Printable Version of Topic
Click here to view this topic in its original format
თბილისის ფორუმი > რაგბი > 31 მაისი საქართველო - ბარბაროსები


Posted by: archilcheghe 20 Feb 2018, 19:03


31 მაისს დინამო არენაზე ბორჯღალოსნები ფრანგ ბარბაროსებს დაუპირისპირდებიან (French Barbarian, Barbarian Rugby Club). ეს იქნება ბოლო წლების განმავლობაში პირველი შემთხვევა, როდესაც ქართული რაგბის ქომაგებს ეროვნული ნაკრების თამაშის ხილვა ზაფხულში შინ შეეძლებათ.



აღსანიშნავია, რომ ამ მატჩის ორგანიზება საქართველოსა და საფრანგეთის რაგბის კავშირებს შორის გაფორმებული ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის საფუძველზე მოხდა.



„ზაფხულის პერიოდში ქართველი გულშემატკივარი ჩვენი ნაკრების თამაშების ცოცხლად ხილვის შესაძლებლობას მოკლებულია. გვსურდა მათთვის საჩუქარი გაგვეკეთებინა, ფრანგები გვერდში დაგვიდგნენ და 31 მაისს თბილისში, ‘დინამო არენაზე’ ‘ფრანგი ბარბაროსების’ ძლიერ გუნდს ვეთამაშებით“ - ამბობს საქართველოს რაგბის კავშირის პრეზიდენტი გოჩა სვანიძე.



ამავე მემორანდუმის საფუძველზე, უმცროსმა ბორჯღალოსნებმა ახლახანს თებერვლამდე ‘ლე ბლეს’ (საფრანგეთის ეროვნული ნაკრების თიკუნი) ბაზაზე, ‘მარკუსიზე’ შეკრება გაიარეს და საფრანგეთის 20-წლამდელთა ნაკრების განვითარებად გუნდთან ორი მატჩი გამართეს.



„იმის გათვალისწინებით, რომ საფრანგეთში ძალიან ბევრი ქართველი ლეგიონერი თამაშობს, საფრანგეთის რაგბის კავშირმა საქართველოსთან უფრო მჭიდრო თანამშრომლობის სურვილი გამოთქვა. საფრანგეთში მათი მიწვევით ვიმყოფებოდით, გავმართეთ მოლაპარაკებები, გავაფორმეთ მემორანდუმი და მივიღეთ პირობა, რომ ისინი სხვადასხვა მიმართულებით დაგვეხმარებიან. სწორედ ამ შეთანხმების ერთ-ერთი ნაწილია საქართველოში ‘ფრანგი ბარბაროსების’ სტუმრობა“ - გვიყვება მემორანდუმის შესახებ სვანიძე.



საფრანგეთის რაგბის კავშირის პრეზიდენტმა ბერნარ ლაპორტმა ქართული რაგბის მიმართ პატივისცემა დაადასტურა და მომავალი მატჩის მნიშვნელობაზე ისაუბრა:



„საქართველო ევროპულ და მსოფლიო რაგბში მნიშვნელოვან ადგილს იკავებს და აქედან გამომდინარე, საფრანგეთის რაგბის კავშირი დიდი სიხარულით დათანხმდა ამ მნიშვნელოვანი მატჩის გამართვას.



„მოგეხსენებათ ‘ფრანგმა ბარბაროსებმა’ შარშან ‘მაორი ოლ ბლექსს’ მოუგო. ეს გუნდი თავისი მნიშვნელობით ძალიან დიდ როლს იკავებს ფრანგულ რაგბში და 2017 წლიდან საფრანგეთის რაგბის კავშირმა ‘ფრანგ ბარბაროსებს’ მეორე ეროვნული ნაკრების სტატუსი მიანიჭა. ამ გუნდის მიზანია რაგბის ცოდნის, სიყვარულის, ფასეულობების ამაღლება და გავრცელება. ვიცი რომ ეს ორი შეუდარებელი გუნდი დიდ პატივს სცემს ამ ფასეულობებს და შედეგის მიუხედავად, ერთმანეთს პატივისცემასა და სიყვარულს გაუზიარებენ“.



ვინ არიან ‘ფრანგი ბარბაროსები’



რაგბის კლუბი ბარბაროსები, რომელიც მოიხსენება როგორც ‘ფრანგი ბარბაროსები’ 1979 წელს ბრიტანული ‘ბარბაროსების’ (მსოფლიოს უხუცესი წვეული გუნდი, რომელიც სათავეს 1890 წლიდან იღებს) მაგალითზე ჩამოყალიბდა და პირველ წლებში მიზნად სამოყვარულო რაგბის და სარაგბო ტურნეების პოპულარიზაციას ისახავდა. 2017 წლიდან გუნდს ოფიციალურად მიენიჭა საფრანგეთის მეორე ეროვნული ნაკრების სტატუსი.



‘ფრანგმა ბარბაროსებმა’ პირველი თამაში 1980 წელს შოტლანდიის ნაკრების წინააღმდეგ გამართეს და 26:22 დაამარცხეს, ბოლოს კი 2017 წლის 10 ნოემბერს ახალი ზელანდიის ‘მაორი ოლ ბლექსი’ (Maori All Blacks) მიიღეს და 19:15 დაამარცხეს. ამ შეხვედრაში ‘ფრანგ ბარბაროსებს’ საფრანგეთის ეროვნული ნაკრების ყოფილმა კაპიტანმა, ტოპ 14-ის ჩემპიონი ‘კლერმონის’ ერთ-ერთმა ლიდერმა, ლეგენდარულმა ორელიენ რუჟერიმ უკაპიტნა.



ისტორიის მანძილზე ‘ფრანგი ‘ბარბაროსები’ 5-ჯერ შეხვდნენ ‘ოლ ბლექსს’ და ერთხელ მეტოქის დამარცხებაც მოახერხეს, ორჯერ ავსტრალიას, სამი თამაშიდან სამივე მოუგეს სამხრეთ აფრიკას, ხოლო ყველაზე ბევრჯერ - 8-ჯერ, არგენტინელებს შეხვდნენ და 5 მარცხის წილ 3 მოგება აქვთ. ტიერ1-ის სხვა გუნდებიდან ნათამაშები აქვთ შოტლანდიასთან, ირლანდიასთან, უელსთან და საფრანგეთთანაც, ხოლო ტიერ2-ის გუნდებიდან იაპონიასთან, ფიჯისთან, კანადასთან, ტონგასთან, სამოასთან და ნამიბიასთან. ‘ფრანგმა ბარბაროსებმა’ ყველაზე დიდი სხვაობით 1985 წელს იაპონიასთან მოიგეს (45:4), ხოლო თავად 2003 წელს დამარცხდნენ საფრანგეთთან (12:83). ბოლო 10 თამაშიდან მათ 9 მოიგეს (არგენტინასთან 2, იაპონიასთან 3, სამოასთან, ნამიბიასთან, ავსტრალიის „ა“ ნაკრებთან და ‘მაორი ოლ ბლექსთან) და მხოლოდ ერთი წააგეს არგენტინასთან.



ბორჯღალოსნების მომავალი მეტოქე ლურჯი და ლაჟვარდისფერი კომბინირებული კვართებით თამაშობს. რაც შეეხება წინდებს, ‘ბარბაროსების’ ტრადიციის თანახმად, ყველა მოთამაშე მოედანზე საკუთარი კლუბის წინდებით გადის.



რაგბის კავშირის მაღალი სპორტული მიღწევების დირექტორი ბაჩო ხურციძე მომავალი მატჩის მნიშვნელობასთან დაკავშირებით ამბობს:



„მეტოქე საკმაოდ ძლიერი, დაახლოებით იმ დონის გუნდია, რა დონის ნაკრებებსაც ზაფხულის პერიოდში ვეთამაშებით ხოლმე და მათთან შეხვედრა დიდ სარგებელს მოგვიტანს. გულშემატკივარს შევახსენებ, რომ ‘ფრანგმა ბარბაროსებმა’ ნოემბერში ახალ ზელანდიელი ‘მაორები’ დაამარცხა. ფრანგი ბარბაროსები საქართველოს პირველად ეწვევიან და ეს მათი მხრიდან ჩვენი დაფასება და აღიარებაა.



„მნიშვნელოვანია, რომ ეს თამაში ზაფხულის ტესტ-მატჩების ოფიციალური ფანჯრის გახსნამდე ერთი კვირით ადრე იმართება. ტრადიციულად, ამ პერიოდში უძლიერესი შემადგენლობის შეკრება გვიჭირს, თუმცა მეტოქეს შესაძლებლობების ფარგლებში ძლიერი გუნდით დავუხვდებით და მხოლოდ ის მოთამაშეები დაგვაკლდებიან, რომელთა გუნდებსაც ჩემპიონატი ჯერ დასრულებული არ ექნებათ“.



ფრანგული ხარისხი



„ეს სწორედ ისაა, რაზეც ბოლო წლებში რაგბის კავშირთან ერთად ვმუშაობდით - მაღალი ხარისხის თამაში!“ - ასე აფასებს ამ მომავალ მატჩს ბორჯღალოსნების მთავარი მწვრთნელი მილთონ ჰეიგი და ყურადღებას მეტოქის სიძლიერეზე ამახვილებს:



„მოგეხსენებათ, წლის განმავლობაში უმთავრესად ტიერ2-ის გუნდებს ვეთამაშებით. ერთხელ, მაქსიმუმ ორჯერ ტიერ1-ის ნაკრებს, ისიც გასვლაზე. ჩვენ გამუდმებით ვმუშაობდით ძლიერ გუნდებთან ხშირად შეხვედრის შესაძლებლობებზე და ‘ბარბაროსებთან’ თამაშის ვარიანტსაც განვიხილავდით. მოლაპარაკებებმა და მიზანმიმართულმა მუშაუბამ შედეგი გამოიღო და ‘ფრანგ ბარბაროსებს’ შევხვდებით, რომელიც საფრანგეთის მეორე ერონული ნაკრებია“.



ჰეიგისთვის განსაკუთრებით სასიხარულოა, რომ შეხვედრა ზაფხულის ტესტ-მატჩების ფანჯრის ოფიციალურად გახსნამდე ერთი კვირით ადრე იმართება:



„განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ ეს თამაში მაისის ბოლოს, ოკეანეთისა და იაპონიის ტურნეზე გამგზავრებამდე გვექნება. რთული შეხვედრა გველის, მით უმეტეს, რომ ის ივნისის ოფიციალური სანაკრებო ფანჯრის გახსნამდე ტარდება, მაგრამ მეტოქე ტიერ1-ის დონისაა და ეს ძალიან კარგია. ‘ფრანგ ბარბაროსებთან’ თამაში გამოგვადგება როგორც ოკეანეთის ტურნესთვის, ასევე მსოფლიო თასისთვის მოსამზადებლად.“



ჰეიგი მოხარულია, რომ თამაში თბილისში გაიმართება და რაგბის ქართველ ქომაგს მაღალი ხარისხის თამაშის ცოცხლად ხილვის შესაძლებლობა ექნება:

„ქომაგს ექნება შესაძლებლობა საკუთარი თვალით იხილოს ძალიან ძლიერი გუნდი, საფრანგეთის მეორე ნაკრები, რომელიც კლასიკური ფრანგული ხასიათით გამოირჩევა. როდესაც ახალგაზრდა ვიყავი და ფრანგების თამაშებს ვუყურებდი, ჩემთვის ეს ხასიათი განსაკუთრებულ მიმზიდველობას ქმნიდა და დარწმუნებული ვარ ის სტაჟიან ქართველ გულშემატკივარსაც ემახსოვრება. ხოლო ჩვენთვის, როგორც გუნდისთვის, ასევე მოთამაშეებისთვის, ესაა რეალური შანსი ვითამაშოთ ძალიან საინტერესო გუნდის წინააღმდეგ“



>>> შეგახსენებთ, რომ ბორჯღალოსნებისა და ფრანგი ბარბაროსების პირველი, ისტორიული მატჩი გაიმართება 31 მაისს დინამო არენაზე. მატჩის გამართვის დროსა დაბილეთების შესახებ ინფორმაციას უახლოეს მომავალში გამოვაქვეყნებთ <<<


Posted by: BigG 20 Feb 2018, 19:12
ფრანგებისთვის მიცემული ხმის შედეგებს ვიმკით:

20 წლიანები ორჯერ შეხვდენენ ფრანგ თანატოლებს.

ახლა ბარაბაროსები.

ძალიან კარგია.

Posted by: ratomac aRa 20 Feb 2018, 19:28
ეგენი ადრეც ხომ გვეთამაშენ? რაღაც მასე მახსოვს

Posted by: archilcheghe 20 Feb 2018, 19:36
ratomac aRa

ეს ფრანგი ბარბაროსები არიან smile.gif ამათთან არ გვითამაშია არასდროს. მაგარი გუნდია

Posted by: Dehumanizer 20 Feb 2018, 22:47
ratomac aRa
QUOTE
ეგენი ადრეც ხომ გვეთამაშენ? რაღაც მასე მახსოვს

წლების წინ ა ნაკრები იყო ჩამოსული, ეგ ხომ არ გახსოვს?

Posted by: jora84 20 Feb 2018, 22:59
Dehumanizer

რაღაც ნაკრები იყო 2001, მოვიგეთ მაშინ 24:20

საქართველო 24:20 საფრანგეთი "უ"

საქ: ხამაშურიძე ურჯუკაშვილი ზიბზიბაძე ალანია (ი.გიორგაძე 75) ხეხელაშვილი (ბუგიანიშვილი 69) <10-9> ჯიმშელაძე იოვაძე (შ.მოდებაძე 40+2 - /, 75) / შველიძე ა.გიორგაძე ცაბაძე^კაპ (ნიკოლაენკო 60); დიდებულიძე (მაგრაქველიძე 59) ნადირაძე (უდესიანი 78) ბოლღაშვილი ლაბაძე ზ.მჭედლიშვილი (ჯაველიძე 80+1) - 3ლ: ცაბაძე ლაბაძე ურჯუკაშვილი; 3გ ჯ: ჯიმშელაძე

სფრ: ნავეზ (ლაკოსტ 67) მ.დურტ^კაპ ვერმი კასენ (ბონეფუა 73) ბიდაბე <10-9> სკრელა კიულინა (მიკუ 55) / მინასიან ბლენ (ეშევერი 55) ლეკულ (შიპიოლსკი 45) კადიკ როლან (სიგუარ 73) დიოდე ბალტაზარ (ოლივიე 64) აზულეი - 2ლ: კასენ დიოდე; 2გ: სკრელა ბონეფუა; 2ჯ: სკრელა

რეფ თრევორ (ირლ) 3:0(12) 3:3(15) 10:3(17) 17:3(40+3) / 17:10(42) 17:13(50) 24:13(52) 24:20(80+3)

შაბ 10/11 2001 @ თბილისი, ვაკე (7 ათასი)

Posted by: SGG 20 Feb 2018, 23:13
jora84

არ იყო ა ნაკრები. რაღაც ახალგაზრდული ნაკრებივით იყო. ჯანის ხარჯზე
მოვუგეთ. ამათგან სკრელა დადგა მაგარი მორაგბე.

