forum.ge
reklama
FORUM.GE წესები  · დახმარება  · ძებნა  · წევრები  · კალენდარი  · ჩატი
Pages: (73) 1 [2] 3 4 ... ბოლო »  ( გადავიდეთ პირველ წაუკითხავ წერილზე ) გამოხმაურება · ახალი თემა · ახალი გამოკითხვა

> ყველაფერი სამზარეულოს შესახებ, კოვზიდან ბლენდერამდე
Princess
Super Crazy Member


******
ჯგუფი: Members
წერილები: 8659
წევრი No.: 11776
რეგისტრ.: 26-July 05

გამოგზავნილია: 29 Jan 2007, 13:59  #4683647      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
მეც მომწონს და ბევრი რამე მინდა რომ მქონდეს, მაგრამ დასადები ადგილი უნდა იყოს, თორემ წვენსაწურიც მქონდა და სანამ გამოვიღებდი კოლოფიდან და ავაწყობდი...უკვე აღარ მინდოდა არაფერი, და ჩემს დას ვაჩუქე smile.gif მინდა ჭურჭლის სარეცხი მანქანაც, და საერთოდ მიყვარს ყველანაირი ტექნიკა სამზარეულოში.

დანების კომპლექტი მინდა ვიყიდო ძალიან და რომელი ჯობია ხომ ვერ მირჩევთ?
დოდკა
Corpse Bride


*****
ჯგუფი: Registered
წერილები: 1124
წევრი No.: 28849
რეგისტრ.: 23-January 07

გამოგზავნილია: 29 Jan 2007, 14:10  #4683727      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
მიკროვალნოვკა - გამოუყენებელი? biggrin.gif

სტრანნა.
ვერ წარმომიდგენია როგორ ვცხოვრობდით მიკროვალნოვკის გარეშე, რამდენი წელია გვაქვს და აქტიურ ხმარებაშია biggrin.gif

ერთხელ გაგვიფუჭდა და სამი დღე გასაკეთებლად იყო, მშივრები დავდიოდით biggrin.gif იმიტომ, რომ ყველას გვეზარებოდა ქვაბის გამოღება, საჭმლის გაცხელება, ერთი თეფშის ამოღება, მერე ისევ გაციება და შედება biggrin.gif
ხაჭაპური და მსგავსი რამეები - შეაგდე მიკროვალნივკაში, 30 წამი და ახალია, ცხელია.
საჭმელი ამოიღე პორციებად, გააცხელე, მიირთვი.
პური თუ ძველია და ახლის ამოტანა გეზარებათ :დ - მიკროვალნოვკა და ვსო, ახალია.
დაჟე ნამცხვარი შევაგდე ამასწინათ. სულ რამდენიმე წამი და რბილი და ფაფუკი გახდა.

საჭმელების საკეთებლად არ ვიყენებ (თუ არ ჩავთვლით გერკულესს და ეგეთ რამეებს).
მაგრამ აი ისე სახმარად შეუცვლელი რამეა.

იევიც აბა, როგორ არსებობთ მიკროვალნოვკის გარეშე? war.gif


--------------------
Empty
masha
Super Crazy Member +++


*********
ჯგუფი: Members
წერილები: 50949
წევრი No.: 15553
რეგისტრ.: 21-December 05

გამოგზავნილია: 29 Jan 2007, 14:16  #4683773      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
QUOTE
საჭმელების საკეთებლად არ ვიყენებ (თუ არ ჩავთვლით გერკულესს და ეგეთ რამეებს).
მაგრამ აი ისე სახმარად შეუცვლელი რამეა.



მართალი ხარ, ჩვენც საჭმლის გასაცხელებლად ვიყენებთ ძირითადად; აი, თუნდაც ახლა: ძვირფასი მეზობლები რემონტს აკეთებენ და გაზი გათიშეს 2-3 სთ-ით. არა და ზუსტად სადილობის დროა. გამოსავალი ? მიკროტალღოვანი ღუმელი!

