მოგესალმებით.
უამრავი ქართველი ოცნებობს ევროკავშირის წევრ ქვეყანაში მუშაობაზე და მეც ერთერთი ვარ მათ შორის
ამიტომ ინტერნეტში დავიწყე ქექვა ლეგალური გზების მოძიებაზე და წავაწყდი რამოდენიმე სინტერესო წყაროს, რომელთაგან ყველაზე რეალური იყო ე.წ.
EURES, რომლის შესახებაც ფორუმზე სამწუხაროდ ვერაფერი ვიპოვე.
გთავაზობთ განვიხილოთ ევროპაში შრომითი მიგრაციის ეს გზა და ამ თემაში შევკრიბოთ ყველა მნიშვნელოვანი დეტალი, ასევე დავეხმაროთ ერთმანეთს, რათა უკონტროლო და საეჭვო წარმომავლობის სააგენტოებმა არ შეიყვანონ შეცდომაში.
წყარო
http://www.informedmigration.ge/cms/Labour...to-EU-Countriesწყარო არის ნამდვილად სანდო და თითოეულ ბროშურაში კარგად არის ჩამოყალიბებული ზოგადი ინფორმაცია.
დეტალები, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია არ არის მოცემული და მოითხოვს უცხო ენის ცოდნას, რათა მოკვდავმა შეძლოს
1. სამსახურის მოძებნა ევროპის ქვეყნის სამსახურების პორტალზე
https://ec.europa.eu/eures/public/homepage2. დამსაქმებლისგან დასტურის მიღება,
3. მიგრაციის საბჭოსგან ცხოვრებისა და მუშაობის ნებართვა
4. ბოლო-ბოლო გამგზავრება და მუშაობის დაწყება.
პირადად მე ვეძებდი შვედეთში და ბრიტანეთში სამუშაო მიგრაციის შესახებ ინფორმაციას. ვფიქრობ შვედეთი საკმაოდ კარგი ქვეყანა უნდა იყოს ქართველებისთვის. ფასიანი იყო მხოლოდ შვედეთის მიგრაციის საბჭოში განცხადების შეტანა, რასაც სჭირდებოდა დამსაქმებლის წერილი, 330 ევრო ცოლ-ქმრისთვის და პასუხისთვის 3 თვემდე ლოდინი. ეს თანხა თითქმის 10-ჯერ ნაკლებია სააგენტოების მიერ მოთხოვნილ თანხაზე.
შვედეთის ბროშურაგთხოვთ დაწეროთ თუ ვინმეს გქონიათ შეხება და გამოცდილება EURES პროგრამით ევროპაში მუშაობის დაწყებასთან დაკავშირებით.
ასევე საინტერესოა
მიგრაციის საიტზე რატომ არ არის მაგალითად დიდი ბრიტანეთი ან სხვა ქვეყნები, რომლებიც მონაწილეობას იღებენ და საკუთარ ვაკანსიებს დებენ EURES პროგრამით გათვალისწინებულ საერთაშორისო
საიტზე This post has been edited by Partisan001 on 3 Jan 2017, 13:43