ეხლა რა ხთება, რამდენიმე საინტერესო და იდუმალებით მოცული მკვლელობებია/სიკვდილებია მომხდარი ქოცხელისუფლების დროს...
საინტერესოა, რა აკავშირებთ მათ და რა დადო გამოძიებამ?
ყველაზე საინტერესოები:
1. ალექსანდრე დანელია, ყოფილი სპეცნაზელი, კოდორის მონაწილე, ''მოიკლა'' თავი ზუგდიდში ორი გასროლით (იხილეთ ჩაშლილად პუნქტი 1)
2. ლაგვილავა, ყოფილი სპეცნაზელი, კოდორი 2007-ს მონაწილე, აუფეთქდა ტერმექსის ბაკი ზუგდიდის კუდის შენობაში.
3. ხარძიანი (იხილეთ ჩაშლილად პუნქტი 3-4)
4. ოლეგ დოევი, მოკლულ იქნა საბურთალოზე სნაიპერის მიერ. (იხილეთ ჩაშლილად პუნქტი 3-4)
5. ბიძინა კუჭავა, სამეგრელო-ზემო სვანეთის უფროსი პროკურორი ვახტანგ ქირიას მკვლელი. თავი ''მოიკლა'' დავით პოპოვის (ესეც საკმაოდ საეჭვო პირია. მას და მის მეუღლეს კუჭავა მიყავდა აერპორტში. ასე ვტქვათ ითესებოდა), იუსტიციის სამინისტროსთან სპეცნაზმა გაუკეთა პერეხვატი. იგივე კუჭავას აბრალებდნენ უშიშროების ყოფილი მინისტრის და მისი ცოლის, ნინუას მკვლელობას (იხილეთ ჩაშლილად პუნქტი 5)
6. ვახტანგ ქირია, სამეგრელო-ზემო სვანეთის უფროსი პროკურორი (იხილეთ ჩაშლილად პუნქტი 6)
7. ეროსი კიწმარიშვილი
8.
9.
10.
...
პუნქტი 1 ზუგდიდის პოლიციის სამმართველოს უფროსის მოადგილის საქმეზე გამოძიება მიმდინარეობს. ამის შესახებ შს მინისტრმა ალექსანდრე ჭიკაიძემ მთავრობის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა. მინისტრის თქმით, გამოძიება თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით მიმდინარეობს. „მკლელობის ვერსია გამოირიცხა. გარდაცვლილი სახლში იპოვეს, მას კარი შიგნიდან ჰქონდა ჩაკეტილი“, - განაცხადა ჩიკაიძემ. გუშინ, ზუგდიდში, დადიანის ქუჩაზე პოლიციის სამმართველოს უფროსის მოადგილე ალექსანდრე დანელია გარდაცვლილი იპოვეს.
პუნქტი 2 http://www.timer.ge/%E1%83%96%E1%83%A3%E1%...3%A1-%E1%83%90/შენობა ზუგდიდში, სადაც 2014 წლის 28 ოქტომბერს, ღამის საათებში აფეთქება მოხდა, 2008 წლის აგვისტოში ზუგდიდში შემოჭრილი რუსი ოკუპანტების ერთერთი მთავარი სამიზნე იყო: ერთერთ საწყობში შესაღწევად მათ რკინის კარი დანაღმეს და ისე ააფეთქეს, რადგან სხვაგვარად შესვლა ვერ მოახერხეს. იქ რუსი ოკუპანტები რამდენიმე დღის განმავლობაში დარჩნენ, გარე პერიმეტრზე კი ჯარისკაცები ჰყავდათ განლაგებული.
