Printable Version of Topic
Click here to view this topic in its original format
თბილისის ფორუმი > პოლიტიკა > თანაგრძნობის ანატომია


Posted by: axalirevolucia 7 Sep 2012, 11:41
თანაგრძნობის ანატომია

მარტივია არადა. 

ვის ადგილზეც თავს წარმოიდგენ, იმას გულშემატკივრობ. 

მინახავს კადრები ფილიპინებიდან, სადაც 

ექსტრემისტ ქრისტიანთა სექტის ათამდე ( რაც ჩანდა კადრში) წარმომადგენელი მეტრნახევრიანი გაშიშვლებული ხმლებით დაერივნენ პოლიციელებს მათი მოკვლის მიზნით. პოლიციელები გარბოდნენ და როდესაც თავზემოთ ხმალამოწვდილი თავდამსხმელი ყიჟინით მიუახლოვდებოდა, ესროდნენ პისტოლეტით და კლავდნენ. 
ჩემს თვალწინ 4 თუ ხუთი კაცი მოკლეს. 
პოლიციელები გარბოდნენ და თავდამსხმელები მისდევდნენ, სანამ ტყვია არ გააჩერებდათ. 
ეს ამბავი  ჩემთვის 5 წუთიანი აღშფოთება შეშფოთებისა, სინანულის, გულისრევისა და თანაგრძნობის შემდეგ, გადაიქცა უცნაურ ამბად იმის საილუსტრაციო ამბათ, თუ როგორი შეიძლება იყოს ქრისტიანი ეხსტრემისტი და რომ რელიგიური ექსტრემიზმი ფილიპინებზე ავიდა ასეთ მწვერვალზე. იმ ადამიანების სიკვდილები ( პირდაპირ ეთერშტ) ჩემთვის ფოლკლორული,  გეოგრაფიული, სოციოლოგიური და ფსიქოლოგიური თვალსაზრისით საინტერესო შემეცნებით ფაქტად დარჩა. 

ამ შემთხვევაში თანაგრძნობა არ გამიჩნდა ადამიანების მიმართ, ვის ადგილზეც ვერაფრით წარმოვიდგინე თავი. საქმე ( მარტო) სიშორეში არაა, არამედ იმ ადამიანების საქციელშია, მე მათ ვერაფრით ვუთანაგრძნე სიცოცხლეში და.. ვერც მათმა სიკვდილმა გამიჩინა 5 წუთზე მეტი ხანგრძლივობის თანაგრძნობა. 
თუ კურიერში მეტყვიან, რომ მომცრო თვითმფრინავი იგივე ფილიპინებში ჩამოვარდა, თანაგრძნობა მექნება, მაგრამ იგივე თვითმფრინავი აქეთ რომ ჩსმოვარდეს ართვინში, სტავროპოლში, განჯაში ან სტეპანაკერთში, თანაგრძნობა გაცილებით მეტი მექნება. 
თუ მეტყვიან რომ ტერორისტმა თავი აიფეთქა ოღონდ გეგმით გათვალისწინებულზე ადრე და სხვა არავინ მომკვდარა, სულაც არანაირი თანაგრძნობა მექნება, 
თუ მითხრეს, რომ თერორისტის აფეთქების შედეგად ავტობუსში 7 სკოლაში მიმავალი ბავშვი მოკვდა, ალბათ ერთი კვირა ვიფიქრებ ამ კოშმარზე. 
თუ მეტყვიან, რომ სამმა  პოლიციელმა ალაბამაში ხელკეტებით სასიკვდილოდ სცემეს მოზარდი ზანგი, აღვშფოთდები, თუ მეტყვიან რომ თეთრი მოზარდი, უფრო აღვშფოთდები და ვუთანაგრძნობ, თუ მეტყვიან რომ იგივე ამბავი საქართველოში მოხდა, ბრაზისგან და თანაგრძნობისგან, ამ ამბავს არასდროს დავივიწყებ. 
მოკლედ, მეტად ვუთანაგრძნობ მას, ვის ადგილზეც მეტად წარმოიდგენ თავს. 

