მმა ისტორია
» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «
MMA - Mixed Martial Arts შერეული საბრძოლო ხელოვნება საბრძოლო სპორტის ერთ-ერთი გამორჩეული სახეობაა, სადაც გამარჯვებისათვის აუცილებელია ფლობდე რამდენიმე საბრძოლო ხელოვნებას. დღეს სპორტის ეს სახეობა ბევრად განვითარებული და პოპულარულია, აგრეთვე კარგად ანაზღაურებადია თუ მებრძოლი გამოდის UFC - Ultimate Fighting Championship-ში. არსებობს რამდენიმე ორგანიზაცია, რომელიც თავისი ეგიდით ატარებს ივენთებს. ასეთი ორგანიზაციებია UFC, Bellator, ONE, Cage Warriors, Wsof, M1-Global და სხვები.
ყველა ორგანიზაციისგან გამორჩეული და საუკეთესოა UFC - Ultimate Fighting Championship, სადაც თავს იყრიან მსოფლიოს საუკეთესო მებრძოლები. ორგანიზაცია წელიწადში რამდენჯერმე ატარებს ე.წ. ივენთებს და ათამაშებს რამდენიმე წონით კატეგორიაში ჩემპიონის ქამრებს. აღნიშნული ივენთები მსოფლიოში ყველაზე პოპულარული და ყურებადი მმა-ს ივენთებია, შესაბამისად ყველაზე დიდია ანაზღაურებით.
ამ შესანიშნავი სპორტის მცირე ისტორია კი ასეთია.
ბრძოლა წესების გარეშე სათავეს იღებს ძველი საბერძნეთიდან როდესაც ტარდებოდა შეჯიბრებები ე.წ. პანკრატიონში და ეს სახეობა შესული იყო ოლიმპიურ თამაშებზე 648 წელს ჩვენს წელთ აღრიცხვამდე.
თანამედროვე ბრძოლა წესების გარეშე, რომელსაც უკვე მოგვიანებით ეწოდა შერეული საბრძოლო ხელოვნება (1995 წ. (Mixed martial arts) - სათავეს იღებს 1900 წლიდან.
გრეისების ოჯახის ვალე ტუდო შერეული ხელოვნებებში ტურნირები ტარდებოდა 1920 წლიდან.
იაპონიაში სპორტის ეს სახეობა გამოჩნდა 1970 წელს.
ამერიკის შეერთებულ შტატებში ამ სპორტმა თავი იჩინა 1993 წელს, როდესაც შეიქმნა Ultimate Fighting Championship (UFC). ბრაზილიელი როის გრეისი იყო პირველი ვინც მოიგო პირველი ჩემპიონატი და გახდა ჩემპიონი.
ამავე დროს, იაპონიაში Shooto-მ (ვალე ტუდო) პოპულარობის ისეთ პიკს მიაღწია, რომ 1997 წელს შეიქმნა Pride fighting Championship. იგივე წლების განმავლობაში ამ სპორტის პოპულარობა იზრდებოდა, რამაც გამოიწვია უამრავი სხვა შერეული საბრძოლო ხელოვნების პრომოუტერი კომპანიის შექმნა. თუმცა, ლიდერები ამ საქმეში დარჩნენ UFC და Pride FC. 2007 წელს პრაიდი დაიკეტა. გამოჩნდა ბევრი სხვა პრომოუტერი. მაგალითად, STRIKEFORCE, M1 global, bellator fc, UFC-ის შვილობილი WEC, K-1. K-1 გვთავაზობს როგორც შერეული საბრძოლო ხელოვნების ტურნირებს, აგრეთვე K-1 კიკბოქსინგს შეცვლილი წესებით.
რომ არ დავუკარგოთ თავისი უდიდესი დამსახურებები ამ სპორტის სახეობის პოპულარობასა და ცნობადობაში მსოფლიოს მასშტაბით, დავძენ რომ უდიდესი წვლილი შეიტანეს 90-იანი წლებიდან მოყოლებული ისეთმა მებრძოლებმა როგორებიც იყვნენ როის გრეისი, დან სევერნი, დონ ფრაი, ფრენკი და კენ შემროკები, ტანკ აბოტი, მარკ კოულმენი, ფედორ ემილიანენკო, ბას რუტენი, კიმბო, დან ჰენდერსონი, ვიტორ ბელფორტი, კაზუში საკურაბა, პატ მილეტიჩი და კიდევ სხვები..... ჩამოთვლილ სიაში რა თქმა უნდა ყველა არ არის.
