#53066938 · 10 Jul 2018, 13:52 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
არაფერი ემუქრება. ისეთ ეტაპზეა გასული ინგლისური ენის დომინაცია, ვერაფერი ვეღარ შეზღუდავს. პირველი მსოფლიო ენაა, აქამდე იყო ენები რომლებიც რეგიონულ/კონტინეტური მასშტაბით დომინირებდნენ, მაგალითად ლათინური. მაგრამ ინგლისურამდე არ ყოფილა ენა რომელიც მსოფლიოს ყველა კონტინენტზე იციან და ყველა მეტ-ნაკლებად განათლებული, გამოსული, ბიზნესში, პოლიტიკაში, სპორტში, ხელოვნებაში, კულტურაში ჩართული ადამიანი ასე თუ ისე საუბრობს მასზე... უკვე იშვიათობაა ნახო პოლიტიკოსი რომელიც არ საუბრობს ინგლისურად, მითუმეტეს სახელმწიფოს მეთაური. პრაქტიკულად გამორიცხულია ნახო სერიოზული მეცნიერი ნებისმიერ დარგში რომელმაც არ იცის ინგლისური. ვერ ნახავ ბიზნესმენს რომელსაც სერიოზული ბრუნვა აქვს (ათობით და ასობით მილიონი) და იმან ინგლისური არ იცოდეს. სპორტსმენებზე, მსახიობებზე, კულტურის და ხელოვნების სფეროს სხვადასხვა მოღვაწეებზე ხომ არცაა საუბარი, ვინც ოდნავ რაღაცას წარმოადგენს იცის ენა.
ახლა უკვე მეორე ეტაპი მიდის, მასობრივად ჩვეულებრივი ადამიანებიც სწავლობენ ინგლისურ ენას, აი თუნდაც საქართველოში ასე 20 წელიწადში ქართული მოსახლეობის არანაკლებ 90% ეცოდინება ინგლისური კარგად.
|