Printable Version of Topic
Click here to view this topic in its original format
თბილისის ფორუმი > დასაქმება საქართველოში > ფორუმელი


Posted by: gigajoj 25 Jul 2012, 17:16
ფორუმელების გადაწყვეტილების თანახმად, გადავწყვიტე ეს თემა გამეხსნა...
აქ დაპოსტეთ რომელ ენებზე თარგმნით, ერთამენეთს დავეხმაროთ, გამოცდილება გავუზიაროთ, ელექტრონული ლექსიკონები მივაწოდოთ...
გთხოვთ, როცა კლინტი შემოვა და დაპოსტავს თარგმანთან დაკავშირებით ფასი არ დაპოსტოთ აქ...
უბრალოდ პმში მიწერეთ...
როგორც ვხედავ, ბევრ თემაში კონკურენციაა ფასზე...
ამიტომ ერთამენთს საშუალება მივცეთ ჩვენი შრომის ფასი შევაფასოთ სათანადოდ...
უფრო მეტიც, ჩემი აზრით, ასეთ რამეზე ვორნი უნდა იყოს და უკიდურეს შემთხვევაში ბანი...
აქ დავდებ ჩემს სივს და თუ სურვილი გექნებათ გადახედეთ და დამიკავშირდით...
ქვემოთ არის ჩემი სერთიფიკატი...
Translator

Personal Information
Name Giga
Surname Jojishvili
Date of birth 20.03.1990
Place of birth Kaspi
Nationality Georgian
Contact information Mobile phone: 5 98 96 09 76
E-mails: 1.gigajojisdhvili@yahoo.com
2. giga-1232@boom.ge
Skype name: gigajojishvili
Permament living: Kaspi
Education:
Higher Education
BA:2008-2012: A faculty of Business Management and Administration of Transport and Mechanical Engineering at Georgian Technical University.

Foreign Language: English language: C2 level
Native Language: Georgian language: Native speaker

Additional Education: 1. Computer Skills (MS office, PowerPoint, Windows, Internet)
Certificate: 2. Certificate of Practical and Theoretical Translation studies at CAC
Interest spheres of translation: Thechnical, Economics Banking, Business, Law, International Relations, Military, Religious, Diplomacy, Philosophy, Psychology texts.
Combination of Langauges: Georgian-English and English-Georgian

Experience: more than two years experience in translation realm:
1.Translating films and cartoons from English into Georgian at the Tele-Studio Company.
2.Translating documents, instructions and texts from English into Georgian and from Georgian into English such as:
 A Report of Independent International Fact-Finding Mission on the Conflict in Georgia
 The UN Resolution
 Hilary Clinton’s visit in Georgia
 Relations between Georgia and Russia
 The Suez Canal etc.

Posted by: Unico 25 Jul 2012, 19:03
QUOTE
როგორც ვხედავ, ბევრ თემაში კონკურენციაა ფასზე...

კი, თან ძალიან smile.gif

მე სივის დადება არ მინდა, უბრალოდ გამოცდილების გაზიარება-თხუება იყოს თუ შაიძლებოდეს biggrin.gif

მოკლედ, ეხლა ვფიქრობ რა შემიძლია გირჩიოთ ან რა შემიძლია ვიკითხო თქვენგან.. რავიცი

პირველი ის მახსენდება, რომ ლექსიკონის გამოყენების არ უნდა შეგრცხვეთ - ეს ჩვენი ინსტრუმენტია smile.gif

მეორე, უნდა ითარგმნოს ისე, როგორც არის დოუკუმენტში - მთარგმნელი თარგმნის და არ ცვლის ტექსტის შინაარსს. ხშირად ყოფილა, მოსულან, ეს სიტყვა არ მინდა ის ჩამიწერე და ა.შ. თუ ამის საშუალება არ არის, ანუ თუ ტექსტი არ გაძლევს საშუალებას, არ უნდა ჩაასწორო. სინონიმების გამოყენება შეიძლება (ზოგი პირდაპირ ჭედავს ამა თუ იმ სიტყვაზე და სინონიმით ჩამინაცვლებია), მაგრამ ზოგადად - ტექსტის გადაკეთება არ შეიძლება smile.gif

მესამე, ... აა, ხო სახელი... სახელის და გვარის სწორად დაწერის პრობლემა ყველგან არის, ამიტომ დაწერეთ ისე, როგორც პასპორტში აქვთ, ანუ როგორც ოფიციალურ დოკუმენტებში...
კია ეს ანაბანა, მაგრამ ზოგს სჭირდება მაინც smile.gif
თავის დროზე რომ დავიწყე მთარგმნელობითი მუშაობა, მეც არ ვიცოდი და არავის უთქვია, ჩემი გამოცდილებით დავაგროვე :შშშ


Posted by: gigajoj 25 Jul 2012, 19:09
Unico
QUOTE
მე სივის დადება არ მინდა, უბრალოდ გამოცდილების გაზიარება-თხუება იყოს თუ შაიძლებოდეს

პრობლემა არაა...
QUOTE
პირველი ის მახსენდება, რომ ლექსიკონის გამოყენების არ უნდა შეგრცხვეთ - ეს ჩვენი ინსტრუმენტია

გეთანხმები...
QUOTE
მეორე, უნდა ითარგმნოს ისე, როგორც არის დოუკუმენტში - მთარგმნელი თარგმნის და არ ცვლის ტექსტის შინაარსს. ხშირად ყოფილა, მოსულან, ეს სიტყვა არ მინდა ის ჩამიწერე და ა.შ. თუ ამის საშუალება არ არის, ანუ თუ ტექსტი არ გაძლევს საშუალებას, არ უნდა ჩაასწორო. სინონიმების გამოყენება შეიძლება (ზოგი პირდაპირ ჭედავს ამა თუ იმ სიტყვაზე და სინონიმით ჩამინაცვლებია), მაგრამ ზოგადად - ტექსტის გადაკეთება არ შეიძლება

yes.gif yes.gif
QUOTE
მესამე, ... აა, ხო სახელი... სახელის და გვარის სწორად დაწერის პრობლემა ყველგან არის, ამიტომ დაწერეთ ისე, როგორც პასპორტში აქვთ, ანუ როგორც ოფიციალურ დოკუმენტებში...

ვაჰჰჰ, ყველა რატომ აღიქვამს ისე, რომ მე გიორგით ვწერივარ პირადობაში?
გიგად ვწერივარ biggrin.gif
ზოგი კი გიასაც კი მეძახის lol.gif lol.gif lol.gif

Posted by: Unico 25 Jul 2012, 19:25
gigajoj
ეს ყველაზე საშინელი მომენტია...

პრობლემური სახელ–გვარები:
Giorgi/George
Tchkadua/Chkadua
Pridon/Phridon
David/Davit

და კიდე რომელია ახლა აღარ მახსენდება, შემხვდება დავწერ smile.gif

და განსაკუთრებით კიდე სომხური გვარები მკლავს : შ

პ.ს. მოი დაგთაგო, ჩემი საუკეთესო თარჯიმანი - litterator biggrin.gif :*


Posted by: gigajoj 25 Jul 2012, 19:35
Unico
QUOTE
ეს ყველაზე საშინელი მომენტია...

აჰა... smile.gif
QUOTE
პ.ს. მოი დაგთაგო, ჩემი საუკეთესო თარჯიმანი - litterator

ეს ის ხომ არაა, ლიტერატურული ბლოგი, რომ აქვს გახსნილი? biggrin.gif
ფორუმელებო, იქნებ დაწეროთ ჩემს პონსტში რამე თუ არის შეცდომა...
შენიშვნებისთვის დიდი მადლობა...

Posted by: Unico 25 Jul 2012, 20:03
QUOTE
ეს ის ხომ არაა, ლიტერატურული ბლოგი, რომ აქვს გახსნილი?

არა მარტო
მთარგნელია და სპეციალური ბლოგიც აქვს თარგმნაზე smile.gif
დაიცა დავლინკავ ახლავე



http://targm.net/

მიყვარს ეს გოგო, კარგი ადამიანია.. დავიღვარე ქებად biggrin.gif

Posted by: nutsiko 25 Jul 2012, 22:04
აბა, შევიკრიბეთ მთარგმნელები?

smile.gif

Posted by: Unico 25 Jul 2012, 22:45
nutsiko
კი biggrin.gif

მე ვატყობ, რომ ბევრი მასწავლებლობს. აი თავად კი არ ძალმიძს ვასწავლო ინგლისური ვინმეს : ) ჩემს ძალებს აღემატება, პედაგოგი არ ვარ, სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ

ისე, აქ ლინგვისტებიც და ფილოლოგებიც მოვლენ? ეგენიც თარჯიმნობენ ხოლმე user.gif

Posted by: nutsiko 25 Jul 2012, 23:04
Unico
დიახ, მე ვარ პედაგოგიც ამავდროულად. უამრავი მოსწავლე მყოლია მარტო ამ ფორუმით. არსებობენ სხვადასხვა კატეგორიის ადამიანები, მაგ:
1. ვისაც სურვილი აქვს ინგლისურში მომზადების, ოღონდ მათი სურვილი და ქმედება ერთმანეთს არ შეესაბამება, სურვილი ასეთად რჩება, რეალურად განუხორციელებელი.
2. ვისაც სურვილიც აქვს და მეტ-ნაკლებად მზაობაც, მაგრამ არიან თავმოუბმელები და არაორგანიზებულები, ვითომ დაიწყებენ მეცადინეობას და მერე ათას ხელოვნურად შეთითხნილ მიზეზს დაგისახელებენ, რომ გაგიცდინონ და არ იარონ გაკვეთილზე (ასეთ ტიპაჟებსაც ეგრევე ვცნობ). მიზეზები მრავალმხრივია: დაწყებული - დაბადების დღეზე ვიყავი, ვიქეიფე, ნაბახუსევი ვარ, ძმაკაცის ცოლი გამითხოვდა, ბალეტზე დავიწყე სიარული, შუქი ჩამიქრა და ა.შ.
3. მეზღაპრეები - მიუნჰაუზენები - ტიპური გადამგდები ხალხი ან უკეთეს შემთხვევაში მეოცნებენი, რომელთაც სურთ სასაუბრო ენის შესწავლა (ჯერ მარტო ამ წინადადებას რომ ვხვდები მიმოწერაში, უკვე გასაგებია ჩემთვის, რა კატეგორიასთან მაქვს საქმე). სურთ ენის შესწავლა დაახლოებით ასეთ დონეზე: აი ემ ე თეიბლ ვარიანტში, გრამატიკასთან არა თუ მწყრალად არიან, არც უნდა უხსენო გრამატიკა, იმდენად არ ,,ჭირდებათ" და გაგონებაც არ უნდათ. პირდაპირ ულტიმატუმს აყენებენ: ვეძებ მასწავლებელს, რომელიც მარტო სასაუბროს (ოღონდ როგორ უნდა ისაუბრონ წინადადების დალაგების გარეშე კაცმა არ იცის) ასწავლის. მოკლედ, ასტრალებში არიან სადღაც.
4. უბრალოდ ცნობისმოყვარენი, რომლებსაც არ მომზადება უნდათ და დიდად არც რამე. მხოლოდ მოგწერენ, გაგესაუბრებიან, აინტერესებთ ფასები და პირობები, მერე ისე იკარგებიან, როგორც მარტის თოვლი.
5. არიან კიდევ ასეთი კატეგორიის მსმენელები (პოტენციური მოსწავლეები), მათ ზარმაცებს ვუწოდებ ხოლმე პირობითად. მომწერენ ქედმაღლურ წერილს, რომ გრამატიკას ,,სხლავენ", ტექსტების ,,რისხვები'' არიან, ეგაა რომ ეზარებათ მარტო მეცადინეობა და უნდათ მომზადება, ოღონდ აფერ ინთერმიდიეთის დონეზე იციან ინგლისური (და საჭიროებისამებრ გაგიშანშალებენ სხვადასხვა სასწავლო ცენტრების სერტიფიკატებს, თუმცა რა ცოდნა აქვთ, ეს ცალკე საკითხია). ასეთებს ვურჩებ ხოლმე ნებისყოფა გამოიმუშაონ და საკუთარ თავზე მეტად იმუშაონ, დახვეწონ ცოდნა და უნარები და ყველაფერს გადალახავენ.

ეს ისე... ლირიკული გადახვევა იყო... რა კატეგორიის მსმენელს შევხვედრივარ. გამოცდილება გაგიზიარეთ.

მადლობა ღმერთს, რომ ამდენწლიანი პრაქტიკის შედეგად არ მყავს არასერიოზული, ჩამოუყალიბებელი, ცანცარა და გაურკვეველი მოსწავლეები. ვმუშაობ მხოლოდ მათთან, ვინც იცის საკუთარი და სხვისი დროის ფასი, გააჩნია ნებისყოფა და მზაობა მეცადინეობისთვის, აქვს მკაფიოდ განსაზღვრული მიზანი, რისთვის ემზადება ენაში და რა შედეგის მიღწევა სურს. ჩვენ ვმუშაობთ მთელი პასუხისმგებლობითა და სერიოზულად, სრული სიმკაცრით და საქმისადმი კეთილსინდისიერი დამოკიდებულებით. შესაბამისად, შედეგებიც ადეკვატურია.

Posted by: Raycher 25 Jul 2012, 23:58
ვთარგმნი რუსულიდან ქართულად ნებისმიერი ტიპის ტექტს - მხატვრული, დოკუმენტური, ტექნიკური ლიტერატურა.


Posted by: Unico 26 Jul 2012, 12:08
nutsiko
რა საინტერესო გამოცდილება გქონია :*

რისთვის შემოვედი, ხო ისა... ჩვენთან შემოდის უცხოეთში გაკეთებული სანოტარო აქტები, რომელსაც აქ მერე გვათარგნინებენ ქართულად. ხოდა მასეთ დოკუმენტებს ვიყენებ ხშირად.. თქვენც ალბათ ხო?

მართალია აქ ინგლისურის თარჯიმნები ვართ ძირითადად, მაგრამ გამიგია რომ იტალიის საელჩოს თავისი სანდო თარჯიმნების სია აქვს გამოკრული, ამიტომ როცა იტალიაში მიდის საბუთი, იმათ ვათათგმნინებთ, ვისაც საელჩო უცხადებს ნდობას...

პლუს ცალკე პრობლემაა ლეგალიზაციაზე და აპოსტილეზე

კიდე ძალიან მაინტერესებს, სამოქალაქო რეესტრის მთარგმნელობითი მომსახურებაც, რამხელა ფასებია, biggrin.gif
მიდის ვინმე მანდ და ათარგმნინებს? ჩვენები ხო კრიჟანგები არიან, ამ ბოლო დროს უცხოელებიც გაძუნწდნენ, წარმოუდგენლად დაბალ ფასებს ითხოვს ხოლმე ზოგი (ზოგი, ყველა არა ცხადია)

Posted by: gigajoj 26 Jul 2012, 13:11
nutsiko
QUOTE
აბა, შევიკრიბეთ მთარგმნელები?

აბა აბა...
QUOTE
ისე, აქ ლინგვისტებიც და ფილოლოგებიც მოვლენ? ეგენიც თარჯიმნობენ ხოლმე

კი ლინგვისტებიც არიან...
nutsiko
QUOTE
დიახ, მე ვარ პედაგოგიც ამავდროულად. უამრავი მოსწავლე მყოლია მარტო ამ ფორუმით. არსებობენ სხვადასხვა კატეგორიის ადამიანები

ნუცა, შენ სამართალმცოდნეობა არ გაქვს დამტავრებეული საზღვარგარეთ?
რაღაც ასე მახსოვს მე...
QUOTE
კიდე ძალიან მაინტერესებს, სამოქალაქო რეესტრის მთარგმნელობითი მომსახურებაც, რამხელა ფასებია

ოოო, ეგენი არიან ამომგდებნი biggrin.gif
საკმაოდ ძვირად თარგმნიან...
სხვათაშორის ადრე სათარჯიმნო ბიუროს ბიზნეს გეგმა გავაკეთე და საკმაოდ კარგი პროექტია, სიამოვნებით დავიწყებდი მეც ამ ბიზნეს ლინგვისტო რომ ვიყო და საკმარისი გამოცდილება რომ მქონდეს...
QUOTE
მიდის ვინმე მანდ და ათარგმნინებს?

კი ძალიან ბევრი...
განსაკუთრებით, როცა ტენდერები ცხადდება, დილა მაგათვის თენდება biggrin.gif
ადრე ინტრენეტში მოვძებნე ერთი წლის განმავლობაში დაახლოებით 400000 ლარის ტენდერები იყო გამოცხადებული სხვადასხვა სამინისტროს მიერ...
ამის შემდეგ მომაფიქრდა ამ ბიზნესის წამოწყება...
მაგრამ ამოდ sad.gif

Posted by: slim4you 26 Jul 2012, 13:35
არ გეზარებათ ამდენის წერა? biggrin.gif

არადა საინტერესოა

პროსტა თვალები ამტკივდა კითხვით (ნაზი თვალები მაქვს user.gif )


Posted by: nazi1982 26 Jul 2012, 13:40
საქართველოს საპატრიარქოს წმ. ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტის ენების ცენტრის მთარგმნელ-თარჯიმანთა უმაღლესი კურსები გავლილი აქვს ვინმეს? მაინტერესებს, როგორ ასწავლიან და ღირს თუ არა გადასახდელი თანხის გადახდა?

Posted by: ikusha1994 26 Jul 2012, 14:00
ინგლისური intemedate არავის გინდათ?

Posted by: nutsiko 26 Jul 2012, 14:29
gigajoj
მე ზოგადად მრავალმხრივი განათლება მაქვს მიღებული (არ ვხუმრობ) და სხვადასხვა სფეროში ვსაქმიანობ smile.gif როდის როგორ (ხან თარგმანები, ხან მოსწავლეები, ხან ტექსტების რედაქტირება, სამართალმცოდნეობა თავისთავად, უნიკალური სტატიების წერა სეოს მიხედვით, ახლა ინტერნეტ კომერციაში ვარ ჩართული, სხვ. რა ჩამოთვლის მთელ ჩემს გამოცდილებას).

მართალია, შეიძლება წინა ჩემი პოსტი მოსწავლეების კატეგორიასთან დაკავშირებით ცოტა ვრცელი გამომივიდა, მაგრამ ვფიქრობ, დამწყები პედაგოგებისთვის საინტერესო იქნება მათთვის, რა უნდა გაითვალსწინონ და რა - არა. თან ეს მრავალწლიანი გამოცდილების ამსახველი წერილია. ასე რომ... ვისაც არ ეზარება, წაიკითხავს,

თარგმანეს რაც შეეხება, ყველა სხვადასხვა ფასად თარგმნის, თუმცა ყველას და ყველაფერს აქვს თავისი ფასი, როგორც აქამდე მითქვამს. თან თავისუფალი ბაზარია. გაწყობს? ხომ კარგი, არადა ყოველთვის მოიძებნება ადამიანი, რომელიც გადაიხდის იმ ფასს, რომელსაც ვაწესებ. თან კმაყოფილ დამკვეთს ყოველთვის სხვა მოჰყავს, იზრდება ცნობადობა და ხშირ შემთხვევაში ერთი დამკვეთი მუდმივ კლიენტად გადაიქცევა ხოლმე.

მთარგმნელობით ბიუროში მართლაც ძალიან მაღალია ფასები. რამდენჯერმე დამჭირდა სანოტარო წესით დამოწმებული თარგმანები, თან იშვიათ ენებზე, სადაც კონკურენცია დაბალია, ბევრი სპეციალისტი არაა და ისეთი ფასებია, რომ რა ვთქვა აბა?! ზოგჯერ მინატრია კიდეც, იაპონური ან რომელიმე აზიური ენა მცოდნოდა biggrin.gif საკმაოდ კარგი ფული კეთდება. ახლობელი არაბულის სპეციალისტია და არაბებთან მუშაობს რაღაც მსხვილ ბიზნესში smile.gif არაბული მაინც ვიცოდე tongue.gif

ერთი სიტყვით, მთავარია მონდომება.

პ.ს. ისევ ბევრი ვწერე. მომიტევეთ wink.gif

Posted by: Unico 26 Jul 2012, 14:52
nutsiko
QUOTE
ისევ ბევრი ვწერე. მომიტევეთ

პირიქით, ძალიან კარგია ბევრს რომ წერ..

იშვიათ ენებზე ფასი დიდია აბა რა, ჰოლანდიურზე, პოლონურზე იმხელა ფასს ადებს თარჯიმანი რომ კლიენტების სახის დანახვა გულს მიჩუყებს, ისეთი საცოდავი მზერა აქვთ biggrin.gif



nazi1982
არ ვიცი, არ გამივლია მე ეგ კურსები smile.gif

Posted by: გონება 26 Jul 2012, 15:03
გამარჯობათ ფორუმელო თარჯიმნებო..

მე მაინტერესებს დაახლოებით 100 სიტყვისგან შემდგარ წინადადებებს რამდენად თარგმნით ქართულიდან რუსულად.. წინადადებები არარი განსაკუთრებული ტერმინოლოგიის და სპეციფიკის, ჩვეუელბრივი სასაუბრო ლექსიკა გამოიყენება და მექანიკურ გრამატიკულ ცდომილებებზე არ გაგიმახვილებთ ყურადღებას.. ანუ თავისუფლად მოგიწევთ მუშაობა რა.. ერთჯერადად არ მჭირდება რათქმაუნდა..

დამიწერეთ თქვენი სავარაუდო ფასები და მერე დეტალებზე პმში დაგელაპარაკებით...

Posted by: nazi1982 26 Jul 2012, 15:37
Unico
შენ შეიძლება არ იცი, მაგრამ იქნებ, სხვამ იცოდეს და დადოს ინფორმაცია. მაინტერესებს, ჭავჭავაძეში უფრო კარგად ასწავლიან თუ სანგუში, სად ჯობს სინქრონის კურსების გავლა.

Posted by: gigajoj 26 Jul 2012, 16:02
nazi1982
თუ გინდა ერთ კარგ კურსებზე მიგასწავლი... wink.gif wink.gif wink.gif
6-5 თვიანია...
თვე 350 ლარი...
nutsiko
ნუცა ხომ არ იცი ამ განყოფილების მოდერი ვინ არის?
მინდა ეს თემა ავაპიმინო...
და ასევე ვორნების თაობაზეც დაველაპარაკოთ...
თორემ ისევ ისეთი ვაჭრობა წავა აქ...

Posted by: nazi1982 26 Jul 2012, 16:25
მე არ მინდა, ახლობელს უნდა smile.gif პირადში მოგწერ

Posted by: nutsiko 26 Jul 2012, 17:57
nazi1982
ვიცი, რომ ილიას უნის ჰქონდა სინქრონის ორწლიანი პროგრამა და საკმაოდ საფუძვლიანად ასწავლიდნენ. ახლა არ ვიცი, როგორაა მანდ.

gigajoj
ამ განყის მოდერია chiefangel. ბოლო მონაცემებით ის იყო, თუ არაფერი შეიცვალა დირკაბში. მაინც მიწერე, რომ აპინოს.


Posted by: გონება 26 Jul 2012, 22:38
რატო არ შეიმჩინეთ ჩემი პოსტი კაცო..

==============

Posted by: gigajoj 26 Jul 2012, 23:38
გონება
მოიცადე ჯერ რუსული ენის თარჯიმნებიც შემოვიდნენ biggrin.gif
ისე ნუცაც თარგმნის რუსლიდან ქართულად და პიქრიქით და აბა შეეხმიანე...

Posted by: nutsiko 26 Jul 2012, 23:44
gigajoj
მადლობა რეკომენდაციისთვის smile.gif ზოგადად კი ვიცი ,,ფორუმული" ფასი რამდენიცაა, ამდენად, უკვე ნაკლებად ვიღებ აქედან შეკვეთებს (როგორც წესი, თემებში, რომლებიც იხსნება 2 და 3 ლარად თარგმნიან ან ტექსტებს კრეფენ 15 თეთრად). შესაბამისად, არ მიღირს აქედან შეკვეთების აღება. ადამიანი, რომელიც ასეთ ფასებს ნახავს, ჩემ მიერ დაწესებულ ფასს შეიძლება არ დათანხმდეს.

ზოგადად, რასაც გადავხედე ამ განყოფილებაში თემებს და იუზერებს, ერთ საინტერესო რამეს მივხვდი, ჯობია, ნაკლები ვისაუბრო და ნოუ-ჰაუ ნაკლებად გავთქვა, თორემ იდეების მოპარვას აქვს ადგილი და აუთსაიდერის როლში ყოფნა მაინც და მაინც არ მიზიდავს.

ვეკ ჟივი, ვეკ უჩის. wink.gif კიდევ ერთი ჭკუის სასწავლებელი გაკვეთილი მივიღე.

ვურთიერთობ მხოლოდ PM-ით საქმეებთან დაკავშირებით.

Posted by: nazi1982 26 Jul 2012, 23:57
nutsiko
ადრე რომ კარგად ასწავლიდნენ ვიცი, ახლა რა ხდება ეგ მაინტერესებდა smile.gif

Posted by: nutsiko 27 Jul 2012, 00:43
nazi1982
ახლა ნამდვილად არ ვიცი, სამწუხაროდ sad.gif

Posted by: Unico 27 Jul 2012, 12:17
nutsiko
QUOTE
როგორც წესი, თემებში, რომლებიც იხსნება 2 და 3 ლარად თარგმნიან ან ტექსტებს კრეფენ 15 თეთრად). შესაბამისად, არ მიღირს აქედან შეკვეთების აღება

ფორუმი არასერიოზული ადგილია ბიზნესისასთვის, ჩემი აზრით.
გარდა მაგისა, ადამიანი რომელიც საკუთარ დროს და შრომას ასე იაფად აფასებს, იმისგან ხარისხიანი და ხეირიანი არაფერია, smile.gif

მე ვერ ავკრიფავ ტექსტებს გვერდს 15 თეთრად, იმიტომ რო არ მიღირს ამდენი დრო დავახარჯო გროშებს smile.gif
თარგმნაც გვერდი 2 ლარი არის სისულელე, თუ ვინმეს ჰგონია რომ ასე გამდიდრდება, ძალიან ცდება. არადა იაფ ფასებს მაგიტომაც წერენ რომ მეტი კლიენტი ჰყავდეთ, ხოდა ის კი ავიწყდებათ, რომ დროს აქვს მნიშვნელობა. გამიგია რომ ჩვეულებრივ თარჯიმანი დღეში დაახლოებით 10 გვერდზე მეტს ვერ თარგმნის.. საწინააღმდეგოს არ დავიჯერებ, იმიტომ რომ ჰა ტუალეტში გასვლა ხომ უნდა? ჭამა ხომ უნდა, მობეზრების მომენტიც ხომ არის? მართლა რობოტი კიარაა, ადამიანია smile.gif ათზე მეტი გვერდი რომ ექნება სათარგმნ/საკრეფი და ამ დროს ჩვენი კლიენტების ამბავი ხომ იცი, ყველას ეჩქარება, ყველას სწრაფად უნდა, რას მოასწრებ? მოასწრებ კიარა, დაგრჩება მასალაც და უკმაყოფილო კლიენტიც (იმჰო)

QUOTE
ერთ საინტერესო რამეს მივხვდი, ჯობია, ნაკლები ვისაუბრო და ნოუ-ჰაუ ნაკლებად გავთქვა, თორემ იდეების მოპარვას აქვს ადგილი და აუთსაიდერის როლში ყოფნა მაინც და მაინც არ მიზიდავს.

ნოუ ჰაუ არც უნდა ითქვას... მე აქ რჩევა-რეკომენდაციები და გამოცილების გაზიარების სურვილით ვარ smile.gif ცოტას მე ვისწავლი, ცოტას მე გასწავლით ^_^ ჯამში ვფიქრობ ყველა მოგებული დარჩება, არა?

Posted by: nutsiko 27 Jul 2012, 12:29
Unico
რა თქმა უნდა, ფორუმზე განხილვის მიზანიც სწორედ ისაა, რომ გამოცდილება გავუზიაროთ ერთმანეთს და რჩევები მივცეთ რაღაც საკითხებზე.

აი, ნოუ-ჰაუს და მსგავს რამეებს რაც შეეხება, ჩვენ ბოდიში. ვერაფრის დიდებით აქ ვერ დავწერ, რა და როგორ და სად, ა.შ.

ყველაფერი არ ითქმება.


Posted by: gigajoj 27 Jul 2012, 14:45
Unico
QUOTE
გამიგია რომ ჩვეულებრივ თარჯიმანი დღეში დაახლოებით 10 გვერდზე მეტს ვერ თარგმნის..

შენ გაგიკვირდება და ერთმა 20 გვერდი გადათარგმნა 8 საათში smile.gif

Posted by: გონება 27 Jul 2012, 15:52
gigajoj
ველოდები პმ ში ყველა მსურველს, და ავუხსნი პირობებს smile.gif)

რაც მთავარია ყოველთვირუად ვიხდი, ანუ ერთჯერადად არ მჭირდება რო ერთი დღით და ვსო მასე არა..

ვინც თავისუფლადაა რუსულდან კიდე იმისთვის არაფერია დღეში 10 მდე წინადადების თარგმნა, ზოგიერთი დღე ვაფშე არ მექნება დავალება მაგრამ ყოველთ იურ ანაზღაურებას არ მოაკლდება არაფერი...

Posted by: Perfectum 27 Jul 2012, 16:31
ასი სიტყვისგან შემადგარი წინადადებები smile.gif კარგი იყო.

Posted by: gigajoj 27 Jul 2012, 17:49
აბა კოლეგებო თქვენი დახმარება მჭირდება...
ე.ი. ერთ საშინელი წიგნი მაქვს სათარგმნი და ასეთი რამ შემხვდა...
The Statistics Council is established to advice on the development and implementation of the Programme and on the production and use of official statistics; to determine and assess the areas in which official statistics are needed and to provide opinions and suggestions for future works to be carried out.

აი აქ ვერ გავიგე ეს რა მნიშვნელობით არის გამოყენებული on the production
დიდი მადლობა წინასწარ...

Posted by: nutsiko 27 Jul 2012, 17:59
,,სტატისტიკის საბჭო დაფუძნებულია პროგრამის განვითარებისა და განხორციელებისთვის, ასევე, ოფიციალური სტატისტიკის გამოცემისა და გამოყენებისთვის, იმ სფეროების განსაზღვრისა და შეფასებისთვის, რომელშიც ოფიციალური სტატისტიკაა საჭირო და მოსაზრებისა და წინადადებების წარსადგენად სამომავლოდ განსახორციელებელ საქმიანობაში."

production 1. производство; изготовление; выпуск ...>> – ლინგვოდან smile.gif კონტექსტშიც ასე გამოდის.

Posted by: gigajoj 27 Jul 2012, 18:12
nutsiko
დიდი მადლობა...

Posted by: გონება 27 Jul 2012, 19:06
მადლობა გამხოამურებისთვის ყველას.. რაღაც მიზეზების გამო აღარ მჭირდება მთარგმნელი...

Posted by: Unico 27 Jul 2012, 23:13
gigajoj
QUOTE
ერთმა 20 გვერდი გადათარგმნა 8 საათში

რა იყო, ასლის გადამღები მანქანააა? biggrin.gif
ეგ ერთმა ქმნა, გამონაკლისია; ხოდა მეეჭვება ჯანზე დარჩენილიყო მაგ 8 საათის მერე რომ არ დაესვენა. ხეირიანი თარგმანი მაინც თუ გამოუვიდა? ორთოგრაფიული და გრამატიკული შეცდომების გარეშე? smile.gif

Posted by: gigajoj 27 Jul 2012, 23:21
Unico
QUOTE
რა იყო, ასლის გადამღები მანქანააა?

რავი ტო, ძალიან მხეცია რა biggrin.gif
QUOTE
ხოდა მეეჭვება ჯანზე დარჩენილიყო მაგ 8 საათის მერე რომ არ დაესვენა.

ისე ბოლოს დააყოლა, დღეს ცოტა ვერ ვაარო biggrin.gif
არა და მეორე დილით ლექციები ჰქონდა ჩასატარებელი lol.gif lol.gif
QUOTE
ხეირიანი თარგმანი მაინც თუ გამოუვიდა?

იმ ქალთან თარგმნის ხარისხზე ლაპარაკი ზედმეტია...
მსოფლიო ბანკის თარჯიმანია wink.gif
არავის არ მინდა შეურაწყოფა მივაყენეო, მაგრამ ნეტა მის მეათედს მივაღწიოთ რასაც მან მიაღწია..

Posted by: Unico 27 Jul 2012, 23:26
QUOTE
იმ ქალთან თარგმნის ხარისხზე ლაპარაკი ზედმეტია...
მსოფლიო ბანკის თარჯიმანია

ხოო, მაშინ გამონაკლისი ყოფილა smile.gif გამონაკლისი კიდე წესს ამტკიცებს, რა გინდა biggrin.gif
რა ენის მთარგმნელია? ვაფასებ ეგეთ ხალხს

Posted by: gigajoj 27 Jul 2012, 23:33
QUOTE
რა ენის მთარგმნელია?

ჩვენიანია biggrin.gif
ინგლისური ენის smile.gif
QUOTE
ვაფასებ ეგეთ ხალხს

კი...
მეც ასე ვარ...
ძალიან ნიჭიერია...
ერთ კვირაში 350 გვერდი თარგმნა.. biggrin.gif
გავოგნდი ადამიანი biggrin.gif

Posted by: cin_namon 28 Jul 2012, 14:56
ხოდა თუ ასეთი მაგრები ხართ ეს მითარგმნეთ რა

'სამეურნეო სამსახური'

Posted by: gigajoj 28 Jul 2012, 15:03
play it fucking loud
QUOTE
'სამეურნეო სამსახური'

economic service
მაგრამ კონტექსტში როგორ არის ეგ უკვე მეორე საკითხია...
შეიძლება სოფლის მეურნეობაზე საუბარი...

Posted by: cin_namon 28 Jul 2012, 15:45
gigajoj
QUOTE
economic service

არაა,,, ეგ არაა...
ეგ გუგლში ნახე? biggrin.gif biggrin.gif

Facility Maintenance yes.gif

Posted by: gigajoj 28 Jul 2012, 16:16
play it fucking loud
QUOTE
ეგ გუგლში ნახე?

გუგლი არა, ტყემალი biggrin.gif
აქ გთხოვთ მაგს ნუ ახსენბთ biggrin.gif
http://dictionary.ge/ka/word/economic/
აა ნახე...
თუ მანდ ვერ შეხვედი მაშინ
translate.ge
QUOTE
Facility Maintenance

მე არ გედავები ესეც სწორია...
მე გითხარი, რომ კონტექსტს გააჩნია რა მნიშვნელობით არის მანდ...
play it fucking loud
QUOTE
Maintenance

ეს სიტყვა ასე ითარგმნება: მომსახურეობა...
აი მაგაზე უკვე ვეღარ გეტყვი რამდენად სწორი იქნება, როგორც სამსახური თარგმნო...
მაგ: revenue service არის შემოსავლების სამსახური...

Posted by: cin_namon 28 Jul 2012, 16:28
gigajoj
QUOTE
გთხოვთ მაგს ნუ ახსენბთ 

biggrin.gif biggrin.gif


ხო ნუ მე რა კონტექსტში მინდოდა ეგრეა ზუსტად...

Posted by: gigajoj 28 Jul 2012, 16:31
play it fucking loud
QUOTE
ხო ნუ მე რა კონტექსტში მინდოდა ეგრეა ზუსტად

ნუ მაშინ ასეა...

Posted by: Unico 28 Jul 2012, 19:03
play it fucking loud
დაცინვას არ ვართ , ინტრიგობას არ ვართ : ) ეს თემა მაგისთვის არ გახსნილა
შეცდომას როდისმე შენც დაუშვებ ( თუ უკვე არ დაგიშვია biggrin.gif ). არ მომწონს ეს "აბა თუ მაგრები ხართ" პროვოკაცია შემოაგდო და მერე როცა შენეულ ვერსიას არ დაემთხვევა, დასცინო ადამიანს, :/
მოკლედ, კოლეგას ვესარჩლები და როცა კოლეგას ვესარჩლები, დაუნდობელი ვარ, იმდენად საკუთარი თავი არ მადარდებს smile.gif უფასო ადვოკატი ვარ რა biggrin.gif

ახლა რაც შეეხება დანარჩენს.
ჯერ ეს ერთი, გუგლი უშეცდომო არაა და ლექსიკონის მაგივრობას ვერ გაწევს, ის გიგდებს ყველანაირ ვარიანტს, რაც კი ოდისმე დაწერილა და იწერება ვირტუალურ სივრცეში : ) გუგლი შეიძლება დაგეხმაროს შინაარსის, კონტექსტის უკეთ ჩაწვდომისათვის smile.gif

მერე მეორე, კონტექსტს გააჩნია ყოველთვის.

მერე მესამე,
QUOTE
Facility Maintenance

ასეთი სიტყვათა შეთანხმება არ არსებობს : D
ალბათ გინდოდა გეთქვა logistic services, რაც გულისხმობს სამეურნეო სამსახურს კორპორაციებში, ორგანიზაციებში და ა.შ.


Posted by: cin_namon 28 Jul 2012, 23:00
Unico
ღმერთმანი lol.gif

ეს რა გამოსვლა იყო

Posted by: Unico 29 Jul 2012, 12:33
play it fucking loud
ღმერთმანი ტრიბუნა გგონია დამაქ biggrin.gif


Posted by: avelum 29 Jul 2012, 13:01
მე ვსწავლობ ინგლისური ფილოლოგიაზე
ვთარგმნი მიზერულ ფასად
კრიზისი მაქვს
--
ვთარგმნი ინგლისურ ტექსტს ქართულ ეაზე(ნებისმიერი დონე !! ნებისმიერი თემატიკა!)
და შემიძლია რუსულიდან თარგმნაც
მსუველები შემეხმიანეთ )

Posted by: gigajoj 29 Jul 2012, 13:44
Unico
QUOTE
ასეთი სიტყვათა შეთანხმება არ არსებობს

არსებობს...
მაგრამ ის ვერ გავიგე კონკრეტულად რა სიტყუაციაში იყნებენ ამას...
avelum
აი კიდევ ერთი კოლეგა შემოგვემატა...
Unico
QUOTE
ღმერთმანი ტრიბუნა გგონია დამაქ

შენ უეჭველი ლეიბორსიტი ხარ, სადაც გაუსწორდებათ იქ, რომ გამოდიან ტრიბუნით lol.gif lol.gif lol.gif

Posted by: cin_namon 29 Jul 2012, 14:56
QUOTE
შენ უეჭველი ლეიბორსიტი ხარ, სადაც გაუსწორდებათ იქ, რომ გამოდიან ტრიბუნით       
       
       
     
   
:
     
     
       
     
       
       
       
       

lol.gif
მევასება ლეიბორისტები love.gif

Posted by: Unico 29 Jul 2012, 16:47
gigajoj
არ არსებობს :დ
ტრიბუნა ლეიბორისტებს კიარა მიშისტებს დააქვთ :დ

QUOTE
მაგრამ ის ვერ გავიგე კონკრეტულად რა სიტყუაციაში იყნებენ ამას...

კაი, მე არ მენდობით, ნუ მენდობით,
გავიკითხე და მითხრეს:

"maintenance ხშირ შემთხვევაში ტექნიკური მხარდაჭერა/უზრუნველყოფაა, მოვლა, სერვისი"

და თუ გგონიათ სამეურნეო სამსახური მარტო ტექნიკური მხარდაჭერა და ტექნიკური სერვისია, კი ბატონო, თარგმნეთ smile.gif
მე მაგით არაფერი დამაკლდება biggrin.gif

Posted by: gigajoj 29 Jul 2012, 16:54
Unico
QUOTE
"maintenance ხშირ შემთხვევაში ტექნიკური მხარდაჭერა/უზრუნველყოფაა, მოვლა, სერვისი"

ააა ბატონო, ზუსტად მაგას ვეუბნებოდი მეც biggrin.gif
play it fucking loud
QUOTE
მევასება ლეიბორისტები

ჰმმმ, რას ლაპარაკობ მაგათზე საყვარელი ხალხი არ გვყავს smile.gif
განსაკუთრებით შალვა wink.gif lol.gif lol.gif lol.gif

Posted by: loveway 31 Jul 2012, 09:14
მე ბავშვებს ვამზადებ ინგლისურში smile.gif ერთი მეშვიდე კლასლეი მყავს უკვე smile.gif
თუ ვინმე დაემატება გამიხარდება :დ

Posted by: litterator 31 Jul 2012, 12:08
3 სექტემბრიდან თარგმანის საერთაშორისო სკოლა იღებს სტარტს, ხომ არავინ მონაწილეობთ? rolleyes.gif http://targm.net/2012/07/31/summerschool/

Posted by: Unico 31 Jul 2012, 13:48
litterator
აუ რა მაგარია.. წარმატებები :*
მანდ არ ვმონაწილეობ, არც ვიცოდი და გარდა ამისა, მხატვრული თარგმანების მეშინია smile.gif

მე აი ძალიან მინდა რუსულის კურსების გავლა და ოფიციალურად სერთიფიკატის აღება biggrin.gif (პლუს ენას გავიხსენებ გემრიელად), ერთი შანსი არის და იმედი მაქვს, რომ გამომივა

Posted by: loveway 31 Jul 2012, 18:32
QUOTE
ჩვეულებრივ თარჯიმანი დღეში დაახლოებით 10 გვერდზე მეტს ვერ თარგმნის.

17 გვერდი გადავუთარგმნე ლექტორს

mad.gif mad.gif mad.gif რას ქვია ვერ ასწრებ რო ავკრიფე
ძლივს გაამაგდებინეს
ფურცლები
biggrin.gif
თან იოლიც არ იყო
მეორე მსოფლიო ომზე და მაგათ დედანატირებ ამბებზე
mad.gif mad.gif mad.gif

Posted by: gigajoj 31 Jul 2012, 19:03
loveway
თუ აიღე რამე მაინც biggrin.gif
?
litterator
დიდი სიამოვნებით...
მაგრამ კარგი იქნება, თუ მათ მოთხოვნებს აქ დადებ...
და ეს სკოლა უფსოა?
საინტერესო პროექტია...

Posted by: Unico 31 Jul 2012, 19:30
loveway
QUOTE
რას ქვია ვერ ასწრებ რო ავკრიფე
ძლივს გაამაგდებინეს
ფურცლები

თან იოლიც არ იყო
მეორე მსოფლიო ომზე და მაგათ დედანატირებ ამბებზე

17 გვერდი ერთ დღეში და კიდე მინდაო, შოშიას ბარტყივით? biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif უცებ წარმოვიდგინე ხელიდან რომ ვერ გგლეჯენ ფურცლებს biggrin.gif

მეორე მსოფლიო ომი არც ისე რთულია, ჩემი აზრით, ისტორიულ-პოლიტ ტერმინებით იქნებოდა გაძეძგილი biggrin.gif
რთულია ტექნიკური, ბიოლოგია-მედიცინა (განსაკუთრებით ვერ ვიტან სამედიცინო ცნობებს) და ასეთი სპეფიციური სახის

Posted by: gigajoj 31 Jul 2012, 19:47
Unico
QUOTE
მეორე მსოფლიო ომი არც ისე რთულია, ჩემი აზრით, ისტორიულ-პოლიტ ტერმინებით იქნებოდა გაძეძგილი

კი, არაა რთული...
მე ავღანეთისა და საბჭოთა კავშირის ომი მაქვს ნათარგმნი (ჩემი პირველი თარგმანი იყო smile.gif) და საკმაოდ ადვილი იყო...
QUOTE
რთულია ტექნიკური, ბიოლოგია-მედიცინა

ოოო სამედიცინო ღმერთის რისხვაა biggrin.gif

Posted by: avelum 31 Jul 2012, 20:36
gigajoj
QUOTE
სამედიცინო ღმერთის რისხვაა

boli.gif boli.gif
ვერ ვიტან
მარა ფული იყოს და.

Posted by: gigajoj 31 Jul 2012, 21:09
avelum
QUOTE
ვერ ვიტან
მარა ფული იყოს და.

ოოო ამ დარგის თარგმანში მაგარი მაყუთი იჭრება biggrin.gif
ნუ გვერდი 20 ლარის ზევით ჯდება ეს დარგი...

Posted by: Unico 1 Aug 2012, 13:04
კიდევ რაზე მინდა კოლეგებო რომ ვისუბროთ


ა) შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება - იწერება ორნაირად Ltd და LLC ორივე სწორი ფორმაა, მაგრამ ხშირად ვეძიები მაინც, დაფუძნების დოკუმენტაციაში ან მსგავს საბუთებში როგორ უწერიათ ხოლმე, ხანდახან ინტერნეტშიც ვეძებ (ეს თუ საიტი აქვთ გაკეთებული, იმ შემთხვევაში)
თქვენ რას იტყვით? როგორ აკეთებთ ხოლმე?

ბ) კიდევ რაიონი - region, district. მე მაგალითად, როცა ქალაქის რაიონებზეა საუბარი, ანუ უბნებზე, ვწერ district, როცა ოლქებზე და სახელმწიფოს რაიონებზეა საუბარი - region. ეს იმიტომ რომ ვთვლი, შეიძლება ქართულად ერთი სიტყვით აღინიშნებოდეს, მაგრამ მნიშვნელობა სხვანაირია.
არ ვიცი რამდენად სწორი ვარ, მაგრამ აი მულტიტრანში ამგვარად წერია
район города | g-sort
общ. city borough (hizman); township
SAP. district
SAP.тех. city district
архит. borough
бизн. urban district
социол. city sector; quarter

გ) კიდევ რა მინდოდა მეთქვა. იურიდიული პირი და ფიზიკური პირი. ამ ტერმინების თარგმანებმა პირდაპირ შემიკლეს biggrin.gif
ოფიციალურად (სამთავრობო დონეზე) ჩვენთან იურიდიული პირი არის Legal Entity, მაგრამ ხშირად შემხვედრია legal person, legal body, juridical person .. ვერ ვიტყვი რომ არასწორი თარგმანებია, მაგრამ რავიცი, თქვენ რას იტყვით? გამიზიარეთ თქვენი აზრი... ასევეა ფიზიკურ პირზეც: natural person, physical person, natural entity

Posted by: avelum 1 Aug 2012, 14:14
gigajoj
QUOTE
ნუ გვერდი 20 ლარის ზევით ჯდება ეს დარგი...

20 ლარი??
ფუ ამის როგორ დამაბოლა
10 ლარად ვუთარგმნე
აუუუუუუუუუუუუუუუუუუუუუუუუუუუუუუუუუუუუუუუ

Posted by: gigajoj 1 Aug 2012, 15:00
avelum
QUOTE
20 ლარი??

ნუ სამედიცინო ტარგმანი ყველაზე რთული დარგია...
QUOTE
10 ლარად ვუთარგმნე

10 ლარად მე ვთარგმნი ისტორიის დარგს...

Posted by: avelum 2 Aug 2012, 23:06
gigajoj
QUOTE
10 ლარად მე ვთარგმნი ისტორიის დარგს...

აუ მე გაცილებით იაფასდ ვთარგმნი
მაგის ნახევრად
ანუ მოვუმატო ფასს???
როგორ დამაბოლეეესსსს
:@:@:@:@:@

Posted by: gigajoj 2 Aug 2012, 23:12
avelum
რა არის იცი, ყველას თავისი ფასი აქვს...
ნუ მე ასე არ ვაფასებ ხოლმე თარგმანს....
შეიძლება ადამიანს 20 გვერდის თარგმნა უნდოდეს ერთ დღეში, ხომ უნდა გიღირდეს ამისთვის ღამე გაათენო?
ამიტომ შეიძლება ეს თარგმანი იყოს ისტორიული და 10 ლარის მაგივრად ვუთრა 15 ლარი...
მაგრამ თუ მეტყვის რომ 2 დღე კიდევ შემიძლია გადაგივადო თარგმანი, რა თქმა უნდა ამ შემთხვევაში 10 ლარზე ნაკლებს ვეტყვი...

Posted by: Unico 3 Aug 2012, 15:50
QUOTE
შეიძლება ადამიანს 20 გვერდის თარგმნა უნდოდეს ერთ დღეში, ხომ უნდა გიღირდეს ამისთვის ღამე გაათენო?
ამიტომ შეიძლება ეს თარგმანი იყოს ისტორიული და 10 ლარის მაგივრად ვუთრა 15 ლარი...
მაგრამ თუ მეტყვის რომ 2 დღე კიდევ შემიძლია გადაგივადო თარგმანი, რა თქმა უნდა ამ შემთხვევაში 10 ლარზე ნაკლებს ვეტყვი...


მე ვფიქრობ, რომ თარგმანის ფასი დამოკიდებულია:
1) დროზე
2) სირთულეზე
3) ხარისხზე

ამის მიხედვით იცვლება ღირებულება

Posted by: avelum 4 Aug 2012, 13:07
Unico
QUOTE
მე ვფიქრობ, რომ თარგმანის ფასი დამოკიდებულია:
1) დროზე
2) სირთულეზე
3) ხარისხზე
+1
Oოღონ ერთს დავამატებ
4 ) იმაზ რამდენად გჭირდება ფული

Posted by: roo 15 Aug 2012, 00:46
QUOTE (gigajoj @ 31 Jul 2012, 19:47 )

QUOTE
რთულია ტექნიკური, ბიოლოგია-მედიცინა

ოოო სამედიცინო ღმერთის რისხვაა biggrin.gif

no.gif

სამედიცინო კვლევების თარგმნაა ღმერთის რისხვა gigi.gif

P.s. მარტო სამედიცინოს ვთარგმნი, Eng->Geo->Eng, წერილობითი + ზეპირი, სხვას ხელს არაფერს არ ვკიდებ საერთოდ. აზზე არ ვარ როგორ უნდა თარგმნოს მედიცინაში გაურკვეველმა ადამიანმა სამედიცინო ტექსტი.


Posted by: gigajoj 15 Aug 2012, 17:48
roo
ნუ ახლა შენ თუ ექიმი ხარ, პროფესიით ეგ სხვა საკითხია...
სამედიცინო ტექსტების თარგმნა იმით არის რთული, რომ ამ დარგში ზღვა ტერმინებია...
უი მართლა შენ გეცოდინება სამედიცინო თარგმანის დედა (მამა) ხარ biggrin.gif
გულის მანკი როგორ არის?
1900000 ლექსიკონი გადავქექე და ვერაფრით ვერ ვიპოვე ზუსტი ტერმინი...
ბოლოს გადავწყვიტე ასე დამეწერა: heart disorder
მაგრამ მე ზუსტი ტერმინი მინდა smile.gif

Posted by: Unico 15 Aug 2012, 20:59
QUOTE
გულის მანკი როგორ არის?
1900000 ლექსიკონი გადავქექე და ვერაფრით ვერ ვიპოვე ზუსტი ტერმინი...

Пороки сердца ეს რუსულად არის (თუმცა მე ექიმი არ ვარ)
ინგლისურად მართლა ბევრნაირად არის, სამწუხაროა რომ უცხოელი ექიმების სამედიცინო ცნობები არ შემხვედრია, რომ მენახა იქ რომელ ტერმინს აღიქვამენ.
heart defect ეს ყველაზე გავრცელებულია, დავგუგლე და ყველაზე ხშირად ეს ამოაგდო.

Congenital Heart Disease/Heart Defect – ეს თანდაყოლილი გულის მანკიო...

მოკლედ, როგორ ვერ ვიტან სამედიცინო ტერმინებს user.gif ჩემი ნება რომ იყოს, არ ავიღებდი, მაგრამ უფროსობა ვერ იტანს უარს რომ ვამბობ, ეგრევე ჯვარედინ დაკითხვაზე ავღმოჩნდები ხოლმე, ცალკე კლიენტს უკვირს: რატო ამბობ უარს, არ იცი ენაო? ცალკე უფროსობა: რატომ ამბობ უარს, ფული არგინდაო?
facepalm.gif
ეს მაგარი იციან, რამეზე უარს რომ ამბობ, სახეზე აწერიათ: აააა, ენა არ იცი?
ანდა თვითონ რომ ჰგონიათ ორი პწკარია სათარგმნი და რომ უკვირთ გონებრივ შრომაში ფულს თხოულობ facepalm.gif

Posted by: roo 15 Aug 2012, 21:00
QUOTE (gigajoj @ 15 Aug 2012, 17:48 )
სამედიცინო თარგმანის დედა (მამა) ხარ biggrin.gif

მამა არ ვარ biggrin.gif

QUOTE
გულის მანკი როგორ არის?


