Printable Version of Topic
Click here to view this topic in its original format
თბილისის ფორუმი > რელიგია > ფორუმელთა მიმართვა საპატრიარქოს


Posted by: temart 6 Jan 2017, 15:23
აქ დავწეროთ რა მოთხოვნები გვაქვს მართლმადიდებლური ეკლესიის მიმართ , მომავალში მისი უკეთ მუშაობისთვის და

თუ ფორუმის მესვეურები ინებებენ ეს მოთხოვნები გადაეგზავნოს საპატრიარქოს.



----------------------------------------------------------------------------------

ჩემი მოთხოვნები შემდეგია:

1. მოიხსნას კანკელი ტაძრებში, რამეთუ ქრისტეს ჯვარცმისას გაიხსნა ფარდა ზევიდან ქვევით, წმიდასა და მრევლის სივრცეს შორის.
მათე 27
50. ხოლო იესომ კვლავ შეღაღადა ხმამაღლა და განუტევა სული.

51. და, აჰა, ზემოდან ქვემომდე, შუა ჩაიხა ტაძრის ფარდა, იძრა მიწა და დასკდნენ კლდენი.

-------------

2. მრევლმა მიმართოს მღვდელ-მსახურს არა ,,მამაო''-თი და ,,დედაო''-თი, არამედ ,,ძმაო''-თი და ,,დაო''-თი,რამეთუ ამას გვასწავლის სახარება.
მათე 23
8. თქვენ კი ნუ იწოდებით ასე: რაბი! ვინაიდან ერთია თქვენი მოძღვარი - ქრისტე, ხოლო თქვენ ყველანი ძმები ხართ.

9. ნურც თქვენს მამას უწოდებთ ვინმეს ამ ქვეყნად, ვინაიდან ერთია მამა თქვენი ზეციერი.

10. და ნურც წინამძღვრებად იწოდებით, ვინაიდან ერთია თქვენი წინამძღვარი - ქრისტე.
მათეს სახარება
თავი მეთორმეტე

-------------
3.არ დაიცვათ მარხვები არამედ ზომიერად იკვებეთ,რასაც სახარება გვასწავლის.
მათე 12
1. ერთხელ, შაბათ დღეს, ყანაში მიდიოდა იესო; მოშივდათ მის მოწაფეებს და დაიწყეს თავთავების კრეფა და ჭამა.

2. ეს რომ დაინახეს, ფარისევლებმა უთხრეს მას: აი, შენი მოწაფეები იმას სჩადიან, რაც ნებადართული არ არის შაბათს.

3. ხოლო იესომ უთხრა მათ: არ წაგიკითხავთ, როგორ მოიქცა დავითი, როცა მოშივდა მასაც და მის მხლებლებსაც?

4. როგორ მევიდა ღმერთის სახლში და შეჭამა შესაწირავი პური, რისი ქმნა არც მისთვის იყო ნებადართული და არც მისი მხლებლებისათვის, და რისი ნებაც მხოლოდ მღვდლებს ჰქონდათ?

5. არც ის ამოგიკითხავთ რჯულში, რომ შაბათობით მღვდლები ტაძარში არღვევენ შაბათს, და მაინც უცოდველნი არიან?

6. ხოლო მე გეუბნებით თქვენ: აქ არის ის, ვინც ტაძარზეც უმეტესია.

7. რომ იცოდეთ, რას ნიშნავს: წყალობა მნებავს და არა მსხვერპლი, აღარასოდეს შეაჩვენებდით უცოდველთ.

8. რადგან ძე კაცისა შაბათის უფალიც არის.

-----------------

4. შობა აღინიშნოს 25 დეკემბერს და ახალი წელი 1 იანვარს, გრიგორიანული ახალი კალენდრით, რამეთუ გრიგოლი ქრისტიანი იყო , იულიუსი კი წარმართი.


------------------
5. ტაძრებში დაიდგას მერხები, რაც მრევლს დაეხმარება სახარების უფრო ბეჯითად შესწავლაში.



--------------------------------------------------------------------------------------------

ვისაც ყური აქვს ისმინოს.







Posted by: ლაბარნა 6 Jan 2017, 16:07
temart

სათაური შესწორებულია ავტორის თხოვნით, სიტყვა ,,მიმართ'' შეიცვალა ,,მიმართვა''-თი.

კარგი ინიციატივა მგონია, ბევრი რამ ჩემი აზრითაც შესაცვლელია ჩვენს მშობლიურ ეკლესიაში მართლაც.

QUOTE
როგორ მევიდა ღმერთის სახლში


იმერელი ხარ? biggrin.gif

ასევე მრავალს დაესწარი, მადლობა მოლოცვისთვის. smile.gif

Posted by: temart 6 Jan 2017, 17:24
ლაბარნა
QUOTE
სათაური შესწორებულია ავტორის თხოვნით,


გაუმარჯოს ლაბარნას, გაიხარე და გამრავლდი.

QUOTE
იმერელი ხარ?


რაჭველი წარმოშობით.
biggrin.gif

როგორ ფიქრობ ფორუმის ხელმძღვანელობა მიაწვდის ფორუმელთა აზრს საპატრიარქოს?


დარწმუნებული ვარ ბევრს არ გაითვალისწინებენ, მაგრამ ერთი ორი მაინც რომ შცვალონ წინ გადადგმული ნაბიჯი იქნება.




Posted by: Konstantin_Logos 6 Jan 2017, 19:12
QUOTE
აქ დავწეროთ რა მოთხოვნები გვაქვს მართლმადიდებლური ეკლესიის მიმართ


1. დაშვებულ იქნას მართლმადიდებელ და არამართლმადიდებელ ქრისტიანთა ჯვრისწერა.

2. უარი ვთქვათ იულიუსის უვარგის კალენდარზე, რომელიც ასტრონომიულად სრულიად არაადეკვატურია. მივიღოთ შესწორებული საეკლესიო კალენდარი(მილანკოვიჩის მიერ შემუშავებული), რომელიც ყველა მართლმადიდებელ ეკლესიებშია მიღებული გარდა რუსეთის, იერუსალიმისა და სერბეთისა.

3. ღვთისმსახურება ახალქართულ ენაზე იყოს წაკითხული. სახარებაც ახალქართულად უნდა იკითხებოდეს ტაძრებში.

4. მარხვა გახდეს არა კალენდარული არამედ ნებაყოფლობითი.

5. შეიქმნას კომისიები აქტიური დიალოგებისთვის კათოლიკურ ეკლესიასთან, ორიენტალურ ეკლესიებთან და კონსერვატორულ პროტესტანტულ ეკლესიებთან.

6. შეიზღუდოს უშუალო კონტაქტი ხატებთან და ე.წ. წმინდა ნაწილებთან, რათა თეოლოგიურად გაუნათლებელ მრეველს არ მიეცეს საბაბი მათ მიმართ არაჯანსაღი დამოკიდებულებისა. (გაღმერთება, გაიგივება მათზე გამოსახულთან), გაუქმდეს ხატებისთვის განსაკუთრებული ლოცვები.

7. შესწორდეს ლოცვების ტექსტები წმინდანების მიმართ, სადაც წმინდანებისთვის მიწერილია ღმერთის ატრიბუტები (ხსნა-გადარჩენა, შეწყალება და ა.შ.)

8. გაუქმდეს ავადსახსენებელი მმკ და სხვა რელიგიურ-ექსპრემისტული დაჯგუფებები, რომლებიც აღვივებენ შუღლს ადამიანებს შორის და აზომბირებენ მრევლს, რომელიც ქადაგებს ეთნოფილეტიზმსა და გნოსეომაქიის ერესს.

9. აღდგეს დიაკონესობის ინსტიტუტი. ქალებს მეტი აქტიურობის საშუალება/გასაქანი მიეცეს ღვთისმსახურებასა და ქადაგებაში.

10. შემცირდეს ლიტურღიის ხანგრძლივობა.

11. შეიქმნას მეტი კომფორტი მრევლისთვის, სკამების დადგმა იქნება ეს თუ სხვა რამე.

Posted by: სკნელი 6 Jan 2017, 19:53
1. ყველა მღვდელმა კარდაკარ იქადაგოს იმ უბანში სადაც ეკლესია აქ.

2. ყველა მართლმადიდებელს მიეცეს "კურთხევის" გარეშე მთელი ბიბლიის კითხვის უფლება.


Posted by: დათიკო 7 Jan 2017, 01:47
temart
სამ ეგზემპლარად წერილობით წარმოადგინე, მერე ხუფარაძემ უნდა დაადოს რეზოლუცია და გადავცემთ განსახილველად biggrin.gif

Posted by: FeelsBadMan 7 Jan 2017, 14:04
QUOTE (სკნელი @ 6 Jan 2017, 19:53 )
1. ყველა მღვდელმა კარდაკარ იქადაგოს იმ უბანში სადაც ეკლესია აქ.

2. ყველა მართლმადიდებელს მიეცეს "კურთხევის" გარეშე მთელი ბიბლიის კითხვის უფლება.

1. რა სისულელეა? კარდაკარ რატომ უნდა იქადაგოს ხალხს რომ თავი შეაძულონ? ვისაც რამე აინტერესებს თვითონ მივა ეკლესიაში
2. მაგას კურთხევა სჭირდება? არ ვიცოდი.... რატომ უნდა გადაწყვიტოს მღვდელმა შეიძლება თუ არა ჩემთვის ბიბლიის წაკითხვა biggrin.gif

Posted by: _Pablo_ 7 Jan 2017, 14:13
სერიოზული თემაა და სკურპულოზური მუშაობა ჭირდება.
მე ერთს დავამატებდი/
წელიწადში ერთხელ ამოითხაროს რომელიმე წმინდანის ან მღვდელმთავარის უხრწნელი გვამი და მოეწყოს მსვლელობა სამების ტაძრისაკენ, ეს გააძლიერებს ერს და მეტ ერთსულოვნებას შეჰმატებს, ასევე ეკლესიისკენ მოაბრუნებს ხალხს, რადგან ისინი თავიანთი თვალით იხილავენ სასწაულს.
დიდება უფალს.

Posted by: ;cosanostra; 7 Jan 2017, 14:16

Konstantin_Logos
სწორათ დაწერე ,სგ.
აი რა უნდა დაემატოს ,ბავტისტებს აქვთ მგონი მთელი მრევლი ,რომ ჩაშჭიდებს ხელს ერთმანეთს და მღერის -
ეგ არის საუკეთესო საშვალება დაიცალო ემოცებისგან და მეტი პოზიტივი აჩუქონ ერთმანეთს.
მორჩეს ეს უაზრო ჭკუის სწავლებები.
კარგი საქმის გაკეთება თუ უნდათ ასე დაიწყონ.
ყველა ეკელსიაში მღვდელმა მოუწოდოს კაცებს ,რომ ქალებზე ძაალადობა შეწყვიტოს,ერთმანეთს რაც შეიძლება მეტი -
სიყვარული ვაჩუქოთ და ეს სახარების 1000000 წაკითხვა არაფერს მისცემს ერს. არ ვიცი ღმერთი რას ფიქრობს ,მაგრმა ყოველ დღე -
ერთი და იგივეს კითხვა მომბეზდებოდა.

Posted by: ლაბარნა 7 Jan 2017, 14:21
temart

QUOTE
როგორ ფიქრობ ფორუმის ხელმძღვანელობა მიაწვდის ფორუმელთა აზრს საპატრიარქოს?


რამდენი ფორუმელი ვთანხმდებით და ზუსტად რა ფორმულირებაზე? ხომ არ ჯობია, თემას ვაცადოთ, ჩამოვაყალიბოთ ჯერ საერთო სათქმელი? wink.gif

Posted by: temart 7 Jan 2017, 14:25
დათიკო
QUOTE
სამ ეგზემპლარად წერილობით წარმოადგინე, მერე ხუფარაძემ უნდა დაადოს რეზოლუცია და გადავცემთ განსახილველად



ვითომ დასაცინი და არაფრისმომცემი წამოწყებაა შენი აზრით?


კიდევ ორ სურვილს დავამატებ:


1. დაემატოს შეგნებულ ასაკაში ნათლობა, რაც შეახსენებს მრევლს რომ ბავშვების ეგრეთწოდებული ნათლობა მხოლოდ მიყვანებად ითვლება ეკლესიაში და არა ნათლობად.



2. დაიწყოს რელიგიურ სასწავლებლებში კვანტური ბიოლოგიის შესწავლა, რაც მომავალში დაეხმარება მღვდელმსახურს ღვთისმეტყველების
საზოგადოებაში გავრცელებაში.




* * *
ლაბარნა
QUOTE
რამდენი ფორუმელი ვთანხმდებით და ზუსტად რა ფორმულირებაზე? ხომ არ ჯობია, თემას ვაცადოთ, ჩამოვაყალიბოთ ჯერ საერთო სათქმელი?




უნდა ვაცადოთ რა თქმა უნდა









Posted by: დათიკო 7 Jan 2017, 15:58
temart
მაგეებს რატომ სთხოვ საპატრიარქოს?
შენ ხო არ ეკუთვნი ამ ეკლესიას? spy.gif
შენსას მოსთხოვე რაღა...
მე რომ ვითხოვო რამე, კიდე ჰო (ვითხოვ კიდეც), მაგრამ შენ რატომ?...

Posted by: ZAZAi 7 Jan 2017, 16:47
QUOTE
მაგეებს რატომ სთხოვ საპატრიარქოს?
შენ ხო არ ეკუთვნი ამ ეკლესიას? 
შენსას მოსთხოვე რაღა...
მე რომ ვითხოვო რამე, კიდე ჰო (ვითხოვ კიდეც), მაგრამ შენ რატომ?...

დათიკო იმიტომ რომ შენი პატრიარქი თავის თავს სრულიად საქართველოს პატრიარქს უწოდებს და უხეშად ერევა სრულიად საქართველოს საქმეებში

Posted by: temart 7 Jan 2017, 16:50
დათიკო
QUOTE
მაგეებს რატომ სთხოვ საპატრიარქოს?
შენ ხო არ ეკუთვნი ამ ეკლესიას? spy.gif
შენსას მოსთხოვე რაღა...
მე რომ ვითხოვო რამე, კიდე ჰო (ვითხოვ კიდეც), მაგრამ შენ რატომ?...


მე ქრისტიანი მართლმადიდებელი ვარ და ყველაფერი ის რაც ხელს უშლის ქრისტიანულ მართლმადიდებლობას უნდა მოიშოროს ეკლესიამ.