ქალების დაინტერესება, სპორტის ამ სახეობაში ჩართვა და პოპულარობა კი დიდწილად არის ამერიკელი ძიუდოისტის, რონდა როუზის დამსახურება, რომელმაც ძიუდოში ოლიმპიური ბრინჯაოსა და მსოფლიოს ჩემპიონატის ვერცხლის, აგრეთვე პანამერიკული თამაშების ოქროს მედლის მფლობელია.
ამ თემის ძველი ლინკები
» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «
საიტები, საიდანაც შეგიძლიათ გადმოწეროთ მმა ივენთები
» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «
საიტები, სადაც შეგიძლიათ ონლაინში უყუროთ მმა ივენთებს
» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «
საიტები, სადაც ყველანაირი მმა ინფორმაცია და სიახლე იდება
» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «
ორგანიზაციების ოფიციალური საიტები
» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «
მმა პრომოები
» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «
ბრძოლის ანალიზები
» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «
ბრძოლები, რომლებიც აუცილებლად უნდა ნახოთ
» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «
ვეილი ჟანგი ვს იოანა ენდჟეიჩიკი
რობერტ უიტაკერი ვს რომერო I და II
რობი ლოულერი ვს რორი მაკდონალდი I და II
ჯონ ჯონსი ვს ალექსანდერ გუსტაფსონი I და II
ჯონ ჯონსი ვს დენიელ კორმიე I და II
დენიელ კორმიე ვს ალექსანდერ გუსტაფსონი
იოელ რომერო ვს პაულო კოსტა
ფრენკი ედგარი ვს გრეი მეინარდი II
ედი ალვარეზი ვს ტაცუია კავაჯირი
ჯასტინ გეჯი ვს ლუის პალომინო
ჯასტინ გეჯი ვს მაიკლ ჯონსონი
ჯასტინ გეჯი ვს დასტინ პორიე
ტონი ფერგიუსონი ვს კევინ ლი
ტონი ფერგიუსონი ვს ლანდო ვანატა
ტონი ფერგიუსონი ვს ენტონი პეტისი
ისრაელ ადესანია ვს კელვინ გასტელუმი
ქაბ სოუსონი ვს დო ჰო ჩოი
ჟოზე ალდო ვს ჩად მენდესი II
ენტონი პეტისი ვს ბენსონ ჰენდერსონი
ანდერსონ სილვა ვს ჩელ სონენი
ჯორჯ სენტ პიერი (ჯიესპი) ვს ჯონი ჰენდრიკსი
ჯიესპი ვს ბიჯეი პენი I და II
ჯიესპი ვს კარლოს კონდიტი
ჯიესპი ვს მატ ჰიუზი I, II და III
ჯიესპი ვს მატ სერა I და II
ბიჯეპი პენი ვს მატ ჰიუზი
ფრენკი ედგარი ვს ბენსონ ჰენდერსონი
რობი ლოულერი ვს ჯონი ჰენდრიკსი I და II
რობი ლოულერი ვს კარლოს კონდიტი
დონალდ სერონე ვს ბენსონ ჰენდერსონი
კონორ მაკგრეგორი ვს ნეიტ დიაზი I და II
ლუკ როკჰოლდი ვს კრის ვაიდმანი
ვიტორ ბელფორტი ვს ლუკ როკჰოლდი
დან ჰენდერსონი ვს მაიკლ ბისპინგი
მაიკლ ბისპინგი ვს ანდერსონ სილვა
დან ჰენდერსონი ვს მაურისიო შოგან რუა
ფეოდორ ემილიანენკო ვს ფაბიო მალდონადო
დენიელ კორმიე ვს სტიპე მიოჩიჩი
იოელ რომერო ვს კრის ვაიდმანი
მატ ჰიუზი ვს ფრენკი ტრიგი
მატ ჰიუზი ვს ბჯ პენი სერიები
რონალდო ჯაკარე სოუზა ვს ვიტორ ბელფორტი
დაუმარცხებელი მებრძოლები:
» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «
Khabib "The Eagle" Nurmagomedov
Israel "The Last Stylebender" Adesanya
