Printable Version of Topic
Click here to view this topic in its original format
თბილისის ფორუმი > სტომატოლოგია > კითხვა სტომატოლოგთან


Posted by: ikebana 13 May 2013, 03:33
http://forum.ge/?f=71&showtopic=33621357 ----ნაწილი I
http://forum.ge/?f=71&showtopic=33832660 ---- ნაწილი II
http://forum.ge/?f=71&showtopic=33990501&st=0 ---- ნაწილი III
http://forum.ge/?f=71&showtopic=34237491 ---- ნაწილი IV

Posted by: niniaa 13 May 2013, 18:17
ikebana
პაციენტს ზედა ყბაზე მე-6 კბილიდან მეექვსემდე გაკეთებულია მთლიანი მეტალოკერამიკა.ორი კვირაა გასული, კარგად ხმარობს...ვიზუალურად წინა 6 კბილის ზემოთ ღრძილი ოდნავ ციანოზურად გამოიყურება.თავისით გაივლის თუ იმ სტომატოლოგს მიმართოს,ვინც გაუკეთა?

Posted by: ikebana 14 May 2013, 06:41
niniaa
არ უნდა იყოს ციანოზი, რომც გაიაროს ნაწილობრივ, ნიშნავს რომ ხიდი არასწორადაა მორგებული. ეს მომავალში იწვევს ღრძილის რეცესიას, ანუ "აწევას", როგორც ეძახიან და ფესვის გაშიშვლებას.

Posted by: show-girl 14 May 2013, 12:51
ikebana
იკებანა smile.gif გილოცავ თამარობას, გფარავდეს.

ასეთი კითხვა მაქვს: კბილები მაქვს ბუნებრივად ყვითელი, თუმცა მცირე გათეთრება მაიცნ შესაძლებელია და შველის. როგორ გავითეთრო და რა სისტემატურობით?
და მეორე: სულ დახრულ-დაპლომბილი მაქვს და მუდმივად ახალი ღრმულები მიჩნდება. რით ვუშველო? ჰელფ მი.. sad.gif 2kiss.gif

Posted by: niniaa 14 May 2013, 13:37
ikebana
და რა ეშველება ახლა? უნდა ჩამოიხსნას ამხელა კონსტრუქცია თუ სხვა საშველიცაა?

Posted by: ikebana 15 May 2013, 01:32
show-girl
დიდი მადლობა smile.gif მეც გილოცავ.
ბჟენებ პრობლემაა გათეთრებისთვის. რადგან ყველა შესაცვლელი იქნება. მე პირადად კაპით გათეთრების მომხრე ვარ, მაგრამ რეჟიმი აუცილებლად ინდივიდუალურად უნდა შეირჩეს. ხშირ კარიესებს რაც შეეხება ყველაზე ხშირად მიზეზი ხშირი არასწორი/არასაკმარისი ჰიგიენაა. ასევე შეიძლება იყოს თანკბილვის, პაროდონტის დაავადების, ფტორის ნაკლებობის ბრალი.

niniaa
სამწუხაროდ, ეს შემთხვევითი შეცდომა არაა. ასე მუშაობს ექიმების უმრავლესობა. ამიტომ ჩამოხსნას აზრი არ აქვს თუ იგივენაირი კონსტრუქცია დამზადდება.


Posted by: picundela 15 May 2013, 16:26
აუ 4 დღეა წინა ღრძილები საშინლათ მტკივა რა ხან კეტონალით ვიყუჩებ ხან ანალგინით.შესიებული და დალურჯებულია ღრძილები ვერ მოვიცალე მკურნალობისთვის.რამე საშვალება არ იცით რო როგორმე დამიცხრეს.ესეთი ტკივილი თუ ქონია არ მეგონა რა ღრძილებს

Posted by: ikebana 16 May 2013, 21:02
picundela24
ხელოვნური გვირგვინები გაქვთ მაგ კბილებზე? თბილი გვირილის სავლები სინჯეთ, ცხელი არა. და ხშირხშირად.

Posted by: picundela 16 May 2013, 21:24
ikebana
QUOTE
ხელოვნური გვირგვინები გაქვთ მაგ კბილებზე?

არა არ მაქვს.დღეს ვიყიდე გვირილის სსავლები და ვივლებ ხშირათ.ცხელი არ შეილება ხო უნდა გაგრილდეს? თან ღრჯილის დაბლა დამიჩიქრდა პატარათი და ხელს რო ვაჩერ ჩირქი ამოდის.წინა 3 კბილიც მერყევა ხელით.მგონი სერიოზული რამე მჩირს და სასწრაფომ მჩირდება მკურნალობა რა.მინდა გამოცდილ სტომატოლაგთან მივიდე ვინც ესეთ რამეებს მკურნალობს რა.ისეთი ტკივილები ქონია რო კბილის ტკივილი მონაგონია რა.

Posted by: ikebana 17 May 2013, 01:15
picundela24
შეიძლება მიზეზი კბილიც იყოს, დიდი შანსია. ნუ გადადებთ მისვლას ექიმთან, თორემ შეიძLება კბილი დაკარგოთ. თუ ჩირქი გამოდის, თბილ გვირილას შეუნაცვლეთ სოდიან-მარილიანი, ესეც თბილი (თითო-თითო ჩაის კოვზი სოდა და მარილი 1 ჩაის ჭიქა ანადუღარ და შეგრილებულ წყალზე). თითო პორცია ჩაიგუბეთ 10-15 წამი.

Posted by: picundela 17 May 2013, 10:12
ikebana
მადლობა რჩევისთვის, სულ გადარბენაზე ვერ ვერადა ვერ მივედი სტომატოლოგთან რა.სულ ღრძილების პრობლემა მაქვს.ესე მართლა კბილები დამძვრება რა

Posted by: Nuci44 23 May 2013, 02:59
2 წლის წინ ამოვიღე ზემოთა მეექვსე კბილი,ღძილზე დამრჩა პატარა ღრმულივით,გადავიღე რეტგენი ზოგი მეუბნევა ფესვია დარჩენილიო,ექიმმა კი მითხრა ფ
ესვი არ არის ძვლის ხარიხებიო,გავჭრი და გავასუფტავებო,გთხოვ მითხარით რაას ნიშნავს ეს და თU არის საშიში?რა უნდა იყოს მიზეზი ?

Posted by: ikebana 26 May 2013, 03:38
Nuci44
ფესვის ნარჩენი ადვილად გასარჩევია რენტგენზე. კბილბუდის ბასრი ნაპირები ან ძგიდე (რაც ექიმმა იგულისხმა) ზოგჯერ ართულებს შეხორცებას, მაგრამ 2 წლის მერე ღრმულის ფორმა მაინც აღარ უნდა ჰქონდეს. თუ ფესვია აუცილებლად უნდა მოიშოროთ. თუ ფესვი არაა და კონკრეტულად არაფერი გაწუხებთ, მაშინ არც ღირს ჩარევა. დადეთ რენტგენი თუ გაქვთ.

Posted by: Nuci44 27 May 2013, 03:05
QUOTE (ikebana @ 26 May 2013, 03:38 )
Nuci44
ფესვის ნარჩენი ადვილად გასარჩევია რენტგენზე. კბილბუდის ბასრი ნაპირები ან ძგიდე (რაც ექიმმა იგულისხმა) ზოგჯერ ართულებს შეხორცებას, მაგრამ 2 წლის მერე ღრმულის ფორმა მაინც აღარ უნდა ჰქონდეს. თუ ფესვია აუცილებლად უნდა მოიშოროთ. თუ ფესვი არაა და კონკრეტულად არაფერი გაწუხებთ, მაშინ არც ღირს ჩარევა. დადეთ რენტგენი თუ გაქვთ.

როცა კბილებს ვიხეხავ სისხლი გამოდის,უკვე საცჰმლის ცჰამისდროსაც მაცუხებს,ცუდი შეგრდზნება მაკვს,ხანდახან ტკივლებიც მაკვს,რეტგენის სურათს დავდებ და იკნებ მირჩიოთ რამე,საშIნლად მეშIნია ეკიმთან მისვლის

Posted by: niniko-2009 27 May 2013, 16:24
დამეხმარეთ ვინმემ , ჩემი 4 წლის გოგონას რამდენიმე კარიესი აქვს და კატეგორიულად არ უღებს პირს ექიმს. ისტერიკა ეწყება ჯერ კიდევ სახლიდან. უკვე აღარ ვიცი როგორ ავუხსნა რომ საშიში არაფერია. იქნებ ვინმემ იცით კარგი ბავშვთა სტომატოლოგიური კლინიკა და ექიმი რომელიც ამ პრობლემის მოგვარებაში დაგვეხმარება
წინასწარ დიდი მადლობა

Posted by: Nuci44 28 May 2013, 01:39
აი რენტგენის სურათიც,ცოტა ბუნდოვანი კი გამოვიდა

Posted by: marituna 28 May 2013, 19:46
გთხოვთ, მითხარით სად გავიკეთო სინჯი (კბილის დაპლომბვა მინდა, სინჯის გარეშე არ მიპლომბავს ) smile.gif
შესაბამისი ფასიც, რომ ჰქონდეს (ქავთარაძის 16, ძველი ლეჩკომბინატი 25 მითხრეს )

Posted by: Nuci44 28 May 2013, 20:06
15 ლარზე ნაკლები არამგონია სადმე ღიდეს user.gif

Posted by: tamti1 29 May 2013, 09:34
niniko-2009
ნინო ბერიძის კლინიკას გირჩევ. კარგი გარემოა ბავშვებისთვის. ჩემი შვილი მე არ მიღებს პირს, ამათ უჯდება smile.gif

Posted by: GASPAR 29 May 2013, 15:40
გამარჯობა.
რჩევა მინდა და რა დამიჯდება მაინტერესებს.
წითლად მონიშნული კბილები არის დაზიანებული ფესვამდე და თუ შეგიძლია გამოსავალი დამიწერო თითოეულისთვის.
ანუ მხოლოდ ფესვებია დარჩენილი
წინა ზედა და ქვედა 4 კბილის გარდა ყველა დაკარიესებულიაsad.gif
წინასწარ გიხდით მადლობასsmile.gif

ალდაგის დაზღვევა მაქვს.

Posted by: MANAXH 29 May 2013, 21:20
GASPAR
ღრძილამდეა დასული? გააჩნია მდგომარეობას, არის სიტუაცია რომ "აშენება" აღდგენა შესაძლებელია და მერე გვირგვინის "გადაკვრა"

კლინიკურად და რენტგენოლოგიურად უნდა ინახოს.. რენტგენი მაინც გქონოდა და დაგედო კარგი იქნებოდა..

Posted by: ikebana 30 May 2013, 02:50
niniko-2009
"ნინო ბერიძის ორთოდონტიულ ცენტრში" გესინჯათ მიყვანა. სპეციალურად ბავშვებზე ორიენტირებული კლინიკაა და შესაბამისი გარემო.
* * *
Nuci44
ფესვის ნარჩენი უნდა იყოს. ამის მოშორება დიდ სირთულეს არ წარმოადგენს, ანესთეზიით ვერაფერს იგრძნობთ, ჭრილობაც დიდი არ იქნება. მაგრამ უნდა შემოწმდეს ჰაიმორის ღრუს ფსკერის მთლიანობა არ იყოს დარღვეული. გქონიათ რამე პრობლემა მაგ მხარეს ჰაიმორის ღრუსთან დაკავშირებით? ტკივილი, გამონადენი ცხვირიდან, სიმძიმის შეგრძნება...
* * *
GASPAR
გააჩნია ფესვების და მათ ირგვლივ ძვლის მდგომარეობას. როგორც ჩემმა კოლეგამ გითხრათ, მინიმუმ რენტგენია საჭირო. სასურველია ორთოპანტომოგრამა.

Posted by: DORABELLA 31 May 2013, 14:49
სალამი მეგობრებო. რჩევა მჭირდება და იქნებ დამეხმაროთ.
წინა ორი ზედა კბილი მიფუჭდება. სარკეში რომ ვიყურები, წინა და მათი გვერდითი კბილების საზღვარზე უკვე კარგად ჩანს გაყავისფრებული კბილი, მგონი სწორედ ამას ჰქვია კარიესი, არა? ვიზუალურად ისე ჩანს, აი თითქოს კბილებს შორის რაღაცა იყოს ჩარჩენილი... ხო, თან ნაყინი რომ ვჭამე, გამკრა-გამომკრა, ასე ვთქვათ.
მაინტერესებს, ასეთ შემთხვევაში, როგორ იქცევა კეთილსინდისიერი სტომატოლოგი, ნერვს კლავს და ა.შ., თუ აი იმ წერტილს ამოასუფთავებს და შეავსებს პლომბით?
აქვე გკითხავთ, ვიზუალურად, აბსოლუტურად ჯანსაღი კბილის ცხელზე რეაქცია, რისი ნიშანია?

Posted by: Nuci44 1 Jun 2013, 01:25
QUOTE (ikebana @ 30 May 2013, 02:50 )

Nuci44
ფესვის ნარჩენი უნდა იყოს. ამის მოშორება დიდ სირთულეს არ წარმოადგენს, ანესთეზიით ვერაფერს იგრძნობთ, ჭრილობაც დიდი არ იქნება. მაგრამ უნდა შემოწმდეს ჰაიმორის ღრუს ფსკერის მთლიანობა არ იყოს დარღვეული. გქონიათ რამე პრობლემა მაგ მხარეს ჰაიმორის ღრუსთან დაკავშირებით? ტკივილი, გამონადენი ცხვირიდან, სიმძიმის შეგრძნება...

ხანდახან მტკივა,როდესაც საჭმელს ვჭამ მაშინ მაკვს ცუდი შეფძნება ,თითკოს ჰაერი შედის,ხანდახან ძვალიც მტკივა ხოლმე,ფესვის ამოღებისთვის ალბათ საჭიეო იქნება გაჭრა ღრძილის და ნაკერის დადებადაც იქნება საჭირო?

Posted by: ikebana 1 Jun 2013, 03:12
Nuci44
განაკვეთი ალბათ არ იქნება საჭირო, ისევ იმ ღრმულიდან მოხდება ფესვის ამოღება. ნამდვილად არაფერია საშიში. მაგრამ აქ მთავარი პრობლემა ჰაიმორის ღრუა. თუ გახსნილია, მაშინ სულ სხვა მკურნალობაა საჭირო.
* * *
DORABELLA
დამოკიდებულია კარიესული ღრუს სიღრმეზე, რომელიც წინასწარი გამოკვლევით გამოჩნდება რენტგენზე, უფრო ზუსტად კი ღრუს დამუშავების შემდეგ.

ცხელზე რეაქცია შეიძLება იყოს ბზარის ან პაროდონტალური ჯიბის ბრალი. თუ კბილი ნამდვილად არაა კარიესული.

Posted by: LEGEN_wait for it_DARY 1 Jun 2013, 14:26
ორი კვირის წინ გვირგვინი ჩამისვეს.. ახლა არც გასიებული მაქვს კბილი, არც გალურჯებული, არც მტკივა, მაგრამ კბილის ზემოთ ღრძილზე დისკომფორი მაქვს რაღაცნაირი. და რისი ბრალი შეიძლება იყოს?
* * *
ჭამის დროსაც რაღაც ცუდი გრძნობაა ღეჭვის დროს დისკომფორტი.

Posted by: boone 1 Jun 2013, 20:56
უკვე სამი კბილი მაკლია კიდევ ეთი 6 მაინც ნაწილობრივ დაჭიანებულია ერთI 5 დაპლომბილი და ხელახლაა დასაპლომბი ზოგი მათგანი . მოკლედ ძაან ცუდ დღეშია
კბილებს არ ვუვლიდი და მაგის ბრალი ხომ არაა ? არ ვიხეხავდი . თან გენეტიკითაც დედმამას ცუდი კბილები აქვს

Posted by: sunseeeker 1 Jun 2013, 21:34
მაინტერესებს კბილების დაპატარავება თუ ხდება ჩვენთან ? რამდენად რთული პროცესია ეს, რა უარყოფითი შედეგი აქვს და კიდევ დაახლოებით რა ზომითაა შესაძლებელი სიგრძის მოშორება ? ვთქვათ 5 მმ ?

Posted by: blblbl 2 Jun 2013, 02:37
niniko-2009
http://dentoclub.ge/ ამას გადახედე,აქ მაინც გააღებს წესით smile.gif

Posted by: ikebana 2 Jun 2013, 05:00
LEGEN_wait for it_DARY
ასე თქმა ძნელია კონკრეტულად რისი ბრალია დისკომფორტი. ექიმმა უნდა ნახოს.

boone
თვითონვე უპასუხეთ უკვე თქვენს კითხვას.


sunseeeker
კბილის დაპატარავება პრობლემას არ წარმოადგენს. მთავარია რა მიზნით/მიზეზით არის საჭირო ამის გაკეთება.

Posted by: LEGEN_wait for it_DARY 2 Jun 2013, 11:45
ikebana

გვირგვინი თუ ზემოთ არის უფრო შერჭობილი და ქმნის დისკომფორტს.. შეიძლება მივეჩვიო და აღარ შემაწუხოს თუ უნდა გასწორდეს?

Posted by: ikebana 3 Jun 2013, 04:07
LEGEN_wait for it_DARY
მაშინ ღრძილი იქნებოდა ფერშეცვლილი. თუმცა ყველა ვარიანტში უნდა აჩვენოთ ექიმს. დისკომფორტი არ არის ნორმალური.

Posted by: taktakuna 4 Jun 2013, 13:58
მაინტერესებს რა ასაკიდან უნდა გამოიხეხოს ბავშვმა კბილები? წლისა და ოთხი თვისაა და მაინტერესებს. ჯერ მხოლოდ 8 კბილი აქვს და საშიშია? კალცი მაგი აქვს ორჯერ დალეული და ბოლოს ორი თვის წინ მორჩა ოსტეოქეას დალევას.

Posted by: სერაფიტი 4 Jun 2013, 16:29
რამდენად სანდოა ეს "შინაურული" რეცეპტი კბილის გათეთრებისთვის?

ერთმანეთში უნდა აურიოთ 1 სადილის კოვზი საჭმელი სოდა, 10 მლ წყალბადის ზეჟანგი, 1 ჩაის კოვზი სუფრის მარილი და ცოტაოდენი კბილის პასტა. ასეთი პასტით გაწმენდილი კბილები ორ კვირაში დაიბრუნებს სითეთრესა და ბზინვარებას.

Posted by: boone 5 Jun 2013, 00:22
ikebana
ვსიო აღარ ეშველება ?

Posted by: Nuci44 5 Jun 2013, 02:20
QUOTE (ikebana @ 1 Jun 2013, 03:12 )
Nuci44
განაკვეთი ალბათ არ იქნება საჭირო, ისევ იმ ღრმულიდან მოხდება ფესვის ამოღება. ნამდვილად არაფერია საშიში. მაგრამ აქ მთავარი პრობლემა ჰაიმორის ღრუა. თუ გახსნილია, მაშინ სულ სხვა მკურნალობაა საჭირო.

როგორი უნდა გავიგო ჰაიმორის ღრუ გახსნილი არის თუ არა?რა სახის გამოკვლევა უნდა ჩავიტარო?

Posted by: ikebana 5 Jun 2013, 04:25
taktakuna
როგორც კი კბილები ამოეჭრება, იმ დროიდან უკვე შეიძლება გაუწმინდოთ ხოლმე მარლით და თანდათან მიაჩვიოთ ჯაგრისის გამოყენებას. ჯარგისი აარჩიეთ აუცილებლად შესაბამისი ასაკისთვის განკუთვნილი (იწყება 6 თვის ასაკიდან).

სერაფიტი
სოდის, მარილის და ასეთი უხეში ნივთიერებები აზიანებს მინანქარს. განსაკუთრებით რეგულარული გამოყენებისას. რეალურად კი ეს გათეთრება კი არა პოლირებაა, ანუ ზედაპირის ძლიერად გაპრიალება. მინანქარის ქსოვილის გათეთრება შესაძლებელია მხოლოდ სპეციალური გელის გარკვეული დროის განმავლობაში მოთავსებით კბილის ზედპირზე, რადა მოხდეს ქსოვილში შერწევა და პიგმენტის გაუფერულება. იგივე პრინციპია, რაც თმების გაღიავებისას.

Nuci44
ექიმი დაადგენს ფესვის ნარჩენის ამოღებისას. და დამატებით გამოკვლევას დაგინიშნავთ თუ საჭიროა.


* * *
boone
კი, ეშველება რაც დარჩენილია იმას. ნუ შეუწყობთ ხელს გენეტიკას და მაქსიმალურად დაიცავით ჰიგიენა, იმკურნალეთ რაც სამკურნალოა, ამოიღეთ, რასაც არ ეშველება, ჩაიტარეთ პროტეზირება დანაკლისი კბილების აღსადგენად, ჩაიტარეთ პროფილაქტიკური დათვალიერება და პროფესიული ჰიგიენა ყოველ 6 თვეში, დაიცავით ექიმის მითითებები.

Posted by: სერაფიტი 5 Jun 2013, 11:45
ikebana
QUOTE
მინანქარის ქსოვილის გათეთრება შესაძლებელია მხოლოდ სპეციალური გელის გარკვეული დროის განმავლობაში მოთავსებით კბილის ზედპირზე,

ამას ალბათ სტომატოლოგი აკეთებს,ხო?
შინაურულად ვერ?
ან თუ იყიდება ეგ გელი?

Posted by: ikebana 6 Jun 2013, 05:11
სერაფიტი
არის სახლის სისტემები და ოფისის, რომელსაც სტომატოლოგი ატარებს.

Posted by: chudnica 11 Jun 2013, 16:35
ორსულებში რომელ თვემდე შეიძლება კბილის ამოღება? 7 -ე თვეში ვარ ძალიან მაწუხებს სიბრძნის კბილი და მეექვსე კბილი რომელსაც ვიკეთებ უკვე , სავარაუდოდ 18 ში ბჯენს დაადებს,, მოკლედ ამ ჩემმა სტომატოლოგმა მოითმინე 2 თვეცო, როგორი მოსათმენია როცა კბილს კბილზე ვერ ადებ და ვერც გამაყუჩებელს სვავ.. მოკლედ დაბჟენაც უადრენალინო ანესთეზიით მიკეთდება რაც მაინცდამაინც ვერ აყუჩებს.. და რა ვქნა როოგრ მოვიქცე მოშორება მინდა ამ სიბრძნის კბილის..მტკივა,

Posted by: AquariuMANIAK 11 Jun 2013, 20:54
ikebana-ს

გაუმარჯოს

5 წლინახევრის ბავშვს აქვს კბილები დასაპლომბი smile.gif ექიმმა მითხრა 9 წლამდე თუ შეუნარჩუნებ კარგი იქნებაო ანუ უნდა დაუპლომბოო

ხო და 1 კბილი 45 ლარი მითხრა ეგრე ჯდება საერთოდ ბავშვის პლომბი? თუ მაბოლებს?


რას მირჩევთ?

Posted by: ikebana 12 Jun 2013, 07:45
chudnica
ამოღება საერთოდ არაა რეკომენდებული. უადრენალინო არ ეყოფა ამოღებას. ადრენალინიანის გაკეთება უნდა შეთანქხმდეს თქვენს ექიმთან, რომელიც თვალს ადევნებს ორსულობას. საერთოდ ადრენალინიანი ანესტეტიკი ყველაზე უსაფრთხოა შუა ტრიმესტრში, ნორმალური ორსულობისას.
მეექვსე კბილი თუ მკურნალობას არ ემორჩილება და ამოსაღებია, შეიძლება ღია დატოვოს ექიმმა დროებით, აეთ შემთხვევაში გამწვავების შანსი ნაკლებია. მერვე კბილი რა მდგომარეობაშია?

AquariuMANIAK
რომელი კბილია და მკურნალობა რას მოცავს (არხები, ბჟენი თუ ორივე)?

Posted by: chudnica 12 Jun 2013, 12:06
ikebana
მეექვსე კბილი გაასუფთავა არხები გახსნა და რაღაც ფრანგული ნერვის მოსაკლავი პრეპარატი ჩამიტოვა,, , ეხლა 18 ში დაადებს ბჟენს, მაგრამ მე რაც მაწუხებს თან ძალიან მერვე სიბრძნის კბილია, ქვედა ყბაა, მეორე მხარეს , მეექვსეს რომელსაც ვიკეთებ სხვა მხარესაა, მოკლედ გაფუჭებულია 8-ე და მკტიოდა პერიოდულად, ეხლა 3 დღეა გადაბმულად მტკივა თან მხოლოდ კბილის კბილზე დადებისას, ისე დიდათ არ მაწუხებს მაგრამ დისკომფორტია ჭამის და ღეჭვის დროს,, 2 თვე დამრჩა მშობიარობამდე და რამდენად შეილება შენარჩუნება ასეთ მდგომარეობაში???? მერე ამოვიღებდი, მაგრამ რამდენად მოვითმენ ეს ორი თვე, იქნებ მიყუჩდეს sad.gif ისე მეპივასთეზინით გაკეთდა ანესთეზია და 4 ჯერ მოუწია დამატება ვერ გაყუჩდა კარგად. და თვენახევრის წინ ამოვიღე ასევე 8 კბილი ულტრაკაინით.(5 თვეში ვიყავი). ლამის ხელებზე ვკოცნე ქირურგს ისე კარგად 5 წუთში ჩაიბარა ჩემი სიბრძნე biggrin.gif მოკლედ დიდი მადლობა გამოხმაურებისთვის smile.gif

Posted by: AquariuMANIAK 12 Jun 2013, 18:35
ikebana
QUOTE
რომელი კბილია და მკურნალობა რას მოცავს (არხები, ბჟენი თუ ორივე)?


დაბლითა კბილია დფ მაღლა წინა smile.gif

მკურნალობა: დარიშხანი ჩადო, მერე შEიძლება მალამო წავუსვაო შეიძლება დიდხანს მოუნდეს დაპლომბვას ანუ კარგად უვლის და რა ვიცი

არხზე არ ვიცი ეტყობა მკურნალობს

Posted by: ikebana 13 Jun 2013, 04:35
AquariuMANIAK
წინა კბილებს უკვე მოიცვლის. 6 წლიდან. ქვედა გააჩნია რომელია. საღეჭებს მოიცვლის 9 წლის ასაკისთვის და მანამდე რათქმაუნდა სასურველია შენარჩუნება.

დარიშხანი თუ ჩადო, არხებიც იგულისხმება. შემდეგ ბჟენს გააკეთებს ზემოდან. 45 ლარი ამ შემთხვევაში ნორმალურია ჩემი აზრით.


Posted by: AquariuMANIAK 13 Jun 2013, 17:28
ikebana

დიდი მადლობა

______________________

Posted by: Elviskote 14 Jun 2013, 05:14
ხომ Vერ მეტყვით მაია Aსათიანმა რა ოპერაცია Gაიკეთა კბილების, ძალიან მომწონს Dა მეც მინდა Dა რა ღირს მითხარით რა, გთხოვთ smile.gif

Posted by: kuda 14 Jun 2013, 11:08
სიბრძნის კბილი ამომდის და გამოჭმული ლოყა შიგნიდან, ეტყობა ადგილი არ აქვს და წარამარა მყვება. რამე ეშველება ამოღების გარდა? ან რაიმე მალამოს ხომ ვერ მირჩევთ, უცებ რომ მომიშუშოს.

Posted by: ikebana 15 Jun 2013, 07:40
kuda
თუ ლოყა მუდმივად ტრავმირდება აუცილებლად უნდა ამოიღოთ.

Posted by: chuvak_lexo 15 Jun 2013, 08:02
ერთი ორი თვეა რაც შევამჩნიე, წინა 2 კბილის გვერძე რომ კბილია მაგაში შიგნითა მხრიდან შავი წერტილი მაქვს ენითაც ვგრძნობ თითქოს ნადები მქონდა, რამდენიმე წელია არ გამიჭმენდია კბილები (გახეხვით ყოველ დილით) და დღეს დილით ვნახე :/

სურათს ვერ ვუღებ შიდა მხარეა, აუ არა და წინა კბილია და არ მინდა რამე მოუვიდეს sad.gif


არ არის რაიმე რეალური ხერხი მაგის მკურნალობის პლომბის გარდა ? sad.gif

ბოლო ორი დღეა თითქოს ტკივლი დამეწყო მანამდე უბრალოდ ნდაებივით იყო :/

ხო კბილებისთვის რა საკვები არ შეიძლება ?

Posted by: blblbl 16 Jun 2013, 03:00
kuda
მე მქონდა მასე და სრულად რომ ამოვიდა აგერ უკვე წლებია არაფერი დაუშავებია ლოყისთვის.

Posted by: ikebana 16 Jun 2013, 04:12
chuvak_lexo

თუ ზედა ყბის გვერდითა საჭრელ კბილზე ამბობთ, ანუ შუახაზიდან მეორე, სასისკენა ზედაპირზე არის ბინებრივი ჩაღრმავება, რომელსაც ბრმა ხვრელი ეწოდება და სადაც ხშირად ვითარდება კარიესი. შეიძლება ჯწერ მხოლოდ პიგმენტაცია იყოს, ექიმს უნდა აჩვენოთ რომ დადგინდეს რა სტადიაზეა. მკურნალობის მეთოდი ბჟენის გარდა არაფერია რათქმაუნდა. ჯერჯერობით კარიესები მხოლოდ ამ მეთოდით იმკურნალება smile.gif

კბილებისთვის ყველაზე არასასურველია ნახშირწყლები (ტკბილეული და ცომეული).

Posted by: chuvak_lexo 16 Jun 2013, 17:21
ikebana
QUOTE
კბილებისთვის ყველაზე არასასურველია ნახშირწყლები (ტკბილეული და ცომეული).

ცომეულს არ ვჭამ, ტკბილეული ამ ბოლო დროს შემიყვარდა (და 99% მაგის ბრალიცაა ჩემი დღევანდელი პრობლემა)

და ხილზე რას მეტყვით ?


ხო და რა არის სასარგებლო იმასაც თ მეტყვით

Posted by: ბარბაროსი 16 Jun 2013, 21:48
სტომატოლოგთან მაქვს ასეთი კითხვა

კბილის ზომებს რომ იღებთ ჩიხოლის ან პროტეზის დასამზადებლად
რაღაცა პლასტელინივით მასა რომ არის პირში რომ უდებთ პაციენტს და მერე რომ მაგრდება კაუჩუკივით რომ ხდება(მემგონი მიმიხვდიტ რასაც ვგულისხმობ biggrin.gif)
მაგას რა ქვია ან სად ვიშოვი?
დაახლოებით რა ღირს?

Posted by: ikebana 17 Jun 2013, 03:48
chuvak_lexo

კარიესოგენული მოქმედება ტკბილეულის და ცომეულის გამოიხატება ლოკალურად. ანუ მიღებული რაოდენობა კბილებზე არ კოახდენს ცუდ გავლენას, თუ ჰიგიენა კარგია, კარგად და დროულად იხეხავთ, იყენებთ სხვა დამხმარე საშუალებებს. თუ არ მოხდება ნახშირწყლების დაყოვნება/გაჩერება პირის ღრუში ანუ კბილის მინანქარზე, რამდენიც გნებავთ მიირთვით.

ხილს რაც შეეხება კონკრეტულად კბილებისთვის კარგია ხისტი ხილი და ბოსტნეული, რომელსაც კბეჩა და ღეჭვა სჭირდება. ეს ხელს უწყობს მინანქარის მექანიკურ წმენდას. მაგალითად, სტაფილო და ვაშლი. ნუ ზოგადად ხილი და ბოსტნეული რომ კარგი და საჭიროა ორგანიზმისთვის ამას აღარ ვამბობ.

ბარბაროსი
საანაბეჭდე მასალა. ფასი არ ვიცი, სხვადასხვანაირია და იყიდება სტომატოლოგიურ მარაზიებში.

Posted by: Christopher Robin 21 Jun 2013, 14:20
გამარჯობა
იქნებ მირჩიოთ ხარისხიანი პირის ღრუს სპრეი

Posted by: ikebana 22 Jun 2013, 02:19
✎Christopher Robin
ვერ დაგეხმარებით სამწუხაროთ. მაგრამ შემიძლია გირჩიოთ, რომ ჰალითოზი გაწუხებთ სპრეი მაინცდამაინც ეფეტური არაა. საჭიროა ჰალითოზის მიზეზის დადგენა და სხვადასხვა საშუალებების გამოყენება.

Posted by: Christopher Robin 22 Jun 2013, 10:11
დროდადრო მაწუხებს...
თუ დიდი ხანი არის რაც არ მიჭამია მაშინ ძირითადად

Posted by: kosta-rika 22 Jun 2013, 12:55
ikebana
გამარჯობა
9 თვის ორსული ვარ, ღრძილები გამიღიზიანდა ჯერ მცირე სისხლდენით დაიწყო და ეხლა სულ გაწითლებულია და მტკივა
ეს რაარის ანთება? სოდიან წყალს ვივლებ უკვე 2 კვირაა და არ მშველის

და კიდევ ერთი კითხვა მაქვს
ლაქტაციის დროს თუ შეიძლება კარიესის მკურნალობა? და გამაყუჩებლის გაკეთება

Posted by: ika0900 22 Jun 2013, 13:17
გამარჯობათ! კითხვა მაქვს smile.gif რა შემთხვევაში კეთდება რკინები და რა შემთხვევაში ბრეკეტები? ან რომელი უფრო კომფორტულია?
მადლობა წინასწარ

Posted by: picundela 22 Jun 2013, 21:03
2 თვის უკან უკანა კბილი დავიპლომბე და თურმე Eხლა აღმოვაჩინე რო 1 არხი დაუტოვებია და კბილი კბილს რო ვაჩერ მტკივა.მიკვირდა ხოლმე რატო მტკივა თქო თურმე დაეზარა ბოლომდე საქმის გაკეთება ალბათ.ესეთ სტომატოლოგს რა უნდა ვუყო ეხლა? კიდეკაი გოგოა

Posted by: ikebana 23 Jun 2013, 03:25
picundela24

როგორ აღმოაჩინეთ?

Posted by: BlackTNT 23 Jun 2013, 12:27
ღრძილი მაქ ცოტა შესიაბული, არც მტიკა და რავი არც არაფერი და რისი ბრალი შეიძლება იყოს?? ამ დღეებში ვერ მოვახერხებ სტომატოლოგთან მისვლას და რამე საგანგაშო ხოარ შეიძლება იყოს??
უკვე 3 დღეა ესე მაქვს

Posted by: picundela 23 Jun 2013, 16:37
ikebana
როგორ და მის გერდით კბილი დავიპლომბე და სტომატოლოგმა რედგენი რო გადამიღო დაინახა.ტკივილით არ აგტკივაო მარა კბილს რო დააჩერო გეტკინებაო.რა მინდა გკითხო იცი უკანა კბილი გავიკეთე და 2 არხი იპოვა.შეილება უკანა კბილი 2 არხიანი იყოს? ვერაფრით ვერ ნახა 3 არხი

Posted by: violet 23 Jun 2013, 18:16
გამარჯობა, დღეს ჩემს შვილს რომელიც წლისა და 5 თვის ხდება შევამჩნიე, რომ წინა კბილი მოტეხვიაsad.gif ხოლო გვერდითა კბილს კი კიდე აქვს ჩამოტეხილიsad.gif( როგორ მოხდა ვერაფრით ვხსნი,დილით არ ჰქონდაsad.gif

(სასეირნოდ ჰყავდათ და ვფიქრობ ხომ არ წაექცათ)

ძალიან ვნერვიულობ....... როგორ მოვიქცე?არის შანსი რომ დავუპლომბო?სად მივიყვანო? პატარაა და ცელქი, შესძლებს ექიმი დაიმორჩილოს? mo.gif

Posted by: Future> 23 Jun 2013, 21:01
გამარჯობათ .

სიბრძნის კბილი ამომდის და ძალიან ცუდად მხდის ფიზიკურად
გასაჭრელია
თან სარბენი და საქმეები მაქვს, ოპერაციის მერე ხომ არ დამისივდება?
ან გართულებები ხომ არ მექნება, ვიცოდე რომელ დღეებში გავიკეთო mo.gif

Posted by: BlackTNT 23 Jun 2013, 21:15
დამეხმარეთ, მოვკვდები თუ კიდევ მაქ გადარჩენის შანსი?........................

Posted by: ikebana 25 Jun 2013, 03:27
BlackTNT
შეიძლება პრობლემა თვითონ ღრძილი იყოს ან შეიძება კბილის ბრალი იყოს. ღრძილის რა ნაწილია შეშუპებული და მაგ არეში კბილები რა მდგომარეობაშია?

picundela24
შეიძლება მაგრამ ნაკლებად.
დაუბჟენელი არხი აუცილებლად უნდა დაიბჟინოს.

violet
სურათი გადაუღეთ ორივე კბილს და მიმდებარე ღრძილებს და დადეთ. გარედან რაიმე დაზიანება აქვს?

Future>
გააჩნია კონკრეტულად როგორი მდებარეობა აქვს. რენტგენი თუ გაქვთ დადეთ.

Posted by: BlackTNT 25 Jun 2013, 13:16
QUOTE (ikebana @ 25 Jun 2013, 03:27 )
BlackTNT
შეიძლება პრობლემა თვითონ ღრძილი იყოს ან შეიძება კბილის ბრალი იყოს. ღრძილის რა ნაწილია შეშუპებული და მაგ არეში კბილები რა მდგომარეობაშია?

ჩაცხრა თავისით უკვე.. მშვენიერი კბილები მაქ მაგ არეშიც და ისეც, არვიცი რისი ბრალი იყო...

Posted by: picundela 26 Jun 2013, 20:24
ძალათ სტომატოლოგების დედა........ ეხლა თბილიში რო მომრავლდა.მოკლეთ 1 კვირის წინდ კბილი მტკიოდა და მივედი ვერაზე.უკანა კბილი იყო გახსნა სურათიც გადამიხო და 2 არხი ნახა მხოლოდს მესამე ვერაფრათ ნახა.დროებითი პლომბი რო ჩამიდო იმავე დღეს სიცხე მომცა 37 დავრეკე სიცხეები მაქვს თქო აუ არა არ იცის მაგან სიცხეები ალბათ გაცივდიო.თან ანტიბიოტიკი ციპროფლოქსაცინი დამიშინა.1 კვირა დაბალი სიცხეები მქოდა და გუშინ მივედი გამისუფთავა და ისევ დამადო პლომბი ერთ კვირაში მოდიო.აუ სოფელში წავედი თან გუშინ და გზაში თვალი ამტკივდა და ყური მაგრათ საცა ეს კბილი მქონდა.რაღაცნაირათ ამოვაგდე ეს დროებითი პლომბი და მეორე დღემდა გაჯელი ისევ მტიოკა თვალი ყური და ეს კბილიჩ წავედი მცხეტაში და ტურმე ჩირქი არ ცასულა და თვალი და ყური მაგიტომ ტკიოდა.ეღარ ვუჯლებდი ამომიღე თQო გამიკეთა 4 ნემსი გამაყუჩებელი და ამოღებიკს დროს ისე მტკიოდა რო კინახამ გავგიჯდი.თურმე კბილი სულ ჯამრთელი ამ კაცმა 3 არხიც იპოვა.ეხლა არ იცი როგორ დასრულდება ჩემი ამბბავი კბილი არ მტკივა თვალიც დამიცხრა.მარა თუ გამითურდა უეჩველი იმ კლინიკას არ გავახარებ.ჩემი რჩევა იქნება ნუ ივლით პატარა სტომატოლოგებთან.ნურც ეს აქციები როა ხოლმე კბილის დაბჯენა 20 ლარიო.ამის მერე ესეთ შეცდომას აღარ დავუშვებ.

Posted by: bigmaster 27 Jun 2013, 16:44
ხუთი დღის წინ დავიპლომბე კბილი და ეხლას კიდე მტკივა ღეჭვის დროს, თან ძალიან მტკივა და ეს ნორმალურია?ვინმემ მიპასუხეთ რა, მეზარება ისევ წასვლა ექიმთან.

Posted by: ikebana 28 Jun 2013, 02:36
bigmaster
ნუ დაგეზარებათ. არაა ნორმალური.

Posted by: ქართლოსი 28 Jun 2013, 23:18
კბილების გათეთრება სახლის მეთოდებში რითი ჯობია?

Posted by: ikebana 29 Jun 2013, 01:13
ქართლოსი

სპეციალური სახლის სისტემებით და არა შინაური საშუალებებით.

Posted by: violet 4 Jul 2013, 14:45
ikebana
QUOTE
სურათი გადაუღეთ ორივე კბილს და მიმდებარე ღრძილებს და დადეთ. გარედან რაიმე დაზიანება აქვს?

პირველ რიგში უღრმესი მადლობა გამოხმაურებისთვის,სერიოზული მიზეზების გამო ვერ წავიყვანე ექიმთან ჯერჯერობით
აი ფოტოც: sad.gif

* * *

Posted by: violet 4 Jul 2013, 14:50
ikebana
აი,ამ ბიჭუნაზეა საუბარიsmile.gif
..................................

Posted by: ikebana 5 Jul 2013, 03:17
violet
ეტყობა რომ ცელქია, ისეთ პოზაშია სურათზე smile.gif
მთელი გვირგვინი უნდა იყოს მოტეხილი, სურათზე რაც გავარჩიე. აუცილებლად მიიყვანეთ ექიმთან. პულპა ანუ ნერვი გაშიშვლებული იქნება და ამ ეტაპზე ფესვის შენარჩუნება შეიძლება. პრობლემა ასაკია, არ ვიცი როგორ გაჩერდება. მანამდე კბილი ნორმალურად გამოიყურებოდა? ანუ ნორმალური ამოიჭრა?

Posted by: violet 5 Jul 2013, 11:06
ikebana
უღრმესი მადლობაsmile.gif) კბილები დროულად და უპრობლემოდ ამოეჭრა
თუმცა ამ მოტეხვამდე რამდენიმე დღით ადრე გაყვითლებული მომეჩვენა ეს კბილი... შესაძლებელია მანამდე გაბზარვოდა ეს კბილი და მიკრო ბზარები გაჩენილიყო და ამის შედეგად დაზიანებოდა და მოგვიანებით მოტეხვოდა?
თუმ ძალიან ვფილოსოფოსობ ?smile.gif

Posted by: ikebana 6 Jul 2013, 02:37
violet
მეც ამიტომ გკითხეთ. სურათზე მომეჩვენა რომ კბილის დარჩენილ ნაწილს არ აქვს ბუნებრივი ფერი. შეიძლება ტრავმა ადრე მიიღო, გაიბზარა, ნერვი "მოკვდა", კბილმა ფერი შეიცვალა და მოტეხილი ფრაგმენტი შეიძლება სულ მცირე ძალის მოქმედებითაც ჩამოვარდნილიყო.

Posted by: violet 6 Jul 2013, 02:42
ikebana
უღრმესი მადლობა 2kiss.gif love.gif
გაიხარეთ,მივიყვან ამ დღეებში... გმადლობ!

Posted by: nata71 6 Jul 2013, 14:14
ვეძებ სუკეთესო სტომატოლოგს ორტოპედს< ალბათ დამჭირდება ცირკონის ბჯენების გაკეთება, ბრეკეთებით ვერ ვივლი. მჭირდება თქვენი რჩევა, საკუთარი გამოცდილებიდან გამომდინარე

Posted by: metofe 6 Jul 2013, 14:31
კბილის გახეხვა არ მიყვარს და რა ვქნა ?biggrin.gif

Posted by: ქართლოსი 6 Jul 2013, 23:26
ძილის დროს ნერწყვი რო მოგდის პირიდან რისი ბრალია?

Posted by: ikebana 7 Jul 2013, 03:41
nata71
ბჟენები არ კეთდება ცირკონის. გარდა ამისა ბჟენები ბრეკეტებთან კავშირში არაა. ანუ არ ცვლის ბერეკეტებს.
* * *
ქართლოსი
რამდენიმე ფაქტორია და თითოეულს შეიძება რამდენიმე მიზეზი ჰქონდეს: შეიძება იყოს გაძლიერებული ნერწყვის გამოყოფა, შეზღუდული ნერწყვის გადაყლაპვა ან მუდმივად ეძინოს ერთ მხარეს.

ნერწვდენის გაძლიერება შეიძება ახლდეს მაგალითად მძიმე მეტალებით მოწამვლას, ცოფით დასნებოვნებას.
ნერწვის გადაყლაპვის შეზღუდვა შეიძება მოხდეს სასუნთქი/საყლაპავი გზების სიმსივნისას, ანტიდეპრესანტების მიღებისას, პარკინსონის დაავადების დროს, ინსულტისას...
ბავშვებში ძირითადად ნორმაა.

Posted by: tamti1 7 Jul 2013, 11:22
ქართლოსი
QUOTE
ნერწვდენის გაძლიერება შეიძება ახლდეს მაგალითად მძიმე მეტალებით მოწამვლას, ცოფით დასნებოვნებას.ნერწვის გადაყლაპვის შეზღუდვა შეიძება მოხდეს სასუნთქი/საყლაპავი გზების სიმსივნისას, ანტიდეპრესანტების მიღებისას, პარკინსონის დაავადების დროს, ინსულტისას...ბავშვებში ძირითადად ნორმაა.

ძალიან რომ არ შეშინდეთ, დავამატებ ჰელმინთოზს.

ანუ პირველ რიგში ამაზე მიაქვთ ხოლმე ეჭვი smile.gif

Posted by: ქართლოსი 7 Jul 2013, 19:56
tamti1
QUOTE
ძალიან რომ არ შეშინდეთ, დავამატებ ჰელმინთოზს.

ჰელმინთოზი რაარის? სიკვდილის ნიშანი ხო არაა?

ikebana
QUOTE
შეზღუდული ნერწყვის გადაყლაპვა ან მუდმივად ეძინოს ერთ მხარეს.ნერწვდენის გაძლიერება შეიძება ახლდეს მაგალითად მძიმე მეტალებით მოწამვლას, ცოფით დასნებოვნებას.ნერწვის გადაყლაპვის შეზღუდვა შეიძება მოხდეს სასუნთქი/საყლაპავი გზების სიმსივნისას, ანტიდეპრესანტების მიღებისას, პარკინსონის დაავადების დროს, ინსულტისას...

ესენი გამოვრიცხოთ.

QUOTE
შეიძება  იყოს გაძლიერებული ნერწყვის გამოყოფა,

ეს არის.
ადრე ვიყავი ქირურგთან და ეგ შემეკითხა და დავუმალე. ეხლა გამახსენდა.

Posted by: tamti1 7 Jul 2013, 23:03
ქართლოსი
QUOTE
ელმინთოზი რაარის?  სიკვდილის ნიშანი ხო არაა?

არა, რაის სიკვდილი. პარაზიტი ჭიებით დასნებოვნებაა ანუ პარაზიტოლოგიის ინსტიტუტს უნდა მიაკითხოთ და გამოიკვლიოთ,იმკურნალოთ.

Posted by: tengomanchesteri 7 Jul 2013, 23:29
აი ამ კბილის პასტას ვხმარობ ოღონდ სავლების გარეშე თბილი წყლით ვივლებ ხოლმე მერე
რას მირჩევთ სავლები ვიყიდო აუცილებლაად? http://www.presidentclinical.lv/en/antibacterial/president-antibacterial-75ml/

Posted by: ikebana 8 Jul 2013, 03:46
ქართლოსი
ეგ რომ არის გასაგებია, მაგრამ მიზეზია საინტერესო.



tengomanchesteri
დაგინიშნეს თუ თქვენით აარჩიეთ?

Posted by: ქართლოსი 8 Jul 2013, 07:49
ikebana
QUOTE
მაგრამ მიზეზია საინტერესო.

ღრმად ძილის დროს უფრო ხდება ხოლმე. მარა იშვიათად.

tamti1
QUOTE
არა, რაის სიკვდილი. პარაზიტი ჭიებით დასნებოვნებაა ანუ პარაზიტოლოგიის ინსტიტუტს უნდა მიაკითხოთ და გამოიკვლიოთ,იმკურნალოთ.

მეზიზღბეა ექიმთან მისვლა. არ მივალ.
* * *
ნორმალური სტომატოლოგის ნახვა სად შეილება? გულიანად რო აკეთებდეს საქმეს და იცოდეს კიდეც რამე.

Posted by: Just_smile 9 Jul 2013, 21:55
თითქმის ერთი კვირაა მტკივა ქვედა ყბა , უფრო სწორედ კი არ მტკივა იმასაც ვერ აღგიწერთ რა შეგრძნება მაქვს თითქოს გადაღლილივით ტუ რავიცი და რისი ბრალი შეიძლება იყოს? მგონია რო სახის ძვლებში გადამდის ნუ მოკლედ ვერ გავიგე რა მჭირს user.gif

Posted by: ikebana 10 Jul 2013, 02:54
Just_smile
შეიძლება იყოს სახსრის ბრალი ან სიბრძნის კბილის. გაქვთ მერვე კბილი? თუ კი, რა მდგომარეობაშია.
სახსრის შემთხვევაში ეს შეგრძნება ღეჭვას უკავშირდება.

Posted by: Just_smile 10 Jul 2013, 09:57
ikebana
სიბრძნის კბილი ამომდის და უკვე საშინლად გაფუჭებულია, იმდენად გაფუჭებული რომ გემოც კი მომდის მაგ კბილიდან, არადა ისე არაა ამოსული რომ ამოვიღო ოდნავ აქვს თავი ამოყოფილი და გაჭრით ვერ გავიჭრი user.gif user.gif user.gif

Posted by: ikebana 11 Jul 2013, 01:36
Just_smile
ამოიღოთ ჯობია. კარგ ქირურგთან არანაირი პრობლემა არ გექნებათ.

Posted by: Just_smile 11 Jul 2013, 13:35
ikebana
ხო მაგრამ ღრძილიც გასაჭრელი მექნება ოდავ აქვს თავი ამოყოფილი user.gif
ყბის ქირურგთან უნდა მივიდე? weep.gif weep.gif weep.gif

Posted by: ikebana 12 Jul 2013, 03:13
Just_smile
კი იქნება. ღრძილი ხშირად იგლიჯება ჩვეულებრივი ამოღების დროსაც. ანესთეზიის ქვეშ თქვენ ამას ვერ გებულობთ. ყველაზე ადვილი ღრძილის გაუტკივარებაა.
კი, ყბა-სახის ქირურგთან.

Posted by: nukabadzi 15 Jul 2013, 22:24
მაქვს ღრძილების ანთება ზეგ მივდივარ ექიმთან
ლაზერული რაღაც ჯანდაბა გავიკეთე ადრე ღრძილებზე მაგან არ მიშველა ადრე მერე ღაღაც გამოივლეო და ეგ არ გამიკეთებია
მერე გამირთულდა და ეხა მივიდვარ, მაგრამ რას მიზამს ეხა აწი ექიმი? :შ

Posted by: Solveig 16 Jul 2013, 01:43
მე მაქვს ასეთი შეკითხვა. უფრო სწორად, 2 შეკითხვა.

1) იმპლანტაციის გაკეთების დროს აუცილებელია 1 კბილი=1 იმპლანტი, თუ 1 იმპლანტზე მაგ. 2 კბილის ჩასმაც შეიძლება?

2) როცა კბილი ამოსაღებია და დაგეგმილია ამოღების ოპერაცია, იმპლანტის ჩასმა მაშინვეა შესაძლებელი, თუ რეკომენდებულია მოცდა და ანტიბიოტიკებით (ან სხვა საშუალებით) მკურნალობა, რომ ანთება დაცხრეს?

პ.ს. ამ კბილზეა საუბარი:

http://forum.ge/?f=71&showtopic=34237491&st=825

Posted by: Solveig 17 Jul 2013, 09:37
ეჰ, როგორც ჩანს, ყველა შვებულებაშია sad.gif

Posted by: ikebana 19 Jul 2013, 02:41
Solveig

1. 2 კბილი გვერდიგვერდ = 2 იმპლანტი.
2. იმპლანტოლოგებს განსხვავებული მოსაზრებები აქვთ. ზოგი რისკავს ასეთი კბილების 1 სეანსში ესტრაქცია/იმპლანტაციას. ჩემი აზრით არ ღირს. ექსტრაქცია და ასე 2 თვეში იმპლანტაცია ჯობია.

პ.ს. წელიწადზე მეტი გავიდა და არ შეუწუხებიხარ ანუ?

იმპლანტოლოგიის თემაშიც იკითხე.

Posted by: Solveig 19 Jul 2013, 10:17
ikebana
QUOTE
1. 2 კბილი გვერდიგვერდ = 2 იმპლანტი.

აჰა...იმანაც ასე მითხრა..

QUOTE
პ.ს. წელიწადზე მეტი გავიდა და არ შეუწუხებიხარ ანუ?

წელიწადზე მეტი გავიდა და არ შევუწუხებივარ, ამ 3 კვირის წინ კი ისევ ანალოგიური გაიმეორა: ფისტულა გაიკეთა გარედან, რომელიც პერიოდულად იხსნებოდა, მაგრამ უკვე ტკივილიც მქონდა-თავიდან მარტო კბილის კბილზე დაბჯენით და მერე ისე-უმიზეზოდაც. ექიმთან რომ მივედი, ამოღება მირჩია და ამოვიღე გუშინწინ..საკმაოდ რთული აღმოჩნდა (ჩემთვის), თუმცა, გუშინ და დღეს არა მიშავს.

იმპლანტაციაზე დასალაპარაკებლად 3 კვირაში ვარ დაბარებული, თუმცა, ჯერ კიდევ ვერ მომიფიქრებია, რას ვიზამ. აქ საკმაოდ ძვირია იმპლანტაცია და თუ შევძელი ფინანსურად, მაგაშია საქმე.

პასუხისათვის მადლობა smile.gif

Posted by: chudnica 19 Jul 2013, 12:41
ikebana
გამარჯობა, 25 ივნის ამოვიღე მერვე კბილი, დამჭირდა ღრძილის გაკერვა რადგანძაან მქონდა გადაგლეჯილი, დაჩირქებისგან. ქირურგმა ძაფები თავისით გაიწოვებაო, მაგრად დღემდე ვგრძნობ რომ ძაფები მაქვს გადმოკიდებული ძუა ძაფს გავს biggrin.gif რა ვქნა საშიშია ? თან კარგ კლინიკაში ამოვიღე რადგან ორსული ვარ , ჩაჩავასთან არსებულ სპეციალურ კლინიკაში სადაც ემსახურებიან ორსულებს. რამეს მავნებს ეს ძაფები? გასაჭრელი ხომ არ გამიხდება ეს ღრძილიი ? sad.gif რო ძაფი ამოიღოს თუ არ გაიწოვა დღემდე.

Posted by: ikebana 20 Jul 2013, 06:48
chudnica
აქამდე უნდა გაწოვილიყო. დამოკიდებულია ხოლმე ძაფის ხარისხზე. არ გავნებთ, შეიძლება გადაგეყლაპოთ უბრალოდ. მიდით და მოგაშორებენ. აბსოლუტურად უმტკივნეულოა.

Posted by: chudnica 20 Jul 2013, 16:31
ikebana
მადლობა.. რაოდენ საოცარიც არ უნდა იყოს დღეს ენა დავღალე მარა ვეღარ ვიპოვე ძაფები biggrin.gif ალბად მოძვრა biggrin.gif

Posted by: GeorgeSword 21 Jul 2013, 11:38
ძალიან მტკივა და ამოსაღები მაქვს კბილი
კვირა დღეს რომ მუშაობდეს კარგი კლინიკა მიმასწავლეთ რა sad.gif

Posted by: chudnica 21 Jul 2013, 17:12
GeorgeSword
ქონფიდენტალი წამებულის ქუჩაზეა საქართველოს ბანკთან ახლოს, 24/24სთ, მაგრამ ცოტა ძვირია ამოღება, გუგავა არის მანდ ქირურგი , ძალიან კარგი.

Posted by: GeorgeSword 21 Jul 2013, 18:08
chudnica
ძალიან დიდი მადლობა მაგრამ უკვე ვიყავი,ვეღარ მოვითმინე ისე მტკიოდა, წერეთელზე ეუდენტში
ზუსტად 1 საათი მეჭიდავებოდა,კისტიანი კბილი იყო,ძალიან დიდი კოშმარი გამოვიარე sad.gif .....ტკივილიც იყო საშინელი sad.gif

Posted by: eksdo 2 Aug 2013, 23:58
პერიოდონტიტის დროს სამკურნალო პასტის სახით შეიძლება რაიმე ცარიელი ფხვნილის გამოყენება? ან ადრე თუ იყენებდნენ? შეიძლება ეს კალციუმის ფხვნილი იყოს? არასოდეს გამიგია და თქვენ თუ რამე იცით მითხარით.

Posted by: ikebana 3 Aug 2013, 03:54
eksdo
ფხვნილს, რაც არ უნდა იყოს, ვერ მოათავსებ არხში. ამიტომ სამკურნალო საშუალებები პასტის სახითაა.
ზოგჯერ პასტები უშუალოდ გამოყენების წინ მზადდება ფხვნილის და ზეთოვანი კომპონენტისგან. ფხვნილი შეიძლება სხვადასხვა შემადგენლობის იყოს.

კალციუმი როგორც წესი გამზადებული, პასტის სახითაა ჰერმეტულად დახურულ ჭურწელში, ძირითადად შპრიცებში, რადგან ჰაერზე მყარდება.

Posted by: eksdo 3 Aug 2013, 23:08

ikebana

დიახ, ეგ ინფორმაცია მეც ვიცი. უბრალოდ ამას წინათ მეგობარი მოხვდა სტომატოლოგთან და მოვაყოლე ინტერესის გამო რა პროცედურები ჩაუტარა ექიმმა, თან რომ დავრწმუნებულიყავი სწორად უმკურნალა თუ არა. მოკლედ გეტყვით ანამნეზს: ქრონიკული გამწვავებული პერიოდონტიტი. ასტკივდა და მეორე დღეს ლოყა ძალიან შეუშუპდა. თან ასაკით დიდი არ არის. სოფელში ვართ, ამიტომ დროზე ვერ ჩავიდა თბილისში. აქ რაც შეგვეძლო დავეხმარე. სავლებები გავაკეთებინე. მაგრამ შეშუპების გამო შემეშინდა და ანტიბიოტიკებიც დავუნიშნე. მერე სტომატოლოგთან მისვლის შემდეგ, როგორც ყოველთვის, გაუხსნა ღრუ და ღია დაუტოვა. განმეორებით მისვლის შემდეგ მეგონა, რომ რომელიმე სამკურნალო პასტას ჩაუტოვებდა და გამოვკითხე რა გიქნა მეთქი და ზუსტად ასე მომიყვა: რაღაც ნემსზე ბამბა დაახვია, მინაზე ფხვნილი დაყარა, ბამბიანი ნემსით აიღო ფხვნილი და ის შემიტანა არხებშიო. ათი დღის შემდეგ მოდიო. თუ ამ ათ დღეში არ აგტკივდა დაგიბჟენო. რამდენადაც გავარკვიე ანტისეპტიკური ხსანირათაც არ გამოურეცხია არხები. ხო და ეს კითხვა ამიტომაც გამიჩნდა. უბრალოდ ეტყობა ცოტა დიდი პრაქტიკის ექიმია და იქნება ადრე იყო რამე მეთქი ეგეთი მკურნალობის მეთოდი. რას გაიგებს კაცი. უბრალოდ დიდი პრაქტიკა არ მაქვს და იქნება თქვენც გამიზიაროთ თქვენი შეხედულებები ამ საკითხთან დაკავშირებით.

Posted by: juruki 5 Aug 2013, 00:11
ღრზილზე მაქვს ფისტულა. კბილი დაპლომბილი მაქვს, ფისტულიდან ჩირქი მომდის, ან შიგნით სივდება და ხელის ერთი მიწოლით სკდება, ტკივილით არ მტკივა. ალი მაინტერესებს რისი ბრალი შეიძლება იყოს

Posted by: ikebana 5 Aug 2013, 02:52
eksdo
შეიძლება ენდომეტაზონის ფხვნილი შეიტანა არხებში არ რომელიმე საბჟენი მასალის, რაც კორტიკოსტეროიდებს შეიცავს. მაგრამ რატომ ასეთი სახით, ვერ გეტყვით. რათქმაუნდა ასეთი მეთოდით შეტანა არსწორია. ადრე მილერის ნემსით შეჰქონდათ პასტა და მერე ტურუნდით ანუ მილერის ნემსზე დახვეული ბამბით ტკეპნიდნენ არხში, თან ფხვნილში ავლებდნენ რომ პასტა ბამბას არ მიკრობოდა და უკან არ გამოეტანა. თავადაც იცით, ახლა უფრო მეტი და უკეთესი საშუალებები არსებობს.
რათქმაუნდა უფრო მეტი შანსია ატკივდეს თქვენს მეგობარს, მაგრამ თუ არ ატკივდა ეს უფრო ანტიბიოტიკების დამსახურება იქნება, ვიდრე ადგილობრივად ასეთი მკურნალობის.

juruki
აქ დაწერა საკმარისია. აღარაა საჭირო "შეატყობინეთ მოდერატორს" - ფუნქციის გამოყენება.

კითხვას რაც შეეხება, საჭიროა არხების გახსნა და თავიდან მკურნალობა.

Posted by: Aniutachka 6 Aug 2013, 21:51
შეიძლება კბილის პრობლემამ ყელზე ჯირკვლის გადიდება გამოიწვიოს? ხან შემომიტევს და მაწუხებს , ხან არა :| ოღონდ იმ პრობლემური კბილის მხარეს უფრო მაწუხებს, რომელიც გავიკეთე კვირის წინ... საშიშია ? :/

Posted by: ikebana 7 Aug 2013, 00:09
Aniutachka
კი შეიძლება. შეიძლება სხვა კბილია მაგ მხარეს, შეიძლება გლანდებია... ერთი სიტყვით მიზეზი ისევ არსებობს და უფრო მეტი ალბათობით პირის ღრუში.

Posted by: Aniutachka 7 Aug 2013, 21:49
ikebana

მადლობა პასუხისთვის.. დღეს მივაკითხე სტომატოლოგს და დამინიშნა ანტიბიოტიკი..დავმშვიდდი ცოტა user.gif

Posted by: nino25 9 Aug 2013, 13:42
მოგესალმებით

ჩემი შვილი არის წლის და ხუთი თვის და თორმეტი კბილი აქვს.მაინტერესებს რომელი ჯაგრისი და კბილის პასტა არის რეკმენდირებული ამ ასაკის პატარისთვის.და ადრე ხომ არ არის ?

Posted by: ikebana 10 Aug 2013, 06:13
nino25
ადრე არ არის. კბილის ჯაგრისები არის ასაკის მიხედვით. აფთიაქში დაგეხმარებიან შერჩევეში. კბილის პასტა 2 წლამდე არაა საჭირო. 2 წლიდან კი ასევე ასაკის მიხედვით.

Posted by: nino25 10 Aug 2013, 10:58
IKEBANA

მადლობა რჩევისთვის smile.gif

Posted by: pukaaa 10 Aug 2013, 17:30
გამარჯობა,

ვარ 22 წლის და ზედა ყბის გასწორება მინდა. მეტალის ბრეკეტები გადავწყვიტე, მაგრამ ვერ შევარჩიე კლინიკა. მთავარი მოთხოვნაა: ეფექტურობა (მაქსიმალურად სწრაფი შედეგი), ნორმალური ფასი და მუშაობდეს საღამოს საათებში.

მირჩიეთ რაა. 500 ლარამდე რომ ღირდეს.

მადლობა^^

Posted by: ikebana 11 Aug 2013, 02:17
pukaaa
საქმე იმაში, რომ მართო ერთ ყბაზე არ ხდება მკურნალობა. ამიტომ 500 ლარში ვერანაირად ვერ ჩაეტევებით.
მიაკითხეთ კონსუტაციაზე "ნინო ბერიძის ორთოდონტიულ ცენტრს" და დაწვრილებით აგიხსნიან.

Posted by: pukaaa 11 Aug 2013, 16:38
ikebana

უიი... ანუ ქვედა ყბაზეს უნდა მეკეთოს? ((

Posted by: Hableconella 13 Aug 2013, 00:11
პირის დახურვისას წინა და უკანა კბილები თანაბარი სიმძლავრით უნდა ებჯინებოდეს ერთმანეთს? მგონია რომ წინა კბილები უფრო მჭიდროდ ედება ერთმანეთს ვიდრე უკანა...


Posted by: DEATHNESS 13 Aug 2013, 15:40
ხომ არე იცით სამკურნალო ნაძვის კევა თბილისში სად იყიდება?

Posted by: ikebana 14 Aug 2013, 02:52
DEATHNESS

ნაძვის კევი ვიცი, მაგრამ მის სამკურნალო თვისებებზე არაფერი გამიგია.

Hableconella
მგონი ორთოდონტი გჭირდებათ.

Posted by: DEATHNESS 14 Aug 2013, 09:23
QUOTE (ikebana @ 14 Aug 2013, 02:52 )
DEATHNESS

ნაძვის კევი ვიცი, მაგრამ მის სამკურნალო თვისებებზე არაფერი გამიგია.

Hableconella
მგონი ორთოდონტი გჭირდებათ.

არა ნაძვის კევი მინდა ხომ არ იცი სად იყიდება?

Posted by: zura2310 17 Aug 2013, 23:59
პათოლოგიურმა ჯიბემ ძლიერი ტკივილი იცის? ორი კბილი დავიპლომბე ერთდროულად ზედა მხარეს, ეშვის შემდეგი და კიდე შემდეგი. ჯერ ერთი მტკიოდა დაპლომბვიდან ერთი კვირა, ჩამიცხრა თუ არა ახლა მეორემ დაიწყო. ექიმი მეუბნება პათ ჯიბეაო, ხანდახან ისე მტკივა მაგიჟებს, ენის შეხებაზეც კი მტკივა. სავლებს ვიკეთებ და რაღაც პროპოლის სითხე ვიყიდე მარა შედეგი არ მაქვს. როცა მიპლომბავდა კბილზე კაკუნზე არანაირი რეაქცია არ მქონდა, ახლა შეხებაზეც მაგრად მტკივა. რა ვქნა? რას მირჩევთ? გადამოწმებისთვის სხვა კლინიკაში წავედი და იქაც იგივე მითხრა ექიმმა. ხანდახან ტკივილი ქვედა ყბის ჯირყვალზე და მტკივანი კბილის ბოლმდეც, ანუ ფესვის დასაწყისამდეც გადამდის.
შეიძლება ექიმმა დაპლომბვის დროს არხი არ დაპლომბა და ეს ტკივილი ამით არის გამოწვეული? ან ასეთ შემთხვევას როგორი სიმპტომები აქვს?
მადლობთ

Posted by: ikebana 18 Aug 2013, 03:47
zura2310
QUOTE
შეიძლება ექიმმა დაპლომბვის დროს არხი არ დაპლომბა და ეს ტკივილი ამით არის გამოწვეული?

კი, ასეა, როგორც რენტგენზე ჩანს.

Posted by: Christopher Robin 20 Aug 2013, 13:41
სტომატოლოგმა დამინიშნა ქლორჰექსიდინ ბიგლუკონატი 0.05%იანი
დღეში ორჯერ გამოსავლებად ერთი კვირის განმავლობაში
ანოტაციაში საერთოდ არ წერია დოზირების შესახებ და იქნებ დამეხმაროთ....

Posted by: Ordoll 20 Aug 2013, 22:35
მარცხენა ზედა ეშვი მაქვს სანახევროდ ჩამოტეხილი, დაახლოებით რა დაჯდება და სად გამიკეთებენ კარგად?
დარჩენილი ნაწილი ჯანმრთელი უნდა იყოს წესით

Posted by: ikebana 20 Aug 2013, 22:55
✎Christopher Robin

რისთვის დაგინიშნათ?

Ordoll
უნდა მიხვიდეთ კონსულტაციაზე და ნახოს ექიმმა.

Posted by: Christopher Robin 21 Aug 2013, 00:47
QUOTE (ikebana @ 20 Aug 2013, 22:55 )
✎Christopher Robin

რისთვის დაგინიშნათ?


რავი ჯერ კბილები გამიწნმინდა ქვებისგან, მერე მიტხრა მცირე ფორმაში გაქვსო რრძილების ანთებაო...
მარა კონკრეტულად ამა და ამისთვის გინიშნავო არ უტქვამს და არც მე მიკითხავს....

Posted by: ikebana 21 Aug 2013, 03:18
✎Christopher Robin
თქვენს შემთხვევაში გამოდგება "პაროდონტაქსის" სავლები, 0,06%-იანი ქლორჰექსიდინია. დილა-საღამოს გახეხვის შემდგე 10 მლ 30 წამის განმავლობაში. მოყვება დოზატორი. ხანგრძლივობა დანიშნულებისამებრ. თუმცა შესაძლებელია მუდმივად გამოყენებაც ამ კონცენტრაციით.

Posted by: boone 24 Aug 2013, 19:43
ჩემი პირის ღრუ განადგურებულია სანახევროდ სამი კბილი მაკლია უკვე ერთი 8 დასაპლომბია თან ისეთები ადრე რომ დავიპლომბე cry.gif გენეტიკურად მაქსვ მგონი ზაან ცუდი კბილები თან არ ვიხხავდი მეზარებოდა ეჰ

Posted by: Error! 25 Aug 2013, 21:39
მოგესალმებით, დაახლოებით 2 კვირის წინ ამოვიღე სიბრძნის კბილი, ექიმმა დამადო ნაკერები და მითხრა რომ თავისით გაიწოვებაო. არადა არ დამადგა საშველი ეს ძაფი ნერვებს მიშლის თან საჭმელს რომ ვჭამ მაინც ტკივილს განვიცდი ამოღებული კბილის მიდამოში. მაინტერესებს ეს ნორმალურია ? რამდენი ხანი სჭირდება ძაფის გაქრობას ?

Posted by: ikebana 26 Aug 2013, 02:54
Error!
გაწოვას 2 კვირამდე სჭირდება. თუ გაწუხებთ, მიდით და მოგაშორებენ უპრობლემოდ. ჭრილობისთვის საშიშ აღარაა.

Posted by: Error! 26 Aug 2013, 09:23
ikebana
QUOTE
გაწოვას 2 კვირამდე სჭირდება. თუ გაწუხებთ, მიდით და მოგაშორებენ უპრობლემოდ. ჭრილობისთვის საშიშ აღარაა.

გმადლობ, დღეს მივალ და ამოვაღებინებ.

Posted by: ninuchia-80 26 Aug 2013, 15:08
ზედა წინა კბილებს შორის მაქვს სიცარიელე,ასაკის მატებასთან ერთად ვგრძნობდი სიცარიელეც ფართოვდებოდა....
გამიკეთეს პატარა"ოპერაცია"ჩამიჭრეს ის"კანი" რაც ქაჩავდა( მითხრეს უნდა პატარა ასაკში ჩაეჭრათო)
სიცარიელე აღარ ფართოვდება რაც ძალიან მიხარია მაგრამ ვგრძნობ წინ იწევს
გადავიღე რენდგენი და მითხრეს ანთებითი პროცესია და გაივლისო 3 დღე ანტიბიოტიკიც ვყლაპე
მაგრამ არ გაიარა ....
ვეღარ გავიგე რა ვქნა ? rolleyes.gif

Posted by: Christopher Robin 26 Aug 2013, 16:20
ვიყიდე მათეთრებელი კბილის პასტა ჰიმალაიას წარმოების....
14 გელა მივეცი...
ექიმო მაინტერესებს თქვენი აზრი ამ პასტასთან დაკავშირებით...
ესეც ლინკი- http://www.himalayahealthcare.com/products/personalcare/sparkling-toothpaste.htm

Posted by: eksdo 26 Aug 2013, 18:54
QUOTE (ninuchia-80 @ 26 Aug 2013, 15:08 )
ზედა წინა კბილებს შორის მაქვს სიცარიელე,ასაკის მატებასთან ერთად ვგრძნობდი სიცარიელეც ფართოვდებოდა....
გამიკეთეს პატარა"ოპერაცია"ჩამიჭრეს ის"კანი" რაც ქაჩავდა( მითხრეს უნდა პატარა ასაკში ჩაეჭრათო)
სიცარიელე აღარ ფართოვდება რაც ძალიან მიხარია მაგრამ ვგრძნობ წინ იწევს
გადავიღე რენდგენი და მითხრეს ანთებითი პროცესია და გაივლისო 3 დღე ანტიბიოტიკიც ვყლაპე
მაგრამ არ გაიარა ....
ვეღარ გავიგე რა ვქნა ? rolleyes.gif

რა იწევს წინ, კბილები?
რისი ანთებააო, რბილი ქსოვილების თუ?
და რაზე ხვდებით, რომ ანთებამ არ გაიარა?
* * *
QUOTE (✎Christopher Robin @ 26 Aug 2013, 16:20 )
ვიყიდე მათეთრებელი კბილის პასტა ჰიმალაიას წარმოების....
14 გელა მივეცი...
ექიმო მაინტერესებს თქვენი აზრი ამ პასტასთან დაკავშირებით...
ესეც ლინკი- http://www.himalayahealthcare.com/products/personalcare/sparkling-toothpaste.htm

როგორც ჩანს კარგი კბილის პასტაა. მაგრამ თუ გათეთრების მიზნით იყიდეთ არა მგონია გიშველოთ. შედეგს მხოლოდ პროფესიული გათეთრება იძლევა სპეციალური გელების მეშვეობით. პასტებისთვის ასეთი თვისებების მიწერა ძირითადად კომერციული მიზნებით ხდება.

საიტერესო იქნება სხვები რას გირჩევენ...

Posted by: ninuchia-80 26 Aug 2013, 22:32
eksdo
QUOTE
რა იწევს წინ, კბილები?

კი ....
QUOTE
რისი ანთებააო, რბილი ქსოვილების თუ?
და რაზე ხვდებით, რომ ანთებამ არ გაიარა?

როგორ გითხრად აბა....ისეთი შეგძნება მაქვს აი დილით გაღვიძების დროს რო პირის ღრუში გაწმენდამდე შეგრძნება აქვს ადამიანს ,ისეთი შეგრძნება მაქვს წინა ორ კბილზე მუდმივად
თითქოს რაგაც შიგნიდან ჭამს-ფეთქავს
თითქოს კბილებს უკან ნუნა დამითხელდა smile.gif)))))) არადა აშკარად არ მეჩვენება....

Posted by: ikebana 27 Aug 2013, 00:03
ninuchia-80
რამდენი წლის ხართ? დადეთ რენტგენი და სურათი წინა კბილების. დიდი შანსია ლოკალური პაროდონტიტი იყოს ლაგმის დაბალი მიმაგრების გამო. იოგი ჩაიზრდება ხოლმე კბილებს შორის, "ქაჩავს" და იწვევს ძვლის განლევას, რასაც მიჰყვება ღრძილიც.. ნამდვილად ჯობდა პატარა ასაკში გაკეთებულიყო.

✎Christopher Robin
კოლეგას ვეთანხმები გათეთრებასთან დაკავშირებით. დიდ იმედებს ნუ დაამყარებთ მაინცდამიანც.

Posted by: ninuchia-80 27 Aug 2013, 11:45
ikebana
31
რენდგნენის სურათი დაიტოვა ექიმმა ასერომ ეხლა არ მაქვს
რაც შეეხება პატარა ასაკში გაკეთებას ჰო არ ვიცი მაშინ სხვა პერიოდი იყო ნაკლებად აქცევდნენ ყურადრებას და ფაქტია არ მქონდა გაკეთებული
პრინციპში ეხლაც იგივე სიტუაცია უნდა იყოს უკეთებენ კი მშობლები შვილებს ამის ჩაჭრას? ნაკლებად მგონია smile.gif
და მივიღო რამე ???

ikebana
eksdo
მადლობა smile.gif

Posted by: eksdo 27 Aug 2013, 17:52
საერთოდ დათვალიერების გარეშე არ შეიძლება დიაგნოზის დასმა, მაგრამ ჩემ აზრს მაინც ვიტყვი ამასთან დაკავშირებით. ამ არეში ორი რამის ანთება შეიძლება იყოს.
1. თვითონ უშუალოდ იმ არის, სადაც ოპერაციული ჩარევა მოხდა, ანუ რბილი ქსოვილის. მაგრამ როგორც მივხვდი ოპერაციიდან საკმაო დრო გავიდა და ეს არ გაწუხებთ. თან სხვა სიმპტომებია ამ დროს, როგორიცაა ლორწოვანის შეწითლება, შეშუპება, ტკივილი.
2. პაროდონტის, როგორც კოლეგამ ახსენა. მეც ესე მგონია. პირველი რამაც ეს მაფიქრებინა არის მიზეზი, რის გამოც ოპერაცია გაიკეთეთ. ეტყობოდა მარტო ესთეტიური პრობლემის გამო არა. თან მიკლე ლაგამი ძალიან ხშირად ხდება პაროდონტიტის მიზეზი და ამ პრობლემას შეიძლება ისედაც რამოდენიმე ხანში შეეწუხებინეთ. პაროდონტიტი ანთებაა, როცა კბილისა და ღრძილის შეერთება ირღვევა კბილის სიღრმეში, ფესვის გასწვრიმ ანთება ვითარდება. ეს ჩვეულებრივი ანთებითი პროცესია თავისი სიმპტომებით. იქმნება ჯიბე უამრავი ბაქტერიით . აქედან ეს დაბინძურების მუდმივი შეგრძნება. ამ დროს იცის მუდმივი ხასიათის ყრუ ტკივილი და დისკომფორტი.

რაც შეეხება მკურნალობას ეს საქმე მარტო ანტიბიოტიკებით არ მთავრდება. თან ანტიბიოტიკებს უკიდურეს შემთხვევაში ნიშნავენ. აუცილებლად, სპეციალური აპარატით (სრულიად უსაფრთხო პროცედურაა) უნდა ჯერ ღრმა გაწმენდა მოხდეს, ეგრეთ წოდებული პაროდონტული ჯიბეების, მერე სავლების დანიშვნა. თუ გაწმენდა არ მოხდა არაფერს აზრი არა აქვს. ანტიბიოტიკებმა შეიძლება მხოლოდ ხანმოკლე შედეგი მოგცეთ. რაც ანტიბიოტიკებს შეეხება. ისინი ორგვარია: ვიწრო და ფართო სპექტრის. ვიწრო სპექტრი მხოლოდ ერთეული სახის ბაქტერიებზე მოქმედებს და მისი დანიშვნა მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიძლება, როცა სპეციალური კვლევის შედეგად დგინდება ბაქტერიის სახეობა. ფართო სპექტრის ანტიბიოტიკებს მოქმედების ფართო არეალი აქვთ, მაგრამ მაინც შეზღუდული და მხოლოდ ყველაზე გავრცელებული ბაქტერიის სახეობაზე მოქმედებენ. ისინი კი პირის ღრუში თითქმის ოთხმოცი სახეობისაა. ამოდენა იმიტომ დავწერე, რომ იმასაც კი მნიშვნელობა აქვს რომელ ანტიბიოტიკს ნიშნავ. ის ჯადოსნური ელექსირი არ არის და პირიქით არასწორად გამოყენების დროს შეიძლება სახიფათოც აღმოჩნდეს.

ასე, რომ ჩემო კარგო გირჩევ ვინმე სხვა კარგ სტომატოლოგთან მიხვიდე და მისი აზრიც მოისმინო.

მაგრამ კიდევ ერთხელ ვამბობ. ეს დიაგნოზი არაა. ეს მხოლოდ მცირე ინფორმაციის ფონზე გამოთქმული ჩემი მოსაზრებაა. და თუ რამე არსწორი ვთქვი მაპატიეთ.

Posted by: ikebana 27 Aug 2013, 23:51
ninuchia-80
რათქმაუნდა უკეთებენ. ლაგამის დაბალი მიმაგრება თავიდანვე შესამჩნევია. ამ პროცედურას ფრენულოტომია ან ფრენულექტომია ეწოდება (ტექნიკაშია განსხვავება) და რაც ადრე გაკეთდება მით უკეთესი, სანამ ცვლილებებს გამოიწვევს. შეიძლება სარძევე კბილების დროსაც გაკეთდეს, მაგრამ მუდმივი კბილების ამოჭრის შემდეგ აღარ უნდა გადაიდოს.
მკურნალობა დამოკიდებულია პაროდონტის ქსოვილების ამჟამინდელ მდგომარეობაზე. ამიტომაა რენტგენი და სურათი საჭირო.

Posted by: ninuchia-80 29 Aug 2013, 15:38
eksdo
ikebana
დიდი მადლობა ორივეს ვრცელი პასუხისთვის smile.gif
6 თვის წინ გავიკეთე "ოპერაცია" მაშინ მართლა ესთეტიური პრობლემის გამო გადავწყვიტე,არ იყო იოლი არც გადაწყვეტილება მიმიღია ორ წუთში შესაბამისად წინ სდევდა გამოკვლევა და რამდენიმე ექიმთან მისვლა ....დისკონფორტი დამეწყო ბოლო ორითვეა და რადგან უყურადღებობა არ მიყვარს და ჩემი ექიმი გასული იყო ქალაქიდან მივედი სხვასთან რომელმაც გადამიღო რენდგენი და დამინიშნა სამი დღე ამოქსილი და სავლები რაც გინდაო და LISTERINE ვიყენებ წლებია და გავაგრძელე.......როგორც თვქენი ნაწერებიდან "დავასკვენი" ჩამოყალიბებული პაროდონტი მაქვს sad.gif
ეხლა დაველოდები ჩემს ექიმს 10სთვის ბრუნდება და მივალ და დავიწყებ პაროდონტზე მკურნალობას....
ცოტა კი დამაფიქრა ალბათ ეს მკურნალობა ხანგრძლივი პროცესი იქნება sad.gif




Posted by: eksdo 29 Aug 2013, 23:15
QUOTE
და სავლები რაც გინდაო და LISTERINE ვიყენებ წლებია და გავაგრძელე


1. ექიმმა უნდა დაგინიშნოთ სავლები და გასწავლოთ მოხმარების წესები.
2. პაროდონტიტის დროს აუცილებელია დაინიშნოს ანტისეპტიკური სავლები და არა LISTERINE-ის პირის ღრუს გამოსარეცხი საშუალება.

თუ არ შეწუხდებით მერე იქნება შეგვატყობინოთ თქვენი ამბავი.

ჯანმრთელობას გისურვებთ.

Posted by: ikebana 30 Aug 2013, 02:50
ninuchia-80

QUOTE
როგორც თვქენი ნაწერებიდან "დავასკვენი" ჩამოყალიბებული პაროდონტი მაქვს

სავარაოდოდ ასეა, მაგრამ დააჩნია სიმძიმეს/სტადიას მკურნალობის მეთოდის ასარჩევად.

Posted by: miki 30 Aug 2013, 15:22
კბილს არ მიპლომბავენ ალერგიული ტესტის გარეშე.

გავიკეთე ანალიზი ერთ-ერთ კერძო ლაბორატორიაში და 5 პრეპარატიდან 3 ზე ალერგიული აღმოვჩნდი.. და იმ დანარჩენ 2 ზეც მითხრა ლაბორანტმა რომ რისკი მაინც გაქვს და კბილის ექიმთან მისვლამდე სასურველია ანტიალერგიული პრეპარატი მივიღო -სუპრასტინი მემგონი.

ანალიზის პასუხმა ძალიან გამაკვირვა რადგან საკმაოდ ძლიერ გამაყუჩებლებს მიკეთებდნენ საზღვარგარეთ და რეაქცია არ მქონია...ადრე საერთოდ დარწმუნებული ვიყავი რომ ალერგიული არ ვარ და ყოველთვის ექიმის კითხვაზე ვიყავი თუ არა ალერგიული პრეპარატებზე, პასუხი მქონდა უარყოფითი, შედეგებიც რა თქმა უნდა შესაბამისი

მინდა განმეორებითი ტესტის გაკეთება და ხომ ვერ მეტყვით სად მივიდე?

ქავთარეძეზე მითხრა კლინიკა ჩემმა სტომატოლოგმა სადაც როგორც გავიგე სინჯი მხოლოდ კანზე კეთდება და არა ვენურ სისხლზე. შეიძლება ვენდო? და 30 ლარი ჯდება როგორც მითხრეს ( ზემოთ დასახელებულ ლაბორატორიაში კი ვენიდან ამიღეს სისხლი თან უზმოზე..) ქავთარაძეზე ასევე მითხრეს რომ მსუბუქად დანაყრებული შეიძლება ვიყო, ანუ არ უნდა ვიშიმშილო...ცოტათი დამაბნეველია არა?

ანუ ერთი ამბობს ვენიდან უნდა იქნას აღებული სისხლი და ისიც მკაცრად უზმოზე, ანუ წინა დღის 8 საათიდან არაფერი არ შეიძლება წყლის გარდა

მეორე კი ამბობს კანიდან კეთდება ( როგორ არ ვიცი) და ნასაუზმევი შეიძლება იყოთო. რომელს დავუჯერო? რომელი ანალიზი იქნება უტყუარი?



ან იქნებ სხვა პოლიკნინიკები მირჩიოთ სადაც გამოცდილი და პროფესიონალი ლაბორანტები იქნებიან?


დ ა მ ე ხ მ ა რ ე თ რ ა ?







Posted by: ikebana 30 Aug 2013, 22:58
miki

თუ წარსულში ანესთეტიკები გაგიკეთებიათ უპრობლემოდ, საერთოდ რატომ გაჩნდა ეჭვი რომ შეიძლება ალერგიული ყოფილიყავით? გქონდათ რაიმე სახის ალერგიული გამოვლინება ბოლო ხანს?

Posted by: eksdo 31 Aug 2013, 00:03
მე მგონია, რომ კანის სინჯი უმჯობესია.

Posted by: miki 31 Aug 2013, 00:29
QUOTE (ikebana @ 30 Aug 2013, 21:58 )
miki

თუ წარსულში ანესთეტიკები გაგიკეთებიათ უპრობლემოდ, საერთოდ რატომ გაჩნდა ეჭვი რომ შეიძლება ალერგიული ყოფილიყავით? გქონდათ რაიმე სახის ალერგიული გამოვლინება ბოლო ხანს?

არა მე არც მიფიქრია უბრალოდ სტომატოლოგმა მომთხოვა. აქ ყოფილა ესეთი კანონი. ისე ხელს ვერ მოვკიდებო მითხრა. 2 წელია გასული რაც სტომატოლოგთან არ ვყოფილვარ და აუცილებლად უნდა გაიკეთოო

Posted by: eksdo 31 Aug 2013, 00:40
გირჩევთ, აიღეთ კანის სინჯი. აირჩიეთ ის ანესთეტიკი რომელზეც უფრო დაბალი შანსი გაქვთ ალერგიის და იმაზე ჩაიტარეთ სინჯი. თქვენც მშვიდად იქნებით და თქვენი სტომატოლოგიც.
თუ არ შეწუხდებით დაწერეთ რომელ ანესთეტიკებზე გაქვთ დაბალი მაჩვენებელი ალერგიულობის.

Posted by: ikebana 31 Aug 2013, 01:46
miki

რა სახის ანალიზი გაიკეთეთ პირველად და რომელ ანესთეტიკებზე? თუ ხელზე გაქვთ ანალიზის პასუხი ამოწერეთ.
სწორად ჩატარებული კანშიდა ტესტი უფრო ზუსტია, ე.წ. პრიკ-ტესტი. ვენური სისხლით ანუ ლეიკოციტოლიზით ჩატარებული ანალიზი ხშირად იძლევა ჰიპერდიაგნოსტიკას და ხშირად დამაბნეველია ექიმისთვისაც და პაციენტისთვისაც.

Posted by: miki 31 Aug 2013, 11:10
დიდი მადლობა პასუხებისათვის..

ანალიზის პასუხი გავიგე ტელეფონით და დავწერ აუცილებლად პასუხს მაგრამ ეს ვენური სისხლიდანაა გაკეთებული. ..შევეცდები კანსშიდა ტესტიც გავიკეთო ორშაბათს.
* * *
ალერგიული ვარ ანალიზით : სკანდონესტი
ლიდოკაინი
ულტრაკაინი




ნაკლებად ალერგიული: უბისთეზინი
მეპივასთეზინი
* * *

Posted by: eksdo 31 Aug 2013, 13:56
უბისთეზინი ძალიან კარგი ანესთეტიკია.

Posted by: Parabola 31 Aug 2013, 14:23
გამარჯობათ, ერთი კითხვა მაქვს:
ჩემ შვილი 6 წლისაა წინა წედა ორი კბილი მოიცვალა, აქედან ერთი დიიდ კბილი ამოუვიდა, მეორეს კი აგვიანდება, თან ცოტა ადგილი აქ დარჩენილი?
უნდა მივიყვანო ხო სტომატოლოგტან?

Posted by: ikebana 31 Aug 2013, 22:56
miki
ვფიქროპბ კანშიდა ტესტი აჩვენებს რომ უბისთეზინი უსაფრთხოა, თუმცა შეიძლება სხვა ანესთეტიკებიც. როგორც გითხარით ლეიკოციტოლიზი ხშირად გადაჭარბებულ პასუხს აჩვენებს.

Parabola
მუდმივი კბილი, რომელიც მოცვლის შემდეგ ამოდის უფრო დიდია ზომით. თუ ამოჭრა ძალიან დაგვიანდა, გადაუღეთ რენტგენი და გამოჩნდება რა მდგომარეობაშია ჩანასახი, რამე ხომ არ უშლის ხელს ამოჭრას, ან საერთოდ თუ არსებობს.

Posted by: eksdo 1 Sep 2013, 02:37
QUOTE (Parabola @ 31 Aug 2013, 14:23 )
გამარჯობათ, ერთი კითხვა მაქვს:
ჩემ შვილი 6 წლისაა წინა წედა ორი კბილი მოიცვალა, აქედან ერთი დიიდ კბილი ამოუვიდა, მეორეს კი აგვიანდება, თან ცოტა ადგილი აქ დარჩენილი?
უნდა მივიყვანო ხო სტომატოლოგტან?

დაგვიანებაში რა დროს გულისხმობთ და ზუსტად რამხელაა ბავშვი?
ისედაც ჯერ ცოტა პატარაა. ზოგადად ზედა წინა კბილებს 7-8 წლის ასკში იცვლიან. ასე, რომ მგონი სანერვიულო არაფერია. ისე ერთი რენდგენის გადაღება არაფერს უზამს...

Posted by: pandoraa 1 Sep 2013, 19:12
კბილი ნუნუ ექიმოო ....ამ კბილებმა დამტანჯა 25 ცლის ვარ და ერთი 5 -6 კბილი მააქ დაპლომბილი აქედან 2-3 კბილი მგონი 5 -დ ვიპლომბავ....რა პრობლემა შეიძლება იყოს სად ვეძებო მიზეზიი დატანჯული ვარ მე რომ გავთხოვდები და ორსულად ვიქნები ალბათ კბილები სულ დამცვივდებაა....sad.gif(((((((რაიმე გამოკვლევა არ არსებობს რომ გავარკვიოო რასი დეფიციტი მაქ?;(

Posted by: eksdo 1 Sep 2013, 20:05
QUOTE (pandoraa @ 1 Sep 2013, 19:12 )
კბილი ნუნუ ექიმოო ....ამ კბილებმა დამტანჯა  25 ცლის ვარ და ერთი 5 -6 კბილი მააქ დაპლომბილი აქედან 2-3 კბილი მგონი 5 -დ ვიპლომბავ....რა პრობლემა შეიძლება იყოს სად ვეძებო მიზეზიი დატანჯული ვარ მე რომ გავთხოვდები და ორსულად ვიქნები ალბათ კბილები სულ დამცვივდებაა....sad.gif(((((((რაიმე გამოკვლევა არ არსებობს რომ გავარკვიოო რასი დეფიციტი მაქ?;(

ორსულობა მეხი არაა. თუ საჭირო რაოდენობის კალციუმს მიიღებ ყველაფერი კარგად იქნება. თუ არადა ნაყოფი შენი ორგანიზმიდან დაიწყებს მის შეწოვას. ძვლებიდან და კბილებიდან. და კიდევ. თუ სწორად დაიცავთ პირის ღრუს ჰიგიენას კარიესის რისკი საგრძნობლად შემცირდება. ასევე მოერიდეთ ტკბილეულის ჭამას და ყველაფერი კარგად იქნება.

Posted by: GeezerButler 1 Sep 2013, 20:09
ესეთი ენის საწმენდი სად იყიდება ხო არ იცით ვინმემ?

user posted image

და floss (ქართულად არ ვიცი რა ქვია) სად იყიდება ეგეც ბარემ.

მადლობა წინასწარ.

Posted by: eksdo 1 Sep 2013, 20:27
ენის საწმენდი არ ვიცი, მაგრამ კბილის საწმენდ ძაფს ქართულადაც ფლოსი ქვია და ნებისმიერ სააფთიაქო ქსელში იყიდება. თან სხვადასხვანაირები.

Posted by: ikebana 2 Sep 2013, 02:25
pandoraa
მიზეზის დადგენა მარტივი არაა და მითუმეტეს დისტანციურად ვერავინ გირჩევთ რა გააკეთოთ. ექიმი რას გეუბნებათ თვქნე მდგომარეობაზე? თიოთო კბილი რომ 5ჯერ გაქვთ დაბჟენილი 25 წლის ასაკში ნორმალური არაა.

Posted by: sonata 5 Sep 2013, 16:24
კერეკი და ვინირები ერთიდაიგივეა? ოღონდ კერეკს კომპიუტერული მოდელირება აქვს? (თუ რაიმე სისულელეს ვწერ? rolleyes.gif )

Posted by: Thea11 5 Sep 2013, 17:58
გამარჯობა. ზედა ყბაზე ბრეკეტები მიკეთია ერთი წელი და 2 თვეა. ქვედაზე - 7 თვე. ვიზუალურად კბილებმა ძალიან კარგი ფორმა მიიღეს და ვიცი, რომ ეს საკმარისი არ არის და კიდევ უნდა ვატარო. წინა თვეში სტომატოლოგმა მომცა რეზინის დამჭერები, რომლებითაც ზედა ყბის ეშვს ვიბამ ქვედა მეექვსე კბილზე ღამე. და ვერ ვკითხე სტომატოლოგს რაღაც მიზეზების გამო, მაინტერესებს ეს რისთვისაა საჭირო? და არის თუ არა ეს მკურნალობის დამასრულებელი ეტაპი სავარაუდოდ/

Posted by: ikebana 5 Sep 2013, 22:41
sonata
კერეკი არა, ცერეკი.
ცერეკით მზადდება ვინირები და არამარტო.

Thea11
მკურნალობის დამასრულებელი არ ვიცი რამდენად არის, მაგრამ ერთერთი ეტაპია. როგორც ჩანს ამ ეტაპზე თქვენი ექიმი ეშვის გადასანაცვლებლად ამ ხერხს იყენებს, შეიძლება შემდგე ეტაპზე კიდევ აქვს რამე დაგეგმილი. ამას მხოლოდ თვითონ გეტყვით.

Posted by: sonata 5 Sep 2013, 23:41
QUOTE
კერეკი არა, ცერეკი.
ცერეკით მზადდება ვინირები და არამარტო.

დიიიიიიიდი მადლობა

Posted by: darkvision 7 Sep 2013, 19:04
ღრძილებიდან მაგარი საკვების მიღებისდროს მაგალითად მკვახე ვაშლის ჩაკბეჩისას მდის სისხლი და როგორც ჩანს ანთებითი პროცესი მაქ გაჩაღებული . მაინტერესებს რა გზით ხდება ღრძილების ანთების მკურნალობა და ვისტან მივიდე ან სახლის პირობებში როგორ მივხედო

Posted by: Batuka 7 Sep 2013, 23:41
აუ ვინირება მინდა წინა ორ კბილზე და გთხოვთ მიჩიოთ კარგი კლინიკა sad.gif


Posted by: ikebana 8 Sep 2013, 03:53
darkvision
პაროდონტოლოგთან უნდა მიხვიდეთ. მაგალითად "მედი"-ში ჰყავთ, ასევე არსებობს "პაროდონტოლოგიის ცენტრი" კანდელაკის ქ. 1.

Posted by: ზური 9 Sep 2013, 03:21
მარცხენა მხარეს ერთ კბილში მაქ ხვრელი დიდი
მარკჯვენა მხარეს ორში ერთი მაღლა ერთი დაბალ
უკანა კბილებია
დიდი ხვრელებია რა ვქნა ? user.gif

ექიმთან ვერ მივალ
ჩემით რო
ამოვიგლიჯო
სიხლი გამიჩერდება თავისით ?

მეშინია დიდი კბილებია უკანები და გასაკერი არ გამიხდეს

Posted by: ikebana 9 Sep 2013, 08:10
ზური
რა გასაკერი, იქნებ სულ არაა ამოსაღები.
ექიმთან მისვლა კი მაინც მოგიწევთ, მითუმეტეს თქვენ თვითონ რომ "ამოიგლიჯოთ" მაშინ. ამიტომ შეეგუეთ აზრს და რაც ადრე მიხვალთ მით უფრო ნაკლები პრობლემა შეგხვდებათ.

Posted by: ლივერმენ 9 Sep 2013, 08:28
კბილი უნდა დავიპლომბო და ხო არ მეტკინება ?: შ

Posted by: BettingExpert 9 Sep 2013, 14:40
დღეს ვიყავი სტომატოლოგთან. მიზანი კბილის დაპლომბვა ან ე.წ. Root Canal-ის გაკეთება იყო.
მივედი და ანასთეთიკს ვერ გაგიკეთებ, იქნებ ალერგია მოგცესო facepalm.gif
მინიმუმ 20 ჯერ ვარ ნამყოფი საზღვარგარეთ კბილის ექიმთან და პირველი რასაც მიკეთებდა იყო ნემსი, შემდეგ ყველაფერი სხვა დანარჩენი.
არასდროს უკითხავს ხარ თუ არა ალერგიულიო ან რამე მსგავსი.

მოკლედ, რაღაც თეთრი წამალი დამიდო კბილზე. ხვალ კიდე უნდა მივიდე და ზეგ ნერვს ამოგიღებო. ბოლომდე ვერ გავიგე რას ემსახურება ეს წამალი? ნაკლებად მტკივნეული იქნება ნერვის ამოღება თუ რაფერაა საქმე?

გმადლობთ პასუხისთვის

Posted by: eksdo 9 Sep 2013, 15:37
QUOTE (ლივერმენ @ 9 Sep 2013, 08:28 )
კბილი უნდა დავიპლომბო და ხო არ მეტკინება ?: შ

დღევანდელი საანესთეზიო საშუალებები იძლევა იმის გარანტიას რომ არ გეტკინებათ. თუ რა თქმა უნდა მისი გაკეთების რაიმე უკუჩვენება არ გაქვთ.

Posted by: Future> 9 Sep 2013, 15:53
კბილი ამომდის და ღრძილი ჩემით რომ გავიჭრა სტერილიზებული ლანცეტით არ წავა? user.gif

BettingExpert
მეც რომ ვიყავი მასე მითხრა, მაგრამ ჩემს თავზე ვიღებ პასუხიმგებლობას თქო და ნემსი გავაკეთებინე facepalm.gif
რა მეორე დღეს მისვლა fingal.gif

Posted by: eksdo 9 Sep 2013, 15:53
QUOTE (BettingExpert @ 9 Sep 2013, 14:40 )
დღეს ვიყავი სტომატოლოგთან. მიზანი კბილის დაპლომბვა ან ე.წ. Root Canal-ის გაკეთება იყო.
მივედი და ანასთეთიკს ვერ გაგიკეთებ, იქნებ ალერგია მოგცესო facepalm.gif
მინიმუმ 20 ჯერ ვარ ნამყოფი საზღვარგარეთ კბილის ექიმთან და პირველი რასაც მიკეთებდა იყო ნემსი, შემდეგ ყველაფერი სხვა დანარჩენი.
არასდროს უკითხავს ხარ თუ არა ალერგიულიო ან რამე მსგავსი.

მოკლედ, რაღაც თეთრი წამალი დამიდო კბილზე. ხვალ კიდე უნდა მივიდე და ზეგ ნერვს ამოგიღებო. ბოლომდე ვერ გავიგე რას ემსახურება ეს წამალი? ნაკლებად მტკივნეული იქნება ნერვის ამოღება თუ რაფერაა საქმე?

გმადლობთ პასუხისთვის

დარიშხანი ჩაგიდოთ და ზემოდან დროებითი ბჟენი დაადო. ეს მეთოდი საშუალებას იძლევა საანესთეზიო საშუალების გამოყენების გარეშე მოკვდეს ნერვი, რომ მერე არხების დამუშავება მტკივნეული აღარ იყოს.
რაც შეხება ალერგიულობას. სწორია როცა სინჯს ითხოვს. დღეს ესეა მიღებული. თქვენივე კეთილდღეობისთვის.
* * *
QUOTE
კბილი ამომდის და ღრძილი ჩემით რომ გავიჭრა სტერილიზებული ლანცეტით არ წავა?


და რა შეატყვეთ რომ ღრძილს გაჭრა უნდა?

Posted by: BettingExpert 9 Sep 2013, 16:26
eksdo
QUOTE
დარიშხანი ჩაგიდოთ და ზემოდან დროებითი ბჟენი დაადო. ეს მეთოდი საშუალებას იძლევა საანესთეზიო საშუალების გამოყენების გარეშე მოკვდეს ნერვი, რომ მერე არხების დამუშავება მტკივნეული აღარ იყოს.
რაც შეხება ალერგიულობას. სწორია როცა სინჯს ითხოვს. დღეს ესეა მიღებული. თქვენივე კეთილდღეობისთვის.

ანუ, თუ სწორედ გავიგე, დარიშხანი ნერვს კლავს? ანასთეზიის ანალოგია თუ მეშლება რამე?
ისე, ძალიან უჩვეულო იქნება ჩემთვის ნემსის გარეშე კბილის დაბჟენვა; მთელი ცხოვრება მაგას მიკეთებდნენ.
და კიდე, Root Canal იგივე ნერბის ამოღებაა?

ჩაინიკურ კითხვებს ვსვავ, მაგრამ მე და მედიცინა როგორც მაო ძე დუნი და დემოკრატია ისე ვართ givi.gif

Posted by: ლივერმენ 9 Sep 2013, 17:13
eksdo
რავი ნემსი მაინც არ გამიკეთეს დარიშხანი ჩამიდგეს ჯერ და :/

BettingExpert
მეც 2 კბილი მმაქ ამოღებული ოჯახის პირობებში აქვს აქ მეზობლეს გაკეთებული

და ის მიკეთებდა ნემსებს მგონი დაჟე 2 ნემსი აქვს გაკეთებული და საშიშიაო აქ მითხრეს ს

Posted by: eksdo 9 Sep 2013, 17:39
QUOTE
ანუ, თუ სწორედ გავიგე, დარიშხანი ნერვს კლავს? ანასთეზიის ანალოგია თუ მეშლება რამე?
ისე, ძალიან უჩვეულო იქნება ჩემთვის ნემსის გარეშე კბილის დაბჟენვა; მთელი ცხოვრება მაგას მიკეთებდნენ.
და კიდე, Root Canal იგივე ნერბის ამოღებაა?



ანესთეზია გამოიყენება დროებით მგრძნობელობის დასაქვეითებლად. ანუ ნერვი ცოცხალია მაგრამ არაფერზე რეაგირებს და დროთა განმავლობაში ფუნქციას აღიდგენს. დარიშხანი კი ნერვს კლავს, შლის. ეს ორივე მკურნალობის მეთოდებია და ემსახურება უმტკივნეულო მკურნალობას.

რაც root canal-ს შეეხება. ის ნიშნავს ფესვოვან არხს. და საიდან მოიტანეთ ეს, ექიმმა გითხრათ ეგ უნდა გაგიკეთოო?
* * *
QUOTE
მეც 2 კბილი მმაქ ამოღებული ოჯახის პირობებში აქვს აქ მეზობლეს გაკეთებული

და ის მიკეთებდა ნემსებს მგონი დაჟე 2 ნემსი აქვს გაკეთებული და საშიშიაო აქ მითხრეს ს



დღეს სტომატოლოგია იმდენად განვითარდა რომ სახლის პირობებში აღარავინ იღებს.

Posted by: Future> 9 Sep 2013, 18:06
eksdo
QUOTE
და რა შეატყვეთ რომ ღრძილს გაჭრა უნდა?

დამისივდა , + მტკივა, ბრიტვას რომ გისვამენმასე, სიცხე და გამაყუჩებელს ვსვამ
ხოდა გავიგე გაჭრა შველისო და რავიცი რავიცი user.gif



QUOTE
დარიშხანი ნერვს კლავს?

დარიშხანი ძირითადად კლავს user.gif

Posted by: eksdo 9 Sep 2013, 18:55
QUOTE
დამისივდა , + მტკივა, ბრიტვას რომ გისვამენმასე, სიცხე და გამაყუჩებელს ვსვამ
ხოდა გავიგე გაჭრა შველისო და რავიცი რავიცი


მითუმეტეს, სტომატოლოგს უნდა მიაკითხოთ. ოღონდ ყბასახის ქირურგს. სადღეღამისო კლინიკები ხოა? ხო და მიდით... ასეთ პრობლემას თქვენ ვერ გადაწყვეტთ. რატომ იტანჯავთ თავს?

Posted by: ლივერმენ 9 Sep 2013, 19:53
Future>
QUOTE
დარიშხანი ძირითადად კლავს

spy.gif spy.gif spy.gif

Posted by: matusala_5 9 Sep 2013, 20:16
სტომატოლოგებო ყველაზე კარგი ხარისხის პლომბი რომელია საქართველოში?

Posted by: Future> 9 Sep 2013, 23:40
eksdo
QUOTE
მითუმეტეს, სტომატოლოგს უნდა მიაკითხოთ. ოღონდ ყბასახის ქირურგს. სადღეღამისო კლინიკები ხოა? ხო და მიდით... ასეთ პრობლემას თქვენ ვერ გადაწყვეტთ. რატომ იტანჯავთ თავს?

გმადლობთ!
როცა ექიმთან ვაპირებ წასვლა მაშინ აღარც სიცხე მაქვს და აღარც მტკივა, ხოდა ვერ გავიგე რა ვქნა eek.gif

შემოტევები აქვს ხოლმე

Posted by: ikebana 10 Sep 2013, 01:51
BettingExpert
დარიშხანოვანი პასტა ნევრს კლავს თუ პასტა ხარისხიანი და წესების დაცვითაა მოთავსებული. ასეთ შემთხვევაშიც კი არხის დაბჟენა მტკივნეულია მაინც. მოკლედ ძალიან მოძველებული მეთოდია.
root canal ---კი, იგივე არხების მკურნალობას ნიშნავს. სიტყვასიტყვით "ფესვის არხს" ნიშნავს, მაგრამ ინგლისურენოვან ქვეყნებში ეს ტერმინი იგივეა რაც არხების მკურნალობა შემოკლებით, იგივე RCT --root canal treatment.


Posted by: მეოჯახე 10 Sep 2013, 11:04
ერთი პრობლემა მაქვს. და ბარემ ვიკითხავ აქ, მოკლედ სტომატიტი გამომდის პირის ღრუში კვირაში ერთხელ, ვიწამლებ, გამივლის მერე კიდე, ესეა მთელი ხოვრება. სად არ ვიყავი რომელ პროფესორთან და რა აღარ დავლიე და ვერ მოვიშორე ... არადა რა მაგარი საზიზღრობაა ვერც ლაპარაკობ ნორმალურად და ვერც ჭამ. ბოლოს რამდენიმე წლის წინ ვიყავი ერთ პროფესორთან, ჩემებმა წამიყვანეს აღარც მახსოვს სად და რა ერქვა. გოთუაზე რაღაცა კვლევითი ცეტრი თუ რაღაც რომაა იქ გამგზავნა და პირის ღრუდან ნაცხი აიღეო და დაათესინეო.. იქედან 1 დღეში ესეთი პასუხი მომცეს რომ სტაფილოკოკები გაქვსო. როგორც მახსოვს მერე წავუღე იმ პროფესორს ეს დიაგნოზი და რაღაც წამალს მასმევდა, აღმაშენებელზე ვიღებდი რაღაც სპეც აფთიაქიდან.

იქნება ვინმემ იცოდეს რით შეიძლება ვუშველო ამ უსაზიზღრეს დაავადებას. ანუ უკვე გამოსულის მორჩენა არ მინდა, მინდა რომ აღარ გამომივიდეს არასდროს smile.gif ისე მივეჩვიე რომ რომ გამომდის არაფერს აღარ ვხმარობ და ვაცდი 4-5 დრე და გამივლის მერე თავისით.

Posted by: matusala_5 10 Sep 2013, 14:09


QUOTE
სტომატოლოგებო ყველაზე კარგი ხარისხის პლომბი  რომელია საქართველოში?



??????

Posted by: darkvision 10 Sep 2013, 14:35
ikebana
დიდი მადლობა რჩევისთვის..

Posted by: BettingExpert 10 Sep 2013, 16:33
ikebana
eksdo

გაიხარეთ.
დღეს ვიყავი და ანასთეზია გავაკეთებინე მაინც biggrin.gif
ოღონდ ნემსი პირდაპირ კბილში ჩაარჭო. რაღაცეები იჩალიჩა და ბოლოს მეუბნება ნერვები ამოგიღე და სამი არხი გავწმინდეო ups.gif
ერთი პატარა ტკივილიც კი არ მიგრძნია, არადა დიდი ფესვები გაქვსო მითხრა. გამონაკლისი ხარო, ეგეც მიაყოლა

ეტყობა გამიმართლა up.gif

Posted by: eksdo 10 Sep 2013, 19:26
QUOTE (მეოჯახე @ 10 Sep 2013, 11:04 )
ერთი პრობლემა მაქვს. და ბარემ ვიკითხავ აქ, მოკლედ სტომატიტი გამომდის პირის ღრუში კვირაში ერთხელ, ვიწამლებ, გამივლის მერე კიდე, ესეა მთელი ხოვრება. სად არ ვიყავი რომელ პროფესორთან და რა აღარ დავლიე და ვერ მოვიშორე ... არადა რა მაგარი საზიზღრობაა ვერც ლაპარაკობ ნორმალურად და ვერც ჭამ. ბოლოს რამდენიმე წლის წინ ვიყავი ერთ პროფესორთან, ჩემებმა წამიყვანეს აღარც მახსოვს სად და რა ერქვა. გოთუაზე რაღაცა კვლევითი ცეტრი თუ რაღაც რომაა იქ გამგზავნა და პირის ღრუდან ნაცხი აიღეო და დაათესინეო.. იქედან 1 დღეში ესეთი პასუხი მომცეს რომ სტაფილოკოკები გაქვსო. როგორც მახსოვს მერე წავუღე იმ პროფესორს ეს დიაგნოზი და რაღაც წამალს მასმევდა, აღმაშენებელზე ვიღებდი რაღაც სპეც აფთიაქიდან.

იქნება ვინმემ იცოდეს რით შეიძლება ვუშველო ამ უსაზიზღრეს დაავადებას. ანუ უკვე გამოსულის მორჩენა არ მინდა, მინდა რომ აღარ გამომივიდეს არასდროს smile.gif ისე მივეჩვიე რომ რომ გამომდის არაფერს აღარ ვხმარობ და ვაცდი 4-5 დრე და გამივლის მერე თავისით.

ესე რთულია პასუხის გაცემა. მაგრამ მაინც ვეცდები...
პირველ რიგში კარგი იმუნიტეტია საჭირო. თუ რაიმე ქრონიკული დაავადების შედეგად იმუნეტეტი სუსტია მაშინ იცის ხშირი გამოვლინება.
სახლის პირობებში კი დააკვირდით რის გამო გინვითარდებათ და მაქსიმალურად მოერიდეთ. მაგ: ზედმეტად ცხელი, ცხარე ან მაგარი საკვები რაც ლორწოვანის ტრავმირებას იწვევს, მოუწესრიგებელი პირის ღრუ , ცუდი ჰიგიენა და ა.შ. ბევრი ფაქტორი მოქმედებს.

Posted by: მეოჯახე 10 Sep 2013, 19:52
QUOTE (eksdo @ 10 Sep 2013, 19:26 )
QUOTE (მეოჯახე @ 10 Sep 2013, 11:04 )
ერთი პრობლემა მაქვს. და ბარემ ვიკითხავ აქ, მოკლედ სტომატიტი გამომდის პირის ღრუში კვირაში ერთხელ, ვიწამლებ, გამივლის მერე კიდე, ესეა მთელი ხოვრება. სად არ ვიყავი რომელ პროფესორთან და რა აღარ დავლიე და ვერ მოვიშორე ... არადა რა მაგარი საზიზღრობაა ვერც ლაპარაკობ ნორმალურად და ვერც ჭამ. ბოლოს რამდენიმე წლის წინ ვიყავი ერთ პროფესორთან, ჩემებმა წამიყვანეს აღარც მახსოვს სად და რა ერქვა. გოთუაზე რაღაცა კვლევითი ცეტრი თუ რაღაც რომაა იქ გამგზავნა და პირის ღრუდან ნაცხი აიღეო და დაათესინეო.. იქედან 1 დღეში ესეთი პასუხი მომცეს რომ სტაფილოკოკები გაქვსო. როგორც მახსოვს მერე წავუღე იმ პროფესორს ეს დიაგნოზი და რაღაც წამალს მასმევდა, აღმაშენებელზე ვიღებდი რაღაც სპეც აფთიაქიდან.

იქნება ვინმემ იცოდეს რით შეიძლება ვუშველო ამ უსაზიზღრეს დაავადებას. ანუ უკვე გამოსულის მორჩენა არ მინდა, მინდა რომ აღარ გამომივიდეს არასდროს smile.gif  ისე მივეჩვიე რომ რომ გამომდის არაფერს აღარ ვხმარობ და ვაცდი 4-5 დრე და გამივლის მერე თავისით.

ესე რთულია პასუხის გაცემა. მაგრამ მაინც ვეცდები...
პირველ რიგში კარგი იმუნიტეტია საჭირო. თუ რაიმე ქრონიკული დაავადების შედეგად იმუნეტეტი სუსტია მაშინ იცის ხშირი გამოვლინება.
სახლის პირობებში კი დააკვირდით რის გამო გინვითარდებათ და მაქსიმალურად მოერიდეთ. მაგ: ზედმეტად ცხელი, ცხარე ან მაგარი საკვები რაც ლორწოვანის ტრავმირებას იწვევს, მოუწესრიგებელი პირის ღრუ , ცუდი ჰიგიენა და ა.შ. ბევრი ფაქტორი მოქმედებს.

მადლობა გამოხმაურებისათვის. სახლის პირობებში ვცდილობ დავაკვირდე და ავხსნა რატო მემართება მაგრამ უშედეგოდ. სახლში გაკეთებული საწებელი მიყვარს ძალიან, მეგონა მაგიტომ ხომ არ მემართებამეთქი, გადაჭარბებულად ვჭამ ))) ხოდა 1 თვე სრულიად ამოვიღე კვების რაციონიდან, ტყემალი,საწებელი, აჯიკა და ასე შემდეგ, მაგრამ შედეგი 0. მწარე და ცხარე მაინც და მაინც არ მიყვარს. მიყვარს ცხელი საკვები, თბილსაც კი ვერ ვჭამ გემრიელად და კიდევ რაც ყველაზე ძალიან მეეჭვება არის მარილის არანორმალური სიყვარული smile.gif მოკლედ მარილვს ვჭამ უზომოდ. მარილიანიი მიყვარს ყველაფერი, სახლში არც გგავსინჯავ ისე ვიყრი 2-3 ამოღებას სამარილედან )))) ჰიგიენას რაც შეეხება დილა-საღამო ვიხეხავ კბილებს და დაუბანელი ხელით საჭმელს არ ვჭამ.

ეხლა მირჩიეთ რას შევეშვა რომ დავაკვირდე იმის ბრალია თუ არა, ცხელ საჭმელს თუ მარილს??? ამ უკანასკნელის რაციონიდან ამოღება ან თუნდაც დოზის შემცირება იქნება ჩემთვის ძალიან დიდი პრობლემა, მაგრამ თუ აზრი აქვს შევძლებ, ნებისყოფა მაქვს.

და კიდევ ერთი, რატოა იმუნიტეტი დაბალი???? კვირაში 3-4 ჯერ მაინც ვიღებ ხორცს. მადას არ ვუჩივი და შესაბამისად ვჭამ რძIს პროდუქსტსაც და ბოსტნეულსაც ... რაც ნორმალურმა ადამიანმა უნდა ჭამოს თითქმის ყველაფერს, წვნიანების გარდა, ხან 3-4 თვე გავა არ ვჭამ. და აქვე კითხვა რაიანრად დავადგინო იმუნიტეტი დაბალი მაქვს თუ არა?? და თუ დაბალია რითი ავიმაღლო??? ))

მადლობა წინასწარ.

Posted by: eksdo 10 Sep 2013, 22:30
QUOTE (BettingExpert @ 10 Sep 2013, 16:33 )
ikebana
eksdo

გაიხარეთ.
დღეს ვიყავი და ანასთეზია გავაკეთებინე მაინც biggrin.gif
ოღონდ ნემსი პირდაპირ კბილში ჩაარჭო. რაღაცეები იჩალიჩა და ბოლოს მეუბნება ნერვები ამოგიღე და სამი არხი გავწმინდეო ups.gif
ერთი პატარა ტკივილიც კი არ მიგრძნია, არადა დიდი ფესვები გაქვსო მითხრა. გამონაკლისი ხარო, ეგეც მიაყოლა

ეტყობა გამიმართლა up.gif

არაფრის...
კარგია, რომ კარგ ხასიათზე ხართ smile.gif


Posted by: ikebana 10 Sep 2013, 23:21
მეოჯახე
რაიმე პრეპარატს ხომ არ იღებთ სისტებატიურად?
გლანდები რა მდგომარეობაში გაქვთ?
თუ გაქვთ სამკურნალო კბილები პირის ღრუში? განსაკუთრებით ჩირქოვანი.
თუ პირის ღრუში გქონდათ სტაფილოკოკური ინფექცია საჭირო იყო მკურნალობა ანტიბიოტიკებით და შემდეგ კონტროლი, ადგილობრივად პირის ღრუში იმუდონის ტაბლეტები, ასევე ვიტამინების კურსი.

Posted by: მეოჯახე 11 Sep 2013, 09:23
QUOTE (ikebana @ 10 Sep 2013, 23:21 )
მეოჯახე
რაიმე პრეპარატს ხომ არ იღებთ სისტებატიურად?
გლანდები რა მდგომარეობაში გაქვთ?
თუ გაქვთ სამკურნალო კბილები პირის ღრუში? განსაკუთრებით ჩირქოვანი.
თუ პირის ღრუში გქონდათ სტაფილოკოკური ინფექცია საჭირო იყო მკურნალობა ანტიბიოტიკებით და შემდეგ კონტროლი, ადგილობრივად პირის ღრუში იმუდონის ტაბლეტები, ასევე ვიტამინების კურსი.

არა არანაირ პრეპარატს არ ვიღებ. არც სისტემატიურად და ზოგადად თუ არ "ვკვდები" არ ვიღებ არაფერს ))) გლანდები 3 წლის ასაკში მაქვს ამოჭრილი. კბილები იდეალურ მდგომარეობაში არ მაქვს მარა მტკივანი ან დაჩირქებული კბილები არ მაქვს.

ეხლა ალბათ მაგ წამლების დაწყება სისულელე იქნება, რადგან იმ ანალიზიდან 7–8 წელია გასული.

რომელ ექიმთან უნდა მივიდე მაგ დანიშნულებისათვის სტომატოლოგთან???
ალბათ ჯერ აჯობებს გოთუაზე ისევ ანალიზი გავიკეთო

Posted by: matusala_5 11 Sep 2013, 10:00
აქ მხოლოდ შერჩევითად პასუხობთ კითხვებს????
ნუთუ ასეთი რთული კითხვა დავსვი? lol.gif
თუ პროფესიული საიდუმლოა და არ უნდა გაბაზრდეს?))))))))))

Posted by: eksdo 11 Sep 2013, 13:28
რეკლამას არ ვუკეთებთ არცერთ ბჟენს biggrin.gif

Posted by: ikebana 11 Sep 2013, 23:26
მეოჯახე
ანალიზი შეიძლება გაიკეთოთ, მაგრამ ჯერ სტომატოლოგმა გნახოთ ჯობია. დათვალიერება მნიშვნელოვანია. ექიმმა უნდა დაგეგმოს გამოკვლევა და მკურნალობა.
ანალიზის პასუხი გაგვიზიარეთ, თუ შეიძლება.
* * *
matusala_5
"საუკეთესო ბჟენი" უბრალოდ არ არსებობს ბუნებაში. სხვადასხვა საბჟენ მასალებს სხვადასხვა ჩვენება აქვთ. გარდა ამისა, ჩემი რჩევა იქნება იმის მიხედვით ნუ აარჩევთ ექიმს, რომელი მასალით მუშაობს. მაღალი ხარისხის მასალა აპრიორი არ ნიშნავს მის მაღალ პროფესიონალიზმს.