Posted by: ANANIA ANARQISTI 7 Jan 2017, 18:23
დათიკო
QUOTE
temart
სამ ეგზემპლარად წერილობით წარმოადგინე, მერე ხუფარაძემ უნდა დაადოს რეზოლუცია და გადავცემთ განსახილველად


ვეთანხმები გამყრელიძის დასკვნას.





Posted by: დათიკო 7 Jan 2017, 18:26
temart
QUOTE
მე ქრისტიანი მართლმადიდებელი ვარ და ყველაფერი ის რაც ხელს უშლის ქრისტიანულ მართლმადიდებლობას უნდა მოიშოროს ეკლესიამ.

შენ ისეთივე მართლმადიდებელი ხარ, როგორც მე ძენ ბუდისტი. biggrin.gif

Posted by: temart 7 Jan 2017, 18:33
დათიკო
QUOTE
შენ ისეთივე მართლმადიდებელი ხარ, როგორც მე ძენ ბუდისტი.


ქრისტიანი მართლმადიდებელი სხვაა და ნომინალური სხვა.


ნომინალურებისთვის მაგალითად ჯვრის ტარებაა საკმარისი მართლმადიდებლობისთვის,
ქრისტიანი მართლმადიდებლისთვის კი სახარების შესწავლა, რწმენა და საქმეა პირველადი.


Posted by: დათიკო 7 Jan 2017, 18:43
temart
საოცარი კაცი ხარ რა biggrin.gif
ლენინზე იძახი ეშმაკი ეგ არისო და მართლმადიდებელს ეძახი თავს.
მართლმადიდებლობა რას ასწავლის იმის საპირისპიროს ქადაგებ და კიდე შენ ხარ მართლამდიდებელი? biggrin.gif

Posted by: ZAZAi 7 Jan 2017, 21:46
QUOTE
ქრისტიანი მართლმადიდებლისთვის კი სახარების შესწავლა, რწმენა და საქმეა პირველადი.

temart სახარება თუ შეისწავლა, როგორღა იქნება მართლმადიდებელი? ეგრევე მიხვდება, რომ ძალიან დიდი განსხვავებაა სახარებასა და მართლმადიდებლობას შორის

Posted by: დათიკო 7 Jan 2017, 22:09
ZAZAi
QUOTE
სახარება თუ შეისწავლა, როგორღა იქნება მართლმადიდებელი? ეგრევე მიხვდება, რომ ძალიან დიდი განსხვავებაა სახარებასა და მართლმადიდებლობას შორის

იოანე ოქროპირი და იოანე დამასკელი საფლვში ტრიალებენ ამ სიტყვებზე facepalm.gif facepalm.gif facepalm.gif

Posted by: mirzazrim 7 Jan 2017, 22:30
მასეთ მოთხოვნილებებს აკმაყოფილებენ ზუსტად რასელისტები. ადექით და გაწევრიანდით მანდ. თუ უკვე არა ხართ წევრები.
თქვენნაირები და მართლმადიდებლები, აბსოლიტურად სხვა და სხვა რამაა.
დათიკო
შენ არ გგულისხმობ იასნა wink.gif

Posted by: temart 7 Jan 2017, 22:54
დათიკო
QUOTE
ლენინზე იძახი ეშმაკი ეგ არისო და მართლმადიდებელს ეძახი თავს.


სად ხედავ წინააღმდეგობას ?

QUOTE
მართლმადიდებლობა რას ასწავლის იმის საპირისპიროს ქადაგებ და კიდე შენ ხარ მართლამდიდებელი?


მე ვქადაგებ ნომინალურ,ფორმალისტ მართლმადიდებლების საწინააღმდეგოდ.

ამგვარი მართმადიდებლების ,,მოღვაწეობის'' შედეგია ეკლესიის და საზოგადოების დღვანდელი მდგომარეობა.







Posted by: დათიკო 7 Jan 2017, 23:07
temart
QUOTE
სად ხედავ წინააღმდეგობას ?

lol.gif

ესე იგი მართლმადიდებლობა ქადაგებს რომ ლენინი სატანაა? biggrin.gif
კიდევ რას ქადაგებს მართლმადიდებლობა? იმას, რომ მეორედ მოსვლა დაწყებულია უკვე?

კარგი, მოდი მაშინ მითხარი მართლმადიდებლებიდან შენს გარდა რომელი იზიარებს ამ მოსაზრებას.

Posted by: temart 8 Jan 2017, 10:55
დათიკო
QUOTE
ესე იგი მართლმადიდებლობა ქადაგებს რომ ლენინი სატანაა?

ქრისტიანი მარტLმადიდებლები ქადაგებენ რომ სატანაა და ის ანტიქრისტე რომელიც იოანეს წინასწარმეტყველებაშია.

ნომინალური და ოფიციალური მართლმადიდებლობა მის ღვთისმგმობელობას ვერ უარყოფს,მაგრამ იოანეს გამოცხადების ანტიქრისტეს არ არქმევს.


QUOTE
კიდევ რას ქადაგებს მართლმადიდებლობა? იმას, რომ მეორედ მოსვლა დაწყებულია უკვე?


აქაც იგივეა ქრისტიანი მართლმადიდებლებისთვის დაწყებულია,ნომინალები კი ელოდებიან.




QUOTE
კარგი, მოდი მაშინ მითხარი მართლმადიდებლებიდან შენს გარდა რომელი იზიარებს ამ მოსაზრებას.


ყველა ვინც ქრისტიან მართლმადიდებლების აზრს იზიარებენ.




Posted by: დათიკო 8 Jan 2017, 17:22
temart
QUOTE
ქრისტიანი მარტLმადიდებლები ქადაგებენ რომ სატანაა

რომელი? ერთი კაცი დამისახელე, ოღონდ მეზობელი, ბიძაშვილი ან მეგობარი არ მოიყვანო დასტურად. smile.gif

QUOTE
ნომინალური და ოფიციალური მართლმადიდებლობა მის ღვთისმგმობელობას ვერ უარყოფს,მაგრამ იოანეს გამოცხადების ანტიქრისტეს არ არქმევს

ღვთისმგმობელობა ერთია და უწოდო სატანა მეორე. ღვთისმგმობელი შესაძლოა ყოველი მეორე იყოს ქუჩაში რომ გახვიდე.

QUOTE
აქაც იგივეა ქრისტიანი მართლმადიდებლებისთვის დაწყებულია,ნომინალები კი ელოდებიან.

მეორედ მოსვლა დაწყებულია? biggrin.gif
ვახჩემი facepalm.gif

QUOTE
ყველა ვინც ქრისტიან მართლმადიდებლების აზრს იზიარებენ.

სახელები დამისახელე რა, შენ შემოგევლე.
შენს გარდა არის ვინმე დედამიწის ზურგზე ვინც ლენინს სატანას უწოდებს?

ჩემო კარგო, შენი ნებაა, გინდა გწამდეს და გინდა არა, მაგრამ როცა აცხადებ მართლმადიდებელი ვარ და მართლმადიდებელი რელიგია სწორედ ამას ასწავლისო, ცოტა უნდა დაფიქრდე. მართლმადიდებლობა მსგავს აბრაკადაბრას არასოდეს არ ასწავლიდა და არც ეხლა ასწავლის. ძალიან გთხოვ ნუ ავრცელებ აქ ჩემი ეკლესიის სახელით სიცრუეს და დეზინფორმაციას. შევთანხმდით?
* * *
temart
პ.ს. მიმართვაში რატომ არ ჩაწერე, რომ საპატრიარქომ ოფიციალურად გამოაცხადოს ლენინი სატანად და აუწყოს ხალხს მეორედ მოსვლის დაწყება? biggrin.gif

Posted by: temart 8 Jan 2017, 18:53
დათიკო


QUOTE
რომელი? ერთი კაცი დამისახელე, ოღონდ მეზობელი, ბიძაშვილი ან მეგობარი არ მოიყვანო დასტურად. smile.gif

http://istmat.info/node/21487


http://vk.com/topic-19469470_24206499

http://www.enoch.ru/article.shtml?17glava

www.arhimed007.narod.ru/apoc-kobzar.pdf

QUOTE
ძალიან გთხოვ ნუ ავრცელებ აქ ჩემი ეკლესიის სახელით სიცრუეს



შენი ეკლესია ფორმალური მართლმადიდებლები არიან,ჩემი ეკლესია კი ქრისტიან მართლმადიდებლებისაა.

სიმართლე სახარებაშია და ყველა ის ვინც არ სწავლობს ამ სიმართლეს არ არის მართლმადიდებელი.

Posted by: სკნელი 8 Jan 2017, 20:21
temart
დათიკო

საპატრიარქოს მისწერეთ ამათგან რომლის მართლმადიდებლობაა ჭეშმარითი

Posted by: temart 8 Jan 2017, 22:35
სკნელი
QUOTE
საპატრიარქოს მისწერეთ ამათგან რომლის მართლმადიდებლობაა ჭეშმარითი



საპატრიარქო დავითის მხარეს დადგება 100%

არ უნდა ამას ბევრი ფიქრი.


Posted by: დათიკო 8 Jan 2017, 23:10
temart
QUOTE
http://istmat.info/node/21487


http://vk.com/topic-19469470_24206499

http://www.enoch.ru/article.shtml?17glava

www.arhimed007.narod.ru/apoc-kobzar.pdf

lol.gif
ხომ გითხარი ბიძაშვილები და მამიდაშვილები არ დამიმოწმო მეთქი biggrin.gif

temart
QUOTE
შენი ეკლესია ფორმალური მართლმადიდებლები არიან,ჩემი ეკლესია კი ქრისტიან მართლმადიდებლებისაა.

ფორმალურია თუ არაფორმალური, ჩემი ეკლესია იწოდება კათოლიკე მართლმადიდებელ ეკლესიად, რომელიც 15 ავტოკეფალური ეკლესიისგან შედგება. შენ რომელ ეკლესიას ემორჩილები? ვინ არის შეთვის ავტორიტეტული ეპისკოპოს ან ხუცესი ან გურუ ან არ ვიცი რა, რომელსაც ემორჩილები და ავტორიტეტად მიიჩნევ. არის ასეთი თუ შენ ხარ შენივე ეკლესიის ეპისკოპოსიც და პატრიარქიც?

Posted by: ZAZAi 9 Jan 2017, 00:35
QUOTE
იოანე ოქროპირი და იოანე დამასკელი საფლვში ტრიალებენ ამ სიტყვებზე

დათიკოფულის გამომუშავება რომ იცოდნენ საფლავებიდან, ეს ვიცოდი, მაგრამ ტრიალიც თუ იცოდნენ, არა. ტყუილა რატომ უნდა იტრიალონ, დინამო შეუერთეთ, ელექტროენერგიას გამოიმუშავებენ, გაყიდით და ეგეც ფულია.

ისე, სერიოზულად, არ ტეხავს ისეთ ეკლესიის წევრობა, მიცვალებულებს საფლავში რომ არ აყენებენ და მათი გვამებისგანაც ფულს აკეთებენ?
ესეც ჩემი შეკითხვა მართლმადიდებლებს

Posted by: temart 9 Jan 2017, 11:12
დათიკო
QUOTE
ხომ გითხარი ბიძაშვილები და მამიდაშვილები არ დამიმოწმო მეთქი biggrin.gif

მართმადიდებლობას ნათEსაური ურთიერთობები აქვს ძAლიან კარგი და გააზრებული.
აქ მაინც რატომ გეშლება, კაბზარი და ელოვიკოვი როგორ იქნება ჩემი ბიძაშვილი? biggrin.gif

QUOTE
ვინ არის შეთვის ავტორიტეტული ეპისკოპოს ან ხუცესი ან გურუ ან არ ვიცი რა, რომელსაც ემორჩილები და ავტორიტეტად მიიჩნევ. არის ასეთი თუ შენ ხარ შენივე ეკლესიის ეპისკოპოსიც და პატრიარქიც?



„თქვენ კი ნუ იწოდებით ასე: რაბი! ვინაიდან ერთია თქვენი მოძღვარი - ქრისტე, ხოლო თქვენ ყველანი ძმები ხართ. ნურც მამას თქვენსას უწოდებთ ვინმეს ამქვეყნად, ვინაიდან ერთია მამა თქვენი ზეციერი. და ნურც წინამძღვებად იწოდებით, ვინაიდან ერთია წინამძღვარი - ქრისტე“ (მათ. 23, 8-10

სახარება წაიკითხეთ ,ნუ გაქვთ ბალიშის ქვეშ ამოდებული. biggrin.gif



Posted by: დათიკო 9 Jan 2017, 12:02
temart
QUOTE
კაბზარი და ელოვიკოვი

ესენი ყოფილან შენი ეკლესია. არ მესმის რატომ გჭირდება ტყუილების წერა. ვითომდა მართლმადიდებლობა.
QUOTE
„თქვენ კი ნუ იწოდებით ასე: რაბი! ვინაიდან ერთია თქვენი მოძღვარი - ქრისტე, ხოლო თქვენ ყველანი ძმები ხართ. ნურც მამას თქვენსას უწოდებთ ვინმეს ამქვეყნად, ვინაიდან ერთია მამა თქვენი ზეციერი. და ნურც წინამძღვებად იწოდებით, ვინაიდან ერთია წინამძღვარი - ქრისტე“ (მათ. 23, 8-10

სახარება წაიკითხეთ ,ნუ გაქვთ ბალიშის ქვეშ ამოდებული. 

ასეთ რამეს რომ დაწერ და მერე თავს მართლმადიდებელს დაუძახებ, არა გრცხვენია?!

მე შენს რწმენას არანაირად არ ვეხები, რისიც გინდა იმის გწამდეს, მაგრამ მართლმადიდებელს ნუ უწოდებ თავს!

Posted by: temart 9 Jan 2017, 13:11
დათიკო
QUOTE
ესენი ყოფილან შენი ეკლესია.


ვინც სახარებას სწავლობს და გაიაზრებს ყველა ჩემი ეკლესიაა.

QUOTE
ასეთ რამეს რომ დაწერ და მერე თავს მართლმადიდებელს დაუძახებ, არა გრცხვენია?!


სახარების ციტირება როდიდანაა სირცხვილი?

QUOTE
მაგრამ მართლმადიდებელს ნუ უწოდებ თავს!



სიმართლე სახარებაშია და ვინც სახარების სიმართლეს ეძებს ის არის ქრისტიანი მართლმადიდებელი.


