forum.ge
reklama
FORUM.GE წესები  · დახმარება  · ძებნა  · წევრები  · კალენდარი  · ჩატი
Pages: (25) [1] 2 3 ... ბოლო »  ( გადავიდეთ პირველ წაუკითხავ წერილზე ) გამოხმაურება · ახალი თემა · ახალი გამოკითხვა

> ვენერული დაავადებები.
Milky
Super Member


****
ჯგუფი: Registered
წერილები: 318
წევრი No.: 16984
რეგისტრ.: 8-February 06

გამოგზავნილია: 13 May 2006, 21:23  #3063025      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
მოდერატორო არ დამვორნო რა? baby.gif

ე.ი.
მაინტერესებს სიმპტომები.
საერთოდ აღგზნებისას პენისზე თუ უკვე გამოსულია
სითხე , ეს იმას ნიშნავს რომ რაღაც არ არის რიგზე?
აი ცოტა არ იყოს და ქაფში გადასული სპერმა....

baby.gif baby.gif

Link



*******
ჯგუფი: Members
წერილები: 12466
წევრი No.: 5493
რეგისტრ.: 19-June 04

გამოგზავნილია: 13 May 2006, 21:26  #3063036      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
eek.gif eek.gif eek.gif eek.gif spy.gif spy.gif spy.gif spy.gif

ოე! ! ! ! ! !
პმ!



მოკლედ როგორც მე ვიცი, ტრიპერის სიმპტომი არის ღამით წყალივით რომ გადმოდის სპერმა... (თუ არ ვცდები) biggrin.gif (ექიმებო , ნუ კაკ? )

ხოდა კიდე, მგონი აღგზნებისას , როგორც გოგო , ბიჭიც ასევე გამოყოფს რაღაც გარკვეულ სისველეს (სითხეს ანუ სპერმას) , ქაფზე არ ვიცი არაფერი ! tongue.gif
მარა რა ხდება?

the_lizard_king
Super Crazy Member +++


*********
ჯგუფი: Members
წერილები: 31336
წევრი No.: 11934
რეგისტრ.: 1-August 05

გამოგზავნილია: 14 May 2006, 15:26  #3065867      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · aim
QUOTE
საერთოდ აღგზნებისას პენისზე თუ უკვე გამოსულია
სითხე , ეს იმას ნიშნავს რომ რაღაც არ არის რიგზე?

საშიში არაფერია, ეგ ყველას აქვს


--------------------
Losing my taste for the nightlife
kuna
Crazy Member


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 2195
წევრი No.: 15920
რეგისტრ.: 4-January 06

გამოგზავნილია: 14 May 2006, 19:32  #3067061      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა · msn
Milky
QUOTE
მაინტერესებს სიმპტომები.

QUOTE
საერთოდ აღგზნებისას პენისზე თუ უკვე გამოსულია
სითხე , ეს იმას ნიშნავს რომ რაღაც არ არის რიგზე?

თუ აგზნებაა და სითხე მოყვება, ეს ნორმაა, გააჩნია სითხეს და შეგრძნებებს..........
სითხე არ უნდა იყოს შემღვრეული, შესქელებული, აჭრილი(ხაჭოსავით).
QUOTE
აი ცოტა არ იყოს და ქაფში გადასული სპერმა....

არც ეგაა პრობლემა, მაგრამ კონსტიტუციის ქუჩას თუ ესტუმრები უფრო დამაჯერებელ
პასუხს მიიღებ. yes.gif yes.gif yes.gif
anatoreli
Super Crazy Member +


*******
ჯგუფი: Members
წერილები: 16708
წევრი No.: 12045
რეგისტრ.: 6-August 05

გამოგზავნილია: 16 May 2006, 04:03  #3075427      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
QUOTE
კონსტიტუციის ქუჩას თუ ესტუმრები უფრო დამაჯერებელ
პასუხს მიიღებ.