მე ნაკლებად ვუთანაგრძნობ ერაყში და ავღანეთში დაღუპულ ამერიკელებს, მეტად ქართველებს, უფრო მეტად  საქართველოს ომებში დაღუპულებს და სრულიადაც არა ჩვენი ომების მოწინააღმდეგე მხარეზე მებრძოლის დაღუპვას. 
რატომ? 
იმიტომ რომ მათ ადგილას მე ვერცართ შემთხვევაში აღმოვჩნდები. 

აი, გაზი თუ აუფეთქდა ოჯახს მეტად ვუთანაგრძნობ, ვიდრე მანქანაში თუ აუფეთქდა გაზის ბალონი, რატომ? ისევ და ისევ იმ მიზეზით, გაზი სახლში მაქვს, მანქანაში კი არა. 

მე თქვენთან ერთი კითხვა მაქვს, რატომ გაუჩნდა ჭედიას, გვირგვლიანსა და სომხიშვილს შორის ყველაზე მეტი თანაგრძნობა გვირგვკიანის მიმართ? 

ჩემს პასუხს იგივე პრინციპით ვხსნი. 
ჩვენ უფრო ნაკლებად წარმოვიდგინეთ საკუთარი თავი წვერიახოს მთაზე ან გელმანდის პროვინციაში, ვიდრე ყირაზე მყოფ თავხედად შარდენზე. 
პოტენციურ გაერთიანებულ  საშუალოსტატისტიკურ "ჩვენს" მოკვლა გაუბედეს შარდენზე, ომში კი გიჟები წავიდნენ. 
გუშინწინ წყალდიდობას მძინარე ადამიანები  ემსხვერპლნენ / პლიუს 27 განგაში თავში/  მაგრამ ისინი ხო გარაჟში ცხოვრობდნენ /მინუს 22 ძილისპირული/. 
ბოროტი ვარ . 
მაგრამ ვითომ  შენზე უფრო?


გუშინ ტვ-ში იყო, " კოსტა რიკაში ძლიერი მიწისძვრის შედეგად 55 წლის ქალბატონი გარდაიცვალა"
კარგია რომ 55 ადამიანი არა და მხოლოდ ერთი 55 წლის ქალბატონი. 
მაგრამ ცოდვას ვამხელ, კოსტა რიკადან სულ არ მინდა მიწისძვრის შესახებ ინფო, თუკი მხოლოდ ერთი ადამიანი დაიღუპა. 
7 მილიარდიან დადამიწაზე ხომ ყოველდღიურად 200 000 ადამიანი კვდება, რომელთაგან 2000 სიკვდილი  ჩეხოვის,  ჩოხელის და ოჰენრის ხელში გულსაც აგიჩუყებს და მთელი ცხოვრების მანძილზე დაგამახსოვრებს.
დანარჩენი 198000 ადამიანის სიკვდილი კი რუტინაა, რომელსაც ვერ შეცვლი და აფც უთანაგრძნობ, იმიტომ რომ ფიზიოლოგიური სიბერე და ასაკით კუთვნილი სიკვდილი ჯერ ადრეა. 
აი, მიწისძვრაში ჩემი თავი მეტი ალბათობით წარმომიდგება, იმიტომ რომ მიწისძვრა შეიძლება აქ და ახლა მოხდეს და არა ათწლეულების შემდეგ. 
მე მაინტერესებს, რატომ უთანაგრძნო საქართველომ უფრო მეტად გვირგვლიანსა და ვაზაგაშვილს ვიდრე ჭედიას და დვალიშვილს? 
დავიჯერო ასე ძნელია წარმოიდგინო თავი წვერიახოს მთაზე მდბრძოლად და ასე ადვილია წარმოიდგინო თავი გვირგვლიანად და ვაზაგაშვილად? 
და თუ ასეა, რატომ? 
         
და კიდევ, რატომაა ასე ძნელი უთანაგრძნო პრეზიდენტს?
ცუდი ჯარისკაცები ხართ და თავი გენერლად (პრეზიდენტად ) ვერ წარმოგიდგენიათ?
არადა, არა ხართ ცუდი ჯარისკაცები, ღრმად ისუნთქეთ და თქვენც შეძლებთ პრეზიდენტის თანაგრძნობას.

