Printable Version of Topic
Click here to view this topic in its original format
თბილისის ფორუმი > პოლიტიკა > იყიდება კოპიტნარის აეროპორტი 1 ლარად!


Posted by: re_vera 19 Apr 2011, 03:14
კოპიტნარის აეროპორტს 1 ლარად თურქული ,,ტავ ჯორჯია'' ყიდულობს?

რატომ უთხრეს უარი კოპიტნარის იჯარით აღებასა და გარემონტებაზე ,,სკაი ჯორჯიას'', რა წერია თურქეთთან დადებულ ხელშეკრულებაში და რა სკანდალური ინფორმაცია მოგვაწოდა გიორგი კოდუამ

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ქუთაისში, კოპიტნარის აეროპორტს სიმბოლურ ფასად _ 1 ლარად გაყიდის. საინტერესო ის არის, რომ აეროპორტის მართვის უფლებაზე ხელისუფლება არც ტენდერს გამოაცხადებს და არც აუქციონს. სავარაუდო ინვესტორი ვალდებულია, 1 ლარის სანაცვლოდ, აეროპორტის ინფრასტრუქტურა განავითაროს და, რაც მთავარია, უზრუნველყოს ბილეთების დაბალი ფასი. გარდა ამისა, ინვესტორმა გარანტია უნდა დადოს, რომ წელიწადში 20 მილიონ მგზავრს მოემსახურება. ვინ შეიძლება იყოს კოპიტნარის აეროპორტის სავარაუდო მფლობელი, ან ვის შეიძლება ხიბლავდეს ხელისუფლების მიერ 1 ლარად გასაყიდი აეროპორტი? ,,ვერსია'' ,,სკაი ჯორჯიას'' პრეზიდენტს, გიორგი კოდუას დაუკავშირდა, რომელმაც საკმაოდ საინტერესო და სკანდალური ინფორმაცია მოგვაწოდა:

_ ,,სკაი ჯორჯია'' ერთადერთი ავიაკომპანიაა საქართველოში, რომელიც ავია-გადაზიდვებს კოპიტნარის აეროპორტიდან ახორციელებდა. რეისები გვქონდა მოსკოვის, პეტერბურგის, უკრაინის მიმართულებით. სამწუხაროდ, კოპიტნარის აეროპორტში მომსახურების დონე ძალიან დაბალი იყო, ამიტომ მთავრობას შევთავაზეთ, რომ ეს აეროპორტი გარემონტებულიყო, ან ხელისუფლებას გაერემონტებინა და სათანადოდ გაეკეთებინა, ან მოეცა უფლება და ჩვენ გავარემონტებდით. რაც მთავარია, ინვესტიციებსაც განვახორციელებდით. სხვათა შორის, თავდაპირველად, დადებითი გამოხმაურება გვქონდა, მაგრამ შემდეგ ეს პროექტი გაგვიჩერეს, თუმცა არ ვიცი, რატომ. ამის შემდეგ დავტოვე ქუთაისის აეროპორტი, რადგან კონკურენციას ვეღარ ვუწევდი სხვა კომპანიებს, რომლებიც თბილისში დაფრინავდნენ. ამას ისიც დაემატა, რომ ბათუმის აეროპორტიც გაიხსნა, სადაც უკეთესი მომსახურება იყო. დასავლეთ საქართველოს ცენტრალური ნაწილისა და აჭარის მგზავრები, რომლებიც ჩვენი კლიენტები იყვნენ, ცუდი სერვისის გამო, დავკარგეთ. ამის შემდეგ გადავედით ბათუმის აეროპორტში და კოპიტნარი მთლიანად დავტოვეთ. არადა, გიმეორებთ, მზად ვიყავით, კოპიტნარის აეროპორტი თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად მოგვეწყო და ინფრასტრუქტურაც განგვევითარებინა, მაგრამ მთავრობის მხარდაჭერა ვერ დავინახეთ და კოპიტნარიდან წამოვედით.
_ ბატონო გიორგი, რამდენიმე წლის წინ ხელისუფლებამ უარი გითხრათ და შეგაჩერებინათ კოპიტნარის პროექტი, მაგრამ ახლა იგივე ხელისუფლება 1 ლარად ყიდის ამ აეროპორტს, თან სავარაუდო ინვესტორს ზუსტად იმავე ვალდებულებას აკისრებს, რისი გაკეთებაც არ დაგცალდათ. გამოდის, ხელისუფლება ნაციონალურ ავიაკომპანიას ბაზრიდან ხელოვნურად აძევებს?
_ ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, რომ საქართველოს ავიაციაში არაპროფესიონალთა გუნდია. მათ არასწორი ხედვა და სტრატეგია აქვთ, რადგან როდესაც ქვეყანაში ავიაცია ვითარდება, ჯერ ავიაკომპანიის სტრატეგია უნდა ჩამოყალიბდეს. უნდა დადგინდეს, რა რეისებს აპირებს, როგორი პოლიტიკური გამოწვევების წინაშე დგას, ანუ საითკენ მიდის ქვეყნის ინტეგრაცია. მხოლოდ უცხოურ ავიაკომპანიაზე აქცენტირება, თითქოს ის გააკეთებს იმ საქმეს, რაც ადგილობრივი ბიზნესმენის გასაკეთებელია, ეს მიდგომა არასწორია. ყოველთვის მომგებიანია პოზიცია, როცა ქვეყნის ეკონომიკას ადგილობრივი ბიზნესი მართავს, რომლებიც გადახდისუნარიანები ჩვენს ქვეყანაში არიან. ავიღოთ მაგალითად, ,,თურქეთის ავიახაზები'', რომელიც თურქეთის სახელმწიფო ავიაკომპანიაა. შესაბამისად, ეს ავიაკომპანია თურქეთის სახელმწიფო ბიუჯეტში იხდის გადასახადებს, ანუ დასაქმება, სტრატეგია, ხედვა, გეგმა და ცხოვრების სტილი ამ კომპანიაში, თურქეთის სახელმწიფოს ინტერესებიდან გამომდინარეობს და ამის გამო, ,,თურქეთის ავიახაზებს'' ვერ დავძრახავთ. რა თქმა უნდა, ეს ავიაკომპანია რეისებსაც საკუთარი ინტერესებიდან გამომდინარე შეასრულებს და როდესაც ჩვენი მომხმარებელი მგზავრობის საფასურს იხდის, ცხადია, ეს თანხა თურქეთის სახელმწიფო ბიუჯეტში მიემართება. ჩვენ თუ დამოუკიდებელი სახელმწიფო ვართ და საქართველოს ეკონომიკის მშენებლობას ვაპირებთ, უნდა განვსაზღვროთ, რა არის პრიორიტეტი, ეს ყველაფერი ადგილობრივ ბიზნესმენებს უნდა ვკითხოთ და, შესაბამისად, პრიორიტეტებიც ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე უნდა განვახორციელოთ.
_ როგორ გგონიათ, რომელი ავიაკომპანია შეიძლება იყოს სავარაუდო ინვესტორი კოპიტნარის აეროპორტში?
