Printable Version of Topic
Click here to view this topic in its original format
თბილისის ფორუმი > ქართული მუსიკა > ავთო შარვაძე


Posted by: Braille 17 Jan 2008, 02:30
სირცხვილია უბრალოდ, ქართველებისთვის მართლა საამაყო უნდა იყოს ეს კაცი და არანაირი ინფორმაცია არ არის ინტერნეტში და არც სხვაგან. ალბათ სადმე აქვთ საარქივო მასალა, მარა რათ უნდათ თუ არავის არ აჩვენეს. წეღან კულტურაზე ვუყურებდი, ის გადაცემა რო არის "დიდები" , საავტორო სიმღერაზე ლაპარაკობდნენ. ხოდა რუსეთში ბარდ-მუსიკის, თუ ბარდ-სიმღერის, არ ვიცი როგორ არი ეს ტერმინი ქართულად, 500 ! ფესტივალი ყოფილა და რუსეთში ნამდვილად ამაყობენ ოკუჯავათი, ვისოცკით და ა.შ

ჩვენთან ნუ კარგი ფესტივალი ჯანდაბას, მარა არანაირი ინფორმაცია რო არ არის თუნდაც ავთო შარვაძეზე და არავინ რო არ ცდილობს პოპულარიზაციას, ეგ არი უბედურება.

ხო სტუდია ქართული ჩანაწერები აკეთებდა და აპირებდა როგორც ვიცი ალბომის გამოშვებას, მარა მერე რა ქნეს...რატო არ ვიცი მე როგორც ერთერთმა რიგითმა ქართველმა რო ეს ალბომი გამოვიდა, თუ გამოვიდა საერთოდ. ეხლა მივაგენი მაგათ საიტს, სადაც ახალ ამბებში უწერიათ, რომ მწვანე ოთახი მალე გამოუშვებს ახალ ალბომს Shut Down და ნინო ქათამაძე & ინსაითმა მოიცალეს და სიმღერები ჩაწერესო იები, ქუჩაში ერთხელ, სულიკო ოლე და ა.შ და ეს სიმღერები მათ პირველ ალბომში შევაო. ეს იყო ახალი ამბები biggrin.gif 5 წელი გავიდა....

http://www.georecords.ge/



ხოდა აი ერთი სიმღერა ავთო შარვაძის რაც ვიპოვე

http://www.link.ge/file/215014/avto-sharvadze--me-da-mtvare.mp3.html


და აქ შეგიძლიათ მოუსმინოთ რამდენიმე სიმღერას

http://www.3d.caucasus.net/


ეცოდინება აქ ვინმეს რამე ამ კაცზე და იქნებ სიმღერებიც გქონდეთ ვინმეს. გთხოვთ თუ შეიძლება დაწერეთ და ატვირთეთ smile.gif:::

Posted by: Scoffer 17 Jan 2008, 03:14
Braille
დედა შვილო...როგორ გამწარებულხარ user.gif ისე რა გჭირს, წნევა ხომ არა გაქვს მაღალი, ან სიცხე, ან სურდო baby.gif


ხოდა რავიცი, ეს სიმღერა გადავწერე და მეთქი ვიღაც გამახსენდა...და მივხვდი, რომ ოთარ რამიშვილი გამახსენდა:/ ნეტა რატომ rolleyes.gif

Posted by: lost_for_words 17 Jan 2008, 11:20
QUOTE
5 წელი გავიდა....

