forum.ge
reklama
FORUM.GE წესები  · დახმარება  · ძებნა  · წევრები  · კალენდარი  · ჩატი
Pages: (85) [1] 2 3 ... ბოლო »  ( გადავიდეთ პირველ წაუკითხავ წერილზე ) გამოხმაურება · ახალი თემა · ახალი გამოკითხვა

> სიზმარი, ნაწ.VI-მისტიკის ჟანრის მოყვარულებო აქეთ :)
GeorgeSword
Milky Way


********
ჯგუფი: Moderators
წერილები: 28465
წევრი No.: 89609
რეგისტრ.: 23-April 09

გამოგზავნილია: 2 Dec 2017, 19:29  #51766412      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
აქ ვაგრძელებთ დისკუსიას ისეთი საინტერესო ფსიქო-ფიზიოლოგიური ფენომენის შესახებ როგორიცაა სიზმარი

ვინ მეთანხმება მოსაზრებაში რომ სიზმარი ეს სიკვდილთან მიახლოებული მდგომარეობაა? ხელი ასწიეთ ^^

ასევე ვინ მეთანხმება რომ სიზმარში ხშირად ყოფილა შემთხვევები მომავლის განჭვრეტის, ისე რომ ამას არანაირი მიზეზ შედეგობრივი კავშირი არ ქონია წარსულ მეხსიერებასთან? ან ე.წ ტვინის უჯრედებში ჩაბეჭდილ ინფორმაციასთან ,ან წინა რაიმე სახის ემოციურ ფონთან





წინა თემის ბმულები :
1. სიზმარი
2. სიზმარი
3. სიზმარი
4. სიზმარი
5.სიზმარი


--------------------
All Blacks


marimarita



*******
ჯგუფი: Members
წერილები: 13009
წევრი No.: 208374
რეგისტრ.: 3-October 15

გამოგზავნილია: 2 Dec 2017, 19:38  #51766447      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
მივესალმები ახალ თემას,
ლამაზ სიზმრებს გისურვებთ ყველას bis.gif

user posted image


--------------------
If you judge people, you have no time to love them...
<<Innamorata>>
❤️


******
ჯგუფი: Members
წერილები: 8669
წევრი No.: 234917
რეგისტრ.: 27-August 17

გამოგზავნილია: 2 Dec 2017, 23:37  #51767892      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
ვეღარ ვთაგავ დოქტორჯონსსsmile.gif))
მოკლედ, ეს პიროვნება მართლა არ მომწონდა ამ სიზმრამდე: ))და დღეს მთელი დღეა მასზე მეფიქრება : ))))არ ვიცი ქვეცნობიერმა კონკრეტულად მასზე რატომ გააკეთეა არჩევანი მაგრამ ფაქტია რომ შევხვდეი ამ პიროვენებას სხვანარად შვხედავsmile.gif))))


--------------------
https://innamorataa.sarahah.com/


ყველას აქვს უფლება იყოს ###!!!

(C)დ ე მ ო კ რ ა ტ ი ა ...!
❤❤❤
marimarita



*******
ჯგუფი: Members
წერილები: 13009
წევრი No.: 208374
რეგისტრ.: 3-October 15

გამოგზავნილია: 3 Dec 2017, 00:06  #51768050      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
<<Innamorata>>
იქნებ ეს სიზმარი ნიშანი იყო... გზა გიჩვენა smile.gif
დაშლიი?
⭐⭐⭐♈-ENTJ-♈⭐⭐⭐


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 3265
წევრი No.: 226181
რეგისტრ.: 20-November 16

გამოგზავნილია: 3 Dec 2017, 01:52  #51768599      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
არ ვიცი როგორ, მაგრამ სიზმარს ვაკონტროლებ. ადრე მესიზმრებოდა 4 წლის ასაკიდან მოყოლებული ასე 8 წლამდე თითქოს ვულკანებმა ამოხეთქეს და მთელი დედამიწა ლავით იყო დაფარული. მერე მესიზმრებოდა თითქოს ურჩხულები მომსდევდენ. მერე ვისწავლე, რომ როდესაც მაგ ურჩხულებს დავინახავ ეგრევე დავცინო ხოლმე და ეგ ურჩხულებიც ქრებოდნენ. ლავაზე კიდევ სერფინგით კატაობა ვისწავლე.