Posted by: Mateo Falcone 7 Sep 2012, 11:46
axalirevolucia
ნეტა ვიცოდე რომელი ხარ, რომ შემთხვევით შენთან არ მოვხვდე ექიმი თუ დამჭირდა givi.gif

Posted by: niktagva 7 Sep 2012, 11:47
Mateo Falcone
QUOTE
ნეტა ვიცოდე რომელი ხარ, რომ შემთხვევით შენთან არ მოვხვდე ექიმი თუ დამჭირდა 

აააააააააააააააააააააა



lol.gif lol.gif

Posted by: zvare 7 Sep 2012, 11:52
revolucia modis! rogori revolucia modis?

up.gif

ოღონდ ბოლოში კონკრეტული ძალის მხარდაჭერაზეა მოწოდებაა........cry.gif

მოდი ყველამ მხარი საქართველოს დავუჭიროთ და თავი ვიგრძნოთ წვერიახოს მთასა თუ ჩუმკუზბაზე..................

დავძლიოთ ბელადომანია, ექსტრემიზმი, რასიზმი, ქსენოფობია, კომპლექსები და ერთად ავაშენოთ სამართლებრივი სახელმწიფო

Posted by: Besa 7 Sep 2012, 11:58
QUOTE
ნეტა ვიცოდე რომელი ხარ, რომ შემთხვევით შენთან არ მოვხვდე ექიმი თუ დამჭირდა

lol.gif lol.gif lol.gif lol.gif lol.gif lol.gif lol.gif lol.gif lol.gif lol.gif

Posted by: markes 7 Sep 2012, 12:06
QUOTE
ნეტა ვიცოდე რომელი ხარ, რომ შემთხვევით შენთან არ მოვხვდე ექიმი თუ დამჭირდა givi.gif

yes.gif

Posted by: LAZIKA-DIDGORI 7 Sep 2012, 15:08
არ გეწყონოს:
ან მიშისტი ხარ, ან სტოკჰოლმის სინდრომით შეპყრობილი ადამიანი....

საინტერესოდ იკითხებოდა შენი პოსტი აქამდე:
QUOTE
და კიდევ, რატომაა ასე ძნელი უთანაგრძნო პრეზიდენტს?

ამის შემდეგ ჩემთვის ყველაფერი ნათელია...

Posted by: VoK 7 Sep 2012, 15:13
Mateo Falcone
QUOTE
ნეტა ვიცოდე რომელი ხარ, რომ შემთხვევით შენთან არ მოვხვდე ექიმი თუ დამჭირდა 

მგონი ანესთეზიოლოგია, ოპერაციის წინ რომელიმე თავის გახსნილ თემას წაგიკითხავს და ისე გაგთიშავს შეიძლება ვერც მოგაბრუნონ...

Posted by: ToreXx 7 Sep 2012, 15:17
მორიგი ფიზდეცინტელექტუალური თEმა

Posted by: SHARI 7 Sep 2012, 15:18
QUOTE (Mateo Falcone @ 7 Sep 2012, 11:46 )
axalirevolucia
ნეტა ვიცოდე რომელი ხარ, რომ შემთხვევით შენთან არ მოვხვდე ექიმი თუ დამჭირდა givi.gif

