მოკლედ 4 სხვადასხვა ექიმთან ვიყავი ამ დროის განმავლობაში. 2 ჯერ გადავყლაპე ზონდი 3 ჯერ გავიკეთე რენდგენი და ა.შ.
დავწერ ოთხივე ექიმს და ოთხივემ რა გამაკეთებინა:
პირველი იყო ვოვა შენგელიძე (ყველაზე ადრე, დაახლოვებით 2 წლის წინ. ამ დროს მარტო მჟავიანობა მაწუხებდა)
გადამაყლაპინა ზონდი, დამისვა დიაფრაგმის თიაქრის დიაგნოზი გამომიწერა წამლები და მიშველა კიდეც.(რაღაც პერიოდი)
შებერვის ჩივილები როცა დამეწყო ბატონი ვოვა გარდაცვლილი იყო უკვე და ვეძებე სხვა და იყო თენგიზ თელია.
საჭირო იყო თუ არ იყო საჭირო ყველა ანალიზი გამაკეთებინა შიდსის და ჰეპატიტების ჩათვლით (როგორც აღმოჩნდა რაც საჭირო იყო იმის გარდა ყველაფრის ანალიზი გამიკეთა).
ვერაფერი მიშველა. შებერვა კიდე გაუარესდა. იმდენად მებერებოდა ყველაფერი მთელი მკერდი მტკიოდა.
ამ ეტაპზე უკვე ვფიქრობდი რო დიაფრაგმის თიაქრის ოპერაციაღა მიშველიდა და მივედი პირდაპირ ქირურგთან კობა სახეჩიძესთან. ეტყობა რო საკუთარი საქმის პროფესიონალია და მოწესრიგებულია.
გადავყლაპე ზონდი და გავიკეთე ანალიზები ახლიდან. მითხრა პირდაპირ აქედან საოპერაციო არაფერი ჩანსო. შეგვიძლია გავჭრათ და ვნახოთ შიგნით რა ხდება და თუ რამეა მივაყოლებთ ოპერაციასაცო მაგრამ მოდი აქამდე სანამ მივალთ კიდევ 1 ექიმთან გაგიშვებ იქნებ ავირიდოთ თავიდანო. (,,ლიჟბი გავჭრა, ფული ავიღო" ქირურგი არაა, კარგი ადამიანია).
გამიშვა გიორგი გვილიასთან. ანალოგიურად ეტყობა რო საქმის პროფესიონალია. დამინიშნა მარტო 3 ანალიზი: ლაქტოზის, ფრუქტოზის და გლუტენის აუტანლობაზე. მეტი არაფერი!
აღმომაჩნდა ლაქტოზის აუტანლობა. დამინიშნა შესაბამისი მკურნალობადა დღემდე მივყვები 100% ით ვასრულებ (Low FODMAP დიეტა + არანაირი რძის პროდუქტი). გაგიკვირდებათ და ბოლომდე ვერ მიშველა. როგორც შევატყე რძის ნაწარმის ჭამა იწვევს რაღაც უსიამოვნო შეგრძნებას, თუმცა არაფერი იმ დისკომფორტთან მიახლოვებული რასაც შებერვა იწვევს.
1 დღესაც დავფიქრდი. ხანდახან დილიდან შებერილი ვიღვიძებ და ჭამის ბრალი იქნებ საერთოდაც არ არის მეთქი...
ჭამის მერე დავლიე 2 ნო-შპა და მთელი დღე ვიყავი ჩიტივით. მერე მთელი კვირა ვიყავი ჩიტივით, მერე მთელი თვე ვიყავი ჩიტივით...
აღმოჩნდა ჩვეულებრივი სპაზმი.
ამდენი ანალიზის გაკეთებას 1 ხელ დალიე რა ნოშპა შე დალოცვილო.............................
რამხელა რაღაც დავწერე.. უბრალოდ ვისაც გექნებათ მსგავსი ჩივილი იცოდეთ რო ჯერ ნო-შპა სცადოთ სანამ ათასობით ლარს გადაყრით ანალიზებში. ღამეებს ვათენებდი ისე ვეწამებოდი