This post has been edited by masha on 29 Jan 2007, 14:17


--------------------
Before you diagnose yourself with depression or low self-esteem, first make sure you are not, in fact, just surrounded by assholes.
ფორუმზე არაფერი არ იმალება.
დოდკა
Corpse Bride


*****
ჯგუფი: Registered
წერილები: 1124
წევრი No.: 28849
რეგისტრ.: 23-January 07

გამოგზავნილია: 29 Jan 2007, 14:22  #4683830      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
masha

yes.gif

ნუ თუ დიდი ოჯახია და მაინც მთელი ქვაბი კერძის გაცხელება უწევს ადამიანს, ეგ სხვა ამბავია.
მაგრამ ჩემს ოჯახში, ყველას რომ სხვადასხვა დროს შივდება - შეუცვლელია biggrin.gif


უი კიდევ, მიკროვალნოვკის ერთ-ერთი უმთავრესი პლიუსი დამავიწყდა!
აქვს რაზმაროზკის ფუნქცია, ჰოდა როცა გაყინული მაქვს მაგალითად, ბარკლები, ორი საათი არ ველოდები გალღვობას, და გამდინარე წყალში შეშვერას და ეგეთ რამეებს biggrin.gif ვდებ მიკროვალნოვკაშI, ვაძლევ გალღობის იმას,, ბრძანებას, ვუთითებ რამდენი გრამია, და ვუალა smile.gif
August
Super Crazy Member +


*******
ჯგუფი: Members
წერილები: 10157
წევრი No.: 17684
რეგისტრ.: 27-February 06

გამოგზავნილია: 29 Jan 2007, 18:39  #4686149      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
natasha21, დამიჯერე, რომ არ სჯობია.
3 წლის წინ ვიყიდე ჭურჭლის სარეცხი მანქანა და უამრავი დრო დამეზოგა, რაც უფრო აზრიანად გამოვიყენე. თუ ოჯახი დიდია მით უფრო.
ახლა თუ ადამიანი მარტო ცხოვრობს და ძირითადად სახლსგარეთ იკვებება - ერთი ჭიქის გასარეცხად მანქანა არ დაჭირდება ან ერთი ლიმნის გასაწურად - წვენსაწური.
ადგილს რაც შეეხება, გოგონებო, ჩემი ერთი სტუდენტი გათხოვდა და ახალ ბინაში მიმიპატიჟა. მოკლედ ეგეთი პაწაწინა სამზარეულო "ხრუშოვკებშიც" არ მინახავს, მაგრამ პროფესიონალ დიზაინერს დააპროექტებინა, გაგიკვირდება ავთანდილოვიჩ, და მაცივარიც, გაზქურაც, მიკროტალღური ღუმელიც და ჭურჭლის მანქანაც ისე იყო ჩაპროექტებული რომ ლამაზიც იყო და მოსახერხებელიც. კომბაინიც იქვე იდგა და ყველაფერი ხელის ახლოს და ლამაზად ჰქონდა.
აქ ბინები ძალიან ძვირი ღირს და ხშირად ახალგაზრდები ყიდულობენ "კავალერკას" ეს არის ერთი ოთახი და ტუალეტ-აბაზანა. წარმოიდგინეთ ხრუშოვკის ერთოთახიანი სამზარეულოს გარეშე. და იმ პატარა წინკარშიც კი ახერხებენ სამზარეულოს მოწყობას.
ხომ გაგიგონიათ გაჭირვება მაჩვენე და გაქცევას გიჩვენებო პოლონელები იგივეს ასე ამბობენ - საჭიროება გამოგონებათა დედააო.
ვისაც გაქვთ ამის შესაძლებლობა I რიგში ჭურჭლის სარეცხი მანქანა შეიძინეთ, რადგან მაშინ კომბაინის გამოყენებაც არ დაგეზარებათ - ჩააგდებ მანქანაში და სანამ შენ ფორუმში დაპოსტავ - გარეცხილი დაგხვდება.
ძალიან მიყვარს ჩემი "პატარა გოგო" უფრო სწორად "გოგოები" (კაშია და ბაშია. კაშია ჭურჭლის სარეცხია ( ოტ კაშა=ფაფა) ბაშია უბრალოდ ერითმება), რადგან ღამე დაწოლის წინ მივუყრი ერთს ჭურჭელს , მეორეს სარეცხს და დილით ყველაფერი გარეცხილ გაკრიალებული მხვდება. მე ყველაფერი აქ განვადებით შევიძინე. ასე, რომ ფინანსური დარტყმა არ მიგვრძნია. თბილისშიც იქნება საკრედიტო სისტემა. ეს ორი მაქანა აუცილებლად საჭიროა
მიკროტალღურზე უკვე დაწერეს


