, მაგრამ წასაკითხად გამოდგება:

http://bin.ge/file/54065/The-Journey-Home--Geo-.zip.html



მოდერატორს ვთხოვ თემა გაასუფთაოს შეუსაბამო პოსტებისგან, ან ეს პოსტები ვედების თემაში გადაიტანოს.

და ძალიან დიდი თხოვნა მაქვს უცენზურო პოსტები საერთოდ წაშალოთ!

Posted by: cinemamu 5 Feb 2012, 23:07
ეს წიგნის ქართული თარგმანი (თავის ფოტოებით). რედაქტირების გარეშეა, მაგრამ წასაკითხად გამოდგება:

http://bin.ge/file/54065/The-Journey-Home--Geo-.zip.html



მოდერატორს ვთხოვ თემა გაასუფთავოს შეუსაბამო პოსტებისგან, ან ეს პოსტები ვედების თემაში გადაიტანოს.

და ძალიან დიდი თხოვნა მაქვს უცენზურო პოსტები საერთოდ წაშალოთ!

Posted by: პროგრესიუსი 6 Feb 2012, 10:32
user posted image user posted image

Posted by: cinemamu 11 Feb 2012, 07:56
თხოვნა მაქვს ფორუმელებთან:

ვინმეს თუ აქვს პრინტერი და თუ შეუძლია ამ წიგნის 1-2 ეგზემპლიარი ამომიბეჭდოს, ძალიან მადლობელი დავრჩები და ქაღალდის ფულსაც მივცემ რა თქმა უნდა. მაქსიმალურად ბევრი მჭირდება და პრინტერი არა მაქვს. sad.gif

Posted by: lasha kakauridze 11 Feb 2012, 15:33
cinemamu
QUOTE
ვინმეს თუ აქვს პრინტერი და თუ შეუძლია ამ წიგნის 1-2 ეგზემპლიარი ამომიბეჭდოს, ძალიან მადლობელი დავრჩები და ქაღალდის ფულსაც მივცემ რა თქმა უნდა. მაქსიმალურად ბევრი მჭირდება და პრინტერი არა მაქვს. sad.gif


მამუკა მე დაგეხმარები ამ ამბავში smile.gif .. დანარჩენი PM მომწერე ....

Posted by: cinemamu 13 Feb 2012, 15:39
წინა ვერსიაში (ქართულ თარგმანში) რაღაც ტექნიკური ხარვეზები იყო. ეს გაუმჯობესებული ვერსიაა და ვისაც გადაწერილი გქონდათ გირჩევთ ამით შეცვალოთ:

http://bin.ge/file/54715/The-Journey-Home--Geo-.zip.html


უკვე მზადდება ამ წიგნის პროფესიონალური თარგმანი, მაგრამ როდის დამთავრდება, და მითუმეტეს წიგნად როდის გამოიცემა, ღმერთმა უწყის! smile.gif

Posted by: AmeN Ra 13 Feb 2012, 18:51
QUOTE
წინა ვერსიაში (ქართულ თარგმანში) რაღაც ტექნიკური ხარვეზები იყო. ეს გაუმჯობესებული ვერსიაა და ვისაც გადაწერილი გქონდათ გირჩევთ ამით შეცვალოთ:

http://bin.ge/file/54715/The-Journey-Home--Geo-.zip.html



up.gif up.gif

QUOTE
უკვე მზადდება ამ წიგნის პროფესიონალური თარგმანი, მაგრამ როდის დამთავრდება, და მითუმეტეს წიგნად როდის გამოიცემა, ღმერთმა უწყის!


ღმერთმა თუ უწყის ე.ი. იმ დროს გამოვა როცა საჭირო იქნება wink.gif

Posted by: cinemamu 23 Feb 2012, 20:36
ამ საიტზე რადჰანათჰა სვამის სხვა წიგნების ლინკებია:

http://nectarns.blogspot.com/2009/05/blog-post_9908.html

შემიძლია ქართულად დავდო მისი გამონათქვამები წიგნიდან "Nectar Drops" ("ნექტარის წვეთები). მაგრამ მგონი ეს უკვე თემას აღარ შეესაბამება და "უფლებამოსილების გადაჭარბებაში" დამდებენ ბრალს, biggrin.gif მითუმეტეს ეს წიგნი უპირატესად ბჰაქტი-იოგას მიმდევრებისთვისაა განკუთვნილი...

