იმდენი წელია ვითხოვთ მეშვიდე ერად დამატებას ან პლეი-ოფის გაკეთებას (რაც ნაკლებად სავარაუდოა), რომ მემგონი ცალკე თემას იმსახურებს
მით უმეტეს, რომ მეთოდური პროგრესის გამო ძალიან კარგი პრესა გვაქვს და მსოფლიო სარაგბო საზოგადოებაც განიხილავს უკვე ამ ამბავს
მაგრამ სანამ სახელშეცვლილი მაგრამ მაინც ირიბი world rugby-სგან მოვითხოვდეთ რამეს, ჯერ ჩამოვყალიბდეთ, ამ ეტაპზე ჩვენი ნაკრების განვითარებისთვის რომელ ტურნირში ჩართვა იქნება ყველაზე სარგებლიანი
ჩემი აზრით, ამ ეტაპზე მეშვიდე ერად დამატებას არც ვიმსახურებთ და არც გვჭირდება განვითარებისთვის, უკეთესი იქნება, თუ ევროპის ჩემპიონატს მოვითხოვთ
ჯერ ერთი, ჩვენი არგუმენტები მეშვიდე ერად დამატებისთვის არც ისე დამაჯერებელია, როგორც ჩვენი პერსპექტივიდან ჩანს. (ნუ იმ ექვსიდან რომელიმეს პოტენციურ გაწირვას რომ არ დათანხმდებიან, ეგ მემგონი ყველას კარგად მოეხსენება)
ჩვენი მთავარი წარმატება სამოას, ტონგასა და იაპონიის დამარცხებებია, ამერიკისა და კანადის ნაკრებებთან ერთად. მიუხედავად ამისა, თუ არ ვცდები, ხუთიდან ოთხ გუნდთან ისევ უარყოფითი ბალანსი გვაქვს, არადა ხუთივე ამ გუნდს ექვსი ერის მინიმუმ 4 გუნდი ათიდან რვა თამაშს მოუგებს და არც იმ ორს გაუჭირდება თუნდაც ათიდან 6
ზელანდიასთან და ირლანდიასთან კარგად ვითამაშეთ, მაგრამ რა მნიშვნელობა აქვს, როცა მაინც დავმარცხდით. არადა აგერ იაპონიამ აფრიკა ამოატრიალა, ოთხი წლის წინ ტონგამ - საფრანგეთი, მაგრამ მაინც არავინ აპირებს მათ 4 ერში დამატებას. ვინც დაამატეს, ის გუნდი მსოფლიო თასის მესამე ადგილის მფლობელი იყო და მასპინძელი საფრანგეთი საკუთარ მოედანზე ჰყავდა ორჯერ დამარცხებული.
ჩვენ ჯერ ჯგუფიდანაც არ გავსულვართ.
სამართლიანობისთვის ისიც შეიძლება ითქვას, რომ ექვსი ერის წარმომადგენელი იტალიაც ასევე არ გასულა ჯგუფიდან, მაგრამ იტალიას, სანამ ექვს ერში დაამატებდნენ, უკვე შოტლანდია ჰყავდა ორჯერ დამარცხებული და ზემოდან საფრანგეთი და ირლანდია მიყოლებული.
მოკლედ, ფინანსური და პოლიტიკური ნება რომ გვერდით გადავდოთ, სუფთა სპორტული თვალსაზრისითაც ძალიან ეჭვი მეპარება, მეშვიდე ერად დაგვამატონ
მაგრამ საქმე ისაა, რომ ასევე ჩემი მოკრძალებული აზრით, ქართული რაგბის განვითარებისთვის ამ ეტაპზე საერთოდ არ გვჭირდება ''შვიდი ერი"
კარგი, დავუშვათ დაგვამატეს, რა მოხდება შემდეგ? შემდეგ მსოფლიომდე მაქსიმუმ 1, სასწაულით თუ გაგვიმართლა, 2 თამაში მოვიგოთ თბილისში იტალიასა ან შოტლანდიასთან. გასვლით თამაშებზე ძალიან შევრცხვებით. ირლანდიასთან გასვლით მატჩში ხომ გადაგვიარეს და აქ რომ ჩამოვიდა იმათი ლამის მესამე ნაკრები, 30 ქულით მოგვიგეს ოფლის მოუდენლად.
მსოფლიოზე ირლანდიასთან, ზელანდიასთან და ეგეთ გუნდებთან სათამაშოდ ოთხი წელი მენტალურად ვემზადებით და პრესტიჟის მატჩად გვაქვს ქცეული, მაშინ როცა იმათთვის რიგითი მოსაგები მატჩია ჯგუფიდან გასასვლელად. ზელანდიის საზიზღარი თამაში გუშინ ამითიც შეიძლება აიხსნას (with all due respect ჩვენი ბიჭების თავდადებასთან). ჰოდა ექვსი ერის გუნდებთან ყოველ კვირას ჯახი თუ მოგვიხდა, ეგ უპირატესობაც თავისით გაქრება - შეუძლებელია იგივე განწყობით გახვიდე ექვსჯერ ექვს კვირაში.
ჩვენი განვითარების დონე ამჟამად არის ზუსტად ის ხუთი გუნდი, რომელიც ზემოთ ჩამოვთვალე. ექვს ერში შეშვება იგივე იქნება, დამწყებ ძალოსანს 30-ის ნაცვლად ეგრევე 60 კილოგრამის ატაცით აწევა რომ მოსთხოვო.
ჰოდა ჯობია, მოვითხოვოთ ევროპის ჩემპიონატი
იდეაც მარტივად პრავდება, ფორმატიც ძალიან ადვილად დალაგდება (4 წელიწადში ერთხელ, 6 ერის გუნდები + ორი საუკეთესო ქვემოდან), მსოფლიო რაგბიც იტყვის, რომ tier 2 გუნდებს ეხმარება გაზრდაში და ჩვენც ოთხის ნაცვლად, ყოველ ორ წელიწადში გამოგვივა უმაღლესი დონის თამაშები
ამასობაში ნოემბერში რომ რიგრიგობით ვეთამაშოთ PI-ის გუნდებს, თბილისის თასზე კი საქსონები ან ვულფჰაუნდები გამოუშვან ხოლმე, ამ გუნდებთან თამაშით უფრო აიწევს ჩვენი დონე, ვიდრე პირდაპირ ექვსი ერის გუნდებთან სასაკლაოზე შეგდებით (აგერ მოუმზადებელი იტალია რომ შეაგდეს, რამე არგო? ისევ იმ დონეზეა და ჯგუფიდან გასვლა სანატრელი აქვს)
ტესტების გარდა, შეგვეძლება პირდაპირ ახალგაზრდების შეყრა ერთა თასზე, რასაც ამრეზით კი ვუყურებთ, მაგრამ მაინც უნდა გვახსოვდეს, რომ პორტუგალია-ესპანეთთან ნებისმიერი გასვლა მაინც საყურადღებოა და რუმინეთთან მემგონი 13 ქულაზე მეტით არც მოგვიგია
მოკლედ შემდეგი ოთხი წლის სამუშაო გეგმად ისევ tier 2-ის გუნდებთან და ექვსი ერის მეორე ნაკრებებთან საშინაო თამაშები მგონია ოპტიმალური ვარიანტი და რავიცი
ჯერ კანადების შინ და გარეთ დამარცხებებზე რომ მოვახდინოთ კონცენტრაცია, ასე უფრო დიდი შანსი გვექნება განვითარების და 19-ში ჯგუფიდან გასვლის, ვიდრე პირდაპირ შეუსრულებელ მისიებზე სიარულით.