forum.ge
reklama
FORUM.GE წესები  · დახმარება  · ძებნა  · წევრები  · კალენდარი  · რჩეულები  · ჩატი
Pages: (128) 1 2 [3] 4 5 ... ბოლო »  ( გადავიდეთ პირველ წაუკითხავ წერილზე ) გამოხმაურება · ახალი თემა · ახალი გამოკითხვა

>  რესტორნების, კაფეების, ბარების, პაბების, ტავერნები II, მიმოხილვა და რეკომენდაცია
gabarzgaleba
ქვიშისსაათოლოგი


*******
ჯგუფი: Members
წერილები: 13878
წევრი No.: 37417
რეგისტრ.: 29-June 07

გამოგზავნილია: 12 Jun 2012, 16:53  #31633072      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა · ვებგვერდი
ისევ გიგო.

http://vinoge.com/sarestorno-kritika/pasto...i-oRond-elarjiT

პასტორალი – კიდევ ერთი, ოღონდ ელარჯით

გიგო მესხიშვილი

დიზაინის თვალსაზრისით, ქართული რესტორნების კულტურა ორი ძირითადი მიმართულებით წავიდა ბოლო წლებში. ერთი მხრივ, ეს არის ქვით, ცემენტითა და გაპრიალებული ხით მოპირკეთებული ფუნდუკები, მოკირწლული ბილიკებითა და გაზონებით (ძველი სახლი, ფაეტონი და მრავალი სხვა...), მეორე კი ე.წ. თბილისური ნაზავია, სადაც ჭრელი გადასაფარებლები გხვდებათ, სხვადასხვანაირი სკამები, მასიური ბუფეტები, მძიმე მაგიდები, წითელი აგური, აბაჟურები და ძველი, ჭრიალა იატაკი. ასეთების ერთ–ერთი პიონერი გაბრიაძის რესტორანი იყო ანჩისხატთან, შემდეგ პურპური, შავი ლომი და სხვ. ასეთი რესტორნების რიცხვი მატულობს, თუმცა ვერ ვითარდებიან. "პასტორალზეც" იგივე შეიძლება ითქვას, რიცხვს შეემატა, ახალი კი ვერაფერი შემოგვთავაზა.
ბოლო დროს ცოტა მოსაწყენიც კი გახდა ამ ყაიდის დაწესებულებები და ამას ვერც სარეცხის თოკზე გაკიდული ჩითის კაბები, პერანგები და ლიფები შველის, რომელიც რესტორან "პასტორალის" შიდა ეზოს მხარეს, შუშაბანდის წინ იწონებდა თავს, როგორც დიზაინის ნაწილი. მენიუ კოხტა ესკიზებითაა მორთული, შესაძლოა ოთარ იოსელიანის ან ვახტანგ რურუას, ანდა სულაც რესტორნის დიზაინის ავტორის, გუგა კოტეტიშვილის ჩანახატებია.
რესტორნის სამზარეულო მეგრულია და "პასტორალიც" ალბათ სწორედ ამიტომ ჰქვია, ოთარ იოსელიანის ცნობილი ფილმის გამო, სადაც დინამიტის აფეთქებით მოპოვებულ თევზს თუ არ ჩავთვლით, ნამდვილი მეგრული პურმარილიც იშლება ერთიორჯერ.
ამ რესტორანშიც ცდილობენ ნამდვილ სამეგრელოს მიუახლოვონ გემოები. ცდილობენ ზოგ მომხმარებელს მოგონებები აუშალონ, სხვებს კი პირველი შთაბეჭდილება შეუქმნან. ხანდახან წარმატებით გამოსდით, ზოგჯერ კი მარცხდებიან. მაგ. ტრადიციული მეგრული ხულ–სალათი (5.00 ლარი), კეჟერა ფხლის მეგრული ვარიანტი, აჯიკით და ნიგვზით შეზავებული, კარგი იყო, ხოლო ბოსტნეულის სალათი (6.90 ლარი) დიდი ხნის მომზადებულს გავდა, უშნოდ დაფლეთილი კიტრი და პომიდორი, წითელი კომბოსტო, ბულგარული (ამაზე აღარაფერს დავწერ, შეიძლება მოგაბეზრეთ უკვე თავი) და სალათის ფურცლები, ზეთი... მოკლედ, სალათა არაფრად ვარგოდა, სხვას რომ თავი დავანებოთ, სიქორფის ნატამალი არ ჰქონდა. არც ახალი ტყემალი მომეწონა (2.50 ლარი), რომელიც წესით გაცილებით უფრო ცოცხალი უნდა ყოფილიყო. ვინ იცის, შეიძლება გადაკმაზული ტყემალიც იყო. გებჟალიას (5.90 ლარი) უფრო ფაფუკს და რბილს ველოდი. როცა გებჟალია იჭრება, წვენი უნდა გასდიოდეს, სავსე უნდა იყოს, ეს სულგუნი კი მშრალი იყო. მხოლოდ წვენის გადასხმით არაფერი გამოვა.