ორიოდ გამონათქვამს დავდებ და გავაგრძელო თუ არა არჩევანი თქვენთვის მომინდია...


"მსგავსი პოლუსები განიზიდავენ ერთმანეთს, განსხვავებულები კი მიიზიდებიან. როდესაც ჩვენ ვფიქრობთ, რომ დიადები ვართ, ჩვენ ვერ მივიზიდავთ კრიშნას, ყოვლადდიადს. ხოლო როდესაც ჩვენ მსახურის მსახურის განწყობაზე ვართ, ჩვენ ვიზიდავთ კრიშნას წყალობას."

"როდესაც ბავშვი საფრთხეშია, ის არ შედის ინტერნეტში, ის არ აანალიზებს თავის ძალასა და სისუსტეს. ასევე არ ფილოსოფოსობს. ის უბრალოდ სპონტანურად და მომენტალურად ყვირის გულის სიღრმიდან და დედას მოუხმობს საშველად. ჩვენ ასევე გვმართებს მივატოვოთ ყოველგვარი მცდელობა და უფრო მეტად ვითხოვოთ წყალობა და თავშესაფარი კრიშნასაგან."

"მაღალი გემო არ მოდის უბრალოდ ჩვენი მცდელობით. ის კრიშნას წყალობით გვენიჭება. ჩვენ არ ძალგვიძს მისი მიღწევა ჩვენივე პრაქტიკით. მაგრამ ჩვენი გულწრფელობითა და მცდელობით შეგვიძლია მივიზიდოთ კრიშნას წყალობა. სწორედ, მხოლოდ ამ წყალობით, შრიმატი რადჰარანის წყალობით _ ჩვენ გვენიჭება ბჰაკტი."

Posted by: პროგრესიუსი 23 Feb 2012, 21:25
cinemamu
QUOTE
წინა ვერსიაში (ქართულ თარგმანში) რაღაც ტექნიკური ხარვეზები იყო. ეს გაუმჯობესებული ვერსიაა და ვისაც გადაწერილი გქონდათ გირჩევთ ამით შეცვალოთ:

http://bin.ge/file/54715/The-Journey-Home--Geo-.zip.html

up.gif smile.gif AMAZING..

Posted by: cinemamu 13 Mar 2012, 19:40
რადჰანათჰა სვამის გამოსვლა დიდი ბრიტანეთის პარლამენტში (რუსული თარგმანის სრული ვერსია, წინანდელთან შედარებით უკეთესი თარგმანით):


Posted by: shotazi 15 Mar 2012, 23:39
დღეს დავამთავრე ეს შესანიშნავი წიგნი.

ყველაზე საინტერესო მოგზაურობის ისტორია იყო რაც კი ცხოვრებაში მსმენია, წამიკითხავს თუ მიყურებია სულიერი მაძიებლებისთვის ნამდვილი განძია ეს წიგნი, უღრმესი მადლობა cinemamu ქართული თარგმანისთვის. : )

Posted by: cinemamu 16 Mar 2012, 05:33
shotazi

გაიხარე! იმედია დაგეხმარა ეს წიგნი ღმერთის ძიების გზაზე! smile.gif

Posted by: A-G-A-P-E 16 Mar 2012, 05:37
QUOTE (cinemamu @ 5 Feb 2012, 23:07 )
ეს წიგნის ქართული თარგმანი (თავის ფოტოებით). რედაქტირების გარეშეა, მაგრამ წასაკითხად გამოდგება:

[URL=http://bin.ge/file/54065/The-Journey-Home--Geo-.zip.html]http://bin.Ge/file/54065/The-Journey-Home--Geo-.zip.html[/URL
cinemamu

რუსულიდან თარგმნე თუ ინგლისურიდან? ანუ რა ენიდან თარგმნე?

