Printable Version of Topic
Click here to view this topic in its original format
თბილისის ფორუმი > სამართალი > ბინის გირაობა


Posted by: VakhoQor 17 Feb 2016, 17:59
სალამი,

იმის გათვალისწინებით რომ ბევრი თემაა ბინის დაგირავებასთან დაკავშირებით, ბევრი კითხვა, ყველა თემა/კითხვა კონკრეტულ მაგალითზეა მორგებული. აქვე დავძენ რომ არცერთი თემა ზოგად პასუხებს და მათი განხილვის საშუელებებს არ იძლევა. ამიტომაც ვხსნი ახალ თემას ჩემი ზოგადი კითხვებით:

მაგალთად კლიენტს ბინის გირაობა უნდა. . მაგალითისთვის ვთქვათ რომ ვგირაობ ბინას 1 წლით (მინდა ბინა 1 წლით მეპატრონემ დამითმოს).

ა) ერთი წლის შემდეგ თუ თანხას უკან არ მიბრუნებს, ამ დროს რა ხდება? რაიმე დამატებითი ხელშეკრულების გაფორმება შეიძლება, რის საფუძველზეც ბინის პატრონი იძულებული იქნება ბინა გაყიდოს?

ბ) თუ ბინის საბაზრო ღირებულება არის , მაგალითად, 100 000 $ (ასი ათასი დოლარი). მეკი ბინა ვიგირავე 10 000 $ (ათი ათას დოლარად), თუ თახნას პატრონი ვერ მიბრუნებს დროულად, სახლს ვინ ყიდის? თავად ბინის პატრონმა შესაძლოა 100 000 $ -ად (რეალურ ბინის საბაზრო ფასად) სცადოს სახლსი გაყიდვა, რაც შესაძლოა ძალზედ დიდიხნით გაიწელოს. ანუ რაიმე საშუალება თუ არსებობს, რაც ბინის პატრონს აიძულებს ბინა გაყიდოს საბაზრო ღირებულებაზე ნაკლებად, რათა სწრაფად გაისტუმროს ვალი?

გ) ბინის გაყიდვას თავად ბინის პატრონი თუ შეეცდება, შესაძლოა ვერასოდეს გაიყოდოს ბინა (გამომდინარე არაობიექტური ფასიდან და სხვა სუბიექტური თუ ობიექტური მიზეზების გამო), შესაბამისად ბინის გასაყიდად ბანკი თუ ჩაერთვება, მემგონი კარგი იქნება. მოკლედ სანამ ბინას ვიგირავებ, ხელშეკრულება როგორი უნდა შევადგენინო მირჩიეთ რა.

დ) ბინის გირაობა ეროვნულ ვალუტაში ხდება, დოლრებში თუ ეროვნული კურსის ექვივალენტ ლარებში? ანუ, თუ ბინას აგირავებენ 20 000 დოლარად, ვადის გავსლის შედმეგ ისევ დოლარები უნდა მომცემს ბინის პატრონმა? თუ დოლარების ექვივალენტს მომცემს ლარებში? კურსი თუ შეიცვლება ეს ჩემთვის წამგებიანია. შესაბამისად ლარების ექვივალენტი რომ მივცე ბინის გირაობისას და კვლავ იგივე რაოდენობის ლარები დამიბრუნოს არ შეიძლება?

ე) თუ არსებობს რაიმე სტატისტიკა, სადაც იქნება აღწერილი , გირაობისას, ბინის მეპატრონე რა ალბათობით აბრუნებს ვალს? ანუ რამდენი შემთხვევიდან რამდენ შემთხვევაში არ აქვთ დროულად თანხა დასაბრუნებელი.

ვ) ზოგადად , თუ თანხას ვერ აბრუნებს ბინის პატრონი, გირაოს შემდე, თანხის დასაბრუნებლად სასამართლოები, ბინის გაყიდვა და ასე შემდეგ, რამდენი დრო მიაქვს? რაიმე სტატისტიკა არსებობს საშუალოდ? (მაგალითად ბინებს რამდენხანში ყიდიან და ასე შემდეგ)



ზოგან კონსულტაციებში ზოგმა " სესხის, იპოთეკის და ბინათსარგებლობის ხელშეკრულება" მირჩია, თუმცა ბუნდოვანია ეს პასუხები არაიურისტი ადამიანისთვის. ზოგმა "ნასყიდობის" ხელშეკრულება მირჩია. ასევე ერთია ხელშეკრულება და მეორე სასმართლო ვის მხარეზე იქნება. ისეთი ხელშეკრულება არ მინდა გავაკეთო, რომ სასამართლოს შემთხვევაში არ ვიყო მართალი (ბინის წართმევა მაგალითად თუ ვერ გადაიხადა)



მოკლედ , კარგი თემაა, და ვფიქრობ კარგი სადისკუსიოც.