Posted by: matusala_5 12 Sep 2013, 09:15
ikebana
გამძლეობის და ვიზუალური მხარის გათვალისწინებით მაინტერესებდა,პმ-ში დამეხმარა eksdo და უკვე გავარკვიე....
QUOTE
მაღალი ხარისხის მასალა აპრიორი არ ნიშნავს მის მაღალ პროფესიონალიზმს.

yes.gif ეგ ყველაფერში ეგრეა.

Posted by: kate79 12 Sep 2013, 15:02

ალვეოლიტი რამდენ ხანს გრძელდება ?

ფლოქსანი 400 მგ თითო აბი დღეში ერთხელ.

ხომ არ გეცოტავებათ ?

საშინელი ტკივილი უკვე მე–6–ე დღეა გრძელდება

Posted by: eksdo 12 Sep 2013, 15:24
გააჩნია სირთულეს და მოვლის (მკურნალობის) პირობებს.
სავლები ივლეთ აუცილებლად.

Posted by: ikebana 13 Sep 2013, 03:29
kate79
ჭრილობის დამუშავება მოხდა განმეორებით?
ფლოქსანის გარდა გაქვთ რამე დანიშნული?

Posted by: Scoorp 14 Sep 2013, 00:48
მოკლედ მე და ჩემი სიბრძნის კბილები :|
ზედა ყბაზე სიბრძნის კბილი ჩამომდის კი არა, გამომდის :/
ამ სიტყვის პირდაპირი გაგებით.
ლოყის მიმართულებით გამოდის sad.gif

ნუ თავები აქვს წამოყოფილი და ამტკივდა უკვე რამდენიმე დღეა..
ოღონდ არა კბილი, არამედ ლოყა :/

საშინელი მისადგომი იქნება მემგონი ექიმისთვის.

ვიცი ზეპირად რთულია, მაგრამ ასეთი კბილის ამოღება ხდება? :შ
ან არ შეიძლება მოიქლიბოს?
და იქნებ გაჩერდეს და აღარ ჩამოვიდეს ბოლომდე კბილი : ))
აუ მეშინია, საშინელი მდებარეობის გამო

Posted by: ikebana 14 Sep 2013, 03:15
Scoorp
კი, ხდება. ამოუღებელი კბილი არ არსებობს.
აუცილებლად უნდა ამოიღოთ. მუდმივად შეგაწუხებთ, მერე კარიესი განვითარდება, რადგან კბილის სრულფასოვანი წმენდა ასეთი მდებარეობისას შეუძლებელია. ასევე არაეფექტური იქნება მისი მკურნალობაც და საბოლოოდ მაინც ამოღება მოგიწევთ, ოღონდ ნაწილ-ნაწილ და უფრო რთულად, ვიდრე ახლა.

Posted by: Scoorp 14 Sep 2013, 13:01
ikebana

მადლობა smile.gif)

-----

Posted by: kate79 14 Sep 2013, 17:11
ikebana

მადლობა თქვენი კითხვებისთვის.

კბილი ამოვიღე შაბათს.( 07.09.13)

მომდევნო სამაშაბათს დამიმუშავა და მითხრა რომ კბილბუდის ანთება მაქვს.

დამინიშნა ფლოქსანი დღეში ერთხელ, მეტი არაფერი და სავლებები რა თქმა უნდა. ხუთშაბათს რომ მივედი გასასუფთავებლად დაათვალიერა და ზედაპირულად გამისუფთავა.
და მითხრა ჩარევას აღარ საჭიროებსო

დღეს შაბათია. კვლავ მტკივა და მეხუთე დღეა ანტიბიოტიკს ვსვამ მარტო და ტკივილ გამაყუჩებელს.

8 დღე გავიდა და ტკივილი არ გადის .. მირჩიეთ , სხვა ექიმთან ხომ არ უნდა მივიდეე?

Posted by: ikebana 15 Sep 2013, 00:21
kate79
ჩემი აზრით ანტიბიოტიკის დოზა გასაზრდელია (თავიდანვე ცოტა იყო), დასამატებელია მეტრონოდაზოლი და რომელიმე არასტეროიდული ანთებისსაწინააღმდეგო საშუალება, იბუპროფენი ან მსგავსი. თუ ასეთს სვამთ ტკივილგამაყუჩემლის სახით, კარგია.
მაგრამ ეს ჩემი აზრია დისტანციურად. თუ ტკივილი არ მცირდება და უკეთესობას არ გრძნობთ, აჩვენეთ სხვა ექიმსაც.

Posted by: g-o-g-i-n-a 15 Sep 2013, 01:04
ეს რა მწარე რამე ყოფილა მომკლა ბლინ 3 დღეა კაცს აღარ ვგევარ
დაჟე სამსახურშიც ვერ მივდივარ რო ფული გავაკეტო დავიპლომბო ეს ოხერი კბილები mad.gif

Posted by: Domaci 1 Oct 2013, 00:04
სიგარეტს დავანებე თავი მე-2 თვეა . ხოდა დამეწყო ღძIლებიდან სისხლის დენა, მანამდეც მომდიოდასავით ოღონდ გამოხეხსვის დროს

ეხლა კი დილით ავდგები და ეგრევე მომდის (


მუხის ნახარშები , კრაზანას ნახარშებს ვივლებ + ლაკალუტს\ით ვიხეხავ და წესით უნდა მიშველოს ხო ?

Posted by: ikebana 1 Oct 2013, 02:28
Domaci
პირველ რიგში მიდით სტომატოლოგთან/ჰიგიენისთან და გაიწმინდეთ.

Posted by: Domaci 1 Oct 2013, 11:58
ikebana
QUOTE
სტომატოლოგთან/ჰიგიენისთან



ნებისმიერი სტომატოლოგიური კლინკი ხო?

Posted by: sonata 1 Oct 2013, 19:29
ზედა მეორე კბილები მაქვს მოკლე და დაგრძელება მინდა და რას მირჩევთ? მე ფირფიტებს ვფიქრობ, მაგრამ არ ვიცი ვერ ვერკვევი ამ საკითხში.

Posted by: ikebana 2 Oct 2013, 01:36
Domaci
ჯობია რეკომედაციით, რათქმაუნდა.

sonata
თუ ორთოდონტიულ ფირფიტას გულისხმობთ, ამით არ ხდება კბილების დაგრძელება. ოპტიმალურია ვინირი.

Posted by: sonata 2 Oct 2013, 12:40
QUOTE
თუ ორთოდონტიულ ფირფიტას გულისხმობთ, ამით არ ხდება კბილების დაგრძელება. ოპტიმალურია ვინირი.

დიდი მადლობა smile.gif

Posted by: Domaci 2 Oct 2013, 14:19
ikebana


მირჩიეთ სად მივიდე , თორე დამძვრა კბილები sad.gif

Posted by: IMDb 7 Oct 2013, 17:25
http://www.medi.ge/materials/213

მეგობრებო, ეს რამდენად ძვირი ჯდება?
ანუ 1 კბილის ამ გზით გაკეთება რა ღირს?

Posted by: ikebana 8 Oct 2013, 02:26
IMDb
ფასს ყველაზე ზუსტად თავად "მედი"-ში გეტყვიან.

Posted by: დროებითი 9 Oct 2013, 17:42
ქვედა ყვის ბოლოს, ყურის ძირში ჯირკვალი მაქვს გაღიზიანებული (თითქოს ძალიან მჟავე რამე ჭამეო, მასე მაქვს გაბჟუებული...) ერთი კვირაა უკვე.
მაგ მხარეს მაქვს კბილზე გვირგვინი გაკეთებული. შეიძლება რომ მაგის ბრალი იყოს ეს გაღიზიანება? (რამდენიმე თვის გაკეთებულია)

Posted by: ikebana 10 Oct 2013, 08:53
დროებითი
ლინფური ჯირკვლის გადიდება ანთების ნიშანია მაგ არეში. ინფექციის კერა შეიძლება იყოს კბილიც. ექიმმა უნდა დაათვალიეროს და გაგსინჯოთ.

Posted by: Scoorp 11 Oct 2013, 00:42
ენაზე თეთრი გამონაყარი (მტკივნეული) :|
შეიძლება კბილების-ღრძილების ბრალი იყოს? :/

Posted by: ikebana 11 Oct 2013, 01:42
Scoorp
ენის რომელ ნაწილში? სურათს ხომ ვერ დადებდით?

Posted by: tengo_pato 11 Oct 2013, 01:54
კბილის ტკივილის გასაჩერებლად რას მირჩევთ ექიმის და წამლის გარდა ?

მაგრა მტკივა დღესაც გამათენებინებს ალბათ sad.gif

Posted by: ქართლოსი 11 Oct 2013, 10:07
სტომატოლოგი რო შედიოდეს ყველაზე კაი დაზღვევა რომელია?


tengo_pato
QUOTE
კბილის ტკივილის გასაჩერებლად რას მირჩევთ ექიმის და წამლის გარდა ?

რატო არ გინდა ექიმი და წამალი?

Posted by: Scoorp 11 Oct 2013, 10:29
ikebana

სხვადასხვა ნაწილშია
ენის წვერთან
გვერდებზე
სიღრმისკენაც
და ენის ქვეშაც
ზოგი შეწითლებულია :|
ვირუსი მაქვს, ყელი მტკივა და შეიძლება მაგის ბრალიც იყოს?
ანტიბიოტიკი დავლიე, მაგრამ არამგონია 2-3 აბს მსგავსი რამე გამოეწვია :/




Posted by: sasutela 11 Oct 2013, 17:08
მაინტერესებს რომელი მასალით კეთდება კბილი , რომელიც ვიზუალურად ყველაზე მეტად გავს ბუნებრივ კბილს. ანუ ის გამჭვირვალობა და ბროლის ეფექტი (ძაან უცოდინარი ვარ) შენარჩუნებული აქვს. და ამ მასალის გამოყენება თუ ხდება ცერეკის მეთოდით..

Posted by: ikebana 12 Oct 2013, 04:59
Scoorp
სტომატიტია სავარაუდოდ. კბილების ბრალი არა, ზოგადი მდგომარეობის ბრალია უფრო. გაივლის მდგომარეობის გაუმჯობესებასთან ერთად. მჟავე-ცხარე-მლაშეს, ასევე ზედმეტად ცხელს და ცივს მოერიდეთ, თუ ჭამის დროს ძალიან მტკივნეულია ლიდოკაინის შემცველი სავლები გამოიყენეთ. ადრე ტრაქისანი იყო ასეთი, ახლა არ ვიცი რა არის გაყიდვაში მანდ. გაიკეთეთ იოდინოლის სავლები. იყიდება აფთიაქში იოდინოლი ბოთლებში, გაუზავებლად გამოივლეთ. ლურჯია მაგრამ ფერი არ რჩება. კარგი იქნება გვირილა+სალბი+ევკალიპტი+კალენდულა (ან რომელიც გექნებათ) თბილი სავლები. ექიმს თუ აჩვენებთ უკეთესია და უფრო ზუსტ დანიშნულებას მოგცემთ.

sasutela
კი, ცერეკის საშუალებით ხდება სპეციალური ფაიფურის გვირგვინების და ვინირების დამზადება, რომელიც ლითიუმის დისილიკატია ძირითადად და ძალიან უახლოვდბება კბილის ბუნებრივ ქსოვილებს ვიზუალურადაც და სიმტკიცითაც.

Posted by: ooo,girl,girl 12 Oct 2013, 13:41
თუ შეგიძლიათ, მირჩიეთ საუკეთესო კლინიკა/სტომატოლოგი. კბილის გადაკვრა მინდა ან იქნებ გადაკვრასაც გადარჩეს ჯერჯერობით და ისე შელამაზდეს, კარგი სპეციალისტი მჭირდება, გამოცდილი sad.gif


Posted by: sasutela 12 Oct 2013, 14:05
ikebana
აჰა, გასაგებია მადლობა დიდი.
კიდევ მაინტერესებს, ანუ სანამ ამ ეტაპამდე მივალ რომ მთლიანად კბილი შევიცვალო, ალბათ წინა ეტაპია გადაკვრა (ანუ კბილს რომ ქლიბავენ), და ამას 1-2 კბილზე გააკეთებენ? თუ მთლიან ყბაზე აკეთებენ მარტო? და როცა 3ჯერ გაქ კბილი დაპლომბილი, რომელია საუკეთესო ვარიანტი გადაკვრა თუ პირდაპირ ცერეკით ახალი კბილის ჩასმა?


Posted by: Scoorp 12 Oct 2013, 16:42
ikebana

დიდი დიდი მადლობაsmile.gif
ხო ექიმამდე ჯერ ვერ მივაღწიე
გარეთ ვერ გავდივარ და)

Posted by: ikebana 13 Oct 2013, 00:14
sasutela
ერთეული გვირგვინი. სადაც საჭიროა.
"გადაკვრას" უწოდებენ დაქლიბული კბილის გვირგვინით დაფარვას. ასეთი გვირგვინის დამზადების ერთერთი მეთოდია ცერეკის ტექნოლოგია. ანუ ესეც "გადაკვრაა". თუ საჭიროა, წინასწარ იბჟინება არხი. კბილის დამუშავება და გვირგვინის დამზადება ერთ ვიზიტზე ხდება ცერეკის შემთხვევაში.

Posted by: sasutela 13 Oct 2013, 02:05
ikebana
გასაგებია , მადლობა smile.gif

Posted by: Doloress 13 Oct 2013, 11:00
tengo_pato
QUOTE
კბილის ტკივილის გასაჩერებლად რას მირჩევთ ექიმის და წამლის გარდა ?

ღავხის ჭავრილი იკითხე, აფთიაქში ექნებათ, და გამოივლე პირში ჭამის წინ და ჭამის მერე. არასდროს აღარ შეგაწუხებს კბილის ტკივილი, Trust me wink.gif

თუ ღავხის ჭავრილს ვერ იშოვნი, მიხაკის ზეთი მოიკითხე ოჯახში, ან დეზერტირებში და იმავე წესით მიიღე, კბილის ტკივილის გარდა ტვინის რუხი ნივთიერებების სტიმულირებას იწვევს და თირკმელებისთვის არის მისწრება.

Posted by: ikebana 13 Oct 2013, 11:12
tengo_pato

ნებისმიერ შემთხვევაში უნდა მიაკითხოთ ექიმს. არაპროფესიონალური რჩევების გამოყენებისას შედეგზე მხოლოდ თქვენ ხართ პასუხისმგებელი. მაგალითად, მიხაკის ზეთმა შეიძლება ლორწოვანი გარსის დამწვრობა გამოიწვიოს.

Posted by: nino877 13 Oct 2013, 21:37
Doloress
უზნეოვ ♥ biggrin.gif

შენაგტკივდეს 33 ვე კბილი ერთად

Posted by: marto 14 Oct 2013, 10:01
http://lakeforestdentalarts.com/gum-lift/ ასეთი რამე ხდდება ქართულ კლინიკებში? ღრძილოვანი ღიმილის კორექცია.gummy smile შეგიძლიათ დაგუგლოთ და ნახოთ რა შედეგები აქვთ . (ანუ ღიმილის ან გაცინების დროს ღძილები რომ ჩანს.)

როგორც წავიკითხე, ორი გზით ასწორებენ - ან ლაზერით აშორებენ ღრძილის ზედმეტ ნაწილს, რომ მანამდე დაფარული კბილის ნაწილი გამოჩნდეს და კბილი დაგრძელდეს, შესაბამისად ღრძილი პატარავდება და ნაკლებად ჩანს გაღიმების დროს.

მეორე გზა არის ბოტოქსის ინექციები ცხვირის ქვემოთ, რომ გაცინების დროს ზედა ტუჩი ძალიან არ აიწიოს ზემოთ და შესაბამისად, ღრძილი ნაკლებად გამოჩნდეს.

Posted by: TENGIZI87 14 Oct 2013, 18:24
ვარკეთელში ზევით ლომბარდების მხარეს გახსნეს ჰიგიენის მაღაზია
შEვედი და გაოცებული დავრჩი crest კბილის პასტა ქონდათ
დავინტერესდი რამეე ჩინური მაქინაცია ხომ არ არის მეთქი და ეწერა დამზადებულია ცინცინატშიო ანუ აერიკიდან ჩამოაქვთ და ფასიც იდეალური ქონდა 2.5 ლარი
კიდე scope სავლები ქონდათ იმის ფასი არ მიკითხავს
ამ ნაგავ ბლენდამედებს და ჩინურ ქოლგეითებს ბევრად ჯობია კრესტ თან ძაან მაგარი სუნი აქვს ვინც ვარკეთილელები ხართ გირჩევთ შეიაროთ
რეკლამა არ იფიქროთ უბრალოდ რჩევაა ი ვსიო smile.gif

Posted by: ikebana 15 Oct 2013, 00:49
marto
არის მესამე გზაც lip reposiotioning. ზედა ტუჩის აწევა იზღუდება ქირურგიული გზით, ღრძილზე განაკვეთით. რომელი მეთოდით მოხდება კორექცია, დამოკიდებულია მიზეზზე. შეიძლება ჯერ ორთოდონტიული მკურნალობა იყოს საჭირო.
სად აკეთებენ და აკეთებენ თუ არა, ვერაფერს გეტყვით.

TENGIZI87
რატომ გაგიკვირდათ, ასეთი ჰუმანიტარული დახმარების სახით მიღებული ჰიგიენის ნივთები ყუთებით იყიდებოდა წლების განმავლობაში ვაგზლის მიმდებარე ტერიტორიაზე. ნამდვილი ამერიკული პროდუქცია.

Posted by: Pakusa1 15 Oct 2013, 23:45
კბილის დადგმა მინდა და რა ჯდება ეს პროცედურა????

Posted by: boone 17 Oct 2013, 23:58
აუ ჩემი კბილები უნდა განახათ ახალგაზრდა ვარ ძალიან მაგრამ 3 მაკლია კიდევ 3 ძაან მძიმე დღეშია და კიდევ 3-4 სხვადასხვანაირადაა აკარიესებული . facepalm.gif

Posted by: Rampage 19 Oct 2013, 16:49
გამარჯობათ თანაფორუმელო მეგობრებო!

მოკლედ საქმე რაშია, შევეშვი სიგარეტის მოწევას, ერთბაშად გადავაგდე, მაგრამ ერთი უცნაურობა შევამჩნიე, ცოტა მაგარი საკვების ღეჭვის დროს კბილები მტკივა...
არის თუ არა ეს რამენაირად კავშირში სიგარეტის გადაგდებასთან?! mo.gif

Posted by: ikebana 20 Oct 2013, 00:03
Rampage
კი, არის. შეიძლება სისხლდენაც შენიშნოთ. გაიკეთეთ გაწმენდა სტომატოლოგთან, გამოიყენეთ პაროდონტაქსის კბილის პასტა და მისივე სავლები, ძალიან დიდი ყურადღება მიაქციეთ ჰიგიენას და რამოდენიმე ხანში გაივლის.

Posted by: kotelnikovi 20 Oct 2013, 02:28
მაინტერესებს სტერილიზაცია როგორ უნდა გაკეთდეს 100 % დაცული რომ ვიყო ვირუსებისგან და გართულებებისგან და თუ იცით სად აკეთებენ? შიშები ავიკიდე და არა და მაგარი სამკურნალო მაქვს კბილები

Posted by: Christopher Robin 25 Oct 2013, 22:16
იკებანა

ზემოთ crest ის პასტა ახსენეს,
ვიყიდო კარგი პროდუქციააა?

Posted by: ikebana 26 Oct 2013, 23:23
✎Christopher Robin
ჩვეულებრივი, როგორც კოლგეიტი. აქვს მნიშვნელობა სადაა წარმოებული.

Posted by: Girl 27 Oct 2013, 19:05
ჩემს შვილს უკვე მოცვლილი კბილი ( ამოსულია უკვე საკმაოდ) ისევ ერყევა თითქოს მოსაცვლელია. სისხლდენაც აქვს ცოტა ჭამის დროს, რა ვქნა? ხდება ესეთი რამე?

Posted by: ikebana 28 Oct 2013, 00:40
Girl
ტრავმა ხომ არ მიუღია? აჩვენეთ ექიმს აუცილებლად. არ უნდა ერყეოდეს, თუ დარწმუნებული ხართ რომ მოცვლილია.

Posted by: Girl 28 Oct 2013, 01:24
არა ტრამვა არა. მოცვლილია. მგონი ქვედა კბილი ედება ახალი ამოსული. ეხლა დავაკვირდი. იმიტომ რომ გვერდულად არის ამოსული. არ ეტევა. (( ხვალ წავიყვან. როგორ ვნერვიულობ.
* * *
2 ზე დაგვიბარეს მაგრამ ვერ ვითMენ არის შანსი ამ კბილის ისევ გამაგრების? (((

Posted by: ikebana 28 Oct 2013, 22:47
Girl
რათქმაუნდა. მთავარია მიზეზი გაირკვეს და მოიხსნას. სურათს ხომ ვერ დადებდით?

Posted by: :spу: 30 Oct 2013, 14:33
გამარჯობა, წინ პატარაზე ჩამომტყდა კბილი და იმ ადგილზე მომატებული მაქვს მგრძნობელობა. რა საშუალება არსებობს?

Posted by: ikebana 31 Oct 2013, 22:46
:spу:
აღდგენა ბჟენით.


.........................

Posted by: :spу: 1 Nov 2013, 08:13
ikebana
მაგ დონეზე არ არის, რომ აღდგენა დასჭირდეს და რამე სხვა საშუალება არ არის?

Posted by: ikebana 1 Nov 2013, 23:30
:spу:
აღდგენაში იგულისხმება ნებისმიერი ზომის დეფექტის შევსება. მითუმეტეს თუ მგძნობელობაა.
მგრძნობელობა ალბათ თავისით გაივლის ისედაც, თუ დეფექტი პატარაა, მაგრამ გაშიშვლებული მინანქრის ღრმა ფენა შემავალია კარიესის მიმართ. ამიტომ მგრძნობელობის გარეშეც რეკომენდებულია ნებისმიერი ზომის დეფექტის აღდგენა.

Posted by: David p 5 Nov 2013, 13:57
კბილების გასათეთრებელ პასტას რა ქვია ? სტომატოლოგები რო ხმარობენ კბილების გასაპრიალებლად. და სად ვიყიდო?

Posted by: Lotosi 6 Nov 2013, 00:59
ნიუ-დენტი —– მიცკევიჩის ქ. 18, საბურთალოს ქ. 40,
ლაივ დენტი —– მიცკევიჩის ქ. 15
ლიდერ-დენტალ ინთერნეიშენალი —- აღმაშენებლის გამზ. 110
როიალ-დენტი —– ი. ჭავჭავაძის გამზ. 5,

ამ სტომატოლოგიური კლინიკებიდან, რომელს მირჩვეთ?
არასოდეს არ მქონდა სტომატოლოგთან მისვლის შიში... აქ წავიკითხე ჰეპატიტზე და ძალიან შევშინდი ...
მირჩIეთ ამ ჩამოთვალიდან სუპერსტერილიზაციის მქონე კლინიკები

მადლობა!

Posted by: Deborah_ 6 Nov 2013, 20:08
ეს მე-6 კბილი ასეთი რა არის:
რომ ეს ნერვი ვერა და ვერ მოკვდა :შშშშ

Posted by: Yan-LoonG 8 Nov 2013, 13:43
18 წლის ვარ ხოდა ერთი კბილის მოშორება მინდა კონკრეტულად ეშვის, ან მისი დაპატრავება ან რაიმე მსგავსი და შესაძლებელია? givi.gif

Posted by: eksdo 8 Nov 2013, 23:00
QUOTE (Yan-LoonG @ 8 Nov 2013, 13:43 )
18 წლის ვარ ხოდა ერთი კბილის მოშორება მინდა კონკრეტულად ეშვის, ან მისი დაპატრავება ან რაიმე მსგავსი და შესაძლებელია? givi.gif

მოშორება უკიდურესი ვარიანტია. ფორმის შეცვლა შეიძლება რა თქმა უნდა...

Posted by: Yan-LoonG 9 Nov 2013, 10:52
QUOTE
ფორმის შეცვლა შეიძლება რა თქმა უნდა...

ხო ჯანსაღი კბილია უბრალოდ ცოტა გამოწეულია და წვეტიანი და ფორმა მინდა რო შევუცვალო რა და ჯდება ხომ არ იცი? 2kiss.gif

Posted by: kotelnikovi 10 Nov 2013, 00:40
სად აკეთებენ 100 პროცენტით სუფთა სტერილიზაციას არ იცით?

Posted by: udzila1 11 Nov 2013, 22:34
ორსულობის დროს რამდენად უსაფრთხოა ზედაპირული კარიესის მკურნალობა? მომემატა სისხლდენა ღრძილებიდან, ეს ნორმალურია ორსულობისას?

Posted by: natttiii 11 Nov 2013, 23:16
გამარჯობა, წინა კბილის დაპლომბვა მინდა, და ხომ არ შეეტყობა რამე? რომელ კლინიკას მირჩევდით?

Posted by: ikebana 13 Nov 2013, 03:25
udzila1
თუ ანესთეზია არ იქნება საჭირო და თქვენც ძლიერ სტრესს არ განიცდით პროცედურის დროს, არაა საშიში. ღრძილებიდან სისხლდენა ხშირია ორსულობის დროს. აუცილებლად მიდით სტომატოლოგთან და გაითვალისწინეთ მისი რეკომენდაციები.


Posted by: Pakusa1 13 Nov 2013, 12:46
რაიმე კბილის პასტა მირჩიეთ რა ძალიან გთხოვთ

Posted by: McAlister 13 Nov 2013, 19:26
პლომბი ამომივარდა და ახლა შემრჩა მარტო ფესვი რომეზეც უკვე ანტებაა წასული და გასიებული მაქვს საშინლად ექიმთან ვიყავი ორშაბათს და ანტიბიოტიკი გამომიწერა სახელად აუგმენტინი რომელმაც საერტოდ არაფერი მისჰველა ყბა კიდევ მაქვს გასიებული და რას მირჩევთ სხვა უფრო კაი ანტიბიოტიკი არსებობს?

Posted by: ikebana 14 Nov 2013, 03:03
McAlister
ასე ანტიბიოტიკის შეცვლა და საერთოდ მკურნალობის დანიშვნა ონლაინ არასწორი. შეეკითხეთ თავად ექიმს. თუ არ ხართ კამყოფილი მიდით სხვასთან.

Posted by: Your unique security code 15 Nov 2013, 14:20
სიბრძნის კბილებს ძლიერი ფესვები აქვს თუ ამოღება ადვილია ?


Posted by: salome33 15 Nov 2013, 15:39
ikebana
PM ნახეთ, რა...
* * *
Your unique security code
სიბრძნის კბილს კონუსისებური , სტაფილოს ფორმის ფესვი აქვს, ამოღებას რაც შეეხება, გააჩნია მის მდებარეობას

Posted by: Your unique security code 16 Nov 2013, 13:33
salome33

გასაგებია მადლობა smile.gif

Posted by: albutashvili 16 Nov 2013, 18:36
კბილი დამიჩირქდა და სტომატოლოგთან შანსი არაა არ მივალ, თან არხები არ არის გახსნილი თუ რაგაც რა ვერანაირად ვერ გამოდის მგონი გარეთ ჩირქი, ანტიბიოტიკს ვსვავ დღეში სამჯერ 500 იანს ციპროს და სოდიან ცხელ წყალს ვივლებ, რა ვუშველო სხვა მირჩიეთ რა sad.gif

პს : სტომატოლოგთან მიდიო არ მითხრათ facepalm.gif
* * *
salome33
ikebana
eksdo

სად ხართ სტომატოლოგებო??? sleep.gif შველა მინდა რა sad.gif

Posted by: Unico 16 Nov 2013, 20:30
albutashvili
ჯერ არ გამოუგონიათ ისეთი საშუალება ვირტუალურად რომ ინკურნებოდეს დაჩირქებული კბილი biggrin.gif

"უნდა წახვიდე ექიმთან" არ მითხრათო და მაშინ ასე გკითხავ: რატო ვერ მიდიხარ?

QUOTE
არხები არ არის გახსნილი თუ რაგაც რა ვერანაირად ვერ გამოდის მგონი გარეთ ჩირქი,

კბილის არხები სხვა რაღაცაა smile.gif


პ.ს. მე სტომატოლოგი არ ვარ, უბრალოდ ხშირად დავდივარ კარიესის გამო და ასე თუ ისე, პატიენტს, რაღაც მესმის yes.gif

Posted by: albutashvili 17 Nov 2013, 01:02
Unico

ნემსო ფობია თუ რას ეძახიან არ ვიცი ეგ მჭირს რა ვერ ვიკეთებ ნემსებს sad.gif ანტიბიოტიკებს ვსვავ იქნებ გამიაროს sad.gif

Posted by: ikebana 17 Nov 2013, 04:17
albutashvili
აუცილებლად მოგიწევთ ექიმთან წასვლა, ბოლოსდაბოლოს ამოსაღებად მაინც. ხომ არ გადნება თავისით კბილი? ამიტომ რაც ადრე გადალახავთ ამ ფსიქოლოგიურ პრობლემას. მით უფრო მეტი შამნსია შეინარჩუნოთ კბილი. სახლში ნამდვილად ვერაფერს ვერ იზამთ თქვენს შემთხვევაში. ანტიბიოტიკის დოხა კი ძალიან მაღალია, და სტომატოლოგის გარდა სხვა ექიმებიც დაგჭირდებათ თუ ასე გააგრძელეთ.

Posted by: albutashvili 19 Nov 2013, 13:40
ikebana
ღძილი გამისკდა მუშტი მოვირტყი შემთხვევით და ჩირქი წამომივიდა...


სტომატოლოგთან წასვლა გადავწყვიტე არადახვალ უნდა წავსულიყავი და რაღა წამიყვაბს აღარ მტკივა biggrin.gif

Posted by: ikebana 19 Nov 2013, 14:32
albutashvili
მაშინ პირდაპირ ქირურგთან მოგიწევთ მისვლა ადრეთუგვიან. smile.gif

Posted by: albutashvili 19 Nov 2013, 15:12
ikebana

ქირურგთან რატომ თუ გაიწოვა ჩირქი რა საშიშროება მემუქრება?

მერე ამოვიღებ რა

Posted by: ikebana 20 Nov 2013, 00:26
albutashvili
ჩირქი გამოვა ფისტულიდან, რომელიც გასკდა. ტკივილიც გაივლის და შეშუპებაც. პერიოდულად იგივე განმეორდება. დიდი შანსია კისტა ჩამოყალიბდეს და მერე შანსია სხვა რამეშიც გადაიზარდოს. პარალელურად ჩირქს მუმდივად ყლაპავთ და ინფექცია ვრცელდება სხვა ორგანოებშიც. ანუ ექიმთან წასვლა დროის ამბავია, სამაგიეროდ ამ ყველაფერს აიცილებთ.

Posted by: albutashvili 20 Nov 2013, 14:29
ikebana
იტოკში ექიმთან წავალ პარასკებს რა, დამიცხრა ეს კბილი ცოტაღა მაქვს დასიებული და იმედია კისტა და რამე ეგეთი უბედურება არ დამემართება, წავალ და დავიპლომბავ რა, ნერვები ხო მკვდარია ნემსი ხოაღარ უნდა?


პს: მადლობა 2kiss.gif

Posted by: ikebana 20 Nov 2013, 16:19
albutashvili
კი, იდეაში ყველაზე უმტკივნეულო სტადიაა.

Posted by: albutashvili 20 Nov 2013, 23:49
ikebana
მადლობა დიდი 2kiss.gif 2kiss.gif 2kiss.gif 2kiss.gif

Posted by: darkvision 28 Nov 2013, 13:40
გამარჯობათ, თუ შეგიძლიათ მირჩიეთ რა მეთოდით უნდა გავიწმინდო ენა? ენაზე ნადები რომ არ მქონდეს? ჩვეულებრივი ჯაგრისით ვიწმენდ მაგრამ მეხეხება და მტკივა

Posted by: ikebana 28 Nov 2013, 17:15
darkvision
ხშირად ჯაგრისის ზურგზე არის ხაოები ენის გასაწმენდად. თუარადა არის სპეციალური ენის საწმენდები.

https://www.google.com/search?q=tongue+cleaner+walmart&espv=210&es_sm=93&source=lnms&tbm=isch&sa=X&ei=dkGXUoX8JMWrhQeGtIGABQ&ved=0CAkQ_AUoAQ&biw=1366&bih=599

Posted by: eksdo 28 Nov 2013, 19:31
მე არა ვარ ენის წმენდის მომხრე sad.gif

Posted by: darkvision 28 Nov 2013, 23:08
ikebana
გმადლობ ..არვიცოდი ნამდვილად.. მე მინდა სუფთა ენა მქონდეს და გავიწმენდ

Posted by: boone 29 Nov 2013, 19:25
გამაწამა ამ კბილებმა ჯერ სტუდენტი ვარ და უკვე 4 კბილი მაკლია და ალბათ ორი დამაკლდება დავიტანჯე რა!

Posted by: ikebana 30 Nov 2013, 18:05
eksdo
რატომ? ამ საკითხზე სხვადასხვა აზრი არსებობს. ჩემთვის საინტერესოა როგორია თვენი არგუმენტი.

Posted by: KeP 6 2 Dec 2013, 12:20
gamarjoba
mainteresebs vinirebi ra shemtxvevashi araa rekomendirebuli rom gaketdes ?
mag me dabjenili makws bevri kbili 2 se nervic mokluli da ramdenad sheizleba am dros?

tan breketis gaketebasac vpikrob da rogor shewarchio dro ?

Posted by: eksdo 2 Dec 2013, 21:26
QUOTE (ikebana @ 30 Nov 2013, 18:05 )
eksdo
რატომ? ამ საკითხზე სხვადასხვა აზრი არსებობს. ჩემთვის საინტერესოა როგორია თვენი არგუმენტი.

ჩემი აზრით სუფთა კომერციული გათვლაა. "ენის საწმენდების ბიზნესი".
თბილი წყლის გამოვლებითაც შეიძლება ნარჩენების მოცილება ენიდან და არაა აუცილებელი მისი ხეხვა და დვრილების მექანიკური ტრავმირება. თუ ნადები რომელიმე დაავადების შედეგადაა ამას მკურნალობა სჭირდება და არა ენის საწმენდები.
(მაპატიეთ თუ მიამიტურად ვმსჯელობ. მაგრამ ჯერთ დამწყები ვარ და არ მრცხვენია ამის აღიარება smile.gif ).

* * *
QUOTE (KeP 6 @ 2 Dec 2013, 12:20 )
gamarjoba
mainteresebs vinirebi ra shemtxvevashi araa rekomendirebuli rom gaketdes ?
mag me dabjenili makws bevri kbili 2 se nervic mokluli da ramdenad sheizleba am dros?

tan breketis gaketebasac vpikrob da rogor shewarchio dro ?

თქვენ კიმპლექსური მკურნალობა გჭირდებათ. ამიტომ აუცილებელია ექიმს აჩვენოთ თქვენი პირის ღრუ. მანდ დარწმუნებული ვარ ბევრი დეტალი იქნება გასათვალისწინებელი. ამიტომ მე ვერაფერს გირჩევთ.

Posted by: San1 2 Dec 2013, 22:44
მიმასწავლეთ რა სად შეიძლება ვიყიდო კბილის ელექტრო ჯაგრისი?
გუდვილში არ აქვთ
10 აფთიაქში ვიყავი არ აქვთ, ადრე სულ თვალში მეჩხირებოდა

Posted by: kotelnikovi 3 Dec 2013, 02:26
უმაგრესი ექიმი თავის უმაგრესი სტერილიზაციით სად არის? რომ არ მეშინოდეს არც გადამდები დაავადებების და არ იმის რომ პლომბი ჩამომივარდება მალევე. მირჩიეეეეთ

Posted by: ikebana 3 Dec 2013, 04:32
KeP 6
მრავლობითი ბჟენები არაა პრობლემა ვინირებისთვის, მაგრამ თუ ორთოდონტია იგეგმება, მხოლოდ მგირნალობის დასრულების შემდეგ შეგიძლიათ ვინირების გაკეთება.
უკუჩვენება მგონი არაფერი აქვს. ალბათ ტრავმული ოკლუზია მხოლოდ, ანუ ორთოდონტიული პრობლემა.

eksdo
გასაგებია თქვენი აზრი.

San1
გამოიწერეთ ინტერნეტით.


Posted by: sophya 4 Dec 2013, 20:18
შაბათს გავიკეთე პატარა ოპერაცია- ლაგამი მოვიჭერი. როგორც ექიმმა მითხრა, 4-5 დღეში გაგივლისო. დღეს მეხუთე დღეა და კიდევ დისკომფორტი მაქვს. ტუჩიც კიდევ მაქვს შესიებული. ნუ ნაკლებად, მაგრამ მაინც.
როდის გამივლის საერთოდ? sad.gif

Posted by: ucxo777 4 Dec 2013, 23:26
მალ მალე კარიესი მიჩნდება და რამე ანტი კარიესული კბილის პასტა მირჩიეთ( ან სხვა რამე ) რა რამენაირად რო შევაჩეროsad.gif დავიგალე ამ კლინიკებში წინ და უკან სირბილითsad.gif

Posted by: BaDGamer 5 Dec 2013, 00:57
გამარჯობათ იმედია კითხვას სწორ ადგილას ვწერ და პასუხსაც მალევე მივიღებ გამოცდილი ადამიანებისგან რის გამოც წინასწარ მადლობას გიხდით . smile.gif

ესეგი რა მაინტერესებს კბილი მაკლია რომლის ჩასმაც მინდა იმპლატანტით ანუ ფესვის მაგიბრად ბოლტი რო აქ ჩემ ენაზე რა biggrin.gif ხო და რაც დავძებნე ქართულ ინტერნეტ სივრჩეში მაგ თემაზე სიახლეები ყველგან პირდაპირ წერია ძალიან არა სასურველი უკუ ჩვენებები და იმაზე არაა საუბარი არსად თუ ეს პროცენტულად რამდენად ხშირია ან ეს გამართლებაზეა თუ რაზეა ვეგაღ გავიგე . უფრო უკეტესად რო გაიგოთ ერთ ერთი საიტიდან გავაკეთებ ციტირებას .

უკუჩვენება:

დენტალური იმპლანტაციის აბსოლუტური უკუჩვენებები:

ორგანიზმის ქრონიკული დაავადებები (ტუბერკულოზი, რევმატიული დაავადება, შაქრიანი დიაბეტის არაკომპენსირებული ფორმა, პირის ღრუს ლორწოვანი გარსის დაავადებები და სხვა);
სისხლისა და სისხლმბადი ორგანოების დაავადებები;
ძვლოვანი სისტემის დაავადებები, რომლებიც ამცირებენ მის რეგენერაციას;
ცენტრალური და პერიფერიული ნერვული სისტემის დაავადებები.
ავთვისებიანი სიმსივნეები სპეციალური თერაპიის ჩატარებისას და გარკვეული პერიოდი ჩატარების შემდგომ.
დენტალური იმპლანტაციის შედარებითი (გადაჭრადი) უკუჩვენებები:

პაროდონტიტი (მწვავე და ქვემწვავე ფორმები);
პათოლოგიური თანკბილვა და კბილების მომატებული ცვეთა;
პირის ღრუს ცუდი ჰიგიენა და მისი გაუმჯობესების არანაირი ნიშანწყალი.
სიმსივნისმაგვარი და სიმსივნური წარმონაქმნები პირის ღრუში და ყბებზე;
სხეულის სხვა ადგილებში ლითონის იმპლანტების არსებობა (კირშნერის სპიცები, მინიფირფიტები, ლითონის ნაკერები, ხელოვნური სახსრები, გულის სარქველი, კარდიოსტიმულატორი და სხვა);
საფეთქელ-ქვედა ყბის დაავადებები;
ბრუქსიზმი (ქვეცნობიერად ყბების მოჭერა ან კრაჭუნი, განსაკუთრებით ძილში);
ყბის ძვლების ანატომიური თავისებურებები, რაც გამორიცხავს იმპლანტის მოთავსებას (ძვლის ატროფია, რეტენირებული კბილები, წიაღები და სხვა), რაც მოითხოვს წინამდებარე ძვლის აღდგენად ოპერაციებს.
დროებით უკუჩვენებად გვევლინება ფეხმძიმობა და ლაქტაცია.


აი ეს ყველაფერი ეგრევე წერია და არაფერი არ წერია ამისგან რამდენად დაძღვეულები ვართ პაციენტები იქნებ უპრო უკეტესად ამიხსნას ვინმემ ამ თემასთან დაკავშირებით ყველაფერი smile.gif

Posted by: ikebana 5 Dec 2013, 03:35
sophya
4-5 დღე ცოტაა ჩემი აზრით, 1 კვირა მაინცაა საჭირო.

ucxo777
კბილის პასტა გამოსავალი არაა. უნდა დადგინდეს ხშირი კარიესის მიზეზი.

BaDGamer
თქვენი კითხვა პირადად მე ვერ გავიგე. უკუჩვენება ნიშნავს, რომ ამ გარემოების დროს არაა მიზანშეწონილი იმპლანტაცია, რადგან პროგნოზი არაკეთილსასურველია და მოსალოდნელია გართულებები. აბსოლუტური უკუჩვენების დროს რისკი მაღალია, შედარებითი უკუჩვენების დროს არსებობს გარემოებები, რომელმაც შეიძლება რისკი შეამციროს. კონკრეტულად რომელ უკუჩვენებაზე ლაპარაკი?

Posted by: KeP 6 5 Dec 2013, 10:11
ikebana
madloba smile.gif) mokled didi gegmebi makws

Posted by: ucxo777 5 Dec 2013, 11:52
ikebana
და მიზეზი რა შეიძლება იყოს სავარაუდოდ? ან ვის მივმართო ამის დასადგენად?

Posted by: sophya 5 Dec 2013, 19:18
ikebana
მადლობა პასუხისთვის.
ძაფების ამოღებაზე როდის უნდა წავიდე? მახსოვს ექიმი მეუბნებოდა 5 დღეშიო, ხვალ მეექვსე დღეა და ვაპირებ მივიდე. ნორმალურია ხო? ეგ მტკივნეული პროცედურაა?

Posted by: Kebo 5 Dec 2013, 20:55
ვინმე დამეხმარეთ რა
ქვედა ყბის მარცხენა მხარეს ბოლოში შიგნით რაღაც გამიმაგრდა, ხორცმეტივით მაქვს და მაგრად მტკივა შეხებისას.თან უცებ გამიჩნდა
რა შეიძლება იყოს
სიბრძნის კბილი არ ამომსვლია ჯერ მანდ,მაგრამ გვერდიდან და სულ ბოლოში რატო უნდა ამოვიდეს
დამეხმარეთ რა cry.gif

Posted by: ikebana 6 Dec 2013, 05:43
ucxo777
რათქმაუნდა სტომატოლოგს

sophya
ძაფების მოშორება ხდება 7-10 დღეს საერთოდ.

Kebo
დიდი შანსია სწორედ სიბრძნის კბილის ამოსვლას უკავშორდებოდეს, აქ ვერავინ დაგეხმარებათ, სტომატოლოგს უნდა აჩვენოთ.

Posted by: ucxo777 6 Dec 2013, 11:27
ikebana
ჩემ სტომატოლოგს ვკითხე და მიპასუხა იმდენი რამე შეიძლება იყოს რა ვიციო facepalm.gif მოკლედ სხვასთან უნდა მივიდე რა, მადლობა

Posted by: BaDGamer 6 Dec 2013, 14:33
ikebanaდიდიმადლობა პასუხისთვის ყველაფერი გასაგებია კერძოთ არცერთ უკუჩვენებაზე არ მაქ ინტერესი მე უბრალოდ შეცდომით ცავწვდი თავიდან აზრს . მე მეგონა კბილის იმპლატაცია იწვევდა მაგ ყველაფერს biggrin.gif სასაცილოა ეხა რო ვფიქრობ საკუთარ თავზე გამეცინა . მადლობთ ჩემთვის საჭირო ინფორმაციისთვის .

Posted by: ikebana 7 Dec 2013, 05:08
BaDGamer
არაუშავს. ეს თემა იმისთვისაა რომ იკითხოთ რაც გაინტერესებთ (სტომატოლოგიაზე) smile.gif

Posted by: gole 7 Dec 2013, 15:53
ძალიან გთხოვთ მითხრათ რას ნიშნავს პრეს კერამიკა?

Posted by: annabanna 8 Dec 2013, 13:27
გამარჯობათ , 17 18 წლამდე ნორმალური კბილები მქონდა მერე დამეწყო მასიურად კბილების გაფუჭება. ვიმკურნალე. გავიდა 3, 4 წელი ისევ გამიფუჭდა. სანამ ორსულობას დავგეგმავდი მანამდე აბსოლიტურად ყველა კბილი გავიკეთე საკმაოდ პრესტიჟულ კლინიკაში 3 მერე 3 წელი გავიდა და აბსოლიტურად ყველა დაპლომბილი კბილი ჩამომტყდა თან მიყოლებით თან ისე ცუდად ალბათ აღარც გაკეთდება , რა უნდა იწვევდეს კბილების ასეთ მასიურ შლას? ცუდი პლომბის ბრალია თუ რამე დარღვევა მაქვს? ახლაც ერთი პლომბი ჩამომტყდა და ყბა საშინლად გამისვდა

Posted by: KeP 6 8 Dec 2013, 13:53
annabanna
mec ese mkonda eg orsulobis da laktaciis bralia

kbils da kbils shoris chamtyda ori kbili
sul tetrebi da kargebi smile.gif))
da sul msgavsi kariesebi makws
chemtan ert celse daicko egetebi

Posted by: annabanna 8 Dec 2013, 18:14
QUOTE (KeP 6 @ 8 Dec 2013, 13:53 )
annabanna
mec ese mkonda eg orsulobis da laktaciis bralia

kbils da kbils shoris chamtyda ori kbili
sul tetrebi da kargebi smile.gif))
da sul msgavsi kariesebi makws
chemtan ert celse daicko egetebi

help.gif sad.gif საშინელებააა ყველაფერი თავიდან უნდა დავიწყო არადა ახლა უფრო წვალება მომიწევს..არ მიყვარს სტომატოლოგთან მისვლაააა cry.gif

Posted by: FsdasD 8 Dec 2013, 23:10
უნდა მიშველოთ ძალიან გთხოვთ

ნერვის მოსაკლავად კბილში ჩამიდეს წამალი და გადაადეს რაღაც დროებითი ბჟენი, თეთრი ცარცისებრი მასაა
ხოდა ექიმმა დამიბარა რომ საღამოს კვირას მოიხსენიო და ვერ ვიხსნი ვერაფრით, ქვასავითაა და ნემსის წვერით ვცდილობ გათხრას მაგრამ თან მეშინია არ მომიხვდეს ღრძილზე

ხოდა რამე ჰუმანური ხერხი არ არსებობს რომ ამოვიღო?

Posted by: KeP 6 8 Dec 2013, 23:37
FsdasD
ერთხელ მქონდა დროებითი და რომ მივედი, ბურღი დაადო ერთი წამით და ამოვარდა
ეგრე როგორ უნდა ამოიღო sad.gif

annabanna
QUOTE
არადა ახლა უფრო წვალება მომიწევს

მეც ძალიან შიშებით მივედი, მაგრამ ნემსს ვაკეთებინებ და არაფერი smile.gif
ეხლა უფრო წვალებაა, ჩემი ჩამალული და მეორადი კარიესები sad.gif
თან რომ არ ჩანდა და ვერც ვგრძნობდი კბილის ჩატყდომამდე - ღმა კარიესებია

ვიზუალისთვის მინდოდა ვინირების გაკეთება , ექიმმა მირჩია არ გინდაო, ქიმიურად გაითეთრე და მერე გამოვცვალოთ ძველი პლომბები წინა კბილებზეო, ყვითელი კბილები არ მაქვს მაგრამ არც დიდად თეთრია ...
რამდენად შესამჩნევი იქნება მჟენის და გათეთრებული კბილის სხვაობა უკანა კბილებზე ?

თურმე ვინირების დადებამდე რაღაც დოზით კბილი მაინც მუშავდება, რაღაც ფენას იღებენ და მერე ედება

Posted by: ikebana 9 Dec 2013, 04:56
gole
მთლიანკერამიკული (მეტალის გარეშე) გვირგვინების დამზადების ტექნოლოგიაა.

FsdasD
ნემსის წვერით შეეცადეთ, ცენტრში. ქვეშ ბამბაა და არაფერზე მოგიხვდებათ. საერთოდ ექიმი თავად უნდა აკეთებდეს ამას. დარიშხანოვანი პასტის დროულად მოშორება აუცილებელია. თუ ვერ მოახერხებთ აუცილებლად მიდით ექიმთან.




Posted by: gole 9 Dec 2013, 19:10
QUOTE (ikebana @ 9 Dec 2013, 04:56 )
gole
მთლიანკერამიკული (მეტალის გარეშე) გვირგვინების დამზადების ტექნოლოგიაა.


ცირკონის კარკასზე კეთდება ტუ კარკასი არაა საჭირო? და ამ დროს კერამიკის გამოწვაა საჭირო თუ აპარატი ჩარხავს?

Posted by: ikebana 10 Dec 2013, 03:31
gole
ორივე ვარიანტი კეთდება. კი, გამოწვა ხდება სპეციალურ პრესს-ღუმელში.

Posted by: kotelnikovi 10 Dec 2013, 14:29
ნებისმიერი რაოდენობის კარიესის დაბჟენა ჰელიო-ბჟენით ""ჰერკულაიტი"".
ნებისმიერი რაოდენობის არხების დაბჟენა ჰელიო-ბჟენით.
ეს ნორმალური პლომბის მაასალაა?

Posted by: gole 10 Dec 2013, 18:52
და კიდევ ერთი შეკითხვა მეტალის კარკასზე შეილება პრეს კერამიკის გაკეთება? და რას ნიშნავს ვაქს აფი და მოქ აფი?

Posted by: ikebana 11 Dec 2013, 04:57
kotelnikovi
"ჰერკულაიტი" ნორმალურია, მაგრამ არხები ჰელიობჟენით არ იბჟინება.

gole
მეტალზე არ ვარ დარწმუნებული.
ვაქს-აფი და მოქ-აფი ემსახურება საბოლოო შედეგის წინასწარ ვიზუალიზაციას და შეფასებას. ვაქს-აფი (Wax-up) ნიშნავს ლაბორატორიულ მოდელზე ცვილის დამატებით საბოლოო დიზაინის შექმნას. ამ ვარიანტის გადატანა პირის ღრუში უშუალოდ კბილებზე, ხდება მოქ-აფის (mock-up) საშუალებით. ანუ პაციენტი წინასწარ ხედავს როგორი იქნება მისი კბილები/ღიმილი. იუთუბზე არის ვიდეოები თუ დეტალურად გაინტერესებთ.

Posted by: gole 11 Dec 2013, 18:07
ikebana დიდი მადლობა დახმარებისთვის

Posted by: KHURODZE 13 Dec 2013, 01:10
QUOTE
აუცილებლად მოგიწევთ ექიმთან წასვლა, ბოლოსდაბოლოს ამოსაღებად მაინც. ხომ არ გადნება თავისით კბილი? ამიტომ რაც ადრე გადალახავთ ამ ფსიქოლოგიურ პრობლემას. მით უფრო მეტი შამნსია შეინარჩუნოთ კბილი. სახლში ნამდვილად ვერაფერს ვერ იზამთ თქვენს შემთხვევაში. ანტიბიოტიკის დოხა კი ძალიან მაღალია, და სტომატოლოგის გარდა სხვა ექიმებიც დაგჭირდებათ თუ ასე გააგრძელეთ.


მე ვარ

Posted by: kotelnikovi 13 Dec 2013, 12:07
როგორ უნდა დავრწმუნდე სტომატოლოგიურ კლინიკაში რომ სტერილიზაციას 100 პროცენტიანს უკეთებს მასალას? ანუ რა პროცედურები უნდა ჩაატაროს სტომატოლოგმა?

Posted by: KeP 6 13 Dec 2013, 14:35
kotelnikovi
ბურღი და მსგავრი რამეები იწმინდება სპეც ხსნარით, ყოველი პაცინეტის წასვლისას
ეგ როგორ უნდა დავინახოთ არ ვიცი sad.gif უმცა ერთხელ მომიწია დარჩენა და ვნახე ...
ინსტრუმენტები მაგ: სარკე და ეგეთები ექიმს უდევს დალუქული პარკში
ანუ ხსნის ახალ გასტერილებულს, მაგას კი შეხედავ smile.gif შიგნით რა არის კაცმა არ იცის
ხელსახოცები და ა.შ. რა თქმდა უნდა იცვლება

ჩემი ნაცნობი მუშაობდა იქ სადაც დავდივარ და თავს დავდებო ყველაფერი კეთდებაო
მაგას ვენდობი biggrin.gif თორემ ისე ... იგივე ხდება სალონებშიც

Posted by: khvaramze 14 Dec 2013, 12:26
ულტრაკაინის ტესტი მაინტერესებს. სად კეთდება და რა ფასია თუ იცით. მადლობა

Posted by: ikebana 15 Dec 2013, 04:46
kotelnikovi

სტერილურობას თქვენ ვერ დაინახავთ. მაგრამ ყურადღება უნდა მიაქციოთ იყენებს თუ არა ექიმი ერთერად საშუალებებს. ეს სტატია დაგეხმარებათ: http://kbilebi.wordpress.com/2011/05/10/%E1%83%94%E1%83%A0%E1%83%97%E1%83%AF%E1%83%94%E1%83%A0%E1%83%90%E1%83%93%E1%83%98-%E1%83%9C%E1%83%98%E1%83%95%E1%83%97%E1%83%94%E1%83%91%E1%83%98-%E1%83%A1%E1%83%A2%E1%83%9D%E1%83%9B%E1%83%90%E1%83%A2/

Posted by: JizZy 16 Dec 2013, 20:05
ჩემს ძმაკაცს აწუხებს ეს კითხვა, მოკლედ ზევითა მარჯვენა ღრძილზე აქვს ჩირქი და მაინტერესბს რაიმე ზიანს აყენებს მის ჯამრთელობას?

Posted by: ikebana 17 Dec 2013, 01:49
JizZy
რათქმაუნდა. გარდა იმისა რომ კბილის შენარჩუნების შანსები მცირდება, მუდმივად იწამლება ორგანიზმი.

Posted by: LUKT 19 Dec 2013, 21:32
სალამი


ცირკონები ჩავისვი და ერთ კბილზე გრძილი მაქ შეწითლებული, დამინიშნეს ხოლისალი და ვისმევ, თავიდან თითქოს გამიარა და ეხლა ისევ მაქ, წასმა არ შემიწყვეტია


შეიძლება ამ ხოლისალის დიდიხანს ხმარება? საზიანო ხომ არ არის?

Posted by: eksdo 22 Dec 2013, 01:34
QUOTE (LUKT @ 19 Dec 2013, 21:32 )
სალამი


ცირკონები ჩავისვი და ერთ კბილზე გრძილი მაქ შეწითლებული, დამინიშნეს ხოლისალი და ვისმევ, თავიდან თითქოს გამიარა და ეხლა ისევ მაქ, წასმა არ შემიწყვეტია


შეიძლება ამ ხოლისალის დიდიხანს ხმარება? საზიანო ხომ არ არის?

სანამ პრობლემას არ აღმოფხვრით, რაც სიწითლლეს იწვევს, არაფერი გამოვა. ეტყობა თვითონ კონსტრუქცია იწვევს ღრძილის ტრავმირებას. კარგად ანახეთ კიდე ექიმს.

Posted by: Batuka 24 Dec 2013, 00:37
eksdo
QUOTE
სანამ პრობლემას არ აღმოფხვრით, რაც სიწითლლეს იწვევს, არაფერი გამოვა. ეტყობა თვითონ კონსტრუქცია იწვევს ღრძილის ტრავმირებას. კარგად ანახეთ კიდე ექიმს.

რო მივედი , ვინც გამიკეთა მან ღრძილში ცემენტი იყო ჩარჩენილი ცოტაო და ჩამომიფხიკა დამიმუშავასავით და მერე რომ წავისვი ხოლისალი , მიშველა თითქოს, ეხლა ისევ შეწითლებულია, მეორე ჩასმული კბილი კარგადაა ,

Posted by: eksdo 24 Dec 2013, 19:50
ესე იგი კიდე რაღაცაა. ანახე კიდევ ერთხელ.

Posted by: lemona 30 Dec 2013, 16:26
eksdo
ikebana
გამარჯობა.

ესეიგი რაშია საქმე: საჭრელი კბილი მქონდა მოტეხილი ბავშვობაში, წლების განმავლობაში არ მიმკურნალია და 3-4 წლის წინ დავიპლომბე. ნერვი მკვდარი იყო, გამიხსნა არხი სტომატოლოგმა, მიმკურნალა და დამიპლომბა. თუმცა იქამდეც და მას შემდეგაც ფესვის არეში და უფრო ზემოთ, დაბუჟების და ქავილის შეგრძნება მქონდა. მეორედაც მივედი და მითხრა გვერდზე კბილიც ჩაუთტრევიაო. ისიც გამიხსნა, როგორც აღმოჩნდა ნერვი აქაც მკვდარი იყო და მკურნალობის შემდეგ ეგეც დამიპლომბა.

მაგრამ შეგრძნება არსად გამქრალა და დაბუჟება დღემდე მაწუხებს. ანუ თითს თუ მივირტყამ თვალთანაც ვგრძნობ რაღაც იმპულსებს. ტკივილი არ მაქვს. ხოდა მაინტერესებს რისი ბრალი შეიძლება იყოს ეს შეგრძნება და რა უნდა გავაკეთო რომ არავითარი შეგრძნება ამ ღრძილებში აღარ მქონდეს? იმდენად არასასიამოვნო შეგრძნებაა რომ წიკები ჩამომიყალიბა უკვე sad.gif

გვერდით ეშვზე მგრძნობელობა მომემატა და უკვე იმასაც ვნერვიულობ ეშვიც ხომ არ გამიფუჭდა მეთქი. sad.gif

Posted by: salome33 30 Dec 2013, 17:50
lemona
რადიო თუ გაქვთ , დადეთ... უფრო ადვილია პასუხის გაცემა

Posted by: lemona 30 Dec 2013, 23:49
salome33
QUOTE
რადიო თუ გაქვთ , დადეთ... უფრო ადვილია პასუხის გაცემა

ანუ რენტგენი? თუ რენტგენზეა საუბარი 3-4 რიცხვისთვის დავდებ იქამდე ქალაქში არ ვარ სამწუხაროდ.

და ამ მონაცემებით, რაც დავწერე რა შეიძლება იყოს? ძალიან ბევრი ვერსიაა? smile.gif

Posted by: eksdo 31 Dec 2013, 02:34
რამოდენიმე კითხვა მაქვს? ბევრი რამ გაუგებარია. ნუ ამ პირველ კბილზე გავიგეთ ასე თუ ისე. მეორე კბილზეც მოგვიყევი. რა იგულისხმა თქვენმა ექიმმა ჩათრევაში? თუ მაგხელა კარიესი იყო რომ ნერვი მოკვდა მაშინვე უნდა შეემჩნია და ზომები მიგეღოთ.
რენდგენი გადაგიღოთ და იქედან მიხვდა?

და კიდევ ერთი... როგორ მოგტყდათ კბილი?

Posted by: Solveig 4 Jan 2014, 12:07
ბოლო ხანებია, მაქვს ტკივილი ყბაში. უკანასკნელი 1 კვირის განმავლობაში ძალიან იმატა. ჩემი ვარაუდით, ის ადგილია, სადაც ქვედა ყბა ზედას ესახსრება.

ყბა-სახის ქირურგის კო,მპეტენციაა თუ სხვა ექიმთან უნდა მივიდე?

Posted by: salome33 4 Jan 2014, 14:05
Solveig
თუ დილით , გაღვიძებისას გრძნობთ უფრო მეტ ტკივილს, ვიდრე დღის ბოლოს, სავარაუდოდ შესაძლებელია რომ კბილებს აკრაჭუნებთ ღამის განმავლობაში (ძილში).

Posted by: eksdo 4 Jan 2014, 17:57
QUOTE (Solveig @ 4 Jan 2014, 12:07 )
ბოლო ხანებია, მაქვს ტკივილი ყბაში. უკანასკნელი 1 კვირის განმავლობაში ძალიან იმატა. ჩემი ვარაუდით, ის ადგილია, სადაც ქვედა ყბა ზედას ესახსრება.

ყბა-სახის ქირურგის კო,მპეტენციაა თუ სხვა ექიმთან უნდა მივიდე?

კი ყბა-სახის ქირურგთან უნდა მიხვიდეთ. დიდი შანსია სახსარში იყოს პრობლემა.

Posted by: ikebana 5 Jan 2014, 04:12
lemona
ჩემი ვარაუდით ტრავმის შემდეგს კისტა ჩამოგიყალიბდათ, რომელიც შესაძლოა გვერდით კბილის ფესვის ირგვლივაც გავრცელდა. ან თავიდანვე ტრავმა ორივე კბილზე იყო. მხოლოდ ამ 2 ვარიანტით შეიძლება აიხსნას "ჩათრევა". სხვა შემთხვევაში მეორე საჭრელის "სიკვდილს" ტრავმასთან კავშირი არ უნდა ჰქონდეს. ნებისმიერ შემთხვევაში 2 კბილის დიაგნოსტიკა ერთსადაიმავე ვიზიტზე შესაძლებელი და აუცილებელი იყო.

შეგრძნებას რაც შეეხება, როგორც კოლეგამ გითხრათ რენტგენის გარეშე არაფერი გამოვა.

* * *
Solveig
TMJ disorder ან TMJ syndrome დაგუგლე. მიზეზი ჩემი აზრით ოკლუზიის დარღვევაა შენს შემთხვევაში ანუ გნათოლოგიური პრობლემა. თუმცა შეიძლება სხვაც იყოს ან რამოდენიმე ფაქტორის კომბინაცია.

Posted by: Solveig 5 Jan 2014, 14:52
დიდი მადლობა ყველას, გამოხმაურებისათვის..

salome33
QUOTE
თუ დილით , გაღვიძებისას გრძნობთ უფრო მეტ ტკივილს, ვიდრე დღის ბოლოს, სავარაუდოდ შესაძლებელია რომ კბილებს აკრაჭუნებთ ღამის განმავლობაში (ძილში).


არა, დროს მნიშვნელობა არ აქვს. ისე, ღამით კბილების კრაჭუნი მაქვს თუ არა, არ ვიცი, მაგრამ ყბები კი მაქვს სასტიკად მოკუმული..
ღამით ტკივილი მაღვიძებდა წინა დღეებში.

eksdo
QUOTE
დიდი შანსია სახსარში იყოს პრობლემა.


კარგად დავაკვირდი და მგონი, სახსარი კი არა, საღეჭი კუნთია, ან მყესი..

ikebana
QUOTE
ოკლუზიის დარღვევა


ხო, შესაძლებელია...გარდა ამისა, ოპერაციის შემდეგ მარჯვენა მხარეს ვერ ვჭამდი და ღეჭვის ძირითადი ტვირთი მარცხენას დააწვა (ტკივილიც მარცხენა მხარეს მაქვს). სადღაც ნოემბრის ბოლოს ვიგრძენი უცებ მწვავედ გამჩხვლიტა მარცხენა მხარეს და იმის შემდეგ ასე მაქვს..

არ ვიცი, რამდენად სწორად ვიქცევი, მაგრამ გუშინდელიდან მოყოლებული, იბუპროფენს ვსვამ და აშკარად აღარ მაწუხებს ტკივილი. მხოლოდ ჭამის დროს და ისიც ცოტა..მანამდე გაბმულად მტკიოდა და ძალიან მაწუხებდა მთელი დღე..

Posted by: ikebana 6 Jan 2014, 05:45
Solveig
ცალ მხარეს ღეჭვამ ბუნებრივია პროვოცირება გაუკეთა. კარგი რომ იბუპროფენს სვამ, 1 კვირა გააგრძელე თუ კუჭზე არ გაქვს პრობლემა. 200 მგ საკმარისი იქნება ჩემი აზრით. თუ ისევ შეგაწუხა ექიმს მიმართო ჯობია. იმედია უკვე თანაბრად ღეჭავ ორივე მხარეს.

Posted by: Solveig 6 Jan 2014, 05:52
ikebana
200მგ ერთ მიღებაზე თუ დღეში?

დღიურად რამდენის მიღება ჯობს? ახლა 200მგ ვიღებ ერთ ჯერზე, 3-ჯერ და დიდი დოზა ხომ არაა?

Posted by: iverson 6 Jan 2014, 16:17
აუ არ მაქვს დრო რომ სტომატოლოგთან მივიდე და გვირილის ნაყენი, მარილი, და სოდა რომ ვივლო გამივლის როგორ ფიქრობთ?

სიმპტომები:
2 დღე მტკიოდა 1 ღრძილი სულ ბოლო კბილის იქით ქვევით და გუშინ გადავიდა ყბაზე და მერე ღამე ნერწყვს ვეღარ ვყლაპავდი ანუ ყელზე გადავიდა და ახლაც ეგრე მაქვს და თან გასიებული მაქვს ღრძილი აი ყელში რო გადადის მაგ ადგილას და ყელი წითელი მაგ მხარეს.

Posted by: girl avenu 6 Jan 2014, 17:13
კბილების გახეხვის დროს სისხლი მომდის ღრძილებიდან, პაროდონტაქსით ვიხეხავ, მაგრამ ხან მშველის, ხან არა..ხოდა რა სავლებს მირჩევთ, თუ ექიმთან უნდა მივიდე აუცილებლად?? help.gif

Posted by: iverson 6 Jan 2014, 17:16
აუ ვეღარ ვლაპარაკობ biggrin.gif მგონი პროგრესირებს

Posted by: boone 6 Jan 2014, 21:31
აუ კიდევ ამტკივდა sad.gif sad.gif
ვერ მივეჩვიე ამ კბილის გახეხვას

Posted by: tamuna_mpt 7 Jan 2014, 00:30
დღეს ჩემი დიდი ფობია დავძლიე და მივედი კბილის ექიმთან.. ძალიან ძალიან ბევრი წელი ვერ ვდგამდი ამ ნაბიჯს. სანამ ჩემი რიგი მოვიდოდა 2 ჯერ გამოპარვის მცდელობაც მქონდა tongue.gif biggrin.gif მეგონა მეტყოდა ყველა კბილი დასაპლომბი გაქვსო მაგრამ გადავრჩი მხოლოდ 2 კბილია სამკურნალო. ერთზე დროებითი პლომბი გამიკეთა საერთოდ არ მტკენიაა.. ცოტა ღრძილი გამიღიზიანდა და ეგრე უნდა იყოს? ზეგ უნდა მივიდე და რამე ხომ არ გამოვივლო სანამ მივალ ?

ჩემზე პანიკა მგონი არავინ არარის ხოდა მე თუ შევძელი თქვენც შეძლებთ biggrin.gif biggrin.gif ( ვინმე თუ არის კიდე ვისაც ეშინიაა.. მემგონი ბოლო მე ვიყავი biggrin.gif ))

Posted by: ikebana 7 Jan 2014, 01:29
Solveig
დღეში 3 ჯერ გამომრჩა. არაა დიდი დოზა, 2400 მგ-მდე ინიშნება დღიური დოზა.

iverson
გლანდები გაქვს? მარილი არ გინდა და სოდა და გვირილა ივლე ცხელი, ცალცალკე ოღონდ.
საერთოდ კი თუ სიბრძნის კბილი ძნელად იჭრება აჩვენე ქირურგს. გლანდებიც ამოიჭერი. ხშირად პერიკორონარიტი (სიბრძნის კბილის ირგვლივ ქსოვილების ანთება გართულებული ამოჭრის გამო) პროვოცორებას უკეთებს ქორნიკურ ტონზილიტს.

girl avenu
კი, პაროდონტოლოგთან უნდა მიხვიდეთ აუცილებლად.

tamuna_mpt
ძალიან კარგია რომ გადალახეთ შიში, გილოცავთ smile.gif
ექიმი თვითონ დაგინიშნავდათ, თუმცა შეგიძლიათ გვირილის სავლები გამოივლოთ. არაფერს ავნებს.

Posted by: iverson 7 Jan 2014, 13:54
ikebana
ოკ დიდი მადლობა პასუხისთვისsmile.gif

Posted by: Lorem ipsum 8 Jan 2014, 01:31
სტომატოლოგოფობია მჭირს.


არადა, ისეთ დღეში მაქვს კბილი, კეტონალის ორმაგი დოზაც ვეღარ მშველის sad.gif


მაგრამ ექიმთან მისვლის მეშინია. ჯერ ერთი ფობია მაქვს და მიტყდება, იქ, ექიმთან ამხელა კაცმა წკმუტუნი რომ დავიწყო და მეორეც კონკრეტული შიშიც მაწუხებს - ჰეპატიტების და რაღაცა. რა ვიცი, ნორმალურად ასტერილებენ?


ხოდა, ვარ ასე sad.gif

ძალიან ვწვალობ. რამე სხვა საშუალება არ იცით, რამაც ტკივილი შეიძლება გამიჩეროს? user.gif

Posted by: ikebana 8 Jan 2014, 06:07
Lorem ipsum
ფობია უნდა დაძლიოთ, თუ საჭიროა ფსიქოლოგის დახმარებითაც. აგერ tamuna_mpt-მ მოახერხა და იქნებ გაეზიარებინა გამოცდილება თქვენთვისაც smile.gif
სამწუხაროდ, სტომატოლოგის გარეშე არაფერი გამოვა, თუნდაც გაგიაროთ ტკივილმა ამ ეტაპზე. სამოლოოდ, როცა იქნება მაინც მოგიწევთ მისვლა თუნდაც ამოსაღებად, რაც ბევრად უფრო პრობლემატური იქნება.
ნებისმიერ შემთხვევაში, რაც ადრე მიხვალთ სტომატოლოგთან, მით უკეთესი თქვენთვის, ამიტომ ჯობია დროულად მოაგვაროთ შიშის პრობლემა.

Posted by: iverson 8 Jan 2014, 12:03
ეჰ მეც უნდა წავიდე ეხა სტომატოლოგთან drug.gif გუშინ სოდით ვივლებდი და ძილის წინ ღრძილი საერთოდ აღარ მტკიოდა და ყელი ცოტათი და მეთქი ვსე დ ამერე 3 საათში გამეღვიძა იმიტორო ნერწყვს ვერ ვყლაპავდი ისევ drug.gif

ეხა ნუროფენი მაქ დალეული და არ მტკივა მაგრამ მგონი ამტკივდება ისევ და უკვე 3 ღამე ვერ ვიძინებ და ჯობია მივიდე

* * *
ხოო ვიყავი და ძაან გამწარებული რომ ვჭამდი ჩურჩხელას მაგის ბრალია biggrin.gif რენტგენი გადამიღეს და არ იყო სიბრძნის კბილი და ე.ი. ნიგვზიანმა საჭმელმა გაგიღიზიანაო და გააგრძელე სოდა და ნიმესილიო tuk.gif

Posted by: merciamercia 8 Jan 2014, 18:19
კბილი ამოვიღე და დამინიშნა ანტიბიოტიკი დალიე, ხვალიდან დაიწყეო, ხვალაც უნდა ამოვიღო ერთი და მაინტერესებს დღეს ხომ არ ჯობია დავლიო? user.gif რომ არ დავლიო, რამე ხომ არ დამემართება? user.gif

Posted by: tamuna_mpt 8 Jan 2014, 22:38
დღეს მივედი და დროებითი პლომბის შესაცვლელად. არხებიც დასაპლომბი იყო.. მოკლედ დიდი ხანი მიკეთებდა. ტკივილით არ მტკივა მაგრამ ღეჭვის დროს მაქვს დისკომფორტიი და ეხლა დაემატა რაღაც საშინელი წამლის გემო და ასე უნდა იყოს?

Lorem ipsum
მეც ძალიან ძალიან მეშინოდა. ( სულ ბოლომდე გამიარა ფობიამ მაგას ვერ ვიტყვი , თვის ბოლოს ისევ უნდა მივიდე მეორე კბილზე და ცოტა მაინც ვნერვიულობ ) მაგრამ მაინც გადავდგი ეს ნაბიჯი. ექიმი გავაფრთხილე ძალიან მეშინია ბავშობის მერე არ ვყოფილვარ თქო. დამამშვიდა და წინასწარ მიყვებოდა რა უნდა გაეკეთებინა. როცა იცი რა უნდა გაგიკეთონ ეგ უფრო ამსუბუქებს შიშს. ძალიან ბევრი მიდის ისეთი ვისაც ფობია აქვს და თუ აწკმუტუნდებით სირცხვილი ნამდვილად არარის ))) .


Posted by: teo25 8 Jan 2014, 23:32
კბილების გათეთრება მინდა ზუმის აპარატით და ფასი მაინტერესებს.

Posted by: ikebana 9 Jan 2014, 06:06
merciamercia
ამოღების დღიდან ინიშნება ხოლმე ანტიბიოტიკი საერთოდ.

tamuna_mpt
არა, ასე არ უნდა იყოს. არხის საბჟენი პასტა ჟონავს დროებითი ბჟენის ქვეშიდან. დრობითი ბჟენია ხო? მიდით და შეაცვლევინეთ, თუ ჯერ არ გიწვეთ შემდეგი ვიზიტი მუდმივი ბჟენის გასაკეთებლად. თუ მუდმივი ბჟენია, მითუმეტეს.




Posted by: tamuna_mpt 9 Jan 2014, 08:26
ikebana
არა არარის დროებითი .. გუშინ შემიცვალა დროებითი და ჩვეულებრივი გამიკეთა ((((( ანუ ეხლა ეს ყველაფერი თავიდან უნდა გამიკეთონ?

Posted by: merciamercia 9 Jan 2014, 20:13
ikebana
QUOTE
ამოღების დღიდან ინიშნება ხოლმე ანტიბიოტიკი საერთოდ.

ხო, მართალი ხარ, შემშლია მახსოვდა, რომ ხვალიდან დალიეო მითხრა.
საშიშია ხომ არაა, გუშინ რომ არ დავიწყე დალევა? user.gif

Posted by: ikebana 10 Jan 2014, 06:03
tamuna_mpt
ვერ გეტყვით, ჯერ უნდა გაირკვეს მიზეზი. ამიტომ მიაკითხეთ ექიმს.

merciamercia
არ იქნება პრობლემა.

Posted by: merciamercia 11 Jan 2014, 00:37
ikebana
QUOTE
არ იქნება პრობლემა

მადლობა პასუხებისთვის 2kiss.gif

Posted by: DontGetM@d 12 Jan 2014, 20:21
4 დღეა კბილი მტკივა

ნალგესინს ვსვამ, კი მიყუჩებს მაგრამ ხვალ ექიმთან მივდივარ.

საღამოს ყრუ ტკივილი მაქვს, რაღაც საშინელი.

სიცივის გამოა თუ რის გამო დამემართა არ ვიცი, კარგად ვუვლი არადა. sad.gif

Posted by: merciamercia 12 Jan 2014, 23:15
კბილს, რომ ამოგიღევბენ და ნერვს არ გიკლავენ, შეიძლება, რომ აგტკივდეს მერე ამოღებული ადგილი? user.gif
თუ იდიოტური კითხვა დავსვი ბოდიში biggrin.gif

Posted by: ikebana 13 Jan 2014, 04:32
merciamercia
კბილს რომ გიღებენ, აღარ აქვს მნიშვნელობა მკვდარი იყო თუ ცოცხალი. ამოღებული ადგილი შეიძლება აგტკივდეს, მაგრამ სხვა მიზეზით. თქვენ 8-9 იანვარს ამოიღეთ როგორც დაწერეთ. თუ აქამდე გტკივათ ან ტკივილი 3-4 დღის მერე დაგეწყოთ, აუცილებლად უნდა მიაკითხოთ ექიმს.


Posted by: tamuna_mpt 14 Jan 2014, 00:36
დღეს ისევ მომიწია სტომატოლოგთან მისვლა. 1 კვირა გავიდა და არხდაპლომბილი კბილი მაინც მაწუხებს. შედარებით მაგარი საკვების ღეჭვის დროს უფრო მეტად. შეამოწმეს კბილი და წესრიგშია, ხშირად იცის ასეთ დროს ტკივილიო. ასევე როგორც აღმოჩნდა სიბრძნის კბილი ამომეჭრა ცოტა ცუდად და ის გადაცემს.. ცოტახანი დავაცადოთო და მერე თუ რამეა ამოვიღოთოო.. (( რთული პროცესიაა? რამდენი ხანი გრძელდება დაახლოებით??

Posted by: ikebana 14 Jan 2014, 03:46
tamuna_mpt
გააჩნია სიბრძნის კბილის მდებარეობას.
ამ ნამკურნალები კბილის რენტგენი ხომ არ გაქვთ შემთხვევით რომ დადოთ?

Posted by: lasha545 15 Jan 2014, 20:39
მოკელდ მეექვსე კბილი დავიპლომბე .. ნერვი მომიკლეს.და რო დამიპლომბეს ეხლა კბილს კვილზე რო ვადებ ძალიან მტკივა. ნემსი 2 ჯერ გამიკეთეს დაპლომბვისას .. მითხრეს გაგივლისო მარა რაღაცა არამგონია biggrin.gif საჭმელს ვეღარ ვჭამ .. რა ვქნა ეგრეა საერთოდ თუ მე მაქ ეგრე?

Posted by: wilkinson 15 Jan 2014, 23:04
დაილოცოს ტკივილ გამაყუჩებელი რა.
ექიმთან რომ მივდივარ მეთქი ჯერ ნემსი გამიკეთე user.gif მერე რომ გაყუჩდება რაც გინდა ქენი.

Posted by: Mr Mystery 16 Jan 2014, 10:56
გილიოტინაზე გასვლა მირჩევნია სტომატოლოგთან მისვლას user.gif


Posted by: tamuna_mpt 16 Jan 2014, 23:23
ikebana
არა სამწუხაროდ რენდგენი არ მაქვს. დღეს უკვე აღარ შევუწუხებივარ. თვის ბოლოს ისევ უნდა მივიდე მეორე კბილზე და ამ კბილსაც კიდევ გადავამოწმებინებ ))

lasha545
არხებიც დაგიპლომბეს? მე სადღაც 5 - 6 დღე მტკიოდა დაპლომბვის შემდეგ ვერ ვღეჭავდი ამ კბილით.

Posted by: lasha545 16 Jan 2014, 23:27
tamuna_mpt


კიდე დამიპლომბეს არხებიც და კბილიც sad.gif მარა იმენა ოდნავ შეხებაზე ტვინში მირტყავს sad.gif გამივლის ვითომ თU ხელახლა უნდა გამბურღონ sad.gif

Posted by: tamuna_mpt 16 Jan 2014, 23:57
lasha545
მე მივედი და გადავამოწმე მაინც.. როგორც სტომატოლოგმა მითხრა ხშირად იცის ტკივილი არხების დაპლომბვამ.. რამოდენიმე დღეში გაგივლისო. . მაინც ჯობია მიხვიდე და ანახო ექიმს.. სოდიანი წყლის გამოვლება არ დაგინიშნა?

Posted by: Faun 17 Jan 2014, 01:47
მოკლედ ცხრა ერთეული კერამიკა მაქ ჩაცემენტებული დროდადრო იშვიათად, მარცხენა მხარე მტკივა ხოლმე (მარცხნივ უფრო მეტია) ოღონდ არა კბილი არამედ ყბა თითქოს დამეღალაო მოკლედ ვერ გავიგე შეიძლება ამ ყველაფერმა თავის ქალას რო შეუქმნას საფთხე?

Posted by: ikebana 17 Jan 2014, 06:38
Faun
თავის ქალას არა და სახსარს კი. ახალი გაკეთებული გაქვთ?

Posted by: Faun 17 Jan 2014, 17:52
ikebana
5 წელია რაც მაქ კი სახსარი მტკივა უფრო,, იშვიათად ხოლმე მაგრამ მაინც,, კიდევ რა საფრთხეები არსებობს? თან არაა მგონი კაი გაკეთებული მოღეცილივითაა კერამიკული მწკრივი და ვერ ვიცინი გემოზე,, ეიმას რო ვკითხე ვინც გამიკეთა რო რატოა თქო ასე ასეთი აღნაგობა აქ შენს კბილებსო არადა მანამდე თუ არ მქონდა ასე ეხლა რატო მაქ,, მოკლედ 3 სტომატოლოგიდან 4 უნდა დაიხვრიტოს რა ოღონდ ფული მიეცი შავზე გეტყვის თეთრიაო,,

Posted by: lasha545 17 Jan 2014, 19:57
tamuna_mpt


არა არაფერი მესამე დღეა მტკივა უკვე ძაან.. ერთი 2 დღეც ვაცლი და მივალ ემრე sad.gif

Posted by: takalo 18 Jan 2014, 14:13
კბილი დამიბჟინეს, არ ვიცი მერამდენე ჰქვია. საღეჭი კბილია, რომელიც პროტეზის საბჯენად მჭირდება. სხვა აღარაა დარჩენილი. უკვე თვეზე მეტი გავიდა და სიცივეზე მგრძნობიარეა, ღრძილის ძირში თითის მიჭერისას ტკივილი მაქვს. (კბილი ფესვთან დაწყებული კარიესით იყო) გამოდგება ამ მდგომარეობაში პროტეზისთვის თუ თავიდან სამკურნალოა?

Posted by: ikebana 19 Jan 2014, 07:33
takalo
სიცივეზე მგრძნობიარე მკვდარი კბილი არ უნდა იყოს. გვერდით კბელზე ხომ არ გაქვთ კარიესი?

Posted by: beka911 20 Jan 2014, 00:34
ძალიან ვარ შეშინებულივით. ზედა ყბაზე მეექვსე კბილი (მარჯვენა) მტკიოდა ხოლმე, კარიესი, პულპიტი მქონდა, მაგრამ ტკივილგამაყუჩებლით ვიამებდი, გუშინ ამტკივდა ძალიან, ისე რომ გამაყუჩებელი დავლიე, არ გამიყუჩა, მერე საღამოს ნემსი გავიკეთე გამაყუჩებელი, არ გაყუჩდა. ცხელი სოდიანი და გვირილიანი წყალი ვივლე, მეთქი როგორმე გათენდეს კლინიკაშI წავიდე. ბოლოს პარაცეტამოპლი დავლიე და ცოტა გააყუჩა, არ მეძინა მთელი ღამე. ვიგრძენი რომ მარჯვენა მხარეს ნესტოში გავიჭედე, მივხვდი რომ კბილის გარშემო ქსოვილებს გასცდა ეს პროცესი და დამერხა. დილით ცხვირხახიდან მომწვანო ფერის სეკრეტი გამოვიტანე პირის ღრუთი, რომელიც სისხლიანი იყო. დღეს კვირაა და არ მუშაობდნენ კლინიკები, ხვალ მივდივარ, აუგმენტინი დავლიე, რამე ცუდი შეიძლება იყოს? ჰაიმორიტი? კბილისმიერი.

Posted by: ikebana 20 Jan 2014, 07:07
beka911
არაა აუცილენელი. შეიძლება ქრონიკული ჰაიმორიტი გაქვთ, მაგრამ კბილთან რამდენადაა დაკავშირებული ამას გამოკვლევა უნდა.
შესაძლოა ახლა ტკივილის მიზეზი ჰაიმორიტის გამწვავებაა და არა კბილის. თან სეზონიც ხელს უწყობს.
იმის თქმა მინდა, რომ კბილი და ჰაიმორი შეიძლება დამოუკიდებელი მიზეზები იყოს ტკივილის. ნებისმიერ შემთხვევაში ექიმთან უნდა მიხვიდეთ.

Posted by: takalo 20 Jan 2014, 18:08
კბილი დამიბჟინეს, არ ვიცი მერამდენე ჰქვია. საღეჭი კბილია, რომელიც პროტეზის საბჯენად მჭირდება. სხვა აღარაა დარჩენილი. უკვე თვეზე მეტი გავიდა და სიცივეზე მგრძნობიარეა, ღრძილის ძირში თითის მიჭერისას ტკივილი მაქვს. (კბილი ფესვთან დაწყებული კარიესით იყო) გამოდგება ამ მდგომარეობაში პროტეზისთვის თუ თავიდან სამკურნალოა?
გვერდით ორი კბილი ამოღებულია, ახლომახლო სხვა კბილი არ არის.რაც შეეხება სიცივის შეგრძნებას, ქუჩაში ცივი ჰაერის შესუნთქვისას სწორედ ეს დაბჟენილი კბილია მგრძნობიარე. ამას გარდა რაღაც უსიამო შეგრძნება მაქვს, თითქოს მოუხერხებლად იყოს ეს კბილი ჩაჭედილი თავის ადგილას და თუ მოიშორებ შვებას იგრძნობ.

Posted by: beka911 20 Jan 2014, 21:48
QUOTE
ikebana

ვიყავი სტომატოლოგთან, კიო, კბილის ბრალიაო, ნერვი სულ დაშლილიაო და ისე ამომისუფთავა ანესთეზიაც არ დამჭირდა. მერე წავედი მე-9 საავადმყოფოში და რენტგენი გადავიღე წიაღებზე. მართლაც, ონდოდონტური ჰაიმორიტი გაქვსო, იმ მხარეს, საითაც მტკივა კბილი, ანტიბიოტიკები და წვეთები დამინიშნეს. ეხლა შევამჩნიე, რომ სასა არის შესიებული მე06 კბილის გაყოლებაზე ზემოთ, თითქოს ჰაიმორის ქვედა კედელი. და თითს რო მივაჭერ, თითქოს გაბერილია რაღაც სქელი სითხითო და იწევა შიგნით თითი. რა ვქნა, თავში არ ამივიდეს და დავიღუპები, ემართებათ ასეთი რაღაც? ცხვირხახიდან კვლავ გამომაქვს ჩირქი და სისხლი. მარჯვენა მხარე სახისა დამძიმებულივით მაქვს. და ეს კბილის გაკეთება იქნება საკმარისი? და ეს ანტიბიოტიკები.

Posted by: ikebana 21 Jan 2014, 20:32
beka911
ჰაიმორის რენტგენი ნახა ქირურგმა?
* * *

takalo

კბილი მკვდარია? ანუ არხები დაგიბჟინეს? რა სახის პროტეზის დასაყრდნობად გჭირდებათ, მოსახსნელი თუ მოუხსნელი? უკვე ატარებთ ამ პროტეზს? თუ კი რამდენი ხანია და როდის დაგეწყოთ ეს ჩივილები?

Posted by: beka911 22 Jan 2014, 00:00
QUOTE
ikebana

არხები ამომისუფთავა და რაღაც საზიზღარი გემო რომ აქვს ეგეთი რაღაც ჩამიდო და დროებითი მადევს. ჰიპოქლორიდის გემო გამოდის. მსგავსი. ქი, მაგ ამოსუფთავების მერე წავედი ეგრევე კლინიკაშI და რენტგენი გავიკეთე, ჰაიმორებს რომ შევხედე ეგრევე მივხვდი მარჯვენამხრივი ჰაიმორიტი მქონდა, ვანახე ყბა სახის ქირურგს და ჰაიმორიტიაო. აუგმენტინი და მეტრონიდაზოლი გამომიწერა, პლუს ამას ჩასაწვეთებელი ცხვირში. მეშინია რამე სერიოზული არ იყოს. პარასკევს დამიპლომბავს სტომატოლოგი კბილს. კბილი არ არის ამოსაღები. გადარჩებაო. არა და გარედან ჯანმრთელ კბილს გავს smile.gif
ვნერვიულობ.

Posted by: aura 22 Jan 2014, 10:26
ჩირქის ბუშტუკი მაქვს ღძილზე, რა უნდა დავლიო რომ თავისით გაიწოვს ან გასკდეს? ექიმთან მისვლას ვერ ვახერხებ

Posted by: beka911 22 Jan 2014, 10:58
QUOTE
ჩირქის ბუშტუკი მაქვს ღძილზე

ეგ პერიოდონტიტის შედეგად წარმოქმნილი კისტაა მგონი. მე მქონდა ეგრე, ხელს რ დააჭერ გამობერილია და კინაღამ გასაჭრელი გამიხდა. მიხედე, წამალი არ გიშველის მარტო.

Posted by: ikebana 24 Jan 2014, 05:52
aura
1 ჩაის კოვზი სოდა + 1 ჩაის კოვზი მარილი 1 ჩაის ჭიქა ანადუღარ წყალში. ოდნავ ცხელი უნდა იყოს. ჩაიგუბეთ ხოლმე და ხელ შეუწყობს რომ ფისტულა გაიხსნას. მაგრამ ეს მხოლოდ დროებით. აუცილებლად მიდით ექიმთან.

Posted by: aura 24 Jan 2014, 12:52
ikebana
მადლობა დიდი, თავისით გაიწოვა , მაგრამ ისეთ დღეში მაქვს ღძილები ზოგადად არ ვიცი ოდესმე თუ მოევლება ჩემს პირის ღრუს

Posted by: KeP 6 24 Jan 2014, 14:47
5-6 კბილს შორის ქვედა ყბაზე მქონდა კარიესი - ორივეზე იყო გადასული. ჯერ მეექვსე დამოპლომბეს მერე მეხუთე, ორივე ულტრაკაინით, ორივე ცოცხალია
მეექვსე შედარებით ცუდ მდგომარეობაში იყო, რომ მიბურღავდა მითხრა ცოტაც და გაიხსნება არხიო ...
არასდროს ჩივილი არ მქონია არც ერთ კბილზე, მაინც გადაწყვიტა არ მოეკლა ნერვები, დიიიდი ბჟენი დაადო, სურათები გადავიღე (აქ არ მაქვს)

ეხლა ესე არ მტკივა, მაგრამ როცა ვჭამ მაგ: მზესუმზირა, თხილი ან პურის ქერქი ანუ მაგარ რამეს და იმ ადგილას ხვდება მტკივა, დაჭერით მტკივა მოკლედ sad.gif - კბილები სადაც ედება, სადაც კარიესები იყო მაგ ადგილას, რომ აღარ ვღეჭავ მომენტალურად მივლის,

ცივზე და ცხელზე არ მტკივა, არც მაშინ კბილის სხვა ადგილზე თუ მხვდება საჭმელი
მოსახსნელი იქნება ბჟენი ? რას გამიკეთებს ექიმი რომ მივალ ?
არც მემატება არ აკლდება არაფერი, ღრძილი არამგონია იყოს, გარედან ნორმალურია ყველაფერი
ალბათ ერთი თვეა დაახ გასული ...



Posted by: busxuna1 24 Jan 2014, 16:43
სტომატოლოგთან მინდა მისვლა, ბავშვს კბილი აქვს დაჩირქებული და რომელს მირჩევთ?

Posted by: ikebana 25 Jan 2014, 05:17
KeP 6
ეს ტკივილი ახლა გაგიჩნდათ თუ დაბჟენის მერეც გქონდათ?

busxuna1
"ნინო ბერიძის ორთოდონტიულ ცენტრს" გირჩევდით.

Posted by: Sonic334 25 Jan 2014, 09:41
მარჯვენა მხარეს მაღლაც და დაბლაც ამომდის კბილები ასე მგონია , რომ პირის ღრუში აღარ არის ადგილი და კბილებს რამე დეფორმაციას ხომ არ მისცემს კბილების განლაგებას , ახალი კბილების ამოსვლა?

Posted by: KeP 6 25 Jan 2014, 14:30
ikebana
დაბჟენის დროს რამდენჯერმე მიჩხვლიტა ნემსი, მესამედი ულტრაკაინი გამიკეთა სულ
ანესთეზიამ რთულად გამიარა, საკმაოდ მტკიოდა, მათ შორის ნანემსრები რამდენიმე დღე
ასევე გამაფრთხილა არ შეგეშინდეს, დაჭერაზე რომ გეტკინოსო. ღრძილიც დავამუშავე ცოტა და გეტკინებაო

თავიდანვე ესე მტკიოდა, არც მემატება არც მაკლდება ეხლა, ისევ ისე ვარ
ობიექტური მიზეზის გამო ვერ მივედი sad.gif ეხლა მივდივარ და თან მეშინია, არ მინდა ახლიდან გახსნას და ნერვები მომიკლას

Posted by: ikebana 28 Jan 2014, 05:48
Sonic334
ხშირად ამ მიზეზით ირღვევა კბილთა რკალი, განსაკუთრებით ქვედა ყბაზე.

KeP 6
ჯერ რენტგენია საჭირო. უმიზეზო ტკვივილი რომ არ გაქვთ ეს კარგია. შეილება ბჟენი მოხსნას და სამკურნალო პასტა მოათავსოს დროებით კბილის ქსოვილის სტიმულაციისთვის, რომ ფსკერი გასქელდეს და ახალი ქსოვილი წამოვიდეს. უმიზეზო, თუნდაც ხანმოკლე ტკივილი რომ გქონდეთ მოსაკლავი იქნებოდა, ახლა შანსი არის რომ ცოცხალი დარჩეს.


Posted by: tamttamta 28 Jan 2014, 23:42
გამარჯობათ, მოკლედ 4 წლის წინ ამტკივდა კბილი მივედი ექიმ/ტან და რენდგენზე გამაგზავნა, მერე ახლობელთან მივედი და იქ დამჯდარი და პირ დაღEბული მეკითხება ალერგიული ხომ არ ხარო და ერთხელ ბავშობაშI მახსოვს გამაყუჩებლის მერე ღებინება დამეწყო ეს რომ ვუთხარი წადი ლაერგიულობაზე ანალიზი აიღEო და რომ ავიღE მარტო უბისთეზინზე აღMოვჩNდი ნაკლებ ალერგიული დანარჩენზე მაღALი პროცენტები ამოვიდა მერე გავთხოვდი ორსულობები და ვარ ასე, ამ ალერგიის შიშI ამქვს ვაი თუ კარგად ვერ ამიღOნ და ა.შ და ეხლა მინდა მივხედო პირის ღრუს, მოკლედ იმ ნატკენი კბილიდან პლიმბი ამომვარდა და ჩAMოიფხშვნა კბილიც ადრე მახსოვს ბურთულებს იკეთEბდა გარედან ღრძილზე ეხლა აგარ მაქვს. მერე მის გვერდითა კბილზეს კარიესი წავიდა, ზედა ყბაზე სიბრძNის კბილზე ე.წ ჯიბე გაჩნდა დ აისე ჩAMოიშAლა ვერ გავიგე და ასევე დაპლომბილი კბილიც ჩAMომეშალა ამ ორსულობებისმერე, ბევრი რომ არ გავაგრძელო 3 კბილი ჩAმომეშალა და მაქვს ფესვები ამოსაღები და პლიუს პატარ პატარა კარიესების მასთAნავე კბილები გასაწმენდი და სისხლდენაც მაქვს გახეხვის დროს მაგარს რომ შევჭAმ რამეს ან ისე უმიზეზოდაც წამიერი. მირჩIეთ რამე რა სად კეთდება კარგად ეს ანალიზი რომ ავიღო და შიშI ამქვს მაგის რომ ვაი თუ ალერგიული ვიყო და ა.შ...... ანუ რომ აღარ გტკივა და არ მიიდხარ ექიმთან აი ის დამემართა რა არა და როდემდე ვიარო ასე ერთხელ და სამუდამოდ ხომ უნდა გავიკეთO კბილები

Posted by: KeP 6 29 Jan 2014, 10:07
ikebana
მადლობა პასუხისთვის, ვიყავი სტომატოლოგთან და მითხრა ტკივილი თუ არ გაქვს არაა საჭირო ნერვის მოკვლაო - ჯერჯერობით biggrin.gif
არადა ამ ბჟენის მოხსნაც საშინელებაა sad.gif გამიპრიალა, რენტგენიც ნახა და კონტაქტიც შევამოწმეო - ძალიან კარგიაო და ჯერ ვაცდით
იქნებ ფორი იყო ღიად დარჩენინიო და იმის ბრალიაო, იმედია სწორად მახსოვს მგონი ფტორის ფორი ...

კი ვკითხე და მაგის ბრალი არ იქნებაო, მაგრამ შესაძლებელია ბჟენი იყოს დაბალი და ამიტომ იყოს ტკივილი ?
შეიძლება სიმაღლის გასწორების დროს ძალიან დაადაბლა
აი კონკრეტულად ეს ადგილი მტკივა ხოლმე დაჭერის დროს, ცოტა გვერდით რომ ვაჭერ არაფერი ...
ბჟენი წინა და უკანა მხარესაც არის და ზემოდანაც - მოკლედ ზემოთა მხარე თითქმის სულ ბჟენია

Posted by: ikebana 30 Jan 2014, 07:59
KeP 6
მეტს ვერაფერს გეტყვით რენტგენის გარეშე, გარდა იმისა, რომ ჩემი აზრით საღჭ ზედაპირზე ამ კარიესების დატოვების აზრს ვერ ვხედავ. თუმცა ეს თქვენს პრობლემასთან პირდაპირ კავშირში არაა.

Posted by: KeP 6 30 Jan 2014, 10:09
მადლოBა, ეს არაა ჩემი კბილები smile.gif

Posted by: super fast jellyfish 30 Jan 2014, 13:07
შეიძლება 90ედ ვსვავ კიტხვას მარა იქნებ მიპასუხოთ რა smile.gif

კბილების გაწმენდას ვფიქრობ სხვადასხვა აპარატითაა შესაძლებელიო. საერთოდ კარგია გათეთრება? მაგალითად სკალერის აპარატით, ან ულტრასტომით

Posted by: ikebana 31 Jan 2014, 06:02
super fast jellyfish
სკალერის აპარატით და ულტრასტომით (იგივეა) კბილების გათეთრება არ ხდება. 90ჯერ წერია ამაზე უკვე smile.gif

Posted by: super fast jellyfish 31 Jan 2014, 10:06
ikebana
მთელი თემა ვერ წავიკითხე და დავყვები ეხლა smile.gif

აღარ შეგაწუხებთ biggrin.gif

Posted by: KeP 6 31 Jan 2014, 14:07
super fast jellyfish
სკალერი გაგიწმინდავს კარგად, მაგრამ არ გაათეტრებს, ნადების და ქვებისგან რომ გაიწმინდება ბუნებრივ ფერზე დადგება კბილები და მაინც კარგია, მერე გაიტეტრე და ისე დაიპლომბე, რომ ფერში სხვაობა არ იყოს, ზუმით გათეთრება ვიცი რომ
არაა მავნებელი, დაახ 500 ლარი ღირს

Posted by: super fast jellyfish 31 Jan 2014, 16:08
KeP 6

მადლობა დიდი smile.gif

Posted by: Divin Codino 31 Jan 2014, 23:32
ვინმეს თუ შეუძლია მიპასუხოს, არის თუ არა რანულას მკურნალობა ოპერაციის გარეშე შესაძლებელი.

Posted by: ikebana 1 Feb 2014, 07:23
Divin Codino
მინახავს პატარა რანულას მკურნალობა სპირტის ინექციით, მაგრამ ძირითადად მაინც ქირურგიულად მკურნალობენ.

Posted by: GusGus 1 Feb 2014, 14:28
სიბრძნის კბილი ამოვიღე სამი დღის წინ, ვსვამ ანტიბიოტიკს, ვივლებ სოდა/მარილიან თბილ წყალს და კიდე გვირიკის ნაყენს....პირველი სამი დღე ვსვამდი ნიმესილს. დღეს საკმაოდ დამირხია ამტკივდა sad.gif რას მირჩევთ უსაფრთხოებისთვის და ტკივიკის გასაყუჩებლად?

Posted by: eksdo 1 Feb 2014, 19:40
ეტყობა კბილბუდის ანთებაა. რაც საჭიროა ყველაფერს აკეთებთ. ტკივილისთვის გამაყუჩებელი მიიღეთ. ორშაბათს კი თქვენს ექიმს მიაკითხეთ და ის მოგცემთ ზუსტ დანიშნულებას.

Posted by: juli_26 5 Feb 2014, 02:18
სიბრძნის კბილის ამოღებას ნარკოზი მართლა უნდა? ჩამტყდარია და ძაან ცუდ დღეშია sad.gif

Posted by: narkozeli 5 Feb 2014, 02:26
juli_26
QUOTE
სიბრძნის კბილის ამოღებას ნარკოზი მართლა უნდა? ჩამტყდარია და ძაან ცუდ დღეშია sad.gif


არა,არ უნდა ნარკოზი,გართულებული ექსტრაქციებიც ადგილობრივი ანესთეზიით კეთდება.

Posted by: execution 5 Feb 2014, 18:21
მოკლედ კბილი თითქოს შიგნით პირში ვარდება, გადაწეულია, ბოლოს წინა კბილი ქვედა ყბაზე , არანაირ დისკომფორტს არ მიქმნის და რამე პრობლემა შეიძლება გამოიწვიოს? 16 წლის ვარ
ასე 1 თვეა შევამჩნიე

Posted by: juli_26 6 Feb 2014, 01:27
narkozeli
QUOTE
არა,არ უნდა ნარკოზი,გართულებული ექსტრაქციებიც ადგილობრივი ანესთეზიით კეთდება.


მადლობა. ზედა სიბრძნის კბილი ამომდის ახლა და ყურთან რომ ძვალია იქ მტკივა არანორმალურად, იცის ასე?

Posted by: eksdo 6 Feb 2014, 01:51
სიბრძნის კბილი სიურპრიზების კბილია.

Posted by: ikebana 6 Feb 2014, 04:37
Ex3cuTioN
კონკრეტულად რა გაწუხებთ? მარტო კბილის უჩვეულო მდებარეობა?

Posted by: execution 6 Feb 2014, 17:47
ikebana
ხო ანუ გადაზნექილია უბრალოდ,თან კარგად გადაზნექილია, არაფერში არ მიქმნის პრობლემას, და მოსალოდნელი ხომ არაა მეთქი ის მაინტერესებს, რამე ყურადღების მიქცევა თუ უნდა.

Posted by: M_E_N_T_A_L_I_S_T ✔ 6 Feb 2014, 21:50
ექიმო "აი, ბოლიტ", გამარჯობა biggrin.gif
მოკლედ, ასეთი კითხვა მაქვს, თუ შეიძლება: ჰელიოს შეიძლება, დაპლომბილი კბილის პირობებში ბზარი გაუჩნდეს, როცა 1 წელია, რაც გავიკეთე და საკმაოდ ძვირადღირებულ კლინიკაში?
იქ სხვანაირად ამიხსნეს, ისეთიც არაფერი მიჭამია, რომ ვფიქრობ და, როგორ ხდება ეგ?

Posted by: ქეთო 7 Feb 2014, 11:21
ჯანო ჯიქიძე მირჩიეს, ამოსაღები მაქვს კბილი სავარაუდოდ. გსმენიათ მასზე?

Posted by: eksdo 7 Feb 2014, 16:54
QUOTE (M_E_N_T_A_L_I_S_T ✔ @ 6 Feb 2014, 21:50 )
ექიმო "აი, ბოლიტ", გამარჯობა biggrin.gif
მოკლედ, ასეთი კითხვა მაქვს, თუ შეიძლება: ჰელიოს შეიძლება, დაპლომბილი კბილის პირობებში ბზარი გაუჩნდეს, როცა 1 წელია, რაც გავიკეთე და საკმაოდ ძვირადღირებულ კლინიკაში?
იქ სხვანაირად ამიხსნეს, ისეთიც არაფერი მიჭამია, რომ ვფიქრობ და, როგორ ხდება ეგ?

შეიძლება, როცა არ არის დაცული ზუსტად წესები. დაბჟენის დროს ბევრი წვრილმანია გასათვალისწინებელი.

Posted by: ikebana 8 Feb 2014, 08:58
Ex3cuTioN
ყურადღების მიქცევა ყველაფერს უნდა რაც ნორმალური არაა. შემდგომში გამოიწვევს პაროდონტის პრობლემას ადგილობრივად და საპირისპირო კბილის არეში (რომელთანაც შეხებაში უნდა იყოს წესით). გარდა ამისა არანორმალური მდბარეობის გამო ვერ მოხდება ამ კბილისტ სრულფასოვანი მონაწილეობა ღეჭვაში, შესაბამისად არ მოხდება მისი მექანიკური წმენდა, რაც ზრდის კარიესის განვითარების რისკს.
გამოსავალი: პირველ რიგში კონსულტაცია ორთოდონტთან.

M_E_N_T_A_L_I_S_T
შეიძლება, ვეთანხმები კოლეგას. ღეჭვის შედეგად ბჟენის გაბზარვა აბსურდია, მინანქარზე მეტი ელასტიურობა აქვს.

Posted by: execution 8 Feb 2014, 13:35
ikebana
მადლობა
ისე მგონი მიზეზი მივხვდი რატომაცაა ასე, ზემოთ ამ ადგილზე კბილი ამოღებული მაქ , და არ ეხება იქ არაფერს, ხოდა მოირყია : |

Posted by: eksdo 8 Feb 2014, 20:33
QUOTE
ისე მგონი მიზეზი მივხვდი რატომაცაა ასე, ზემოთ ამ ადგილზე კბილი ამოღებული მაქ , და არ ეხება იქ არაფერს, ხოდა მოირყია : |


მაგის გამო არ მოირყეოდა. თან ქვედა ყბაზე რამდენადაც ვიცი იშვიათია კბილის შიგნით გადახრა, რადგან ამოსვლის დროს ენის მუდმივი ზეწოლით დგება ასეთუისე თავის ადგილას. თან რამდენადაც მივხვდი მე-6 კბილია. ანუ ეს კბილი ათი წელია რაც ამოსულია და ეტყობა ახლახანს გადაიხარა რადგან ერთი თვეა რაც შეამჩნიეთ. ikebana შეიძლება ეს ზეკომპლექტური კბილის ბრალი იყოს?

რენდგენი გადაიღეთ და დადეთ აბა. ძალიან დამაინტერესა..

Posted by: M_E_N_T_A_L_I_S_T ✔ 9 Feb 2014, 00:42
eksdo
QUOTE
შეიძლება, როცა არ არის დაცული ზუსტად წესები. დაბჟენის დროს ბევრი წვრილმანია გასათვალისწინებელი.

ikebana


დიდი მადლობა და, უბრალოდ გაბზარული რომაა, თან იმ პირობებში, როცა ბოლო კვირაა, კუჭმა შემომიტია და, ფაქტიურად, ჰერკულესის ფაფაზე ვზივარ, მაინცდამაინც ახლა რომ მოხდა ეს, აქეთ რომ გავბზარო მაგ კლინიკის დამფუძნებლები მედპერსონალიანად, მართალი ვიქნები, ხოო? biggrin.gif

ნუ, ინტერნეტში ბევრი რამ წავიკითხე, მაგრამ საერთოდ არ ვუჩიოდი ამგვარ პრობლემას, ბავშვობაში რაც მოვიცვალე, იმის შემდეგ არ დამჭირვებია სტომატოლოგი და რა გითხრათ... smile.gif

ორივეს დიდი მადლობა 2kiss.gif


Posted by: ikebana 9 Feb 2014, 06:07
Ex3cuTioN
როდესაც ანტაგონისტი, ანუ მოპირდაპირე კბილი არ არის შეიძლება ეს კბილი დაგრძელდეს, მაგრამ გადახრა ნაკლებადსავარაუდოა. თუმცა ანტაგონისტის არარსებობა კიდევ უფრო ზრდის კარიესის რისკს. როგორ ჩანს ასეთი მიმართულებით ამოიჭრა, უბრალოდ ახლა შენიშნეთ. ტრვმა ალბათ გამორიცხულია, თორემ ხომ იტყოდით.
ჩემი რჩევა ძალაში რჩება, მიდით ორთოდონტთან. შემიძლია კონკრეტულადაც გირჩიოთ. ანალოგიური ანომალია გაისწორა ჩემმა მეგობარმა, ახლა დაამთავრა მკურნალობა.

Posted by: execution 9 Feb 2014, 10:27
eksdo
ikebana
მადლობა რჩევისთვის , ვნახავ რას მეტყვიან.

Posted by: ქართლოსი 11 Feb 2014, 00:10
კბილის ჯაგრისი ხო ცნითავს კბილებს გაწმენდის დროს და და ამის აღდგენა ხდება თავისით??

Posted by: eksdo 11 Feb 2014, 00:29
QUOTE (ქართლოსი @ 11 Feb 2014, 00:10 )
კბილის ჯაგრისი ხო ცნითავს კბილებს გაწმენდის დროს და და ამის აღდგენა ხდება თავისით??

არა. კბილის ქსოვილებს ეგ ფუნქცია სამწუხაროდ არა აქვათ, თორემ ისე დაბჟენაც არ დაგვჭირდებოდა.
თუ კბილებს სწორად გამოიხეხავთ, სწორედ აარჩევთ ჯაგრისსა და პასტას ეს პროცესი მინიმუმამდე დავა და პრობლემემბი არ გექნებათ.
ჯაგრისი უნდა იხმაროთ აუცილებლად მედიუმი, ანუ საშუალო სიხისტის. (რა თქმა უნდა თუ რაიმე პრობლემა არ გაქვთ პირის ღრუში).

Posted by: ქართლოსი 11 Feb 2014, 12:20
eksdo
QUOTE
ჯაგრისი უნდა იხმაროთ აუცილებლად მედიუმი, ანუ საშუალო სიხისტის. (რა თქმა უნდა თუ რაიმე პრობლემა არ გაქვთ პირის ღრუში).

ყველაზე რბილი რაცაა კბილის ჯაგრისი იმას ვხმარობ მაგრამ მაინც გაცვდა კბილები. კილის პასტა რომელი ჯობია?

Posted by: eksdo 11 Feb 2014, 16:54
რბილ ჯაგრისებს იშვიათად უნიშნავენ სტომატოლოგები პაციენტებს. მათ თავისი დანიშნულება აქვთ.
ისე მათი ხმარება არ არის რეკომენდებული, იმიტომ, რომ ვერ უზრუნველყოფენ სრულფასოვან ჰიგიენას და არა მგონია პრობლემა მაგაში ყოს.
ცვეთასაც გააჩნია. გააჩნია თქვენ რას გულისხმობთ ცვეთაში!
კბილის პასტებს აქვთ ისეთი მახასიათებელი, როგორიცაა "აბრაზიულობა". ანუ რამდენად "უხეშია".
მგონი ყველა სტომატოლოგიურ კლინიკაში კონსულტაცია უფასოა და არ იქნება პრობლემა თუ მიაკითხავთ და რჩევას ჰკითხავთ.

Posted by: jjj 12 Feb 2014, 18:56
სიბრძნის კბილი არ წამოვიდა ნორმალურად და დაწოლილი მდებარეობა მიიღო, ოდნავ უჩანს მარტო ერთი პატარა კუთხე, ამის ამოღება მოხერხდება სადმე, თუ ოპერაცია უნდა ყველა ვარიანტში? სად კეთდება ეგ ოპერაცია და რა ჯდება ხომ არ იცით?

Posted by: marza 13 Feb 2014, 19:20
eksdo
ikebana

გამარჯობათ, სტომატიტის დროს რომ გავიგო ჰერპესვირუსითაა გამოწვეული თუ არაა, ანალიზი მის მწვავე ფორმაზე უნდა ჩავაბარო თუ ქრონიკულზე? ანუ IgM-ზე თუ IgG?
ახლა მაქვს ზუსტად.

Posted by: eksdo 13 Feb 2014, 23:11
ცოტა გაუგებარი კითხვაა. რომელ ჰერპესს გულისხმობთ? რამდენიმე ფორმაა. მერე იმუნოგლობულინებზე რად გინდათ ანალიზი. ალერგიულ სტომატიტზე გაქვთ ეჭვი? რამდენადაც ვიცი სტომატიტიების დროს ანალიზს მაშინ იღებენ, როცა დაავადება კლინიკურად გამოვლინდება, ანუ გამონაყარი როცა ჩნდება და ზუსტად ამ გამონაყარიდან აღებული მასალის კვლევა ხდება.
ცოტა კონკრეტულად რო დაწეროთ?!...

Posted by: ikebana 14 Feb 2014, 00:34
marza
პირველ რიგში ვიზუალურად და კლინიკურად დგინდება დიაგნოზი, რადგან გამონაყარი სპეციფიურია ბუშტუკოვანი, მტკივნეული და სხეულის ტემპერატურის მომატებაც ახლავს თან ხშირად. დამატებით შეიძლება გაკეთდეს გამონაყარიდან არებული მასალის მიკრობიოლოგიური ანალიზი, როგორც ჩემმა კოლეგამ აღნიშნა. გამომწვევის გამოვლენა ასეთი მეთოდით ძალიან ადვილია და დამატებით სეროლოგიურ ანალიზს უბრალოდ აზრი არ აქვს.
თუ შეიძლება აღწერეთ თქვენი სიმპტომები.
ექიმს რატომ არ მიმართავთ?

Posted by: marza 14 Feb 2014, 13:33
ikebana
eksdo

პირველ რიგში დიდი მადლობა ყურადღებისთვის.

დღეს დილით ვიყავი ექიმთან მისული, მიკრობიოლოგიური ანალიზი არ გაუკეთებია, მითხრა რომ სოლკოსერილის სტომატოლოგიური პასტა წავისვა და იოდინოლით დავიმუშაო ხოლმე მის წასმამდე.

QUOTE
თუ შეიძლება აღწერეთ თქვენი სიმპტომები.


ძალიან მტივნეულია, ერთი კვანძი გაჩნდა ენაზე, გვერდით ნაწილზე თეთრი ფერის, ირგვლივ სიწითლეა.
სიცხე არ მოუცია. ყლაპვაში, საკვების მიღებაში ძალიან მიშლის ხელს ისე მტკივა. ეს რომელი გამომწვევისთვის არის დამახასიათებელი?

Posted by: eksdo 15 Feb 2014, 00:15
ტიპიური სიმპტომებია. ჰერპესისთვის დამახასიათებელი ბუშტუკები მალევე სკდება პირში და პატარა ეროზია ჩნდება, რომელიც თეთრი ნადებით იფარება ხოლმე. ოღონდ დაიცავით კარგი ჰიგიენა. და ურიგო არ იქნება თუ თბილ გვირილის ნაყენსაც გამოივლებთ ხანდახან.
მკურნალობა ბევრად გაგიიოლებთ და დაგიჩქარებთ პროცესის ალაგებას.

Posted by: ikebana 15 Feb 2014, 03:09
marza
ეს შეიძლება ქრონიკული მორეციდივე აფთოზური სტომატიტიც იყოს. ერთი ცალი მორფოლოგიური ელემენტით დიაგნოზის დასმა ძნელია. ჰერპესის დროს რამოდენიმე ბუშტუკი ჩნდება, მაგრამ როცა სკდება შეიძლება გაერთიანდეს. ნებისმიერ შემთხვევაში მკურნალობა ერთნაირია, სიმპტომატური. სოლკოსერილი და იოდინოლი კარგია. თუ იქნება ლიდოკაინის ან რომელიმე ანესთეტიკის შემცველი გელი პირის ღრუსთვის, უკეთესია, საკვების მიღება გაგიადვილდებათ წასმის შემდეგ. მოკლედ ეს ყველაფერი სიმპტომებს ამსუბუქებს, ისე თავისით უნდა გაიაროს, 7-10 დღე სჭირდება ხოლმე. ჰერმპესის შემთხვევაში მკურნალობა საჭიროა ანტივირუსიული პრეპარატებით თუ წელიწადში 6ზე მეტად გიჩნდებათ. აფთოზური სტომატიტის შემთხვევაში უფრო რთულია მიზეზის დადგენა, რამოდენიმე შეიძლება იყოს. მოკლედ თუ ხშირად გაქვთ მაშინ ორივე მიმართულებით გამოვლევა ჯობია.

Posted by: marza 15 Feb 2014, 09:56
ikebana
eksdo

გუშინდელის მერე სოლკოსერილს ვისვამ და ახლა რომ ვნახე გამქრალია ის თეთრი კვანძი თუ ბუშტუკი, ტკვილითაც სულ ოდნავ მტკივა, მხოლოდ სიწითლე დარჩა მის ადგილას. ეს რამდენად შესაძლებელია ჰერპესის დროს? ან აფთოზური წყლულის დროს?

QUOTE
ოღონდ დაიცავით კარგი ჰიგიენა. და ურიგო არ იქნება თუ თბილ გვირილის ნაყენსაც გამოივლებთ ხანდახან.


ზედმიწევნით ვიცავ ამას, ყოველ ორსაათში ერხელ სავლებს ვივილებდი, მერე იოდინოლს და შემდეგ სოლკოსერილს.
კბილების გახეხვა მიჭირდა, მაგრამ კარგად ვიწმენდდი, შემდეგ ფლოსსაც ვიტარებდი ტანჯვით.

QUOTE
თუ იქნება ლიდოკაინის ან რომელიმე ანესთეტიკის შემცველი გელი პირის ღრუსთვის, უკეთესია, საკვების მიღება გაგიადვილდებათ წასმის შემდეგ.


ხოლისალის გელსაც ვისვამდი, შეიცავს რომელიმე ანესთეტიკს? რადგან თითქოს აყუჩებდა ტკივილს.

Posted by: ikebana 18 Feb 2014, 04:47
marza
რამდენი ხანი გქონდათ სულ?
ხოლისალი მგონი შეიცავს ანესთეტიკს.

Posted by: Delirium 18 Feb 2014, 16:45
გამარჯობა
ქვედატუჩის შიგნითა მხარეს ქვევით გამიჩნდა პატარა თეთრი ბურთულა :ს არ მტკივა. სტომატიტები მაქვს ხოლმე ისე, ერთ-ერთი სახეობა ხომ არაა? -.-

Posted by: ikebana 19 Feb 2014, 02:50
Delirium
სითხითაა სავსე და არ გტკივათ შეიძლება რანულა იყოს.

Posted by: nan_ka 19 Feb 2014, 10:33
გამარჯობათ,რამდენიმე დღის წინ ჩავისვი ფაიფურის სამი კბილი,ორი არასწორადაა ჩასმული,ანუ ღრძილზე კარდად არ ზის,ცოტა ზევითაა,შესაძლებელია თუ არა გასწორება?

Posted by: M3BB0 19 Feb 2014, 20:01
ღრძIლებზე მაქ პრობლემა შესიებულისავით მაქ და გახეხვის დროს იმენა 2 ადგლიდან სისხლი მომდის ეხლა ვიყიდე ლაკალუტის პასტა და რაღაც ფუტკრის გამოსავლებია და სხვა რას მირჩევთ როგორ ვუმკურნალო ადრე მქონდა და ელგიდიუმის და რაღაცეები ბიყიდე და მIშველა მარა მალევე დამეწყო ისევ და რისი ბრალია ტო ვერ ვიგებ არასდროს მქონდა პროლემა ტო ეხლა დაიწყო და აღარ ჩერდება ბლიინ პრობლემა პრობლემაზე ჩნდება რა :@

Posted by: eksdo 19 Feb 2014, 21:04

QUOTE
რამდენიმე დღის წინ ჩავისვი ფაიფურის სამი კბილი,ორი არასწორადაა ჩასმული,ანუ ღრძილზე კარდად არ ზის,ცოტა ზევითაა,შესაძლებელია თუ არა გასწორება?


ხიდი გაქვთ თუ ერთეული გვირგვინები?

* * *
QUOTE
ღრძIლებზე მაქ პრობლემა შესიებულისავით მაქ და გახეხვის დროს იმენა 2 ადგლიდან სისხლი მომდის ეხლა ვიყიდე ლაკალუტის პასტა და რაღაც ფუტკრის გამოსავლებია და სხვა რას მირჩევთ როგორ ვუმკურნალო ადრე მქონდა და ელგიდიუმის და რაღაცეები ბიყიდე და მIშველა მარა მალევე დამეწყო ისევ და რისი ბრალია ტო ვერ ვიგებ არასდროს მქონდა პროლემა ტო ეხლა დაიწყო და აღარ ჩერდება ბლიინ პრობლემა პრობლემაზე ჩნდება რა :@


თქვენი მონაყოლიდან გამომდინარე ანთება გაქვთ. ან გინგივიტი (ანუ ღრძილების ანთება), ან პაროდონტიტი (ეს უფრო შორს წასული ფორმაა). ორივე შემთხვევაში აუცილებელია პროფესიონალური მკურნალობა სტომატოლოგთან. ლაკალუტმა და თვითმკურნალობამ შეიძლება დროებით სიმტომები გაგიქროთ მაგრამ ის პრობლემას ვერ აღმოფხვრის.
ყოველ შემთხვევაში აუცილებელია სისტემატურად ჰიგიენის დაცვა, თორემ მკურნალობის შემდეგაც კი (ცუდი ჰგიენის პირობებში) შეიძლება იგივე პრობლემას კვლავ შეეჩეხოთ. აუცილებელია წელიწადში ორჯერ სტომატოლოგთან ვიზიტი და კონსულტაცია.

Posted by: nan_ka 19 Feb 2014, 23:23
eksdo, ერთეული გვირგვინები მაქვს....

