forum.ge
reklama
FORUM.GE წესები  · დახმარება  · ძებნა  · წევრები  · კალენდარი  · ჩატი
Pages: (14) 1 [2] 3 4 ... ბოლო »  ( გადავიდეთ პირველ წაუკითხავ წერილზე ) გამოხმაურება · ახალი თემა · ახალი გამოკითხვა

> სისხლძარღვების პრობლემა
ბაჩუკი
Super Member


****
ჯგუფი: Registered
წერილები: 750
წევრი No.: 18382
რეგისტრ.: 19-March 06

გამოგზავნილია: 9 Aug 2006, 22:35  #3582571      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
QUOTE
bachuki84
ბარემ ისიც გვითხარი,რამდენად საშიშია ეგ დაავადება და საერთოდ ვენების ვარიკოზი,რა გართულებები შეიძლება მოყვეს,მე უფრო ფეხების ვარიკოზი მაინტერესებს.

QUOTE
მეც მაინტერესებს, რა იწვევს ამას. და რატომ არის რომ ქალებს მშობიარობის მერე უფრო უვითარდებათ

აი ფეხების ვენების შემთხვევაში ცოტა სხვანაირად გვაქვს საქმე,აქ გასათვალისწინებელია სისხლის დინების თავისებურება, სარქველების არსებობა,რაც უზრუნველყოფს სისხლის "აღმა სვლას" გრავიტაციის საწინააღმდეგოდ. ამ სარქველების უკმარისობა საკმარისია ვარიკოზისთვის,არის კიდევ ერთი ფაქტორი-ე.წ. კომუნიკაციური ვენები,რომელიც ერთმანეთს უკავშირებს ზედაპირულ და ღრმა ვენებს,ღრმა ვენებში სისხლის დინების შეფერხების დროს ძლიერდება ნაკადი ზედაპირულ ვენებში კომუნიკაციური ვენების გავლით,თუ ამ პროცესმა პერმამენტული ხასიათი მიიღო,იწყება კომ.ვენების უკმარისობა რაც ვარიკოზის კიდევ ერთი წინაპირობაა.
გართულებებს რაც შეეხება,ჰემოდინამიკის მოშლა ტროფიკასაც არღვევს და შეიძლება ვარიკოზული წყლული ჩამოყალიბდეს მთელი შემდგომი გართულებებით(სისხლდენით,წითელი ქარით,კიბოდ გადაგვარებითაც კი),უპირატესად წვივის ქვემო მესამედში,ამას თავის მიზეზი აქვს,თუმცა ეს ალბათ ნაკლებად საინტერესოა...
აღსანიშნავია ასევე მწვავე თრომბოფლებიტი,რომელიც არც თუ ისე იშვიათი გართულებაა ვარიკოზის.
* * *
ფეხმძიმობასთან კავშირს რაც შეეხება,ამ დროს ხდება თეძოს შიგნითა ვენაში შეგუბება,რაც იწვევს თავის მხრივ,ბოქვენის,შორისის და დიდი საჩინო ვენების ვარიკოზს.


--------------------
amore,
more,
ore,
re
krash
Junior Member


**
ჯგუფი: Registered
წერილები: 19
წევრი No.: 22265
რეგისტრ.: 5-August 06

გამოგზავნილია: 10 Aug 2006, 12:15  #3584578      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
ბაჩუკი
მკურნალობაც მაინტერესებს როგორ ხდება,პლზ რა
ბაჩუკი
Super Member


****
ჯგუფი: Registered
წერილები: 750
წევრი No.: 18382
რეგისტრ.: 19-March 06

გამოგზავნილია: 12 Aug 2006, 19:53  #3596204      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
QUOTE
მკურნალობაც მაინტერესებს როგორ ხდება,პლზ რა

მკურნალობის რამდენიმე მეთოდი არსებობს,მაგალითად კონსერვატიული მკურნალობა მოიცავს ვარჯიშებს და გარკვეულ რეჟიმს ავადმყოფისგან,ოპერაციული-უვარგისი ვენის მოცილებას,სკლეროთერაპია-მასკლეროზებელი ნივთიერებების შეყვანას,რაც ასეპტიურ ფლებიტს იწვევს.საყლაპავის ვარიკოზის შემთხვევაში აკეთებენ ენდოსკოპიურ ლიგირებსა(გადაკვანძავენ გამობერილობას),,რის შემდეგაც ვენის ლიგირებული ნაწილი დანეკროზდება და მოვარდება,ახლა იხვეწება მეთოდი,რომელიც გულისხმობს ენდოსკოპიურ ლიგირებას შემდგომი სკლეროთერაპიით (საქართველოში,თორემ ევროპაში დახვეწილიც არის და დიდი პოპულარობითაც გამოირჩევა)
amelie
Super Member


****
ჯგუფი: Registered
წერილები: 164
წევრი No.: 9339
რეგისტრ.: 11-March 05

გამოგზავნილია: 14 Aug 2006, 14:24  #3603005      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
გმადლობთ ამომწურავი პასუხებისთვის
ისე რამდენად ეფექტურია მკურნალობა - ფეხების ვარიკოზს ვგულისხმობ
ბაჩუკი
Super Member


****
ჯგუფი: Registered
წერილები: 750
წევრი No.: 18382
რეგისტრ.: 19-March 06

გამოგზავნილია: 20 Aug 2006, 20:31  #3629872      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
QUOTE
ისე რამდენად ეფექტურია მკურნალობა - ფეხების ვარიკოზს ვგულისხმობ

ოპერაციული ჩარევა და სკლეროთერაპია რადიკალური მეთოდებია,კონსერვატიული საბოლოო განკურნებას არ იწვევს მაგრამ მდგომარეობას საგრძნობლად აუმჯობესებს.
ikebana
Volunteer


