forum.ge
reklama
FORUM.GE წესები  · დახმარება  · ძებნა  · წევრები  · კალენდარი  · ჩატი
Pages: (61) [1] 2 3 ... ბოლო »  ( გადავიდეთ პირველ წაუკითხავ წერილზე ) გამოხმაურება · ახალი თემა · ახალი გამოკითხვა

> საქართველოს გზები
ნიკა
4X4 or 2X2 ?


*********
ჯგუფი: Members
წერილები: 31571
წევრი No.: 4167
რეგისტრ.: 23-January 04

გამოგზავნილია: 2 Aug 2015, 11:12  #45318910      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ვებგვერდი · icq · yim
დავიღალე ამა თუ იმ თემაში წერით, გავხსნი თემას, მერე დიზაინერული ნიჭით დაჯილდოვებულებმა შეალამაზეთ და პირველი პოსტიც გამოცხვება უფრო ინფორმტიული.

საქართველოს საავტომობილო გზების ქსელის სტატისტიკური ინფორმაცია:

სულ საერთასორისო გზები 1603 კმ, 567 ხიდი, 16 გვირაბი და გალერეა
შიდასახელწიფოებრივი მნიშვნელობის გზები 5298.1 კმ, 1042 ხიდი, 16 გვირაბი და გალერეა

ჩამონათვალი
http://www.georoad.ge/?lang=geo&act=pages&...&pid=1386667041
http://www.georoad.ge/?lang=geo&act=pages&...&pid=1386667055
http://www.georoad.ge/?lang=geo&act=pages&...&pid=1386667067



--------------------
სამურაის არაფერი კლავს, ხარაკირის გარდა
Kublicha
ip conflict


*********
ჯგუფი: Members
წერილები: 33702
წევრი No.: 10108
რეგისტრ.: 11-May 05

გამოგზავნილია: 2 Aug 2015, 12:18  #45319282      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
მშვენიერი პირველი პოსტია, არაფრის გალამაზება არ უნდა


--------------------
Boul ma sene, boul ma guiss madi re nga fokni mane
Khamouma li neka thi sama souf ak thi guinaw
Beugouma kouma khol oaldine yaw li neka si yaw
mo ne si man, li ne si mane moye dilene diapale
ნიკა
4X4 or 2X2 ?


*********
ჯგუფი: Members
წერილები: 31571
წევრი No.: 4167
რეგისტრ.: 23-January 04

გამოგზავნილია: 3 Aug 2015, 08:39  #45325023      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ვებგვერდი · icq · yim
გზების დაგეგმილი შეკეთება/რეაბილიტაციის შესახებ

http://www.interpressnews.ge/ge/regioni/34...syeba.html?ar=A

ირაკლი ღარიბაშვილი - ხულო-ადიგენის გზის პროექტის განხორციელება 2016 წელს დაიწყება
16:35 02-08-2015
ირაკლი ღარიბაშვილი - ხულო-ადიგენის გზის პროექტის განხორციელება 2016 წელს დაიწყება ხულო-ადიგენის გზის პროექტის განხორციელება 2016 წელს დაიწყება, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მაღალმთიან აჭარაში გზის პრობლემის შესახებ ჟურნალისტებს განუცხადა.
როგორც პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, გზის პროექტი დასრულებულია და პროექტის განხორციელების შემდეგ ეს გზა რამდენიმე რაიონს მოემსახურება.
"2016 წელს ვიწყებთ გზის პროექტს. ხულო-ადიგენის გზა არის ძალიან მნიშვნელოვანი გზა, მოსახლეობას მინდა ვუთხრა, რომ პროექტი არის დასრულებული და გაისად ვიწყებთ ამ პროექტის განხორციელებას. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, რამდენიმე რაიონს მოემსახურება ეს გზა", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
მაღალმთიანი აჭარის კურორტ ბეშუმში მოსახლეობა გზის პრობლემას უჩივის. შუამთობის დღესასწაულზე შეკრებილ მოსახლეობას პრემიერ-მინისტრისადმი გზის რეაბილიტაციის თხოვნა ჰქონდა.