ძალიან გამიკვირდა, როდესაც სუფ–ხარჩოღორისა მოვიდა(7.40 ლარი), ძალიან ცხიმიანი. ვისაც მსუყე შეკმაზული წვნიანები უყვარს, იმას მოეწონება ეს კერძი. ელარჯიც ნორმალური იყო (4.90 ლარი), თუმცა ჩემმა მეგობარმა თქვა, შეიძლებოდა უფრო მეტი ყველით ყოფილიყოო. ამის მიუხედავად "პასტორალის" ელარჯის მირთმევას მაინც გემრიელად შევუდექი, სანამ გრძელი თმა არ გამოვაძვრინე... ძალიან დამწყდა გული, კინაღამ ყველაფერი ჩაგვეშალა, მაგრამ მოვთოკეთ თავი. ხარჩო (7.90 ლარი) ხბოს ხორცით, ძალიან კარგი იყო, კლასიკური, ნამდვილი. ამაზე თამამად იტყვი, რომ ეტალონური ხარჩოა, გაასინჯებ და აუხსნი სტუმარს, რომ აი შვილო, ესაა ხარჩო. ტაბაკა (16.90) დიდ ვაზის ფოთოლზე იყო დასვენებული, რომ შეხედავდი, მართლა სოფლის წიწილს გავდა, აჯიკით იყო შეთხვრილი და საკმაოდ მწარეც იყო. ხბოს მწვადს (13.90 ლარი) მარილი აკლდა, მაგრამ მაინც ძალიან გემრიელი იყო, მოინდომეს როგორც ჩანს, ან უბრალოდ, ესმით საკითხი. აფხაზურაზე (6.90 ლარი) კარგს ვერაფერს ვიტყვი, ჩემმა მეგობრებმა საერთოდაც, ქაბაბს შეადარეს. ქაბაბი ბადექონში, შეკმაზულიო და მეც დავეთანხმე. აფხაზურა უფრო ძლიერი გემოების უნდა იყოს, და არა ასეთი მშრალი. მოკლედ, მეგრულ რესტორანში მომზადებული აფხაზურა ნიკორას აფხაზურას არ უნდა გაგონებდეს. ადგილობრივი დესერტი არ აღმოაჩნდათ, თავისი ტკბილეული არაფერი ჰქონდათ, თოლიას ნაყინის აღება კი აზრადაც არ მომივა ამ ტიპის რესტორნებში.
ახლა ღვინო. აქვთ საძაგელი ჩამოსასხმელი ღვინო, თეთრიც და წითელიც. თეთრი ძალიან ცივი მოგვიტანეს, მაგრამ მაინც კარგაც ჩანდა, რომ ღვინო არაფრად ვარგოდა და ცივად ვთქვით უარი, წითელი კი ზედმეტად თბილი იყო, თან ჯიუტად გვიმტკიცებდნენ, რომ ოჯახის ღვინოაო, არადა აშკარად საწარმოში ჩარჩენილი გადაძველებული მარაგებიდან იყო. ხოხბის ცრემლების რქაწითელი ავიღეთ (29.90 ლარი), რომელსაც სამწუხაროდ საცობის ტონი აღმოაჩნდა და ძალიან გაგვიფუჭა ხასიათი, რადგან სხვა არჩევანი მაინცდამაინც არ გვქონდა. შემდეგ ორნაირი საფერავი მოვწრუპეთ, ხოხბის ცრემლების (ჭიქა 9.90 ლარი) და ვინოტერას საფერავი (6.90 ლარი). პირველი უფრო სხეულიანი და სავსე მომეჩვენა, თუმცა დაჟანგული იყო. ვინოტერას ღვინო კი ცოტათი უხეში.
ყველაზე კარგი "პასტორალში" ალბათ ჭაჭის არჩევანი აქვთ. სხვა დანარჩენს იმედია დროთა განმავლობაში დახვეწავენ.
პასტორალი –რესტორანი
ერეკლე მეორის ქ. 7
უბანი: ძველი თბილისი
ტელ: (მობ) 592 311919
სამზარეულო: მეგრული
საათები: 12:00 – 02:00 (ბოლო სტუმრის გაცილებამდე)
ბარათები: მიიღება
ფასი: 80–120 ლარი (სადილი ორ კაცზე, ღვინის და სერვისის ჩათვლით)
პარკინგი: პარალელურ ქუჩებზე
ელ-ფოსტა: არ აქვთ
საიტი: არ აქვთ
© tabula


--------------------
სისულელეს ვაქებ, მაგრამ არც თუ სულელურად
....................

