MaryBit
Newbie
ჯგუფი: Registered
წერილები: 3
წევრი No.: 230943
რეგისტრ.: 10-April 17
|
#52223942 · 21 Feb 2018, 01:26 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
ამ ბოლო დროს ხმაურია ატეხილი იმის შესახებ, რომ ზოგიერთი ტურისტი თუ სხვანი ისრაელის ბენ-გურიონის აეროპორტიდან რა შეურაცხმყოფლად გამოაბრუნეს (უხეშად რომ ვთქვათ, „გამოაბუნძულეს“). მათ შორის სახელდებიან მომლოცველებად საპატრიარქოდან წასულებიც. მე ორ ქვეყანაში (ისრაელსა და ეგვიპტეში) გალხდით საპატრიარქოდან წასულ ჯგუფებში და იმ სიტუაციამ, რაც იქ სუფევდა, ჩემში საკმაოდ ნეგატიური განწყობა დატოვა (რბილად რომ ვთქვათ). პირველად ისრაელში აღდგომის დღეებში გახლდით ღვთიური ცეცხლის გარდამოსვლის დროს. როგორც მანამდე გამეგონა. ამ დღესასწაულზე საპატრიარქოდან ყოველწლიურად მიდიოდა ჯფუფი, მაგრამ იქ მოხვედრა მხოლოდ საპატრიარქოსთან დაახლოებულებს შეეძლოთ. მე ეს პატივი არ მქონდა. 2011 წლის გაზაფხულზე მოულოდნელად ჩემთვისაც გახდა შესაძლებელი ისრაელში საპატრიარქოს ჯგუფის შემადგენლობაში წასვლა და საპატრიარქოს რელიგიური ტურიზმის დეპარტამენტში ე. წ. გასაუბრებაზე მიმიწვიეს. იქ დამხვდა ქალი, რომელიც გამეცნო როგორც „თამარი“ და რომელშიც სახის მბრძანებლურ, თვითდაჯერებულ გამომეტყველებაზე, ლაპარაკის ასევე მბრძანებლურ-მენტორულ ტონზე და დაკითხვის სტილით „საუბარზე“ აშკარად იცნობდით იმ ორგანოს დაბალი რანგის წარმომადგენელს, რომელზეც 1966 წ. პოლიტექნიკურ ინსტიტუტში სამოქალაქო თავდაცვაში (ГО - гражданская оборона) ჩვენი ჯგუფის ლექტორი, მეორე მსოფლიო ომის ვეტერანი პოდპოლკოვნიკი (მაშინ ასე უწოდებდნენ ვიცე-პოლკოვნიკს) მეჩიტოვი ამბობდა: «Три страшных буквы, у которых есть вход, а выхода нет». რამდენიმე კითხვის (ვიყავი თუ არა როდისმე საზღვარგარეთ, სად და როდის, ვითომ ამას უჩემოდ ვერ გაიგებდა ჩემი „დოსიეს“ გამოთხოვით) შემდეგ „თამარი“ შემეკითხა, მყავდა თუ არა ისრაელში ვინმე ახლობელი. „როგორ არა, - მიამიტად გავიბადრე მე, - ჩემი ორი ებრაელი მეგობრის ოჯახები ყვავილებით გავაცილე სამგორიდან, ერთი - ამერიკაში, მეორე - ისრაელში. ისრაელში რამდენიმე ჩემი ყოფილი თანამშრომელი ცხოვრობს“. „გაქვთ კავშირი მათთან?“ „ერთ ჩემს ახლო მეგობართან, ახლა აშდოდში ცხოვრობს, ტელეფონით ვკონტაქტობთ.“ ეტყობა, „თამარი“ ასეთ გულახდილობას მიჩვეული არ იყო, ამიტომ ცოტა უხერხულად შეიშმუშნა და დამარიგა: „იცით,ეს იმათ წარმომადგენლებს არ გაუმხილოთ. ასე სჯობს“. მოულოდნელობისგან ის სიფრთხილე დავკარგე, რომელიც საბჭოთა პერიოდიდან უნდა მქონოდა გამოყოლილი ასეთებთან „საუბრის“ დროს: „ქალბატონო, წმინდა მიწაზე თუ მომლოცველად მივდივარ, ტყუილებით უნდა დავიწყო ეს პილიგრიმობა?!