პუნქტი 3-4 ვინ მოკლეს ქავთარაძის ქუჩაზე და არის თუ არა საერთაშორისო აფერისტი ოლეგ დოევი ხარძიანის მკვლელი
23:31 04.01.2017
ვინ მოკლეს ქავთარაძის ქუჩაზე და არის თუ არა საერთაშორისო აფერისტი ოლეგ დოევი ხარძიანის მკვლელი
30 დეკემბერს, დაახლოებით საღამოს შვიდის ნახევარზე, თბილისში, ქვთარაძის ქუჩის #14-ში მამაკაცი მოკლეს.მომხდარიდან მოკლე ხანში გავრცელებული ინფორმაციით, მოკლული რუსეთის მოქალაქე ოლეგ დოევი იყო, რომელიც მეზობლების თქმით, მე-16 სართულზე მდებარე ბინაში, რომლის აივანზეც დაასრულა სიცოცხლე, სულ სამიოდე კვირის გადასული იყო. გავრცელდა ასევე ინფორმაცია, რომ მოკლული შესაძლოა დაკავშირებული ყოფილიყო ბიზნესმენ ბესიკ ხარძიანის მკვლელობასთან. შეგახსენებთ, 2016 წლის იანვარში ხარძიანის მკვლელობის საქმე გახსნილად გამოცხადდა და მკვლელობაში მხილებულებად უკრაინის მოქალაქე, 1985 წლის 29 მაისს დაბადებული ოლეკსანდრ დამეტოვი და რუსეთის ფედერაციის მოქალაქე, 1973 წლის 4 სექტემბერს დაბადებული ოლეგ დოევი გამოაცხადა, თუმცა შინაგან საქმეთა სამინისტრომ არ დაადასტურა ინფორმაცია, რომ თბილისში, ქავთარაძის ქუჩაზე მოკლული მამაკაცი სწორედ ხარძიანის მკვლელობაში ბრალდებული ოლეგ დოევი იყო. მაგრამ არაოფიციალურად გახდა ცნობილი, რომ სამართალდამცავები ერთ-ერთ ვერსიად მკვლელობაში სნაიპერის მონაწილეობას განიხილავდნენ.
kvirispalitra.ge-მ სანდო წყაროზე დაყრდნობით გაარკვია, რომ გარდაცვლილი ნამდვილად რუსეთის მოქალაქე, კერძოდ კი ვლადიკავკაზელი ოსია, რომელიც საქართველოში რამდენიმე კვირის შემოსული იყო. ჩვენივე წყაროს მინიშნებით, სავარაუდოდ, მისი გვარ-სახელი ნამდვილად ოლეგ დოევია, რომელიც რუსეთში თაღლითობის რამდენიმე საქმეში იყო გარეული და მკვლელობაც შესაძლოა ამას უკავშირდებოდეს. ჩვენ ამ ეტაპზე არ გვაქვს საკმარისი ფაქტები იმის დასამტკიცებლად, რომ მოკლული ნამდვილად ის ოლეგ დოევია, რომელის სახელსაც არაერთი აფერა უკავშირდება, თუმცა მუშაობას ვაგრძელებთ და ვიმედოვნებთ, რომ მალე უფრო მეტი დეტალის გარკვევას შევძლებთ. მანამდე კი გთავაზობთ ოლეგ დოევის დოსიეს.
ოლეგ დოევი ჩრდილოეთ ოსეთში, ვლადიკავკაზში დაიბადა და ჯერ კიდევ 90-იანი წლებიდან მოყოლებული, სხვადასხვა სავაჭრო საქმიანობაში იყო ჩართული. წლების წინ, ციმბირის შიდა სავაჭრო ორგანიზაციების სააგენტოს ("ციმბირის მეტალურგიული კომპანია") თანადამფუძნებელი გახლდათ. მოსკოვში მცხოვრები ოსი ჟურნალისტის, ზეინაბ ჩოჩიევის თქმით, თუ მოკლული მართლაც დოევია, ძნელი სათქმელია, როგორ და რატომ მოხვდა საქართველოში საკმაოდ ცნობილი დოევი თბილისში და საერთოდაც, რა კავშირი ჰქონდა საქართველოსთან, რომელსაც რუსეთში "საერთაშორისო თაღლითის" სახელით იცნობდნენ: - მას ჯერ კიდევ ვლადიკავკაზში ცხოვრებისას ტვირთის გადამტანი კომპანიები ჰქონდა, რომელიც მოსკოვში იყო დარეგისტრირებული. როგორც ჩანს, მან ამასობაში გარკვეული კავშირები დაამყარა და მალევე მოსკოვში გადმოვიდა საცხოვრებლად და საქმის საწარმოებლად... მოგვიანებით, როდესაც კომპანია, "ციმბირის მეტალურგიული კომპანია" გაკოტრდა, ის ჯერ ამერიკაში, შემდეგ კი, 2012 წელს, ნიდერლანდებში გადავიდა და ახალი კომპანია დააფუძნა. ამბობდნენ, რომ ძალიან ბევრ ქვეყანაში საკმაოდ საეჭვო კავშირები ჰქონდა.