ბარძგალ-ბარძგალ მივდიოდი მე ნელა
სერზე შევდექ, ჭმუნვის ალი მენელა...
.....................

ჩვენ, ხინკლებმა, კალამი გვერდზე უნდა გადავდოთ და გზა პელმენებს დავუთმოთ??? ბებიამაგათისამ!!!

http://vinoge.com/
waiter
Crazy Member


*****
ჯგუფი: Registered
წერილები: 1297
წევრი No.: 46560
რეგისტრ.: 12-November 07

გამოგზავნილია: 14 Jun 2012, 14:23  #31662458      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
gabarzgaleba
ვგიჟდები ისე მომწონს თქვენი მიმოხილვა, სულ ინტერესით ველი ხოლმე ახალ-ახალ პოსტებსsmile.gif
happy dreamer77
მისი ბრწყინვალება


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 3339
წევრი No.: 93446
რეგისტრ.: 11-June 09

გამოგზავნილია: 28 Jun 2012, 17:02  #31880442      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
უნდა დამეხმაროთ...
დღეს მოგეხსენებათ გაიმართება ევროპის ჩემპიონატის მეორე ნახევარფინალი. გერმანია-იტალია
გვინდა სადმე კარგ,კომფრტულ გარემოში წავიდეთ დავჯდეთ,ლუდის და მცირე საჭმლის თანხლებიტ ვუყუროთ ამ თამაშს.
გვინდა რჩევ -სად წავიდეთ?
Ludwig
Warsteiner ესენი მოვნახე რას მირჩევთ თქვენ?(შორსაა sad.gif )
--------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
P.S
ძველი ფორუმელი ვარ უბრალოდ დავკარგე პასვორდი....
P.S.S ველი ქვენს გამოხმაურებას წინასწარ დიდი მადლობა


max-14
Crazy Member


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 3415
წევრი No.: 104227
რეგისტრ.: 6-November 09

გამოგზავნილია: 2 Jul 2012, 22:19  #31944419      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
QUOTE
ისევ გიგო.