ერთდღეს ბავშვობაში ვუთხარი ჩემს თავს რომ ჩემი სიზმარი მე მეკუთვნის და მე ვარ იქ ყველაზე ძლიერი. ხოდა მას შემდეგ მძინავს ტკბილად და გემრიელად. თუ რამე კოშმარის პონტი იჩითება დავცინი ხოლმე...

სიზმრები ვცდილობ დავივიწყო და წარსულს გავატანო. სიცხე როცა მაქვს მაშინ ძაან ცუდად მძინავს ხოლმე. ნასვამზეც... ://


--------------------
რომ მოთოვოს დადეეებს?
. . . . . .█


20 procentianebs chaishi vushvebi. (c) garnison
sაlოmეa



*******
ჯგუფი: co-Moderators
წერილები: 13441
წევრი No.: 234841
რეგისტრ.: 24-August 17

გამოგზავნილია: 3 Dec 2017, 02:06  #51768676      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
<<Innamorata>>
მე მეჯრა ქვეცნობიერის სიყვარულო
დანარჩენს რო განხავ მერე გეტყვი
დაშლიი?
კი ნამდვილად შესაძლებელია სიზმრის მართვა
ბევრისგან გამიგია, მაგრამ რეალურად ძალიან ცოტას შეუძლია
ძალიან კარგად ფლობ შენს ქვეცნობიერს ესეიგი
მე სიზმარი გამიგრძელებია ერთხელ თუ ორჯერ


--------------------
ი ი ს ფ ე რ ი






I can only say ,when you really love someone you can fly out of out of universe .
<<Innamorata>>
❤️


******
ჯგუფი: Members
წერილები: 8669
წევრი No.: 234917
რეგისტრ.: 27-August 17

გამოგზავნილია: 3 Dec 2017, 09:57  #51769260      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
marimarita
ვნახოთ აბა: )))

sაlოmეa
ქვეცნობიერის მეც მჯერა მაგრამ , ეს ძაან იქნება რააა... : ))))))

დღესაც ვნახე სიზმარში ეგ პიროვნება, მოკლედ მთელი ოჯახი წავედით დასასვენებლად ხოდა უცბათ აღმოვაჩინე რომ ჩვენს გვერძე ნომერში ცხოვროვდა..პრეტენზია რომ გამოვთქვი ამას აქ რა უნდათქო მამაჩემმა ჩემი მძღოლიაო: ))))))))
მერე უნდა გვესადილა და ამ დროს დედაჩემი მეუბნება შენ არ ჩახვიდე რესტორანში ნომერში თევზი უნდა შეგიწვაო: )))))) )))) ძაან დებილობა სიზმრებს ვხედავ: ))))



sაlოmეa
დაშლიი?
მე შემეძლო ყოველთვის.. აი რომ არ მომწონდა გადამიკეთებია კიდეც..და კიდევ გამიგრძელებია სერიებად: ))))ერთხწლ სამი დღე ვხედავდი ერთ სიზმარსsmile.gif))))

This post has been edited by <<Innamorata>> on 3 Dec 2017, 10:25
DrJohnes
Crazy Member


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 3188
წევრი No.: 18809
რეგისტრ.: 30-March 06

გამოგზავნილია: 3 Dec 2017, 14:09  #51770278      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
<<Innamorata>>
QUOTE
იქნებ ეს სიზმარი ნიშანი იყო... გზა გიჩვენა

+1
სრულებით შესაძლებელია, გარკვეული ინფორმაცია, რომელსაც მანამდე ვერ აცნობიერებდი მოგაწოდა ქვეცნობიერმა
თუმცა რომ არ აჩქარდე და ნაადრევი გადაწყვეტილებები არ მიიღო (თუ რათქმაუნდა საერთოდ მაქეთკენ მიდიხარ) გირჩევდი აგეწონ-დაგეწონა: როგორ ფიქრობ, მანამდე რატომ არ აქცევდი ყურადღებას? გაგიკვირდა კიდეც სიზმრში რომ ნახე და ეხლა რაზე გეფიქრება, რა შეიცვალა შენს აღქმაში მის მიმართ?