Posted by: Mr-Banks 18 Feb 2016, 00:56
VakhoQor
QUOTE
კონსულტაციებში ზოგმა " სესხის, იპოთეკის და ბინათსარგებლობის ხელშეკრულება" მირჩია


შენ თანხას ასესხებ (სესხი)მესაკუთრეს,
რომელიც ამ თანხის უზრუნველსაყოფად იპოთეკით ტვირთავს ბინას (იპოთეკა) შენ სასარგებლოდ.
სესხი არის სასყიდლიანი და რა %-იც უნდა გადაეხადა მესაკუთრეს, მაგას გაუქვითავ იმ თანხაში, რასაც შენ გადაიხდიდი ქირაობის დროს (ბინათსარგებლობა).


ერთ ხელშეკრულებაში ექცევა ეგ ყველაფერი.

Posted by: ჰერმიონ 19 Feb 2016, 10:23
VakhoQor

პირველ რიგში განვმარტოთ, რომ ბინის გირაობასთან კი არა, იპოთეკით დატვირთვასთან გვაქვს საქმე.

QUOTE
ა) ერთი წლის შემდეგ თუ თანხას უკან არ მიბრუნებს, ამ დროს რა ხდება? რაიმე დამატებითი ხელშეკრულების გაფორმება შეიძლება, რის საფუძველზეც ბინის პატრონი იძულებული იქნება ბინა გაყიდოს?


ფორმდება სესხის და იპოთეკის ხელშეკრულება, ამავე ხელშეკრულებით განისაზღვრება სესხის ვადა. იმ შემთხვევაში, თუ ხელშეკრულებით განსაზღვრულ ვადაში არ დაგიბრუნა ფული, შეგიძლია მიმართო შემდეგ საშუალებებს:

ა) მიმართო სასამართლოს, რაც რთული და დამღლელი გზაა
ბ) სესხის და იპითეკის ხელშეკრულებით განსაზღვრო, რომ დავების შემთხვევაში მიმართავ რომელიმე არბიტრაჟს და დავა განიხილოს არბიტრაჟმა, რაც ასევე გრძელი პროცესია და უფრო ხარჯიანი, გამომდინარე იქიდან, რომ არბიტრაჟის გადაწყვეტილების ცნობა და აღსრულებისთვის სააპელაციო სასამართლოსთვის მიმართვა მოგიწევს
გ) იპოთეკის ხელშეკრუელბა დაამოწმო ნოტარიულად და ნოტარიუსის მიერ გაცემული სააღსრულებო ფურცელის მეშვეობით მოახდინო უძრავი ქონების რეალიზაცია
დ) სპეციალისტის მეშვეობით შეგიძლია მოახდინო რეალიზაცია
ე ) ხელშეკრულებით შეთანხმდე რეალიზაციის სხვა ფორმებზე.

QUOTE
ბ) თუ ბინის საბაზრო ღირებულება არის , მაგალითად, 100 000 $ (ასი ათასი დოლარი). მეკი ბინა ვიგირავე 10 000 $ (ათი ათას დოლარად), თუ თახნას პატრონი ვერ მიბრუნებს დროულად, სახლს ვინ ყიდის? თავად ბინის პატრონმა შესაძლოა 100 000 $ -ად (რეალურ ბინის საბაზრო ფასად) სცადოს სახლსი გაყიდვა, რაც შესაძლოა ძალზედ დიდიხნით გაიწელოს. ანუ რაიმე საშუალება თუ არსებობს, რაც ბინის პატრონს აიძულებს ბინა გაყიდოს საბაზრო ღირებულებაზე ნაკლებად, რათა სწრაფად გაისტუმროს ვალი?


