Printable Version of Topic
Click here to view this topic in its original format
თბილისის ფორუმი > პოლიტიკა > როგორია ნამდვილი ქართველი?


Posted by: primatii 30 Oct 2013, 17:48
ეს ამბავი ახალი არაა.
წლებია ლამის #1 პრობლემად გადაიქცეს- "ქართველობას გვართმევენ"

თუ გახსოვთ,ამას წინათ ტვ 3-ზე ლევან პირველი მიტისკა ინგამ ამ საკითხზე.

კლასიკური გაგებით, "ქართველობის წართმევა" თავის თავში გულისხმობს სააკაშვილის ექსპერიმენტს, მიმართულს ახალი ქართველის ჩამოსაყალიბებლად.

დღეს ბატონმა ხუხაშვილმა ბრძანა, რომ ამ ექსპერიმენტმა მარცხი განიცადა, ჩატეხილი ხიდები მთელდება და ქართველს ქართველობა კვლავ უბრუნდება.


გთხოვთ ამიხსნათ რა იყო ჩატეხილი და რა მთელდება?

რა არის ქართველობა, რომელსაც გვართმევდნენ?

როგორია ნამდვილი ქართველი?

ნეგატიური მხარეები არ გინდათ, პოზიტივები დაწერეთ სულ.

Posted by: HildeMoller 30 Oct 2013, 17:51
QUOTE
რა არის ქართველობა, რომელსაც გვართმევდნენ?

როგორია ნამდვილი ქართველი?

ნეგატიური მხარეები არ გინდათ, პოზიტივები დაწერეთ სულ.


ეჰ user.gif

Posted by: dreamer@ 30 Oct 2013, 18:10
QUOTE
როგორია ნამდვილი ქართველი


ამბიციური

კულტურისა და ყოფის ლოკალური თავისებურებებით

ზეაღმატებული ერისშვილობით მინიჭებული პრივილეგიებიდან გამომდინარე აუცილებლად საკუთარი გრანდიოზულობის განცდით უნდა იყოს შეპყრობილი

აუცილებლად მართლმადიდებელი

და აუცილებლად კაი პური-მჭამელი
<3

Posted by: ერისკაცი 30 Oct 2013, 18:13
QUOTE
დღეს ბატონმა ხუხაშვილმა

ყველაფრის ექსპერტი biggrin.gif

Posted by: dega 30 Oct 2013, 18:15
QUOTE
 როგორია ნამდვილი ქართველი?

პარლამენტის შემადგენლობას რომ გადახედო გეზარება?
QUOTE
როგორიც საბჭოთა კავშირის დროს იყო.

lol.gif lol.gif facepalm.gif

Posted by: SaamI 30 Oct 2013, 18:16
primatii
QUOTE
როგორია ნამდვილი ქართველი?

საბჭოთა კინომ ორი ტიპის ქართველის პორტრეტი გამოკვეთა: ჯარისკაცის მამა - სერგო ზაქარიაძე და მიმინო - ვახტანგ კიკაბიძე. მეორე ტიპი უფრო პოპულარულია ქართველებში. მე პირველი მომწონს.

"ქართველობის წართმევას" რაც შეეხება, ყალბი და უაზრო ლაპარაკია. საქართველოში შეიცვალა პოლიტიკური წყობა, საზოგადოება ვერ დარჩება ისეთი, როგორიც საბჭოთა კავშირის დროს იყო. თუმცა ბევრს ამის დიდი სურვილი აქვს.

Posted by: Ignited 30 Oct 2013, 18:22
QUOTE
როგორია ნამდვილი ქართველი?

primatii
უცოცხო!

Posted by: picpic 30 Oct 2013, 18:51
QUOTE (primatii @ 30 Oct 2013, 17:48 )
დღეს ბატონმა ხუხაშვილმა ბრძანა, რომ ამ ექსპერიმენტმა მარცხი განიცადა, ჩატეხილი ხიდები მთელდება და ქართველს ქართველობა კვლავ უბრუნდება.

კი, როგორც ხუხა ბრძანებს, რა!

ექსპერიმენტის შედეგია რომ დღეს მომავალი თაობის უმეტესობას ძნელად გააგებინებ რა იყო სავოკი, რომელიც 2003 წლამდე გრძელდებოდა. მათი უმეტესობა დაიზარდა და "აზრზში ჩავარდა" პერიოდში როცა სავოკი საგინებელი სიტყვა იყო ყველა დონეზე და ზოგჯერ გადაჭარბებული სისასტიკით სავოკის ჩარეცვხვა მიმდინარეობდა.

აღარაფერს ვამბობ იმაზე, რომ მათ დროს ქურდული მენტალიტეტი მიიტისკა, კიდევ.

ეს მომავალი თაობა დღეს "ახალი ქართველები" არიან, უნდა თუ არ უნდა ხუხას ეს ამბავი.

Posted by: HEPHAESTUS 30 Oct 2013, 18:56
QUOTE
როგორია ნამდვილი ქართველი?


ალალი!

Posted by: ერისკაცი 30 Oct 2013, 18:57
HEPHAESTUS
QUOTE
ალალი!

ამას ნიკი გაუტეხეს? biggrin.gif

Posted by: Moor 30 Oct 2013, 19:02
QUOTE
ღეს ბატონმა ხუხაშვილმა ბრძანა, რომ ამ ექსპერიმენტმა მარცხი განიცადა, ჩატეხილი ხიდები მთელდება და ქართველს ქართველობა კვლავ უბრუნდება.

facepalm.gif

Posted by: LIVE-76 30 Oct 2013, 19:05
QUOTE
როგორია ნამდვილი ქართველი?, ??????


Posted by: Nirvana11 30 Oct 2013, 19:09
სხვათაშორის კნუტ ჰამსუნის განცდილი და ნაფიქრალი კავკასიაში წავიკიტხე და საინტერესო რაღაცეებს წერს, გირჩევთ წაიკიტხოთ smile.gif

მენტალური ევოლუცია (და არა რევოლუცია) გვჭირდება სწრაფი ტემპებით smile.gif

პ.ს ისე მიშას, რომ აბრალით ყველაფერს, წაიკიტხეთ ძველი პუბლიკაციები, მაგალიტად აკაკი წერეთლის, ვაჟა ფშაველასი და ბევრ საინტერესო რამეს აღმოაჩენთ, მაგრამ ჩვენ სანიკიძIს ისტორიაზე ვჩუკენობთ რაში გვჭIრდება რეალიზმი smile.gif


Posted by: HildeMoller 30 Oct 2013, 19:10
QUOTE
ყველაფრის ექსპერტი


საქმე საქმეზე რომ მიდგება -
არაფრის გამკეთებელი <3



ყველაზე მაგარი მძღოლი love.gif

Posted by: chombe 30 Oct 2013, 19:12
primatii
QUOTE
როგორია ნამდვილი ქართველი?


Posted by: HEPHAESTUS 30 Oct 2013, 19:14
Nirvana11

QUOTE
სხვათაშორის კნუტ ჰამსუნის განცდილი და ნაფიქრალი კავკასიაში წავიკიტხე და საინტერესო რაღაცეებს წერს,  გირჩევთ წაიკიტხოთ 


აუ მაგას ვეძებ აგერ უკვე წლებია.
ციფრული ვრსია არის სადმე?

.
QUOTE
პ.ს ისე მიშას, რომ აბრალით ყველაფერს, წაიკიტხეთ ძველი პუბლიკაციები, მაგალიტად აკაკი წერეთლის, ვაჟა ფშაველასი და ბევრ საინტერესო რამეს აღმოაჩენთ, მაგრამ ჩვენ სანიკიძIს ისტორიაზე ვჩუკენობთ რაში გვჭIრდება რეალიზმი


+1

LIVE-76

ეგენი ფორუმელები არიან,
მაგის გამო მოდერინი ბანს მოგცემს.

იყო მაგაზე აქ ერთი მაბავი ადრე

Posted by: temo23 30 Oct 2013, 19:16
ქართველები ერთი დიდი ბრბოა , მთელმა მსოფლიომ აღიარა მიშას ღვაწლი გარდა ქართველისა.
ჟოზე მანუელ ბაროზო: ...„პრეზიდენტ სააკაშვილის პრეზიდენტობის პერიოდში საქართველომ მიაღწია შესანიშნავ პროგრესს და ახლა მნიშვნელოვანია დავრწმუნდეთ, რომ შემდგომში მოხდება ამ პროგრესის პოლიტიკური და ეკონომიკური კონსოლიდაცია“....

...“ჩვენ მოველით, რომ საქართველო პატივისცემით მოეპყრობა ისეთ ვალდებულებებს, როგორიცაა თავისუფალი და პოლიტიკური ზეგავლენისგან თავისუფალი სასამართლო სისტემის უზრუნველყოფა, ჩვენ კატეგორიულად ვეწინააღდეგებით შერჩევითი სამართლის ნებისმიერ ფორმას”...

...“ბატონო პრეზიდენტო, თქვენ ასრულებთ საპრეზიდენტო ვადას და ჩვენ თავდაჯერებით შეგვიძლია ვთქვათ, რომ საქართველო დღეს უფრო სტაბილური დემოკრატიაა, ვიდრე ადრე“....

...“ახლა, როდესაც პრეზიდენტ სააკაშვილის საპრეზიდენტო ვადა დასასრულს უახლოვდება, მინდა მადლობა გადავუხადო მას მოღვაწეობისა და ასევე იმისითვის, რომ დაუღალავად შრომობდა ქართველი ხალხისა და ქვეყნის სუვერენიტეტისათვის მისი დაუღალავი შრომისათვის. ასევე მსურს მადლობა ვუთხრა მას ევროკავშირთან მეგობრობისთვის. აუცილებელია რომ გაგრძელდეს ის პროგრესი, რომელიც სააკაშვილის მმართველობის დროს დაიწყო. ევროკავშირი მოწოდებულია დაეხმაროს საქართველოს.
მჯერა, რომ ეს იყო ძალიან მნიშვნელოვანი საქრთველოსა და ევროკავშირის ურთიერთობაში“.....

Posted by: ერისკაცი 30 Oct 2013, 19:25
temo23
QUOTE
ქართველები ერთი დიდი ბრბოა , მთელმა მსოფლიომ აღიარა მიშას ღვაწლი გარდა ქართველისა.

gigi.gif

Posted by: nnaannaa 30 Oct 2013, 19:34
QUOTE
როგორია ნამდვილი ქართველი?,


კორკოტასებრი

Posted by: dega 30 Oct 2013, 19:41
QUOTE
ქართველები ერთი დიდი ბრბოა , მთელმა მსოფლიომ აღიარა მიშას ღვაწლი გარდა ქართველისა.

მოიცა და ”საქართველოში 354 ათას 206 ბაჯაღლო ” მითია??
ისე მოდი სხვა ერზეც დაწერე რა რამე..
მაინტერესებს რა მოხდება

Posted by: ერისკაცი 30 Oct 2013, 19:46
QUOTE
ისე მოდი სხვა ერზეც დაწერე რა რამე..

სხვა ერს ბრბო რომ უწოდოს დაბანენ.

Posted by: laci 30 Oct 2013, 19:52
დიმიტრი უზნაძე: “ქართველები

ქართველს აკლია “დაჟინებითი მისწრაფება ერთხელ დასახული მიზნის განხორციელებისაკენ, რომელსაც ვერავთარი დაბრკოლება და სიძნელე ვერ სპობს; მუდმივი, დაუღალავი შრომის უნარი, თავდავიწყებითი ჭაპანის წევა… პატარა საქმეების ისეთივე სერიოზულობით კეთება, როგორც დიდი საქმეებისა… ქართველ ხალხს ეს თვისება არ აქვს. მისი გული და მისი ნება ჰარმონიულად ფეთქს. გული აინთება-ნებაც მოქმედებს, მაგრამ გული მალე ცივდება და ნების მაჯისცემა უმალვე წყდება. იშვიათია ჩვენში ისეთი ადამიანი, რომელიც ენერგიის გამძლეობის მხრივ საგრძნობლად არ კოჭლობდეს. პატარა საქმეები ჩვენს გულს არ ანთებენ და უამისოდ კი ჩვენი ნება არ იძვრის; დიდი საქმეები კი გვაფეთქებენ, მაგრამ გული მანამდე ცივდება, სანამ საქმე სრულქმნის დონეს მიაღწევდეს, და გულთან ერთად ნებაც დუნდება და დაწყებული საქმე ანაზდად წყდება… ამიტომ არის, რომ ჩვენი არსებობის ნიადაგს ჩვენვე ვანიავებთ და ბედნიერი მეტოქესთან ბრძოლაში მუდამ ვმარცხდებით”.

”საკუთარ საქმეს კი გამბედაობა და ინიციატივა ეჭირვება და ჩვენს ხალხს ეს აკლია; უამისობაა, რომ ჩვენ სხვის საწველ ფურად გვაქცევს და საკუთარ დოვლათს სხვების საკეთილდღეოდ გვადებინებს. აქტიური ხასიათი, ძლიერი ნება – აი, რა აკლია ქართველობას და ჩვენი აღზრდის სისტემაც მარტო აქეთ უნდა იყოს მიმართული. ჩვენ მუდამ უნდა გვახსოვდეს, რომ გლახები და მონები იმიტომ კი არა ვართ, რომ ღატაკნი ვართ, არამედ ღატაკნი მიტომ ვართ, რომ გლახები და მონები გახლავართ, და თუ რამ გვჭირია, ყოვლის უწინარეს, აქტიური ხასიათია ჩვენთვის საჭირო”.

Posted by: primatii 30 Oct 2013, 19:55


ერთი ჩვეულებრივი ხალხი ვართ ჩემი აზრით.

სიცრუეა ის, რომ ვინმეზე მეტი ვართ ან ნაკლები.