გეტყვიან --რეგულარული სექსი და მისი ჯანი!სისველეც და ქაფიც გაქრება biggrin.gif


--------------------
(გადავიწეროთ პიჯვარი სამჯერ)

წითელი ვარდი და რევოლუცია

ვერვინ იტყოდა სათქმელს ამგვარად
რაც თქვა ქართულმა ევოლუციამ
უფალმა სისხლი აღარ დაღვარა
მხოლოდ ვარდი!!! და რევოლოცია
upfir
გაუმარჯოს ზომიერებას


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 2111
წევრი No.: 2749
რეგისტრ.: 25-September 03

გამოგზავნილია: 17 May 2006, 17:55  #3083303      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა · aim
გემო უნდა გაუსინჯოს კაცმა, გემო......
Milky

ელემენტარული მიკროსკოპული ანალიზის გაკეთება რა გახდა?!


--------------------
-რამდენი წლის ხარ ბიჭი?
-ხუთის
-აი, მალადეც!
webdesign
zveli niki


*****
ჯგუფი: Registered
წერილები: 1486
წევრი No.: 7152
რეგისტრ.: 7-November 04

გამოგზავნილია: 20 May 2006, 16:37  #3100662      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
აუ, გერხევა, დროზე ექიმთან!
ინფო კიდევ გოოგლში მოზებნე, ინგლისური ტუ არ იცი, დაგეხმარებით აქ.


--------------------
davexmaroT oblebs
http://forum.ge/?showtopic=33580856&st=60
kuna
Crazy Member


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 2195
წევრი No.: 15920
რეგისტრ.: 4-January 06

გამოგზავნილია: 22 May 2006, 16:16  #3110848      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა · msn
Milky
როგორაა საქმეები?
ანალიზებში რაო?
რატომ აღარ დაპოსტე?
tazo200X
Semper Fidelis


********
ჯგუფი: Users Awaiting Email Confirmatio
წერილები: 24899
წევრი No.: 3998
რეგისტრ.: 1-January 04

გამოგზავნილია: 19 Aug 2006, 15:08  #3625302      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა · ვებგვერდი · icq · aim · yim · msn
მოგესალმებით.
რამდენ ხანში,სექსის მერე,ვლინდება ვენერიული დაავადების სიმპტომები?


--------------------
I can't promise you that I will bring you all home alive, but this I swear: I will be the first one to set foot on the field,
and I will be the last to step off.
And I will leave no one behind. Dead, or alive, we all come home together. So help me God.
Col. Harold Moore, 7th Cavalry Division
Artgeo
Super Crazy Member


******
ჯგუფი: co-Moderators
წერილები: 5413
წევრი No.: 2709
რეგისტრ.: 17-September 03

გამოგზავნილია: 19 Aug 2006, 22:36  #3626959      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა · icq · aim · yim
tazo200X
გააჩნია დაავადებას smile.gif


--------------------
შეკითხვები თუ გაქვთ სატელიტების შესახებ http://forum.ge/?showforum=81 ში დაწერეთ, PM-ში არ გიპასუხებთ.
tazo200X
Semper Fidelis


********
ჯგუფი: Users Awaiting Email Confirmatio
წერილები: 24899
წევრი No.: 3998
რეგისტრ.: 1-January 04

გამოგზავნილია: 19 Aug 2006, 22:45  #3626992      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა · ვებგვერდი · icq · aim · yim · msn
Artgeo
ზოგადი სიპმტომები არ არსებობს?smile.gif
Artgeo
Super Crazy Member


******
ჯგუფი: co-Moderators
წერილები: 5413
წევრი No.: 2709
რეგისტრ.: 17-September 03

გამოგზავნილია: 19 Aug 2006, 22:56  #3627032      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა · icq · aim · yim
tazo200X
არა, სხვადასხვა დაავადებას სხვადასხვა სიმპტმები და სხვადასხვა წინაპერიოდი აქვს (არ მახსოვს რა ქვია ამ პერიოდს)

This post has been edited by Artgeo on 19 Aug 2006, 23:11
Artgeo
Super Crazy Member


******
ჯგუფი: co-Moderators
წერილები: 5413
წევრი No.: 2709
რეგისტრ.: 17-September 03

გამოგზავნილია: 19 Aug 2006, 23:07  #3627078      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა · icq · aim · yim
როგორია სქესობრივი გზით გადამდებ ინფექციათა ნიშნები?