თუ ლაპარაკია სარქვლების მანკზე (და ძირითადად ამის ასაღწერად გამოიყენებენ) მაშინ
Heart valve disease a.k.a. disorder of heart valves a.k.a. valvular heart disease რომელიც გინდა

თუ ძგიდის მანკზე მაშინ სხვადასხვანაირია, Septal defect-ები

QUOTE
აააა, ენა არ იცი?

რაც არ ვიცი მაგაზე ყოველთვის უარს ვამბობ, მკიდია კლიენტი რას ფიქრობს, მირჩევნია რასაც ვაკეთებ ის ნორმალურად იყოს გაკეთებული. მაგ კანონმდებლობას მაძლევდნენ ამას წინათ სამედიცინოს, 85% მედიცინა იყო 15% კანონი, მაგ კანონის გამო არ ავიღე. რაც არ იცი მაგის თარგმნა იმჰო ძალიან ძნელია

Posted by: gigajoj 15 Aug 2012, 21:08
Unico
roo
აუ ამ სამედიცინო თარგმანმა, რომ შემიწირა, ერთი ეგ შემიძლია გითხრათ biggrin.gif
Unico
შენ სად მუშაობ? smile.gif
QUOTE
რატო ამბობ უარს, არ იცი ენაო?

ეჰჰჰ, რას იზავ უნდა აიტანო კლიენტის მოკლე-მოკლე კომენტარები biggrin.gif
QUOTE
რატომ ამბობ უარს, ფული არგინდაო?

შენს უფროსს მაინც არ ესმის, რომ თუ შესაბამისი სფეროს ტერმინოლოგია არ იცი ადამინმა თარგმანს ვერ შეასრულებ?
ისე მსგავსი შემთხვევები მეც მქონია, ნუ დარდობ მარტო არ ხარ biggrin.gif

Posted by: Unico 15 Aug 2012, 21:21
roo
QUOTE
რაც არ იცი მაგის თარგმნა იმჰო ძალიან ძნელია

ძნელია კი... და ათასი მაიმუნობის მოგონება მჭირდება რომ უფროსის წნეხის ქვეშ არ მოვექცე :დდდ
ჩემი ოცნებაა მე თავად ვარჩევდე რა ვთარგმნო და რა არა :დდდ


gigajoj
QUOTE
შენ სად მუშაობ?

თარჯიმანთა ბიუროში :დ

Posted by: gigajoj 15 Aug 2012, 21:36
Unico
QUOTE
თარჯიმანთა ბიუროში

lol.gif lol.gif lol.gif
მე ერთი რაღაც არ მესმის smile.gif
თარჯიმანთა ბიუროს მენეჯერმა მინიმუმ უნდა იყოს რომელიმე ენის სპეციალისტი...
უნდა ესმოდეს ეს ბიზნესი როგორ უნდა წაიყვანოს....
ის თუ არ ესმის ადამიანმა თუ არ იცის კონკრეტულის სფეროს ტერმინოლოგია და ამ თარგმანს ვერ შეასრულებს, როგორი მენეჯერია ეგ ვერ ვიგებ biggrin.gif
ეჰ, ორი წლის წინ გავაკეთე თარჯიმანთა ბიუროს და პოლიგლოტ სკოლის გეგმა და ახლაც ასე დევს biggrin.gif
სადიპლომოც ამ ბიზნესის მაგალითზე დავწერე....
აი რომ ვიყო რომ ვიყო სპეცილობით ფილოლოგი ამ ორ ბიზნესს აუცილებლად წამოვიწყებდი smile.gif
ჩემი ოცნებაა დიდი სათარჯიმნო ბიუროს და პოლიგლოტ სკოლის საკუთარი ბიზნესი მქონდეს...

Posted by: Unico 15 Aug 2012, 21:45
QUOTE
თარჯიმანთა ბიუროს მენეჯერმა მინიმუმ უნდა იყოს რომელიმე ენის სპეციალისტი...
უნდა ესმოდეს ეს ბიზნესი როგორ უნდა წაიყვანოს....

ნუ მაცინებ :DDD
ვისაც არ ეზარება თარჯიმანთა ბიუროს ხსნის, აბა რას ითხოვ მენეჯერისგან? ეგ კიარა, მე უფრო მეტი და მეტი გამოცდილება დამაგროვებინა, არაფერი მინდა სხვა user.gif

Posted by: gigajoj 15 Aug 2012, 22:46
Unico
QUOTE
ვისაც არ ეზარება თარჯიმანთა ბიუროს ხსნის,

კი ასეა...
და საერთოდ საქართველო წინ არ წავა, სანამ საერთოდ კომპანიებს არ დაუწესებენ მოთხოვნებს smile.gif
აი მართლა სიამოვნებით დავიწყებდი ამ ბიზნესს შესაბამისი განათლება და გამოცდილება, რომ მქონდეს smile.gif

Posted by: Study English 17 Aug 2012, 21:29

gigajoj
QUOTE
დიდი სიამოვნებით...
მაგრამ კარგი იქნება, თუ მათ მოთხოვნებს აქ დადებ...
და ეს სკოლა უფსოა?
საინტერესო პროექტია...


როგორც ყოველთვის საქართველოში, ფასიანი აღმოჩნდა smile.gif

Posted by: ent1c3d 19 Aug 2012, 00:57
გამარჯობათ ხალხო smile.gif

მაინტერესებთ ინგლისურენოვან სეო სტატიას ვინ დამიწერთ და რა ფასად..
350 სიტყვიანი სტატია მინდა +- 20 სიტყვა..

თემატიკას ვეტყვი რაზე.. არარი სპეციფიკური თემა რო რომელიმე პროფესიის ტერმინებით იყოს დახუნძლული და ა.შ.

მინდა ისეთები გამომეხმაუროთ ვისაც როგორც ეძახიან "სეო" სტატიაზე მიგიღიათ შეკვეთა და წარმატებით გაგირთმევიათ თავი...

ამჯერად 1 სტატია მინდა, 1-2 კვირის მერე კიდე 1 მენდოემბა... მოკლედ თქვენი ფასები მომწერეთ პმში და რომელიც მეტად მისაღები იქნება იმას დავუკავშირდები.. მადლობა დიდი smile.gif))

+შედარებით ადვილად მინდა რო ისპინებოდეს სტატია.. ანუ ისეთი სიტყვები იყოს რომლის სინონიმები ადვილად მოძიებადია..
* * *
აუ აპინული როა ეს თემა, გონი უფრო ცოტა ვიღაცა შემოდის :|

==============================

Posted by: gigajoj 19 Aug 2012, 15:33
ent1c3d
სტატიებს ფორუმელი ნუცა წერს და მას მიმართე...

Posted by: ent1c3d 19 Aug 2012, 17:05
gigajoj
მადლობა, მივწერე და პასუხს ველოდები...
მეტი არავინ არარი კაცო?

საკონტაქტო ინფორმაცია დამეკარგა ჩემი მწერლის და აესეთ შავ დღეში ვარ :|

Posted by: gigajoj 19 Aug 2012, 17:11
ent1c3d
QUOTE
მეტი არავინ არარი კაცო?

კი არიან სხვებიც, მაგრამ მართალი, რომ გითხრა მათი ნიკები არ მახსენდება...

* * *
ჰმმმმ, და ეს თემა აპინული ხომ იყო?
მოდერ თავიდან აპინე რა...

Posted by: nutsiko 19 Aug 2012, 18:31
gigajoj
მადლობა რეკომენდაციისთვის.

მე ვწერ სტატიებს სეოს მიხედვით. სეო.გეზეც ვარ რეგისტრირებული და მყავს მუდმივი დამკვეთებიც. შეგიძლიათ ნახოთ ლინკიც: http://seo.ge/forum/index.php?/topic/3945-%e1%83%95%e1%83%ac%e1%83%94%e1%83%a0-%e1%83%a3%e1%83%9c%e1%83%98%e1%83%99%e1%83%90%e1%83%9a%e1%83%a3%e1%83%a0-%e1%83%a1%e1%83%a2%e1%83%90%e1%83%a2%e1%83%98%e1%83%94%e1%83%91%e1%83%a1/page__pid__57194#entry57194

Posted by: ent1c3d 19 Aug 2012, 19:13
gigajoj
QUOTE
ჰმმმმ, და ეს თემა აპინული ხომ იყო?

კი აპინული იყო, უბრალოდ აპინულ თემებში უფრო ნაკლებად შედის ხალხი, თან სათაური სიეთი ქვია არ გხვდება თვალში პირდაპირ და,,, ჯობია ჩამოპინული იყოს და სულ ზემოთ იყოს ამოწეული და ვისაც უდნა შემოვა.. იქ როა ვერ ხვდები ბოლო 1 დღის წინ დაწერა თუ 1 კვირის წინ... ნუ ჩემი აზრია ეს.. თქვენი თქვენ იცით..

Posted by: ent1c3d 21 Aug 2012, 14:35
gigajoj
პირველ რიგში თქვენ დიდი მადლობა ნუციკო რომ მირჩიეთ მწერლად...

და რაც მთავარია nutsiko ს მადლობა, გამომიცხო საკმაოდ მოკლე დროში საკმაოდ ძლიერი სტატია.. იმედი მაქვს ჩემი წარმატების წინაპირობად იქცევა მომავალშიც თქვენი სტატიები...

Posted by: nutsiko 21 Aug 2012, 14:57
gigajoj
ent1c3d
ძალიან დიდი მადლობა ყველას, ვინც დამეხმარა და რეკომენდაცია გამიწია. ასევე, მადლობა ნდობისთვის, რომელიც გამომიცხადეთ და შეკვეთა მომეცით. ყოველთვის ვცდილობ, რომ დამკვეთი იყოს კმაყოფილი პროდუქტით. ეს ჩემთვის მომავალი წარმატების წინაპირობაა.

ამასთან, ყოველთვის მზად ვარ ახალი საქმიანი წინადადებების განსახილველად და მომავალშიც ვითანამშრომლებ თქვენთან და ნებისმიერ დაინტერესებულ პირთან.

გაიხარეთ და წარმატებები თქვენს პროფესიულ საქმიანობაში!

პ.ს. ოსკარის დაჯილდოებასავით კი გამომივიდა (დიდი მადლობა დედას, დიდი მადლობა მამას, დიდი მადლობა ჩემს მეგობრებს, ჩემს მეზობლებს...), მაგრამ ეს რომ არ დამეწერა, არ შემეძლო.

Posted by: gigajoj 21 Aug 2012, 19:40
nutsiko
არაფერს რის მადლობა ფორუმელები ერთმანეთს ვეხმარებით smile.gif
ent1c3d
თქვენ კიწარმატებები smile.gif

Posted by: nutsiko 21 Aug 2012, 21:00
gigajoj
მეც თუ რამეში შემიძლია დახმარება, აქ ვარ.

თუ ვინმეს დაჭირდეს ჩემი სამსახური: თარგმანები, სტატიები, ინგლისურში მომზადება, ტექსტების რედაქტირება, მოხარული ვიქნები, განვიხილო საქმიანი წინადადებები.

Posted by: chiefangel 21 Aug 2012, 23:29
http://www.auglass.com.au/downloads/sound_insulation.pdf
ამის თარგმნა რა ჯდება და რა დრო უნდა?

Posted by: shushana 21 Aug 2012, 23:32
ინგლიშ smile.gif))
QUOTE
ფორუმელი, თარჯიმნები


ყველაზე მეტი ალბათ ჩვენ ვიქნებით.


რუსულიც მ იცია, ოღონდ, მხოლოდ რუსულიდან.

Posted by: ScriptScroll 22 Aug 2012, 15:05
მოგესალმებით, თქვენის ნებართვით ეგრევე საქმეზე გადავალ.
გთავაზობთ მთარგმნელობით მომსახურეობას ქართულ, რუსულ და ინგლისურ ენებზე; ნებიმიერი თანმიმდევრობით. ვთარგმნი როგორც, ზოგად ცოკუმენტაციას(შაბლონურ დოკუმენტებს, ბრძანებებს, განკარგულებებს, ამონაწერებსა და განცხადებებს) აგრეთვე სხვა ნებისმიერი სფეროს (Law, Economics, Philosophy, Social Science, Technical fields, Journalism, etc.) სპეციფიკურ ტექსტებს მოკლე დროსა და შეღავათიან ფასებში. დაინტერესებულ პირებს გთხოვთ მომწეროთ PM-ში ან დამიკავშირდეთ ი-მეილზე: iraklikakabaze@yahoo.com ან Skype-ში ნიკით ScriptScroll

Posted by: შევარდენი1906 22 Aug 2012, 21:19
გამარჯობა, 7 დღე მაქვს დაახლოებით, 20-21 გვერდი, სამედიცინო ტექსტია, ინგლისურიდან ქართულად. მომწერეთ თქვენი ფასი რა..

Posted by: gigajoj 22 Aug 2012, 21:20
შევარდენი1906
ნახე პმ....

Posted by: ოროველა 24 Aug 2012, 13:23
გადავთარგმნი ინგლისურიდან ქართულად და პირიქით
რუსულიდან ქართულად და პირიქით
იტალიურიდან ქართულად და პირიქით
გერმანულიდამ ქართულად და პირიქით,


ქართულად თარგმნა _ 10 ლარი
ქართულიდან 10-15 დოლარი

ვთარგმნი ცოტა არ იყოს ნელა, მაგრამ ხარისხიანად.
დღეში მაქსიმუმ 3-5 გვერდი
გადავთარგმნი მხატვრულ ტექსტებს, რომანებს, მოთხრობებს, გერმანულის გარდა.

Posted by: shushana 24 Aug 2012, 13:26
ოროველა


პოლიგლოტ smile.gif ყოჩაღ შენ, წარმატებები.

Posted by: ოროველა 24 Aug 2012, 15:25
shushana
QUOTE
ყოჩაღ შენ, წარმატებები.

ზარმაცი და ტუგადუმი რომ არ ვიყო, იქნებ კიდევაც მიმეღწია წარმატებისათვის.
როცა ალტერნატიული შემოსავალი მაქვს, თარგმნა მეზარება, მაგრამ ახლა ფული მჭირდება მაგრადbiggrin.gif
სურვილებისთვის მადლობა.

Posted by: gramatikikina 24 Aug 2012, 16:38
QUOTE (Unico @ 25 Jul 2012, 19:25 )
gigajoj
ეს ყველაზე საშინელი მომენტია...

პრობლემური სახელ–გვარები:
Giorgi/George
Tchkadua/Chkadua
Pridon/Phridon
David/Davit

და კიდე რომელია ახლა აღარ მახსენდება, შემხვდება დავწერ smile.gif

და განსაკუთრებით კიდე სომხური გვარები მკლავს : შ

პ.ს. მოი დაგთაგო, ჩემი საუკეთესო თარჯიმანი - litterator biggrin.gif :*

არაა პრობლემური
ფ-ph
პ-p
ჩ- გააჩნია რომელ ენაზე თარგმნი. tsch-გერმანულად ch-ინგლისურად
რაც შეეხება დავითს, ამის დავიდად გადაკეთება მართალია მიღებულია, მაგრამ ეგ იგივეა ეთერი ესტერად გადააკეთო და ივანე ჯონად. ამ ერთი ასოს გამო რამე სერიოზულ სიტუაციაში შეიძლება პიროვნების იდენტიფიკაციის პრობლემა გაჩნდეს.

Posted by: Unico 24 Aug 2012, 20:05
gramatikikina
პრობლემურია, იმიტომ რომ სხვადასხვა პიროვნებას ერთი და იგივე სახელი სხვადასხვანაირად უწერიათ ხოლმე. ანუ მე არ მაქვს შესაძლებლობა სტანდარტულად მივუდგე : )

ავიღოთ სომხური გვარები. დაბოლოება იანი ზოგს ian და ზოგს yan უწერია პასპორტში : ) რომ ვიცი ეს, ხშირად ვეკითხები. მართალია უკვირთ, მაგრამ რა ვქნა biggrin.gif

Posted by: gramatikikina 24 Aug 2012, 20:58
Unico
ეგ სხვა საქმეა,როცა უკვე ოფიციალური დოკუმენტიდან იწერ, მართალი ხარ, რომ ეკითხები. ეგრე არიან პოლონელებიც. ზოგი წერს -ski , ზოგი-sky
მე როგორც ვიცი, სომხური იან არის მოკლე ი და i არასწორი უნდა იყოსspy.gif

Posted by: leono 27 Aug 2012, 15:04
ვთარგმნი გერმანულიდან ქართულად და პირიქით.
ნათარგმნი დოკუმენტები შემიძლია დაგიმოწმოთ ნოტარიულად. ჩემთან თარგმნა უფრო ნაკლები დაგიჯდებათ, ვიდრე ნებისმიერ მთარგმნელობით ბიუროში.

შემიძლია გითარგმნოთ ფილმებიც, დავადო ასეთი სუბტიტრები: http://intermedia.ge/vid/4820/15/search:%E1%83%92%E1%83%94%E1%83%A0%E1%83%9B%E1%83%90%E1%83%9C%E1%83%A3%E1%83%9A%E1%83%98%20%E1%83%9C%E1%83%98%E1%83%AD%E1%83%98%E1%83%94%E1%83%A0%E1%83%98

gigajoj-ის თხოვნით ფასს არ ვწერ. დაინტერესების შემთხვევაში მომწერეთ პირადში.

P.S. ჯობია, ეს თემა აპინოთ.

Posted by: _SisterofNight_ 27 Aug 2012, 22:40
მეც შემიძლია თარგმნა, მიმუშავია თარჯიმნადაც, ამ ეტაპზეც ვმუშაობ, მაგრამ შემიძლია რათქმაუნდა კერძო თარგმანების აღება.

ვიცი სტანდარტულად რაც ღირს თარგმანები, თუ ბევრი იქნა შემიძლია ფასდაკლებაც, პმ-ში მომწერეთ თუ დაინტერესდებით.

იურისტი ვარ პროფესიით, მაგრამ თარჯიმნად მიმუშავია რადგან ინგლისური კარგად ვიცი, აშშ-შიც ვსწავლობდი, სვ-ს არ ვდებ მაინც ფორუმია, მოკლედ ინგლისური დან ქართულად და ქართულიდან-ინგლისურად შემიძლია საკმაო სწრაფად ვთარგმნო პლიუს სრაფადაც ვკრეფ ტექსტს.

მითარგმნია ყველანაირი ტექსტი, ანგარიშები, საინფორმაციო ბიულეტენები, სტატიები და ა.შ.

Posted by: LOLZ 28 Aug 2012, 10:12
ეს ნახეთ
http://jobs.ge/48219/

Posted by: white 30 Aug 2012, 11:32
იქედან გამომდინარე რომ საქართველოში კატასტროფული სიტუაციაა ფაებთან მიმართებაში (ძალიან იაფად თარგმნიან) აზრზასც ვერ ვხედავ ამ დარგში მუშაობისას თუ უცხოელი კონტრაქტორები არ არიან

მაგალითად მე გვერდში 12$-ზე ნაკლებად თითს არ ვანძრევ, ინგლისურიდან ქართულად გადათარგმნაში და პირიქით
კლიენტები იშვიათად არიან სმაგიეროდ, როცა არიან ნახევარი წლის სამყოფი ფული შეიძლება გააკეთო

უბედურება ისაა რომ ეტყობა არც თარჯიმნებმა იციან გადათარგმნის ფასი და არც შემკვეთებმა
აბა სერიოზული კომპანია (საქართველოს კვალობაზე) ტექნიკური დოკუმენტაციის გადათარგმნაში რომ შემოგთავაზებს გვერდში 7 ლარს იმას ის გვერდები ყურებში უნდა გაუკეთო და ცეცხლი წაუკიდო


Posted by: nutsiko 30 Aug 2012, 14:22
white
აბსოლუტურად გეთანხმები. მეც ძირითადად უცხოელებზე ვმუშაობ და არა ქართველ დამკვეთებზე. ძალიან იშვიათად ქართველებთან საქმე დავიჭირო. ვიცი, ვინ რამდენს იხდის და სად რა ფასებია.

თუმცა შრომითი ბაზარი ისეთი რამეა, არავინ აწესებს ფასს. ყველა აფასებს იმდენს, რამდენიც უღირს საკუთარი შრომა და რამდენსაც რეალურად გადაუხდიან. თან ყველას არ აქვს უცხოელებთან წვდომა. ამ კონტაქტზე გასვლა საკმაოდ რთულია.
მე პირადად პრაქტიკულად აღარ ვმუშაობ ფორუმელებზე, ძალიან იშვიათად. ახლა სხვა კონტაქტებზე ვარ გასული და საკმაოდ სერიოზულ თანხას ვშოულობ ყოველთვის. თან როცა დამკვეთი კმაყოფილია, ის მუდმივ კლიენტად იქცევა ხოლმე. ამასთან, სხვაც მოჰყავს და ფული ყოველთვისაა. იმ ასაკიდან გამოვედი, როცა მიზერულ თანხად ვთარგმნიდი და ვმუშაობდი.
თან არის ძალიან ბევრი ნიუანსი და ,,ნოუ-ჰაუ", რასაც აქ ვერ დავწერ ჩემი ინტერესებიდან გამომდინარე (რამდენი რამე დავწერე, იმდენი წამართვეს იდეა და მე დავზარალდი). უმჯობესია საქმე ვაკეთო და ამან შემოსავალი მომიტანოს, ვიდრე საჯაროდ ყველგან ყველაფერი ვიყრანტალო.

Posted by: Unico 30 Aug 2012, 15:50
QUOTE
უბედურება ისაა რომ ეტყობა არც თარჯიმნებმა იციან გადათარგმნის ფასი და არც შემკვეთებმა
აბა სერიოზული კომპანია (საქართველოს კვალობაზე) ტექნიკური დოკუმენტაციის გადათარგმნაში რომ შემოგთავაზებს გვერდში 7 ლარს იმას ის გვერდები ყურებში უნდა გაუკეთო და ცეცხლი წაუკიდო

იცი თარჯიმნებისა და მათი კლიენტების საქმე როგორ არის?
როგორც ექიმისა და პაციენტის. მოდის პაციენტი, რომელსაც ჰგონია რომ იცის რა სჭირს და დიაგნოზის დასმისას აქეთ ”ასწავლის” ექიმს. მქონია შემთხვევა, როცა უკადრისებიათ ფასი, რადგან ”რატოა ამ ორი პწკარის გადათარგმნა ასე ძვირი” აკერიათ პირზე. და რა ”ორი პწკარია” ერთი თარჯიმანსა ჰკითხონ...
ტექნიკურ თარგმანზე ვინც იტყვის რომ 5-6 ლარად გითარგმნითო, ან არ იცის ენა და ან გაღლეტილია, ყველაფერზე წამსვლელი, ოღონდ რომ ფული იშოვოს და დამკვეთი ჰყავდეს. კლიენტსაც, ვინც იაფად უთარმნის, ის ურჩევნია (ხარისხზე პრეტენზია მოგვიანებით უჩნდებათ givi.gif )

პ.ს. ის არ გამოგრჩეთ კიდევ, რომ საქართველოში ყველა ყველაფრის სპეციალისტი და ექსპერტია :/

Posted by: gigajoj 30 Aug 2012, 19:21
Unico
QUOTE
პ.ს. ის არ გამოგრჩეთ კიდევ, რომ საქართველოში ყველა ყველაფრის სპეციალისტი და ექსპერტია :/

აი ეს მომეწონა biggrin.gif biggrin.gif

Posted by: ent1c3d 31 Aug 2012, 18:03
რუსულიდან ქართულად თარგმნა მჭირდება, სისტემატიურად, ანუ ყოველდღიური სამუშაო იქნება მაგრამ დღეში მაქსიმუმ 5 წუთის.. მომწერეთ პმში ვისაც დაგაინტერესებთ..
* * *
ვსო მე პას, უკვე გამომეხმაურნენ...
nutsiko დიდი მადლობა...

Posted by: bubu_dato 2 Sep 2012, 12:57
მოგესალმებით მე გერმანულ ეას ვფლობ როგორც ქართულს თუარა უკეტესად smile.gif)

განათლება:

1996 -1997 ქ. მცხეთა I საჯარო სკოლა

1997 -2001 Grundschule Holtsee (სკოლა გერმანიაში)

2001 -2007 Gudewert – Realschule Eckernförde (სკოლა გერმანიაში)

2007 - 2011 თბილისის სახ. საავიაციო უნივერსიტეტი
ფაკულტეტი - ავიონიკა და ინფორმაციული


აბა გერმანულის რამე თუ დაგჭირდათ აქ ვარ =)))))


Posted by: ladymermaid-5 2 Sep 2012, 16:50
QUOTE
gigajoj

პირველ გვერდზე რომ სერთიფიკატი დევს შეგიძლიათ მითხრათ რომელი სასწავლო ცენტრისააა მინდა Translator/Interpreter კურსის გავლა და სად არვიციიsad.gif

Posted by: frajock 4 Sep 2012, 02:22
ისე ეს თარჯიმანთა ბიუროები იმდენია უკვე საშაურმეებს არ ჩამოუვარდებიან smile.gifsmile.gif

Posted by: gigajoj 4 Sep 2012, 10:28
frajock
QUOTE
ისე ეს თარჯიმანთა ბიუროები იმდენია უკვე საშაურმეებს არ ჩამოუვარდებიან

კი გეთანხმები, მაგრამ ამათგან ჩემი აზრით ყველაზე მოწესრიგებული ITM Translation-ია...
ისეთი წარმატებული კომპანიაა დღესდღეობით, რომ თბილისში რამდენიმე ფილიალი აქვთ.,..

Posted by: 1715 6 Sep 2012, 14:30
ვთარგმნი ნებისმიერი სირთულის ტექსტს რუსულიდან ქართულად, გვერდის ფასი 2ლარიდან, ტექსტის სირთულის და ზომის მიხედვით... დამიკავშირდით ან აქ PMში ან ელ.ფოსტაზე : perevod.rusgeo@gmail.com

Posted by: Rusty 7 Sep 2012, 13:54
მესაჭიროება ქართულიდან რუსულ ენაზე თარგმნა,
სავარაუდოდ 15 ა4 გამოვა ნათარგმნი ტექსტი,
მეჩქარება, გთხოვთ მომწეროთ PM

Posted by: leono 10 Sep 2012, 11:21
მთარგმნელებო, ხომ ხედავთ, რომ აქ არავინ არ მოგვცემს შეკვეთას.
გავხსნათ ერთობლივი დიდი მთარგმნელობითი ბიურო. გახსნას მაინცდამაინც დიდი ხარჯები არ უნდა.
ყველამ თქვენი კომპიუტერი წამოიღეთ და დადგით. smile.gif პრინტერებიც წამოაყოლეთ, თუ გაქვთ. თუ არადა საერთო ფულით ვიყიდოთ. ხარჯებსაც გავინაწილებთ და შემოსავალსაც.

რა იქნება ჩვენი უპირატესობა?

1. სხვა ბიუროებთან შედარებით დაბალი ფასები.
2. კარგი ხარისხი.
3. სხვა ბიუროებთან შედარებით შეკვეთის სწრაფი შესრულება, რადგან ყველანი იქ ვიქნებით და კლიენტს აღარ მოუწევს ლოდინი.

წარმოიდგინეთ დიდი ბიურო, სადაც მთელი დღის განმავლობაში სხედან სხვადასხვა ენის მთარგმნელები. ასეთი ბიურო მე პირადად არსად არ მინახავს. თარგმნის გარდა შეიძლება კლიენტებს შევთავაზოთ სხვა მომსახურებაც, მაგალითად ასლის გადაღება, პრინტერზე ამობეჭდვა, ტექსტის აკრეფა და ა.შ. მაგრამ ყველაზე კარგი ის არის, რომ ერთად ვიქნებით. ერთად მუშაობა ბევრად უფრო სასიამოვნოა, ვიდრე მარტო. საქმე როცა არ გვექნება ვიჭუკჭუკებთ ხოლმე biggrin.gif , ერთმანეთს დავეხმარებით ახალი ტერმინების სწავლაში, კვირაობით ექსკურსიაზე ვივლით და ასე ტკბილად და ბედნიერად გავატარებთ ცხოვრებას. givi.gif

აბა, რა აზრის ხართ?

Posted by: gigajoj 10 Sep 2012, 12:26
leono
QUOTE
მთარგმნელებო, ხომ ხედავთ, რომ აქ არავინ არ მოგვცემს შეკვეთას.

მთავარი იმედიანად ვართ biggrin.gif biggrin.gif
QUOTE
გავხსნათ ერთობლივი დიდი მთარგმნელობითი ბიურო. გახსნას მაინცდამაინც დიდი ხარჯები არ უნდა.

სხვათაშორის მთავრგმნელობით ბიუროზე სადიპლომო ნაშრომმაქვს გაკეთებული...
ანუ სადიპლომო ნაშორმი უნდა გამეკეთებინა რომელიმე ბინზეს კონცეფციაზე და ამაზე გავაკეთე...
სხვათაშორის თავიდან დაწყებას არ უნდა დიდი ხარჯები, მაგრამ რეკლამას და ქირას ძალიან დიდი ფული მიაქვს...
მაგ: მე რომ მქონდეს ფართი დღესვე დავიწყებდი ამ ბიზნესს...
QUOTE
კარგი ხარისხი.

QUOTE
სხვა ბიუროებთან შედარებით შეკვეთის სწრაფი შესრულება, რადგან ყველანი იქ ვიქნებით და კლიენტს აღარ მოუწევს ლოდინი.

აი ეს ორი უმნიშვნელოვანესია...
QUOTE
წარმოიდგინეთ დიდი ბიურო, სადაც მთელი დღის განმავლობაში სხედან სხვადასხვა ენის მთარგმნელები.

ასეთ ბიუროს შესაბაფართიც სჭირდება...
QUOTE
ასეთი ბიურო მე პირადად არსად არ მინახავს.

არსად არაა ნამდვილად...
QUOTE
თარგმნის გარდა შეიძლება კლიენტებს შევთავაზოთ სხვა მომსახურებაც, მაგალითად ასლის გადაღება, პრინტერზე ამობეჭდვა, ტექსტის აკრეფა და ა.შ.

კი ესეც შეიძლება და ასევე სანოტარო ბიუროც მთარგმნელობითი კომპანიისაც უნდა იყოს, თორემ ნოტარიულად დამოწმება ეს უკვე ცალკე ხარჯია...
QUOTE
მაგრამ ყველაზე კარგი ის არის, რომ ერთად ვიქნებით.

კი ნამდვილად და ყველაზე მტავრი რაც არის...
ერთმანეთს ძალიან დიდი დახმარებას გავუწევდით...
QUOTE
საქმე როცა არ გვექნება ვიჭუკჭუკებთ ხოლმე

lol.gif lol.gif
QUOTE
ერთმანეთს დავეხმარებით ახალი ტერმინების სწავლაში, კვირაობით ექსკურსიაზე ვივლით და ასე ტკბილად და ბედნიერად გავატარებთ ცხოვრებას.

კარგი აზრია... biggrin.gif
QUOTE
აბა, რა აზრის ხართ?

რა ვიცი, მე თანახმა ვარ smile.gif
აი ფორუმელები რომ ვიყოთ მარტო...
თუ გინდათ ჩემს კონცეფციასაც მოგაწვდით რა, როგორ უნდა გაკეთდეს...
რეკლამა სად უნდა იყოს...
და ყველაზე მტავარი რაც არის...
ჩვენი საკუტარი ფორუმი შევქმნათ სადაც ჩვენი მომხმარებელი ჩვენ მიერ გაწეულ მომსახურეობაზე დატოვებს თავის აზრს...
კმაყოფილი კლიენტი ეს უკვე იმიჯია...

Posted by: gigajoj 11 Sep 2012, 18:44
კოლეგებო დამეხმარეთ...
ე.ი. unsolicited product როგორ გადავთარგმნო სწორად?
ანუ ასეთი რამ არის, მაგ: სახლში მოგივიდეს ისეთი პროდუქტი, რომელიც არ შეუკვეთე...
აი ეს ტერმინი, როგორ არის?
* * *
http://sangu.ge/index.php?do=static&page=tarjimnebi
საინტერესო კურსები მე მგონი გამოგადგებათ...
ახლა საშუალება და პირობები, რომ მქონდეს აუცილებად გავივლიდი ამ კურს...
წინსვლა თარმგმანში ნამდვილად საჭირო და აუცილებელია...

Posted by: Unico 15 Sep 2012, 01:35
QUOTE
ასევე სანოტარო ბიუროც მთარგმნელობითი კომპანიისაც უნდა იყოს

სანოტარო ბიურო ნოტარიუსთა პალატას და იუსტიციას ეკუთვნის, ვინ მიაშავებს მთაგმნელობით კომპანიას მაგას? :დდდ

QUOTE
unsolicited product

აუჰ... არ შეხვედრია არასდროს : (
მოუთხოვნელი პროდუქტი? ანუ რომ არ მოგითხოვია და რომ მოგივიდა მაინც?
ეკონომისტები თუ გაგარკვევენ, სხვა არ ვიცი რით დაგეხმარო

Posted by: gigajoj 15 Sep 2012, 11:43
Unico
QUOTE
სანოტარო ბიურო ნოტარიუსთა პალატას და იუსტიციას ეკუთვნის, ვინ მიაშავებს მთაგმნელობით კომპანიას მაგას?

მოიცადე ანუ ვინმე ნოტარიუსს არ შუძლია თავისი სანოტარო ბიზნესი ჰქონდეს?
ჩვეულებრივ სანოტარო ბიუროსთვის ლიცენზიას ავიღებთ და ეგაა...
(ეჰჰჰჰ რა ვარდისფერ ფერებში ხედავ ყველაფერსოა ალბათ ფიქრობთ lol.gif lol.gif lol.gif )
QUOTE
ანუ რომ არ მოგითხოვია და რომ მოგივიდა მაინც?

ეგ არის, მაგრამ ამ ქოლოქეიშენის ტერმინი არ ვიცი ზუსტად...
არა და ეგ აზრი დევს...

Posted by: Unico 15 Sep 2012, 13:27
gigajoj
QUOTE
მოიცადე ანუ ვინმე ნოტარიუსს არ შუძლია თავისი სანოტარო ბიზნესი ჰქონდეს?
ჩვეულებრივ სანოტარო ბიუროსთვის ლიცენზიას ავიღებთ და ეგაა...

ძმაო, ალალად გეტყვი, ნოტარიუსი რომ გახდე, უნდა იყო იურისტი, ჩააბარო გამოცდები პალატაში და მიიღო ნებართვა (აკა ლიცენზია).
წესით და კანონით ნოტარიუსები ემორჩილებიან პალატას და კანონს biggrin.gif იქ სანოტარო პროგრამა გინდა, აქ კანონები და მისი ცვლილება, სანოტარო მოქმედების შაბლონები და ა.შ.

სანოტარო ბიზნესი, ჰეჰე, რა ლაითად წარმოგიდგენია biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif

Posted by: gigajoj 15 Sep 2012, 15:05
Unico
QUOTE
ძმაო, ალალად გეტყვი, ნოტარიუსი რომ გახდე, უნდა იყო იურისტი, ჩააბარო გამოცდები პალატაში და მიიღო ნებართვა

ეგ მეც ვიცი biggrin.gif
QUOTE
სანოტარო ბიზნესი, ჰეჰე, რა ლაითად წარმოგიდგენია

აშკარად biggrin.gif
მაგრამ ჩვენმა ფორუმელმა ჩემი აზრით კარგი იდეა მოგვაწოდა...

Posted by: gulcvari 16 Sep 2012, 15:34
მაპატიეთ, ხალხო, ეპარქიაში შემოგეჭერით tuk.gif
მთარგმნელი არ ვარ, მაგრამ ნათარგმნი ტექსტების კორექტირება-რედაქტირებას ვაკეთებ.
gigajoj
QUOTE
unsolicited product

ჩემი გამოცდილებით, ძალიან ბევრ ტერმინს ქართული შესატყვისი უბრალოდ არ აქვს.
მგონი ამ შემთხვევაშიც ასეა.
შეიძლება შეუკვეთავი/დაუკვეთავი პროდუქტი; არასასურველი პროდუქტი; შეცდომით მიწოდებული პროდუქტი; მოთხოვნის გარეშე მიწოდებული პროდუქტი - კონტექსტის მიხედვით.


Posted by: gigajoj 16 Sep 2012, 18:54
gulcvari
QUOTE
მაპატიეთ, ხალხო, ეპარქიაში შემოგეჭერით

კეთილი იყოს თარჯიმნების ეპარქიაში შემოსვლა smile.gif
QUOTE
ჩემი გამოცდილებით, ძალიან ბევრ ტერმინს ქართული შესატყვისი უბრალოდ არ აქვს.

კი ძალიან ბევრის...
QUOTE
შეიძლება შეუკვეთავი/დაუკვეთავი პროდუქტი

ბოლოს მეც ეს გადავწყვიტე...

Posted by: Jokero 17 Sep 2012, 22:45
3 გვერდ ნახევარი მაქვს სათარგმნი. რთული ტექსტი არ არის, მაგრამ სამედიცინო ტერმინებია და ამის ცოდნა იქნება საჭირო.
თუ ვინმეს აქვს სურვილი მომწეროს პმ-ში და ფასიც მიმითითოს. (ძალიან ბევრსაც ნუ დაადებთ, მეც თქვენნაირი ფორუმელი ვარ user.gif )

Posted by: gigajoj 18 Sep 2012, 09:43
Jokero
პმ ნახე.... smile.gif smile.gif smile.gif smile.gif
* * *
აუფფფ დამეხმარეთ....
ე.ი. ასეთი რამ არის: meet ideas რა არის?
Providing a mechanism for statisticians in different Federal agencies to meet and exchange ideas.
აი ამ კონტექსტში...
ერთი ვარიანტი მაქვს: იდეების დამთხვევა...
მაგრამ არამგონია ეს იყოს...
და კიდევ
Paperwork Reduction Act
რა შეიძლება იყოს?
Paperwork ეს სიტყვა ნიშნავს საკანცელარიო სამუშაოს და აქ რა შუაშია ვერ ვიგებ...

Posted by: Unico 18 Sep 2012, 18:45
gigajoj
QUOTE
to meet and exchange ideas.

იდეების შეპირისპირებას და ურთიერთგაზიარებას/გაცვლას. შეგიძლია ერთი ფრაზით მოჭრა: გაუზიარებენ ერთმანეთს აზრებს/იდეებს

ანუ სიტყვასიტყვით თარგმანს მაინც დაუკვირდი, ერთმანეთის იდეებს "შეახვედრებენ" ანუ ერთმანეთს საკუთარ იდეებს გააცნობენ biggrin.gif


Eng
Paperwork Reduction Act | g-sort
ВТО Закон о сокращении бумагооборота (США)
налог. Закон о снижении бумажного документооборота (США)

პ.ს.
კაცო, ლინგვო არ გაქვს? user.gif ჩემი საყვარელი პროგრამაა ეგ, ფრაზებს და სიტყვებს თარგმნის, პრომტს კი არ ჰგავს, აი პრომტს ვერ ვიტან ჭირის დღესავით :/

პ.ს.ს. მე აი ასეთი პრობლემა მქონდა, ნიგერიელის საბუთებს ვთარგმნიდი და სახელი აქვს Nnaemeka. ვერ გავიგე ქართულად მარტო ერთი "ნ" დამეწერა თუ ორივე.. ბოლოს მოვნახე რომ ერთი ნიგერიელი ფეხბურთელია ერნესტო ნნაემეკა, ასე იცნობენ ორი "ნ"–თი, მეც ამ ჩემს Nnaemeka–ს დავუწერე ნნაემეკა user.gif
არადა ქართული არ ცნობს ორ ერთნაირ თანხმოვანს ერთად. თუმცა უკვე მხვდება, ანნა მაგალითად smile.gif

Posted by: gigajoj 18 Sep 2012, 20:07
Unico
დიდი მადლობა დახმარებისთვის...
აუფფ მაგ ლინგვოზე უნდა გკითხო smile.gif
რამდენია ყოველწლიურად გადასახდელი?
აუფფფ უნდა დავაყენო, რა თორემ ამოვიდა ტვინის ჭყლეტვა ყელში... biggrin.gif
ან საიდან უნდა გადმოვიწერო იქნებ მითხრათ...
თუ საინსტალაციოს გამომიგზავნი უჯიგრესი იქნები biggrin.gif

Posted by: Unico 18 Sep 2012, 20:40
gigajoj
ბოლო არის ლინგვო 12, ყოველწლიური არ ვიცი, მე პირატულს ვიყენებ biggrin.gif biggrin.gif

გადმოსაწერი: დაგუგლე და იმდენს ამოგიყრის, უფ უფ...
გადმოწერ, მერე მიყვები საინსტალაციოს და ეგაა რა...
პატარა წიგნუკის გამოსახულება გაჩნდება საიდბარზე

Posted by: gigajoj 18 Sep 2012, 21:04
Unico
ყოველწლიურად რამდენს იხდი?

Posted by: Unico 18 Sep 2012, 21:41
gigajoj
კაცო, არ ვიხდი არაფერს ლინგვოს გამო, პირატული ვერსია მაქვს, პი-რა-ტუ-ლი smile.gif

ლეგალური მარტო კასპერსკი მაქვს :დდდ
და მაგის გადახდილია უკვე მთელი წლის :დდდ

Posted by: gigajoj 20 Sep 2012, 12:00
კოლეგებო ფორუმელებს თქვენი დახმარება გვჭირდება...
აქ ვერ დავწერ გარკვეული მიზეზების გამო, იქნებ პმში დამიკავშირდეთ...
დიდი მადლოიბა წინასწარ ყურდღებისთვის...

Posted by: Giga7 21 Sep 2012, 21:56
ვეძებ მთარგმნელს, რომელიც მითარგმნის რუსულიდან ინგლისურზე, გამომეხმაურეთ სასწრაფოდ PM


gigajoj
Unico
nutsiko
Raycher
nazi1982

Posted by: gigajoj 21 Sep 2012, 22:01
Giga7
სამწუხაროდ რუსლი ამ დონეზე არ ვიცი, რომ ვთარგმნო რუსულიდან ინგლისურად...
მხოლოდ ინგლისურიდან ქართულად და პირიქით ვთარგმნი...
აი ნუცა თარგმნის ამ ამ ნებზე, რომელიც შენ გინდა...
დიდი მადლობა დაკავშირებისთვის და ჩვენი თემის სარგებლობისთვის...

Posted by: Giga7 21 Sep 2012, 22:49
gigajoj
გიგა რომელია ნუცა? არ იცნობ რო რამენაირად დამეკონტაქტოს დროულად? მეჩქარება და ..

Posted by: Raycher 22 Sep 2012, 02:06
Giga7
ინგლისური მაგ დონეზე არ ვიცი, რომ რუსულიდან ვთარგმნო biggrin.gif

რუსულიდან და ინგლისურიდან გურჯულზე - კი ბატონო. yes.gif

Posted by: Alice_ 22 Sep 2012, 03:19
Giga7
რა ტიპის დოკუმენტის თარგმნა გინდა?

Posted by: Giga7 22 Sep 2012, 19:59
Alice_
რაღაც იურიდიული ტერმინებიცაა

Posted by: gigajoj 22 Sep 2012, 21:46
Giga7
აი შენს პირველ პოსტში რომ დათაგე ეგ იუზერია...

Posted by: nutsiko 22 Sep 2012, 23:04
Giga7
მეძებდით, მეგობრებო? აქ ვარ.

აბა, რით შემიძლია დახმარება wink.gif

თუ ვინმეს დაგჭირდეთ ჩემი დახმარება, ჩემს ფორუმზე გამოჩენას ნუ დაელოდებით, პირდაპირ მომწერეთ PM, რომელზეც ყოველთვის გიპასუხებთ
* * *
სულ დამავიწყდა, რომ მეთქვა. ინგლისურ-რუსული-ქართული და პირიქით ვთარგმნი გვერდს ათ ლარად (მერე რომ არ იყოს ზმუილი) და ტყუილად არ დამაკარგინოთ დრო (დრო ფულია) მიმოწერაში. ვისაც გაწყობთ მომწერეთ, ვინც არადა - წარმატებები! ფორუმზე უამრავია, ვინც სულ უფასოდ პრაქტიკისთვის გადათარგმნის. ისედაც ვერ ავუდივარ თარგმანებს, ფორუმიდან ერთით მეტი თუ ერთით ნაკლები არ გამამდიდრებს და არც წამაქცევს.

წარმატებები ყველას! ვისაც უნდა და აწყობს პირობები, დამიკავშირდეს, ვინც არა-ტყუილად თავს ნუ შეიწუხებთ!

Posted by: არტემ 25 Sep 2012, 02:09
თარჯიმანი.

ვთარგმნი 5 ენაზე.
რუსული, ინგლისური, ესპანური, თურქული, ქართული.

რუსულიდან ქართულზე
ინგლისურიდან ქართულზე
ესპანურიდან ქართულზე
თურქულიდან ქართულზე

ასევე ამ 4 უცხო ენიდან ნებისმიერიდან ნებისმიერზე.

ფასი შეთანხმებით.

არტემ.

ტელ.: 593 00 69 09
ელ-ფოსტა: akhavshabov@gmail.com
skype: chikifamfa

Posted by: patriciia 28 Sep 2012, 22:08
QUOTE
თარჯიმანი.

ამას რომ დაწერ, უკვე ცუდად არის საქმე.biggrin.gif
სწორია მთარგმნელი
არ გეწყინოთ, კოლეგიალობის ფორმატში შევნიშნე.
QUOTE
რუსულიდან ქართულზე
ინგლისურიდან ქართულზე
ესპანურიდან ქართულზე
თურქულიდან ქართულზე

ქართულზე არასწორია
უნდა იყოს ქართულადbiggrin.gif

Posted by: gigajoj 28 Sep 2012, 22:19
patriciia
QUOTE
თარჯიმანი

QUOTE
ამას რომ დაწერ, უკვე ცუდად არის საქმე

facepalm.gif
და თარჯიმანი სწორი არაა?
ისე რომ იცოდე თარჯიმანსა და მთარგმნელს შორის განსხვავება არის...
QUOTE
ქართულზე არასწორია

QUOTE
უნდა იყოს ქართულად

lol.gif lol.gif
ორივე სწორია...
აი ამ საიტზე ნახე მაგალითი
http://www.translation-dt.ge/geo/prices/prices

* * *
კოლეგებო, ბიბლუსის წიგნის სანიშნ ელექტრონული ლექსიკონზე რამ იცით?
40000მდე სიტყვაა ჩაწერილი...
ვინმეს თუ აქვს იქნებ ინფორმაცია დადოს...

Posted by: leono 11 Oct 2012, 12:52
nutsiko

სად მუშაობ ამისთანა ადგილზე, რომ ვერ აუდიხარ სათარგმნს?

Posted by: ingiloo 11 Oct 2012, 13:29
გითარგმნით ნებისმიერი სირთულის ტექსტს

ინგლისურიდან - ქართულად და პირიქით.


მსურველები დამიკავშირდით პმ-ით.

smile.gif

Posted by: nutsiko 11 Oct 2012, 15:28
leono
კერძოდ ვმუშაობ, საკუთარი თავის ბატონ-პატრონი თავად ვარ. ერთ კმაყოფილ კლიენტს სხვა მოჰყავს და ასე შემდეგ. საქმის სიმცირეს არ ვუჩივი.

თავისუფალი გრაფიკით მომუშავე ვარ.

Posted by: 3DG 11 Oct 2012, 17:54
ერთი გვერდის თარგმნის საშუალო ფასი რამდენია?

თუ შეგიძლიათ დამიწეროთ სხვადასხვა ტიპის ტექსტების ფასები.

თანამედროვე მხატვრული ლიტერატურა:

ტექნიკური ლიტერატურა:

სტატიები ვებ გვერდებისთვის:

Posted by: gigajoj 11 Oct 2012, 18:58
3DG
QUOTE
თანამედროვე მხატვრული ლიტერატურა:

ნუ გააჩნია რომელი ენიდან რომელი ენაა, ასევე რა სირთულით დაწერა მწერალმა...
აი ასეთი ტექსტებში არანაირი გამოცდილება არ მაქვს, მაგრამ როგორც ვიცი ფასები ასე მერყეობს: 15-20 ლარი.,..
QUOTE
ტექნიკური ლიტერატურა

აქაც იგივე სიტყუაციაა...
ნუ აი ფასში ცოტა განსხვავება შეიძლება იყოს: 12-20 ლარამდე...
QUOTE
სტატიები ვებ გვერდებისთვის

აი ამაზე უკვე ვეღარ გეტყვი..,.
სტატიების წერა ჯერ დამიწყია...

Posted by: 3DG 11 Oct 2012, 19:02
gigajoj
მადლობა smile.gif

Posted by: gigajoj 11 Oct 2012, 19:07
3DG
QUOTE
მადლობა

You are welcome, if need help, I am at your service...

Posted by: nutsiko 11 Oct 2012, 19:09
3DG
მე ვწერ სტატიებს ვებ გვერდებისა და ბლოგებისთვის სეოს მიხედვით. ფასები ასეთია: 500 სიტყვა ათი ლარი. უნიკალური სტატიები, ინგლისურ-ქართულად. არ მეორდება სტატია არსად. ქი ვორდებს თავად მომაწოდებ. მე დავწერ. ემანით გადახდა.
სეოზე გაიკითხე თუ გინდა, მე იქ ვარ და არაერთ სეოშნიკთან ვთანამშრომლობ უკვე რამდენი ხანია.

Posted by: leono 11 Oct 2012, 20:50
nutsiko
QUOTE
საკუთარი თავის ბატონ-პატრონი თავად ვარ


ჩემსავით ყოფილხარ. წარმატებებს გისურვებ. smile.gif

მაგრამ მე საქმე თავზე საყრელად არ მაქვს.

Posted by: nutsiko 11 Oct 2012, 20:54
leono
შენც წარმატებებს გისურვებ! ღმერთმა ბარაქა მოგცეს!

Posted by: gigajoj 16 Oct 2012, 11:06
როგორ ხართ კოლეგებო?
ჩვენი თემა ჩავარდა? ხომ არ აჯობებს ისევ აპინულ თემებში იყოს?

Posted by: nutsiko 16 Oct 2012, 11:20
gigajoj
კი არ ჩავარდა, მეგობარო, ვმუშაობთ და დრო არ გვაქვს, რომ აქ ვწეროთ. wink.gif თარგმანები ბლომადაა, აქ ჩეთისთვის არ გვცხელა ხალხს.

ვისაც უნდა თარგმანები, იციან, როგორ გვიპოვნონ. არსებობს ამისთვის პირადი მიმოწერა, რომელიც სამწუხაროდ, ზოგჯერ უაზრო მიმოწერაში იხარჯება ხოლმე, როცა დამსაქმებელს/დამკვეთს თავად ვერ გაურკვევია, რა უნდა. ასეთებიც ხდება.

პ.ს. ისე როგორ ხარ? საქმეები როგორ მიდის? ჩაგვივარდა შეკრების იდეა, ხომ ხედავ sad.gif

Posted by: Nobel 16 Oct 2012, 11:29
გთხოვთ იხილეთ ეს განცხადება http://forum.ge/?f=34&showtopic=34449905

და გთხოვთ ფასი და ტელეფონი მომწერეთ

Posted by: gigajoj 16 Oct 2012, 21:23
nutsiko
QUOTE
კი არ ჩავარდა, მეგობარო, ვმუშაობთ და დრო არ გვაქვს, რომ აქ ვწეროთ.

