ალბათ ბევრს აინტერესებს სკუტერისტი კურიერების საქმიანობაზე, დეტალებზე თუ ნიუანსებზე.
რადგან ამ სფეროს მიმართ დიდია ინტერესი და ბევრ სხვადსხვა თემაში ისმის კითხვები ფრაგმენტულად,
აჯობებდა ერთი ცალკე იზოლირებული თემა არსებობდეს ხ.დ.კ სადაც ყველანაირი ინფორმაციის მოძიება იქნება შესაძლებელი კითხვა - პასუხის რეჟიმში.
აი მაგალითად მე მაინტერესებს, თუ რატომ აქვთ ჩამოკიდებული ჩანთები ზურგზე და არა სადმე უკანა მხარეს დამაგრებული?
რა პლიუსები ან მინუსები აქვს ასე გადაადგილებას?
ალბათ როგორც ვხვდები საცობებში უფრო მანევრულად ლავირებენ ხომ? მაგრამ მთელი დღე ზურგისთვის რამდენად არის გამართლებული ასე სიარული?
მეორე კითხვა ასეთია, 10 საათი რომ იმუშაო დღეში, დილის 10-დან საღამოს 8-მდე, საშუალოდ რამდენს გამოიმუშავებ გლოვოში ან ვოლტში?
სხვა კითხვები მერე და მერე ჩაემატება
და ვისაც რამე დაგაინტერესებთ, თქვენც დასვით კითხვები. იმედია აქაც იქნებიან სკუტერისტი კურიერები.