Posted by: ikebana 20 Feb 2014, 06:21
M3BB0
რამდელი წლის ხართ? სიგარეტს ხომ არ დაანებეთ თავი ან ჯანმრთელობის მხრივ რაიმე პრობლემა ხომ არ გაქვთ? ნებისემიერ ვარიანტში პაროდონტოლოგთან უნდა მიხვიდეთ.

nan_ka
სავარაუდოდ არასწორადაა დამზადებული. მორგების ბრალი რომც იყოს, დაცემენტებული კერამიკის მოხსნისას გვირგვინი ზიანდება.

Posted by: nan_ka 20 Feb 2014, 17:52
ikebana
კბილი ცოტა მაღალიც არის მაგის გამო და ზევითა კბილი რომ ურტყამს ეგ არ დააზიანებს?
და კიდევ,კბილებს შორის ადგილების ამისავსებად საუკეთესო საშუალებე რომელია და თუა შესაძლებელი ისე შეივსოს რომ საკუთარი კბილები არ შეეწიროოს? აქამდე ფაიფურს ვფიქრობდი,მაგრამ მენანება კბილები..და ისე ფაიფურის კბილი რამდენად გამძლე და სანდოა?

Posted by: lav-100 20 Feb 2014, 18:48
კარიესის დაბჟენა რა ჯდება საშუალოდ ???


მე ვიყავი დღეს სტომატოლოგთან დ აპირველი მკითხა დაზღვევა გაქვსო და კი თქო და სასწაული ფასი გამოიყვანა :დდდდ

Posted by: eksdo 20 Feb 2014, 22:53
QUOTE
მე ვიყავი დღეს სტომატოლოგთან დ აპირველი მკითხა დაზღვევა გაქვსო და კი თქო და სასწაული ფასი გამოიყვანა :დდდდ


სადაზღვეო კომპანიის პროვაიდერ კლინიკებში სულ მაღალი ფასებია.

Posted by: ikebana 21 Feb 2014, 01:04
nan_ka
თუ მაღალია მითუმეტეს სასწრაფოდ გასასწორებელია.
კბილებს შორის სივრცეებში რას გულისხმობთ, კბილების დაშორებას თუ ღრძილების "დაწევას"?


Posted by: nan_ka 21 Feb 2014, 06:51
ikebana
კბილრბს შორის დაშორებას..

Posted by: wuna 22 Feb 2014, 17:20
ბრეკეტების გაკეთების შემდეგ როგორც ვიცი საჭიროა პროცედურებზე სიარული, რამდენად ხშირად და მოითხოვს თუ არა ეს დამატებით ხარჯებს?

Posted by: anastasia-ana 22 Feb 2014, 20:18
იქნებ ამიხნსათ ვინმეემ ფესვზე მაქვს პროცესი sad.gif წარბზე გადამეცემა მტკივა ხოლმე sad.gif საშიშია? ვმკურნალობა ნტიბიოტიკებით და ყოველ დღე დავიდვარ რაღაც გამოვლებებზე . ეს წარბის ტკივილი რატომ მაქვს? ხომ არ გადამივიდა პროცესი?

Posted by: eksdo 22 Feb 2014, 22:36
QUOTE
ბრეკეტების გაკეთების შემდეგ როგორც ვიცი საჭიროა პროცედურებზე სიარული, რამდენად ხშირად და მოითხოვს თუ არა ეს დამატებით ხარჯებს?


კი აუცილებელია. ჩასწორება უნდა ყოველ ჯერზე. თვეში ერთხელ მაინც უნდა მიხვიდეთ და ყოველ ჯერზე თანხა იქნება გადასახდელი. თუ რამდენი ეს უკვე კლინიკისა და ექიმის ფასებზეა დამოკიდებული.

QUOTE
იქნებ ამიხნსათ ვინმეემ ფესვზე მაქვს პროცესი  წარბზე გადამეცემა მტკივა ხოლმე  საშიშია? ვმკურნალობა ნტიბიოტიკებით და ყოველ დღე დავიდვარ რაღაც გამოვლებებზე . ეს წარბის ტკივილი რატომ მაქვს? ხომ არ გადამივიდა პროცესი?


უბრალოდ ერთი ნერვის ტოტებით ინერვირდება და ტკივილი გადაეცემა.
რა გამოვლებებზე დადიხართ თუ საიდუმლო არაა?

Posted by: Delirium 24 Feb 2014, 12:54
QUOTE (ikebana @ 19 Feb 2014, 02:50 )
Delirium
სითხითაა სავსე და არ გტკივათ შეიძლება რანულა იყოს.

ახლა აღარ არის თეთრი
ერთი პერიოდი დაპატარავებული იყო, მერე გაქრა, ემრე ისევ გამოჩნდა და გაიზარდა, პირის ღრუში რაც არის ისეთი ფერია ოღონდ თითქოს რაღაც არის შიგნით. არ მტკივა
* * *
გადავქექე ინტერნეტი და მუკოცელეს ჰგავს :ს

Posted by: wuna 24 Feb 2014, 18:29
QUOTE (eksdo @ 22 Feb 2014, 22:36 )


კი აუცილებელია. ჩასწორება უნდა ყოველ ჯერზე. თვეში ერთხელ მაინც უნდა მიხვიდეთ და ყოველ ჯერზე თანხა იქნება გადასახდელი. თუ რამდენი ეს უკვე კლინიკისა და ექიმის ფასებზეა დამოკიდებული.


მადლობა.
დღეს ვიყავი მისული და პირის ღრუს პანორამული რენტგენი დაგჭირდებაო. კონსულტანტმა მითხრა, თვითონ ექიმი არ იყო.
სად შემიძლია გადავიღო და რა ფასებში მერყეობს ჰომ არ იცით?

Posted by: Colors123 25 Feb 2014, 14:46
თუ შეგიძლიათ მითხრათ " რა ნემსი უნდა გამიკეთოს სტომატოლოგმა ვართუ არა ალერგიული" მაგის სინჯი რომ არის სახელი არვიცი ზუსტად ეგ გავიკეთე ერთი წელი არც გასულა ჯერ და რამდენი ხანი აქ ვადა?
მისვლა მინდა და მაინტერესებს თუ თავიდან მომიწევს ისევ

Posted by: ikebana 26 Feb 2014, 03:58
Delirium
მუკოცელეც და რანულაც სანერწყვე ჯირკვლის კისტებია, რანულა ენის ქვეშაა, მუკოცელე ლორწოვანი გარსის მცირე სანერწყვე ჯირკვლებში. თქვენი მუკოცელე უნდა იყოს ნამდვილად, მე შემეშალა.

wuna
"ავერსში", "HBIდენტში"

Colors123
ეს ექიმმა უნდა გადაწყვიტოს, ძველი სინჯის პასუხის და თქვენი მდგომარეობის მიხედვით. საეროდ როცა ალერგიული ფონი არსებობს 6 თვის მერე ახალი უნდა გაკეთდეს, შეიძლება უფრო ადრეც, ინდივიდუალურად.
* * *
anastasia-ana
ფრონტიტი გამოირიცხა? თუ ჰაიმორის გამორეცხვებზე დადიხართ, შეიძლება შუბლის წიაღიც ჩართული იყოს.

Posted by: iverson 26 Feb 2014, 11:34
აუ როცა ვიცინი მტკივა წინა კბილი თუ კბილები. ცივზე მგონი არა. და ეხა როცა არ ვიცინი მაშIნაც მტკივა ყრუდ. მგონი ემალი ამძვრა. და სტომატოლოგის გარეშე არ შეიძLება რამე დავლიო ან წავისვა?

Posted by: ikebana 27 Feb 2014, 03:34
iverson
მიზეზი ხომ უნდა გაირკვეს მაინც? უნდა მიხვიდე სტომატოლოგთან.

Posted by: Colors123 27 Feb 2014, 11:07
ikebana
არა ალერგიული არასდროს ვყოფილვარ
უბრალოდ თავის დაზღვევის მიზნით გავიკეთე და დრო მაინტერესებდაა
მადლობაა

Posted by: M3BB0 27 Feb 2014, 19:03
QUOTE (ikebana @ 20 Feb 2014, 06:21 )
M3BB0
რამდელი წლის ხართ? სიგარეტს ხომ არ დაანებეთ თავი ან ჯანმრთელობის მხრივ რაიმე პრობლემა ხომ არ გაქვთ? ნებისემიერ ვარიანტში პაროდონტოლოგთან უნდა მიხვიდეთ.


სად მივიდე ანუ სადაა ყველაზე კარგი ადგილი ? 20 წლის ვარ არც სიგარეტს ვეწევი და არაფერი ჯანმრთელობა რავი ნრომალურად ვარ ადრე გავიკეთე გულის ოპერაცია wpv სინდრომი მქონდა და იმის მერე დიდი ხანი გავიდა მარა ეხალხანს დამეწყოო ეხლა როგორ მაქ იცი აი ღრძილი წინ რა გასიებულია თითქოს შიგნით წყალი ჩადგაო ეგრეა და თითს რო ვიკიდებ სისხლი მომდის და სუნიც აქ მერე რაღაცნაირი ..


და კიდე რა მაინტერესებს დამიპლომბეს კბილი რომელიც საერთოდ ა რმაწუხებდა აი საერთოდ უბრალოდ შიგნით არის პროცესიო თუ რაღაც მითხრეს და დამიპლომბეს და ეხლა უფრო მაწუხებს biggrin.gif ანუ უცბად კბილი კბილზე რო ვადებ ნერვივით ურტყავს პაწაწინათი ისე ტკკივილები არ მაქ მარა აი თითსაც რო ვაჭერ თითქოს ურტყავს ბერვს და რისი ბრალია იმენა სულ პრობლემაა ყველაფერი რა

Posted by: happy dreamer91 28 Feb 2014, 20:12
დღეს დავიპლომბე კბილი და ახლა კბილს კბილზე რომ ვადებ მტკივა, სტომატოლოგმა მითხრა დღეს გეტკინებაო და მერე გაგივლისო და ნორმალურია?

Posted by: GeorG-E 1 Mar 2014, 00:12
სალამი ხალხნო ესეიგი არასდროს კბილზე არ მქონია პრობლემა მაგრამ 2დღის წინ შევამჩნიე წინაქვედა 3კბილის უკან არის პატარა სიშავე წასული(კარიესი ალბათ) ხოდა რამდენი დამიჯდება გაწმენდა და ბარემ გათეთრებაც? ნორმალურ სტომატოლოგიურში რამე ცგეპატიტი რომ არ დამმართონ !!! ხო იმის დამატება მინდა კიდევ რომ თვითონ ემალი ბუნებრივად მაქვს თეთრი. და ბარემ იმასაც გკითხავთ ფული არ მაქვს ამჟამად და დაახლოებით რამდენი ხანი შემიძლია გავწელო დრო?

Posted by: KeP 6 1 Mar 2014, 00:22
GeorG-E
ეგ სიშავე კაცმა არ იცის სადამდე მიდის, სანამ არ დაადებენ ბორს ესე ვერ გაიგებ
თუ არ მიხვალ შეიძლება ჩატყდეს კიდეც ეგ ადგილი

გაწმენდა გაპრიალება დაახ 70 80 ჯდება
გათეთრებას გააჩნია როგორ იკეთებ, მაგ ზუმით 500 ლარი დაახ

Posted by: ikebana 1 Mar 2014, 04:01
M3BB0
შკარაა რომ პაროდონტის პრობლემა არის. შეიძლება დაბჟენილი კბილის ამბავიც ამას უკავშირდებოდეს, თუმცა ნახვა და გამოკვლევაა საჭირო. კლინიკა "ზობექსში" არის პაროდონტოლოგი თეა ნაცვლიშვილი და მიდით კონსულტაციაზე.


happy dreamer91
ნორმალური არაა მაგრამ ხშირად ხდება. თუ გაგიარათ მალე, არ გამოიწვევს პრობლემას.


Posted by: Faulkner 6 Mar 2014, 03:02
იმპლანტაციას ვინ აკეთებს ყველაზე კარგად და რა ჯდება ერთი კბილი? ახლობელს უნდა გაკეთება და ნახა ვიღაც სპეციალისტი. კბილია, წინა და გვერდებზე, ოღონდ დაშორებით და ხიდს იკეთებს. მაგრამ ექიმმა 5 წელი აქ ამას გარანტიაო. მე ვიცი რო იმპლანტი სამუდამოა, ან მინიმუმ 20 წელი მაინც. 3000 ლარს უფასებს. მემგონი ძვირია. ვინ რას ფიქრობს?

Posted by: gogochka 6 Mar 2014, 17:49
Faulkner
დენსში კეთდება კარგად...გიორგი ქოჩიაშვილი აკეთებს smile.gif ერთი კბილი სადღაც 800-1000 ლარი ჯდება..ძალიან ყურადღებიანი ექიმია..ყველა წვრილმანს ითვალისწინებს smile.gif ჯანაშიაზეა კლინიკა..ბევრმა ჩემმა ახლობელმა გაიკეთა და კმაყოფილები არიან რავიცი smile.gif

Posted by: goga-mariami 6 Mar 2014, 18:04
გთხოვთ მიპასუხეთ რა... sad.gif კბილი ამოვიგე 1 კვირის წინ, პატარა ოპერაციასავით გამიკეტეს და გამიკერეს. უკვე 1 კვირა გავიდა და ისევ მაწუხებს ეს გრძილი , ზემოდან ეტყობა შავი ძაფები და ეს ძაფები თავისით უნდა გაიწოვოს ხო? თუ უნდა მივიდე და მომხსნან? ადრეც ამოვიგე კბილი და მაშინაც გამიკერეს და არ დამჭირვებია ძაფების მოხსნა და იმიტომ ეხლაც ასე ჩავთვალე და იმედია რამე პრობლემა არ სემექმნება ამის გამო.

Posted by: gogochka 6 Mar 2014, 22:40
goga-mariami

შავი ძაფებით რომელი საუკუნეა ღმერთო ჩემო smile.gifგაწოვად ძაფებს იყენებენ ეხლა smile.gif მარილიანი სავლები იხმარე,იოდინოლიტ იმუშავე და ზედ ქაცვის ზეთიც დაიდე ხოლმე ბამბით smile.gif როგორ იქნები გაგვაგებინე smile.gif

Posted by: ikebana 7 Mar 2014, 01:07
goga-mariami
მიდით ექიმთან, სავარაუდოდ ძაფებია ამოსაღები. ამის გამო შეიძლებბა გაწუხებდეთ ღრძილი. ექიმს უნდა ეთქვა ნაკერთან დაკავშირებით.

Posted by: Komponent 8 Mar 2014, 10:44
პირისღუსათვის, ანტისეპტიკური სითხეები რომელია ?

Posted by: TeaNats 8 Mar 2014, 12:07
Komponent

პირის გრუს ანტისეპტიკური სავლებები ძირითადად ქლორგექსიდინზეა დამზადებული, თუმცა არის კიდევ სხვებიც, მაგალითად ოქტენიდოლი. მაგრამ ექიმის დანიშნულების გარეშე არ გირჩევთ საერთოდ ამ სავლებების ხმარებას რადგან პირის ღრუს დისბაქტერიოზი შეიძლება გამოიწვიოს არასწორმა ხმარებამ. თქვენ რა მიზნით გსურთ მისი გამოყენება

Posted by: Komponent 8 Mar 2014, 14:20
TeaNats
QUOTE
წერილები: 1

ჩემ საპასუხოდ დარეგისტრირებულხარ smile.gif

დიდი ხნის წინათ მქონდა ერთი კბილი დაპლომბილი ქვედა ყბაზე. გამოხდა ხანი, ამ კბილს ჩამოტყდა კიდევ ძალიან პატარა ნაწილი, პლომბის ქვეშ სავარაუდოდ შეაღწიეს ბაქტერიებმა. გაბედულად ვეღარ ვღეჭავდი ამ კბილით და ზოგჯერ ცოტაოდენი სისხლიც კი გამომდიოდა ღრძილიდან და ვგრძნობდი დიკომფორტს. შემდეგ სულ ამომივარდა პლომბი, ჰოდა სხვას გადავაპლომბინე ხარისხიანად.
მაგრამ ზემონახსენები ჩივილები ვერ მოვაგვარე, ჩემმა სტომატოლოგმა ანტიბიოტიკებითაც მიმკურნალა მაგრამ ვერა, ბოლოს მითხრა მეორედ გადაპლომბილმა კბილმა ეგრე იცისო და შევეშვით, არადა ტრაბახობდა ხოლმე რუსეთში მაქ დამთავრებულიო და დიპლომები ჰქონდა კედელზე გამოკრული... კიდევ ერთი უცნაურობა, კბილმტკივანი უფრო ვუყვარდი და მანუგეშებდა ხოლმე, რომ არაფერი მაწუხებდა უფრო არ მოვწონდი ხოლმე biggrin.gif და მგონი საერთოდ უყვარს კბილმტკივანი ხალხი ...

და ვიყავი ასე დისკომფორტულად დაახლოებით კიდევ ერთი წელი, მგონი ამ ფორუმზეც ვიკითხე რჩევა. შემდეგ სულ სხვა ექიმთან მომიწია მისვლა სხვა საკითხზე, მან დამინიშნა ეფცენ–150 (ამ ტიპის წამლების ინსტრუქცია შეგიძლიათ ნახოთ ვიდალში), ჰოდა ამ წამალმა მომირჩინა ეს კბილი (ღრძილი), მაგრამ დავანებე თუარა თავი ერთ კვირაში დამეწყო ისევ დისკომფორტი და ვარ ასე. იმ ისტრუქციაში ვნახე რომ კბილისთვის ცოტა სხვანაირად უნდა დამელია თან ანტისეპტიკური სითხე მიმეშველებია.



Posted by: gogochka 8 Mar 2014, 17:54
დიდი ეჭვი მაქვს რომ თქვენ გაქვთ პათოლოგიური ჯიბე,ეფცენ-150მა დროებით პროცესი გააჩერა და მოხსნის შემდეგ ისევ გამწვავდა...თქვენ გჭირდებათ პაროდონტოლოგის ან პერიოქირურგის კონსულტაცია,ჩვეულებრივი ტერაპევტ-სტომატოლოგი ვერ დაგეხმარებათ.კვალიფიციური პაროდონტოლოგი გიმკურნალებთ თუ ჯიბე დადგინდა შესაბამისად smile.gif.
Komponent

Posted by: TeaNats 8 Mar 2014, 18:22
Komponent

ვეთანხმები gogochka-ს, თქვენი მონაყოლიდან გამომდინარე გჭირდებათ პაროდონტოლოგის კონსულტაცია. სავარაუდოდ ან გაქვთ პაროდონტული ჯიბე (ქრონიკული პაროდონტიტი) ან პლომბი იმდენად გრმად დევს, რომ მექანიკურ ტრავმას აყენებს ღრძილს რადგან ღრძილი უხეშად, რომ ვთქვათ "გაჭყლეტილია". ამის გამო შეიძლება იყოს დისკომფორტის გრძნობა, პლუს სისხლდენაც. ორივე შემთხვევაში პაროდონტოლოგია საჭირო.

"ჩემ საპასუხოდ დარეგისტრირებულხარ" შეიძლება ასეც ითქვას, ჩემი პროფესიიდან გამომდინარე smile.gif


Posted by: Komponent 8 Mar 2014, 19:51
gogochka
TeaNats
დიდი მადლობა.
როგორც ვხვდები პარადონტოლოგი უფრო იშვიათობაა, იმედია ვიპოვი სადმე.
კიდევ დავამატებდი, რომ ეფცენ 150-ის შემდეგ შემცირდა დისკომფორტი მაგრამ მაინც არის, დროთაგანმავლობაში შეიძლება მოიმატოს ისვ.
პაარადონტოლოგი კიდე რას არჩენს?

Posted by: TeaNats 8 Mar 2014, 20:15
Komponent

სამწუხაროდ ვერანაირი სავლები ვერ გიშველით თუ პაროდონტიტია თქვენი ჩივილების მიზეზი. ყოველ შემდეგ სავლებს დროებითი ეფექტი ექნება და შედეგად მიიღებთ სიმპტომების ვითომდა შემსუბუქებას, მაგრამ დაავადების კიდევ უფრო დამძიმებას ( ბოლო კ. Kბილების მორყევა დ. Dაკარგვაა სამცუხაროდ) sad.gif

მგონია აქ მოყვანილი იმფორმაცია დაგეხმარებათ მიხვდეთ მე რას ვგულისხმობ
http://www.parodontolo.ge/რა-არის-პაროდონტის-დაავა-2/

Posted by: gogochka 8 Mar 2014, 21:27
TeaNats
ასევე ჩემი პროფესიიდან გამომდინარე ვაკეთებ დასკვნებს smile.gif smile.gif სასიამოვნოა კოლეგა smile.gif პაროდონტოლოგი მუშაობს პირის ღრუს ლორწოვანი გარსის დავადებებს,უფრო გასაგებად რომ ვთქვათ ყველა იმ ქსოვილთა კომპლექსს რომელიც კბილს ღრძილში ამაგრებს და აფიქსირებს smile.gif მოკლედ ჯობია კარგი პაროდონტოლოგი იპოვო smile.gifKomponent

Posted by: Komponent 8 Mar 2014, 22:35
TeaNats
gogochka
კიდევ მადლობა.
გადავხედე როგორც იმ ლინკს ასევე პაროდონტოლოგიის თემას ამ ფორუმზე. ეს რა საშიში რაღაც ყოფილა, არადა თითქმის არც მაწუხებს და შემთხვევით გამახსენდა და დავპოსტე.
TeaNats როგორც მივხვდი თქვენ ერკვევით კარგად, ხვალვე ვერ მოვალ, რაიონში ვარ, როცა მოვიცლი პიემში დაგელაპარაკებით.
* * *
აქ ვერ დამიწერია მთლად კარგად, შენც კარგად ერკვევი gogochka. უბრალოდ ვებგვერდი არ გაქვს მგონი. biggrin.gif

Posted by: gogochka 9 Mar 2014, 16:55
Komponent
მე ჯერ პატარა ვარ smile.gif რეზიდენტი ვარ smile.gif დრო მოვა და მეც მექნება smile.gif

Posted by: uttarx 9 Mar 2014, 17:58
ზედა ყბაზე უკანა მხარეს მომდის ორი ღრჯოლი სად და ვისთან მივიდე?

რომელ სტოლატოლოგიურ კლინიკას მირჩევთ და მისამართიც მითხარით :*

Posted by: TeaNats 9 Mar 2014, 20:35
Komponent
მე ჩემი ვებგვერდით მინდა პაცინეტებამდე ინფორმაციის მიტანა პაროდონტოლოგიის სხვადასხვა საკითხზე, რადგან საქართველოში ნაკლებადაა ხალხი ინფორმირებული და სამწუხაროდ არაკვალიფიციური მკურნალობის მსხვერპლიც ხდება ხოლმე. მოხარული ვიქნები თუ შევძლებ დახმარებას.

gogochka
მგონია თქვენთვისაც საინტერესო ინფორმაცია დევს ჩემს ვებგვერდზე smile.gif))

Posted by: uttarx 9 Mar 2014, 21:19
QUOTE (uttarx @ 9 Mar 2014, 17:58 )
ზედა ყბაზე უკანა მხარეს მომდის ორი ღრჯოლი სად და ვისთან მივიდე?

რომელ სტოლატოლოგიურ კლინიკას მირჩევთ და მისამართიც მითხარით :*

ზედა ყბაზე უკანა მხარეს მომდის ორი ღრჯოლი სად და ვისთან მივიდე?

რომელ სტოლატოლოგიურ კლინიკას მირჩევთ და მისამართიც მითხარით :*

Posted by: ikebana 10 Mar 2014, 06:14
Komponent
ჩემმა კოლეგებმა უკვე სწორად დაგაკვალიანეს, თქვენი პრობლემა პაროდონტოლოგის კომპეტენციაში შედის. არასწორი მკურნალობა ან საერთოდ არმკურნალობა მხოლოდ გააუარესებს მდგომარეობას და დაკარგავთ თუნდაც არაჩვეულებრივად დაბჟენილ-აღდგენილ კბილს პაროდონტიტის გამო.

uttarx
გააჩნია "ღრჯოლს" რას ეძახით. თუ კბილი ამოგდით კბილთა მწკრივის გარეთ ან რაიმე სახით არასწორად, უნდა მიმართოთ ორთოდონტს. გადახედეთ თემას "კბილების გასწორება" და კლინიკაც ისე შეარჩიეთ გამოხმაურებების მიხედვით.

Posted by: Yan-LoonG 11 Mar 2014, 00:52
გამარჯობათ, რა მაინტერესებს, შესაძლებელია ერთი კბილის დაპატარავება ან გასწორება ან საერთოდ ამოღება და იმპლატანტის თუ რაღაც მსგავსის გაკეთება??
მარცხენა ეშვი მიშლის ნერვებს.
და რა დაჯდება სავარაუდოდ, ?

Posted by: Komponent 11 Mar 2014, 10:07
ikebana
მადლობა,
შენ საერთოდ თემების დამაარსებელი ხარ, მაგრამ რაღაცას ვერ ვხვდები, დილის 6 საათზე როგორ პოსტავ, ან ნიკზე გაწკაპებას რატომ არ იყენებ, ეს მოდერი ადამიანი smile.gif

Posted by: gogochka 11 Mar 2014, 11:33
Yan-LoonG რამდენი წლის ხარ?როგორ გიშლის ნერვებს?მწკრივიდანაა ამოვარდნილი?მერვე კბილები ხომ არ ამოგდის? smile.gif

Posted by: Yan-LoonG 11 Mar 2014, 15:52
QUOTE
რამდენი წლის ხარ?

18
QUOTE
როგორ გიშლის ნერვებს?მწკრივიდანაა ამოვარდნილი?

აი გამოწეულია რა, მეორე ეშვი საკაიფოდ ზის და ეს გამოწეულია და ღიმილს დროს ვამპირს ვგავარ biggrin.gif რა დაჯდება ამის ამოღება ან მკურნალობა, ბავშობაში კბილებს ვისწორებდი კალანდაძესთნ 2 ვერ ყბაზე და ზედა ყბაზე 3 თვე მქონდა კიდე დარჩენილი რო გამიტყდა ის რაღაც სამაგრი და მერე აღარც მივსულვარ.

Posted by: ikebana 12 Mar 2014, 02:26
Komponent
ჩავთვალოთ, რომ თავისებური ადამიანი ვარ.

Yan-LoonG
ალბათ იმის ბრალია, რომ ორთოდონტიული მკურნალობა არ დაგისრულებიათ. საუკეთესო გამოსავალი იქნება თავიდან გასწორება. შეიძლება გვირგვინიც, ვინირიც, იმპლანტიც. მაგრამ ორთოდონტია ყველაზე სწორი იქნება მაინც.

Posted by: Yan-LoonG 12 Mar 2014, 02:43
ikebana
QUOTE
საუკეთესო გამოსავალი იქნება თავიდან გასწორება.

ისევ კალანდაძესთან მივიდე? ადრე მაგასთან ვიკეთებდი.
რამდენი ხანი უნდა ვატარო ის აპარატი ნეტა არადა მარტო ერთი კბილის გასწორება მინდა sad.gif

Posted by: ikebana 13 Mar 2014, 03:56
Yan-LoonG
არ ვიცი კალანდაძე ვინაა, მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში ბრეკეტით გაისწოროთ ჯობია. გასასწორებელი კბილების რაოდენობას არ აქვს მნიშვნელობა, მაინც ყველა უნდა გადანაცვლდეს, საშუალოდ წელიწადნახევარი გრძელდება მკურნალობა.

Posted by: Komponent 13 Mar 2014, 10:46
ikebana
პიემში მაინც მითხარი რა გჭირს

Posted by: Yan-LoonG 13 Mar 2014, 13:21
ikebana
რომელ კლინიკას მირჩევთ და საშუალოდ რა დამიჯდება?

Posted by: gogochka 13 Mar 2014, 16:21
Yan-LoonG
მისი ,,მედი"-ში,,,დენსში" ან ,,ნინო ბერიძის ორთოდონტიულ ცენტრში" smile.gif სამივე კარგია smile.gif

Posted by: ikebana 14 Mar 2014, 00:46
Yan-LoonG
უნიდენტში თამარ კუბლაშვილთან, ნინო ბერიძის ორთოდონტიულ ცენტრში. ფასებზე ვერაფერს გეტყვით, ჯობია დარეკოთ და იკითხოთ, ან უკეთესია კონსულტაციაზე თუ მიხვალთ.

Posted by: Yan-LoonG 14 Mar 2014, 01:06
ikebana
მადლობა დახმარებისთვის 2 ვე თემაში smile.gif))
* * *
ikebana
QUOTE
კონსულტაციაზე თუ მიხვალთ.

კონსულტაცია ფასიანია?

Posted by: ikebana 15 Mar 2014, 05:02
Yan-LoonG
ზოგგან ფასიანია, ზოგგან უფასო. დარწმუნებული არ ვარ და მგონი ბერიძესთან უფასოა, კუბლაშვილთან ფასიანი.

Posted by: Scoorp 15 Mar 2014, 10:12
Yan-LoonG
უფასოა კუბლაშვილთან
ნუ ეგრე იყო შარშან და))

Posted by: /// RiDER 16 Mar 2014, 00:05
ამაზე რას მეტყვით? 2 წლის წინ არის დაპლომბილი. ახლა ნახევარი პრომბი ამოვარდნილია ფაქტიურად, კბილის გადარჩენა შეიძლება ვითომ ? ღრძილზე ჯიბე აქვს გაკეთბული.უკანა მარცხენა 7 კბილია თუ სწორად მახსოვს. ხიდი ან იმპლატანტის ჩადგმა უთხრეს, დავიჯერო კბილი ვერ გადარჩება?
პ.ს. + ქვემოთ პატარა ხვრელი აქვს, პერიოდულად სისხლი მოსდის ხოლმე და თეთრი სითხე.

http://pix.ge/
http://pix.ge/

Posted by: TeaNats 16 Mar 2014, 10:23
/// RiDER
გამარჯობათ
სურათის მიხედვით თუ ვიმსჯელებთ კბილი იმდენად დაშლილია რომ მისი გადარჩენა შეუძლებელია, რადგან კბილის კედელი მოტეხილია ფესვების ბიფურკაციის ანუ გაყოფის დონეზე, სავარაუდოდ აქვს პერიოდონტიტი (რადგან აღნიშნეთ რომ სისხლი და სავარაუდოდ ჩირქი გამოდის ხვრელარხიდან). და კიდევ არ მომწონს თეთრი ლაქები ანუ დაჩრდილვა კბილებს შორის. ჯობია იმპლანტაცია გაიკეთოს ვიდრე შეუნარჩუნონ კბილი (არადა უკვე მისი ფესვებია დარჩენილი ფაქტიურად). თან მკურნალობა დარწმუნებული ვარ უგარანტიოდ მოხდება, რასაც მუდმივი პრობლემები, დისკომფორტი და შეიძლება ტკივილიც მოყვეს, პლუს ღრძილების ანთებაც დაერთვება რადგან ბჟენი თუ ხელოვნური გვირგვინი ღრმად იქნება ღრძილში მოთავსებული.

Posted by: ashley_tko 17 Mar 2014, 23:26
Oრსულად ვარ, მე5 კბილის ნაწილი მომტყდა გვერდიდან და დამეწყო ტკივილები. Sანამ ვიმშობიარებ ვერ დავიპლომბავ რადგან მეშინია ისედაც და ორსულობაში მიტუმეტეს,მგონი არც შეიძლება მე7 თვეში. Ra შემიძლია გავაკეთო ორსულობაში რომ არ მეTკინოს და დროებითი პლომბი თუ მიშველის,გაბურგვის გარეშე რომ დავადებინო?

Posted by: ikebana 18 Mar 2014, 02:20
/// RiDER
მეც ვეთანხმები TeaNats-ს 100%.

ashley_tko
თუ კბილი ცოცხალია შეიძლება დარიშხანოვანი პასტის დადება, მოკვლა და დროებით არხის დაბჟენა, ანესთეზიას რომ თავი ავარიდოთ. მკურნალობას კი მშობიარობის მერე დაასრულებთ.


Posted by: tooth fairy 18 Mar 2014, 17:55
ashley_tko
დარიშხნის პასტა ორსულებში უკუნაჩვენებია. დეპულპინის გამოყენება შეიძლება. ან უადრენალინო საანესთეზიო საშუალებისsmile.gif

Posted by: ashley_tko 18 Mar 2014, 19:42
ikebana
მადლობა მაგრამ დარიშხანის გამოყენება არ შეიძლება, წავიკითხე ნაყოფის სიკვდილიც შეიძლება გამოიწვიოს
tooth fairy
დეპულპინი დარიშხანს ცვლის? თუ სხვა რამეა?იცით როგორი რაღაც მინდა?- კბილის გაბურღვა და ანესთეზია რომ არ დამჭირდეს, არ არსებობს რამე ეგეთი წამალი ორსულებისთვის, დროებით რომ შეაჩეროს ტკივილი?დროებით ანუ 4თვე . დროებითი პლომბი არ მიშველის?

Posted by: ikebana 19 Mar 2014, 05:27
tooth fairy
საიდან მოიტანეთ? .....................
* * *
ashley_tko
შეიძლება დეპულპინიც და სხვა სადევიტალიზაციო პასტებიც, დარიშხანის შემცველი ან მის გარეშე. მოქმედება ერთია -- პულპის ნეკროზი. ყველა მოქმედებს ადგილობრივად და არ ხვდება სისხლში.
უადრენალინო ანესთეტიკის გამოყენების შემთხვევაში კბილის დამუშავება მაინც მტკივნეული იქნება. მაგრამ თუ კბილის ღრუ უკვე გახსნილია დამუშავება ანუ გაბურღვა არ დაგჭირდებათ. თუ გახსნილი არაა, ისეთი წამალი არ არსებობს, როგორიც თქვენ გინდათ, სამწუხაროდ.

Posted by: ashley_tko 19 Mar 2014, 17:26
ikebana
გახსნილია კბილი, გვერდიდან ჩამომტყდა მაგრამ კარიესი აქვს და შემიძლია დროებით უარი ვთქვა მის მოშორებაზე? დარიშხანზე ინტერნეტში წერია
http://orthodont.ge/orsmkurnaloba.htm

ფეხმძიმობისას აკრძალულია:
ადრენალინის შემცველი ანესთეტიკების გამოყენება;
კბილების მკურნალობა დარიშხანის გამოყენებით;
კბილების გათეთრება და პროთეზირება;
კბილის ტკივილის იგნორირება.

Posted by: gogochka 19 Mar 2014, 20:55
ashley_tko
დარიშხანი საშიშია მხოლოდ არასწორად გამოყენების შემთხვევაშიsmile.gifთავისუფლად შეგიძლია გამოიყენოთ დეპულპინი..და საერთოდ გაიკეთეთუადრენალინო ანესთეტიკით ანესთეზიაsmile.gifრომელ ტრიმესტრში ხართ?

Posted by: ikebana 20 Mar 2014, 07:06
ashley_tko
საჭიროა რომ გახსნილი იყოს კბილი ღრუ, ანუ ნერვი. რომ ზედ მოთავსდეს სადევიტალიზაციო პასტა კბილის დამუშავების გარეშე. დარიშხნის შემცველი პასტის გამოყენებისთვის ორსულობა არაა უკუჩვენება. სხვა საკითხია ზოგადად დარიშხნის შემცველობის გამო მისი გამოყენება-არგამოყენება.
gogochka
თუ ღრუ გახსნილი არაა სხვა გზა არაა, მაგრამ უადრენალინოდ ბოლომდე არ გაუყუჩდება თუ მწვავე ტკივილია. ბოლო ტრიმესტრშია.

Posted by: nolt83 20 Mar 2014, 10:04
მოგესალმებით. კითხვა მაქვს სტომატოლოგთან, მერვე კბილმა რომელიც არის ჰორიზონტალურ მდგომარეობაში და სამი წელია უშედეგოდ ცდილობს ამოსვლას დამიზინა მეშვიდე კბილი, პროფესორმა მითხრა, რომ უნდა გაკეთდეს ოპერაცია და ორივე კბილი უნდა ამოვიღო, არის თუ არა იმის შანსი, რომ მეშვიდე კბილი მაინც გადარჩეს? მადლობა წინასწარ

Posted by: gogochka 20 Mar 2014, 11:10
nolt83
რა სახის დაზიანება გაქვს 7კბილზე?8ყველა შემთხვევაში ამოსაღები იქნება და იქნებ გვითხრა 7კბილზე რა გჭირსsmile.gif

Posted by: nolt83 20 Mar 2014, 11:20
QUOTE (gogochka @ 20 Mar 2014, 11:10 )
nolt83
რა სახის დაზიანება გაქვს 7კბილზე?8ყველა შემთხვევაში ამოსაღები იქნება და იქნებ გვითხრა 7კბილზე რა გჭირსsmile.gif

კარიესი, მერვე კბილის დაწოლის შედეგად გარკვეული ნაწილი ჩამოიშალა, დაბჟენას ვაპირებდი და აზრი არ აქვსო, მოკლედ ვარ ასეთ გაურკვევლობაში ამ კბილის გადარჩენა მინდა

Posted by: TeaNats 20 Mar 2014, 11:27
nolt83
რენტგენი თუ შეგიძლიათ რომ გვანახოთ? უნდა ვნახოთ რა სიღრმეზეა კარიესი. შეიძლება გადარჩეს კიდეც

Posted by: nolt83 20 Mar 2014, 11:48
QUOTE (TeaNats @ 20 Mar 2014, 11:27 )
nolt83
რენტგენი თუ შეგიძლიათ რომ გვანახოთ? უნდა ვნახოთ რა სიღრმეზეა კარიესი. შეიძლება გადარჩეს კიდეც

სურათებს ვერ ვუღებ,ცუდი სურათები და ვერაფერს გაარჩევთ სამწუხაროდ

Posted by: ashley_tko 20 Mar 2014, 16:21
gogochka
QUOTE
რომელ ტრიმესტრში ხართ?

მეორეში, 25კვირის

Posted by: M3BB0 20 Mar 2014, 18:29
ისადა დავიპლომბე კბილი 3 თვის წინ რომელიც ძალიან მაგრად მტკიოდა საღეჭი კბილი დაბლითა და ეხლა რას მიშვება გამიმაგრდა კბილი თითქოს ქვასავიYთ არისო და გასიებულიაო და კბილი კბილზე რო ვარტტავ მირტყავს ანუ მტკივა სავით და ისე არ მაწუხებს და რისი ბრალია? ასევე დაპლომბილი კბილის ოღონდ მეორე biggrin.gif იმის გვერძე გამომივიდა რაღაც გაიბერა დაბლითა კბილზე ეგეც მარჯვნივ საღეჭზე მრგვალათ არის გამობეირლი და რა არის არ მტკივა არაფერი უბრალოდ ხელით რო ვაწვები მერე მაქ შეგრძნება თითქოს ტკვილისი smile.gif ვერ ავხსენი კარგად biggrin.gif

Posted by: San1 20 Mar 2014, 20:35
დამეხმარეთ რა ყველაზე კარგი დაზღვევა ვის აქვს? გადაუდებელი არ მინდა, გეგმიური მაინტერესებს

Posted by: TeaNats 21 Mar 2014, 10:41
M3BB0
სავარაუდოდ პერიოდონტიტი გაქვთ. ის რაგაც რაც გაიბერა ღრძილზე სადაა უფრო ზუსტად რომ აღწეროთ და რა ფერის ან ფორმისაა? ალბათ რენტგენის გადაგება იქნება საჭირო ზუსტი დიაგნოსტირებისთვის

San1
სადაზღვეო კომპანია "არდი"-აო ყველაზე კარგიო კლინიკაში რომ ვიკითხე. თუმცა მაინც პაკეტის საფასურზე იქნება უფრო დამოკიდებული ჩემი აზრით ვიდრე კომპანიაზე.კოლეგებო თქვენ რას ფიქრობთ?

Posted by: ika-man 21 Mar 2014, 10:53
გამარჯობათ, კბილის იმპლანტაცია მინდა და რომელ კლინიკას მირჩევდით?

Posted by: gogochka 21 Mar 2014, 11:44
ashley_tko
შეუთანხმდით თქვენს გინეკოლოგს..უადრენალინო ანესთეტიკით მკურნალობა წესით პრობლემას არ უნდა წარმოადგენდეს ამ ვადაზე...smile.gif
* * *
ika-manკლინიკა დენსში გიორგი ქოჩიაშვილთან ან HBI დენტში კახა მეტრეველთან ორივე გამოცდილი კადრიაsmile.gifერთი ვერაზეა,მეორე საბურთალოზე.

Posted by: n_elo 21 Mar 2014, 12:01
ესეთი კითხვა მაქვს მეორე კბილო მქონდა დაპომბილი ტკბილზე მტკიოდა და მივედი არ არის ეს კბილი მოსაკლავიო გადამიგო სურათი გამომიცვალა პლომბი და გამომიშვა ყოველი ჰაერის მოხვედრა მაგიჯებს ისე მტკივა კბილ და კბილს შორის ისევ მივედი მტკივა მეთქი და მიXრა კბილი არ არის ღძილიაო გამიწმინდა რაღაცეები წამისვა და გამომიშვა ისევ მტკივა აი ოდნავ ჰაერი თუ მომხვდა და წყალი მაგიჟებს და თუ არც წყალი მოხვდა და არც ჰაერი მეწვისავით რა ვქნა ისევ ჩავიდე და მოვაკლებვინო კბილი ვეღარ გავიგე მართლა ღზილია თუ კბილი ესე სასწაული ტკივილი ჰაერზე და წყალზე ღძილმა იცის?

Posted by: TeaNats 21 Mar 2014, 13:20
n_elo
როგორც პაროდონტოლოგი შემიძლია თამამად გითხრათ რომ ჰაერზე მტკივნეულობა მხოლოდ კბილმა იცის, თუმცა თუ კბილის ფესვის რაიმე ნაწილი გაშიშვლებულია ღრძილის რეცესიის ანუ დაწევის ან პაროდონტიტის გამო მაშინაც შეიძლება მსგავსი ჩივილები გქონდეთ. სანამ კბილის მოკვლას გადაწყვიტავთ ჯობია პაროდონტოლოგს ანახოთ კბილი. შეიძლება სულაც ცოცხალი გადარჩეს

Posted by: n_elo 21 Mar 2014, 13:50
TeaNats
ცივზეც იცის ტკივილი ღძილმა? ცყალს რომ ვსვავ მაშინაც მტკივა

Posted by: TeaNats 21 Mar 2014, 14:08
არა. ტკივილით თქვენ გტიკავთ კბილი, მაგრამ კბილის ტკივილის მიზეზია გასარკვევი. 1. ან კბილსა და პლომბს შორის არის მიკრო სივრცე და ჰაერის ან ცივის მოხვედრისას გადაეცემა კბილის პულპას ანუ ნერვს, 2. ან ღრძილის რეცესიის ან პაროდონტიტის გამო გაშიშვლებულია კბილის ფესვი და ჰაერის ან ცივის მოხვედრისას გტკივათ. სამწუხაროდ არც ერთ და არც მეორე შემთხვევაში მალამოების წასმა ღრძილზე არ გიშველით.

Posted by: _qaloba_ 21 Mar 2014, 16:08
კბილი ამტკივდა ძალიან , ამასწინად ჩამომტყდა ნახევარი , ორსულად ვარ 11 კვირის , რით შეიძლება გავიყუჩო მითხარითთთ

Posted by: ilushh 21 Mar 2014, 17:10
ესეიგი რაშია საქმე, პლომბი უნდა გამიკეთოს ექიმმა და კბილი გამიბურღა რა და მოწევა შეიძლება? რამე პრობლემას ხო არ შემიქმნის ? დამავიწყდა კითხვა, ანუ პლომბის გარეშეა რა უბარლოდ გახვრეტილია

Posted by: gogochka 21 Mar 2014, 17:14
ilushh
არ მოწიოთ მითუმეტეს თუ დიდი ზომის ღრუ გაქვთ,შესაძლოა გამოიწვიოთ პულპის გაღიზიანება,ასე გაბურღული კბილით რატომ გამოგიშვათ?_qaloba_
გინეკოლოგი თუ გყავთ უკვე აყვანილი მისი დანიშნულებით მიიღეთ ტკივილგამაყუჩებელი,ამ ეტაპზე სტომატოლოგიურ მანიპულაციებს უნდა მოერიდოთ..ერთადერთი შემიძლია ცივი ყინულიანი საფენი გირჩიოთ sad.gif

Posted by: ilushh 21 Mar 2014, 17:21
QUOTE (gogochka @ 21 Mar 2014, 17:14 )
ilushh
არ მოწიოთ მითუმეტეს თუ დიდი ზომის ღრუ გაქვთ,შესაძლოა გამოიწვიოთ პულპის გაღიზიანება,ასე გაბურღული კბილით რატომ გამოგიშვათ?_qaloba_
გინეკოლოგი თუ გყავთ უკვე აყვანილი მისი დანიშნულებით მიიღეთ ტკივილგამაყუჩებელი,ამ ეტაპზე სტომატოლოგიურ მანიპულაციებს უნდა მოერიდოთ..ერთადერთი შემიძლია ცივი ყინულიანი საფენი გირჩიოთ sad.gif

აუ არ ვიცი sad.gif სამშაბათს დამიბარა მოდიო და წასვლის წინ ბამბა ჩამიდო და 15 წუთი გქონდესო და გადააგდეო. არ ზუსტად ჩამიდო თუ არა რამე კბილში დავითომ ბამბის გადაგდებისსას გადმოყვა ?

Posted by: gogochka 21 Mar 2014, 17:26
ilushh
წესით დროებითი ბჟენი უნდა ჩაედოsad.gifმასე არ გამოგიშვებდათ smile.gifრა ჩივილით მიხვედით? თუ ჩვეულებრივი კარიესი იყო,წესით იმავე ვიზიტზე უნდა დაებჟინა..

Posted by: ilushh 21 Mar 2014, 17:31
QUOTE (gogochka @ 21 Mar 2014, 17:26 )
ilushh
წესით დროებითი ბჟენი უნდა ჩაედოsad.gifმასე არ გამოგიშვებდათ smile.gifრა ჩივილით მიხვედით? თუ ჩვეულებრივი კარიესი იყო,წესით იმავე ვიზიტზე უნდა დაებჟინა..

არაფერი არ მაწუხებდა, უბრალოდ პლომბი ამომივარდა რამოდენიმე თვისწინ და რავი ვერ მოვიცალე მისასვლელად. რავი შეიძლება დევს და მე ვერ ვგრძნობ ?

Posted by: San1 21 Mar 2014, 17:31
TeaNats
დიდი მადლობა, გავარკვევ აბა უფრო დეტალურად

Posted by: albutashvili 21 Mar 2014, 18:46
gogochka
TeaNats

მაინტერესებს რომელ კლინიკაში აკეთებენ ნარკოზს და შემდეგ უღებენ კბილს, ან რა ჯდება 1 კბილი

ან ნარკოზი როგორი სახისაა, ნემსით ვენაში თუ აპარატით ასუნთქებენ?


პს: წინასწარ დიდი მადლობა wink.gif

Posted by: gogochka 21 Mar 2014, 19:35
albutashvili
ნარკოზით კბილს დენტოკლუბში იღებენ,მაგრამ ადგილობრივი ანესთეზიითაც მშვენივრად ამოიღებთ..რომელი კბილია?ცალკეა ხოლმე კბილუს ექსტრაქციის ფასი და დაახლოებით 100ემატება ხოლმე ნარკოზისsmile.gif

Posted by: albutashvili 21 Mar 2014, 20:40
gogochka
QUOTE
ნარკოზით კბილს დენტოკლუბში იღებენ,მაგრამ ადგილობრივი ანესთეზიითაც მშვენივრად ამოიღებთ..რომელი კბილია?ცალკეა ხოლმე კბილუს ექსტრაქციის ფასი და დაახლოებით 100ემატება ხოლმე ნარკოზის


ორი მეექვსე დაბლა, ორი მეხუთე მაღლა, ხოარ იცი ნემსით აკეთებენ თუ როგორ? smile.gif

Posted by: gogochka 21 Mar 2014, 21:40
albutashvili
ეგ ნამდვილად არ ვიცი smile.gif ისე მაგ კბილების ამოღება ჩვეულებრივი ადგილობრივი ანესთეზიითაც შეიძლება smile.gif ნარკოზი საკმაოდ დიდი ტრავმაა smile.gif ნუ გეშინიათ ვერაფერს გაიგებთ..ნარკოზი მხოლოდ უკიდურეს შემთხვევაში გამოიყენება სტომატოლოგიაში..არ გირჩევთ როგორც ექიმი smile.gif

Posted by: M3BB0 21 Mar 2014, 23:30
QUOTE (M3BB0 @ 20 Mar 2014, 18:29 )
ისადა დავიპლომბე კბილი 3 თვის წინ რომელიც ძალიან მაგრად მტკიოდა საღეჭი კბილი დაბლითა და ეხლა რას მიშვება გამიმაგრდა კბილი თითქოს ქვასავიYთ არისო და გასიებულიაო და კბილი კბილზე რო ვარტტავ მირტყავს ანუ მტკივა სავით და ისე არ მაწუხებს და რისი ბრალია?

რისი ბრალია დავიჯერო უნდა მივიდე კიდე და ახლიდან უნდა დავიპლომბო თყ რა არის ეს sad.gif(

Posted by: gogochka 22 Mar 2014, 07:11
M3BB0
სავარაუდოდ გაქვთ პერიოდონტიტი,შესაძლოა არასრულფასოვნად მოხდა დაბჟენა და პროცესი პერიაპიკალურად გადავიდა(ფესვის ქვეშ)მიბრძანდით კლინიკაში და გადაიღეთ რენტგენი...3თვე რულიად საკმარისია მაგისთვის რომ პროცესი განვითარებულიყო...

Posted by: სანი 22 Mar 2014, 23:30
გასაკეთებელი მაქვს ინპლანტაცია , გთხოვთ მირჩიოთ სად და ვისთან გავიკეთო ? smile.gif

Posted by: gogochka 23 Mar 2014, 08:18
sanivirusa
HBI დენტში მიცკევიჩზე კახა მეტრეველთან ან ,,დენსში" გიორგი ქოჩიააშვილთან ჯანაშიის 18-ში. ორივე კარგია...
* * *
sanivirusa
HBI დენტში მიცკევიჩზე კახა მეტრეველთან ან ,,დენსში" გიორგი ქოჩიააშვილთან ჯანაშიის 18-ში. ორივე კარგია...

Posted by: სანი 23 Mar 2014, 11:15
gogochka
და კიდე რა მაინტერესებს კუზანოვ დენტში როგორი სპეციალისტები არიან ? კერძოდ რობერტ აგამირიანს მირჩევდით ?

Posted by: Arabuli90 23 Mar 2014, 16:22
წინებზე კბილი დავიპლომბე, ნერვი იყო ამოსაღები ამიტომ გამაყუჩებელი გამიკეთა კბილის ორივე მხარეს თუმცა ვერ გამიყუჩა მარტო თუჩის ნაწილი გამიბუჟდა biggrin.gif კი გავუძელი და სუ გავწყვიტეთ ნერვები biggrin.gif ხოდა მაინტერესებს არასწორად შემირჩია ექიმმა წამალი თუ რატო ვე გამიყუჩდა? ახლო პერიოდში 1-2 კბილზე შეიძლება მომიწიოს კიდევ ნერვის მოკვლა და იმეებზეც ასე უნდა ვიწვალო? ყველა იმას ამბობ გამაყუჩებელს რო მიკეთებენ ყბა რო მომაძრონ ვერაფერს ვიგებო და მე კიდე მარტო ტუჩი რატო გამიბუჟდა

Posted by: /// RiDER 24 Mar 2014, 10:10

QUOTE
გამარჯობათ
სურათის მიხედვით თუ ვიმსჯელებთ კბილი იმდენად დაშლილია რომ მისი გადარჩენა შეუძლებელია, რადგან კბილის კედელი მოტეხილია ფესვების ბიფურკაციის ანუ გაყოფის დონეზე, სავარაუდოდ აქვს პერიოდონტიტი (რადგან აღნიშნეთ რომ სისხლი და სავარაუდოდ ჩირქი გამოდის ხვრელარხიდან). და კიდევ არ მომწონს თეთრი ლაქები ანუ დაჩრდილვა კბილებს შორის. ჯობია იმპლანტაცია გაიკეთოს ვიდრე შეუნარჩუნონ კბილი (არადა უკვე მისი ფესვებია დარჩენილი ფაქტიურად). თან მკურნალობა დარწმუნებული ვარ უგარანტიოდ მოხდება, რასაც მუდმივი პრობლემები, დისკომფორტი და შეიძლება ტკივილიც მოყვეს, პლუს ღრძილების ანთებაც დაერთვება რადგან ბჟენი თუ ხელოვნური გვირგვინი ღრმად იქნება ღრძილში მოთავსებული.

TeaNats
ikebana

დიდი მადლობა პასუხისთვის

Posted by: gogochka 24 Mar 2014, 10:23
Arabuli90
შეიძლება არასწორად ხდება ანესთეზიის გაკეთება..კლინიკასი თუ ყავთ ქირურგი ან ორთოპედი მას გააკეთებინეთ ანესთეზია,თუ კიდევ არ დადგა ე.ი. პრობლემა თქვენშია smile.gif
sanivirusa
მე პირადად მაგ ადამიანზე არაფერი მსმენია,ასე რომ ვერაფერს გეტყვით smile.gif

Posted by: ikebana 25 Mar 2014, 05:39
sanivirusa
კახა გურგენიძე "იმპლანტაციისა და პაროდონტოლოგიის ცენტრი", კანდელაკის 1.

Arabuli90
რომელი კბილისთვის გაგიკეთეს ანესთეზია? საერთოდ ანესეზიის ეფექტურობა დამოკიდებულია გაკეთების ტექნიკაზე, ანესთეტიკის ტიპზე, ხარისხზე, რაოდენობაზე. თუ ქვედა ყბის საღეჭ კბილებზეა საუბარი, ყველაზე ხშირად პირველი ფაქტორია ხოლმე მიზეზი.

Posted by: ilushh 25 Mar 2014, 18:13
ესეიგი დღეს დავიპლომბე კბილი და რო ვაჭერ ერთმანეთს კბილებს მტკივა. ისე არა და რისი ბრალია მივიდე ისევ ექემითან ?

Posted by: gogochka 25 Mar 2014, 19:00
ilushh
არხები დაიბჟინეთ?თუ არხებზე იმკურნალეთ ეგ შეგრძნება ნორმალურია და 2დღეში გაგივლით

Posted by: ilushh 25 Mar 2014, 21:58
QUOTE (gogochka @ 25 Mar 2014, 19:00 )
ilushh
არხები დაიბჟინეთ?თუ არხებზე იმკურნალეთ ეგ შეგრძნება ნორმალურია და 2დღეში გაგივლით

რას ნიშნავს არხები დავიბჟინე ? biggrin.gif ძაან ჩაინიკი ვარ ამ საკითხში

Posted by: gogochka 25 Mar 2014, 22:00
Iქნებ გაიხსენოთ რა გაგიკეთათ ექიმმა?ანუ ფესვზე იმკურნალეთ?თუ კარისეი გქონდათ?
* * *
ilushhკარიესი ვიგულისხმე...შემეშალა ზევით...

Posted by: ilushh 25 Mar 2014, 22:36
QUOTE (gogochka @ 25 Mar 2014, 22:00 )
Iქნებ გაიხსენოთ რა გაგიკეთათ ექიმმა?ანუ ფესვზე იმკურნალეთ?თუ კარისეი გქონდათ?
* * *
ilushhკარიესი ვიგულისხმე...შემეშალა ზევით...

ანუ როგორც ზევით დავწერე უკვე პლომბი ამომივარდა რა და მივედი ჩამისვი მეთქი, არა ფესვზე არ მიმკურნალია. და სოდიანი წყლით გამოივლეო ხშირადო

Posted by: gogochka 25 Mar 2014, 23:25
ilushhსოდიანი წყალი უბრალოდ დაბჟენილ კბილზე არ გამიგიაsad.gifრენტგენი გადაგიღოთ ექიმმა?ფესვის ქვეშ რამე პროცესი ხომ არ ყოფილა?სოდიან სავლებს რისთვის გინიშნავო რა გითხრათ?

Posted by: Arabuli90 27 Mar 2014, 01:22
ikebana
QUOTE
რომელი კბილისთვის გაგიკეთეს ანესთეზია? საერთოდ ანესეზიის ეფექტურობა დამოკიდებულია გაკეთების ტექნიკაზე, ანესთეტიკის ტიპზე, ხარისხზე, რაოდენობაზე. თუ ქვედა ყბის საღეჭ კბილებზეა საუბარი, ყველაზე ხშირად პირველი ფაქტორია ხოლმე მიზეზი.

კი ქვედა ყბის საღეჭ კბილზე, თუ სწორედ ვიცი მე-6 კბილია, ტექნიკას რაც შეეხება არ ვიცი ეს თუ რამეზე მეტყველებს მაგრამ დაახლოებით 5-ჯერ (კბილის ორივე მხარეს) გამიკეთა საერთოდ ვერ ვიგრძენი ოდნავი ჩხვლეტაც კი, არ ვიცი ფაქტია თითქმის ვერანაირი განსხვავება ვიგრძენი, იგივენაირად მტკიოდა ანესთეზის შემდეგაც ბურღვა

Posted by: ikebana 27 Mar 2014, 04:53
Arabuli90
ამ კბილზე სხვა სახის ანესთეზია კეთდება. კბილების მწკრივის ბოლოში, ზედა და ქვედა ყბებს შორის ლორწოვანზე ხდება ჩხვლეტა. რაც თქვენ გაგიკეთდათ რათქმაუნდა არ იმოქმედებდა.

Posted by: 3doorsdown 27 Mar 2014, 22:15
ღრძილის ანთება მაქ (რო ვიწმენდ სისხლი მომდის,ცოტა დასიებული და შეწითლებულია smile.gif) და რა მაინტერესებს ექიმის გარეშე გამოვძვრები და თუ კი როგორ?

Posted by: g12345 27 Mar 2014, 22:35
რა განსხვავებაა კბილის მხატვრულ რესტავრაციასა და ჩვეულებრივ რესტავრაციას შორის?

Posted by: ikebana 28 Mar 2014, 00:38
3doorsdown
პაროდონტოლოგს უნდა მიმართოთ აუცილებლად. იხ. თემა "კითხვა პაროდონტოლოგთან".

g12345
მხატვრული რესტავრაცია ითვალისწინებს ვიზუალურად კბილის მაქსიმალურად მიმახლოებას ბუნებრივთან (ფორმა, ფერის და გამჭვირვალობის ცვლა).

Posted by: 3doorsdown 28 Mar 2014, 20:02
ikebana
მადლობა
თუ არ შეწუხდებით იქნებ კარგი პაროდონტოლოგი გერჩიათ?

Posted by: ikebana 29 Mar 2014, 02:58
3doorsdown
თეა ნაცვლიშვილი. აქაც შემოდის ნიკით TeaNats. პაროდონტოლოგიის თემაში ნახეთ.

Posted by: n_elo 29 Mar 2014, 13:31
დღეს დარისჰხანი ჩამიდეს კბილში და გამომიშვეს ცოტა მტკივა და ნორმალურია?

Posted by: gogochka 29 Mar 2014, 17:57
დარიშხანი ხმარებიდან ამოღებულიაsmile.gifსაინტერესოა ვინ ჩაგიდოთsmile.gifალერგიული ხართ?წესით არ უნდა გტკიოდეთsmile.gifთუ ტკივილი გაგრძელდება მიმართეთ თქვრნს სტომატოლოგსsmile.gif

Posted by: ikebana 30 Mar 2014, 09:12
n_elo
შიეძლება გტკიოდეთ პირველ დღეს, მაგრამ არავითარ შემთხვევაში არ უნდა გტკიოდეთ კბილის კბილზე დაჭერით.

gogochka
ვერ ვიტყვით რომ ხმარებიდან ამოღებულია, არანაირი აკრძალვა არ არსებობს. უბრალოდ არსებობს უკეთესი სადევიტალიზაციო პასტები, უფრო უსაფრთხო, უმტკივნეულო, პროლონგირებული.

Posted by: n_elo 30 Mar 2014, 11:37
ikebana
არა დაჭერით არ მტკივა დგღეს უკვე აღარ მტკივა გუშინ ანესტეზია რომ გავიდ ამაშინ მტკიოდა და შემეშინდა სხვა დროს არასდროს მტკენია და ამიტომ ვიკითხე დიდი მადლოვა გამოხმაურებისთვის

Posted by: user_katie 30 Mar 2014, 22:39
იქნებ დამეხმმაროთ.

არ მახსოვს ოდესმე ექიმთან მივსულიყავი და კბილი ისე გაეყუჩებინოთ რომ არ მტკენოდა, გამიკეთებენ ორ-სამ ნემსს დამიწყებენ გაკეთებას მეტკინება, და ასე სანამ 4-5 ნემსს არ გამიკეთებენ.

მაინტერესებს ეს სტომატოლოგის პრობლემაა თუ ჩემი ორგზანიზმის? და თუ ორგანიზმის ბრალია რა შეიძლება გაკეთდეს?

თან არ მიეჯერებენ ხოლმე რომ ვეუბნები ასე მომდის მეთქი, მარწმუნებენ არ გეტკინებაო, სანამ საქმე-საქმეზე არ მიდგება..

Posted by: n_elo 30 Mar 2014, 23:28
Kidev erti kitxva maqvs kveda 5e kbilze mkonda kista 2welia albat gasuli rac gadavige xoda eqima magze operacia ketdeba an kbili unda amoigoo sxva ekimebsac vachvene da mitxres tu ar izrdeba daanebe tavio akontroleo xoda mec sheveshvi exla amomvarda plombi orsulobisas da dameshala kbili eqima amosagebia kbilio xoda mainteresebs kbili rom amovigo amoyveba°c es kista?tu unda gaichras?

Posted by: KeP 6 31 Mar 2014, 00:13
n_elo
დედაჩემს ამოუღეს ეგ კისტა, ძალიან ცუდი მდებარება ქონდა, ზედა კბილზე იყო
ფაქტიურად მძიმე ოპერაცია ჩატარდა, ჰაიმორის ღრუ გაუხსნეს და მოკლედ ......
მეცხრეში გაუკეთეს, როგორც გამიგია ყველა სირთულის ჩარევა კეთდება

სტომატოლოგიც მოგწერს და როგორც ვიცი შეიძლება ამოყვეს ან არა, ან გასკდეს კიდეც
გააჩნია რა ადგილზეა და რამხელაა, ბევრი ვიცი დადის ესე და არ აწუხებთ ...

Posted by: ikebana 31 Mar 2014, 01:17
n_elo
გააჩნია კისტას, მის ზომას, კბილის მდგომარეობას. მაგრამ კბილის ამოღებისას კისტა არ "ამოყვება" საჭიროა ამოკვეთა, კისტექტომია. სურათი თუ გაქვთ დადეთ ან პმ-ში მაჩვენეთ.

Posted by: n_elo 31 Mar 2014, 10:57
ikebana
http://www.radikal.ru

Posted by: ikebana 1 Apr 2014, 02:06
n_elo
სურათი კარგი არაა, მაგრამ მე ეს უფრო გრანულომა მგონია ვიდრე კისტა. მკურნალობის ცდაც კი შეიძლება. ასეთ მდგომარეობაში რათქმაუნდა პროგრესი არ იქნება, არხის განბჟენა და სწორად დაბჟენაა საჭირო მინიმუმ. უკეთესი იქნება ფესვის მწვერვალი რეგიონის გადაღება, რადგან ფესვების ქვეშ მდებარეობს მნიშვნელოვანი წარმონაქმნი --- ქვედა ყბის არხი, რომელშიც გადის ქვედა ყბის ნერვი. მკურნალობის დასაგეგმად საჭიროა არხის მიმართ ამ კისტის/გრანულობის მდებარეობის გასაზღვრა.

Posted by: n_elo 1 Apr 2014, 08:26
Axali dabjenili kbili ramdeni xanu sheileba mtkiodes? Jbils kbilze rom vacvebi mtkiva

Posted by: ikebana 2 Apr 2014, 06:08
n_elo
თუ ნორმალურადაა დაბჟენილი რამდენიმე დღეში გაივლის, 2-3 დღე. თუ გაგრძელდა მიდით ექიმთან.

Posted by: inga_72 2 Apr 2014, 07:31
მოგესალმებით... გუშინ საღამოს ამტკივდა კბილი...ამ დილით ძალიან შემისივდა, თითქმის თვალთან ავიდა შესიება.... რა მოვიმოქმედო? ვიცი, რომ სანამ არ დაცხრება , ვერ ამოვიღებ... მადლობა წინასწარ....

Posted by: Cymbaline 2 Apr 2014, 17:34
გამარჯობა,
დაახლოებით 1 წლის წინ დავიპლომბე მეცამეტე კბილი; მარა როგორც მაშინ სტომატოლოგმა მითხრა, ისეთ ცუდ დღეში გაქვს კბილის კედელი დიდხანს ვერ გაქაჩავსო.. ჰოდა მთელი წლის განმავლობაში ვგრძნობ რომ ეს დაბჟენილი კბილი ოდნავ ყანყალებს და სისხლდენაც მაქვს და თან ფლოსით წმენდისას დაჭიანების თუ რაღაც დამპლის არასასიამოვნო გემოს ვგრძნობ. წეღან კიდე გაწმენდისას პატარა ნატეხი ჩამოვარდა sad.gif ხოდა ეხლა რა ვქნა?:
->გვირგვინი გადავიკრა?
->რომელ სტომატოლოგიურ კლინიკას მირჩევთ?
->როგორ მასალას?

Posted by: TeaNats 2 Apr 2014, 20:01
inga_72
აუცილებლად მიდით ექიმთან. სავარაუდოდ პერიოდონტიტის გამცვავება გაქვთ, რენტგენი უნდა გადაიგოთ და საჭიროების შემთხვევაში ანტიბიოტიკები დალიოთ. დიდხანს ნუ გადადებთ სტომატოლოგთან ვიზიტს რადგან შესიება არაა კარგის მანიშნებელი

Cymbaline
დარწმუნებული ხართ რომ კბილი ყანყალებს? ეხლა ნატეხი რო ჩამოტყდა კიდევ ყანყალებს თუ აგარ? თუ კბილი მორყეულია პაროდონტოლოგს უნდა მიმართოთ და თუ კბილის ის ნატეხი ყანყალებდა და თქვენ კბილი გეგონათ წესით ეხლა აგარ უნდა გქონდეთ ეგ შეგრძნება და ორთოპედს უნდა მიმართოთ. რენტგენი თუ გაქვთ მაგ კბილის გვანახეთ თუ შეგიძლიათ

Posted by: Cymbaline 3 Apr 2014, 00:40
TeaNats
მადლობა ყურადღებისთვის.
სურათი სამწუხაროდ არ მაქვს. კიდევ რაც შემიძლია ვთქვა, ისაა, რომ კბილი კვლავ ყანყალებს. ტკივილი მაქვს მეთორმეტესა და ამას შორის როდესაც ვიწმენდ, მარა ნერვი მოკლული მაქვს. ხოლი მეთორმეტე ჯანმრთელია, დარწმუნებული ვარ. პაროდონტოლოგია ღრძილების მკურნალობას გულისხმობს?

Posted by: ikebana 3 Apr 2014, 02:48
inga_72
რატომ უნდა ამოიღოთ? იქნებ შეიძლება მკურნალობა. რაც მალე მიხვალთ ექიმთან შენარჩუნების შანსი მეტია.

Cymbaline
ის რაც თქვენ აღწერეთ შეიძლება ნიშნავდეს იმასაც, რომ კბილი მოტეხილია. ამ შემთხვევაში შენარჩუნების შანსი ცოტაა. მინიმუმ რენტგენი უნდა გვაჩვენოთ, რომ უდრო კონკრეტულად გითხრათ რამე.

Posted by: TeaNats 4 Apr 2014, 01:32
Cymbaline

ვეთანხმები ikebana ს, შეიძლება კბილის მოტეხილობაც იყოს. რენტგენი გვჭირდება ყველა ვარიანტში. პეროდონტოლოგია ნამდვილად ღრძილების მკურნალობას გულისხმობს.

Posted by: NATIA11 4 Apr 2014, 10:48
იქნებ იცოდეთ ვინმემ ვაკეში ან ვერაზე სტომატოლოგიური მაღაზია არის??

Posted by: Delirium 7 Apr 2014, 20:25
ამომდის სიბრძნის კბილი და ენის ძირში წითელი რაღაცები გამიჩნდა. მაგის ბრალია? ცოტა ხნის წინ სტომატიტების შემოტევაც მქონდა sad.gif

Posted by: knutis_shaurma 7 Apr 2014, 22:20
ტუჩის შიგნიდან პატარა ფუთქი მადევს ქართულად რა ქვია არ ვიცი პატარა ბუშტუკია და მეწვება
განსაკუთრებით ძმრიანს ან ზოგადად მჟავეზე რეაგირებს მაგრად დაახლოებით 5-6 დღეა ესე მაქვს როგორ გავაქრო?

Posted by: ikebana 8 Apr 2014, 02:17
knutis_shaurma
განსაკუთრებულს ვერაფერს გააკეთებთ. მოერიდეთ მჟავე-ცხარე-მლაშეს და ცხელს. შეგიძლიათ სოლკოსერილის დენტალური ადგეზიური პასტა მიახმაროთ და გაივლის თავისით. მაგრამ თუ რეციდივი ხშირია, მაშინ საჭიროა გამოკვლევა და მიზეზის დადგენა.

Delirium
კი, შეიძლება კავშირში იყოს. პირველ რიგში სიბრძნის კბილს მიხედეთ.

Posted by: baxabaxa 9 Apr 2014, 23:40
ღრძილი შემისიდა ერთ ადგილზე და ფისტულასავით წარმოიშვა, მომდის სისხლიც, რა სავლები შეიძლება გამოვივლო?

Posted by: TeaNats 10 Apr 2014, 00:13
baxabaxa
ფისტულაში თქვენ თუ ჩირქგროვას გულისხმობთ მაშინ სავლები ვერ გიშველით. როგორია ზომაში, რა ადგილასაა, გტკივათ?

პირის ღრუს სავლებებზე და ღრძილებიდან სისხლდენაზე აქ შეგიძლიათ წაიკითხოთ
http://www.parodontolo.ge/როგორ-...

Posted by: ikebana 10 Apr 2014, 02:04
baxabaxa
შეიძლება კბილი ბრალი იყოს. რენტგენია საჭირო.

Posted by: credo 10 Apr 2014, 19:43
სტომატიტი მაქვს, ენაზე ასე 3, ლოყაზე და ტუჩის მიდამოებშიც, მეორე დღეა საჭმელს ვეღარ ვჭამ, პახოდუ ახლა სიცხე მაქვს 38, იოდინოლს, პერეკისს ვივლებ მთელი დღეა და იმ მაალამოსაც ვისმევ, ჰოოდა შედეგი რავი მგოი ისეთი არაფერი, და კიდე რამე მივამატო?

Posted by: ikebana 11 Apr 2014, 00:14
credo
პერეკისი არ გინდათ, იოდინოლიც საკმარისია. და სოლკოსერილი დენტალური ადგეზიური პასტაც მიახმარეთ. როგორც ჩანს ვირუსის ფონზეა.

Posted by: KeP 6 11 Apr 2014, 00:15
credo
იოდინოლში ხომ სპირტია და ჭრილობაზე რომ მოხდება დაგწვავს
პერეკისი წყლულზე უნდა დაიდო და მერე სუსტი მარგანცოვკით მოიწმინდო
მერე უზნაძე წაისვა ... მე ესე დამინიშნეს

Posted by: ikebana 11 Apr 2014, 00:30
KeP 6
იოდინოლი სპირტს არ შეიცავს.

Posted by: KeP 6 11 Apr 2014, 00:34
ikebana
sad.gif არ ვიცოდი
მე მითხრა სტომატოლოგმა შეიცავსო და გააზავეო

Posted by: ikebana 11 Apr 2014, 00:41
KeP 6
არა, არც სპირტს შეიცავს და არც გაზავება უნდა.

Posted by: credo 11 Apr 2014, 09:38
ikebana
QUOTE
პერეკისი არ გინდათ, იოდინოლიც საკმარისია. და სოლკოსერილი დენტალური ადგეზიური პასტაც მიახმარეთ. როგორც ჩანს ვირუსის ფონზეა

სოლკოსერილსაც ვისმევ და იოდინოლსაც მაგრამ მაგრამ მაგრამ : |

Posted by: KeP 6 11 Apr 2014, 16:29
ბრეკეტებისთვის როგორ უნდა იყოს მომზადებული კბილები
ანუ სტომატოლოგის მხრიდან რა უნდა გაკეთდეს?

Posted by: ikebana 12 Apr 2014, 01:29
credo
ასეა, მნიშვნელოვანი შეღავათი არაა ხოლმე. შედარებით ცოტა ადრე გაივლის უბრალოდ.

KeP 6
მოხდეს სიბრძნის კბილების ან მათი ჩანასახების ექსტრაქცია თუ არსებობს, დაიბჟინოს ყველა კარიესი, მოიხსნას ღრძილების ანთება, თუ არის. და მიეცეს პაციენტს ზედმიწევნით ზუსტი ინსტრუქცია ჰიგიენასთან დაკავშირებით, რომელიც რთულდება ბრეკეტის დაყენებასთან ერთად.

David-22
არხების დაბჟენის შემდეგ არის ხოლმე მტკივნეული რამდენიმე დღე, რომელიც ნორმა არაა, მაგრამ განსაკუთრებულ პრობლემებს არ იწვევს. ასეთი ძლიერი ტკივილი თუ გაქვთ აუცილებლად უნდა მიმართოთ ექიმს. იგივეს ან სხვას.

Posted by: KeP 6 12 Apr 2014, 01:40
ikebana
ანუ ჯანმრთელის ამოღებაც აუცილებელია?
ქვედები არც ერთი სიბრძნის კბილი არ მაქვს, არც ჩანასახი და ზემოთები ორივე ცოცხალი და ჯანმრთელია
ორი კბილი საკმაოდ ძმელია sad.gif

Posted by: credo 12 Apr 2014, 10:39
ikebana
QUOTE
ასეა, მნიშვნელოვანი შეღავათი არაა ხოლმე. შედარებით ცოტა ადრე გაივლის უბრალოდ.

ვირუსი მაქვს, ბევრი მაქვს ენაზე და ლოყებზე, დღეს ღრძილებზეც გამიჩნდა + სიცხეები 38-38.5 და + ყლაპვას მიშლის

Posted by: ^Nos_ka 12 Apr 2014, 11:32
გამარჯობა.
მაინტერესებს, ღრძილების მკურნალობა როგორ ხდება?
უFრო კონკრეტულად: ნაცხის ანალიზი (ბაქტერიოFაგში + შესაბამისი Fაგი) - კბილების გაწმენდა ქვებისგან და
რა ხსნარებით თუ სითხეებით ხდება ღრძილების დამუშავება შემდგომ? იოდინოლი,
სოდიანი წყალი და? მალამოს წასმამდე.
დავდივარ სტომატოლიგიურ კლინიკაში, და ყოველ მისვლაზე სხვადასხვა ექიმი სხვადასხვანაირად მიმუშავებს.
არ დაგეზაროთ რა 2kiss.gif

Posted by: M4S73R 12 Apr 2014, 20:46
QUOTE (^Nos_ka @ 12 Apr 2014, 11:32 )
გამარჯობა.
მაინტერესებს, ღრძილების მკურნალობა როგორ ხდება?
უFრო კონკრეტულად: ნაცხის ანალიზი (ბაქტერიოFაგში + შესაბამისი Fაგი) - კბილების გაწმენდა ქვებისგან და
რა ხსნარებით თუ სითხეებით ხდება ღრძილების დამუშავება შემდგომ? იოდინოლი,
სოდიანი წყალი და? მალამოს წასმამდე.
დავდივარ სტომატოლიგიურ კლინიკაში, და ყოველ მისვლაზე სხვადასხვა ექიმი სხვადასხვანაირად მიმუშავებს.
არ დაგეზაროთ რა 2kiss.gif

უნიდენტში მიდი თეა ჯანჯალაშვილთან, თერაპევტიცაა და პაროდონტოლოგიც და შენი ღრძილების პრობლემები წარსულში დარჩება wink.gif

Posted by: TeaNats 12 Apr 2014, 21:37
^Nos_ka

ინფორმაცია ღრძილების მკურნალობაზე და ბაქტერიოლოგიურ ანალიზზეც აქ ნახეთ http://www.parodontolo.ge

სამწუხაროდ ბევრი სტომატოლოგი არაკომპეტენტურად უდგება ამ საკითხს

Posted by: ikebana 13 Apr 2014, 01:39
KeP 6
არ აქვს მნიშვნელობა კბილი ჯანმრთელია თუ დაზიანებული.

Posted by: KeP 6 13 Apr 2014, 08:07
ikebana
დავიღუპე smile.gif)) ზემოთ ორი მაქვსsad.gif
რა ამოიღებს

Posted by: gogochka 13 Apr 2014, 12:52
QUOTE (ikebana @ 12 Apr 2014, 01:29 )
credo
ასეა, მნიშვნელოვანი შეღავათი არაა ხოლმე. შედარებით ცოტა ადრე გაივლის უბრალოდ.

KeP 6
მოხდეს სიბრძნის კბილების ან მათი ჩანასახების ექსტრაქცია თუ არსებობს, დაიბჟინოს ყველა კარიესი, მოიხსნას ღრძილების ანთება, თუ არის. და მიეცეს პაციენტს ზედმიწევნით ზუსტი ინსტრუქცია ჰიგიენასთან დაკავშირებით, რომელიც რთულდება ბრეკეტის დაყენებასთან ერთად.

David-22
არხების დაბჟენის შემდეგ არის ხოლმე მტკივნეული რამდენიმე დღე, რომელიც ნორმა არაა, მაგრამ განსაკუთრებულ პრობლემებს არ იწვევს. ასეთი ძლიერი ტკივილი თუ გაქვთ აუცილებლად უნდა მიმართოთ ექიმს. იგივეს ან სხვას.

მოხდეს სიბრძნის კბილების ან მათი ჩანასახების ექსტრაქცია თუ არსებობს
ეს მოძველებული მიდგომაა smile.gif
* * *
KeP 6
არაფერი არ უნდა ამოიღო,თუ ნორმალურად დგას და თანკბილვას არ რევს,როცა არ არის ბოლომდე ამოსული დ არასწორად დგას მხოლოდ მაშინ იღებენ smile.gif ასე რომ დაწყნარდი...სტომასტოლოგი ვარ მეც და საკმაოდ ჩახედული ვარ ორთოდონტიაშიც....თანამედროვე შეხედულება ასეტია მხოლოდ რეტენირებულ(შეჩერებულ) და არასწორად მდგომ სიბრძნის კბილებს იღებენ :* 2kiss.gif 2kiss.gif

Posted by: KeP 6 13 Apr 2014, 13:28
gogochka
ამოვისუნთქე ცოტაsmile.gif) მადლობა
ჩემმა ქმარმა ამოიღო ოღონდ დაზიანებული ქონდა და 4 ნაკერი დაადეს sad.gif((
სულ ის მახსენდება smile.gif)))))

Posted by: gogochka 13 Apr 2014, 13:49
KeP 6
ყველაფერი კარგად იქნება smile.gif მთავარია კარგ ორთოდონტთან მიხვიდე smile.gif

Posted by: Blur 14 Apr 2014, 11:32
გამარჯობა. ერთი კითხვა მაქვს. პარასკევს ამოვიღე კბილი, ექიმმა მითხრა გვირილა ან ჩაი ან რამე მსგავსი გამოივლეო. შეშუპება კიდევ მაქვს და ახლა გამახსენდა რომ ტრახისანის სავლები მაქვს სახლში, ანოტაციაში უწერია რომ კბილის ამოღების შემდეგ ხმარობენ როგორც ანტიბაქტერიულს და მაგის გამოვლება რომ დავიწყო ხომ არ ჯობია?

Posted by: gogochka 14 Apr 2014, 12:37
გამოივლე....კარგი იქნებაsmile.gifთუ არ გაგიარა შესიებამ მერე ექიმთან მიდი..იმედია ჰიგიენას კარგად იცავsmile.gifთუ არ იცავ დაიცავი აუცილებლად...

Posted by: avtandili11 14 Apr 2014, 12:48
მემგონი არასწორადამომდის სიბძნის კბილი და ამოღება აუცილებელია?

Posted by: gogochka 14 Apr 2014, 13:23
avtandili11
კი აუცილებლადsmile.gifაგირევს კბილთა მწკრივსsad.gifგადაიღე რენტგენი და მიდი სტომატოლოგთან..

Posted by: Blur 14 Apr 2014, 16:54
gogochka
QUOTE
.იმედია ჰიგიენას კარგად იცავ

დამატებით მხოლოდ სავლები დამინიშნა დღეში რამდენჯერმეო. კიდევ რამე უნდა რაც არ ვიცი? ნუ წამლებსაც ვსვამ.
მე6 კბილი ამოვიღე ახლა, რომლის მხარესაც მე8 კბილი ჯერ არ მაქვს, სურათზე გამოჩნდა და აშკარად ცოტა გრძილიც ამობერილია, თუმცა ადგილი არ აქვსო ქირურგმა, შეიძლება რომ ჩამოწიოს მე7 და არ დამჭირდეს იმის ამოღებაც?

Posted by: gogochka 14 Apr 2014, 17:28
Blur
ჰიგიენის დაცვაში ვიგულისხმე კბილების სწორად და საფუძვლიანად გახეხვა-გაწმენდა:ჯაგრისით,ფლოსით,ზღარბუნებით..ყველა მათგანის გამოყენება აუცილებელიაsmile.gifარა სავარაუდოდ თუ ცუდად ამოდის 8-ე კბილი ამოიღებენ..რენტგენი გადაიღეsmile.gif

Posted by: Blur 14 Apr 2014, 18:24
gogochka
QUOTE
ზღარბუნებით

ეს არ ვიცი რა არის biggrin.gif
რაც ჩამოთვალე ზოგადად კბილების ჰიგიენაა და არა კონკრეტულად კბილის ამოღებასთან დაკავშირებული, მე მეგონა უშუალოდ ჭრილობის მოვლისთვის მეუბნებოდი.
QUOTE
თუ ცუდად ამოდის 8-ე კბილი ამოიღებენ

არ უთქვამს ცუდად ამოდისო, უბრალოდ ადგილი არ ეყოფაო და მაგიტომ ვიფიქრე რადგან აქეთ გამოთავისუფლდა თუ შეიძლება რომ ჩამოიწიოსთქო.

Posted by: gogochka 14 Apr 2014, 19:23
მაშინ სრულიად შესაძლებელია smile.gifBlur მთლიანი პირის ღრუს ჰიგიენის დაცვა დიდი როლს თამაშობს ჭრილობის შეხორცებაშიsmile.gif.უშუალოდ ჭრილობისთვის იოდინოლის აპლიკაციები გაიკეთე და ქაცვის ზეთის აპლიკაცია..იოდინოლი+ქაცვის ზეთი.კარგი კომბინაციაა ჭრილობისათვის შესახორცებლად..სოლკოსერილის ან ხოლისალის მალამოს თუ გამოიყენებ ეგეც კარგი იქნება smile.gif

Posted by: ikebana 15 Apr 2014, 01:39
gogochka
QUOTE
მოხდეს სიბრძნის კბილების ან მათი ჩანასახების ექსტრაქცია თუ არსებობს

ამაზე სხავდასხვა აზრი არსებობს თვითონ ორთოდონტებში. მერვე კბილი რომ სწორად იდგეს ძალიან იშვიათია და ასეთები ორთოდონტის პაციენტები ნაკლებად არიან. ჩემი აზრი განაპირობა იმან, რომ ხშირად მინახავს რეციდივი მერვეს გამო. ასევე არაორთოდონტიული თვალსაზრისითაც, თუ მერვეები ოკლუზიაში არ მონაწილეობს (რაც ძალია იშვიათია), მე ამოღებას ვურჩევ. ჰიგიენის კონტროლი ძნელდება და პრობლემებს ქმნის.

Blur
მეშვიდე ჩამოიწევს დროთა განმავლობაში, მაგრამ სივრცე სრულად არ შეივსება. მაშინ ან ორთოდონტიულად უნდა მოხდეს გასწორება, ან მერვე ამოიღოთ და მეექვსე ჩაისვათ, რაც შეიძლება დორულად. ამას აქვს მნიშვნელობა.
ჭრილობას განსაკუთრებული ჰიგიენა არ უნდა. პირიქით, კატეგორიულად დაუშვებელია ჭრილობის მექანიკური გაწმენდა რაიმე საშუალებებით. პირველი დღეებია ჯაგრისის უნდა მოარიდოთ (ეს არ ნიშნავს რომ არ უნდა გაიხეხოთ, პირიქით). სისხლის კოლტი, რომელიც ჭრილობაშია იცავს მას და წარმოადგენს სწრაფი და უპრობლემო შეხორცების გარანტიას. შესაბამისად, არ უნდა დაზიანდეს. საკმარისია ანტისეპტიკური სავლები. ტრაქისანი გამოდგება ამ შემთხვევაში.
მე არანაირად არ გირჩევთ სხვა რაიმე დამატებითი საშუალებების თვითნებურად გამოყენებას ჭრილობისთვის. თუ გაწუხებთ, თუ ტკივილს გრძნობთ, აუცილებლად მიმართეთ თქვენს ექიმს. მეორე-მესამე დღეს ტკივლის დაწყება შეიძლება გართულების (ალვეოლიტის) ნიშანი იყოს. შეშუპება ჩემი აზრით არაა საგანგაშო ამ ვადაზე.

Posted by: Blur 15 Apr 2014, 09:37
gogochka
დიდი მადლობა smile.gif
ikebana
შეხორცებით შეხორცდა თითქოს, მაგრამ ტკივილი არ გადის. საგანგაშოდ არა, მაგრამ ყრუდ მაინც მტკივა, შეშუპებაც არ მომატებულა.
QUOTE
მეშვიდე ჩამოიწევს დროთა განმავლობაში, მაგრამ სივრცე სრულად არ შეივსება

მე6 კბილის სივრცის ამოსავსებად არ მიკითხავს, უბრალოდ არ მინდა მე8 კბილიც ამოვიღო და მაგიტომ დავინტერესდი biggrin.gif

Posted by: ikebana 15 Apr 2014, 21:50
Blur
მე6 კბილის სივრცის შევსება ყველაზე დიდი პრობლემაა აქ.

Posted by: Blur 16 Apr 2014, 09:45
ikebana
დიდი მადლობა რჩევებისთვის, გუშინვე მივედი ექიმთან ალვეოლიტის შემშინდა biggrin.gif სტომატიტი აღმოჩნდა, რადგან ეს თავიდან გასაჭრელი არაა სტომატიტს აღარ ვჩივი :დ

Posted by: ikebana 17 Apr 2014, 00:08
Blur
მიხარია რომ ყველაფერი კარგადაა.

Posted by: iobanivrota 17 Apr 2014, 22:18
გამარჯობა გთხოვთ მიპასუხოთ ფლოსს რომ ვიყენებ
აი ამადგილას სადაც თითი არის გაშვერილი არის საშინელი მყრალი სუნი
სხვა ადგილებში რაც არ უნდა საჭმელი ამოვიდეს სუნი არ აქვს ყოველდღიურად ვხმარობ ფლოსს
ხოლო ამ ადგილას დღეში 9 ჯერ რომ ვიხმარო მაინც აყროლებული სუნი მოყვება
ყველანაირი სავლებები ვცადე მაინც არ შველის
და ნერწყვიც რომ მოყვება ამ ადგილს ნერწყვს დავსუნავ ხოლმე და მაგას ცუდი სუნი აქვს
ეგ ადგილი მაქვს დაპლომბილი დაახლოებიტ 5 წლის წინ
გაშავებულია მაგრამ თქითქოს ერთი შეხედვით არაფერი საგანგაშო არ ეტყობა
მითხარი ამოვიღო თუ რა ვქნა რომ გაქრის რაც მე დავწერე ?

http://www.picz.ge

Posted by: ikebana 18 Apr 2014, 00:37
iobanivrota
ასეთ შემთხვევებში ძირითადად ბჟენია არასწორაად მოთავსებული, რაც იწვევს ლოკალურ პაროდონტიტს. ამას იგრძობთ ფლოსით წმენდის დროს, წამოედება ხოლმე ბჟენის ბასრ კიდეს. შეიძლება გასწორება საკმარისი იყო, შეიძლება გამოცვლა იყოს საჭირო ბჟენის. პლიუს საჭიროა პაროდონტოლოგსაც აჩვენოთ.

Posted by: KeP 6 22 Apr 2014, 08:08
ადრე დავწერე ბჟენი მაქვს მე-6 კბილზე დიდი ანუ ძალიან ღრმა კარიესი იყო
კბილი ცოცხალია,ერთ ადგილას დაჭერაზე მტკივა, მაგ ქერქი ან სემიჩკა თუ მომხვდა
გასინჯა სტომატოლოგმა და არ მეტკინა sad.gif(((
ვერაფერი გავიგეღ, არც მემატება არც მაკლდებ

ეხლა უნდა მოხსნას ბჟენი და ახალი დაადოს და რა პროცედურაა?
ანუ მოხსნა როგორ ხდება? კბილი ხომ არ დაზიანდება ან ბურღვა უნდა?

Posted by: gogochka 22 Apr 2014, 11:29
KeP 6
არა ე.გ. გაბურღვა და პრეპარირება დასჭირდება ოღონდ მცირედsmile.gifანესთეზიის ქვეშ ოღონდsmile.gifვერაფერს გაიგებ ნუ გეშინია:)40-45წუთში მორჩება მაგ ყველაფერს smile.gif

Posted by: KeP 6 22 Apr 2014, 11:37
gogochka
მადლობა, იმედია წესიერად დაიბჟინება 2kiss.gif

Posted by: უცხო 27 Apr 2014, 14:18
პანორამულ სურათს სად იღებენ შედარებით იაფად და ხარისხიანად?

Posted by: KeP 6 27 Apr 2014, 22:06
უცხო
25ღირს ალგანი დენტში...
საიტი ნახე, გპის ხიდთანაა ქვემოთ, ვახუსჰტის ქუჩაზე

Posted by: nikush83 27 Apr 2014, 23:54
ნახევრად ამოსული სიბრძნის კბილი რომ დაიპლომბოს, გაზრდას ხომ შეწყვეტს? აუცილებელია მისი ამოღება? არ მტკივა, ტუმცა ძალიან ცუდად იზრდება-მე-7 კვილს ეხება.

Posted by: უცხო 28 Apr 2014, 00:07
KeP 6
მადლობა, იმედია როცა მივალ გაძვირებული არ დამხვდება smile.gif

Posted by: ikebana 30 Apr 2014, 05:26
უცხო
"ავერსში" ან "HBIდენტში". რამდენადაც ვიცი 25 ღირს ყველგან.

nikush83
არა, ამოჭრას არ შეწყვეტს. მაგრამ თუ ცუდი მდებარეობა აქვს ჯობია ამოიღოთ.

Posted by: Huckleberry 2 May 2014, 20:39
გამარჯობათ

მოკლედ რა მაინტერესებს,კბილების იმპლანტაცია გავარკვიე რაც არის და როგორც ხდება ყველაფერი,ახლობელს უნდა გაიკეთოს მთელ ზედა ყბაზე და თუ შეგიძლიათ მითხრათ რამდენი $$$ დაჯდება?



Posted by: ucxo777 2 May 2014, 21:32
ხშირი კარიესის გაჩენა რისი ბრალი შეიძლება იყოოს??

Posted by: M4S73R 4 May 2014, 18:47
QUOTE (ucxo777 @ 2 May 2014, 21:32 )
ხშირი კარიესის გაჩენა რისი ბრალი შეიძლება იყოოს??

კარიესი ყველაზე გავრცელებული დაავადებაა მსოფლიოში sad.gif გამოწვეულია ნახშირწყლების ჭარბი მიღებითა და მათი პირის ღრუში დაყოვნების ხანგრძლივობით, ასევე არასათანადო ჰიგიენით რათქმა უნდა. ძალიან კარიესოგენულია ყველანაირი ტკბილეული რადგან საქაროზას შეიცავს, განსაკუთრებით საწუწნი კანფეტები, ასევე კომპოტებიც

Posted by: zviiigo 5 May 2014, 19:49
კბილს გარე მხარეს აღარ ჰქონდა ემალი, მოშორებული იყო, რამოდენიმე ხნის წინ კი გარეთა მხარეს ჩამოიშალა პატარა ნაწილი კბილის, ისე რომ შიგნით ღრძილი გამოჩნდა, არც მტკივა, არ ირყევა, რა ვუშველო?

Posted by: M4S73R 6 May 2014, 21:24
zviiigo
QUOTE
კბილს გარე მხარეს აღარ ჰქონდა ემალი, მოშორებული იყო, რამოდენიმე ხნის წინ კი გარეთა მხარეს ჩამოიშალა პატარა ნაწილი კბილის, ისე რომ შიგნით ღრძილი გამოჩნდა, არც მტკივა, არ ირყევა, რა ვუშველო?

თუ კბილი მკვდარია, ანუ ადრე ნამკურნალები და ნერვი ამოღებულია, არც გეტკინებათ, ან მეორე ვარიანტია რომ დეფექტი მინანქრის ფარგლებშია და არ აღწევს დენტინის, ანუ მგრძნობიარე შრის დონეს. ნებისმიერ შემთხვევაში დასაბჟენია და ფიზიოლოგიური ფორმა უნდა მიეცეს კბილის გვირგვინს, დეფექტი თუ შენარჩუნდა რბილ ქსოვილებს მუდმივად გააღიზიანებს რაც ჩემი აზრით პირის ღრუში ყველაზე სახიფათოა.

Posted by: ikebana 7 May 2014, 01:29
Huckleberry
ამას აქ ვერავინ გეტყვით, მითუმეტეს როცა სამქმე მესამე პირს ეხება.

Posted by: ნათინიუსი 9 May 2014, 01:31
ვაიმეე, გავაფრენ მგონი,ვერ გავიგე კბილი მტკივა თუ ღრძილი sad.gif(( 1 თვის წინ ვიმკურნალე მთლიანი პირის ღრუ,სულ კაწკაწი გამიდის,არანაირ კარიესი არ მჭირს. ხოდა 3 დღეა უცებ,რომ არ ვიცი რატომ და საიდან ღრძილი გამისივდა ,უკან ქვედა ყბის, ბოლო კბილის და ოდნავ გვერდზე კბილის ღრძილებიც შემიშუპდა და ზედა ყბის წინა კბილი ისე მტკივა,ენაც კი თუ მოხვდა მაფრენინებს,ცივზე მიწყნარდება და ცხელ ამ მოთბილო წყალზე ძალიან მტკივა. მუხის ქერქის ნაყენიც ვივლე,გვირილისიც და არაფერი მშველის და რა მჭირს,რატომ არ მიცხრება ;(( რომ ვუყურებ უკან ღრძილს ფერი შეცვლილი არ აქვს,შესიებაც არ ჩანს,უბრალოდ მე ვგრძნობ და მტკივა ძაან.

Posted by: ikebana 9 May 2014, 05:43
ნათინიუსი
ჯერ ქვედა ყბაზე. დააზუსტეთ რა ადგილასაა შეშუპება. 1. თუ ბოლო კბილის უკანაა, შეიძლება სიბრძნის კბილთან იყოს დაკავშირებული. 2. თუ კბილსა და კბილს შორისაა ანუ დვრილი თუა შეშუპებული, შეიძლება ბჟენია ამ ადგილზე ცუდად მოთავსებული და ეს იწვევს. 3. თუ უფრო კბილის ფესვთანაა, შეიძლება რომელიმე კბილის არხებთან იყოს დაკავშირებული.
ზედა ყბაზე -- სავარაუდოდ ეგ კბილი დანაბჟენი გაქვთ, მაგრამ თავიდანაა სამკურნალო. თუ ასე არაა, მაშინ დაწერეთ კიდევ რა სიმპტომები გაქვთ, როგორია ტკივილის ხასიათი.

Posted by: nikush83 9 May 2014, 20:38
ikebana

ძალიან მეშინია კბილის ამოღების, მინდოდა ნარკოზით გამეკეთებინა მარა მირჩიეს ორგანიზმისთვის არ ვარგაო, მითხარით სხვა რა ხერხი არსებობს ნარკოზის გარდა რომ სიბრძნის კბილის ამოღება არ მეტკინოს? ან ყველაზე ნაკლებად?
facepalm.gif

Posted by: Goodman 9 May 2014, 20:50
ელუდრილის შესახებ ნორმალურად მითხარით რა...
ვხსნი ანადუღარ(სასურველია) წყალში, ცივში ხო?
და რამდენი წყაალში უნდა გავხსნა 10-15მლ?

თან წერია პოლსტაკანაო და მეც საშუალო, სტანდარტული ჭიქაში ვასხამ ნახევრამდე წყალს და მეორეს მხრივ თავად იმ ჭიქარს, რომელიც მოჰყვება ელუდრილს აწერია ვოთერ/აკვა... და ვეღარ გავიგე რამდენში უნდა გავაზავო

ერთ გახსნაზე მთლიანად უნდა გამოვივლო ხო? დღეში 20მლს ჯამში არ უნდა ავცდე თუ ერთ გახსნაზე?

Posted by: ნათინიუსი 9 May 2014, 21:22
QUOTE (ikebana @ 9 May 2014, 05:43 )
ნათინიუსი
ჯერ ქვედა ყბაზე. დააზუსტეთ რა ადგილასაა შეშუპება. 1. თუ ბოლო კბილის უკანაა, შეიძლება სიბრძნის კბილთან იყოს დაკავშირებული. 2. თუ კბილსა და კბილს შორისაა ანუ დვრილი თუა შეშუპებული, შეიძლება ბჟენია ამ ადგილზე ცუდად მოთავსებული და ეს იწვევს. 3. თუ უფრო კბილის ფესვთანაა, შეიძლება რომელიმე კბილის არხებთან იყოს დაკავშირებული.
ზედა ყბაზე -- სავარაუდოდ ეგ კბილი დანაბჟენი გაქვთ, მაგრამ თავიდანაა სამკურნალო. თუ ასე არაა, მაშინ დაწერეთ კიდევ რა სიმპტომები გაქვთ, როგორია ტკივილის ხასიათი.

დიახ,ზედა ყბაზე მეათე კბილი მაქვს დაბჟენილი მეთერთმეტე კბილის საზღვარზე და მაგ გამყოფ ზღვარზე მტკივა და ფეთქვასაც ვგრძნობ, სიცხე მაქვს დღეს.
ქვედა ყბას რაც შეეხება,პატარაობაში ამოღებული მაქვს ერთი კბილი მეცხრამეტე კბილია ნუმერაციით და მაშინ ექიმმა მითხრა ეს სივრცე შეივსებაო, და ზუსტად მეთვრამეტე კბილის ღრძილია გასიებული თან გამაგრებულია და მომყოლი კბილებიც ოდნავ შეშუპებულია ოღონდ ასე თვალით არაფერი ეტყობა,რომ შეხედავ,მე ვგრძნობ უბრალოდ. სტომატოლოგთან უნდა მივიდე თუ პაროდონტოლოგთან?

Posted by: ikebana 10 May 2014, 00:45
ნათინიუსი
ამერიკული სისტემით ითვლით ალბათ კბილებს. მოდი დავაზუსტოთ. ანუ ზედა ყბაზე მარცხენა გვერდითა საჭრელი გაქვს დაბჟენილი ეშვის მხარეს და ეს კბილი გაწუხებთ. თუ შეხებაზე გტკივათ არხი იქნება სამკურნალო, როგორც გითხარით.
ქვედა ყბაზე მარცხენა პირველი მოლარი გაქვთ ამოღებული ესეიგი. სივრცე შეივსო? ალბათ არა. ორთოდონტიის გარეშე სრულად არ დაიხურება. ქვედა ყბაზე ალბათ პაროდონტოლოგიური პრობლემაა.

nikush83
ამოღება ისედაც არ უნდა გეტკინოთ, თუ ნაესთეზიას იკეთებეთ. მთავარია გამოცდილი ქირურგი.

Goodman
გამარჯობა გუდმენ smile.gif თუ ექიმს რაიმე სპეციალური განზავებით არ დაუნიშნავს, საერთოდ ასე გამოიყენება სავლებად: ბოთლს მოყვება დანაყოფებიანი ჭიქა. ასხამ 10-15 მლ-ს და შეავსებ ზედა ხაზამდე გრილი/თბილი წყლით. გამოიყენება 2-3ჯერ დღეში.
ანუ სამზარეულოს ჭიქა არ უნდა გამოიყენო, ძალიან განზავებული გამოვა.

Posted by: Goodman 10 May 2014, 01:03
ikebana
პრივეტ smile.gif
მადლობა
ძაან განვაზავე ორჯერ უკვე )))
წყალი გადავადუღე უკვე, გავამზადე და ცივია რა, ხო არა უშავს?


Posted by: ikebana 10 May 2014, 01:24
Goodman
უნდა იყოს თბილი. ჩაუმატე ცოტა მდუღარე წყალი.
არ ვიცი წყლის ადუღება ექიმმა თუ გირჩია რაიმე მოსაზრებით, თორემ ისე არაა საჭირო წყლის გადადუღება.

Posted by: Goodman 10 May 2014, 01:33
ikebana
მგონი ანოტაციაში ამოვიკითხე ანადუღარი წყალიო
რავი იმ პატარა ჭიქაში რა უნდა ჩაეტიოს, სულ ცოტა ცხელი წყალი და სულ ცოტა ცივი ესე იგი

Posted by: ikebana 10 May 2014, 02:39
Goodman
თუ ანოტაცია ნათარგმნია, დიდი შანსია საკუთარი შეხედულებისამებრს ჩაემატებინათ smile.gif შეგიძლია დაგუგლო.
სავლებისთვის დიდი რაოდენობა არაა აუცილებელი. მიზანი მექანიკური გამორეცხვა არაა, არამედ ანტისეპტიკური მოქმედება, ცოტაც გადანაწილდება პირის ღრუს ყველა უბანში.

Posted by: Colors123 10 May 2014, 11:35
1 წლის წინ ვიყავი სტომატოლოგთან ნახევარი საათი რაგაცეები აკეთა
ვერ გავუძელი და წამოვედი, მგონი ღია მაქ კბილი დატოვებული,
ეხლა მაგ კბილთან ქვედა ყბა მაწუხებს რომ ვაღებ პირს მიჭირს მტკივა
რაგაცნაირად, ძაან საშიშია? ღია კბილში რამე ინფექციის შეჭრაა შესაძლებელიი? sad.gif

Posted by: Just_smile 10 May 2014, 11:56
სასის უკანა მხარეს ენით რომ ვეხები გამონაყარივით მაქვს, სარკეში არ ჩანს, მეფხანებასავით თან ცოტა და რისი ბრალი შეიძლება იყოს? user.gif user.gif user.gif

Posted by: saali18 10 May 2014, 20:57
ყველა კბილი სწორი მაქ 1ის გარდა წინა მეორე კბილია ზედა და ისიც ერთ მხარეს თავის ადგილზეა და ბოლოს ცოტა ამოწეულია ანუ ოდნავ ჭირდება ჩაჯენა და ბრეკეტებს ამის გამო ვერ ჩავისმევ და რამე სხვა საშუალებას ხო ვერ მირჩევთ თუ არსებობს?

Posted by: aleqsandre777 10 May 2014, 22:07
მაინტერესებს 3D რესტავრაცია თუ რაგაც კბილები საკმაოდ დაგრეხილი მაქვს და 25 ვარ და ეს რკინების თავი არ მაქვს...გირს მაგის გაკეთება საკმაოდ ძვირი კიღირს 220 ლარი ერთი კბილი მაგრამ ანუ გამძლეა და რას მეტყვით?

Posted by: anano-anano 10 May 2014, 22:17
გამარჯობათ.ორი თვის წინ დავიბჟინე კბილი,რომელსაც დასჭირდა ნერვის მოკვლა,იმის გამო რომ ძალიან გაუვალი არხები მქონდა ექიმის თქმით,რამოდენიმეჯერ დამჭირდა,წამლის ჩადება რომ ნერვი მოეკლა,რამაც გამოიწვია ღრძილის დვრილების გაშავება (და საბოლოოდ საერთოდ გაქრა თავად დვრილები და კბილებს შორის ღრმული გაიკეთა,თითონ კბილი არ მტკივა არანაირად, თუ წყლის ჭავლით ძლიერად გამოვიწმენდ ოდნავ ვგრძნობ ტკივილს,მაგრამ ჩემი პრობლემაში იმაში არის რომ მაინტერესებს ღრძილი დაიბრუნებს თავის ფორმას და აღსდგება (ღრძილის დვრილი) თუ ესე დარჩება საბოლოოდ.. sad.gif sad.gif ხანდახან ფლოსით გაწმენდისას უსიამოვნო სუნს ვგრძნობ დაბჟენილი კბილის ფესვიდან (ან გრძილიდან),ამიტომ მაწუხებს ეს კითხვა,გმადლობთ წინასწარ..

Posted by: ikebana 11 May 2014, 00:56
Colors123
ღია კბილის დატოვება დაუშვებელია. მხოლოდ კბილის დაკარგვა ყველაზე მარტივი გამოსავალია. აუცილებლად უნდა მიხვიდეთ და იმკურნალოთ, ან ამოიღოთ.

Just_smile
შეიძლება იყოს ჰერპესული გამონაყარი. ტიპიური ადგილია.

saali18
შეიძლბეა გვირგვინით ან ვინირით გასწორება, სიტუაციას გააჩნია.

aleqsandre777
ეს კითხვა ბევრჯერ იყო უკვე დასმული. 3D რესტავრაცია --- ასეთი მეთოდი არ არსებობს. ის რასაც ეს კონკრეტული ექიმი უწოდებს, მხოლოდ მას შეუძლია აგიხსნათ რა არის და რითი განსხვავდება საერთოდ არსებული მეთოდებისგან.

anano-anano
სავარაუდოდ იმ "წამალმა" რომელიც კბილში ჩადეს, გამოიწვია ღრძილის ნეკროზი. დვრილი თავისით არ აღდგება.

Posted by: saali18 11 May 2014, 13:26
ikebana
ვინირი როგორ კეთდება? და კარგად აკეთებენ საქართველოში?გვირგვინით არ მინდა ფაიურის კბილი. მინდა რო ჩემი გამისწორონ
და კბილის გათეთრების რომელ საშუალებას მირჩევდით მგრძნობიარე კბილები მაქ

Posted by: ikebana 12 May 2014, 02:44
saali18
მგრძნობიარე მინანქარი საერთოდ უკუჩვენებაა გათეთრებისთვის, მაგრამ გააჩნია ხარისხს და იმას, როგორი გათეთრების რეჟიმია საჭირო. ვინირის ტექნოლოგიის აქ აღწერას ალბათ ჯობია იუთუბზე ნახოთ, უამრავი ვიდეოა. თუ გითხვები გაგიჩნდებათ მერე გიპასუხებთ.

Posted by: zanduki 13 May 2014, 16:38
გამარჯობა, მაინტერესებს რომელი მეთოდით არის მისაღები კბილების გაწმენდა, უსაფრთხო ? (კბილი რომ არ დაზიანდეს)

Posted by: ikebana 14 May 2014, 01:43
zanduki
რა მეთოდებს გულისხმობთ? გაწმენდა ხდება ულტრაბგერის აპარატის საშუალებით და, თუ საჭიროა დამატებით ხელის ინსტრუმენტებით (ღრძილქეშა სივრცეში).

Posted by: qorda 14 May 2014, 13:49
ჩასმა რა ღირს?.............................

Posted by: Just_smile 16 May 2014, 18:43
ikebana
ქავილი მთელ სასაზე მომედო გუშინწინ და 2 დღეა ისეთი შეგრძნება მაქვს პირში ბევრ ტყემალს რომ შეჭამ და ღრძილები და ლოყის შიგნითა მხარე რომ გისკდებასავით user.gif

Posted by: ikebana 17 May 2014, 04:24
Just_smile
უნდა მიხვიდეთ ექიმთან. ლორწოვანი გარსის პათოლოგიები ისედაც რთული სადიაგნოსტიკოა და ვირტუალურად ამის გაკეთება შეუძლებელია.

Posted by: gvelis_wiwila 17 May 2014, 18:28
მოკლედ კბილი მტკივა ძალიან. ისედაც არ ვღეჭავდი ყბის ამ მხრით და ცივზ/ცხელზე მომატებული მგრძნობელობა მქონდა.

5 დღის წინ ტკივილი დამიწყო. 2 დღის წინ მოვლითი მწვავე ტკივილი - ხან მტკივა, ხან ძააალიან მტკივა და ხან თითქოს საერთოდ არ.

ვიყავი კლინიკაში. გამიწმინდეს, დამიმუშავეს, მითხრეს ასეთი რამე - ან ნერვის ანთებაა და უნდა მოვკლათო, ან ღრძილების ამბავიაო. ორშაბათამდე ივლე, პარადონტაქსით იხეხე და ორშაბათს გადავწყვიტოთ რომელიაო.


კარგი დიაგნოზია?

Posted by: Just_smile 18 May 2014, 20:40
ikebana
გამიარა თავისით, ერთიორჯერ გვირილის ნაყენი გამოვივლე chups.gif

Posted by: narkozeli 18 May 2014, 21:04
gvelis_wiwila
QUOTE
კარგი დიაგნოზია?


კარგი დიაგნოზი რა თქმაუნდა არ არის,არცერთი ვარიანტი არ არის ადვილი და კბილისთვის სასურველი smile.gif რენტგენი არ გადაგიღეს?

Posted by: ikebana 20 May 2014, 04:07
gvelis_wiwila
დიაგნოზი საერთოდ არ დაუსვამთ. საინტერესოა რატომ.
რენტგენი თუ არა ცოტა მეტი ინფორმაცია მაინც დადეთ, კბილი როგორ მდგომარეობაში, ტკივილის ხასიათი როგორია, რადმენი ხანია გტკივათ და ტკვილისის დაწყებას რას უკავშირებთ...

Posted by: yoyoyo 25 May 2014, 07:18
გამარჯობა, წითელა დამემართა და ექიმმა ერთკვირიანი შიდაპატიმრობა მომისაჯა. საშინლად ამტკივდა 4 წლის წინ დაპლომბილი ზედა მარჯვენა 4-5 კბილები და 2-ჯერ გამოვიყენე სავლები. 2 დღე საშინლად მტკიოდა, ახლა შედარებით იკლო ტკივილმა, თუმცა მთელი ზედა ნაწილი დამიჩირქდა და ლოყა დამისივდა. სახლის პირობებში როგორ მივხედო საკუთარ თავს? საშინელ დღეში ვარ sad.gif

პ.ს სადღაც ერთი წლის წინაც ამტკივდა ეს კბილები, მაგრამ რამდენიმე დღეში გამიარა და მერე ყოველთვის გადავდე სტომატოლოგთან ვიზიტი sad.gif

ikebana

იქნებ, დამეხმაროთ sad.gif

Posted by: ikebana 28 May 2014, 06:50
yoyoyo
თუ ფისტულაა და ჩირქის დრენირება ხდება, კარგია, დაცხრება თანდათან. თბილი სოდიანი მიახმარეთ.
თყ ფისტულა არაა, ანტიბიოტიკი უნდა დალიოთ, მაგრამ თქვენი მდგომარეობის გამო აუცილებლად შეუთანხმეთ ექიმს.

Posted by: alamo 7 Jun 2014, 19:26
ნერვის ამოღება როგორ ხდება კბილი უნდა გაიბურღოს და ისე ამოვიდეს?

Posted by: qetqeta 8 Jun 2014, 09:56
გამარჯობა.კბილი მტკივა ძალიან კარიესია და დღეს ექიმთან ვერ მივალ რადგან ალერგიულობაზე ანალიზი მაქვს ასაღები. გმაყუჩებელიც აღარ მიყუჩებს მგონი. კბილის პასტა და კატაბალახაში დასველებული ბამბა მიყუჩებს და შეიძლება ასე ინტესიურად გმოყენება??

Posted by: exploit 10 Jun 2014, 15:58
გამარჯობათ
კბილების გათეთრება გადავწყვიტე და ჯამში 600 ლარამდე მისვავენ

100 ლარი დღეს გადავიხადე გასუფთავებაში და გათეთრებაში
დამიბარა ქიმიურად გაგითეთრებო + მოყვება შპრიცებიო და ეგ მთლიანად მგონი 370 ლარი მითხრა

+ კაპი უნდა დაგიმზადონო ეგეც კაი ძვირი მითხრეს ფასი არ მახსოვს

მაბოლებენ ხო?

Posted by: ikebana 11 Jun 2014, 05:34
alamo
კი

qetqeta
შეძლებისდაგვარად მალე მიდით ეექიმთან. სხვადასხვა საშუალებების დადებით შეიძლება ღრძილი დაიწვათ, გარდა იმისა რომ ტკივილმა შძეიძლება თავისითაც გაგიაროთ, მაგრამ კბილი გართულდება მომავალში.

exploit
რა ქვია თქვენს სისტემას, რითიც უნდა გაითეთროთ.


Posted by: Greenbro 14 Jun 2014, 20:01
გამარჯობათ,

ორსულობის დროს როგორ ხდება კბილის დაპლობვა ?

13 კვირის ორსულია და ჭამის დროს რაღაც მკვრივი იდო საჭმელში სავარაოუდოდ მარილს გაყვა ქვა თუ რაღაცა და ცოტაზე ჩამოტეხა კბილი, მეშინია ტკივილები არ დაიწყოს და როგორ უნდა დაიპლომბოს? რა შაშუალებებია გაყუჩებისთვის რო ნაყოფს არ ავნოს?

მადლობა

Posted by: taamo 15 Jun 2014, 09:20
ძლიერი ნერწყვდენა შეიძლება რამენაირად შესუსტდეს?

Posted by: ninito-91 15 Jun 2014, 20:26
ე.ი. ქვედა ყბაზე ერთ კბილს ნაწილი ჩამოტყდა, სავარაუდოდ დასაპლომბი იქნება, მაინტერესებს ნერვის მოკვლას გულისხმობს ეს? რამე სხვანაირადაც ხო არ კეთდება?

Posted by: ikebana 15 Jun 2014, 21:47
Greenbro
შუა ტრიმესტრი შედარებით უასფრთხოა ანესთეზიისთვის, თუ ორსულობა ნორმალურად მიდის. შეიძლება უადრენალინო ანესთეტიკის გამოყენებაც, გააჩნია რა პროცედურა იქნება ჩასატარებელი. შეიძლება ანესთეზია არც იყოს საჭირო, გააჩნია "პატარა" ჩამოტეხილი რამხელაა რეალურად.

taamo
პირველ რიგში, პაციენტი არ უნდა იყოს მშიერი. ძლიერი ნერწყვდენა პრინციპში არ უნდა იყოს პრობლემა, თუ ექიმი კოფერდამით მუშაობს და კარგი გამწოვი სისტემა აქვს.
განსაკუთრებულ შემთხვევებში გამოიყენება ატროპინის შემცველი პრეპარატები.
* * *
ninito-91

აუცილებელი არაა რომ ნერვის მოკვლა იყოს საჭირო.

Posted by: Limes 16 Jun 2014, 20:30
გამარჯობათ


მტკიოდა კბილი, კარიესის გამო, გამიკიეთეს პლომბი ისე რომ ნერვი არ მოუკლავთ. ეხლა ისევ მტკივა და რამდენად ნორმალურია ეს??

Posted by: ikebana 17 Jun 2014, 05:22
Limes
თუ გტკიოდათ, ესეიგი კარიესი კი არა უკვე პულპიტი იყო. ანუ არხები იყო სავარაუდოდ სამკურნალო.

Posted by: lika_law 17 Jun 2014, 20:14
გამარჯობა
მეუღლეს პირის ღრუში უკვე წელიწადზე მეტია უჩნდება თეთრი ბუშტუკი, სტომატიტივით, მტკივნეულია საკმაოდ როგორც თვითონ აღწერს, გაუვლის, ისევ გაუჩნდება, ღრძილებზე, ქვემოთ სასაზე და სხვადასხვა ადგილებში, ხოლისალის მალამოს ისვამდა და უცებვე გაუვლიდა ხოლმე, მაგრამ მაინც ჩნდება და ძალიან შემაწუხებელია... ეხლა აიღო ნაცხი და ამოითესა ,,სტრეპტოკოკუს დურანს" უხვი ზრდით და ,,ე.კოლი" ზომიერი ზრდით...იქნებ გაგვარკვიოთ რა არის? მადლობა წინასწარ

Posted by: Faun 18 Jun 2014, 14:58
რა ღირს ერთი კბილის დაპლომბვა დაახლოებით? და რა მაინტერესებს წლებია არ დამიპლომბავს და ტექნოლოგიების მხრივ რამე შეიცვალა პლომბებში ადრე მალე ვარდებოდა პლობი ეხლა როგორ არის>??? არის რაიმე ძვრა ამ კუთხით?

Posted by: taamo 18 Jun 2014, 16:53
ერთი კვირის წინ სტომატოლოგმა კბილში მომიკლა ნერვი, იმის შემდეგ რამოდენიმეჯერ მივედი და ვერ პლომბავს, იმიტომ რომ რაღაც წკირები რომ აქვთ, მაგით ჩადის არხში და მტკივა. ფაქტობრივად ერთ კვირაზე მეტია ასე მიგრძელდება ტკივილები, საღამოს იმატებს ხოლმე განსაკუთრებით, მეუბნება ნერვი არ იქნება ჩარჩენილი, უბრალოდ მოსაშუშებელიაო და რამდენად შეიძლება დავუჯერო, ან რის ბრალი შეიძლება იყოს ეს ტკივილი, პარალელურად ბოლო ორი დღეა ყელის ის მხარე ამტკივდა, საითაც ეს კბილია

Posted by: ikebana 19 Jun 2014, 05:38
lika_law
მორეციდივე აფთოზური სტომატიტის მიზეზი ბევრი შეიძლება იყოს. ინფექციის წინააღმდეგ ანტიბიოტიკის კურსი ეფექტური იქნება. პლიუს ვიტამინოტერაპია და რაც მთავრია, პირის ღრუს ჰიგიენური მდგომარეობის გაუმჯობესება. ზუსტი მითითებები ექიმმა უნდა მოგცეთ დათვალიერების შემდეგ.

Faun
დაახლოებით ბოლო 20 წელია არსებობს საშუალებები და მეთოდები, რომ ბჟენები არათუ მალე, საერთოდ არ ვარდებოდეს. მთავარია გყავდეთ ექიმი რომელიც ამ ყველაფერს ფლობს.

taamo
მე პირადად გირჩევდით ექიმი შეგეცვალათ.

Posted by: lika_law 19 Jun 2014, 08:30
ikebana
მადლობა...ისე, სულ იღებს ვიტამინებს და ყოველთვის წესრიგში აქვს კბილები და ღრძილები და ცოტა არ იყოს გვიკვირს ასეთი მდგომარეობა... ვის მივმართოთ?დერმატოლოგს, სტომატოლოგს თუ თერაპევტს?

Posted by: taamo 19 Jun 2014, 09:30
ikebana
QUOTE
მე პირადად გირჩევდით ექიმი შეგეცვალათ.


კი ვაპირებ sad.gif

Posted by: Limes 19 Jun 2014, 13:48
ikebana
დიდი მადლობა smile.gif))

.........................

Posted by: ikebana 19 Jun 2014, 21:48
lika_law
წესით სტომატოლოგს უნდა მიმართოთ, ვინც ლორწოვანის დაავადებებში სპეციალიზდება.
ზოგადი მდგომარეობის მხრივ უჩივის რამეს? ხომ არ მატულობს ტემპერატურა გამწვავების პერიოდში? იმუნიტეტის მდგომარეობა როგორი აქვს? ხომ არ აწუხებს ქრონიკული ტონზილიტი, ჰაიმორიტი, ფრონტიტი?

Posted by: ltdswarowski 19 Jun 2014, 23:03
გამარჯობათ! მაინტერესებს სტომატოლოგიური მომსახურების ანაზღაურების ყველაზე კარგი პირობები რომელ სადაზღვევო კომპანიას აქვს?

Posted by: FletcheR 20 Jun 2014, 15:42
გამარჯობათ,
გუშინ დავიპლომბე კბილი
რომელია არ ვიცი როგორ ითვლება, მოკლედ საღეჭი კბილია მარჯვნივ ზედა ყბაზე. არ მივხედე დროზე და თითქმის ნახევარი კბილი ჩამოშლილი მქონდა. ნუ ნერვი მოკლა დამიბჟინა არხები. 4 არხი მქონია რენდგენზე გამოჩნდა ვერ იპოვა მანამდე და გაუკვირდა spy.gif 1 არხი ძალიან მტკიოდა ძლივს გამომისუფთავა. 3 ნემსი გამიკეთა.
ხოდა ეხლა კბილის კბილზე დაჭერით მტკივა ძალიან. ნუ გუშინ ოდნავადაც რო ვეხებოდი ლამის მაგაზეც მტკიოდა
დილას ჭამის დროს მაგრად დავაჭირე შემთხვევით და ლამის გონება დავკარგე ისე მეტკინა biggrin.gif

კი მითხრა 2-3დღე გეტკინებაო, შეიძლება 1 კვირაც გტკიოდეს ინდივიდუალურიაო.
ვიცი ჯერ მეორე დღეა მარა მაინც რამდენი ხანი უნდა მტკიდოეს ? ნორმალურია რაც მითხრა შეილება 1 კვირაც გტკიოდესო ?

