Printable Version of Topic
Click here to view this topic in its original format
თბილისის ფორუმი > პოლიტიკა > SOS: თრუსოს ხეობაში დაკარგული მოლაშქრეები

Posted by: მელკერი 21 Sep 2017, 12:37
თრუსოს ხეობაში საქართველოს რამდენიმე მოქალაქე იმყოფება და დახმარებას ითხოვს.

როგორც ირკვევა, ისინი ყელიწადის ტბაზე იმყოფებოდნენ, თუმცა გზა აერიათ და უკვე მეორე დღეა ხეობიდან გამოსვლას ვერ ახერხებენ. მათივე ინფორმაციით, სამაშველო სამსახურს გუშინვე დაუკავშირდნენ, თუმცა მათ დასახმარებლად ამ დრომდე არავინ მისულა.

„მეგობრებთან ერთად ვიყავი ყელიწადის ტბაზე, გზა აგვერია და მოვხვდით ისეთ ადგილზე, ვეღარც წინ მივდივართ, ვეღარც უკან. დიდი ხევია, ერთი ადამიანი გვყავს ცუდად. სამაშველო სამსახურში გუშინვე დავრეკეთ, გადავეცით ჩვენი მდებარეობის მონაცემები, მაგრამ ამ დრომდე არავინ მოსულა. გვითხრეს, ვერაფრით დაგეხმარებით, თქვენ ახვედით და თქვენ თვითონ ჩამოდითო“, - ამბობს ხეობაში ჩარჩენილი ერთ-ერთი გოგონა.

facepalm.gif facepalm.gif facepalm.gif

Posted by: kushman 21 Sep 2017, 12:42
რას დადიან გზა თუ ა რიცი შე ჩემა და მარშუტი , ვერ არიან
lol.gif lol.gif lol.gif lol.gif
------------------------------

Posted by: niktagva 21 Sep 2017, 12:44
QUOTE
ვერაფრით დაგეხმარებით, თქვენ ახვედით და თქვენ თვითონ ჩამოდითო

biggrin.gif mad.gif facepalm.gif

Posted by: dega 21 Sep 2017, 12:44
მაქაც ლუკაშენკო ხომ არ გამოგზავნის ჯგუფს...
ადგენ და ნახონ სანამ ვინმე ცუდათ არ გახდა

Posted by: sandroia 21 Sep 2017, 12:50
QUOTE
ვერაფრით დაგეხმარებით, თქვენ ახვედით და თქვენ თვითონ ჩამოდითო“

აი ეს რა ტრუხა იქნება ხომ წარმომიდგენია
ამის დამწერი ღირსია ჩატოვო მართლა იმ ხევში!

Posted by: FLEA_ 21 Sep 2017, 13:17
მთა ვაკის პარკი ჰგონიათ. წაპარტყუნდებიან უაზროდ. ან კომპასი არა აქვთ ან ერთი გონიერი,არ ახლავთ ვინმე?. მაგრამ რომელიმე თუ მართლა ცუდად ჰყავთ კი უნდა უშველონ,თუ ტრუხაა და ჯარიმა .

Posted by: ABGREITORA 21 Sep 2017, 14:23
QUOTE
მთა ვაკის პარკი ჰგონიათ. წაპარტყუნდებიან უაზროდ. ან კომპასი არა აქვთ ან ერთი გონიერი,არ ახლავთ ვინმე?. მაგრამ რომელიმე თუ მართლა ცუდად ჰყავთ კი უნდა უშველონ,თუ ტრუხაა და ჯარიმა .

ჯიპიესის ეპოქაა, დაკარგვას მოხერხება უნდა smile.gif

რამდენჯერმე მაქვს დარეკილი სამაშველოში და ყოველთვის სწრაფად დამეხმარნენ, ბოლოს ჯანდარასთან, უდაბნოში ტალახში ჩავვარდი მანქანით, ღამის 3 საათზე დავრეკე და 1 საათში ამოყვანილი ვიყავი უკვე

Posted by: narikuda 21 Sep 2017, 14:26
ნაცები იქნებიან ეგ დაკარგულები lol.gif lol.gif lol.gif lol.gif lol.gif

Posted by: dola86 21 Sep 2017, 14:29
QUOTE
გვითხრეს, ვერაფრით დაგეხმარებით, თქვენ ახვედით და თქვენ თვითონ ჩამოდითო

Posted by: masai11 21 Sep 2017, 14:31
იქ კონფლიქტის ზონაა ახლოს და რამე შარში არ გეხვიონ ბავშვები.

Posted by: David_Gale 21 Sep 2017, 14:37
ისინი რომ კაჩალინები არიან რად უნდა ამას ლაპარაკი, მაგრამ ხალხს უჭირს დაეხმარონ .

QUOTE
ვერაფრით დაგეხმარებით, თქვენ ახვედით და თქვენ თვითონ ჩამოდითო“

აი ეს რა ტრუხა იქნება ხომ წარმომიდგენია
ამის დამწერი ღირსია ჩატოვო მართლა იმ ხევში!

მეც ასე მგონია.

Posted by: datunia93 21 Sep 2017, 14:39
თრუსოს ხეობაში რატო, ან როგორ უნდა დაიკარგო sad.gif ბეთქილი ხო არაა ეგ გოგონა , როგორ მოხვდა ისეთ ადგილზე რო ვერც წინ მიდის და ვერც უკან

Posted by: Perfecto_77 21 Sep 2017, 14:48
რა კომენტარებია, ტეხავს, ლაშქრობაში არასოდეს ყოფილხართ ეტყობა და ადვილად ლაპარაკობთ. ჯიპიესიც შეიძლება ვერ იჭერდეს, უამრავ ადგილზე ვერ იჭერს ან ურევს, გზის გამოგნებაც ზოგადად ადვილი საქმე არაა. არ ვიცი კონკრეტულად თრუსოს ხეობაში რა ხდება და ვისი ბრალია, მარა ამ თემაზე ღლიცინი და ღადაობა მაგრად ტეხავს.

თან ერთი ცუდად არისო და უნდა დაეხმარონ სასწრაფოდ.

Posted by: GიორGი 21 Sep 2017, 14:52
QUOTE
როგორ მოხვდა ისეთ ადგილზე რო ვერც წინ მიდის და ვერც უკან

შეიძლება მოხვდე
გზაც რომ არ აგერიოს

თუ, ნისლია ვერსად წახვალ..
თუ, გაწვიმდა ჩამონაშალი გაქვს ფეხში და ორი მეტრი წინ ათი უკან გიხდება..
თუ, ვინმე დაშავდა ზურგით ვერავინ ათრევს..

ყელიწადს ჭირდება 3-4 დღე, ათასი რამ შეიძლება დაგემართოს
წინ უკან 35-37 კმ ია
გამოცდილი ალპინისტები ჩავარდნილან მაგ დღეში, უბრალო მოლაშქრეები კი არა...

გამოიყვანონ ხალხი რას ###ობენ..?

Posted by: begemot77 21 Sep 2017, 14:55
ხალხს დახმატება სჩირდენა,დაწერა აქ რომ მიიპყროს შესაბამისი სამსახურების,მასმედიის ყურადღება,აქ კი იმის მაგივრად რომ რაიმეყი დაეხმარნონ,ჩკუას ასწავლის ზოგიერთი მორალისტი,ნაფტალინი (ლ)უსერი

Posted by: natia_m77 21 Sep 2017, 15:02
კაცო, კარი რომ ჩამეკეტა, ფეხზე დადგა მთელი სამაშველო-სასწრაფო-სახანძრო
რომ გამიღეს კარი, მერეც მირეკავდნენ, ხომ კარგად ხართო

შეიძლება ვერ მიაგნო სამაშველომაც
არ მჯერა, რომ ეგ უთხრეს
ხეზე გარჩენილი კნუტებისთვის დადიან
კარგი ხალხია მაშველები love.gif

Posted by: dola86 21 Sep 2017, 15:27
natia_m77
QUOTE
არ მჯერა, რომ ეგ უთხრეს

ერთ ერთი იმ მცირესამსახურთაგანია საქართველოში , რომელიც აპოლიტიკურია და მიუხედავად ყველაფრისა, გამართულად მუშაობს. საკუთარი სიცოცხლის ფასად ყავთ ბიჭებს გადანარჩენი უამრავი ადამიანი
მხოლოდ მელკერს , თუ მოუვიდოდა აზრად სამაშველოსთვის ჩირქის მოცხება

Posted by: dega 21 Sep 2017, 15:37
QUOTE
ერთ ერთი იმ მცირესამსახურთაგანია საქართველოში , რომელიც აპოლიტიკურია და მიუხედავად ყველაფრისა, გამართულად მუშაობს. საკუთარი სიცოცხლის ფასად ყავთ ბიჭებს გადანარჩენი უამრავი ადამიანი

up.gif up.gif up.gif

Posted by: Nunez de Balboa 21 Sep 2017, 15:44
მაგრად აცა-ბაცა დაყანყალებენ ეს ბავშვები სადაც აუდგებათ იქ! აუცილებელია თავად სამაშველომ (ან მსგავსმა) მოახდინოს გამყოლების სერთიფიცირება, არ ყავს სერთიფიცირებული გაყოლი.... ნახუი უკან და ჯარიმა ორგანიზატორებს, თან დიიიიდი ჯარიმა!!!

Posted by: მელკერი 21 Sep 2017, 15:45
dola86
QUOTE
მხოლოდ მელკერს , თუ მოუვიდოდა აზრად სამაშველოსთვის ჩირქის მოცხება

შენ კარგად ხარ?... ინფორმაციაა, სადაც მოლაშქრე გოგონას ციტატაა მოყვანილი, მელკერი რა შუაშია...

უჭირს ხალხს რა სერიოზულად... facepalm.gif

როგორც გავიგე, წასულა სამაშველო და ვერტმფრენით ეძებენ ამ წუთასო...

Posted by: dola86 21 Sep 2017, 16:05
მელკერი
QUOTE
შენ კარგად ხარ?

ვარ რა, არამიშავს. შენ?
QUOTE
ინფორმაციაა, სადაც მოლაშქრე გოგონას ციტატაა მოყვანილი, მელკერი რა შუაშია

რატო დააკოპირე მერე მასე ბრმად , ან წყარო რატომ არ მიუთითე
QUOTE
როგორც გავიგე, წასულა სამაშველო და ვერტმფრენით ეძებენ ამ წუთასო

აბა ვერ მოვალთო?
QUOTE
უჭირს ხალხს რა სერიოზულად

რომ არ გვიჭირდეს ეგაა გასაკვირი

Posted by: niktagva 21 Sep 2017, 16:10
natia_m77
QUOTE
შეიძლება ვერ მიაგნო სამაშველომაც
არ მჯერა, რომ ეგ უთხრეს
ხეზე გარჩენილი კნუტებისთვის დადიან
კარგი ხალხია მაშველები 

მეც დაუჯერებლად მეჩვენება.
dola86
QUOTE
QUOTE
შენ კარგად ხარ?

ვარ რა, არამიშავს. შენ?

biggrin.gif

Posted by: მელკერი 21 Sep 2017, 16:18
dola86
QUOTE
რატო დააკოპირე მერე მასე ბრმად

აბა, როგორ უნდა დამეკოპირებინა, შენი აზრით? რა უნდა გამეკეთებინა, ინფორმაციის გადასამოწმებლად?...

QUOTE
ან წყარო რატომ არ მიუთითე

facepalm.gif

https://imedinews.ge/ge/dzalovnebi/28311/trusos-kheobashi-dakarguli-akhalgazrdebi-dakhmarebas-itkhoven

კაროჩე, რა!...

Posted by: AIX-500 21 Sep 2017, 16:39
ეს დედა .... უცხოელი ტურისტი რომ ყოფილიყო ხო წავიდოდნენ... რავი დაწერეთ ვინმემ მათი კოორდინატები და ისინი თუ კიდევ იქ არიან მომწერეთ პმ-ში მათი ნომერი პირადად გამოვიყვან.

Posted by: GიორGი 21 Sep 2017, 16:56
QUOTE
მაგრად აცა-ბაცა დაყანყალებენ ეს ბავშვები სადაც აუდგებათ იქ

აბა აბა
ნწუ ნწუ ნწუ
რა უნდათ სალაშქროდ? 3000+ მეტრზე? თან 70 ლიტრიანი ჩანთებით, კარვებით... ფეხით დადიან დაჟე და სუფთა ჰაერსაც სუნთქავენ
არ ჯობია ჯიპზე ამხედრდნენ და საცობიან ქუჩებში პადიეზდებში აბირჟაონ

პს
დროშა დავკიდე gigi.gif
უკან მდინარე, რიონის სათავეები...

http://radikal.ru

Posted by: ronaldo99 21 Sep 2017, 17:00
თრუსოს ხეობაში დაკარგული ტურისტები ვერტმფრენით გადმოჰყავთ

თრუსოს ხეობა

ქართველი ტურისტების ჯგუფი, რომელიც თრუსოს ხეობიდან გამოსვლას ვერ ახერხებდა, უკვე სამაშველო ვერტმფრენში იმყოფება. საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს ინფორმაციით, ექვსივე პირი მაშველებმა იპოვეს და ამჟამად, მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. ინფორმაციას ipn-ი ავრცელებს.

თრუსოს ხეობაში ქართველი ტურისტების მოძიების სამუშაოებში ვერტმფრენი მას შემდეგ ჩაერთო, რაც გავრცელდა ინფორმაცია, რომ საქართველოს რამდენიმე მოქალაქე დახმარებას ითხოვდა.. ტურისტები ყელიწადის ტბაზე იმყოფებოდნენ, თუმცა გზა აერიათ და უკვე მეორე დღეა ხეობიდან გამოსვლას ვერ ახერხებენ.