ჩვენმა გეოგრაფიულმა მდებარეობამ საშუალება არ მოგვცა სტაბილური და დამოუკიდებელი ქვეყანა აგვეშენებინა.

მრავალსაუკუნოვანმა კოლონიზაციამ , კი დაღი დაგვასვა, რის განკურნებასაც ვსაჭიროებთ.

განკურნება , კი რთული პროცესია. თანაც ბავშვებივით ვართ-წამალს ვაფურთხებთ და საბანს ვიხდით.

აი ესაა ჩემი კომენტარი.

Posted by: Nirvana11 30 Oct 2013, 20:24
HEPHAESTUS
http://lit.ge/%E1%83%AC%E1%83%98%E1%83%92%E1%83%9C%E1%83%98/%E1%83%99%E1%83%9C%E1%83%A3%E1%83%A2_%E1%83%B0%E1%83%90%E1%83%9B%E1%83%A1%E1%83%A3%E1%83%9C%E1%83%98/%E1%83%99%E1%83%90%E1%83%95%E1%83%99%E1%83%90%E1%83%A1%E1%83%98%E1%83%90%E1%83%A8%E1%83%98_%E1%83%92%E1%83%90%E1%83%9C%E1%83%AA%E1%83%93%E1%83%98%E1%83%9A%E1%83%98_%E1%83%93%E1%83%90_%E1%83%9C%E1%83%90%E1%83%9D%E1%83%AA%E1%83%9C%E1%83%94%E1%83%91%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%98/401

აქ შეგიძლია იყიდო, მე სამწუხაროდ ელ ვერსია არ მაქვს, წიგნად მაქვს sad.gif

Posted by: x360Soulja 30 Oct 2013, 20:25
ვერ დავწერ მაგას user.gif






user.gif

Posted by: Barney Gumble 30 Oct 2013, 20:38
HEPHAESTUS

QUOTE
აუ მაგას ვეძებ აგერ უკვე წლებია.
ციფრული ვრსია არის სადმე?


აი ეს არის: http://az.lib.ru/g/gamsun_k/text_1903_oplevet_og_dr248mt_i_kaukasien.shtml

Posted by: gramatikikina 30 Oct 2013, 20:42
QUOTE
როგორია ნამდვილი ქართველი?, ??????????????????????????

სტუმართმოყვარეjump.gif

Posted by: PANZERKOPF 30 Oct 2013, 20:44
SaamI
QUOTE
საბჭოთა კინომ ორი ტიპის ქართველის პორტრეტი გამოკვეთა: ჯარისკაცის მამა - სერგო ზაქარიაძე და მიმინო - ვახტანგ კიკაბიძე.

საბჭოთა კინოში სხვა ქართველების პორტრეტებიც იყო. ხოლო თუ რატომ მაინცდამაინც ეგ ორი პორტრეტი გამოიკვეთა, ეგ არის გამოსაკვლევი.
მიუხედავად იმისა, რომ პირველი ზემოთხსენებული ფილმი - შედევრია, მისი მთავარი გმირის როგორც ქართველის ეტალონის გამოყვანა პირადად ჩემთვის მიუღებელია.
მეორეზე ხომ საერთოდ არაფერს ვიტყვი.
ხიხო "ედრიონა მატ გიტლერა" და ტინგიცა "ლარისუ ივანოვნუ ხაჩუ".
დათა თუთაშხია - მეღვინეთუხუცესის შესრულებით ან ქარდავა - ჯინორიას შესრულებით არ წავა ქართველის ეტალონად?





Posted by: nigo 30 Oct 2013, 20:44
primatii
[quote]ერთი ჩვეულებრივი ხალხი ვართ ჩემი აზრით.

სიცრუეა ის, რომ ვინმეზე მეტი ვართ ან ნაკლები.

ჩვენმა გეოგრაფიულმა მდებარეობამ საშუალება არ მოგვცა სტაბილური და დამოუკიდებელი ქვეყანა აგვეშენებინა.

მრავალსაუკუნოვანმა კოლონიზაციამ , კი დაღი დაგვასვა, რის განკურნებასაც ვსაჭიროებთ.

განკურნება , კი რთული პროცესია. თანაც ბავშვებივით ვართ-წამალს ვაფურთხებთ და საბანს ვიხდით.

გეთანხმები,ახლა თუ წამალში და საბანში ,კიდევ ნაცმოძრაობას არ გულისხმობ.
biggrin.gif

Posted by: RAMETU 30 Oct 2013, 20:53
ისე თქვენც ნაციონალებსაც გქონიათ ქართველობის ცოტაოდენი ნიშანწყალი smile.gif

ხელისუფლებაც რომ ჩამოგაცილეთ მერე კითხულობთ როგორია ნამდვილი ქართველიო :დ

მანამდე რომ გცოდნოდათ თქვენთვისაც კარგი იქნებოდა და ხალხისთვისაც smile.gif

არ გიყვარდათ და არ გტკიოდათ ეს ერი. მის სისუსტეებზე ქილიკობდით და დამამაცირებლად ეკიდებოდით ....

უმეტესობას გეზიზრებათ კიდევაც კარადაში ბავშობაში ჩამალული ჩონჩხების გამო smile.gif

ვაი რომ ვერც აწი გაიგებთ ...

Posted by: SaamI 30 Oct 2013, 21:06
PANZERKOPF
QUOTE
დათა თუთაშხია - მეღვინეთუხუცესის შესრულებით ან ქარდავა - ჯინორიას შესრულებით არ წავა ქართველის ეტალონად?

სამწუხაროდ არ ვგავართ დათას. კიკაბიძის მიმინოს კი ძალიან ვგავართ.

Posted by: Good Man 30 Oct 2013, 21:08
QUOTE
დიმიტრი უზნაძე: “ქართველები”

ქართველს აკლია “დაჟინებითი მისწრაფება ერთხელ დასახული მიზნის განხორციელებისაკენ, რომელსაც ვერავთარი დაბრკოლება და სიძნელე ვერ სპობს; მუდმივი, დაუღალავი შრომის უნარი, თავდავიწყებითი ჭაპანის წევა… პატარა საქმეების ისეთივე სერიოზულობით კეთება, როგორც დიდი საქმეებისა… ქართველ ხალხს ეს თვისება არ აქვს. მისი გული და მისი ნება ჰარმონიულად ფეთქს. გული აინთება-ნებაც მოქმედებს, მაგრამ გული მალე ცივდება და ნების მაჯისცემა უმალვე წყდება. იშვიათია ჩვენში ისეთი ადამიანი, რომელიც ენერგიის გამძლეობის მხრივ საგრძნობლად არ კოჭლობდეს. პატარა საქმეები ჩვენს გულს არ ანთებენ და უამისოდ კი ჩვენი ნება არ იძვრის; დიდი საქმეები კი გვაფეთქებენ, მაგრამ გული მანამდე ცივდება, სანამ საქმე სრულქმნის დონეს მიაღწევდეს, და გულთან ერთად ნებაც დუნდება და დაწყებული საქმე ანაზდად წყდება… ამიტომ არის, რომ ჩვენი არსებობის ნიადაგს ჩვენვე ვანიავებთ და ბედნიერი მეტოქესთან ბრძოლაში მუდამ ვმარცხდებით”.
”საკუთარ საქმეს კი გამბედაობა და ინიციატივა ეჭირვება და ჩვენს ხალხს ეს აკლია; უამისობაა, რომ ჩვენ სხვის საწველ ფურად გვაქცევს და საკუთარ დოვლათს სხვების საკეთილდღეოდ გვადებინებს. აქტიური ხასიათი, ძლიერი ნება – აი, რა აკლია ქართველობას და ჩვენი აღზრდის სისტემაც მარტო აქეთ უნდა იყოს მიმართული. ჩვენ მუდამ უნდა გვახსოვდეს, რომ გლახები და მონები იმიტომ კი არა ვართ, რომ ღატაკნი ვართ, არამედ ღატაკნი მიტომ ვართ, რომ გლახები და მონები გახლავართ, და თუ რამ გვჭირია, ყოვლის უწინარეს, აქტიური ხასიათია ჩვენთვის საჭირო”.


+ 1 ნამდვილათ მასეა და თითქმის ყველა ქართველს ეს გვჭირს!

Posted by: Melano 30 Oct 2013, 21:09
SaamI
QUOTE
კიკაბიძის მიმინოს კი ძალიან ვგავართ.

სდაჩი ნე ნადო biggrin.gif
ერთხელ მეც დამემართა ეგ facepalm.gif

Posted by: nigo 30 Oct 2013, 21:11
PANZERKOPF
QUOTE
ქარდავა - ჯინორიას შესრულებით არ წავა ქართველის ეტალონად?

არ მახსოვს რა ფილმია??

Posted by: mirian77 30 Oct 2013, 21:12
QUOTE
რომ გლახები და მონები იმიტომ კი არა ვართ, რომ ღატაკნი ვართ, არამედ ღატაკნი მიტომ ვართ, რომ გლახები და მონები გახლავართ,

up.gif up.gif up.gif ბოღმიანი,გაუტანელი,უმადური........ მაგრამ მაინც სთუმართმოყვარე,ამაყი,ვაჟკაცური, მოუდრეკელი.......

Posted by: tenochtitlan 30 Oct 2013, 21:13

ქართველები, ვგონებ, ძალიან საინტერესო ხალხი ვართ,
კუთხეების მიხედვით განსხვავებული მენტალიტეტით,
რაც თითქოს ავსებს ურთიერთს სუსტ და ძლიერ მხარეებს.
ქართველებს ახასიათებს შეუთავსებელი ცნებებისა და მოთხოვნების
შეთანხმების სურვილი, რასაც რაოდენ გასაოცარიც არ უნდა იყოს
ზოგჯერ ახერხებენ კიდეც.
ქართველი მუდამ ეძებს პატრონს და ამავდროულად სხვების პატრონობას ჩემულობს,
ქართველს შეუძლია თავი გასწიროს შენთვის, მაგრამ ყოველდღიური თანადგომით დაიღალოს,
ქართველისთვის დიდი მნიშვნელობა აქვს ფორმას და შინაარს შეიძლება ნაკლებად მიაქციოს ყურადღება.
არ არის "ტრუდაგოლიკი", მაგრამ ახალის შეთვისების კარგი უნარი აქვს.......

რავი ბევრი საინტერესო თვისება აქვს, მართლა საინტერესო.

Posted by: triumpi 30 Oct 2013, 22:17
QUOTE
როგორია ნამდვილი ქართველი?

ნეგატიური მხარეები არ გინდათ, პოზიტივები დაწერეთ სულ.


პირველქმნილი ადამის და ევას მსგავსი.
ყველა იმ სიკეთით და მადლით შემკული -- რაც კი ადამიანის შესაძლებლობებში არსებობს ღიად, თუ დაუფარავად.
ამ ქვეყნის უძველესი აბორიგენია!
დამპყრობელი არაა სხვათა.
ვაჟკაცობის და მანდილოსნობის ეტალონია --- თუ მოინდომებს სულით და გულით.
ვაზის და ხორბლის სამშობლოს ღირსეული მემკვიდრეა მიწათმომქმედობის უძველესი კულტურისა.
უღალატო, მშრომელი, პატიოსანი, ერთგული მამა-პაპისეულისა და გამტანი სიმართლისა.
ქვრივ-ობოლის შემწე და უსამართლოდ დაჩაგრულის შემწე-მცველი.
პოეტი და შემომქმედი დიდი კულტურისა და ხელოვანებისა.
ალალი, უსაყვედურო და გონიერი სწავლისმოწადინე სიბრძნისა.
ულამაზესი ანბანის და ენის შემქმნელი, რომელიც არს უძველესი და ინდივიდუალურ-ორიგინალური მცირეთა შორის!
უებრო მეომარი და სასწაულის დონის საბრძოლო ხელოვანების მფლობელი.
უძველესი მეტალურგი, კირითხურო და სამეცნიერო-სასულიერო აკადემიების შემომქმედი.
ულამაზესი და უმდიდრესი ქვეყნის ღირსეული მოვლა-პატრონობით ნაანდერძევი ქვეყნის ბატონ-პატრონი.
უამრავი მტრის გარემოცვაში მაინც ამაყი და შეუდრეკელი წუთისოფელის ამაოებისდა მიუხედავად.
სიყვარულით და განგების მარადიული იმედით სავსე!
უძველესი მისტერიების მცოდნე და მონაწილე.
სიკეთისა და ბოროტების სრულყოფილებამდე შემცნობი.

გავაგრძელო??? gigi.gif


ამეების აღორძინება კვლავ ძალუძს დროული! 2kiss.gif

Posted by: HEPHAESTUS 30 Oct 2013, 22:18
Nirvana11
Barney Gumble

მადლობა,
ხვალ ჩავუჯდები მატარებელში.

nigo
QUOTE
სტაბილური და დამოუკიდებელი ქვეყანა აგვეშენებინა


კაკრას რომ სტაბილური და დამოუკიდებელი არ ყოფილა.
სამწუხაროდ.

triumpi
QUOTE
ენის  შემქმნელი


ენასა არ ქმნიან.
ენა იქმნება უამრავი კომპლექსური პროცესების შედეგად.
ქართველი ერის დამსახურება ქართულ (და ასევე ქართველურ ენებში) იგივეა რაც მაგალითად ტანად მაღალი ადამიანის დამსახურება საკუთარ სიმაღლეში.

ეს ენა კი გრამატიკულად არის საინეტერსო თორე მოსამამენად რა მოგახსენო gigi.gif


Posted by: vaxo55 30 Oct 2013, 22:23
ერთია- ქართველობა ძნელია

----------------------------------------------------

Posted by: ErK 30 Oct 2013, 22:25
QUOTE
როგორია ნამდვილი ქართველი?
ნეგატიური მხარეები არ გინდათ, პოზიტივები დაწერეთ სულ.