პირველად დავიპლომბე კბილი ცხოვრებაში არ მქონია კბილებზე პრობლემა. მარტო ეს ერთი კბილი გამიფუჭდა. 20წლის ვარ.

Posted by: Faun 21 Jun 2014, 03:42
რა ღირს ერთი კბილის დაპლომბვა დაახლოებით,, მითხრას ვინმემ

Posted by: tamuna_mpt 30 Jun 2014, 14:39
FletcheR
არხის დაპლომბვის მერეე სადღაც 3-4 დღე ვერ ვღეჭავდი მაგ კბილით. ჯამში სადღაც 2 კვირა ყრუდ მტკიოდა.. მერე სულ გამიარა.

Posted by: gogochka 30 Jun 2014, 17:00
Faun
ნორმალური ბჟენით 50 და ზევით smile.gif smile.gif

Posted by: ninilion 3 Jul 2014, 11:27
გამარჯობათ, შეგიძლიათ მირჩიოთ კარგი იმპლანტოლოგი და ორთოპედი? კონსულტაცია მჭირდება, მომწერეთ პ.მ ში

Posted by: nineus 4 Jul 2014, 15:50
ორსულობისას ანესთეზიისთვის რას იყენებენ ვერ მეტყვით? დღეს ვიყავი ერთ სტომატოლოგთან და ულტრა კაენს ვიყენებთო და სინჯზე გამიშვა, არადა ჩემი სტომატოლოგისგან ვიცი (შვებულებაში და სხვასთან იმიტომ ომიწია წასვლა), ულტრაკაენს არ ვაკეთებთ ორსულობისასო, ორსულობამდე მიყუჩებდა მაგით, სინჯზეც იგივე მითხრეს კლინიკაში და აღარ გავიკეთე და იქნებ გამარკვიოთ ვინმემ? cry.gif

Posted by: masho00 4 Jul 2014, 23:29
ikneb kargi stomatologi mirchiot

Posted by: ninilion 5 Jul 2014, 00:11
QUOTE (nineus @ 4 Jul 2014, 15:50 )
ორსულობისას ანესთეზიისთვის რას იყენებენ ვერ მეტყვით? დღეს ვიყავი ერთ სტომატოლოგთან და ულტრა კაენს ვიყენებთო და სინჯზე გამიშვა, არადა ჩემი სტომატოლოგისგან ვიცი (შვებულებაში და სხვასთან იმიტომ ომიწია წასვლა), ულტრაკაენს არ ვაკეთებთ ორსულობისასო, ორსულობამდე მიყუჩებდა მაგით, სინჯზეც იგივე მითხრეს კლინიკაში და აღარ გავიკეთე და იქნებ გამარკვიოთ ვინმემ? cry.gif

ულტრაკაინი ყველაზე ძლიერია და არ შეიძლება ორსულობისას როგორც ვიცი. მე ორსულად რომ ვიყავი თერაპევტმა უარი მითხრა მაგაზე. სხვა გამაყუჩებლები შეიძლება გააჩნია რა ხნის ხარო

Posted by: nineus 5 Jul 2014, 11:46
QUOTE (ninilion @ 5 Jul 2014, 00:11 )
QUOTE (nineus @ 4 Jul 2014, 15:50 )
ორსულობისას ანესთეზიისთვის რას იყენებენ ვერ მეტყვით? დღეს ვიყავი ერთ სტომატოლოგთან და ულტრა კაენს ვიყენებთო და სინჯზე გამიშვა, არადა ჩემი სტომატოლოგისგან ვიცი (შვებულებაში და სხვასთან იმიტომ ომიწია წასვლა), ულტრაკაენს არ ვაკეთებთ ორსულობისასო, ორსულობამდე მიყუჩებდა მაგით, სინჯზეც იგივე მითხრეს კლინიკაში და აღარ გავიკეთე და იქნებ გამარკვიოთ ვინმემ?  cry.gif

ულტრაკაინი ყველაზე ძლიერია და არ შეიძლება ორსულობისას როგორც ვიცი. მე ორსულად რომ ვიყავი თერაპევტმა უარი მითხრა მაგაზე. სხვა გამაყუჩებლები შეიძლება გააჩნია რა ხნის ხარო

ჰო მეც ძაან გამიკვირდა ულტრაკაენი რო მითხრა, მეორე ტრიმესტრში ვარ და ჩემს სტომატოლოგსაც ვერ ვურეკავ რო ვკითხო

Posted by: Scoorp 5 Jul 2014, 11:53
nineus

უბისთეზინზე იკითხე აბა თუ შეგიძლია ვინმესთან შეიძლება თუ არა

Posted by: gogochka 5 Jul 2014, 22:27
nineus
სკანდონესტი და მეპივასტეზინი კეთდება ორსულობის დროს..ორივე ანესთეტიკი უადრენალინოა..ასე რომ სინჯი ამ ანესთეტიკებზე ჩაიტარეთ smile.gif smile.gifmasho00
მე რეზიდენტი ვარ..ჩემთან მკურნალობა უფასოა ჯერჯერობით smile.gif კარგ სტომატოლოგებსაც ვიცნობ..პმ-ში მომწერე..
* * *
Scoorp
უბისტეზინი და ულტრაკაინი ერთი ჯგუფის ანესთეტიკებია..არ კეთდება ოტსულებში...

Posted by: n_elo 7 Jul 2014, 13:25
ესეთი კითხვა მაქვს კალცი მაქვს ძალიან დაბალი ხოდა პერიოდულად ხან ერთი კბილი ამტკივდება ხან მეორე ხან მესამე და ეს იმას ნიშნავს რომ კბილი მაქვს აუცილებლად გასაკეთებელი თუ უბრალოდ რახან კალცის ნაკლებობა ამქვს მგრძნობელობა მაქვს მომატებული?

Posted by: Scoorp 7 Jul 2014, 13:36
gogochka

უი ეგ არ ვიცოდი smile.gif

* * *
ვინმემ ამიხსენით გთხოვთ
კბილების ნადებისგან და ქვებისგან გაწმენდა რას მოიცავს სრულად???

ყველა თავისებურად აკეთებს ამას თუ არის რამე პროცედურა კონკრეტულად?
დღეს იმდენი სისხლი წამომივიდა რო გავიკეთე sad.gif
ადრეც გამიწმინდავს მაგრამ :/

ვიცი რეალურად ძაან ცუდ დღეში მაქვს ღრძილები, და შეიძლება საფუძვლიანად გაკეთების შემთხვევაში ამდენი წამოვიდეს?
ვიცი რო სისხლი ბევრს მოსდის ამ პროცედურისას მაგრამ მგონი ნამეტანი იყო :/


Posted by: gogochka 7 Jul 2014, 19:38
n_elo
მგრძნობელობა შეიძლება ნამდვილად გქონდეს მომატებული მინერალების ნაკლებობის გამო smile.gif მაგრამ კბილის ტკივილს ნამდვილად ვერ გამოიწვევს smile.gif გირჩევ სტომატოლოგთან მისვლას smile.gif
Scoorp
კბილების პროფესიული წმენდა თავის თავში გულისხმობს 3 პროცედურას:
1.სკეილინგი–ულტრაბგერითი აპარატის საშუალებით
2.Air-flow-სპეციალური ფხვნილით და მაღალი წნევით კბილთაშორისი სივრცეების გასუფთავება
3.მსხვილ და წვრილდისპერსიული კბილის პასტითა და ჯაგრისით კბილების გასუფთავება smile.gif
სისხლდენა გვაქვს ძირითადად მაშინ როდესაც გვაქვს ღრძილების ანთება..ნადებისა და ქვების სრულფასოვანი მოცილების შემდეგ ანთება შედარებით ცხრება... თუ დაინიშნება ადეკვატური მკურნალობა ანთება სრულად იქნება ლიკვიდირებული და სისხლდენაც აღარ გექნებათ smile.gif

Posted by: Scoorp 7 Jul 2014, 22:16
gogochka

აუჰ ჩემთვის ეს გერმანულია biggrin.gif
სპეციალური ფხვნილით რაღაც ჩოთქივით რო ტრიალებდა ძლიერად ეგაა ხო ალბათ?
ანთება მაქვს კი სერიოზული და ალბათ მაგიტომაც მქონდა.
აი მესამე პუნქტი რომელია არვიცი, მგონი არ გაუკეთებია biggrin.gif
თუ პირველი არ ვიცი smile.gif))
უცხოსთან ვიყავი მოკლედ წმენდაზე და მანამდე სადაც ვყოფილვარ სულ სხვანაირად მიწმენდნენ და ვეღარ გავარჩიე რომელი იყო რეალურად უკეთესი
შემეშინდა რამე ხო არ დამიზიანა კბილებზე თქო იმდენად ძლიერი იყო დღევანდელი წმენდა

Posted by: gogochka 7 Jul 2014, 23:11
Scoorp
http://www.google.ge/search?q=dental+airflow+images&client=ms-android-samsung&hl=en-GB&source=android-search-app&v=133247963&source=lnms&tbm=isch&sa=X&ei=4e-6U5TiJKG-sQTb3IGYBQ&ved=0CAcQ_AUoAQ#facrc=_&imgrc=dm_oCdRkHOVX5M%253A%3Bc6gMLGcoklWL-M%3Bhttp%253A%252F%252Fwww.sundentalclinic.com%252FAdmin%252Fphotos%252Fbuyuk%252F634643218088827384.jpg%3Bhttp%253A%252F%252Fwww.sundentalclinic.com%252Fteknoloji.aspx%3B600%3B516 აი ამ ლინკზე ნახე 2 პუნქტის ხელსაწყო smile.gifმიხვდები გაიკეთე თუ არა.

Posted by: Scoorp 8 Jul 2014, 09:57
gogochka

კი იყო მგონი მოვკარი რაღაც მაგდაგვარს თვალი
პაკეტიდან რო ყრიდა რაღაცებს ეგეც დავინახე ))
ანუ ფხვნილი იყო
დღეს დილით სისხლის კოლტი მქონდა კბილებზე sad.gif და კიდევ მომდიოდა
ძლივს გავიჩერე :/
* * *
რას გავიჩერე
ისევ მომდის sad.gif
გადავირიე რა
ვის უნდა ენდო საერთოდ ვერ გაიგებ
რა გავაკეთო ან რითი გავაჩერო ეხლა ეს mad.gif

Posted by: gogochka 8 Jul 2014, 19:32
ამისთანა რა გაგიკეთა?მასეთი სისხლდენა არ უნდა გქონოდა..პროთრომბინი როგორი გაქვს?
* * *
ამისთანა რა გაგიკეთა?მასეთი სისხლდენა არ უნდა გქონოდა..პროთრომბინი როგორი გაქვს?

Posted by: Scoorp 8 Jul 2014, 23:19
gogochka


არ ვიცი )
ეტყობა სერიოზული პრობლემა მაქვს მართლა
გამიჩერდა.
ანუ ერთი კონკრეტული ადგილიდან მოდიოდა,ალბათ იქ ცუდად მოხვდა
* * *
თერაპევტი თუ შემოდის აქ და რომელიმე ხართ,გამომეხმაურეთ გთხოვთ smile.gif
რაღაც კითხვა/თხოვნა მაქვს)

Posted by: Yan-LoonG 9 Jul 2014, 01:07
ვინმეს ასეთი რამე გაგიკეთებიათ: ერთი ჯანსაღი კბილი მაქვს (ეშვი) და მინდა მისი იმპატანტით თუ რაღაც ჯანდაბით შენაცვლება.
პროსტა ჯიშით მაქვს ეს ეშვი დიდი და წინ წამოწეული „::DDD და სიცილის დროს ვამპირს ვგავარ. შეიძლება რო შევანაცვლო ეს ჯანსაღი კბილი???

Posted by: gogochka 9 Jul 2014, 10:09
Yan-LoonG
თავისუფლად შეგიძლიათ..მიმართეთ ორთოდონტ-სტომატოლოგს.

Posted by: nineus 10 Jul 2014, 00:55
QUOTE (gogochka @ 5 Jul 2014, 22:27 )
nineus
სკანდონესტი და მეპივასტეზინი კეთდება ორსულობის დროს..ორივე ანესთეტიკი უადრენალინოა..ასე რომ სინჯი ამ ანესთეტიკებზე ჩაიტარეთ smile.gif smile.gifmasho00
მე რეზიდენტი ვარ..ჩემთან მკურნალობა უფასოა ჯერჯერობით smile.gif კარგ სტომატოლოგებსაც ვიცნობ..პმ-ში მომწერე..
* * *
Scoorp
უბისტეზინი და ულტრაკაინი ერთი ჯგუფის ანესთეტიკებია..არ კეთდება ოტსულებში...

მადლობა დიდი smile.gif

Posted by: ikebana 10 Jul 2014, 03:44
Scoorp
ძლიერ გაწმენდაში რას გულისხმობთ?

Yan-LoonG
იმპლანტს გულისხმობთ ალბათ. ამისთვის კბილი უნდა ამოიღოთ. მაგრამ იქნებ ჯობია ორთოდონტიული მკურნალობის ვარიანტი განიხილოთ. თუარადა უნდა მიმართოთ იმპლანტოლოგს. თუ კბილი ჯანმრთელია, შესაძლებელია იმავე ვიზიტზე ამოღებაც და იმპლანტაციაც.
* * *
nineus
ვერ დავეთანხმები კოლეგას. უბისთეზინი და ულტრაკაინი (ორივე არტიკაინს შეიცავს) ორსულებში რათქმაუნდა კეთდება. ჩვეულებრივი განზავებითაც და საჭიროების შემთხვევაშ მეტი განზავებითაც, ანუ როცა ნაკლებ ადრენალინს შეიცავს. გააჩნია ორსულობის მიმდინარეობას და ვადას, ასევე ჩასატარებელ პროცედურას.

Posted by: Scoorp 10 Jul 2014, 10:11
ikebana

ადრე სხვაგან რო გამიწმინდავს არ ყოფილა ამდენად მტკივნეული პროცესი და აი ის ფხვნილითაც არ გაუწმინდავთ (ეტყობა მაშინ საფუძვლიანად არ გამიკეთეს)
და ახლა არ ველოდი,არც ვიცოდი თუ ასე ხდებოდა რეალურად კბილების ნადებისგან და ქვებისგან გაწმენდა )
სისხლმაც შემაშინა,მაგრამ მაგრამ ჩემი ღრძილების ბრალია,ცუდ დღეში მაქვს

Posted by: gogochka 10 Jul 2014, 13:20
ikebana
ყველა ვადაზე ახალი პროტოკოლით თავს არიდებენ განზავებულის გაკეთებასაც კიი...როცა არსებობს უადრენალინო ანესთეტიკებიიი..გვერდითი მოვლენების გარეშე....

Posted by: Yan-LoonG 10 Jul 2014, 16:49
ikebana
კი ჯანსაღია 100% givi.gif რა დამიჯდება ეს პროცედურა? და სად მირჩევთ რო გავიკეთო?

Posted by: ikebana 11 Jul 2014, 02:43
Scoorp
ფხვნილით გაწმენდა ანუ air-flow ცვლის აბრაზიული პასტით გაპრიალების ეტაპს. ანუ ულტრაბგერით გაწმენდის მერე ან ერთი უნდა გაკეთდეს, ან მეორე. ადრე თუ პასტით გიტარებდნენ პოლირებას, ეს არ ნიშნავს რომ ცუდად გიწმენდნენ. ეაფლოუს მინუსი კი ისაა, რომ თუ სწორად არ ჩატარდა პროცედურა, ადვილია ღრძილის დაზიანება.
თავისთავად სისხლდენა პროცედურის დროს საგანგაშო არაა, მაგრამ თუ გრძელდება პროცედურის დამთავრების შემდეგ, საყურადღებოა ნამდვილად. მაგრამ მიზეზს ვერავინ გეტყვით ექიმის გარდა, რომელიც დაათვალიერებს პირის ღრუს.

gogochka
უადრენალინო ანესთეტიკი მწვავე პულპიტის დროს გიცდიათ? ტკივილი კი არანაკლები სტრესია ორსულისთვის და მისი სწრაფად მოხსნა აუცილებელია.
თავის არიდება საჭიროა რათქმაუნდა და პრიორიტეტული უადრენალინო ან მეტად განზავებული ანესთეტიკებია, მაგრამ ვერ ვიტყვით რომ არტიკაინი არ გამოიყენება ორსულებში.

Yan-LoonG
რა დაგიჯდებათ ვერ გეტყვით, იმპლანტაცია მგონი სადღაც 1000 ლარის ფარგლებშია. გირჩევთ კახა გურგენიძეს "VPდენტალ"-ში. მაგრამ უფრო მეტად გირჩევთ ორთოდონტთან კონსულტაციას.





Posted by: unknown lady 11 Jul 2014, 10:29
ხალხო, თუ იცით ქავთარაძეზე ალერგიაზე სინჯის გაკეთება შაბათს შეიძლება? მუშაობენ?

Posted by: nolt83 15 Jul 2014, 13:24
მოგესალმებით მეშვიდე კბილი მაქვს ძალიან ცუდ მდგომარეობაში, დაბჟენა მინდა მაგრამ სტომატოლოგმა აზრი არ აქვსო, მერვე კბილი ბჟენს მალე ჩამოაგდებსო, არადა უკვე ორი დღეა საშინლად მტკივა და მხოლოდ ნერვი რომ მოკლან ეს ბავშვს საფურთხეს ხომ არ შეუქმნის? ( 5 კვირის ორსულობა), მადლობა გამოხმაურებისთვის

Posted by: ikebana 19 Jul 2014, 02:04
nolt83
ამ ვადაზე სხვა გზა მაინც არაა. ამოღებით ვერ ამოიღებთ და ტკივილის ატანაც არ შეიძლება. მაგრამ ადრენალინიან ანესთეტიკს ვერ გაიკეთებთ და დარიშხანოვანი პასტით ან მისი ანალოგით შეიძლება ნერვის მოკვლა და არხების დროებით დაბჟენა. მერე კი, როცა გააჩენთ გადაწყვეტთ ექიმთან ერთად როგორ მოიქცეთ.

Posted by: xx3xx 20 Jul 2014, 15:19
სადმე კაი სტომატოლოგი არ იცით დასაპლომბი მაქ კბილები და რაგაც შავი წერტილებია ზოგგან

Posted by: Leo woman 20 Jul 2014, 15:59
ikebana
1.ქუთაისში თუ იცით სტომატოლოგიური კლინიკა სადაც კერამიკულ ვინირებას აკეთებენ???
დავიტანჯე ვეღარ გავიგე ვისთან მივიდე და ვის ვენდო....
აქ ერთგან მითხრეს რომ კერამიკას აკეთებენ ოღონდ ჯერ დაკლიბავენ და არ მინდა დაქლიბვა.

2. ასეთი კითხვა მაქვს: კბილის ნაწილი ღრძილებთან ახლო უფრო ყვითელია და ზემოთ თეთრი.ზედა ფერი რაც არის ის სავარაუდოდო ჩემი ემალის ბუნებრივი ფერია. ერთიანი ფერის მისაცემად რა არის საჭირო? წმენდას რომ ეძახიან 50 ლარიანს ,ეს უშველის???

Posted by: მანანიკო 21 Jul 2014, 11:47
მოკლედ თუ ვინმე კომპეტენტური ხართ იმედია უპასუხოდ არ დამტოვთ smile.gif

კბილის ამოღება მინდა.. ხოდა სასტიკად არ მინდა დავლიო ანტიბიოტიკები rolleyes.gif

აუცილებელია კბილის ამოღების მერე ანტიბიოტიკი? სავლებები არ ეყოფა? user.gif

Posted by: n_elo 22 Jul 2014, 11:10
გამარჯობათ ესეთი კითხვა მაქვს ხუთშაბათს დავიპლომბე კბილი ნერვი მომიკლა და არხი დაპლომბა 4ე კბილია ხანდახან წყალს რომ ვსვავ აი უცბად ძალიან მეტკინება ასე 5წამი ძლიერი ტკივილი და გადის მერე რა შეილება იყოს? სხვა კბილი არაა რადგანა მოღებული მაქვს და არც პროცესი იყო არაფერი სურათი რომ გადამიღო
* * *
mananiko81
აუცილებელი არაა ანტიბიოტიკი დალიო მე კისტა მქონდა რომ ამომიღეს ამოფხიკეს მაგრამ არ დამჭირვებია ანტიბიოტიკი

Posted by: მანანიკო 22 Jul 2014, 11:45
n_elo

მადლობა
2kiss.gif

Posted by: kravai9 23 Jul 2014, 22:03
ძალიან გთხოვთ ვინმემ ამიხსენით, რა არის კბილების 3d რესტავრაცია, ფოტოები ვნახე დაღრეცილი კბილების და მერე გასწორებულის და ერთ დღეში ვაკეთებთო და რა არის ბურღით და პლომბით ასწორებენ? რაიმეს აკრავენ ზევიდან კბილს? თუ რაიმე სხვაა?

Posted by: merciamercia 24 Jul 2014, 18:34
კბილი როცა დაჩირქებულია, ჯობია ამოიღოს თუ შესაძლებელია დაპლომბვა? როგორ ჯობია, ზოგმა ერთი გვითხრა, ზოგმა მეორე user.gif

Posted by: ikebana 25 Jul 2014, 01:46
Leo woman
1. ქუთაისში ნადვილად არ ვიცი. ისე არამგონია კერამიკის ვინირებს აკეთებდნენ საერთოდ.
2. ერთ კბილზეა საუბარი თუ ზოგადად ყველა კბილზე გაქვს ეს პრობლემა?

mananiko81
როცა საჭიროა აუცილებელია. ყოველთვის არაა საჭირო. გააჩნია არის თუ არა დაინფიცირებული ან დაინფიცირების შანსი. თუ ჩირქოვანი ანთებაა, ინიშნება და აუცილებელია.

n_elo
უნდა გამოირიცხოს კარიესი მაგ მიდამოში რომელიმე სხვა კბილზე.

kravai9
ჯერჯერობით არც არავინ იცის ამ ექიმის გარდა. მისი მოგონილი ტერმინია და მხოლოდ ბუნდოვან განმარტებას იძლევა. თუ ჩემი ვარაუდი სწორია ამ მეთოდთან დაკავშირებით, არ გავუწევდი რეკომენდაციას. ისე, ალბათ დეტალებზე იმ პაციენტებს უნდა ჰკითხოთ, ვინც ჩაიტარა ეს მკურნალობა, ან მიხვიდეთ კონსულტაციაზე, რომელიც მგონი ფასიანია.

* * *
merciamercia
ძალიან ხშირად ჩირქოვანი პროცესი ექვემდებარება სწორ მკურნალობას.

Posted by: kravai9 25 Jul 2014, 01:48

QUOTE
ჯერჯერობით არც არავინ იცის ამ ექიმის გარდა. მისი მოგონილი ტერმინია და მხოლოდ ბუნდოვან განმარტებას იძლევა. თუ ჩემი ვარაუდი სწორია ამ მეთოდთან დაკავშირებით, არ გავუწევდი რეკომენდაციას. ისე, ალბათ დეტალებზე იმ პაციენტებს უნდა ჰკითხოთ, ვინც ჩაიტარა ეს მკურნალობა, ან მიხვიდეთ კონსულტაციაზე, რომელიც მგონი ფასიანია.

დიდი მადლობაsmile.gif

Posted by: merciamercia 25 Jul 2014, 12:19
ikebana
QUOTE
ძალიან ხშირად ჩირქოვანი პროცესი ექვემდებარება სწორ მკურნალობას. 

მადლობა, მკურნალობა დაუნიშნეს ზუსტად დამპლომბვამდე smile.gif

Posted by: natia_m77 25 Jul 2014, 22:46
გამარჯობა.
ზედა ყბაზე ბოლო კბილი ამტკივდა, გარედან დაზიანება არ ჩანს თითქოს, მაგრამ ლოყის შიდა ნაწილზე შეხებისას მტკივა
ხელის შეხებისას მტკივა, ღრძილზე ხელის გასმით მტკივა

რამდენიმე დღე ექიმთან ვერ მივალ და გამაყუჩებლის გარდა რით შემიძლია ვუმკურნალო თავს? user.gif

Posted by: ikebana 29 Jul 2014, 04:52
natia_m77
შეიძლება ღრძილი გაწუხებთ და არა კბილი. ძნელია რამის რჩევა როცა გაურკვეველია მდგომარეობა. შეშუპება, სისხლდენა, ცივზე/ცხელზე რექცია---- იქნებ დააკონკრეტოთ სიმპტომები. ასევე რა იწვევს ტკივილის გაძლიერებას.

Posted by: ავგაროზი 29 Jul 2014, 18:02
კბილებზე მაქვს ბზარები, რომლებიც მხოლოდ ახლოდან დაკვირვებით შეიმჩნევა.
შეიძლება რომ ამის გამო კბილები დამეშალოს?
tuk.gif

და რა ვქნა ბზარების გასაქრობად? სპეც. კბილის პასტა არსებობს?

Posted by: ikebana 2 Aug 2014, 04:16
ავგაროზი
არა, ამის გამო კბილები არ დაგეშლებათ. თუმცა მეტია კარიესების და პიგმენტაციების გაჩენის, მგრძნობელობის მომატების ალბათობა. რეკომენდებულია ფტორის და მინერალების შემცველი საპროფილაქტიკო საშუალებები. მაგალითად ეს http://kbilebi.wordpress.com/category/%E1%83%9E%E1%83%90%E1%83%AA%E1%83%98%E1%83%94%E1%83%9C%E1%83%A2%E1%83%94%E1%83%91%E1%83%98%E1%83%A1%E1%83%97%E1%83%95%E1%83%98%E1%83%A1/%E1%83%9E%E1%83%A0%E1%83%9D%E1%83%A4%E1%83%98%E1%83%9A%E1%83%90%E1%83%A5%E1%83%A2%E1%83%98%E1%83%99%E1%83%90/

Posted by: ronald_wesley 6 Aug 2014, 09:11
რა მაინტერესებს , სერიოზულად ვწერ ,ხშირად როცა კბილი მტკივა ან მექავება ხელს რომ ვიკიდებ სექსუალურ აღგზნებადობას განვიცდი და რამე გადახრა ხო არაა ?

Posted by: jemliko2 7 Aug 2014, 09:36
gamarjoba,
zeda grdzilze kbilebis zemot patara tetri certilebivit amoburculebi maqvs. dges shevnishne da ar vici ramdeni xania rac maqvs. enas rom mivideb marto mashin vgrdznob rom amoburculia odnav.
ra aris an ra sheidzleba rom iyos?
imedia ar daizarebt mokled pasuxis daceras vinc icis an hqonia msgavsi ram.
madloba

p.s. mobilot var da qartulad ver vcer, bodishit shriftze

ikebana
iq ro iyo tema cyals gtxovda tu purs? epasuxat jer da mere dagexura... an ro daxure aq mainc gadmogetana shekitxva... aseti fexebzemkidia xalxi rogor xart vgijdebi ra...

Posted by: naina525 7 Aug 2014, 13:29
ვინმე დამეხმაერთ, ლაქტაციის დროს რომელი გამაყუჩებლის მირება შეიძლება, გამაგიჟა კბილმა და ვერ მივდივარ დღეს ექიმტან... sad.gif((

Posted by: paranoid 7 Aug 2014, 13:38
დაპლომბილი სიბრძნის კბილი დამიჩირქდა მეორედ უკვე ერთი წლის განმავლობაში, ადრე ყრუდ მტკივდებოდა ხოლმე თითქმის შეუმჩნევლად, მას მერე რაც კიდეზე ჩამომტყდა პატარათი ასე მიჩირქდება ხოლმე, ვღლიტო სულ ამოვიღო? ღრძილში ინფექცია ჩადის როგორც ჩანს.

Posted by: gogochka 11 Aug 2014, 14:36
paranoid
თუ უკვე მეორედ დაგიჩირქდათ ჯობია ამოიღოთ!რომელ ყბაზე?ზედაზე თუ ქვედაზე?
naina525
ლაქტაციის პერიოდში გამაყუჩებელთან დაკავშირებით მიმართეთ თქვენი პატარას პედიატრს smile.gif

* * *
jemliko2
შეიძლება იყოს კბილის ე.გ. ქვა რომელიც გაწმენდის შედეგად ადვილად მოცილდება,ან შესაძლოა იყოს კარიესის დაწყებითი სტადია,რომელსაც ხაოიანობა ახასიათებს,შესაძლოა ეგ ხვდებათ უხეშად..უმჯობესი იქნება მიხვიდეთ ექიმთან smile.gif

Posted by: paranoid 11 Aug 2014, 21:49
gogochka
მადლობ გამოხმაურებისთვის. ქვედაზე.

Posted by: gogochka 11 Aug 2014, 22:21
paranoid
ქვედაზე მითუმეტეს,არ მინდა შეგაშინოთ მაგრამ ძალიან საშიშია,ჯობია მიაკითხოთ კარგ კლინიკას,ანთებითი პროცესის ჩაცხრობის შემდეგ დაუყოვნებლივ ამოიღოთ!

Posted by: ikebana 13 Aug 2014, 03:24
jemliko2
თითოეულ კითხვაზე თემის გახსნა არ ხდება, მაშინ როცა არსებობს შეკითხვების საერთო თემა.
საერთოდ გირჩვეთ განყოფილების წესებს გადახედოთ. ბევრ საინტერესოს ნახავთ. მათ შორის იმასაც, რომ მოდერატორის ქმედების საჯარო განხილვა იკრძალება. თუ რაიმე პრეტენზია გაქვთ ან პირადში მომწერეთ, ან საჩივრების თემაში იჩივლეთ.

naina525
ყველა ტკივილგამაყუჩებელი გადადის რძეში. თუ არის საშუალება, წამლის დალევამდე გამოიწურეთ და შეინახეთ. ჯობია დროულად იმკურნალოთ, თორემ გაწვალდებით თქვენც და პატარაც.

Posted by: Kaifistka 13 Aug 2014, 17:07
ამას რომ ვჭამ საშინლად მიწყებს კბილები ტკვილს ისე რომ საერთოდ ვერ ვჭამ.

აი შოკოლადს რომ ვჭამ მერე მტკივდება კბილები ეგრვე თუ არ გამოვიხეხე და თავიც.
ის უფრო მაინტერესებს რატო ვერ ვჭამ ამ ჟელიბონებს და რა შეიძლება იყოს მიზეზი? sad.gif ბავშვობაში ძალიან მიყვარდა და 15 წელია დაახლოებით აღარ ვჭამ იმიტომ რომ კბილებს მატკივებს დაღეჭვისთანავე.
გამახარებთ თუ მეტყვით რისი ბრალი შეიძლება იყოს და როგორ გამოვასწორო რომ ერთხელ მაინც შევძლო ამისი ჭამა.

user posted image

Posted by: ikebana 14 Aug 2014, 19:00
Kaifistka
სხვა სახის ტკბილზე და ცივზე არ გაქვთ რეაქცია? ღრძილებზე ხომ არ გაქვთ ზოგადად პრობლემა?

Posted by: Kaifistka 16 Aug 2014, 01:07
ikebana
კი მგრძნობიარე კბილები მაქვს. ღრძილებზე არა.

ბავშვობაში მიყვარდა ძალიან და მერე უცებ ტკივილები დამეწყო sad.gif
ბავშვობის მერე ოცნებად მაქვს ვჭამო, საშინელი ტკივილი მეწყება როგორც კი ვიწყებ ჭამას.

Posted by: ikebana 16 Aug 2014, 02:52
Kaifistka
როგორც ჩანს მჟავაზე გაქვთ რეაქცია, რომელიც სავარაუდოდ შედის ჟელიბონში.

Posted by: საკურა. 17 Aug 2014, 00:27
შესაბამის თემაში დავწერე, მაგრამ არავინ მეხმიანება...
ერაფლოუს გაკეთება მინდა, მყავს პირადი სტომატოლოგი, ვისაც 100% ვენდობი, მაგრამ ეხლა 80 ლარის გადახდის თავი არ მაქვს...
ამიტომ არ იცით ვინმე ვინც ძალიან კარგად აკეთებს და ნორმალურ ფასად? სულ სტაჟიორი იყოს თუნდაც, ადრე გამიკეთას სტაჟიორმა და ისე კმაყოფილი ვიყავი, მაგრამ მეორედ რომ მივედი აშკარად აღარ იყო ისე მონდომებული...
მოკლედ, თუ ვინმე გეგულებათ მითხარით...
პ.ს. იმედია არ ვაოფებ....

Posted by: მელითი 17 Aug 2014, 07:57
გამარჯობა,
რითი მინდა დავიწყო, ყოველ დილას როდესაც ვიღვიძებ მაქვს საზიზღარი გემო პირში და სრულიად მშრალი პირის ღრუ.

დღის განმალობაში თუ რამე არ ვჭამე ან არ დავლიე მიშრება პირი და ისევ საზიზღარი გემო და მშრალი პირი მიხდება.

ამას თან ახლავს სპეციფიური სუნი.

ანუ ბოლოს როდის გავიღვიძე ნეწყვით პირში არ მახსოვს ))

ვეწევი სიგარეტს, არ ვსვავ არ მოვიხმარ არანაირი სახის პრეპარატს რამაც შეილება გამოიწვიოს პირში სიმშრალე.

კბილებს ვიწმენდ ყოველ დილას, ერთხელ მაქ დაპლომბილი, ეხა რასაც ვუყურებ მგონი მაქ ერთი ორი დასაპლომბი კბილი მარა არაფერი მნიშვნელოვანი.

გთხოვთ მირჩიოთ რითი ვუშველო საქმეს, სტომატოლოგთან ვერმივალ, ორი მიზეზის გამო, ძალიან მეზარება და ძვირია ძაან აქეთ (ინგლისში ვარ)

ნუ თუ რამე სერიოზულია მივალ აბა რას ვიზავ smile.gif)

დიდი მადლობა წინასწარ დახმარებისთვის

Posted by: sunseeeker 17 Aug 2014, 17:16
გამარჯობა, ქვედა ტუჩზე, კბილების გასწვრივ შიგნითა ლორწოვან ზედაპირზე მიჩნდება წყლულის ერთ-ერთი სახეობა. ოვალური ფორმისაა და ქმნის ჩაღრმავებას თითქოს იქ ქსოვილი ამოგლეჯილია ხოლო მისი ზედაპირი არის მოთეთრო მონაცრისფრო. როგორც ვხვდები არაა ეს ნადები. დაძაბვის ანდა წვალების დროს გამოდის მცირე ეაოდენობით სისხლი და საკმაოდ მიშლის ხელს კვების დროს. პირველად 2 კვირის წინ გამიჩნდა ერთი ასეთი და არანაკლებ 1 კვირისა მტანჯა .საბოლოოდ მოშუშება დაიწყო თუმცა ახლა მეორე გამომივიდა ასეთივე და მირჩიეთ რა ვქნა? ან ზოგადად ეს რა სახის წყლულია? მე ჩემით ვუმკურნალე წინას. სოდიანი წყლის სავლებითა და მცენარეული სუროს ნახარშით რომელსაც წარმატებით ვიყენებ ხოლმე ღრძილების გასამაგრებლად და სისხლდენის დროს თუმცა ახლა უშედეგო აღმოჩნდა როგორც მივხვდი და მირჩიეთ რამე?

Posted by: kiskisatako1 18 Aug 2014, 13:59
წინა კბილი მქონდა დაპლომბილი და ჩამომტყდა 1 წლის მერე დაახლოებით. ეხლა ისევ დავიპლომბე დაახლოებით 1 თვის წინ და ისევ ისე ჩამომტყდა. რავუყოოო? ან მიმასწავლეთ რამე კარგი კლინიკა.

Posted by: TopGear 18 Aug 2014, 22:08
ნერვის მოკვლის შემდეგ ტკივილი რამდენი ხანი შეიძლება რომ გაგრძელდეს?
მე-4 თუ მე-5 დღეა და კიდევ მტკივა

Posted by: ikebana 19 Aug 2014, 04:07
Melit9
ამ მდგომარეობას ქსეროსტომია ანუ პირის სიმშრალე ეწოდება. მიზეზი შეიძლება სხვადასხვა იყოს, მაგრამ თუ ჯანმრთელობას არ უჩივით და არც რაიმე პრეპარატს ღებულობთ, ელემენტარულად შეიძლება არასაკმარისი რაოდენობის წყალს სხვამთ. უნდა სვამდეთ 3 ლიტრამდე წყალს.
ქსეროსტომიას თან ახლავს ჰალითოზი ანუ უსიამოვნო სუნი პირის ღრუდან. ამისათვის აუცილებელია ზედმიწევნით კარგი ჰიგიენის დაცვა. კბილები უნდა გაიხეხოთ არა ერთხელ დილით, არამედ ორჯერ --- დილით საუზმის შემდეგ და საღამოს ძილის წინ. უნდა გაიწმინდოთ ენა სპეციალური საწმენდით. უსიამოვნო სუნის გამომწვევი ბაქტერიები ენის ზურგზე იყრიან თავს ძირითადად. ამ ყველაფერს ამძიმებთ სიგარეტი.
ეს სტატია ალბათ დაგეხმარებათ http://kbilebi.wordpress.com/2012/10/17/%e1%83%b0%e1%83%90%e1%83%9a%e1%83%98%e1%83%97%e1%83%9d%e1%83%96%e1%83%98-%e1%83%a3%e1%83%a1%e1%83%98%e1%83%90%e1%83%9b%e1%83%9d%e1%83%95%e1%83%9c%e1%83%9d-%e1%83%a1%e1%83%a3%e1%83%9c%e1%83%98/

sunseeeker
უმეტეს შემთხვევაში ასეთი წყლულები, როგორსაც აღწერთ მორეციდივე აფთოზური სტომატიტია. პერიოდულად ჩნდება პირის ღრუში იმუნიტეტის დაქვეითების, ავიტამინოზის, სტრესის დროს. გრძელდება 10 დღიდან 1 კვირამდე და თავისით ქრება. რაიმე კონკრეტული მკურნალობა ეფექტური არ არის. შეიძლება სპეციალური გელის წასმა, რომელიც ანესტეტიკს შეიცავს, ჭამამდე, რადგან თავიდან საკმაოდ მტკივნეულია. ამ დროს მოერიდეთ მჟავე, ცხარე, მლაშე, ცხელ საკვებს. მოკლედ იმას რაც აღიზიანებს, რომ დროულად მოშუშდეს.
თუ ხშირად ჩნდება, საჭიროა ზოგადი მიზეზის დადგენა, ანუ ექიმთან ვიზიტი.
პ.ს. თუ ღრძილებიდან სისხლდენა გაქვთ, არ გირჩევთ თვითმკურნალობას მცენარეული საშუალებებით.

TopGear
რამდენიმე დღე შეიძლება გაგრძელდეს, მაგრამ თუ ტკივილი არ იკლებს ან მატულობს, მიმართეთ თქვენს ექიმს.

Posted by: მელითი 20 Aug 2014, 02:13
ikebana
დიდი მადლობა, ისე მაინტერესებს, აი დღის განმალობაში პირის გამოშრობა რისი ბრალია ?

რომელ პასტას მირჩევთ ?

Posted by: 3dsmax85 20 Aug 2014, 11:21
ღრძილი მაქ გასიებული ოდნავ , ტკივილითაც ოდნავ მტკივა თუ არ ვეხები მაგრამ ჯაგრისი თუ შევახე ღრძილს ვეღარ ვუძლებ ისე მტკივა გახეხვის დროს.
4-5 დგეა რაც მაქ და რითი ვიმკურნალო სანამ სტომატოლოგთან წავალ მირჩიეთ რა რამე მაზი ან წამალი, თბილიში რო ჩამოვალ კი მივალ თუ არ გამიარა.

მგონია რო უფრო ფესვიდან მოდის იმიტო რო ადრინდელი პლომბი ამომვარდა კაი ხანია და ისე ღიად იყო ის უკანა კბილი და იმ კბილის გარშემო მაქ ტკივილი.

ველოდები თქვენს რჩევას და აფთიაქში გავალ ვიყიდი რამეს დროებით რო შევაჩერო მაინც sad.gif მადლობა წინასწარ

Posted by: Bowman 20 Aug 2014, 20:01
გამარჯობა.
მოკლედ ესეთი ამბავია, ცივზე ისე მტკივა კბილი რო მტრისას. ეს კბილი ეხლახანს "გავიკეთე". ძველი პლომბის ქვეშ მქონდა კარიესი. არ მაწუხებდა საერთოდ, მაგრამ სტომატოლოგმა გასაკეთებელიაო და მეც გავიკეთე. 2 თვეა უკვე ძაან მტკივა, ცოტა კი მინელდა ბოლო დროს (ადრე სულ მტკიოდა, არა მარტო ცივზე). ჰოდა რა მინდა გკითხოთ, ნერვი უნდა მოვიკლა აუცილებლად? სხვა გზა აღარ არის?
თან ცოტა მეშინია იმავე სტომატოლოგთან მისვლა, რამე ცუდად ხომ არ გამიკეთა მეთქი, ვფიქრობ.. ამაზეც მითხარით რამე biggrin.gif

Posted by: ikebana 21 Aug 2014, 02:30
Melit9
როგორც გითხარით, შეიძლება არასაკმარის წყალს სვამთ, მითუმეტეს როცა ცხელა. თუ გაინტერესებთ რომელ დაავადებებს ახლავს ქსეროსტომია?
კბილის პასტა ექიმმა უნდა შეგირჩიოთ თქვენი პირის ღრუს მდგომარეობის მიხედვით.


3dsmax85
ამ ადგილას ღრძილი როგორ გამოიყურება? შეშუპება, სიწითლე, სისხლდენა, წყლულები, ნადები, ფისტულა -- აქედან რომელია? შეხების გარეშე არ გაწუხებთ? კბილს როგორი რეაქცია აქვს დაჭერაზე?

Bowman
ნერვი ალბათ ნაწილობრივ მკვდარია. არხები უნდა იმკურნალოთ. ალბათ ადრევე გეტყოდათ ექიმი რომ არხები სამკურნალო იყო, ტკივილი რადგან გაგიგრძელდათ.

Posted by: ROMANTIC_GIRL 21 Aug 2014, 02:55
გამარჯობა,ძალიან მოკლედ ვეცდები დავწერო.ორი ორსულობის დროს ნელნელა დამეშალა კბილები,მიუხედავად კალცის როგორც წამლის,ისე საკვების სახით მიღებისა.ზედა თითო საღეჭი და ქვედა ორივე საღეჭი ამოსაღები გამიხდა,მერე გადადებულის გამო ზემოთებიც დამეშალა,ახლა მესამეზე ვარ ორსულად და ისევ შემომიტია კბილის ტკივილმა.ზედა ბოლო,ნახევრად დაშლილია,შეიძლება ამოშენება,მაგრამ იმდენად თხელი კედელი დარჩება რომ მაინც დაიშლება საბოლოოდ.ღამეებს მათენებინებს ისე მტკივა,არ მინდა ეს "წყეული„ ნიმესილი დავლიო,სხვაც არ გამიყუჩებს.ჩემმა გინეკოლოგმა მითხრა,უადრენალინო გამაყუჩებელი გაიკითე და ისე დაიპლომბეო,ერთ სტომატოლოგს ვკითხე და ეგ გინდა გაგიკეთებია გინდა არაო,წყალია და არ გაგიყუჩებსო.ვარ 26 კვირის,თითქმის მეორე ტრიმესტრის ბოლოს.წინა ორსულობებზეც დაახლოებით ამ ვადაზე ამოვიღე კბილები,თან ლიდოკაინით,ახლა რა პრობლემა უნდა იყოს წამალთან დაკავშირებით?ამის გამო ვერ მივდივარ,მეშინია სტომატოლოგის და დაპლომბვის,კიდევ ერთი კითხვა მაქვს,დაზღვეული ვარ ალდაგში,ორი თაბახი სია მაქვს კლინიკების,სად და ვისთან მივიდე წარმოდგენა არ მაქვს,ვიცი,21ე საუკუნეა მაგრამ მაინც მეშინია ინსტრუმენტების სისუფთავის და სტომატოლოგის პროფესიონალიზმის,მითუმეტეს რომ ამდენია ასარჩევად.ვის მირჩევთ ხალხო?დამეხმარეთ ♥

Posted by: მელითი 21 Aug 2014, 05:36
ikebana
QUOTE
როგორც გითხარით, შეიძლება არასაკმარის წყალს სვამთ, მითუმეტეს როცა ცხელა. თუ გაინტერესებთ რომელ დაავადებებს ახლავს ქსეროსტომია?
კბილის პასტა ექიმმა უნდა შეგირჩიოთ თქვენი პირის ღრუს მდგომარეობის მიხედვით.

არვარ საქართველოში, წყალსაც ნორმალურად ვსვავ..
უფრო მაგ დაავადებისკენ მივდივარ. არვიცი რისი ბრალია...

Posted by: ashley_tko 21 Aug 2014, 18:14
ikebana
გამარჯობათ. 4 წლის ბავშვს სტომატოლოგმა დაუდგინა ვირუსული სტომატიტი.
რა იწვევს ამ ვირუსულ სტომატიტს?
დაუნიშნეს იოდინოლის სავლები, უზნაძე მჭედლიშვინის N1 მალამო და ოქსოლინი. უფრო ეფექტურ წამლებს ვერ მირჩევთ?
და კიდევ ერთი თვის ბავშვი გვყავს სახლში და რა ზომები მივიღო რომ არ გადაედოს სტომატიტი? როგორ გადადის საერთოდ?
დიდი მადლობა

Posted by: 3dsmax85 21 Aug 2014, 18:39
ikebana

QUOTE (ikebana @ 21 Aug 2014, 01:30 )
3dsmax85
ამ ადგილას ღრძილი როგორ გამოიყურება? შეშუპება, სიწითლე, სისხლდენა, წყლულები, ნადები, ფისტულა -- აქედან რომელია? შეხების გარეშე არ გაწუხებთ? კბილს როგორი რეაქცია აქვს დაჭერაზე?


კბილს არაფერი რიაქცია არ აქვს მკვდარი კბილი იყო და პლომბიც მომძვრა , ღრძილი მტკივა ძალიან ყრუდ როცა არ ვეხები მარა ჯაგრისი რო შეეხება აუტანელი ტკივილს ვგრძნობ, ვიზუალურად არაფერი შესამჩნევი არც ფერია შეცვლილი sad.gif.

ხვალ დაბადების დღე მაქვს და ალკოჰოლის მიღება მომიწევს , უფრო ხომ არ გამირთულებს ? sad.gif , არაყი მგონი შეიძლება იმიტო რო რაგაც გამოსავლებს ვივლებ და ცარიელი სპირტია biggrin.gif მიპასუხეთ რა ალკოჰოლზე უფრო არ გამიუარესდეს თუ არ შეიძლება არ დავლევ, გვინო ან არაყი რომელი უფრო ნაკლებად მავნებს ეგ მაინც რო ვიცოდე biggrin.gif[/B][B]

Posted by: Bowman 21 Aug 2014, 23:28
ikebana
მადლობა.
არ უთქვამს მსგავსი არაფერი არხებზე, მითხრა შემიძლია ნერვი მოგიკლაო, მაგრამ არ მინდოდა...
არხების მკურნალობით შეიძლება აღდგეს ნერვი?
და კიდევ, ლაივ დენტი თუ იცით ნორმალური კლინიკაა?
თუმცა, ჯერ ალბათ პრიორიტეტული romantic girl ის შეკითხვაა.
მადლობა წინასწარ

Posted by: beso 22 Aug 2014, 02:22
გამარჯობათ ... დაახლოვებით თვენახევრის წინ საჭმლის დროს ჩანგალი ძლიერად ჩავკბიჩე ისე რომ მეგონა უკვე კბილი მომტყდა მაგრამ არა ... მას შემდეგ აგერ უკვე რამდენი ხანია თვენახევრის განმავლობაში ყოველ დღე ხელს რომ ვიკიდებ იმ კბილზე მგონია რომ მერყევა და სადაცაა მოძვრება მაგრამ სარკეში რომ ვიხედები კბილი არ მერყევა .... შეიძლება შევიშალო უკვე იქნება რამე მირჩიოთ ...

Posted by: ikebana 22 Aug 2014, 03:56
ROMANTIC_GIRL
გააჩნია რა დგომარეობაშია ის კბილი რომელიც გაწუხებთ. ვგულისხმობ ცოცხალია, მკვდარია, არხები დანაბჟენია თუ არა. კბილის ამოღებას ახლა არ გირჩევთ, მიუხედავად იმისა რომ წინა შემთხვევაში ყველაფერი კარგად დასრულდა. ტკივილგამაყიჩებლის იმედზე ყოფნას აზრი არ აქვს, როდემდე უნდა სვათ, თან არც უსაფრთხოა თქვენს მდგომარეობაში.
უნდა აირჩიოთ კლინიკა და მიხვიდეთ ექიმთან. შეიძლება სადევიტალიზაციო პასტა გამოიყენოს (დარიშხანოვანი ან მისი მსგავსი) რომ ანესთეზიის გარეშე "მოკლას" ნერვი. ან არხები განბჟინოს და ტკივილი მოგეხსნებათ. უადრენალინო ანესთეტიკის გამოყენება შეიძლება, მაგრამ თქვენს შემთხვევაში დიდი შედეგი არ ექნება ალბათ. მოკლედ ექიმის პროფესიონალიზმზეა ასეთ შემთხვევაში პრობლემის მოგვარება.
თუ ჩემს რჩევას მიიღებთ, უმჯობესი იქნება ორსულობის დაგეგმვამდე მოიწესრიგოთ კბილები. მითუმეტეს წარსულშიც გქონიათ პრობლემები. ორსულობის დროს ორგანიზმში მიმდინარე ცვლილებების გამო ხშირად მწვავდება და აქტიურდება ძველი პრობლემები პირის ღრუში. თუ ბჟენები ძველია ან უხარისხო, მათ ირგვლივ ადვილად და სწრაფად მიდის მეორადი კარიესი და კბილებიც ამიტომ იშლება. საღი კბილები არ ზიანდება ორსულობისას როგორც წესი.
* * *
ashley_tko
მკურნალობა დამოკიდებულია იმაზე რა რაოდენობით და სიხშირით ჩნდება წყლულები.
ვირუსულ სტომატიტში ვირუსის ფონზე განვითრებული სტომატიტი თუ იგულსხმება, ვირუსთან ერთად გაივლის. მანამდე შეიძლება იოდინოლის სავლები და ხოლისალის გელის გამოყენება, რომელსაც ტკივილგამაყუჩებელი ან ანტისეპტიკური მოქმედება აქვს.
თუ იგულისხმება ჰერპეს-ვირუსით გამოწვეული სტომატიტი, რაც ბავშვებში ხშირია, გააჩნია რამდენად მძიმედ მიმდინარეობს. შეიძლება ადგილობრივი დამუშვება საკმარისი იყოს, შეიძება ანტივირუსული საშუალება იყოს საჭირო, მაგრამ ოქსოლინის მალამოს პირის ღრუში გამოყენება არ ხდება, თუ სპეციალური ფორმა არ არსებობს პირის ღრუსთვის. ყოველ შემთხვევაში უზნაძე-მჭედლიშვილის მალამოს იმედი მაინცდამაინც ნუ გექნებათ.
თუ ჰერპესული ინფექციაა, ძალიან ადვილად გადადს ნერწყვით, გამწვავების პერიოდში. ამიტომ მოარიდეთ.
* * *
3dsmax85
ალკოჰოლი კბილის/ღრძილის მდგომარეობაზე გავლენას არ მოახდენს. მაგრამ თითქმის დარწმუნებული ვარ რომ ღრძილის ტკივილი მკბდარ კბილთან კავშირშია. უნდა ნახოს ექიმმა, რენტგენი გადაგიღოთ და არ იქნება ძნელი გასარკვევი მიზეზი.
პ.ს. გილოცავთ!
* * *
Bowman
ნერვის მოკვლა არჩევით არ ხდება, თუ ექიმი ჩათვლის რომ კარიესული ღრუ იმდენად დიდია, რომ ახლოსაა ნერვთან და შესაბამისად მისი დაზიანება გარდაუვალია, ხდება არხის გახსნა, ნერვის ამოღება და არხის დაბჟენა. ამის შემდეგ კბილი "მკვდარია", როგორც უწოდებენ.
არის შემთხვევები, როცა ნერვის დაზიანების ალბათობა 50% დაახლოებით (აქ ორგანიზმის რეგენერაციის უნარიც თამაშობს თავის როლს) და ექიმი და პაციენტი თანხმდებიან იმაზე მოხდეს არხის დაბჟენა თუ მოიცადონ და ორგანიზმმა გამოიყენოს შანსი. ასეთ შემთხვევაში გადაწყვეტილებას პაციენტი იღებს.
მაგრამ არხის მკურნალობაზე უარის შემთხვევაში ექიმი აფრთხილებს პაციენტს, რომ თუ ექნება ტკივილი (და არა მგრძნობელობა) ცივზე, ღეჭვაზე, რომელიც გრძელდება რაღაც პერიოდი, მითუმეტეს თუ ექნება უმიზეზო ტკივილი, ნერვის შეანრჩუნებას აზრი არ აქვს და უნდა ჩატარდეს არხის მკურნალობა.
* * *
beso
სარკეში ჩახედვით როგორ უნდა გაიგოთ კბილი გერყევათ თუ არა? თუ ხელით გრძნობთ რომ გერყევათ, მითუმეტეს თუ მგრძნობელობა მოგემატათ ცივზე მაგალითად, მიდით ექიმთან აუცილებლად.

Posted by: ashley_tko 22 Aug 2014, 11:31
ikebana
ძალიან დიდი მადლობა..
როგორც ანტივირუსული საშუალება პედიატრმა ანაფერონი დაგვინიშნა. საკმარისია ან ეფექტურია ეს წამალი?
თვალზეც აქვს ჰერპესული კონიუქტივიტი და ოფთალმოლოგის დანიშნულებით ვაწვეთებ წამლებს.
ხომ ვერ მეტყვით ამ ვირუსის სიმპტომური მკურნალობა საკმარისია თუ ინფექციონისტთან ვიზიტია საჭირო?

* * *
ხოლისალის გელი ვერ ვიშოვე sad.gif პსპ ს, ავერსს, ფარმასახლს და ნარინჯისფერ აფთიაქს არ აქვს sad.gif

Posted by: beso 22 Aug 2014, 14:00
ikebana
როგორ უნდა გავიგო და როდესაც კბილი მოძრობის სტადიაშია უკვე ხედავ რომ ირყევა მაგრამ ეს პრობლემა არ მაქვს უბრალოდ შეგრძენბაა ამქვს უბრალოდ

Posted by: ROMANTIC_GIRL 22 Aug 2014, 16:04
QUOTE (ikebana @ 22 Aug 2014, 03:56 )
ROMANTIC_GIRL
გააჩნია რა დგომარეობაშია ის კბილი რომელიც გაწუხებთ. ვგულისხმობ ცოცხალია, მკვდარია, არხები დანაბჟენია თუ არა. კბილის ამოღებას ახლა არ გირჩევთ, მიუხედავად იმისა რომ წინა შემთხვევაში ყველაფერი კარგად დასრულდა. ტკივილგამაყიჩებლის იმედზე ყოფნას აზრი არ აქვს, როდემდე უნდა სვათ, თან არც უსაფრთხოა თქვენს მდგომარეობაში.
უნდა აირჩიოთ კლინიკა და მიხვიდეთ ექიმთან. შეიძლება სადევიტალიზაციო პასტა გამოიყენოს (დარიშხანოვანი ან მისი მსგავსი) რომ ანესთეზიის გარეშე "მოკლას" ნერვი. ან არხები განბჟინოს და ტკივილი მოგეხსნებათ. უადრენალინო ანესთეტიკის გამოყენება შეიძლება, მაგრამ თქვენს შემთხვევაში დიდი შედეგი არ ექნება ალბათ. მოკლედ ექიმის პროფესიონალიზმზეა ასეთ შემთხვევაში პრობლემის მოგვარება.
თუ ჩემს რჩევას მიიღებთ, უმჯობესი იქნება ორსულობის დაგეგმვამდე მოიწესრიგოთ კბილები. მითუმეტეს წარსულშიც გქონიათ პრობლემები. ორსულობის დროს ორგანიზმში მიმდინარე ცვლილებების გამო ხშირად მწვავდება და აქტიურდება ძველი პრობლემები პირის ღრუში. თუ ბჟენები ძველია ან უხარისხო, მათ ირგვლივ ადვილად და სწრაფად მიდის მეორადი კარიესი და კბილებიც ამიტომ იშლება. საღი კბილები არ ზიანდება ორსულობისას როგორც წესი.
* * *
ashley_tko
მკურნალობა დამოკიდებულია იმაზე რა რაოდენობით და სიხშირით ჩნდება წყლულები.
ვირუსულ სტომატიტში ვირუსის ფონზე განვითრებული სტომატიტი თუ იგულსხმება, ვირუსთან ერთად გაივლის. მანამდე შეიძლება იოდინოლის სავლები და ხოლისალის გელის გამოყენება, რომელსაც ტკივილგამაყუჩებელი ან ანტისეპტიკური მოქმედება აქვს.
თუ იგულისხმება ჰერპეს-ვირუსით გამოწვეული სტომატიტი, რაც ბავშვებში ხშირია, გააჩნია რამდენად მძიმედ მიმდინარეობს. შეიძლება ადგილობრივი დამუშვება საკმარისი იყოს, შეიძება ანტივირუსული საშუალება იყოს საჭირო, მაგრამ ოქსოლინის მალამოს პირის ღრუში გამოყენება არ ხდება, თუ სპეციალური ფორმა არ არსებობს პირის ღრუსთვის. ყოველ შემთხვევაში უზნაძე-მჭედლიშვილის მალამოს იმედი მაინცდამაინც ნუ გექნებათ.
თუ ჰერპესული ინფექციაა, ძალიან ადვილად გადადს ნერწყვით, გამწვავების პერიოდში. ამიტომ მოარიდეთ.
* * *
3dsmax85
ალკოჰოლი კბილის/ღრძილის მდგომარეობაზე გავლენას არ მოახდენს. მაგრამ თითქმის დარწმუნებული ვარ რომ ღრძილის ტკივილი მკბდარ კბილთან კავშირშია. უნდა ნახოს ექიმმა, რენტგენი გადაგიღოთ და არ იქნება ძნელი გასარკვევი მიზეზი.
პ.ს. გილოცავთ!
* * *
Bowman
ნერვის მოკვლა არჩევით არ ხდება, თუ ექიმი ჩათვლის რომ კარიესული ღრუ იმდენად დიდია, რომ ახლოსაა ნერვთან და შესაბამისად მისი დაზიანება გარდაუვალია, ხდება არხის გახსნა, ნერვის ამოღება და არხის დაბჟენა. ამის შემდეგ კბილი "მკვდარია", როგორც უწოდებენ.
არის შემთხვევები, როცა ნერვის დაზიანების ალბათობა 50% დაახლოებით (აქ ორგანიზმის რეგენერაციის უნარიც თამაშობს თავის როლს) და ექიმი და პაციენტი თანხმდებიან იმაზე მოხდეს არხის დაბჟენა თუ მოიცადონ და ორგანიზმმა გამოიყენოს შანსი. ასეთ შემთხვევაში გადაწყვეტილებას პაციენტი იღებს.
მაგრამ არხის მკურნალობაზე უარის შემთხვევაში ექიმი აფრთხილებს პაციენტს, რომ თუ ექნება ტკივილი (და არა მგრძნობელობა) ცივზე, ღეჭვაზე, რომელიც გრძელდება რაღაც პერიოდი, მითუმეტეს თუ ექნება უმიზეზო ტკივილი, ნერვის შეანრჩუნებას აზრი არ აქვს და უნდა ჩატარდეს არხის მკურნალობა.
* * *
beso
სარკეში ჩახედვით როგორ უნდა გაიგოთ კბილი გერყევათ თუ არა? თუ ხელით გრძნობთ რომ გერყევათ, მითუმეტეს თუ მგრძნობელობა მოგემატათ ცივზე მაგალითად, მიდით ექიმთან აუცილებლად.

დიდი მადლობა გამოხმაურებისთვის და რჩევისთვის :-)

Posted by: ikebana 22 Aug 2014, 18:46
ashley_tko

ესეიგი ნამდვილად ჰერპესული სტომატიტია, რადგან კონიუქტივიტიც აქვს. იწვევს მარტივი ჰერპესის პირველი ტიპი. დაინფიცირება ძალიან ადვილად ხდება, როგორც გითხარით და საბოლოოდ განკურნება არ ხდება. ფართოდ გავრცელებული ინფექციაა და საშიშროებას არ წარმოადგენს, თუ ხშირი გამწვავება არ ხდება. გამწვავება კი დამოკიდებული იმუნიტეტზე. ხშირად თან ერთვის გაციებას, გრიპს, მაღალ სიცხეს, ანტიბიოტიკოთერაპიას, მზის სხივებიც ააქტიურებს ზოგჯერ.
რადგან ვირუსის საბოლოო განადგურება ვერ ხდება, შესაბამისად მკურნალობა საჭიროა გამწვავების პერიოდში. თუ მძიმე მიმდინარეობაა ანტივირუსული პრეპარატებით, თუარადა სიმპტომურად. ანუ მკურნალობა დამოკიდებულია მიმდინარეობაზე. ეს პედიატრის კომპეტენციაა და ვერაფერს გეტყვით. ანაფერონი თვითონ ანტივირუსული არაა რამდენადაც ვიცი, იმუნომოდულატორია და გამოიყენება ვირუსული დაავადებებისას. ანტივირუსულებიდან ჰერპესული ინფექციების მიმართ ყველაზე ეფექტურია აციკლოვირის პრეპარატები. პირის ღრუსთვის არსებობს აციკლოვირის სუსპენზია, მაგრამ არ ვიცი საქართველოში არის თუ არა. კითხეთ პედიატრს. ასევე კარგი პრეპარატი იყო იმუდონი, რომელიც აღარ შემოდიოდა და ახლა არ ვიცი არის თუ არა.
* * *
beso
კბილის მორყევა მოტეხილობის დროს თვალით შესამჩნევი არაა, თუ დიდი ცდომა არაა ფრაგმენტების, მითუმეტეს თუ ფესვია მოტეხილი. მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში თკივილი გექნებოდათ ღეჭვისას ან კბილის კბილზე დაჭერისას. ბზარის დროს არც ეს არაა, არც მორყევის შეგრძნება. წლების შემდეგ იჩენს ხოლმე თავს. ჩემი აზრით ღირს ექიმთან მისვლა და შემოწმება.

Posted by: Bowman 23 Aug 2014, 00:33
ikebana
ძალიან დიდი მადლობა ამომწურავი პასუხისთვის. ნამდვილად დამეხმარეთ!

Posted by: ashley_tko 23 Aug 2014, 13:40
ikebana
ყველაფერი გასაგებია, ძალიან დიდი მადლობა!!

Posted by: Juventino123 27 Aug 2014, 22:59
ყველაზე ძლიერი ტკივილგამაყუჩებელი რომელია? იქნებ მირჩიოთ

Posted by: ikebana 28 Aug 2014, 00:54
ტორადოლი ძლიერია საკმაოდ. მაგრამ ტკივილის მიზეზს გააჩნია.

Posted by: MONTY 28 Aug 2014, 03:33
ikebana
კბილის ამოღება მინდა და რამდენჯერაც ამოვიღე ყოველთვის წამების ტოლფასი , 2-3 დოზაზე მეტ გამაყუჩებელს მიკეთებდნენ მაგრამ მაინც საშინლად მტკივნეული იყო , ეს ალბათ იმის გამო რო დიდი და ცუდი ფესვები ქონდა და ახლაც უკანა კბილის ამოღება მინდა და სად ამომიღებენ ისე რო ტკივილმა არ შემაწუხოს ?
1 წელზე მეტია ამოღება მინდა ვეღარ მივდივარ ამოსაღებად იმის გამო რო შეიძლება ისევ ისე მეტკინოს როგორც წინაზე , ალერგიული არ ვარ და მირჩიე ისეთი გამაყუჩებელი/მეთოდი რომელიც ოდნავადაც კი ვერ გავიგებ ტკივილს


Posted by: Juventino123 28 Aug 2014, 12:42
ikebana
კბილი მტკივა. ეჭვი მაქ რო დაჩირქებულია მაგრამ არცერთი ანთებისსაწინააღმდეგო პრეპარატი არ მიყუჩებს. სოდიანი სავლებები პირიქით უფრო მატკიებს და ერთადერთი მაშინ მეშვება ტკივილი როცა ცივ წყალს ვივლებ ან ჩაგუბებული მაქ. რა შეიძლება იყოს? ან რით ვუშველო ხვალამდე თავს რა დავლიო ?

Posted by: ikebana 29 Aug 2014, 03:06
MONTY
მიმართეთე მამუკა გოგიბერიძეს "დენტეფექტში" აღმაშენებლის 128. დარწმუნებული ვარ პრობლემა არ გექნებათ.

Juventino123
ჩვეულებრივი ამბავია. არხების დაბჟენა გჭირდებათ და გაივლის. ნერვი ასევთქვათ "ნახევრად მკვდარია", ამ მდგომარეობას განგრენიზული პულპიტი ეწოდება, ცივი ამიტომაც გიყუჩებთ. ტკივილგანაყუჩებელი არცთუისე ეფექტურია ამ დროს. უნდა მიხვიდეთ ექიმთან, გაგიკეთებენ ანესთეზიას, ამოიღებენ ნერვის ნარჩენებს და არხს დაგიბჟენენ. დროებით ცივი წყლის გარდა ვერაფერს იზამთ. ხშირად ასეთი პაციენტები წყლიანი ბოთლით დადიან. მართლა smile.gif ამიტომ რაც შეიძლება მალე მიაკითხეთ ექიმს.

Posted by: Onyx′ 1 Sep 2014, 20:46
ედით////

Posted by: zabzu 3 Sep 2014, 16:50
ერთი კბილი ცივზე და ცხელზე ძალიან მტკივა და რამე მირჩიეთ გთხოვთ

Posted by: mimithecat 4 Sep 2014, 21:22
რაღაც ელასტიური პროთეზები არსებობს, როგორც გამიგია. რამდენად პრაქტიკული და კომფორტულია?
ან პროთეზირების რომელ თანამედროვე მეთოდებს გაუწევდით რეკომედაციას?
გმადლობთ წინასწარ.

Posted by: ikebana 6 Sep 2014, 02:45
zabzu
ექიმი

mimithecat
პროტეზირების მეთოდის არჩევა მთლიანად დამოკიდებულია სიტუაციაზე.

Posted by: mimithecat 7 Sep 2014, 12:18
ikebana
QUOTE
პროტეზირების მეთოდის არჩევა მთლიანად დამოკიდებულია სიტუაციაზე.

ქვედა ყბაზე აქვს ჩვეულებრივი პროთეზი, ძალიან უღიზიანებს ღრძილებს და უჭირს ტარება. ამიტომ ვფიქრობთ, რომ დრეკადი პროთეზი უფრო კომფორტული იქნება, არა?
ქუთაისში კეთდება ნეტა სადმე?

Posted by: GRINGO-ს ძმა 10 Sep 2014, 00:26
გამარჯობა.

იქნებ ვინმემ მითხრათ ES DENT-ში მისვლა ღიირს?

აქცია აქვთ 141 ლარად 1 წლიანი მომსახურება მთლიანად პირის ღრუზე და 171 ლარიანი აქვთ ჰელიო ბჟენით.

თუ იცით რაიმე ამ კლინიკის შესახებ და თუ ღირს საერთოდ მისვლა?


Posted by: ikebana 10 Sep 2014, 04:38
mimithecat
თუ არცერთი კბილი არ აქვს ელასტიური პროთეზი არ კეთდება. შეიძლება უბრალოდ შესასწორებელი აქვს.


Posted by: mimithecat 10 Sep 2014, 14:15
ikebana
გმადლობთ.
აქვს კბილები, ნაწილი აკლია მხოლოდ.

Posted by: rock in rose 10 Sep 2014, 17:08
ikebana

და ეს ელასტიური პროთეზი მხოლოდ ერთ კბილზე თუ კეთდება?

Posted by: ashley_tko 10 Sep 2014, 17:30
ikebana
გამარჯობათ, რამდენიმე კვირის წინ მოგწერეთ რომ ჩემს შვილს ქონდა ვირუსული სტომატიტი.
ვიმკურნალეთ და გაუარა, რამდენიმე დღეში მე გამიჩნდა ჰერპესი ტუჩზე. დავიწყე მალამოების სმა და თან დავდივარ პირბადით იმიტომ რომ სახლში 2 თვის ბავშვიც გვყავს. 3 დღის შემდეგ ჰერპესი ისევ მაქვს და დღეს ტუჩის შიგნითა მხარესაც დამეწყო საშინელი წვა და გამიჩნდა ორი წითელი წერტილი. ესეც ჰერპესული სტომატიტია? პირბადე რომ მიკეთია ამის გამო ხომ არ გამრავლდა ტუჩის ჰერპესი? ზოგადად ახასიათებს ტუჩის ჰერპესს სხვა ადგილებზე გადადება? აქამდე არასდროს მქონია.

Posted by: ikebana 10 Sep 2014, 19:43
mimithecat
მაშინ შეიძლება. უკეთესი ვარიანტია ბიგელისებური პროთეზი.

rock in rose
შეიძლება, მაგრამ ერთი კბილისთვის მთელი რკალის ტარება მოუხერხებელია. ჯობია ხიდი, კიდევ უფრო ჯობია იმპლანტი.

ashley_tko
არა, პირბადე არაფერ შუაშია. კი, ტუჩის შიგნითა მხარესაც შეიძლება იყო ჰერპესული გამონაყარი. ჯერ ბუშტუკი და მერე წყლული. პირბადის გარდა აუცილებელია ცალკე გქონდეთ ჭურჭელი და პირადი ჰიგიენის ნივთები. აუცილებლად უნდა იხმაროთ ანტივირუსული საშუალება. რას იყენებთ?

Posted by: ashley_tko 10 Sep 2014, 20:06
ikebana
ანტივირუსულებიდან ენგისტოლს ვსვამ, ლაქტაციის დროს სხვა არ ვიცი რა შეიძლება. ხოლისალის გელი ვერ ვიშოვე ვერცერთ აფთიაქში, ამიტომ მხოლოდ იოდინოლს და გვირილას ვივლებ, უზნაძე მჭედლიშვილს ვისმევ იმიტომ რომ აბუჟებს და არ მტკივა და ტუჩზე ვალერიანის წვეთებით დასველებულ ბამბას ვიდებ.

Posted by: ikebana 10 Sep 2014, 20:22
ashley_tko
ლაქტაცია პრობლემაა ნამდვილად. ვალერიანის წვეთები რატომ? სპირტს შეიცავს და უარესია, ხელს უშლის მოშუშებას. გარედან ტუჩზე ზოვირაქსის მალამო შეგიძლიათ გამოიყენოთ. იგივე აციკლოვირია. შეიძლება პირდაპის ამ დასახელებითაც იყიდოთ. აციკლოვირი საუკეთესოა ჰერპესისთვის. დალევით ვერ დალევთ ლაქტაციის გამო. ენგისტოლი ანტივირუსული არაა, ჰომეოპათიურია. ჩემი პირადი აზრით ტყუილად სვამთ.

Posted by: ashley_tko 10 Sep 2014, 20:50
ikebana
უკაცრავად ეხლა დავაკვირდი და თეთრი ბუშტუკები არ მაქვს, წითელი წერტილები მაქვს. ასევე ენაზე ძაან პატარა წვრილი წერტილებია და მეწვის ენა ჭამის დროს
თუ ჰერპესული სტომატიტია ბუშტუკებიც გამომივა?

Posted by: ikebana 10 Sep 2014, 21:06
ashley_tko
ბუშტუკები როცა სკდება სანამ ნადებით დაიფარება და წყლულის შესახედაობას მიიღებს წითელი წერტილებივითაა. ბუშტუკები თავიდანაა პირველ-მეორე დღეს.

Posted by: mariam_g 10 Sep 2014, 22:24
უცხოეთში წასასვლელად მესაჭიროება სტომატოლოგის მიერ ბეჭდით დამოწმებული ცნობა რომ არ მაქვს კარიესი და მაინტერესებს რომელ კლინიკაში აქვთ ეს ბეჭედი ...ვინმემ თუ იცით მითხარით რა ძალიან გთხოვთ

Posted by: ashley_tko 11 Sep 2014, 17:14
ikebana
მადლობა, თქვენი რჩევით ზოვირაქსის წასმა დავიწყე. გადამდები რამდენი ხანი ვარ? თეთრი ქერქივით მაქვს ტუჩზე გადაკრული, ადვილად შორდება,მოშორების შემდეგ შრამივით მაქვს ტუჩზე ნაწიბური და 1 საათში ისევ იფარება თეთრი ქერქით. რით ვეღარ გაიარა sad.gif

Posted by: ikebana 11 Sep 2014, 20:50
ashley_tko
დაინფიცირება ხდება გამონაყარიდან გამოყოფილი სითხით. ანუ სანამ გამონაყარი არ გაქრება.
შეეცადეთ რომ ქერქი არ გამაგრდეს, სტემატიურად ისვით ზოვირაქსი. საერთოდ უფრო ეფექტურია მისი გამოყენების დაწყება თავიდანვე, სანამ ბუშტები გასკდება. ასეტ შემრთხვევაში რამდენიმე დღეში გაივლის.
ქერქი ფრთხილად მოიშორეთ ბამბის ჩხირით, ისე რომ სისხლი არ წამოვიდეს. არაა აუცილებელი ბოლომდე მოიშოროთ. და მაშინვე ისევ წაისვით ზოვირაქსი.

mariam_g
ბეჭედი ყველა კლინიკას აქვს და ცნობის გაცემაც ყველას შეუძლია.

Posted by: ashley_tko 11 Sep 2014, 21:56
ikebana
უღრმესი მადლობა smile.gif

Posted by: Kedy 12 Sep 2014, 01:50
სალამი

მაინტერესებს როგორ კბილზე კეთდება ცერეკი? კარიესიან კბილზე შეიძლება? თუ კარიესი უნდა დაიპლომბოს ჯერ და მერე გაკეთდეს? ან მთლიანად როცა არის ჩატეხილი კბილი მხოლოდ ფესვი როცა არის დარჩენილი ეს უნდა აღდგეს და მერე გაკეთდეს ცერეკი?

მადლობა წინასწარ

Posted by: ikebana 12 Sep 2014, 19:12
Kedy
ცერეკით ძირითადად გვრიგვინები მზადდება. სანამ დაიქლიბება კბილი აღდგენილი უნდა იყოს.

Posted by: Kedy 12 Sep 2014, 19:41
ikebana

CEREC AC საშუალებით შესაძლებელია 2 საათში აღვადგინოთ ნებისმიერი მოტეხილი ან ჩამოშლილი კბილი. თანაც ვერავინ იფიქრებს, რომ ეს რესტავრირებული კბილია და არა თქვენი საკუთარი.

ეს წერია მედის საიტზე. მე ეს ასე მესმის,რომ ღირებულებაში შიდის. თუ არასწორად მესმის მაშინ ხომ ვერ მეტყვით როგორ გავიგო სწორად?


პ.ს. იქნებ სტომატოლოგიური ენით არ დამიწეროთ, ისეთი ენით დამიწეროთ, რომ გავიგო მოკვდავმა (სტომატოლოგიის არმცოდნე) ადამიანმა.
დერმატოლოგი დამჭირდა დერმატოლოგის ენა ვისწავლე
ქირურგი დამჭირდა ქირურგის ენა ვისწავლე
სახლში რემონტი დამჭირდა ელიავას ენა ვისწავლე
სტომატოლოგიის ენას ნამდვილად ვეღარ გავქაჩავ

რატომ არის ეს საქართველოში მუდმივი პრობლემა, რატომ ''ითხოვენ'' შენგან იცოდე ყველა მიმართულების ყველა პროდუქტი?

დიდი მადლობა,რომ გამომეხმაურეთ, არ იფიქროთ რამე აგრესიულად დავწერე, უბრალოდ ვეღარ მოვითმინე და თქვენს პოსტს მოჰყვა. თუ რამე არასწორად გამომივიდა, ბოდიშს ვიხდი.

Posted by: ikebana 13 Sep 2014, 05:58
Kedy
თუ ჩემს პასუხს გულისხმობთ, არაფერი სპეციფიკური არ დამიწერია. "გვირგვინები", "დაქლიბვა" და "აღდგენა" არ უნდა იყო არავისთვის გაუგებარი. გეთანხმებით იმაში, რომ ექიმმა პაციენტისთვის გასაგები ტერმინოლოგიით უნდა გადმოსცეს ინფორმაცია და მეც ამას ვცდილობ ყოველთვის. "სტომატოლოგიურ" ენაზე
ეს ფრაზა კიდევ სხვანაირად იქნებოდა smile.gif
მე ვფიქრობ ელემენტარული ტერმინოლოგია ყველა პაციენტმა იცის, ვინც რეგულარულად დადის ექიმთან. რაც გაუგებარია კონსულტაციაზე ექიმი განგინარტავთ ისედაც. მედის საიტი არ ვიცი, მაგრამ გეთანხმებით, რომ საიტზე პაციენტისთვის მაქსიმალურად გასაგები და ამომწურავი უნფორმაცია უნდა იდოს.

როდესაც პაციენტი იკეთებს გვირგვინს, ცერეკით იქნება ის დამზადებული თუ სხვა მეთოდით, ბუნებრივია კბილი რაზეც გვირგვინი უნდა ჩამოეცვას/დამაგრდეს უნდა არსებობდეს და იყოს მთლიანი. ანუ თუ ფესვია, უნდა დაშენდეს, არსებული ღრუები უნდა შეივსოს. ამის შემდეგ კბილი იქლიბება (უამრავი ვიდეოა იუთუბზე თუ დეტალურად გაინტერესებთ) და გვრიგვინი მზადდება ისე რომ მაქსიმალურად ზუსტად იყოს მორგებული არსებულ კბილის ქსოვილზე. ეს პრინციპულად მნიშვნელოვანია.
როგორც მიხვდით კბილის მომზადება ცალკე ეტაპია და გვირგვინის დამზადება-- ცალკე. ფასში რა შედის ამას ყველაზე ზუსტად გაიგებთ თუ დარეკავთ და კითხავთ.

Posted by: tamo7779 14 Sep 2014, 17:42
ღრძილიდან როდესაც ფუჭდება კბილები (ყვითლდება და ემალი ტყდება) რა შეიძლება ეშველოს? დაპლომბვას და მკურნალობას ამოღება და მთლიანად კბილების გაკეთება ხომ არ ჯობია?

Posted by: Kedy 14 Sep 2014, 21:13
ikebana
დიდი მადლობა ამომწურავი ინფოსთვის :*
დავრეკე და მითხრეს, რომ 390 ლარიდან იწყება. მოკლედ საჭიროა კონსულტაციაზე მისვლა და დაწვრილებით ყველაფრის გამოკითხვა.
ეს ინფორმაცია კი რაც თქვენ მომაწოდეთ უთუოდ ძალიან დამეხმარება. მადლობა

Posted by: ikebana 15 Sep 2014, 17:37
tamo7779
არა, რათქმაუნდა. შეიძლება აღდგენა. მაგრამ ეს პრობლემა ხშირად ნადების ბრალია და ჰიგიენის გამოსწორების გარეშე ბჟენები დიდხანს არ გაძლებს.

Posted by: tamo7779 15 Sep 2014, 21:52
ikebana
მადლობა smile.gif
...................................................................

Posted by: Milk 18 Sep 2014, 12:32
ფრონტალურ 4 კბილზე მაქვს ბჯენები გაკეთებული, და არ მომწონს, და რა პროცედურა შეიძლება გავიკეტო რომ კბილები იდიალურთან ახლოს იყოს იქნებ მირჩიოთ ?

ცერეკს ვფიქრობდი მერე 3D რესტავრაცია, მოკლდ აგარ ვიცი რა ვქნა sad.gif მირჩიეთ რამე


და კიდევ, ელიტ კერამიკში ცერეკის გვირგვინის გაკეთება გაცილებით იაფი ჯდება, იგივე მედის და კუზანოვდენტთან შედარებით, და რა სხვაობა, უკეთესად აკეტებენ ამ უკანსკნელ კლინიკებში ?

Posted by: amoeka 18 Sep 2014, 16:04
გამარჯობათ
2 დღეა მაქვს სიცხე და ღრხილები მაქვს ოდნევ შესიებული
რა უნდა მივოღო?

Posted by: ikebana 20 Sep 2014, 06:33
Milk

იქნებ ჯერ ბჟენების შეცვლა გეცადათ?
ფასებს ბევრი ფაქტორი განაპირობებს. მოგწერთ პმ-ში ცერეკთან დაკავშირებით ნომერს, იქაც მიდით კონსულტაციაზე და ნახეთ მისი ნამუშევრები.
* * *
amoeka
სავარაუდოდ ვირუსის ფონზე გაქვთ და ზოგადი მდგომარეობის გაუმჯობესებასთან ერთად გაივლის. გვირილის თბილი სავლები კარგი იქნება.

Posted by: goga80 20 Sep 2014, 21:47
შემიძლია თუ არა ვიხმარო ლისტრერინის ქულ მინთი (დილით) და ლისტერინის მათეთრებელი (ღამე) ერთდროულად?

Posted by: Milk 21 Sep 2014, 18:06
ikebana

ბჯენის შეცვლით ფრონტალურ კბილებზე იდეალურ შედეგს ვერ მივიღებ, თან კბილების გათეთრების დროს მხოლოდ კბილი თეთრდება და ბჯინი ისევ ისე დარჩება, და დამეთანხმებით არაესთეტიკურია.

პმ-ისთვის და ზოგადათ დახმარებისთვის მადლობა smile.gif

Posted by: picundela 22 Sep 2014, 14:15
იქნებ დამეხმაროთ .მესამე დღეა ქვედა მარჯვენ მხარეს სულ ბოლო კბილზე რაღაც ხორცმეტივით გამომივიდა დამისივდა.ხელს რო ვადებ მაგრათ მტკივ.პირსაც ვეღარ ვაღებ უკბე.ყბას დამისივდა თან.ჩამითაც მაგრათ მტკივაა.ვივლე ყველაფერი მარა არ გამიარაა.რა უნდა იყოს წესით?გადავიკითხე ეა თემა და ქუდაკზე რო წერენ აი ეგეთი რამე მჩირს მგონიი.რედგენი აუცილებლათ გადავიღო?
* * *
ეხლა ვიყავი გადავიღე და ქუდაკია მოსაკვეთიაოო.მარა ისე მტკივა ნემსის გაკეთEბას ვერ გავუძლებ და წამოვედი იქნებ ოდნავ ჩამიცხრეს და მერე მივალლ.რო დამაჩირა სტომატოლოგმა რაღაც ინსტრუმენტით კინაღამ გადმოვხტი ისე მეტკინაა
ეს რა ყოფილა პატარა ნაბ......... ხორცი და ესეთ დღეში ჩამაგდო 28 წლის კაცი sad.gif

Posted by: ikebana 22 Sep 2014, 23:54
goga80

კი, რატომაც არა. ოღონდ მათეთრებელისგან დიდ ეფექტს ნუ მოელით.


picundela24
მაშინ ანტიბიოტიკი მაინც უნდა დაგინიშნონ, რომ ჩაცხრეს. წინააღმდეგ შემთხვევაში შეიძლება გაუარესდეს მდგომარობა.


Posted by: picundela 23 Sep 2014, 00:34
ikebana
კი ვსვავ ანტიბიოტიკებს და სავლებლებსაც ვივლებ.შედარებით დამიცხრა დაწყნარდა.მარა სიცხეს მაძლევს 37.2 ხაზს და იცის მაგან სიცხე.?

Posted by: ikebana 23 Sep 2014, 20:47
picundela24
ყოველთვის არა, მაგრამ შესაძლებელია.

Posted by: levan666 24 Sep 2014, 10:50
წინა ზედა კბილი მქონდა ამოშენებული და გამიტყდა ზემოდან რაც ჩანს თითქმის სრულად მოტყდა ქვემოთ დარჩენილია. ისევ პლომბით ამოშენებას მემგონი აზრი აღარ აქვს ტყდება, ფაიფური რომ ჩავისვა რომელი ჯობია ცირკონი თუ მეტალოფაიფური, უფრო სწორად რამე ღირებული უპირატესობა აქვს ცირკონს? და იმპლანტი არ დამჭირდება ალბათ ხომ რადგან ძირში დარჩენილია კბილი?

Posted by: Foxani 24 Sep 2014, 17:27
Gამარჯობათ

კბილების გათეთრება მინდა

გათეთრება ანუ ზედ რომ გადამაკრასკონ ისე რომ მალე არ ჩამოცილდეს და არც ემალი დააზიანოს.

საგონებელში ვარ
ასე წავიკითხე ისე წავიკითხე
გამოსავალი ვერ ვნახე
რომელი ჯობია.

და კიდევ ერთი მინდა კბილების რესტავრაცია, ანუ გალამაზება
ვიყავი 3 დღის წინ ექიმთან და კაი კბილები გაქვს დაგვანებე თავიო

აქეთ ვეცი იქეთ ვეცი და გადავწყვიტე ეს საქმე ქართველ ექიმს ვანდო
ხოლოთ მომთმენი და ნებისყოფის პატრონი რომ იქნება
ანუ წყნარ წყნარად რომ ავუხსნი ასე მინდა იყოს ისეო
ნერვები არ მოეშალოს და არ გამომაგდოს.

Posted by: აგური 26 Sep 2014, 11:56
გამარჯობა
კბილების გათეთრება მინდა სახლის პირობებში და ეს გელი როგორ მუშაობს ვერ მეტყვით?

http://www.amazon.com/dp/B004BLXG5U/

მოყვითალო ფერი მაქვს ძირებისკენ

Posted by: nolt83 26 Sep 2014, 15:48
მოგესალმებით, მოკლედ რაშია საქმე ადრე აქ დავწერე კითხვა და ერთმა თავაზიანმა სტომატოლოგმა მირჩია მასთან კლინიკაში მივსულიყავი და დახმარებას გამიწევდა, სამწუხაროდ აღარ მახსოვს, სად არის კლინიკა და არც ის თუ ვინ არის სტომატოლოგი, თუ ისევ ხართ ამ ფორუმზე იქნებ შემეხმიანოთ, მერვე აუტანელი კბილის პრობლემა მაქვს რომელმაც ფაქტიურად შეიწირა მეშვიდე და ჩემი ნერვებიც, ალბათ 7-8 წელი იქნება პერიოდულად მეწყება ტკივილი, მგონია რომ ამოვა მაგრამ ვერაფერს გახდა, გადავიღე სურათი და ვერც ვერასოდეს ამოვა, იმიტომ რომ ჰორიზონტალურ მდგომარეობაშია, მივედი ბარამიძესთან და ოპერაციას გაგიკეთებ და ამოვიღებ 300 ლარი ამოღებაო, 300 ლარად ყველა კბილს ამოვიღებ, ეს არის ჩემი პრობლემა და თუ ვინმემ იცით კარგი კლინიკა ისეთი სადაც კბილს რომ ამოვიღებ ყბაც არ მომძვრება, (უკეთესია თუ შევინარჩუნებ როგორმე) და ცოტა შეღავათიან ფასებში, მადლობა წინასწარ ყველას ვინც ოდნავ მაინც შეწუხდება რაიმე სანუგეშოს დაწერს

Posted by: M3BB0 26 Sep 2014, 18:45
1 თვე ნახვრის უკან გავიწმინდე კბილები მომდიოდა სისხლი ღრძილებიდან და დამინიშნა ექიმმა გამსოავლები რაღაც და კბილის პასტრა შევიცვალე და ეხლა ისევ იგიივე დამეწყო და რისი ბრალია დავიღალე უკვე მეორეჯერ მემართება იგივე ...

Posted by: manine2013 26 Sep 2014, 22:00
გამარჯობათ მაქვს პერიკორონარიტი და მაინტერესებს რამდენად საშიშია? მქონდა სიცხეები, ვსვავდი და ვიკეთებდი ანტიბიოტიკებს, კურსი ჩავიმთავრე, ქუდაკიც სულ გადაიწია, თუმცა დღეს შევამჩნიე ჭყლული ღრძილზე. ექიმი მეუბნება რენდგენი არ გჭირდებაო. ვივლებ სუპერდენტოლაინს და სოდა+გვირილას

Posted by: ikebana 27 Sep 2014, 21:25
levan666
პირველ რიგში უნდა გაირკვეს ფესვი რა მდგომარეობაშია, ღირს თუ არა შენარჩუნება. თუ ღირს, მაშინ უნდა მოხდეს არხის მკურნალობა და კბილის რაღაც ნაწილის აშენება წკირზე, რომელზეც დამაგრდება გვირგვინი. მერალოკერამიკასა და ცირკონოკერამიკას შორის ცირკონი ჯობია იმით, რომ ესთეტიკურად უფრო უპრობლემოა თეთრი ფერის გამო და უფრო მსუბუქია მეტალტან შედრებით. თუმცა კარგად დამადებული მეტალოკერამიკის გვირგვინი სრულად ასრულებს თავის ფუნქციას.

Posted by: levan666 27 Sep 2014, 23:48
QUOTE (ikebana @ 27 Sep 2014, 21:25 )
levan666
პირველ რიგში უნდა გაირკვეს ფესვი რა მდგომარეობაშია, ღირს თუ არა შენარჩუნება. თუ ღირს, მაშინ უნდა მოხდეს არხის მკურნალობა და კბილის რაღაც ნაწილის აშენება წკირზე, რომელზეც დამაგრდება გვირგვინი. მერალოკერამიკასა და ცირკონოკერამიკას შორის ცირკონი ჯობია იმით, რომ ესთეტიკურად უფრო უპრობლემოა თეთრი ფერის გამო და უფრო მსუბუქია მეტალტან შედრებით. თუმცა კარგად დამადებული მეტალოკერამიკის გვირგვინი სრულად ასრულებს თავის ფუნქციას.

მადლობა smile.gif ვიყავი და არხი ამომისუფთავეს ნარჩენი კბილი კარგია და ზედ დავაშნეებთ მეტალო-კერამიკასო smile.gif

Posted by: ikebana 28 Sep 2014, 02:29
Foxani
კბილების საღებავი როგორც ასეთი არ არსებობს. გათეთრების მეთოდები ყველა ქიმიურია. კიდევ გააჩნია თქვენს საკუთარ ფერს და კბილების მდგომარეობას.
* * *
აგური
სახლის არაპროფესიონალური სისტემები ძალიან სუსტია როგორც წესი.

M3BB0
პაროდონტოლოგთან უნდა მიხვიდეთ.

manine2013
პერიკორონარიტი მაშინ ვითარდება, როცა სიბრძნის კბილი თავისუფლად არაა ამოჭრილი, კბილის უკანა კედელსა და ღრძილს შორის წმენდა ვერ ხდება და ანთება ვითარდება. ქირურგიულად უნდა მოხდეს გვირგვინის გათავისუფლება ისე, რომ ნადები არ დაგროვდეს. ამისთვის ზოგჯერ ძვლის მოშორებაც საჭიროა. შეიძლება ახლა მკურნალობის ფონზე ინფექცია ჩაცხრა და ქუდაკიც დაპატარავდა, მაგრამ თუ არ გაკეთდა ის, რაც გითხარით, პეროდულად გამწვავდება ხოლმე.

Posted by: manine2013 28 Sep 2014, 18:01
ikebana
ხოო ინფექცია ჩამცხრალია 90 % და თუ ისე გამწვავდება მაშინვე ქირურგს მივმართავ sad.gif მადლობა

Posted by: qorda 30 Sep 2014, 14:20
კბილების გათეთრება რა ღირს? up.gif

Posted by: E_ko 1 Oct 2014, 12:22
დეიდაჩემმა 2 წლის წინ ჩაისვა კბილები, ახლა ქვედა ყბაზე ატკივდა ღრძილი, ხან სულ სტკივა, ხან კბილი კბილს რომ მოხვდება მაშინ, მივიდა ექიმთან (იმასთან არა ვინც ჩაუსვა), ექიმი ეუბნება ნერვი არის დატოვებული და იმიტომ გტკივაო, ჩასმული კბილები მაინც გაგიფუჭდება და მოსახსნელი პროტეზის გაკეთება მოგიწევსო. რენდგენი არ გადაუღია, პირდაპირ აზიმაკი დაუნიშნა.
რა ქნას არ იცის დეიდამ, დაელოდოს თავის ექიმს თუ დაიწყოს ამ ანტიბიოტიკის მიღება?

Posted by: TeaNats 1 Oct 2014, 13:12
E_ko
პირველ რიგში აუცილებელია გაკეთდეს რენტგენი და დაისვას ზუსტი დიაგნოზი: ტკივილი პაროდონტიტის გამწვავების ანუ ღრძილის ანთების ბრალია თუ პერიოდონტიტის ანუ ფესვის მწვერვალზე ანთების გამო. ანტიბიოტიკის მიღება ზუსტი დიაგნოზის გარეშე არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება.

Posted by: ako0708 1 Oct 2014, 15:05
კბილი დავიპლომბე ერთი წლის წინ დატყობ რომ კბილი კარგავს ფერს, თუმცა გარშემო არც ღრძილი მტკივა, არც კბილი და საერთოდ არც ირყევა და რისი ბრალია? ამოსაღები ხომ არ გამიხდება? შესაძლებელია ფერის დაბრუნება?

Posted by: lazy 5 Oct 2014, 17:10
კბილი მქონდა ამოსარები და რამდენიმე დასაპლომბი და ვერ მოვიცალე, როგორ გართულდება ? რაც დრო გავა დასაპლომბი კბილი შეიძლება ისე გაფუჭდეს რო ვეღარ დავიპლომბო ? ანდა ამოსაღები კბილი რო ვეღარ ამოიღოს ეგეთი რამე შესაძლებელია ? კაი ხანი გავიდა და მაგიტო მ sad.gif

Posted by: Medison 6 Oct 2014, 11:28
...................................................................


თემის სათაურია "კითხვა სტომატოლოგთან". როგორ უკავშირდება თქვენი პოსტი ამ თემას? არანაირად. ამიტომ წაიშალა. გარდა ამისა სარეკლამო პოსტები აკრძალულია.

პატივისცემით,
მოდერატორი

Posted by: ikebana 7 Oct 2014, 06:19
lazy
რათქმაუნდა შეიძლება, რომ მკურნალობა ვეღარ მოხერხდეს და ამოსაღები გახდეს.
ამოღებას რაც შეეხება, ამოუღებელი კბილი პრაქტიკურად არ არსებობს. მაგრამ არსებობს ნაკლებად ან მეტად ტრავმული ამოღება სირთულის მიხედვით.

ako0708
კბილი ფერის შეცვლა ხდება ხოლმე არხების მკურნალობის შემდეგ, რასაც დისკოლორიტი ეწოდება. შეიძლება გათეთრება ან გვირგვინის/ვინირის გაკეთება. გააჩნია რამდენი ტონითაა გამუქებული.

Posted by: ooo,girl,girl 7 Oct 2014, 13:21
ვინირებს სად აკეთებენ ხარისხიანად, თუ შეგიძლიათ მირჩიოთ? არაპროფესიონალის მსხვერპლი არ მინდა გავხდე, ისედაც ძლივს მივიღე გადაწყვეტილება გაკეთების sad.gif

და ექიმთან მისვლამდე, თუ იცით, გამარკვიეთ, მხოლოდ 1 კბილზე კეთდება? ჩამოვარდნის შემთხვევაში, შეიძლება ახალი ვინირის გაკეთება თუ იმავე კბილზე მეორედ აღარ კეთდება? რა მოსდევს ჩამოვარდნას, მოკლედ. ინტერნეტში კი წავიკითხე რაღაცეები, მაგრამ ამაზე ვერ ვიპოვე პასუხი smile.gif

Posted by: lazy 7 Oct 2014, 14:10
ikebana
ჯერ მგონი არის ასე თუ ისე საღად , ვინმე კარგი სტომატოლოგი მინდა და მირჩიეთ რა რამე : (

Posted by: Pumped up kicks 10 Oct 2014, 02:01
ერთ ერთ კბილზე გაკეთებული მაქვს გვირგვინი (იმედია სწორად ვამბობ) ანუ ჩემი კბილის ნარჩენზეა დამაგრებული . მაინტერესებს შეიძლება თუ არა ბრეკეტების გაკეთება როცა ასეთი კბილი მაქვს?

Posted by: Supernovaa 16 Oct 2014, 23:18
აუ ნერვები მეშლება კბილი ამტკივდა ცივ წყალს რო სვვავ რაღაც მეყინება თითქოს ეს ანთებითი რამე მოვლენაა თუ პატარათი რო გამიფუჭდა და გამიშავდა მაგიტომ?

Posted by: data_q 17 Oct 2014, 15:39
გამარჯობათ კოლეგებო...იქნებ დამეხმაროთ თუ ვინმეს აქვს ზუსტი ინფორმაცია... მაინტერესებს საქარტველოსი მომუშავე ექიმ სყომატოლოგს აქვს თუ არა უფლება იმუშაოს რუსეთში? ან რა არის საჭირო იქ მუშაობისთვის?წინასწარ დიდი მადლოაბა

Posted by: გობალა 20 Oct 2014, 11:14
1.კბილის ჩადგმა ნარკოზით კეთდება?
2.ახლა რა ფასები აქვს საშუალოდ ფესვის ჩადგმას და ნორმალური ხარისხის გვირგვინს?

3. ქვედა მე6 მაქვს ამოღებული.ან ხიდი კეთდება მანდ ან ფესვის ჩანერგვაო და ეს ხიდი რა პონტია? გვერდითა კბილებს კლავენ, ქლიბაზენ და მათზე ამაგრებენ შუა ამოღებულ კბლს, ეს ვიცი, მაგრამ ეს ამოღებული კბილის ადგილას რა კბილიც მაგრდება, იმის ქვეშ ნერწყვი და საჭმლის ნარჩენი არ აღწევს? ან ღრძილს არ აღიზიანებს?



Posted by: chita_chita 20 Oct 2014, 16:02
მოგესალმებით , საღეჭი კბილები რასაც ეწოდება , 1 მათგანი ამ ზაფხულს 1 მათგანი ჩამიტყდა , კბილებს ყოველდღე ვიხეხავ ისე დღე არ გავა, ეს კბილი გალუჯდა თუ გაშავდა რა ფერია ვერ ვარჩევ , რა ვუყო დღეს დილით დავაკვირდი და ამ კბილის ზევით რაღაცასავით ჩAმომტყდა რა ვუყო სტომატოლოგს გავესინჯო ?

Posted by: tamuna_mpt 25 Oct 2014, 17:16
გამარჯობა
ფობია მაქ სერიოზული სტომატოლოგების.. 2-3 დღეში კბილი უნდა ამოვიღოო.. ხოდა მაინტერესებს დაახლოებით რამდენი ხანი გრძელდება ეს პროცედურა? ზედაა 6. იმედია არ მეტკინება ხო? (( მინდა წინასწარ ვიცოდე რა მელოდება. წკაპ და იღებენ თუ როგორ ხდება?

კიდევ ერთი კითხვა.. სინჯი არ მაქვს გაკეთებული. ერთი კბილი დავიპლომბეე არხებიანად. ლიდოკაინით გული მქონდა ძალიან აჩქარებული.. არვიცი წამლისგან თუ პანიკისგან.. ხოდა ამოღებაზე სავარაუდოდ მეტი გამაყუჩებელია საჭირო და მჭირდება სინჯი ?

Posted by: pepusia2014 26 Oct 2014, 19:43
გამარჯობა smile.gif რომელ კლინიკას მირჩევდით 5 წლის ბავშვისთვის მეხუთე კბილები აქვს დასაპლომბი. ძირითადად სტერილიზაციის მეშინიაა და როგორ შევამოწმო სტერილიზაცია უკეთებენ თუ არა ინსტრუმენტებს

Posted by: sprite123 27 Oct 2014, 19:57
კბილი მტკივა წამალი არ მაქვს და სახლის პირობებსჰი როგორ გავიყუცჰო გავგიჯდები
* * *
და კიდევ რა მაინტერესებს კბილი 8თვის წინ გამიმზადეს დასაპლომბად და მის მერე ვერ მოვახერხე მისვკა და რამე პრობლემა ხომ არ სჰემექმნება?????

Posted by: beka331 3 Nov 2014, 23:26
ვიცი მაინც არავინ მიპასუხებს ,მაგრამ მაინც ვიკითხავ

შავი ლაქები მაქვს რამდენიმე კვილზე და რისი ბრალია და როგორ შეიძლება მოვიშორო

Posted by: ikebana 4 Nov 2014, 05:36
გობალა
კბილის ჩასმას თუ გულისხმობთ, არ სჭირდება არც ნარკოზი და არც ანესთეზია. უმტკივნეულო პორცედურაა.
ამოღებული კბილის ადგილას როგორც ჩანს იმპლანტის ჩასმა შემოგთავაზეს. ხიდის შემთხვევაში ჩასმული კბილის ქვეშ საკამრისი სივრცეა რომ საჭმლის ნარჩენები არ დარჩეს.


chita_chita
სტომატოლოგთან უნდა მიხვიდეთ და იმკურნალოთ, თვქნე ვერაფერს ვერ უზამთ.

pepusia2014
თვენს ვერ შეამოწმებთ როგორაა გასტერილებული ინსტრუმენტები.
"ნინო ბერიძის ორთოდონტიულ ცენტრში" კმაყოფილი დარჩებით.

sprite123
აუცილებლად უნდა დაამთვაროთ იმ კბილის მკურნალობა, რომელიც დაიწყეთ. წინააღმდეგ შემთხვევაში ცულ უფრო მცირდება კბილის შენარჩუნების შანსი.

beqa331
ექიმან უნდა მიხვიდეთ და გაიწმინდოთ. თუ ნადებია მოშორდება. ასევ ექიმმა უნდა აგიხსნათ როგორ მოუაროთ კბილებს, რომ მომავალში აღარ გაჩნდეს.

Posted by: bizonikluchi 7 Nov 2014, 14:34
ikebana

გამარჯობა, მაქვს პრობლემა კბილზე, კერძოდ, ნერვები მოკლული მაქვს და ვერ ვიხურავ კბილს, როგორცვე დამიხურავს დროებითი პლომბით, 10–15 წუთში გაუსაძლისი ტკივილები მეწყება, მითხრა იოგა არის გაღიზიანებულიო, 3 კვირაა ალბათ ამ მდგომარეობაში ვარ, დავლიე ანტიბიოტიკები, აუგმენტინი და მაინც იგივე ხდება, ეხლა ღრძილში მიკეთებ ანტიბიოტიკს,სახელი არ მახსოვს ანტიბიოტიკის, სამჯერ გავიკეთე უკვე, დროებითით დამიხურა და ორი დღეა დახურული მაქ, ეხლა ამტკივდა ისევ, ოღონდ მთლად გაუსაძლისად არა, რას მირჩევ როგორ მოვიქცე და არსებობს თუ არა ესეთ რამე, იოგის ანთება?

ღია როცა მაქვს კბილი, საერთოდ არ მტკივა....


იქნებ მირჩიოთ რამე

Posted by: ikebana 7 Nov 2014, 21:52
bizonikluchi
მიდით სხვა ექიმთან, რომელიც კარგად მუშაობს ენდოდონტიაში (არხების მკურნალობა).

Posted by: bizonikluchi 7 Nov 2014, 23:17
ikebana


კერძოდ? ხომ ვერავის მიმასწავლიდი?

Posted by: ikebana 8 Nov 2014, 08:33
bizonikluchi

მაგალითად მედეა შავლაძე "უნიდენტში".

Posted by: LUCKY7 8 Nov 2014, 12:55
გამარჯობა, კბილის გამათეთრებელი გელები სად იყიდება, ან სტრიპები ?

Posted by: chita_chita 12 Nov 2014, 14:18
20 წლის ასაკშI კბილი რო ამოვიღო რომელიც ჯერ არ ამოღებულა (საღეჭI კბილი) ამოვა თუ ჩემ ასაკში უკვე გვიანაა კვილის ამოღება ?

Posted by: bizonikluchi 12 Nov 2014, 20:04
ikebana
თუ იცი ქალბატონი მედეა შაბათსაც მუშაობს?

Posted by: LATITUD3777 12 Nov 2014, 21:29
გამარჯობათ სტომატოლოგებო, კბილი მტკივა ქვედა სულ ბოლო, ცოტასაც ქანაობს, ბავშობის მერე არ ამომიღია კბილი და აღარც მახსოვს რამდენად მტკინვეული იყო, შეგიძლიათ მითხრათ ძაან მტკივნეულია ? ხვალე უნდა ამოვიღო როგორი პროცედურაა ვერ ამიხსნით და რა ღირს დაახლოებით, ისეთ ტკივილ გამაყუჩებელს მიმაღებინებენ რომ საერთოდ არ ვიგრძნო ამოღების დროს ტკივილი თუ ცოტას მაინც ვიგრძნობ ??

Posted by: ikebana 13 Nov 2014, 05:29
LАTITUDE
კარგი ანესთეზიით უმტკივნეულოა.
* * *
chita_chita
არა, აღარ ამოვა.


bizonikluchi
ვერაფერს გეტყვით. დარეკეთ უნიდენტში და გეტყვიან.

Posted by: LATITUD3777 13 Nov 2014, 20:39
ikebana
QUOTE
კარგი ანესთეზიით უმტკივნეულოა.


რას ნიშნავს კარგი ? ანუ ანესთეზიით უნდა ამომიღონ ხო ასედაც და ისედაც ? და როგორ გავარჩიო კარგი უფრო ძვირი ღირს?

კარგი ანესთეზიით რამდენი დამიჯდება თითქმის უმტკივნეულოდ რო ამომიღონ ?smile.gif

Posted by: bizonikluchi 13 Nov 2014, 22:24
ikebana
კარგი, დიდი მადლობა

Posted by: ikebana 16 Nov 2014, 08:39
LАTITUDE
კარგი ექიმი = კარგი ანესთეზია და უპრობლემო ამოღება. ამიტომ მოძებნეთ კარგი ექიმი, ენდეთ და დანარჩენზე ნუ იფიქრებთ.

Posted by: MONTY 17 Nov 2014, 12:43
სად შეიძლება ნორმალურად ამომიღონ კბილი და თან რთული კბილი უმტკივნეულოდ ?
3 ჯერ სხვადასხვამ ამომიღო და არ გეტკინებაო მაგრამ სამივე შემთხვევაში ძაან მტკივნეული იყო და თუ კეთდება დაძინებით და სერიოზული ნარკოზით ? სამი ნემსი გამიკეთეს და როგორც ჩანს ან არ იყო საკმარისი ან კიდე არ იმოქმედა ისე როგორც საჭირო იყო

Posted by: Ambient 18 Nov 2014, 01:45
გამარჯობა smile.gif . ერთი კითხვა მაქვს .
სიბრძნის კბილზე რაღაცანაირად გადმოვიდა ღრძილი . რატომღაც პირის გაღება და ყლაპვა მიჭირს sad.gif . ასეთ დროს რა ხდება ხოლმე ღრძილი იჭრება , კბილის ლიკვიდაცია თუ ანტიბიოტიკებითაც შეიძლება პრობლოემის მოგვარება .??

Posted by: iverson 18 Nov 2014, 17:27
Ambient
გააჩნია, ჩემ დაქალს მოაჭრეს ლაზერით, და მე ახალ წლებზე მქონდა ნიგვზიანი საჭმლისგან გაღიზიანებული და დაველოდოთო და გამიარა



აუ წინა კბილებზე მაქვს მინანქარი გადამძვრალი თუ რაღAც, და სტომატოლოგმა მაგ ფენის მაგივრად ბჟენს დაგადებ და ზუსტად იგივე ფერი იქნებაო და კი ძალიან კაი გოგოა მარა რაღAც მაინც რავი... ხოო ეგრე იქნება? ზუსტად იგივე ფერს როგორ დაადებს? აი რაღAც სერიალი რო იყო "სექსი დიდ ქალაქში"მანდ 1მა მოიტეხა წინა კბილი და ამბობდა ექიმები ვერაფრით ვერ აჯენენ იგივე ფერსო user.gif

Posted by: MONTY 19 Nov 2014, 10:26
3 დღეა ტკივილი ვერ გავიჩერე ნორმალურად, ყოველ 3-4 საათში კეტანოლის დალევა მიწევს, ადრეც ბევრჯერ მტკენია მაგრამ ესე საშინლად არასდროს , არც მისივდება , ოდნავ არის გასიებული , სოდიანი წყალიც გამოვივლე, დინდგელის სავლებიც მაგრამ უშედეგოდ , ამოღება მინდა მაგრამ ჯერ უნდა შევიჩერო ტკივილი და თან ისე მინდა ამოღება რო რეალურად უმტკივნეულო იყოს

Posted by: gogochka 20 Nov 2014, 12:36
MONTY
რომელი კბილია?ასე ადვილად რომ იმეტებთ ამოსაღებად?რა ასაკის ხართ?Ambient
თქვენ გაქვთ პერიკორონარიტი.აუცილებელი ქირურგ-სტომატოლოგის ან ყბა-სახის ქირურგის კონსულტაცია..თვითნებურად ანტიბიოტიკს მქინც ვერ მიიღებთ რეცეპტის გარეშე...მარტო ანტიბიოტიკები არც გიშველით.დაგჭირდებათ მცირე ქირურგიული ჩარევაც...

Posted by: MONTY 20 Nov 2014, 19:28
gogochka
QUOTE
რომელი კბილია?ასე ადვილად რომ იმეტებთ ამოსაღებად?რა ასაკის ხართ?

ბოლოს წინა, ზედაპირზე აღარ არის დარჩენილი , 24 წლის
თავიდან მინდოდა დაშენება მაგრამ ცუდი გამოცდილება მაქვს და მაგიტომ ვეღარ ვიკეთებ კბილებს , მირჩევნია ახალი ჩავისვა დაპლომბვას ,
ამის ამოღება მინდა რომელსაც რთული ფესვი ექნება და რამდენჯერაც ამოვიღე ვერ გამიყუჩეს ნორმალურად და მაინტერესებს სად შეიძლება ამომიღონ ისე რო რეალურად არ მატკინოს ,
ამის ამოღება ადრეც მინდოდა მაგრამ ბოლოს ისე მწარედ მეტკინა ვეღარ მივედი ამოსაღებად

Posted by: Ambient 22 Nov 2014, 01:04
QUOTE (gogochka @ 20 Nov 2014, 12:36 )
MONTY
რომელი კბილია?ასე ადვილად რომ იმეტებთ ამოსაღებად?რა ასაკის ხართ?Ambient
თქვენ გაქვთ პერიკორონარიტი.აუცილებელი ქირურგ-სტომატოლოგის ან ყბა-სახის ქირურგის კონსულტაცია..თვითნებურად ანტიბიოტიკს მქინც ვერ მიიღებთ რეცეპტის გარეშე...მარტო ანტიბიოტიკები არც გიშველით.დაგჭირდებათ მცირე ქირურგიული ჩარევაც...

დიდი მადლობა რჩევისათვის smile.gif მივედი დღეს ექიმთან თურმე ეგ პერიკორონარიტი 20 წუთის საქმე ყოფილა , უცებ დანით ამოჭრა და დავისვენე smile.gif

Posted by: ikebana 22 Nov 2014, 04:43
iverson
აბსოლუტურად რეალურია და გამოცდილი ექქიმისთვის, ვინც რესტავრაციააში მუშაობს პრობლემას არ წარმოადგენს.

Posted by: rati nwt 23 Nov 2014, 01:33
საყოველთაო დაზღევა რამდენად ეხება სტომატოლოგიას? ვეძებ ინფოს, ვერ გავიგე ნორმალურად.

გადაუდებელ შემთხვევაშიო, ეწერა. ანუ მხოლოდ ტკივილის პირობებში?

თუ გინდა კბილებს მიხედო, თავისი აუცილებელი დეტალებით, ამაზე შეღავათი არ არის?

Posted by: sanfol 23 Nov 2014, 16:19
გამარჯობა, ყოველდღიური მოვლა კბილების როგორ შეიძლება? დამიჭიანდა უკვე კბილები და შეიძლება უხარისხო კბილის ჩოთქის და პასტის ბრალი იყოს? და თუ კი მაშინ ხარისხიანი რომელია რო შევიძინო

Posted by: iverson 24 Nov 2014, 10:33
ikebana
დვიპლომბე და მართლა არაფერი არ ეტყობა bis.gif ერთ კბილზე ენით მქონდა შეგრძნება რომ თითქოს იქერცლებოდა ქვევიდან ზევით და მერე გადააპრიალა ეგეც



და კინაღამ შემეცვალა აზრი სტომატოლოგიაზე რომ უცებ 2 ახალი დაპლომბილი კბილი ამტკივდა drug.gif მოკლედ გადავწყვიტე ყველა კბილი სადაც კარიესი მქონდა ან რამე პრობლემა მომეწესრიგებინა, თორე არ მტკიოდა ისე არაფერი და ახლა 2 ცალი ამტკივდა :/ ასე რომ ალბათ მაინც ჯობია როცა რამე შეგაწუხებს მერე მიხვიდე sad.gif ახლა სავარაუდოდ ნერვი უნდა მოვიკლა 2 კბილზე და რო არ მივსულიყავი ვინ იცის რამდენი ხანი იქნებოდა კიდე



sanfol
იცი რაარი ვერტიკალურად უნდა გაიხეხო თურმე კბილები და არა ჰორიზონტალურად. ზედა კბილები ზევიდან ქვევით, ქვედა კბილები ქვევიდან ზევით. და დიდხანს უნდა იხეხო კარგადუნდა მიაქციო ყურადღება (სადღაც 2წუთი). კბილისჩოთქი თურმე არსებობს სამნაირი: soft medium და hard. როცა ყიდულობ რაშიც დევს მაგას აწერია. და ჯობია იყიდო მედიუმი. დღეში 2 ჯერ უნდა გაიხეხო და საღამოს ძილისწინ უნდა გაიხეხო და აღარ შეჭამო არაფერი ისე დაიძინო


Posted by: sanfol 24 Nov 2014, 12:56
iverson
საინტერესოა არ ვიცოდი მადლობა

Posted by: n_elo 24 Nov 2014, 18:53
Mainteresebs antidepresentan ramdemad sheileba anestezia?

Posted by: mariam-bejo 25 Nov 2014, 00:00
გამარჯობა, აგიხსნით ჩემს სიტუაციას და გთხოვთ რჩევა მომცეთ. მოკლედ, ვარ 21 წლის და ზედა მარჯვენა მესამე კბილი მაქვს სარძევე, რომელიც ამავდროულად დაპლომბილია და აშკარად მაწუხებს, მტკივა ვერ ვიტყვი იმიტომ რომ ფესვი არ აქვს მარა მაწუხებს ცუდი შეგრძნება მაქვს. ესტეთიურადაც ცუდად გამოიყურება, ხოდა რომ ამოვიღო რა გზები არსებობს ასეთ შემთხვევაში კბილის ჩასმის? ფესვი არ აქვს ამიტომ ზედ ვერ დაშენდება, მითხრეს რომ გვერდით კბილზე უნდა გაკეთდეს მაგრამ არ მინდა საღი კბილის გაფუჭება. მსმენია ასევე რომ არსებობს ასეთი საშუალება ფესვის მაგივრად ჩადგავენ რკინას რეზბის ფორმის და ზედ ამაგრებენ კბილს. იქნებ მომცეთ დაწვრილებითი ინფორმაცია ამ უკანასკნელის შესახებ და ფასებიც როგორია. თუ რაიმე სხვა ალტერნატივა არსებობს მასაც მოვისმენ smile.gif ძალიან დიდი მადლობა წინასწარ

Posted by: GRINGO 25 Nov 2014, 00:08
სადღეღამისო სტომატოლოგიური კლინიკა მითხარით რა სასწრაფოდ

Posted by: gogochka 28 Nov 2014, 19:14
mariam-bejo
სარძევე კბილი თავადაც მაქვს ოღონდ სარძევე მოლარი smile.gif ვიცი რა შეგრძნებაზე საუბრობ..უსიამოვნო შეგრძენება თითქოს ყრუდ გტკივა smile.gif მესმის შენი! რაც შეეხება იმას თუ რისი გაკეთება შეიძლება,ზოგადად სარძევე კბილი მუდმივზე გაცილებით მცირე ზომისაა..უშუალოდ უნდა გნახოს ექიმმა-იმპლანტოლოგმა,შეაფასოს ძვლის მდგომარეობაც...ვინ არის იმპლანტოლოგი?ექიმი ვინც უხეშად რომ ვთქვათ აკეთებს ,, რკინის ფესვს"-იმპლანტს...ფასები ქვეყნისა და იმპლანტის ხარისხის მიხედვით მერყეობს 550-დან 650 ლარამდე +ამას ზევიდან ,აბატმენტი,ჩანართი და მეტალოკერამიკის ან ცირკონის გვირგვინი 330 ლარი smile.gif მოკლედ ჯობია მიხვიდე უშუალოდ კლინიკაში..მე პირადად 2 კლინიკას გირჩევ ,დენსი" ან HBI დენტ.

დენსი არის ვერაზე და ვაკეში და მეორე კლინიკა საბურთალოზე..საკონტაქტო ინფორმაცია შეგიძლია ინტერნეტით მოიძიო. smile.gif
* * *
GRINGO
დენტოკლუბი მემგონი სადღეღამისოა smile.gif პავლოვზე..

Posted by: iverson 28 Nov 2014, 19:19
მოკლედ განვაახლებ: წინა კბილებზე რომ გავიკეთე პლომბი 1 კვირაშI უკვე პატარა "ბუშტუკა" აქვს 1 კბილს და დღეს თვითონ მითხრა დენტისტმა რომ უკვე გასაპრიალებელია :/ ცოტაც და ვინანებ tuk.gif

Posted by: gogochka 28 Nov 2014, 22:32
iverson
შეგიძლია ფოტო დადოო?

Posted by: mariam-bejo 5 Dec 2014, 12:40
gogochka
დიდი მადლობა, კი ნამდვილად პატარაა და სა საზიზღარი mad.gif

Posted by: zgmartli 9 Dec 2014, 22:52
შეიძლება არხიდან მკვდარი ნერვის ამოღება გეტკინოს? სტომატოლოგი მიმტკიცებდა მკვდარიაო არადა საშინლად მეტკინა

Posted by: nodari_nx 9 Dec 2014, 23:55
ერთი გამარკვიეთ რა განსხვავებაა გადაუდებელ და გეგმიურ სტომატოლოგიურ მომსახურებებს შორის?

Posted by: BatoniTchia 10 Dec 2014, 17:50
გამარჯობა,

მინანქარში ხომ ვერ მირჩევთ რომელია კარგი სტომატოლოგი, კბილის დაპლომბვა მჭირდება.

Posted by: gogochka 10 Dec 2014, 18:25
zgmartli
გამარჯობა!
თუ წამალი გქონდათ ჩადებული,მარტივად რომ ვთქვათ შეიძლება ფესვის ბოლომდე არ ჩავიდა და გქონდათ მგრძნობელობა smile.gifშეი ძლება ე.გ ,,მკვდარ კბილშიც" მგრძნობიარე იყოს ნერვის ამოღება smile.gif
nodari_nx
გადაუდებელია როდესაც გაქვტ მწვავე თკივილი თავისი შესიებით და ამბებით,გეგმიური როდესაც მიხვალთ ექიმთან,ცაიტარებთ კონსულტაციას და დაგეგმავთ პირის ღრუში ცასატარებელ მანიპულაციებს smile.gif

BatoniTchia
სამწუხაროდ ასე კონკრეტულად ვერავის გირჩევთ,ყველა კარგია მერწმუნეთ smile.gif

Posted by: BatoniTchia 10 Dec 2014, 18:58
gogochka

მადლობა, ყველა მაგას მეუბნება smile.gif

Posted by: nodari_nx 10 Dec 2014, 19:14
gogochka
მადლობაააა smile.gif))))

Posted by: chuvak_lexo 12 Dec 2014, 13:44
ადრე შეგპირდით ჩემს ანომალიას გაჩვენებთ თქო და მერე ამომივარდა თავიდან ეხლა ვაფშე 3D-ს ფაილს მოგცემთ თუ გინდათ

ქვედა ყბა სუპერსკია, სიბრძნის კბილების ჩანასახიც კი არ არსებობს smile.gif
user posted image

Posted by: ikebana 13 Dec 2014, 06:44
chuvak_lexo
კარგი იქნება 3D-ც. ვინც ნახა რა გითხრეს ამოღებაზე 3დ-ს მიხედვით?