Posted by: cinemamu 16 Mar 2012, 13:13
A-G-A-P-E
QUOTE
რუსულიდან თარგმნე თუ ინგლისურიდან? ანუ რა ენიდან თარგმნე?


რუსულიდან.

Posted by: cinemamu 17 Mar 2012, 18:17
http://vedamedia.ru/duhovnye-uchiteli/radhanatha-svami/e-s-radhanatha-svami-puteshestvie-prodolzhaetsya

Posted by: shotazi 17 Mar 2012, 23:06
cinemamu
ისე გულახდილად რომ გითხრა წიგნი რომ დავმათავრე, შემდეგ სვამის რამოდენიმე ლექციას ვუყურე ინტერნეტში, მაგრამ ბოლოს რომ დავფიქრდი და გავაანალიზე ყველაზე დიდი ინტერესი შრილა პრაპჰუპადას პიროვნების მიმართ გამიჩინა ამ წიგნმა : )

Posted by: cinemamu 18 Mar 2012, 06:52
shotazi
QUOTE
ისე გულახდილად რომ გითხრა წიგნი რომ დავმათავრე, შემდეგ სვამის რამოდენიმე ლექციას ვუყურე ინტერნეტში, მაგრამ ბოლოს რომ დავფიქრდი და გავაანალიზე ყველაზე დიდი ინტერესი შრილა პრაპჰუპადას პიროვნების მიმართ გამიჩინა ამ წიგნმა : )


ჰოდა გაეცანი შრილა პრაბჰუპადასაც. მისი უამრავი აუდიო ლექციაა ინტერნეტში. შემიძლია ვიდეომასალის მთელი კრებულიც ჩაგიწერო.

Posted by: cinemamu 23 Mar 2012, 06:57
რადჰანათჰა სვამი რუსულ ტელე-არხზე (უახლესი ვიდეო):

Радханатха Свами на телеканале «Дождь» 22.03.2012

http://vedamedia.ru/duhovnye-uchiteli/radhanatha-svami/e-s-radhanatha-svami-na-telekanale-dozhd-22-03-2012

Прямой эфир - Эхо Москвы 21.03.12

http://www.youtube.com/watch?v=4LXSNBx_yAo&feature=related
* * *
ხო მართლა, დამავიწყდა მეთქვა, რომ ერთ-ერთი კორესპონდენტი ბოლო ვიდეოში სოფო შევარდნაძეა...

Posted by: პროგრესიუსი 25 Mar 2012, 22:29
cinemamu
QUOTE
Прямой эфир - Эхо Москвы 21.03.12

http://www.youtube.com/watch?v=4LXSNBx_yAo&feature=related

ლაივში ვუყურე მაგას, ძაან საინტერესოდ ილაპარაკა smile.gif










პ.ს ადრე თუ გვიან წიგნსაც წავიკითხავ და მაგაზეც გავაკეთებ კომენტარს punch.gif user.gif

Posted by: cinemamu 29 Mar 2012, 20:56
რადჰანათჰა სვამის ლექცია, რომელიც მოსკოვის აშრამში წაიკითხა (ერთზე მეტი ვერ მოასწრო):



(თავად ლექცია 21 წუთიდან იწყება. მანამდე კირტანია)

Posted by: Pantalaimon 7 Apr 2012, 22:56
მმმ ახლა ქინდლში ჩავწერ და 1-2 დღეში წავიკითხავ... ვნახოთ მაინტერესებს რატომღაც.

Posted by: cinemamu 13 Apr 2012, 20:33
Радханатха Свами в Библио-Глобусе


Posted by: ჯი-ნია-ნი 18 May 2012, 20:24
QUOTE (cinemamu @ 23 Feb 2012, 20:36 )
ამ საიტზე რადჰანათჰა სვამის სხვა წიგნების ლინკებია:

http://nectarns.blogspot.com/2009/05/blog-post_9908.html

შემიძლია ქართულად დავდო მისი გამონათქვამები წიგნიდან "Nectar Drops" ("ნექტარის წვეთები). მაგრამ მგონი ეს უკვე თემას აღარ შეესაბამება და "უფლებამოსილების გადაჭარბებაში" დამდებენ ბრალს, biggrin.gif მითუმეტეს ეს წიგნი უპირატესად ბჰაქტი-იოგას მიმდევრებისთვისაა განკუთვნილი...