მას შემდეგ რაც გაირკვა, რომ ქართველ ტურისტთა ადგილსამყოფელი რთულად მისადგომი იყო, საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტომ გადაწყვიტა სამაშველო ოპერაციაში ვერტმფრენი გამოეყენებინა.

https://imedinews.ge/ge/dzalovnebi/28356/trusos-kheobashi-dakarguli-turistebi-vertmprenit-gadmohkavt

Posted by: kalekalebind 21 Sep 2017, 17:02
QUOTE (kushman @ 21 Sep 2017, 12:42 )
რას დადიან გზა თუ ა რიცი შე ჩემა და მარშუტი , ვერ არიან
lol.gif lol.gif lol.gif lol.gif
------------------------------

აი მაგაში კი გეთანხმები თანაც უპირობოდ და ასიათასი პროცენტით

Posted by: GიორGი 21 Sep 2017, 17:02
QUOTE
თრუსოს ხეობაში დაკარგული ტურისტები ვერტმფრენით გადმოჰყავთ

2kiss.gif 2kiss.gif

Posted by: niktagva 21 Sep 2017, 17:08
GიორGი
რა სილამაზეა.
QUOTE
თრუსოს ხეობაში დაკარგული ტურისტები ვერტმფრენით გადმოჰყავთ

up.gif up.gif up.gif

Posted by: dola86 21 Sep 2017, 17:12
მელკერი
გადახედე აბა შენს პირველ პოსტს, არ გაქვს წყარო მითითებული

Posted by: Frankens†ein 21 Sep 2017, 17:12
ტიპები დაიღალნენ, ნახეს ტბა და უკან დიდი მთის ავლა დაეზარათ biggrin.gif
ეგ უღელტეხილები თოვლში მაქს ავლილ-ჩამოვლილი.
არაფერია მაგ ხეობაში ისეთი ადგილი, რომ გზის გაგრძელება გინდოდეს და ვერ აგრძელებდე, ფიზიკურად ვერ მოხვდები ეგეთ ადგილას.
გზის აბნევაც გამორიცხულია, ტელეფონი სადაც იჭერს, იქ რუკასაც ნახავ, საით უნდა წახვიდე, შენი გამოვლილი გზა თუ აღარ გახსოვს.
დაღლით დამღლელია კი, დიდი სიმაღლეების აღება-დაგდება გიწევს.
და მაგ დროს თავის მოკვლას და ქანცის გაწყვეტას არ ჯობია სამაშველოს დაურეკო და მიშველეთ, ვეღარ მოვდივარო?

რამდენჯერ ვყოფილვარ ისეთ სიტუაციაში დაღლილობისგან გადაკეტილი რო გაქვს და იმაზე ფიქრობ დავრჩები და რაც გინდა მომივიდეს, ვეღარ მივდივარო, მაგრამ მაინც გამონახავ თავში ძალას და აგრძელებ.

ეხლა რო დავიღლები, დავრეკავ 112-ზე და ვეღარ მოვდივარ, მიშველეთ, ვკვდები მეთქი biggrin.gif

ასვლას აქვს მუღამი, ახალი ადგილების ნახვას, თპორე ჩამოსვლა მომაბეზრებელია ყოველთვის.

სასტავი ცხენებში იხდის ფულს და ცხენებში ფულის გადახდას ვერტმფრენის გამოძახება და უფასოდ მგზავრობა არ ჯობია? biggrin.gif

Posted by: dega 21 Sep 2017, 17:18
Frankens†ein
მოემზადე დარტმისთვის
თორემ მაგ ამბის გამგონე 99 % მა ეგრე იფიქრა
უბრალოდ არ დაწერა
lol.gif

Posted by: ladylike 21 Sep 2017, 17:22

სიამოვნებით დავიკარგებოდი რამდენიმე დღით

Posted by: dola86 21 Sep 2017, 17:25
Frankens†ein
QUOTE
სასტავი ცხენებში იხდის ფულს და ცხენებში ფულის გადახდას ვერტმფრენის გამოძახება და უფასოდ მგზავრობა არ ჯობია?

თან "ტელევიზორშიც" იქნები
biggrin.gif

ladylike
QUOTE
სიამოვნებით დავიკარგებოდი რამდენიმე დღით

წამო, ერთად დავიკარგოთ

Posted by: Hitman2 21 Sep 2017, 17:27
ისე კი თუ მართლა მასეთი ტყუილი მოიგონეს, 112-ში ასე და ასე გვითხრესო, არ ყოფილან დახმარების ღირსები.
მოვალეობას რა ვუთხარი თორემ...

Posted by: Nunez de Balboa 21 Sep 2017, 17:30
QUOTE

QUOTE
მაგრად აცა-ბაცა დაყანყალებენ ეს ბავშვები სადაც აუდგებათ იქ

აბა აბა
ნწუ ნწუ ნწუ
რა უნდათ სალაშქროდ? 3000+ მეტრზე? თან 70 ლიტრიანი ჩანთებით, კარვებით... ფეხით დადიან დაჟე და სუფთა ჰაერსაც სუნთქავენ
არ ჯობია ჯიპზე ამხედრდნენ და საცობიან ქუჩებში პადიეზდებში აბირჟაონ

პს
დროშა დავკიდე  
უკან მდინარე, რიონის სათავეები...

ვეტმფრენი გამოიძახეთ სიარული რომ დაგეზარათ?!

პ.ს. ჩემი 13 წლის შვილი დადის, მაგრამ გამოცდილი გამყოლები ჰყავთ. სახეს იხევენ და არ წკმუტუნებენ.

პ.პ.ს მე თავად მთასვლელი ვარ და ვიცი რაც ხდება. შესცეს ამ მაშველებს. თოვლია, ვულკანია, მეწყერი ჩამოწვა თუ რა გინდა რომ იძახებ?!... კარგი ამინდია, არაფერი ხდება, ასწი ტრაკი და იარე.

Posted by: dega 21 Sep 2017, 17:31
ყველა საუბარი იწერება სამაშველოში,,,
იმათ ადგილზე დავდებდი მაგ ჩანაწერს
და ტყუილისთვის კაი ჯარიმებს ავარტყამდი თუ მართლა იტყუებიან

Posted by: Frankens†ein 21 Sep 2017, 17:34
Perfecto_77
QUOTE
რა კომენტარებია, ტეხავს, ლაშქრობაში არასოდეს ყოფილხართ ეტყობა და ადვილად ლაპარაკობთ. ჯიპიესიც შეიძლება ვერ იჭერდეს, უამრავ ადგილზე ვერ იჭერს ან ურევს, გზის გამოგნებაც ზოგადად ადვილი საქმე არაა. არ ვიცი კონკრეტულად თრუსოს ხეობაში რა ხდება და ვისი ბრალია, მარა ამ თემაზე ღლიცინი და ღადაობა მაგრად ტეხავს.

თან ერთი ცუდად არისო და უნდა დაეხმარონ სასწრაფოდ.

შენ ყოფილხარ?
რა ჯიპიესი ვერ იჭერდეს, ყველგან იჭერს ჯიპიესი.
ჯიპიესი კი არა დარეკეს ტიპებმა სამაშველოში და პოსტიც დადეს ფეისბუქზე, მაშველებს ვკიდივართო biggrin.gif

ცუდად ყოფნა რა არის, დაიღალა და ცუდად ვარ ვეღარ მივდივარო?

გამოყვანით უნდა გამოიყვანონ მაგ დროს (მართლა რო დაიხოცონ, უბედურება დატრიალდება), მაგრამ ხარჯებიც უნდა აანაზღაურებინონ.
როცა ადამიანი სიცოხლისთვის საშიშ ვითარებაშია, მეწყერ ან ზვავსაშიშ ზონაშია, მოტეხილობა აქვს და ვერ მოდის, სხვა საქმეა, მაგრამ "ვაიმე დავიღალეზე" არ უნდა მიდიოდეს ვერტმფრენი უფასოდ.

dega
გუშIნ რო გეუბნებოდი იმ ტბაზე, გურიაში და ერთი დღისთვის ძნელია, დიდი მთაა გადასავლელ გადმოსავლელიო, წავალ მაინც და უკანა გზაზე დავრეკავ 112-ზე და გადმომაფრენენ ვერტმფრენით smile.gif

ფორუმზე დამიჭირე მხარი, თემა გახსენი ხალხი იღუპება და არავინ შველისო biggrin.gif

პ.ს. ერთი ძველი ამბავი გამახსენდა, სადღაც 2005 წლის smile.gif
პატრული ახალი შემოსული იყო, მთელი პიარებით და გადაცემა პატრულებით biggrin.gif
ხო და ჩემმა ძმაკაცმა განგრეულმა მთვრალმა გააჩერა პატრული სადღაც ვარკეთილისკენ და თემქაზე გამიყვანეთ, ტელევიზორში ხო არის რო მიგყავთ ხალხიო biggrin.gif
სულ Y-ე ეძახეს biggrin.gif

Posted by: David_Gale 21 Sep 2017, 17:48
ჭკვიანი ხალხი ვართ ქართველები....

Posted by: kalekalebind 21 Sep 2017, 17:59
QUOTE
პ.ს. ერთი ძველი ამბავი გამახსენდა, სადღაც 2005 წლის
პატრული ახალი შემოსული იყო, მთელი პიარებით და გადაცემა პატრულებით
ხო და ჩემმა ძმაკაცმა განგრეულმა მთვრალმა გააჩერა პატრული სადღაც ვარკეთილისკენ და თემქაზე გამიყვანეთ, ტელევიზორში ხო არის რო მიგყავთ ხალხიო
სულ Y-ე ეძახეს

დაცვის პოლიციამ წამიყვანა ერთხელ მახსოვს მაგარ მძაფრ და თავსხმა საშინელ წვიმაში... კი ვიფიქრე, რატო ვჯდები, რისთვის ვჯდები, მაგრამ... ეხლა დღეს იმის მეხუთედი წვიმაც უკვე დიდი შეღავათი იქნებოდა ნაღდად... sad.gif sad.gif sad.gif

Posted by: Perfecto_77 21 Sep 2017, 18:55
Frankens†ein
QUOTE
შენ ყოფილხარ?
რა ჯიპიესი ვერ იჭერდეს, ყველგან იჭერს ჯიპიესი.

QUOTE
არ ვიცი კონკრეტულად თრუსოს ხეობაში რა ხდება და ვისი ბრალია

QUOTE
მარა ამ თემაზე ღლიცინი და ღადაობა მაგრად ტეხავს.

ესაა და ეს smile.gif

Posted by: spider77 21 Sep 2017, 19:09
Frankens†ein
QUOTE
ტიპები დაიღალნენ, ნახეს ტბა და უკან დიდი მთის ავლა დაეზარათ
ეგ უღელტეხილები თოვლში მაქს ავლილ-ჩამოვლილი.
არაფერია მაგ ხეობაში ისეთი ადგილი, რომ გზის გაგრძელება გინდოდეს და ვერ აგრძელებდე, ფიზიკურად ვერ მოხვდები ეგეთ ადგილას.
გზის აბნევაც გამორიცხულია, ტელეფონი სადაც იჭერს, იქ რუკასაც ნახავ, საით უნდა წახვიდე, შენი გამოვლილი გზა თუ აღარ გახსოვს.
დაღლით დამღლელია კი, დიდი სიმაღლეების აღება-დაგდება გიწევს.
და მაგ დროს თავის მოკვლას და ქანცის გაწყვეტას არ ჯობია სამაშველოს დაურეკო და მიშველეთ, ვეღარ მოვდივარო?

რამდენჯერ ვყოფილვარ ისეთ სიტუაციაში დაღლილობისგან გადაკეტილი რო გაქვს და იმაზე ფიქრობ დავრჩები და რაც გინდა მომივიდეს, ვეღარ მივდივარო, მაგრამ მაინც გამონახავ თავში ძალას და აგრძელებ.

ეხლა რო დავიღლები, დავრეკავ 112-ზე და ვეღარ მოვდივარ, მიშველეთ, ვკვდები მეთქი

ასვლას აქვს მუღამი, ახალი ადგილების ნახვას, თპორე ჩამოსვლა მომაბეზრებელია ყოველთვის.

სასტავი ცხენებში იხდის ფულს და ცხენებში ფულის გადახდას ვერტმფრენის გამოძახება და უფასოდ მგზავრობა არ ჯობია?

აბსოლუტურად ყველა სიტყვას ვიზიარებ.

ერთ ასეთ მაგალითს მოვიყვან:
ვიცნობ მოხუც ცოლ-ქმარს, რომელთაც საკმაოდ შეძლებული შვილები ჰყავთ. მარტო ცხოვრობენ და სასწრაფოს იძახებენ მხოლოდ წნევის გასაზომად (იმ მომენტში ცუდად კი არ არიან, უბრალოდ, ისე).

Posted by: კალამი 21 Sep 2017, 19:34
კარგი იქნებოდა რო რამე კუნძულები გვქონოდა ბლომად

Posted by: Mopirmkrtalo 21 Sep 2017, 19:38
რა ქნეს აბა გადმოიყვანეს ? facepalm.gif

Posted by: GEORGEXIII 21 Sep 2017, 19:40
QUOTE
თქვენ ახვედით და თქვენ თვითონ ჩამოდითო

facepalm.gif facepalm.gif facepalm.gif

Posted by: chemisaqartvelo 21 Sep 2017, 19:47
QUOTE
გვითხრეს, ვერაფრით დაგეხმარებით, თქვენ ახვედით და თქვენ თვითონ ჩამოდითო

აი მამკალით და არა მჯერა მე ეს.