--------------------
ეს რამხელა, რა უძირო და რა გამძლე გამოდექ, ჯოჯოხეთის დამტეველო, პაწაწინა სამოთხევ

http://geosons.blogspot.com/
anakatrin
Super Member


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 4997
წევრი No.: 26729
რეგისტრ.: 9-December 06

გამოგზავნილია: 2 Mar 2007, 07:34  #4944801      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
QUOTE (August @ 29 Jan 2007, 18:39 )
natasha21, დამიჯერე, რომ არ სჯობია.
3 წლის წინ ვიყიდე ჭურჭლის სარეცხი მანქანა და უამრავი დრო დამეზოგა, რაც უფრო აზრიანად გამოვიყენე. თუ ოჯახი დიდია მით უფრო.
ახლა თუ ადამიანი მარტო ცხოვრობს და ძირითადად სახლსგარეთ იკვებება - ერთი ჭიქის გასარეცხად მანქანა არ დაჭირდება ან ერთი ლიმნის გასაწურად - წვენსაწური.
ადგილს რაც შეეხება, გოგონებო, ჩემი ერთი სტუდენტი გათხოვდა და ახალ ბინაში მიმიპატიჟა. მოკლედ ეგეთი პაწაწინა სამზარეულო "ხრუშოვკებშიც" არ მინახავს, მაგრამ პროფესიონალ დიზაინერს დააპროექტებინა, გაგიკვირდება ავთანდილოვიჩ, და მაცივარიც, გაზქურაც, მიკროტალღური ღუმელიც და ჭურჭლის მანქანაც ისე იყო ჩაპროექტებული რომ ლამაზიც იყო და მოსახერხებელიც. კომბაინიც იქვე იდგა და ყველაფერი ხელის ახლოს და ლამაზად ჰქონდა.
აქ ბინები ძალიან ძვირი ღირს და ხშირად ახალგაზრდები ყიდულობენ "კავალერკას" ეს არის ერთი ოთახი და ტუალეტ-აბაზანა. წარმოიდგინეთ ხრუშოვკის ერთოთახიანი სამზარეულოს გარეშე. და იმ პატარა წინკარშიც კი ახერხებენ სამზარეულოს მოწყობას.
ხომ გაგიგონიათ გაჭირვება მაჩვენე და გაქცევას გიჩვენებო პოლონელები იგივეს ასე ამბობენ - საჭიროება გამოგონებათა დედააო.
ვისაც გაქვთ ამის შესაძლებლობა I რიგში ჭურჭლის სარეცხი მანქანა შეიძინეთ, რადგან მაშინ კომბაინის გამოყენებაც არ დაგეზარებათ - ჩააგდებ მანქანაში და სანამ შენ ფორუმში დაპოსტავ - გარეცხილი დაგხვდება.
ძალიან მიყვარს ჩემი "პატარა გოგო" უფრო სწორად "გოგოები" (კაშია და ბაშია. კაშია ჭურჭლის სარეცხია ( ოტ კაშა=ფაფა) ბაშია უბრალოდ ერითმება), რადგან ღამე დაწოლის წინ მივუყრი ერთს ჭურჭელს , მეორეს სარეცხს და დილით ყველაფერი გარეცხილ გაკრიალებული მხვდება. მე ყველაფერი აქ განვადებით შევიძინე. ასე, რომ ფინანსური დარტყმა არ მიგვრძნია. თბილისშიც იქნება საკრედიტო სისტემა. ეს ორი მაქანა აუცილებლად საჭიროა
მიკროტალღურზე უკვე დაწერეს

მეც შენს აზრზს ვეთანხმები,ერთია რომ სურვილი გქონდეს და ფინანსური შესაძლებლობა არა,ვერ წარმომიდგენია ქალს თუ აქვს საშვალება რატომ უნდა იწვალოს მამაპაპურად?

