Printable Version of Topic
Click here to view this topic in its original format
თბილისის ფორუმი > Apple > ახალი ამბები


Posted by: ჰეისან 8 Dec 2010, 10:22
ახალი ტერმინი გეiჩითა - iDardi (ანუ, აი დარდი) biggrin.gif

Posted by: დელფი 1 Mar 2011, 12:58
ძვირფასო მეგობრებო!

რამოდენიმე თვის დაუღალავი მიმოწერის შემდეგ, კომპანია Apple-მა მიიღო გადაწყვეტილება და Mac OS X-ის მორიგ ვერსიაში დაამატა ქართული კლავიატურა!
ვინც თემის არსს არ იცნობთ, შეგახსენებთ, რომ აქამდე Mac OS X-ში სისტემურად ქართული კლავიატურა არ არსებობდა. ამიტომაც ათ წელზე მეტი ხნის განმავლობაში ქართველი მაკისტები სარგებლობდნენ ჩვენი სასიქადულო და უხუცესი მაკისტის, http://forum.ge/?showuser=532 -ს მიერ შექმნილი კლავიატურული განლაგებებით. თანაც ეს კლავიატურები ლამაზად შეფუთული ინსტალატორით განთავსებული იყო Apple-ის ჩამოტვირთვების გვერდზე. სამწუხაროდ შემდეგ Apple-მა ეს კლავიატურა წაშალა ჩამოტვირთვის გვერდიდან მიზეზის ახსნის გარეშე.

და აი 2011 წელს საქართველოში მაკის მომხმარებელთა ჯგუფმა (GeMUG — Georgian Mac Users Group) და კერძოდ ამ ჯგუფის წევრმა http://forum.ge/?showuser=1648 -მა მიაღწია კომპანია Apple-თან შეთანხმებას, რომ ქართული კლავიატურა დამატებოდა საოპერაციო სისტემაში.

მცირედი თათბირის და შეთანხმებების შემდეგ მიღებული იქნა გადაწყვეტილება, რომ დამატებული იქნებოდა ე.წ. QWERTY-კლავიატურა, რომელიც მართალია არ არის ერგონომიული განლაგების მატარებელი, მაგრამ საქართველოში ყველაზე მეტად არის გავრცელებული.

რამოდენიმე დღის წინ გამოვიდა Mac OS X 10.7 Lion-ის Developer Preview, სადაც ჩვენი კლავიატურა უკვე დამატებულია. 2011 წლის ზაფხულში ეს ოპერაციული სისტემა გაყიდვაში გამოდის, შესაბამისად, უკვე ზაფხულიდან ყველა ქართველი მაკისტი მიიღებს ქართულ კლავიატურას პირდაპირ სისტემიდან!

ყველას ვულოცავ ჩვენი მაკ-ჯგუფის ამ გამარჯვებას და http://ka.wikipedia.org/wiki/%E1%83%9C%E1%83%98%E1%83%9A_%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%9B%E1%83%A1%E1%83%A2%E1%83%A0%E1%83%9D%E1%83%9C%E1%83%92%E1%83%98 სიტყვებს მოვიშველიებ:

„That's one small step for man, one giant leap for mankind.“
„ეს პატარა ნაბიჯი ადამიანისთვის, არის დიდი ნახტომი კაცობრიობისთვის.“


http://pix.ge/

http://pix.ge/

Posted by: ჰეისან 29 Aug 2018, 02:10
ძალიან მაგარი სიახლე გაეძრო... AirPort Express-ის ახალი Firmware გამოუშვეს (v7.8), რომელიც AirPlay 2 მოწყობილობად აქცევს AirPort Express-ს smile.gif

ეს იმათ გაუხარდებათ, ვისაც რამდენიმე AirPort Express-ი აქვს სახლში და შეძლებს iOS სმარტფონიდან ან ტაბლეტიდან მუსიკის ერთდროულ გადაცემას ყველა ასეთ მოწყობილობაზე.