lol.gif lol.gif lol.gif

Posted by: Chxikvia 7 Sep 2012, 15:19
კარდუ-098

არმაგედონიძე-ახალირევოლუცია

ძალიან გავხართ ერთმანეთს. maxati.gif

Posted by: skarfasse 7 Sep 2012, 15:21
axalirevolucia
მაპატიე მეგობარო, მაგრამ კიდევ ერთხელ უნდა გავიმეორო: ძალიან განათლებული ადამიანი ბრძანდებით მაგრამ გამუდმებით სისულელეებს წერთ. ვიცი ახლა მეტყვით მაინც რა არის სისულელეო და ბარემ გეტყვით ჩემს აზრს.
საიდან დაასკვენით, რომ მე მაგალითად (თქვენ ხომ პრეზიდენტის მოწინააღმდეგეებს გულისხმობდით ჩვენში და ხოდა ერთი მათგანი ვარ) გირგვლიანის სიკვდილი უფრო დამენანა ვიდრე ბრძოლაში დაღუპული ჩვენი ჯარისკაცების? უბრალოდ გირგვლიანი შეეწირა უპასუხისმგებლო, მოძველბიჭო გაგების, თავზე ვაზელინგადასმული ძალოვანი სტრუქტურის საკმაოდ მაღალჩინოსნების ქმედებას და ის ბიჭები კიდევ თავის მოვალეობას ასრულებდნენ და მტერმა მოკლა. განსხვავება არ არის ხომ?

Posted by: laci 7 Sep 2012, 15:22
Mateo Falcone
QUOTE
ნეტა ვიცოდე რომელი ხარ, რომ შემთხვევით შენთან არ მოვხვდე ექიმი თუ დამჭირდა 

lol.gif up.gif

Posted by: Tom Brady 7 Sep 2012, 15:28
Mateo Falcone

QUOTE
ნეტა ვიცოდე რომელი ხარ, რომ შემთხვევით შენთან არ მოვხვდე ექიმი თუ დამჭირდა


givi.gif

არადა წარმოვიდგინე, რომ მოხვდი მის ხელში და უფრო მეტად შემეცოდე, ვიდრე სომალელი მეკობრის ხელში მოხვედრილი ტანზანიელი მეთევზე ... რადგან თემის ავტორის ხელში მოხვედრა მეტი ალბათობით წარმომიდგება, იმიტომ რომ ეს შეიძლება აქ და ახლა მოხდეს, იმიტომ რომ ფიზიოლოგიური სიბერე და ასაკით კუთვნილი სიკვდილი ჯერ ადრეა, ხოლო სომალელი მეკობრის ხელით ტანზანიელი მეთევზის სიკვდილი კი რუტინაა ...


ToreXx

QUOTE
მორიგი ფიზდეცინტელექტუალური თEმა


yes.gif ტრადიციული ფინალით - დაე მუდამ იყოს ბელადი .....

Posted by: Natuka NGN 7 Sep 2012, 15:44
QUOTE
თანაგრძნობის ანატომია, სააწყალი

რატომ ფიქრობთ, რომ ტექსტი თემის ავტორს ეკუთვნის?

Posted by: G13n 7 Sep 2012, 15:46
ვახ... lol.gif

axalirevolucia
QUOTE
თანაგრძნობის ანატომია, სააწყალი
QUOTE
და კიდევ, რატომაა ასე ძნელი უთანაგრძნო პრეზიდენტს?
smile.gif სულაც არა

სააწყალი მიშა ...


Mateo Falcone
QUOTE
ნეტა ვიცოდე რომელი ხარ, რომ შემთხვევით შენთან არ მოვხვდე ექიმი თუ დამჭირდა
sad.gif ჯერ შვილი, ახლა კიდო axalirevolucia

სააწყალი მატეო ...

Posted by: აშკარა 7 Sep 2012, 15:47
QUOTE (Chxikvia @ 7 Sep 2012, 15:19 )
კარდუ-098

არმაგედონიძე-ახალირევოლუცია

ძალიან გავხართ ერთმანეთს. maxati.gif

და რომელი მიშისტი გამოირჩევა განსაკუთრებული ინდივიდუალიზმით და ორიგინალურობით რო? lol.gif

Posted by: ._. 7 Sep 2012, 16:01
axalirevolucia
როგორც ყოველთვის საინტერესო პოსტია (პროვოცირების ელემენტებით, მაგრამ ალბათ ასეც იყო ჩაფიქრებულიsmile.gif)

Posted by: I SPY 7 Sep 2012, 16:10
QUOTE
მე თქვენთან ერთი კითხვა მაქვს, რატომ გაუჩნდა ჭედიას, გვირგვლიანსა და სომხიშვილს შორის ყველაზე მეტი თანაგრძნობა გვირგვკიანის მიმართ? ჩემს პასუხს იგივე პრინციპით ვხსნი. ჩვენ უფრო ნაკლებად წარმოვიდგინეთ საკუთარი თავი წვერიახოს მთაზე ან გელმანდის პროვინციაში,


ვიდრე ყირაზე მყოფ თავხედად შარდენზე.




