forum.ge
reklama
FORUM.GE წესები  · დახმარება  · ძებნა  · წევრები  · კალენდარი  · ჩატი
Pages: (40) [1] 2 3 ... ბოლო »  ( გადავიდეთ პირველ წაუკითხავ წერილზე ) გამოხმაურება · ახალი თემა · ახალი გამოკითხვა

> B ჰეპატიტი.
DG
Super Member


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 2583
წევრი No.: 107
რეგისტრ.: 23-May 01

გამოგზავნილია: 12 Jan 2004, 15:49  #329293      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · icq
რით გემუქრებათ B ჰეპატიტი

დღეს მედიცინისთვის ჰეპატიტის (ლათინურიდან თარგმანში - ღვიძლის უჯრედის ანთება) გამომწვევ ვირუსთა 5 დასახელებაა ცნობილი. მათ შორის კი ერთ-ერთ ყველაზე საშიშად B ვირუსია აღიარებული. ეს ვირუსი მსოფლიიო მასშტაბით არის გავრცელებული. მეცნიერებს მიაჩნიათ, რომ დედამიწის მოსახლეობის 1/3 ანუ 2 მლრდ ადამიანზე მეტი B ვირუსითაა დაინფიცირებული. B საშიშ ინფექციათა ნუსხაში ერთ-ერთი პირველთაგანია და არავის ინდობს. ამასთან, ის უკვე ახალგაზრდათა ინფექციად აღიქმება. დაინფიცირება უწყვეტლივ გრძელდება და ყოველწლიურად მილიონ ადამიანს მოიცავს. საფრთხეს ისიც ქმნის, რომ ვირუსით დასნებოვნება ძალზე ადვილია (შიდსის ვირუსთან შედარებით 1000-ჯერ იოლი). საკმარისია, სისხლის შრატის მხოლოდ 0.0000001 მლ-ის მოხვედრა და ინფექცია ორგანიზმშია.

როგორ გადაეცემა ვირუსი?

დაავადების გამომწვევი ვირუსი ადამიანის ორგანიზმის ყველა სეკრეტში, ბიოლოგიურ სითხეშია აღმოჩენილი (ცრემლი, სპერმა, ნერწყვი, ოფლი, დედის რძე ...), მაგრამ მისი არსებობა დაინფიცირების 100%-იან შესაძლებლობაზე სულაც არ მეტყველებს. მეცნიერების მიერ აღიარებულია მხოლოდ პარენტერალური - სისხლითა და სქესობრივი კავშირით გადაცემის გზა. ინფიცირება შესაძლებელია ტატუირების, აკუპუნქტურის დროსაც. ეჭვის ქვეშ დგას კონტაქტური, ოჯახურ პირობებში დასნებოვნება.
ძალზე საინტერესოა, ხდება თუ არა ვირუსის გადაცემა მუცლადყოფნის დროს დედიდან ნაყოფზე. საოცრებაა, მაგრამ ფაქტია, რომ ამ გზით დასნებოვნებას არ იწვევს. ახალშობილის დაინფიცირება მხოლოდ მშობიარობის დროს, ბავშვის კანის დაზიანების და დედის ვირუსის შემცველ სანაყოფე სიტხეებტან კონტაქტის დროს არის საფიქრებელი.

ჩვილები, სიმპტომები ...

B ჰეპატიტი ძალზე მუხანათი დაავადებაა. უშუალოდ დაავადება დაინფიცირებიდან 6 თვეში ვითარდება. ჩივილები ბოტკინის დაავადების სიმპტომების მსგავია: უმადობა, სიმძიმის შეგრძნება მარჯვენა ფერდქვეშა არეში, კანის გაყვითლება, შარდის გამუქება, განავლის გაუფერულება. ამას თან ერთვის მაღალი ტემპერატურა, თავის ტკივილი და სახსრების ტეხის შეგრძნება.
მაგრამ ზოგჯერ B ჰეპატიტი ჩივილს "იცვლის" და შესაძლოა, ის სასუნთქი სისტემის დაავადების (გრიპოზული მოვლენების) სახიტაც კი მოგვევლინოს. ასეტ მიმდინარეობას უსიმპტომოს უწოდებენ. ამ დროს დაავადების ამოცნობა სპეციფიკური დიაგნოსტიკური ტესტების გარეშე შეუძლებელია. აქედან გამომდინარე, ადამიანი შესაფერისი მკურნალობის გარეშე რჩება და შედეგად ორგანიზმში "ჩაბუდებული" ვირუსი (15%) მასპინძლის გარდა გარშემომყოფთაც "აზარალებს".