ეგ კი საქმე თავზე საყრელად არის, მაგრამ დასაქამების სგანყოფილებაში ბევრი თემაა გახსნილი ვთარგმნი სტატიებს, მინდა მთარგმნელი და ა.შ.
ეს თემა კიდევ ზუსტად ამ საკითხების მოგვარებას ემსახურება. ახლა ვიფიქრე ამ თემას სახელი ხომ არ შევუცვალოთ და ეს თემა ავპინოთ...
QUOTE
პ.ს. ისე როგორ ხარ?

კარგად თავად?
QUOTE
საქმეები როგორ მიდის?

არაჩვეულებრივად, მალე სწავლას დავიწყებ ინტერნეტით გამომიგზავნიან ლექციებს და მეც ასე ჩავაბრებ ხოლმე...
შენთან როგორ მიდის?
ჩემი გამოგზავნილი სტუდენტის საქმე როგორაა? საკმაოდ მონდომებული სწავლაზე და არამგონია გაგაწვალოს...
QUOTE
ჩაგვივარდა შეკრების იდეა, ხომ ხედავ

აუ როგორ მინდოდა, რომ შევკრებილიყავით, მაგრამ ის თემა გააოფეს...

Posted by: nutsiko 16 Oct 2012, 21:36
gigajoj
როგორც ამ ფორუმს, იმ თემასაც შეეყარა სენი სახელად ,,ოფტოპიკი, ჩეთი, მაიმუნობა და მამაძაღლობა, ყველაფერი არაფრის შესახებ". ჰოდა, შევიკრიბოთ ფორუმის თარჯიმან-მთარგმნელ-მოსე მწერლები მაინც. ვინ გვიშლის, ვინ ოხერი?!

მე პირადად +1, შენც წამოდი და კიდევ ვისაც უნდა ამ თემიდან წამოვიდეს. სერიოზული და ჭკუადამჯდარი ხალხი მაინც ვიქნებით. ჰა, რას იტყვი? მიეწეროს ვისაც უნდა smile.gif პიცაზე ვიკრიბებით!

Posted by: Unico 16 Oct 2012, 22:05
ჰა, ვიკრიბებით? :დდდდ

ძირითადან ანგლოფილები ვართ, ისე.. ჰმმ

Posted by: nutsiko 16 Oct 2012, 22:17
Unico
მიემატე +1 და წამოდი. მე პიონერივით მზად ვარ ,,შრომისა და თავდადებისთვის". smile.gif

რამდენიც შევიკრიბებით, შევიკრიბოთ smile.gif

nutsiko
gigajoj
unico

ვინ იქნება შემდეგი?

Posted by: Error! 17 Oct 2012, 09:38
http://forum.ge/?f=102&showtopic=34449791
თუ რამეა PM.

Posted by: piccolina 17 Oct 2012, 13:19
უი, საინტერესო თემაა
იტალიური და ინგლისური მე

Posted by: gigajoj 17 Oct 2012, 18:17
ნელ-ნელა ვფართოვდებით...
piccolina
წარმატებები...
იტალიური ენა აქ არამგონია, ვინმემ იცოდეს ამიტომ ხშირად სჭირდებათ ხოლმე ამის თარჯიმანი....
* * *
nutsiko
QUOTE
ჰოდა, შევიკრიბოთ ფორუმის თარჯიმან-მთარგმნელ-მოსე მწერლები მაინც.

უჰჰჰ რა კარგი აზრია ჩვენთვის ვიჭუკჭუკებთ თარგმნაზე lol.gif lol.gif lol.gif
აუ იმ კვირაში არ შეიკრიბოთ რა...
ქვეყნიდან გასვლა მიწევს რამდენიმე დღით და ამიტომ მე ვერ მოვახერხებ იმ კვირაში...
QUOTE
პიცაზე ვიკრიბებით!

იფიფიფიფ კაპრიჩოზა რას გაასწორებდა biggrin.gif

Posted by: piccolina 17 Oct 2012, 23:29
gigajoj

დიდი მადლობა ))

Posted by: nutsiko 18 Oct 2012, 00:09
gigajoj
შენ როდის მიდიხარ და ჩამოდიხარ, თარიღები ან აქ დაწერე ან თუ გინდა მომწერე და თვის ბოლო რიცხვებში საღამოს ამ განყის ხალხი შევიკრიბოთ სადმე.

ვინც წამოვა, წამოვა, დიდი თავ-პატიჟი არ უნდა ამ საქმეს, ნაძალადევი არაფერი ვარგა.

ასე რომ... თუ გული გულობს, ამ შემთხვევაში პიცა ორი ხელი იჭმევაო, ლოლ wink.gif
Unico
უნიკო, მეგობარო, წამოხვალ შენ? იმედია, მარტო ჩემი და გიგას დუეტი არ იქნება და სულ მცირე ტრიო ან კვარტეტი, უკეთეს ვარიანტში კვინტეტი მაინც შევიკრიბებით. ჰმ??? რას იტყვით, კოლეგებო?

Posted by: frajock 18 Oct 2012, 01:49
დაახლოებით 2 ათასია კაცი ყოველთვის ყოველდღეა ხლმე ფორუმზე და დავიჯერო ამდენ ხალხში მეტი მთარგმნელ/თარჯიმანი არ არი ? smile.gif smile.gif

Posted by: krikri 18 Oct 2012, 02:06
gigajojმართალი იყო patriciia ტყუილად გაგეცინა

გამართული ქართულით ვისაც უნდა ტექსტი ეგრეა და გოოგლე რომ თარგმნის ისეთი თარგმანი თუ უნდა ვინმეს, კი ბატონო biggrin.gif


და ის ლინკი რომ გაქვს მოტანილი მაგალიტად , ეგეც ოქსფორდის ლექსიკონი არ იყოს რა biggrin.gif

შენ გგონია ნეტში ვინც წერს ან საიტი ვისაც აქვს ყველა გამართულად წერს? სასცილო მაგალითია , სულ მცირე biggrin.gif

Posted by: patriciia 18 Oct 2012, 13:09
krikri
QUOTE
და ის ლინკი რომ გაქვს მოტანილი მაგალიტად , ეგეც ოქსფორდის ლექსიკონი არ იყოს რა

biggrin.gif
გმადლობ, რომ გამომესარჩლე 2kiss.gif
მეც მინდა თარგმანი.
რუსული, ინგლისური

თარგმნა და რედაქტირება
ქართულიდან ინგლისურად _ 20 ლარი
ინგლისურიდან ქართულად _ 15 ლარი

ვისაც მართლა გუგლის თარგმანი უნდა, მაშინ უფრო იაფად იშოვის,

ჩემს ფასში რედაქტირება შედის,

რამდენჯერ ვეცადე, მაგრამ გაურედაქტირებელი ტექსტის გაგზავნა ვერ შევძელი, მაინც ვასრულებ ამ სამუშაოს და ბარემ მე ავიღებ რედაქტირების ფულს.

Posted by: Nobel 18 Oct 2012, 13:18
patriciia
თარგმანი რედაქტირების გარეშე რა უნდა იყოს? გრამატიკულად გაუმართავი თარგმანი? მე ეგეთი რამე არ გამიგია smile.gif

Posted by: ingiloo 18 Oct 2012, 16:08
გამარჯობა ყველას smile.gif


ინტერნეტით მიღებულ შეკვეთებზე ანგარიშსწორება როგორ გაქვთ?

Posted by: frajock 18 Oct 2012, 16:13
QUOTE (ingiloo @ 18 Oct 2012, 16:08 )
გამარჯობა ყველას smile.gif


ინტერნეტით მიღებულ შეკვეთებზე ანგარიშსწორება როგორ გაქვთ?

სავარაუდოდ paypal ან e-money

Posted by: ingiloo 18 Oct 2012, 16:18
frajock

ანგარიშზე ჩარიცხვა რომ ხდება, მაინტერესებს ანუ ჯერ თანხას არიცხინებთ და მერე მასალას უგზავნით თუ პირიქით?


Posted by: Unico 18 Oct 2012, 19:49
nutsiko
კი , ოღონდ არასამუშაო დღეს დაამთხვიეთ, კვირა დღე ანუ smile.gif


პ.ს.
რაზე დაობთ, რა მოხდა, არ მესმის user.gif რა ვერ გაიყავით? მშვიდობის მტრედი უნდა ჩავერიო, ხო? gigi.gif gigi.gif

მთარგმნელი ტექსტური სახის თარგმანს ასრულებს
თარჯიმანი - ზეპირს,
სინქრონისტიც ზეპირს, მაგრამ აქ იგულისხმება რომ მოსაუბრის საუბარს სინქრონულად თარგმნის, ყოველგვარი დაყოვნების გარეშე.

რედაქტირებას რაც შეეხება, ეგ ყველაზე "საშინელი" რამ არის, ყველას თავისი გრამატიკა და ტერმინოლოგია აქვს facepalm.gif
ამიტომ მესმის რასაც პატრიცია გულისხმობს და ეგ კარგიცაა.

Posted by: nutsiko 18 Oct 2012, 20:02
Unico
უნიკო, ისე უჩანს პირი, სამი მუშკეტერივით მივდივართ პიცაზე ანუ მე, შენ და გიგა.

ჰოდა, რა ვიცი, რა ვიცი... biggrin.gif biggrin.gif დაველოდოთ დარტანიანის გამოჩენას და გავდივართ smile.gif

Posted by: krikri 18 Oct 2012, 21:47
patriciia
არაფრის რა მადლობა :-*

სიმართლე ავირჩიე smile.gif))

Posted by: gigajoj 18 Oct 2012, 22:49
nutsiko
QUOTE
შენ როდის მიდიხარ და ჩამოდიხარ, თარიღები ან აქ დაწერე ან თუ გინდა მომწერე და თვის ბოლო რიცხვებში საღამოს ამ განყის ხალხი შევიკრიბოთ სადმე.

ჯერ არ ვიცი...
ალბათ ხვალ გავარკვევ...
QUOTE
ასე რომ... თუ გული გულობს, ამ შემთხვევაში პიცა ორი ხელი იჭმევაო, ლოლ

იფიფიფიფ კაპრიჩოზა... biggrin.gif
krikri
QUOTE
დაახლოებით 2 ათასია კაცი ყოველთვის ყოველდღეა ხლმე ფორუმზე და დავიჯერო ამდენ ხალხში მეტი მთარგმნელ/თარჯიმანი არ არი ?

თანდათანობით ჩვენი რიცხვი იზრდება...
krikri
patriciia
QUOTE
გამართული ქართულით ვისაც უნდა ტექსტი ეგრეა და გოოგლე რომ თარგმნის ისეთი თარგმანი თუ უნდა ვინმეს, კი ბატონო

სხვათაშორის ეს სიტყვა ქართული ენის ტემაში გადავამოწმე და ასე მითხრეს....
სწორია ეს სიტყვაო, მაგრამ ხალხი ამ სიტყვის გამოყენებას თავს არიდებს, რადგან უცხო ენიდან შემოსული სიტყვაოო...
(ეს მეც ასე ვიცოდი)
ასე რომ მივყვეთ არც ბადრიჯანი და არც ხალიჩა ქართული სიტყვა არაა, მაგრამ ჩვენ ამათ ვიყენებთ... ingiloo
ingiloo
QUOTE
გამარჯობა ყველას

გამარჯობა...
კარგი ნელ-ნელა ეს თემა პოპულალური რომ ხდება...
QUOTE
ინტერნეტით მიღებულ შეკვეთებზე ანგარიშსწორება როგორ გაქვთ?

მე საბანკო ანგარიშზე მირიცხავენ...
ingiloo
QUOTE
ანგარიშზე ჩარიცხვა რომ ხდება, მაინტერესებს ანუ ჯერ თანხას არიცხინებთ და მერე მასალას უგზავნით თუ პირიქით?

ამაზე ბევრს აქვს პრობლემა...
რა ვიცი, მე ჯერ პრობლემა არ შემქმნია...
მე ვუგზავნი და ისინი შემდეგ მირიცხავენ თანხას...
მაგრამ ერთხელ მახოსვ ერთმა გადამაგდო, მეილით დამიკავშირდა, სულ სამი წინადადება იყო სათარგმნი, მაგრამ რომ ვენდობი ხომ უნდა გაამართლოს ის ნდობა...
თუ გადახდის საშუალება არ აქვს, მომწეროს Yხოვნით, რომ მითარგმნე ეს სამი წინადადება და რა პრობლემა იქნებოდა? ძალიან ბევრი ფორუმელისთვის ორ გვერდიანი თარგმანიც გამიკეთებია უფასოდ...
QUOTE
მშვიდობის მტრედი უნდა ჩავერიო, ხო?

საჭირო ხარ biggrin.gif
QUOTE
მთარგმნელი ტექსტური სახის თარგმანს ასრულებს
თარჯიმანი - ზეპირს

აი ეგრე შე კარგო ადმიანო biggrin.gif
მეც ეგ ვთქვი, მაგრამ ვინმემ დამიჯერა?
QUOTE
რედაქტირებას რაც შეეხება, ეგ ყველაზე "საშინელი" რამ არის, ყველას თავისი გრამატიკა და ტერმინოლოგია აქვს

ოოო თითქოს რედაქტირება ერთი შეხედვით ადვილი საქმეა, მაგრამ საქმე საქმეზე, რომ კიდგება საშინელებაა...

Posted by: krikri 18 Oct 2012, 23:03
gigajoj
QUOTE
სხვათაშორის ეს სიტყვა ქართული ენის ტემაში გადავამოწმე და ასე მითხრეს....
სწორია ეს სიტყვაო, მაგრამ ხალხი ამ სიტყვის გამოყენებას თავს არიდებს, რადგან უცხო ენიდან შემოსული სიტყვაოო...
(ეს მეც ასე ვიცოდი)
ასე რომ მივყვეთ არც ბადრიჯანი და არც ხალიჩა ქართული სიტყვა არაა, მაგრამ ჩვენ ამათ ვიყენებთ...

რა ბადრიჯანი, რა ხალიჩა biggrin.gif


ქართულად თარგმნის მაგივრად, ქართულზე თარგმნა -გაპროტესტდა აქ

რაღაც ვერ გაიგე მეგობარო smile.gif



თორემ თარჯიმნის და მთარგმნელის განმარტება დაიდო უკვე ზემოთ smile.gif))) კომპეტენტურად biggrin.gif

Posted by: ingiloo 19 Oct 2012, 15:06
gigajoj
QUOTE
QUOTE
ანგარიშზე ჩარიცხვა რომ ხდება, მაინტერესებს ანუ ჯერ თანხას არიცხინებთ და მერე მასალას უგზავნით თუ პირიქით?

ამაზე ბევრს აქვს პრობლემა...
რა ვიცი, მე ჯერ პრობლემა არ შემქმნია...
მე ვუგზავნი და ისინი შემდეგ მირიცხავენ თანხას...
მაგრამ ერთხელ მახოსვ ერთმა გადამაგდო, მეილით დამიკავშირდა, სულ სამი წინადადება იყო სათარგმნი, მაგრამ რომ ვენდობი ხომ უნდა გაამართლოს ის ნდობა...
თუ გადახდის საშუალება არ აქვს, მომწეროს Yხოვნით, რომ მითარგმნე ეს სამი წინადადება და რა პრობლემა იქნებოდა? ძალიან ბევრი ფორუმელისთვის ორ გვერდიანი თარგმანიც გამიკეთებია უფასოდ...


მადლობა გამოხმაურებისთვის smile.gif

ხოდა ეგ პრობლემა მეც რომ მაქვს მაგიტომ ვიკითხე, მე ძირითადად პირადად ვხვდები ხოლმე ისე ვაძლევ მასალას, შესაბამისად ანაზღაურებაც მაშინ ხდება. ეგრე გადააგდეს ჩემი მეგობარი, ისიც თარჯიმანია და ასე ვირთულებ საქმეს mo.gif

Posted by: leono 19 Oct 2012, 17:07
ნუ კამათობთ, მე აგიხსნით. smile.gif

თანდებული "ზე" გამოიყენება იმ შემთხვევაში, როცა ენის აღმნიშვნელ ზედსართავ სახელთან ერთად გამოყენებულია სიტყვა "ენა". ხოლო თანდებული "ად" გამოიყენება იმ შემთხვევაში, როცა მხოლოდ ენის აღმნიშვნელი ზედსართავი სახელია ნახმარი. აქედან გამომდინარე სწორია:

"მეძვირე პატრიცია თარგმნის რუსულ ენაზე."
"ბრაზიანი ნუციკო თარგმნის ინგლისურად."

თანდებული "ზე" შეიძლება გამოყენებული იქნას მაშინაც, როცა სიტყვა "ენა" არ არის ნახმარი, მაგრამ იგულისხმება (გამოტოვებულია). ანუ ე.წ. ელიფსური (შეკვეცილი) წინადადების შემთხვევაში. მაგ.:

- რომელ ენაზე თარგმნის ნუციკო?
- ინგლისურზე. (ნაცვლად: "ინგლისურ ენაზე").



Posted by: nutsiko 19 Oct 2012, 17:09
მეც გადამაგდეს ერთხელ, ამ ფორუმზე თანაც. მთელი 11 გვერდი მათარგმნინა ფორუმელმა გიოჩომ და არ გადამიხადა. ისე მწარედ მახსოვს. ახლა ,,პოსლეზე" თარგმანებს არ ვაკეთებ. ამ ცუდიდან კარგი ის იყო, რომ ჭკუა ვისწავლე და არავის ისე არ ვუკეთებ საქმეს. ნახევარს, ბეს სახით, მიხდიან დასაწყისში, შემდეგ ნახევარს - სამუშაოს დასრულების შემდეგ. მადლობა ღმერთს, ახლა ყველაფერი რიგზეა. ვმუშაობ მხოლოდ სერიოზულ ხალხთან და ცერცეტებთან არ ვიჭერ საქმეს.
* * *
QUOTE (leono @ 19 Oct 2012, 16:07 )



"ბრაზიანი ნუციკო თარგმნის ინგლისურად."


დავიწყოთ იქიდან, რომ მხოლოდ ინგლისურად არა, რუსულიდანაც ვთარგმნი.

მეორე:
რატომ ვარ ბრაზიანი?
ზოგიერთი განყის ცერცეტა და ამჩატებულ ყმაწვილქალობას რომ არ ვგავარ იმიტომ?
ყოველთვის სიმართლეს რომ ვამბობ იმიტომ?
მყისიერად რომ ვრეაგირებ მავანთა უზრდელობაზე ამიტომ?
ან იქნებ იმიტომ, რომ ზოგიერთებთან შედარებით მეტი ვიცი რიგ საკითხებსა და სფეროებში?!

ასე რომ... ყველამ მივხედოთ ჩვენს საქმეებს, აჯობებს.... კბენებს და წკლიპურტებს შევეშვათ!

Posted by: leono 19 Oct 2012, 17:28
nutsiko

რა იყო გოგო, რა დაგემართა. გავიხუმრე, რა მოხდა.
აუ, შენ რა მართლა ბრაზიანი ყოფილხარ. biggrin.gif



QUOTE
ზოგიერთი განყის ცერცეტა და ამჩატებულ ყმაწვილქალობას რომ არ ვგავარ იმიტომ?


lol.gif


Posted by: nutsiko 19 Oct 2012, 17:30
leono
რაღაც არ ჰგავდა ხუმრობას შენი ნაწერი.

ხუმრობა მე რომ ვიცი, ისეთი უნდა და არ მესწავლება.

ტაკ შტო, ნი უჩი უჩიონოვო wink.gif

Posted by: leono 19 Oct 2012, 17:34
ეხლა პატრიციაც რომ მეძგეროს, რატომ ვარ მეძვირეო, გადავირევი და ეგ იქნება. biggrin.gif

Posted by: nutsiko 19 Oct 2012, 17:40
QUOTE (leono @ 19 Oct 2012, 16:34 )
ეხლა პატრიციაც რომ მეძგეროს, რატომ ვარ მეძვირეო, გადავირევი და ეგ იქნება. biggrin.gif

lol.gif

You never know

lol.gif

Posted by: Unico 23 Oct 2012, 12:58
QUOTE
ეხლა პატრიციაც რომ მეძგეროს, რატომ ვარ მეძვირეო, გადავირევი და ეგ იქნება

biggrin.gif biggrin.gif არააჰ, ეგ კარგი ქალია, არ გეტყვის მაგას ^_^

პ.ს. მესიმპატიურება მე

Posted by: nutsiko 23 Oct 2012, 16:23
QUOTE (Unico @ 23 Oct 2012, 11:58 )

biggrin.gif biggrin.gif არააჰ, ეგ კარგი ქალია, არ გეტყვის მაგას ^_^

პ.ს. მესიმპატიურება მე

და შენ რა გინდა თქვა, რომ მე ვარ ბრაზიანი?



vik.gif

Posted by: Unico 23 Oct 2012, 20:59
nutsiko
არა, მე ვიგულისხმე, რომ როგორც წესი პატრიცია ასეთ რამეებზე არ აკეთებს ხოლმე კომენტარს biggrin.gif

Posted by: nutsiko 23 Oct 2012, 21:06
Unico
კარგი, პასუხი მიღებულია smile.gif

არა, ახლა მეც მეტი საქმე არ მქონდა იმ მომენტში, თუ არა... რა დროს მაგაზე თავის გაცხელება იყო biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif

Posted by: BEBE__BEBE 24 Oct 2012, 10:03
თქვენის ნებართვით მეც დავფიქსირდები ამ თემაში.

ვთარგმნი რუსულიდან ქართულად ნებისმიერი სირთულის ტექსტს.

ვარ ფილოლოგი - ქართული ენის და ლიტერატურის სპეციალისტი; ასევე ხელოვნებათმცოდნე. ვაკეთებ სტატიების რედაქტირებას...


პრაქტიკა და გამოცდილება მაქვს.

დანარჩენი პმ-ში

Posted by: Greta 24 Oct 2012, 13:45
ნებისმიერი სირთულის ტექსტის თარგმნა ქართულიდან რუსულად და რუსულიდან ქართულად

შემეხმიანეთ PMში

Posted by: Ni-L 25 Oct 2012, 14:01
ვთარგმნი რუსულიდან ქართულად და პირიქით ნებისმიერი ტიპის ტექტს: მხატვრული,სამედიცონო,დოკუმენტური, ტექნიკური ლიტერატურა......

Posted by: patriciia 26 Oct 2012, 16:45
leono
QUOTE
ნუ კამათობთ, მე აგიხსნით.

თანდებული "ზე" გამოიყენება იმ შემთხვევაში, როცა ენის აღმნიშვნელ ზედსართავ სახელთან ერთად გამოყენებულია სიტყვა "ენა". ხოლო თანდებული "ად" გამოიყენება იმ შემთხვევაში, როცა მხოლოდ ენის აღმნიშვნელი ზედსართავი სახელია ნახმარი. აქედან გამომდინარე სწორია:

"მეძვირე პატრიცია თარგმნის რუსულ ენაზე."
"ბრაზიანი ნუციკო თარგმნის ინგლისურად."

თანდებული "ზე" შეიძლება გამოყენებული იქნას მაშინაც, როცა სიტყვა "ენა" არ არის ნახმარი, მაგრამ იგულისხმება (გამოტოვებულია). ანუ ე.წ. ელიფსური (შეკვეცილი) წინადადების შემთხვევაში. მაგ.:

- რომელ ენაზე თარგმნის ნუციკო?
- ინგლისურზე. (ნაცვლად: "ინგლისურ ენაზე").

სწორია,მაგრამ შეკვეცილი ვარიანტი მისაღებია დიალოგურ მეტყველებაში.
თუ ფორუმზე წერას დიალოგურ მეტყველებად მივიჩნევთ, მაშინ ჩემი შენიშვნა არ ყოფილა მართებული.

რაც ეხება ელიფსურ წინადადებას, მიგაჩია, თუ არა შემდეგი "გამოტოვება" ელიფსურ წინადადებად?

ორი თეფში შევჭამე.

შენი აზრი მაინტერესებს.

რაც ეხება თარჯიმანს, ეს არ არის სწორი ფორმა.


Posted by: gigajoj 26 Oct 2012, 20:04
QUOTE
რაც ეხება თარჯიმანს, ეს არ არის სწორი ფორმა.

თქვენ კიდევ ამას განიხილავთ? lol.gif lol.gif lol.gif

უჰჰჰ, ლინგვისტებთან მაქვს საქმე...
აბა დამეხმარეთ ლინგვოსტილისტიკა საიდან შეიძლება ვისწავლო?
ახლა მალე ვიწყებ სწავლას ფილოლოგიის ფაკულტეტზე და 30 საკითხი მაქვს სასწავლი
უი მართლა ეს თემა აპინოს მოდერმა....

Posted by: nutsiko 26 Oct 2012, 20:09
gigajoj
შენ კიდევ მაგას გაჰყვირი, აპინეთ ეს თემაო?! biggrin.gif biggrin.gif

ხომ ხედავ, უპატრონოდ ვართ დაყრილები ამ განყში ხალხი. არ არის, ბატონო, მოდერის უზენაესი ნება, რომ აპინოს ეს თემა და ჰაჰ, მოკალი თუ გინდა biggrin.gif

Posted by: gigajoj 26 Oct 2012, 20:15
nutsiko
QUOTE
შენ კიდევ მაგას გაჰყვირი, აპინეთ ეს თემაო?!

ნუ მე მაინც ვცდილობ biggrin.gif
QUOTE
არ არის, ბატონო, მოდერის უზენაესი ნება, რომ აპინოს ეს თემა და ჰაჰ, მოკალი თუ გინდა

არ უნდა რა ნინიას ბაღია? biggrin.gif

მოიცადე ახლა მივწერო biggrin.gif

Posted by: nutsiko 26 Oct 2012, 20:22
gigajoj
წერე, წერე, ჩემო ვარდენო, - ხომ გაგიგია? biggrin.gif


Posted by: leono 26 Oct 2012, 20:28
patriciia
QUOTE
შეკვეცილი ვარიანტი მისაღებია დიალოგურ მეტყველებაში.

რა თქმა უნდა. მეც ეგ ვიგულისხმე.

QUOTE
მიგაჩია, თუ არა შემდეგი "გამოტოვება" ელიფსურ წინადადებად?

ორი თეფში შევჭამე.

მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მაგ წინადადებას წინ უძღოდა შესაბამისი კონტექსტი, მაგ.: "რამდენი თეფში ლობიო შეჭამე?" ან "გუშინ ხუთი თეფში საცივი შევჭამე, დღეს კი ორი თეფში შევჭამე", ან რამე მსგავსი. ასე ცალკე აღებული, რა თქმა უნდა, ვერ ჩაითვლება ელიფსურ წინადადებად.

QUOTE
რაც ეხება თარჯიმანს, ეს არ არის სწორი ფორმა.

რატომ?

Posted by: gigajoj 26 Oct 2012, 21:00
nutsiko
QUOTE
წერე, წერე, ჩემო ვარდენო, - ხომ გაგიგია?

lol.gif lol.gif lol.gif
ნუ ვინმე ბოლოს შეამჩნევს ჩემს შემოთავაზებას biggrin.gif biggrin.gif

Posted by: nutsiko 26 Oct 2012, 21:03
gigajoj
ხუმრობა იქეთ და მართლა საჭირო თემაა. ვის რაში დაეხმარა ეს თემა, არ ვიცი, მაგრამ თავად ფაქტი, რომ ეს თემა გვაერთიანებს დიად მთარგმნელ-თარჯიმნებს (ვისაც რომელი გაუხარდება, იმად იწოდებოდეს), უკვე მისასალმებელია, ვივა!

Posted by: AVALON METHOD 5 Nov 2012, 09:44
“ IQ CENTRE”- AVAlon school –ის ოფიციალური წარმომადგენელობა საქართველოში აცხადებს მიღებას ჯგუფური მეცადინეობა – ზოგადი-სასაუბრო ინგლისური ენის კურსი AVALON Direct Method:
კურსი გათვლილია ნებისმიერი ასაკის მსმენელისათვის.
ჯგუფები კომპლექტდება ცოდის დონის მიხედვით, გასაუბრების საფუძველზე.
ჯგუფში ირიცხება არაუმეტეს 8 სტუდენტისა.
მეცადინეობა მიმდინარეობს კვირაში სამჯერ, ორი 50-წუთიანი გაკვეთილი(ათწუთიანი შესვენებით), ჯამში -24 გაკვეთილი თვეში.

მეთოდის შესახებ
სწავლება მიმდინარეობს ავალონის მეთოდით-Avalon Direct English . მეთოდი შეიქმნა ინგლისში და აკრედიტებულია ბრიტანეთის საბჭოს მიერ. კურსი გათვლილია სასაუბრო ინგლისურზე. გაკვეთილის უდიდესი ნაწილი ეთმობა კომუნიკაციას. საუბრის რეჟიმში სტუდენტი გადის გრამატიკის სრულ კურსს.
კურსი შედგება 4 წიგნისგან, თითოეული წიგნის გავლა საჭიროებს 4- 5 თვეს. ანუ დაწყებითიდან(starter) დაწინაურებულ(advanced) დონის მისაღწევად სტუდენტს სჭირდება 2 წელზე ნაკლები დრო.
არცერთი სიტყვა ქართილად პირველივე დონიდან.
ავალონის მეთოდის სპეციფიკა:
მეთოდი გათვლილია საქმიან ადამიანებზე და ამდენად, სრულიად გამორიცხავს საშინაო დავალებას.
მეთოდში თავმოყრილი ლექსიკური მარაგის(Book3-Book4) 30% არის ბიზნესის ტერმინოლოგია. ასე, რომ სტუდენტი ზოგად, სასაუბრო ინგლისურთან ერთად სწავლობს ბიზნესის ენას.
ავალონის მეთოდის გაკვეთილის 90% ეთმობა ზეპირ კომუნიკაციას, დაწყებითი დონის სტუდენტიც კი 3–4 გაკვეთილის შემდეგ იწყებს მარტივი კონსტრუქციებით საუბარს.
ყველა გაკვეთილის ბოლო 10წუთი ეთმობა შესწავლილი გრამატიკის დაჯამებას გრამატიკული ტესტებით.
მეთოდი სისტემატურად ახლდება ავალონის ლონდონის სკოლის კომისიის მიერ. შესაბამისად, ავალონის მეთოდის ლექსიკური მასალა და გრამატიკა უახლესი, ცოცხალი–სასაუბრო ენის ნაწილია.1996წლიდან (მეთოდის შექმნის თარიღი) სახელმძღვანელოები 4–ჯერ განახლდა. ჩვენ გთავაზობთ მეთოდის მეოთხე, უახლეს გამოცემას - Avalon Quantum
სახელმძღვანელოები
მეცადინეობა მიმდინარეობს მეთოდის სახელმძღვანელოებით. თითოეული სტუდენტისთვის სკოლა უკვეთავს წიგნს+CD ავალონის ლონდონის სკოლას.
I წიგნი– Starter/Beginner
II წიგნი– Pre-Intermediate
III წიგნი– Intermediate
IV წიგნი–Upper –Intermediate- Advanced

მესამე და მეოთხე დონეებზე კურსს გაუძღვებიან უცხოელი პედაგოგები.

ყოველი დონის შემდეგ გაიცემა სერთიფიკატი, რომელიც იგზავნება ინგლისიდან. სერთიფიკატი უფასოა.
უფასო სადემონდტრაციო გაკვეთილი.
უფასო გასაუბრება/ტესტირება
კურსები ინგლისში
ავალონის თბილისის სკოლა დაგეხმარებათ თქვენთვის სასურველი ხანგრძლივობის კურსი გაიაროთ ავალონის ლონდონის სკოლაში.
სწავლების საფასური - 125 ლარი თვეში
მის. ყაზბეგის 14b tel: 2 35 90 37 593 679 609

Posted by: salvatore 8 Nov 2012, 17:45
რუსულიდან,თურქულიდან,ინგლისურიდან თარგმნა უპრობლემოდ შემიძლია,ქართულიდან ინგლისურად თარგმნაც,თურქულადაც იდეაში,მაგრამ ვინაიდან ჩემი თურქული ჯერ მთლად ასე კარგიც არაა,ამიტომ ამას ვერ დავაკისრებ ჩემს თავს(biggrin.gif) რედაქტირებასაც ასე თუ ისე ვაკეთებ და ეგაა რა. დიდი მთარგმნელი ან ლინგვისტი ვერ გავხდები,მაგრამ საღამოს საქმე რომ მექნება ეგეც კარგი იქნება ჩემთვის biggrin.gif

Posted by: nutsiko 8 Nov 2012, 18:52
ფორუმელი თარჯიმნების საყურადღებოდ!

ფორუმი ყოველდღიურად მაოცებს თავისი სურპრიზებით და მინდა თქვენც გაგიზიაროთ:

ძალიან ფრთხილად იყავით, როცა ამ განყში ვინმე აცხადებს: ვეძებ მთარგმნელს ამა თუ იმ ვებ გვერდებისთვის და ასე შემდეგ.
აღმოჩნდა, რომ ზოგიერთი ფორუმელი, ვთქვათ ასე, ეძებს მთარგმნელს, სინამდვილეში გიგზავნის მცირე აბზაცს (და ალბათ ასე აგზავნის სხვებთანაც, ვინც სურვილს გამოთქვამს ,,კონკურსში" მონაწილეობაზე), იღებს ყველასგან თარგმანებს და ისე, რომ წარმოდგენა არ გაქვს, შემდეგ იყენებს ასე აბზაცებად თარგმნილს. სულ ახლახანს ერთ–ერთი ფორუმელის, რომელიც ,,ვაკანსიას აცხადებდა" ბლოგზე აღმოვაჩინე ჩემი თარგმნილი აბზაცი, თავსა და ბოლოში უმნიშვნელო ცვლილებებით.

გაფრთხილდით! შეგნებულად არ ვასახელებ ამ იუზერს. ვისაც დეტალები დაგაინტერესებთ, პმ მომწერეთ! მოგიყვებით რა და როგორ!

Posted by: gigajoj 8 Nov 2012, 21:29
nutsiko
მაწაკობა გამიგია, მაგრამ ასეთი? biggrin.gif
ბოლო ბოლო თუ ორი გვერდია გვთხოვოს და გავინაწილებთ და უფასოდ ვუთარგმნით ....
საქართველოვ როდის უნდა ამოხვიდე უფსკრულიდან...
ეჰჰ ჩემო ნუცა ასეთები გადაგვიტანია, და ამასაც როგორღაც გადააგორებ...
მაგრამ რაზე მეშლება იცი ნერვები? რომ გატყუებენ და თვითონაც ვტყუვდებით....
აუუუ როგორ მეზარება ხვალ ლექციებზე... cry.gif cry.gif

Posted by: nutsiko 8 Nov 2012, 21:47
მე გულწრფელად მადლობელი ვარ ზოგიერთი ასეთ ფორუმელის: ერთი, რომელმაც 11 გვერდი მათარგმნინა, ,,შეიტყაპუნა" ჩემი დრო და ნერვები, წავიდა და კურდღელივით გაიქცა (ეს იყო პირველი სერიოზული კრახი ჩემს პროფესიულ საქმიანობაში, როცა ვენდე და ვუთარგმნე ყოველგვარი წინასწარი ბეს ან ნახევარი თანხის მოთხოვნის გარეშე) და მეორე, ეს შემთხვევა, როცა გამაცუცურაკეს და გამასულელეს.

არა უშავს, ასეთი მარტივი არაა ჩემი მოდრეკა და გატეხვა. მწარე გამოცდილებაც ხომ გამოცდილებაა.
ჰოდა, მადლობა მინდა ვუთხრა ამ ადამიანებს, მიუხედავად ყველაფრისა, რადგან უფრო მეტად ფრთხილი და წინდახედული გავხდი. ვიცი რა და როგორ და იმედია, არ გასამდება და კიდევ ვინმეს მსხვერპლი არ გავხდები. თუმცა ფორუმი საკმაოდ ხშირად თაღლითებისა და ვიგინდარების თავშეყრის ადგილი ხდება ხოლმე.

მე ჩემი სათქმელი ვთქვი და მინდა, რომ სხვამ არ გაიზიაროს ჩემი მწარე გამოცდილება. ჭკვიანი ხომ სხვის შეცდომებზე სწავლობს. ჰოდა, ისწავლეთ ჩემს მაგალითზე. smile.gif

Posted by: gigajoj 9 Nov 2012, 10:24
nutsiko
ჰო და ამის მერე ასე მოვიქცეთ აქ ვინმე რომ დაპოსტავს თარგმნა მნიდაო...
ნიმუშსაც აქ დადებს...
არ დადებს და შეუძლია თავისი გზით წავიდეს...
ბოლო ბოლო ჩვენც ნერვები გვაქვს და დრო ფული ღირს...

Posted by: Unico 12 Nov 2012, 21:23
nutsiko
ეგეთებმა ან თავისით თარგმნონ (ბლოგისთვის), ან გუგლ თრანსლეითი გამოიყენონ და ჩვენ შეგვეშვან, არა?

ამის წინათ სტუდენტების მასალა გამომიგზავნეს. ინგლისურენოვანი წიგნის დასკანირებული გვერდები იყო. სიტყვასიტყვით თარგმანი არ გვინდაო, თურმე უთქვიათ, მოკლე შინაარსი დაგვიწეროსო, რომ სადღაც 2 გვერდი გამოვიდესო... ფაქტიურად დავალება გავაკეთე :DDDD

Posted by: gigajoj 13 Nov 2012, 14:57
Unico
QUOTE
ამის წინათ სტუდენტების მასალა გამომიგზავნეს. ინგლისურენოვანი წიგნის დასკანირებული გვერდები იყო. სიტყვასიტყვით თარგმანი არ გვინდაო, თურმე უთქვიათ, მოკლე შინაარსი დაგვიწეროსო, რომ სადღაც 2 გვერდი გამოვიდესო... ფაქტიურად დავალება გავაკეთე

biggrin.gif biggrin.gif
მიყვარს ასეთი კურიოზები...
ხალხო მინდა თქვენგან გამოცდილება მივიღო და იქნებ რამე მირჩიოთ...
აი თქვენ ინგლისურ ენაზე რომ სწავლობდით საგნებს თავიდან რამდენად გაგიჭირდათ?
ახლა ვსწავლობ სამ საგანს ინგლისურად...
აკადემიურ ინგლისურს, სტილისტიკას და მეთოდოლოგიას...
აკადემიური ინგლისური არ მიჭირს, მაგრამ აი დანარჩენი ორი ინგლისურად გააზრება რაღაც საშინელებაა...
მარტო მე მემართება ეს თუ ეს ჩვეულებრივი მოვლენაა და ადაპტაციის უნარი მჭრდება?
აი ახლა სტილისტიკას ვუზივარ და ჩვეულებრივ ვთარგმნი, მაგრამ მისი გააზრება სასწავლად ძნელია...
რისი ბრალი შეიძლება იყოს ეს ვერ ვიგებ...

Posted by: Unico 13 Nov 2012, 21:04
gigajoj
მე ვფიქრობ შეჩვევაზეა.
გავდიოდი ინგლისური ენის ფონეტიკას და მორფოლოგიას, რომელსაც მართალია ქართულენოვანი ლექტორი გვიკითხავდა, მაგრამ სახელმძღვანელო იყო ინგლისურად. მიწევდა იმ საშინელების (მაშინდელი ჩემი დამოკიდებულებაა :დ) წაკითხვა, დაკონსპექტება და მერე ამის მოყოლა სემინარზე, პლუს საგამოცდო საკითხებში იყო შესული...

სტილისტიკა არ უნდა იყოს რთული, მიეჩვევი : )

***
საბანკო ამონაწერებს ვერ ვიტან : / აი ამას კი ვერასდროს მივეჩვევი :დდ

Posted by: gigajoj 15 Nov 2012, 11:12
Unico
QUOTE
სტილისტიკა არ უნდა იყოს რთული, მიეჩვევი

ჩემი აზრით ყველაზე რთული ეს საგანია...
და ყველა ამას ამბობს...
ჰოოო ახლა რა მინდა გკითხოთ...
ე.ი. უნივერსიტეტიდან გამომატანეს ინგლისურ ენოვანი ცნობა, მასზედ, რომ მე 25 ოქტომბერს ჩავირიცხე უნივერსიტეტში და სწავლების ხანგრძლივობა არის 2 წელიწად-ნახევარი...
დამთავრების ზუსტი თარიღი არ უწერია...
ამ ცნობის თარგმნას მთხოვენ და თუ იცით თარჯიმანს უფლება აქვს, ეს 2 წელიწად ნახევრის ვადა გადათვალოს და დამთავრების ზუსტი თარიღი თარგმანში ჩაწეროს?
ზუსტი თარგმანი გააკეთოს, ოღონდ დამთავრების თარიღი ფრჩხილებში ჩაიწეროს...

იქნებ ვინმემ გამაგებინოს...

Posted by: Unico 15 Nov 2012, 21:26
gigajoj
მთარგმნელი თარგმნის იმას, რაც დედანში წერია. ჩასწორების, გადაკეთების, გაყალბების უფლება არ აქვს smile.gif
ამაზე ციხეა :დდ

Posted by: gigajoj 15 Nov 2012, 22:23
Unico
მადლობა...
კი თარგმანში ცვლილების შეტანის უფლება არ აქვს, მაგრამ ეს ცლილება თარგმნის შენაარსს და დედააზრს არ შეცვლის..
ნუ როგორც გავიგე, ნათარგმნი და ორიგინალი ტექსტი ერთი და იგივე უნდა იყოს, ნოტარიულად დამოწმების დროს, ეს თუნდაც ფრჩხილებში რიცხვების შეტანასაც რომ ნიშნავსდეს...

Posted by: Unico 15 Nov 2012, 22:59
gigajoj
შეცვლის, იმიტომ რომ ზუსტ თარიღს ვერ მიუთითებ (მარტო წელი ხო არაა თარიღი, თვე და რიცხვიც გინდა)

Posted by: gigajoj 3 Dec 2012, 12:59
თანაფორუმელებო და კოლეგებო, ელექტრონულ კომერციის განყოფილებას ვათვალიერებდი და ძირითადად იქ წერენ თარგმნის თაობაზე და რა აზრის ხართ ეს თემა იქ რომ გადავიტანოთ?

Posted by: rustavskimafia 3 Dec 2012, 13:44
არა ალბათ არა და ვის როდის რატო უთხრა ხო უეჩველი მასე იყო არა ალბათ არა და ვის როდის რატო უთხრა ხო უეჩველი მასე იყო

Posted by: gigajoj 3 Dec 2012, 14:23
QUOTE
არა ალბათ არა და ვის როდის რატო უთხრა ხო უეჩველი მასე იყო არა ალბათ არა და ვის როდის რატო უთხრა ხო უეჩველი მასე იყო

spy.gif spy.gif

Posted by: Unico 3 Dec 2012, 20:34
QUOTE
ელექტრონულ კომერციის განყოფილებას ვათვალიერებდი და ძირითადად იქ წერენ თარგმნის თაობაზე

არ ვიცი მაგ განყოფილების არაფერი smile.gif))

Posted by: gigajoj 3 Dec 2012, 21:07
Unico
QUOTE
არ ვიცი მაგ განყოფილების არაფერი

ოჰჰჰ, მე ხომ რას ამბობ ვბრდღვნი biggrin.gif
ნუ თანდათანობით შევისწავლით მაგასაც...
უბრალოდ მარტო მე ვერ გადავწყვეტ ამას, რას იტყვით?

Posted by: Unico 4 Dec 2012, 10:41
gigajoj
ჩემი ხმა +1
ოღონდ ლინკიც დადევი biggrin.gif


nutsiko
leono
salvatore
და სხვები, თქვენ რას იტყვით პატივცემულებო?

Posted by: leono 6 Dec 2012, 16:57
მე წინააღმდეგი არ ვარ, სადაც გინდათ, იქ გადაიტანეთ.
მაგრამ ჯერ მაინც ნუციკოს ნებართვას დაელოდეთ, ყოველი შემთხვევისთვის . . . biggrin.gif

Posted by: gigajoj 7 Dec 2012, 11:33
ფორუმელებო ასეთი რამ მოვიფიქრე როგორ ფიქრობთ კარგია?
ანუ ინგლისური ენის ფორუმი შევქმნათ, სადაც მომხმარებლები მთლიანად ინგლისურად ისაუბრებენ გრამატიკის საკითხებზე, ლექსიკოლოგიურ და გრამატიკულ კითხვებს დაგვისვამენ...
ასევე ფონეტიკურ და ფონოლოგიურ მოვლენებს განვიხილავთ...
განვიხილავთ სემანსიოლოგიას და სემანტიკას...
და ასევე ვიჭუკჭუკოთ biggrin.gif
აბა როგორია?
შემიძლია ერთ-ერთი განყოფილებას მოდერატორობაც გავუწიო (ნუ ცოტა რაღაც-რაღაცების სწავლა მომიწევს) ...
მთავარია ეს ფორუმი ვინმემ შექმნას, მე სამწუხაროდ ამ დონეზე კომპიუტერი არ ვიცი...
ამით ჩვენც გამოცდილებასაც მივიღებთ და სხვებსაც გავუზიარებთ ჩვენს გამოცდილებას...

მსგავსი ფორუმი ეს არის: http://www.englishforums.com/

Posted by: Unico 7 Dec 2012, 13:24
QUOTE
მთავარია ეს ფორუმი ვინმემ შექმნას, მე სამწუხაროდ ამ დონეზე კომპიუტერი არ ვიცი...

იდეა კარგია, პროგრამისტი დაგვჭირდება მგონი biggrin.gif

ეგეთი ფორუმები მე პირადად მაგრად მეხმარება : )

Posted by: gigajoj 7 Dec 2012, 13:37
Unico
QUOTE
იდეა კარგია, პროგრამისტი დაგვჭირდება მგონი

უუჰჰჰ პროგრამისტი გვჭირდება და ეგაა რა... biggrin.gif
სად დავითრიოთ კარგი პროგრამისტი?
სანაცვლოდ რამეს ვუთარგმნით...
თითომ ხუთი გვერდი რომ გავინაწილოთ არაფერი იქნება...
მაგრამ პრობლემა ისაა სათარგმნი ექნება? biggrin.gif

Posted by: leono 8 Dec 2012, 18:03
კაპიკები მაინც მომემატება.

http://lnk2.de/2c3

Posted by: Unico 8 Dec 2012, 19:17
leono
მანდ რა ხდება?
ტიტრები შენია?

Posted by: leono 9 Dec 2012, 12:13
Unico
QUOTE
მანდ რა ხდება?

არაფერი განსაკუთრებული. ვიდეოპორტალია, სადაც აფლოადერებს უხდიან (1000 ნახვაში 0.5 - 1.00 ლარი). მაგრამ მანდ ფულს ვერ იშოვის კაცი.

QUOTE
ტიტრები შენია?

კი. რამდენიმე გამოსვლა მომეწონა გერმანულ ნიჭიერში და გავტიტრე.

Posted by: nutsiko 10 Dec 2012, 01:07
QUOTE (leono @ 6 Dec 2012, 15:57 )
მე წინააღმდეგი არ ვარ, სადაც გინდათ, იქ გადაიტანეთ.
მაგრამ ჯერ მაინც ნუციკოს ნებართვას დაელოდეთ, ყოველი შემთხვევისთვის . . .  biggrin.gif

lol.gif ,,არავის საქმეში არ ვერევი მე და ნურც ნურავინ ჩაერევა ჩემს საქმეში", - ხომ გაგიგია შენ?! lol.gif (ნაწყვეტი კ/ფ ,,დათა თუთაშხია")


,,მე საქართველოში არ ვმუშაობ" (კ/ფ ,,კუკარაჩა")

ეს ხუმრობით...


რაც შეეხება იდეას, მხოლოდ მივესალმები, ჰა, ბურთი და ჰა, მოედანი!

პ.ს. ზოგადად, ფორუმზე ხშირად აღარ ვარ, მგონი შეამჩნევდით, საქმეები, ჩემო კოლეგებო, საქმეები, აღარ მაქვს ამდენი დრო wink.gif

Posted by: ქართლოსი 11 Dec 2012, 21:12
QUOTE
პ.ს. ზოგადად, ფორუმზე ხშირად აღარ ვარ, მგონი შეამჩნევდით, საქმეები, ჩემო კოლეგებო, საქმეები, აღარ მაქვს ამდენი დრო

დაიკეტა ფორუმი

Posted by: nutsiko 13 Dec 2012, 00:16
QUOTE (ქართლოსი @ 11 Dec 2012, 20:12 )
QUOTE
პ.ს. ზოგადად, ფორუმზე ხშირად აღარ ვარ, მგონი შეამჩნევდით, საქმეები, ჩემო კოლეგებო, საქმეები, აღარ მაქვს ამდენი დრო

დაიკეტა ფორუმი

lol.gif რათა, კაცო? lol.gif


.......................................................

Posted by: bonvenon 13 Dec 2012, 14:10
პიცაზე რო გინდოდათ წასვლა, იყავით?

Posted by: gigajoj 13 Dec 2012, 14:45
bonvenon
QUOTE
პიცაზე რო გინდოდათ წასვლა, იყავით?

უჰჰ ისეთი გემრიელი პიცა იყო ახლაც მაქვს ის გემო პირში wink.gif biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif

Posted by: bonvenon 13 Dec 2012, 15:07
არა, არ მჯერა. მართლა რომ ყოფილიყავით, მე არ გამომტოვებდით. აუცილებლად დამპატიჟებდით.

Posted by: gigajoj 13 Dec 2012, 16:50
bonvenon
QUOTE
არა, არ მჯერა. მართლა რომ ყოფილიყავით, მე არ გამომტოვებდით. აუცილებლად დამპატიჟებდით.

ოოჰჰჰ biggrin.gif
ეჰჰჰ ვის აქვს ფული, ყველა უმუშევარია biggrin.gif

Posted by: bonvenon 13 Dec 2012, 18:13
QUOTE
ვის აქვს ფული

ნუცას აქვს. yes.gif
ეხლა ბევრი საქმე აქვს უბრალოდ, დიდი შეკვეთა აქვს აღებული და არ სცალია. აი დაამთავრებს და დაგვპატიჟებს პიცაზე აუცილებლად. კარგი გოგოა ნუცა, კეთილი და გულუხვი. user.gif

Posted by: gigajoj 13 Dec 2012, 19:10
QUOTE
აი დაამთავრებს და დაგვპატიჟებს პიცაზე აუცილებლად. კარგი გოგოა ნუცა, კეთილი და გულუხვი.

ნუცა ერთი ჯიგრული პიცა შენზეა lol.gif lol.gif lol.gif

Posted by: nutsiko 13 Dec 2012, 20:02
bonvenon
gigajoj
მოგიკვდით, რავა მოგშიებიათ ჩემს არყოფნაში?! lol.gif lol.gif

რა ვიცი, მე კი ვთქვი, წავიდეთ-მეთქი, მაგრამ აღმოჩნდა, რომ პიცა მარტო მე მყვარებია. ზოგიერთმა მხოლოდ სურვილი გამოთქვა, მეც მინდაო, მერე დაიკარგა, ზოგმა შორიდან გვიყურა, აბა, ხალხი თუ შეიკრიბებაო. ერთმანეთის ყურებაში კიდევ... აჰა, ვერსადაც ვერ წავედით! tongue.gif

ვისაც უნდა შემეხმიანოს და წაგიყვანთ, ,,ჩაგაცეცხლებთ" ერთ პიცას, ჯანდაბას თქვენი თავი, სამყაროს აღსასრულამდე ისედაც ცოტა ხანი დარჩა და 21 დეკემბრამდე ვიქნები კეთილი სამარიტელი tongue.gif

Posted by: gigajoj 13 Dec 2012, 21:05
nutsiko
QUOTE
რა ვიცი, მე კი ვთქვი, წავიდეთ-მეთქი, მაგრამ აღმოჩნდა, რომ პიცა მარტო მე მყვარებია.