http://vinoge.com/sarestorno-kritika/pasto...i-oRond-elarjiT

პასტორალი – კიდევ ერთი, ოღონდ ელარჯით

გიგო მესხიშვილი

დიზაინის თვალსაზრისით, ქართული რესტორნების კულტურა ორი ძირითადი მიმართულებით წავიდა ბოლო წლებში. ერთი მხრივ, ეს არის ქვით, ცემენტითა და გაპრიალებული ხით მოპირკეთებული ფუნდუკები, მოკირწლული ბილიკებითა და გაზონებით (ძველი სახლი, ფაეტონი და მრავალი სხვა...), მეორე კი ე.წ. თბილისური ნაზავია, სადაც ჭრელი გადასაფარებლები გხვდებათ, სხვადასხვანაირი სკამები, მასიური ბუფეტები, მძიმე მაგიდები, წითელი აგური, აბაჟურები და ძველი, ჭრიალა იატაკი. ასეთების ერთ–ერთი პიონერი გაბრიაძის რესტორანი იყო ანჩისხატთან, შემდეგ პურპური, შავი ლომი და სხვ. ასეთი რესტორნების რიცხვი მატულობს, თუმცა ვერ ვითარდებიან. "პასტორალზეც" იგივე შეიძლება ითქვას, რიცხვს შეემატა, ახალი კი ვერაფერი შემოგვთავაზა.
ბოლო დროს ცოტა მოსაწყენიც კი გახდა ამ ყაიდის დაწესებულებები და ამას ვერც სარეცხის თოკზე გაკიდული ჩითის კაბები, პერანგები და ლიფები შველის, რომელიც რესტორან "პასტორალის" შიდა ეზოს მხარეს, შუშაბანდის წინ იწონებდა თავს, როგორც დიზაინის ნაწილი. მენიუ კოხტა ესკიზებითაა მორთული, შესაძლოა ოთარ იოსელიანის ან ვახტანგ რურუას, ანდა სულაც რესტორნის დიზაინის ავტორის, გუგა კოტეტიშვილის ჩანახატებია.
რესტორნის სამზარეულო მეგრულია და "პასტორალიც" ალბათ სწორედ ამიტომ ჰქვია, ოთარ იოსელიანის ცნობილი ფილმის გამო, სადაც დინამიტის აფეთქებით მოპოვებულ თევზს თუ არ ჩავთვლით, ნამდვილი მეგრული პურმარილიც იშლება ერთიორჯერ.
ამ რესტორანშიც ცდილობენ ნამდვილ სამეგრელოს მიუახლოვონ გემოები. ცდილობენ ზოგ მომხმარებელს მოგონებები აუშალონ, სხვებს კი პირველი შთაბეჭდილება შეუქმნან. ხანდახან წარმატებით გამოსდით, ზოგჯერ კი მარცხდებიან. მაგ. ტრადიციული მეგრული ხულ–სალათი (5.00 ლარი), კეჟერა ფხლის მეგრული ვარიანტი, აჯიკით და ნიგვზით შეზავებული, კარგი იყო, ხოლო ბოსტნეულის სალათი (6.90 ლარი) დიდი ხნის მომზადებულს გავდა, უშნოდ დაფლეთილი კიტრი და პომიდორი, წითელი კომბოსტო, ბულგარული (ამაზე აღარაფერს დავწერ, შეიძლება მოგაბეზრეთ უკვე თავი) და სალათის ფურცლები, ზეთი... მოკლედ, სალათა არაფრად ვარგოდა, სხვას რომ თავი დავანებოთ, სიქორფის ნატამალი არ ჰქონდა. არც ახალი ტყემალი მომეწონა (2.50 ლარი), რომელიც წესით გაცილებით უფრო ცოცხალი უნდა ყოფილიყო. ვინ იცის, შეიძლება გადაკმაზული ტყემალიც იყო. გებჟალიას (5.90 ლარი) უფრო ფაფუკს და რბილს ველოდი. როცა გებჟალია იჭრება, წვენი უნდა გასდიოდეს, სავსე უნდა იყოს, ეს სულგუნი კი მშრალი იყო. მხოლოდ წვენის გადასხმით არაფერი გამოვა.
ძალიან გამიკვირდა, როდესაც სუფ–ხარჩოღორისა მოვიდა(7.40 ლარი), ძალიან ცხიმიანი. ვისაც მსუყე შეკმაზული წვნიანები უყვარს, იმას მოეწონება ეს კერძი. ელარჯიც ნორმალური იყო (4.90 ლარი), თუმცა ჩემმა მეგობარმა თქვა, შეიძლებოდა უფრო მეტი ყველით ყოფილიყოო. ამის მიუხედავად "პასტორალის" ელარჯის მირთმევას მაინც გემრიელად შევუდექი, სანამ გრძელი თმა არ გამოვაძვრინე... ძალიან დამწყდა გული, კინაღამ ყველაფერი ჩაგვეშალა, მაგრამ მოვთოკეთ თავი. ხარჩო (7.90 ლარი) ხბოს ხორცით, ძალიან კარგი იყო, კლასიკური, ნამდვილი. ამაზე თამამად იტყვი, რომ ეტალონური ხარჩოა, გაასინჯებ და აუხსნი სტუმარს, რომ აი შვილო, ესაა ხარჩო. ტაბაკა (16.90) დიდ ვაზის ფოთოლზე იყო დასვენებული, რომ შეხედავდი, მართლა სოფლის წიწილს გავდა, აჯიკით იყო შეთხვრილი და საკმაოდ მწარეც იყო. ხბოს მწვადს (13.90 ლარი) მარილი აკლდა, მაგრამ მაინც ძალიან გემრიელი იყო, მოინდომეს როგორც ჩანს, ან უბრალოდ, ესმით საკითხი. აფხაზურაზე (6.90 ლარი) კარგს ვერაფერს ვიტყვი, ჩემმა მეგობრებმა საერთოდაც, ქაბაბს შეადარეს. ქაბაბი ბადექონში, შეკმაზულიო და მეც დავეთანხმე. აფხაზურა უფრო ძლიერი გემოების უნდა იყოს, და არა ასეთი მშრალი. მოკლედ, მეგრულ რესტორანში მომზადებული აფხაზურა ნიკორას აფხაზურას არ უნდა გაგონებდეს. ადგილობრივი დესერტი არ აღმოაჩნდათ, თავისი ტკბილეული არაფერი ჰქონდათ, თოლიას ნაყინის აღება კი აზრადაც არ მომივა ამ ტიპის რესტორნებში.
ახლა ღვინო. აქვთ საძაგელი ჩამოსასხმელი ღვინო, თეთრიც და წითელიც. თეთრი ძალიან ცივი მოგვიტანეს, მაგრამ მაინც კარგაც ჩანდა, რომ ღვინო არაფრად ვარგოდა და ცივად ვთქვით უარი, წითელი კი ზედმეტად თბილი იყო, თან ჯიუტად გვიმტკიცებდნენ, რომ ოჯახის ღვინოაო, არადა აშკარად საწარმოში ჩარჩენილი გადაძველებული მარაგებიდან იყო. ხოხბის ცრემლების რქაწითელი ავიღეთ (29.90 ლარი), რომელსაც სამწუხაროდ საცობის ტონი აღმოაჩნდა და ძალიან გაგვიფუჭა ხასიათი, რადგან სხვა არჩევანი მაინცდამაინც არ გვქონდა. შემდეგ ორნაირი საფერავი მოვწრუპეთ, ხოხბის ცრემლების (ჭიქა 9.90 ლარი) და ვინოტერას საფერავი (6.90 ლარი). პირველი უფრო სხეულიანი და სავსე მომეჩვენა, თუმცა დაჟანგული იყო. ვინოტერას ღვინო კი ცოტათი უხეში.
ყველაზე კარგი "პასტორალში" ალბათ ჭაჭის არჩევანი აქვთ. სხვა დანარჩენს იმედია დროთა განმავლობაში დახვეწავენ.
პასტორალი –რესტორანი
ერეკლე მეორის ქ. 7
უბანი: ძველი თბილისი
ტელ: (მობ) 592 311919
სამზარეულო: მეგრული
საათები: 12:00 – 02:00 (ბოლო სტუმრის გაცილებამდე)
ბარათები: მიიღება
ფასი: 80–120 ლარი (სადილი ორ კაცზე, ღვინის და სერვისის ჩათვლით)
პარკინგი: პარალელურ ქუჩებზე
ელ-ფოსტა: არ აქვთ
საიტი: არ აქვთ

