forum.ge
reklama
FORUM.GE წესები  · დახმარება  · ძებნა  · წევრები  · კალენდარი  · ჩატი
Pages: (31) « პირველი ... 29 30 [31]   ( გადავიდეთ პირველ წაუკითხავ წერილზე ) გამოხმაურება · ახალი თემა · ახალი გამოკითხვა

> მამოლოგის კონსულტაცია- II, კითხვები ექიმთან
qetiqeti76
Junior Member


**
ჯგუფი: Registered
წერილები: 17
წევრი No.: 235813
რეგისტრ.: 2-October 17

გამოგზავნილია: 30 Mar 2019, 10:30  #54439710      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
მეგობრებო,ძალიან მჭირდება თქვენი რჩევა.გუშინ სკრინინგში მამოგრაფია გავიკეთე,ექოსკოპიაზეც შემიყვანეს,მრავლობითი ცისტები მაქვს ორივე ჯირკვალში.მამოლოგმაც გამსინჯა,პასუხები 15-ში იქნება.ძალიან ვნერვიულობ,ცუდი არაფერი იყოს.წინასწარ არ მითხრეს პასუხი.ორივე მკერდი მტკივა და სიმძიმის შეგრძნება მაქვს.ასე ვიხი ხოლმე მენსტრუაციის წინ,მაგრამ ბოლო დროს განსაკუთრებით მტკივა.წინასწარ არაფეეი დაუნიშნავთ.ამ ტკივილს როგორ ვუშველო? სანამ პასუხი იქნება,რა მოითმენს... sad.gif
* * *
ცისტებზეც ექოსკოპიაზე გავიგე,ექოსკოპისტი რომ კარნახობდა,12 მმ ზომის ორივე ჯირკვალში და პლიუს მრავლობითი ცისტებიო.პასუხი არ გამცეს წესიერი.მამოლოგმა კი მითხრა,ნუ გეშინიაო,მაგრამ როგორ გინდა არ გეშინოდეს?!
DocTemo
Super Member


****
ჯგუფი: Registered
წერილები: 728
წევრი No.: 120512
რეგისტრ.: 4-September 10

გამოგზავნილია: 30 Mar 2019, 12:24  #54440111      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ვებგვერდი · aim
QUOTE (qetiqeti76 @ 30 Mar 2019, 10:30 )
მეგობრებო,ძალიან მჭირდება თქვენი რჩევა.გუშინ სკრინინგში მამოგრაფია გავიკეთე,ექოსკოპიაზეც შემიყვანეს,მრავლობითი ცისტები მაქვს ორივე ჯირკვალში.მამოლოგმაც გამსინჯა,პასუხები 15-ში იქნება.ძალიან ვნერვიულობ,ცუდი არაფერი იყოს.წინასწარ არ მითხრეს პასუხი.ორივე მკერდი მტკივა და სიმძიმის შეგრძნება მაქვს.ასე ვიხი ხოლმე მენსტრუაციის წინ,მაგრამ ბოლო დროს განსაკუთრებით მტკივა.წინასწარ არაფეეი დაუნიშნავთ.ამ ტკივილს როგორ ვუშველო? სანამ პასუხი იქნება,რა მოითმენს... sad.gif
* * *
ცისტებზეც ექოსკოპიაზე გავიგე,ექოსკოპისტი რომ კარნახობდა,12 მმ ზომის ორივე ჯირკვალში და პლიუს მრავლობითი ცისტებიო.პასუხი არ გამცეს წესიერი.მამოლოგმა კი მითხრა,ნუ გეშინიაო,მაგრამ როგორ გინდა არ გეშინოდეს?!

