forum.ge
reklama
FORUM.GE წესები  · დახმარება  · ძებნა  · წევრები  · კალენდარი  · ჩატი
Pages: (14) [1] 2 3 ... ბოლო »  ( გადავიდეთ პირველ წაუკითხავ წერილზე ) გამოხმაურება · ახალი თემა · ახალი გამოკითხვა

> სისხლძარღვების პრობლემა
ancho
Super Crazy Member


******
ჯგუფი: Members
წერილები: 6388
წევრი No.: 8163
რეგისტრ.: 11-January 05

გამოგზავნილია: 4 Aug 2006, 16:51  #3558152      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
მოკლედ ამასწინათ ექოსკოპიაზე მითხრეს, რომ ელენთის კართან ვენის ვარიკოზული გაგანიერება გაქვსო. ხოდა გამარკვიეთ რა პონტია... როგორ იკურნება და საშიშია თუ არა.. sad.gif


--------------------
obsessed...
-----------------
pirvelad saqartveloshi - pitagoras gatvlebi!
ბაჩუკი
Super Member


****
ჯგუფი: Registered
წერილები: 750
წევრი No.: 18382
რეგისტრ.: 19-March 06

გამოგზავნილია: 4 Aug 2006, 17:10  #3558234      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
ancho
QUOTE
ელენთის კართან ვენის ვარიკოზული გაგანიერება გაქვსო. ხოდა გამარკვიეთ რა პონტია

და ღვიძლის მხრივ ყველაფერი რიგზე გაქვს?


--------------------
amore,
more,
ore,
re
ancho
Super Crazy Member


******
ჯგუფი: Members
წერილები: 6388
წევრი No.: 8163
რეგისტრ.: 11-January 05

გამოგზავნილია: 4 Aug 2006, 18:22  #3558653      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
bachuki84
სხვა მხრივ აბსოლუტურად ყველაფერი რიგზე... ღვიძლიც, ნაღვლისბუშტიც და ა.შ... yes.gif

...... user.gif

This post has been edited by ancho on 4 Aug 2006, 18:23
ბაჩუკი
Super Member


****
ჯგუფი: Registered
წერილები: 750
წევრი No.: 18382
რეგისტრ.: 19-March 06

გამოგზავნილია: 4 Aug 2006, 20:32  #3559212      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
QUOTE
ხოდა გამარკვიეთ რა პონტია...

ვარიკოზი სხვადასხვა მიზეზით შეიძლება იყოს გამოწვეული,დაწყებული არტერიის კედლის გენეტიკური დეფექტიდან,დამთავრებული აღნიშნული ვენის აუზში წნევის მომატებით,რასაც თავის მხრივ სხვადასხვა მიზეზი შეიძლება ჰქონდეს.ღვიძლზე იმიტომ გკითხე,რომ ელენთის ვენა ეკუთვნის პორტული(ღვიძლში შემავალი)ვენის აუზს და ნებისმიერი დაბრკოლება (ყველა ის მიზეზი,რაც იწვევს ღვიძლის არქიტექტონიკის გადაგვარებას)აღნიშნული ვენის აუზში შეიძლება გახდეს ვარიკოზის მიზეზი.ჩემი რჩევა იქნება უფრო გულდასმით გამოიკვლიო ღვიძლი და ეს მიზეზი გამორიცხო.
ancho
Super Crazy Member


******
ჯგუფი: Members
წერილები: 6388
წევრი No.: 8163
რეგისტრ.: 11-January 05

გამოგზავნილია: 4 Aug 2006, 21:01  #3559338      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
bachuki84
smile.gif გასაგებია. დიდი მადლობა. მკურნალობაზე შეკითხვას ალბათ აზრი არ აქვს, ალბათ მიზეზის მიხედვით სხვადასხვანაირი იქნება.... იმედია ექიმში გამიმართლებს. smile.gif
TEMI
Newbie


*
ჯგუფი: Registered
წერილები: 7
წევრი No.: 22262
რეგისტრ.: 4-August 06

გამოგზავნილია: 4 Aug 2006, 22:30  #3559820      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
[...............................

This post has been edited by TEMI on 4 Aug 2006, 22:31
ბაჩუკი
Super Member


****
ჯგუფი: Registered
წერილები: 750
წევრი No.: 18382
რეგისტრ.: 19-March 06

გამოგზავნილია: 4 Aug 2006, 22:32  #3559825      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
QUOTE
გასაგებია. დიდი მადლობა. მკურნალობაზე შეკითხვას ალბათ აზრი არ აქვს, ალბათ მიზეზის მიხედვით სხვადასხვანაირი იქნება.... იმედია ექიმში გამიმართლებს. 