ერთი კვირის მერე აფრიკამ ჩამოგვიყვანა ნაღდი ა ნაკრები.

ფრანგი ბარბაროსები ნაღდი ა ნაკრებია, მაორებს რომ მოუგეს,ძალიან
ძლიერი შემადგენლობით იყვნენ. ნუ მაორებს ისე რა გუნდი ნაღდად ვერ მოუგებს.

Posted by: BigG 20 Feb 2018, 23:46
მაორებთან შეხვედრის მომენტები:
https://www.youtube.com/watch?v=l2aznGByjTo

მაგ ნაკრებში ორი ახალგაზრდა ყავდათ: ნ'ტამაკი და ჟალიბერი. ერთი ოციანების 10 ნომერია, მეორე - უკვე დიდი ნაკრების.

Posted by: Qolga 21 Feb 2018, 00:37
2001-ში იყო საფრანგეთის საუნივერსიტეტო ნაკრები.

Posted by: მუჩა 21 Feb 2018, 01:14
ანუ ზაფხულის ტესტებზე ბარბაროსები და + ვინმე ტიერ 1დან?

თუ ტიერ 1ში გაიყვანეს ესენი?

Posted by: BigG 21 Feb 2018, 01:20
QUOTE
თუ ტიერ 1ში გაიყვანეს ესენი?


თ1-ს ივნისში არავინ შეგვპირებია, მაგრამ ფრანგი ბარბაროსები ნაკლები არ გეგონოს.

Posted by: zura1993 21 Feb 2018, 01:35
მუჩა
QUOTE
ანუ ზაფხულის ტესტებზე ბარბაროსები და + ვინმე ტიერ 1დან?

თუ ტიერ 1ში გაიყვანეს ესენი?

ზაფხულში არ იქნება ტიერ 1. მარტო ბარბაროსები და მერე ოკეანეთის ტური



სამწუხაროდ ეს "ის" ფრანგი ბარბაროსები აღარ არიან რაც ადრე იყო

2017/18 წლის სეზონიდან საფრანგეთის რაგბის კავშირში ინტეგრირდნენ და ოფიციალურად საფრანგეთის "ა" ნაკრები გახდნენ

From the start of the 2017–18 season, the French Barbarians became the official second national team of the French Rugby Federation, which had previously designated either the France U20 side or France A as that team.

აგერ უფრო დაწვრილებით აქ წერია:
https://www.ffr.fr/Equipes-de-France/Rugby-a-XV/Barbarians-Francais/Les-Barbarians-Francais-deviennent-une-equipe-nationale


მხოლოდ საფრანგეთის ჩემპიონატში მოთამაშე ის მორაგბეები იქნებიან, ვინც ნაკრებში ვერ ხვდება maxati.gif

Posted by: მუჩა 21 Feb 2018, 01:50
QUOTE

თ1-ს ივნისში არავინ შეგვპირებია, მაგრამ ფრანგი ბარბაროსები ნაკლები არ გეგონოს

არ მგონია ,ვიცი , ###ები არიან

zura1993
QUOTE
მერე ოკეანეთის ტური

იაპონია და ფიჯი?
თუ კიდევ იქნება ვინმე?

==========================================
იაპონია 2 ჯერ ხვდება იტალიას,კანადა შოტლანდიას , აშშ შოტლანდია და ჩვენ არავის facepalm.gif

ჩაიწერება ფედერაციის აქტივში.

Posted by: SGG 21 Feb 2018, 02:03
zura1993
QUOTE
მხოლოდ საფრანგეთის ჩემპიონატში მოთამაშე ის მორაგბეები იქნებიან, ვინც ნაკრებში ვერ ხვდება 



საიდან ასეთი ტყუილი? smile.gif)
პირველად არ ხარ შემჩნეული მსგავს ტყუილებში. თან შენს ტყუილებს მხოლოდ ერთი დანიშნულება აქვს, საქართველოს ნაკრებთან დაკავშირებული ყველა მოვლენის დაკნინება.

ზელანდიელ მაორებს ვინც მოუგო,მაგათგან საფრანგეთის ნაკრებში ნათამაშები აქვს პელისიეს,გომეს სას,ტაოფიფენუას, ფლანკარს,ჟალიბერს. ხოლო რუჟერი საერთოდ ლეგენდაა ფრანგული რაგბის,3 მსოფლიო აქვს ნათამაშები.

დანარჩენელი კი ამომავალი ვარსკვლავები ან მხოლოდ ისეთი მოთამაშეები,რომელსაც მთავარ ნაკრებში მოხვედრის პრეტენზია აქვს. საფრანგეთის ახალგაზრდულ ნაკრებში,ყველას აქვს ნათამაშები.

"ეს ის ბარბაროსები არაა" ისე თქვი,თითქოს ძან იცოდე 70-იანებში ფრანგი ბარბაროსები რა შემადგენლობით თამაშობდნენ smile.gif

გუგლიდან სწავლობენ რაგბს და მერე კითხვებზე "კომპეტენტურ" პასუხებს წერენ.

Posted by: zura1993 21 Feb 2018, 02:12
მუჩა
QUOTE
იაპონია და ფიჯი?
თუ კიდევ იქნება ვინმე?

როგორც ვიცი მხოლოდ იაპონია და ფიჯი.

QUOTE
იაპონია 2 ჯერ ხვდება იტალიას,კანადა შოტლანდიას , აშშ შოტლანდია და ჩვენ არავის

ჩაიწერება ფედერაციის აქტივში.

იაპონია 2-ჯერ იტალიას + ნოემბერში ზელანდია, ინგლისი, საფრანგეთი sa.gif აშშ შოტლანდის + ნოემბერში ან უელსს ან ირლანდიას


მაგრამ რა გინდა რომ ქნა, 4 ათასიან სტადიონზე რომ თამაშობ, მთელი მსოფლიო გიყურებს რომ კომერციულად არამიმზიდველი ხარ.

ქუთაისში მეორე სტადიონზე, რომელიც 15 ათასამდე იტევს მანდ რატომ არ გამართეს მაინც ვერ ვხვდები, შევსებით ხო უეჭველი შეივსებოდა, ბილეთებით ხო უფრო მეტ მოგებას მიიღებდნენ. რამე პრინციპის ამბავი იყო 3500-იან რაგბის არენაზე თამაში?

Posted by: lepori 21 Feb 2018, 02:55
zura1993
QUOTE
მაგრამ რა გინდა რომ ქნა, 4 ათასიან სტადიონზე რომ თამაშობ, მთელი მსოფლიო გიყურებს რომ კომერციულად არამიმზიდველი ხარ.

ქუთაისში მეორე სტადიონზე, რომელიც 15 ათასამდე იტევს მანდ რატომ არ გამართეს მაინც ვერ ვხვდები, შევსებით ხო უეჭველი შეივსებოდა, ბილეთებით ხო უფრო მეტ მოგებას მიიღებდნენ. რამე პრინციპის ამბავი იყო 3500-იან რაგბის არენაზე თამაში?

გინდა 4 ათასიანზე ითამაშე და გინდა 40 ათიასიანზე >> 150 მილიონიან იაპონიას მაინც ვერაფრით შევედრებით
მაგათ ტესტებთან ჩვენი შედარება არ შეიძლება

კომერციის გარდა >> მომავალ მსოფლიოს უნდა უმასპინძლოს და ეგეცაა ფაქტორი,
თან ობიექტურად ჩვენზე უკეთესი გუნდი ჰყავთ

გასაგებია რომ სრკ-ს გინდა კბილი გაჰკრა, მაგრამ იაპნიის ტესტების მოყვანით არ გამოვა ეგ ამბავი

--
ჩვენი მხრიდან კი>> ფრანგი ბარბაროსები, ფიჯი და იაპონია (თუ ასეა ) იქნება ძალიან მაგარი up.gif

Posted by: Dehumanizer 21 Feb 2018, 09:34
jora84
SGG
QUOTE

რაღაც ნაკრები იყო 2001, მოვიგეთ მაშინ 24:20

საქართველო 24:20 საფრანგეთი "უ"

QUOTE

არ იყო ა ნაკრები. რაღაც ახალგაზრდული ნაკრებივით იყო. ჯანის ხარჯზე
მოვუგეთ. ამათგან სკრელა დადგა მაგარი მორაგბე.

ერთი კვირის მერე აფრიკამ ჩამოგვიყვანა ნაღდი ა ნაკრები.

yes.gif ეგ თამაში მახსოვდა

Posted by: xDavid_S 21 Feb 2018, 10:19
მუჩა
QUOTE
იაპონია და ფიჯი?
თუ კიდევ იქნება ვინმე?

+ ტონგა

Posted by: giorgi77 21 Feb 2018, 10:35
და კიდევ იტალია ? შემოდგომას........

Posted by: xDavid_S 21 Feb 2018, 10:44
giorgi77
+ XYZ, იტალია, ფიჯი და ტონგა შემოდგომაზე

Posted by: iverieli 21 Feb 2018, 10:47
2006 წელს არ იყვნენ ბარბაროსები ჩამოსული. მაჩხომ 2 ლელო რო დაუდო. მაგარი თამაში იყო. ვაკეში იყო ლოკომოტივზე. ჯარიმებს რო კარში არ ურტყამდნენ და ლელოზე თამაშიბდნენ.

კარგია რო ეხლაც ჩამოდიან. მაგრამ დინამოს ისევ მესხზე ჯობია რო დავხვდეთ. დინამოს გავსება ძაან გაჭირდება

Posted by: burke 21 Feb 2018, 11:02
BigG

QUOTE
ფრანგებისთვის მიცემული ხმის შედეგებს ვიმკით:


თიერ 1 დან ერთადერთი გუნდია საფრანგეთი რომელიც აშკარად გვლობირებს და მხარში გვიდგას

Posted by: xDavid_S 21 Feb 2018, 11:46
iverieli
მაშინ ბარბაროსები იყვნენ, ახლა ფრანგი ბარბაროსები იქნებიან

Posted by: ratomac aRa 21 Feb 2018, 11:50
QUOTE
მაშინ ბარბაროსები იყვნენ, ახლა ფრანგი ბარბაროსები იქნებიან


მოკლედ ვინც გინდა ის იყოს, უნდა დავადოთ biggrin.gif

Posted by: dc120mm 21 Feb 2018, 11:53
xDavid_S
QUOTE
+ XYZ

რო დაილაპარაკონ აფრიკის ა ნაკრებთან თამაშიც შესაძლებელია,ორი ნაკრებით მოდიან ხოლმე ეგენი ევროპაში ყოველთვის,თუარადა ევროპაშიც იმდენი ხალხი ყავთ რო ორ ნაკრებს გააკეთებენ.

Posted by: otia-83 21 Feb 2018, 12:07
ესეიგი, წელს და მომავალ წელს ფიჯის მაგრად გავუშინაურდებით რაა smile.gif

Posted by: სურამელი 21 Feb 2018, 12:32
QUOTE
მხოლოდ ის მოთამაშეები დაგვაკლდებიან, რომელთა გუნდებსაც ჩემპიონატი ჯერ დასრულებული არ ექნებათ“.


ასეთი მაისის ბოლოს იქნება ვინმე? ტოპ14-ი პლეი ოფი მგონი დასრულებულია ამ დროს არა?

Posted by: BigG 21 Feb 2018, 13:04
QUOTE
ასეთი მაისის ბოლოს იქნება ვინმე? ტოპ14-ი პლეი ოფი მგონი დასრულებულია ამ დროს არა?


ფინალი იმართება 2 ივნისს. ნახევარფინალები მთავრდება 26 მაისს.
ასე, რომ მაისის ბოლოს, სავარაუდოდ ჩვენ და ბარაბაროსებსაც მხოლოდ ფინალისტები დაგვაკლდება.

Posted by: Gio_G83 21 Feb 2018, 13:20
user posted image

თქვენ უნდა შეიყვანოთ პოსტინგი! სულ მცირე 30 სიმბოლო!

Posted by: otia-83 21 Feb 2018, 13:26
ფიჯის ორივე თამაშს მივცემთ მსოფლიომდე old.gif

ტონგას მაგალითზე.

დაცვას ვითამაშებთ მთელ თამაშს ალბათ.

Posted by: jora84 21 Feb 2018, 13:31
Gio_G83

რაგბი ევროპა მოვითავოთ და მივცხებ ახალ თემას, იქ დავყაროთ ,,კუშები''

წინა ტურნეზე გადატვირთული გრაფიკი გვქონდა biggrin.gif

Posted by: სურამელი 21 Feb 2018, 13:41
QUOTE

QUOTE
ასეთი მაისის ბოლოს იქნება ვინმე? ტოპ14-ი პლეი ოფი მგონი დასრულებულია ამ დროს არა?


ფინალი იმართება 2 ივნისს. ნახევარფინალები მთავრდება 26 მაისს.
ასე, რომ მაისის ბოლოს, სავარაუდოდ ჩვენ და ბარაბაროსებსაც მხოლოდ ფინალისტები დაგვაკლდება.

სავარაუდოდ ნახევარფინალის მონაწილეებიც, 26ში თუ ითამაშეს, 31-შიც რომ ითამაშონ რთული იქნება smile.gif

Posted by: BigG 21 Feb 2018, 13:49
QUOTE
სავარაუდოდ ნახევარფინალის მონაწილეებიც, 26ში თუ ითამაშეს, 31-შიც რომ ითამაშონ რთული იქნება


ჩვენებმა ითამაშონ და ფრანგები ნუ ითამაშებენ.
მაგაზე თავს არ მოვიკლავთ. lol.gif lol.gif lol.gif

ისე, მართლა რთულია.

Posted by: Gio_G83 21 Feb 2018, 13:50
http://www.punditarena.com/rugby/pwassell/ranking-the-worlds-top-ten-rugby-coaches-right-now/

ეს იცოდით?

Posted by: iverieli 21 Feb 2018, 14:05
Gio_G83
მელიტონა დააფასეს მსოფლიო მაშტაბით. მაგარი მოტივირებული იქნება რო მსოფლიოზე 2 თამაში მოგვაგებინოს. მერე კაი კონტრაქტსაც გამოკრავს ხელს.


Posted by: Gio_G83 21 Feb 2018, 14:23
iverieli
QUOTE
მოტივირებული იქნება რო მსოფლიოზე 2 თამაში მოგვაგებინოს. მერე კაი კონტრაქტსაც გამოკრავს ხელს.


2X2=4

ოღონდ თუ (იქნებ, ნეტავ) დადებს ზედიზედ 2-2 მოგებას
smile.gif


ამ დროს არის კი ამ დონის?
ოდესღაც დავსვი კითხვა ბორჯღალოსნები უფრო იხეირებენ მილტონით თუ მილტონი ბორჯღალოსნებით მეთქი და...