_ არა მგონია, ,,აირზენა'' გადავიდეს ქუთაისში, რადგან არაჩვეულებრივად გრძნობს თავს თბილისის აეროპორტში და ბაზაც თბილისშივე აქვს. მე ნამდვილად არ გადავდივარ და ჩემთვის არავის არაფერი შემოუთავაზებია. სხვა ადგილობრივი ავიაკომპანია არ არსებობს და თუ ჩვენი მთავრობა კოპიტნარის აეროდრომს 1 ლარად, უცხოური კომპანიებისთვის ყიდის, ეს არასწორი მიდგომაა. კარგი იქნება, თუკი მთავრობა ადგილობრივ ავიაკომპანიას მოძებნის. მნიშვნელობა არ აქვს, რომელს. მთავარია, მან გარკვეული ინვესტიცია განახორციელოს კოპიტნარის აეროდრომში და გარდა ამისა, ამ ავიაკომპანიას განვითარების გეგმაც შემუშავებული ჰქონდეს. თუ ჩვენ მხოლოდ უცხოურ კომპანიებს ვეპატიჟებით, ეს არასწორი სტრატეგიაა.
_ რეალურად, ხელისუფლებას არცერთი ავიაკომპანიისთვის არ შეუთავაზებია კოპიტნარის აეროდრომი, მხოლოდ 1 ლარად გაყიდვას აპირებს. კოპიტნარის აეროდრომის შეძენას თქვენ არ დაგეგმავთ?
_ თქვენ წარმოიდგინეთ, უშუალო კონტაქტი მქონდა ეკონომიკის ყველა მინისტრთან _ კახა ბენდუქიძიდან დაწყებული, ეკა შარაშიძით დამთავრებული, ყველასთან ვაწარმოებდი მოლაპარაკებას, იმ პერიოდში, ავიაციის დეპარტამენტის უფროსი იყო გიორგი ბოკუჩავა, მასაც ვხვდებოდი. ყველას ვუხსნიდი, თუ როგორ უნდა განხორციელებულიყო ინვესტიციები კოპიტნარის აეროპორტში და რა ვალდებულებები უნდა შეგვესრულებინა. როგორც გითხარით, მაშინვე შეაჩერეს ეს მოლაპარაკებები და ახლა კი უკვე დავიღალე. როგორც ჩანს, ისეთი სიტუაციაა, რომ კოპიტნარს უკვე ჰყავს თავისი მყიდველი და მონაწილეობის მიღებასაც აზრი ეკარგება. ჩემი მონაწილეობა რომ სდომებოდათ, რატომ ადრევე არ წამომყვნენ მოლაპარაკებაზე? არადა, მე კი არ ვყიდულობდი კოპიტნარის აეროდრომს, იჯარით, ანუ რამდენიმე წლით მმართველობაში უნდა ამეღო, მერე ინვესტიციები უნდა განმეხორციელებინა, რომ ინფრასტრუქტურა მომეწყო, ახალი ტერმინალი უნდა ამეშენებინა და ახალი რეისების გახსნასაც ვგეგმავდი.
_ წარმოიდგინეთ, რომ გამოხშირვის მეთოდით ვცდილობ, დავადგინო, რომელ ავიაკომპანიას შეიძლება უნდოდეს კოპიტნარის აეროდრომის შეძენა. იქნებ, თქვენც დამეხმაროთ...
_ არცერთი უცხოური ავიაკომპანია არ იყიდის კოპიტნარის აეროდრომს იმ დროს, როდესაც 220 კილომეტრში, თურქულ ავიაკომპანია ,,ტავ ჯორჯიას'' აქვს თბილისის აეროპორტი მენეჯმენტში აღებული. სხვათა შორის, როდესაც თურქები შემოვიდნენ, მაშინდელმა პრემიერმინისტრმა ზურაბ ნოღაიდელმა, ძალიან ცუდი რამ გააკეთა, ხელშეკრულებაში პირდაპირ ჩადეს, რომ 300 კილომეტრის რადიუსში, არცერთ ავიაკომპანიას არ აქვს უფლება, რომ აეროპორტი გააკეთოს. ბათუმის აეროპორტიც იმიტომ გადასცეს თურქეთს, რომ ყველა სხვა ავიაკომპანიის წინადადება დაბლოკეს. ახლა, ამის წინააღმდეგ უნდათ, რომ რაღაც ალტერნატივა შექმნან, მაგრამ, გარწმუნებთ, ეს დიდი სისულელეა. კოპიტნარიც ისევ თურქეთს უნდა მიჰყიდონ, რადგან არცერთი უცხოური ავიაკომპანია თურქეთის ამბიციებს არ შეეწინააღმდეგება. იცით, რა ხდება თბილისის საერთაშორისო აეროპორტის შემოგარენში? თურქებმა აეროპორტის მიმდებარე ტერიტორიიდან ყველა კაფე-ბარი დახურეს, ერთი კაფე იჯარით აიღეს, თვეში 1800 აშშ დოლარს იხდიან, მაგრამ დაკეტეს და არ ამუშავებენ. ეს ყველაფერი იმიტომ გააკეთეს, რომ მხოლოდ აეროპორტის ბარი ამუშაონ, სადაც საშინელი სიძვირეა. მაგალითად, ,,კოკა-კოლა'', ან ჩაი რომ დალიოთ, 5 და 10 ლარი უნდა გადაიხადოთ. თბილისის აეროპორტის გარშემო არ არსებობს პატარა კაფე-ბარი, რომ ვიდრე ვინმეს გააცილებთ, ან დახვდებით, მისაღებ ფასად რამე მიირთვათ. ახლა ისევ კოპიტნარს დავუბრუნდეთ, დავუშვათ, ალტერნატიულ კომპანიას მოუნდა და შეიძინა იმ ხელშეკრულების გათვალისწინებით, როგორ შეძლებს აეროპორტის განვითარებას მაშინ, როდესაც თურქეთი აუცილებლად დაბლოკავს და ხელს შეუშლის?
http://versia.ge/index.php/component/content/article/16-2009-04-15-13-21-23/384---1-----.html
ბოლობოლო რამეს დატოვებენ ეს ნაძირლები ქვეყნის საკუთრებაში?! mad.gif აბა ჰე, მოდით - ვინ გააპრავებთ პირველი ამ "საქმეს" rolleyes.gif