მას შემდეგ რაც ჩვენი თვალები გადააწყდა ერთმანეთს... გვირილების ნაზი სურნელი მოქონდა ანც ნიავს და გვიღიზიანებდა ცხვირის ნესტოებს........და ამ დროს , მაღალ ბორცვზე შემდგარნი , ერთურთის სიყვარულით აღვსილნი და კდემური ქცევით გამსჭვალულნი ბორცვიდან დავგორდით sad.gif

Posted by: [LoD]-Bagra 17 Jan 2008, 11:22
Braille
ეჰ, რაც მე და დიტოს ერთად ნაქეიფარ-ნამღერი გვაქვს მამამისის სიმღერები... ძალიან მაგარია up.gif

Posted by: ტემპერა 17 Jan 2008, 11:23
QUOTE
მას შემდეგ რაც ჩვენი თვალები გადააწყდა ერთმანეთს... გვირილების ნაზი სურნელი მოქონდა ანც ნიავს და გვიღიზიანებდა ცხვირის ნესტოებს........და ამ დროს , მაღალ ბორცვზე შემდგარნი , ერთურთის სიყვარულით აღვსილნი და კდემური ქცევით გამსჭვალულნი ბორცვიდან დავგორდით 

lol.gif lol.gif lol.gif

Posted by: Madcap 17 Jan 2008, 17:40
Braille
შენც ანიმეში წახვედი ბიჭო?
QUOTE
ჩვენთან ნუ კარგი ფესტივალი ჯანდაბას, მარა არანაირი ინფორმაცია რო არ არის თუნდაც ავთო შარვაძეზე და არავინ რო არ ცდილობს პოპულარიზაციას, ეგ არი უბედურება.

დაანებე თავი ისხდნენ, სახლში ჯდომა განა ცუდია? ამოვიდნენ ყელში რა. სხედან და "აუფხ აქ არავის არ აინტერესებს და მე რა გავაკეთოო", ხოდა ისხდენენ ყველანი, მეც ვზივარ


ჯდომა Fორევა

Posted by: Braille 17 Jan 2008, 20:22
Madcap


ხო მეც ეგრე ვარ ზუსტად...ჯდომა და თვალების თხრა Fორევა, მარა მაინც სირცხხვილია ავთო შარვაძეზე კაციშვილმა არაფერი რო არ იცის


და ვინმემ ერთი სიმღერა მაინც ატვირთეთ რა

Posted by: lost_for_words 17 Jan 2008, 20:23
ეს თემა აიპინოს !!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!

Posted by: humanoidi 17 Jan 2008, 20:47
მაქვს ბ–ნი ავთოს უკანასკნელი CD, მთელი ალბომი.
თუ გინდათ მთლიანად აგიტვირთავთ.
ოღონდ უნდა ვიცოდე ზუსტად გინდათ თუ არა, ისე დარიპერება მეზარება.

Posted by: TomWaits 17 Jan 2008, 20:57
humanoidi


ზუსტად ვიცი რომ მინდა და თუ ატვირთავ ძალიან კარგი იქნება

Posted by: Madcap 17 Jan 2008, 21:19
humanoidi
მეც ზუსტად ვიცი რომ გადავწერ შენს ატვირთულს, ეგ შენ უკვე 2 downloads biggrin.gif

Posted by: DATOKALA 17 Jan 2008, 21:36
humanoidi
მეც გადმოვწერ!

Posted by: humanoidi 17 Jan 2008, 21:41
დავიტანჯე ბლინ. sad.gif
ფაილს.ჯე-ზე და ლინკ.ჯე-ზე არ იტვირთება არაფრის დიდებით. no.gif
ახლა ბინ.ჯეს და ოლშეარ.ჯე-ს მოვსინჯავ.

Posted by: humanoidi 18 Jan 2008, 00:50
Braille
TomWaits
Madcap
DATOKALA
ძლივს აიტვირთა, ამიტომ მეზარებოდა.

ავთო შარვაძე - საუკეთესო სიმღერები © 2005

01-ახალი წლის ღამე
02-ბებია
03-ცისადარო
04-წითელფეხება მტრედებო
05-დამიგვიანდა
06-დამილოცეთ ძმებო
07-გიორგობის თვე
08-გიტარა
09-გოგო თაფლისთვალაო
10-მე და მთვარე
11-სევდიანი სიმღერების მონა ვარ
12-შარაშუკა
13-შემოდგომაა
14-თამუნია
15-თოვა
16-უკოცნელი დარჩა

ზომა: 56.75 MB
ხანგრძლივობა: 42:06
ხარისხი: 192 kb/s


გადმოწერა:
http://bin.ge/file/128010/Avto-Sharvadze.rar.html
პაროლი არქივზე: humanoidi

Posted by: DATOKALA 18 Jan 2008, 00:56
humanoidi
დიდი მადლობაა !!;)
ხოო ვიციი ძაან საწვალებელიაა ..