არც პოზიტივი არ გვინდა.
ეგ რა გამოვა, საუკეთესო ავარჩოთ და ჩამოვთვალოთ - თავის ქება.
რა შუაშია ეგ საერთოდ. "როგორია, როგორ წარმოგიდგენიათ, აბა რას გართმევენ" და მსგავსი, რაც აქ ხშირადაა.

უბრალოდ, ისეთია, როგორიც არის ახლა.
და ისეთია, რაც თავი ახსოვს, თუ ცალკეულ თვისებებს არ ჩავთვლით (არყით გამობრუჟვა და მსგავსი შეძენილი ჩვევები).

არა აქვს მნიშვნელობა, კარგია თუ ცუდი. იდენტობაა. rolleyes.gif
და ნებისმიერი მცდელობა, მისთვის ან მისი შთამომავლისათვის ამ იდენტობის სხვისი სურვილით ცვლილებისა, თუ საამისოდ არაა საკუთარი სურვილი და მზადყოფნა, არის ძალადობრივი.
მას არ უნდა, სამაგიეროდ სხვებს უნდათ მის ნაცვლად და მისთვის. არ უნდა საკუთარის, შეჩვეულის დაკარგვა, ებღაუჭება და - ართმევენ, აბა რას შვრებიან. smile.gif

უარყოფას აზრი არ აქვს. ხომ ბევრჯერ უთქვამთ აქ, ბევრი ცუდი თვისება აქვს ქართველს და ეგ სწორედაც აღმოსაფხვრელიაო. smile.gif თუ მას არ უნდა? ეს უკვე წართმევაა. ამდენად, თავად ფაქტის გატრიზავება - არასწორია.

და, საბოლოო ანგარიშით, წართმევის მცდელობაც უმეტესად არასწორია, თუნდაც კეთილშობილური მიზნით იყოს ნაკარნახევი. თუ ცვლილება საკუთარი განვითარებით არაა მიღწეული, ის იდენტობის ხელოვნური ცვლილებაა. ასეთი ადამიანი აღარ იქნება ის, რაც იყო.

ძვალსა და რბილში გამჯდარი ჩვევების დავიწყება რომ გაიძულოთ ვინმემ, კარგი იქნება?
ცირკში გამომავალი ლომი სრულფასოვანი ლომია?
თორემ მეც არ მომწონს ბევრი რამ, რაც საშუალო-სტანდარტულ ქართველს მოსწონს.
ცალკეული მაგალითები, თუ როგორ შეიძლება იძულება, "კარგად მოიქცეს", ვთქვათ, ღვედი შეიკრას, ნაგავი ურნაში ჩააგდოს და ასეთები, - არაა ყოვლისმომცველი. ეს შეიძლება, ერთი, ორი, ათი სხვადასხვა ქცევისას. მაგრამ აიძულო ადამიანი, ყოველთვის და ყველაფერში შენებურად იქცეოდეს, არის ძალადობა, და ასეთი ადამიანი იქნება ნაწილობრივ დარობოტებული და დაკომპლექსებული, რადგან ასეთი, ნაძალადევი ქცევა ეწინააღმდეგება შინაგან მისწრაფებას, რაც მას ისეთად ხდის, როგორიც არის.
არის არა ისეთი, როგორიც იაპონელია, ან დანიელი, - ქართველია.
შინაგან მისწრაფებას აყალიბებს ისტორია - კი, კი, საუკუნეების მანძილზე გამჯდარი გენეტიკაში, თუნდაც ასტროლოგიური ფაქტორები...

შეიძლება მიხვიდე ურნასთან და ნამწვი აკურატულად ჩააგდო, მაგრამ მუდმივად გახსოვდეს და ცდილობდე, რომ ყველაფერში აკურატულად იქცეოდე, არაა ქართული. უკანასკნელი ბუნება "მოითხოვს", რომ, ზოგადად, ნამწვი დარდიმანდულად მოისროლო შორიდან. smile.gif შეიძლება, ვიმეორებ, სხვადასხვა ქცევისას "ისწავლო" ეს, მაგრამ არ შეიძლება, ეს ვრცელდებოდეს მთელ ქცევასა და ხასიათზე. მასე იაპონელები და გერმანელები იქცეოდნენ, თუ კარგია. smile.gif

მთელი ერის მენტალიტეტი გლობალურად არავის არასოდეს შეუცვლია, და მიკვირს, რატომ აქვს ზოგიერთს ამის იმედი აქ და ახლა. rolleyes.gif

QUOTE
დათა

ეგეც წავა, ქარდავაც და ბევრი სხვა პერსონაჟიც. ზაქარიაძეც და მიმინოც.
მაგრამ რამდენია დათა? ისედაც, ეტალონი არაა "ერის ზოგადი სახე".

Posted by: triumpi 30 Oct 2013, 22:30
HEPHAESTUS
მაშ დედა ენა არ შეუქმნია ერსა ქართველსა სამეტყველოი?
თავიდან იყო სიტყვა! --- რომელსაც ენით ამბობენ და ესმის მსმენელსა. yes.gif

Posted by: München 30 Oct 2013, 22:48
http://gmirebi.ge/ - აი ასეთები

Posted by: HEPHAESTUS 30 Oct 2013, 22:48
triumpi

QUOTE
მაშ  დედა  ენა  არ  შეუქმნია  ერსა  ქართველსა  სამეტყველოი?თავიდან  იყო  სიტყვა! --- რომელსაც  ენით  ამბობენ  და  ესმის  მსმენელსა


ვაფშეტა პირიქთ იყო.
ენამ შექმა. და ბოლომდე ამ ხახლს ჯერ ერად არ დაუსრულებია ჩამოყალიბება.

პაპიკ,
აბა ტვინს ჭიტლაყი ჰკარი და დაფიქრდი.

ქართული ენა არსებობს გძეტა 2300-2000 წელი,
ქართველური ენები კიდე გძეტა 3500-4000 წელი.

ეხლა მე შენ გეკითხები,
3000 წლის წინ ქართველი ერი და სახლმწიფო არსებობდა???
კარგით რა კარგით რა!!! ან ეს სადღგრძელოები არ გბეზრდებათ ან ეს მითები კაცო?

ერთი ნახევრად ველური, ბრახიცეფალი ხალხი ცხოვრობოდა ჭოროხის სათავეებში. მაღალ მთებში.
უყვარდათ დალევა და პატვის ცემდნენ მთავარ ქურუმს (მაშინდელ პატრიარხს რა)
მერე ეს ხალხი სამხრეთიდან მოთრეულმა ინდოევროპელებმა გამოაძევევს ოდნავ ჩრდილოეთში სადაც ადიღეელები დახვდენ და აქეთ კიდე ალბანალები.
და დაახიეს მიწები ამ ორ ისწინი აბორიგენ კავკასიელ ხალხს.
ასეთ გაწამაწიაში ჩამოყალიბდა ქართველური ენები.

დამარხული ენა არს ქართული არა პაპაჩემ ლიოვას ნასკები კიდე.

ErK

ისა მაიცა
არ წახვიდეთ ეხლა ცხელ ჩქმერულს შემოიტანენ და მერე ერთად შესვათ ყანწებით მუხრანული მწავნე.

Posted by: karlsoni 30 Oct 2013, 22:54


ამას, რასაც მე ეხლა ვწერ, თქვენთვის არა ვწერ, ჩემო შვილებო. (...) ამას ვწერ ჩემი შვილთაშვილებისა და იმათი შვილებისათვის. იცოდნენ ესა, რაც მე უნდა დავწერო, და თუ გამოგადგებათ რამეში, ხომ კარგი, თუ არადა, ანდერძს კაცი არ მოუკლავს, არც დაუნგრევიაო, არც მე დამაკლებს ამის დაწერა რამეს...

ზის თურმე ერთ საღამოს თავის ჭაკზე* მამაჩემი, მოდის ჟებოტას* მხრიდან, და შემოხვდა ორი ხევსური, ცოტა მთვრალები, ცოტა ზედმეტად შეთამამებულები, კარგი ვაჟკაცები, კარგ ცხენებზე მსხდარნი; აუხედ-დაუხედეს მამაჩემს ჭაკზე, - მაშინ სათაკილოდ იყო მიჩნეული ვაჟკაცის ჭაკზე ჯდომა, - გასცდნენ ცოტაზე და გამოსძახეს იქიდან ტკბილად, - ცოტა ფრთხილად ატარე, ვაჟო, კლდეში არ ჩაგჩეხოს სადმეო! სწყენია მამაჩემს, მიბრუნებია და უთქვამს, - ჩემი ცხენი მყავდეს, ვინ ვის ჩაჩეხავდა, ნახავდითო. შემდგარან ის ხევსურები. - სად არის, სადა გყავს შენი ცხენიო? ხომ არ ეტყოდა მამაჩემი, მყავდა და მომიკვდაო, არ არის ესეც ვაჟკაცობის პასუხი, - სხვასა ჰყავს, კვირის თავს აქ იქნება, მაშინა მნახეთ და გაჩვენებთო! დაინტერესებულან ხევსურები, ხომ იცით მაგათი ხასიათი, კარგი ცხენის სანახავად სად არ წავლენ, რას არ მოიმოქმედებენ, - გნახავთ, გნახავთო! უკითხავთ ვინაობა ერთმანეთისთვის და წასულან ისევე, სიცილ-სიცილითა. ეგრე ამრეზით იციან ყურება ყველასი ხევსურებმა, მით უფრო ფშავლებისა.

0x01 graphic

გაგიკვირდებათ მამაჩემის ნათქვამი, მაგრამ რაც უთხრა საბოლოოდ მართალი უთხრა ხევსურებს. ერთ არაბა ცხენს ევაჭრებოდა ერთ არაგვისპირელს - შავი იყო, მკერდგანიერი, მწევარივით ტანწვრილი და ყურებპატარა. მეც კარგად მახსოვს, დიდხანს ჰყავდა მერე ის ცხენი. ბერავდა და ბერავდა ნესტოებს, აფოფინებდა თვალებს და თხრიდა წინა ფეხით მიწას. მოსულა იმ ხევსურებიდან წამოსული მამაჩემი დედაჩემთან, მისჯდომია გვერდით, გადაუხედავს თავისებურად, ღიმილით და უთქვამს: ერთი რამე უნდა გავაკეთო, იქნება ცოტა გიჟურიც, მაგრამ თუ გიყვარვარ, შუბლი არ შეიკრაო. გასცინებია დედაჩემს, - თათრებში ხომ არ გვიპირებ გაყიდვას, შენ თუ შეგერგება, ეხლავე გამოვკრავ ბოხჩასაო*. აუყვანია მამაჩემს ჩემიანად, შემოუტარებია წრე, დაუსვამს გახარებულს და წასულა იმავე ღამეს, გათენებისას, არაგვისპირში. მიუცია იმ ცხენში ახლადგამოქვნილი უღელი კამეჩი თავისი ურმით, რკინებსაც მევე გადაგიკრავ თვლებზეო, ხუთი ცხვარი, - ხუთივე ჭედილა*, და ათი კოდიც* პური. მოკლედ, რაც კი რამ ებადა ოჯახში. გადმოუყვანია, დაუბამს, დამჯდარა და უყურებდა თურმე სულ ღიმილით. მისჯდომია გახარებული დედაჩემიც გვერდით, ისხდნენ ესე და უყურებდნენ დამტკბარნი იმ ცხენს. მერე წამოდგაო გაბრიელი, - ამბობდა დედაჩემი, - ახსნა აღვირი ლატანს*, მსუბუქად გადაევლო იმ არაბას, გავიდა ქვემოთ, ივრისკენ, და გააჭენა და გამოაჭენა ჩემს დასანახად. კარგი ჯდომა იცოდა იმ სულმაღალმა. მე არც მინახავს ეგრე მჯდომელი სხვა. დაიხრებოდა მარცხენა მხრით უნაგირზე, იდაყვი თითქმის კოტაზე* ჰქონდა დადებული, მარჯვენა ხელი კიდევ, შუბლთან ჰქონდა წაშვერილი, და ეგრე, მიმინოსავით წაგვერდებული მიაჭენებდა და ყურში ჩასძახოდა ცხენს, ალერსითა თუ ქებით:

- ჰაუ! ჰაუ! ჰაუ!

ჩამიქროლა ეგრევე გაცინებულმა, სახეგანათებულმა, ამომიქროლა, ამოაგდო ამ შემაღლებულზე გრიალითა, ჩამოხტა, შემომიტარა ირგვლივ რამდენჯერმე ამაყად, დააბა და ისევ მომიჯდა გვერდით.

მოვიდნენ და მოვიდნენ არაბას სანახავად სოფლიდან, ყველასა ჰქონდა გაგონილი, რაც იყო მიცემული იმაში. მოსწონდათ, აქებდნენ, მაინც უკმაყოფილოდ ამწკლატუნებდნენ ტუჩებს, - ნწაჰ! მაინც ცხენია, ციდან ჩამოსული რაში ხომ არ არისო! ზოგი, კიდევ უფრო მეტი, წვივებსაც უწუნებდა, წვრილი აქვსო ძალიან. გაბრიელს აინუნშიაც არ მოსდიოდა არავისი სიტყვა, იდგა ხოლმე და შეჰყურებდა, შესციცინებდა, სწმენდდა, უურვებდა, ეალერსებოდა არაბას. ქერის მეტი არაფერი მიუცია ერთ კვირას, იმასაც ოდნავ მოშუშულს აძლევდა, ზუსტი წყვით. მიუშვებდა, აჭენებდა ერთხანს და მერე ისევ ბანდა და წმენდდა, ელაპარაკებოდა და ეალერსებოდა.

