Printable Version of Topic
Click here to view this topic in its original format
თბილისის ფორუმი > კულტურა და ხელოვნება > ცეკვა - როგორც ხელოვნება


Posted by: OtsnebisQali 14 Nov 2003, 11:18
ცეკვა მრავალი ქვეყნის კულტურაში გარკვეულ როლს თამაშობს. დაწყებული აფრიკის აბორიგენთა რიტუალებიდან - დღევანდელი ნაირსახეობით დამთავრებული მრავალი სახე ჩამოყალიბდა.
ჩა-ჩა-ჩა ზუსტად აქედან მოდის, შამანების მიერ თავის ქალებზე ძვლების დარტყმით შესრულებული რიტუალი.
რუმბა - კუბური სიყვარულის ცეკვა. ქალი იზიდავს მამაგაცს, მაგრამ ამავე დროს შორეული რჩება მისთვის, ახდენს ფეხების სიგრძის დემონსტრირებას.
ტანგო - პირველი სახეობა, ანდალუზიური. ეს ჩვეულებრივი საშუალო ტემპის ცეკვაა. აი არგენტინულს კი სხვა ისტორია აქვს. თავდაპირველად მას მსუბუქი ყოფაქცევის ქალები ასრულებდნენ კლიენტებისათვის, შემდგომ უფრო ფართო აღიარება პოვა, მაგრამ მაინც აკრძალული იყო ძალიან გულახდილი მოძრაობების გამო. პირველად იგი ინგლისში აღიარეს და საკონკურსო ცეკვების სიაშიც ჩასვეს...

Posted by: indianag 14 Nov 2003, 20:40
OtsnebisKali
მუცლის ცეკვაზე ინფო ხომ არ გაქვს?

Posted by: OtsnebisQali 14 Nov 2003, 20:54
indianag
მუცლის ცეკვაზეც მოგახსენებთ. საკმაოდ საინტერესო სანახაობაა, თუმცა დღეს რასაც ცეკვავენ, ეს უკვე ძალიან სახეცვლილი ფორმაა.
ადრე ამას რიტუალური ხასიათი ქონდა, სულთნის წინაშე ცეკვავდნენ ქალები , რომელთაგანაც ის შემდეგ პარტნიორს ირჩევდა სალაღოდ. რაც მეტი ქონდა მუცელი ქალს, მით უფრო "ჯიშიანად" ითვლებოდა და ფასობდა.
წელს მუცლის ცეკვა ვნახე თურქეთში, ფიცარივით ქალი იყო. აპაა smile.gif

Posted by: kardu 14 Nov 2003, 21:10
OtsnebisKali
და ჯიგაზე????smile.gifsmile.gifsmile.gif

Posted by: rmcf 15 Nov 2003, 00:08
იყო ხატობა, იყო ლუდი, იყო ცხვარი ნა ვერტელე, დათვრნენ ხევვსურები, აჩეხეს ერთმანეთი, ილიკო სუხიშვილმა კი დადგა ცეკვა ხანჯლური.

Posted by: sharlot 15 Nov 2003, 12:20
OtsnebisKali
ქართულ ცეკვებზე რას გვეტყვი?

Posted by: ALEXA 16 Nov 2003, 04:49
ცეკვა ხოხვით არსებობს?

Posted by: OtsnebisQali 16 Nov 2003, 14:06
sharlot
ქართული ცეკვები არ ვიცი, ამიტომ შენ დაწერე. მარტო მე კი არ უნდა ვიღაღადო smile.gif

