იმედია, ცელკე თემის გახსნისთვის მკაცრად არ დავისჯები
, მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება ერთი-ორი პოსტის იქით ვერ წავიდეთ. უბრალოდ, სხვა ადგილი ვერ მივუჩინე ამ ყველაფერს, არადა მეჩვენება, რომ საინტერესოა.
საქმე ეხება ცნობილი თბილისური შენობების პროტოტიპებს. არცერთ შემთხვევაში საუბარი არ არის ასლზე და მის ბრმად გადმოტანაზე - საუბარია მოდელზე, ნიმუშზე (თუ ეს დადასტურებულია არქიტექტორის მიერ) ან სულაც - სავარაუდო პარალელებზე. ზოგადი საუბარი რომ არ გაგვიგრძელდეს, უბრალოდ მოვიყვან მაგალითებს.
დავიწყოთ საყოველთაოდ ცნობილი ფაქტით:
ქაშვეთი-სამთავისიქაშვეთის ეკლესიის აგებისას ნიმუშად გამოყენებულ იქნა სამთავისის ტაძარი:
***
ახლა ორი ნაკლებად ცნობილი, მაგრამ წყაროებით დადასტურებული ფაქტი. პირველი მათგანი ადრეც მოვიყვანე ერთ-ერთ თემაში:
სამხატვრო გალერეა (ყოფ. ”დიდების ტაძარი”) - გამოფენების სასახლე რომში”ცისფერი გალერეის” ნიმუშად იქცა მასზე რამდენიმე წლით ადრე რომში აგებული შენობა.
დიდების ტაძარი, 1885, არქ. ალბერტ ზალცმანი:
რომი, გამოფენების სასახლე (Palazzo delle Esposizioni), 1883 არქ. პიო პიაჩენტინი (Pio Piacentini)
***
რკინიგზის მუშაკთა კულტურის სახლი - პალაცო ლერკარი, გენუარკინიგზელთა სახლი (1950 წ.):
Palazzo Lercari Parodi (XVI ს. გენუა, იტალია):
***
შემდეგი პარალელი ოდესღაც მხოლოდ ჩემი ფანტაზიის ნაყოფი მეგონა, მაგრამ ერთხელ წავაწყდი სტატიას, სადაც იგივე შედარება სხვამაც გააკეთა:
მეცნიერებათა აკადემია/კინოს სახლი - სტოკჰოლმის რატუშარა თქმა უნდა, საუბარია შენობის საერთო კომპოზიციაზე (და მის ცალკეულ ელემენტებზე - შეადარეთ), და არა დეკორატიულ სტილზე.
ზემელის შენობა (1953 წ.):
ეს კი - სტოკჰოლმის ”საქალაქო სახლი” (Stockholms stadshus[et], 1911-23 წწ.):
კიდევ ერთი ფასადი - შეად. უშუალოდ ”კინოს სახლის” ფასადს:
***
თი-ბი-სი ბანკი - ვოდევილის თეატრი პარიზშიერთი პატარა”აღმოჩენა” პარიზში სეირნობისას. ვფიქრობ, მსგავსება TBC-ის (ყოფ. ”ოფიცერთა საზოგადოების”, ”ძველი” უნივერმაღის, 1910 წ.) შენობასა და პარიზულ Théâtre du Vaudeville-ს შორის საკმაოდ დიდია.
თეატრის ეს შენობა კაპუცინების ბულვარზე გაიხსნა 1868 წელს, და 1927 წელს კინოთეატრად გადაკეთდა (ახლაც ამ ფუნქციას ასრულებს). საუბარია, უმთავრესად, ”გუმბათის” ფორმაზე - მაგრამ ეს მნიშვნოლოვანი და სახასიათო დეტალია:
***
რაკი დეტალებზე გადავედით, გავიხსნოთ ეს წყვილიც:
რუსთაველის თეატრი - ეროვნული თეატრი პრაღაშიაქაც, თვალშისაცემია სახურავის მოხაზულობა - ის სულაც არ არის ტიპიური, და სწორედ ამ ორ შენობას შორის აშკარად შეიმჩნევა მსაგავსება (რაც მათი ფუნქციიდან გამომდინარე, შეიძლება სულაც არ იყოს შემთხვევითი).
რუსთაველის თეატრი (1998-1901წწ.):
პრაღის Národní Divadlo (1881-83 წწ.):
This post has been edited by Fabian on 19 Jan 2011, 20:57