იმის ეშხით მეც უფრო შევუყვარდიო, - იტყოდა ხოლმე ჩაღიმებით დედაჩემი.

კვირის თავზე კი გამოჩნდნენ ის ხევსურები, წინასწარ გალაღებულები, გამარჯვებულნი. ნახეს არაბა. ერთმა მუქმა ღრუბელმა კი გადაუარათ სახეზე, მაგრამ ისიც არ შეიმჩნიეს. ეხლა მამაჩემი იყო თურმე აღზევებული და მოკლედ და ცივად მოუჭრა, - გავალთ შევეჯიბრებით, თუ თქვენ გამისწრებთ, თქვენ წაიყვანთ ჩემ ცხენს, რომელიც პირველი გამისწრობს, ისა, თუ გაგისწარით, მე უნდა დამრჩეს თქვენი ორივე ცხენი, ჩამოხვალთ და წახვალთო.

ცოტა კი შეფიქრიანებულან ხევსურები, მაგრამ რის ხევსურები იქნებოდნენ, უკან რომ დაეხიათ. ცხენი ცხენია, მაგრამ ზედმჯდომზედაც ხომ არის საქმე, ფშაველი რას გვაჯობებსო, ჩაურტყამთ ხელი.

წაუყვანიათ შუაკაცებად ბერიკაშვილი ლადო, ჟულაკათ მიხეილი, და კიდევ მესამე, ეს მესამე, აღარ მახსოვს. გასულან ეხლა რომ ბოგირი არი ქუსნოს* წყალზე, მანდ ბაღები და ბოსტნები არ იყო მაშინ, გზა კი მიდიოდა, ნარბილი*, სწორი, ერწოსკენ*. დაუთქვამთ ერთი ვერხვი, გააჭენებდნენ, იმ ვერხვს შემოუვლიდნენ და მოვიდოდნენ ისევ ბოგირთან. ხევსურებს ჯერ კარგად დაუთვალიერებიათ ის გზა ვერხვამდე, მერე მოსულან, თითო არაყი ჩამოურიგებია ბერიკაშვილს, გადაუწერიათ პირჯვარი, შემსხდარან სამივენი, ბერიკაშვილს თოფი ჰქონია წამოღებული, დაუცლია ის თოფი და წასულან ხევსურები ყიჟინით, მამაჩემი კიდევ თავის ჩუმი ჰაუს-ჰაუს ძახილით. ჯერ ხევსურები სად იყვნენ, რომ მამაშენი უკან მოაჭენებდა არაბასო. იმდენზე გამოუსწრო, ყმაწვილი დაიღლებოდა იმ მანძილის გარბენითო, - უთქვამს ჩემთვის თვითონ ბერიკაშვილ ლადოს.

სიტყვის უთქმელად, თავდაუხრელად ჩამოხდნენ ცხენებიდან ხევსურები, მოხადეს უნაგირები, აიკიდეს ზურგზე და დაადგნენ გზას მამაჩემის სიცილ-სიცილში. მაგრამ ცოტაზე რომ წასულან, წამოსწევია მამაჩემი და ისევ სიცილით უთქვამს: - გეყოფათ თქვენცა და მეცა, მობრუნდით, ჩემი სტუმრები ხართო. ხევსურები ხომ ბრაზიანები არიან, - არაო, მათხოვარნი ხომ არა გგონივართო, - გაუკლავთ თავი. მაშინ მამაჩემი აზავთებულა, - ცოდვა არ დაიდოთ, ყელი არ გამომაჭრევინოთ კაცსო! მობრუნებულან ხევსურები. წამოუყვანია შინ ისინიც, შუაკაცებიც, დედაჩემს უკვე მზათა ჰქონია სუფრა. დამსხდარან, კარგად უქეიფნიათ, სიცილითა, ლექსებითა, სიმღერებითა, მერე შეუსხამს თავიანთ ცხენებზე და გაუშვია სამუდამოდ დაძმაკაცებულები. (...)

აი, ეს ამბავი უნდა იცოდეს მთელმა ჩვენმა მოდგმამ. მე ეგ მინახავდა ფრონტზეც კი, ეგ მინახავს დღესაც, არ შეიძლება მაგან არ უშველოს ჩემს შვილთაშვილებს და იმათ შვილებს, როცა, ვთქვათ, დაინახავენ, რომ თაგვებივით გაფაციცებულნი მიარბენინებენ პატარა კაცები თავ-თავიანთ სოროებისკენ ამქვეყნიურ საგზალს. ერთხელ, ეგ ამბავი მეც მახსოვს, სიზმარივით გაუქრა არაბა მამაჩემს, მოჰპარეს, ცხადია. მამაჩემმა თავის ძმაკაცებს შეატყობინა, წავიდნენ ხევსურები, მთა-ბარი შეაჯერეს*, იპოვეს არაბა და მოჰგვარეს.

სხვა რა მაქვს სათქმელი, მიმხვედრი აქამდე თქმულითაც მიხვდება ყველაფერს.

კარგად იყავით და გწყალობდეთ, გფარავდეთ ჩვენი წინაპრების მადლი.

Posted by: urfinjus8 30 Oct 2013, 23:05
------------------------------------------------------------------------

Posted by: PANZERKOPF 30 Oct 2013, 23:11
SaamI
QUOTE
სამწუხაროდ არ ვგავართ დათას. კიკაბიძის მიმინოს კი ძალიან ვგავართ.

არაა სწორი ბატონო. სწორი იქნებოდა "არ გვინდა დავემსგავსოთ ამას და გვინდა დავემსგავსოთ იმას, რადგან მასე უფრო იოლია ცხოვრება".
nigo
QUOTE
არ მახსოვს რა ფილმია??

"პროტივოსტოიანიე". ოლეგ ბასილაშვილთან ერთად თამაშობს - ოპერატიული მუშაკის როლში.
ErK
QUOTE
ეგეც წავა, ქარდავაც და ბევრი სხვა პერსონაჟიც. ზაქარიაძეც და მიმინოც.
მაგრამ რამდენია დათა? ისედაც, ეტალონი არაა "ერის ზოგადი სახე".

არიან "დათები", მაგრამ რატომღაც "ლარისუ ივანოვნუ ხაჩუ"-თი გვიცნობენ (ძველ თაობაზეა საუბარი), რაშიც მსგავს ფილმებმა და სხვა მასმედიის საშუალებებმა
ნებით თუ უნებლიე შეიტანეს თავის წვლილი.


Posted by: lamazi gogo 30 Oct 2013, 23:19

მოკლედ, მოატყუეს ნაცებმა რომ ქართველები განსხვავდებიან დანარჩენი მსოფლიოსგან და ესენიც დაკომპლექსდნენ. ყველგან ერთნაირი ვირთხებით არის სავსე მსოფლიო. yawn.gif



Posted by: beatlesflacone 30 Oct 2013, 23:27
რაც ვწევარ, რაღაც ახალი გადაცემები მოვისმინე სახელმწიფო რადიოში
დღეს ბორის პაიჭაძე გაიხსენეს თბილად და გრიშა გაგუაც ახსენეს
მერე ენას ასწავლიდნენ ისევ ქართველ ხალხს: "მადლობა გადაიხადა" თუ "მადლობა მოიხადა"
მერე დთო პაიჭაძე იყო კაჭკაჭიშვილთან ერთად და თქვა, კენჭებს იყრიანო თუ რაღაც ასეთი და მოიბოდიშა
მერე ძილისპირული იყო - საშინლად კითხულობენ ზღაპარს, მაგარამ ბავშვს უხარია და მეც მიხარია, როცა მას უხარია
primatii
ერთხელ რაღაცაზე მართლა პრიმატი ხარ-მეთქი, მოგწერე...
არ გეწყინოს
wink.gif

Posted by: triumpi 31 Oct 2013, 00:06
HEPHAESTUS
QUOTE
ენამ შექმა. და ბოლომდე ამ ხახლს ჯერ ერად არ დაუსრულებია ჩამოყალიბება.

მე3რმე კიდევ იტყვით ქართლოსი და ჰაოსი ძმები არიანო. gigi.gif
დედ-მამა არა ჰყავდათ?

სურათმა შაჰქმნაო მხატვარიო?
ენა უხალხოდ ვერაო!

ბებიაჩემს რომ გავაბრაზებდი: აიტ შე ხევსურო პაპაილაო!
,,ქართუში წამაიყვანეს...'' --- უყვარდა.
108 წელი იცოცხლა ამ ცოცხალმა მემატიანემ --- გაბრელაანთ ქალმა.
სახის და ხელების გარდა არ მიხილავს მისი შიშველი კანი.
მეორე მსოფლიო ომში უგზოუკვლოდ დაკარგულ უფროს ვაჟს გლოვობდა მისდღემში... სულ შავად შეფუთულ-მგლოვიარე.
მე დავკრძალე ეგ ცხონებული სიდონია ისაკის ასული 96-ში.
1887 დაბადებული....ილია ჰყავდა ცოცხლად ნანახი-ნაუბარი დუშეთში.
ბიბლია და ვეფხისტყაოსანი ჰქონდა და თითქმის ზეპირად იცოდა.

მთის ყოილი იყო...

იმისგან ვიცი --- უხსოვარი დროიდან ჯერ პირველად ქორთუს ვარტაყავდით მთაში საცხოვრისსაო.
და ერთიცა: არქეოლოგიურად უმცირესადაა ჯერა შასწავლილი ესა ქუეყანაი.

პაპიკა არა ხინკალი --- როგორცა ვგრძნობდი თავსა 33 წლისა, ისევე ვგრძნობ ეხლაც თავსა. ცოტა ცოდნა და გამოცდილება მამემატა
ასავსებ კოლოფებში.
ჯერ კიდევ 70-იან წლებამდე დავქროდი ავტოდრომზე და ვთამაშობდი ამერიკულ სათამაშო ავტომატებზე ედიკას მოთრევამდე.

იცი რა კაცი იყო მჟავანაძე? --- უკეთილშობილესი ბაბუა კაცი.
მიკი მაუსზე ვარ გაზრდილი და ბითლზებსა და პინქ ფლოიდზე.

იმედია ერთხელაც გიხილავ ფორუმელთა შაკრებაზე და ვინ ვის დაათრობს და ვინ უკეთ იტლინკავებს რეპულ-ჰიპურად ვნახავთ.

ხო იცი --- თბილისი მაინც ერთი დიდი ,,სოფელია'' და ძველი თბილისელების კულტურა, სიტყვა-პასუხი და ღირსებანი ჯერ არ დაგვიწყებია.

gigi.gif

Posted by: Human Rights 31 Oct 2013, 00:12
პიტალო


+30 . . . . მე მაპატიეთ

Posted by: SysOp 31 Oct 2013, 00:13
ანუ გურჯი ? user.gif

Posted by: barakobama 31 Oct 2013, 00:19
QUOTE
როგორია ნამდვილი ქართველი?, ??????????????????????????



yes.gif ი უჩწიწე, მი უჟე ნაჩალი ესწ კამნი ი მალენკაია ფორმალნოსწ უჟე ნე ზა გორამი 2kiss.gif

Posted by: triumpi 31 Oct 2013, 00:22
Human Rights
QUOTE
პიტალო

lol.gif lol.gif lol.gif
კლდე კაცო?
აბა ბეტონსანგრევი დომებია მაშინ...
თუ მოტვლეპილია თმები გადაინერგოს და თუ ,,ისაა'' --- საქმეს მიხედოს გვირაბებში თხუნელასავით.

მთავარია არ ,,გაპეტუხდეს'' იმპოტენტურად.... gigi.gif

Posted by: ბეჟანბეჟანი 31 Oct 2013, 00:34
primatii
QUOTE
როგორია ნამდვილი ქართველი?

ნამდვილ ქართველს უნდა შეეძლოს ქეიფი. ქეიფში თამოსუფრესთან ურთიერთობა და არა ალკოჰოლით თრობა.
უნდა უყვარდეს სამშობლო, მეგობარი.
უდა შეეძლოს "ათას სურნელოვან შვავში" ქალის სურნელის გამორჩევა...

Posted by: HEPHAESTUS 31 Oct 2013, 00:57
triumpi

QUOTE
მე3რმე    კიდევ  იტყვით ქართლოსი  და  ჰაოსი  ძმები  არიანო


თქვენი ძმობაღა გვაკლია რა კიდევ. რაც გაგიკეტეთ იმაზე მადლობაც არ გითქვამთ ჯერ.

QUOTE
ბებიაჩემს  რომ  გავაბრაზებდი:  აიტ  შე  ხევსურო  პაპაილაო!  ,,ქართუში  წამაიყვანეს...'' --- უყვარდა.108  წელი  იცოცხლა  ამ  ცოცხალმა  მემატიანემ --- გაბრელაანთ  ქალმა.სახის  და  ხელების  გარდა  არ  მიხილავს  მისი  შიშველი  კანი.მეორე  მსოფლიო  ომში  უგზოუკვლოდ  დაკარგულ  უფროს  ვაჟს  გლოვობდა მისდღემში...  სულ  შავად  შეფუთულ-მგლოვიარე. მე  დავკრძალე  ეგ  ცხონებული  სიდონია  ისაკის  ასული  96-ში.1887  დაბადებული....ილია  ჰყავდა  ცოცხლად  ნანახი-ნაუბარი  დუშეთში.ბიბლია  და  ვეფხისტყაოსანი  ჰქონდა  და  თითქმის  ზეპირად  იცოდა.


ძაან კარგი ისტორია. ცრემლიც ჩამომიგორდა ამ ჩემს კილიკიური მზით გამომშრალ სახეზე.