Posted by: OtsnebisQali 17 Nov 2003, 13:15
მე-17 მე-18 საუკუნეებში მოხდა აფრიკული, ლათინური და ევროპული ცეკვის ტრადიციების ურთიერთშერწყმა.
სამბა - აფრიკული წარმოშობისაა, მაგრამ ფართო გამოხმაურება ბრაზილიაში პოვა, პორტუგალიელებმა აფრიკელ მონებთან ერთად მათი ცეკვებიც შემოიტანეს, რომელთა სიაშიც იყო Catarete, Embolada და Batuque. ეს უკანასკნელი აკრძალეს, რადგან მჭიდრო კონტაქტს მოითხოვდა ცეკვისას და ინკვიზიციის რისხვა გამოიწვია, რამაც ხელი შეუწყო ცეკვის პოპულარიზაციას! მისი შემდგომი სახელია Zemba Queca. პოპულარობის პიკს მიაღწია 1948-49 წლებში.
რუმბა - მოდის სიტყვიდან rumboso orquestra, მუსიკოსები, რომლებიც საცეკვაო სიმღერებსა და კომპოზიციებს ასრულებდნენ.
ესპანურად rumbo ნიშნავს წვეულებას, გროვად დახვავებას.
პასოდობლი - ერთადერთი ლათინოამერიკული ცეკვაა, რომლის სამშობლოც არის არა აფრიკა, არამედ ესპანეთი. Paso a Dos ნიშნავს "ცეკვა ორისათვის". იგი ასახავს კორიდას, სადაც ქალი წითელი მანტიის როლში გამოდის.
ჯაივი - მოდის შეერთებული შტატების სამხრეთ-აღმოსავლეთიდან აფრიკული სიტყვიდან jev - უგულვებელყოფილი საუბარი. ასევე არსებობს ინგლისური ვერსიაც "jibe" - დაცინვა. თავდაპირველად ეს მხოლოდ ახალგაზრდობის გასართობი იყო. მერე ტრანსფორმირდა და ჩამოყალიბდა -"ბუგი ვუგი", "ბი-ბოპი", "როკი" , "ტვისტი" და "დისკო".
ჩა-ჩა-ჩა - დასახელება მოდის კუბური ცეკვიდან "გუაჩარა" . ამ ცეკვას ასევე უწოდებენ "მამბო გუარას რითმში" ( Guiro - მუსიკალური ინსტრუმენტი გამომშრალი გოგრისა და ჯოხისაგან ) .
მამბო - ჰაიტის ეროვნული ცეკვა გახლავთ.
* * *
წყვილი user posted image
**********************ლათინოს****************************
ცეკვისასuser posted image

Posted by: GT.ge 20 Nov 2003, 19:14
დისკო ყველაზე ხადავოი ცეკვაა.
ისე, რუმბას ვისწავლიდი, ყოველი შემთხვევისთვის...

Posted by: AMSTERDAMMER 20 Nov 2003, 22:35
ელექტრონული მუსიკის - House-ის ფანი ვარ. შესაბამისად ცეკვის გიჟიც gigi.gif ოღონდ აუცილებელია საჭირო ატმოსფერო და კონდიცია boli.gif
შემიძლია 12 საათი (ამდენხანს გრძელდება Houseparty) შეუსვენებლივ ცეკვა. თან საკმაოდ მაღალ ტემპში. საშუალოს ასეთ ღამეში ვიკლებ 3 კილოს, იყო შემთხვევა რომ დავიკელი 6 კილოც.
თავს არ ვიქებ, მაგრამ ბევრი მთხოვს რომ ცეკვა ვასწავლო. ასევე აქაურ House ჟურნალებში რამოდენიმეჯერ გამოაქვეყნეს ჩემი სურათები, როგორც ყველაზე გიჟი gigi.gif (ამაში რამოდენიმე ფორუმელი დამემოწმება)

user posted image

Posted by: ALEXA 21 Nov 2003, 09:20
AMSTERDAMER...
QUOTE
ელექტრონული მუსიკის - House-ის ფანი ვარ. შესაბამისად ცეკვის გიჟიც  ოღონდ აუცილებელია საჭირო ატმოსფერო და კონდიცია 
შემიძლია 12 საათი (ამდენხანს გრძელდება Houseparty) შეუსვენებლივ ცეკვა. თან საკმაოდ მაღალ ტემპში. საშუალოს ასეთ ღამეში ვიკლებ 3 კილოს, იყო შემთხვევა რომ დავიკელი 6 კილოც.
თავს არ ვიქებ, მაგრამ ბევრი მთხოვს რომ ცეკვა ვასწავლო. ასევე აქაურ House ჟურნალებში რამოდენიმეჯერ გამოაქვეყნეს ჩემი სურათები, როგორც ყველაზე გიჟი  (ამაში რამოდენიმე ფორუმელი დამემოწმება)