ისე ვინ არის ახლა ტოპ მწვრთნელები უკონტრაქტოდ?
ვითომ გადაწყვეტილია გრემის ამბავიო, მარგამ მაინც

Posted by: giushki 21 Feb 2018, 14:34
9) Gregor Townsend - ამის მანდ შეტენვა უბრალოდ მკრეხელობაა.

ბარემ კუციაც შეეტენათ, სადაც ეგ მოახვედრეს.

პ.ს. მაგარი ღლეობა რეიტინგია.

Posted by: BigG 21 Feb 2018, 14:55
giushki iverieli

როგორც ჩანს, თქვენ თარიღს ყურადღება არ მიაქციეთ.
სტატია 2016 წელს არის დაწერილი.
საკმაოდ მოძველებულია.

Posted by: lepori 22 Feb 2018, 02:45
QUOTE
http://www.punditarena.com/rugby/pwassell/...ches-right-now/

ეს იცოდით?

მელიტონა კია მარა,
ჯო შმიტი სადაა
//
არა მწამ ეგეთი ათეულის

Posted by: xDavid_S 22 Feb 2018, 15:44
dc120mm
QUOTE
რო დაილაპარაკონ აფრიკის ა ნაკრებთან თამაშიც შესაძლებელია, ორი ნაკრებით მოდიან ხოლმე ეგენი ევროპაში ყოველთვის,
თუარადა ევროპაშიც იმდენი ხალხი ყავთ რო ორ ნაკრებს გააკეთებენ.

გაასწორებდა აფრიკასთან "გახურება" war.gif

Posted by: Alex-musi 22 Feb 2018, 15:46
პასკალ პაპე ყოფილა ჩამოსული. ისე ნეტა რა შეგრძძნება ქონდა ქართულ მიწაზე რომ ფეხი დადგა.
წესით გოროგოძე უნდა გახსენებოდა smile.gif)))
პარადოქსებითაა სავსე ეს სამყარო smile.gif gigi.gif fingal.gif

Posted by: GIORGI112 22 Feb 2018, 16:05
otia-83

ფიჯის ორივე თამაშს მივცემთ

ვინღა ყლაპავს მაგას :დ მგონი სხვა რამე უნდა მოვიფიქროთ

Posted by: davita_1977 22 Feb 2018, 16:41
ყველა ვარიანტში ძლიერი და სახელიანი მწვრთნელი ძვირია თან ძნელი საშოვნი, სავარაუდოდ ისევ მელიტონისნაირ ჯერ უსახელო მაგრამ პრესპექტიულ მწვრთნელზე გააკეთებენ აქცენტს, რომელიც აქ იცხოვრებს და ახალგაზრდულებსახ დაეხმარება

Posted by: giorgi77 22 Feb 2018, 16:42
სათაური შეცდომაში შეიყვანს იმათ ვინც არ იცის რომ ფრანგ ბარბაროსებზეა საუბარი.

საქართველო - ფრანგი ბარბაროსები

Posted by: dato141 22 Feb 2018, 22:15
Alex-musi
QUOTE
პასკალ პაპე ყოფილა ჩამოსული. ისე ნეტა რა შეგრძძნება ქონდა ქართულ მიწაზე რომ ფეხი დადგა.
წესით გოროგოძე უნდა გახსენებოდა )))
პარადოქსებითაა სავსე ეს სამყარო   

როდის ? იყო და რისთვის ხო არ იცი ?

Posted by: Alex-musi 22 Feb 2018, 22:35
QUOTE
როდის ? იყო და რისთვის ხო არ იცი ?

ახლახანს. მემორანდუმი გააფორმა რაგბის კავშირთან თანამშრომლობაზე.
ბარბაროსები პირველი ნაბიჯია.

Posted by: wolfmax 23 Feb 2018, 17:43
რას იტყვით რაგბის გურმანებო, გამოდგება ეს თამაში მამუკას გასაცილებლად?

Posted by: GioWEED 23 Feb 2018, 17:44
wolfmax
რადროს გაცილებაა მე იმედი მაქვს რო მსოფლიოზე მამუკა გვეყოლება ტუზ კოზირად 2ე ხაზში.

Posted by: giushki 23 Feb 2018, 17:46
QUOTE (wolfmax @ 23 Feb 2018, 17:43 )
გამოდგება ეს თამაში მამუკას გასაცილებლად?

ჩემზე იყოს დამოკიდებული და მინიმუმ 2019 მსოფლიომდე ვერ შეველეოდი მაგ კაცს.
იტალიასთან გვჭირდება მაგრად მამუკა. იმედია იქ დაგვეხმარება ბოლოჯერ.

Posted by: otia-83 23 Feb 2018, 17:51
იტალიასთან ითამაშოს, თუ მოვიგებთ წავიდეს :0 თუ არადა მერე წაგებული ხომარ წავა და მსოფლიოზე ფიჯისთან ითამაშოს smile.gif

Posted by: Qolga 24 Feb 2018, 14:30
მამუკამ, რუმინეთთან მინდოდაო, მაგრამ არ გამოვიდაო და აწი აბა მსოფლიოსთვის ემზადებიან და ხელს ვერ შევუშლიო. მარა, ეს თამაში ნამდვილად გამოდგება გასაცილებლად.

Posted by: zura1993 24 Feb 2018, 21:48
wolfmax
QUOTE
რას იტყვით რაგბის გურმანებო, გამოდგება ეს თამაში მამუკას გასაცილებლად?

არა, საფრანგეთის "ა" ნაკრებთან გაცილებისთვის არ მემეტება

Posted by: BigG 24 Feb 2018, 23:07
QUOTE
მარა, ეს თამაში ნამდვილად გამოდგება გასაცილებლად.


არ გამიკვირდება, თუ სწორედ მაგ შეხვედრაში გააცილებენ.

ფრანგული-ქართული მატჩი - სიმბოლურიც იქნება.

Posted by: barcabarcabarca 24 Feb 2018, 23:18
გაცილების მთავარი არსი და მუღამი არის ის რომ თამაში უნდა იყოს თბილისში და დაემშვიდობოს ქართველ მაყურებელს.

იტალიასთან, ფიჯისთან და ა.შ. ისე ითამაშოს თუ უნდა biggrin.gif

გაცილება დინამოზე

Posted by: giorgi77 27 Apr 2018, 19:01
"პატარა ბარბაროსები" თბილისს საფრანგეთის "პროდ 2"-ის მოთამაშეებით ესტუმრება


https://1tv.ge/news/patara-barbarosebi-tbiliss-safrangetis-prod-2-motamasheebit-estumreba/

Posted by: ლუკასა და ნიკოს მამა 27 Apr 2018, 19:28
მაგათი ქეთინო | კატრინა დედებიც რა, ჟაკ | ფრანსუა !

რა ვქნათ - ტესტად ჩავთვალოთ | კეპები გავცეთ ?

და ამათ სხვა -- ნაღდი გუნდით ეთამაშებიან?
Crusaders, Highlanders to play French Barbarians
Date published: April 24 2018
http://www.planetrugby.com/news/crusaders-highlanders-to-play-french-barbarians/

The Crusaders and Highlanders will face the French Barbarians
on June 15 and June 22 respectively
during Super Rugby's international break.

თან ზელანდიაში პირველი ნაკრებიც მიდის
The touring French side will play three Tests against the All Blacks on consecutive weekends in June;
the itinerary includes two midweek matches against the Crusaders and the Highlanders
the night before the second and third Tests.
და მეორე და მესამე ტესტები წინა საღამოს რეზერვი მაგავე გუნდებს ეთამაშება

@

Posted by: xDavid_S 27 Apr 2018, 21:06
ლუკასა და ნიკოს მამა
QUOTE
რა ვქნათ - ტესტად ჩავთვალოთ | კეპები გავცეთ ?

მეორე, თუნდაც პროფესიული, ლიგის ნაკრებთან კეპების დარიგება ყოვლად მიუღებელად მიმაჩნია

ცოტა თავიც უნდა დავიფასოთ

ის კი არა, სადაც სამართალია,

ჩვენებმა მზარდი საქართველო / Junior Lelos დაირქვან და ისე გავიდნენ

ღირსების ამბავია

Posted by: Levan ch 27 Apr 2018, 21:12
QUOTE
საფრანგეთის "პროდ 2"-ის მოთამაშეებით ესტუმრება

აუ ტოპ 14 რატო მახსოვდა, რა პრო დ2 sad.gif
ეროვნულით არ წავაგოთ, სირცხვილი არ ვჭამოთ.

Posted by: kromeo6 27 Apr 2018, 23:04
QUOTE (xDavid_S @ 27 Apr 2018, 21:06 )
ლუკასა და ნიკოს მამა
QUOTE
რა ვქნათ - ტესტად ჩავთვალოთ | კეპები გავცეთ ?

მეორე, თუნდაც პროფესიული, ლიგის ნაკრებთან კეპების დარიგება ყოვლად მიუღებელად მიმაჩნია

ცოტა თავიც უნდა დავიფასოთ

ის კი არა, სადაც სამართალია,

ჩვენებმა მზარდი საქართველო / Junior Lelos დაირქვან და ისე გავიდნენ

ღირსების ამბავია

რავიცი არ არის საქმე ეგრე ჩემიბაზრით.მოვუგოთ კაი ანგარიშით და მაგით დავამტკიცოთ რო მომავალში აღარვქნან. ჩვენ გვაქ დასამტკიცებელი ზოგადად რაღაცეები


სადაც ბელგია გერმანიას ვეთამაშებით...

Posted by: SGG 27 Apr 2018, 23:18
xDavid_S
QUOTE
ის კი არა, სადაც სამართალია,

ჩვენებმა მზარდი საქართველო / Junior Lelos დაირქვან და ისე გავიდნენ

ღირსების ამბავია


ეგ უნდა გავაკეთოთ აუცილებლად, წაგების შიშის გამო კი არა, გადაგდების გამო.
თორე სათამაშოდ და გასახურებლად მშვენიერი გუნდია,საფრანგეთის ახალგაზრდულში ნათამაშები მორაგბეებიც ბლომადაა და 5 კაცი ტოპ14-ის გუნდებში გადადის წელს

Posted by: GioWEED 28 Apr 2018, 08:37
საქართველო ა სახელით გამოვიდეთ. ამაზეა ნათქვანი მადლი ქენი ზედ მარილიც მოაყარეო.

იღებ შემოთავაზებას ეს დედა ნატირები და ბარემ ნამდვილი რაგბის სათამაშოდ ჩამოდი. ველოდებოდი მაგ თამაშს მარა როგორც ჩანს არ ღირს ყურება.

დინამო არა ლოკომოტივი კიდე. რუსთავში უნდა მივიღოთ!!!

Posted by: xDavid_S 28 Apr 2018, 09:48
GioWEED
QUOTE
რუსთავში უნდა მივიღოთ!!!

up.gif

Posted by: ლუკასა და ნიკოს მამა 28 Apr 2018, 09:48
გავუყვანოთ კავკასიელები

კარაგადაც ჟღერს: კავკასიელები ბარბაროსების წინააღმდეგ

Posted by: otia-83 28 Apr 2018, 10:39
QUOTE (ლუკასა და ნიკოს მამა @ 28 Apr 2018, 09:48 )
გავუყვანოთ კავკასიელები

კარაგადაც ჟღერს: კავკასიელები ბარბაროსების წინააღმდეგ

მართალია!
დიდი 10 ნაკრებით ვეთამაშოთ, იმას მაინც გავიგებთ რა სხვაობაა პრო დ2-სა და დიდ 10-ს შორის. ჰიპოთეზების მაგივრად, რეალურად ვნახავთ ყველაფერს.

Posted by: giushki 28 Apr 2018, 11:25
ჭაბუსნო, რატომ წერთ იმას, რაც ისედაც იცით რომ არ მოხდება - ტესტი ჩანიშნულია, მხარეები შეთანხმებული smile.gif

მაგ ყველაფერს ჯობია გავბეროთ ძირითადით, თან გავახურებთ ხალხს საზაფხულო ტესტების წინ, თან დავანახებთ ვინაა პაპა.

აი ამის მერე უკვე შეიძლება ხინკლითაც გავბეროთ და თან დავარწმუნოთ იმაში, რომ ჩავნიშნოთ ტესტი - საქართველოს ჩემპის ნაკრებსა და პრო დ2 ნაკრებს შორის smile.gif მართლა საინტერესოა რა სხვაობაა დონეებში smile.gif

Posted by: iverieli 23 May 2018, 10:40
ბარნაროსებთან თამაში ტესტად ჩაითვლება საერთოდ?

ეხლა დაასახელეს ფრანგმა ბარბაროსებმა 23 კაციანი რაზმი ზელანდიის წინააღმდეგ.

Le groupe :
Aldegheri, Balès, Battle, Béthune, Camara, Cancoriet, Couilloud, Cros, Doussain, Dumora, Fouyssac, Jolmes, Lespiaux-Brettes, Marchand, Penaud, Pesenti, Rebbadj, Retière, Setiano, Sobela, Tanga Mangene, S. Taofifenua, Verhaeghe.

https://www.lexvdedepart.com/2018/05/22/rugby-barbarians-23-joueurs-pour-deux-rendez-vous/

Posted by: zaal1969 23 May 2018, 10:59
რა შედარება უნდა, როდესაც ისედაც ცნობილია სხვაობა ჩვენს ჩემპიონატს და პრო 2 ს შორის. ჩათვალეთ,რომ ყველა მოთამაშე ვინც მოჰყავთ ტოპ 14 -ის დონის არიან, აგერ გრენობლმა გადაურბინა ოიონას,რომელმაც ორი-სამი კვირით ადრე გრანდები გააგორა ტოპის

Posted by: ლუკასა და ნიკოს მამა 23 May 2018, 11:01
QUOTE
ტესტად ჩაითვლება

გუშინ ვკითხე საერთაშორისო განყოფილების შეფს
ვიფიქრებო და აზრი თანა’მშრომლებსაც ჰკითხა

ამოსავალი ეგაა, რომ ყველა კავშირი თავად წყვეტს, მისთვის ტესტი რაა

სანაც არიფები ვიყავით, ტესტად ჩავითვალეთ - კეპები გავეცით:

2001 საფრანგეთ "უ"სთან (რომელმაც ოფიციალურად ერქვა "ა")
2006 ბარბაროსებთან
ბუქარესტისა და ავჭალის ტურნირებზე -- აფრიკის ისე’რა დუბლებთან

ახლა ეგრე აღარაა საქმე
თანაც ჰქვიათ "ფრანგი ბარბაროსები"

ოღონდაც იმასაც გვაპარებენ,
ჩვილები (ბეიბი) ვართო -- პრო დ2-ის ხალხი მოჰყავთ

@

Posted by: uefa_geo 23 May 2018, 19:14
ბილეთები როდიდან გაიყიდება დინამო არენის სალაროებში????????????????????