რას უნდა ვუფრთხილდეთ

B ჰეპატიტით ინფიცირებულთა 10-20%-ში პატოლოგია ქრონიკულ მიმდინარეობას იძენს. ამას კი რამდენიმე წელში შესაძლოა ღვიძლის გადაგვარება - ციროზი ან ციროზ-კიბოს ცამოყალიბება მოჰყვეს. ამასთან, საფიქრებელი და შემაშფოთებელი ის არის, რომ ჩვეულებრივ, ადამიანს თავი ჯანმრთელი ჰგონია (განსაკუთრებით, თუ უსიმპტომო ფორმა გადაიტანა) და სერიოზული დაავადების შესახებ მხოლოდ მაშინღა იგებს, როდესაც პროცესის უკუსვლა პრაქტიკულად შეუძლებელია. ამიტომაც ძალზე მნიშვნელოვანია უკვე არსებული ქრონიკული B ჰეპატიტის ადრეული გამოვლინება. ამ შემთხვევაში ხომ მედიცინას მასთან საბრძოლველად ცოტა რამ მაინც ძალუძს.
დიაგნოზი სისხლში B ვირუსის ე.წ. ანტიგენების აღმოჩენის საფუძველზე ისმება.

როგორ დავიცვათ თავი ...

B ჰეპატიტისგან თავდაცვა ჰიგიენური წესების გათვალისწინებით და ინფექციის წყაროსთან კონტაქტის ტავიდან აცილებით არის შესაძლებელი.
ამასთან, უზარმაზარი შრომის ფასად დღეს მსოფლიოში მედიცინა B ვირუსის საწინააღმდეგო ვაქცინას ფლობს. ის საკმარისად ეფექტურია. ამ სითხის გამოგონების შემდეგ მეცნიერებმა ისიც კი თქვეს - ჩვენ კიბოს საწინააღმდეგო სითხე შევქმენითო. ვაქცინა ყველა ასაკის ადამიანებისთვის ერთია. განსხვავება მხოლოდ დოზირებაშია. ვაქცინაცია 3-4-ჯერ უნდა ჩატარდეს.
ვაქცინით B ჰეპატიტის აცილება დიახაც რომ შესაძლებელია, თუმცაღა გასათვალიწინებელია, რომ ვაქცინა აუცილებლად ვარგისი უნდა იყოს. მისი შენახვის პირობები ძალზე რთულია და ბევრ პარამეტრს მოითხოვს (მუდმივი დაბალი ტემპერატურა, ტრასპორტირების წესების დაცვა, ვადა ...). დღეს საქართველოშიც არსებობს ვაქცინათა ფართო სპექტრი, მაგრამ ჩვენ თავს შევიკავებთ რომელიმე კონკრეტული სახეობის რეკომენდირებისაგან. ერთს კი გირჩევდით, თუკი საიმედო ვაქცინა ჩაგივარდათ ხელთ ანდა საზღვარგარეთიდან მისი შემოტანის შესაძლებლობა გაქვთ, ვაქცინის გამოყენება თევენი და თქვენი ოჯახის ჯანმრთელობისთვის საუკეთესო საშუალება იქნება.

მაია მუხიგული


ეს წერილი ძველი გაზეთიდან არის, ოღონდ არ მახსოვს რომელიდან. ჰო და მე მაინტერესებს თუ გსმენიათ ამ ვაქცინების შესახებ რამე? ან ვინმეს თუ მიუღია ეს ვაქცინა, და რა შედეგი ჰქონდა? მოკლედ კველაფერი ვაქცინების შესახებ.
tikusha
Super Crazy Member +


*******
ჯგუფი: Members
წერილები: 11703
წევრი No.: 1117
რეგისტრ.: 21-July 02

გამოგზავნილია: 12 Jan 2004, 22:32  #329839      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
ჩემს დაქალს B ჰეპატიტი კბილის ექიმმა გადაადო
DG
Super Member


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 2583
წევრი No.: 107
რეგისტრ.: 23-May 01

გამოგზავნილია: 13 Jan 2004, 10:06  #330151      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · icq
მე ექთანმა, სადაც დავიჭერ ....
tikusha
Super Crazy Member +


*******
ჯგუფი: Members
წერილები: 11703
წევრი No.: 1117
რეგისტრ.: 21-July 02

გამოგზავნილია: 13 Jan 2004, 11:37  #330239      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
DG
ნუ ალბათ ძალიათ არ ენდომებოდა ხო.? . .

მის მერე სამი წელი გავიდა და დღესაც პერიოდულად უღიზიანდება ღვიძლი და წამლებს იღებს
ეს რა ვირუსი ყოფილა ვა. . .