ინტერნეტში მოძიებული მასალების მიხედვით, მან მოგვიანებით სომხეთში, ნათესავის დახმარებით, თევზის ძვირფასი ჯიშების მოშენებას მიჰყო ხელი და წარმატების მიღწევაც არ გასჭირვებია. ამ საქმიანობამ მალე მთელი სომხეთი მოიცვა და საკმაოდ მალე დოევი ანგარიშგასაწევი ძალა გახდა.
ცოტა ხანში, ის ისევ რუსეთში გამოჩნდა და პირველი ნაბიჯები, კრასნოგორსკში გადადგა - დააფუძნა კომპანია სახელწოდებით "იუნიფიში"... მოგვიანებით, ინვესტორების საშუალებით, მან მთელი რუსეთის ბაზარი აითვისა... ამბობდნენ, რომ სწრაფად პოულობდა მეგობრებს სხვადასხვა ქვეყანაში და არაერთი "საყრდენი" ადამიანი ჰყავდა რუსეთის პოლიციის მაღალჩინოსნებშიც, შესაბამისად, მის საქმიანობაში უამრავი ფინანსური დარღვევისა და სხვა ხარვეზების მიუხედავად, მის წინააღმდეგ, საქმე კარგა ხანს არ აღძრულა, თუმცა, შემდეგ, მისი ბიზნესი, პოლიციის შიდა დაპირისპირების საგანი გახდა და ყველაფერი იმით დასრულდა, რომ მის კომპანიასა და ანგარიშებს ყადაღა დაადეს...
ერთ-ერთი სტატიის მიხედვით, დოევის სახელთან დაკავშირებულ ერთ-ერთ კომპანიაში სომხეთის პრეზიდენტის, სერჟ სარგსიანის ინტერესებიც იკვეთებოდა... მოკლედ, დოევის მიმართ უამრავ ადამიანს ჰქონდა პრეტენზია და მისი მოკვლის სურვილი, სავარაუდოდ, ცოტას არ ექნებოდა. თუ ის მართლაც სნაიპერის გასროლას ემსხვერპლა, სავარაუდოდ, მკვლელი მას უცხოეთიდან შემოჰყვა და საქართველოში ყოფნის განმავლობაში უთვალთვალებდა.
პუნქტი 5 . გავრცელებული ინფორმაცია, რომ სამეგრელო-ზემო სვანეთის უფროსი პროკურორი ვახტანგ ქირია რადიო “საქართველოს ხმის ” დამფუძნებელმა ბიძინა კუჭავამ მოკლა, შემდეგ კი თავი მოიკლა სამართალდამცავმა ორგანოებმა დაადასტურეს, თუმცა არსებული ვერსიის არ სჯერა კუჭავას მეუღლეს და საქმეში დამოუკიდებელი ექსპერტის ჩართვას აპირებს.
წუხელვე გავრცელდა ბიძინა ივანიშვილის კონფერენციაზე მის მიერ კუჭავას მისამართით გაკეთებული შენიშვნაც.”თქვენ ძალიან ცუდ თამაშს თამაშობდით მაშინ” ეუბნება ყოფილი პრემიერი “საქართველოს ხმის” დამფუძნებელს კონფერენციაზე., თუმცა ჯერჯერობით უცნობია, რა ჰქონდა მხედველობაში ბიძინა ივანიშვილს.