ცოდონი არიან დარჩენილები და აუცილებლად უნდა დაეხმაროს ვინმე sad.gif

Posted by: nika1792 21 Sep 2017, 19:52
QUOTE
გვითხრეს, ვერაფრით დაგეხმარებით, თქვენ ახვედით და თქვენ თვითონ ჩამოდითო“

მომკალი და არ მჯერა
ჩემ ირგვლივ ვისაც რამე დასჭირვებია ჯერ არავისთვის უთქვამთ ეგეთი რამე და რავი. დაგვიანებით შეიძლება დააგვიანდეთ მაგრამ ისე რომ საერთოდ არ წავიდნენ და თავში ქვა გიხლიათო ნაღდად არ გამიგია.

Posted by: white 21 Sep 2017, 19:53
QUOTE
გვითხრეს, ვერაფრით დაგეხმარებით, თქვენ ახვედით და თქვენ თვითონ ჩამოდითო

აი ამას
ეხლა კი არა, ან ნაცების დროს კი არა
ედიკას დროს არ ეტყოდნენ სამაშველო სამსახურში, ყველაფერი რომ გავერანებული იყო მაშინ

პ.ს. ეხლანდელი ტელეფონების GPS მტლად რკინაბეტონის ბუნკერში თუ არ ხარ იჭერს
რაც უფრო მარალზე ხარ გინდაც ხევში, მაინც იჭერს

Posted by: John Jolie 21 Sep 2017, 19:57
ერთხელ შატილიდან მოვდიოდით, დათვიჯვირის უღელტეხილამდე რამდენიღაცა კილომეტრში გაგვითავდა ბენზინი. ღამდებოდა და თან ამინდი ირეოდა და სასტიკად აცივდა sad.gif ხოდა დავრეკეთ სამაშველოში და წამოგვიყვაეს კიდეც და სასტუმროშიც დაგვაბინავეს, ბარისახოში. გადაგვყვნენ ზედ. ხოდა არ მჯერა მასე ეპასუხათ. იმ ღამეს კიდე ისეთი წარღვნა მოხდა, მთEლი დუშეთის რაიონი წაილეკა...

Posted by: narcoTOURIST 21 Sep 2017, 20:01
QUOTE (spider77 @ 21 Sep 2017, 19:09 )
ვიცნობ მოხუც ცოლ-ქმარს, რომელთაც საკმაოდ შეძლებული შვილები ჰყავთ.  მარტო ცხოვრობენ და სასწრაფოს იძახებენ მხოლოდ წნევის გასაზომად (იმ მომენტში ცუდად კი არ არიან, უბრალოდ, ისე).

ზუსტად იგივე სიტუაციაა ჩემთან, მეზობელი ქალი სულ იძახებს სასწრაფოს წნევაზე, თან მეზობლებს ასწავლის თქვენც ეგრე გააკეთეთო, 2 კვირის წინ ორჯერ გამოიძახა, 3 შვილი ყავს, რა გახდა ერთი 100 ლარიანი წნევის აპარატი.

ჯიპიესი ვერ იჭერსო და ფბზე პოსტები დადესო და თან მაშველებს დაურეკესო cry.gif

Posted by: Xoshgeldi 21 Sep 2017, 20:34
QUOTE (narcoTOURIST @ 21 Sep 2017, 20:01 )

ეგეთები უნდა დაააძინო დროზე ადრე spy.gif

Posted by: ირლანდია 21 Sep 2017, 20:49
შაბათ-კვირას მივდივარ თრუსოს ხეობაში, იედია იპოვნიან მამანდე. მაგრა ეგ უფრო უღელტეხილის მხარეს იქნებიან.
ისე მაგაზე ძალიან არაფერი ტეხავს რომ დაიკარგები. ფსიქოლოგიურად ინგრევი. თან გადაქანცულები იქნებიან.
დავიჯერო არავის აქვს ჯგუფში რუკა?
მობილურისთვის ბევრი აპლიკაციაა, რომელიც ოფლაინ რეჟიმში მუშაობს

Posted by: JapAnn 21 Sep 2017, 21:54
QUOTE
სამაშველო სამსახურში გუშინვე დავრეკეთ, გადავეცით ჩვენი მდებარეობის მონაცემები, მაგრამ ამ დრომდე არავინ მოსულა. გვითხრეს, ვერაფრით დაგეხმარებით, თქვენ ახვედით და თქვენ თვითონ ჩამოდითო“,

კარის საკეტი გამიფუჭდა ბინაში და ბრიგადა მოვიდა, 10მდე მაშველი. ექვს კაცს ვინ დაკარგავს სადღაც ტყეში და ვინ მიატოვებს გასაჭირში? მართლა დაუჯერებელია.
რატომ წერენ ასეთ რაღაცეებს, საკვირველია.

Posted by: jmm75 21 Sep 2017, 22:00
white
QUOTE

პ.ს. ეხლანდელი ტელეფონების GPS მტლად რკინაბეტონის ბუნკერში თუ არ ხარ იჭერს
რაც უფრო მარალზე ხარ გინდაც ხევში, მაინც იჭერს

ბევრს "ნავაროჩენი" ტელეფონი კი უჭირავს, მაგრამ GPS-ი არც გაუგია, თუმცა მეეჭვება ლაშქრობის მოყვარულ ხალხში
ეგეთები იყვნენ.

Posted by: fenrirhowls 21 Sep 2017, 22:03
QUOTE (Frankens†ein @ 21 Sep 2017, 17:12 )
ტიპები დაიღალნენ, ნახეს ტბა და უკან დიდი მთის ავლა დაეზარათ biggrin.gif
ეგ უღელტეხილები თოვლში მაქს ავლილ-ჩამოვლილი.
არაფერია მაგ ხეობაში ისეთი ადგილი, რომ გზის გაგრძელება გინდოდეს და ვერ აგრძელებდე, ფიზიკურად ვერ მოხვდები ეგეთ ადგილას.
გზის აბნევაც გამორიცხულია, ტელეფონი სადაც იჭერს, იქ რუკასაც ნახავ, საით უნდა წახვიდე, შენი გამოვლილი გზა თუ აღარ გახსოვს.
დაღლით დამღლელია კი, დიდი სიმაღლეების აღება-დაგდება გიწევს.
და მაგ დროს თავის მოკვლას და ქანცის გაწყვეტას არ ჯობია სამაშველოს დაურეკო და მიშველეთ, ვეღარ მოვდივარო?

რამდენჯერ ვყოფილვარ ისეთ სიტუაციაში დაღლილობისგან გადაკეტილი რო გაქვს და იმაზე ფიქრობ დავრჩები და რაც გინდა მომივიდეს, ვეღარ მივდივარო, მაგრამ მაინც გამონახავ თავში ძალას და აგრძელებ.

ეხლა რო დავიღლები, დავრეკავ 112-ზე და ვეღარ მოვდივარ, მიშველეთ, ვკვდები მეთქი biggrin.gif

ასვლას აქვს მუღამი, ახალი ადგილების ნახვას, თპორე ჩამოსვლა მომაბეზრებელია ყოველთვის.

სასტავი ცხენებში იხდის ფულს და ცხენებში ფულის გადახდას ვერტმფრენის გამოძახება და უფასოდ მგზავრობა არ ჯობია? biggrin.gif

მგლის ან დათვის საშიშროება არ არის ღამით მანდ?

Posted by: guriaaa 21 Sep 2017, 22:10
ტყუილა აგინებთ მაგ ბავშვებს რა...

ყელიწადი დამწყებთათვის საკმაოდ რთული მარშრუტია...
თრუსოდან ჯერ ხორისარის უღელტეხილზე უნდა ახვიდე..3550 მეტრზე და მერე კიდე 200 მეტრი აიწიო

მაგ 200 მეტრს 2 საათი მაინც სჭირდება...ნისლი თუ გაიჩითა ვაფშე პიზდეცია, შეიძლება თეთრი არაგვის ხეობაში ამოყო თავი...

ამათ კიდე ორი გოგო ჰყოლიათ და ერთს ფეხი უღრძვია..ვეღარ დადიოდა.. მთაში ნებისმიერს შეიძლება ეგეთი რამ დაემართოს
შანსი არ ჰქონდათ მაშველების გარეშე უკან დაბრუნების..GPS-იც ჰქონდათო ასე მითხრეს

შუადღესვე იპოვეს და ჩამოიყვანეს..საკმაოდ რთული მონაკვეთიდან ვერტმფრენმა ყველა მოძრავი ბაგირით მოხსნა...

http://www.picz.ge

http://www.picz.ge

http://www.picz.ge

http://www.picz.ge

Posted by: Xoshgeldi 21 Sep 2017, 22:16
ამდენი ფული დაიხარჯა მაგათ ტრანსპორტირებაში და მე რატომ უნდა ვიხდიდე ჩემი
გადასახადიდან ვიღაცის ყიალში ფულს?

ეს გოგო კიდე, ფეხი რომ აქვს შეხვეული, სარკეში ჩაიხედოს, მივიდეს კოსმოტოლოგთან
და ქალს დეემსგავსოს

რა თქმა უნდა ძალიან გამიხარდა რომ გადარჩნენ
და ყველას მოგიწოდებთ თრუსოს ხეობის ნახვას სეკასის განურჩევლად, ახალგაზრდობაში მეც მიბორიალია ოღონდ გამოცდილ ტურისტუჯ ჯგუფთან ერთად სპორტსკ

კარგი ახლაგაზრდები ჩანანნ ხელი მოემართოთ

Posted by: spider77 21 Sep 2017, 22:23
guriaaa
QUOTE
შანსი არ ჰქონდათ მაშველების გარეშე უკან დაბრუნების..GPS-იც ჰქონდათო ასე მითხრეს

შუადღესვე იპოვეს და ჩამოიყვანეს..საკმაოდ რთული მონაკვეთიდან ვერტმფრენმა ყველა მოძრავი ბაგირით მოხსნა...

ხომ არ გაქვთ ინფორმაცია, მართლა უთხრეს თავიდან მაშველებმა, როგორც ახვედით ისე ჩამოდითო?
შეიძლება სიტყვები მეშლება, მაგრამ შინაარსი ხო ასეთი იყო (მობილით ვპოსტავ და ზუსტ ლინკს ვერ ამოვაგდებ, ამ თემის პირველივე პოსტში წერია).

რაღაც არ მჯერა ესეთი რამე და უფრო განწირულის უღირს ქმედებად მიმაჩნია, რომელსაც უნებლიედ სჩადის, რომ აუცილებლად მიიპყროს ხალხის ყურადღება, უეჭველად შველის იმედით.

საინტერსოა, დაუსვან ჟურნალისტებმა ეს კითხვა.

Posted by: dega 21 Sep 2017, 22:28
მოდაში შემოვა ახლა მასე დარეკვები და ვინმს მართლა რომ დაჭირდება მერე არ დაიჯერებენ.,...
დახმარება გინდა შე უბედურო და კიდევ აგინებ??
ბოდიში მაინც მოიხადონ იმ განცხადებისთვის

Posted by: K0lin 21 Sep 2017, 22:33
Xoshgeldi ფულის დედაც ვატირე მთავარია გადარჩნენ. ალალი იყოს ჩვენი ფული მაგათზე.

მადლობა ყველას ვინც ამ ოპერაციააში მიიღო მონაწილეობა.

Posted by: guriaaa 21 Sep 2017, 22:36
QUOTE (Xoshgeldi @ 21 Sep 2017, 22:16 )
ამდენი ფული დაიხარჯა მაგათ ტრანსპორტირებაში და მე რატომ უნდა ვიხდიდე ჩემი
გადასახადიდან ვიღაცის ყიალში ფულს?

მაგ ლოგიკით

ისლანდიელებს გულფოსის ჩანჩქერში (!) დაკარგული ქართველი ბიჭის ცხედარი უნდა დაეკიდებინათ
და ეკითხათ რამდენი დაგვიჯდება ქართველის პოვნაო..?

არადა ლამის ერთი თვე ეძებდნენ
არც ვერტმფრენები გაუჩერებიათ და არც მყვინთავები

Posted by: Precursor 21 Sep 2017, 22:43
Frankens†ein
QUOTE
რამდენჯერ ვყოფილვარ ისეთ სიტუაციაში დაღლილობისგან გადაკეტილი რო გაქვს და იმაზე ფიქრობ დავრჩები და რაც გინდა მომივიდეს, ვეღარ მივდივარო, მაგრამ მაინც გამონახავ თავში ძალას და აგრძელებ.

ჩემი ძმაკაცი როშკის აღმართს რომ შეუდგა, 40 გრადუსი სიცხე ჰქონდა, მაგრამ ვირზე შეჯდა - სანამ აბუდელაურზე არ ავალ, არ გავჩერდებიო და მიუხედავად ამინდის მკვეთრი ცვლილებისა, ოფლში გახვითქული ავიდა ტბებზე და როცა გაისინჯა სიცხე, ნორმაში ჰქონდა! ჩამოსვლისთანავე ხოტბა შეასხა ჩემი წინაპრების ჯადოსნურ მხარეს და ამერიკიდან ჩამოტანილი ბულეტ რაიც მომართვა... მე კი ვიცოდი, რომ იქაურ ენერგეტიკაზე მეტად კაცის ნებელობას აქვს ძალა, მარა მაინ შევიფერე - სილვესტერ სტალონეს მადლმა... biggrin.gif

Posted by: Rayleigh 21 Sep 2017, 22:50
QUOTE (Xoshgeldi @ 21 Sep 2017, 22:16 )
ამდენი ფული დაიხარჯა მაგათ ტრანსპორტირებაში და მე რატომ უნდა ვიხდიდე ჩემი
გადასახადიდან ვიღაცის ყიალში ფულს?

