რჩევებში დავწერე, მაგრამ იყოს აქაც, იმედია გამოგადგებათ, კია ცხელი შოკოლადის დრო და სეზონი
1. არაჟნით
კაკაო (სასურველია მუქი) 1 სადილის კოვზი დაახლოებით 50 გრამია
შაქარი 2-3 სადილის კოვზი
არაჟანი - 5 სადილის კოვზი
ვანილი და "კორიცა" სურვილისამებრ, არომატისთვის
მომზადება: არაჟანი შემოდგი ცეცხლზე და დუღილამდე მიიყვანე. ჩაამატე ერთმანეთში გადარეული კაკაო და შაქარი, ხის კოვზით ურიე და ისე ადუღე (უნდა მიიღო ერთგვაროვანი მასა). სურვილისამებრ შეგიძლია დაამატო ვანილი და "კორიცა"
2. რომით (ან ნებისმიერი სპირტიანი სასმელით)
რძე 1 ჭიქა
ნაღები (36%-იანი) 1-2 სადილის კოვზი
რომი 1 ჩაის კოვზი
შავი შოკოლადი (დანამატების გარეშე) 100 გრამი
მომზადება: გადაურიე ერთმანეში რომი, რძე და ნაღები, შემოდგი ცეცხლზე და ადუღე (სასურველია თან მოურიო ხოლმე), წამოდუღებული გადმოდგი ცეცხლიდან, დაამატე დატეხილი ან დახეხილი შოკოლადი, მოურიე, რომ ერთგვაროვანი მასა მიიღო. გადაიტანე ჭიქაში და მიირთვი.
3. გათქვეფილი ნაღებით
რძე ან ნაღები 250 გრამი (1 ჭიქა)
შავი მწარე შოკოლადი 100 გრამი
1-2 კოვზი წყალი
გათქვეფილი ნაღები, კაკაო მოსაყრელად
მომზადების წესი: დატეხე შოკოლადი, დაამატე წყალი და დაადნე ორთქლის აბაზანაზე. ცალკე აადუღე რძე და ცხელივე ჩაამატე შოკოლადიან მასაში. კარგად გადაურიე და შემდეგ გათქვიფე. გადაიტანე ჭიქაში, ზემოდან დაადე გათქვეფილი ნაღები და ოდნავ კაკაო მოაყარე
ეს რეცეპტები ძირითადად გათვლილია 1 ან 2 პერსონაზე