ნოიერი ისედაც ყველა დროის საუკეთესო მეკარეა.
დიდი ფეხბურთელობას ტიტულები არ განსაზღვრავს, სხვა კრიტერიუმებს აჰყავთ დიდების კვარცხლბეკზე.
პირველი დიდი ტურნირი რასაც ვუყურე იყო 1996წლის ევრო, მაგრამ ასაკის გამო ფეხბურთი კარგად არ მესმოდა და სწორედ მაგიტომ დავიწყე სკვადრაძურას ქომაგობა, რადგან მამაჩემისგან გამეგო ბაჯო მაგარი რომ იყო
იტალია ვს გერმანია იყო ჯგუფში 0-0 მორჩა და ჩარჩა ეგ ### იტალია და მაგ თამაშის შემდეგ, უფრო სწორად ჩეხესლოვაკიას რომ მოუგებს ნემცებმა დავიწყე გერმანიის ქომაგობა.
კარგად მახსოვს ფინალში ყველა დიდი კაცები ჩეხესლოვაკიას ქომაგობდენ, რადგან ფაშიტები არიან გერმანელებიო
იმის შემდეგ ვქომაგობდი გერმანიას და კანი ჩემი უსაყვარლესი ფეხბურთელი იყო და ვტიროდი 2002 წლის ფინალს შემდეგ და ძალიან გავბრაზდი 2006 ლემანი რომ ამჯობინეს ))) სწორედ კანის მსგავსი ქარიზმატული ფიგურა დააკლდა გერმანიას.
მოკლედ, მიუხედავად ჩემი დიდი პატივისცემისა კანის მიმართ ნოიერი საუკეთესო მეკარეა ყველა დროის.
რა ბუფონი და კასილიასი
ჯერ იმათ ყოველთვის უკეთესი მცველები ჰყავდათ გინდა ნაკრებში, გინდა გუნდებში, მაშინ, როდესაც ნოიერს ყველაზე კარგი მცველი რაც ყოლია არის ბოატენიგ, რომელიც ახლა დიდი გადამრიე მცველი არასოდეს ყოფილა ))) ჰუმელსზე ითქმის კიდე )))
ამ დროს, ბუფონს მალდინი, ნესტა და კანავარო ჰყავდა, ასევე ტურამი კლუბში, ხოლო კასილიას პუიოლი, რამოსი და იერო, კლუბშიც კარგი მცველები ჰყავდა. მერე ხაზე თუ სამივე კარგია, სამაგიეროდ ნოიერი არის უნივერსალი და თამაშობს ფეხით საოცრად, სწორედ რომ დამატებითი მცველ-ნახევარმცველია ტიპი, ამ დროს კასილიასმა საერთოდ არ იცოდა ფეხით თამაში, ხოლო ბუფუნი დიდი ვერაფერი იყო მაგ მხრივ.
ერთი მინუსი რაც მანუს აქვს არის ცანცარი და ზოგჯერ ახასიათებს ისეთი ბურთების გაშვება, რომელიც ასაღებია.
თუმცა, გადავხედოთ ნოიერი კარიერას- მისი შეცდომის გამო არც ბავარიას წაუგია ლიგა და არც გერმანიას მნიშვნელოვანი ტურნირი.
ახლა თუ მოიგო წავა ალბათ ნაკრებიდან რაც სწორი იქნება.
შტეგენი ბავშვი არ არის და მაგან მაქსიმუმ 2026 წლის მსოფლიოზე დაიცვას გერმანიის კარი, შემდეგ ვერც ეგ იქნება ძირითადი მეკარე და იმედია წამოვა კარგი მეკარეები ისევ.