და დიდ ამბავი თუ ილია ყავდა ნანახი. ეგრე პაპაჩემი ლიოვა და შაშო ვერელი ძმაკაცები იყვნენ. პურს არ ტეხდენ უერთმანეთოდ.
და საერთოდ ჩემ წინაპარს დათკა სტრაიწილი ყავდა ნანახი ტფილისის ომოს დროს.
თურმე გააფთრებით იაცვდენენ ქ. ტფილისის რესპუბლიკას მისი აბორიგენი მოსახლეობა გორსალების შემოსვებისგან. და ამ გეგუთელმა შარლატანმა და ისტორიის გამყალბებელმა სულ დასწყვიტა მერე ეს ხალხი.
კაკრს მაშინ ნახა პაპაჩემმა მეფე დავითი, და იმ კოხორა თავში შურდულიცკი დაადო და დაჟე ცხენიდან ჩამოგდო თურმე.
რის გამოც მე ძალიან ვავამყობ.

ჰა ეხლა როგორი ისტორიაა?
ხო მაქვს გმირული წარსული?


QUOTE
იცი  რა  კაცი  იყო  მჟავანაძე? --- უკეთილშობილესი  ბაბუა  კაცი.


რა მჟავანაძე ჯოჯიკ?
აქ ენაზე ვსაუბრობთ.

ის ხალხი ვინ ამ ენის წიანაპრ ენაზე (ენებზე) ქართველები არ იყვნენ.
ქართველი ერი არ ერქვა იმ ხალხისა თუ ტომების გაერთიანებას.
ერები როგორც მოვლენა მე-18 სკ -ის ნაყოფია, ინდსტრ. ხანის დასაწყისში.

შენ რას წერ იცი?
რამოდენი კაცი შეიკრიბა და გადაწყვიტა მაგარი ენა შეექმნა. არდა არ იყო ასე. ძალიან კომპლექსურ პროცესებს გადის ენის შექმნა. და მონათესავე ენებისა თუ დიალქტების ბაზაზე იქმნება ერი. ამის ნაყოფია ქართველი ერიც.
ენა სესხულობს და კარგავს ამ პროცესსში უმარავ რამეს. ეს პროცესები კიდე გრძელდება ზოგჯერ რამოდენიმე ათასი წლები.

თორე რო მაგარია ეგ მეც ვიცი. მაგარი რა, ზმნა აქვ მაგარი, და პაბალშომუ ეგეც ადღიღეური ენის გავლენაა. (იმათ ვაფშე სასწაული აქვთ)
და სიმართლე თუ გინდა ინდოევროპელებეს და აფსუებს რო არ ედღნაურაღ სადღაც ლაზეთის მთების ძირში არც ქართველური ენები იქნებოდა თუ ძაან გაინტერესებს.
მე და შენ სულ ლიტერატურულ კილიკურზე ვილაპარაკებდით ეხლა.

QUOTE
მიკი  მაუსზე  ვარ  გაზრდილი  და  ბითლზებსა  და  პინქ  ფლოიდზე.


მე კიდე ტოფიკ ტალგაუკვზე და დათო კაშიაზე.

შენ თუ სასმისების სმა გინდა ეგ სხვა პონტია. აგერ ცნობილი ტოსტემეისტერი ბეჟანბეჟანაც შემოგიერთდება და იჯექით და აცხვეთ მითები ერთმა 78909 წლისერზე და მეორემ რაღაც კოდებზე.

Posted by: primatii 31 Oct 2013, 00:59
ზოგიერთი იუზერის გარდა, (არ ვანსხვავებ აქ ქოცსა და ნაცს და არ ამეღრინოთ smile.gif )არ გეჩვენებათ, რომ ზედმეტ ემოციას, პათეტიკას და სიტყვების რახარუხს აქუჩებთ პოსტებში?!

აი ზუსტად ეგაა ნამდვილი ქართველი biggrin.gif

Posted by: LIVE-76 31 Oct 2013, 01:01
HEPHAESTUS
QUOTE
ეგენი ფორუმელები არიან,
მაგის გამო მოდერინი ბანს მოგცემს.

იყო მაგაზე აქ ერთი მაბავი ადრე


რას ლაპარაკობ, facepalm.gif რის გულისთვის მეკუთვნის ბანი, პურიმჭამელი მოქეიფე ბიჭები რომ სიმპატიას იწვევენ ჩემში მაგის გამო? ვისაც ჯიგარი ქართველები და მოქეიფე ხალხი არ მოწონს - სულ კრიჟან პოდლი ხალხთან ქონოდეს ურთიერთობა და ღვინის მაგივრად ბორჯომები ესვას. givi.gif

Posted by: HEPHAESTUS 31 Oct 2013, 01:05
LIVE-76

QUOTE
რის გულისთვის მეკუთვნის ბანი


იმაზე რო სხვის ფოტო გამოფინე biggrin.gif

ეგ ხალხი ფორუმელია, და იყოთქო თემაზე მაგაზე და თვითონ დაპოსტა ნუ შემეცით და ნუ ატრიალებთ ჩემ ფოტოსო. და ვისაც ჩემი ღიპი არ მოწონს იმის ჯანში გავიარეო.

მე რა თორე შენთვის ვიძახი კაცო.

Posted by: kea 31 Oct 2013, 01:09
QUOTE
როგორია ნამდვილი ქართველი?, ??????????????????????????

როგორი, ჭრელი, როგორი?!
წადით სარკეში ჩაიხედეთ და დაინახავთ როგორიც უნდა იყოს ქართველი თუ რა თქმა უნდა ქართველად გრძნობთ თავს
თუ შედარებებს დავიწყებთ, მე პირადად ისეთი ქართველი უფრო მომწონს ღამე წყნარად რო ძინავს და გათენება რო უხარია.

Posted by: ერისკაცი 31 Oct 2013, 01:13
QUOTE
როგორია ნამდვილი ქართველი?

primatii
არანამდვილი ქართველი როგორია ეგ უკვე გაარკვიეთ?

Posted by: Augusto Pinochet 31 Oct 2013, 01:18
HEPHAESTUS
QUOTE
ეგ ხალხი ფორუმელია, და იყოთქო თემაზე მაგაზე და თვითონ დაპოსტა ნუ შემეცით და ნუ ატრიალებთ ჩემ ფოტოსო. და ვისაც ჩემი ღიპი არ მოწონს იმის ჯანში გავიარეო.

აუ პიემში რო ნიკი არ მომწერო ძაან მეწყინება biggrin.gif

Posted by: ErK 31 Oct 2013, 01:28
ნამდვილი ქართველი ჰელოუინის მონაწილებს უბარტყუნებს. gigi.gif

ამაღამ ჯერ არავინ უცემიათ? rolleyes.gif


Posted by: anichqa 31 Oct 2013, 01:39
primatii
მაგარი დებილობა თქვა

მიშაზე უფროსი ხალხი მიშამ როგორ გამოაკოპიტა ახალ ქართველებად biggrin.gif
მაგას როგორ ხსნის ბრძენთაბრძენი

Posted by: Xoshgeldi 31 Oct 2013, 02:00
2008 წლის ომის შემდეგ საბოლოოდ წამიხდა წარმოდგენები ქართველებზე,
არა, სრული იდიოტიზმია გძულდეს შენი ერი, ეს იგივეა გძულდეს საკუთარი თავი,
თუმცა რაღაცნაირი გულგრილობა დამჩემდა ამ ერის მიმართ,

მე ჩემი შეხედულებები მაქვს თუ როგორი უნდა იყოს ადამიანი, რა თვისებები უნდა ჰქონდეს,
ამ ომის შემდეგ საბოლოოდ დაიმსხვრა ის მითები რაც შEქმნეს ქართველმა პოეტებმა და მწერლებმა, რაზეც მე გავიზარდა,
მოკლედ ის საქართველო რომელიც მე მიყვარდა მოკვდა,
მაგრამ ვინაიდან კონსერვატორ პრავოსლავნიკი ვარ და არ შემიძლია ვიცხოვრო ნიჰილისტურად,
ანუ სამშობლო და ღმერთი უპირველეს ყოვლისა,
ღმერთი იგივე დარჩა მაგრამ სამშობლო როდინათი ჩავანაცვლე,
ეტყობა მართალი იყო სოსოიააა, ასე რომ მე ქართველი ვარ ეთნიკურად დუშით კი ღრუსი yes.gif

გვარ ტომობრივი სოლიდარობისგან თავისუფალი ვარ, როდესაც ადამიანი ჰავნოა რაც არ უნდა ახლობლად არ უნდა ითვლებოდეს მე მას პადდერშკას არ მივცემ,
ჩემიანად ვერ მივიჩნევ ვერც ქურდს ვერც ნაციონალს, ვერც ბანძ პროვინციელს,
არის გარკვეული კატეგორია ქართველების, მცირედი, რომლებიც მაგრად მევასება-ნუ თბილისური ტიპაჟები,
მამენტ კახელებიც gigi.gif
ეხლა ძალიან კატეგორიულიც არ ვარ, კარგი ტიპაჟები საქ. ყველა კუთხესი მოიპოვება და თანაც კუთხურობაზე ჩაციკვლა მაგარი ბანძობაა,

ვთვლი რომ ქართველებს საკმაოდ საინტერესო ისტორია ჰქონდათ და კულტურაც, რა თქმა უნდა მთლად უნივრსალური არა, მაგრამ ბიზანტიურ-კავკასიური სინტეზი მოახდინეს,
გემოვნებიანი ხალხიც იყო, ქართული ფოლკლორი მაგალითია ამის დასტურია, კრეტინი უნდა იყო რომ ეს არ მოგეწონოს,

თანამედროვე საქართველო კი ეს არის რავი დიიიდიიი ბანი gigi.gif

anichqa
QUOTE
და ღრუსი როგორია
რა აქვს ისეთი , რის გამოც შენთვის უფრო მშობლიურია და არ აქვს ქართველს

ღრუსული კულტურაა ჩემთვის ზალიან მშობლიური, მაგრამ იქ ცხოვრებას ნაღდად არ ვისურვებდი

Posted by: ჯიმი ლევი 31 Oct 2013, 02:03
HEPHAESTUS
მისმინე
შენ, ესეთი თემები რომ იხსნება, ესემესი მოგდის?


იმ შენს პრერიაში როდის მიდიხარ?
აი არც ინტერნეტი რომ არაა და არც არაფერი.

Posted by: anichqa 31 Oct 2013, 02:04
Xoshgeldi
QUOTE
ეტყობა მართალი იყო სოსოიააა, ასე რომ მე ქართველი ვარ ეთნიკურად დუშით კი ღრუსი

და ღრუსი როგორია
რა აქვს ისეთი , რის გამოც შენთვის უფრო მშობლიურია და არ აქვს ქართველს