გირგვლიანი შარდენზე მყოფი ყირაზე მდგომი თავხედი იყო?

მიცვალებულს მაინც ეცი პატივი facepalm.gif

მაგას ჯობია ისევ მაკა ასათიანზე მოყვე, როგორ გადაარჩინე კაიფში გაპარვას facepalm.gif

Posted by: anichqa 7 Sep 2012, 16:21
axalirevolucia
ახალირევოლუცია ძალიან ხშირად მიწევდა ჩემი შვილების და მისი მეგობრების ერთდროული სწავლება.
ერტნი ადვილად იგებდნენ, მეორენი- რთულად..
რაკი რთულად იგებდნენ, სულ ვეძებდი ენას, ფორმას, სქემას... მათტვის მშობლიურს, ზუსტად ის რომ გამეგებინებინა, რაზეც საუბარი მიდიოდა.
ერთგვარი აზარტიცაა ეგ(მთლად ზუსტი სიტყვა არაა) , უზარმაზარი აზარტი, თავი რომ დავანებოთ იმას, რომ მარტლა მინდოდა გაეგოთ ბავშვებს, იმიტომ , რომ აუცილებელი იყო, გაეგოთ.
"კაი რაა, არ გეზარებაა' ფრაზების ავტორებისთვის, ამ ჩემს იმპროვიზირებულ გაკვეთილებს რომ შესწრებიან, ცალი წარბით ამიხედავს ამიტომაც.
ხოდა მე შენ გითანაგრძნობ ახალირევოლუცია
ანუ ზუსტად მესმის შენი,
ანუ ჩემს ადგილზე ხარ
ანუ იმავე გრძნობები და ემოციები გიფორიაქებს.

თანაგრძნობის ობიექტებით განსხვავდებიან ადამიანები. ვის რა ემშობლიურება, იმის მიხედვით ნაწილდება თანაგრძნობაც

Posted by: ვიღაც 7 Sep 2012, 16:22
QUOTE (Mateo Falcone @ 7 Sep 2012, 11:46 )
axalirevolucia
ნეტა ვიცოდე რომელი ხარ, რომ შემთხვევით შენთან არ მოვხვდე ექიმი თუ დამჭირდა givi.gif

lol.gif lol.gif

Posted by: tenochtitlan 7 Sep 2012, 16:32

axalirevolucia

ნაცნობი სიტუაცია უფრო ძლიერი ემოციის აღძვრაზე ნამდვილად მოქმედებს,
მათ შორის თანაგრძნობის გაჩენაზე. ეს ესეა, მაგრამ თანაგრძნობა პრეზიდენტმა კი არ
უნდა აღძრას რიგით მოქალაქეში, პირიქით რიგითი მოქალაქის ადგილას
თავი პრეზიდენტმა უნდა წარმოიდგინოს, თანაგრძნობა გააჩნდეს მისი პრობლემების მიმართ.
ვგონებ ყველაფერი პირიქითაა და არა ისე როგორც პირველ პოსტშია.

Posted by: May21 7 Sep 2012, 16:34
QUOTE
ვის რა ემშობლიურება, იმის მიხედვით ნაწილდება თანაგრძნობაც

მართალია......

Posted by: GIORGI XXL 7 Sep 2012, 16:36
QUOTE
და კიდევ, რატომაა ასე ძნელი უთანაგრძნო პრეზიდენტს?

აქ მეც ფეხი ჩამივარდა : )

Posted by: patriciia 7 Sep 2012, 16:56
QUOTE
ჩვენ უფრო ნაკლებად წარმოვიდგინეთ საკუთარი თავი წვერიახოს მთაზე ან გელმანდის პროვინციაში, ვიდრე ყირაზე მყოფ თავხედად შარდენზე.