Posted by: ZAZAi 9 Jan 2017, 21:19
QUOTE
თქვენ კი ნუ იწოდებით ასე: რაბი! ვინაიდან ერთია თქვენი მოძღვარი - ქრისტე, ხოლო თქვენ ყველანი ძმები ხართ. ნურც მამას თქვენსას უწოდებთ ვინმეს ამქვეყნად, ვინაიდან ერთია მამა თქვენი ზეციერი. და ნურც წინამძღვებად იწოდებით, ვინაიდან ერთია წინამძღვარი - ქრისტე“ (მათ. 23, 8-10

სახარება წაიკითხეთ ,ნუ გაქვთ ბალიშის ქვეშ ამოდებული. 

ასეთ რამეს რომ დაწერ და მერე თავს მართლმადიდებელს დაუძახებ, არა გრცხვენია?!
მართლმადიდებლებმა ეგ ადგილი ამოიღეს სახარებიდან biggrin.gif

Posted by: დათიკო 9 Jan 2017, 21:28
temart
QUOTE
ვინც სახარებას სწავლობს და გაიაზრებს ყველა ჩემი ეკლესიაა.

იეჰოვას მოწმე ყოფილხარ. ყველაზე მეტად ეგენი უკირკიტებენ წმინდა წერილს biggrin.gif

Posted by: MySweetAudrina 9 Jan 2017, 21:34
temart

QUOTE
თქვენ კი ნუ იწოდებით ასე: რაბი! ვინაიდან ერთია თქვენი მოძღვარი - ქრისტე, ხოლო თქვენ ყველანი ძმები ხართ. ნურც მამას თქვენსას უწოდებთ ვინმეს ამქვეყნად, ვინაიდან ერთია მამა თქვენი ზეციერი. და ნურც წინამძღვებად იწოდებით, ვინაიდან ერთია წინამძღვარი - ქრისტე“


რომ ლინკავ ამას, მნიშვნელობა მაინც გესმის რას ნიშნავს? ყველაფერს პირდაპირ კი ნუ გებულობ...

პ.ს

რატომ ემბრძვით მართმადიდებლობას, სიკეთის ქადაგების მეტს არაფერს აკეთებდა ქრისტე... თუ კონკრეტული პიროვნებები არ მოგწონთ, შურით და ბოღმით კი ნუ სკდებით, ისევ სიკეთით უპასუხეთ, მერწმუნეთ სიკეთე ყველაზე ძლიერი იარაღია, ნებისმიერი მტრის დასამარცხებლად smile.gif

Posted by: nodarie 10 Jan 2017, 08:56
temart
შენს პირველ პოსტს ვეთანხმები.

Konstantin_Logos
შენი რელიგიური შეხედულებები სრულიად ემთხვევა ჩემსას, უნდა გავაზიარო ფეისბუქსზე. smile.gif

Posted by: temart 10 Jan 2017, 13:11
ZAZAi
QUOTE
მართლმადიდებლებმა ეგ ადგილი ამოიღეს სახარებიდან

პირდაპირ არ უნდა გაიგოო biggrin.gif

დათიკო
QUOTE
იეჰოვას მოწმე ყოფილხარ. ყველაზე მეტად ეგენი უკირკიტებენ წმინდა წერილს


ე.ი. შენი აზრით მართლმადიდებელი სახარებას არ უნდა სწავლობდეს?

MySweetAudrina
QUOTE
რომ ლინკავ ამას, მნიშვნელობა მაინც გესმის რას ნიშნავს? ყველაფერს პირდაპირ კი ნუ გებულობ...


პირდაპირ რაც წერია პირდაპირ უნდა გაიგო.

,,ნურც მამას თქვენსას უწოდებთ ვინმეს ამქვეყნად,ვინაიდან ერთია მამა თქვენი ზეციერი. და ნურც წინამძღვრებად იწოდებით, ვინაიდან ერთია წინამძღვარი - ქრისტე''
QUOTE
რატომ ემბრძვით მართმადიდებლობას, სიკეთის ქადაგების მეტს არაფერს აკეთებდა ქრისტე.



მართლმადიდებლობამ თუ არ შეცვალე მსახურების წესი, ფულის საკეთებელ კანტორად დარჩება ბოლოს.

nodarie
QUOTE
შენს პირველ პოსტს ვეთანხმები.


გაიხარე.



Posted by: დათიკო 10 Jan 2017, 14:46
temart
QUOTE
ე.ი. შენი აზრით მართლმადიდებელი სახარებას არ უნდა სწავლობდეს?

რა თქმა უნდა და ასეც აკეთებს.

Posted by: lile1 10 Jan 2017, 15:05
მიხეილ ჯავახიშვილი სრული სიმძაფრით აღიქვამდა მწარე, ბურუსით მოცულ რეალობას. ააშკარავებდა ანაფორით შემოსილი მუქთახორების უმსგავსო ქმედებებს, საუბრობდა ხმამაღლა, ბიზნესად ქცეული ეკლესიის რაობაზე, რომელმაც ყველანაირი დატვირთვა შეიძინა, გარდა მისი ნამდვილი დანიშნულებისა. ამიტომაც, უფლის ეს წმინდა სახლი, უამრავი შავბნელი საქმის კერიად იქცა.

არ ვიცი, როგორ უნდა ილაპარაკო ამაზე მშვიდად, როგორ უნდა მოთოკო ემოციები, როცა ყოველი ფეხის ნაბიჯზე აწყდები უსამართლობას, ღირსებაშელახულ წმინდა მამებს,რომლებიც უფლის შუამავლებლად გევლინებიან, რეალურად კი ადამიანთა აწ უკვე დაცოტავებული, ჩამოღვენთილი რწმენის არსებობა, მათი უზნეობის, ამორალურობის პირდაპირი გამოძახილია. ერის სულიერ მამათა მანკიერებებს, ჯავახიშვილი თავის წერილებში ნათლად, ხაზგასმით გვიხატავს. შეუძლებელია მათში არ ამოიკითხო, არ იგრძნო მწერლის გულისტკივილი, თუ როგორ განიცდის ის ქვეყნის იმჟამინდელ ყოფას, ღრმად დამარხულ ჭეშმარიტ რწმენას და უფლისადმი ვერმისულ, გაწყვეტილ გზას. ამ ყველაფერმა კი იმდენად მძლავრად გაიდგა ფესვები ადამიანთა ცნობიერებაში, იმდენად შეესისხლხორცა ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებას, რომ ის გულისწყვეტა,რომელიც მწერლის მოუშუშებელ იარად ქცეულა, დღესდღეობით გამქრალა, განქარვებულა. სწორედ იმიტომ, რომ ფეხი ავუწყვეთ უსამართლობის, ფარისევლობის ეპოპეას, უარი ვთქვით ადამიანურ ღირებულებებზე, ვერ გადავფასდით და ვერ გადავაფასეთ, ჩვენი ცხოვრების თანმდევ, განუყოფელ ნაწილად გავიხადეთ, ყველაფერი ცრუ და მიუღებელი.

ახლა კი გავეცნოთ ჯავახიშვილის წერილს, რომელშიც გულდადაღული მწერლის ტკივლნარევი გრძნობებია გადმოცემული :

"იმ წინაზე დაგპირდით, შემდეგ წერილში მღვდლებზე და ბერებზე მოგელაპარაკებით მეთქი.

მღვდელს რომ ჰკითხო, ის ქრისტეს მოციქულია ამ ქვეყნად, ის ამბობს, ეკლესია და სარწმუნოება ხალხს სულიერ საზრდოს აძლევს და ამ ქვეყნად სიყვარულსა და ერთობას ქადაგებსო.

ჩვენ კი ვამტკიცებთ, რომ ეხლანდელი ეკლესია და სამღვდელოება მთავრობის მოსამსახურეა და ყველაფერში ისე იქცევა, როგორც მთავრობა უბრძანებს. მთავრობა სარგებლობს ხალხის გაუნათლებლობით, რწმებით და ცდილობს, რომ ხალხმა მხოლოდ საიქიოზე იფიქროს და იზრუნოს, სააქაოზე კი შენს მაგივრად მე ვიფიქრებო. ასე ამბობს მთავრობა, მაგრამ ჩვენ კარგად ვიცით მისი ზრუნვა. მთავრობა ტყუილუბრალოდ ფლანგავს ხალხის ფულს ძვირფას ეკლესიების აშენებაზე. რუსეთში ბევრია ისეთი ეკლესია, რომელიც რამდენიმე მილიონი დაჯდა. ტფილისში, გოლოვინის პროსპექტზე რომ სობოროა აშენებული, ის ნახევარი მილიონი ღირს. მაგრამ ვკითხოთ ერთი ამ ეკლესიების ამშენებლებს, რათ უნდათ მარმარილოს კედლები, ძვირფასი თვლებით მოჭედილი ხატები, ოქროს ბარძიმ- ფეხშუმები და სახარება?

განა ქრისტე ასეთ ძვირფას შენობაში ლოცულობდა?

რათ უნდათ მღვდლებს ათას და ათი ათას მანეთიანი სამოსელი?

განა ქრისტეს ისე უბრალოდ არ ეცვა, როგორც ყველას?

მღვდლებს რომ კითხო, ძვირფასი მორთულობა და ძვირფასი ეკლესია მლოცველს სასოებას უმატებსო.

ჩემი აზრით, ეს ფართი-ფურთი, ბრჭყვიალა ზიზილ-პიპილოები და ძვირფასი მორთულობა, ხალხის თვალის მოსატაცებლად არის მოგონილი.

აი ამაზე ხარჯავენ წვითა და დაგვით შეგროვილ ხალხის ფულს.

არქიელები და დიდრონი მღვდლები, წელიწადში რამდენიმე ათას მანეთს იღებენ, მშვენიერ სასახლეებში ცხოვრობენ და ძვირფას ეტლებით დადიან.

ერთი ჰკითხეთ, ამ სულიერ მამებს, ვისა ჰბაძავენ ისინი? ქრისტესაო, გეტყვიან, მაგრამ როდის ცხოვრობდა ქრისტე ხალიჩებით მორთულ სამ სართულიან სახლებში, როდის ჰყავდა იესოს ათი ხელზე მოსამსახურე, როდის დადიოდა ქრისტე მშვენიერი კარეტებით?

ზოგი არქიელია, ბანკებში ათასობით უწყვია, მაგრამ აბა ერთი მიდი იმასთან და შველა სთხოვე? ის მაშინვე საიქიოს გაგისტუმრებთ და მომავალ ცხოვრებით განუგეშებთ.

საიდან მიიღო ეკლესიამ ამდენი ფული? ხალხიდან და მლოცავებიდან, მაგრამ იკითხეთ, რატომ არ ეხმარებიან გაჭირვების დროს იმ ხალხს, რომელმაც იმოდენა შეძლება მისცა მღვდლებსა და ბერებს?

დღეს ყველაფერი იყიდება: პური, ღვინო, საცმელი, საჭმელი, თივა, ქერი, მარილი, ლოცვა, კურთხევა, პანაშვიდი, პარაკლისი და წირვა.

თუ მღვდელს ერთი მანეთი არ მიეცი, პანაშვიდს არ გადაიხდის, თუ თუმანი ან ხუთი მანეთი არ მიეცი, ჯვარს არ დაგწერს, შვილს არ მოგინათლავს, ჭირნახულს არ გიკურთხებს და შენთვის არ ილოცავს.

თუ ბევრი ფული გაქვს, მდიდარი ხარ და ყოველდღე მღვდელს თითო თუმანი აძლიე, დილიდან საღამომდის შენს სულისთვის ილოცავს და ღმერთს თავს მოაბეზრებს. თუ მდიდარი ხარ და მღვდელმა და არქიელმა ყოველდღე შენთვის სწირეს, ღმერთი მათ ლოცვას შეისმენს, ცოდვებს გაპატიებს და საიქიოს სამოთხეში ადგილს დაგიმზადებს.

როგორც ხედავთ, ცხონება და ცოდვების მიტევებაც ფულით იყიდება.

მაგრამ თუ ღარიბი ხარ და მღვდელს ყოველდღე ღმერთს არ შეაბრალებინე შენი ტანჯული და წამებული სული,მაშინ უეჭველად ჯოჯოხეთში შეხვალ.

ასეა ამ ქვეყნად: მდიდრებს ეხლავე ჰპირდებიან ცხონებას, ღარიბებს კი-სულის წაწყმედას.

როგორც ხედავთ, სამღვდელოება მდიდრების მოსამსახურე ყოფილა, რადგან იგი მარტო მდიდრებისათვის და ძლიერებისათვის ლოცულობს,

მაგრამ წეღან ისიც გითხარით, რომ სამღვდელოება მთავრობის მოსამსახურე არის მეთქი.

მთავრობამ აუკრძალა სამღვდელოებას პანაშვიდის გადახდა და ლოცვა იმ კაცისათვის, რომელიც მას არ მოსწონდა. ის აღარ ეკითხება ქრისტესა და მის მოციქულებს მღვდლებს, ღირსია თუ არა ეს ადამიანი ცხონებისაო. ის ბრძანებას იძლევა, აკრძალულიაო. სამღვდელოებაც ემორჩილება მთავრობის ბრძანებას.

მღვდლები მოვალენი არიან არავის აღსარება არ გასცენ, მაგრამ მათ მთავრობისაგან ნაბრძანები აქვთ, გასცენ ის კაცი, რომელიც აღსარებაზე იტყვის, რომ მე მთავრობის წინააღმდეგი ვარო. მღვდლებიც ასრულებენ ამ ბრძანებას, ხოლო ის მღვდელი, რომელიც უფრო ხშირად აბეზღებს აღსარების მთქმელს, ჯილდოს იღებს მთავრობისაგან. მას უფრო კარგ მრევლს აძლევენ და თავზე ხელს უსვამენ.

მღვდელი მთავრობის ყურმოჭრილი მონა უნდა იყოს, მაგრამ თუ გაბედა და გამოაცხადა, რომ მთავრობა უსამართლოდ იქცევა, რომ ეკლესია მთავრობას არ უნდა ემორჩილებოდეს, მას მაშინვე ან გაჰკრიჭავენ, ან სადმე გაგზავნიან “ცოდვების მოსანანიებლად”, ან დაიჭერენ და ციხეში ამოალპობენ.

საქართველოში რამდენიმე მღვდელი დაიჭირეს წრეულს და გაგზავნეს ციმბირში და ვინ იცის კიდევ რამდენს გაგზავნიან!

იცოდეთ,რომ თუ მთავრობამ რომელიმე მღვდელი დაიჭირა, ან დასაჯა, იმ მღვდელს სინდისი კიდევ უნდა ჰქონდეს შერჩენილი. ტყუილ-უბრალოდ მთავრობა მღვდელს არ დაიჭერს, არ გაუწყრება და ანაფორას არ გახდის.

ეხლა მოკლედ გეტყვით, როგორ უნდა მოექცეს ხალხი სამღვდელოებას და ეკლესიას.