Natasha21""გეხვეწები ეხლა ისიც არ თქვა რომ ჯინსების და სარეცხის რეცხვაც მამაპაპურად ჯობია. no.gif

ყველანაირად ვცდილობ რომ სამზარეულოში რაც კი რამაა საჭირო ყველაფერი მქონდეს და მაქვს კიდეც yes.gif ,მე ძალიან მიხარია ტეხნიკის განვითარება,ჩვენი დრო ძალიან იზოგება,ისიც გვეყო როცა ამდენი შესაძლებლობებით არ ვიყავით გათამამებული,ადრე ფულიც რომ გქონოდა ამხელა არჩევანი სად იყო?no.gif

გულს ნუ გაიტეხთ გოგოებო დიდი სამზარეულო და თავისი მოწყობილობებიც ყელაფერი გექნებათ თუ გინდათ და მოინდომებთ.გისურვებთ რომ თქვენი სამზარეულოები მალე მოგეწყოთ თქვენი სურვილის მიხედვით
astro
Super Member


****
ჯგუფი: Registered
წერილები: 547
წევრი No.: 24290
რეგისტრ.: 12-October 06

გამოგზავნილია: 4 Mar 2007, 06:18  #4961137      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
QUOTE
სამზრეულოს მოწყობილობა, რა არის აუცილებელი?

ფართი....
"ხრუშჩოვკის კუხნებისგან" განსხვავებით
pudelblack
ex moderator


*******
ჯგუფი: Members
წერილები: 15880
წევრი No.: 6596
რეგისტრ.: 28-September 04

გამოგზავნილია: 6 Mar 2007, 02:36  #4977691      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ვებგვერდი
masha
QUOTE
მაკლია ბლენდერი, ჩოპერი, მიქსერი, სასწორი, ვოკი

სულელურად გამეცინა .

დიდი კუხნა მაქვს .მართლა რომ დიდი .თეფშების სარეცხის მანქანაც მიყენია ,დუხოვკა,ცერანის ელექტროქურა ,მიქსერი,ემალირებული ქვაბი 2ლიტრიანი,ნუ მოკლედ ყველაფერი მაქვს რა .ვოკი მქონდა .კარგი ძვირი იყო მაგრამ ვერ გაუძლო დიდხანს და გაფუჭდა .იმის მერე მე ვოკი არ მიყიდია და დამიჯერეთ რომ ისედაც კრგდ ვაკეთებ გასაკეთებელს .დანების კოლექციაზე რა მოგახსენოთ .კარგ დანას არ მირჩევნია არაფერი .ტიტანიუმი2 მაქვს ,სხვა ძლიერ მაგარი დანების ნაბორიც მაქვს ,მაგრამ ერთ დანას მივეჩვიე და ძირითადად იმას ვიყენებ .ქვაბების ენ რაოდენობა მაქვს .5 ტაფა (ყველა ზომის და ფორმის ).12 კაციანი ფიფურის სერვიზი არის ყოველდღიური გმოსაყენებელი ჭურჭელი (უკვე ბევრი დაიმსხვა ).3 ყავის მოსადუღებელი მანქანა და დამიჯერეთ ამდენ ბლახანგს ისევ ერთი ტაფა და ერთი ქვაბი მირჩევნია biggrin.gif

თეფშების სარეცხი მანქან ტყვილად მიდგას .სტუმრები რომ მომივა მაშინ თუ გამოვიყენებ ხოლმე თორე ისე ხელით ვრეცხავ .ერთ სადილზე ბევრ ჭურჭელს ვიყენებ და მერე დასარეცხი რომ ხდება ვჯავრდები ჩემს თავზე რომ ამდენი ჯართი რა ჭირად მინდა .