This post has been edited by tikusha on 13 Jan 2004, 11:38
Girl
Crazy Member


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 4297
წევრი No.: 2779
რეგისტრ.: 30-September 03

გამოგზავნილია: 13 Jan 2004, 11:41  #330243      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
და არ რჩება?
tikusha
Super Crazy Member +


*******
ჯგუფი: Members
წერილები: 11703
წევრი No.: 1117
რეგისტრ.: 21-July 02

გამოგზავნილია: 13 Jan 2004, 12:15  #330282      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
DG
QUOTE
მე მაინტერესებს თუ გსმენიათ ამ ვაქცინების შესახებ რამე? ან ვინმეს თუ მიუღია ეს ვაქცინა, და რა შედეგი ჰქონდა? მოკლედ კველაფერი ვაქცინების შესახებ.

მეც დამაინტერესა, ჩემს დაქალს ვნახავ და ვკითხავ იქნებ მან იცოდეს რამე. . .
DG
Super Member


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 2583
წევრი No.: 107
რეგისტრ.: 23-May 01

გამოგზავნილია: 13 Jan 2004, 12:37  #330342      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · icq
QUOTE
და არ რჩება?


Возможно ли полное излечение гепатита В?

Полное излечение острого гепатита В возможно, особенно если заболевание протекает с ярко выраженными симптомами. Однако преимущественное большинство заразившихся вирусом гепатита В переносят так называемую бессимптомную форму заболевания. Приблизительно у 7-12% больных острым манифестным (то есть с яркими симптомами) гепатитом В выздоровление не наступает и заболевание переходит в хроническое.
Если человек перосит бессимптомную форму острого гепатита В, то очень часто исходом является хронический гепатит.
Полного излечения хронического гепатита В практически не наступает, но можно добиться благоприятного течения заболевания при условии выполнения определенных рекомендаций, касающихся режима труда и отдыха, питания, психо-эмоциональных нагрузок, а также препаратов, улучшающих обменные процессы в клетках печени.
Противовирусное лечение назначается и проводится под строгим контролем врача и в тех случаях, когда имеются показания к такому лечению.
Специализированными клиниками Санкт-Петербурга по лечению вирусных гепатитов являются городские инфекционные больницы № 30 им. С.П. Боткина (Миргородская ул., д.3) и № 10-гепатологический центр (Бумажная ул., д.9).

მე ქრონიკული მაქვს უკვე 12 წელია sad.gif
რაღაც ვაქცინები მეც ვნახე, ძირითადად რუსული წამოების, მაგრამ ერთიდაიგივე ვაქცინაზე ფასები საკმაოდ განსხვავდება, ტო ესტ მაგათაც ხომ უნდა დარჩეთ რამე smile.gif
* * *

QUOTE
ნუ ალბათ ძალიათ არ ენდომებოდა ხო.? . .

ძალითო? ერთჯერადი შპრიცი დაენანა მაგ ოხერს
მიჩინიო
Ништяк!


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 4374
წევრი No.: 668
რეგისტრ.: 14-February 02

გამოგზავნილია: 13 Jan 2004, 13:29  #330463      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა · ვებგვერდი · yim · msn
DG
QUOTE
ერთჯერადი შპრიცი დაენანა მაგ ოხერს


12 წლის წინ დაენანებოდა... მაშინ ეგეთი დრო იყო... სრუალიად განკურნება კი შეიძლება... ქრონიკულზე ვერაფერს გეტყვი, მაგრამ ის კი უეჭველია რომ შეიძლება საერთოდ არ შეგაწუხოს, მაგრამ ვირუსი იქნება ორგანიზმში... ვაქცინებზე კი ვეცდები რამე გავარკვიო...


--------------------
...მაშ, რა საჭიროა გზა, თუ ის ტაძრამდე არ მიმიყვანს?... Wait! Something is happening!

rastatales.blogspot.com
www.last.fm/user/michinio
DG
Super Member


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 2583
წევრი No.: 107
რეგისტრ.: 23-May 01

გამოგზავნილია: 13 Jan 2004, 13:37  #330483      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · icq
ჩვენს ინფექციურში (პავლოვზე) ექიმია, ვეკუა უნდა იყოს მისი გვარი თუ კარგად მახსოვს, ენა ებმება, ჰო და მაგის დედაც, ვისაც გაუტყდა ცივი წყალი დალიოს smile.gif მაგარი ცუდი კაცია, შეკრულია ვიღაცეებთან და რაღაც წამლებს გტენის, მხოლოდ უცხოურ ვალუტაზე რომ იყიდება, ლარზე სტროგად უარს ამბობენ, მაგ. ერთი ტაბლეტი 70 ცენტი. ფასზე არ არის საქმე, უბრალოდ გადამოწმებული მაქვს, რომ ტრუხა წამლებია sad.gif
მიჩინიო
Ништяк!