--------------------
...and it's only the giving, that makes you what you are (c) Jethro Tull
s@likun@
მე-ღიმილები


*******
ჯგუფი: Members
წერილები: 18118
წევრი No.: 28195
რეგისტრ.: 11-January 07

გამოგზავნილია: 3 Dec 2017, 14:17  #51770316      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ვებგვერდი
დამესიზმრა ვითომ ჩემი და ორაულად იყო და სიგარეტს ეწეოდა :/ მე ამაზე ვეჩხუბებოდი
მერე უცებ სახლში სამი ჯარისკაცის Fორმაში ჩაცმული ტიპები შემოვარდნენ და იარაღს ეძებდნენ თან ძაან გოიმები იყვნენ და მე ლექციას ვუტარებდი სანამ ისინი ეძებდნენ რო ცოტა აზრზე მოსულიყვნენ ))) ჩემს პირსინგზე გოიმური კითხვა რომელიც სულ მესმის ისიც მითხრეს იი კოცნის დროს ხელი არ გეშლება ? )))))))


:/

ეხლაც მძინავს

This post has been edited by s@likun@ on 3 Dec 2017, 14:17


--------------------
Inside I'm Dancing ^^


POKERISBLUFF
Super Crazy Member +


*******
ჯგუფი: Members
წერილები: 13133
წევრი No.: 184706
რეგისტრ.: 12-April 14

გამოგზავნილია: 3 Dec 2017, 14:30  #51770382      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
DrJohnes

გამარჯობა ჯონს!
ამ განყოფილებისთვის შეუსაბამო სიღრმისესეული ანალიზი ძალიან მჭირდება
რომ მოიცლი იქნებ შემოხვიდე და დაწერო რასაც ფიქრობ არა მხოლოდ "ფსიქოლოგიურ" ცოდნაზე დაყრდობით არამედ მთლიანი ცხოვრების განმავლობაშ პრაქტიკულ–თეორიულ–ცხოვრებისეული ანალიზი მართლა მაინტერესებს.
სხვაგვარად ამ თემაში არ დავწერდი

1) მიუხედავად ფროიდის,იუნგის და ა.შ ბევრი საუბრისა სიზმარზე პირველ კურსზე ბავშვებს "ფროიდის" კვირა გვქონდა და ვცდილობდით ზოგს რუსულად მოეძიებინა ინფორმაციები ზოგს ინგლისურად და ნათარგმნი მასალებიც ხომ იყო შემდეგ, ამ ყველაფერს ვახარისხებდით
ხოდა ესეთი რამ დამამხსოვრდა რომ ნებისმიერი სიზმარის ანალიზი შესაძლებელია ვინაიდან და რადგანაც ჩვენი ნაწილია ფსიქიკაც და სიზმარიც
არადა მქონია პრაქტიკაში ისეთი სიზმრები რომლებსაც ვერაფრით ვერ ახსნი, არც არასდროს მიფიქრია ვერც კი გავივლებდი აზრად ამის ანალიზი როგორ ხდება? არ ვაკნინებ ფსიქოლოგიას იმედია სწორად გამიგებ ბევრად უფრო ძვირფასი/მისტიური/ამოუხსნელი რაღაც მგონია სიზმარი ვიდრე მხოლოდ ეს დღევანდელ რეალობაშია
და ცოტა არ იყოს სიზმრების ამოხსნაზე საუბარი ფსიქოლოგის მხრიდან ჩემთვის რაღაც ცუდ ემოციებს იწვევს და არასაიმედოობის გრძნობას, რაც ძალიან არ მომწონს

2) ადამიანი როცა კვდება ეს ხომ მეცნიერულად დადასტურებულია რომ რაღაც წუთების მანძილზე ბოლომდე არ არის მკვდარი ზოგის აზრით ჯოჯოხეთიც და სამოთხეც მისი ცხოვრებიდან გამომდინარეობს და იმ რამდენიმე წუთის განმავლობაში ეს ყველაფერი თვალწინ ჩაურბენს და შემდეგ კვდება, უბრალოდ ქრება> ბოლომდე კარგად ვერ ავხსენი მაგრამ ვფიქრობ გაიგებ.