არაფრის,გამოჯანმრთელებას გისურვებ...
krash
Junior Member


**
ჯგუფი: Registered
წერილები: 19
წევრი No.: 22265
რეგისტრ.: 5-August 06

გამოგზავნილია: 5 Aug 2006, 22:18  #3563413      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
QUOTE
ვარიკოზი სხვადასხვა მიზეზით შეიძლება იყოს გამოწვეული,დაწყებული არტერიის კედლის გენეტიკური დეფექტიდან,დამთავრებული აღნიშნული ვენის აუზში წნევის მომატებით,რასაც თავის მხრივ სხვადასხვა მიზეზი შეიძლება ჰქონდეს.ღვიძლზე იმიტომ გკითხე,რომ ელენთის ვენა ეკუთვნის პორტული(ღვიძლში შემავალი)ვენის აუზს და ნებისმიერი დაბრკოლება (ყველა ის მიზეზი,რაც იწვევს ღვიძლის არქიტექტონიკის გადაგვარებას)აღნიშნული ვენის აუზში შეიძლება გახდეს ვარიკოზის მიზეზი.ჩემი რჩევა იქნება უფრო გულდასმით გამოიკვლიო ღვიძლი და ეს მიზეზი გამორიცხო.

უფრო გასაგებად არ შეგეძლო დაგეწერა?ვერაფერი ვერ გავიგე,არადა მაგრად მაინტერესებს ვენების გაგანიერებაზე ნებისმიერი ინფორმაცია.
Solveig
ensom


*********
ჯგუფი: Moderators
წერილები: 61489
წევრი No.: 8096
რეგისტრ.: 6-January 05

გამოგზავნილია: 5 Aug 2006, 22:32  #3563468      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
krash

თუ გარკვეულ მიზეზთა გამო მოხდა ღვიძლის სპეციფიკური ქსოვილის (ანუ პარენქიმის. იგულისხმება იმ უჯრედების ერთობლიობა, რომელთა მოქმედება განაპირობებს ღვიძლის ფუნქციას-ნაღვლის გამომუშავებას, ტოქსინების გაუვნებელყოფას და ა. შ.) დაზიანება, მისი აღდგენა ვეღარ ხდება, სამაგიეროდ, მას ჩაენაცვლება შემაერთებელი ქსოვილი. ამ უკანასკენელის აღნაგობა სხვანაირია (მაგალითად, უფრო მკვრივია) და იცვლება ღვიძლის საერთო არქიტექტურა.

შეცვლილი უბანი თუ ღვიძლის კარის ვენასთან ახლოსაა, მასზე ზეწოლას ახდენს და ცხაადია, ვენაში სისხლის ნორმალურ მიმოქცევაზეც ახდენს გავლენას.

QUOTE
არტერიის კედლის გენეტიკური დეფექტიდან,


ზოგადად სისხლძარღვის კედელს ახასიათებს ელასტიკურობა, სისხლძარღვი ოპტიმალურად უნდა ვიწროვდებოდეს/ფართოვდებოდეს (პირობებზე დამოიკიდუბულებით). თუკი რაიმე მიზეზის გამო ელასტიკურობა შეიცვალა (გაიზარდა ან შემცირდა) სისხლის მოძრაობაც აღარ განხორციელდება ნორმალურად.



--------------------
საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე აქტიურად მომუშავე ჰიდროაგრეგატი არის მტრის წისქვილი. © სლავა მესხი

"ქალი-დიდი ძალაა"- გვეუბნება პარტია (© კ/ფ "შეხვედრა წარსულთან")

Vita nostra brevis est, brevi finietur,
venit mors velociter, rapit nos atrociter,
nemini parcetur!
ბაჩუკი
Super Member


****
ჯგუფი: Registered
წერილები: 750
წევრი No.: 18382
რეგისტრ.: 19-March 06

გამოგზავნილია: 5 Aug 2006, 23:01  #3563581      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
QUOTE
უფრო გასაგებად არ შეგეძლო დაგეწერა?ვერაფერი ვერ გავიგე,არადა მაგრად მაინტერესებს ვენების გაგანიერებაზე ნებისმიერი ინფორმაცია.

მე მგონი Solveig-მა მოახერხა.
QUOTE
შეცვლილი უბანი თუ ღვიძლის კარის ვენასთან ახლოსაა, მასზე ზეწოლას ახდენს და ცხაადია, ვენაში სისხლის ნორმალურ მიმოქცევაზეც ახდენს გავლენას.

