ხოლო ოდესაც გამოჩნდა ალექსანდრე ბერძენი მაკედონელი და დაიპყრა დასავლეთი, შემდგომად დაიპყრა ეგვიპტე და შემოვიდა აღმოსავლეთს, ჰსძლო სპარსთა და მეფესა მათსა. მერმე მოვიდა ქართლს დასაბამითგან 3623, ქართულსა 490, და იხილა ნათესავი ესე უუბოროტეს ყოველთა წარმართთა. ხოლო ამან ალექსანდრემ მოსწყვიდნა ყოველნი ნათესავნი შერეულნი, თვინიერ ქართლოსიანთა და ურიათა, და დაიპყრა საქართველო და დაუტევნა ლაშქარნი ასი ათასნი, და მათ ზედა მთავარი აზონ ძე იარედისა მაკედონელი;
არამედ მოსპო ჭამაცა მკვდართა და სჯულად დაუდვა დამბადებელისა ერთისა ღვთისა თაყვანისცემა და მზისა და მთოვარისა და ვარსკვლავთა პატივი და თვით წარვიდა. ხოლო ესე აზონ იყო კაცი მოსისხლე და მეშურნე, და უკეთუ ვინ კეთილ-ჰასაკოვან გამოსჩნდის საქართველოსანი, მოაკუდინებდა და თვისთა ლაშქართაცა ეგრეთ უყოფდა. ამით იყო ჭირი დიდი საქართველოსა შინა აზონის გამო. ხოლო ოდეს მოკვდა ალექსანდრე მაკედონელი და განიყვეს მთავართა მისთა ქვეყანანი ესე, დაუტევა აზონ სჯული ალექსანდრესი და ჰქმნა კერპნი დიდნი — გაცი ოქროსა და გაიმ ვეცხლისა და მსახურებდა მეფესა მცირისა აზიისასა. ამის აზონის დროს იწყეს ქართველთა შვილთა თვისთა კერპთა შეწირვად და არა აყენებდა აზონ, ვინათგან თვითცა ჰკლვიდა.
ანუ კანიბალიზმი იყო ჩვენთან და აკრძალა? შეუძლია ვინმეს გაშიფროს მთლიანად ეს აბზაცი დღევანდელ ენაზე?
https://ka.m.wikipedia.org/wiki/%E1%83%A1%E...%83%91%E1%83%98 This post has been edited by Beqarioni on 1 Oct 2019, 12:10