გოდერძის უღელტეხილის შეკეთების შედეგად მნიშვნელოვნად განიტვირთება E-60 გზა რადგან სომხეთი-ბათუმი-თურქეთი ნაკადის დიდი ნაწილი ერევანი-სადახლო-თბილისი-სარფი 690 კმ (თბილისის შემოვლითით გავლისას) ნაცვლად ერევანი-გიუმრი-ნინოწმინდა-ახალქალაქი-ახალციხე-ხულო-სარფი 450 კმ გზით ივლიან.

ასევე იგეგმება შიდასახელმწიფოებრივი შ-55 ძირულა-ხარაგაული-მოლითი-ჩუმათელეთი შეკეტება (როდის დაიწყება ჯერ უცნობია).
http://georoad.ge/?lang=geo&act=news&uid=1409902292
ამ გზის რეაბილიტაცია მნიშვნელოვანია რიკოთზე მეწყერებისას გზის ჩაკეტვის და ასევე ავტობანის მშენებლობის პროცესში საავტომობილო ნაკადის გასატარებლად.

2015 წლის ბოლოს იგეგმებოდა შ-27 თიანეთი-ზარიძეები-ჟინვალის გზის შეკეთების დასრულება. დაახლოებით ნახევარ გზაზე ასფალტი უკვე დაგებული იყო. შემდეგი ეტაპი შ-43 თიანეთი-ახმეტა-ნინიგორის გზის თიანეთი-ახმეტა მონაკვეთის რეაბილიტაცია იქნება. ამ ორი გზის რეაბილიტაცია მნიშვნელოვნად შეამოკლებს მანძილს ჟინვალიდან ახმეტაში (55 კმ ნაცვლად ამჟამინდელი 162-სა).

ფუტურისტული პროექტი "როშკა-არხოტის გზა", ჯერ ჯერობით მხოლოდ პროექტირების სტადიაშია. იგეგმებოდა უკვე წელს სამუშაოების დაწყება თუმცა ამაზე რაიმე ინფორმაცია არ მომეპოვება. 25 კილომეტრიან გზას პირველად ისტორიაში უნდა დაეკავშირებინა პირიქითა ხევსურეთის არხოტის ხეობა დანარჩენ საქართველოსთან. გადაუმოწმებელი ინფორმაციით სსრკ-ს დროს არსებობდა საავტომობილო გზა არხოტიდან ინგუშეთის მიმართულებით. ამჟამად ეს ხეობა მხოლოდ საცალფეხო ბილიკებითაა დაკავშირებული გარე სამყაროსთან.

სულ ბოლო ინფორმაციით მნიშვნელოვნადაა გაუმჯობესებული საფარი შ-14 ქუთაისი (საღორია)-ბაღდათი-აბასთუმანი-ბენარა გზის აბასთუმანი-საირმის მონაკვეთზე (დანარჩენ მონაკვეთებზე ასფალტია), წელს შემჩნეული იყო ოპელის გადასვლა ამ მონაკვეთზე.

This post has been edited by ნიკა on 3 Aug 2015, 09:08
MISHAB
Super Member


****
ჯგუფი: Registered
წერილები: 453
წევრი No.: 46352
რეგისტრ.: 10-November 07

გამოგზავნილია: 3 Aug 2015, 09:15  #45325102      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
გუშინწინ ვიყავი დმანისში. კაზრეთთან დაახლოებით ერთი კილომეტრის მანძილზე გზა არის მძიმე მდგომარეობაში. ამის დედა ვატირე ოქრო მანდ არის და ფულიც გზის გაკეთებაც არ უნდათ. ხო შედის ქონების გადასახადი ადგილობრივ ბიუჯეტში. დარწმუნებული ვარ კაზრეთი საკმაოდ დიდ თანხას იხდის...

This post has been edited by MISHAB on 3 Aug 2015, 09:15
ნიკა
4X4 or 2X2 ?


