თუ სწორედ მივხვდი, Call Option - ნიშნავს რომ ყიდულობ ოფციონს იმ იმედით და ოფციონის საბაზო აქტივის ფასი გაძვირდება, ხოლო Put Option ნიშნავს, რომ ყიდულობ ოფციონს იმ იმედით, რომ ოფციონის საბაზო აქტივის ფასი დაეცემა. საბაზო აქტივი შეიძლება იყოს აქცია, ფიუჩერსი და სხვა.
მაგრამ, როგორც ვხვდები, ასევე შესაძლებელია Call ოფციონის გაყიდვა და Put ოფციონის გაყიდვაც. ამ შემთხვევაში პირი, ვინც ყიდის Call ან Put ოფციონს, იღებს პრემიას ოფციონების მყიდველებისაგან. თუ ფასი საბაზო აქტივზე არ შეიცვალა, ან ვთქვათ Call ოფციონის შემთხვევაში დავარდა, ან Put ოფციონის შემთხვევაში გაიზარდა, პრემია მთლიანას რჩება ოფციონის გამყიდველს.
მაგრამ, რა ხდება თუ ფასი გაიზარდა (Call ოფციონის შემთხვევაში) ან დავარდა (Put ოფციონის შემთხვევაში). ასეთ დროს, ოფციონის გამყიდველი რთულ მდგომარეობაში აღმოჩნდება, მაგრამ როგორც ვხვდები ფინანსური დანაკარგები Call ან Put ოფციონის გაყიდვის შემთხვევაში სხვადასხვა იქნება.
Call ოფციონის გამყიდველის რისკი არ არის ლიმიტირებული, ხოლო Put ოფციონის გამყიდველის რისკი არის ლიმიტირებული, რადგან აქტივი ვერ დაეცემა 0 ქვემოთ.
აქ, კარგად გამოდგება ანალოგი სადაზღვევო კომპანიასთან. ვთქვათ, ვიღაცას აქვს მანქანა და უნდა მისი დაზღვევა, შესაბამისად ის მიდის სადაზღვევო კომპანიაში და აზღვევს გარკვეულ რისკებს. სადაზღვევოსაგან ის ყიდულობს პოლისს და კომპანიას ყოველ თვე უხდის პრემიას. თუ მანქანას, არაფერი დაემართა, მთელი ეს თანხები რჩება სადაზღვევოს, ხოლო თუ დადგა პოლისით გათვალისწინებული სადაზღვევო შემთხვევა, მაშინ სადაზღვევო კომპანიას უწევს სერიოზული თანხების გაღება.
სწორედ გავიგე თემა?