Posted by: humanoidi 18 Jan 2008, 01:05
DATOKALA
იმდენი ვიწვალე ამის ატვირთვაზე ახალ გვერდზეც გადავიტანოთ. biggrin.gif

ავთო შარვაძე - საუკეთესო სიმღერები © 2005

01-ახალი წლის ღამე
02-ბებია
03-ცისადარო
04-წითელფეხება მტრედებო
05-დამიგვიანდა
06-დამილოცეთ ძმებო
07-გიორგობის თვე
08-გიტარა
09-გოგო თაფლისთვალაო
10-მე და მთვარე
11-სევდიანი სიმღერების მონა ვარ
12-შარაშუკა
13-შემოდგომაა
14-თამუნია
15-თოვა
16-უკოცნელი დარჩა

ზომა: 56.75 MB
ხანგრძლივობა: 42:06
ხარისხი: 192 kb/s


გადმოწერა:
http://bin.ge/file/128010/Avto-Sharvadze.rar.html
პაროლი არქივზე: humanoidi

Posted by: chaPPek 18 Jan 2008, 01:48
humanoidi






გაიხარეე!!
bis.gif bis.gif

Posted by: ტემპერა 18 Jan 2008, 02:58
humanoidi
იხარე ლაშ!
--------------

Posted by: jersey girl 18 Jan 2008, 04:26
QUOTE
სირცხვილია უბრალოდ, ქართველებისთვის მართლა საამაყო უნდა იყოს ეს კაცი და არანაირი ინფორმაცია არ არის ინტერნეტში


მთავარია რომ ჩვენ გვახსოვს jump.gif jump.gif jump.gif

დიდი მადლობა ამ თემისთვის და სიმღერებისთვის smile.gif

Posted by: TomWaits 18 Jan 2008, 11:07
humanoidi

გაიხარე, დიდი მადლობა

Posted by: Madcap 18 Jan 2008, 12:01
თFუ ტი ჩორტ ტოპიკი შემეშალა ისე კი დიდი მადლობა ალბომისთვის

Posted by: ტემპერა 18 Jan 2008, 12:19
humanoidi
ვაახ, როგორ გამახარე!!!!!
დიდი ხანია ვეძებდი!!!
იცოცხლე! smile.gif

Posted by: Vazvrashenie Budulaia 18 Jan 2008, 12:31
მე მეგონა ხუმრობდა, თურმე მართლა მღერის spy.gif

Posted by: DATOKALA 18 Jan 2008, 13:58
humanoidi
კიდევ ერთხელ დიდი მადლობააა!!
გიორგობის თვეში ტიპი ტირიის...
ძალიან კარრგია up.gif

Posted by: Braille 18 Jan 2008, 14:53
humanoidi


ვაახ შენ გენაცვალე... bis.gif ყოჩაღ ჯიგარი ხარ :smile.gif::






Posted by: kamikadze32 18 Jan 2008, 16:26
მართლა დიდი მადლობა ამ თემის გახსნისთვის. ავთო შარვაძის სიმღერებზე ვისწავლე გიტარაზე დაკვრა და პირველი სიყვაულივით მახსენდება....

Posted by: Braille 18 Jan 2008, 16:47
humanoidi



იქნებ ერთი სურათიც გქონდეს სადმე...smile.gif::



Posted by: TomWaits 18 Jan 2008, 23:58
პირველად ეს კაცი ვნახე ოქტაგონი რო იყო ირმა სოხაძის გადაცემა იქ smile.gif მაშინ კი ვიფიქრე რა კაი კაცია მეთქი მარა იმის მერე დიდი ხანი ვეღარ მოვუსმენე ხოდა ეხლა, წითელფეხება მტრედებოს ვუსმენ და მაგრადაც ასწორებს, გიორგობისთვე, თამუნია, ბებია, მე და მთვარე ხო ასწორებს და ასწორებს smile.gif



Posted by: humanoidi 19 Jan 2008, 00:03
TomWaits
QUOTE
გიორგობისთვე

ყველაზე ემოციურად ნამღერია, ტირის, იცინის და როგორც მითხრეს, ერთ-ერთი უკანასკნელი ჩანაწერია.