არა დიდი კუხნა არის სიკვდილი .მისი გაწმენდა და სუფთად შენარჩუნება ხუმრობა არ არის .მაცივარია 2 კვირაში ერთხელ გამოსაწმენდი ლიმნიანი წყლით .უფ რომ მახსენდება რომ ცერანის(შუშის ელექტრო ქურის ზედაპირია ) ზედაპირი მაქვს გასაწმენდი უკვე ელეთ მელეთი მჭირს .როგორია ნახევარი საათი მისი ხეხვა ,მერე პრიალი boli.gif


--------------------
აქ ვერ დაგნებდები ხირხაააააააააააალ ©
სულაც არ გჭირდება ჩემი სიყვარული
მაინც არაფერში გარგია.
Johnnie Walker



********
ჯგუფი: Members
წერილები: 27310
წევრი No.: 4423
რეგისტრ.: 23-February 04

გამოგზავნილია: 6 Mar 2007, 04:50  #4978109      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
pudelblack
QUOTE
დანების კოლექციაზე რა მოგახსენოთ .კარგ დანას არ მირჩევნია არაფერი

yes.gif up.gif
მთავარი ეგ არის biggrin.gif სხვა ყველაფერი - "პრილაგაეტსია"

მეც მაქვს რამდენიმე "ნაბორი", მაგრამ ზოლინგენი ყველას მირჩევნია. გალესვა არ უნდა, მაგრამ ვლესავ პერიოდულად, თუ არ გავლესე, გემოს ვერ ვატან საჭმლის კეთებას smile.gif ნუ როცა მე ვაკეთებ საჭმელს, რა თქმა უნდა biggrin.gif

ძველი ხალხისგან გამიგია, სტუმრად რომ იქნები და თუ სამზარეულოში მოხვდი, დანებს დააკვირდიო. თუ დანები გალესილია, ოჯახში წესრიგი, კმაყოფილება და ბარაქა სუფევსო biggrin.gif

სხვა რა.... 1-2 მაღალიტაფა, ე.წ. Sauté Pan, 1-2 ქვაბი, 1-2 ჯამი და 1-2 საჭრელი დაფაც biggrin.gif
სხვა ყველაფერ ავეჯია და უშუალო კავშირი საჭმლის კეთებასთან ნაკლებად აქვს (ნუ პლიტას თუ არ ჩავთვლით, რა თქმა უნდა, თავის დუხოვკიანად).

ხო, რეცხვა-დასუფთავება-უბორკა ჩემი საქმე არ არის, რაც მართალია, მართალია lol.gif

This post has been edited by Johnnie Walker on 6 Mar 2007, 04:52
anakatrin
Super Member


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 4997
წევრი No.: 26729
რეგისტრ.: 9-December 06

გამოგზავნილია: 6 Mar 2007, 05:33  #4978165      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
QUOTE
უფ რომ მახსენდება რომ ცერანის(შუშის ელექტრო ქურის ზედაპირია ) ზედაპირი მაქვს გასაწმენდი უკვე ელეთ მელეთი მჭირს .როგორია ნახევარი საათი მისი ხეხვა ,მერე პრიალი 

რათ უნდა ნახევარი საათი ხეხვა,დარწმუნებული ვარ საქართველოშიც იქნება სპეციალური გამწმენდი საშუალებები.მეც მქონდა ცერანი და ძალიან კმაყოფილი ვიყავი...მაგარი ეკონომიურია(:საქართველოში არ ვიცი რამდენად გამოსადეგია და თუ კმაყოფილია ვინმე მაგით? wink.gif
ShadowCat
Mrs Joxa666


*******
ჯგუფი: Members
წერილები: 15274
წევრი No.: 6396
რეგისტრ.: 14-September 04

გამოგზავნილია: 6 Mar 2007, 12:04  #4978951      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა · aim · yim
pudelblack
დანებზე გეთანხმები - მაგარი "ნუჟნი" რამეა biggrin.gif (რატომღაც რომ არ იყოს biggrin.gif)

ხოლო ამას რაც შეეხება:
QUOTE
რომ მახსენდება რომ ცერანის(შუშის ელექტრო ქურის ზედაპირია ) ზედაპირი მაქვს გასაწმენდი უკვე ელეთ მელეთი მჭირს .როგორია ნახევარი საათი მისი ხეხვა ,მერე პრიალი

