და აი დავხატე
გადახედეთ და დააკვირდით
მეგობრებმა (ნიშნებმა ) გადაწყვიტეს ექეიფატ
» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «
დავიწყოთ
როგორც ხედავთ სკამები არ არის
მხოლოდ კუროს ეყო ჭკუა და თავისი სკამით მივიდა
ვერძს , ჰგონია თუ ხელებზე დადგება , ჩვეულებრივად დაისვენებს და ცდილობს ჰაერში დადგეს ხელებზე , თან უხარია, რომ სხვებმა ვერ მოიფიქრეს და თან ბრაზდება , რატომღაც რომ ვერ გამოსდის
მშვილდოსანი გვერდზე დამცინავად უყურებს ვერძს, დასინის კიდეც , რამდენიმე უტაქტო შენიშვნაც მისცა, ხვდება რა სისულელეს აკეთებს ვერძი , მაგრამ
თვითონ ფიქრობს ფეხები თავზე უნდა შემოიწყოს და ისე უფრო მაღლა ავა , ჰგონია ვერძი მაგას აკეთებს არასწორად
კურო, თავისთვის მიირთმევს (ჯერ შეჭამს და მერე აი ატირებულ კირჩხიბს დაამშვიდებს და თავის მეორე საყვარელ საქმესაც შეუსრულებს სავარაუდოდ)
კირჩხიბი - ქალწულთან ცრემლად იღვრება . გამოფენილი აქვს, ამ ვითომ მთელი ცხოვრება ნაჭუჭში ჩაკეტილი პრობლემები და წუწუნებს . თავისი ჩვეული როლი აქვს შეთავსებული.
მორიელი გიჟს ჰგავს, მან ამ წამს გაიგო, რომ კირჩხიბი იმაზე წუწუნებს, რაც მას სასაცილოდ არ ჰყოფნის და თავის პრობლემაზე ხო მორიელები არ ლაპარაკობენ, გულში იკლავენ ჩემეე და ისეთები აქვს თან
თევზი საჭმელს აკეთებს და თან წუწუნებს, რომ ამდენი ბნელი შავი სამუშაოს გაკეთება უწევს, დავიწყოთ იქიდან, რომ თევზისთვის ეს არავის უთხოვია, სულაც ისინი რესტორანში არიან და ოფიციანტებს რო გაუჭედა, ტუალეტში არიან ოფიციანტები და ქვითინებენ
ქალწულს ხედავტ, კირჩხიბი გულს უშლის, თავი პროფესორი ჰგონია, ისიც ჰგონია,რ ომ ყველაზე გემოვნებიანად აცვია
, მაგრამ ხედავთ თქვენც
მერწყულმა ხალიჩა იპოვა კედელზე გაკრული და ჰგონია ჰორიზონტალურად ფრინავს (ჩვეულებრივ ხალიჩა, მას მხოლოდ იატაკზე აქვს ნანახი) და უხარია, ჰგონია განსხვავებული რამე აღმოაჩინა
ტყუპი მერწყულის გენიალობას აკვირდება და რაღაცაზე ჭორაობს თან
სასწორი ჩაფიქრებულია, რატომ არ აქცევს ყურადღებას ტყუპი, არადა გუშინ ახალი პომადა იყიდა
ლომს ორგაზმი აქვს, წეღან მორიელმა ახსენა, რომ დიდ ხელფასიან სამუშაოზე მისი ნიჭიერების წყალობით მოხვდა და იმასაც ვერ ხვდება, ფულს რო მაგას გადაახდევინებს
ჰო
ალბათ გიკვირთ სადაა თხის რქა
» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «
თხის რქა არ დაპატიჟეს
თხის რქას ხო მეგობრები არ ჰყავს
------------------------------
ერთ ხავსიანი ციყვისფერ რიჟრაჟს, როდესაც ნისლიან ალბიონზე მზეს მხოლოდ მხოლოდ 3 ზომა ძუძუსავით ამოეწვერა, სერ სტიუარტ ერიქსონმა , მისკენ ზურგშექცევით მდგომ ლორდ ჰენრის მიმართა :
- ლორდ ჰენრი, რას იტყვით მის მარტა ჯეიმსონზე, ფრიად სასურველი ქალია ხომ?
- ჰმ, შეიშმუშნა ლორდი, გარეგნობა და ინტელექტი ნუ მოგატყუებთ სერ, მას მხოლოდ 3 ქულიანი მერკური ჰყავს smile.gif
- აჰმ, მიწაც გამისკდეს ლორდ, ეს როგორ გამომრჩა
- რას ვიზამთ, მართლაც რომ მუხთალია ეს წუთისოფელი, წარმოსთქვა ლორდმა და წამიერად შეწყვეტილი კუბიკების აწყობა განაგრძო , თან თავისთვის ჩაიბუტბუტა : ღმერთმანი, კი წააწერენ 0-3 წლამდე , მაგრამ მე მხოლოდ 2 კვირა დამჭირდა ასაწყობად.
This post has been edited by Papillon on 11 Feb 2012, 21:43