რასაც ყვებით ახასიათებს ცისტურ მასტოპათიას, რააც კეთილთვისებიანი დაავადებაა და ეს არ არის კიბოს სიმპტომები. თან რომ დაენახათ რამე თვალნათლივ საეჭვო აუცილებლად გეტყოდნენ და 15მდე არ გაწელავდნენ.
რაც შეეხება ტკივილს, მამოლოგმა უნდა დაგინიშნოთ წამლები მაგ კვლვებზე დაყრდნობით, სხვა შემთხვევაში რეკომენდეციები ვერ იქნება გამართლებული. ასევე შეგიძლიათ შემდეგ დასკვნის სურათი გამოაგზავნოთ და ვფიროქბ სასარგებლო იქნება მეორე აზრის მოსმენაც.
qetiqeti76
Junior Member


**
ჯგუფი: Registered
წერილები: 17
წევრი No.: 235813
რეგისტრ.: 2-October 17

გამოგზავნილია: 30 Mar 2019, 13:17  #54440321      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
ძალიან დიდი მადლობა,დავმშვიდდი ცოტა.ოღონდ ტკივილი ძალიან მაწუხებს,განსაკუთრებით დაწოლისას.დაველოდები 15 რიცხვს.გმადლობთ გამოხმაურებისთვის smile.gif
fermina
Super Crazy Member +


*******
ჯგუფი: Members
წერილები: 13526
წევრი No.: 31207
რეგისტრ.: 11-March 07

გამოგზავნილია: 8 Apr 2019, 15:13  #54481800      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
FRANCHESKAA
Heart_of_Darkness
დიდი მადლობა smile.gif
happy dreamer91
Crazy Member


*****
ჯგუფი: Registered
წერილები: 1802
წევრი No.: 142293
რეგისტრ.: 28-January 12

გამოგზავნილია: 23 Apr 2019, 11:46  #54554575      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა · im
გამარჯობა, მასტოპათია რამდენად საშიშია? გუშინ გადავიღე სონოგრაფია და მასტოპათია გაქვსო, მენსტრუაციის მეორე ფაზაა, ამიტომ კარგად ვერ გაარჩია რა ხდება შიგნით, მაგრამ დიდი კვანძები არ ჩანსო. სითხე ჩანს, თუმცა გამონადენი არასდროს შემინიშნავს. ანთება მაქვს და ვმკურნალობ, შეიძლება ანთებას გამოეწვია მასტოპათია? მამოლოგთან აუცილებლად მივიდე თუ ჯერ ანთების მოშორებას დაველოდო და როცა ყველა პრობლემა ალაგდება მერე მივიდე მამოლოგთან?

This post has been edited by happy dreamer91 on 23 Apr 2019, 11:47


--------------------
Cras, cras, semper cras, sic evadit aetas...

marioka
Member


***
ჯგუფი: Registered
წერილები: 42
წევრი No.: 220892
რეგისტრ.: 2-July 16

გამოგზავნილია: 23 Apr 2019, 19:34  #54557001      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
გამარჯობათ, კითხვა მაქვს მამოლოგთან, ეხოსკოპიაზე ვიყავი მაწუხებდა მკერდის ტკივილი წვის და ჩხვლეტის შეგრძნებით , ძუძუზე მყავს ბავშვი რომელიც არ ჭამს მარცხენა ძუძუს, თავიდანვე არჭამა მარცხენა ძუძუ და რძეც ძალიან ცოტა მქონდა ცალ მკერდში , ხელით შეხებისას მტკიოდა მაგრამ გამაგრებული არმქონდა, გამოსაწველით ვცადე რამდენჯერმე გამოწველა და ძნელათ მოდიოდა რძე და მეწვოდა სადინარები , ექიმთან ვიყავი იანვარში გეგმიურ შემოწმებაზე და რომ ვუთხარი რაც მაწუხებდა ხელით გამსინჯა მითხრა რომ არანაირი სიმაგრე არ გაქვს და ეხოსკოპია გაიკეთე მაინც გადაამოწმე მასტოპათია არიყოსო, მარტში გავიკეთე ეხო და სანამ ეხოსკოპიაზე მივიდოდი თებერვალში ხელით გასინჯვისას შევამჩნიე პატარა სიმაგრე მოგრძო ფორმის არელოასთან ახლოს , ეხოსკოპიამ მითხრა 1.4 სმ კვანძია და კორ ბიოფსია უნდა გაიკეთოო, მაინტერესებს რატომ დამინიშნა ესე გადაჭრით ბიოფსია თან კორ და არა ციტოლოგია, მადლობა წინასწარ
DocTemo
Super Member