3)რატომ არის სიზმარი საქართველოში მკითხაობის დონეზე დაყვანილი "რაღაც" ?
და რატომ ანიჭებენ სიზმარში რაღაც რაღაცეებს ერთ და იგივე სახელებს სხვა სიზმარში სხვასთან ხომ შეიძლება სულ სხვა რაღაცას ნიშნავდეს

4) რომ არა პროფესია "ფსიქოლოგი" და უბრალოდ კეთილი ნება ადამიანების დახმარების რომელსაც ერქმეოდა სხვა სახელი (კარგად შერჩეული) შესაძლოა თუ არა ის რომ შედეგი ზოგადთან შეფარდებით ბევრად კარგი ყოფილიყო? თუ არ აქვს მნიშვნელობა smile.gif (ეს 4 შეკითხვა სასურველია რამოდენიმეჯერ გადაიკითხო, მინდა ზუსტად გაიგო ის რაც ვიგულისხმე)

5) ძალიან მინდა შევიზღუდო თავი მსგავს თემებზე ფიქრებით,და არ გამომდის რას მირჩევდი? ლაითად მინდა ვიყო უფრო როგორც ჩემი ასაკის გოგო-ბიჭები

This post has been edited by POKERISBLUFF on 3 Dec 2017, 14:40


--------------------
ბანანს+ვარდი=ყავას

To Avoid Criticism, Say Nothing, Do Nothing, Be Nothing

tripali
Crazy Member


*****
ჯგუფი: Registered
წერილები: 1668
წევრი No.: 94759
რეგისტრ.: 30-June 09

გამოგზავნილია: 3 Dec 2017, 14:40  #51770428      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
ჩემთვის მაგალითად ზოგი სიზმარი უაზროა უბრალოდ განვლილი დღეს ამუშავებს ტვინი , ზოგი ისეთი მაგალითად პრობლემები როცა მაქვს სულ ჩხუბები და გარჩევები მესიზმრება , როცა რეალობას მინდა მოვწყდე ბუნება და ცარიელი ქალაქები , როცა ცხოვრებაში ისეთი გადაწყვეტილებების მიღება მიწევს რაც რადიკალურად შემცვლის აპოკალიპსები და დედამიწის განადგურებები .

რა თქმა უნდა არის დღეები როცა უაზრო სიზმრებს ვნახულობ და ყურადღებასაც არ ვაქცევ , იმის თქმა მინდა რომ სიზმარში შეიძლება გამოსავალი იპოვო მდგომარეობიდან რაც სიფხიზლეში ვერ მოიფიქრე იმიტომ ,რომ ტვინი დაკავებული იყო ზედმეტი იმფორმაციის დამუშაევით და ვერ მოახერხა გამოსავალის პოვნა მე ესე მესმის რიავი შეიძლება მისტიკური მხარეც გააჩნია ვისთვის როგორ


--------------------
Insert Quoted Text (alt + q)
<<Innamorata>>
❤️


******
ჯგუფი: Members
წერილები: 8669
წევრი No.: 234917
რეგისტრ.: 27-August 17

გამოგზავნილია: 3 Dec 2017, 21:59  #51772958      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
DrJohnes
დამოკიდებულება არ შემცვლია და ალბათ არც შემეცვლება. უბრალოდ მას რომ ვნახავ გამახსენდება სიზმარი და გამეღიმება.. ორი დღე კი ვიფიქრე მაინც რა კავშირი იყო თუნდაც უხილავი, რამ გამოიწვია რომ სიზმარში ვნახეთქო , მაგრამ ვერ: ) არაფერი არ ა გვაქვს ჩვენ ორს საერთო , გარდა ჩემი სასიამოვნო სიზმრისა: )))
HurricaneKat.
Crazy Member


*****
ჯგუფი: Users Awaiting Email Confirmatio
წერილები: 4479
წევრი No.: 224860
რეგისტრ.: 11-October 16

გამოგზავნილია: 4 Dec 2017, 09:36  #51774934      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
ზომბების თემატიკა ჩემს სიზმრებში დაბრუნდა mo.gif კარგა ხნის მერე
DrJohnes
Crazy Member


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 3188
წევრი No.: 18809
რეგისტრ.: 30-March 06

გამოგზავნილია: 4 Dec 2017, 11:59  #51775425      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
POKERISBLUFF
გაუმარჯოს smile.gif

QUOTE
Users Awaiting Email Confirmatio

სად წახვედი კაცო, მოდი აქ : ))))

