ტყვილა კი არ დავწერე ვინმაც პაიალნიკის დაკავება ისწავლა ხელშითქო...
მე რომ ელექტრონიკას ვსწავლობდი 4-5 წელი. მერე ვმუშაობდი ამავე პროფესიით.... მერე მერე თანდათანობით მთელი ცხოვრება სწავლობ კაცი თუ გაქვს შეხება ამ პროფესიასთან. ყოველ წელიწადს ახალი ტექნიკა გამოდის, რათქმაუნდა ფიზიკის კანონები იგივე რჩება და ფორმულები მაგრამ სქემის სტრუქტურა იცვლება რთულდება და თუ გამოტოვე რამდენიმე წელი ამ პროფესიაში საკმაოდ ჩამორჩები. წლების განმავლობაში ათასი აპარატურა დანადგარ რომ გაივლის შენს ხელში მერე დასპეცდები, ისედაც თორემ პროფესიონალი 1-2 წელში ვერ გახდები, საკმაოდ ბევრი წლებია საჭირო და ასევე მრავალმხრივი შეხება საქმისადმი.
რაც შეეხება მაგ ხელოსნების სიმრავრეს
ომის კანონი კი არა სქემას ვერ გაარჩევს ზოგიერთი, უბრალოდ ზოგს შეიძლება ნიჭი ნამდვილად ჰქონდეს და დაზეპირებულად არემონტებდეს კონკრეტურად რამე აპარატურას, მექანიკურად ცვლის ბევრი პლატებზე ჩიპებს მიკროსხემებს, შეიძლება გაარტყან არიორ რეშკასავით. კონდესატორი თუ შებერილია ჰა ზნაჩიტ არ ვარგა ან მსგავსი მეთოდით, ან თუ შეყვითლებულია სადმე პლატა ჰა აქ ეტყობა რომელიმე გადაცხელდა დეტალი და ავტომატურად ცვლის შეიძლება გაამართლოს... შეცვლამ. D უცნაური მეთოდებით არემონტებენ მაგრამ თუ გაიჭედენ და ვერ აამუშავეს რამე პლატა მოკლედ მერე პლატაა შესაცვლელი და მსგავსი მეთოდზე გადადიან.
ხოლო რაც შეეხება ჩიპების და პროცესორების შეცვლას.... აგერ დაწერა კაცმა უკვე. დიდი ცოდნა მაგას არ ჭირდება ხელის შეჩვევაა საჭირო.
რა ქნა თემის ავტორმა გაარემეონტა თუ ვერა თავისი დინამიკები, ტეხავს უბრალოდ აქ ჩვენ მისთვის მიუღებელ რაღაცეებზე ვსაუბრობთ, და თავებს ვიქებთ და თემის ავტორს კიდე ვერ ვეხმარებით. მართალ არ მაქვს დრო თორემ ისე გავურემონტებდი ყოველგვარი ფინანსის გარეშე, მთავარია დაზიანებული დეტალი მომიტანოს რომელიც აღმოჩდება. ეხლაც ერთი კვირა ხდება ჯერ სახლში არ მივსურვალ, ამ კორონა ვირუსის პანდემიამ სულ ამირია რეჟიმი თითქმის ყაზარმულ რეჟიმით ვმუშაობ.
This post has been edited by Amper on 13 Feb 2021, 22:06