ჩვენებას ნუ ცვლი aba.gif
საკმარისად ვერ შევგროვდით, თორემ მე პიცის წაკითხვაზე ნერწყვი მდის biggrin.gif
QUOTE
ვისაც უნდა შემეხმიანოს და წაგიყვანთ, ,,ჩაგაცეცხლებთ" ერთ პიცას, ჯანდაბას თქვენი თავი, სამყაროს აღსასრულამდე ისედაც ცოტა ხანი დარჩა და 21 დეკემბრამდე ვიქნები კეთილი სამარიტელი

lol.gif lol.gif lol.gif

Posted by: nutsiko 13 Dec 2012, 21:50
gigajoj
კარგი, შენც გყვარებია პიცა და მეც biggrin.gif


Posted by: bonvenon 13 Dec 2012, 23:23
nutsiko
QUOTE
წაგიყვანთ, ,,ჩაგაცეცხლებთ" ერთ პიცას

არა, გოგო, მე გავიხუმრე, მართლა შენ ხარჯზე კი არ წამოვალ. მე თვითონაც შემიძლია გადავიხადო ჩემი პიცის ფული. მშვენიერი 7 ლარი და 65 თეთრი მიდევს ჯიბეში. rolleyes.gif

Posted by: gigajoj 14 Dec 2012, 11:21
bonvenon
ვხუმრობთ აბა რა... biggrin.gif
ზოგჯერ თარგმანი რომ არ იქნება აბა რა ვაკეთოთ? biggrin.gif

Posted by: nutsiko 14 Dec 2012, 15:23
ხუმრობა იქეთ და მართლა წავიდეთ, გინდათ?

Posted by: gigajoj 14 Dec 2012, 15:35
nutsiko
წავიდეთ...
ოღონდ რამდენიმე დღით ადრე შევათანხმოთ გასვლითი....

Posted by: nutsiko 14 Dec 2012, 15:50
ხვალ ან ზეგ საღამოს გავიდეთ, მე ისედაც ვაპირებ გასვლას smile.gif

ვისაც უნდა შემომიერთდეს wink.gif

Posted by: Fallen Angie 16 Dec 2012, 00:18
იურიდიული ტექსტის თარგმანი ვის შეუძლია?
1 გვერდია

Posted by: gigajoj 16 Dec 2012, 00:46
Fallen Angie
QUOTE
იურიდიული ტექსტის თარგმანი ვის შეუძლია?

როდისთვის გინდა?

Posted by: nutsiko 16 Dec 2012, 00:49
რა არის სათარგმნი?


რა ტექსტია?

Posted by: ლაბარნა 24 Dec 2012, 23:47
შემოგიერთდებით მეც ამ თემაში.

ინგლისურს ვთარგმნი ხოლმე კარგა ხანია.


Posted by: gigajoj 25 Dec 2012, 13:51
ლაბარნა
welcome... wink.gif wink.gif wink.gif

Posted by: Uri gagarini 25 Dec 2012, 14:03
QUOTE (Unico @ 25 Jul 2012, 20:03 )

http://targm.net/

მიყვარს ეს გოგო, კარგი ადამიანია.. დავიღვარე ქებად biggrin.gif

როგორ უნდა გავიგო რომელი თითით რომელს ვკრიფავ?

Posted by: White&Black 26 Dec 2012, 21:52
ხვალ საღამომდე 1 გვერდის გადათარგმნა მინდა ინგლისურიდან ქართულზე.
აი ეს ტექსტია რამდენიმე აბზაცი...
http://nursing.unboundmedicine.com/nursingcentral/ub/view/Diseases-and-Disorders/73505/all/acid_base_imbalances:_metabolic_acidosis_and_alkalosis;_respiratory_acidosis_and_alkalosis

პმ ნუ მომწერთ.
სკაიპი: mmisha888
ფასზე მოვრიგდებით.

Posted by: Unico 1 Jan 2013, 21:42
ჰეი, მთარგმნელებო და თარჯიმნებო :დ
გილოცავთ ახალ წელს ^_^

Posted by: gigajoj 2 Jan 2013, 11:20
გილოცავთ ახალ წელს....
იმედია თარგმნა დაგვებედება ამ წელს biggrin.gif

Posted by: nutsiko 2 Jan 2013, 18:22
QUOTE (gigajoj @ 2 Jan 2013, 10:20 )
გილოცავთ ახალ წელს....
იმედია თარგმნა დაგვებედება ამ წელს biggrin.gif

lol.gif

სხვისი არ ვიცი და ახლაც ვზივარ და ვთარგმნი.

იმდენია კიდევ სათარგმნი, რომ რა გითხრა აბა.

ღმერთმა მოგვცეს ბევრი საქმე და ჯამაგირი მეტი wink.gif

Posted by: sexolog 8 Jan 2013, 00:37
გსურთ იშოვოდ სწრაფად და მარტივად 100 ლარი მაქსიმუმ ერთ კვირაში სახლიდან გაუსვლელად? მაშინ დარეგისტრირდით http://marketing.ats.ge/?fun=2&ref=62881 ამ ლინკზე და საჩუკრად მიიხებთ ეგრევე თქვენს ანგარიშზე 10 ლარს.რეგისტრაცია მარტივია და ბევრ დროს არ წაგართმევთ,თუ არ გჯერათ შედით და დარწმუნდებით რას კარგავთ.

Posted by: gigajoj 8 Jan 2013, 11:58
sexolog
ასეთი ლინკები აქ არ იდება...
გარდა ამისა, ასეთ საიტებზე საძრომიალოდ ვის აქვს დრო და ნერვები?

Posted by: ingiloo 12 Jan 2013, 20:38
arised overtrading რას ნიშნავს ხომ ვერ მეტყვით? დამავალებთ smile.gif

Posted by: gigajoj 13 Jan 2013, 16:32
ingiloo
იქნებ კონტექსტი დადო...

Posted by: ingiloo 14 Jan 2013, 11:39
gigajoj
Overtrading arises when a company does not have enough long-term finance to support its level of trading activity.

ეს წინადადებაა.

Posted by: gigajoj 14 Jan 2013, 13:23
ingiloo
ვაჭრობის ჭარბი მოცულობითი წარმოება წარმოიქმნება, როცა კომპანიას არ აქვს საკმარისი გრძელვადიანი ფინანსები თავისი სავაჭრო აქტივობის დონის მხარდასაჭერად...

Posted by: ingiloo 14 Jan 2013, 13:58
gigajoj

უღრმესი მადლობა smile.gif

Posted by: gigajoj 14 Jan 2013, 14:06
ingiloo
არაფერს... smile.gif smile.gif

Posted by: Targmani555 16 Jan 2013, 11:35
ვიწვევთ თანამშრომლობისთვის გერმანული, თურქული და უკრაინული ენების სპეციალისტებს დისტანციურად მუშაობისთვის.

მოთხოვნები: შესაბამისი ენის ცოდნის დამადასტურებელი დიპლომი
სამუშაო გამოცდილება მთარგმნელობით სფეროში
Word-ის ცოდნა.

გამომეხმაურეთ პირადი გზავნილის მეშვეობით.

Posted by: ლიზა 6 Feb 2013, 23:33
ვთარგმნი რუსულიდან ქართულად და პირიქით ნებისმიერი ტიპის ტექტს


.............................................

Posted by: PRADA23 11 Feb 2013, 16:42
smile.gifლპ[ლპ[პ[ლლ[[[[[[[[[[[[[[[[[[[

Posted by: შიიტი1 15 Feb 2013, 23:48
ინგლისურენოვან ქვეყანაში უკვე 18 წელია მცხოვრები პიროვნება, თავისუფლად მოსაუბრე ინგლისურად, მეცნიერებათა კანდიდატი, მუშაობს ბიბლიოთეკაში ამჟამად.

შეუძლია თარგმნოს მაღალ დონეზე რთული ტექსტები, მათ შორის სამეცნიერო, ქართულად და რუსულად, ან პირიქით. ანაზღაურება შესაბამისი უნდა იყოს.

Posted by: LOLZ 16 Feb 2013, 13:56
ინდმეწარმე და იურიდიული პირი როგორ ითAრგმნება? სადღაც იდო და ვერ მიპოვია user.gif

Posted by: gigajoj 17 Feb 2013, 09:49
LOLZ
enterpreneur- ინდმეწარმე
legal entity- იურიდიული პირი...

Posted by: 4Motivi 18 Feb 2013, 21:25
enterpreneur ზოგადად მეწარმეა,

ინდ. მეწარმე sole entrepreneur


Posted by: gigajoj 18 Feb 2013, 23:06
4Motivi
დიდი მადლობა შენივნისთვის...
ეს ნამდვილად არ გამითვალისწინებია...

Posted by: DOLPHIN 19 Feb 2013, 14:47
ინდმეწარმე - sole proprietor ,

Posted by: LOLZ 22 Feb 2013, 17:52
gigajoj
კომანდიტური საზოგადოებაც გეცოდინება შენ smile.gif

Posted by: gigajoj 22 Feb 2013, 18:39
LOLZ
limited partnership

Posted by: MMS 4 Mar 2013, 12:54
გამოცდილი და სერიოზული თარჯიმანი მჭირდება, ინგლისურიდან ქართულზე.
420 სიტყვიანი ტექსტის გადათარმგნა მინდა, ფასი თქვენ თვითOნ შემომთავაზეთ.

Posted by: gigajoj 4 Mar 2013, 13:05
MMS
რა სფეროა სათარგმნი?
როდისთვის არის ჩასაბარებელი თარგმანი?
ნოტარიულად უნდა დამოწმდეს?
ტექსტი დაგვიდე და თუ გვაწყობს შენი პირობები რომელიმესთან ითანამშრომლებ...

Posted by: MMS 4 Mar 2013, 13:11
gigajoj
ბიზნეს პროექტია, პირველ ეტაპზე ჩონჩხის სახით უნდა მექნეს, რომ მივიტანო და მერე შეიძლება უფრო დიდი მასშტაბის დამჭირდეს, სათარმგნად
მაგრამ ამ ეტაპზე მარტო ეგ მჭირდება.
პროექტს აქ ნამდვილად ვერ დავდებ. smile.gif

Posted by: ent1c3d 15 Mar 2013, 20:40
გერმანულის სპეციალისტო ფორუმელებო, ეგებ გამოგადგეთ, უფროსწორად გამოადგეთ biggrin.gif
http://actabula.com/ge/jobs/announcement.aspx?cat=5&sub=71&tg=true&id=48831

Posted by: Mr JeimsA 15 Mar 2013, 21:12
ძალიან ბევრ ენას ვფლობ
არაბული : სალამ ალეიქუმ.
იაპონური: კონიჩივა.
ინდური: ნამასკარ.
რუსული: კუსოკ ძერმა.
ინგლისური : Fაქ ოF ბეტჩ.
ფრანგული: ჟევუ ყტამბლე დან ლა ბუშ.
სომხური: ცავატანემ, მერეტ ქუნებ.
პოლონური: ბარძოემ, ჩესტკო.
ესპანური: პორკე? კეპასა?
გერმანული: აი ცვაინ დრაინ, შიკი შიკი შვაინე (მადლობა გლუკოზას)
ჩინური: ქან ჩინ ჩონ ჩან user.gif
facepalm.gif


Posted by: gigajoj 16 Mar 2013, 17:30
Mr JeimsA
QUOTE
ჩინური: ქან ჩინ ჩონ ჩან

lol.gif lol.gif lol.gif

Posted by: moneymovers 18 Mar 2013, 11:47
მალე ახალი თემა ელექტრონული კომერციის შესახებ

Posted by: gigajoj 18 Mar 2013, 12:10
moneymovers
ანუ ელექტრონულ კომერციაშიც გაიხსნება მსგავსი თემა?

Posted by: crazy iko 20 Mar 2013, 13:19
მოკლედ 55 გვერდია სათარგმნი წიგნია რა და ვინ რამდენად თარგმნის?
http://www.scicpg.org/cpg_cons_pdf/BWLC.pdf

Posted by: zuraxucooo 20 Mar 2013, 13:37
http://visitors2cash.com/ref.php?refId=92571

Posted by: crazy iko 25 Mar 2013, 09:56
1 გვერდი ვთარგმნე და შესწორებები არავის უნდა რომ გამიკეთოს?biggrin.gif ოფიციალური ტექსტია smile.gif

Posted by: ნუკი 2 Apr 2013, 12:30
ე.ი მჭირდება იგლისური და გერმანული სასამართლო საქმის ქართულად თარგმნა. საჭიროა სპოეციფიკური ცოდნა.
თუ ხართ ვინმე,ვინც ამ სამუშაოს გამიწევს,გამომეხმაურეთ პმ.

Posted by: nutsiko 2 Apr 2013, 20:41
ნუკი
მოგწერე პმ და ნახე აბა smile.gif

Posted by: bonvenon 2 Apr 2013, 21:36
ნუკი

ნახე პირადი მიმოწერა.

Posted by: ditosdeda 8 Apr 2013, 16:31
ვთარგმნი ინგლისურიდან-რუსულად-ქართულად და პირიქით. გვერდი 10 ლარი
ტელ.555 633731

Posted by: kulout 21 Apr 2013, 22:07
ინგლისურიდან ქართულზე მინდა თარგმნა. დეტალებზე მომწერეთ https://www.facebook.com/barbakadze.nini ზე

Posted by: ScriptScroll 24 Apr 2013, 13:05
მოგწერეთ ფაცებუქზე. გთხოვთ ნახოთ

Posted by: piccolina 13 May 2013, 13:31
ისლანდიური იცის აქ ვინმემ ?

Posted by: DiLaurentis 19 May 2013, 15:06
ვთარგმნი ინგლისურიდან ქართულად და ქართულიდან ინგლისურად ნებისმიერი სირთულის ტექსტებს. დამიკავშირდით ამ ნომერზე : 558 13 97 77

Posted by: kinoman 21 May 2013, 12:50
ნახეთ ეს საიტი თუ გაბედავ დააწექი http://kinosrulad.com/

Posted by: beduin 2 Jun 2013, 02:23
მე მჭირედება თარგმნა სასწრაფოდ ..ფასუ მომწერეთე პმ-ში ...

Posted by: TOVLIS BABU 5 Jun 2013, 16:37
იაპონური თუ იცით ვინმემ თუნდაც მარტო ანბანი თუ იეროგლიფები მოკლედ რასაც ეძახიან შემეხმიანეთ რა.

Posted by: ScriptScroll 30 Jun 2013, 14:56
რამოდენიმე დღის წინ დარეკეს და მეუბნებიან, თარგმანი მინდა ტექნიკური ტექსტისო, ინგლისურიდან–ქართულზეო და მეორე ტექსტის ქართულიდან–ინგლისურზეო 18 დღეშიო; ოღონდ კარგი თარგმანი მინდაო ოფიციალური დოკუმენტისთვის მჭირდებაო (სათარგმნი იყო 45 გვერდი და მეორე 60). ფასიც მოაყოლა მაქსიმუმ 6 ლარს ვიხდიო. მეც დავთანხმდი და ვეუბნები მაილზე გამომიგზავნეთქო ტექსტი და მაილი ჩავაწერინე, დავუმარცვლე: E.K.A.I.P.E.M.A.M.A.Sh.E.N.S.@gmail.com და ტიპმა ჩაიწერა და მიმეორებს biggrin.gif კი ვერ ხვდება... ბოლოს მიხვდა გათიშა. საღამოს რეკავენ ისევ და უკვე მაღალ ფასს მთავაზობენ smile.gif რა უნდა ელაპარაკო აააა?! რამდენი აფერისტია ამ ქვეყანაში!!

Posted by: Unico 30 Jun 2013, 14:59
QUOTE
თარგმანი მინდა ტექნიკური ტექსტისო

QUOTE
ფასიც მოაყოლა მაქსიმუმ 6 ლარს ვიხდიო.

სულ არ აფასებენ მთარგმელის შრომას sad.gif

Posted by: ScriptScroll 30 Jun 2013, 15:04
თან შანსს რომ უშვებენ ვითომ გამივაო ვცადოო, ეგაა შეურაცხმყოფელიsmile.gif ყველას გენიოს გონია თავი. აქ მეორე ვარიანტიც არის; შესაძლოა დაბალ ფასად აკეთებინებს სხვას და მერე თვითონ ყიდის ორმაგ ფასში.

Posted by: gigajoj 30 Jun 2013, 15:19
ScriptScroll
Unico
ეჰჰჰჰ, აი რამდენიმე დღის წინ მომწერა ერთმა...
20 გვერდი მინდა 2 დღეში და 80 ლარს ვიხდიო facepalm.gif facepalm.gif facepalm.gif
აიიი რა უნდა ელაპარაკო ახლა ასეთ ხალხს?
ადრე ერთმა დამიმესიჯა გვერდი ლარად მითარგმნეო lol.gif lol.gif lol.gif

Posted by: avelum 30 Jun 2013, 18:55
ვთარგმნი 1.რუსულიდან ინგლისურად 2. ინგლისურიდან ქართულად 3.ქართულიდან ინგლისურად
ფასზე მოვილაპარაკებთ
მომწერეთ პიემში

Posted by: Unico 30 Jun 2013, 20:51
gigajoj
გასწავლი, ეგრე უთხარი: დავაი თქო რა

ხშირად ისეთ უმადურობას ვაწყდები, რომ ყელში მაქვს თარჯიმნობა ამოსული sad.gif
სხვა პროფილით მინდა მუშაობა biggrin.gif

Posted by: ninicool 3 Jul 2013, 22:13
ესე იგი, რა მაინტერესებს, სხვა თემაშიც დავპოსტე ადრე და პასუხი ვერ მივიღე. რამდენი ხანია ვეძებ ფრაზის "ხვედრითი წილი" ინგლისურ თარგმანს და ვერ დამეხმარებით ვერავინ? თუ ფასია გადასახდელი, გადავიხდი.

Posted by: gigajoj 3 Jul 2013, 22:19
ninicool
ეგ მეც მაინტერესებს...
აბა, არიანტები შემოგვთავაზეთ...

Posted by: ninicool 3 Jul 2013, 22:29
gigajoj
QUOTE
ეგ მეც მაინტერესებს... აბა, არიანტები შემოგვთავაზეთ...

თვითონ სიტყვა "ხვედრითი"-ს არსს ვერ ჩავწვდი კარგად, როგორც ჩანს.

Posted by: swimmeRboy 4 Jul 2013, 01:32
ვთარგმნი რუსულიდან-ქართულზე და ქართულიდან -რუსულზე , გამოცდილება მაქვს ფილმების თარგმნაში დაინტერესებულმა პირებმა მომწერედ პმ.

Posted by: ეკა22 4 Jul 2013, 19:21
მთარგმნელობა ძალიან საინტერესო პროფესიაა,თან თარგმნი და მეტს სწავლობ რადგან სწავლის საზღვარი არ არსებობს. ამჟამად იტალიურიდან ვთარგმნი,თუ ვინმეს სჭირდება იტალიური ლექსიკონით დახმარება არარის პრობლემა,იტალიურის და ამავე დროს ინგლისურის გრამატიკით დახმარება კომპიუტერით რადგან იტალიაში ვცხოვრობ.

Posted by: Giorgi87 6 Jul 2013, 05:46
მეგობრებო როგორ გესმით ეს წინადადება: 10. The Publisher shall pay to the Proprietor on signature of the Agreement an outright sum of ...

მე ასე მესმის, რომ გამომცემელმა უნდა გადაუხადოს თანხა, ლიცენზიის გამცემს ხელშეკრულების ხელმოწერისას, ანუ იგულისხმება გამომცემელის(Publisher)-ის მიერ ხელშეკრულების ხელმოწერა და არა ორმხრივი ხელმოწერა. თქვენც დაწერეთ ეს წინადადება როგორ გესმით, მჭირდება რომ დავრწმუნდე

Posted by: gigajoj 6 Jul 2013, 08:38
Giorgi87
proprietor არის მესაკუთრე....
ლიცენზისს გამცემი რა შუაშია?
ასევე სრული თანხა უნდა გეწეროს...

Posted by: ეკა22 6 Jul 2013, 23:23
QUOTE (Giorgi87 @ 6 Jul 2013, 05:46 )
მეგობრებო როგორ გესმით ეს წინადადება: 10. The Publisher shall pay to the Proprietor on signature of the Agreement an outright sum of ...

მე ასე მესმის, რომ გამომცემელმა უნდა გადაუხადოს თანხა, ლიცენზიის გამცემს ხელშეკრულების ხელმოწერისას, ანუ იგულისხმება გამომცემელის(Publisher)-ის მიერ ხელშეკრულების ხელმოწერა და არა ორმხრივი ხელმოწერა. თქვენც დაწერეთ ეს წინადადება როგორ გესმით, მჭირდება რომ დავრწმუნდე

გამომცემელმა უნდა გადაუხადოს ხელშეკრულების შემდგენელს,ამ კონტესტში შეიძლება ასეც გამოიყენო.

Posted by: 4Motivi 7 Jul 2013, 04:27
აქ იგულისხმება თანხის გადახდა უნდა მოხდეს ხელმოწერის დროს, ორივე მხარის მიერ.

Posted by: Giorgi87 7 Jul 2013, 04:35
gigajoj

საერთოდ თარგმნის პრინციპი არის შირაანარსის პრევალირების პრინციპი, ანუ აქ მფლობელი იმიტომ არ არის ნათარგმნი, რომ ის სხვანაირად არის ნახსენები ხელშეკრულების დასაწყისში. ეს ისე ცნობისათვის.

აქ მთავარი მომენტის სხვა არის("on signature of the Agreement"), ეტყობა ბიზნეს ხელშეკრულებების თარგმნის გამოცდილების მქონეები ნაკლებად არიან.

ეკა22, 4Motivi მადლობა ვარიანტებისათვის.

Posted by: ეკა22 7 Jul 2013, 20:15
რათქმაუნდა თუ გავითვალისწინებთ მთელ წინადადებას იქნება: გამომცემელმა უნდა გადაუხადოს შემქმნელს სრული თანხა ხელშკრულებაზე ხელმოწერით.

Posted by: 4Motivi 8 Jul 2013, 06:48
ვინ იცის ამ სიტყვის ლიტერატურული თარგმანი Roma People შინაარსობივადამ არის ციგნები, მე რამდენადაც მაგრამ რამდენად სწორი ლიტერატურული თარგმანია ?

Posted by: gigajoj 8 Jul 2013, 09:35
4Motivi
შეგიძლია პირდაპირვე დაწერო, რადგან ბევრ ნაწარმოებში ციგნები შემხვედრია...

Posted by: Fallen Angie 8 Jul 2013, 09:45
ციგანი არა, ბოშა არის ქართულად .

Posted by: 4Motivi 8 Jul 2013, 23:39
QUOTE
Fallen Angie
       

მადლობა

Posted by: gulcvari 10 Jul 2013, 00:09
ninicool
QUOTE
"ხვედრითი წილი"

მეც დავინტერესდი, რატომღაც (ინგლისურისა ინჩი-ბინჩი არ გამეგება biggrin.gif ), გრძელი გზა გავიარე და მხოლოდ ეს ვიპოვე
удельная доля жира -- fat content

rolleyes.gif

Posted by: kakhaaa 11 Jul 2013, 19:01
ერთ გვერდამდე ტექსტი მაქვს სათარგმნი.

ხვალ აუცილებლად მზად უნდა მქონდეს.

თუ დაინტერესდა ვინმე PM


.............

Posted by: avelum 11 Jul 2013, 21:54
ვთარგმნი
1.ინგლისურიდან ქართულად
2. ქართულიდან ინგლისურად
3. რუსულიდან ინგლისურად
+ ვწერ უნიკალურ სტატიებს
მსურველები PM

Posted by: ეკა22 13 Jul 2013, 00:21
მეც ძალიან დამაინტერესა ამ გამონათქვამა, ვეძიე და ბოლოს ამ დასკვნამდე მივედი........ ხვედრითი წილს ქართულად სინონიმი მივცეთ ბედი,იღბალი შესაბამისად ინგლისურად fate,destiny ,მაგ: ჩემი ხვედრითი წილი my fate,my destiny.

Posted by: gulcvari 13 Jul 2013, 00:45
ეკა22
QUOTE
ბედი,იღბალი

არის ხვედრი

ხვედრითი წილი სულ სხვა რამეა.
მაგალითად, ასეთი:
ახალი მეთოდოლოგიის მიხედვით, სამომხმარებლო კალათაში სასურსათო პროდუქციის ხვედრითი წილი 40%-დან 30%-მდე შემცირდა

Posted by: ეკა22 13 Jul 2013, 01:40
ო,ეს მათემატიკური ტერმინია,ფიზიკით ხვედრითი წონა density-ა, რაც ამ შემთხვევაში არავითარ კავშირშია,იქნებ ხვალ დასვენებულზე ეკომომიკის ლექსიკონში მოვძებნო

Posted by: narmonana 13 Jul 2013, 02:03
I would leave you presents, outside your retreat, in this interim space between cliff and beach. I would leave you loaves and fishes, but the fish stocks have been depleted and I have run out of bread. I would row you back to your homeland in a bottomless boat but I fear we would both be driven mad by the chatter of the sea creatures.

აი ტექსტი
,აი ჩემი თარგმანი.რას იტყვით,კარგად არის გამართული?

საჩუქრებს თავშესაფრის გარეთ დაგიტოვებდო,რომელიც იმ დროს კლდესა და პლიაჟს შორის იყო.დაგიტოვებდი პურსა და თევზს,მაგრამ თევზის კონსერვები გათავდა და პურიც აღარ მაქვს.უძირო გემით უკან,სამშობლოში წაგიყვანდი,მაგრამ მეშინია ზღვის არსებები ორივეს გაგვაგიჟებენ.

Posted by: ეკა22 13 Jul 2013, 02:34
ერთი აზრი მომივიდა,dimensions of tood products

Posted by: Fallen Angie 13 Jul 2013, 11:43
QUOTE
პლიაჟს

არაა ქართული სიტყვა.

Posted by: ეკა22 13 Jul 2013, 13:38
კი,ლექსიკონშიც პლიაჟია,მაგრამ აქ უფრო ლამაზი იქნება კლდესა და სანაპიროს შორის. მაგრამ მე ვშიშობ რომ ზღვის ქმნილებათა კბილების კაწკაწი სიგიჟემდე მიგვიყვანს.

Posted by: Gooduna 14 Jul 2013, 17:12
narmonana
საჩუქრებს თავშესაფრის გარეთ დაგიტოვებდი, კლდესა და პლიაჟს შორის. დაგიტოვებდი პურსა და თევზს, მაგრამ თევზის მარაგი ამომეწურა და პურიც გამომელია. უძირო გემით უკან, შენს სამშობლოში გადაგაცურებდი, მაგრამ ვშიშობ, რომ ზღვის ქმნილებათა კბილების კაწკაწი ორივეს ჭკუიდან გადაგვიყვანდა.

Posted by: ეკა22 16 Jul 2013, 12:22
მოგესალმებით,ძალიან მაინტერესებს თუ შეიძლება ვიხმარო სიტყვა კაცუნა და რამდენად სწორია,თარგმანიდან პატარა კაცის ნაცვლად,

Posted by: 4Motivi 18 Jul 2013, 05:19
გამარჯობათ, წიგნებში ნაკლებად შევხვედრივარ ან შეიძლება არ დავკვირებივარ ისეთ ტექსტებს, რომელშიც გადატანები იქნებოდა. ახლა გასასწორებელი მაქვს ახლადდაკაბადონებული წიგნი, სადაც სიტყვები გადატანილია, აქამდე არც დავინტერესებულვარ გადატანის წესებით ინგლისურში. ქართული მსგავსია ? ვინმეს მოკლე გაიდი ხომ არ გაქვთ რომ ვნახო. მადლობა წინასწარ

Posted by: ingiloo 18 Jul 2013, 12:34
4Motivi
ინგლისურ ენაში არ ხდება სიტყვების გადატანა.

Posted by: 4Motivi 19 Jul 2013, 00:47
QUOTE

ingiloo


მადლობა

Posted by: GHR official 30 Jul 2013, 16:17
მოგესალმებით http://ghr.ge -ს ადმინისტრაციული განყოფილების სახელით! თქვენ უკვე იხილეთ დასაქმების ახალი ვებ-გვერდი? სცადეთ ჩვენს საიტზე დარეგისტრირება და ერთი კვირის მანძილზე დაიწყეთ მუშაობა... ეს რეალურია და თქვენ დარწმუნდებით ამაში!!!

Posted by: ent1c3d 6 Aug 2013, 22:55
SEO -სტატიებს წერდა ხოლმე აქ ერთი იუზერი, სამწუხაროდ ნიკს ვეღარ ვიხსენებ, ანუ თემატიკას ვეუბნებოდი და ინგლისურად მიწერდა ხოლმე იმ ქივორდებზე საკამოდ კარგ სტატიას.. რომელი იუზერი წერდა სეო სტატეიბს ეგებ გახსოვთ, ან იქნებ თვითონ ნახო ეს პოსტი..

Posted by: gigajoj 6 Aug 2013, 23:01
ent1c3d
nutsiko?

კიიი მართლაც ნიჭიერი ადამიანია...

Posted by: butia 8 Aug 2013, 18:13
ჰოლანიურიდან ქართულად გარდაცვალების მოწმობის თარგმანის ფასი ნოტარიული დამოწმებით რა თქმა უნდა რა ღირს ? საშუალო ფასი ?

Posted by: ent1c3d 8 Aug 2013, 22:16
gigajoj
კი კი მგონი ეგ იყო, მოვძებნი აბა მაგის პროფილს და შევეხმიანები... დიდი მადლობა ძალიან..

Posted by: gigajoj 8 Aug 2013, 22:29
ent1c3d
არაფერს, წარმატებები...
ნომერი რომ მქონდეს აუცილებლად მოგწერდი, რადგან როგორც ვიცი ხშირად არ შემოდის,..

Posted by: nutsiko 8 Aug 2013, 23:20
მეძებდით?

მე ვწერ სტატიებს. ხშირად მართლა აღარ შემოვდივარ, ფრიად დაკავებული ვარ ამ ბოლო დროს.

თუ ვინმეს დაგჭირდეთ, მომწერეთ.

გიგა, დიდი მადლობა მხარდაჭერისა და გულშემატკივრობისთვის. 2kiss.gif


ent1c3d

მომწერე, რით შემიძლია დაგეხმარო...


:იავერნულასდრუზიასმაილიკ:

Posted by: gigajoj 8 Aug 2013, 23:32
nutsiko
QUOTE
გიგა, დიდი მადლობა მხარდაჭერისა და გულშემატკივრობისთვის

რის მადლობა
წარმატებები...

Posted by: gigajoj 10 Aug 2013, 16:48
ფორუმელებო, აქ ხშირად პოსტავთ ხოლმე თარგმნის კურსებზე...
ასეთი რამ მოვიფიქრე, ხომ არ შევკრიბილიყავით მინიმუმ 7 და ილია უნის პროგრამა გაგვევლო?
ძალიან მაგარი რაღაც არის...
ვისაც არ აქვს თარგმნის გამოცდილება და ფილოლოგის დიპლომი იმათთვის ეს მისწრებაა....

თან საკმაოდ იაფიცაა, 850 ლარი ჯდება ერთი წელიწადი...

Posted by: avelum 15 Aug 2013, 21:48
gigajoj
QUOTE
ფორუმელებო, აქ ხშირად პოსტავთ ხოლმე თარგმნის კურსებზე...
ასეთი რამ მოვიფიქრე, ხომ არ შევკრიბილიყავით მინიმუმ 7 და ილია უნის პროგრამა გაგვევლო?
ძალიან მაგარი რაღაც არის...
ვისაც არ აქვს თარგმნის გამოცდილება და ფილოლოგის დიპლომი იმათთვის ეს მისწრებაა....

თან საკმაოდ იაფიცაა, 850 ლარი ჯდება ერთი წელიწადი...

შეგიძლია დადო ინფორმაციის წყარო?

Posted by: gigajoj 15 Aug 2013, 21:55
avelum
QUOTE
შეგიძლია დადო ინფორმაციის წყარო?

სამწუხაროდ და საუბედუროდ ამ კურსების ცენტრი დახურულია...

თუ შევიკრბებით 7 კაცი შეიძლება ჩვენი გულისთვის გახსნან, ცდა ბედის მონახევრია მაინც ვცადოთ...
თან სინქრონში დავმხეცდებით ვისწავლით...

http://www.iliauni.edu.ge/index.php?lang_id=GEO&sec_id=826

ააა აქ ნახე
ინგლისური ენის მთარგმნელ-თარჯიმანი ამას დააჭირე...

Posted by: avelum 16 Aug 2013, 19:45
gigajoj
ეჰ რავიცი
ზაფხულია და გაჭირდა ფულის შოვნა
აგერ კლიპში გადაღებისთვის ფულს იხდიან და იქაც 45-60 წლამდე ასაკის ჭირდებათ "D

Posted by: gigajoj 17 Aug 2013, 18:34
avelum
აშკარად საჭიროა ეს კურსები...
თუნდაც გადავხედოთ დღევანდელ სიტუაციას, როგორი მომსახურეობაა ამ სფეროში...
მაგალითად მე ეს კურსები მინდა სიქრონული და თანმიმდევრული თარგმნის უნარჩვევების ჩამოსაყალიბებლად, წერილობით თარგმანში ჩემით ყველა კმაყოფილია...

ერთხელ რარაც შეხვედრაზე ვიყავი და თარჯიმანმა warsaw ტარგმნა ნანახ ომად biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif

Posted by: Unico 17 Aug 2013, 18:58
gigajoj
QUOTE
თარჯიმანმა Warsaw ტარგმნა ნანახ ომად

გეხვეწები, არ არსებობს biggrin.gif

მე კი მაქვს სურვილი, მაგრამ სექტემბრიდან არ მეცლება: თურქულის კურსები მინდა, ცოტა რუსულიც და უნივერსიტეტშიც ვსწავლობ, ეს ყველაფერი დიდ დროს წაიღებს და მაგ კურსებისთვის აღარ მეცლება user.gif

Posted by: gigajoj 17 Aug 2013, 19:13
Unico
QUOTE
გეხვეწები, არ არსებობს

რაც მოისმინა ჩემმა ყურებმა ეგაა biggrin.gif biggrin.gif

აუდიტორია გაოცებული იყურებოდა biggrin.gif biggrin.gif
QUOTE
მე კი მაქვს სურვილი, მაგრამ სექტემბრიდან არ მეცლება: თურქულის კურსები მინდა, ცოტა რუსულიც და უნივერსიტეტშიც ვსწავლობ, ეს ყველაფერი დიდ დროს წაიღებს და მაგ კურსებისთვის აღარ მეცლება

ოოო, თუ სინქორნის პროგრამას დაიწყებ ამისთვის უნდა გადადო თავი...
მე იმაზეც კი ვფიქრობ რომ ვისწავლო აქ საერთოდ მუშაობას შევძლებ თუ არა...
ჩემმა ყოფილმა მასწავლებელმა დაამთავრა ეს პროგრამა 10 წლის წინ და მან თქვა ერთ თვეში უკვე ნერვოზი მქონდა დამართული ისეთი სწავლება იყოო biggrin.gif

Posted by: ninicool 17 Aug 2013, 19:42
gigajoj
Help yourself იცი როგორ ითარგმნება?


Posted by: Unico 17 Aug 2013, 19:49
gigajoj
საერთოდ სინქრონული თარგმნა ძნელია და დიდ გონებრივ შრომას მოითხოვს, ეგრეც მარტივი არაა როგორც ჰგონიათ smile.gif
უნდა იყო მზად, რომ ბოლომდე გაიწურები smile.gif
არაფრისთვის გეცლება სავარაუდოდ biggrin.gif ასე რომ ნერვოზი თუ არა, მინიმუმ გონებრივ გადაღლას უნდა ელოდო smile.gif
ხოდა როცა იცი რა შეიძლება დაგემართოს, თავს დაიცავ და ეგაა რა user.gif

Posted by: ninicool 17 Aug 2013, 19:53
Unico

QUOTE
საერთოდ სინქრონული თარგმნა ძნელია და დიდ გონებრივ შრომას მოითხოვს, ეგრეც მარტივი არაა როგორც ჰგონიათ უნდა იყო მზად, რომ ბოლომდე გაიწურები არაფრისთვის გეცლება სავარაუდოდ  ასე რომ ნერვოზი თუ არა, მინიმუმ გონებრივ გადაღლას უნდა ელოდო  ხოდა როცა იცი რა შეიძლება დაგემართოს, თავს დაიცავ და ეგაა რა 

+ ყელის კატარი გარანტირებულად.

Posted by: avelum 17 Aug 2013, 22:18
gigajoj
QUOTE
მაგალითად მე ეს კურსები მინდა სიქრონული და თანმიმდევრული თარგმნის უნარჩვევების ჩამოსაყალიბებლად, წერილობით თარგმანში ჩემით ყველა კმაყოფილია...

ერთხელ რარაც შეხვედრაზე ვიყავი და თარჯიმანმა warsaw ტარგმნა ნანახ ომად

მე გავიარე უნივერსიტეტში ტრენინგები მაგის , ძალიან ცოტანი ვიყავით
წერილობით თარგმანში დაწყნარებული ხარ ადამიანი, იცი რომ თუ რაიმეზე "გაჭედე" უცებ ისარგებლებ ლექსიკონით და სინქრონში კი ნამდვილად უნდა გქონდეს, რასაც ქვია "ყური". ზოგს ისეთი საშინელი პრონანსი აქვს რავიცი

რაც შეეეხებაUnico-ს ნათქვამს, ნამდვილად გეთანხმები, ფსიქოლოგიურად თუ არ ხარ მომზადებული შეიძლება არსებული სიტუაციით იმდენად გაოცდე კაცი და იმდენად გადაიღალო, რომ სამუდამოდ ხელი აიღო ამ საქმეზე

Posted by: gigajoj 18 Aug 2013, 16:36
Unico
QUOTE
საერთოდ სინქრონული თარგმნა ძნელია და დიდ გონებრივ შრომას მოითხოვს, ეგრეც მარტივი არაა როგორც ჰგონიათ

კი ასეა...
QUOTE
არაფრისთვის გეცლება სავარაუდოდ

ძილისთვის იმედია დრო იქნება biggrin.gif
QUOTE
ასე რომ ნერვოზი თუ არა, მინიმუმ გონებრივ გადაღლას უნდა ელოდო

მე გამიგია, რომ კვირაში 3 საათზე მეტი სინქრონული თარგმნა ფსიქოლოგიურ პრობლემებს იწვევს, მეტი რომ აღარ ვილაპარაკოთ ლინგვისტების ხშირ დავადება ტექსტოფრენიაზე...
QUOTE
წერილობით თარგმანში დაწყნარებული ხარ ადამიანი, იცი რომ თუ რაიმეზე "გაჭედე" უცებ ისარგებლებ ლექსიკონით და სინქრონში კი ნამდვილად უნდა გქონდეს, რასაც ქვია "ყური". ზოგს ისეთი საშინელი პრონანსი აქვს რავიცი

აიიი ზუსტად ტექნიკის გამომუშავება მინდა...
როცა სინქორნში და თანმიმდევრულში გავიჭედები უცბად როგორ უნდა მოვატყუო აუდიტორია, ისე რომ ვერაფერს მიხვდნენ biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif

ჩემი ლექტორს რამდენჯერ უთქვამს, ტყუილის თქმა ერთ-ერთი უდიდესი ნიჭია ნიჭთა შორისო biggrin.gif biggrin.gif
QUOTE
რაც შეეეხებაUnico-ს ნათქვამს, ნამდვილად გეთანხმები, ფსიქოლოგიურად თუ არ ხარ მომზადებული შეიძლება არსებული სიტუაციით იმდენად გაოცდე კაცი და იმდენად გადაიღალო, რომ სამუდამოდ ხელი აიღო ამ საქმეზე

თარგმნა ჩემი სამყაროა, ვერაფრით დავანებებ თავს, მიუხედავად იმისა, რომ 24 საათი ოჯახის წევრები ჩამყვირიან სხვა საქმეს მოკიდე ხელიო

Posted by: Unico 18 Aug 2013, 17:59
gigajoj
QUOTE
როცა სინქორნში და თანმიმდევრულში გავიჭედები უცბად როგორ უნდა მოვატყუო აუდიტორია, ისე რომ ვერაფერს მიხვდნენ

გააჩნია აუდიტორიას biggrin.gif და გააჩნია ტექსტს biggrin.gif თუ არ დაიბნევი და თუ აუდიტორიაც დაუკვირვებელი შეგხვდა - დააბოლებ yes.gif

QUOTE
თარგმნა ჩემი სამყაროა,

მეც მიყვარს თარგმნა, მაგრამ მომენტებში სასტიკად მეზარება, აი პირდაპირ ვკვდები ისე sad.gif

ახლაც სათარგმნი მაქვს და როგორ მეზარება vik.gif
წინა კვირას მაგრად გადავიღალე და ნებისყოფა აღარ მომდევს რომ ინერციით მაინც გავაგრძელო givi.gif

Posted by: avelum 18 Aug 2013, 18:04
gigajoj
QUOTE
როცა სინქორნში და თანმიმდევრულში გავიჭედები უცბად როგორ უნდა მოვატყუო აუდიტორია, ისე რომ ვერაფერს მიხვდნენ

მოტყუება რა, არ უნდა შეიმჩნიო და ისეთი სახე უნდა მიიღო რო ვითომც აქ არაფერი
მთავარია არ შეშინდე და რასაც უტრყვი კონტექსტიდან ამოვარდნილი არ იყოს )
QUOTE
დავადება ტექსტოფრენიაზე.

QUOTE
ფრენიაზე.

QUOTE
ფრენ

biggrin.gif
QUOTE
მეც მიყვარს თარგმნა, მაგრამ მომენტებში სასტიკად მეზარება

აიარასოდეს დამზარებია
ერთგვარი გამოწვევაა ჩემთვის რომ დროშიც ჩავეტიო და ხარისხიც კარგი იყოს, ოღონდ მართლა
ჭამა შეიძლება უფრო დამეზაროს ვიდრე თარგმნა
მაგრამ აი თარგმნის დრომ რომ ყავაა მჭირდება, ეგ ასპროცენტიანია
biggrin.gif

Posted by: Unico 18 Aug 2013, 18:14
avelum
QUOTE
მაგრამ აი თარგმნის დრომ რომ ყავაა მჭირდება, ეგ ასპროცენტიანია

ჩაის ჭიქით yes.gif

QUOTE
ჭამა შეიძლება უფრო დამეზაროს ვიდრე თარგმნა

აშკარად განსხვავებულები ვართ biggrin.gif

Posted by: avelum 18 Aug 2013, 20:45
Unico
QUOTE
ჩაის ჭიქით

კიიიიიი ზუსტაად!!! biggrin.gif
რო გენახა რამხელა ჭიქას ვიდგავ ხოლმეbiggrin.gif

Posted by: gigajoj 18 Aug 2013, 23:09
Unico
QUOTE
გააჩნია აუდიტორიას

ნუ ახლა არ უნდა უმტკიცო შავზე თეთრიაო biggrin.gif biggrin.gif
QUOTE
მეც მიყვარს თარგმნა, მაგრამ მომენტებში სასტიკად მეზარება, აი პირდაპირ ვკვდები ისე

მე არასოდეს მეზარება, ბევრჯერ ენთუზიაზმე მიმუშავია biggrin.gif
avelum
QUOTE
მთავარია არ შეშინდე და რასაც უტრყვი კონტექსტიდან ამოვარდნილი არ იყოს

კიიი ეგ რა თქმა უნდა...
Unico
მე წყალი მიდევს ხოლმე მაგიდასთან biggrin.gif
ყავა სასტიკად მეზიზღება...

Posted by: Unico 20 Aug 2013, 00:00
avelum
ყავის გარეშე ენერგია ნიხტ biggrin.gif

gigajoj
წყალი გაფხიზლებს? biggrin.gif


მოკლედ, თქვენ მიდით, მე ალბათ მომავალ წელს თუ შევძლებ user.gif

Posted by: Greta 20 Aug 2013, 14:56
ვთარგმნი ნებისმიერი სირთულის ტექსტს:

გერმანულიდან ქართულად
გერმანულიდან რუსულად
რუსულიდან გერმანულად
ქართულიდან გერმანულად
ინგლისურიდან გერმანულად

Posted by: gigajoj 21 Aug 2013, 20:06
Unico
QUOTE
წყალი გაფხიზლებს?

უჰჰჰ, თან ძალიან biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif

Posted by: ფრენოლოგი 23 Aug 2013, 10:59
აზერბაიჯანულის თარჯიმანი ხართ ვინმე ?

Posted by: Unico 23 Aug 2013, 15:06
ფრენოლოგი
ფორუმზე არ შემხვედრია და ისე თარჯიმანთა ბიუროებს რომ მიაკითხო?
ლესელიძე, დელისის მეტრო, რუსთაველი - აქ ყველგან ეყოლებათ smile.gif ნუ ცხადია ადგილზე არსად სხედან, ძირითადად ინტერნეტით უგზავნიან და ღებულობენ თარგმანებს

Posted by: ფრენოლოგი 23 Aug 2013, 16:25
Unico
მე თვითონ ვმუშაობ კაცო თარჯიმანთა ბიუროში biggrin.gif

უბრალოდ არ გვყავს აზერბაიჯანულის და ვეძებთ

Posted by: avelum 24 Aug 2013, 16:40
gigajoj
QUOTE

QUOTE
წყალი გაფხიზლებს?

უჰჰჰ, თან ძალიან 

ცივიიიი ^^
და საზამთროც biggrin.gif

Posted by: patriciia 25 Aug 2013, 12:48
ent1c3d
QUOTE
SEO -სტატიებს წერდა ხოლმე აქ ერთი იუზერი, სამწუხაროდ ნიკს ვეღარ ვიხსენებ, ანუ თემატიკას ვეუბნებოდი და ინგლისურად მიწერდა ხოლმე იმ ქივორდებზე საკამოდ კარგ სტატიას.. რომელი იუზერი წერდა სეო სტატეიბს ეგებ გახსოვთ, ან იქნებ თვითონ ნახო ეს პოსტი..

მე შემიძლია დავწერო სტატიები

Posted by: Unico 30 Aug 2013, 17:11
avelum
patriciia
gigajoj

ხალხნო, გამოცდილების მხრივ ვინმეს უთარგმნია ინგლისურ ენოვანი ენის გასატეხები? smile.gif
ჩემს მეგობარს სჭირდება შველა biggrin.gif

Posted by: patriciia 31 Aug 2013, 10:02
Unico
QUOTE
ხალხნო, გამოცდილების მხრივ ვინმეს უთარგმნია ინგლისურ ენოვანი ენის გასატეხები?ჩემს მეგობარს სჭირდება შველა

ენის გასატეხის თარგმნა ვის რაში დასჭირდა?
peter piper picked a pack of pickled pepper
ამაში რა აზრი დევს?
How can a cream clam cram in a clean cream can?
http://www.youtube.com/watch?v=tU3kGaTPuC4


Posted by: Unico 31 Aug 2013, 10:56
patriciia
QUOTE
ენის გასატეხის თარგმნა ვის რაში დასჭირდა?

ერთ-ერთ გამომცემლობას დასჭირდა მხატვრული ლიტ. მთარგმნელი, ჩემმა მეგობარმა გააგზავნა სივი, გამოუგზავნეს საცდელად ეგ biggrin.gif
ვიჯექით და ვიცინოდით biggrin.gif მერე დავსერიოზულდით და ტვინის ჭყლეტვაც დაიწყო biggrin.gif თვითონაც გაუკვირდა, ეს რა გამომიგზავნესო, მაგრამ მე გადავწყვიტე მაინც გადამემოწმებინა, თუ არის პრაქტიკაში მსგავსი რამ

Posted by: merciamercia 31 Aug 2013, 12:11
http://dictionary.ge/ka/
თუ იცით ეს ფასიანი საიტია?

Posted by: patriciia 31 Aug 2013, 12:21
Unico
QUOTE
ერთ-ერთ გამომცემლობას დასჭირდა მხატვრული ლიტ. მთარგმნელი, ჩემმა მეგობარმა გააგზავნა სივი, გამოუგზავნეს საცდელად ეგ

ეს ახლა მოხდა?
მეც გავაგზავნე სივი
და არაფერი გამოუგზავნიათsad.gif

Posted by: Unico 31 Aug 2013, 12:38
merciamercia
კი ფასიანია, იმიტომ რომ თსუ-ს ფილოლოგების შექმნილია და საიტმა რომ იარსებოს, ამიტომ ფასიანია .
თუმცა რაღაცას კი აჩვენებს ხოლმე, მაგრამ ძებნის ფუნქცია არ მუშაობს, სანამ არ გადაიხდი.

patriciia
ლოგოს პრესისაა. თან ამათ გამოცხადებული არ ჰქონდათ პალიტრასგან განსხვავებით, ჩემმა მეგობარმა თავად მისწერა user.gif

Posted by: merciamercia 31 Aug 2013, 12:59
Unico
QUOTE
კი ფასიანია, იმიტომ რომ თსუ-ს ფილოლოგების შექმნილია და საიტმა რომ იარსებოს, ამიტომ ფასიანია .თუმცა რაღაცას კი აჩვენებს ხოლმე, მაგრამ ძებნის ფუნქცია არ მუშაობს, სანამ არ გადაიხდი.

გასაგებია, მადლობა :* მაშინ ტყუილად არ დავრეგისტრირდები biggrin.gif

Posted by: Unico 31 Aug 2013, 13:22
merciamercia
არა რატომ დარეგისტრირდი და გადაიხადე, არ გინდა ეგრე? smile.gif

Posted by: patriciia 31 Aug 2013, 16:26
Unico
QUOTE
ლოგოს პრესისაა. თან ამათ გამოცხადებული არ ჰქონდათ პალიტრასგან განსხვავებით, ჩემმა მეგობარმა თავად მისწერა

ლოგოს პრესი რომელია?
პალიტრას გამოცხადებული აქვს? სად ვნახო?\

Posted by: 4Motivi 3 Sep 2013, 14:04
მეგობრებო ვინმემ ფრანგული თუ იცით იქნებ შეფასოთ რამდენად სწორადაა ნათარგმნი, სხვას ვათარგმნინე და ლოგიკურად გამართული წინადებები არ არის ბევრი, აქ ერთ მაგალითს ვდებ და მიანტერსებს რამდენად სწორადაა ნათარგმნი.

ესაა მისი თარგმანი:

2.1. წინამდებარე ხელშეკრულების თანახმად, ქართულ ენაზე გამოცემული ნაწარმოების გაყიდვის ექსკლუზიური უფლება მსოფლიოს მთელ ტერიტორიაზე გააჩნია მესაკუთრეს, ხელშეკრულებაზე ხელმოწერის დღიდან მაქსიმუმ 7 (შვიდი) წლის განმავლობაში, ვიდრე მის მიერ 2012 წლის გამოცემის შემდგომ არ გამოიცემა სახელმძღვანელოს უახლესი ფრანგული ან ინგლისურენოვანი ვერსია.

Posted by: gigajoj 3 Sep 2013, 18:54
Unico
ასეთ რაღაცებზე ტვინს ვერ ავიდღებ biggrin.gif

Posted by: Greta 4 Sep 2013, 23:40
ვთარგმნი ნებისმიერი სირთულის ტექსტს:

გერმანულიდან ქართულად
გერმანულიდან რუსულად
რუსულიდან გერმანულად
ქართულიდან გერმანულად
ინგლისურიდან გერმანულად

Posted by: Custos 9 Sep 2013, 15:22
გადავთარგმნი რუსულიდან ქართულად ტექსტებს, სტატიებს, თუ ვინმეს დაგჭირდეთ აქ ვარ ძირითადად. ფასზეც ადვილად მოვილაპარაკებთ. smile.gif

Posted by: selina 19 Sep 2013, 01:38
QUOTE (Custos @ 9 Sep 2013, 15:22 )
გადავთარგმნი რუსულიდან ქართულად ტექსტებს, სტატიებს,  თუ ვინმეს დაგჭირდეთ აქ ვარ ძირითადად. ფასზეც ადვილად მოვილაპარაკებთ.  smile.gif

თვეში რამდენად იმუშავებ? მომწერე პმ-ში

---------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------



ფორუმელო მთარგმნელებო
მარტივი და საშუალო სირთულის ტექსტების თარგმნაში (რაოდენობა-დღიური ნორმა, რუს- ქართ) მინიმუმ რამდენი უნდა გადაუხადო თვეში?