QUOTE
1) მიუხედავად ფროიდის,იუნგის და ა.შ ბევრი საუბრისა სიზმარზე პირველ კურსზე ბავშვებს "ფროიდის" კვირა გვქონდა და ვცდილობდით ზოგს რუსულად მოეძიებინა ინფორმაციები ზოგს ინგლისურად და ნათარგმნი მასალებიც ხომ იყო შემდეგ, ამ ყველაფერს ვახარისხებდით
ხოდა ესეთი რამ დამამხსოვრდა რომ ნებისმიერი სიზმარის ანალიზი შესაძლებელია ვინაიდან და რადგანაც ჩვენი ნაწილია ფსიქიკაც და სიზმარიც
არადა მქონია პრაქტიკაში ისეთი სიზმრები რომლებსაც ვერაფრით ვერ ახსნი, არც არასდროს მიფიქრია ვერც კი გავივლებდი აზრად ამის ანალიზი როგორ ხდება? არ ვაკნინებ ფსიქოლოგიას იმედია სწორად გამიგებ ბევრად უფრო ძვირფასი/მისტიური/ამოუხსნელი რაღაც მგონია სიზმარი ვიდრე მხოლოდ ეს დღევანდელ რეალობაშია
და ცოტა არ იყოს სიზმრების ამოხსნაზე საუბარი ფსიქოლოგის მხრიდან ჩემთვის რაღაც ცუდ ემოციებს იწვევს და არასაიმედოობის გრძნობას, რაც ძალიან არ მომწონს

აქ ორი მომენტია,
პირველი, რომ (ფსიქოანალიტიკოსებისადმი დიდი პატივისცემით, მარა...) ყველა სიზმრისეული სიმბოლო ყოველთვის ზუსტი არ არის ხოლმე და ჩემი აზრით ამასთან დაკავშირებით ინტერპრეტაციების კეთებაც არც თუ ისე ეფექტურია ანუ ვთქვათ "რახან დაგესიზმრა ესა და ეს, ეს ამასა და ამას ნიშნავს", რა იცი რომ ზუსტად მაგას ნიშნავს, ინდივიდუალურია ეს ყველაფერი, მითუმეტეს თუ რთული რამაა, რაც არაფერში არ ჯდება. მასეთ დროს არის ამა თუ იმ სიზმრის კომპონენტის განცდაში გატარება ეფექტური. ანუ სიზმარს თავიდან აყოლებ ადამიანს, ისე თითქოს ეს ეხლა ხდება და პარალელურად რა შეგრძნებები ეუფლება იმას უღრმავბდები და ეხმარები, რომ თვითონვე იპოვნოს სიზმრის მნიშვნელობა. შეიძლება სიზმრის პერსონაჟები, ნაწილები , საგნებიც კი როლურად გაათამაშებინო, ხშირად სიზმარი არის თვითონ ადამიანის სხვადასხვა პიროვნული ნაწილის ურთიერთობის ამსახველი. მოკლედ ამ შემთხვევაში კარგია თუ პიროვნება განცდაში გაატარებს სიოზმარს და ამის მიხედვით უკვე მნიშვნელობასაც ჩაწვდება. როგორც გეშტალტ თერაპიის ფუზემდებელი პერლსი ამბობდა "სიზმარი არის სამეფო გზა ინტეგრაციისკენ" (და არა უბრალოდ ქვეცნობიერისკენ როგორც ფროიდი იძახდა), მე პირადად ინტეგრაციის მომხრე ვარ, პრაქტიკულადაც გაცილებით ეფექტურად მუშაობს ასეთი მიდგომა, ეგრევე გაძლევს ეფექტს, ვიდრე ფსიქოანალიტიკური ინტერპრეტაციებით ჭყიპვა წლების განმავლობაში
მეორე შენ რასაც იძახი მისტიკასთან დაკავშიორებით, ესეც შემხვედრია, ოღონდ ძალიან იშვიათად, როდესაც გინდ ინტერპრეტაცია გააკეთე, გინდ ინტეგრაციაზე იმუშავე რაღაც სხვაა აშკარად, ეგ უკვე პარაფსიქოლოგიის ნაწილია, რაღაც ინფორმაცია ქვეცნობიერში რეალურად შემოდის, მარა ეგ დაახლობით 10-15%ია სიზმრების, ისიც თუ ადამიანს "გახსნილი აქვს" პარანორმალური შესაძლებლობები
ამ მხრივ შემიძლია GeorgeSword-ს დავეთანხმო

QUOTE
2) ადამიანი როცა კვდება ეს ხომ მეცნიერულად დადასტურებულია რომ რაღაც წუთების მანძილზე ბოლომდე არ არის მკვდარი ზოგის აზრით ჯოჯოხეთიც და სამოთხეც მისი ცხოვრებიდან გამომდინარეობს და იმ რამდენიმე წუთის განმავლობაში ეს ყველაფერი თვალწინ ჩაურბენს და შემდეგ კვდება, უბრალოდ ქრება> ბოლომდე კარგად ვერ ავხსენი მაგრამ ვფიქრობ გაიგებ.