იმ შემთხვევაში თუ იძულებით აუქციონის მეშვეობით ხდება რეალიზაცია, საწყისი ფასი იქნება საბაზრო ღირებულების 75%. განმეორებით აუქციონზე 50 და მესამე აუქციონზე 0-დან იწყება საწყისი ფასი. თუ თავად პატრონმა გაყიდა, რამდენადაც უნდა, იმდენად გაყიდის. სპეციალისტის მეშვეობით რეალიზაციის შემთხვევაში კრედიტორი და სპეციალისტის შეთანხმებაზეა დამოკიდებული საწყისი ფასის განსაზღვრა, შესაძლოა, მოთხოვნის ოდენობიდან გამომდინარე განისაზღროს ფასი, რაც ძალიან დიდი შანსია,რომ მომავალში სადავო გახდება


QUOTE
გ) ბინის გაყიდვას თავად ბინის პატრონი თუ შეეცდება, შესაძლოა ვერასოდეს გაიყოდოს ბინა (გამომდინარე არაობიექტური ფასიდან და სხვა სუბიექტური თუ ობიექტური მიზეზების გამო), შესაბამისად ბინის გასაყიდად ბანკი თუ ჩაერთვება, მემგონი კარგი იქნება. მოკლედ სანამ ბინას ვიგირავებ, ხელშეკრულება როგორი უნდა შევადგენინო მირჩიეთ რა.


ბანკი რა შუაშია? იპოთეკარი ბანკია? იპოთეკარს შეუძლია ბინის რეალიზაციისას გამოიყენოს ზემოთ ჩამოთვლილი ხერხები, თუ მოვალე აჭიანურებს ვალის დაბრუნებას

QUOTE
დ) ბინის გირაობა ეროვნულ ვალუტაში ხდება, დოლრებში თუ ეროვნული კურსის ექვივალენტ ლარებში? ანუ, თუ ბინას აგირავებენ 20 000 დოლარად, ვადის გავსლის შედმეგ ისევ დოლარები უნდა მომცემს ბინის პატრონმა? თუ დოლარების ექვივალენტს მომცემს ლარებში? კურსი თუ შეიცვლება ეს ჩემთვის წამგებიანია. შესაბამისად ლარების ექვივალენტი რომ მივცე ბინის გირაობისას და კვლავ იგივე რაოდენობის ლარები დამიბრუნოს არ შეიძლება?


რა ვალუტითაც მიეცი სესხი, იმ ვალუტით გიბრუნებს უკან თუ სხვა რამეზე არ შეუთანხმდი. შეგიძლია მისცე დოლარი და იგივე ვალურით უნდა დაგიბრუნოს უკან

QUOTE
ე) თუ არსებობს რაიმე სტატისტიკა, სადაც იქნება აღწერილი , გირაობისას, ბინის მეპატრონე რა ალბათობით აბრუნებს ვალს? ანუ რამდენი შემთხვევიდან რამდენ შემთხვევაში არ აქვთ დროულად თანხა დასაბრუნებელი


სტატისტიკა არ ვიცი. ამ შემთხვევაში მესაკუთრეები თავიდან იღებენ სესხს, მესამე პირს აძლევენ ბინაში ცხოვრების უფლებას და ახალი სესხით ისტუმრებენ ძველს

QUOTE
ვ) ზოგადად , თუ თანხას ვერ აბრუნებს ბინის პატრონი, გირაოს შემდე, თანხის დასაბრუნებლად სასამართლოები, ბინის გაყიდვა და ასე შემდეგ, რამდენი დრო მიაქვს? რაიმე სტატისტიკა არსებობს საშუალოდ? (მაგალითად ბინებს რამდენხანში ყიდიან და ასე შემდეგ)


გააჩნია smile.gif

QUOTE
ზოგან კონსულტაციებში ზოგმა " სესხის, იპოთეკის და ბინათსარგებლობის ხელშეკრულება" მირჩია, თუმცა ბუნდოვანია ეს პასუხები არაიურისტი ადამიანისთვის. ზოგმა "ნასყიდობის" ხელშეკრულება მირჩია. ასევე ერთია ხელშეკრულება და მეორე სასმართლო ვის მხარეზე იქნება. ისეთი ხელშეკრულება არ მინდა გავაკეთო, რომ სასამართლოს შემთხვევაში არ ვიყო მართალი (ბინის წართმევა მაგალითად თუ ვერ გადაიხადა)


ნასყიდობა რა შუაშია smile.gif სესხის და იპოთეკის ხელშეკრულება საკმარისი იქნება, ოღონდ კარგად არის ასაწყობი და ბეფრი ფაქტორია გასათვალისწინებელი

