უილიამ რორი გალაჰერი იყო ირლანდიელი ბლუზ-როკის მულტი-ინსტრუმენტალისტი,მომღერალი,კომპოზიტორი და პროდიუსერი.ის უკრავდა და მღეროდა ისეთ მუსიკალურ მიმდინარეობებში,როგორიცაა : ბლუზი,ბლუზ-როკი,ჰარდ როკი,რითმ ენდ ბლუზი,როკენროლი,ჯაზი,ფოლკი.უკრავდა გიტარაზე,ბასზე,მანდოლინზე,საქსოფონზე,სიტარაზე,ჰარმონიკაზე,ბანჯოზე და ა.შ.პირველი ტრიო Taste გალახერმა 1965 წელს ჩამოაყალიბა.Taste -მა ორი სტუდიური და ორი
საკონცერტო ჩანაწერი დაუტოვა.1974 წელს Deep Purple–დან წასული რიჩი ბლეკმორის ნაცვლად, დევიდ კოვერდეილმა ლეგენდარულ ჯგუფში ჯეფ ბეკთან ერთად, გიტარისტის
სავარაუდო კანდიდატურად სწორედ რომ რორი წარადგინა.გალაჰერის 30 მილიონი ალბომია მსოფლიოში გაყიდული.რორი გალაჰერმა დატოვა 12 სოლო,6 Live და 11 ვიდეო ალბომი,ასევე 9 სინგლი.რორი გალაჰერი დაიბადა 1948 წელს და გარდაიცვალა 1995 წელს 47 წლის ასაკში.ირლანდიაში მის სახელს ატარებს პაბები, ბიბლიოთეკები, მუზეუმები და ქუჩები, ხოლო ქალაქ კორკში კი ირლანდიური ბლიუზის დიდოსტატის საპატივცემულოდ, ძეგლიც კი აღმართეს.
დისკოგრაფია This post has been edited by Glorfindel on 15 Aug 2015, 15:32