“ „თამარის“ სახეზე ისეთი გამომეტყველება გაჩნდა, რომ მე ზრდილობიანად დავემშვიდობე და დარწმუნებული წამოვედი, რომ უკვდავი საბჭოთა КГБ ისრაელში წასვლას არ მაღირსებდა. შეიძლება ასეც ყოფილიყო, მაგრამ, როგორც ჩანს, საბუთები უკვე ისრაელის საელჩოში იყო გადაგზავნილი და რაკი იქიდან ვიზა მოვიდა... წინასწარ ვიტყვი, რომ თბილისის აეროპორტში მე იგივე ვუთხარი ისრაელის წარმომადგენელ რუსულენოვან ახალგაზრდა ქალს და დავამატე. თუ ისრაელის სახელმწიფოს კანონი ამას კრძალავდა, მე ჩემს მეგობარს იქ არ დავუკავშირდებოდი. «А это по вашему желанию, идите, пожалуйста!» - ზრდილობიანად დამილოცეს გზა. მეორე უსიამოვნო გაოცება მივიღე სამების ტაძართან დარბაზში, სადაც ყველა წამსვლელი მიგვიწვიეს. შემაღლებაზე მაგიდასთან მჯდომი ჭარმაგი კაცი ოდნავ ცინიკური ღიმილით დიდხანს ლაპარაკობდა რამდენიმე ჩანთისგან შემდგარი დიდი ბარგის გადატანა და გადმოტანაზე. იერუსალიმს აღდგომა მოდის, დელეგაციის საუბარს ვისმენ, - ბარგის წონაზე მოგიხდით ბოდიშს - და ოქროს ჯვრებით მივდივართ ჯვრისკენ. მაპატიეთ, ბატონო დავით მაღრაძევ, მაგრამ ბოდიშს იხდიდნენ კი არა, ერთადერთ საზრუნავად აქ მხოლოდ ეს ბარგი ჩანდა. ჩემთან ახლოს მჯდომებმა იერუსალიმში სიცილით გაიხსენეს ჩემი ნათქვამი: „მე ერთი სპორტული ჩანთით დავდივარ, ეს სულ არ მაინტერესებს, ვინ გვმოძღვრავს ასე გულმოდგინეთ?“ გაოცებული დავრჩი, როცა მითხრეს, რომ ეს „დამმოძღვრავი“ ის მიტროპოლიტი საბა გახლდათ, რომელსაც რელიგიური ტურიზმის დეპარტამენტი ებარა და რომლის სახელზედაც დავწერეთ თხოვნა მომლოცველად წასვლაზე. არავითარი გზის დალოცვა, ან თუნდაც დარიგება ან თხოვნა, ვინმე ქრისტიანისთვის შეუფერებლად არ მოქცეულიყო. ამის შემდეგ გადავიხადეთ საგზურის ღირებულება, ნაღდი ანგარიშით, ხელიდან ხელში ფულის გადაცემით (მთელ ცივილიზებულ მსოფლიოში მიღებულ საბანკო ანგარიშზე გადარიცხვას აქ ახლაც არ ცნობენ). ამასთან მიტროპოლიტმა საბამ საგზურის გამოცხადებულ ფასზე კიდევ 100 (ასი) დოლარის დამატება მოითხოვა, ვითომდა იმიტომ, რომ ბოლო დღეებში გაძვირდა (რა თქმა უნდა, როგორც იერუსალიმში ჩასვლისთანავე შევიტყვე, ასე არ იყო; დაახლოებით 100 კაცისგან 100-100 $, საქართველოს პირობაზე გვარიანი თანხაა!). ისრაელში პირველად მყოფისთვის ყველაფერი საოცრად შთამბეჭდავია. აქ უნდა ვთქვა კიდევ ერთი ყურადღებამისაქცევი რამ: მიუხედავად იმისა, რომ ნორმალური, კორექტული დასახელება - „რელიგიური ტურიზმი“ აქვს, ამ ტურიზმის ყურადღება მხოლოდ მართლმადიდებლურ ტაძრებზეა მიქცეული, სხვა ქრისტიანული კონფესიებისა და, მითუმეტეს, სხვა აღმსარებლობის რელიგიების კუთვნილ ადგილებს (გარდა დავით მეფის კენოტაფისა) ერიდებიან, ამ დროს ისრაელში ბიბლიასთან (ორივე - ძველ და ახალ აღთქმასთან) დაკავშირებული ტერიტორიის სამი მეოთხედი ვატიკანს, ძირითადად ფრანცისკანელებს ეკუთვნის. იაფოში ვიყავით ბერძნულ საყდარში, მაგრამ იმ სახლის, სადაც პეტრე მოციქული საპყრობილიდან მივიდა, ადგილის (რა თქმა უნდა, ახლა