ქირია-კუჭავას საქმეს დიდი ინტერესით ადევნებს თვალს საზოგადოება. ეჭვმიტანილზე იწერება კომენტარები და სტატუსები. ზოგი დადებითად ახასიათებს, ზოგი კი საკმაოდ უარყოფით პიროვნებად ხატავს.
გავრცელებული ინფორმაციით “საქართველოს ხმის” დამფუძნებლის და უკვე 4 წელია არავის უნახავს, ხოლო ჯავახიშვილის ქუჩაზე მდებარე სახლი , სადაც ის ცხოვრობდა , ბიძინა კუჭავამ გაყიდა, თანხა აიღო ხოლო ახალ მეპატრონეს საბუთები არ გადაუფორმა. მეზობლებმა არ იციან, სად შეიძლება წასულიყო ახალგაზრდა ქალი, რომელსაც შვილები და მეუღლე დარჩა.
რადიო “საქართველოს ხმის” დირექტორი მამუკა კუჭავა ამბობს, რომ ბიძინა კუჭავაზე ბევრი არასწორი ინფორმაცია ვრცელდება.
მამუკა კუჭავა: „ბევრ არასწორ ინფორმაციას ავრცელებენ. ბიძინა თავად იყო კაზინოს მეპატრონე და არ თამაშობდა. არც არანაირი ბინა არ გაუყიდინებია დისთვის, პირიქით, მან თავის დას ბინა უყიდა. ზღაპრებს ყვებიან „-განაცხადა ჟურნალისტებტან საუბრისას.
სოციალურ ქსელში ბიძინა კუჭავას დადებითად ახასიათებს ჟურნალისტი გიორგი ფოფხაძეც და ამბობს, რომ აწ გარდაცვლილი მისი საუკეთესო მეგობარი იყო.
გიორგი ფოფხაძე: „ბიძინას ვიცნობდი ძლიან ახლოს და იყო დრო ვმეგობრობდი კიდეც.. რადიო “საქართველოს ხმა” თავის დროზე მე და ბიძინამ დავაფუძნეთ..(თუმცა დაფუძნებიდან ძალიან მოკლე დროში მე გავედი დამფუძნებლებიდან საკუთარი სურვილით და ნებით) რავი მხოლოდ დადებითი მოგონებები მაგავშირებს ბიძინა კუჭავასთან და სხვათაშორის, თუ რამე დამჭირვებია და ბიძინას შეეძლო დახმარება არასოდეს უკან არ დაუხევია… ისე რო იცოდე , ტელეკომპანია “იბერვიზიაც” ბიძინა კუჭავას დაფუძნებული იყო თავის დროზე.. ოთხი წელი გადაბმული ძმაკაცები ვიყავით, როცა მე თბილისში ვმუშაობდი “ასოშეიტედ პრესის ტელესამსახურის” ხელმძღვანელად და მერე რახან ისევ ევროპაში დავბრუნდი, ამით დამთავრდა ჩვენი ყოველდღიური ურთიერთობა და საქართველოს ხმის დამფუძნებლობიდანაც ამ მოტივით გავედი..თუმცა მოკითხვა და ერთურთის ამბის გაგება ყოველთვის გვქონდა.. მერე 2010 წელს ვნახე დედას დაკრძალვაზე იყო მისული და რავი აბა რა ვთქვა?“
„იბერვიზიის“ დაარსებასთან დაკავშირებით „ფოსტალიონი“ საქართველოში პირველი დამოუკიდებელი ტელეკომპანიის „იბერვიზიის“ დირექტორს, ზაზა შენგელიას დაუკავშირდა.