Posted by: SPLIYVI 19 Apr 2011, 03:19
სტრატეგიული ობიექტების სია დაიდოს(გასხმებიც)


Posted by: IOSKAMAN 19 Apr 2011, 03:24
ომის შემთხვევაში ვეღარ დაბომბავენ sad.gif

ა თუ ეს სხვას უნდა დაეწერა?

Posted by: re_vera 19 Apr 2011, 03:36
SPLIYVI
QUOTE
სტრატეგიული ობიექტების სია დაიდოს(გასხმებიც)


1. პრეზიდენტის რეზიდენცია.
2. ------------------------?

გააგრძელეთ............ მე გავიჭედე user.gif

Posted by: SPLIYVI 19 Apr 2011, 03:38
re_vera


QUOTE
1.------------------------
2. ------------------------?

ცდებით კოლეგა
მაგასაც დაადგება საშველიsmile.gif

Posted by: karlsoni 19 Apr 2011, 03:47
re_vera
QUOTE
1. პრეზიდენტის რეზიდენცია.
2. ------------------------?

გააგრძელეთ............ მე გავიჭედე user.gif

1. პრეზიდენტის რეზიდენცია.
2. წითელი ხიდი.

გააგრძელეთ............ მეც გავიჭედე. . . sad.gif

Posted by: omerta 19 Apr 2011, 03:50
karlsoni
QUOTE
1. პრეზიდენტის რეზიდენცია.
2. წითელი ხიდი.


იქამდე მიმავალი გზა და მათი სატრანსპორტო საშუალებები.




Posted by: LKLK 19 Apr 2011, 08:51
როგორც ვატყობ, ოპოზიციის რიცხვი კიდევ ერთმა იმბეცილმა შეავსო. კოდუას ვგულისხმობ.

Posted by: EVErgreen 19 Apr 2011, 08:52
თბილისის აეროპორტში (ნოვო-ალექსეევკას, როგორც ჯერ კიდევ მოიხსენიება ეს ჩვენი მშობლიური აეროპორტი) კაფეში მართლა კატასტროფა ფასები აქვთ. ბევრ აეროპორტში გამივლია და აბა გამოიცანით სად არის ამგვარი არაადამიანური ფასები? wink.gif


სწორია! სტამბულში. ერთ კათხა ლუდში ამაფრცქვნეს 14 დოლარი. და ესპრესოში 7 მწვანე!!!!

Posted by: forumeli64 19 Apr 2011, 09:09
QUOTE
გიორგი კოდუა



ეს რომელი კოდუაა??? იმ სახელგანთქმული ძმებიდან ერთ-ერთერთია?

თუ "კი", მაშინ ჰოოოო..... rolleyes.gif

Posted by: Moor 19 Apr 2011, 09:14
QUOTE
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ქუთაისში, კოპიტნარის აეროპორტს სიმბოლურ ფასად _ 1 ლარად გაყიდის. საინტერესო ის არის, რომ აეროპორტის მართვის უფლებაზე ხელისუფლება არც ტენდერს გამოაცხადებს და არც აუქციონს. სავარაუდო ინვესტორი ვალდებულია, 1 ლარის სანაცვლოდ, აეროპორტის ინფრასტრუქტურა განავითაროს და, რაც მთავარია, უზრუნველყოს ბილეთების დაბალი ფასი. გარდა ამისა, ინვესტორმა გარანტია უნდა დადოს, რომ წელიწადში 20 მილიონ მგზავრს მოემსახურება


ეს საიდან დავასკვენით? კოდუა ამაზე არაფერს ამბობს, ბოდავს რაღაცას ეროვნულ ავიაციაზე

Posted by: Lo Janko 19 Apr 2011, 09:39
QUOTE
ეს რომელი კოდუაა??? იმ სახელგანთქმული ძმებიდან ერთ-ერთერთია?


