წერეთლის გამზირზე, “დინამო არენას” მიმდებარე ტერიტორიაზე გარემოვაჭრეები საპროტესტო აქციას მართავენ. მათი განცხადებით, გარევაჭრობის დაკანონების მოთხოვნით აქციებს არ შეწყვეტენ.
გარემოვაჭრეების თქმით, თბილისის მერიის მიერ შეთავაზებული წინადადება, რომელიც ბაზარში გადასვლის შემთხვევაში შეღავათიან პირობებს გულისხმობს, მათთვის მიუღებელია, რადგან არ არსებობს გარანტიები, რომ 6 თვის განმავლობაში ისინი შეღავათიანი პირობებით ივაჭრებენ. მათივე განცხადებით, ისინი იაფფასიანი პროდუქციით ვაჭრობენ, 6 თვის გასვლის შემდეგ კი ისინი ბაზრობაზე დაწესებულ გადასახადს ვერ გაწვდებიან.
გარემოვაჭრეების თქმით, მათ შესაბამისი სამსახურებიდან მიიღეს გაფრთხილება, რომ ხვალიდან გარევაჭრობა “დინამო არენას” მიმდებარე ტერიტორიაზე აიკრძალება. შესაბამისად, აქციის მონაწილეები მთელი ღამის განმავლობაში გეგმავენ ტერიტორიაზე დარჩენას, რათა მათი დახლები სამართალდამცველებმა არ აიღონ.
ახლა ჩემი აზრიც მივამატოთ!
აახვიეთ მაქედან და შეეთრიეთ ბაზარში!!!!!!!!!
არ გაახურეს.რით ხარ მეტი იმაზე ვინც იქ დგას და იხდის კიდეც?იაფ ფასიანს თუ ყიდი საქონელს როგორც იძახით მაშინ კაცმა არ იცის რა გიდევს მაგ დამპალ დახლზე!!!!!!!!
მე რა დავაშავე რომელიც ვმუშაობ და ბიუჯეტში ფულს ვიხდი,ქალაქში რომ სისუფთავე იყოს ფულს ვიხდი!
შენ ვინ ჩემი ფეხები ხარ და რატომ უნდა იყო ჩემს ხარჯზე??? მერე დაბერდება და ჩემსავით პენსია უნდა არა???ადამიანი რაც ვმუშაობ სულ ვიხდი ბიუჯეტში ფულს და ადამიანი რომელიც არასდროს გადაუხდია იმასაც მე უნდა ვინახავდე სიბერის დროს არა??????!!!!!!
აახავიეთ და ყველამ გადაიხადეთ ბიუჯეტში ფული!!!!!!
http://www.interpressnews.ge/ge/sazogadoeb...-marthaven.html This post has been edited by sandro82 on 2 Apr 2017, 19:53