პ.ს ფორუმზე მიღებული ზოგადი ხასიათის კონსულტაციით არ გირჩევ ამ ხელშეკრულებების დადებას, აიყვანე იურისტი smile.gif

Posted by: VakhoQor 2 Aug 2016, 16:59
QUOTE (ჰერმიონ @ 19 Feb 2016, 10:23 )

ა) მიმართო სასამართლოს, რაც რთული და დამღლელი გზაა
ბ) სესხის და იპითეკის ხელშეკრულებით განსაზღვრო, რომ დავების შემთხვევაში მიმართავ რომელიმე არბიტრაჟს და დავა განიხილოს არბიტრაჟმა, რაც ასევე გრძელი პროცესია და უფრო ხარჯიანი, გამომდინარე იქიდან, რომ არბიტრაჟის გადაწყვეტილების ცნობა და აღსრულებისთვის სააპელაციო სასამართლოსთვის მიმართვა მოგიწევს


რახარჯებზე საუბარი? დაახლოებით რამდენს შეადგენს?

QUOTE (ჰერმიონ @ 19 Feb 2016, 10:23 )

გ) იპოთეკის ხელშეკრუელბა დაამოწმო ნოტარიულად და ნოტარიუსის მიერ გაცემული სააღსრულებო ფურცელის მეშვეობით მოახდინო უძრავი ქონების რეალიზაცია
დ) სპეციალისტის მეშვეობით შეგიძლია მოახდინო რეალიზაცია
ე ) ხელშეკრულებით შეთანხმდე რეალიზაციის სხვა ფორმებზე.

აქ ქონების რეალიზაციაში რას გულისხმობ?



QUOTE (ჰერმიონ @ 19 Feb 2016, 10:23 )

იმ შემთხვევაში თუ იძულებით აუქციონის მეშვეობით ხდება რეალიზაცია


ეს ის შემთხვევაა როცა სასამართლოს მივმართავ და სასამართლო აუქციონზე დადებს ბინას?


QUOTE (ჰერმიონ @ 19 Feb 2016, 10:23 )

სტატისტიკა არ ვიცი. ამ შემთხვევაში მესაკუთრეები თავიდან იღებენ სესხს, მესამე პირს აძლევენ ბინაში ცხოვრების უფლებას და ახალი სესხით ისტუმრებენ ძველს


ამისათვის იპითეკის და სესხის ხელშეკრულება საკმარისი ხო?

QUOTE (ჰერმიონ @ 19 Feb 2016, 10:23 )

აიყვანე იურისტი


ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია დამეხმარება? ან ვისთან მივიდე მირჩიეთ

Posted by: Detroit 2 Aug 2016, 21:12
ყველამ ვისაც უსაფრთხოდ ბინის გირაობა მოუნდება ადვოკატი უნდა აიყვანოს??spy.gif

Posted by: LEGEN_wait for it_DARY 2 Aug 2016, 23:33
Detroit

რა თქმა უნდა smile.gif თუ თვითონ არ იცის არაფერი და არც ახლობლები ყავს შესაბამისი ცოდნით.

Posted by: temo_777 5 Aug 2016, 12:55
ფიქსირრრრრრრრრრრრრრრრრრრრრრრრრრრ

Posted by: JoseeeM 12 Oct 2016, 13:03
უძრავი ქონების განცხადებებს გადავხედე და ასეთი განცხადებებია ბევრი:

მაგალითად, " გირავდება ბინა ბინა xxxx ქუჩაზე იზოლირებული მეპატრონე რჩება ქირით და იხდის თვიურად 150 დოლარს წლის ბოლოს დაგიბრუნებთ თქვენ კუთვნილ 5000 იტვირთება იპოთეკით"

თან ძალიან ბევრია ასეთი განცხადებები და რა ხდება?

ბინის მეპატრონეს იმის იმედად არის რომ არ გადაიხდის /როგორც ვიცი გამოსახლება გართულდა კანონით/ , თუ კეთილსინდისიერად იხდიან ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ქირას?

Posted by: LEGEN_wait for it_DARY 12 Oct 2016, 13:25
JoseeeM

რისკები ყოველთვის არის, თუმცა შეიძლება ისეთი ხელშეკრულების დადება, რომ მაქსიმალურად დაიცვა თავი.

Posted by: JoseeeM 12 Oct 2016, 23:53
LEGEN_wait for it_DARY


მაგ ამბავში კომერციული ფართის გირაობა უფრო ნაკლებ რისკიანი უნდა იყოს არა?