Posted by: სურამელი 23 May 2018, 19:19
QUOTE
ბილეთები როდიდან გაიყიდება დინამო არენის სალაროებში????????????????????



https://www.facebook.com/GeorgianRugby/posts/1712354042195021

ხვალიდან

Posted by: NON-GRATAS 23 May 2018, 19:29
ისე არ გამოგვივიდეს ინგლისის საგრაფოებისთვის რო უნდა გადაგვერბინა და აქეთ გადაგვირბინეს......

Posted by: giorgi77 23 May 2018, 20:22
QUOTE
ისე არ გამოგვივიდეს ინგლისის საგრაფოებისთვის რო უნდა გადაგვერბინა და აქეთ გადაგვირბინეს......


უფრო ეგრე გამოვა ვიდრე პირიქით.
ბაქიბუქობა იმაზეა ამტყდარი რომ რაც უფრო ძლიერი იქნება მეტოქე, წაგება უფრო საპატიო იქნება.

Posted by: Homo Erotikus 23 May 2018, 20:54
შუა კვირაში თამაშის დანიშვნა რა უბედურებაა. შაბათ-კვირას უეჭველი წავიდოდი.

Posted by: NAPSTER 23 May 2018, 21:39
Homo Erotikus
QUOTE
შუა კვირაში თამაშის დანიშვნა რა უბედურებაა. შაბათ-კვირას უეჭველი წავიდოდი.



ის უბედურებაა, რომ სხვანაირად არ გამოდის. ფიჯიზე არიან გასაფრენი. გზას და აკლიმატიზაციას დიდი დრო სჭირდება

Posted by: Homo Erotikus 23 May 2018, 22:57
NAPSTER
QUOTE
ის უბედურებაა, რომ სხვანაირად არ გამოდის. ფიჯიზე არიან გასაფრენი. გზას და აკლიმატიზაციას დიდი დრო სჭირდება

აქეთ გადმოეწიათ, 26-ში ან 27-ში ეთამაშათ.

Posted by: NAPSTER 23 May 2018, 23:29
Homo Erotikus
QUOTE
აქეთ გადმოეწიათ, 26-ში ან 27-ში ეთამაშათ.


ვერ გადმოწევდნენ, კლუბებიდან ხალხს არ გამოუშვებდნენ.
ჩვენს ნება-სურვილზე არაა ეგ დამოკიდებული

Posted by: giorgi77 26 May 2018, 16:43
გილოცავთ დამოუკიდებლობის დღეს!

#გამოდი 31-ში დინამოზე, სადაც #ბორჯღალოსნები ბარბაროსებს ჩვენი სამშობლოს დამოუკიდებლობის დღის და საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის დაარსებიდან

Posted by: BigG 26 May 2018, 17:47
ჯერ დიდმა ბარბაროსებმა გადაგვაგდეს, ახლა გავიგე, რომ ბრაზილიაც აღარ ჩამოდის, "ა" ნაკრებთან სათამაშოდ.

არგების თხუთმეტს მოუგეს და თავში აუვარდათ, როგორც ჩანს.

Posted by: SGG 26 May 2018, 21:54
BigG
QUOTE
ჯერ დიდმა ბარბაროსებმა გადაგვაგდეს, ახლა გავიგე, რომ ბრაზილიაც აღარ ჩამოდის, "ა" ნაკრებთან სათამაშოდ.

არგების თხუთმეტს მოუგეს და თავში აუვარდათ, როგორც ჩანს.


ვორლდრაგბიმ აღარ მიცა ფული ალბათ.
სამაგიეროდ ნოემბერში მაორები ჩადიან ბრაზილიაში და ჩილეში. მუშაობს პიშო.

ისე,ბრაზილიამ ძალიან კარგი შემადგენლობით მოტამაშე არგენტინა xv-ს მოუგებს. კუბელი და სუპერ რაგბში ნათამაშები რამდნიმე მორაგბე ყავდათ.
ფული გაჩნდა და პროფესიონალურ რელსებზე დაიწყეს გადასვლა და დაეტყოთ.

Posted by: dc120mm 26 May 2018, 22:00
QUOTE
ფული გაჩნდა და პროფესიონალურ რელსებზე დაიწყეს გადასვლა და დაეტყოთ.

რესურსი არ ააქვთ თუ რა!

Posted by: GURAM 27 May 2018, 02:24
გამარჯობა ყველას
შემადგენლობა არაა ხო ჯერ ცნობილი?

Posted by: BigG 27 May 2018, 16:35
SGG
QUOTE
ვორლდრაგბიმ აღარ მიცა ფული ალბათ.


უორლდ რაგბიმ ყველაფრის ფული მისცა, მაგრამ არ უნდოდათ - მიზეზ-მიზეზ დოს მარილი აკლიაო.

Posted by: George:) 27 May 2018, 17:02
ინტერვიუ ბექა წიკლაურთან

http://sport24.ge/news/beqa-iklauri-mzad-varT-gamo-vevebisTvis-da-moedanze-mosagebad-gavdivarT

Posted by: Qolga 27 May 2018, 17:36
ისე, მარკეტინგის მინიმალურ დონეზე ცოდნა და სურვილია იმისთვის საჭირო, რომ რაღაცეები უფრო უკეთესად იყოს ვიდრე არის. რა დიდი გსმოცნობა იმას ჭირდებოდა, რომ ამ მაისურების შეძენის მსურველი ბევრი იქნებოდა. ლიმიტირებული სერია მაინც გამოეტანათ გასაყიდად. სადაც 50 ცალს უკვეთავ, იქ ერთი 200 ცალიც მიამატე რა. ეეჰ.

Posted by: giushki 27 May 2018, 17:57
http://www.vipleague.pw/england-vs-barbarians-streaming-link-2

ინგლისი ბარბაროსები

Posted by: ლუკასა და ნიკოს მამა 27 May 2018, 18:07
ეხლა დამირეკა მარჯანამ -- კოტეს მამამ, სილქ სპორტზე(ც) გადისო

Posted by: BigG 27 May 2018, 20:38
აჩვენეს და ბოლოს გამოაცხადეს არგენტინის ორი ტესტი (სავარაუდოდ შოტლანდიასთან და უელსთან) ვიყიდეთო.

Posted by: ლუკასა და ნიკოს მამა 27 May 2018, 21:45
არგენტინის ოდინდელი ფანია ბიძინა ბარათაშვილი --
[ჩემი პარალელური | სესილის გოგიბერიძის] კლასელი

Posted by: Gio_G83 28 May 2018, 13:27
QUOTE
ისე, მარკეტინგის მინიმალურ დონეზე ცოდნა და სურვილია იმისთვის საჭირო, რომ რაღაცეები უფრო უკეთესად იყოს ვიდრე არის. რა დიდი გსმოცნობა იმას ჭირდებოდა, რომ ამ მაისურების შეძენის მსურველი ბევრი იქნებოდა. ლიმიტირებული სერია მაინც გამოეტანათ გასაყიდად. სადაც 50 ცალს უკვეთავ, იქ ერთი 200 ცალიც მიამატე რა. ეეჰ.


100 %
ბრალიანიც და უბრალოც, იგივე ვიზუალი - ხელმისაწვდომი რაოდენობაც დასაფასურიც

იგივე მარკეტინგულად
იმედია ამ "პოსტსაც" წაიკითხავს წამკითხავი

იაპონიაში ბორჯღალოსნების მასპინძლობა ქართველმა სუმოისტებმა გასწიონ (თუ მოხერხდება)
უკეთესი სავიზიტო ბარათი დაიდოს და აქ აღარაფრის დამწერი არ ვარ

Posted by: Juventino 31 May 2018, 16:47
დღეს ბილეთის ფასი რა არის იცის ვინმემ

Posted by: otia-83 31 May 2018, 17:14
Juventino
5-დან 20 ლარის ჩათვლით

Posted by: konti 31 May 2018, 17:59
აჩვენებენ??
რომელზეა??

//...............................

Posted by: jora84 31 May 2018, 19:15
ტურნიკეტი ისევ ###პროჭაობს drug.gif

Posted by: korbulone 31 May 2018, 19:55
ამ თამაშის შედეგი რეიტინგზე არ აისახება ხო?






3030303030 რეიტინგი

Posted by: Spacey 31 May 2018, 19:58
ლაივი სად არის help.gif help.gif help.gif

Posted by: korbulone 31 May 2018, 20:00
QUOTE
ლაივი სად არის     

https://www.imovies.cc/tv

რაგბი ტივიზეა.

Posted by: Just_Test 31 May 2018, 20:10
რეიტინგზე მოქმედებს ეს თამაში ?

Posted by: Spacey 31 May 2018, 20:11
user posted image

ის რა პატარაა biggrin.gif მორაგბეა ? biggrin.gif

Posted by: FullbackAce 31 May 2018, 20:25
9 ნომერია, 9 ნომერი ტანდაბალი და სწრაფია ტრადიციულად.
_________________________


კარგ ტემპში მიდის თამაში.

Posted by: Desmond Miles 31 May 2018, 20:32
დიქტორის ხმა რას გავს..
სირცხვილია.. დინამოს სტადიონზე არ მახსოვს ასეთი დინამიკები....

Posted by: donmixo777 31 May 2018, 20:47
პირველი დალაგებულის მსგავსი შეტევა მეტოქის 5 მეტრიანთან ახლოს, და ამ დროს ლობჟანიძე არის 0. ნიჟე პლინტუსა...

აშკარად ძალიან ცუდი 9 ნომერი გვყავს
10 ნომერი როცა პასს ანაწილებდეს უნდა მაშინ მიდის უაზრო შეტაკებაში...

არადა რაგბი 9 და 10 ნომრის ერთობლიობაა


Posted by: giorgi77 31 May 2018, 20:47
ლობჟანიძე გახდა ძალიან ცუდი 9. ნემსაძე ცუდი კაპიტანია.... სულ კარისკენ იშვერს ხელს.... არაა კაპიტანი ნემსაძე არა

ახლანდელი ლობჟანიძე აბუზე 10-ჯერ ნელია ალბათ...


Posted by: Spacey 31 May 2018, 20:49
user posted image

ცუდი საქციელია yes.gif

Posted by: arboeli 31 May 2018, 20:54
ბურთი გამოგვეტანა დროულად და არ დავისჯებოდით

Posted by: NON-GRATAS 31 May 2018, 20:55
ბურთი ძალიან ძალიან ძალიან ნელა გამოაქ ლობჟანიძეს.
მჭედლიძეს რატო არ ათამაშებდნენ რას ერჩიან?
ზაფხულის ტესტებზე ვინ ითამაშებს აფრქსიძე თუ ლობჟანიძე?

Posted by: FullbackAce 31 May 2018, 20:55
QUOTE (giorgi77 @ 31 May 2018, 20:47 )
ლობჟანიძე გახდა ძალიან ცუდი 9. ნემსაძე ცუდი კაპიტანია.... სულ კარისკენ იშვერს ხელს.... არაა კაპიტანი ნემსაძე არა

ახლანდელი ლობჟანიძე აბუზე 10-ჯერ ნელია ალბათ...

ისეთ გუნდში თამაშობს 9 ნომერი რო არ ჭირდებათ, 80 წუთი მიძალებით თამაშობენ და ალბათ სხვას ვერც სწავლობს ვერაფერს. help.gif

Posted by: kromeo6 31 May 2018, 21:02
ბიჭო ამ სუსტი რაქის პირობებში ცხრამ მაინც გაიტანოს ბურთი სწრაფად . აბჟანდაძეა დასაძახებელი დიდებში :დ

Posted by: azw. 31 May 2018, 21:06
სად უყურებთ ?

Posted by: frager 31 May 2018, 21:12
რა პასებს აკეთებს ლობჟანიძე ეს რა არიის facepalm.gif facepalm.gif
* * *
QUOTE
სად უყურებთ ?

http://www.myvideo.ge/tv/rtv

Posted by: giorgi77 31 May 2018, 21:20
გაიყვანა ლობჟანიძე და დავდეთ.... ხუციშვილის ორი წუთი მირჩევნია ლობჟანიძის 50 წუთს.... სუთია ხომ კაპიტანი, კარგია.

Posted by: Raven 31 May 2018, 21:27
მაგრა ვაგებთ?....................................................
ხანდახან ანგარიში დაწერეთ რაა, ვერ უყურებ...........................

Posted by: NON-GRATAS 31 May 2018, 21:27
შეტევა გვაქ 0......................

Posted by: giorgi77 31 May 2018, 21:29
Raven
ვიგებთ ჯერჯერობით 4 ქულას 11-7, მაგრამ ბევრი წუნი გვაქვს. ფრანბაროსები გვიტევენ, ჩვენ ნახევარზე არიან უკვე კარგა ხანია.

Posted by: springo 31 May 2018, 21:39
დიდი რეგრესი აქვს ლობჟანიძეს.

ბარბაროსებთან კარში დარტყმა "გენიალური" გადაწყვეტილება იყო




Posted by: FullbackAce 31 May 2018, 21:43
სუთიაშვილიიი!!! საღოლ. ლიდერი ამას ქვია. ხელით დაიჭირა და წაიყოლა გუნდი.

Posted by: Raven 31 May 2018, 21:45
წავაგეთ?..........................................................................................

Posted by: donmixo777 31 May 2018, 21:48
ეგი მსაჯია თუ პიტალო?

რას შვება კი მარა?

Posted by: frager 31 May 2018, 21:50
QUOTE
ბარბაროსებთან კარში დარტყმა "გენიალური" გადაწყვეტილება იყო

ისე იმათმაც დაარტყეს კარში

Posted by: FullbackAce 31 May 2018, 21:52
აგერ ამიტომ ვერ იქნება ხმალაძე ცენტრი, ბოლოში ლელოდან ორ მეტრში ცალი ხელით მოიშორა შემტევმა და ლელო დაგვიდეს. ჩვენ ნაკრებს არ აქვს იმის ფუფუნება რომ სუსტი მცველები გვყავდეს ასეთი ცუდი შეტევის პირობებში.

დღეს მალაღურა აჯობებდა 10ზე ყველას. მიუხედავად იმისა რომ თვითონ არ მოსწონს 10ის თამაში.

Posted by: giushki 31 May 2018, 21:54
ასე რომ გვეთამაშა ტონგა, ფიჯი ან იაპონია, უეჭველად წავაგებდით ნებისმიერთან, ამ სამიდან.

ირაციონალურად ვთამაშობთ, ჭკვიანურად - არა.

ნუ მსაჯი როგორ ყოველთვის ...

Posted by: sham 31 May 2018, 21:56
Rogor morcha, daweret ra.... ...............

Posted by: donshelo 31 May 2018, 21:57
sham
16-15 მოვიგეთ
ბოლო წამზე უეჭველი გასატანი გარდასახვა გამაზეს ბარბაროსებმა

Posted by: giorgi77 31 May 2018, 21:58
ლობჟანიძის რეგრესი უკვე ქრონიკულ სტადიაში გადავიდა... რა უნდა ნაკრებში?

ნემსაძე, მშვენიერი მორაგბეა, მაგრამ არა კაპიტანი.

