forum.ge
reklama
FORUM.GE წესები  · დახმარება  · ძებნა  · წევრები  · კალენდარი  · ჩატი
  გამოხმაურება · ახალი თემა · ახალი გამოკითხვა

> ხაჭაპურის ფესტივალი, 19 ოქტომბერი სოფელი რუხი
ADUA
Super Member


****
ჯგუფი: Registered
წერილები: 875
წევრი No.: 157123
რეგისტრ.: 13-December 12

გამოგზავნილია: 20 Oct 2019, 12:13  #55386688      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
გუშინ სოფელ რუხში გაიმართა ხაჭაპურის ფესტივალი
ეს გამარჯვებულების ჩამონათვალი

მეგრული სამზარეულოს განუმეორებელი გემო - ბელა კუპრავა

ხაჭაპურის საუკეთესო ვარიაცია - რესტორანი „მენძელი“

ყველაზე სწრაფი მცხობელი - დარეჯან ყოლანდარია (გარდენ პალასი)

საუკეთესო მცხობელი - ნელი ბოჭორიშვილი

ვიზიტორთა რჩეული ხაჭაპური - „ოკო“ საცხობი ქუთაისიდან

მომავალის ხაჭაპური - კოლეჯი ,,ახალი ტალღა“

საუკეთესო ხაჭაპური - რესტორანი „შინ და გორი“


ამ შთამბეჭდავი ღონისძიების „ხაჭაპურის კონკურსში“ საქართველოს სხვადასხვა რეგიონის 37 მოყვარულმა და პროფესიონალმა მზარეულმა მიიღო მონაწილეობა. ფესტივალზე ასევე წარმოდგენილი იყო ცნობილი შეფ-მზარეულების მასტერ-კლასები, მათ შორის, გურამ ბაღდოშვილის მესხური ხაჭაპური, ესმა კუნჭულიას გურული ღვეზელის საიდუმლო და ისტორია, დალი ცატავას და გასტრონომიის ასოციაციის კვლევა საქართველოს გასტრონომიული კულტურის შესახებ, ხაჭაპურის გზა UNESCO-მდე და ყველის ასოციაციის ხელმძღვანელის ანა მიქაძის ყველის ამოყვანის მასტერ-კლასი.

ფესტივალი ასევე მოიცავდა რეგიონების მიხედვით ხაჭაპურის სხვადასხვა სახეობის მომზადების კონკურსს, ნომინაციებში გამარჯვებულები გახდნენ:


QUOTE
საუკეთესო ხაჭაპური - რესტორანი „შინ და გორი“


ამათი ხაჭაპური დაგემოვნებული მაქვს მართლაც up.gif


This post has been edited by ADUA on 20 Oct 2019, 12:16


--------------------
კიდევ კარგი ქოცებს რომ არ მოუწიათ რუსებთან ომი,
თორე ეს პუტინის მონები,ომს ხო წააგებდნენ 2 დღეში,კოდორსაც უბრძოლველად ჩააბარებდნენ,
ასობით მილიონის სამხედრო ტექნიკას ალაფის სახით გაატანდნენ რუსებს და 2 წელიწადში მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაშიც შეიყვანდნენ.
MR_ABCD
Crazy Member


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 3512
წევრი No.: 117064
რეგისტრ.: 13-June 10

გამოგზავნილია: 21 Oct 2019, 01:32  #55389582      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
მთელი სია არაა
კიდევ იყო:

საუკეთესო ხაჭაპური მეორეხარისხოვან როლში
საუკეთესო უცხოენოვანი ხაჭაპური
საუკეთესო სრულმეტრაჟიანი ხაჭაპური და აშ biggrin.gif



რა არი მართლა, ხაჭაპურის ფესტივალია თუ ოსკარის დაჯილდოების ცერემონიალი biggrin.gif

This post has been edited by MR_ABCD on 21 Oct 2019, 01:55
vaho
Super Crazy Member +


*******
ჯგუფი: Members
წერილები: 11407
წევრი No.: 17198
რეგისტრ.: 14-February 06

გამოგზავნილია: 21 Oct 2019, 14:30  #55390824      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
ათასჯერაც რომ თქვა სიტყვა ხაჭაპური, მაინც ვერ შეიგრძნობ მის გემოს...
1 წევრი ათვალიერებს ამ თემას (1 სტუმარი და 0 უჩინარი წევრი)
0 წევრი:
Topic Options გამოხმაურება · ახალი თემა · ახალი გამოკითხვა

 



ფორუმის სერვერების განთავსებას და ინტერნეტთან კავშირს უზრუნველყოფს: CLOUD9
[ Script Execution time: 0.0198 ]   [ 11 queries used ]   [ GZIP Disabled ]