Posted by: TomWaits 19 Jan 2008, 00:21
humanoidi


ხო ეგ მაინც ყველაზე კაი სიმღერაა


სიმართლისთვის შარაძე biggrin.gif

Posted by: ტემპერა 19 Jan 2008, 01:47
ამ რამოდენიმე წლის წინ ბათუმიდან მოვდიოდი მატარებლით, მარტო მგვზავრობდი და ძაალიან მინდოდა დალევა, ფუილიც არ მქონდა რომ სადმე ჩავსულიყავი ერთი "პოლიტრა " მეყიდა..
ხოდაა, დღის მატარებელი იყო რაა, და ტელევიზორები იყო ჩართული... ავთო შარავაძის კონცერტი გადიოდა..
ვიჯექი და დიდიიი სიამოვნებით ვუსმენდი, თან ვფიქრობ, ერთი ამ კაცთან მაქეიფა მეთქი...
ამ დროს გაიღო ჩემი კუპის კარი და ავთო შარვაძე არ დგას კონიაკის 2 ბოთლით ხელში, თან მეკითხება შეიძლებაოოო?? დალევა არ გინდაო??
გავგიჟდი, თან ავთო, თან დალევა, თან მასთან გაცნობისა და დალევის სურვილი...
მოკლედ, ეს დიალოგი მოხდაც სადღაც ზესტაფონში, რომ დავიწყეთ, მთელი დღე ვსვამდით, თბილისში რომ გააჩერა მატარებელმა, კიდევ 2 საათი ვიჯექით... მატარებები არსად წამსვლელი არ იყო, გვეკიდა ორივეს, ვიჯეთით და ვუბერავდით...
რაც შეეხება მის სიმღერებს, შედევრებია... საოცარი სითბო მოაქვს,, დიდი მელოდიზმი...
ღმერთმა აცხოვნოს მისი სული..
sad.gif

Posted by: Braille 20 Jan 2008, 17:27
ტემპერა


smile.gif კარგი რამე გადაგხდენია


QUOTE
რაც შეეხება მის სიმღერებს, შედევრებია... საოცარი სითბო მოაქვს,, დიდი მელოდიზმი...


ეგრეა...smile.gif


Posted by: JORJ MORISSONI 9 May 2008, 02:25
წავედით ქართულ მუსიკაში
=====================================

Posted by: girvan_88 19 Feb 2009, 18:29
QUOTE (humanoidi @ 18 Jan 2008, 01:05 )
DATOKALA
იმდენი ვიწვალე ამის ატვირთვაზე ახალ გვერდზეც გადავიტანოთ. biggrin.gif

ავთო შარვაძე - საუკეთესო სიმღერები © 2005

01-ახალი წლის ღამე
02-ბებია
03-ცისადარო
04-წითელფეხება მტრედებო
05-დამიგვიანდა
06-დამილოცეთ ძმებო
07-გიორგობის თვე
08-გიტარა
09-გოგო თაფლისთვალაო
10-მე და მთვარე
11-სევდიანი სიმღერების მონა ვარ
12-შარაშუკა
13-შემოდგომაა
14-თამუნია
15-თოვა
16-უკოცნელი დარჩა

ზომა: 56.75 MB
ხანგრძლივობა: 42:06
ხარისხი: 192 kb/s


გადმოწერა:
http://bin.ge/file/128010/Avto-Sharvadze.rar.html
პაროლი არქივზე: humanoidi

აუ მკვდარია ლინკი ტო cry.gif თავიდან ატვირთეთ რა user.gif

Posted by: ტემპერა 20 Feb 2009, 02:00
girvan_88
QUOTE
აუ მკვდარია ლინკი ტოთავიდან ატვირთეთ რა

ხვალ დავდებ

Posted by: girvan_88 20 Feb 2009, 10:44
ტემპერა
ვახ გაიხარე smile.gif

Posted by: ტემპერა 21 Feb 2009, 22:46
girvan_88
QUOTE
ვახ გაიხარე

იშოვე თუ აგიტვირთო?