QUOTE
მე მაინტერესებს, რატომ უთანაგრძნო საქართველომ უფრო მეტად გვირგვლიანსა და ვაზაგაშვილს ვიდრე ჭედიას და დვალიშვილს?
დავიჯერო ასე ძნელია წარმოიდგინო თავი წვერიახოს მთაზე მდბრძოლად და ასე ადვილია წარმოიდგინო თავი გვირგვლიანად და ვაზაგაშვილად?
და თუ ასეა, რატომ?

ეს ყველაფერი პიარის დამსახურებაა,
ადამიანები ყრუები არიან სხვისი სიკვდილის მიმართ, რამდენიმე ხანი წაიწკმუტუნებენ (თუ!) და მორჩა,
სამაგიეროდ, მათ კარგად ესმით მოარული აზრების ენა, თუ მათ ამ ნაზე დაელაპარაკები, წარმატებაც არ დაახანებს,
QUOTE
ძალიან განათლებული ადამიანი ბრძანდებით მაგრამ გამუდმებით სისულელეებს წერთ.

ეს სასიგნაჩეა.biggrin.gif

პს. ისე, ყირაზე გადასული თავხედის მოკვლის უფლება არავის აქვს, თუნდაც ის შარდენზე ყოველ დღე ყირაზე გადადიოდეს.
ექიმისგან, მითუმეტეს, არეთიკურია ასეთი შეფასების მიცემა ამ კონტექსტში.

I პოსტში მოცემული საკითხი გადაჯაჭვულია საინფორმაციო საშუალებების მიერ შექმნილ იმიჯებთამ
ხალხს რასაც მიაწოდებ, თან რაც უფრო პრიმიტიულად, იმას შეიტკბობს,

ავიღოთ, მაგალითად, სერიალები,
დედა გა#####დება შვილს, მამაშენი ვარო,
რძალი მაზლთან
ცოლისდა სიდედრთან
მამინაცვალი გერთან.
ამ საწყალ კაცებს ათრობენ, ჩლენზე ღვლეჭს აბამენ და ხმარობენ ან არ ხმარობენ, რა ვიცი მე,....lol.gifმერე აშანტაჟებენ, ორსულად ვაროlol.gif
ნუ, ყველაფერს ვერ ჩამოვთვლი, რასაც თვალი მოვკარი, იმას ვლაპარაკობ,
ხოდა, ხალხი ამას სიამოვნებით უყურებს,

თავის დროზე ხელისუფლებას მედიასთან ნორმალურად რომ ემუშავა, თან თავის შიგნით მოსახლეობასთან ურთიერთობის ნორმალური პრინციპები დაენერგა, ახლა ასეთი ამბავი არ იქნებოდა.
ცოტა არ იყოს, მოტუტუცო თანამდებობის პირებმა მაგრად გააფუჭეს საქმე,
ერთ მაგალითს მოვიყვან, რომელიც გულში ჩამრჩა,
მაია ნადირაძე რომ 25 წლის ბიჭს ეტყვის, ჩვენ შენისთანებისთვის არ ვაშენებთ ამ ქვეყანასო, ცოტა დაფიქრებაა საჭირო,
აბა, ვინ ჯანდაბისთვის აშენებ, თუ 25 წლის ბიჭისთვის არ აშენებ?!
პირადი ანტიპათია და სახელმწიფოებრივი საკითხები ერთმანეთში რომ ერევა, იმას რა უნდა უმრავლეოსბის ლიდერად?!
ასეთი რანგის რომ ამას იტყვის, დაბალი რგოლი როგორღა მოიქცევა?!
მტერი კი ბევრი გვყავს, წყლის წისქვილები უამრავი,,
აღარ გავაგრძელებ.

Posted by: forumeli64 7 Sep 2012, 17:44
QUOTE
თავის დროზე ხელისუფლებას მედიასთან ნორმალურად რომ ემუშავა, თან თავის შიგნით მოსახლეობასთან ურთიერთობის ნორმალური პრინციპები დაენერგა, ახლა ასეთი ამბავი არ იქნებოდა.
ცოტა არ იყოს, მოტუტუცო თანამდებობის პირებმა მაგრად გააფუჭეს საქმე,
ერთ მაგალითს მოვიყვან, რომელიც გულში ჩამრჩა,
მაია ნადირაძე რომ 25 წლის ბიჭს ეტყვის, ჩვენ შენისთანებისთვის არ ვაშენებთ ამ ქვეყანასო, ცოტა დაფიქრებაა საჭირო,
აბა, ვინ ჯანდაბისთვის აშენებ, თუ 25 წლის ბიჭისთვის არ აშენებ?!
პირადი ანტიპათია და სახელმწიფოებრივი საკითხები ერთმანეთში რომ ერევა, იმას რა უნდა უმრავლეოსბის ლიდერად?!
ასეთი რანგის რომ ამას იტყვის, დაბალი რგოლი როგორღა მოიქცევა?!