იქ სხვა სახლია) გვერდით ფრანცისკანელთა ბაზილიკა „შავი მადონას“ სტილში შესრულებული შესანიშნავი ხატით მარშრუტშიც არ იყო შეტანილი (კათოლიკენი!!). რაც შეეხება ჯგუფის შემადგენლობას... თითზე ჩამოსათვლელი ვიყავით აქ პირველად წამოსულები. სხვების ლაპარაკიდან ჩანდა, რომ უმეტესობა რეგულარულად დადიოდა, ბევრი იყო ისეთი, რომლებიც პილიგრიმული ჯგუფების ჩამოყალიბებიდანვე ყოველ წამოსვლაზე იყვნენ ამ ჯგუფებში (წელიწადში ორჯერაც. აღდგომას და შობას). ამათთვის ორი ინტერესი იყო გამოკვეთილი: დღისით - სავაჭრო ობიექტები, „სვეტსკი“ გოგოშკებისთვის ღამით - სასტუმროს ბარი (ვნების კვირაში „დროს სატარებლად“). შეიძლება ამის გამო ეს შეკვეცილი მარშრტუტიც კი ისე ზერელედ სრულდებოდა, მასში აღნიშნული ობიექტების საკმაო ნაწილთან არც კი მივსულვართ. იერუსალიმში სიონის გორაკზე „გამოგვრჩა“ საიდუმლო სერობის ადგილი, ელეონის მთაზე - მაცხოვრის ამაღლების ადგილი და სხვ. (ჯგუფის წევრები მაღაზიებში იყვნენ მიმოფანტული, ეინ კარემში მხოლოდ მაღაზიაში შეცვივდნენ, სადაც უნებურად გავყევი და იქ ვიხილე მათი დახარბებული გნიასი). მეგიდოსთან, მიუხედავად იმისა, რომ მარშრუტში შეტანილი იყო, არც შევჩერებულვართ. მოგეხსენებათ, ისრაელში ბევრ ადგილს მხოლოდ ისტორიული ან ბიბლიური მნიშვნელობის დატვირთვა აქვს და არა არქიტექტურული ხელოვნების, როგორც, მაგალითად, ევროპის გოტურ ტაძრებს ან აღმოსავლეთის მუსლიმანურ მეჩეთებს. მწყემსთა ველზე ან მეგიდოს ნაქალაქარზე თუ ის არ იცი, რას წარმოადგენენ ეს ადგილები, მათ ნახვას აზრიც არ აქვს. დღესაც სირცხვილით მახსენდება, მეგიდოსთან გავლის დროს, როცა ჩვენი მეგზური მიკროფონში ამ ნაქალაქარზე ლაპარაკობდა, რა აურზაური ჰქონდათ ატეხილი ავტობუსში მჯდომებს და ისიც არ იკადრეს, რომ ინტერესის თუ გამო არა, ზრდილობისთვის მაინც ცოტა ხნით გაჩუმებულიყვნენ. რაც შეეხება ჯგუფის ხელმძღვანელად წოდებულ ქალს (ერთ-ერთი იმათთაგანი, ვინც წელიწადში ორჯერ მიდიოდა ისრაელში, თანაც, ცხადია. არა თავისი ხარჯით), ყველაფერ ამას ყოვლად ინდიფერენტულად, ხმის ამოუღებლად უყურებდა. სამწუხაროდ არც იქ მყოფ სასულიერო პირებს გამოუთქვამთ რაიმე პროტესტი. პალესტინის ავტონომიაში, სადაც ჩვენი ისრაელელი მეგზური პოლიტიკური მდგომარეობის გამო ვერ გამოგვყვებოდა და ამ „ხელმძღვანელის“ ანაბარად დავრჩით, მარშრუტში აღნიშნული ობიექტების საკმაო ნაწილი არ გვინახავს: იერიქონში -ზაქეს ხე, გიორგი ქოზიფელის მონასტერი, მკვდარი ზღვა და სხვ „გამოგვრჩა“, ბეთლემში მწყემსთა ველს მდუმარედ ავუარეთ გვერდი. ქებრონში მხოლოდ მაღაზიაში შევედით, სადაც ჯგუფის ხელმძღვანელმა „დაგვმოძღვრა“, რომ „აქ შეძენილს დიდი მადლი აქვს იქ, სადაც მივდივართ“. კიდევ კარგი, რომ ისრაელელმა მეგზურმა ძალიან გაგვიმართლა. ეს თავისი საქმის კარგად მცოდნე, განათლებული რუსი ებრაელი დიდი პასუხისმგებლობით