სგგი-ს ნიშნები განსხვავებულია და სხვადასხვაგვარად ვლინდება ქალებსა და მამაკაცებში. თუ თქვენ ან თქვენი სქესობრივი პარტნიორი რომელიმე ქვემოთ ჩამოთვლილ ნიშანს შენიშნავთ, მაშინვე მიმართეთ ექიმს.

ქალებში ინფექციის უხშირესი ნიშნებია:

· უჩვეულო გამონადენი საშოდან, ან ცუდი სუნი;
· ქავილი ან წვა საშოს მიდამოში;
· წყლულები, ბუშტუკები და სხვა სახის გამონაყარი საშოს ირგვლივ, შორისის მიდამოში ან სხეულის სხვა ნაწილებზე;
· ტკივილი სქესობრივი აქტის დროს ან მოშარდვისას;
· ტკივილი მუცლის ქვემო არეში.


მამაკაცებში ინფექციის უხშირესი ნიშნებია:


· ტკივილი ან წვა მოშარდვისას;
· სასქესო ასოდან თეთრი ან მოყვითალო გამონადენი;
· წყლულები, ბუშტუკები, სხვა გამონაყარი ან კანის სხვა ცვლილებები სასქესო ასოზე, შორისის მიდამოში ან სხეულის სხვა ნაწილებზე.

სგგი ზოგჯერ გამოვლინდება სხვა ინფექციების მსგავსი ზოგადი სიმპტომებით, როგორიცაა საერთო სისუსტე, კუნთების ტკივილი, ქრონიკული დაღლილობა, ცხელება, შემცივნება, ყელის ტკივილი, ღებინება, ნაწლავთა აშლილობა და მადის დაკარგვა.

სგგი ზოგჯერ უსიმპტომოდაც მიმდინარეობს, განსაკუთრებით ქალებში. თუ თქვენს პარტნიორს სგგი აქვს, თავადაც შეიძლება დაინფიცირებული იყოთ, მიუხედავად იმისა, გაქვთ თუ არა დაავადების ნიშნები.

შიდსის ვირუსით დაინფიცირებისას დაავადების ნიშნები შეიძლება ხანგრძლივი დროის განმავლობაში არ გამოვლინდეს!

http://www.medportal.ge/aqtualuri_tema/sqe...gad_daavad1.htm

This post has been edited by Artgeo on 19 Aug 2006, 23:09

მიმაგრებული სურათი
condom.gif
mtvareuli
ნთვარე


******
ჯგუფი: Moderators
წერილები: 6362
წევრი No.: 18180
რეგისტრ.: 15-March 06

გამოგზავნილია: 19 Aug 2006, 23:12  #3627100      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა · ვებგვერდი · im · icq · aim · yim · msn
Artgeo
QUOTE
სხვადასხვა დაავადებას სხვადასხვა სიმპტომები და სხვადასხვა წინაპერიოდი აქვს (არ მახსოვს რა ქვია ამ პერიოდს)


ლატენტური პერიოდი smile.gif


--------------------
It's not so much where you stand in life, but in what direction you are moving
Artgeo
Super Crazy Member


******
ჯგუფი: co-Moderators
წერილები: 5413
წევრი No.: 2709
რეგისტრ.: 17-September 03

გამოგზავნილია: 19 Aug 2006, 23:14  #3627109      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა · icq · aim · yim
ვენერიული დაავადებების სიმპტომები