ორიოდ გამონათქვამს დავდებ და გავაგრძელო თუ არა არჩევანი თქვენთვის მომინდია...


"მსგავსი პოლუსები განიზიდავენ ერთმანეთს, განსხვავებულები კი მიიზიდებიან. როდესაც ჩვენ ვფიქრობთ, რომ დიადები ვართ, ჩვენ ვერ მივიზიდავთ კრიშნას, ყოვლადდიადს. ხოლო როდესაც ჩვენ მსახურის მსახურის განწყობაზე ვართ, ჩვენ ვიზიდავთ კრიშნას წყალობას."

"როდესაც ბავშვი საფრთხეშია, ის არ შედის ინტერნეტში, ის არ აანალიზებს თავის ძალასა და სისუსტეს. ასევე არ ფილოსოფოსობს. ის უბრალოდ სპონტანურად და მომენტალურად ყვირის გულის სიღრმიდან და დედას მოუხმობს საშველად. ჩვენ ასევე გვმართებს მივატოვოთ ყოველგვარი მცდელობა და უფრო მეტად ვითხოვოთ წყალობა და თავშესაფარი კრიშნასაგან."

"მაღალი გემო არ მოდის უბრალოდ ჩვენი მცდელობით. ის კრიშნას წყალობით გვენიჭება. ჩვენ არ ძალგვიძს მისი მიღწევა ჩვენივე პრაქტიკით. მაგრამ ჩვენი გულწრფელობითა და მცდელობით შეგვიძლია მივიზიდოთ კრიშნას წყალობა. სწორედ, მხოლოდ ამ წყალობით, შრიმატი რადჰარანის წყალობით _ ჩვენ გვენიჭება ბჰაკტი."

დადე,ძალიან კარგი იქნება
2kiss.gif

Posted by: cinemamu 19 May 2012, 05:22
ჯი-ნია-ნი
QUOTE
დადე,ძალიან კარგი იქნება


მცირე მონაკვეთს დავდებ smile.gif


სიყვარული

სიყვარული არის ჩვენი თავისუფალი ნების გამოხატულება, დავაკმაყოფილოთ კრიშნა ყველაზე მეტად და ყველაზე აღმატებულად.

სიყვარული არ არის სიამოვნება, სიყვარული არის იმ ობიექტად ყოფნა, რომლისგანაც სიამოვნებას იღებენ.

თუკი, ვინმე გიყვართ, თქვენ არ უგულვებელყოფთ ამ პიროვნების სხეულს. სულიერი სიყვარული ავტომატურად მოიცავს სიყვარულის სხვა ყველა დანარჩენ სახეს.

როდესაც, თქვენს გულში სიყვარულია, მისგან მხოლოდ სიყვარული მომდინარეობს.

გიყვარდეს, ნიშნავს ემსახურო და ემსახურო, ნიშნავს ასიამოვნო.

ღმერთის სიყვარული ჩვენს გულში არ არის ჩვენი საკუთრება, ეს შრიმატი რადჰარანის საკუთრებაა.ამ სიყვარულისგამოღვიძება მხოლოდ მისი წყალობით არის შესაძლებელი.ის მიმართული უნდა იყოს კრიშნასკენ. როდესაც ის კრიშნასკენ არის მიმართული, ის მთელ სამყაროში ვრცელდება, ანუ თქვენ გიყვართ კრიშნას თითოეული ნაწილი და ნაწილაკი.

თუ, თქვენ ფიქრობთ, რომ არავის უყვარხართ, პრობლემა იმაშია, რომ თქვენ არ გისწავლიათ როგორ გიყვარდეთ სხვები.რადგანაც თუკი ნასწავლი გაქვთ სხვების სიყვარული, თქვენ კმაყოფილი იქნებით მილიონჯერ მეტად სიყვარულის გაცემით ვიდრე მისიძებნით. როდესაც, თქვენ გასცემთ სიყვარულს, ადამიანებიც სამაგიეროს ამით გადაგიხდიან, სპონტანურად და ბუნებრივად. ადამიანებს უყვართ ის, ვისაც ისინი უყვარს. ასეთია მათი ბუნება.