ნახევარი საათი მაგას ხეხვა რად უნდა? დავიჯერო გერმანიაში არაფერია ისეთი, რომ ამას ადვილად აგვარებდეს?
შტატებში ჩემს ოჯახს (host family) ქონდათ მასეთი გაზქურა. რაღაც თეთრი სითხე იყო (როგორ გითხრა, არც მთლად წყალივით თხელი იყო.. აი, თხევადი ჟელეები რომაა, რაღაც მასეთი). გაციებულ ქურაზე ასხავდი და სამზარეულოს ქაღალდის "პირსახოცები" რომაა, მაგითაც კი უპრობლემოდ იწმინდებოდა yes.gif
ამისთანა რითი წმინდავ შენ რომ ნახევარ საათს ანდომებ rolleyes.gif

Johnnie Walker
QUOTE
სხვა რა.... 1-2 მაღალიტაფა, ე.წ. Sauté Pan, 1-2 ქვაბი, 1-2 ჯამი და 1-2 საჭრელი დაფაც

ეჰჰ, 1-2 ყველაფერი მაინც არაა საკმარისი biggrin.gif
საჭრელი დაფა 2 მაქვს, მაგრამ არ მყოფნის. biggrin.gif
მინდა ყველაფერი ზომების მიხედვით მქონდეს user.gif (ახალი ბინა მინდა user.gif)

anakatrin
QUOTE
საქართველოში არ ვიცი რამდენად გამოსადეგია და თუ კმაყოფილია ვინმე მაგით

სამწუხაროდ საქართველოში არც ისე გამოსადეგია (იმის გათვალისწინებით, რომ გაზი უფრო ეკონომიურია, ვიდრე დენი).
ისე კი დენის ქურას რა ჯობია - უფრო ეკოლოგიურია, სხვა თუ არაფერი smile.gif


--------------------
I love ALL animals - except for those who are considered to be "humans".

London - you know, fish, chips, cup of tea... bad food, worse weather, Mary-fucking-Poppins. London!

It's all about music!

არაფერი არ გვეშველება.. არასოდეს!.. :mo:
Kakha
მამა პროგრამისტი


*********
ჯგუფი: Honorary Member
წერილები: 49752
წევრი No.: 1639
რეგისტრ.: 22-January 03

გამოგზავნილია: 6 Mar 2007, 12:41  #4979160      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · msn
ShadowCat
რამდენი კვადრატულია შენი სამზარეულო?
მე ვფიქრობ კარგად და ერგონომიულად გააზრებული ინტერიერი ბევრად აუმჯობესებს ფართის გამოყენების ეფექტურობას.
ამას გარდა ძალიან ხშირად ქალებს უაზრო საგნებით გაქვთ გატენილი სამზარეულო, ზედმეტი ქვაბებით ტაფებით და ათასი ხლამით, რომელიც ათასში ერთხელ გამოიყნება, საგნების დახარისხებისას გამოიყნებეთ კომპიუტერული მეხსიერების გამოყნების და განაწილების პრინციპი, მეხსიერებები იყოფა დონეებად და ყოველ დონეზე შესაბამისი საჭიროების და აქტუალურობის მონაცემებია smile.gif
იგივეა აბაზანა-ტუალეტში - ზედმეტი ხლამი შორს.
ისე ეს თემაც ინტერიერს უფრო ეხება ვიდრე კულინარიას მარა ტიმი ალბათ მანამ არ გამოიბერტყავს ყურებს, სანამ აქ IP Revolution-ს არ მოვუწყობთ smile.gif


--------------------
არ გაბედო სიკვდილი სანამ ცოცხალი ხარ!

ყველაზე მაგარი ტროლი ღმერთია.

PM-ებით არავის ვეხმარები, არ გეწყინოთ მარა თქვენ ბევრი ხართ და მე ერთი და პენსიაზე არ გავსულვარ ჯერ.

SELECT * FROM Posts WHERE UserID NOT IN (SELECT UserID FROM Users WHERE isintriguant+isstupid+isboor+iskadji<>0)
ShadowCat
Mrs Joxa666


*******
ჯგუფი: Members
წერილები: 15274
წევრი No.: 6396
რეგისტრ.: 14-September 04

გამოგზავნილია: 6 Mar 2007, 13:10  #4979372      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა · aim · yim
Kakha
QUOTE
რამდენი კვადრატულია შენი სამზარეულო?

