ქართული კლავიატურის გადამრთველი მოკვება მენდრეიქ 8.2-ს. ასევე მოკვება ქართული უნიკოდ შრიფტი და ლოკალი. როგორც X-ისთვის, ასევე კონსოლისთვის. უნიკოდ კითხვა პრობლემა არ არის, მაგრამ X-ში ქართული უნიკოდ წერა არც თუ ისე იოლია.. ახალი Qt ჭირდება და ა.შ.
მენდრეიქს იქსისთვის მოყვება როგორც xlb ფაილი, ასევე xmodmap ფაილი. xmodmap არის ბპგ კოდირებაში, xkb კი უნიკოდში... თუ გინდა გადაგიყვან და გამოგიგზავნი პარლამენტის კოდირებაში. ისე მაგრა გაგვიჭირდა, მაგრამ ასე თუ ისე მენდრეიქს ესმის ქართულისთვის სამივე კოდირება (უნიკოდი, ბპგ, პარლამენტი) და აქვს შესანიშნავი შესაძლებლობა უპრობლემოდ გადაიყვანოს ერთი კოდირებიდან მეორეში.
ასევე, X-ისთვის შოშიას აქვს შექმნილი ქართული ბითმეფ შრიფტები(ყველა კოდირებისთვის) დაxmodmap ფაილები (ბპგ და პარლამენტის სტანდარტი).
http://shoshia.tripod.com
კონსოლისთვის მე შევქმენი ადრე ორი შრიფტი და კლავიატურის განლაგების ფაილი ბპგ და პარლამენტის სტანდარტისთვის.
http://aiet4.tripod.com
არ ოგერიდოს კითხვა რამე დახმარება თუ დაგჭირდება.
აიეტ