სქესობრივი გზით გადამდები დაავადებები იყო და დღესაც რჩება კაცობრიობის ერთ-ერთ უმთავრეს პრობლემად. ყველამ ვიცით აივ ინფექცია-შიდსის სავალალო შედეგებზე, თუმცა მის ფონზე არ უნდა დავივიწყოთ სქესობრივი გზით გადამდები სხვა, შედარებით ნაკლებსაშიში დაავადებებიც, რომელთა მიმართ უყურადღებობა ჩვენს ჯანმრთელობას სერიოზულ საფრთხეს შეუქმნის.
”მაქსი” თბილისის კანისა და ვენერიულ სნეულებათა კლინიკურ დისპანსერს ესტუმრა და ექიმს, დერმატო-ვენეროლოგ თამაზ ხოსიტაშვილს ესაუბრა. ალბათ, ჩვენი მკითხველისთვის ინტერესს მოკლებული არ იქნება იმის შეტყობა, თუ რომელი ვენერიული დაავადებებია დღეს ყველაზე მეტად გავრცელებული საქართველოში და რა სიმპტომატიკა ახასიათებს მათ.
თამაზ ხოსიტაშვილი: დღეს უმეტესად შემდეგი ვენერიული დაავადებებია გავრცელებული: ათაშანგი (სიფილისი), გონორეა (ტრიპერი), ტრიქომონიაზი, ქლამიდიოზი... რაც შეეხება ამ დროისთვის შექმნილ სიტუაციას, ვერ ვიტყოდი, რომ სტატისტიკურად რომელიმე მათგანი პროგრესირებს. პარადოქსია, მაგრამ ფაქტია, რაც უფრო უარესდება მოსახლეობის სოციალური მდგომარეობა, დაავადებების რიცხვი მით უფრო კლებულობს. მოგეხსენებათ, სქესობრივი ურთიერთობების დროს ეკონომიკური ფაქტორი გადამწყვეტია. ეს დაავადებები კი ”სიამოვნების” დაავადებებია და არა, მაგალითად, ჭლექი, რომელიც სოციალური პირობების გაუარესების გამო ვითარდება. თუმცა არის სხვა ფაქტორიც, რომელიც პროსტიტუციის ლეგალიზებას ეხება.
თავისთავად, როცა ადამიანს არ აქვს ბევრის გადახდის საშუალება, მიდის იაფფასიან მეძავთან, რომელიც, როგორც ცნობილია, ნაკლებად ზრუნავს საკუთარ ჯანმრთელობაზე, არ აინტერესებს არც ანალიზების პასუხები და მით უმეტეს, არც მკურნალობა. აქედან გამომდინარე, იაფფასიან მეძავს შესაძლოა, ვენერიული დაავადებების მთელი კომპლექსი აღენიშნებოდეს, რაც, გამორიცხული არ არის, რომ წინდაუხედაობის გამო კლიენტს გადაედოს.

თავისუფალი სექსი და დაუცველი თაობა

მართალია, ბოლო წლებში შეინიშნება სექსით ადრეულ ასაკში დაკავება, მაგრამ იმის თქმა მაინც არ შეიძლება, რომ ვენერიულმა დაავადებებმა ახალგაზრდებში იმატა. საერთო სიტუაციიდან გამომდინარე, ბავშვები საკმაო ინფორმაციას იღებენ იმის შესახებ, რომ შემთხვევით პარტნიორთან აუცილებელია უსაფრთხოების ნორმების დაცვა. თუმცა რა საშუალებებს იყენებენ ისინი საამისოდ, ამის დადგენა ჩვენთვის რთულია. ამ მხრივ, არასრულწლოვანებში აგიტაცია ოფიციალურ დონეზე, როგორც ვიცი, არ მიმდინარეობს. ადრეულ ასაკში დაავადების გამოწვევა კი კვლავ და კვლავ გამოუცდელობის და იაფფასიან მეძავებთან ურთიერთობის ბრალია. თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ ჩვენს პაციენტებს შორის არასრულწლოვანებს ნაკლებად ვხვდებით.

მთავარი პრობლემა - არაპროფესიონალიზმი

დღეს კი თითქმის ყოველ პოლიკლინიკასა თუ სტაციონარში ხდება ვენერიულ დაავადებებზე ანალიზების გაკეთება, რაც თავისთავად, პაციენტების განთესვას იწვევს არასპეციალისტებთან. რა ფორმით მიმდინარეობს იქ მკურნალობის პროცესი, ამის დადგენა შეუძლებელია. თუმცა ფაქტია, რომ არასწორი გზით ნამკურნალები პაციენტები შემდგომში ჩვენთან ხვდებიან, რადგან არის უამრავი ნიუანსი, რაც არაპროფესიონალი ექიმისთვის შეუმჩნეველი რჩება.
ძირითად შემთხვევებში ეს პროცესი გამოსწორებადია, მაგრამ საკმაოდ ხანგრძლივ მკურნალობას მოითხოვს და უფრო ძვირიც ჯდება. ასე რომ, პაციენტები თითქოს ეკონომიას აკეთებენ სხვაგან მისვლით, მაგრამ რეალურად მკურნალობა ორმაგი უჯდებათ, რადგან არაპროფესიონალთან ხვდებიან. არის შემთხვევები, როცა არასწორი მკურნალობის შედეგად პროცესი შეუქცევადი ხდება.

