forum.ge
reklama
FORUM.GE წესები  · დახმარება  · ძებნა  · წევრები  · კალენდარი  · ფოსტა  · ჩატი
Pages: (4) « პირველი ... 2 3 [4]   ( გადავიდეთ პირველ წაუკითხავ წერილზე ) გამოხმაურება · ახალი თემა · ახალი გამოკითხვა

> თბილისის დეველოპერული პროექტები, VII ნაწილი
Rapanui
CrazyMember


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 3306
წევრი No.: 162852
რეგისტრ.: 4-March 13

გამოგზავნილია: 21 May 2017, 04:05  #50604701      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა · ვებგვერდი
commersant.ge / 10 მაისი, 2017 |

კოლმეურნეობის მოედნის ნაწილი საფეხმავლო გახდება

მთაწმინდის რაიონში, ორბელიანის მოედნის, ყოფილი კოლმეურნეობის მოედნისა და ათონელის ქუჩის
კაპიტალური რეაბილიტაცია მაისის ბოლოს დაიწყება. მთლიანად გამოიცვლება მიწისქვეშა კომუნიკაციები და
ავტომობილებისთვის აშენდება მიწისქვეშა პარკირებები. პროექტის ფარგლებში შესაძლებელია მოედნის ერთი
ნაწილი საფეხმავლოდ გადაკეთდეს.

​როგორც თბილისის მერმა დავით ნარმანიამ განაცხადა, კოლმეურნეობის მოედანზე დაგეგმილი სარეაბილიტაციო
სამუშაოები გაცილებით ფართომასშტაბიანი იქნება, ვიდრე თბილისის ჩუღურეთის რაიონში განხორციელებული,
დავით აღმაშენებლის გამზირის რეაბილიტაცია იყო.

მისივე ინფორმაციით, რეაბილიტაციის ორწლიანი პროექტისთვის 20 მლნ ლარი დედაქალაქის ბიუჯეტში აკუმულირებული აქვთ.

კოლმეურნეობის მოედანზე არსებულ ყვავილების ბაზრობას რაც შეეხება, დავით ნარმანიას თქმით, მეყვავილეები
დედაქალაქის ამ უბნის შემადგენელი ნაწილია და ისინი კვლავაც ამ ტერიტორიაზე დარჩებიან, იმ განსხვავებით,
რომ მათთვის შესაბამისი სივრცე მოეწყობა.

commersant.ge / 8 მაისი, 2017 |

ლაურა ღაჭავას კომპანია კოლმეურნეობის მოედანზე ყვავილების
პავილიონის მშენებლობას გენ.გეგმის დამტკიცების შემდეგ დაიწყებს


ბიზნესვუმენ ლაურა ღაჭავას კომპანია PP კოლმეურნეობის მოედანზე ყოფილი „პირიმზის" მიმდებარე ტერიტორიაზე
ყვავილების პავილიონის მშენებლობას თბილისის განვითარების გენერალური გეგმის დამტკიცების შემდეგ დაიწყებს.
როგორც ლაურა ღაჭავას იურისტი შალვა კაციაშვილი რადიო „კომერსანტთან" საუბრისას აცხადებს, კომპანიას აქვს
შესაბამისი პროექტი და ელოდებიან გენ.გეგმასთან მის შეთანხმებას.

მისივე თქმით, გარდა ამისა პრობლემას ქმნიან ყვავილებით გარემოვაჭრეები, რომლებიც უარს აცხადებენ ტერიტორიის
დატოვებაზე. კაციაშვილის განმარტებით, ძველი თბილისის გამგეობამ უნდა გაიყვანოს მოვაჭრეები, თუმცა ამ დრომდე
ისინი ადგილზე რჩებიან და კომპანია მოლოდინის რეჟიმშია.

