Printable Version of Topic
Click here to view this topic in its original format
თბილისის ფორუმი > სამართალი > სამართლის განყოფილების წესები


Posted by: otucho 16 Oct 2007, 18:31
წესები უნდა დავიცვათ.... yes.gif

http://forum.ge/?showforum=77 წარმოადგენს თბილისის ფორუმის განუყოფელ ნაწილს, შესაბამისად აღნიშნულ განყოფილებაში მოქმედებს ყველა ის წესი და შეზღუდვა რასაც ითვალისწინებს თბილისის ფორუმის http://forum.ge/rules.html.
სამართლის განყოფილებაში მოქმედებს წესები, რომლებიც შეიძლება წინააღმდეგობაში მოდიოდეს ფორუმის ძირითად წესებთან, ამ შემთხვევაში უპირატესობა ენიჭება სამართლის განყოფილებაში მოქმედ წესს.
სამართლის განყოფილების ძირითად დანიშნულება არის ფორუმის მომხარებლებისათვის იურიდიული დახმარების გაწევა, გარკვეული რჩევებისა და რეკომენდაციების გაწევა. მაგრამ აქვე უნდა გაითვალისწინოთ რომ:
ფორუმის ადმინისტრაცია,ამ განყოფილების მოდერაცია და უბრალოდ მომხმარებლები პასუხისმგებლობას იხსნიან ამ განყოფილებაში დაპოსტილ ყოველგვარ ინფორმაციაზე; მაგალითად ამა თუ იმ რჩევის მიცემა, ამა თუ იმ საკითხზე გარკვეული ნორმის მითითება და აშ.
თქვენ თავად იღებთ ყოველგვარ პასუხისმგებლობას საკუთარ თავზე,თქვენვე უნდა გადაწყვიტოთ უნდა ენდოთ თუ არა თქვენდამი დაპოსტილ რჩევას.

ზოგადად ფორუმის წესებით აკარძალულია იმ თემის გახსნა რომელიც უკვე არის განხილული ამ ფორუმზე. შესაბამისად უნდა გამოიყენოთ ძებნის ფუნქცია
ამ შემთხვევაშიც სამართლის განყოფილებაში არსებობს სპეციალური http://forum.ge/?f=77&showtopic=33778084 რომელშიც შესულია სამართლის განყოფილებაში არსებული ყველა თემა. ასე რომ თქვენ არ დაგჭირდებათ ძებნის ფუნქციის გამოყენება და მარტივად ნახავთ თქვენთვის სასურველ თემას. ასე რომ ჯობია თემის გახსნამდე საძიებელს გადახედოთ რადგან შეიძლება ის საკითხი რომელზეც თქვენ თემის გახსნას აპირებთ და გაინტერესებთ უკვე იყო განხილული და თქვენ კითხვაზეც არის პასუხი გაცემული.
განმყოფილებაში მოქმედებს შემდეგი სახის აკრძალვები:
1.პირველი და ყველაზე მთავარი წესი: მოდერატორი ყოველთვის მართალია
2. იკრძალება უაზრო, უშინაარსო, განყოფილებისთვის შეუსაბამო თემის გახსნა.
3. კატეგორიულად იკრძალება ოფტოპიკი (უაზრო, უშინაარსო პოსტები) , უცენზურო ლექსიკა ( მნიშვნელობა არ აქვ სიმბოლოებს გამოიყენებთ თუ არა )
4. ფორუმის იუზერების და მესამე პირების შეურაცხყოფა.
5. ნებისმიერი სახის რეკლამა (ან მისი შემცველი განცხადება)
6. მოდერატორის მიერ დახურული თემის გახსნა.
7. იკრძალება პოლიტიკური ქვეტექსტის მქონე თემების გახსნა.
8. ასევე იკრძალება თემები შინაარსით/სათაურით:მიშველთ რამე, დამეხმარეთ იურისტებო,რჩევა მჭირდება, ბებიაჩემი დაიჭირეს, ბაბუაჩემს უსამართლოდ შეუფარდეს 14 წელი....... и тд
9. ნებისმიერი სახის დისკრიმინაციული ქმედება.
10.იკრძალება ფორუმის ადმინისტრაციის/მოდერატორების და მათი საქმეების საჯარო განხილვა. აღნიშნული ქმედება დასაშვებია მხოლოდ თემაში http://forum.ge/?f=77&showtopic=33757110.
11.იკრძალება ნებისმიერი კანონის , კიდექსის, სტატიის, სხვა რაიმე ლიტარატურის (თუ მასალის/ნაშრომის) მოსაძებნად ცალკე თემის გახსნა....
ამისთვის არესებობს სპეციალური თემა http://forum.ge/?f=77&showtopic=33638886, რომელიც მიპინულია. ხოლო რეფერატები და კაზუსები ითხოვეთ ამ http://forum.ge/?f=77&showtopic=33790850&st=45 თემაში


სანქციები:
მოდერატორები უფლებას იტოვებენ თვითონ განსაზღვრონ ამა თუ იმ დარღვევის სიმძიმე და შესაბამისად თავისივე შეხედულებით გამოიყენონ ესა თუ ის სანქცია.