”იქ ვერ მივალ, სირცხვილია”

ეს ფაქტორი ნამდვილად მოქმედებს. თუ პაციენტი მაინცდამაინც არ შეაწუხა ავადმყოფობამ, ერიდება ექიმთან მოსვლას, პირველ რიგში, რა თქმა უნდა, მატერიალური სიდუხჭირის გამო. თუმცა აქვე მოქმედებს სხვა ფაქტორიც - კომპლექსი, რომელიმე ნაცნობმა ვენდისპანსერში მისული არ დაინახოს. ასე კი დაავადებული საკუთარ თავს უფრო მეტ ზიანს აყენებს.

როდის და როგორ ვლინდება ვენერიული დაავადება

ყოველ დაავადებას თავისი ნიშნები აქვს. მაგალითად, ათაშანგს აქტიური ფორმის დროს ახასიათებს გამონაყარი დაავადებულ ადამიანთან სქესობრივი კავშირის შემდეგ 2-3 კვირის ვადაში. ამ პერიოდში ჩნდება ეროზიული სახის გამონაყარი სასქესო ორგანოზე. უყურადღებობის შემთხვევაში ერთი თვის შემდეგ მან შეიძლება უკუგანვითარება განიცადოს და დაავადებაც შემდეგ სტადიაში გადავიდეს. მერე მთელ ტანზე ვარდისფერი ლაქები ჩნდება, რომლებსაც როზეოლა ჰქვია. როგორც აღვნიშნე, ეს დაავადების მეორე ეტაპია. არის შემთხვევები, როცა პაციენტი ამ ფაქტორსაც იგნორირებას უკეთებს. ჰგონია, რომ ალერგია აქვს და სვამს ანტიალერგიულ პრეპარატებს. დროთა განმავლობაში ეს პროცესიც პროგრესირებს, შემდეგ სტადიაში გადადის და ჩნდება წყლულები,ანუ პაპულები.
ათაშანგის ორი ფორმა არსებობს: აქტიური და ფარული. ფარული ფორმის დროს გარეგნული ნიშნების გამოვლენა არ ხდება. მხოლოდ სისხლის ანალიზის შემდეგ არის შესაძლებელი ამ დაავადების აღმოჩენა. დღეს კი, როგორც უკვე აღვნიშნე, თავისი ფეხით ადამიანი იშვიათად მიდის გამოკვლევის ჩასატარებლად და სანამ სიტუაცია უკიდურესობამდე არ გართულდება, მანამ ექიმს არ აკითხავს. თუმცა დაავადება ამ შემთხვევაშიც განკურნებადია, თუ რა თქმა უნდა, სახეზე არ არის ღრმა ქსოვილოვანი დაზიანება.