ასრულებდა თავის მოვალეობას, იერუსალიმში ყველგან ამომწურავი, ზოგი ისეთი ცნობებიც მომცა, რასაც შეიძლება გზამკვლევებშიც ვერ შეხვდე. დიდი პატივისცემა და მადლობა მას ჩემგან თუნდაც იმიტომ ეკუთვნის, რომ რაკი დაინტერესება შემამჩნია, არ დაზარებია თუნდაც ერთისთვის (ჩემთვის, ხანდახან ჩემი ძმის მეგობარი, ჩემთან ერთად წამოსული, გვიერთდებოდა) გაეწია სრული საექსკურსიო მომსახურება. ბიბლიური იობის მოთმინება და საოცარი ფიზიკური გამძლეობა თუ შველოდა, რომ დღისით სავაჭროებში გაფანტული მატრონები მოეგროვებინა თხოვნით, რომ ავტობუსი დროზე წასულიყო და მარშრუტის ობიექტზე დაკეტვამდე მიგვესწრო, ღამით კი ბარში თანხლებოდა ალკოჰოლით გალეშილ გომბიოებს, რაიმე სკანდალური შემთხვევაში რომ არ გარეულიყვნენ (ორივე სიტუაცია, - სავაჭროში და ბარში უმსგავსო ქცევები თვითონვე მაჩვენეს). ახლაც თვალწინ მიდგას მაღაზიებიდან ავტობუსისკენ აუჩქარებლად მომავალი მატრონების კმაყოფილი სახეები, ყასიდად მაინც რომ არ ამბობდნენ საბოდიშო სიტყვას, ავტობუსს და სხვებს რომ ალოდინეს. სხვათაშორის, მათი უმეტესობა ვითომდა სხვათაშორის ახსენებდა ხოლმე თავის საქმიანობას (ექიმი). ვისაც 60-70-იანი წლები ახსოვს, კარგად იცის, როგორი ოჯახებისთვის იყო გამოყოფილი სამედიცინო ინსტიტუტი და იქ შესულ „რჩეულებს“ რა კომიკური (მათი პროფესიონალიზმის დონის გამო) ამბიციები ჰქონდათ. ორმოცი წლის წინ ერთ-ერთი ქალაქკომის მდივანმა (პირველმა ან მეორემ კი არა, ხალხი „მესამე მდივნად“ რომ იცნობდა და ოფიციალურად „მდივანი“ ეწოდებოდა; ასეთებს ძირითადად იდეოლოგია ებარათ და საზღვარგარეთ წამსვლელთა დახასიათებაზე აგებდნენ პასუხს) შემომჩივლა, ცნობილია, რომ საზღვარგარეთ ყველაზე თავხედურად ექიმები და მათ შემდეგ მასწავლებლები იქცევიან, მათ გამო ყოველთვის საყვედურებს ვღებულობო. ეს „მომლოცველები“ არც რელიგიურ ადგილებში გამოირჩეოდნენ დიდი ტაქტიანობით: სინაგოგაში მეფე დავითის კენოტაფთან სასწრაფოდ ჯვრები ამოიღეს, კენოტაფზე გადაფარებულ ქსოვილზე დააწყვეს და ბუტბუტი დაიწყეს (ლოცვას ვერ დავარქმევ, თავიანთი სურვილების ასრულებას ითხოვდნენ). როგორ ფიქრობთ, სხვა რელიგიის სალოცავში (ამ შემთხვევაში - სინაგოგაში), სადაც ისეთი პატივისცემით უნდა შეხვიდე, როგორც მუზეუმში და იქ მოქცევის წესები არ დაარღვიო, ასეთი ქცევა, რბილად რომ ვთქვათ, უტაქტობა ხომ არაა?.. არც რუსულ და ბერძნულ ეკლესიებში იქცეოდნენ დიდი ტაქტით, რამდენჯერმე შენიშვნაც კი დაიმსახურეს. ერთხელ გაგულისებულმა კიდეც ვთქვი: „ბერძნებმა რომ დიდი ქართველთმოყვარეობა გამოიჩინონ და ერთ დროს ქართველების კუთვნილი ადგილები სიმბოლურ ფასად დაგვიბრუნონ ან სულაც გვაჩუქონ, თავისი პრაგმატული აზროვნებით ცნობილი ებრაელები, თქვენი შემხედვარე, ქართველებს აქ საკუთრების უფლებას არც მოგვცემენ“-მეთქი. ყველა ამ უსაქციელობის მიუხედავად შეიძლება გაკვირვებაც