რა ხდება ამსტერ ქალის სათხოვნელად ხომ არ ხარ მისული? wink.gif

Posted by: sharlot 21 Nov 2003, 10:27
QUOTE
როგორც ყველაზე გიჟი  (ამაში რამოდენიმე ფორუმელი დამემოწმება)

gigi.gif

Posted by: AMSTERDAMMER 21 Nov 2003, 17:41
ALEXA
QUOTE
რა ხდება ამსტერ ქალის სათხოვნელად ხომ არ ხარ მისული?

- ქალის კი არა ქალების lol.gif დაწყებილი ''თინერებით'' და დამთავრებული ''დედაბრებით''.
- შედეგმა როგორც ყოველთვის, მოლოდინს გადააჭარბა user posted image

sharlot

- wink.gif

Posted by: OtsnebisQali 21 Nov 2003, 17:59
ბრაზილიური ცეკვა ბოსანოვა გამოიგონა ჟოაო დონატომ 50 წლის წინ. ეს არის ჯაზისა და სამბას ნაზავი, რომელმაც საკმაო პოპულარობა დაიმკვიდრა მოცეკვავეთა წრეში.
user posted image
მეტი ინფორმაცია ჯაივ-ზე. ეს არის საკონკურსო ცეკვებიდან ყველაზე სწრაფი და ასრულებენ ბოლოს, რადგან მოცეკვავემ უნდა აჩვენოს, რომ არ დაღლილა კონკურსის განმავლობაში. მეორენაირად ქვია ექვსნაბიჯიანი როკენროლი. კონკურსებში შეტანილი 2 სახეობა, უშუალოდ ჯაივი და სვინგი.
user posted image

Posted by: Vicki 25 Nov 2003, 13:41
AMSTERDAMER...
QUOTE
შემიძლია 12 საათი (ამდენხანს გრძელდება Houseparty) შეუსვენებლივ ცეკვა.

wow.gif wow.gif wow.gif wow.gif up.gif

Posted by: caramel 25 Nov 2003, 16:08
AMSTERDAMER...
QUOTE
ღამეში ვიკლებ 3 კილოს, იყო შემთხვევა რომ დავიკელი 6 კილოც.

მინდააააააააა!!!
"გახდომა სიამოვნებით"-შეგიძლია მოწაფეები აიყვანო, ბიზნესსაც დაატრიალებ lol.gif

Posted by: malina 25 Nov 2003, 19:43
AMSTERDAMER...
მშურს თეთრი შურით jump.gif
აგრამ 12 საათი როგორ ახერხებ ცეკვას? და საერთოდ არ ისვენებ?
თუ ასეა დავეციიიი up.gif

Posted by: PANTALONE 25 Nov 2003, 20:03
malina
ეეე მაგი ისეთ ბატარეიებზეა ჩვენთან რომ არ იყიდება

Posted by: malina 25 Nov 2003, 20:07
არა 12 საათი მაინც მაგარია
და ისე საინტერესოა ფხიზელი ცეკვავს თუ ცოტა გრადუსში მყოფი? wink.gif

Posted by: sharlot 26 Nov 2003, 11:27
QUOTE
ფხიზელი ცეკვავს თუ ცოტა გრადუსში მყოფი?

გრადუსში არაა, მაგრამ არც ფხიზელი ეთქმის wink.gif

Posted by: malina 26 Nov 2003, 20:48
გასაგებიაააა drug.gif

Posted by: AMSTERDAMMER 29 Nov 2003, 23:05
ამ წერილის წაშლა დაუმთავრებლად რამოდენიმეჯერ მოვინდომე.
რარდგან კითხულობთ ე.ი. საბოლოოდ არ წამიშლია.smile.gif