Posted by: gigajoj 19 Sep 2013, 12:00
selina
გააჩნია როგორი დატვირთვა ექნება...

ჩემი აზრით ჯობია, დასაქმებლს (თუ დისტანციურად მუშაობს) გადაუხადო გამომუშავებით ანუ რამდენ გვერდს გადათარგმნის...
თორემ ნებისმიერი მთარგმნელი 500 ლარზე ნაკლებს არ გეტყვის, ამის შედეგად მეტია ხარჯი, რადგან შეიძლება ორი სამი დღე არაფერი ჰქონდეს მას გადასათარგმნი და შენ იზარალებ....

Posted by: selina 19 Sep 2013, 16:43
gigajoj
QUOTE
ჩემი აზრით ჯობია, დასაქმებლს (თუ დისტანციურად მუშაობს) გადაუხადო გამომუშავებით ანუ რამდენ გვერდს გადათარგმნის...

ამჟამად ასე ვთანამშრომლობ რამოდენიმე მთარგმნელთან

QUOTE
500 ლარზე ნაკლებს არ გეტყვის,
რამდენი უნდა გადამითარგმნოს დღეში ამ 500 ლარზე მჯდარმა თანამშრომელმა? დღეში და შესაბამისად თვეში რამდენი გვერდი ან რამდენი ასო პრობელის გარეშე? საქართველოში სტანდარტი რაა დღიური მოცულობის საშუალოდ?

Posted by: Unico 20 Sep 2013, 20:28
სანამ მთარგმნელობით ბიუროს გახსნით, ჯერ გაიკითხეთ ამ სამუშაოს სპეციფიკაზე facepalm.gif

selina
თუ არ გინდა თანამშრომელს გადაუხადო ფიქსირებული ხელფასი, მაშინ გადაუხადე გამომუშავებით.

QUOTE
რამდენი გვერდი ან რამდენი ასო პრობელის გარეშე?

სტანდარტი არის ასეთი: 1800 სიმბოლო = 1 გვერდს smile.gif
და გვერდის ფასი კი დამოკიდებულია ენაზე.
დანარჩენი თავად განსაზღვრე


და თუ გინდა ფიქსირებული ხელფასი უხადო, ძალიან მაინტერესებს თავად რამდენს განუსაზღვრავ თვეში? spy.gif

Posted by: gigajoj 21 Sep 2013, 13:31
selina
QUOTE
რამდენი უნდა გადამითარგმნოს დღეში ამ 500 ლარზე მჯდარმა თანამშრომელმა? დღეში და შესაბამისად თვეში რამდენი გვერდი ან რამდენი ასო პრობელის გარეშე? საქართველოში სტანდარტი რაა დღიური მოცულობის საშუალოდ?

ნუუუ თუ ჩვენ რუსულზე ვლაპარაკობთ, მაშინ მთარგმნელმა შეიძლება მაქსიმუმ 60 გვერდი გადაგითარგმნოს, ოღონდ ეს რულიდან ქართულად,,,
და უ პირიქით გინდა, მასინ 45 გვერდზე მეტს არ გადაგითარგმნის..

Posted by: Unico 21 Sep 2013, 13:40
gigajoj
კარგად გამოკვეთე სიტყვები, თორე ვერ გაიგებს biggrin.gif

ამასთან, მოერიდე რიცხვების დასახელებას, იმიტომ რომ ცოდოა მთარგმნელი, მერე შენი რიცხვებით მიუდგებიან და გაწურავენ biggrin.gif

ყველა ადამიანი ინდივიდუალურია, პლუს საქმე რამდენი შემოდის, ამიტომ თვეში მაქსიმუმ 60 გვერდი რანაირად იქნება, ვერ დადის ჩემამდე user.gif

მე შემიძლია გითხრა, რომ ორ სხვადასხვა თარჯიმანთა ბიუროში, რომ შევადაროთ, თვეში სხვადასხვა მოცულობის საქმე + სხვადასხვა თანხა გამომდიოდა user.gif

Posted by: gigajoj 21 Sep 2013, 13:49
Unico
QUOTE
ყველა ადამიანი ინდივიდუალურია, პლუს საქმე რამდენი შემოდის, ამიტომ თვეში მაქსიმუმ 60 გვერდი რანაირად იქნება, ვერ დადის ჩემამდე

ამას თარჯიმანი რისთვის უნდა ხვდები?
თითო ოროლა გვერდი რომ იქნება უცბად სათარგმნი და ის თარგმნოს...

თორემ 60 გვერდზე მეტი რომ იქნება სათარგმნი ამის გარდა ეგ ყველამ იცის...

Posted by: Unico 21 Sep 2013, 14:45
gigajoj
QUOTE
თითო ოროლა გვერდი რომ იქნება უცბად სათარგმნი და ის თარგმნოს...

კი ბატონო, მაგრამ ადგილზე არ ჰყავს ინგლისურის და რუსულის მთარგმნელები?

დანარჩენს სკაიპით უკავშირდებიან და მაშინაც გამომუშავებით უხდიან. როგორ უგზავნის ფრანგულს, ჰოლანდიურს, გერმანულს, აზერბაიჯანულს?
ამის გაგებას ფორუმი რად უნდა? აუცილებლად თუ სჭირდება გაიგოს თვეში რამდენი თარგმანი (და შესაბამისად თანხა) გაუგზავნა სკაიპით ან ელ ფოსტით რუსულის თარჯიმანს, მაშინ დაჯდეს და დაიანგარიშოს თავისი ბიზნესის მოცულობის მიხედვით. თავისი ბიზნესისა თავად უკეთ იცის, ჩვენ რა ვიცით?
ამიხსენი givi.gif

Posted by: gigajoj 21 Sep 2013, 15:46
QUOTE
კი ბატონო, მაგრამ ადგილზე არ ჰყავს ინგლისურის და რუსულის მთარგმნელები?

შეიძლება აღარ ჰყავს
რა არ შეიძლება? biggrin.gif
QUOTE
დანარჩენს სკაიპით უკავშირდებიან და მაშინაც გამომუშავებით უხდიან

კი ძირითადად ასეა...
QUOTE
როგორ უგზავნის ფრანგულს, ჰოლანდიურს, გერმანულს, აზერბაიჯანულს?

ეს ენები ნაკლებად მოთხოვნადია...
ამიტომ ყველა ენის თარჯიმანს ვერ დაისვავ ოფისში მოდით იმუშავეთო biggrin.gif
QUOTE
ბიზნესის მოცულობის მიხედვით. თავისი ბიზნესისა თავად უკეთ იცის, ჩვენ რა ვიცით?

ამაში გეთანხმები biggrin.gif biggrin.gif

ისე შენ პროფესიით ინგლისური ენის ლინგვისტი ხარ?

Posted by: Unico 21 Sep 2013, 17:39
gigajoj
თუ აღარ ჰყავს, ხომ ჰყავდა? biggrin.gif

QUOTE
ამიტომ ყველა ენის თარჯიმანს ვერ დაისვავ ოფისში მოდით იმუშავეთო

ცხადია. ეგრეც უნდა იყოს.
თუმცა ზოგს ჯერ კიდევ ჰგონია რომ ყველა ენის თარჯიმანი ერთ ოთახშია biggrin.gif

QUOTE
ინგლისური ენის ლინგვისტი ხარ?

ინგლისური ენის სპეციალისტი, კვალიფიკაცია თარჯიმანი.
სიტყვა-სიტყვით გკარნახობ biggrin.gif

რავიცი, სოკოებივით მომრავლებული თარჯიმანთა ბიუროების ძალიან მიკვირს, მაგრამ ჩემი გამოცდილება მაძლევს საშუალებას ბიუროების მუშაობის ზოგადი წესი მიახლოებით მაინც ვიცოდე.
გაგება თუ უნდათ ისე გებულობენ, გაოცებას ვარ.. სხვა ბიუროდან მოსულან ვითომ გვერდის თარგმნა უნდოდათ, სინამდვილეში კონკურენტის ფასი აინტერესებდათ biggrin.gif
როცა ადამიანს ბიზნესის დაწყება გინდა, ჯერ ბაზარი უნდა შეისწავლო, ბიზნესის სპეფიციკას გაეცნო. არ შეიძლება ასე ჰაერზე დაწყება. ასე არავინ იწყებს

Posted by: gigajoj 21 Sep 2013, 20:08
Unico
QUOTE
ინგლისური ენის სპეციალისტი, კვალიფიკაცია თარჯიმანი.

შენი მშურს biggrin.gif

რომ არ დამეჯერებინა ჩემებისსთვის მეც ინგლისურის ლინგვისტი უნდა ვიყო...
ამის გამო წელს მიწევს ხელმეორედ ბაკალავრიატში ჩაბარება...

sad.gif
არა და ძალიან მინდა ეს სფერო შევისწავლო ღრმად...
დიპლომის არ ქონის გამო ძალიან ბევრგან მითხრეს უარი და მეუბნებიან კიდეც...

Posted by: selina 23 Sep 2013, 13:44
QUOTE (gigajoj @ 21 Sep 2013, 13:31 )
ნუუუ თუ ჩვენ რუსულზე ვლაპარაკობთ, მაშინ მთარგმნელმა შეიძლება მაქსიმუმ 60 გვერდი გადაგითარგმნოს, ოღონდ ეს რულიდან ქართულად,,,
და უ პირიქით გინდა, მასინ 45 გვერდზე მეტს არ გადაგითარგმნის..


რას ამბობ? 500 ლარად 60 გვერდი??? facepalm.gif მე მგონი გასაგებად დავწერე რომ მთელი თვე უნდა იმუშაოს, თუ ის იგულისხმე რაიმე ცნობას რომ გადაათარგმნინებ ბიუროში და 10 ლარს გადაიხდი, ეს არ მიფიქრია.

მე ვიკითხე საქართველოში ნორმა რა არის, ბევრ ქვეყანაში დღიური საშუალო ნორმა 6-8 გვერდია, ტექსტის სირთულის მიხედვით, გვერდი1800 სიმბოლო,

60 გვერდი ესეიგი დღეში 2- 3 გვერდი?? ან 45 გვერდი დღეში 1,5 გვერდი??? რა ნორმა რა სტანდარტი ეს?

Posted by: gigajoj 23 Sep 2013, 16:48
selina
QUOTE
მე ვიკითხე საქართველოში ნორმა რა არის, ბევრ ქვეყანაში დღიური საშუალო ნორმა 6-8 გვერდია, ტექსტის სირთულის მიხედვით, გვერდი1800 სიმბოლო

რას ლაპარაკობ მართლა?

6-8 გვერდი რომ თარგმნოს მას გვერდში მინიმუმ 7-8 ლარი უნდა გადაუხადო...

შრომა უნდა დაფასდეს ჩემო კარგო, ასე არააა

Posted by: selina 25 Sep 2013, 12:01
QUOTE
6-8 გვერდი რომ თარგმნოს მას გვერდში მინიმუმ 7-8 ლარი უნდა გადაუხადო...
თვეში გამოდის 1440-1920 ლარი, ამის ნახევარ ფასად ვიმუშავებ, საერთოდ გავანებებ ჩემ სამსახურს თავს smile.gif

QUOTE
შრომა უნდა დაფასდეს ჩემო კარგო, ასე არააა

სადმე დავწერე რომ ექსპლუატაცია უნდა გაუწიო? მე კითხვა დავსვი და მაინტერესებს დღევანდელ რეალობაში ადეკვატური ფორუმული ამ განყოფილების ფასი და არა მთარგმნელობითი ბიუროს ფასები, ძალიან გთხოვ კამათის რეჟიმში ნუ გადავიყვანთ არც სურვილი მაქვს და არც მაგისვის დამისვავ ამ განყოფილებაში კითხვა, მე ვთანამშრომლობ უკვე დიდი ხანია სხვათაშორის ფორუმელია და მისი ფასებიც მომწონს და ხარისხიც, მაშინ ფეხმძიმედ იყო და დრო მეტი ქონდა ახლა სამსახურში გავიდა და დრო აღარ აქვს და ვეძებ ანალოგიურ ადეკვატურ მთარგმნელს რუსულიდან ქართული

Posted by: gigajoj 25 Sep 2013, 17:22
selina
QUOTE
თვეში გამოდის 1440-1920 ლარი, ამის ნახევარ ფასად ვიმუშავებ, საერთოდ გავანებებ ჩემ სამსახურს თავს

მაშინ მოდი თქვენ თქვით რამდენს გადაუხდით...


მე როგორც ვიცი, რუსული ენიდან თარგმანი 8-13 ლარი ჯდება გვერდი...

Posted by: Lotus_flower 25 Sep 2013, 22:59
როგორ ვიშოვო თარჯიმნის სამუშაო?
ინგლისური ენის ფილოლოგი ვარ.
სადაც ვიყავი ყველა მეუბნება 5 წლიანი გამოცდილება უნდა გქონდესო.
არა და ენა ვიცი კარგად და თარგმნის ნიჭიც მაქვს.
5 წლიანი გამოცდლება ციდან ჩამოვაფრინო? sad.gif

Posted by: Unico 25 Sep 2013, 23:33
gigajoj
მე ხო გითხარი თვეში გვერდის რაოდენობა არ დააზუსტო თქო biggrin.gif biggrin.gif lol.gif

Lotus_flower
როგორმე უნდა დაანახო რომ თარგმნის ნიჭი გაქვს.
ხშირად ითხოვენ სასინჯ თარგმანებს, რომელსაც გადახედავენ და ასე ამოწმებენ, იცის თუ არა კონკრეტულმა პირმა ენა smile.gif

Posted by: gigajoj 26 Sep 2013, 11:22
Lotus_flower
აბა გვითხარი რამდენი ხანია რაც თარგმნი, როგორ ლიტერატურას...
QUOTE
ხშირად ითხოვენ სასინჯ თარგმანებს, რომელსაც გადახედავენ და ასე ამოწმებენ, იცის თუ არა კონკრეტულმა პირმა ენა

ეს სხვათაშორის კარგი მეთოდია biggrin.gif
QUOTE
მე ხო გითხარი თვეში გვერდის რაოდენობა არ დააზუსტო თქო

ცემი თავის მტერი ვარ რა biggrin.gif biggrin.gif

Posted by: Lotus_flower 26 Sep 2013, 11:55
gigajoj
QUOTE
აბა გვითხარი რამდენი ხანია რაც თარგმნი, როგორ ლიტერატურას...

წელს დავამთავრე უნივერსიტეტი, ამიტომ არ მაქვს მუშაობის გამოცდილება.
მაგრამ უნივერსიტეტში გავდიოდი თარგმანს საგნად, და ლიტერატურული ნაწარმოებებიც მაქვს ნათარგმნი და პოლიტიკური გამოსვლებიც,
ინგლისელი და ამერიკელი მწერლების ნოველები ინგლისურიდან ქართილად და ქართულიდან ინგლისურად, ასევე ნატო, ევროკავშირის სამიტებზე წარმოთქმული სიტყვები....
და საკმაოდ დიდი მოწონებით სარგებლობდა ლექტორებში და მაღალ ქულებსაც ვიღებდი. user.gif

მეტი გამოცდილება სად უნდა მივიღო თუ არ ამიყვანენ სამსახურში? sad.gif

Posted by: gigajoj 26 Sep 2013, 12:45
Lotus_flower
QUOTE
წელს დავამთავრე უნივერსიტეტი, ამიტომ არ მაქვს მუშაობის გამოცდილება.

ოოო ცოტა ძნელია
QUOTE
მაგრამ უნივერსიტეტში გავდიოდი თარგმანს საგნად, და ლიტერატურული ნაწარმოებებიც მაქვს ნათარგმნი და პოლიტიკური გამოსვლებიც,

კარგია, ესეც ერთგვარი გამოცდილებაა

მეც თავიდან ძალიან გამიჭირდა (მაგრამ არც ახლაა არაა ბევრი კლიენტი, რადგან ლინგვისტის დიპლომი არ მაქვს), მაგრამ შემდეგ თანდათანობით მოემატა...

ნუ ნერვიულობ, თავიდან ყველა ასეა...

ერთ რამეს გირჩევ, შენითვის დაჯექი და თარგმნე ხოლმე, სხვადასხვა სახის ლიტერატურა, გაიწაები მაინც

Posted by: Lotus_flower 26 Sep 2013, 18:05
gigajoj
ხო მაგრამ როგორ უნდა იშოვო კლიენტები თუ რამე ბიურომ არ აგიყვანა?

Posted by: Unico 26 Sep 2013, 18:20
Lotus_flower
QUOTE
მაგრამ როგორ უნდა იშოვო კლიენტები თუ რამე ბიურომ არ აგიყვანა?

მართალია, ამიტომ
QUOTE
ხშირად ითხოვენ სასინჯ თარგმანებს, რომელსაც გადახედავენ და ასე ამოწმებენ, იცის თუ არა კონკრეტულმა პირმა ენა

მე სადაც მივსულვარ, უცხო ბიუროში, მამოწმებდნენ ხოლმე.

კიდევ არის ერთი გზა: ნაცნობი

და კიდევ ერთი: იღბალი


მთავარია იმედი არ დაკარგო, ეძებო დაჟინებით და გაყიდო შენი ცოდნა yes.gif წარმოაჩინე ის, რაც იცი

Posted by: Lotus_flower 26 Sep 2013, 19:22
Unico
QUOTE
ნაცნობი

არ მყავს.

QUOTE
იღბალი

მართალია ჯერ ჯერობით არ ჩანს, მაგრამ მაინც იმედი მაქვს რომ ეს მაინც მაქვს. biggrin.gif


QUOTE
მე სადაც მივსულვარ, უცხო ბიუროში, მამოწმებდნენ ხოლმე.

ისე პირდაპირ მისვლა შეიძლება ბიუროებში, რო დაიარო და დატოვო სივი, თუ მაინდამაინც ინტერნეტში უნდა ეძებო ვაკანსია ხო არ ააქვთ?

Posted by: Unico 26 Sep 2013, 19:31
Lotus_flower
QUOTE
პირდაპირ მისვლა შეიძლება ბიუროებში

შეიძლება, რატომაც არა smile.gif

Posted by: bonvenon 26 Sep 2013, 21:06
Lotus_flower

გამოაცხადე gancxadedbebi.ge-ზე ან saqme.ge-ზე, რომ თარგმნი ინგლისურიდან ქართულად და პირიქით.
რაც მთავარია, ძალიან არ გაბერო ფასები. ბიუროში რა ფასებიცაა, იმაზე ნაკლებად თარგმნე. ზოგმა იცის: "აუფ, მე პროფესიონალი მთარგმნელი ვარ . . .", "ამას 20 ლარზე ნაკლებად ხელს არ მოვკიდებ", "სხვაგან ასე ღირს და მე ნაკლებად რატომ უნდა ვთარგმნო" და ა.შ.

აბა, შენ იცი. წარმატებებს გისურვებ.


Posted by: Unico 26 Sep 2013, 21:33
bonvenon
QUOTE
ბიუროში რა ფასებიცაა, იმაზე ნაკლებად თარგმნე.

და რატო? გონებრივი შრომა ასე იაფია? biggrin.gif facepalm.gif

ღმერთო, რატომ არსებობენ შენნაირები user.gif

Posted by: FalleNnN 26 Sep 2013, 21:52
Lotus_flower
Sad da ra daamtavre tu saidumlo araa? tongue.gif

Posted by: bonvenon 26 Sep 2013, 22:10
Unico
QUOTE
გონებრივი შრომა ასე იაფია?


ჯერ ერთი, მე არ მითქვამს, რომ გონებრივი შრომა იაფი უნდა იყოს. კარგად წაიკითხე, რა დავწერე. მეც მთარგმნელი ვარ და ვიცი ფასები. ადამიანმა იკითხა, როგორ მივიღო გამოცდილებაო. გამოუცდელმა მთარგმნელმა ცოტა რომ დაუწიოს ფასებს, ამით რა მოხდება? შეკვეთებიც ექნება და გამოცდილებასაც შეიძენს. რადგან სხვაგან ამდენი ღირს, არ არის აუცილებელი შენც ამდენი დააფასო. იმის აღქმა უნდა გქონდეს, რა ხარ და რას წარმოადგენ. დღევანდელ დღეს სამუშაოს მოძებნა ძალიან ძნელია. დამკვეთი ცოტაა, შემსრულებელი ბევრი. ამიტომ ყველაფერზე ცხვირის აბზუება არ გამოადგება სამუშაოს მაძიებელს. გარდა ამისა, ბიუროში ბიუროს მეპატრონე ცალკე ამატებს ფასს შუამავლობისთვის, ამიტომ იქ თარგმნა ყოველთვის უფრო ძვირია, ვიდრე პირდაპირ მთარგმნელთან. ამის თქმა მინდოდა მე.

QUOTE
ღმერთო, რატომ არსებობენ შენნაირები


აი ამით სულ გამიფუჭე შენზე წარმოდგენა. ძალიან დიდი შეურაცხყოფა მომაყენე. თანაც რისთვის? facepalm.gif
კარგი, დაფიქრდები და მიხვდები, რომ ზედმეტი მოგივიდა. ბოდიშს მივიღებ. ჩხუბს ისევ მეგობრობა ჯობია, არა?

Posted by: Lotus_flower 26 Sep 2013, 22:30
FalleNnN
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი.

bonvenon
მადლობა , ვცდი.

Unico
QUOTE
და რატო? გონებრივი შრომა ასე იაფია?

მართლა რთულია დაბალ ფასად თარგმნა, დიდი შრომაა. მაგრამ თუ სხვა გზა არ გაქვს ადამიანს ცოტა ხნით უნდა გაიჭირვო ალბათ...

ისე მე საერთოდ მერე სინქრონული მთარგმნელი მინდა ვიყო, ოფიციალურ შეხვედრზებზე რო თარგმნიან გამომსვლელთა სიტყვას ,
მივაღწევ როდესმე იმედია. biggrin.gif

Posted by: ScriptScroll 8 Oct 2013, 12:49
გვესაჭიროება ჩინური ენის მცოდნე ვინ შეძლებს მცირე მოცულობის ტექსტის აკრეფას ჭინურად word-ში.

Posted by: Evangelina 21 Oct 2013, 22:36
სასწრაფოდ მჭირდება 2 გვერდის თარგმნა ქართულიდან ინგლისურად.
გამომეხმაურეთ რა თარჯიმნები რაც შეიძლება მალე.

Posted by: n-nargiza 16 Nov 2013, 21:28
ვასწავლი და ვეხმარები ბუღალტერიის აწყობაში, საბუღალტრო პროგრამებს ქართულსდ და რუსულ ენაზე.

Posted by: gigajoj 17 Nov 2013, 09:59
n-nargiza
აქ თემასთან დაკავშირებული პოსტები უნდა დავდოთ...
გთხოვ მეორედ გაითვალისწინოთ ეს...

Posted by: n-nargiza 23 Nov 2013, 23:28
ცარიელი ლაქლაქი, როგორც სხვაგან და თავის მოწონება უაზრობებით

Posted by: gigajoj 12 Dec 2013, 10:18
n-nargiza
QUOTE
ცარიელი ლაქლაქი, როგორც სხვაგან და თავის მოწონება უაზრობებით

ლაქლაქი რა შუაშია?
აქ ხალხი პოსტავს თარგმნაზე და არა ბუღალტერიაზე...

Posted by: კაკი 18 Dec 2013, 17:01
გამარჯობათ, მინდა ადამიანი ვინც გადათარგმნიშ ქაღტულიდან>>> თურქულზე ან ესპანურზე ან ფრანგულზე

Posted by: ilikeit 26 Dec 2013, 17:55
1 გვერდის თარგმნა რა ღირს სააგენტოებში ან ბიუროებში ქართულიდან ინგლისურზე არ იცით?
ცნობაა რაღაცა, სადღაც 50 სიტყვაა.

და კიდე,
ბეჭედს არტყამს თუ რას შვება მთარგმნელი რო ნამდვილად სწორად გადათარგმნა?

Posted by: merciamercia 26 Dec 2013, 18:29
ilikeit
QUOTE
1 გვერდის თარგმნა რა ღირს სააგენტოებში ან ბიუროებში ქართულიდან ინგლისურზე არ იცით?ცნობაა რაღაცა, სადღაც 50 სიტყვაა.და კიდე, ბეჭედს არტყამს თუ რას შვება მთარგმნელი რო ნამდვილად სწორად გადათარგმნა?

მე 10 ლარი გადავიხადე ნახევარი გვერდის თარგმანში და 5 ლარი ნოტარიუსით დამოწმებაში. იქვე ყავთ ნოტარიუსლი, თარჯიმანთა ბიუროს.

Posted by: ilikeit 26 Dec 2013, 18:36
QUOTE (merciamercia @ 26 Dec 2013, 18:29 )
ilikeit
QUOTE
1 გვერდის თარგმნა რა ღირს სააგენტოებში ან ბიუროებში ქართულიდან ინგლისურზე არ იცით?ცნობაა რაღაცა, სადღაც 50 სიტყვაა.და კიდე, ბეჭედს არტყამს თუ რას შვება მთარგმნელი რო ნამდვილად სწორად გადათარგმნა?

მე 10 ლარი გადავიხადე ნახევარი გვერდის თარგმანში და 5 ლარი ნოტარიუსით დამოწმებაში. იქვე ყავთ ნოტარიუსლი, თარჯიმანთა ბიუროს.

რა ამბავია givi.gif

კაი თარგმნა ხო (მარა მაინც რა ამბავია facepalm.gif მეთვითონ გადავთარგმნი 5 წუთში უპრობლემოდ)

დამოწმებას რად უნდა მაგდენი?
რაც დამიმოწმებია, ყველაფერში მაქსიმუმ ლარი გადამიხდია drug.gif

Posted by: merciamercia 26 Dec 2013, 19:11
ilikeit
QUOTE
რა ამბავია  კაი თარგმნა ხო (მარა მაინც რა ამბავია  მეთვითონ გადავთარგმნი 5 წუთში უპრობლემოდ)დამოწმებას რად უნდა მაგდენი?რაც დამიმოწმებია, ყველაფერში მაქსიმუმ ლარი გადამიხდია 

ეტყობა, მე ვიყავი მეძვირესთან biggrin.gif ზოგი 10 ლარში აკეთებს თარგმანსაც და დამოწმებასაც user.gif

Posted by: gigajoj 26 Dec 2013, 19:18
ilikeit
QUOTE
1 გვერდის თარგმნა რა ღირს სააგენტოებში ან ბიუროებში ქართულიდან ინგლისურზე არ იცით?
ცნობაა რაღაცა, სადღაც 50 სიტყვაა.

10 ლარი ჯდება თავისი დამოწმებით, შეიძლება ზოგმა 15იც დაგიფასოს...

* * *
ilikeit
QUOTE
რაც დამიმოწმებია, ყველაფერში მაქსიმუმ ლარი გადამიხდია

Please give up kidding us 2kiss.gif biggrin.gif

Posted by: zaza34 28 Dec 2013, 21:39
Good day. I am Maria from PayPal Customer Support.

I appreciate your interest in using your PayPal account to receive money and payments. Let me provide you assistance with this.

Right now, Georgian PayPal accounts do not yet have the feature of receiving money. We do highly appreciate your interest in using your PayPal account to receive money and we are resolutely working towards making this feature available in the future.

A PayPal account is designed to be country specific due to the different financial regulations in each country or a set of countries which we would need to comply with so before we begin to offer certain services in various countries, we must be sure that we are fully compliant with local and international financial laws to avoid difficulties in the future with our services.

Rest assured that we’re constantly working to offer more services in all countries that use PayPal. We’ll be sure to notify you once additional services and features are available in your country. In the meantime, we would advise contacting the buyer to explore other payment options that are available to you, such as checks and money orders.

For more information on the services offered in each country or region, go to www.paypal.com and click ‘Worldwide’ at the bottom of the page.

I'll be glad to hear from you if you need clarification and I will do my best to give you immediate answers.

Thank you for choosing PayPal.


Sincerely,
Maria
PayPal, an eBay Company

ერთი ამ ტექსტს გადახედეთ ვინმემ, კი ვიცი ცოტა ინგლისური მაგრამ, იქნებ კარგად მცოდნემ რამე სასიკეთო ამბავი ამოიკითხოს
დამეხმარეთ

Posted by: ilikeit 28 Dec 2013, 21:50
gigajoj
QUOTE
Please give up kidding us   

facepalm.gif facepalm.gif

შენ რამდენს იხდი ხოლმე დამოწმებაზე?

ბოლოს 1 კვირის წინ დავამოწმე საშუალო განათლების ატესტატი და 50 თეთრი გადავიხადე 2kiss.gif

Posted by: Unico 28 Dec 2013, 22:40
ilikeit
სანოტარო მოქმედებები განსხვავდება ერთმანეთისგან, შესაბამისად - ფასიც განსხვავდება.

თარგმანის ნოტარიულ დამოწმებას სხვა ფასი აქვს და ასლის დამოწმებას - სხვა yes.gif

ნოტარიუსთან მიმუშავია და ვიცი smile.gif

zaza34
რა გინდა ფეიფალისგან? იბეიზე რამეს ყიდულობდი?
ფეიფალს საქართველოში რაღაც შეზღუდვები აქვს და ეტყობა მაგ შეზღუდვებში მოხვდი smile.gif

Posted by: ilikeit 28 Dec 2013, 22:44
Unico
მაგრამ ლარის გადახდა სრულიად შესაძლებელია სანოტარო მომსახურებაში wink.gif არაფერი არასწორი არ მითქვამს.

რა თქმა უნდა, ფასები განსხვავებული იქნება.

Posted by: Unico 28 Dec 2013, 22:46
ilikeit
ცხადია, ლარს გადაიხდი 2 გვერდიანი დოკუმენტის ასლის დამოწმებაში
მაგრამ 2 გვერდიანი თარგმანის დამოწმებაში სხვა ფასია დაწესებული.
ნუ, არ გეგონოს მე რამეს ვამართლებდე.
ნოტარიუსის ფასი ვერ შეიცვლება, შეიძლება შეიცვალოს თარგმანის ფასი და მასე თუ გამოხვალ იაფად smile.gif


Posted by: ilikeit 28 Dec 2013, 22:50
Unico
QUOTE
მაგრამ 2 გვერდიანი თარგმანის დამოწმებაში სხვა ფასია დაწესებული.

თავისთავად yes.gif

უბრალოდ მიჩვეული ვარ იაფად დამოწმებას :დ
დაბადების მოწმობაც თეთრები დამიჯდა.


თარგმანს რაც შეეხება,
საბედნიეროდ არ მიწევს ტყუილად იმ 10 თუ 15 ლარის დახარჯვა
შენით გადათარგმნე და განათლების სამინისტროში აპოსტილს დაამოწმებინეო.

Posted by: Unico 28 Dec 2013, 22:54
ilikeit
QUOTE
შენით გადათარგმნე და განათლების სამინისტროში აპოსტილს დაამოწმებინეო.

რაიო? biggrin.gif biggrin.gif

განათლების სამინისტრო სვამს აპოსტილს იმის დასტურად, რომ ნამდვილად ამ დირექტორის ან რექტორის ან ვისი ხელმოწერაც არის ორიგინალზე, ხელმოწერაა და არა ჭიჭიკო ბენდელიანის.
შენი დოკუმენტის შენეული თარგმანი არ დამოწმდება, მაგრამ თუ ნოტარიული დამოწმება არ გინდა და გაკმაყოფილებს მარტო თარგმანი, მაშინ შენც რომ გადათარგმნო, წავა რა smile.gif
მთავარია, რას გთხოვენ იქ, სადაც უნდა ჩააბარო ეგ დოკუმენტი.

Posted by: gigajoj 28 Dec 2013, 22:55
ilikeit
QUOTE
შენ რამდენს იხდი ხოლმე დამოწმებაზე?

მე ნოტარიუსი არ მიმოწმებს თარგმანს, რადგან ლინგვისტის დიპლომი არ მაქვს...
QUOTE
ბოლოს 1 კვირის წინ დავამოწმე საშუალო განათლების ატესტატი და 50 თეთრი გადავიხადე

ვაჰჰჰ გამაგიჟებ შენ biggrin.gif

ადრე მჭირდებოდა უნივერსიტეტის საგნებისა და დამთავრების ცნობისა თარგმნა...
სულ ალბათ ორი ფურცელი იყო...
ცნობა, ალბათ მაქსიმუმ 50 სიტყვის მოიცავდა, ხოლო ნიშნების ფურცელში ტექნიკურ სიტყვებიც ერია, რადგან ტექნიკური სფერო მაქვს დამთავრებული..
ორივე ფურცლის დამოწმებაში გადავიხადე 39 ლარი...

Posted by: ilikeit 28 Dec 2013, 22:56
Unico
არ ვიცი, თვითონ უნივერსიტეტმა მომცა ერთი ქალის საკონტაქტო ინფორმაცია, რომელიც განათლების სამინისტროში მუშაობს.

დავურეკე და არაა პრობლემა, გადათარგმნილი მომიტანე და დაგიმოწმებო.

დოკუმენტსაც ეს ადამიანი გზავნის, თანამშრომლობს მგონი ედმიშნს ოფისთან drug.gif

Posted by: Rabbit 29 Dec 2013, 00:35
ესეიგი დღეს ისეთი რაღაც შემემთხვა რომ უნდა დავწერო აუცილებლად biggrin.gif

მოვიდა ერთი ქალი, სამედიცინო ტექსტები ჰქონდა სათარგმნი, როგორც თითონ თქვა, 50 გვერდი. მაგრამ საქმე იმაშია, რომ ეს იყო 50 თაბახის ფურცელი, და თითო თაბახი 4 გვერდს მოიცავდა, მინიატურული 8-იანი თუ 9-იანი შრიფტიტ biggrin.gif ხოდა მიმტკიცებს რომ არა 200 კი არა 50 გვერდია ესო, თვლა არ გცოდნიაო biggrin.gif და უნდოდა რომ სამედიცინო ტექსტი 350 ლარად მეთარგმნა 200 გვერდი biggrin.gif თავიდან გამოვართვი, ტესტებიაო, მართლა ტესტები იყო და ფურცელს სრულად არ ავსებდა, მაგრამ ნახევარ საათში მივხვდი დებილობას ვაკეთებთქო და დავურეკე ვერ მოვასწრებ მაგ დროში რაც თქვენ გინდათ და წაიღეთ უკან მეთქი. და ამაზე ცალკე ისტერიკები მოაწყო, არაპრპოფესიონალი ხარ და ვერ თარგმნიო biggrin.gif

თქვენც გექნებოდათ მსგავსი შემთხვევები ალბათ, არა, თარჯიმნებო? biggrin.gif აი ნაგლად რომ გტენიან 2-ჯერ და 3-ჯერ მეტს და თან რომ გიმტკიცებენ რომ "ძალიან ადვილია" და "ძალიან ცოტა", "ამის თარგმნას რა უნდა?" biggrin.gif

Posted by: gigajoj 29 Dec 2013, 16:03
Rabbit
QUOTE
თქვენც გექნებოდათ მსგავსი შემთხვევები ალბათ, არა, თარჯიმნებო?

უჰჰჰ, ასეთ ფაქტებს რა ჩამოთვლის lol.gif

ერთხელ ვიღაცამ ფორუმზე მთხოვა გვერდის ტარგმნა ლარად... wink.gif
აბა ჩემი კურიოზი არ უჯოკავს შენსას? biggrin.gif

Posted by: Rabbit 30 Dec 2013, 00:26
კიი biggrin.gif მგონი ესეც იგივე ვარიანტია დაახლოებით. ეგეთი ბევრი შემხვედრია მაგრამ ეს განსაკუთრებული შემთხვევა იყო biggrin.gif biggrin.gif

Posted by: Custos 5 Jan 2014, 15:47
გადავთარგმნი სტატიებს ინგლისურიდან და რუსულიდან. თუ ვინმეს დაგაინტერესებთ შემეხმიანეთ პმ-ში.

Posted by: frajock 8 Jan 2014, 18:29
QUOTE (gigajoj @ 29 Dec 2013, 16:03 )
Rabbit
QUOTE
თქვენც გექნებოდათ მსგავსი შემთხვევები ალბათ, არა, თარჯიმნებო?

უჰჰჰ, ასეთ ფაქტებს რა ჩამოთვლის lol.gif

ერთხელ ვიღაცამ ფორუმზე მთხოვა გვერდის ტარგმნა ლარად... wink.gif
აბა ჩემი კურიოზი არ უჯოკავს შენსას? biggrin.gif

facepalm.gif







lol.gif lol.gif lol.gif lol.gif lol.gif lol.gif კი აშკარად უჯოკრავს !

Posted by: shvaizermauzer 14 Jan 2014, 16:07
რუსულიდან ქართულზე მჭირდება თარგმნა. 12 გვერდია. ვინ რამდენად გააკეთებთ?

Posted by: ditosdeda 17 Jan 2014, 14:12
უპპპპპპპპპპპპპპპპპპპპპპპპპპპპპპპპპპპპპპპპპპპპპპპპპპპპპპპპპპპპპპპპპპპპპპპპპპპპ

Posted by: anastasia2305 17 Jan 2014, 14:12
ვთარგმნი ინგლისურიდან რუსულად და პირიქით ტექნიკურ დოკუმენტაციას. ფ. გვერდი 10 ლარი. ტელ: 555 633731

Posted by: 4Motivi 19 Jan 2014, 16:22
"what if analysis" როგორ თარგმნიდით ?

Posted by: Fallen Angie 22 Jan 2014, 01:26
4Motivi
QUOTE
"what if analysis" როგორ თარგმნიდით ?

მიზეზ-შედეგობრივი ანალიზი

Posted by: irinajishkariani 22 Jan 2014, 23:45
თარგმნა რუსულიდან ქართულ ენაზე და პირიქით. 557592797

Posted by: Greta 22 Jan 2014, 23:57
ვთარგმნი:

გერმანულიდან ქართულად
ქართულიდან გერმანულად
რუსულიდან გერმანულად
ინგლისურიდან გერმანულად

ვარ გერმანული ენის სპეციალისტი, მაქვს შესაბამისი გამოცდილება

Posted by: Cluviel_Dor 24 Jan 2014, 17:23
ქართულიდან-იტალიურად
იტალიურიდან-ქართულად

ქართულის მაგივრად რუსულიდანაც და რუსულადაც

Posted by: patriciia 24 Jan 2014, 18:35
QUOTE
ერთხელ ვიღაცამ ფორუმზე მთხოვა გვერდის ტარგმნა ლარად... 
აბა ჩემი კურიოზი არ უჯოკავს შენსას?

მე უფრო კურიოზული კურიოზები მაქვს
მაქვს 5 დოლარად ადვილი ტექსტი
მაქვს 7 დოლარად უძნელესი ტექსტი
მაქვს 1 ლარად ადვილი, მაგრამ ტექმიკურად რთულად შესასრულებელი ტექსტი.
ამას სამივეს ვაკეთებ და +ტვინს ხნავენ ჩაბარებული ტექსტების რედაქტორები
ამას ემატება მოსწავლეები, ერთმა წიგნზე ყდა მომიძრო, მაგათ ხუშტურებზე უნდა იარო, უზრდელობები არ უნდა შეიმჩნიო და ასე შემდეგ
ამას ვერც ერთს ვერ ვეშვები, ერთი წყარო რომ დაიხუროს, ალტერნატივის გამო ყველას ვაკეთებ.
გადავრჩები, თქვენი აზრით?

Posted by: Unico 24 Jan 2014, 18:45
patriciia
QUOTE
გადავრჩები, თქვენი აზრით?

ვერა, საქართველოში მთარგმნელის ბედი ეგეთია. რაც უფრო დრო გადის, მით მეტად ვრწმუნდები sad.gif

Posted by: patriciia 24 Jan 2014, 19:57
Unico
QUOTE
საქართველოში მთარგმნელის ბედი ეგეთია

კიდევ კარგი, დიდი პედაგოგიური პრაქტიკა მაქვს და მანდ მუშაობა მიადვილდება, უბრალოდ, დრო ცდება ბევრი და ბევრს ვლაპარაკობ ))

Posted by: BB42 24 Jan 2014, 20:34
ვთარგმნი ინგლისურიდან ქართულად
არაბულიდან ქართულად mad.gif

Posted by: ignorant 26 Jan 2014, 19:15
ხალხო, თარჯიმნის სერტიფიკატის აღება სადაა შესაძლებელი?
უფრო დასავლეთ საქართველოში მაინტერესებს თუ არსებობს რამე ორგანიზაცია, რომელიც ინგლისური და რუსული ენის თარჯიმნის სერტიფიკატს გასცემს?


Posted by: gigajoj 27 Jan 2014, 09:22
ignorant
თბილისში ვიცი მე...

Posted by: Nielsen 27 Jan 2014, 22:38
его техника отличалась удивительной точностью; рука была неподвижной; лишь пальцы - гибкие, подвижные, независимые, несравненной ровности извлекали из клавиш звуки гармонические, полные неизъяснимой прелести. ясность его игры и присущее ей разнообразие оттенков тонко выявляли все детали этих прекрасных фугрованных пьес. ასე ვთარგმნე და თქვენი აზრი მაინტერესებს: "მისი ტექნიკა - გამოირჩეოდა საოცარი სიზუსტით. ხელი არ მოძრაობდა: მხოლოდ თითები - მოქნილად, მარდად, დამოუკიდებლად, შეუდარებელი სითანაბრით - კლავიშიდან იღებდნენ ენით აღუწერელი სილამაზის ჰარმონიულ ბგერებს. მისი დაკვრისათვის დამახასიათებელი მკაფიოობა და ელფერთა მრავალფეროვნება ზუსტად გამოკვეთდა ამ შესანიშნავი ფუგირებული პიესების ყველა დეტალს"
* * *
мальчику не было и девяти лет, когда он выдержал испытание на звание органиста. ბიჭუნა ჯერ ცხრა წლისაც არ იყო როდესაც ორღანისტის წოდება მიანიჭეს?

Posted by: luka123 27 Jan 2014, 23:27
Nielsen
ბიჭუნა ცხრა წლისაც არ იყო, როდესაც დაძლია ორგანისტის წოდებაზე წარდგენის გამოცდა.

დანარჩენი არის სიტყვა სიტყვით თარგმანი. ქართულად ცოტა სხვანაირად დალაგდებოდა. მაგ:
QUOTE
კლავიშიდან იღებდნენ
მაგივრად- კლავიშებიდან გამოსცემდნენ. და
QUOTE
ясность его игры и присущее ей разнообразие оттенков

მისი დაკვრის სიცხადე და შუქ-ჩრდილთა მრავალფეოვნება
* * *
ხოდა რა მაინტერებს ეხლა გვერდი ქართულიდან ინგლისურად -ზღაპარივით ტექსტი. რა ღირს?

Posted by: Nielsen 28 Jan 2014, 01:05
luka123
up.gif
..........................
QUOTE
ხელი არ მოძრაობდა

"ხელი გაჩერებული იყო" ასე ხომ არ ჯობია?

Posted by: luka123 28 Jan 2014, 01:53
Nielsen
QUOTE
"ხელი გაჩერებული იყო" ასე ხომ არ ჯობია?

QUOTE
рука была неподвижной; лишь пальцы - гибкие, подвижные, независимые, несравненной ровности извлекали из клавиш звуки гармонические, полные неизъяснимой прелести.

უძრავი ხელი და მოქნილი, თავისუფლად მსრბოლელი თითები შეუდარებელი თანაბარზომიერებით გამოსცემდნენ კლავიშებიდან გამოუთქმელი მშვენიერების ჰარმონიულ ბგერებს.

Posted by: Unico 28 Jan 2014, 15:55
luka123
QUOTE
ორგანისტის

ორღანი ჰქვია და არა ორგანი smile.gif
შესაბამისად ორღანისტი და არა ორგანისტი

Posted by: luka123 28 Jan 2014, 17:53
Unico
ინფორმაციას სრულად უნდა ფლობდე.
თუ ცოდნა არა გაქვს, გადაამოწმო yes.gif
ὄργανον >> organum აქედანაა სიტყვა- ორგანო-ც. wink.gif

XIX-ს-ში საქართველოში უცხოურ სიტყვებში "გ"-ს ჩაანაცვლებდნენ "ღ-"თი. მაგ: ღრამატიკა, ღეოღრაფია და სხვ.
ასეთივე შემთხვევაა ორ"ღ"ანიც და შეცდომაა რა თქმა უნდა. ამ შეცდომას დღემდე იცავს კონსერვატორულიbiggrin.gif აზროვნება.

შეცდომაა -ორღანი
სწორია- ორგან-ი ან ორგან -ო.

კეთილი სურვილებით.

Posted by: Unico 28 Jan 2014, 18:03
luka123
მოიცა, აბა აქამდე არასწორად მასწავლიდნენ? ups.gif wow.gif
სად ვნახო აბა, რომელ გამოცემაში იქნება?

QUOTE
თუ ცოდნა არა გაქვს, გადაამოწმო

ცინიზმის გარეშე თუ შაიძლებოდეს wink.gif მე არ წამიკბენია wink.gif

Posted by: luka123 28 Jan 2014, 18:49
Unico
QUOTE
მოიცა, აბა აქამდე არასწორად მასწავლიდნენ? ups.gif wow.gif

დიახ. ისე როგორც ძალიან ბევრ რამეს. yes.gif
QUOTE
სად ვნახო აბა, რომელ გამოცემაში იქნება?

და ღმერთმა შექმნა გლობალი.
QUOTE
ცინიზმის გარეშე თუ შაიძლებოდეს wink.gif მე არ წამიკბენია wink.gif

no.gif გირჩიე.
ყოველგვარი ცინიზმის გარეშე.
საჭირო რჩევაა. მგონი.

Posted by: Nielsen 28 Jan 2014, 20:04
Unico
QUOTE
სად ვნახო აბა, რომელ გამოცემაში იქნება?

Posted by: Perfectum 28 Jan 2014, 20:52
აგერ შემოგემატებით ინგლისური და რუსული ენებიდან ვთარგმნი ქართულ ენაზე.

ინგლისურიდან მეტისმეტი სირთულის ტექსტები ალბათ გამიჭირდება.

რუსულიდან ნებისმიერი სირთულისას ვთარგმნი კარგად.

Posted by: Unico 28 Jan 2014, 21:53
luka123
QUOTE
და ღმერთმა შექმნა გლობალი.

გლობალის არ მჯერა wink.gif ინტერნეტში ბევრი გადაუმოწმებელი ინფორმაციაც იდება

QUOTE
გირჩიე.
ყოველგვარი ცინიზმის გარეშე.

ძალიან კარგი, მე მაპატიე, სხვაგვარად მომეჩვენა user.gif


Nielsen
ვიკიპედია სანდო არ არის biggrin.gif

Posted by: ent1c3d 28 Jan 2014, 23:53
200 სიტყვიანი ტექსტი მაქვს სათარგმნი ქართულიდან ინგლისურზე, ძალიან მარტივი ენითაა დაწერილი ტექსტი მარა გრამატიკულად გამართულობაში ჩემ თავს ვერ ვენდობი და არადა შეცდომებიანი არ მაწყობს, შემეხმიანეთ ვინმე არამეძვირე და ვანახებ რისი თარგმნაც მინდა.. რაც მალე მომწერთ მით უკეთესი

Posted by: luka123 29 Jan 2014, 00:09
Unico
ვახ, კაი ერთი და ὄργανον - ამ სიტყვაში მესამე ასო "გ" რომ არის( γ-ბერძული ანბანის მესამე ასო ბგერა -გ, ანუ გამა) -ამას რა ვუყოთ, რადგან გლობალშია ავტომატურად არასანდოა ე.ი.?biggrin.gif
მოიძიე წყაროები მისი შემქმნელის კტესიბიუსის შესახებ.
QUOTE
გვერდი ქართულიდან ინგლისურად -ზღაპარივით ტექსტი. რა ღირს?


შეკითხვას არავინ არ პასუხობს. მწვანეებით გატენილი დიპლომატი დაგეცათ ალბათbiggrin.gif

Posted by: ignorant 29 Jan 2014, 00:15
gigajoj
QUOTE
თბილისში ვიცი მე


არა, თბილისში ვერანაირად ვერ შევძლებ. ქუთაისი მაწყობს, მაგრამ აქეთ მსგავსი რამ საერთოდ არაა მგონი.

Posted by: Greta 29 Jan 2014, 00:32
ვთარგმნი:

გერმანულიდან ქართულად
ქართულიდან გერმანულად
რუსულიდან გერმანულად
ინგლისურიდან გერმანულად

ვარ გერმანული ენის სპეციალისტი, მაქვს შესაბამისი გამოცდილება

Posted by: ent1c3d 29 Jan 2014, 00:48
200 სიტყვიანი ტექსტი მაქვს სათარგმნი ქართულიდან ინგლისურზე, ძალიან მარტივი ენითაა დაწერილი ტექსტი მარა გრამატიკულად გამართულობაში ჩემ თავს ვერ ვენდობი და არადა შეცდომებიანი არ მაწყობს, შემეხმიანეთ ვინმე არამეძვირე და ვანახებ რისი თარგმნაც მინდა.. რაც მალე მომწერთ მით უკეთესი

Posted by: Nielsen 30 Jan 2014, 16:33
.......................................................................;;;;;;;;;;;;;;''''''''''''''';

Posted by: Nielsen 1 Feb 2014, 13:40
в нем не было того богатства музыкального содержания, как в сочинениях Гаидна, Моцарта и Бетховена, оно значительно менее насыщено в лирическом отношении.
"მასში არ იყო ის მუსიკალური შინაარსის სიმდიდრე, როგორც ჰაიდნის, მოცარტისა და ბეთჰოვენის ნაწარმოებებში, ის მნიშვნელოვნად ნაკლებად იყო გაჟღენთილი ლირიული კავშირებით" ასე იქნება?

Posted by: Greta 1 Feb 2014, 13:53
ესე?

"ის ბევრად ნაკლებად იყო ლირიულობით გაჯერებული"



Posted by: Nielsen 1 Feb 2014, 14:28
Greta
QUOTE
"ის ბევრად ნაკლებად იყო ლირიულობით გაჯერებული"

შეიძლება... smile.gif
* * *

QUOTE
В крупнейших европейских городах где интенсивно развивалась концертная жизнь и чаще оседали известные артисты постепенно возникали центры музыкально-исполнительской культуры

დიდ ევროპის ქალაქებში სადაც ინტენსიურად ვითარდებოდა საკონცერტო ცხოვრება და ხშირად მკვიდრობდნენ(?) ცნობილი არტისტები თანდათან იქბნებოდა სამუსიკო საშემსრულებლო კულტურის ცენტრები?
QUOTE
К важнейшим из них на рубеже 18- 19 вековпринадлежали Лондон и Вена. Здесь сформировались лондонская и венская школы фортепианного искусства

ყველაზე მნიშვნელოვანი მათ შორის მე-18 -19 საუკუნეების მიჯნაზე ეკუთვნოდა ლონდონსა და ვენას. აქ ჩამოყალიბდა ლონდონისა და ვენის საფორტეპიანო ხელოვნება???
QUOTE
С четырнадцатилетнего возраста Клементи жил в Англии где завершил свще образование и вскоре выдвинулся как исполнитель композитор и педагог Он стал также известным фабрикантом фортепиано и нотоиздателем
14 წლის ასაკიდან კლემენტი ცხოვრობს ინგლისში სადაც დაასრულა სწავლა და სწრაფად გაითქვა სახელი როგოც შემსრულებელმა, კომპოზიტორმა და პედაგოგმა. ის ასევე გახდა ცნობილი ფაბრიკანტი ფორტეპიანოსი და ნოტების გამომცემელობის???

* * *



QUOTE
его виртуозный стиль был новаторским для своего  времени. Об этом свидетельствуют приводимые ниже образцы из опубликованной композитором Сонаты.

მისი ვირტუოზლი სტილი ნოვატორული იყო თავისი დროისთვის. ამის შესახებ მოწმობს ქვემოთ მოყვანილი სახეები კომპოზიტორის მიერ გამოქვეყნებულ სონატებში.?
QUOTE
В практике преподавания пианистов лондонской школы в значительной мере сформировались методические принципы  получившие широчайшее распространение в фортепианной педагогике

ლონდონის სკოლის პიანისტების პრაქტიკის სწავლების მნიშვნელოვანი ნაწილი ჩამოყალიბდა ფართოდ გავრცელებულ საფორტეპიანო პედაგოგიკაში მიღებულ პრინციპებზე დაყრდნობით?