საერთოდ ღვიძლს აქვს ძალიან თავისებური სისხლის მიმოქცევა,კარის ვენა,რომლის შექმნაშიც მონაწილეობს ზემოთხსენებულ ელენთის ვენასთან ერთად მუცლის ღრუს კენტი ორგანოებიდან გამომავალი ვენები,შედის ღვიძლში და იწყებს განსაზღვრული სქემით დატოტვას სინუსოიდებამდე,რომელიც არტერიულ სისხლსაც იღებს ღვიძლის საკ.არტერიიდან და ერთიანდება წილაკის(ღვიძლის უმცირესი ფუნქციური ერთეული)ცენტრალურ ვენაში,საბოლოოდ ვენური სისხლი ღვიძლის ვენებით ტოვებს ღვიძლს და ჩაებინება ქვემო ღრუ ვენაში.როცა იცვლება ღვიძლის ქსოვილს სტრუქტურა,ბუნებრივია იქმნება დაბრკოლება სისხლის მიმოქცევის ზემოთაღწერილ სისტემაში,რაც თავის მხრივ იწვევს წნევის გაზრდას კარის ვენის აუზში (პორტული ჰიპერტენზია) და მუდმივი ზეწოლა გაზრდილი წნევით ვენის კედელზე იწვევს კედლის გამოდრეკას და ვარიკოზს.როგორც წესი ამ დროს უპირატესად საყლაპავის ქვემო ნაწილის ვენების ვარიკოზი ხდება(კუჭისაც),რასაც ენდოსკოპიური ლიგირებით მკურნალობენ,თუ,რა თქმა უნდა, პორტული ჰიპერტენზიის მოხსნა ვერ ხერხდება...
უუუუჰ,მე მგონი რაც ვიცოდი გითხარი,დალშე სხვამ გააგრძელოს...
ancho
Super Crazy Member


******
ჯგუფი: Members
წერილები: 6388
წევრი No.: 8163
რეგისტრ.: 11-January 05

გამოგზავნილია: 6 Aug 2006, 01:38  #3564350      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
სხვა მიზეზი რა შეიძლება იყოს? (ღვიძლის სტრუქტურის შეცვლის გარდა.. ეს გამორიცხულია უკვე ჩემ შემთხვევაში).....
ბაჩუკი
Super Member


****
ჯგუფი: Registered
წერილები: 750
წევრი No.: 18382
რეგისტრ.: 19-March 06

გამოგზავნილია: 6 Aug 2006, 17:33  #3566395      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
ancho
კედლის მემკვიდრული დეფექტი უკვე ვთქვით,გამომდინარე იქიდან,რომ ელენთის ვენა მდებარეობს პანკრეასის სხეულის უკან და იმყოფება ლიმფური კვანძების გარემოცვაში,ნებისმიერი ზეწოლა ამ ორგანოების მხრიდან შექმნიდა წინაპირობას ვარიკოზისათვის,მაგ.გადიდებული ლიმფური კვანძი,უარესზე აღარ ვლაპარაკობ.ტაკ შტო,გჭირდება აღნიშნული ორგანოების გულდასმით გამოკვლევა,თოდუას კლინიკას გირჩევდი,თუ გინდა ექიმის გვარს და კოორდინატებს დაგიპიემებ.
krash
Junior Member


**
ჯგუფი: Registered
წერილები: 19
წევრი No.: 22265
რეგისტრ.: 5-August 06

გამოგზავნილია: 7 Aug 2006, 00:06  #3568186      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
bachuki84
ბარემ ისიც გვითხარი,რამდენად საშიშია ეგ დაავადება და საერთოდ ვენების ვარიკოზი,რა გართულებები შეიძლება მოყვეს,მე უფრო ფეხების ვარიკოზი მაინტერესებს.
ancho
Super Crazy Member


******
ჯგუფი: Members
წერილები: 6388
წევრი No.: 8163
რეგისტრ.: 11-January 05

გამოგზავნილია: 7 Aug 2006, 22:10  #3572767      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
bachuki
smile.gif მართალი ხარ, სწორედ კუჭქვეშა ჯირკვლის ბრალი შეიძლება იყოს, სწორედ ეხლა ვიმკურნალე... პმ-ში გკითხავ რაღაცას. smile.gif
amelie
Super Member


****
ჯგუფი: Registered
წერილები: 164
წევრი No.: 9339
რეგისტრ.: 11-March 05

გამოგზავნილია: 9 Aug 2006, 14:22  #3580120      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
QUOTE (krash @ 6 Aug 2006, 23:06 )
bachuki84
ბარემ ისიც გვითხარი,რამდენად საშიშია ეგ დაავადება და საერთოდ ვენების ვარიკოზი,რა გართულებები შეიძლება მოყვეს,მე უფრო ფეხების ვარიკოზი მაინტერესებს.

მეც მაინტერესებს, რა იწვევს ამას. და რატომ არის რომ ქალებს მშობიარობის მერე უფრო უვითარდებათ
1 წევრი ათვალიერებს ამ თემას (1 სტუმარი და 0 უჩინარი წევრი)
0 წევრი:
Topic Options Pages: (14) [1] 2 3 ... ბოლო » გამოხმაურება · ახალი თემა · ახალი გამოკითხვა

 



ფორუმის სერვერების განთავსებას და ინტერნეტთან კავშირს უზრუნველყოფს: CLOUD9
[ Script Execution time: 0.0260 ]   [ 12 queries used ]   [ GZIP Disabled ]