Xiaomi - მოგეხსენებათ ერთ - ერთი ჩინური ბრენდი გახლავთ მსოფლიოს ბაზარზე და ამ ბოლო დროს საკმაოდ "ცნობადი" გახდა საქართველოში ასე თუ ისე.
Xiaomi - გამოირჩევა სხვა ბრენდების უმრავლესობასთან შედარებით ფასთან მიმართებაში: ხარისხით, ტექნიკური მახასიათებლებით, სისტემის არაჩვეულებრივი ოპტიმიზაციით და აშ.
ეს სტატია დაეთმობა აღნიშნული ბრენდის ორ მოდელს: Xiaomi Redmi Note 4 & Redmi Note 4X
პირველრიგში გაგაცნობთ ტექნიკურ მახასიათებლებს!
Xiaomi Redmi Note 4
ვიზუალი და ტექნიკური მახასიათებლების მოკლე აღწერა:
ტექნიკური მახასიათებლები:
მობილურის სიხშირეები:
ტექნოლოგიები: GSM / HSPA / LTE
2G : GSM 900 / 1800 / 1900 - SIM 1 & SIM 2
3G : HSDPA 850 / 900 / 1900 / 2100
4G : LTE band 1(2100), 3(1800), 4(1700/2100), 5(850), 7(2600), 8(900), 20(800), 38(2600), 40(2300)
LTE - სიხშირე მუშაობს ორივე სიმ ბარათზე.
ეკრანის ზომა: 5.5"
რეზოლუცია: 1080 x 1920 pixels FHD (~401 ppi pixel density)
ეკრანის ტიპი: IPS LCD
ჩიფსეტი: Qualcomm MSM8953 Snapdragon 625
პროცესორი: Octa-core 2.0 GHz Cortex-A53
ვიდეოდაფა: Adreno 506
მეხსიერების ბარათის სლოტი: კი (გაზრდის შესაძლებლობა 256 Micro SD Card)
ოპერატიული და შიდა მეხსიერებები: 3 GB Ram - 32 GB / 4 GB Ram - 64 GB
ძირითადი კამერა: 13 MP, f/2.0
ფრონტალური (სლეფის) კამერა: 5 MP, f/2.0, 1080p
Fingerprint : თითის ანაბეჭდის სენსორი
FM radio : კი
ელემენტი: Non-removable Li-Po 4100 mAh batteryოფიციალური Web გვერდი და დეტალები: Xiaomi Redmi Note 4 Miui.ComMIUI - ოფიციალური Firmware - ების გადმოსაწერი ბმული: MIUI Stock Firmware (Roms)პირადი მოსაზრება აღნიშნული მოდელი შესახებ:დაახლოებით 1 კვირაა რაც ვიყიდე აღნიშნული მოდელი, ყიდვა გადავწყვიტე იქიდან გამომდინარე რომ ამ ბრენდის ყიდვა მინდა დაახლოებით 2013 წლიდან მინიმუმ და ვიცი თუ რას წარმოადგენს თავად ბრენდი არა მარტო ტელეფონებში არამედ მობილურების ფარგლებს გარეთაც
აღნიშნული მოდელის ყიდვა გადავწყვიტე: ფასიდან,მონაცემებიდან,ვიზუალიდან, სისტემის და Hard - ის ოპტიმიზაციიდან გამომდიანრე და მინდა გაგიზიაროთ ჩემი პირადი შეხედულება და ვეცდები იყოს მაქსიმალურად ობიექტური.
1) საუბარს დაივიწყებ ტელეფონის ეკრანიდან, მოგეხსნებათ უკვე ეკრანის ტიპი, რეზოლუცია და აშ ტექნიკურ მახასიათბლებში, მაგრამ ისიც უნდა დავაფიქსირო რომ 2K Super Amoled - იდან მომიწია გადმოსვლა აღნიშნულ ეკრანის ტიპზე და რეზოლუციაზე, უშუალოდ Nexus 6 - დან და რა თქმა უნდა როცა Amoled - ს არის შეჩვეული თვალი მერე სხვა ეკრანის ტიპს და ფერებს სხვანაირად აღიქვავს, მაგრამ ამ შემთხვევაში ამ მოდელმა დაამსხვრია ეს სტერეოტიპი ნამდვილად პირადად ჩემს თვალში და ვფიქრობ რომ მაქსიმალურად სასიამოვნო ფერები აქვს ამ ფასის გათვალისწინებით და უფრო მეტიც.
რაც ძლიან მომეწონა ამ ტელეფონში და რაც კიდევ უფრო ლამაზს ხდის უშუალოდ ეკრანთან მიმართებაში არის 2.5D Glass - ი, რომელიც ძალიან ლამაზად გამოიყურება.
2) სისტემა,ოპტიმიზაცია და სტაბილურობა - როგორც უკვე მოგახსენეთ Nexus იდან გადმოვედი აღნიშნულ მოდელზე და Android მომხმარებელი ვარ წლებია უკვე და საკმაოდ დიდი გამოცდილება მაქვს, ყველა ბრენდის ტელეფონთან მქონია ხანგრძლივი თუ ხანმოკლე შეხება და მინდა გითხრათ რომ Xiaomi - არის ბრენდი, რომელიც არ დაგაღალატებთ და ნამდვილად არ ჩამოუვარდება თუ უფრო წინ არ არის სხვა ნებისმიერ ცნობილ ბრენდთან შედარებით.
3) MIUI - სგან უშუალოდ მოდის კვირაში ერთხელ Bug Fix - ი და სიახლეები, ასევე მოდის Google Security Patch Update - ები.