ჩვენ ვთხოულობთ ეკლესიის განშორებას სახელმწიფოსაგან. ეს იმას ნიშნავს, რომ სახელმწიფო და მთავრობა, სრულიად არ უნდა ჩაერივნენ ეკლესიისა და სარწმუნოების საქმეში. სამაგიეროდ, არც ეკლესია და არც სამღვდელოება უნდა ჩაერიოს სახელმწიფოს საქმეში. სამღვდელოება და ეკლესია უნდა შეინახონ იმათ, ვისაც სწამთ ღმერთი და ეკლესია. ვთქვათ, ერთ სოფელში ას კაცს სწამს ღმერთი, ათ კაცს კი არა სწამს. ასმა კაცმა უნდა აირჩიონ მღვდელი და ისე მოაწყონ ეკლესიის საქმე, როგორც მათ უნდათ, ათ ურწმუნო კაცს კი ძალა არ უნდა დაატანონ რწმენაში.

ყველამ ის ღმერთი უნდა ილოცოს, რომელიც მას სწამს, ყველამ ისე უნდა ილოცოს, როგორც მისი სურვილი იქნება.

მაშ ასე: ჩვენ ვთხოულობთ რწმენის სრულ თავისუფლებას,

ეკლესიის განშორებას სახელმწიფოსაგან და ვუკრძალავთ მთავრობასაც და სამღვდელოებასაც ერთმანეთის საქმეში ჩარევას.

მთავრობა განაგებს სამღვდელოებას, ეკლესიას, სარწმუნოებას, მთავრობა აშენებს ეკლესიებს და მონასტრებს.

მთავრობა ყველას ღმერთის რწმენას, ლოცვას და ეკლესიაში სიარულს უბრძანებს, მაგრამ ამავე მთავრობას, არც ღმერთი სწამს, არც ეკლესია, არც სამღვდელოება, არც ლოცვა და არც სულის ცხონება"

იძულებითი ან თუნდაც , თვალისასახვევად შთაბერილი რწმენა, არ შეიძლება იყოს ჭეშმარიტების საწინდარი. ამიტომაც, გვწამდეს ისე, როგორც შეგვიძლია, ყოველგვარი ფარისევლობის, მოჩვენებითი გულაღტკინების გარეშე,
მაგრამ მინდა გითხრათ, რომ არც ურწმუნოებაა ქვეყნის აღსასრულის, ერის წარღვნისა და გადაგვარების მომასწავებელი.

Posted by: beerrn 10 Jan 2017, 16:13
QUOTE (temart @ 6 Jan 2017, 15:23 )
აქ დავწეროთ რა მოთხოვნები გვაქვს მართლმადიდებლური ეკლესიის მიმართ , მომავალში მისი უკეთ მუშაობისთვის და

თუ ფორუმის მესვეურები ინებებენ ეს მოთხოვნები გადაეგზავნოს საპატრიარქოს.



----------------------------------------------------------------------------------

ჩემი მოთხოვნები შემდეგია:

1. მოიხსნას კანკელი ტაძრებში, რამეთუ ქრისტეს ჯვარცმისას გაიხსნა ფარდა ზევიდან ქვევით, წმიდასა და მრევლის სივრცეს შორის.
მათე 27
50. ხოლო იესომ კვლავ შეღაღადა ხმამაღლა და განუტევა სული.

51. და, აჰა, ზემოდან ქვემომდე, შუა ჩაიხა ტაძრის ფარდა, იძრა მიწა და დასკდნენ კლდენი.

-------------

2. მრევლმა მიმართოს მღვდელ-მსახურს არა ,,მამაო''-თი და ,,დედაო''-თი, არამედ ,,ძმაო''-თი და ,,დაო''-თი,რამეთუ ამას გვასწავლის სახარება.
მათე 23
8. თქვენ კი ნუ იწოდებით ასე: რაბი! ვინაიდან ერთია თქვენი მოძღვარი - ქრისტე, ხოლო თქვენ ყველანი ძმები ხართ.

9. ნურც თქვენს მამას უწოდებთ ვინმეს ამ ქვეყნად, ვინაიდან ერთია მამა თქვენი ზეციერი.

10. და ნურც წინამძღვრებად იწოდებით, ვინაიდან ერთია თქვენი წინამძღვარი - ქრისტე.
მათეს სახარება
თავი მეთორმეტე

-------------
3.არ დაიცვათ მარხვები არამედ ზომიერად იკვებეთ,რასაც სახარება გვასწავლის.
მათე 12
1. ერთხელ, შაბათ დღეს, ყანაში მიდიოდა იესო; მოშივდათ მის მოწაფეებს და დაიწყეს თავთავების კრეფა და ჭამა.

2. ეს რომ დაინახეს, ფარისევლებმა უთხრეს მას: აი, შენი მოწაფეები იმას სჩადიან, რაც ნებადართული არ არის შაბათს.

3. ხოლო იესომ უთხრა მათ: არ წაგიკითხავთ, როგორ მოიქცა დავითი, როცა მოშივდა მასაც და მის მხლებლებსაც?

4. როგორ მევიდა ღმერთის სახლში და შეჭამა შესაწირავი პური, რისი ქმნა არც მისთვის იყო ნებადართული და არც მისი მხლებლებისათვის, და რისი ნებაც მხოლოდ მღვდლებს ჰქონდათ?

5. არც ის ამოგიკითხავთ რჯულში, რომ შაბათობით მღვდლები ტაძარში არღვევენ შაბათს, და მაინც უცოდველნი არიან?

6. ხოლო მე გეუბნებით თქვენ: აქ არის ის, ვინც ტაძარზეც უმეტესია.

7. რომ იცოდეთ, რას ნიშნავს: წყალობა მნებავს და არა მსხვერპლი, აღარასოდეს შეაჩვენებდით უცოდველთ.

8. რადგან ძე კაცისა შაბათის უფალიც არის.

-----------------

4. შობა აღინიშნოს 25 დეკემბერს და ახალი წელი 1 იანვარს, გრიგორიანული ახალი კალენდრით, რამეთუ გრიგოლი ქრისტიანი იყო , იულიუსი კი წარმართი.


------------------
5. ტაძრებში დაიდგას მერხები, რაც მრევლს დაეხმარება სახარების უფრო ბეჯითად შესწავლაში.



--------------------------------------------------------------------------------------------

ვისაც ყური აქვს ისმინოს.

ყველაფერში გეთანხმები, სწორია აბსოლიტურად , მაგრამ უფრო სიმკაცრეა საჭირო , მატერიალურად უნდა დააყენონ დუმები

Posted by: temart 11 Jan 2017, 11:31
დათიკო
QUOTE
რა თქმა უნდა და ასეც აკეთებს.


ამაშია საქმეც, რომ რიტუალური მსახურება აშორებს მრევლს სახარების შესწავლისაგან.

დავიჯერო ამას ვერ ხვდები.

ეს რიტუალური ფორმალური მსახურება ანგრევს ეკლსიას შიგნიდან.

დავიჯერო ეს მოგწონს.



Posted by: M-A-S-E-R-A-T-I 11 Jan 2017, 11:42
იქნებ ვინმემ განმანათლოს უკანასკნელად როდის მოხდა რაიმე სახის ცვლილებები ქართულ ეკლესიაში ერთი და ორი სეხედვითაც ეკლესია რეტროგრადებით სავსე აპარატია სადაც კატეგორიულად უარყოფილია ყველაფერი ახალი და მიწოდებული აღიქმევა დაუშვებლად, ცოდვად და ა.შ ინიციატივა კარგია მაგრამ მეტი არაფერი თუ არა პოსტი ძნელია იმ სიბნელის გარღვევა რაც იქ სუფევს

Posted by: temart 11 Jan 2017, 12:06
beerrn
QUOTE
ყველაფერში გეთანხმები, სწორია აბსოლიტურად , მაგრამ უფრო სიმკაცრეა საჭირო , მატერიალურად უნდა დააყენონ დუმები


ეკლესიის მრევლმა უნდა არჩინოს სამღვდელოება და არა სახელმწიფო ბიუჯეტმა.



Posted by: დათიკო 11 Jan 2017, 16:51
temart
QUOTE
ამაშია საქმეც, რომ რიტუალური მსახურება აშორებს მრევლს სახარების შესწავლისაგან.

დავიჯერო ამას ვერ ხვდები.

ეს რიტუალური ფორმალური მსახურება ანგრევს ეკლსიას შიგნიდან.

დავიჯერო ეს მოგწონს.

რიტუალი შინაარსის გარეშე უაზრობაა.
მართლმადიდებლურ ე.წ. რიტუალს, სინამდვილეში კი საიდუმლოს (საღვთისმეტყველო ტერმინია), ბიბლიური საფუძველი გააჩნია ან ქრისტიანული გარდამოცემის ნაწილია, რომელიც თავად მაცხოვრის, მოციქულების და მათი მოსწავლეების დამკვიდრებულია. თუ შენ მიგაჩნია, რომ მათ მიერ დაფუძნებული საღვთისმსახურო წესები აზრს მოკლებული რიტუალებია, მაშინ ჩვენ სხვადასხვა რელიგიაზე ვსაუბრობთ?

Posted by: temart 11 Jan 2017, 21:35
QUOTE
მართლმადიდებლურ ე.წ. რიტუალს, სინამდვილეში კი საიდუმლოს (საღვთისმეტყველო ტერმინია), ბიბლიური საფუძველი გააჩნია ან ქრისტიანული გარდამოცემის ნაწილია, რომელიც თავად მაცხოვრის, მოციქულების და მათი მოსწავლეების დამკვიდრებულია.



რიტუალებს სახარებაში 1 % უკავია დანარჩენი 99% ქადაგებაა და ქრისტიანული ცხოვრების წესის სწავლება.

საპატრირქოს ეკლესიაში კი პირიქითაა.



Posted by: დათიკო 12 Jan 2017, 00:33
temart
QUOTE
რიტუალებს სახარებაში 1 % უკავია

განა ეს გასაკვირია? ეკლესია, რომელიც დააარსა ქრისტემ პირველივე საუკუნეში არ ყოფილა ისეთი როგორიც შენ გაქვს ეხლა. ყველაფერს თავი რომ დავანებოთ ბიბლია, რომელიც დღევანდელი სახით გვაქვს არ არსებობდა მაგ დროს საერთოდ. სხვათა შორის ამ მართმადიდებელი ეკლესიის დამსახურებაა დღეს რომ შენ ბიბლიით სარგებლობ.

Posted by: temart 12 Jan 2017, 11:04
დათიკო

QUOTE
განა ეს გასაკვირია? ეკლესია, რომელიც დააარსა ქრისტემ პირველივე საუკუნეში არ ყოფილა ისეთი როგორიც შენ გაქვს ეხლა.


კიდევ კარგი მაშინაც ასეთი რომ არ იყო.

კათოლიკებმა და (არაქრისტიანულმა)მართლმადიდებლობამ იმდენი უსარგებლო რამ შემატეს ეკლესიას ,რომ დღესაც უჭირთ მათი მოშორება.

QUOTE
სხვათა შორის ამ მართმადიდებელი ეკლესიის დამსახურებაა დღეს რომ შენ ბიბლიით სარგებლობ.


დღეს რომ ბიბლიით ვსარგებლობთ რა თქმა უნდა იმ ბერმონაზვნების დამსახურებაა ვინც თარგმნა და გადაწერა წმიდა წერილი,
მაგრამ დასავლეთის სულიერი ბრძოლა რომ არა წითელ ურჩხულთან (სსრკ), ჩვენთან ბიბლიით სარგებლობა დიდი ხნით გადაიდებოდა.





Posted by: დათიკო 12 Jan 2017, 11:26
temart
QUOTE
დღეს რომ ბიბლიით ვსარგებლობთ რა თქმა უნდა იმ ბერმონაზვნების დამსახურებაა

სსრკ ისტორიის სწავლას ეკლესიის ისტორია რომ გესწავლა არ გაწყენდა. facepalm.gif
ნათლობა შენი აზრით უაზრო რიტუალია?
იქნებ ქორწინებაა უაზრო რიტუალი?
ან იქნება აღსარება, ზიარება და საღმრთო ლიტურგიაა უაზრობა?!
იქნებ გადაგეხედა პირველქრისტიანთა ცხოვრების წესისთვის, მათი ისტორიისთვის, რომ მცდარი დასკვნები არ გეკეთებინა?!
მაშინ არ ერქვა ჩვენს ეკლესიას არც მართლმადიდებელი, არც კათოლიკური.... ერთი ეკლესია იყო მაშინ - ქრისტეს მიერ დაფუძნებული ეკლესია და თავად მოციქულების მოწაფეები ლოცუცლობდნენ ამ ტაძრებში (კატაკომბებში).
ჩემო კარგო, მე სრულებით გეთანხმები იმაში, რომ რიტუალი მისი ისტორიული პირველწყაროს და შინაარსის გარეშე უაზრობაა. მაგრამ ჩვენი ეკლესიის ყველა საიდუმლოს მხოლოდ ბიბლიური საფუძველი აქვს. თუ დაინტერესდები ყველა საჭირო ინფორმაცია დევს ინტერნეტში. გაეცანი და ნახავ, რომ ყველაფერი ქრისტეს, მოციქულების და მათი მოწაფეების დაარსებულია. მსოფლიო საეკლესიო კრებებზე დაზუსტებული და დაკანონებული.
* * *
temart
QUOTE
კათოლიკებმა და (არაქრისტიანულმა)მართლმადიდებლობამ იმდენი უსარგებლო რამ შემატეს ეკლესიას

ბოდიში, მაგრამ მეღიმება ამას რომ ვკითხულობ. კაცო, ამხელა განათლებული ადამიანი ხარ. მაგდენი მაინც არ იცი, რომ ყველა წესი თუ კანონი მიღებულია მხოლოდ მსოფლიო საეკლესიო კრებებზე. აქედან ბოლო, მე 7 ნიკეაში 787 წელს ჩატარდა. რაის მართმადიდებელ-კათოლიკეები?! როდის მოხდა დიდი სქიზმა? spy.gif
არ გინდა ეკლესიის ისტორიას გადახედო?
* * *
QUOTE
დღეს რომ ბიბლიით ვსარგებლობთ რა თქმა უნდა იმ ბერმონაზვნების დამსახურებაა ვინც თარგმნა და გადაწერა წმიდა წერილი

სანამ ითარგმნებოდა და გადაიწერებოდა, მანამდე ვინ დაადგინა ბიბლიის წიგნების ერთობლიობა? ვინ თქვა, რომ აი ეს, ეს ან ეს წიგნი უნდა შევიდეს ან არ შევიდეს ბიბლიაში? spy.gif

Posted by: temart 12 Jan 2017, 19:17
დათიკო
QUOTE
ნათლობა შენი აზრით უაზრო რიტუალია?