Posted by: chuvak_lexo 14 Dec 2014, 13:09
ikebana
QUOTE
კარგი იქნება 3D-ც. ვინც ნახა რა გითხრეს ამოღებაზე 3დ-ს მიხედვით?

სარძევეს რეცესია ადვილად მოხსნა, აი ეშვი 3 ნაწილად დაშალა და ისე ამოიღო წინა კბილებთან ძაან ახლო იყო და არხები რო არ დაზიანებულიყო, მარცხენა სიბრძნე 15 წუთში მოხსნა მაგრამ ძაააააალიან მტკიოდა და ეხლაც მოშნად მტკივა :/


კაი ავტვირთავ დრაივზე გადმოსაწერ ლინკს დავდებ wink.gif




პ.ს. ესეთ ანომალიას ხშირად ხვდებით? user.gif

Posted by: ani433 18 Dec 2014, 02:50
გამარჯობათ. ვეძებ კარგ სტომატოლოგიურ კლინიკას და კარგ სტომატოგს gigi.gif იქნებ მირჩიოთ სად წავიდე კბილის დაპლომბვა მინდა

Posted by: ტუტრუცანა 19 Dec 2014, 16:34
სალამი
კითხვა მაქვს მალხენი გაზის შესახებ.
ბავშვი გვყავდა 2 სხვადასხვა კლინიკაში და არაფრით არ ამუშავა სტომატოლოგი. გასაკეტებელი გვაქვს 5 სარძევე კბილი, აქედან 1კბილს იტკივებს ჭამის დროს და რო გადაუღეს რენტგენი ნახეს რომ უკვე ნერვამდე ჩასულია ღრუ. დანარჩენი 4 კბილი მსუბუქი კარიესებია. გავიგე რომ მალხენი გაზით აკეტებენ, ბავშვი არის 5 წლის. ისეთი სტრესი განვიცადეთ რომ არარავის იკარებს, სახლშიც კი არ მახედებს პირის ღრუში.
წავიკითხე ინფორმაცია ინტერნეტში ამის შესახებ, მაგრამ კარგად არსად არაა აღწერილი როგორ გრძნობს ბავშვი ტავს მალხენი გაზის მოქმედების ქვეშ? მაგალიტად მაინტერესებს ხელ-ფეხის მოძრაობა შეეზღუდება? აი ვერ ისვენებს სავარძელზე და ხტისხოლმე, ტავს არ აჩერებს და ყვირის და ესენი შეეზღუდება? იქნებ ამიხსნათ ძალიან გტხოვთ...
რამე დამატებითი ანალიზები ხომ არ ჭირდება სანამ მალხენ აირს შეისუნთქავს?

კიდევ ჩვეულებრივი ნარკოზიტაც აკეთებენ, რაც საკმაოდ ძვირია, მაგ დროს თხოვენ კარდიოგრამას, სისხლის საერთო ანალიზსო და და იქნებ იცოდეთ კიდევ რა არის საჭირო რომ უკვე მზად ვიყოთ?
დიდი მადლობა წინასწარ

Posted by: ikebana 20 Dec 2014, 03:18
ტუტრუცანა

მიმართეთ "დენტოკლუბს" პავლოვზე. ისინი იყენებენ მალხენ აირს და ყველა კითხვაზე გაგცემენ პასუხს. ხელ-ფეხის მოძრაობა შეზღუდული არაა, ცნობიერებაც შენარჩუნებულია. დაახლოებით ისეა, როგორც ძილ-ბურანში.

Posted by: ტუტრუცანა 20 Dec 2014, 13:25
ikebana
QUOTE
მიმართეთ "დენტოკლუბს" პავლოვზე. ისინი იყენებენ მალხენ აირს და ყველა კითხვაზე გაგცემენ პასუხს. ხელ-ფეხის მოძრაობა შეზღუდული არაა, ცნობიერებაც შენარჩუნებულია. დაახლოებით ისეა, როგორც ძილ-ბურანში.

მივმარტე, მაგრამ დაწვრილებით არ ამიხსნეს თუ როგორ მდგომარეობაშია ბავსვი აირის ქვეშ. ამიტომ დავწერე აქ იქნებ ვინმემ დაწვრილებით ამიხსნასთქო.
მადლობა ტქვენ

Posted by: ronald_wesley 22 Dec 2014, 05:50
მოკლედ გაფუჭებულ კბილებში და კარიესში თუ ჩემპიონატი ჩატარდება მე დამიძახეთ !
21ის ვარ და ნახევარი ლამის დაშლილი მაქვს .!

Posted by: Naniko1 25 Dec 2014, 19:43
კბილები მიელააავს ((( კბილი მიფუჭდება ერთი და შეიძლება მაგის გამოა? ღამით ღრძილებიც მაწუხებს. სოდიანი წყალი, მუხის ქერქის ნახარში გავაკეთე, მაგრამ არ მსველის. პაროდონტაქსს ვხმარობ, მაგრამ არაფერი ( რამე მირჩიეთ რა ან კბილის პასტა, ან სავლები. ვერ მივდივარ ექიმთან ჯერ.

Posted by: ikebana 25 Dec 2014, 20:51
Naniko1
შეიძლება ეს პრობლემები იმ კბილთან იყოს დაკავშირებული, რომელიც დაზიანებული. თუ მიზეზი ღრძილებლია, გექნებათ სისხლდენაც. ნებისმიერ შემთხვევაში სახლში ვერაფერს უშველით, სტომატოლოგი გჭირდებათ, თერაპევტი ან პაროდონტოლოგი.

Posted by: uttarx 30 Dec 2014, 14:19
https://www.facebook.com/153311484833846/ph...?type=1&theater ამ კლინიკააზე ვინმეს რამე გსმენიათ? ეს აქცია მომეწონა და ვფიქრობ ხო არ მივიდე ხოდა მანიტერესებს ღირს თუ არა ამათთან მისვლა

Posted by: badger 4 Jan 2015, 08:52
მჭირდება სტომატოლოგი რომელიც არის ამავდროულად ფსიქოლოგი(ნაწილობრივ მაინც), ვის მირჩევდით (სერიოზული პრობლემა მაქვს)? ან პირიქით ფსიქოლოგი მჭირდება მსგავსი ფობიების განკურნების გამოცდილებით. გმადლობთ

Posted by: Supernovaa 11 Jan 2015, 00:17
უკანა კბინი ქვედა ყბის სადაც კბილი გამიშავდა ღრძილიც გამიშავდა და ამის გაკეთება და რაღაც მტკივნეული იქნება ძაან? წყალს რო ვსვავ ცივს რაღაც უსიამოვნო შეგრძნება მაქ და ანთებითი პროცესი მაქ თუ?

Posted by: jupao 13 Jan 2015, 12:12
გამარჯობა

1 წელიც არ გასულა რაც კბილი დამიპლომბა ერთ-ერთ სტომატოლოგმა და 3 დღის წინ ღეჭვისას ლამის მეორე კბილიც ჩამემტვრა.
ადრეც დავიპლომბე სხვა კბილი და ისიც ეგრე მალევე მომძვრა.
რა უბედურებაა მასალა არ ვარგა თუ მე მაქ პრობლემა ?
იქნებ მირჩიოთ ნორმალური სტომატოლოგი ვინც დამიპლომბავს და ერთი 5 წელი გამიძლებს

Posted by: ashley_tko 18 Jan 2015, 15:44
ikebana
ძალიან გთხოვთ მასწავლეთ რა სტომატოლოგიურ კლინიკებში როგორ უნდა მივხვდეთ ინსტრუმენტები არის თუ არა გასტერილებული?? შეფუთვაში უნდა იყოს როგორც ვიცი და სხვას რას მივაქციოთ ყურადღება??

Posted by: Annabell 18 Jan 2015, 21:14
ცუდად ვარ რა დღეში ჩამაგდო კბილის ექიმმა სულ მტკივა მთელი ყბა და თავი
* * *
QUOTE (Annabell @ 18 Jan 2015, 21:14 )
ცუდად ვარ რა დღეში ჩამაგდო კბილის ექიმმა სულ მტკივა მთელი ყბა და თავი

რამდენიმე კვირის წინ შევამჩნიე რომ ღრძილი ცოტა დამისივდა

ვიფიქრე ხვალ წავალ თქო ექიმთან და მეორე დღეს რომ ვნახე აღარ მქონდა და მეგონა რამე სუხარი ვჭამე გამიღიზიანა და გამიარა.

სამი კვირის შემდეგ ისევ ხელახლა დამისივდა ღრძილი და დამიწყო ყრუ ტკივილი

დღეს ვიყავი ექიმთან და რომ დამინახა ეტყობა რაღაც შეჭამე და უნდა გაგიწმინდოო, და ნემსი გირჩევნია გაგიკეთო თუ ნემსის გარეშე დავიწყოო, ნემსით მირჩევნია მეთქი და გამიკეთა და ამასობაში გადაიღო სურათი

შემოდის და მეუბნება, კბილში ანთებაა კანალები უნდა გავხსნაო
კარგი მეთქი და
სანამ დაიწყებდა მუშაობს გამსინჯა კბილზე დამიკაკუნა გტკივაო, და არ მტკივა კბილი
დაფიქრდა

შემდეგ კიდე შემომცხო ჯანიანად ურო და მეტკინა მაგრამ არა კბილის ტკივილით არამედ ყბა
და ასე კი მეთქი მტკივა
ხო და უნდა ამოგიღოო

არ ამოვაღებინე
გამიხსნა კანალები დაპლომბა თუ რა ჯანდაბაა და წამოვედი სახლში
რომ მოვედი და სარკეში ჩავიხედე ყბა მქონდა გვერდზე მობრუნებული მტკიოდა მთელი ყბა და თავი user.gif

რა ნემსი გამიკეთა ამისთანა არ ვიცი

დავლიე ტკივილგამაყუჩებელი და დავიძინე.

ახლა ისევ მტკივა ეს ღრძილი და ისევ გასიებული მაქვს შიგნით ბუშტუკივით ადევს
მაგრამ არანაირად არ მტკივა თავად კბილი
მტკივა თავი და ყურისკენ გადასცემს ტკივილს.

არ ვიცი წავიდე და ამოვიღო თუ დაველოდო გათენებას და სხვა ექიმს მივაკითხო?
მთელი დღე სამუშაოზე საქმეები მაქვს და საღამომდე ვერ გავძლებ.

თვალი ყური თავი ყბა მტკივა, მაგრამ არ მტკივა თავად კბილი

user.gif user.gif
* * *
არ ვიცი რა ძალიტ შემოსცხო ის რარაც ამ კბილს, ახლა ვუყურებ და მერყევა

ღმერთო ის ვინ იყო ჯანიანი დიდძუძუება დედაკაცი

Posted by: ikebana 19 Jan 2015, 03:34
ashley_tko
სამწუხაროდ ამას თქვენ ვერაფრით ვერ შეამოწმებთ. შეფუთვაში უნდა იყოს, მაგრამ სწორადაა თუ არა გასტერილებული თქვენ ვერ მიხვდებით.

Posted by: Annabell 19 Jan 2015, 03:39
კბილის ფესვში თუ როგორ ავხსნა არ ვიცი ღრძილში აშკარად ანთებაა და ამისი მკურნალობა ამოღების გარეშე არ შეიძლება?


ფუ ეს რა იყო ეს ვინ იყო

ადრეც გამიკეთებია ნემსი და ვერაფერი ვიგრძენი და ამან რა დამარჭო ამტკივა მთელი ყბა და თავი sad.gif

Posted by: ikebana 19 Jan 2015, 03:45
Annabell
ნემსის ბრალი არ უნდა იყოს. კბილის მდგომარეობას კი აქ რენტგენის გარეშე ვერ მივხვდებით. არ გადაგიღეს რენტგენი?

Posted by: Annabell 19 Jan 2015, 03:48
ikebana
კიიიი ...............................................................................

მაგრამ რენტგენის სურათშ რომ შეხედა არ თქვა მაშინვე ამოსაღებიაო

არ მტკივა თავად კბილი

Posted by: ikebana 19 Jan 2015, 03:59
Annabell
გასაგებია რომ არ გტკივათ. კბილი ამოსაღები რამდენიმე მიზეზის გამო შეიძლება იყოს. თუმცა ეს მიზეზები ცოტაა და არც ისე ხშირი. უმეტეს შემთხვევაში შესაძლებელია ხოლმე კბილის შენარჩუნება, თუ პაციენტიც მოტივირებულია.
აქ სურათის ნახვის გარეშე თქმა შეუძლებელია ახლა რა მდგომარეობაა.
მარტო რენტგენით არ ისმება დიაგნოზის. რენტგენი + ადგილობივი გამოკვლევა. უცნაური არაფერია იმაში რომ შეიძება დროულად უნდა მიმართოთ სხვა ექიმს.

Posted by: Annabell 19 Jan 2015, 04:01
ikebana
ჩემი ვარაუდით ფეხვი თუ შიგნით რაცაა ეს არის დაჩიქრებული და აქ არის ანთება

ამას რა უნდა ვუშველო?

სასწრაფოში ვიყავი და მანდ ყველას ფეხებზე კიდიხარ.
სულ ეგრე აჩხავლებენ ხალხს, ზოგს კბილს აძრობენ და ზოგს ენას sad.gif

რატომ ირყევა?

და ახლა შევჭამე რაღაც და მტკივა cry.gif

გათიშონ ნერვები, მოკლან, ძირში რომ ანთებაა ეგ მოკლან ან გაჭრან და ამოსსუფთავონ და გამიკეთონ ნემსები

თანახმა ვარ

კბილი რომ ამოვიღო, მერე ახლა უნდა ჩავისვა და იმ ჩასმისას ბორმანქანები ყბის ძვლების ხვრეტა და რკინების შესმა და ბოლტ გაიკები და სირბილი ისევ ექიმთან - ამისი ნერვები უფრო არ მაქვს და არც დრო.

მაგრამ ისეც არ მინდა რომ ამ კბილის ფესვში დაგროვილი ჩირქი წავიდეს ტვინამდე ამ მკურნალობისას და ექსპერიმენტების ჩატარებისას. sad.gif


ვაიმე რა მჭირს ღმერთო ჩემო თვალს მახუჭინებს უკვე რაღაცნაირად.

უბრალოდ იმ ექიმის ასე სწრაფად და რადიკალურად შეცვლილმა აზებმა დამაბნია sad.gif
ჯერ ხომ უნდა ენახა ბოლომდე და მერე ელაპარაკა?
მასე რომ მეთქვა რომ ნემსი არ გამიკეთო და ისე გამიწმინდე თქო საერთოდ ვერ არმოაჩენდა ამოღების მიზეზს.

თან თავიდანვე დაათვალიერა დაუკაკუნა ის ეს და ბოლოს ''აღმოაჩინა'' მას მერე რაც არხები გახსნა რომ თურმე კბილი მოძრაობს sad.gif

და დაიწყო იმაზე ლაქლაქი რომ ძალიან ვიწრო ჩანა მაქვს და ამისტომ საჭმელის ნარცენები იჭედება და მემართება ანთება
ეგ ვიცი და მაგ ანთებებს მიწმენდავენ ხოლმე
და გაეწმინდა იმ ოხერსაც ხო შეიძლებოდა user.gif

Posted by: padresito 21 Jan 2015, 20:09
გამარჯობათ მეგობრებო რა მაინტერესებს მინდა 3დ რესტავრაციის გაკეთება და ყველაზე იაფად და ნორმალურად სად აკეთებენ??: )

და მეორე აკეთებენ თუ არადა სად gummy smile ანუ ღრძილები ძალიან მიჩანს სიცილის დროს smile.gif


ikebana
წინასწარ მადლობა პასუხისთვის : ))))))

Posted by: Florbelle 23 Jan 2015, 18:14
მეგობრებო 2 კვირის წინ დავიპლომბე სულ ბოლოში ზემოთ რო კბილია (მერვეს ეძახიან მგონი) აი ეგ კბილი,ნერვი მოვკალიო ექიმმა,მგონი მართლა მოკლა და არ #####უებია,აი გრძელ რაღაცას რო ატრიალებენ ხოლმე ეგ პროცედურა გააკეთა რა ნაღდად facepalm.gif lol.gif არ ვიცი რა ქვია მაპატიეთ
ხოდა იმის მერე მაინც მტკივა ეგ ადგილი,კიარადა თავზე და ყბაზე გადააქვს ვერ ვიძინებ საერთოდ,დილით აღარ მტკივა ხოლმე მარა მაგ მხარეს თუ ვჭამ მტკივდება ეგრევე,ხოდა ეგეთი დაპლომბილი კბილი რაღა ჩემ ღ**ედ მინდა,ან რისი ბრალი შეიძლება იყოს და რა ვქნა დაწერეთ რა გთხოვთ ვინც ერკვევით,ნერვი თუ მკვდარია ხო საერთოდ რძნობა არ უნდა ჰქონდეს მაგ ადგილს?
მადლობა წინასწარ
რამე წესიერი კლინიკაც დამიწერეთ ამ დედა******ებთან რო აღარ ჩავიდე კიდე

Posted by: ikebana 24 Jan 2015, 03:44
padresito
არ არსებობს ასეთი რამე "3დ რესტავრაცია". ყველა რესტავრაცია 3დ-ა. კონკრეტულად რისი გაკეთება გინდათ?
gummy smile-ის კორექცია ქირურგიული გზით ხდება ან ბოტოქსით. რესტავრაციით ეს არ გასწორდება.

Florbelle
შესამოწმებელია როგორაა ნამკურნალები არხები. რენტგენი თუ გაქვთ დადეთ. არაა გამორიცხული სხვა კბილიც გტკიოდეთ.

Posted by: Ziggy Pop 24 Jan 2015, 18:30
მეგობრებო, კარგი კბილის პასტები რომლებია? ღირდეს ცოტა ძვირი, ოღონდ კარგი იყოს.

Posted by: Florbelle 24 Jan 2015, 23:31
ikebana
არა არ მაქვს რენტგენი,რავი რას ვიფიქრებდი თუ გამიმიზეზდებოდა მერე user.gif
დღეს შედარებით უკეთესად ვარ არ ამტკივებია,1 თვე დაველოდები კიდე და მერე ამოვიღებ თუ არ გამიარა
მადლობა პასუხისთვის

Posted by: pleita 30 Jan 2015, 11:01
გამარჯობა, პრობლემით მოვედი help.gif

ე.ი არასდროს მქონია ქვა და ნადები კბილებზე, 3 თვის წინ კატასტროფა შევნიშნე პირის ღრუში. აბსოლუტურად ყველა კბილზე იყო მოდებული ქვები, გავიწმინდე სასწრაფოდ, 3 თვეში იგივე სიტუაციაა wow.gif გადავირიე რა არის ეს??? რისი ბრალი შეიძლება იყოს?? საერთოდ ვგრძნობ - დამისუსტდა კბილები, ტკბილს თუ მივირთმევ მტკივა. ორსულობის შემდეგი პროცესი შეიძლება იყოს?? გარდა ამისა ჩემს შვილს (წლის და 2 თვის) ზედა 2 კბილზე აქვს ნაცრისფერი ნადები wow.gif მიუხედავად იმისა რომ დღეში ორჯერ ვუხეხავ კბილებს, შაქარს, ტკბილ და მავნე საკვებს საერთოდ არ იღებს... რა ხდება გამარკვიეთ რა user.gif სასმელ წყალში ზედმეტი ფტორის შემცველობის გამო შესაძლებელია მოხდეს ეს??

Posted by: niniaa 31 Jan 2015, 16:39
ikebana
უვეჩეს აპარატი რომელ სტომატოლოგიურ კლინიკაში აქვთ, ხომ ვერ დამაკვალიანებთ ან ქალაქში სად ფუნქციონირებს ეს აპარატი? პაციენტს კბილის პრობლემის გამო დანიშნული აქვს და არ იცის სად და ვის მიმართოს...

Posted by: niniaa 2 Feb 2015, 19:08
აქ ეტყობა არავინ აღარ შემოდის? დღეს დიდი ძებნის შემდეგ ვიპოვე სტომატოლოგიური კლინიკა, სადაც კბილზე უვეჩეს აკეთებენ: ვაჟა-ფშაველას გამზირი 6, ტელეფონი 2 37 09 55

Posted by: gogochka 2 Feb 2015, 22:41
Ziggy Pop
ველედას კბილის პასტები არის საუკეთესო smile.gif სცადეთ არ ინანებთ smile.gif
pleita
აუცილებლად მიმართეთ ბავშვთა სტომატოლოგს..ჩვენ ასე ზეპირად ვერაფერს გეტყვით smile.gif რაც შეგეხებათ თქვენ,დასუსტებაში რას გულისხმობთ?მგრძნობელობა გაქვთ მომატებული თუ????

Posted by: ikebana 5 Feb 2015, 19:28
pleita
მე მაინც მგონია, რომ მოგვარებადი პრობლემა გაქვთ. თუ თქვენი სტომატოლოგი ვერ ართმევს თავს, მიდით სხვასთანაც. თქვენი მდგომარეობის მიზეზი ბევრი შეიძლება იყოს ცალცალკეც და ერთდროულადაც. შეიძლება სხვაგვარი მდგომაა საჭირო. აქ რამე კონკრეტულის თქმა შეუძლებელია.

Posted by: caf58c 7 Feb 2015, 22:49
ikebana

ცალკე თემა რომ გავხსნათ ჰალითოზთან და პირის ღრუს მოვლასთან დაკავშირებით, მგონი ბევრისთვის იქნება საინტერესო.

Posted by: multitate 7 Feb 2015, 22:55
ერთი რა მაინტერესებს როგორ უნდა დავრწმუნდე რო ვინმე სტომატოლოგ მერაბას ინსტრუმენტები დამუშავებულიაქ და კბილის ამოღების მერე ვინმე ###### სგან c- ს ან რამე სხვას არ ავიკიდებ არავის გიფიქრიათ მაგაზე?

Posted by: ma1ka 9 Feb 2015, 15:07
caf58c
QUOTE
ცალკე თემა რომ გავხსნათ ჰალითოზთან და პირის ღრუს მოვლასთან დაკავშირებით, მგონი ბევრისთვის იქნება საინტერესო.

კი ძალიან საინტერესო იქნება.
კბილის პასტის და ჩოთქის შერჩევის პრობლემა მაქვს სულ sad.gif

Posted by: chupa82 9 Feb 2015, 15:18
მირჩიეთ რა ვუშველო ზედა მეორე კბილს რომელიც ,, ძვირფასმა" სტომატოლოგმა რეზუმფცინით (მგონი სწორად მახსოვს ტერმინი) დამიბჟინა და კბილი მაქვს ახლა ვარდისფერი , რა ხერხს მივმართო რომ გვერდითა მდგომი კბილებისგან ასე მკვეთრად არ გამოირჩეოდეს. რას მირჩევთ როგორ შეიძლება კოსმეტიკური მხარე გამოვუსწორო

Posted by: Otten 9 Feb 2015, 21:51
გამარჯობათერთი კითხვა მაქ. საქრთველოში არ ვცხოვრობ და ჩემთან სტომატოლოგისმომსახურება ძვირია.დღეს მითხრეს რ ერთი კბილი საერთოდ უნდა ამოვიღო. ბევრი კარიესია დაგროვილია და ერთდღესაც აფეთქდებაო. ხოდა ამოიღებ 6 თვე მოიცდი და ინპლანტანტს თუ რაღაცას მოკლედახალ კბილს ჩაისვავო და ეს ჯდებაო 800 დან 2000ევრომდეო.
დაზღვევა არ იხდის და საქართველოში აი ამ ახალი კბილის ჩასმა რ ჯდება დაახლოებიტ?


მადლობთ

Posted by: ma1ka 11 Feb 2015, 11:23
Otten
არ ვარ მაგ საკითხში კომპეტენტური მაგრამ 400 ლარიდან ზემოთ ჯდება ეგ იმპლანტი როგორც ვიცი.

Posted by: aleqsa solano 11 Feb 2015, 20:01
ქვები თუ რაღაც უბედურება მაქვს დრეს შემიქმნა დიკომფორტი ხოდა რა ჯდება მოშორება ან საშიში ხომ არაა ან მტკივნეული ? sad.gif

Posted by: aleqsa solano 11 Feb 2015, 20:02
ქვები თუ რაღაც უბედურება მაქვს დრეს შემიქმნა დიკომფორტი ხოდა რა ჯდება მოშორება ან საშიში ხომ არაა ან მტკივნეული ? sad.gif

Posted by: ikebana 12 Feb 2015, 01:42
caf58c
გახსენით. არის თემა, მაგრამ ძველია და არც ბევრ ინფრომაციას შეიცავს. ამიტომ არ მივუერთებ და ახალი თემა იყოს.

Posted by: caf58c 12 Feb 2015, 20:08
http://forum.ge/?showtopic=34730819&hl= გავხსენი და იმედია გავაქტიურდებით

Posted by: ikebana 13 Feb 2015, 20:18
chupa82
რეზორცინიანი კბილის გათეთრება ვერ ხერხდება სამწუხაროდ. ფერის კორექციისთვის უნდა გაკეთდეს ვინირი.

Posted by: chupa82 14 Feb 2015, 16:01
ikebana
ვინირების თემა კი არის მაგრამ აქ ვიკითხავ რა , რამდენიმე კლინიკაში დავრეკე და ძირითადად ჰელიო ბჟენით აკეთებენ, ოღონდ ზოგან 50 ლარი მითხრეს 1 კბილი და ზოგან 150 , ცოტა დამაბნეველია ეს ფასები, ამხელა სხვაობა რატოა, და კერამიკული ვინირები სად კეთდება ხომ ვერ მეტყვით მისაღები ფასებიც რომ იყოს?

Posted by: ashley_tko 14 Feb 2015, 17:09

რას ვერ ვხვდები, ზოგ კბილზე რომ ტოვებენ კარიესს,უბრალოდ ნერვს კლავენ და პლომბს ადებენ ეს სწორია? ასე ხომ სხვა კბილზეც ხომ გადავა?

Posted by: freeandhappy 19 Feb 2015, 12:57
რა აზრი აქვს კარიესის დაბჟენას თუ პლომბი ორ წელიწადში ამოვარდება და ნერვი მოსაკლავი დარჩება sad.gif sad.gif sad.gif
* * *
iverson
QUOTE
ასე რომ ალბათ მაინც ჯობია როცა რამე შეგაწუხებს მერე მიხვიდე  ახლა სავარაუდოდ ნერვი უნდა მოვიკლა 2 კბილზე და რო არ მივსულიყავი ვინ იცის რამდენი ხანი იქნებოდა კიდე

ზუსტად ამ პრობლემის წინ დავდექი მეც!

Posted by: ikebana 21 Feb 2015, 04:15
ashley_tko
კარიესს არ ტოვებენ. არ უნდა დატოვონ უფრო სწორად. კბილი მუშავდება ჯანსაღი ქსოვილის ფარგლებში, ანუ კარიესული ქსოვილი მთლიანად უნდა მოშორდეს. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან დატოვება კარიესის რეციდივს იწვევს. შესაბამისად თუ კბილის ასეთი წესით დამუშავებისას საჭირო გახდება ნერვის "გახსნა", ეს უნდა გაკეთდეს კიდეც. დაზოგვა იწვევს ისეთ პრობლემებს, როგორიც freeandhappy-ს აქვს.

Posted by: freeandhappy 21 Feb 2015, 12:38
ikebana
ისეთი სტომატოლოგი მინდა თუ არსებობს ბუნებაში, მშვიდი წყნარი და აი ნელა რომ გადებს ამ ბურღს და ნაკლებად დაგსტრესავს smile.gif

Posted by: ashley_tko 21 Feb 2015, 14:42
ikebana
აუF, მე ბევრ კბილზე მაქვს ნერვები გახსნილიც და მოკლულიც მაგრამ სწორედ მაგ კბილებზე მაქვს მაინც კარიესი.

Posted by: KeP 6 22 Feb 2015, 15:35
ikebana

გამარჯობა, მაინტერესეს რამდენად სწორია ასეთი მიდგომა, რომ კბილი მაქსიმალურად დატოვონ ცოცხალი,
მაგ: მეორადი კარიესი დამიმუშავეს და ექიმმა მითხრა, რომ ახლოს არის ძალიან ნერვთან, თუმცა კარგად დავამუშავე და ჯანმრთელი ქსოვილი დარჩაო.
ბჟენი დამადო და მითხრა თუ აგტკივდება მერე მოვკლავო ... არ ამტკიებია ჯერჯერობით.
დაახლ რამდენ ხანში შეიძლება რომ ამტკივდეს ?

რამდენად გამართლებულია ?

Posted by: lasha545 22 Feb 2015, 15:59
გამარჯობა მაინტერესებს რა ღირს კბილების ჩასმა? ზოგადად მაინტერესებს ამაზე ყველაფერი და სად ვნახო დეტალურად იქნებ დაწეროთ ვინმემ (

Posted by: novak_djokovic 22 Feb 2015, 16:08
ikebana
გამარჯობა კითხვა მაქვს ეს რა არის კარიესია თუ რა არი ყვითელი ნადები კბილის ძიირში
კბილებს ვიწმინდავ ყოველდღე
სტომატოლოგს რა ვუთხრა რომ მომაშოროს ეს ნადები თუ რაც ქვია

» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «

Posted by: Faun 24 Feb 2015, 22:42
გამარჯობა ექიმო,, მარჯვენა უკანა კბილი მტკივა ჯერ ღრძილი გამისივდა ეხლა კი ლოყა რამდენ ხანში დამიცხრება რა მეშველება? sad.gif

Posted by: 死海. 25 Feb 2015, 02:44
ყბის ძვლის პრობლემებთან დაკავშირებით ვის უნდა მივმართო და თუ იცით, რამდენად შესაძლებელია შემაერთებელი სახსრების პრობლემამ თავის ტკივილები გამოიწყვიოს?

Posted by: ikebana 25 Feb 2015, 05:41
ashley_tko
კბილის გახსნა თავისთავად არ გამორიცხავს კარიესული ქსოვილის დატოვებას. გარდა ამისა "მკვდარ" კბილზეც შეძილაბ დაიწყოს ახალი კარიესი სხვა ადგილას.

KeP 6
ძნელია ამის ზოგადად თქვმა. ყოველთვის გააჩნია კონკრეტულ სიტუაციას. "იქნებ გადარჩეს" იმედით კარიესული ქსოვილის დატოვება გაუმართლებელია რათქმაუნდა. არავინ იცის რეალურად რას ტოვებს ექიმი.

novak_djokovic
არა, ეს ნადებია რამდენადაც მე ვხედავ. ასეთი პიგმენტირებული ნადები რთული მოსაშორებელია. კარგად ემორჩილება air-flow-ს მეთოდით გაწმენდას.

死海.
თავისუფლად შესაძლებელია და ხშირი მიზეზიცაა თავის ტკვივილის. საფეთქელ-ქვედაყბის დახსრის პრობლემა საკმაოდ დიდი პრობლემაა საქართველოში (ტავტოლოგია გამოვიდა). რეალურად ამის სპეციალისტი არ გვყავს. ყბა-სახის ქირურგები იღებენ ასეთ პაციენტებს. გვაქვს თემა ამაზე და გადახედეთ, იქნებ რამე სასარგებლო ნახოთ.



Posted by: 死海. 25 Feb 2015, 07:48
ikebana
მადლობა, გადავხედავ თემას.

Posted by: SOSIBOSI 25 Feb 2015, 16:13
ყბა სახის ქირურგს მინდა ვკითხო აქ მიპასუხებენ?

Posted by: WenDbl 25 Feb 2015, 20:35
მიშველეეეთ გთხოოოოვთთთ sad.gif 2 თვის წინ დავიპლომდე 10 კბილზე მეტი საიდანაც მხოლოდ 3 ზემომიკლა ნერვი, ასე მითხრა დანარჩენზე პატარა კარიესებია და სჯობს ნერვი დავტოვოთო. მას მერე დამეწყო ზედა 2 პრემოლარზე განგრენოზული პულპიტი. ამას წინ მარცხენა ზედა მოლარზე მქონდა საშინელი ტკივილები, გუშინ დავიპლომდე (დაპლომბილი ხელახლა გახსნა ნერვი მოკლა და დაპლომბა). გუშინვე მორჩა ამ კბილს. დღეს ზუსტად იმავე არეში მაქვს საშინელი ტკივილები არ ვიცი ისევ ეგაა თუ მის გვერძე კბილი, ვერ ვხვდები მაგრამ საშინელი ტკვილები მაქვს, მგონი ვეგარც ვუძლებ, ვერც წამალი მიყუჩებს, მხოლოდ ცივი წყლის ჩაგუბებაზე წამებში მივლის ტკვილი, მერე ისევ მტკივდება. რა ხდება ჩემ თავს გამარვევს ვინმე??? cry.gif cry.gif cry.gif საერთოდ უკვე პირის გრუში მაქვს ტკვილები, ენის მაქეთა ნაწილიც მტკივა . გუშინ რომ დამიპლომბა ასე თქვა მხოლოდ პულპიტია არც დაჩირქებულია და დიდი აარაფერიაო. რაგაც რომ წვავს ხოლმე კბილში გაცხელებული რკინით არც ეგ მოუწვია პირდაპირ დაბჟინა :///

Posted by: freeandhappy 26 Feb 2015, 13:53
WenDbl
ეგ ექიმები უნდა დასვა და ზედიზედ 20 კბილი დაუპლომბო mad.gif mad.gif mad.gif mad.gif

მოკიდებენ ამ კარიესებს ხელს და ბოლომდე ნორმალურად ვერ აკეთებენ. იდიოტები, აუ ძაან ვცოფდები რა. მომახარა 12 კბილი გაქვს დასაპლომბიო სულ რაღაცო. კი დამელოდოს რომ მაგასთან დავიპლომბავ და თან 12 -ივეს.
კარიესზე მგონია რომ აღარსოდეს არ მოვკიდებ პატარა ძაფივით წვრილ ხაზს კბილის მინანქარზე, ისე მიძლებს ათობით წლები და დაპლომბილი არამტკივანი კბილი ორ წელში ამომივარდა პლომბი, თან რომ გკითხო 80 ლარი ღირს ნერვის ამოღებით.. საღოოოო'ლ

Posted by: ladybug 26 Feb 2015, 19:07
ამ ფოტოს მიხედვით , შეგვიძლია მიახლოებით მაინც ითქვას, რა ჩარევა აქვს გაკეთებული შორენას კბილებზე?

Posted by: WenDbl 26 Feb 2015, 22:25
QUOTE (freeandhappy @ 26 Feb 2015, 13:53 )
WenDbl
ეგ ექიმები უნდა დასვა და ზედიზედ 20 კბილი დაუპლომბო mad.gif mad.gif mad.gif mad.gif

მოკიდებენ ამ კარიესებს ხელს და ბოლომდე ნორმალურად ვერ აკეთებენ. იდიოტები, აუ ძაან ვცოფდები რა. მომახარა 12 კბილი გაქვს დასაპლომბიო სულ რაღაცო. კი დამელოდოს რომ მაგასთან დავიპლომბავ და თან 12 -ივეს.
კარიესზე მგონია რომ აღარსოდეს არ მოვკიდებ პატარა ძაფივით წვრილ ხაზს კბილის მინანქარზე, ისე მიძლებს ათობით წლები და დაპლომბილი არამტკივანი კბილი ორ წელში ამომივარდა პლომბი, თან რომ გკითხო 80 ლარი ღირს ნერვის ამოღებით.. საღოოოო'ლ

100 % გეთანხმებიიი user.gif user.gif user.gif

Posted by: novak_djokovic 27 Feb 2015, 01:38
უკანა კბილებზე საღეჭEბზე მაქვს საუბარი არის დაპლომბილი მაგრამ გაშავებულია არ მტკვივა მაგრამ კბილი იშლება
დაახლოებით 7-8 წლის წინ დავიპლომბე
მარცხენამხარეს რომელიც მაქვს უკვე ფუღურო ჩანს კბილში ანუ ჩამოიშალა ასეთი კითხვა მაქვს
ეს 2 კბილი რო ამოვიღო და ჩავისვა ცირკუნის კბილი შEსაძლებელია ეგრე ? 300 ლარი ჯდება მგონი ასეთი კბილის ჩასმა ერთის
და კიდე მაინტერესებს სიბრძნის კბილი რო ამოვიღო შEიძლება

Posted by: uttarx 28 Feb 2015, 18:15
ნინო ბერიძის კლინიკაში ვიყავი და ბრეკეტების ფასი მითხრეს 2000 ლარი და ძვირი ხო არა?

Posted by: dusi 2 Mar 2015, 21:20
მერვე და მეშვიდე კბილს შორის , ღრძილზე მაქვს პათოლოგიური ჯიბე . გადაწყდა რომ ამ მერვე კბილს ვიღებ . მაინტერესებს ღრძილზე ეს პათოლოგიური ჯიბე თავისით ალაგდება თუ მერვე კბილის ამოღების შემდეგაც დასჭირდება რაიმე მკურნალობა?
* * *
ეხლა წავიკითხე სტატია ატრავმული ექსტრაქციის შესახებ . თბილისში ასე იღებენ კბილს ? და განსხვავებული ფასი ღირს?

Posted by: teo-teokuna 3 Mar 2015, 20:14
გამარჯობა...


კითვა მაქვს, თუ ვინმე ხართ კომპეტენტური...


დიდი ხნის წინ დაბჟენილი კბილი ამტკივდა, მტკივა ისე, რომ გადაცემები აქვს სხვა კბილზე.. მივედი სტომატოლოგთან... გამიხსნა არხი, მომეშვა ტკივილები, შემდეგ მისვლაზე წამალი ჩამიდო და იქ დაიწყო ჩემი წამება... იმ ღამესვე ამოვიღე ის წამალი (ექიმის რჩევით) და რამდენიმე დღეა გამუდმებით მტკივა... მივდივარ სტომატოლოგთან, ამოასუფთავებს არხებს, ნახავს რომ მტკივა, ვერ დავბჟენო და მიშვებს უკან... არც წამალი არაფერი... მხოლოდ გვირილის ნაყენს ვივლებ... ტკივილები არ მიჩერდება... არ არსებობს რამე წამალი? ან მკურნალობა არ უნდა ამ კბილს? თავისით გამივლის? :ჴ


დავიტანჯე... სტომატოლოგი მაინც მირჩიეთ ვინმე... : ((((((((((

Posted by: Faun 4 Mar 2015, 21:20
ჩაცემენტებული კერამიკის მოძრობა და თავიდან გაკეთება შესაძლებელია?

Posted by: ikebana 5 Mar 2015, 05:52
novak_djokovic
"ცირკონის" კბილი ამოღებული კბილის ადგილზე შეგიძლიათ ჩაისვათ ხიდის სახით, ანუ გვერდით კბილებზე რომ დაეყრდნოს. ერთი კბილი თუ გაკლიათ, გამოვა 3 კბილიანი ხიდი.
სიბრძნის კბილის ამოღება შეიძება, რათქმაუნდა, ხშირად აუცილებელიცაა.

dusi
არა, ამოღების შემთხვევაში პათოლოგიური ჯიბის მკურნალობა საჭირო აღარაა. თუ ღრძილქვეშა ქვებია, უნდა მოხდებას მოშორება რათქმაუნდა.
"ატრავმული ექსტრაქციის" კონცეფცია გულისხმობს ძვლოვანი ქსოვილის და ღრძილის მაქსიმალურ შენარჩუნებას მომავალი იმპლანტაციისთვის სასურველი პირობების შესაქმნელად. მერვე კბილის ადგილას ეს აუცილებელი არაა. თუმცა ქსოვილების დაზოგვა ნებისმიერი ექსტრაქციის დროს სასურველია.

teo-teokuna
მოძებნეთ ექიმი, რომელიც უფორ მეტად კვალიფიციურია ენდოდონტიაში (არხების მკურნალობა).

Faun
რომც არ დაზიანდეს მოხსნისას, სასურველი არაა იგივე გვრიგვინის გამოყენება, რადგან ისე ზუსტად აღარა იქნება მორგებული, როგორ უნდა იყოს.




Posted by: Faun 5 Mar 2015, 06:18
ikebana
თავიდან ექიმმა რო გამიკეთა არ მომწონდა ცალი მხარე დაბლა იყო ჩამოშვებული ოდნავ,, თავი გაიგიჟა გინდა თუ არა სწორად გაქო მასეთი აღნაგობა გაქო პროსტო აღარ მივუტანე ბავშობის დროინდელი "დაკრეჭილი" სურათი რო დამემტკიცებინა კბილების მართლა იდეალური წყობა მქონდა ხოდა რა ვუშველო არ ვიცი 6 წელია მაქ ეს ცხრაერთეული ღიმილი მომისპეს იმ სტომატოლოგებმა სახიდან საერთოდ სხვა სტომატოლოგს ვკითხე და არაფრით არ გადაიკიდა თავისი კოლეგა ცუდი არაფერი უთქვამს და რო გამოვდიოდი ჩაილაპარაკა ჩემთან მოსულიყო სხვასთან რო მიდოდა და მე გავუკეთებდიო... ათას რაღაცა დამიჯდა მახსოვს ეს ეს კერამიკა მაშინ არ იყო ზაან ჩამოწეული შესამჩნევი იყო მარა ეხლა ნამეტანია,,, რა ვქნა ხომ არ დავხოცავ მაგ დ.ე.დ.ა.მ.ო.ტყნულებს,, ის ექიმიც არღარ მუშაობს იქ წავიდა sad.gif

კაროჩე ასე როგორ შეიძლება ფულში გაცვალოთ ყველაფერი ნამუსი ადამიანობა

Posted by: ikebana 5 Mar 2015, 06:51
Faun
"კაროჩე ასე როგორ შეიძლება ფულში გაცვალოთ ყველაფერი ნამუსი ადამიანობა"

ყველა სტომატოლოგს მოგვმართავთ?

Posted by: 死海. 5 Mar 2015, 19:36
ხომ ვერ მეტყვით მეტალის(ვერცხლისფერი) პლომბი რა მასალებისგან შედგება?

Posted by: JORJ MORISSONI 6 Mar 2015, 13:27
იმპლანტის ჩასმა მინდა.
რომელ კლინიკას ან ექიმს მირჩევთ?

ერთი-ორგან დავრეკე და 1000 ლარამდე დაგიჯდებაო.

Posted by: dimitri72 7 Mar 2015, 19:47
გამარჯობა ! ახალმა გაკეთებულმა პროტეზმა გამიღიზიანა ღრძილის გარკვეული ადგილი. პროტეზზე ეს ადგილი ცოტა ავაღებინე, მაგრამ რამდენადაც ღრძილის ეს ადგილი შესიებულია ამჟამად, ამან არ უშველა, რა სავლები ან მაზი შეიძლება წავისვა რომ დამიცხრეს ეს ადგილი?
დიდი მადლობა წინასწარ 2kiss.gif
პ.ს. საქართველოში არ ვარ და აქ რომ ექიმთან მივიდე, 1 თვით ადრე უნდა ჩავეწერო.

Posted by: ikebana 8 Mar 2015, 01:27
死海.
ამალგამას გულისხმობთ ალბათ. ძირითადად ვერცხლის ამალგამა გამოიყენება, რომელიც შეიცავს ვერცხლისწყალს და ვერცხლს.

JORJ MORISSONI
"დენტოკლუბში" კახა გურგენიძე.

dimitri72
ქლორჰექსიდინის სავლები გამოიყენებთ 0,05%-იანი შემცველობით და პირის ღრუს გელი რომელიმე. "სოლკოსერილის ადგეზიური პასტა" მაგალითად.

Posted by: KeP 6 8 Mar 2015, 14:20
JORJ MORISSONI
ikebana

ჩემი მეუღლეს სჭირდება იმპლანტები, ეხლა დაასრულდა კბილების მოწესრიგება დაბჟენა და ამოიღო ერთი
ჩემმა სტომატოლოგმაც გურგენიძე გვირჩია, ანუ კარგია ...

კიდევ მინდა გკითხოთ: ერთ კბილზე გადაუღეს სურათი, უთხრეს რომ შესაძლოა კისტა ქონდეს და ქირურგს უნდა აჩვენოს
ბრეგვაძესთან მიდიო უთხრეს, გამიგია ხშირად და კარგია ხომ ?
ნათესავს გაუკეთა მგონი ესე ქვია ჰაიმოროტექტომია და ძალიან კარგად გამიკეთაო კმაყოფილი იყო, არც გართულებია, საკმაოდ რთული ოპერაციაა

Posted by: Annabell 9 Mar 2015, 22:47
შეკითხვა სტომატოლოგთან და მცოდნე ან გამოცდილ ხალხთან

წინა კვირას გავიკეთე ღრმა გაწმენდა, დამარჭეს ნემსები, გამიყინეს ყბა და ყველა კბილი სათოდაოდ ლამის ჩაატყავეს ღრძილები კბილის ფეხვებამდე და დამინიშნეს 7 დღე ანტიბიოტიკები და მეორე დღეა დღეს და დამაგდო, მთელი სახსრები მტკივა და კუნთებიც მგონი, მეძინებასავით და მოთენთილი ვარ, მისავათებული.


რა ვქნა ახლა კიდევ 5 დღე ეს კოშმარი უნდა იყოს?

ან რატომ ვსვამ ამ წამლებს არსად არ მტკივა არც კბილი არც ღრძილი
როგორც ამიხსნა ექიმმა ''აგრესიული'' ბაქტერიები გაქვსო. -ნემსები რომ გამიკეთეს და გამიწმინდეს ისე ცუდად ვიყავი ვერ ვკითხე კარგად რას ნიშნავს ამ აგრესიული ბაქტერიების ქონა და რა კავშირშია ამ ანტიბიოტიკებთან?

წამალს რომ ვყიდულობდი აფთიაქარმა თვალები ამოატრიალა, დოზა არ შეგეშალოს და ისე წესით და რიგით დალიე ჭამის შემდეგ 2 საათის მერე, არაა ეს სახუმარო წამალიო.

პ.ს. რა ძნელი ყოფილა სიბერე და რა კარგი ყოფილა ახალგაზრდობა user.gif

Posted by: Boyarg 12 Mar 2015, 01:39
ცალ მხარეს კერამიკა მაქ ჩაბეტონებული,, ხოდა ამ ბოლო დროს იმ მხარეს რო ვჭამ ცოტა რაღაცა ჩუსტვები მაქ ყანყალით არ ყანყალებს მარა ხო არ მძვრება? საერთოდ როგორ ძვრება ეგ გაქლიბული კბილები ტყდება და ისე?

Posted by: KeP 6 13 Mar 2015, 12:55
ikebana

როდესაც კარიესს აკეთებს ექიმი, ხომ მუშავდება ღრძილიც მაგ: კბილებს შორის
მერე ეს ღრძილი როოგრ უნდა "გაიზარდოს" ანუ სივრცე ლამაზად და ასრულად რომ შეივსოს, ქსოვილი აღდგეს?
მოშიშვლებულივით არ იყოს დამუშავებული ადგილი

კიდევ მაინტერესებს რა არის ფორები ? კანს რომ აქვს ესეთი რამეა ?
გაწმენდვის მერე შეიძლება ცოტა ხანი ღია რჩებაო როგორც ვიცი, მერე იხურებაო

Posted by: nakafi 13 Mar 2015, 14:15
მოგესალმებით. დაახლოებით ერთი წლის წინ მქონდა ჩვეულებრივი ჯანმრთელი ჯანსაღი კბილები არასოდეს არ მივსულვარ სტომატოლოგთან არ დამჭირვებია და მაგიტომ. უცებ დამეწყო კბილების გაშავება და ეხლა ფაქტიურად კბილები მეშლება ერთი კბილი საერთოდ დაიფშვნა რა შეიძლება ვუყო ? რამე ვიტამინების ბრალია თუ სტომატოლოგმა უნდა იჩალიჩოს ?

Posted by: KeP 6 13 Mar 2015, 16:58
მგონი ეს ჩემთვისაა, გარედან თეთრი კბილები ამ დღეში მაქვს sad.gif((

შედარებით ძნელია ისეთი ღრუების აღმოჩენა, რომლებიც კბილების ურთიერთშემხებ ზედაპირებზეა ლოკალიზებული.
ასეთ შემთხვევაში მიმართავენ კბილების თერმოდიაგნოსტიკას და რენტგენოგრამას.
რენტგენოგრამის საშუალებით შესაძლებელია კარიესის დიაგნოსტირება ლაქის სტადიაში, როცა მინანქრის მთლიანობა არ არის დარღვეული და ზონდის შეყვანა ვერ ხერხდება.
ამ სტადიაში კარიესის დიაგნოსტირება შესაძლებელია აგრეთვე კბილის ზედაპირის მეთილენის ლილით შეღებვის გზითაც - ამ დროს მხოლოდ დაზიანებული უბანი იღებება.
ფარული და საწყისი სტადიის კარიესის სადიაგნოზოდ შესაძლოა გამოყენებულ იქნეს ტრანსლუმინესცენცია - კბილის განათება საპირისპირო მხრიდან ძლიერი შუქით, მაგალითად, სტომატოლოგიური ფოტოპოლიმერიზატორით.

ეს რაას ნიშნავს? რეკომენდაციებში წერია: 0,1-0,2%-იანი ქლორჰექსიდინის ხსნარის ყოველდღიურად გამოვლება
ქსილიტის შემცველი საღეჭი რეზინების ზომიერ გამოყენება
ფტორის შინაგან მიღებასთან ერთად მიმართავენ ფტორის ადგილობრივ აპლიკაციას 1-2%-იანი ნატრიუმის ფტორიდით

Posted by: didi bege 13 Mar 2015, 23:42
პარა"ჯანდაბას" მკურნალობა უნდა დავიწყო და ექიმმა დამატებით მირჩია ლაზერული თერაპია, რომელიც გაცილებით ღრმად აღწევს ინფიცირების კერებში და აქვს ბაქტერიოციდული მოქმედებაოო

რას მირჩევთ ღიირს ამ ლაზერებში ზედმეტი ფულის გადახდააა ???

Posted by: novak_djokovic 14 Mar 2015, 23:39
გამარჯობათ ვინც იცით დაწერეთ რაა
უკანა კბილი უვარგისია ფაქტიურად ჩამოშლილია ერთი 10 წლის წინ მაქვს დაპლომბილი
მინდა რომ ეს კბილი ამოვიღო და ცირკონის კბილი ჩამისვან
დაახლოებით ეს პროცედურა რა დამიჯდება იქნებ დამიწეროთ რაა
არ ვიცი რა ქვია მგონი დენტალური იმპლანტაცია

Posted by: KeP 6 14 Mar 2015, 23:48
novak_djokovic
Dაახ 1000 ლარამდე დაგიჯდება როგორც ვიცი
საშუალოდ 400 ლარი ღირს იპმლანტი და გვირგვინი კიდევ ცალკე ფასი

Posted by: novak_djokovic 15 Mar 2015, 12:12
KeP 6
მადლობა 2 კბილი მაქვს გასაკეთებელი მარჯვენა და მარცხენა მხარეს და 2 თვეზე ან 3 თვეზე გადავანაწილებ ერთიანად მახელა თანხის გადახდა ძნელია

Posted by: KeP 6 15 Mar 2015, 12:14
novak_djokovic
ბევრგან აქვთ განვადება

Posted by: Nicolas_12 17 Mar 2015, 17:21
გამარჯობა, საკბეჩ კბილსა და ეშვს შორის რო კბილია მაგაზე მქონდა კარიესი და ნაწილი მომტყდა, აღდგენა შესაძლებელია? მტკივნეულია? და რა დაჯდება დაახლოებით?

Posted by: ikebana 18 Mar 2015, 04:59
KeP 6
კისტაზე კახა გურგენიძე თავად გაგიწევთ კონსულტაციას. თუარადა თუ ოთარ ბრეგაძეს გულისხმობთ, ისიც ძალიან კარგი ქირურგია.

Annabell
თქვენი შეკითხვა კონკრეტულად რაში მდგომარეობს?
* * *
Boyarg
მიდით ექიმთან და გეტყვით გძვრებათ თუ არა. აქ როგორ უნდა გითხრათ?

KeP 6
ღრძილი ყოველთვის არ მუშავდება. როცა მაგალითად შეზრდილი ღრუში მაშინ შორდება ზედმეტი. თუმცა ღრძილის დვრილის დაზიანების შემთხვევაში ადვილად იზრდება, მთავარია არ ტრავმირდებოდეს ქრონიკულად. მაგალითად კბილის ჩხირით წმენდისას. ან როცა ორ კბილს შორის ცუდი კონტაქტია -- ღეჭვისას.

"ფორები" ამ შემთხვევაში პაციენტისთვის რომ უფრო ადვილი გასაგები იყოს იმიტომ იხმარება ალბათ. რეალურად გაწმენდის შემდეგ მინანქარს შორდება ბუნებრივი გარსი --- პელიკულა, რომელიც მინანქარს იცავს. თუმცა ძალიან სწრაფად აღდგება.

ქლორჰექსიდინი 0,1-0,2%-იანი მხოლოდ განსაზღვრული დროით ინიშნება ექიმის მიერ, განსაზღვრული მიზნით.
ჰიგიენურ სავლებად კი სისტემატიურად შეგიძლიათ 0,05%-იანი გამოიყენოთ.
ფტორის დანიშვნა დიდებში საჭირო არაა, საკმარისი ფტორირებული კბილის პასტა და სავლები. საერთოდ ფტორის დამატებით დანიშვნა სადაო თემაა.

nakafi
სტომატოლოგმა უნდა დაათვალიეროს კბილები, ისე ვერ დაადგენთ მიზეზს.

didi bege
ლაზერი მხოლოდ დამატებითი საშუალებაა და შედეგი დამიკიდებულია ძირითადი თერაპიის სწორად ჩატარებაზე.

novak_djokovic
დავაზუსტოთ, რომ ცირკონის მხოლოდ გვირგვინია, იმპლანტი ტიტანისაა. და გვირგვინის ფასი იმპლანტაციის ფასში არ შედის ხოლმე. იმპლანტზე შეიძლება მეტალო-კერამიკის გვირგვინიც.

Nicolas_12
დიდი ალბათობით შეიძლება, თუ ძალიან დაშლილია ვინირი ან გვირგვინი დაგჭირდებათ.

Posted by: ნუკი 19 Mar 2015, 15:18
ე.ი სტომატოლოგიური პროცედურების განხროციელება ნარკოზის მიღებიდან რამდენ ხანში შეიძლება იცით ვინმემ?


ოპერაცია გავიკეთე 7 თებერვალს. ახლა კი მაქვს კბილო დასაპლომბი და რამე მნიშვნელობა აქვს 7 თებერვლის ოპერაციას? (თუნდაც ოდნავი....ზედმეტად ვფრთხილობ ჯანმრთელობის გამო და....)

Posted by: GeorgianFan 19 Mar 2015, 16:01
ირიგატორი იყიდება სადმე თბილისში????? user.gif user.gif

Posted by: KeP 6 19 Mar 2015, 21:22
ikebana
ოკ მადლობა, ავიღებ სავლებს და Pასტა
ორივე რომ გამოვიყენო შეიძLებA? ან რა ინტერვალები დავიცვა?
პანიკა პაცინეტი ვარ, ექიმს ყველა დეტალს ვეკითხები Xოლმე
აქაც Aრ გასვენებთ

Posted by: purple_girl 22 Mar 2015, 21:25
ხალხო, დამეხმარეთ რაა sad.gif(((

კბილი ამოვიღე და ნანემსარზე გამიჩნდა სტომატიტი, მაგიჟებს ისე მტკივა, ღრძილის და ტუჩის კიდეშია, ღრმად და მგონი გამისივდა კიდეც ((((
იცის ნანემსარმა, თუ არაჰიგიენური ქირურგის ბრალია? sad.gif თან გამისივდა ყბა ცოტა sad.gif

Posted by: gadaxlili 25 Mar 2015, 00:52
იქნებ დამეხმაროთ?რეტგენი მინდა დავდო რომ იკებანამ მირჩიოს რამე და როგორ ავტვირთო
* * *
ფოტო როგორ უნდა ავტვირთო აქ(რეტგენი)არავინ მეტყვით?
* * *
აუ არავინ ხართ? lam.gif გჰგგვჯჰჯჰჯგჯჰფ

Posted by: ikebana 26 Mar 2015, 07:29
ნუკი

ნარკოზთან დაკავშირებით პრობლემა არაა ანესთეზია. ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე თქვენს მკურნალ ექიმს შეეკითხეთ ანესტეზიასთან დაკავშირებით.

GeorgianFan
არამგონია. მაგრამ ინტერნეტით თავისუფლად შეგიძლიათ იყიდოთ.

KeP 6
ფტორირებული კბილის პასტა და ფტორირებული სავლები მუდმივად შეგიძლიათ გამოიყენოთ. ორგანიზმში არ ხვდება.
მკითხეთ რამდენიც გაინტერესებთ. უბრალოდ სწრაფად პასუხს ვერ ვახერხებ ხოლმე.


* * *
gadaxlili
ატვირთეთ სადმე და დადეთ ლინკი.
ან Add post-ის მაგივრად Preview post და მერე იქ არის მიბმის ფუნქცია პოსტის ქვემოთ Choose file.

Posted by: gadaxlili 26 Mar 2015, 10:40
QUOTE (ikebana @ 26 Mar 2015, 07:29 )
ნუკი

ნარკოზთან დაკავშირებით პრობლემა არაა ანესთეზია. ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე თქვენს მკურნალ ექიმს შეეკითხეთ ანესტეზიასთან დაკავშირებით.

GeorgianFan
არამგონია. მაგრამ ინტერნეტით თავისუფლად შეგიძლიათ იყიდოთ.

KeP 6
ფტორირებული კბილის პასტა და ფტორირებული სავლები მუდმივად შეგიძლიათ გამოიყენოთ. ორგანიზმში არ ხვდება.
მკითხეთ რამდენიც გაინტერესებთ. უბრალოდ სწრაფად პასუხს ვერ ვახერხებ ხოლმე.


* * *
gadaxlili
ატვირთეთ სადმე და დადეთ ლინკი.
ან Add post-ის მაგივრად Preview post და მერე იქ არის მიბმის ფუნქცია პოსტის ქვემოთ Choose file.

https://www.facebook.com/
* * *
ვერაფრით დავდე აქ> MEILI რო მომწეროთ? იქ ჩავაგდებდი
* * *
http://images.geotorrents.com/viewer.php?file=34098736677452036179.jpg აი ეს არის იკებანა აიტვირთა მგონი ხო?

Posted by: ikebana 27 Mar 2015, 06:14
gadaxlili
დიახ, ვნახე. კითხვა რაში მდგომარეობს?

Posted by: gadaxlili 27 Mar 2015, 10:32
ანუ,ეს ადრე დაბჟენილი კბილია,მტკივა ეგ ადგილი,ვერ ვიგებ რომელლი მტკივა,მე7,თუ 8. სურათზე რა მდგომარეობაა?(მაგ რეტგენის მერე 8-დამიბჟინეს კარიესად,მაგრამ არაფერი შეცვლილა.ტკივილები მაქვს

Posted by: ikebana 28 Mar 2015, 06:13
gadaxlili
გააჩნია როგორი ხასიათის ტკივილი გაქვთ. თუ ცივზე იწყება, ან ცივზე ძლიერდება, მაშინ სავარაუდოდ მერვეზე არხებია სამკუნალო. სურათის მკხედვით ბევრს ვერაფერს ვიტყვით, უკეთესი უნდა გადაიღოთ.

Posted by: gadaxlili 28 Mar 2015, 10:59
მე-7 არისო რავიცი გადასაბჟჯენი თავიდნ,ერთი მოხრილი არხია და საბჟენი მასალა ბოლომდე არაა მისული,შეძლება იყოს ტკივილი მაქედან? ეს არხებში მუსშაობა რა მტკივნეულია,ანესთეზიის გარეშე ვამუშავბინებ.დიდი მადლობა .

Posted by: ikebana 29 Mar 2015, 00:28
gadaxlili
ამიტომ აქვს მნიშვნელობა როგორი ხასიათის ტკივილია. მეშვიდეზე არხების მკურბალობა სრულფასოვანი არ არის, მაგრამ, ვთქვათ ცივზე არ გეტკინებათ. შეიძლება მერვე იყო თავიდანვე გასახსნელი და არხები სამკურნალო. ამიტომ ორივე კბილის შეფასებაა საჭირო, რენტგენზე, დათვალიერებით და ტკივილის ხასიათის მიხედვით.

Posted by: gadaxlili 29 Mar 2015, 00:42
ცივზე არ მტკიოდა საერთოდ მაქეთ მხარეს,აი მოვლითი ტკივილი მქონდა,სავლები მსიამოვნებდა.ეხლა წამალი ჩამიდო და დროებითი პლომბით დახურა,10 დღე დააკვირდი ტკივილები ტუ გექნებაო.პ.ს არხების გავლა ატომაა ხოლმე ესეთი უსიამოვნო,ბოლოსკენ მტკივა ხოლმე,ღრმად როცა შედის.
* * *
იცით რა მაინტერესებს კიდევ? არხები როცა იხსნბა ვთქვათ,სამკურნალოა,ნერვიც უნდა მოიკლას ხო?და კიდევ,როცა მარტო კარიესად იპლომბება კბილი(ნერვს არ ვკლავთ დაა რც არხებს ვმკრნალობთ)რამდენი ხანი გამიძლებს კარიესზე ნამკურნალები კბილი.ანუ იმის თქმა მინდა,ისე არაა ხო,რომ კარიესი ყოს დაწყებითი,დავბჟინოთ და ის კბილი აღარასდროს არ იყოს დასაბჟენი.რა კარგია რომ არსებობთ და გვიტანთ ჩაინიკური კითხვებით chups.gif

Posted by: tamuna18 29 Mar 2015, 03:45
სტომატოლოგის რეკომენდაცია მჭირდება

ცხვირის ოოპერაციის მერე რამდენ ხანში არის ნებადართული ბრეკეტების გაკეთება??

Posted by: ratom86 29 Mar 2015, 16:31
კითხვა მაქვს სტომატოლოგთან, ორსულობის დროს არის თუ არა საშიში ნაყოფისთვის რომელიმე პროცედურა?

Posted by: ra ici rashi gamogadgeba ? 29 Mar 2015, 18:30
ახლა ვნახე ეს თემა და თუ ვინმე რჩევით შემომეშველებით მადლობელი დაგრჩებით.
მოკლედ დამიბჟნეს რამდენიმე თვის წინ უკანა კბილი, 1 კვირაა მტკივა, ვერც ვჭამ იმ მხარეს და ჩირქის გემო გამოდის, მივედი სტომატოლოგთან და მითხრა შენი ბრალია, რადგან ტკივილი ვერ აიტანე, ამიტომ არხებში ბოლომდე ვერ შევედი, გაუვალი არხები გაქვსო. ახლა მთავაზობს რაღაც აპარატით გაიხსნას არხები, თითო არხის გახსნა 40 ლარი ჯდება როგორც მივხვდი,
კითხვა პირველი, მაინცადამაინც მე მაქვს ასეთი მგრძნობელობა არხებში შესვლისას? თითქოს ტვინში მირტყამს თითო შესვლა, გაყუჩებაც არ მოქმედებს
და მეორე ჩირქი დენტალურშია უკვე წასული, ზედაპირზეო (არ ვიცი სწორად მახსოვს თუ არა) აზრი აქვს ისევ არხების გახსნას და იმ ტკივილების (ვერ) ატანას? თუ ჯობს ამოვიღო და იმპლანტი ჩავიდგა?

რომ ამბობენ ისე დამიბჟინეს ვერც გავიგეო ზღაპარი მგონია, ნუთუ არსებობს ვინმე გამაყუჩებლის მიუხედავად საშინელ ტკივილს არ გრძნობდეს?

Posted by: iimm 31 Mar 2015, 03:32
გამარჯობა.

დაახლოებით ერთი წლის წინ წითელა დამემართა და ზედა ყბის 4-5 კბილის ზემოთ ერთი დიდი ჩირქგროვა გამიჩნდა, ეს ორივე კბილი იყო დაბჟენილი დაახლოებით 4 წლის წინ(ან ცოტათი მეტი). მისი მორჩენის შემდეგ ხშირად მიჩნდება სწორედ იმ ადგილზე პატარა ჩირქგროვა, მერე თვითონ ქრება ხოლმე გარკვეული პერიოდით და სულ მეგონა რომ მომირჩა, მაგრამ უკვე ძალიან დიდი ხანია ასე გრძელდება.ტკივილით საერთოდ არ მტკივა და დიდად არც შევუწუხებივარ. რას მირჩევთ? როგორ მოვიქცე?

Posted by: gadaxlili 31 Mar 2015, 17:22
QUOTE (ra ici rashi gamogadgeba ? @ 29 Mar 2015, 18:30 )
ახლა ვნახე ეს თემა და თუ ვინმე რჩევით შემომეშველებით მადლობელი დაგრჩებით.
მოკლედ დამიბჟნეს რამდენიმე თვის წინ უკანა კბილი, 1 კვირაა მტკივა, ვერც ვჭამ იმ მხარეს და ჩირქის გემო გამოდის, მივედი სტომატოლოგთან და მითხრა შენი ბრალია, რადგან ტკივილი ვერ აიტანე, ამიტომ არხებში ბოლომდე ვერ შევედი, გაუვალი არხები გაქვსო. ახლა მთავაზობს რაღაც აპარატით გაიხსნას არხები, თითო არხის გახსნა 40 ლარი ჯდება როგორც მივხვდი,
კითხვა პირველი, მაინცადამაინც მე მაქვს ასეთი მგრძნობელობა არხებში შესვლისას? თითქოს ტვინში მირტყამს თითო შესვლა, გაყუჩებაც არ მოქმედებს
და მეორე ჩირქი დენტალურშია უკვე წასული, ზედაპირზეო (არ ვიცი სწორად მახსოვს თუ არა) აზრი აქვს ისევ არხების გახსნას და იმ ტკივილების (ვერ) ატანას? თუ ჯობს ამოვიღო და იმპლანტი ჩავიდგა?

რომ ამბობენ ისე დამიბჟინეს ვერც გავიგეო ზღაპარი მგონია, ნუთუ არსებობს ვინმე გამაყუჩებლის მიუხედავად საშინელ ტკივილს არ გრძნობდეს?

მეც ესე ვარ,მე ორივეჯერ ანესთეზიის გარეშე გავაწმენდინე არხები და გავმწარდი,რას ვიზავდი,,ანუ,გაყუჩებითაც აზრი არ აქვს?sad.gifეხლა დროებითი ბჟენი მადევს და სანამ მივალ პეხები მეკვეთება,რო მახსენდება
* * *
იკებანა არ ჩანს ,მაინტერესებდა რას გვეტყოდა გაჭირვებულებს baby.gif

Posted by: SCORPION021 1 Apr 2015, 20:27
სადღაცას წავიკითხე რომ 2 დღე არ შეიძლება მოწევა კბილის ამოღების შემდეგ.4–5 საათი გავიდა და რომ მოვწიო სისხლდენის რისკი იზრდება თუ ვერ მივხვდი კარგად...

Posted by: gadaxlili 1 Apr 2015, 21:50
QUOTE (SCORPION021 @ 1 Apr 2015, 20:27 )
სადღაცას წავიკითხე რომ 2 დღე არ შეიძლება მოწევა კბილის ამოღების შემდეგ.4–5 საათი გავიდა და რომ მოვწიო სისხლდენის რისკი იზრდება თუ ვერ მივხვდი კარგად...

რავიცი,მეც გამიგია,თუმცა მომიწევია,,, უბრალოს ინფექციის ამბავში ალბათ,რომელი კბილი იყო,გეტკინათ?როგორ მეშინია კბილის ამოღების,სულ მგონია რო არ გაყუჩდება

Posted by: KeP 6 3 Apr 2015, 12:36

ratom86
მე ვიკითხე და აყუჩებენ მაგრამ წამლით, რომელიც ადრენალინის გარეშეა, მთლად კარგად არ ყუჩდება ან ნემსის გარეშე უნდა გაიკეთო.

ikebana

ზოგადი კითხვა მაქვს smile.gif)
პანორამული სურათი მაქვს გადაღებული ავერსში, იდეალურად ჩანს კბილი, ანუ ჩანს რომ არაფერი არაა - ბჟენი ადევს (არ არის ღრმა) და ასე შემდეგ.
მაგრამ რეალურად აღმოჩნდა, რომ იმ ბჟენს ქვემოთ ძალიან ღრმა კარიესი იყო. უბრალოდ კბილიოს ფერი იყო შეცვლილი და მაგიტომ დაადო ბორი და ჩავარდა შიგნით.

კიდევ არსებობს სარჩულები, რომლებიც რენტგენის სხივებს არ ატარებს ?
ახალდაბჯენილ კბილზე ბჟენი არ არის ასახული


Posted by: onisepolski 4 Apr 2015, 00:09
ეს კვირებია ჩემს კბილბს რომ ვეხები რამოდენიმე ცოტა მორყეული მაქ და რა ვუყო?

Posted by: Sargerass 4 Apr 2015, 14:25
გამარჯობათ მეგობრებო, რამე მირჩიეთ თორემ ლამისაა გავგიჟდე ტკივილისგან. 5 თვეა ერთ კბილს ვიკეთებ.. ზედა მარცხენა მე5 კბილზე მქონდა ნერვი მოსაკლავი.. ნუ მოკლა ნერვი , ჩააყენა ანკერი და მეორე დღეს მოდიო..ჩავედი მეირე დღეს..დაპლომბა..ცოტა პლომბი მოუვიდა მაღალი მაგრამ ანესთეზიისგან და სიჩქარისგან წესიერად ვერ მოვაბურღინე.. ხვალ ჩამოვალ მეთქი ( ჩემი სალიდან ასე თუ ისე ახლოსაა ფეხით მივდიოდი ხოლმე).. მეუღლემ დამირეკა ბავშვს ვერ ვაწყნარებო და გამოვარდი კლინიკიდან.. შემდეგ დღეს რომ ჩამოვედი ბავშმა არ გამაჩერა..მორთო ისტერიკები არავისთან მივიდა, მეთქი დავაძინებ და მერე მოვალ თქო..ღამე რომ დაიძინა მეუღლემ დააგვიანა მოსვლა და ძIლშI ვერ დავტოვე მარტო.. მოკლედ რამოდენიმე დღე ვერ ჩავედი...მალე დამეწყო ტკივილები კბილის კბილზე დაჭერით.. ისედაც ძლივს მიდიოდა ყბა ერთმანეთთან რადგან პლომბი იყო მაღალი...როგორც იქნა ჩავედი და მობურღა. ყრუ ტკივილები თვეზე მეტი გამიგრძელდა..ჩავედი ისევ..აღმოჩნდა მაგის გვერდითა კბილი კიდევ გასაკეტებელი.. შეიძლება ეს გადასცემსო.. ამოიღო ნერვი გუშინ წამალი ჩამიდო ფესვებში.. ისეთი ანესთეზიები გამიკეთა თვალამდე გააბუჟა სახე და ნახევრი ტუჩი მარა არხში შესვლა ვიგრძენი მაინც... კაი ხანია მაგის გვერდითა კბილი მიფეთქავს..ზემოთ ფესვზე შარიკი გაიკეთა და ძალიან მაწვება და მტკივა.. ღამეები აღარ მძინავს და ვერც სახეს ვდებ მარცხენა მხარეს.. ვერც ვჭამ და ტკივილებისგან მადაც აღარ მაქ. ანესთეზიებს მიკეთებს და ამ ფეთქვას მაინც ვგრძნობ..გამიკეთა ქვეყნის ანტიბიოტიკები და სახლშიც ვსვამ მაგრამ უარესად მაქ ყოველ დღე.. უკვე დასიება დამიწყო. ნახევარი ყბა გასიებული მაქვს. ვიცი ჩემი ბრალია ვერ მივედი დროულად ექიმთან.. მარტო ვზრდი პატარას და დამტოვებელი არ მყავს.. ღამე რომ გაიღვიძოს ძვრება ლოგინიდან და ვერ ვტოვებ მარტო.. ქმარი ხშირად გვიან მოდის უკვე როცა დაკეტილია კლინიკა...მანდ სადაღზვეოთი ვიყავი და მაწყობდა რადგან კიდევ 8 კბილი მაქ გასაკეთებელი.. გიჟს ვგავარ აღაფაერი მინდა..ვფიქრობ ამოვიღო ის პირველი კბილი რომლის ფესვის წვერშიც ანთებაა, რადგან ექიმმაც მაქსიმუმი გავაკეთეო მაგრამ არხს ვერ მიყუჩებს ანესთეზიები და ამოღებას ხომ გავიგებ? sad.gif ამდენმა ანესთეზიამაც ცუდად გამხადა..სულ გული მიფრიალებს..რა ვქნა არ ვიცი.. რამე სასწაულმოქმედი სავლები მაინც არსებობს? სოდა მოდა ცხელი მარილი არ მშველის

Posted by: gadaxlili 4 Apr 2015, 15:05
QUOTE (Sargerass @ 4 Apr 2015, 14:25 )
გამარჯობათ მეგობრებო, რამე მირჩიეთ თორემ ლამისაა გავგიჟდე ტკივილისგან. 5 თვეა ერთ კბილს ვიკეთებ.. ზედა მარცხენა მე5 კბილზე მქონდა ნერვი მოსაკლავი.. ნუ მოკლა ნერვი , ჩააყენა ანკერი და მეორე დღეს მოდიო..ჩავედი მეირე დღეს..დაპლომბა..ცოტა პლომბი მოუვიდა მაღალი მაგრამ ანესთეზიისგან და სიჩქარისგან წესიერად ვერ მოვაბურღინე.. ხვალ ჩამოვალ მეთქი ( ჩემი სალიდან ასე თუ ისე ახლოსაა ფეხით მივდიოდი ხოლმე).. მეუღლემ დამირეკა ბავშვს ვერ ვაწყნარებო და გამოვარდი კლინიკიდან.. შემდეგ დღეს რომ ჩამოვედი ბავშმა არ გამაჩერა..მორთო ისტერიკები არავისთან მივიდა, მეთქი დავაძინებ და მერე მოვალ თქო..ღამე რომ დაიძინა მეუღლემ დააგვიანა მოსვლა და ძIლშI ვერ დავტოვე მარტო.. მოკლედ რამოდენიმე დღე ვერ ჩავედი...მალე დამეწყო ტკივილები კბილის კბილზე დაჭერით.. ისედაც ძლივს მიდიოდა ყბა ერთმანეთთან რადგან პლომბი იყო მაღალი...როგორც იქნა ჩავედი და მობურღა. ყრუ ტკივილები თვეზე მეტი გამიგრძელდა..ჩავედი ისევ..აღმოჩნდა მაგის გვერდითა კბილი კიდევ გასაკეტებელი.. შეიძლება ეს გადასცემსო.. ამოიღო ნერვი გუშინ წამალი ჩამიდო ფესვებში.. ისეთი ანესთეზიები გამიკეთა თვალამდე გააბუჟა სახე და ნახევრი ტუჩი მარა არხში შესვლა ვიგრძენი მაინც... კაი ხანია მაგის გვერდითა კბილი მიფეთქავს..ზემოთ ფესვზე შარიკი გაიკეთა და ძალიან მაწვება და მტკივა.. ღამეები აღარ მძინავს და ვერც სახეს ვდებ მარცხენა მხარეს.. ვერც ვჭამ და ტკივილებისგან მადაც აღარ მაქ. ანესთეზიებს მიკეთებს და ამ ფეთქვას მაინც ვგრძნობ..გამიკეთა ქვეყნის ანტიბიოტიკები და სახლშიც ვსვამ მაგრამ უარესად მაქ ყოველ დღე.. უკვე დასიება დამიწყო. ნახევარი ყბა გასიებული მაქვს. ვიცი ჩემი ბრალია ვერ მივედი დროულად ექიმთან.. მარტო ვზრდი პატარას და დამტოვებელი არ მყავს.. ღამე რომ გაიღვიძოს ძვრება ლოგინიდან და ვერ ვტოვებ მარტო.. ქმარი ხშირად გვიან მოდის უკვე როცა დაკეტილია კლინიკა...მანდ სადაღზვეოთი ვიყავი და მაწყობდა რადგან კიდევ 8 კბილი მაქ გასაკეთებელი.. გიჟს ვგავარ აღაფაერი მინდა..ვფიქრობ ამოვიღო ის პირველი კბილი რომლის ფესვის წვერშიც ანთებაა, რადგან ექიმმაც მაქსიმუმი გავაკეთეო მაგრამ არხს ვერ მიყუჩებს ანესთეზიები და ამოღებას ხომ გავიგებ? sad.gif ამდენმა ანესთეზიამაც ცუდად გამხადა..სულ გული მიფრიალებს..რა ვქნა არ ვიცი.. რამე სასწაულმოქმედი სავლები მაინც არსებობს? სოდა მოდა ცხელი მარილი არ მშველის

მეც სულ კბილის ექიმთან დავდივარ და გეტყვი რომ არხებში მუშაობა მართლაც დიდი დისკომფორტია(რბილად რომ ვთქვათ)მეც გადატანჯული ვარ ისე ხშირად მიწევს მისვლა,ცალკე ღრძილების ანთებაც მაქვს.ამოღებას გავიგებო რომ ამბობ,ამოღებას ვერ გაიგებ როცა კარგად არის გაყუჩებული,არხები კი არ ყუჩდება როგორც ვიცი,მე ანესთეზიის გარეშე ვასუფთავებინებ არზებს,მგონია რო აზრი არ აკვს გაყუჩებას.წარმატებები!

Posted by: ladybug 6 Apr 2015, 18:11
ამ ფოტოს მიხედვით , შეგვიძლია მიახლოებით მაინც ითქვას, რა ჩარევა აქვს გაკეთებული შორენას კბილებზე?

Posted by: Supernovaa 8 Apr 2015, 19:00
ისე კითხვა მაქ თუ ადამიანს აღმოჩნდა ნერვი ნერვის მოკვლის შემდეგ კბილი აღარ იკვებება ? ისე ხშირად ნერვს არ კლავენ და ტოევბენ არის ეგეთი რამე ხდება სტომატოლოგიურ სამყაროში? და კიდევ ერთი მაინტერესებს კბილი ფერს იცვლის და თეთრი ხდება ზოგიერთი ანუ არც ვითეთრებ უფრო რაღაცნაირად თეთრი ხდება ერთი ორი კბილი და ეგ რას ნიშნავს?

Posted by: ashley_tko 15 Apr 2015, 22:20
ikebana
ბავშვთა სტომატოლოგს ხომ ვერ მირჩევთ ? მანამდე ერთი კითხვა მაქვს თქვენთან. ბავშვი ხდება 5 წლის, აქვს 20 კბილი, ქვედა ყბაზე უკან მგონი კბილები ამოსდის, იმიტომ რომ დაბერილი აქვს ძაან დიდი ხანია, მაგრამ არაფრით არ ამოუვიდა. იქნებ ესე უნდა ქონდეს დაბერილი ღრძილები და ბუნებრივია? სიცხეები აქვს 37.4მდე თითქმის 2 წელია და შეიძლება ამას დავაბრალო? იქნებ გასაჭრელია?

Posted by: marikrusi 16 Apr 2015, 15:57
მეგობრებო გამარჯობათ, 26 წლის ვარ და გადავწყვიტე გავიკეთო კბილები. თანკბილვა არ მაქვს, პატარა კოხტა ჩაწიკწიკებული კბილები მაქვს, მაგრამ ფერიც აღარ მომწონს და ფორმაც, მინდა ცოტა უფრო დიდი კბილები (მოკლე კბილები მაქვს, ისე ჯანმრთელი ყველა კბილი, მხოლოდ გასაწმენდად თუ მიმიკითხავს სტომატოლოგისთვის) გათეთრებას და რაღაცამარტივ პროცედურებს მოკლევადიანი შედეგი აქვს ამიტომ თავიდანვე გამოვრიცხე. სულ 2000 ლარი მაქვს და მინდა გავიკეთო ამ თანხაში ლამაზი და რაც შეიძლება მუდმივი smile.gif))

1. ვინირები როგორც მივხვდი არ საჭიროებს ნერვის მოკვლას, არის ლამაზი მაგრამ დაახლოებით 5–6 წელი ძლებს .–ამიტომ გამოვრიცხე.
2 გვირგვინი– ვფიქრობ მირჩევნია ნერვიც მოვკლა smile.gif და გავიკეთო გვირგვინი, რომელიც არ შეიცვლის ფერს და იქნება მუდმივი მანამდე სანამ შიგნით დაქლიბული კბილი არ მოირყევა ან რამე smile.gif) – ვცდებიი???????

დაახლოებით ამ თანხაში 2000 ლარი. რა შეიძლება გავიკეთო რომ კმაყოფილი ვიყო ძალიან ბევრი წლის განმავლობაში smile.gif))

Posted by: KeP 6 16 Apr 2015, 16:52
marikrusi

მე როგორც ვიცი, ნერვის მოკვლა საჭიროა. მერე უკვე რამდენსაც მოითხოვს ისე ქლიბავენ კბილს და მერე აკრავენ იმ რაღაცას (არ ვიცი რა ქვია)
ანუ დამუშავება უნდა ...

სცადე ბჟენით, თუ კარგად გაკეთდება, არც ეგაა ცუდი

Posted by: marikrusi 16 Apr 2015, 18:05
ბჯენი რაღაა, ვინირსა და გვირგვინს შორისაა რამე? მადლობა პასუხისთვის :*

Posted by: KeP 6 16 Apr 2015, 19:10
marikrusi
პლომბი, დაიპლომბე თუ კარგად დაჯდება
მე წინებზე მინდოდა ვინირები და რომ დავიპლომბე და გავწმინდე მშვენივრად არის
თან ცოცხალი დამრჩა

Posted by: marikrusi 16 Apr 2015, 20:50
არა მე თეთრი ბრდღვიალა კბილები მინდა smile.gif)))

Posted by: ma1ka 20 Apr 2015, 10:51
აუ გავგიჯდები ეხლა. ხალხ რამდენხანში ერთხელ იწმინდავთ სტომატოლოგთან კბილებს. როგორც ვიცი მაქსიმუმ 6 თვეში ერთხელ უნდა გაიწმინდო. მაგრამ მე 1 თვეში უკვე შავი წერტილები მიჩნდება კბილების შიდა მხარეს, ბოლო 1 წელია ეს პრობლემა მაწუხებს, რა ვქნა არ ვიცი. sad.gif

Posted by: ikebana 20 Apr 2015, 22:35
KeP 6
არსებობს ბჟენები, რომელიც არაა რენტგენოკონტრასტული ანუ არ ჩანს რენტგენზე, მაგრამ სარჩულები ლოგიკურად ყველა უნდა იყოს რენტგენოკონტრასტული, რადგან ყველა შეიცავს კალციუმს. თანაც სარჩული იმდენად თხელი ფენაა რენტგენზე მისი გარჩევა მაინც შეუძლბელია. სამაგიეროდ რენტგენზე ჩანს კარიესული ღრუ.

Sargerass
აჯობებს უფრო გამოცდილ ექიმს მიმართოთ.

ashley_tko
"ნინო ბერიძის ორთოდონტიულ ცენტრში" მიიყვანეთ.
ამოჭრას რაც შეეხება. სავარაუდოდ უბრალოდ გახანგრძლივდა როგორც ჩანს. ჩვეულებრივ არანაირი ჩარევა არაა ხოლმე საჭირო, მაგრამ მაინც აჩვენეთ ექიმს. არის შემთხვევები, როცა კბილის ირგვლივ კისტა ყალიბდება.

marikrusi
თუ ჯანმრთელი კბილები გაქვთ და კბილების ზომა არ გაკმაყოფილებთ მხოლოდ, ვინირების ან გვირგვინების გაკეთება შეცდომა იქნებოდა. კბილების დაგრძელება უნდა მოხდეს ღრძილის კორექციის ხარჯზე. მხოლოდ დიდი ზომის გვირგვინების/ვინირების გაკეთება უფრო მეტად დაარღვევს ესთეტიკას. ამ საკითხთან დაკავშირებით გირჩევთ კონსულტაციაზე მიხვიდეთ პავლე ხუჯაძესთან "ნინო ბერიძის ორთოდონტიულ ცენტრში".

Posted by: Kitty-the-Empress 23 Apr 2015, 17:48
კბილზე მაქვს საჰაერო ხომალდი L 410-ის ფორმის ნაზარდი. ექიმთან ვიყავი და მითხრეს,რომ "აირზენას" დავკავშირებოდი. დავრეკე. უხეშად მიპასუხეს.. ბოლო იმედიღა დამრჩით. დამეხმარეთ,გთხოვთ.. sad.gif

Posted by: Ocelot 23 Apr 2015, 18:15
მოკლედ ღრძილი მტკივა. სტომატოლოგმა კბილის ბრალია, 1/4 პლომბია და რო ჭამ ღრძილს ედებაო. კარონკა თუ რაღაც უნდა გადაიკრაო. ეგ უშველის ვითომ? არის შანსი რო მაგის მერეც ამტკივდეს? მაგას მირჩევნია ამოვიღო. იქამდე რენტგენი ხო არაა საჭირო? მირჩეით რამე კაი კლინიკა. სანამ მივალ, რამით შეიძლება ტკივილს რო ეშველოს, ან გამოვლებით ან წამლით?

Posted by: luckboy 24 Apr 2015, 18:55
1 კვირის წინ დაბჟენილი კბილი ცივ წყლის დალევის შემდეგ მტკივდება და მალევე გაივლის ხოლმე, ნორმალურია ეს ? დაბჟენამდე ასე წყალზე არ მტკიოდა ხოლმე არასდროს.

Posted by: glamo 25 Apr 2015, 04:50
ლუმინირება თუ კეთდება ჩვენთან კარგად და მიახლოებით ფასს ხომ ვერ დაწერთ? მადლობა!

Posted by: barbara7 26 Apr 2015, 01:39
მე-5 მარცხენა ზედა კბილი დაპლომბილი მაქ ალბათ 2-3 წელია უკვე - ნერვი მკვდარია, დაახლოებით 8 თვის წინ რაღაც შეგრძნებები მქონდა ტკივილსაც ვერ ვიტყოდი, სტომატოლოგთან რომ მივედი სურათი გადამაღებინა და ასეტი რამ მიტხრა: ძალიან ოდნავ წვერზე ჩანს პროცესიო, მაგრამ მეორედ რომ გავხსნა არხი შეიძლება უფრო გავაღიზიანო და დავაჩქარო ამ პროცესის განვითარებაო, თან ისეთი თხელია არხები შეიძლება ვერც შევიდე ბოლომდეო, ამიტომ სადამდეც გაგიძლებს და ძალიან არ შეგაწუხებს გქონდესო, ერთი 2 თვეა ალბათ ვგრძნობ ზემოთ ამ კბილის გასწვრივ ღრძილის ტკივილსაც ვერ დავარქმევდი, მაგრამ ხელით რომ ვადებ რაღაც შეგრძნებაა თითქოს შიგნით უცხო სხეულია, ხან პირიქით სიცარიელე უცნაურად მაქვს მოკლედ, ცოტა გამოწეულივითაცაა ეს ღრძილი ოდნავ ლოკალურად მრგვალად დასიებულივითაა. ცოტა შევშინდი, ალბათ სულ მცირე კბილს დავკარგავ. იკებანასთან მაქვს შეკითხვა შეიძლება რომ ეს ანთებითი პროცესთან იყოს დაკავშირებული თუ ღრძილის პრობლემაა, ან რაიმე ჰაიმორის ღრუსთან ხომ არ იქნება კავშირში... და ასეთ შემთხვევაში ყოველთვის კარგავენ კბილს თუ არსებობს რომელიმე კლინიკა ისეთი თანამედროვე ინსტრუმენტებით აღჭურვილი, რომლითაც ძალიან ვიწრო არხშიც შეძლებენ შეღწევას და კბილის სათანადო მკურნალობას, ვისთან მივიდე იქნებ მირჩიოთ ყველაფერი. წინასწარ გიხდით მადლობას!

Posted by: Supernovaa 3 May 2015, 20:56
გამარჯობათ,ვიყავი სტომატოლოგთან კბილებზე მქონდა ქვები და მითხრა აუცილებლად უნდა გავწმინდოო გავაწმინდინე ქვედა ყბაზე შუა კბილი სადაცა უკანა ღრძილების მხარეს სულ გამიწმინდა მოკლედ ისეთი საშინელი შეგრძნება მაქ ენას რო ვადებ მაგ კბილს თითქოს კბილი ვამპირივით მაქ და ეს სულ ასე მექნება? :დ მარტო მემაქ ასეთი შეგრძნება თუ ვამპირი ვარ მართლა :დ

Posted by: ma1ka 4 May 2015, 11:22
QUOTE
მარტო მემაქ ასეთი შეგრძნება თუ ვამპირი ვარ მართლა

სისხლის დანახვაზე გული თუ სწრაფად გიცემს და გშივდება ზნაჩიტ ვამპირი ხარ.

აუ რა ჯანდაბად ჩავისვი ეს "სქაისი" რამდენიმე წლის წინ. ცოტახნის წინ მომძვრა და ჩამეყლაპა. vis.gif სტომატოლოგმა რაღაც გელი წამისვა რომ ის პატარა ნახვრეტი ამოევსო. ხოდა ეხლა მთელი კბილი ხაოანია ენას რიომ ვისვამ. sad.gif

Posted by: barbara7 4 May 2015, 22:15
QUOTE
აუ რა ჯანდაბად ჩავისვი ეს "სქაისი" რამდენიმე წლის წინ. ცოტახნის წინ მომძვრა და ჩამეყლაპა.  სტომატოლოგმა რაღაც გელი წამისვა რომ ის პატარა ნახვრეტი ამოევსო. ხოდა ეხლა მთელი კბილი ხაოანია ენას რიომ ვისვამ.

"სქაისი" რა არის?

Posted by: ma1ka 5 May 2015, 10:48
QUOTE
"სქაისი" რა არის?

კბილის სამკაული, ან სვაროვსკის თვალს აწებებენ, ან ბრილიანტის "ასკოლკას" სვავენ.

Posted by: barbara7 5 May 2015, 23:37
QUOTE
კბილის სამკაული, ან სვაროვსკის თვალს აწებებენ, ან ბრილიანტის "ასკოლკას" სვავენ.

გასაგებია ჰოლივუდის ვარსკვლავები ისვამენო გამიგია...

Posted by: KeP 6 6 May 2015, 09:23
ma1ka
სქაისი როგორ Kეთდება? ანუ პროცედურები როგორია?
მე მეგონა ზემოდან წებდებოდა, ხვრელი თუ ჭირდებოდა არ ვიცოდი

Posted by: ma1ka 6 May 2015, 11:12
KeP 6
QUOTE
სქაისი როგორ Kეთდება? ანუ პროცედურები როგორია?
მე მეგონა ზემოდან წებდებოდა, ხვრელი თუ ჭირდებოდა არ ვიცოდი

თუ სვაროვსკის თვალს დაიმაგრებ არ ჭირდება ხვრელი, ზემოდან აკრავენ, თუმცა არც ისე ბუნებრივად ჩანს ამიტომ მეორე ვარიანტი ავირჩიე. ბრილიანტს რახან წახნაგები აქვს ვერ წებდება ზემოდან, უნდა ჩაისვას კბილში. მე 3 წელი გამიძლო და ცოტახნის წინ ვაშლის ჭამამ შეიწირა.

Posted by: Scoorp 6 May 2015, 14:10
ma1ka


და რა დანიშნულება აქვს?
ვიზუალური ეფექტი მხოლოდ?

Posted by: KeP 6 6 May 2015, 14:24
მე მინახავს, ოღონდ მცირე ზომის და მომეწონა მაგრამ ესე საქართველოში სამსახურში ვერ ივლი
მითუმეთეს თუ ცოტა ოფიციალური სამსახურია

ხან რომ მივიკრა და მოვიხსნა ესე არა ? biggrin.gif

Posted by: Scoorp 6 May 2015, 14:41
KeP 6


მე არ მომწონს
:/

ოქროს და ვერცხლის კბილები რო აქვთ ხოლმე
იმას მახსენებს


lol.gif

მე მაპატიეთ gigi.gif

Posted by: KeP 6 6 May 2015, 14:52
Scoorp
biggrin.gif დედაჩემი მეუბნებოდა მაგას და მერე მეც გადავიფიქრე

Posted by: ma1ka 6 May 2015, 17:56
KeP 6
ხო ეგაა სვაროვსკი რაც ფოტოზეა და მეც საშინლად არ მომწონს. ბრილიანტს სხვა ეფექტი აქვს კბილშია ჩასმული და ეგეთი გამომწვევი არაა.

Posted by: kravai9 7 May 2015, 23:57
ე.წ ჰოლივუდის ღიმილი, რომელიც ააქვთ ცნობილ ადამიანებს, რომელთაც ეკრანზე უწევთ გამოჩენა, ვინირებით კეთდება? და ყოველდღიურ ცხოვრებაში როგორ ჩანს? ზედმეტად თვალშისაცემი ხელოვნურის ეფექტი ხომ არა აქვს, ჯერ კბილი რომ ჩანს და მერე ადამიანი... ძალიან მინდა გავიკეთო და თქვენი აზრი მაინტერესებს

Posted by: Shredinger 11 May 2015, 13:18
მოკლედ ამ კარიესებმა ხო მომკლეს რა. მკურნალობას გავდივარ და ბევრ კბილზე მაქვს კარიესი.
ხოდა მოკლედ ბრძოლას ვუცხადებ კბილებს და მაინტერესებს საერთოდ რა საკვები აზიანებს კბილს და რომელი აჯანსაღებს?

გამიგია,რომ ხაჭო,რძე და ზოგადად რძის პროდუქტები კარგია C ვიტანიმის გამოო.
გამიგია,რომ მჟავე საკვები ან სასმელი აზიანებს კბილს. მაგალითად კოკა-კოლა მჟავიანობის გამო ზიანდება კბილი.

ანუ მიხვდით ხო რა შეკითხვაც მაქვს.

Posted by: _SHEKY_ 14 May 2015, 04:19
არსებობს ისეთი მეთოდი, რომ მივიდე გამიკეთონ ნარკოზი ამომიღონ კბილები ჩამიდგან პროტეზი და გამომიშვან სახლში? smile.gif
ფობია მაქვს და რა ვქნა? ერთხელ თუ მიმიყვანეს იარაღის მუქარით მეორეჯერ შანი არაა რო მივიდე, ეგრე გამიფუჭდა კბილები ნახევრად ნაკურნალები მაქვს ყველა smile.gif

Posted by: Future> 14 May 2015, 15:53
...........................................................

Posted by: Rorschach4 15 May 2015, 05:37
მოკლედ ხალხნო და ჯამაათნო, არ ვიცი სად დავწერო და ყველაზე ახლოს ამ თემასთანაა. 4-5 დღეა ენის ძირში მაქვს რამდენიმე თეთრი ფერის ბუშტუკისებრი გამონაყარი და ნადები ენაზე, ტკივილით არ მაწუხებს. ვივლებ სოდიან წყალს და შალფეის ნაყენს დილა-საღამოს და შედარებით ჩაცხრა, თუმცა ბოლომდე არ გამქრალა. პოლონეთში ვარ და ექიმთან მისასვლელად თირკმელი უნდა გავყიდო და ვინმემ რამე რჩევა მომეცით ხალხი არახართ? user.gif

Posted by: KeP 6 15 May 2015, 10:55
_SHEKY_
QUOTE
გამიკეთონ ნარკოზი ამომიღონ კბილები ჩამიდგან პროტეზი და გამომიშვან სახლში? smile.gif


პროტეზის რა გითხრა და ზოგგან მერვეების ამოღებას ნარკოზით აკეთებენ
ანუ ეგ ოპერაციია და შეიძლება თითო 1000 ლარიც დაგიჯდეს, გააჩნია რამდენად რთული იქნება
შიში გადალახო ჯობია biggrin.gif

მეც მეშინია ტკივილის და ნემსს ვაკეთებინებ ყველაფერზე, საერთოდ ვერაფერს ვერ ვიგებ

Posted by: Crazy Dentist 18 May 2015, 02:17
kravai9
არც იფიქროთ, სტომატოლოგის ვალია: 1) ყველაფერი გააკეთოს იმისათვის რომ თქვენი კბილი ცოცხალი შეინარჩუნოს.
2) თუ კბილიდან ნერვი ამოსღებია ე.ი. ეს ნიშნავს რომ კბილი სერიოზულადაა დაზიანებული - აქედან ორი გამოსავალია: 1) ბჯენები (ან ანკერები+ბჯენი)
2) ხელოვნულრი გვირგვინი
3) ვინირი თუ 654321-123456 კბილია.

3) თუ კბილი ამოსაღებია: 1) იმპლანტაცია+მკ გვირგვინი, 2) ამოღებული კბილის ორივე მეზობელი კბილის დეპულპაცია(ნერვის მოკვლა + მკ ხიდი),
3) პლასტმასის მიკროპროტეზი(მხოლოდ ფრონტალური კბილებისთვის -654321-123456 (ეს დროს მოგცემთ რომ ფინანსებს მოუყაროთ თავი დ #1 განახორციელოთ ანუ იმპლანტაცია რადგან ეს ყველაზე კარგი ვარიანტა და პლასტ. მიკროპროტეზი - ყველაზე ცუდი.
ახლა რაც შეეხება "ჰოლივუდის ღიმილს" - ამ ნაბიჯზე რომ წახვიდეთ უნდა იყოთ პუბლიკური პიროვნება ანუ არტისტი, პოლიტიკოსი, ტელეწამყვანი ან რაიმე მსგავსი პროფესიის ადამიანი რომელსაც აქვს დეფექტური ან არასრულფასოვანი კბილები ან მასე ფიქრობს უკეთესი უნდა. ან უნდა იყოს მთლად უგუნური ადამიანი რომელსაც აქვს უბრალოდ კაპრიზი (ასეთებიც მყოლია და ხელწერილიც დამიწერინებია) რომ ფერის გამო ან ფორმის გამო ჯანსაღი კბილების დეპულპაცია დამუშავება გაგაკეთებინოს და ჩაისვას ხელოვნური გვირგვინები, თუნდაც ვინირები, მიუხედავად იმისა რომ ვინირები უფრო ნაკლები პრობლემის მომტანია ვიდრე ხიდები.
* * *
Shredinger
თქვენი მრავალრიცხოვანი კარიესების მიზეზები ასევე მრავალრიცხოვანი შეიძლება იყოს: უბრალოდ საჭიროა დღეში 2-ჯერ კბილების გახეხვა 1,5 - 2 წუთი ზედა და 1-5 - 2წთ. ქვედა ყბა, ზოგს მიაჩნია რომ კბილის პასტის კბილებზე "წათხიპნა" - კბილის ხეხვაა და 20-30 წამში ამთავრებს ამ პროცედურას ან უფრო სწრაფად, და რათქმა უნდა 6 თვეში ერთხელ სტომატოლოგთან ვიზიტი რაც ექიმს აძლევს საშუალებას დაავადების დროული პრევენციისათვის.
ახლა რაც შეეხება კონკრეული მიზეზებს: გენეტიკური(ანუ თანდაყოლილი სუსტიკბილები) ბავშვობაში გადატანილი დაავადებები და ამ დაავადებების სამკურნალოდ გამოყენებული პრეპარატები, ადგილობრივი სასმელი წყალი, საკვები, სხვა რა გითხრათ, იმედია ლუდის ბოთლს კბილით არ ხსნით biggrin.gif

Posted by: KeP 6 18 May 2015, 16:52
Crazy Dentist
QUOTE
გენეტიკური(ანუ თანდაყოლილი სუსტიკბილები)


ეს მიზეზი მგონია ჩემი კარიესების და კიდევ ცუდი თანკბილვა, დედაჩემს აქვს ზუსტად იდენტური კბილები + განლაგება
ყველა კარიესი მაქვს კბილებს შორის, ოღონდ საერთოდ არ ჩანს, ფერსაც არ იცვლის.
გვერდითა კბილზე როცა მიკეთებენ ბჟენს მაშინ Gამოჩნდება ხოლმე წინა კბილის კარიესი

ერთხელ შეწუხდა კიდეც ექიმი რომ არ ვიცოდე არც დავადებ ბორსო, არადა კაი ღრმა აღმოჩნდა მერე კარიესი

კიდევ მაინტერესებს: მაგ: კარიესი სანამ ღრმად არ ჩავა ვერაფერს ვერ ვგრძნობ და რას ნიშანვს ?
ანუ არაფერზე რეაქცია არ მაქვს და არც მტკივა, ეგ რა ფენომენია ? biggrin.gif

Posted by: Crazy Dentist 18 May 2015, 20:13
KeP 6
როდესაც კარიესის სიღრმე მისცემს საშუალებას რომ ცხელმა, ცივმა, ტკბილმა რეაგირება მოახდინოს ნერვზე , აი მაშინ იგრძნობთ weep.gif
* * *
ნერვეის ექსტრაქციას(ამოღება) ნარკოზის გარეშე მხოლოდ ფაშისტი სადისტები აკეთებდნენ დაკითხვისას, ეს საშინელი ტკივილია smile.gif
* * *
_SHEKY_
ნეიროლეპტიკური ანესთეზიის ზემოქმედების დროს შესაძლებელია 6-მდე ნერვის ექსტრაქცია მისაღები სიმძიმის პრობლემებით, რაც პრაკტიკაში გვქონია საკმაოდ ხშირად(2-3 დღე ტკივილგამაყუჩებლების მიღებით), მეტიც შეიძლება, ყველა კბილიდანაც კი შეიძლებაამოიღო ნერვები რაც ზემოთხსენებულ სადიზმთან ახლოსაა, მაგრამ მომდევნო 3-7 დღე ჯოჯოხეთი იქნება ძლიერი ტკივილგამაყუჩებლების გარეშე, მერე ყველა არხი დასაპლომბი, კბილების დამუშავება, პროტეზირება.
* * *
P.S. ნეიროლეპტიკური ანესტეზია - ხელოვნული სუნთქვის გარეშე, ყველაფერი გესმით, ხედავთ, აზრზე ხართ მაგრამ ნაწილ-ნაწილ რომ დაგჭრან ვერ გაიგებთ biggrin.gif
* * *
barbara7
"ძალიან ოდნავ წვერზე ჩანს პროცესიო, მაგრამ მეორედ რომ გავხსნა არხი შეიძლება უფრო გავაღიზიანო და დავაჩქარო ამ პროცესის განვითარებაო, თან ისეთი თხელია არხები შეიძლება ვერც შევიდე ბოლომდეო, ამიტომ სადამდეც გაგიძლებს და ძალიან არ შეგაწუხებს გქონდესო"

ამ ექიმთან მეორედ მისვლას არ გირჩევდით. გირჩევთ რაც შეიძლება დროზე ნახოთ ნორმალური ექიმი, გადაიღოთ რენტგენი, შეამოწმოთ თუ როგორაა არხი დაპლომბილი (ეჭვი მეპარება კი არა, თითქმის დარწმუნებული ვარ რომ არხი ბოლომდე არაა დაპლომბილი), "ოდნავ პროცესი წვერზე" ეს ნიშნავს კისტის დასაწყისს და რაც მეტს გადადებთ მკურნალობას მით უფრო მეტ პრობლემებს შეხვდებით - ფესვის რეზექცია უეთეს შემთხვევაში და კბილის დაკარგვა უარესში.

* * *
Rorschach4
მიზეზები უამრავი შეიძლება იყოს, დაწყებული ვერუსული დაავადებიდან - ინფექციურ დაავადებამდე, უნახავად ძნელია რამის რჩევა, სტომატიტს გავს როგორც თქვენ ამბობთ მაგრამ არც ეს სტომატიტი ჩნდება უმიზეზოდ, ასე რომ მაინც ექიმთან ვიზიტია საჭირო.

Posted by: atila92 19 May 2015, 23:46
კბილზე კერამიკის გადაკვრა რას ნიშნავს? რა არის ეგ?
სადმე ქართული რესურსი არ არის განმარტებუკუ რონ იყოს სტომატოლოგიური პროცედურები?

Posted by: Crazy Dentist 20 May 2015, 06:19
atila92
მეტალოკერამიკა: კბილზე კერამიკას არ აკრავენ, ჯერ კეთდება სპეციალური შენადნობის იდივიდუალური კარკასი თქვენი კბილების ზომების (რომელსაც ექიმი გიღებთ სპეციალური 2 ფენოვანი ელასტიური მასებით)მიხედვით, შემდეგ ამ მეტალის კარკასს მოგარგებენ კბილებზე იდეალურად და ამის შემდეგ სპეციალური კერამიკის ფხვნილს წვეთებოთ ამატებენ დისტილ. წყალს და სპეციალური ფუნჯბით
ფენა ფენა ადებენ მეტალის კარკასზე და აძლევენ შესაბამისი კბილის ფორმას, აცხობენ სპეციალურ ღუმელში ვაკუუმით, შემდეგ მუშავდება ალმასის ინსტრუმენტებით და რა თქმა უნდა საკმაოდ შრომატევადი პროცესია, ეს პროცესი მეორდება(კორექტირება), რადგან ერთი გამოცხობით სასურველ რეზულტატს ვერ მიაღწევ, ამის შემდეგ კიდევ მუშავდება, ექიმი მოგაზომებთ ფორმას, ზომას, (ფერი პირველ-მეორე ეტაპზე ირჩევა) სიგრძე-სიგანეს ა.შ. ბოლოს, ჩასმის წინ კიდევ ერთხელ ცხვება ღუმელში(gloss)ბრჭყვიალა და კრიალა შეხედულება რომ ქონდეს და მორჩა პროცესი.

Posted by: atila92 20 May 2015, 10:20
Crazy Dentist
მადლობა პროცესის ასე დეტალურად აღწერისთვის მარა მე უფრო შედეგი მაინტერესებდა biggrin.gif რატო იკეთებენ მხოლოდ ესთეტიურობისთვის? საღ კბილზე იკეთებენ თუ დაზიანებულ და გაუბედურებულ კბილზე?

Posted by: Rorschach4 20 May 2015, 14:03
კბილი მაქვს გამოღრუტნული და ამტკივდა, რამდენიმე დღეა მტკივა და მეშინია ფლუსი არ დამემართოს და რამე ხერხი არ არსებობს რო როგორმე ივნისის ბოლომდე შევაჩერო? biggrin.gif

Posted by: vidok27 20 May 2015, 14:12
atila92

ფერის, ფორმის ანომალიის დროს ნაწილობრივი ადენტიის შემთხვევაში როდესაც გარკვეული კბილთა ჯგუფები დაკარგულია,
საყრდენი კბილის ფესვები აუცილებლად ჯამრთელი უნდა იყოს პროცესიან კბილებზე არ ხდება კონსტრუქციის დამაგრება თუ ეს პროცესი არ იქნა აღმოფხრილი.
კბილის ფესვის სიგრძე აუცილებლად უნდა აღემატებოდეს გირგვინის სიგრძეს, რათა კბილებმა გაუძლოს დატვირთვას დროთა განმავლობაში და არ მოირყას.
გასათვალისწინებელია ასევე თვითოელი კბილის ღეჭვითი ეფექტურობა, თვითოეულ კბილს აქვს თავისი კოეფიციენტი ამიტომ საყრდენი კბილების ძალა
უნდა აღემატებოდეს დანაკლისი კბილების ძალას.. მთავარია ფესვი იყოს საღი გვირგვინის სრულად დაშლის შემთხვევაშიც ეს არ ნიშნავს იმას რო კბილი ამოსაღებია
ამ დროს კეთდება ჩანართი და შემდგომ ხდება მასზე მეტალოკერამიკის კონსტრუქციის დამაგრება..

Posted by: atila92 20 May 2015, 18:07
გასაგებია მადლობა
----sleep.gif--sleep.gif_---------

Posted by: Shredinger 20 May 2015, 18:12
გამარჯობათ ვიყენებ პაროდონტაქს კბილის პასტას. თვითონ სტომატოლოგმა დამინიშნა და ვიყენებ უკვე 2 კვირაა.
ბოლო ერთი კვირაა დამეწყო თავბრუსხვევები.

შეიძლება,რომ ეს "პაროდონტაქს" კბილის პასტას გამოეწვია?
ან ანტიბიოტიკ ამოქსიკლავს?(ესეც სტომატოლოგის დანიშნულია)

Posted by: pato-7 21 May 2015, 21:28
ალუჩა ვჭამე ორი დღის წინ(მგონი ცოტა მეტი მომივიდა) ხოდა კბილები "მომეჭრა"(თუ როგორც ქვია) კიდე არ გამიარა, რა შეიძლება გავაკეთო?

Posted by: ikebana 22 May 2015, 01:11
Shredinger
არამგონია ან ერთის, ან მეორის მიზეზით იყოს თავბრუსხვევა.

pato-7
სახლში ვერაფერს გააკეთებს, გარდა იმისა რომ მოიცადოთ და თვითონ გაიაროს. უკეთესია მიხვიდეთ სტომატოლოგთან და ფტორის შემცველი საშუალებით დაამუშაოს მინანქარი. მჟავა მინანქრის დაზიანებას იწვევს და მგრძნობელობაც აქედანაა. როდის ან რამდენად მოხდება აღდგენა დაუხმარებლად ძნელი სათქმელია.
* * *
Rorschach4
ალბათ აქამდე უკვე გაგიარათ კიდეც, მაგრამ მაინც სხვა დროს შეიძლება გამოგადგეთ. ასეთი აფთები ხშირად ჩნდება და უნდა მეტად დისკომფორტს იწვევს, ვიდრე რაიმე გართულებას (თუ ჰერპესული არაა). თავისით გადის 10-14 დღეში. თქვენ რაც შეიძება გააკეთოთ ისაა, რომ მოერიდოთ გაღიზიანებას საკვების მხრივ (მჟავე, ცხარე, მლაშე, ცხელი). მაქსიმალურად დაიცვათ პირის ღრუს ჰიგიენა და გამოიყენოთ სოლკოსერილის დენტალური ადგეზიური პასტა (ინსტრუქციის მიხედვით).
* * *
atila92
"გადაკვრა" ანუ ხელოვნური გვრიგვინი სხვადასხვა მასალის შეიძლება იყოს, არა მარტო კერამიკა. დანიშნულება პირველ რიგში კბილის ფუნქციის აღდგენა (დაშლილი ან მოტეხილი გვირგვინი) და ამ ფუნქციის მაქსიმალურად დიდი ხნით შენარჩუნება წარმოადგენს. ხდება ასევე ესთეტიკური თვალსაზრისითაც, მაგ. კბილის პოზიციის კორექციისთვის. კბილის ვიზუალური მხარის საკორექციოდ უფრო მეტად ვინირი გამოიყენება (თუ სხვა ჩვენება არაა).
* * *
ma1ka

სკაისის გადაყლაპვა არანაირ პრობლემას არ გამოიწვევს. ხაოიანი ზედაპირი კი უნდა გაეპრიალებინა ექიმს აუცილებლად.

ბრილიანიტის ან ნებისმიერი ძვირფასი ქვის ჩასმას კბილის ქსოვილში ეფექტი არ აქვს. როგორც შავი წერტილი ისე გამოჩნდება. თუ სინათლის სხივის არეკვლა არ მოხდა არც იბრწყინებს. ამიტომ აქვთ სკაისებს, ან სხვა კბილის აქსესუარებს უკანა მხრიდან ამრეკლავი ზედაპირი. ასე რომ ჯობია მზა სახის გამოიყენოთ.

Posted by: gadaxlili 22 May 2015, 11:13
ნერვის მოკვლის დროს ყოველთვის ხდება არხებში მუშაობა და ჩასვლა?თუ შეიძლება ნერვი მოიკლას და არხები არ გახდეს სამკურნალო?

Posted by: Crazy Dentist 22 May 2015, 18:33
gadaxlili
კბილიდან ნერვის ამოღების შემდეგ არხის შევსება აუცილებელია, წინააღმდეგ შემთხვევაში იქ მოხვედრილი ჰაერი, საჭმელი, ნერწყვი გამოიწვევს კბილის ლპობას და ბოლო ჯამში მის დაკარგვას.
იგივე მოხდება ნერვის მოკვლის და მისი არხიდან არ ამოღების შემთხვევაშიც.

Posted by: gia4147 22 May 2015, 22:54
მოგესალმებით, მაინტერესებს თუ არსებობს ასეთი ფენომენი - "ყბის ჩამოწევა" როდესაც ქვედა კბილები აკლია ადამიანს და ნაკლული კბილების გასწვრივი ზედა კბილები ღრძილებთან ერთად ჩამოდის (ანუ ამ ზედა კბილებს ზედა ყბის ძვალიც თან მოყვება და დეფორმირდება?). მაინტერესებს ამ ეტაპის ბოლო ვარიანტი არის მხოლოდ ზედა კბილების დაკარგვა თუ ამასთან ერთად ზედა ყბის დეფორმაცია და დაწევა?

Posted by: sasutela 25 May 2015, 15:17
ცერეკს სხვადასხვა ფასები აქვს ავერსში, მედიში, კუზანოვში, დენტექს95 და ა.შ. , განსხვავებული რატოა ფასები ვერ ვხვდები. სად მირჩევდით გაკეთებას თუ გქონიათ შეხება.
ხომ არ იცით რომელიმე სადაზღვეო ხომ არ ანაზრაურებს რამე პროცენტს მაინც ცერეკზე?

Posted by: Rorschach4 26 May 2015, 00:21
ikebana
QUOTE
ალბათ აქამდე უკვე გაგიარათ კიდეც, მაგრამ მაინც სხვა დროს შეიძლება გამოგადგეთ. ასეთი აფთები ხშირად ჩნდება და უნდა მეტად დისკომფორტს იწვევს, ვიდრე რაიმე გართულებას (თუ ჰერპესული არაა). თავისით გადის 10-14 დღეში. თქვენ რაც შეიძება გააკეთოთ ისაა, რომ მოერიდოთ გაღიზიანებას საკვების მხრივ (მჟავე, ცხარე, მლაშე, ცხელი). მაქსიმალურად დაიცვათ პირის ღრუს ჰიგიენა და გამოიყენოთ სოლკოსერილის დენტალური ადგეზიური პასტა (ინსტრუქციის მიხედვით).


მადლობა რჩევისთვის. 2 კვირა გავიდა და ჯერ ისევ მაქვს, ოდნავ ჩამცხრალია. cry.gif პოლონეთში ვარ და ეს სოკოლოვის დენტალური ადიგენური პასტა ვერ ვიშოვე და დენტო სეპტს ვივლებ და კიდე რამე ხო არ დავამატო?

Posted by: kravai9 26 May 2015, 00:25
Crazy Dentist
დიდი მადლობა ასეთი ვრცელი და კარგი განმარტებისათვის, მართალია კაპრიზივით მაქვს, შორიდან ძალიან მომწონს და ლამაზია, მაგრამ ცხოვრებაში არ ვიცი...

Posted by: Crazy Dentist 27 May 2015, 03:19
kravai9
არაფრის, anytime...
gia4147
ანტოგონისტი კბილების უქონლობის გამო შესძლებელია კბილების და ალვეოლის "ჩამოწევაც" და "აწევაც" მითუმეტეს ახალგაზრდა ასაკში.
"ბოლო ვარიანტი" იქნება ოპერაცია, ეს საერთოდ იშვიათი შემთხვევებია, ამ დონემდე იშვიათად მიყავთ საქმე დღეს. ოპერაცია იმიტომ რომ პროტეზირება ხდება შეუძლებელი, ანუ ზედა და ქვედა ყბებს შორის დარჩენილი ადგილი არაა საკმარისი რომ პროტეზი ან ხიდი განთავსდეს.
საერთოდ, როდესაც კბილს კონტაქტი არ აქვს ანტოგონისტ ან მეზობელ კბილთან, ეს კბილი იწყებს მოძრაობას იმ თავისუფალი სივრცისკენ, ასე ხდება კბილების ასე ვთქვათ "გამეჩხერება" ანუ ერთმანეთთან დაცილება და და ჩნდება მათ შორის სიცარიელე. თუ ღეჭვის დროს კბილს მოწინააღმდგე კბილი არ ყავს იმიტომ რომ ის ოდესღაც ამოიღეთ ამ შემთხვევაში ამ კბილმა შეიძლება დაწყოს ჩამოწევა ან აწევა მაგრამ ყბის ძვლის დეფორმაცია არ გემუქრებათ, თუ საქმე გვაქვს რამოდენიმე მეზობელი კბილის უქონლობასთან და თანაც წლების გნმავლობაში, აუცილებლად იქნება დეფორმაცია, მეტ-ნაკლებად მაგრამ იქნება.

Posted by: atila92 27 May 2015, 16:09
რა მაინტერესებს ნერვის ამოღება რა შემთხვევაშია აუცილებელი?
კბილზე კარიესი მქონდა, ტკივილი არ მქონდა არაფერზე მარა მაინც ამოიღეს ნერვი

Posted by: gajgaja 27 May 2015, 19:47
გამარჯობა. კბილის გადაკვრას ვაპირებ. ასათიანის 42ა ში ზურა მირჩიეს და ვინმემ თუ იცით როგორ აკეთებს, ან სხვას ხომ ვერ მირჩევდით

Posted by: Crazy Dentist 28 May 2015, 01:25
atila92
კბილიდან ნერვის ამოღების(დეპულპაცია) აუცილებლობა პირდაპირპროპორციულია ექიმის პატიოსნებასთან.
თუ კარიესის სიღრმე არ გაძლევს საშუალებას რომ კბილს სიცოცხლე შეუნარჩუნო მარტო მაშინ ხდება ნერვის ამოღება.
მაგრამ გულახდილად გეტყვით რომ "სტომატოლოგ-ცეხავიკები" კიდევ არიან და თან ბლომად.
კარიესის მკურნალობის დროს ექიმსა და პაციენტს შორის ხდება კბილიდან ნერვის ამოღების აუცილებლობის შეთანხმება, ანუ ექიმი გეუბნებათ რომ კარიესი ღრმაა და ანესტეზიას გიკეთებთ რომ ტკივილი არ იგრძნოთ, თუ რამდენად ღრმაა და რამდენად აუცილებელი ნერვის ამოღება ამას თვითონ ექიმი წყვეტს და თქვენ გამცნობებთ რომ ნერვი ამოსაღებია, ხოლო თუ რამდენად სწორი გადაწყვეტილებაა და რამდენად ღრმა იყო კარიესი ამაზე პოლემიკას აზრი აღარ ექნება როდესაც უკვე ნერვის ამოღებაზე მივა საქმე.
იმედია კეთილსინდისიერი და პატიოსანი სტომატოლოგების ხელში ხართ.

Posted by: atila92 28 May 2015, 11:27
იმედია..------------------------------

Posted by: zgarb7 28 May 2015, 14:07
გამარჯობა
მაინტერესებს კბილებს სად აკეთებენ კარგად და რა ჯდება. კერძოდ ზედა ყბის წინა კბილები ან მთლიანად რომ ჩანაცვლდეს ახლით ან მარტო წინები, ოღონდ ძვალს რო ხვრიტავენ და მერე იმაზე რომ ამაგრებენ მაგ მეთოდით არა, რაღაც როა კიდე სხვა მეთოდი კერამიკა თუ რაღაც ეგეთი იმითი რა ჯდება და სად აკეთებენ, და რა მეთოდები არსებობს საერთოდ ამ კბილების გაკეთების იქნებ მაგაშიც გამარკვიოთ. არ ვიცი საერთოდ არაფერი და გთხოვთ გამარკვიოთ.

Posted by: Shredinger 28 May 2015, 22:00
მაქვს პრობლემატური კბილები და მუდმივად მაქვს კარიესი. კარიესისაკენ მიდრეკილი ვარ.
რომელ კბილის პასტას მირჩევთ? ფტორიანი ვიცი რომ მინდა მაგრამ კონკრეტულად რომელს მირჩევდით?

Posted by: ikebana 29 May 2015, 02:25
Rorschach4
სოკოლოვის არა, სოლკოსერილის smile.gif მაგრამ თუ ამდენხანს გაგრძელდა უნდა მიხვიდეთ ექიმთან. "დენტო სეპტი" არ ვიცი რას წარმოადგეს, მაგრამ თუ სპირტს შეიცავს არ გამოგადგებათ.


zgarb7
უკვე ამოღებულ კბილებზეა საუბარი თუ ამოღებას აპირებთ?

Shredinger
კბილის პასტას არა, გირჩევთ კარგი ექიმი მოძებნოთ, რომელიც გამოასწორებს პირის ღრუს ჰიგიენურ მდგომარეობას, აქვს სათანადო ცოდნა, გამოცდილება და მოტივაცია, ჩაგიტარებთ ინსტრუქტაჟს ინდივიდუალური ჰიგიენის წესებთან დაკავშირებით, შეგირჩევთ ინდ. ჰიგიენის საშუალებებს და რომელის რჩევებსაც განუხრელად მიჰყვებით. კარიესის მიზეზი არის ნადები. თუნდაც ისეთი, რომელსაც თქვენ ვერ ხედავთ.