სულის ენერგია სიყვარულშია, მაგრამ როდესაც ეს ენერგია, სხვადასხვა ეგოისტური არასწორი შეხედულებებით იფილტრება, შურად, სიხარბედ და სიამაყედ წარმოჩინდება. ამგვარად, ჩვენ ვხდებით უიმედონი, მარტონი, იმედგაცრუებულნი და მღელვარებით სავსენი.

სიყვარულის გარდა ყოველგვარი სხვა მისწრაფება ვერ იარსებებს სულიერ სამყაროში. არსებობს უამრავი ნაირსახეობა, მაგრამ ყოველი მათგანი სიყვარულის გამოხატვის არაჩვეულებრივად მშვენიერიგზებია.

სიყვარული არის სრული, თავისუფალი, განუპირობებელი მდგომარეობა ჩვენი არსების ყოველი ასპექტის გადაცემისა სიყვარულის ობიექტისათვის, შინაგანად და გარეგანად.

ყველაფერი, რასაც შრილა პრაბჰუპადა აკეთებდა, მგზნებარებით იყო გაჯერებული. ეს სიყვარულით იყო გაკეთებული. ეს იყო ზრუნვა. ამგვარად, ის ვარდს მოგცემდაგასამხნევებლად, თუ შენიშვნების მეხს დაგატეხავდათ თავს, ერთგულები ამისგან დიდ სარგებელს იღებდნენ. რატომ? იმიტომ, რომ მათ ჰქონდათ რწმენა მისი გრძნობის, მისიგულწრფელიმზრუნველობის, მისი სიყვარულის.

რწმენა

რწმენა ღმერთის სიყვარულის ნიშანია, მინდობა კი ამ სიყვარულის გამოვლინება.

რწმენა არის ხედვა გრძნობების, ჭკუისა და გონების შესაძლებლობების არეს მიღმა.

ფულის, პრესტიჟის, ჯანმრთელობის ანდაც ცხოვრების დაკარგვა არც თუ ისე დიდი დანაკლისია. ყველაზე დიდი დანაკარგი რწმენის დაკარგვაა.
როდესაცვაწყდებით სირთულეებს და მაინც რწმენით აღსავსენი ვრჩებით კრიშნასა და სულიერი მოძღვრის მიმართ, ვიღებთ უსასრულო წყალობას მათი გულებიდან.

შრილა პრაბჰუპადას განსაკუთრებული სიმდიდრე იყო მისი აბსოლუტური რწმენა საკუთარი სულიერი მოძღვრის სიტყვებში და რადჰასა და კრიშნას წმინდა სახელების ძალაში.

რწმენა არის სუბსტანცია, რომლის მეშვეობითაც ჩვენ შეგვიძლია უხილავის ხილვა, რომლის მეშვეობითაც შეგვიძლია დავუკავშირდეთ აბსოლუტურ ჭეშმარიტებას, კრიშნას.

კრიშნას რწმენაინტელექტუალური წარმოდგენებისა და ლოგიკის მიღმადგას.

თუკი დავრჩებით იმ იდეალების ერთგულნი, რომლისთვისაც ვიბრძვით, ყოველი გამოცდა მხოლოდ გაგვაძლიერებს.

თუკი ჩვენ უბრალოდ გავიგებთ, ვაღიარებთ და ვიცხოვრებთ ამ სამი პრინციპით, ჩვენ ვიპოვნით მარადიულ სიმშვიდეს _ რომ კრიშნა არის უზენაესი მფლობელი ყველაფრისა რაც კი არსებობს, ის არის უმაღლესი განმცხრომელი და ჩვენი დანიშნულებაა, ვიყოთ მისი განცხრომის ობიექტები, და ის საუკეთესო კეთილისმსურველი მეგობარია ყველა ცოცხალი არსებისა. ამ ყოველივეს რწმენა არის ჭეშმარიტი ცხოვრების დასაწყისი.