ნათლობა შეგნებულ ასაკში ხდება რამეთუ ბავშვს არა აქვს რელიგიური გააზრების უნარი.
ის კი რასაც თქვენ ნათლობას ეძახით ეკლესიაში მიყვანა ჰქვია.

QUOTE
იქნებ ქორწინებაა უაზრო რიტუალი?


შემოკლდეს უნდა რიტუალური მხარე შეძლებისდაგვარად.

QUOTE
ან იქნება აღსარება, ზიარება და საღმრთო ლიტურგიაა უაზრობა?!


აღსარების სურვილი ადამიანს ცოცხალ კვანტურ ღვთაებრივ სამყაროს წინაშე უნდა გაუჩნდეს სახარებისეული შEგონების შედეგად.

ეს თუ არ გაჩნდა ადამიანში მღვდელთან აღსარებას აზრი არა აქვს.

QUOTE
მაგრამ ჩვენი ეკლესიის ყველა საიდუმლოს მხოლოდ ბიბლიური საფუძველი აქვს.


არ იზრუნოთ ჩასაცმელზეო წერია და თვალმარგალიტებით ირთვებით.

http://www.picz.ge

არ დაუძახოთ ერთმანეთს მამაოო და მაინც ეძახით.

,,სიტყვაა ღმერთიო'' გვასწავლის სახარება და ეს სიტყვა ეკლესიაში არ ისმის.

ეს რაც ჩამოგითვალე არ არის საფუძვლიანი?


QUOTE
გაეცანი და ნახავ, რომ ყველაფერი ქრისტეს, მოციქულების და მათი მოწაფეების დაარსებულია.


ქრისტეს უვარგისი მოწაფე 12 -ში ერთი გამოუჩნდა ,რამდენი ეყოლებოდა მსოფლიო ეკლესიის ისტორიაში შენ თვითონ გაიაზრე.




QUOTE
ბოდიში, მაგრამ მეღიმება ამას რომ ვკითხულობ.


შენ ნაწერს ვერ იგებდე რა ჩემი ბრალია, კათოლიკები ცალკეა და მართლმადიდებლები ცალკე.
ორივეს სდევდა შეცდომები ამას გიხსნი.

Posted by: დათიკო 12 Jan 2017, 22:13
temart
QUOTE
ნათლობა შეგნებულ ასაკში ხდება რამეთუ ბავშვს არა აქვს რელიგიური გააზრების უნარი.
ის კი რასაც თქვენ ნათლობას ეძახით ეკლესიაში მიყვანა ჰქვია.

სანამ გაიაზრებს მანამდე რომ მოუვიდეს რამე ადამიანს, არ გეცოდება?! spy.gif
QUOTE
შემოკლდეს უნდა რიტუალური მხარე შეძლებისდაგვარად.

მეტი რაღა შემოკლდეს, ისედაც საკმაოდ მოკლეა.
QUOTE
აღსარების სურვილი ადამიანს ცოცხალ კვანტურ ღვთაებრივ სამყაროს წინაშე უნდა გაუჩნდეს სახარებისეული შEგონების შედეგად.

ეს თუ არ გაჩნდა ადამიანში მღვდელთან აღსარებას აზრი არა აქვს.

მღვდელთან აღსარებაზე სწორედ ის მიდის, ვისაც ამის სურვილი აქვს. და რეალურად ის არა მღვდელს, არამედ ღმერთს აჩვენებს თავის სინანულს.
QUOTE
არ იზრუნოთ ჩასაცმელზეო წერია და თვალმარგალიტებით ირთვებით.

ვისთვისაც თვალმარგალიტი რამეს წარმოადგენს ეგ იმის პრობლემაა.
QUOTE
არ დაუძახოთ ერთმანეთს მამაოო და მაინც ეძახით.

სხვა ღმერთს არ დაუძახოთ მამაო.
QUOTE
,,სიტყვაა ღმერთიო'' გვასწავლის სახარება და ეს სიტყვა ეკლესიაში არ ისმის.

ეტყობა შენ ეკლესიებში არ დადიხარ, თორემ ღვთის სიტყვა ეკლესიაში ყოველთვის ისმის. თუ სადმე ვერ გაიგონე (რაც დაუჯერებელი იქნება) წადი სხვა ეკლესიაში და იქ გაიგონებ.
QUOTE
ქრისტეს უვარგისი მოწაფე 12 -ში ერთი გამოუჩნდა ,რამდენი ეყოლებოდა მსოფლიო ეკლესიის ისტორიაში შენ თვითონ გაიაზრე.

და რა ქნა მერე ქრისტემ, ამ ერთის გამო სხვა 11 მოიძულა? უღირსები, რა თქმა უნდა არიან, მაგრამ მაგათ მოევლებათ. მადლობა ღმერთს, ღირსეულებიც ბლომად არიან.
QUOTE
შენ ნაწერს ვერ იგებდე რა ჩემი ბრალია, კათოლიკები ცალკეა და მართლმადიდებლები ცალკე.
ორივეს სდევდა შეცდომები ამას გიხსნი.

არა, ეს შენ ვერ იგებ რაღაცას. საუბრობ მართმადიდებლებზე და კათოლიკეებზე, არადა პირველქრისტიანებზეა საუბარი.

Posted by: temart 13 Jan 2017, 09:40
დათიკო
QUOTE
სანამ გაიაზრებს მანამდე რომ მოუვიდეს რამე ადამიანს, არ გეცოდება?!


ე.ი. შენც ამ აზრზე ხარ რომ მოუნათლავი ბავშვი ჯოჯოხეთში მიდის?

QUOTE
ვისთვისაც თვალმარგალიტი რამეს წარმოადგენს ეგ იმის პრობლემაა.


თუ თქვენთვისაც არაფერს წარმოადგენს რატომ იმოსებით ოქროთი და თვალმარგალიტით?

რატომ შეგყავთ ცდუნებაში მრევლი?

http://www.picz.ge

QUOTE
სხვა ღმერთს არ დაუძახოთ მამაო.

,,სხვა'' არ წერია , ,,ერთმანეთს'' წერია.

ნუ ამახინჯებთ სახარებას.


QUOTE
ეტყობა შენ ეკლესიებში არ დადიხარ, თორემ ღვთის სიტყვა ეკლესიაში ყოველთვის ისმის.


ასე ყველაზე კარგი ვარიანტი ტელევიზიაა.

ეკლესიებში ძალიან ცოტა დრო აქვს დათმობილი სახარებაზე მსჯელობას.

QUOTE
უღირსები, რა თქმა უნდა არიან, მაგრამ მაგათ მოევლებათ.


არ მოევლებათ თუ მსახურების წესს არ შუცვლი.

რიტუალურ მსახურებას ყველა ავაზაკი შესძლებს.

ღვთის სიტყვის განმარტებას კი სულიერი ცოდნა უნდა.

რაც მეტი იქნება ღვთის სიტყვა მეტი სიჯამრთლე დაეტყობა ეკლესიას.



Posted by: დათიკო 13 Jan 2017, 16:33
temart
QUOTE
ე.ი. შენც ამ აზრზე ხარ რომ მოუნათლავი ბავშვი ჯოჯოხეთში მიდის?

არა! მე იმ აზრზე ვარ, რომ ღმერთის გარდა ეს არავინ იცის.
QUOTE
თუ თქვენთვისაც არაფერს წარმოადგენს რატომ იმოსებით ოქროთი და თვალმარგალიტით?

სიმართლე რომ გითხრა, მე დიდად გულზე არ მეხატება ეს ამბავი, თუმცა, დიდ პრობლემასაც ვერ ვხედავ ამაში.
მსგავსი შესამოსელით სასულიერი პირი იმოსება წირვა-ლოცვის დროს. ყოველდღიურად კი უბრალოდ აცვია.
QUOTE
,,სხვა'' არ წერია , ,,ერთმანეთს'' წერია.

კონტექსტი უკუღმა არ უნდა გესმოდეს.
ამაზე რას იტყვი?
1 კორ. 4,15
ვინაიდან თუნდაც ათასი აღმზრდელი გყავდეთ ქრისტეში, მამები ბევრი არა გყავთ, რადგან მე გშობეთ თქვენ ქრისტე იესოში სახარებით.

QUOTE
ასე ყველაზე კარგი ვარიანტი ტელევიზიაა.

ეკლესიებში ძალიან ცოტა დრო აქვს დათმობილი სახარებაზე მსჯელობას.

ტელევიზორს არ ვუყურებ მე საერთოდ. სამაგიეროდ ეკლესიაში ვიცი, რომ ვისაც სახარების შესწალის სურვილი აქვს, ის მიიღებს ყველა საჭირო ინფორმაციას. სახარება იეჰოვას მოწმეებივით ძალით არ უნდა ატენო ადამიანს. ისე უნდა მიაწოდო, რომ აზრიანად მიიღოს. სწორედ ასე ხდება ჩვენთან ეკლესიაში.
QUOTE
არ მოევლებათ თუ მსახურების წესს არ შუცვლი.

მსახურების წესი არანაირად არ არის დაკავშირებული უღირს მღვდლებთან.
ღვთისმსახურება შეიძლება ნებისმიერმა მღვდელმა ჩაატაროს და ეს აქ მისი პიროვნული თვიებები არანაირად არ გამოვლინდება.
QUOTE
რიტუალურ მსახურებას ყველა ავაზაკი შესძლებს.

ღვთის სიტყვის განმარტებას კი სულიერი ცოდნა უნდა.

რაც მეტი იქნება ღვთის სიტყვა მეტი სიჯამრთლე დაეტყობა ეკლესიას.

მთელი პრობლემა იმაშია, რომ სახარების განმარტებაში იმპროვიზაცია და ექსპერიმენტები არ შეიძლება! სახარება დიდი ხანია განმარტებულია და ღვთისმსახურმა სწორად უნდა მიაწოდოს იგი მრევლს. შენ როგორ ადამიანებზეც იძახი, ისინი გაგებაში არ არიან სახარებაში და არც უნდათ ჩაიხედონ და გაარკვიონ წმინდა მამები როგორ განმარტავდნენ (ღვთივსულიერად). თუკი კაცმა არ იცის სახარება და ექსპერიმენტებს დაიწყებს, აუცილებლად შეცდება.
სახარება დიდი ხანია უკვე განმარტებულია და ყოველი სიტყვის მნიშვნელობაა გარკვეული. ეს განმარტებები ინტერნეტშიც დევს და განათლებულმა მღვლებმაც იციან.

Posted by: temart 13 Jan 2017, 20:22
დათიკო
QUOTE
არა! მე იმ აზრზე ვარ, რომ ღმერთის გარდა ეს არავინ იცის.

ღმერთი სახარებით გველაპარაკება

QUOTE
სიმართლე რომ გითხრა, მე დიდად გულზე არ მეხატება ეს ამბავი, თუმცა, დიდ პრობლემასაც ვერ ვხედავ ამაში.
მსგავსი შესამოსელით სასულიერი პირი იმოსება წირვა-ლოცვის დროს. ყოველდღიურად კი უბრალოდ აცვია.

ეს ყოველდღიური ტანსაცმელიც რამდენიმე ათი ათასეული ლარი ჯდება.
მათეს სახარება
თავი მეექვსე
24. არავის ძალუძს ორი ბატონის მონობა: რადგან ან ერთს შეიყვარებს და მეორეს შეიძულებს, ან კიდევ ერთს შეითვისებს და მეორეს შეიზიზღებს. ვერ შესძლებთ ღმერთსაც ემონოთ და მამონასაც.

25. ამიტომაც გეუბნებით თქვენ: ნუ ზრუნავთ თქვენი სიცოცხლისათვის, რა ვჭამოთ ანდა რა ვსვათო; ნურც თქვენი სხეულისათვის, რით შევიმოსოთო. განა სიცოცხლე უფრო მეტი არ არის, ვიდრე საზრდელი და სხეული - უფრო მეტი, ვიდრე სამოსელი?

QUOTE
კონტექსტი უკუღმა არ უნდა გესმოდეს.
ამაზე რას იტყვი?
1 კორ. 4,15
ვინაიდან თუნდაც ათასი აღმზრდელი გყავდეთ ქრისტეში, მამები ბევრი არა გყავთ, რადგან მე გშობეთ თქვენ ქრისტე იესოში სახარებით.

ერთმანეთს თუ შეადარებ ამ ორ ადგილს ნათლად ჩანს პირველის უპირატესობა.
მათე 23
9. ნურც თქვენს მამას უწოდებთ ვინმეს ამ ქვეყნად, ვინაიდან ერთია მამა თქვენი ზეციერი.

პავლეს ეპისტოლენი
პირველი კორინთელთა მიმართ
თავი მეოთხე
15. შეიძლება მრავალი მზრდელი გყავდეთ ქრისტეში, მაგრამ არა მრავალი მამა; რადგანაც ქრისტე იესოში სახარებით მე გშობეთ თქვენ.

QUOTE
ისე უნდა მიაწოდო, რომ აზრიანად მიიღოს. სწორედ ასე ხდება ჩვენთან ეკლესიაში.


ასე რომ ხდებოდეს ამდენი ბიუჯეტის ქურდი არ გვეყოლებოდა როგორც მრევლში ისე სამღვდელოებაში.


QUOTE
შენ როგორ ადამიანებზეც იძახი, ისინი გაგებაში არ არიან სახარებაში და არც უნდათ ჩაიხედონ და გაარკვიონ წმინდა მამები როგორ განმარტავდნენ (ღვთივსულიერად).



იქნებ უნდათ და ეკლესია აბრკოლებს ამ საქმეს?

დასავლეთში რეფორმაციამ დაამტკიცა რომ ადამიანებს სურთ სახარების შესწავლა.



QUOTE
სახარება დიდი ხანია უკვე განმარტებულია და ყოველი სიტყვის მნიშვნელობაა გარკვეული.



სახარების განმარტება და ღვთისმსახურება მართლმადიდებლობაში რამდენჯერმე შეიცვალა და მომავალშიც შეიცვლება .

რელიგიურ პროგრესს ვერ შეაჩერებთ.


Posted by: დათიკო 14 Jan 2017, 03:57
temart
QUOTE
ღმერთი სახარებით გველაპარაკება

ნუ ჩასვამ ღმერთს ჩარჩოში. smile.gif
ღმერთს რომ მოუნდეს შესაძლოა ისეთი რამით დაგელაპარაკოს, შენ რომ ვერ წარმოიდგენ wink.gif
QUOTE
ეს ყოველდღიური ტანსაცმელიც რამდენიმე ათი ათასეული ლარი ჯდება.