Posted by: BLH 13 Oct 2016, 00:13
JoseeeM

ეგრე ვერ იტყვი, რა მნიშვნელობა აქვს კომერციული იქნება თუ არაკომერციული.


Posted by: JoseeeM 13 Oct 2016, 09:37
BLH
QUOTE
ეგრე ვერ იტყვი, რა მნიშვნელობა აქვს კომერციული იქნება თუ არაკომერციული.



თავის გაგირავებულ ბინაში რომ რჩება და მერე ქირას აღარ იხდის, იმ შემთხვევაში უფრო პრობლემაა ვიდრე

იგივე, კომერციული ფართის შემთხვევაში, შეხვალ რა იმფართში, უფრო ადვილად განკარგავ.

მე მგონი, არაა მასე?

2012 მდე ადვილად უყიდიდნენ ბინას, ახლა გართულებულია /რაც პრინციპში სწორია/

Posted by: androabuladze 13 Oct 2016, 22:09


QUOTE
 ბინის გირაობა

"ბინის გირაობა" არ არსებობს.
გირავნობის უფლება ვრცელდება მხოლოდ მოძრავ ნივთებზე (მაგ.: ლომბარდში ოქროს ჩაბარება),
უძრავი ნივთები კი იპოთეკით იტვირთება.
თუკი იპოთეკარს სურს, რომ ამ ბინაში იცხოვროს, არსებობს ორი ვარიანტი:

1) იპოთეკის ხელშეკრულებაში ჩაიწერება ბინით სარგებლობის შესახებ,
სანაცვლოდ კი სესხის ხელშეკრულებაში პროცენტი არ იქნება გათვალისწინებული.
ან
2) სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებების პარალელურად დაიდება ქირავნობის ხელშეკრულება,
რის შემდეგაც ქირისა და პროცენტის მოთხოვნის უფლებები ერთმანეთს გაქვითავენ.

სხვა შემთხვევაში, თუ ბინას იპოთეკით არ გიტვირთავენ და გეუბნებიან, რომ მას "გირაოში" გიდებენ,
ჩათვალეთ რომ გატყუებენ, რადგანაც უძრავი ქონების გირავნობა არ არსებობს და არავითარი სანივთო უფლება არ გაგაჩნიათ.
შესაბამისად, ახალ მესაკუთრეს ნებისმიერ დროს შეეძლება თქვენი წიხლით გაგდება smile.gif



JoseeeM
QUOTE
" გირავდება ბინა ბინა xxxx ქუჩაზე იზოლირებული მეპატრონე რჩება ქირით და იხდის თვიურად 150 დოლარს წლის ბოლოს დაგიბრუნებთ თქვენ კუთვნილ 5000 იტვირთება იპოთეკით"

ამ განცხადების ავტორს უბრალდო წარმოდგენა არ აქვს სამოქალაქო სამართალზე.
ჯერ ერთი ბინის დაგირავება უბრალოდ შეუძლებელია
და მერე მეორე, ქირავნობის ხელშეკრულების დადების არანაირი საჭიროება არ არსებობს.

ამ შემთხვევაში საკმარისია დაიდოს სესხის და იპოთეკის ხელშეკრულებები.
სესხის ხელშეკრულებით მოხდება თანხის გადაცემა, იპოთეკის ხელშეკრულებით კი ამ სესხის გარანტიით უზრუნველყოფა.
მოვალის მიერ გადასახდელი 150$ გათვალისწინებული იქნება სესხის ხელშეკრულებაში (პროცენტის სახით),
ბინა კი კვლავ მის მფლობელობაში იქნება, რადგანაც იპოთეკის ხელშეკრულება ქონების მფლობელობაში გადაცემას არ გულისხმობს (ასე რომ ქირაობა არ სჭირდება).




Posted by: სან 26 Oct 2016, 01:02
ერთი კითხვა მაქვს smile.gif

სესხის/ოპოთეკის ხელშეკრულება მაქვს დადებული, ვცხოვრობ ამ ბინაში,

ხელშეკრულებას ვადა გაუვიდა, მაგრამ მეპტატრონეს არც კი აწუხებს მგონი, ბოლოს 6 თვეა დავდევ "გადაგირავებაზე", კლიენტებიც მე თვითონ მოვუყვანე, მაგრამ ხან რას იმიზეზებდა ხან რას.