ზაზა შენგელია:-„ტელეკომპანიის დამფუძნებლები იყვნენ სესილი გოგიბერიძე, გია გოგიბერიძე, გუბაზ გოგიბერიძე და სხვა პიროვნებები. რაც შეეხება ბიძინა კუჭავას ის იყო დირექტორის მოადგილე სამეურნეო დარგში, ებარა სამეურნეო საკითხები და ტელევიზიის დაფუძნებასთან არანაირი კავშირი არ აქვს“.
ტელეკომპანიის მაშინდელმა თანამშრომელმა, რომელმაც არ ისურვა ვინაობის საჯაროდ გამხელა განაცხადა, რომ ბიძინა კუჭავა საკმაოდ კონფლიქტური პიროვნება იყო და სიმპატიით არ სარგებლობდა თანამშრომლებში. რაც შეეხება სამეგრელო-ზემო სვანეთის საოლქო პროკურატურის უფროს პროკურორს ვახტანგ ქირიას, მას ყველა დადებითად ახასიათებს. გარდაცვლილის მეზობლები, მეგობრები და ახლობლები ამბობენ, რომ ის წესიერი და „მშვიდი“ პროკურორი იყო.
პუნქტი 6 . აქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო ადასტურებს დღეს მედიით გავრცელებულ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ სამეგრელო-ზემო სვანეთის საოლქო პროკურატურის უფროსი პროკურორი ვახტანგ ქირია ტელე-რადიო “საქართველოს ხმის” პრეზიდენტმა ბიძინა კუჭავამ მოკლა. შსს-ის განცხადებით, გამოძების დაწყების შემდეგ კუჭავამ ცეცხლსასროლი იარაღით თავი მოიკლა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებას ვახტანგ ქირიას მკვლელობის საქმეზე უცვლელად გთავაზობთ:
“2016 წლის 15 იანვარს შსს-ს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების სამმართველოში გამოძიება დაიწყო სამეგრელო-ზემო სვანეთის საოლქო პროკურატურის უფროსი პროკურორის ვახტანგ ქირიას თავისუფლების უკანონო აღკვეთის ფაქტზე (საქართველოს სსკ-ის 143-ე მუხლის I ნაწილით).
გამოძიებით დადგინდა, რომ 2016 წლის 13 იანვარს, დაახლოებით 16:15 საათზე, ვახტანგ ქირია სახლიდან გავიდა და მისი ადგილსამყოფელი რამდენიმე დღის განმავლობაში ოჯახის წევრებისთვის უცნობი იყო. გამორთული იყო მობილური ტელეფონი, არ ჩანდა მისი კუთვნილი ავტომანქანა და ვერ ხერხდებოდა მასთან დაკავშირებაც.
გატარებული საგამოძიებო და ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების შედეგად, ამოღებული იქნა კვალის ასარევად ქალაქ რუსთავში გადაგდებული ვახტანგ ქირიას კუთვნილი მობილური ტელეფონი. დადგენილი იქნა ვახტანგ ქირიას ავტომანქანის ბოლო გადაადგილების მარშრუტი, რომელიც მოძრაობდა თბილისში, ვაჟა-ფშაველას გამზირის მე-7 კვარტლის მიმდებარე ტერიტორიაზე. იმ დროისათვის არსებული ინფორმაციის შესაჯერებლად და დანაშაულის ჩადენის ზუსტი ადგილის დასადგენად, პოლიციის მიერ გადამოწმდა მიმდებარე ტერიტორია, იქ არსებული საცხოვრებელი კორპუსები და მოხდა მაცხოვრებელთა გამოკითხვა.