Posted by: nia4u 29 May 2015, 13:08
ikebana
გამარჯობა smile.gif
თუ შეგიძლია, მიპასუხე - ჰიგიენური წმენდა AIR FLOW აპარატით რამდენად უსაფრთხო და კარგი პროცედურაა?
ექიმს არ ვიცნობ და თუ არის საშიშროება, რომ ამ აპარატით რამე გამოუსწორებელი დამმართოს?
მადლობა smile.gif

Posted by: ikebana 29 May 2015, 19:21
nia4u
ეაფლოუს აპარატით ჰიგიენური წმენდა არ ხდება. ძირითადი ნადების და ქვების მოშორება უნდა მოხდეს ულტრაბგერითი სკეილერით და ხელის ინსტრუმენტებით (თუ საჭიროა) ღრძილზედა და ღრძილქვეშა ზონაში. ეაფლოუს გამოყენება ხდება მხოლოდ ამის შემდეგს ნარჩენი პიგმენტირებული (ნიკოტინი, ყავა...) ნადების მოსაშორებლად მინანქრის ზედაპირიდან და მისი პოლირებისთვის.
გამოუსწორებელი ალბათ არა, მაგრამ ამ აპარატით ადვილია ღრძილის დაზიანება.

Posted by: nia4u 29 May 2015, 20:04
ikebana
გასაგებია, მადლობა smile.gif

Posted by: Leo woman 31 May 2015, 19:22
მედის კლინიკაზე რას იტყვით??კარგი სპეციალიატები ეყოლებათ ვითომ???

Posted by: zgarb7 1 Jun 2015, 12:59
ikebana
არა კბილები ამოღებული არ არის. გაქლიბულია წინა კბილები და ზედ კერამიკით თუ რაღაცით არის მიმაგრებული კბილები. გავიდა დიდი ხანი და ეს მიმაგრებული კბილები დაბლა ჩამოიწია და შეცვლაა საჭირო. ცუდად იყო გაკეთებული და იმიტომ ჩამოიწია

Posted by: perchatki 2 Jun 2015, 10:03
ესეიგი რახდება ამომდის სიბრძნის კბილი ამოსულია მარტო ანხევარი ხოდა ეს ანხევარი ვერ ამოდის ექიმმა თQვა ან ყბა არ ყოფნისო ან რაღაცაო აღარ მახსოვს ხოდა სტომატოლოგმა ის ჩირქი ამომიგო იმ შესიებული ადგილიდან და გამაყიჩEბლებ დამინიშნა რენდგენიც გადავიგე კბილზე და ნახევარი კბილი არარის ამოსული ხოდა ეხა ეს
შესიება გვერდზე მაქ და ნერწყვის ყლაპვა მიჭირს ნუ სანერწყვე ჯირკვალია გამაგრებული მგონი ხელს რო ვიდებ მეორესთან შEდარებით გამაგრებულია და მაინტერესებს რამე საშიში ხოამრარის ? თუ ეს ჩვეულებრივია ასეთი სიმპტონები აქვს სიბრნის კბილს ? და ამოსაღები ხოარ იქნება ?

Posted by: Makulatura 3 Jun 2015, 13:50
ე.ი. გუშინ დავლიე ანტიბიოტიკი სადღაც საგამოს 9 სთ იყო

შემიძლია დღეს ლუდი დავლიო? user.gif



Posted by: ninca 3 Jun 2015, 18:53
მოგესალმებით

ჩემს შვილს (ბიჭია, 5 წლინახევრის), 3 თვის წინ მოიცვალა წინა 2 სარძევე კბილი, რომლებიც ფაქტიურად უკვე ამოსული აქვს, დღეს შევნიშნე, რომ ქვედა მესამე (სარძევე კბილის გვერდით) კბილიც ერყევა. როგორც ვიცი, ასე ადრეულ ასაკში ნორმა არ არის კბილების მოცვლა... რისი ბრალი შეიძლება იყოს? კარიესი არ აქვს, კბილებს იხეხავს დღეში 2 ჯერ.

Posted by: ikebana 6 Jun 2015, 04:05
ninca
5 წლისამ თუ დაიწყო მოცვლა დიდი გადახრა არაა ნორმიდან. მაგრამ ქვედა რომელი კბილი ერყევა კარგად ვერ გავიგე. ქვედაც საჭრელები უნდა ერყეოდეს წესით. პირველები ან მეორეები (შუახაზიდან). მესამე ეშვია, რომელსაც გაცილებით გვიან იცვლის საჭრელების მერე.

Posted by: Scoorp 6 Jun 2015, 10:42
QUOTE (nia4u @ 29 May 2015, 13:08 )
ikebana
გამარჯობა smile.gif
თუ შეგიძლია, მიპასუხე - ჰიგიენური წმენდა AIR FLOW აპარატით რამდენად უსაფრთხო და კარგი პროცედურაა?
ექიმს არ ვიცნობ და თუ არის საშიშროება, რომ ამ აპარატით რამე გამოუსწორებელი დამმართოს?
მადლობა smile.gif

ფრთხილად იყავი მაგ აპარატთან
კი არადა ექიმთან რომელიც მაგის გამოყენებას აპირებს
დარწმუნდი რო ღრძილებზე სხვა პრობლემა არ გაქვს

მე სავარაუდოდ მაგით დამიზიანეს ღრძილები sad.gif

Posted by: ninca 6 Jun 2015, 16:19
ikebana
დიახ, მეორეა.. ანუ წინა ორი ამოიღო და ეხლა მის გვერდით ერყევა მესამე. ანუ არ არის შესაშფოთებელი? ისე, ამოსვვლითაც ადრე ამოუვიდა კბილები

Posted by: nia4u 8 Jun 2015, 22:14
Scoorp
QUOTE
ფრთხილად იყავი მაგ აპარატთან
კი არადა ექიმთან რომელიც მაგის გამოყენებას აპირებს

მადლობა smile.gif

Posted by: Egyptian 9 Jun 2015, 12:20
https://scontent-fra3-1.xx.fbcdn.net/hphotos-xpf1/v/t1.0-9/7088_1624097811173205_6875977225312358520_n.jpg?oh=86ca586f712837ac56746caee065f0ce&oe=55EB4ED2
დაბლა რომ არის ფოტო, დაშორებული და უსწორ-მასწორო კბილები
მაგას ისე აკეთებენ როგორც გვეერდზე ფოტოზეა?! O.ო
როგორ ხდება? ბრეკეტებით?
ზოგი პატარა კბილია ზოგი უფრო დიდი და ეგ როგორ სწორდება თითქმის ერთ ზომაზე

Posted by: caf58c 9 Jun 2015, 19:47
ikebana

კინ გინგივალის ხაზზე რას იტყვით? კბილის პასტა და სავლები

Posted by: Florbelle 10 Jun 2015, 18:30
დაპლომბილი კბილი მტკივა ხალხო კაი ხანია რა,არადა ჩემი თვალით ხო ვუყურებდი ნერვი როგორ მოკლა და ამოიღო,პლომბიც ადგილზეა არ ამოვარდნილა
საჭმელს ვეღარ ვჭამ ამის დედას შ******ცი უკვე გამიმწარა ცხოვრება
გეტყვით როგორაა,ანუ თუ არ ვჭამ არ მტკივა,ჩვეულებრივადაა რა.საკმარისია ამე ოდნავ მაგარი ვჭამო რო ეგრევე ჯერ ეგ კბილი მტკივდება (ზემოთა,მერვეს ეძახიან მგონი) მერე გადააქ თავზე და კაი ხანი ველოდები ხოლმე სანამ არ გაივლის
რისი ბრალი შეიძლება იყოს ან რა ვქნა,იმდენი ფულიც არ მაქ რო ამის გამო კვირაში ერთხელ ვიარო სტომატოლოგთან და ყველა ჩასვლაზე 100 ლარი დავტოვო,თან საწვალებელია მართლა ამის გაკეთება რო დავიპლომბე საათი და 20 წუთი ვიჯექი ზუსტად,ყბა კინაღამ ამომივარდა ბ****დ იმდენი ხანი მქონდა პირი გაღებული
ჰაერი შეიძლება იყოსო ეგ გამიგია,მარა კიდე სხვა მიზეზი შეიძლება რო არსებობდეს?
ამ წლის 9 იანვარს დავიპლომბე

თუ მიპასუხებთ ვინმე მადლობელი დაგრჩებით smile.gif

Posted by: ikebana 16 Jun 2015, 04:03
ninca
კი ასეა, როცა ადრე იჭრება, შესაბამისად ადრე იცვლის.
* * *
caf58c
ვერაფერს. ასეთი არ გამიგია. ლინკი მომეცით.
* * *
Florbelle
მიზეზი შეიძლება ბევრი იყოს. რენტგენი მაინც დადეთ რომ რამე კონკრეტული ითქვას.

Posted by: Florbelle 17 Jun 2015, 02:29
ikebana
არ მაქვს,საიდან აბა sad.gif( ატანენ ხოლმე მაგას თუ საიდან უნდა ამეღო?

გამოხმაურებისთვის მადლობა

Posted by: kravai9 18 Jun 2015, 01:36
კბილების წმენდის დროს შეიძლება, რომ რაიმე ამკიდონ? კერძოდ air flow და პოლირებით? სისხლთან შეხება რახან არ ხდება დაცული ვარ?

Posted by: caf58c 19 Jun 2015, 13:19
ikebana

http://32shop.com.ua/opolaskivateli-dlya-preduprezhdeniya-zabolevaniya-i-vospaleniya-desen/opolaskivatel-dlya-polosti-rta-kin-gingival-kin-gingival-250-ml.html
http://32shop.com.ua/zubnye-pasty-ustranyayuszie-krovotochivost-desen/zubnaya-pasta-kin-gingival-kin-gingival-75-ml.html

ქლორჰექსიდინ 0.12% შეიცავს. შეიძლება ენაზე და კბილებზე ლაქები გაჩნდეს? და გაქრება ეს ლაქები თუ სამუდამოა? ჩემი და იყენებს ექიმმა დაუნიშნა მცირე სისხლდენა ქონდა ღრძილებიდან და უსიამოვნო გემო. სისხლდენა და გემო კი აღარ აქვს მაგრამ შავი ლაქა აქვს ენაზე. და წინა კბილებს შორის გაუმუქდა.

Posted by: zgarb7 19 Jun 2015, 18:17
სად აკეთებენ ჰოლივუდურ კბილებს და რა ჯდება და რა მეთოდები არსებობს?
მხოლოდ ზედა ყბის გაკეთება თუ შეიძლება?

Posted by: laluka88 20 Jun 2015, 17:01
https://www.facebook.com/KudebiSharpebiKhelitNaksoviTansatsmeli/photos/ms.c.eJwty9sNACAIQ9GNDC3IY~;~;FBDXpz8lNKxOpTlBZKquuI66xn217z~_H1HTI9yXF~;xbqrEQeJIBAm.bps.a.984669034917722.1073742280.477445072306790/988183621232930/?type=1&theater

Posted by: laluka88 20 Jun 2015, 17:01
https://www.facebook.com/KudebiSharpebiKhelitNaksoviTansatsmeli/photos/ms.c.eJwty9sNACAIQ9GNDC3IY~;~;FBDXpz8lNKxOpTlBZKquuI66xn217z~_H1HTI9yXF~;xbqrEQeJIBAm.bps.a.984669034917722.1073742280.477445072306790/988183621232930/?type=1&theater

Posted by: Mohikan 21 Jun 2015, 15:43
მოკლედ ადრე მქონდე 2 კბილზე პრობლემები. 1 გამიკეთა სტომატოლოგმა მეორე კი ამოსაღებია არაფერი ეშველებაო. ფული წინასწარ გადავიხადე მაგრამ ამოსაღებზე აღარ მივედი, სულელი ვარ ხო ვიცი...

მას მერე ეს ჩაშლილი კბილი კიდე უფრო ჩაიშალა და გაშავდა. პირიდანაც უსიამოვნო სუნი ამომდის. მაგის გარდა ის დაპლომბილიც გამუქდა და მაგის ქვემოთ კბილზეც კარიესი გამიღრმავდა. ეხლა როგორც გავიგე შეიძლება ანთებითი პროცესი ძვალზე გადავიდესო იმ ავბედითი კბილიდან და ანუ გართულდეს ეს ყველაფერი და მაინტერესებს მართლა ასეთი სირთულეები შეიძლება გამოიწვიოს გაფუჭებულმა კბილმა?

Posted by: raining72 27 Jun 2015, 17:59
გამარჯობათ, შევიძინე კბილის პასტა(სპლატი), რომელიც შეიცავს მხოლოდ კალციუმს, აწერია, რომ ფტორი არ შედის მის შემადგენლობაში.
მე კი საკმაოდ ხშირად მიჩნდება კარიესის პრობლემა და რამდენად რეკომენდებულია ასეთი კბილის პასტის ხმარება?


Posted by: დუჩა 29 Jun 2015, 10:18
გამარჯობათ

სასწრაფოდ მაინტერესებს ბავშვს სად შეიძლება გავუკეთო ალერგიაზე სინჯი ისე რო დგესვე იყოს პასუხი?

Posted by: Ancelotti 1 Jul 2015, 14:27
გამარჯობათ.
ფაიფურის კბილები კარგია? რას მირჩევთ? და რამდენად ძვირი ჯდება...

Posted by: Bones 2 Jul 2015, 09:31
ფოლადის კბილი რა ჯდება >?

Posted by: zgarb7 3 Jul 2015, 18:53
ცირკონზე რას იტყვით? კარგია?
                                                       

Posted by: Addict 5 Jul 2015, 23:50
ძვირფასო სტომატოლოგებო, ასეთი რამე შემემთხვა (სანამ ჩემს ექიმთან მივალ მაინც ონლაინ კონსულტაციაც არ მაწყენდა)
ბრეკეტების წმენდისას, მოგეხსენებათ წვრილი ჯაგრისია და ღრძილში გავიტარე შემთხვევით, მას შემდეგ ღრძილი რამდენიმე დღე გასიებული იყო, მერე ფლოსით წმენდისას შევნიშნე, რომ იმ კბილების მიდამოში სადაც დავიზიანე ღრძილი რაღაც არასასიამოვნო (სუნი) იგრძნობა, რა შეიძლება იყოს? ახლა კიდევ ერთი ღრძილიც გამისივდა ცოტათი. რამე სერიოზული იქნება? და თუ აკურატულად არ გავიხეხე კბილები ცოტათი სისხლიც მოყვება ხოლმე.... sad.gif

Posted by: chemi<4 7 Jul 2015, 11:35
ბავშვს.კბილის.რომელი.პასტით.გავახხეხხიო.კბილები.და.რა.ასაკიდან.შეიძლება.კბილის.პასტის.ხმარება

Posted by: ქართლოსი 13 Jul 2015, 11:27
ma1ka
QUOTE
გამაყუჩებელზე მაქვს თუ არა ალერგია სად უნდა გავიკეთო მაგაზე ანალიზი?


მგონი სტომატოლოგს შეულია ეგ გაიგოს.

დარეკე ნებისმიერ კლინიკაში და გეტყვიან
http://www.yell.ge/companies.php?lan=geo&rub=420





კარგი სტომატოლოგი სად შეილება ვნახო?

Posted by: ma1ka 13 Jul 2015, 11:40
გამაყუჩებელზე მაქვს თუ არა ალერგია სად უნდა გავიკეთო მაგაზე ანალიზი?

Posted by: Scoorp 13 Jul 2015, 12:17
ქართლოსი

არა ვერ გაიგებს მაგას სტომატოლოგი
კანქვეშ წამლის შეყვანა არ იძლევა 100 % -იან პასუხს ))
და მაინც რისკია

ma1ka

მე ადრე გავიკეთე ვაკეში,ჭავჭავაძეზე, თურქეთის საელჩოს გვერდით (რაღაც საბნები და საწოლები იყიდება მგონი მაგ მაღაზიაში) მაგის გვერდით კიბეებზეა ასასვლელი
სახელი არ მახსოვს მიახლოებითაც კი biggrin.gif და იმიტო ვხსნი ასე ჩინურად )))

Posted by: ma1ka 13 Jul 2015, 12:45
Scoorp
მადლობა :* ავერსის კლინიკა მითხრეს კიდე იქ მივალ ჯერ.

Posted by: uwi-buwi 13 Jul 2015, 20:18
აქ პროფები არ ხართ? ერთI კითხვა მაქ შეუძლია თუ არა ყბის ნერვს ანუ კბილის ფესვის მერე რაც ხდება აი მაგ რბილობმა და ნერვებმა გაიწოვოს არხის საპლომბი პასტა და არხის ბჟენი..

Posted by: sasutela 14 Jul 2015, 12:31
რამე სავლები იქნებ მირჩიოთ..
მე- 5 მე-6 კბილებთან ღრძილში სისხლის მიმოქცევა ფაქტიურად შეჩერებულია, გროვდება სისხლი და კბილების გახეხვის დროს დიდი რაოდენობით მოდის. თან ამ ადგილზე ფერიც შეცვლილი აქვს ღრძილს, სისხლის დაგროვების გამო.
რომელი სავლები შეიძლება ვიხმარო, რომ გააუმჯობესოს სიტუაცია

Posted by: ashley_tko 15 Jul 2015, 17:46
ikebana
ინბოქსის ყუთი გაანთავისუფლეთ რა ვერ გწერთ sad.gif მაინტერესებს მხოლოდ 1 კბილის ირგვლივ ანუ ლოკალური სისხლდენა რისი ბრალი შეიძლება იყოს? კბილის თუ ღრძილის? ცოტა ტკივილიც მაქვს.. დანაპლომბი კბილია

Posted by: Shredinger 18 Jul 2015, 14:49
22 წლის ბიჭს ბევრი კარიესი,რომ აქვს, 1 კბილი საერთოდ კედლები რო აღარ აქვს ერთზე კიდე ისეთი გზა უჩანს,რომ ამოსაღებია. ჯამში ორი კბილი ამოსაღები.
ვინმეს ასეთ დღეში აქვს ასეთ ასაკში? უკვე სერიოზული შიში გამიჩნდა კბილების ნელ-ნელა დაკარგვის.

p.s fb გვერდზე წავიკითხე შემდეგი რამ
QUOTE
კარიესის პროფილაქტიკა. მჟავეები, რომლებიც პირის ღრუში ბაქტერიების შედეგად წარმოიქმნება, შლის კბილის ემალს. ამ მჟავების ნეიტრალიზება შეიძლება, თუ დღეში რამდენჯერმე გამოივლებთ კბილებს სოდიანი წყლით. კბილების გაწმენდისას ჯაგრისზე დადებულ კბილის პასტას საკვები სოდა დაუმატეთ. ამგვარი ნაზავი ისე ასუფთავებს და ათეთრებს კბილებს, რომ მინანქარს არ აზიანებს.

მართალია ეს?
ზოგადად კარიესის პრობლემა მაქვს სულ და დღეში ერთხელ რომ გამოვიყენო ხოლმე ცხელ წყალში რომ გავხსნა რამე საზიანო იქნება?

Posted by: Shredinger 22 Jul 2015, 20:15
ხალხნო გუშინ ამოვიღე კბილი,კარიესმა ანთებითი პროცესი გამოიწვიაო და ამოსაღები გამიხდა პლიუს ამას კედლები სულ აღარ ქონდა და ამომიღეს
ხოდა მეორე დღეა უკვე და ლოყა მაქვს გასიებული და დაბუჟებაც მაქვს ცოტა ჯერ არ გამსვლია.

ნორმალურია ეს? sad.gif

Posted by: namu550d 23 Jul 2015, 21:49
"უნიდენტში" სტომატოლოგი მირჩიეთ რა?

Posted by: AnimeR 23 Jul 2015, 23:11
https://forum.ge/?f=43&showtopic=34777088

Posted by: Florbelle 31 Jul 2015, 02:41
ვიცი რო ტვინი წავიღე ადრეც ვკითხულობდი აქ ამ თემაზე რაღაცეებს მარა გთხოვთ ეხლაც და მეტს აღარ დავპოსტავ

მოკლედ კბილს რო ვიპლომბავ ვხედავ რო ექიმი ჩემ წინ იღებს ნერვს,წვალობს,1 საათი ეჩალიჩება და ატრიალებს იმ რაღაცეებს,მარა მაინც მაქ ტკივილი.
ეს დედამ*****ლი ნერვი თუ არაა იქ რაღატო მტკივა?წესით ხო გრძნობა აღარ უნდა ჰქონდეს საერთოდ
ადრინდელ გაკეთებულებზეც სადღაც თვეზე მეტი მტკიოდა,მერე ჩაცხრა ნელნელა.ეხლა ამ დღეებში დავიპლომბე და იგივე ზუსტად,ანესთეზიას აკეთებს,ნერვს იღებს და მტკივა მაინც,თან ერთი 10ჯერ გადამაღებინა რენტგენი,ვერ დავაბრალებ რო ან თავისი საქმე არ იცის ან ზერელედ მოეკიდა.ხვალ ვარ ჩასასვლელი რო დაამთავროს რა,რაღაც თეთრი მასალითაა დაფარული დროებით ხვალ დაპლომბავს,დანაჩენი მგონი გაკეთებულია ყველაფერი

ხოდა სპეციალისტი თუ ხართ ვინმე ის მაინც მითხარით თუ გქონიათ მსგავსი შემთხვევა,ანომალიაა თუ რაარი ესეთი ცხოვრება შემზიზღდა უკვე ამ კბილების გადამკიდე,ვინმემ რო მითხრას დაგაძინებ ყველა კბილს ამოგიღებ და გაიღვიძებო მაგაზეც თანახმა ვარ უკვე,უფულობის დედას რო შ*****ი თორე გავაკეთებდი აქამდე
მადლობა წინასწარ,იქნებ იცოდეთ ვინმემ

Posted by: padresito 31 Jul 2015, 06:43
რა მაინტერესებს ადრეც ვიკითხე და მგონი არავინ იცოდა... მოკლედ უცოხეთში ამას Lip Repositioning ქვია თუ კეთდება ესეთი რამე ჩვენთან ოღონდ მინდა რო ზემოთა ტუჩი ცოტა დაბლა მიაკერონ რათა ღიმილის დროს არ მიჩანდეს ძაააალიან დიდად ღრძილები... ვიცი რო ლაზერითაც კეთდება მაგრამ ლაზერი ღრძილებს ჭრის და ჩემ ღრძილებს დაჭრა არუნდა ისედაც გრძელი კბილები მაქ და ამიტომ არაა საჭიროო... აბა ვინმე თუ დამეხმარებით .... მადლობა წინასწარ ყველას

Posted by: nukabadzi 4 Aug 2015, 19:43
--------------------------------------------------------------------

Posted by: kravai9 6 Aug 2015, 18:23
გეხვეწებით ვინმემ მითხარით ეს პრივატ დენტი რა არის?? აჩვენებენ დაღრეცილი კბილების ფოტოებს, რომელსაც გგნონია რომ ბრეკეტების ტარების მეტი ვერაფერი უშველის და მერე სწორ არაჩვეულებრივ კბილებს და 3D რესტავრაციაო უწერიათ, სხვა კლინიკებში ასეთი რამ არ მინახია, კონსულტაცია 60 ლარია და არ მინდა ტყუილად მივიდე და ვინმემ არ იცით?

Posted by: gio_xabaza 8 Aug 2015, 18:42
Florbelle
მაგრა დამაიზმენე, ეხლა წამალი მიდევს კბილში უნდა ნერვი მოკლას და მერე გამიყუჩოს კბილი, ამომიღოს ნერვი და დამიპლომბოს biggrin.gif მაგარი მეშინია კიდევ არ მეტკინოს იმიტომ რომ კბილის ტკივლი გაუსაძლისია ხოლმე :/

Posted by: bird*mad*girl 10 Aug 2015, 20:24
kravai9
ეგ მეც მაინტერესებს

და საერთოდ კბილების ფორმის შეცვლა მინდა და თითქოს ეს რესტავრაცია მეჩვენება ოპტიმალურ გამოსავალად და იქნებ დაწეროთ რამდენად ღირს

Posted by: ika-man 11 Aug 2015, 13:17
გამარჯობათ, მაინტერესებს ყველაზე საიმედოდ კბილების იმპლანტაციას რომელ კლინიკაშ აკეთებენ?

Posted by: beso 13 Aug 2015, 19:09
შეიძლება სისულელე კითხვას ვსვამ მაგრამ მაინც მაინტერესებს ... სიგარეტს დავანებე თავი რამოდენიმე დღეა და საღეჭ რეზინვს ვხმარობ ძალიან ხშირად არა მაგრამ ხშირად ... რამოდენიმე ადამინმა მითხრა რომ შეიძლება კბილების გაფუჭება ან ვუარს შემთხვევაში კბილების ცვენა გამოიწვიოსო და რამდენად შესაბამება რეალობას ??

Posted by: tamunia_tamunia 14 Aug 2015, 12:46
მეგობრებო, ყველაზე კარგად იმპლანტს ვინ აკეთებს? წინა კბილზე მაინტერესესებს და ფასი საშუალოდ რა დამიჯდება . ყველგან სხვადასხვა ფასს მეუბნებიან და ვერ გავერკვიე. და რომელი ინპლანტია კარგი რომელს მირჩევთ . მადლობა

Posted by: atila92 14 Aug 2015, 18:06
ნერვის მოკვლას რა უარყოფითი მხარეები აქვს?
რამდენიმე თვის უკან კბილი დავოპლომბე, არ მტკიოდა საერთოდ მარა ნერვი მაინც მომიკლეს

Posted by: angelochka_ 18 Aug 2015, 01:33
ikebana
გამარჯობა, ბავშვმა(წლის და 9 თვისაა) ჩამოარტყა კბილი და მოიტეხა ცოტატი, 10 დრის წინ, ექიმთან მყავდა, დახედა არ ქანაობს,სიწითლე არ აქვს და არაფერი უნდაო, არც გაუსწორა , კიდევ არის საფრთხე რომ გაუსავდეს კბილი ან ნერვი იყოს დაზიანებულ? შეხებაზე არ ტკივა,რამდნეი ხანი უნდა კონტროლი?ძან ვნერვიულობ

Posted by: MozambikeliMtasvleli 18 Aug 2015, 12:20
მოგესალმებით ყველას,

კბილი გამიტყდა შუაზე, სავარაუდოდ ფესვიც. დამისივდა თან და ამოსაღები იქნება უეჭველი თუ შეიძლება სხვა რამეც ეშველოს?

Posted by: KeP 6 18 Aug 2015, 16:21
atila92
ეტყობა სურათზე ნახეს რომ ახლოს იყო ნერვთან და მოკლეს.
მე 9 წელია მაქვს მოკული და არაფერი ამას არ ეტყობა, არც დაშლილა, ჩვეულებრივად არის, ჯერ ჯერობით ესეა

Posted by: atila92 18 Aug 2015, 18:38
KeP 6
შენ წარმოიდგინე სურათი არც გადაუღიათ, მერე გადამიღეს დაპლომბის შემდეგ

Posted by: 死海. 20 Aug 2015, 22:43
კბილის პასტას ვურევ ცოტა სოდას და ამ ნაზავით მინ. 2-ჯერ ვიწმინდავ კბილებს, უფრო კარგად წმენდს მთლიან პირის ღრუს, მაგრამ მაინტერესებს, ემალისთვის საზიანო ხომ არაა? რბილი ჯაგრისით ვიწმინდავ.

Posted by: ქართლოსი 21 Aug 2015, 23:18
სად შეილება კარგი სტომატოლოგის ნახვა??
===========================================

Posted by: ikebana 30 Aug 2015, 17:28
beso
პირველ რიგში ძალიან კარგია, რომ დაანებეთ. საღეჭი რეზინი არანაირ პრობლემას არ გამოიწვევს, პირიქით და აი რატომ: სიგარეტის დანებებისას თითქმის ყოველთვის იწყება სისხლდენა ღრძილებიდან, რამდენედაც ნიკოტინის მიერ გამოწვეული კაპილარების სპაზმი იხსნება და კაპილარები ფართოვდება. ეს პრობლემა დროებითია და მაგრამ ამ პერიოდში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ჰიგიენა. სარეჭი რეზინი კი აძლიერებს ნერწყვდებას და ხელს უშლის ნადების აკუმულაციას კბილის ყელის მიდამოში.
* * *
angelochka_
ამ ეტაპზე ექიმი სხვას ვერაფერს გააკეთებდა ვიზუალური დათვალიერების და გასინჯვის გარდა. თუ გარეგნული დაზიანება არაა და მოტეხილი ფრაგმენტი პატარაა, სავარაუდოდ არანაირი პრობლემა არ იქნება. კარგი იქნება დეფექტის აღდგენა, მაგრამ ჯერ პატარაა და რთული იქნება.
* * *
MozambikeliMtasvleli
ამოსაღებია დიდი ალბათობით.

死海.
კი, მინანქრისთვის ნადვილად საზიანოა. მაღალი აბრაზიულობის კბილის პასტების მუდმივად გამოყენებაც და მითუმეტეს უშუალოდ სოდის.
გამოიყენეთ საშუალო სიხისტის მედიუმ ჯაგრისი და გაიხეხეთ უფრო ხშირად, მაგალითად 3 ჯერ დღეში, ჩვეულებრივი პასტით.
ინფორმაციისთვის: პაროდონტაქსის კბილის პასტა შეიცავს სოდას. შეგიძლიათ გამოიყენოთ კომბინირებულად სხვა პასტასთან ერთად. ანუ შეუნაცვლოთ ერთმანეთს.

Posted by: fujita 1 Sep 2015, 21:57
გუშინ დავიპლომბე კბილი (აუ ცუდად გავხდი, პირველი იყო და ის სკამიც კი მზარავდა ) biggrin.gif
ხოდა რა ხდება ეხლა ღეჭვისას ნერვი მაწუხებს მაგ დაპლომბილზე sad.gif
ნერვი არ მოკლა, პირიქით გადარჩEნას ცდილობდა, მაგის მოკვლა ყველზე ცუდი ვარიანტიაო
მე აზრზე არ ვარ კბილებზე არაფრის და
ხოდა ეხლა რა ვქნა, მოჯდება რეცხვაში და გაივლის თავისთვის
თუ მივაკითხო ისევ biggrin.gif

არადა მაგრად მეშინია რაა იმ სკამზე დაჯომა biggrin.gif

Posted by: kravai9 2 Sep 2015, 14:14
პრივატ დენტი თუ ელიტ კერამიკო? მირჩიეთ რა

Posted by: ikebana 2 Sep 2015, 19:18
fujita

მოიცადეთ და დააკვირდით ტკივილის ხასიათს. თუ გაძლიერდა, გახშირდა და უმიზეზოდაც დაგეწყოთ ყრუ ტკივილი, მაშინ მიაკითხეთ ექიმს. "მოკლავს" კბილს და არხს დაგიბჟენთ.

Posted by: basti-bubuuu 10 Sep 2015, 03:25
მიუხედავად რეგულარული ჰიგიენისა და ჯანსაღი კვებისა 3 წლის ბავშვს კბილებზე-კედეებზე ანუ ღრძილებთან უჩნდება მოყვითალო ნადები-რისი ბრალი შეიძლება იყოს და როგორ გავუმკლავდეთ?

ასევე მაინტერესებს მთლიანად ყველა კბილის მოყვითალოშეფერილობა,ანუ როცა კბილები თეთრი არაა მაგრამ არც პათოლოგიურად ყვითელი-რისი ბრალია?მხოლოდ გენეტიკური შეიძლება იყოს და ნორმად ჩაითვალოს თუ მხოლოდ პათოლოგიად ითვლება?

მადლობთ წინასწარ

Posted by: ikebana 10 Sep 2015, 18:50
basti-bubuuu
მინანქრის მოყვითალო შეფერილობა შეიძLება გამოწვეული იყოს მინანქრის არასრული განვითარებით ან ფლუოროზით, მაგრამ ამ უკანასკნელ შემთხვევაში იგი არაერთგვაროვანია ლაქებით. მაგრამ ნადების არსებობა ნებისმიერ შემთხვევაში არასაკმარის ჰიგიენაზე მიუთითებს. შეიძლება არასწორად იხეხავს, ან ჯაგრისია შესაცვლელი. აჩვენეთ ექიმს და შეიტანს კორექციებს თუ საჭიროა.

Posted by: basti-bubuuu 12 Sep 2015, 02:56
მართალი ხართ-მივიყვან ექიმთან აუცილებლად.და ელექტრო ჯაგრისზე 4 წლის ასაკში რა აზრის ხართ?

Posted by: marituri 15 Sep 2015, 14:22
გამარჯობა

მირჩიეთ კარგი სტომატოლოგი პავლოვის უნიდენტში. ტერიტორიულად ეგ მაწყობს ამ ეტაპზე.

მადლობა

Posted by: GRINGO 18 Sep 2015, 14:29
ავერსის კლინიკაში რომელ ექიმს მირჩევთ დაზღვევით რომ მივიდე? სიბრძნის კბილის დაბჟენა მინდა

Posted by: 死海. 19 Sep 2015, 21:17
ikebana
QUOTE
კი, მინანქრისთვის ნადვილად საზიანოა. მაღალი აბრაზიულობის კბილის პასტების მუდმივად გამოყენებაც და მითუმეტეს უშუალოდ სოდის.
გამოიყენეთ საშუალო სიხისტის მედიუმ ჯაგრისი და გაიხეხეთ უფრო ხშირად, მაგალითად 3 ჯერ დღეში, ჩვეულებრივი პასტით.
ინფორმაციისთვის: პაროდონტაქსის კბილის პასტა შეიცავს სოდას. შეგიძლიათ გამოიყენოთ კომბინირებულად სხვა პასტასთან ერთად. ანუ შეუნაცვლოთ ერთმანეთს.

მადლობა, დავანებე სოდას თავი... გახეხვით სამჯერ ვიხეხავ, ხან უფრო ხშირად, 3-5წთ, და ხან ერთ გახეხვაზე ორჯერ...
მაინც არ მაქვს თეთრი კბილები, წინა კბილები ბოლოებში საერთოდ გამჭირვალეა.


Posted by: mkgnmc 20 Sep 2015, 11:51
ბავშვთა კარგ სტომატოლოგს ვეძებ კბილის დასაბჟენად, ნორმალურ კლინიკაში, სადაც სტერილიზაცია მოწესრიგებული და საიმედო ექნებათ.
დიდი მადლობა!

Posted by: caf58c 21 Sep 2015, 23:11
ვინმემ იცის სად შეიძლება პროფესორ მანანა ივერიელის ნახვა? მისამართი კლინიკის ან ფბ მისამართი ან ტელეფონის ნომერი. მადლობა წინასწარ

Posted by: Pac. 24 Sep 2015, 14:47
user posted image

ესეთი რაღაც გამომივიდა იგივე ადგილას
რა არის ? ან როგორ მოვიქცე?
სწორ ადგილას ვსვავ კითხვას?

Posted by: kravai9 25 Sep 2015, 22:05
იმ პროცედურას რა ქვია, კბილი ვიზულურად როცა მოკლეა და ღრძილი ჩანს სიცილის დროს, ზედმეტ ღრძილს, რომ ჭრიან და კბილს ვინირებით ვიზუალურად აგრძელებენ?
https://www.youtube.com/watch?v=gdRQ0iwnMkE

Posted by: monadire88 27 Sep 2015, 21:33
ბავშვთა კარგი სტომატოლოგი ბევრია,მე მაგალითად მაია ფხალაძეს გირჩევ აღმაშენებლის 126 ში, სამედიცინო უნივერსიტეტის აპ.ურუშაძის კლინიკაა,მისაღებში შეგილია იკითხო და გეტყვიან სამუშაო საათებს

Posted by: Nini.n 30 Sep 2015, 02:12
Aris aq vinme??kvalipiciuri stomatologis rcheva mchirdeba,damexmaret.wina kbili gamiyvitlda,meoreze bjeni metyoboda,chemma stomatologma mirchia gvirgvini mec davujere da sashinlad vnanob,orive kbili damiqlibes da gvirgvinic sashinlad ar momwons araa bunebrivi,rit sheidzleba chemi shvela .jer droebit midevs gvirgvini rom sheveguo da movirgo magram mainc ar momwons,ra vqna rogor moviqce ras mirchevt dzalian gtxovt iqneb mipasuxot

Posted by: i_am_goddess 8 Oct 2015, 15:33
კარგი კბილის პასტა რომელია?
ანუ რომ არ დამიზიანოს კბილის ემალი + მავნე ნივთიერებებსაც რომ არ შეიცავდეს...


ამწუთას ვხმარობ r.o.c.s კბილის პასტას მაგრამ რამდენად ორგანულია და უსაფრთხოა არ ვიცი..


მირჩიეთ რამე

Posted by: atila92 9 Oct 2015, 00:35
https://www.facebook.com/topmaxtech.net/videos/1057123277633023/
ამ ვიდეოში რომ პროცედურაა ასახული რა ქვია? რა არის და ჩვენთან თუ კეთდება

Posted by: Komponent 9 Oct 2015, 09:15
ექიმი რომ კბილს გაბურღავს და მასში რომ სამკურნალო წამალს დებს დაბჟენამდე, მაგაზე მოვისმინე რაღაც. ეგ ყოფილა სამნაირი და სამივე უნდა ჩადოს თურმე. რა მაინტერესებს, რიგითობას აზრი აქვს? და რა პრინციპით მოქმედებს ეგ წამლები? (პირველი, მეორე და მესამე). ანუ რას აკეთებს ეგ წამალი? დარიშხანია, ნერვებს კლავს, ბაქტერიებს თუ როგორ მოქმედებს? და რა გავსხვავებაა ამ სამს შორის?

Posted by: Komponent 9 Oct 2015, 09:14
ექიმი რომ კბილს გაბურღავს და მასში რომ სამკურნალო წამალს დებს დაბჟენამდე, მაგაზე მოვისმინე რაღაც. ეგ ყოფილა სამნაირი და სამივე უნდა ჩადოს თურმე. რა მაინტერესებს, რიგითობას აზრი აქვს? და რა პრინციპით მოქმედებს ეგ წამლები? (პირველი, მეორე და მესამე). ანუ რას აკეთებს ეგ წამალი? დარიშხანია, ნერვებს კლავს, ბაქტერიებს თუ როგორ მოქმედებს? და რა გავსხვავებაა ამ სამს შორის?

Posted by: Ambitious_Person 10 Oct 2015, 14:07
კარგი სტომატოლოგი მინდა ოღონდ კვირა დღე ან დღეს საღამოს

Posted by: VBR 11 Oct 2015, 04:16
კბილზე მაქ კარონკა, მგონი ასე ქვია, ფესვში ჩადებულია რკინის სწერჯინი, როელზეც ჩამოცმულია ხელოვნური კბილი, და ეს ხელოვნური კბილი არის ცოტა პატარა, ვიდრე უნდა იყოს, ვფიქრობ ამის შედეგად საჭმელი აღიზიანებს ღრძილს, ყოველი ჭამის შემდეგ მიწევს ნარცენების "გამოჩიჩქნვა", გაღიზიანებული ღრძილი ხშირად წითლდება და მტკივა. უშველის უფრო დიდი ზომის კარონკის დაყენება? რომ სულ შეავსოს კბილებს შორის მანძილი, არი თუ არა ძველ "სწერჯინზე" ახალი მეტალოკერამიკის წამოცმა, და რა დაჯდება ასეთი "ჩეინჯი" ?

Posted by: ქართლოსი 18 Oct 2015, 22:16
სად შეილება ნახო ნორმალური სტომატოლოგი?
==================================================

Posted by: Gilmour21 22 Oct 2015, 10:42
https://fbcdn-sphotos-g-a.akamaihd.net/hphotos-ak-xaf1/v/t1.0-9/156063_1638820186374389_7322352009280748857_n.jpg?oh=fac2052647ed51bd2f939446e5b0e3ca&oe=568A5462&__gda__=1452207644_943e3a872304bce878497191afb98b7f

ამას რა ეშველება იქნებ ამიხსნას ვინმემ ...

Posted by: ikebana 22 Oct 2015, 22:18
死海.
ხეხვის ასეთი რეჟიმი აგრესიულია და ნორმალური არ არის. უნდა გაიხეხოთ 2-3 წუთი, არაუმეტეს. მინანქრის ცვეთის შემთხვევაში (რაც რაღაც დონეზე უკვე გაქვთ ალბათ), იგი გამჭვირვალე ხდება და ქვეშ მდებარე დენტინის გამო მოყვითალო შეფერილობას იღებს. დენტინის ქსოვილი უფრო მუქია ვიდრე მისი მფარავი მინანქარი.
თუ მინანრის ბუნებრივი ფერი უფრო მუქი გაქვთ, ვიდრე თქვენი გსურთ, ხეხვით გათეთრებას ვერ მიაღწევთ. მხოლოდ მინანქარს აზიანებთ. გათეთრება უნდა მოხდეს ქიმიურად. მაგრამ თუ განვითარდა მინანქრის აბრაზია, ეს გათეთრებისთვის უკვე უკუჩვენებაა და მხოლოდ ვინირებია გამოსავალი.

აგრესიული ხეხვა ისეთივე მავნებელია, როგორც არასაკმარისი ხეხვა. ნადების მოსაშორებლად საკმარისია ყოველდღიურად (!) დღეში ორჯერ, ხარისხიანი ჯაგრისით და პასტით სწორი ტექნიკით ხეხვა + ფლოსის და სავლების გამოყენება.
* * *
kravai9
კბილის გვირგვინის ესთეტიკური დაგრძელება ანუ esthetic crown lengthening. თვითონ მდგომარეობას ეწოდება ღრძლისმიერი ღიმილი ანუ gummy smile.
* * *
Komponent
მგონი რაღაც არასწორად გაიგეთ. რაიმე ტერმინი თუ გახსენდებათ?

atila92
ეს სტანდარტული ენდოდონტიური ანუ არხების მკურნალობის პროცედურაა.
* * *
VBR
რა დაჯდება ვერ გეტყვით, მაგრამ რათქმაუნდა აუცილებლად უნდა შეიცვალოთ გვირგვინი, სანამ ღრძილის ანთების გამო კბილის ირგვლივი ძვალი არ დაზიანებულა. გვრიგვინი აუცილებლად უნდა იყოს კონტაქტში გვერდით კბილებთან ანუ უნდა აღდგეს საკონტაქტო პუნქტები. ეს აუცილებელია ღრძილის დასაცავად და ლოკალური პაროდონტიტის თავიდან ასაცილებლად.

Posted by: Shredinger 26 Oct 2015, 14:39
ikebana
გამარჯობათ.
მაინტერესებს რამდენად მართალია მითი იმის შესახებ,რომ ნალექიანი ყავა საზიანოა კბილებისთვის და იგი კალციუმს გამოდევნის ორგანიზმიდან?

Posted by: ikebana 1 Nov 2015, 20:32
Shredinger

ვერაფერს გეტყვით. ეგ აზრი მეც გამიგია და პოპულარულია საქართველოში. მაგრამ არსად რაიმე ავტორიტეტული სტატია ანდ კვლევის მონაცემები არ შემხვედრია.

Posted by: kravai9 3 Nov 2015, 20:50
https://www.facebook.com/3dfirstaid/videos/1105024156174691/?fref=nf
ეს რა არის ვინირებია, რაღაც სხვანაირი?

Posted by: ikebana 7 Nov 2015, 03:38
kravai9

სხვანაირი რატომ? ჩვეულებრივი ვინირებია, არაპირდაპირი მეთოდით დამზადებული. ანუ პირის ღრუში და კბილზე კი არა, არამედ მოდელზე ლაბორატორიაში, საიდანაც მოდის მზა სახით და მაგრდება პირის ღრუში. ასეთი მეთოდით ძირითადად კერამიკის ვინირები მზადდება.

Posted by: sanfol 7 Nov 2015, 12:57
კბილების ყოველდრიური გახეხვიტ გატეტრება არ მიირწევა?

Posted by: kravai9 8 Nov 2015, 21:05
ikebana
დიდი მადლობა, და რომელი ჯობია?

Posted by: atila92 9 Nov 2015, 18:25
ეს ვინირება კაი რამეა ხო? და რა ჯდება მაგის გაკეთება? მე ხშირად მაწუხებს კარიესი და გამომადგება რამეში? smile.gif

Posted by: ll_solve 10 Nov 2015, 16:05
მოგესალმებით,

გთხოვთ მიპასუხოთ, წარმოადგენს თუ არა კბილის ფესვში ჩატეხილი ინსტრუმენტი უკუჩვენებას ემერაის გადაღებისთვის?


Posted by: თალიბანი 11 Nov 2015, 23:47
krauter-mix და გლისტერი კარგი კბილის პასტებია?

Posted by: kimbra 12 Nov 2015, 12:34
ვინირებაზე მითხარით რამე?

ანუ რომელი ჯობია (კერამიკა თუ რა ) სად აკეთებენ ყველაზე კარგად ,სად მივიდე მირჩიეთ

მთლიანად მინდა მთელ ყბაზე ,უსწორმასწორო კბილები მაქვს და თან ფერიც არმომწონს




Posted by: ikebana 14 Nov 2015, 01:07
kravai9
კერამიკის ჯობია.

sanfol
არა, გათეთრება არ მიიღწევა. ყოველდღე და თანაც დღეში ორჯერ უნდა იხეხოთ კბილები რომ მინანქარი ნადებით არ დაიფაროს და ბუნებრივი ფერის იყო, თუმცა ფერს ამით ვერ შეიცვლით.

ll_solve
მე რამდენადაც ვიცი არა.


Posted by: kravai9 15 Nov 2015, 02:30
ikebana
დიდი მადლობა smile.gif

Posted by: ninca 20 Nov 2015, 11:22
მოგესალმებით

ორშაბათს ამოვიღე ზედა საღეჭი ერთი კბილი, და გავიკეთ 3 იმპლანტი, მადევს ნაკერები, ვსვამ ანტიბიოტიკს (აუგმენტინს) აგრეთვე ნისტატინს და ოსტეოგენონს, და ტკივილგამაყუჩებელს ნიმესილს, ვივლებ ტრახიზანს. როგორც გამაფრთხილა სტომატოლოგმა, გამისივდებოდა ეგ მხარე, გამისივდა რა თქმა უნდა, ნელნელა კი მიდის ჩაცხრომისკენ, მაგრამ მაინტერესებს რამდენი ხანი შეიძლება გაგრძელდეს ეს მდგომარეობა (ანუ გასიება?). ოპერაციის მეორე დღეს ვიყავი ისევ გადასაკონტროლებლად და ყველაფერი ნორმალურად იყო. დამიბარა 1 კვირაში ნაკერების ამოსაღებად..

Posted by: ikebana 20 Nov 2015, 20:36
ninca
ძნელია თქმა. ინდივიდუალურია რამდენად შეშუპდება და რამდენ ხანს გაგრძლედება. მთავარია რომ ცხრება.

Posted by: ashley_tko 21 Nov 2015, 01:39
ikebana
პირადში მოგწერეთ და ნახეთ რა

Posted by: reddoc555 23 Nov 2015, 10:12
ikebana

გამარჯობათ, ადრე სადღაც 2-3 წლის წინ ექიმმა ნერვი არ "მოკლა" სრულად, სადღაც ბოლო მესამედში დაუტოვებია.
მე მთელი ეს პერიოდი ეს კბილი არ მაწუხებდა.
ამ დღეებში სხვა რამეზე მივედი სხვა სტომატოლოგთან, გვერდით კბილზე იყო პრობლემა და შემთხვევით აღმოჩნდა რომ მე რომ მკვდარი კბილი მეგონა,
ცოტა იყო დატოვებული ნერვის, თან დაჩირქებისკენ მიდიოდა.
გამიხსნა ექიმმა არხები და ამოიღო ის დარჩენილი ნერვი, მერე მითხრა, რომ ახლა სამკურნალო პასტას თუ წამალს ვდებო და თუ ტკივილმა შეგაწუხა დროებითი ბჟენი ამოიღე, რადგან ჩირქი შეიძლება წამოიღოს და წნევით მიაწვეს დროებითსო.
დამეწყო საკმაო ტკივილები იმავე საღამოს, დროებითიც ამოვიღე ჩემით, მაგრამ არ ცხრება ტკივილი მაინც.
ექიმთან 1 კვირაში ვარ დაბარებული და აღარ ვიცი რა ვქნა sad.gif
დღეში 3-ჯერ მიწევს ანალგეტიკის დალევა.
ექიმმა რენტგენზე დაამოწმა, რომ ნერვი "მოკლა" მთლიანად. აბა რისი ტკივილი უნდა იყოს ეს? გადასცემს ყურს და თვალს და ცოტა პულსირებს.

Posted by: ikebana 28 Nov 2015, 01:37
reddoc555
იქნებ გვერდითი კბილია ტკივილის მიზეზი, რომლის სამკურნალოდაც მიხვედით. ეგ კბილი თუ აქამდე არ გაწუხენდათ წესით ასეთი ტკივილი არ უნდა გქონდეთ ახლა. ასეთი შემთხვევა გადაუდებელ დახმარებას საჭიროებს ტკივილის მოსახსნელად და ვიზიტს ნუ დაელოდებით, დაურეკეთ ექიმს.
თუ რენტგენის სურათი გაქვთ დადეთ ან გამომიგზავნეთ.

Posted by: Ambora 28 Nov 2015, 17:42
ikebana

კბილების გასათეთრებლად ყველაზე ეფექტური და ოპტიმალური მეთოდი რომელია? ზუმი როგორც ვიცი უფრო იაფია, 70-100 ლარი ღირს, და ლაზერით უფრო ძვირია 150-200 ლარი და რამე დიდი განსხვავებაა? ზუმი მტკივნეულიაო და ლაზერი საერთოდ უმტკივნეულოო და რამდენად მართალია?

Posted by: BABACA 9 Dec 2015, 18:47
გამარჯობა, ხომ ვერ მირჩევთ სად და ვისთან ჯობია იმპლანტის გაკეთება? და რამდენად დიდია სხვაობა გერმანულსა და ისრაელის მასალას შორის? მადლობა წინასწარ.

Posted by: ashley_tko 11 Dec 2015, 01:11
პაციენტებო!!! მირჩიეთ რა საბურთალოზე ყველაზე სუფთა სტომატოლოგიური და სტომატოლოგი

Posted by: ma1ka 11 Dec 2015, 12:14
გამარჯობა, დაახლოებით 3 კვირის წინ დავიპლომბე კბილი, ნერვი არ მოკლა, საკმაოდ შორსაა და არამგონია შეგაწუხოსო. რაღაც პერიოდი ცოტა ტკივილები თუ შეგაწუხებს ნორმალურიაო. ზოგადად არ მაწუხებს მაგრამ ცივზე და ცხელზე მგრძნობელობა მაქვს და ღეჭვის დროს მტკივა, მხოლოდ როცა ვაჭერ კბილს კბილზე, მერე ისევ მივლის.
სავარაუდოდ მოსაკლავია ეს ნერვი?

Posted by: caf58c 12 Dec 2015, 14:18
ikebana

გამარჯობა. ჩემს შვილს დაუსვეს მსუბუქი კანდიდოზური გლოსიტი, ენა აქვს ნაცრისფერი ნადებით დაფარული. ფუნისტატინს ივლებს და დღეში 3ჯერ იხეხავს ჰერბალუქსით თუ რაღაცა ჰერბო-.... რაღაცა ქვია. საშიშია? და კიდევ, შეიძლება ეგ სოკო იწვევდეს უსიამოვნო სუნს და რაც მთავარია გემოს?
2კვირა მოგვცეს სამკურნალოდ, 2 ფლაკონი ფუნისტატინი რომ გამოილევა უნდა მივიდეთ კიდევ. მაინტერესებს თქვენ თუ გქონიათ მსგავს დაავადებასთან შეხება და რას გვირჩევთ

2 კვირის შემდეგ მთლიანად ალაგდება ეს ნადები? ჯერ მე-4 დღეა ივლებს

Posted by: keen 12 Dec 2015, 19:45
მე-7 კბილი ამოვიღე (გართულებული ექსტრაქცია) მე-4 დღეა. ყბა ცოტა შეშუპებულია, ღრძილი არა. ვსვამ ანტიბიოტიკს. გუშინ დამეწყო ყრუ და დღეს საღამოდან ფეთქვითი პერიოდული ტკივილი. რა პრობლემა შეიძლება იყოს და მხოლოდ გამაყუჩებელია გამოსავალი? ხვალ კვირაა და ექიმთან ვერ მივალ...

Posted by: CHUNIA 13 Dec 2015, 22:38
მოგესალმებით, იქნებ მირჩიოთ სუფთა სტომატოლოგიური კლინიკა სადაც შემიძლია მივიყვანო 6 წლის ბავშვი?

Posted by: ikebana 15 Dec 2015, 00:37
ma1ka
ძნელი თქმა. ტკივილი თუ გაქვთ უმიზეზო ან ისეთი ცივზე რომ იწყება და რჩება, მაშინ "მოსაკლავია". თუ მხოლოდ მგრძნობელობა გაქვთ და არაფერი იცვლება ანუ არ მცირდება, მაშინ შეიძლება მხოლოდ ბჟენის შეცვლა იყოს საჭირო.

caf58c
მიზეზი რა არის? ანტიბიოტიკებს იღებდა დიდხანს, რაიმე ზოგადი ჯანმრთელობის პრობლემა აქვს ან რამე მოვლენას უკავშირდება ეს მდგომარეობა? რამდენი წლისაა ბავშვი? დიაგნოზისთვის ნაცხის ანალიზი გაუკეთდა? სუნს და გემოს რათქმაუნდა შეიძლება იწვევდეს. სამკურნალოდ მხოლოდ ეს დაუნიშნეს? სავლები და კბილის პასტა?

keen
ანუ ტკივილი ამოღების მერე არ გქონია და რამდენიმე დღის შემდეგ დაგეწყო? ეს ალვეოლიტს ახასიათებს. აჩევენე ექიმს აუცილებლად. ალვეოლიტი ვითარდება კბილბუდის დაინფიცირების შემთხვევაში. ხშირად ტრავმული, რთული ექსტრაქციის მერე. თუ ასეა აუცილებელია კბილბუდის დამუშავება. შეიძლება ანტიბიტიკიც შესაცვლელია.

Posted by: keen 15 Dec 2015, 11:02
ikebana
QUOTE
ანუ ტკივილი ამოღების მერე არ გქონია და რამდენიმე დღის შემდეგ დაგეწყო? ეს ალვეოლიტს ახასიათებს. აჩევენე ექიმს აუცილებლად. ალვეოლიტი ვითარდება კბილბუდის დაინფიცირების შემთხვევაში. ხშირად ტრავმული, რთული ექსტრაქციის მერე. თუ ასეა აუცილებელია კბილბუდის დამუშავება. შეიძლება ანტიბიტიკიც შესაცვლელია.

თითქოს გადავრჩი. ყბა ჩაცხრა, ღრძილი არც შეშუპებულია და არც რამე ანთებისმაგვარი ჩანს. თუმცა, სადღაც ყრუდ გამკრავს ხოლმე ტკივილი. კბილის ამოღების მერე, ანესთეზია რომ გავიდა, გამაყუჩებელი დავლიე. მეორე დღეს არ დამჭირვებია და მესამე დღეს დაიწყო ტკივილი. შეიძლება, ჭრილობაში საჭმელი ჩასულიყო და მაგას გამოეწვია?

ექიმთან თუ მივალ, რეალური მიზეზი უნდა მქონდეს. თან სხვასთან მომიწევს მისვლა და... user.gif

Posted by: caf58c 15 Dec 2015, 21:58
ikebana

არაფერი არ ჭირს, ერთადერთი თირკმელებში ცილები აჩვენა ანალიზებმა, სახეზე ფერმკრთალია და თვალები აქვს შეშუპებული ცოტა.
მანანა ივერიელთან იყო, არაფერი ანალიზი იქ არ აუღია, ჩახედა და უთხრა რომ სახეზე იყო გლოსიტი. სავლები ფუნისტატინი 2 ფლაკონი, კბილის პასტა ამჟამად ჰერბოდენტი, ეს რომ დამთავრდება ლაკალუტი ან რაიმე სამკურნალო კბილის პასტა იყიდეო. ხშირად ცვალეო. პატარა არარის, 20ის არის

Posted by: Antea 16 Dec 2015, 23:45
6 წლის ბავშვზე შეიძლება ბჟენის გაკეთება?

Posted by: ikebana 19 Dec 2015, 00:35
keen
თუ აღარაფერი გაწუხებს, საშიში აღარაა. ჭრილობაში წესით არაფერი არ უნდა ჩავიდეს, თუ სისხლის კოლტი ადგილზეა. თუ არაა, ეს ხდება მაშინ, როცა სისხლდენა გრძელდება დიდხანს, არ როცა პირიქით არასაკმარისია სისხლდენა კოლტის შესაქმნელად. ზუსტად ტრავმული ექსტრაქციების დროს და დიდი დოზით ანესთეზიის დროს ხდება ასე. კოლტი იცავს კბილბუდეს დაინფიცირებისგან და მომავალში ძვლოვანი ქსოვილის წარმოქმნას განაპირობებს. შესაბამისად თუ კოლტი არაა დაინფიცირებაც ადვილად ხდება საჭმლის ნარჩენებით თუ ზოგადად პირის ღრუში არსებული ბაქტერიებით.

caf58c
მე გირჩევდით თეა ნაცვლიშვილთან მისვლას "ზიბექსში".

Antea
შეიძლება და აუცილებელიცაა.

Posted by: keen 19 Dec 2015, 18:28
ikebana
QUOTE
თუ აღარაფერი გაწუხებს, საშიში აღარაა. ჭრილობაში წესით არაფერი არ უნდა ჩავიდეს, თუ სისხლის კოლტი ადგილზეა. თუ არაა, ეს ხდება მაშინ, როცა სისხლდენა გრძელდება დიდხანს, არ როცა პირიქით არასაკმარისია სისხლდენა კოლტის შესაქმნელად. ზუსტად ტრავმული ექსტრაქციების დროს და დიდი დოზით ანესთეზიის დროს ხდება ასე. კოლტი იცავს კბილბუდეს დაინფიცირებისგან და მომავალში ძვლოვანი ქსოვილის წარმოქმნას განაპირობებს. შესაბამისად თუ კოლტი არაა დაინფიცირებაც ადვილად ხდება საჭმლის ნარჩენებით თუ ზოგადად პირის ღრუში არსებული ბაქტერიებით.

გასაგებია, მადლობა! smile.gif

Posted by: ucxo777 22 Dec 2015, 23:15
გამარჯობათ, წინა კბილები მაქვს დასაბჟენი და კარ სტომატოლოგს ვერ მირჩევთ სად მივიდე რომ ვაშე არ მეტყობოდეს დაბჟენილი რომ არის??

Posted by: Lady_Bird 23 Dec 2015, 14:59
ვექტორით მკურნალობა რამდენად უმტკივნეულია ან მტკივნეულია ?

Posted by: TamunaKr 25 Dec 2015, 12:31
გამარჯობათ. გუშინ დავიპლომბე მეშვიდე კბილი,რომელიც მერვემ დააზიანა. ჯერ ნერვი მოკლა ცუდ დღეში იყო პროცესი მიდიოდაო და ძაან მტკიოდა,არხები გაასუფთავა,გამორეცხვები და ა.შ,მერე ჩამიდო დროებითი და გუშინ უკვე დაპლომბა,ჩამოტეხილიც იყო მერვეს ამოღების დროს და ეგეც დააშენა ცოტა. მაგრამ ისევ მაქვს ყრუ ოდნავი ტკივილი,ღამე გამაღვეღვიძა არასასიამოვნო შეგრძნებით. მარტო კბილზე დაჭერის დროს არა. აი მოვლითი ტკივილი და თითქო ყურს გადასცემს პერიოდულად. არადა მითხრა ტკივილი მარტო დაჭერის დროს გექნებაო. დავიცადო ალბათ ჯერ ხომ?

Posted by: ემპეწრი 7 Jan 2016, 01:07
სიმებით ვისწორებ კბილებს
და არაერთხელ შევამჩნიე რომ როცა მოხსნილი მაქვს რამდენიმე საათით თავი მტკივა
დღეს მტკიოდა,ძალიან,ძლიერად, ვობშემ დღეს ყველაფერი მტკიოდა, აზრზე არ ვარ რატო, მარა ამ თავ-ყბამ ვაბშე ბოლო მომიღო :/

ჰოდა ნორმალურია ეგ? mo.gif ეგრე უნდა იყოს? რამე გართულებაა თუ ლოგიკურია რო მტკივა?

Posted by: Hermyon 9 Jan 2016, 21:54
ვერცხლის გადაკვრა კიდევ ხდება?
,,,,,,,,,,,

Posted by: mauler 11 Jan 2016, 19:25
რესიდენტურასთან მინდა კბილის დაპლომვა, წინა კბილია და სად მირჩევთ მისვლას?

Posted by: xmaladze_t 14 Jan 2016, 10:51
როიალ დენტში მივდივარ და ფასები მაღალია ვიცი მარა დახლოებით მაინც რამდენად მაღალია ? ხიდის გაკეთება რა დამიჯდება მიახლოებით?

და ჰიგიენის დონე როგორია მაგათ სულ უცხოელი კლიენტები ყავთ და რამე არ გადამედოს მეშინიაა მაგრადდდ.....

Posted by: tin10nio 31 Jan 2016, 19:52
გამარჯობა.. მყავს სამი თვის შვილი ,აქვს სტომატიტი.გადავედი ჭკუიდან უკვე,აღარ ვიცცი რა ვუშველო.ტრახეის სტენოზი აქვს ,სტომატოლოგმა მითხრა რომ სანაამ ეს პრობლემაა,სუსტი ექნება პირის ლორწოვანიო. პედიატრმა კალგელი დაგვინიშნა და თავისით უნდა გაურაოს,მაგრამ იტანჯება ,ყველა ჭამაზე ,ტირის ხმის ჩახლეჩვამდე.


ძალიან გთხოვთ იქნებ რამე მირჩიოთ. ოქსოლინი,ქაცვის ზეთი და იოდინოლის ნაზავი წაყ
უსვიო და მოურჩებაო. მაგრამ არ აქვს შედეგი. კასტელანმა და ხოლისალმაც არ უშველა. სიცხეები არ აქვს რომ ვირუსული იყოს. ძალიან გთხოვთ ,მირჩიეთ რამე.. sad.gif

Posted by: tatusha25 2 Feb 2016, 09:15
კბილის ამოსაღებად რომელ კლინიკას მირჩევთ??ვარ საშინლად მშიშარა ამ მხრივ(ერთხეკ ისე მაწვალეს,იმის მერეsad.gif),მედი დენტში მვდივარ კონსულტაციაზე.

Posted by: xmaladze_t 2 Feb 2016, 13:13
QUOTE (tatusha25 @ 2 Feb 2016, 09:15 )
კბილის ამოსაღებად რომელ კლინიკას მირჩევთ??ვარ საშინლად მშიშარა ამ მხრივ(ერთხეკ ისე მაწვალეს,იმის მერეsad.gif),მედი დენტში მვდივარ კონსულტაციაზე.

უძვირესია, მანდ კბილის დაპლომვაში 250 ლარი გამომართვეს :X

Posted by: Replica 3 Feb 2016, 18:59
გამარჯობათ რომელ სტომატოლოგიურ კლინიკას მირჩევთ, სადაზღვეომ გამომიგზავნა პროვაიდერი კლინიკების დიდი სია და არ ვიცი რომელს მივმართო, თქვენ რას მირჩევთ რომელი იცით ნორმალური კლინიკა რომ იყოს და ან ფასებიც ძაან კატასტროფული არ იყოს
ი/მ მანანა სიხარულიძე - სტომატოლოგიური კლინიკა დენტა - სტილი, ან ზიბექსი როგორი კლინიკებია ხომარ იცით დავრეკო მანდ ჩავეწერო? და კიდევ აღარ ჩამოვთვლი დიდი სიაა ძაან, სხვას თუ მირჩევთ დაწერეთ დიდი შანსია იყოს სიაში

Posted by: tatusha25 5 Feb 2016, 13:15
QUOTE

xmaladze_t

კი ძვირია, გართულებული კბილი 300ლარი
ისე გვერდით კლინიკებში განახევრებული.


* * *
ვინმეს თუ გქონიათ გამოცდილება,ჩატოვებული მაქვს"ინსტრუმენტიო" რაღაც და 5 წლის მერე ნახეს რომ პლომბი ამოვარდა და რენდგენი დამჭირდა.მოკლედ რააააა

Posted by: ikebana 6 Feb 2016, 05:46
Hermyon
ვერცხლი არც გამოიყენებოდა დიდად არასოდეს. არაა რეკომენდებული რადგან იჟანგება. ვერცხლისფერს თუ გულისხმობთ უჟანგავი ფოლადის გვირგვინები კეთდება.


tin10nio
კასტელანი პირის ღრუში არათუ ჩვილის, დიდების შემთხვევაშიც არ შეიძლება!
ხოლისალი არ გამოიყენება ჩვილებში.
ოქსოლინი ჰერპესული სტომატიტისთვისაა. არაჰერპესულისთვის აზრი არ აქვს. ესენი პედიატრმა დაგინიშნათ?
ბუნებრივ კვებაზეა? რამდენი ცალი აქვს სტომატიტი?
ოქსოლინი ჰერპესული სტომატიტისთვისაა. არაჰერპესულისთვის აზრი არ აქვს. იოდინოლი კარგია დასამუშავებლად, მაგრამ არ მოგცემთ საშუალებას, რადგან შეხება მტკივნეულია. ძირითადად გამოსავლებად ინიშნება იოდინოლი.
კალგელი სამკურნალო საშუალება არაა. ჭამამდე უნდა წაუსვათ აფთებზე, ლიდოკაინს შეიცავს და აყუჩებს. აღარ ეტკინება ჭამის დროს.


Posted by: tin10nio 7 Feb 2016, 17:43
სტომატოლოგებმა დაგვინიშნა ეგ გამოსაწმენდები, პედიატრმა მითხრა გაუვლისო არ უნდაო. მაგრამ არ უვლის არაფერი შველის, ხუთი ცალი აქვს წვრილი თეთრები .
კალგელი პედიატრმა მიტხრა ტკივილს გაუყუჩებსო მაგრამ ამდენი კალგელიც რავიცი.
უკვე სასოწარკვეთილი ვარ რა , ჭამა უნდა და ვერ ჭამს.
ეხლა მითხრეს სტაფილოკოკზე გაუკეთე ანალიზიო, იქნებ ეგ ქონდესო. პედიატრი თითქოს ადვილად უყურებს რა , ვითომ არაფერია და გაუვლის მარა თვეზე მეტია უკვე ასეა.
ეხლა მითხრეს შაბი და ლიდოკაინი გამოუსვიო და ეგ უშველისო, უკვე უნდა ვცადო. უკვე მართლა არვიცი რა გავაკეთო.
არ მინდოდა პაპაჩემის დროინდელი ბებიების და ა.შ ნასწავლი მეთოდები მაგრამ, მკითხავებივით არიან ეს ექიმები. გაიგეს რომ ტრახეის სტენოზი აქვსო და ყველაფერს მაგას აბრალებენ.
ikebana

Posted by: kravai9 11 Feb 2016, 23:39
რატომ არის ძალინ დიდი სხვაობა ბრეკეტების ფასებს შორის სხვადასხვა კლინიკებში? რა შედეგი შეიძლება მომიტანოს დაბალფასიანი ბრეკეტების გაკეთებამ? ანუ შეიძლება კბილები არ გასწორდეს?
* * *
https://www.facebook.com/Stomatologiuri-momsaxurebis-jgufi-saqartvelo-1582615132001788/?fref=ts
და თუ იცით ეს ნორმალური კლინიკაა და ნორმალური ბრეკეტები აქვთ?

Posted by: QISA 12 Feb 2016, 19:53
არის აქ ვინმე?
ე.ი. მტკივა სიბრძნის ,ზედა კბილი, სურათი გადავიღე და პლომბი ეხება ნერვს, 4 წლის პლომბია.
სტომატოლოგმა მითხრა რომ ამოსაღებია, რადგან ვარ ალერგიული სინჯის გაკეთება მინდა. თერაპევტი მიმართვას ვერ მაძლევს, რასაც შენ ამბობ ეგ არც ვიცი რა არისო.
რა გავაკეთო? სად გავიკეთო, ან რა ვუთხრა, რა ქვია ინგლისურად ამ სინჯებს?

Posted by: xmaladze_t 13 Feb 2016, 17:06
QUOTE (QISA @ 12 Feb 2016, 19:53 )
არის აქ ვინმე?
ე.ი. მტკივა სიბრძნის ,ზედა კბილი, სურათი გადავიღე და პლომბი ეხება ნერვს, 4 წლის პლომბია.
სტომატოლოგმა მითხრა რომ ამოსაღებია, რადგან ვარ ალერგიული სინჯის გაკეთება მინდა. თერაპევტი მიმართვას ვერ მაძლევს, რასაც შენ ამბობ ეგ არც ვიცი რა არისო.
რა გავაკეთო? სად გავიკეთო, ან რა ვუთხრა, რა ქვია ინგლისურად ამ სინჯებს?

წესიერ ექიმთან მიდი ვიღაც ვეტერინართან დადიხარ მგონი

Posted by: Nany 14 Feb 2016, 21:10
პარასკევს ოდნავ შემისივდა ღრძილი წინა ორი კბილიდან ერთ-ერთზე, მაგრამ მუხის ქერქის ნაყენი გამოვივლე და ჩამიცხა, სულ ეს იყო.
შაბათ დილით როცა გავიღვიძე დაჭიმული მქონდა ზედა ყბა, მაგრამ ტკივილი არ მქონია საერთოდ, მარცხენა სახე მქონდა გასიებული და ტუჩი... მერე დამეწყო ძლიერი თავბრუსხვევები და წავედი სტომატოლოგთან, გადამიღეს რენტგენი და გამოჩნდა, რომ კისტა (მგონი სწორედ ვამბობ) მქონდა და დამჭირდა ქირურგიული ჩარევა, ახლა ნაკერები მადევს- მაგრამ ეს ძლიერი თავბრუსხვევა ისევ მაქვს და ეს თანმდევია ასეთი შემთხვევისითვის?

Posted by: chonski 17 Feb 2016, 17:53
რეკლამა აკრძალულია.
მოდერატორი

Posted by: ikebana 19 Feb 2016, 19:08
tin10nio
პირით სუნთქავს?

QISA
როგორც მივხვდი საქართველოში არ ხართ. თუ იქ სადაც ხართ კარგი ჯანდაცვის სისტემაა და ხარისხიანი სამედიცინო მომსახურება, დაუჯერეთ ექიმს. საქართველოში ალერგიული ტესტების მიმართ ცოტა არაადექვატური დამოკიდებულებაა. Allergy test ან prick test ეს გამოიყენება.
* * *
Nany
რა სახის კისტა იყო ხომ არ იცით? ზედა ყბის წიაღთან ანუ ჰაიმორის ღრუსთან იყო დაკავშირებული?

Posted by: Nany 19 Feb 2016, 21:09
არ უთქვამთ ასე, ზუსტად ვერ ვიტყვი.
ზედა მარცხენა ყბის საზღვარზე სადაც ცხვირი იწყება (ნესტოს ადგილი) მანდ მქონდა შესიება, ცხვირს ვერ ვგრძნობდი საერთოდ, ოდნავ რომ ვეხებოდი მტკიოდა ცხვირი და თვითონ არც კბილი მტკიოდა და არც ღრძილი და, შიგნით იყო დაგროვებული ჩირქი... მგონი მე-11 კბილი იყო სადაც კისტა აღმოჩნდა...
დღეს გავიგე,რომ სიბრძნის კვილები მქონია ამოსაღები, ეჰ მაგას რა გაუძლებს არ ვიცი ;(

Posted by: kurt. 20 Feb 2016, 13:27
ღრძილები მაქ შეშუპებული მერამდენე დღეა უკვე mad.gif

სტომატოლოგთან მისვლა მეზარება, გვირილა,სოდა, თაფლი რა არ ვცადე მაგრამ მაინც ეგრეა ..

ტკივილით არ მტკივა, ცუდი შეგრხნებაა პროსტა,

პ.ს დღეში ინიმუმ 5 ჯერ ვიხეხავ და სისხლსაც ვუშვებ ძალით

Posted by: niniaa 22 Feb 2016, 16:05
ikebana
ზედა მე-7 დაზიანებულ კბილს რა პრობლემის გამოწვევა შეუძლია ანუ შეუძლია, პრობლემა შეუქმნას ჰაიმორის ღრუს,შუა ყურს ?

Posted by: atila92 22 Feb 2016, 17:46
ნერვის ამოღება რატომ არის ცუდი კბილისთვის შემდეგ რამეს იწვევს?

Posted by: Just_smile 1 Mar 2016, 21:31
ალერგიულობაზე სინჯები რა ღირს ხომ არ იცით? უბისთეზინზე და ულტრაკაინზე მინდა user.gif

Posted by: Leo woman 2 Mar 2016, 15:22
სტომატოლოგებო მიშველეთ რამე,,,,
მოკლედ როგორც წინათ ვწერდი მეტალო კერამიკა გავიკეთე და არ ივარგა,ღრძილები ლურჯი იყო,უსიამოვნო შეგრძნებებით.მოვიხსენი და მივედი უფრო კვალიფიციურ ექიმთან,რომელმაც მითხრა რომ დაბალი თანკბილვაა და პლასტიკა უნფა ჩატარდეს ღრძილების და მთლიანი ზედა ყბა გამოიცვალოს.
რას ფიქრობთ????

Posted by: mariam.i 4 Mar 2016, 00:03
გამარჯობა, მოკლედ კბილები მიფუჭდება მუდმივად. დაბჟენვის შემდეგ რამდენიმე თვეში თავად კბილი მეშლება და რა შეიძლება დავლიო ან როგორ ვიმკურნალო, რომ რო გამიმაგრდეს კბილები?

Posted by: likaterine 4 Mar 2016, 21:49
გამარჯობა

ენის ტკივილის დროს სტომატოლოგს უნდა მივმართო?

Posted by: violet 7 Mar 2016, 17:48
გუშინწინ დამჭირდა ქვედა ყბის ანესთეზია, კონკრეტულად კი მეხუთე კბილის. დაბუჟებამ არ გაიარა. საკმაოდ გამოცდილი ვარ ამ საკითხში და ასეთი რამ არ მახსოვს. რას მირჩევთ?

Posted by: ronald_wesley 8 Mar 2016, 14:54
7 კბილი მაკლია sad.gif არადა არ ვარ ასაკიანი

Posted by: manjgaladzemanana 10 Mar 2016, 22:58
გამარჯობა
ცერეკის შესახებ თუ გაქვთ ინფორმაცია, სად აკეთებენ ხარისხიანად და "რეალურ" ფასად?
დიდი მადლობა

Posted by: capricorn36 11 Mar 2016, 13:30
სალამი. თუ შეგიძლიათ გამიზიაროთ რომელი კლინიკები მიგაჩნიათ საუკეთესოდ იმპლანტების ან გვირგვინის გადაკვრის კუთხით თბილისში. ვის ენდობით და რატომ. წინასწარ დიდი მადლობა.

Posted by: ronald_wesley 15 Mar 2016, 17:32
22,5 წლის ვარ და7- კბილი -7-კბილი (!) მაკლია . sad.gif( ეჰ არ ვიხეხავდი არ ვუვლიდი .

Posted by: პრინცი_ოიგენი 23 Mar 2016, 11:11
4 კბილზე პლომბები დამაგრებული მაქვს პატარა რკინებზე
კბილები გადაჭრილია და მხოლოდ ღრძილის შიგნით არის გარედან მთლიანად პლომბია

ვიცი რო უეჭველი გადასაკრავია, მაგრამ სტომატოლოგთან რომ ვიყავი ოთხივე კბილი უნდა გადავაბაო და შეიძლება მასე?
ან რამე სხვა გზა იქნებ მირჩიოთ help.gif

Posted by: Otten 24 Mar 2016, 19:55
მოკლედ მარცხენა მახრეს ზედა კბილებზე ჭიები მყავს givi.gif ანუ წიანი კბიელებია რა ორი მგონი და დროზე თუ არ დავპლომბე სხვებზე გადავა?
სისტემატიური მოვლა არ შეაფერხებს თუ გადავა მაინც?

Posted by: Seirēn 30 Mar 2016, 15:20
2 თვის წინ გავიკეთე კბილი ნერვი მოვკალი და დავიპლომბე ხოდა ახლა მტკივა ეს უნერვებო კბილი და რაფენომენია? biggrin.gif ხოარუნდა მტკიოდეს წესით?

Posted by: პრინცი_ოიგენი 31 Mar 2016, 09:55
Seirēn
მეც მომსვლია მასე

ნერვი არ ქონდა მოკლული და დამიშალა კბილი და თავიდან დამიპლომბა facepalm.gif

მიდი ექიმთან ვინც გაგიკეთა

Posted by: KeP 6 31 Mar 2016, 11:23
პრინცი_ოიგენი
Seirēn

მე მიმტკიცებდნენ ერთ კბილზე მკვდარიაო, არადა არ იყო ნამდვილად.
სანამ ძალიან არ გადავაღებიენ სურათი არ დაიჯერა, ფერი ქონდა კბილს შეცვლილი. აღარ ახსოვდა რომ მოკლა ნერვი.

ერთხელ მიბურღავდა სხვა კბილს და არ გტკივაო ? არა თქო და შანსი არაა უნდა გტკიოდესო ან მკვდარიაო.
არც ერთი იყო და არც მეორე biggrin.gif დაბალი მგრძნობელობა მაქვს. ისევ პაციენტებს უნდა გვახსოვდეს, გვქოდეს სურათები და ა.შ.
დაბალი მგრძნობელობა ცუდია, სანამ არ გაღმავდება კარიესი ვერ იგებ, არ გტკივა საერთოდ.
თუ გარედანა არ ჩანს, ისე ჩავა ნერვამდე ვერც გაიგებ.

Posted by: Seirēn 31 Mar 2016, 23:13
პრინცი_ოიგენი
KeP 6
ანუ არმოუკლავს ბოლომდე? :ო გაკეთების დროს სათითაოდ მიხსნიდა ახლა ამას ვაკეთებ ახლა იმასო იდეაში ყურადღებით მიკეთებდა. :/ თან ერთ კბილში 110 გელა გამომართვა biggrin.gif დაჟე გაკეთებიდან 2 კვირაში პლომბი მომძვრა და თავიდან გამიკეთა :/

Posted by: KeP 6 1 Apr 2016, 10:57
Seirēn

ზოგი ვითომ კარგი ექიმია და გადაბურღავენ ხოლმე ყველაფერს.
კარგი ექიმის გაკეთებული მაქვს 10 წელი და მეტი უძრავად და ფერის შეცვლის გარეშე smile.gif

Posted by: პრინცი_ოიგენი 4 Apr 2016, 16:30
KeP 6
Seirēn
მე დამიპლომბა კბილი
რაღაც რკინა ჩაარჭო კბილში და პლომბი იმაზე დაამაგრა, ნერვი მოვკალიო
1 წლის მერე პლომბი მომტყდა და თავიდან დამიპლომბა და ნერვი არ ყოფილა მოკლულიო biggrin.gif

50 ლარზე მეტი არ გადამიხდია დაპლომბვაში biggrin.gif

აზრზე არ არის უმეტესობა, პაციენტებზე სწავლობენ

Posted by: ronald_wesley 7 Apr 2016, 02:41
დასიებული მაქვს საშინლად

გამიხსნა ექიმმა მარა შედეგი არაა

Posted by: AnDy_ 8 Apr 2016, 19:18
გამარჯობა იქნებ ვინმემ მიპასუხოთ... ზაფხულში მეშვიდე კბილი ამოვიღე არაფერი არ გამრთულებია უბრალოდ მგონი კარგად არ შეხორცდა ხორცმეტივით დარჩა პატარა ნაწილი ამოჭეული და რბილი.... თან მაგ კბილზე საბჟენი მასალა გადაუცდა სტომატოლოგს და ნერვი მაქ დაზიანებული დაბუჟებული მაქ ოდნავ .. ცოტა ხნის წინ შევამჩნიე რომ ის ხორცმეტი გაიზარდა და რაგაც თეთრები აქვს მგონი დაჩირქდა ტკივილით არ მტკივ მაგრამ უსიამოვნო სეგრძნება მაქვს დასიებას ვგრძნობ რა უნდა გავაკეთო?? საშიშია? მივიდე სტომატოლოგთან?

Posted by: GeorgeSword 8 Apr 2016, 19:38
მიკროპროთეზის უარყოფით მხარეებში იქნებ ვინმე ერკვეოდეთ?


................................................

Posted by: Cele 9 Apr 2016, 13:23
კბილის ტკივილისგან ყველაზე ძლიერი ტაბლეტი რომელია?

იბუპროფენს ვსვამდი, მაგრამ რაღაც დიდი დრო უნდოდა რო გაეარა ტკივილს.

ხოდა ანუ რომელია ყველაზე მოშნი საშუალება, ეგრევე რო აყუჩებდეს? biggrin.gif

Posted by: violet 10 Apr 2016, 03:07
Biancoceleste
მაჟეზიკი, კეტონალი დუო.

Posted by: Cele 10 Apr 2016, 13:42
violet

სტომატოლოგთან ვიყავი და ბრექსინი მითხრა, ეგერევე აყუჩებსო.

თუმცა მგონი ცოტა ძვირი ღირს, ვიდრე ეგენი.

Posted by: Work1 15 Apr 2016, 20:35
მოკლედ სტომატოლოგთან ვიყავი და მითხრა ერთ კბილზე, ზედაზე უკანაზე კარიესი გაქვს უბრალოდ არ ჩანს კბილებს შორის არისო და რო მიბურღავდა მითხრა მეორე კბილზე არ გადასულა საბედნიეროდ დროზე მოუსწარიო, ხოლო ძირი ჯანმრთელი არის და ნერვს მოკვლა აღარ დაჭირდებაო ხოლო ცოტახანში დაახლოებით 15 წუთში მეუბნება რომ მე დაგიპლომბავ ამ კბილსო მაგრამ საღამოობით შეიძლება ტკივილები დაგიწყოს ხოლმეო და მერე ნერვი გექნება ამოსაღებიო. მოკლედ კბილი ლამაზად კი დამიპლომბა მაგრამ ვერ გავიგე ის რომ, პირველი თუ ძირი ჯანმრთელი არის რატომ უნდა ამტკივდეს ნერვი. მეორე თუ აქამდე სიცოცხლეში არასდროს ამტკივებია ეგ კბილი და არ მაწუხებდა ნერვი ეხლა რატომ უნდა ამტკივდეს ვერ გავიგე. იქნებ ვინმე კომპეტენტურმა ადამიანმა გარკვევით ამიხსნას ვინც გაიგო ჩემი ნათქვამი.

Posted by: Thug L1fe 16 Apr 2016, 00:14
გამარჯობათ, მჭირდება თქვენი რჩევა,რაღაც და მიზეზების გამო ვერ ვახერხებდი კბილების სათანადოდ მოვლას... და აქიდან გამომდინარე ახლა უმეტესობა თითქმის გასაკეთებელი მაქვს.. მჭირდება თქვენი რჩევა სად არის ნორმალური კლინიკა?.. და ზოგადად ფინანსურად რამდენი დამჭირდება?...

Posted by: Shredinger 16 Apr 2016, 13:53
გამარჯობათ.

მაქვს ბევრი დაპლომბილი კბილი. რეკომენდირებულია თუ არა უშაქრო საღეჭი რეზინის მოხმარება ყოველდღიურად?
როგორც მე გავიგე დაპლომბილ კბილებზე არ შეილძლებაო და რამდენად მართალია?

Posted by: GeorgeSword 17 Apr 2016, 01:10
ამ თემაში ხო გინდა გიკითხავს და გინდა არა
კაციშვილი არაა პასუხის გამცემი





Posted by: Work1 20 Apr 2016, 00:03
ikebana
სტომატოლოგმა გამოცვალოს უნდა თუ არა ბუნიკი ყოველი პაციენტის შემდეგ ? ან კიდევ რა შეიძლება გააკეთოს სხვა, იმ მხრივ თუ მაგალითად ბუნიკს არ ცვლის ყოველი პაციენტის შემდგომ. თუ როგორ შეიძლება ინფიცირების საფრთხის აღმოფვრა. ან კიდევ როდესაც სტომატოლოგიური აპარატის ღილაკებთან მუშაობს როგორ უნდა იქცეოდეს ამ შემთხვევაში. დავინახე ასისტენტმა გაწმინდა ეს ღილაკები რაღაც ტიპის ნივთიერება მიასხურა მაგრამ ზერელედ და არ ვარ დარწმუნებული რომ იმ გაწმენდით ჰეპატიტის ან სხვა მსგავსი ვირუსის განადგურება იყოს შესაძლებელი. საინტერესოა თქვენი აზრი. ასევე საინტერესოა რა რჩევებს მოგვცემთ ამ კუთხით. ის კი ვიცი რომ ინსტრუმენტები ახალი უნდა გაგიხსნან და ა.შ. მაგრამ მე ბუნიკი და კლავიშები მაინტერესებს ძირითადად (დაკვირვებული ვარ თითქმის არცერტი სტომატოლოგიური არ ცვლის ბუნიკს რომ შედიხარ და არამგონია შენს მისვლამდე გამოცვალოს ვინმემ). მოკლედ ეს და სხვა მსგავს რაღაცეებთან შეხება მაინტერესებს რასაც არა ასისტენტი არამედ ექიმი ეხება. მოკლედ ჩემს რამოდენიმე ახლო ადამიანს აქვს უკვე ჰეპატიტი და დიდი ალბათობით სტომატოლოგიური მომსახურების მიღების შედეგად. მე ნამდვილად არ მინდა რაიმე ვირუსის მატარებელი გავხდე და მთელი ცხოვრება ვიცხოვრო ამ ვირუსით ვინმეს ზერელე დამოკიდებულების გამო. ადამიანები კი ვერ აცნობიერებენ რომ ჰეპატიტი და მსგავსი ვირუსები სახუმარო რამ არ არის და არ აქცევენ უმეტესობა მსგავს რაღაცეებს ყურადრებას. საერთოდ არა აქვთ წარმოდგენა რას ნიშნავს ხარისხიანი სტომატოლოგიური მომსახურება. შეხედავენ რომ ლამაზი, კარგად მოწმენდილი კაფელი არის დაგებული ლამაზად მორთული კაბინეტია და გონიათ ყველაფერი რიგზეა მაღალი ხარისხის მომსახურებას მიიღებენ ! მოკლედ ველი თქვენს პასუხს. თქვენი პასუხებიდან გამომდინარე რასაც სხვებს პასუხობთ ხოლმე, ვხვდები რომ კომპეტენტურ და ამ სფეროს მცოდნე ადამიანს მივმართავ !

Posted by: zaoff 21 Apr 2016, 20:20
კბილებზე ქვები მაქ და უექიმოთ ვერ ეშველება ხო? yes.gif

Posted by: axavild 28 Apr 2016, 23:49
მეგობრებო.. მოკლედ მაქვს კბილების გადანაცვლება.. მეორე კბილის მაგირვად ეშვი მაქვს და მესამე კბილად - მეორე ჩაჯდა

ახლა ბრეკეტებს ვიკეთებ და ჩემმა ექიმმა, ეშვს უნდა მივცეთ მეორე კბილის ფორმაო და ვინირი უეჭვილი საჭიროა და დაამატა - ამ კბილის გამო 6 კბილის ვინირებაც მოგიწევსო

მოკლედ.. არ მინდა ამ 6 კბილის ვინირება :/ :/ არაფერს ვუწუნებ ჩემს კბილებს :დ არც ფორმას, მდგომარეობას და არც ვიზუალს..
მარტო ეშვი რომ გავიკეთო ვიზუალურად კატასტროფა გამოვა?

იქნებ დამაკვალიანოთ

Posted by: KeP 6 3 May 2016, 17:47

გამარჯობა,

თი შეგიძლიათ მითხრათ. როდესაც კბილს და კბილს შორის იყო კარიესი და ეხლა დაბჟენილია.
მაგ. თუ ექიმმა ზედმეტად მოქლიბა ბჟენი (ფორმის მისაცემად).
და ეხლა იქ უცნაურად ჩამდის საჭმელი და ღიზიანდება ღრძილიც.
აუცილებელია რომ პლომბი შეიცვალოს ?

Posted by: Vengine 3 May 2016, 20:56
წინა კბილზე მაქვს ღრძილის ანთებააა...კბილი მოძრაობს....

ეს კბილი ფესვის გარდა თითმის აშენებულია და რა უნდა ვქნა ღრძილი რომ გავამაგროო sad.gif

ტკვილიები არ მაქვს

Posted by: shotikoooo 7 May 2016, 13:57
გამარჯობათ, კბილის ამოღების შემდეგ სისხლის კოლტი რომელიც ჭრილობაზე წარმოიქმნება და ზემოდან ფარავს ჭრილობას რამდენი ხანი უნდა გაჩერდეს?

Posted by: CHAXU 19 May 2016, 07:44
აქ მგონი კბილის ექიმის გარდა ყველა პოსტავს მარა რავი ვიკითხავ მაინც გუშინ ვიყავი კბილი დავიპლომბე ნერვიც მოსაკლავი დარჩა ხოდა ეს ყველაფერი ერთ დღეზე გამიკეთა ადრეც გამიკეთებია კბილი და იმ ექიმმა სამი დღე მატარა ბამბებს და რაღაცაებს მიფენდა და ამან ერთ დღეში როგორ დამიპლომბა შეიძლება ეგეთი რამე? ხო ახლა მტკივა : დ ნერვი თუ აღარა რატო მტკივა ახლა ეს დაპლომბილი კბილი

Posted by: iBEST 24 May 2016, 16:40
Shredinger

QUOTE
გამარჯობათ.

მაქვს ბევრი დაპლომბილი კბილი. რეკომენდირებულია თუ არა უშაქრო საღეჭი რეზინის მოხმარება ყოველდღიურად?
როგორც მე გავიგე დაპლომბილ კბილებზე არ შეილძლებაო და რამდენად მართალია?


სასურველი არაა,მაგრამ უკუჩვენებას არ წარმოადგენს

zaoff

QUOTE
კბილებზე ქვები მაქ და უექიმოთ ვერ ეშველება ხო?


ვერა
wink.gif

axavild
QUOTE
მარტო ეშვი რომ გავიკეთო ვიზუალურად კატასტროფა გამოვა?


სურათი გვაჩვენეთ თქვენი პირის ღრუსი


KeP 6

QUOTE
და ეხლა იქ უცნაურად ჩამდის საჭმელი და ღიზიანდება ღრძილიც.
აუცილებელია რომ პლომბი შეიცვალოს ?


დიახ, აუცილებელია. პათოლოგიური ჯიბე განვითარდება, რაც იწვევს ტკივილს, არასასიამოვნო სუნს, შემდეგში პაროდონტიტს და კბილის მორყევას

Vengine
QUOTE
წინა კბილზე მაქვს ღრძილის ანთებააა...კბილი მოძრაობს....

ეს კბილი ფესვის გარდა თითმის აშენებულია და რა უნდა ვქნა ღრძილი რომ გავამაგროო

ტკვილიები არ მაქვს


აუცილებელია პანორამა და ამის შემდეგ დაიგეგმება მკურნალობა

shotikoooo

QUOTE
გამარჯობათ, კბილის ამოღების შემდეგ სისხლის კოლტი რომელიც ჭრილობაზე წარმოიქმნება და ზემოდან ფარავს ჭრილობას რამდენი ხანი უნდა გაჩერდეს?


არ მოიცალოთ, თვითონ იცის კოლტმა რამდენ ხანს გაჩერდეს : )))

CHAXU

QUOTE
ამან ერთ დღეში როგორ დამიპლომბა შეიძლება ეგეთი რამე? ხო ახლა მტკივა : დ ნერვი თუ აღარა რატო მტკივა ახლა ეს დაპლომბილი კბილი



გააჩნია ჩვენებას,ზოგჯერ ერთ სეანსში იბჟინება არხები, ზოგჯერ არა.
არხების დაბჟენის შემდეგ ზოგჯერ ტკივილი აქვს პაციენტს, რომელიც 1 კვირიდან 10 დღეში უნდა შემცირდეს. თუმცა რენტგენის ნახვის შემდეგ უფრო ზუსტად გეტვყით თუ რატომ გტკივათ

Posted by: Gooramos 31 May 2016, 20:53
კისტის ამოღების ოპერაციის შემდეგ, დისკომფორტი ყბაზე რამდენი ხანი იქნება? ჩემმა მეგობარმა გაიკეთა ეს ოპერაცია და უკვე მესამე დღეა ტკივილები აქვს

Posted by: bonnie 1 Jun 2016, 21:33
გამარჯობა, კბილების 3D რესტავრაციაზე რას მეტყვით?
რამდენად გამძლეა და რამდენად რეკომენდებულია ახალგაზრდა ასაკში გასაკეთებლად .
მიზანი მხოლოდ თანკბილვის შეცვლა

Posted by: lisbeth 10 Jun 2016, 09:54
დაბჟენის შემდეგ ლოყის შესიება ნორმალურია?
მანამდე არ მქონდა
გუშინ გავიკეთე ორი კბილი მარჯვნივ
გუშინ დაიწყო და დღესაც შესიებულია
rolleyes.gif

Posted by: SOULFUL 10 Jun 2016, 21:14
ikebana

პირადში ვერ გწერთ გადავსებულია წერილებითო, თუ თბილისში ხართ ჩამწერეთ პაციენტად smile.gif

Posted by: პრინცი_ოიგენი 15 Jun 2016, 22:05
user posted image

ამ სამ კბილს რა ეშველება ყველაზე ოპტიმალური ვარიანტი რა არის

მთავარია დიდ ხანს გაძლოს, ხო კიდე თანკბილვა როგორია?

Posted by: ronald_wesley 17 Jun 2016, 18:13
ძააან მტკივა კბილი რით დავიამო არ მშველის არაფერი

Posted by: Pink_ Panther 20 Jun 2016, 00:04
ronald_wesley
ტორადოლი yes.gif

.......

Posted by: Ghostface_Killah 20 Jun 2016, 20:48
პარადონტიტი მაქვს და არ მშველის არაფერი, არანაირი მალამო, გელი და ა.შ. ზედა რღძილებზეც გადამივიდა და ცხოვრება კოშმარად მექცა. რა უნდა ვქნა? ვისთან მივიდე? ინიექციებს ვინ აკეთებს ღრძილში და სათანადო ანტიბიოტიკებს ვინ გამომიწერს? ათობით გამაყუჩებელს ვსვამ დღეში და არ მშველის მაინც. მადლობა.

Posted by: kravai9 22 Jun 2016, 23:00
სიბრძნის კბილები ამოვიღე და ამოღებულ ადგილებში დიდი ორმოები დამრჩა და ამოივსება დროთა განმავლობაში?

Posted by: გრინი 23 Jun 2016, 17:53
WaterLase iPlus აპარატი არის საქართველოს რომელიმე კლინიკაში?
ხომ არ გამოგიყენებიათ ვინმეს?
* * *
kravai9
კი ამოივსება, მეც მქონდა დიდი ორმო და კაიხანი კი დასჭირდა, მარა ამოივსო.

Posted by: kravai9 23 Jun 2016, 19:26
QUOTE
კი ამოივსება, მეც მქონდა დიდი ორმო და კაიხანი კი დასჭირდა, მარა ამოივსო.


გაიხარე, დიდი მადლობა

Posted by: ekageo 26 Jun 2016, 18:09
გამარჯობათ ჟვანიას კლინიკაში ყბა სახის ქირურგი ნინო ხვედელიანი თუ გაგიგიათ?

ბავშვის მიყვანა მირჩიეს, კბილების პრობლემა გვაქვს და ვინმე თუ იცნობთ ან გაგიგიათ, თქვენი აზრიც მაინტერესებს.

მადლობა წინასწარ smile.gif

Posted by: გრინი 27 Jun 2016, 16:39
ზოგადად კბილის ექიმებს რატომ არ შეუძლიათ რომ არ გატკინონ?
როცა საანესთეზიო საშუალებაზე თანახმა ხარ, გიკეთებენ ნემსს და მაინც არასოდეს(!) იმდენს, რომ საერთოდ არ გეტკინოს მთელი პროცედურის განმავლობაში.
ვერ ხვდები უბრალოდ ამაზე რატომ არ ზრუნავენ.

Posted by: somnambuli 28 Jun 2016, 13:12
სალამი ხალხნო, ერთი რამ მაინტერესებს, მეორე სიბრძნის კბილი ამომდის უკვე, წინა 2-3 წლის წინ ამომივიდა და ყელზე მქონდა სასწაული გადაცემითი ტკივილი, ხმაც კი წამერთვა, ახლაც ამომდის 4-5 დღეა და დღეს ყელზე სერიოზული ტკივილი მაქვს, ნერწყვს ვერ ვყლაპავ, საჭმელს ვერ ვჭამ და ვერ ვლაპარაკობ. თან ის მხარე მტკივა ყელის საითაც კბილი ამოდის.


რამე წამლის მიღება თუა რეკომენდებული ასეთ დროს ან საჭირო? ფაქტია საყლაპავი მილი პარალიზებული მაქვს, ან საერთოდ ხდება ასეთი რამ ? ტყუილად ხომ არ ვაკავშირებ?

Posted by: pankisa777 29 Jun 2016, 23:18
somnambuli
კი,სიბრძნის კბილის ამოჭრას აქვს ზოგჯერ ასეთი სიმპტომები.გამაყუჩებელი შეგიძლია დალიო

Posted by: somnambuli 30 Jun 2016, 10:04
pankisa777
მადლობა.
მეორე დღიდან უკეთესობა შეიმჩნეოდა. ახლა აღარც ყელი მტკივა, ნუ კბილი არც მანამდე მტკიოდა. ერთი სიტყვით ერთდღიანი აღმოჩნდა ჩემი ტკივილი. სხვა დროს ტკივილ გამაყუჩებლით შევებრძოლები

Posted by: Biznes-men 30 Jun 2016, 19:06
http://fpaparazzi.com/index.php?newsid=11060
ეს განიხილეთ უკვე ?

Posted by: marwkinia 30 Jun 2016, 21:13
მიშველეთ ისეთი საოცრება დამემართა sad.gif კბილი გამიტყდა შუაზე და აღმოჩნდა რომ შიგნით რკინა მქონდა და მასზე იყო დაშენებული. სანამ გასაკეთებლად.მუვედუ დღეს ჭამის დროს გადამეტლაპა ის კბილი რკინიანათ sad.gif ხოდა რაუნდა გავაკეტო საშიშია? ცოტა ბასრივით ჩანდა მეშინია რამე არ დამიზიანდეს
* * *
მიპასუხეთ რაა ძალიან ვნერვიულობ ეხლა.კუჭი მაქ დამძიმებული თითქოს მტკივა მგონი ნერვიულობის ფონზე sad.gif

Posted by: tamti1 30 Jun 2016, 22:22
marwkinia
და სტომატოლოგებს რატომ გვეკითხებით? rolleyes.gif ეს ზოგადი ქირურგების საქმეა.

პ.ს. ბევრი პურის გული ჭამეთ რომ გარს შემოეხვას ბასრ კიდეს და ნაწლავი არ ჩაკაწროს და დააკვირდით უნდა გამოვიდეს.

ქირურგებსაც კითხეთ აუცილებლად

Posted by: nini_-_nini 30 Jun 2016, 23:01
დახმარება მინდა, მაინტერსებს მედიში სტომატოლიურ კლინიკაზე რას მეტყვით? ძვირია ფასები და ღირს იქ გაკეთება? რამე განსაკუთრებულია?

Posted by: marwkinia 30 Jun 2016, 23:30
tamti1
ნაცნობ ექიმებს დავეკითხე და ეხლა მაგის გამო ხოარ გაგჭრიან უნდა დელოდო სავარაუდოდ გამოყვებაო. თეორიულად არის შანსები რაღაცეების დაზიანების მაგრამ მცირეო. სტომატოლოგმა არაა ისეთი ბასრიო და რავიცი არ მოვკვდები იმედია smile.gif

Posted by: pankisa777 2 Jul 2016, 22:58
marwkinia
არ იდარდო,მასეთები გადაუყლაპიათ? smile.gif ანკერი არაა საშიში

Posted by: marwkinia 3 Jul 2016, 03:38
pankisa777
ხო რავიცი სამი დღე გავიდა და კი ვარ ცოცხალი smile.gif

Posted by: ladybug 3 Jul 2016, 14:24
ikebana
იქმ=ნებ მიპასუხოთ, წინა 4 კბილზე მაქვს ცირკონოკერეამიკა. რამდენიმე თვეა ახლა მაქვს ასეთი შეგრძნება , როცა ცივ წყალს ვსვამ განსაკუთრებით მაშინ, ანდა ნაყინს ვჭამ ამ კბილების ადგილას ვგრძნობ ტკაცუნის ხმას. თითქოს იბზარება რაღაც. რა უნდა იყოს? ეგ ჰომ ჰელიო პლომბზე ჯდება და ხომ არ იშლება?

Posted by: Biznes-men 9 Jul 2016, 11:25
აგერ კიდევ
http://www.digitaltrends.com/cool-tech/stem-cell-regrow-teeth/?utm_source=Sailthru&utm_medium=email&utm_campaign=DT:%20Brief%20Daily%202016-07-08&utm_term=DT%20Newsletter%20-%20Daily%20Subscribers

Posted by: Phosphorescence 12 Jul 2016, 13:39
კბილების გათეთრება რა რისკებთანაა დაკავშირებული? მინდა, მაგრამ ემალის დაზიანების გარეშე.

Posted by: nati_natiia 13 Jul 2016, 12:27
მოკლედ, გავიკეთე მეშვიდე კბილის დაბჟენა და ჯერ არხები მაქვს დაბჟენილი გარედან დროებით ი მაქს,ხოდა ძალიან ძლიერი ტკივილი მქონდა კბილს კბილზე კი არა თითს ვერ ვადებდი ისე მტიოდა და მაინტერესებს ნორმალურია თუ არა ეს?
კბილი მანამდე იყო ძალიან ცუდ მდგომარეობაში დიდხანს ღია მდგომარეობაში და მაგარი გაჭირვებული მოკლედ, გუშინ გამიკეთა რაღაც ნემსი ღრძილში და გამიარა ტკივილმა,მხოლოდ ოდნავ მტკივა ახლა

Posted by: ashley_tko 14 Jul 2016, 23:28
გამარჯობა ikebana, პირადში ვერ გიგზავნი, სავსე გაქვს და აქ გიწერ... შენთან მისაუბრია ამ თემაზე და კიდევ მინდა გკითხო რაღაც... ჩემი ახლანდელი სტომატოლოგის მართლა ძალიან კმაყოფილი ვარ, რეკომენდაციასაც ბევრი ჩემი ახლობელი უწევს და მეც არაერთხელ დამიპლომბია ადრე მასთან კბილი. მაგრამ... ინსტრუმენტები მაგიდაზე არ გამოაქვს შეფუთული. ვიცი რომ პარკი უნდა ქონდეს გადაკრული და ახალი უნდა გახსნას.. ამას არ აკეთებს, ჩვეულებრივი რკინის ჯამი გამოაქვს ინსტრუმენტებით, მაგრამ არა შეფუთული. ეს რამდენად სწორია? შეიძლება ამის გამო ეჭვი შევიტანო ინსტრუმენტების სისუფთავეში?

Posted by: freeandhappy 20 Jul 2016, 17:19
აუ ძაან რომ ეშინიათ კბილის ექიმის, ეგეთი პაციენტის ექიმები სად მუშაობენ? lol.gif

Posted by: ashley_tko 21 Jul 2016, 17:03
ikebana
მიპასუხეთ რა sad.gif ჩემი ახლანდელი სტომატოლოგის მართლა ძალიან კმაყოფილი ვარ, რეკომენდაციასაც ბევრი ჩემი ახლობელი უწევს და მეც არაერთხელ დამიპლომბია ადრე მასთან კბილი. მაგრამ... ინსტრუმენტები მაგიდაზე არ გამოაქვს შეფუთული. ვიცი რომ პარკი უნდა ქონდეს გადაკრული და ახალი უნდა გახსნას.. ამას არ აკეთებს, ჩვეულებრივი რკინის ჯამი გამოაქვს ინსტრუმენტებით, მაგრამ არა შეფუთული. ეს რამდენად სწორია? შეიძლება ამის გამო ეჭვი შევიტანო ინსტრუმენტების სისუფთავეში?

Posted by: Aquarius_A888 25 Jul 2016, 22:41
დაპლომბილი კბილი მომტყდა და დარჩა გვერდითა კედელი, ამოსაღებია ვითომ თუ შეიძლება გადარჩენა? user.gif

Posted by: Unico 26 Jul 2016, 12:11
Aquarius_A888
ექიმმა უნდა შეხედოს.

ჩემ შემთხვევაში ყოფილა შემთხვევა, როცა ერთი კედელი დარჩენილა და ამოუვსია, მარა სუსტია და გვირგვინი დაგჭირდებაო მაფრთხილებდა.

შენს შემთხვევაში არ ვიცი, უნდა მიხვიდე კონსულტაციაზე. თუ ფესვი მძლავრია, თუ ეგ დარჩენილი კედელიც მყარია მაშინ ხოოო. ნუ გეშინია, ეგრევე არ დაეტაკებიან ამოსაღებად.

თუ არადა, მერე ან იმპლანტანტს ჩაიდგამ ან ხიდს გაიკეთებ yes.gif

Posted by: Aquarius_A888 26 Jul 2016, 17:53
Unico
QUOTE
ჩემ შემთხვევაში ყოფილა შემთხვევა, როცა ერთი კედელი დარჩენილა და ამოუვსია, მარა სუსტია და გვირგვინი დაგჭირდებაო მაფრთხილებდა


გვირგვინი დაგჭირდებაო რას ნიშნავს? rolleyes.gif

Posted by: Unico 26 Jul 2016, 20:13
Aquarius_A888
აქაა კარგად ახსნილი:

http://orthodont.ge/ge/service/detail/29

ანუ ჩემი სიტყვებით რომ ვთქვა: გაგიქლიბავენ, დაგიტოვებენ პაწა შვერილს ბუნებრივი კბილიდან და ზემოდან ჩამოაცვემენ ჯერ ლითონს და მერე გარე ფაიფურს.
ცხადია, ესაა კბილის აღდგენა და ცხადია გულისხმობს, რომ კბილი "მკვდარია", ანუ ნერვი არაა მასში.

Posted by: Kokoschka 30 Jul 2016, 05:07
ღრძილებმა მიიღო მოიასამნისფრო-მოყავისფრო შეფერილობა, ფოტოს ვერ ვპოულობ. sad.gif რისი ბრალი შეიძლება იყოს? :/

Posted by: subterranean 2 Aug 2016, 13:01
Help! 2 კვირის წინ დავიპლომბე 2 კბილი და ბოლო 2 ღამეა (რა ამბავი ორებია smile.gif ) უცნაური რაღაც მჭირს - თითქოს ვგრძნობ, ქვედა ყბა როგორ მიიწევს მარჯვნივ და ქვედა კბილები საშინლად აწვება ზედას (მარჯვენა მხარე). არ მტკივა, მაგრამ იმდენად არაკომფორტული შეგრძნებაა, რომ ამ დილით 5 საათზე ძლივს ჩამეძინა, მანამდე წესიერი პოზა ვერ ვიპოვე. რა ხდება ჩემს თავს? რა შეიძლება გავაკეთო? პატარა ვინირივით გავიკეთე და მგონია, რომ თანკბილვა დაირღვა. ჩემი სტომატოლოგი შვებულებაშია და მეც მივდივარ 3 დღეში ქვეყნიდან. მივეჩვევი?

P.S. ალბათ სულ 1 მმ-იან გადაადგილებაზეა საუბარი, მაგრამ მაწუხებს.

Posted by: subterranean 4 Aug 2016, 13:48
QUOTE (subterranean @ 2 Aug 2016, 13:01 )
Help! 2 კვირის წინ დავიპლომბე 2 კბილი და ბოლო 2 ღამეა (რა ამბავი ორებია smile.gif ) უცნაური რაღაც მჭირს - თითქოს ვგრძნობ, ქვედა ყბა როგორ მიიწევს მარჯვნივ და ქვედა კბილები საშინლად აწვება ზედას (მარჯვენა მხარე). არ მტკივა, მაგრამ იმდენად არაკომფორტული შეგრძნებაა, რომ ამ დილით 5 საათზე ძლივს ჩამეძინა, მანამდე წესიერი პოზა ვერ ვიპოვე. რა ხდება ჩემს თავს? რა შეიძლება გავაკეთო? პატარა ვინირივით გავიკეთე და მგონია, რომ თანკბილვა დაირღვა. ჩემი სტომატოლოგი შვებულებაშია და მეც მივდივარ 3 დღეში ქვეყნიდან. მივეჩვევი?

P.S. ალბათ სულ 1 მმ-იან გადაადგილებაზეა საუბარი, მაგრამ მაწუხებს.

P.S. მივეჩვიე biggrin.gif ცოტა მოვაქლიბინე ახალი ბჟენი და უშველა smile.gif

Posted by: bookworm 8 Aug 2016, 17:40
გამარჯობათ, იქნებ მითხრათ რა, კბილები დავიპლომბე და რამდენ ხანში შეიძლება ჭამა და წყლის მიღება? დამავიწყდა, რომ ექიმისთვის მეკითხა biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif

Posted by: freeandhappy 16 Aug 2016, 21:45
მოქმედი სტომატოლოგი ვინაა აქ )))) დახმარება მჭირდება

Posted by: marikrusi 24 Aug 2016, 23:17
გამარჯობათ მეგობრებო.. საკმაოდ ბევრი გვერდი გადავიკითხე მაგრამ ვერაფერი საჩემო((((
მოკლედ ჯანმრთელი კბილები მაქვს. დგომაც ნორმალური. დაბოლოებები მაქვს სხვადასხვა სიგრძის და რა თქმა უნდა არ მომწონს.. თუმცა იმდენად ცუდად არ გამოიყურება რომ ან დავიქლიბო ან რამე ზიანი მივაყენო სხვა, უკეთესი ვიზუალური შედეგისთვის..
მხატვრული რესტავრაცია ბჟენით შეგიძლიათ მითხრათ რა არის? მინუსები პლიუსები, ვერ ვნახე ინფო ვერსად sad.gif( რაც ვიცი ისაა რომ მარტივად კეთდება და არ მოითხოვს სხვა კბილის დაზიანება დაქლიბვას..

Posted by: teoj 27 Aug 2016, 08:19

ზედაპირული კარიესის დროს, არ არის რამე მკურნალობის მეთოდი , რომ დაპლომბვის გარეშე აღდგეს კბილის ემალი ?

Posted by: libertad 31 Aug 2016, 02:56
teoj
ზედაპირული კარიესის სამკურნალოდ ბურღს და ბჟენს ვერ გაექცევი სამწუხაროდ(
სანამ ზედაპირული კარიესი ჩამოყალიბდება,კბილზე ჩნდება თეთრი ან ყავისფერი პატარა პიგმენტური ლაქა და დაზიანებულია მხოლოდ მინანქრის ზედა შრე,შენ რასაც ამბობ ანუ რემინერალიზაციური თერაპია ამართლებს მხოლოდ ლაქის სტადიაზე
* * *
marikrusi
QUOTE
მხატვრული რესტავრაცია ბჟენით შეგიძლიათ მითხრათ რა არის?

ბჟენით ხდება კბილის სხვადასხვა დეფექტების,ფორმის/ზომის/ფერის კორექცია
1ვიზიტის ფარგლებში შეგიძლია რამდენიმე კბილის რესტავრაცია გაიკეთო
უკეთ მიხვდები ფოტოთი

Posted by: teoj 3 Sep 2016, 15:50
libertad გმადლობ პასუხისთვის ^^

Posted by: Rebel=)) 13 Sep 2016, 21:02
გამარჯობა, მოკლედ სანამ რადიკალურ ზომებს მივმართავ, აქაც ვიკითხავ იქნებ დამეხმაროთ...
5-6 შეიძლება 7 წლის წინ დავიპლომბე კბილი და შარშან აღმოვაჩინე რომ ფესვები არ იყო სათანადოდ დაპლომბილი, მკურნალმა ექიმმა სცადა "ჩაცემენტებულ" (თვითონ ასე მოიხსენია) ფესვამდე ჩასვლა, მაგრამ ვერ შეძლო ისეთი მასალითაა დაპლომბილი ვერაო, ჰოდა ზევიდან გამიკეთა და გამომიშვა.. მაქვს ახლა გარედან ნორმალური და ფესვი გასაკეთებელი და მაწუხებს, ჰოდა ექიმებისგან მაინტერესებს არსებობს რამე მასალა რითაც ამ "ჩაცემენტებულ"ფესვამდე შეიძლება ჩასვლა? რომ გადავარჩინო ამოღებას?

Posted by: izabel 26 Sep 2016, 12:54
მოგესალმებით
მაინტერესებს რა ჯდება კბილის ჩასმა? ან ვინ არის აქ სტომატოლოგი პირადში მინდა მივწერო.

Posted by: barbara7 27 Sep 2016, 08:18
თბილისში შედარებით შეღავათიან ფასად ორივე ყბის კომპიუტერული ტომოგრაფია სად კეთდებაიქნებ იცოდეთ აქ შემომსვლელებმა, თუნდაც პირადში მომწერეთ რა.

Posted by: caf58c 2 Oct 2016, 22:05
გამარჯობა. მინდა ჩემი გამოცდილება გაგიზიაროთ და ასევე სტომატოლოგებისგან/პაროდონტოლოგებისგან მივიღო რჩევა.

ბევრჯერ იკითხეს აქ და მეც ვიკითხე, ჰალითოზისგან თავდასაღწევი გზები. (ჰალითოზი ეს უსიამოვნო სუნი პირის ღრუში). ჩემი პირადი გამოდილებიდან გირჩევთ ოქტენიდოლის გამოყენებას, იმედია რეკლამაში არ ჩამომართმევენ. თუ ასეა ბოდიშს ვიხდი წინასწარ. 20 ლარი ღირს დაახლოებით. ნამდვილად შედეგიანია თუ რაიმე მნიშვნეოვანი პრობლემა და დაავადება არ გაწუხებთ ეს სავლები კლავს ენის ზურგზე ბაქტერიებს როგორც მივხვდი. ქრება უსიამოვნო სუნიც და გემოც.

ეხლა რატომ ვპოსტავ, შეიძლება თუარა მუდმივი გამოყენება ამ პრეპარატის და რაიმეს ხომ არ გამოიწვევს ორგანიზმში? ვეკითხები კომპეტენტურ ადამიანებს. გთხოვთ მიპასუხოთ. მადლობა წინასწარ.

Posted by: riverflows 7 Oct 2016, 20:45
მეექვსე და მეშვიდე ქვედა კბილების ამოღების შემთხვევაში (დარჩენილია იმ მხარეს მერვე კბილი და მეხუთედან ყველა), თუ იმპლანტის ჩასმა გვინდა, ორივე კბილის ნაცვლად უნდა ჩაისვას იმპლანტი თუ ერთიც შეიძლება და მასზე დამაგრდეს მეორე კბილი

Posted by: Maiko274 9 Oct 2016, 01:44
უბრლოდ მაინტერესებს, კითხვა მაქვს, უცხოურ საიტებზე და ქართულზეც ვკითხულობ, რომ კბილების მესამეჯერ ამოსვლა-გამოცვლა შესძლებელია.
ჩვენი ექიმები თუ არიან საქმის კურსში და რას ფიქრობენ, ეს შესაძლებელია?

Posted by: lilu777 9 Oct 2016, 15:53
კბილებს სად ათეთრებენ უსაფრთხოდ კარგად და ნორმალურ ფასში? ბუნებრივად საკმაოდ თეთრი ემალი მაქვს , უბრალოდ მარტივი გაწმენდა მინდა

Posted by: n_elo 9 Oct 2016, 17:38
გამარჯობა მაინტერესებს ალვეოლიტმა შეიძლება სხვა კბილები ამატკიოს?

Posted by: გიორგი3008 11 Oct 2016, 23:58
წინა მხარეს ეშვების მეზობელ კბილზე ღრმული გამიჩნდა და კბილი ცოტა გაშავდა ამის მერე დამეწყო კბილის ფშხვნა ანუ კბილი ცძენის ნალივით მაქ შუაში შეჯმული დღეს კი ნახევარი კედელი ჩამომტყდა ფასადი მხარე კბილის კედლის 50% ასეთი კბილი დაიიპლიმბება თუ ამოსაღებია? ტკივილით არ მტკივა საერთოდ ენით ვგრძობ რომ ღრმადაა კბილი შეჯმული პროსტა უსიამოვნო გრძნობაა არ მინდა სულ მომტყდეს' biggrin.gif

Posted by: Waiting-for-kharcho 14 Oct 2016, 15:20
სახლის პირობებში როგორ უნდა ამოიღო უკანა კბილი ?
შიგნით დიდი ხვრელია და ისე მტკივა მირჩევნია ამოვიღო
ექიმთან ვერ მივალ

Posted by: Mimi_2016 20 Oct 2016, 23:43
ენდო გათეთრებაზე თუ გსმენიათ რამე და რამდენად უსაფრთხოა ფესვებისთვის?

Posted by: sunseeeker 21 Oct 2016, 22:04
გამარჯობა,მაინტერესებს ყველაზე ეფექტურ ბრეკეტის სახეობას ხომ ვერ მირჩევდით ? მეტალის ჯობს თუ კერამიკის ეფექტიანობის თვალსაზრისით ? და თუ არ შეგეზარებათ ადგილიც რომ მირჩიოთ სად ღირს მსგავსი მომსახურების მიღება ?

Posted by: ვივიანა 21 Oct 2016, 22:29
sunseeeker
მეტალი სჯობს.
კლინიკაზე კომპეტენტური არ ვარ sad.gif

Posted by: sunseeeker 21 Oct 2016, 22:41
ვივიანა მადლობა მეც გაგებული მაქვს რომ მეტალის ჯობს მაგრამ არ ვიცი ზუსტად ... ისე კლინიკა მედის აქვს კარგი აქცია ახლა მეტალის ბრეკეტზე და ღირს მაგათთან ? აქციით რადგან აკეთებენ რამე უხარისხოს ხო არ შემომტენიან biggrin.gif ღრმა გრუზინული მოსაზრებაა ვიცი მაგრამ გამოცდილება მწარე რამეა
gigi.gif givi.gif

Posted by: ვივიანა 22 Oct 2016, 00:24
sunseeeker
მაგაზე ვერაფერს გეტყვი, არ მაქვს კლინიკებზე ინფორმაცია sad.gif

Posted by: bonnie 25 Oct 2016, 16:44
კარგი ორთოდონტი მირჩიეთ რა. ბრეკეტების გაკეთება გვინდა 12 წლის მოზარდზე .

Posted by: xunwa 27 Oct 2016, 19:34
ვაკეთებ კლინიკაში მეტალო კერამიკას და პროტეზებს შეღავათიან ფასში 558793465 ირაკლი

Posted by: Crazy Dentist 3 Nov 2016, 01:48
QUOTE (Rebel=)) @ 13 Sep 2016, 21:02 )
გამარჯობა, მოკლედ სანამ რადიკალურ ზომებს მივმართავ, აქაც ვიკითხავ იქნებ დამეხმაროთ...
5-6 შეიძლება 7 წლის წინ დავიპლომბე კბილი და შარშან აღმოვაჩინე რომ ფესვები არ იყო სათანადოდ დაპლომბილი, მკურნალმა ექიმმა სცადა "ჩაცემენტებულ" (თვითონ ასე მოიხსენია) ფესვამდე ჩასვლა, მაგრამ ვერ შეძლო ისეთი მასალითაა დაპლომბილი ვერაო, ჰოდა ზევიდან გამიკეთა და გამომიშვა.. მაქვს ახლა გარედან ნორმალური და ფესვი გასაკეთებელი და მაწუხებს, ჰოდა ექიმებისგან მაინტერესებს არსებობს რამე მასალა რითაც ამ "ჩაცემენტებულ"ფესვამდე შეიძლება ჩასვლა? რომ გადავარჩინო ამოღებას?

მასალას გააჩნია, 7 წლის წინათაც და 20 წლის წინათაც შეიძლებოდა ისეთი მასალა ეხმარათ რომ უპრობლემოთ მომხდარიყო დღეს არხის გაწმენდა და თავიდან დაპლომბვა, საერთოდ არხების დაპლომბის შემდეგ აუცილებელია ექიმმა გააკონტროლოს არხის სავსეობა რენტგენით.
თუ არხში ჰაერია დარჩენილი ეგ იქნება ქრონიკული ტკივილის და დისკომფორტის მიზეზი შემდგომი კბილის დაკარგვით.
ისე კარგად რომ მოენდომებინა და კარგი ინსტრუმენტები ეხმარა შეიძლება გაეწმინდა კიდეც არხი, ექიმის პროფესიონალიზმზე და მონდომებაზე ბევრი რამეა დამოკიდებული.
* * *
QUOTE (caf58c @ 2 Oct 2016, 22:05 )
გამარჯობა. მინდა ჩემი გამოცდილება გაგიზიაროთ და ასევე სტომატოლოგებისგან/პაროდონტოლოგებისგან მივიღო რჩევა.