ვიღაცამ შეცდომაში შეგიყვანა.
QUOTE
ერთმანეთს თუ შეადარებ ამ ორ ადგილს ნათლად ჩანს პირველის უპირატესობა.

რაის პირატესობა?! facepalm.gif
QUOTE
ასე რომ ხდებოდეს ამდენი ბიუჯეტის ქურდი არ გვეყოლებოდა როგორც მრევლში ისე სამღვდელოებაში.

კონკრეტული ბრალდება თუ გაქვს რამე დაწერე. არ მიყვარს ცილისმწამებლები და ჭორიკნები!
QUOTE
იქნებ უნდათ და ეკლესია აბრკოლებს ამ საქმეს?

იქნებ?
ვარაუდები ბევრი შეიძლება გვქონდეს.
QUOTE
დასავლეთში რეფორმაციამ დაამტკიცა რომ ადამიანებს სურთ სახარების შესწავლა.

ვეთანხმები მოსაზრებას, რომ სახარების შესწავლა საჭიროა და სასარგებლო. ამაში მართლმადიდებელი ეკლესი არავის უშლის ხელს. ეხმარება პირიქით.
QUOTE
სახარების განმარტება და ღვთისმსახურება მართლმადიდებლობაში რამდენჯერმე შეიცვალა და მომავალშიც შეიცვლება .

თუკი ეს ასეა, შეგიძლია ერთი მაგალითი მაინც მოიყვანო როდესაც ჩვენმა ეკლესიამ ოდესმე (მცადარად) განმარტა სახარება, შემდეგ კი უარყო და სხვა განმარტება გამოუცხადა მრევლს?!

Posted by: temart 14 Jan 2017, 10:38
დათიკო
QUOTE
ნუ ჩასვამ ღმერთს ჩარჩოში.


ჩემი შენ გითხარიო smile.gif

QUOTE
ვიღაცამ შეცდომაში შეგიყვანა.


საპატრიარქოს ბუღალტერიაში შეგიძლი გადაამოწნო ჩასაცმელზე რამდენს ხარჯავენ

QUOTE
რაის პირატესობა?!




სახარების ცალკეული სწავლება მთლიან კონტექსტში უნდა განიხილო და გაიგებ ამ მუხლის უპირატესობას.

QUOTE
კონკრეტული ბრალდება თუ გაქვს რამე დაწერე. არ მიყვარს ცილისმწამებლები და ჭორიკნები!


შედი ინტერნეტში და გაიგებ კონკრეტულ ბრალდებებსაც.


QUOTE
ვარაუდები ბევრი შეიძლება გვქონდეს.


ღიპდადებული მღვდლები ვარაუდი აღარ არის, ეს ფაქტებია.


QUOTE
ამაში მართლმადიდებელი ეკლესი არავის უშლის ხელს. ეხმარება პირიქით.


დახმარება მაშინ იქნება თუ მერხებს დადგავენ ეკლესიაში და ქადაგების საათებს მოუმატებენ.


QUOTE
თუკი ეს ასეა, შეგიძლია ერთი მაგალითი მაინც მოიყვანო როდესაც ჩვენმა ეკლესიამ ოდესმე (მცადარად) განმარტა სახარება,


https://ka.wikipedia.org/wiki/%E1%83%A0%E1%83%A3%E1%83%98%E1%83%A1-%E1%83%A3%E1%83%A0%E1%83%91%E1%83%9C%E1%83%98%E1%83%A1%E1%83%98%E1%83%A1_%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%94%E1%83%99%E1%83%9A%E1%83%94%E1%83%A1%E1%83%98%E1%83%9D_%E1%83%99%E1%83%A0%E1%83%94%E1%83%91%E1%83%90


რუის-ურბნისის საეკლესიო კრება
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

რუის-ურბნისის საეკლესიო კრება — მოიწვია დავით აღმაშენებელმა რუისისა და ურბნისის მახლობლად (ახლანდელი ქარელის მუნიციპალიტეტი). რუის-ურბნისის კრების მოწვევის თარიღი არც ერთ ჩვენამდე მოღწეულ საისტორიო წყაროში არ არის დასახლებული. ისტორიკოსები ასახელებენ სამ სავარაუდო თარიღს: 1103, 1104, 1105. კრების მოწვევას ბევრი მიზეზი ედო საფუძვლად: სამეფოს წინაშე იდგა ამოცანა — ცენტრალიზებული სახელმწიფოს გაძლიერებისა და განმტკიცების სამსახურში ჩაეყენებინა ეკლესია, აღმოეფხვრა ის დარღვევები, რასაც ქართულ ეკლესიაში ჰქონდა ადგილი (ხელდასხმის წესის დარღვევა, საეკლესიო ქონების განიავება, მცირეწლოვანთა ქორწინება და სხვა). კრების მუშაობაში აქტიურად მონაწილეობდა დავით აღმაშენებლის ერთგული მოხელე გიორგი, შემდგომში ჭყონდიდელ-მწიგნობართუხუცესი. შემოიკრიბა რა გიორგი მთაწმიდლის იდეურ მემკვიდრეთა ძლიერი დასი, საქართველოს სამეფო ხელისუფლებამ რუის-ურბნისის საეკლესიო კრებაზე მკაცრად შეუტია ეკლესიის მაშინდელ მესვეურებს.

კრებამ დავით აღმაშენებლის მომხრეთა ხაზი გაატარა და მიიღო მეტად მნიშვნელოვანი დადგენილებები ე. წ. ძეგლისწერა (რუის-ურბნისის ძეგლისწერა), რომლის ძალითაც გადააყენა უღირსი მღვდელმთავრები; მათი ადგილი სამეფო ხელისუფლების ერთგულმა პირებმა დაიკავეს. მოწესრიგდა ხელდასხმის წესი და მოგვარდა საეკლესიო ცხოვრების ბევრი სხვა საკითხი.

რუის-ურბნისის საეკლესიო კრების ჩატარება დავით აღმაშენებლის საეკლესიო რეფორმის პირველი მნიშვნელოვანი ნაბიჯი იყო. ამიერიდან დიდი ფეოდალები მღვდელმთავრების სახით ძლიერ მოკავშირეებს კარგავდნენ. რეფორმას მხარს უჭერდნენ მოსახლეობის ფართო ფენები. რუის-ურბნისის საეკლესიო კრების შედეგებმა დიდი როლი შეასრულეს საქართველოს სახელმწიფოს განმტკიცება-ცენტრალიზებაში.


http://www.oldorthodox.ge/istoria_xvii_saukunis_reforma_tragikuli_shecdoma_tu_diversia.html

1971 წლის რუსეთის ადგილობრივმა კრებამ საზეიმოდ უარყო XVII საუკუნეში ძველ წესებზე და მათ მიმდევრებზე დაწესებული წყევლა და ანათემატიზმა. "მაცხოვნებლად" და ახალი წესების "თანაბარმნიშვნელოვნად" აღიარა ძველი რუსული წეს-ჩვეულებები. მოხსენებაში, რომელიც ადგილობრივ კრებაზე მოისმინეს, ნიკონის რეფორმა დახასიათებული იყო, როგორც "რუსული საეკლესიო საწესჩვეულებო პრაქტიკის ნაჩქარევი და სასტიკი ნგრევა" (См. "Поместный Собор Русской Православной Церкви (30 мая - 2 июня 1971 г.)", Москва 1972).

კრებამ საჭოჭმანოდ მიიჩნია საკითხი, რამდენად აუცილებელი იყო პირჯვრისსაწერი ორი თითის შეცვლა სამი თითით. ეს დადგენილება მოულოდნელი შეიძლება მოეჩვენოს მხოლოდ იმას, ვინც პრობლემას არ იცნობს. სიმართლე თუ გნებავთ, 1971 წლის კრებამ მხოლოდ შეაჯამა ძველ წეს-ჩვეულებებზე გამართული მრავალწლიანი დისკუსია და, მოკლედ თუ ვიტყვით, დაამტკიცა უწმინდესი სინოდის ჯერ კიდევ 1929 წელს მიღებული დადგენილება. აი, როგორ ჟღერს იგი საკრებო განსაზღვრებაში:


https://forum.ge/?f=66&showtopic=33694613

Posted by: ფაშისტი 14 Jan 2017, 10:57
ბოდიშს ვიხდი წინასწარ, რადგან შეიძლება ასეთი მიმართვა დაიწერა უკვე აქ და მე გამომრჩა:

---------
დილა - საღამოს ლოცვები დაიბეჭდოს ერთიდაიგივე ტექსტით, რამდენი ლოცვის წიგნიცაა გამოცემული იმდენივე ჩასწორებაა/ჩამატებაა შეტანილი, ზოგან 8 ფურცელია დილის ლოცვა ზოგან-5, ხოდა ვის აქვს უფლება ლოცვა შეუცვალოს ადამიანს ამას ვერ ვხვდები

Posted by: temart 14 Jan 2017, 12:15
ფაშისტი

მათეს სახარება
თავი მეექვსე

5. ხოლო როდესაც ლოცულობთ, ნუ ემსგავსებით თვალთმაქცთ, რომელთაც უყვართ სინაგოგებსა თუ ქუჩის კუთხეში დგომა და ლოცვა, რათა თავი მოაჩვენონ ხალხს. ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: უკვე მიიღეს თავიანთი საზღაური.

6. შენ კი, როდესაც ლოცულობ, შედი შენს სენაკში, მოიხურე კარი და ილოცე შენი ფარული მამის მიმართ. და მამა შენი, რომელიც ხედავს დაფარულს, მოგაგებს შენ ცხადად.

7. ხოლო ლოცვისას ნუ იტყვით ზედმეტს, წარმართთა მსგავსად, რომელთაც ჰგონიათ, რომ სიტყვამრავლობის გამო შესმენილ იქნებიან.

8. ნუ ემსგავსებით მათ, ვინაიდან მამამ თქვენმა, ვიდრე სთხოვდეთ, მანამდეც იცის, რა გჭირდებათ.

Posted by: დათიკო 14 Jan 2017, 12:45
temart
QUOTE
ჩემი შენ გითხარიო

მორიგი ცილისწამებაა. მე არასოდეს მომიცია საბაბი ასეთი რამე გეთქვა.
QUOTE
საპატრიარქოს ბუღალტერიაში შეგიძლი გადაამოწნო ჩასაცმელზე რამდენს ხარჯავენ

შენ გგონია საპატრიარქო აცმევს მღვდლებს? biggrin.gif ვახ არ შემიძლია რა... კაცო, თუ არ იცი ჯერ იკითხე რაღა. biggrin.gif
ყველა მღვდელი საკუთარი ჯიბიდან ყიდულობს თავის შესამოსელს. ძალიან ხშირია შემთხვევა, როდესაც არ აქვს ამის საშუელება და მრევლი და სასულიერო პირები ეხმარებიან. ზოგს აქვს იმის საშუალება რომ შედარებით ძვირფასი სამოსი შეიკეროს, ზოგს კი ძალიან უბრალოდ აცვია.
QUOTE
სახარების ცალკეული სწავლება მთლიან კონტექსტში უნდა განიხილო და გაიგებ ამ მუხლის უპირატესობას.

სწორედ რომ მთლიან კონტექსტში უნდა განიხილო, რასაც შენ არ აეთებ. მხოლოდ ერთი მუხლით საზღვრავ, რომ მამა არ უნდა უწოდოო, არადა სხვა ადგილას უწოდებენ მამას, მოციქულებიც შვილებად მოიხსენიებენ მათ მოწაფეებს არაერთ ადგილას.
QUOTE
შედი ინტერნეტში და გაიგებ კონკრეტულ ბრალდებებსაც.

ბატონო?! ამას სერიოზულად ამბობ?! არა გრცხვენია ასეთ რამეს რომ იძახი? facepalm.gif
QUOTE
ღიპდადებული მღვდლები ვარაუდი აღარ არის, ეს ფაქტებია.

ღიპი ავტომატურად იმას ნიშნავს, რომ უღირსი და ცუდი კაცი ხარ? facepalm.gif
უღიპო მღვდლები არ გინახავს? გინდა დაგენიძლავო, რომ გამხდარი მღვდლები უფრო მეტი გვყავს ვიდრე ღიპიანი!
QUOTE
დახმარება მაშინ იქნება თუ მერხებს დადგავენ ეკლესიაში და ქადაგების საათებს მოუმატებენ.

მერხები ტრადიციის საკითხია. ბერძულ მართლმადიდებლურ ტაძრებში დგას კიდეც სკამები. ჩვენს ეკლესიებშიც დგას სკამები და თუ უძლური ხარ და არ შეგიძლია 2 საათი ფეხზე დამდგარმა ილოცო, შეგიძლია დაჯდე. აკრძალული ნამდვილად არ არის.
QUOTE
რუის-ურბნისის საეკლესიო კრება

სახარების არასწორ განმარტებასთან ეგ რა კავშირშია?! spy.gif შენ წამოაყენე ბრალდება სახარება არასწორად განმარტეს და მერე შეცვალესო.
რუის-ურბნისის კრებაზე ახალი არაფერი მოუგონიათ. გამოიყენეს უკვე არსებული სჯულის კანონით გათვალისწინებული ღონისძიებები.
დღესაც მოქმედებს ეგ კანონები.

მე როგორც ვხედავ, შენ უბრალოდ არ ხარ ინფორმირებული მართლმადიდებელი ეკლესიი შესახებ. არ იცი მისი ისტორია. არ გაქვს სწორი ინფორმაცია სასულიერო პირების შესახებ და მხოლოდ შემთხვევით, ჭორის დონეზე გაგონილი ამბებით საზრდოობ. ჩემი კეთილი რჩევა იქნება მოიძიო შესაბამისი ლიტერატურა და შეისწავლო ყველაფერი, რა თქმა უნდა თუკი გაინტერესებს, რადგან უბრალოდ გულუბრყვილო შეცდომებია და არ შეეფერება განათლებულ და მოაზროვნე ადამიანს. თუ გინდა მეც შემიძლია მიგითითო ლიტერატურა, სადაც სწორ ინფორმაციას მიიღებ მართლმადიდებლობის შესახებ.

Posted by: temart 14 Jan 2017, 13:17
დათიკო

QUOTE
მე როგორც ვხედავ, შენ უბრალოდ არ ხარ ინფორმირებული მართლმადიდებელი ეკლესიი შესახებ.