Posted by: anthro 31 Oct 2013, 02:06
karlsoni
QUOTE
ამას, რასაც მე ეხლა ვწერ, თქვენთვის არა ვწერ, ჩემო შვილებო. (...) ამას ვწერ ჩემი შვილთაშვილებისა და იმათი შვილებისათვის. იცოდნენ ესა, რაც მე უნდა დავწერო, და თუ გამოგადგებათ რამეში, ხომ კარგი, თუ არადა, ანდერძს კაცი არ მოუკლავს, არც დაუნგრევიაო, არც მე დამაკლებს ამის დაწერა რამეს...ზის თურმე ერთ საღამოს თავის ჭაკზე* მამაჩემი, მოდის ჟებოტას* მხრიდან, და შემოხვდა ორი ხევსური, ცოტა მთვრალები, ცოტა ზედმეტად შეთამამებულები, კარგი ვაჟკაცები, კარგ ცხენებზე მსხდარნი; აუხედ-დაუხედეს მამაჩემს ჭაკზე, - მაშინ სათაკილოდ იყო მიჩნეული ვაჟკაცის ჭაკზე ჯდომა, - გასცდნენ ცოტაზე და გამოსძახეს იქიდან ტკბილად, - ცოტა ფრთხილად ატარე, ვაჟო, კლდეში არ ჩაგჩეხოს სადმეო! სწყენია მამაჩემს, მიბრუნებია და უთქვამს, - ჩემი ცხენი მყავდეს, ვინ ვის ჩაჩეხავდა, ნახავდითო. შემდგარან ის ხევსურები. - სად არის, სადა გყავს შენი ცხენიო? ხომ არ ეტყოდა მამაჩემი, მყავდა და მომიკვდაო, არ არის ესეც ვაჟკაცობის პასუხი, - სხვასა ჰყავს, კვირის თავს აქ იქნება, მაშინა მნახეთ და გაჩვენებთო! დაინტერესებულან ხევსურები, ხომ იცით მაგათი ხასიათი, კარგი ცხენის სანახავად სად არ წავლენ, რას არ მოიმოქმედებენ, - გნახავთ, გნახავთო! უკითხავთ ვინაობა ერთმანეთისთვის და წასულან ისევე, სიცილ-სიცილითა. ეგრე ამრეზით იციან ყურება ყველასი ხევსურებმა, მით უფრო ფშავლებისა.0x01 graphicგაგიკვირდებათ მამაჩემის ნათქვამი, მაგრამ რაც უთხრა საბოლოოდ მართალი უთხრა ხევსურებს. ერთ არაბა ცხენს ევაჭრებოდა ერთ არაგვისპირელს - შავი იყო, მკერდგანიერი, მწევარივით ტანწვრილი და ყურებპატარა. მეც კარგად მახსოვს, დიდხანს ჰყავდა მერე ის ცხენი. ბერავდა და ბერავდა ნესტოებს, აფოფინებდა თვალებს და თხრიდა წინა ფეხით მიწას. მოსულა იმ ხევსურებიდან წამოსული მამაჩემი დედაჩემთან, მისჯდომია გვერდით, გადაუხედავს თავისებურად, ღიმილით და უთქვამს: ერთი რამე უნდა გავაკეთო, იქნება ცოტა გიჟურიც, მაგრამ თუ გიყვარვარ, შუბლი არ შეიკრაო. გასცინებია დედაჩემს, - თათრებში ხომ არ გვიპირებ გაყიდვას, შენ თუ შეგერგება, ეხლავე გამოვკრავ ბოხჩასაო*. აუყვანია მამაჩემს ჩემიანად, შემოუტარებია წრე, დაუსვამს გახარებულს და წასულა იმავე ღამეს, გათენებისას, არაგვისპირში. მიუცია იმ ცხენში ახლადგამოქვნილი უღელი კამეჩი თავისი ურმით, რკინებსაც მევე გადაგიკრავ თვლებზეო, ხუთი ცხვარი, - ხუთივე ჭედილა*, და ათი კოდიც* პური. მოკლედ, რაც კი რამ ებადა ოჯახში. გადმოუყვანია, დაუბამს, დამჯდარა და უყურებდა თურმე სულ ღიმილით. მისჯდომია გახარებული დედაჩემიც გვერდით, ისხდნენ ესე და უყურებდნენ დამტკბარნი იმ ცხენს. მერე წამოდგაო გაბრიელი, - ამბობდა დედაჩემი, - ახსნა აღვირი ლატანს*, მსუბუქად გადაევლო იმ არაბას, გავიდა ქვემოთ, ივრისკენ, და გააჭენა და გამოაჭენა ჩემს დასანახად. კარგი ჯდომა იცოდა იმ სულმაღალმა. მე არც მინახავს ეგრე მჯდომელი სხვა. დაიხრებოდა მარცხენა მხრით უნაგირზე, იდაყვი თითქმის კოტაზე* ჰქონდა დადებული, მარჯვენა ხელი კიდევ, შუბლთან ჰქონდა წაშვერილი, და ეგრე, მიმინოსავით წაგვერდებული მიაჭენებდა და ყურში ჩასძახოდა ცხენს, ალერსითა თუ ქებით:- ჰაუ! ჰაუ! ჰაუ!ჩამიქროლა ეგრევე გაცინებულმა, სახეგანათებულმა, ამომიქროლა, ამოაგდო ამ შემაღლებულზე გრიალითა, ჩამოხტა, შემომიტარა ირგვლივ რამდენჯერმე ამაყად, დააბა და ისევ მომიჯდა გვერდით.მოვიდნენ და მოვიდნენ არაბას სანახავად სოფლიდან, ყველასა ჰქონდა გაგონილი, რაც იყო მიცემული იმაში. მოსწონდათ, აქებდნენ, მაინც უკმაყოფილოდ ამწკლატუნებდნენ ტუჩებს, - ნწაჰ! მაინც ცხენია, ციდან ჩამოსული რაში ხომ არ არისო! ზოგი, კიდევ უფრო მეტი, წვივებსაც უწუნებდა, წვრილი აქვსო ძალიან. გაბრიელს აინუნშიაც არ მოსდიოდა არავისი სიტყვა, იდგა ხოლმე და შეჰყურებდა, შესციცინებდა, სწმენდდა, უურვებდა, ეალერსებოდა არაბას. ქერის მეტი არაფერი მიუცია ერთ კვირას, იმასაც ოდნავ მოშუშულს აძლევდა, ზუსტი წყვით. მიუშვებდა, აჭენებდა ერთხანს და მერე ისევ ბანდა და წმენდდა, ელაპარაკებოდა და ეალერსებოდა.იმის ეშხით მეც უფრო შევუყვარდიო, - იტყოდა ხოლმე ჩაღიმებით დედაჩემი.კვირის თავზე კი გამოჩნდნენ ის ხევსურები, წინასწარ გალაღებულები, გამარჯვებულნი. ნახეს არაბა. ერთმა მუქმა ღრუბელმა კი გადაუარათ სახეზე, მაგრამ ისიც არ შეიმჩნიეს. ეხლა მამაჩემი იყო თურმე აღზევებული და მოკლედ და ცივად მოუჭრა, - გავალთ შევეჯიბრებით, თუ თქვენ გამისწრებთ, თქვენ წაიყვანთ ჩემ ცხენს, რომელიც პირველი გამისწრობს, ისა, თუ გაგისწარით, მე უნდა დამრჩეს თქვენი ორივე ცხენი, ჩამოხვალთ და წახვალთო.ცოტა კი შეფიქრიანებულან ხევსურები, მაგრამ რის ხევსურები იქნებოდნენ, უკან რომ დაეხიათ. ცხენი ცხენია, მაგრამ ზედმჯდომზედაც ხომ არის საქმე, ფშაველი რას გვაჯობებსო, ჩაურტყამთ ხელი.წაუყვანიათ შუაკაცებად ბერიკაშვილი ლადო, ჟულაკათ მიხეილი, და კიდევ მესამე, ეს მესამე, აღარ მახსოვს. გასულან ეხლა რომ ბოგირი არი ქუსნოს* წყალზე, მანდ ბაღები და ბოსტნები არ იყო მაშინ, გზა კი მიდიოდა, ნარბილი*, სწორი, ერწოსკენ*. დაუთქვამთ ერთი ვერხვი, გააჭენებდნენ, იმ ვერხვს შემოუვლიდნენ და მოვიდოდნენ ისევ ბოგირთან. ხევსურებს ჯერ კარგად დაუთვალიერებიათ ის გზა ვერხვამდე, მერე მოსულან, თითო არაყი ჩამოურიგებია ბერიკაშვილს, გადაუწერიათ პირჯვარი, შემსხდარან სამივენი, ბერიკაშვილს თოფი ჰქონია წამოღებული, დაუცლია ის თოფი და წასულან ხევსურები ყიჟინით, მამაჩემი კიდევ თავის ჩუმი ჰაუს-ჰაუს ძახილით. ჯერ ხევსურები სად იყვნენ, რომ მამაშენი უკან მოაჭენებდა არაბასო. იმდენზე გამოუსწრო, ყმაწვილი დაიღლებოდა იმ მანძილის გარბენითო, - უთქვამს ჩემთვის თვითონ ბერიკაშვილ ლადოს.სიტყვის უთქმელად, თავდაუხრელად ჩამოხდნენ ცხენებიდან ხევსურები, მოხადეს უნაგირები, აიკიდეს ზურგზე და დაადგნენ გზას მამაჩემის სიცილ-სიცილში. მაგრამ ცოტაზე რომ წასულან, წამოსწევია მამაჩემი და ისევ სიცილით უთქვამს: - გეყოფათ თქვენცა და მეცა, მობრუნდით, ჩემი სტუმრები ხართო. ხევსურები ხომ ბრაზიანები არიან, - არაო, მათხოვარნი ხომ არა გგონივართო, - გაუკლავთ თავი. მაშინ მამაჩემი აზავთებულა, - ცოდვა არ დაიდოთ, ყელი არ გამომაჭრევინოთ კაცსო! მობრუნებულან ხევსურები. წამოუყვანია შინ ისინიც, შუაკაცებიც, დედაჩემს უკვე მზათა ჰქონია სუფრა. დამსხდარან, კარგად უქეიფნიათ, სიცილითა, ლექსებითა, სიმღერებითა, მერე შეუსხამს თავიანთ ცხენებზე და გაუშვია სამუდამოდ დაძმაკაცებულები. (...)აი, ეს ამბავი უნდა იცოდეს მთელმა ჩვენმა მოდგმამ. მე ეგ მინახავდა ფრონტზეც კი, ეგ მინახავს დღესაც, არ შეიძლება მაგან არ უშველოს ჩემს შვილთაშვილებს და იმათ შვილებს, როცა, ვთქვათ, დაინახავენ, რომ თაგვებივით გაფაციცებულნი მიარბენინებენ პატარა კაცები თავ-თავიანთ სოროებისკენ ამქვეყნიურ საგზალს. ერთხელ, ეგ ამბავი მეც მახსოვს, სიზმარივით გაუქრა არაბა მამაჩემს, მოჰპარეს, ცხადია. მამაჩემმა თავის ძმაკაცებს შეატყობინა, წავიდნენ ხევსურები, მთა-ბარი შეაჯერეს*, იპოვეს არაბა და მოჰგვარეს.სხვა რა მაქვს სათქმელი, მიმხვედრი აქამდე თქმულითაც მიხვდება ყველაფერს.კარგად იყავით და გწყალობდეთ, გფარავდეთ ჩვენი წინაპრების მადლი.

გაიხარე. პოზიტივია ამ თემაში.
არ ვიცი, როგორ უნდა აღწერო ნამდვილი ქართველი ორი სიტყვით. განცდით კი ეგრეა, რომ ორი ათწლეულია უცხოეთს ვარ და ქართველს ვცნობ უცებ, გინდ ქალი იყოს, გინდ კაცი, გინდაც ხმა არ გაიღოს, გინდაც ჩემსკენ ზურგით იდგეს, გინდაც ჯდებოდეს და გინდაც დგებოდეს, გინდაც სადღაც იქით ქუჩას გადადიოდეს - გადავამოწმებ ხოლმე, და კი, ქართველია. რა არის აბა ეს? რითი ვცნობ, არ ვიცი. ახსნით ვერ ვხსნი და...
ყველა ნამდვილი ვართ, ჩემი აზრით.

Posted by: May21 31 Oct 2013, 05:52
QUOTE
დღეს ბატონმა ხუხაშვილმა ბრძანა, რომ ამ ექსპერიმენტმა მარცხი განიცადა, ჩატეხილი ხიდები მთელდება და ქართველს ქართველობა კვლავ უბრუნდება.

..პრეზიდენტის მრჩეველი დიდი ხუხა... facepalm.gif

QUOTE
უცოცხო!

ანუ ყველა უცოცხო აპრიორი ქართველია?!
user.gif
HEPHAESTUS
QUOTE
ალალი!

yes.gif თAნაც იმ დონის , რომ..ვაბშე აზრზე არ არის ,ვინ არის , სად არის და ვისთან არის ...ხომ კლაავს, რა?! user.gif

Posted by: luka123 31 Oct 2013, 08:19
HEPHAESTUS
QUOTE

ძაან კარგი ისტორია. ცრემლიც ჩამომიგორდა ამ ჩემს კილიკიური მზით გამომშრალ სახეზე.

დაგეცეს მეხი lol.gif lol.gif lol.gif lol.gif

ოხეროbiggrin.gif

2kiss.gif

Posted by: ხრამოვიჩი 31 Oct 2013, 08:23
QUOTE
 როგორია ნამდვილი ქართველი?, ??????????????????????????

მაღალი, უხვი, მდაბალი....

user.gif

Posted by: maxo111 31 Oct 2013, 08:38
primatii
QUOTE
გთხოვთ ამიხსნათ რა იყო ჩატეხილი და რა მთელდება?

რა არის ქართველობა, რომელსაც გვართმევდნენ?

როგორია ნამდვილი ქართველი?

ნეგატიური მხარეები არ გინდათ, პოზიტივები დაწერეთ სულ.


ძალიან ბევრი კარგი რაღაცის დაწერა შეიძლება ქართველზე ზოგადად, მაგრამ ეს კარგი თვისებები ხაზგასმული ვერ იქნება ამ თემაში.

ძნელად თუ მოიძებნება ჩვენში თვისება, რომელიც სახელმწიფოს შექმნის წინაპირობა გახდებოდა, ასეთი თვისებები არ გაგვაჩნია უბრალოდ sad.gif


Posted by: Moor 31 Oct 2013, 08:46
ეხა დავფიქრდი და ძაან კითხვაა ისე.. ურთულესს

უმფრო ბაჯაღლო თუ უმფრო პიტალო

ვერ გადავწყვიტე

Posted by: Melano 31 Oct 2013, 08:53
HEPHAESTUS
QUOTE
ძაან კარგი ისტორია. ცრემლიც ჩამომიგორდა ამ ჩემს კილიკიური მზით გამომშრალ სახეზე.და დიდ ამბავი თუ ილია ყავდა ნანახი. ეგრე პაპაჩემი ლიოვა და შაშო ვერელი ძმაკაცები იყვნენ. პურს არ ტეხდენ უერთმანეთოდ.და საერთოდ ჩემ წინაპარს დათკა სტრაიწილი ყავდა ნანახი ტფილისის ომოს დროს.თურმე გააფთრებით იაცვდენენ ქ. ტფილისის რესპუბლიკას მისი აბორიგენი მოსახლეობა გორსალების შემოსვებისგან. და ამ გეგუთელმა შარლატანმა და ისტორიის გამყალბებელმა სულ დასწყვიტა მერე ეს ხალხი.კაკრს მაშინ ნახა პაპაჩემმა მეფე დავითი, და იმ კოხორა თავში შურდულიცკი დაადო და დაჟე ცხენიდან ჩამოგდო თურმე. რის გამოც მე ძალიან ვავამყობ.ჰა ეხლა როგორი ისტორიაა?ხო მაქვს გმირული წარსული?

lol.gif 2kiss.gif
პატარა იუდა

Posted by: pattern 31 Oct 2013, 09:00
QUOTE
ნეგატიური მხარეები არ გინდათ, პოზიტივები დაწერეთ სულ.



პოზიტივებიიი?!

ნამვილი ქართველი არის მორჩი,კეთილი, ედემსა რგული.