სადღაც 6 კვ.მ. იყო და აივნის ხარჯზე გაზრდილია 8-მდე (შეიძლება ცოტა მეტიც იყოს).
მაგრამ ეს გაზრდა არის უაზრო, იდეაში, იმიტომ, რომ საყრდენი კედლების გამო აივნის ხარჯზე მოპოვებული ფართი ფაქტიურად გამოუსადეგარია.
კი, ერთ კუთხეში მაცივარია, რაც სხვა შემთხვევაში არ ვიცი, სად დაიდგმებოდა, მაგრამ მეორე კუთხიდან აივანზე გადის კარები და ეგ ფართი დაკარგულია.
უფრო მეტიც, მაგიდა ისე დგას, რომ აივანზე გასასვლელად უნდა "გავძვრე" მაგიდასა და საყრდენ კედელს შორის.
ამასთან, თავად სამზარეულოს კუთხეში ჩაშენებული კარადაა, რაც ჩემი აზრით უაზროდაა გაკეთებული.
კი, მართალი ხარ იმაში, რომ კარგად დაპროექტების შემთხვევაში ფართის გამოყენებაც უკეთესი იქნებოდა, მაგრამ ამ შემთხვევაში ყველაფრის დანგრევა და თავიდან აშენება მოგვიწევდა. ხოლო ვინაიდან ეს ბინა მაინც დროებითია, გადავწყვიტეთ მოცდა.
ჰოდა, ამ მოცდის განმავლობაში ვზივარ ასე და ველოდები, როდის გადავალ სხვა ბინაში user.gif

პ.ს. სხვა ქალების არ ვიცი, მაგრამ მე ნამდვილად არ მაქვს გატენილი ჩემი სამზარეულო ათასი უაზრო საგნით.
ჩემი აზრით ის, რაც მაქვს - აუცილებელი მინიმუმია yes.gif
Kakha
მამა პროგრამისტი


*********
ჯგუფი: Honorary Member
წერილები: 49752
წევრი No.: 1639
რეგისტრ.: 22-January 03

გამოგზავნილია: 6 Mar 2007, 13:19  #4979434      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · msn
ShadowCat
ნუ მაშინ გასაგებია smile.gif
ისე ერთი გადაცემა იყო რუსულ არხზე, კომუნისტების დროს როგორ ხდებოდა ფართის დაგეგმვა, ხოდა გენიოსი დამპროექტებლები მიზნად როცა ისახავდნენ მინიმალური ფართებით ხრუშოვის გეგმის შესრულებას (ყვლეა ოჯახს ცალკე ბინა), თავს იმართლებდნენ იმით რომ თურმე დიდ სამზარეულოში ქალს დიდი მანძილის გავლა უწევს საჭმლის დამზადებისას და დაითვალეს რა მანძილს გადის დიდ სამზარეულოში ქალი ცხვორების მანძილზე და გამოაცხადეს რომ თუ ყველაფერი ერთ ადგილზე იქნება და ქალს სიარული არ მოუწევს მაშინ უზარმაზარი ეკონომია გამოდისო , ჩვენ თქვენზე ვზრუნავთ ქალებოო biggrin.gif თუმზა ქალებს არ ჯეროდათ ეს და ყოველ კვარდსატულ სანტიმეტრზე ომი იყო smile.gif
ShadowCat
Mrs Joxa666


*******
ჯგუფი: Members
წერილები: 15274
წევრი No.: 6396
რეგისტრ.: 14-September 04

გამოგზავნილია: 6 Mar 2007, 13:34  #4979554      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა · aim · yim
Kakha
QUOTE
თავს იმართლებდნენ იმით რომ თურმე დიდ სამზარეულოში ქალს დიდი მანძილის გავლა უწევს

lol.gif lol.gif
რა მზრუნველები ყოფილან! biggrin.gif
0 წევრი ათვალიერებს ამ თემას (0 სტუმარი და 0 უჩინარი წევრი)
0 წევრი:
Topic Options Pages: (73) 1 [2] 3 4 ... ბოლო » გამოხმაურება · ახალი თემა · ახალი გამოკითხვა

 



ფორუმის სერვერების განთავსებას და ინტერნეტთან კავშირს უზრუნველყოფს: CLOUD9
[ Script Execution time: 0.0318 ]   [ 12 queries used ]   [ GZIP Disabled ]