Posted by: The Good 19 Apr 2011, 09:49
მე მაპატიეთ და ვერ გავიგე რატომ უნდა გადაეცათ "სკაი-ჯორჯიასთვის"?

QUOTE
,,სკაი ჯორჯია'' ერთადერთი ავიაკომპანიაა საქართველოში, რომელიც ავია-გადაზიდვებს კოპიტნარის აეროპორტიდან ახორციელებდა. რეისები გვქონდა მოსკოვის, პეტერბურგის, უკრაინის მიმართულებით. სამწუხაროდ, კოპიტნარის აეროპორტში მომსახურების დონე ძალიან დაბალი იყო, ამიტომ მთავრობას შევთავაზეთ, რომ ეს აეროპორტი გარემონტებულიყო, ან ხელისუფლებას გაერემონტებინა და სათანადოდ გაეკეთებინა, ან მოეცა უფლება და ჩვენ გავარემონტებდით. რაც მთავარია, ინვესტიციებსაც განვახორციელებდით.


მხოლოდ ამიტომ?

თუ ამიტომ?

QUOTE
არადა, მე კი არ ვყიდულობდი კოპიტნარის აეროდრომს, იჯარით, ანუ რამდენიმე წლით მმართველობაში უნდა ამეღო, მერე ინვესტიციები უნდა განმეხორციელებინა, რომ ინფრასტრუქტურა მომეწყო, ახალი ტერმინალი უნდა ამეშენებინა და ახალი რეისების გახსნასაც ვგეგმავდი.


სუფთა ქართული პონტია რა. იჯარა, "ინვესტიცია", ბუს კვერცხები....
ეს იმას მაგონებს, ფართი რომ გაქვს, მეზობელი რომ იქირავებს და ძონძების მაღაზიას გაზსნის. რომ გაძლევს რაღაც ქირას ძლივძლივობით თან სულ რომ წუწუნებს და გეჯღანება და მერე რამე ბანკი რომ გაიჩითოს ან სუპერმარკეტი ამ ფართის მსურველი და ეს მეზობელი სხვა მეზობლებთან წუწუნს რომ დაიწყებს, აი მე გადამაგდოო, არადა რა გეგმები მქონდაო.

მე ეს უფრო მომწონს:

QUOTE
სავარაუდო ინვესტორი ვალდებულია, 1 ლარის სანაცვლოდ, აეროპორტის ინფრასტრუქტურა განავითაროს და, რაც მთავარია, უზრუნველყოს ბილეთების დაბალი ფასი. გარდა ამისა, ინვესტორმა გარანტია უნდა დადოს, რომ წელიწადში 20 მილიონ მგზავრს მოემსახურება.


თუმცა 20 მილიონი მგზავრი ტრუხაა, ალბათ 2 მილიონი უნდა ეწეროს (ხომ ცნობილია ჟურნალისტების მათემათიკური უნარები smile.gif )
20 მილიონზე გამოდის 55000 მგზავრი დღეში ანუ 200 მგზავრი რომ ვიანგარიშოთ ერთ რეისზე (რაც წარმოუდგენელიც კია) გამოდის 275 რეისი დღეში ანუ ყოველ 5-6 წუთში 1 რეისი, რაც დაუჯერებელია. თუმცა 2 მილიონიანი მგზავრბრუნვაც კი საკმაოდ მნიშვნელოვანი იქნება, რაც "სკაი-ჯორჯიას" არც კი დაესიზმრება.