*********
ჯგუფი: Members
წერილები: 31571
წევრი No.: 4167
რეგისტრ.: 23-January 04

გამოგზავნილია: 3 Aug 2015, 09:39  #45325174      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ვებგვერდი · icq · yim
MISHAB
მეც გავიარე მანდ ასე 1 თვის წინ, მმომეჩვენა რომ 1 კმ-ზე ბევრად დიდი მონაკვეთია დაზიანებული და სწორედ რომ სატვირთოებმა მოსპეს. არა და 2013-ში არ იყო ეგეთი მდგომარეობა მანდ.
MISHAB
Super Member


****
ჯგუფი: Registered
წერილები: 453
წევრი No.: 46352
რეგისტრ.: 10-November 07

გამოგზავნილია: 3 Aug 2015, 10:26  #45325367      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
QUOTE (ნიკა @ 3 Aug 2015, 09:39 )
MISHAB
მეც გავიარე მანდ ასე 1 თვის წინ, მმომეჩვენა რომ 1 კმ-ზე ბევრად დიდი მონაკვეთია დაზიანებული და სწორედ რომ სატვირთოებმა მოსპეს. არა და 2013-ში არ იყო ეგეთი მდგომარეობა მანდ.

ხო სავარაუდოდ მეტია, აღარ გამიზომია...
ნიკა
4X4 or 2X2 ?


*********
ჯგუფი: Members
წერილები: 31571
წევრი No.: 4167
რეგისტრ.: 23-January 04

გამოგზავნილია: 3 Aug 2015, 12:00  #45326022      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ვებგვერდი · icq · yim
რაც შეეხება შეკეთებულ გზებს, ახლომახლო რაც ვიცი სასადილო-სიონი გზა არის სრულად რეაბილიტირებული. ბეტონის საფარია.
* * *
პატარა ვიდეოკოლაჟი

შ-27 ჟინვალი-ზარიძეები-თიანეთი და შ-43-ის თიანეთი-ახმეტა ნაწილი
https://www.youtube.com/playlist?list=PLMhw...x9HDNy1O87Wy6y8

შ-26 ჟინვალი-ბარისახო შატილი, არდოტიდან ჟინვალამდე
https://www.youtube.com/playlist?list=PLMhw...FFWAEP7GxOdLG6i

შ-23 კოდა-ფარცხისი-მანგილისი-წალკა-ნინოწმინდა
ს-11 ახალციხე-ნინოწმინდა-სიმხეთის საზღვარი
ს-8 ახალციხე-ხაშური მონაკვეთი
https://www.youtube.com/playlist?list=PLMhw...BNgbHEBdV_apNQT

შ-44 ფშაველი-აბანო-ომალო და თუშეთის შიდას გზები
https://www.youtube.com/playlist?list=PLMhw...VGLOkQjr3FUMtZd

შ-20-ის ბორჯომი-ბაკურიანი
შ-1-ის ახალციხე-ბენარა (აბასთუმნის გადასახვევი)
შ-14-ის ბენარა-აბასთუმანი-საირმე-ბაღდათის მონაკვთი
შ-54 ბაღდათი-ზესტაფონი
კიდევ შუალედური გზებიცაა არ ჩამოვთვლი.
https://www.youtube.com/playlist?list=PLMhw...Rw_5is119ANRb-S

მესამე ვიდეოდან
შ-7-ის მესტია უშგული მონაკვეთი
11-ე ვიდეოდან
შ-15-ის ჭველფი-ლენტეხი-ცაგერი-წყალტუბო-ქუთაისი
https://www.youtube.com/playlist?list=PLMhw...yvA47TReGDJvmxO
* * *
შ-128 ტაძარი-კიმოთესუბანი-წაღვერი და
შ-20-ის წაღვერი-ბორჯომი
https://www.youtube.com/watch?v=AkaMb5kdFXs

შ-7-ის ზუგდიდი-მესტია მონაკვეთი
https://www.youtube.com/watch?v=5YYBazeBChg
https://www.youtube.com/watch?v=aVHt1ucDtXo

This post has been edited by ნიკა on 3 Aug 2015, 12:47
ORIONI
RockNrollA


******
ჯგუფი: Members
წერილები: 8194
წევრი No.: 26136
რეგისტრ.: 27-November 06

გამოგზავნილია: 3 Aug 2015, 16:36  #45328374      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
წყნეთის დამეწყრილ გზაზე რახდება ახალი? ან რას აპირებენ, თავიდან ამბობდნენ აზრი არ აქვს ამ გზის შეკეთებას, ძალიან საშიშიაო..