* * *
основой для формирования техники ученика служили упражнения и этюди На них стремились прежде всего развить силу и ровность.
Движении кисти, использования веса и давления руки считали необходимым избегать.
пальцы рекомендовали держать таким образом чтоби они как бы превращались в мальенкие молоточки.
Начинали обучение с пятипальцевых упражнений Ученик должен был поставить руку на пять клавиш, правую - в одной октаве левую- в другой и затем медленно и громко, высоко поднимая пальцы, выстукивать соответствующие звуки.

Posted by: happy dreamer91 5 Feb 2014, 21:41
შემოგიერთდებით , მე ახალბედა ვარ, არანაირი სერიოზული გამოცდილება არ მაქვს თარგმანში, ვარ მაგისტრატურის პირველი კურსის სტუდენტი, ვსწავლობ თარგმანი და კულტურათაშორისი ურთიერთობების სპეციალობაზე ჯავახიშვილში. (ინგლისური-ქართული ენები). მართალია გამოცდილება არ მაქვს, მაგრამ ოდესმე ხომ უნდა მივიღო და სულ მაინტერესებდა სად შეიძლება ვიპოვო სათრგმნები-თქო და აღმოგაჩინეთ კიდეც.

Posted by: saddasai 9 Feb 2014, 21:00
შემოგიერთდებით...
ვთარგმნი ქართულიდან არაბულად და არაბულიდან ქართულ ენაზე... smile.gif

Posted by: Greta 9 Feb 2014, 21:48
ვთარგმნი:

გერმანულიდან ქართულად
ქართულიდან გერმანულად
რუსულიდან გერმანულად
ინგლისურიდან გერმანულად

ვარ გერმანული ენის სპეციალისტი, მაქვს შესაბამისი გამოცდილება

Posted by: Nielsen 9 Feb 2014, 22:00

ამას გადამიხედეთ. სწორადაა ნათარგმნი?
http://forum.ge/?showtopic=34417875&view=findpost&p=39671385

Posted by: Fallen Angie 17 Feb 2014, 15:50
Nielsen


QUOTE
დიდ ევროპის ქალაქებში სადაც ინტენსიურად ვითარდებოდა საკონცერტო ცხოვრება და ხშირად მკვიდრობდნენ(?) ცნობილი არტისტები თანდათან იქბნებოდა სამუსიკო საშემსრულებლო კულტურის ცენტრები?

დიდ ევროპის არა - ევროპის დიდ ქალაქებში

чаще - უფრო ხშირად, უფრო და უფრო ხშირად
მკვიდრობდნენ - სტუმრობდნენ, ასეც შეიძლება და უფრო მოუხდება


QUOTE
ჩამოყალიბდა ლონდონისა და ვენის საფორტეპიანო ხელოვნება

ჩამოყალიბდა ლონდონისა და ვენის საფორტეპიანო ხელოვნების სკოლები

QUOTE
ამის შესახებ მოწმობს ქვემოთ მოყვანილი სახეები კომპოზიტორის მიერ გამოქვეყნებულ სონატებში.?

სახეები არა -ნიმუშები , სახე არის ობრაზ, აქ არის ობრაზცი

ამის შესახებ მოწმობს ქვემოთ მოყვანილი ნიმუშები კომპოზიტორის მიერ გამოქვეყნებული სონატებიდან

В практике преподавания пианистов лондонской школы в значительной мере сформировались методические принципы получившие широчайшее распространение в фортепианной педагогике

ლონდონის სკოლაში პიანისტების სწავლების პრაქტიკაში უმეტესწილად ჩამოყალიბდა მეთოდური/თანმდიმდევრული პრინციპები, რომლებიც საფორტეპიანო პედაგოგიკაში ფართოდ გავრცელდა

Posted by: X-woman 18 Feb 2014, 17:03
ისე, იცით, რა მაინტერესებს? გვერდს როგორ ანგარიშობთ სიმბოლოებით? ან საბუთს, მაგ. დაბადების ან ქორწინების მოწმობები, სამედიცინო ფორმა 100, როგორ აფასებთ?

Posted by: Lursmani 12 Mar 2014, 19:58
მეც შემოვალ ბარეღამ.

ვთარგმნი ინგლისურიდან ქართულად, ქართულიდან ინგლისურად, და რუსულიდან ქართულად. ინგლისურს სრულყოფილად ვფლობ, შემიძლია როგორც ტექსტის ასევე ხმის თარგმნა. რუსულს იმ დონეზე ვფლობ რომ რუსულიდან ნებისმიერ ტექსტს ან აუდიოს ვთარგმნი ქართულად.

Posted by: ხათუნა 14 Mar 2014, 11:59
QUOTE
ვთარგმნი რუსულიდან ქართულად ნებისმიერი ტიპის ტექტს - მხატვრული, დოკუმენტური, ტექნიკური ლიტერატურა.

და რას აფასებთ რუსულიდან ქართულად ?
* * *
QUOTE
ვთარგმნი რუსულიდან ქართულად ნებისმიერი ტიპის ტექტს - მხატვრული, დოკუმენტური, ტექნიკური ლიტერატურა.

რას აფასებთ?

Posted by: irinajishkariani 16 Mar 2014, 18:39
კვალიფიციური თარგმნა რუსულიდან ქართულ ენაზე და პირიქით

Posted by: Adriana_Costa_Rica 20 Mar 2014, 11:25
ვინმეს პორტუგალიურის სპეციალისტი ხომ არ გეგულებათ? მადლობა ^_^

Posted by: gigajoj 20 Mar 2014, 13:18
Adriana_Costa_Rica
ITM Translation-ში დარეკე...

Posted by: anastasia2305 20 Mar 2014, 16:12
ვთარგმნი ინგლისურიდან-ქართულად და პირიქით, ასევე ინგლისურიდან-რუსულად და პირიქით, ქართულიდან- რუსულად და პირიქით. ვთარგმნი ტექნიკური ხასიათის მასალებს

Posted by: elenelene 1 Apr 2014, 18:30
http://www.who.int/whr/2006/06_chap1_en.pdf?ua=1 - ამის თარგმნა მინდა და რამდენად გადამითარგმნით? სიტყვა-სიტყვით არ მინდა მაინცდამაინც

Posted by: sharanagati 3 Apr 2014, 21:01
--------------------------------

Posted by: leono 15 Apr 2014, 11:57
გერმანულიდან ქართულად და პირიქით.

593 22 57 21

Posted by: nutsiko 17 Apr 2014, 20:20
შემიძლია ვთარგმნო ტექსტები: ინგლისურიდან ქართულად და პირიქით; რუსულიდან ქართულად და ინგლისურად. მომწერეთ პმ-ში

Posted by: ONikusha 19 Apr 2014, 14:42
ადმინმა მომწერეთ ვინმემ ისთმა სხვა ადმინებსაც რო იცნობდეთ შემოთავაზება მაქვს თქვენთან. პმ

Posted by: ქეთუზა 23 Apr 2014, 11:08
გამარჯობა,რა ჯდება რუსული ტექსტის თარგმნა ერთი თაბახის? ისტორიული ნაშრომია ქართულად სათარგმნი

Posted by: 4Motivi 23 Apr 2014, 14:51
გამარჯობათ მეგობრებო, მჭირდება ტექნიკური ტექსტების მთარგნელი (საამშნებლო ტერმინოლოგია),დიდი მოცულობის ტექსტის(1000-1500 გვერდი ეტაპობრივად) თარგმნისათვის. ვისაც გაქვთ გამოცდილება შემეხიანეთ.

მადლობთ

Posted by: bonvenon 23 Apr 2014, 16:03
4Motivi
რომელ ენაში?
.....................

Posted by: 4Motivi 23 Apr 2014, 18:19
უკაცრავად დამავიწყდა მიმეთითებინა, თარგმანი არის ინგლისურად ქართულად და ქართულიდან ინგლისურად. გთხოვთ ვისაც ტექნიკური თარგმნის გამოცდილება არ გაქვთ ნურც მე დამაკარგინებთ დროს და თქვენ დროს ტყულიად ნუ გააცდენთ.

მაგალითის სახით არის მსგავსი ტექსტი:

ქართულიდან-ინგლისურად:
"სადაწნეო აუზი განლაგდება ძირითადი შენობის მარჯვნივ. წყლის წლიური ხარჯიდან გამომიდინარე გამოყენებულ იქნება პერფორაციული ფილტრები".

ინგლისურიდან ქართულად:

The broadest range of hydro solutions and services: from water to wire, from individual equipment to complete turnkey solutions, for new plants and the installed base.

Posted by: polar 29 Apr 2014, 20:35
გამარჯობა, მჭირდება 2 გვერდიანი სამოტივაციო წერილის გადათარგმნა, ქართულად ვწერ და მინდა რომ ინგლისურად ლაკონურად და პროფესიონალურად გადამითარგმნოს ვინმემ, აგრეთვე რომ გადახედოს ნახევარ გვერდიან სარეკომენდაციო წერილს და სივის (ორივე დაწერილი მაქვს ინგლისურად და რომ გადახედოს უბრალოდ შეცდომა ხომ არ არის სადმე). ბიუჯეტი 20 ლარი (emoney ან რითაც თქვენ გაგიხარდებათ). დაინტერესებულებმა სკაიპ მომწერეთ PM -ში. გმადლობთ

Posted by: nutsiko 30 Apr 2014, 09:59
polar
შემიძლია დაგეხმარო ამ საქმეში. პმ შეამოწმე smile.gif

Posted by: მერკუციო 16 May 2014, 14:20
გამარჯობათ,

მე საიტებს ვაკეთებ და ზოგჯერ დამკვეთებს ჭირდებათ საიტის ქართული ტექსტების რუსულად და ინგლისურად თარგმნა.
ზოგჯერ საკმაოდ მარტივი ტექსტებია ხოლმე, ზოგჯერ არც ისე მარტივი.
გადავწყვიტე შევთავაზო ხოლმე ასეთი მომსახურება.

ჰოდა, კარგს იზამთ თუ თქვენს ფასებს მომწერთ.
რამდენი სიმბოლო რომელ ენაზე და რა დაჯდება. აკრეფვის ჩათვლით.
ჩემი რა მიდის, დაგიკავშირდებით ხოლმე.

Posted by: avelum 18 May 2014, 21:40
გადავთარგმნი ტექსტებს
1. რუსულიდან ინგლისურად
2. ინგლისურიდან ქართულად
3.ქართულიდან ინგლისურად

ასევე შემიძლია დავწერო ნებისმიერ თემაზე ინგლისურენოვანი სტატია

თუ დაინტერესდებით,შემეხმიანეთ პმ-ში ფასებზე და დეტალებზე
შემიძლია გაჩვენოთ ნამუშევრები

შემიძლია ასევე დავამატო სიახლეები საიტებზე/ბლოგებზე

Posted by: bonvenon 24 May 2014, 19:55
Wir wollten doch zusammen Pizza essen. user.gif

Posted by: Kobalty 9 Jun 2014, 11:12
მჭირდება ქართულიდან გერმანულად თარგმნა, სამედიცინო დოკუმენტაციის..
არის სპეციფიური ტერმინები, მარტო გერმანულის ცოდნა ვეჭვობ ეყოს თარჯიმანს..
ველი თქვენს გამოხმაურებას..

Posted by: nutsiko 12 Jun 2014, 01:10
ვთარგმნი იურიდიულ ტექსტებს (და არა მხოლოდ) ინგლისურიდან ქართულად, ქართულიდან ინგლისურად, რუსულიდან ინგლისურად და რუსულიდან ქართულად. შემიძლია ვთარგმნო სხვადასხვა სახის ოფიციალური დოკუმენტები: ხელშეკრულებები, ანგარიშები, კვლევები, სხვ.
ფასი და პირობები - PM-ით მომწერეთ და გავისაუბრებთ.

Posted by: narnari 18 Jun 2014, 15:02
ყურადღება!
ვიღებ შეკვეთებს: თარგმნა რუსულიდან ქართულად და პირიქით, ქართული და რუსული ტექსტების გრამატიკული და სტილისტური გამართვა. ვთარგმნი ყველა დარგის ტექსტებს (მათ შორის იურიდიული საბუთების, ნოტარიული დამოწმებით), მხატვრული ლიტერატურის გარდა. ფასი PM-ში. მსურველებს გთხოვთ დამიკავშირდეთ.

Posted by: Custos 21 Jun 2014, 10:55
ვთარგმნი რუსულიდან ქართულად სტატიას, თემას, ვიდეოს და ა.შ. თუ ვინმეს დაგაინტერესებთ შემეხმიანეთ.

Posted by: Georgian_Girl 24 Jun 2014, 14:19
გამარჯობა

აგვისტოში დამჭირდება ინგლისური ენის მასწავლებელი და მაინტერესებს რომელიმე თქვენგანს ხომ არ აქვს ინგლისური ენის სწავლების გამოცდილება? ძალიან მეჩქარება ინგლისური ენის შესწავლა და მხოლოდ იმ შემთხვევაში მომწერეთ თუ გქონიათ მასწავლებლად/ტრენერად მუშაობის გამოცდილება. ჩემი ინგლისურის დონე - B1

პ.ს. ვიცი რომ ეს თემა თარგმნაზეა მაგრამ სასოწარკვეთილი ვარ, აღარ ვიცი როგორ და სად მოვძებნო კვალიფიციური ინგლისური ენის მასწავლებელი mo.gif

პ.პ.ს. ასტრონომიულ თანხას ნუ მომთხოვთ, არ მაქვს.

Posted by: ignorant 30 Jun 2014, 22:42
ხალხო, პროგრამული უზრუნველყოფის (სოფტის) მანუალი თუ გითარგმნიათ ვინმეს და ფასები როგორია ასეთი შეკვეთის შემთხვევაში?

Posted by: თარჯომე 1 Jul 2014, 00:32
QUOTE (ignorant @ 30 Jun 2014, 22:42 )
ხალხო, პროგრამული უზრუნველყოფის (სოფტის) მანუალი თუ გითარგმნიათ ვინმეს და ფასები როგორია ასეთი შეკვეთის შემთხვევაში?

ქართულად გინდათ თარგმნა ინგლისურიდან?

Posted by: ignorant 1 Jul 2014, 10:42
თარჯომე
QUOTE
ქართულად გინდათ თარგმნა ინგლისურიდან?


კი, ინგლისურიდან ქართულად. .

მე ვაპირებ თარგმნას ერთ-ერთი ორგანიზაციისათვის და მაგიტომ ვკითხულობ.

Posted by: gigajoj 2 Jul 2014, 08:44
ignorant
QUOTE
მე ვაპირებ თარგმნას ერთ-ერთი ორგანიზაციისათვის და მაგიტომ ვკითხულობ.

გვერდის ფასი ალბათ ოცი ლარი იქნება, შეიძლება მეტიც

Posted by: CORDOBA 5 Jul 2014, 18:58
გამარჯობათ ფორუმელებო
თუ ვინმეს დრო გექნებათ იქნებ გადამითარგმნოთ ეს ტექსტი "რუსულად", დიდი მადლობელი დაგრჩებით
გუგლით და translate.ru ვთარგმნე 12 გვერდი და ესენი რაღაც ვერ გადათარგმნა კარგათ და იქნებ დამეხმაროთ
__________________________________

TROUBLE SHOOTING CHECK LIST
__________________________________

To change the setting, press the keys “INCREASE” e “DECREASE” and confirm with SET not more than 10 seconds later
_________________________________________

Output 1 switching hysteresis (accuracy)
______________________________________

During the hatching period it’s necessary to fill all the basins supplied, 50% of the eggs have pipped
______________________________________

When batch setting, in order to avoid conflict between the different requirements of each batch, it is suggested to proceed as it follows:
a)At the end of each hatching period, take out both the basins and clean them, then re-insert one only, full of water, two days later in order to regulate
the humidity inside the machine.
____________________________________

Avoid eating or serving food and drink in the incubation room or during the operation of the machine. (These suggestions are extremely important in order to afford maximum protection to both eggs and operator)
_____________________________________

avoid bad handling during moving that can cause breakages inside the machine and affect its working;
_____________________________________

ADVICE: after cleaning the machine, please keep it working without eggs and basins for at least two hours (with the door semi-closed), in order to
dry the humidity which has accumulated during the incubation period... This will ensure the correct machine operation for the next use.
_____________________________________

The guarantee does not include any compensation for any downtime of the machine or damages incurred during use.
_____________________________________

It is opportune to underline the following actions that can prejudge the conformity and moreover the product characteristics:
_____________________________________

Thermometer mercury column interrupted and then allow to return to room temperature.
_____________________________________

Try to put the thermometer at low and then allow to return to room temperature. temperature (in a freezer) for few minutes, Otherwise replace the thermometer
____________________________________

It is not recommended to attempt any repairs not listed above, contact the technical assistance point
____________________________________


მადლობა წინასწარ ყველას

Posted by: Marty_McFly 9 Jul 2014, 10:37
ხალხო,

operand - ქართულად როგორ ითარგმნება?

Posted by: dtatarashvili 10 Jul 2014, 01:44
საერთოდ რასაც აკეთებთ ყველაფერი უარყავით ნახეთ და აყვავდით ქარტველებო ამერიკელელების ფულებით http://dimitrius1.instantcpa.cpa.clicksure.com

Posted by: 4Motivi 24 Jul 2014, 11:21
მეგობრებო ვინმემ ხომ არ იცით როგორ ითარგმნება გეგმარებითი გადაწყვეტა და აზომვითი ნახაზი ?

მადლობა მცოდნეს და პოსტის დამწერს smile.gif

Posted by: gigajoj 24 Jul 2014, 15:17
4Motivi
აზომვითი ნახაზი გავიგე, როგორც არის...
cadastral
http://www.thefreedictionary.com/cadastral
აიიი გეგმარებიტს რაც შეეხება, მაგაში დარწმუნებული არ ვარ, მაგრამ აბა ასე სინჯე...
წესიტ ასე უნდა იყოს...
designing delineation

Posted by: Greta 21 Aug 2014, 14:47
ვთარგმნი:

გერმანულიდან ქართულად
ქართულიდან გერმანულად
რუსულიდან გერმანულად
ინგლისურიდან გერმანულად

ვარ გერმანული ენის სპეციალისტი, მაქვს შესაბამისი გამოცდილება

Posted by: ninicool 24 Aug 2014, 22:26
Marty_McFly
QUOTE
operand

მეც შემხვდა ეგ ერთხელ და ქართულადაც ოპერანდი იქნება.

ეს კარგი ლექსიკონია, თუ არ გიცდიათ, გამოიყენეთ


http://www.nplg.gov.ge/dictionary/search.html

Posted by: bancacuna 20 Sep 2014, 17:42
შემიძლია ვთარგმნო

თურქულიდან ქართულად

რუსულიდან თურქულად

ვარ თურქული ენის სპეციალისტი.


Posted by: ladymermaid-5 8 Oct 2014, 22:17
წინაპირობა როგორაა ინგლისურად????

Posted by: ქართლოსი 10 Oct 2014, 08:54
ეს რას ნიშნავს? იქნებ იცოდეს ვინმემ. მადლობა.


Hi, have you charged this device through a wall plug for the first time? You will need to use your own cell phone's power plug to do so (like the way your charge a smartphone)

If you had and it still doesn't work, I could offer you a return label to send back for full refund.

Posted by: secretcircle 11 Oct 2014, 11:45
ქართლოსი თქვენ პირველად დატენეთ ეს მოწყობილობა ელ.ენერგიის წყაროდანო? ამისთვის თქვენი მობილურის დამტენი უნდა გამოიყენოთო. თუ ამჯერადაც არ მუშაობს, შეგიძლიათ მიიღოთ თანხა უკან ნივთის დაბრუნების პირობით.
ladymermaid-5 precondition წინაპირობა

Posted by: ქართლოსი 11 Oct 2014, 12:10
secretcircle
QUOTE
თქვენ პირველად დატენეთ ეს მოწყობილობა ელ.ენერგიის წყაროდანო? ამისთვის თქვენი მობილურის დამტენი უნდა გამოიყენოთო. თუ ამჯერადაც არ მუშაობს, შეგიძლიათ მიიღოთ თანხა უკან ნივთის დაბრუნების პირობით.ladymermaid-5 precondition წინაპირობა

მადლობა.

Posted by: ladymermaid-5 11 Oct 2014, 20:25
ქართლოსი
Thank you. ნუუ კი ვიფიქრე ეგრე მაგრამ არ ვიყავი დარწმუნებული.

Posted by: secretcircle 13 Oct 2014, 20:10
ladymermaid-5
Thank you very much სჯობიაlove.gif

Posted by: ladymermaid-5 14 Oct 2014, 20:32

secretcircle

Thank you very much ს ჯობია Thank you from the bottom of my heart smile.gif

Posted by: 4Motivi 20 Oct 2014, 10:26
გამარჯობათ მჭირდება თარგმანი მთლიანობაში 50 გვერდი, 1 ნაწილი 20, შემდეგ 30. (5 ნოემბრამდე). ერთი გვერდის ფასი: 8 ლარი ხელზე. ტექსტი არის ეკონომიკური ხასიათის. გთხოვთ შემეხიანეთ მხოლოდ ვისაც ეკონომიკური ტექსტების თარგმნის გამოცდილება გაქვთ. პმ-ში მომწერეთ თქვენი საკონტაქტო ინფორმაცია.

მადლობა

Posted by: taamo 24 Oct 2014, 21:03
სამედიცინო დასკვნების გადათარგმნა გვჭირდება და თარგმნით ვინმე? რა ღირს დაახლოებით ერთი გვერდი?

ქართულიდან ინგლისურად გვჭირდება გადათარგმნა smile.gif

Posted by: levani169 2 Nov 2014, 18:24
იაპონურის თარჯიმანი გვყაავს აქ ვინმე?

Posted by: Custos 3 Nov 2014, 18:58
ვთარგმნი რუსულიდან ქართულად სტატიებს, წიგნებს, რეფერატებს.

Posted by: აბულაბას 18 Nov 2014, 14:04
გამარჯობა მაქვს ესეთი კითხვა
შეხება მაქვს ინგლისურ ხელშეკრულებებთან. ტერმინოლოგიური კუთხით ვარ გაჭედილი. ჰოდა რამე კაი წიგნი არ იცით შემსწავლელი იურიდიული ტერმინოლოგიის?

Posted by: irinajishkariani 19 Nov 2014, 13:13
კვალიფიციური თარგმნა რუსულიდან ქართულ ენაზე და პირიქით. 557592797

Posted by: nanunanu 30 Nov 2014, 21:05
ვთარგმნი რუსულიდან ქართულად და პირიქით სტატიებს, წიგნებს, რეფერატებს.
ფასი შეთანხმებით

Posted by: nutsiko 4 Dec 2014, 12:08
მოგესალმებით,

გთავაზობთ მთარგმნელობით მომსახურებას შემდეგი პირობებით:

ენები: ინგლისური, რუსული ქართული
ფასი: 1 გვერდი - 2000 სიმბოლო (გამოტოვების გარეშე) - 10 ლარი (დარიცხული)
მომსახურების მიწოდება გვერდების რაოდენობის მიხედვით:
2 გვერდამდე - ერთ დღეში, 2 - 10 გვერდი - 3 დღე, 10 გვერდზე მეტი - შეთანხმებით.

დაინტერესების შემთხვევაში დამიკავშირდით პირადად,

პატივისცემით,
ნუცა

Posted by: ninicool 26 Dec 2014, 19:38
აბულაბას
QUOTE
გამარჯობა მაქვს ესეთი კითხვა
შეხება მაქვს ინგლისურ ხელშეკრულებებთან. ტერმინოლოგიური კუთხით ვარ გაჭედილი. ჰოდა რამე კაი წიგნი არ იცით შემსწავლელი იურიდიული ტერმინოლოგიის?

Rupert Haigh - Legal English
Introduction to International Legal English
International Legal English
Cambridge Professional English in Use _ Law
ასევე არსებობს ლექსიკონები, რომლებიც არ გამომგდომია არაფერში ჯერჯერობით, ისე კი ვინახავ შავი დღისთვის.

სამართალმცოდნე თუ არ ხარ, შიგადაშიგ გაჭედავ smile.gif

მე ჩემი სტუდენტები მეხმარებიან ხოლმე smile.gif

პ.ს. აქედან ყველა წიგნი მაქვს ელექტრონული.

Posted by: აბულაბას 26 Dec 2014, 20:10
ninicool
მადლობა
დავძებნი თუ ელ ვერსია არსებობს ვიპოვი..

Posted by: ninicool 26 Dec 2014, 20:40
აბულაბას
არსებობს, მეც ინტერნეტიდან მაქვს გადმოწერილი.
International Legal English
Rupert Haigh - Legal English
ეს ორი ყველაზე კარგია.
თუ ვერ იპოვე, პმ მომწერე და გადმოგიგზავნი რამენაირად

Posted by: სნეგირი 19 Jan 2015, 00:41
დაახლოებით ესეთი მესიჯი მომივიდა უცხო ნომრიდან... რა ენაა და რა უნდა..?
QUOTE
salam
necesn manim vazytm yasxdi cunc u mamamn yandyam cox razyam a y baci baxsdyin sozni baxmadm a ma naqayrm durmadm a ama naqayrm durmadm urym mama m isdadi cox saqol qaldyucn sad o isa naqayrd ozm samoma zarefdas dm salamaq qal

Posted by: lala2015 19 Jan 2015, 01:17
ვთარგმნი ქართული ენიდან ფრანგულ ენაზე და პირიქით, ნებისმიერი შინაარსის ტექსტს. მაქვს მრავალწლიანი გამოცდილება მუშაობის ამ სფეროში.

Posted by: gigajoj 20 Jan 2015, 00:00
სნეგირი
QUOTE
salam
necesn manim vazytm yasxdi cunc u mamamn yandyam cox razyam a y baci baxsdyin sozni baxmadm a ma naqayrm durmadm a ama naqayrm durmadm urym mama m isdadi cox saqol qaldyucn sad o isa naqayrd ozm samoma zarefdas dm salamaq qal

თურქულია...

Posted by: Optimisti 20 Jan 2015, 01:25
QUOTE
თურქულია...

no.gif
აზერბაიჯანულია
gamarjoba, rogor xar? me kargad var, radgan dedastan var axla, dzaan kmayofili var dao, bodishi rom ar gismendi, magram rav vqna ver shevdzeli , dedastan mindoda. madloba rom darchi
mere bolos ragac weria kide da naxvamdiso
esaa sul

Posted by: სნეგირი 20 Jan 2015, 17:15
Optimisti
ნომერი შეშლიათ... Thnx...

Posted by: ქართლოსი 22 Jan 2015, 22:26
In the description o mentioned what the screen was saying and indicated it meant the hard drive was failing..

Is it of any use to you for parts? Will a partial refund suffice?

ეს რას ამბობს? მადლობა.

Posted by: ninicool 5 Feb 2015, 19:08
საკანონმდებლო მაცნეში მთარგმნელის ვაკანსიაზე არავის გაგიგზავნიათ?

Posted by: Luarsab1 31 May 2015, 15:15
შეგიძლიათ მიმასწავლოთ მთარგმნელი, რომელსაც შეხებ აქვს სოციალურ მეცნიერებებთან და მცირე დოზით ეკონომიკასთან? ტექსტი გადმოთარგმნილია, შეცდომების გასწორება და რაღაც-რაღაცეების კორექტირება მესაჭიროება.
გმადლობთ

Posted by: jonagold 1 Jun 2015, 17:03
Luarsab1
პირადში მოგწერეთ

Posted by: nazi1982 13 Jun 2015, 10:48
სინქრონის კარგი კურსები ხომ არ იცით?

Posted by: gigajoj 13 Jun 2015, 20:45
nazi1982
QUOTE
სინქრონის კარგი კურსები ხომ არ იცით?

ეგ მეც მინდა sad.gif
მგონი ილიაში აპირებენ გაანახლონ სინქრონული თარგმნის კათედრა და მანდ დავამთავრებ კიდევ ერთ მაგისტრატურას biggrin.gif

Posted by: emigra 17 Jun 2015, 12:03

* * *
ვერ გავიგე ეს საიტი როგორ მუშაობს,ვერ ვაგზავნი წეტილებს

Posted by: nazi1982 20 Jun 2015, 15:41
gigajoj
ილიაუნიში როდის აპირებენ განახლებას არ იცი? საპატრიარქოს უნიში არ ვიცი რამდენად ღირს.

Posted by: gigajoj 21 Jun 2015, 13:39
nazi1982
არ ვიცი როდის გაანახლებენ...
ერთი ეგ ვიცი რომ მთარგმნელობითი ცენტრი აღდგა...
და სინქრონული თარგმნის ცენტრიც უნდა რომ აღადგინონ...

Posted by: ქართლოსი 25 Jun 2015, 17:21
რომელი ენაა ყველაზე გაურკვევლათ რომ ისმის? მანამ შეისწავლი ამ ენას.

Posted by: nazi1982 27 Jun 2015, 12:48
gigajoj
საპატრიარქოს უნიში რომ კურსებია მაგაზე ხომ არ გაგიგია რამდენად ძლიერი სწავლებაა? როგორც ვიცი სინქრონზე ბოლო სემესტრში ასწავლიან მუშაობას და პრაქტიკული მეცადინეობაც არაა და შენ ხომ არაფერი იცი?

Posted by: tifoza 29 Jun 2015, 13:33
გამარჯობათ ხალხნო და ჯამაათნო სივის გადატუსულება მჭირდება. არ ვიცი რუსული კლავიატურა და მჭირდება სასწრაფოთ

Posted by: Perfectum 29 Jun 2015, 14:50
tifoza
გამარჯობა შემიძლია დაგეხმარო.

Posted by: gigajoj 29 Jun 2015, 22:17
nazi1982
QUOTE
საპატრიარქოს უნიში რომ კურსებია მაგაზე ხომ არ გაგიგია რამდენად ძლიერი სწავლებაა? როგორც ვიცი სინქრონზე ბოლო სემესტრში ასწავლიან მუშაობას და პრაქტიკული მეცადინეობაც არაა და შენ ხომ არაფერი იცი?

მე მაგათ უნივერსიტეტში ფულს არ გადავყრიდი...
მირჩევნია ილიას უნივერსიტეტს დაველოდო....
უცხო ენების ინსტიტუტი ამ სფეროში მასტერია...

Posted by: 4Motivi 30 Jun 2015, 11:03
გამარჯობათ, მინდა 7 გვერდის თარგმნა, დღეს საღამოს 8 საათამდე, გვერდის ფასი 10 ლარი, თარგმანი შესრულებული უნდა იყოს მაღალ დონეზე. დაინტერსებულმა პირებმა (თარგმნის გამოცდილების მქონე) პმ-ში მომწერეთ საკონტაქტო მეილი და ტელეფონის ნომერი, სახელი.

Posted by: nutsiko 25 Aug 2015, 17:40
თარგმნა: ინგლისური-რუსული-ქართული.

მომწერეთ PM.


Posted by: ქართლოსი 31 Aug 2015, 13:45
растерзания
сойтиться

приставал

прадкливал

помойка

защинсится vetam drake

изверг

აბა რუსული ვინ იცის ესენი რას ნიშნავს?

მადლობა.

Posted by: gurico 14 Sep 2015, 22:49
თარგმნა 13 ენაზე!
ქართულიდან
რუსულზე,
სომხურზე,
აზერბაიჯანულზე,
ინგლისურზე,
გერმანულზე,
იტალიურზე,
ფრანგულზე,
უკრაინულზე
ივრითზე
არაბულზე

და პირიქით!

დაინტერესების შემთხვევაში მომწერეთ 571160666

Posted by: ქართლოსი 27 Oct 2015, 20:26
ინგლისურენოვანი მასწავლებელი ხომ არ იცის ვინმემ რო ამეცადინებდეს?

Posted by: ignorant 9 Nov 2015, 16:03
აბა თარჯიმნებო, გამოტყდით თვეში საშუალოდ რამდენი გაქვთ შემოსავალი უშუალოდ მთარგმნელობითი საქმიანობიდან?

smile.gif

Posted by: ქართლოსი 17 Nov 2015, 15:24
"როგორი ხარისხია პროდუქცია" როგორ იქნება ინგლისურათ?
============================================================

Posted by: Bacho007 17 Nov 2015, 15:27
.... ....

Posted by: ქართლოსი 1 Dec 2015, 20:14
ტექსტის სათარგმნელათ ამის გარდა http://www.translate.ru/
რომელია კარგი?
=======================================================

Posted by: tranka 15 Dec 2015, 15:45
ქართლოსი

გუგლტრანსლეიტის ინგლისურ-რუსული. ბევრ სინონიმს გთავაზობს.

მე მაინტერესებს, ერთ გვრდში რამდენი სიტყვა იგულისხმება? იმიტომ, რომ გვერდზე თუ 11 ზომის შრიფტით წერია, 12 ზომის შრიფტი მაგასათან შედარებით გაცილებით ცოტა გამოდის.

იციტ ვინმემ?

Posted by: Georgian_Girl 15 Dec 2015, 17:39
ხალხნოოოოო სასწრაფოდ მჭირდება ვორდის 1 გვერდის ქართულიდან ინგლისურად თარგმნა. შემეხმიანეთ რა ან აქ ან პმ

Posted by: nutsiko 15 Dec 2015, 18:37
Georgian_Girl
მოგწერე პმ უკვე smile.gif
ან დამიკავშირდი: 592 032 033

Posted by: ქართლოსი 16 Dec 2015, 19:33
ინგლისურენოვანი მასწავლებლის ნახვა სად შეილება?
მადლობა.
====================================================

Posted by: ქართლოსი 8 Jan 2016, 14:17
ტრანსკიფციებს რომ წერდეს თუ არის ეგეთი ლექსიკონი ან საიტი?

Posted by: gigajoj 8 Jan 2016, 17:47
ქართლოსი
ყველა ლექსიკონს აქვს ტრანსკრიფციებსი..
კონკრეტულად რას გულისხმობ?
ანუ ლექსიკონი ინდა, რომელიც როგორ წარმოთქმას რომ ასწავლიდეს?

Posted by: pepe-pepe-2 8 Jan 2016, 18:37
მე შემიძლია ვთარგმნო აზერბაიჯნულ ენიდან ქართულად და პირიქით

Posted by: Jeimsaant_mayvala 8 Jan 2016, 20:29
ქართლოსი
QUOTE
ტრანსკიფციებს რომ წერდეს თუ არის ეგეთი ლექსიკონი ან საიტი?

http://dictionary.cambridge.org

Posted by: ninicool 8 Jan 2016, 20:34
tranka
QUOTE
გუგლტრანსლეიტის ინგლისურ-რუსული. ბევრ სინონიმს გთავაზობს.

მე მაინტერესებს, ერთ გვრდში რამდენი სიტყვა იგულისხმება? იმიტომ, რომ გვერდზე თუ 11 ზომის შრიფტით წერია, 12 ზომის შრიფტი მაგასათან შედარებით გაცილებით ცოტა გამოდის.

იციტ ვინმემ?

საკანონმდებლო მაცნეში 1800 სიმბოლო ღირს 12 ლარი ხელზე ასაღები. და კერძო შეკვეთას თუ ვთარგმნი, 11px შრიფტით ვანგარიშობ, ღორი არ ვარ და არც დიდ პრაბელებს ვაკეთებ და არც მინდორ-კიდურებს ვადიდებ, რომ ბევრი გვერდი გამოვიდეს.

Posted by: ქართლოსი 8 Jan 2016, 21:32
gigajoj

QUOTE
ყველა ლექსიკონს აქვს ტრანსკრიფციებსი..
კონკრეტულად რას გულისხმობ?
ანუ ლექსიკონი ინდა, რომელიც როგორ წარმოთქმას რომ ასწავლიდეს?



beautiful /bjuː.tɪ.fəl/ ეს ვიგულისხმე.


Jeimsaant_mayvala
მადლობა,

Posted by: GeGeoGame 23 Jan 2016, 22:45
მესაჭიროება რუსულიდან ქართულზე მთარგმნელი smile.gif

Posted by: nutsiko 26 Jan 2016, 12:04
თარგმნა შემდეგი ენებიდან: ინგლისური - რუსული - ქართული.
მომწერეთ PM

Posted by: ქართლოსი 26 Jan 2016, 19:25
გუგლის გარდა რომელია კარგი სათარგმნი
საიტი ბევრი ენებირომ ქონდეს?

Posted by: Neptunne 10 Feb 2016, 01:51
გამარჯობა,
მჭირდება copywriter-ი. ინგლისური ენის მცოდნე
გთხოვთ დამიკავშირდით.

Posted by: Custos 21 Feb 2016, 10:31
გადავთარგმნი სტატიებს, თემებს სხვადასხვა თემატიკაზე (ეკონომიკა, პოლიტიკა, ფიზიკა, ასტრონომია) ინგლისურიდან და რუსულიდან ქართულ ენაზე.

Posted by: Bacho007 26 Feb 2016, 21:39
... ...

Posted by: Ukvdavi_Murtazi 23 Mar 2016, 18:51

Neptunne მოგწერე პმ-ში ვაკანსიის თაობაზე..

Posted by: milksidra 23 Mar 2016, 19:02

მაინტერესებს გარკვეული ინფორმაცია და გამოცდილება საქართველოში თვითდასაქმებული მთარგმენელების შესახებ.

1. როგორ იღებთ გადასახადს თარგმნაში გაწეული სამსახურისთვის - ნაღდი ფულით თუ საბანკო ტრანსფერით?
2. არის საჭირო თუ არა დარეგისტრირება როგორც თვითდასაქმებული სამეშემოსავალო სააგენტოში?

ვფიქრობ ვიმუშავო 'ფრილანსერ' მთარგმნელად და საქმე ის არის რომ საქართველოში არ მიმუშავია როგორც თვითდასაქმებული და არ მაქვს გამოცდილება ამ სფეროში, ამიტომ დამავალებთ თუ მომაწოდებთ ამ ინფორმაციას.


Posted by: milksidra 30 Mar 2016, 00:38
ვთარგმნი სხვადასხვანაირი ტიპის ტექსტს ( ქართული და ინგლისური).
სპეციალობით ინგლისური უნივერსიტეტში არ მაქვს გავლილი, მაგრამ მაქვს დამთავრებული სკოლა(highschool) ამერიკაში და მაგისტრის ხარისხი მიღებული ინგლისში(ოქსფორდი) და ასევე სამუშაო გამოცდილება მიღებული დიდ ბრიტანეტის საჯარო სამსახურში (2 წელი). დაინტერესებულმა პირებმა გთხოვთ მომწეროთ PM.

Posted by: Alice_ 2 Apr 2016, 02:12
მე არ ვარ პროფესიით მთარგმნელი, მაგრამ ერთი წიგნი გადავთარგმნე პროსტა ტაკ, მომინდა და იმიტომ. biggrin.gif ჰოდა, გამოსცა ერთ-ერთმა გამომცემლობამ და ახლა სამი ოფერი მომივიდა givi.gif ასე შემთხვევით გავხდი მთარგმნელი.

milksidra
QUOTE
1. როგორ იღებთ გადასახადს თარგმნაში გაწეული სამსახურისთვის - ნაღდი ფულით თუ საბანკო ტრანსფერით?
2. არის საჭირო თუ არა დარეგისტრირება როგორც თვითდასაქმებული სამეშემოსავალო სააგენტოში?

მე მაქვს ხოლმე ფრილანს შეკვეთები რაღაც-რაღაც საქმეებში, მაგრამ არსად დარეგისტრირებული არ ვარ. თანხას ყოველთვის საბანკო ტრანსფერით მირიცხავენ და საშემოსავლოს დამკვეთები იხდიან.

Posted by: nutsiko 2 Apr 2016, 12:00
QUOTE (milksidra @ 23 Mar 2016, 18:02 )


1. როგორ იღებთ გადასახადს თარგმნაში გაწეული სამსახურისთვის - ნაღდი ფულით თუ საბანკო ტრანსფერით?
2. არის საჭირო თუ არა დარეგისტრირება როგორც თვითდასაქმებული სამეშემოსავალო სააგენტოში?


1. გირჩევ, ყოველთვის საბანკო გადარიცხვას მიანიჭო უპირატესობა. თუ რამე, საგადახდო დავალება გაქვს (გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი).
2. შრომით ხელშეკრულებას მიფორმებენ და საშემოსავლოზე პასუხისმგებელნი თავად არიან. არსად ვარ დარეგისტრირებული, თუ რა თქმა უნდა, დაუბეგრავ შემოსავალს არ ვიღებ (როცა საშემოსავლოს გადახდა თავად გევალება. ამას ცალკე აკეთებ საგადასახადოში, რეგისტრირდები, როგორც ფიზ.პირი, რომელიც იღებს დაუბეგრავ შემოსავალს და თავად იხდი შემოსავლის 20%-ს).

გააფორმე ხოლმე შრომითი ხელშეკრულება და მოითხოვე საბანკო გადარიცხვა.
როცა დიდ თანხაზეა საუბარი, ჩემი გამოცდილებით, გირჩევ ავანსად წინასწარ აიღო თანხის ნაწილი და დანარჩენი - თარგმანის ჩაბარების შემდეგ. ამით დაიზღვევ თავს ფუჭი შრომისგან.

თუ რამე გაინტერესებს, გვკითხე, დაგეხმარებით.

ბევრი თარგმანი და ბევრი ფული :*

Posted by: lasha05 4 Apr 2016, 03:19
წიგნის გადათარგმნა შეიძლება? 148 გვერდიანია,ინგლისურადაა და ქართულად გადათარგმნა მინდა.ფასიც მაინტერესებს

Posted by: jonagold 4 Apr 2016, 11:10
lasha05

შემიძლია გადაგითარგმნოთ smile.gif ძალიან ხარისხიანად, და კარგ ფასად
forumbeginner@gmail.com

ამ მეილზე მომწერეთ smile.gif



Posted by: LOLZ 4 Apr 2016, 13:50
nutsiko
QUOTE
ამას ცალკე აკეთებ საგადასახადოში, რეგისტრირდები, როგორც ფიზ.პირი, რომელიც იღებს დაუბეგრავ შემოსავალს და თავად იხდი შემოსავლის 20%-ს)

ინდმეწარმე როგორც მახსოვს შემოსავლის 5% იხდის, მიკრომეწარმე გათავისუფლებულია გადასახადისგან.

Posted by: nutsiko 4 Apr 2016, 14:03
LOLZ
აღვნიშნე ფიზ.პირი, რომელიც იღებს დაუბეგრავ შემოსავალს და თავად იხდის საშემოსავლოს.
ფიზ.პირი, ვინც სამეწარმეო საქმიანობას არ ახორციელებს და იხდის საშემოსავლოს.
ინდ.მეწარმე, მიკრო, შპს და ა.შ. მეწარმეთა შესახებ კანონით რეგულირების სფეროა.
დაბეგვრაც განსხვავებულია.

Posted by: milksidra 5 Apr 2016, 13:25
დიდი მადლობა ყველას დახმარებისათვის. TOLES-ის გამოცდა ვინმეს თუ ჩაგიბარებიათ და საერთოდ რა აზრის ხართ, ასეთი სერტიფიკატი გამომადგება თუ არა ვთქვათ მომავალში საერთაშორისო იურიდიულ ფირმაში თარჯიმნობისათვის?

Posted by: nutsiko 5 Apr 2016, 14:46
milksidra
ყველაფერი გამოგადგება, რასაც ისწავლი და ცოდნას გაიღრმავებ.
როცა იცი ენა, ერთია და დამადასტურებელი დოკუმენტი, კიდევ მეორე.
ამისთვის ითხოვენ, როგორც წესი, დიპლომებს და სერთიფიკატებს, როგორც იმის მტკიცება, რასაც ამბობ.
არაფერს დაკარგავ, პირიქით, შენთვის კარგია. გამოსცადე შენი უნარები და შენი თავი. ჩააბარე.
თუ სასწავლებლად აპირებ სადმე წასვლას, კიდევ უკეთესი. ნამდვილად გამოგადგება.

Posted by: milksidra 5 Apr 2016, 15:17
QUOTE (nutsiko @ 5 Apr 2016, 14:46 )
milksidra
ყველაფერი გამოგადგება, რასაც ისწავლი და ცოდნას გაიღრმავებ.
როცა იცი ენა, ერთია და დამადასტურებელი დოკუმენტი, კიდევ მეორე.
ამისთვის ითხოვენ, როგორც წესი, დიპლომებს და სერთიფიკატებს, როგორც იმის მტკიცება, რასაც ამბობ.
არაფერს დაკარგავ, პირიქით, შენთვის კარგია. გამოსცადე შენი უნარები და შენი თავი. ჩააბარე.
თუ სასწავლებლად აპირებ სადმე წასვლას, კიდევ უკეთესი. ნამდვილად გამოგადგება.


მე ვკითხულობ იმიტომ რომ პარალეგალურ ორგანიზაციაში (გაერთიანებულ სამეფოში) 'adjudicator'-ად მუშაობის 2 წლიანი გამოცდილება მაქვს რაც ჩემი გადმოსახედიდადნ სერტიფიკატს უტოლდება, მაგრამ არ ვიცი დამსაქმებლების კულტურა საქართველოში, მემგონი აქ სერტიფიკატებს უფრო ანიჭებენ ყურადღებას.

Posted by: LOLZ 5 Apr 2016, 15:23
nutsiko
ინგლისურ ენაზე თუ აქვს დამთავრებული სკოლა/უნივერსიტეტი, უცხოეთის სასწავლებლები აღარ ითხოვენ ენის სერთიფიკატებს smile.gif
milksidra
აქ თარჯიმნობისთვის ითხოვენ ან ინგლისურის ენის სპეციალობით დამთავრებას, ან შესაბამის სერთიფიკატს. და არ გქონდეს ილუზია რომ კარგად გადაგიხდიან smile.gif თუმცა ეს დამოკიდებულია იმაზე თუ სად იმუშავებ

Posted by: nutsiko 5 Apr 2016, 15:28
LOLZ
ამდენი აღარ ვიცოდი, სად რა ჰქონდა დამთავრებული.
ჯერ იკითხა და მერე აღმოჩნდა, სად რა გამოცდილება ჰქონდა.

milksidra
თარჯიმანთა ბიუროების რა მოგახსენო, ბევრი ვერაფერს იხდიან.
შენით თუ მოძებნი შეკვეთებს, თორემ ისე... არ ღირს. ნამეტანი წვალებაა.
თუ ვიწრო სპეციალიზაციით თარგმნი, კიდევ უკეთესი. მოძებნი შესაბამისი პროფილის ორგანიზაციებს და მათ შესთავაზებ შენს მომსახურებას. სხვა შემთხვევაში მოგიწევს ხან აგრარულის, ხან ფინანსური, ხან კიდევ კვანტური ფიზიკის მასალების თარგმნა.
წლებია, ვთარგმნი და უკვე მუღამი დავკარგე. აქა-იქ თუ ავიღებ ხოლმე შეკვეთას. კოლოსალურ ენერგიას მოითხოვს. არ გესწავლება, თუ გიმუშავია და ანაზღაურება - დიდი ვერაფერი.

სცადე. ცდად ღირს, თუ გინდა, მოსინჯე ნიადაგი smile.gif

Posted by: milksidra 5 Apr 2016, 15:28
QUOTE (LOLZ @ 5 Apr 2016, 15:23 )
nutsiko
ინგლისურ ენაზე თუ აქვს დამთავრებული სკოლა/უნივერსიტეტი, უცხოეთის სასწავლებლები აღარ ითხოვენ ენის სერთიფიკატებს smile.gif
milksidra
აქ თარჯიმნობისთვის ითხოვენ ან ინგლისურის ენის სპეციალობით დამთავრებას, ან შესაბამის სერთიფიკატს. და არ გქონდეს ილუზია რომ კარგად გადაგიხდიან smile.gif თუმცა ეს დამოკიდებულია იმაზე თუ სად იმუშავებ


და საჭიროა თარჯიმნობის გარკვეული სერტიფიკატი თუ გაქვს სკოლა და უმაღლესი დამთავრებული ინგლისში (პლუს სამუშაო სტაჯი იქაურ საჯარო სამსახურში)?
* * *
დიდი მადლობა ინფორმაციისთვის, გასაგებია smile.gif
* * *

Posted by: LOLZ 5 Apr 2016, 15:33
milksidra
როგორც ვიცი კი. ნოტარიუსთან რომ თარჯიმნები არიან იქ ითხოვენ. მაგრამ ერთია დიპლომი რომ გაქვს და მეორე რეალურად რამდენად კარგად იცი ენა. ძალიან მწარე გამოცდილება მაქვს ასეთ თარჯიმნებთან ურთიერთობის. ამახინჯებენ ხოლმე დოკუმენტებს, ან დეტალებს ტოვებენ, ან რაღაც ტერმინი არ იციან და სისულელეს წერენ, ან ძველიდან რაღაცას აკოპირებენ, შეცვლა ავიწდებათ და თუ არ უთხარი ასეთი ხარვეზებით გიწევს წაღება. ამიტომ ყოველთვის ყურადღებით ვნახულობ ხოლმე რომ რამე არ გამომეპაროს.
ორგანიზაციებშიც როგორც მახსოვს ძირითადად ითხოვენ. მაგრამ თარგმანთან დაკავშირებული გამოცდილება თუ გაქვს + ინგლისურენოვანი განათლება, შეიძლება კვალიფიციურად ჩაგთვალონ. ინდივიდუალური ქეისისა და მოლაპარაკების საგანია.

Posted by: nutsiko 5 Apr 2016, 15:35
milksidra
თუ ნოტარიუსთან აპირებ მუშაობას ან ისეთ თარჯიმანთა ბიუროში, სადაც დოკუმენტების თარგმანს + ნოტარიული დამოწმება ჭირდებათ ხოლმე, ენის ცოდნის დამადასტურებელი დოკუმენტი (დიპლომი) აუცილებელია, რადგან თარგმნის შემდგომ ამოწმებ კიდეც საკუთარი ხელმოწერით თარგმნის სისწორეს და პასუხისმგებელი ხარ თარგმანზე.
სხვა შემთხვევაში, თუ რომელიმე ორგანიზაცია, დავუშვათ, გამოგიგზავნის თავის კვარტალურ ანგარიშს, არაა აუცილებელი შენი ცოდნის დამადასტურებელი დიპლომი. არავინ მოგთხოვს ენის ცოდნის დიპლომს / სერთიფიკატს.
გააჩნია, ვისთან მუშაობ და რა დოკუმენტებზე.

Posted by: milksidra 5 Apr 2016, 15:50
ანუ როგორც ვხდები დამატებითი ცნობა მაინც უფრო მეტ 'კარს' გამიღებს.

Posted by: LOLZ 5 Apr 2016, 16:09
milksidra
თარჯიმნობა რატომ გინდა, სპეციალობით არ ეძებ სამსახურს? რა გაქვს დამთავრებული?

Posted by: milksidra 5 Apr 2016, 16:25
QUOTE (LOLZ @ 5 Apr 2016, 16:09 )
milksidra
თარჯიმნობა რატომ გინდა, სპეციალობით არ ეძებ სამსახურს? რა გაქვს დამთავრებული?


თარჯიმნობას ვფიქრობ დროებით სანამ რამე ნორმალურს მოვძებნი. სპეციალობით მაგისტრი მაქვს დამთავრებული სოც. უზრუნველფის მენეჯმენტში. სამუშაო გამოცდილებით კი ფინანსური არბიტრი, რაც საქართველოში არ არსებობს (არსებობს მსგავსი ეროვნულ ბანკში მაგრამ იქ იგნორი გამიკეთეს და ამიხსნეს რომ ხალხს უნდა ვიცნობდე შიდა შტატში). მაგიტომ ვფიქრობ იქნებ TOLES-ის სერტიფიკატი უფრო მეტ შესაძლებლობას მომცემს პარალეგალურ/ლეგალურ საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოში.