ჰეიგს ჩვევია ასეთი გაუგებარი ამოკვიატებები... გამოჩნდა რომ მჭედლიძის იგნორირება შეცდომა იყო. დღეს ალბათ გამორჩეული იყო ჩვენებში.

საერთო ჯამში მორიგი უსახური თამაში ჩვენი ნაკრების შესრულებით.

Posted by: OSTAP 31 May 2018, 21:58
ვერ ჩამოვყალ8ბდით ბარბაროსულდ გვეთამაშა თუ საკუთარი რაგბი და შედეგად უსისტემოდ ვითამაშეთ ძალიან. ასევე ჩანს, რომ როგორც კი 1 ხაზი უპირატესობას ვერ აკეთებს ეგრევე გვეშლება თამაში. ამიტომ სტატიკაში სუსტი 1 ხაზის ფუფუნება არ გვაქვს. ნარო, ჩილა, კარლენა, დუდუ და ა.შ.


Posted by: Dr NULL 31 May 2018, 22:05
QUOTE
გამოჩნდა რომ მჭედლიძის იგნორირება შეცდომა იყო

კარგით რა smile.gif გუნდში შეცვლაზეც არ იყო, თავად თქვა ცუდ ფორმაში ვიყავიო. ჩვენც ვნახეთ ეს, სხვათაშორის. ჩაჯდა ფორმაში და დაუძახა. რა არგუმენტად მოგყავს დღევანდელი თამაში შარშანდელ არგამოძახებასთან smile.gif

ახლების და ლობჟანიძის გამოსაცდელად მშვენიერი თამაში გამოვიდა.

Posted by: Lotkinski 31 May 2018, 22:06
როგორც ცა და დედამიწა, ისე განსხვავდებოდა გუშინდელი და დღევანდელი საქართველოს ნაკრები, ახალგაზრდები თამაშობენ რაგბს.

Posted by: ცერცვა. 31 May 2018, 22:08
საზიზღრად ვითამაშეთ....

ნაკრებს აქვს რეგრესი თან სერიოზული, ყოველ შემთხვევაში დღევანდელი თამაშიდან ან ერთა თასის თამაშებიდან ასე ჩანს...

ოდნავაც ვერ ვპროგრესირებთ ხელით თამაშში, უფრო პირიქით...
არა და ფიჯის კარგად ეთამაშნენ ხელით, როცა საკუთარი 20-იანიდან იმათ 20-მდე ჩავიდნენ ხელით თამაშით...

Posted by: Ghоst writеr 31 May 2018, 22:11
ძალიან დიდ პატივს ვცემ ნემსოს, ნამდვილი პროფესიონალია, მაგრამ კაპიტნობას სხვა რაღაცა უნდა,

აი ის რაც სუთიაშვილს აქვს, აშკარად ჯობია სუთი ამ კომპონენტში, სწორ გადაწყვეტილებებს ღებულობს და ჩვენი მეორე ლელო, მთლიანად მისი დამსახურება იყო.

პ.ს ჰო კიდე ისა, ფრუიძისნაირ ათს, ერთი ცალი თოდუა მირჩევნია მე პირადად.

Posted by: kromeo6 31 May 2018, 22:46
პატარები თამაშბენ ბევრად უკეთეს რაგბს .

Posted by: zaal1969 31 May 2018, 22:58
ცუცქირიძე მშვენიერი ბიჭია, უფრო მოვა ჯანზე და დაიხვეწება, ეჭვი მაქვს,რომ მსოფლიოზე ძირითადში იქნება

Posted by: burke 31 May 2018, 23:08
ძვირფასო მეგობრებო დინამოზე მიმდინარეობს დაძაბული მატჩი ბორჯღალოსნებსა და ფრანგ ბარბაროსებს შორის, რომელიც ეძღვნება საქართველოს პირელი რესპუბლიკის შექმნის 100 წლის თავს. ამ ეტაპზე ანგარიშია 11-10 საქართველოს სასარგებლოდ.

მატჩის დასრულებისთანავე ჩვენი ნაკრები მიემგზავრება ოკეანეთში (ფიჯიზე) წყნარი ოკეანის თასზე მონაწილეობის მისაღებად.

უმორჩილესად გთხოვთ საქართველოს რაგბის კავშირის, ბორჯღალოსნებისა და ქართული სარაგბო ოჯახის სახელით ნუ გააკეთებთ განცხადებებს.

ბოლო საათების განმავლობაში არაერთხელ გავრცელდა ინოფემაცია, რომ რაგბის ნაკრები უერთდება რუსთაველზე მიმდინარე აქციას.

გვინდა ვუთხრათ საზოგადოებას, რომ ჩვენ ვიზიარებთ და გვერდზე ვუდგავართ ამ ტრაგედიით გაუბედურებულ ოჯახებს, თუმცა იმ აქციებში, რომელსაც პოლიტიკური ელფერი აქვს, არ ვერთვებით!




ეს არის ყველაზე სამარცხვინო განცხადება რაც რაგბის კავშირს შეეძლო გაეკეთებინა
სამარცხვინოები ხართ

ძალიან სამარცხვინოები

Posted by: NON-GRATAS 31 May 2018, 23:16
რატო? აბა გვარამიას და ნიკა მელიას ამოდგომოდა გვერდში და საპარლამებტო არჩევნები უნდა მოეთხოვათ?)))

Posted by: FullbackAce 31 May 2018, 23:17
რა აქციებია ? რა ხდება ? საერთოდ სპორტული კავშირი არ უნდა ერთვებოდეს აქციებში რაც არ უნდა კარგი მოტივით იმართებოდეს.

Posted by: akkai 31 May 2018, 23:18
QUOTE
ეს არის ყველაზე სამარცხვინო განცხადება რაც რაგბის კავშირს შეეძლო გაეკეთებინა
სამარცხვინოები ხართ

ძალიან სამარცხვინოები


+ 100

Posted by: სურამელი 31 May 2018, 23:23
QUOTE
ძვირფასო მეგობრებო დინამოზე მიმდინარეობს დაძაბული მატჩი ბორჯღალოსნებსა და ფრანგ ბარბაროსებს შორის, რომელიც ეძღვნება საქართველოს პირელი რესპუბლიკის შექმნის 100 წლის თავს. ამ ეტაპზე ანგარიშია 11-10 საქართველოს სასარგებლოდ.

მატჩის დასრულებისთანავე ჩვენი ნაკრები მიემგზავრება ოკეანეთში (ფიჯიზე) წყნარი ოკეანის თასზე მონაწილეობის მისაღებად.

უმორჩილესად გთხოვთ საქართველოს რაგბის კავშირის, ბორჯღალოსნებისა და ქართული სარაგბო ოჯახის სახელით ნუ გააკეთებთ განცხადებებს.

ბოლო საათების განმავლობაში არაერთხელ გავრცელდა ინოფემაცია, რომ რაგბის ნაკრები უერთდება რუსთაველზე მიმდინარე აქციას.

გვინდა ვუთხრათ საზოგადოებას, რომ ჩვენ ვიზიარებთ და გვერდზე ვუდგავართ ამ ტრაგედიით გაუბედურებულ ოჯახებს, თუმცა იმ აქციებში, რომელსაც პოლიტიკური ელფერი აქვს, არ ვერთვებით!




ეს არის ყველაზე სამარცხვინო განცხადება რაც რაგბის კავშირს შეეძლო გაეკეთებინა
სამარცხვინოები ხართ

ძალიან სამარცხვინოები


მე ვფიქრობ რომ ძალიანც სწორი განცხადებაა. სოლიდარობას უცხადებენ გარდაცვლილის ოჯახს და იქ არ მიდიან რადგან, ძალიან ბევრი ნაგავი დგას ქულების დასაწერად და არაა საჭირო მორგაბეების სახელითაც ჩაიწერონ ქულები.

Posted by: dishosdzisdze 31 May 2018, 23:36
მოახერხეს იმდენი რომ ამ განყოფილებაშიც დაეყენებინათ ნეხვის სუნი! .. facepalm.gif

პ. ს. ქოცების დედაც მოვიკითხე და ნაცებისაც! ! ! ზედ გვარამიასიც.

Posted by: burke 31 May 2018, 23:42
QUOTE
მოახერხეს იმდენი რომ ამ განყოფილებაშიც დაეყენებინათ ნეხვის სუნი! ..


ძაან მომწონს ეს ყველაფერზე მაღლა მდგომი უმწიკვლო განყოფილების იმიჯი
სასწაულია პირდაპირ

თუ ვინმემ ნეხვის სუნი დააყენა ზუსტადაც რომ რაგბის კავშირმა ამ განცხადებით
მორაგბე იყო ის ბიჭი და საერთოდაც შეეძლოთ რომ განცხადებაც არ გაეკეთებინათ პოლიტიკური ელფერით
ურბალოდ მიესამძიმრებინათ მშობლისთვის და გვერდში დგომა გამოეხატათ ყოველგავრი ქვეტექსტების გარეშე

არა მაინცდამაინც პოლიტიკური ქაქის სუნი დააყენეს, ისე როგორც არჩევნებზე და ისე როგორც სხვაგან
არსებობს რაღაცეები რაც ყველაფერზე ამღლა დგას და ეს ადამიანობაა

როცა ამას დაკარგავს ეს თემი მერე გინდა უმწიკვლოებაზე პოსტეთ და გინდა ზე რაგბზე




Posted by: computermania 31 May 2018, 23:44
მე ვფიქრობ რომ ძალიანც სწორი განცხადებაა. სოლიდარობას უცხადებენ გარდაცვლილის ოჯახს და იქ არ მიდიან რადგან, ძალიან ბევრი ნაგავი დგას ქულების დასაწერად და არაა საჭირო მორგაბეების სახელითაც ჩაიწერონ ქულები.

+1

Posted by: GIORGI112 31 May 2018, 23:48
სრკ-ს ეს არ დაეწერააა და რავი რა ქნეს

Posted by: ratomac aRa 31 May 2018, 23:53
QUOTE
ძალიან ბევრი ნაგავი დგას ქულების დასაწერად


ბოლო 28 წელია

საერთოდ პოლიტიკური ელფერი რასაც დაკრავს არსად უნდა ერეოდნენ, ეს პოზიცია უნდა დაიკავონ მუდამ

მასე ჯობს

Posted by: FullbackAce 31 May 2018, 23:55
და რა ხდება ვაბშე ვინმე ვერ გამარკვევს ? რაზეა აქციები ? ან სტატიის ლინკი დადეთ რამე.

Posted by: akkai 1 Jun 2018, 00:15
მსგავსი მაისურით #ნუ მომკლავ ჰეშთეგით ნაცობას ნიშნავს?

გულის სიღრმეში მართლა ველოდებოდი რო ასე გამოვიდოდნენ ჰიმნების დროს


Posted by: giushki 1 Jun 2018, 00:37
QUOTE (burke @ 31 May 2018, 23:08 )
ძვირფასო მეგობრებო დინამოზე მიმდინარეობს დაძაბული მატჩი ბორჯღალოსნებსა და ფრანგ ბარბაროსებს შორის, რომელიც ეძღვნება საქართველოს პირელი რესპუბლიკის შექმნის 100 წლის თავს. ამ ეტაპზე ანგარიშია 11-10 საქართველოს სასარგებლოდ.

მატჩის დასრულებისთანავე ჩვენი ნაკრები მიემგზავრება ოკეანეთში (ფიჯიზე) წყნარი ოკეანის თასზე მონაწილეობის მისაღებად.

უმორჩილესად გთხოვთ საქართველოს რაგბის კავშირის, ბორჯღალოსნებისა და ქართული სარაგბო ოჯახის სახელით ნუ გააკეთებთ განცხადებებს.

ბოლო საათების განმავლობაში არაერთხელ გავრცელდა ინოფემაცია, რომ რაგბის ნაკრები უერთდება რუსთაველზე მიმდინარე აქციას.

გვინდა ვუთხრათ საზოგადოებას, რომ ჩვენ ვიზიარებთ და გვერდზე ვუდგავართ ამ ტრაგედიით გაუბედურებულ ოჯახებს, თუმცა იმ აქციებში, რომელსაც პოლიტიკური ელფერი აქვს, არ ვერთვებით!




ეს არის ყველაზე სამარცხვინო განცხადება რაც რაგბის კავშირს შეეძლო გაეკეთებინა
სამარცხვინოები ხართ

ძალიან სამარცხვინოები

ძალიან სამარცხვინო რაღაცას აკეთებ და თან ვერ ხვდები (თუ ეგრეა, დაეკითხე მაინც სხვას, სანამ მაგას აქ დაწერდი). თუ ხვდები და მაინც წერ, ეს უკვე სხვა რაღაცაა. უბრალოდ გთხოვ, რომ თავი შეიკავო, ადამიანურად და ნორმალურად. შეურაცხყოფაზე გადმოსვლა ძალიან მარტივად შეგვიძლია აქედან ნებისმიერს.

Posted by: dxm1 1 Jun 2018, 00:45
მგონი მელიტონმა ამოწურა თავისი თავი.... რავიცი რავიცი... ძალიან უსახურს რაგბს ვთამაშობთ.
* * *
იმ ადგილებში ატარებს ექსპერიმენტებს სადაც ალბათ ყველაზე ნაკლებად გვიჭირს და დალაგებული გვაქვს... ხაზს მიხედე ხაზსს ხვედელიძე! ათამაშე ახალგაზრდები, მიიღონ გამოცდილება, ახალი სისხლია საჭირო ბრმაც კი ხედავს და... ეს მათიაშვილიც საზოგადოებრივი აზრის ზეწოლით მიიღო მგონი ნაკრებში, თორე კარგა ხანს არ აძლევდა შანსს!

Posted by: სურამელი 1 Jun 2018, 01:16
shalva sutiashvili highlights georgia - French Barbarians 16-15



Posted by: FullbackAce 1 Jun 2018, 01:21
QUOTE (სურამელი @ 1 Jun 2018, 01:16 )
shalva sutiashvili highlights georgia - French Barbarians 16-15



სუთის გამოსვლა მაგრად დაეტყო გუნდს დღეს, ჰაილაითი და ლაილაითი არ ჭირდება მაგ ფაქტს, gigi.gif ნამდვილი ლიდერია.

Posted by: სურამელი 1 Jun 2018, 01:23
QUOTE
სუთის გამოსვლა მაგრად დაეტყო გუნდს დღეს, ჰაილაითი და ლაილაითი არ ჭირდება მაგ ფაქტს,  ნამდვილი ლიდერია.


მე სულ ვუკეთებ შალვას ყველა თამაშის მერე smile.gif ოჯახს ვუნახავ ისტორიას, ჰოდა ახლაც არ დავარღვიე ტრადიცია smile.gif)))

Posted by: Dima Fan 1 Jun 2018, 01:29
burke
რაზე იშლი ნერვებს ? smile.gif თან აქ.
ნათელია ყველაფერი ისედაც.
პოლიტიკური ელფერი და სუნი სწორედ კავშირის მაგ განცხადებას აქვს,დაკვეთილს და ჩაძახებულს smile.gif
შვილმკვდარი მამის გვერდში დგომას არ ჭირდება მიზეზი smile.gif ეს ყველას მოვალეობაა,რადგან ხვალ ჩვენ და ჩვენს შვილებსაც მოადგებიან.

