forum.ge
reklama
FORUM.GE წესები  · დახმარება  · ძებნა  · წევრები  · კალენდარი  · ჩატი

  გამოხმაურება · ახალი თემა · ახალი გამოკითხვა

> Common Voice-ის პროექტი - Mozilla, ვასწავლოთ ქართულიც
MONTY
I R L Y M ! ! !


*******
ჯგუფი: Members
წერილები: 16478
წევრი No.: 88005
რეგისტრ.: 2-April 09

გამოგზავნილია: 15 Jul 2019, 15:32  #54975969      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა · ვებგვერდი


QUOTE
Common Voice პროექტი არის Mozilla-ს წამოწყების ნაწილი, რომ შევასწავლოთ მანქანებს, თუ როგორ საუბრობენ სინამდვილეში ადამიანები.


QUOTE
ხმის ამოცნობის საშუალებები ძირფესვიანად ცვლის კომპიუტერულ მანქანებთან ურთიერთობის გზებს, მაგრამ ამჟამად ხელმისაწვდომი სისტემები მეტად ძვირია და კერძო საკუთრებას წარმოადგენს. Common Voice არის Mozilla-ს წამოწყება, ხმის ამოცნობის საშუალებების გასაუმჯობესებლად და საყოველთაო ხელმისაწვდომობის უზრუნველსაყოფად. Common Voice წარმოადგენს დიდი მოცულობის მონაცემთა კრებულს, რომელიც შედგება შემოწირული ხმის ჩანაწერებისგან და ნებისმიერ მსურველს მისცემს საშუალებას, სწრაფად და მარტივად შეასწავლოს თავის ხმის ამოცნობის საშუალებებით აღჭურვილ პროგრამას, ყველა მოცემული ენა. ჩვენ არა მხოლოდ ფართოდ გავრცელებული ენებისთვის ვაგროვებთ ნიმუშებს, არამედ მცირერიცხოვან ხალხთა ენებისთვისაც. სხვადასხვა სახის მონაცემთა კრებულის გამოქვეყნება, მოაძლიერებს შემმუშავებლებს, დაწესებულებებსა და ერთობებს და გაუჩენს სურვილს, შექმნან ახალი ხელსაწყოები. გარდა Common Voice-ის მონაცემთა კრებულისა, ჩვენ ასევე ვმუშაობთ ღია წყაროს მქონე, ხმის ამომცნობ ძრავაზე, სახელწოდებით Deep Speech.


QUOTE
Common Voice-ის მიზანია, საშუალება მისცეს ყველას მთელ მსოფლიოში, შექმნან ხმის ამომცნობი, მოსაუბრის ამომცნობი ან ნებისმიერი სხვა სახის ხელსაწყოები, რომლებიც საჭიროებს ხმოვან მონაცემებს. ხმოვანი თანაშემწე უბრალოდ ერთ-ერთია იმ მრავალთაგან, რომელთა შემუშავებისთვისაც გამოსადეგია ეს კრებული.


https://voice.mozilla.org/ka
https://voice.mozilla.org/ka/languages


პ.ს კარგი იქნება თუ დაინტერესდებით და ჩაერთვებით პროექტში





--------------------
ერთ მხარეს - ”ნაცების” ნაცემი კაცები, მეორე მხარეს კი- ეს ,,არაკაცები”.!

სასურსათო უსაფრთოება ისეთივე მნიშვნელოვანი უნდა იყოს ქვეყნისთვის , როგორც ენერგო უსაფრთხოება !

I R L Y M! ! !

http://www.facebook.com/IntProtest
http://www.Caucasusoffline.com
Confetto
Super Member


****
ჯგუფი: Users Awaiting Email Confirmatio
წერილები: 271
წევრი No.: 251251
რეგისტრ.: 22-June 19

გამოგზავნილია: 15 Jul 2019, 18:23  #54976717      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
კარგი პროექტია მაგრამ არ მინდა ჩემი ხმის ნიმუშები ვიღაც ოხრებს ჩაუვარდეთ ხელში mad.gif
Jean-Valjean
★★★★★★★★


****
ჯგუფი: Registered
წერილები: 343
წევრი No.: 251862
რეგისტრ.: 27-July 19

გამოგზავნილია: 29 Jul 2019, 02:22  #55040828      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
QUOTE (Confetto @ 15 Jul 2019, 18:23 )
კარგი პროექტია მაგრამ არ მინდა ჩემი ხმის ნიმუშები ვიღაც ოხრებს ჩაუვარდეთ ხელში mad.gif

გარანტია გაქვს, რომ შენი ხმის ნიმუშები არავის აქვს? biggrin.gif


--------------------
ვინც საყანედ ამზადებს ჭაობიან ნიადაგს, უნდა მიეჩვიოს მის გარშემო ბაყაყების ყიყინს © ვ.ჰიუგო
sandrosaxel
Newbie


*
ჯგუფი: Registered
წერილები: 9
წევრი No.: 173105
რეგისტრ.: 10-September 13

გამოგზავნილია: 11 Oct 2019, 22:02  #55357271      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
ქართული წინადადებები არ არის ჯერ და რიგით მომხმარებელს არ აქვს საშუალება შეიტანოს წვლილი მაგ ამბავში?

edit:
ვიპოვე :დ https://common-voice.github.io/sentence-collector/#/
* * *
რა წყაროები გეგულებათ წინადადებების ჩასაყრელად?

This post has been edited by sandrosaxel on 11 Oct 2019, 22:42
sandrosaxel
Newbie


*
ჯგუფი: Registered
წერილები: 9
წევრი No.: 173105
რეგისტრ.: 10-September 13

გამოგზავნილია: 1 Nov 2019, 01:20  #55431354      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
მოდით ხალხო რა გჭირთ, ძერსკი პროექტია mad.gif
1 წევრი ათვალიერებს ამ თემას (1 სტუმარი და 0 უჩინარი წევრი)
0 წევრი:
Topic Options გამოხმაურება · ახალი თემა · ახალი გამოკითხვა

 



ფორუმის სერვერების განთავსებას და ინტერნეტთან კავშირს უზრუნველყოფს: CLOUD9
[ Script Execution time: 0.0235 ]   [ 11 queries used ]   [ GZIP Disabled ]