ბევრჯერ იკითხეს აქ და მეც ვიკითხე, ჰალითოზისგან თავდასაღწევი გზები. (ჰალითოზი ეს უსიამოვნო სუნი პირის ღრუში). ჩემი პირადი გამოდილებიდან გირჩევთ ოქტენიდოლის გამოყენებას, იმედია რეკლამაში არ ჩამომართმევენ. თუ ასეა ბოდიშს ვიხდი წინასწარ. 20 ლარი ღირს დაახლოებით. ნამდვილად შედეგიანია თუ რაიმე მნიშვნეოვანი პრობლემა და დაავადება არ გაწუხებთ ეს სავლები კლავს ენის ზურგზე ბაქტერიებს როგორც მივხვდი. ქრება უსიამოვნო სუნიც და გემოც.

ეხლა რატომ ვპოსტავ, შეიძლება თუარა მუდმივი გამოყენება ამ პრეპარატის და რაიმეს ხომ არ გამოიწვევს ორგანიზმში? ვეკითხები კომპეტენტურ ადამიანებს. გთხოვთ მიპასუხოთ. მადლობა წინასწარ.

კუჭ-ნაწლავი გამოიკვლიეთ პირველ როგში.
* * *
QUOTE (riverflows @ 7 Oct 2016, 20:45 )
მეექვსე და მეშვიდე ქვედა კბილების ამოღების შემთხვევაში (დარჩენილია იმ მხარეს მერვე კბილი და მეხუთედან ყველა), თუ იმპლანტის ჩასმა გვინდა, ორივე კბილის ნაცვლად უნდა ჩაისვას იმპლანტი თუ ერთიც შეიძლება და მასზე დამაგრდეს მეორე კბილი

მე-4 დან მე-8 მდე ხიდი ერთი იმპლანტით, იმპლანტზე კბილის ჩამოკიდება არ შეიძლება, მხოლოდ ხიდი, ან ყველაზე საუკეთესო შემთხვევაში მე-6 და მე-7 იმპლანტი კერამიკის გვირგვინებით.

Posted by: Rebel=)) 3 Nov 2016, 22:07
Crazy Dentist
მადლობა პასუხითვის, სამწუხაროდ ის ქალბატონი ვიცნ დამიბჟინა ასაკიანი იყო და გარდაიცვალა, მეც აღარ წავედი გადასაკონტროლებლად და იმის მერე გავიდა წლები....
შეგიძლია მირჩიო ვისთან ვცადო კიდევ ერთხელ ამ კბილის არხების "შეწუხება"? პირადად მომწერე თუ აქ დააწერა წესებს დაარღვევს ^.^

Posted by: Crazy Dentist 4 Nov 2016, 01:10
QUOTE (Rebel=)) @ 3 Nov 2016, 22:07 )
Crazy Dentist
მადლობა პასუხითვის, სამწუხაროდ ის ქალბატონი ვიცნ დამიბჟინა ასაკიანი იყო და გარდაიცვალა, მეც აღარ წავედი გადასაკონტროლებლად და იმის მერე გავიდა წლები....
შეგიძლია მირჩიო ვისთან ვცადო კიდევ ერთხელ ამ კბილის არხების "შეწუხება"? პირადად მომწერე თუ აქ დააწერა წესებს დაარღვევს ^.^

სამწუხაროდ ვერ გირჩევთ, საქართველოში არ ვცხოვრობ, ნებისმიერი კარგი სპეციალისტი შეძლებს მაგ არხების გაწმენდას და თავიდან დაპლობვას თუ ცხონებულმა ბებომ რაღაც სასწაული არ იხმარა არხების ამოსავსებად.
მომავლისთვის გაითვალიწინეთ და ახალგაზრდა ექიმი აირჩიეთ, მუშაობის დროს თითებით შეგრძნება და კონცენტრაცია განუყოფელი ნაწილია ენდოდონტიის(არხების მკურნალობის).
Good luck

Posted by: Rebel=)) 4 Nov 2016, 17:11
Crazy Dentist
კაარგი კიდევ ვცდი, ასევე good luck :3

Posted by: riverflows 8 Nov 2016, 13:49
QUOTE (Crazy Dentist @ 3 Nov 2016, 01:48 )

QUOTE (riverflows @ 7 Oct 2016, 20:45 )
მეექვსე და მეშვიდე ქვედა კბილების ამოღების შემთხვევაში (დარჩენილია იმ მხარეს მერვე კბილი და მეხუთედან ყველა), თუ იმპლანტის ჩასმა გვინდა, ორივე კბილის ნაცვლად უნდა ჩაისვას იმპლანტი თუ ერთიც შეიძლება და მასზე დამაგრდეს მეორე კბილი

მე-4 დან მე-8 მდე ხიდი ერთი იმპლანტით, იმპლანტზე კბილის ჩამოკიდება არ შეიძლება, მხოლოდ ხიდი, ან ყველაზე საუკეთესო შემთხვევაში მე-6 და მე-7 იმპლანტი კერამიკის გვირგვინებით.

დიდი მადლობა. ანუ ორივე იმპლანტს ვიკეთებ

Posted by: vasovaso92 8 Nov 2016, 13:50
ჩაი კბილებს აყვითლებსო და მწვანე ჩაიც აყვითლებს კბილებს? biggrin.gif

Posted by: Crazy Dentist 13 Nov 2016, 06:03
riverflows
კი ორივე იმპლანტი საუკეთესო ვარიანტია.

Posted by: pearlgirl 15 Nov 2016, 16:59
გამარჯობა,
იქნებ მითხრათ ვისაც გაგეგებათ: როიალ დენტში ხათუნა რცხილაძე როგორი სტომატოლოგია?
მადლობა.

Posted by: საკურა. 28 Nov 2016, 09:17
ვივიანა
ვივი, დამეხმარე რა....
მოკლედ, მაინც ჩავდივარ ბათუმში, 2 კბილს ვიპლომბავ პირველ ეტაპზე...
აღმოჩნდა, რომ 6-7-8 კბილებზე მაქვს კისტა (გადაჭიმული ნიკოფსიიდან დარუბანდამდე biggrin.gif ) და პანორამის მიხედვით ვარაუდობდნენ, რომ მე-6 კბილიდან იყო განვითარებული....
კატეს მერე აზრი ორად გაიყო, ზოგი ამბობს რომ კბილიდან არის განვითარებული, ზოგი კიდევ - რომ არის სასუნთქი გზების ინფექციის (ჰაიმორული პოლიპი გამოირიცხა)....
შესაბამისად, ქირურგიულ მეთოდზეც ვერ შეთანხმდნენ... ოტორინოლარინგოლოგი მეუბნება, რომ არავითარ პრობლემას არ წარმოადგენს, იმიტომ რომ 2 წლის წინანდელ პანორამაზეც იგივე ზომის არის და დიდი ალბათობით კიდევ წლები იქნება ასე, ზოგი კიდევ მეუბნება, კბილიდან არის და ყველა ვარიანტში ამოსაღებია, მაგრამ ამ ეტაპზე სასწრაფო არ არის, ძვალი არ დაუზიანებია, 2 წლის მანძილზეც არ პროგრესირდა და გვენეტაძემ ამ ეტაპზე შეგიძლია 'დაიკიდო"-ო....
ცოტა მეშინია, განსხვავება "შემადგენლობას" შორის არის? კბილიდან გამოწვეული ვიცი, რომ უბრალოდ სითხეს შეიცავს, რომელიც ორგანიზმისთვის საშიში არ არის, ჰაიმორული გზით წარმოქმნილი კისტაც მსგავსია? თუ ჰაიმორულია შესაძლებელია თავისით გასკდესო და ცოტა დავპანიკდი (ეგრევე იდიოტური აზრები მომეძალა, მაგალითად ეს სითხე მაღლა რომ ავიდე, ტვინისკენ).....
თან ვინაიდან უშუალოდ ფესვებზეა ამ მე-6 კბილის დაპლომბვის დროს არის საფრთხე რომ კისტა დაზიანდეს და ორგანიზმში რამე გამოიწვიო?.... sad.gif

Posted by: ვივიანა 28 Nov 2016, 11:46
საკურა.
რომელ ოტორინოლარინგოლოგთან იყავი ?
მე სიმართლე გითხრა ზურა გვენეტაძეს ძალიან ვენდობი, მითუმეტეს კისტაზე რომ ამბობს კბილიდან
არისო, არამგონია ცდებოდეს.
ნუ ნერვიულობ , არ წავა არც ტვინში და არც არსად, მითუმეტეს თუ 2 წელია გაქვს და პროგრესიც თუ არ განუცდია.

Posted by: საკურა. 28 Nov 2016, 15:09
ვივიანა
აღარ ვიცი სახელები, უკვე იმდენთან დავდივარ, მართლა არ მახსოვს გჯერა? ერთი კურაციოს კლინიკაში იყო, მეორე ჟვანიაში, ბავშვთა არის იდეაში, მაგრამ ნაცნობმა მითხრა, კარგი სპეციალისტია და წაგყვებიო....
ზურამ არა, გიორგი გვენეტაძემ ნახა, შვილმა....
ხო არა, დავმშვიდდე ანუ?.... biggrin.gif

Posted by: ვივიანა 28 Nov 2016, 15:26
საკურა.
ასაკოვანი კაცი იყო ჟვანიაში ? თუ ქალთან იყავი.
ხშირად ხდება რომ სხვადასხვა სპეციალისტი სხვა აზრზეა, მაგრამ პირადად მე გვენეტაძეს დავუჯერებდი- ჰაიმორის ღრუში არსებულ კისტის ოპერაციებსაც აკეთებენ და ნაკლებად მგონია რომ ცუდი ერჩია და კარგად ვერ დაენახა, მაგრამ რავიცი სხვასთანაც გადაამოწმე თუ გინდა.
უბრალოდ გვენეტაძეზე კარგი არ ვიცი არავინ.
ოთარ ბრეგაძესთან მიდი- თუ სხვისი აზრიც გაინტერესებს.
თუ არადა აღარ ინერვიულო, დამშVიდი და ნელ-ნელა იმკურნალე :*

Posted by: norse 1 Dec 2016, 17:07
გამარჯობა.მოკლედ,ნათესავის ბავშვი ფოთიდან გამოუშვა სტომატოლოგმა თბილისში ალერგიულობაზე საერთო სინჯი აიღეო.და სად კეთდება? ანუ კონკრეტულ მედიკამენტზე არა,საერთოო smile.gif

Posted by: ვივიანა 2 Dec 2016, 00:43
norse
ქავთარაძეზე ლეჩკომბინატში აკეთებენ. რამდნემე წამალზე ეტყვიან. საერთო რას ნიშნავს არ Vიცი

Posted by: don gajetino 11 Dec 2016, 04:45
cry.gif


არ მაძინებს კბილის ტკივილი

Posted by: ვივიანა 11 Dec 2016, 21:46
don gajetino
თავს რატომ იტანჯავ ? მიდი ექიმთან up.gif

Posted by: koch404 13 Dec 2016, 01:16
აგერ ყოფილა სტომატოლოგია და მე სად ვკითხულობდი.. მოკლედ დამიჩირქდა ყბის ქვეშ ძლიერ, დღეს მივედი ექიმთან და ანტიბიოტიკი გამომიწერა, თავისი პიტნის სავლებით, , ასე მითხრა ხვალ უკეთ უნდა იყოო, თუ არადა მერე სხვანაირად მივხედოთო, რამდენად სერიოზულია თქვენი აზრით და დაველოდო თუ არა ჩაცხრობას, თუ უეჭველად ქირურგია იქნება საჭირო? 3 დღეა ჯირკვალივით მაქვს ყბის ქვეშ , კისერს ვეღარ ვაბრუნებ უკვე, აი ახლა მგონი სიცხეც მაქვს..

Posted by: POKERISBLUFF 16 Dec 2016, 06:56
აქ რის, ვინმე ნორმალური სტომატოლოგი?

2013-14 წლის პოსტები კი ვნახე მაგრამ

კაროჩე სასწრაფოდ უნდა მივიდე, და ვინმე არიცით ისეთი სტომატოლოგი რო კომპლექსები მომიხსნას

ანუ კარიესი მაქ მგონი თუ რაღაც საზიზღრობა და მიტყდება მისვლა..... მარა რო არ მივიდე დღითიდღე უარესდება და კაროჩე ესეთი პატარა რაღAც

ესეთ პრობლემებს თუ შემიქმნიდა არ მეგონა

Posted by: tamti1 17 Dec 2016, 19:21

POKERISBLUFF
QUOTE
ნუ კარიესი მაქ მგონი თუ რაღაც საზიზღრობა და მიტყდება მისვლა

არაფერია საოცარი და ,,გასატეხი'' კარიესში ისევე როგორც არც ერთ სხვა დაავადებაში. დროზე მიდი სანამ აგტკივდა.

Posted by: ვეგა 21 Dec 2016, 12:59
გამარჯობათ, წინ ორი კბილი მაქვს ცოტა შეწეული და ეს ორი კბილი სხვა ფერის არის, ზოგადად ემალი მანდამაინც თეთრი არ მაქვს მაგრამ ეს წინა ორი კბილი განსხვავებულ ფერზე იყოხოლმე მაგრამ ამ ბოლოხანებსი უფრო გამუქდა და ვერ გამიგია რატომ მიუხედავად იმისა რომ სიგარეტსაც არარ ვეწევი და ყავას იშვიატად ვსვავ, აი ჩაის კი ვსვავ........ არის დღეები რომ არ მაქვს ესე მუქად, რამე ორგანიზმსი შეიძლება ხდებოდეს?

Posted by: AVP 21 Dec 2016, 16:43
მოკლედ ორი კბილი მაქ დასაპლომბი მაგრამ ფინალურების და ამ ახალი წლების გამო ვერ ვახერხებ მისვლას სტომატოლოგთან თებერვლამდე. ბოლო დღეებია მტკივა ეს ორი კბილი, მაგრამ რაღაც მემგონი არაამქვეყნიური მეთოდით. ერთ დღეს ერთი კბილი მტკივა, მეორე დღეს მეორე ( ოღონდ ფეთქებაი ტვილივითაა ( იმედია გაიგებთ) . ხოდა ასე დამემართა 2 კვირის წინ და ახლაც, ერტ დღეს ისე მტკივა შეიძლება კედლებზე ამიყვანოს, (ნიმესილს ვსვავ და იმით ვიყუჩებ ხოლმე ტკვილის) მეორე დღეს ყრუ ტკივილივით მაქვს(მტკივა მაგრამ ძალიან მცირე და ნერვების მომშლელი ტკვივილით). მესამე დღეს შეიძლება საერთოდ აღარც მტკიოდეს. ხოდა მაინტერესებს ასეთი ტკივილის დროს პლომბი რამეს შველის? თუ ნერვშია საქმე (პ.ს როცა არ მტკივა თავისუფლად ვჭმა ყველაფერს ისე რო საერთოდ არ მტკენს კბილს) და კიდე ამდენმა ნიმესილმა რამე რო არ მიქნას შემცვლელი მითხარით რამე. სავლები საშუალება თუა უფრო მირჩევნია (მარლიანი და სოდიანი არა ოღონდ)

Posted by: giorgevich23 21 Dec 2016, 17:28
სტომატოლოგების ხელსაწყოებს რითი ლესავთ?რამე სპეციალური სალესია ძაან ბასრი რომ ხდება ?სად იყიდება მასწავლეთ

Posted by: tamti1 23 Dec 2016, 08:22
VAN-WEGA
რამდენიმე მიზეზია ფერის შეცვლის, ასეთი თუ ამოგივიდა არასრულფასოვნად განვითარებული ემალი, ან დეპულპირებული თუა შეიცვლის ფერს.

. AVP
მკურნალობა ჭირდება შენს კბილებს აუცილებლად

giorgevich23
არ ვლესავთ : )))

Posted by: toyota555 24 Dec 2016, 20:32
მოგესალმებით ყველას....

ბავშვობის მერე არ ვყოფილვარ სტომატოლოგთან დასაპლომბი მაქვს რამოდენიმე კბილი მაგრამ ამ ეტაპზე აუცილებლად მხოლოდ ერთი კბილი, იმიტომ რომ ძალიან მტკივა ორი დღეა და უკვე ღამეც ვერ ვიძინებ. მეშინია სტომატოლოგთან ვიზიტის რავი როგორც ვიცი მტკივნეულია რას მირჩევდით? ხვალევე მივიდოდი ვცხოვრობ თბილისში ან ვისთან მირჩევდით რომ მივიდე და ფასიც რომ ძალიან უზარმაზარი არ იყოს.
ფასდაკლებების საიტებზე არის უამრავი სტომატოლოგიური კლინიკები მაგრამ არ ვიცი რომლით ვისარგებლო, იმედია დამეხმარებით.

Posted by: chanelgirl999 24 Dec 2016, 23:52
ზედა კბილმა შეიძლება ტკივილი გადასცეს ქვედა კბილს? საქმე იმაშია რომ ქვედა კბილში ნერვები დიდი ხნის მკვდარია, ზედაში არა, ზედა დავიპლომბე(თუმცა ნერვი არ მოუკლავს) და იმის შემდეგ რაღაც არაამქვრყნიურად ამტკივდა ის ქვედა კბილი, რომელშიც ნერვი მკვდარია

Posted by: bermuxa-1 25 Dec 2016, 02:46
ფასები მინტერესებს , ნორმალურისაც და სუპერ ხარისხისაც რა,
წეღან ისე მტკიოდა კბილი ვინატრე რო ნეტა საერთოდ არ მქონდეს თქო,
ნახევარი კბილების გაფუჭებული მაქვს და მინდა რა ყველა ამოვიღო და მეტალო არი თუ რაც არი ეგ ჩავისვა,,
ფასები მაინტერესებს კარგი და უკეთესი რა ჯდება და რამდენი ხანი სჭირდება ბოლომდე მკურნალობას,, 1 თვე თვენახევარი, ორი ნუ ხო აზრზე ხართ?!!

Posted by: tamti1 25 Dec 2016, 12:18
ფასები არის 60-80 ლარიდან დაწყებული (გარეუბნებში) და 200 ლარიდან ზევით. ასევე დაზღვევით იფარება ზოგიერთ კლინიკაში თანხის ნაწილი.

toyota555
ნუ გეშინიათ სტომატოლოგთან ვიზიტის. მკურნალობა ხდება ანესთეზიის ქვეშ და დღევანდელი საანესთეზიო საშუალებები იძლევა იმის საშუალებას რომ უმტკივნეულო იყოს სტომატოლოგიური ჩარევა.
კლინიკას აქ ვერ გირჩევთ... გაიკითხეთ, მიდით სხვადასხვაში, დააკვირდით როგორ მუშაობენ, როგორ ასტერილებენ ...



chanelgirl999
ტკივილის გადაცემაც შესაძლებელია და ასევე ის დეპულპირებული ქვედა კბილიც შეიძლება გტკიოდეთ. რენტგენოგრაფიული კვლევა გჭირდებათ რომ გაიგოთ რომელი კბილი გაქვთ სამკურნალო.



bermuxa-1
კბილების ,,გაფუჭება'' არ ნიშნავს რომ აუცილებლად ამოსაღებია. გირჩევთ ექიმს მიაკითხოთ, იქნებ ექვემდებარება მკურნალობას. დროს და ფასებს ექიმთან ერთად დაგეგმავთ.

Posted by: bermuxa-1 25 Dec 2016, 16:54
QUOTE
კბილების ,,გაფუჭება'' არ ნიშნავს რომ აუცილებლად ამოსაღებია. გირჩევთ ექიმს მიაკითხოთ, იქნებ ექვემდებარება მკურნალობას. დროს და ფასებს ექიმთან ერთად დაგეგმავთ.

არ მინდა მასე
მირჩევნია ერთხელ და სამუდამოდ გამოვიცვალო ვიდრე ყველა წელიწადს ვიარო სტომატოლოგთან

Posted by: Guy13 25 Dec 2016, 17:03
რა შემთხვევაში ხდება პაციენტის გატარება სტომატოლოგიურ კლინიკაში რეგისტრატურაში?

Posted by: chanelgirl999 25 Dec 2016, 19:43
ზოგადად რა შემთხვევაში შეიძლება ადამიანს ასტკივდეს ე.წ მკვდარი კბილი? რეალურად იქ ხომ ნერვი აღარაა და რა იწვევს ტკივილს?

Posted by: tamti1 26 Dec 2016, 10:47
bermuxa-1
რა თქმა უნდა თქვენი გადასაწყვეტია.
თუმცა ვისურვებდი ქართველ პაციენტებს სულ ცოტა მეტად უყვარდეთ თავისი თავი და ჯანმრთელობა : /

Guy13
ყოველთვის წესით.

chanelgirl999
ტკივილს იწვევს ცვლილებები კბილის ფესვის ირგვლივ ქსოვილებში

Posted by: ika-man 26 Dec 2016, 15:21
კბილების პროფესიონალური გაწმენდა რა ღირს ეხლა? მედის აქვს აქცია ეხლა 60 ლარად აკეთებს და ეს ფასი კარგია, ძვირია თუ როგორაა?

Posted by: AVP 26 Dec 2016, 18:04
დაპლომბილმა კბილმა თავიდან ტკივილი იცის>

Posted by: OOOOOO 26 Dec 2016, 21:37
გამარჯობა

რაღაც არაადამიანური რაღაცეები მემართება მგონი მიშველეთ biggrin.gif

მოკლედ დავიბჟინე კბილები ერთერთ სტომატოლოგთან რომელსაც ყველა აქებდა და ყველა კმაყოფილი იყო და გადავწყვიტე მისვლა დამიბჟინა კბილები ზოგგან ანკერზე ამიშენა ყველაზე ნერვი მომიკლა და არხები გამიწმინდა და მემგონი კარგად იმუშავა სულ 5 კბილი გამიკეთა და გამაფრთხილა 1-2 დღე უცნაური შეგრძნება გექნებაო ნუ ამის მერე გავიდა 2 კვირა და დამეწყო ღეჭვისას ტკივილები თითქოს ნერვები არმაქ მოკლული ისეთი გრძნობა მაქვს ტკივილი არმაქვს მუდმივი მხოლოდ ღეჭვისას მაქვს როცა კბილს ვტვირთავ და ეს ნორმალურია თუ საფუძველი მაქვს ეჭვი შევიტანო იმ სტომატოლოგის პროფესიონალიზმში ვინც კბილები დამიბჟინა? რენტგენი გადამიღო და ყველაფერი ნორმალურადააო მაგრამ რატომ მაქვს ეს შეგრძნება არვიცი მომენტებში კბილს კბილს რო ვაჭერ თითქოს დენმა გაიარა კბილშიო და რას მირჩევთ? სუ ამას გაიძახდა გაუვალი არხები გაქვსო მარჭობდა და მაჭობდა ნემსებს ხო კიდე არხები გამისუფთავა არვიცი რას ეძახიან მაგას დამავიწყდა biggrin.gif biggrin.gif პირის ღრუს სისუფთავეს მაქსიმალურად ვინარჩუნებ დღეში 3 ჯერ ვიხეხავ + საკვებს თუ მივიღებ სავლებებს ვივლებ მაგრამ ეს რაღაც შეგრძნება მაინც მაქვს. მეშინია კბილების ამოღება არ დამჭირდეს biggrin.gif სტომატოლოებში ბედი არ მწყალობს ერთერთ სტომატოლოგს ჩემს ყბაზე ჩაეძინა და ერთი კბილი გამიფუჭა ბორით biggrin.gif biggrin.gif ამის მერე დამეკარგა ყველაზე შთაბეჭდილება ასემგონია ყველა ასეთია და არვიცი ჩემშია პრობლემა თუ ექიმებში

Posted by: tamti1 26 Dec 2016, 23:45
OOOOOO
რენტგენი თუ გაქვს დადე აქ და შევაფასებთ.

AVP
არხების დაბჟენის შემდგომ იცის რამდენიმე დღე.

Posted by: AVP 27 Dec 2016, 00:56
tamti1
კბილის კბილზე დაჭერისას ტკივილს არ ვგულისხმობ, ისედაც რო გტკივა ძან არა მაგრამ ნორმალრუად

Posted by: Shredinger 27 Dec 2016, 17:30
გამარჯობათ. გთხოვთ მითხრათ ძალიან კარგი სტომატოლოგიური კლინიკა მართლა ხარისხიანი,თანამედროვე ტექნოლოგიებით და კვალიფიციური კადრებით სავსე.

მე სადაც დავდივარ კლინიკაში ვეჭვობ, რომ არასათანადოდ მომიდგნენ და მინდა კარგ კლინიკაში გავიარო კონსულტანცია.

Posted by: tamti1 28 Dec 2016, 13:33
AVP
თუ კბილი ცოცხალია უმიზეზოდ არ უნდა გტკიოდეთ არც ერთ შემთხვევაში, ხოლო თუ არხები ახალი დაბჟენილია შეიძლება ცოტა ხანს გტკიოდეთ, კბილზე დაჭერის გარეშეც.

Posted by: Faun 28 Dec 2016, 19:22
სტომატოლოგებთან მაქვს კითხვა რა აზრის ხართ ამ მეთოდზე? ან თუ გსმენიათ რამე

http://intermedia.ge/სტატია/80583-კბილის-გაზრდა-ახლა-უკვე-ნებისმიერ-ასაკში-შეგიძლიათ-მეთოდი-რომელმაც-ექი/112/

Posted by: OOOOOO 28 Dec 2016, 21:34
გამარჯობა

რამოდენიმე დღის უკან ნათესავმა ამოიღო ქვედა სიბრძნის კბილი სისხლი არ წამოსვლია არც ამოღებისას და არც მერე მაგრამ დაეწყო ყბის გასიება ექიმმა არ დაუნიშნა ანტიბიოტიკი მეორე დღეს მივიდა ექიმთან და სავლები ანტიბიოტიკი დაუნიშნა ძლიერი ყველაფერი მიიღო მაგრამ შესიებამ არ გაუარა უფრო მოემატა პირიქით ექიმი არ ეუბნება არაფერს რატომააქ ასე ან რამე რა შეიძლება იყოს ? დაბლა დაკუზვის დროს ან რაიმეს თუ აკეთებს უფრო სტკივდება ცოტა ღრძილების პრობლემა აქვს მაგრამ რავი შეიძლება ამის ბრალი იყოს? უბრალოდ აქვს გასიებული არც ჩირქიაქვს არაფერი 4 ე დღეა უკვე ამ ამბებშია .. როცა უთხრა ექიმს თუ რა ექნა ამ დღეებში ექიმმა უპასუხა იქნებ ახალიწლები მოითმინო ეხლა უნდა დავისვენოვო ამ პასუხსითვის ესეთ ექიმს ეგრევე შუბლში ტყვია არ უნდა დააჭედო? ვიცი ახალი წლებია მარა პაციენტი რო ცუდადაა ესე ხოარ უნდა მიაგდო ადამიანი, არა ცუდია სიკვდილით დასჯა რო გაუქმებულია

Posted by: tamti1 28 Dec 2016, 23:25
OOOOOO
სხვასთან მივიდეს ასე არ ელოდოს.

Posted by: xunwa 30 Dec 2016, 16:59

თუ ორთოპედი დაგჭირდათ ბატონ გიორგისთან ერთად გაგიკეთებთ კონსტრუქციას შეღავათიან ფასში კლინიკა ნიუ დენტში ნახევარ ფასად ჩემი შუამდგომლობით დამირეკეთ ირაკლი 558793465






Posted by: Shredinger 5 Jan 2017, 10:34
კბილის ამოღების შემდგომ შეიძლება რომ მეზობელ კბილებზე კარიესი წავიდეს ან ჩამოვარდეს მეზობელი კბილები? ან რა ემართება?

Posted by: giorgevich23 8 Jan 2017, 04:29
tamti1
QUOTE
არ ვლესავთ : )))

მე მითხრეს რომ რაღაც რეზინის მაგვარი სალესივითაა,რომელიც სამართებელივით ხდის დანას,თან ნაკაწრებს არ ტოვებს ზედო mo.gif

Posted by: LostGirl 10 Jan 2017, 17:56
გამარჯობა,
ალერგიული სინჯი გავიკეთე უბისთეზინზე და ულტრაკაინზე და ორივეზე ალერგიული (სუსტად დადებითი) აღმოვჩნდი, მაგრამ ქვედა ზღვარზე. 1. საშიშია ამ ანესთეტიკების გამოყენება ჩემთვის? 2. რა გვერდითი მოვლენები შეიძლება გამომივლინდეს?

უბისთეზინი - 11.0 %
ულტრაკაინი - 20.0 %

< 11% - უარყოფითი
11% - 20% - სუსტად დადებითი
21% - 40% - დადებითი
> 40% - მკვეთრად დადებითი

Posted by: Lieder_Tim 11 Jan 2017, 12:26
ikebana
როგორ ხარ?



30 სიმბოლო

Posted by: niniaa 11 Jan 2017, 14:14
ikebana
პაციენტს ქვედა ყბაზე 1,2,3,4,5, კბილი აქვს ორივე მხარეს . უნდა საღეჭი კბილების დამატება და ყბის შევსება ნეილონის ბიუგელით .სად შეიძლება რომ კარგად გაუკეთონ? ნინო ბერიძის კლინიკაში აღარ აკეთებენ, მიზეზიც არ უთხრეს რატომ...

Posted by: daedo 12 Jan 2017, 21:12
მოკლედ მაქ ბევრი კბილი გასაკეთებელი sad.gif უმეტესობა დასაშენებელი ზოგი დასაპლომბი და რავი ბლომად სად მირჩევთ გაკეთებას?ხარისხიანად რომ გამიკეთონ და ფასშიც ძაან არ გადავარდე.მინდა როომ ნელ ნელა მივყვე და მოვაგვარო ეს პრობლემა.ერათი 10 კბილს ავცდები ალბათsad.gif((

Posted by: xunwa 14 Jan 2017, 00:02
558793465 ერთ კბილს გერმანული მასალით ნახევარ ფასში გავაკეთებ აგრეთვე სხვა ორთოპედიულ სამუშაოს იკითხეთ ირაკლი

Posted by: Mimi_2016 26 Jan 2017, 22:28
ხალხნო ენდო გათეთრებას ყველაზე კარგად სად აკეთებენ? ან ვინმეს თუ გაგიკეთებიათ?
რაიმე ინფოს თუ ფლობთ დაწერეთ რა

Posted by: Ibeer 26 Jan 2017, 23:30
გამარჯობათ ! N2O თუ იყენებთ სტომატოლოგიაში გამაყუჩებლებზე მაქვს ალერგია და ამ აზოტის გამოყენებით თუ აყუჩებენ რომელიმე კლინიკაში?

Posted by: mziako 28 Jan 2017, 02:41
გამარჯობა. ვარ ორსული მომტყდა ქვედა საღეჭი კბილი რომელიც დიდი ხნის დასაბჟენი იყო და პერიოდულად ღმულში ამომდიოდა ღრძილი მისივდებოდა თუ რავიცი ამოივსებოდა ხოლმე ღრძილით და სოდიანს ვივლებდი. ტკვილი არ მაქვს სავარაუდოდ ადრე ნერვი მაქ მოკლული ამ კბილზე ზუსტად არ მახსოვს. ეხლა მომტყდა ეს კბილი და ეს ღრძილის ნაწილი არის ამობურცული. ფესვები არც ჩანს მაგრამ ლოგიკურად რაღაც იქნება ხომ ჩარჩენილი მთლიანად ხომ არ ამოვარდებოდა? მშობიარობამდე რომ დავიცადო საშიში ხომ არ იქნება? ერთხელ მაქვს კბილი ამოღებული და ძალიან სტრესული იყო ჩემთვის მქონდა 3 დღე მაღალი ტემპერატურა და ორსულობაში არ ვიცი იგივეს გადატაა \ძალიან რთული იქნება ალბათ. ესე დატოვებაზეც მეშინია ინფექცია ხოარ შემეჭრება?

Posted by: tamti1 28 Jan 2017, 11:31
mziako
გამარჯობათ. კბილის მიმდებარე ღრძილი შესიებულია? გტკივათ? ორსულობის რომელ ტრიმესტრში ხართ? მეორეში წესით არ უნდა იყოს ამოღების პრობლემა, თუ გაწუხებთ.

Posted by: mziako 28 Jan 2017, 12:07
tamti1
არა არ მტკივა და შესიებული არის ეხლა ძალიან ოდნავ ალბათ იმიტომ რომ ვაწვალე sad.gif მთელი კბილი მომტყდა და ერთ ადგილას არის დაკიდებული ვეცადე ჩემით მომეძრო. მესამე ტრიმეტრსში ვარ

Posted by: Corvette 28 Jan 2017, 15:49
tamti1
გამარჯობა

აუ ლამისაა გავგიჟდე , დავწერ რა მომივიდა .

დავიპლომბე 2 კვირის წინ რამდენიმე კბილი ( ყველა კარიესის გამო ) , ბოლო კბილის დაპლობვამდე არცერთი არ მტკიოოდა ( პრინციპში დიდი დღეების ინტერვალიც არ ყოფილა რო ამტკიებოდა სადღაც 1 კვირაში დავიპლომბე ყველა კბილი ) , ბოლო რო დავიპლომდე მას მერე დამეწყო ასეთი რაღაც , ხან რომელი კბილი მტკივა ხან რომელი ( დაპლომბილები , ერთი საერთოდ 3 თვის წინანდელი ) , როგორი ტკივილია იცით , გაუსაძლისი და რამე კი არა , თითქოს ხან ერთზე გადადის ხან მეორეზეო , ზოგჯერ მიელავს ( ისეთი კბილებიც რომელიც არ დამიბჟენია , მაგალითად წინები ) და ასე (სულ 5 კბილი დავიპლომბე), ჭამის დროსაც მტკივა და ისეც - მერე რამდენიემ წუთში ქრება და ასე . 10 დღეში უნდა გაგიაროსო ( ორგანიზმზეა დამოკიდებულიო) ექიმმა მარა არ უნდა მოგსვლოდაო , ვივლებ სოდიან წყალს და ველი როდის გამივლის . . კიდევ ერთი რამ . რაც მოვრჩი კბილის დაპლომბვებს მას მერე შევამჩნიე ყელზე პატარათი გამომივიდა ლიმფური ჯირკვალი , მაინტერესებს , ნორმალური მოვლენაა ამ ჯირკვლის გამოსვლა კბილის დაპლომბვის შემდეგ და ეგ იწვევს კბილების ტკივილს ისე როგორც ახლა ვგრძნობ თუ კბილის ტკივილი მაგ ჯირკვალტან არაფერ შუაშია ? ანუ ამან რომ გამიაროს კბილის ტკივილიც გამივლის ? ესეთი რაღაც საერთოდ არ გამომსვლია ადრეც ხო დამიბჟენია კბილები .. შეიძლება ეხლა ბევრი ერტად რომ გავიკეთე , მაგიტომ ?

კარიესის დროს საერთოდ არ მტკიოდა ეს კბილები და ნეტა საერთოდ არ დამეპლომბა რაა sad.gif( კიდევ ასეთი რაღაც მითხრა ექიმმა , თუ არ გაგივლის რამდენიმე დღეში ეგ ტკივილებიო , ყველა კბილზე დაგჭირდება ნერვის მოკვლაოო vis.gif რატოოოო ?

კიდევ ერთი მაინტერესებს , ამ ხუთი კბილიდან ერთ-ერთი მხოლოდ ცივი ჰაერის და ცივი წყლის ( ხანდახან ცხელ საჭმელზეც ) მოხვედრისას მტკივა და წამში გადის ტკივილი . რენტგენიც გადავიღე , თითქოს არაფერიაო ექიმმა , სავლებიც დამინიშნა მაგრამ მაინც არ გამიარა და ალბათ ნერვის მოკვლა დაგჭირდებაო . სხვა გამოსავალი არ არსებობს ?

Posted by: tamti1 28 Jan 2017, 18:22
mziako
მესამე ტრიმესტრში სასურველი არაა ხოლმე ჩარევა და სასწრაფო და აუცილებელიც თქვენი შემთხვევა არაა. თუ შესიება არ მოიმატებს ან ტკივილი არ გექნებათ, ჯობს დაელოდოთ მშობიარობას.

Corvette
პირველ რიგში შეამოწმეთ საოკლუზიო ქაღალდით მაღალი ხომ არაა რომელიმე ბჟენი. შემდეგ ოდონტომეტრით უნდა შემოწმდეს კბილების აგზნებისუნარიანობა და გაირკვეს რომელია მიზეზი ტკივილის. სავარაუდოდ ერთი გტკივათ და ირადირდება და ყველა კბილის მოკვლა არ უნდა დაგჭირდეთ არავითარ შემთხვევაში. (იმის შანსი რომ ყველა ეგ 5 კარიესი გართულებულია წარმოუდგენელია) ლიმფურ კვანძზე კი ვერ გეტყვით ასე ზეპირად .შეიძლება იყოს და შეიძლება არც იყოს კავშირში მაგ ტკივილთან, ნორმა არაა რა თქმა უნდა, ლიმფური კვანძის გადიდება ანთებას მიანიშნებს.

Posted by: Corvette 28 Jan 2017, 20:26
tamti1
QUOTE
პირველ რიგში შეამოწმეთ საოკლუზიო ქაღალდით მაღალი ხომ არაა რომელიმე ბჟენი

ეს ყოველი კბილის დაბლომბვისას ხო მოწმდება ? შეამოწმა და მეც ვგრძნობ რომ კბილი-კბილს კარგად ედება .
ე.წ. "კაპიროვკით" ხო ? მე ვერ შევამოწმებ სახლში ? როგორ მივხვდე?smile.gif)

QUOTE
შემდეგ ოდონტომეტრით უნდა შემოწმდეს კბილების აგზნებისუნარიანობა და გაირკვეს რომელია მიზეზი ტკივილის

დავაცდი აბა 1 კვირასაც , იქნებ უშველოს სავლებებმა?

QUOTE
შემდეგ ოდონტომეტრით უნდა შემოწმდეს კბილების აგზნებისუნარიანობა და გაირკვეს რომელია მიზეზი ტკივილის

ეს ყველა კლინიკაშია ?

და ეს ?
QUOTE
კიდევ ერთი მაინტერესებს , ამ ხუთი კბილიდან ერთ-ერთი მხოლოდ ცივი ჰაერის და ცივი წყლის ( ხანდახან ცხელ საჭმელზეც ) მოხვედრისას მტკივა და წამში გადის ტკივილი . რენტგენიც გადავიღე , თითქოს არაფერიაო ექიმმა , სავლებიც დამინიშნა მაგრამ მაინც არ გამიარა და ალბათ ნერვის მოკვლა დაგჭირდებაო . სხვა გამოსავალი არ არსებობს ?


Posted by: tamti1 28 Jan 2017, 20:32
Corvette
კი ე.წ. კაპიროვკით : ))) თქვენ ვერ იზამთ ექიმმა უნდა შეამოწმოს თანკბილვაში. კი თუ ასე გინდათ დაელოდეთ ერთი კვირაც. კი ოდონტომეტრი უნდა ქონდეთ კლინიკაში.


quote]და ეს ?[/quote]
ცივზე გტკივათ მაგრამ წამში რომ გადის ტკივილი ეგ არ ნიშნავს რომ გასახსნელია. ოდონტომეტრიით, რენტგენით , სინჯებით უნდა დაისვას ზუსტი დიაგნოზი გაირკვეს პულპის სიცოცხლისუნარიანობა და მხოლოდ ამის მიხედვით ჩატარდეს მკურნალობა.

Posted by: John Jolie 2 Feb 2017, 23:11
გამაყუჩებლის გაკეთების მერე 2 საათი მართლა არ შეიძლება მეძუძურმა მოაწოვოს ბავშVს?

ექიმმა ამ 2 საათში ჩამდგარი რძე გამოწველოს და გადაღვაროსო ... მართლა ეგრეა თუ ნამეტანნი ფრთხილობს? მაგ ექიმს რომ კითხო ყოველ 6 თვეშI ალერგიაზე ანალიზი უნდა ჩაიტარო და ასთან ისე უნდა მიხვიდე...

Posted by: Corvette 7 Feb 2017, 22:38
გამარჯობა , ისევ მე ვარ biggrin.gif

მოკლედ ის კბილები თითქმის დაწყნარდა სავლებებს რო ვივლებდი , ანუ ჩვეულ მდგომარეობაში აღარ მტკივა , მაგრამ ჭამისას მაინც ხან ერთი მხარე მიელავს ხან მეორე. გეგონება აქეთ-იქეთ დახტისო . აზრი არ აქვს რამდენად მაგარ რაღაცას ვჭამ , პატარა შეხებაზეც მიელავს.

კბილს-კბილზე რო ვაჭერ არ მტკივა არანაირად.

ხანდახან კიდევ თითქოს წრიულად წამომივლის და ისეთი კბილებიც მიელავს რომელიც არ გამიკეტებია და საღი იყო . მაგალითად წინა კბილები .

Posted by: ვივიანა 7 Feb 2017, 23:13
Corvette
იყავი მისული ბოლო პოსტის მერე ექიმთან ?
რენდგენი, კაპიროვკა, ოდონტომეტრი ნახა ექიმმა ? რაღაცის ბრალია, რისი ვერ გეტყვი ესე ზედაპირულად. აუციოებლად მიდი და ჩაგიტაროს ყველაფერი, მოძებნის Mიზეზს აუცილებლად.

Posted by: Corvette 7 Feb 2017, 23:31
ვივიანა
აი 2 კვირის წინ ვიყავი და მაშინ ჩვეულებრივად მტკივდებოდა , ჭამის გარეშეც - მაგაზე მითხრა რომ ორგანიზმა უნდა დაძლიოსო და ივლე 10 დღე სავლებიო და მართლა შედარება არაა გამიარა . ეხლა მხოლოდ ჭამისას მტკივა ( მაშინაც მტკიოდა მაგრამ მაშინ უფრო ) , აი პატარა რაღაცაც რო შეეხება ეგრვე ელავს . ერთ დღეს ერთ მხარეს მეორე დღეს მეორე მხარეს . ხანდახან არის დღეები რომ საერთოდ არ მტკივა.

რო მივიდე რა ვუტხრა ?
QUOTE
რენდგენი, კაპიროვკა, ოდონტომეტრი ნახა ექიმმა ?

ეს სამი ჩამიტაროს ?

ფეხს ვითრევდი იქნებ სულ გამიაროს და მაგიტომ აღარ ვყოფილვარ იმ 10 დღის გასვლის შემდეგ .

აქვე ვიკითხავ .3D რენდგენი არის სადმე ? და თუ არის რა ღირს ? იმიტომ რომ აქ ერთ კბილზე გადავიღე ( ცივზე რომელიც მტკივა ) , თითქოს არაფერი ჩანს ისეთი რაზეც ნერვის მოკვლა დაგჭირდესო მაგრამ ალბათ მაინც საჭირო იქნებაო . ჰოდა გადავიღებდი 3D და იქ ხო გამოჩნდებოდა ყველაფერი ?

Posted by: ვივიანა 7 Feb 2017, 23:51
Corvette
უთხარი სიმპტომები ისევ რაც გაქვს. და თვითონ გადაწყვეტს, თუ ესენი არ შემოგთავაზა ჰკითხე ხომ Aრაა საჭირითქო :დ
3დ სადღაც 100 ლარამდე ღირს, ზუსტად არ ვიცი ოღინდ. მანდ ტველა კბილი ძალიან კარგად ჩAნს ყვეკა განზომილებაში.

Posted by: Corvette 8 Feb 2017, 00:03
ვივიანა
QUOTE
3დ სადღაც 100 ლარამდე ღირს, ზუსტად არ ვიცი ოღინდ. მანდ ტველა კბილი ძალიან კარგად ჩAნს ყვეკა განზომილებაში.

ყველა კბილი ღირს 100 ლარი თუ თითო ? gigi.gif ანუ 100 ლარი უნდა გადავიხადო იმის გაგებაში ნერვი მოსაკლავია თუ არა ? ერთად არ შედის პაკეტში ? biggrin.gif რომელი კლინიკაა ?

აუ გეფიცები ეს კვირები ისეთი ტერმინები დავამუღამე კბილის ბლოგი როა ქართულად მაგას ვსტუმრობ და რავი biggrin.gif

კიდევ ერთი დებილობა კითხვით შეგაწუხებ და შეიძლება მგრძნობელობა მომემატა კბილებზე და მაგიტომ მაქვს ასე ? givi.gif ანუ მანამდე ჩვეულებრივი კბილბი მქოდნა და როგორ ხდება ეგ მგრძნობელობის მომატება თუ რაცაა .

და კიდევ ერთი და ვსო .

რენდგენი რო გადავიღე და მოვრჩი ამ კბილების დაპლომბვას , რამდენიმე დღეში წვერიც გავიპარსე და ყელზე შევამჩნიე დიდი ( ახლა დაპატარავდა) შარიკივით რაღაცა , შეიძლება კბილებთან იყოს მაგის გამოსვლა დაკავშირებული და ახლაც ეს ტკივილი ? იმიტომ რომ რამდენიმე დღეში მოვრჩი 4 კბილის და დაპლომბვას და საათობით მქონდა პირი ღია biggrin.gif და რენდგენი იმიტომ ვახსენე რომ დავგუგლე და " რენტგენი — მტერი თუ მეგობარი? " აი ამნაირი სათაურის ბლოგი ამოაგდო biggrin.gif

ბოდიში ასეთი კითხვებისთვის მარა ჰო გუბნები , ლამისაა გავგიჟდე gigi.gif

ლამისაა შევეჩვიო ამ ტკივილს და ჩვეულ ნორმად მივიღო facepalm.gif . სულ არ გამეკეთათქო ვფიქრობ biggrin.gif

Posted by: ვივიანა 8 Feb 2017, 00:16
Corvette
არა biggrin.gif მთლიანად ყბა-სახის რენდგენი, ყველაფერი შედის, ერთადაა კბილევიც, სახსარიც, ძვალიც.

კბილები ხომ არ გაიწმინდე ? მაგანაც იცის მგრძნობელობის მომატება, გათეთრებამაც.
აი ეგ მართლა არ ვიცი, შეიძლება Iყოს კავშირში შეიძლება არა. ეგეც უთხარი ექიმს. ისე მომავალში მაგდენი კბილი ერთად არ გაიკეთო, სახსარისთვისაა ცუდი.

არაუშავს, კბილები ეგრე არიან :დ მესმის შენი. სხვაზე რომ ვერ ფიქროB.
აუ შენი კატა რა საყვარელია <3

Posted by: Corvette 8 Feb 2017, 00:23
ვივიანა
QUOTE
მთლიანად ყბა-სახის რენდგენი, ყველაფერი შედის, ერთადაა კბილევიც, სახსარიც, ძვალიც.

ცუდია .ანუ დაპლომბვის ფული ცალკეა .

QUOTE
კბილები ხომ არ გაიწმინდე ?

ანუ რას გულისხმობ ? ქვები მომაშორა ( საკმაო რაოდენობის) - ეს პროცედურა ჩავიტარე და შემდეგ დავიპლომბე . თუ ამას გულისხმობ .

QUOTE
ისე მომავალში მაგდენი კბილი ერთად არ გაიკეთო, სახსარისთვისაა ცუდი.

ჰო , არასდროს მომსვლია ასე და დავიტანჯე რა . სულ 2 კბილი მქონდა დაპლომბილი და ეგეც წლების ინტერვალით .

QUOTE
არაუშავს, კბილები ეგრე არიან :დ მესმის შენი. სხვაზე რომ ვერ ფიქროB.

ჰო აი ზუსტად ეგრე ვარ . პინციპულად მინდა რომ ეს პრობლემა მოგვარდეს biggrin.gif პირობაც დავდე ჩემ თავთან რომ წელიწადში 2-ჯერ მაინც ვივლი სტომატოლოგთან პროფილაქტიკის მიზნით, ვნანობ კიდევაც რომ არ დავდიოდი აქადე .

QUOTE
აი ეგ მართლა არ ვიცი, შეიძლება Iყოს კავშირში შეიძლება არა. ეგეც უთხარი ექიმს

არაო და ვეღარ გავიგე რა რისი ბრალია .მანამდე რომ მქონდა გამოსული შევამჩნევდი და რავიცი.
მოკლედ რა biggrin.gif

QUOTE
აუ შენი კატა რა საყვარელია <3

smile.gif) ჰოო მაგარი სასაცილო ტიპია biggrin.gif

Posted by: xunwa 8 Feb 2017, 17:19
gamarjobat niu dentshi vmushaob da tu gnebavt yvelafers xelmisawvdom fashi gagiketebt terapias qirurgias ortopedias

Posted by: ვივიანა 9 Feb 2017, 15:11
Corvette
ხო დაბჟენა ცალკეა და ეს 3დ ცალკე.
ზოგჯერ მგრძნობელობის მომატება იცის კვილების გაწმენდამ, შესაძლოა Mაქედანაა.
კარგია ეგრე , 6 თვეში ერთხელ იდეალურია.
დაწერე რას იზამ.

Posted by: tamti1 9 Feb 2017, 20:28
Corvette
ჩემი აზრით უნდა მიზეზობრივი კბილი მოიძებნოს და იმკურნალოთ.

Posted by: Corvette 10 Feb 2017, 16:22
ვივიანა
tamti1
დენტინი რას ნიშნავს ? მეორადი დენტინიო თუ რაღაცა უნდა წარმოიშვასო თუ რაღაცა - მოკლედ გაგივლისო . შეიძლება არასწორედ დავწერე მარ მიხვდებით თქვნ ,დენტინი რო მითხრა მახსოვს ნაღდად smile.gif)) ჰოდა მაგიტომ გტკივა და გაგივლისო და დაველოდები მეც სხვა რა გზა მაქვს pop.gif

კბილის-კბილზე დაჭერისას საერთოდ არ მტკივა კბილი , მხოლოდ ჭამისას .

Posted by: Kaxab 10 Feb 2017, 20:11
ჩემ ნაცნობს უთხრეს, ყველა კბილი საღია, ღრძილის ქსოვილი გაქ დაშლილიო, კბილები ჰაერშია გამოკიდებულიო, ასეთი რამე გაგიგიათ? და რა მკურნალობაა? მათ უთხრეს ყველა კბილი უნდა დაიძროო ???

Posted by: tamti1 10 Feb 2017, 20:34
Corvette
ათ დღეზე მეტი არ უნდა გაგრძელდეს დაბჟენის შემდეგ მგრძნობელობის მატება და ტკივილი.


Kaxab
ასაკი და დიაგნოზი?ასე ზეპირად რა გითხრათ,კარგი იქნებოდა რენტგენი გვენახა. საერთოდ კი თუ უკვე ძალიან განლეულია ძვალი, მკურნალობას არ ექვემდებარება.

Posted by: Kaxab 10 Feb 2017, 21:55
tamti1
37 ან 38 წლის არის, დიაგნოზი არ ვიცი, მგონი ღრძილების ანთება ჰქონდა. თუ გავიგე რამე ხვალ დავწერ. რენტგენი როგორ, უნდა მოვიდეს? რენტგენი გაუკეთეს თუ არა, ეგეც არ ვიცი.
მადლობა პასუხისათვის.

Posted by: ginch 13 Feb 2017, 22:38
მოკლედ ერთი დღის წინ კბილი ამტკივდა და დღეს დილით იმ მხარეს ყბის ქვემოთ ოდნავ შესიებული მქონდა უკვე და მტკივა განსაკუთრებით შეხებისას და ალბათ ლიმფური კვანძია ხო? უეჭველი კბილის მიზეზით იქნება?

Posted by: toyota555 13 Feb 2017, 23:25
კბილის ტკივილის დროს საშინლად მინდება ქალთან სექსი და რისი ბრალია ხო ვერ მეტყვით სტომატოლოგებს ვეკითხები, სამედიცინო პრაკტიკაში მსგავსი რამ გქონიათ? გუშინ ღამე ვერ დავიძინე დასაპლომბი მაქვს კბილი და ლამის მეძავეებთან წავედი

Posted by: ჟანა 16 Feb 2017, 01:13
გთხოვთ მიპასუხეთ. სიბრძნის კბილი ამოვიღე მარჯვენა ქვედა ყბაზე 10 დღის წინ . სრული ექსტრაქცია იყო. სანამ ამოვიღებდი და მის შემდეგაც მიჭირს პირის გაღება. გამირთულდა ამოღების შემდეგ, შემეჭრა ინფექცია, ჩირქი წავიდა საფეთქელში. გამიკეთეს ოპერაცია 3 დღის წინ და ყველაფერი კარგად არის გარდა იმისა რომ ყბას ისევ ვერ ვაღებ. ძალიან უხეში ექიმი შემხვდა, ძალით მიღებდა ყბას და რომ ვერ გავუძელი მითხრა ეგრე დაგრჩებაო, მერე უნდა იარო და შემაწუხოვო. გთხოვთ მითხარით რამდენია შანსი რომ ყბა ვერ გავაღო და უმტკივნეულო მეთოდი არ არსებობს ექიმმა რომ გამაღებინოს ? გამაყუჩებელი როცა მაქვს გაკეთებული შედარებით ვაღებ. ვავარჯიშებ. მტკივა ყურთან , სახსარი. და ასევე პირის დაკეტვის დროს შიგნით ამოღებული კბილის ჩრილობა მიშლის რომ კარგად დავკეტო. რამე მითხარით რა sad.gif

Posted by: tamti1 17 Feb 2017, 16:29
ჟანა
არავითარ შემთხვევაში ძალა არ დაატანოთ გაღებისას. რბილი საკვები ჭამეთ 10 დღე. დაასვენეთ სახსარი. რომ მოგიშუშდებათ ჭრილობა, თუ ისევ პრობლემა დაგრჩებათ სახსარზე, ყბა-სახის ქირურგს მიმართეთ.

Posted by: ჟანა 17 Feb 2017, 19:22
ეგრე ვიქცევი ეხლა იმიტომ რომ გაუსაძლისად მტკივა როგორც კი ძალას ვატან . თხევად და რბილ საჭმელს ვჭამ. არადა ექიმმა მითხრა კევი დაღეჭეო. sad.gif ხელებს მიკავებდა და ისე მიღებდა პირს sad.gif ყელში გარედანაც მაქვს ჭრილობა და ცოტა დრო რომ გავა იმედია შევძლებ ამოძრავებას.

Posted by: tamti1 17 Feb 2017, 21:19
არც კევი ღეჭოთ. მაქსიმალურად დაასვენეთ ყბის სახსარი.ზედმეტად არ ამოძრაოთ, მხოლოდ საკვების მიღებისას. და ათ დღეზე მეტი თუ გაგრძელდა ტკივილი უცილებლად ნორმალურ ყბა სახის ქირურგთან , რომ დაისვას სწორი დიაგნოზი.

Posted by: ჟანა 17 Feb 2017, 21:47
ძალიან დიდი მადლობა ^_^ და კიდევ რა მიანტერესებს , გართულების შემთხვევაში აუცილებლად ხელების გაკავებით და ძალის გამოყენებით უნდა მოგვარდეს ეს პრობლემა ? სხვა გზა არა არსებობს ?

Posted by: toyota555 18 Feb 2017, 00:15
tamti1

ქალბატონო ექიმო მე რამეს ვერ მიშველით? ზევით წერია ჩემი კითხვა

Posted by: tamti1 18 Feb 2017, 15:15
ჟანა
რა თქმა უნდა არა, ხელის გაკავებით და ძალით შუა საუკუნეებში ,, მკურნალობდნენ" .
დაწერეთ როგორ იქნებით.

toyota555
თქვენი დიაგნოზი ჩემს კომპეტენციას სცილდება.
ფსიქოლოგიის განყოფილებაში იკითხეთ.

Posted by: ჟანა 19 Feb 2017, 00:55
ყბის შესიება საერთოდ აღარ მაქვს, ჭრილობიდან მომდის ისევ ჩირქი. ყბას ვასვენებ და ვატყობ რომ უარესობა ნამდვილად არ მაქვს. ისევ იმ დონეზე შემიძლია გაღება ამჯერად ნაკლები ტკივილით. დღეს შევამჩნიე რომ ჭამის დროს ხრაშუნის ხმა მესმის ყბის სახსრიდან. არ ვიცი ეს რატოა. ნერწყვის ყლაპვის დროს ჭრილობის მიმდებარედ მტკივა. არამგონია რამე გართულება იყოს, ყოველ შემთხვევაში თავს უკეთესად ვგრძნობ. იმედია ეს მხოლოდ მოშუშების დროს მიმდინარე პროცესებია.

Posted by: G_A_G_A 22 Feb 2017, 17:59
tamti1

გამარჯობა,

გთხოვთ მირჩიეთ ვისთან ამოვიღო ქვედა მე-8 კბილი ? ამას ყბა სახის ქირურგი სჭირდება ? დაწვენილი მაქვს და მე-7 კბილს აწვება

Posted by: tamti1 23 Feb 2017, 19:17
G_A_G_A
მერვე კბილის ამოღება რთულია მით უმეტეს დაწვენილია თქვენი კბილი და ქვედა ყბაა, ამიტომ აუცილებლად ყბა სახის ქირურგი გჭირდებათ

Posted by: pra_rezi 24 Feb 2017, 00:05
ლოყა მაქ დასიებული
კბილი ჩამოშლილია და სავარაუდოდ ფესვი გართულდა ალბათ ჩირქია
2 კვირის წინას ესე ნქონდა 2 დღე და მერე თავად ჩაცხრა გასიება
ეხლა მესამე დღეა უკვე და ტკივილებიც გაუარესდა
იქნება მირჩიოთ ქირურგიული ჩარევის გარეშე როგორ ვიმკურნალო

Posted by: tamti1 24 Feb 2017, 16:32
pra_rezi
ექიმმა უნდა გაგსინჯოს და ის გადაწყვეტს ამოსაღებია თუ შეიძლება გადარჩეს კბილი. მანამდე სავლები იკეთე და ანტიბიოტიკიც გჭირდება რასაც ურეცეპტოდ ატ მოგცემენ. ასე რომ დროზე ჯობს მიხვიდე ექიმთან...

Posted by: G_A_G_A 25 Feb 2017, 06:59
tamti1

GავიკეთE მამუკა გოგიბერიძEსთAნ, ჯერ ჯერობიტ AრამიშAვს გამაყუჩEნელზე ვზივარ ყოველ 4 საათშI ვსვავ ეხლაც ტკIვილმა გამაღVიძA, იმედია მალე Gაივლის

Posted by: tamti1 25 Feb 2017, 14:26
G_A_G_A
რა გაიკეთეთ, ამოიღეთ თუ იმკურნალეთ კბილი? ახლა როგორ ხართ? შესიება არის კიდევ?

Posted by: barbara7 25 Feb 2017, 15:33
კლინიკა დენსში ვისთან ჯობია მისვლა, რა იცით ამ კლინიკის შესახებ?

Posted by: G_A_G_A 25 Feb 2017, 22:08
tamti1

ამომიღო მკურნალობა არ გამოდიოდა, ცალი ყბა გასიებული მაქვს საკმაოდ, ტკივილით თუ ამტკივდა გამაყუჩებელს ვსვავ, ხო კიდევ ყოველი ჭამის მერე ვივლებ გვირილას და ვჭამ ბულიონებს და ფაფებს და ხომ შეიძლება? მეშინია საკვები არ მოხვდეს ჭრილობაში

http://pix.ge/

აი ეს კბილი იყო მე-8

Posted by: chicharito12 26 Feb 2017, 11:36
18 წლის ვარ და ჯერ კბილის ექიმთან არასდროს ვყოფილვარ, ანუუ არასდროს დამჭირვებიაა ექიმი, არასდროს მტკენია კბილი;

ბალღობაში ჩემით ვიღებდი ხოლმე კბილებს, მაგრამ არ მესმის, ჩემი ტოლები სულ სტომატოლოგებთან დადიან და მე ერთხელაც არ ვყოფილვარ, მეც მომიწევს უეჭველი როდისმეე ? biggrin.gif

Posted by: fracture 26 Feb 2017, 16:09
გამარჯობა,

დაახლ. 2 წლის წინ, ერთ მისვლაზე, რამდენიმე კბილი დავიპლომბე. არ ვაპირებდი, მხოლოდ ერთი მქონდა ძალიან გაფუჭებული, მაგრამ ჩემმა ექიმმა (რომელსაც მეტნაკლებად ვენდობი და ვიცი, რომ პროფესიონალია) მირჩია, რომ რამდენიმეზე კარიესი გაქვს და ბარემ ზევიდან დავპლომბოთ - ნერვების ამოღება არ დაგჭირდებაო.. მოკლედ ასე დავიპლომდე რამდენიმე.

ამას წინათ, ერთ-ერთი კბილიდა, რომელიც ასევე გვირგვინზე იყო ზედაპირულად დაპლომბილი, გამომყდა გვერდითი კედელი.. არ მაწუხებდა.. თუმცა გუშინ კიდევ ჩამომტყდა ისევ ერთი პატარა ნაწილი. ახლა უკვე ძალია მაწუხებს, ჭამის დროსაც და ასევე უხერხულია ისედაც.

არ მახსოვს ეს კბილი არხამდე დაპლომდა თუ მხოლოდ გვირგვინი.. სავარაუდოდ მხოლოდ გვირგვინი. მაინტერესებს, დაპლომბილ კბილზე, თუ ის მთლიანად მკვდარია (არხებიანად დაპლომბილი და ერვები ამოღებული) შეიძლება ეს "დაჭიანების" პროცესი გაგრძელდეს? ანუ დაპლომბილი კბილიდან ახლიდან წავიდეს ეს რეციდივივით ?

ახლა არ ვარ საქართველოში, აქ ძალიან ძვირი იქნება და თან არც ვიცი ვინაა ნორმალური ექიმი აქ. ეს რომ ასე დავტოვო, სანამ ჩამოვალ, ეს დაჭიენების პროცესი გაგრძელდება? თუ შეიძლება არც არის დაჭიანების პროცესი ?

ისე ჩამომტყდა.. ძალიან რბილ ვაფლს ვჭამდი, არაფერი არ იყო მყარი, მაგრამ მომტყდა. ეს ნიშნავს იმას, რომ მიმდინარეობს კბილის გაფუჭების პროცესი?

მადლობა

Posted by: ვივიანა 26 Feb 2017, 17:01
chicharito12
6 თვეში ერთხელ პროფესიული წმენდა ყველას ესაჭიროება, არ აქვს მნიშვნელობა რამე გაწუხებს თუ არა.
სულაც არაა საამაყო რომ არ დადიხარ biggrin.gif

fracture
ვერ მივხვდი ცოტა კითხვას. თუ კარიესი გქონდა და დაგიბჟინა ენდოდონტიის ანუ ნერვის მოკვლის გარეშე შესაძლებელია პროცესი იყოს და მეორადი კარიესი განვითარდეს.
თუ ნერვი მკვდარია და ყველა პროცედურამ სწორად ჩაიარა, ვეღარ განვითარდება კარიესი, ვერც ტკივილი იქნება.

QUOTE

არ მახსოვს ეს კბილი არხამდე დაპლომდა თუ მხოლოდ გვირგვინი

არხი თუ არ გახსნა ანუ გვირგვინი დაბჟინა ანუ არხამდე მივიდა.

G_A_G_A
რომელ მხარეს ამოიღეთ მერვე ? ქვედა ყვაზე ორივე ამოსაღებია, ისეთი მდებარეობა აქვს IMHO.

Posted by: fracture 26 Feb 2017, 17:47
ვივიანა

სავარაუდოდ მხოლოდ გვირგვინი იყო დაპლომბილი. ეს გვირგვინის პლომბი ისევ არის ზემოდან, მაგრამ გვერდითი კედელი გამოტყდა. sad.gif ეს დროთა განმავლობაში ჩავა და ჩავა არხამდე?
რას მირჩევთ? მოშიშვლებულივით მაქვს ახლა ამ კედლის მხარე, ზედა პლომბის ნარჩენი კია მაგრად.. მაგრამ შიგნით გამოხრულივით არის...

სავარაუდოდ, რამდენ ხანს არ მიაღწევს ეს ფესვს, ძნელი სათქმელია ალბათ ხო?

Posted by: G_A_G_A 26 Feb 2017, 22:51
ვივიანა

Mარჯვენა ყბაზე ამოვიღE, მე7 ს რო აწვება ის, ორივე ყბაზე ერთAდ რო AმომეღO ძAან გამIძNელდებოდა

Posted by: ვივიანა 26 Feb 2017, 22:57
G_A_G_A
ქვედა ყბაზე მარჯვენა მხარეს ?
ყბა-სახის ქირურგთან ამოიღეთ ? თუ არა იქნებ ყბა-სახის ქირურგთან მისულიყავით ამ რენდგენით და ჰაიმორის ღრუზეც გეკითხათ. ან ქირურგს ჰკითხეთ ვინც ამოგიღოთ, კარგად არ ჩანს სურათზე აქ მაგრამ თითქოს ყურადღებაა მისაქცევი, თითქოს ასე ვხედავ აქედან. თავის დაზღვევის მიზნით აჩვენეთ.
ქვედა ყბაზე მარხვენა მხარეს მეექვსე მგონი რომ ბოლომდე არაა არხები დაბჟენილი, მომავალში შესაძლოა შეგაწუხოთ და გაითვალისწინეთ.

Posted by: G_A_G_A 27 Feb 2017, 00:45
ვივიანა

Kი ყბა სახის ქირირგმა მამუკა გოგობერიძემ გამიკეთA ოპერაცია, სურათიც ნახა და Mე 6 კბილზე მითXრა არაა კარგადო, მაგრამ ჰაიმორის ღრუზე არაფერი უთAვამს და Xვალ მივდივარ უნდა ნახოს ჭრილობა და ვკითXავ ჰაიმორის ღრუზეც. თქვენ რა DაიNახეთ რომ გავითვალისწინო?

Posted by: ვივიანა 27 Feb 2017, 00:57
G_A_G_A
თითქოს ცოტა დაჩრდილულია, შესაძლოა სურათია ასეთი, კარგად ვერ ვხედავ. ხო ჰკითხე უბრალოდ.

Posted by: ჟანა 27 Feb 2017, 17:54
QUOTE (tamti1 @ 18 Feb 2017, 15:15 )
ჟანა
რა თქმა უნდა არა, ხელის გაკავებით და ძალით შუა საუკუნეებში ,, მკურნალობდნენ" .
დაწერეთ როგორ იქნებით.

გამარჯობა . ჩემი ჭრილობა კარგად არის, ჯერჯერობით ისევ მომდის გამონადენი მაგრამ მცირე რაოდენობით და ჭრილობაც შეხორცებას იწყებს . სამაგიეროდ ყბა მაქვს ისევ ჩაკეტილი sad.gif დავასვენე, ვავარჯიშე მაგრამ მაინც ვერ ვაღებ . კბილის ჩოთქის გამოყენება მიჭირს. პირველ მდგომარეობასთან შედარებით გაუმჯობესებულია მდგომარეობა მაგრამ კბილის ამოღებიდან მესამე კვირა გავიდა უკვე და ოპერაციიდან მეორე კვირა რაც ასე მაქვს . საშიშია ? sad.gif

Posted by: G_A_G_A 27 Feb 2017, 18:30
tamti1
ვივიანა

მეგობრებო,

თქვენი დახმარება მჭირდება, მოკლედ დაზღვევა უარს მეუბნრბე ანაზღაურებაზე რადგან პროვაიდერი კლინიკა არაა იქ სადაც მე გავიკეტე მე-8 კბილის ექსტრაქცია და თან გეგმიური იყოვო (რანაიად იყო გეგმიური გამაგიჟა ტკივილებმა) ხოდა უნდა დავწერო განცხადება და არგუმენტები მჭირდება რა გარტულებებს იწვევს ქვედა ყბაზე ემ-8 კბილის ამოღება, თან აგერ ჟანას მაგალითიც მაქვს (თაამშრომლები ვართ) ამოიღო ჩვეულებრივ ქირურგთან და რა დრეში ჩააგდეს.

Posted by: gabro777 28 Feb 2017, 12:08
ამხანაგებო
სიბრძნის კბილის ამოსვლა დამწეყო დღეს ( ან მე ვიგრძენი ეხლა )
მტკივა და შემისივდა

და ესე უნდა ხდებოდეს?


თუ ამოსაღებია უკვე, მიახლობით ფასი რა დამიჯდება?

Posted by: ვივიანა 3 Mar 2017, 13:06
G_A_G_A
არ ვიცი რამდენად დაგეხმარება მაგრამ დაგიწერ რაც გამახსენდა მერვე კბილთან დაკავშირებით. ოღონდ ეს ყველა შემთხვევაში ესე არ არის, ზოგადად ინდივიდუალურია, გააჩნია მერვე კბილის მდებარეობას, კბილთა რკალის მდგომარეობას და ყველა დეტალს აქვს მნიშვნელობა.
მერვე კბილი ხშირად ამოჭრისას აწვება გვერდზე მდებარე კბილებს, რასაც მოჰყვება კბილების არევა, განსაკუთრებით თუ მჭიდროდ არიან კბილები განლაგებული.
შესაძლოა გამოიწვიოს საფეთქელ-ქვედა ყბის სახსრის ტკივილი, ყურის, თავის, საფეთქლის ტკივილები.

gabro777
კი შესაძლოა ასე ხდებოდეს.
ფასები განწხვავებულია ალბათ 50-150 ლარის ფარგლებშია ფასი. კლინიკას გააჩნია.
გირჩევ პროფესიონალთან მიხვიდე, გაიკითხო, გაარკვიო ვინ არის. ნებისმიერ კლინიკაში ნუ შეხვალ და ქირურგს ნუ ამოაღებინებ, არც ისე ადვილია ზოგჯერ მისი ამოღება.
არ გაშინებ, უბრალოდ გაფრთხილებ :დ

Posted by: zura1983 3 Mar 2017, 14:56
მოგესალმებით მეგობრებო.
იქნებ სურათის მხიედვით მითხრათ რას ფიქრობთ რა შეიძლება იყოს?
ეჭვი მაქვს ამელობლასტომაზე და თქვენი აზრიც მაინტერესებს.

Posted by: G_A_G_A 4 Mar 2017, 16:44
gabro777

350 ლარი დამიჯდა დაწვენილი სიბრძნის კბილის ამოღება მამუკა გოგიბერიძესთან კლინიკა ალბიუსში, სხვაგან უფრო იაფი ღირს, მაგრამ მე ჩემი თანამშრომლის მაგალითზე ძააან შევშინდი (გაურთულდა ამოღების შემდგომ) და პირდაპირ მამუკასთან მივედი.

ვივიანა

დიდი მადლობა,

დავუწერე უკვე საჩივარი იმედი-ლ ს გეგმიური იყოვო მიმტკიცებენ biggrin.gif 3 დღე მტკიოდა და ყბაგასიებული მივედი ექიმთან მეტი რაღა უნდა მოხდეს რო მწვავედ ჩათვალონ.

Posted by: tamti1 5 Mar 2017, 23:05
zura1983
ეშვზეა კისტა. რატომ ფიქრობთ ამელობლასტომას? კტ-ზე გაუშვით პაციენტი, ასე ვერ ვიტყვით რა არის...

Posted by: zura1983 6 Mar 2017, 10:09
QUOTE (tamti1 @ 5 Mar 2017, 23:05 )
zura1983
ეშვზეა კისტა. რატომ ფიქრობთ ამელობლასტომას? კტ-ზე გაუშვით პაციენტი, ასე ვერ ვიტყვით რა არის...

მადლობა.
მე თვითონ ვარ პაციენტი smile.gif
სტომატოლოგის რეაქცია რაღაც საეჭვო მომეჩვენა, ყბა სახის ქირურგთან გადამიმასამართა და მე თვითონ მოვიძიე ინფორმაცია. არ მიყვარს გაურკვევლობაში ყოფნა.
გადავჩიჩქნე მთელი ინტერნეტი ამ თემასთან დაკავშირებით და ისეთი სასიამოვნო ვიდეოები ვნახე იუთუბზე ოპერაციასთან დაკავშირებით აღფრთოვანებილი დავრჩი smile.gif
მოკელდ, მადლობა ინფორმაციისთვის, ამ დღეებში გადავაკონტროლებ კტ-ზე და ქირურგთან smile.gif

Posted by: inga1988 6 Mar 2017, 10:16
გამარჯობა
ჩემს შვილს კბილები სულ რაღაც 4-5 თვეა ამოუვიდა და უკვე შევამჩნიე რომ კბილის ძირზე ღრძილთან ანუ ,უკვე აქვს შავი ნადები, და გულის მისკდება კარიესი ხომ არ არის?
შეგიძლიათ მითხრათ ესეთ პატარა ბავშვს კარიესი უკვ შეიძლება რომ ჰკონდეს? თუ სხვა რამეა?? ბვშვი 1 წლის და 8 თვისაა

Posted by: tamti1 6 Mar 2017, 12:20
zura1983
QUOTE
ოპერაციასთან დაკავშირებით აღფრთოვანებილი დავრჩი

წარმომიდგენია. mo.gif
არაა ეგ ამელობლასტომა, აი კისტაა თუ არა კტ გაარკვევს. დამშვიდდით.
დაწერეთ მერე დიაგნოზი თუ არ შეწუხდებით.



inga1988
ალბათ ნადებია. მიიყვანეთ ბავშვთა სტომატოლოგთან, გაუწმენდს, გამოხეხვასაც ასწავლით ბავშვს, კბილებსაც დაათვალიერებს სადმე კარიესი არ ქონდეს.

ჟანა
QUOTE
დავასვენე, ვავარჯიშე მაგრამ მაინც ვერ ვაღებ . კბილის ჩოთქის გამოყენება მიჭირს. პირველ მდგომარეობასთან შედარებით გაუმჯობესებულია მდგომარეობა მაგრამ კბილის ამოღებიდან მესამე კვირა გავიდა უკვე და ოპერაციიდან მეორე კვირა რაც ასე მაქვს . საშიშია ?


გტკივათ მოძრაობისას? ნუ ავარჯიშებთ, დაასვენეთ კიდევ 2კვირა მერე უკეთესობა თუ არ იქნება გამოიკვლევთ სახსარს.


Posted by: zura1983 6 Mar 2017, 13:05
QUOTE (tamti1 @ 6 Mar 2017, 12:20 )
zura1983
QUOTE
ოპერაციასთან დაკავშირებით აღფრთოვანებილი დავრჩი

წარმომიდგენია. mo.gif
არაა ეგ ამელობლასტომა, აი კისტაა თუ არა კტ გაარკვევს. დამშვიდდით.
დაწერეთ მერე დიაგნოზი თუ არ შეწუხდებით.



inga1988
ალბათ ნადებია. მიიყვანეთ ბავშვთა სტომატოლოგთან, გაუწმენდს, გამოხეხვასაც ასწავლით ბავშვს, კბილებსაც დაათვალიერებს სადმე კარიესი არ ქონდეს.

ჟანა
QUOTE
დავასვენე, ვავარჯიშე მაგრამ მაინც ვერ ვაღებ . კბილის ჩოთქის გამოყენება მიჭირს. პირველ მდგომარეობასთან შედარებით გაუმჯობესებულია მდგომარეობა მაგრამ კბილის ამოღებიდან მესამე კვირა გავიდა უკვე და ოპერაციიდან მეორე კვირა რაც ასე მაქვს . საშიშია ?


გტკივათ მოძრაობისას? ნუ ავარჯიშებთ, დაასვენეთ კიდევ 2კვირა მერე უკეთესობა თუ არ იქნება გამოიკვლევთ სახსარს.

მადლობა.
აუცილებლად მოვიწერები პასუხსაც სამომავლოდ რომ ჩემ მდგომარეობაში არ აღმოჩდნენ სხვები (იმედია არავის დაჭირდება) smile.gif

Posted by: პერესი 6 Mar 2017, 23:58
კბილების გათეთრებას ყველაზე კარგად სად აკეთებენ ? რო არ დააზიანოს კბილები ისე :დ

Posted by: ronald_wesley 8 Mar 2017, 02:15
უკვე 7 კბილი მაკლია 25ს მიუღწევლებიდან ვინ გამეჯიბრება/

Posted by: elene_e 9 Mar 2017, 09:49
მოგესალმებით,

მინდა მეტალის ბრეკეტების გაკეთება ორივე ყბაზე. იქნებ მირჩიოთ ისეთი კლინიკა სადაც მისაღები ფასები იქნება და ექიმი რომლის ნდობაც შეიძლება smile.gif

მეორე მაინტერესებს რამდენად მისაღებია ბრეკეტების გაკეთება, იქიდან გამომდინარე რომ სახსრის გარკვეული პრობლემები მაქვს, ამოვარდნილია ცოტა ერთი სახსარი

მადლობთ წინასწარ

Posted by: ვივიანა 9 Mar 2017, 10:43
elene_e
სჯობს ჯერ სახსარზე იმკურნალოთ და შემდეგ გაიმეთოთ ბრეკეტები, ან ორთოდონტი თავად თუ მკურნალობს დაგიგეგმოთ.
კლინიკაზე ვერაფერს გეტყვით sad.gif

Posted by: ჟანა 10 Mar 2017, 11:46
QUOTE (tamti1 @ 6 Mar 2017, 12:20 )
zura1983
QUOTE
ოპერაციასთან დაკავშირებით აღფრთოვანებილი დავრჩი

წარმომიდგენია. mo.gif
არაა ეგ ამელობლასტომა, აი კისტაა თუ არა კტ გაარკვევს. დამშვიდდით.
დაწერეთ მერე დიაგნოზი თუ არ შეწუხდებით.



inga1988
ალბათ ნადებია. მიიყვანეთ ბავშვთა სტომატოლოგთან, გაუწმენდს, გამოხეხვასაც ასწავლით ბავშვს, კბილებსაც დაათვალიერებს სადმე კარიესი არ ქონდეს.

ჟანა
QUOTE
დავასვენე, ვავარჯიშე მაგრამ მაინც ვერ ვაღებ . კბილის ჩოთქის გამოყენება მიჭირს. პირველ მდგომარეობასთან შედარებით გაუმჯობესებულია მდგომარეობა მაგრამ კბილის ამოღებიდან მესამე კვირა გავიდა უკვე და ოპერაციიდან მეორე კვირა რაც ასე მაქვს . საშიშია ?


გტკივათ მოძრაობისას? ნუ ავარჯიშებთ, დაასვენეთ კიდევ 2კვირა მერე უკეთესობა თუ არ იქნება გამოიკვლევთ სახსარს.

კიიი მტკივა საშინლად. ადრე გვერდზეც ვერ ვწევდი ყბას, ეხლა გვერდულად აღარ მიჭირს მოძრაობა მაგრამ ვერ ვაღებ. ხვალ მივდივარ ექიმთან, მხოლოდ იმ იმედით რომ არ დამეტაკება და ძალით არ გამიღებს ყბას, როგორც პირველად გამიკეთა :დ
ღია ჭრილობა მაქვს ყბასთან და გამონადენი თითქმის შემიწყდა მაგრამ როგორც კი ყურთან, ყბის სახსართან ხელს დავიჭერ გამომდის მოყვითალო-მოწითლო სითხე. მეშინია ისევ არ გამირთულდეს.

Posted by: გიორგი3008 19 Mar 2017, 14:53
გამარჯობა ასეთი პრობლემა მაქვს და არ ვიცი ვის მივმართო რადგან წესიერი სტომატოლოგი ძალიან ცოტაა (არ გეწყინოთ სტომატოლოგებო)

ქვედა საჭრელი კბილები 4 კბილი მაქვს არასწორად ამოსული ანუ დაბრეცილად მაქვს ზოგი შეტრიალებულია ზოგი პირიქით და აშშ ანუ თანკბილვა მაქვს არეული მანდ. 14 წლიდან ვატყობდი რომ ეს 4 კბილი მოძრაობდა ოდნავ და დიდი ყურადღება არ მიმიქცევია მეგონა გაჩერდებოდა თავისით მაგრამ ახლაც მიმოძრავებს. ხელით რო ვსინჯავ 4 ივე კბილი მოძრაობს და არ ვიცი როგორ მოვიქცე ვის მივმართო. ექიმმა მითხრა ძალიან ცუდი კონტაქტები გაქვსო და გინგივიტი ასევე თუმცა რაიმე რეკომენდაცია არ მოუცია . კბილები ერთმანეთს კარგად რო დავადო და ყბა დავხურო ასე ვერ ვხურავ თითქოს ეგ კბილები უშლის დახურვას. როგორც ვიცი კბილების მოძრაობა პარადონტიტის ბრალია და არ ვიცი რა ხდება არასწორი თანკბილვის ბრალია თუ გინგივიტი გამირთულდა და პარადონტიტი მაქვს ვერ ვხვდები sad.gif მაგ კბილების დაკარგვაც არ მინდა 22 წლის ასაკში 4 ფრონტალური კბილი ბევრია . რას მირჩევთ შეიძლება კბილების გადარჩენა? სისხლდენა არ მაქვს ღრძილებდიან

Posted by: Jeny 20 Mar 2017, 08:02
გიორგი3008
პაროდონტოლოგს უნდა მიმართოთ.

Posted by: buub 23 Mar 2017, 23:04
კბილების მომატებულ (ძალიან ძალიან მომატებულ) მგრძნობელობას სად და რით მკურნალობენ ნორმალურად?
რისი ბრალი შეიძლება იყოს?

Posted by: Jeny 24 Mar 2017, 08:04
buub
ბევრი მიზეზი შეიძლება იყოს კბილების მომატებული მგრძნობელობის. არასწორად გაკეთებული ბჟენები, ღრძილების რეცესია და ა.შ. მკურნალობაც შესაბამისად გამომწვევი მიზეზიდან გამომდინარე იგეგმება.

Posted by: natina_b_22 29 Mar 2017, 21:59
გამარჯობა smile.gif

ლაღიძის ქუჩაზე რეზიდენტებთან კბილების პროთეზს, ხიდს რამდენად ხარისხიანად აკეთებენ ?
ღირს მისვლა?

Posted by: remi 31 Mar 2017, 13:48
ბოდისით რო ყველას გთავაგავთ. ძაან მეჩქრება

კვილის ამოღება რა ჯდება საშუალოდ?
ზედა მარცხენა მხარეს მაქ ე.წ. ჭია რამდნეიმე კბილია არ ვიცი რამდენად ითვლება ნუ 3 ვთქვათ

მაგატი ამოღება რა დაჯდბეა?
დაპლომბილი მქონდა 2 წლის წინ ეგენი მთლიანად მარა ვერ ივარგა

ამოღება რა ჯდება საშუალოდ?

ამოღება უფრო ძვირია თუ დაპლომბვა?

Posted by: ჟანა 3 Apr 2017, 15:12
QUOTE (ჟანა @ 10 Mar 2017, 11:46 )

გტკივათ მოძრაობისას? ნუ ავარჯიშებთ, დაასვენეთ კიდევ 2კვირა მერე უკეთესობა თუ არ იქნება გამოიკვლევთ სახსარს.

მოკლედ ესეთია ცემი მდგომარეობა ამ ეტაპზე :დ ზუსტად 2 თვე გავიდა რაც კბილი ამოვიღე. გარე ჭრილობა შემიხორცდა, პატარა წერილია დარჩენილი მხოლოდ და გამონადენიც აღარ მაქვს . პირს ისევ ვერ ვაღებ ბოლომდე. 2 კვირის წინ გამნიღო ექიმმა ძალით და შედარებით გამეხსვა. 2 თითის სიმაღლეზე ვაღებ. ძალიან მეტკინა პირის გაღების პროცედურა sad.gif ყბაზე გადავიღე სურათი და ყველაფერი ნორმაშია, არანაირი დარღვევა არ არის, საფეთქელ ქვედა ყბის კუნთია შეკუმშული და უნდა გაიხსნასო ექიმმა მითხრა. ვავარჯიშებ მაგრამ დიდი შედეგი არ მაქვს :დ 2 თვე დიდი დრო არ არის? აქამდე არ უნდა მოგვარებულიყო ეს პრობლემა ? ასე რომ დამრჩეს მაგის შანსი თუ არსებობს ? :დ მადლობა ყურადღებისთვის <3

Posted by: gordas 4 Apr 2017, 11:35
1. სტომატოლოგიურ კონსულტაცია/მომსახურებას სტუდენტური დაზღვევა ანაზღაურებს?
2. რომელ სტომატოლოგს მირჩევთ თბილისში?

Posted by: clairdelune 6 Apr 2017, 14:30
გამჭირვალე ბრეკეტები კერამიკისაა თუ საფირის? და ხარისხით რომელი ჯობია? როგორც ვიცი ერთი თეთრი ფერისაა მეორე გამჭირვალე, არადა ორივეს გამიჭირველეს ეძახიან რატომღაც, რომელი უფრო შეუმჩნეველია?

Posted by: anano-ana 6 Apr 2017, 19:07
გამარჯობათ. ორსულობისას კბილის ამოღება თუ შეიძლება?

Posted by: companycreative 6 Apr 2017, 19:17

მოგესალმებით, მე გახლავართ ჯიპიაი ჰოლდინგის საცალო გაყიდვების მენეჯერი, თუ გაინტერესებთ დაზღვევასთან დაკავშირებით რაიმე, ან გნებავთ დაზღვევა დიდი სიამოვნებით მოგემსახურებით

Posted by: kosta-rika 8 Apr 2017, 22:11
გამარჯობა
სად აღარ ვიყავი, ვიხვეწები რაიმე სფრეი დამინიშნონ სოკო რო მოკლას. ანტიბიოტიკების მერე ენა თეთრად მაქვს დაფარული. ანტიბიოტიკები იმიტო დამჭირდა რო მანამდე სტრეპტოკოკი პიოგენესი მკონდა პირის ღრუში, ბავშვმა მომიტანა ბაღიდან. რას მირჩევთ რა გავაკეთო? 4 თვეა გავწამდი help.gif help.gif
ან კიდევ ნაცხის ანალიზი ხომ არ გავაკეთო ისევ სტრეპროკოკი ხომ არაა პლიუს კანდიდა ალბიკანსს? ან გლოსიტი ხომ არ მაქვს? პაპილომებივით პატარა წანაზარდები გამიჩნდა ენის ქვეშ. რას აღარ ვვლებ რა არ გავაკეთე და უშედეგოდ, დამეხმარეთ გთხოვთ

Posted by: tamti1 10 Apr 2017, 23:48
kosta-rika
სტრეპტოკოკზე ანალიზი რატომ გაიკეთეთ, ანუ მაინტერესებს რა გაწუხებდათ? ანტიბიოტიკი ექიმმა დაგინიშნათ?

QUOTE
რას აღარ ვვლებ რა არ გავაკეთე და უშედეგოდ,

რას ივლებთ?

Posted by: kosta-rika 13 Apr 2017, 01:48
QUOTE
სტრეპტოკოკზე ანალიზი რატომ გაიკეთეთ, ანუ მაინტერესებს რა გაწუხებდათ? ანტიბიოტიკი ექიმმა დაგინიშნათ?

tamti1
ბავშვს ქონდა ენაზე წვრილი გამონაყარი(მეც გადმომდო) და რომ არ გაუარა მე გავუკეთე ბაქტერიოფაგში ანალიზი. შემდეგ პოლიკნილიკის ექიმმა დაგვინიშნა დიდი დოზით ანტიბიოტიკი 2 კვირა და სოკო გაჩნდა ენაზე. ვეღარ ვიშორებთ
ვივლებ სუპერდენტოლაინს და დღეში სამჯერ ნისტატინს ვიყრი
არანარი შEდეგი ((

Posted by: ნოდარი13 21 Apr 2017, 15:23
სიბრძნის კბილი გამიფუჭდა და მთლიანად ჩამოტყდა დროთა განმავლობაში ფესვია ახლა დარჩენილი მარტო რა ეშველება?

ტკივილით არ მტკივა

Posted by: ვივიანა 21 Apr 2017, 17:14
ნოდარი13
ქირურგი ამოგიღებს.

Posted by: chicharito12 25 Apr 2017, 18:04
დრასტით;

კაროჩე, ტკბილს რო ვჭამ ხოლმე, ისეთი გრძნობა მრჩება თითქოს ღრძილში ჩამდის ტკბილიო , რა ხდება biggrin.gif ?

Posted by: Your unique security code 28 Apr 2017, 14:31
გამარჯობა სტომატოლოგებო. კბილი რო ამოვიშენო რამე მირჩიეთ ისეთი გაქლიბვა და მოკვლა რო არ დაჭირდეს, ან ბჟენით რო აშენდეს არ შეიძლება ?

Posted by: frajock 3 May 2017, 01:32
მოკლედ ჯიპიაის დაზღვევა მაქვს და პოლისი მედი სტანდარტით დაზღვეულებს ემსახურება



"უნივერსი"
"ულტრადენტი
ელიტი"
"მედი-დენტ +"
დენტავიტა"



ხოდა აქედან რომელს მირჩევთ 50 % იანი გეგმიური დაზღვევაა

Posted by: amiger 3 May 2017, 16:57
დარხეული მაქვს კბილებზე, წინა ორი კბილი ე.წ. "ეშვებს" შორის ნერვები მოკლული მაქვს და ვერაა ცოტა გაბზარულებივითაა, ერთი განსაკუთრებით, ეშვებს გვერდითა ორი კბილი ორივე მხარეს ანუ ოთხივე ჩამტყდარია და ეშველება რამე? თუ პროტეზი უნდა მაინცდამაინც?

Posted by: MONTY 8 May 2017, 05:15
წყალმა მაგრა გამიფუჭა კბილები ევროპაში და წყლის შეცვლასაც ვერ ვახერხებ არსებობს რამე რომელიც გაამაგრებს და მინიმუმამდე შეამცირებს წყლისგან გამოწვეულ პრობლემას ?
კარიესი გასაგებია მაგრამ კბილი რო დაფშვნას იწყებს ეგ მგონი წყლის და ვიტამინების ნაკლებობის ბრალიც არის ხო ?

+
ანესთეზიისთვის ყველაზე ძლიერ გამაყუჩებელი წამლები რომელია ?
2 ჯერ ამოვიღე სხვადასხვა ექიმთან და ტკივილი ვერ გამიყუჩა , სამწუხაროდ სახელი არ მახსოვს რა გამიკეთა , 3-4 სტანდარტული დოზა გამიკეთა და მაინც ძლიერი ტკივილი მქონდა და გაუკვირდა რო მეტკინა
ახლა ბოლო უკანა კბილი მაქვს ამოსაღები და ნარკოზითაც ვფიქრობ მაგრამ ნარკოზს მინუსებიც აქვს
დაჩირქებული არ არის და ტკივილებიც არ მაქვს და ისეა გაფუჭებული შენარჩუნებაც აღარ მოხდება

Posted by: Corvette 8 May 2017, 23:59
ხალხო , გავგიჟდები ახლა . საღეჭი კბილები მიელავს ჩიფსების , მიწის თხილის და ეგეთი რაღაცეების ჭამისას . დაპლომბილია ეს ყველა კბილი . რატო ?

და კიდევ ერთი კითხვა .

ადრე აქაც დავწერე - ცივზე ( წყალზე) და ცხელზე წამიერად მტკივდება-თქო . ჰოდა ახლა რომ დათბა იმდენად აღარ მტკივა . ეს რისი ბრალია ? ზაფხულში საერთოდ გაქრება ? biggrin.gif ზამთარში როცა ვიყავი სტომატოლოგთან , კბილს ერთი შეხედვით არაფერი ჭირსო ( მანამდე კარიესი მქონდა და დავიპლომბე ) არც რენტგენტზე გამოჩნდა დიდად რამე , მაგრამ ნერვის მოკვლა იქნება საჭიროო და თუ ძაან არ გტკივა დავტოვოთ ეგრეო . ჰოდა ახლა შედარებით რომ მოიკლო ცივზე და ცხელზე ტკივილმა, დამაინტერესა რაშია საქმე ბოლო-ბოლო ? smile.gif

Posted by: HooLaHooP 10 May 2017, 20:18
რა მაინტერესებს კბილთა რკალის ზევიდან გადმოსული ეშვის ამოღება თუ შეიძლება და რა გირს დაახლოებით

Posted by: ვივიანა 10 May 2017, 23:12
HooLaHooP
ამოღება თითქმის ყველა კბილის შეიძლება, მაგრამ უკეთესია გაიაროთ კონსულტცია ორთოდონტთან.

Corvette
მიაკითე თერაპევტს ისევ, უკეთესად გეტყვის.

Posted by: ronald_wesley 12 May 2017, 18:15
აბა ვის რამდენი კბილი აკლია მგონი ცემპიონობაზე მივდივარ.

Posted by: chuvak_lexo 16 May 2017, 14:10
Corvette
QUOTE
ადრე აქაც დავწერე - ცივზე ( წყალზე) და ცხელზე წამიერად მტკივდება-თქო . ჰოდა ახლა რომ დათბა იმდენად აღარ მტკივა . ეს რისი ბრალია ? ზაფხულში საერთოდ გაქრება ?  ზამთარში როცა ვიყავი სტომატოლოგთან , კბილს ერთი შეხედვით არაფერი ჭირსო ( მანამდე კარიესი მქონდა და დავიპლომბე ) არც რენტგენტზე გამოჩნდა დიდად რამე , მაგრამ ნერვის მოკვლა იქნება საჭიროო და თუ ძაან არ გტკივა დავტოვოთ ეგრეო . ჰოდა ახლა შედარებით რომ მოიკლო ცივზე და ცხელზე ტკივილმა, დამაინტერესა რაშია საქმე ბოლო-ბოლო ? 

ქვებმა იცის ეგ smile.gif

გაწმენდამ უნდა უშველოს წესით




ხალხნო ნიუ დენტი როგორი კლინიკაა პეტრიაშვილზე smile.gif ?


იმედიL ის პროვაიდერია და უფასოდ გამიკეთებენ, მივენდო?

Posted by: nako8 22 May 2017, 00:02
პრეზიდენტის კბილის მათეთრებელი შევიძინე, მაინტერესებს რამდენად ხშირად შემიძლია გამოყენება

Posted by: ქართლოსი 3 Jun 2017, 21:14
4 ამპულა ულტრაკაინი გამიკეთეს და არ გააყუჩა კბილი რო დაეპლომბა ქვედა ყბაზე,

მეოთხე თუ მეხუთე კბილია.

მეორე მისვლა უკვე ეხლა დარშხანი ჩამიდო და საშველი რა არის კიდე?


ზედა ყბაზე ნახევარი ამპულაც არ მინდა ხოლმე ყუჩდება და ვიპლომბავ ხოლმე.

Posted by: სერაფიტი 5 Jun 2017, 23:49
არ ვიცი, ამ თემაში იხედება თუ არა ვინმე სტომატოლოგი, მაგრამ მაინც დავსვამ კითხვას:
სურათზე რომ წითლადაა მონიშნული, მანდ რა გვაქვს ადამიანებს? აი, ზედ ყბის ხაზზე, სადღაც მეშვიდე კბილის ქვემოთ რაღაც პატარა ბურთულასავით პერიოდულად იკვეთება(გარეგნულად არ ჩანს, მხოლოდ ხელის დადებით) და მტკივა საკმაოდ. რამდენიმე დღეში გადის ტკივილი და ბურთულაც ქრება.

???

Posted by: ვივიანა 7 Jun 2017, 18:13
სერაფიტი
მიდით ქირურგთა, გადაგიღებენ 3დ-ს და გეტყვიან რა გაქვთ.
წესით მხოლოდ ძვალია მაგ ადგილას.

Posted by: merkantil 7 Jun 2017, 19:10
კბილის ამოღEბიდან რა პერიოდი უნდა გავიდეს, რომ იმპლანტი გაკეთDეს?

Posted by: სერაფიტი 7 Jun 2017, 19:13
ვივიანა


გმადლობ. უკვე მესამედ დამემართა და გაიარა თავისით ისევ. აშკარად რაღაც ფისტულასავით ყალიბდება და მერე ქრება, 3-4 დღეში. ძვლის გარდა რაღაც არის და რა, შემდეგი რეციდივისას გავარკვევ. smile.gif

Posted by: twist123 16 Jun 2017, 22:22
გამარჯობა
კბილის პასტა ელმექსი სად შევიძინო,რომელ მაღასასიათა ქსელს ან აფთიაქს აქვს?

Posted by: rock in rose 18 Jun 2017, 20:23
QUOTE
4 ამპულა ულტრაკაინი გამიკეთეს და არ გააყუჩა კბილი რო დაეპლომბა ქვედა ყბაზე,

მეოთხე თუ მეხუთე კბილია.

მეორე მისვლა უკვე ეხლა დარშხანი ჩამიდო და საშველი რა არის კიდე?


ზედა ყბაზე ნახევარი ამპულაც არ მინდა ხოლმე ყუჩდება და ვიპლომბავ ხოლმე.


ეს პრობლემა მაქვს მეც, ქვედა ყბაზე არ გამიყუჩდა ულტრაკაინით, როცა ზედაზე უმარტივესად დგება ანესთეზია.

ჩემი წამება იყო სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით, მაინც ცდილობდა დაბჟენას, მოითმინე ცოტაო, რაღა ცოტა, ნერვს ვინ კლავს ისე sad.gif
2ჯერ გავხდი ცუდად და ნიშადურებით მასულიერებდა მთელი კლინიკა.
უკვე იმას ვფიქრობ ზოგადი ნარკოზი გავიკეთო biggrin.gif სერიოზულად sad.gif

სადმე თბილისსში არის კლინიკა სადაც ვენური ანესთეზიით კეთდება სტომატოლოგიური პროცედურები?
თანხას არ აქვს მნიშვნელობა, მეორეთი იგივე ტკივილი რომ გამოვიარო ნამდვილად მოვკვდები.

Posted by: barbara7 22 Jun 2017, 17:54
twist123
გუდვილში იყო ქავთარაძეზე ელმექსი

Posted by: Mimi_2016 27 Jun 2017, 22:54
twist123
სმარტში ვიყიდე მე ადრე, მაგრამ არ მომეწონა დიდად. მათეთრებლის პონტში თუ გინდა არ გირჩევ

Posted by: tatubatu ^_^ 3 Jul 2017, 10:00
ღრძილების ტკივილი უცბად რამ შეიძლება გამოიწვიოს? უფრო სწორად მტივა ქვედა ყბის წინა 3კბილი, წლების წინ მეკეთა სინები და მაგ ადგილზე განლეული მაქვს ღრძილი, შეიძლება მაგას გაოეწვია? მაგრამ წლებია არ შევუწუხებივარ და ახლა უცბად რატო (((

Posted by: ellesh 5 Jul 2017, 02:44
tatubatu ^_^
კი შეიძლება, როგორი ტკივილი გაქვს?

Posted by: tatubatu ^_^ 5 Jul 2017, 09:15
ellesh
რავი ყრუდ მტკივა, აი სულ რომ
გაწუხებს მასე მაგრამ გაუსაძლისად არა, თან თითქოს კბილის ძირში მტკივა, კარიესი და არაფერი ა მაქვს მაგ კბილებთან და მაგიტო დავაკავშირე უფრო ღრძილთან

Posted by: makrine77 15 Jul 2017, 19:24
საღი კბილები მეშლება,სავარაუდოდ კალცის ნაკლებობა მაქვს ხო?
წამალი არ არსებობს,რომ მივიღო?

Posted by: clairdelune 18 Jul 2017, 13:05
სინჯი მაქვს გასაკეთებელი გამაყუჩებელზე და ხომ ვერ მირჩევთ კლინიკას სადაც ცოტა დაბალ ფასში აკეთებენ სინჯებს? (სასურველია საბურთალოს, ვაკის ან რუსთაველის ტერიტორიაზე)

Posted by: Dostoyevsky 19 Jul 2017, 17:52
კბილებზე მაქვს მომატებული მგრძნობელობა წეღან ვაშლი ვერ შევჭამე ბოლომდე ისე მომეკვეთა და პირით ჰაერი რო შევისუნთქე საშინლად მეტკინა რამოდენიმე კბილი .. .. .. ხანდახან გახეხვის დროს სისხლსაც ვამჩნევ რას მირჩევთ როგორ მოვიქცე ვიიცი რო ოპტიმალური გამოსავალია ექიმთან ვიზიტი მაგრამ ესე მირჩიეთ რამე ან სავლები ან რამე

Posted by: iSKiNG 19 Jul 2017, 21:29
მოკლედ სიბრძნის კბილამდე რომ კბილია ეგ მტკივა მარცხენა მხარეს, არაფერი არ მჭირს კბილზე, არც კარიესი არაფაერი უბრალოდ პურის გულსაც ვერ ვღეჭავ მაგ მხარეს რაღაცნაირად მატკეიბს იმ მომენტში, დავუშვათ დავღეჭე რაიმე. ერთიანად კი არ მტკივდება, ტკივილი ემატება ნელნელა და ადის გაუსაძლის ტკივილამდე, მერე ისევ ერთი 10წუთი უნდა და ნელნელა როგორ მივლის მაგასაც ვგრძნობ. თანდათანობით ემატება და კლებულობს.

ძაან მაქვს დარხეული?

Posted by: freeandhappy 21 Jul 2017, 18:18
ძალიან მეშინია სტომატოლოგიური პროცედურის, ვინმე არის აქ ისეთი სტომატოლოგი ვისაც მშიშარა პაციენტები "უყვარს" ? ))

Posted by: eet 21 Jul 2017, 20:32
ხალხნო, 10 დღეა ჩავისვი მეტალის ბრეკეტი. ერთი კბილი მაქვს გვირგვინი, სრიალაა ანუ და მეორედ მომძვრა ბრეკეტი.სტომატოლოგი ვერ შვება რამეს თუ?

Posted by: Kaxab 4 Aug 2017, 22:21
წლებია, მარტო ღძილზე თითის დაჭერით მტკიოდა კბილი, ამჯერად დაჭერის გარეშე ამტკივდა... გახსნა პლომბი ექიმმა, მოგირჩება ახლაო. (ცოტა დაგაგვიანდაო, თითის დაჭერით რომ გტკიოდა მაშინ შეიძლებოდა მოსვლაო)...
მართლაც მირჩებოდა გახსნილი პლობით, მერე გავსინჯე ღრძილზე თითის მიჭერით, თუ მტკიოდა ისევ და

მივხვდი რომ მირჩებოდა. მაგრამ თითის დაჭერა იმდენად მძლავრი გამომივიდა რომ ამტკივდა 12 საათში, კიდევ 12 სათში გასიება მეტყობა ლოყაზე, თუმცა ტკივილმა ოდნავ დამიკლო.
რა უნდა ვქნა ახლა? ანტიბიოტიკის დალევა აუცილებელია თუ თავისით მომირჩება?
ექმთან დარეკვა მერიდება (რაღაც ისეთი ტიპია).

Posted by: t-90 12 Aug 2017, 15:06
პატარაზე ჩამომტყდა წინა კბილი.
ეშველება რამე თუ დავიკიდო?

Posted by: Kaxab 12 Aug 2017, 22:45
t-90
სტომატოლოგი არ ვარ მაგრამ, ჩემი აზრით "შებათქაშება" შეიძლება ცოტა : ) მიდი ექიმთან იკითხე, აქ აღარავინ პასუხობს.

Posted by: BIG DUKE 17 Aug 2017, 13:50
გამარჯობა.

ბევრი სისხლი მომდის ღრძილებიდან. პარადონტიტი მაქვს და შარშან ძაან საშინელება მჭირდა და პროცედურებზე ვიყავი. ახლა ისევ დამეწყო და ახლაც ვიყავი პროცედურებზე (4 თვეში ერთხელ რომ არის საჭირო) და 2 კვირაც არ გასულა, ტკივილები არ დამწყებია და არაფერი, მაგრამ ისევ დამეწყო სისხლდენები და რა ვქნა არ ვიცი. ძვირი ჯდება ეს პროცედურები და არაფერი განსაკუთრებული არ ყოფილა რომ ვიყავი, 1-2 სავლები გამომავლებინეს პირში და 1-2 მალამო წამისვეს და უკეთესობისკენ წავედი და რა პრეპარატებს იყენებენ ამ დროს პარადონტოლოგები რომ მე თვითონ ვიყიდო და ვიტარო ხოლმე ეს პროცედურები? რაღაც სტრანნი გემოს სავლები იყო და რაღაც თხევადი წამალი ბამბით მისმევდა რღძილებზე. რა პრეპარატებია მოკლედ საავადმყოფოში რასაც იყენებენ? სამკურნალო და არა პროფილაქტიკური. თუ საიდუმლოა რომ კლიენტების ფული არ დაკარგონ ხოლმე? spy.gif

თემის არსს მიხვდით ალბათ, რომ პრეპარატები მაინტერესებს, სამკურნალო და არა პროფილაქტიკური და ისეთები, ძირითადი, ერთგვარ კლასიკას რაც წარმოადგენს პარადონტოლოგიის მკურნალობისას.








Who posted in: კითხვა სტომატოლოგთან
Poster Posts
ikebana 240
gogochka 42
KeP 6 40
eksdo 37
tamti1 25
ashley_tko 21
ვივიანა 18
Scoorp 16
kravai9 14
TeaNats 14
ქართლოსი 11
n_elo 11
ma1ka 10
atila92 10
Shredinger 9
Crazy Dentist 9
gadaxlili 9
Yan-LoonG 9
tamuna_mpt 8
picundela 8
ronald_wesley 8
caf58c 8
iverson 8
Komponent 8
Corvette 8
albutashvili 8
Faun 8
G_A_G_A 7
violet 7
Just_smile 7
ჟანა 7
Solveig 6
ilushh 6
Christopher Robin 6
freeandhappy 6
boone 6
merciamercia 6
barbara7 6
niniaa 6
Nuci44 6
M3BB0 5
Future> 5
chuvak_lexo 5
Annabell 5
sasutela 5
Florbelle 5
Blur 5
MONTY 5
kotelnikovi 5
nolt83 5
死海. 5
ucxo777 5
chudnica 5
uttarx 4
marikrusi 4
nan_ka 4
gole 4
zgarb7 4
sunseeeker 4
novak_djokovic 4
Kaxab 4
sonata 4
execution 4
ninuchia-80 4
darkvision 4
beka911 4
bizonikluchi 4
Supernovaa 4
GeorgeSword 4
xunwa 4
lasha545 4
სერაფიტი 4
matusala_5 4
პრინცი_ოიგენი 4
marza 3
ninca 3
super fast jellyfish 3
zura1983 3
Colors123 3
Rorschach4 3
Mimi_2016 3
BettingExpert 3
toyota555 3
Bowman 3
Delirium 3
mimithecat 3
AquariuMANIAK 3
nia4u 3
M4S73R 3
San1 3
credo 3
AVP 3
მეოჯახე 3
Leo woman 3
მელითი 3
Your unique security code 3
salome33 3
sanfol 3
Kedy 3
xmaladze_t 3
miki 3
marwkinia 3
beso 3
ლივერმენ 3
Rebel=)) 3
ika-man 3
ladybug 3
nineus 3
keen 3
Unico 3
საკურა. 3
Domaci 3
kosta-rika 3
BlackTNT 3
Goodman 3
taamo 3
chita_chita 2
Aniutachka 2
nodari_nx 2
Aquarius_A888 2
Juventino123 2
LATITUD3777 2
გიორგი3008 2
giorgevich23 2
Biznes-men 2
Error! 2
Batuka 2
:spу: 2
chicharito12 2
qorda 2
basti-bubuuu 2
nukabadzi 2
Ambient 2
lemona 2
Limes 2
ნათინიუსი 2
manine2013 2
tin10nio 2
Jeny 2
sophya 2
ninilion 2
Seirēn 2
Nany 2
paranoid 2
wuna 2
Kaifistka 2
narkozeli 2
teoj 2
Milk 2
juli_26 2
aleqsa solano 2
saali18 2
Girl 2
ტუტრუცანა 2
LEGEN_wait for it_DARY 2
Work1 2
clairdelune 2
nikush83 2
გრინი 2
laluka88 2
padresito 2
Pakusa1 2
pukaaa 2
tatubatu ^_^ 2
blblbl 2
chanelgirl999 2
takalo 2
DEATHNESS 2
aura 2
OOOOOO 2
subterranean 2
somnambuli 2
lika_law 2
levan666 2
უცხო 2
მანანიკო 2
WenDbl 2
3dsmax85 2
fracture 2
BatoniTchia 2
3doorsdown 2
kate79 2
tatusha25 2
Otten 2
/// RiDER 2
mariam-bejo 2
GRINGO 2
lazy 2
bonnie 2
Arabuli90 2
chupa82 2
Celeste 2
sanivirusa 2
bermuxa-1 2
BaDGamer 2
annabanna 2
riverflows 2
M_E_N_T_A_L_I_S_T ✔ 2
ROMANTIC_GIRL 2
pankisa777 2
rock in rose 2
tamo7779 2
mziako 2
nino25 2
Cymbaline 2
ooo,girl,girl 2
DORABELLA 1
marituna 1
amoeka 1
tooth fairy 1
gia4147 1
mauler 1
Vengine 1
_SHEKY_ 1
ვეგა 1
FsdasD 1
McAlister 1
ra ici rashi gamogadgeba ? 1
VBR 1
jupao 1
ekageo 1
zanduki 1
teo25 1
multitate 1
goga80 1
Greenbro 1
SCORPION021 1
GRINGO-ს ძმა 1
Addict 1
daedo 1
purple_girl 1
Kebo 1
g-o-g-i-n-a 1
ავგაროზი 1
sprite123 1
Gilmour21 1
^Nos_ka 1
uwi-buwi 1
xx3xx 1
Ghostface_Killah 1
Kokoschka 1
exploit 1
John Jolie 1
aleqsandre777 1
ზური 1
goga-mariami 1
vasovaso92 1
tengomanchesteri 1
amiger 1
data_q 1
iSKiNG 1
MANAXH 1
gajgaja 1
Mohikan 1
DontGetM@d 1
zviiigo 1
Lorem ipsum 1
iimm 1
ginch 1
Makulatura 1
დუჩა 1
tamuna18 1
Onyx′ 1
E_ko 1
namu550d 1
Kurtcobain 1
IMDb 1
avtandili11 1
zaoff 1
elene_e 1
frajock 1
Pink_ Panther 1
Sargerass 1
perchatki 1
LUKT 1
naina525 1
shotikoooo 1
don gajetino 1
TENGIZI87 1
JizZy 1
Mr Mystery 1
tamunia_tamunia 1
likaterine 1
niniko-2009 1
ltdswarowski 1
glamo 1
Huckleberry 1
g12345 1
HooLaHooP 1
Kitty-the-Empress 1
makrine77 1
JORJ MORISSONI 1
Lady_Bird 1
libertad 1
Elviskote 1
CHUNIA 1
პერესი 1
mariam.i 1
SOSIBOSI 1
Ziggy Pop 1
Sonic334 1
juruki 1
anastasia-ana 1
companycreative 1
Ocelot 1
ratom86 1
baxabaxa 1
_qaloba_ 1
TopGear 1
Boyarg 1
Pumped up kicks 1
Gooramos 1
capricorn36 1
Lotosi 1
ქეთო 1
merkantil 1
Faulkner 1
t-90 1
Thea11 1
monadire88 1
lisbeth 1
Dostoyevsky 1
GeorgianFan 1
dimitri72 1
teo-teokuna 1
remi 1
ako0708 1
zgmartli 1
POKERISBLUFF 1
koch404 1
Pac. 1
lilu777 1
beqa331 1
Ambitious_Person 1
Naniko1 1
LostGirl 1
აგური 1
marituri 1
Doloress 1
AnDy_ 1
nakafi 1
anano-ana 1
გობალა 1
happy dreamer91 1
pato-7 1
norse 1
masho00 1
თალიბანი 1
pra_rezi 1
nino877 1
GASPAR 1
CHAXU 1
Deborah_ 1
Medison 1
Nini.n 1
jemliko2 1
ninito-91 1
badger 1
Waiting-for-kharcho 1
AnimeR 1
Thug L1fe 1
natia_m77 1
FletcheR 1
ika0900 1
Rampage 1
GeezerButler 1
დროებითი 1
pepusia2014 1
chonski 1
BABACA 1
marto 1
buub 1
nini_-_nini 1
Hermyon 1
luckboy 1
QISA 1
KHURODZE 1
nako8 1
TamunaKr 1
mkgnmc 1
ემპეწრი 1
Maiko274 1
natttiii 1
gordas 1
udzila1 1
raining72 1
ani433 1
eet 1
bird*mad*girl 1
axavild 1
Divin Codino 1
user_katie 1
anano-anano 1
kimbra 1
nata71 1
Ambora 1
onisepolski 1
girl avenu 1
Foxani 1
NATIA11 1
busxuna1 1
tamttamta 1
yoyoyo 1
ll_solve 1
bookworm 1
unknown lady 1
gabro777 1
ნოდარი13 1
qetqeta 1
Ibeer 1
GusGus 1
mariam_g 1
Bones 1
Guy13 1
Parabola 1
Lieder_Tim 1
Antea 1
vidok27 1
natina_b_22 1
Ordoll 1
rati nwt 1
ბარბაროსი 1
Egyptian 1
knutis_shaurma 1
twist123 1
inga1988 1
jjj 1
izabel 1
LUCKY7 1
kiskisatako1 1
GeorG-E 1
angelochka_ 1
chemi<4 1
dusi 1
pleita 1
fujita 1
David p 1
metofe 1
bigmaster 1
MozambikeliMtasvleli 1
manjgaladzemanana 1
gvelis_wiwila 1
kuda 1
taktakuna 1
wilkinson 1
pearlgirl 1
gio_xabaza 1
ellesh 1
Phosphorescence 1
zura2310 1
Ancelotti 1
iBEST 1
Replica 1
lav-100 1
show-girl 1
Nicolas_12 1
Hableconella 1
alamo 1
iobanivrota 1
i_am_goddess 1
SOULFUL 1
khvaramze 1
tengo_pato 1
ნუკი 1
zabzu 1
inga_72 1
pandoraa 1
nati_natiia 1
reddoc555 1
didi bege 1
Close window & open topic

Posted by: MANAXH 17 Aug 2017, 15:01
BIG DUKE
QUOTE
თემის არსს მიხვდით ალბათ, რომ პრეპარატები მაინტერესებს, სამკურნალო და არა პროფილაქტიკური და ისეთები, ძირითადი, ერთგვარ კლასიკას რაც წარმოადგენს პარადონტოლოგიის მკურნალობისას.

გამარჯობა, პაროდონტიტის მკურნალობა ხდება კომპლექსურად, მხოლოდ სავლებით ან აპლიკაციით, მალამოს მოთავსებით არ ტარდება მკურნალობა..

თქვენ თქვენით თუ გამოივლებთ ისევ სავლებს ეგ შესაძლებელია, თუმცა ხანგრძლივ რემისიას ანუ შედეგს ვერ მიიღებთ..

საჭიროა კარგ პაროდონტოლოგთან მისვლა და პროტოკოლის დაცვით მკურნალობის ჩატარება..

თუ რამე შეკითხვა გექნებათ დაწერეთ, არ მოგერიდოთ..

Posted by: ქართლოსი 17 Aug 2017, 18:37
BIG DUKE
QUOTE
ბევრი სისხლი მომდის ღრძილებიდან. პარადონტიტი მაქვს და შარშან ძაან საშინელება მჭირდა და პროცედურებზე ვიყავი. ახლა ისევ დამეწყო და ახლაც ვიყავი პროცედურებზე (4 თვეში ერთხელ რომ არის საჭირო) და 2 კვირაც არ გასულა, ტკივილები არ დამწყებია და არაფერი, მაგრამ ისევ დამეწყო სისხლდენები და რა ვქნა არ ვიცი. ძვირი ჯდება ეს პროცედურები და არაფერი განსაკუთრებული არ ყოფილა რომ ვიყავი, 1-2 სავლები გამომავლებინეს პირში და 1-2 მალამო წამისვეს და უკეთესობისკენ წავედი და რა პრეპარატებს იყენებენ ამ დროს პარადონტოლოგები რომ მე თვითონ ვიყიდო და ვიტარო ხოლმე ეს პროცედურები? რაღაც სტრანნი გემოს სავლები იყო და რაღაც თხევადი წამალი ბამბით მისმევდა რღძილებზე. რა პრეპარატებია მოკლედ საავადმყოფოში რასაც იყენებენ? სამკურნალო და არა პროფილაქტიკური. თუ საიდუმლოა რომ კლიენტების ფული არ დაკარგონ ხოლმე?


მე დიეტამ მიშველა.

Posted by: izabel 19 Aug 2017, 10:23
rock in rose
ლუბლიანას 62 ში დენტო კლუბში კეთდება ანესტეზია...რა პროცედურებზე ზუსტად არ ვიცი.
merkantil
მე ამოღებულ კბილში იმ დღესვე ჩამისვეს ინპლანტი. თუ ეს პასუხი დაგვიანებული არაა. smile.gif

Posted by: BIG DUKE 24 Aug 2017, 11:44
QUOTE (MANAXH @ 17 Aug 2017, 15:01 )
BIG DUKE
QUOTE
თემის არსს მიხვდით ალბათ, რომ პრეპარატები მაინტერესებს, სამკურნალო და არა პროფილაქტიკური და ისეთები, ძირითადი, ერთგვარ კლასიკას რაც წარმოადგენს პარადონტოლოგიის მკურნალობისას.

გამარჯობა, პაროდონტიტის მკურნალობა ხდება კომპლექსურად, მხოლოდ სავლებით ან აპლიკაციით, მალამოს მოთავსებით არ ტარდება მკურნალობა..

თქვენ თქვენით თუ გამოივლებთ ისევ სავლებს ეგ შესაძლებელია, თუმცა ხანგრძლივ რემისიას ანუ შედეგს ვერ მიიღებთ..

საჭიროა კარგ პაროდონტოლოგთან მისვლა და პროტოკოლის დაცვით მკურნალობის ჩატარება..

თუ რამე შეკითხვა გექნებათ დაწერეთ, არ მოგერიდოთ..

ეგეც არის, კი...
შეგიძლიათ მირჩიოთ ნორმალური პარადონტოლოგი ნორმალურ ფასად?
გაღვიძება მეზარება უკვე, იმდენი სისხლი მომდის ხოლმე sad.gif

არადა სამი კვირის წინ ვიყავი პროცედურებზე და თითქოს მომირჩა და ერთ კვირაში თავიდან დამეწყო ყველაფერი. 200 ლარამდე დამეხარჯა და რა გარანტია მაქვს, რომ ისევ ასე არ იქნება. რაშია გამოსავალი რა...

Posted by: NODOOOO 24 Aug 2017, 16:03
user posted image
გამარჯობა, ხომ არ იცით ამ კბილის პასტის ყიდვა სად შეიძლება თბილისში? (perlweiss - perfekt weiss)

Posted by: zhuzho 11 Sep 2017, 14:54
კბილის დაპლომბვა მინდა და ალერგიულობას რომ ადგენენ ეგ სად გავიკეთო? ადრე სადაც დავდიოდი ის დაიხურა sad.gif სადმე ახლოს რომ იყოს სასურველია, ავლაბარში ვცხოვრობ

Posted by: Zaza123456 13 Sep 2017, 18:14
დაახლოებით 3 კვირის წინ დავიპლომბე კბილი და ნერვიც მომიკლეს, მაგრამ ისევ ამტკივდა დღეს. ეგეთი რამე შეიძლება?

Posted by: Alcoholic 26 Sep 2017, 15:57
ძლივს დავიწყდე ვარჯიში ორი დღეა კბილი ამოვიღე და სირბილი არ შეიძლება?

Posted by: INKOINKO 1 Nov 2017, 11:10
სიბრძნის კბილები არ არის საჭირო ? დასაბჟენები მაქვს და როცა ერთ სტომატოლოგს ვუთხარი, ასე მიპასუხა - რა საჭიროა მაგათი დაბჟენა ამოიღეო.
არადა მყარად არიან და აღარც მტკივა. მაინტერესებს ღეჭვაში არ მონაწილეობენ სიბრძნის კბილები ? თუ არაფერი ფუნქცია აღარ აქვთ, რისთვის ამოდიან ? smile.gif

Posted by: f57 6 Nov 2017, 19:23
გამარჯობა, ბავშვობიდან დღმედე 21 წლის ვარ, მაქვს სტომატოლოგების შიში, და საერთოდ პირის გაღების მეშინია.
შიში მდგომარებოს ტკივილში. ახლა ბევრისგან მესმის რომ ყველაფერი უმტკივნეულოა და ვერაფერს ვერ გებულობო, მაგრამ შიში ყველაფერს ფარავს.
თუმცა მესმის რომ თუ ყურადღება არ მივაქციე, საქმე ცუდად წამივა biggrin.gif
1) მაინტერესებს, თუ როგორ ხდება გაყუჩების პროცედურა, რამდენად უმტკივნეულოა და არის თუ არა ტკივილი გამაყუჩებლის მოქმედების დასრულებისას?
2) ერთ წინა მარჯვენა კბილზე მაქვს ასეთი პრობლემა, წინა მხირიდან ღრძილი თითქმის აღარ არის, ანუ ნელ-ნელა ჩადიდოდა ქვემოთ და ახლა კბილის დიდი ნაწილი ჩანს.
რა დაავადებაა ეს და როგორ ხდება მისი მკრუნალობა?
3) პირის ღრუში დილით მაქვს ხოლმე სუნი, ასევე კბილების გამოხეხვის შემდეგ, თუ არაფერი არ მაქვს ნაჭამი, სუნი თავისით მეკიდება, ნებისმიერ შემთხვევაში.
რისგან შესაძლოა იყოს გამოწვეული სუნი?