ნამდვილი რწმენა არ არის ძალდატანებით თავს მოხვეული რამ, ჭეშმარიტი რწმენა სიღრმიდანიღვიძებს შესაბამის გარემოში, თესლის მსგავსად. თუ თესლი, სათანადოდ მოირწყვება, მისგან მშვენიერი ყვავილი აღმოცენდება.

რწმენაარ არის შთაგონება, რწმენა შიგნიდან იღვიძებს. სულს აქვს სრულყოფილი რწმენა. ჩვენ უნდა გვწყუროდეს ეს რწმენა, ჩვენ უნდა ვიხვეწებოდეთ ამ რწმენისთვის, ჩვენ უნდა ვილოცოთ ამ რწმენისთვის და უნდა გავაკეთოთ ყველაფერი, რაც საჭიროა მის მისაღებად.

Posted by: cinemamu 22 May 2012, 20:27
მსახურის განწყობა

ერთგული მსახურების საწყის სტადიაზე თავს მსახურის, მსახურის, მსახურად ვთვლით, შემდეგ მსახურის მსახურად, შემდეგ უბრალოდ მსახურად, შემდეგ თავი პრაბჰუ გვგონია, შემდეგ კი გვიჩნდება სურვილი თვით მაჰაპრაბჰუს გავუთანაბრდეთ.

იყო მსახურის მსახურის მსახური, ეს არის გოლოკა ვრინდავანის განწყობა.

თუკი ვინმე პრაბჰუს (ბატონს) გვიწოდებს, ჩვენ გვმართებს ვიფიქროთ: ”ეს ადამიანი იმდენად ამაღლებულია, რომ მეც, კი ბატონად აღმიქვამს”. ჩვენ არ უნდა ვიფიქროთ: ”ყველა პრაბჰუს მეძახის, ეს სიმართლე უნდა იყოს.”

საკუთარი სიბრიყვისა და მსახურის მდგომარეობის გაცნობიერება, ნიშნავს სრულყოფილებისაკენ მიმავალ ბილიკზე სვლას.

განუსაზღვრელი ნიშნავს ჩვენი წარმოდგენის მიღმა, ჩვენი გაგების მიღმა არსებულს, ყოვლისმომცველსა და ვრცელს. უსასრულოდ მცირეც სწორედ მსგავსი პრინციპით წარმოადგენს უმცირესს. უსაზღვროდ მცირე ნიშნავს ჩვენი აღქმის მიღმა თუ რაოდენ მცირე, რაოდენ უმნიშვნელო შეიძლება იყოს ის. სწორედ ეს არის “ანუ”. ყველაზე უმნიშვნელო, უსასრულოდ მცირე, პაწაწინა ნაწილაკი მსახურის, მსახურის, მსახურის, მსახურის, მსახურის. მაჰაპრაბჰუმ თქვა: “სწორედ ეს არის ის, რასაც ვესწრაფვი, ეს არის ჩემი ჭეშმარიტი ვინაობა.”

მსახურის განწყობა - ეს არის სიცოცხლის ნამდვილი საგანძური.

ჩვენი მსახურება სხეულითა და სიტყვებით უმნიშვნელოვანესი ქმედებაა და იგი ჩვენს გულს წმენდს. თუმცა სინამდვილეში, ღმერთი ჩვენგან მხოლოდ მსახურების განწყობას, იღებს.

მსახურება

მსახურება გულის ყველაზე მშვენიერი გამოხატულებაა.

გქონდეს თავისუფალი დრო – ეს არაა სიმდიდრე, ეს სახიფათოა.

ჩვენ მიჯაჭვულნი უნდა ვიყოთ, არა მსახურებაზე, არამედ მსახურების განწყობაზე.

არ ღირს დარდი თქვენი გრძნობების გამო. იფიქრეთ მსახურებაზე და თქვენი გრძნობებიც შეიცვლება.