ეს გოგო კიდე, ფეხი რომ აქვს შეხვეული, სარკეში ჩაიხედოს, მივიდეს კოსმოტოლოგთან
და ქალს დეემსგავსოს

რა თქმა უნდა ძალიან გამიხარდა რომ გადარჩნენ
და ყველას მოგიწოდებთ თრუსოს ხეობის ნახვას სეკასის განურჩევლად, ახალგაზრდობაში მეც მიბორიალია ოღონდ გამოცდილ ტურისტუჯ ჯგუფთან ერთად სპორტსკ

კარგი ახლაგაზრდები ჩანანნ ხელი მოემართოთ

შეგიძლია საქართველოს მოქალაქეობაზე უარი თქვა, შესაბამისად არ გადაიხდი მსგავს რაღაცეებში ფულს
უფ მაინც რა არის რა ეს პრავასლანიკური, კეთილი გული
<3

Posted by: Xoshgeldi 21 Sep 2017, 23:03
Патриот Всегда ранен. Но не убит

Posted by: borjgali1964 21 Sep 2017, 23:25
იჟოგა'' მაქვს საშინელი.
რა ვქნა, დავრეკო თუ თვითონ მიხვდებიან, რომ მომიტანონ ბორჯომი, სანამ კუჭი გამხეთქია..(((

არც ვერტმფრენს ვითხოვ და არაფერს.
ხარჯი თითქმის ნულოვანია, ჯერ.
თუ გამისკდა კუჭი, მერე დაზღვევა დაფარავს და სახელმწიფო იზარალებს.

ბორჯომის ფულსაც გადავუხდი 1,3 ლ.

მაგათი მათხოვარი კი არა ვარ.

პ.ს.
მისამართი:
გაქცეულ პატრიოტთა ჩიხი N 5

Posted by: baqari1001 21 Sep 2017, 23:36
რეებს წერთ ვინ ხართ ვინ გაგზარდათ ამის დედა ვატირე
თბილ დივნებს არ გაცელილხართ უმეტესი და ღადაობთ აქ
იცით მაინც სად არის ყელიწადის ტბა ან რა რელიეფია მანდ?
ფუ რა ამაზრზენები ხართ ზოგიერთი

2 წლის წინ იგივე მომივიდა მე, 8-ნი ვიყავით, მაგრამ ბევრად უარესს სიტუაციაში
სამაშველოში რომ დავრეკეთ და უთხარით მარტო ვერტმფრენი მოვა-თქო აქ არ დაგვიჯერეს
გამოგზავნეს ქვეითი სამაშველო ჯგუფები
ვერც ერთი რომ ვერ მოვიდა ჩვენამდე და დარწმუნდნენ, რომ მართლა ვერტმფრენი იყო საჭირო ღია ტექსტით გვითხრეს
4000 ლარი ჯდება ვერტმფრენის აფრენა და გადავწყვიტავთ, ღირს თუ არა
რვანი ვიყავით, ანუ ადამიანი 500 ლარი ღირდა თუ არა მაგას ფიქრობდნენ
ასე რომ ამის მერე ეს პასუხი ნამდვილად არ მიკვირს
* * *
Xoshgeldi
QUOTE
ამდენი ფული დაიხარჯა მაგათ ტრანსპორტირებაში და მე რატომ უნდა ვიხდიდე ჩემი
გადასახადიდან ვიღაცის ყიალში ფულს?

facepalm.gif facepalm.gif საიდან ესეთები ამის დედა ვატირე ადამიანის სიცოცხლეზეა ლაპარაკი და ესენი ფულს ჩივიან
* * *
fenrirhowls
QUOTE
მგლის ან დათვის საშიშროება არ არის ღამით მანდ?

დათვი შემხვდა, მგელი არაა მანდ ძაან კლდიანი ადგილია

Posted by: Xoshgeldi 21 Sep 2017, 23:50
baqari1001
QUOTE
ვერც ერთი რომ ვერ მოვიდა ჩვენამდე და დარწმუნდნენ, რომ მართლა ვერტმფრენი იყო საჭირო ღია ტექსტით გვითხრეს4000 ლარი ჯდება ვერტმფრენის აფრენა და გადავწყვიტავთ, ღირს თუ არარვანი ვიყავით, ანუ ადამიანი 500 ლარი ღირდა თუ არა მაგას ფიქრობდნენასე რომ ამის მერე ეს პასუხი ნამდვილად არ მიკვირს * * *

ეგ გასაგებია და მერე რა მოხდა მერე, გქონდათ ჯიბეში პა პიცოტ ლარი თუ შენ მოგკლეს ბაბუ

Posted by: baqari1001 21 Sep 2017, 23:56
Xoshgeldi
ნუ გეშინია
შენი გადასახადების ხარჯი არ ვიკატავე ვერტმფრენით
მეც საკმარისს ვიხდი იმ ვერტმფრენს რომ ჰყოფნოდა

Posted by: narikuda 22 Sep 2017, 00:00
ფეისბუქში ხომ კარგად გამოაჭენეს და გამოლანძღეს სამაშველო სამსახური? ესე იგი ტელეფონი უმუშავებდათ და შესაბამისად მაპიც.
ასეთ გადასარევ მზიან ამინდში თურმე გზა ვერ გაიკვლიეს.
დაიღალნენ გოგოები და დარეკეს მოდით წაგვიყვანეთო. ეგაა და ეგ

baqari1001
მანდ მაგ გაგანია მზიან მოწმენდილ ამინდში სიცოცხლეს საფრთხე ემუქრებოდა?
კარვებიც ქონდათ და ყველაფერიც. აბა ლაშქრობა რანაირად წარმოედგინათ მაგათ? აირბენდნენ და ჩამოირბენდნენ?

Posted by: la reine 22 Sep 2017, 00:09
თქვენი შვილები ყოფილიყვნენ, ვნახავდით როგორ იჭიკჭიკებდით.

ოხ ეს ხოშგელდი მაცემინა გემოზე რა.

ამაზრზენი კაცი.

Posted by: baqari1001 22 Sep 2017, 00:09
narikuda
QUOTE
მანდ მაგ გაგანია მზიან მოწმენდილ ამინდში სიცოცხლეს საფრთხე ემუქრებოდა?
კარვებიც ქონდათ და ყველაფერიც. აბა ლაშქრობა რანაირად წარმოედგინათ მაგათ? აირბენდნენ და ჩამოირბენდნენ?

ბიჯო რატო არ გინდათ სხვა თვალით შეხედოთ მაგას
8 დღეზე იყო ტური გათვლილი და მე-11 დღე იყო სამაშველოშI რომ დავრეკეთ
ეს 3 დღე ლუკმა არ გვქონდა არც ერთს ნაჭამი და თან მაინც ვმოძრაობდით არ ვჩერდებოდით
წვიმაც იყო სეტყვაც იყო რამდენიმე დღე საერთოდ ვერ გავშრი სველს მეძინა სველი დავდიოდი
და როცა უკვე სხვა გზა არ იყო მაშინ დავრეკეთ სამაშველოში
მაგრამ ყველას თავისი ლიმიტი აქვს და შესაძლებლობები
იმის გამო, რომ ვიღაცას არასწორი წარმოდგენა ჰქონდა ლაშქრობაზე ან ვერ გათვალა საკუთარი შესაძლებლობები სასიკვდილოდ ხო არ დატოვ?

ნამდვილად არ ვიცი ამათ რა უჭირდათ და რა არა, თუ მართლა მოიტყუეს სრულად უნდა მოეკითხოს პასუხიც მაგაზე, მაგრამ ესე ცალსახად როგორ ამტყუვნებთ უმეტესობა აქ
ან რა იცი ეხლა ხორისარზე 3000 მეტრზე მაღლა მზიანი ამინდია თუ არა

Posted by: Elizbari1995 22 Sep 2017, 00:13
QUOTE (FLEA_ @ 21 Sep 2017, 13:17 )
მთა ვაკის პარკი ჰგონიათ. წაპარტყუნდებიან უაზროდ. ან კომპასი არა აქვთ ან ერთი გონიერი,არ ახლავთ ვინმე?. მაგრამ რომელიმე თუ მართლა ცუდად ჰყავთ კი უნდა უშველონ,თუ ტრუხაა და ჯარიმა .

შენ შენს ხრუშოვკაში რო ხარ გამოკეტილი და მაქედან ჭკუას არიგებ სხვებს, ადექი და გარეთ გადი ნახე შენი ქვეყანა რა ლამაზია (არ ხარ ღირსი აქ ცხოვრების მარა მაინც) და თუ დაიკარგები ვინმეს იმედი უნდა გქონდეს, უშეცდომო არავინაა

* * *
QUOTE (narcoTOURIST @ 21 Sep 2017, 20:01 )
QUOTE (spider77 @ 21 Sep 2017, 19:09 )
ვიცნობ მოხუც ცოლ-ქმარს, რომელთაც საკმაოდ შეძლებული შვილები ჰყავთ.  მარტო ცხოვრობენ და სასწრაფოს იძახებენ მხოლოდ წნევის გასაზომად (იმ მომენტში ცუდად კი არ არიან, უბრალოდ, ისე).

ზუსტად იგივე სიტუაციაა ჩემთან, მეზობელი ქალი სულ იძახებს სასწრაფოს წნევაზე, თან მეზობლებს ასწავლის თქვენც ეგრე გააკეთეთო, 2 კვირის წინ ორჯერ გამოიძახა, 3 შვილი ყავს, რა გახდა ერთი 100 ლარიანი წნევის აპარატი.

ჯიპიესი ვერ იჭერსო და ფბზე პოსტები დადესო და თან მაშველებს დაურეკესო cry.gif

გპს სხვაა და ტელეფონის დაჭერა სხვა, შეიძლება ერთი იჭერდეს და მეორე ვერა,, მთაში მეც ხშირად მქონია შემთხვევა რო დავკარგულვარ მიუხედავად იმისა რო გპსიც იჭერდა და ტელეფონიც

მარა სამაშველოში რომ მოვკვდე მაინც არ დავრეკავ დამამადლიან ხო ვიცი facepalm.gif
სამაშველო იმიტო ქვია რომ უნდა უშველო ადამიანს.
ცარიელია საქართველო სადაა დასაკარგი ახალგაზრდობა.

ბლიად vik.gif დახმარებას გამადლიან. თბილისელი ყავაწრუპია ხრუშოვკაში გამოკეტილი სომეხთან ნაჯვარი კვერცხები vik.gif vik.gif vik.gif vik.gif vik.gif vik.gif

Posted by: თოვლი_ 22 Sep 2017, 00:25
გოგოების ლაშქრობებში წაყვანა აიკრძალოს და ბიუჯეტიც დაიზოგება

Posted by: narikuda 22 Sep 2017, 00:26
baqari1001
QUOTE
ან რა იცი ეხლა ხორისარზე 3000 მეტრზე მაღლა მზიანი ამინდია თუ არა

ხომ ნახე შე კაცო სურათები? მზე კი არა იმენა უმზესი იყო.
წამოწოლილს ხედავ რომელიმეს ტარტალიოტში? არა. ზიან ჩვეულებრივად. ესე იგი მძიმედ არავინ არ იყო.
მე რაც ვნახე და დაიწერა იქედან ვაკეთებ დასკვნებს. თუ სხვა რამე იყო დაიწერება სადმე და იმასაც ვიტყვით.

მე ასე მგონია რომ ლაშქრობაზე თუ მიდიხარ. ცოტა მოთმინება და ნებისყოფა უნდა იქონიო. მასე ლომისაზე რომ ავდიოდით ხოლმე გოგოები შუა გზიდან ბრუნდებოდნენ. ვაი დედას ძახილით. კაით რა.
თუ მართლა ჭირდათ რამე მაშინ მე ბოდიშს ვიხდი.

Elizbari1995

QUOTE
ბლიად  დახმარებას გამადლიან. თბილისელი ყავაწრუპია ხრუშოვკაში გამოკეტილი სომეხთან ნაჯვარი კვერცხები

საიდან ამხელა აგრესია თბილისელებზე. დაგჩაგრა ვინმემ და კომპლექსი გაწუხებს თუ რატომ გვაყენებ შეურაცყოფას?

Posted by: Elizbari1995 22 Sep 2017, 00:27
QUOTE (Xoshgeldi @ 21 Sep 2017, 22:16 )
ამდენი ფული დაიხარჯა მაგათ ტრანსპორტირებაში და მე რატომ უნდა ვიხდიდე ჩემი
გადასახადიდან ვიღაცის ყიალში ფულს?

ეს გოგო კიდე, ფეხი რომ აქვს შეხვეული, სარკეში ჩაიხედოს, მივიდეს კოსმოტოლოგთან
და ქალს დეემსგავსოს

რა თქმა უნდა ძალიან გამიხარდა რომ გადარჩნენ
და ყველას მოგიწოდებთ თრუსოს ხეობის ნახვას სეკასის განურჩევლად, ახალგაზრდობაში მეც მიბორიალია ოღონდ გამოცდილ ტურისტუჯ ჯგუფთან ერთად სპორტსკ

კარგი ახლაგაზრდები ჩანანნ ხელი მოემართოთ

რამდენს იხდი გადასახადს თვეში რო? შენს გარდა საბედნიეროდ სხვა ნორმალურებიც იხდიან რომელიც არ წუწუნებენ.