****
ჯგუფი: Registered
წერილები: 728
წევრი No.: 120512
რეგისტრ.: 4-September 10

გამოგზავნილია: 24 Apr 2019, 08:42  #54559274      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ვებგვერდი · aim
QUOTE (happy dreamer91 @ 23 Apr 2019, 11:46 )
გამარჯობა, მასტოპათია რამდენად საშიშია? გუშინ გადავიღე სონოგრაფია და მასტოპათია გაქვსო, მენსტრუაციის მეორე ფაზაა, ამიტომ კარგად ვერ გაარჩია რა ხდება შიგნით, მაგრამ დიდი კვანძები არ ჩანსო. სითხე ჩანს, თუმცა გამონადენი არასდროს შემინიშნავს. ანთება მაქვს და ვმკურნალობ, შეიძლება ანთებას გამოეწვია მასტოპათია? მამოლოგთან აუცილებლად მივიდე თუ ჯერ ანთების მოშორებას დაველოდო და როცა ყველა პრობლემა ალაგდება მერე მივიდე მამოლოგთან?

გამარჯობა.
მასტოპთიის დიგნოზს როგორც წესი ტკივიილი უნდა ახლდეს. თუ მკერდი არ გტკივათ და თუ ულტრაბგერით კვანძოვანი წარმონაქმნები არ არის, ეს მასტოპთიად (როგორც დაავადებად) არ უნდა აღიქვას. სითხე რას ნიშნავს ოღონდ დააზუსტედ, ცისტებია თუ სადინრებში სითხე. სხვადასხვა ანთებები ნაკლებად იწვევს მასტოათიას თუკი ქრონიკული და ხანგრძლივი არ არის.
დალოდებაც შეიძლება, ოღონდ ძაან დიდ ხანს არა, შემდეგი ციკლის შემდეგ ჯობია ეჩვენთ მამოლოგს
* * *
QUOTE (marioka @ 23 Apr 2019, 19:34 )
გამარჯობათ, კითხვა მაქვს მამოლოგთან, ეხოსკოპიაზე ვიყავი მაწუხებდა მკერდის ტკივილი წვის და ჩხვლეტის შეგრძნებით , ძუძუზე მყავს ბავშვი რომელიც არ ჭამს მარცხენა ძუძუს, თავიდანვე არჭამა მარცხენა ძუძუ და რძეც ძალიან ცოტა მქონდა ცალ მკერდში , ხელით შეხებისას მტკიოდა მაგრამ გამაგრებული არმქონდა, გამოსაწველით ვცადე რამდენჯერმე გამოწველა და ძნელათ მოდიოდა რძე და მეწვოდა სადინარები , ექიმთან ვიყავი იანვარში გეგმიურ შემოწმებაზე და რომ ვუთხარი რაც მაწუხებდა ხელით გამსინჯა მითხრა რომ არანაირი სიმაგრე არ გაქვს და ეხოსკოპია გაიკეთე მაინც გადაამოწმე მასტოპათია არიყოსო, მარტში გავიკეთე ეხო და სანამ ეხოსკოპიაზე მივიდოდი თებერვალში ხელით გასინჯვისას შევამჩნიე პატარა სიმაგრე მოგრძო ფორმის არელოასთან ახლოს , ეხოსკოპიამ მითხრა 1.4 სმ კვანძია და კორ ბიოფსია უნდა გაიკეთოო, მაინტერესებს რატომ დამინიშნა ესე გადაჭრით ბიოფსია თან კორ და არა ციტოლოგია, მადლობა წინასწარ