ჩვენ არ შეგვწევს ძალა მივბაძოთ მათ, რომლებიც ჰანუმანის მსგავსი ქმედებებით ემსახურებოდნენ შრილა პრაბჰუპადას. თუმცა, თუკი, უბრალოდ მოკრძალებულად ვიმსახურებთ, უფალი რამას გართობებში მონაწილე ციყვის მსგავსად, მაინც მივიღებთ შრილა პრაბჰუპადას წყალობას.

ვრინდავან დას თჰაკურის თქმით, სამყაროში ყველაზე მაღალი მდგომარეობა კრიშნას მსახურად ყოფნაა. ეს კი გულისხმობს, არანაირი სხვა მოტივაციის ქონას, გარდა ღმერთის მსახურებისა.

არ უნდა ვიფიქროთ, რომ მთხოვნელი ითხოვს, ჩვენ კი ვეხმარებით. გვმართებს ვიფიქროთ, რომ მე ვითხოვ მსახურებას და ეს პიროვნება (მთხოვნელი) მაძლევს შესაძლებლობას ვიმსახურო.

მსახურება არ არის იმის კეთება, რაც მომესურვება და როცა მომესურვება. მსახურება არის ის, რაც კრიშნას უხარია.

ცნობიერება, რომლითაც ვემსახურებით წმინდა სახელების წარმომადგენლებს არის ცნობიერება, რომლითაც ვემსახურებით თავად წმინდა სახელებს.
ერთგული არ არის ის, ვინც უბრალოდ ტილაკას, კანთჰის ატარებს და ქველმოქმედია. ერთგული არის, ის ვინც, თავის მსახურებით ღმერთს აკმაყოფილებს.
კრიშნას ცნობიერებაში წინსვლის კვალად მძიმდება ჩვენს მიერ საზიდი ტვირთიც, ამიტომაც, მნიშვნელოვანია მსახურების განწყობის გაძლიერება, რათა შევძლოთ მისი ზიდვა.

შესაძლოა, შევეცადოთ მსახურებისთვის შესაბამისი პირობების შექმნას, თუმცა ჩვენი მსახურების განწყობა, სრულებით არ არის დამოკიდებული ამგვარ პირობებზე.

მსახურებაა ის, რაც გვწმენდს, და არა მისგან მიღებული გემო. ჩვენ გვაინტერესებს კრიშნას გემო და არა ჩვენი გემო. ეს უმაღლესი გრძნობა წარმოადგენს უანგარო მსახურების სულისკვეთებას.

Posted by: cinemamu 28 Oct 2012, 09:15
.................................................UP...............................................................

Posted by: lost_for_words 30 Oct 2012, 13:51
ეს წიგნი სად დევს მთლიანად ?
ääääääääääääääääääääääääääääääää

Posted by: cinemamu 30 Oct 2012, 18:58
lost_for_words

ამ თემაში მთლიანად დევს თავის ვიდეოებით და ფოტოებით. ვორდის ტექსტი თუ გინდა აქ აგიტვირთე:


http://bin.ge/dl/68215/The-Journey-Home.zip.html

Posted by: lost_for_words 1 Nov 2012, 21:48
cinemamu
Om Gurudib Namaha
ॐॐॐॐॐॐॐॐॐॐ

Posted by: GentleGirl 3 May 2013, 23:32
მოვინიშნოთ ))))))))))))))))))))
* * *
QUOTE
"ვერც ერთი ორგანიზაცია და ვერც ერთი რელიგია ვერ მოგვიტანენ გასხივოსნებას. თქვენ ვერ მოიპოვებთ მას ვერც რომელიმე დოგმით, ვერც მღვდელმსახურებით ან რიტუალებით, ვერც ფილოსოფიის შესწავლით და ვერც ფსიქოლოგიური პრაქტიკებით. გასხივოსნება საკუთარ ჭკუაში უნდა ვეძებოთ, დავაკვირდეთ რა მის მუშაობას. ეს მოდის ჭვრეტის მეშვეობით და არა ინტელექტუალური ანალიზით ან ლოგიკური ჭკუისმიერი მსჯელობებით."

