#58451721 · 6 Oct 2021, 02:48 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
ქეთევან სიხარულიძის წიგნში არის ნახსენები ალალი და არამი გველების გაგება. მისი ორმაგი სახე. რაჭველებისთვის სახლის გველი რუხი იყო, ნაცრისფერი. თუ დაინახავდნენ, ეტყოდნენ: წადი, წადი! არც არას გაწყენ, ნურც არას გვაწყენ. ბიჭი ხარ? ძმა იყავი. ქალი ხარ? და იყავი!" (ტოტემიზმის ნიშნები. ტოტემურ ცხოველებს და-ძმად და სისხლისმიერ ნათესავად რომ მოიხსენიებდნენ)
ქართლში ასეთ გველებზე იტყოდნენ მამულისააო. ხალხის რწმენით, როცა სახლში არავინ იყო, დედა გველი თავის წიწილებთან ერთად შუა ცეცხლთან გამოდიოდა. როცა სახლში ბრუნდებოდა ხალხი, ის ისევ იმალებოდა (ოჯახის მფარველი სულის ტრიალი კერის გარშემო).
სვანეთში ოჯახის მფარველი თეთრი გველის წოდება - "თვალილდ" (ნატვრის თვალი).
მოგვიანებით ასეთი გველის ქალღვთაებით ჩანაცვლება შეინიშნება.
--------------------
"უყვარდა ხილვა: რქანაყარი გველი რომ იხდის პერანგს ცხელ რიყეზე..."
|