Posted by: Hallelujah 31 Oct 2013, 10:18
QUOTE (Nirvana11 @ 30 Oct 2013, 19:09 )
სხვათაშორის კნუტ ჰამსუნის განცდილი და ნაფიქრალი კავკასიაში წავიკიტხე და საინტერესო რაღაცეებს წერს, გირჩევთ წაიკიტხოთ smile.gif

მენტალური ევოლუცია (და არა რევოლუცია) გვჭირდება სწრაფი ტემპებით smile.gif

პ.ს ისე მიშას, რომ აბრალით ყველაფერს, წაიკიტხეთ ძველი პუბლიკაციები, მაგალიტად აკაკი წერეთლის, ვაჟა ფშაველასი და ბევრ საინტერესო რამეს აღმოაჩენთ, მაგრამ ჩვენ სანიკიძIს ისტორიაზე ვჩუკენობთ რაში გვჭIრდება რეალიზმი smile.gif

ხო აბა,აკაკი წერეთელი,ვაჟა-ფშაველა სულ 3.14დარადტების უფლებებზე ზრუნავდნენ.... ხო,კიდევ სულ დამავიწყდა ჭავჭავაძე ლიბერალი იყო <3 გიგა ნასარიძეს კი არა ილიასაც ბლანჟე ჰქონდა <3

Posted by: Nirvana11 31 Oct 2013, 10:46
Hallelujah
ბიძია, როცა წაკითხულიდან აზრის გამოტანის უნარი არ გაქვს ამის დემონსტრირება კი არ უნდა მაოხდინო, არამედ განვიტარებაზე უნდა იზრუნო, სადმე ვთქვი ჰომოსექსუალებს იცავდა-თქო? ან ბლანჟე ჰქონდა-თქო?

პარანაოიაში გადაგივიდათ უკვე ეს ტოტალური ,,გვაპიდარასტებენ".

პ.ს ზუსტად შენნაირი ტიპების გამო ვართ იქ სადაც ვართ, ქართველობა მხოლოდ ,,ტრაკის მთლიანობა", რომ გგონიათ smile.gif

Posted by: Hallelujah 31 Oct 2013, 10:54
QUOTE (Nirvana11 @ 31 Oct 2013, 10:46 )
Hallelujah
ბიძია, როცა წაკითხულიდან აზრის გამოტანის უნარი არ გაქვს ამის დემონსტრირება კი არ უნდა მაოხდინო, არამედ განვიტარებაზე უნდა იზრუნო, სადმე ვთქვი ჰომოსექსუალებს იცავდა-თქო? ან ბლანჟე ჰქონდა-თქო?

პარანაოიაში გადაგივიდათ უკვე ეს ტოტალური ,,გვაპიდარასტებენ".

პ.ს ზუსტად შენნაირი ტიპების გამო ვართ იქ სადაც ვართ, ქართველობა მხოლოდ ,,ტრაკის მთლიანობა", რომ გგონიათ smile.gif

შე,განვიტარებულო შენა... ეს ყლიბერალური მძღნერობები შენთვის დაიტოვე,გეთაყვა,ჩემზე შთაბეჭდილებას მაინც ვერ მოახდენ... war.gif

Posted by: temida777 31 Oct 2013, 10:54
QUOTE
 როგორია ნამდვილი ქართველი?, ??????????????????????????

QUOTE
როგორია ნამდვილი ქართველი?, ??????????????????????????


ასეთი: ჩუნგა-ჩანგა georgian chunga-changa

http://www.youtube.com/watch?v=f7sK3APPW08


Posted by: PING 31 Oct 2013, 11:45
QUOTE
რა არის ქართველობა, რომელსაც გვართმევდნენ?

როგორია ნამდვილი ქართველი?


Posted by: Xoshgeldi 31 Oct 2013, 14:12
ცნობილია რომ გერმანელებს ახასიათებთ წესრიგი, პროფესიონალიზმი, კეთილსინდისიერება,
ებრაელები ჭკვიანები არიან,
ფრანგებს დახვეწილი გემოვნება აქვთ,
იტალიელები ნიჭიერები არიან, თან აფირისტები და კრიმინალისადმი მიდრეკილება აქვთ,
ყველა ეთნოსს აქვს თავისი რაღაც ნიშან თვისება რითიც ის განსხვავდება სხვებისგან, რაღაც აქვს განვითარებული მეტად, რაღაც ნაკლებად,
საკუთარი ეთნოსის შეცნობაში არაფერი არაა ცუდი, მთავარია არ დაკარგო ობიექტურობა არც დადებითი გაბერო და არც უარყოფითი

Posted by: Nirvana11 31 Oct 2013, 14:46
Hallelujah
QUOTE
შე,განვიტარებულო შენა... ეს ყლიბერალური მძღნერობები შენთვის დაიტოვე,გეთაყვა,ჩემზე შთაბეჭდილებას მაინც ვერ მოახდენ...

ელემენტარული ზრდილობა არ გაქვს, ელემენტარული წაკიტხულიდან აზრის გამოტანის უნარი, ელემენტარული დისკუსიის უნარი და პლიუს ამას მაგარი ტავხედი ხარ smile.gif

Posted by: Xoshgeldi 31 Oct 2013, 15:10
შეიძლება თამამად ითქვას რომ ქართული ფოლკი საკმაოდ მრავალფეროვანია, რაც ერის შემოქმედებითობაზე მიუთითებს
yes.gif



ფოლკში გამოხატულია ერის არსი

Posted by: zurabus 31 Oct 2013, 15:59
QUOTE (primatii @ 30 Oct 2013, 16:48 )
რა არის ქართველობა, რომელსაც გვართმევდნენ?



+ უსაქმურობა და უბანში ბირჟაობა
.....................

Posted by: Existentialist 31 Oct 2013, 16:05
QUOTE (primatii @ 30 Oct 2013, 17:48 )


რა არის ქართველობა, რომელსაც გვართმევდნენ?


კორკოტა








yes.gif





კორკოტა არის იდეა, რომელსაც ყველა ჭეშმარიტი ქართველი ეზიარება. ანუ კორკოტაზე მიბაძვაა ქართველობა. თვითონ კორკოტა გონებით საწვდომია, დროსა და სივრცეში არ გვხვდება biggrin.gif

Posted by: Rhaegar 31 Oct 2013, 16:05
Xoshgeldi
მე კი სულ იმაზე ვწუხვარ ხოლმე რომ ხალხური სიმღერის იქით ვეღარ იხედებიან. მხოლოდ ძველს მღერიან და თანამედროვე ჟანრებში არაფერს ქმნიან. საერთოდაც რომ არაფერს ქმნიან...

ოღონდ ეს მაინცდამაინც ჩვენი ერის ცუდობზე არ მეტყველებს, ბუნებრივია ეკონომიკურად და სოციალურად განუვითარებელი ქვეყნისთვის ნაკლები შემოქმედითობა. რა თქმა უნდა ეს თანდათანობით შეიცვლება.

Posted by: MamaTeodore 31 Oct 2013, 16:10
karlsoni
ეს შენ დაწერე?


lol.gif lol.gif რევაზ ინანიშვილი. ნაწყვეტი მოთხრობიდან „ანდერძი“

გუგლი 2kiss.gif

Posted by: Xoshgeldi 31 Oct 2013, 16:55
QUOTE (Rhaegar @ 31 Oct 2013, 16:05 )
Xoshgeldi
მე კი სულ იმაზე ვწუხვარ ხოლმე რომ ხალხური სიმღერის იქით ვეღარ იხედებიან. მხოლოდ ძველს მღერიან და თანამედროვე ჟანრებში არაფერს ქმნიან. საერთოდაც რომ არაფერს ქმნიან...

ოღონდ ეს მაინცდამაინც ჩვენი ერის ცუდობზე არ მეტყველებს, ბუნებრივია ეკონომიკურად და სოციალურად განუვითარებელი ქვეყნისთვის ნაკლები შემოქმედითობა. რა თქმა უნდა ეს თანდათანობით შეიცვლება.

თანამედროვე ქართველს არა აქვს შემოქმედებითობის უნარი , მხოლოდ კალკირება ან ძველის გადამღერება,
ამჟამად წინაპრების მიერ შექმნილ კულტ. მემკვიდრეობაზე პარაზიტობენ

Posted by: Hallelujah 31 Oct 2013, 17:43
QUOTE (Nirvana11 @ 31 Oct 2013, 14:46 )
Hallelujah
QUOTE
შე,განვიტარებულო შენა... ეს ყლიბერალური მძღნერობები შენთვის დაიტოვე,გეთაყვა,ჩემზე შთაბეჭდილებას მაინც ვერ მოახდენ...

ელემენტარული ზრდილობა არ გაქვს, ელემენტარული წაკიტხულიდან აზრის გამოტანის უნარი, ელემენტარული დისკუსიის უნარი და პლიუს ამას მაგარი ტავხედი ხარ smile.gif

ოკ yes.gif

----------------------------------------------------------

Posted by: karlsoni 31 Oct 2013, 18:08
MamaTeodore
QUOTE
ეს შენ დაწერე?


lol.gif lol.gif რევაზ ინანიშვილი. ნაწყვეტი მოთხრობიდან „ანდერძი“

გუგლი 2kiss.gif

იმდენად ცნობილი მოთხრობაა, რომ არ მეგონდა თუ ავტორის მიწერა დამჭირდებოდა. tongue.gif

Posted by: triumpi 31 Oct 2013, 21:44
QUOTE
როგორია ნამდვილი ქართველი?

ნეგატიური მხარეები არ გინდათ, პოზიტივები დაწერეთ სულ.

-------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
პირველქმნილი ადამის და ევას მსგავსი.
ყველა იმ სიკეთით და მადლით შემკული -- რაც კი ადამიანის შესაძლებლობებში არსებობს ფარულად, თუ დაუფარავად.
ამ ქვეყნის უძველესი აბორიგენია!
დამპყრობელი არაა სხვათა.
ვაჟკაცობის და მანდილოსნობის ეტალონია --- თუ მოინდომებს სულით და გულით.
ვაზის და ხორბლის სამშობლოს ღირსეული მემკვიდრეა მიწათმომქმედობის უძველესი კულტურისა.
უღალატო, მშრომელი, პატიოსანი, ერთგული მამა-პაპისეულისა და გამტანი სიმართლისა.
ქვრივ-ობოლის შემწე და უსამართლოდ დაჩაგრულის შემწე-მცველი.
პოეტი და შემომქმედი დიდი კულტურისა და ხელოვანებისა.
ალალი, უსაყვედურო და გონიერი სწავლისმოწადინე სიბრძნისა.
ულამაზესი ანბანის და ენის შემქმნელი, რომელიც არს უძველესი და ინდივიდუალურ-ორიგინალური მცირეთა შორის!
უებრო მეომარი და სასწაულის დონის საბრძოლო ხელოვანების მფლობელი.
უძველესი მეტალურგი, კირითხურო და სამეცნიერო-სასულიერო აკადემიების შემომქმედი.
ულამაზესი და უმდიდრესი ქვეყნის ღირსეული მოვლა-პატრონობით ნაანდერძევი ქვეყნის ბატონ-პატრონი.
უამრავი მტრის გარემოცვაში მაინც ამაყი და შეუდრეკელი წუთისოფელის ამაოებისდა მიუხედავად.
სიყვარულით და განგების მარადიული იმედით სავსე!
უძველესი მისტერიების მცოდნე და მონაწილე.
სიკეთისა და ბოროტების სრულყოფილებამდე შემცნობი.

გავაგრძელო??? 


ამეების აღორძინება კვლავ ძალუძს დროული!



ვერავინ აგრძელებთ პოზიტიურის ჩამოთვლას?


რაც უფრო ძლიერია ადამიანი --- მით მეტადაა მიდრეკილი სიკეთისაკენ გაურყვნელად და რაც უფრო სუსტია, მით უფრო მეტად ეძებს მფარველს საკუთარი სისუსტის რეალიზაციისათვის.
და ზემოჩამოთვლილი თვისებების უქონლად როგორ უნდა იყო ბედნიერი?

და რა ჰქვია სიკეთეში უსუსურად ძუნწსა და სიბოროტეში ქედმაღალ-ამპარტავნულად ძლიერს?

ფასი?
,,ვინც დაიმდაბლოს თავი --- ამაღლდეს და ვინც აღიმაღლოს --- დამდაბლდეს!''

ფსევდო ქოსა და პიტალო სალი ბაჯაღლო.
ცრუ და მართალი.
ცრუ ვერ იქნება ერთგული.


Posted by: passko 31 Oct 2013, 23:13
QUOTE
როგორია არანამდვილი ქართველი



აი ნამდვილი ქართველი კი მრავლად იყო ისტორიაში და ეხლაც არიან. არ ჩანან უბრალოდ...ან ვეღარ ხედავს საზოგადოება, რაც მათი ნაკლი ნამდვილად არ არის...

Posted by: Tiko 1 Nov 2013, 00:44
triumpi
QUOTE
პირველქმნილი ადამის და ევას მსგავსი.
ყველა იმ სიკეთით და მადლით შემკული -- რაც კი ადამიანის შესაძლებლობებში არსებობს ღიად, თუ დაუფარავად.
ამ ქვეყნის უძველესი აბორიგენია!
დამპყრობელი არაა სხვათა.
ვაჟკაცობის და მანდილოსნობის ეტალონია --- თუ მოინდომებს სულით და გულით.
ვაზის და ხორბლის სამშობლოს ღირსეული მემკვიდრეა მიწათმომქმედობის უძველესი კულტურისა.
უღალატო, მშრომელი, პატიოსანი, ერთგული მამა-პაპისეულისა და გამტანი სიმართლისა.
ქვრივ-ობოლის შემწე და უსამართლოდ დაჩაგრულის შემწე-მცველი.
პოეტი და შემომქმედი დიდი კულტურისა და ხელოვანებისა.
ალალი, უსაყვედურო და გონიერი სწავლისმოწადინე სიბრძნისა.
ულამაზესი ანბანის და ენის შემქმნელი, რომელიც არს უძველესი და ინდივიდუალურ-ორიგინალური მცირეთა შორის!
უებრო მეომარი და სასწაულის დონის საბრძოლო ხელოვანების მფლობელი.
უძველესი მეტალურგი, კირითხურო და სამეცნიერო-სასულიერო აკადემიების შემომქმედი.
ულამაზესი და უმდიდრესი ქვეყნის ღირსეული მოვლა-პატრონობით ნაანდერძევი ქვეყნის ბატონ-პატრონი.
უამრავი მტრის გარემოცვაში მაინც ამაყი და შეუდრეკელი წუთისოფელის ამაოებისდა მიუხედავად.
სიყვარულით და განგების მარადიული იმედით სავსე!
უძველესი მისტერიების მცოდნე და მონაწილე.
სიკეთისა და ბოროტების სრულყოფილებამდე შემცნობი.