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 4374
წევრი No.: 668
რეგისტრ.: 14-February 02

გამოგზავნილია: 13 Jan 2004, 14:02  #330530      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა · ვებგვერდი · yim · msn
DG
ეგ კი, ეგ კი!
tikusha
Super Crazy Member +


*******
ჯგუფი: Members
წერილები: 11703
წევრი No.: 1117
რეგისტრ.: 21-July 02

გამოგზავნილია: 13 Jan 2004, 20:57  #331182      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
DG
QUOTE
QUOTE
ნუ ალბათ ძალიათ არ ენდომებოდა ხო.? . .


ძალითო? ერთჯერადი შპრიცი დაენანა მაგ ოხერს

არა, შპრიცით არა, სტომატოლოგიური იარაღებით (აბა სხვა რა ქვია არ ვიცი) გადაადო, როგორც ჩანს ან გამოუხარშავი იყო ან კიდევ სხვისი ნახმარი
ზარაზა
ამაშია საქმე!


********
ჯგუფი: Users Awaiting Email Confirmatio
წერილები: 28713
წევრი No.: 4021
რეგისტრ.: 4-January 04

გამოგზავნილია: 28 Jan 2004, 01:13  #346870      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
B ჰეპატიტთან დაკავშირებით ორი საყურადღებო მომენტია რაც ამ დაავადებას მაინცდამაინც საშიშად არ სახავს მოსახლეობისთვის!
1. დაავადებულთა 85-90% თვითგამოჯანმრთელდება ყოველგვარი სამედიცინო ჩარევის გარეშე და
2. B ჰეპატიტზე აცრაა შესაძლებელი ნებისმიერი მსურველისათვის, რაც დაავადებას გამორიცხავს!


--------------------
დ ე ო კ უ პ ა ც ი ა !!!

სურათების ასატვირთად -> მამა-ჰოსტი -> http://pix.ge

ლოდი, რომელ შეურაცხ-ყვეს მაშენებელთა, ესე იქმნა თავ კიდეთა (ფსალ. 117.22)
DG
Super Member


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 2583
წევრი No.: 107
რეგისტრ.: 23-May 01

გამოგზავნილია: 28 Jan 2004, 09:48  #346974      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · icq
QUOTE
1. დაავადებულთა 85-90% თვითგამოჯანმრთელდება ყოველგვარი სამედიცინო ჩარევის გარეშე და

ეს ეხება A ჰეპატიტს
QUOTE
2. B ჰეპატიტზე აცრაა შესაძლებელი ნებისმიერი მსურველისათვის, რაც დაავადებას გამორიცხავს!

მაშინ დაავადებულებმა რა ქნან?
tikusha
Super Crazy Member +


*******
ჯგუფი: Members
წერილები: 11703
წევრი No.: 1117
რეგისტრ.: 21-July 02

გამოგზავნილია: 28 Jan 2004, 20:56  #347818      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
ზარაზა
QUOTE
დაავადებულთა 85-90% თვითგამოჯანმრთელდება ყოველგვარი სამედიცინო ჩარევის გარეშე და

ნამდვილად ვიცი რომ გამორიცხულია!

rmcf
Super Member


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 2818
წევრი No.: 440
რეგისტრ.: 13-November 01

გამოგზავნილია: 29 Jan 2004, 00:51  #348143      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
ზარაზა მართალია, B ჰეპატიტის მწვავე შემხვევათა ~90% მართლაც სპონტანურად იკურნება, სპეციფიური მკურნალობის გარეშე ძირითადად დიეტარული რეჟიმის დაცვით. 10% პროცენტი ქრონიკული ხდება, გარდა ამისა არსებობს ფორმები როდესაც დაავადება კლინიკურად არ ვლინდება და თავს იჩენს მხოლოდ ქრონიკულ სტადიაში.
0 წევრი ათვალიერებს ამ თემას (0 სტუმარი და 0 უჩინარი წევრი)
0 წევრი:
Topic Options Pages: (40) [1] 2 3 ... ბოლო » გამოხმაურება · ახალი თემა · ახალი გამოკითხვა

 



ფორუმის სერვერების განთავსებას და ინტერნეტთან კავშირს უზრუნველყოფს: CLOUD9
[ Script Execution time: 0.0299 ]   [ 12 queries used ]   [ GZIP Disabled ]