არადა მანგლისისკენ ძალიან დაგრძელდა გზა sad.gif



--------------------
ფეხბურთში ყველაზე ლამაზი, ტაბლოა! (c) Valeri Lobanovski

საქართველოდან ღვთისმშობელმა წილი გაიტანა მგონი..
da_to
Super Crazy Member +


*******
ჯგუფი: Members
წერილები: 12663
წევრი No.: 53050
რეგისტრ.: 11-February 08

გამოგზავნილია: 3 Aug 2015, 16:56  #45328551      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
ე.ი მოგაწვდით ინფორმაციას გზებზე დაგეგმილი სამუშაოების შესახებ, რომლებზეც ამჟამდ არის გამოცხადებული ტენდერი ან ხელშეკრულება ფორმდება .....

1. საავტომობილო გზების (ქუთაისი(წყალტუბოს გადასახვევი)-წყალტუბო-ცაგერი-ლენტეხი-ლასდილის საავტომობილო გზის კმ1-68; ქუთაისი(ჭომა)-ალპანა-მამისონის უღელტეხილის(რუსეთის საზღვარი)საავტომობილო გზის კმ1-22; ალპანა-ცაგერის საავტომობილო გზისკმ.1-22.2; ქუთაისი-ხონის საავტომობილო გზის კმ.1-15.2;ქუთაისიგეგუთი-საყულია-ბაშის საავტომობილო გზის კმ.1-34; ბანოჯასათაფლიას საავტომობილო გზის კმ.1-6.1; წყალტუბო-ფარცხანაყანების საავტომობილო გზის კმ.1-11.3) მიმდინარე შეკეთების (მოვლა-შენახვის) სამუშაოების შესყიდვა - ღირებულება 736`801.00 GEL

2. აბაშა-გაღმა-კოდორიგულეისკირი-ჯაპანა კმ1-კმ33.7, აბაშა-მარტვილი კმ1-კმ34, ხონიმათხოჯი-მარტვილი კმ1- კმ15, სალხინო-დადიანების სასახლესთან მისასვლელი გზა კმ1-კმ6.7, მარტვილი-ტალერი ჩხოროწყუ კმ1-კმ30, ნოქალაქევი-ლეძაძამე-დიდი ჭყონი კმ1- კმ24.2, ტალერი-ლებარდე კმ1-კმ34, მარტვილი-მარტვილის მონასტერი კმ1-კმ1.3 მიმდინარე შეკეთების (მოვლა-შენახვის) სამუშაოების შესყიდვა - ღირებულება 639`247.00 GEL

3. თიანეთი ზარიძეები-ჟინვალი კმ1-21.5; თბილისი(გლდანი)-თიანეთი კმ1-60; თიანეთი-ახმეტა-ყვარელინინიგორი კმ1-30; სასადილო-ორხევი-ხევსურთსოფელი კმ1-27; ორხევისიონი კმ1-3.7 მიმდინარე შეკეთების (მოვლა-შენახვის)
სამუშაოების შესყიდვა - ღირებულება 737`331.00 GEL

4. ზაჰესი-მცხეთა-კავთისხევი-გორი-სკრა-ქარელი-ოსიაურის საავტომობილო გზის კმ72 – კმ77 მონაკვეთის სარეაბილიტაციო სამუშაოების შესყიდვა - ღირებულება 1`280`300.00 GEL

5. ჟინვალი-ბარისახო-შატილის საავტომობილო გზის კმ 51+150–კმ 52+350 მონაკვეთის სარეაბილიტაციო სამუშაოების შესყიდვა - ღირებულება 706`290.00 GEL