Posted by: LOLZ 5 Apr 2016, 16:41
milksidra
https://www.facebook.com/%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%A5%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%97%E1%83%95%E1%83%94%E1%83%9A%E1%83%9D%E1%83%A1-%E1%83%A1%E1%83%9D%E1%83%AA%E1%83%98%E1%83%90%E1%83%9A%E1%83%A3%E1%83%A0-%E1%83%9B%E1%83%A3%E1%83%A8%E1%83%90%E1%83%99%E1%83%97%E1%83%90-%E1%83%90%E1%83%A1%E1%83%9D%E1%83%AA%E1%83%98%E1%83%90%E1%83%AA%E1%83%98%E1%83%90GASW-112613928813294/ აბა. და დაეკონტაქტე თუ შენს პროფესიასთან ახლოს არიან.

Posted by: milksidra 5 Apr 2016, 16:46
QUOTE (LOLZ @ 5 Apr 2016, 16:41 )
milksidra
https://www.facebook.com/%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%A5%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%97%E1%83%95%E1%83%94%E1%83%9A%E1%83%9D%E1%83%A1-%E1%83%A1%E1%83%9D%E1%83%AA%E1%83%98%E1%83%90%E1%83%9A%E1%83%A3%E1%83%A0-%E1%83%9B%E1%83%A3%E1%83%A8%E1%83%90%E1%83%99%E1%83%97%E1%83%90-%E1%83%90%E1%83%A1%E1%83%9D%E1%83%AA%E1%83%98%E1%83%90%E1%83%AA%E1%83%98%E1%83%90GASW-112613928813294/ აბა. და დაეკონტაქტე თუ შენს პროფესიასთან ახლოს არიან.

დიდი მადლობა, აუცილებლად უნდა ვცადო.

Posted by: Utopian 6 Apr 2016, 13:24
საკანონმდებლო მაცნეზე კანონები რამდენად გამართული ინგლისურით არის თარგმნილი?
ჩემი აზრით, საკმაო რაოდენობით არის შეცდომები
თქვენ რას ფიქრობთ?


Posted by: nutsiko 6 Apr 2016, 13:29
Utopian
საკანონმდებლო მაცნე, როცა ვაკანსიას აცხადებდა, იღებდნენ ძირითადად ენის მცოდნეებს (დიპლომიანებს უფრო მეტად, მე, როგორც ვიცი).
ერთია ენის ცოდნა, მეორეა - იურიდიული ტერმინების ცოდნა.
ამიტომ რთულია დარგის მცოდნე მთარგმნელის პოვნა.
ყველა ვიწრო სპეციალიზაციითაა. არიან იურიდიული ტერმინოლოგიის მცოდნე მთარგმნელები ან იურისტები, ვინც ძალიან მაგრად იციან ინგლისური და თარგმნიან (თქვენი მონა-მორჩილი მეც).
შესაბამისად, უნდა გაგიმართლოს.
შეცდომები ყველგან არის ხოლმე.

Posted by: milksidra 6 Apr 2016, 19:08
აი ალბათ საკანონმდებლო მაცნეს ვაკანსიებისთვის Toles-ის ტიპის სერტიფიკატი იქნებოდა კარგი, იურიდიული პროფილის ინგლისურს კი ვიყენებდი სამსახურში მაგრამ აქ უფრო ასეთი სერტიფიკატი გაჭრის.

Posted by: LOLZ 7 Apr 2016, 16:20
დიპლომირებულ თარჯიმანს ითხოვენ
http://jobs.ge/111769/

Posted by: 4Motivi 11 Apr 2016, 15:16
მეგობრებო ამ მისამართზე www.iword.ge ახალი ინგლისურ-ქართული ლექსიკონი განთავსდა. ჯერ-ჯერობით ყველაზე სრული, უფასო ინგლისურ-ქართული ლექსიკონია, შეფასეთ.

მაგალითად ლექსიკონს, ერთ-ერთი ინგლისური სიტყვის Head-ის მნიშვნელობებში გამოაქვს:

n 1. თავი; (by) ahead taller ერთი თავით მაღალი; from head to foot (heel), head to foot თავიდან ფეხებამდე; to win by a head ერთი თავით გაუსწრო, აჯობა; a head of cabbage კომბოსტოს თავი; fifty head of cattleორმოცდაათი თავი საქონელი; wo heads are better than one ორი თავი სჯობია ერთ თავსო = ერთი ჭკუა კარგია, ორი უკეთესია; the head of a mountain მთის მწვერვალი; (by) head and shoulders above smb. ერთი თავით მაღალი; heads or tails თავი და ბოლო; can’t make head or tail of it თავს დაბოლოს ვერ გაუგებ; to give (to cause) a headache თავის ატკივება;it’s my headache ეს თავს მატკივებს;2. უფროსი, ხემძღვანელი, თავკაცი, თავი; the head of the school სკოლის დირექტორი; the head of the procession პროცესიის თავი; 3. ჭკუა, გონება, ნიჭი; v 1. მიემართება, გაემართება; 2. სათავეში დგომა, მეთაურობა; -to headback შებრუნება, უკან წასვლა; to head for გაემართება, მიაშურებს; to head off გზაზე გადადგომა (გადაუდგება), გაჩერება, მოგერიება; headache n თავის ტკივილი, შაკიკი; headbutt v თავის დარტყმა (დაარტყამს);headcold n სურდო; headed a 1. თავიანი (მაგ. ლურსმანი); 2. სათაურის მქონე; header n სალ 1. წყალში თავით ჩახტომა; 2. თავით ჩამოვარდნა; 3. თავური დარტყმა (ფეხბურთში);headfirst adv თვით; headforemost adv 1. თავით წინ; 2. წინდაუხედავად, მოუფიქრებლად; headily adv 1. თავბრუდამხვევი სისწრაფით; 2. ნაჩქარევად, დაუფიქრებლად; heading n სათაური; headland n კონცხი; headless a 1. უთავო, თავმოკვეთილი; 2. უტვინო; head light n ფარა (ავტომანქანისა);headline n საგაზეთო წერილის ან ცნობის სათაური; v ასომთავრული შრიფტით მოთავსება (გაზეთში);headlong a, adv 1. ნაჩქარევი და მოუფიქრებელი; headman n მეთაური, წინამძღოლი, უფროსი; headmaster, headmistress n სკოლის დირექტორი (კაცი, ქალი); head office n გამგეობა, მთავარი სამმართველო; head on a, adv წინა ნაწილისანაწილით; headphones npl ყურსაცვამები, საყურისები (რადიოსი, გადაცემისა, პილოტისა); headquarters npl შტაბი, მთავარი სამმართველო; headscarf, headsquare n თავსაფარი, თავსაკრავი; headset n საყურისი, საყურისები; haedship n თაოსნობა, ხელმძღვანელობა, სათავეში დგომა; heads or tails npl მონეტის პირი ან ზურგი (აზარტული თამაშია); headstart n უპირატესობა (დასაწყისში);headstand n დგომი თავზე (ფიზ. ვარჯიში); headstone n 1. ქვაკუთხედი; 2. საფლავის ქვა; headstrong a კიცხვ. თავნება, ჯიუტი; headway n 1. წინსვლა; 2. პროგრესი, წარმატება; headwind n საპირისპირო ქარი; headword n სასათაურო სიტყვა (მაგ. ლექსიკონში); hady a 1. დამათრობელი, მათრობელა (სასმელი), გამაბრუებელი; 2. თავბრუდამხვევი, თავბრუდახვეული; 3. წინდაუხედავი, ნაჩქარევი; 4. სწრაფი, ბობოქარი; 5 shillings per head თითო კაციდან ათი შილინგი; to count heads დამსწრეთა დათვლა;to be at the head of the class კლასის საუკეთესო მოსწავლე; the head of a flower ყვავილის კვირტი; he has a good head for mathematics მათემატიკა კარგად ესმის; he has a head on his shoulders ჭკვიანია, გონიერია; head to sea ტალღის საპირისპიროდ;by the head შეზარხოშებული; to come (to draw) to a head ჩირქგროვის მომწიფება; the question was treated under several heads ეს საკითხი(სტატიის, ანგარიშის) რამოდენიმე ნაწილში განიხილებოდა; head of water წყლის ჭავლის წნევა; head waiter მეტრდოტელი; head tide საპირისპირო დინება; head wind საპირისპირო ქარი; at the head მეთაურობს; head of hair ქოჩორი; a good head of hair ხშირი თმა; head over heels თავდაყირა; to be head over heels in work ბევრი მუშაობა;to give smb. his head ნების მიცემა;to keep one’s head მოთმინების შენარჩუნება; to keep one’s head above water (სირთულეებისათვის) თავის გართვა; to lay (to put) heads together თათბირი, ბჭობა; to make head წინსვლა; to make head against შეწინააღმდეგება; to go out of one’s head ჭკუიდან შეშლა; off one’s head გადარევა; over head and ears, head over ears ყელამდე ჩაფლვა; (to do smth.) on one’s head რაიმეს იოლად კეთება; to bring to a head გამწვავება;head back, head off ჩახერგვა;to head the list პირველ ადგილზე ყოფნა; headed note-paper დაწესებულების ბლანკი; to take a header ყვინთვა; he hit the headlines მასზე ყველა გაზეთი წერდა; to fall headlong დანარცხება; to meet a situation head-on შემზადებულად ყოფნა; to make headway წარმატების მიღწევა; ტექ. ენერგ. head ზედა ნაწილი, თავი (ჭანჭიკისა), ძრო (ქვაბისა), დაწნევა, რიგელი, თეფში (სადისტილაციო სვეტისა), ხელმძღვანელი, უფროსი, ხელმძღვანელობა, სათავეში დგომა, სათავო, მოწინავე, მეთაური, მთავარი, წამყვანი; against a head of… დაწნევით; head of delivery დაწნევა;headof water წყლის დაწნევა; available head შესაძლო [გამოსაყენებელი] დაწნევა; boiler head ქვაბის ძრო; burner head სანთურას [ფრქვევანას] თავი; chimney head საკვამლე მილის პირი; circulating head საცირკულაციო დაწნევა; combustion head ძრავას ცილინდრის თავი; compressor head კომპრესორის ცილინდრის სახურავი; crown head წყლის ზედა კამერა (ზედაპირული შეთბობისას); cylinder head ცილინდრის თავი [სახურავი]; delivery head ტუმბოს დაწნევა; differential head წნევის სხვაობა[ვარდნა]; discharge head დაჭირხნის წნევა; dished head ამოზნექილი ძრო; dome head სფერული ძრო, ხუფი, ორთქლსაშრობი (ქვაბისა); drum head დოლის ძრო;dynamic head დინამიკური [ჩქაროსნული] დაწნევა; elevation head ჰიდროსტატიკური დაწნევა; fail head ვარდნის სიმაღლე, დაწნევა; feed head მკვებავი წყლის დაწნევა; feet head ფუტებში გაზომილი დაწნევა; flashing head ნაჯერობის ტემპერატურაზე ზევით წყლის გადახურება; floating head მოძრავი [მცოცავი] თავი (თბოგადაცემისა); friction(al) head დაწნევის დანაკარგი ხახუნზე [ჰიდრავლიკურ წინაღობაზე, ხახუნის წინაღობაზე]; geodetic delivery head ჰიდროსტატიკური დაწნევა; gravity head გრავიტაციული დაწნევა; hydraulic (pressure) head ჰიდროსტატიკური დაწნევა; hydrostatic head ჰიდროსტატიკური დაწნევა; injector head საფრქვევი თავი, ფრქვევანა; kinetic head დინამიკური [ჩქაროსნული] დაწნევა; liquid head სითხის დაწნევა; manometric delivery head ნომინალური სასარგებლო დაწნევა; motor head ძრავას ცილინდრის თავი; net head სასარგებლო დაწნევა; nozzle head საქშენთა კოლოფი; operating head მოქმედი დაწნევა; piston head დგუშის ძრო; pressure head დაწნევა; pumping head დაწნევა, დაჭირხნის სიმაღლე; rated net head ნომინალური სასარგებლო დაწნევა;resistance head ჰიდრავლიკური დანაკარგები; self-powered-welding head საშემდუღებლო ავტომატი; shutoff head ტუმბოს [ვენტილატორის] ნულოვანი მწარმოებლურობის დაწნევა; split head გასართი თავი; spray head საფრქვევი თავი, ფრქვევანა; stage head საფეხურის ვარდნა; static head ჰიდროსტატიკური დაწნევა; stationary head უძრავი კამერა (თბოგადამცემისა); submergence head ჭარბი წნევა შეწოვის ხაზზე (ტუმბოსი); suction head ჭარბი წნევა [გაუხშოება] შეწოვის ხაზზე, შეწოვის სიმაღლე; system head დაწნევა ქსელში (მილსადენებისა), ქსელის წინაღობა; temperature head ტემპერატურული დაწნევა; test head გამოცდის დაწნევა (მილსადენებისა); total head სრული დაწნევა, მიწოდების სიმაღლე (ტუმბოთი); vacuum head გაუხშოება შეწოვის ხაზზე; valve head სარქვლის კონუსი [თეფში]; velocity head ჩქაროსნული დაწნევა; water head წყლის დაწნევა, წყლის სვეტის დაწნევა; working head მუშა [სრული] დაწნევა; header head კოლექტორი, კამერა, შემკრები, რესივერი, მაგისტრალი, სათავსო ნაწილი, ნაცმი, საცმი; boiler head ქვაბის კოლექტორი; boiler-feed head ქვაბის მკვებავი მილსადენი; box head ჰორიზონტალურ-წყალმილა ქვაბის კამერა; collecting head შემკრები მილსადენი [კოლექტორი]; common head საერთო [მთავარი] კოლექტორი, მთავარი მაგისტრალი; condensate head კონდენსატის კოლექტორი; cooling head მაცივებელი სისტემის კოლექტორი [კამერა]; discharge head საჭირხნი [სადაწნეო] კოლექტორი, გამოსაბოლქვი კოლექტორი; distributing head მანაწილებელი კოლექტორი [კამერა]; divided head სექციური კოლექტორი; downtake head დამავალი კოლექტორი [დგარი]; drawoff head ჩასაშვები [გამოსაშვები] წყალსაკრები; economizer head წყლის ეკონომაიზერის კოლექტორი; feedwater head მკვებავი მაგისტრალი; final superheater outlet head ორთქლგადამხურებლის ბოლო საფეხურის გამოსავალი კოლექტორი; front head წინა კოლექტორი; intermediate head შუალედური კოლექტორი; main head მთავარი მილსადენი [კოლექტორი]; mixing head შემრევი კოლექტორი [კამერა]; offtake head გაწოვის კოლექტორი; oil head ზეთმიმღები, ზეთის მანაწილებელი; pipe head კოლექტორი, კამერა, მილყელი; rear head უკანა კოლექტორი; seal head ჰაერმამჭიდროებელი კოლექტორი [კამერა]; secondary outlet head ორთქლგადამხურებლის მეორე საფეხურის გამოსავალი კოლექტორი; sidewall head გვერდითი ეკრანის კოლექტორი [კამერა] (ქვაბისა); spoke-shaped distributing head რადიალური მანაწილებელი კოლექტორი; steam head ორთქლის კოლექტორი; steam-distributing head ორთქლმანაწილებელი კოლექტორი; suction head შემწოვი კოლექტორი supply head მკვებავი კოლექტორი, შემშვები კამერა; terminal head გამომყვანი კოლექტორი (ორთქლგადამხურებლისა), ორთქლშემკრები კოლექტორი; tube head კოლექტორი, კამერა; uptake head ვერტიკალური კოლექტორი, ამწევი მილი; water-wall head ეკრანის კოლექტორი (ქვაბისა); headpiece ნაცმი, საცმი; head-point სადაწნეო ავზი; headrace წყალსატარი; headroom სათავსის [შენობის] შიგა სიმაღლე, გაბარიტული სიმაღლე, თავისუფალი [სითხით შეუვსებელი] სივრცე (ტევადობისა); headspace სათავსო ნაწილი; headwater ზედა ბიეფი; headway წაწევა, წინ მოძრაობა, წინსვლითი მოძრაობა;headwork სათავსო ნაგებობა (კაშხლისა); ტექ.ეკონ.Head lease ძირითადი არენდა; Heads of agreement პუნქტუაცია

ამ მხრივ მემგონი ყველაზე სრულია (სიტყვათა მნიშვნელობის მხრივ).

Posted by: Bacho007 11 Apr 2016, 15:24
მოკლედ მეგობრებო...

2 თვეში მივდივარ ამერიკაში, ამჟამად ვმუშაობ ერთ-ერთ მთარგმნელობით ბიუროში, ინგლისური ენის მთარგმნელად...

ვისაც სურვილი აქვს მომწეროს პმ-ში და დავუტოვებ ჩემს ადგილს....

აუცილებელია ქონდეს დიპლომი ზემოთ აღნიშნულ ენაში...

Posted by: LOLZ 11 Apr 2016, 15:34
4Motivi
ვიზუალზეა სამუშაო. აი მაგალითად: http://translate.voov.me/ აქ რომ ჩაწერო სიტყვა.. + მასთან დაკავშირებულ ფრაზებსაც გიჩვენებს. და შედეგები ლამაზად არის დალაგებული, გამოყოფილია კონკრეტული კრიტერიუმების მიხედვით. შედარებით დიდი ზომის ფონტიც აქვს და უკეთ იკითხება. iword-ზე ცოტა პატარა ფონტია და თვალი იძაბება. თან ტექსტი ისეა ჩაყრილი რომ ბევრი დრო იკარგება სასურველი შესატყვისის მოსაძებნად.
მნიშვნელობები კი, იცოცხლე, საკმაოდ ბევრია smile.gif) დანარჩენი მუშაობაში დაიტესტება უკეთესად smile.gif)

Posted by: 4Motivi 11 Apr 2016, 16:14
LOLZ

მადლობა შეფასებისთვის smile.gif ამ საკითხზე ვიფიქრე, რომ ცალკ-ცალკე დაიჭრას და ისე გამოვიდეს მნიშვნლოებები. http://translate.voov.me/ -ს ინტერნფეისი კარგი აქვს, მაგრამ ბაზა იგივე ტრანსლატე.გე იგივე გვარჯალაძეა. უბრალოდ წარმოდგენის ფორმააა შეცვლილი.

ჯერ ყველაზე მნიშვნელოვან საკითხე ვიმუშავეთ: თავად ლექსიკონზე, რომელიც ბეჭდური ფორმითაც გამოვა ზაფხულში.

ინტერფეისის დახვეწაზე ვიმუშავებთ.

Posted by: Dr-Rock 13 Apr 2016, 01:53
გამარჯობა თარჯიმნებო,
მაინტერესებს დაახლოებით რა ღირს ინგლისურიდან ~1500 სიტყვიანი სტატიის თარგმნა

Posted by: nutsiko 13 Apr 2016, 11:01
QUOTE (Dr-Rock @ 13 Apr 2016, 00:53 )
გამარჯობა თარჯიმნებო,
მაინტერესებს დაახლოებით რა ღირს ინგლისურიდან ~1500 სიტყვიანი სტატიის თარგმნა

მთარგმნელობითი ბიუროს ფასებია 10-15 ლარი.

Posted by: 4Motivi 17 Apr 2016, 13:47
მეგობრებო, რადგან ყველა iword.ge-ზე ამოწმებს ქართულ-ინგლისურ-ნაწილს, რომელიც არ არის ჩატვირთული, ამიტომ შეტყობინებაც დავდეთ, რომ ქართულ-ინგლისური არ არის ატვირთული.

Posted by: riki22 20 Apr 2016, 20:43
გამარჯობათ გერმანულიდან ქართულზე ან რუსულზე ან ინგლისურზე მჭირდება თარგმნა 1 ფურცელია სამედიცინო დასკვნა მოვიდა გერმანიიდან ვინმე შემეხმიანეთ რა

Posted by: HugoChavez 21 Apr 2016, 21:40
მჭირდება ინგლისურიდან ქართულად თარგმნა პმ დამიკავშირდით smile.gif

Posted by: buskunia 10 May 2016, 14:30
ვთარმგნი ინგლისურიდან/რუსულიდან


დეტალებისთვის პმ


--------- smile.gif

Posted by: gia4147 12 May 2016, 14:02
ვთანამშრომლობ მხოლოდ ბიუროებთან, არანაირი სხვა მომხმარებელი. ვიტოვებ გვერდში 5 ლარს. გამოცდილება 10+ წელი.
ენები - ინგლისური/რუსული (C1) სერთიფიცირებული.
დეტალებისთვის PM მხოლოდ თარჯიმანთა ბიუროს ხელმძღვანელებმა.

Posted by: ლაშა117 15 May 2016, 18:28
2 თაბახის თარგმნა მინდა ქართულიდან ინგლისურზე.


იურიდიული ტერმინოლოგიაა. რთული არაფერი.



მსურველი შემეხმიანოს PM

Posted by: umbr_ella 6 Jun 2016, 12:30
ტურისტულისთვის მჭირდება თარგმნა ინგლისურად დაახლოებით 31 ფურცელია, sylfaen 11.
მომწერეთ ან გვერდის ფასი რამდენად გადათარმგნით ან ჯამში. მეჩქარება ოღონდ ძალიან

Posted by: macciavelli 6 Jun 2016, 13:20
umbr_ella

მცირე ამონარიდი რომ დადო, შეგიძლია?

Posted by: umbr_ella 6 Jun 2016, 14:32
macciavelli
PMში მირჩევნია ჩაგიგდო wink.gif

Posted by: milksidra 4 Jul 2016, 19:18
UP UP

ვთარგმნი (ინგლისური და ქართული)

Posted by: Custos 11 Jul 2016, 10:54
ვთარგმნი ინგლისურიდან და რუსულიდან ქართულად.

Posted by: Legatus 22 Jul 2016, 16:54
გადავთარგმნი ინგლისურიდან ქართულად გვერდის ფასი 3.5 ლარი.

Posted by: Dr-Rock 16 Aug 2016, 14:18
QUOTE (nutsiko @ 13 Apr 2016, 09:01 )
QUOTE (Dr-Rock @ 13 Apr 2016, 00:53 )
გამარჯობა თარჯიმნებო,
მაინტერესებს დაახლოებით რა ღირს ინგლისურიდან ~1500 სიტყვიანი სტატიის თარგმნა

მთარგმნელობითი ბიუროს ფასებია 10-15 ლარი.

თუ ვინმეს გაწყობთ ეს ტარიფი და შეგიძლიათ კვირაში 4-5 სტატია თარგმნოთ (სულ ჯამში 4000 სიტყვამდე)
მომწერეთ ეს ტექსტი ქართულად ->
» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «

გადახდა Emoney-ზე ან Paypal-ზე

Posted by: roleqsissaatimachuqes 16 Aug 2016, 18:50
Dr-Rock
პიემ ნახე მეგობარო.

Posted by: Custos 17 Aug 2016, 13:20
Dr-Rock
მოგწერე და პმ ნახე.

Posted by: Georgian_Girl 29 Aug 2016, 19:51
გამარჯობა

თარგმანი მჭირდება ოღონდ ტექსტის ზუსტი თარგმანი არა, მინდა ასე ვთქვათ შინაარსობრივი თარგმანი ანუ ტექსტიდან შინაარსის გადმოთარგმნა

მოკლედ ეს არის ფაილის გადმოსაწერი ლინკი ----> http://linkz.ge/file/468850/study-social-protection.docx.html

გთხოვთ, მომწერეთ ან აქ ან პმ

მადლობა

Posted by: ilushh 3 Sep 2016, 03:08
რუსულიდან გადავთარგმნი ქართულად და პირიქით, ფასსზე შევტანხმდებით

Posted by: Attila 3 Sep 2016, 14:24
QUOTE
( ჩართვა/გამორთვა ბეჭდვის დროს კლავიშით "~" )


Posted by: theodous 30 Sep 2016, 14:07
http://www.mymarket.ge/ka/product/view/10067850/


Posted by: happy dreamer91 5 Oct 2016, 13:08
ვთარგმნი ინგლისურიდან ქართულად და პირიქით. თუ დაგჭირდეთ შემეხმიანეთ))

Posted by: Custos 19 Oct 2016, 14:40
თუ ვინმეს დაგჭირდეთ cnn, bbc, dailymail და სხვა საიტებიდან სტატიების გადათარგმნა შემეხმიანეთ.


Posted by: Georgian_Girl 5 Nov 2016, 11:45
თარგმნა არ ვიცი მაგრამ ინგლისური ენის სპეციალისტი მინდა ვინც მასწავლის ინგლისურს. თუ იცნობთ ვინმეს ან თქვენ ამზადებთ, შემეხმიანეთ.

Posted by: LOLZ 5 Nov 2016, 13:24
Georgian_Girl
აქ ნახე https://forum.ge/?f=79&showtopic=34449772

Posted by: Australia 7 Nov 2016, 09:08
ავსტრალია კანადას ჯობია 400 % ით , ყველაფრიტ , დაინტერესებულმა პირებმა Mომწერეთ Fასი შეტანხმებიტ
* * *
მოგესალმებით მეგობრებო, გაგაცნობთ დეტალურად ავსტრალიის შესახებ ინფორმაციას,

რატომღაც ეგ ქვეყანა არ არის აქტუალური პოტენციურ ემიგრანტებს შორის. არადა ავსტრალიაში არის ყველაფერი რაზეც კი ოცნება შეიძლება. მათ აქვთ სუპერ ეკონომიკა, რომელსაც კრიზისმაც კი გვერდი აუარა; შესანიშნავი კლიმატი როგორც ტროპიკული, ასევე სუბ ტროპიკული; ქალაქები, რომლებიც ცხოვრების დონის მიხედვით მსოფლიოს ხუთეულში არიან. და რაც ყველაზე მთავარია ამ ქვეყანას სჭირდება ემიგრანტები, განსაკუთრებით კი მაღალკვალიფიცირებული ადამიანები.

წარმოგიდგენიათ, წელიწადში დაახლოებით 40 000 ბრიტანელი სამუდამოდ გადადის საცხოვრებლად ავსტრალიაში. არა იმის გამო, რომ ბრიტანეთში ქველაფერი ცუდად არის. არა, უბრალოდ ეს ქვეყანა მათ სთავაზობს შესანიშნავ კლიმატს, ცხოვრების გაცილებით უკეთეს ხარისხს (quality of life), უზარმაზარ აუთვისებელ ტერიტორიებს, ნაკლებ კონკურენციას როგორც სამუშაოს შოვნის ისე ბიზნესის წარმოების მხრივ. შედარებისთვის, მასწავლებლის ან არაკვალიფიცირებული მუშახელის (მაგ. მიმტანის) ხელფასი ორჯერ უფრო მაღალია ავსტრალიაში ვიდრე ინგლისში. შეერთებულ შტატებში ორჯერ უფრო მაღალია რისკი იმისა რომ სიღარიბეში იცხოვრო ვიდრე ავსტრალიაში.
ქვეყანაში, რომელიც მთელ კონტინეტს მოიცავს, ცხოვრობს მხოლოდ 22 მილიონი ადამიანი, მაშინ როცა იგივე დიდ ბრიტანეთში, რომელიც ავსტრალიასთან შედარებით ერთი პატარა კუნძულია, ცხოვრობს 62 მილიონი ადამიანი.

წამოიდგინეთ ცხოვრობთ სიდნეიში (მეექვსე ადგილი საუკეთესო ქალაქებს შორის), რომელიც მსოფლიო დონის პლიაჟებითაა გარშემორტყმული და სადაც წყლის ტემპერატურა მუდმივად მაღალია. კალიფორნიაში, რომელსაც აგრეთვე მაღალი დონის სანაპიროები აქვს, წყალი ზაფხულშიც კი ყინულივით ცივია. იგივე ფლორიდაში, სადაც ზღვაც და ამინდიც მაგარია, უმუშევრობა თითქმის 10 პროცენტია კრიმინალი კი ძალიან დიდია, ძირითადად ლათინური და აფრო ამერიკული ემიგრანტების გამო. ახალ სამხრეთ უელსში (სიდნეი) კი არც ერთია პრობლემა და არც მეორე.

ან თუნდაც ცხოვრობთ მელბურნში (The Economist's World's Most Liveable Cities 2011 - მელბურნი- პირველი ადგილი ცხოვრების დონის მიხედვით), რომელიც ავსტრალიის კულტურული დედაქალაქია, სადაც წელიწადის ოთხივე სეზონია გამოხატული. როგორც მელბურნიდან, ასევე სიდნეიდან, ეს რაც არ უნდა წარმოუდგენელი უნდა იყოს, ზამთრის სათხილამურო კურორტები მანქანის ორიოდე საათის სავალზე მდებარეობს. მელბურნის პლიაჟებიც საკმაოდ პოპულარულია, ოღონდ ზავხულობით (ჩვენთან რომ ზამთარია). იგივე სენთ კილდა, ბრაიტონ ბიჩი ან ჩელსი ბიჩი. ასე რომ, თუ ბუნება გიყვართ, beach life და outdoor activities (ქართულად ვერ გადავრთარგმნე), ავსტრალია თქვენთვის ზედგამოჭრილია. სერფერებისთვის ხომ საერთოდ სამოთხეა. ყველაზე ლამაზი ქალები მელბურნში არიანო ავსტრალიელები მეუბნებიან. ინგლისური ჯიში მაინც თავისას შვებაsmile.gif

თუ უფრო ტროპიკული და ცხელი კლიმატი გიზიდავთ და გინდათ რომ ზღვის სეზონი წელიწადის თორმეტივე თვეს იყოს მაშინ შეგიძლიათ პერსში (Perth-მერვე ადგილი მსოფლიოს საუკეთესო ქალაქებს შორის) ან ბრისბენში იცხოვროთ.

საქართველოში რომ ვიყო და ემიგრაციაზე ვფიქრობდე ქვეყნებს შემდეგი თანმიმდევრობით დავყოფდი, ანუ სად უფრო მაგარია ემიგრანტი რომ წავიდეს:

1-ავსტრალია და ა. ზელანდია (სადაც ვარ ათიდან 10 ბალი)
2- აშშ (სადაც მიცხოვრია, 7 ბალი)
3- სკანდინავია (სადაც მიცხოვრია 6.5 ბალი)
4- დიდი ბრიტანეთი (სადაც მიცხოვრია 6 ბალი)
5-კონტინენტური ევროპა (5.6 ბალი)
6-კანადა ( სადაც მიცხოვრია 1 ბალი) (კანადა ძალიან ცუდი ქვეყანაა, )

წასვლის, ანუ ემიგრირების სირთულისდა მიხედვით ავსტრალია პირველ ადგილზეა, მიუხედავად აურაცხელი რაოდენობის ვიზებისა და სუბვიზებისა, რომლებიც ლამისაა თითოეულ ადამიანზეა მორგებული. ერთ ერთი იოლი გზა ავსტრალიაში დაფუძნების მაგისტრატურის ან ბაკალავრის გაკეთებაა. ეგ არის ყველაზე სწრაფი, თუმც ძვირი გზა ავსტრალიაში ემიგრირების. სწავლიდან ორი წლის შემდეგ კარგი შანსი გაქვთ რომ სამუდამო რეზიდენტობა მიიღოთ. თუ რამე ხელობა იცით და თან ენასაც ფლობთ მაშინ, როგორც კვალიფიცირებული მუშახელი შეგიძლიათ წახვიდეთ თან გარანტირებულ სამუდამო რეზიდენტობასაც მიიღებთ. თუმცაღა, ეგ პროცესი დროში ძალიან იწელება (ერთ წელზე მეტი) და თან არ უნდა დაგავიწყდეთ რომ ბრიტიშებთან მოგიწევთ კონკურირება
* * *
აკრედიტებული სააგენტოს მომსახურება რომელიც თქვენს კეისს დაიწყებს და დაასრულებს ფასები მერყეობს 5 000 $ დან 20 000 $ მდე, გააჩნია ქეისს, ყველას ინდივიდუალური მოთხოვნა აქვს , ზოგს მაგისტრატურა ზოს ბაკალავრი, ან უბრალოდ პროფესიული უნარების გაღრმავება სურს, ან თავისუფალი ემიგრაცია,.

დაინტერესებული პირები რომელტაც მართლა რეალურად სურთ ემიგრირება, სწავლა, ან მუშაობა ავსტრალიაში შეუძლიათ მოიწერონ დასვან შეკითხვები (არა უაზრო ფლს) და მიიღონ მეტი ინფორმაცია,

Posted by: 77vano77 14 Nov 2016, 22:02
QUOTE
( ჩართვა/გამორთვა ბეჭდვის დროს კლავიშით "~" )


Posted by: youtubergirl123 16 Nov 2016, 22:00
რატომ ვერ ვპოსტავ რატოოოომ???ვერაფერი ვერ გავიგე რააა

Posted by: nutsiko 17 Nov 2016, 10:42
Australia
დამაფიქრა შენმა პოსტმა.
განსაკუთრებით დამაინტერესა ავსტრალიასა და ახალ ზელანდიაში გადაბარგების იდეამ smile.gif
პმ ნახეთ რა smile.gif

Posted by: milksidra 22 Nov 2016, 23:31
ავსტრალიაში ერთერთი ყველაზე ცუდი საიმიგრაციო რეგულაციებია (დრაკონული)და მაგიტომ ემიგრირებს ასე ცოტა ხალი მანდ. ასევე, ნებისმიერ ბრიტანელს აქვს საშუალება ორ წლიანი სამუშაო ვიზა აიღოს და წავიდეს ავსტრალიაში, ეს ორმხრივი შეთანხმება აქვთ ბრიტანელებს და ავსტრალიელებს. საქართველოს არ აქვს ასეთი შეთანხმება, ამიტომ თუ არ ხართ ძალიან ვიწრო სპეციალობის პროფესიის მქონე პირი, და მითუმეტეს არ გაქვთ სამუშაოს შემოთავაზება და ასევე შესაბამისი 'სპონსორშიპობა' მაშინ გუდ ლაქ.



Posted by: ofazi 6 Dec 2016, 17:17
მირჩიეთ ვინმე, ვისაც შეუძლია ქართულ-გერმანული თარგმანის შესრულება. საუბარია სამეცნიერო სტატიაზე ლიტერატურის დარგში.
ერთხელ ვისარგებლე ბიუროს მომსახურებით და უკმაყოფილო დავრჩი. მივხვდი, რომ სპეციალისტის ნათარგმნი არ იყო, რაღაც პროგრამის გამოყენებით ითარგმნა და შეცდომების გასწორებაც თვითონვე მომიწია.

Posted by: happy dreamer91 19 Dec 2016, 13:18
ofazi
მე ვიცნობ გერმანული ენის სპეციალსიტს. ბიურო აქვს თავისი. თუ ბიუროს მიმართ ძაან მწყრალად არ ხარ განწყობილი, შემიძლია საკონტაქტო მოგცე.

Posted by: B/S 19 Dec 2016, 14:57
მოკლედ მაქვს 10 გვერდი, ამ ათი გვერდიდან არის ანხაზები დაარა საჭირო წყაროები რომლებიც არ უნდა იტარგმნოს. საბოლოოდ რომ აოვკრიფე ტექსტი გამოვიდა 4 გვერდი და მეხუტე გვერდის 5 ხაზი. ასოების ზომა არის 11 იანი შრიფტით. ვინ რამდენად გადათარგმნით მომწერეთ PM . შინაარსზეც ტანახმა ვარ ოღონდ სწორ შინაარსზე , არის რამოდენიმე მონაკვეთები რომლებსაც მოვნიშნავ რაზეც ყურადღება უნდა გამახვილდეს ტარგმნისას თუ შინაარსს მომაწოდებთ. თემა ეხება უმეტესწილად ეკონომიკას თუმცა არცისე ძნელი გასარჩევია.

Posted by: RAO RAO ? 26 Dec 2016, 23:53
B/S

რომელი ენიდან რომელ ენაზე გინდათ თარგმანი? smile.gif

Posted by: xurco00000 14 Jan 2017, 14:05
VPODშჟIKG EღKLY თშ[EL ]ღHEDღშY
[ჭE

Posted by: ქართლოსი 21 Jan 2017, 20:14
http://lexicon.ge/?module=lexicon

ეს საიტი ვეღარ მუშაობს მსგავსი რომელია კიდევ?


Posted by: atinnati 23 Jan 2017, 18:04
ვეძებთ გერმანულის მცოდნე მათემატიკის მასწავლებელს.
სათარგმნელია მასწავლებლის სახელმძღვანელო წიგნები.

ტექსტის მაგალითი ნახეთ აქ: https://we.tl/kj08hgXori

დაახლოებით 200 გვერდია სათარგმნელი, ალბათ 2 თვის განმავლობაში. თარგმანი თუ მოიწონეს ფასზე შევთანხმდებით.

Posted by: Georgian_Girl 4 Feb 2017, 21:22
ვეძებ ინგლისურის ენის მასწავლებელს !!!!!!!! ზოგადი ინგლისურის. საუბარი/მოსმენა არ მაინტერესებს, მინდა გრამატიკისა და სიტყვების მაქსიმალურად შესწავლა !! დამეხმარეთ, გთხოვთ, დამაკავშირეთ პროფესიონალ და გამოცდილ მასწავლებლებთან sad.gif

Posted by: ninicool 18 Mar 2017, 21:58
Georgian_Girl
QUOTE
ვეძებ ინგლისურის ენის მასწავლებელს !!!!!!!! ზოგადი ინგლისურის. საუბარი/მოსმენა არ მაინტერესებს, მინდა გრამატიკისა და სიტყვების მაქსიმალურად შესწავლა !! დამეხმარეთ, გთხოვთ, დამაკავშირეთ პროფესიონალ და გამოცდილ მასწავლებლებთან

იპოვე?

სიტყვებს შენ თვითონ ვერ შეისწავლი? ლაპარაკის შესწავლა ალბათ. ზოგჯერ კარგი მარაგი აქვთ და ვერ ლაპარაკობენ. თუ ეგ პრობლემა გაქვს, მე შემიძლია ჩემი მეგობარი გირჩიო, რომელიც ხმას ამოგაღებინებს.

Posted by: ქართლოსი 21 Mar 2017, 20:19
ქართულიდან სხვადასხვა ენებზე რო თარგმნიდეს რომელია ეგეთი ლექსიკონები?

Posted by: theodous 24 Mar 2017, 13:17
მე ცოტა ბერძნული ვიცი,ჰეჰე

პ.ს რუსლის მასწავლებელი ეძებს მოსწავლეებს

Posted by: ninicool 30 Mar 2017, 19:16
B/S
ქართლოსი
QUOTE
ქართულიდან სხვადასხვა ენებზე რო თარგმნიდეს რომელია ეგეთი ლექსიკონები?

ეგ ცოტა რთული ამბავია.

მაგრამ ქართულიდან თარგმნა ადვილია შედარებით, რადგან იპოვი სასურველ შესატყვისს ინგლისურად. ქართულში ძალიან მწირი წყაროები გვაქვს, ამიტომ ქართულად თარგმნა ჩემთვის არის კოშმარი.

ნუ, თემას გააჩნია.

ეხლა ვთარგმნი რაღაცას და ზუსტად 12 ლექსიკონი მაქვს გახსნილი, თუ გინდა, ჩაგიყრი ლინკებს.


Posted by: ქართლოსი 30 Mar 2017, 22:44
ninicool


ესეგი ჯერ ინგლისურად უნდა გადათარგმნო ქართულიდან და მერე სხვა ენაზე?

Posted by: ninicool 31 Mar 2017, 19:08
ქართლოსი
QUOTE
ესეგი ჯერ ინგლისურად უნდა გადათარგმნო ქართულიდან და მერე სხვა ენაზე?

მე ვიგულისხმე, რომ ავტომატური თარგმანები საერთოდ არ ვარგა ქართულის შემთხვევაში. თუ რაიმეს ვერ ვიგებ, ისევ რუსულად ვეძებ ყველაფერს. რუსული რომ არ ვიცოდე, ულუკმაპუროდ დავრჩებოდი biggrin.gif

ამიტომაა ქართულიდან თარგმნა უფრო იოლი ვიდრე პირიქით.

გუგლის ბაზაზეა მგონი ყველა ეგეთი ლექსიკონი, რომელიც სხვადასხვა ენაზე თარგმნის.

ეს არის კარგი ლექსიკონი შედარებით
https://glosbe.com ნებისმიერი ენა აქვს, თუმცა ქართულ-ინგლისურ-ქართული ვერსია ყველაზე უკეთესად აქვს განვითარებული.

მე რუსულს და ინგლისურს ვიყენებ ძირითადად, თუ ძალიან გავჭედე, იატეს ბულგარულიც აქვს და აზრის გამოტანას ვცდილობ ხოლმე მაგით,

რადგან ძირითადად კანონმდებლობაზე ვმუშაობ, იატეზე გადამოწმება აუცილებელია, მაგრამ რუსული და მითუმეტეს ქართული ვერსიები არ გააჩნია.


Posted by: ქართლოსი 31 Mar 2017, 19:40
ninicool

http://www.lexicon.ge

ამ საიტით ვთარგმნიდი ხოლმე მაგრამ აღარ თარგმნის არაფერს კარგა ხანია.


QUOTE
https://glosbe.com


ეს ტექსტებს არ თარგმნის ხო?


Posted by: ninicool 31 Mar 2017, 21:02
ქართლოსი
QUOTE
ეს ტექსტებს არ თარგმნის ხო?

არა, ეგ სიტყვებს უფრო. მაგრამ გუგლი ხომ თარგმნის?

მაგ საიტს უხსოვარ დროში ვიყენებდი ხოლმე. ეხლა ერთ ცალ სიტყვასაც აღარ თარგმნის, მაგრამ ბოლოში ეწერა

Powered by Yandex.Translator და რომ გადავედი ლინკზე, ეს ლექსიკონი ამომიგდო.

https://translate.yandex.com/?lang=ka-en

Posted by: ქართლოსი 1 Apr 2017, 19:41
ninicool
QUOTE
გუგლი ხომ თარგმნის?


ქართლიდან ცოტას და ცუდად თარგმნის.

ამასაც არაუშავს მგონი: http://www.translate.ru



Posted by: ninicool 2 Apr 2017, 02:04
ქართლოსი
QUOTE
ქართლიდან ცოტას და ცუდად თარგმნის.

ამასაც არაუშავს მგონი: http://www.translate.ru

ეგ კარგი საიტია, წლებია ვიყენებ, მაგრამ ქართული თუ ჰქონდა, არ ვიცოდი. რუსული, ინგლისური, გერმანული და ფრანგული ჰქონდა ხოლმე ადრე.

Posted by: ქართლოსი 2 Apr 2017, 12:57
ninicool
QUOTE
ეგ კარგი საიტია, წლებია ვიყენებ, მაგრამ ქართული თუ ჰქონდა, არ ვიცოდი.



ქართული არ აქვს. საერთოდ ვთქვი კარგია მეთქი.

Posted by: happy dreamer91 26 Apr 2017, 12:05
ტექსტს რომ თარგმნიდეს ეგეთი საიტი მეეჭვება არსებობდეს, თან ქართული ტექსტი რომ თარგმნოს.

Posted by: gigajoj 26 Apr 2017, 18:31
QUOTE (happy dreamer91 @ 26 Apr 2017, 12:05 )
ტექსტს რომ თარგმნიდეს ეგეთი საიტი მეეჭვება არსებობდეს, თან ქართული ტექსტი რომ თარგმნოს.

ოჰჰჰ, ჯერჯერობით ასეთი გულავის პონტი არაა და ვერც იქნება ოდესმე

Posted by: ninicool 27 May 2017, 21:34
კი ვიცი, აქ სანამ ვინმე გამომეხმაურება, მანამდე დედლაინის ვადაც გამივა, მაგრამ ცდა ბედის მონახევრეა.
tour de table რას ნიშნავს, ხომ არ იცით შემთხვევით? დაახლოებით კი ვხვდები, ფრანგულია, მაგრამ ინგლისურ ტექსტშია გამოყენებული და სიტყვასიტყვითი თარგმანი მჭირდება sad.gif
აი, კონტექსტიც: It is a good practice to collect participants’ expectations and specific needs through a tour de table.

gigajoj
QUOTE
ოჰჰჰ, ჯერჯერობით ასეთი გულავის პონტი არაა და ვერც იქნება ოდესმე

ჩვენმა ტრენერმა გვითხრა, გუგლი ისე განვითარდება, მთარგმნელები საჭირო აღარ იქნებაო.

რედაქტორებს გაუსწორდათ, რედაქტორები მაინც საჭირო ვიქნებითო smile.gif))

Posted by: LOLZ 28 May 2017, 00:28
ninicool
აზრის გამოკითხვას ნიშნავს, მოსაზრებების შეგროვებას.

http://dictionary.reverso.net/french-english/tour%20de%20table

QUOTE
ჩვენმა ტრენერმა გვითხრა, გუგლი ისე განვითარდება, მთარგმნელები საჭირო აღარ იქნებაო.

იოცნებოს biggrin.gif

Posted by: ninicool 28 May 2017, 01:14
LOLZ
QUOTE
აზრის გამოკითხვას ნიშნავს, მოსაზრებების შეგროვებას.

ეგ მეც ვნახე sad.gif

რაღაც სპეციფიკურია, წარმოვიდგინე ერთ ფურცელს როგორ დააფრიალებენ მაგიდიდან მაგიდაზე, ანუ, მოგზაურობს ფურცელი smile.gif))

არადა საკანონმდებლო მაცნეს ჯგუფში მერიდება უკვე დაპოსტვა.

არ გაიხაროს ევროსაბჭომ ჩემი ცოდვით smile.gif))

Posted by: LOLZ 28 May 2017, 03:25
ninicool
როგორც წესი სარეგისტრაციო ფურცელს დააფრიალებენ, რაღაც არ გამიგია რომ შეფასებები ერთ ფურცლებზე გაეკეთებინათ smile.gif)) როგორც წესი ყველა ინდივიდუალურად აფასებს, რაც არ უნდა იყოს biggrin.gif იმ შემთხვევაში თუ წერილობითია. და ზეპირი თუ არის, მაშინ ფოკუს-ჯგუფის შეკრება და ჩანაწერის გაკეთება ხდება smile.gif
რა ტერმინი გითხრეს იმ ჯგუფში? "მრგვალი მაგიდის საშუალებით" არ წავა?

Posted by: ninicool 28 May 2017, 04:35
LOLZ
QUOTE
როგორც წესი სარეგისტრაციო ფურცელს დააფრიალებენ, რაღაც არ გამიგია რომ შეფასებები ერთ ფურცლებზე გაეკეთებინათ )) როგორც წესი ყველა ინდივიდუალურად აფასებს, რაც არ უნდა იყოს  იმ შემთხვევაში თუ წერილობითია. და ზეპირი თუ არის, მაშინ ფოკუს-ჯგუფის შეკრება და ჩანაწერის გაკეთება ხდება
რა ტერმინი გითხრეს იმ ჯგუფში? "მრგვალი მაგიდის საშუალებით" არ წავა?

ანუ, საუბარია ტრენიანგის პირველ შეხვედრაზე რომ შეკრებენ მსმენელებს, მათ რა მოლოდინი აქვთ, გამოჰკითხონ და ტრენინგის ბოლოს შეადარონ სწავლის შედეგებს და უკუკავშირის შედეგებს.

ჰოდა, ამ მოლოდინების შეგროვებაზეა ლაპარაკი, რაღაცა კონკრეტული მეთოდით,

მაცნეში სხვა ტერმინები დავაზუსტე და ვეღარ ვპოსტავ, რა დებილიაო, არ იფიქრონ. არადა ძალიან ძლიერი ტერმინოლოგი გვყავს, ყოფილი.

Posted by: ninicool 28 May 2017, 04:40
ვაა, მივაგენი იატეზე.

გენიოსი ვარ, სწორად წარმომიდგენია biggrin.gif


Posted by: LOLZ 28 May 2017, 05:25
ninicool
როგორ გადმოაქართულებ მაგ ტერმინს ? smile.gif)
მაგ მეთოდს ხშირად ვიყენებთ ხოლმე შეხვედრებზე და ტერმინებზე, მაგრამ კონკრეული ტერმინის გარეშე :biggrin.gif

Posted by: ninicool 28 May 2017, 13:07
LOLZ
QUOTE
როგორ გადმოაქართულებ მაგ ტერმინს ? )
მაგ მეთოდს ხშირად ვიყენებთ ხოლმე შეხვედრებზე და ტერმინებზე, მაგრამ კონკრეული ტერმინის გარეშე :

არც მე გადმოვაქართულებ, განმარტებას ვთარგმნი პირდაპირ, რომ ჩვენმა სასიქადული იურისტებმა კარგად გაიგონ biggrin.gif
ერთია, ტეგები მაინც უნდა გადმოვიტანო ტარგეტში, თორემ ვორდში აღარ დამიგენერირებს პროგრამა, ერორს ამომიგდებს.

Posted by: happy dreamer91 29 May 2017, 11:22
ninicool
QUOTE
ერთია, ტეგები მაინც უნდა გადმოვიტანო ტარგეტში, თორემ ვორდში აღარ დამიგენერირებს პროგრამა, ერორს ამომიგდებს.

ვოთ? biggrin.gif

Posted by: cath6 29 May 2017, 16:28
გაუმარჯოს თუ თქვენ გჭირდებათ დაფინანსების გადაიხადოს თქვენი დავალიანება პროექტი, ან სხვა, გთხოვთ დაუკავშირდა ქალბატონი ელიზაბეტ ძალიან généreuse.Je მეუღლე მხოლოდ მიიღო სესხი 95,000 დოლარი debuter ჩემი ფეხსაცმლის წარმოება პროექტის ქალებისათვის. სინამდვილეში ეს არის ლამაზი. ის და მისი ქმარი დააფინანსებს ნებისმიერი სერიოზული პიროვნება. აქ არის მისი საკონტაქტო: borgeselizabeth06@outlook.com

Posted by: RedBulla 29 May 2017, 19:18
cath6
up.gif

Posted by: ninicool 31 May 2017, 19:13
განა მჯერა?

დავამთავრე
88 გვერდი იყო და 128-ზე ავიყვანე თარგმანი. რა უბედური ენაა ქართული.

happy dreamer91
QUOTE
ვოთ?

ტრადოსში არ მუშაობ? თუ მთარგმნელი არ ხარ საერთოდ?

Posted by: happy dreamer91 1 Jun 2017, 10:04
ninicool
უი, ტრადოსი არც ვიცოდი. ახლა მთარგმნელად არ ვმუშაობ, მაგრამ დისტანციურად ვაკეთებ ხოლმე ზოგჯერ.
* * *
ninicool
როგორ იყენებ, რაში გეხმარება?

Posted by: LOLZ 1 Jun 2017, 11:56
ninicool
QUOTE
რა უბედური ენაა ქართული.

biggrin.gif და რა მსუქანი ასოები აქვს biggrin.gif ქართულად ყოველთვის უფრო დიდია ხოლმე ტექსტი biggrin.gif

Posted by: nikala2010 1 Jun 2017, 13:04
გამარჯობათ ეს თემა არ ვიცოდი თუ არსებობდა.
მოკლედ აქ თუ ხართ დაკავებული თარგმანით ქართულ-ინგლისური და ხელმისაწვდომი იქნებით ხოლმე დღის განმავლობაში იმეილის საშუალებით შემეხმიანეთ პირადში.

აქვე ავღწერ რა მინდა:
იმეილით გადმოვგზავნი ხოლმე სათარგმნ მასალას და იმეილზევე რომ მიპასუხოთ ხოლმე.
ეს იქნება დღეში ერთხელ ან რამოდენიმეჯერ.
პატარ პატარა ტექსტები.

Posted by: ninicool 1 Jun 2017, 14:08
happy dreamer91
QUOTE
უი, ტრადოსი არც ვიცოდი. ახლა მთარგმნელად არ ვმუშაობ, მაგრამ დისტანციურად ვაკეთებ ხოლმე ზოგჯერ.

როგორ იყენებ, რაში გეხმარება?

სამსახურმა დაგვაძალა თავდაპირველად. სასტიკ უარზე კი ვიყავით, მაგრამ ეხლა სხვანაირად ვერც წარმომიდგენია.