არ გამოვიდა საქართთველოს მარჩენალი აქა. facepalm.gif facepalm.gif facepalm.gif

Posted by: dega 22 Sep 2017, 00:34
ფორუმი ვერ ისწავლეს
ვერც სოცქსელები
რომ კითხო 21 საუკუნეში არიან
ხოშგელდის პოსტი ვერ გაიგეთ
თუ უბრალოდ ლიჟბი თუ არ გევასება ვინმე პრიჩინა ნახო და გადაუარო?smile.gif
პ.ს
დარმუნებული ვარ პირადად მე, რომ
ხოშგელდის თქვენზე მეტად გაუხარდა მაგ ბავშვების გამოყვანა
და თქვენზე მეტი ჰუმანური პიროვნებაცაა(ნუ მორალისტებს ვგულისხმობ რა)

Posted by: datunia93 22 Sep 2017, 00:35
ვიხსენით საჯიშე გოგო ბიჭები? აი ეგრე, მტრის ჯინაზე ზღაპრულ სუფრას გავშლით biggrin.gif

Posted by: la reine 22 Sep 2017, 00:37
dega

ვერ გავიგეთ თორემ ეგეც არ გვყავდეს ჰესე და ჯოისი.

კვერცხობებს წერს ხოლმე, აღიარეsmile.gif

Posted by: melodyman/ 22 Sep 2017, 00:40
Elizbari1995
QUOTE
დახმარებას გამადლიან. თბილისელი ყავაწრუპია ხრუშოვკაში გამოკეტილი სომეხთან ნაჯვარი კვერცხები 

no.gif

ბანი

Posted by: wwwshnik 22 Sep 2017, 00:41
უნდა დახმარებოდნენ მათი ვალია

მარა

თქვე კაი ადამიანებო

თუ ტრაკი არ გაქვთ იქ ასვლის და რისკებს არ ითვალისწინებთ რაღას ადიხართ მაშველების იმედზე?

ბევრი მაგალითი ვიცი და თამამად შემიძლია ვთქვა რომ უმეტესობას ლაშქრობის მოყვარულს, თავიანთ თავზე დიდი წარმოდგენა აქვს,,

აქ ასვლას რა უნდა, იქ ვარ ნამყოფი და ეს რა არის, არ მეშინია, და ა,შ

საერთოდ არ გისმენენ

წელსაც ზუსტად იგივე შემემთხვა, "მოლაშქრეთა ჯგუფს" რომელიც 4 ადამიანისგან შედგებოდა ,გავაცანი ერთი საინტერესო ტყე სიგრძე-სიგანეში 13-15 კმ იქნება, და შევთავაზე გაგყვებით და საინტერესო ადგილებს განახებთ , იმ ადგილებს სადაც ათეული წლებია ფეხი არავის დაუდგამს მეთქი რამდენიმე მონადირის გარდა ..

ამ ტყეში დავდივარ ბავშვობიდან სანადიროდ,ჩემს ნათესავ რეინჯერებს მივყვებოდი ხოლმე, და როცა გავიზარდე დამოუკიდებლადაც მივდიოდი, მთელი ტყის ეკო სისტემა კარგად მაქვს შესწავლილი და ვუთხარი როცა გადაწყვეტთ წავიდეთ მეთქი. ჩაიწერეს ჩემი ნომერი , გადის 3 დღე და მირეკავენ შუაღამეს, კარავი გავშალეთ და ამ ტყეში ვართ მარა ძაან გვეშინია აქ დარჩენა რაღაცეები დადიანო.. რა უნდა მეთქვა როგორმე ცეცხლი დაანტეთ და გამთენიისას ამა და ამ ადგილას დაგხვდებით მანქანით ეხლა ვერაფერს გიშველით მეთქი .. მაგ ოჯახაშენებულებმა მკითხეს რომ კარავის გაშლა შეიძლებოდა იქ? ან დარჩენა? თავისით მიიღეს გადაწყვეტილება და რამე რომ მოსვლოდათ მეც შარში ვიქნებოდი და ისინით რა თქმა უნდა..

Posted by: EDENA 22 Sep 2017, 00:52
.......................................................................................................................

Posted by: Cosmonomad 22 Sep 2017, 00:56
რა ადგილას გაიჭედნენ, ხო არ იცით ვინმემ?

Posted by: GEORGEXIII 22 Sep 2017, 01:05
იქაური მაცხოვრებლწბიც არ წავიდნენ მოხალისედ?

Posted by: George Best :) 22 Sep 2017, 01:07
QUOTE
ბლიად  დახმარებას გამადლიან. თბილისელი ყავაწრუპია ხრუშოვკაში გამოკეტილი სომეხთან ნაჯვარი კვერცხები

მაგ სიტყვების გამო დახმარების კი არა,მანდ დატოვების და იმენა შიმშილით სიკვდილის ღირსი Elizbari1995

Posted by: Luka251 22 Sep 2017, 01:23
გამოცდილებას მიიღებენ და მეორეჯერ უფრო გააზრებულად წავლენ. მთავარია მშვიდობით და ჯანმრთელად არიან. ხო და ეხა ნაღრძობ ფეხზე არ გამომეკიდოთ biggrin.gif

Posted by: baqari1001 22 Sep 2017, 01:25
GEORGEXIII
QUOTE
იქაური მაცხოვრებლწბიც არ წავიდნენ მოხალისედ?

სადაა მანდ მაცხოვრებლები რო?

Posted by: la reine 22 Sep 2017, 01:29
Luka251

დადე შენი პროფესიონალური და ღრმად გააზრებული ანალიზი პუტანკებზე და გამოგეკიდებიან კი არა სულ ხელისგულზე გატარებენlol.gif

facepalm.gif
lol.gif

Posted by: Luka251 22 Sep 2017, 01:33
QUOTE (la reine @ 22 Sep 2017, 01:29 )
Luka251

დადე შენი პროფესიონალური და ღრმად გააზრებული  ანალიზი პუტანკებზე და გამოგეკიდებიან კი არა სულ ხელისგულზე გატარებენlol.gif

facepalm.gif
lol.gif

გოგოებში თუ ასეთ პოპულარობას მოიპოვებდა დს ინტერესს გააჩენდა ეგრეთწოდებული პუტანკების თემა ნაღდად არ მეგონა biggrin.gif ფაქტია რო რაც მოხდა გამოუცდელობის ბრალია

Posted by: la reine 22 Sep 2017, 01:39
Luka251

შენ ეგა თქვიlol.gif

აუ იცი რაზე მეცინებოდა? აი კაცებმა რომ იციან... ერთი ყვება, ათი უსმენსbiggrin.gif ზუსტად ეგ იყო, ოღონდ ვირტშიlol.gif

ვაოფებ და გამიბრაზდებიან გული მიგრძნობსuser.gif

Posted by: Misley 22 Sep 2017, 01:43
მადლობა ღმერთს რომ გადარჩა ყველა უვნებელი

ერთია რომ ჭკუის სასწავლებელი იქნება, მათთვისაც და ფოე ფოე მოქალაქეებისთვის რომლებსაც დრაგი არ აქვთ ესეთი სერიოზული ლაშქრობების

და მეორე ეს ძველი თაობა ერთიანად ხართ მოსაშთობი ამ ქვეყნიდან, იგივე იდეოლოგიას რომ უნერგავთ მომავალს

Posted by: shavi_kheli 22 Sep 2017, 01:45
QUOTE
ვერაფრით დაგეხმარებით, თქვენ ახვედით და თქვენ თვითონ ჩამოდითო“,

lol.gif lol.gif lol.gif

Posted by: Luka251 22 Sep 2017, 01:47
QUOTE (la reine @ 22 Sep 2017, 01:39 )
Luka251

შენ ეგა თქვიlol.gif

აუ იცი რაზე მეცინებოდა? აი კაცებმა რომ იციან... ერთი ყვება, ათი უსმენსbiggrin.gif ზუსტად ეგ იყო, ოღონდ ვირტშიlol.gif

ვაოფებ და გამიბრაზდებიან გული მიგრძნობსuser.gif

არც მატყუარა მეთევზესავით დამიწერია იქ არაფერი დ არც მეზღაპრე მონადირესავით biggrin.gif ჩემი გამოცდილება გემოვნება და შთაბეჭდილებები გავუზიარე ხალხს biggrin.gif შენ უნდა გენახა სანამ დაიხურებოდა ჩემთან პირადში რა ხდებოდა biggrin.gif

Posted by: borjgali1964 22 Sep 2017, 02:20
Mისლეყ
QUOTE
მეორე ეს ძველი თაობა ერთიანად ხართ მოსაშთობი ამ ქვეყნიდან, იგივე იდეოლოგიას რომ უნერგავთ მომავალს

========
))))
ვახ.

ეიგიზმსა აქვს ადგილი+სთეითებს გვჩაგრავენ.)))))

პ.ს.
ნეტავ რამდენი წლის იქნება, ,,ზველი ტაობის" მოძულე)))

Dა ახალი თაობა რა მიჯნიდან იწყება?

პ.სს.
ხავსს ვებღაუჭები.
))

Posted by: MASU 22 Sep 2017, 06:35
მერკელს უთავაზეთ ბანი მაშველების ტყუილად გალანძღვისათვის.

Posted by: GEORGEXIII 22 Sep 2017, 08:27
baqari1001
ახლომახლო ვიგულისხმე პირველი დასახლება რომელიცააა თორემ ზედ თრუსოში რა უნდა

Posted by: Alameda 22 Sep 2017, 10:00
Perfecto_77
QUOTE
ჯიპიესიც შეიძლება ვერ იჭერდეს,

რომელი ჯიპიესია ასეთი, რომ ვერ იჭერდეს biggrin.gif ან თქვი ერთი ადგილი მაინც, სადაც ვერ დაიჭირა.

გზის გამოგნებას რაც შეეხება, როცა რაღაც წერტილზე მიდიხარ და იმავე გზით უკან დაბრუნებას ვერ ახერხებ, უნდა იარო ტურებზე.

საქართველოში არსად დაიკარგები, თუ დილეტანტი არ ხარ, არსებობს ტოპო რუკები და წინასწარ შეიძლება ნახო ტერიტორია და გონივრულად დაგეგმო მარშრუტი.

QUOTE
თუ, ნისლია ვერსად წახვალ..
თუ, გაწვიმდა ჩამონაშალი გაქვს ფეხში და ორი მეტრი წინ ათი უკან გიხდება..
თუ, ვინმე დაშავდა ზურგით ვერავინ ათრევს..

ნისლისთვის არსებობს ჯიპიესი. თან მთელი დღით ნისლი არსად წვება, გაიფანტება და გააგრძელებ გზას.
მყინვარიდან პლატოზე ჩამოვედით ნისლში, ჯიპიესით. არც გზა აგვრევია და არც ნაპრალში ჩავარდნილა ვინმე.

ლაშქრობაში რომ წვიმა წამოგეწევა და ფეხი აგისრიალდება, სამაშველოში არ უნდა დარეკო. რთული მისახვედრი არაა მგონი.

Posted by: JapAnn 22 Sep 2017, 10:01
Xoshgeldi
QUOTE
ეს გოგო კიდე, ფეხი რომ აქვს შეხვეული, სარკეში ჩაიხედოს, მივიდეს კოსმოტოლოგთან
და ქალს დეემსგავსოს

აიი, რატომ??? sad.gif 'სადაც გინდა და რასაც გინდა იმას დაწერ' თუ 'საკუთარი აზრი დააფიქსირე'?
ტეხავს, მაგრად!

Posted by: FLEA_ 22 Sep 2017, 10:09
Elizbari1995
მოვლილი მაქვს ,უზრდელო ,მთაც და ველიც.
და ვიცი როგორი არაპუნქტუალური ,გულგრილი და ნაგავი ხდება ქართველი ლაშქრობაზედ.
20 კაცში ერთი თუ გამოჩნდა ნორმალური ,უნდა ჩათვალო რომ ლაშქრობა შედგა.
ისე უზრდელობიზა უნდა დაგარეპორტო.

ვუი

დაუბანიხარ უკვე მელოდიას

ა ეგრე
)

Posted by: Alameda 22 Sep 2017, 10:12
guriaaa
QUOTE
ისლანდიელებს გულფოსის ჩანჩქერში (!) დაკარგული ქართველი ბიჭის ცხედარი უნდა დაეკიდებინათ

გალფოსის ჩანჩქერს და ამ ადგილს ადარებ ერთმანეთს? smile.gif
https://images.weserv.nl/?url=www.picz.ge/img/s2/1709/21/2/2e53c69938ac.jpg

Posted by: Frankens†ein 22 Sep 2017, 10:21
https://images.weserv.nl/?url=www.picz.ge/img/s2/1709/21/2/2e53c69938ac.jpg

გაიჭედნენ, ვერც წინ მიდიოდნენ, ვერც უკანო smile.gif

რა ეტყობა მაგ ადგილს ეგეთი smile.gif
მე როგორც მგონია (შეიძლება ვცდები) უკვე ბოლო ბილიკზე დგანან, რო გაყვნენ ჩავლენ კეტრისში.
საშინელი დაღმართია, ფერდზე მიდიხარ ნელ-ნელა, მარჯვნივ მდინარის ხევია.
ბალახზე ფეხი ცურავს და ძაან უნდა იფრთხილო.
ჩახვალ კეტრისში და იქაც არაფერი მოდის მანქანა, სადღაც 10 კმ უნდა იარო ფეხით.
მაგრამ მონასტერია მანდ და შეგიფარებენ რამე რო იყოს.

ხო და მაგრად ეზარებოდათ მაგ ძნელ გზაზე სიარული და გამოიძახეს ვერტმფრენი smile.gif
თორე მაქედან არც გზა აგებნევა უკვე და არც ისეთი გზაა რო ვერ გაიარო (თუ არ ვცდები და სხვა ადგილი არაა, მაგრამ არ ვცდები მგონი).

წინა გვერდებზე დაწერა რომელიღაც იუზერმა, წნევის გასაზომად რო იძახებენ სასწრაფოს, დაახლოებით ეგეთი შემთხვევაა.

სამაშაველო უნდა გავიდეს უეჭველი, მაგრამ თუ დადგინდა რომ არ იყო საჭიროება, უნდა აანაზღაურებინონ ხარჯები.