კი გამოეწვია იმას, რომ ამის მომსწრე ჩვენი სიმპათიური მეგზური ჩემთან საუბრის დროს დიდი პატივისცემით ლაპარაკობდა საქართველოზე, ქართველი ქრისტიანებისა და ქართველი იუდეველების დამოკიდებულებაზე („Здесь мы евреи из семидесяти стран и никто с таким благоговением и любовью не относится к тому государству, откуда переехали, как грузинские евреи»). საკმაოდ კარგად იცნობდა ქართულ ლიტერატურას. როცა უიარაღოს „მამელუკი“ ვახსენე,სიტყვასიტყვით მოყვა მისი ტრაგიკული ფინალი (რა თქმა უნდა, კარგ რუსულ თარგმანში). პატივისცემა იგრძნობოდა სასტუმროს პერსონალისგანაც, აღდგომა დღეს შეფერილი კვერცხებიც კი დაგვახვედრეს, თანაც მოგვიბოდიშეს, აქ ენდრო არ იშოვება და კარგად ვერ შევღებეთო. წამოსვლისას ბენ-გურიონის აეროპორტში კიდევ ერთი უხერხული სიტუაციის მომსწრე გავხდი: გასასვლელში, სადაც უკვე გამცილებლები აღარ გადიან და ჩვენი მხლებელი გვემშვიდობებოდა, ერთ გოგოსთან ერთად მოვხვდი (მისი ვინაობა არც მაშინ ვიცოდი და არც ახლა ვიცი). mademoiselle-მა კისრიდან კაშნე მოიხსნა და ჩვენს გამცილებელს საჩუქრად შესთავაზა. ჯერ კიდევ ახალგაზრდა სიმპათიური მამაკაცი უხერხულ მდგომარეობაში ჩავარდა და დაჟინებულ შეთავაზებაზე იძულებული გახდა ეთქვა, «жена...». ეს უტაქტო გოგო ძლივს მიხვდა, რომ ცოლიანი მამაკაცისთვის სხვისგან ასეთი ინტიმური საჩუქარი (საკუთარი ნახმარი კაშნე) ცოტა უხერხული იყო. თბილისში ჩამოსვლის შემდეგ აზრად მომივიდა, რომ ამ უხერხული შემთხვევის გასანეიტრალებლად შემდეგ წასვლაზე ჯგუფის ხელმძღვანელის ხელით მთელი ჯგუფის სახელით რაიმე სიმბოლური საჩუქარი გამეგზავნა ჩვენი მეგზურისთვის. ჩემი ბიბლიოთეკიდან ავიღე სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II-ის დაბადებიდან 75 და აღსაყდრებიდან 30 წლისთავისადმი მიძღვნილი, 2010 წ. გამოცემული „ქართული ქრისტიანული ხელოვნება“ და 1994 წ. „მერანის“ მიერ გამოცემული „თბილისი“ (ორივე ქართულ და ინგლისურ ენებზე დაახლოებით თაბახის ზომის ალბომების სახითაა გამოცემული), ზედ დავურთე პატარა ბარათი მადლობის სიტყვებით (ხელის მოუწერლად, რომ მთელი ჯგუფის სახელით ყოფილიყო გადაცემული) და ჟურნალ «Новый мир»-ის 1991 წლის ერთ-ერთი ნომრიდან ქსეროქსზე ამობეჭდილი რამდენიმე ფურცელი ქართველი ებრაელების შესახებ (Владимир Лобас, «ЖЁЛТЫЕ КОРОЛИ записки нью-йоркского таксиста»). ეს ყველაფერი შესაბამის პაკეტში მოვათავსე და 2012 წლის აღდგომის დღეებში ჯგუფის ხელმძღვანელს გავატანე გადასაცემად. კარგა ხნის შემდეგ დავურეკე და ვკითხე, გადასცა თუ არა. მიპასუხა, რომ თბილისის აეროპორტიდან პაკეტი არ გაატანეს და შეხვედრაზე შემითახმდა. როგორც მითხრა, პაკეტი კაბინაში შესატან ხელჩანთაში ჰქონდა, ბარგში რომ ჰქონოდა, არ შეუმოწმებდნენ, მაგრამ ხელჩანთა შეუმოწმეს, პაკეტი გახსნეს და არ გაატანეს... და რას არ გაიგონებს კაცი!! „ასე მითხრეს, ვინ იცის, ამით ერთმანეთს რას ატყობინებენო“. რა „სახელმწიფო საიდუმლო“ უნდა შემეტყობინებინა სრულიად ლეგალურად დაბეჭდილი და საჯაროდ გაყიდული ალბომებითა და ჟურნალით!? აქ დაახლოებით იმის მსგავსი სიტუაციაა, რომელიც კარგად აქვს აღწერილი ა. სოლჟენიცინს: «...