Posted by: DaNGeR_DaNGeR 19 Apr 2011, 09:51
QUOTE
იყიდება კოპიტნარის აეროპორტი 1 ლარად


1.5 ლარს ვიხდი boli.gif






































ჩემით punch.gif

Posted by: vaniko1978 19 Apr 2011, 09:57
კოდუაც რო ვინმეზე ხმას ამოიღებს კორტები ჩალის ფასად ჩაიგდეს ხელში და არა მარტო კორტები, ისე მართლა რა უბედურებაა ეს თბილისის აეროპორტი ცეცხლი უკიდია ყველაფერს , ყველა უჯიშო გადამთიელი აქ როგორ უნდა გამდიდრდეს

Posted by: Morgan Freeman 19 Apr 2011, 10:12
მეტი "ცვეტში" არ ღირს gigi.gif

Posted by: GT.ge 19 Apr 2011, 10:20
QUOTE
წელიწადში 20 მილიონ მგზავრს

boli.gif
ალბათ, 20 ათასი.


1 ლარი იეფია, არა?


QUOTE
სტრატეგიული ობიექტების სია

სოფო ნიჟარაძე.

Posted by: laci 19 Apr 2011, 10:44
QUOTE
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ქუთაისში, კოპიტნარის აეროპორტს სიმბოლურ ფასად _ 1 ლარად გაყიდის


მეც ვიყიდი 1 ლარად....



20 მილიონი მგზავრი წარმოუდგენელია, საიდან მოიტანეს ეს ციფრი, როდესაც საქართველოს წლიური ბრუნვა 700 000-ი მგზავრია, რომელიღაც წელს ყოფილა 900 000-ი მგზავრი...

Posted by: re_vera 19 Apr 2011, 13:54
QUOTE
მეტი "ცვეტში" არ ღირს gigi.gif

ისე რა ამბავია 1 ლარი, საგაზაფხულო სეილი არ იქნება ნეტა? rolleyes.gif


laci
QUOTE
20 მილიონი მგზავრი წარმოუდგენელია, საიდან მოიტანეს ეს ციფრი,


მიშას "მგრძნობიარე" დამოკიდებულება მილიონების მიმართ არ შეგინიშნავს? spy.gif
განსაკუთრებით, თუ საქმე ტურისტებს და მგზავრებს ეხება smile.gif

Posted by: xronopi 19 Apr 2011, 14:56
QUOTE (re_vera @ 19 Apr 2011, 03:14 )
გარდა ამისა, ინვესტორმა გარანტია უნდა დადოს, რომ წელიწადში 20 მილიონ მგზავრს მოემსახურება.

ეგ იდიოტები საერტოდ გამოთაყვანდნენ
წელიწადში 20 მილონი გამოდის დღეში დაახლოებით 50.000
ანუ დღეში საშუალოდ 250 რეისი ქუთაისის არეპორტიდან.
როგორ წარმოგიდგენიათ givi.gif
თბილისის არეოპორტში კვირაში 5-7 რეისია

Posted by: laci 19 Apr 2011, 14:58
re_vera
QUOTE
მიშას "მგრძნობიარე" დამოკიდებულება მილიონების მიმართ არ შეგინიშნავს

biggrin.gif
ეტყობა მდგრადმა დაუთვალა...biggrin.gif

Posted by: re_vera 19 Apr 2011, 18:22

მილიონობით კვადრატული მეტრი მიწა ჩალის ფასად იყიდება - "მთავრობა გლეხის მძიმე მდგომარეობით სარგებლობს და მიწებს უცხოელებზე ყიდის. ეს ეროვნულ ინტერესებზე უარის თქმას ნიშნავს..."

"სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწების მასობრივი გაყიდვა დაიწყო. ეკონომიკის სამინისტროს აუქციონზე დაახლოებით 674 588 ათასი ლარად 3 693 235 კვადრატული მეტრი მიწა აქვს გასაყიდად გამოტანილი. ამ დროისთვის სამინისტრომ 3 556 225 ლარად უკვე გაყიდა 65 587 201 კვადრატული მიწა. სპეციალისტების განცხადებით, ხელისუფლება ქართველის გლეხის მძიმე სოციალური პირობებით სარგებლობს და ქართველების მიწებს უცხოელებზე ყიდის. შეგახსენებთ, რომ მთავრობამ სასოფლო-სამეურნეო მიწების იჯარით გაცემა აკრძალა და ამით ქართველებს მიწების იჯარით დამუშავების შესაძლებლობაც წაართვა. კახეთის გარდა, დანარჩენ საქართველოში 1 კვმ მიწა ძირითადად 1 ლარად იყიდება", - წერს გაზეთი "რეზონანსი" სტატიაში სათაურით მილიონობით კვადრატული მეტრი მიწა ჩალის ფასად იყიდება / "მთავრობა გლეხის მძიმე მდგომარეობით სარგებლობს და მიწებს უცხოელებზე ყიდის. ეს ეროვნულ ინტერესებზე უარის თქმას ნიშნავს".