გავაგრძელო??? 


ამეების აღორძინება კვლავ ძალუძს დროული!

გეთანხმებით
ეხლაც კარგები არიან. ქართველს არც ნიჭი აკლია და არც ჭკუა, ოღონდ უმეტესად არ იციან საით მიმართონ ნიჭი, სად იხმარონ ჭკუა და არ იციან დროის ფასი
ქართველი კაცი-ვაჟკაცი,ამაყი,თავმოყვარე,სამართლიანი,სანდო,გულკეთილი,ოჯახის,მეგობრების,ახლობლების მოყვარული. კაი მომლხენი,ჭირში გვერდში მდგომი,უღალატო.თუ უძმე-სამარეში ჩაგყვება, თუ უღალატე-სამარემდე არ მოგასვენებს.ფული,ქონება იმისთვის უნდა, რომ სხვებს პატივი სცეს,გაახაროს.
ამავე დროს-ზარმაცი,დღევანდელი დღით ცხოვრების მოტრფიალე,ზედმეტად პურისმჭამელი,ზედმეტად თანგადაყოლილი ძმა-ბიჭებს,ზედმეტად მექალთანე,ზოგჯერ უკუდო ამპარტავანი,თავმოყვარეობის შელახვად მიაჩნია თუ არ ემორჩილებიან.უბედურია თუ არ აქვს ფული, ითრგუნება და თავისთავში იკეტება წარუმატებლობისას.
ქართველი ქალები ყველაზე კარგი ქალები არიან მსოფლიოში.კარგი შვილები,კარგი მეუღლეები,კარგი დედები,კარგი ნათესავები,კარგი მეგობრები
რაც არ უნდა ცუდი ყოფაქცევის იყოს, მაინც არ არის უტიფარი.ყველა ოცნებობს სიყვარულზე, ოჯახზე,მშვიდ ცხოვრებაზე
საერთო ჯამში ქართველები ძალიან კარგები არიან. უკეთესი ცხოვრების პირობებში ასჯერ უკეთესები იქნებიან

Posted by: gochino80 1 Nov 2013, 01:32
ფრეიდმა რომ თქვა ირლანდიელებზე ფსიქოლოგიურ ანალიზს არ ექვემდაბარებიანო ისე ვართ ჩვენც ქართველები biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif

Posted by: Barney Gumble 1 Nov 2013, 15:30
ნამდვილი ქართველი რას ნიშნავს? ნამდვილი ქართველები იყო 12 საუკუნეში მთელი
კავკასიის და არამარტო დაპყრობა რომ მოახერხეს, 15 საუკუნიდან მოყოლებული
მიდიოდა ქართველების ჯერ გაგურჯება მერე გაგრუზინება, ბოლოს ბედნიერი ერი
გავხდით, ჩვენ უნდა მოვახერხოთ და გავხდეთ ისევ ის ნამდვილი ქართველები, თუ გინდ
იმ ლექსში რაც წერია იმის შეტრიალებით.

Posted by: Statham 1 Nov 2013, 15:40
QUOTE
როგორია ნამდვილი ქართველი

მიხელი სააკაშვილი არის იდეალური მაგალითი როგორი არ უნდა იყოს ადამიანი და ქართველი მითუფრო ,აქედან გამომდინარე ნამდვილი ქართველი უნდა იყოს
მიხეილ სააკაშვილისაგან რადიკალურად განსხვავებული . 360 გრადუსით

Posted by: nocs_13 1 Nov 2013, 15:52
QUOTE
მიხელი სააკაშვილი არის იდეალური მაგალითი როგორი არ უნდა იყოს ადამიანი და ქართველი მითუფრო ,აქედან გამომდინარე ნამდვილი ქართველი უნდა იყოს
მიხეილ სააკაშვილისაგან რადიკალურად განსხვავებული . 360 გრადუსით

QUOTE
360 გრადუსით

gigi.gif gigi.gif gigi.gif

Posted by: kniaz1 1 Nov 2013, 15:53
QUOTE
როგორია ნამდვილი ქართველი?


მონაა ,ხან რუსეთის .ხან ევროპის. ხან ამერიკის.

Posted by: primatii 1 Nov 2013, 15:55
Statham
QUOTE
მიხელი სააკაშვილი არის იდეალური მაგალითი როგორი არ უნდა იყოს ადამიანი და ქართველი მითუფრო ,აქედან გამომდინარე  ნამდვილი ქართველი უნდა იყოს მიხეილ სააკაშვილისაგან რადიკალურად განსხვავებული . 360 გრადუსით

ანუ ზუსტად მიშასნაირი უნდა იყოს.

შენ ამას ამტკიცებ. smile.gif

Posted by: mamukasokhumeli 1 Nov 2013, 16:05
QUOTE
ეხლაც კარგები არიან. ქართველს არც ნიჭი აკლია და არც ჭკუა, ოღონდ უმეტესად არ იციან საით მიმართონ ნიჭი, სად იხმარონ ჭკუა და არ იციან დროის ფასი

:ჭკუა ბევრისთვის მიუცია ღმერთს,მაგრამ როგორ მოიხმაროს არა..."- ძია მურდუხაი "დათა თუთაშხიადან" biggrin.gif

Posted by: primatii 1 Nov 2013, 16:09
Tiko
QUOTE
გეთანხმებითეხლაც კარგები არიან. ქართველს არც ნიჭი აკლია და არც ჭკუა, ოღონდ უმეტესად არ იციან საით მიმართონ ნიჭი, სად იხმარონ ჭკუა და არ იციან დროის ფასი  ქართველი კაცი-ვაჟკაცი,ამაყი,თავმოყვარე,სამართლიანი,სანდო,გულკეთილი,ოჯახის,მეგობრების,ახლობლების მოყვარული. კაი მომლხენი,ჭირში გვერდში მდგომი,უღალატო.თუ უძმე-სამარეში ჩაგყვება, თუ უღალატე-სამარემდე არ მოგასვენებს.ფული,ქონება იმისთვის უნდა, რომ სხვებს პატივი სცეს,გაახაროს.ამავე დროს-ზარმაცი,დღევანდელი დღით ცხოვრების მოტრფიალე,ზედმეტად პურისმჭამელი,ზედმეტად თანგადაყოლილი ძმა-ბიჭებს,ზედმეტად მექალთანე,ზოგჯერ უკუდო ამპარტავანი,თავმოყვარეობის შელახვად მიაჩნია თუ არ ემორჩილებიან.უბედურია თუ არ აქვს ფული, ითრგუნება და თავისთავში იკეტება წარუმატებლობისას.ქართველი ქალები ყველაზე კარგი ქალები არიან მსოფლიოში.კარგი შვილები,კარგი მეუღლეები,კარგი დედები,კარგი ნათესავები,კარგი მეგობრებირაც არ უნდა ცუდი ყოფაქცევის იყოს, მაინც არ არის უტიფარი.ყველა ოცნებობს სიყვარულზე, ოჯახზე,მშვიდ ცხოვრებაზესაერთო ჯამში ქართველები ძალიან კარგები არიან. უკეთესი ცხოვრების პირობებში ასჯერ უკეთესები იქნებიან

მომიტევეთ და ამ პოსტით აქებთ ქართველებს თუ არა?

მე უფრო ბევრი უარყოფითი დავინახე.

Posted by: Aurea_ mediocritas 1 Nov 2013, 16:12
წავიდოდა ეხლა ქართველთმოძულე ბოღმა და პერო პოსტები თავისი მოქეიფეების სურათების დაყრით, წიპა მე უფრო კაი ტიპი ვარ და კომპლექსს ვინაზღაურებ ქართველების ლანძღვით smile.gif



QUOTE
როგორია ნამდვილი ქართველი?






გადაავლეთ თვალი და ნახავთ, თან ბევრს

http://gmirebi.ge

Posted by: toleranti 1 Nov 2013, 16:23
QUOTE
როგორია ნამდვილი ქართველი?, ??????????????????????????

ხინკალი თუ არ უყვარს ადამიანს მე იმას ქართველად ვერ აღვიქვამ.

Posted by: ფრანცისკო 1 Nov 2013, 16:42
ადამიანობის და კაცობის კარიკატურისგან ქართველობის თავგამოდებული დაცვა, ხო საერთოდ ტრაგი-კომიკური ჟანრია. biggrin.gif

Posted by: Xoshgeldi 1 Nov 2013, 16:46
QUOTE (Aurea_ mediocritas @ 1 Nov 2013, 16:12 )
წავიდოდა ეხლა ქართველთმოძულე ბოღმა და პერო პოსტები თავისი მოქეიფეების სურათების დაყრით, წიპა მე უფრო კაი ტიპი ვარ და კომპლექსს ვინაზღაურებ ქართველების ლანძღვით smile.gif



QUOTE
როგორია ნამდვილი ქართველი?






გადაავლეთ თვალი და ნახავთ, თან ბევრს

http://gmirebi.ge

ეგენი საკვებს კლიზმით იღებენ yes.gif

Posted by: Aurea_ mediocritas 1 Nov 2013, 16:48
Xoshgeldi
QUOTE
ეგენი საკვებს კლიზმით იღებენ yes.gif



ლანძღვას შეეშვან და რითიც გინდა იმით მიუღიათ მაგაზე არ ვიდარდო smile.gif

Posted by: Statham 1 Nov 2013, 18:07
primatii


არ ჯიგრიკ, 2 ჯერ მაინც არ უნდა იყოს მიშასნაირი : D

Posted by: zgarbi 1 Nov 2013, 18:10
ბიძინა არის დაცინვა ქართველებზე და დანარჩენები რაც ვართ ეგ ვართ რა

Posted by: justdoit 1 Nov 2013, 18:43
ერთი დიდი პროვინცია ვართ რომელსაც დიდი წარკოდგენა გვაქვს და არაფერი ჩვენ არ შეგვიქმნია

Posted by: სიზმარა 1 Nov 2013, 19:36
ჯერ შეგნებული, კეთილშობილი, სამართლიანი პიროვნება უნდა იყოს ადამიანი და ამის მერე ახსოვდეს ვისი გვარისაა.

http://pix.ge/


ეს თუ შოტლანდიელია ვთქვათ და ვილიამ ვოლასი ჰქვია. ქართველი რომ ყოფილიყო, ვახტანგი რომ რქმევოდა და იგივე გაეკეთებინა საქართველოში სპარსეთის ან ოსმალეთის წინააღმდეგ, ხომ იქნებოდა ნამდვილი ქართველი ?

Posted by: nick_el_son 1 Nov 2013, 19:52
QUOTE (სიზმარა @ 1 Nov 2013, 19:36 )
ჯერ შეგნებული, კეთილშობილი, სამართლიანი პიროვნება უნდა იყოს ადამიანი  და ამის მერე ახსოვდეს ვისი გვარისაა.

http://pix.ge/


ეს თუ შოტლანდიელია ვთქვათ და ვილიამ ვოლასი ჰქვია. ქართველი რომ ყოფილიყო,  ვახტანგი რომ რქმევოდა და იგივე გაეკეთებინა საქართველოში სპარსეთის ან ოსმალეთის წინააღმდეგ, ხომ იქნებოდა ნამდვილი ქართველი ?

+100000 yes.gif




Posted by: SaamI 1 Nov 2013, 19:56
PANZERKOPF
QUOTE
არაა სწორი ბატონო. სწორი იქნებოდა "არ გვინდა დავემსგავსოთ ამას და გვინდა დავემსგავსოთ იმას,

1. არავისზე დამგვანება არ მინდა.
2. ვინმეზე დამგვანება რომ მინდოდეს, ეს დათა თუთაშხია ნამდვილად არ იქნებოდა. არაა ეგ გმირი მისაბაძი მაგალითი.

Posted by: Goreli 1 Nov 2013, 21:36
ნამდვილი ქართველები--პროგრესიულად მოაზროვნე, განათლებული ერი , ამბიციებზე არ აყოლილი და ცივი ტვინით მოაზროვნე, (ნუ, ასეთი მინდა რომ იყოს)
დღევანდელი ქართველები-- საბალახოდ გაშვებული ნახირი , თუ ერთმა შეიკუნტრუშა , მთელი ნახირი რომ დაბუზარავდება ხოლმე
აი ესენი ვართ , სამწუხაროდ

Posted by: Tiko 1 Nov 2013, 22:12
primatii
QUOTE
მომიტევეთ და ამ პოსტით აქებთ ქართველებს თუ არა?

მე უფრო ბევრი უარყოფითი დავინახე.


ვაქებ და ვამაყობ რომ ქართველი ვარ
მაგრამ ვბრაზობ იმ ზედმეტებზე, რაც ხაზგასმით ავღნიშნე.
ისე ყველაფერი შედარებითია.სხვა ეროვნების ხალხსაც ვიცნობ და ქართველები ბევრად უკეთესები არიან.
ქართველებს მოჭარბებულად გვაქვს სიყვარული ყველას და ყველაფრის მიმართ. დამნახავებიც ვართ,მაგრამ მიამიტობით ხშირად ვზარალდებით

Powered by Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)