Posted by: harton1 1 Jun 2018, 01:33
ძალიან ბანძი განცხადება გააკეთა კავშირმა

არ უნდა ამას ზედმეტი ოცობოდიალი

ჰო ტამაშზე რა ვტქვა, ბარდაგი იყო მაგრამ მომენტებში ბევრი სწრაფი პასი გავაკეთეთ შეცდომის გარეშე

Posted by: ლუკასა და ნიკოს მამა 1 Jun 2018, 01:35
http://site.rugby.ge/ka-GE/2018-PIRA-FF/#FRB

დემოკრატიული რესპუბლიკის 100 წლისთავი

საქართველო 16:15 ფრანგი ბარბაროსები

საქ: კვირიკაშვილი (წიკლაური 50) სიჭინავა (თოდუა 60) კვესელაძე მჭედლიძე მათიაშვილი
<10-9> ჯინჭველაშვილი (ხმალაძე 66) ლობჟანიძე (ხუციშვილი 50) /
თეთრაშვილი (ჟვანია 41) მამუკაშვილი (ჭყოიძე 41) მელიქიძე (მირცხულავა 41)
ო.გიორგაძე ნემსაძე^კაპ (ჭეიშვილი 41) ცუცქირიძე შენგელია (შუბითიძე 61) გაჩეჩილაძე (სუთიაშვილი 41) –
2ლ: მათიაშვილი თოდუა; 2ჯ: მათიაშვილი

ფრბ: ლაუს-აზპიაზიუ (მატი 67) გიემენ კლემანჩაკ (ლაბორდ 67) ლაბორდ (მუსკარდიც 41) ჰამდავი
<10-9> მატი (ბოსვიელ 41) ეკოშარ (ბლან 41) /
ფორლეტა (ვანე 41) დავიდ^კაპ (კარბუ 41) დემეზონ (დიუმა 41)
ნკენსი (გრანუიე 59) გრანუიე (სენჟე 41) პლასინ (გარო 41) ბრაზო ფაბრეგ (პლასინ 59) –
2ლ: პლასინ მუსკარდიც; გ: მატი; ჯ: ბოსვიელ

რეფ რიდლი (ინგ)

3:0(20) 6:0(24) 6:7(39) /
11:7(52) 11:10(64) 16:10(76) 16:15(80+2) დას(80+3)

ხუთ 31/05_2018 თბილისი, დინამო არენა (30 ათასი)

დედანი >> http://files.rugby.ge/oqmi/_MZA/2018_0531_ZFX_0_GEO-FRB.doc

@ ჩვენ შევიყვანეთ 10-ვე სათადარიგო = იმათ 8 კაცის გააკეთეს 12 შეცვლა


Posted by: Detroit 1 Jun 2018, 01:41
ძაანაც სწორი განცხადებაა, რა შუაშია რაგბი იმ საქმესთან. ნაცები, შალვა და ათასი ჯურის Yლე რო ხელის მოთბობას აპირებენ იმ კაცის ტრაგედიით და ქულებს იწერენ ეგენი არარიან საკმარისი ??

Posted by: deep purple_in rock 1 Jun 2018, 01:53
ცუცქირიძემ რა იმუშავა ? ! ბრავო მაგ ბიჭს, ძალიან მომწონს. დაცვაში შეუვალია, საიმედო ბოჭვებს აკეთებს.. დღეს ოთიასაც არაუშავდა. მარა უფრო მეტს ველი ) ხმალაძე როგორც კი შემოვიდა რა "მაგრად" გადაკიდა იქითა ფლანგზე biggrin.gif ამ შემადგენლობით ბარბაროსებთან მოგება კი კარგია, მარა ხარისხი საშინელი იყო.) ისევ სოსოს და კვესელას სისწრაფე დაგვეხმარა ინდივიდუალური

Posted by: Dr NULL 1 Jun 2018, 02:17
თაზო სამომავლოდ თავისი ენერგიით და კარგი ფიზიკური მომზადებით შუამარბის პოზიციაზე სარგებელს მოგვიტანს.
https://sportall.ge/ragbi/erovnuli-nakrebi/119195-milton-heigi-dacvis-mkhriv-raghac-sqemebma-ar-imushava.html

Posted by: ganduras79 1 Jun 2018, 03:00
QUOTE (Detroit @ 1 Jun 2018, 01:41 )
ძაანაც სწორი განცხადებაა, რა შუაშია რაგბი იმ საქმესთან. ნაცები, შალვა და ათასი ჯურის Yლე რო ხელის მოთბობას აპირებენ იმ კაცის ტრაგედიით და ქულებს იწერენ ეგენი არარიან საკმარისი ??

ოცნება და ბიძინა ხო განსხვავებული გზით არიან მოსული facepalm.gif



Posted by: FullbackAce 1 Jun 2018, 05:32
უცხოელებს მაგრად მოეწონათ მაისურები და უამრავი კითხულობდა სად ვიყიდოთო.


ეჰ ქართველებს რო მარკეტინგი გვესმოდეს. rolleyes.gif

Posted by: jora84 1 Jun 2018, 08:22
deep purple_in rock

მაგ ორთან ერთად ჭეიშვილსაც გამოვყოფდი, მომატებული აქვს საფრანგეთში წასვლის მერე.

მელიტონა საფრანგეთში შემკვრელის გარეშე აპირებს თამაშს?

Posted by: სურამელი 1 Jun 2018, 08:43
ცუცქირიძე ძალიან კარგი იყო გუშინ. ოთიაც მომეწონა, თან კაცი თავის ჩვეულ პოზიციაზე არ თამაშობდა და კიდევ უფრო დასაფასებელია.

აი 8 ნომერზე რა უნდა ვქნათ კუნძულებზე ვერ ვხვდები, შვიდიდან პირდაპირ ცხრაზე რომ გადავიდეთ არ იქნება ცუდი smile.gif)

Posted by: jora84 1 Jun 2018, 08:46
სურამელი

სადაც მეოთხეხაზელები მოიფიქრა ტაქსისტმა იქნებ მაგასაც მოუფულიქტოს რამე biggrin.gif

პ.ს. მეჩვენება თუ რაც კენგურუები დავიმატეთ სამწვრთნელო შტაბში იმის მერე ცოტა აურია ჩვენმა ნაკრებმა?

Posted by: სურამელი 1 Jun 2018, 08:52
QUOTE
სადაც მეოთხეხაზელები მოიფიქრა ტაქსისტმა იქნებ მაგასაც მოუფულიქტოს რამე

ნოვაცია დაამკვიდრა რაგბში smile.gif))

Posted by: xDavid_S 1 Jun 2018, 09:29
ლუკასა და ნიკოს მამა
25 კაცი თუ ვათამაშეთ, ტესტად ვერ ჩაითვლება, არა?

Posted by: სურამელი 1 Jun 2018, 09:45
ისე გუშინ, ლობჟანიძეზე მეტად, ხუციშვილი უფრო მომეწონა.

ვასკა, 2015 წლის ვასკასგან ნახევარიღაა დარჩენილი sad.gif აშკარად მისამატებელი აქვს თორემ აფრასიძე მალე გახდება #1

Posted by: Dr NULL 1 Jun 2018, 09:51
QUOTE
ოთიაც მომეწონა, თან კაცი თავის ჩვეულ პოზიციაზე არ თამაშობდა და კიდევ უფრო დასაფასებელია

ჩვეული რომელია კიდე გასარკვევია. მგონი, მეორე ხაზში უკეთესად ითამაშა smile.gif

QUOTE
ვასკა, 2015 წლის ვასკასგან ნახევარიღაა დარჩენილი  აშკარად მისამატებელი აქვს

ვასკა მძიმედ შედის ხოლმე "ფორმაში". პირველ შეხვედრებისას ცუდად თამაშობს. ბოლო ორი პული ესე იყო და რა ვიცი smile.gif თან, ძალიან შველის ხოლმე კონკურენტი რომ ფეხებზე აბიჯებს. იმედი მაქვს, კუნძულებზე მოუმატებს.

Posted by: iverieli 1 Jun 2018, 09:59
მართლა რა საშინლად ითამაშა ვასკამ. იმედია დროულად გამოასწორებს თამაშს. მილტონი მიხედავს. თორე მოუწევს ბეგორათი თამაში

Posted by: ლუკასა და ნიკოს მამა 1 Jun 2018, 10:22
QUOTE
ტესტად ვერ ჩაითვლება

ვერ ვიცი, დავით ბატონო!

1) ქვეყანა თავად წყვეტს, რა ჩაითვალოს ტესტად და რა -- არა

2) უწინაც გვითამაშებია მეტი | მეტი შეგვიცვლია და მაინც ჩაგვითვლია

3) მეტოქემ გამოიყენა როტაციული შეცვლები (წესი 3.34), ჩვენ - კლასიკური, მაგრამ 10

+) მთავარი გადამწყვეტი მგონი მაინც უნდა იყოს მეტოქის ხარისხი

მაგ მხრივ კი "ჩვილი ბარბაროსები" ნამდვილად ღირსნი გამოდგნენ -- კინაღამ მოგვიგეს

@

Posted by: davita_1977 1 Jun 2018, 10:36
მე ვასკას თამაში მომეწონა ჩემის აზრით დამაჯერებლად თამაშობდა სწრაფ ტემპს მიყვებოდა როცა საჭირო იყო და როცა ფორვარდებით თითო თითო დარტყმით ვუტევდით მაშინ ნელა გამოქონდა, შეიძლება რამე არაორდინალური არ უქნია არაფერი რაც უყვარს ხოლმე მაგრამ ცუდად ნამდვილად არ თამაშობდა ისე მილტონამ თქვა ისეთი თამაში გამოვიდა 9-10 ნომრებს არ ქონდათ ხშირად ბურთი და განსაკუთრებულის ნახებას ვერაფრისას ვერ შეძლებდენო

Posted by: kobalt 1 Jun 2018, 10:42
მთლიანობაში კარგად ითამაშეს მე საერთოდ მომეწონა გუშინდელი თამაშო ძლიერი გუნდი იყო საკმაოდ პრდე 2 ში ძლიერი მოთამაშეები ყავთ ეს ფრანგების ვირეშმაკული ბებეები რო დაარქვეს (ბავშვები ) თუ წავაგეთ ნუ ბავშვები ვათამაშეთო მაგრამ ჩამოყალიბებული ზრდასრული ელიტური დივიზიონის ნაკრები ჩამოიყვანეს. ხოდა ამ გუნდთან მოვიგეთ თან პირველი ლელო´არ ჩაგვითვალეს და რაც უჩვეულო იყო ჩვენი გუნდისთვის ის რომ შერკინებაში უპირატესობა არ გვქონდა პირიქიტ იქეთ გვაწვებოდნენ და გუნდმა მოახერხა გზები გამოენახა მოწინააგმდეგის ჩათვლის მოედნისკენ, ეგრერო რავიცი კარგი თამაში იყო საღოლ ჩვენებს მაგრები არიან.

Posted by: davita_1977 1 Jun 2018, 10:49
QUOTE (kobalt @ 1 Jun 2018, 10:42 )
მთლიანობაში კარგად ითამაშეს მე საერთოდ მომეწონა გუშინდელი თამაშო ძლიერი გუნდი იყო საკმაოდ პრდე 2 ში ძლიერი მოთამაშეები ყავთ ეს ფრანგების ვირეშმაკული ბებეები რო დაარქვეს (ბავშვები ) თუ წავაგეთ ნუ ბავშვები ვათამაშეთო მაგრამ ჩამოყალიბებული ზრდასრული ელიტური დივიზიონის ნაკრები ჩამოიყვანეს. ხოდა ამ გუნდთან მოვიგეთ თან პირველი ლელო´არ ჩაგვითვალეს და რაც უჩვეულო იყო ჩვენი გუნდისთვის ის რომ შერკინებაში უპირატესობა არ გვქონდა პირიქიტ იქეთ გვაწვებოდნენ და გუნდმა მოახერხა გზები გამოენახა მოწინააგმდეგის ჩათვლის მოედნისკენ, ეგრერო რავიცი კარგი თამაში იყო საღოლ ჩვენებს მაგრები არიან.

მართალი ხარ შერკინებაში უპირატესობის გარეშე მმოვიგეთ ეს თამაში თან მემგონი ორი ლელო არ ჩაგვითვალეს რადგანაც ვიდეოგამეორება არ იყო, თამაშიც მომეწონა და პრო დ2 ის ნაკრები სულაც არაა ხელწამოსაკრავი გუნდი.

Posted by: AnRI992 1 Jun 2018, 11:06
ერთი კითხვა მაქვს.
ეს პროდ 2-ის ნაკრები იყო თუ პროდ 2-ის მხოლოდ ფრანგი მოთამაშეებით დაკომპლექტებული ნაკრები?

ზოგადად მგონია რომ პროდ 2-ის საუკეთესო მოთამაშეევიატ ერთი ნორმალური ტოპ 14-ის დონის გუნდი თავისუფლად გაკეთდება. თუმცა ამათ კუნძულელები არ ყავდათ მგონი.

მაინტერესებს თქვენი აზრით დაახლოებით რა დონის გუნდი იყო ჩამოსული

Posted by: QKD 1 Jun 2018, 11:51
Spacey
QUOTE


ცუდი საქციელია 

მანამდე თავზე წამოარტყა და პასუხიც მიიღო

http://www.myvideo.ge/v/3603374

Posted by: otia-83 1 Jun 2018, 11:52
რა მომეწონა:
1) მაისური - სიამოვნებით ვიჩუქებდი ვინმესგან biggrin.gif
2) ოთია გიორგაძე - ძალიან კარგი იყო.
3) ცუცქირიძე - მაგრად აქვს მომატებული.
4) ჭეიშვილი - ამასაც აშკარად ეტყობა პროგრესი.
5) სუთიაშვილი - ძალიან საიმედო და სტაბილურია + ძალიან კარგი კაპიტანი, ბუკასთან ერთად საუკეთესოა ჩვენი ნაკრბის ისტორიაში, იმ პერიოდში მაინც, მე რაც კარგად მახსოვს.
6) მჭედლიძე - ძალიან კარგი იყო.
7) კვესელაძე - თუმცა ერთი ერთზე ბოჭვებში დიდ ბიწებთან ცოოტა გაუჭირდა, მაგრამ მაინც სასარგებლო იყო. დაცვაში პოზიციის შერჩევაზე აქვს სამუშაო.
8) სიჭი - კარგი იყო.
9) მეკოც.
10) მათიაშვილი -ძალიან კარგი იყო შეტევაში.