მოკლედ, ყველაფერი ქვემოდჩამოთვლილის გამო უნდა მოხდეს რადიკალური რეფორმები მართლმადიდებელ ეკლესიაში.

https://forum.ge/?f=84&showtopic=34003692

http://www.transparency.ge/blog/mokle-mimokhilva-sakartvelos-sapatriarkos-dapinansebis-shesakheb?page=1

http://news.accept.ge/?newsid=29589

https://batumitest.wordpress.com/2014/11/13/%E1%83%A1%E1%83%99%E1%83%90%E1%83%9C%E1%83%93%E1%83%90%E1%83%9A%E1%83%98-%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%98%E1%83%90%E1%83%9C-%E1%83%97%E1%83%A3-%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%90-%E1%83%99%E1%83%92%E1%83%91/

http://primetime.ge/%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%9E%E1%83%90%E1%83%A2%E1%83%A0%E1%83%98%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%A5%E1%83%9D%E1%83%A1-%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%90%E1%83%95%E1%83%90%E1%83%93%E1%83%9B%E1%83%A7%E1%83%9D%E1%83%A4/

http://news.ge/ge/news/story/103095-ber-monazoni-sapatriarqos-sindis-namusi-ara-gaqvt...sapatriarqo-botkovelisa-da-mistanata-fulis-sachreli-manqanaa

http://presa.ge/new/?m=society&AID=35813

თქვე დალოცვილებო. რომ აცხადებთ ეკლესიის ზარები გადაადნეს და იმ ფულით აშენდა ზოოპარკიო და ამიტომ მოხდა სტიქიაო, თქვენ ხომ არ გაჟრიალებთ??? კანონიერი ქურდების აშენებულია 70 პროცენტი ეკლესიების, მოპარული და ნაყაჩაღარი ფულით, მივიდეთ მაშინ და დავანგრიოთ ეკლესიები, რადგან ცოდვიანი ფულით არის აშენებული. საპატრიარქოს შენობა, სადაც ეხლა ეგ ქვაბ - ავაზაკები "მოღვაწეობენ", უშიშროების შენობა იყო, სადაც უამრავი ადამიანი არის ნაცემი და ათასი საზიზღრობა ხდებოდა იქ.

რა საშინელება ხდება. ქრისტე კაცთმოძულე გამოყავთ ამ ავაზაკებს. ზიან პარლამენტის წინ სამღვდელოება და გაიძახიან არ გვინდა ჩიპიანი პასპორტებიო, ჩიპიანი პასპორტები კი არა, ის გააპროტესტეთ, ეპისკოპოსები ნაშებში რომ დადიან, პიდა....თ რო გაიტენა საპატრიარქო და სამების ტაძარი, 100000 დოლარიანი ჯიპი თურმე ყოფილა ღვთის სათნო და ჩიპიანი პასპორტი სძაგს უფალს.

Posted by: დათიკო 14 Jan 2017, 13:37
temart
რამდენიმე გაუნათლებელი მღვლის ბნელი გამონათქვამებით ნუ საზღვრავ მთელ ეკლესიას!
დაფინანსების საკითხში ნაწილობრივ გეთანხმები.

Posted by: temart 14 Jan 2017, 13:44
დათიკო
QUOTE
დაფინანსების საკითხში ნაწილობრივ გეთანხმები.


შენ რას შეცვლიდი მართლმადიდებლობაში თუ შეგიძლია მითხრა?







Posted by: დათიკო 14 Jan 2017, 13:56
temart
QUOTE
შენ რას შეცვლიდი მართლმადიდებლობაში თუ შეგიძლია მითხრა?

1. შორენას მოვაცილებდი საპატრიარქოს.
2. მმკ-ს ყველა მღვდელს შევუჩერებდი მღვდლობას. (ასევე სხვა აგრესიულ, ფუნდამენტალისტ სუბიექტებს)
3. 100% იანი ლუსტრაცია!
4. სასულიერო განათლების რეფორმას მოვახდენდი.
5. შევცვლიდი დაფინანსების სისტემას, გამჭვირვალეს გავხდიდი.
6. შემოვიღებდი რეგულაციებს ეკლესიის ბიზნესში.
7. ჩავატარებდი საპატრიარქოს ტელევიზიის, რადიოს და სხვა კუთთვნილი მედიის რეფორმას
8. შევცვლიდი კალენდარს. (შესწორებულ იულიანურზე გადავყვანდი)
9. დავასრულებდი რუსული ეკლესიის გავლენას ჩვენს ეკლესიაზე.
10. ჩვენს სასულიეროს სტუდენტებს გავუშვებდი სასწავლებლად საზღვარგარეთის სასულიერო სასწავლებლებში.
11. ჩავატარებდი რეფორმას საღვთისმეტყველო სამეცნიერო სფეროში. (პროფესორობის ხარისხს რომ აძლევენ ზოგიერთებს და ერთი საერთოაშორისო შრომა რომ არ აქვთ დადებული, მაგათ საერთოდ მოვუხსნიდი პროფესორობას)

და ა.შ. და ა.შ.

Posted by: სკნელი 14 Jan 2017, 15:00
QUOTE (დათიკო @ 14 Jan 2017, 13:56 )
temart
QUOTE
შენ რას შეცვლიდი მართლმადიდებლობაში თუ შეგიძლია მითხრა?

1. შორენას მოვაცილებდი საპატრიარქოს.
2. მმკ-ს ყველა მღვდელს შევუჩერებდი მღვდლობას. (ასევე სხვა აგრესიულ, ფუნდამენტალისტ სუბიექტებს)
3. 100% იანი ლუსტრაცია!
4. სასულიერო განათლების რეფორმას მოვახდენდი.
5. შევცვლიდი დაფინანსების სისტემას, გამჭვირვალეს გავხდიდი.
6. შემოვიღებდი რეგულაციებს ეკლესიის ბიზნესში.
7. ჩავატარებდი საპატრიარქოს ტელევიზიის, რადიოს და სხვა კუთთვნილი მედიის რეფორმას
8. შევცვლიდი კალენდარს. (შესწორებულ იულიანურზე გადავყვანდი)
9. დავასრულებდი რუსული ეკლესიის გავლენას ჩვენს ეკლესიაზე.
10. ჩვენს სასულიეროს სტუდენტებს გავუშვებდი სასწავლებლად საზღვარგარეთის სასულიერო სასწავლებლებში.
11. ჩავატარებდი რეფორმას საღვთისმეტყველო სამეცნიერო სფეროში. (პროფესორობის ხარისხს რომ აძლევენ ზოგიერთებს და ერთი საერთოაშორისო შრომა რომ არ აქვთ დადებული, მაგათ საერთოდ მოვუხსნიდი პროფესორობას)

და ა.შ. და ა.შ.

დახურეთ თემა .

ამაზე უკეთესს მაინც ვეღარავინ დაწერს აქ .

გადააგზავნეთ !!!!

Posted by: ფაშისტი 14 Jan 2017, 17:37
დილა - საღამოს ლოცვები დაიბეჭდოს ერთიდაიგივე ტექსტით, რამდენი ლოცვის წიგნიცაა გამოცემული იმდენივე ჩასწორებაა/ჩამატებაა შეტანილი, ზოგან 8 ფურცელია დილის ლოცვა ზოგან-5, ხოდა ვის აქვს უფლება ლოცვა შეუცვალოს ადამიანს ამას ვერ ვხვდები

---კიდევ ერთხელ დავაკოპირებ ჩემს თხოვნას ასე ვთქვათ

temart
გმადლობ პასუხისათვის.. მთავარია მივაწვდნოთ ხმა.

Posted by: temart 15 Jan 2017, 11:39

სკნელი
ფაშისტი
დათიკო

თუ თანახმა ხართ ,თვის ბოლომდე ვაცადოთ თემას,რაც დაიდება წინადადებები შეჯამდეს და გაიგზავნოს საპატრიარქოში.


Posted by: lasha kakauridze 15 Jan 2017, 17:11
temart
QUOTE
თუ თანახმა ხართ ,თვის ბოლომდე ვაცადოთ თემას,რაც დაიდება წინადადებები შეჯამდეს და გაიგზავნოს საპატრიარქოში.


არ გინდათ წინ დაჯდეთ და მალე მიხვიდეთ? biggrin.gif

Posted by: ZAZAi 15 Jan 2017, 23:07
QUOTE
შორენას მოვაცილებდი საპატრიარქოს.
2. მმკ-ს ყველა მღვდელს შევუჩერებდი მღვდლობას. (ასევე სხვა აგრესიულ, ფუნდამენტალისტ სუბიექტებს)
3. 100% იანი ლუსტრაცია!
4. სასულიერო განათლების რეფორმას მოვახდენდი.
5. შევცვლიდი დაფინანსების სისტემას, გამჭვირვალეს გავხდიდი.
6. შემოვიღებდი რეგულაციებს ეკლესიის ბიზნესში.
7. ჩავატარებდი საპატრიარქოს ტელევიზიის, რადიოს და სხვა კუთთვნილი მედიის რეფორმას
8. შევცვლიდი კალენდარს. (შესწორებულ იულიანურზე გადავყვანდი)
9. დავასრულებდი რუსული ეკლესიის გავლენას ჩვენს ეკლესიაზე.
10. ჩვენს სასულიეროს სტუდენტებს გავუშვებდი სასწავლებლად საზღვარგარეთის სასულიერო სასწავლებლებში.
დათიკო პატრიარქად!!!

Posted by: ფაშისტი 17 Jan 2017, 10:08
temart
QUOTE
თუ თანახმა ხართ ,თვის ბოლომდე ვაცადოთ თემას,რაც დაიდება წინადადებები შეჯამდეს და გაიგზავნოს საპატრიარქოში.

თანახმა ვარ, კარგია ზრია თვის ბოლომდე დაციცადოთ და მერე ვნახოთ რა გამოგვივა

Posted by: დათიკო 17 Jan 2017, 13:02
temart
QUOTE
თუ თანახმა ხართ ,თვის ბოლომდე ვაცადოთ თემას,რაც დაიდება წინადადებები შეჯამდეს და გაიგზავნოს საპატრიარქოში.

lol.gif
შორენასთან მივა ეგ წერილი, საერთოდ თუ შეაღწია საპატრიარქოს კედლებში biggrin.gif

Posted by: temart 17 Jan 2017, 13:52
ZAZAi
QUOTE
დათიკო პატრიარქად!!!

QUOTE
8. შევცვლიდი კალენდარს. (შესწორებულ იულიანურზე გადავყვანდი)


ისევ ორორი შობა ახალი წელი? facepalm.gif

ფაშისტი
QUOTE
მერე ვნახოთ რა გამოგვივა


იმედია თუ გადაწყვიტა ფორუმმა წერილის გაგზავნა ,ჩვენც გაგვაცნობენ საბოლოო ტექსტს.



Posted by: სკნელი 17 Jan 2017, 17:32
QUOTE (დათიკო @ 17 Jan 2017, 13:02 )

lol.gif
შორენასთან მივა ეგ წერილი, საერთოდ თუ შეაღწია საპატრიარქოს კედლებში biggrin.gif

მეც მსგავსის დაწერას ვაპირებდი მარა ლაშა ჩასაფრებულია , სარკაზმში და ცინიზმში დამადანაშაულებდა და ამიტომ თავი შევიკავე smile.gif

პ.ს. მეტსაც ვიტყვი ეგ წერილი საპატრიარქოს კედლებს თუ გადალახავს , ერთი ადამიანი უეჭველი წაიკითხავს ............ დამლაგებელი tongue.gif tongue.gif

Posted by: lasha kakauridze 17 Jan 2017, 17:45
სკნელი
QUOTE
მეც მსგავსის დაწერას ვაპირებდი

რაში განაღვლებს საპატრიარქოში გასაგზავნ წერილზე?...............იქნებ საკუთარ ბრუკლინის სამეფოს მიხედო წერილების გაგზავნაში ...

Posted by: სკნელი 17 Jan 2017, 19:09
QUOTE (lasha kakauridze @ 17 Jan 2017, 17:45 )
იქნებ საკუთარ ბრუკლინის სამეფოს მიხედო წერილების გაგზავნაში ...

(თემას კი არ ეხება მარა)

ვააა როგორ გადარდებს sad.gif ნერვებს გაუფრთხილდი ჩვენთან ყველაფერი ხუთიანზეა smile.gif ხო ბრუკლინში აღარაა , ხანდახან შეიხედე ხოლმე ჩვენ საიტზე , ბევრ საინტერესოს შეიტყობ , თად სულიერ წყურვილსაც დაიკმაყოფილებ .

Posted by: lasha kakauridze 17 Jan 2017, 20:41
სკნელი

ილუზიებში ხარ როცა გონია ყველაფერი ხუთიანზე რომ გონია...

არ მაქვს დასაკარგი დრო თქვენს საითზე თუნდაც ხუთი წუთით შევიხედო ....არაფრის მომცემი

Posted by: სკნელი 17 Jan 2017, 21:43
lasha kakauridze

ილუზიებში? smile.gif

იცი როგორ ხუთიანზეა ყველაფერი? მთელი შენი ფანტაზიის უნარი არ გეყოფა რომ მიხვდე smile.gif

მაგიტომ გირჩიე რომ საიტი გადაათვალიერე მეთქი (როგორც ამას საკმაოდ ბევრი "მამაო" აკეთებს), უბრალოდ ილუზიებში აღარ იქნები smile.gif

პ.ს. ბოდიში თემის ავტორს და ადმინისტრაციას offtopic.gif

Posted by: lasha kakauridze 18 Jan 2017, 01:13
სკნელი

მოდი დავამთავროთ ..უბრალოდ მინდოდა მეთქვა რო შენ არ განაღვლებს საპატრიარქო ისევე როგორც მე საგუშაგო კოშკი

Posted by: სკნელი 18 Jan 2017, 09:06
lasha kakauridze

მე ვარ ქართველი , მიყვარს ჩემი ენა , მიყვარს ჩემი სამშობლი , მიყვარს ქართველი ხალხი , და ეხლა არ ვლაპარაკობ იმ სიყვარულზე სადღეგრძელოებში რომ იძახიან , მე მართლა მიყვარს და მადარდებს ეს ადამიანები იქნებიან თუ არა მოტყუებულები , პოლიტიკოსები ხომ ატყუებენ და უარესს უშვებიან შენი სანაქებო მღვდლები , ასე რომ თუ რამე შეიცვლება (რაშიც ძალიან დიდი ეჭვი მაქ ) მე მოხარული ვიქნებოდი .


Posted by: temart 18 Jan 2017, 11:23
სკნელი
QUOTE
ასე რომ თუ რამე შეიცვლება (რაშიც ძალიან დიდი ეჭვი მაქ ) მე მოხარული ვიქნებოდი .