Paulo "The Eraser" Costa
Jairzinho "Bigi Boy" Rozenstruik
Edmen "The Golden Boy" Shahbazyan
Sugar Sean O'Malley
Chase "The Teenage Dream" Hooper
ქართველები UFC-ში:
მერაბ დვალიშვილი -
https://www.ufc.com/athlete/merab-dvalishviliრომან დოლიძე -
https://www.ufc.com/athlete/roman-dolidzeგიგა ჭიკაძე -
https://www.ufc.com/athlete/giga-chikadzeლიანა ჯოჯუა -
https://www.ufc.com/athlete/liana-jojuaUFC-ის POUND-4-POUND თხუთმეტეული და მოქმედი ჩემპიონები
მმა ტერმინები
ჯები - პირდაპირი დარტყმა. ჯების დროს ვიყენებთ იმ ხელს, რომელიც წინ მდგარი ფეხის მხარეს მდებარეობს. ჯები არის ერთ-ერთი ყველაზე სუსტი, მაგრამ ამავე დროს ერთ-ერთი ყველაზე მრავალფუნქციური დარტყმა. მას იყენებენ როგორც ზიანის მისაყენებლად, ასევე დისტანციის გასაზომად, მომდევნო დარტყმის/დარტყმების დასაფარად, იმისთვის რომ მეტოქეს გარკვეული საზღვარი არ გადმოაკვეთინონ ანუ დისტანციის შესანარჩუნებლად და ა.შ. თუმცა იმის მიუხედავად რომ ჯები ნაკლებად სახიფათო დარტყმად ითვლება, მისით დანოკაუტებული ხალხიც გვინახავს.
ქროსი - პირდაპირი დარტყმა. ქროსის დროს ვიყენებთ იმ ხელს, რომელიც უკან მდგარი ფეხის მხარეს მდებარეობს. ამ დარტყმის წყალობით ძალიან დიდი ძალის გამომუშავება ხდება.
ჰუკი - მბრუნავი დარტყმა, რომელიც ჯების და ქროსის წინააღმდეგ აღმართული დაცვის შემოვლას ისახავს მიზნად.
ბინძური ბოქსი - ამ დროს ბრძოლა ძალიან ახლო დისტანციაზე მიმდინარეობს. გამოყენებულია მოკლე დარტყმები, აპერკოტები და იდაყვები.
გარდი - იმ მებრძოლის თავდაცვის ფორმა, რომელიც ტატამზე ზურგით წევს. როგორც წესი, გარდის დროს, დამცველი თავის ფეხებს თავდამსხმელის წელის გარშემო კრავს, რომელიც როგორც წესი, მუხლებზე დგას.
Sprawl - ეს ტექნიკა გდებისგან იცავს მებრძოლს. ამ დროს დამცველი ქვევით წევს წინწამოსული თავდამსხმელის კისერს/თავს, თავის ფეხებს უკან წევს, ხოლო თავის მენჯს კი მაქსიმალურად უახლოებს ტატამს.
მაუნთი - მაუნთის დროს თავდამსხმელი დამცველის მკერდს, მუცელს ან მენჯს აჯდება. ზურგის და გვერდითა კონტროლთან ერთად, მაუნთი წარმოადგენს 3 ძირითადი საკონტროლო პოზიციის ფორმას.
საიდ-კონტროლი - საიდ-კონტროლის დროს, თავდამსხმელის მკერდი დამცველის მკერდს აწვება. ამ დროს თავდასხმელის მუხლები ერთი და იგივე მხარეს მდებარეობს. მაუნთთან და ზურგის კონტროლთან ერთად, გვერდითა კონტროლი წარმოადგენს 3 ძირითადი საკონტროლო პოზიციის ფორმას.
გილიოტინა - მახრჩობელა ილეთი. ამ დროს თავდამსხმელი დამცველს კისერის გარშემო ხვევს ხელებს. მეტოქეები ერთმანეთის პირისპირ არიან. დამცველის სახე ტატამისკენ არის მიმართული. თავდამსხმელი დამცველის გარშემო ფეხებსაც კრავს და მაქსიმალურად ავიწროებს ხელებისა & მკერდის კუნთებს.
Rear Naked Choke - მახრჩობელა ილეთი. ამ დროს თავდამსხმელი ზურგის კონტროლის პოზიციიდან ახრჩობს მეტოქეს.