გამარჯობა. კვანძზე გასაკეთებელი ბიოფსიის სახეობის დაგეგმვა დამოკიდებულია ამ კვანძის ექოსკოპიურ და ხელით გასინჯვის შედეგად მიღებულ მონაცემებზე. თუკი ექოსკოპიურად უფრო გავს სითხოვანს მაშინ წვრილნემსოვანი ბიოფსია იგეგმება (რაზეც ციტოლოგიას ამბობთ), მაგრამ თუკი ქსოვილოვანია ან საეჭვოა მაშინ კორი ჯობია. თქვენ რასაც ყვებით საეჭვო კატეგორიაშI არ უნდა გადიოდეს.. თუმცა ეს მხოლოდ ექოსკოპიით სადსვნის ნახვის შედეგად შეიძლება იქნეს გადაწყვეტილი.
happy dreamer91
Crazy Member


*****
ჯგუფი: Registered
წერილები: 1802
წევრი No.: 142293
რეგისტრ.: 28-January 12

გამოგზავნილია: 24 Apr 2019, 17:25  #54561583      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა · im
DocTemo
მადლობა გამოხმაურებისთვის, ტკივილს ვერ დავარქმევ, უფრო უსიამოვნო შეგრძნება მაქვს მარცხენა მკერდში, ზედა ნაწილში, იღლიისკენ. გინეკოლოგმა ხელით გამსინჯა და მასტოპათია არისო, რადიოლოგმაც იგივე თქვა.
ასე წერია:
მენსტრუაციის მეორე ფაზა
მარჯვენა სარძევე ჯირკვალი: კანის სისქე 0,09 სმ, ცხიმოვანი ქსოვილი: 0,56სმ, ჯირკვლოვანი ქსოვილი 0,54 სმ, სადინარები დილატირებული 0,9 მმ-დან 3,4 მმ-მდე. არაჰომოგენური სითხოვანი შიგთავსით.
მარცხენა სარძევე ჯირკვალი: კანის სისქე 0,08 სმ, ცხიმოვანი ქსოვილი: 0,35 სმ, ჯირკვლოვანი ქსოვილი 0,54 სმ, სადინარები დილატირებული 0,8მმ-დან 2,7მმ-მდე. არაჰომოგენური სითხოვანი შიგთავსით
კუპერის იოგი: დეფორმაციის გარეშე
ჯირკვლის მადეფორმირებელი ქსოვილიდან ჭარბობს ჯირკვლოვანი ქსოვილი.
ლავიწზედა და ლავიწქვედა, მარცხენა იღლიის გარეთა და შიგნითა ლიმფური კვანძები: კონტური სადა, მკვეთრი
ექოგენობა: უცვლელი, ზომა და ფორმა უცვლელი სტრუქტურა: უცვლელი

This post has been edited by happy dreamer91 on 24 Apr 2019, 17:27
marioka
Member


***
ჯგუფი: Registered
წერილები: 42
წევრი No.: 220892
რეგისტრ.: 2-July 16

გამოგზავნილია: 24 Apr 2019, 17:59  #54561747      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
სამწუხაროდ ეხოსკოპიის პასუხი არ მაქვს, არვიმყოფები საქართველოში და აქ არიძლევიან ისეთ დაწვრილებით პასუხებს როგორც საქართველოში, მხოლოდ ვიცი რომ 1.4 სმ არის და კვანძია. ხელით გასინჯვისას თითქოს უფრო პატარაა ზომაში ვიდრე 1 თვის წინ იყო, არმინდოდა ამ ბიოფსიის გაკეთება მაგრამ ისეთი დაჟინებით მოითხოვა აქ ექიმმა სხვა გზა არ მაქვს, ძუძუთი კვების დროს იმედია უსაფთხოა ეს ბიოფსია.
DocTemo
Super Member