ესეც პარანორმალური თემაა მგონი smile.gif ანუ ენ კითხულობ რამდენად არის სიკვდილის შემდეგ ცხოვრება რეალური და არა უბრალოდ ტვინის სიკვდილისწინა აქტივობის პროდუქტი?

QUOTE
3)რატომ არის სიზმარი საქართველოში მკითხაობის დონეზე დაყვანილი "რაღაც" ?
და რატომ ანიჭებენ სიზმარში რაღაც რაღაცეებს ერთ და იგივე სახელებს სხვა სიზმარში სხვასთან ხომ შეიძლება სულ სხვა რაღაცას ნიშნავდეს

ჰო, გეთანხმები, მაგიტომაც არის რომ მთავარია კონკრეტულად ის ადამიანი რას გრძნობს იმ სიზმართან დაკავშირებით, ფსიქოანალიტიკური სიმბოლიკა (განსაკუთრებით იუნგიანური) შედარებით ახლოა რეალობასთან, მაგრამ როგორც უკვე ზემოთაც ვთქვი ჯობია თუ ადამიანი სიზმარს "განცდაში გაატარებს"
მკითხაობას რაც შეეხება, ზოგადად ჯადოქრობა და მაგიური მისგომა რატომაც არის გავრცელებული სიზმრის ახსნაც მაგიტომ არის ხოლმე მჩხიბავური, ხშიორად გვინდა ხოლმე ზუსტი პასუხი გვითხრას ვინმემ და ჩვენს თავში ჩაღრმავება და საკუთარ თავზე მუშაობა, საკუთარ თავზე პასუხისმგებლობის აღება (მათ შორის ჩვენს სიზმრებზეცsmile.gif) გვეზარება ხოლმე (ჩემდათავად : )))) )

QUOTE
4) რომ არა პროფესია "ფსიქოლოგი" და უბრალოდ კეთილი ნება ადამიანების დახმარების რომელსაც ერქმეოდა სხვა სახელი (კარგად შერჩეული) შესაძლოა თუ არა ის რომ შედეგი ზოგადთან შეფარდებით ბევრად კარგი ყოფილიყო? თუ არ აქვს მნიშვნელობა  (ეს 4 შეკითხვა სასურველია რამოდენიმეჯერ გადაიკითხო, მინდა ზუსტად გაიგო ის რაც ვიგულისხმე)