ამ შემთხვევაში ყველაზე კარგი იქნებოდა ფეხით ან მაქსიმუმ ცხენით გაეშვათ მაშველები, ხო ვერ აგნებთ გზას და ჩვენ გიჩვენებთო biggrin.gif

Posted by: Alameda 22 Sep 2017, 10:32
Frankens†ein

+1

ამ დროს უკან უნდა გაბრუნდეს ვერტმფრენი და ესენი, მინიმუმ, დააჯარიმონ smile.gif

Posted by: narikuda 22 Sep 2017, 12:05
borjgali1964
QUOTE
პ.სს.
ხავსს ვებღაუჭები.

მეც ჩამაბღაუჭე. ისე ქალის ხავსი მირჩევნია biggrin.gif biggrin.gif

Posted by: Cosmonomad 22 Sep 2017, 12:30
მოტრიალებულ მინდორზე დგანან და რატო ვერ მიდიან ვერც წინ და ვერც უკან? biggrin.gif
თუ მართლა ფეხი იღრძო ვინმემ, გაუჭირდებოდა იმ დაღმართში სიარული, მაგრამ მაინც მაღვალოკიბს ამბავი მგონია მეც, დაეზარათ ჩამოსვლა. biggrin.gif

ანდა ესიკომით თუ ჩამოდიოდნენ, სადაა იქ გასაჭედი ადგილი.
ივლისის პირველ ნახევარში ვიყავი მე, მდინარე რაც ჩამოდის, გაგიჟებული მოდიოდა და ის რო არ გადამელახა, სულ ფერდ-ფერდ ვიფორთხე კარგა დიდი მანძილი. არაფერი გაუვალი და გასაჭედი არ სჭირს მაგ ხეობას, ახლა მით უმეტეს წყალი პატარაა, ორი კვირის წინ იყვნენ მეგობრები, ის საჯანდაბე მდინარე ვერ ვიცანი ისეთი პატარა იყო, გადავიდოდნენ ჩვეულებრივად და შედარებით ნორმალურად ივლიდნენ

Posted by: Alameda 22 Sep 2017, 12:46
QUOTE
ანდა ესიკომით თუ ჩამოდიოდნენ, სადაა იქ გასაჭედი ადგილი.

არსიქომის წყლის ბოლო ნაწილი ძალიან რთულია ასასვლელად. ზედა ტრავერტინებიდან დაახლოებით 8 საათი დამჭირდა ასაცოცებლად და ლამის ორ ტონიანი ლოდის ქვეშ მოვყევი. იშლება ყველაფერი.
ჩამოსვლასაც დიდი დრო დაჭირდება, მაგრამ უსაშველო არაა.

ეგ არ გავს მაგ ადგილს smile.gif რაც ფოტოზე ჩანს, საკმაოდ კარგი სასიარულოა.

Posted by: FLEA_ 22 Sep 2017, 12:56
და ტობაზე რო ბიჭი მიატოვეს ,დაკარგულია ხო დღემდე ? ვერ იპოვეს ხო?

Posted by: SabaGEO 22 Sep 2017, 13:01
Perfecto_77
QUOTE
ჯიპიესიც შეიძლება ვერ იჭერდეს, უამრავ ადგილზე ვერ იჭერს

დამიჯერე თუ გამოქვაბულში არ არიან, არ არსებობს ადგილი დედამიწაზე სადაც ჯიპიესი ვერ დაიჭერს, სხვა ამბავია გამოყენება თუ არ იციან ან დაუჯდათ smile.gif

Posted by: Cosmonomad 22 Sep 2017, 13:06
Alameda

QUOTE
არსიქომის

არსიქომი მდინარეს ქვია თუ ხეობას? biggrin.gif მე ვიცოდი, რომ ესიკომი ერქვა და იმ უღელტეხილს უკვე ტბაზე რომ გადადიხარ ესის უღელტეხილი. რუკებზე ასე ეწერა და : ((

წყლის ბოლო ნაწილში რომელს გულისხმობ, მაღლა იქეთ, ორი მდნიარე რომ ერთდება, სანამ მაქამდე მიხვალ? აი, დიდი ტრავერტინები რომაა, გარკვეულ ნაწილზე ასე თუ ისე ბილიკი მიდის, ცხვრის ნავალი მაინც ეტყობა, ამ ბილიკიდან გადიხარ რაღაც პატაარა მდელოსავით, სადაც არის დიდი ტრავერტინები და მჟავე წყლები, ამ ტრავეტინებს რომ გავცდი ცოტა და მაქედან ის ორი მდნირე რომ ერთდება, სულ ფერდ-ფერდ ვიფორთხე. თან ეს ფერდი არის დაღარული და ზოგან ძალიან ციცაბო, თოვლის ნადნობი ჩამოდის ალბათ იქედან და არის კლდიანი მასა, იმ კლდიან ადგილებზე როგორ ვიარე, არ მახსოვს, ერთდაერთი ის ვიცოდი, რომ აუცილებლად ტბამდე უნდა მიმეღწია. მე ორგზსი ნაფორხი ვარ თან, ოქროყანიდან არ ავსულვარ. მაგ ხეობით ავედი და მაქედანვე ჩამოვედი. biggrin.gif

Posted by: niktagva 22 Sep 2017, 13:06
narikuda
QUOTE
ბლიად  დახმარებას გამადლიან. თბილისელი ყავაწრუპია ხრუშოვკაში გამოკეტილი სომეხთან ნაჯვარი კვერცხები

საიდან ამხელა აგრესია თბილისელებზე. დაგჩაგრა ვინმემ და კომპლექსი გაწუხებს თუ რატომ გვაყენებ შეურაცყოფას?

ავატარზე შეხედე. მაგასთან იქნება ნაჯვარი.

Posted by: baggins 22 Sep 2017, 13:38
baqari1001

შემთხვევით მწვანე ზებრით ხომ არ იყავით მაშინ? აწუნთაზე

Posted by: Alameda 22 Sep 2017, 13:42
Cosmonomad
ჯეოლენდის რუკებზე არსიქომი აწერია, ამ ხეობას გულისხმობ, ხო?
საბჭოთა რუკებზე გადავამოწმებ და კარტოგრაფიის დეპარტმენტს რა უწერია მაგასაც ვნახავ biggrin.gif

» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «

მე უღელტეხილზე გადავედი, რაღაც პატარა ტბასთან და უკან დავბრუნდი. ჯგუფის ორმა წევრმა ვერ იარა, ცოტა ქვემოთ მელოდებოდნენ.
მომავალ წელს ისევ მაგ გზით უნდა ავიდე და ჩამოვიდე biggrin.gif ოქროყანიდან არ წავალ მაინც :დ

Posted by: borjgali1964 22 Sep 2017, 13:51
QUOTE (narikuda @ 22 Sep 2017, 12:05 )
borjgali1964
QUOTE
პ.სს.
ხავსს ვებღაუჭები.

მეც ჩამაბღაუჭე. ისე ქალის ხავსი მირჩევნია biggrin.gif biggrin.gif

ეგენი აღარ მახსოვს-
დიდი-დიდი, 2-3 პარასკევი მაქვს დარჩენილი და ეს ახალგაზრდა და ენერგიული, მაჩქარებს, მიდი, ჰა , თუ მიდიხარ, რას ზოზინობო..))))

რა გინდა რომ ქნა?
facepalm.gif

შაშკინელების თაობა იქნება.
yes.gif
old.gif

=========
ვიბუჯურებ ჩემთვის ჩუმად, კუთხეში თქო და ნეტ, გავარიტ..
კანტრაბანდისტ

@30ფრუნზიკა

Posted by: Cosmonomad 22 Sep 2017, 14:06
Alameda
ჯეოლანდის რუკას მე აღარ ვენდობი :დ ჯიპიესში მაგათი რუკა მაქვს, სამასი ლარი მივაფშვნიტე და იქ საერთოდ არ აწერია ამ ხეობას არაფერი და კატიწვერაზე მიწერდა დოლომისიაო და კატიწვერა საერთოდ არაა აღნიშნული. ხეობის სახელი ვიკიმაპიაზე ვნახე მერე,იქ აწერია ესიკომი და უღელტეხილს ესი.

QUOTE
მე უღელტეხილზე გადავედი, რაღაც პატარა ტბასთან და უკან დავბრუნდი.

ანუ არჩვების ტბაზეც იყავი გადასული? :დ

აი, ტრავერტინი რაც გაქვს აღნიშნული, მაქედან იმ ორი მდინარის შესართავამდე ვიფორთხე ფერდებზე. მერე იმ შესართავიდან ერთი რესკი აღმართია, გორასავითაა,ადიხარ იმ გორაზე და მერე იწყება დიდი ლოდები და სულ მაღლა უკვე ნაშალები, რო ცურავს, ისეთი ნაშალი.
ამ ფერდებზე სიარულმა ძაან დიდი დრო წაიღო და ძაალიან დავიღალეთ, თითქმის ერთი დღით გადავამეტეთ რაც გვქონდა გათვლილი.

Posted by: Eric 22 Sep 2017, 14:17
რამე თვითგადარჩენის ორიენტირების კურსები რომ გაიხსნას სადმე კარგი იქნებოდა

თორემ ჯერ სულ სახლებში და უბნებში ისხდნენ
ეხლა კლდეებიდან ვეღარ ჩამოყავთ
დისციპლინას და კულტურას შემოიტანს სანამ ცუდი მოხდა რამე ტიპა - რა საყვარელი დათვის ბელიააა?

Posted by: narikuda 22 Sep 2017, 14:20
borjgali1964
QUOTE
2-3 პარასკევი მაქვს დარჩენილი და ეს ახალგაზრდა და ენერგიული, მაჩქარებს, მიდი, ჰა , თუ მიდიხარ, რას ზოზინობო..))))

მერე უთხარი მე კი წავალ მაგრამ, შენ რა შიბაქი შეგრჩება ხელში მაგასაც დაინახავთქო biggrin.gif

Posted by: Alameda 22 Sep 2017, 14:38
Cosmonomad
PM მოგწერე

არჩვებზე ვერ მოვხვდებოდი, ყელიწადამდეც არ მივსულვარ.
ესის უღელტეხილზე, ხორისარის ჩრდილო-დასავლეთით არის პატარა გუბე, მაგაზე გითხარი biggrin.gif

ფერმასთან არის მდინარეზე გადასასვლელი. მერე შესართავამდე ბილიკი მიდის და შესართავიდან მარჯვენა მხარეს რომ აუყვები, პატარა მყინვარით შეგიძლია გადახვიდე მდინარეზე. ტრავერტინებამე არ დავსველებულვართ და არც დიდი დრო დაგვჭირვებია. ფერმიდან დაახლოებით საათნახევარში ავედით.

აი ის ნაშალი მართლა საშინელებაა, ორნი აგადავედით უღელტეხილზე :დ

Eric
გაზაფხულზე იქნება კურსი
http://www.aisiforce.org/word/?page_id=408

უფასოა, რა თქმა უნდა

Posted by: Cosmonomad 22 Sep 2017, 14:47
Alameda
ტრავეტინების იქეთ სად მიდის ბილიკი, სააად? სულ ციცაბო ფერდია, ან მეორე მხარეს უნდა გადახვიდე და შედარებით ნორმალური სასიარულოა, ან ასე ფერდზე იარო. ბილიკი არის მაგ ტრავეტინებამდე, ისიც ცხვრების და მეცხვარეების ნავალია, მაგის იქეთ აღარ აგვყავს ცხვარიო, ასე გვითხრა ჩვენ იქ მეცვხარემ და არც ბილიკი ჩანდა იქ. ვაბშე ზემოთ თუ იყო რამე, ეგ არ ვიცი.
ეგ ლოდები და ნაშალები ხო ავიარე, მე ივლისის დასაწყისში ვიყავი და ჯერ კიდევ თოვლი იყო. აი, ის ესის უღელტეხილი ვაბშე დათოვლილი იყო, მარტო წვერზე იყო მომდნარი თოვლი და, ავდივარ, ავდივარ, 4-5 ნაბიჯი მაქვს დარჩენილი და მთავრდება უკვე თოვლი, დამიცდა ფეხი და სულ ბოლოში ჩავსრიალდი ისევ :დ უფრო სწორად ისე მომეწონა დასრიალება, ვეღარ მოვიაზრე რო ფეხით ამინც მეცადა შეჩერება :დ
ტბიდა რომ ამოვედი, მერე პირდაპირ დავსრიალდი biggrin.gif

Posted by: Alameda 22 Sep 2017, 15:20
Cosmonomad
დაიცა კაცო, ტრავერტინების იქით არც დამიწერია.
ფერმიდან შესართავთან მიდის ბილიკი, ფორთხვა არ გიწევს. მერე მარჯვენა მხარეს აუყვები (მდინარის მიმართ მარჯვენა მხარეს ვგულისხმობ, ანუ შენგან მარცხნივ biggrin.gif), ჩამოწოლილ თოვლზე გიწევს გადასვლა.
მანდ რომ გადახვალ, ქვებზე უნდა იარო სანამ ისევ ბილიკზე დაბრუნდები.
ტრავერტინებამდე ახვალ მაგ ბილიკით და მერე უკვე ნაშალი ფერდობი იწყება. მანდ რა თქმა უნდა არ არის ბილიკი.

აბანოდან პირდაპირ მდინარის მარჯვენა მხარეს რომ იარო, მაგ შემთხვევაში მოგიწევს ფორთხვა.

Posted by: Frankens†ein 22 Sep 2017, 15:27
QUOTE (FLEA_ @ 22 Sep 2017, 12:56 )
და ტობაზე რო ბიჭი მიატოვეს ,დაკარგულია ხო დღემდე ? ვერ იპოვეს ხო?