კარგი სტატიები აქვს ავტორს,მეტი სტატია თუ იქნება-მთლად უკეთესი,სიამოვნებით გავეცნობი
fermina
Super Crazy Member +


*******
ჯგუფი: Members
წერილები: 14315
წევრი No.: 31207
რეგისტრ.: 11-March 07

გამოგზავნილია: 5 Jul 2012, 23:19  #31995341      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
ყაზბეგის "ტერემოკში" შუაგულ ზაფხულში ოთახის ტემპერატურის (!!!) კოკა-კოლას რომ მოგიტანენ, და დასიცხული ყინულს მაინც რომ მოითხოვ და გეტყვიან არ გვაქვსო, და კითხვაზე - ასეთი თბილი უნდა იყოს კოკა-კოლაო, გაოცებით მხრებს აიჩეჩავენ და მორცხვად გაგიღიმებენ.... წესით ასეთ დაწესებულებაში აღარც უნდა მიხვიდე აღარასოდეს.
მრნ
<3 Real Madrid


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 3715
წევრი No.: 85521
რეგისტრ.: 26-February 09

გამოგზავნილია: 7 Jul 2012, 01:55  #32013528      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
http://swoop.ge/index.php?task=deal&id=567&lang=ge
ამ რესტორანზე "ხარფუხი" რამე გსმენიათ ? : ))) კარგია?

ან რესტორანი "რაჭველები" თუ გაგიგიათ ვინმეს smile.gif

This post has been edited by MrNishni on 7 Jul 2012, 02:01
Peppi
ვიყიდი დროს


******
ჯგუფი: Members
წერილები: 8421
წევრი No.: 11116
რეგისტრ.: 30-June 05

გამოგზავნილია: 8 Jul 2012, 14:17  #32030306      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა · ვებგვერდი · yim
pipa
QUOTE
ვერანდა ხომ საერთოდ<3

აი, ეს რა კარგი გამახსენე.. "ამიდუღდა ტვინი" სად შეიძლება კარგად და სასიამოვნოდ "გარეთ ყავის დალევა" შარდენის გარდა..