მოკლედ არ გიყვარს შენ ეს "ფსიქოლოგები" და "ფსიქოლოგობა" biggrin.gif
ხუმრობა იქეთი იყოს და დიდწილად გეთანხმები მაგ აზრში. ჩემთვის პირადად ის რომ ფსიქოლოგი მქვია პროფესიით და ვთქვათ შესაბამისი განათლება მაქვს მიღებული არ ნიშნავს რომ ვინმეზე უფრო მაგარი ვარ ან რაღაც, არანაირად, შეიძლება ჩემთან მოსული ადამიანი გაცილებით უფრო მაგარი ტიპი იოყოს და ჩემზე წინ წასული. მე მგონია ასეთი კითხვა და შთაბეჭდილება იმიტომ ჩნდება რომ გარკვეულ ფსიქოლოგიურ მიმართუილებებში არის ავტორიტეტული მიდგომა ანუ რომ ფსიქოლოგმა უკეთ იცის და აბა მივალ, ვნახავ რას მეტყვის. რეალობა კი ხშირად ისაა რომ ფსიქოლოგმა დიდად არაფერიც არ იცის : ))) ამაში არ ვგულისხმობ რომ სრული პრაფანია და აზრზე არაა სადაა, უბრალოდ ფსიქოლოგს, როგორც ცნობილია, არ აქვს მზამზარეული რეცეპტები (მათ შორის სიზმრებთან მიმართებაში), ფსიქოლოგს აქვს უბრალოდ წარმოდჰენა ფსიქოლოგიური ჯანმრთელობის (და აშლილობის) ბუნებაზე და იცის რა როგორ გააკეთოს რომ პრობლემური, რაჯანსაღი მდგომარეობიდან გამოიყვანოს ადამიანი. აქ შეიძლება მკითხო "და რა იცი რა არის ნორმალური, ჯანსაღი და რა არა ჯანსაღი, სად გადის ზღვარი ნორმასა და პათოლოგიას შორის?" როდესაც ნორმაზე ვსაუბრობ არ ვგულისხმობ სოციალურ ნორმებს ან კონკრეტულ ღირებულებებს - "თუ ასე და ასე ფიქრობ ან იქცევი ჯანმრთელი ხარ, თუ სხვანაირად ესე იგი ავად ხარ". უბრალოდ არის გარკვეული მდგომარეობები რომლებიც რეალურად აფერხებს ადამიანს, მაგ. დახლეჩილობა და შინაგანი კონფლიქტი, რაც სხვათაშორის სიზმრებშიც კარგად ჩანს, კიდევ ერთი სიჯანსაღის ფაქტორია რეალიზებულობა, ანუ ადამიანი თუ ვერ რეალიზდება რამეში მაინც ცუდად გრძნობს თავს და არაჯანსაღ მდგომარეობაში გადადის, ასევე მაგ. გაცნობიერების საკითხი, თუ ვერ აცნობიერებ რა გემართება და როდის რას გრძნობ და აკეთებ დიდი შანსია შარში გაყო თავი.
უშუალოდ შენს კითხვას რომ დავუბრუნდე, არის ფსიქოლოგიაშიც მიმართულებები, რომლებიც ფსიქოლოგობას დაახცლოებით ისე აღიქვამენ როგორც შენ აღწერე, მაგ. კარლ როჯეწრსი და ირვინ იალომი, რომლებიც ფსიწქოლოგებს მოუწოდებენ არ იყვნენ ჩაკეტილები თავიანტ ავტორიტეტში და ღიად იურთიერთონ კლიენტებთან, როჯერსმა საერთოდ უარყო სიტყვა "პაციენტი" და სიტყვა "კლიენტით" ჩაანაცვლა. მხოლოდ სიტყვებშიც არაა საქმე, თვითონ დამოკიდებულებაც ასეთი ჰქონდა, რომ ადამიანი ვინც კონსულტაციაზე მოდის არის აბსოლუტურად თანასწორი და ფსიქოლოგმა უბრალოდ უნდა ეცადოს დაეხმაროს მას საკუთარ თავში ჩაღრმავებისას და პრობლემების მოგვარებისას და არა თვითონ მიუთითოს ან რაღაც ზემდსგომი პოზიცია დაიკავოს

QUOTE
5) ძალიან მინდა შევიზღუდო თავი მსგავს თემებზე ფიქრებით,და არ გამომდის რას მირჩევდი? ლაითად მინდა ვიყო უფრო როგორც ჩემი ასაკის გოგო-ბიჭები

ღმერთმა დაგიფაროს რომ "ლაითად იყო" smile.gif ეგ უფრო დეგრადაციისკენ გზაა ჩემი აზრით. რახან გაგიჩნდა ეს კითხვები ესე იგი გაწუხებს ეს საკითხები და კარგია რომ გაწუხებს, გამოსავალი აქედან ისაა რომ პასუხები იპოვნო. მესმის შეიძლება უცოდინრობა და ლაითად ყოფნა შენთვის ეხლა უფრო კომფორტულია, მარა ამავე დროს მასე ყოფნაც მოსაწყენია და ხშირად არაფრის მომცემი

tripali
QUOTE
ჩემთვის მაგალითად ზოგი სიზმარი უაზროა უბრალოდ განვლილი დღეს ამუშავებს ტვინი , ზოგი ისეთი მაგალითად პრობლემები როცა მაქვს სულ ჩხუბები და გარჩევები მესიზმრება , როცა რეალობას მინდა მოვწყდე ბუნება და ცარიელი ქალაქები , როცა ცხოვრებაში ისეთი გადაწყვეტილებების მიღება მიწევს რაც რადიკალურად შემცვლის აპოკალიპსები და დედამიწის განადგურებები .