შეუჩერებლივ 12 საათი. (გამოვაკლოთ მარტო საპირფარეშო და ბარში რაიმის აღება) თან არავითარი ვალსი ან რაიმე ''ჩახუტუნებული'', მხოლოდ ელექტრონული საცეკვაო მუსიკა House და მისი დაჩქარებული ვარიანტი Hard.
ამის ახსნა ძალიან გამიძნელდება, იმიტომ რომ აქ მთელი რიგი ფაქტორები მოქმედებს.
- მუსიკის ძლიერი სიყვარული.
- ფანტაზიის განსაკუთრებული უნარი.
- პიროვნული თავისებურებანი.
რაც შეეხება ნარკოტიკებს... Houseparty-ს (12 სთ. ამ ჟანრის მუსიკის თანხლებით დროს ტარება) აუცილებელი ატრიბუტია ნარკოტიკი, მაგრამ მკაცრად განსაზღვრული სახეობები. უმეტეს წილად გამოიტენება ახალგაზრდობის ფავორიტები XTC, SPEED, შესასუნთქი გაზი და რა თქმა უნდა მარიჰუანა.
პირადად მე არასოდეს არ მქონია მოთხოვნილება რომ რაიმე განსაკუთრებული მიმეღო.
ეს ქართველ ემოციურ ახალგაზრდას არ სჭირდება gigi.gif
ჩემი ფანტაზია - ძირითადი ჩემი ნარკოტიკია.

ვისთანაც ერთად არ უნდა მივიდე ასეთ საღამოზე და მიუხედავად იმისა რომ იქაც უამრავი ნაცნობები დამხვდებიან - პრინციპი უცვლელია - იქ ჩემთვის ყველა ერთნაირად ახლობელია (თუნდაც 4000 კაცი არის 7000 მდეც, მაგრამ ეს უკვე დიდი ''სხადნიაკებია'') მაგრამ, ყველაზე დიდი ახლობელი - მუსიკაა.
შესვლიდან დაახლოებით ნახევარი საათის შემდეგ ''მსუბუქი დამხმარებლების'' შედეგად საჭირო კონდიცია მიღწეულია. ამის შემდეგ ვიწყებ ტრადიციულ ''მედიტაციას'', შთაგონებას...:
''მე ძალიან მიყვარს ეს მუსიკა! მე დიდი მანძილი გამოვიარე რომ მოვსულიყავი აქ! მე დიდი მანძილი უნდა გავიარო რომ უკან დავბრუნდე! მე გადავიხადე დიდი თანხა ბილეთში! მთელი ღამე მე უნდა დავხარჯო ასევე დიდი თანხა და არა მარტო ჩემზე! ასე რომ არავითარი ''ტეხავს''! არავითარი სირცხვილი!
რისთვის მოხვედი აქ? ხოდა დაივიწყე საკუთარი თავი და აბსოლიტურად ყველანი!
სადაც შენ დგახარ ეს შენი ადგილია! (წინასწარ კარგ ადგილს შევარჩევ ხოლმე, ასევე ''მედიპაციის'' დროს ვიტენებ ჟესტებსაც gigi.gif ანუ ხელებით მივუთითებ - ეს ჩემი ადგილია) ეს DJ პირადად ჩემთვისაა მოსული! და ეს საღამო პირად ჩემთვისაა შემდგარი! ასე რომ ყველანი ფეხებზე მკიდიხართ! ეს ღამე მე აქ უნდა ''ვიკაიფო"! არავინ არ შემიშალოს! და მეც არავის არ შევუშლი ხელს. ყველამ თავის მამიდას მიხედოს!!! და წავიდა.............
აი მერე რა ხდება ამის აღწერას ნამდვილად ვერ შევძლებ. შემიძლია განახოთ, მაგრამ ჯერ ვერ გადამიწყვეტია (საკუთარი თავს ვერ ვცნობ მაგ სურათებში)


* * *
ამ გვერდზე ცისფრად დაწერილიც ამ თემას ეხება

http://forum.ge/index.php?act=ST&f=21&t=33562151&st=0

Posted by: OtsnebisQali 1 Dec 2003, 10:28
AMSTERDAMER...
და ამას არ ამბობ ხოლმე - "ეს ქვეყანა სამეფოა , მე მეფე ვარ" ? biggrin.gif

Posted by: ლიმაზარი 22 Apr 2017, 19:50





........
ცეკვა ჩემი ცხოვრების ნაწილია,ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ...
იმედია არ მიმიხურავთ თემას,ისედაც "მკვდარია"აქაურობა facepalm.gif
* * *






........