გატარებული საგამოძიებო და ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების შედეგად, 16 იანვარს ვახტანგ ქირიას ცხედარი აღმოჩენილი იქნა თბილისში, ვაჟა-ფშაველას გამზირზე, მე-7 კვარტლის 24-ე კორპუსის ერთ-ერთ დაკეტილ საცხოვრებელ ბინაში. მას სხეულზე აღენიშნებოდა დაზიანებები და ბასრი საგნით მიყენებული ჭრილობები, ხოლო თავის არეში – ცეცხლსასროლი იარაღით მიყენებული ჭრილობები. შემთხვევის ადგილს ემჩნეოდა დანაშაულის დაფარვის მცდელობის კვალიც. კერძოდ: სისხლის კვალის მოსასპობად აბაზანაში დამაგრებული იყო მასის ასაწევად საჭირო ე.წ. ტალი და ვახტანგ ქირიას სხეულს ემჩნეოდა მისი დანაწევრების საწყისი ეტაპისათვის დამახასიათებელი კვალი. იქვე იყო ე.წ. „ბალგარკა“, რომელსაც ასევე ემჩნეოდა სავარაუდოდ ადამიანის სისხლის კვალი და მოცულობით დიდი საგნების გადასატანად საჭირო გორგოლაჭებიანი ჩანთა.
ზემოთხსენებულის აღმოჩენისთანავე საქმე გადაკვალიფიცირდა საქართველოს სსკ-ის 108-ე მუხლით, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.
პარალელურად ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებებისა და ოპერატიული ინფორმაციის გაანალიზების შედეგად დადგინდა, რომ ბინა, რომელშიც ვახტანგ ქირიას ცხედარი აღმოჩნდა, ნაქირავები ჰქონდა 1962 წელს დაბადებულ ბიძინა კუჭავას და იქ არსებული დანაშაულის ჩასადენად გამოყენებული ნივთებიც შეძენილი იყო მის მიერვე ე.წ. ელიავას ბაზრობაზე რამდენიმე დღით ადრე.
ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე, გამოძიებას შეექმნა რა მაღალი ალბათობა იმისა, რომ დანაშაული ჩადენილი იყო ბიძინა კუჭავას მიერ, დანაშაულის სხვა კვალის მოსპობის თავიდან აცილებისა და საქმეზე სხვა მტკიცებულებების მოპოვების მიზნით, დაიწყო აქტიური მოქმედებები ამ უკანასკნელის ადგილსამყოფელის დადგენა-დაკავებისათვის. ქვეყნის მაშტაბით შესაბამისი ორიენტირებები დაეგზავნა საპატრულო და კრიმინალური პოლიციის ყველა დანაყოფს.
მითითებულ პროცესში მიღებული იქნა ოპერატიული შეტყობინება, რომ ბიძინა კუჭავა ორ პირთან ერთად მერსედესის მარკის ავტომანქანით გადაადგილდებოდა საბურთალოდან ორთაჭალის მიმართულებით. რამდენიმე წუთში ხსენებული ავტომანქანა შეაჩერა საპატრულო და კრიმინალური პოლიციის ეკიპაჟებმა. პოლიციელების დანახვისთანავე, ბიძინა კუჭავამ ამოიღო მასზე რეგისტრირებული ცეცხლსასროლი იარაღი და თავის არეში განახორციელა ერთი გასროლა, რის შედეგადაც ადგილზევე გარდაიცვალა.
ბიძინა კუჭავას ტანისამოსის ჩხრეკისას ამოღებული იქნა სავარაუდოდ ადამიანის სისხლით დასვრილი ვახტანგ ქირიას კუთვნილი ავტომანქანის ტექნიკური პასპორტი, ხელთათმანები, 3 ცალი მობილური ტელეფონი და სხვა.
გამოძიებით დგინდება, რომ ვახტანგ ქირიასა და ბიძინა კუჭავას აკავშირებდათ ნათესაური და საკმაოდ ახლო კავშირი და ჩადენილი დანაშაული შეხებაში არ არის ვახტანგ ქირიას სამსახურებრივ საქმიანობასთან.
საქმეზე ბიოლოგიური და სხვა მტკიცებულებების მოსაპოვებლად და ობიექტური ჭეშმარიტების დასადგენად, გრძელდება გამოძიება. შედეგების შესახებ საზოგადოებას ვამცნობთ დამატებით.”