შეგიძლია ტერმინების ბაზა შექმნა და დაურთო, ყველაფერს იმახსოვრებს რასაც თარგმნი და 2017 წლის ვერსია ტერმინებს translation memory-დანაც გთავაზობს.
კანონმდებლობის თარგმნისას ძალიან მოსახერხებელია, ერთხელ იუსტიციის სამინისტროს დებულება მქონდა სათარგმნი, სერვერიდან დამატებული translation memory-მ 60% ავტომატურად მითარგმნა, მხოლოდ მაცნეს მაგივრად იუსტიციის სამინისტრო იყო ჩასაწერი.
ფორმატსაც ზუსტად ინარჩუნებს ორიგინალი დოკუმენტის, ბევრი სასარგებლო ფუნქცია აქვს ჩამოთვლილის გარდა კიდევ.
მეც დისტანციურად ვმუშაობ.

LOLZ
QUOTE
და რა მსუქანი ასოები აქვს  ქართულად ყოველთვის უფრო დიდია ხოლმე ტექსტი

მხოლოდ სიმსუქნით არა, სიმბოლოების რაოდენობაც იზრდება ხოლმე, როგორც წესი.

რომ თარგმნი ქართულიდან და ინგლისური ტექსტი გინახევრდება. შოკი მივიღე პირველად facepalm.gif
nikala2010
QUOTE
აქვე ავღწერ რა მინდა:
იმეილით გადმოვგზავნი ხოლმე სათარგმნ მასალას და იმეილზევე რომ მიპასუხოთ ხოლმე.
ეს იქნება დღეში ერთხელ ან რამოდენიმეჯერ.
პატარ პატარა ტექსტები.

რამდენს იხდი? თუ უფასოა?

Posted by: nikala2010 1 Jun 2017, 15:11
ninicool
QUOTE
რამდენს იხდი? თუ უფასოა?

უფასო დღეს არაფერია კარგად მოგეხსენება რახან მაგ კითხვა სვამ wink.gif

როგორც ვიცი 5-10 ლარამდე მერყეობს 1 გვერდის ფასი და ვის როგორი ფასიაქ იმის მიხედვით შევთანხმდებით ალბათ.
ჩემთვის მნიშვნელოვანია დღის განმავლობაში იყოს ხელმისაწვდომი და სწრაფად მიპასუხოს მიწერილზე

Posted by: ninicool 1 Jun 2017, 16:01
nikala2010
QUOTE
უფასო დღეს არაფერია კარგად მოგეხსენება რახან მაგ კითხვა სვამ

როგორც ვიცი 5-10 ლარამდე მერყეობს 1 გვერდის ფასი და ვის როგორი ფასიაქ იმის მიხედვით შევთანხმდებით ალბათ.
ჩემთვის მნიშვნელოვანია დღის განმავლობაში იყოს ხელმისაწვდომი და სწრაფად მიპასუხოს მიწერილზე

გვერდებით დათვლა მე არ გამიგია. შეიძლება წვრილი შრიფტი იყოს და დიდი მოცულობის ტექსტი დაეტიოს. აი, 5-ლარიანი მთარგმნელები რომ არსებობენ, იმიტომ დევს საიტებზე ხარისხიანი თარგმანები.

ნამეტანი არაპროფესიონალური მიდგომაა.

Posted by: happy dreamer91 1 Jun 2017, 16:18
ninicool
http://www.sdl.com/solution/language/translation-productivity/trados-studio/ ეს საიტია? ჯერ ვერ მივხვდი, მოცლილად ჩავუჯდები და გავერკვევი როგორ გამოიყენება.
ქართულად თარგმნა მაგიტო მიყვარს, ბევრი გამოდის biggrin.gif
QUOTE
გვერდებით დათვლა მე არ გამიგია. შეიძლება წვრილი შრიფტი იყოს და დიდი მოცულობის ტექსტი დაეტიოს. აი, 5-ლარიანი მთარგმნელები რომ არსებობენ, იმიტომ დევს საიტებზე ხარისხიანი თარგმანები.

სამწუხაროდ, მე ვისთანაც ვთანამშრომლობ ასეთი ფასები აქვთ და მართალი ხარ თარგმანის ხარისხთან დაკავშირებით. მე შარშან დავიწყე თარგმანზე მუშაობა და თავიდან პროფესიონალი არავინაა, ამიტო 5 ლარი ჩემთვის ნორმალური იყო და როცა განვვითარდები და პროფესიონალად ჩამოვყალიბდები 5 ლარზე არ დავთანხმდები თავისთავად. თან როცა იცი, რომ დამკვეთი გვერდში 15 ლარს იხდის და შენ 5 გაძლევენ. facepalm.gif გვერდებს რაც შეეხება, მე ნათარგმნ გვერდში მიხდიან თორე ეგრე ერთხელ ჩემმა უფროსმა გამომიგზავნა 1 გვერდიაო და 5 გვერდი გამოვიდა რო ვთარგმნე :დ

Posted by: ninicool 1 Jun 2017, 17:18
happy dreamer91
QUOTE
სამწუხაროდ, მე ვისთანაც ვთანამშრომლობ ასეთი ფასები აქვთ და მართალი ხარ თარგმანის ხარისხთან დაკავშირებით. მე შარშან დავიწყე თარგმანზე მუშაობა და თავიდან პროფესიონალი არავინაა, ამიტო 5 ლარი ჩემთვის ნორმალური იყო და როცა განვვითარდები და პროფესიონალად ჩამოვყალიბდები 5 ლარზე არ დავთანხმდები თავისთავად. თან როცა იცი, რომ დამკვეთი გვერდში 15 ლარს იხდის და შენ 5 გაძლევენ.   გვერდებს რაც შეეხება, მე ნათარგმნ გვერდში მიხდიან თორე ეგრე ერთხელ ჩემმა უფროსმა გამომიგზავნა 1 გვერდიაო და 5 გვერდი გამოვიდა რო ვთარგმნე :დ

ჩვენ სორსიდან გვითვლიან. 2000 სიმბოლო 14 ლარი და მაცნეში 1800 სიმბოლო 12 ლარი, ხელზე ასაღები ორივე.

ძირითადად ქართულიდან ვთარგმნი და სორსის დათვლა უფრო მომგებიანია.

ძირითადად იურიდიულ ინგლისურზე ვმუშაობ.

არ მიყვარს ქართულად თარგმნა, ტერმინებში მაგრად ვიჭედები ხოლმე.
ტრადოდის ოფიციალური რესელერი ჩემი მეგობარია. თუ გადაწყვეტ ყიდვას, დაგაკავშირებ.
თუ ყველა ფუნქციას კარგად გამოიყენებ, ძალიან დაგიზოგავს დროს. თან თუ ერთი მიმართულებაზე მუშაობ.

Posted by: nikala2010 1 Jun 2017, 17:27
ninicool
QUOTE
გვერდებით დათვლა მე არ გამიგია. შეიძლება წვრილი შრიფტი იყოს და დიდი მოცულობის ტექსტი დაეტიოს. აი, 5-ლარიანი მთარგმნელები რომ არსებობენ, იმიტომ დევს საიტებზე ხარისხიანი თარგმანები.

ნამეტანი არაპროფესიონალური მიდგომაა.

ჩემს მიმართ თუ არის ეს ტექსტი გეშლება რაღაც.
გვერდებით დათვლი თუ ზომებით ეგ შენ უკეთ იცი. მე გითხარი როგორც ვიცი ასეათქო. შრიფტს რაც შეეხება ეგეც შენ გადააკეთე და დასვი სტანდარტულ ზომაზე რაც მიღებულია რავი...

მოკლედ რაღაც არასწორად გაიგე შენ და ალბათ მაგიტომ სვამ ესეთ კითხვებს.
არც საიტისთვის მინდა არც ბიზნესის სატრიალებლად,
ჩემი სამსახურეობრივი პირადი მიმოწერებია და მინდა გამართული იყოს შინაარსობრივად და გრამატიკულად მეტი არაფერი....
არ მაქ არც დიდ მოცულობებზე საუბარი.
დღეში შეიძლება 1 გვერდი გამოვიდეს ან ერთი წინადადება

Posted by: happy dreamer91 1 Jun 2017, 17:31
ninicool
საკმაოდ მსხვილ მთარგმნელობით კომპანიასთან ვთანამშრომლობ და 2000 სიმბოლოში მთარგმნელებს 5 ლარს უხდიან და ისიც თვეები სჭირდება, რომ ფული ჩაგირიცხონ. მე არ ვარ ფინანსურად მაგათზე დამოკიდებული, სხვა სამსახური მაქვს და დამატებით შემოსავლად არაუშავს. აა, ფასიანია? და რა ღირს?

Posted by: ninicool 1 Jun 2017, 17:35
happy dreamer91
QUOTE
საკმაოდ მსხვილ მთარგმნელობით კომპანიასთან ვთანამშრომლობ და 2000 სიმბოლოში მთარგმნელებს 5 ლარს უხდიან და ისიც თვეები სჭირდება, რომ ფული ჩაგირიცხონ. მე არ ვარ ფინანსურად მაგათზე დამოკიდებული, სხვა სამსახური მაქვს და დამატებით შემოსავლად არაუშავს. აა, ფასიანია? და რა ღირს?

არ ვიცი, ეწერება საიტზე. ჩვენ სამსახურმა დაგვირიგა ლეპტოპებიანად.


Posted by: International-Students-Abroad 1 Jun 2017, 21:21
nikala2010
1800 სიმბოლო 10 ლარი, თუ გაწყობს შემეხმიანე, გვერდის მიხედვით არავინ ითვლის (ნუ ნორმალურებზე მაქვს საუბარი)

Posted by: SokSareth 5 Jul 2017, 10:03
ქართულ დასაქმების ბაზარზე არსებული სიტუაცია. CRRC საქართველოს მონაცემებით, დღევანდელ დღეს დასაქმების მსურველების 51 პროცენტს 18-35 ...

https://www.gclub-casino.com/baccarat/

Posted by: nutsiko 10 Jul 2017, 12:32
როგორც წესი, გვერდს ითვლიან სიმბოლოების მიხედვით (გამოტოვების გარეშე).
მთარგმნელობითი ბიუროს ფასები მერყეობს: 10 ლარიდან 15 ლარამდე.
მთარგმნელობითი ბიუროს მინუსი ისაა, რომ მთარგმნელები ჰყავთ, რომლებმაც უმეტესად არ იციან სფეროს ტერმინოლოგია.
ფასი ნაკლებია მათთან, რადგან 50/50-ზე იყოფენ შემოსავალს. 5-6 ლარი მთარგმნელს და დანარჩენი ბიუროს.
შესაბამისად, თარგმნის ხარისხიც ადეკვატურია.
სამაგიეროდ, მთარგმნელობითი ბიუროს ფასი შემკვეთისთვის მისაღებია, რადგან იაფია (აქაც საკამათოა, რადგან ძუნწი ორჯერ იხდის).
ხშირად ბიუროდან გამოგზავნილი თარგმანები ბრუნდება ხელახალი თარგმნისთვის ან ჩასასწორებლად ან თავად დამკვეთი აქართულებს ან ასწორებს ტერმინებს.
ვინც მამა-მგელია თარგმანში და მუშაობს საელჩოებსა და საერთაშორისო ორგანიზაციებში, ფასებიც შესაბამისი აქვს: 10-15 ამერიკული დოლარი.
ბაზარი გაჯერებულია რუსულ-ინგლისურის მცოდნეებით. დღეს ყველა ცოდნას იბრალებს და თარგმნიან.
იშვიათ ენებთან, სადაც ნაკლებია მოთხოვნა და სპეციალისტიც ნაკლები გვყავს (აღმოსავლური ენები, არაბული და ა.შ.), ფასები გაცილებით მაღალია. კონკურენცია პრაქტიკულად ნოლი. თუმცა თარგმნის ხარისხს ალაჰმა უწყის, ვინ ამოწმებს (შენ თვითონ არ იცი ის ენა და შემმოწმებელი კიდევ ვინ არის, ვინც იტყვის, კარგია თუ ცუდი).
აი, ასეთი ამბებია მთარგმნელობით სფეროში. აღარაფერს ვამბობ მხატვრულ ლიტერატურაზე, რომელსაც სულ ვკითხულობ ,,საბა"-ზე.
დიდი ვერაფერი სანუგეშო.

Posted by: B/S 12 Jul 2017, 23:15
მჭირდება თარჯიმანი, ერთი გვერდის გადათარგმნაა საჭირო.
304 სიტყვაა, არის სამაგისტრო ნაშრომის ანოტაცია, შესაბამისად ხარისხიანი თარგმნა მჭირდება და არა გუგლის გამოყენება. დაინტერესებულმა ადამიანებმა პირადში მომწერეთ თანხა.
თემა ძალიან ძალიან ლაითად ეხება სამართალს, ანუ რაიმე განსაკუთრებული ტერმინების თარგმნა არ მოგიწევთ.

ხო კიდევ, ზარმაცები, უსაქმურები ნუ გამომეხმაურებით. ერთხელ ვიწვნიე უკვე მაგის გემო, 3 დღე მეუბნებოდა სახლში მივდივარ და გადავთარგმნიო და ბოლო დღეს ღამის 4-ზე მითხრა ეხლა ვჯდები სათარგმნელადო, ამიტომ ეგეთებმა თავი შორს დაიჭირეთ, პლზ smile.gif))

Posted by: ninicool 14 Jul 2017, 21:31
B/S
QUOTE
მჭირდება თარჯიმანი, ერთი გვერდის გადათარგმნაა საჭირო.
304 სიტყვაა, არის სამაგისტრო ნაშრომის ანოტაცია, შესაბამისად ხარისხიანი თარგმნა მჭირდება და არა გუგლის გამოყენება. დაინტერესებულმა ადამიანებმა პირადში მომწერეთ თანხა.
თემა ძალიან ძალიან ლაითად ეხება სამართალს, ანუ რაიმე განსაკუთრებული ტერმინების თარგმნა არ მოგიწევთ.

ხო კიდევ, ზარმაცები, უსაქმურები ნუ გამომეხმაურებით. ერთხელ ვიწვნიე უკვე მაგის გემო, 3 დღე მეუბნებოდა სახლში მივდივარ და გადავთარგმნიო და ბოლო დღეს ღამის 4-ზე მითხრა ეხლა ვჯდები სათარგმნელადო, ამიტომ ეგეთებმა თავი შორს დაიჭირეთ, პლზ ))

304 სიტყვის თარგმნას 20 წუთი უნდა smile.gif)))
გამომიგზავნე და გადაგითარგმნი უფასოდ, თუ ისევ გადასათარგმნი გაქვს. იურიდიული ინგლისური ვიცი ასე თუ ისე smile.gif


და კიდევ ერთი, ფორუმელებო, ხომ არ იცით citation form რა უნდა იყოს?

The number can be found on the front of your citation form. - ნაფიც მსაჯულს ეუბნებიან.

Posted by: kate01 15 Jul 2017, 12:59
QUOTE

და კიდევ ერთი, ფორუმელებო, ხომ არ იცით citation form რა უნდა იყოს?

The number can be found on the front of your citation form. - ნაფიც მსაჯულს ეუბნებიან.


citation - არის მოპასუხის გამოძახება სასამართლოში, მთლიანი წინადადება შესაძლოა ნიშნავდეს - რაოდენობას მიაგნებთ მოპასუხის გამოსაძახებელი ფორმის წინო, ან წინა გვერდზეო, რის გამო ეუბნებიან, იქნებ კონტექსტში ჩაჯდეს

Posted by: ninicool 15 Jul 2017, 14:05
kate01
QUOTE
citation - არის მოპასუხის გამოძახება სასამართლოში, მთლიანი წინადადება შესაძლოა ნიშნავდეს - რაოდენობას მიაგნებთ მოპასუხის გამოსაძახებელი ფორმის წინო, ან წინა გვერდზეო, რის გამო ეუბნებიან, იქნებ კონტექსტში ჩაჯდეს

კი, ეგ მეც ვნახე გილ.გე-ზე, მოპასუხის გამოძახებაო, ჰოდა ნაფიცი მსაჯულის გამოძახება გამოვიყენე. ტელეფონის ნომერზეა ლაპარაკი number-ით.

სანამ დავამთავრებ, იქნებ გამინათდეს გონება.

მადლობა.

Posted by: kate01 15 Jul 2017, 21:33
QUOTE
კი, ეგ მეც ვნახე გილ.გე-ზე, მოპასუხის გამოძახებაო, ჰოდა ნაფიცი მსაჯულის გამოძახება გამოვიყენე. ტელეფონის ნომერზეა ლაპარაკი number-ით.

სანამ დავამთავრებ, იქნებ გამინათდეს გონება.

მადლობა.


ნაფიცი მსაჯულის გამოძახება არ იქნება, სასამართლოს დოკუმეტების თარგმნისას ხშირად შემხვედრია citation და ყოველთვის მოპასუხის კონტექსტშია გამოყენებული

Posted by: ninicool 15 Jul 2017, 22:29
kate01
QUOTE
ნაფიცი მსაჯულის გამოძახება არ იქნება, სასამართლოს დოკუმეტების თარგმნისას ხშირად შემხვედრია citation და ყოველთვის მოპასუხის კონტექსტშია გამოყენებული

დოკუმენტის ნაირსახეობაა ამ შემთხვევაში.
იატეზეც კი არ არის განმარტება
აი, კონტექსტი
1. If you wish to speak to a member of staff before your jury service begins, the telephone number is given on your juror’s citation and in the local information leaflet.
2. YOU MUST BRING YOUR CITATION AND YOUR EXPENSES CLAIM FORM WITH YOU TO COURT.
3. If you want to apply for excusal or exemption from jury service you should read the enclosed ‘Guide to Jury Service Eligibility and Applying for Excusal’ and fill in the ‘Application for Exemption or Excusal from Jury Service’ form which is enclosed with your citation.
4. When writing or calling, please state your juror citation number and date of attendance.
5. The telephone number is shown on your citation.
6. However, if a trial is expected to last several weeks, the court officials will try to warn jurors by enclosing a letter with the citation for jury service.
7. IF YOU DO NOT ATTEND COURT AS REQUIRED, AND HAVE NOT ALREADY BEEN EXCUSED, THE COURT MAY FINE YOU FOR FAILING TO COMPLY WITH YOUR CITATION.
8. You should telephone the jurors’ attendance update line as mentioned in your citation.
9. The court contact details can be found on your citation and in the cover of this booklet.
* * *
შოტლანდიური ტერმინი ყოფილა. ადრეც შემხვდა რამდენიმე ტერმინი შოტლანდიური მაგ კაცის პრეზენტაციას რომ ვთარგმნიდი..

Posted by: kate01 16 Jul 2017, 17:58
აა, უშუალოდ ნაფიც მსაჯულებზე ყოფილა საუბარი, citation form რაღაც დოკუმენტია ისეთი, რომელშიც ნაფიცი მსაჯულებია ჩამოთვლილი. ჰო აშკარად გადატანითი მნიშვნელობითაა გამოყენებული, რაც დაწერე ის მიესადაგება მშვენივრაად

Posted by: reddoc555 19 Jul 2017, 15:40
გამარჯობათ, სამედიცინო ტექსტის თარგმნა ვის შეუძლია?
ბევრი არაა, 3 გვერდი იყოს მაქსიმუმ.

და ფასიც რომ მითხრათ აქვე.

დიდი მადლობა smile.gif

Posted by: kate01 23 Jul 2017, 00:01
QUOTE
გამარჯობათ, სამედიცინო ტექსტის თარგმნა ვის შეუძლია?
ბევრი არაა, 3 გვერდი იყოს მაქსიმუმ.


ჩათში მოგწერეთ

Posted by: ninicool 8 Aug 2017, 20:05
"ჩამოთრეული" თუ შეგხვედრიათ ვინმეს სათარგმნად, როგორ წერთ ხოლმე? LOLZ შენ გეცოდინება, ამერიკაში ხარ ნაცხოვრები (თუ სწორად მახსოვს)

Posted by: დაშლიი? 8 Aug 2017, 20:27
ninicool

გააჩნია საიდან. თუ სოფლიდანაა მაშინ დამამცირებლად hillbilly შეიძლება დაუძახო ანუ სოფლიუშკა(ამერიკაში ასე ეძახიან).. თუ უცხოეთიდან illigal immigrant.
ჩამოთრევა პირდაპირ მგონი dragged down არის, მაგრამ არასწორი თარგმანი გამოვა... ://

Posted by: ninicool 8 Aug 2017, 20:41
დაშლიი?
სოფელში ჩასახლებულ მუსულმანებზეა საუბარი, მაგრამ არ არის მითითებული საიდან ჩაასახლეს

Posted by: დაშლიი? 9 Aug 2017, 00:48
ninicool

ჩემი აზრით ეს არის ყველაზე სწორი თარგმანი -Outlander
თუ მუსულმანზე გინდა ხაზის გასმა მაშინ - Outlander Mussies smile.gif



--------

://

Posted by: ninicool 9 Aug 2017, 00:52
დაშლიი?
დიდი მადლობა.


Posted by: basota 9 Aug 2017, 12:43
http://www.swrafisesxi.ge
http://www.myamindi.ge


ბანი სამუდამო !

Posted by: SabArch 12 Aug 2017, 14:35
პატარა კონსულტაცია გამიწიეთ ვინც ქართულიდან ინგლისურზე თარგმნით ტექსტებს.

Posted by: LOLZ 12 Aug 2017, 16:00
Sabarchmage
რა გინდა აბა დაწერე

Posted by: SabArch 12 Aug 2017, 16:26
QUOTE (LOLZ @ 12 Aug 2017, 16:00 )
Sabarchmage
რა გინდა აბა დაწერე

ჩატში მოგწერეთ რაც მჭირდება და გთხოვთ ნახოთ აუცილებლად.

Posted by: ninicool 5 Sep 2017, 22:55
LOLZ დაშლიი? kate01 happy dreamer91 gigajoj
მეგობრებო, ერთ წინადადებას ჩავაგდებ სპოილერში, თქვენ როგორ გესმით შინაარსი, თუ შეგიძლიათ, რომ მოკლედ ამიხსნათ. ფორუმი დიდი ძალაა, წინასწარ დიდი მადლობა
» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «


Posted by: LOLZ 6 Sep 2017, 00:49
ninicool
ძალიან გეჩქარება? biggrin.gif ძალიან ჩახლართული რამეა და არ მაქვს ახლა მაგაზე ფიქრის თავი. biggrin.gif

Posted by: ninicool 6 Sep 2017, 01:25
LOLZ
ჰო, საშინელება. ხვალე იყოს love.gif

კი მივჯღანე რაღაცა, მაგრამ ექსპერტების აზრს გავითვალისწინებდი love.gif

Posted by: donkosta 4 Oct 2017, 18:17
რა ღირს რემოუთით თარგმნა ინგლისურიდან ქართულზე 1 გვერდი და გვერდი როგორ იზომება?
საავტომობილო თემატიკაა, ხშირად მექნება ცოტ-ცოტა სავარაუდოდ


ასევე ბროშურების/ბუკლეტების და გაიდების თარგმანი როგორ გამოვა?

Posted by: gigajoj 4 Oct 2017, 19:51
donkosta
1200 სიმბოლო 15 ლარი

Posted by: Katutu 4 Oct 2017, 19:58
donkosta
1 A4 ფორმატის გვერდში არის დაახლოებით 250 სიმბოლო და ამით იზომება 1 გვერდი


gigajoj
კარგი ფასია საკმაოდ
* * *
ninicool
როგორც არ უნდა იყოს, სხვა თვალსაზრისით, სადაც შეუსაბამებლობაა იმ კანონთან რომელიც დამტკიცებულ იქნა ნაციონალური კანონმდებლობის საფუძველზე, ის შეიძლება არ შეესაბამებოდეს მე -6 მუხლის 1-ლი პუნქტის მოთხოვნას, რომ ტრიბუნალი "კანონითაა დადგენილი"

შევეცადე მეტად გრამატიკულად სწორი გამოსულიყო, აბა ნახე

Posted by: donkosta 4 Oct 2017, 20:35
gigajoj
QUOTE
1200 სიმბოლო 15 ლარი

thanks, წინა გვერდებზე უკეტესი ვარიანტები ქონდატ და დაველოდები ჯერ
Katutu
QUOTE
1 A4 ფორმატის გვერდში არის დაახლოებით 250 სიმბოლო და ამით იზომება 1 გვერდი

?
2500?
1200 ნახევრი გვერდი გამოდის მაშინ

Posted by: Katutu 4 Oct 2017, 20:40
donkosta
ბოდიში შემეშალა
2500 სიმბოლო ან 500 სიტყვაა 1 გვერდი

მე ვთარგმნი 1 გვერდს 5 ლარად, თუ გინდა მომწერე პმ და მოვლაპარაკდეთ smile.gif

Posted by: Mavro 4 Oct 2017, 21:03
QUOTE
ბოდიში შემეშალა
2500 სიმბოლო ან 500 სიტყვაა 1 გვერდი

მე ვთარგმნი 1 გვერდს 5 ლარად, თუ გინდა მომწერე პმ და მოვლაპარაკდეთ



lol.gif

ფასებს ნუ აგდებ mad.gif

facepalm.gif

Posted by: Katutu 4 Oct 2017, 21:06
Mavro

QUOTE
donkosta
1200 სიმბოლო 15 ლარი


აგერ კაცი ნახევარ გვერდში ითხოვს 15 ლარს და შენ ჩემი 5 ლარი გებევრა ერთ გვერდში
თუ კარგად გახსოვს შენც 1 გვერდი 5 ლარად შემოგთავაზე მაგრამ ლარიანი თარჯიმნები გინდა
სხვა რა დავამატო გარდა იმისა რომ წარმატებებს გისურვებ წამოწყებულ 'ბიზნესში' smile.gif

Posted by: Mavro 4 Oct 2017, 21:42
QUOTE
აგერ კაცი ნახევარ გვერდში ითხოვს 15 ლარს და შენ ჩემი 5 ლარი გებევრა ერთ გვერდში


მეც გადავთარგმნი 50 ლარად განა პრობლემაა, მაგრამ შედარებით იშვიათად ვიპოვი "მონას"

ეტყობა ბიზია wink.gif

Posted by: International-Students-Abroad 5 Oct 2017, 00:24
Katutu
ეს ჩემი მეორე ნიკია
QUOTE
1 A4 ფორმატის გვერდში არის დაახლოებით 250 სიმბოლო და ამით იზომება 1 გვერდი

გვერდზე დაახლოებით ეტევა 1800 სიმბოლო, 250-ში შენ ალბათ სიტყვას გულისხმობ და არა სიმბოლოს.. .
QUOTE
აგერ კაცი ნახევარ გვერდში ითხოვს 15 ლარს და შენ ჩემი 5 ლარი გებევრა ერთ გვერდში

ყველას თავისი ფასი აქვს და თავისებურად უღირს დრო. მე ხუთ ლარად არც კი განვიხილავ თარგმანს, რადგან 1 გვერდი დაახლოებით უნდა ვთარგმნო 45 წუთი, 2 საათში კი მე მოსწავლე გადამიხდის მინიმუმ 15 ლარს მაქსიმუმ 20 ლარი, შესაბამისად განსაზღვროთ რომელი მირჩევნია თარგმნით ვიმტვრიო თავი თუ ვინ როგორ უნდა გაიგოს კონკრეტული საკითხი.
* * *
ამ ყველფერს, რომ თავი დავანებოთ, სამთო ქიმიაშიც ყრია ,,ხელოუ'' მცოდნე ხალხი, რომლებიც 2 ლარად თარგნიან გვერდს

Posted by: Katutu 5 Oct 2017, 00:47
International-Students-Abroad
იმას ვიძახდი რომ საშუალო ფასი თქვი შენ და მოვუყვანე მაგალითად იმ ადამიანს ვისაც შევთავაზე 5 ლარად 1 გვერდი და ამითვალწუნა, იმიტომ რომ 'არ მაქვს ისეთი ძნელი მასალა რომ 5 ლარი გადავიხადო' და ერთ გვერდში 1.5 ლარს იხდის. უბრალოდ ვაჩვენე რა არის თარგმანის დღევანდელი ფასი, that's all smile.gif

Posted by: AVN 5 Oct 2017, 00:55

Posted by: gigajoj 5 Oct 2017, 07:47
Katutu
1.5 lol.gif lol.gif lol.gif

ასეთი კურიოზები მიყვარს

Posted by: Katutu 5 Oct 2017, 12:19
gigajoj
10 ლარია საშუალოდ მეთქი გვერდი და 5 ლარი აითვალწუნა, მატყუარა ხარო სად არი ასეთი ფასებიო user.gif
კურიოზია აბა რაარის

Posted by: Mavro 6 Oct 2017, 20:27
QUOTE
10 ლარია საშუალოდ მეთქი გვერდი და 5 ლარი აითვალწუნა

10 ლარზე მეტს ვიხდი თარგმანში(!)

ნუ ჭორაობ ჩემზე ყრები მიწითლდება biggrin.gif

Posted by: Katutu 6 Oct 2017, 21:29
Mavro
10 ლარზე მეტს ალბათ 20 გვერდიანი სტატიის თარგმანში თუ გადაიხდი
შენივე ფასებს გადახედე თუ დაგავიწყდა up.gif

QUOTE
ნათარგმნი სტატია:

სიტყვა    ლარი
100            0,50
200            1
300            2
1000          5


აბა ჰე, არ დამთაგო თქო, ან ჯანგოების თემაში გადაინაცვლე და ცილს ნუ მწამებ ტყუილების თქმაში, აქ ერთადერთი მატყუარა შენ ხარ up.gif

Posted by: Mavro 6 Oct 2017, 22:01
Katutu
თავს იკატუნებ თუ საჭორაო მასალა გამოგელია ?

თუ სიმართლის დადგენა გინდა ამასთან ერთად ის დადე 3 თეთრი რომ შემომთავაზე და მე რა გიპასუხე კონკრეტულად მაგაზე.

QUOTE
არ დამთაგო

ჯერ ერთი არ დამითაგიხარ

მეორეც

QUOTE
ნუ ჭორაობ ჩემზე



vik.gif

მატყუარა ხარ აბა რა ხარ ლაპარაკიდან გამირბიხარ, დგახარ აქ ჭორაობ ჩემზე, ალბათებით ლაპარაკობ და კონტექსტიდან ამოგლეჯილი ფაქტები მოგაქვს მოწმედ.

გეყოს ვაჟქალობა დაუმატე მაგ ამოგლეჯილ კონტექსტს რამდენი შემომთავაზე (3 თეთრი) და რა გიპასუხე და გამოჩდება რა ჩითიც ხარ gigi.gif

:ჭორიკანა:

Posted by: AVN 6 Oct 2017, 22:04
Mavro
რანაირი ქართველი ხარ?! როდის იყო ქართველი კაცი მონათმფლობელობით შოულობდა ფულს? facepalm.gif
shame on you

Posted by: Katutu 6 Oct 2017, 22:36
Mavro
ტროლაობ თუ მართლა ასეთი ხარ? biggrin.gif
ეხლა მართლა მიმოწერა არ დამადებინო lol.gif lol.gif lol.gif

Posted by: Mavro 6 Oct 2017, 22:58
AVN
ბატონ"გლეხობა" აბა რა ჩემი ჭაღარა იყო "ქართველო" ?
ან რას დამსდევ ყველგან კტუტუს "კავალერი" ხარ ? love.gif

ის, ფეხბურთელის ჯართიც მოვა ვგონებ...

პ.ს. რომ არ გავაოფო

მესაჭიროება თარჯიმანი(!) პარტ ტაიმ ქართულიდან > ინგლისურად (და არა პირიქით)
თემატიკა თქვენთვის უცხო და თანამედროვე იქნება, ამიტომ პრაქტიკა თუ არ გაქვთ ინგლისურენოვანი ქვეყნიდან ტყუილად ნუ შემომეხმიანებით.
ფასი სიტყვების მიხედვით მითხარით.

სიმბოლოები, თაბახის ა ჩეტირე და გვერდები შრიფტის ზომით არ გამაგონოთ პლზ wink.gif



Katutu
სხვათაშორის ეგ კითხვა მე დამებადა შენს მიმართ პირველად და თავი შევიკავე კითხვისგან... (ხზ ბუნება ჭრელია)

Posted by: AVN 6 Oct 2017, 23:43
Mavro
შოკი ხარ მავრო შოკი , იმედია კომპლიმენტად მიიღებ და არ გეწყინება love.gif

» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «

Posted by: Mavro 8 Oct 2017, 22:02
AVN
QUOTE
იმედია კომპლიმენტად მიიღებ და არ გეწყინებ

ვერ გამოიცანი, მესამე ვარიანტი

კითხვაზე მიპასუხე შენ და კტუტუ what's going on ?


» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «

Posted by: ninicool 9 Oct 2017, 00:06
Katutu
QUOTE
როგორც არ უნდა იყოს, სხვა თვალსაზრისით, სადაც შეუსაბამებლობაა იმ კანონთან რომელიც დამტკიცებულ იქნა ნაციონალური კანონმდებლობის საფუძველზე, ის შეიძლება არ შეესაბამებოდეს მე -6 მუხლის 1-ლი პუნქტის მოთხოვნას, რომ ტრიბუნალი "კანონითაა დადგენილი"

შევეცადე მეტად გრამატიკულად სწორი გამოსულიყო, აბა ნახე

lol.gif lol.gif lol.gif lol.gif lol.gif

ისე, 1-ლი სიტყვიერად უნდა ეწეროს smile.gif)))

Posted by: გათახსირებული 9 Oct 2017, 09:57
Katutu
სგ, სგ სწორად თარგმნე ეკა. ჰავა არ იუ დაიკონა რა იყო და თარჯიმანი ხარ პროფესით? givi.gif საინტერესოა.
თუ სამსახურიდან წამოსვლის სურვილი გაგიჩნდა, ერთ წელიწადში მექნება ვაკანსია და წამო ჩემთან. მეტალიკას ჰანგებზე ვგუგუნებთ bis.gif მანამდე არ იჩქარო! თუ შენ ეკა, ემოების სასტავში გადიხარ? პ.ს ტოკიო ჰოტელი არსებობს ჯგუფი კიდევ? biggrin.gif ბავშვობაში მაგის გამო, მაგარ გოგოზე ვთქვი უვარი. სწორად მოვიქეცი, აშკარად.

Posted by: Katutu 9 Oct 2017, 11:39
ედიტედ, არ მაქ თქვენი თავი lol.gif lol.gif lol.gif

Posted by: გათახსირებული 9 Oct 2017, 22:08
Katutu
QUOTE
iforum.ge

lol.gif lol.gif lol.gif lol.gif

Posted by: B O S S 6 Nov 2017, 11:47
სასწრაფოდ მინდა 5 გვერდი რუსულიდან ქართულად.
3 საათში უნდა მქონდეს ნათღარგმნი მაქსიმუმ, ტექსტი მარტივია, ვის არ გეზარებათ?

Posted by: theodous 6 Nov 2017, 14:19
B O S S
უნდა გადაიხადო

გვერდი 10 ლარი

Posted by: ninicool 7 Nov 2017, 18:05
ვაჰ, ბაჯაღლო ვაკანსიას წავაწყდი ეიჩარზე smile.gif))
https://www.hr.gov.ge/JobProvider/UserOrgVaks/Details/45633?active=1

ვისაც ლინკზე გადასვლა გეზარებათ, იხილეთ სპოილერი biggrin.gif
» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «

Posted by: severuss 8 Nov 2017, 02:37
ninicool
580 ლარი ამის წაკითხვაშიც ცოტაა. დაამატონ ფარჩაკებმა mad.gif

Posted by: ninicool 8 Nov 2017, 18:00
severuss
QUOTE
580 ლარი ამის წაკითხვაშიც ცოტაა. დაამატონ ფარჩაკებმა 

ხელფასი მოუმატონ და ენა დაამატონ biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif

რა ენაზე უნდა თარგმნონ, არაა მითითებული, ან რომელი უცხოური ენის ცოდნაა სავალდებულო. რუსულია სასურველიო smile.gif)))

580 ლარს 1 კვირაში გამოვიმუშავებ, ეგეც თუ ზოზინით ვიმუშავე.


Posted by: ქართლოსი 9 Nov 2017, 21:04
რატომ არ ამბობენ ბგერებს მაშინ სხვანაირატ უნდა ისწავლო კითხვა ესე არ არის?????


https://lingualeo.com/ru/jungle/3-tips-for-...-368973#/page/1
* * *
რატომ არ ამბობენ ბგერებს მაშინ სხვანაირატ უნდა ისწავლო კითხვა ესე არ არის?????


https://lingualeo.com/ru/jungle/3-tips-for-...-368973#/page/1

Posted by: B/S 19 Nov 2017, 10:18
ორი გვერდის თარგმნა ეხლა რომ მოგაწოდოთ და12-1 საათამდე მდე რომ იყოს მზად, ოღონდ აზრის გამოტანა უნდა შეიძლებოდეს , ტრანსლატორების გამოყენება მეც ვიცი. დაბარჩენი პმ

Posted by: dendo 21 Nov 2017, 22:09
smile.gif)))))))))))))))))))))))))))))))))))))))))
* * *
sad.gif((((((((((((((((((((((((((((((((((((((((((

Posted by: maniafix 28 Nov 2017, 18:17
https://www.mymarket.ge/ka/product/view/11263127/

Posted by: ExpressTranslate 1 Dec 2017, 14:14
ინგლისური ენის სერტიფიცირებული თარჯიმანი გთავაზობთ მთარგმნელობით მომსახურებას (ქართულიდან ინგლისურ ენაზე და პირიქით).

- უმაღლესი განათლება, ინგლისური ენის (Advanced დონე) სერტიფიცირებული თარჯიმანი;
- 10 წლიანი პროფესიული გამოცდილება;
- სწრაფი (დღე-ღამეში 20-30 გვერდი) და ხარისხიანი (ხარვეზების გარეშე) თარგმანი;
- ნებისმიერი სირთულის და თემატიკის მასალის თარგმანი;
- რეალური ფასი: 1500 სიმბოლო - 10 ლარი;
- პასუხისმგებლობა, პუნქტუალურობა;
- კომპეტენტური ურთიერთობა, ეთიკა.

დეტალური ინფორმაციისთვის გთხოვთ, მომწეროთ პირადად ფორუმზე ან დამიკავშირდეთ შემდეგ ელ. ფოსტაზე: expresstargmna@gmail.com

Posted by: Ofelia 21 Dec 2017, 13:01
ვისაც გჭირდებათ თარგმნა, რუსულიდან ქართულად ან ინგლისურიდან ქართულად
შეგიძლიათ მომწეროთ

Posted by: avelum 29 Jan 2018, 13:56
გამარჯობა ვარ ინგლისური ენის თარჯიმანი. შემიძლია გითარგმნოთ ნებისმიერი სირთულის დოკუმენტი. 2200 სიმბოლო 10 ლარი.
გთხოვთ, სათარგმნი მასალა გააგზავნოთ მეილზე targmaniltd@gmail.com

Posted by: maestroraro 25 Mar 2018, 15:04
გამარჯობა მეგობრებო,თხოვნა მაქვს თქვენთან,რჩევები მჭირდება ენის აღდგენასთან დაკავშირებით...დაახლოებით წელიწადნახევრის წინ ინგლისური ენის Intermediate დონე გავიარე,მაგრამ ენა დამავიწყდა,რადგან შეხება აღარ მაქვს...რჩევები მინდა როგორ შევუდგე ენის სწავლას თავიდან ,ოღონდ სწრაფი ტემპით,რაიმე მარტივი გზები ...
წინასწარ გმადლობ

Posted by: Romeru_Lukaku 12 Apr 2018, 03:52
თარგმანში საკმაოდ ბევრს ხო აე ითხოვთ ?

Posted by: gigajoj 12 Apr 2018, 10:51
QUOTE (Romeru_Lukaku @ 12 Apr 2018, 03:52 )
თარგმანში საკმაოდ ბევრს ხო აე ითხოვთ ?

თქვენი აზრით ერთი გვერდი რამდენი უნდა ღირდეს?

Posted by: Romeru_Lukaku 12 Apr 2018, 13:52
gigajoj
მაგას მე რატო მეკითხებიით ??????

Posted by: gigajoj 12 Apr 2018, 20:08
QUOTE (Romeru_Lukaku @ 12 Apr 2018, 13:52 )
gigajoj
მაგას მე რატო მეკითხებიით ??????

თქვენ დასვით კითხვა თარგმანში ბევრს ხომ არ ითხოვთო ქნუ ფასი გეძვირებათ. გვაინტერესებს თქვენი აზრი რამდენი უნდა ღირდეს ერთი ნათარგმნი ტექსტი.

Posted by: sokxrata 13 Apr 2018, 09:57
თარგმნა მჭირდება ქართულიდან ინგლისურზე დახლოებით 1 ვორდის გვერდი. ვიხდი paypal.com ით შემომთავაზეთ ფასი, დღესვე მჭირდება

Posted by: hopla123 13 Apr 2018, 13:20
1 ვირდია ფაილი რა უნდა ღირდეს მაინტერეაება რა ფასს დაგიწერწნ

Posted by: Romeru_Lukaku 14 Apr 2018, 03:07
gigajoj
მე ფასი მეძვირა მაგრამ თქვენი გადასაწყვეტია ეგ

Posted by: vamos 15 Apr 2018, 04:09
sokxrata
პირდაპირ ფეიფალის ანგარიშზე დამსივიი

Posted by: g.tsitsava@gmail.com 30 Apr 2018, 08:33
ხო არ იცით რაიმე უცხოური საიტი სტატიების წერაში რომ ფულს იხდიდეს?

Posted by: Alie 25 May 2018, 16:39
მოგესალმებით

ვთარგმნი ინგლისურიდან ქართულად ან რუსულად, ასვეე რუსულიდან ქართულად, სწრაფად და ხარისხიან, მისაღებ ფასში. მაქვს მრავალწლიანი გამოცდილება და ბევრი კმაყოფილი კლიენტი.
მაქვს როგორც სამეცნიერო, ასევე ტექნიკური ლიტერატურის თარგმნის გამოცდილება, ასევე ვთარგმნი კატალოგებს, ინსტრუქციებს, სტატიებს საიტებისთვის და ა.შ. მაქვს საიტების და მობილური აპლიკაციების თარგმნის გამოცდილება.

მომწერეთ პირადში ან პირდაპირ ელ-ფოსტაზე nat347@gmail.com

ასევე განვიხილავ გრძელვადიან თანამშრომლობას!

Posted by: Markoo 25 May 2018, 17:12
https://forum.ge/?showtopic=34417875&st=735&#entry52778385

Posted by: sokxrata 30 May 2018, 20:45
მჭირდება შემდეგი ენის სპეციალისტები
ფრანგული
რუსული
გერმანული
იტალიური
ჰოლანდიური
არაბული
სათარგმნია პატარა ტექსტი
ვიხდი პაიპალ ით

Posted by: rostislav-pere 25 Jun 2018, 11:42
ძალიან მაგარი თემა და ინფორმაციული, ჯერ კიდევ არსებობს

Posted by: LOLZ 14 Aug 2018, 04:04
4Motivi
iword.ge რატომ აღარ მუშაობს? ჩაირთვება ოდესმე? givi.gif

Posted by: nutsiko 14 Aug 2018, 09:55
თარგმნა: ინგლისური - რუსული - ქართული.
თუ დაგჭირდეთ, მომწერეთ.

Posted by: Beroname 14 Aug 2018, 16:15
რა დამიჯდება 20 გვერდიანი რუსული დოკუმენტის თარგმნა ინგლისურად? 4000 სიტყვაა საშუალოდ

Posted by: popusha 28 Aug 2018, 15:27
დავფიქსირდები ბარემ

შემიძლია ინგლისურადნ ქარულად და ქართულიდან ინგლისურად თარგმნა სამეცნიერო სტატიების

Posted by: Don ST 24 Sep 2018, 03:16
დამკვეთები არ ჩანან მაინცდამაინც, მაგრად დავფიქსირდეთ მანც, რა იცი რა ხდება

Posted by: 4Motivi 18 Oct 2018, 23:08
კომპანიას ესაჭიროება ჩინური და იაპონური ენის გამოცდილი მთარგმნელები (ზეპირი თარგმანის მიმართულებით).

აუცილებელი მოთხოვნები:

** თარგმნითი სამუშაოების შესრულების მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** ოპერატიულობა და დეტალებისადმი (ტერმინები, თარიღები, ციფრები და ა.შ.)

ანაზღაურება გამომუშავებით, შესრულებული სამუშაოს მიხედვით.

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გადმოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე და განათლების დასტურის დოკუმენტაცია დიპლომი, სერტიფიკატი (აუცილებელია) ელფოსტით, შემდეგ მისამართებზე: To: hr@delta-group.ge, cc: DeltaTargmani@gmail.com

გთხოვთ, წერილის თემაში აუცილებლად მიუთითეთ ენის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი რეზიუმე არ განიხილება. კომპანიაში დასაქმებამდე კანდიდატები გაივლიან ტესტირებას.

გისურვებთ წარმატებას!
* * *
კომპანიას ესაჭიროება ბერძნული და უზბეკური ენის გამოცდილი მთარგმნელები (ზეპირი თარგმანის მიმართულებით).

აუცილებელი მოთხოვნები:

** თარგმნითი სამუშაოების შესრულების მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** ოპერატიულობა და დეტალებისადმი (ტერმინები, თარიღები, ციფრები და ა.შ.)

ანაზღაურება გამომუშავებით, შესრულებული სამუშაოს მიხედვით.

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გადმოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე და განათლების დასტურის დოკუმენტაცია დიპლომი, სერტიფიკატი (აუცილებელია) ელფოსტით, შემდეგ მისამართებზე: To: hr@delta-group.ge, cc: DeltaTargmani@gmail.com

გთხოვთ, წერილის თემაში აუცილებლად მიუთითეთ ენის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი რეზიუმე არ განიხილება. კომპანიაში დასაქმებამდე კანდიდატები გაივლიან ტესტირებას.

გისურვებთ წარმატებას!

Posted by: Magana1 2 Nov 2018, 16:04
ვეძებ ტექნიკური განათლებით ადამიანს. (რუსულენოვანი)
ან განათლების მიღების პროცესში მყოფს (სტუდენტი) ბიჭს.
ვისაც შესანიშანვად შეუძლია რუსულად კომუნიკაცია.
შეუძლია კომპიუტერის კლავიატურაზე რუსული ტექსტების აკრეფა. სწრაფად და გრამატიკულად სწორად.

მომწერეთ პირადში.

Posted by: 4Motivi 22 Dec 2018, 22:46
QUOTE (LOLZ @ 14 Aug 2018, 04:04 )
4Motivi
iword.ge რატომ აღარ მუშაობს? ჩაირთვება ოდესმე? givi.gif

უკვე ჩაირთო განახლებული ვერსია, შეგიძლია ნახოთ

Posted by: sanfol 8 Feb 2019, 18:42
დაბადების მოწმობისასლის თარგმნა და დამოწმება ბერძნულად რა დაჯდება?

და სადაკეთებენ თუ იცით?

Posted by: ანდაზა 8 Feb 2019, 19:07
"ენა მწარე ენა ქვეყნის ამომგდები ვირი გინდა ღობოს შიგნით დააბი დინდა ღობის გარეთ"

QUOTE
დაბადების მოწმობისასლის თარგმნა და დამოწმება ბერძნულად რა დაჯდება?


გადათარგმნილი ნახე, სახელი გვარი და დაბადების ადგილი გექნება მარტო შესაცვლელი

Posted by: tifoza 11 Apr 2019, 19:45
გამარჯობათ მეგობრებო, ვიდეოგაკვეთილის თარგმნა მინდა როგორ ხდება ეგ ჩვეულებრივი თარჯიმნის საქმეა ეგ??

Posted by: Heahmund 18 Jun 2019, 08:17
ინგლისურის წერის მცოდნე მჭირდება, რამდენიმე სამადლობელი წერილია დასაწერი, გასამსჯელოს რომელიმე რუმში ჩაგირიცხავთ smile.gif

Posted by: დოჩანა 18 Jun 2019, 12:22
Heahmund
პმ მოგწერეთ.

-------------

Posted by: UsLovR 20 Jun 2019, 10:13
გამარჯობა

მჭირდება თარჯიმანი, ინგლისურიდან ქართულად თარგმნა. ძირითადად გეიმინგ სიახლეების სტატიები.

მომწერეთ პირადში რამდენად თარგმნით, და თქვენი ნათარგმნის მაგალითიც.

მადლობა

Posted by: g.tsitsava@gmail.com 21 Jun 2019, 16:46
UsLovR
პირადი ნახე ჯიგარო

Posted by: BAKURMEFE 25 Jun 2019, 19:56
თარჯიმანი მჭIრდება ერთი გვერდის აგდსათარგმნად. გუგლს თრანსლეითი არ მიიღება. შემოწმებითაც შევამოწმებ მშვენივრად. PM-ში მომწერეთ თანხა, გემბლინს საიტებზე ვერ ჩავრიცხავ სამწუხაროდ.
* * *
ვთარგმნე უკვე.
თქვენ უნდა შეიყვანოთ პოსტინგი! სულ მცირე 30 სიმბოლო!

Posted by: sanfol 30 Jul 2019, 11:06
სამოტივაციო წერილს ინგლისურად ვინც წერთ შემეხმიანეთ

Posted by: muammar_caddafi 1 Nov 2020, 12:40
ვთარგმნი ქართულიდან არაბულად და არაბულიდან ქართულად და რუსულად, აგრეთვე ქართულიდან რუსულად და რუსულიდან ქართულად. განათლებით ვარ აღმოსავლეთმცოდნე, მთარგმნელი რეფერენტი. მაქვს რუსეთსა და არაბულ ქვეყნებში მრავალწლიანი მთარგმნელობითი მუშაობის გამოცდილება. დაინტერესებულმა პირებმა მომწერეთ პირადში.

Posted by: Maestrovaso 12 Feb 2021, 00:17
სპეციალური შეთავაზება:
გთავაზობთ პროფესიონალურ (Gmail-ის დონის) იმეილ სერვისებს თქვენს საკუთარ დომენზე! 99,99% აფთაიმი 24/7-ზე!
მაგალითად, გაქვთ საკუთარი საიტი custom.ge, მაგრამ იმის მაგივრად, რომ ეკონტაქტოთ თქვენს კლიენტებს name@custom.ge ტიპის იმეილით, ეკონტაქტებით ისევ name@gmail.com ან სულაც name@mail.ru იმეილებით და სერიოზულად არავინ გიყურებთ.

მხოლოდ გამართვაზე დახარჯული ძალისხმევისთვის უხდით პროფესიონალს ერთჯერადად და ერთჯერადი ხარჯის (ფაქტიურად ინვესტიციის) სანაცვლოდ მიიღებთ:

[SPOILER]500 ულიმიტო მეილბოქსს უფასოდ (საჭიროების შემთხვევაში 1000-საც);
ულიმიტო სივრცეს ყოველი მეილბოქსისთვის;
თქვენი ორგანიზაციის დომენის იმეილს;
თქვენი გაგზავნილი იმეილები არასდროს ჩავარდება ადრესატის სპამ ფოლდერში;
თანამშრომლის საკონტაქტო ინფორმაციის ადვილი მოძიება address book-შივე;
API არსებულ სისტემებში ინტეგრაციისთვის;
ახალი თანამშრომლის ავტომატური ჩამატება mailing list-ში;
უსაფრთხოების უმაღლესი დონე (gmail და Outlook-ის დონის შესატყვისი);
anti-spam და anti-virus გაძლიერებული (advanced) ტექნოლოგიებით დაცვა;
ჰაკინგისგან დაცვა ორმაგი აუტენტიფიკაციით და login ისტორიით;
მეილბოქსების მარტივი მართვით;[SPOILER]/
ბონუსის სახით, თებერვლის კლიენტებს გავუკეთებთ პირადი Gmail-ის ექაუნთიდან ორგანიზაციის დომენის იმეილიდან მიღება/გაგზავნის შესაძლებლობასაც.

დამიკავშირდით პირადში

Powered by Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)