არსებული ინფორმაციით, პავილიონის მშენებლობა დაწყებიდან დაახლოებით 10 თვეში დასრულდება, რადგან ძირითადად,
მინის კონსტრუქციის შეკვრა უნდა მოხდეს. პროექტის მიხედვით პავილიონში პირველ სართულზე ყვავილების სექცია იქნება,
სადაც შესვლას გარემოვაჭრეებსაც შესთავაზებენ, მეორე სართულზე კი კაფე-ბარები განთავსდება.

user posted image

user posted image
Carver
Super Crazy Member


******
ჯგუფი: Members
წერილები: 7580
წევრი No.: 105662
რეგისტრ.: 23-November 09

გამოგზავნილია: 24 May 2017, 00:51  #50624043      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
მესმის ეკლექტიკა..
user posted image

user posted image



Rapanui
CrazyMember


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 3306
წევრი No.: 162852
რეგისტრ.: 4-March 13

გამოგზავნილია: 24 May 2017, 23:50  #50630411      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა · ვებგვერდი
user posted image

შპს "კაფსულომ" კახეთის გზატკეცილზე ყავის ქარხნის მშენებლობა დაიწყო

შპს "კაფსულომ" კახეთის გზატკეცილზე ყავის ქარხნის მშენებლობა დაიწყო. როგორც ქარხნის ხელმღვანელი
ბეჟან გურგენიძე „კომერსანტთან" საუბრისას განმარტავს, კომპანიამ უკვე მიიღო თბილისის მერიისგან როგორც
მშენებლობის ნებართვა, ასევე განაშენიანების რეგულირების გეგმა (გრგ). მისი განმარტებით, მშენებლობა საკმაოდ
სწრაფი ტემპით მიმდინარეობს და ის სავარაუდოდ, 2-3 თვეში დასრულდება.

მისი განმარტებით, კომპანია შპს „კაფსულო" პირველად საქართველოში აპარატის ყავის წარმოებას იწყებს. გურგენიძე
აცხადებს, რომ კომპანია წლის ბოლომდე ბაზარზე პირველ, სატესტო პროდუქციას გამოიტანს.მისივე განცხადებით,
ყავა სარეალიზაციო ქსელში კაფსულის ფორმებში გამოვა. კომპანია „კაფსულო" ყავისთვის შესაფუთ მასალას
საფრანგეთიდან და შვეიცარიიდან შემოიტანს. რაც შეეხება ნედლეულს, ყავა სხვადასხვა ქვეყნიდან შემოვა,
მათ შორის, აფრიკიდან, სამხრეთ ამერიკიდან,ცენტრალური ამერიკიდან და ასე შემდეგ.

შეგახსენებთ, თბილისში, კახეთის გზატკეცილზე, „ავტოვაზის" მიმდებარედ ყავის გადამამუშავებელი საწარმოს
აშენების შესახებ ინფორმაცია 2016 წლის აგვისტოში დაანონსდა. მაშინ ეკონომიკის სამინისტროში აცხადებდნენ,
რომ აღნიშნული პროექტის განსახორციელებლად შპს „კაფსულოს" ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების
სამინისტროს სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ ორი ერთეული 12064 კვ.მ და 4928 კვ.მ
არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთები 412 000 ლარად საინვესტიციო პირობებით გადასცა.

აღნიშნულ ობიექტებზე შპს „კაფსულო" ყავის გადამამუშავებელ საწარმოს მშენებლობასთან ერთად საგამოფენო
დარბაზების მოწყობას, აღჭურვას და ფუნქციონირებას უზრუნველყოფდა. პროექტის განსახორციელებლად
კომპანია არანაკლებ 11 277 000 ლარს დახარჯავდა და ჯამში 30 ადამიანს დაასაქმებდა. თანამედროვე
ტექნოლოგიებით იქნებოდა აღჭურვილი და წლის განმავლობაში სავარაუდოდ 500 ტონა მწვანე ყავის
ნედლეულს შეისყიდიდა, ხოლო წარმოების წლიური მოცულობა დაახლოებით, 1200 ტონა იქნებოდა.

შპს „კაფსულო" გამოშვებული პროდუქციის 50%-ის ექსპორტზე გატანას გეგმავს. კომპანიის ხელმძღვანელი
განმარტავს, რომ ქარხანა ქართულ-უცხოური ინვესტიციით შენდება.

commersant.ge / 17 მაისი, 2017 |

. . . .
დღეს გადავუღე:
user posted image


user posted image
1 წევრი ათვალიერებს ამ თემას (1 სტუმარი და 0 უჩინარი წევრი)
0 წევრი:
Topic Options Pages: (4) « პირველი ... 2 3 [4]  გამოხმაურება · ახალი თემა · ახალი გამოკითხვა

 



ფორუმის სერვერების განთავსებას და ინტერნეტთან კავშირს უზრუნველყოფს: CLOUD9
[ Script Execution time: 0.0142 ]   [ 11 queries used ]   [ GZIP Disabled ]