არ მომეწონა:
1) რაქები.
2) სტატიკური კომპონენტები.
3) ღერძი - განსაკუთრებით ვასკა, ძალიან აგვიანებდა გამოტანას და რამდენჯერმე ბურთიც დავკარგეთ მაგიტომ.
4) დაცვაში ერთი ერთზე ბოჭვები ბევრს უფუჭდებოდა.
5) გაჩეჩილაძეც ვერ იმორჩილებდა ბურთს ფეხებში შერკინების დროს. თუმცა ძალიან არამდგრადი შერკინება გვქონდა და გაკრიტიკებისგან მაინც თავს შევიკავებ smile.gif

Posted by: giorgi77 1 Jun 2018, 11:58
QUOTE
არ მომეწონა:
1) რაქები.
2) სტატიკური კომპონენტები.
3) ღერძი - განსაკუთრებით ვასკა, ძალიან აგვიანებდა გამოტანას და რამდენჯერმე ბურთიც დავკარგეთ მაგიტომ.
4) დაცვაში ერთი ერთზე ბოჭვები ბევრს უფუჭდებოდა.
5) გაჩეჩილაძეც ვერ იმორჩილებდა ბურთს ფეხებში შერკინების დროს. თუმცა ძალიან არამდგრადი შერკინება გვქონდა და გაკრიტიკებისგან მაინც თავს შევიკავებ


+ 6) კაპიტანი, ნემსაძე ვერ კაპიტნობს და რას ერჩის ჰეიგი.


ერთი 100% ლელო არ ჩაგვითვალეს რომელიც გამეორებაზე გამოჩნდა რომ სუფთა ლელო იყო. შენგელიამ დადო

Posted by: სურამელი 1 Jun 2018, 12:01
QUOTE
1) მაისური - სიამოვნებით ვიჩუქებდი ვინმესგან


გაყიდვაში რომ გამოტანონო კარგი იქნება. თან კენტბერის დამზადებული არ იყო, მგონი ქართულია და ძვირიც არ იქნება. სიამოვნებით ვიყიდი

Posted by: FullbackAce 1 Jun 2018, 12:08
QUOTE (otia-83 @ 1 Jun 2018, 11:52 )
რა მომეწონა:
1) მაისური - სიამოვნებით ვიჩუქებდი ვინმესგან biggrin.gif
2) ოთია გიორგაძე - ძალიან კარგი იყო.
3) ცუცქირიძე - მაგრად აქვს მომატებული.
4) ჭეიშვილი - ამასაც აშკარად ეტყობა პროგრესი.
5) სუთიაშვილი - ძალიან საიმედო და სტაბილურია + ძალიან კარგი კაპიტანი, ბუკასთან ერთად საუკეთესოა ჩვენი ნაკრბის ისტორიაში, იმ პერიოდში მაინც, მე რაც კარგად მახსოვს.
6) მჭედლიძე - ძალიან კარგი იყო.
7) კვესელაძე - თუმცა ერთი ერთზე ბოჭვებში დიდ ბიწებთან ცოოტა გაუჭირდა, მაგრამ მაინც სასარგებლო იყო. დაცვაში პოზიციის შერჩევაზე აქვს სამუშაო.
8) სიჭი - კარგი იყო.
9) მეკოც.
10) მათიაშვილი -ძალიან კარგი იყო შეტევაში.


არ მომეწონა:
1) რაქები.
2) სტატიკური კომპონენტები.
3) ღერძი - განსაკუთრებით ვასკა, ძალიან აგვიანებდა გამოტანას და რამდენჯერმე ბურთიც დავკარგეთ მაგიტომ.
4) დაცვაში ერთი ერთზე ბოჭვები ბევრს უფუჭდებოდა.
5) გაჩეჩილაძეც ვერ იმორჩილებდა ბურთს ფეხებში შერკინების დროს. თუმცა ძალიან არამდგრადი შერკინება გვქონდა და გაკრიტიკებისგან მაინც თავს შევიკავებ smile.gif

სუთი ერთერთი საუკეთესო კაპიტანია უდაოდ მაგრამ საუკეთესოთა შორის საუკეთესოს რა მოგახსენო. ბუკა მაგარი ადამიანია მაგრამ კაპიტნობაში საშუალო დონის ჩემის აზრით. კაპიტნები ზედგენიძე და ლაბაძე რო იყვნენ ოოოოოოო, ისეთი შეკრული და გაუტეხელი იყო გუნდი მაგათ დროს რომ ეგეთი იშვიათია.

Posted by: otia-83 1 Jun 2018, 12:19
FullbackAce
QUOTE
ზედგენიძე და ლაბაძე რო იყვნენ ოოოოოოო, ისეთი შეკრული და გაუტეხელი იყო გუნდი მაგათ დროს რომ ეგეთი იშვიათია.

მაგ პერიოდში რაგბში ისე კარგად ვერ ვერკვეოდი, რომ კაპიტნის ავ-კარგიანობა გამერჩია. შედარებით გავთვითცნობიერდი აბუს პერიოდიდან. მაგ დროიდან, კი ეს ორი საუკეთესოა.

ნემსაძე ძაან წვალობს კაპიტრნობისას და მნიშვნელოვან მატჩებში ამან შეიძლება რაგბის თამაშშიც კი შეუშალოს ხელი. ტყუილად ვაწვალებთ ამ კომპონენტში.

Posted by: GARCH 1 Jun 2018, 12:37
“ვერ კაპიტნობს“-ში რა იგულისხმება? შეგიძლიათ ჩამოწეროთ კაპიტნის ფუნქციები და ვინ როგორ ასრულებს?

Posted by: Gio_G83 1 Jun 2018, 14:25
QUOTE
ვერ ჩამოვყალ8ბდით ბარბაროსულდ გვეთამაშა თუ საკუთარი რაგბი და შედეგად უსისტემოდ ვითამაშეთ ძალიან. ასევე ჩანს, რომ როგორც კი 1 ხაზი უპირატესობას ვერ აკეთებს ეგრევე გვეშლება თამაში. ამიტომ სტატიკაში სუსტი 1 ხაზის ფუფუნება არ გვაქვს. ნარო, ჩილა, კარლენა, დუდუ და ა.შ.


100 %

ბარბაროსებთან კარში დარტყმები და მიწოლა, თამაშის გაშლის არანაირი მცდელობა, რეზიმ ფეხით რომ გადაიტანა ფრთაზე და აუტზე გადაუვარდა მცდელობისთვის ტაშის მაგივრად უსტვინეს

facepalm.gif

Posted by: Dr NULL 1 Jun 2018, 14:42
გასართობად იყო ეს თამაში თუ ტურნეს მოსამზადებლად? თუ პირველი, დაგეთანხმები. თუ მეორე, მაშინ უნდა მოეგოთ, ახლები საქმეში ენახად და ამდენი შეცვლილ პოზიციით და სიახლის ფონზე რგოლებს შორის კავშირები დაეხვეწათ. ენახათ, ად უნდა გაძლიერება და ყურადღების გამაზვილება.
გართობა და საქმე ერთად არ გამოდის, არ ვართ მაგ დონეზე.
თანაც, ამ შემადგენლობით რომ მოვიგებდით თამაშს, დილას არავინ ფიქრობდა ფორუმზე. თავში ხელს ირტყამდნენ და ვაიმეო იძახდნენ. ლელოები არ შეგვითრევია მოლით თუ შერკინებით. + არც არავის უნდა ეხლა დამტვრევა ტურის წინ.
არ ვიცი, მეტს რას ელოდით, ფიჯის შვიდკაცა უნდა გაგვეკვირვებია ხელით თამაშით?

QUOTE
ბარბაროსებთან კარში დარტყმები და მიწოლა, თამაშის გაშლის არანაირი მცდელობა

როგორ არ ვშლით, ვშლიდით, ოღონდ ნელა, დინჯად, როგორც დარბაისელ ხალხს შვენის, კახური ჩაკრულოს ღიღინით. smile.gif

Posted by: GARCH 1 Jun 2018, 14:50
“ვერ კაპიტნობს“-ში რა იგულისხმება? შეგიძლიათ ჩამოწეროთ კაპიტნის ფუნქციები და ვინ როგორ ასრულებს?

Posted by: Gio_G83 1 Jun 2018, 14:59
QUOTE
“ვერ კაპიტნობს“-ში რა იგულისხმება? შეგიძლიათ ჩამოწეროთ კაპიტნის ფუნქციები და ვინ როგორ ასრულებს?


ნოველების ტომეული დაიწერებოდა

მთავარი პრეტენზია ალბათ დამოუკიდებალდ სწორი/ოპტიმალური გასაწყვეტილებების მიღებასთან პრეტენზია

მწვრთნელი თუ დირიჟორია,
კაპიტანი სუფლიორია

ნემსომ ბარბაროსებთან კარში ურტყა და

QUOTE
ბარბაროსებთან კარში დარტყმები და მიწოლა, თამაშის გაშლის არანაირი მცდელობა
როგორ არ ვშლით, ვშლიდით, ოღონდ ნელა, დინჯად, როგორც დარბაისელ ხალხს შვენის, კახური ჩაკრულოს ღიღინით.


კატპიტანს გაგებული და მინდორზე გადატანილი უნდა ჰქონდეს 15+8 კაცის მოქმედებების გეგმა, რომელიც გასახდელში შეთანხმდა
და ალბათ მინიმუმ ჯარიმის დროს ასისტენტს არ ეკითხებოდეს რა ვქნათ - მივაწვეთ, დავარტყათ თუ გავათამაშთო... აუტი ავირჩიოთ თუ მიწოლაო...

სავარაუდოდ ეს დეტალები - ნემსოს "კაიოკი" ვერაა

Posted by: Dr NULL 1 Jun 2018, 15:05
Gio_G83
რაც დაწერე მთლიანად გეთანხმები, მაგრამ თამაშის გაშლას რა საერთო აქვს კაპიტნობასთან? smile.gif

არც კარში დარტყმა და არც გაშლა-არგაშლის პრობლემა ისე არ მაწუხებს, როგორც ფრთაზე მეტობის. ჩამოათამაშებდნენ ერთ მხარეს, მეტნი იყვნენ. იქვე ჩაათამაშებდნენ მეორე მხარეს ბოლომდე და იქაც მეტნი იყვნენ. ესე მეგონა 23 კაცის წინაარმდეგ ვთამაშობთ თქო sad.gif

Posted by: giorgi77 1 Jun 2018, 15:07
QUOTE
“ვერ კაპიტნობს“-ში რა იგულისხმება? შეგიძლიათ ჩამოწეროთ კაპიტნის ფუნქციები და ვინ როგორ ასრულებს?


თვალში საცემი რაცაა იმას დავწერ - როცა გადასაწყევტია როგორ გააგრძელოს შეტევა ნაკრებმა (შერკინება, აუტი, კარში დარტყმა და ა.შ.),

ნემსო ამ დროს ან სათადარიგოს სკამისკენ იყურება ან კარში დარტყმას ირჩევს თითქოს სხვა არჩევანი არ არსებობდეს. კაპიტანს ფოსტალიონის ფუნქცია არ უნდა ჰქონდეს. მოედანზე ის იღებს გადაწყვეტილებას დამოუკიდებლად. მაგისთვისაა კაპიტანი.
გუშინ მამუკაშვილი აჩვენებდა და კარნახობდა მეკოს რა უნდა ექნა. დაბნეულობა არ იქმნება როგორც წესი გადაწყვეტილების მიღების დროს როცა კაპიტანი კაპიტნობს მოედანზე.

გუშინდელი თამაშის ხარისხიანი ჩანაწერი არის სადმე?

Posted by: SGG 1 Jun 2018, 15:14
ფრანგი ბარბაროსები იყვნენ ძალიან კარგი შემადგენლობით ჩამოსული. ეს გუნდი იყო რუმინეთზე,კანადაზე და მსგავსს გუნდებზე აშკარად ძლიერი.
ბურთაობაზე არაფერს ვამბობ და პირველი ხაზიც კი მაგარი ყავდათ და ჩვენი შესუსტებული,მაგრამ ყველა დონეზე მაინც ძლიერი პირველი ხაზი ვერანაირად ვერ მოერია. ბოლო ლელოზე გადამწყვეტი ბიძგიც კი მოგვცეს ჩვენს ხუთმეტრიანში და იდეალური შესატევი მიიღეს.

4 მორაგბე ამათგან ტოპ 14-ის გუნდებმა აიყვანეს წელს, პირველი ლელოს დამდები პლასინე ტულუზაში გადადის და 13 კლემანჩაკი,რასინგში. პლუს რამდენიმე მორაგბე ელიტაში გადასული პერპინიანიდან და გრენობლიდან.
ყველა მათგანი არის საკუთარი გუნდის ლიდერი და ბევრს უ20 საფრანგეთში აქვს ნათამაშები.

ამას დაამატეთ მაგარი ლეგიონერები და რა დონეა პრო დ2 წარმოიდგინეთ და გასაგებია რატო უჭირთ ჩვენს მორაგბეებს მანდ მოხვედრა,ხაზის მოთამაშეებზე აღარაფერს ვამბობ.

ანგარიშის მიუხედავად,ჩვენზე კარგი გუნდი იყო რეალურად.

ეხლა შეადარეთ ჩვენი გუშინდელი შემადგენლობა ამ გუნდს და ინდივიდუალურად თავისზე აშკარად ძლიერებს მოუგეს,თან იმის ფონზე, რომ შერკინებიდან უპირატესობა ვერ მივიღეთ და ფრთამოჭრილი ფრინველივით ვიყავით.

ფრანგებზე მაღალი დონის მოტამაშეებიდან - მიშა,ჩილა,კოტე,ვიტო,კარლენი,დუდუ- არც ერთი არ გვყავდა. ამ თამაშს თუნდაც მარტო 2 პირველ ხაზელით უპრობლემოდ მოვიგებდით.
ისე კი გამოჩნდა რამხელა სხვაობაა ჩვენი პირველ და მეორე ეშელონის ბურჯებს შორის.

გაშლას რაც შეეხება,გუშIნ სწორედ ხაზით მივიღეთ შედეგი და ლელოები smile.gif და უბრალოდ გაშლის გამო,რატო უნდა გაშალო,გაუგებარია. ყველა სპორტის სახეობაში,ყველა ნაკრებს აქვს თავისი სტილი.

მოთამაშეებიდან ცუცქირიძემ აკეთა სასწაული ბოჭვები,რამდენი თრაი სეივერიც კი. ოთია პირველ ტაიმში კარგი იყო,მერე დაიკარგა.
ჭეიშვილი შემოვიდა ძალიან კარგად,თუ ამ ტურნეზე კარგად ითამაშა,კარგი გუნდები უეჭველი დაინტერესდებიან მისით,ისეთი მონაცემები აქვს.
სუთი კარგი იყო და ლელოზე ძალიან კლასნად აიყვანა კაცი და გაატანა ბურთი თოდუას.
შადრე კარგია ღია თამაშში. სოსომ მაგარი ლელო დადო.
ნუ რეზის ასეთი ეპიზოდური თამაშით ქოქოსას ამოგდება ძალიან გაუჭირდება.

Posted by: Gio_G83 1 Jun 2018, 15:18
QUOTE
მაგრამ თამაშის გაშლას რა საერთო აქვს კაპიტნობასთან?