"მიატოვეს" ცოტა არასწორად ჟღერს.
სასტავი მიდიოდა და დაიღალა ეს და საკმაოდ უსაფრთხო ადგილას უთხრა ჯგუფის წევრებს, წადით თქვენ და მე დავისვენებ ცოტას და დაგეწევითო.
და აღარ ავიდა და მერე დაუწყეს ძებნა და ვეღარ იპოვეს.
არადა არ არის მაგ ადგილას ისეთი რელიეფი რო აგებნეს გზა და სხვაგან მოხვდე.
არც გადასაჩეხებია.
მმაშველებიც ეძებდნენ, მოლაშქრეებიც, ადგილობრივი მწყემდებიც, მაგრამ ვერანაირ კვალს ვერ მიაგნეს.
ვერც ტანსაცმლის ნაგლეჯს, ვერც სისხლს.
სად გაქრა ეგ ბიჭი არაბინ იცის.
სადაც შეიძლება გადეხვია, ყველაფერი გადაჩხრიკეს კაი დიდ რადიუსზე.
და არაფერი.
ცოტა ბუნდოვანია მაგ ბიჭის დაკარგვა.

Posted by: FLEA_ 22 Sep 2017, 16:39
Frankens†ein

არ უნდა დატოვო ტყეში არავინ. ჯგუფი რომ მიდის ერთად უნდა იყვნენ. იქნებ მგელი დაესხა ,იქნებ დათვი?
მას რაც არ უნდა ეთქვა ,წესია ასეთი ,არცერთი არ უნდა მოისაკლისო თვალში. ვინც იყო მაგ გასვლის მეთაური და ჩამკეტი მაგათ კისერზეა მინიმუმ ,თუ ყველაზე არა.

Posted by: Frankens†ein 22 Sep 2017, 17:25
FLEA_
QUOTE
არ უნდა დატოვო ტყეში არავინ. ჯგუფი რომ მიდის ერთად უნდა იყვნენ. იქნებ მგელი დაესხა ,იქნებ დათვი?

ზოგადად არასწორია მარტო გამოუცდელი ადამიანის დატოვება ლაშქრობაში, მაგრამ "მიატოვეს" სულ სხვა რაღაცაა.
"მიატოვეს" არის როცა დახმარება სჭირდება კაცს და დაიკიდებ, გააგრძელებ გზას და დატოვებ, რაც უნდა ის უქნიაო.

აქ სხვა რაღაცა იყო.
არ იყო წესით ისეთი გზა, სადაც შეიძლება რამე მოსვლოდა და დატოვეს თვითონ ამ ბიჭის სურვილის გამო.
ეგონათ რო დაისვენებდა და დაეწეოდა ჯგუფს.

არაერთხელ მქონია შემთხვევა რო მეც დავრჩენილვარ მარტო.
მითქვამს თანამგზავრებისთვის რო ევლოთ და ცოტა ხანში დავეწეოდი, დასვენების ან 10-15 წუთიანი წაძინების შემდეგ.
მაგ დროს შენც დარწმუნებული უნდა იყო შენ თავში და სხვებიც უნდა გენდობოდნენ.
ისიც არასწორია, რო მთელი ჯგუფი შეაჩერო შენი დაღლილობის გამო.

Posted by: la reine 22 Sep 2017, 17:29
QUOTE (FLEA_ @ 22 Sep 2017, 12:56 )
და ტობაზე რო ბიჭი მიატოვეს ,დაკარგულია ხო დღემდე ? ვერ იპოვეს ხო?

კვირის პალიტრაში იყო დედის წერილი შვილს ეძებდა, მგონი ტობაზე დაიკარგა, მაგ ბიჭზე ამბობ ხო?
მეც გამახსენდა ეს ამბავი სხვათა შორის.
ალბათ ვერ იპოვეს, თორემ დაწერდნენ სადმე რამესsad.gif

Posted by: Eric 22 Sep 2017, 17:31
FLEA_
QUOTE
არ უნდა დატოვო ტყეში არავინ. ჯგუფი რომ მიდის ერთად უნდა იყვნენ. იქნებ მგელი დაესხა ,იქნებ დათვი?
მას რაც არ უნდა ეთქვა ,წესია ასეთი ,არცერთი არ უნდა მოისაკლისო თვალში. ვინც იყო მაგ გასვლის მეთაური და ჩამკეტი მაგათ კისერზეა მინიმუმ ,თუ ყველაზე არა.

up.gif

Posted by: GEORGEXIII 22 Sep 2017, 17:40
რა ქნეს უშველეს ამ ხალხს გამოიყვანეს?

Posted by: FLEA_ 22 Sep 2017, 19:35
Frankens†ein
QUOTE
მაგ დროს შენც დარწმუნებული უნდა იყო შენ თავში და სხვებიც უნდა გენდობოდნენ.
ისიც არასწორია, რო მთელი ჯგუფი შეაჩერო შენი დაღლილობის გამო.

შეაჩერო რას ჰქვია ? მატარებელზე აგვიანდებათ?
რაღაცნაირი ახალი წესებია საქართველოში, მისდღემში რომ არსად ყოფილა ისეთი. ერთს რომ ფეხი გადაუბრუნდეს ტყეში უნდა დატოვონ და გაიქცნენ დაასტუკონ ტობაზე ან საცა მიდიან ?
ალპინისტები მთაში რომ ადიან ,ერთს რო უჭირს ან ვარდება იშლება ასვლა ,ბრუნდებიან უკან. ასეა ეს..
გეუბნები იოლად უყურებთ ყველაფერს ,არასერიოზულები ხართ. არა კომპასი ,არა ელემენტარული ცოდნა თვითგადარჩენის ან პირველი სამედიცინო დახმარების და ნახირივით მიტასაობენ ვაკის პარკში ჰგონიათ თავი. მე არ მახსოვს საქართველოში ,ნორმალურად ორგანიზებულ ლაშქრობაში ვყოფილიყავი. სულ ნერვების წყვეტა იყო რა.. ჰოდა ,შევეშვი კიდეც.

Posted by: Cosmonomad 22 Sep 2017, 21:13
FLEA_
ყველაფერში გეთანხმები, რაც დაწერე ზემოთ, მაგრამ არ მესმის, რატომ უნდა შეეშვა ლაშქრობას, როცა ვიღაც ვერ აკეთებს ნორმალურ ორგანიზებას

Posted by: ირლანდია 22 Sep 2017, 21:31
ხვალ მივდივარ 2 დღით თრუსოს ხეობაში. ხომ არავინ აპირებთ ამ შაბათკვირას ასვლას?
კარგი რამე სილამაზეა

Posted by: FLEA_ 22 Sep 2017, 21:32
Cosmonomad
ვიღაც არა ,ყველაა
თითო ოროლა ამინდს ვერ ქმნის მასაში.
როგორი დაულაგებელი ცხოვრებაცაა საქართველოში ,ორჯერ უფრო დაულაგებელია ლაშქრობაში ხალხი და სულ რომ ანგელოზი გგონია ციდან მოვლენილი ან ვაჟკაცი კაცი ,ისეთებს ჩაატარებენ ხოლმე ,ჭირვეული ბავშვი რა მოსატანია.
ძალიან მიშველა თავის დროზე გასვლებმა ,დეპრესიიდან გამომიყვანა ,მაგრამ მეორე უკიდურესობაში გადამაგდო. მუდამ ნერვების თხრა , უპასუხისმგებლობასთან ბრძოლამ დამღალა. მერე მანქანა ვიყიდე . ჩავისვამდი ორ -სამ ადამიანს და მივდიოდით კარვებით საცა მინდოდა ,სტრესის გარეშე მოკლედ.

Posted by: Frankens†ein 22 Sep 2017, 21:34
QUOTE (FLEA_ @ 22 Sep 2017, 19:35 )
Frankens†ein
QUOTE
მაგ დროს შენც დარწმუნებული უნდა იყო შენ თავში და სხვებიც უნდა გენდობოდნენ.
ისიც არასწორია, რო მთელი ჯგუფი შეაჩერო შენი დაღლილობის გამო.

შეაჩერო რას ჰქვია ? მატარებელზე აგვიანდებათ?
რაღაცნაირი ახალი წესებია საქართველოში, მისდღემში რომ არსად ყოფილა ისეთი. ერთს რომ ფეხი გადაუბრუნდეს ტყეში უნდა დატოვონ და გაიქცნენ დაასტუკონ ტობაზე ან საცა მიდიან ?
ალპინისტები მთაში რომ ადიან ,ერთს რო უჭირს ან ვარდება იშლება ასვლა ,ბრუნდებიან უკან. ასეა ეს..
გეუბნები იოლად უყურებთ ყველაფერს ,არასერიოზულები ხართ. არა კომპასი ,არა ელემენტარული ცოდნა თვითგადარჩენის ან პირველი სამედიცინო დახმარების და ნახირივით მიტასაობენ ვაკის პარკში ჰგონიათ თავი. მე არ მახსოვს საქართველოში ,ნორმალურად ორგანიზებულ ლაშქრობაში ვყოფილიყავი. სულ ნერვების წყვეტა იყო რა.. ჰოდა ,შევეშვი კიდეც.

ხო, აგვიანდებათ.
საბანაკემდე უნდა მიაღწიონ თავის დროზე.
და თუ ვეღარ ქაჩავ, ან უნდა დაბრუნდე უკან, ან კიდევ დაისვენო და დაეწიო ხალხს.
ყველას რო დააღამდეს, ეგაა სწორი?

და ალპინიზმს რო ადარებ ლაშქრობას, ეგ ხო არასწორია საერთოდ.
მთაში თოკში ჩაბმული მიდიხარ, დაზღვევა გჭირდება.

ლაშქრობა სულ სხვა რაღაცაა...

ტობაზე არ ხარ ნამყოფი და არ იცი.
მანდ კაცმა რო გითხრას ცოტას დავისვენებ და დაგეწევითო, არანაირი პრობლემა არაა რო დატოვო.

მანდ რაღაც სხვა მოხდა.

ტიპი ვერც ცოცხალი იპოვეს, ვერც მკვდარი, ვერც ტანსაცმლის ან სისხლის კვალი, ვერც ძვლები.
რასაც ქვია გადაჩხრიკეს იქაურობა.

Posted by: kalekalebind 22 Sep 2017, 21:37
QUOTE
მანდ რაღაც სხვა მოხდა.

ტიპი ვერც ცოცხალი იპოვეს, ვერც მკვდარი, ვერც ტანსაცმლის ან სისხლის კვალი, ვერც ძვლები.
რასაც ქვია გადაჩხრიკეს იქაურობა.

ვიღაცამ მაგ ჯგუფიდან ბევრი ნახა ბევრი მოისმინა ბევრს შეესწრო და არაფერს ამბობს

ან კიდევ იმ დაკარგულად მიჩნეულმა ახალგაზრდამ ფრენა ისწავლა და კამარა შეკრა და სხვა ქედზე გადაფრინდა

პ.ს.პოლიციაში ორჯერ ვარ დაკითხვაზე ნამყოფი. ერთხელ გამოკითხვაზე... ზოგი ისეთი შეგხვდება რომ ყველაფერში გედავება და ყველაფერი საეჭვო, უცნაური და ორაზროვანი და ურთიერთგამომრიცხავი გონია. yes.gif

Posted by: Cosmonomad 22 Sep 2017, 21:41
FLEA_
ეგ უნდა მეთქვა მეც, არაა საჭირო მაინც და მაინც ჯგუფებს გაყვე და 15-20 კაცში გაითქვიფო. მე სულ სამჯერ წავყევი ჯგუფს და სამივეჯერ ნერვები დამაწყდა, ვიღაცას აქ არ ეხოშება კარვის გაშლა, ვიღაცას იმ დროს არ შია, როცა უნდა ჭამო, ვიღაცა ჩამორჩება და უნდა ელოდო, ვიღაცა ღამე არ გაძინებს, ვიღაცას დალევის ან მოწევის მუღამი აქვს და სხვა მრავალი. ამიტომ არაა საჭირო ჯგუფებთან ერთად სიარული, თუკი რაღაც სასწაულად რთულ ადგილას არ მიდიხარ, სადაც გამოცდილი გამყოლი აუცილებელია. შეგიძლია შეკრიბო შენი ჭკუის სამი-ოთხი კაცი და გემრიელად ისიამოვნებ მეგობრების ვიწრო წრეში და იმით, რასაც გაძლევს ლაშქრობა, ბოდიალი, თუნდაც სახის ახევამდე სიარული და ა.შ.

Posted by: FLEA_ 22 Sep 2017, 21:42
Frankens†ein
მთაში ,ტყეში ,ველზე ყველგან ერთი პრინციპია. მარტო ჯგუფის არცერთი წევრი არ უნდა დარჩეს.
გეუბნები ვაკის პარკში გასეირნება გგონიათ თქო.
ტობაზე არ ვარ ნამყოფი,ეგ მართალია ,მარა სულ რომ მოსწორებული მინდორი იყოს ადამიანი მარტო არ უნდა დატოვო ,გაიგე?

Posted by: maxo127 22 Sep 2017, 22:29
FLEA_
QUOTE
მთაში ,ტყეში ,ველზე ყველგან ერთი პრინციპია. მარტო ჯგუფის არცერთი წევრი არ უნდა დარჩეს.