Posted by: Re-hanna 23 Apr 2017, 11:25
Sweetest video.cool. bis.gif !!!!!!!!!!!!!!!!!!

Posted by: ლიმაზარი 23 Apr 2017, 15:44





.........
* * *






..........
* * *





.........
* * *













////////////

Posted by: ლიმაზარი 30 Apr 2017, 21:30






............
* * *






.........
* * *










.........
* * *












...........

Posted by: კიჭარტი 13 May 2017, 23:10
მე ვოგზე ვგიჟდები <333
სტრიპპლასტიკაც ძალიან მომოწნს, ჰოპჩიკი. კონტემპი და მოსაწყენი მიმდინარეობები არ მომწონს.






Posted by: MmSs 28 May 2017, 20:43






.................

Posted by: Evaeva 3 Jun 2017, 21:02
ძალიან მიყვარს ცეკვა ყველაფერია ჩემთვის
* * *
ჰაჰაჰაჰაუაზრო რაღაცეებს ვწერ მეცინება

Posted by: medame333 15 Jun 2017, 06:57
ლილუს გარეშე არ იქნება, რამდენიმე გზის მსოფლიო ჩემპიონი.
მაგაზეა ნათქვამი ჰაერში იკვანძებაო)))



Posted by: Garsevanishvili 18 Jun 2017, 01:19
please wait please wait please wait please wait

* * *
please wait please wait please wait please wait

Posted by: pexlavjan 29 Jun 2017, 15:21
ცზააან გაააასწორაააააააააააააააააააააააააა!!!!!!!!!!!!!!!

Posted by: DJK 2 Jul 2017, 16:49
Zhzhhdhdhdhhdjdhdhhdhdjdhjdhdjdhdhdhdhdhdhhdhdh

Posted by: Divergent 2 Jul 2017, 17:59
მეც მიყვარს ცეკვა, ოღონდ კორეული პოპის სტილში


Posted by: ლიმაზარი 12 Jul 2017, 20:19




..................

Posted by: MyHope 15 Nov 2017, 23:15

........

Posted by: ვიტა ბრევის 8 Feb 2018, 23:51
აი ეს ...

Posted by: marimari33 23 Feb 2018, 12:52
QUOTE (ვიტა ბრევის @ 8 Feb 2018, 23:51 )
აი ეს ...

ვისიამოვნე love.gif





...........

Posted by: მარიამი რ. 6 Mar 2018, 15:10
შუადღემშვიდობისა

ე.ი. ძალიან მინდა ცეკვის შესწავლა სამოყვარულო დონეზე და არცერთ ცეკვის აკადემიას არ ვიცნობ და ხომ ვერ გეტყვის ვინმემ თუ იცით სად არის კარგი აკადემია სადაც 20-დან 30 წალმდე ასაკის ახალგაზრდებსაც იღებენ, თუ არსებობს ასეთი საერთოდ?

მადლობა

Posted by: maxo127 11 Mar 2018, 01:08
ქვეყნად ორი ცეკვაა მხოლოდ:

ქართული (უფრო სწორად კავკასიური) და ბუგი-ვუგი (და ძმანი მისნი).




























































გავედი ჩემით.
კი არადა გავვარდი.. biggrin.gif

Posted by: dendo 25 Mar 2018, 11:13
kargia cekva magram nichi ar maqvs me

Posted by: iskkra 26 Mar 2018, 03:43
მარიამი რ.
როგორ არ არსებოობსს მთავარიაა რამე მოინდომო და ყველაფერს შეგასწავლიაან

Posted by: ჭერემი 26 Mar 2018, 17:50
QUOTE
ბუგი-ვუგი
spy.gif




..