რა თქმა უნდა არის დღეები როცა უაზრო სიზმრებს ვნახულობ და ყურადღებასაც არ ვაქცევ , იმის თქმა მინდა რომ სიზმარში შეიძლება გამოსავალი იპოვო მდგომარეობიდან რაც სიფხიზლეში ვერ მოიფიქრე იმიტომ ,რომ ტვინი დაკავებული იყო ზედმეტი იმფორმაციის დამუშაევით და ვერ მოახერხა გამოსავალის პოვნა მე ესე მესმის რიავი შეიძლება მისტიკური მხარეც გააჩნია ვისთვის როგორ

კი, ეგრეა, სიზმრის ძირითადი ფუნქციაც ეგაა, რომ გადაამუშაოს ის პრობლემები თუ საკითYხეწბი, რაც აქტუალურია იმ მომენტში

უაზროს რაც შეეხება (შენ სხვა რამე იგუილისხმე ვიცი, უბრალოდ ზოგადად მინდა ვთქვა) ზოგჯერ ადამიანს სიზმარი უაზროდ ეჩვენება, იმის გამო რომ რეალური შინაარსი ძალიან ფრაგმენტულად და დაშიფრულადაა გადმოცემული, სინამდვილეში კი ბევრ ინფორმაციას შეიცავს

<<Innamorata>>
QUOTE
დამოკიდებულება არ შემცვლია და ალბათ არც შემეცვლება. უბრალოდ მას რომ ვნახავ გამახსენდება სიზმარი და გამეღიმება..

ოკ smile.gif

QUOTE
ორი დღე კი ვიფიქრე მაინც რა კავშირი იყო თუნდაც უხილავი, რამ გამოიწვია რომ სიზმარში ვნახეთქო , მაგრამ ვერ: )

შეიძლება სცადო დააკვირდე რა ემოციები გქონდა თვითონ სიზმარში (ნუ გარდა სექსუალურისა) და მეორე ვარიანტია რომ ვიღაც სხვას ასახავდა ეს ადამიანი, ან უბრალოდ შემთხვევით აირჩიე ეს ადამიანი ამ სიზმრისთვის. აქ მთავარი კითხვა იმაშია რომ როგორ ფიქრობ ეს უბრალოდ სექსუალური სიზმარი იყო, თუ კიდევ სხვა რამესაც გადმოსცემდა შენთვის?
გკითხავდი სიზმრის დეტალებს, ოღონდ არ ვიცი რამდენად მოსახერხებელი იქნება. ზოგადი კომენტარის სახით შემიძლია ვთქვა, რომ ხშირად სექსის სტილი ურთიერთობების სტილსაც განსაზღვრავს. მაგ. რამდენად პასიური, თუ აქტიური ხარ და ა.შ. მითუმეტეს თუ ფანტაზიაზეა საუბარი, შეიძლება ის ასახვდა შენს სურვილს (ნაწილობრივ მაინც) თუ როგორ გინდა იურთიერთო საპირისპირო სქესთან

This post has been edited by DrJohnes on 4 Dec 2017, 12:06
POKERISBLUFF
Super Crazy Member +


*******
ჯგუფი: Members
წერილები: 13133
წევრი No.: 184706
რეგისტრ.: 12-April 14

გამოგზავნილია: 4 Dec 2017, 15:37  #51776696      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
DrJohnes

Users Awaiting Email Confirmatio სადაც შენ "ფსიქოლოგი" გაწერია იქ მაქვს მეც
ამიტომ მატყუარა ბრძანებაა biggrin.gif
ყოველთვის საინტერესოა ხოლმე შენი აზრების მოსმენა
მადლობა, რომ არ დაიზარე wink.gif
1 წევრი ათვალიერებს ამ თემას (1 სტუმარი და 0 უჩინარი წევრი)
0 წევრი:
Topic Options Pages: (85) [1] 2 3 ... ბოლო » გამოხმაურება · ახალი თემა · ახალი გამოკითხვა

 



ფორუმის სერვერების განთავსებას და ინტერნეტთან კავშირს უზრუნველყოფს: CLOUD9
[ Script Execution time: 0.0339 ]   [ 11 queries used ]   [ GZIP Disabled ]