Posted by: girvan_88 22 Feb 2009, 00:08
ტემპერა
არა რა ვიშოვე, ატვირთე რა კაცურად smile.gif

Posted by: ტემპერა 22 Feb 2009, 00:30
girvan_88
QUOTE
არა რა ვიშოვე, ატვირთე რა კაცურად

ოკ..

Posted by: ტემპერა 22 Feb 2009, 00:45
ააა ძმაო:
http://www.link.ge/file/216607/Avto-Sharvadze.rar.html

Posted by: girvan_88 22 Feb 2009, 12:01
ტემპერა
გაიხარე შეინაურებში. მადლობელი smile.gif

Posted by: GIO86 1 Mar 2009, 04:43
თქვენ გაიხარეთ ეს კაი კაცი რო გაიხსენეთ!!!

Posted by: KORVIN 14 Mar 2009, 09:11
მაგარია! გარდაიცვალა ხო ? რითი გარდაიცვალა ხომ არ იცით ?

Posted by: Gal 31 May 2009, 00:51
QUOTE (Braille @ 17 Jan 2008, 02:30 )
სირცხვილია უბრალოდ, ქართველებისთვის მართლა საამაყო უნდა იყოს ეს კაცი და არანაირი ინფორმაცია არ არის ინტერნეტში და არც სხვაგან. ალბათ სადმე აქვთ საარქივო მასალა, მარა რათ უნდათ თუ არავის არ აჩვენეს. წეღან კულტურაზე ვუყურებდი, ის გადაცემა რო არის "დიდები" , საავტორო სიმღერაზე ლაპარაკობდნენ. ხოდა რუსეთში ბარდ-მუსიკის, თუ ბარდ-სიმღერის, არ ვიცი როგორ არი ეს ტერმინი ქართულად, 500 ! ფესტივალი ყოფილა და რუსეთში ნამდვილად ამაყობენ ოკუჯავათი, ვისოცკით და ა.შ

ჩვენთან ნუ კარგი ფესტივალი ჯანდაბას, მარა არანაირი ინფორმაცია რო არ არის თუნდაც ავთო შარვაძეზე და არავინ რო არ ცდილობს პოპულარიზაციას, ეგ არი უბედურება.

ხო სტუდია ქართული ჩანაწერები აკეთებდა და აპირებდა როგორც ვიცი ალბომის გამოშვებას, მარა მერე რა ქნეს...რატო არ ვიცი მე როგორც ერთერთმა რიგითმა ქართველმა რო ეს ალბომი გამოვიდა, თუ გამოვიდა საერთოდ. ეხლა მივაგენი მაგათ საიტს, სადაც ახალ ამბებში უწერიათ, რომ მწვანე ოთახი მალე გამოუშვებს ახალ ალბომს Shut Down და ნინო ქათამაძე & ინსაითმა მოიცალეს და სიმღერები ჩაწერესო იები, ქუჩაში ერთხელ, სულიკო ოლე და ა.შ და ეს სიმღერები მათ პირველ ალბომში შევაო. ეს იყო ახალი ამბები biggrin.gif 5 წელი გავიდა....

http://www.georecords.ge/



ხოდა აი ერთი სიმღერა ავთო შარვაძის რაც ვიპოვე

http://www.link.ge/file/215014/avto-sharvadze--me-da-mtvare.mp3.html


და აქ შეგიძლიათ მოუსმინოთ რამდენიმე სიმღერას

http://www.3d.caucasus.net/


ეცოდინება აქ ვინმეს რამე ამ კაცზე და იქნებ სიმღერებიც გქონდეთ ვინმეს. გთხოვთ თუ შეიძლება დაწერეთ და ატვირთეთ smile.gif:::

თქვენ გაიხარეთ! შემთხვევით ვნახე ეს თემა smile.gif


http://3d.caucasus.net/ - ეს უბრალოდ დავაგდე სანამ მის ოფიციალურ საიტს გავაკეთებ.