Posted by: Irakli2013 10 Nov 2017, 16:33
თითქმის მთლიანად მაქვს დამტვრეული კბილი. დარჩენილია მარტო ერთი "კედელი" და ღრმული. აღდგენა მოხერხდება?

Posted by: reddoc555 18 Nov 2017, 11:47
გამარჯობათ, კლინიკა უნიდენტში იქნებ კარგი სტომატოლოგი მირჩიოთ

Posted by: ვივიანა 26 Nov 2017, 23:29
reddoc555
რა მიმართულებით გინდა?

Posted by: Black Hawk ილია 1 Dec 2017, 10:09
QUOTE (Shredinger @ 20 May 2015, 18:12 )
გამარჯობათ ვიყენებ პაროდონტაქს კბილის პასტას. თვითონ სტომატოლოგმა დამინიშნა და ვიყენებ უკვე 2 კვირაა.
ბოლო ერთი კვირაა დამეწყო თავბრუსხვევები.

შეიძლება,რომ ეს "პაროდონტაქს" კბილის პასტას გამოეწვია?
ან ანტიბიოტიკ ამოქსიკლავს?(ესეც სტომატოლოგის დანიშნულია)

ამოქსიკლავს გვერდით მოვლენებში უწერია თავბრუსხვევა. პირველივე უკუჩვენებაზე აუხილებელია შეწყვიტოთ წამლის მიღება.

Posted by: Aftermathe 18 Dec 2017, 22:48
ხალხო, მიშველეთ...რაღაც არასასიამოვნო გრძნობა მაქვს პირის ღრუში ბოლო 1 კვირაა, დღეს სახლში რომ მოვედი ფოტო გადავიღე და არ მომეწონა რაც დავინახე....მას შემდეგ რამდენიმე საათში ყავა დავლიე და 4-5 ღერი სიგარეტი მოვწიე და ეხლა რომ გადავიღე ფოტო, ძაან შეცვლილი იყო ყველაფერი...
user.gif user.gif
ხო და რა შეიძლება იყოს? cry.gif იმედია ძალიან სერიოზული არ არის... cry.gif
ან ვისთან მივიდე, სტომატოლოგთან თუ ყელ-ყურ-ცხვირთან?

ეხლა მეწვისავით სასა და ზოგადად ყელი...მიშველეთ
ესეც ფოტოები...
» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «

» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «

Posted by: CigaretteDaydreams 20 Dec 2017, 18:28
გამარჯობა კბილის დაპლომბვა მინდა და წესიერ სტომატოლოგს ვერ მირჩევთ ?

Posted by: Iak0b172 22 Dec 2017, 13:26
Aftermathe

ლარინგოლოგთან მიიდი. სტომატოლოგი რას გშველის თუ ყელი გტკივა

Posted by: taamo 25 Dec 2017, 11:42
იქნებ დამეხმაროთ ვინმე. თითქმის მუდმივად მაქვს უკვე სტომატიტი, რომ მომირჩება მალე მეწყება ისევ, თან ერთსა და იმავე ადგილას მაქვს პატარა ბუშტი ან წვის შეგრძნება. როგორ მოვირჩინო მირჩიეთ რამე, გთხოვთ. დაქვეითებული იმუნიტეტის ბრალი არაა

Posted by: ვივიანა 25 Dec 2017, 11:45
taamo
მიდი პაროდონტოლოგთან.

Posted by: taamo 25 Dec 2017, 20:13
QUOTE (ვივიანა @ 25 Dec 2017, 11:45 )
taamo
მიდი პაროდონტოლოგთან.

მე თვითონ ვერ ვიმკურნალებ?....................

Posted by: ვივიანა 26 Dec 2017, 21:47
taamo
სტამატიტი არსებობს 400-ზე მეტი, ყევლას განსხვავებული მკურნალობა აქვს, პირადად მე არ გირჩევდით თვითმკურნალობას, აშკარად შედეგიც არ გაქვთ და ამიტომ გირჩიეთ პაროდონტოლოგი.

Posted by: taamo 27 Dec 2017, 21:25
ვივიანა
კარგით. მადლობა. smile.gif ....................................................

Posted by: Daთa 1 Jan 2018, 13:05
კარიესის საწინააღდეგოდ რომელი კბილის პასტაა კარგი?
აფთიქებში არ მინდა ვიკითხო, ვფიქრობ რის გაყიდვაც უნდათ მაინც იმას მირჩევენ და არა საუკეთესო ვარიანტს smile.gif)

Posted by: Ttesa19 4 Jan 2018, 01:07
კბილზე აბსცესი თუ არის რენდგენზე გამოჩნდება ხო

Posted by: italiashka 10 Jan 2018, 11:33
გამარჯობა, ხართ ვინმე აქტიური მომხმარებელი აქ? smile.gif
ძალიან სასწრაფოდ მჭირდება პასუხი,
მეექვსე კბილის ექსტრაქციისას შეიძლება რაიმე საფრთხე შეიქმნას ჰაიმორის ღრუსთან დაკავშირებით?
ანუ კბილის ამოსაღებად მივედი ექიმთან, მანამდე იმავე კლინიკასი რენტგენი გადამიღეს და სხვა ქირურგმა ნახა, მოდი სამშაბათსო ამოგიღებო და სამშაბათს სხვა დროზე მომიწია მისვლა და სხვა ქირურგი დამხვდა და დამიწყო გინდა თუ არა 3დ სურათი უნდა გადაიღო, ისე ვერ მოვკიდებ ხელსო, თან გაყიდვების აგენტივით ლაპარაკობდა და არა ექიმივით, ერთ კონკრეტულ კლინიკაში მაგზავნიდა სურათის გადასაღებად.
მოკლედ, ავდექი და წამოვედი და რეალურად მსგავსი შემთხვევები ხშირია?
ანუ 10 წლის წინ კბილს რო იღებდნენ რენტგენსაც არ უღებდნენ მგონი პაციენტებს და ეხლა რატო გამიპრობლემეს ესე?

Posted by: Scoffield 14 Jan 2018, 00:25
გამარჯობათ.


კბილში ნერვია ამოსაღები ძაან დიდი ღრუა და არ გაყუჩდა არაფრი5 შესაბამისად კბილი დანტისტმა ვერ დამიპლომბა, ჰოდა წამალი ჩამიდო ეგ წამალი ნერვს მოკლავს? 5უ როგორაა?

Posted by: altim17 16 Jan 2018, 00:32
თუ გაწუხებთ სტომატიტი დაგვიკავშირდით
tempo60@mail.ru სტომატიტი რჩება 3 დღეში.გარანტიით.
* * *
QUOTE (taamo @ 25 Dec 2017, 11:42 )
იქნებ დამეხმაროთ ვინმე. თითქმის მუდმივად მაქვს უკვე სტომატიტი, რომ მომირჩება მალე მეწყება ისევ, თან ერთსა და იმავე ადგილას მაქვს პატარა ბუშტი ან წვის შეგრძნება. როგორ მოვირჩინო მირჩიეთ რამე, გთხოვთ. დაქვეითებული იმუნიტეტის ბრალი არაა

თუ თქვენ გაწუხებთ სტომატიტი დაგვიკავშირდით
tempo60@mail.ru სტომატიტი მოგირჩებათ 3 დღეში. გარანტიით
* * *
თუ თქვენ გაწუხებთ ცუდი სუნი პირიდან(ჰალიტოზი) , რასაც ვერ აკავშირებთ ვერცერთ დაავადებასთან - კბილები,სტომატიტი, ტონზილიტი, დიაბეტი და სხვა - ნუ იტანჯებით, დაგვიკავშირდით tempo60@mail.ru, altim17@gmail.com.
კლასიკური მედიცინა ვერ ადგენს ამ საშინელი მდგომარეობის ვერც ეტიოლოგიას და ვერც პათოგენეზს,შესაბამისად ვერც დაგეხმარებათ. მხოლოდ ე.წ. ჰოლისტიკური მიდგომა, რაც
აღმოსავლური მედიცინის საბაზისო მიდგომაა, შეცაძლებელს ხდის სრულ განკურნებას, რადგან თვით ორგანიზმი
სძლევს იმ მრავალ მიზეზს,რის გამოც ეს საშინელი სუნი ჩნდება, და რომ მიზეზები მრავალია ამაზე ნათლად მიუთითებს პირის ღრუში არსებული მყრალი სუნის მრავალფეროვნება - გოგირდის,ლაყე კვერცხიდან დაწყებული,
სტერკობილინის, ანუ ნაწლავებში საჭმლის გადამუშავების შედეგად წარმოქმნილი სუნით დამთავრებული.
სხვადასხვა სუნის წარმოქმნას სხვადასხვა ბიოქიმია აქვს, ამიტომ ძირითადი დაავადების ძებნა და შემდეგ
მისი მკურნალობა შედეგს ვერ გვაძლევს, რადგან დადგენილ დაავადებას , ალბათ, ამ სუნის წარმოქმნაში
არავითარი ''წვლილი'' არ მიუძღვოდა. ერთი რამ კი შეიძლება ითქვას, ეს საშინელი სუნები, გარდა პირის ღრუს
ორგანოებიდან წარმოქმნილი, ყოველთვის ფილტვებიდან ამოდის და არა კუჭიდან, რაგინდ ჰიატალური თიაქარი
და რეფლუქსი არ გაწუხებდეთ. ფილტვების ალვეოლებში კი კაპილარული ქსელიდან ხვდება ის სხვადასხვა(!)
'ცუდი' ნივთიერებები, რომლებიც სხვადასხვა(!) ბიოქიმიური რეაქციების შედეგად წარმოიქმნებიან.
დააკვირდით, თავად ადამიანის ცხვირი თავის ცუდ სუნს ვარ გრძნობს, სხვა თუ გეტყვით ამის შესახებ, მაგრამ ყველანი კარგად ვგრძნობთ დანაყრებულზე 'ამობოყინების' სუნს, რომელიც ნორმაში სულაც არაა მყრალი და იმ შემთხევებშიც კი არ აქვს მყრალი სუნი, როდესაც ადამიანს დანამდვილებით ჰალიტოზი
აწუხებს(!)
პატივისცემით თ. ალხაზიშვილი

Posted by: vasovaso92 16 Jan 2018, 10:06
ლესნოი ბალზამის პირში გამოსავლები კაია?

Posted by: vasovaso92 21 Jan 2018, 16:34
კბილი მომტყდა ოღონდ ბოლომდე არა დაბლა დარჩა ტკივილით არ მტკივა პროსტა საჭმელს რო ვჭამ ვერ ვღეჭავ წესივრად და რავქნა spy.gif

Posted by: *ciyv 21 Jan 2018, 19:10
user posted image
გამარჯობა
წინა ორი კბილის გასწორება როგორ შეიძლება და რა დროში მომცემს შედეგს?

Posted by: INGATO 25 Jan 2018, 21:37
გამარჯობა ამ ბოლო დროს კბილებზე მგრძნობელობა მომემატა და კბილები მეფხშვნებასავით და რით შემიძლია ვიმკურნალო/გამოვასწორო?

Posted by: Oldmak888 6 Feb 2018, 17:57
გამარჯობათ,ხომვერდამეხმარებით ? მოკლედ კბილის ტკივილმა შემაწუხა სადღაც სამი კვირის უკან სტომატოლოგთან მისვლას მაინც თავს ვარიდებდი და გამაყუჩებლებს ვსვამდი,მაგრამ,როდესაც ძაან გამიმძაფრდა ტკივილები და ღამითაც არდამაძინა გადავწყვიტე,რომ მივსულიყავი.
მკურნალობა დაახლოებით ორი კვირაა რაცდავიწყე დღეს უკვე მეორეჯერ ვიყავი,მაგრამ გამაყუჩებელი ბევრჯერ დამჭირდა პირველ მისვლაზე ნერვიც არამოვაღებინე ისე მტკიოდა გაბუჟებულზეც ვგრძნობდი მაინც,მაგრამ შემდეგ რაღაც წამალი ჩამიდო ნერვის მოსაკვლელი და დღეს,რომ მივედი ამომიღო რაღაც ნაწილი ნერვის,მაგრამ ქვემოთ რომ ჩავიდა უფრო ფესვამდე უკვე აღარც გამაყუჩებელმა მიშველა და არაფერმა საშინელი ტკივილი იყო,რომ ეხებოდა ნერვს და კიდევ ვთხოვე,რომ ნერვის მკვლელი თუ რაც არის ის ჩაედო და მაინტერესებს მომდევნო (შაბათს) მისვლაზე ისევ ამტკივდება ? ან თუ ამტკივდა შეიძლება ამდენი წამლის ჩადება კიდევ,რომ გადავავადებინო ნერვის ამოღება ? ან საერთოდ,რომ დამიპლომბოს არშეიძლება ?

პ.ს მარჯვენა ქვედა ყბის კბილია,როგორც სტომატოლოგმა თქვა მეხუთეო...

Posted by: Pumped up kicks 6 Mar 2018, 17:13
მეგობრებო კისტა მაქვს საკმაოდ დიდი ზედა ყბაზე და სტომატოლოგი შეძლება ამის მკურნალობას და გარეთ გამოსული რაღაც მასის მოკვეთას თუ ყბა- სახის ქირურგმა უნდა გააკეთოს ყველა ვარიანტში?

Posted by: normaluri adamiani 19 Mar 2018, 18:32
გამარჯობა,
მაინტერესებს ასეთი რაღაც, ადამიანს როდესაც სიცილის დროს უჩანს ღრძილები, რა ქვია ამ მოვლენას, რისი ბრალია (გენეტუკურია თუ რაიმე ღრძილის დაავადებაა) და ქირურგიული ან სხვა რაიმე მეთოდით გამოსწორება თუ არის შესაძლებელი და ვის მივმართოთ. ცხენის მსგავს კბილებს ვგულისხმობ, როცა დახურულ პირზეც კი ოდნავ ეტყობა კბილები.

Posted by: რაგნარი 20 Mar 2018, 12:14
ეს როგორი სტომატოლოგია, იცის ვინმემ?

Posted by: ვივიანა 22 Mar 2018, 23:03
რაგნარი
ეგ არაა სტომატოლოგი mo.gif

Posted by: Laverne_de_Montmorency 31 Mar 2018, 15:48
სიბრძნის კბილები (მარჯვენა ზედა და ქვედა) ამოვიღე გუინ. დღეს ცოტაზე სულ ოდნავ ამტკივდა. აქამდე არ მტკიოდა საერთოდ.
პირი რომ გავაღე ცივი ჰაერი რომ მომხვდა უსიამოვნო იყო ზედა კბილზე. ნიშნავს ეს, რომ კოლტი არ წრომეშვა და ალვეოლიტი განვითარდა? sad.gif თუ ნორმალურია ასეთი მგრძნობელობა?

Posted by: Melpomene 6 Apr 2018, 02:09
5 თვის წინ დაპლომბილი კბილი რატომ უნდა მტკიოდეს ვერ ვხვდები. არადა მეგონა მოშორებული მქონდა კბილების თემა... (( ამდენ ფულს იხდი ადამიანი და ნორმალურად არ გიპლომბავენ. ((

Posted by: KATman 6 Apr 2018, 14:38
Melpomene
QUOTE
5 თვის წინ დაპლომბილი კბილი რატომ უნდა მტკიოდეს ვერ ვხვდები. არადა მეგონა მოშორებული მქონდა კბილების თემა... (( ამდენ ფულს იხდი ადამიანი და ნორმალურად არ გიპლომბავენ. ((

აქ ფულის გადახდა არ ნიშნავს ხარისხს. ბევრი კლინიკა ცარიელი რეკლამაა და ვიზუალი. 20 წლის გოგოშკა რო იქნება სტომატოლოგი, იმან რა უნდა დაპლომბოს. კბილის ტკივილს რაც შეეხება, ორი ვარიანტია. ან ცოცხალია კბილი და ნერვამდე მივიდა, დაპლომბვისას 50/50-ზე იყო, გაუძლებდა თუ არა. თუ მკვდარი კბილია, 90% არხი არ იყო კარგად დაპლომბილი და დაჩირქდა. ყველა ვარიანტში რენტგენი ჭირდება.

Posted by: buenos 11 Apr 2018, 16:20
რა მომენტები უნდა გაითვალისწინოს ადამიანმა, რა მინუსები აქ კბილისის იმპლანტაციას?
-ინფექცია , სეფსისი ვითარდება ზოგჯერო,
-იმპლანტს არ მიიღებს ორგანიზმიო,
-მაგნიტურ რეზონანსური გამმკვლევები, ტომოგრაფია აკრძალული არის. განსაკუთრებით კბილი რკინის თუ არისო. ამ შემთხვევაში რა ხდება, უბრალოდ არასწორ სურათს მივიღებთ გამოკვლევის დროს თუ რეზონანსებმა შეიძლება იმპლანტიც მოარყიოს?

Posted by: bochua 13 Apr 2018, 14:10
Mogesalmebit. Var 38 wlis..8 wlis win damidginda oqrosferi stafilokoki sisxlshi..ris gamoc damchirda ramdenime operacia..aseve piris xruhic operaciuli charevis gamo,zeda ybaze ramdenime kbilis amoxeba gaxda sachiro..kbilebis arqonis gamo, iqna gamowveuli tankbilva..mainteresebs implanti tu sheidzleba..aseve maqvs qronikuli B hepatiti..gmadlobt.
* * *
Saxamomshvidobis..gtxovt mipasuxot..dzalian mnishvnelovania tqveni azri..gmadlobt

Posted by: MANAXH 19 Apr 2018, 13:53
buenos
გამარჯობა..

QUOTE
რა მომენტები უნდა გაითვალისწინოს ადამიანმა, რა მინუსები აქ კბილისის იმპლანტაციას?

მომენტები ექიმმა უნდა გაითვალისწინოს, დენტალურ იმპლანტაციას აქვს თავისი ჩვენებები და შედარებითი უკუჩვენებები..

პლუსები:

- აღადგენს კბილთა მწკრივის მთლიანობას მეზობელი კბილების პროცედურაში ჩართვის გარეშე
- დენტალურ იმპლანტზე მორგებული ხელოვნური გვირგვინი მაქსიმალურად მიახლოვებულია ბუნებრივ კბილთან ღეჭვითი ეფექტურობის თვალსაზრისით
- ბიოთავსებადია
- უზრუნველყოფს ძვლის შენარჩუნებას (როდესაც არაა დატვირთული ძვალი, იწყება განლევის პროცესი)

მინუსები:

- ღირებულება

QUOTE
-ინფექცია , სეფსისი ვითარდება ზოგჯერო,

თუ წესრიგში იქნება ყველაფერი და დაცული საოპერაციო ნორმები, არ უნდა გქონდეთ ეგ შიში.

QUOTE
-იმპლანტს არ მიიღებს ორგანიზმიო,

იმპლანტაციის ოპერაციამდე ხდება დაგეგმარება, რაც მოიცავს კონსულტაციის გარდა სპეციალურ გამოკვლევებს.

QUOTE
-მაგნიტურ რეზონანსური გამმკვლევები, ტომოგრაფია აკრძალული არის. განსაკუთრებით კბილი რკინის თუ არისო. ამ შემთხვევაში რა ხდება, უბრალოდ არასწორ სურათს მივიღებთ გამოკვლევის დროს თუ რეზონანსებმა შეიძლება იმპლანტიც მოარყიოს?

თანამედროვე დენტალური იმპლანტი რკინის არ არის, დამზადებულია ტიტანისგან.
* * *
bochua
მოგესალმებით, თქვენ დაგჭირდებათ კომპლექსური დიაგნოსტიკა და მკურნალობის გეგმის შედგენა.

უნდა განისაზღვროს დღეისთვის თუ როგორია ზოგადი ფონი და ასევე, ადგილობრივად არის თუ არა ანთების ნიშნები პირის ღრუს ლორწოვანზე..


Posted by: bochua 21 Apr 2018, 19:57
Gmaldobt..tu yvelaferi normashi iqneba da aravitar antebis nishnebi an raime sxva aragmomachndeba..am shentxvevashi tu sheidzleba implanti..rogor fiqrobt implantis shemdeg sheideba rom,gaixvidzos infeqciebma..am shishis gamo ar kidebs arcerti eqimi xels..tqvebi azri mainteresebs

Posted by: Mademoiselle. 25 Apr 2018, 18:01
გამარჯობა

ცერეკით წინა კბილის აღდგენა რა დამიჯდება ხომ ვერ მეტყვით

მადლობა

Posted by: polemos0108 2 May 2018, 12:41
გამარჯობა
ხომ არ იცით ვინმემ რა განსხვავებაა ხარისხში 1 ლარიან და 15 ლარიან კბილის ჯაგრისს შორის?

ოღონდ კონკრეტულ პასუხს თუ დაწერთ მადლობელი დაგრჩებით.


p.s. ფასის გარდა.

Posted by: SabaAfa 2 May 2018, 13:15
გამარჯობა
სადღაც წავიკითხე რომ ენაზე ცოტატი უცნაური ფერი ცუდის ნიშანია მერე დავაკვირდი ჩემ ენას და ცოტატი თეთრია,მერე ენის უკანა მხარეს დავიდე თითი და სუნი შევამოწმე და უსიამოვნო სუნია და რისი ბრალი შეიძლება იყოს? ყოველდღირად ვიხეხავ კბილებს

Posted by: glamo 4 May 2018, 12:45
გამარჯობა. დღეს ვიყავით სიბრძნის კბილის ექსტრაქციაზე და უარი გვოთხრა ექიმმა (არ ვცხოვრობთ საქართველოში).
თქვა რომ კბილის ფესვი ძალიან ახლოს არის ნერვთან, ზედ აზის ფაქტიურად და არის პარესთეზიის საშიშროება. გაგვიშვა ყბა-სახის ქირურგთან. სანამ მივალთ იქნებ ვინმე კომპეტენტურმა მომწეროთ რასთან მაქვს საქმე. მადლობა.

Posted by: qetiqeti76 6 May 2018, 16:15
გამარჯობა.მზია ბაქრაძესთან თუ ყოფილხართ ვინმე?

Posted by: miamia1010 12 Jun 2018, 18:42
Gamarjobat, 2 kviris win mqonda stomatiti shemdeg gamiara, 3 dgis win kbikebi gaviwminde da shevamchnie rom grdzilze gamichnda,sheidzleba rom kbilebis gawmendas gamoewvia grdzilebis gagedzianeba shemdeg ki stomatiti. Madloba

Posted by: unusual 18 Jun 2018, 12:12
გამარჯობათ, წინა კბილი დამიბჟინა ექმმა , წერილოვანი ბჟენი იყო საჭირო და ფერი არ მომწონს, მოყვითალო ფერის გამიკეთა. კი მითხრა მოდი ხელახლა და სხვა ფერს გაგიკეთებო, მაგრამ აღარ მინდა მაგასთან მისვლა. მაინტერესებს ეხლა ვინირება დამჭირდება თუ ისევ პლომბი? და ვინირების შემთხვევაში ის ემალი რომელიც ჯანმრთელია და დაუბჟენილი იმავე კბილზე, ხელუხლებელ ადგილზეც ხდება ვინირება? და ცოდო რ არის ჯამრთელი ქსოვილის ვინერებით გაკეთება?

Posted by: DERRICKROSE 2 Jul 2018, 15:45
გამარჯობათ, ერთი კბილი მთლიანად ჩამომძვრა, ფესვი დაპლომბილი მაქ და ეშველება რამე? ჩამოშენება შესაძლებელია?

Posted by: Zestafans 3 Jul 2018, 06:54
Pirvel rigshi bodishi inglisuri shriftistvis.
Mokled gushin viyavistomatologtan. Martivad rom vtqva dabjena mindoda. Mere chavida fesvebshi, chamitova wamali da droebiti plombi. Xoda mtkiva, xval unda mivide, mara manamde gamocda maq saweri. Iqneb mirchiot rame tkivil gamayuchebeli ro tan ar momtentos... winaswar madloba.

P. S citramons vsvav mara miyuchebs 3-4 saatit. Minimum 12 saatiani mainc araferia ufro dzlieri.

Posted by: Tasunia 8 Jul 2018, 02:27
მოგესალმებით ფორუმის წევრებს, რამდენიმე დღის წინ ვიყავი სტომატოლოგთან -ორი კარიესით ქვედა მე-7 და მე-8 კბილზე.კარიესები იყო ღრძილის გაყოლებაზე, არ მტკიოდა არც ისე და არც ცივ წყალზე ან მაგალითად საკვებზე, ხილზე... ექიმმა ბორმანქანით დაამუშავა და დაბჟინა და 20 წუთში გამომიშვა. შინ დაბრუნებულმა ბჟენები დავათვალიერე,( ჩემმა მეუღლემაც იგივე მითხრა) და შევნიშნე, რომ სადაც კარიესი იყო იმ ზოლზე(ასე ვთქვათ) შავად დაფერილია ბჟენის სქელი ფენა. ბჟენების ფერი და ფორმა არ ჰგავს ჩემს კბილს, ხოლო კბილებს შორის სადაც ასევე იყო კბილთაშორის კარიესი, ისევ სიშავეა და თითქოს ისევეა დაუმუშავებლად ქსოვილი დატოვებული. ექიმს დავურეკე და ვკითხე ასე უნდა იყოს მეთქი . დიახო, მეტი ქსოვილი არ მოვხსენი ,თორემ მერე არხი გახსნა მომიხდებოდაო, - კარიესი არ წავა მეთქი ,-არაო.მსგავსი ბჟენი არასოდეს მქონია -შავი კარიესული ნაწილი გადაელესათ, არც ასეთი უშნო. მაგრამ მთავარი ისაა, რომ კარიესიანი კბილები არ მტკიოდა ახლა კი,, დაბჟენილები,, მაწუხებს: ხილზე მტკივა, ცივ წყალზე , ტკბილზე, ლიმონიან უშაქრო ჩაიზეც კი... ვერ ვღეჭავ , რბილ საკვებსაც კი, აშკარად ბჟენი მაღალია და მოკლედ თავიდან გასაკეთებელია ორივე კბილი. sad.gif დაზღვევა მაქვს და პროვაიდერ კლინიკაში ვიყავი, თბილისის ცენტრში ნაქებ კლინიკაში.


* * *
კითხვა კი ისაა, როგორ მოვიქცე, ცხადია, იმ ექიმს არ მივაკითხავ- გამოასწორე შენი ნაკეთობა მეთქი,როგორღა ვენდობი სხვასთან უნდა მივიდე, ..თავიდან ბურღონ ცოცხალი კბილები ,თავიდან ვიხადო თანხა. რაიმე კანონი მიცავს ასეთი ზერელე და უპასუხისმგებლო,
ქმედებისგან .

Posted by: boxvena1 10 Jul 2018, 08:58
ვარ ორთოპედ ქირურგი ვაკეთებ პროთეზებს 100 ლარიდან ვიღებ კბილს აგრეთვე მეტალო კერამიკის ხიდებს 558793465 ირაკლი

Posted by: xx3xx 12 Jul 2018, 19:15
ამ კბილზე მინდა პლომბის გაკეთება 2-3 თვის წინ ჩამიტყდა და ექიმმა უნდა მოვკლათო არხები გავხსნათ და რაღაც და ვითომ ასე სერიოზულადაა საქმე გადარჩენა არ შეიძლება?

user posted image

Posted by: temotemuka 13 Jul 2018, 14:03
დავიპლომბე 8 კბილი აქედან ორზე ნერვის მოკვლე და გაუტკივარება დამჭირდა +ორივე ქვედა ყბაზეა და გვერდიგვერდ. გავიდა ერთი კვირა და მაქვს ტკივილები კბილის კბილზე შეხებისას და განსაკუთრებით ყბაზე, რას მირჩევთ ექიმმა ჩაის სავლები და ტკივილ გამაყუჩებელიო

Posted by: Nicola_Rizzoli 29 Jul 2018, 11:45
აქ საერთოდ პოსტავს სტომატოლოგი კი ? sad.gif sad.gif

Posted by: assassin23 4 Aug 2018, 13:40
რა აზრის ხართ ამაზე სტომატოლოგმა გამომიწერა როგორც დღეში 2 და მეტჯერ საწმენდი user posted image

Posted by: Sixto 14 Aug 2018, 17:11
კბილების გათეთრება უსაფრთხოა? გამიგია ემალზე მოქმედებსო და მაინტერესებს.

Posted by: atila92 25 Aug 2018, 14:25
ნატრიუმის ფტორიდი ინგლისურად sodium fluoride არის ხომ?

Posted by: REBEL1 1 Sep 2018, 19:33
გამარჯობათ, აღდგენილ კბილს ანუ რესტავრირებულს. რამე სპეციალური მოვლა ხომარჭირდება? ან გამოხეხვა შეიძლება კბილის პასტა და ჯაგრისით ხოარ დააზიანებს ან ხოარ გაცვდება? :დ

Posted by: mareim-mia 4 Sep 2018, 10:41
კარგი სტომატოლოგი მირჩიეთ რა.

Posted by: Tadzio 4 Sep 2018, 18:47
აქ საერთოდ პასუხობს კითხვებს სტომატოლოგი ? /

Posted by: ქართლოსი 20 Sep 2018, 18:24
ირიგატორი რომელია კარგი და სად შეილება ყიდვა?

=====================================================

user posted image

Posted by: Kaxab 9 Oct 2018, 21:52
რა დაემართა აქაურ სტომატოლოგს?
ალბათ არ მიხვედით მასთან, გაღარიბდა და მოწყინდა.

Posted by: Laashk 28 Oct 2018, 21:32
გამარჯობა, ალერგო სინჯი სად გავიკეთო ? და რომელი ჯობია კან ქვეშ თუ სისხლით თუ კიდეა რამე? 1 მედიკამენტზე მინდა.

Posted by: Mama_Basili 31 Oct 2018, 11:09
Laashk
QUOTE
გამარჯობა, ალერგო სინჯი სად გავიკეთო ? და რომელი ჯობია კან ქვეშ თუ სისხლით თუ კიდეა რამე? 1 მედიკამენტზე მინდა.

მე გავიკეთე წერეთელზე, გამოფენიდან დიდუბისკენ რომ მიდიხარ, მანდ პოლიციაა და პოლიციას რომ გაცდები ასე 70 მეტრში ხელმარჯვნივ შედიხარ ახალი კორპუსებია და მანდ იკითხე. საკმაოდ კარგი ქალბატონი ატარებდა ტესტებს.


ხალხო ერთი კითხვა მაქვს, ბავშვმა მოიცვალა კბილი (6 წლის არის) 5 თვე გავიდა და ძლივს ნელ ნელა ამოსდის კბილი, რამე აკლია ორგანიზმში თუ რატომ გაჭიანურდა ასე? მეორე ბავშვს მალევე ამოსდის ხოლმე კბილი

Posted by: freeandhappy 8 Nov 2018, 18:45
კბილი მაქვს დასაპლომბი, შეიძლება რომ კბილისგან თვალი მტკიოდეს და თავი, ამ დაზიანებული კბილის ზემოთ? ზედა ყბაზეა მე-7 კბილი, თვითონ კბილი არ მტკივა და თავში და ტვალზე ყრუ არასასიამოვნო შეგრძნება მაქვს.

Posted by: tatusha25 24 Nov 2018, 20:37
QUOTE
გამარჯობა, ალერგო სინჯი სად გავიკეთო ? და რომელი ჯობია კან ქვეშ თუ სისხლით თუ კიდეა რამე? 1 მედიკამენტზე მინდა.

ქავთარაძე ლეჩკომბინატი
ან წერეთელზე

Posted by: Naoko 28 Nov 2018, 20:27
მოკლედ 2 კვირის წინ დავიპლომბე კბილი მე-7. არხებით და ამბებით. პირველი 3 დღე მტკიოდა მერე დავისვენე. გუშინ ისევ დამეწყო ყრუ ტკივილი და ქვემოდან ხელით რომ ვაწვები ყბას მაშინ რაღაცნაირად მიფექთავს ღრძილი. მგონია, რომ ნერვია ჩარჩენილი. ვინმეს გქონიათ ესეთი შემხთვევა? spy.gif

Posted by: batata55 6 Dec 2018, 13:55
სალამი, მოკლედ ვმკურნალობ მე-7 კბილზე, ნერვი მომიკლა პასტით, რატომღაც ულტრაკაინმა არ გამიყუჩა, არადა არ მტკიოდა ეს კბილი, ნუ კარიესი კი მქონდა მაგრამ გვირგვინი იყო დაზიანებული ძალიან, ხელოვნური გვირგვინის გადაკვრის მიზნით დავიწყე მკურნალობა, ნუ პირველ ვიზიტზე ჩადო ეს პასტა, შემდგომზე ნერვი ამოიღო და არხები გაასუფთავა რაღაც ლურჯი სითხით და ისევ დროებითით დაიხურა, აქედან მეწყება უკვე კბილზე დაჭერით ტკივილი და ღრძილის შესიება, ბოლო ვიზიტზე კიდევ ვარდისფერი პასტა ჩადო მაგრამ უფრო გამირთულდა მდგომარეობა... პერიოდონტიტია ხომ სავარაუდოდ? ნუ ეჭვები რა თქმა მაქვს ექიმის შესახებ, რა უნდა გავაკეთო ახლა? გავაგრძელო ვიზიტები?

Posted by: adeline 8 Dec 2018, 17:57
გამარჯობა. ორთოპედიასთან დაკავშირებით მაქვს კითხვა: იმპლანტი ჯობია თუ ხიდის გაკეთება? ექიმმა იმპლანტი არ გჭირდება შენ და ჯობს ხიდი გავაკეთოთო და გვირგვინი ჩამოეცმევაო. თუ ვინმე ერკვევით, იქნებ დამეხმაროთ.

Posted by: nia4u 10 Dec 2018, 14:50
გამარჯობათ smile.gif
სიბრძნის კბილი მაქვს ნამკურნალები რამდენიმე წლის წინ.
ახლა მოირყა და გარშემო ღრძილიც მაქვს გაღიზიანებული,
ვერც ვჭამ, ვერც ვლაპარაკობ...
ამ მორყეულს ეშველება რამე თუ უნდა ამოვიღო?

Posted by: thug 16 Dec 2018, 02:20
ღრძილზე ხან გამომებერება ხოლმე ჩირქის პარკი ხან ჩაცხრება
წლებია უკვე ესე მაქვს არც მტკივა არაფერი
რა პონტია?
კანალი მაქვს გაკეთებული მაგ კბილზე რომლის ღრძილთანაც გამომდის ხოლმე.
ბოლოს რო გადამიღეს არაფერი ჩანდა სურათზე არანორმალური.
უნდა მოვხსნა კარონკა და ვნახოო ექიმმა და რავი..

რა შეიძლება იყოს და როგორ მივხედო სახლის პირობებში?


Posted by: tammmta1 17 Dec 2018, 19:27
რომელს მირჩევთ:
ნიუდენტი,ბელადენტი თუ ალგანიდენტი?

Posted by: Egyptian 25 Dec 2018, 10:36
სტომატოლოგიურში დავრეკე ბრეკეტების თემაზე მინდოდა კონსულტაცია და პანორამა სურათი მოიტანეო და
ეს სურათი იგულისხმება?
https://www.google.com/search?q=%E1%83%99%E1%83%91%E1%83%98%E1%83%9A%E1%83%94%E1%83%91%E1%83%98%E1%83%A1+%E1%83%9E%E1%83%90%E1%83%9C%E1%83%9D%E1%83%A0%E1%83%90%E1%83%9B%E1%83%90&rlz=1C1GCEU_enGE819GE819&source=lnms&tbm=isch&sa=X&ved=0ahUKEwj1-MyXrrrfAhUINOwKHYu_CrMQ_AUIDigB&cshid=1545719711705000&biw=1366&bih=657#imgrc=9yvAvBLnDHcoBM:

ავერსში გადავიღე ერთი 4 წლის წინ და 30 ლარი ღირდა როგორც მახსოვს და ახლა რა სად რა ფასებია არ იცით?

Posted by: any_body 27 Dec 2018, 00:01
Egyptian
კი ეგ არის პანორამა
ეგ ფასია ისევ

Posted by: filth 28 Dec 2018, 23:28
ამოღების შემდეგ სიგარეტის მოწევა შეიძლება? 3-5 ღერი დღის განმავლობაში

Posted by: ioana077 13 Jan 2019, 20:10
მაინტერესებს რინოპლსტიკამდე თუ შეიძლება ბრეკეტების გაკეთება და შემდეგ ერთ თვეში ოპერაციია დაგეგმვა? ძალიან მცორედით მაქვს კბილები შესასწორებელი

Posted by: f57 20 Jan 2019, 02:24
გამარჯობა, დღესდღეობით კვილის მკურნალობა რამდენად მტკივნეულია?
პირადად ძალიან მეშინია ტკივილის და საერთოდ პროცესის და აი ძალიან ვნერვიულობ.
და რამდენად მტიკვნეულია სიბრძნის კბილის ამოღება? კარიესის მკურნალობა?

Posted by: batata55 23 Jan 2019, 09:50
f57
კარიესის მკურნალობა ჩვეულ რეჟიმში სულაც არ არის მტკივნეული, თუმცა არის გარკვეულწილად გართულებები. სიბრძნის კბილს გააჩნია რა პოზიციაშია, რეტენციული კბილის ამოღება შედარებით რთულია, ფაქტიურად ტარდება ჩვეულებრივი ოპერაცია. ამოღების პროცესი იმდენად რთული არაა, რამდენადაც შემდგომი პოსტოპერაციული პერიოდი, უმეტეს შემთხვევაში საჭიროა ანტიბიოტიკები. აუცილებელია პირველ რიგში გაიკეთოთ სინჯი იმ კონკრეტულ გამაყუჩებელ საშუალებაზე, რომელსაც თქვენი ექიმი მოიხმარს, ის ფაქტი რომ წლების წინ ალერგიული არ იყავით არ არის სანდო.

Posted by: 1imereli1 26 Jan 2019, 23:19
გამარჯობათ

სიბრძნის კბილი მაქვს არასწორად წასული ყბაში , ოპერაცია მირჩიეს
საშინელი ტკივილები მქონდა
როგორც იქნა გამიყუჩდა
მერე სიცხეები დამეწყო 37.1 და 37.2 მაქ ყოველ საღამოს
შეიძლება კბილმა სიცხეები გამოიწვიოს ? როგორ უნდა გავიგო არის თუ არა ინფექციის კერა და შესაბამისად ტემპერატურის მიზეზი კბილი

Posted by: batata55 28 Jan 2019, 10:37
1imereli1
ყველა ვარიანტში ამოსაღებია ეგ კბილი, ანუ თუ ოდნავ თავი აქვს ამოყოფილი ასევთქვათ, ყველა ვარიანტში შევა შიგნით საკვების ნარჩენები და ღრძილის ქსოვილი გარკვეულ ინფექციებს იწვევს შიგნიდან. ასე რომ უმჯობესია დროული ექსტაქცია კარგ ქირურგთან, პირველ რიგში პანორამა გადაიღო სჯობს.

Posted by: lav-100 29 Jan 2019, 01:23
კბილზე ისე დაუდგამს სტომატოლოგს გვირგვინი რომ ნერვი არ მოუკლავს, დაახლოებით 5-7 წლის წინ, ეხლა ამტკივდა ეს გვირგვინიანი კბილი და ამ გვირგვნის მოხსნა ძელია ? ან ისევ უკან მოერგება კბილს თუ ახალი დამატებითი ხარჯია ? სავარაუდოდ რა დაემართებოდა ამ ნერვიან კბილს გვირგვინის ქვეშ რომ ამტკივდა ? მიშველეთ ვინმემ...

Posted by: lav-100 1 Feb 2019, 16:47
როგორც ჩანს, აქ არ შემოდიან სტომატოლოგები...


ვინმემ რომელიმე სტომატოლოგიურს მიაწოდეთ ინფორმაცია რომ 1 ექიმი დასვას ფორუმ.გეზე და ჯანდაბას თუ რამე მიიპატიჟოს თავსი კლინიკაში ხლხი, მაგრამკითხვებზე პასუხი გასცეს ონლაინ rolleyes.gif boli.gif war.gif

Posted by: Likri 2 Feb 2019, 14:32
მოკლედ.
ჩემ კბილზე ნერვს კლავს სტომატოლოგი 2 კვირაა,2 კბილია გასაკეთებელი
ქვემოთა მოგვარდა
ზენოთაში მეორედ ჩამიდო დარიშხანი,1 კვირის მერე დამიბარა და სხლა მაინც მტკივა..ოღინდ უკან ღრძილი ოდნავ ამობურცულიმაქ
დღეს დავურეკე მივდივარ ისევ
ამოსაღები ხოარაა
???
შეიძლება ამდენხანს მტკიოდეს?

Posted by: fork 3 Feb 2019, 14:59
ჯანმრთელი კბილები მემტვრევა უაზროდ.
ნუ,თუ ტყდება მთლად ჯანმრთელიც არ გამოდის,მაგრამ-დაჭიანებისა და გაშავების გარეშე.
საერთოდ ძალიან უავრგისი კბილები მაქვს,თუ დამიზიანდა-მაშინვე ამოსაღები ხდება.
პლომბი არ შველის,პლომბშიც მტკივა ხოლმე.

მირჩევთ რამეს,წამალს,გამოსავლებს?
ექიმთან უკიდურეს შემთხვევაში.

Posted by: any_body 6 Feb 2019, 21:24
QUOTE
მირჩევთ რამეს,წამალს,გამოსავლებს?
ექიმთან უკიდურეს შემთხვევაში.

sad.gif

Posted by: batata55 7 Feb 2019, 10:05
Likri
კი შესაძლოა კბილის კბილზე დადებით გტკიოდეს. დრო დასჭირდეს, ანუ უფრო გართულდა პროცესი,
* * *
Likri
კი შესაძლოა კბილის კბილზე დადებით გტკიოდეს. დრო დასჭირდეს, ანუ უფრო გართულდა პროცესი,

Posted by: Tanamemamule 12 Feb 2019, 02:10
მოკლედ რა მაინტერესებს . სადღაც 17 წლის წინ ზედა ყბაზე ორი კბილი ამოვიღე და ხიდი გავიკეთე . ეხლა მინდა ეს ხიდი მოვიშორო და ორი იმპლანტი გავიკეთო მაგრამ ერთი პრობლემის წინაშე დავდექი. ძვალი შეიწია .. ანუ იმპლანტი კი დამაგრდება მაგრამ არაესთეტიურია . ანუ რო ავხსნა ჩვეულებრივ სხვა ღრძილთან შედარებით ეს ადგილი შევიწროვებული და ზემოთ აწეულია . სტომატოლოგმა მირჩია ღრძილის გადანერგვა . ანუ რაღაც უნდა ჩაეკეროს ალბათ რომ ესთეტიურად სხვაღრძილს გაითანაბრდეს . რამე სხვა ალტერნატივა ხომ არ იცით სტომატოლოგებო .. რას მირჩევთ და ვის მივმართო

Posted by: SaintPod 24 Feb 2019, 22:59
კბილზე როგორი კარონკის გაკეთება ჯობია
ცირკონის თუ კერამიკის ?

და კარგად მოვლის შემთხვევაში რამდენი წელი ძლებს ?

Posted by: just smile19 1 Mar 2019, 21:13
lav-100

QUOTE
კბილზე ისე დაუდგამს სტომატოლოგს გვირგვინი რომ ნერვი არ მოუკლავს, დაახლოებით 5-7 წლის წინ, ეხლა ამტკივდა ეს გვირგვინიანი კბილი და ამ გვირგვნის მოხსნა ძელია ? ან ისევ უკან მოერგება კბილს თუ ახალი დამატებითი ხარჯია ?


გვირგვინის მოხსნა რთული არ არის, მაგრამ იგივე გვირგვინი აღარ არის ვარგისი. ახალი უნდა გაკეთდეს.
ნერვის მოკვლა გვირგვინისთვის ყოველთვის არ არის აუცილებელი.

QUOTE
სავარაუდოდ რა დაემართებოდა ამ ნერვიან კბილს გვირგვინის ქვეშ რომ ამტკივდა ? მიშველეთ ვინმემ...


ნერვის ანთება( პულპიტი) ან პერიოდონტიტი


Likri

QUOTE
მოკლედ.
ჩემ კბილზე ნერვს კლავს სტომატოლოგი 2 კვირაა,2 კბილია გასაკეთებელი
ქვემოთა მოგვარდა
ზენოთაში მეორედ ჩამიდო დარიშხანი,1 კვირის მერე დამიბარა და სხლა მაინც მტკივა..ოღინდ უკან ღრძილი ოდნავ ამობურცულიმაქ
დღეს დავურეკე მივდივარ ისევ
ამოსაღები ხოარაა
???
შეიძლება ამდენხანს მტკიოდეს?


ნემსს რატომ ვერ გიკეთებს, ალერგიული ხარ?

ამოსაღები შეიძლება არ იყოს, მაგრამ გართულდა და მკურნალობა უნდა


fork
QUOTE
ჯანმრთელი კბილები მემტვრევა უაზროდ.
ნუ,თუ ტყდება მთლად ჯანმრთელიც არ გამოდის,მაგრამ-დაჭიანებისა და გაშავების გარეშე.
საერთოდ ძალიან უავრგისი კბილები მაქვს,თუ დამიზიანდა-მაშინვე ამოსაღები ხდება.
პლომბი არ შველის,პლომბშიც მტკივა ხოლმე.

მირჩევთ რამეს,წამალს,გამოსავლებს?
ექიმთან უკიდურეს შემთხვევაში.



ექიმთან კონსულტაცია აუცილებელია


Tanamemamule

QUOTE
მოკლედ რა მაინტერესებს . სადღაც 17 წლის წინ ზედა ყბაზე ორი კბილი ამოვიღე და ხიდი გავიკეთე . ეხლა მინდა ეს ხიდი მოვიშორო და ორი იმპლანტი გავიკეთო მაგრამ ერთი პრობლემის წინაშე დავდექი. ძვალი შეიწია .. ანუ იმპლანტი კი დამაგრდება მაგრამ არაესთეტიურია . ანუ რო ავხსნა ჩვეულებრივ სხვა ღრძილთან შედარებით ეს ადგილი შევიწროვებული და ზემოთ აწეულია . სტომატოლოგმა მირჩია ღრძილის გადანერგვა . ანუ რაღაც უნდა ჩაეკეროს ალბათ რომ ესთეტიურად სხვაღრძილს გაითანაბრდეს . რამე სხვა ალტერნატივა ხომ არ იცით სტომატოლოგებო .. რას მირჩევთ და ვის მივმართო


იმპლანტოლოგთან გაიარე კონსულტაცია.


SaintPod

QUOTE
კბილზე როგორი კარონკის გაკეთება ჯობია
ცირკონის თუ კერამიკის ?


ცირკონის, თუმცა კერამიკაც ნორმალურია

QUOTE
და კარგად მოვლის შემთხვევაში რამდენი წელი ძლებს ?


ინდივიდუალურია


Posted by: lav-100 1 Mar 2019, 23:42
just smile19

ძლივს გამოჩნდა ადამიანი ვინც პასუხს გაგვცემს, სად იყავი აქამდე ?! biggrin.gif biggrin.gif



მადლობა, მეგობარო, მოვაგვარე ეგ პრობლემა ახალი გვირგვინი მამშვენებს smile.gif)))

Posted by: gionja 3 Mar 2019, 18:37

ikebana
გამარჯობათ, პირადში გწერთ და არ მოგდით, წასაშლელი გაქვთ ძველი წერილები და აღარ ეტევა და იქნებ თქვენც მომწეროთ? დახმარება მჭირდება თუ გექნებათ დრო ჩემთვის[/B]

Posted by: justfeel 4 Mar 2019, 20:13
გამარჯობათ ლიდოკაინზე და იმ მეორეზე ორი წლის წინ გავიკეთე ტესტი და არცერთზე მქონდა ალერგია, ეხლა კიდე უნდა გავიკეთო?

Posted by: PLAYer_1 5 Mar 2019, 18:07
გამარჯობათ....

ლიდოკაინზე სად გავიკეთო სინჯი...

ჯამღთელობის სახლში მივედი არამიანცის უკან და 75 ლარი მითხრეს sleep.gif rolleyes.gif

სად აკეტებენ ადამიანურ ფასში?

Posted by: justfeel 7 Mar 2019, 20:15
PLAYer_1
წერეთელზე არ მისული კოოკაკოლასთან პოლიციის შენობა როა მანდ მარჯვნივ კორპუსსში მეორე სართულზე 12 ლარად

Posted by: (მე) 10 Mar 2019, 00:05
გამარჯობათ!


პირველ რიგში მაინტერესებს თქვენი აზრი იმაზე,თუ რომელი კლინიკაა საუკეთესო თბილისში ინპლანტების გაკეთების მხრივ და დაახლოებითი ფასი ერთ კბილზე?გასაგებია ისაც,რომ ფასი შეიძლება შეიცვალოს ძვლის მდგომარეობის მიხედვით,მაგრამ შეგიძლიათ მაქსიმუმი ფასი დაწეროთ.

წინასწარ მადლობა.smile.gif

Posted by: SaintPod 13 Mar 2019, 22:02
კბილის ამოღებიდან კბილების
გახეხვა რამდენ დღეში შეიძლება ?

Posted by: just smile19 13 Mar 2019, 23:54
lav-100

QUOTE
ძლივს გამოჩნდა ადამიანი ვინც პასუხს გაგვცემს,


QUOTE
სად იყავი აქამდე ?!


tuk.gif

QUOTE
მადლობა, მეგობარო, მოვაგვარე ეგ პრობლემა ახალი გვირგვინი მამშვენებს


სულ დამშვენებაში : ))))

justfeel

QUOTE
გამარჯობათ ლიდოკაინზე და იმ მეორეზე ორი წლის წინ გავიკეთე ტესტი და არცერთზე მქონდა ალერგია, ეხლა კიდე უნდა გავიკეთო?


კი, 6 თვის ან მაქსიმუმ წელიწადის მერე ისევ კეთდება


PLAYer_1

QUOTE
გამარჯობათ....

ლიდოკაინზე სად გავიკეთო სინჯი...

ჯამღთელობის სახლში მივედი არამიანცის უკან და 75 ლარი მითხრეს   

სად აკეტებენ ადამიანურ ფასში?


ევექსის ყველა ფილიალში კეთდება 25 ლარამდე ღირს


SaintPod

QUOTE
კბილის ამოღებიდან კბილების
გახეხვა რამდენ დღეში შეიძლება ?


იმავე დღეს, მაგრამ ჭრილობას მოარიდე ჯაგრისი. მინიმუმ 2-3 სთ უნდა იყოს გასული

Posted by: SaintPod 14 Mar 2019, 02:33
just smile19
მადლობა smile.gif)))))))))))))))))))))))

Posted by: (მე) 15 Mar 2019, 12:37
just smile19


გამარჯობა!

შეგიძლია მითხრა დაახლოებითი ფასი ერთი კბილის ინპლანტზე?

Posted by: just smile19 15 Mar 2019, 23:50
(მე)

QUOTE
შეგიძლია მითხრა დაახლოებითი ფასი ერთი კბილის ინპლანტზე?


სხვადასხვა კლინიკაში სხვადასხვა ფასია. საშუალოდ 750 ლარიდან ნორმალური ხარისხის. ნაკლებიც ღირს ზოგგან, მაგრამ ხარისხი არ ვიცი

Posted by: zabzu 16 Mar 2019, 01:20
საბურთალოს ტერიტორიაზე თუ მირჩევთ კარგ სტომატოლოგს
უაზროდ ძვირსაც რომ არ ითხოვდეს

Posted by: (მე) 16 Mar 2019, 17:29
QUOTE (just smile19 @ 15 Mar 2019, 23:50 )
(მე)

QUOTE
შეგიძლია მითხრა დაახლოებითი ფასი ერთი კბილის ინპლანტზე?


სხვადასხვა კლინიკაში სხვადასხვა ფასია. საშუალოდ 750 ლარიდან ნორმალური ხარისხის. ნაკლებიც ღირს ზოგგან, მაგრამ ხარისხი არ ვიცი

დიდი მადლობა.ჩემი მეუღლე უნდა ჩამოვიდეს. აქ ამერიკაში საშინელი ფასებია.


კიდევ ერთი კითხვა და ამ ფასში 3D კომპიუტერული ტომოგრაFია და ნარკოზი შედის?

Posted by: just smile19 19 Mar 2019, 13:48
(მე)

QUOTE
კიდევ ერთი კითხვა და ამ ფასში 3D კომპიუტერული ტომოგრაFია და ნარკოზი შედის?


ტომოგრაფია არ შედის და ნარკოზი ანუ დაძინება არაა საჭირო. ადგილობრივი ანესთეზიით კეთდება

Posted by: likaka 19 Mar 2019, 22:51
მეგობრებო, სიბრძნის კბილი მაქვს მარჯვნივ ზედა ყბაზე, პანორამაზე ჩანს რომ ჯანსაღია მაგრამ გვირგვინიდან ცოტა გადასულიაო.შეიძლება ეგ იწვევდეს ტკივილს თბალბუდის არეში და საფეთქელთან? 2 -ჯერ გადავიღე მაგნიტური ტომოგრაფია თავზე და არაფერი მაქვს. დღეს მივიდე ყინული სიბრძნის კბილზე და საშინლად არ მესიამოვნა ეხლაც მიფეთქავს.არადა მეუბნებიან წარბთან ვერ გადასცემდა ეგ რომ იყოსო.რა გავაკეთო?

Posted by: just smile19 20 Mar 2019, 14:55
likaka

QUOTE
მეგობრებო, სიბრძნის კბილი მაქვს მარჯვნივ ზედა ყბაზე, პანორამაზე ჩანს რომ ჯანსაღია მაგრამ გვირგვინიდან ცოტა გადასულიაო.შეიძლება ეგ იწვევდეს ტკივილს თბალბუდის არეში და საფეთქელთან? 2 -ჯერ გადავიღე მაგნიტური ტომოგრაფია თავზე და არაფერი მაქვს. დღეს მივიდე ყინული სიბრძნის კბილზე და საშინლად არ მესიამოვნა ეხლაც მიფეთქავს.არადა მეუბნებიან წარბთან ვერ გადასცემდა ეგ რომ იყოსო.რა გავაკეთო?


რენტგენი არ გაქვს სიბრძნის კბილზე გადაღებული?

Posted by: likaka 20 Mar 2019, 16:33
just smile19
QUOTE
რენტგენი არ გაქვს სიბრძნის კბილზე გადაღებული?

გადაღებული მაქვს პანორამა და ჯანსაღია მაგრამ გვირგვინიდან არის გადმოწეულიო

Posted by: just smile19 20 Mar 2019, 19:17
likaka

პანორამის სურათი გამომიგზავნე თუ მოახერხებ

Posted by: (მე) 24 Mar 2019, 17:51
QUOTE (just smile19 @ 19 Mar 2019, 13:48 )
(მე)

QUOTE
კიდევ ერთი კითხვა და ამ ფასში 3D კომპიუტერული ტომოგრაFია და ნარკოზი შედის?


ტომოგრაფია არ შედის და ნარკოზი ანუ დაძინება არაა საჭირო. ადგილობრივი ანესთეზიით კეთდება

გმადლობთ და ტომოგრაფია რა ჯდება? ........................................smile.gif



Posted by: nnn_lll 27 Mar 2019, 00:41
გამარჯობა,
ნემსზე კბილის გაყუჩებისას რომ იყენებენ რა ანალიზი უნდა ავიღო რომ დადგინდეს ვარ თუ არა ალერგიული?
და რამდენი ხანი სჭირდება პასუხს?

Posted by: snug 28 Mar 2019, 17:39
ქვედა მარცხენა მეექვსე კბილის საუკეთესო გვირგვინი რა ჯდება საქართველოში?

Posted by: just smile19 6 Apr 2019, 00:33
(მე)

QUOTE
გმადლობთ და ტომოგრაფია რა ჯდება?


განსხვავებული ფასებია. სეგმენტური ანუ მხოლოდ 1-2 კბილზე თუ არ ვცდები 25 ლარიდან იწყება


nnn_lll

QUOTE
გამარჯობა,
ნემსზე კბილის გაყუჩებისას რომ იყენებენ რა ანალიზი უნდა ავიღო რომ დადგინდეს ვარ თუ არა ალერგიული?
და რამდენი ხანი სჭირდება პასუხს?


სინჯი კონკრეტულ მედიკამენტზე
პასუხი მალევეა ხოლმე, მაგრამ სასურველია სინჯიდან 24 სთ-ის განმავლობაში არ გაკეთდეს ანესთეზია

snug

QUOTE
ქვედა მარცხენა მეექვსე კბილის საუკეთესო გვირგვინი რა ჯდება საქართველოში?


200 ლარიდან ზემოთ, მაქსიმუმ 400-600

თუ იმპლანტს გულისხმობთ მაშინ საშუალოდ 700 დან ზევით


Posted by: oneman 7 Apr 2019, 16:17
just smile19
ქვედა საღეჭი კბილი, ბოლოდან მეორე. დავუშვათ დაუზიანდა გვირგვინი ძალიან, თუმცა ფესვები კარგია. შესაძლებელია, ბოლტივით (რა ჰქვია არ ვიცი) რომ დაჭიროს ფესვებზე და ამოშენდეს?
(რაღაც შურუპივით რომ ჩახრახნიან ხოლმე ფესვში.)

Posted by: WonderWoman 9 Apr 2019, 19:24
მაქვს ასეთი კითხვა, თანკბილვის პრობლემა მაქვს ბავშვობიდან, წინა კბილები წინ არის წამოსული საგრძნობლად. ბრეკეტებიც მქონდა თუმცა მკურნალობა ბოლომდე არ მივიყვანე ამიტომ შედეგიც არ გამოიღო. ახლა უკვე 27 წლის ვარ, ერთი კბილი ამოღებული მაქვს, ერთგან გვირგვინიც მაქვს ჩასმული, როგორც ვხვდები ბრეკეტებს ახლა აზრი არ აქვს და თუ შეიძლება რაიმე სხვა გზით ჩემი პრობლემის მოგვარება? ან ვინირების ჩასმით ან თუნდაც გვირგვინები რომ გაკეთდეს წინა კბილებზე? მადლობა პასუხისთვის წინასწარ

Posted by: LEGEN_wait for it_DARY 10 Apr 2019, 22:15
კბილი მაქვს გადაკრული და მოირყა, ირწევა ეს კბილი. რა უნდა ვუყო?

თავიდან უნდა გადაიკრას თუ ამას მოაძრობენ და გააკრავენ ?

და რა როგორც წესი რა ჯდება ეს მომსახურება, გადაკვრაში 250 ლარი გადავიხადე.

Posted by: nnn_lll 13 Apr 2019, 20:19
just smile19
QUOTE
სინჯი კონკრეტულ მედიკამენტზე
პასუხი მალევეა ხოლმე, მაგრამ სასურველია სინჯიდან 24 სთ-ის განმავლობაში არ გაკეთდეს ანესთეზია

მადლობა, გავიკეთე უკვე ტესტიც და კბილიც biggrin.gif

Posted by: just smile19 13 Apr 2019, 23:50
oneman

QUOTE
ქვედა საღეჭი კბილი, ბოლოდან მეორე. დავუშვათ დაუზიანდა გვირგვინი ძალიან, თუმცა ფესვები კარგია. შესაძლებელია, ბოლტივით (რა ჰქვია არ ვიცი) რომ დაჭიროს ფესვებზე და ამოშენდეს?
(რაღაც შურუპივით რომ ჩახრახნიან ხოლმე ფესვში.)


კი, რა თქმა უნდა. წკირით რესტავრაციაც შესაძლებელია და ჩანართითაც. მეტი სიმყარისთვის ხელოვნური გვირგვინით დაფარვა სჯობს

LEGEN_wait for it_DARY

QUOTE
კბილი მაქვს გადაკრული და მოირყა, ირწევა ეს კბილი. რა უნდა ვუყო?

თავიდან უნდა გადაიკრას თუ ამას მოაძრობენ და გააკრავენ ?

და რა როგორც წესი რა ჯდება ეს მომსახურება, გადაკვრაში 250 ლარი გადავიხადე.


სჯობს ორთოპედთან გაიაროთ კონსულტაცია

nnn_lll

QUOTE
მადლობა, გავიკეთე უკვე ტესტიც და კბილიც


bis.gif biggrin.gif

Posted by: oneman 14 Apr 2019, 13:23
just smile19
მადლობა. აღნიშნული კბილი კი მაქვს დაპლომბილი, თუმცა არ გავურთხილდი, რაღაც მაგრის გაკვნეტა მოვინდომე და ცალიგვერდი ჩამოტყდა, თუმცა ბლომბი მაიც დარჩა. ჩემმა სტომატოლოგმა გადაიკარიო, კიდევ რომ მოტყდეს, მაგას მე ვერ ამოვაშენებო. იქნებ სხვამ ამოაშენოსთქო? რავი, იკითხეო.
გადაკვრა არასდროს მქონია და რომ ვუკვირდები არაა სწორი. დაპლომვა და ამოშენება მომწონს.
დადაკვრაზე კიდევ ხომ ემალი უნდა გახერხონ.
QUOTE
და ჩანართითაც

ეს რაღაა?

Posted by: just smile19 14 Apr 2019, 23:48
oneman

QUOTE
მადლობა. აღნიშნული კბილი კი მაქვს დაპლომბილი, თუმცა არ გავურთხილდი, რაღაც მაგრის გაკვნეტა მოვინდომე და ცალიგვერდი ჩამოტყდა, თუმცა ბლომბი მაიც დარჩა. ჩემმა სტომატოლოგმა გადაიკარიო, კიდევ რომ მოტყდეს, მაგას მე ვერ ამოვაშენებო. იქნებ სხვამ ამოაშენოსთქო? რავი, იკითხეო.
გადაკვრა არასდროს მქონია და რომ ვუკვირდები არაა სწორი. დაპლომვა და ამოშენება მომწონს.
დადაკვრაზე კიდევ ხომ ემალი უნდა გახერხონ.


ხელოვნური გვირგვინით დაფარვა რომ აღვნიშნე, მეც გადაკვრა ვიგულისხმე.
მხოლოდ ჩამოტეხილი ნაწილის ბჟენით აღდგენა ვერ მოხერხდება. მთლიანად უნდა შეიცვალოს ძველი ბჟენი. მითუმეტეს თუ მხოლოდ ფესვებია დარჩენილი, ე.ი. გვირგვინოვანი ნაწილი ან აღარ აქვს კბილს, ან ძალიან პატარა აქვს დარჩენილი. ბჟენით აღდგენილი ასეთი დიდი დეფექტი ისეთი მყარი ვერ იქნება, როგორც გადაკვრის შემთხვევაში.
ასეთი კბილის ხანგრძლივი შენარჩუნებისთვის საუკეთესო გამოსავალი გადაკვრაა.

ჩანართი ესაა სპეციალურად თქვენი კბილის ფესვისთვის შექმნილი "წკირი", რომელიც შემდეგ ხელოვნური გვირგვინით იფარება ანუ ხდება გადაკვრა


Posted by: oneman 16 Apr 2019, 23:25
just smile19
მადლობა ახსნებისთვის
QUOTE
ბჟენით აღდგენილი ასეთი დიდი დეფექტი ისეთი მყარი ვერ იქნება, როგორც გადაკვრის შემთხვევაში.
ასეთი კბილის ხანგრძლივი შენარჩუნებისთვის საუკეთესო გამოსავალი გადაკვრაა.

შეიძლება ცოტათი უფრო გამძლე იყოს, გვერდითი ძალების დროს, მაგრამ რა გვერდითი ძალებიცაა წკირი ეყოფა, რაც შეეხება ვერტკალურ წნევებს, პლომბი გაუძლებს ყველანაირად.

გადაკვრისას, კბილს დამატებით ხერხავენ, პლიუს დამატებითი რკინა პირში. არ მჯერა გადაკვრის. : ))
QUOTE
ჩანართი ესაა სპეციალურად თქვენი კბილის ფესვისთვის შექმნილი "წკირი",

სპეციალურად ჩემი კბილისთვის, როგორ იქმნება წკირი?

Posted by: tatubatu ^_^ 18 Apr 2019, 11:07
გამარჯობათ, პერიოდული მსუბუქი სისხლდენისას ღრძილებიდან(, რაც როგორ პაროდონტლოგმა მითხრა გინგივიტია) სამკურნალოდ ვექტორის აპარატის გამოყენება საუკეთესო ვარიანტია? ცოტა ძვირი სიამოვნებაა და ამიტომ მაინტერესებს ))

Posted by: gogoshvili94 19 Apr 2019, 04:49
გთზოვთ მირჩიეთ დიდუბე ჩუღურეთის მხარეს სად შეიძლება კბილის ანესთეტიკებზე ალერგიულობის ტესტის ჩატარება სისხლის აღებით ან კანქვეშ წამლის შეყვანით.

Posted by: just smile19 23 Apr 2019, 23:05
oneman


QUOTE
შეიძლება ცოტათი უფრო გამძლე იყოს, გვერდითი ძალების დროს, მაგრამ რა გვერდითი ძალებიცაა წკირი ეყოფა, რაც შეეხება ვერტკალურ წნევებს, პლომბი გაუძლებს ყველანაირად.


გაუძლებს გარკვეული პერიოდი

QUOTE
გადაკვრისას, კბილს დამატებით ხერხავენ, პლიუს დამატებითი რკინა პირში. არ მჯერა გადაკვრის. : ))


ნება თქვენია : ))

tatubatu ^_^

QUOTE
გამარჯობათ, პერიოდული მსუბუქი სისხლდენისას ღრძილებიდან(, რაც როგორ პაროდონტლოგმა მითხრა გინგივიტია) სამკურნალოდ ვექტორის აპარატის გამოყენება საუკეთესო ვარიანტია? ცოტა ძვირი სიამოვნებაა და ამიტომ მაინტერესებს ))


თუ მსუბუქი ფორმის გინგივიტია, საწყის ეტაპზე კბილების პროფესიული წმენდა და სავლებიც შეიძლება საკმარისი იყოს. ანუ გაწმენდა ულტრაბგერითა და ეარ ფლოუს აპარატებით


gogoshvili94

QUOTE
სისხლის აღებით ან კანქვეშ წამლის შეყვანით.


სისხლის აღებით გაკეთებული აღარ გამოიყენება



Posted by: oneman 24 Apr 2019, 10:39
just smile19
გასაგებია.
ავატარის იარაღებში მგონი ერთი პლოსკო გაკლია, თუ არ არის მეტი იარაღი?

Posted by: just smile19 24 Apr 2019, 16:32
oneman

QUOTE
ავატარის იარაღებში მგონი ერთი პლოსკო გაკლია, თუ არ არის მეტი იარაღი?


ბევრია კიდე, ყველა ვერ დაეტევა wink.gif

Posted by: gobisha 27 Apr 2019, 11:33
ეხლა მაქვს დასაპლომბი მაინცდამაინც ანუ აღდგომის გამო რამოდენიმე დღე ტკივილი უნდა ავიტანო..

ღამე მაქ ხოლმე არ მაძინებს ნეტა რატო ღამე უფრო მტკივა

ციტრამონს ვსვამ გამაყუჩებლად

Posted by: dachicaguria 27 Apr 2019, 18:57
მოგესალმებით,

მოკლედ გავიკეთე კბილის ინპლანტაცია, კიდევ ორი კბილი მაქვს გასაკეთებელი, მაგრად დიდად არ ჩანს და არ ვჩქარობდი.

ექიმმა ესეთი ხაზი გამიჭრა, რომ ეს მესმის რომ ვიზუალის გამო იკეთებ მარა მნიშვნელოვანია, რომ დანარჩენი ორიც მალე გაიკეთოო.
ღეჭვის დროს მერე სხვა კბილებზე იქნება დაწოლა და საღეჭები, რომ არ გექნება სხვები მალე დაზიანდება/ გაცვდებაო, მოკლედ
მირჩია მალევე მექნა ესენიც.
ვინც ერკვევით, დაწეროთ იქნებ, რამდენად საზიანოა რომ არ გავიკეთო 2-3 წელი უკანა კბილებზე იმპლანტი, ექიმის ფინანსური ინტერესი
ხომ არ არის, რასაც მირჩევს

მადლობა წინასწარ და ბოდიში თუ უკვე იყო ეს კითხვა

Posted by: oneman 27 Apr 2019, 21:49
just smile19
QUOTE (oneman)
ჩანართი ესაა სპეციალურად თქვენი კბილის ფესვისთვის შექმნილი "წკირი",

სპეციალურად ჩემი კბილისთვის, როგორ იქმნება წკირი?

მგონი ეს შეკითხვა გამოგრჩა, იქნებ მიპასუხო მაზე.
gobisha
აიღე 1 ბოთლი ცხლი წყალი, ისეთი რმ პირი არ დაგწვას (დაწვის ზღვარზე) და ჩაიგუბე მაგ კბილ-ღრძილთან, რომ გაცივდება მერე ახალი ჩაიგუბე და ასე გამოცალე ეგ 1 ბოთლი. ანუ ტემპერატურა უნდა აიწიოს მანდ კბილზე, სადაც ანთებაა. მე ჩამიქრია ასე ბევრი ანთებები, თუმცა შენი არ ვიცი. სტომტოლოგთან მაინც მიდი მერე.

Posted by: just smile19 6 May 2019, 00:02
dachicaguria

QUOTE
ექიმმა ესეთი ხაზი გამიჭრა, რომ ეს მესმის რომ ვიზუალის გამო იკეთებ მარა მნიშვნელოვანია, რომ დანარჩენი ორიც მალე გაიკეთოო.
ღეჭვის დროს მერე სხვა კბილებზე იქნება დაწოლა და საღეჭები, რომ არ გექნება სხვები მალე დაზიანდება/ გაცვდებაო, მოკლედ
მირჩია მალევე მექნა ესენიც.
ვინც ერკვევით, დაწეროთ იქნებ, რამდენად საზიანოა რომ არ გავიკეთო 2-3 წელი უკანა კბილებზე იმპლანტი, ექიმის ფინანსური ინტერესი
ხომ არ არის, რასაც მირჩევს


მართალია ექიმი : )) 2-3 წელში სხვა პრობლემები იჩენს მერე თავს

oneman

QUOTE
სპეციალურად ჩემი კბილისთვის, როგორ იქმნება წკირი?


არხი ფართოვდება, ანაბეჭდს იღებს ორთოპედი ცვილით და აღნიშნული ანაბეჭდიდან ჩამოისხმება ლითონის ჩანართი. ბევრად მყარი კონსტრუქცია გამოდის, ვიდრე თერაპიულად, წკირით და ბჟენით

Posted by: oneman 7 May 2019, 23:09
just smile19
QUOTE
არხი ფართოვდება, ანაბეჭდს იღებს ორთოპედი ცვილით და აღნიშნული ანაბეჭდიდან ჩამოისხმება ლითონის ჩანართი. ბევრად მყარი კონსტრუქცია გამოდის, ვიდრე თერაპიულად, წკირით და ბჟენით

მადლობა, საინტერესოა.
1)ორთოპედს მეორენაირად ტეხნიკი ჰქვია ხომ?
2)ანუ ექიმი და ორთოპედი ერთად აკეთებენ მაგ ჩანართს ხომ?
3) და მაგ ჩანართსაც რეზბა აქვს? (რომ დაეჭიროს წკირივით) ან რა აკავებს რომარ ამოვარდეს?

Posted by: just smile19 11 May 2019, 00:13
oneman


QUOTE
1)ორთოპედს მეორენაირად ტეხნიკი ჰქვია ხომ?


არა. ორთოპედი ექიმია და ტექნიკი კონსტრუქციას ამზადებს. პირის ღრუში ორთოპედი მუშაობს

QUOTE
)ანუ ექიმი და ორთოპედი ერთად აკეთებენ მაგ ჩანართს ხომ?


კი

QUOTE
და მაგ ჩანართსაც რეზბა აქვს? (რომ დაეჭიროს წკირივით) ან რა აკავებს რომარ ამოვარდეს?


წკირიც და ჩანართიც არხში ე.წ. ცემენტით ფიქსირდება



Posted by: oneman 14 May 2019, 14:40
just smile19
მადლობა, გასაგებია. ორთოპედი არ ვიცოდი. მე მხოლოდ ორი ვიცოდი, ექიმი და ტეხნიკი.
QUOTE
წკირიც და ჩანართიც არხში ე.წ. ცემენტით ფიქსირდება
დიახ მაგრამ, წკირს ხომ რეზბაც (ხრახნი) ეხმარება.

კიდევ რა მაინტერესებს, კბილში რომ სამკურნალო წამალს დებენ ხოლმე, მერე მეორედ რომ მიხვალ, რომ ამოიღებენ მაგ წამალს და ახალს ჩადებენ, წესი როგორაა, იგივე ნომერი წამალი უნდა ჩადონ თუ სხვა ნომერი?

Posted by: White88 29 May 2019, 10:46
სალამი,მოკლედ სადღაც 1 წელი იქნება სახე მაქვს შესიებული და ღაწვებზე გამონაყარი(სიწითლე) ერთი შეხედვით მაღალწონიანი ადამიანის სახე მაქვს მაგრამ გამხდარი ვარ 67-68 კილო და სახეც ყოველთვის გამხდარი მქონდა,ვფიქრობ ეს სახეზე შესიებაც(ძირითადად ლოყების გარშემოწერილობა და მომრგვალება) უნდა იყოს რამოდენიმე დაზიანებული კბილის გამო და გამონაყარზეც იგივეს ვვარაუდობ უბრალოდ უფრო კომპეტენტური პირისგან მაინტერესებს შეიძლება თუ არა დაზიანებული კბილები და ეს პრობლემა ერთმანეთთან იყოს კავშირში? საერთოდ სხვადასხვა რამე ხომ არ არის და არ ეხება ერთმანეთს ეს ორი?

Posted by: ninikela20 26 Jun 2019, 20:51
მეგობრებო შეგიძლიათ მირჩიოთ კარგი პაროდონტოლოგი თბილისში?

Posted by: dodij 28 Jun 2019, 10:05
მოგესალმებით, მაქვს ასეთი შეკითხვა :
დაახლოვებით 10 წელია მაქვს ე.წ. პროთეზი ზედა ყბაზე, რომელზეც 1 მარჯვენა მესამე და 2 მარცხენა (მეხუთე-მეექვსე) კბილია ერთად.
მოკლედ მინდა ეს მოსახსნელი უბედურება ჩავანაცვლო და რას მირჩევთ?
ასევე მაინტერესებს დროში რამდენდ იწელება ეს ყველაფერი, იმ მიზნით, რომ კბილნაკლულმა არ ვიარო სამსახურში

Posted by: MANAXH 29 Jun 2019, 19:27
dodij
გამარჯობა. დანაკლისი სივრცის შესავსებად ან უნდა გაკეთდეს ე.წ ხიდისებრი კონსტრუქცია ან იმპლანტებზე ცალკეული გვირგვინები.

თუ სწორად მივხვდი 3 კბილზეა სულ საუბარი და კონკრეტულად თუ რა გაკეთდება თქვენს სურვილზე და პირის ღრუში არსებულ მდგომარეობაზეა დამოკიდებული.

Posted by: Sucess 3 Jul 2019, 21:52
გამარჯობა

ცირკონის კარონკა გავიკეთე წინა ორ კბილზე ორი კვირის წინ
ერთი კარგადაა და მეორე ცოტა მტკივა და ნორმალურია გაივლის?

მეორე კითხვა მაქვს ეს ცირკონის კარონკა ხომ არ იწვევს პირში სიმშრალეს და სუნს ?

***

ასევე მაინტერესებს სიბრძნის კბილს თუ კარიესი აქვს არ პლომბავენ? ზევიდან აქვს პატარა შავი ნერვამდე არ არის ცოტაზე არის
ექიმმა მითხრა სიბრძნის კბილს არ ვპლომბავთო სადამდეც იქნება და როცა აგტკივდება უნდა ამოიღოვო
მთლად ჯანმრთელია ოდნავ პატარა შავი აქვს

Posted by: dodij 4 Jul 2019, 11:03
MANAXH
QUOTE
dodij
გამარჯობა. დანაკლისი სივრცის შესავსებად ან უნდა გაკეთდეს ე.წ ხიდისებრი კონსტრუქცია ან იმპლანტებზე ცალკეული გვირგვინები.

თუ სწორად მივხვდი 3 კბილზეა სულ საუბარი და კონკრეტულად თუ რა გაკეთდება თქვენს სურვილზე და პირის ღრუში არსებულ მდგომარეობაზეა დამოკიდებული.

სად მირჩევთ კონსულტაციაზე მისვლას?

Posted by: аnderson 5 Jul 2019, 22:25



ეს თბილისში არის სადმე?

Posted by: likaka 7 Jul 2019, 16:32
just smile19
მეგობრებო, სიბრძნის კბილი მაქვს მარჯვნივ ზედა ყბაზე, პანორამაზე ჩანს რომ ჯანსაღია მაგრამ გვირგვინიდან ცოტა გადასულიაო.შეიძლება ეგ იწვევდეს ტკივილს თბალბუდის არეში და საფეთქელთან? 2 -ჯერ გადავიღე მაგნიტური ტომოგრაფია თავზე და არაფერი მაქვს. დღეს მივიდე ყინული სიბრძნის კბილზე და საშინლად არ მესიამოვნა ეხლაც მიფეთქავს.არადა მეუბნებიან წარბთან ვერ გადასცემდა ეგ რომ იყოსო.რა გავაკეთო?
user posted image

Posted by: MANAXH 8 Jul 2019, 21:56
Sucess
სადაც გაიკეთეთ სჯობს მათ მიმართოთ

სიბრძნის კბილს გააჩნია, თუ არ ღირს გაკეთება თქვენვე იღებთ მაგ გადაწყვეტილებას.

თუ ასრულებს თავის მოვალეობას, მაშინ აუცილებელია შენარჩუნება

dodij
568 79 00 44 დამიკავშირდით დაგაკვალიანებთ
* * *
likaka
მარჯვენა თუ მარცხენა?

მაგ სიბრძნის კბილს არ აქვს ღირებულენა ამ შემთხვევაში, გირჩევთ დენტალური რენტგენოგრამა გადაიღოთ რომ ლოკალურად გამოჩნდეს.

რომც ამოიღოთ არაფერი დაშავდება.

Posted by: SenatoR 24 Jul 2019, 11:24
კარგად სად აკეთებენ იმპლანტაციას?
3დ სურათებით და ა.შ. ?
და ხომ არავინ იცით ექიმი დავით ხიტირი სად მუშაობს?

Posted by: Kiko2 6 Aug 2019, 00:48
გამარჯობა მოკლედ კბილი მტკიოდა საშინლად ღამეები მათენებინა ყურიც გამიწითლდა 1 ხელ და ჯირკვალიც გამიდიდდა სანერწყვე (თავს რომ ვხრი დაბლა მხოლოდ მაშინ მესინჯება და წოლისას) 3 დღის შემდეგ მივედი ექიმთან და 1კბილი დასაპლომბი მქონდა (თუ კარიესი არ მახსოვს ზუსტად) და მეორე კბილზე ანთება იყო (ეს კბილები გვერდიგვერდ არიან) მოკლედ ნერვი მოვიკალი დავიპლპმბე ის კბილიც მაგრამ ჯირკვალი მაინც მაქვს თან საერთოდ არაფერში მიშლის ხელს და შეიძლებოდა რომ ანთებას დაეტოვებინა ჯირკვალი?

Posted by: freeandhappy 9 Aug 2019, 13:39
გამარჯობა უადრენალინო ანესთეზიით ნერვის მოკვლა შეიძლება? smile.gif)

Posted by: gego_geo 14 Aug 2019, 20:15
სალამი,

წინა კბილი მაქვს უკვე რამოდენიმე წელია ჩატეხილი, შესაძლებელია "დაშენება" ან რაიმე ამის მსგავსი? (და თუ კი იქნებ იცოდეთ რა ღირს და რამდენხნიანი პროცედურაა)

Posted by: Georgian92 20 Aug 2019, 12:20
გამარჯობათ... ყველაზე კარგი ბჟენი ანუ პლომბი რომელია დღესდღეობით?ყველაზე გამძლე..

Posted by: likaka 29 Aug 2019, 14:39
QUOTE
მარჯვენა თუ მარცხენა?

მაგ სიბრძნის კბილს არ აქვს ღირებულენა ამ შემთხვევაში, გირჩევთ დენტალური რენტგენოგრამა გადაიღოთ რომ ლოკალურად გამოჩნდეს.

რომც ამოიღოთ არაფერი დაშავდება

ეხლა ვიყავი გოთუაზე ტატიშვილის სტომატოლოგიის ცენტრში. გადამიღეს ცალკე მაგ კბილზე რედგენიც. არაცერთი კბილი არ მააქვს დასაბჟენი, არც მერვე კბილს არ ჭირს არაფერიო და შანსი არაა ეგ იწვევდეს თვალბუდის არეში ტკივილსო და არ ამომიღეს არც ფესვი აქვს იმხელა რომ რაიმე პრობლემას იწვევდესო.ეჰ რა გაუგებრობაში ვარ, დავიჯერო თვალბუდის არეში სამწვერა ნერვის პირველ ტოტს ააქვს პრობლემა და იმიტომ მტკივა? ოფთალმოლოგი ამას ფიქრობს, რადგან სხვა პრობლემაც გამომირიცხა ოფთალმოლოგმა თვალის კუთხით. (პ.ს თვალის ორბიტაზე წარბში, ძვალში მაქვს ჰემანგიომა, მაგრამ რადიოლოგებიც და ნევროპათოლოგიც ფიქრობს რომ ეს ჰემანგიომა ვერანაირ ტკივილს ვერ გამოიწვევს და შემთხვევით აღმოჩენილიაო, პრობლემა სხვაგან უნდა ვეძებოთო, მეც ვეძებ და ვარ ასე )
დღევანდელ ფოტოსაც ვდებ მერვე კბილის

იქნებ ვინმეს ჰქონია მსგავსი ,,პრობლემა" ?

user posted image

Posted by: gjeorgje 2 Sep 2019, 17:07
ბავშვთა სტომატოლოგი მირჩიეთ რომელიც ზოგადი ანესთეზიით მუშაობს.

Posted by: MONTY 6 Sep 2019, 07:15
1.კარიესი გასაგებია მაგრამ , კბილი რო დაფშვნას იწყებს ეგ მგონი წყლის და ვიტამინების ნაკლებობის ბრალიც არის ხო ?
2. მგრძნობელობის დროებით და მაქსიმუმამდე შემცირებისთვის არის რამე ? air-flow თ გაწმენდა ზედმეტად შემაწუხებელია, ელექტროს ჯაგრისსაც ვერ ვიყენებ



Posted by: tbilisiforum 8 Sep 2019, 00:20
მოგესალმებით მეგიბრებო, დაახლოებით 1 კვირის წინ კბილი ამტკივდა, გაკეთებული კბილია გადაკრულია და არცერთ ვარიანტში არ უნდა ამტკიებოდა, კბილის ტკივილმა გამიარა და დამრჩა გასიებული ღრძილი, ეხლა ლოყაც შესიებული მაქვს, რისი ბრალი შეიძლება იყოს ან რით შეიძლება ვუშველო? არვარ საქართველოში, მადლობა წინასწარ

Posted by: justfeel 8 Sep 2019, 23:52
კითხვა მაქვს შუა კბილის თანრიგი დარღვეული რომ არის და შუა კბილი. გვერდებში მოტეხილია აუცილებლად ბრეკეტებით უნდა გასწორდეს სხვა გზა არარი ბრეკეტები რომ არ გავიკეთო?ცირკონის გვირგვინი ან რამე არ არსებობს მსგავსი რამე? მხოლოდ ორ შუა კბილზეა დარღვევა

Posted by: mapshnik 9 Sep 2019, 00:15
2 პრობლემა მაქვს გამოსასწორებელი. 1) ბრეკეტები დამჭირდება რომ გავისწორო კბილები თუმცა ძალიან გასასწორებელი არ მაქვს. ასევე მინდა ღრძილოვანი ღიმილი მოვიშორო და კორექცია გავიკეთო. როგორ ფიქრობთ რომლით ჯობია დავიწყო ბრეკეტებით თუ პირიქით???
რა დამიჯდება მაინტერესებს ორივე და სად მივიდე რომელია ყველაზე კაი კლინიკა

Posted by: any_body 9 Sep 2019, 00:38
mapshnik
დაიწყე ბრეკეტებით.
ღრძილოვან ღიმილზე მიდი ალბიუსში ნაცვლიშვილთან.

Posted by: tbilisiforum 9 Sep 2019, 02:02
მოგესალმებით მეგიბრებო, დაახლოებით 1 კვირის წინ კბილი ამტკივდა, გაკეთებული კბილია გადაკრულია და არცერთ ვარიანტში არ უნდა ამტკიებოდა, კბილის ტკივილმა გამიარა და დამრჩა გასიებული ღრძილი, ეხლა ლოყაც შესიებული მაქვს, რისი ბრალი შეიძლება იყოს ან რით შეიძლება ვუშველო? არვარ საქართველოში, მადლობა წინასწარ

Posted by: maia24 13 Sep 2019, 19:00
სტომატოლოგებო თბილისში არსებობს რაიმე საწყობი ან დიდი მაღაზია სადაც ბორმანქანები იყიდება?ყიდვა მინდა ახლის ოღომდ ნორმალურ ფასად და მაინტერესებს ან სად უფრო იაფია მაღაზიებში თუ იცით?

Posted by: justfeel 17 Sep 2019, 22:12
კითხვა მაქვს ექიმმა ჩამიდო რაღაც წამალი კბილში მითხრა რო ჯერ ვერ ვწვდები ბოლომდეო ღრძილებიც შეშუპებული გაქ უნდა გაგიაროსო და არხებს რომ მივწვდე ფიზიკრუად ორ დღეში მოდიო და სწორი თემაა? საათნახევარი გავიდა დაბუჟებული მაქ biggrin.gif

Posted by: kalisto 2 Jan 2020, 02:26
გამარჯობათ, სადღაც 4 თვის უკან დავიპლომბე კბილი (მარჯვენა ქვედა ყბაზე). ეს სამი დღეა დამეწყო ტკივილები, ხელის შეხებითაც მტკივა კბილი. რომ ვიპლომბავდი კბილს რენტგენიც გადამიღო და სწორად არის არხები დაპლომბილიო. არადა მაწუხებს საკმაოდ. ვიცი რომ უნდა მივიდე ექიმთან, თქვენ რას მეტყვით ამაზე ეგ მაინტერესებს.

Posted by: fork 6 Jan 2020, 22:58
kalisto
ნერვი არ მოუკლავს როგორც ჩანს რიგიანად.

უმიზეზოდ მემტვრევა კბილები, არაფერს რომ არ მივირთმევდე...ჰოპ და ტყდება.
მიზეზს ვერ მეტყვით?
და რით ვუმკურნალო.
ვამპირივით მაქვს კბილები დაწვეტიანებული,დედანაქაჩი.

Posted by: MANAXH 11 Jan 2020, 13:10
kalisto
ხელმეორედ გადაიღეთ რენტგენი

fork
მიზეზი ფტორისა და კალციუმის ნაკლებობა შეიძლება იყოს. სტომატოლოგთან ვიზიტია საჭირო, თვითმკურნალობას არ გირჩევთ.

Posted by: kalisto 11 Jan 2020, 17:08
MANAXH
გადავიღე და ინფექცია ჩანს რენტგენზე. ხელახლა უნდა დაიპლომბოვო. ჯერ ანტიბიოტიკები ცადეო და რომ დავლიე გამიჩერა ტკივილი. მერე ისევ დამეწყო. ეხლა იმაზე ვნერვიულობ, ეგეთმა სირმა სტომატოლოგმა შეიძლება რამე დაავადებაც ამკიდა.

Posted by: sandrikia 2 Feb 2020, 22:18
გამარჯობათ მაქ ესეთი ძალიან პატარა თეთრი ბურთივით ალბათ სადღაც იქნება ერთი მილიმეტრი. არც მტკივა არაფერი. ზომაშიც არ იზრდება არც პატარავდება. არაფერს არ ვიჩივი. ვიყავი სტომტოლოგთან და მითხრა არაფერიაო. ენციკლოპედია წავიკითხე სამწდიცინო.. კისტა არ არიო რავი სტომატოლოგმა. რა შეიძლება იყოს თუ გყოლიათ პაციენტი ვისაც ამდაგვარი რაღაცა სჭირს? გმადლობთ.

Posted by: RecoNMan 8 Feb 2020, 15:18
ქ. თბილისი - « უნივერსი » - სულხან ცინცაძის ქ.#35; ტელ. : 2 43 02 02
4.2.2. ქ. თბილისი - « დენტექსი 95 » - რ. ლაღიძის ქ. 8; ტელ. : 2 98 39 90
4.2.3. ქ. თბილისი - « ელიტი » - „მეტრო სადგურ 300 არაგველის გვერდით“; ტელ. : 2 22 30 51; 2 91 52 26
4.2.4. ქ. თბილისი - « ულტრადენტი » - გამრეკელის ქ. #7; ტელ. : 2 14 12 68
4.2.5. ქ. თბილისი - « შპს დენტავიტა » - ვაჟა- ფშაველას გამზ.,I შესახ.№1/43; ტელ: 2 32 41 88; 2 32 35 69
4.2.6. ქ. თბილისი - « ვი აი პი კლინიკა („დენტო კლუბი“) » - ალ. ყაზბეგის გამზ. #14; ტელ. : 2 141814;
4.2.7. ქ. თბილისი - « დენტივერი + » - ჩიქოვანის # 38 ბ 1; ტელ. : 2 332024
4.2.8. ქ. თბილისი - « ჰეფი დენტი » - ნუცუბიძის ქ. #2; ტელ. : 2395053
4.2.9. ქ. თბილისი - მედი დენტ+ - არაყიშვილის 1-ელი ჩიხი# 5 ტელ: 2914935
4.2.10. ქ. თბილისი - სტომატოლოგიური კლინიკა "ალბა-დენტი" - ზ.ჭავჭავაძის 9 ტელ: 2309601
აქიდან რომელს მირჩევთ?

Posted by: FERREBOY 25 Feb 2020, 06:13
გამარჯობა 1 კითხვა მაქვს.
მთლიან ზედა ყბაზე გავიკეთე ხიდი. 3 კვირაში ხახის მხარეს ამოიბურცა და ამტკივდა. კისტა აღმომაჩნდა ზედა ყბის მეორე და ბოლო კბილზე.
მეცხრე საავადმყოფოში გამიჭრეს და ჩამიცხრა მას მერე. ექიმმა მითხრა მეორე კბილზე შეიძლება ქირურგიულად მოვაშოროთ მარა ბოლო კბილზე რო მოვაშოროთ მაშინ ხიდი აღარ გამოდგებაო.
ეხლა კვლავ მაწუხებს. დავაკვირდი მაგარ საჭმელს რო მივირთმევ ძირითადად მერე მეწყება. ენით რო ვაწვები სასას ტკივილს იწვევს ამობურცული ადგილი და შიგნით მოძრაობს სითხესავით.
რას მირჩევთ? ოპერაციის გარეშე როგორ ჩავიცხრო ?

Posted by: sallli1 8 Mar 2020, 13:47
გამარჯობა, კბილების გათეთრება მინდა და რომელ მეთოდს მირჩევთ?

Posted by: just smile19 10 Mar 2020, 14:55

sallli1

QUOTE
კბილების გათეთრება მინდა და რომელ მეთოდს მირჩევთ?


კაპებით.
იმიტომ, რომ:
- ნელ-ნელა თეთრდება კბილები და მგრძნობელობა ნაკლებია
- შედეგი უფრო დიდიხნით ნარჩუნდება
- თეთრდება კბილის ყველა ზედაპირი

Posted by: sallli1 12 Mar 2020, 22:47
just smile19
უღრმესი მადლობა. ვერაფრით გადავწყვიტე კაპებით გამეკეთებინა თუ ზუმის აპარატით ❤️

Posted by: სერაფიტი 14 Mar 2020, 16:08
გამარჯობა.
კბილებზე მომატებულ მგრძნობელობას რით ვუშველო?

წინა კვირაში დავიბჟინე რამდენიმე კბილი ერთად მარჯვენა მხარეს, ზევიტაც და ქვევითაც.
გუშნწინ ვიყავი ბოლოს და გუშინ დამეწყო რაღაცნაირი ტკივილი მთელ მარჯვენა მხარეს, ყველა კბილზე - თითქოს მიელავს. ოღონდ ემალი, ზედაპირი კბილების და არა სიღრმისკენ.
არ ვიცი, რას შეიძლება გამოეწვია (ციკლი დამეწყო გუშინ და ეს რამე შუაშია?)
სტომაგელი მაქვს და წავისვამ.
კიდე რა ვქნა? გვირილა კარგია ამ დროს?
თან რო გამიყუჩდეს და თან სამკურნალო ეფექტიც ჰქონდეს.
მაწუხებს და შაბათი რომ არის, მერიდება ექიმთან დარეკვის.


Posted by: just smile19 16 Mar 2020, 20:57
sallli1

QUOTE
უღრმესი მადლობა. ვერაფრით გადავწყვიტე კაპებით გამეკეთებინა თუ ზუმის აპარატით ❤️



არაფრის love.gif

სერაფიტი

QUOTE
წინა კვირაში დავიბჟინე რამდენიმე კბილი ერთად მარჯვენა მხარეს, ზევიტაც და ქვევითაც.
გუშნწინ ვიყავი ბოლოს და გუშინ დამეწყო რაღაცნაირი ტკივილი მთელ მარჯვენა მხარეს,


თუ არ შეგისუსტდება მგრძნობელობა, ექიმს უნდა მიმართო.
შეიძლება გაგიაროს რამდენიმე დღეში


Posted by: სერაფიტი 16 Mar 2020, 22:47
just smile19


გმადლობ.
მგრძნობელობა შესუსტდა, მაგრამ მაწუხებს რომელიღაცა კბილი. შეიძლება რამდენიმეც, ვერ ვხვდები. 1 კვირა გავიდა და ფაქტია, აქამდე წესიერად უნდა ვრეჭავდე, ცხელზე-ცივზე მტკივდება და ტკივილი ძლიერია 2-3 წუთით. sad.gif
ძალიან ვღელავ, რომ ხელახლა არ მომიწიოს გახსნა-დაბჟენა.
ხვალ მივდივარ ექიმთან.
იმასაც ვფიქრობ უკვე, რამდენად კომპეტენტურ ადამიანთან ვარsad.gif

Posted by: just smile19 18 Mar 2020, 19:52
სერაფიტი

QUOTE
მგრძნობელობა შესუსტდა, მაგრამ მაწუხებს რომელიღაცა კბილი. შეიძლება რამდენიმეც, ვერ ვხვდები. 1 კვირა გავიდა და ფაქტია, აქამდე წესიერად უნდა ვრეჭავდე, ცხელზე-ცივზე მტკივდება და ტკივილი ძლიერია 2-3 წუთით.


ღრმა კარიესი იყო ალბათ რომელიმე კბილზე.ექიმის კომპეტენციას ასე ვერ შევაფასებთ, ხდება ზოგჯერ ღრმა კარიესის დროს. შეიძლება ექიმი კბილის გადარჩენას ეცადა, ნერვი რომ არ მოეკლა.

Posted by: სერაფიტი 19 Mar 2020, 00:31
just smile19
QUOTE
ეიძლება ექიმი კბილის გადარჩენას ეცადა, ნერვი რომ არ მოეკლა.


ჰო, ასე ქნა, პროტოკოლს მიყვა ნამდვილად. მაგრამ ვინაიდან ტკივილი გაგრძელდა, მაინც მოგვიწევს ნერვის მოკვლაო. გუშინ ვცადეთ და არ გამოვიდა, მერვე კბილია, პრობლემური გამოდგა. სამკურნალო ჩადო და დროებითი.
ხოდა დღეიდან კი დაიკეტა კლინიკა smile.gif)
ნუ 1 თვე არაუშავს ეს დროებითი თუ მექნება, არ მტკივა მთავარია. მხოლოდ მექანიკური ზემოქმედებისას მტკივა.
და ამასობაში იქნებ წაეთრეს ეს კორონა.sad.gif

Posted by: just smile19 19 Mar 2020, 14:58
სერაფიტი


QUOTE
გუშინ ვცადეთ და არ გამოვიდა, მერვე კბილია, პრობლემური გამოდგა. სამკურნალო ჩადო და დროებითი.


თუ ნერვის მოკვლა ვერ მოხერხდა და ნერვის მოსაკლავად ჩადო პასტა, დააზუსტე ექიმთან რამდენხანს შეიძლება რომ გქონდეს.
შეიძლება 1 თვე ბევრი იყოს ძალიან

Posted by: სერაფიტი 19 Mar 2020, 17:29
just smile19

QUOTE
ნერვის მოსაკლავად ჩადო პასტა,

პასტა არ ჩაუდია. რაღაცა ჩადო, "სამკურნალო" უწოდაsmile.gif) გაიწოვს თავისითო. პრობლემა ის იყო, რომ ჰაიმორის ღრუდან სითხე ჟონავდა და ამიტომ ვერ მოკლა ნერვი. ჩადო ეს სამკურნალო და დაადო დროებითი ბჟენი. 1 კვირაში გავხსნით და მოვკლავო.

საღამოს რომ მივწერე, ყველაფერი კარგადაა-მეთქი და როდემდე შეიძლება ამ ბჟენით ვიყო, 1 თვე შეგიძლია უპრობლემოდო.


მადლობა, რომ მეხმარებითsmile.gif)

Posted by: Moor 22 Mar 2020, 19:52
დატცი ბრატცი

კლინიკები მუშაობს ჩვეულებრივად თუ შეგეხოთ შეღზუდვები?

Posted by: Likri 23 Mar 2020, 22:01
დავწერ აქ ბარემ და იქნება დამიწეროთ .გამოცდილებაც.
კბილებზე მითხრა ექიმმა
მეგონა მტკიოდა ყელი-არაფერი აღმოჩნდა
მეორედ ვიყავი დღეს წვის შეგრძნება მქონდა.დღეს ლიმფური ექოცც გაკეთდა და ყველაფერი წესრიგშია

შეიძლება კარიესი გადასცემდეს ასეთ ძლიერ ტკივილს ყელის/კისრის მიდამოში???

Posted by: just smile19 25 Mar 2020, 00:44
Moor

QUOTE
კლინიკები მუშაობს ჩვეულებრივად თუ შეგეხოთ შეღზუდვები?


ბევრი დაიკეტა და რაც დარჩა, მხოლოდ მწვავე პაციენტებზე მუშაობენ

Likri

QUOTE
შეიძლება კარიესი გადასცემდეს ასეთ ძლიერ ტკივილს ყელის/კისრის მიდამოში???


გლდანდები ამოჭრილი გაქვს?

სერაფიტი


QUOTE
მადლობა, რომ მეხმარებით)



love.gif


Posted by: Likri 25 Mar 2020, 17:15
just smile19
კი ამოჭრილი.
და დღეს შევნიშნე ენაზე წითელი წინწკლები და თეთრი ნადები პლუს ყელის წვა
მაღლითა კბილი არ მტკივა მარა თითქოს დისკომფორტშია(?)ენის სულ ბოლოს მაქვს ოდნავ თეთრი ბუშტუკები ოდნავ


სტომატიტი??

Posted by: just smile19 28 Mar 2020, 01:11
Likri

QUOTE
სტომატიტი??


ასე დისტანციურად ვერ გეტყვი sad.gif


პირის ღრუსა და ყელის წვის მიზეზი ბევრი რამ შეიძლება იყოს და სჯობს ექიმთან კონსულტაციითა და ანამნეზით დადგინდეს მიზეზი

QUOTE
მაღლითა კბილი არ მტკივა მარა თითქოს დისკომფორტშია


ნაკლებად იქნება წვის მიზეზი კბილი



Posted by: HeyDude 1 Apr 2020, 18:45
წლების წინ დაპლომბილი და ნერვმოკლული (ქვედა მე-6) კბილი მტკივა ყრუდ, ღეჭვისას და ცხელსა და ცივზე მტკივა ძირითადად, პლიუს დისკომფორტი მაქვს მთელ ქვედა ყბაზე და ყბის ქვემოთ ჯირკვალზე, ასევე ყურზეც. შეიძლება ქვედა კბილზე პრობლემამ ამდენი გადაცემითი ტკივილი გამოიწვიოს? ასევე რადგან ნერვი მოკლულია შეიძლება ამოსაღები იყოს? ვიცი ასე დისტანციურად რთული სათქმელია მაგრამ მაინც...

Posted by: justfeel 6 May 2020, 12:45
გამარჯობა ექიმებს smile.gif

ერთი შეკითხვა მაქვს როცა მხოლოდ ერთი კბილია შუა დარღვეული თანკბილვა არასწორად რომ არის, მხოლოდ 1კბილზე შესაძლებელია ვინირების გაკეთება ? თუ 1ზე არ კეთდება მინიმუმ 2-3-4-5 უნდა იყოს? ანუ შესაძლებელია მხოლოდ 1 ზე გაკეთდეს? ნუ მესმის რომ ვინირების გარდა სხვა ხერხიც არის გასასწორებლად უბრალოდ ბრეკეტბზე უარს ვაცხადებ

Posted by: Oldmak888 7 May 2020, 21:57
გამარჯობა ფორუმელებო,ხომარიცით ნერის მოკვლა შეიძლება უმტკივნეულოდ ? ანუ მე სამი ნემსი მქონდა ადრე სამი წლის წინ გაკეთებული,მაგრამ მაინც ვგრძნობდი და რატომ ხომ ვერ მეტყვით ?და სახლის პირობებში თუ არის რამე რაც კლავს ნერვს ?

Posted by: iosebovich 11 May 2020, 12:01
გამარჯობათ. გადაუდებლად გვჭირდება სტომატოლოგი. როგორც ამიხსნეს ჩადგმული პროთეზი ჩამოვარდა 10 კბილიანი. ეხლა არის ვინმე ვინც რეალურად იღებს პაციენტებს? წინასწარ დიდი მადლობა პასუხისათვის.

Posted by: Nina.Ukrainkaa 19 May 2020, 18:17
კალციუმის კარბონატი და არგინინი რომელ კბილის პასტებშია?

Posted by: Nasty 20 May 2020, 10:49
ავერსში რომელიმე სტომატოლოგს თუ გაუწევთ რეკომენდაციას? კბილის დაბჯენა მინდა და ჩემი კლინიკა დაკეტილია sad.gif

Posted by: freeandhappy 5 Jun 2020, 20:45
გამარჯობა. 4 დᲦეა დᲦეს დავიწყე ანტიბიოტიკი რწც კბილი ამოვიᲦე. 7 მაᲦლა მარცხრნა მხარეს

Ძალიანმეტკინა ექსტრაქცია. ვერ გავიგე ექიმები რომ ხედავენ რკმ გტკივა რაᲦატომ გექაᲩებიან.
ოლუს ყბა სახის ქირურგმაც ᲨრმაᲨინა ტრიზმი გაქვს რადგან პირის გაᲦება მიᲭირს და ᲨეიᲫლება დაგეხუროსო ... :/


მან სცადა ᲗიᲗებიᲗ ᲫალიᲗ ყბის გახსნა.... ლამის გული წამივიდამ ნორმალური ექიმი მირᲩიეᲗ

Posted by: ertoba 6 Jun 2020, 11:43
გამარჯობა. სტომატოლოგებო კბილიდან ნადების მოცილების სწრაფი და ეფექტური ხერხი რომელია? ერთერთი სტომატოლოგი მირჩევს ე.წ ნადების ამოღებას და და რაღაც მასალის გადაკვრას კბილის შესაბამის ადგილას პლუს ამას გარანტია მაძლევს მუდმივად გექნებათო (სტომატოლოგიურ ტერმინებში ვერ ვერკვევი)

რამდენად ეფექტურია და რამდენად სანდოა გარანტიები? და თუ არსებობს რისკები... მადლობთ

Posted by: freeandhappy 8 Jun 2020, 11:44
ყბის ტკივილი ზედა 7-ე კბილის ამოღების შემდეგ, რამდენი ხანი უნდა გეკტინოს პირის გაღება შეხორცებამდე?

Posted by: Old Rap 9 Jun 2020, 08:44
ნერვის ამოღებს შემდეგ ხელახლა ამოდის ეგ ნერვი?

Posted by: tornikeeeee 24 Jun 2020, 15:19
რომ იცოდეთ რა საშინელი შეგრძნებაა როდესაც კბილის გასაკეთებლად მიდიხარ მაგრამ ერთი საათით ადრე უეცრად ის კბილი მთლიანად გემტვრევა


უბრალოდ მინდოდა დამეწერა....

Posted by: ლოლა2327 5 Jul 2020, 20:59
გამარჯობათ.2Dღეა ჩავისვი ბრეკეტი.დაბლა ყბაზე გამიკეთეს ჯერ და მაღლა ყბაზე უნდაფრფიტა ჩამისვან.მაგრამ რა მაინტერესებს ყველას ესე გაქვთ?მაღლა ბოლო კბილები პლომბით დამიგრძელეს.ყბა ყბაზე აღარ იდება და პირის დაკეტვა მიჭირს და ასევე საუბარი.სე კეთდება ბრეკეტი თუ ფირფიტის გამო გააკეთა ვერ მივხვდი და იქნებ ვინმეს გაქვთ გამოცდილი ეს და ამიხსნათ ძალიან მიჭირს

Posted by: Oldmak888 11 Jul 2020, 22:57
კბილის ნერვის მოკლვა შესაძლებელია უმტკივნეულოდ ?

Posted by: Oldmak888 7 Aug 2020, 14:08
ვინმე კარგი სტომატოლოგი მირჩიეთ დავიტანჯე უკვე კბილის ტკივილით. cry.gif

Posted by: Sean 10 Aug 2020, 19:57
დროებით რომ Dებენ დარიშხანს პასტას რომ ეძახიან მაქსიმუმ რამდენი ხანი შეიძლება გედოს, 1 კვირა შეიძლება,ტოქსიკური ხომ არაა?

Posted by: anamaria77 12 Aug 2020, 14:56
გამარჯობა , ამომდის სიბრძნის კბილი და შეიძლება გვერდით მყოფი კბილი დააზიანოს და როგორ უნდა მივხვდე თუ ცუდად ამოდის ?

Posted by: maglaka 29 Jan 2021, 16:49
anamaria77 პანორამული სურათი ან კომპიუტერული 3D კვლევა უნდა ჩაიტარო და თუ გინდა E Mailze ჩამიგდე და გეტყვი smile.gif)

Posted by: SHahiii 31 Jan 2021, 16:35
განარჯობათ ფაუფურის კბილს ცუდი სუნი აქვს და რისი ბრალი სეიძლება იყოს?

Posted by: SHahiii 18 Feb 2021, 22:43
აქ მარტო პაციენტები არიან ?
ექიმები არ შემოდიან?

Posted by: MANAXH 21 Feb 2021, 15:19
SHahiii
გვირგვინსა და დამუშავებულ კბილს შორის იქნება სივრცე, საიდანაც შედის მიკრობები და საკვების ნარჩენები, სუნსაც ეგ განაპირობებს.

ასე ზეპირად რთულია გიპასუხოთ, თუმცა პროფესიული ჰიგიენას როდესაც ჩაიტარებთ, ექიმი-სტომატოლოგ ორთოპედს სთხოვეთ შეაფასოს გვირგვინი თუ რამდენად კარგად ზის, მოგეცემათ შესაბამისი რჩევა, ჯანმრთელობას გისურვებთ.

Posted by: SHahiii 16 Mar 2021, 22:53
სტო,ატოლიგიური თვალსაზრისით რა სჯობია რამოდენიმე კბილის გადაბმულად ჩასმა თუ ერთმანეთისგან დამოუკიდებლად?

Posted by: temart 14 Apr 2021, 19:01
87 წლის ქალბატონისთვის ზედა ყბის მოსახსნელი მთლიანი პროთეზი რომელი ჯობს,
იტალიური აკრილის პლასტმასის თუ გერმანული ფირფიტოვანი?




Posted by: niniaa 9 May 2021, 20:13
temart
აქ იკითხეთ https://m.facebook.com/aquadent2015/posts/1715532808551137/ იქნებ გიპასუხონ...

Posted by: MONTY 31 May 2021, 00:45
QUOTE

1.კარიესი გასაგებია მაგრამ , კბილი რო დაფშვნას იწყებს ეგ მგონი წყლის და ვიტამინების ნაკლებობის ბრალიც არის ხო ?
2. მგრძნობელობის დროებით და მაქსიმუმამდე შემცირებისთვის არის რამე ? air-flow თ გაწმენდა ზედმეტად შემაწუხებელია, ელექტროს ჯაგრისსაც ვერ ვიყენებ

?
პ.ს
კბილის ამოღებაზეც და დაპლომბვაზეც ძაან ცუდი გამოცდილება მაქვს , ვერ გამიყუჩეს ნორმალურად, ერთი ვარიანტია ნარკოზი მაგრამ ნარკოზის შიში მაქვს და არის რამე კარგი გამოსავალი ? არ ვარ ალერგიული და დაპლომბვისთვის და ნერვის მოკვლისთვის რეალურად უმტკივნეულო მეთოდს ვეძებ

Posted by: HooKiT 22 Jun 2021, 17:46
გამარჯობათ, დაახლოებით 1 კვირაა თავის მარჯვენა მხარე მტკივა, მარჯვენა საფეთქელიც და მარჯვენა თვალიც, დღეს სტომატოლოგთან ვიყავი და მარჯვენა ზედა სიბრძნის კბილის ბრალიაო, თვითონ კბილი არ მტკივა მაგრამ ცივი როდესაც მეხება მაშინ უკვე მაგრად მტკივდება. ვინმეს გქონიათ ამდაგვარი შემთხვევა? კბილი არ გტკიოდეთ და თავს გატკიებდეთ, თვალის მიდამოებს და საფეთქელს?
დაჭიმუულობის შეგრძნება მაქვს, გაუსაძლისად არ მტკივა, უბრალოდ ყრუდ მტკივა და ხანდახან ჩხვლეტითი ტკივილიც მაქვს. რავი რა იქნებ ვინმეს გქონიათ იგივე სიტუაცია.. help.gif მადლობა დიდი

Posted by: sakheli 3 Aug 2021, 22:38
QUOTE (HooKiT @ 22 Jun 2021, 17:46 )
გამარჯობათ, დაახლოებით 1 კვირაა თავის მარჯვენა მხარე მტკივა, მარჯვენა საფეთქელიც და მარჯვენა თვალიც, დღეს სტომატოლოგთან ვიყავი და მარჯვენა ზედა სიბრძნის კბილის ბრალიაო, თვითონ კბილი არ მტკივა მაგრამ ცივი როდესაც მეხება მაშინ უკვე მაგრად მტკივდება. ვინმეს გქონიათ ამდაგვარი შემთხვევა? კბილი არ გტკიოდეთ და თავს გატკიებდეთ, თვალის მიდამოებს და საფეთქელს?
დაჭიმუულობის შეგრძნება მაქვს, გაუსაძლისად არ მტკივა, უბრალოდ ყრუდ მტკივა და ხანდახან ჩხვლეტითი ტკივილიც მაქვს. რავი რა იქნებ ვინმეს გქონიათ იგივე სიტუაცია.. help.gif მადლობა დიდი

სურათი გადაგიღო? როგორ გამოიტანა დასკვნა?

Posted by: levaa 6 Sep 2021, 12:53
მარცხენა ქვედა ბოლო კბილზე მაქვს ანთება, დაპლომბილი მქონდა და გამიხსნეს არხები და მესამე დღეა საშინლად მტკივა მაინც sad.gif

გამაყუჩებელი დღიური დოზა რა არის მაქსიმალური რაც შეიძლება მივიღო?

Posted by: bubu1234 12 Sep 2021, 11:00
user posted image


გამარჯობა, თუ გაგიგიათ ეს კლინიკა? 300 ლ ვაუჩერით მთელი წლის განმავლიბაში ემსახურებიან პაციენტსს ულიმიტოდ, და რამდენად რეალურია?

Posted by: ronald_wesley 4 Oct 2021, 19:17
ჩემზე საშინელი კბილები თუ ვინმეს ჰქონდე ფორუმზე თავს ვიჭრი!!!!!!!!

Posted by: batata55 9 Oct 2021, 05:17
ნამკურნალები, გვირგვინ გადაკრული კბილი შეიძლება ამტკივდეს? კბილის კბილზე დადებით მტკივა

Posted by: boone11 7 Feb 2022, 01:31
Ჩემი კბილები განადგურებულია........
7 მაკლია კიდევ ორი ამდენი აპლომბილ დასაპლომბია

Posted by: FERREBOY 16 Apr 2022, 18:54
ყველა კბილის ამოღება მომიწია ზედა ყბაზე, მქონდა კისტები + ქრონიკული ჰაიმორიტი მაქვს წლებია. გაიხსნა ჰაიმორის ღრუ, მარცხენა ბოლო კბილიდან ჰაერი შედის და გამოდის ცხვირს უერთდეაბ მოკლედ )) ნესტოებზე თითს რომ მოვიჭერ და ვეცდები ჰაერი გამოვუშვა ამოღებული კბილის ადგილიდან გამოდის ))) საშიშია? რამე გართულება შეიძლება მოყვეს? თავისით თუ შეხორცდება მაინტერესებს. რას ფიქრობთ?

Posted by: lacostamarienes 6 May 2022, 23:55
გამარჯობაᲗ ექიმმა გამიკეᲗა დროებიᲗი პლომბი და 4-5 წელია ქვასავიᲗაა და არ ამომიᲦია ეხლაც მაქვს და კაი დროს ვკიᲗხულობ ვიცი მაგრამ საᲨიᲨია?

Posted by: THE_ETC 16 Aug 2022, 17:21
ორი კვირის წინ დავიპლომბე ორი კბილები. ნერვი ამოღებული მაქვს. მიხაროდა რომ კბილი აღარ მტკიოდა.
გუშინწინ მაცივრიდან გამოღებულოი ცივი ხილი შევჭამე და ახლა ისევ მტკივა.
ვფიქრობ ღრძილის ანთება ხომ არაა

სტომატოლოგმა მაგრად გამატყავა ორი კბილის დაპლომბვაზე. ახლა კი ისევ რომ მივადგე კბილი მტკივათქო, აღარ მაქვს თავზესაყრელი ფული.

როგორ მოვიქცე? ამოვიღო?

თუ ანთებაა რამე წამალი მიღჩიეთ გთხოვთ ან წავალ გორგიაში ამის საყიდლად:

user posted image

Posted by: oligarh 31 Dec 2022, 19:57
გამარჯობა, ნერვი მომიკლეს და შემდეგ დიპლომბეს კბილი, 2 დღე კბილის კბილზე დადებისას გეტკინებაო, მე-5 დღეა და დადების გარეშეც მტკივა, გამაყუჩებელს ექვემდებარება, ისე არ მტკივა რომ გაუსაძლისი იყოს მაგრამ მაწუხებს და სულ ვგრძნობ, როგორ მოვიქცე რა არის გამოსავალი?

Posted by: Corvette 10 Jan 2023, 02:08
დაახლოებით 2 თვის წინ მხოლოდ საღამოობით მტკივდებოდა ერთ-ერთი საღეჭი კბილი და მერე იმავე მხარეს სხვა კბილებზეც გადაქონდა . ექიმთან ვიყავი , ნახა და სიბრძნის კბილია ამოსაღებიო , რაღაცა ედებაო თუ რაღაც აღარ მახსოვს . მეთქი ოკ , მერე მოვალ და მას შემდეგ გუშინდლამდე აღარ ამტკიებია და ეხლა ეს ორი დღეა ისევ საღამოობით დაბრუნდა ეს ტკივილი . უფრო მეტადაც მგონი ვიდრე მაშინ , ეხლა უფრო მაწუხებს .ეს ცივი დღეებიც დაემთხვა თუ რა არის არ ვიცი . ეს კბილი წლებია ცივის მოხვედრის დროს მტკივა , თავის დროზე ვერაფერი გაუგეს ამ კბილს , გაფუჭებული არ არისო . ეხლა შევამჩნიე რო ჭამის დროსაც მტკივდება.

მოკლედ რა უნდა . სიბრძნის კბილის ბრალია მართლა ? facepalm.gif ისეთი შეგრძნება მაქვს რომ თითქოს ღრძილებიც მტკივა .

Posted by: ელექტროხულიგანი 19 Jan 2023, 12:20
თითქმის თვე ხდება რაც ზედა და ქვედა საღეჭი კბილები მტკივა, ყურზე გადააქვს, ყელზეც, ყლაპვის დროს არ მტკივა, კბილს გარეგნულადაც ეტყობა დაზიანება, ანესთეზიაზე რამდენჯერ გამიკეთეს იმდენჯერ ყველაფერს ვგრძნობდი, ნარკოზი არ მინდა, თან აშკარად დიდი ხარჯი მომიწევს და არ მაქვს ამ ეტაპზე საშუალება, რა უნდა მირჩიოთ პრინციპში გარდა ექიმთან მისვლისა, უბრალოდ დავწერე

Posted by: Philadelphia_lovers 6 Feb 2023, 17:11
სალამი, 13 დღის წინ ვიყავი სტომატოლოგთან, მომიკლა ნერვი მარა ამდენი დღის მერეც საჭმლის ჭამის დროს ძალიან მტკივა, როცა არ ვჭამ არ მაწუხებს საერთოდ

შეიძლება ამდენი განი გაგრძელდეს ტკივილი ნერვის მოკვლის შემდეგ?

Posted by: illusions 25 Mar 2023, 23:37
გამარჯობა

მეშვიდე კბილი დავიპლომბე, ანესთეზიამდე რაღაც წამალი დამადო ნერვის მოსაკლავი, 1 კვირა მქონდა.
დაპლომბვის და რენდგენის შემდეგ ექიმმა მითხრა , რომ მცირე პერეოდონტიტი მაქვს , მაგრამ გაივლიდა
ღეჭვისას მტკივა უკვე 10 დღე გავიდა , მისუსტდება ტკივილი და მაინტერესებს ბოლომდე თუ გაივლის როდისმე


Posted by: 11-F 26 Mar 2023, 00:16
illusions
QUOTE
10 დღე გავიდა

დიდი დროა.
QUOTE
მისუსტდება ტკივილი და მაინტერესებს ბოლომდე თუ გაივლის როდისმე

ალბათ გაიწოვა ნელ-ნელა. მაინც გადაიღე რენტგენი, 10-ლარამდე ღირს მგონი.

Posted by: illusions 26 Mar 2023, 14:23
11-F

მადლობა, გადავიღებ აუცილებლად

Posted by: 11-F 26 Mar 2023, 15:57
illusions
რას გერჩოდა ის სასიკვტილე, მოეგვარებინა და მერე დაეხურა ეგ კბილი.

Posted by: illusions 26 Mar 2023, 16:23
11-F
biggrin.gif

არვიცი, მალე გაგივლისო მითხრა და მეც დავუჯერე. იმედია გაივლის და გახსნა არ მომიწევს

Posted by: 11-F 26 Mar 2023, 17:08
illusions
გაუხმეს თავი biggrin.gif
წამალი რო მოეცა 2-3 დღეში გაიტანდა.

Posted by: GUINPLENI 8 Apr 2023, 23:46
გამარჯობა, ამათგან რომელს მირჩევთ?

შპს „მედიჰელფი“
შპს „კლინიკა ლარსზე“
იმ თამარ ზათიაშვილი - სტომატოლოგიური კლინიკა „დენტუსი“
შპს „დენტალმედი“
შპს „დენტა ლუქსი“
შპს „სმაილ გალერი“
შპს „ნიუ დენტი“

Posted by: keandra 31 May 2023, 10:09
კალცის ყველაზე კარგი ვარიანტს რომელს მირჩევთ რომ დავლიო კბილებისთვის?

Posted by: boone11 2 Jun 2023, 10:41
საშინლად მაქვს კბილები.
ალბათ მოუვლელობის ( დანტისტებთან კი დავრბოდი ) და გენეტიკური ფაქტორის ბრალიცაა.

Posted by: John Jolie 30 Nov 2023, 22:11
ოლა!
ქვედა ყბაზე გასასწორებელი მაქვს წინა 2 ან 3 კბილი
ბრეკეტები მეზარება და გადავწყვიტე ვინირები გავიკეთო
სად მირჩევთ და დიდხანს ძლებს თუ მალე ამძვრება და თავიდან მექნება გასაკეთებელი?...
ერთი კლინიკა ვნახე, ერთი კბილი 500+ ღირს, მეორე კლნიკაში 250, არადა ვიზუალურად ეს იაფიანი უფრო ბინებრივად და ლამახად აკეთებს მგონი
მოკლედ სად წავიდე sad.gif

Posted by: ttemuka 24 Jan 2024, 18:39
გამარჯობა, მაინტერესებს არსებობს თუ არა ისეთი ბჟენი, რომელიც არ შეიცავს მძიმე მეტალებს და ორგანიზმისთვის საზიანო ნივთიერებებს?

Powered by Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)