--------------------
www.perfectcook.org -კულინარიული ინტერნეტ-გამოცემა ქართულად; ქართული და უცხოური კერძები - სურათებით; კულინარიული მოგზაურობა და პროდუქტების მიმოხილვა; კონკურსი - მრავალი პრიზით და Peppi-ის ბლოგი . . .
gabarzgaleba
ქვიშისსაათოლოგი


*******
ჯგუფი: Members
წერილები: 13878
წევრი No.: 37417
რეგისტრ.: 29-June 07

გამოგზავნილია: 14 Jul 2012, 12:24  #32122627      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა · ვებგვერდი
http://vinoge.com/sarestorno-kritika/ludi-...ari-da-fexburTi

გიგო მესხიშვილის მორიგი სარესტორნო კრიტიკა.
chiburashka111
Crazy Member


*****
ჯგუფი: Registered
წერილები: 1175
წევრი No.: 111866
რეგისტრ.: 8-February 10

გამოგზავნილია: 14 Jul 2012, 19:06  #32127784      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
ნაყინის ტორტი რომელ კაფეში აქვთ არ იცით არავინ?
nanana
SophistiCat


******
ჯგუფი: Members
წერილები: 8667
წევრი No.: 48910
რეგისტრ.: 10-December 07

გამოგზავნილია: 18 Jul 2012, 16:30  #32184363      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
გემრიელი ხინკალი სად არის თბილისში? გარემოც რომ ნორმალური იყოს. წისქვილი და შემოიხედე არ მინდა biggrin.gif


დღესვე მიპასუხეთ გთხოვთ bis.gif


--------------------
Кризис дополз и до меня... Сыр ем с плесенью, вино пью старое, в машине езжу без крыши...:boli:

Don't go for less, take the best!
liako_lia
Super Member


****
ჯგუფი: Registered
წერილები: 988
წევრი No.: 35022
რეგისტრ.: 17-May 07

გამოგზავნილია: 18 Jul 2012, 16:45  #32184584      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა · ვებგვერდი
nanana

მირზაანში მომწონს ამ ბოლო დროს smile.gif


--------------------
:)
SAROKAWA
მემბერ თაითლი არა ცელი


*****
ჯგუფი: Registered
წერილები: 1011
წევრი No.: 87341
რეგისტრ.: 24-March 09

გამოგზავნილია: 18 Jul 2012, 16:54  #32184704      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
liako_lia
მირზაანს თაღლაურა ჯობია


--------------------
nanana
SophistiCat


******
ჯგუფი: Members
წერილები: 8667
წევრი No.: 48910
რეგისტრ.: 10-December 07

გამოგზავნილია: 18 Jul 2012, 17:11  #32184979      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
SAROKAWA
QUOTE
მირზაანს თაღლაურა ჯობია


თაღლაურა მეგოიმება. არა? biggrin.gif უზარმაზარი ფიტულები რომ აქვთ ქალების და კაცების- მზარავს.

უცხოელი სტუმარი უნდა წავიყვანო და არ მინდა შეშინდეს.

liako_lia
მირზაანი სად არის?

guruliqali
Crazy Member


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 3024
წევრი No.: 110859
რეგისტრ.: 29-January 10

გამოგზავნილია: 18 Jul 2012, 17:21  #32185131      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
nanana
"ფასანაური" წერეთელზე თიბისი ბანკთან, არც ფიტულები აქვთ, კონდიციონერი და სიგრილეც არის, ხინკალიც კარგი აქვთ.
liako_lia
Super Member


****
ჯგუფი: Registered
წერილები: 988
წევრი No.: 35022
რეგისტრ.: 17-May 07

გამოგზავნილია: 18 Jul 2012, 17:27  #32185222      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა · ვებგვერდი
nanana

მირზაანი
თბილისი , უზნაძის ქ. 41 , ტელ: 295 00 01

წერეთლის გამზ. 140 , ტელ: 234 53 84

ვაჟაზეა კიდევ, ეკლესიის პირდაპირ smile.gif
* * *
SAROKAWA

QUOTE
მირზაანს თაღლაურა ჯობია


რავი მე არ მომწონს, გემოვნების ამბავია smile.gif
0 წევრი ათვალიერებს ამ თემას (0 სტუმარი და 0 უჩინარი წევრი)
0 წევრი:
Topic Options Pages: (128) 1 2 [3] 4 5 ... ბოლო » გამოხმაურება · ახალი თემა · ახალი გამოკითხვა

 



ფორუმის სერვერების განთავსებას და ინტერნეტთან კავშირს უზრუნველყოფს: CLOUD9
[ Script Execution time: 0.0326 ]   [ 12 queries used ]   [ GZIP Disabled ]