****
ჯგუფი: Registered
წერილები: 728
წევრი No.: 120512
რეგისტრ.: 4-September 10

გამოგზავნილია: 24 Apr 2019, 18:56  #54561964      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ვებგვერდი · aim
QUOTE (happy dreamer91 @ 24 Apr 2019, 17:25 )
DocTemo
მადლობა გამოხმაურებისთვის, ტკივილს ვერ დავარქმევ, უფრო უსიამოვნო შეგრძნება მაქვს მარცხენა მკერდში, ზედა ნაწილში, იღლიისკენ. გინეკოლოგმა ხელით გამსინჯა და მასტოპათია არისო, რადიოლოგმაც იგივე თქვა.
ასე წერია:
მენსტრუაციის მეორე ფაზა
მარჯვენა სარძევე ჯირკვალი: კანის სისქე 0,09 სმ, ცხიმოვანი ქსოვილი: 0,56სმ, ჯირკვლოვანი ქსოვილი 0,54 სმ, სადინარები დილატირებული 0,9 მმ-დან 3,4 მმ-მდე. არაჰომოგენური სითხოვანი შიგთავსით.
მარცხენა სარძევე ჯირკვალი: კანის სისქე 0,08 სმ, ცხიმოვანი ქსოვილი: 0,35 სმ, ჯირკვლოვანი ქსოვილი 0,54 სმ, სადინარები დილატირებული 0,8მმ-დან 2,7მმ-მდე. არაჰომოგენური სითხოვანი შიგთავსით
კუპერის იოგი: დეფორმაციის გარეშე
ჯირკვლის მადეფორმირებელი ქსოვილიდან ჭარბობს ჯირკვლოვანი ქსოვილი.
ლავიწზედა და ლავიწქვედა, მარცხენა იღლიის გარეთა და შიგნითა ლიმფური კვანძები: კონტური სადა, მკვეთრი
ექოგენობა: უცვლელი, ზომა და ფორმა უცვლელი სტრუქტურა: უცვლელი

საპრობლემი დიდად არაფერი ჩანს. მკურნალობას ვერ დაგინიშნავთ ასე შორიდან.. smile.gif თუ ტკივილი არ არის სასწრაფო დასაწყებიც არაა.. თუმცა რეალური კონსულტაცია მაინც რეალური კონსულტაციაა და გაითვალისწინოთ უნდა ეს.
* * *
QUOTE (marioka @ 24 Apr 2019, 17:59 )
სამწუხაროდ ეხოსკოპიის პასუხი არ მაქვს, არვიმყოფები საქართველოში და აქ არიძლევიან ისეთ დაწვრილებით პასუხებს როგორც საქართველოში, მხოლოდ ვიცი რომ 1.4 სმ არის და კვანძია. ხელით გასინჯვისას თითქოს უფრო პატარაა ზომაში ვიდრე 1 თვის წინ იყო, არმინდოდა ამ ბიოფსიის გაკეთება მაგრამ ისეთი დაჟინებით მოითხოვა აქ ექიმმა სხვა გზა არ მაქვს, ძუძუთი კვების დროს იმედია უსაფთხოა ეს ბიოფსია.

ეტყობა ქსოვილოვანია (ანუ სითხოვანი - ცისტა არ არის) და იმიტომ. კორიც უსაფრთხოა და არაფერია რთული მასში, ძუძუთი კვების დროსაც კი.
happy dreamer91
Crazy Member


*****
ჯგუფი: Registered
წერილები: 1802
წევრი No.: 142293
რეგისტრ.: 28-January 12

გამოგზავნილია: 25 Apr 2019, 10:22  #54564648      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა · im
DocTemo
დიახ, მხოლოდ ის მაინტერესებდა რამე საშიში ხომ არ არის, თორე მამოლოგთან აუცილებლდ მივალ, გინეკოლოგიურ პრობლემებს როცა მოვიგვარრბ.
0 წევრი ათვალიერებს ამ თემას (0 სტუმარი და 0 უჩინარი წევრი)
0 წევრი:
Topic Options Pages: (31) « პირველი ... 29 30 [31]  გამოხმაურება · ახალი თემა · ახალი გამოკითხვა

 



ფორუმის სერვერების განთავსებას და ინტერნეტთან კავშირს უზრუნველყოფს: CLOUD9
[ Script Execution time: 0.0403 ]   [ 12 queries used ]   [ GZIP Disabled ]