აქედან დასკვნა
სირების (და არამზადების) დროს უნდა დასრულდეს ერთხელ და სამუდამოდ....
ამ ხელისუფლებამ და მათმა ბელადმა ეს ქვეყანა თავინ გასართობ მოედნად და საცდელ ბოსტნად აქცია... ხოდა მათ ამისთვის უნდა მოეთხოვოთ კიდეც...

ასევე აყვავებული ნეხვებისაც უნდა მიუჩინდეს ადგილი უკან, ბოსელში... boli.gif


QUOTE
და კიდევ, რატომაა ასე ძნელი უთანაგრძნო პრეზიდენტს?



არ დაუმსახურებია
არც სუშზე დავუპატიჟებივართ და არც მის პირად ჰარამხანაში მიუწვევივართ... boli.gif

Posted by: KINA_LOKO 7 Sep 2012, 20:01
QUOTE
ნეტა ვიცოდე რომელი ხარ, რომ შემთხვევით შენთან არ მოვხვდე ექიმი თუ დამჭირდა
gigi.gif gigi.gif gigi.gif

ხომ ხედავ რომ არავინ სერიოზულად აღარ აღგიქვავს. ან ნიკი გამოიცვალე ან შეეშვი ამ ვითომინტელექტუალურობას.

ხელებს აღარ გიკოცნიან ეტყობა და იმიტომ ხარ გაღიზიანებული

Posted by: ToreXx 7 Sep 2012, 20:08
ვატყობ, ამ თემაში ფორუმის სრულიად ელიტა გადმოაფრქვევს სიბრძნეებს smile.gif smile.gif smile.gif

Posted by: anichqa 7 Sep 2012, 20:27
KINA_LOKO
QUOTE
ხომ ხედავ რომ არავინ სერიოზულად აღარ აღგიქვავს. ან ნიკი გამოიცვალე ან შეეშვი ამ ვითომინტელექტუალურობას.

აუჰ რა სეროოზული არგუმენტი მოიყვანე ახალირევოლუციის ვითომინტელექტუალობის, კინა-ლოკოsmile.gif))
ფორუმმა რო სერიოზულად აღიქვას ვინმე,
ახალირევოლუციისნაირი კი არა, აგრესიული უნდა იყოს,
ცინიზმის დიდი დოზით,
კაი დამტყმელ-შემშინებელი,
გრძელ პოსტს არ უნდა სწერდეს,
ყურს რო არ მოხვედრია, ისეტი სიტყვები გამოურიოს ბლომად და ასე შემდეგ სიამტკბილობანი..
რაც ამა ფორუმის სერიოზულობაზე ნაღდად არ მიუთიტებს.
დიდი ამბავი გაიცინეს თურმეbiggrin.gif

ისე მე სულ ვაკვირდებოდი. გაცილებით გაიზარდა და დაბრძენდა ფორუმი.
აი რაც ჩამოვტვალე, უსერის 'სერიოზულობის' შესაფასებელი ის კრიტერიუმები სულ უფრო ნაკლებად მუშაობს,
შესაბამისად ამ ტიპის იუზერების რეპუტაციაც გაიზარდა- მკიტხველი გაუჩნდა ტემებს.
ნუ თუ ახლა ძაან მწარედ მოხვდებათ ადამიანებს, საპასუხო რეაქცია იქ ყოველთვის დაცინვა და შეტევაზე გადმოსვლაა.
ეგ ლოგიკური კი არადა, ბუნებრივი რეაქციაა smile.gif))

Powered by Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)