მუღამი ისაა, რომ კომპიუტერით ამის გაკეთება აქამდეც შესაძლებელი იყო. რაც შეეხება iOS მოწყობილობებს, მაგათ მხოლოდ ერთ AirPlay-ზე შეეძლოთ Content-ის გაგზავნა დროის კონკრეტულ მომენტში და რაღაც Third-Party App-ები იყო ფასიანი, რომლებიც ერთდროულად აგზავნიდნენ რამდენიმე AirPlay მოწყობილობაზე სიგნალს. AirPlay 2 სტანდარტი ამ დანაკლის შეავსებს smile.gif

Posted by: sanoma 19 Jun 2019, 23:46
სტატიის ბმული :
https://www.marketer.ge/apple-pay-gemug-geo/


ამაზე ისმის რამე კიდე ? ან გემუგს საიდან ქონდა ეს ინფრომაცია ? :შ ან რამე ნიუსი თუ არის ან რამე თუ ხდება ვაბშე sad.gif

Posted by: > CasTieL < 29 Jun 2019, 06:27
ჯონი აივი წასულა Apple-დან
......................

Posted by: Camus 13 Apr 2020, 10:27
AirPower გამოვა დიდი ალბათობით


Posted by: ჰეისან 11 Mar 2021, 00:47
არ მინდოდა ამისთვის სპეციალური თემა გამეხსნა და ბარემ აქ დავწერ. ახალი ამბავია მაინც, რაც არ უნდა იყოს biggrin.gif

საქმე იმაშია, რომ დღეს საღამოს Chrome-ის გარდა არც ერთ სხვა Browser-ში (Firefox-ს და Safari-ს ვგულისხმობ, სხვები არ მიყენია) YouTube-ის გვერდზე Search box-ში Spacebar-ს როცა ვაწვები, რეაქცია არ აქვს. ანუ თუ რაღაცის დაძებნა მინდა და ერთზე მეტი სიტყვის ჩაწერაა საჭირო Search-ის ველში, Spacebar-ი არ მოქმედებს. Chrome-ში ამდაგვარი პრობლემა არ აქვს. მერე დავძებნე Google-ში და reseter ბლოგზე ამოაგდო თემა, რომელშიც ხალხი Google-ს დედას აგინებდა მიკერძოების გამო. სპეციალურად არის ნაჩალიჩებიო.

გამოსავალი ჯერჯერობით ეს ვიპოვნე მხოლოდ (Mac-ებზე, რა თქმა უნდა... Windows-ზე ჯერ არ მიცდია): YouTube-ის გვერდზე დაშორების ჩასასმელად აკრიფეთ Option+Spacebar კომბინაცია.

P.S. ჰო მართლა, თუ რომელიმე თქვენგანს System Preferences-ში კლავიატურის Layout-ის გადართვაზე აქვს Option+Spacebar კომბინაცია არჩეული, მოგიწევთ Command+Spacebar-ით შეცვლა მაგ კომბინაციის. სხვანაირად Chrome-ის გარდა სხვა Browser-ებში YouTube-ში დაშორებებს ვერ აკრეფთ biggrin.gif

Posted by: matemana 11 Mar 2021, 13:11
ჰეისან

მართლა მაგარს ჩათლახობს ხოლმე გუგლი, მაგრამ ეს ძაან განსაკუთრებულია. ისე linux-ზე firefox-ს ვიყენებ და არ მაქვს ეგ პრობლემა.

ეხლა ვნახე ინფორმაცია. bug ყოფილა და მოუგვარებით. სულ 1 საათი იყო ეგ პრობლემაო. ეხლა გამოსწორებულია. https://www.theverge.com/2021/3/10/22323716/youtube-search-bar-space-bug-safari-firefox-chrome

Posted by: ჰეისან 11 Mar 2021, 22:18
matemana
რაღა მე დამეცა ეგ "ტუზი" biggrin.gif

Powered by Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)