ეს მეზობელ ფორუმში დავწერე და მე მგონი აქაც გამოდგება. ძველი დაწერილია და არ ვიცი ეხლა როგორია მაგათი დედლაინები, ინფოსთვის კი ნამდვილად გამოდგება. დანარჩენს თვითონ გაარკვევთ... თუ შეკითხვა გაქვთ მეტნაკლებად გარკვეული ვარ და შემეკითხეთ:
საქართველოში ხშირად ცხადდება კონკურსები სხვადასხვა ფონდების მიერ სამივლინებო, მოკლე კურსების თუ კვლევით გრანტებზე, რომელიც მსურველების მხოლოდ ძალიან მცირე ნაწილისთვის ხდება ცნობილი. წარმატებული კარიერის ასაწყობად აუცილებელია საზღვარგარეთ სტაჟირების გამოცდილების ქონა, თუ არ ჩავთვლით იმას, რომ ეს მივლინებები შეიძლება სხვა ქვეყანაში სწავლის გაგრძელების რეალური შანსი აღმოჩნდეს. მე მოვიძიე რამდენიმე ღია კონკურსი, რომელშიც ყველა თქვენთაგანს, განსაკუთრებით აიეტის სტუდენტებს შეუძლიათ მონაწილეობის მიღება, რადგან მათ ინგლისური ენის პრობლემა არ არის. უპირველესი და ბაზისური მოთხოვნა ამ კონკურსებისთვის არი ინგლისური ენის ცოდნა, მხოლოდ თითო-ოროლა კურსები ვიცი ისრაელში, რომელიც რუსულ ენაზე ტარდება. სხვა ყველა შემთხვევაში ენგლისური ენის ცოდნა სავალდებულოა.
აქ არის რამდენიმე კონკურსი რომელიც მოვიძიე ამ დროისთვის:
1) მაშავის სტიპენდია - არის ისრაელის მთავრობის მიერ გამოყოფილი სტიპენდია, რომელიც აფინანსებს 2 ტიპის პროგრამას. პირველი არის მოკლე კურსების ტრენინგების პროგრამა და მეორე 1 წლიანი პიეიჩდი ან მასტერი ან სხვა სახის პროგრამა. სტიპენდია ხელმოსაწვდომია სხვადასხვა განხრებით, მათ შორის სამედიცინო. სრული ინფორმაციის მისაღებად: მოკლე კურსებზე ნახეთ
http://mashav.mfa.gov.il/mfm/web/main/miss...onID=16210& ინგლისურის არმცოდნეთა საყურადღებოდ: არის ზოგიერთი კურსები რუსულ ენაზე. ყველა მაგათ ჩამონათვალს ნახავთ Mashav Course-ში. ასევე ნახეთ
http://mashav.mfa.gov.il/mfm/Web/main/docu...nID=16210&tem=:დეტალური ინფორმაცია მითითებულია ლინკებზე. აქ არის სააპლიკაციო ფორმა:
http://mashav.mfa.gov.il/mfm/web/main/Docu...3&DocumentID=-1მე გირჩევთ, რომ თუ გადაწყვიტეთ აპლიკაციის გაკეთება, სანამ რამეს მოიფიქრებთ მიხვიდეთ ისრაელის საკონსულოში, პლეხანოვზე. იქ არის მაშავის ცენტრი სადაც დაგაკვალიანებენ, როდესაც თქვენ გექნებათ რაიმე იდეა თუ რა გინდათ
2) ნუფიკის სტიპენდია - ჰოლანდიის მთავრობის მიერ გამოყოფილი სტიპენდია, რომელიც აფინანსებს მოკლე კურსებს, მასტერის პროგრამებს, პიეიჩდის და სხვადასხვა კურსებს. სტიპენდია ხელმისაწვდომია სხვადასხვა განხრებისთვის და მათ შორის მედიცინისთვისაც. სრული ინფორმაციის მისაღებად ნახეთ:
http://www.nuffic.nl/international-student...ship-programmes ინფორმაცია ყველა სახის სტიპენდიაზე ნახეთ NFP-ში (Netherlands Fellowship Program). მთავარი მექანიზმი ამ სტიპენდიის არის ის, რომ პირველად უკავშირდები იმ ორგანიზაციას, ინსტიტუტს თუ უნივერსიტეტს, რომელიც აწყობს ამათუ იმ მოკლე კურსს, ან პიეიჩდი პროგრამას და აკეთებ მათთან აპლიკაციას, ღებულობ მიწვევას მათგან და ამის შემდეგ უკვე ნუფიკში წარადგენ აპლიკაციას სტიპენდიაზე. ყველა კურსის თუ პროგრამის ჩამონათვალი, რომელსაც ნუფიკი აფინანსებს უნდა ნახოთ მაგ ლინკზე.