თუ მაინც გაგიჩნდათ პრეტენზია და თვლით რომ მოდერატორები არასწორად იქცევიან წაიკითხეთ პირველი წესი


Posted by: ჰერმიონ 3 Aug 2010, 00:10
თუ გინდათ, რომ გაგცენ თემაზე პასუხი, გაიმართოს დისკუსია თვენთვის საინტერესო საკითხის გარშემო ან უბრალოდ, არ დაივორნოთ, უნდა შეასრულოთ შემდეგი მოქმედება:

1. კარგად ჩამოაყალიბეთ თქვენს გონებაში თემის სათაური
2. შედით ძებნის სისტემაში და მოძებნეთ სიტყვა, რომელზეც თემა იქნება აგებული. მაგალითად, თუ თქვენ გაინტერესებთ ინფორმაცია იპოთეკაზე, წერთ სიტყვა იპოთეკას და ძებნის სისტემა გიგდებთ შედეგებს. თუ არსებობს მსგავსი თემა, პოსტავთ იქ თქვენს შეკითხვას, თუ არ არსებობს, მაშინ სათაური უკვე მოფიქრებული გაქვთ -რაც იმას ნიშნავს, რომ თქვენ თემის გახსნისკენ ერთი ნაბიჯი უკვე გაქვთ გადადგმული.
3. ხსნით თემას და ელოდებით როდის გაგცემენ პასუხს.

რა ხდება მაშინ, როცა თქვენ:

1. ხსნით თემას, რომელიც უკვე არსებობს ამ განყოფილებაში
2. ხსნით განყოფილებისთვის შეუსაბამო თემას
3. ფლუდავთ
4. არქმევთ არაინფორმაციულ სათაურს, მაგალითად იურისტების რჩევა მჭირდება, დამეხმარეთ იურისტებო, ხალხი არ ხართ, სახლს მიყიდიან და ა.შ
5. იგინებით, ჩხუბობთ..

შედეგები:

1. მოვდივართ, ვშლით თემას და ავტორს ვვორნავთ
2. მოვდივართ, ვშლით თემას და ავტორს ვვორნავთ
3. ვშლით პოსტებს, ავტორი ივორნება და უკიდურეს შემთხვევაში იბანება
4. ვშლით თემას და ავტორს ვვორნავთ
5. ყოველგვარი ვორნის გარეშე იბანება იუზერი .

ასე რომ ზემოთ აღნიშნული წესების დაცვით თემის გახსნა თქვენივე ინტერესებშია, თქვენ გჭირდებათ პასუხი, რასაც ვერ ეღირსებით, თუ გამაბრაზეთ mad.gif


Posted by: ჰერმიონ 21 Oct 2013, 18:21
შეგახსენებთ, რომ:

კატეგორიულად იკრძალება არაინფორმაციული სათაურით თემის გახსნა (მაგ: კითხვა იურისტთან, მიშველეთ, დამეხმარეთ) კითხვის დასასმელად არსებობს იურიდიული კონსულტაციის თემა, სხვადასხვა საკითხები შეგიძლიათ განიხილოთ შესაბამის თემებში და მხოლოდ იმ შემთხვევაში გახსენით ახალი, თუ საძიებო სისტემა იგივე სათაურის თემას არ ამოაგდებს


P.S love.gif

Posted by: ჰერმიონ 5 Feb 2016, 23:29
ამ წესებს კითხულობს ვინმე? chups.gif

Posted by: kodeqsi 11 Feb 2016, 06:45
ჰერმიონ
QUOTE
ამ წესებს კითხულობს ვინმე?

მკვდარი ნორმებით სავსეა და ვინ წაიკითხავს აბა?... lol.gif lol.gif 2kiss.gif

Posted by: zaxarich89 15 Mar 2016, 13:51
მოგესალმებით, ბანკში მაქვს ვალი რომელიც არს ვადაგადაცილებაში აღარ ვმუშაობ და ვერ ვიხდი
გადაეცა აღმასრულებელს რაზეც მომივიდა წერილი ჩემი ქონების დაყადაღებაზე შესაბამისად
ჩემს სახელზე არარის არაფერი. მე მაინტერესებს საზღვარის გადაკვეთის უფლება თუ მაქვს ამ შემთხვევაში

Posted by: ფაშისტი 31 Aug 2016, 23:41
მოგმართავთ თხოვნით
მოდი გავაერთიანოთ სითი პარკოს თემები და შევკრათ ერთად რადგან უკვე სამი თემაა გახსნილი ამ განყოფილებაში,დარიგებას ხან სად ვწერ ხან სად და აზრი არ აქვს, ყველა თავის კაზუსზე ხსნის.. რავიცი, მოკლედ ერთი თემა კარგი იქნებოდა

დიდი მადლობა

Powered by Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)