6. ბორჯომი-ბაკურიანი-ახალქალაქის საავტ. გზის კმ 11+000 - კმ 13+200 მონაკვეთის პერიოდული შეკეთების სამუშაოების შესყიდვა - ღირებულება 873`590.00 GEL

7. ქუთაისი-წყალტუბო-ცაგერი-ლენტეხი-ლასდილის საავტომობილო გზის კმ100-კმ112 მონაკვეთის სარეაბილიტაციო სამუშაოების შესყიდვა - ღირებულება 8`709`230.00 GEL

8. ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის ს/გ-ს კმ 154 _ კმ 185 მონაკვეთის სარეაბილიტაციო სამუშაოების შესყიდვა - ღირებულება 10`120`730.00 GEL

9. ქუთაისი(ჭომა)-ალპანა-მამისონის უღელტეხილის(რუსეთის ფედერაციის საზღვარი) საავტომობილო გზის კმ4-კმ14 მონაკვეთის სარეაბილიტაციო სამუშაოების შესყიდვა - ღირებულება 5`987`080.00 GEL

ნიკა
4X4 or 2X2 ?


*********
ჯგუფი: Members
წერილები: 31571
წევრი No.: 4167
რეგისტრ.: 23-January 04

გამოგზავნილია: 3 Aug 2015, 17:30  #45328865      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ვებგვერდი · icq · yim
da_to
1,2,3,5 მოვლა შენახვის სამუშაოებია როგორც მივხვდი. 5-ს არ უწერია მაგრამ ეგრე იქნება.
ან შეიძლება ვცდები და ეს ის მონაკვეთია ახალი დაგებული ასფალტიდან თიანეთის გადასახვევამდე როა. რადგან თიანეთისკენ გზის რეაბილიტაციაც იგეგმება ეს მონაკვეთიც საჭიროა ცხადია.

This post has been edited by ნიკა on 3 Aug 2015, 17:31
da_to
Super Crazy Member +


*******
ჯგუფი: Members
წერილები: 12663
წევრი No.: 53050
რეგისტრ.: 11-February 08

გამოგზავნილია: 3 Aug 2015, 18:18  #45329245      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
ნიკა
QUOTE
5-ს არ უწერია მაგრამ ეგრე იქნება.


არა ეგ 1,2 კმ გზის რეაბილიტაციაა ... მარტო გზის საფარი არა სხვა დამხმარე და საჭირო სამუშაოებია გასაკეთებელი, მილები, კიუვეტები საგზაო ნიშნები და ა.შ.
CENTURIONI
Crazy Member


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 2059
წევრი No.: 70325
რეგისტრ.: 3-September 08

გამოგზავნილია: 3 Aug 2015, 18:34  #45329360      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
QUOTE
რაც შეეხება შეკეთებულ გზებს, ახლომახლო რაც ვიცი სასადილო-სიონი გზა არის სრულად რეაბილიტირებული. ბეტონის საფარია.
* * *

ეგ მონაკვეთი კარგ მდგომარეობაში იყო დაახლოებიტ წლინახევრის წინ მანამ სანამ მანდ ოქროს მოპოვებას დაიწყებდნენ .მაგ ბოზებმა გააფუჭეს ეგ გზა .მთელი დღე დაგრუხუნებენ სატვირთოები მანდ წინ და უკან და გააპარტახეს მანდაურობა,
* * *
ისე ხომ არ იცით აბასთუმანი საირმის გზა რა მდგომარეობაშია ამ ჟამად? მასე ვფიქრობ წასვლას და მაინტერესბს რა ხდება მანდეთ?
ნიკა
4X4 or 2X2 ?


*********
ჯგუფი: Members
წერილები: 31571
წევრი No.: 4167
რეგისტრ.: 23-January 04

გამოგზავნილია: 3 Aug 2015, 18:47  #45329451      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ვებგვერდი · icq · yim
da_to
ხო მეორე ნაწილში დავწერე wink.gif ჟინვალი-თიანეთის გზის ნაწილია ეგ.