3) Georgian Reseach and Development Foundation (GRDF), რომელიც არის CRDF (Civilian Research and Development Organisation)- ამერიკული ფონდის ანალოგი (თუმცა არ უყვართ GRDF-ში მასე თქმა) აცხადებს კონკურსს 3-დან 12 თვემდე კვლევით გრანტებზე ამერიკაში. განსაკუთრებით იმათთვის, ვინც სამედიცინო კარიერის ამერიკაში გაგრძელებას აპირებს აუცილებლად უნდა მიიღოს ამ კონკურსში მონაწილეობა. ინფორმაცია ნახეთ
http://www.grdf.ge/ აქ მთავარი მექანიზმია ის, რომ წერ პროექტს და უნდა გყავდეს მიმწვევი ორგანიზაცია, კლინიკა, უნივერსიტეტი, ლაბორატორია, სადაც ჩაატარებ ამ კვლევას, უნდა მიიღო მოწვევა და მერე წარადგინო აპლიკაცია. ნახეთ მოთხოვნები და თუ თვლის ვინმე რომ აკმაყოფილებს და შეუძლია პროექტის წარდგენა გამაგებინეთ და შეგვიძლია ვილაპარაკოთ დანარჩენ შესაძლებლობებზე.
4) აირექსის სტიპენდიები ამერიკაში, რომელიც არის მრავალი სახის, დაწყებული ანდერგრედუეითებიდან(კოლეჯის ან 1-2 კურსის სტუდენტებისათვის ) დამთავრებული პიეიჩდიმდე. დეტალები ნახეთ
http://www.irex.ge/ რამდენიმე ნაკლი ამ სტიპენდიის არის ის, რომ ამერიკაში წამოსასვლელად ყველა აირექსის სტიპენდიანტებს აძლევენ J1 ვიზას, რომელიც გულისხმობს პროგრამის დამთავრების შემდეგ მინიმუმ 2 წელი საქართველოში ყოფნას. ანუ სწავლის დამთავრების შემდეგ 2 წელი უკან ვეღარ დაბრუნდებით გარდა ტურისტული მიზნებისა, რომელიც პრაქტიკულად შეუძლებელია საქართველოში. მეორე ნაკლი არის ის რომ მედიცინის კლინიკურ დისციპლინებში არ ხდება სტიპენდიის გაცემა, ძირითადად ყველაფერ დანარჩენში და მედიცინიდან ფაბლიქ ჰელს მენეჯმენტი და მსგავსი საკითხები, ანუ არაკლინიკური მედიცინა.
ეს არის ის 4 ძალიან მნიშვნელოვანი სტიპენდია, რომელიც ცხადდება საქართველოში. თუ ამ ინფორმაციის შესაბამის საიტებზე ნახვის შემდეგ რაიმე დამატებითი ინფორმაცია დაგჭირდათ, აქ შემიძლია გაგცეთ პასუხი შეძლებისდაგვარად, რადგან უმეტესობის გამოცდილება მაქვს.
წარმატებებს გისურვებთ ყველას
This post has been edited by lgogokhia on 17 Jun 2008, 09:57
Be yourself, everyone else is taken..
Who let the dogs out???