4) სისტემას და ბრენდს აქვს თავისი ე.წ "ფიშკები", რომელიც ძალიან საინტერესოა და რეალურად ჭირდება მომხამრებელს თავისი კომფორტისათვის თუ უსაფრთხოებისათვის.
5) Fingerprint - თითის ანაბეჭდის სენსორი, რომელიც ძალიან აქტუალურია დღემდე - რაც მე მინახავს Android - ებში ერთ - ერთი უსწრაფესი და უზუსტესია.
5) ვისაც შეგაწუხებთ Mobile Data Restrict - შეტყობინება (Notification) Wi FI & Mobile Data - ინტერნეტზე:
Guro_ აინტერესებდამოკლედ რამოდენიმე დღის წინ გაინტერესებდა არცერთი მცდელობის შედეგად არ გამოგისწორდა მდგოამრეობა, ხოდა მგონი მივაგენი საბოლოო გზას და დაისვენებ.
» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «
1) შედიხარ MIUI - ის Stock აპლიკაციაში, სახელწოდებით Security.
2) შედიხარ Data Usage
3) შედიხარ პირველივე პუნქტში Restrict Data Usage
4) აი ეს უკვე ის არის რაც შენ გინდა, მონიშნული რაც არის გაუთიშავ "პწიჩკას" Mobile Data & Wi Fi ზე რამ გინდა რომ არ ამოგიგდოს ეგ გაფრთხილება ი ვსიო.
რომ გაწითლდება ესეიგი იქ აღარ ამოგიგდებს.
6) 4100 mAh - ელემენტი, რომელიც ანდროიდზე ყველაზე დიდი პრობლემად რჩება მაინც დღემდე, სისტემის ოპტიმიზაციის, ჩიფსეტის ენერგოეფექტურობის და ელემენტის მოცულობის გათვალისწინებით ტელეფონის ელემენტი მუშაობს იდეალურად, ვეცდები ძალიან დეტალებში დავდო შედეგები, მაგრამ მცირედი წარმოდგენა რომ შეგექმნათ დავწერ პატარა ტესტს რაც 2 დღის წინ გავატარე ამ სმარტს.
მოკლედ 3 დღის წინ სამსახურში დავტენე ტელეფონი 100% - ზე და 80 % მდე ვამუშავე Wi Fi - ზე , ჩვენ საუბარი გვაქვს Screen On Time - ზე, მაგრამ გასათვალისწინებელია ისიც რომ ჩვენ როდესაც ტელეფონს ვბლოკავთ და არის ტელეფონი გამოუყენებელ რეჟიმში რა თქმა უნდა Wi Fi & Mobile Data რეჟიმზე ელემენტი ჯდება და რეალურად გამოყენებული % ები Screen On Time - გარეშე იხარჯება, 80 % - ზე გავედი სამსახურიდან და 7 დან 9 საათამდე ვიყავი გზაში Mobile Data - ზე, იქიდან გამომდიანრე რომ სახლში ინტერნეტი არ მაქვს ვიყენებ Hotspot - ის ინტერნეტს და 9 საათიდან ღამის 3 - 4 საათამდე მქონდა ტელეფონი გაზიარებულ რეჯიმში ანუ 9 დან 4 საათამდე ტელეფონი ანთებულ რეჟიმში დაახლოებით იყო მაქსიმუმ 30 წთ, ანუ რეალურად დახარჯული % ები ელემენტის გამოყენებელი იყო Screen On Time - ისათვის, მეორე დღეს წამოვედი ჩვეულებრივ სამსახურში 1 საათი გზაში Mobile Data - გამოვიყენე, მერე Wi Fi - ზე გადავერთე ისევ და ტელეფონი სადღაც 2 დღის მერე მქონდა 23% ზე და რომ ვნახე Screen On Time - იყო 6 საათი და 30 წთ ( ამ პერიოდის განმავლობაში ვიყენებდი რაც ჩამოვთვალე) Facebook, Messenger,Telegram, Stock Browser, Music - ები და დრამების აპლიკაციას.
ვეცდები ამ დღეებში დავდო სურათებით და უფრო დეტალურად, მაგრამ მოკლედ რომ გითხრათ ამ მოდელზე კონკრეტულად გარდა სხვა რაღცებისა ელემენტის თვალსაზრისით დაისვენებთ რასაც ქვია.
7) კამერის ტესტები სიმართლე რომ ვთქვა არ გადამიღია და არ გამიკეთებია უბრალოდ შევამოწმე დროის უქონლობიდან გამომდინარე და უბრალოდ დავაფიქსირებ აზრს რომ დღე იღებს საკმაოდ კარგ სურათებს და ფასთან მიმართებაში იდეალური სურათები გამოდის..
8) ვიზუალი, აწყობის ხარისხი 10/10 დავუწერდი: მეტალის კორპუსი, ჩემთვის ულამაზესი ვიზუალი,წინიდან 2.5D შუშა.
9) ყურსასმენებში ხმა, ერთადერთი შემთხვევა როცა PowerAmp -ის აპლიკაციაზე მეტად სხვა აპლიკაცია მომეწონა, ხმის სისუფთავით და ალოგირთმის სიზუსტით არის MIUI Stock Music Player - ი თავისი, Equalaizer - ებით, ყურსასმენების მთელი რიგი სისტემით და ხმის სუფთად დამუშავების ტექნლოგიით.
10) ობიექტურად ჩემი გადმოსახედიდან Xiaomi Perfect
უბრალოდ ასე გააგრძელონ და საკამარისია და ნათქვამი აქვს უკვე ამ ბრენდს თვისი სათქმელი.
P.S 128 Micro SD - მაქვს და მუშაობს ჯიგრულად.