*******
ჯგუფი: Moderators
წერილები: 13396
წევრი No.: 6402
რეგისტრ.: 14-September 04

გამოგზავნილია: 12 Sep 2007, 20:18  #6645620      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა · yim · msn
თბილისში ვინ არის კარგი ანგიოლოგი? სასწრაფოდ მჭირდება.
ტანკე
Super Crazy Member +++


*********
ჯგუფი: Members
წერილები: 66423
წევრი No.: 12696
რეგისტრ.: 10-September 05

გამოგზავნილია: 12 Sep 2007, 21:19  #6646273      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
ხომ მშვიდობაა?
სამწუხაროდ მე არ ვიცი.ალბათ მოგცემენ რჩევას მალევე


--------------------
On ne peut pas faire d'omelette sans casser des oeufs
BaBajanka
:)


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 2592
წევრი No.: 20316
რეგისტრ.: 7-June 06

გამოგზავნილია: 12 Sep 2007, 21:24  #6646323      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა · msn
ikebana


მეც მჭირდება smile.gif ღუდუშაურში იცის ერთი baby-bobo- მ
რა გჭირს?
ikebana
Volunteer


*******
ჯგუფი: Moderators
წერილები: 13396
წევრი No.: 6402
რეგისტრ.: 14-September 04

გამოგზავნილია: 12 Sep 2007, 21:29  #6646382      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა · yim · msn
ტანკე
BaBajanka
მე არაფერი, დედაჩემს აქვს ფლებიტი. ფეხზე აქვს შეშუპება და მეშინია ტროფიკულ წყლულად არ გადაექცეს. sad.gif

ხვალ უნდა წავიყვანო აუცილებლად.
აბა ვკითხავ baby-bobo-ს.

მადლობა გამოხმაურებისთვის 2kiss.gif
Natuka NGN
მეოცნებე


********
ჯგუფი: Moderators
წერილები: 23694
წევრი No.: 8805
რეგისტრ.: 17-February 05

გამოგზავნილია: 12 Sep 2007, 22:08  #6646851      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
ikebana
ანგიოლოგიური ძალიან კარგი ბოხუას კლინიკა არის დიღომში ე.ეწ. რკინიგზის საავადმყოფოში. იქ არის არაჩვეულებრივი ექიმი - მამუკა ბოკუჩავა /ცეცხლაძე შემეშალა სხვა ექიმში/. თუმცა, ის კლინიკა კიდევ ინარჩუნებდა კარგ სახელს. მე სხვა არ ვიცი.

This post has been edited by Natuka NGN on 12 Sep 2007, 22:37


--------------------
http://natalimade.wordpress.com/
http://psiqea.wordpress.com
https://www.facebook.com/TrendyHandmadeBeadsByNatalie
Solveig
ensom


*********
ჯგუფი: Moderators
წერილები: 61489
წევრი No.: 8096
რეგისტრ.: 6-January 05

გამოგზავნილია: 12 Sep 2007, 22:20  #6646978      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
Natuka NGN
QUOTE
მამუკა ცეცხლაძე.



ცეცხლაძე არ ვიცი და მანდ ბოკუჩავას აქებენ ძალიან.


--------------------
საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე აქტიურად მომუშავე ჰიდროაგრეგატი არის მტრის წისქვილი. © სლავა მესხი

"ქალი-დიდი ძალაა"- გვეუბნება პარტია (© კ/ფ "შეხვედრა წარსულთან")

Vita nostra brevis est, brevi finietur,
venit mors velociter, rapit nos atrociter,
nemini parcetur!
Natuka NGN
მეოცნებე


********
ჯგუფი: Moderators
წერილები: 23694
წევრი No.: 8805
რეგისტრ.: 17-February 05

გამოგზავნილია: 12 Sep 2007, 22:37  #6647138      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
Solveig
ჰო, ჰო... ბოკუჩავა, გადავამოწმე გვარი დაქალთან, როემლიც დადიოდა... მაპატიეთ!!!
ikebana
Volunteer


*******
ჯგუფი: Moderators
წერილები: 13396
წევრი No.: 6402
რეგისტრ.: 14-September 04

გამოგზავნილია: 12 Sep 2007, 22:41  #6647177      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა · yim · msn
Natuka NGN
Solveig
ყოფილი რკინიგზა რომელია ახლა? სულ ბოლოში?
Solveig
ensom


*********
ჯგუფი: Moderators
წერილები: 61489
წევრი No.: 8096
რეგისტრ.: 6-January 05

გამოგზავნილია: 12 Sep 2007, 22:46  #6647240      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
ikebana
QUOTE
სულ ბოლოში?



არა, სულ ბოლოში ბავშვთა მეორეა..ეგ ბოლოსწინაა-ზარაფხანასთან.
baby-bobo
Super Crazy Member +


*******
ჯგუფი: Members
წერილები: 12005
წევრი No.: 29630
რეგისტრ.: 8-February 07

გამოგზავნილია: 12 Sep 2007, 22:55  #6647343      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
ikebana
ნახე PM
-------------------------------------


--------------------
:up:
0 წევრი ათვალიერებს ამ თემას (0 სტუმარი და 0 უჩინარი წევრი)
0 წევრი:
Topic Options Pages: (14) 1 [2] 3 4 ... ბოლო » გამოხმაურება · ახალი თემა · ახალი გამოკითხვა

 



ფორუმის სერვერების განთავსებას და ინტერნეტთან კავშირს უზრუნველყოფს: CLOUD9
[ Script Execution time: 0.0301 ]   [ 12 queries used ]   [ GZIP Disabled ]