ყველაზე საშიში და ძნელად განკურნებადი ვენერიული დაავადებები

ყოველი დაავადება, თავის მხრივ, მეტ-ნაკლებად საშიშია. გარდა იმისა, რომ ისინი გადამდებია, ზიანს აყენებს ადამიანის ორგანიზმს. მაგალითად, ათაშანგის დროს, განსაკუთრებით, როცა დაავადება ფარული ფორმით მიმდინარეობს, ავადმყოფს მხედველობის ნერვის ან სმენის დაზიანება აღენიშნება. ხანდახან ფსიქიკურ აშლილობამდეც კი მივდივართ. ასეთი პაციენტები ნევროპათოლოგებსა და ფსიქიატრებთანაც კი ხვდებიან. სწორედ იქ ხდება დიაგნოსტირება, რომ ეს არ არის სომატური დაავადება და იგი გამოწვეულია ათაშანგით.
რაც შეეხება ქლამიდიოზს, ეს დაავადება მოქმედებს შინაგან ორგანოებზე. დაავადების მწვავე ფორმები აზიანებს გულის კუნთს, ღვიძლს, ფილტვს... ასე რომ, ვენერიული დაავადება მოიცავს მთელ ორგანიზმს და მკურნალობის პროცესის დაგვიანების შემთხვევაში ითრევს თითქმის ყველა ორგანოს.
ქლამიდიოზს შედარებით ნაკლები სიმპტომატიკა ახასიათებს: ოდნავი წვა შარდვის დროს, გამონადენი სასქესო ორგანოდან... მაგრამ პაციენტი ამ უმნიშვნელო ფაქტორებს ყურადღებას არ აქცევს, თუ საკუთარი ჯანმრთელობით განსაკუთრებულად არ არის დაინტერესებული.
გონორეის (ტრიპერის) შემთხვევაში გამონადენი უფრო მკვეთრია. შარდვის დროს წვის შეგრძნება უფრო მწვავეა და ამ დაავადებას ადამიანი უფრო მტკივნეულად აღიქვამს, ვიდრე ტრიქომონიაზს. მართალია, სიმპტომატიკურად ეს დაავადებები მეტ-ნაკლებად ერთმანეთს წააგავს, მაგრამ მათი სამკურნალო პრეპარატები აბსოლუტურად განსხვავდება. ამიტომ ამ დაავადებების ბრმად მკურნალობა არ შეიძლება.
ზოგიერთი ვენერიული დაავადება შვილოსნობაზეც მოქმედებს, განსაკუთრებით, ქალებში. ეს ყველაზე მეტად ქლამიდიოზს ეხება. ამ დროს საკვერცხე მილების გადაკეტვა ხდება ბაქტერიით და თუ დროზე არ მიექცა ყურადღება, შეიძლება ეს პროცესი შეუქცევადიც კი გახდეს.
მართალია, ეს დაავადებები მხოლოდ სქესობრივი გზით გადადის, მაგრამ ათაშანგის გადადების სხვა საშუალებაც არსებობს (როცა დაავადება ფარული ფორმით მიმდინარეობს) - სისხლისმიერი გზა. მსგავსი რამ ხშირია ნარკომანებში. დაავადება გადადის საერთო ნემსით ინექციის გაკეთებისას. იშვიათად, მაგრამ მაინც არის შემთხვევები, როცა ვენერიული დაავადება სტომატოლოგთანაც გადასდებიათ ექიმის მიერ არასტერილური იარაღის გამოყენების შედეგად.

SOS - ექიმის დანიშნულების გარეშე არ იმკურნალოთ

აბსოლუტურად დაუშვებელია გამოკვლევისა და ექიმის დანიშნულების გარეშე მკურნალობა. არის შემთხვევები, როცა პაციენტი შედის აფთიაქში, უხსნის ფარმაცევტს, რა აწუხებს და სთხოვს წამალს. მსგავსი ქცევა ყოვლად დაუშვებელია, რადგან, როგორც უკვე აღვნიშნე, რამდენიმე ვენერიული დაავადების სიმპტომატიკა ერთმანეთს ჰგავს. შეიძლება წამალმა ავადმყოფს ერთი სიმპტომი მოუხსნას, მაგრამ დაავადება სხვა, უფრო პროგრესულ სტადიაში გადავიდეს. ამიტომ პაციენტმა რაც შეიძლება მალე უნდა მიაკითხოს ექიმს.
ჩვენს დისპანსერში თითქმის ყველა სადიაგნოსტიკო ანალიზი 30-40 ლარი ღირს. მერწმუნეთ, ეს ზღვაში წვეთია იმასთან შედარებით, რაც არასწორი მკურნალობის შემთხვევაში შეიძლება დაეხარჯოს პაციენტს.

ესაუბრა ნინო ლომსაძე

http://www.maxi.ge/cgi-bin/n_versia.pl?f=show_statia&id=697

მიმაგრებული სურათი
durex_variety1.jpg
0 წევრი ათვალიერებს ამ თემას (0 სტუმარი და 0 უჩინარი წევრი)
0 წევრი:
Topic Options Pages: (25) [1] 2 3 ... ბოლო » გამოხმაურება · ახალი თემა · ახალი გამოკითხვა

 



ფორუმის სერვერების განთავსებას და ინტერნეტთან კავშირს უზრუნველყოფს: CLOUD9
[ Script Execution time: 0.0391 ]   [ 12 queries used ]   [ GZIP Disabled ]