ოოო, მაგარია და უზარმაზააარი.
დაფრენიდან დაახლოებით 25-30 წუთი უნდა თვითმფრინავს გეითამდე რომ მივიდეს (ცოტა მომაბეზრებელია, მაგრამ რას იზამ) იგივე აფრენაზე .... იმხელაა ეს აეროპოტი რომ ცენტრალურ დარბაზში თუ არ ხარ გეგონება ცარიელია ყველაფერი. ეტყობა რომ ცოტა იჩქარეს გახსნა, გარკვეული წვრილმანი დეტალები არ არის დამთავრებული და ბევრ ადგილას შეგხვდება შემოღობილები (ზოგან ფილას ცვლიან, ზოგან მოაჯირს ამაგრებენ და ა.შ) საერთო მოსასვენებელ სივრცეებში არ მუშაობს როზეტები. თითქმის ყველა კუთეში დგანან და დახმარება თუ დაგჭირდა მიგასწავლიან სად გინდა მისვლა. პრინციპში გაგნება რთული არ არის, ისედაც აწერია ყველაფერს ყველაფერი. ძაან კარგი აპლიკაცია აქვთ თუ მოახერხე და დაიკარგე
გააგნებაში დაგეხმარება. ბევრი ტუალეტები, პატრა მეჩთები ოთახებივით . ცენტრალური დარბაზის გარდა ცოტა ძნელია რაღაცეების ყიდვა, მაგალითად წყალი მინდოდა და დაახლოებით კილომეტრი ვიარე
თვით მომსახურების აპარატები დგას მაგრამ თურქულად უბერავს და ვერაფერი გავუგე. საერთაშორისო ტრანსფერის სამი თუ ოთხი დარბაზი შემხვდა (ერთი მუშაობდა მარტო, ყოფნიდა ნაკადს) თითქმის მთელ პერიმეტრზე მიმდინარეობს მშენებლობა აქტიურად, ბევრი მძიმე ტექნიკა მუშაობს ... მთის კენწეროზე ესკავატორი ფესვიანად გლეჯდა ხეებს
ხოო რაც შეეხება თურქიშს, სტამბული თბილისი ისეთი ძველი ბორტი იყო გაკვრივებული დავრჩი, რამდენჯერ მიმგზავრია და ეგეთი ძველი არც ერთი არ იყო ... აი ბიზნეს კლასი მხოლოდ იმით განსხვავდებოდა რომ ფარდა იყო გამყოფი, სკამებზე მონიტორები არ იყო და ა.შ
პრაღის აეროპრტიც საკმაოდ დიდია, ოთხი ტერმინალი აქვს 1 და 2 არის ჩვეულებრვი მოკვდავებისთვის 3 და 4 ვიპ და სახელმწიფო რეისების ყოფილა. საკამაოდ დიდი დაშორება ტრემინალებს შორის. პირველად ვუყურე ესე ახლოდან ბორტის მომზადებას გაფრენისთვის. ჩვენი რეისი ჩამოფრინდა და გეითის მიდგმიდან 40 წუთში მოასწრეს ყველაფერი :
1. ხალხის გადმოსვლა
2. ბორტში დამლაგებლების შესვლა
3. ტვირთის და ბარგის დაცლა
4. ფეკალური მასების დაცლა
5. საწვავით გამრთვა
6. ტვირთის და ბარგის შელაგება
ეს ყველაფერი 40 წთ-ში მოასწრო პრაღის აეროპორტის სერვისმა