დიდი მადლობა ყველას მამაჩემის დაფასებისთვის!

Posted by: Severus Snape 19 Aug 2009, 16:43
ლინკი ისევ დაძველებულია და იქნებ ვინმემ კიდევ ერთხელ დადოთ რა sad.gif ძალიან გთხოვთ..


რაც შეეხება ავთო შრვაძეს, მე პირადად ქართულ ქალაქურ მუსიკას მისი მუსიკის მოსმენიდან ვიწყებ და თუ სადმე არსებობს ქართული სიმღერა გიტარით და თუ სადმე არსებობს ნამდვილი, გულიდან ამოგლეჯილი ბგერები, ეს ავთო შარვაძის სიმღერებია.

Posted by: nika12 19 Aug 2009, 20:26
QUOTE (Severus Snape @ 19 Aug 2009, 16:43 )
ლინკი ისევ დაძველებულია და იქნებ ვინმემ კიდევ ერთხელ დადოთ რა sad.gif ძალიან გთხოვთ..


რაც შეეხება ავთო შრვაძეს, მე პირადად ქართულ ქალაქურ მუსიკას მისი მუსიკის მოსმენიდან ვიწყებ და თუ სადმე არსებობს ქართული სიმღერა გიტარით და თუ სადმე არსებობს ნამდვილი, გულიდან ამოგლეჯილი ბგერები, ეს ავთო შარვაძის სიმღერებია.

+1
თამუნია მაქვს მარტო ამ კაი კაცის მოსმენილი ძაან კაია

Posted by: Severus 19 Aug 2009, 20:31
Severus Snape

ჩემი ნიკი weep.gif

Posted by: ტემპერა 6 Sep 2009, 21:04
http://www.link.ge/file/280814/Avto-Sharvadze.rar.html განახლებილია:

Posted by: DATOKALA 23 Oct 2009, 01:26
ამ ერთი ალბომის გარდა იშოვება სხვა ჩანაწერები ?
ან იქნება ფოტო გქონდეთ

Posted by: KORVIN 24 Oct 2009, 04:11
Severus Snape
QUOTE
რაც შეეხება ავთო შრვაძეს, მე პირადად ქართულ ქალაქურ მუსიკას მისი მუსიკის მოსმენიდან ვიწყებ და თუ სადმე არსებობს ქართული სიმღერა გიტარით და თუ სადმე არსებობს ნამდვილი, გულიდან ამოგლეჯილი ბგერები, ეს ავთო შარვაძის სიმღერებია.

up.gif

Posted by: Neo777 24 Oct 2009, 04:27
QUOTE (ტემპერა @ 6 Sep 2009, 21:04 )
http://www.link.ge/file/280814/Avto-Sharvadze.rar.html განახლებილია:

bis.gif bis.gif bis.gif bis.gif

ვაა, გაიხარე.

ამ სიმღერებს ვეძებდი აუუუუ, რამდენი ხანიააა

Posted by: ტემპერა 24 Oct 2009, 11:07
DATOKALA
QUOTE
ამ ერთი ალბომის გარდა იშოვება სხვა ჩანაწერები ?ან იქნება ფოტო გქონდეთ

ტრიო თბილისი მგეროდა შარვაძის რეპერტუარს, ძირითადად ეს სიმღერებია ..

Posted by: xviara 17 Dec 2009, 01:51
ნელა ნელა ნელა, გაათეთრებს თმებს.. sad.gif

Posted by: Valdemaf 10 Jan 2010, 03:49
ძაან მაგარი კაცი იყო,მქონდა ბედნიერება გავსაუბრებოდი და დამელია მასთან ერთად.. ღმერთმა აცხონოს...