პირველრიგში სათავეში უნდა შეიცვალოს და სათავე სულიერებაა,ეკლესიაა.


Posted by: lasha kakauridze 18 Jan 2017, 16:06
სკნელი
QUOTE
მე ვარ ქართველი , მიყვარს ჩემი ენა , მიყვარს ჩემი სამშობლი , მიყვარს ქართველი ხალხი , და ეხლა არ ვლაპარაკობ იმ სიყვარულზე სადღეგრძელოებში რომ იძახიან , მე მართლა მიყვარს და მადარდებს ეს ადამიანები იქნებიან თუ არა მოტყუებულები , პოლიტიკოსები ხომ ატყუებენ და უარესს უშვებიან შენი სანაქებო მღვდლები , ასე რომ თუ რამე შეიცვლება (რაშიც ძალიან დიდი ეჭვი მაქ ) მე მოხარული ვიქნებოდი .


მჯერავს შენი ...მაგრამ აქ სარწმუნოებაზე არის საუბარი რომელიც წესით არ უნდა განაღვლებდეს .....ყველა მღვდელი რომ გახდეს პატიოსანი შენ რაააა?

მაშინ შენ უნდა მისწერო იესო ქრისტე აღიარონ ანგელოზად და არა ღმერთად, სული არ არსებობს, ჯოჯოXეთი არ არსებობს და სხვა საგუშაგო დოქტრინები

Posted by: სკნელი 18 Jan 2017, 17:05
lasha kakauridze

შენი არ ვიცი მარა მე მართლმადიდებლობაში გათვითცნობიერებული ქართველი ხალხი მირჩევნია , ამ ბრბოს რომელის მზადაა გადაჯეგოს ყველაფერი "ქრისტეს " გულისთვის . და ეკლესია განზრახ ამყოფებს ამ ხალხს ბრბოს პოზიციაში , რადგან განათლებული ხალხის დამორჩილება უფრო ძნელია .


Posted by: temart 19 Jan 2017, 12:05
სკნელი
QUOTE
რადგან განათლებული ხალხის დამორჩილება უფრო ძნელია .


შენი აზრით მართლმადიდებლობა განათლებულია?


Posted by: სკნელი 19 Jan 2017, 13:27
temart

ბოდიში , კითხვას ვერ მივხვდი .

მართლმადიდებლობა რელიგაა - რელიგია არის თუ არა განათლებული?

Posted by: temart 23 Jan 2017, 16:35
სკნელი
QUOTE
რელიგია არის თუ არა განათლებული?


თუნდაც ასე იყოს.


Posted by: lile1 25 Jan 2017, 15:00
ხშირად გვილაპარაკია იმ სენსიტიური თემის შესახებ, რასაც ეკლესიაში მიმდინარე მოვლენები და ამ კონკრეტულ შემთხვევაში კი დაპირისპირება ჰქვია. მოვლენებზე, რომელიც ვეღარ დაიტია მართლმადიდებელი ეკლესიის მრავალსაუკუნოვანმა კედლებმა და გამოჟონა მისი საგულდაგულოდ დაცული ნაპრალებიდან.

„სენსიტიური“ - ეს ის სიტყვაა, რომელსაც მოსდევს „მაგრამ“. ძალიან ხშირად, მსგავსი სახის ინფორმაციას წინ გამართლებასავით ეს უცნაური სიტყვა უძღვის. გამართლება იმ ადამიანების, ან ინსტიტუციის წინაშე, რომელიც ფიზიკურ სამყაროში ჩვენს მეტაფიზიკურ მომავალზე „ზრუნავს”.

მაგრამ, ვიდრე ზეციურ საქართველოში ადგილისთვის ფიქრს დავიწყებთ, მანამდე ჩვენს რეალობაში შესაწირად გაღებული ერთი მულტირობოტი მახსენდება და მიჩნდება შეკითხვა: საინტერესოა, რამდენად სენსიტიურია ეს მულტირობოტი, რომელიც ორი წლის წინ, ერთ-ერთმა ეპარქიამ ბიუჯეტიდან გადარიცხული ფულით შეიძინა? რატომ ხდება, რომ ადამიანების უმრავლესობა, რომლებიც მამა გაბრიელის საფლავზე, სანტა კლაუსისთვის განკუთვნილი წერილებით იდგნენ რიგში, ვერ ამჩნევს იმ ხელს, რომელიც მათ ჯიბეში გულმოდგინედ იქექება მაშინ, როცა ისინი წმინდანის ნეშტს მატერიალური სიკეთეებით უზრუნველყოფას შესთხოვენ.

საინტერესოა, რატომ ეკრძალება ჩვენი ქვეყნის მოქალაქეს, ისაუბროს იმ ინსტიტუციის შესახებ, რომელსაც ყოველწლიურად ათეულობით მილიონი ერიცხება ქვეყნის ბიუჯეტიდან. რატომ ხდება, რომ ეს უცნაური სიტყვა (სენსიტიური) მხოლოდ ცალმხრივად მოგვეწოდება ჩვენ, მსმენელებს, როგორც გაფრთხილება. და რატომ არ ითვალისწინებენ იერარქიის მაღალ საფეხურზე მდგომი სასულიერო პირები, რამდენად მოქმედებს ამავე მსმენელებზე მპათი სიძულვილის ენა, რომელიც ვერ ოკდება და რომელმაც დიდი ხანია უკვე ყველა საზღვარი დაარღვია, მხოლოდ იმიტომ, რომ, როგორც ამბობენ, ძვალი არ აქვსო. მაშინ ჩვენს ენას რატომღა ეჩხირება ეს გადაუმტვრეველი ძვალი?

რატომ გახდნენ ეს სასულიერო პირები სენსიტიურები მაინცდამაინც მაშინ, როცა მათი ფანატიკოსი ძმების სიტყვა, პირადად მათ შეეხო. რატომ დუმდნენ ავად სახსენებელი ჩვიდმეტი მაისის დღეს, და მეტიც, მათ გვერდით ხელგადაჭდობილი მიაბიჯებდნენ. განა ადამიანების ქრისტეს სახელით დევნა და დარბევა ნაკლები დანაშაულია, ვიდრე პროტესტი რომის პაპის წინააღმდეგ ან გამოსვლა მის მხარდასაჭერად?

რატომ გახდნენ ასე უცებ ასეთი „პროგრესულები“ (მათ ხომ ეს სიტყვა ძალიან მოსწონთ). და ერთი შეხედვით რეფორმატორებადაც კი უნდათ რომ წარმოაჩინონ თავი, მიუხედავად იმისა, რომ მატრიარქის ერთი ზარიც საკმარისია იმისთვის, რომ უარი თქვან თუნდაც საკუთარი პოზიციის ხალხის წინაშე დაფიქსირებაზე.

ეს მცირე ნაწილია იმ უამრავი მაგალითისა, რომელთა მოტანაც შეიძლება და ვშიშობ, რომ ამისთვის ერთი ან რამდენიმე ბლოგიც კი საკმარისი არ იქნება. ეს დეტალებია, რომელიც ჩვენს ტაძრებით სავსე ქალაქში ყოველ ჯერზე ზარის ხმასთან ერთად უნდა გვახსოვდეს.

და აჰა, ზარის ხმა გავიგონე უახლოესი ეკლესიის სამრეკლოდან. ჰოდა გამახსენდა მიმდინარე კვირის ამბები, და კიდევ ლუკას სახარება 3:10-11 ეკითხებოდა მას ხალხი და ეუბნებოდა: აბა, რაღა ვქნათო? მიუგებდა და ეტყოდა მათ: „ვისაც ორი მოსასხამი აქვს, მისცეს უქონელს. ვისაც საზრდო აქვს, ისიც ასე მოიქცეს“.

წარმოიდგინეთ, როგორი განსხეულებულია ეს სიტყვები იმ ეპისკოპოსში, დილით მილიონ-ნახევრიანი პენთჰაუსიდან რომ გამოდის და ასიათასიანი ჯიპით, წირვაზე მიემართება. და იმასაც იტყვიან, რომ მათი პირით ქრისტე საუბრობს და მათი სხეულით ქრისტე მოგვეახლებაო. ასეთი განსხეულებული „ქრისტეები“ გვყავს ჩვენ:

მატყუარა ქრისტეები;

ბიზნესმენი ქრისტეები;

ერთმანეთისადმი შურით, ზიზღით სავსე ქრისტეები;

კაპიტალისტი ქრისტეები.

...

ქრისტეები, რომელთა გოლგოთაზე მიმავალი გზა მწვანე ხალიჩაზე გადის. ისინი ამ გზაზე, არა ჯვრით, არამედ მათრახით დგანან! დღეს ეს ქრისტეები შურისაგან იხრჩობიან. ასე მრავლდებიან და მეორდებიან საკუთარ ანგარიშებზე გამოსახული მათი რეალური სურვილები.

მათგან ერთ-ერთი რამდენიმე წლის წინ მოგვმართავდა, ჩვენ ქრისტიანობას ნუ გვასწავლითო. რა თქმა უნდა, ვერ ვასწავლით ძალადობრივ, კლანურ დაპირისპირებაში ჩამქრალ ქრისტიანობას. ქრისტეები, რომელთა მაგალითზეც ძალიან ჭირს ქრისტეს სამეფოს მეტაფიზიკურობის დაჯერება, რადგან თავად ამქვეყნიურობის განმდიდებლებად გვევლინებიან.

მრევლის რაღაც ნაწილი, არც თუ ისე მცირე, მორჩილად მიჰყვება ქრისტეს სახელით მოძალადე ეპისკოპოსებსა თუ ქორ(!)ეპისკოპოსებს. მრევლი, რომელიც თავდახრილი, მორიდებით აკვირდება განცხრომაში მცხოვრებ მათ სახეებს; მათ „დიდებით შემოსვლას“ ყოველ კვირა დღეს ტაძრის ეზოებში, ჯიპითა თუ ესკორტით; კურთხევას იმ ხელით, რომელიც ათიათასებს ითვლის, და ლოცვას პირით, რომელიც ბოღმას და გესლს ანთხევს ამბიონიდან. რამეთუ ეს ქრისტეები ფიქრობენ, რომ წარწყმიდავთ ის, რაც პირში ჩასდით, და არა ის, რაც პირისაგან ამოსდით.

და სავსეა! სავსეა! სავსეა ქვეყანა! კურთხეული ბიზნესებით!

თანაგრძნობის უნარს მოკლებული, ზიზღით განმსჭვალული ეს ადამიანები, რომლებიც გამუდმებით აფათურებენ ხელს, ჩვენს ჯიბეში, ანუ ხალხის ჯიბეში, გვიმტკიცებენ ისეთ აბსტრაქტულ აბსურდს, რომ თითქოს სასულიერო იერარქის ფუფუნება, თავგასული ღრეობები და ეს ბინძური კლანური ბრძოლა ძალაუფლებისთვის ღვთისგან დაშვებული ნორმაა; შიმშილით გარდაცვლილი ჩვილი ბავშვები კი - ქრისტიანული კანონზომიერების შემადგენელი ნაწილი.

და მიუხედავად იმისა, რომ რელიგია ოპიუმია ხალხისთვის, ჩვენს გონებას მაინც შესწევს უნარი, რომ გაარჩიოს, თუნდაც ეს „ოპიუმი“ იმ თბილი ტალახისაგან, რითაც ადამიანებისთვის თვალის ამოვსებას ცდილობენ.

დადგება დღე, როცა ადამიანები თქვენგან მოითხოვენ იმ „ინვესტიციების“ დაბრუნებას, რაც თქვენში ჩადეს, და ამ დღეს, იქნებ გაგახსენდეთ კიდეც უამრავი სიტყვა. მაშინ ეს სიტყვები სილასავით გაგეწნებათ სახეში, და თქვენს კაპიტალისტურ სიამაყესა და ბოროტებაში ჩაკარგულ გონებას აღარ ექნება ძალა იმისა, რომ გაიქცეთ ან ხალხის წინაშე მოიხადოთ დაგვიანებული ბოდიში, რომელიც ვშიშობ, რომ აღარავის აღარ დასჭირდება.

ზარები კი, რომელიც რეკენ ამ ქალაქში, ანგელოზებს აღარ უხმობენ, ისინი იმ საქმეებს გვახსენებენ, რასაც თქვენ გულმოდგინედ მალავთ.

უფრო და უფრო მეტი ადამიანი ითხოვს პასუხს, და უფრო და უფრო მეტი ადამიანი არიდებს თვალს თქვენ მიერ ნასროლ ტალახს, რათა მის უკან ის დაინახოს, რაც სინამდვილეში დგას. და როცა ისინი ამოგიცნობენ, მაშინ ყველა ზარი ერთად ჩამოჰკრავს. სიფხიზლის ზარები, რომლის სამრეკლოზეც თქვენ აღარ იდგებით, და რომლის თოკის ბოლოც, თქვენ არ გექნებათ ხელში.

Posted by: temart 25 Jan 2017, 15:45
lile1
QUOTE
კაპიტალისტი ქრისტეები.

QUOTE
კურთხეული ბიზნესებით!

QUOTE
და მიუხედავად იმისა, რომ რელიგია ოპიუმია ხალხისთვის,

QUOTE
თქვენს კაპიტალისტურ სიამაყესა



ათეისტი კომუნისტი ხარ და არა მგონია ეკლესიის გამოჯანმრთელებაზე ფიქრობდე.



Posted by: lile1 25 Jan 2017, 17:33
ათეისტი კომუნისტი ხარ და არა მგონია ეკლესიის გამოჯანმრთელებაზე ფიქრობდე. არა ჩემო კარგო მეგონი თქვენ უფრო ხართ, რაც გაწყობდათ ის ამოიღეთ ტექსტიდან, მეტი ყურადგების გასამახვილებელი ვერაფერი იპოვეთ, აქ ფასდება დღევანდელ მდომარეობა ეკესიასა და ქვეყანაში და არაჩემი პირადი რელიგიური შეხდეულებები
* * *
საგუშაგო კოშკსაც ეხება ეს ყველაფერი, არამგონია მაქ ყელაფერი რიგზე ქონდეთ temart.

Posted by: temart 25 Jan 2017, 18:05
lile1
QUOTE
რაც გაწყობდათ ის ამოიღეთ ტექსტიდან


პირდაპირ გეკითხები თეისტი ხარ ათეისტი?

QUOTE
საგუშაგო კოშკსაც ეხება ეს ყველაფერი, არამგონია მაქ ყელაფერი რიგზე ქონდეთ temart.


იეღოველებთან არავითრი კავშირი არ მაქვს .


Powered by Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)