ამ ფრაზამ ძალიან მანუგეშა,რადგან ამ გზით წავედი და მეგონა არ ვიყავი სწორი )))

Posted by: dylan 6 May 2013, 10:39
QUOTE
გზა შინისაკენ, ამერიკელი იოგის ავტობიოგრაფია








Posted by: Germesa 7 May 2013, 09:44
QUOTE
 გზა შინისაკენ

ვეღარ გავიგენ,
ავტორევერსი მქონდა ჩართული,
იდნუიზმს კვლავაც ვერ შევაგუე
ხინკალ მწვადი და ჭაჭა ქართული.



ავტორი მე. დაწერილია პახმელიაზე lol.gif

Posted by: cinemamu 7 May 2013, 11:07
Germesa

biggrin.gif

Истина в вине


Posted by: cinemamu 16 Jun 2013, 23:37
ჩემი თარგმანების მკითხველებს ესეც მოგეწონებათ:


http://forum.ge/?act=ST&f=18&t=34543062&st=0#entry36871672

Posted by: kaka1901 17 Jun 2013, 20:34
cinemamu
ეპაბ ფორმატში ხომ არ გაქ შენი ნათარგმნი წიგნები?


Posted by: cinemamu 17 Jun 2013, 20:37
kaka1901

არ მაქვს.

იქნებ ვინმემ დაპოსტოთ ამ ტემაში, რომ გაგრძელენა შევძლო:

http://forum.ge/?showtopic=34543062&hl=

Posted by: Q 7 18 Jun 2013, 14:25
QUOTE
იქნებ ვინმემ დაპოსტოთ ამ ტემაში, რომ გაგრძელენა შევძლო:


Posted by: SerLom1 5 Nov 2013, 00:58
ეს წიგნი ინგლისურ ენაზე დაიწერა ალბათ ხო? ინგლისური ვერსია არ არის ინტერნეტში?

Posted by: cinemamu 5 Nov 2013, 09:23
QUOTE
SerLom1


არ ვიცი. არ მიძებნია ინგლისურად.

Posted by: SerLom1 15 Nov 2013, 22:26
cinemamu
რადჰანათჰა კრიშნაიდია თუ რომელი მიმდინარეობის წარმომადგენელია?

Posted by: cinemamu 16 Nov 2013, 07:28
SerLom1

კი. პრაბჰუპადას მოსწავლეა.



Posted by: SerLom1 23 Nov 2013, 01:29
cinemamu
და რა მაინტერესებს, ბჰაკტი იოგა კიდევ სხვა რამეა თუ კრიშნაიზმში შედის? ორი სიტყვით ამიხსენი თუ არ დაიზარებ

Posted by: cinemamu 23 Nov 2013, 02:13
SerLom1

ბჰაკტი-იოგას ანუ ერთგულების გზის ბევრი ფორმა არსებობს. კრიშნას ერთგულება ერთ-ერთი მათგანია (და მასშიც ბევრი მიმდინარეობაა). არიან რამას ერთგულებიც, ვიშნუს ერთგულებიც.ზოგჯერ შივას ერთგულებიც ბჰაკტებს ეძახიან საკუთარ თავს... სხვა ენით და გურჯიევის კლასიფიკაციით თუ ვიტყვით ეს "გულის გზაა". თუმცა სხვა გზებსაც მოიცავს გარკვეულწილად. მოკლედ ინდოეთი სექტების რაოდენობას არ უჩივის, ოღონდ იქ სიტყვა "სექტას" კარგი გაგებით ხმარობენ. ისე არა, როგორც ჩვენთან.

Posted by: SerLom1 28 Nov 2013, 19:11
cinemamu
ანუ მე როგორც გავიგე, რელიგიას მნიშვნელობა არ აქვს ბჰაკტი-იოგაში და ვთქვათ ქრისტიანი ადამიანიც შეიძლება იწოდოს "ღმერთის ერთგულად"?
საქართველოში არ გეგმავს ჩამოსვლას ნეტა რადხანათხა? smile.gif

Posted by: cinemamu 28 Nov 2013, 19:34
SerLom1

"ღმერთის ერთგული" ფარდობითი და სუბიექტური ცნებაა. არა მგონია საქართველოში ჩამოვიდეს.

Powered by Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)