Posted by: dendo 29 Mar 2018, 11:32
კი მაგრამ ნიჭი უნდა მიანც L(())

Posted by: aktrisa 25 Aug 2018, 15:29
თან რო ცეკვავ და ხდები ეგეც ხელოვნებაა

Posted by: TETISA 27 Sep 2018, 21:59
არ ვიცი რამდენად სწორ ადგილას ვპოსტავ, ქიქნებ ვიმემ დამეხმაროთ.
მჭირდება წყვილისთვის ცეკვის სწავლა ამ მუსიკაზე, ბევრი დრო არაა სავარჯიშოდ, რთული ილეთების გარეშე.
იუთუბში ვნახე რაღაც გაკვეთილები, მაგრამ ვერ ვხვდები ცეკვის რომელი სტილია, ვალსი? თან აქ ორი რიტმია და ეგ როგორ? მასწავლებლის აყვანის გარეშე რამე გამოვა?

https://m.youtube.com/watch?v=K5KAc5CoCuk&feature=youtu.be

Posted by: შემოდგომისფერი 6 Oct 2018, 11:56
TETISA
გამოვა, რითმი სწორად თუ გესმის. უნდა დაითვალო სწორად და ისე ააწყო სასურველი ილეთი. მარტივით დაიწყე. ამ მელოდიაში, ზოგიერთი მომენტი ძალიან სწრაფად მიდის, თუ არ იცი გაგიჭირდება აწყობა, შეგიძლია ის რომელიც სწრაფი ნაწილია ამოიღო.

Posted by: biznes-gegma2018 22 Nov 2018, 17:59
ცეკვა არის ძალიან ჯანმრთელი საქმიანობა

Posted by: Special_1 20 Dec 2018, 10:38
საოცარი დადგმები აქვს ეკმანს

Posted by: ძლივს 21 Dec 2018, 01:34
ჯაიფს ვეძახდით არადა ამ ცეკვას ერთდროს, კარგი რამეა ნამდვილად

Posted by: chub1na 4 Jan 2019, 15:42
sharlot
კონკრეტულად რა გაინტერესებთ ქართულ ცეკვასთან დაკავშირებით? დოქტორანტი ვარ ქორეოგრაფიული მიმართულებით...

Posted by: შემოდგომისფერი 18 Jan 2019, 11:52
https://www.youtube.com/watch?v=dWIs89Pub0w

ცეკვა უნდა ვისწავლო
მერა რა თუ სმენა არ მაქვს, მაინც ვისწავლი. smile.gif

Posted by: mindo90 28 Jan 2019, 10:43
ქართული ქორეოგრაფია.....ჯერ და მერე უცხოური...
...................................

Posted by: vinchenz@ 9 Mar 2019, 13:05
რამდენი რაღაცის გამოხატვა შეუძლია ჩვენს სხეულს.............................................................

Posted by: annavita 10 Mar 2019, 00:23
QUOTE
ცეკვა უნდა ვისწავლო
მერა რა თუ სმენა არ მაქვს, მაინც ვისწავლი. 

თუ სმენა არ გაქვს ვერ ისწავლი. მუსიკაში ვერ იცეკვებ.

TETISA
QUOTE
მჭირდება წყვილისთვის ცეკვის სწავლა ამ მუსიკაზე, ბევრი დრო არაა სავარჯიშოდ, რთული ილეთების გარეშე.
იუთუბში ვნახე რაღაც გაკვეთილები, მაგრამ ვერ ვხვდები ცეკვის რომელი სტილია, ვალსი? თან აქ ორი რიტმია და ეგ როგორ? მასწავლებლის აყვანის გარეშე რამე გამოვა?

არაფერი გამოგივა მასწავლებლის გარეშე თუ ვალსს სამბასგან ვერ არჩევ. ორი რიტმი რას ნიშნავს? რას არ გაიგებbiggrin.gif
ეს არის ბაჩატა. მაგრამ ამ რიტმზე ზუმბას კომპოზიციაც შეიძლება გაკეთდეს და არგენტინული ტანგოსიც. ანუ ბაჩატა-ტანგო. წყვილში "სვიაზკას" ვერ დადგამ პროფესიონალის გარეშე.


Powered by Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)