"მიწები ისე იყიდება, რომ მათი აღრიცხვა არ ჩატარებულა, შესაბამისად, მიწების ფასი არარეალურია. მთავრობა ყოველგვარი შესწავლა-კვლევის გარეშე მიწებს ისე ყიდის, როგორც რამდენიმე წლის წინ ტყეები გაასხვისა. ექსპერტების განცხადებით, რჩება შთაბეჭდილება, რომ სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთების მოუმზადებლად გაყიდვის უმთავრესი მიზანი ბიუჯეტში თანხის მობილიზებაა. ამ პროცესის უმთავრესი პრობლემა კი არის, რომ ყველაზე შემოსავლიან ნაკვეთებს უცხოელები ყიდულობენ და ქართველ გლეხს "ხელის ბიჭობა" ელის. მას შემდეგ, რაც გაერომ სურსათის დეფიციტის შესახებ კვლევა გამოაქვეყნა, სხვადასხვა ქვეყნის მოქალაქეებმა მიწების შეძენა განვითარებად ქვეყნებში აქტიურად დაიწყეს. საქართველოშიც ხელისუფლება ბიუჯეტის შესავსებად ინდოელებს, ჩინელებსა და სხვადასხვა ქვეყნის მოქალაქეებს იწვევს. კახეთსა და შიდა ქართლში ჩინელებმა, ინდოელებმა და ებრაელებმა რამდენიმე ათასი ჰექტარი მიწა უკვე იყიდეს", - აღნიშნავს გამოცემა.

"სასოფლო-სამეურნეო მიწებს სხვა ქვეყნის მოქალაქეები არ უნდა ყიდულობდნენ. ეს არის უზარმაზარი პოლიტიკური შეცდომა, მსოფლიოში მსგავს რამეს არავინ აკეთებს. ხელისუფლება ქართველი გლეხის მძიმე მდგომარეობით სარგებლობს და მიწებს უცხოელებზე ყიდის. ეს ეროვნულ ინტერესებზე უარის თქმას ნიშნავს. სასწრაფოდ გააუქმეს კანონი იჯარის შესახებ და ქართველებს აიძულებენ, რომ მიწები გაყიდონ", - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას სოფლის მეურნეობის ექსპერტი პაატა კოღუაშვილი.
"რთულ პოლიტიკურ სიტუაციაში მიწის გაყიდვა არ შეიძლება. ერთმა ცნობილმა ადამიანმა მითხრა, რომლის სახელსაც ახლა ვერ გეტყვით - ის უცხოელი ზურგზე ხომ არ მოიკიდებს და წაიღებსო. მიწას ვერ წაიღებს, მაგრამ მიწის შედეგს ხომ წაიღებს. ეს ყველაფერი ლიბერალურ საბაზრო ეკონომიკას ეწირება. გლეხები იმდენად გაჭირვებული არიან, რომ მიწებს ჩალის ფასად თვითონ ყიდიან. გაუგებარია, მერე რას აპირებენ", - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას სოფლის მეურნეობის ექსპერტი თამაზ კუნჭულია.