არაა ეგრე, რომ ყველგან ერთი პრინციპია. მარტო მთა სამ ტიპად შეიძლება გაყო - ადვილი, იგივე ტობა - აქ კაცის დატოვება პრობლემა არაა, გინდ იმისთვის რომ მერე დაგეწიოს, გინდ აქეთობას რომ გაიყოლო, გინდ თვითონ დაბრუნდეს. იქ უამრავი ხალხი ირევა, გზის დაბნევის, მტაცებლების ან სხვა რამე საშიშროება არ არსებობს.
არსებობს რთული სიტუაცია, სადაც ერთი უფრო ძნელად მოძრაობს, ან საერთოდ ვერ ივლის, ასეთ რთულ ადგილებში ალპინისტები არ ტოვებენ ერთმანეთს. მოყვარულები ეგეთებში არ დადიან.
და მესამე - განსაკუთრებით რთულები - იგივე ევერესტი, სადაც მოყვარულებიც ადიან, მარა იქ ყველა თავისთვისაა მაინც. ყოფილა შემთხვევები, თან არაერთი, მომაკვდავიც მიუტოვებიათ, და სწორიც უქნიათ, იმიტომ რომ იმ პირობებში ვინმეს დახმარების არავითარი რესურსი არაა, გინ დ აყვანის და გინდ ჩამოყვანის.

თემას რაც შეეხება, თუ მართლა ეგ დაწერეს, ეს არის რაღაც უმნიშვნელო პრობლემით დაპანიკებული ხალხის ისტერიული და უპასუხისმგებლო დაწერილი. იმდენ ხალხში ერთი როგორ არ ერია, ვისაც სმარტფონის გამოყენება ფეისბუკზე პოსტვის გარდა სხვა რამეშიც შეუძლია? სულ არ ვიცი რა მოხდა სინამდვილეში, მარა ჩვენი მაშველებისგან ეგეთ პასუხს არ მიიღებდნენ, და ეგეთი ბინძური ჭორი არ უნდა დაეწერათ მაშველებზე. ეგეთი ხალხი, ცხადია იქ არ უნდა დატოვო, კი უნდა წამოიყვანო, მარა თბილისამდე 10 კილომეტრით ადრე უნდა ჩამოყარო ტრანსპორტიდან და სუ წკნელის ქვეშ უნდა არბენინო სახლამდე

Posted by: FLEA_ 22 Sep 2017, 22:38
maxo127
QUOTE
არაა ეგრე,

ეგრეა.

ევერესტის ამბები ვიცით და ალპინისტების წესისაც ,თოკის გადაჭრას ვგულისხმობ. ლაშქრობა ნიშნავს ბევრი ადამიანის ერთ მარშრუტზე გადაადგილებას ,ორგანიზებულად.

გაიგე ? ორგანიზებულად. ორგანიზაცია სჭირდება და მომზადება და პასუხისმგებელი პირები. ასე დაადე თავი ღლონტის ღორივით და წადი ,არაა სწორი და იმიტო იკარგება ხალხი.
ექსკურსიებიდანაც დაკარგვიათ ბავშვები და იმ ბიჭის ტობას გზაზე მარტოდმარტოს მიტოვება ,საერთოდ არაფერში წერია ,მაგრამ ვერ გაიგებთ თქვენ ამას ,მენტალური პრობლემაა.

Posted by: giorgevich23 22 Sep 2017, 23:50
ნებისმიერ თანამედროვე სმარტფონს აქვს ჯიპიესი.
არსებობს ასობით ჯიპიეს პროგრამა.
არსებობს უფასო რუკები,რომელიც მაშინაც მუშაობს როცა ინტერნეტი არ გაქვს.
შეგიძლია ჩართო გზის დამახსოვრება და უპრობლემოდა დაგაბრუნებს უკან ,როცა მიუთითებ.
დღეს რო ზრდასრული ადამიანი სადმე დაიკარგები დიდი სირცხვილია.
ვინც იმას დაწერს მობილური იქნებ დაუჯდათო,power bank-გამოგონებულია ცნობისთვის-რომელიც მზეზეც იტენება,წელს კიდევ მზე ძალიან უხვად გვაქვს.

Posted by: baqari1001 23 Sep 2017, 01:48
baggins
QUOTE
შემთხვევით მწვანე ზებრით ხომ არ იყავით მაშინ? აწუნთაზე

კი, მარა აწუნთა სტარტი იყო. სამაშველო რომ მოვიდა სპეროზაზე ვიყავით
* * *
FLEA_
QUOTE
მერე მანქანა ვიყიდე . ჩავისვამდი ორ -სამ ადამიანს და მივდიოდით კარვებით საცა მინდოდა ,სტრესის გარეშე მოკლედ.

ხოდა გიპოვია გამოსავალი და რაღაზე იშლი ნერვებს
ჩვენც ეგრე 8 კაცი ვართ ჩვენით მივდივართ სადაც გვინდა და როგორც გვინდა არც არანაირი სტრესი და არც სხვაზე დამოკიდებულება

Posted by: chombe 23 Sep 2017, 01:54
დეეტიეთ, ბიძიკოებო, სახლში...
ლაშქრობა არა კვატა...
ნუ უხეთქავთ მშობლებს გულებს...
ტყე-ღრეში არ უტანტალია ბაბუაჩემის მამას ელისეი ივლიანოვიჩს, მარა 105 წელი ისე იცოცხლა, აჩქი არ უხმარია...

Posted by: tavadze 23 Sep 2017, 02:26
ამ შუაღამეზე ბოლო 3 გვერდს გადავხედე და მაინც ვერ გავიგე, გამოიყვანეს თუ არა... იქნებ დაწეროთ ვინმე მადლიანმა.

Posted by: baqari1001 23 Sep 2017, 02:35
tavadze
კი გამოიყვანეს.

Posted by: tavadze 23 Sep 2017, 11:18
baqari1001
QUOTE
tavadze
კი გამოიყვანეს.

ძალიან კარგი, დიდი მადლობა.

Posted by: Eric 23 Sep 2017, 11:45
FLEA_
QUOTE
როგორი დაულაგებელი ცხოვრებაცაა საქართველოში ,ორჯერ უფრო დაულაგებელია ლაშქრობაში ხალხი და სულ რომ ანგელოზი გგონია ციდან მოვლენილი ან ვაჟკაცი კაცი ,ისეთებს ჩაატარებენ ხოლმე ,ჭირვეული ბავშვი რა მოსატანია.

up.gif

maxo127
QUOTE
იგივე ტობა - აქ კაცის დატოვება პრობლემა არაა,

კაცი გაქრა
კიდევ არაა პრობლემა?

ტობაზე კი არა ერთი ქალაქიდან მეორე ქალაქში რომ მიდიხარ ჯგუფი იქ არ შეიძლება დატოვება კაცის
ხუთნი ჩახვედით? ხუთნი უნდა წამოხვიდეთ ან ხუთივე დარჩეთ
რავიცი მე ესე მასწავლეს თავის დროზე.

სამოქალაქოების ლაშრობებში ადამიანის დატტოვების ვარიანტი შეიძლება იყოს ერთადერთი, თუ ფიზიკურად დაზიანებულია და დატოვე იმისთვის რომ მაშველი მოიყვანო რადგან შენ ვერ ატარებ სხვადასხვა მიზეზების გამო.

ერთი კაცის დატოვება იმისთვის რომ დანარჩენებმა ბანაკში მიასწრონ - ამას ადრე სხვა სახელი ერქვა ხოლმე.

Posted by: RadioShack 23 Sep 2017, 12:15
QUOTE (Frankens†ein @ 21 Sep 2017, 17:12 )
ტიპები დაიღალნენ, ნახეს ტბა და უკან დიდი მთის ავლა დაეზარათ biggrin.gif
ეგ უღელტეხილები თოვლში მაქს ავლილ-ჩამოვლილი.
არაფერია მაგ ხეობაში ისეთი ადგილი, რომ გზის გაგრძელება გინდოდეს და ვერ აგრძელებდე, ფიზიკურად ვერ მოხვდები ეგეთ ადგილას.
გზის აბნევაც გამორიცხულია, ტელეფონი სადაც იჭერს, იქ რუკასაც ნახავ, საით უნდა წახვიდე, შენი გამოვლილი გზა თუ აღარ გახსოვს.
დაღლით დამღლელია კი, დიდი სიმაღლეების აღება-დაგდება გიწევს.
და მაგ დროს თავის მოკვლას და ქანცის გაწყვეტას არ ჯობია სამაშველოს დაურეკო და მიშველეთ, ვეღარ მოვდივარო?

რამდენჯერ ვყოფილვარ ისეთ სიტუაციაში დაღლილობისგან გადაკეტილი რო გაქვს და იმაზე ფიქრობ დავრჩები და რაც გინდა მომივიდეს, ვეღარ მივდივარო, მაგრამ მაინც გამონახავ თავში ძალას და აგრძელებ.

ეხლა რო დავიღლები, დავრეკავ 112-ზე და ვეღარ მოვდივარ, მიშველეთ, ვკვდები მეთქი biggrin.gif

ასვლას აქვს მუღამი, ახალი ადგილების ნახვას, თპორე ჩამოსვლა მომაბეზრებელია ყოველთვის.

სასტავი ცხენებში იხდის ფულს და ცხენებში ფულის გადახდას ვერტმფრენის გამოძახება და უფასოდ მგზავრობა არ ჯობია? biggrin.gif

მართალი იქნებოდი როარა ერთი ვითარება

ცუდად იყო ადამიანი, ერთი კაცის (გოგოს) დატოვება და 5-ის დაბრუნება მაგარი ვაჟკაცური საქციელია ? მეც მაგათ ადგილზე გამოვიძახებდი ვერტმფრენს, თუნდაც მხოლოდ იმ ერთი ადამიანისთვის

სამჯერ მყავდა ტურისტთა ჯგუფი ბორბალოზე და თან ერთხელ სულ პენსიონერები იყვნენ 20 ადამიანი
მეორეჯერ კიდევ ცოლქმარი იყო 2 წლის ბავშვით!

არც ტელეფონი იჭერდა და არც ვერტმფრენები იყვნენ მაშინ (10 წლის წინ) და ვნატრობდი ნეტა ვინმემ ფეხი არ იღრძოს თორე მერე სად უნდა მეძება იქ ტრანსპორტი, ხოდა თუ ეხლა არის სამაშველო ვერტმფრენი უნდა გვიხაროდეს კიარ უნდა გვერიდებოდეს მისი გამოძახება

Posted by: maxo127 23 Sep 2017, 15:33
ბიჯოო, დატოვებაში იმას კი არ ვგულისხმობ, რომ კაცი მთაში დატოვო და სახლში დაბრუნდე lol.gif

ვგულისხმობ, რომ არის მარტივი ადგილები (მოძრაობის სირთულის, საშიშროებების არსებობის და სხვა ასპექტების მიხედვით), სადაც შეიძლება კაცი დატოვო და წახვიდე - ის მერე ან დაგეწევა, ან აქეთობას გამოუვლი, ან მარტო დაბრუნდება.

რამდენად შეძლებს ის ან ერთს, ან მეორეს ან მესამეს, იქ უნდა გადაწყვიტო იმ სიტუაციაში. უბრალოდ, არაა აუცილებელი მთელმა ჯგუფმა მაინცდამაინც ერთად იაროს ორგანიზატორებით და პასუხისმგებელი პირებით გარშემორტყმულმა.

ოღონდ აქ ლაპარაკია იმენნა მარტივ ადგილებზე, და კიდევ ნორმალურ ხალხზე, რომელთაც თრუსოს ხეობისნაირ ადგილებში გზა არ აერევა ოცდამეერთე საუკუნეში.

3-5 კაცმა სადმე წასვლა რომ გადაწყვიტოს, სად უნდა ეძებონ ინსტრუქტორ-ორგანიზატორები და პასუხისმგებელი პირები? ესაა, რომ უნდა მიიკითხ-მოიკითხონ, რუკებს და სხვა ინფორმაციას გადახედონ, დაახლოებით უნდა იცოდნენ სად მიდიან, მართლა ღლონტის ღორივით არ უნდა დაადო თავი.

ახლა ახალი ვერსია გამოჩნდა, რომ ცუდად გამხდარა ერთერთი. ეს სულ სხვა სურათია, და სინამდვილეში რასთან გვაქვს საქმე ისევ არ ვიცით.

Posted by: David_Gale 23 Sep 2017, 15:59
ყველაფერში დილეტანტიზმი, სუბიექტურობა, საკუთარ თავზე მორგება.....

მეც წავალ ლაშქრობაში, თუმცა ვიცი ვერ გავქაჩავ, აქითობას ამიჩქარდება პულსი,მერე ჩავარდები პანიკაში ნერვული შეტევის ნიაგადზე და გამომიყვანეთ,

ამ გიდებს კიდე ვისაც მიყავს ეს ხალხი, რამე ლიცენზია არ უნდა ქონდეს და პროცედურები არ უნდა ადრსებობდეს მსგავს სიტუაციაში? რამდენი ვინმე სუნს გაუშვებს ვერტფრენი რომ არ აგზავნონ??

Posted by: baggins 23 Sep 2017, 16:02
QUOTE (baqari1001 @ 23 Sep 2017, 01:48 )
კი, მარა აწუნთა სტარტი იყო. სამაშველო რომ მოვიდა სპეროზაზე ვიყავით

თუ გახსოვს ჯერ კიდევ ხიდოტანში გირჩიეს იქაურობის მცოდნე თუშებმა რაღაცეები მაგ გადასასვლელებზე და პასუხად სადღაც ოლიმპოდან მომზირალი სახე მიიღეს თქვენების სამეთაუროსგან.

მეც იქ ვიყავი და არ მესიამოვნა ეგეთი რეაქცია. ამიტომ დამამახსოვრდა, ნუ მერე ეგ ამბავიც გავიგეთ.

Posted by: GEORGEXIII 23 Sep 2017, 16:19
გამეხარდა რომ კარგად დასრულდა..

პ.ს დახურეთ თემა bis.gif

Powered by Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)