ერთი სიტყვით ახალი ამონაწერი ვნახე ახლა და იპოთეკარი კი მხოლოდ მე ვარ ისევ, მაგრამ მოვალეთა რეესტრშია ეს და პლიუს მაგას ყადაღა ადევს მის ქონებას და ამ შემთხვევაში როგორ უნდა მოვიქცე?

ზოგი მეუბნება რადგან იპოთეკარი მხოლოდ შენ ხარ, როდესაც აუქციონზე გაიყიდება ეს ბინა, პირველ რიგში შენ დაკმაყოფილდებიო,
ზოგი პირიქით, რადგან ყადაღა ადევს, ე.ი სახელმწიფოა ჩართული და ჯერ ის ვალდებულება დაკმაყოფილდებაო))

ერთი სიტყვის დავიბენი ცოტა smile.gif

Posted by: temo_777 26 Oct 2016, 01:41
LEGEN_wait for it_DARY
QUOTE
რისკები ყოველთვის არის, თუმცა შეიძლება ისეთი ხელშეკრულების დადება, რომ მაქსიმალურად დაიცვა თავი.

დავუშვათ მინდა მასეთი რამის გაკეთება.
როგორ დავიცვა მაქსიმალურად თავი? რა ხელშეკრულებები უნდა დაიდოს
რომ ყველანაირად დაზღვეული ვიყო?

ანუ ეს საკმარისია?
QUOTE
ამ შემთხვევაში საკმარისია დაიდოს სესხის და იპოთეკის ხელშეკრულებები.
სესხის ხელშეკრულებით მოხდება თანხის გადაცემა, იპოთეკის ხელშეკრულებით კი ამ სესხის გარანტიით უზრუნველყოფა.
მოვალის მიერ გადასახდელი 150$ გათვალისწინებული იქნება სესხის ხელშეკრულებაში (პროცენტის სახით),
ბინა კი კვლავ მის მფლობელობაში იქნება, რადგანაც იპოთეკის ხელშეკრულება ქონების მფლობელობაში გადაცემას არ გულისხმობს (ასე რომ ქირაობა არ სჭირდება).


პრინციპში კი წერია უკვე პოსტში biggrin.gif

androabuladze
QUOTE
მოვალის მიერ გადასახდელი 150$ გათვალისწინებული იქნება სესხის ხელშეკრულებაში (პროცენტის სახით),

და რომ არ გადაიხადოს ეს ყოველთვიურად,მაგ დროს რა ხდება?

Posted by: Detroit 26 Oct 2016, 07:08
სან
აღსრულების ფურცელს არ გასცემს ნოტარიუსი? ჩახედე ხელშეკრულებას და თუ ეგ წერია,მოითხოვ აღსრულებას და წესით შენ უნდა დაკმაყოფილდე პირველ რიგში, რა სახელმწიფო.



Posted by: სან 26 Oct 2016, 09:26
Detroit
QUOTE
აღსრულების ფურცელს არ გასცემს ნოტარიუსი? ჩახედე ხელშეკრულებას და თუ ეგ წერია,მოითხოვ აღსრულებას და წესით შენ უნდა დაკმაყოფილდე პირველ რიგში, რა სახელმწიფო.

კი გასცემს...
დღესვე ავიღებ, მაგრამ რავი მასე მითხრა, კი ხარ იპოთეკარი, მაგრამ ჯერ ეს ვალდებულებები დაკმაყოფილდებაო...

Posted by: Detroit 3 Nov 2016, 18:47
სან
ყადაღა წესით ვერ უნდა დაედოს იპოთეკით დატვირთულს, მე ასევიცი. რა მოხდა ბოლო ბოლო დაწერე : ))

Posted by: KAPO777 30 Jun 2018, 17:15
პირველადი იპოთეკა რას ნიშნავს? განცხადებაში უწერია smile.gif

და განცხადებაში ასევე წერია რომ სესხის ხელშეკრულებით გირავდება ბინა, ეს რაღას ნიშნავს? დაზღვეული ხარ მხოლოდ სესხის ხელშეკრულებით?

Posted by: dimaopena 8 Jul 2018, 20:14
https://forum.ge/?f=41&showtopic=35027757

Posted by: tako44 17 Feb 2021, 20:47
androabuladze
ძალიან გყხოვთ, გამომეხმაურეთ პირადში, შეკითხვა მაქვს თქვენთან.

Powered by Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)