http://www.ipress.ge/new/66133-deili-meili...e-klouni-princiორიგინალი:
http://www.dailymail.co.uk/news/article-43...nour-Queen.html"დეილი მეილი" დავით ბაგრატიონზე: კლოუნი პრინცი!ინგლისური "დეილი მეილი" დავით ბაგრატიონის ვოიაჟს დიდ ბრიტანეთში, სტატიას უძღვნის, სადაც დეტალურად აღწერს დედოფლისთვის გადაცემული საჩუქრისგან გამოწვეულ უხერხულ სიტუაციებს. აღსანიშნავია, რომ სტატიის ავტორს დავით ბაგრატიონის ტიტულის დასახასიათებლად გამოყენებული აქვს სიტყვათა თამაში: The Crown Prince-ის ნაცვლად (ტახტის მემკვიდრე, უფლისწული) - The Clown Prince (კლოუნი პრინცი). გთავაზობთ ამ სტატიის თარგმანს მცირე შემოკლებით.ეს, ერთი შეხედვით, სამეფო ოჯახის გულუხვ საჩუქარს გავს. არადა, ოქროს საცერემონიო ბრჭყვიალა ყელსაბამის მირთმევა დედოფლისთვის, 100-წლოვანი პროტოკოლის უპრეცედენტო დარღვევაა, რომელმაც სასახლის დიდებულები შეაშფოთა.საქმე ისაა, რომ საჩუქარი საქართველოს სამეფოს ტახტის მემკვიდრე პრინცის, დავითის სახელით გაკეთდა და არა უცხოური სახელმწიფოს ხელმძღვანელის სახელით, როგორც ეს ტრადიციის შესაბამისად ხდება ხოლმე.
აღსანიშნავია, რომ საქართველოს სამეფოს მონარქი 1810 წლიდან არ ყავს და უფლისწული დავითის მემკვიდრეობის ლეგიტიმურობას კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს მეტოქე.
უფლისწული დავითი კენსინგტონის სასახლეს მარტის დასაწყისში სტუმრობდა და საჩუქარიც „საქართველოს არწივის ყელსაბამი და უფლისა ჩუენისა იესო ქრისტეს უკურველი კვართის სამეფო ორდენი“ მათი სამეფო უმაღლესობამ, გლაუსესტერის ჰერცოგმა და ჰერცოგინიამ მიიღეს დედოფლის სახელით. (ინფორმაცია გაავრცელა საქართველოს სამეფო სახლმაც თავის ფეისბუქის გვერდზე)
ბუკინგემის სასახლე და საგარეო საქმეთა სამინისტრო აცხადებდნენ, რომ საჩუქარი არ წარმოადგენდა რაიმე განსაკუთრებულს, თუმცა სასახლიდან გამოჟონა ინფორმაციამ, რომ ტრადიციის დარღვევა თავად იყო ექსტრაორდინალური ნაბიჯი. ცნობილმა ისტორიკოსმა უგო ვიკერსმა ამ ფაქტთან დაკავშირებით შეშფოთებაც გამოხატა.
უფლისწული დავითი თავის თავს ევროპის სამეფო დინასტიებს შორის უძველესი, ბიბლიური დავითის შთამომავალ, საქართველოს ტახტის კანონიერ მემკვიდრეს უწოდებს. ის აგრეთვე წარმოადგენს რაინდობის სამეფო ორდენის მეთაურსა და სამეფო უმაღლესობას. ორდენი სათავეს მე-13 საუკუნიდან იღებს, თუმცა ანექსიის შემდეგ, მხოლოდ 1939 წელს აღადგინა უფლისწულ დავითის ბაბუამ.
დავითმა, რომელიც დაკავშირებული იყო პლეიბოის ვარსკვლავსა და ეროტიკული შოუს წამყვან შორენა ბეგაშვილთან, ევროპის სამეფო სახლების ათეულობით პრეტენდენტსა და არისტოკრატიისა თუ რელიგიური ორგანიზაციების წევრებს გადასცა ეს ორდენი. დაჯილდოებულთა შორის მოხვდა სერ დონალდ გოსლინგი.
დავითის უფლისწულობას ეჭვის ქვეშ აყენებს პრინცი ნუგზარი, რომელიც ამბობს, რომ „დავითის წინაპრები მოსამსახურეები იყვნენ და არა მეფენი. დავითის მიერ ასეთი ჯილდოების გაცემა საქართველოს სამეფო სახლის კეთილ სახელს დიდ ზიანს აყენებს“.
ვიკერსი აცხადებს: „როგორც ჩემთვის ცნობილია, ჩვეულებრივ, დედოფალი მხოლოდ თავად იღებს ჯილდოებსა და საჩუქრებს უცხო ქვეყნების მმართველებისგან, მეფეებისა თუ პირველი პირებისგან, და ეს ყოველთვის დაკავშირებულია ვიზიტებთან“.
ბატონი ვიკერსი აქვე ამატებს, რომ რადგან მისთვის უცნობია დედოფლის გეგმები საქართველოში ვიზიტის შესახებ, ვერ ხედავს ვერანაირ მიზეზს, რომ ეს ორდენი იქნას მიღებული.
მან ასევე აღნიშნა, რომ „ეს ფაქტი მეფობის პრეტენდენტების მოზღვავებას გამოიწვევს, რომლებიც დედოფლის საჩუქრებით შემკობას მოიწადინებენ“.
„არსებობს ბევრი მიზეზი, დედოფლის ღვაწლმოსილების დაფასებისთვის, მაგრამ ეს ადამიანები ამას თავისი თავის გამოჩენისთვის უფრო აკეთებენ, ვიდრე დედოფლისთვის. ამ ფაქტმა გარკვეული შეშფოთება გამოიწვია და მე არ ვფიქრობ, რომ რომ ამას აქვს დიდი მნიშვნელობა, მაგრამ თუ არ არსებობს სერიოზული საფუძვლები, რომ დედოფალმა აუცილებად უნდა მიიღოს ეს საჩუქარი, მან უნდა უარი განაცხადოს ჯილდოზე. ეს სამარცხვინოა,“ - განაცხადა ვიკერსმა.
ბუკინგემის სასახლემ აღნიშნა, რომ ორდენი მიღებულ იქნა ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კონსულტაციების შემდეგ, „ნორმალური პროცესის შესაბამისად და მხარდაჭერილია საქართველოს მთავრობის მიერ“.
სასახლის პრეს-მდივანმა დაამატა, რომ „წინადადება დადასტურებულ იქნა ორი მოკავშირე ერის მეგობრული ურთიერთობების შესაბამისად“.
--------------------------------
ისე დეილი მეილმა რო იცოდეს ხეების გადარგვების, ნარმანიას ორმოების, კალაძის ავტოგოლების, ა.შ. შესახებ, მასალა არასოდეს გამოელეოდა. ქართული რელობა იდეალურად ჯდება დეილი მეილის კომიკურ ფორმატში.
)
This post has been edited by SIDCFC on 28 Mar 2017, 22:40