CENTURIONI
სასადილო სიონზე მიდის ოქროს მოპოვება wow.gif wow.gif wow.gif

პ.ს. ამჟამად თბილისთან ახლოს ყველაზე სავალალო მდგომარეობა არის კოჯორი-სამადლო-პანტიანი გზის ძველ მონაკვეთს რომელიც არ დაუგიათ. ადრე ზემო წყნეთი-სამადლო მონაკვეთიც მოიაზრებოდა ამ დაზიანებულში ახლა ეს გზა მაინც გაუვალია)
შეიძლება შეაკეთეს და დაწერეთ ინფორმაცია თუ შეიძლება.

ასევე საკმაოდ დაზიანებულია კოდა-ფარცხისი-წალკა ნინოწმინდის გზის მონაკვეთი წაკლის შემდეგ ვიდრე ტიკმატაშზე დაიწყება ასვლა. და ასევე საშინლად მაღალი 10-10 მწოლიარე პოლიციელია ფოკაში და განძანში. არანაირ სტანდარტში არ ჯდება (თან ასფალტისაა და ღამე არ ჩანს)

CENTURIONI
QUOTE
ისე ხომ არ იცით აბასთუმანი საირმის გზა რა მდგომარეობაშია ამ ჟამად? მასე ვფიქრობ წასვლას და მაინტერესბს რა ხდება მანდეთ?

საგრძნობლად უკეთესია, ოპელი შეხვდა ახლობელს საირმიდან უღელტეხილზე ამოსული.

This post has been edited by ნიკა on 3 Aug 2015, 18:50
vatman
პროფესიონალი მგზავრი


******
ჯგუფი: Members
წერილები: 8329
წევრი No.: 37933
რეგისტრ.: 9-July 07

გამოგზავნილია: 4 Aug 2015, 10:16  #45332791      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა · ვებგვერდი
CENTURIONI
სად მოიპოვებენ მანდ ოქროს? wow.gif

ნიკა
QUOTE
საგრძნობლად უკეთესია, ოპელი შეხვდა ახლობელს საირმიდან უღელტეხილზე ამოსული.

wow.gif
საერთოდ მეგონა რო მაგ უღელტეხილს ხელს საერთოდ არ აკარებენ, თუ ოპელი ავიდა ესე იგი გრეიდერით ასწორებენ მაინც spy.gif


--------------------
Старый друг лучше новых двух... знает как испортить настроение

Пиво бывает двух видов: халявное и за свои деньги
CENTURIONI
Crazy Member


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 2059
წევრი No.: 70325
რეგისტრ.: 3-September 08

გამოგზავნილია: 4 Aug 2015, 15:03  #45335022      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
QUOTE
სასადილო სიონზე მიდის ოქროს მოპოვება 

არა მანდ არა აი ზემოთ რომ იყო იმის პასუხია არასწორად მოვნიშნე როგორც ჩანს
აი აქ გააფუჭეს ოქროს მომპოვებლებმა გზა
QUOTE
გუშინწინ ვიყავი დმანისში. კაზრეთთან დაახლოებით ერთი კილომეტრის მანძილზე გზა არის მძიმე მდგომარეობაში. ამის დედა ვატირე ოქრო მანდ არის და ფულიც გზის გაკეთებაც არ უნდათ. ხო შედის ქონების გადასახადი ადგილობრივ ბიუჯეტში. დარწმუნებული ვარ კაზრეთი საკმაოდ დიდ თანხას იხდის...

QUOTE
აგრძნობლად უკეთესია, ოპელი შეხვდა ახლობელს საირმიდან უღელტეხილზე ამოსული.


გასაგებია მადლობა .
1 წევრი ათვალიერებს ამ თემას (1 სტუმარი და 0 უჩინარი წევრი)
0 წევრი:
Topic Options Pages: (61) [1] 2 3 ... ბოლო » გამოხმაურება · ახალი თემა · ახალი გამოკითხვა

 



ფორუმის სერვერების განთავსებას და ინტერნეტთან კავშირს უზრუნველყოფს: CLOUD9
[ Script Execution time: 0.0366 ]   [ 11 queries used ]   [ GZIP Disabled ]