Posted by: zanzaron3 11 Nov 2013, 23:40
QUOTE (ტემპერა @ 6 Sep 2009, 21:04 )
http://www.link.ge/file/280814/Avto-Sharvadze.rar.html განახლებილია:

გაიხარე ლინკისთვის!

ტრიო თბილისის სიმღერებიდან წავაწყდი იუთუბზე და არ ვიცოდი აქამდე არაფერი. ძალიან კარგი მუსიკოსი ყოფილა.

Posted by: zazabichi 29 Nov 2017, 00:52
QUOTE (Gal @ 31 May 2009, 00:51 )
QUOTE (Braille @ 17 Jan 2008, 02:30 )
სირცხვილია უბრალოდ, ქართველებისთვის მართლა საამაყო უნდა იყოს ეს კაცი და არანაირი ინფორმაცია არ არის ინტერნეტში და არც სხვაგან. ალბათ სადმე აქვთ საარქივო მასალა, მარა რათ უნდათ თუ არავის არ აჩვენეს. წეღან კულტურაზე ვუყურებდი, ის გადაცემა რო არის "დიდები" ,  საავტორო სიმღერაზე ლაპარაკობდნენ. ხოდა რუსეთში ბარდ-მუსიკის, თუ ბარდ-სიმღერის, არ ვიცი როგორ არი ეს ტერმინი ქართულად, 500 ! ფესტივალი ყოფილა და რუსეთში ნამდვილად ამაყობენ ოკუჯავათი, ვისოცკით და ა.შ

ჩვენთან ნუ კარგი ფესტივალი ჯანდაბას, მარა არანაირი ინფორმაცია რო არ არის თუნდაც ავთო შარვაძეზე და არავინ რო არ ცდილობს პოპულარიზაციას, ეგ არი უბედურება.

ხო სტუდია ქართული ჩანაწერები აკეთებდა და აპირებდა როგორც ვიცი ალბომის გამოშვებას, მარა მერე რა ქნეს...რატო არ ვიცი მე როგორც ერთერთმა რიგითმა ქართველმა რო ეს ალბომი გამოვიდა, თუ გამოვიდა საერთოდ. ეხლა მივაგენი მაგათ საიტს, სადაც  ახალ ამბებში უწერიათ, რომ მწვანე ოთახი მალე გამოუშვებს ახალ ალბომს Shut Down და ნინო ქათამაძე & ინსაითმა მოიცალეს და სიმღერები ჩაწერესო იები, ქუჩაში ერთხელ, სულიკო ოლე და ა.შ და ეს სიმღერები მათ პირველ ალბომში შევაო. ეს იყო ახალი ამბები biggrin.gif 5 წელი გავიდა....

http://www.georecords.ge/



ხოდა აი ერთი სიმღერა ავთო შარვაძის რაც ვიპოვე

http://www.link.ge/file/215014/avto-sharvadze--me-da-mtvare.mp3.html


და აქ შეგიძლიათ მოუსმინოთ რამდენიმე სიმღერას

http://www.3d.caucasus.net/


ეცოდინება აქ ვინმეს რამე ამ კაცზე და იქნებ სიმღერებიც გქონდეთ ვინმეს. გთხოვთ თუ შეიძლება დაწერეთ და ატვირთეთ  smile.gif:::

თქვენ გაიხარეთ! შემთხვევით ვნახე ეს თემა smile.gif


http://3d.caucasus.net/ - ეს უბრალოდ დავაგდე სანამ მის ოფიციალურ საიტს გავაკეთებ.

დიდი მადლობა ყველას მამაჩემის დაფასებისთვის!

სალამი. რა ქენი გააკეთე საიტი? smile.gif

Posted by: Gal 30 Nov 2017, 18:08
zazabichi
სალამი, ვერაფრით ვერ მოვიცალე, მაგრამ კარგი გამახსენე და ვიზამ smile.gif)

ძველი ვერსია აქ არის: http://sharvadze.com

Powered by Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)