"დღეისთვის საქართველოში სოფლის მეურნეობის ძირითადი მწარმოებლები მცირე და საშუალო შინამეურნეობებია. მათ არ აქვთ კრედიტის აღების შესაძლებლობა, რეგიონების უმეტესობაში განუვითარებელია ინფრასტრუქტურა, რომლებიც მოამარაგებენ მათ თესლებით, შხამ-ქიმიკატებით, სასუქებით. განუვითარებელია სამსახურები, რომლებიც მათ გაუწევენ კონსულტაციებს ახალი აგროტექნოლოგიების დანერგვაში, ძირითადი სასოფლო-სამეურნეო კულტურების მოსავლიანობის გადიდებასა და მეცხოველეობის პროდუქტიულობის გაზრდაში, უმრავლეს შემთხვევაში გლეხებს აქვთ არასწორი ან არასრული ცოდნა აგროტექნიკურ და ზოოვეტერინარულ საკითხებზე. სოფლების უმეტესი ნაწილი მწვავედ განიცდის ტრაქტორების მისაბმელების, კომბაინების დეფიციტს. ექსპერტების განცხადებით, ხელისუფლებას სწორი პოლიტიკური ხედვა რომ ჰქონოდა, რვა წლის განმავლობაში სოფლის მეურნეობას ქართველი გლეხი თვითონ ააყვავებდა.
http://www.interpressnews.ge/ge/qarthuli-presis-mimokhilva/166251-19042011.html
ვინმემ ხომ არ იცით აქ საქართველოს (დარჩენილი) ტერიტოტორია რამდენი კვ.მ-ა sad.gif
იქნებ "ოპტომ" გაეყიდათ - 1კვ.მ- 1 ლარი..... რამდენი გამოდის spy.gif
არა უშავს, ხო?!!!! mad.gif mad.gif mad.gif

Posted by: ირაო 19 Apr 2011, 20:43
ჯერ თუ არ გაყიდულა ავიღებ
http://pix.ge/

Posted by: zuranavigator 19 Apr 2011, 20:46
ეს თემა ყიდვა გაყიდვაში უნდა გაგეხსნა.!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!

მოვა ეხლა ის და...............................

Posted by: marta007 19 Apr 2011, 21:05
1, 20 ჩემი

სიმინდი მაინც დათესონ, თუ 1 ლარზე მეტი არ ღირს.
არ შემოგვასიეს ეს თურქები და რუსები....



Posted by: PANTALONE 19 Apr 2011, 21:16
QUOTE
იყიდება კოპიტნარის აეროპორტი 1 ლარად!

2 ცალი შემიხვიეთ

Posted by: kurush 19 Apr 2011, 21:28
20 მილიონი მგზავრი წელიწადში ქუთაისის აეროპორტში?! კარგი ზღაპარია, ტოჟე მნე ჰონ კონგი

Posted by: laci 19 Apr 2011, 21:40
ირაო
QUOTE
ჯერ თუ არ გაყიდულა ავიღებ


მე დაგასწარი..
დაჟე 2ლარს მივცემ..
biggrin.gif

Posted by: druncha 19 Apr 2011, 21:42
კოდუა და ავიაცია...
ახალი სამსიტყვიანი ანეგდოტი.

გაგებაში მაინც იყოს რამის.

Posted by: KIRPICH 19 Apr 2011, 22:04
QUOTE
00 კილომეტრის რადიუსში, არცერთ ავიაკომპანიას არ აქვს უფლება, რომ აეროპორტი გააკეთოს.




მარტო ამის გამო არ არიან ღირსები ვიღაც-ვიღაცეები რომ დაიკიდონ ....

Posted by: vili 19 Apr 2011, 23:26
EVErgreen
QUOTE
სტამბულში. ერთ კათხა ლუდში ამაფრცქვნეს 14 დოლარი. და ესპრესოში 7 მწვანე!!!!

რა ამბავია! პრაღის აეროპორტში 5 დოლარი ღირს კაი ჩეხური ლუდი.

Posted by: iberiana21 19 Apr 2011, 23:36
QUOTE
იყიდება კოპიტნარის აეროპორტი 1 ლარად!,

მერე რამდენია მაგ აეროპორტის ქონების გადასახადი, არ უნდა გადაიხადონ?

Posted by: astral 20 Apr 2011, 07:56
საერთაშორისო აეროპორტებში რომ სიძვირეა ეს ვისაც უმგზავრია ყველამ იცის

Posted by: დეპუტრაწი 17 Feb 2016, 13:09
QUOTE
იყიდება კოპიტნარის აეროპორტი 1 ლარად!,


საღოლ ვინც იყიდა. დღეს ორმაგ ფასში გაყიდის რამე რო იყოს.

Posted by: moen11 17 Feb 2016, 13:14
მაგ თურქების გამზრდელი $#@##
. ერთი უფასო ვაიფაი ვერ დაუდგიათ..
ძონძი ხალხია

Powered by Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)