ჩაკრულოს ღიღინისას დამძახებელი, მე-2 ხმა არ უნდა იყოს მეთქი, თორემ ეგ არ მომაწერო(თ)

დანარჩენი კონკრეტულად მიწერია რა პრეტენზია შეიძება იყოს

Posted by: Q10 1 Jun 2018, 15:20
SGG
QUOTE
მოთამაშეებიდან ცუცქირიძემ აკეთა სასწაული ბოჭვები,რამდენი თრაი სეივერიც კი. ოთია პირველ ტაიმში კარგი იყო,მერე დაიკარგა.
ჭეიშვილი შემოვიდა ძალიან კარგად,თუ ამ ტურნეზე კარგად ითამაშა,კარგი გუნდები უეჭველი დაინტერესდებიან მისით,ისეთი მონაცემები აქვს.
სუთი კარგი იყო და ლელოზე ძალიან კლასნად აიყვანა კაცი და გაატანა ბურთი თოდუას.
შადრე კარგია ღია თამაშში. სოსომ მაგარი ლელო დადო.
ნუ რეზის ასეთი ეპიზოდური თამაშით ქოქოსას ამოგდება ძალიან გაუჭირდება.


თაზოს დაბრუნება რატომ არ აღნიშნე smile.gif პირველი მიმღები იყო თითქმის ყველა რაქიდან და სხვათაშორის წინ მიდიოდა ყველა კონტაქტზე.
და კიდე - 9 ნომერს რა ვუშველოთ ? ძალიან მოუკლო ვასკამ და არაა ეგ კაი ამბავი sad.gif

Posted by: Dr NULL 1 Jun 2018, 15:20
Gio_G83
QUOTE
პრეტენზია შეიძება იყოს

არავითარი პრეტენზია, მხოლოდ კონსტრუქციული ბანი smile.gif (მუსიკალური ტერმინი მაქვს მხედველობაში)

Posted by: Gio_G83 1 Jun 2018, 15:25
QUOTE
გაშლას რაც შეეხება,გუშIნ სწორედ ხაზით მივიღეთ შედეგი და ლელოები  და უბრალოდ გაშლის გამო,რატო უნდა გაშალო,გაუგებარია. ყველა სპორტის სახეობაში,ყველა ნაკრებს აქვს თავისი სტილ


ყველაზე გაუგებარი მგონი ის იყო საერთოდ რას მივწოლოდით ამ თამაშში

ეს დაკოპირებული საკუთარ შინაარსთან არის მგონი წინააღმდეგობაში - იმედია არ მივალ იქამდე რომ გადავახვიო, ამოვჭრა და აქ დავდო ყველა ის ეპიზოდი სადაც თამაშის გაშლა და ალბათობით უფრო პროდუქტულად თამაში შეიძლებოდა


Posted by: SGG 1 Jun 2018, 15:36
Q10
QUOTE
თაზოს დაბრუნება რატომ არ აღნიშნე  პირველი მიმღები იყო თითქმის ყველა რაქიდან და სხვათაშორის წინ მიდიოდა ყველა კონტაქტზე.
და კიდე - 9 ნომერს რა ვუშველოთ ? ძალიან მოუკლო ვასკამ და არაა ეგ კაი ამბავი 


კი,უპირატესობის ხაზს სულ კვეთავდა. თაზოს საქმისადმი მიდგომა,კიდევ ერთი მაგალითია, თვითკრიტიკული იყო ტიპი, კუდიანების დევნა არ დაუწყია ბევრისგან განსხვავებით,საქმეს მიხედა და დაბრუნდა ნაკრებში.
ვაჟა ვასკაზე კარგად შემოვიდა.

Gio_G83
QUOTE
ეს დაკოპირებული საკუთარ შინაარსთან არის მგონი წინააღმდეგობაში


რაში მოდის წინააღმდეგობაში? smile.gif საკუთარი 22-დანაც კი ბურთის წამოღებას არავინ მორიდებია,თუ საჭიროდ ჩათვალეს,ლელოებიც ხაზით დავდეთ და ეხლა მე და შენ არავინ შეგვითანხმებს,როდის
უნდა გაშალონ და როდის არა smile.gif ფიჯის სტილში საქართველო არასოდეს ითამაშებსsmile.gif

Posted by: York 1 Jun 2018, 15:48
მე რომ ტაქსისტი ვიყო, მეკოს ვათამაშებდი 9 ნომერზე და ვასკას - 10-ზე...

QUOTE
და უბრალოდ გაშლის გამო,რატო უნდა გაშალო,გაუგებარია. ყველა სპორტის სახეობაში,ყველა ნაკრებს აქვს თავისი სტილი.

+

Posted by: dc120mm 1 Jun 2018, 15:52
QUOTE
შადრე კარგია ღია თამაშში.

ჯანში უჭირს,დარბის,მაგრამ ჯახებში უპირატესობას ვერ აკეთებს.

Posted by: Dr NULL 1 Jun 2018, 16:01
York
QUOTE
მე რომ ტაქსისტი ვიყო, მეკოს ვათამაშებდი 9 ნომერზე და ვასკას - 10-ზე...

ჰოოო... ასე კი არავინ გაჩუმდებოდა, მეორე დღეს კი არა და, იქვე შეგატყობინებდენ ფორუმელები თუ რას ფიქრობენ ასეთ გადაწყვეტილებაზე. smile.gif

Posted by: otokarcobra 1 Jun 2018, 16:13
ძმებო ერთი რამე გამაგებინეთ რა. მეტოქის ხუთმეტრიანში რატომ არასდროს არ გვაქვს რამე კომბინაცია დამუშავებული, რომელიც საშუალებას მოგვცემს რაქიდან ამოვიტანოთ ბურთი, ხაზზე გავათამაშოთ და ან ხაზის გაჭრით ან მეტობის შექმნით დავდოთ უელემენტალურესი ლელო? თან წლებია უკვე ესეა. ჯიუტად მორკინალებით გვინდა ხოლმე მიწოლა და 70% შემთხვევებში ვჯარიმდებით ან ტექნიკური წუნი გვაქვს და უქულოდ გამოვდივართ იქიდან.

Posted by: BigG 1 Jun 2018, 16:23
საინტერსო გამოდგა ის გარემოება, რომ შერკინებაში უპირატესობა არ გვქონდა. შემდეგ? გუნდი ამას არ ელოდა, დაიბნა, მაგრამ არა ბოლომდე.

ვითამაშეთ ცუდად, მაგრამ მოვიგეთ. ეს კლასის ნიშანია.

პ.ს. თოდუას ლელო მართლა სასწაული იყო. რამდენჯერმე ვნახე. ორი ფრანგი (მათ შორის ერთი შერკინების კაცი) გადაჯეგო, ხუმრობა არ არის.

Posted by: giorgi77 1 Jun 2018, 17:39
თამაშით გვაჯობეს მაგრამ ანგარიშით მაინც ჩვენ უნდა მოგვეგო, სუფთა ლელო არ ჩაგვითვალეს პირველ ნახევარში. სამართალმა პური ჭამა, ბოლოს რომ ააცილა გარდასახვა. თან ვერ იტყვიან ვერაფერს თვითონ ააცილეს საშუალო სირთულის გარდასახვა


Posted by: sham 1 Jun 2018, 18:12
QUOTE
ძმებო ერთი რამე გამაგებინეთ რა. მეტოქის ხუთმეტრიანში რატომ არასდროს არ გვაქვს რამე კომბინაცია დამუშავებული, რომელიც საშუალებას მოგვცემს რაქიდან ამოვიტანოთ ბურთი, ხაზზე გავათამაშოთ და ან ხაზის გაჭრით ან მეტობის შექმნით დავდოთ უელემენტალურესი ლელო? თან წლებია უკვე ესეა. ჯიუტად მორკინალებით გვინდა ხოლმე მიწოლა და 70% შემთხვევებში ვჯარიმდებით ან ტექნიკური წუნი გვაქვს და უქულოდ გამოვდივართ იქიდან.


+1

ზუსტად ამაზე ვფიქრობდი გუშინ,

2-5 მეტრში ვართ ლელომდე და კონკრეტულ სიტუაციაში შედეგი ძირითადად არ გვაქვს, მაგრად ტეხავს ეს გარემოება და აუცოლებლად სამუსაოა ამ კუთხით.

Posted by: otia-83 1 Jun 2018, 18:28
https://www.facebook.com/bolgadato/videos/2322477101312492/

biggrin.gif

Posted by: deep purple_in rock 1 Jun 2018, 18:56
მაინც მგონია რო ოთია უნდა გამოცადოს 8ზე, ტურნეში. სხვა გზა არაა. გაჩეჩილაძე აშკარად არაა ფორმაში. შენგელიასი არ მჯერა რატომღაც და მაინც არ გვყავს 8 ზე არავინ და გამოცადოს აჯობებს.

Posted by: jora84 1 Jun 2018, 19:04
deep purple_in rock

ოთიას ცხოვრებაში არ უთამაშია შემკვრელად, თან დაკიდებულ ბურთებზე როგორია არც ვიცით. მაგრამ მელიტონა რას მოიფიქრებს კაციშვილმა არ იცის biggrin.gif

Posted by: davita_1977 1 Jun 2018, 19:13
მალაღურა ათამაშონ 8 ნომერზე, ყველაზე კაი ვარიანტია ძმა ხო იყო 8 ნომერი smile.gif

Posted by: deep purple_in rock 1 Jun 2018, 19:16
თუ სწორად მახსოვს ზელანდიასთან უ20 ზე ითამაშა 8 ნომერზე

Posted by: jora84 1 Jun 2018, 19:21
deep purple_in rock

კი იდგა და ყველა ბურთი გაუჭედეს კონტაქტში biggrin.gif

Posted by: zaal1969 1 Jun 2018, 19:34
ესპუარებშიც უთამაშია 8 კლერმონში, დაკიდებულ ბურთზე სიღრმეში შეიძლება სხვა დადგეს ისე, როორც სარასინში ჰუკერი ბრიცი იდგა სიღრმეში 8- ის პიზიციაზე, ისე კლასიკური რვა არის ბექა

Posted by: ZEPTER 1 Jun 2018, 19:40
ბოლოს კი გადავრჩით მაგრამ იქამდე ჩვენებსაც უნდა გამოეყენებინათ ჯარიმები

Posted by: ლუკასა და ნიკოს მამა 1 Jun 2018, 20:33
ცოცხლად თუ მიჰყავდათ, ვერ ვიცი – სტადიონზე ვიყავი
http://en.espn.co.uk/scrum/rugby/match/299050.html

ჩვენი 24 და 25 ნომრები მოტეხეს – არადა, რას იზამდენ, რამე რომ გაეტანათ?

@

Posted by: jora84 1 Jun 2018, 20:36
ლუკასა და ნიკოს მამა

სადაც შარშან არგენტინამ არავისთან წააგო და წელს სარმა 33 ქულა გაიტანა მანდაც მოიფიქრებდნენ რამეს biggrin.gif

Posted by: BigG 1 Jun 2018, 21:30
QUOTE
გაჩეჩილაძე აშკარად არაა ფორმაში.


გაჩეჩილაძემ კარგად ჩაატარა რეჩ-ის თამაშები. ყველანი აქებდნენ. გუშინ ჩააგდო. მაგრამ, ნაჩქარევია იმის თქმა, რომ ფორმაში არაა.



Posted by: GioWEED 1 Jun 2018, 23:28
BigG
გაჩეჩილაძემ კი არა ვასკამ ჩააგდო. და ჯინჭველაშვილმა ხო საერთოდ მოხდნა ანტირეკორდი.

10 ნომერია კაცი და ცუცქირიძეს საკუთარ ნახევარზე ე.წ “ჰოსპიტალ პასს” აძლევს. კიდე რამდენიმე მომენტში მაგისი პასების წყალობით ტერიტორია დავკარგეთ ერთხელ ბურთიც დავკარგეთ.

10ზე ხმალაძე რო მოგენატრება კაცს! მალაღურა მაინც დავაყენოთ 10ზე ბოლო ბოლო მაგარი დაცვა მაინც აქვს და უაზროდ არ რისკავს.

თედო მალე გაიზარდე რა... წყალივით გვჭირდება გამთამაშებელი

Posted by: Dr NULL 2 Jun 2018, 10:55
QUOTE
გაჩეჩილაძემ კი არა ვასკამ ჩააგდო

ორივემ, თუმცა გაჩეჩილაძე არ არის რვა (მიუხედავად იმისა რომ აქ ზოგიერთი ამას ამტკიცებდა), ვასკა კი ცხრა არის და ეპიკური იყო, იმათ 5 მეტრიანში რაქიდან ბურთის გამოტანის მაგივრად ზურგით რომ შებრუნდა, ამასობაში ჩვენი ორკაციანი რაქი გადათელეს და წამში ჩვენ 5 მეტრიანში აღმოვჩნდით smile.gif

Posted by: jora84 2 Jun 2018, 11:05
Dr NULL

მაგ ეპიკურში იმიტომ მოშორდა რომ პიკ ანდ გოუ დააპირეს ჯიგრებმა. ყველაზე ძაან ბოქსკიკები მკლავს ვასკასი, ისე ურტყამს ჩვენი ხაზი ვერც ეწევა biggrin.gif

Posted by: Dr NULL 2 Jun 2018, 18:01
jora84
QUOTE
მაგ ეპიკურში იმიტომ მოშორდა რომ პიკ ანდ გოუ დააპირეს ჯიგრებმა. ყველაზე ძაან ბოქსკიკები მკლავს ვასკასი, ისე ურტყამს ჩვენი ხაზი ვერც ეწევა

ბოქსკიკებს უკვე აღარც "ვასაჩივრებ", უიმედოა. უყვარს ძალიან აბუზე მეტად. მერე მოაქვთ იმათ უკან ისეთი სისწრაფით რომ ბურტს კი არა, იმათაც ძლივს ვეწევით smile.gif
ეპიკურ მომენტში პიკ & გოუ როდის დააპირეს ვერ მივხვდი, შორიდან დაუყვირეს? ვასკა მობრუნდა და ლამის ჩვენ ნახევარზე მყოფეფთან ბაასი გააბა, თან ხელებით იმათ რომ არ გამოეტანათ, მსაჯი წაგვართმევდა ბურთს biggrin.gif

PS: სურათი https://sportall.ge/ragbi/erovnuli-nakrebi/119237-qborjghalosnebiq-okeanethshi-turneze-gaemgzavrnen.html

Posted by: jora84 3 Jun 2018, 00:33
Dr NULL

სურათს ნემსოს კომენტარი აკლია-- ტრაკში biggrin.gif

Posted by: Dr NULL 3 Jun 2018, 14:27
jora84
QUOTE
Dr NULL
სურათს ნემსოს კომენტარი აკლია-- ტრაკში 

არ უნდა მეჩქარა დადება, ჯერ შენთვის უნდა გამომეგზავნა biggrin.gif

Powered by Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)