американские радиожурналы, со схемами и теоретическими статьями о клиппировании, продавашиеся в Нью-Йорке на лотках, здесь были пронумерованы, прошнурованы, засекречены и опечатывались от американских же шпионов в несгораемых шкафах» (А. Солженицын, «В круге первом», кн. 1, гл. 12). იქნებ ჩემგან სტანდარტული სამადლობელი სიტყვებით დაწერილი ბარათი საჭიროებდა გაშიფვრას?! აქაც სოლჟენიცინს დავესესხები: «...письмо, какой бы Марье Ивановне оно ни было адресовано, неизбежно будет направлено в американский шпионский центр...» (А. Солженицын, «В круге первом», кн. 1, гл. 7). კიდევ: «В инструктаж входили: ...разъяснение о закоренелости государственных преступников... об их единственном упрямом замысле использовать нынешнее свидание для передачи доступных им государственных тайн через своих жён - непосредственно в Соединённые Штаты Америки. (Сами надзиратели даже приблизительно не ведали, что разрабатывается в стенах лабораторий, и в них легко вселялся священный ужас, что клочок бумажки, переданный отсюда, может погубить всю страну.)» (А. Солженицын, «В круге первом», кн. 1, гл. 29) ზოგიერთმა ჩემმა ნაცნობმა ირონიულად მითხრა, რომ ალბათ საბჭოთა КГБ-ს ამ უბადრუკმა сексот-მა (ესეც ექიმი, პედიატრი გახლავთ) თვითონ „გამოიჩინა სათანადო სიფხიზლე“ დ აეროპორტში საერთოდ არც წაუღია პაკეტი. ქართველებო, როდემდე უნდა ვიცხოვროთ საბჭოთა КГБ-ს მიერ დაწესებული დაუწერელი კანონებით, რომელიც მხოლოდ მათი „აგენტების“ თუ „ინფორმატორების“ პრივილეგიებს ემსახურება და არა სახელმწიფოს (პირველ რიგში მისი მოქალაქის) უშიშროებას? უკვე ისე განათლებულები გავხდით, რომ ყველამ კარგად ვიცით, უშიშროებისა და კონტრდაზვერვის სამსახური სახელმწიფოს არსებობის ერთ-ერთი აუცილებელი და უმნიშვნელოვანესი პირობაა, მაგრამ ასეთი კარიკატურული სახით სწორედ თვითონ ხდება ერთ-ერთი სერიოზული სახელმწიფოებრივი საშიშროება და ისე წამლავს გარშემო ყველაფერს, რომ ერთ-ერთი მიზეზი ესეცაა, ქართველები, რომლებიც სამი ათასწლეულის განმავლობაში მხოლოდ ძალით თუ გაჰყავდათ საკუთარი ქვეყნიდან, ახლა უკანმოუხედავად გარბიან! თუ ჰაიფაში მცხოვრები რომელიმე ქართველი იცნობს რუსს (ებრაელებს, იუდეველებს ვგულისხმობ), რომელიც 2010-12 წლებში საქართველოს საპატრიარქოს ჯგუფებს ახლდა ისრაელში, ვთხოვ, ჩემი დიდი მადლობა და პატივისცემის გრძნობა გადასცეს, რაკი ამ სიმბოლური საჩუქრის გადაცემა ვერ მოხერხდა
|